უიმედონი (III თავი)
ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, მოახლოებული შუალედური გამოცდებისთვის ვემზადებოდი და სამზარეულოში მაგდიასთან ვიჯექი, როცა ერეკლემ მომწერა. მანამდე, იმ დილას გაღვიძებისთანავე მისი მოწერილი დილამშვიდობისა დამხვდა თუმცა მერე მთელი დღით გაქრა. „ რას შვები?“ „გამოცდისთვის ვმეცადინეობ შენ?“ „ახლა ჩავწექი და მუსიკებს ვუსმენ. ხელს ხომ არ გიშლი?“ „არა.მოვრჩი თითქმის.“ ასეც იყო ორი გვერდი და მერე ყველაფერს დავამთავრებდი, თბილად ჩავწვებოდი ჩემს საწოლში და მომდევნო დღის დასაწყებად კარგად გამოვიძინებდი. თითქმის საათით გაქრა, მანამდე მე კითხვასა და კონსპექტის კეთებას მოვრჩი. მერე ისევ მწვანედ აციმციმდა და კიდევ მომწერა. „მორჩი?“ „ამ წამს.“ „მომიყევი რამე შენზე.“ გამეცინა. ლეპტოპი მაგიდაზე დავტოვე, თვითონ საძინებელში მობილურით ხელში გავედი და გზიდან მივწერე. „რა გაინტერესებს?“ „ყველაფერი. მაგალითად რა გიყვარს, თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?“ „ კითხვა, სერიალები. თვის ყოველ მესამე პარაკსევს მეგობრებთან ერთად პოკერს ვთამაშობ. ილიას წყალობით ბარებში დავდივარ და შემიძლია მთელი დღე ყურსასმენებით არაფრის კეთებასა და მუსიკის მოსმენაში გავატარო. კიდევ როცა მუზა არსებობს ვწერ.“ „შენთვის თუ სხვასაც აკითხებ ხოლმე?“ „მხოლოდ ილიას და თალიას. და შენ?“ „რომ გითხრა მაინტერესებს რას წერ და წამაკითხე-თქო ძალიან პირადში შემოჭრა ხომ არ იქნება?“ „არა. მოვძებნი რამეს და გამოგიგზავნი.“ იმ მომენტში თავსაც ვერ ავუხსენი რატომ მინდოდა ერეკლეს რაიმე ჩემი დაწერილი წაეკითხა. არ ვიცი შეიძლება ინტერესი მჭამდა რამდენად ნორმალურად ან კარგად ვწერდი. ეს ხომ მხოლოდ წელიწადში ერთი გამონათება იყო ხოლმე. მომენტი როცა რაიმე პატარა მოთხრობის იდეა გამიჩნდებოდა და სანამ დამავიწყდებოდა მანამდე დავწერდი ხოლმე. „მე რასაც არუნდა ვაკეთებდე ყველაფერი მუსიკას უკავშირდება ხოლმე ძირითადად , მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს , გართობა , ახალი ხალხის გაცნობა. როგორი ადგილები მოგწონს? ღვინო გიყვარს?“ „ასე ზუსტად ვერ გეტყვი, მთავარია კომფორტულად ვიყო, და კი ღვინო მიყვარს.“ მაშინვე მიხვდი რომ ეს ჩვენი პაემნის დასაგეგმად გამიზნული კითხვები იყო. მესიამოვნა ასე რომ უკვირდებოდა ყველა დეტალს. „ეგ გკითხე იდეაში, როგორი ადგილები გეკომფორტულება, ხალხმრავალი თუ პირიქით?“ „არცერთზე მაქ პრობლემა.“ „მშვენიერი. კიდევ რამე მომიყევი შენზე. „ „ არ ვიცი რა გაინტერესებს ზუსტად, იმტორომ რომ ბევრი შრე მაქვს, ბევრი დავიწყებული ამბავი რომლის თავიც დაიხურა. ბანალურად თუ დავიწყებთ დედისერთა ვარ და ილია მიწევს ძმის მაგივრობას მთელი ცხოვრებაა. ბუღალტერი ვარ, ხელოვნებაზე ვაბოდებ და ერთ დღესაც სადმე სხვა ქვეყანაში გადაცხოვრებაზე ვფიქრობ.“ „მაინც სად?“ „ სადმე მთიან , ლამაზ ადგილას, შეიძლება შვეიცარია ან შოტლანდია არ ვიცი...“ „სიამოვნებით ვიცხოვრებდი მანდ.“ „დიახაც. თან შემიძლია ონლაინ ვიმუშაო.“ „ანუ ბუღალტერია ხო? არ გწყინდება?“ „კი მაგრამ კარგი ფული იშოვება, ჩვენს დროში კი სამწუხაროდ მნიშვნელობა აღარ აქვს რას აკეთებ სიამოვნებით და რას არა.“ „გეთანხმები. იმის მიუხედავად რომ მე სიამოვნება ვარჩიე.“ მერე ერეკლეს ჩაეძინა. მე ლეპტოპში ყველა ფაილი გადავქექე და საბოლოოდ მაინც ვიპოვე 15 გვერდიანი მოთხრობა რომელიც ჯერ ისევ 19 წლის ასაკში დავწერე და გავუგზავნე. პასუხი მხოლოდ შემდეგი დღის შუადღეს მივიღე. „ ძალიან ჭედავს და არ ხნსის.“ „კარგი მოიცა, დრაივს გაგიზიარებ.“ დაახლოებით 5 წუთში უკვე ყველაფერი მოგვარებული მქონდა. სამსახურში დეკლარაციებს ვავსებდი და სოსიკო ნახევარ საათში ერთხელ მაკითხავდა ხომ არ დაიღალე კითხვებით. დღის ბოლოს სანამ სამსახურიდან გამოვიდოდი, მე ის ,მისი ცოლი და რამდენიმე თანამშრომელი მის კაბინეტში ვისკის ვსვავდით და ვხორხოცებდით. უკვე საკმარისად ვიყავი შემთვრალი როცა მისგან შეტყობინება მივიღე. „ეს მართლა მოხდა თუ შენ მოიფიქრე?“ პირზე ხელი ავიფარე როგორმე სიცილი რომ შემეკავებინა, მაგრამ სოსიკომ მაინც გამომიჭირა. თვალები მოჭუტა და ჩემსკენ გადმოიხარა რომ დაენახა ვის ვწერდი. -რა გინდა სოსო? -ვინმე გაიჩინე? -თუ რამე სიახლე მექნება როგორმე ჩემთ გაგაგებინებთ. -იმედია იმ უდღეურ გუკაზე უკეთესს მაინც ნახავ. -შემეშვი თორე დაგტოვებ უბუღალტროდ. წარბები მაღლა ავუწიე და მეც ვუჩურჩულე. „რა თქმა უნდა მოგონილი ამბავია.“ „უბრალოდ ძალიან დეტალურად გაქვს აღწერილი ყველაფერი. ძალიან კარგი იყო, მომეწონა. “ „მიხარია რომ მოგეწონა.“ „ მაინც ისეთი გრძნობა მაქვს რომ მასში ამოკითხული ისტორია მართალია.“ სევდიანად ჩამეღიმა, რადგან მას ჩემ ჩაშლილ ქორწილზე დაფუძვნებული მოთხრობა გავუგზავნე. მართალია მე მკვდარი არ ვიყავი, მისი გმირი ქეთო კი ქორწილში მოკვდა, მაგრამ მაინც ბევრი სიმართლე იყო. იმდენად ბევრი რომ თავადაც აღარ მახსოვდა ზუსტად რა ნაწილები გამოვიგონე. „არ ვიცი შეიძლება” “ესეიგი ქეთო ხარ.” “ბოლომდე არა. რაღაც დეტალებით ვგავართ, მაგრამ ის სულ სხვა ტიპია” “ძალიან ბევრი იდეა მაქვს და მაგის გამო მინდა კარგად გაგიცნო. “ “მაინც რა იდეები?” “მერე გეტყვი.” “როგორც გინდა. პაემანზე რას ვშვებით?” “ აზიურ სამზარეულოზე რას ფიქრობ?” “ბევრი არაფერი გამისინჯავს , მაგრამ მიყავრს.” “კარგი, მაშინ რამდენიმე აზრი მაქვს სად შეიძლება წავიდეთ და საღამომდე ავარჩევ.” “მშვენიერი.” “ახლა რას შვები?” -ამოძვრები მაგ ტელეფონიდან ბოლოს და ბოლოს ნისი თუ რა ვქნათ? -რა იყო? - გაზაფხულზე ეგვიპტეში ვაპირებთ წასვლას სამსახურიდან და წამოხვალ? -მეკითხები კიდეც? -ხომ იცი სოსიკო როგორი გადარეულია შენი ბიძაშვილი მაგ ქვეყანაზე, იცი მგონი გიდი არ დაგვჭირდება. -გთხოვთ მითხარით რომ რისკიან ცხოვრებას მივყვებით და სამხრეთ მხარეში მივდიავრთ. -რა გვინდა იქ? -შვიდჯერ გაქვთ შენ და შენს ცოლს პირამიდები ნანახი- თვალები ავატრიალე და გავიცინე თან,- არ გინდათ ჰათშეფსუტის ტაძარი რომ ნახოთ?ან მეფეთა სამარხი? -სადაც უსაფრთხოა იქ წავალთ, შენ წადი მანდ ეგრე ძალიან თუ გინდა. -ხო და წავალ. -მოგიტაცონ იქნებ ბედუინებმა. -საინტერესო სასიყავრულო დასაწყისი იქნება, ქვიშას დავითვლი ხოლმე მერე უდაბნოში. ყველას გაეცინა და მეც ავყევი მათ სიცილში თან ერეკლეს პასუხი დავუბრუნე. “უფროსებთან და თანამშრობლებთან ერთად ვისკის ვსვავ და ეგვიპტეში წასვლას ვგევმავთ. შენ?” “ ბარში წასასვლელად ვემზადები.” “ სულ ბარებში როგორ ხარ?! იმას ვგულისხმობ რომ არ გბეზრდება?“ „არა, მუსიკა მიყვარს ეგ ხომ იცი არა? „ „კი ეგ გავიგე უკვე.“ „რომ ჩამოვალ კიდევ ერთი ივენთი მაქვს, ხომ წამოხვალ?“ „თუ მეცლება აუცილებლად,.“ -ამოძვერი უკვე, თორემ ჩემი კაბინეტიდან გაგაგდებ. -კი ბატონო ჩემო საყავრელო. წავედი მე სახლში აბა კარგად და ორშაბათამდე. ფეხზე ბედნიერი წამოვხტი და მათ აღარრც დავლოდებივარ ისე გამოვედი სამსახურიდან. უკვე ისე ბნელოდა , არა და რვა ახალი გამხდარი თუ იქნებოდა. სახლში რომ როგორციქნა მივაღწიე და სააბაზანოში შევედი სწორედ მაშინ ატეხა ჩემს კარზე ილიამ კაკუნი. -ნისიმე! ხალათი მოვიცვი და როგორც შემეძლო სწრაფად გავედი შემოსასვლელში. -რა მოხდა? - თალიამ თავისთან დაგვპატიჟა წამოხვალ? -არა რა, ახლა ავავსე აბაზანა. საწყლად შეხვხედე მეგობარს, რომ მეტი აღარ დაეძალებინა და ისიც წამში დანებდა. -კარგი გაერთე მიდი. ღიმილი დავუბრუნე და აბაზანაში შევბრუნდი. ცხელი წყალის შეხებისას თვალები მიმენაბა, დინამიკში არც ისე ხმამაღლა მუსიკა ჩავრთე და რაც შეიძლებოდა კომფორტულად მოვთავსდი აბაზანაში. არ მახსოვს რამდენ ხანს ვიწექი იქ. შიგადაშიგ ერეკლეს ვწერდი, განსაკუთრებულს არაფერს მოსაწყენი პატარა დიალოგები გვქონდა, მაგრამ მერე როცა ხმოვანი შეტყობინება ჩამიგდო ,მისი ხმის გაგონებაზე ისედაც მოდუნებულს ისე დამაირა სხეულში ტალღებმა რომ მობილური ლამის წყალში ჩამივარდა. მიყვებოდა როგორი საინტერესო გარემო იყო იმ ბარში სადაც იმ საღამოს მეგობრებთან ერთად ატარებდა და რა კარგი დიჯეი ჰყავდათ. არასოდეს მყავრებია ბარები, მიუხედავად იმისა რომ ხშირად დავდიოდი, მაგრამ იმ დღიდან რაც ერეკლე გავიცანი მინდოდა ყველა წამი ბარებსა და მუსიკით ავსებულ ატმოსფეროებში გამეტარებინა. იქ სადაც ერეკლეს სახეს დავინახავდი დაკვრისას და მის ძლივს შესამჩნევ ღიმილს. ვიცოდი ამ ყველაფერზე ფიქრი ძალიან ადრე იყო, მაგრამ თავს უფელბა მივეცი იმდენად ძლიერი ემოცები ჰქონოდა, რამდენიც მოესურვებოდა. „სახლში წამოვედი.“ „რატომ ასე ადრე?“ „ბანძობა გახდა, ის ბიჭი დაკვრას რომ მორჩა ,მეორე აღარ ვარგოდა.“ „ტეხავს. „ „შენ რას სვები? ისევ აბაზანას იღებ?“ „კი მაგრამ ახლა უნდა ამოვიდე და ხვალისთვის დაწყებული პრეზენტაცია დავამთავრო, თორემ რაღც ძალიან იდიოტობა საქმე შემომტენეს ბუღალტერიის ნაცვლად სამსახურში.“ “რა უსამართლობაა.“ „ნუ იტყვი, თან ისე კარგად ვარ ძალიან მეზარება.“ ამის მერე კიდევ დიდხანს ვწუწუნებდი რომ მუშაობა არ მინდოდა, ის კი იმაზე, რომ გაუტყდა ცუდი სიტუაცია რომ აღმოჩნდა და სახლში წასვლა მოუწია. მერე დავიშალეთ. მეორე დღეს ის იყო სახლიდან გამოვედი რომ ილაიმ დამირეკა. -ხო ილო? -გაიღვიძე? -კი გაჩერებაზე ვარ რა იყო? -არაფერი, რაღაც პრეზენტაციასავით არ გქონდა სამსახურში? -მე კი მაქ, მაგრამ შენ საიდან იცი? -ერეკლემ მთხოვა დაურეკე გუშინ გვიანობამდე ვმესიჯობდით და არ ჩაეიძინოს, ჩემგან უხერხულიაო. -რა საყვარელია, მაგრამ გავიქეცი მერე მოვხედავ მაგ ამბებს. ............................................... სანამ ჩვენს მიერ დათქმული პაემნის დღე მოვიდოდა ლამის ყოველ ღამეს მიმწოერაში ვათენებდით და ვაღამებდით. ჩემს მეგობრებს სამსახურის გამო დიდად აღარ შევხვედრილვარ. სამაგიეროდ ერთ მშვენიერ დღესაც ერეკლემ ინსტაგრამზე დამირეკა. საათს მაინც ვიჯექი აივანზე და გაუჩერებლად ვლაპარაკობდით ჩემს საყვარელ წიგნზე, რომელიც აღმოჩნდა რომ ახალი დაწყებული ჰქონდა. -არა არა. არ დამასპოილერო. -არ ვაპირებ, უბრალოდ გენიალური დასასრული აქვს, აი მაგის გარდა ყველაფერს რომ იფიქრებ ისეთი. -ნისიმე არ მითხრა! -არ გეუბნები-მეთქი სიცილით ვუთხარი და აივნის იატაკზე დადებულ ყავას გადავწვდი. მერე მოვსვი და უკან დავაბრუნე. -რამე არის რაც არ გამოგდის? -მმ კი. -რა? -ურთიერთობები. ნახევრად ხუმრობით ვუთხარი და მერე მისი ელფური ხმაც გაისმა. -ეგ იმიტომ რომ ჯერ სწორი ადამიანი ვერ იპოვნე. -და შენ იქნები ეგ სწორი ადამიანი? წამით გაჩუმდა და დავიფიცებ დავიანხე როგორ ჩაუტყდა მარცხენა ტუჩის კუთხე. -ყოველ შემთხვევაში შევეცდები მაინც. -მცდელობები ყოველთვის არ ამართლებს. -მაგრამ არც ყოველთვის ფლავდება. -მაშინ ცადე. მე თანახმა ვარ. -და შენ? -მე რა? -შენ არ ცდი რომ ის სწორი ადანმიანი იყო? -რა თქმა უნდა სულელო. რა თქმა უნდა. ორივე გავჩუმდით, თბილისში ქარი ქროდა და უჩვეულოდ მშრალი ამინდი იყო. -შენი ხმა მომწონს. -მართლა? მე კიდე მგონია რომ სიგარეტის გამო ძალიან დამიბოხდა. -არა ! უხდება კიდეცე. თავადაც არ ვიცოდი რატომ ვეუბნებოდი რომ მისი ხმა მომწონდა, კიდევ კარგი მაშინ დეტალურად არ ავუხსენი, როგორ მოქმედება ის ჩემზე. როგორ მიჩქრდებოდა გულისცემა და თავბრუ მესმხომდა. -მგონი ხმას ვაფეტიშებ იცი?! -ძალიან მომწონს შენზე უცნაურ რამეებს რომ მეუბნები ხოლმე. -შენზეც მინდა რამის მოსმენა. -მაგალითად? -მაგალითად- ფეხზე წამოვდექი და ჭიქით ხელში სახლში შევედი. თან ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მისთვის მეკითხა. სწორედ ამიტომ არ მიყვარდა ხალხის გაცნობა, სანამ გავიცნობდი უხერხულად ვგრძნობდი თავს რომ მათზე არაფერი ვიცოდი და არც მოფიქრება შემეძლო როგორ გამეცნო. დივანზე მოწყვეტით დავეცი და თავი სახელურიდან უკან გადავაგდე, ისე რომ კარს თავდაყირა ვუყურებდი. მობილური მკერდთან მედო- როგორ გადაწყვიტე, ან როდის რომ DJ გამხდარიყავი? - შარშან ამ დროს. უბრალოდ მივხვდი რომ ერთადერთი რამ იყო რაც მაინტერესებდა, მერე ჩემმა მეგობარმა კოტემ სეტზე რაღაცეები მასწავლა და საბოლოდ ისე გამოვიდა რომ ახლა ცალკე ვუკრავ, თუმცა კოტე ბოლომდე ჩემთანაა. -ძალიან კარგია. ცოტა მშურს კდიეც, ჩემი სმენა არ ვიცი კატასტროფაა. სკოლიდან სადმე რომ მივდიოდით ხოლმე და სიმღერას იწყებდნენ ილია და დანარჩენები ყვირილით მაფრთხილებდნენ ხმა არ ამოიღოო. მოყოლისას მეცინებოდა, მასაც. -წარმომიდგენია პატარა ნისიმე. -ვერ წარმოგიდგენია. -რატომ? -იმიტომ რომ ზედმეტად შტერი იყო, იმიტომ რომ სხვანაირად გამოიყრებოდა და კიდევ იმიტომ რომ ისევ ისეთი რომ ვიყო არასოდეს ვისაუბრებდით. -ეგეთი ჩაკეტილი იყავი? -არც მთლად ეგრეა საქმე, სხვა დროს მოგიყვები, როცა უკვე საკამრისად ახლოს იქნები რომ მსგავს მანძილზე მოგიშვა. -დაველოდები. მითხარი რომ შენც დღეებს ითვლი პარასკევამდე. მის ხმაში ბოხი ტემბრი გაერია და თვალები დავხუჭე. ცალი ხელი ზევით ავწიე თითქოს თუ საკმარისად მოვინდომებდი შევეხებოდი კიდეც. ბევრი არ მიფიქრია. შეიძლება პრობლემა სწორედ ეს იყო. მის გვერდით არასოდეს ვფიქრობდი. -შენ როგორ გგონია? აარჩიე სად მივდივართ? -კი ახლავე გაჩვენებ. ინსტაგრამზე პროფილის ლინკი მომივიდა. რომ გადავედი ძალიან საყვარელი ვინტაჟური სტილის კაფე შემრჩა ხელში. მხოლოდ ის მქონდა მოსაფიქრებელი რა ჩამეცვა, რომ თან ლამაზად ვყოფილიყავი და თან არც გავყინულიყავი. -ძალიან საყვარელი რამე ჩანს. -ჩემი მეგობარი მუშაობს მანდ ახლოს და გავდიავრთ ხოლმე. ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ. -რაზე? - ფულს მე ვიხდი და ძალიან მეწყინება თუ ანგარიშის გაყოფაზე ჯაჯგურს დამიწყებ. -კარგი რა. -უკვე იწყებ. -როგორ არ დავიწყო. -მაშინ შემდეგი შენზე იყოს, მაგრამ პირველზე მე გპატიჟებ. გამეღიმა და გამიხარდა კიდეც რომ კამერა გამორთული გვქონდა და ჩემს ბედნიერ , კმაყოფილებით სავსე ღიმილს ვერ დაინახავდა. ზუსტად არ ვიცოდი მასში რა მომწონდა, მაგრამ საოცარი შარმი ჰქონდა. -და იცოდე თბილად ჩაიცვი. -თავის გაციებას არ ვაპირებ ნუ ნერვიულობ. -მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გეუბნები. -კარგი. წავედი მე უნდა დავიძინო თორემ უკვე, უი სამი დაწყებულა -მიდი ტკბილი ძილი. -შენც. ..................................... სანამ პაემანზე წავიდოდით მე და ერეკლე ერთმანეთს ყოველდღე ვწერდით, მერე ერთ მშვენიერ დღეს, მას შემდეგ საუბრებისას წამომცდა რომ მისი ხმა ძალიან მომწონდა,მისგან ხმოვანი შეტყობინებების მიღება დავიწყე. უფრო ხშირად რეკავდა და ზოგად რამეებს მიყვებოდა ხოლმე. მე კი მაქსიმალურად ვცდილობდი სამსახურსა და უნივერისტეტს შორის მისთვისაც გამომენახა ადგილი. იმ დღეს ყველანი თალიასთან ვიყავით ასულები, მხოლოდ ლუკა და გვანცას ველოდებოდით ,როდის გამოვიდოდნენ, ერეკლემ რომ დამირეკა და მობილურზე დახედვისთანავე გამეღიმა. -მოვალ ახლავე. აივანზე გავედი და სიცივის მიუხედავად მაინც მშვიდად ჩავჯექი სავარძელში. -გისმენ. -რას შვები? ლექციაზე ხომ არ ხარ? -არა, თალიასთან ვართ ამოსულები. -ხელს ხო არ გიშლი? -საერთოდ არა. შენ რას შვები? - ფაბრიკაში მივდივარ ჩემს დასთან , ლაშასთან და მაგის შეყვარებულთან ერთად -ოუ ანუ კარგად გართობას აპირებთ. -და თქვენ არა? -ჩვენ უფრო ჭორაობას ალბათ და კიდევ ერთხელ უაზრო დარიგებების გაცემას ერთმანეთისთვის. -მანდ მეც მოვხვდები ხო? -რა გაინტერესებს? ის ვეტყვი თუ არა ჩემს მეგობრებს რომ პაემანზე მივდივართ? -დაახლოებით. -გააჩნია. -რას? -შენ როგორ გინდა. წამით გაჩუმდა და ეს წამი ისე გაიწელა, მეგონა რომ უსასრულოდ გრძელდოებოდა. -ილიამ უკვე იცის. -კითხვაზე არ გიპასუხია. გინდა რომ მათ იცოდნენ? -ისე მოიქეცი ნისიმე როგორც შენ გინდა. -კარგი. უბრალოდ არ მინდა რომ შენი საზღვრები უხეშად დავარღვიო, თან ვცდილობ გავიგო რა მოწგონს და რა არა. -ნუ გეშნია, წინ კიდევ ბევრი დროა და ყველაფერს ნელ-ნელა გავიგებთ ერთმანეთზე. იმ მომენტშ მინდოდა მეთქვა რომ ვიცოდი რამდენად სახიფათოც იყო სიჩქარე ისეთ საკითხებში როგორიც სიყვარულია. ჯერ ისევ მდიოდა სისხლი შეუხორცებელი ჭრილობებიდან და კიდევ უფრო მეტად დავიცლებოდი მისგან სიჩქარეში უფრო ღრმად რომ ჩამესო დანა. პირველად ამდენი წლის მანძილზე არაფერს ვგეგმავდი, მაგრამ იმედებს ვამყარებდი. მინდოდა რომ რამე გამოსულიყო, თუმცა თუ არაფერი იქნებოდა გადავიტანდი და ეს აზრი მომწონდა. მე არავიზე ვიყავი დამოკიდებული, მაგრამ შემეძლო ვყოფილიყავი კიდეც. არჩევანი მხოლოდ ჩემს გადაწყვეტილზებაზე იყო დამოიკიდებული. -ვიცი. საღამო მოგწერ კარგი? -კარგი. დროებით ნისიმე. -დროებით ერეკლე. ყურმილი დავუკიდე და ჯერ ისევ მისი ხმით გაბრუებული შევედი სახლში, სადაც ახლად მოსული ლუკა და გვანცაც დამხვდნენ. რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და რომ შევედი მაშინვე გაჩუმდნენ, თან ყველამ მე გამომხედა. ილია თავით მანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო და მეც მივუჯექი. -რა ხდება? -მე და გვანცა ერთად გადავდივართ საცხოვრებლად. -ეეეე, რა კარგია. გილოცავთ ! გახარებული ისევ ფეხზე წამოვფრინდი და ჯერ ლუკას მოვეხვიე მერე კი გვანცას, თუმცა მასთან სიხარული ისე ძალიან არც გამომიხატავს ,როგორც ლუკასთან. გვანცა უცნაური იყო, რაც ლუკამ მასთან შეხვედრები დაიწყო სულ უფრო მეტად და მეტად ცდილობდა რომ ლუკასთან მთელი დრო მარტოს გაეტარებინა და ჩვენს ყოველთვიურ პოკერის შეკრებებზეც კი პრობლემურად მოდიოდა ხოლმე. გამუდმებით ჩხუბობდნენ, მაგრამ თან რაღაცნაირად მაინც საყვარელი წყვილი იყვნენ. მოკლედ ზუსტად ვერავის გაგვეგო გვანცასა და ლუკას წყვილი გვიყვარდა თუ არა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ერთი დიდი სამეგობრო ვიყავით, სადაც ერთმანეთის სიხარულს ბოლომზე ვიზიარებდით. -შენ ვის ელაპარაკებოდი? -მე? თავი დავიშტერე, ვითომ ვერ მივხვდი ვის ეკითხებოდა. -ხო შენ ქალბატონო ნისი -ჩვენც გვაინტერესებს ისე- თალია მაგიდას ხელით დაეყრდნო და სახე ზედ ჩამოდო. -ჯერ რომ გავარკვიო და მერე გტხრათ არა? -რა არ იცი ვის ელაპარაკებოდი -ვიცი ვისაც ველაპარაკედბოდი, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა სტატუსით და იქნებ მაცადოთ გავარკვიო და მერე გითხრათ. -მოიცა ვინმეს ხვდები ნისი? თაკო გაკვირვებული და ბედნიერი მეკითხება. მე მხრებს ვიჩეჩ და ილიას შეთქმულივით ვუყურებ. ვართ კიდეც, ის ხომ ერთადერთია ვინც ერეკლეზე იცის. ვინც იცის რომ პაემანს ორივენი სულმოუთქმელად ველოდებით და მთელი კვირაა ტელეფონებიდან არ ამოვძვრალვართ. -თქვი უკვე. თალია მოუთმენლად მიყურებს, მე ბიჭებსა და დაანრჩენებს ვავლებ თვალს და მერე ილიას საწყლად ვუყურებ. სასმელს ვაცლი და ბოთლში დარჩენილ ნახევრაზე მეტ სითხეს წამის მეასედში ვცლი. ლუკა და კიტა ერთდროულად უსტვენენ რის გამოც ყველას გვეცინება, საბოლოოდ კი მხრებს უმწეოდ ვიჩეჩ და მათ სათითაოდ ვავლებ მზერას. -არ შეიძლება რომ ცოტახანი მოიცადოთ? -რატომ? -ჯერ არ ვყოფილვართ პაემანზე. -როდის მიდიხარ? თაკო წარბებს მაღლა სწევს. -პარასკევს. მოდი უბრალოდ ამ პირველმა პაემანმა ჩსიაროს და მერე მოგიყვებით რა. -კარგი რა თქვი ვინ არის უკვე ნისი! მე ხომ ყველაზე გიყვები ხოლმე. ან თალია?! თაკო იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა და სახეს მომუშტულ ხელებზე აყრდნობს. კინაღამ გავიყიდე მის დაბრეცილ ტუჩებსა და ლეკვის თვალებზე. ამას ისე კარგად აკეთებს, რომ თითქმის შეუძლებელია შეეწინააღმდეგო მის მოთხოვნებს. მუდამ ლეკვის თვალებით გიმზერს და რომ იცოდე ცეცხლში გაგდებს მაიცნ გაჰყვები. მე კი იმუნიტეტი წლების წინ გამოვიმუშავე. ერთმანეთს ხომ მერვე კლასში შევხვდით, მაშინაც მსგავსი ლეკვის თვალებით მიყურებდა და მევედრებოდა ილია გამაცანიო. ერთად არასდროს ყოფილან, მაგრამ ილია ყოველთვის პოპულარული ბიჭ იყო. არც თაკო აკლებდა, მაგრამ ილია მხოლოდ ჩემთან ერთად დადიოდა სკოლაში, მხოლოდ ჩემთან ერთად ჯდებოდა სასადილოდ და სკოლიდანაც ერთად მოვდიოდით. სწორედ ამის გამო გოგოების ინტერესი მის მიმართ სულ უფრო და უფრო ღვივდებოდა. მერვე კლასის მერე მუდამ ამ ხერხს იყენებდა, როცა ჩემგან რამის მიღება სურდა. თუმცა ბოლო წლებში უკვე შემეძლო მისთვის მეყურებინა და ის არ მეკეთებინა რაც სურდა. -შანსი არ გაქვს თაკო ცარციძე! შენი მშობლები კი არ ვარ თითზე რომ ატრიალებ როგორც მოგინდება. -მგონი მე მაქვს ერთი იდეა. თალიამ , რომელიც კიტას გვერდით იდგა დახლთან და მთელი საღამო იყო არ მოშორებია ბიჭს ღიმილით ახედა და მერე ორივემ, არა უფრო სწორად 5ივემ( ილაის გარდა) მე შემომხედეს. -ვინ? ლუკამ ინტერესით იკითხა და მწვანე ბოთლიდან სასმელი მოსვა. -ყველა ვიცნობთ თაკოს გარდა! -თალია თუ გინდა რომ გადამირჩე ენა გააჩუმე. უკვე ვიცოდი ,რომ აზრი არ ჰქონდა მასთან იმის მტკიცებას ერეკლე არაა მეთქი, იმ საღამოსაც მშვენივრად შეამჩნია როგორ ვუყურებდი ბიჭს. -ასე ძალიან მოგწონს? -ასე ძალიან მოგკლავ ახლა. ერთად-ერთი ვინც ჩვენს პატარა კამათში მთელი საღამო არ ჩარეულა გვანცა იყო. ჩუმად იდგა და გვისმენდა. დაკვირვებით, ისე თითქოს ჩვენს მოსასმენად დაექირავებინათ. მხოლოდ მას არ უცდია გამოერკვია ვინ მომეწონა და ვისთან ერთად ვაპირებდი სადრაც „დეითზე“ წასვლას. გვანცას პირველი ლუკა შეხვდა. ერთამნეთი მაგისტრატურის გამოცაზე შეხვდნენ. გვანცა ლუაკს უკან იჯდა და მშვიდად წერდა ტესტებს, ბიჭი კი ადგილზე ცქმუტავდა, ვერ მშვიდდებოდა, რადგან ყველაფერი რაც იცოდა ქაოტურად მოსდიოდა გონებაში და უკვე გარჩევა უჭრდა რა ინფორმაცია სჭირდებოდა და რა არა. მერე როცა ფურცლები ჩააბარეს და გამოდიოდნენ, გავნცა ლუკას დაეჯახა. როგორც სახლში მოსული გვიყვებოდა გოგო მესამე სართულიდან პირველ სართულამდე კიბის ყველა საფეხურის გავლისას ბოდიშებს უხდიდა და უხსნიდა რომ შემთხვევით მოუვიდა. მახსოვს ლუკა იმასაც იძახდა მგონი ურჩხული ვეგონე, რომელიც ის ის იყო შეჭამდაო. მერე როცა დახლთან მივდინენ მობილურებისა და მოსაცმელების დასაბრუნებლად ლუკამ გოგოს ინსტაგრამი გამოართვა, როგორც „დაჯახებით გამოწვეული ტკივილის კომპენსაცია“. მაღრაძეს გარეთ კიტა ელოდებოდა და რა წამს უფროსი ძმა გამოცდიდან გამოსული დაინახა, იმ წამსვე შემოსასვლელისკენ გაიქცა. სანამ მანქანამდე მივიდოდნენ ყველაფერი გამოკითხა, როგორ ჩაიარა, რა საკიტხები ჰქონდა და ასე შემდეგ. ამასობაში ლუკას გვანცა აღარც გახსენებია. მეორე დღიდან მოყოლებული მესიჯობა დაიწყეს და საბოლოოდ ორივენი შოკირებულები, ნასიამოვნები და პირდაღებულები დარჩნენ როცა ერთსა და იმავე აუდიოტორიაში ამოყვეს თავი. ჩვენ გვანცა ოქტომბერში, ჰელოუინის წვეულებაზე გავიცანით, მაგრამ არა როგორც მისი მეგობარი ან სასიყავრულო ობიექტი, რომელსაც შორიდან ან ცალმხრივად ეტრფოდა, არამედ როგორც ლუაკს შეყვარებული. იქიდან მოყოლებული გვანცა ჩვენთვის ოჯახის წევრივით გახდა, თუმცა კი იყო ბოლო დროს ეს ოჯახი თითქოს შლას იწყებდა. გვანცდა ჩვენგან ,როგორც ადრეც ვთქვი, დისტანცირებას ცდილობდა და ლუკასაც თან იყოლიებდა. ამის მიუხედავად მე არანაირი უფელბა არ მქონია ხმა ამომეღო. მთელი საღამო იმის გარჩევაში გავტაარეთ თუ ვინ შეიძლებოდა ჩემი მოწონებული ადამიანი ყოფილიყო. თალიამ კარგად იცოდა, მაგრამ ილიას მსგავსად არც მან გამყიდა. საბოლოოდ სახლში ილიასთან ერტად დავბრუნდი და ისიც თავისის ნაცვლად ჩემთან შემოვიდა. მე გაზზე ნალექიანი ყავა შემოვდგი და მის წინ ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დავჯექი. -მართლა მოგწონს ერეკლე? -კი, რა თქმა უნდა. -უბრალოდ შენი არ იყოს ისიც ცოტა გულნატკენია, მაგრამ ამას ალბათ თვითონ მოგიყვება ჩემი საქმე არ არის როდის გადაწყვეტს მოყოლას. უბრალოდ არ მინდა რომელიმეს დაკარგვა მომიწიოს. -არ დაგვკარგავ ილია. თუ ჩემს და მას შორის არაფერი გამოვა ის ხომ ისევ შენი მეგობარი იქნება არა?! -თუ გაწყენინებს, ყველაზე ცოტა შენს თვალებშ აკიაფებულ წვეთ ცრემლს მაინც თუ დავინახავ, რომელიც მისი ბრალი იქნება ამის პატიებას ვერ შევძლებ. -რატომ? -იმიტომ რომ ძალიან , ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის. -ნეტავ მანახა ჩემს ჩამნაცვლებელს როდის იპოვნი. სიცილით გადავაქნიე თავი და ყავა ჭიქებში გადავანაწილე. ილია უცნაურად მიყურებდა, ესპირველი და შესაძლოა უკანასკნელი მზერაც კი იყო რომელიც კი ოდესმე შევამჩნიე. ან არა. მეგონა რომ თუ ერეკლესთან არაფერი გამოვიდოდა ილია მართლა მოკლავდა. ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე, სკამზე ფეხებმოკეცილი დავჯექი და თეფშიდან შოკოლადი ავიღე. -მისმინე, არც ის ვიცი ახლა რას ვცდილობ,არც ის რა გამოვა, მაგრამ ხომ იცი ილიო როგორ მჩვევია. ოცნების კოშკებს ვაგებ და მერე მენგრევიან, მოდი ამჯერად არაფერს ავაშენებ , პატარა თივის ზვინის გარდა, თუ დამენგრევა არავინ დაზიანდება. -კარგი ჩემო საყავრელო. ფეხზე ოდნავ წამოდგა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო, ჩემკენ დაიხარა და თავზე მაკოცა. მის ამ ქცევაზე გამეცინა, მთელი ბავშვობა ასე შვებოდა, როცა რამეში ჩემი დარწმუნება უნდოდა. ერეკლემ ზუსტად მაშინ დამირეკა, როცა ილია გავაცილე და ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყვე. ღიმილით ავიღე მისი ზარი, თითქოს რამეს დაინახავდა ყურმილს მიღმა. -გისმენ. - მგონი ცოტა მეწყინა რომ დამპირდი საღამოს მოგწერო და გადამაგდე. -ღმერთო მაპატიე, ილიასთან ერთად წამოვედი სახლში და მერე ჩემთან შემოვიდა. ეს წუთია წავიდა. -ანუ შენც დარეკვას აპირებდი? -დაძინებას. მაინც ვერ მოვაბი თავი რომ მისთვის მომეტყუებინა. ვგრძნობი რომ ეწყინებოდა, მაგრამ ისევ სიამრთლით დაწყებული ურთიერთობები ჯობდა პატარ პატარა ტყუილებს, რომლებიც ბოლოს ერთ ახლართულ ქსელს ქმნიდნენ. -რას შვებოდი დღეს შენ? -ლაშასთან ერთად სტუდიაში ვიყავი და სეტი ჩავწერეთ. -ეგ როდის მოასწარით? -სანამ ფაბრიკაში წავიდოდით. -ძალიან მაინტერესებს. -იცი რა მაგარი გამოვიდა, ერთი სული მაქვს როდის დაიდება რომ მოგასმენინო. -მე კიდევ იმიტომ რომ შენ მომასმენინო. -მართლა მიხარია რომ ჩემი მუსიკა ასე ძალიან მოგწონს. ცოტახნით ორივე დავდუმდით და სიჩუმე, ტელეფონში, მანძილი რომლითაც დაშორებულები ვიყავით და რომელსაც ეს პატარა თიტქოს მარტივი მოწყობიობა ასე ფარავდა საბანივით შემომერტყა გარს. საწოლზე გადაწოლილს ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს თუ გევრდით გავიხედავდი ერეკლეს სხეულს დავიანხავდი, მეტიც მის შეხებასაც კი შევძლებდი. ვცადე კიდეც. სიჩუმესა და სიბნელეში მისი სხეული ვიპოვნე და ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემი კანი მისას. -დაიძინე? ბოლოს სიჩუმე მანვე დაარღვია, მე კი სიცარიელის განცდა გამიჩნდა როცა ხელზე მისი სითბოს ნაცვლად ზამთრის სუსხი ვიგრძენი. -არა. შენ? -არც მე. ახლა მოვედი სახლში. ძალიან დავთვერი მაგრამ კარგად ვარ. -ცუდად ხომ არ ხარ? -თუ ვარ გამოხვალ და მომხედავ? -თუ ხარ ლაშას ვიპოვი და ვეტყვი რომ მოგაკითხოს, ან ილიას გამოვუშვებ. -რატომ გააფუჭე კარგი რა. დუდღუნით თქვა , დარწმუნებული ვიყავი რომ გაბრაზებული, წარბებშეჭმუხნილი სახე უნდა ჰქონოდა. -მაპატიე. -აი არ ვიცი ნისიმე ბოლოს ასეთი მთვრალი როდის ვიყავი. -მე წინა დღეს ბარში. სიცილით ვთქვი გაუგებარი წინადადება და ხელი მხარზე ავისრიალე, როგორმე სიცივე რომ გამეფანტა. -მე რომ ვუკრავდი იმ დღეს? -ხო. ნუ უფრო ბასიანზე. მგონი ბოლოს ილიამ გამოიძახა ტაქსი . ისეთი მთვრალი ვიყავი ახალი აბრათი რომ ავიღე ილიას შეყავდა აპლიკაციაში ბარათის მონაცემები. -ეგ მომენტი მახსოვს მემგონი. გარეთ რომ იყავი მაშინ ხო? -ხო. -არ გინდა რომ შევხვდებით დავლიოთ, ერთად. მხოლოდ მე და შენ. -სიამოვნებით ერეკლე. -ღმერთო … -რა მოხდა. -ძალიან ძალიან მომწონს შენი ნათქვამი ჩემი სახელი. -მგონი , არა მგონის გარეშე ძალიან მთვრალი ხარ. ძილინებისა. ის იყო უნდა გამეთიშა რომ იყვირა. -არა! მოიცადე არ გათიშო. ცოტახანს იყავი რა კიდევ. ცოტახანს ჩავფიქრდი. დიალს ადრე უნდა ავმდგარიყავი , ამას გარდა უამრავი საქმე მქონდა საღამოსთვის და ძალიან- ძალიან ბევრი ენერგია მჭირდებოდა. მერე თავი გადავაქნიე. ფეხზე ავდექი, ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და თბილისის ხედს გავხედე. ანძა და ეშმაკის ბორბალი მოიისფროდ ანათებდნენ, ჩამეღიმა. -კარგი, კიდევ ცოტახანს. -იეს! აი ეგრე. საუკეთესო ხარ! -ეგრე ძალიან გაგიხარდა? -სიცილს შორის ვკითხე და ვგრძნობდი როგორ მითრთოდა მთელი სხეული, მხოლოდ მისი ხმის გაგონებისასაც კი. -რატომაც არა? -იქნებ იმიტომ რომ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ? -ხომ გითხარი ჯერ ყველაფერი წინ არის ნისიმე! -გავიგე ეგ . -აუ მე იცი ვიღაც ქალს დაბადებისდღე ჰქონდა და რა ლამაზი დღეა ვუმღერეთ, მერე გამოფენაზე დაგვაპტიჟა. თუ წავედით ჩემთან ერთად წამოხვალ? -შეიძლება.რატომაც არა? -რამე მომიყევი შენზე. წამით ჩავფიქრდი. რამე ხელმოსაჭიდი მინდოდა რაზეც მოვუყვებოდი. რამე რაც ნათლად გამახსენდებოდა. -პატარა რომ ვიყავი მამაჩემი გიტარაზე დაკვრას მასწავლიდა, მახსოვს როგორ ვიჯექით საათობით და ერთსა და იმავე აკორდს მილიონჯერ ვიღებდი. -გამოდის უკრავ? -არა. -რატომ? -იმიტომ რომ გიატარა მის თავს მახსენებს. -და რატომ არ გინდა რომ გაიხსენო? -მეათე კლასში რომ ვიყავი მაშინ გარდაიცავლა. სევდიანი მოგონებებია. ბოდიში, რამე უფრო მხიარული უნდა მომეყოლა, მაგალითად როგორ მოვტეხეთ მე და თალიამ ილიას ფეხი , 18 წლის ასაკსი. -მოიცა ეგ ფეხი მოტეხილი თქვენ გამო ჰქონდა? -კიი, შენ საიდან იცი? -მთელი ზაფხული სოფელშ გაატარა. ღმერთო რაც მე და ლაშა მაგას დავცინოდით. ერეკლე იცინის და მისი სიცილი ანგელოზების ხმას ემსგავსება. დიდხანს ვზიავრ ფანჯრის რაფაზე, თბილისს გაშტერებული, მის ხმას მიყოლილი და უაზრო ამბებს ვუყვები, იმეებს რომლიტაც ჩემი პიროვნება ნელ ნელა შეიქმნა. მერე საწოლში ვწვები. მობილურს გვერდით ბალიშზე ვდებ. საბანს ტავზე ვიფარებ და მის ქვეშ ერეკლეს ელფურ ხმას ვუმსენ, რომელიც მიყვება რამდენად უყვარდა ბავშვობიდან მოყოლებული მუსიკა და როგორ შეეძლო მას ყველაზე ბნელი კუნჭულიდან ამოეყვანა ბიჭი. მე კი იქ მისი ხმის გვერდით მწოლი სულ უფრო და უფრო მეტად ვიხლართებოდი წითელ ძაფებს შორის, როემელიც მოულოდნელად გამოჩნდა და მთელს სხეულზე გველებივით მეხვეოდნენ, მიძვრებოდნენ სულ უფრო მაღლა, სულ უფრო მარჯვნივ, სულ უფრო გევრდით და ბოლოს ობობის ქსელივით მათში გაბმული აღმოვჩნდებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




