დამალული სიმართლე (თავი 11) +18 დასასრული
_გილოცავ. _მადლობა_გაჭირვებით გავიღიმე.შემოვტრიალდი,გზა გავაგრძელე.ტაქსი კართან მელოდებოდა.კარი გამოვაღე,დავჯექი და ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა.მანქანა ნელა დაიძრა და გაუყვა განათებულ ქუჩას. *** ორი თვე გავიდა,რაც დასრულდა ჩვენი ისტორია.ამ ორი თვის მანძილზე დღე არ გავიდოდა არ მეფიქრა ჩვენს შეხვედრაზე,მაგრამ ასეთი უემოციო არასდროს წარმომედგინა.ფიქრსაც რომ აზრი ეკარგება,სად წავიდე,სად რომ ამ ტკივილმა ცოტახნით იყუჩოს? წამში თითქოს გონება მინათდება.წამალი მჭირდება,რომ დავიძინო. ფიქრის უნარს დავკარგავ,ეს არის რაც მჭირდება.საკუთარი თავისგან შორს ყოფნა,ამას კი სხვაგვარად ვერ შევძლებ.რა ხანია ნორმალურად არ მძინავს.ვიცვლი ტანზე,ჯინსს ვიცვამ,მაისურს,ვფიქრობ ჩავიდე აფთიაქში და რაიმე მსუბუქი დამამშვიდებელი ვიყიდო,რაც მომცემს საშუალებას დავიძინო.კარზე ზარია.ვაღებ და ირაკლი დგას…ღმერთო,ის აქ დგას ჩემს წინ… _შეიძლება?_ უკან ვიხევ და საშუალებას ვაძლევ შემოვიდეს. დერეფანში ჩერდება,მის ზურგს უკან ვდგავარ,კარს ვკეტავ,მის წინ ვინაცვლებ და ძალიან სუსტი ხმით ვეუბნები _მოდი_ მისაღებში შევდივარ,ისიც მომყვება.საშინლად უხერხული სიტუაციაა. _დალევ რამეს? ყავა? _ ჩაი…ლიმონი თუ გაქვს? ორი ნაჭერი ლიმონი და მხოლოდ წყალი,ცოტა შაქარი დაამატე.მთლად უშაქრო არ მომეწონა… _მეღიმება,ჩემებური ჩაი გაუსინჯავს… სამზარეულოში გავდივარ ორ ფინჯან ჩაის ვამზადებ და ვბრუნდები,დივანზე ზის.წინ ვუდებ მაგიდაზე მის კუთვნილ ჩაის.უხერხულ სიჩუმეს არცერთი ვარღვევთ.ბოლოს ისევ თვითონ ამბობს _ არც კი ვიცი რატომ მოვედი… _ თავი დახრილი აქვს.გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ.თვალები ცრემლებით მევსება,თავს ვიკავებ რომ არ ვიტირო,თუმცა გული გაგლეჯვას მაქვს.რანაირად ვახშობ ამხელა ემოციას არ ვიცი. _მაპატიე,არ უნდა მოვსულიყავი._ დგება სწრაფად და კარისკენ მიდის.გთხოვ გაჩერდი და რამე მითხარი,ვჩურჩულებ გულში,მეტი ვიდრე უხმოდ წასვლაა…თუმცა მე ადგილიდან არ ვიძვრი.კარს აღებს და ასე უბრალოდ გადის… ისტერიკა მეწყება,რას მიკეთებ ირაკლი რას?!! ფინჯნებს ერთი ხელის მოსმით იატაკზე ვყრი,ხმაურზე მახსენდება ქვედა მეზობელი და დანაშაულის გრძნობა რომ ვიღაცას ვაწუხებ,შემდეგ ამაზეც ვღიზიანდები,არაუშავს ამ ერთხელ ამიტანეთ! ამიტანეთ!!! მე ხომ ყველას და ყველაფერს ვიტან…სადაც არის ჭერი თავზე დამემხობა ისეთი შეგრძნება მაქვს,გავრბივარ კართან,მანქანის გასაღებს ვიღებ და ჩავრბივარ კიბეებზე,მაშინვე მანქანაში ვჯდები და მივდივარ.მარტო მინდა,ქალაქისგან,ხალხისგან შორს…მინდა ვიყვირო,დავიცალო ამ საშინელი ენერგიისგან,რომელიც მანგრევს შიგნიდან.ლისისკენ ვიღებ გეზს.სწრაფად ვმოძრაობ,ავდივარ ტბასთან და ვჩერდები,არავინ არ არის გარშემო მხოლოდ მე და ტბა…ვიღებ ქვებს და ვისვრი წყალში გამეტებით,არ ვჩერდები,უფრო სწორედ ვერ ვჩერდები.მანქანის შუქები მანათებს.ეს კი მაჩერებს.მძღოლი გადმოდის და ისევ ის…ირაკლი… _ აქ რა გინდა? ვეკითხები გაგულისებული.მიახლოვდება და შორიახლოს დგება. _დაგინახე რომ წამოხვედი,ისე დაძარი მანქანა,შემეშინდა… _რისი?! _რამე რომ არ მოგსვლოდა _ მპასუხობს მშვიდად. _არ არის ეგ შენი პრობლემა.წადი,მარტო მინდა ყოფნა.ხომ დარწმუნდი არაფერი მომსვლია,წადი ახლა._ უხეშად ვესაუბრები. _ეს საზოგადოებრივი ადგილია,შენ ვერ დამიშლი აქ ყოფნას. _ რვა წლის ბავშვის პასუხი… _ თორმეტის. _წადი,წადიიი.რატო მტანჯავ წადი.მარტო მინდა ყოფნა,დამაცადე ,რა გინდა რაა?!_ უკვე ვყვირივარ. _ უკვე არც მე ვიცი რა მინდა შენგან… ამბობს მშვიდად. _ ღმერთოო…რის გამო მსჯი ასეე?! _ ღმერთი არავის სჯის,ეგ საკუთარი თავია,სინდისს ეძახიან,თუ გაგიგია?! _ მპასუხობს აუღელვებლად. _ რა?? _ვფითრდები.ამ ჩემს გაცამტვერებულ სულს ახლა ეს უნდოდა?! _ხო,სინდისი ჰქვია იმას რაც ახლა არ გასვენებს… კანკალი მეწყება,მორჩა ახლა ჩემი ნერვული შეტევა იწყება.ვეღარ ვჩერდები,თავს ვაიძულებ არაფერი ვთქვა,სამაგიეროთ ქვითინს ვიწყებ,სხვანაირად ემოციას ვეღარ ვთოკავ,ძირა ვჯდები,მუხლებს ხელებს ვხვევ,თავს ვრგავ მუხლებში და ვტირივარ. არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდება ასე,შემდეგ ისევ მისთვის ჩვეული დამახასიათებელი მშვიდი ხმით მეუბნება. _ადექი,სახლში წადი._ რადგან ემოცია გამოვუშვი შედარებით მშვიდად ვარ. _მარტო მინდა ყოფნა,თანაც პირველი მე მოვედი… _არ ხარ ახლა იმ მდგომარეობაში და არც ის დროა აქ მარტო იყო. _მე გადავწყვეტ რა როგორ ჯობია. _ გადაწყვეტილებებში ვერ ხარ ძლიერი,არ უთქვამს არავის? _ კი,ვიცი.ვიმკი მთელი ცხოვრებაა მაგას… როგორც ჩანს არ ელის რომ ასე დავთმობ პოზიციას და ჩერდება. _ანა,მართლა ადექი და წადი.ვერ დაგტოვებ ასე მარტო. _რატომ?! ხომ დამტოვე უკვე ერთხელ,პირველი ჭირს ზოგადად ყველაფერი… _ ალბათ შენი ცხოვრებიდან გამომდინარე გაქვს ხომ ეგ დასკვნები?! თუ უკვე გერევა შენ რა პირველია და … _მოკეტე,მოკეტეეე… _ ისევ ხმას ვუწევ _ შენ რა იცი ჩემს შესახებ საერთოდ?! სიტყვა არ მათქმევინე,ისე მომისროლე შენი ცხოვრებიდან.რამდენჯერ გითხარი რომ მიყვარდი და გაგეგო ჩემთვის,მოგესმინა…კი პირველი იყავი და ხარ ვისაც ვაკოცე,ჩავეხუტე,ნება მივეცი შემხებოდა.პირველი ხარ სექსშიც კი,მე გითხარი პირველი ხარ ვისაც ჩემი ნებით მივეცი ყველაფერი იმაზე მეტი რაც კი შემეძლოთქო.ჩემი ნებით დიახ!!.. _ ყვირილზე გადავედი. _ ის რაც ძალით მიიღეს ჩემგან და მე არ გამიცია იმაზე პასუხს ნუ მთხოვ!!! არ მინდოდა,არც მე არ მინდოდა! _ხელახლა ვიწყებ ტირილს,ხმა მიკანკალებს.ისევ ძირს ვჯდები და ვტირივარ.მიახლოვდება გვერდით მიჯდება.ხმას არ იღებს _ანა,სწორად გავიგე?! მაპატიე ამას რომ გეკითხები,ამიხსენი გთხოვ… _ რა აგიხსნა?! რა დამმართეს და რატომ ვარ ასეთი არასტაბილური? რატომ მაქვს ფობიები ურთიერთობაში? რა აგიხსნა?შენ როგორ აგიხსნა,როომელსაც ერთი სიტყვა აღარ გჯერა ჩემი,როგორ გელაპარაკო იმაზე რა გადავიტანე თექვსმეტი წლის ბავშვმა.ნეტა არასდროს შეგხვედროდი,მეცხოვრა ისევ ჩემი შიშებით,მიჩვეული ვიყავი მაინც…ჩემ თავს არ ვჩივი მხოლოდ,ძალიან მეტკინა როცა დაგინახე რაც დაგმართე ჩემი ტყუილით,ხო ახლა ვხვდები რომ ტყუილია ის რაც გავაკეთე,მაგრამ მაშინ არ მეყო ძალა,რა ვქნა რა გავაკეთო,როგორ დაგაჯერო რომ მართლა პირველი ხარ ჩემთვის?! და რომ გიპოვე,ისეთი ბედნიერი ვიყავი მეშინოდა შენი დაკარგვის,ამ შიშის გამო ვერ გითხარი რომ მომიტაცა ადამიანმა,რომ ძალა გამოიყენა იმისთვის რომ მისი ცოლი დამრქმეოდა და ამის ხარჯზე დამტოვა მასთან… _ ბოლო წინადადებებს გაგულისებული,მაღალ ტონალობაში ვამბობ,რაც შეიძლება სწრაფად,რომ დროზე ამოვთქვა და დავიცალო ამ საშინელი საიდუმლოსგან. ორივე ჩუმად ვართ. _ და ეს მოხდა როცა თექვსმეტი წლის იყავი? _მეკითხება ჩახლეჩილი ხმით. _ჰო… _ახლა სად არის? _ გარდაიცვალა. _ რანაირად? _ კითხულობს უფრო თავისთვის ვიდრე მე მეკითხება.ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,თითქოს მარაგს ვიღებ,ძალას ვიკრებ და ვიწყებ.ვუყვები ყველაფერს დაწვრილებით,ახლა უკვე დამშვიდებული,ცივი გონებით.კითხვებს არ სვავს,მხოლოდ მე ვსაუბრობ და ვიცლები მთელი ემოციებით,ვგრძნობ როგორ იცლება ჩემი სხეული დარდისგან და ნაღველისგან, და როგორ იკავებს მის ადგილს სიმშვიდე. ამასობაში ირიჟრაჟა.აცივდა. _მადლობა,რომ მომისმინე.არა,იმიტომ რომ რამის იმედი მაქვს,ან მაპატიო…უბრალოდ ეს მჭირდებოდა. ახლა წავალ… კიდევ ერთხელ გთხოვ პატიებას შენს გამო,იმის გამო რომ არ მინდოდა ასე გამოსულიყო და შენ გული გტკენოდა. _ და შენ? _ რა მე? გულის ტკენას თუ გულისხმობ,მე იმუნიტეტი მაქვს მაგაზე უკვე. კარგად_ ვემშვიდობები.მანქანაში ვჯდები და მოვდივარ.უკანა ხედვის სარკეში ვიყურები იქ ზის ისევ გაუნძრევლად… *** სახლში შევდივარ თუ არა შხაპს ვიღებ, ღამის ფარდებს ვაფარებ და ვწვები,უნდა დავიძინო.დაძინებამდე ნათიას ვწერ “დღეს არ ვიქნები მე”.ტელეფონზე ხმას ვთიშავ და მალევე ვიძინებ. არ ვიცი რა დროა,კარზე ბრახუნის ხმა მაღვიძებს,ბუნდოვნად აღწევს გონებაში ეს ხმები და თვალებს ვახელ ზანტად.მობილურს დავხედე საღამოვდება.რა დრო გასულა.კარზე ვიღაც გამალებით აბრახუნებს.ვდგები და მივრბივარ,კარს ვაღებ ნათია დგას შეშლილი სახით. _შენ დებილი ხომ არ ხარ გოგო?! სად ხარ? სად გიგდია ეგ ტელეფონი? _რა გჭირს?_ვკითხულობ მშვიდად,ცოტა გაოგნებული. _კიდეც რომ მეკითხება…რადგან ცოცხალს გხედავ._ ხელებს შლის და სასტუმრო ოთახში შედის,დივანზე ჯდება ბუდას პოზიციაში. _ მკვდარი რატომ უნდა ვიყო? _მის მოპირდაპირედ ვჯდები. _რავიცი მე.ჯერ გუშინ გამოიქეცი,მერე მწერ არ მოვალო,გირეკავ აგიფეთქე ტელეფონი და არ მპასუხობ.წეღან ზურა შემოდის და მეუბნება ანა როგორ არის,გუშინ ირაკლი და ეგ შემთხვევით ეზოში გადაიკვეთნენ და ინერვიულაო…ზურასგან რატომ უნდა ვიგებდე სულაც ერთი?! _ აქ უკვე ვითომ ეჭვიანობს,თორემ ზურა ორივეს უზომოდ გვიყვარს. _ხოო..ძალიან გრძელი ღამე მქონდა. _რააა?? _თვალები უნათდება,დროზე მოყევიი. _არააა,ეს ის არაა,რაც შენ გგონია. _ვიცინი ამ საპნის ოპერა ფრაზაზე და თვითონაც კისკისებს. _კაი,რაც არ მგონია იმაზე მომიყევი,ღმერთოო,რა მტანჯავ ხოლმე. ვუყვები დაწვრილებით,სხვანაირად ნათიასთან არ გამოდის,დეტალებში ჩადის,როცა რამეს ყვები მასთან. _დამტანჯეთ თქვენ კიდე რა.ან თქვენ თავს რას ერჩით ან მე?! ჩემი სადარდებელი არ მეყოფა ახლა ესენი… _შენ რა გჭირს? რა დარდი გაქვს ასეთი აბა,გამოუშვი _ მეცინება. _რეზი შემიჩნდა,როდემდე ვიაროთ ასე,ცოლად გამომყევი და ბლა ბლა…აი მითხარი ერთი მე ოჯახში შესაშვები ქალი ვარ?! _ თავის ნათქვამზე თავად ეცინება. _და რატომ არ ხარ?! _მეც სერიოზულად ვეკითხები. _ კაი რა ანა,არ ვარ მზად…არ შემიძლია ეს ოჯახური იდილია. _არ მესმის შენი,მე როგორც კირჩხიბს… _ ვიცინით ამაზე ორივე. _ჰმ… შენ ჯობია გაემზდო,მეჯვარე ხომ მჭირდება… _ვააი,რა კარგია,სიამოვნებით. _არა მართლა,ხუმრობის გარეშე.ივნისის ბოლოს ვფიქრობთ… _ვაა,მაგარია.ქორწილი ხომ?! _ქორწილია,ქეიფია,გრიალი._ აჯავრებს შუა ქალაქის დათოს. _ნიშნობა მეგონა. _ოო,კაი რაა,ხო იცი ჩემი არაა ეს დაჩოქებები.ვიყიდით ბეჭდებს,გავცვლით ქორწილის დღეს და ეგაა.-იცინის. _ღმერთო,რანაირად გიძლებს რეზი?! _ მიეჩვია გოგო,შევაბერდით ერთმანეთს,9 წელია უკვე ერთად ვართ. არა ისე მართლა როგორ გამიძლო?! _ ამაზე ორივე გულიანად ვიცინით. *** ირაკლისთან შეხვედრის შემდგომ ჩემი შინაგანი მდგომარეობა საგრძნობლად იცვლება დადებითისკენ.ვფიქრობ,ტაბუ დადებული ჩემი ცხოვრება მსტრესავდა ეს წლები.ახლა როცა შევძელი და ვთქვი,ეს მარწუხები ისე აღარ მიჭერდა.გარკვეულ წილად მივეჩვიე ირაკლის გარეშე ცხოვრებას,რა თქმა უნდა მენატრებოდა,მაგრამ ეს უკვე ყოველდღიურ რუტინად იქცა,მთავარია ვიცი რომ კარგად არის.მის გადაცემას ყოველ კვირა ვუყურებ და მიხარია მისი დანახვა.მეგობრებთან ერთად დავდივარ წვეულებებზე,ვხუმრობ,ვერთობი.ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და მომწონს ჩემი თავის ეს ვერსია. მზადებას ვიწყებთ ნათიას ქორწილისთვის.ზურა რეზის მეჯვარეა.შემაღონა ტანგო უნდა გეცეკვო ქორწილშიო.დავდივართ ქორეოგრაფთან სტუდიაში,ცეკვებს ვდგამთ.ქორწილი ღია ცის ქვეშ,ქალაქგარეთ მყუდრო სასტუმროს ულამაზეს ეზოში იქნება.ვგეგმავთ გაფორმებას,ყვავილის ფერები,ხელსახოცი,მოსაწვევები.ჩემი და ნათიას კაბები… ჩართული ვარ ყველა დეტალის გადაწყვეტაში.ძალიან მეხმარება ეს რუტინა ჩემი ბოლო დროინდელი ამბების გადატანაში. ქორწილის დღე.ძალიან ნაზი იისფერი კაბა მაცვია,წვრილ ბრეტელზე,ლამაზი დეკოლტე რა თქმა უნდა,წელიდან დაცემული ნაზი ქსოვილი,რომელსაც ვერც კი ვგრძნობ რომ მაცვია.პატარა კოსა კეფაზე და მსუბუქი მეიქაფი.ნათია ულამაზესია,ვუყურებ და ცრემლები მადგება თვალზე. _ნუ ხარ მჩხავანა შენ _დამცინის ნათია _ არ ამატირო მეც გაჩერდი.არ გამიფუჭო მაკიაჟი. თვალებს სწრაფად ვახამხამებ,რომ ცრემლები გავაქრო სასწრაფოდ და ვიღიმები. მთელი დღე გაწერილი გვაქვს.რამდენიმე ლოკაციაა დღის წესრიგში.საღამოს ქალაქგარეთ სასტუმროს ტერიტორიაზე ვართ სადაც,ღია ცის ქვეშ იმართება წვეულება, ასევე ღია ცის ქვეშ გვერდით იქნება სამოქალაქო ქორინების აქტი.ყველაფერი ისეთი ამაღელვებელია.ნათიას მამას მიჰყავს ნათია რეზისთან მენდელეევის მარშის თანხლებით.ღმერთო მართლა რა მტირალა ვარ,მთელი დღეა გული მიჩუყდება.ახლაც თვალებს ვახამხამებ მთელი ძალით,რომ არ ვიტირო. თანახმა ხართ შეირთოთ ცოლად ნათია ამაშუკელი,გიყვარდეს და უერთგულო სიცოცხლის ბოლომდე,ჭირში და ლხინში,ბედნიერებასა თუ მწუხარებაში,სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ… _დიახ. _ იგივეს ეკითხებიან ნათიას… _დიახ. აცხადებს ორივე.გილოცავთ,ოფიციალურად ქვეყნისა და ერის წინაშე ცოლ-ქმრად გაცხადებთ. მქუხარე აპლოდისმენტები.მილოცვები.ზურას გავხედე.თვალს მიკრავს,ოხ ზურიკო.მისი საცოლეც აქ არის,როგორც იქნა გამაცნო და აღარ ეჭვიანობს ჩემზე.უფრო მეტიც,მითანხმდებიან წინასწარ მათი შვილი მე მოვნათლო,ორივე გიჟია. სტუმრების უმეტესობა მოსულია.ახლა ისევ ფოტო სესია სტუმრებთან.შამპანურის ჭიქას ვიღებ და იქვე ვდგავარ,ჩემსკენ გაღიმებული ელენე მოდის. _ამას ვის ვხედავ?! როგორ მომენატრეე და რა ლამაზი ხაარ._ ვკოცნით ერთმანეთს. _ როგორ ხარ ელე?? _ მე კარგად და შეენ?? _მეც კარგად.სად ხარ,რა იჩხუბეთ ასე შენ და ჩემ ძმამ,რომ ვეღარ აეწყვეთ ჰა? _მეღიმება. _შენს ამპლუაში ხარ. _მე კი ვარ,მაგრამ იმან აურია მაგრად.პატიებას რომ გთხოვს აპატიე,თორემ მაგის გაძლება აღარ მაქვს._ იცინის. _გამარჯობა ანა._ გვერდიდან ირაკლი მესალმება,ვერ შევნიშნე,როდის მოგვიახლოვდა. _გამარჯობა. _შენთან ნაკლები ისაუბრეს რჩევა- დარიგება არ ჭრის ხომ?!_ ელენეს ეუბნება. _ ხომ ვთქვი._ განზე გააქვს ტუჩები ელენეს,თვალს მიკრავს და მიდის. _ როგორ ხარ? _მეკითხება. _კარგად.შენ? _ნორმალურად მეც._ ჭიქას ვათამაშებ ხელში._ მშვენივრად გამოიყურები,როგორც ყოველთვის. _მადლობა. ზურას და ნუკის ვხედავ იქვე. _უკაცრავად._ვეუბნები და მათკენ მივდივარ. ზურა იმედიანი სახით მიყურებს.ვხვდები. _არაფერი არ მკითხო,უბრალოდ მოკითხვა იყო… _კაი_ მხრებს იწურავს ზურა. წვეულება მხიარულად მიმდინარეობს. ვიღაც სიმპათიური ბიჭი,მიახლოვდება ერთ-ერთი ცეკვის დროს,მე ჩემს მაგიდასთან ვზივარ. მთხოვს ვეცეკვო.მის გამოწვდილ ხელს თანხმობის ნიშნად ჩემს ხელს ვაგებებ. _მე ანდრია ვარ._ მიღიმის,საკმაოდ სიმპათიური და რაღაცნაირი მომაჯადოებელი ღიმილი აქვს. _ანა._ მეც ღიმილით ვპასუხობ. _ვფიქრობ ბანალურია,მაგრამ უნდა გითხრათ,რომ ძალიან ლამაზი ხართ. _მადლობა._ისევ ვუღიმი. _ როგორც მითხრეს რეზის და ნათიას ფაქტობრივად ბავშვობის მეგობარი ხართ. _უფრო თინეიჯერობის… _ეღიმება. _აქამდე რომ არ გიცნობდით გამიკვირდა.რეზის მამიდაშვილი ვარ._ რა ვუპასუხო არ ვიცი და უბრალოდ ვუღიმი.მუსიკა რომ სრულდება.მაცილებს ხელჩაკიდებული ჩემს მაგიდამდე,მეხმარება დაჯდომაში სკამს წევს,მადლობას მიხდის ცეკვისთვის და მტოვებს.ზურა ბედნიერი ღიმილით მიყურებს.ტელეფონს ვიღებ და ვწერ “ შინაბერას რომ ექცევიან,მასე ნუ მექცევი,თორემ აქვე ჩაგახრჩობ აუზში ))” “არა,ვინ გაკადრა.უბრალოდ პოტენციურ სასიძოებს ვარჩევ ))” “ ყვინთვისთვის მოემზადე” “მუდამ შენს განკარგულებაში ვარ” ანდრიასთან კიდევ რამდენჯერმე ვცეკვავ. დადგა ჯერი ზურას და ჩემი დაპირებული ტანგოს შესრულების. _ რა გინდოდა რას ატყდი? _ვეჩურჩულები ზურას. _მოდი,მოდი.ისე უნდა ვიცეკვოთ ცეცხლი დავანთოთ. ზურა საკმაოდ კარგი მოსწავლე აღმოჩნდა,იმდენად კარგად შეისწავლა ყველა მოძრაობა და მოირგო ცეკვა,მაფქტობრივად მე არ მიწევდა იმაზე ფიქრი,რა მოძრაობის შემდეგ რა იყო,შესანიშნავად უძღვებოდა ცეკვას და მეც მის მკლავებში საიმედოდ ვგრძნობდი თავს.ბოლო აკორდებზე მეუბნება ჩუმად _ ახლა რომ გაკოცო,ნეტა რომელი მომკლავს შენი ახალი თაყვანისმცემელი თუ მისტერ სელებრითი? _მგონი ნუკი დაასწრებს ყველას._ ვპასუხობ სიცილით.თვითონაც ეცინება,წელზე მხვევს ხელს მატრიალებს და ჩვენც ვიმსახურებთ მქუხარე აპლოდისმენტებს. გვიან ღამით იშლებიან სტუმრები.ანდრია მოდის ჩემთან და წაყვანას მთავაზობს,რააზეც უარით ვისტუმრებ.ზურას ვათვალიერებ,სად გაქრა ეს ბიჭი ღმერთო?!ზურას გავყვები სახლში,მაგრამ არსად ჩანს ვაჟბატონი,არც ნუკი.ვურეკავ და არ მპასუხობენ.ალბათ წავიდნენ…დავითს ვხედავ იქვე,ნათიას მამიდაშვილს. _დავით,თბილისში ბრუნდები? _კი,ანა.რა ხდება? _რომ გამიყოლო,თუ არ შეწუხდები. _ახლავე მოიცადე,ჩემთან ჯდებიან,მაგრამ ასე არ დაგტოვებ. _იყოს,ტაქსის გამოვიძახებ… _არა,რას ამბობ…მადროვე. მობილურს იღებს და რეკავს. _წახვედი?.. აქ ხარ ჯერ ანუ ხო?…მგზავრი გაიყოლე რაა,ადგილი ხომ გაქვს?...მოვალ შენს მანქანასთან… _წამოდი._ მეუბნება და მიდის პარკინგისკენ,მეც მივყვები. რამდენიმე მეტრში ვჩერდები,ჯანდაბა.როგორ ვერ მივხვდი,ირაკლის დაურეკა… მაგრამ გვიანია უკვე,ირაკლი მანქანიდან გადმოდის და მხედავს რომ ის მგზავრი სწორედ მე ვარ.საშინლად ვნანობ,მაგრამ გვიანია. უხერხულობის განცდა მჭამს.ჯანდაბა ანა,ჯანდაბაა,რა უტვინო ხარ! _ანა გაიყოლე რაა,მე აღარ მაქვს ადგილი. _კი არაა,პრობლემა.დაბრძანდი._ უკანა კარს მიღებს.წინ ელე ზის. _ვაა,ანუშკიი… ზუსტად მოგვისწარი,ახლა გავდიოდით.ცოტა დავლიე და კარგადაც გავერთე,ამ უჟმურმა არც დალია არც იცეკვა.ერთხელ მეცეკვა მხოლოდ_ ბოლო წინადადებას ხმადაბლა ამბობს რომ ირაკლიმ არ გაიგოს,რომელიც გაღებულ კართან დგას და დავითს ესაუბრება.აი ჯდება კიდეც… გზაში ჩუმად ვართ უმეტესად,მხოლოდ ელენე თუ დაარღვევს სიჩუმეს. _მეჯვარე რა კაი ტიპი იყო,თქვენი ცეკვა კიდე შოკი.ძალიან კარგად გამოგივიდათ. _ჰოო?.. _ არ ვიცი რა ვთქვა. _ კიი,მოიხდინე ეგ ცეკვა.ის ტიპი ვინ იყო ერთი? რამდენჯერ გაგიწვია საცეკვაოდ,მგონი ახალი ქრაშები აყარე ხო?! _ არ ჩერდებოდა ელენე. _ელენე,რამდენს ლაპარაკობ?! _ აბა თქვენ ზიხართ ენა გადაყლაპულები…_ ირაკლი თავს აქნევს და ეღიმება,უკანა ხედვის სარკეში ვხედავ,მის ღიმილს. _აცდი ვინმეს რამის თქმას?! კითხვას რომ სვავ,თავად სცემ პასუხს.ჯერ ისე რამდენს საუბრობ და სასმელი უარესს გმართებს. _ჰმ… მოდი მე ჩამომსვი გზად და ანა მერე გაიყვანე.ნერვებს მიშლით… _მე რას მერჩი? _ მეცინება მის გაგულისებაზე _იმას რომ დუმილი თანხმობის ნიშანია და ეთანხმები აშკარად,იმიტომ ხარ ჩუმად… _დუმილი სიჩუმის ნიშანია,რას მერჩი მე?_მეღიმება. _არა ჩამომსვი მე.თქვენი ნერვები არ მაქვს… _ ვითომ ბრაზობს ელენე.აშკარად ჩვენი მარტო დატოვება უნდა. ირაკლი გეზს სახლისკენ იღებს,როცა მივდივართ მათ სახლთან,მანქანიდან გადადის და ელენეს აცილებს სახლში. ბრუნდება მანქანის უკანა კარს აღებს.ჯანდაბა რატომ ვერ მოვიფიქრე,ტაქსით წავალ აქედან.რას ველოდებოდი.სასწრაფოდ მობილურს ვიღებ ჩანთიდან. _მადლობა,აქედან ტაქსით წავალ._ ნომერს ვკრეფ.მობილურს ხელიდან მართმევს და თიშავს. _მე გაგიყვან.წინ დაჯექი. _არ არის საჭირო,რატომ უნდა იწვალო,აქედან ჩემით წავალ. _ანა დაჯექი,გთხოვ._ ხელს მკიდებს და წინ,მგზავრის მხარეს კარს მიღებს. _კაი,მადლობ._ვეუბნები ხმადაბლა. ვჯდები და უხერხულობას ვგრძნობ.თავისთავად მოხდა,რომ ჩვენს შორის ეს უხილავი კედელი აღიმართა და მგონია,რომ ვეღარ გავარღვევთ. ნახევარი წელიწადი გახდება რამდენიმე დღეში,რაც დაიშალა ჩვენი ტანდემი.მენატრება მუდმივად,მაგრამ მასთან ერთად ყოფნაც უკვე ისეთი მტანჯველი და მტკივნეულია. დროულად მივიდე სახლში მინდა… _არ მეგონა ჩემთან ერთად ყოფნა ასეთ დისკომფორტს თუ გიქმნიდა. _მეუბნება ხმადაბლა. _რაა?.. რატომ? _ ვიბნევი. _ მე შენ გეკითხები რატომ?! ისეთი დაძაბული ზიხარ,შენი სხეული…_ აღარ ამთავრებს სათქმელს,თუმცა მის მერე ვიაზრებ და ვცდილობ მოვდუნდე.ფეხები ისე მაქვს მიბჯენილი ერთმანეთს.ხელჩანთის ბალთაზე კი ისე ვარ თითებით ჩაფრენილი,თითქოს ვინმე აპირებს გამტაცოს ხელიდან.ოდნავ ვდუნდები.ეღიმება. _ სადამდე მოვედით?! არადა ბოლოს ისეთი დარწმუნებული ვიყავი,რომ იდეალური წყვილი ვიყავით… _გთხოვ,არ გინდა… _ ძლივს ჩავახშე ჩემი სინდისი და ახლა ისევ მიღვიძებს სინანულის გრძნობას. _ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ,ბევრს ვფიქრობ… ის რაც მომიყევი რეალობაში ვხვდები შოკის მომგვრელი იქნებოდა შენთვის,მაგრამ იცი რას ვერ ვპატიობ საკუთარ თავს?! რა გავაკეთე,რა შეცდომა დავუშვი შენთან,რომ ნდობა არ გქონდა ჩემი? _საიდან მოიტანე რომ ნდობა არ მქონდა?_ვეკითხები გაოგნებული. _ ფაქტებმა აჩვენეს… ჩუმად ვართ ორივე.ვფიქრობ… _შენ თუ ნდობაში იმას გულისხმობ,რომ მთელი ის დრო არ გითხარი სიმართლე,ცდები! მე მხოლოდ იმიტომ არ გითხარი,რომ მეშინოდა… _ხოდა რატომ?! რა გავაკეთე ისეთი რომ გეშინოდა და არ მითხარი დროულად?! _არ ვიცი…ალბათ ის რომ ჩემთვის შენ იდეალური ხარ და მე არ ვიყავი მასეთი… _ ძლივს ამოვთქვი. _ანა,რაებს იძახი?! მე არ ვარ იდეალური და არც იდეალური მჭირდება ვინმე გვერდით. _კი,მაგრამ ეს ჩემი დამოკიდებულება იყო… _კარგია რომ იყო! იმედია ახლაც მასე არ ფიქრობ?! _ ჩემსკენ აბრუნებს თავს და მიღიმის.გული მიჩუყდება,ცხვირის წვერი მეწვება,ცრემლებიც მაწვება ვგრძნობ… ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,ფანჯრისკენ ვტრიალდები… ასე ვართ რამდენიმე წუთი. _ პასუხს რატომ არ მცემ? _ არ ვიცი რა ვთქვა. ეს გზაც ისე გაიწელა,თუ შენ მიღოღავ? _ ეცინება.როგორ მომნატრებია მისი ეს ხმა.ეს სიცილი,რომელიც მაგიჟებდა. _ხო,შენთან ყოფნის სიამოვნებას ვიხანგრძლივებ… _ვუყურებ და ის მე მიყურებს. _ნუ მეფლირტავები… _ კიდევ იცინის. _ ხედავ როგორ მაბედნიერებ?! ხომ გაიგე ელემ რა თქვა,აუტანელია გამხდარიო,შენს გვერდით კიდე ასატანი ვარ…_იღიმის._ აი დასტური იმისა,რომ იდეალური არ ვარ. ხელს წევს და ჩემს ხელს იღებს ხელში.სხეულში ერთიანად მივლის სასიამოვნო ტალღა,გული გამალებით იწყებს ფეთქვას. _შემომხდე ნუ მარიდებ სახეს. _ არ შემიძლია… მანქანა სავალი ნაწილიდან გადაყავს და აპარკინგებს. _რას აკეთებ? კაი,გთხოვ… _ რას მთხოვ? _ წავიდეთ. _სად? თუმცა სადაც მეტყვი იქ წამოვალ შენთან ერთად… თავისუფალ ხელს სახეზე მკიდებს და მისკენ მატრიალებს.ყელისკენ მიაქანებს თითებს,განცდა და სურვილი რომელიც ჩემში იბადება იძულებულს მხდის თავი ოდნავ გვერდით გადავწიო. _მომწონს შენი რეფლექსები…_ მეღიმება. _ირაკლიი… _რაა? _ სახე ძალიან ახლოს მოაქვს ჩემთან,იმდენად ახლოს,რომ მისი ცხელი სუნთქვა უფრო მეტ ალმურს მდებს სახეზე და ეს შემცირებული მანძილი უკვე სუნთქვას მიხშირებს.ქვედა ტუჩს ენით ისველებს. ღმერთო,რას მიკეთებს.გულში ვფიქრობ. _იცი…_ აგრძელებს დაბალ ტემბრში,ოდნავ ჩახლეჩილი ხმით._ მინდა ეგ ლამაზი კაბა აქვე შემოგახიო.კი,ძალიან გიხდება მაგრამ… _თითებს ლავიწის ძვალს აყოლებს,ბრეტელთან მიდის,საჩვენებელ თითს ბრეტელის ქვევიდან აცურებს და ნელ_ნელა მხარს ქვემოთ აგდებს.ჩემი მკერდი გამალებით ადის და ჩადის.თითს ახლა სწორედ მკერდისკენ მიასრიალებს. მოქმედებას ტელეფონის ხმა აწყვეტინებს,ჩემი ტელეფონია.ჩერდება და ეღიმება.მაცდის რომ ვუპასუხო. _ხო ზურიკო… აჰ,გაგახსენდით ხომ? _მეღიმება. ისევ მანდ რანაირად ხარ,გეძებდით… აჰ… ვიცინი. უკაცრავად,ეგ ვერ მოვიფიქრე… წამოვედი კი… კეთილი ადამიანების დახმარებით… _ვიღიმები და ირაკლის ვუყურებ,ისიც ხვდება რომ მას ვგულისხმობ. _ კაი მიდი გკოცნით. _ ტელეფონს ადგილზე ვაბრუნებ. ირაკლი გასწორებულია უკვე საჭესთან დაბრუნდა. _ზურიკოს შეყვარებული ჰყავს ხომ?! _კი,ნუკი. _აჰა,ანუ ზურიკოზე არ ვიდარდო,მეგობარია და აი ის მეორე მთელი საღამო,რომ არ გასვენებდა?! პირველად ვიგრძენი როგორ მექავებოდა ხელები. _ ვკისკისებ. _როგორ მომნატრებია შენი სიცილი,პატარა._ამბობს თუ არა იწევა ისევ ჩემსკენ და მკოცნის გამალებით. _აჰ_ წყდება ჩემს ტუჩებს. _დიდი გზა არ დაგვრჩა მოითმენ? თუ მანქანაში გვეცადა? _ მიღიმის. _ თუ კაბის შემოხევა ისევ ძალაშია,მაშინ მოვითმენ,მერე ფიზიკურად შიშველს მომიწევს სახლში ასვლა. ხმამაღლა იცინის.მანქანას ქოქავს და სიჩქარის ცოტა გადაჭარბებით ანახლებს მოძრაობას ჩემი სახლისკენ. *** _კიბით ავიდეთ. _ ვეუბნები მხიარულად.ეშმაკურად ეღიმება. _ნუ ცდი ჩემს მოთმინებას,ისედაც დიდხანს ვიცადე… _კაი იყოს ლიფტი… _ვიჩეჩავ მხრებს და ვაჭერ ღილაკს თითს.სანამ ლიფტის კარი გაიღოს ყელში მიყოფს თავს და მკოცნის.ვიკლაკნები სიამოვნებისგან. _მოისვენეე,მეღიტინება… კარი იღება და შევდივართ.შესვლისთანავე კაბინის კარს მაკრავს და აგრძელებს დაწყებულ “საქმეს”. _აქ ხომ არ გვეცადა?ყოველთვის მაინტერესებდა… _ ვიცინი თავშეუკავებლად. _სხვა დროისთვის შემოვინახოთ ეს იდეა._ მის ბასრ წვერს ვუსვამ თითს. _გადადებული საქმე არ არის კარგი… კიდევ კარგი მეოთხე სართულია და დროულად ავდივართ.კარს ვაღებ,შევდივართ,მაშინვე იხრება, ხელში ავყავარ და საძინებელში შევყავარ.მისი ძლიერი ხელები დასრიალებს ჩემს სახეზე,ყელზე.ბრეტელს წევს და ელვა შესაკრავს ეძებს.ვეხმარები და ვუთითებ _აქ… მტანჯველად ნელა წევს ელვა შესაკრავს ქვევით და თან თითს აყოლებს.მთელი სხეული მისმა სურვილმა მოიცვა,თითოეულ შეხებაზე სხეულში ახალ-ახალი ტალღები მივლის და ვგრძნობ როგორ მეხორკლება კანი. _ვგიჟდები ამ პატარა ხორკლებზე,სურვილისგან,რომ გიჩნდება_ მეჩურჩულება და მოშიშვლებულ ძუძუს თავზე ენის წვერით მანიპულირებს. _ააა… _ვკვნესი და ჩემი სხეულის ქვედა ტანით მას ვეკვრი. _ჩჩჩ… ჯერ ადრეა პატარა,ნუ ჩქარობ._ განაგრძობს ჩემს ალერსს.კაბას მხდის და მის წინ მხოლოდ თხელი,გამჭვირვალე მაქმანის ტრუსით ვდგავარ. _მაგიჟებ._ ტრუსის ქვეში ყოფს თითებს და ეხმარება ქვევით ჩასრიალებაში.ჩემი თითები კი მისი პერანგის ღილებს ხსნის,მკლავებზე ვუცურებ თითებს,თან პერანგს ვხდი.ჯერი მის შარვალზეა,ვუხსნი ქამარს,ელვა შესაკრავს,ის არის უნდა ჩავუსრიალო თითები,იცინის. _ნუ ჩქარობ,ცელქო პატარა ქალბატონო _ ისევ საწოლზე მაბრუნებს,ზევიდან მექცევა და მისი ძლიერი ხელები დასრიალებენ ჩემს შიშველ ტანზე.ვგრძნობ როგორ აწვება თითებით საშოს და ახლა იქ განაგრძობს მანიპულაციას. _ააა…აჰ…მმ… _მომწონხარ.შენ უკვე მზად ხარ პატარა,ასე დიდხანს ვერ გამიძლებ…_კოცნით მოუყვება ჩემს სხეულს მკერდისკენ,შემდეგ ყელი,ტუჩები… ვგრძნობ როგორ შედის ჩემში და თანაბარი ბიძგებით მავსებს.დიდხანს მართლა ვერ ვუძლებ,კონვულისებური ცახცახი მეწყება და ვკივი _ააააა…. ტუჩებზე ხელს მაფარებს კმაყოფილი.უმატებს ბიძგს და ისიც მალევე ეშვება ჩემს სხეულზე მოდუნებული და დაცლილი.ყელში მკოცნის. _მიყვარხარ_გვერდით წვება,ხელს მხვევს და მის სხეულს მაკრავს._ როგორ მომნატრებია შენი სხეული._ ძუძუს თავებზე მეთამაშება თითებით. _მოისვენე…თორემ გადავალთ მეორე რაუნდზე. _ ოჰ.შემართება მომწონს. _ იცინის.ვინაბები,მის მკერდზე ვდებ თავს და როდის მეძინება ვერ ვხვდები. *** დილით მისი ტკბილი კოცნა მაღვიძებს. _როგორ მომნატრებია შენთან ერთად დაწყებული დილა_ მეუბნება და მიხუტებს. _მეც,მეგონა აღარასდროს დადგებოდა ეს დღე. _გპირდები, ბევრი ასეთი და ბევრად უკეთესი დილა გაგვითენდება ერთად… *** აგვისტოს ბოლოს საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე მივდივართ მეგობრებთან ერთად.სანდრო,სალომე და მათი ევაკო,ბექა და მისი შეყვარებული ნია. რომელიც ბოლო დროს გავიცანი და ძალიან საყვარელი გოგოა.ჩავდივართ,ვილა გვაქვს დაჯავშნილი.საკმაოდ ნათელი და ლამაზი ვილაა სანაპიროსთან.ოთახებს ვინაწილებთ, ნია მეუბნება. _გთხოვ ბექას ვეტყვი,რომ შენ მთხოვე რომ ერთ ოთახში დავიძინოთ ჩვენ.შენ ირაკლის უთხარი მასე,ნიამ მთხოვაო. _ანუ პრენკს ვუწყობთ? _ მეცინება _ჰოო და ჩუმად ხითხითებს. სწორედ ამ დროს გარედან ისმის ბექას ხმა. _ნია,რომელია ჩვენი ოთახი? _დაიწყოო…_ მიჩურჩულა და გადის. რაღაცას ელაპარაკება ნია,ჩემამდე ხმა არ აღწევს,მაგრამ ბექას ხმა ისმის. _სერიოზულად? _ხო აბა…რა ვქნა უარს ვერ ვეტყვი… _აუუ,კაი ხოო,მარა … კაი ჰოო,დამანებე თავი… _ჩემოდნებს ალაგებს ბექა და გადის წინ ეზოში,რომელიც სანაპიროზე გადის. ნია ჩემკენ ტრიალდება და თვალს მიკრავს.ჯერ ირაკლიზეა.ირაკლი ევას ეთამაშება,რომელიც დაიღალა მგზავრობით და ცოტა წუწუნებს.ნუ ბავშვთან ერთად ის ეფექტი არ ექნება და ჯერ არაფერს ვეუბნები.ცოტახანში მოდის ჩემთან და თავად იწყებს საუბარს. _ გამოცვლა მინდა ან,რომელია ჩვენი ოთახი? _აი ის კარი,შენი და ბექასი ოღონდ. _ბექა რა შუაშია?! _ნიამ მთხოვა,ჩემთან დაწექიო.ალბათ არ აქვთ ურთიერთობა და რავიცი გამიტყდა მეთქვა არათქო. _მეღადავები? _ჩუუ,რა იყო?! უხერხულია არ გაიგოს.ისედაც ძლივს მითხრა. _ხომ არ გაგიჟდით თქვენ?! დაწვეს და ნუ ექნებათ სექსი ,მაგათ გამო მეც აღთქმა დავდო თუ რაა?! გადამრევთ თქვენ… _აი,რა მეთქვა?! _ ნუ,მესმის ხო შენი,მაგრამ…აუ კაი რაა.ერთი კვირა რა პონტია ტოო?! _ უფრო მეტიც გაგვიძლია,არაუშავს ახლა რა მოხდა?! _ანა,ნერვებს ნუ მიშლი უარესად. _რავიცი ხო გითხარი…გინდა დალაგებაში დაგეხმარო. _ არ მინდა. _ კაიი. _მოიშორე ეგ უდარდელი ტონი. _შარზე ხარ შენ! რა ვქნა აბა ვიტირო? ხმას არ მცემს და ოთახისკენ მიდის.ნიასთან მივდივარ. _რაო? მაინცდამაინც მშვიდად ვერ შეხვდა ხომ? _ იცინის. _ აჰაა და საღამოომდე ვუგრძელებთ თუ ხვალამდე? _გააჩნია როგორ მოიქცევიან _ ამაზე ორივეს გვეცინება. ცოტახანში ვიცვლით გოგონები,საცურაო კოსტუმს ვიცვამთ და წყალში შევდივართ.წყალი ისეთი კამკამა,გამჭვირვალეა. შეზლონგზე ვწვები.ცოტახანში ირაკლი მადგება თავზე. _ წამოდი გავისეირნოთ რაა… _კიდე გაბრაზებული ხარ? _უკვე სინდისი მაწუხებს. _ცოტა ვერ ვარ ხასიათზე… _კაი გამოვიცვლი._ ვდგები და მივდივარ ოთახში,სადაც ჯერ კიდევ არ ამომილაგებია ტანსაცმელი.ვიცვამ თეთრ მთლიან კაბას,მაგრამ ძალიან მოკლეს და საკმაოდ ამოღებულს. _მზად ვარ. _ შენ თუ ასე უნდა გააგრძელო სიარული,სჯობს სხვა ვილა ვიქირაო,თორემ ასე დიდხანს ვერ გავძლებ._ვიცინი,პატარა ბავშვივით ცხვირ ჩამოშვებულია.ცოტა მოწყენილი მეჩვენება.ვეღარ მითმენს გული და ვეუბნები. _არ მოიწყინო უბრალოდ გაგპრანკეთ მე და ნიამ.რათქმა უნდა ერთ ოთახში ვიქნებით. _ჰოო? _ეღიმება. _აჰაა. _ტყუილის გამო დაისჯები შენ იცი?!_ კარგად ვხვდები რომელ სასჯელზეც მიმანიშნებს და მეღიმება. _სასჯელს გააჩნია,წამახალისებელი არ აღმოჩნდეს,კარგად დაფიქრდი. იცინის,ხელს მხვევს მჭიდროდ წელზე და მიხუტებს გულზე. მზე უკვე ჩასვლას აპირებს რომ ვბრუნდებით.ქუჩის მხრიდან შევდივართ ვილაში,სახლში არავინ არის.დენი გათიშულია. _რა ხდება,რატომ ბნელა? ალბათ სანაპიროს მხარეს არიან ვიძახი და გავდივარ მეორე კარით. ზღვის სანაპიროზე ოქროსფერი ქვიშა ნაზად ბრწყინავს ჩამავალი მზის შუქში. ჰორიზონტზე მზე ნელა ეშვება. ზღვა მშვიდია, ტალღები ჩუმად ეხეთქება ნაპირს და ჰაერში მარილიანი სიგრილე ტრიალებს. რამდენიმე მეტრში ვხედავ ჩვენებს,მათკენ მივდივარ.უცებ ინთება ჩამავალი მზის ფონზე ქვიშაზე დადებული დიდი ლათინური ასოები წარწერით MARRY ME უცებ ვიბნევი,რატომღაც მე მიყურებენ,მე რა შუაში ვარ ვფიქრობ,ირაკლისკენ ვტრიალდები,ის კი გაბრწყინებული თვალებით და ღიმილით მიახლოვდება,ჩემს წინ დგება,ბეჭედს მიწვდის და მეკითხება: _გამომყვები ცოლად? ისეთი მომენტია, როცა დრო ჩერდება და მთელი სივრცე სიყვარულის ატმოსფეროთი ივსება. თუმცა ის დგას და პასუხს ელის. _კი,რა თქმა უნდა კი. ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და ბეჭედს მიკეთებს არათითზე. _ვააუ… _გილოცაავთ… _უჰუუუ… შეძახილებით გვამხნევებენ ჩვენი მეგობრები. _ღმერთო,რანაირად… მეღიმება მის ჩანაფიქრზე,თითის წვერებზე ვიწევი,ვკოცნი.წელზე მჭირდროდ,სუროსავით მეხვევა მისი ძლიერი ხელები,ჰაერში მწევს და მატრიალებს.თავბრუ მეხვევა,ისედაც ბედნიერებისგან თავბრუდახვეულს… დასრულდა ანას და ირაკლის ისტორია.არ ვიცი რამდენად შეიყვარეთ ჩემი პერსონაჟები.ვეცადე რეალურები ყოფილიყვნენ.რა გამომივიდა შეფასება თქვენთვის მომინდვია. ყოველი თავის შემდგომ ველოდი თქვენს ემოცია,მადლობა მათ ვინც ბოლომდე დარჩით და მიზიარებდით ემოციას.მადლობა თეო შენ 🤍 პირველივე თავიდან ჩემს გვერდით ხარ. პ.ს. "დამალული სიმართლე" თუ არ ჩავთვლით სკოლის ასაკს,არის პირველი შედარებით ვრცელი ისტორია რაც დავწერე.არასდროს მეგონა თუ ასე საჯაროდ დავდებდი,როცა ეს გვერდი აღმოვაჩინე გამიჩნდა სურვილი გამეზიარებინა მეც.პარალელურ რეჟიმში რედაქტირებას ვუკეთებდი და ისე გაწვდიდით თავებს.საბოლოოდ გამოვიდა ეს.ველი თქვენს უკუკავშირს.მისაღებია კრიტიკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


