ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (16 თავი)
იმედი მაქვს ისიამოვნებთ კითხვის პროცესით „ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი” 16 თავი ამბობენ ადამიანის წასვლას განსაკუთრებული ტკივილი მოაქვს და სიცარიელეს ტოვებსო. ზოგჯერ სწორედ მაშინ მიდის საყვარელი ადამიანი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება გვერდით და ხანდახან ამ წასვლას იმით ამართლებენ რომ მოგვიანებით დაბრუნდებიან, რომ ახლა არ არიან მზად ურთიერთობისთვის. არ არის ჩხუბი, არ არის ხმაური რომელიც კარების ძლიერად გაჯახუნებით მთავრდება, არც მშვიდად ნათქვამი ნახვამდის, მაგრამ არის ბევრი გადაფიქრებული სიტყვა, უთქმელი მიყვარხარ და უკანასკნელი ჩახუტება. თენდება დილა, ისევ ისე ხმაურით იღვიძებს ქალაქი, ისევ დაქრის გრილი სიო და ისევ სწრაფი ნაბიჯით, ან მხიარული სიცილით ჩაგივლიან გვერდით, ახალგაზრდები, ისევ ძველებურად გრძელდება ცხოვრება, ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსია და ადამიანი, რომელიც აღარ გელოდება - განსაკუთრებით იმოქმედებს შენს განწყობაზე. სტადიონი ისევ ივსებოდა ხალხით მატჩები იწყებოდა და მთავრდებოდა. იყო მოგება და წაგება. მაგრამ შიომ იგრძნო, ყველა მატჩის მოგებას, ყველა გატანილ ბურთს დათმობდა, ოღონდ ევასთვის ბრძოლას ჰქონოდა აზრი. პირველად გაუჩნდა სურვილი, არა მოეგო არამედ ეღიარებინა ყველაფერი. - გისმენ გიო, გამარჯობა. - გააკვირვა მისმა ზარმა. - სალამი, სალამი, როგორ ხარ? - კარგად, შენ როგორ ხარ? - კარგად, კარგად, საქათველოში ხარ ხო? - კი ისევ თბილისში ვარ, ერთი კვირით ისევ ვიქნები, მერე სვანეთში მივდივარ. - ჩამოურაკრაკა სამომავლო გეგმები. - ინტერვიუ მინდა შენგან და არ მითხრა უარი, ძლივს საქართველოში ხარ - ჩაიცინა. - დღეს? რომელზე? - საღამოს, 5ზე რომ მოვიდე? - კარგი, მეცლება. ჩემთან მოხვალ ხო? - დაელოდა პასუხს და მალევე დაემშვიდობა. ახლა გიორგისთან საუბრის სურვილი კი არა, არაფერი არ უნდოდა მაგრამ ასე იყო საჭირო, ინტერვიუ კარგა ხანია არ ჩაუწერია და დრო იყო კითხვის ნიშნები გაექრო, რაც მასთან დაკავშირებით არსებობდა და ამას თუ ჟურნალისტ მეგობართან ერთად გააკეთებდა მთლად უკეთესი. *** დილიდან საშინელ განწყობაზე გაიღვიძა, გუშინდელი ნეგატივი გამოჰყვა, არა ისედაც დავიწყებული ჰქონდა კარგ ხასიათზე გაღვიძება და დილის მშვიდად დაწყება, მაგრამ რაც შიო დაბრუნდა განსაკუთრებით იმოქმედა მის განწყობაზე. სამინისტროში მიდიოდა დღეს და სიმართლე ითქვას უკვე ესეც აღარ შეეძლო და ზოგჯერ ფიქრობდა, რომელიმესთვის დაენებებინა თავი, მაგრამ უნივერსიტეტი თავად არ ეთმობოდა და სამინისტროში ერთი წელი კიდევ უწევდა მუშაობა გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად. საუზმეს ამზადებდა, კარზე კაკუნის ხმა, რომ გაიგონა. - გისმენთ - გამოაღო კარი. მაგრამ კარს მიღმა მხოლოდ ქრიზანთემების დიდი თაიგული ჩანდა. ჯერ გაოცებისგან დააღო პირი. - ეს რა არის? - ევა ბერიძე თქვენ ბრძანდებით ხო? - ჰკითხა ახალგაზრდამ. - დიახ, მე ვარ. - დაბნულმა გასცა პასუხი. - ეს თქვენთვის არის, გთხოვთ აქ მომიწერეთ ხელი. - მიუთითა და თან ყვავილები მიაწოდა. მადლობაო ჩაიბურტყუნა უფრო თავისთვის და კარს უკან გაუჩინარდა, იმაზე ფიქრით ამ დროს, წლის ამ სეზონზე ვინ ან როგორ იყიდა ამდენი ქრიზანთემები, ბარათის ძებნა დაიწყო, იქნებ მიმხვდარიყო ვისგან არის. „ვცდილობ ძლიერი ვიყო, მაგრამ უშენოდ არაფერი გამომდის. მაპატიე...“ ბევრი არ უფიქრია, ვისგან იყო ყვავილები და ბარათზე დაწერილი სიტყვები, მიხვდა დადეშქელიანმა რომ გამოუგზავნა, მაგრამ განა მართლა ფიქრობდა რომ ერთი წინადადებით შეძლებდა მისი გულის კვლავ მოგებას?! კი, შეიძლება ეცოდება იმ ტყუილისთვის, რისთვისაც მიამ გაიმეტა, მაგრამ მოღალატე ადამიანს მის გვერდით არაფერი ესაქმებოდა. რაც არ უნდა იყოს გულზე მოხვდა, უშენოდ არაფერი გამოდისო, ისიც გაახსენდა რომ ეუბნებოდა, როცა ვიცი მოედანზე ხარ ისეთი გრძნობით ვთამაშობ, ისეთ ძალას და სიმშვიდეს ვგრძნობ, როგორც არასდროსო... მაინც აემღვრა მზერა, ყვავილები ლარნაკში ჩააწყო და ბარათიც იქვე დადო, მერე სამინისტროსკენ წავიდა, გზად შეტყობინებაც მიიღო. „როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს ქრიზანთემები, შენს სილამაზესთან ახლოსაც ვერ მოვა. კაშკაშებ!“ იქეთ-აქეთ დაიწყო გაკვირვებულმა ყურება, სადმე მის ახლოს იყო? რა იცოდა რა ეცვა ან როგორ გამოიყურებოდა? ახლა თუ კუდში დევნაც დაუწყო ნამდვილად გაგიჟდებოდა განა მართლა აგრძელებდა ბრძოლას მის გამო? ან საერთოდ ეს იყო მისთვის ბრძოლა? ერთი ქრიზანთემების თაიგულით და რამდენიმე შეტყობინებით მოიგებდა მის გულს? ევას ზოგჯერ საკუთარი თავის ვერ გაეგო რა უნდოდა ან რატომ და შიო როგორ მიხვდებოდა რა ჰქონდა ქალს გულში? სამსახურში მისულმა პირველ რიგში ზედმეტი პასუხისმგებლობები სხვებს გადააბარა, მაგალითად სტადიონზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარება, აღარ უნდოდა იქ მისულს შიო ენახა. იცოდა თუ კიდევ ერთხელ ეტყოდა რომ მოენატრა, რომ უყვარდა და მასთან ყოფნა უნდოდა, გული ვეღარ გაუძებდა, შეიძლება არ შერიგებოდა, მაგრამ მაინც ძალიან რთული იქნებოდა, საყვარელი ადამიანისგან გაეგო, რომ ენატრება და იგივეთი ვერ ეპასუხა. იცოდა დადეშქელიანი მეორე შანსის მისაღებად ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ თავად რამდენად უნდოდა ამ შანსის მიცემა ეგ არ იცოდა, შიში ჰქონდა, ისევ გულის ტკენის, მიტოვების და რაც არ უნდა იყოს სათადარიგო საბურავი ვერ გახდებოდა, საკუთარი თავის პატივისცემა ჯერ კიდევ გამძაფრებული ჰქონდა სხვა ყველა გრძნობასთან შედარებით. - ჩემი პატარა გოგო... - გაიღიმა ტელეფონის ეკრანიდან კაცმა - რა ლამაზი მყავხარ მამი, ჩემო პრინცესა. - როგორ ხარ მა? - ჰკითხა ღიმილით და სკამის საზურგეზე გადაწვა. - კარგად მამა, შენ როგორ ხარ? ისევ სამსახურში ხარ? - უკანა ფონს დააკვირდა. - კი სამინისტროში ვარ დღეს. - თმა შეისწორა და ტელეფონი სადგამზე დადო, კარგად რომ გამოჩენილიყო. - შვილო, როდის უნდა დაისვენო? ჩამოდი ჩვენთან ერთი თვით, ერთი თვით თუ არა ორი კვირით მაინც. ხომ იცი, როგორ ძალიან გვენატრები მე და დედაშენს. - ვიცი მა, მაგრამ ხომ იცი სამინისტროდან ეგრე მარტივად ვერ წამოვალ. - უთხრა სახე დაღვრემილმა, განა თავად არ უნდოდა მშობლებთან, მამიკოს გოგო იყო სულ და დღემდე ასეა, მამასთან ლაპარაკი ყველაზე მეტად ეძვირფასება, მისი დარიგებები იმდენად ეხმარება სულ, უნდა რომ სულ თან ჰყავდეს, არასოდეს დარჩეს მის გარეშე ამ სამყაროში. ამბობენ გოგოებს მამები განსაკუთრებით უყვართო და მართალიცაა, თუმცა მამასაც გააჩნია, ისეთი მამა როგორიც დავითი იყო, შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა და ალბათ ზუსტად ამ კაცმა განაპირობა ევას მაღალი სტანდარტები ურთიერთობებში. - ის ხომ არ გამოჩენილა? ხომ არ გაწუხებს? - სახეც და ხმაც დაუსერიოზულდა კაცს. - საქართველოშია კი - უპასუხა ზოგადად. - ნახე? სადმე შეგხვდა? - აღელვება დაეტყობა თვალებში, ზუსტად მამის მსგავსი თვალები ჰქონდა და როგორ უყვარდა ეს თვალები ევას, ბავშვური, სითბოთი და სიყვარულით სავსე. - დედას არაფერი უთხრა რა, ხომ ვიცი ჯვალოს ჩაცმას აღარაფერი დააკდებდა ისე იგლოვებს - ჩაეცინა თავისივე სიტყვებზე. - რა გითხრა? - ისეთი არაფერი, მომენატრეო, მეორე შანსს დავიმსახურებო და დღეს დილით ყვავიები გამომიგზავნა... - წარბი აწია და თვალები გადაატრიალა. - მამი, ევა - მზერა დაუთბა კაცს - არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებ, არც ის ვიცი თავად შიო რას გააკეთებს, მაგრამ ერთი რამ სულ გახსოვდეს, თუ ნამდვილად უყვარხარ და თუ ღირსეული კაცია, შეძლებს ახსნას რას ნიშნავს მისთვის ის მიყვარხარ რაც შენ გითხრა. ორი არასრულყოფილი ადამიანის კავშირი, ყოველთვის გააჩენს კითხვის ნიშნებს ერთმანეთთან დაკავშირებით, მაგრამ თუ მიყვარხარს ეტყვი ისე უნდა აჩვენო ეს საქმით რომ კითხვა არ გაუჩნდეს ნეტავ მართალა ვუყვარვარ? თუ აპატიებ შვილო - გაუღიმა კაცმა - არასოდეს აღარ წამოაძახო ის რაც აპატიე, არასოდეს მისცე უფლება საკუთარ თავს სინანულის ნეტავ არ მეპატიებინა და მას იმაზე ფიქრის ნეტავ მართლა, თუ გულით მაპატიაო. თუ ამაზე დაიწყებთ ფიქრს და ეს კითხვის ნიშნები გაჩნდება რომელიმეს გონებაში - თავი გააქნია - აზრი არ აქვს და რაც უკვე დამთავრებულია აღარ უნდა განახლდეს. - ნეტავ მთელი დღე შენს წინ დამაჯინა და მომასმენინა შენი დარიგებები, ყველაფერზე მეტად რომ მიყვარს. - გაიღიმა ევამ და აცრემლებული თვალები მიანათა ტელეფონის ეკრანს. - მიყვარხარ შვილო, ძალიან. - გაიღიმა კაცმა - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, მე შენთან ვარ და მხარს დაგიჭერ. ახლა უნდა წავიდე ჩემო პრინცესა, მერე ვილაპარაკოთ დედაშენი მოვიდა. გკოცნი. - გათიშა. - მეც მიყვარხარ... - თქვა ჩუმად და ტელეფონი დადო. *** - დავიწყოთ ხო? - ჰკითხა გიომ და დივანზე გასწორდა. კამერა უნდა დამონტაჟებული ჰქონდა და მთელ ინტერვიუს გადაიღებდა, მერე ყველა სოც. ქსელში ისაუბრებდნენ იმაზე რომ თურმე ტყუილია და შიოს შვილი არ არის, რომ ტყუილი იყო და ვინ იცის იქნებ იმ შემოდგომისფერთვალებას დაუბრუდეს და მეორე შანსი მიიღოს. საზოგადოება აქაც ორად გაიყოფა ალბათ და იქნებიან მხარდამჭერები და მოწინააღმდეგები, ისინი ვისაც ევა მოსწონდა და ვისაც არ მოსწონდა. - დავიწყოთ. - უთხრა შიომ და თმა და წვერი შეისწორა, მერე კი ვიდრე გიო მაყურებელს მიესალმებოდა მოლოდინის რეჟიმში გადავიდა და თან პირველი კითხვის მოსაგერიებლად მოემზადა. ძირითადად პროფესიული კითხვები იყო, როგორი სეზონი ჰქონდა, რას ფიქრობდა ნაკრების თამაშებზე, კლუბში როგორ გრძნობდა თავს და ახალი შემოთავაზებები თუ ჰქონდა სხვა კლუბებისგან, მერე პირადულ კითხვებზეც გადავიდა, იმ ამბებსაც შეეხო, რაც ბოლო დროს ხდებოდა დადეშელიანის ცხოვრებაში. - შენს გარშემო არაერთი ჭორი აგორდა, რას გვეტყვი იმ ამბებზე რაც ბოლო დროს გავრცელდა შენზე და მია ჰემსვრტზე? - აქამდე ამ საკითხზე არ მისაუბრია და პირველად თქვენი იუთუბ არხიდან გაიგებს მაყურებელი სიახლეს. ბოლო დროს ჩემსა და მიას ურთიერთობაზე არაერთი ჭორი თუ მართალი გავრცელდა, ბავშვს რაც შეეხება ჩვენი საერთო შვილი არ არის და ერთ წელზე მეტია ოფიციალურად დავშორდით ერთმანეთს. - მიხვდა გიო რაღაცის კითხვას და ამ საკითხის ჩაშლას აპირებდა და თავადვე დაასწრო - ოფიციალურად დაშორების შემდეგ ჩვენ შორის არანაირი ურთიერთობა არ ყოფილა და ის ჭორები რაც გავრცელდა სიმართლეს არ შეესაბამება. - თავიდან არ აპირებდა ამის თქმას მაგრამ ბოლო წამს გადაწყვიტა, ეთქვა და ფარდა აეხადა ყველაფრისთვის. ბევრი ისაუბრეს, არაერთ საკითხს შეეხნენ ერთ საათზე მეტი გაგრძელდა ინტერვიუ. - მადლობა ძმა, ორ დღეში შეგიძლია იუთუბზე ჩაუჯდე შენს ინტერვუს. აბა კარგად - დაემშვიდობა და წავიდა. თავად ალბათ არც ნახავდა ინტერვიუს, არასოდეს მოუსმენია არც ერთი თავისი ინტერვიუ, ერთადერთი რაღაც იყო ალბათ რაზეც შეეძლო ეთქვა რომ მორიდებული იყო, საკუთარ ნათქვამს, გამოთქმულ აზრს ამა თუ იმ საკითხზე ვერ უსმენდა, უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა. ნეტავ იმას ენახა ეს ინტერვიუ ვისთვისაც ჩაწერა, ვის გამოც ისაუბრა და ფარდა ახადა ბევრ რამეს, ვის გამოც რჩებოდა საქართველოში კიდევ რამდენიმე ხანი. როგორ ენატრებოდა, თავისი ამოცლილი ნეკნი, შეგრძნებების დონეზე იმდენად იყო ეს ყველაფერი დასული ავად ხდებოდა მისი სიყვარულით, მისი მონატრებით... ფიქრებში წასულს კარზე ბრახუნი შემოესმა, ჯერ ეგონა მომეჩვენაო, მერე წარბშეკრული წამოდგა დივნიდან და კარგი გააღო. - რა გითხარი დადეშქელიანო მე შენ? - საშინლად გაბრაზებული იყო მაჭარაშვილი, თვალები ბრაზით უელავდა, ხელები ისე ძლიერად ჰქონდა მომუშტული ეგონა საცაა დაარტყამდა და სახეს ისე გაულამაზებდა ვეღარავინ იცნობდა. - გაბრიელ რა გინდა? - ჰკითხა რაც შეეძლო მშვიდად, მაგრამ სამაგიეროდ მაჭარაშვილი არ იყო მშვიდად, საყელოში სტაცა ხელი და ანთილი თვალები მიანათა. - რანაირი კაცი გქვია შენ? ღირსეული ვერასოდეს იქნები ისეთი ქალისთვის როგორიც ჩემი ევაა, ვერასოდეს ვერ გახდები მისი მეორე ნახევარი, მისი თანამგზავრი - გამოცრა კბილებში - და იცი რატომ? იმიტომ რომ მოღალატე ხარ, იმიტომ რომ მის ღირსებას, მის გრძნობებს არ გაუფრთხილდი, პატივი არ ეცი, ახლა კი მოდიხარ და ამბობ მისთვის ვიბრძოლებო ნამუსი არ გაქვს? - საოცარი ზიზღი დაინახა გაბრიელის თვალებში შიომ. - თურმე როგორ შევცდი, შენთან რომ ვმეგობრობდი. - გულის ცემა უკვე საკუთარ ყურებში ესმოდა, ხელები აუკანკალდა, მაგრამ როგორღაც შეძლო და ხმის ტემბრი მშვიდი შეინარჩუნა. - ევა ზრდასრული და დამოუკიდებელი ქალია, იქნებ მის ცხოვრებაში არ ჩაერიო და აცადო თავად მიიღოს გადაწყვეტილება. არ გემუქრები გაბრიელ, მაგრამ ახლა რომ ევამ გაიგოს რასაც აკეთებ შენი აზრით მოეწონება? სწორ საქციელად ჩაგითვლის? თუნდაც ამას მის დასაცავად აკეთებდე, მოგიწონებს? - თავადაც უკვირდა როგორ შეძლო ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება, მაგრამ თითქოს ელოდა კიდეც მაჭარაშვილისგან ამ საუბარს. უყურა რამდენიმე წუთი გაბრიელმა და მერე ისეთი მოუქნია, კიდევ კარგი კარზე იყო მიყრდნობილი თორემ აუცილებლად დაეცემოდა. - მის სიახლოვეს აღარ გამოჩნდე, ბოლოჯერ გაფრთხილებ - გამოცრა კბილებში მაჭავარიანმა და მზერა გაუსწორა ახალგაზრდა კაცს. - შენი აზრი გასაგებია, მაგრამ ევა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას და მე მას დავემორჩილები. - კარი მიუხურა და ღრმად ამოისუნთქა, დამშვიდება უჭირდა, ხელების კანკალს ვერაფერი მოუხერხა, დივანზე დაჯდა, თვალები დახუჭა და ეცადა სხეული დაემორჩილებინა, რომ კანკალს აღარ აეტანა. - ორი დღეც მოიცადე შიო, ორიც დღეც და ყველაფერს წერტილი დაესმება. - ეუბნებოდა თავის თავს და თითქოს დამშვიდებას ცდილობდა ასე. ევას სიჯიუტე არ ეყოფოდა ახლა მისი დეიდაშვილი დაემატა. როგორ უნდოდა ეთქვა გაბრიელისთვის ცდებიო, როგორ უნდოდა სიმართლე მოეყოლა, მაგრამ არა ცოტასაც მოითმენდა და ორ დღეში ყველა ყველაფერს გაიგებდა. - რას არ გავიღებდი ახლა რომ ჩემს გვერდით იყო... - თვალები დახუჭა, საოცრად დადებითად მოქმედებდა მასზე ბერიძის ქალი. ასობით კილომეტრი აშორებდათ ერთმანეთს და მაინც სულ მის გულში და ფიქრებში იყო. ევა იყო ის ქალი, რომელიც გონებაში ჰყავდა წარმოდგენილი წლების განმავლობაში საკუთარ ცოლად და თუ მის ცოლად მოყვანას შეძლებდა, ყველაზე დიდ ოცნებას აიხდენდა ამით. ვინ იცის რა ტანჯვით გალია ორი დღე, უკვე აღარ შეეძლო ლოდინი, ყოველ ხუთ წუთში ხსნიდან იუთუბს და გიოს ვიდეოს ამოწმებდდა, იქნებ ატვირთაო, მაგრამ არა და არ დადგა ნანატრი წამი. ამიტომ სანამ გაიაზრებდა მანამდე, აკრიბა მესენჯერში ჯერ სახელი და გვარი და მერე შეტყობინება. „თათა უნდა შევხვდეთ“ რამდენიმე წამში დაუბრუნეს შეტყობინება. „თუ ევას ეხება დაივიწყე“ - ჩაეღიმა, იცოდა უარს მიიღებდა. მისამართი გაუგზავნა, სადაც უნდა შეხვედროდა და გასაღბით ხელში სწრაფად ჩაირბინა კიბეები. იმედი ჰქონდა მივიდოდა, იცოდა თავისი მეგობრის ბედნერება ყველაფერზე მეტად უნდოდა, მისი ბედიერებისთვის, სიმშვიდისთვის არაფერზე დაიხევდა უკან. - ვიცოდი რომ მოხვიდოდი - თითქმის ნახევარ საათზე მეტი ელოდა და წასვლაზე ფიქრობდა უკვე, დევდარიანმა რომ შემოაღო კარი. - მეც ვიცოდი რომ საშინლად ჯიუტი ხარ - სკამზე ჩამოჯდა, მის პირდაპირ. - მადლობა რომ მოხვედი. - ღრმად ამოიოხრა - ორ დღეში ყველაფერს გაიგებს. - რომელ ყველაფერს შიო? როგორ უღალატე იმას? - თვალი თვალში გაუყარა. - არადა რომ გითხრა ყველაფერი ტყუილია და მიას შეთითხნილი ჭორებით იყო სავსე ყველა სოც. ქსელითქო არ დამიჯერებ... - მართალია. რა გინდა? რისთვის დამიბარე? - შენ მისი ახლო მეგობარი ხარ, ერთმანეთზე ყველაფერი იცით - ჩაეღიმა - მე კი მხოლოდ იმის ცოდნა მჭირდება როგორ არის? რას ფიქრობს? საჭმელს თუ ჭამს ნორმალურად? მშვიდად თუ სძინავს? - რამდენიმე წუთი უყურა, ფიქრობდა ღირდა თუ არა შიოსთვის იმის თქმა რაც მეორე შანსის მიღებას გაუმარტივებდა. - არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, ალბათ ევა იმდენად მიყვარს და იმდენად მინდა ბედნიერი იყოს, გიყვები იმ ყველაფერს რაც მეორე შანსის მიღებაში დაგეხმარება. მაგრამ იცოდე - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია - თუ ამ შანსს ვერ გამოიყენებ და ევას კიდევ უფრო ცუდად გახდი გვპირდები სიცოცხლეს გაგიმწარებ. - გასაგებია - ხასიათზე მოვიდა დადეშქელიანი, იმედი მიეცა ევას გულის მოგებას შევძლებო. - მე ვერაფერს გეტყვი, არ ღირს, მაგრამ ის ვიცი, რის გაკეთებაც ღირს. - ისაუბრეს და ერთად მოიფიქრეს ყველაფერი. - არ ვიცი ევას წარმოსახვას ასე ძალიან როგორ ჰგავხარ, მაგრამ ის ბიჭი მისი სიზმრებიდან ძალიან გგავს. ვიცი, რომ ერთმანეთი გჭირდებათ და აუცილებლად ერთად იქნებით. - არ ვიცი რომელს უფრო გვჭირდება ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ გეფიცები მის გარეშე აღარაფერი გამომდის. - შიო, ეგ სიტყვები ევას უთხარი. ის ყველაფერზე მეტად აფასებს გულწრფელობას. სხვათაშორის ახლა სახლშია და მე მელოდება - გაუღიმა დევდარიანმა და მალევე წავიდა. *** მიიჩქარის, მაგრამ გული უსწრებს წინ, ერთი სული აქვს, როდის დაინახავს, როდის ჩაიკრვს გულში, როგორ ეტყვის რომ ავად არის ისე უყვარს, ისე ენატრება და ისე ჭირდება გვერდით. დევდარიანის წასვლის შემდეგ მალევე დაიწკაპუნა ტელეფონმა, გიო იყო ინტერვიუს ჩაუჯექიო წერდა. იმ წამსვე წამოხტა ფეხზე და ევასთან შესახვედრად წავიდა. კორპუსის წინ გააჩერა მანქანა, ნელა გადმოვიდა, ბერიძის ბინას შეხედა, ოდნავ გამოდიოდა სინათლე გარეთ, მაგრამ აივანზე ვიღაც დაინახა და გაგულისებულმა ისე სწრაფად აირბინა კიბეები გული ყელში მიებჯინა, ამოვარდნას ჰქონდა გული და გეგონებოდა არასოდეს უვარჯიშნიაო. კარზე დააკაკუნა და თან სუნთქვის დარეგულირება სცადა. ის რამდენიმე წამი რაც ევას დასჭირდა კართან მისასვლელად და მერე მის გასაღებად საუკუნედ გაიწელა. ეგონა წამები კი არა წლები გაატარა მოლოდინის რეჟიმში. იღება კარი, ხედავს ფუმულა ჩუსტებს, პიჟამას ვინი პუჰის და დრუნჩას ნახატებით აჭრელებულს, დაბნეულ სახეს და სასმლისგან არეულ მზერას. სანამ გონზე მოვიდოდა სახლში შესვლა მოასწრო. - ახლავე წადი - უთხრა ენის ბორძიკით. - რომ ვიცოდე, ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი ხარ, რომ ვიცოდე არ გიყვარვარ და ამ საუბარს აზრი არ ექნება არც მოვიდოდი ევ.. - თმაზე გადაუსვა ხელი. - მაგრამ ვიცი, რომ თუკი გავჩერდები და დავნებდი მთელი სიცოცხლე არ მეყოფა სანანებლად. - გაინაბა, დამშვიდდა მისი თითების შეხებისას, თმაზე შეხებას ხომ ვერ იტანდა, მაგრამ დადეშქელიანი როცა მის კულულებებს ეთამაშებოდა სიმშვიდის და დაცულობის განცდა უასმაგდებოდა. ხვალ აუციებლად სიმთვრალეს დაბრალდებოდა ის რასაც დღეს გააკეთებდა ან იტყოდა. აუცილებლად წითელ ღვინოს დააბრალებდა ყველაფერს, ბოლო თვეებია ევას მავნე ჩვევების სიაში პირველი ადგილი დაიკავა და ქალსაც აღარაფრით ეთმობოდა. - რატომ მოხვედი? - ისევ მის წინ იდგა და სახეში შეყურებდა. - სიმართლის დამტკიცება თუ გინდა სალაპარაკო და ასახსნელი არაფერია - ისევ მის თმაში დაასეირნებდა თითებს და ისედაც სასმლისგან გაბრუებულს გონებას კიდევ უფრო ურევდა. უფრო და უფრო ეკიდებოდა სასმელი და შიო ვეღარ გებულობდა რას ეუბნებოდა, ხან ეჩხუბებოდა, ხან კნუტივით იყო გატრუნული, მერე ისევ ჩხუბი დაიწყო, ვერასოდეს გაპატიებო, შენ რომ მართლა გყვარებოდი სხვანაირად იქნებოდა ყველაფერიო, მერე კი ისევ იმ წრეს დაუბრუნდა ერთხელ მაინც როგორ არ დამირეკეო? რამდენიმე წუთი ისევ გააგრძელა იგივე, მაგრამ შიოს ლამის იყო ნერვებმა უმტყუვნა, ტუჩებზე ააფარა ხელი და უთხრა ახლა ჩემი ჯერია, მე მომისმინეო. დივანზე ისხდნენ, გვერდი გვერდ და შიო ქალის სიმშვიდისფერ თვალებს არ აცილებდა მზერას. - მითხარი ევ რა გავაკეთო - შუბლი შუბლზე მიადო - მითხარი, როგორ მოვიქცე და გავაკეთებ, აღარ შემიძლია - ამოიოხრა - თუ ასე გაგრძელდება მართლა ვეღარ გავძლებ, ავად გავხდები ევ. - მის შავ კულულებში ჰქონდა თითები ახლართული და ისევ თავზე ეფერებოდა. - უკვე ისე ვარ აღარ ვიცი რა გზა მოვნახო შენთან ყოფნისთვის, შენი გული ვერაფრით ვერ მოვიგე ევ… - ისეთი გრძნობით ელაპარაკებოდა, ისე გულწრფელად ალბათ არასოდეს ასე არავის დალაპარაკებია. გაჩუმდა, თითქოს ელოდა ევა რას ეტყოდა, მაგრამ აშკარა იყო ქალს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მასზე არანაკლებ ავად იყო, არც შიოსთან ყოფნა შეეძლო და არც უმისობა. ხან ყვავილები გაუგზავნა, ორჯერ პირისპირ შეხვდა, შეტყობინებები ტელეფონზე და ბოლოს ინტერვიუშიც კი ისაუბრა და თქვა, ტყუილია ყელაფერიო, ახსნა კიდეც რაღაცები, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა, მეტი რაღა უნდა ექნა, კიდევ როგორ ეჩვენებინა სიყვარული?! სახეზე შეხედა, თვალები დახუჭული ჰქონდა და ყველა ემოცია ეწერა სახეზე. - გითხარი მიყვარხართქო… - ნერვიულობა ეტყობოდა, პირი გაუშრა, თითები უკანკალებდა, ნიკაპში ამოსდო ორი თითი და თავი ააწევინა. - როგორ დაგიმტკიცო რომ მიყვარხარ, რა გავაკეთო მითხარი და გავაკეთებ… მაგრამ არ მითხრა რომ… - ჩემგან წადი… უბრალოდ დამტოვე - უთხრა ის რასაც ფიქრობდა შიო, რასაც ელოდა რომ ეტყოდა. - გთხოვ… - ახლა ის მითხარი რასაც რეალურად ფიქრობ და გინდა… - სახეზე მოეფერა - შემომხედე. - თუ იმას გეტყვი რაც გულს უნდა, საკუთარი თავი შემძულდება, არ მაიძულო გთხოვ… - ცრემლები ჩამოუგორდა. - მე არ ვიცი როგორ უნდა დაგარწმუნო. ვიცი მხოლოდ ის, რომ შენს გარეშე არ ვიქნები ის კაცი, ვინც მინდა ვიყო - ცრემლი შეუშრო - ვერ ვიტან რომ ტირი - უმშრალებდა ცრემლებს და მერე შუბლზე მიაწება გახურებული ტუჩები. - შენი ტკივილი ჩემი პასუხისმგებლობაა. მე გატკინე და მე უნდა მოგარჩინო. - ახლა ლოყაზე აკოცა და მერე ჩაიხუტა. - როგორი მშვიდი ხარ, როცა გეფერები და ამ კულულებს ვეთამაშები - წაეთამაშა თმაზე. - მე კი ძალიან მიყვარს ეს სიმშვიდე, რაც შენგან მოდის - ისე დაებინდა გონება, ვერც გაიაზრა რა უთხრა. თავადაც შემოხვია მკლავები და ემოციებით დაღლილმა თვალები დახუჭა. ჯერ აზრზე ვერ მოვიდა შიო, რა ხდებოდა ან რა უთხარა. - ევა - მის გულზე მიყრდნობილს დახედა - დაგეძინა? - თმა გადაუწია ყურს უკან და სახეზე ხელის ზურგით მოეფერა. ასეთ დროს, როგორ შეეძლო ძილი. როგორ დალია ამდენი, რომ ასეთ დროს გაითიშა. ხელში აიყვანა და საწოლში შეაწვინა ტანსაცმლიანად. თავად მისაღებში დაბრუნდა და დივანზე ჩამოჯდა, თავი საზურგეზე გადადო და თვალდახუჭულმა ამოიოხრა. ჭერს გაუშტერა მზერა, რამდენიმე წუთში კი ფეხზე წამოდგა, ყავის მომზადება უნდოდა, ახლა რომ არ გამოფხიზლებულიყო ალბათ რამე დაემართებოდა. როგორი პედანტია ეს ქალი, მტვრის ნაწილაკიც ვერსად შენიშნა, საოცარი სისუფთავე ჰქონდა მთელ სახლში. ყავის აპარატი ჩართო და დაელოდა, როდის იქნებოდა მზად. -ეს რა არის? - ტყავის ბლოკნოტი დაინახა, მიუახლოვდა და ხელში აიღო, შეათვალიერა და გადაშალა. შიგნეული აეწვა როცა საერთო ფოტო დაინახა, რა ლამაზი იყო აქ, ამ სურათზე, თითქოს დრო გაჩერდა, ინტერესით დაათვალიერა ჩანაწერები, რამხელა ტკივილს, სიყვარულს, მონატრებას და იმედგაცურებას ატარებდა ეს ქალი დადეშქელიანის გამო. იქვე კალამი ნახა და თავადაც დაუტოვა ჩანაწერი მე ვიქნები შენი სახლი — ყველაზე უსაფრთხო თავშესაფარი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


