ტრფობის ალში გახვეულნი (თავი 7)
თავი 7 როგორც იქნა თვალები გაახილა.ნელ-ნელა დაახამხამა რომ როგორმე მოწოლილი ბინდი მოესორებინა მხედველობიდან.მალე მკაფიოდ გამოიკვეთა კარგად ნაცნობი ნივთები და მიხვდა რომ თავის ოთახში,მისსავე საწოლზე იწვა."კი მაგრამ სახლში როგორ აღვმოჩნდი?არაფერი მახსოვს."გონება დაძაბა და მხოლოდ იმის გახსენება შეძლო,თუ როგორ გამოვიდა ვიქტორის სახლიდან.შემდეგ სრული სიცარიელე დასადგურებულიყო.საწოლზე წამოჯდა და ნელ-ნელა ადგა.ოდნავ თავბრუს ხვევა და გულისრევის შეგრძნება შემოაწვა.თუმცა მაინც წავიდა კარისკენ.სასტუმრო ოთახსი დივანზე მამა-შვილი მდუმარედ მოკალათებულიყო,კარის გაღების ხმის გაგონებისთანავე წამოდგნენ და სებასტიანს მივარდნენ. -როგორც იქნა სებასტიან.ორი დღე-ღამეა გონება გაქვს დაკარგული.ღმერთო,როგორ შეგვაშინე შვილო,რა მოხდა?რა დაგემართა? -მე თვითონაც არ მახსოვს ოსტატო.მხოლოდ ის მახსოვს ვიქტორის სახლიდან რომ გამოვედი,ამის შემდეგ არაფერია ჩემს მეხსიერებაში.აქ როგორ აღვმოჩნდი? -იმ ბიჭმა მოგიყვანა სწორედ იმ დღეს რომ სასწრაფოდ წაგიყვანა ლორდ დექსჰეიმერთან.ასე თქვა შებინდებისას ვიპოვე წიფლის ძირას უგონოდ მწოლიარეო.მაშინვე აქით წამოგიყვანა.ექიმებმა თვქეს ალბათ დაეცა და თავი დაარტყა,ამიტომაც არის უგონოდო.ძალიან გვანერვიულე შვილო. -მაპატიეთ ოსტატო.იცით,ძალიან მშია,იმედი მაქვს საჭმელი არის,-ევას შეხედა,რომელიც თავდახრილი იდგა და როგორ კი სებასტიანის სურვილი მოსიმინა,მაშინვე სამზარეულოში გავარდა და რამდენიმე წუთში სუფრა გაშალა.სამივე დასხდა და მდუმარედ მიირთმევდნენ.სებასტიან მართლლაც რომ ძალიან მოშიებოდა.ჭამა დაასრულა თუარა,წამოდგა და გარეთ გასავლელად მოემზადა,მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო უკან დაბრუნდა და ოსტატს მიმართა: -ოსტატო,ლედი ბუკინგემმა იცის რომ ავად ვიყავი? -კი სებასტიან,დაბარებულ დროზე მოვიდა და ვუთხარი რომ უგონოდ იყავი.ასე,რომ სანერვიულო არაფერია. -კარგით,მადლობა,-თქვა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.კიბეები სწრაფად ჩაირბინა და სახელოსნოსკენ აიღო გეზი,მაგრამ გზად ეტლმა ჩაუარა,რომელიც მისი დანახვისთანავე მკვეთრად შეჩერდა,ეტლიდან კი ვიქტორი გადმოვიდა,პირდაპირ სებასტიანისკენ წავიდა და მაგრად ჩაეხუტა.ნელსაცხებლის სურნელი ასდიოდა,ისეთი მკვეთრი,რომ სებასტიანს თავბრუ დაეხვა.ეს ზიზილ-პიპილებით მორთული და ნელსაცხებლების სურნელით გაჟღენთილი კაცი უკვე ძალიან აღიზიანებდა. -ძალიან შემაშინე სებასტიან.ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობდი შენზე.როგორ ხარ მეგობარო,თავს როგორ გრძნობ? -მადლობა,არამიშავს.მადლობა ჩემზე ზრუნვისთვის,-უოასუხა სებასტიანმა ოდნავ გაღიზიანებით,მაგრამ ვიქტორს ეს არ შეუმჩნევია. -წამოდი ჩემთან,ცოტა ბრენდი გადავკრათ და წავიმუსაიფოთ. -აჰ,არა ვიქტორ გმადლობ.შენ მგონი სადღაც მიდიოდი,აჯობებს საქმეს მიხედო.ეგ შემდეგისთვის იყოს,-უპასუხა სებასტიანმა. -აპ აპ აპ.არავითარ შემთხვევაში უარი არ მიიღება,-ღონივრად ჩაავლო ხელი და ეტლში აიყვანა."ჯანდაბა,ესღა მაკლდა...ოჰ..რა უგუნური ვარ.მე თუ მისგან შორს დავიჭირე თავი,სულ ასეთი შეტევები თუ მომივა ელიზაბეტზე საუბრისას საკუტარ თავს თავადვე გავცემ.ამიტომ აჯობებს თავი ხელში ავიყვანო და ემოციები მოვთოკო.ეს მე წესით არცუნდა მიჭირდეს.ჰა..რაზე ლაპარაკობს?"სანამ სებასტიანი საკუთარ თავს დარიგეგებს აძლევდა,ვიქტორი გახელებით ელაპარაკებოდა. -..იცი რალამაზი ცხენია?ან რა ძლიერი,რა ღონიერი.იმოდენა კუნთები აქვს 1ტონიან ლოდს მარტოც კი წაირებს.არაბული ფაშატია.საოცრად სწრაფია,თუმცაღა არავინ არ მიიკარა,არც მე მომცა უფლება მასზე ავმხედრებულიყავი.დაუმორჩილებელია. -კიდევ ერთი ცხენი შეამატე შენს საჯინიბოს ვიქტორ? -დამიჯერე მის ნახვას არ ინანებ,-ამასობაში ვიქტორის სამფლობელოშიც მოვიდნენ.მაშინვე საჯინიბოსკენ გაემართნენ.ვიქტორმა ცხენის შეკაზმვა და გამოყვანა ბრძანა.თავლა სახლის უკან მდებარეობდა რომლის იქითაც ფართო,ვრცელი მინდორი იყო გადაშლილი,სადაც ვიქტორი ჯირითობდა,სებასტიანსაც ხშირად მიუღია ჭენების სიამოვნება და ეს მას მართლაც რომ მოსწონდა.ახლაც სურდა რომ ის არაბული ფაშატი გაეჭენებინა...ამასობაში თავლას მიუახლოვდნენ და რამდენიმე წუთში თავლიდან გამოიყვანეს კუპრივით შავი ცხენი.ვიქტორი არ ცდებოდა,მართლაც საოცრად ლამაზი და ძლიერი ცხენი იყო.შავი ფაფარი უბრწყინავდა,ფლოქვებს სცემდა მიწაზე,თითქოს ეუბნებოდა აბა მოდით და ნახავთ რა ბიჭიც ვარო.სებასტიანი მონუსხული შესცქეროდა ცხენს.სებასტიანი ნელი,ფრტხილი ნაბიჯით მიუახლოვდა.ცხენის სავი თავისკენ ხელი გაიწვდინა,ცხენმა ჯერ უკან დაიხია,თუმცა მერე ნელა გაემართა გამოწვდილი ხელისკენ,ჯერ ფრთხილად დაყნოსა,ხოლო სემდეგ კი თავი მიადო,სებასტიანი მოეფერა.ცხენმა უცებ გვერდი იცვალა და მის წინ გვერდულად დადგა. -უნდა რომ შეჯდე,-უთხრა სებასტიანს გაოცებულმა ვიქტორმა. -ალბათ ბუცეფალიც ასეთი დიდებული იყო...-აღმოხდა სებასტიანს.მერე ცხენთან მივიდა,ფაფარზე ნაზად მიეალერსა და ფეხი უზანგში გაყო.უნაგირზე მოკალათდა თუარა ცხენმა დაიფრუტუნა თითქოს ეუბნებოდა მზად ხარ თუა არაო.სებასტიანმაც არ დააყოვნა პასუხი და შეუძახა.ცხენი ადგილიდან დაიძრა.წინ უკიდეგანო მდელო გადაშლილიყო.ცაზე ღრუბლის რამდენიმე ნაფლეთი ზანტად მიიზლაზნებოდა დასავლეთისკენ.მზე აცხუნებდა.მზის სხივებზე კი ცხენის შავი ფაფარი კიდევ უფრო თვალისმომწრლად ბზინავდა.სებასტიანმა კიდევ უფრო ააჩქარა ცხენი,მანაც რახან ნებართვა მიიღო,აიწყვიტა და გადწყვიტა ბატონისთვის მთელი მისი დიდებულება ეჩვენებინა.სებასტიანი წინ გადახრილიყო,ცხენსაც თავი წინ გადაეხარა,სწრაფად ძალიან სწრაფად მიქროდნენ.სახეში ქარი გამალებით ეხეთქებოდათ,მაგრამ ამას არად დაგიდევნდნენ,რადგან ახლა ისინი ერთნი გამხდარიყვნენ.სებასტიანს მოგონებები თვალწინ გადაესალა.მასკარადი..ელიზაბეტი,მისი მხრები,მისი ტკბილი ბაგეები...სევდა შემოაწვა...მისი სული იტანჯებოდა,იწვოდა,ყვიროდა...და მართლაც..სადავეს ხელი გაუსვა,ცხენმა რახან თავისუფლება იგრძნო,კიდევ უფრო აუჩქარა ფეხს,სებასტიანი ფრთხილად წამოდგა,უნაგირზე ფრთხილად დადგა.ცხენი მიუხვდა ჩანაფიქრს და ძალიან ფრთხილად მოძრაობდა,რომ ბატონს რმე არ დამართნოდა.სებასტიანმა თვალები დახუჭა ხელები გაშალა და მთელი ხმით დაიყვირა.ყვიროდა მანამ სანამ ხმა არ ჩაუწყდა.მერე თვალები გაახილა,მზე უკვე დასავლეთით კიდევ უფრო გადახრილიყო,კვლავ შეჯდა უნაგირზე,ცხენი ფრტხილად მოაბრუნა და ვიქტორის სამფლობელოსკენ გაემართა,ამჯერად გულდამშვიდებული და ბედნიერი.თუმცაღ იცოდა რომ ეს ბედნიერება და სიმშვიდე მხოლოდ დროებითი იყო.მაგრამ ეს დროებითიც საკმაოდ ბევრს ნიშნავდა მისთვის.როდესაც დაბრუნდნენ ვიქტორი და მისი მსახურებიც უკვე მის მოსაძებნად აპირებდნენ თურმე წასვლას. -გვეგონა ცხენიდან ჩამოვარდი ან რაიმე მსგავსი. -ო,არა მე და ბორეასმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს,-ამაზე ცხენიც დაეტანხმა და დაიფრუტუნა.ერთიანად გაოფლიანებულიყო,მაგრამ თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა.სებასტიანი ცხენს მოეფერა. -აჰ,უკვე სახელიც შეურჩიეა?ბორესი.კარგი სახელია,ნამდვილად შეეფერება.ქარივით სწრაფია და ქარის ღმერთის სახელიც სწორედაც რომ შესაფერისია...იცი სებასტიან.შენი იყო. -რა? -ბორეასს გჩუქნი.მას შენ უნდიხარ.შენს გარდა არავის შეისვამს.ის მხოლოდ შენ გემორჩილება. -მე..არვიცი რა ვთქვა..ვიქტორ დიდი მადლობა..-სებასტიანი მოეხვია. -როცა მოგესურვება,მოდი და გააჭენე.ცხენი თავლაში შეიყვანეს,ორი მეგობარი კი დასალევად შინისკენ გაემართა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.