შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნეა ნიცა ანჯაფარიძე //სრულად//


დღეს, 20:24
ავტორი ენქეი
ნანახია 360

-მე მაგ ამბავს ვერ ვეტყვი,გაგიჟდება და ყველაფერს თავზე დამამხობს.-ნერვიულად დაიარებოდა აჩი სახლის ეზოში და სიგარეტის კვამლს ღრმად ისუნთქავდა.
-ამ შუა იანვარში ქუჩაში რას დამაყენე შე*ემა?შევიდეთ და ერთად ვუთხრათ,ჯერ კიდევ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება.-ამშვიდებდა დაჩი.
-მოდი ამაღამვე მოვიტაცოთ ის გოგო და სახლში მოსულს სურპრიზად დავახვედროთ,რას ფიქრობ?-მეგობარს მიაჩერდა აჩი.
-დალიე ამ დილით რამე?რაებს ბოდიალობ.-ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა კაცმა.-უნდა,რომ გოგოს თავი შეაყვაროს,კი არ უნდა შესძულდეს.-თავი არაფრისმთქმელად გააქნია.-წამოდი შევიდეთ და მე ვეტყვი.
-თავს წამაცლის ეგ როგორ გამოგეპარაო...-ისევ ბურტყუნებდა აჩი.
-წამოდი!-ტონს აუწია კაცმა და სახლში პირველი შევიდა...
-რა სახე გაქვთ ტო,ან ამ დილაუთენია რას წამომაგდეთ საწოლიდან,მოკვდა ვინმე?-მეგობრებს გახედა ვაჩემ.
-სიკვდილზე უარესი მოხდა.-გაადრამატულა აჩიმ,როგორც სჩვევია.
-მოყევი!-მობილიზდა მაშინვე.
-მიდი დაიწყე და აგყვები.-ფეხი მიარტყა გვერდით მჯდომ დაჩის.
-ეე შენ რა აბდალი ხარ.-ამოიფრუტუნა ნერვებმოშლილმა და წინ გადაიწია.-მოკლედ ძმაო ის გოგო,რომ გიყვარს...
-ნიცა!-შეაწყვეტინა მაშინვე.-რამე დაემართა?
-არა ძმაო,დაწყნარდი,ეგრე ცუდად არ არის საქმე.-დაუყვავა მაშინვე.
-აბა?
-ისე მოხდა,რომ ბოკუჩავების საქმით ძალიან ვიყავით დაკავებულები და ყურადღება ვერ მივაქციეთ...-აბლუყუნდა აჩიც.
-ამოღერღე!-მოთმინება ეწურებოდა ვაჩეს.
-მოკლედ ისე მოხდა,რომ ზეგ ქორწილი აქვს და ვერ გამოვა თქვენი სიყვარულის ამბავი.-სულმოუთქმელად წამოროშა აჩიმ.
-რა?-სასაცილოდ არ ეყო ბაბლუანს მისი ნათქვამი.
-რამდენი ნიცა დადის ძმაო,რა აუცილებელია ეს მოიყვანო ცოლად,ნებისმიერს მოგიყვანთ დღესვე.
-აჩი!-კბილებში გამოსცრა მეგობარს.-მეღადავები?
-ჭორი დადის,რომ მამამისი ვალების გამო ათხოვებს,ვიღაც ბიზნესმენს აყოლებს.-მეგობარს მიეშველა დაჩიც.
-რა ქორწილი,რა ვალი,რა ბიზნესმენი თქვენ ში*ხოარგაქვთ?-ფეხზე წამოვარდა მაშინვე.-რაებს მიედ-მოედებით?
-არ ვიცი რა გითხრა ვაჩე,ასე გამოვიდა და...
-რა გამოვიდა ასე დაჩი ჭკუიდან არ გადამიყვანო!-ბრაზისგან ძლივს სუნთქავდა.-რა ვალია ასეთი და ვისი ვალი აქვთ?
-აი ის ნაადრევად გამელოტებული ტიპი როა,სერგო გიგაური...მაგას მიყვება.
-თითქმის მამაჩემის ტოლია,რა სერგო გიგაური?-მოსმენილს ვერ იჯერებდა ვაჩე.
-ამბობენ ოჯახს ბევრი ვალი დაუგროვდა და სერგოს რამაზის გოგო მოეწონაო,პატარაა,მაგრამ სიყვარულმა ასაკი არ იცისო...-გაიმორა მოხუცის სიტყვები აჩიმ.
-აჩი არ გამაგიჟო!-მთელი ხმით დაუყვირა ვაჩემ.-რა სიყვარულმა ასაკი არ იცისო,რა ქორწილი...გოგო 19 წლისაა,ბავშვია.
-კანონით შეიძლება,რომ...
-აჩი გინდა,რომ მოგკლა?-მისკენ გაიწია ვაჩემ.-რა კანონებზე მელაპარაკები სამოქალაქო კოდექსი ხარ?
-1 დღეში თავს ვერ შეაყვარებ იმდენად,რომ ქორწილი ჩაშალოს და რავიცი რა გითხრა.-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-ცოტა ადრე უნდა მისულიყავი და გაგეცნო.ასე არ მოხდებოდა.-დაასკვნა დაჩიმ.
-ფეხზე ახლახანს დავიწყე სიარული,რას მეუბნები ეტლით მივგორებოდი და თან ასეთი სახით?-სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა რამდენიმე ადგილას დალურჯება.7 თვის წინ ავარიაში მოყვა,რის შედეგადაც 4 თვე ფეხზე ვერ დადიოდა,ხოლო 9 დღის წინ ძმებ ბოკუჩავებთან კამათის შემდეგ სახეზე 6 ნაკერი დაადეს და თან დააკავეს.მამამისი,რომ არა ისევ ციხეში იჯდებოდა...-მისი შეშინება,რომ მდომოდა მივაკითხავდი კი.
-აწი ნუ შეაშინებ თხოვდება მაინც.-ჩააკვეხა აჩიმ.
-ახლა ისე მოგხვდება აჩი!-ძლივს დაიჭირა დაჩიმ.
-მოვიტაცოთ და რამდენიმე წელში შეუყვარდები,რას იტყვი?-არ ცხრებოდა აჩი.
-ნუ ბოდიალობ რა.-თვალები დაუბრიალა დაჩიმ.-მოიტაცოს და დაემუქროს ოჯახის ამოხოცვით,როგორც თურქულ სერიალებშია არა?
-კარგი ახლა იარაღს ნუ მივადებთ თავზე,მაგრამ...
-შენ რა გენიოსი ხარ.-ღიმილით გახედა მეგობარს ვაჩემ.-მართლა ჭკუასელი ხარ აჩი!
-რას ამბობ ვაჩე?
-მოვიტაცებთ!-ამაყად განაცხადა.
-აბა ახლა თურქული მელოდრამიდან გამოდი ძმობას გაფიცებ,ვის მოიტაცებ,დაგვამხობენ მთელ თბილისს თავზე.
-შენ ძმობას ვფიცავარ ხვალ ღამე გოგო უნდა მოვიტაცოთ.-თვალებში ცეცხლი აუკიაფდა ბაბლუანს.
-ვაჩე დაჯექი და დავილაპარაკოთ რა.-ლამის გაგიჟდა დაჩი.
-თქვენ ილაპარაკეთ,მე მამაჩემთან მივდივარ.
-მამაშენთან რაღა გინდა?
-ფული უნდა გამოვართვა,მაგდენი ფული მე არ მაქვს,რაც არ უნდა იყოს...
-ვაჩე ნუ სულელობ,დაანებე ამ საქმეს თავი,თორემ ცუდად დამთავრდება...-უკვე კარისკენ მიმავალს გააყოლა სიტყვები,თუმცა ამაოდ...
-ანუ რა გამოვიდა,ვიტაცებთ?-მეგობარს გახედა აჩიმ.
-არა,მამამისი გადააფიქრებინებს,ალეკო ხომ იცი როგორი დინჯი კაცია,ვაჩეც მოუსმენს და მოგვარდება.
-შენ ახლა მაგის იმედი მართლა გაქვს?-ცერად გახედა დაჩის.
-სხვა რა დამრჩენია?-მხრები აიჩეჩა და იქვე სავარძელზე მიესვენა...


***
-ამ დილაადრიან რამ შეგაწუხა ვაჩე?-შვილის პირისპირ ჩამოჯდა კაცი.
-ხომ იცი,რომ ძალიან იშვიათად გთხოვ დახმარებას?
-ვიცი...რა გჭირდება მითხარი,ახალი მანქანა თუ...
-არა,ასეთი დახმარება არ მჭირდება.-შეაწყვეტინა მაშინვე.-იცოდე თუ არ დამეხმარები ბევრ სისულელეს ვიზამ და მაინც მივიღებ იმას,რაც მინდა,ჩემი გადარწმუნება არ სცადო.
-ანერვიულებული მეჩვენები,მითხარი რით შემიძლია დაგეხმარო.
-ერთი გოგო მიყვარს...-წამოროშა პირდაპირ და მამის გაკვირვებულ მზერას ყურადღება არ მიაქცია.-დიდი ხანია მიყვარს,მაგრამ ვერ მოახერხე,რომ მივსულიყავი და რაიმე ურთიერთობა დამეწყო...ძალიან კარგი და წესიერი გოგოა და...
-ოჯახთან ხელის სათხოვნელად თუ გინდა წასვლა,როგორც ვიცი ასეთები მოდაში აღარ არის.-გაეცინა კაცს.
-არა.-თავი დანანებით გააქნია ბიჭმა.-საქმე ისაა,რომ სერგო გიგაურს მიყვება ცოლად და შენ ეს არ უნდა დაუშვა.
-რა?-გაოცებულმა გახედა.-შენ რა დედაშენის ტოლი ქალი შეგიყვარდა?არ გამაგიჟო ვაჩე თორემ...
-19 წლის გოგოა.-გააწყვეტინა მაშინვე.-ვალის გამო ათხოვებს მამამისი.
-რომელი საუკუნეა,რა ვალის გამო ათხოვებს,სერგო თითქმის ჩემი ტოლია,ბავშვი რანაირად მოჰყავს ცოლად...-სულ გადაირია კაცი.-ვინაა ეგ გოგო,ვისი შვილია,ვიცნობთ?
-რამაზი ანჯაფარიძის უმცროსი შვილია,ნიცა.
-რას ამბობ ვაჩე,იმ გიჟი რამაზის?
-გიჟი არ ვიცი და იცნობ?
-წლების წინ რაღაც საქმეზე გადაიკვეთა ჩვენი გზები,მათთან ვიყავი,ბავშვებს ისე ცუდად ექცეოდა...
-ცუდად?
-ჰო,სკოლიდან მისვლა დააგვიანდა უმცროსს და ვახშმის გარეშე დააძინა.
-რაა?
-ამბობენ ცოლის დაღუპვის მერე ჭკუიდან გადავიდაო...
-რას ამბობ მამაჩემო?
-რაღა მაგ გოგოს გადაეკიდე,ამდენი ქალი დადის და...
-მამა...-ხმა ჩაუწყდა ვაჩეს.-შენი და დედას სიყვარულზე ლეგენდები ხომ დადიოდა?სიგიჟეებს ხომ აკეთებდი?ასჯერ უფრო დიდ სიგიჟეებს ჩავიდენ იმ კაცს ცოლად თუ გაყვება გესმის?ვერ გადავიტან სხვასთან,რომ იყოს...მოვკლავ მაგ კაცს და...
-სად გაიცანი? ან საერთოდ გოგოს უყვარხარ?-გააწყვეტინა კაცმა.
-2 წლის წინ,რომ დამჭრეს...საავადმყოფოში მან მიმიყვანა...მერე გავიგე სადაც მუშაობდა,პატარა კაფეა მარჯანიშვილზე,ბარისტად მუშაობს...არ ვახსოვდი,მაგრამ თითქმის ყოველდღე მივდიოდი და ყავას ვყიდულობდი მისგან...ძალიან კეთილი გოგოა...მინდოდა მეთქვა,ვინც ვიყავი,მაგრამ არ მინდოდა შემეშინებინა...მერე შვეიცარიაში ვიყავი,რომ ჩამოვედი ავარიაში მოვყვევი და ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო ხომ იცი...
-ანუ გოგოს არ უყვარხარ.
-არა,მხოლოდ ჩემი სახელი იცის,ყავის ჭიქაზე მიწერდახოლმე.
-მაინც ვერ გავიგე რამაზის შვილი კაფეში რატომ მუშაობს,მამამისს ტონობით ფული აქვს...ნუ ყოველშემთხვევაში ჰქონდა...
-არ მადარდებს სად მუშაობს გესმის?მზად ვარ დღესვე ცოლად მოვიყვანო,ოღონდ დამეხმარე კარგი?
-გოგოს არ უყვარხარ ვაჩე...
-შევუყვარდები...ოდესმე შევუყვარდები მამა...გთხოვ ოღონდ არ მისცე უფლება,რომ იმ კაცს გაყვეს ცოლად...რასაც მთხოვ ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ ეგ ქორწილი ჩაშალე,თუ არ გინდა,რომ მკვლელად ვიქცე ჩვენ გადავიხადოთ ფული და მე მოვიყვან ცოლად...
-რომ არ შეუყვარდე?
-წინ მთელი ცხოვრება გვაქვს,ოდესმე შევუყვარდები...
-არა.-თავი გააქნია კაცმა.-ამდენად გიყვარს,რომ წლები დაელოდები?
-ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია...მახსოვს მისი შეშინებული თვალები,როდესაც მის ხელებში ლამის სული დავლიე...მახსოვს მისი თითოეული სიტყვა,ღიმილი და...ვერ აგიხსნი კარგი?თუნდაც არ შემიყვაროს,მზად ვარ ასე გავატარო მის გვერდით მთელი ცხოვრება.-ხელებს ვერ აჩერებდა და ნერვიულად იმტვრევდა თითებს.
-მოვაგვარებ,მაგრამ ერთი პირობით.
-რა?რა პირობით?
-1 წელში თუ არ შეუყვარდები,გაეყრები და თავის გზაზე გაუშვებ.
-რას ამბობ?ერთ წელში როგორ უნდა შევუყვარდე,მე ხომ მისი ცხოვრების თავდაყირა დაყენებას ვაპირებ.
-ვაჩე.-გვერდით მიუჯდა შვილს კაცი.-სიყვარული უცნაური რამ არის...თუ კარგი კაცი იქნები,ღირსეულად მოექცევი და აჩვენებ,რომ შენი ნდობა შეიძლება 1 წელიც საკმარისია იმისთვის,რომ შეუყვარდე.1 წლის შემდეგ თუ შენთან განქორწინება ენდომება ხელს არ შეუშლი და საბუთებზე ხელს მოუწერ.ეს არის ჩემი პირობა.
-მამა...
-მე არ მინდა მთელი ცხოვრება იტანჯებოდე,მითუმეტეს მგონია,რომ რაღაც ეიფორიაში ხარ ახლა და საღად ვერ აზროვნებ...
-რომ არ შევუყვარდე?
-მაშინ უნდა გაუშვა,რომ ბედნიერება იპოვოს...ვერ დააძალებ,რომ უყვარდე,ასე არ შეიძლება...
-მე...
-მოიფიქრე და მითხარი რასაც...
-თანახმა ვარ!-უპასუხა დაუფიქრებლად.-ნიცა ჩემი ცოლი გახდება!
-კარგი,მაშინ წავალ და სერგოს შევხვდები.-მშვიდად ამოთქვა კაცმა.-დედაშენი სიხარულისგან გაგიჟდება.
-ჯერ მოგვარდეს,დედას მერე ვუთხრათ.
-საღამოს შემოგივლი.-მხარზე ხელი დაჰკრა შვილს და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა...


***
-წლებია ჩვენი გზები არ გადაკვეთილა,რამ შეგაწუხა?თანაც საჩქაროდ.-მაგიდის მეორე ბოლოდან მშვიდად შეჰყურებდა კაცს სერგო.
-ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად მოვედი.
-ქორწილის წინ არ გამაბრაზო კარგი?-თეთრი კბილები გამოაჩინა კაცმა.-მეგონა მოსალოცად მოხვედი.
-ქორწილზე სასაუბროდ მოვედი ზუსტად,თუმცა მოსალოცად არ მოვსულვარ.
-აბა?
-ვიცი,რომ გოგო ფულის სანაცვლოდ მოგყავს ცოლად,ისიც ვიცი,რომ შენზე ასაკით საკმაოდ პატარაა.
-ახლა მორალის კითხვა არ დაიწყო.რამაზი თანახმაა,გოგომაც გამოგყვებიო,მეც მომეწონა ვიზუალურად,ნაკლი არ აქვს,თანაც ხომ გაგიგია,ყველაფერი პატარა და ახალგზრდა ჯობიაო.
-ეგ სადაური გამონათქვამია არ ვიცი სერგო,პირველად შენგან მესმის,მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი.-მშვიდად დააწყო ხელები მაგიდაზე და კაცს თვალებში ჩააცქერდა.
-ვერ გავიგე?-სულ დაიბნა კაცი.
-იქამდე სანამ მე და შენ ფასზე მოვილაპარაკებთ,ჩემი ბიჭები გოგოს იტაცებენ.ამიტომ ქორწილის გაუქმება მოგიწევს.
-რას მელაპარაკები?-თვალები წამოენთო გიგაურს.
-დაწყნარდი!-ტონი გაიმკაცრა ბაბლუანმა.-გოგო,რომელსაც შენ „ყიდულობ“ ჩემს შვილს უყვარს.ახალგაზრდებს ხომ იცნობ,ვერაფერს გააგებინებ,არც აზრის შეცვლა იციან.მითხრა მიყვარსო და მორჩა.
-ალეკო...მაგით რის თქმას ცდილობ?
-ფასი დამისახელე,გოგოს სანაცვლოდ რამდენი გინდა მითხარი და ჩვენ მოვგვარდეთ,მერე მამამისსაც თავს დაანებებ და ყველა მოგებული იქნება.
-შენ გგონია რამაზი გოგოს ასე გაგატანს?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი.
-რამდენში გაგატანა?
-50-ში.-მშვიდად ამოთქვა.
-მე 100-სს გთავაზობ!
-შენ გინდა,რომ ამ ფულის სანაცვლოდ რამაზის ვალიც გაანულო და თან გოგოც გაგატანო?
-გოგოს გატანების ნებართვას არ ვითხოვ,ისედაც წავიყვანთ.-მშვიდად ამოთქვა კაცმა.-კარგად დაფიქრდი,დიდი თანხაა შენნაირი ვაჭრისთვის.
-ვერ შევთანხმდებით.-თავი გააქნია კაცმა.-მე დიდი ფულის შოვნას ვაპირებ,შენი ასიათასი არაფერში დამეხმარება,უფრო მსხვილი კუპიურა უნდა დადო მაგიდაზე თუ გოგო გინდა,თუ არა შეიძლება დიდი პრობლემები შეიქმნას.-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები კაცს.
-რამდენი გინდა?-უკვე ხვდებოდა ბაბლუანი,რომ საკმაოდ დიდ ციფრებზე იქნებოდა საუბარი.
-200.
-ათასი?-გაოცებულმა ამოთქვა იქვე მდგომმა კაცმა.
-ნაღდი ფული!
-ხუმრობ?
-ლაშა!-მშვიდად მიმართა ძველ მეგობარს კაცმა.-ესეიგი ნაღდი ფული.
-ასეა.
-ხვალ შუადღემდე მოგიტანენ ბიჭები ფულს,მერე მაგ გოგოს სიახლოვეს აღარ დაგინახო არასოდეს,არც ჩემი შვილის და ზოგადად ჩემი ოჯახის გზა არ გადაკვეთო,თორემ მოგკლავ!
-ალეკო ეს დიდი თანხაა.
-ფინანსებში კარგად ერკვევი ლაშა,მაგ ფულის ამოსაღებად სხვა გზას მოიფიქრებ.
-ჩემი აზრით ამ თანხის გადახდა არ ღირს ალეკო.
-ნამდვილი სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის,იქნებ სწორედ ეს არის ის ერთადერთი ვაჩესთვის?ჩემი შვილისთვის,რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ.
-გოგოს მამასთან როგორ მოაგვარებთ?
-გოგოს მაინც ათხოვებდა,დავარწმუნებ,რომ ჩემი ბიჭი უკეთესი ვარიანტია.-მშვიდად გაუღიმა მეგობარს და მანქანაში ადგილი დაიკავა.-ბიჭებმა მოაგვარეს გოგოს ამბავი?
-საგურამოში ჰყავთ,ვაჩემ თქვა,რომ თავად უნდა ქორწინებაზე საუბარი.
-კარგია,წავალ ჩემს მეუღლეს კარგ ამბავს ვეტყვი.გაუხარდება,როცა ვაჩეს ამბავს გაიგებს.
-გგონიათ,რომ ეს ქორწინება გაამართლებს?-ჩაეკითხა ლაშა.
-მგონია,რომ ვაჩე ყველაფერს გააკეთებს მაგ გოგოსთვის.ჩვენ კი მხარდაჭერის გარდა არაფერი დაგვრჩენია...
ალალი კაცი იყო ალეკო.ოჯახს გადაყოლილი ბიზნესმენი,რომელმაც მთელი ცხოვრება საყვარელ ქალსა და შვილებს მიუძღვნა.უფროსი ვაჟი ვაჩე 23 წლის გახლდათ,სამართლის ფაკულტეტის კურდამთავრებული,თუმცა მაგისტრატურის გაგრძელებამდე რამდენიმე წლით დასვენება გადაწყვიტა.კარგი შვილი და კარგი ძმა იყო,თუმცა როგორც ყველა ახალგაზრდა ბიჭს მასაც ხიფათი სულ თან დასდევდა.უმცროსი გოგონა მაშო დამამთავრებელ კლასში იყო,ძალიან კარგი და მიზანდასახული გოგონაა,რომელიც ყოველთვის ყველაფერს დამსახურებულად იღებდა.რაც შეეხება მეუღლეს,ალეკომ ირინა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გაიცნო და მას შემდეგ არ დანებებულა.ერთხელ ირინა ლამის მასაც გამოსტაცა ოჯახმა ხელიდან და რომ არ მოეტაცებინა სხვისი მეუღლე და სხვისი შვილების დედა იქნებოდა...ახლა მხოლოდ იმედოვნებდა ალეკო,რომ მის შვილსაც ისევე გაუმართლებდა,როგორც თავად მას და მისი და ირინას მსგავსი სიყვარული სამარადისოდ ექნებოდა...


***
-ყვირილს აზრი არ აქვს კარგი?ვერავინ გაიგებს და მაინც არავინ მოვა შენს დასახმარებლად.-დივანზე კომფორტულად მოთავსდა ვაჩე და სახეშეშლილ ქალს ღიმილით მიაჩერდა.
-რა გინდა ჩემგან?მე არაფერი დამიშავებია,გთხოვ გამიშვი...
-შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ,მანიაკი არ ვარ,ნუ გეშინია.-თბილი ხმით უთხრა და მობილური ჯიბეში ჩაიცურა.
-მომიტაცე და მანიაკი არ ხარ?შენ რა სულ გაგიჟდი?მამაჩემი ძებნას დამიწყებს,გაგიჟდება და...
-მამაშენი ბედნიერი იქნება,როცა გაიგებს,რომ ცოლად უნდა მოგიყვანო.
-რა?-საერთოდ დაეკარგა ფერი სახეზე.
-მოდი ნორმალური ადამიანებივით ვისაუბროთ,არც დაბმული ხარ და არც იარაღით გემუქრება ვინმე.
-მე დანიშნული ვარ...ჩემი საქმროც მომძებნის...
-აი მაგ სი*ს შენს საქმროს როგორ ეძახი არ გრცხვენია მაინც?მელოტი მაინც არ იყოს.
-შენ...შენ საიდან იცი...
-ნიცა...ნიცა...ნიცა...-ღიმილით გაიმეორა მისი სახელი და მასთან მიახლოება სცადა.-შენზე ყველაფერი ვიცი,საერთოდ ყველაფერი გესმის?
-არაფერი მესმის...მე...მე ვერ გავიგე.
-ეგეთი შეშინებული სახით ნუ მიყურებ გთხოვ რა.
-გთხოვ გამიშვი...რასაც გინდა იმას გავაკეთებ ოღონდ გამიშვი გთხოვ...მამაჩემს შენი ვალი თუ აქვს ვიმუშავებ და გადაგიხდი გეხვეწები...-ცრემლებს ვერ იკავებდა გოგონა.-ჩემი საქმრო და მამაჩემი...
-შენს საქმროს ნუ ეძახი ჭკუიდან არ გადამიყვანო.-ერთიანად წამოენთო თვალები.-იმ სერგოს ცოლად აღარავინ გაყოლებს,შეგიძლია დამშვიდდე.
-რა?
-ხვალ საღამოს ქორწილი გაქვს ვიწრო წრეში,ნუ იდეაში მხოლოდ ხელის მოწერა,მაგრამ მაინც.
-ვერაფერი გავიგე,რა გინდა,რას მელაპარაკები?-საცოდავად ამოისრუტუნა.
-მამაშენის ვალი ჩვენ გადავიხადეთ სერგოსთან,ასერომ მას ცოლად აღარ მიყვები,სანაცვლოდ მე გამომყვები ცოლად და...
-ანუ მიყიდე?
-ღმერთო რა ცუდად ჟღერს.-წამით დაფიქრდა ვაჩე.-არა,ასე ნუ დავარქმევთ.უბრალოდ ცოლად მე გამომყვები მის მაგივრად.
-ღმერთო...-ცრემლები მაჯით მოიწმინდა გოგონამ.-მამაჩემი მომკლავს...
-კარგი რა,იმ მელოტს აღარ ვჯობივარ?მოხუცის მაგივრად ახალგაზრდას მიყვები,თანაც ბევრად სიმპათიურს,მეტი რა გინდა...
-შენ რას იგებ ამით?-ძლივს ამოთქვა და თვალებში ჩააცქერდა ვაჩეს.
-მართლა ვერ ხვდები არა?
-რას უნდა ვხვდებოდე?
-ჩემი პრიზი შენ ხარ,მე მოგებული ვრჩები ყველა შემთხვევაში.ჩემი ცოლი გახდები,მერე წლების მერე შვილები გვეყოლება და ასე ბედნიერად შევაბერდებით ერთმანეთს.
-თავხედო!-მთელი ძალით დაარტყა გოგონამ სახეში.-შენი აზრით სათამაშო ვარ?
-ცოლ-ქმრის პირველი ჩხუბი.-აცერცეტდა აჩი.
-გოგო როგორი შეშინებულია ხედავ? რა ცოლ-ქმრის ჩხუბი,ძალიან ცოდოა.
-ბუნებრივია შეეშინდა,ახლა ვინმემ მაშო,რომ მოიტაცოს ასე,წარმოგიდგენია რა რეაქცია ექნება?
-მაშო ვინ უნდა მოიტაცოს აჩი?-თვალები დაუბრიალა დაჩიმ.
-ისე ვთქვი ზოგადად.-მხრები აიჩეჩა და ისევ წყვილს გახედა.
-მეორედ აღარ დამარტყა გასაგებია?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ვაჩე.-თავს ძლივს ვიკავებ,არ მინდა,რომ გაწყენინო,ეს საკითხი გადაწყვეტილია,ხვალ აქვე სახლში ხელს მოვაწერთ,მერე სანამ მამაშენი არ დაწყნარდება კონტაქტზე არავისთან იქნები,მერე კი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდები,ოღონდ ისე,როგორც გათხოვილი ქალი!-კბილებში გამოსცრა გოგონას.
-თუ არ გამოგყვები?
-მაშინ ვეჭვობ მამაშენს ვალის გადახდა მეორე დის საშუალებით მოუწევს.-თვალი ჩაუკრა და ბიჭებს გახედა.-ყველაფერი მზად არის?
-კი,ოთახში დავტოვეთ.
-მოკლედ მარჯვნიდან მეორე კარი შენია,ტანსაცმელი და პირადი ნივთები იქ დაგხვდება,გამოიძინე,რომ ხვალ ენერგია გქონდეს.
-საშინელი ადამიანი ხარ...-ცრემლებს ვერ იკავებდა ნიცა.
-ნუთუ ის მოხუცი გირჩევნია ჩემთან ქორწინებას?
- მირჩევნია,მაგრამ ზედმეტად ბევრი ადამიანია ჩემზე დამოკიდებული!
-გაქცევაც არ სცადო,ბიჭები მთელი ღამე გარეთ იქნებიან და სახლს ყურადღებას მიაქცევენ.ზემოთ ადი და გამოიძინე.
-მე...-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.-მე...
-გამოძინე კარგი?წინ რთული დღეები გელოდება,არ მინდა,რომ გადაიღალო.-თმაზე ხელის ჩამოსმა უნდოდა,თუმცა გოგონამ ისე სწრაფად დაიხია უკან თითქოს მის მოკვლას აპირებდა.-კარგი,კარგი.-გაეცინა მის რეაქციაზე.-წადი გამოიძინე.-თბილი ხმით უთხრა და როგორც კი კარის ხმა გაიგონა ბიჭებს მიუბრუნდა.-ვერ მიტანს.
-აბა რა გეგონა?შეშინებულია.-ჭრილობაზე მარილი მოაყარა დაჩიმ.
-უბრალოდ არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა...
-თავიდან ასე იქნება,მაგრამ მერე 5 წელი,რომ გავა შეუყვარდები და ერთად დაბერდებით,მაგარი სანახავი იქნება.-არ ცხრებოდა აჩი.
-5 წელი არ მაქვს.-თავი დანანებით გააქნია ვაჩემ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-რას ამბობ?-გაოცებული მიაჩერდა ორივე.
-მამაჩემმა იმ პირობით მოაგვარა ეს ამბავი თუ 1 წელში შევუყვარდებოდი...თუ არა უნდა გავეყარო 1 წლის შემდეგ და თავის გზაზე გავუშვა.
-რაა?
-არ დაიწყოთ ახლა,ვიცი რაშიც გავყავი თავი და არ ვიცი რა უნდა ვქნა...რომ არ შევუყვარდე მამამისთან უნდა დავაბრუნო,რომ ახალი სერგო მოუძებნოს?
-შეუყვარდები ძმაო,რატო არ უნდა შეუყვარდე?
-მისი თვალები ვერ დაინახე?ისეთი სიძულვილით მიყურებდა...-თავი ხელებში ჩარგო კაცმა.
-არ გიცნობს და ამიტომ,რომ გაგიცნობს აზრს შეიცვლის დამიჯერე.-გვერდით მიუჯდა მეგობარს დაჩი.-ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში.მზად ვარ ჟურნალში სტატიებიც კი ვიკითხო „რა სურთ ქალებს“ სათაურით.
-მე „როგორ შევაყვაროთ ქალს თავი“ მაგ სტატიებს მოვძებნი.-აჰყვა აჩიც.
-თქვენ,რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა.-ღიმილით გადახედა ბიჭებს და სიგარეტს მოუკიდა.-ვითომ გამოვა?
-გამოვიყვანთ თუ არ გამოვა!-ამაყად განაცხადა დაჩიმ და სასმელი სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქიდან.
-ქორწინდები ბიჭო.-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა აჩის.
-ვქორწინდები.-ღიმილით ამოთქვა ვაჩემაც და ფიქრებში ჩაიძირა...


***
-არ ვიცი რა გითხრა ვაჩე,მამაშენმა ყველაფერი მითხრა და შეძრწუნებული ვარ.-აღელვება ეტყობოდა ქალს.-რომელი საუკუნეა,როგორ შეიძლება ძალით ვინმეს ცოლად მოყვანა?
-არ მინდოდა,რომ რაიმე დამეძალებინა...მინდოდა ისე გამეცნო,როგორც ნორმალურ ადამიანს და შევყვარებოდი...მერე გავიგე,რომ მამამისი ათხოვებდა და სულ გადავირიე...
-ვაჩე შვილო...შენ ხომ იცი,რომ სიყვარული სახუმარო არ არის? ასე უბრალოდ თავს ვერ შეაყვარებ,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ძალით უწევს შენზე დაქორწინება...ზრდასრული ადამიანი ხარ,ამიტომ სერიოზულად ვილაპარაკოთ.-ტონი შეეცვალა ქალს.-წარმოგიდგენია იმ ადამიანის გვერდით ყოველ დილით გაღვიძება,რომელიც არ გიყვარს?წარმოიდგინე,რომ ნატოს შვილი მოიყვანე ჩვენი ძალდატანებით ცოლად,რას იზამდი?
-ალბათ საერთოდ აღარ გავიღვიძებდი.-ალალად უპასუხა და როგორც კი გვერდით მისმა დამ ფხუკუნი დაიწყო ვითარების გამოსწორება სცადა.-ეს სხვა სიტუაციაა.
-1 წლის მერე შვილი,რომ გყავდეთ უფრო რთული იქნება განქორწინება...-მაინც მიადგა ამ საკითხს ქალი.
-მე არ...-რას ეტყოდა?დისტანციას დავიჭერ სანამ არ შევუყვარდებიო?ეს ხომ სისულელე იყო...-შვილი არ გვეყოლება იქამდე,სანამ არ შევუყვარდები.როცა შევუყვარდები,მერე გვეყოლება იმდენი,რამდენსაც თავად მოისურვებს.
-რომ არ შეუყვარდე?-ისევ იმავეს იმეორებდა ქალი.
-შენ და მამამ მე კარგად აღმზარდეთ,ცხოვრებაში არცერთი ქალისთვის არ მიწყენინებია და არც მომავალში ვაპირებ.მინდა,რომ რეალურად გამიცნოს და მგონია,რომ ჩემს პიროვნებას შეიყვარებს...-ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა ვაჩე.არ უნდოდა ყველაფერი გაენადგურებინა მასთან,თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა.
-მოდი მე ავალ და დაველაპარაკები.-ძმას ლოყაზე აკოცა მაშომ.-გავიგებ როგორ არის,თანაც მე უფრო გავუგებ.ორივე გაგლანძღავთ და გავერთობით.
-მაშო...
-ვხუმრობ ვაჩე.შენზე ყველაფერს კარგს ვეტყვი გპირდები.-თმა აუჩეჩა ბიჭს და კიბეები სწრაფად აირბინა.
-არ ვიცი რა უნდა გავაკეთოთ ვაჩე.
-უბრალოდ კარგად მოექეცი.არ მინდა,რომ თავი გარიყულად იგრძნოს,მინდა იცოდეს,რომ ოჯახის წევრია და გიყვართ.
-რა თქმა უნდა შვილო,მე რა ვიღაც ძველმოდური დედამთილი ვარ?შენზე და მაშოზე კარგად მას მოვექცევი,ამაზე არ იდარდო.
-მეც ამის იმედი მქონდა.-ხელზე ნაზად აკოცა დედას.
-მართლა ძალიან გიყვარს არა?
-დანახვის პირველივე წამიდან...იმ მომენტიდანვე ვიცოდი,რომ თეთრ კაბას ჩავაცმევდი.-ღიმილით უთხრა ქალს და ჰორიზონტს გახედა...


***
-შეიძლება?-კართან აიტუზა მაშო.
-შემოდი.-უემოციოდ მიუგო და უცხო გოგონას დანახვისას თვალები მოჭუტა.-შენ აქ არ მუშაობ...-გონებაში იმ ორი გოგონას სახე უცებ აღიდგინა გუშინდელი საღამოდან რაღაცები,რომ მიჰქონდათ მასთან.
-არა,მე ვაჩეს და ვარ,მაშო...
-აჰაა,ახლა გასაგებია...-ცხვირი აიბზუა მაშინვე.
-ტიროდი?
-საცეკვაოდ არ მაქვს საქმე მგონი არა?-მიუგდო უემოციოდ.
-იციი არც ისე ცუდია,რაც ახლა ხდება.-მშვიდად წამოიწყო საუბარი.-ვაჩე არ არის ცუდი ადამიანი და ამას შენ თავადაც მიხვდები,როცა გაიცნობ.
-მართლა?-ნერვიულად გაეცინა გოგონას.
-ეს ქორწინება ცუდი არ იქნება,ბედნიერი იქნები დროთა განმავლობაში...
-ბედნიერი ვიქნები?იციი ერთია,როდესაც მამა გაძალებს გათხოვებას და მეორე როდესაც ვიღაც ბიჭი გიტაცებს პირადი მიზნების გამო...ალბათ ქალები მოაკლდა შენს ძმას და მუდმივი სჭირდება,გარეთ,რომ არ ეძებოს პირდაპირ სახლში დახვდება...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი მუჭით მოიწმინდა.
-ჩემი ძმა ასეთი არ არის ნიცა...
-ყველა კაცი ერთნაირია...ჩვენ მხოლოდ ერთი რამისთვის ვჭირდებით და მორჩა...
-ნიცა დამშვიდდი კარგი? ვაჩე ასე არასოდეს მოგექცევა,მას შენ...
-რადგან აქ ხარ ბარემ ქალური რჩევა მომეცი,პირველი ღამისთვის რომელი ორეული გამოდგება? ეს თეთრი,თუ კრემისფერი?მგონი თეთრი უკეთესია არა? მაინც ქორწინებასთან ასოცირდება.-პარკებში ქექვას მოჰყვა გოგონა.-კიდევ რამე ხომ არ მავიწყდება? მოიცადე აქ შავი ორეულიც იყო.-ყველაფერი იატაკზე გადმოყარა,რომ მოეძებნა.
-დამშვიდდი კარგი?-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაშო.-ჩემი ძმა არ...
-შენი ძმა არ არის კარგი ადამიანი გესმის?კარგი ადამიანები ასე არ იქცევიან...-დაუყვირა მთელი ხმით.
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ცოლად ვის გაყვები?საცვლების არჩევა ორივესთან მოგიწევდა,ვერ ვიგებ რა განერვიულებს.
-ის მანერვიულებს რა მიზეზითაც შენს ძმას მე მოვყავარ ცოლად...ის მანერვიულებს,რომ ჩემი ოჯახი არ იქნება ჩემს ქორწილში,მამაჩემი გაგიჟდება...
-გგონია რაიმე ისეთი მიზეზი აქვს ჩემს ძმას,რითაც გავნებს?
-აბა უცხო გოგოს ცოლად მოყვანა რაში სჭირდება?
-ეს ჩემი სათქმელი არ არის,თავად უნდა გითხრას.
-ესეიგი მართალი ვყოფილვარ,რაღაც მიზეზი აქვს.-ნერვიულად დაიწყო სიცილი.-ღმერთო რა დავაშავე...
-ნიცა დამშვიდდი გთხოვ...-სახეზე ფერი აღარ ედო გოგონას.-შემომხედე,ცუდად ხარ?-მაშინვე მასთან მიირბინა და ხელი შეაშველა,რომ არ დაცემულიყო.-მოდი წყალი დალიე...
-არ მინდა,სიკვდილი მინდა თავი დამანებე.-ჭიქაზე ხელი აუკრა გოგონას.-თავი დამანებე გეხვეწები...
-ვაჩე!-მთელი ხმით დაიყვირა მაშომ და უკვე გულწასულ გოგონასთან ერთად იატაკზე ჩაიმუხლა.-ვაჩე დამეხმარე!-დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია მაშინვე შემოვარდა ოთახში ბაბლუანი.
-რა ხდება?ნიცა?-იატაკზე უგონოდ მწოლიარე გოგოს თვალი მოავლო და მაშინვე მასთან ჩაიმუხლა.-ნიცა შემომხედე გთხოვ.-სახეზე ოდნავ ურტყამდა,რომ გონს მოეყვანა,თუმცა ამაოდ.
-ნიშადურს მოვიტან.-მაშინვე კიბეებზე დაეშვა ირინა.
-ველაპარაკებოდი და უცებ...უცებ ცუდად გახდა,ვერაფერი გავაკეთე.-თავს იმართლებდა მაშო.
-წყალი მომეცი.-საწოლზე ფრთხილად დააწვინა და წყალი ხელიდან ბოთლიანად გამოსტაცა.-ნიცა გთხოვ შემომხედე...
-აი მოვიტანე...მიიწიე ვაჩე...
-ნიცა ჩემო ლამაზო გოგო შემომხედე აბა...-თბილად წამოიწყო ქალმა და თმაზე ხელი გადაუსვა.-მიდი ძვირფასო თვალები გაახილე...
-რა მოხდა...-გაჭირვებით ამოთქვა და წამწამები ერთმანეთს ნელა დააშორა.-ღმერთო არა...-როგორც კი ვაჩეს და მაშოს სილუეტს თვალი მოავლო თვალები ცრემლებით აევსო.
-ორივე გადით...-შვილებს გახედა ქალმა.-დაგვტოვეთ.
-კარგად არის?-შეშინებული უყურებდა ვაჩე.
-წამოდი ვაჩე,კარგად არის...-მხარზე ხელი მოკიდა მაშომ და ოთახიდან ძალით გაიყვანა.-ნერვიულობს,ეს ბუნებრივიც არის...
-ალბათ მამამისის ეშინია.-ვარაუდი გამოთქვა ვაჩემ.
-უფრო მგონი პირველი ღამის...-პირდაპირ მიახალა ძმას.
-რა?
-არვიცი როგორ აგიხსნა,საცვლებს ისტერიულად მაჩვენებდა რომელი ჯობიაო,მერე ჩემი ოჯახი რომ არ იქნება აქ ეგ მაწუხებსო,უი და ჰო,კიდევ ჰგონია,რომ ცოლად იმის გამო მოგყავს,რომ ქალი გყავდეს სახლში და მეტი არაფერი.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.-უთხარი,რომ გიყვარს და დაასვენე ეგ გოგოც.
-ასე უბრალოდ ვერ მივახლი კარგი?
-აბა რას აპირებ?
-მინდა,რომ შესაფერისი მომენტი ვიპოვო,ასე ვერ ვეტყვი.
-ისეთი შეშინებულია შესაფერის მომენტამდე ვერ მიაღწევს ასე მგონია.-ნიშნისმოგებით უთხრა ძმას.-დაჩი მითხარი,რომ საჭმელი მოიტანე,თუ გინდა,რომ ისევ მიყვარდე.-ჰოლში მდგომს გასძახა და კიბეებზე სირბილით დაეშვა.
-პიცა მოვიტანე,ოთხი ყველის და მარგარიტა.
-საუკეთესო ხარ.-ბიჭს ლოყაზე აკოცა და ერთ-ერთ ყუთს წაეტანა...


***
20 იანვარი...დღე,რომელიც ნიცას სამუდამოდ ემახსოვრება...ერთ დიდ მაგიდასთან შეკრებილი ოჯახი,რომელიც მისი არ იყო და ყველას მომლოდინე მზერა როდის მოაწერდნენ ფურცლებზე ხელს...არასოდეს წარმოედგინა მომავალი ასეთი...სულ უნდოდა,რომ კარგი ბიჭი ეპოვნა,რომელიც მასზე იზრუნებდა და სიგიჟემდე ეყვარებოდა...მერე ხელიც ეთხოვა...ისე,როგორც ცნობილ ადამიანებს სთხოვენ ლამაზ ადგილებში და ერთად დაბერებულიყვნენ...ბოლო 2 კვირაში ორი საქმრო ჰყავდა და ახლა ერთ-ერთს ფურცელზე მართლაც მოუწერა ხელი...
ოჯახზე ვერაფერს იტყოდა...ირინა თავს ევლებოდა მთელი დღე...მაშოც მის გამხნევებას ცდილობდა,მაგრამ ეს არ იყო საკმარისი...ასე ცხოვრება არ უნდოდა...ასეთად არ წარმოედგინა მომავალი...
-არასოდეს გაპატიებ!-ცრემლიანი თვალები მიანათა გვერდით მჯდომ ვაჩეს,აკანკალებულმა დადო კალამი მაგიდაზე და იქ მყოფებს გადახედა...გაღიმებული არავინ იყო...ყველამ იცოდა,რომ პატარძალი სუფრასთან ძალდატანებით იჯდა და არავინ იღიმოდა...ყველამ იცოდა,რომ ოჯახი სიყვარულით არ იქმნებოდა...ტაშიც ისეთი მშვიდი იყო...არც მილოცვა ყოფილა და არც შამპანიური გაუხსნია ვინმეს...
-ბოდიში,ბოდიში დაგვაგვიანდა.-სირბილით შემოვიდა დაჩი ოთახში.
-სადხარ შე*ემა ამდენხანს,დავქორწინდი უკვე.-გაბრაზებულმა გახედა მეგობარს ვაჩემ.-მეჯვარეობას დაემშვიდობე...
-მოვიყვანე...-კარს უკან ვიღაცას ანიშნა შემოდიო და ნელი ნაბიჯით შევიდა სასტუმრო ოთახში.
-ანანო...-აღმოხდა გაოგნებულს და მაშინვე ფეხზე წამოვარდა.
-ღმერთო ნიცა...-მთელი ძალით გადაეხვია დას.-კარგად ხარ?რამე ხომ არ დაგიშავეს?
-არა,კარგად ვარ ნუ ნერვიულობ...-ისე ებღაუჭებოდა დას თითქოს სამარის კართან იდგნენ...
-რა დღეში ვართ ნიცა...-ცრემლები ჩუმად მოიწმინდა და წინ მდგომი გოგონა აათვალიერა.თეთრი,მოკლე კაბა ჩაეცვა,რომელიც პატარძალს საერთოდ არ შეშვენოდა.მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა,რომელიც უკვე თითქმის მთლიანად ჩამორეცხვოდა სახიდან და თმა უბრალოდ გაეშალა.ასეთი უბრალოდ კი ულამაზესი იყო...
-აქ როგორ მოხვდი? მამამ გამოგიშვა?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე უარის ნიშნად.-დაჩიმ მიპოვა დღეს და მთხოვა,რომ სახლიდან გამოვპარულიყავი.-იქვე მდგომ ბიჭზე ანიშნა.-სოფიას ვუთხარი და ხელი დამაფარა,მამას ჰგონია,რომ გავცივდი და მძინავს...
-რომ გაიგოს ხომ იცი...
-დედას ნივთებიდან რაღაც მოგიტანე...-ჯიბიდან პატარა ყუთი ამოაძვრინა.-მარტო,რომ იქნები მერე გახსენი...
-შეგიძლია ოთახში ახვიდე და დას ცალკე გაესაუბრო,მზად,რომ იქნება ჩამოვიდეს და უკან დავაბრუნებთ.-თბილი ხმით უთხრა ვაჩემ და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა.
-წამოდი დაო,ზემოთ ავიდეთ.-დანარჩენებს მხოლოდ წამით მოავლო თვალი და კიბეებზე სირბილით ავიდა...-მამაზე მითხარი,რა ხდება?
-სერგო და ალეკო ერთად იყვნენ მოსულები და...
-ალეკო ვინ არის?
-ვაჩეს მამა...ილაპარაკეს და მამა თავიდან ძალიან გაბრაზდა,ჩემი შვილი სახლში დააბრუნეთო,მერე ფულის ამბავმა ცოტა დააწყნარა...
-რამე ხომ არ დაგიშავათ?
-არა,ალეკომ როგორც კი ფული უხსენა მაშინვე მშვიდად დაჯდა...
-მოიცადე...ფული მამასაც გადაუხადა?
-უთხრა,რომ ბიზნესის გადასარჩენად ხელს გამოგიწვდიო,მამაც დასთანხმდა,მაგრამ მაინც გაბრაზებულია და ჯობია ჯერ არ გნახოს...
-ნეტავ რამდენად გამყიდეს საბოლოოდ ვიცოდე...-სიცილი წასკდა გოგონას.
-სერგოს ცოლობას აღარ ჯობია?
-არ მომწონს ეს ოჯახი ანანო,უჩვეულოდ კარგად მექცევიან და მე...მე არ ვიცი რა უნდათ ჩემგან...ამ ბიჭსაც კი პირველად ვხედავ...
-პირველად ხედავ?-გაოცდა ანანო.
-ჰო...
-2 წლის წინ ბიჭი,რომ მიიყვანე საავადმყოფოში და სახლში,რომ ვერ მოხვედი ღამით გახსოვს?
-რა დამავიწყებს,დღემდე მახსოვს როგორ მცემა მამამ,რა შენი საქმე იყოვო.-სასაცილოდ არ ეყო ახლა,რომ იხსენებდა.
-ეგ ბიჭია ნიცა...-მშვიდად ამოთქვა ანანომ.-ალეკომ უთხრა მამას.
-რაა?-გაოცებულმა გახედა დას.
-ჰო,ეგ ბიჭია...საიდან ახსოვხარ და რატომ გიპოვა არ ვიცი,მაგრამ ასეა...
-შანსი არ არის...
-გეუბნები ასეა...-მობილურს დახედა გოგონამ.-სოფიაა,რაც უფრო მალე დაბრუნდები უკან მით უკეთესი.
-უნდა წახვიდე?-საცოდავად ამოისრუტუნა გოგონამ.
-დაგირეკავხოლმე კარგი?დაჩიმ მითხრა,რომ მალე თბილისში გადმოხვალთ და სულ გნახავ...
-კარგი...-არ უნდოდა უფრო ემოციური გამხდარიყო,უბრალოდ თბილად გადაეხვია და კიბეებზე მასთან ერთად დაეშვა.
-წასვლის დროა?-ჩაეკითხა დაჩი.
-კი,ჯობია მამამ არ გაიგოს რომ აქ ვარ.
-ყველა წავიდა?-სახლს თვალი მოავლო ნიცამ.
-ჰო,ახლადდაქორწინებულები მარტო დაგვტოვეს...-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე ვაჩემ.
-თავს მიხედე კარგი?სოფიას უთხარი,რომ კარგად ვარ და არ ინერვიულოს...-მთელი ძალით გადაეხვია დას და იქვე კედელს მიეყრდნო.
-ჩემს დას ცუდად არ მოექცე გთხოვ.-სევდიანი ხმით უთხრა ანანომ ვაჩეს და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
-ზემოთ დამელოდე,უნდა დავრეკო და მეც მალე მოვალ.-მშვიდად მიუგო ქალს და მობილური მოიმარჯვა...ფეხების კანკალით აიარა კიბეები,წარმოდგენაც არ უნდოდა მთელი ცხოვრება მისთვის როგორ უნდა ეყურებინა და მის გვერდით როგორ უნდა გაეღვიძა...ცუდად ჯერ არავინ მოჰქცევია,მაგრამ ვინ იცის რეალურად როგორები იყვნენ? იქნებ ერთ დღეს ყელაფერი შეცვლილიყო და ჯოჯოხეთში გაეღვიძა?საერთოდ არ უნდოდა ამაზე ფიქრი,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა...საკუთარი ფიქრები ახრჩობდა...
-შემოდი...-ძალაგამოცლილმა ამოთქვა და კარს შიშნარევი თვალებით მიაჩერდა.
-კარგად ხარ?-მობილური იქვე კუთხეში მიაგდო და პიჯაკი მშვიდად გაიხადა.
-ეს როდიდან გაღელვებს?
-დაჯექი.-საწოლზე თავით ანიშნა და პირველი თავად ჩამოჯდა კუთხეზე.
-მე...მე...
-დაჯექი ნიცა გთხოვ.-ხელზე ნაზად მოქაჩა და ისიც დენდარტყმულივით მის ნებას დაჰყვა.-რატომ ტირი?
-მე...მე არ მინდა ამის გაკეთება...გთხოვ უბრალოდ დრო მომეცი,რომ შეგეჩვიო ან გაგიცნო და...-აბურტყუნდა თავისთვის.
-ჩშშ...-ტუჩებზე თითი მიადო კაცმა.-სე*სს თუ გულისხმობ მაგიტომ არ მოვსულვარ.-მშვიდად ამოთქვა და ცრემლები შეუმშრალა.-ცოლად იმიტომ არ მომიყვანიხარ,რომ ქალი მჭირდება ან რაღაც მსგავსი,ეგ ყველაფერი ისედაც არ მაკლია...პირადი მიზეზი მაქვს,რასაც აუცილებლად გაიგებ მალე...
-არაფერი მესმის...-ამოისრუტუნა საცოდავად.
-მამაშენთან სიტუაცია ასე თუ ისე მოგვარდა, თბილისის სახლს რამდენიმე დღეში დაამთავრებენ,დიდი ხანია რემონტი დაწყებულია,ბოლო დეტალები დარჩა და მერე შეგვიძლია იქ გადავიდეთ.ესეც შენი ტელეფონი.-ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა.-შეგიძლია შენებს დაურეკო.აწი ჩემი ცოლი ხარ და მაინც ვერავინ წაგიყვანს.
-ანანომ მითხრა,რომ ის ბიჭი ხარ საავადმყოფოში,რომ მივიყვანე...
-ჰო და კიდევ ის ბიჭი,რომელიც შენგან ყავას ყიდულობდა.-ღიმილით მიუგო და სახე ახლოს მიუტანა.-გამოიძინე.-შუბლზე ნაზად აკოცა და ფეხზე წამოდგა...-ახლა ასე იყოს,მოკრძალებულად,მაგრამ გპირდები ერთ დღეს ზუსტად ისეთ ქორწილს გადავიხდით,როგორიც შენ გენდომება...

***
გაოცებული იწვა ნიცა და ძილი არ ეკარებოდა.ვერაფერი გაეგო რა უნდოდა ვაჩეს,ან საიდან გაახსენდა მისი არსებობა.თანაც ნება დართო,რომ მარტოს დაეძინა და მიუხედავად ამდენი საძინებლისა თავად ვაჩეს დივანზე ჩასძინებოდა.აშინებდა ეს სიტუაცია,ოჯახი და ვაჩე...მაგრამ იმდენად აღარ როგორც აქამდე...თითქოს მართლა არ უნდოდა,რომ ნიცას თავი ცუდად ეგრძნო...ქორწილის მერე ცოლს არ გაეკარო ეს რაღაც ახალი იყო მისთვის,თუმცა ამან თავი ბევრად მშვიდად აგრძნობინა და რაც მთავარია ისტერიული ტირილი შეწყვიტა...
თავად ვაჩეზე რაიმეს თქმა რთული იყო.ბედნიერი იყო,რადგან საყვარელი ქალი ცოლად მოიყვანა.მართალია ყველაფერი მხოლოდ ფურცლის ნაგლეჯზე იყო და სხვა არაფერი აკავშირებდათ,მაგრამ მისთვის ესეც ძალიან ბევრს ნიშნავდა და ამით ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო.თავს ცუდად გრძნობდა,რომ ნიცას მისი ეშინოდა,თუმცა ეს გასაკვირი არც იყო იმ სიტუაციიდან გამომდინარე,რომელშიც მათი გზები ერთმანეთს გადაეკვეთა,ამიტომ დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა იმისთვის,რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვალა...
„მამამ ნიცასთვისვე ჯობს,როგორც ვარიგებდი ისე მოიქცეს ახალ ოჯახში და საქმე არ გამიფუჭოს,თორემ მერე მე ვიცი-ო“-იკითხებოდა ანანოს გამოგზავნილ მესიჯში და უკვე ხვდებოდა,რასაც გულისხმობდა.მართლაც,რომ დიასახლისის ცხოვრება შეეტენა...

***
-დილამშვიდობის.-გაკვირვებულმა გახედა სამზარეულოში მჯდომ ქალს.გაუკვირდა ასეთ დროს ფეხზე,რომ იყო.
-დილამშვიდობის...არ ვიცოდი თუ გეღვიძა,თორემ საუზმეს მოგიმზადებდი.-მაშინვე ფეხზე წამოვარდა.
-საჭირო არ არის...-კიდევ ერთხელ შეამოწმა დრო.7ს 15 აკლდა.-ამ დროს რატომ გღვიძავს,რამე გაწუხებს?
-არა,მე...მე უბრალოდ...-ენა დაება მაშინვე.-სახლში აკრძალული გვქონდა გვიან გაღვიძება,თანაც მამა სულ იმას მიმეორებდა,რომ ქმარზე ადრე უნდა ავდგე და დილით სავსე სუფრა უნდა დავახვედრო...არ ვიცოდი შენ რა დროს იღვიძებ და ვერაფერი დაგახვედრე,ბოდიში.-დასჯილი ბავშვივით დადგა მაგიდასთან.
-ნიცა...-შეწუხებულმა ამოთქვა და მაგიდის მეორე მხარეს დადგა.
-10 წუთით თუ დამელოდები უცებ რამეს მოგიმზადებ,მართლა ვწუხვარ.სხვა დროს მეცოდინება,რომ ადრე დგები და...
-ნიცა გაჩერდი.-გააწყვეტინა ბაბლუანმა.-არც კი გაიფიქრო ადრე ადგომა იმის გამო,რომ საუზმე მომიმზადო...ხელები მაქვს და რაიმე თუ მომინდება თავად გავიკეთებ...ძილიც იქამდე შეგიძლია სადამდეც გინდა,თუ ასე უფრო კომფორტულად იქნები სულ ნუ გამოხვალ ოთახიდან და მთელი დღე საწოლში გაატარე...არ ვიცი სახლში რა წესები ჰქონდა მამაშენს,მაგრამ ეგ წესები ჩვენს სახლში არ მოქმედებს.
-ანუ არ გაბრაზდები თუ 6 საათზე არ ავდგები?-დასარწმუნებლად კიდევ ერთხელ იკითხა.
-რა სისულელეს მეკითხები,დამხმარეებიც კი 8-ზე იწყებენ მუშაობას,დილის 6 საათზე რისთვის უნდა ადგე?
-შენ ხომ გღვიძავს და...
-მე სარბენად გავდივარ დილაობით...6-ის ნახევარზე უკვე გასული ვარ...
-ესეიგი...
-ესეიგი როცა მოგინდება მაშინ გაიღვიძე,აქ რა მონათა ბაზარი კი არ არის.-მოსმენილს ვერ იჯერებდა ვაჩე.
-მაშინ წავალ,რამდენიმე საათით გამოვიძინებ...ძალიან დაღლილი ვარ...-საცოდავად ამოიკრუსუნა გოგონამ.
-ჰო, რა თქმა უნდა,რამდენი ხანიც გინდა.-მშვიდად უპასუხა.-რომ გაიღვიძებ შეიძლება აქ არ დაგხვდე,რამე თუ დაგჭირდება გოგოებს უთხარი,ან დამირეკე.ჩემი ნომერიც ჩაგიწერე ტელეფონში.
-მადლობა.-ძლივსგასაგონად ამოთქვა და გვერდი სწრაფად აუარა ვაჩეს,რომელიც ჯერ კიდევ მოსმენილის გააზრებას ცდილობდა...


***
-რას მეუბნები ბიჭო?-გაოცებული შესცქეროდა მეგობარს დაჩი.
-არ ვიცი მგონი მამამისი აფრენს.
-რა ქმარს საჭმელი უნდა მოუმზადო დილაობითო,ში*ხომარაქვს მაგას?
-მაგათ სახლში რაღაც რიგზზე ვერ არის...-ნერვიულად ამოთქვა ვაჩემ.-მამაჩემმა კი მითხრა რაღაცები,მაგრამ მაინც დარწმუნებული არ ვიყავი ბოლომდე.
-მეც გამიგია მაგ კაცზე მამაჩემისგან,მაგარი ნაბი*ვარიაო ამბობდა.
-რაც მთავარია ნიცას თავს ვეღარ მოაბეზრებს და...
-მამამისია,აბა სხვანაირად როგორ იქნება...
-ჩემს ცოლს ცუდად ვერავინ ვერ მოექცევა დაჩი!
-ოჰოო,აი ქმრის რეაქციები მესმის.-მხარზე ხელი დაკრა მეგობარს.
-არ ვიცი რა მჭირს,პატარა ბავშვივით ბედნიერი ვარ,რომ ჩემი ცოლია...მერე რა,რომ არ ვუყვარვარ...
-ეგეც მოგვარდება ძმაო...მე დაჩი არ ვიყო თქვენი შვილები თუ არ ვიზეიმო.
-შენ რაღაც ძალიან მონდომებული ხარ არა?
-მინდა,რომ ბედნიერი იყო.
-იქნება კიდეც,ახლა ამ ყვავილებს ცოლს მიართმევს და გააბედნიერებს.-გიჟივით შევარდა ოთახში აჩი.
-ეს რაარის შე*ჩემა?-გაოცებული მიაჩერდა ორივე.
-ყვავილები რძლისთვის.
-რატომ?-ჩაეკითხა ვაჩე.-ანუ არანაირი დღესასწაული არ არის და...
-მანდ დაასტოპე ბაბლუანო...წუხელ სტატიები წავიკითხე.ქალებს უმიზეზო ყვავილები და საჩუქრები აბედნიერებთო,შენ ხომ გინდა,რომ ბედნიერი იყოს,ხოდა მიუტანე.-წითელი ვარდების თაიგული გაუწოდა მეგობარს.
-კითხვა თუ იცოდი არ მეგონა.
-დაჩი ახლა ისეთი მოგხვდება კეფაში!-დაემუქრა მეგობარს.-შენ რა წაიკითხე წუხელ აბა ის მითხარი,რით დაეხმარები ვაჩეს?
-ვაჩეს ვერაფრით დავეხმარები,მაგრამ წიგნი წავიკითხე...სარა ჰქვია წიგნს,ქერათმიან გოგოზეა...
-სადღა მოასწარი შე*ემა?
-რა მოსწრება უნდოდა,ანანო სახლში მივიყვანე და მერე დროის მეტი რა მქონდა.
-წადი შენ შენს ცოლს ყვავილები მიუტანე.-თვალები დაუბრიალა მეგობარს აჩიმ.
-მაგდებ?
-წადი და გაახარე.ძმაკაცობა მერე.
-ცოტა მერე მივუტან.
-დაჭკნება მანამდე,წადი ცოლს მიხედე,ჩვენ არსად გავიქცევით,მიდი...
-რა გჭირს ჭკუასელო შენ?-სასაცილოდ არ ეყო დაჩის მისი ქცევები.
-არაფერი მინდა,რომ რაც შეიძლება მალე შეუყვარდეს რძალს.
-ერთ ყვავილს აჩუქებს და იმასაც შეუყვარდება არა?
-არაფერი გესმის დაჩი ქალების,მარტო ქერათმიანების კითხვა იცი შენ.-ხელი ჩაიქნია და ისევ ვაჩეს მიუბრუნდა.-ხვალ გამოგვიარე,ჩვენ სულ აქ ვართ.
-ტიპმა ფაქტობრივად სახლიდან გამაგდო.-სიცილით ამოთქვა ვაჩემ და სახლი ნელი ნაბიჯით დატოვა...
-რა გჭირს შენ აფრენ?-მეგობარს მიუბრუნდა დაჩი.
-როდის დაელაპარაკები ვაჩეს?
-რაზე აჩი?
-მაშოზე.
-გეყოფა!-კბილებში გამოსცრა მეგობარს.
-მიდი რა დაელაპარაკე,ვაჩეს ხომ იცნობ,გაუხარდება...მაგ ქერათმიანების დევნასაც მოეშვი...
-ახლა სახეში ისეთი მოგხვდება!
-შენი არ მესმის,რამდენი წელია დორბლი ჩამოგდის მაგ გოგოზე,გიყვარს ხო არ გძულს უთხარი შენ კიდე.
-ჭკუასელო!-დაუყვირა მეგობარს.-ნერვები მიმტყუნებს ახლა და გცემ!
-შენ თუ არ მოუყვები მე ვიზამ იცოდე!
-ენას კბილს თუ არ დააჭერ კბილები საერთოდ აღარ დაგრჩება!-დაუბრიალა თვალები მეგობარს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-აბდალო!
-აჩი შემეშვი!
-შეგეშვი,გაგითხოვდება მაშო და შეშვებული ვიქნები მერე.
-მოკეტე!
-კარგი ჰო.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ტელეფონში ჩაიკარგა...


***
-დილამშვიდობის კიდევ ერთხელ.-სასტუმრო ოთახში ნელი ნაბიჯით შევიდა და სავარძეში მჯდომ ვაჩეს მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-დილამშვიდობის.-გაუღიმა მეუღლეს.
-ეს...ეს რა არის?-თაიგული ხელში შეათამაშა.-ჩემს კართან იდო.
-ვარდებია.
-მაგას მეც ვხედავ...რატომ?
-რას ნიშნავს რატომ?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ბაბლუანმა.
-ანუ რატომ იყო ჩემს კართან?
-იმიტომ,რომ შენთვისაა...
-ვერ გავიგე...
-ძალიან უხერხული საუბარი გამოდის თუ მე მეჩვენება?-სიცილით მიუგო გოგონას.-ყვავილები იმიტომ იდო შენს კართან,რომ შენთვის არის,რატომ?იმიტომ,რომ მინდოდა მეუღლისთვის ყვავილები მეჩუქებინა,ასეთი დიდი ამბავია?
-არა,უბრალოდ გამიკვირდა...
-უბრალოდ მინდოდა გამეხარებინე,ამაში გასაკვირი რა არის?არ მოგწონს?
-არა,არა.-თავი გააქნია მაშინვე.-ეგ არაფერშუაშია,უბრალოდ ყვავილებით განებივრებული არ ვარ.
-რატომ?
-მხოლოდ სამსახურში მიგზავნიდნენ,ოღონდ ვინ დღემდე არ ვიცი,მგონი ეშლებოდა ვიღაცას.ისე არავის უჩუქებია.
-როგორ თუ არავის,არც შეყვარებულს?
-არ მყოლია.-მხრები აიჩეჩა მაშინვე.
-რას მელაპარაკები?-გაეცინა ვაჩეს.
-მამაჩემი გაგიჟდებოდა ვინმე,რომ მყოლოდა.
-მამაშენი შემთხვევით ხომ არ აფრენს?-კეფაზე ხელი ნერვიულად მოისვა და ფეხზე წამოდგა.-ანუ რა გამოდის?
-რა გამოდის?-დაიბნა ნიცა.
-არავინ გყოლია...
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.-ზურგი აქცია მაშინვე.
-ესეიგი ისეა,როგორც მე მგონია.-სიცილით მიაძახა გოგონას და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში მოსრისა...



***
-როგორ ხარ აბა?
-კარგად ან,შენ როგორ ხარ?წუხელ მამამ ხომ არ გაიგო,რომ გამოიპარე?
-არა ნიცა ნუ გეშინია,სოფიამ ჩუმად შემომაპარა.-დაამშვიდა და.-მართლა კარგად ხარ?
-გეუბნები ამ ოჯახს რაღაც სჭირსთქო და არ მიჯერებ.
-რატომ?რამე დაგიშავეს?-მაშინვე ანერვიულდა ანანო.
-წუხელ თქვენ,რომ წახვედით,ოთახში ამოვიდა ვაჩე...
-რაც მე მგონია თუ ის უნდა მომიყვე არ მინდა.-გააწყვეტინა მაშინვე.
-არც კი უკოცნია.-მიახალა პირდაპირ.
-რა?-გაოგნებული უყურებდა ეკრანს მიღმა.
-სხვა ოთახში ეძინა...ისიც კი მითხრა შენ რომ გენდომება ზუსტად ისეთ ქორწილს გადავიხდითო...დღეს დილით ყვავილები მაჩუქა...ვერაფერი გავიგე,ისე კარგად მექცევა...
-რას ამბობ ნიცა,ვერ ვიჯერებ...
-ახლა მისი და უნდა მოვიდეს,მთხოვა ჩემს მოსვლამდე ყურადღება მიაქციეო.
-ჩემზე კარგი მაინც ვერ იქნება,იცოდე ახლა მულში არ გაცვალო და.
-გეკადრება ჩემო ლამაზო?როგორც კი თბილისში ჩამოვალ მაშინვე მოვალ და გნახავთ.ახლა უნდა წავიდე სოფია მომიკითხე მიყვარხარ.
-თავს მიხედე,მეც მიყვარხარ ხომ იცი.-ხელი დაუქნია დას და ზარი დაასრულა...



***
-თავს კარგად გრძნობ?-ჩაეკითხა მაშო.-ჩემი ძმა რამეს ხომ არ აშავებს?მითხარი და მოხვდება ეგრევე კეფაში.-მეტი დამაჯერებლობისთვის ხელი ჰაერში გაშალა.
-კარგად ვარ მაშო მადლობა,ვაჩე კარგად მექცევა.
-ახლა გჯერა ჩემი?ხომ გითხარი,რომ ცუდი ძმა არ მყავს.
-ჯერ წინ კიდევ დიდი გზაა,მხოლოდ 1 დღე გავიდა.
-ვაჩე დაგიმტკიცებს,რომ ყველაზე ღირსეული კაცია,თავი მომაჭერი ეგრე თუ არ იყოს.
-მესმის შენი ძმაა,გიყვარს და იცავ...
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-რამე თუ შეეშლება შენ მე მირეკავ და მერე მე ვიცი.-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.-ახლა სად არის?
-ტელეფონზე,რომ ლაპარაკობდა მაშინ გავიგე ვიღაც ბოკუჩავას ესაუბრებოდა,სად წავიდა არ ვიცი.
-კარგი რა.-მუხლებზე ხელები დაიტყაპუნა გოგონამ.-ისევ ეგ ძმები?
-რაა?
-შენ არ იცი ალბათ,2 წლის წინ დიდი შელაპარაკება მოუვიდათ,დაჭრეს და ლამის მოკვდა...მერე ახლახანსაც მოუვიდათ შეკამათება,ლამის დახოცეს ერთმანეთი.იკა ბოკუჩავა საავადმყოფოში იწვა სამი დღით.დიდი მტრობა აქვთ.
-შენს ძმას რამეს ხომ არ დაუშავებენ?
-ასე მარტივად ვერ დაქვრივდები თუ ამას გულისხმობ.-სასაცილოდ არ ეყო მაშოს.-ეს მტრობა სკოლის პერიოდიდან გრძელდება და სულ ასე იყვნენ.თითქმის 10 წელია.
-ვაჩე რამდენი წლის არის?
-რა?-გაეცინა მაშოს.-არ იცი?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-არ მიკითხავს.
-23 წლისაა,ნუ ღელავ მოხუცი არ არის.
-შარში ხშირად ეხვევა?
-ვაჩე,აჩი და დაჩი ერთად თუ არიან,ხიფათი მაგნიტივით ეკრობათ...ეს სამეული ძალიან ბევრ სისულელეს აკეთებს ერთად.
-ესეიგი დაქვრივების მეშინოდეს?
-რა დაქვრივების უნდა გეშინოდეს?ჩამაწვინე უკვე მიწაში?-ღიმილით შემოვიდა ვაჩე ოთახში და დას მთელი ძალით გადაეხვია.
-შენზე და ბოკუჩავებზე ვლაპარაკობდით.
-ეგ სი*ები არ მიხსენო.-ტონი შეეცვალა მაშინვე.
-როდის უნდა გაიზარდოთ?ცოლიანი ბიჭი ხარ უკვე,მოეშვი სკოლის დროინდელ ამბებს.
-შვილები,რომ მეყოლება მერე დავჭკვიანდები.-ცერად გახედა ნიცას,რომელსაც მაშინვე შეეცვალა სახე და ერთიანად გაწითლდა.
-გოგოს თავი დაანებე,რადროს შვილებია,ჯერ პატარაა.
-მეც ახლავე კი არ ვამბობ,5-6 წელში.-გადაასწორა მაშინვე.
-თბილისში,რომ დაბრუნდებით მაღაზიები დავიაროთ ნიცა რა,თან უკეთ გაგიცნობ,როდის ბრუნდებით?-ძმას გახედა მაშომ.
-კვირის ბოლოს ჩამოვალთ წესით,თითქმის მორჩა.
-ხო თორე ყოველდღე აქ სიარული მომწყინდება,თანაც სკოლა მკლავს.
-სკოლაზე თუ ასე წუწუნებ,უნივერსიტეტში რაღას იზამ.-თვალები მობეზრებულად აატრიალა ვაჩემ.
-უნივერსიტეტში 12 წელი არ ვიჯდები,4 წელს გადავიტან...შენ სწავლობ ნიცა?
-მე...მე არა.-თავი დაღონებულმა გააქნია.-სამართალზე მინდოდა სწავლა,მაგრამ არ გამოვიდა.
-ახლა შეგიძლია სცადო,ჩვენს ოჯახს კარგი იურისტი კი სჭირდება,შენს ქმარს განსაკუთრებით.-სახე დაუმანჭა ძმას.-ახლა უნდა წავიდე,მეგობრებს უნდა შევხვდე,თბილისში,რომ ჩამოხვალთ შემოგივლით.-თბილად გადაეხვია ორივეს.
-არ დაიკარგო და ჭკვიანად იცოდე.-დას თვალები დაუბრიალა და კარამდე მიაცილა.-მოიცადე ნიცა,დაჯექი ცოტახანს.-როგორც კი დაინახა,რომ ოთახიდან გადიოდა შეაჩერა.-რაღაცის კითხვა მინდა.
-გთხოვ ოღონდ შეყვარებულზე ნუ შემეკითხები,ასეთ თემებზე საუბარი მერიდება.
-არა დამშვიდდი,რაც საჭირო იყო მაგ მხრივ ისედაც გავიგე.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.-უბრალოდ მაინტერესებს მამაშენს ამდენი ფული აქვს და შენ კაფეში რატომ მუშაობდი?
-გთხოვ მამაჩემს არ უთხრა...-ერთიანად გააჟრჟოლა ტანში.
-არა მამაშენი რა შუაშია...უბრალოდ ვერ გავიგე ორი წელი კაფეში რატომ მუშაობდი.
-უნივერსიტეტში სწავლაზე უარი მითხრა მამამ...მინდოდა,რომ ფული მომეგროვებინა და გავქცეულიყავი...-გაეცინა საკუთარ გეგმებზე.-იმ ხელფასით ან სად გავრბოდი არ ვიცი...
-უარი რატომ გითხრა?
-თვლის,რომ სწავლა ქალის საქმე არ არის,ჩვენი მთავარი მოვალეობა ქმრის პატივისცემა და მისი გაბედნიერებაა...სანამ სერგოსთან საქმეებს მოაგვარებდა ყოველდღე ამას მარიგებდა...
-ნიცა სწავლა გინდა?
-არა,არა.-დენდარტყმულივით გააქნია თავი.-ბოდიში არასწორად გამოვიდა.
-ნიცა სწავლა თუ გინდა მითხარი.
-არ მინდა.-იუარა ისევ.
-ფულს ხომ ამისთვის აგროვებდი?
-სისულელეა,დაივიწყე.
-ვიცი,რომ დიდად გულზე არ გეხატები,როგორც მეუღლე,მაგრამ მეგობრობა ხომ შეგვიძლია?მოდი როგორც მეგობრებმა ისე ვილაპარაკოთ.
-ანუ მეტყვი ცოლად რატომ მომიყვანე?
-არა.-თავი გააქნია.
-მაშინ მეგობრებიც ვერ ვიქნებით...შეიძლება ოთახში ავიდე?
-ჰო,რა თქმა უნდა...-მშვიდად მიუგო და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
არა,ეს გოგო ბოლოს მოუღებდა...ჯერ 24 საათი არ იყო გასული მათი დაქორწინებიდან და უკვე ჭკუიდან იშლებოდა...



***
მომდევნო სამი დღე ძალიან უაზროდ გაატარეს.არავინ მოდიოდა,ჩეულ რიტმში ჩადგა ცხოვრება.ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ,რადგან ნიცა გაურბოდა.უნივერსიტეტის ამბავმა ძალიან დათრგუნა.სინამდვილეში სწავლა ძალიან უნდოდა,თუმცა მამამისის რეაქციის ეშინოდა,ამიტომ ვაჩეს ვერაფერი უთხრა.თანაც ახალი რძალი იყო და მათთვის სწავლის ფული მოთხოვნა შესაფერის საქციელად არ მიაჩნდა.
ვერ იგებდა ასე კარგად რატომ ექცეოდა ვაჩე.ზედმეტად არ აწუხებდა.საუზმეს უმზადებდა,თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევდა,რაც არასდროს ჰქონია...მამამისი ნამდვილი მანიაკივით ექცეოდა.დილით ადრე თუ არ გაიღვიძებდა მთელი დღე ჭამას უკრძალავდა,ან რაიმე სხვა დასჯის მეთოდს მოიფიქრებდა.დისციპლინაზე ჩაციკლული კაცი იყო.როცა სერგოსთან ქორწინებამდე მივიდა საქმე მუდმივად უხსნიდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა,რომ კარგი ცოლი ყოფილიყო.ეს საშინლად სძაბავდა,თუმცა ვაჩესთან ყველაფერი მარტივად იყო და ერთადერთი კითხვა,რაც აწუხებდა იყო „რატომ?“...
თბილისში ჩასვლისას საშინლად უჭერდა ყელში რაღაც...თითქოს საიდანღაც მამამისი გამოჩნდებოდა და ყველაფერზე პასუხს მოსთხოვდა...სახლი პატარა იყო,მაგრამ მყუდრო...2 საძინებელი,დიდი მისაღები და სამუშაო სივრცე.მისდა გასაკვირად ვაჩემ აქაც ცალკე საძინებელში ყოფნის უფლება მისცა,თავად კი მეორე საძინებელი დაიკავა...ასე რომელი ქმარი იქცეოდა?
მთელი ღამე ვერ დაიძინა,ძალიან ეუცნაურებოდა ეს სახლი და ის სიტუაცია,რომელშიც იყვნენ.თანაც მამამისი მალე სტუმრად მოვიდოდა და ეს მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებდა...
-პრობლემა არ გაქვს,რომ წავიდე?-ბარის მაგიდას მიუჯდა ნიცა და ვაჩეს მომლოდინე მზერით მიაჩერდა.
-პრობლემა რატომ უნდა მქონდეს?
-უბრალოდ ვიკითხე.-მხრები აიჩეჩა მაშინვე.
-მინდა,რომ რაღაც გკითხო,მაგრამ არ ვიცი რანაირად ან საიდან დავიწყო,რომ ცუდად არ გამომივიდეს...-ცერად გახედა მეუღლეს.
-არ მკითხო.-თავი გააქნია ნიცამ.
-რატომ?
-იმიტომ,რომ ასახსნელად ძალიან რთული იქნება და თანაც ვერ გაიგებ.
-იქნებ დახმარება შემიძლია...
-ჩემს წარსულს ვერ შეცვლი ვაჩე და თანაც...ჯანდაბა...-მუცელზე ხელი მიიჭირა და ტკივილისგან წელში მოიხარა.
-ცუდად ხარ?-მაშინვე თვალები წამოენთო ვაჩეს.
-არა,უბრალოდ დილიდან კუჭი მტკივა,ალბათ უჭმელობის ბრალია.
-მისმინე,კარგად თუ არ ხარ ვეტყვი მაშოს და სხვა დროს წადით მოლში.
-არა,არა.-იუარა მაშინვე.-კარგად ვარ,რომ გავალთ შევჭამ რამეს და გამივლის,მაშოს არაფერი უთხრა...
-როგორ ხართ გვრიტებო აბა?-სირბილით შემოვარდა ოთახში მაშო და ორივეს გადაეხვია.-როგორ მომენატრეთ.
-ალქაჯს ფრთები შეუსხამს.-და შეათვალიერა ვაჩემ.-რას გამოპრანჭულხარ?
-მე თავისუფალი გოგონა ვარ,თანაც ლამაზი...რაიყო არ შეიძლება?
-კარგი,კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია ვაჩემ.-სანამ დაიწყებ წადი.
-მართლა გავიქცეთ,თორემ დაჩი ლოდინს ვერ იტანს და წავა.
-დაჩის მიყავხართ?
-ჰო,ძალიან ვთხოვე და უარი ვერ მითხრა.-თვალი ჩაუკრა ძმას.
-საძინებლიდან ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.-გვერდი აუარა მაშოს ნიცამ და კარს მიღმა გაუჩინარდა.
-მისმინე...-დას მიუბრუნდა ბაბლუანი.-ბარათი ხომ გაქვს,არაფრის თანხა არ გადაახდევინო,რასაც შეხედავს ყველაფერი უყიდე,კარგად მოექეცი კარგი?
-ახლა გამიცანი ვაჩე? დღეს სახლში იმდენი ტანსაცმლით მოვა კარადაში შენი ტანსაცმლისთვის ადგილი არ დაგრჩება.
-მზად ვარ,შეგვიძლია წავიდეთ.-ღიმილით მიუგო მაშოს და სახლი მასთან ერთად დატოვა...


***
-ეს კაბა მართლა ძალიან გიხდება,უნდა იყიდო.-კიდევ ერთხელ აათვალიერა რძალი სარკესთან.
-წითელსა და ლურჯზეც ასე თქვი.
-ჰო,სამივე უნდა იყიდო.
-ლურჯი ძალიან ამოღებულია,წითელი ზედმეტად მოკლეა.
-ვაიმე ეს რა ესმის ჩემს ყურებს.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-მიდი კაბები მე მომეცი,შენ ჩაიცვი და ყავა დავლიოთ,სადმე დავსხდეთ.
-გახსოვს,ხომ საიდანაც ავიღეთ?მანტოების უკან სექციაშია.
-კი,მახსოვს.-სასწრაფოდ გამოართვა ყველა და სირბილით წავიდა სალაროსთან,რომ რიგში ჩამდგარიყო.
-გამარჯობა,პარკი გნებავთ?
-დიახ თუ შეიძლება.-ყველაფერი მაგიდაზე დააწყო.მხოლოდ კაბებს კი არა,გრძელ შავ მანტოს და ულამაზეს ჩექმასაც ყიდულობდა.როგორც ძმამ დაარიგა ყველაფერს ყიდულობდა,რასაც შეხედა.-მადლობა,ბედნიერი დღე.-გამოერკვა უცებ და უკვე გასასვლელისკენ მიმავალ ნიცას წამოეწია.
-არ ვიცოდი რამეს თუ ყიდულობდი კიდევ.-იმდენი რამ იყიდა მაშომ თავისთვის მართლა გაუკვირდა ნიცას.
-ესენი შენთვის არის.
-რას ამბობ?მე ხომ არაფერი ამირჩევია...
-ჩემმა ძმამ ასე მითხრა რასაც შეხედავს ყველაფერი უყიდეო.
-რა?
-გოგო ქმრის ფული თუ არ ხარჯე აბა ისე როგორ?
-ფული მაქვს მაშო,მთლად ასე არ გაკოტრებულა ჩემი ოჯახი.-გაბრაზებულმა მიუგო და პარკი უკან გაუწოდა.-დააბრუნე.
-არავის უთქვამს,რომ ფული არ გაქვს.-სირბილით მიჰყვა უკან.-მაგრამ ვაჩე ვერ აიტანს იმას,რომ ისევ მამაშენის ფული ხარჯო.აწი ბაბლუანების ფულის ხარჯვა მოგიწევს.
-ასე არ შეიძლება...
-არც ის არ შეიძლება ცოლ-ქმარს სხვადასხვა საძინებელში ეძინოს,მაგრამ გძინავთ.-ნიშნისმოგებით მიუგო გოგონას.
-შენ საიდან...
-საიდან ვიცი?ეგ საძინებელი სტუმრების ოთახი იყო ყოველთვის,ჩემს ძმას მეორე საძინებეში სძინავს უკვე წლებია...დაგინახე დღეს მაგ ოთახიდან ჩანთა,რომ აიღე...
-შენებს ეტყვი?
-ვის რაში ეკითხება შენ სად გძინავს?ეს შენი და ჩემი ძმის საქმეა...
-უბრალოდ ჯერ ვცდილობთ ერთმანეთი გავიცნოთ ხომ გესმის...
-რატომ მიხსნი? ეს ჩემი საქმე არ არის ნიცა.-დაამშვიდა გოგონა.-წამოდი ყავა დავლიოთ სადმე.-ხელკავი გამოსდო და უკვე წასვლას აპირებდნენ ვიღაცის ბოხი ბარიტონი,რომ მოესმა მაშოს და ადგილს მიეყინა...
-ეს ვის ხედავს ჩემი თვალები...-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბიჭი გოგონებს.
-შენს დანახვას თავად ეშმაკი ჩამოსულიყო და მენახა ჯობდა.-დაებღვირა მაშო.
-კარგი რა,ამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი,სულ არ მოგენატრე?
-აკა შენთვის არ გვცალია,წადი თავი სხვას მოაბეზრე...
-მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ.-ხელი გაუწოდა ნიცას.
-ნიცა.-მშვიდად შეაგება გოგონამ.
-აკაკი ბოკუჩავა...
-თავი დაანებე.-„დაუღრინა“ მაშომ.
-შენს ყველა მეგობარს ვიცნობ,ეს ახალია ალბათ.თანაც ძალიან ლამაზი...
-ნიცა ჩემი რძალია!-ამაყად განუცხადა ბიჭს.-თუ არ გინდა,რომ კბილები ჩამოგცვივდეს თავი დაგვანებე.
-ვაჩემ ცოლი მოიყვანა?-გაოცდა ბიჭი.
-მაგაში უცნაური რა არის?
-არაფერი,მეგონა მხოლოდ გართობით იყო დაკავებული,ჩვენს ასაკში ცოლის მოყვანა...მაშინ,როცა ყველა ქალი თავს გვევლება რა სისულელეა...-გაეცინა აკას.
-შენ ამას ვერ გაიგებ,შენ ხომ გული არ გაგაჩნია.-დაებღვირა ისევ.
-შანსს თუ მომცემ დაგიმტკიცებ,რომ გამაჩნია.-მასთან ახლოს მიიწია ბიჭი.
-ახლა სახეში ისეთი მოგხვდება!-გაღიზიანებულმა ამოთქვა და რომ არა ნიცა,ალბათ მართლა დაარტყამდა.
-მაშო წავიდეთ...-ხელზე მოქაჩა გოგონას.
-სხვა დროს ვერ გადამირჩები...
-წამოდი გთხოვ...
-შეხვედრამდე მაშო.-თვალი ჩაუკრა გოგონას და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
-ჩემს ძმას არ უთხრა,რომ ვნახეთ კარგი?ძალიან გაბრაზდება.-დაარიგა სასწრაფოდ.
-კარგი,არ ვეტყვი.იქნებ რამე გვეჭამა,ძალიან მშია.
-კი ნიცა,წამოდი აქვე ახლოს კარგი პიცერია ვიცი.
-რამდენიმე დღეა ნორმალურად არ მიჭამია და კუჭი მტკივა.
-პასტაც აქვთ,უგემრიელესი და...ნიცა კარგად ხარ?
-ორი წუთი...-მუცელზე მთელი ძალით მიიჭირა ხელი.-უცებ ძალიან ამტკივდა,სპაზმივით იყო.
-გინდა დავსხდეთ?იქ წინ სკამებია ნახე...
-კი გთხოვ...-გაჭირვებით გადადგა ორი ნაბიჯი...მოიცადე არა...-ხელზე ძლიერად ჩაეჭიდა მაშოს.
-ნიცა...ნიცა კარგად ხარ?შემომხედე!-უკვე ფერდაკარგულს შეშინებული სახით შესცქეროდა.
-ძალა არ მაქვს,რომ ვიარო...-ძლივს ამოთქვა და იატაკზე მოწყვეტით დაეცა...



***
-როგორ არის?-გიჟივით მივარდა დას ვაჩე.
-ექიმმა თქვა სერიოზული არაფერია,უბრალოდ ანალიზებს ველოდებითო.დამშვიდდი კარგი?
-აბა გული რატომ წაუვიდა სერიოზული თუ არ არის?
-დამშვიდდი ძმაო,ხომ არ მოგვატყუებდნენ.-მხარზე ხელი დაჰკრა აჩიმ.-დიანა აქცევს ყურადღებას,თავს ევლება ამხელა ქალი.
-ნახვა შეიძლება?
-დიანაა შესული,რომ გამოვა შედი შვილო.-დაამშვიდა ირინამ.
-გავგიჟდები რა...დღეს დილით კუჭს იტკიებდა...
-მოლშიც ამით დაიწყო,კუჭი მტკივაო და მერე უცებ გონება დაკარგა.-ძმას გახედა მაშომ.-მითხრა,რომ კარგად ვერ ჭამს ეს დღეები...
-რაიყო ძმაო ცოლს აშიმშილებ?
-ჰო,მაცივრის კართან ვდგავარ ალესილი დანით აჩი!-დაუღრინა მეგობარს.-სულ იმას მეუბნება,რომ არ შია,ან ძალიან ცოტას ჭამს და დავნაყრდიო...
-აი გამოვიდა...
-დიანა დეიდა როგორ არის?-არც კი მისალმებია ქალს ისე იკითხა.
-კარგად არის,კარგად.-დაამშვიდა ქალმა.-ორსულობას ვეჭვობდით თავიდან,მაგრამ უბრალოდ სუსტი ორგანიზმი აქვს,ვიტამინები აკლია,უჭმელი გოგო ჩანს.
-ჯერ ახლა დაქორწინდნენ რადროს ორსულობაა.-თვალები აატრიალა ირინამ.
-შეიძლება ვნახო?
-ჯერ მინდა,რომ ჩემს კაბინეტში გავისაუბროთ,მერე შეგიძლია,რომ ნახო ვაჩე.-თბილად მიუგო და თავით კაბინეტისკენ ანიშნა.
-ბავშვებო თქვენ მოინახულეთ მანამდე.-მაშოს და ბიჭებს გადახედა ირინამ.
-თუ ცუდად არ არის ეს პირადული საუბრები რა აუცილებელია?-ისევ ვერ ისვენებდა ვაჩე.
-არ მინდოდა ყველას თანდასწრებით მეთქვა...-ამოიოხრა ქალმა და სათვალე მაგიდაზე დადო.-ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან გიცნობთ შენც და ალეკოსაც.-მეგობარს გახედა ქალმა.-ვიცი როგორი კარგი ადამიანები ხართ და როგორი კარგი ოჯახი გაქვთ...
-ეს რა შუაშია?-დაიბნა ირინა.
-ვიცი,რომ არასოდეს არავის ცუდს არ გაუკეთებთ და შვილებიც ასე გაზარდეთ...
-რას ამბობთ?-გაოგნებული მიაჩერდა ვაჩე.
-იმას ვამბობ,რომ ასე კარგად,რომ არ გიცნობდეთ ვიფიქრებდი,რომ გოგოს ცუდად ეპყრობით...-ნერვიულად გადახედა ორივეს.
-რას გულისხმობ დიანა?
-გოგონას უამრავი დალურჯება და სისხლჩაქცევა აქვს სხეულზე...განსაკუთრებით მუცლის არეში...ახალი ამბავია დაახლოებით 10 დღის ან ცოტა მეტი...თქვა,რომ დაეცა,მაგრამ მე ექიმი ვარ და ეს არ მესწავლება...
-ანუ რას გვეუბნებით?-გაოცებული მიაჩერდა ვაჩე.
-5 დღის წინ დაქორწინდნენ დიანა,ყვეალფერი ისე უცებ მოხდა...-თითქოს თავი იმართლაო...
-იმას ვამბობ,რომ გოგონა აშკარად ნაცემია...შეშინებულია და ვერაფერი ვათქმევინე,მაგრამ...
-ჯანდაბა!-დაიგრგვინა ვაჩემ და ოთახიდან გიჟივით გავარდა...
-ეს ჩემს შვილს არ გაუკეთებია დიანა...-გააგრძელა ირინამ.-5 დღის წინ მოიყვანა ცოლად...ცოტა რთული ამბავია...მამამისი რამაზი,როგორც გავიგე ცოტა მკაცრი კაცია და...
-ანჯაფარიძე რამაზს გულისხმობ?-გაოგნდა ქალი.
-ჰო,რა მოხდა?
-ციხეში,რომ არ ზის ეგ კაცი დღემდე მიკვირს.-თავი გააქნია ქალმა.-ერთხელ შევესწარი მეორე გოგოს ყელში,რომ წვდა...მისი მეორე ცოლი შემოიყვანეს შინაგანი სისხლდენით და საუბრისას მოულოდნელად ყელში წვდა...
-ესეიგი ნაცემია არა?
-თან ძალიან...-უიმედოდ გადააქნია თავი.-მის ისტორიას თუ გამოვითხოვ დარწმუნებული ვარ,რომ ბევრს რამეს ვიპოვი.
-ვაჩე გაგიჟდება,ეს გოგო ძალიან უყვარს.
-ვაჩეს ადგილას მამამისთან მარტოს არ დავტოვებდი.-მხრები აიჩეჩა ქალმა და მაგიდას მიუჯდა...



***
-ბოდიში,რომ განერვიულეთ,არ ვიცი რა დამემართა...-თითები ერთმანეთში ახლართა ნიცამ.
-მიხარია,რომ კარგად ხარ.-თბილი ხმით უთხრა ვაჩემ და სკამი საწოლთან ახლოს მიწია.-ახლა მე შენ ერთ რაღაცას გკითხავ და შენ მე არ მომატყუებ გესმის?-დაიძაბა ბაბლუანი.
-გისმენ...
-მამაშენი გცემდა?-პირდაპირ მიახალა ყველანაირი ფიქრის გარეშე.იმ მომენტში ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ...თითქოს სული გაეყინა.ასე ხმამაღლა ჯერ არავის გაუჟღერებია ეს სიტყვები.სიტყვა „ცემა“ იმდენად უთქმელი იყო მის ოჯახში,რომ ამაზე ხმამაღლა საკუთარ დასთანაც არ უსაუბრია.იმ მომენტში სხეულის ყოველი უჯრედი სტკიოდა და არ იცოდა,რა უნდა ეთქვა...ამ მომენტზე არასოდეს უფიქრია...არ ეგონა ამას ოდესმე ვინმე თუ გაიგებდა...-მოვკლავ!-დამძიმებული ხმით ამოთქვა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-არავის მივცემ უფლებას,რომ ასე მოგექცეს გესმის?ვეღარასოდეს გაწყენინებს.-მის მარჯვენა ხელს რიტმულად კოცნიდა ვაჩე.-ასე ვეღარ მოგექცევა...
-ვაჩე გთხოვ არაფერი გააკეთო.-ხმაში მუდარა გაურია გოგონამ.
-გესმის მაინც რას მთხოვ?
-მამაჩემია...გთხოვ ვაჩე...
-მამა,რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩაგაგდო!-კბილები გაახრჭიალა ბიჭმა.-მხოლოდ ერთხელ მოხდა?ეს რატომ გააკეთა?
-ვუთხარი,რომ სერგოს ცოლად არ გავყვებოდი და გაბრაზდა...
-ამიტომ გცემა?ნაბი*ვარი!
-მამაჩემი რთული კაცია...ყველაფერს ძალიან რთულად აღიქვამს და ასევე მოქმედებს...ფიქრობდა,რომ ცუდად თუ მოგვექცეოდა და დისციპლინას მიგვაჩვევდა კარგი მომავალი გვექნებოდა...
-არ გამაგიჟო ნიცა.-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.-ეს რა შუა საუკუნეების მეთოდებია?შვილის გაყიდვა ვიღაც შუახნის კაცზე და თან ცემა...მოვკლავ და...
-შენც ხომ მიყიდე?-გააწყვეტინა მაშინვე.
-ასე ნუ ამბობ.-სახე მოექუფრა ვაჩეს.-სხვანაირად არ გამომყვებოდი,თორემ...
-ესეიგი იმიტომ მიყიდე,რომ ჩემი ნებით არ გამოგყვებოდი?
-გეყოფა!
-უბრალოდ ფაქტებს ვსაუბრობ.
-რაც არ იცი იმაზე საუბრობ.-შეუსწორა ვაჩემ.-მამაშენთან მარტო არასოდეს დარჩები...შენს სახლშიც არ დაბრუნდები.
-ჩემი დის ნახვას მიშლი?-სახე შეეცვალა მაშინვე.
-არა,იმ სახლში გიშლი წასვლას,სად ვიცი,რომ შეიძლება რამე დაგიშავონ...შენს დას შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და დარჩეს...ან შეგიძლია სადმე გარეთ ნახო,მაგრამ არა იმ სახლში!
-ვაჩე ის ჩემი სახლია...
-არა!შენი სახლი ის არის,სადაც მე და შენ ვცხოვრობთ!-გადაჭრით უთხრა და ფეხზე წამოდგა.-მე ჩემი სათქმელი გითხარი.
-მე...
-გაწერის საბუთები უნდა შევავსო,მალე დავბრუნდები.-ბოლოს მაინც შეარბილა ტონი და იქაურობას სწრაფი ნაბიჯით გაეცალა...



***
-ცეზარის სალათს შეჭამ?-როგორც კი სახლში შევიდნენ მაშინვე იკითხა ვაჩემ.
-არ მშია,მირჩევნია დავისვენო...
-დღეს საერთოდ რამე ჭამე?
-ჩემს დას დაველოდები და ერთად შევჭამთ...
-შენს დას?
-ბოდიში დამავიწყდა,რომ მეთქვა...საავადმყოფოში,რომ ვიყავი ველაპარაკე და რადგან იქ მოსვლა ვერ შეძლო აქ მოვა,რომ მნახოს,თუ პრობლემა არ იქნება, რა თქმა უნდა...
-რა სისულელეა ნიცა,ეს შენი სახლია.-ღიმილით უთხრა ბიჭმა.-ნებისმიერ დროს შეგიძლია დაპატიჟო შენი და და მეგობრები.უი მართლა შენი პარკი დაჩის მანქანაში დარჩა,მითხრა,რომ მოგვიანებით მოიტანს.
-მაგაზე უნდა მეთქვა.-გაახსენდა უცებ.-შენმა დამ ტანსაცმელი რატომ მიყიდა?
-რატომაც არა?
-იცი,რომ ფული მაქვს არა?ჯიბეგაფხეკილი არ ვარ.
-ვიცი და ეგ არც მიფიქრია.-მშვიდად მიუგო და მის წინ დადგა.-უბრალოდ არ მინდა,რომ მამაშენის ფულს ხარჯავდე.ბაბლუანების ოჯახის წევრი ხარ,მალე შენი ბარათიც მზად იქნება.
-არ მინდა!-იუარა მაშინვე.
-არ მიკითხავს.-ტონი არ შეუცვლია ვაჩეს.
-არ ავიღებ.
-არ გვინდა ახლა ამაზე კამათი რა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-მიდი დაისვენე.
-ჩემს აზრზე ვრჩები.-მშვიდად მიუგო და საათს დახედა.-ოთახში ვიქნები,წამოვწვები სანამ მოვა,თუ ჩამეძინა უთხარი,რომ გამაღვიძოს.
-კარგი...-მის ნებას მშვიდად დაჰყვა და სამზარეულოში შევიდა,რომ რაიმე მოემზადებინა....


***
-იმედია არ გაწუხებ.-მორიდებით მიუგო ვაჩეს ანანომ და იქვე კუთხეში დადგა.
-არა,რას ამბობ.პირიქით მიხარია,რომ მოხვედი,მინდა,რომ ნიცამ თავი კარგად იგრძნოს.
-ძალიან ვინერვიულე,როცა გავიგე,რომ ცუდად გახდა.
-საჭმელზე სულ უარს ამბობს,იქნებ შენ მაინც მოგისმინოს.-ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.-ცეზარი გავაკეთე,მითხრა ჩემი და,რომ მოვა მასთან ერთად შევჭამო.
-სად არის ოთახშია?
-ჰო,სძინავს და გაღვიძება მოგიწევს.
-რას ამბობ...მეცოდება ვერ გავაღვიძებ...
-თქვა,რომ გამაღვიძოს,რომ მოვაო.
-ცუდად იყო,რადგან სძინავს ესეიგი არ იყო კარგად,წავალ მაშინ და...
-როგორ გეკადრება,დაჯექი-იუარა ვაჩემ.-ყავა დავლიოთ,ცოტა ვილაპარაკოთ...-მის გამოჭერას ცდილობდა ვაჩე.-მამაშენი ხომ არ გაბრაზდება?
-მამაჩემი?-დაიბნა ანანო.
-ჰო,იმედია სიძის ოჯახში სტუმრობას არ გიშლის.
-არა,მამა სახლში არ არის.რამდენიმე დღით ბათუმში წავიდა...
-ესეიგი საუბარი შეგვიძლია არა?
-ჩვენ? რაზე?-სულ გაფითრდა გოგონა.
-შაქარი?
-უშაქროს ვსვამ მადლობა.-ღიმილით მიუგო და ფინჯანი ფრთხილად გამოართვა.
-მისმინე ანანო.-მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო ვაჩე.-მინდა,რომ ნიცა კარგად იყოს...
-ჩემს დას რამე სჭირს ვაჩე?-აკანკალებული ხმით ამოთქვა.
-არა,არა.-თავი გააქნია მაშინვე.-მინდა,რომ გავიცნო და დავეხმარო...არ მინდა,რომ ოდესმე ვინმემ აწყენინოს და რამე დაუშავოს...
-მე...მე ვერ ვხვდები...
-ვიცი,რომ მამაშენმა სცემა...
-რაა?თვითონ გითხრა?
-მთელი სხეული დალუჯებული ჰქონია,ექიმმა მითხრა.მაინტერესებს თქვენს სახლში რა ხდება?
-ვაჩე მე არ...
-არ გინდა გთხოვ...მომეცი უფლება ვითარებას გავეცნო და მასზე ვიზრუნო.-უკვე მოთმინება ეწურებოდა.-ეს ერთხელ მოხდა?მხოლოდ იმიტომ,რომ სერგოს არ მიყვებოდა ცოლად?
-არა.-თავი გააქნია გოგონამ და ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ხელის გულით შეიმშრალა.-ერთხელ არ მომხდარა...
-გთხოვ მომიყევი ყველაფერი,რაც უნდა ვიცოდე...ამიტომ მთხოვე ჩემს დას ცუდად არ მოექცეო? გეგონა ვცემდი?
-სერგოს პირველი ცოლი ძლივს გადარჩა ისე სცემა...-ძლივს ამოთქვა და ფინჯანზე თითები აათამაშა.-წლები ძალადობდა მასზე...როცა გავიგეთ,რომ ნიცა ცოლად უნდა გაყოლოდა ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო,რომ ჩემი და აუცილებლად მოკვდებოდა იმ სახლში...
-ასეთ კაცს რატომ ატანდა შენს დას მამაშენი ეგ ვერ გავიგე...მესმის,რომ ფულის ფაქტორი იყო,მაგრამ...
-ნიცა დედას ძალიან ჰგავს.-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ვაჩეს თვალი გაუსწორა.-დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა,მამას ის ძალიან უყვარდა...ბებიას,რომ ჰკითხო დედას სიკვდილის შემდეგ გაგიჟდა...პირველად 7 წლის ვიყავი,რომ მცემა...ნიცა 5-ის იყო...მას შემდეგ მიზეზები არ ელეოდა...მკაცრი რეჟიმის ციხე ჩამოგვიყალიბა და ერთი პატარა გადაცდომაც კი ძვირად გვიჯდებოდა...რამეს თუ ვერ ვიმახსოვრებდით ჯოხით გვცემდა.პიანინოზე ან გიტარაზე დაკვრას თუ ვერ ვისწავლიდით სახაზავს გვირტყამდა...-თვალი მოარიდა უკვე სახეწაშლილ ვაჩეს და ცრემლები შეიმშრალა.-ნიცა ყოველთვის მეტს ლაპარაკობდა,ჩემი დაცვა უნდოდა...თუმცა ეს არ იყო მიზეზი რის გამოც მას უფრო მეტი ხვდებოდა...მიზეზი ის იყო,რომ მამა დედას სიკვდილში ნიცას ადანაშაულებს...მის მიმართ სულ ამოუხსნელი აგრესია ჰქონდა...ხანდახან უმიზეზოდ მშიერს ტოვებდა და ყველას უკრძალავდა მისთვის საჭმლის მიწოდებას...მე უნივერსიტეტში სწავლის უფლებაც კი მომცა,ნიცას კი უარი უთხრა...მერე სერგოს ამბავი მოხდა და მეგონა ჩემს თავს გაატანდა,რადგან უფროსი ვარ,მან კი...მან კი...-საკუთარი ცრემლები ახრჩობდა ანანოს.-მან თქვა,რომ ნიცას წაყვანა შეეძლო...ნიცამ უარი,რომ უთხრა ლამის მოკლა...წიხლით სცემა და სასტუმრო ოთახში იატაკზე მყოფი დატოვა...
-პოლიციას რატომ არ ატყობინებთ? ხომ არ გაგიჟდით? არ გადამრიოთ მართლა.-მოსმენილს ვერ იჯერებდა ვაჩე.
-მამაჩემს ხალხი ყველგან ჰყავს ვაჩე.გგონია ასეთი მარტივია?
-ამის გამო რამდენი წლით ჩასვამენ იცი?მე დაგეხმარებით და...
-არა.-ნერვიულად ამოთქვა.-მთავარია ნიცას ვერაფერს ვეღარ დაუშავებს,მეც გავთხოვდები ალბათ მალე და თუ ნორმალური ქმარი შემხვდა მეშველება.
-რას ნიშნავს ნორმალური ქმარი...სად წერია,რომ ცოლის ცემა ნორმალური მდგომარეობაა და სანთლით უნდა ეძებოთ კაცი,რომელიც ამას არ იზამს?შეგიძლია აქ იცხოვრო შენს დასთან ერთად,ან უფრო დიდ სახლში გადავალთ,მამაშენი ვერაფერს დაგიშავებს და...
-მამაჩემი მე ისედაც არ მერჩის ვაჩე.ძალიან იშვიათია...ბოლო ორი წელია ჩემთვის ხელი არ დაუკარებია...ნიცას მიმართ ჰქონდა აგრესია და რაც მთავარია ახლა შენთან არის...
-ნიცას ცუდად არასოდეს მოვექცევი გესმის?არასოდეს ვაწყენინებ,ამაზე არ იდარდო.ყველაფერს გავაკეთებ,რომ ბედნიერი იყოს.
-ყველაფერს?
-ჰო ყველაფერს.
-მაშინ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მიეცი.-თვალებში ჩააცქერდა ბიჭს.-სწავლა ძალიან უნდა და...
-მე შევთავაზე,მაგრამ უარი მითხრა.
-მამას რეაქციის ეშინია.
-ნიცა ჩემი ცოლია,მამაშენს ვინ ეკითხება რას იზამს?
-უბრალოდ არ უნდა,რომ პრობლემები შექმნას...თუმცა დამიჯერე,ერთადერთი რაზეც ოცნებობს სწავლაა.
-ამ ოცნებას აუცილებლად ავუსრულებ.-ღიმილით მიუგო ანანოს.
-რაღაცები გავიკითხე შენზე...-ყოყმანით წამოიწყო საუბარი.
-მაფიის ბოსის ნათქვამს ჰგავს.-სასაცილოდ არ ეყო ვაჩეს.
-გავიგე,რომ საავადმყოფოს ინციდენტის შემდეგ ჩემს დას კაფეში სტუმრობდი.
-ჰო,მაგრამ სულ სათვალით და ისე,რომ არ დავემახსოვრებინე...დიდად დაინტერესებულიც არ ჩანდა,ზედაც არ მიყურებდა...
-ცოლად რატომ მოიყვანე?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-ლამაზი და კეთილი გოგოა,რატომაც არა?
-თან ბროლის თოჯინასავით უფრთხილდები...ჩემმა დამ ბევრი რამ მითხრა...
-ცუდია ასე რომ ვექცევი?
-არა,უბრალოდ ასე მხოლოდ შეყვარებული კაცები იქცევიან.-გაუღიმა მის წინ მჯდომს და ყავა კიდევ ერთხელ დააგემოვნა.-დამშვიდდი არ ვეტყვი,მთავარია ცუდად არ მოექცე და დანარჩენს თავად გაარკვევთ.
-ეს რა უნამუსობაა?ხომ გითხარი გამაღვიძეთქო?-თმააბურდული ნიცა შევარდა ოთახში.
-ისე საყვარლად გეძინა ვიფიქრე ცოტასაც დავაცდითქო...
-როგორ მომენატრე.-მთელი ძალით გადაეხვია დას.
-მეც მომენატრე ჩემო ლამაზო,როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?
-უკეთ ვარ,არ იდარდო.
-რადგან გაიღვიძე სალათს მოგართმევთ,როგორც დამპირდი შენს დასთან ერთად.-ჩაიღიმა ვაჩემ და კარადიდან თეფშები გადმოიღო.-ნიცა ახლავე წადი და ფეხზე ჩაიცვი.-მის შიშველ ფეხებს დახედა ვაჩემ.
-ვაჩე ცხელა...
-ნიცა იანვარია,იატაკი ცივია და შენ დღეს ცუდად იყავი,არ გამამეორებინო მიდი.-მომლოდინე მზერით მიაჩერდა გოგონას.
-ქმრის რეფლექსები არა?-სასაცილოდ არ ეყო ანანოს შექმნილი მდგომარეობა და სიცილის დასამალად ჭიქაში მთელი არსებით ჩაიკარგა...



***
-უბრალოდ არ მინდა ვაჩემ რამე შეცდომა დაუშვას.-ქმარს გვერდით მიუჯდა ირინა.-ძალიან გაბრაზდა,გოგოს გვერდიდან არ მოშორებია.
-ვინ არ გაბრაზდებოდა?ყველა ნორმალურ კაცს ასეთი რეაქცია ექნებოდა.
-კარგი,მაგრამ მამამისთან,რომ მივიდეს?
-დაველაპარაკები,ვეტყვი,რომ ოჯახურ საქმეში ნუ ჩაერევა,ეს ადრე იყო.
-ის კაცი გიჟი ჩანს,ახლაც რამე რომ დაუშავოს ნიცას ვაჩე გაგიჟდება და ვერავინ გააჩერებს.
-არც გავაჩერებთ,მე თავად ამოვთხრი რამაზს მიწიდან.-მშვიდად ამოთქვა კაცმა.
-შენ ვის მხარეს ხარ?
-აქ მხარეები არ არსებობს ირინა.როგორ შეიძლება შვილების ცემა?მითუმეტეს ამხელა გოგოა უკვე...გათხოვილის ხომ საერთოდ...წარმოიდგინე მამაშენს,რომ ეცემე რას ვიზადი...
-მთელს თბილისს გადაწვავდი...მახსოვს შენი სიგიჟეები.-მკერდზე თავი დაადო კაცს.-ხანდახან ის დრო მენატარება.
-მეც,მაგრამ მერე მახსენდება ყველა ჩვენი სიყვარულის წინააღმდეგი,რომ იყო და ნერვები ახლიდან მეშლება...
-შენ არ დანებდი...ამიტომაც გვქონდა ბედნიერი დასასრული.
-არც ვაჩე არ უნდა დანებდეს,ბედნიერი დასასრული თავისით არ მოდის,ბრძოლა სჭირდება...


***
დადგა ის ნიცასთვის ყველაზე საძულველი დღე...მამამისთან უნდა მისულიყვნენ და მისი მეუღლე უნდა გაეცნო...ის კი არ აშინებდა,რომ ვაჩე უნდა გაეცნო,არამედ ის,რომ ისევ უნდა ენახა,განსაკუთრებით მომხდარის შემდეგ.
ანანომ თქვა,რომ ასეთი მშვიდი მამამისი არასდროს უნახავს.თითქოს საერთოდ არ ანაღვლებდა,რომ შვილი ასე უეცრად და უკითხავად გაუთხოვდა.
-მთავარია მოგება მოიტანა.-ცივად მიუგდო გოგონას და მას შემდეგ ნიცაზე აღარც უსაუბრია...
-იცოდე იქ სცენები არ მოაწყო.-გადაულაპარაკა ირინამ შვილს.
-ვნახოთ სიტუაცია რას მოითხოვს.
-ვაჩე გთხოვ...
-მამაჩემი ბევრ ისეთ რამეს იტყვის,რაც გაგაღიზიანებთ ყველას,გაბრაზდებით და არ დაეთანხმებით,მე თქვენგან მოთმინებას და გაგებას არ ველი.-წამოეწია უკვე კართან მისულებს ნიცა.-უბრალოდ არ მინდა,რომ გამოგიწვიოთ და მზად იყავით ყველაფრისთვის.
-რას ამბობ ნიცა შვილო.-თავზე ხელი გადაუსვა ალეკომ.-აქ ხომ ყველა ერთი ოჯახი ვართ,ყველაფერი კარგად იქნება.
-კარგად ხარ?-გვერდით ამოუდგა ვაჩე.
-უკეთესადაც ვყოფილვარ.-შეძლებისდაგვარად მშვიდად მიუგო და სახლში დანარჩენებთან ერთად შევიდა.კარიდანვე მოიკითხა დამხმარე ქალი მარინა და დანარჩენებთან ერთად სასტუმრო ოთახში შევიდა,სადაც დივანზე „გაჯგიმული“ მამა ფეხბურთს შეჰყურებდა და სტუმრების ხასიათზე საერთოდ არ გამოიყურებოდა...
-ოჰ,მოსულა სიძებატონი.-მაშინვე ფეხზე წამოვარდა რამაზი.-შემოდით,რას დგახართ.
-სალამი რამაზ,როგორ ხარ?-მეგობრულად მიესალმა ალეკო.
-ჩემს მონატრებულ შვილს რადგან მაჩვენებთ როგორ ვიქნები?კარგად ვარ,რა თქმა უნდა.-ჩასახუტებლად ხელები გაშალა კაცმა და მიუხედავად ნიცას გაკვირვებული მზერისა მაინც მთელი ძალით გადაეხვია.
-დრო იყო უკვე ერთმანეთი გაგვეცნო ოჯახებით.
-ჰო აბა რა.-ვაჩე კიდევ ერთხელ აათვალიერა.-კარგი ბიჭი გყოლია,სურათებიდან კიდევ ისე არ ჩანს...შენ რომ გეკადრება ისეთია.-ხელი გაუწოდა კაცმა ჩამოსართმევად.
-გამარჯობა.-ძალდატანებით ჩამოართვა ვაჩემ და იქვე მდგომ მამამისს ისეთი მზერით გახედა უკვე ხვდებოდა,რომ ამ კაცის ატანა არ ჰქონდა.
-ბიჭი კარგია,მშრომელიც ყოფილა გავიგე,მაგრამ ახალგაზრდაა და მაინც შეეშალა.-დრო არ დაკარგა კაცმა.
-უკაცრავად?-თვალები დააკვესა ირინამ.
-გოგოს ასე ოჯახიდან წაყვანა შეიძლება?მოსულიყო და ეთქვა მიყვარსო,მე რა ვინმე შუა საუკუნეების კაცი ვარ ვერ გამეგო? ამას ვამბობ მხოლოდ.-სიცილით დაამატა ბოლოს.
-ახლა ნერვებმა თუ მიმტყუნა...-გადაულაპარაკა მამას.
-დაწყნარდი,არ მიაქციო ყურადღება.
-ბევრი რამ არის მოსასწრები ახლა.ასე ერთიანად მივიყარეთ ყველა საქმე.
-რა არის მოსასწრები?-იკითხა ირინამ.
-როგორ თუ რა?ქორწილი.-ამაყად განაცხადა.-ასეთი გოგო გაგატანეთ,ქორწილიც არ ეკუთვნის?მახინჯი და კუზიანი ხომ არ გაგატანეთ,რომ დამალოთ.-გაიცინა კაცმა და ყავა მშვიდად მოსვა.-ჩემი ნიცა სულ დიდ ქორწილზე ოცნებობდა.
-ქორწილს მოგვიანებით გეგმავენ,ჯერ არ ჩქარობენ.
-რატომ?ახლავე თუ არ გადავიხდით ქორწილს ხალხი იტყვის ძუნწები არიანო...ილაპარაკებენ...
-მე არ მინდა დიდი ქორწილი,თანაც ხელი უკვე ხომ მოვაწერეთ.-ძლივს ამოთქვა ნიცამ.
-აი უსმინე ახლა ქალის ნალაპარაკევს.-შუბლზე ხელი იტაცა კაცმა.-ქორწილი ისეთი რამეა,რომ მხოლოდ უფროსების საქმეა,შენ არ გკითხავს არავინ.
-ახლა ნიცას საკუთარ ქორწილზე ეუბნებით,რომ მისი საქმე არ არის და არავინ ეკითხება?-ტონი შეეცვალა ვაჩეს.-ქორწილი მხოლოდ ჩემი და ნიცას საქმეა და როდის,სად და როგორ მოხდება არავის შევეკითხებით.
-ვაჩე...-შვილს თვალები დაუბრიალა ირინამ.
-შვილების ყოლის მერე აპირებთ ქორწილს? მერე ვის ეცლება მაგისთვის,თანაც...
-შვილებსაც არ ვჩქარობთ,ნიცამ ჯერ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვიტა,ამიტომ ამაზე ვართ გადართულები მთლიანად.-გააწყვეტინა მაშინვე.
-რას ამბობ?რა დროს სწავლაა?გათხოვილი ქალია და ოჯახს უნდა მოეკიდოს.
-ვაჩე რას ამბობ?-ჩუმად გადაულაპარაკა მეუღლეს.
-ჰო,გავიგე,რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება სწავლა ყოფილა და ასე გადაწყდა.
-ამიტომ ვამბობ ახალგაზრდების საქმე არ არის ქორწილი.-სახე მოექუფრა კაცს.-ისე ნიცა შვილო დღეს აქ ხომ არ დარჩებოდი?ანანოს მოენატრე.
-არა!-მტკიცედ გაიჟღერა ბაბლუანის ხმამ ოთახში.
-რაიყო სიძე მამის ოჯახში,რომ დარჩეს ეკრძალება?
-ახალი დაქორწინებული წყვილი ვართ,არ მიმაჩნია სწორად,რომ სახლის გარდა სხვაგან დარჩეს.
-ვაჩე...
-არა ნიცა.
-მე და შენ ბევრი სალაპარაკო გვექნება ბიჭო.-საზურგეს მიეყრდნო კაცი.-რაღაცებზე ვერ შევთანხმდებით.
-მოუთმენლად დაველოდები მაგ საუბარს.-უემოციო ტონით მიუგო და გვერდით მჯდომ ნიცას გახედა,რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა.მომდევნო ორი საათის განმავლობაში ასე კბენდნენ ერთმანეთს ვაჩე და რამაზი.სწავლაზე უამრავი უაზრო კომენტარი გააკეთა,ქორწილსაც არ ეშვებოდა და საბოლოოდ მაინც გამოიყვანა ვაჩე წყობიდან.
-მგონი უკვე წასვლის დროა.დილით ადრე ალეკოს შეხვედრა აქვს,მაშოც სკოლაშია წასასვლელი,ყველას ჩვენი საქმე გვაქვს.-დაძაბულობის განმუხტვა სცადა ირინამ.
-ჰო,ასე ჯობია.-დაეთანხმა კაციც.-სხვა დროს კიდევ გესტუმრებით.
-კარგი,რადგან თქვენსას არ იშლით.-მშვიდად წამოდგა რამაზი და სტუმრებს სათითაოდ დაემშვიდობა.სიმართლე,რომ ითქვას უკვე ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდნენ.
-ყველაფრისთვის მადლობა.-იქვე მდგომ გოგონას გაუღიმა ირინამ.
-ნიცა შვილო,მოდი აქ ერთი წუთი.-უკვე წასასვლელად აპირებდა შებრუნებას.-მამას არ დაემშვიდობები?-ხელები გაშალა ჩასახუტებლად.
-ახლა შეუყვარდა შვილი.-თავი ძლივს შეიკავა ვაჩემ.
-გეყოფა ძმაო,არ გაიგონ.-ხელი გაჰკრა მაშომ.
-იცოდე,შვილს თუ არ გაუჩენ მომდევნო ერთ წელში უნივერსიტეტს თავზე დაგამხობ!ბაბლუანებთან საქმე არ გამიფუჭო!-კბილების ხრჭიალით უთხრა შვილს და ხელი გაუშვა,რომ წასვლა შესძლებოდა.
-კარგად ხარ?-შეამჩნია მისი გამომეტყველება ვაჩემ.
-წავიდეთ გთხოვ!-ლამის სირბილით გავიდა სახლიდან და მანქანაში პირველი ჩაჯდა.
-ჩემს დას მიხედე.-დააწია სიტყვები ანანომ უკვე სახლიდან მიმავალს და კარი ხმაურით დახურა...


***
-არ მეტყვი რა დაგემართა?-სახლში მისვლისთანავე იკითხა ვაჩემ.
-რატომ უთხარი მამაჩემს,რომ სწავლას ვაპირებ?
-იმიტომ,რომ აპირებ.
-შენ რა ვერ გაიგე?არ ვაპირებ უნივერსიტეტში სწავლას.
-არ მიკითხავს ნიცა.
-გიჟი ხარ?არ ვისწავლი!
-რატომ?შენმა დამ მითხრა,რომ სწავლა გინდა.
-არ მინდა!-ლამის მთელი ხმით დაუყვირა მის წინ მდგომს.
-მამაშენმა რა გითხრა?
-მითხრა,რომ შვილები უნდა გავუჩინო შენს საგვარეულოს.
-ჰო,ოდესმე გვეყოლება შვილები.-მშვიდად ჩაილაპარაკა.
-მამაჩემი მომდევნო ერთ წელს გულისხმობდა.-ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი უხეშად მოიწმინდა.-მე არ მინდა შვილები,ან რა შვილებზეა საუბარი არ მინდა,რომ შემეხო,არ მინდა,რომ...
-ნიცა!-გააწყვეტინა ქალს მაშინვე.-რამეს გაძალებ?რომელ დაძალებაზეა საუბარი ზედმეტად არც კი გესაუბრები...
-დამაძალე,რომ ცოლად გამოგყოლოდი,მეტი რა გინდა?
-მე,რომ არ გამომყოლოდი მამაშენის ტოლ კაცს გაყვებოდი და ვეჭვობ ახლა ორსულადაც იქნებოდი იაზრებ?ყველაფერი,რაც გავაკეთე შენთვის გავაკეთე გესმის?
-არა,არ მესმის!-ისევ აუწია ტონს ნიცამ.-საიდან მოგაფიქრდა,რომ ცოლად უნდა მოგეყვანე,დღემდე ვერ გამიგია.
-ამას არ აქვს მნიშვნელობა.
-ჩემთვის აქვს!
-ნიცა წადი და გამოიძინე.
-არასოდეს არ მოგცემ იმის უფლებას,რომ შემეხო გესმის?თუ მაინც მოხდა თავს მოვიკლავ და მერე ქვრივი ბაბლუანი იქნები.არანაირი შვილები არ იქნება,არანაირი შენი გვარის გამგრძელებლები და არანაირი მსგავსი გესმის?
-ნუ ყვირი ნიცა.
-თუ ვიყვირებ რას იზამ?მცემ?-ისევ აგრძელებდა გოგონა.
-ნუ სულელობ.-სახე მოექუფრა ვაჩეს.-საკუთარ თავს არასოდეს მივცემ მსგავსი რამის უფლებას...
-ეს მოტაცება და კარგი ბიჭის როლის მორგება სადმე სერიალში თუ ნახე,სადაც მერე წყვილი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობს იცოდე,რომ ჩვენ არ დაგვემართება გაიგე?არასოდეს შემიყვარდები!
-კარგი ნიცა.
-ან ჩემს დასთან დარჩენის უფლება,რომ არ მომეცი მე რა შენი შინაური ცხოველი ვარ?
-იმ სახლში დარჩენის უფლება იმიტომ,არ მოგეცი,რომ არ მინდა რამე დაგემართოს.
-დამემართოს,მერე შენ რა?ნუ გამაგიჟე მართლა რა გინდა?-სულ გადავიდა ჭკუიდან.
-გეყოფა გასაგებია?-მათ შორის მანძილი წამში დაფარა და მისი სახე ხელებში მოიქცია.-საკმარისია!
-არ არის საკმარისი.-მისგან თავის დაძვრენა ამაოდ სცადა.
-მე გეუბნები,რომ საკმარისია!-როგორც შეეძლო ტონს აკონტროლებდა.
-გაიწიე!ხომ გითხარი,არ მინდა,რომ მეხებოდე.-მკერდზე რამდენჯერმე უბიძგა და როგორც კი მისგან თავი დააღწია სახეში მთელი ძალით დაარტყა.-შენი შინაური ცხოველი არ ვარ გესმის?დაჯექი,ადექი არ მესმის და არც არასოდეს გავიგებ!
-ნიცა მოთმინებიდან არ გამომიყვანო ოთახში შედი!-კბილებში გამოსცრა მის წინ მდგომს და გახეთქილ ტუჩზე ხელი მოისვა.
-არ შევალ,მაიძულე,რომ შევიდე,მიდი...
-ერთ დღეს...ამ ყველაფერს გაგახსენებ და ძალიან ინანებ იცოდე!-გაბრაზებულმა ამოთქვა და მანქანის გასაღები უხეშად აიღო მაგიდიდან.-დაჯექი და შენს საქციელზე იფიქრე,ძალიან ბევრს გითმენ ნიცა და იქნებ იმაზეც დაფიქრდე,რომ ცხოვრება ძალიან არ გამირთულო და იგივე დამოკიდებულებით იყო ჩემს მიმართ...-თითქოს იმედგაცრუებული იყო ნიცას ქცევით,ნაწყენი და სევდიანი გამოხედვა ჰქონდა...კართან მისული მხოლოდ რამდენიმე წამით შედგა და მერე სახლი უკანმოუხედავად დატოვა...



***
-იმდენი ხანია აქ არ მოსულხარ ცოტა გამიკირდა.-კარგად აათვალიერა ბიჭი შალვამ.
-არ მეცალა,ბევრი საქმე იყო და...
-ჰო,ცოლი მოგიყვანია,გავიგე...-გადაეხვია ვაჩეს.-გილოცავ.
-დღეს საქორწინო საჩუქარს არ გამიკეთებ?-ღიმილით გახედა კაცს.
-როგორ?
-მიდი სიაში ჩამამატე და ვიჩხუბებ მეც.
-ასე როგორ შეიძლება ვაჩე,თვეებია არ გივარჯიშია.
-მიდი რა გთხოვ,ეს ძალიან მჭირდება...
-პრობლემები გაქვს?-დანაღვლიანდა კაცი.
-არა,პრობლემები არ მაქვს,უბრალოდ მოვიწყინე,ცოტა განტვირთვა მჭირდება.
-ასე ვერ ჩაგამატებ სიაში,რამე რომ დაიშავო პასუხს ვერ ვაგებ.
-გთხოვ რა,ამ ერთხელ,ძალიან მჭირდება...-თითქმის მუდარით მიუგო კაცს და თვალი მოავლო იქაურობას.-ბოკუჩავასთან გამიშვი,ხომ იცი უცებ დავამთავრებთ.
-იცოდე რამე თუ მოგივა...
-რა უნდა მომივიდეს,ხარივით ჯანმრთლი ვარ.-გაუღიმა კაცს და გასახდელში სირბილით გავიდა...

***
-გამატარე!-თვალები დაუბრიალა დაცვის ბიჭს ნიცამ.
-ვერ გაგიშვებთ ქალბატონო ნიცა.
-გამატარემეთქი!-დაუყვირა მთელი ხმით-პატიმარი ხომ არ გგონივარ?
-ბატონმა ვაჩემ დაგვავალა,რომ სახლიდან არ გაგვეშვით.
-მამაჩემის სახლში მივდივარ,კი არ ვიპარები!
-ვერ გაგიშვებთ!-ჯიუტად იმეორებდა ბიჭი.
-რა ხდება?-არსაიდან გამოჩნდა აჩი და ბიჭმაც მაშინვე უკან დაიხია.
-სახლში მინდა წასვლა,ესენი არ მიშვებენ,უთხარი გამიშვან.
-დამშვიდდი კარგი?შენებს რამე დაემართათ?
-არა!უბრალოდ არ მინდა აქ ყოფნა.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-კარგი,ვაჩე სად არის?
-ჯოჯოხეთში!-მთელი ხმით დაუყვირა და მისთვის გვერდის ავლას შეეცადა.
-მოიცა,მოიცა.-მაშინვე შეაჩერა აჩიმ.-თუ ვაჩემ თქვა არაო,ესეიგი ვერ წახვალ,მაგრამ შემიძლია შენი და მოვიყვანო.
-მე შინაური ცხოველი არ ვარ გასაგებია?
-ნუ ყვირი,თავი ამტკივდა უკვე.
-ვიყვირებ!-აგრძელებდა ისევ.
-კარგი მაშინ ვიყვიროთ!-დაუყვირა აჩიმაც.
-ვიყვიროთ არ მადარდებს!
-არც მე მადარდებს,ვერ წახვალ!
-წავალ!
-ვერ წახვალ!
-წავალ!
-ვერა!
-თავი დამანებე!
-სახლში შედი!
-მეზიზღები!
-მე არ მეზიზღები,მაგრამ მაინც უნდა შეხვიდე სახლში!
-ღმერთო რა დავაშავე...-როგორც იქნა ყვირილი შეწყვიტა.-ჯანდაბა თქვენს თავს.
-მოდი დაჯექი და ნორმალური ადამიანებივით ვილაპარაკოთ.-მშვიდად უთხრა აჩიმ და დივანზე ჩამოჯდა.
-ახლა ნორმალურები ვართ?ბრავო...
-რატომ ჭირვეულობ ასე?-მართლა გულწრფელად აინტერესებდა აჩის.
-თავი ჩემს ადგილას დააყენე გენიოსო.მომიტაცეს,ძალით გამათხოვეს და სახლიდან ვერ გავდივარ.
-ვაჩე ცუდად გექცევა?
-ეგ რა შუაშია?-გაიკვირვა ნიცამ.
-მისმინე,ვაჩე ჩემი ძმაა,მაგრამ თუ რამე ეშლება შეგიძლია მითხრა,თუ მეტყვი,რომ ცუდად გექცევა წიხლქვეშ გავიგდებ არ გეხუმრები.
-შენი აზრით ეს კარგად მოქცევაა?-სახლს თვალი მოავლო გოგონამ.-ოთხი კედელი მაქვს მხოლოდ.
-შენ მგონი მართლა არ იცი ცუდად მოქცევა რას ნიშნავს ნიცა...
-ესეიგი უნდა მიხაროდეს,რომ მე დავარტყი და საპასუხოდ მან არ დამარტყა?მაშინ ჰო კარგად მექცევა...-ირონიულად მიუგდო და სამზარეულოში გავიდა.
-ვაჩეს დაარტყი?
-ისეთი დაინტერესებული ხარ ერთი შენც ხომ არ გინდა?-თვალები დააკვესა და ზურგი აქცია,რომ მისი მომღიმარი სახე არ დაენახა.
-იცი ვაჩე ძალიან ბევრს გითმენს.-ალალად ამოთქვა აჩიმ და იქვე ჩამოჯდა.-არ გამაწყვეტინო!-როგორც კი ნიცამ პასუხის გაცემა დააპირა გააჩუმა.-ვაჩე ყოველთვის ძალიან პრობლემური იყო.სკოლაშიც,უნივერსიტეტშიც...მის ცხოვრებაში მხოლოდ ორი ქალი არსებობდა,მისი და და დედამისი.ორი სუსტი წერტილი,რომელთაც ვერ უბრაზდებოდა და უარს ვერ ეუბნებოდა.მათ თუ ვინმე აწყენინებდა დამთავრებული იყო მისი საქმე...ანასაც კი არ უთმენდა ამდენს,არადა 2 წელი იყვნენ ერთად.მერე ერთ დღეს უცებ გამოაცხადა ნიცა ანჯაფარიძე მომყავს ცოლადო და მას შემდეგ ცდილობს თავი კარგად გაგრძნობინოს,გაგიფრთხილდეს და ცუდად არ მოგექცეს.ასე რატომ ექცევი ვერ გამიგია.
-მე არ მინდოდა გათხოვება...მხოლოდ 19 წლის ვარ.
-ჰო,მაგრამ მაინც გათხოვებდა მამაშენი...არ ჯობია ვაჩეს ცოლი იყო ვიდრე მამაშენის ტოლი კაცის?დავიჯერო გგონია ყველა ეგრე გაგიფრთხილდება,როგორც ვაჩე?
-მე ვაჩესთვის არაფერი მითხოვია.
-მას უნდოდა და გააკეთა,რა პრობლემაა ვერ გავიგე?
-ის პრობლემაა,რომ ზედმეტად კარგად მექცევა და ზედმეტად ცდილობს...-ძლივს ამოიოხრა და ფინჯანი ცხვირწინ დაუდო.-მამაჩემი არასოდეს მომცემს სწავლის უფლებას.
-ვაჩემ უარი გითხრა?სახეს ავახევ და...
-არა,არა.-გააწყვეტინა მაშინვე.-ვაჩემ მამაჩემს გამოუცხადა სწავლას აპირებსო.მამაჩემი ჭკუიდან გადავიდა.მომკლავს და ჩემს საფლავზე მოუწევს ლექტორების მოყვანა ვაჩეს.
-გეშინია?
-მამაჩემი ნანახი გყავს აჩი?ჩემი ტანის პატრონი,რომ იყო შენც შეგეშინდებოდა,51 კილო ვარ და 1.72 სანტიმეტრი,რომ მოინდომოს ხერხემალში გადამამტვრევს.
-გგონია ვაჩე იმის უფლებას მისცემს,რომ რამე დაგიშავოს?ცოცხლად შეჭამს მამაშენს.-გაეცინა ბიჭს.-შენ ვაჩეს არ იცნობ...
-უბრალოდ არ მინდა მთელი ცხოვრება ომი მქონდეს...ცალკე ვაჩე,ცალკე მამაჩემი...რთულია აჩი.
-მესმის,მაგრამ ვაჩესთან შენ თუ არ გააპრობლემებ ის აუცილებლად გვერდში დაგიდგება და არაფერს აურევს.
-მითხარი ცოლად რატომ მომიყვანა გთხოვ...ან საიდან გაიგო ჩემი გათხოვების ამბავი ასე უცებ და რატომ გადაიხადა ამდენი ფული,რომ მე მოვეყვანე ცოლად?-მოულოდნელად ამოხეთქა კითხვების დასტამ.
-შენი გათხოვების ამბავი მე და დაჩიმ გავიგეთ.ეს ამბავი იმაზე გრძელია ვიდრე შენ გგონია ნიცა.აუცილებლად მოგიყვება ვაჩე...
-მე ახლა მინდა ვიცოდე.
-იცი მიზეზებზე ძალიან ბევრს ფიქრობ...დროა წარსულს თავი დაანებო და წინ იყურო.
-მეშინია აჩი...-ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი ჩუმად მოიწმინდა.-არ ვიცი რა უნდა ვქნა.
-ვაჩეს გვერდით დაუდექი და აი ნახავ რამდენი რამ შეიცვლება.-თბილი ხმით უთხრა ბიჭმა.-იმ სახლში იმიტომ არ დაგტოვა,რომ შეეშინდა მამაშენს რაიმე არ დაეშავებინა...
-შენ...შენ საიდან იცი?
-საავადმყოფოში არ გინახავს შენ,როცა გაიგო,რომ ნაცემი იყავი...ღმერთმა არავინ შეახვედროს,როცა მსგავს მდგომარეობაშია...შენზე ძალიან ნერვიულობს...ასე ხდება,როცა ვიღაც გადარდებს ნიცა.ნორმალურად დაელაპარაკე და თავად წაგიყვანს შენს დასთან,ან მას მოიყვანს შენთან.
-დღეს მოვა?
-არ ვიცი სად არის,მაგრამ ვეცდები ვიპოვო და ვეტყვი,რომ მოვიდეს.
-მადლობა აჩი...
-გავიქეცი ახლა და სიგიჟეები აღარ ჩაატარო იცოდე.-დასცინა გოგონას.
-შეგიძლია დაცვას ჩემს მაგივრად ბოდიში მოუხადო?ცუდად ვესაუბრე და გასვლა მერიდება...
-ჰო,რა თქმა უნდა,არ იდარდო...თავს მიხედე.
-მშვიდობიანი ღამე.-ღიმილით მიუგო და როგორც კი კარს მიღმა გაუჩინარდა მობილური მოიმარჯვა...ვაჩესთან დარეკვა უნდოდა,მაგრამ ვერ ბედავდა...ეშინოდა იმ რეაქციის,რომელსაც მისგან მიიღებდა,ან იქნებ საერთოდ არც ეპასუხა...ვინ იცის...



***
დილის 3 საათი იქნებოდა დივანზე ჩაძინებულს ხმაური,რომ მოესმა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა.კარი ხმაურით დაიკეტა და იქვე კედელზე მიყრდნობილი ვაჩეს დანახვისას მხოლოდ წამით ამოისუნთქა,რადგან მალევე შენიშნა მისი სისხლიანი სახე და მაისური.
-ვაჩე?-ერთიანად აიტანა კანკალმა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას.
-რატომ არ გძინავს?
-მეძინა...შენ...შენ რა გჭირს?
-არაფერია,წადი დაიძინე.
-ვაჩე ფეხზე ძლივს დგახარ...
-მივხედავ.-მოკლედ მოუჭრა და ბარბაცით შევიდა საძინებელში.
-ასე არ შეიძლება...-ლამის კარში მოაყოლა უკან მიმავალი გოგონა.
-რა გინდა ნიცა?ისევ ისტერიკებს თუ აპირებ ახლა არა კარგი?დილით.
-დაგეხმარები.-თვალები საწყლად ააფახულა და სირბილით მოიტანა გადაუდებელი დახმარების ყუთი.
-ვალდებული არ ხარ ნიცა,მივხედავ თავად.
-ვიცი,რომ ვალდებული არ ვარ...შეგიძლია...შეგიძლია რომ...-მაისურზე ხელით ანიშნა.
-ჭრილობებზე ცუდად ხომ არ ხდები?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.
-კარგი.-ერთი ხელის მოძრაობით გადაიძრო მაისური და ალბათ საწოლზე,რომ არ მჯდარიყო ნიცა იქვე იატაკზე დაეცემოდა...
-ეს რა არის ვაჩე?ახლავე საავადმყოფოში უნდა...
-გაჩერდი.-მშვიდად მიუგო.-თუ არ შეგიძლია მე ვიზამ,აქამდეც გამიკეთებია.
-ვაჩე დიდი ჭრილობაა,ასე როგორ შეიძლება,გთხოვ ადექი წავიდეთ.-შეშინებულმა ამოთქვა.
-ნიცა ეს დამიტოვე და წადი დაიძინე გთხოვ.-როგორც შეეძლო თბილად მიუგო და ყუთიდან სპირტი ამოიღო.
-დაწექი,რომ ნორმალურად მივხედო,სახეს მერე მივხედავ.-მბრძანებლური ტონით მიუგო და ხელით მხარზე უბიძგა,რომ დაწოლილიყო.
-ისე ჩემგან გათავისუფლება თუ გინდა შეგიძლია დამტოვო და სიკვდილის საშუალება მომცე.-ხუმრობის ხასიათზე იყო ბაბლუანი.
-ასე ნუ ამბობ გთხოვ,სიკვდილისთვის ყველა ცოდოა...-თვალებზე მომდგარი ცრემლები ძლივს შეიკავა და ჭრილობის დამუშავება დაიწყო.
-ამის დედაც!-კბილები გაახრჭიალა ვაჩემ.-ნაბი*ვარი!
-იჩხუბე?
-რომ გითხრა დავეცითქო დამიჯერებ?
-მაგარია,თურმე ველურიც ყოფილხარ.
-კიდე მე ვარ ველური გოგო?
-აბა რა არის რა დღეში ხარ?
-ითხოვდა ბოკუჩავამ და მიიღო.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-მაგ ბიჭებთან მტრობას როდის უნდა მოეშვათ?
-შენ რა მზრუნველი ცოლივით დამიწყე ჭიკჭიკი რამე უნდა მთხოვო?-სასაცილოდ არ ეყო ვაჩეს.
-უბრალოდ არ მინდა 19 წლის ასაკში დავქვრივდე.
-არ დაქვრივდები,ეგეთი მარტივი არ არის ჩემი მოშორება.
-მაინც თავს ვიზღვევ.-როგორც იქნა ჭრილობის გადახვევა დაამთავრა და სახეზე გადავიდა.-ოდესმე ვინმე მოგიკლავს?-სრული სერიოზულობით მიაჩერდა მეუღლეს.
-მე რა მაფიის ბოსს ვგავარ?-გაკვირვებული მიაჩერდა ვაჩე.
-უბრალოდ შენნაირი თავქარიანი ბიჭები ბევრ შეცდომას უშვენებ ცხოვრებაში და მაინტერესებს ვისთან ერთად ვცხოვრობ.
-ჯერ არავინ მომიკლავს,მაგრამ გეგმაში მაქვს და როცა მოვკლავ აუცილებლად გეტყვი.
-რაა?-თვალები შუბლზე აუვიდა მისი სერიოზული ტონიდან გამომდინარე.
-ვხუმრობ ნიცა.-გაჭირვებით გაიცინა.-რა თქმა უნდა არავის მოვკლავ განზრახ.
-ჯობია ციხეში არ მოხვდე და მითუმეტეს არ მოკვდე.
-რაიყო გადარდებს?
-შენ ხომ უნივერსიტეტში სწავლაში დამეხმარები,რა თქმა უნდა,მადარდებს.-სისხლიანი ნარჩენები ხელში მოიქცია და ფეხზე წამოდგა.
-ესეიგი სწავლა გინდა ქალბატონო?
-ჩიტმა ამბავი მომიტანა,რომ ჩემი დაცვა შეგიძლია,ჰოდა გადავწყვიტე,რომ ვისწავლო.
-მაგ ჩიტს გადაეცი ენას კბილი დააჭიროს,მაგრამ ჰო,შენი დაცვა შემიძლია და მეტიც,არავის მივცემ უფლებას,რომ შენს სიახლოვეს ზედმეტად ამოისუნთქოს.
-ღამემშვვიდობისა ვაჩე.
-შენც ნიცა.-ღიმილით მიუგო და კმაყოფილმა დახუჭა თვალები,როგორც იქნა არ იჩხუბეს და მეტიც,ერთმანეთს გაუგეს კიდეც...დღეს ყველაზე მშვიდი ღამე ექნებოდა ბაბლუანს...



***
დილით გაღვიძებულს სამზარეულოდან ხმაური,რომ მოესმა მიხვდა,რომ ნიცა ადრიანად ადგა.ჭრილობაზე ხელი ძლიერად მიიჭირა,რადგან ადგომისას ძალიან აწუხებდა და ნელი ნაბიჯით გავიდა სამზარეულოში.
-ასე ადრე რატომ ადექი?-ბარიდან გადახედა მაისურისა და შორტის ამარა მდგომ გოგონას,რომელიც დილიდან ქათამს ამზადებდა.
-გაგაღვიძე?მაპატიე,უბრალოდ ვიფიქრე საჭმელს მოგიმზადებდი.-შეწუხებულმა ამოთქვა.-ჭრილობა როგორ გაქვს?
-მე კარგად ვარ,მაგრამ საჭმელს რატომ მიმზადებ?ხომ გითხარი,რომ...
-ვიცი,რაც მითხარი,უბრალოდ ცუდად ხარ და მინდოდა ყურადღება გამომეჩინა.
-აჩიმ რა გითხრა ასეთი?-ეჭვნარევი მზერა შეავლო გოგონას.
-უბრალოდ მითხრა,რომ თუ მაწყენინებ გცემს.
-აჰაა,ესეიგი ჩემი მეგობრები გადაიბირე?-სასაცილოდ არ ეყო ვაჩეს.
-თუ არ მაწყენინებ არაფერი მოხდება.-პატარა ბავშვივით ენა გამოუყო და ისევ ქათამს მიუბრუნდა.
-არ გაწყენინებ და შენ ეს იცი.
-მე არაფერი ვიცი ვაჩე,უბრალოდ ვცდილობ ბედს შევეგუო.
-ამდენად ცუდია ჩემთან ცხოვრება?
-ცუდი არ არის ვაჩე და სწორედ ამის მეშინია.-მიუბრუნდა ბიჭს.-კარგად მექცევი,ჩემს ისტერიკებს იტან,მაგრამ როდემდე?
-სანამ არ გადაგივლის...-მხრები აიჩეჩა.
-არა,ერთ დღეს შენი დამოკიდებულება შეიცვლება და არ მინდა,რომ ასეთს შეგეჩვიო.
-გგონია გავგიჟდები და ცუდად მოგექცევი?
-რამდენხანს აიტან იმას,რომ შენს გვერდით არ მძინავს?ან იმას,რომ ყველა კითხვას დაგიწყებს შვილები რატომ არ გვყავს...
-ყველაფერი დროის ამბავი,რომ არის ვერ ხვდები?ოდესმე შეგეცვლება ჩემზე წარმოდგენა,ოდესმე შენც ისე შეგიყვარდები,როგორც მე და...-სიტყვა შუაზე გაუწყდა ბაბლუანს.
-რა თქვი?
-დაივიწყე.
-შენ თქვი,რომ ისე შემიყვარდები,როგორც შენ...
-დაივიწყე.-მშვიდად მიუგო და ზურგი აქცია,თუმცა მაშინვე წინ გადაუდგა ნიცა.
-რას ნიშნავს შენი ნათქვამი?
-ხომ ხვდები რასაც ნიშნავს და რატომ აჭიანურებ?
-შენ მე არც კი მიცნობ...
-იმ დღიდან,როცა გადამარჩინე შენზე ყველაფერი ვიცი ნიცა...-ოდნავ გაუღიმა მის წინ მდგომს.-შენი თითოეული ნაბიჯი,ვისთან მეგობრობდი,ვისთან ატარებდი დროს...იცი რატომ დავიწყე ამ ყველაფრის გარკვევა?იმიტომ,რომ მახსოვს სრულიად უცხო ადამიანის გამო როგორ ტიროდი...შენს მკლავებში გყავდი მოქცეული და გაუაზრებლად ტიროდი...მეხვეწებოდი არ მოვმკვდარიყავი და იმ მომენტში ჩემთვის სულ ერთი აღარ იყო რა დამემართებოდა...აღარ მინდოდა სიკვდილი,რადგან მინდოდა,რომ გამეცანი...მინდოდა შენთან ახლოს ვყოფილიყავი...
-გაჩერდი...-სუნთქვა გაუხშირდა გოგონას.
-მახსოვს შენი თითოეული სიტყვა,ცრემლი...შენი თითოეული მიმიკა და ემოცია...-სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.-მაშინ მივხვდი,რომ სიცოცხლე შენთვის მინდოდა...გინდა ერთი ნახვით შეყვარება დაარქვი,გინდა შეპყრობა,არ ვიცი.მაგრამ მერე სულ მოვდიოდი შენთან...სულ გიყურებდი,მაგრამ შორიდან...არ მინდოდა,რომ რაიმე ისეთი გამეკეთებინა,რაც დაგაფრთხობდა...
-ყვავილებს შენ მიგზავნიდი?
-ჰო,მე გიგზავნიდი...მინდოდა თავად მომეტანა,მაგრამ...მაგრამ არ ვიცი...
-ამიტომ მომიყვანე ცოლად?
-რამდენიმე დღით ადრე აჩი და დაჩი მოვიდნენ და მითხრეს,რომ სერგოს მიყვებოდი ცოლად...ლამის სისხლი გამეყინა ძარღვებში გესმის?სხვა გამოსავალი არ იყო...მე არასოდეს მდომებია შენი მოტაცება და შენთვის რაიმეს დაძალება...მინდოდა,რომ ახლოს გამეცანი და შეგყვარებოდი...
-რატომ არ მოხვედი? 2 წელი გქონდა ამისთვის...
-ავარიაში მოვყევი,თვეები ვერ დავდიოდი...არ მინდოდა ასეთი გენახე,არ მინდოდა ასეთ უსუსურ მდგომარეობაში გამეცანი...თუ ვერ გავივლიდი ისედაც არასოდეს გაგიცნობდი,რადგან შენთვის ასეთი ცხოვრება არ მინდოდა...
-ესეიგი ჩვენი ქორწინების უკან არანაირი შავბნელი საიდუმლო არ არის?-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.
-ჩემი შენდამი სიყვარული თუ შავბნელი საიდუმლოა,მაშინ კი.
-ასე არ შეიძლება...-ჩაილაპარაკა თავისთვის.-შენ დაიტანჯები,ასე არ შეიძლება.
-გთხოვ ოღონდ არ იტირო.-მისდაუნებურად მაინც წამოუვიდა ცრემლები.-რა გჭირს ნიცა?
-მე შენ არ მიყვარხარ.-დაბნეულმა ამოთქვა.-მე შენ არ მიყვარხარ ვაჩე.
-ვიცი,ვიცი.-მშვიდი ხმით უთხრა.
-შენ უბედური იქნები...
-სხვასთან,რომ ყოფილიყავი უფრო უბედური ვიქნებოდი.
-არ შეიძლება ასე...
-ნიცა რა გჭირს?
-უფრო მარტივი იყო შენი სიძულვილი როცა არ ვიცოდი ცოლად რატომ მომიყვანე,რადგან ბევრი მიზეზის მოფიქრება შემეძლო...ახლა რა ვქნა ვაჩე?
-აუცილებელია,რომ გძულდე?
-ამიტომ არ მოინდომე ჩემთან სე*სი ქორწილის დღეს?
-ძალიან ბევრს ფიქრობ ამაზე იცი?-გაეცინა ბიჭს.-არ მინდოდა,რომ შენთვის რაიმე დამეძალებინა,მე მოძალადე არ ვარ ნიცა...ქალის პოვნა არ გამიჭირდება,როცა მომინდება.
-მე არ მიყვარხარ...-გაიმეორა ისევ.
-ვიცი.-ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა ბაბლუანს...
-შენ დაიტანჯები...
-მთავარია შენ არ დაიტანჯო.
-ყოველთვის მინდოდა,რომ ვინმეს პაემანზე წავეყვანე...პირველ პაემანზე ყვავილები მოეტანა...მერე პარკში გვესეირნა და ნაყინი გვეჭამა...შემყვარებოდა და ხელი ლამაზ ადგილას ეთხოვა...
-შანსს თუ მომცემ მე შემიძლია ამ ყველაფრის გაკეთება ნიცა...უბრალოდ შანსი მომეცი.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-შენთვის იმაზე მეტს გავაკეთებ ვიდრე ოდესმე გიოცნებია,უბრალოდ შანსი მომეცი...
-ქათამი დაიწვა,უნდა მოვამზადო...-მისი ხელები უემოციოდ მოიშორა სახიდან და ზურგი აქცია...პასუხი იყო ვაჩეს თხოვნაზე...ნიცას ეს არ უნდოდა...



***
ასეთი მდუმარე დილა დიდიხანია არ ჰქონია ვაჩეს.საჭმელი ყელში ძლივს გადასდიოდა,უბრალოდ ნიცას წყენინება არ უნდოდა და ძალით ჭამდა...ისიც მაგიდის მეორე მხარეს მდუმარედ იჯდა და საკუთარ თავს აძალებდა,რომ ყელში გაჩხერილი თითოეული ლუკმა როგორმე გადაეყლაპა...იმდენად ცდილობდა ცრემლების დამალვას,რომ თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა...თავი თეფშისკენ ჰქონდა დახრილი და უაზროდ მიშტერებოდა ერთ ადგილს,როცა დაინახა როგორ დაეცა წყლის წვეთი თეფშის კუთხეში...სასაცილო საერთოდ არ იყო,მაგრამ გაეცინა...მოულოდნელად თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ნერვული სიცილი წასკდა...ჩანგალი ხმაურით დადო მაგიდაზე და მის წინ მჯდომ ვაჩეს გახედა,რომელსაც ვერ გაეგო რა დაემართა...
-ბოდიში...-ძლივს ამოთქვა და სიცილი განაგრძო.-თავს ვერ ვიკავებ...
-ნიცა კარგად ხარ?-ოდნავ გაუღიმა ვაჩემ.
-თურქული სერიალი გამოვა.-აგრძელებდა ისევ და თვალები კიდევ უფრო მეტად ევსებოდა ცრემლებით.
-ნიცა...
-შენ მე გიყვარვარ...-იცინოდა გოგონა.
-შენ კარგად ხარ?-გაჭირვებით წამოდგა ფეხზე,ჭრილობა ისევ სტკიოდა.
-მე შენ არ მიყვარხარ,მაინც დავქორწინდით...
-ნიცა შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოიქცია ბიჭმა.-რა გჭირს?
-მე...მე...არ მიყვარხარ...-ჯიუტად იმეორებდა.
-ვიცი.-მშვიდად უთხრა ვაჩემ.-მე ხომ არ გაძალებ ჩემს სიყვარულს.
-შენ მთელი ცხოვრება უბედური იქნები...-მთელი ხმით იცინოდა გოგონა და ვაჩეს დაბნეულ მზერაზე უფრო უარესად ხდებოდა.
-შემომხედე ნიცა...-უკვე შეშინებული სახე ჰქონდა ბაბლუანს.-შემომხედე.-ლოყაზე ოდნავ დაარტყა,რომ მისი ყურადღება მიექცია.-ცუდად ხარ?
-ვერ...ვერ...ვსუნთქავ...-ყელთან ხელები მიიტანა და უცნაურად სუნთქვა დაიწყო.
-მოდი ჩემთან.-მაშინვე წელზე ხელი მოხვია და ფანჯარასთან ჩამოსვა.-ღრმად ისუნთქე,დამშვიდდი კარგი?-ორივე ფანჯარა გამოაღო და მის წინ ჩაიმუხლა.-ყველაფერი კარგად არის ნიცა,რა განერვიულებს?
-მეც უბედური ვიქნები...მთელი ცხოვრება უბედური ვიქნები...-ქვედა ყბა ისე უკანკალებდა საუბარიც კი უჭირდა.
-გთხოვ დამშვიდდი რა,შემომხედე.-სახეზე ხელებს რიტმულად უსვამდა.-ნუ გეშინია.წყალი დალიე...
-ჩემი დის ნახვა მინდა...გთხოვ...ანანო...ანანო უნდა ვნახო.
-კარგი ნიცა,ბიჭებს დავურეკავ და მოიყვანენ,ოღონდ შენ დამშვიდდი კარგი?ახლავე დავურეკავ.
-საწოლამდე მიმიყვანე გთხოვ,ყველაფერი ტრიალებს...-უკვე გალურჯებული ტუჩებით ელაპარაკებოდა ბიჭს.
-მოდი ჩემთან.-ხელში აიყვანა აკანკალებული სხეული და სასწრაფოდ ოთახში შეიყვანა,საკუთარ ჭრილობასაც კი ვეღარ ამჩნევდა იმდენად იყო შეშინებული.-ახლავე დავურეკავ აჩის...მოიყვანს ანანოს კარგი?
-კარგი...
-ამ დილაუთენია რამ გაგახსენა ჩემი თავი,მოგენატრე?-სიცილით დაიწყო საუბარი აჩიმ.
-აჩი სად ხარ?რა საქმეც არ უნდა გქონდეს გადადე და...
-შენი სახლის კართან ვდგავარ ვაჩე,ახლა ვაპირებდი ზარის დარეკვას.
-რა ზარის დარეკვას შემოდი ნიცაა ცუდად.-ძლივს ამოთქვა და მობილური იქვე მიაგდო.
-რა მოხდა?რძალო რა დაგემართა?შენ რაღა გჭირს სახეზე?
-მგონი ვკვდები აჩი...-ხუმრობა სცადა ნიცამ.
-წამოიყვანე ბიჭო,საავადმყოფოში წავიყვანოთ,რას ელოდები?-დატუქსა ძმაკაცი აჩიმ.
-თავისი დის ნახვა უნდა,ანანო მომიყვანეთო...
-საავადმყოფოში ვერ მიუყვან ანანოს?წამოიყვანე დროზე.
-არ მინდა...-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-ხომ არ გაგიჟებულხარ რძალო?წამოიყვანე ვაჩე...
-მე არ...-გაჭირვებით სცადა საწოლიდან წამოდგომა.-არ...არ მინდა...-ძლივს ამოთქვა და უგონოდ დაეცა ისევ საწოლზე...



***
-როგორ არის?-მაშინვე მივარდა პალატიდან გამოსულ ექიმს ვაჩე.
-კარგად არის,გადასხმა დავუდგით...-მშვიდად უთხრა ქალმა-ნერვიულობის ბრალია.
-შეიძლება ვნახო?
-ანანოს კითხულობდა...-მოათვალიერა იქ მდგომი ბიჭები.
-დიახ მისი დაა,გზაშია.მანამდე მე შევალ სანახავად,მისი მეუღლე ვარ.
-შებრძანდით.-თავი დაუქნია ქალმა და იქაურობას უკანმოუხედავად გაეცალა.
-ანო?-მაშინვე კარს მიაშტერდა ნიცა.
-მე ვარ,გზაშია ანანო,დაჩი მოიყვანს.-მძიმედ ამოთქვა ვაჩემ.-როგორ ხარ?
-ბოდიში,რომ შეგაშინე...
-რა გემართება ნიცა?-სევდიანად ამოთქვა ბიჭმა.-რა გინდა,რომ გავაკეთო?როგორ დაგეხმარო?
-უბრალოდ წნევა დამივარდა,ისეთი არაფერია ვაჩე.
-უკვე მეორედ დაგემართა ნიცა...რა გავაკეთო,რომ დაგეხმარო?
-შენ მე ვერ დამეხმარები.
-თუ მეტყვი იქნებ შევძლო და...
-დავშორდეთ და ჩემს გზაზე გამიშვი...-მიახალა მოულოდნელად.
-რა?
-დავშორდეთ.-გაუმეორა ჯიუტად.
-ნუ სულელობ ნიცა.
-მე მხოლოდ ის მინდა,რომ თავისუფალი ვიყო,სხვა არაფერი.
-ჩემთან თავისუფალი არ ხარ?რამეს გთხოვ?გაწუხებ?
-ყელში მიჭერს ეს ამბავი ვაჩე...შენ მთელი ცხოვრება უბედური იქნები და მეც ასევე...მთელი ცხოვრება მეტკიება ჩემი ხელიდან გამოგლეჯილი ცხოვრება და ახალგაზრდობა...შენი მდგომარეობაც მეტკიება,რადგან უპასუხო სიყვარული მოგიკლავს გულს...მე არ მინდა ასე ცხოვრება...
-საერთოდ არ გეფიქრება იმაზე,რომ შეიძლება შეგიყვარდე?ამდენად ცუდი ტიპი ვარ?
-ეგ არაფერშუაშია,უბრალოდ მე არ მინდა.
-არ გინდა,რომ შეგიყვარდე?
-არ მინდა,რომ ჩემი ცხოვრება ასეთი იყოს.მინდა,რომ ბედნიერი ვიყო...
-მე ხელს შეგიშლი მერე?გგონია რამეს გავაფუჭებ?-სევდიანი ხმა ჰქონდა ბაბლუანს.
-გთხოვ დავშორდეთ და ჩვენ ჩვენს გზაზე წავიდეთ...
-ეგ აღარ გაიმეორო!-ტონი გაუმკაცრდა კაცს.-არანაირი დაშორება აღარ მიხსენო ნიცა...ჭკუიდან არ გადამიყვანო...-ფეხზე გაჭირვებით წამოდგა.-ყველაფერი ისე იყოს,როგორც შენ გინდა,მაგრამ დაშორებაზე არც იფიქრო გესმის?
-ვაჩე სისხლი მოგდის...-ნაცრისფერ ჰუდზე სისხლის კვალი უკვე კარგად იკვეთებოდა.
-არ დავშორდებით ნიცა გესმის?
-ვაჩე...
-ყველაფერი მთხოვე ოღონდ ეგ არა გესმის?ყველაფერი ნიცა ოღონდ ეგ არა...-კედელს მიეყრდნო ბაბლუანი.
-ვაჩე ჭრილობა ექიმს უნდა აჩვენო...
-ნიცა...-ოთახში შემოვარდა ანანო და ისე,რომ ვაჩესთვის არც კი შეუხედავს დასთან მიირბინა.მანაც დრო იხელთა და ოთახიდან გაჭირვებით გავიდა...
-კარგად არის?-უკან მიყვნენ ბიჭები.
-რა გჭირს შენ სახეზე?-მიაშტერდა დაჩი.
-დაშორება მინდაო.-სიცილი აუტყდა ვაჩეს.
-რაო?-კიბეებზე დაედევნა ორივე.
-ვუთხარი,რომ მიყვარს და ცუდად გახდა...არ მიყვარხარო გიჟივით მიმეორებდა,შენც დაიტანჯებიო...დავშორდეთო.-როგორც იქნა ეზოში გასულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-ეს რა გისვია მაისურზე.სისხლია?-თავით ანიშნა დაჩიმ.
-მაგაზე ვლაპარაკობ ახლა?-კბილებში გამოსცრა მეგობარს.-მთელი ერთი წელი ახლა ასეთ მდგომარეობაში უნდა იყოს? სულ ცუდად უნდა გახდეს?
-მიეჩვევა რა,შეყვარების თემაა ვაჩე,შეუყვარდები და...
-რა შეყვარება აჩი...გოგოს რო ველაპარაკები პანიკური შეტევები ემართება...-უხეშად გააწყვეტინა ბიჭს.-აი თუ არ გავგიჟდები არ ვიცი.
-მოვიფიქრებთ რამეს...-მხარზე ხელი დაჰკრა დაჩიმ.-სადმე წაიყვანე,დაისვენებთ ცოტას და...
-ვააა,ბაბლუანების სიამაყე და მისი საძმო სად გაჩითულან...-მოესმათ ზურგს უკან ნაცნობი ხმა.
-აი ესღა მაკლდა...-მძიმედ ამოთქვა ვაჩემ.
-რასშვრები ვაჩე,როგორ ხარ გუშინდელის მერე?
-გუშინდელის მერე?-ერთხმად იკითხა ორივემ.
-ცოტა ვიკამათეთ გუშინ,მაგრამ მაინც ძმები ვართ არა ვაჩე?
-რაიყო აკა,ახლა გამოგიშვეს ტრავმატოლოგიურიდან?-შეუღრინა ვაჩემ.
-არა ძმაო,დღეს დილით გამოვიარე,შენი ცოლის ნახვა მინდოდა...
-შენ მოგი**ავ!-მისკენ გაიწია მაშინვე.
-არა ანგელოზივით გოგო მოგიყვანია ცოლად და ყოფილს რაღას დასდევ?არ გრცხვენია,რომ ღალატობ?
-რაებს მიედ-მოედები?
-მე არაფერს,ყველა გაზეთი შენზე წერს.გავიქეცი ახლა საქმეები მაქვს და მერე შევხვდეთ კიდევ.
-რაზე ლაპარაკობდა?
-მერავი შე*ემა,მაცადე ვნახო...-მობილური მოიმარჯვა აჩიმ და უცებ ასქროლა ინსტაგრამი.-ეს ანაა შე*ემა?
-„ვაჩე ბაბლუანისა და ანა მინდელის სკანდალური დაბრუნება ორი წლის შემდეგ“-ამოიკითხა სტატიის სათაური დაჩიმ.-შენ რა ანას ხვდები?
-რა ანას ვხვდები ხო არ გამო*ლევდი?პირველად ვხედავ ამ ფოტოს.
-კიდევ კარგი არავინ იცის,რომ დაქორწინდი თორემ მერე გენახა ამბები.-„დაამშვიდა“აჩიმ.
-საიდან მოიტანეს ეს ამბავი?ან ეს ფოტო?
-წყვილი რამდენიმე თვეა ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებაო.
-ახლა დედაჩემი და მამაჩემი ნახავენ მაგათ მიდი და უხსენი,რომ არაფერი მსგავსი არ არის...
-ნიცას რას ეტყვი?
-აუ ჩემი კაი რა.-თავზე ხელი შემოირტყა.-მე ხო პრობლემები არ მელევა...
-კაი ტო,მოვაგვარებთ რა გჭირს.-ამშვიდებდა აჩი.
-შენ ის მოყევი იმას როდის ეჩხუბე და რატო?
-გუშინ შევხვდით და რინგს გარეთაც მოხვდა რამდენიმე.
-ხომ თქვი აღარ ვეჩხუბებიო?
-დანა გამიძრო აბა რა უნდა მექნა?
-დაჭრილი ხარ?
-ისეთი არაფერია,დავიმუშავებ და გამივლის.
-მაჩვენე!
-ახლა არა დაჩი.
-მაჩვენეთქო!-ძალით აუწია მაისური ორივემ.
-ში**აქვს შენ?-თავში წამოარტყა აჩიმ.-მგონი შენი ორგანოები ჩანს.
-ნუ გააზვიადებხოლმე რა.
-წამოდი ბიჭო ექიმს აჩვენე.
-არ მინდა...
-წამოდი ახლა არ დაიწყო!-ტონს აუწია დაჩიმ და ძალით წაიყვანა მიმღებისკენ...



***
-როგორ ხარ ჩემო ლამაზო?-გადაეხვია დას ანანო.
-ახლა უკეტესად ვარ,არ ინერვიულო.
-რა დაგემართა?რამე დაგიშავა?მითხარი და...
-მიყვარხარო ასე მითხრა...უკვე ორი წელია...
-რაა?
-რომ გადავარჩინე,მას შემდეგ თურმე ყვავილებს ის მიგზავნიდა...
-ნიცა...
-გთხოვ სახლში წამიყვანე ანო რა...-პატარა ბავშვივით ატირდა მის მკლავებში.
-ვაჩეს ვეტყვი და...
-მაგ სახლში არა,ჩვენს სახლში წამიყვანე გთხოვ...არ მინდა მასთან დარჩენა...
-მამა გაგიჟდება ნიცა.
-გეხვეწები ანო არ დამტოვო რა,არ მინდა ვაჩესთან დარჩენა...არ მინდა ასე ცხოვრება გთხოვ...
-დამშვიდდი ნიცა გეხვეწები ისევ ცუდად არ გახდე!-თმაზე ხელს უსვამდა დას.-შემომხედე ნიცა.
-არ დამტოვო გთხოვ...-ყელთან ხელები მიიტანა,რომ მაისური ქვემოთ ჩამოეწია.-ვერ ვსუნთქავ...
-ექიმი ჩქარა!-მაშინვე ფეხზე წამოვარდა ანანო.-დამეხმარეთ გთხოვთ,ვერ სუნთქავს.
-ნიცა ჩემო კარგო შემომხედე აბა.-თბილად მიუგო ექთანმა და ჟანგბადის ნიღაბი სახეზე მოარგო.-ღრმად ისუნთქე,ნუ გეშინია.
-ხომ კარგად იქნება?
-დამამშვიდებელი ხომ არ მიგვეცა?-გადაულაპარაკა მეორე ქალმა.
-მივცეთ კი,დამშვიდდება.-თავი დაუქნია ქალმა.-კარგად არის,არ იდარდო.ხომ უკეთესად ხარ ნიცა?-გაუღიმა გოგონას.
-კი.
-ნიღაბი გაიკეთე თუ ცუდად იქნები კარგი?აქვე ვარ და დამიძახეთ თუ რამე.
-უკეთესად ხარ?
-ჰო,უბრალოდ უცებ ვერ ამოვისუნთქე.-დაამშვიდა და.
-რა ხდება,კარგად ხარ?-გაგიჟებული შემოვარდა ოთახში ბაბლუანი.
-კარგად არის,უბრალოდ სუნთქვა გაუჭირდა...-დაამშვიდა ბიჭი.-ვაჩე შეიძლება გელაპარაკო?
-ჰო,რა თქმა უნდა...თქვენ ნიცასთან დარჩით,მარტო არ დატოვოთ...-გადახედა ბიჭებს და ანანოს უკან მიჰყვა.
-ჩემი და რა დღეშია ვაჩე?
-მისთვის არაფერი დამიშავებია...გაიგო,რომ მიყვარს და პანიკური შეტევა დაემართა,ჩემი ბრალი არ არის...
-მეხვეწება სახლში წამიყვანეო...
-იმ სახლში არ წამოვა!-მაშინვე გაუმკაცრდა ტონი.
-ვერც წავიყვან,მამაჩემმა რომ გაიგოს ცემით მოკლავს.-ყელში გაჩხერილი ბურთი ხმაურით გადაყლაპა.-გთხოვ ცოტა მეტი სივრცე მიეცი.
-მეტი სივრცე?მხოლოდ ჭამის დროს თუ ვხედავთ ერთმანეთს.ახლოს არ ვეკარები,არ ველაპარაკები...რა ვქნა სახლში აღარ მივიდე?
-სახეზე რა გჭირს?
-ვიჩხუბე.
-ნიცას ჩხუბის ძალიან ეშინია,იმედია მის თვალწინ არა.
-ქალების თანდასწრებით საქმეებს არ ვარჩევ.
-არ ვიცი ვაჩე,მომაკვდავს გავს ჩემი და,ასე არ შეიძლება...
-რა გინდა,რომ გავაკეთო?
-არ ვიცი,მაგრამ ასე დაავადმყოფდება და მოკვდება გესმის?გული ვერ გაუძლებს.ეშინია,არ უნდა შენთან ყოფნა,არ უყვარხარ...
-ჯერ სიყვარული ისედაც ადრეა.
-შენ არ გესმის ვაჩე...
-დაველაპარაკები.-გვერდი აუარა ქალს და ისევ პალატაში შევიდა.-დაგვტოვეთ.
-ვაჩე არ გვინდა რა გთხოვ...
-მომისმინე გთხოვ.-სკამი მასთან ახლოს მიწია და მის წინ ჩაოჯდა.
-ჭრილობა...
-შემიხვია ექიმმა.-მოკლედ მოუჭრა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-მე არ ვარ ის კაცი,ვინც ტკივილს მოგაყენებს ნიცა.მე არ ვარ ის კაცი,ვინც შენს ცრემლებს და ცუდად ყოფნას არაფრად ჩააგდებს...ყველაფერს გავაკეთებ,რომ ასე არ იყო,მაგრამ ასე უცებ ნუ მთხოვ,რომ შენზე და ჩემს ოცნებებზე უარი ვთქვა...-ხელზე ნაზად აკოცა და თავი დახარა.-მამაჩემმა იმ პირობით გამოგისყიდა თუ ერთ წელში შეგიყვარდებოდი...თუ არ შეგიყვარდები დავშორდებით და შენს გზაზე გაგიშვებ...ეს თავიდანვე ასე იყო და თუ ამის ცოდნა დაგამშვიდებს მინდა,რომ შენც იცოდე...
-ანუ...
-მხოლოდ ერთი წელი მოგიწევს ჩემთან ცხოვრება.თუ არ შეგიყვარდები გაგიშვებ,სწავლაშიც ხელს შეგიწყობ და სხვა ყველაფერშიც...როცა ფეხზე დადგები შენი ცხოვრებიდან წავალ და აღარ გამოვჩნდები...უბრალოდ 1 წელი იყავი ჩემს გვერდით და მომეცი უფლება შენზე ვიზრუნო...არ შეგეხები,არაფერს დაგაძალებ...თუ გენდომება გაგიშვებ...მანამდე უბრალოდ მაცადე ჩემი თავი გაგაცნო და მიგახვედრო ვინ ვარ სინამდვილეში,იქნებ აზრს იცვლი?იქნებ გიყვარდები?
-შენ ეს არ გაწუხებს? არ იტანჯები?-ცრემლები თავისით გადმოსცვივდა ნიცას.
-მაწუხებს ნიცა,როცა ვიცი,რომ ურთიერთობა არასწორად დავიწყეთ და ვერ მიტან.ვიტანჯები,რადგან ამ მდგომარეობაში ხარ და ჩემთან ყოფნა ტკივილს გაყენებს...მინდოდა შენთან ყელაფერი სწორად გამეკეთებინა,მაგრამ არ დამცალდა და ძალიან ვწუხვარ...მინდოდა შენთან ერთად მთვარის შუქზე მესეირნა,მთაწმინდიდან მზის ამოსვლა ერთად გვენახა...მინდოდა ისეთი პაემანი მომეწყო შენთვის,როგორზეც სულ ოცნებობდი...შენთვის სამსახურში ყვავილები მომეტანა,ან თუნდაც უნივერსიტეტში...მინდოდა ხელიც ისე მეთხოვა,როგორც გეკადრებოდა და არა ძალით გამეკეთებინა შენთვის ეგ ბეჭედი თითზე...შენი საოცნებო ქორწილი უნდა გადაგვეხადა და შენი საოცნებო კაბა ჩაგეცვა...
-გთხოვ ვაჩე...
-არ იტირო.-თბილი ხმით უთხრა და ცრემლები შეუმშრალა.-მხოლოდ ერთი წელი მომეცი,მერე თუ მეტყვი გაგიშვებ...
-ერთი წელი?
-მხოლოდ ერთი.-თავდახრილმა ჩაილაპარაკა.-ამ დროის მანძილზე ვერც შეამჩნევ,რომ შენი ქმარი ვარ,ჩათვალე შენი მეგობარი ვარ,რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და ენდო...
-მხოლოდ ერთი წელი.-გაიმეორა თავისთვის.-ლამაზი თვალ-წარბი გქონია...-ოდნავშესამჩნევად გაუღიმა.-კარგი ვაჩე,შენი იყოს ჩემი ცხოვრების ერთი წელი.-მშვიდად ამოთქვა.
-მადლობა.-ხელზე კიდევ ერთხელ აკოცა და ასე თავდახრილი დარჩა მის საწოლთან.გული სტკიოდა...სული დამძიმებული ჰქონდა,მაგრამ არაფერი შეეძლო...ეს ერთი წელი მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა გამოეყენებინა,რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი არ დაეკარგა...


***
საუბარი ანას და მის პაპარაცულ ფოტოებზეც მოასწრეს.ნიცას დიდად რეაქცია არ ჰქონია.იდეაში არც ადარდებდა,მაგრამ ვაჩე თავისას არ იშლიდა და ახსნა სურდა.
-მინდა იცოდე,რომ ის,რაც ახალ ამბებშია ტყუილია.-მის გვერდით ჩამოჯდა ვაჩე.-2 წელია არც კი მინახავს.
-არ არის საჭირო ახსნა ვაჩე.-ისევ იმავეს იმეორებდა ნიცა.
-ვიცი,მაგრამ მინდა იცოდე,რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მე არავის შევხვდები და შენს თავს არავის დავამცირებინებ.1 წლის მერე რა იქნება ვნახოთ.
-შეგიძლია შეხვდე სხვებს ვაჩე,უბრალოდ გაზეთის პირველ გვერდზე ნუ მოხვდები გთხოვ,მამაჩემი გაზეთების მოყვარულია და სულ კითხულობს.
-მამაშენი არ მაინტერესებს ნიცა,მე შენზე ვსაუბრობ...
-ვიცი,უბრალოდ არ მინდა,რომ პრობლემები იყოს.
-არც იქნება,გავიგებ ეს ფოტო საიდან მოიტანეს და პასუხი ყველას გაეცემა.-მშვიდად ამოთქვა და ქაღალდის დასტა ნაგვის ურნაში მოისროლა...


***
არც უფროს ბაბლუანს გამოჰპარვია ეს ამბავი...
-ეს რა არის ვაჩე?გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?-ღრიალებდა კაცი.-ამდენი ფული იმისთვის გადამახდევინე,რომ მერე ყოფილთან გესეირნა?
-დამშვიდდი მამაჩემო რა,არავისთან არ მისეირნია,ან ძველი ფოტოა,რომელიც არ მახსოვს,ან ფოტოშოპი.დაჩი გავგზავნე და გაარკვევს ვინ გააკეთა.
-შენთვისვე აჯობებს ძველი იყოს,რადგან ნიცას მამამ უკვე გამიმართა ისტერიკები.
-მამა ძველიათქო გეუბნები!-ხმა გაუმკაცრდა ბაბლუანს.-ორი წელია თვალით არ მინახავს,ბოლოს მამამისთან იყო მილანში.გგონია ცოლი იმიტომ მოვიყვანე,რომ ყოფილებთან მესეირნა?
-ეს ამბავი მოაგვარე ვაჩე!-დაუღრინა კაცმა.
-არის უფროსო!


***
მომდევნო ერთი კვირა სრულ ჰარმონიაში გაატარა წყვილმა.ვაჩე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის გამოჩენას ცდილობდა.ყველაფერს აკეთებდა,რომ ნიცა გაეხარებინა და ბედნიერი ყოფილიყო.
ალბათ ნიცას ამდენი არასოდეს უცინია და ასეთი ლაღი არასოდეს ყოფილა...იმ მომავალზე ფიქრი,რომელიც თავისუფლებას უქადდა აბედნიერებდა...თანაც მისი აჟამინდელი ყოფაც არ იყო საწუწუნო...ვაჩე თავს ევლებოდა და მართლა გრძნობდა,რომ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.ერთმანეთს ეხუმრებოდნენ,ბალიშებს ესროდნენ,ფილმებს უყურებდნენ და გარეთ გადიოდნენ...ნიცა ხანდახან საუზმესაც ამზადებდა თუ ვაჩეზე ადრე გაიღვიძებდა...ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის,რომ მომდევნო ერთი წელი მკვდარი თინეიჯერივით არ ეცხოვრა...
გვიანი იყო,დაახლოებით პირველის ნახევარი კარზე რამდენჯერმე,რომ დააკაკუნა ვიღაცამ.მისაღებში წიგნს კითხულობდა ბაბლუანი,ამიტომ მალევე მისწვდა მის სმენას და ფეხზე წამოდგა.უკვე გონებაში ჰქონდა გავლებული,რომ აჩის ან დაჩის პრობლემა ჰქონდათ და ამიტომ მოვიდნენ,თუმცა რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა.
-ანა?!-სახლის ზღურბლზე მდგომ გოგონას წამიერად შეავლო თვალი.-აქ რას აკეთებ?
-არვიცოდი სხვაგან სად წავსულიყავი.-ცრემლიანი თვალები მიანათა და გახეთქილი წარბიდან თმა გადაიწია.-დამეხმარე გთხოვ.
-შემოდი.-მაშინვე გაიწია,რომ სახლში შესვლა შესძლებოდა.-რა დაგემართა?
-გთხოვ წყალი...-აკანკალებული ხმით ამოთქვა და დივანზე ჩამოჯდა.-მაპატიე ამ დროს,რომ მოვედი,ვიცი ცოლი გყავს და...
-რა დაგემართა სახეზე?-გააწყვეტინა მაშინვე.
-არ მინდა,რომ პრობლემები შეგექმნას კარგი?
-მითხარი რა დაგემართა!-ტონი გაუმკაცრდა ბაბლუანს.
-რეზი...
-ვინ რეზი?-სულ დაიბნა.
-გურეშიძე...-სათქმელს თითქოს სულიც ამოაყოლა და ფინჯანი მაგიდაზე აკანკალებული ხელებით ძლივს დააბრუნა.
-ბოკუჩავების რეზიზე ამბობ?
-ჰო.
-შენთან რა საქმე აქვს?
-არ გაბრაზდე გთხოვ.-სლუკუნებდა საწყლად.
-რაზე უნდა გავბრაზდე ანა?რა საქმე აქვს რეზის შენთან?
-რამდენიმე თვეა ვხვდებით...ვხვდებოდით...-გადაასწორა მაშინვე.
-რაა?შენ რა გააფრინე?-სახე წაეშალა ბაბლუანს.
-ძალიან კარგად ვიყავით,სანამ ვიღაცამ ჩვენი ფოტოები არ გამოაქვეყნა გაზეთში...ვიჩხუბეთ,არ დამიჯერა,რომ ფოტოები ყალბი იყო...
-ჭკუიდან არ გადამიყვანო ანა!-ტონს აუწია ვაჩემ.-რა გინდა მკვლელად უნდა მაქციო?
-ვაჩე რა ხდება რა გაყვირებს?-ოტახიდან უცებ გამოვარდა ნიცა.
-ბოდიში,არ ვიცოდი,რომ სახლში იყო.-მორიდებით გახედა გოგოს.
-ყველაფერი კარგად არის?-მისი სახის დანახვისას იკითხა ნიცამ.
-ბოდიში ამ დროს რომ შემოგეჭერით.-ფეხზე დენტდარტყმულივით წამოვარდა ანა.-მე წავალ.
-დაჯექი ანა!-კბილებში გამოსცრა ბაბლუანმა.
-ვაჩე...
-დაჯექი!-გაუმეორა უცვლელი ტონით.
-მე ანა ვარ.-ხელი გაუწოდა გოგონას.-შენი გაცნობა ვერ მოვასწარი.
ნიცა.-ოდნავ გაუღიმა მის წინ მდგომს დ ისევ აათვალიერა.აშკარად ის გოგო იყო გაზეთიდან.
-სახეს მიხედე,მე გავდივარ,შეგიძლია ჩემს ოთახში დაიძინო,ნიცა თეთრეულს მოგცემს.
-ამ დროს სად მიდიხარ?-ანერვიულდა ნიცა.
-საქმე მაქვს ნიცა.
-ერთი წუთით გამომყევი.-თავით საძინებელზე ანიშნა.
-სააბაზანოში შევალ,თქვენ ისაუბრეთ.-ფეხზე წამოდგა და თითქმის სირბილით შევიდა ოთახში.
-სად მიდიხარ ვაჩე?-როგორც კი კარი დახურა ანამ მაშინვე გააგრძელა ნიცამ.
-ხომ გითხარი ნიცა,საქმე მაქვს.
-ამ გოგოს ჩხუბით ვერ დაეხმარები...
-ჩხუბს არ...
-ჰო ახლა დავიჯერე,რომ იმ ბიჭთან ყავის დასალევად მიდიხარ,ვინც ამ მდგომარეობაში ჩააგდო.-გააწყვეტინა ბიჭს.
-ნაცემია ნიცა,იმ ფოტოების გამო,რომლებიც ნამდვილიც კი არ არის.
-შენი მოსაგვარებელი რატომ არის?
-იმიტომ,რომ ის ფოტოები აკამ დააფოტოშოპა.ალბათ არ იცოდა,რომ მისი ძმაკაცი ანას ხვდებოდა.
-გთხოვ არ წახვიდე რა,მაგ ბიჭებმა კიდევ რამდენი რამ უნდა დაგიშავონ?დაჭრილი ხარ ისედაც.
-არაფერი მოხდება ნიცა,ჭრილობაც თითქმის შეხორცდა.-თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა ბაბლუანმა.-ვიცი ჩემგან მართებული არ არის ამის თხოვნა,მაგრამ ყურადღება მიაქციე გთხოვ...
-რა თქმა უნდა ვაჩე...მაგრამ იცოდე რამე თუ მოგივა...
-არაფერი მომივა.
-და მაინც...რამე თუ მოგივა მე შენ არ დაგიტირებ!-როგორც შეეძლო მტკიცედ ამოთქვა.
-კარგი.-თბილი ხმით უთხრა და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო.-ეს ერთი მაპატიე.-წამით კიდევ შეავლო თვალი,მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა აიღო და ჯიბეში ჩაიცურა,ქურთუკი მოიცვა,მობილური და მანქანის გასაღები აიღო და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა...



***
-ვაჩე ხელი გაუშვი მოკლავ.-მალევე მისცვივდნენ ბიჭები.
-მოკვდეს ამის დედაც მ*****.
-გაუშვი ბიჭო!-ორივე ხელით ექაჩებოდნენ ბიჭები.
-ხომ არ გაგიჟდი ბაბლუანო,ხელი გაუშვი!-მალევე მივარდა იკაც.
-მოგკლავ გაიგე?-უკვე თითქმის უგონოდ მყოფს უყვიროდა ვაჩე.-სუსტია და დაჩაგრეჩემთან რატომ არ გაქვს ეგეთი დიდი გული შე *ლეო?
-ვაჩე ხელი გაუშვი მოკვდება!
-გაუშვი ბიჭო!-ძლივს გააშვებინეს ხელი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიეს.
-სხვა დროს მოგკლავ ნაბი*ვარო!-ღრიალებდა ვაჩე.
-წამოდი,ფეხი გამოადგი.-ისევ ექაჩებოდა დაჩი.
-სამაგიეროს გადაგიხდი ვაჩე!-ღრიალით მიუგო აკამ და რეზის მივარდა,რომელიც უგონოდ იწვა მიწაზე.
-მეორედ დაფიქრდები სანამ ქალზე ხელს აწევს ეგ ა*ვარი!
-წამოდი!-წინ გადაუდგა აჩი.-ფეხი გაადგი!
-ნაბი*ვარი!-ზიზღით გადააფურთხა მიწაზე და ბიჭების ნებას დაჰყვა...



***
უკვე 5 საათი ხდებოდა სახლში,რომ მივიდა.კარი ფრთხილად გააღო და დაღლილობისგან რამდენიმე წამით კედელს თავი მიაყრდნო.ნიცას იქვე დივანზე ჩასძინებოდა და „დიდოსტატის მარჯვენა“ მთელი ძალით ჩაებღუჯა.
-კარგი რა ნიცა...-თავისთვის ჩაილაპარაკა და მის წინ ჩაიმუხლა.ხელებიდან ჯერ კიდევ სდიოდა სისხლი,მიუხედავად იმისა,რომ გზაში თავის მოწესრიგებას შეეცადა.არც სახე ჰქონდა უკეთეს მდგომარეობაში და არ უნდოდა ასე ადრიანად გაეღვიძებინა და ამ მდგომარეობაში ენახა.ფრთხილად გამოართვა წიგნი და ხელები სხეულზე მოხვია.
-ვაჩე შენ ხარ?-თავი გამოყო ოთახიდან ანამ.
-ჩშშ...-გააჩუმა მაშინვე.
-ღმერთო ვაჩე,რა დღეში ხარ...-ამოიკნავლა საცოდავად და მის წინ დადგა.
-დაიძინე ანა,დილით ვილაპარაკოთ.-ჩურჩულით მიუგო და კარი ცხვირწინ მიუხურა...
ფრთხილად დააწვინა საწოლზე და საბანი გადააფარა.მთელი სხეული გაყინვოდა,მისაღებში ოდნავ ჰქონდა ფანჯარა ღია,მაგრამ თებერვლის სიცივემ მაინც თავისი გააკეთა.
-არ დამტოვო დე...-ამოილაპარაკა ძლივსგასაგონად და ხელები ბალიშს მოხვია.
-რამე თქვი ნიცა?-მაშინვე მისკენ შებრუნდა ვაჩე.
-დე არ წახვიდე.-კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა.
-ნიცა...-სევდიანი ხმით ამოთქვა და თმაზე ხელი გადაუსვა.-კარგად ხარ?-ხმა აღარ ამოუღია...ვაჩეს ხელს ჩაებღაუჭა და უდარდელად განაგრძო ძილი...-ნიცა...-არ უნდოდა მისი გაღვიძება.-ჯანდაბა ჩემს თავს...-მარჯვენა ხელი საწოლზე ედო,რადგან ნიცას მთელი ძალით ჩაეჭიდა ხელი.თავად კი იატაკაზე მჯდომი ტუმბოს ეყუდებოდა და დაძინებას ცდილობდა.
-დე არ წახვიდე...-კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა ღამის განმავლობაში,ან შეიძლება უფრო მეტჯერაც,უბრალოდ იმდენად იყო დაღლილი ბაბლუანი,რომ სიტყვები მის სმენას აღარ მისწვდომია...


***
-ღმერთო ჩემო.-ნაცნობმა ხმამ გამოარკვია დილით.-რა გჭირს?ეს რა არის ვაჩე?-მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-ყველაფერს დავთმობდი ყოველ დილით შენი ხმა,რომ მაღვიძებდეს...-ჩურჩულით ამოილაპარაკა და წამწამები ერთმანეთს ნელა დააშორა.
-ვაჩე ასე როგორ შეიძლება...მოიცადე...-სირბილით გავიდა დააბაზანოში და პირველადი დახმარების ყუთი მოიტანა.-ცუდად ხარ?
-ცუდად არ ვარ ნიცა,ნუ ნერვიულობ...
-ხომ გთხოვე არ წასულიყავი...
-არ გინდა ახლა რა,კარგად ვარ მართლა.-ფეხზე წამოდგა ბაბლუანი.-შემომხედე როგორ კარგად ვარ.
-გავგიჟდები რა,ყოველდღე ასე უნდა მოხვიდე სახლში?
-არა ნიცა,მხოლოდ მაშინ,როცა საჭიროა.
-და ეს საჭირო იყო?
-გთხოვ არ დაიწყო ახლა.-ხმაში მუდარა გაურია ვაჩემ.-არ იტირო ნიცა.-ოდნავშესამჩნევად გაუღიმა გოგონას.-შენ რა გულჩვილი ყოფილხარ ტო,ვერ მიტან და ჩემს მდგომარეობაზეც კი გეტირება.
-ასე არ შეიძლება ვაჩე.
-რა დავაშავე მითხარი.
-არ შეიძლება ასე რომ შემაშინო სულ.
-მაპატიე ნიცა.-სევდიანი ხმა ჰქონდა ბაბლუანს.
-შენ ხომ გიყვარვარ?
-გისწავლია გრძნობებით მანიპულირება.-ჩაეცინა მაშინვე.
-მიპასუხე!
-რა კითხვაა ნიცა,რა თქმა უნდა,მიყვარხარ.
-მაშინ გულს რატომ მტკენ?-ბამბა გვერდით გადადო და ცრემლები ხელის გულით შეიმშრალა.
-ძალით არ მინდოდა...-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა.-განზრახ ისეთს არასოდეს არაფერს გავაკეთებ,რომ გული გეტკინოს,მაგრამ წარმოიდგინე შენ რომ დაგმართნოდა არ გენოდმებოდა,რომ ვინმეს დაეცავი?
-მე შენთან არ მოვიდოდი.-თქვა დაუფიქრებლად.
-რატომ?
-შენ სულ ჩხუბობ,მე კიდევ არ მინდა,რომ ჩემი მიზეზით პრობლემები შეგექმნას.
-რას ამბობ ნიცა?ვინმემ რაიმე ზედმეტი,რომ გაკეთოს ჩხუბი რა მოსატანია იმასთან,რაც დაემართება?
-ამიტომაც არ გეტყვი.
-ნიცა ასე არ შეიძლება,თუ რამე მოხდება უნდა მითხრა მე ხომ შენი...-სიტყვა შუაზე გაუწყდა,არ იცოდა რა უნდა ეთქვა.-ჩვენ ხომ მეგობრები ვართ,აბა როგორ დაგეხმარები თუ არ მეტყვი?
-სულ რომ თავი წამაცალონ მაინც არ გეტყვი.-თავი გააქნია მაინც.
-მაინც გავიგებ.
-წარმატებები.-სახე დაუმანჭა მის წინ მჯდომს.-აქ რატომ გეძინა?
-ჩემს ოთახში ანას ეძინა.
-ხო,მაგრამ შეგეძლო დივანზე დაგეძინა და არა იატაკზე.
-შენ არ გამიშვი.
-რაა?
-ჰო,ჩემი ხელი გეჭირა და ვერ წავედი.
-ნუ ბოდავ ვაჩე...
-მართლა გეუბნები...-ცერად გახედა.-დედაშენს ეძახდი...
-არ გინდა...-მაშინვე სახე მოარიდა.
-არ ვხუმრობ,შენ თავს ვფიცავარ...უბრალოდ არ მინდოდა მარტო დამეტოვებინე.
-კარგი.-ამ საუბრის გაგრძელება არ უნდოდა,ამიტომ უბრალოდ ჭრილობის დამუშავება განაგრძო...



***
-ძალიან ვწუხვარ ვაჩე ასე რომ მოხდა.-მაგიდის მეორე ბოლოდან დაიწყო ანამ.-არ მინდოდა,რომ გეჩხუბა.
-რაც დაიმსახურა ის მიიღო.შენ ამაზე ნუ იდარდებ.
-წუხელ ბილეთი ვიყიდე.დღეს საღამოს ფრენა მაქვს,შეგიძლია,რომ მანამდე თეკოსთან დამტოვო?
-ჰო,რა თქმა უნდა,ისაუზმე და გავიდეთ.
-ალბათ აღარც დავბრუნდები.
-აქ მაინც არაფერი დაგრჩენია.-უემოციოდ უთხრა ვაჩემ და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-ჰო,ყველაფერი,რაც გამაჩნდა ახლა უკვე სხვისია.-ნიცას ცერად გახედა და ვაჩეზე მიანიშნა.-აწი მართლაც არაფერი დამრჩენია.
-იტალიაში ხომ სულ გინდოდა,შენი ოცნების ქვეყანა იყო,ხოდა ღმერთი ამ ოცნებას ტყუილად არ ჩაგიდებდა გულში,ესეიგი იქ არის შენი ადგილი.
-გინდა,რომ წავიდე?-თითქოს ნაწყენმა ამოთქვა.
-მე რა შუაში ვარ ანა?-გაკვირვებული მიაჩერდა ქალს.
-უცებ შხაპს მივიღებ.-გაუაზრებლად წამოისროლა ნიცამ და ფეხზე წამოვარდა.-შენის ნებართვის.-გაუღიმა ანას,საძინებლიდან ნივთები სწრაფად აიღო და კარი ხმაურით დახურა.გაბრაზებული იყო...არა იმიტომ,რომ ეჭვიანობდა...არამედ იმიტომ,რომ ამხელა გოგოს ვერ ამჩნევდა ანა.ბოლოს და ბოლოს მის ქმარს მის თვალწინ ეფლირტავებოდა და ამან ძალიან გააღიზიანა.გუშინდელი საუბარიც ახსოვს,მისი და ვაჩეს რომანტიულ არდადეგებს რომ იხსენებდა გუდაურში.ცხელი შხაპის ქვეშ დადგა და ცდილობდა აზრები გაეფანტა,მაგრამ ბრაზს ვერაფერს უხერხებდა.იმ ქერა თმაში ლამის სწვდა და სკალპიანად ააძრო...
დაახლოებით 10 წუთი უხმოდ იჯდა მაგიდასთან ორივე.უხერხული სიჩუმე გამეფებოდა მთელს სახლში...რამდენჯერმე პირი გააღო ანამ რაღაცის სათქმელად,მაგრამ ვერაფერი ამოთქვა და ისევ ჩუმად დარჩა.
ბოლოს როგორც იქნა მოიკრიბა ძალა,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ბაბლუანს და მის გვერდით ჩამოჯდა.
-გახსოვს ადრე რა კარგად ვიყავით?
-ჰო,ვიყავით.-ხაზგასმით წარმოთქვა მეორე სიტყვა.
-გიფიქრია ოდესმე უკან დაბრუნებაზე?
-ჰო,წლების წინ.
-მერე აღარ?
-ბოლო ორი წელია აღარ!-მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ.
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო.-უემოციოდ მიუგო.
-ახლაც?-ღიმილით აათვალიერა და გიჟივით წაეტანა მის ტუჩებს.
-რას აკეთებ ანა?-მაშინვე მოიშორა სხეულზე აკრული ქალი და ფეხზე წამოვარდა.
-ხომ იცი,რომ მე და შენ ერთი გზა გვაქვს ვაჩე?
-ცოლი მყავს ანა,რომელ გზაზე მელაპარაკები?-ბეჭდიანი ხელი ცხვირწინ აუთამაშა.
-ცოლი,რომელსაც არ უყვარხარ.
-რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?
-სხვა ოთახში სძინავს ვაჩე...ხალხმა ისიც არ იცის,რომ ცოლი გყავს.
-მ*იდია ხალხი,თანაც თუ ვერ შენიშნე მის ოთახში მეძინა წუხელ.
-სე*სი არ გაქვთ,სხვადასხვა ოთახებში გძინავთ,შენი კარადა შევამოწმე,ქალის ერთი ნივთიც კი არ დევს.
-ჩემს პირად ცხოვრებაში ნუ იქექები!-გაღიზიანდა ბაბლუანი.-ნიცამ სახლში შემოგიშვა,ქალურად გვერდში დაგიდგა და შენ რას აკეთებ?
-არ უყვარხარ!-ჯიუტად გაიმეორა.
-ვიცი ანა,ვიცი!-თითქმის უკვე ყვირილით მიუგო.
-შენი არასოდეს იქნება,მაგრამ მე ვაჩე...მე ყოველთვის შენი ვიყავი...
-გაიწიე!-გაღიზიანებულმა ამოთქვა.
-ეგ გოგო გაგაუბედურებს,გაუშვი წავიდეს.
-თუ მზად ხარ წაგიყვან!
-დარჩენას არ მთხოვ?
-რომ მინდოდეს გთხოვდი,მაგრამ არ გთხოვ ხედავ?
-რამდენხანს იცხოვრებ თავშეკავებული მოხუცივით?
-სანამ ეს ბეჭედი მექნება თითზე!
-ვაჩე შეგიძლია დამეხმარო?-სააბაზანოდან გამოსძახა ნიცამ.
-ჰო რა ხდება?
-პირსახოცი დამრჩა,გთხოვ შემომიტანე.
-გამომართვი.-კარი ფრთხილად გააღო და ხელით შეაწოდა.
-შემოდი.-ჩუმად მიუგო და ხელზე მოქაჩა.
-რაა?
-შემოდი ვაჩე!
-მერე იტყვი შიშველს მიყურებდაო...-სიცილით ამოთქვა და ოთახში შევიდა.-გაცვია და პირსახოციც გაქვს,მე რისთვის მთხოვე?-გაკვირვებულმა აათვალიერა.
-თმებს დავაგლიჯავ!-ონკანი მოუშვა,რომ მისი ხმა არ გაეგონა.
-ვის?რა მოხდა?
-მაგას.-თავით დაკეტილ კარზე ანიშნა.-რა უნდა? რატომ არ ასვენებს გამჩენი?
-ყრუ კი არ ვარ,რომ ჩავიცვი კარი ოდნავ გამოვაღე,მაინტერესებდა თუ განაგრძობდა კეკლუცობას.
-დაივიწყე რა.
-ეს რა სულ ასე დადის სახლებში და სხვის ქმრებს კოცნის?მერე თან სექსს სთავაზობს?
-ხომ არ ეჭვიანობ ნიცა?-გაიცინა ვაჩემ.
-რა შუაშია?უბრალოდ არცერთი თავმოყვარე ქალი არ მოითმენს მსგავს საქციელს.
-წავიყვან დაქალთან და დამთავრდება.
-შემდეგში სხვაგან მოუწევს ღამის გათევა!-კბილებში გამოსცრა და ოთახიდან მასთან ერთად გავიდა.-მზად თყ ხარ წაგიყვანს ვაჩე.
-კი,მზად ვარ,მადლობა ყველაფრისთვის ნიცა.
-რის მადლობა.-ნაძალადევად გაუღიმა და ვაჩეს გახედა,რომელიც დივანს მიყრდნობოდა და თავისთვის ფხუკუნებდა.
-ვაჩე შენ რომ არა...
-არ გინდა.-გააწყვეტინა მაშინვე.-წავიდეთ.
-ვაჩე.-უკვე წასასვლელად შებრუნებული შეაჩერა ნიცამ.
-გისმენ პატარავ.
-დღეს,რომ მოხვალ შეიძლება სახლში არ დაგხვდე,სამსახურის მეგობრები უნდა ვნახო.-დაამატა როგორც კი მისი გაკვირვებული სახე დაინახა.
-ბიჭებს გავაფრთხილებ და წაგიყვანენ,მოგვიანებით დაგირეკავ.
-კარგი.-ნაზად გაუღიმა და მასთან ახლოს მიიწია.-ფრთხილად იარე,ხომ იცი ვნერვიულობ მანქანა გიჟივით,რომ დაგყავს.-ღიმილით ამოთქვა,მისი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ნაზად შეეხო.ერთიანად გაეყინა ბაბლუანს სხეული.მისი სახე,რომ დაგენახათ იფიქრებდით,რომ ქალს პირველად აკოცა...
-ამაზე მერე ვილაპარაკებთ.-ყურთან უჩურჩულა ბაბლუანმა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...





***
უკვე 7 საათი ხდებოდა ვაჩემ ნიცასთან მისასვლელად,რომ მოიცალა.სიმართლე ითქვას თავად არაფერი უთქვამს,ნიცამ უთხრა ადრე თუ გათავისუფლდები მოდი და ჩემს მეგობრებს გაგაცნობო.მეგობრები ყოველთვის დაინტერესებულები არიან სიძით,ეს აშკარაა.მათაც ვერ მოისვენეს და ნიცას ძალიან სთხოვეს,რომ ვაჩე მიეყვანა.მანაც მეუღლეს მხოლოდ ერთხელ უთხრა და ვაჩემაც, რა თქმა უნდა,უარი არ უთხრა.
მაგიდას მიუახლოვდა და თავზე აკოცა მეუღლეს...ნიცა მოულოდნელობისგან შეხტა და ლამის ყავის ჭიქა ხელიდან გაუვარდა.უცნაურად ესიამოვნა ყურადღება,როცა მის ხელში ვარდების თაიგული დაინახა.თითქოს შეიფერა მეგობრებთან და თან გაუხარდა...
-სახლში ვაპირებდი მოტანას,მაგრამ რადგან აქ მოსვლა მთხოვე აქ იყოს.-გაუღიმა გოგონას და ყველას ღიმილით მიესალმა.
-ახლა გასაგებია რატომაც გათხოვდი.-სიცილით აათვალიერა სესილიმ.
-გაჩერდი!-თვალები დაუბრიალა მაშინვე ნიცამ.
-სამსახურში ძალიან დაგვაკლდი ნიცა...
-ვიცი,მაგრამ...-უხერხულად შეიშმუშნა.-ოჯახი ახალი შემნილი მაქვს,ცოტა დრო მჭირდება,რომ მოვერგო სიტუაციას და...
-დაბრუნდები?-სახე გაუნათდა ლალის.
-ვნახოთ...
-შეეშვი გოგოს,მანდ თუ არ დაბრუნდა ბევრი დააკლდება რა.-გაიცინა ანდრომ.
-ოჰ დაბრუნდა ძლივს...-გადახედეს ლაშას,რომელსაც ძლივს დაემთავრებინა მობილურზე საუბარი.
-ლაშა გაიცანი ვაჩე.-ერთმანეთი გააცნო ნიცამ.
-სასიამოვნოა.-მაშინვე ხელი გაუწოდა ბაბლუანმა.
-ჩემთვისაც.
-მოკლედ როგორ არ გამოვიდა ჩვენი შეკრება და დალევა რა.-წაიწუწუნა ლალიმ.
-წავიდეთ მერე,ყაზბეგში ჩემთან და დავიმხოთ იქაურობა,არა ნიცა?-სიცილით გახედა ბიჭმა.
-დაფიქრება შეიძლება.-არც მწვადი დაწვა და არც შამფური ნიცამ.
-ჰო წადი,რატომაც არა.-გაუღიმა ვაჩემ.-კარგ დროს გაატარებ.
-შენც წამოდი ვაჩე.-გაუღიმა ლალიმ.
-არა,მე საქმეები მაქვს,ასე ვერ დავტოვებ ყველაფერს.-იცრუა მაშინვე.უბრალოდ არ უნდოდა ნუცა უხერხულად ყოფილიყო,უნდოდა,რომ მისთვის სუნთვის საშუალება მიეცა.
-სიძე კარგი რაა...-ცხვირი ჩამოუშვა სესილიმ.-ხომ უნდა ვიცოდეთ ვის გავატანეთ ჩვენი გოგო?
-სხვა დროს შემოგიერთდებით.-გაუღიმა გოგონას.
-მთავარია ნიცა წამოვიდეს,ვაჩე შემდეგისთვის გავითვალისწინოთ.-ვაჩესთვის მზერა არ მოუშორებია ისე ამოთქვა და ფინჯანი ხელებში მოიქცია.
-მაინც უნდა დავფიქრდე.-ხმაჩამწყდარმა ამოთქვა და ჰორიზონტს გახედა...
დაახლოებით ნახევარი საათი უწევდა ლაშას კეკლუცის ატანა,რომელიც ყოველ მეორე წინადადებაში ნიცას ახსენებდა და მასთან კომუნიკაციას ცდილობდა.არავინ იცის რა ნერვების ფასად უჯდებოდა ვაჩეს ამ ყველაფრის ყურება...ბოლოს სამსახურში მომხდარისგამო ნიცამ ხელი,რომ დაიწვა და ხელისგულზე შრამის საჩვენებლად მისი ხელი ხელებში მოიქცია ლაშამ ლამის სისხლი გაეყინა ძარღვებში და როდესაც შეამჩნია,რომ თითზე ბეჭედი არ ეკეთა ამან საერთოდ გამოიყვანა მდგომარეობიდან.
-რა სახე გაქვს?-ჩუმად უჩურჩულა ქმარს.
-რა სახე მაქვს?-მხრები აიჩეჩა.
-ორი წუთით გავალთ.-მოუბოდიშა მეგობრებს და ფეხზე წამოდგა.-წამომყევი ვაჩე.
-რა ხდება?-გაიკვირვა კაცმა.
-რა დაგემართა ასე უცებ?
-ბეჭედი მოგიხსნია.-თითზე დახედა გოგონას.
-ბოდიში,უბრალოდ სააბაზანოში დამრჩა.
-კარგი,რატომ გამოვედით?
-მინდოდა,რომ ჩემი მეგობრები გაგეცნო,მაგრამ შენ ისე იყურები თითქოს მათი დახოცვა გინდა.
-საიდან მოიტანე?
-რა სახით უყურებ ლაშას?-დატუქსა მეუღლე.
-არ იცის,რომ გათხოვდი?-მოთმინება ამოეწურა ბაბლუანს.
-რა თქმა უნდა იცის,ლალის ენა არ გაუჩერებია.რა იყო?
-არ მომწონს,როგორც იქცევა და გეტმასნება.
-არ გინდა რა ეს ეჭვიანობის სცენები.-ლამის მუდარით მიუგო მის წინ მდგომს.
-ეჭვიანობაზე გამახსენდა,რა დაგემართა დილით?
-რა დამემართა?-თავი გაისულელა.
-რატომ მაკოცე?
-არ დაიწყო...-თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-ნიცა ასე არ გამოვა...
-ერთხელ მოხდა და აღარ განმეორდება!
-გამეორებაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ,მე მაინტერესებს რატომ გააკეთე?
-ჩვენს სახლში ჩემს ქმარს კოცნის,მეც მაქვს თავმოყვარეობა.
-ჩვენს...-ღიმილით ამოთქვა.-გაბრაზდი ანუ.
-არ გავბრაზდი,უბრალოდ გავღიზიანდი როგორ გაბედა?
-რის გამოც არ უნდა გაგეკეთებინა ჩემთვის სასიამოვნო ჟესტი იყო.-ღიმილით უთხრა და შუბლზე ტუჩები მიაკრო.
-ნიცა!-დაიძახა ლაშამ და მათკენ წავიდა.
-აი ისევ...-მობეზრებულად აატრიალა თვალები ვაჩემ.
-ჰო ლაშა.
-მივდივარ და ვიფიქრე სახლამდე მივიყვანთქო.წამოხვალ?
-თავად მივიყვან!-პირის გაღებას არ აცადა ნიცას.
-ხომ კარგად ხარ ნიცა?-ისევ გოგოს მიუბრუნდა.
-ცუდად რატომ უნდა იყოს?-გაიკვირვა ვაჩემ.
-მე ნიცას ვკითხე!
-კარგად ვარ ლაშა,მადლობა.
-არა მაინც ვერ გავიგე ცუდად რატომ უნდა იყოს?-არ მოეშვა ბიჭს.
-თითქოს არ იცოდე.-ტონს აუწია ბიჭმა.
-ნიცა,შიგნით შედი.
-ვაჩე გთხოვ...
-შედი პატარავ შიგნით.-თბილი ხმით უთხრა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.
-გთხოვ წავიდეთ...
-ნიცა,შიგნით შედი!-ოდნავ გაიმკაცრა ტონი და როგორც კი იქაურობას გაეცალა ისევ ბიჭს მიუბრუნდა.-აბა მითხარი რა პრობლემა გაქვს?
-თითქოს არ იცოდე!-გაიმეორა ირონიით.
-არ ვიცი და ამიხსენი!
-ვიცი,რომ ნიცა მოიტაცე და ძალით აკავებ შენთან.
-თვითონ გითხრა?
-არა,ჩემით გავარკვიე...
-მეტი ვერაფერი გაარკვიე?
-მისი წაყვანა დამასწარი თორემ იმ საღამოს მე უნდა მენახა და მე წავიყვანდი.-სინანულით ამოთქვა.
-ვერ გავიგე?
-ვიცი,რომ მამამისი ძალით ათხოვებდა სერგოზე.შეიძლება გოგო იყიდო,მაგრამ სიყვარულს ვერ იყიდი.
-რას ბოდავ?
-მე რომ წამეყვანა ფულს არავის გადავუხდიდი...იდეაში ვერც გადავუხდიდი.-მწარედ გაეცინა.-მე ამდენი ფული ფიზიკურად არ მაქვს,მაგრამ ქვეყნიდან გავიყვანდი და ახალი ცხოვრების დაწყებაში დავეხმარებოდი,ჩემს ცოლობას კი არ დავაძალებდი.
-გგონია დაგთანხმდებოდა?
-მე მომავალს ვაჩუქებდი.
-ესეიგი რა გამოდის,რომ ნიცა გიყვარს?-ნერვიულად ჩაიცინა ვაჩემ.
-მიყვარს!-ამაყად განუცხადა.
-ჩემი ცოლი რომ არის იაზრებ?
-დიდი ხნით არა,მაინც წავიყვან შენგან.
-ნიცას ოდნავადაც რომ შეეხო საფლავს საკუთარი ხელით გაგათხრევინებ გაიგე?
-ვერაფერს ვერ იზამ ბაბლუანო,რადგან ძალა არ გეყოფა და მამაშენის ფული ვერ დაგეხმარება.
-შენ სცადე და რა არ მეყოფა მაგასაც ვნახავთ.
-მე ვერ მომერევი,ბიზნესმენი მამაშენი იარაღს ვერ დაუდგება წინ!-ამაყად განუცხადა.
-გგონია იარაღით შემაშინებ?-სასაცილოდ არ ეყო ვაჩეს.-იცი იარაღიდან სროლა,რომ მასწავლა მამაჩემმა რამდენის ვიყავი?ხუთის.-მშვიდად მიუგო.-პირველად მაშინ მასროლინა იარაღიდან.მერე ეტაპობრივად მასწავლიდა და ბოლოს იდეალური მსროლელი დადგა ჩემგან...თუ გინდა წარბებს შუა პატარა წერტილი დაიხატე და ვნახოთ თუ მოგარტყამ პირველივე ცდაზე.
-გგონია ნიცა ოდესმე მაგას გაპატიებს?
-ნიცასთან მე მოვგვარდები,შენ არ იდარდო.
-მაინც ვერ ხვდები ბაბლუანო თავს რაში ჰყოფ არა?
-ხეს დაგირგავ სადმე თბილისის განაპირას ლაშა,მერე იქვე გაგათხრევინებ საფლავს და მიწას მოგაყრი.ნიცას სიახლოვეს ზედმეტად არ ისუნთქო და არ გამაღიზიანო,თორემ მერე მართლა გაიგებ რას წარმოადგენს ვაჩე ბაბლუანი მამამისის რეპუტაციის მიღმა.
-ერთი სული მაქვს გავიგო.-არ მშვიდდებოდა ნუცუბიძე.
-ვაჩე!-სირბილით გამოვიდა უკან ნიცა.-წავედით.-ქურთუკი ხელში მიაჩეჩა და ხელზე ძლიერად მოქაჩა.
-მას უმადლოდე.-ღვარძლით ამოთქვა და გოგონას უკან მიჰყვა...



***
-რაზე საუბრობდით?-მაინც არ ეშვებოდა ნიცა.
-იცი,რომ უყვარხარ?-მობილური იქვე დივანზე მიაგდო და წინ დაუდგა.
-ნუ სულელობ.
-არ ვსულელობ,პირდაპირ მითხრა...
-ვაჩე ალბათ იხუმრა.-სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიცამ.
-იმ საღამოს,ხომ უნდა შეხვედროდი მე,რომ მოგიტაცე?
-ჰო...
-მითხრა,რომ შენს მოტაცებას აპირებდა.
-ლაშა?
-ჰო,ეგ სი*ი ლაშა!-ტონს აუწია ბაბლუანმა.-მითხრა,რომ წაგიყვანს და საზღვარგარეთ გაგაპარებს და რაღაც მსგავსი ყ*ეობები.
-ვაჩე მე არ გავიქცევი,ხომ გითხარი,რომ ამ ერთ წელს დაგითმობდი?
-რამეს გრძნობ მის მიმართ?-მასთან უფრო ახლოს მიიწია,რომ მისთვის თვალებში ყურება შესძლებოდა.
-ნუ სულელობ.
-მიპასუხე!-ტონს არ ცვლიდა ვაჩე.
-არა ვაჩე,მასზე ასე არასოდეს მიფიქრია...
-ზედმეტად,რომ ამოისუნთქოს შენს სიახლოვეს წასულია მისი საქმე!-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა.
-ანუ უბრალოდ კარგი ქმრის როლის თამაშს ცდილობდი გოგოებთან?
-რას გულისხმობ?-დაიბნა ბაბლუანი.
-არ მომცემ ყაზბეგში მათთან ერთად წასვლის უფლებას ხომ ასეა?-სევდიანი ხმით ამოთქვა.
-სადაც გინდა იქ წადი ნიცა,მე შენი მეპატრონე კი არ ვარ.-შედარებით ხმა დაუთბა.-უბრალოდ მაგ სი*ს არ ვენდობი.
-მე ისეთს არაფერს გავაკეთებ,რომ შეგარცხვინო ვაჩე...
-შენზე არ მითქვამს ნიცა.-მისი სახე ხელებში მოექცია ბაბლუანს.-მაგრამ ის რას გააკეთებს არავინ იცის...
-უბრალო კლუბის თანამშრომელია ვაჩე,რა უნდა გააკეთოს.
-ჰო,მაგას გავარკვევ ვინც არის,მაგრამ მაინც მინდა,რომ ყურადღებით იყო...
-გთხოვ მასთან ჩხუბი არ დაიწყო რა,ჩემი მეგობრები არიან,არ მინდა,რომ რაიმემ ეს გააფუჭოს.-ლამის მუდარით მიუგო.
-მე არაფერს გავაკეთებ,სანამ თავად არ დაიწყებს.
-მართლა არ მინდა ჩემმა მეგობრებმა იფიქრონ,რომ ვინმე მანიაკს გავყევი ცოლად,რომელიც მუშტების ქნევის გარდა არაფერს აკეთებს,ამიტომ გთხოვ თავი შეიკავე.
-ასეც ვიქცევი ნიცა,დღეს დიდი სურვილი მქონდა მისთვის ძვლები დამემტვრია,მაგრამ არ გავაკეთე ხომ გახსოვს.
-კარგი...ჩემს ოთახში ვიქნები რაიმე თუ დაგჭირდება...
-მოიცადე...-შეაჩერა უცებ.-მაშომ მკითხა ხვალ კაბის საყიდლად გამომყვებაო? ხომ იცი ბანკეტი და ათასი სიგიჟე...
-კი,რა თქმა უნდა გავყვები.აქ გამოივლის?
-დავურეკავ და გამოგივლის დაახლოებით 12 საათისთვის.
-კარგი,მშვიდობიანი ღამე.
-შენც.-თბილად გაუღიმა და ოთახისკენ მიმავალ გოგოს თვალი გააყოლა...ეჭვიანობა ჯერ ისევ ყელში უჭერდა.ერთი სული ჰქონდა გაერკვია ვინ იყო ლაშა ნუცუბიძე...




***
-ესეც ცუდად დგას,დიდ გვერდებს მიჩენს.-აწუწუნდა ისევ მაშო.ნიცა უკვე ვეღარ ითვლიდა მერამდენე კაბაზე თქვა იგივე.
-ჩემი აზრით ლამაზად დგას,ქალს გვერდები უნდა ქონდეს,აბა ჩამომხმარი ატმის ხე ვის რაში სჭირდება?-მობეზრებულად აატრიალა თვალები ნიცამ.
-შენთვის ადვილი სათქმელია,პატარა,გალეული გოგო ხარ.-დაემანჭა რძალს.-მაინც შავი ფერის მინდა რამე.
-რატომ არ იკერავ?
-შეკერვის მერე ტანზე,რომ არ მომეწონოს რა ვქნა?მირჩევნია დავინახო,მოვიზომო და ვიყიდო...
-იცოდე ძალიან მშია,4-ის ნახევარია და ჯერ არ მიჭამია.
-გაიგებს მაგას ვაჩე და მთელ თბილისს შეყრის ცოლი მიშიმშილაო.-გადაიხარხარა მაშომ.-ცუდად,რომ გახდი მეორე დღეს ჩვენთან იყო მოსული და არაფერს ჭამს და ვერც ვაძალებო ნერვიულობდა.
-სულ საჭმელს მტენის პირში.-გაეცინა ნიცას.
-იცი...იცი ვაჩე ძალიან ნერვიულობს შენზე...
-ვიცი...
-ძალიან უყვარხარ და ასეთი სიყვარული იშვიათია...
-ძალიან გამიკვირდა,როცა მითხრა,რომ ვუყვარდი,მე მართლა არაფერი გამიკეთებია...-დაბნეული საუბრობდა.
-შენ არ იცი როგორ უნდოდა,რომ მის გვერდით ყოფილიყავი...
-ხანდახან მგონია,რომ აფერისტობს იმდენად კარგად მექცევა...მგონია,რომ ერთ დღეს სრულიად სხვა ადამიანი გამოვა ოთახიდან,რომელიც ცხოვრებას დამინგრევს.
-ვერ ვხვდებიასე რისი გეშინია.-როგორც იქნა ჩაცმა დაასრულა.
-მე ასე კარგად არასოდეს არავინ მომქცევია,არ მინდა,რომ შევეჩვიო და მერე გული მეტკინოს.
-ვაჩეს შენ ჯერ კიდევ არ იცნობ.-გაუღიმა გოგონას.-სულ დაამსხვრევს მაგ შენს სტერეოტიპებს.-ხელი ჩასჭიდა და ის იყო კარიდან უნდა გასულიყო მამაკაცის ძლიერ მკერდს,რომ მიეჯახა.
-თითქოს ბაბლუანების ქალების ნახვა ჩემი ბედისწერაა.-ღიმილით ამოთქვა აკამ.
-ისევ შენ?
-ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემი ნახვა არ გიხარია მაშო.-ლოყაზე უჩქმიტა გოგონას.
-ხელი გაწიე აკაკი.-უხეშად მოიშორა მისი ხელი სახიდან.
-შენ რა უკან დაგვყვები?რამდენჯერაც გარეთ გამოვალთ იმდენჯერ წინ,რომ გვხვდები...-შეუღრინა ნიცამ.
-ოჰ,რძალსაც ამოსვლია კბილები,ქმრის იმედად ალბათ....-ირონიით მიუგო.-იცი ნუცა,შენი ქმარი არ გიმსახურებს,მას რატომ გაყევი?
-მე ნიცა მქვია და შენი საქმე არ არის!
-კარგი ნუცა და...
-ნიცა!-ლამის დაუყვირა.
-ნიცა წავიდეთ.-ხელზე მოქაჩა მაშომ.
-რა პრობლემა გაქვს აბა მითხარი.
-ნიცა წავიდეთ დაჩი მოვიდა,პრობლემები იქნება...-შეევედრა რძალს.
-ჩემი პრობლემა შენი ქმარია ნიცა.-მისი სახელი გარკვევით წარმოთქვა.-ასეთი ლამაზი გოგო რით მოტყუვდი?გავიგე,რომ ფულიანი ოჯახიდან ხარ,ეგ ვერ დაგიბრმავებდა თვალებს.
-შენ რა გაწუხებს?
-ვფიქრობ და ვერ მივხვდი ვაჩესთან რას აკეთებ...ორსულად ხომ არ იყავი და მაგიტომ წამოგიყვანა?-მუცელზე ხელი ოდნავ შეახო.
-ხელები გაწიე!
-რა სასაცილოა,ვაჩე ბაბლუანის ნამუსი ხელებში მყავს მოქცეული და დასახმარებლადაც არავინ მოვა.
-ახლავე დაა*ვიე აქედან!-მკერდზე ხელი უხეშად ჰკრა მაშომ.
-მაშო შენ ნუ ერევი,უფროსები ვსაუბრობთ.-ისევ ნიცას მიუბრუნდა.-ჩემთან წამოსვლაზე არ გიფიქრია?ფული არც ჩემს ოჯახს აკლია,მაშოც წავიყვანოთ.
-გაგვატარე.-ხელი უხეშად აუკრა ნიცამ,მაშოს ხელი ჩაავლო და წასასვლელად შებრუნდა თუმცა ამაოდ.
-მოიცადე,არ დამიმთავრებია.-ხელი ჩასჭიდა და თავისკენ შეაბრუნა.-შენი ქმარი ზედმეტს ა*რაკებს.ძვირად რომ მოუწევს გადახდა ნეტავ ხვდება?ლამაზი ცოლი ყავს,უფრო ლამაზი და,მე ორივეს წაყვანა შემიძლია აქ და ახლავე.
-ხელი გაწიე,მტკენ.
-კარგია,იქნებ აწი მაინც გაიაზრო რა ხდება რეალურად!
-ხელი მეტკინა აკაკი!-ტკივილისგან სახე დამანჭა.
-ხელი გაუშვი ხომ არ გაგიჟდი?-კანში ფრჩხილები მთელი ძალით ჩაასო მაშომ.
-ფრჩხილების კვალი ზურგზე მირჩევნია ჩემო პატარავ.-გაუღიმა მაშოს.
-ხელი გამიშვი,ავადმყოფი ხარ?-ამაოდ ცდილობდა მისგან თავის დაძვრენას.
-თავი უნდა მომაკვლევინო აკა?-ხალხის მასას გამოეყო დაჩი და მათკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
-აი პრინციც მოსულა.
-ხელი გაუშვი შე ა*ვარო!
-კარგი გავუშვი.-უხეშად შეუშვა ხელი და მის პირისპირ დადგა.
-სიკვდილი გინდა აკა?
-მიყვარს ასე,რომ მელაპარაკები...მაგრამ დაფიქრდი მაშო თუ გაპატიებს ჩემს მოკვლას?ხომ იცი ძალიან ვუყვარვარ...-ღიმილით გადახედა მის გვერდით მდგომს.
-რას ბოდავ?-სახე აუწითლდა გოგონას.
-მართლა რას ბოდავ?-თვალები წამოენთო აბაშიძეს.
-კარგი,კარგი...დაწყნარდი.
-დაჩი წავიდეთ რა.-ხელზე მოქაჩა მაშომ.
-ჰო დაჩი,საჩხუბრად არ ღირს.
-სხვა დროს დაგენ*რევა!-გოგოებს წინ წასვლის საშუალება მისცა და თავადაც უკან მიჰყვა...




***
-ხელი გტკივა?
-ოდნავ...-სილურჯის მისგან დამალვას ამაოდ შეეცადა.
-მაჩვენე.-თბილი ხმით უთხრა და მის წინ ჩაიმუხლა.-არ დაიწყო ტყუილად მაჩვენე.-მაჯის ზემოთ აკას ხელი ნათლად დასტყობოდა სხეულზე.
-მოვკლავ.-ფეხზე წამოვარდა მაშინვე ბაბლუანი.
-გთხოვ ვაჩე.-წინ გადაუდგა ნიცა.-არ წახვიდე გთხოვ.
-ვაჩე ნიცა მართალია,სწორი დრო უნდა შევარჩიოთ.-კვერი დაუკრა დაჩიმ.
-ის სულ ახლოს არის.-ძლივს ამოთქვა მაშომ.-სულ უკან დაგვყვება...
-რა?
-წინაზე მოლში,რომ ვიყავით იქაც ვნახეთ,სულ ჩვენს სიახლოვეს არის...
-რატომ არ მითხარი აქამდე?-გაუბრაზდა დას.
-არ მინდოდა,რომ გამეპრობლემებინა,მაგრამ...მაგრამ ახლა მართლა მგონია,რომ შენს გასაბრაზებლად შეიძლება ნიცას რამე დაუშავოს...-საწყლად ამოისრუტუნა.
-ასე რატომ ფიქრობ?-ჩაეძია ვაჩე.
-მაშო...-თითქოს მისი შეჩერება უნდოდა ნიცას.
-მთელი ეს დრო ნიცას ესაუბრებოდა...ასე თქვა ვაჩეს ნამუსი ხელებში მყავს მოქცეულიო...
-შენი გამოწვევა უნდა ხომ იცი არა?-წინ დაუდგა ვაჩე.-დაჯექი.
-ახლავე მოვალ.-სირბილით გადაკვეთა მაშომ ოთახი და აივანზე გავიდა.
-მაშო,რომ არა ამას არ მეტყოდი არა?-გაბრაზებულმა გადახედა ცოლს.
-ისეთი არაფერი მომხდარა,რომ მომეყოლა.
-არ გამაგიჟო ნიცა...-მოთმინება ეწურებოდა ბაბლუანს.-მე უნდა ვიცოდე მსგავსი რაღაცები...უნდა ვიცოდე,რომ ყურადღება მოგაცქიო და დაგიცვა...რამე,რომ დაგიშავოს იცი,რომ მოვკლავ?თვალს არ დავახამხამებ თანაც ისე და...
-გთხოვ გაჩერდი.-ასეთი რაღაცების ძალიან ეშინოდა.არ უნდოდა,რომ რაიმე ცუდი მომხდარიყო.
-აჩი დაბლა გველოდება,წამოდი დალაპარაკოთ რას ვაპირებთ...
-აქ ამოვიდეს,მე აივანზე გავალ მაშოსთან,სახლში სული მეხუთება.-პლედი მოიხვია მხრებზე და ნელი ნაბიჯით დატოვა ოთახი...
-ყველაფერი ვუთხარი,რაც ნიცაზე თქვი,რადგან მეგონა თავად ნიცა ეტყოდა...ძალიან გაბრაზდა!
-კიდევ ბევრჯერ მოუწევს გაბრაზება.
-აკა გთხოვ შეწყვიტე...იქნებ ეს მტრობა დასრულდეს ოდესმე?
-ცოლად,რომ გამომყები აუცილებლად დასრულდება.
-ხომ იცი,რომ ჯერ არ შემიძლია?
-18 წლის ხარ მაშო,რატომ არ შეგიძლია?-ისმოდა აკას დაძაბული ხმა ტელეფონში.
-სკოლა უნდა დავამთავრო,4 თვე დარჩა და მერე ჩემებსაც ვეტყვი.
-ვეღარ ვითმენ ხომ იცი...დღეს ისე მინდოდა,რომ ჩაგხუტებოდი...-გრძნობამორეულმა ამოთქვა და კამერაში ხელი დაანახა,რომელზეც ფრჩხილების კვალი შერჩენოდა.-ამაზე მერე დაგელაპარაკები.
-ნიცას ლამის ხელი მოატეხე,აბა რა უნდა მექნა?
-უბრალოდ მინდოდა,რომ გაბრაზებულიყო,რამის დაშავება,რომ მდომოდა ვიზამდი ხომ იცი...
-თუ არ დამშვიდდებით შენ და ჩემი ძმა იცოდე,რომ ჩემი და შენი ქორწინება არ გამოვა აკა,მე არ მინდა,რომ ყველა ფეხებზე დავი*იდო და არავისთან მქონდეს ურთიერთობა...
-არ მოგიწევს გაპრობლემება მაშო დამშვიდდი,ჩემი რომ იქნები მერე ყველაფერი დალაგდება...მიყვარხარ ხომ იცი?
-მეც მიყვარხარ,მაგრამ ძალიან მეშინია იმის,რაც შეიძლება მოხდეს...
-არაფერი მოხდება ჩემო პატარავ...დღეს შეძლებ გამოსვლას?
-ვერა,სახლამდე დაჩიმ უნდა მიმიყვანოს...ნიცა?-ლამის ხელიდან გაუვარდა მობილური მისი დანახვისას.
-ახლა არ მითხრა,რომ...
-ისე არ არის,როგორც შენ გგონია.-ფეხზე წამოვარდა მაშო.
-შენ რა გაგიჟდი?აკას ელაპარაკებოდი?
-ცუდი ადამიანი არ არის მართლა...უბრალოდ ჩემს ძმას ვერ ურიგდება,მაგრამ მე...მე ვუყვარვარ გესმის?
-რას ბოდავ მაშო?
-მალე დავალაგებთ ყველაფერს და აღარ იქნება ეს მდგომარეობა კარგი?
-შენ რა აპირებ,რომ ცოლად გაჰყვე?
-ჩუმად ცოტა.-პირზე ხელი მიადო გოგონამ.-ჩემმა ძმამ,რომ გაიგოს ხომ იცი…
-მაშო შენ მხოლოდ 18 წლის ხარ…
-შენ 19-ის ხარ,მაგრამ გათხოვილი.
-ჩემი სიტუაცია სულ სხვაა.-შედარებით დაუყვავა ნიცამ.-შენი ძმა გაგიჟდება,აკა არ იყო შენი ძმა,რომ დაჭრა?
-მას შემდეგ დიდი დრო გავიდა…
-დიდი დრო არ გასულა,რამდენიმე დღის წინაც დაჭრა.
-არა!-თავი გააქნია მაშინვე.
-კი მაშო.
-არა!ასე არ მოიქცეოდა!
-მაშო გამოფხიზლდი,გონს მოდი!
-ჩემს ძმას რამეს თუ ეტყვი იცოდე გავიპარები და ვეღარასდროს მნახავს!-დაემუქრა ნიცას.
-მაშო რას ამბობ?
-შეიძლება ჩემი ძმის ცოლი ხარ და მომწონხარ,მაგრამ თუ ჩემს ცხოვრებაში ჩაერევი იცოდე,რომ ძალიან ინანებ!
-მაშო!-ვაჩეს ყინულივით ცივმა ხმამ გააპო ჰაერი.-რა ხდება?რა გაყვირებს?
-არაფერი…-საწყალი ბავშვივით ჩახარა თავი.
-როგორ თუ არაფერი,მესმოდა ნიცას,რომ უყვიროდი.-ცოლს გადახედა ბიჭმა.-კარგად ხარ?
-არასწორად გაიგე ვაჩე.-მისი დამშვიდება სცადა ნიცამ.
-არ გინდა,არ მომატყუო!
-სახლში მინდა წასვლა,დაჩი წამიყვან?
-კითხვა,რომ დავსვი ვერ გაიგე?-ტონს აუწია ბაბლუანმა.
-გავიგე,მაგრამ არ გპასუხობ!შენმა მეუღლემ გაგცეს პასუხი…
-ძალიან ზედმეტს ხომ არ ლაპარაკობ მაშო?
-ვაჩე მოდი წავიყვან,განერვიულებულია და…
-აღარ გაბედო მეორედ ნიცასთან ასე საუბარი!-კბილებში გამოსცრა დას.
-მაშინ შენი ცოლიც ნუ ჩაერევა ჩემს პირად ცხოვრებაში!-დაუყვირა ძმას და სირბილით შევიდა სახლში.
-ასე რატომ ელაპარაკე?-ხმა დაუმძიმდა ნიცას.
-სახლში წაიყვანე გთხოვ…-დაძაბულმა გადაულაპარაკა დაჩის და როგორც კი კარის ხმა მოესმა ისევ ნიცას მიუბრუნდა.-რა მოხდა?
-არ მაიძულო,რომ მოგატყუო გთხოვ.-ლამის მუდარით ამოთქვა ნიცამ.
-რაიმე ისეთია,რაც უნდა ვიცოდე?
-მაცადე გავერკვე და გეტყვი კარგი?ოღონდ დღეს არა,ცოტა დრო მომეცი.
-ნიცა-მისი სახე ხელებში მოიქცია ვაჩემ.-შემომხედე!
-გთხოვ…
-ჩემმა დამ რამე დააშავა?რამე ისეთია,რასაც არ უნდა აკეთებდეს?
-ყაზბეგიდან,რომ დავბრუნდები დაველაპარაკები და მერე შენც მოგიყვები კარგი?ძალიან გთხოვ არ დამაძალო...
-ნიცა...რამე,რომ მოუვიდეს...
-არაფერი მოუვა...უბრალოდ როცა დამშვიდდება მინდა,რომ დაველაპარაკო.
-ყაზბეგში როდის მიდიხარ?
-პარასკევს,თუ წინააღმდეგი არ ხარ.
-წადი,მაგრამ...
-მაგრამ არ გინდა,რომ წავიდე.-დაამთავრა მისი სათქმელი.
-მაგის თქმას არ ვაპირებდი.-სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა ვაჩემ.-იმ ლაშას არ ვენდობი,ამიტომ რამე თუ მოხდება მე მირეკავ გესმის?დამირეკავ და წამოგიყვან.
-რა უნდა მოხდეს...
-რაც არ უნდა მოხდეს,არვიცი,მაგრამ არ მინდა,რომ თავს თუ ცუდად იგრძნობ იმიტომ დარჩე,რომ არ შემაწუხო ან რაიმე მსგავსი...გთხოვ დამპირდი,რომ რამე თუ მოხდება დამირეკავ.
-გპირდები,რომ დაგირეკავ.
-შიგნით შედი რა,არ მინდა,რომ გაცივდე.-თბილი ხმით უთხრა ვაჩემ.
-ჰო,ცოტა გრილა,ოთახში ვიქნები.-არ შეკამათებია,რადგან ძალიან სციოდა.გვერდი აუარა ბაბლუანს და სახლში ტანის რხევით შევიდა...


***
სულ დაიბნა ბაბლუანი...ძილი არ ეკარებოდა.ბიჭებისგან გაიგო ნუცუბიძის ამბავი.ყაჩაღობაზე მჯდარა,3 წლის წინ გამოვიდა ციხიდან.არც კარგი წრე ჰყავს და არც თვითონ ყოფილა სანდო...იარაღის ტრიალი,ნარკოტიკები და სისხლიანი გარჩევები მისი საქმე ყოფილა...ეშინოდა?არა!მაგრამ მაინც ედარდებოდა შექმნილი მდგომარეობა.არც მამამისს და არც თავად არასოდეს ჩაუყვიათ მსგავს ბინძურ საქმეში ცხვირი.იარაღის ხელში აღებას არაფერი უნდოდა,მაგრამ ხალხის დახოცვას ხომ არ დაიწყებდა?ანერვიულებდა ის რისი გამკეთებელიც ლაშა იყო...შეყვარებული კაცი ყველაფერზეა წამსვლელი და ეს კარგად იცოდა ვაჩემ.
ნიცას მის სახლში უშვებდა...ყაზბეგში 5 დღით...მისგან ასე შორს და თანაც ლაშასთან...მთელი არსებით უნდოდა ეთქვა არ გიშვებო,მაგრამ ეშინოდა ნიცას რეაქციის.არ უნდოდა თავი ჩაკეტილად ეგრძნო და იცოდა,რომ მეგობრებთან ყოფნა შვებას მოჰგვრიდა.ძლივს დაუთბათ ურთიერთობა და ახლა რაღაცების „აკრძალვა“ ნამდვილად არ იყო საუკეთესო ვარიანტი...
თებერვლის სუსხიანი დილა ნელ-ნელა ელაპრებოდა თბილისს.ფანჯრის მინებს ყინვის ნაზი ორნამენტები დაჩნეოდა, თითქოს ვიღაცამ იქ დატოვა უთქმელი ფიქრები. ქუჩა ჩუმია, ჰაერი კი ისეთი გამჭვირვალე და მკვეთრი, რომ ყოველი ჩასუნთქვა გულამდე აღწევს.
ვაჩეს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.მისთვის დროს მნიშვნელობა საერთოდ დაკარგული აქვს. მისი ფიქრები მხოლოდ ერთს,საყვარელ ქალს დასტრიალებდა. ახსენდებოდა მისი ხმა, მშვიდი და თბილი,მისი ღიმილი, რომელიც უეცრად ანათებს ყველაფერს, ის განცდა, როცა მისი ყოფნა სამყაროს ალაგებს...მთელი არსებით უყვარდა ნიცა და ამ გრძნობას ვერაფერს უხერხებდა...
არც მაშოზე ფიქრი ასვენებდა...ეშინოდა,რომ რაიმე ისეთი არ გაეკეთებინა,რაც ტკივილს მიაყენებდა...ვერ ხვდებოდა ასე უცებ რა მოხდა,მაგრამ ეჭვები ღრღნიდა...თითქოს უკვე გაიაზრა,რაც ხდებოდა,მაგრამ გონებაში ბოლომდე არ უშვებდა ამ მდგომარეობას...
სამი დღე ისე სწრაფად მიიწურა თავადაც ვერ გაიაზრა.ყაზბეგში გადაუღებლად თოვდა,არც თბილისი იყო გამონაკლისი.საშინლად ედარდებოდა ვაჩეს მისი წასვლა...განსაკუთრებით მაშინ,როდესაც სახლთან ნუცუბიძემ მოაყენა მანქანა მის წასაყვანად.მანქანაში იყო ლალიც,თორემ ალბათ არ გაატანდა მის თავს.ნიცა ამშვიდებდა მისგან თავს შორს დავიჭერო,მაგრამ ეგ არ კმაროდა...იცოდა,რომ ლაშასთან დიდი პრობლემები იქნებოდა და მხოლოდ ის კი არა მამამისიც მზად იყო ამისთვის...



***
-არ მეტყვი რა მოხდა შენსა და ნიცას შორის?-ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა დაჩიმ.
-არა!
-მაშო,თუ შემიძლია,რომ დაგეხმარო...
-მის გამო როგორ მიყვირა ვაჩემ...-ცხვირი აიბზუა გოგონამ.-მე ნიცა მიყვარს,კარგი გოგოა,მაგრამ არის ზღვარი,რომელსაც არ უნდა გადასცდე.
-მაინც რას გულისხმობ?პირადი,რომ არის მივხვდით.
-შეყვარებული მყავს დაჩი.-პირდაპირ მიახალა.თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა და ძარღვებში სისხლი გაეყინა...თითქოს თებერვლის სიცივე შეეპარა მის სულ და ყელში ლოდი გაეჩხირა...ამ პასუხს არ ელოდა.არც იცოდა...აქამდე მის ყველა შეყვარებულზე იცოდა,მაგრამ ეს როგორ გამორჩა?რანაირად მოხვდა ასეთ სულელურ მგომარეობაში?
-ვინ არის?-მაგიდის ქვეშ მუშტები შეკრა და მომლოდინედ მიაჩერდა გოგონას.
-ჯერ ვერ გეტყვი.
-რას ნიშნავს?
-ჩემი ყველა თაყვანისმცემელი დააფრთხე დაჩი,ამასთან არ გამოვა ეგეთები.
-თუ ჩემს სიტყვაზე დაფრთხნენ ესეიგი არ ყოფილან შენი ღირსები ასე არ ფიქრობ?
-ეს ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის...-მშვიდად ამოთქვა.-აუცილებლად ცოლად გავყვები.
-რადროს შენი გათხოვებაა მაშო?-სუნთქვა გაუჭირდა ბიჭს.-18-ის ახლახანს გახდი.
-სიყვარულმა ასაკი არ იცის ხომ იცი?
-მითხარი ვინ არის!-მოთინება ეწურებოდა აბაშიძეს.
-ჯერ ვერა დაჩი.
-იქნებ ვინმე სი*ს გადაეყარე ისევ?
-შეიძლება ასე ფიქრობდე,მაგრამ ახლოს რომ გაიცნობ...
-მაშო ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ?
-ვიცი.-თავი დაუქნია მაშინვე,არადა მაშოს წარმოდგენაც არ ჰქონდა რეალურად,რამდენად ძლიერ უყვარდა აბაშიძეს და რამდენს ნიშნავდა მისთვის.
-არ მინდა,რომ ვინმემ გაწყენინოს და ცუდად მოგექცეს,მითუმეტეს გათხოვება დიდი ნაბიჯია.
-ჯერ არ ვთხოვდები.სკოლას,რომ დავამთავრებ მერე.
-ამის გამო იჩხუბეთ შენ და ნიცამ?
-ჰო.
-ესეიგი იცის ვინც არის.
-არ გეტყვის.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-ვუთხარი თუ ეტყვი ბიჭებს გავიპარებითქო.
-მერე ეგ საამაყო საქციელი გგონია?-გაუწყრა გოგონას.-ვიღაც ისეთია არა?
-როგორი?
-რომ არ გინდა ჩვენ გავიგოთ.-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-რა სისულელეა?კარგი ბიჭია ძალიან.
-მაშო მითხარი ვინ არის!-ტონი შეეცვალა დაჩის.
-უნდა წავიდე დაჩი,არ მაქვს ამაზე საუბრის არც დრო და არც სურვილი.
-მაშო მოიცადე...-მისი შეჩერება ამაოდ სცადა დაჩიმ.
-მერე გნახავ.-ლოყაზე უცებ აკოცა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-წააგე აბაშიძე!-საკუთარი თავი დატუქსა და თავი მაგიდაზე ჩამოდო.ახლა მისთვის ყველაზე რთული პერიოდი იწყებოდა...



***
თებერვლის სუსხიან დილას,როცა ქალაქი ერთფეროვან რუტინაში იყო ჩარჩენილი,განუყრელმა ხუთეულმა გადაწყვიტა,რომ ცოტა ხნით ყველაფერს გარიდებოდნენ და თოვლიან ყაზბეგში გაქცეულიყვნენ. გრძელი გზის მიუხედავად მანქანაში სიცილი და ხმამაღალი მუსიკა ისე ავსებდა სივრცეს, თითქოს თავად გზაც დღესასწაული ყოფილიყო.თბილისიდან გასვლისთანავე ჩაეძინა ნიცას.უკანა სავარძელზე წამოწოლილიყო და ხელები თავქვეშ ამოედო.ლალიმ ლაშას ქურთუკი გადააფარა და ყაზბეგამდე მისი ხმა არავის გაუგონია.
არავინ იცოდა რა ნერვების ფასად დაუჯდა ბაბლუანს მისი დათმობა...თუმცა ასე მარტივად არც დათმობდა.ზუსტად იცოდა სადაც მიდიოდნენ და მთელი ღამე დასარჩენს ეძებდა,რომ მის გვერდით ყოფილიყო.ლაშას არ ენოდობოდა...ძალიან ეშინოდა,რომ მისგან არ წაეყვანა ნიცა...
ვაჩეს საკუთარი გასაჭირის ფონზე სულ არ უფიქრია დის მდგომარეობაზე.თუმცაღა არაფერი უჭირდა მაშოს,რომელიც სიყვარულს დაებრმავებინა და მზად იყო აკა ბოკუჩავას გამო უარი ეთქვა ყველასა და ყველაფერზე.
დაჩი?დილაუთენია დასალევად,რომ გაიქცა და უგონოდ მყოფი აჩიმ,რომ მიიყვანა სახლში მაშინ მიხვდა რამდენად ცუდად იყო საქმე.
-ცოლად უნდა გავყვეო...-იმეორებდა შეუჩერებლად და რაც ხელში ხვდებოდა ყველაფერს ამტვრევდა აბაშიძე.-მკვლელად უნდა,რომ მაქციოს?-მის ხმაში იმხელა ტკივილი იგრძნობოდა სიტყვას ვერ ამბობდა აჩი მის დასამშვიდებლად.
-ყაზბეგში მივდივართ-დაურეკა ჭკუასელს ვაჩემ,თუმცა ასე მარტივად არ იყო საქმე.როგორც კი დაჩიმ დაძინება იკადრა აჩი ბაბლუანთან სახლში გაიქცა,რომ სიტუაცია როგორმე გამოესწორებინა და დაჩი გონს ერთად მოეყვანათ.
-დაჯექი!-ალბათ პირველად იყო ასეთი სერიოზული ჭკუასელი.
-რა ხდება?-მის ნებას დაჰყვა ვაჩე.
-დიდი პრობლემები გვაქვს ვაჩე.პირდაპირ პრობლემების სამკუთხედი გვაქვს.
-ამოღერღე რა ხდება?
-ნიცა,მაშო და დაჩი.
-დაჩის რა სჭირს?-მხოლოდ მისი მდგომარეობის შესახებ არ იცოდა არაფერი.
-ახლა მოგიყვები,მაგრამ არ გაჭედო აზიატი კავკასიელივით კარგი?
-თუ ბოკუჩავებთან იხუბა მე მაგათ...
-მაცადე!-გააწყვეტინა მაშინვე.-დაჩი შეყვარებულია,თანაც უკვე დიდიხანია. სიყვარული სტანჯავს და ხმასაც ვერ იღებს იმის შიშით მეგობარი არ დაკარგოს...მეგობრის დაკარგვას ასე ჩუმად ყოფნა არჩია და ხედავ სად ვართ?შენი პატივისცემის გამო ხმა არ ამოუღია,გრძნობებს გულში იკლავდა და დღეს ყველა პრობლემა ერთად დაგვატყდა თავს.გალეშილი მთვრალი წამოვიყვანე ამ დროს ბარიდან...საათს შეხედე ჯერ პირველი საათია...-ლამის უყვიროდა მეგობარს.
-რაზე ლაპარაკობ აჩი?-სულ დაიბნა ბაბლუანი.
-შენი და უყვარს დაჩის უკვე წლებია!-შეულამაზებლად მიახალა.-შენი რიდი ჰქონდა არაფერს აკეთებდა,არაფერს ამბობდა...ვეუბნებოდი უთხარი ვაჩეს,ვაჩე ჩვენი ძმაა გაგიგებსთქო,მაგრამ შეეშინდა ცუდად არ იფიქროსო და ვერაფერი გითხრა.
-ჩვენს დაჩის მაშო უყვარს?-მაინც დააზუსტა.
-ჰო და როგორც გაირკვა შენს დას შეყვარებული ჰყავს და ცოლად უნდა გავყვეო გაიძახის.
-რას ამბობ აჩი?-აზროვნების უნარი წაერთვა...
-ახლა დაჩიზე თუ გაჭედვას აპირებ იცოდე,რომ სახეს მიგინაყავ გაიგე?ხომ იცი,რომ ცუდი თვალით არასოდეს შეხედავს მაშოს...შეუყვარდა,მაგას ვერ გააკონტროლებ...
-რამ აფიქრებინა,რომ მაგაზე გავბრაზდებოდი?ჩემი ძმაა არ მიცნობს მაინც?
-მეც ეგ ვუთხარი,მაგრამ არ მისმენდა და სანამ ახლა ფატალურად დამთავრებულა რამე უნდა გავაკეთოთ.
-აი თურმე ყველა ბიჭი რატომ დააფრთხო,ვინც მის ირგვლივ იყო...ჩემზე პირველი გარბოდა საჩხუბრად...
-დაელაპარაკე და უთხარი,რომ არ უბრაზდები.
-მაგას საუბარი რად უნდა ისე ვერ უნდა მიმხვდარიყო?მე რა ავადმყოფი ვარ?
-რომ გამოფხიზლდება უნდა დავისვათ და დაველაპარაკოთ.თან ისიც უნდა გავიგოთ შენი გენიოსა და ვის მიჰყვება ცოლად.
-ვერავის ვერ გაჰყვება ცოლად!-დაიჭექა მისმა ხმამ.-მაქვს რაღაც ყ*ეობაზე ეჭვი და ეგ რომ გამართლდეს რა მოხდება იცი?მოვკლავ და ციხეში წავალ!
-რას ამბობ,ვისზე გაქვს ეჭვი?
-ნიცას ვინ ეკითხება მაშოს ცხოვრებას? არავინ!არც არავის იცნობს ჩემი მხრიდან ისეთს,ვისი მაშოსთან სიახლოვეც მე არ მესიამოვნებოდა...მხოლოდ ბოკუჩავები იცის...
-არ თქვა ვაჩე!-წარბები ზემოთ აზიდა კაცმა.
-არც მე მინდა,რომ ვთქვა,მაგრამ...აკა მგონია რა!
-შენ ვინ მიგიშვებს იქამდე,დაჩი მოკლავს!
-მინდა,რომ დაჩი გამოფხიზლდეს და ჩემს დას თვალი ადევნოს.
-გინდა,რომ გამოიჭირო?
-ჰო...მე და შენ ყაზბეგში წავალთ.გული ცუდს მიგრძნობს რა,ნიცას იქ ვერ დავტოვებ მარტოს.
-ხომ უთხარი გიშვებო?ახლა რა თავზე უნდა დაადგე?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-ვერც გაიგებს,რომ იქ ვარ.სახლი ვნახე ცოტა მოშორებით.თუ რამე მოხდება დამირეკავს და მალევე იქ,რომ გავჩნდე.
-მანიაკივით იქცევი იცი?
-რამე,რომ მოუვიდეს არ ვიცი...-დაძაბულმა ამოთქვა და თავი ხელებში ჩარგო.-ჩემი ორი საყვარელი ქალი და ორივე ვიღაც გიჟს გადაეყარა...
-რატომ არ გაჰყევი?ხომ შემოგთავაზეს წასვლა.
-არ მინდოდა უხერხულად ყოფილიყო.მინდოდა თავისუფლად ესუნთქა.
-შენი ვერაფერი გავიგე რა ძმაო.-მის გვერდით დაჯდა აჩი.-დიდი პრობლემები იქნება ხომ იცი?
-ვიცი.
-მარტივად,რომ ვთქვათ ომი იქნება.
-ვიცი.
-ვიღაც დაშავდება...
-ვიცი.
-რა გინდა,რომ გავაკეთო?
-მინდა,რომ იარაღი მიშოვნო.
-რისთვის?
-უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის...მიშოვნი?
-გიშოვნი.
-დაჩი გამოაფხიზლე,ერთ საათში მოვალ და ძმურად დაველაპარაკები.
-დღეს გჭირდება?
-ხვალ დილით ყაზბეგში უნდა წავიდეთ.
-კარგი.-მშვიდად დაჰყვა მის ნებას და ფეხზე წამოდგა.-ჩემი ძმა ხარ ხომ იცი არა?
-ვიცი აჩი!სამივე ძმები ვართ და მაგას ვერაფერი შეცვლის.
-ეგ დაჩისაც უთხარი,მაგისი მოსმენა სჭირდება.
-კარგი.-ოდნავ გაუღიმა მეგობარს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.სრული ქაოსი იყო მის გონებაში,უკვე აზროვნებაც კი უჭირდა...



***
ყაზბეგში ჩასვლისას ქვით ნაშენები სახლი დახვდათ, ბუხრითა და დიდი ფანჯრებით. სანამ ბიჭები შეშას ალაგებდნენ,გოგოები სამზარეულოში დატრიალდნენ.ოთახი ნელა თბებოდა, გარეთ კი თოვლი ისევ დაუღალავად ცვიოდა.თებერვლის თოვლიანი ყაზბეგი უამრავ მოგონებას დაიტევდა....
ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე სამი საძინებელი იყო.პირველ სართულზე მხოლოდ ერთი.დიდი სამზარეულო და უმშვენიერესი მისაღები ჰქონდა სახლს.მცენარეებიც ცოცხლად გამოიყურებოდა.ვერ იტყოდით,რომ დიდიხანია ამ სახლში არავინ ყოფილა...ვერც იმას იტყოდით,რომ უბრალოდ ბარში მომუშავე ადამიანის იყო...
-სახლს უვლის ვინმე?-იკითხა ლალიმ და იქაურობას გადახედა.არც მტვრიანი იყო და არც დაულაგებელი.
-ჰო,დეიდაჩემი აქვე ცხოვრობს,ხშირად მოდის.
-ულამაზესი სახლია ლაშა.-გაოცება ვერ დამალა ნიცამ.-ასეთი დახვეწილი სახლი მხოლოდ ფილმებში მინახავს...
-სულ თქვენს განკარგულებაშია.
-ეე გოგოებო,ასე საწყლად უნდა ვიკვებო მომდევნო 5 დღე?-შემწვარი კარტოფილი დაიწუნა ანდრომ.
-უკეთესის მომმზადებელი ხარ?-წაკბინა ლალიმ.
-ჰო კარგი.-დანებების ნიშნად ხელები აწია და კიდევ ერთი ლუკმა გაიქანა ყბაში.
-ვჭამოთ და დაგათვალიერებინებთ აქაურობას.ვიცი,რომ არ ხარ ყაზბეგში ნამყოფი ნიცა.
-სულ მინდოდა,მაგრამ ვერ მოვახერხე...-თითქოს თავი იმართლა და ისევ სუფრას მიუბრუნდა...




***
-თვალებში მიყურე!-თავჩაქინდრულ მეგობარს მიუგო ვაჩემ.
-თუ ჩემს ცემას აპირებ აზრი არ აქვს,ხელს მაინც არ შემოგიბრუნებ.-მშვიდად ამოთქვა,ისე,რომ მისთვის არც შეუხედავს.
-შემომხედე ბიჭო!-ტონს აუწია ბაბლუანმა.-პატარა ბავშვები ვართ?
-არა.-ძლივს ამოთქვა და როგორც იქნა მეგობარს თვალი გაუსწორა.
-აბა რა საქციელია?-გაბრაზებული არ იყო,უბრალოდ სწყინდა დაჩის საქციელი...ვაჩე არასოდეს დაუშლიდა მაშოსთან ურთიერთობას და მეტიც,ყველაზე მშვიდად იქნებოდა თუ დაჩი იქნებოდა მისი დის გვერდით...
-შემიყვარდა...ვცადე,მაგრამ არ გამოვიდა არაფერი,ვერ გადავიყვარე...
-მე რატომ არ მითხარი?
-ჩემი ძმა ხარ ხომ იცი?
-ვიცი და მაგიტომ გეკითხები რატომ ხარ მითხარი?
-არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდა...-კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და ნერვიულად გაუკიდა.
-რა რეაქცია უნდა მქონოდა?რომელი საუკუნეა?
-ხო გითხარი აზიატი კავკასიელივით არ დაელაპარაკოთქო?-გაუწყრა მეგობარს აჩი.
-დაჩი შენ და აჩის,რომ გენდობით ჩემების სიახლოვეს ისე არავის გესმის?-წინ გადაიხარა და მეგობრის კოლოფიდან თავადაც ამოაძვრინა ერთი ღერი.-როგორ იფიქრე,რომ მაგის გამო გავბრაზდებოდი და უნდა მომრიდებოდი?
-არჩევანი,რომ ყოფილიყო მე შენს ძმობას ავირჩევდი.-მტკიცედ ამოთქვა აბაშიძემ.
-მე გეტყოდი,რომ მაშოს თუ შეუყვარდებოდი შეგეძლო ჩემი ძმა და სიძე ერთად ყოფილიყავი!
-დაბნეული ვარ ვაჩე...
-ახლა მე მინდა,რომ თავი მაღლა ასწიო და ფხიზლად იყო გესმის?შენს ძმას შენი დახმარება სჭირდება.
-ბოდიში ვაჩე...-სევდიანი ხმა ჰქონდა აბაშიძეს.-რომ დაგჭირდეს ხომ იცი სიცოცხლესაც დავთმობ შენთვის...
-რას მებოდიშები ბიჭო?-კეფაში ხელი წამოარტყა მეგობარს.-ჩემი ძმა ხარ ხომ იცი?შეიძლება ერთი სისხლი არ გვაქვს,მაგრამ ჩვენ ამაზე ბევრად მეტი გამოვიარეთ ცხოვრებაში.თავდახრილი აღარ დაგინახო,თითქოს რაიმე სასირცხვილო ჩაგედინოს!-დატუქსა მეგობარი.-ახლა ორი ღია ფრონტი მაქვს და ორივეზე დახმარება მჭირდება...მე ყაზბეგში უნდა წავიდე,შენ მჭირდება,რომ აქ იყო და ფხიზლად!
-რისთვის?
-მინდა,რომ მაშოს უთვალთვალო.
-ალბათ ვინმე თავის კლასელს ხვდება,გავარკვევ და ძვლებს დავუმტვრევ...
-არა,არა!-თავი გააქნია ბაბლუანმა.-მე სულ სხვა რამე მგონია.
-ანუ?
-აკა მგონია...
-ვინ აკა ბიჭო?
-ხომ იცი ვინც არის აკა?ბოკუჩავა!-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა.
-მაშოსთან რა ესაქმება?
-არ ვიცი ჯერ ზუსტად,მაგრამ ეგ მგონია და მინდა,რომ გაარკვიო.
-მოვკლავ მაგის დედაც!-ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა.
-რომ გაარკვევ არაფერი გააკეთო,მაშოს ჩემთან მოიყვან და დაველაპარაკები...მერე დავფიქრდები მოვკლავ თუ ცოცხალს დავტოვებ.
-გგონია ეგრე გავუშვებ?-გაეცინა დაჩის.
-სანამ მაშოს დაველაპარაკები.მერე ვნახოთ.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა.
-ჩვენ როდის მიდივართ?
-დილით გავიდეთ.
-ყაზბეგში არ დაგჭირდები?-ჩაეკითხა დაჩი.
-მე შენ აქ მჭირდები,რომ ჩემს დას მიხედო!მჯერა,რომ გაუფრთხილდები...
„4 ჩ“ ასეთი უნდა ყოფილიყო მათი სამეგობრო...ერთხელ სუფრაზე გაჟღერებულა სადღეგრძელო 4ჩ-ს გაუმარჯოსო... „ჩვენი ჩუმი ჩა*ლახური ჩანაფიქრები“...მერე მათი ცხოვრების წესად ქცეულა და ირინასთვის გაუმხელია დაჩის დედას,ქეთოს, მოდი და ბიჭებს „ჩ“ ჩავუმატოთო...ასე დაიწყო ყველაფერი...პირველი შვილი ქეთოს ეყოლა,დაჩიო,წამოსცდომია ერთ დღეს და აბაშიძეც დაბადებულა...
მეორე აჩი და უჩა იყვნენ,დღენაკლული ტყუპები,რომლებიც ვაჩეზე 6 დღით ადრე დაიბადნენ...უჩა ვერ გადარჩა...მხოლოდ აჩის გადარჩენა შეძლეს ექიმებმა...
16 ივლისს ვაჩეც დაიბადა და მიუხედავად იმისა,რომ ერთი აკლიათ,ის ყოველთვის მათ გულებში ცხოვრობდა...ერთმანეთი არასოდეს მიუტოვებიათ...ერთმანეთის გამო დაჭრილან,უცემიათ,ტყუილი უთქვამთ და ციხეშიც მოხვედრილან,მაგრამ მიტოვება? ეს მათ არ იცოდნენ...




***
თოვლიანი ყაზბეგი თითქოს ზღაპრიდან გადმოსული გიგანტი ყოფილიყო. მთის მწვერვალი თეთრ საბანში გახვეული დამდგარა, მშვიდად და ამაყად, თითქოს დრო მის ირგვლივ ჩერდება. თოვლი ნელა ეშვება ფერდობებზე, ქარი კი ფრთხილად ეფერება კლდეებს და სიჩუმეს უფრო ღრმას ხდის.
მზის სხივები თოვლზე ნაზად ირეკლება და ყველაფერს ვერცხლისფრად ანათებს. ქვემოთ, პატარა სახლები და წმინდა სამების ტაძარი ამ უსასრულო სითეთრის ფონზე კიდევ უფრო ნაზად და დაუცველად ჩანს. ჰაერი სუფთაა, ცივი და ისეთი გამჭვირვალე, თითქოს სუნთქვაც კი დღესასწაულია.
ქარი ცივია, მაგრამ სასტიკი არა,უფრო მკაცრი მასწავლებელივითაა, რომელიც გაფრთხილებს: აქ პატივი უნდა სცე ბუნებას, საკუთარ ფიქრებს და საკუთარ გულს. სუნთქვა ღრმავდება, ფილტვები სუფთა ჰაერით ივსება, და გრძნობ, როგორ გშორდება ყოველდღიური ხმაური, წუხილი, ზედმეტი სიტყვები. რჩებით მხოლოდ შენ და მთა...
თოვლი ფანტელებად ეშვება, ნელა, აუჩქარებლად, თითქოს იცის, რომ აქ არსად ეჩქარება. ყოველი ფანტელი მთის სხეულს ეხება და კიდევ ერთ ფენას ამატებს მის უკვდავებას. ყაზბეგი ამ დროს ცოცხალია,არა ხმაურით, არამედ სიმტკიცით. ის დგას და გრძნობინებს, რამდენად პატარა ხარ და ამავე დროს რამდენად მნიშვნელოვანი...
-ლაშა მეტი აღარ ქნა.-უკვე მისკენ გამოქანებულ ბიჭს დააწია სიტყვები ნიცამ და გაქცევა სცადა,თუმცა ამაოდ.
-მერამდენედ გაგორავე უკვე ატყობ?-დასცინოდა ნუცუბიძე გოგონას.
-წადი სხვები აგორავე,ფეხზე ვეღარ ვდგავარ.-იცინოდა თვითონაც.
-გუშინ ღვინო,რომ გადაასხი ჩემს საყვარელ ჰუდს აბა რა გეგონა?-ინციდენტი გაუხსენა ნიცას.
-შემთხვევით იყო ხომ იცი...მე ორ ჭიქაში ვთვრებითქო გითხარი.
-მივხვდი მაგიდა თავზე,რომ გადმოიმხე.-გუნდა კარგად შეკრა და მსუბუქად ესროლა.
-აბა ამათ უყურე რა დღეში არიან.-გამოეკიდა ანდრო ორივეს.
-გაგვანებე რა თავი.-დაღმართზე დაეშვა ნიცა.
-აჰა,ლაშას ვესვრი მაშინ.-მთელი ძალი გაუქანა სახეში.
-მეც არ მისვრია მაგისთვის.-მოულოდნელად გაისროლა გუნდა ნიცამაც და პირდაპირ სახეში მოარტყა ნუცუბიძეს.
-დაგერხა ხომ იცი?-ერთი ხელის მოსმით მოიწმინდა თოვლი და სირბილით გაექანა მისკენ.
-კარგი ხო რა იყო,რამ გაგაბრაზა?-სასაცილოდ დაბრიცა ტუჩები როცა უკვე მის მკლავებში მოემწყვდია ლაშას.
-მე გინდობდი და შენ რა დღეში ხარ?-კიდევ ერთხელ გამოეცალა ნიცას ფეხქვეშ მიწა და როცა აზრზე მოვიდა თოვლში გაშოტილმა მტკივან ადგილას მოისვა ხელი...პატარა სისხლის ლაქა დატოვა იქვე თოვლზე...-ნიცა კარგად ხარ?-გაღიმებული სახე წამში მოეღრიცა ლაშას.
-მგონი თავი გავიტეხე...-სიცილით ამოთქვა და გაგლეჯილ წარბზე კიდევ ერთხელ მოისვა ხელი.
-ნიცა მაპატიე...არ მინდოდა მართლა,არ მეგონა...ღმერთო რა სი*ი ვარ...-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა.-თავბრუ გეხვევა?
-არა,მგონი კარგად ვარ.
-მაჩვენე ნიცა.-მედიცინის მომავალი ჩამოუდგა ცხვირწინ ნიცას.-რამდენ თითს გაჩვენებ?-ორი თითი გაუშალა.
-ორს.
-ძალიან გტკივა?
-მხოლოდ იქ სადაც დავარტყი,არც თავბრუ მეხვევა და არც თავი მტკივა.
-ნიცა მაპატიე გთხოვ,აღარასდროს ვიზამ გპირდები...
-კარგი რას დაპანიკდი,პატარაზეა...ყინულს დავადებთ და მოურჩება.
-მართლა არ მინდოდა მე...
-კარგი რა დაგემართა ლაშა,ვიცი რომ არ გინდოდა.-დაამშვიდა ნიცამ.-ხომ გაიგე ექიმმა სესილიმ რა თქვა?ყინულს დავიდებ და მორჩება...
-ფუ რა სი*ი ვარ!-აღმოხდა გაბრაზებულს და გოგონებს უკან მიჰყვა...




***
-მართლა აღარ გტკივა?-ყოველ 5 წუთში ეკითხებოდა ლაშა.
-ვაიმე დამღალე უკვე.-თვალები დააკვესა გოგონამ.-ხომ გითხარი ლაშა,არაუშავს.
-მაგრად შემეშინდა.რამე გინდა?
-რა ბებიასავით დაჰფოფინებ თავზე.-წამოაგდო ანდრომ.-ადე შეშა დაჭერი,მომეღრიცა ხერხემალი.
-მარტო არ დატოვო იცოდე!-დაუბარა ბიჭს.
-გოგოები სად არიან?
-აფთიაქში გავიდნენ.
-გილურჯდება ჰო იცი,1 საათის წინ ასე არ გქონდა.-სახეზე ხელი გადაატარა ანდრომ.-შენს ქმარს უხსენი ახლა რა გჭირს.
-ყველას შეიძლებოდა დამართნოდა...-ოდნავ მიიდო მტკივან ადგილას ხელი.
-არა აცეტდა ამხელა ბიჭი რა.-დასცინოდა მეგობარს.
-უთხარი აღარ მკითხოს როგორ ვარ თორე ვცემ.-გამოაჯავრა მის ნათქვამს და ყავის ფინჯანი ხელებში მოიქცია...

***
მესამე საღამოს ატარებდნენ თოვლიან ყაზბეგში.იქ სადაც ხალხი ერთმანეთს სიყვარულით უმზერდა...ქუჩაში გულზე მიბჯენილი ხელებით ესალმებოდნენ ახალგაზრდებს და მოხუცები სახლში ეპატიჟებოდნენ ახლად გამომცხვარ ხაჭაპურებზე.
საშინლად ბევრი დალიეს...ანდრომ სახლში ყველაზე დიდი ჯამი,რაც ნახა იქიდან დაიწყო განსხვავებულის დალევა...არ ჩამორჩა ლალიც და მეორე ჯამი მან მოიქცია ხელში...სესილიმ არყის ჭიქების გამოცლა,რომ დაამთავრა ლუდზე გადავიდა,ღვინოს ვერ სვამდა...ლაშა კიდევ რასაც ანდრო უსხამდა ყველაფერს ურეაქციოდ ისხამდა ხახაში.
ხან უფროსები გააშარჟეს.ხან ერთმანეთი...მომხმარებლებს დასცინოდნენ ლატეს და ამერიკანოს,რომ ვერ არჩევნდნენ ერთმანეთისგან...მათაც ცივ ლატეში ყინულების რაოდენობაზე,რომ წუწუნებდნენ...მეგრელი ვადაჭკორია კიდევ ერთხელ გაჭორეს...ძუნწი იყო,ხელფასების გაცემას სულ აგვიანებდა და თან მონასავით მუშაობას აიძულებდა ყველას,რომ 1000 ლარიანი ხელფასი მიეცა...მაგ თანხიდანაც ჯარიმებს უკლებდა ბავშვებს და თან ლანძღვას არ იშურებდა ყოველ დაგვიანებულ ან არეულ შეკვეთაზე...
ანდრო და ლალი მალევე გაიქცნენ დასაძინებლად...სესილიც მალევე მიჰყვა უკან,რადგან ფეხზე ძლივს იდგა და ლამის მაგიდაზე ჩამოეძინა.
ამჯერად არ დაულევია ნიცას,რადგან წინაზე ბავშვები ჩიფსების ამარა დატოვა...აივანზე ისხდნენ ანჯაფარიძე და ნუცუბიძე...ათას სისულელეს იხსენებდნენ სამსახურიდან და გადათეთრებულ ჰორიზონტს გაჰყურებდნენ.უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა ნიცა ჰორიზონტს უყურებდა,ლაშა ნიცას...
-მისმინე.-სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა ბიჭმა.-ხომ იცი როგორ დიდ პატივს გცემ?
-რატომ მგონია,რომ ეს საუბარი ცუდად დამთავრდება?-წარბები ზემოთ აწკიპა ნიცამ.
-შემომხედე.-თბილი ხმით უთხრა და გვერდით მიუჯდა.-გახსოვს პირველად,რომ გნახე?
-ჰო,ანდრიას დაბადებისდღეზე.-თავი დინჯად დაუქნია და მობილური ჯიბეში ჩაიცურა.
-მაშინვე გავიკითხე შენზე და ვერ ვხსნიდი რატომ მუშაობდა რამაზი ანჯაფარიძის ქალიშვილი ბარისტად.
-შენ რაში გაინტერესებდა?-გულწრფელად დააინტერესდა ნიცას.
-არ მიყვარს ჩემს გარშემო გაურკვეველი რაღაცები,რომ არის.-სიგარეტის კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და სიცივისგან გაწითლებულ ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-გთხოვ...-მისი ხელი ელვის სისწრაფით მოიშორა და ფეხზე წამოდგა.
-დროთა განმავლობაში გავიგე,რომ ფულს სწავლისთვის აგროვებდი...სესილიმ მითხრა.
-ამას რატომ მიყვები?
-ვიცი,რომ გათხოვება არ გინდოდა...
-მერე?
-მერე ის,რომ მე მედარდები...
-რატომ?მე ხომ არაფერი მჭირს?-გაიკვირვა.
-ბაბლუანის ცოლი ხარ,თანაც ძალით!-სიგარეტის ნამწვი ხელში უხეშად მოსრისა.-ასეთი შანსი მეორედ აღარ გექნება ნიცა.-ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა ანჯაფარიძეს.
-რას გულისხმობ?
-საბუთები მზად არის.ყალბი პასპორტი დაგიმზადე,თურქეთში გადაგიყვან და იქიდან სადაც მეტყვი იქ წაგიყვან...
-რას ამბობ?-სუნთქვა გაუხშირდა ქალს.
-ასეთი საცოდავი ქალის ცხოვრება გინდა?გათხოვდი და მორჩა?
-შენ ეს რატომ გაწუხებს?
-გახსოვს კოცნა,რომ ვცადე?14 თებერვალი იყო,სახლში მიგაცილე და ბოლომდე არ მომყვე მამა გაბრაზდებაო...
-მახსოვს...
-მთვრალი ვიყავი და მაგიტომ ვცადე კოცნათქო,რომ გითხარი...არაფერ შუაში იყო სიმთვრალე,უბრალოდ მინდოდა,რომ ჩემთან ყოფილიყავი...ახლაც ეს მინდა...-სიტყვები ქარს გაატანა და ლოყაზე ცხელი ტუჩები მიაკრო.
-რას ამბობ?-ელდანაცემივით დაიხია უკან.
-ისე ნუ იქცევი თითქოს ვერ ხვდები,რომ მიყვარხარ...
-გთხოვ გაჩერდი.-მკერდზე უხეშად უბიძგა.-მე გათხოვილი ქალი ვარ.
-ერთი მაგ ქორწინებისაც!-მწარედ შეიკურთა.-შემომხედე!-ხელები ძლიერად მოხვია სხეულზე.-მითხარი და წაგიყვან ახლავე.წაგიყვან და ვერასოდეს ვერავინ გიპოვნის.იქ ისწავლი,სადაც გენდომება...იმას გააკეთებ,რაც გენდომება...
-გაჩერდი ლაშა.-მისგან თავის დაღწევა ამაოდ სცადა.-მე არავინ გამიშვებს.
-იძულებულები იქნებიან.-ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და მაგიდაზე მიაგდო.-იცი რამდენი რამის მოგვარება შეიძლება ამით?იცი რამდენის გაჩუმება შეიძლება?
-რას ამბობ?-შიშისგან აცახცახებულმა უკან დაიხია.
-ყველას გაჩუმება შეიძლება ნიცა თუ მე გამომყვები და...
-ხომ არ გაგიჟდი?-აწყლიანებული თვალები მიანათა მის წინ მდგომს.-ეს რა არის ლაშა?-იარაღზე მიუთითა.პირველად ხედავდა მსგავს რამეს რეალურად.
-ის,რასაც მე ვაკეთებ!-სიამაყე იგრძნობოდა მის ხმაში.
-აბა ბარში დაცვად ვმუშაობო?-ამოიტირა საცოდავად.
-ასეც იყო,მაგრამ ადრე.
-ვინ ხარ?
-არ მითხრა,რომ ჩემი გეშინია...-გაოცებულმა მიუგო.-მე შენ არასოდეს გავნებ ნიცა.-მისკენ გაიწია ისევ,თუმცა ამაოდ.გოგონამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და რკინის მოაჯირს გაუაზრებლად აეკრო.
-არ გინდა გთხოვ...
-ნიცა მისმინე...მე იმის ძალა არ შემწევს,რომ შენ გავნო,მაგრამ შემიძლია ყველას წინ დავუდგე,ვინც ჩვენს შეჩერებას შეეცდება.
-ჩვენს?
-მე შენ წაგიყვან ნიცა...ამაღამვე.სარფში გველოდებიან ბიჭები.
-ლაშა მისმინე...მე ქმარი მყავს,ოჯახი...
-ქმარს ნუ ეძახი მაგ ა*ვარს!-მთელი ხმით დაუყვირა ნიცას.-გავიგე გოგოებს,რომ უყვებოდი ფიქტიური ქორწინებააო...ვიცი,რომ არ შეგხებია და იცოდე ამას არც დავუშვებ!
-მთვრალი ხარ...გთხოვ...
-მე შენ არასოდეს დაგაძალებდი ჩემს ცოლობას...-ხელები მის გარშემო შემოაწყო,მოღეღილ ყელზე ოდნავ მიაკრო ტუჩები და იქვე ჩამოეყრდნო მხარზე.-რა კარგი სურნელი გაქვს.
-გაიწიე,გემუდარები...-სიტყვებს ვერ უყრიდა თავს.
-ჩემი ნუ გეშინია...მათ ეშინოდეთ,ვინც შენს წაყვანაში ხელს შემიშლის.-მის ყურთან ამოიჩურჩულა.
-გთხოვ...
-ძალიან დიდხანს ვიცადე...შეცდომა დავუშვი და წამართვეს შენი თავი-კიდევ ერთხელ აკოცა,ამჯერად თავზე.
-გთხოვ,უნდა წავიდე.
-ამ შუაღამისას...მარტო?-გაეცინა.-წავალთ,ოღონდ ერთად.
-შენთან ერთად არ წამოვალ.
-შენ ვერ ხვდები...-სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა.იმდენად,რომ მისი სუნთქვა სახეზე ეფრქვეოდა ნიცას.
-ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით?რატომ ცდილობ ამის გაფუჭებას?
-ოდესმე გამიგებ.-ლოყაზე ოდნავ შეეხო.-უნდა წავიდეთ,სანამ გათენდება.
-არ წამოვალ!-ჯიუტად გაიმეორა.
-კარგია,რომ არ გეკითხები-სხეულზე ხელები ძლიერად მოხვია და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-რას აკეთებ?ახლავე დამსვი!-გიჟივით უტყამდა ზურგზე,თუმცა ამაოდ.
-ნუ იქევი ასე ნიცა...-მანქანაში ჩასვა და ხელები გაუკავა.-ვის გამო გინდა დარჩენა?
-მოვკვდები და არ გამოგყვები!-მუცელში წიხლი მთელი ძალით ჩაარტყა და მანქანიდან სირბილით გადავიდა.სად წავიდოდა ამ შუა ღამეს თოვლიან ყაზბეგში?სირბილით შევიდა სახლში,კიბეები არიბინა და სესილის ოთახში შევარდა.კარი სასწრაფოდ გადაკეტა და კომოდის გაწევა ამაოდ სცადა,რომ კარზე მიეყუდებინა.
-რომელი ხარ?-ძლივს გამოერკვა სესილი.
-მიშველე სესო.-აღმოხდა შეშინებულს.
-რა მოხდა ნიცა?-ერთიანად გაფითრდა გოგონა.მაშინვე სინათლე აანთო და ნახევრად მოხუჭული თვალებით გადახედა კარზე აკრულს.
-ლაშა ჩემს მოტაცებას აპირებს,მიშველე!
-რას ამბობ?-სულ გამოფხიზლდა...
-არ შემოუშვა გთხოვ,წამიყვანს...-აკანკალებულმა ამოიხრიალა,ჯიბიდან მობილური ამოიღო და დაუფიქრებლად დარეკა ვაჩესთან.მეორე ზარზევე აიღო ბაბლუანმა.მერე რა,რომ დილის 3 საათი იყო,იმდენად ფხიზელი ხმა ჰქონდა ვაჩეს,ეგრევე შეატყობდით,რომ არ ეძინა.
-ნიცა?-აშკარად არ ელოდა მის ზარს ბაბლუანი.
-ვაჩე...-სიტყვებს თავი ვერ მოიყარა და შეშინებულმა ყბა მხოლოდ მისი სახელის სათქმელად დაიმორჩილა.
-ნიცა კარგად ხარ?რა გჭირს?
-დამეხმარე ვაჩე...ლაშა გაგიჟდა,თურქეთში უნდა წაგიყვანოო...
-სად ხარ ნიცა?
-სახლში ვაჩე,ოთახში ჩავიკეტე,პოლიციაში დავრეკო? არ ვიცი რა უნდა ვქნა...-ძლივს სუნთქავდა.
-არსად დარეკო,ნუ გეშინია,მოვდივარ!-საუბარი არ გაუგრძელებია მაშინვე გათიშა.
-ნიცა გააღე დავილაპარაკოთ.
-არ გაუღო!-დაუყვირა სესილის,რომელიც გაურკვევლობაში ჩავარდნილიყო.
-შემოვამტვრევ იცოდე!-ღრიალებდა ისევ.
-რა ხდება ამ შუაღამისას?-მოესმათ ანდროს ხმა გოგონებს.
-ნიცა გამოდი,ხომ იცი არაფერს დაგიშავებ...
-წადი აქედან,ან მე მომეცი უფლება წავიდე...
-გამოდი გთხოვ.-ტონი შეარბილა კაცმა.
-გთხოვ თავი დამანებე!-კარზე აკრულმა ძლივს ამოთქვა და სესილის მთელი ძალით მიეკრო სხეულზე.
-ნუ გეშინია,არ გავატან შენს თავს!-იმ წუთას სესილის ისეთი მტკიცე და დამაიმედებელი ხმა ჰქონდა,ლამის ნიცამაც დაიჯერა,რომ უშველიდა.
-წამოდი ბიჭო ხომ არ გაგიჟდი?-ხელი წაავლო ანდრომ და კიბეებზე ძალით ჩაიყვანა.-გამო*ლევდი შენ?
-ხელი გამიშვი,უნდა ველაპარაკო!-ღრიალებდა ნუცუბიძე.
-რა მოგივიდა?მეგონა ხუმრობდი მოტაცებაზე,შენ რა მართლა აპირებ?
-არ დამიწყო ახლა მორალის კითხვა!
-ახლავე უნდა დამშვიდდე!-ხელი უხეშად აუკრა ანდრომ.-არ უნდა ვერ ხედავ?
-ეშინია ალბათ იმ სი*ის!-დაიღრიალა კიდევ ერთხელ და ამაოდ გაიბრძოლა ანდროს წინაშე.
-ნუცუბიძე შე ნაბი*ვარო!-ღრიალით შემოვარდა სახლში ბაბლუანი.-მოგკლავ შე სი*ო!-ყელში წვდა მისაღებში მყოფს და მთელი ძალით დაარტყა სახეში.
-შენ არ ჩაერიო!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია აჩიმ და ანდროს და მათ შორის ჩადგა.
-შენი დედაც!-აგრძელებდა თავისას ვაჩე.
-ხომ გითხარი წავიყვანთქო?-დასისხლიანებული პირით ამოთქვა და ოდნავ გაეკრიჭა.
-მოგკლავ გაიგე?დაგანაწევრებ!-მარჯვენა ხელით მთელი ძალით ურტყამდა სახეში.გაგიკვირდებათ და ლაშას ხელი არ შეუბრუნებია.ან უბრალოდ ვერ...იმდენად ნასვამი იყო და იმდენად გაუკვირდა ვაჩეს ასეთი გამოჩენა,რომ ხელის გაქნევაც ვერ მოასწრო იატაკზე,რომ აღმოჩნდა...ზემოდან მოექცა ბაბლუანი და ისე გამეტებით ურტყამდა იფიქრებდით,რომ მართლა აპირებდა მის მოკვლას.-როგორ გაბედე?
-გავბედე და მერე თან როგორ.-მხოლოდ ერთხელ შეძლო მუშტის მოქნევა მისთვის და უკვე არეულმა დაიწყო ყურება.
-შეეშვი ბიჭო მოკლავ!-გაიბრძოლა აჩის წინააღმდეგ ანდრომ.-მოკლავს ბიჭო ციხეში უნდა?
-ვაჩე გაუშვი მართლა!-მივარდა მეგობარს აჩი.-მოკლავ რას აკეთებ?
-მოკვდეს!-დაიღრინა გაცოფებულმა და კიდევ ერთხელ დაარტყა.
-გაუშვი ბიჭო!-წაეტანა მეორე ხელზე ანდრო,რომ მისთვის მოეშორებინათ,თუმცა ვაჩეს იმდენად ჰქონდა ბინდი გადაკრული,რომ მისი გაკავება თითქმის შეუძლებელი ხდებოდა.
-ვაჩე!-კიბეებიდან დაიყვირა ნიცამ და გაავებულ ბაბლუანს ცრემლიანი თვალები შეავლო.-გთხოვ გაუშვი...-მიახლოება ვერ გაბედა...მთლიანად სისხლში ამოსვრილ კაცს ახლოს მისვლა ვერ გაუბედა...
-ნიცა...-ხელი უხეშად შეუშვა და სირბილით გადაკვეთა მათ შორის მანძილი.-ჩემო პატარა.-ხელები მჭიდროდ მოხვია სხეულზე.-კარგად ხარ?
-ვაჩე...-საცოდავად ამოიტირა და მისი სხეულის მიღმა იატაკზე უგონოდ მწოლიარე ბიჭს გახედა.-მოკვდა?
-ჩშშ...შენ ამაზე არ იფიქრო...-სხეულიდან ოდნავ მოშორდა და ცრემლიან თვალებში ჩააცქერდა...-ეს რა არის?-დალურჯებულ სახეზე ხელი ნაზად გადაუსვა.
-გთხოვ არ გინდა,შემთხვევით მოხდა.-სცადა ტონი ეკონტროლებინა.-გთხოვ აქედან წამიყვანე...
-ამან გააკეთა?-ანთებული თვალებით კიდევ ერთხელ გადახედა.-შენ მოგი**ნავ!-გაგიჟებული ისევ მისკენ წავიდა.
-ვაჩე,ვაჩე...-წინ გადაუდგა ნიცა.-შემომხედე გთხოვ...არ ქნა,წავიდეთ აქედან გთხოვ,ჩვენს სახლში წამიყვანე...სახლში მინდა...-მკერდზე თავი მძიმედ მიაყრდნო და მის მკლვებში ჩაიმალა.შვება იგრძნო...არ იცოდა ასე უცებ საიდან გაჩნდა იქ ბაბლუანი,მაგრამ შვება იგრძნო...ყველაზე მეტად ენდობოდა...ყველაზე მეტად სჯეროდა მისი.იცოდა,რომ უშველიდა...



***
ძლივს დაარწმუნეს ბაბლუანი,რომ ნიცა სახლში წაეყვანა.ადგილს ვერ პოულობდა და მანქანას გაგიჟებული მართავდა.ხანდახან ნიცას გადახედავდა,რომელსაც თვალზე ცრემლი არ შეშრობია მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში.
აჩიმ სესილი და ლალი წაიყვანა სახლში,რომლებიც არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.ძალიან შეშინდნენ და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ ლაშას საქციელის მიზეზს.
ანდრო ლაშასთან დარჩა...საავადმყოფოში წაიყვანა და ექიმებს დააჯერა,რომ მთვრალი იყო და საიდანღაც გადმოვარდა.არ უნდოდა ვაჩეს ჩაშვება.ისიც იცოდა,რომ თავად ლაშაც არ იზამდა ამას,ამიტომაც იცრუა...
ბოლო ერთი საათი ეძინა ნიცას...ძილშიც კი სლუკუნებდა და ხანდახან ხმამაღლა სუნთქავდა ჰაერი რომ აღარ ჰყოფნიდა...უნდოდა ხელით შეეყვანა სახლში,მაგრამ ნიცა იმდენად იყო შეშინებული,რომ მაშინვე გამოერკვა,როგორც კი ვაჩე შეეხო და შეშინებული თვალებით დაუწყო ყურება.
-ჩემით წამოვალ.-მხოლოდ ეს ამოთქვა და როგორც კი ვაჩე გაიწია ნელი ნაბიჯით აიარა კიბეები...ახლა მხოლოდ დაძინება უნდოდა,მაგრამ შეეძლო?მთელი სხეული დამძიმებული ჰქონდა,ჯერ კიდევ გრძნობდა ლაშას ცხელ ტუჩებს მის ყელზე.
-კარგად ხარ?-სახლში შესვლისთანავე ჰკითხა ვაჩემ.
-ჩემი წაყვანა უნდოდა...
-ვიცი.
-მიტაცებდა...
-ვიცი.
-შენ ის...ის ლამის მოკალი...
-ვიცი.-წარბი არ შეუხრია ისე უქნევდა თავს.-დაგარტყა?
-არა,ეს მართლა შემთხვევით მოხდა.-იუარა მაშინვე.-ვგუნდაობდით და დავეცი.
-რამე ისეთია,რაც უნდა ვიცოდე?
-უნდა დავიბანო...-ძლივს ამოილუღლუღა.-გთხოვ მერე ვილაპარაკოთ...
-დაგელოდები.-მშვიდად მიუგო და მართლაც,როგორც კი მოწერიგდა მომდევნო 40 წუთის განმავლობაში ელოდებოდა ნიცას გამოსვლას სააბაზანოდან,რომელიც მართლა ძალიან აჭიანურებდა...ეშინოდა ვაჩეს იმის,რაც შეიძლებოდა მოესმინა.არ ადარდებდა თუნდაც მომკვდარიყო ნუცუბიძე...მხოლოდ ნიცაზე დარდობდა. მხოლოდ ნიცა იყო მისი სადარდებელი ახლა.
-ხელებს მიხედე?-როგორც კი სააბაზანოდან გამოვიდა მაშინვე ჩაეკითხა ვაჩეს.
-მოვიბანე,კარგად ვარ.-მშვიდად მიუგო.-ცუდად ხარ?
-მგონი თავბრუ მეხვევა...-კედელს მთელი ძალით მიეყრდნო და რომ არა ვაჩეს ხელები,ალბათ იატაკზე აღმოჩნდებოდა.
-ნუ ნერვიულობ გთხოვ,არაფერზე იდარდო.-ხელში აიყვანა სიფრიფანა სხეული და საწოლზე მშვიდად დააწვინა.-ხომ არ გშია?
-არა.-თავი გააქნია მაშინვე.-შემეშინდა...
-ვიცი,მაპატიე,რომ იქ არ ვიყავი...
-ასე უცებ საიდან გაჩნდი?
-არ ვენდობითქო ხომ გითხარი?-სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია.-სახლი ვიქირავე მანდ ქვემოთ,დაღმართზე ჩახვალ თუ არა.მანდვე ვიყავი...
-მადლობა ვაჩე...-ცრემლიანი თვალები მიანათა მის საწოლთან მუხლებზე მდგომს.
-მაინც არ დამიჯერე,თმა მაინც არ გაიშრე...-თითები მის თმაში ახლართა ბაბლუანმა.
-ამ ერთხელ,გთხოვ...
-კარგი.-ხელზე ნაზად აკოცა ცოლს.-ნიცა...
-ჩემთან დაჯექი და მოგიყვები.-მიუხვდა რისი კითხვაც უნდოდა.ვაჩეს არ გაუპროტესტებია,მის გვერდით დაჯდა და მისდა გასაკვირად თავისით აეკრო ნიცა სხეულზე.
-თავი მეზიზღება...-ცრემლმორეულმა ამოთქვა.-თითქოს ისევ ვგრძნობ როგორ მეხება...
-ნიცა,რამე თუ...
-ისე არა,როგორც შენ ფიქრობ.-გააჩერა მაშინვე.-ყელზე მაკოცა...რამდენჯერმე... ძლიერია და ვერ მოვერიე...
-მოვკლავ!-მთელი სხეული დაეძაბა კაცს.
-ხომ იცი,რომ მე არასდროს მოვუშვებდი ასე ახლოს?უბრალოდ ვერ მოვერიე...-თავი დამნაშავედ ჩათვალა ნიცამ...
-ვიცი,ნუ მიხსნი.-თბილი ხმით უთხრა და ზურგზე საბანი კარგად გადააფარა.-წასულია მაგის საქმე.
-არ მინდა,რომ რამე გააკეთო...-მის ამღვრეულ თვალებს მზერა გაუსწორა.
-არ გამოვა ნიცა...
-ლამის მოკალი...
-ნეტავ მომეკლა...-მძიმედ ამოისუნთქა.-არ უნდა გამეშვი...
-მიბრაზდები?
-არა ნიცა,შენ რაზე...-შუბლზე ნაზად შეეხო.-კიდევ სადმე გაკოცა?
-ლოყაზე და თმაზე...-უკვე თვალებდახუჭულმა ამოთქვა.
-აქ?-ტუჩებზე ცერა თითი ნაზად გადაატარა...
-არა.-ოდნავ შეარხია თავი.-აქ ჯერ შენს გარდა არავინ შემხებია.-თითქმის უკვე ძილბურანში მყოფმა ამოილაპარაკა.
-დაიძინე,ხვალ...
-დარჩი...
-რა?
-აქ დაიძინე,ძალიან მეშინია...-თვალები არ გაუხელია ისე ამოთქვა და გვერდით გადაწვა,რომ ვაჩეს მის გვერდით დაწოლა შესძლებოდა.-მხოლოდ ამ ერთხელ.-მაინც გააფრთხილა და როგორც კი ბაბლუანი კარგად მოთავსდა თავი ისევ მკერდზე დაადო.-ნერვიულობ?
-შემეშინდა შენი დაკარგვის.-გულახდილად მიუგო,ტყუილს რა აზრი ჰქონდა?
-ვიცოდი,რომ შენი იმედი უნდა მქონოდა...
-ყოველთვის.-ხელები ძლიერად მოხვია და მისი სურნელით აივსო ფილტვები...იმ დღეს ორივეს მშვიდად ეძინა.თითქოს მათ გარდა სხვა აღარავინ არსებობდა...


***
რას არ დათმობდა ბაბლუანი ყოველ დილით საყვარელი ქალის გვერდით,რომ გაეღვიძა...დილა არ ეთქმოდა,2 საათი ხდებოდა თვალები,რომ გაახილა და მასზე აკრულ ნიცას დახედა,რომელსაც უკვე ეღვიძა და თვალებს ირგვლივ უცნაურად აცეცებდა.
-დილამშვიდობის.-ოდნავ გვერდით გადახარა თავი,რომ მისი სახე კარგად დაენახა.
-შუადღეა ვაჩე...
-რა აზრი აქვს?ჩემთვის დილაა...
-დაჩიმ დარეკა...შენ გამორთული გქონდა და ვერ დაგიკავშირდა.თქვა,რომ გაარკვია და შენ მიხვდებოდი.-სხეულიდან მოშორებას აპირებდა,მაგრამ ვაჩემ არ გაუშვა.
-მოდი ჩემთან.-ზურგზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და თვალებში ჩააცქერდა.
-ვაჩე...
-მოდი.-უცვლელი,თბილი ხმით უთხრა და ოდნავ გაუღიმა.
-უნდა ავდგე,დაჩიც მოვა მალე...
-მხოლოდ 5 წუთი,გთხოვ...-აღარ დაუპროტესტებია მის ნებას დაჰყვა და თავი ისევ მკერდზე დაადო.მჭიდროდ მოხვია ბაბლუანმა ხელები საყვარელ ქალს და მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა...ძალიან უნდოდა,რომ მთელი ცხოვრება ასე შესძლებოდა ყოფნა.-აკა არა?-მოულოდნელად ამოილაპარაკა და იგრძნო როგორ დაეძაბა მთელი სხეული მის მკლავებში მოქცეულს.-შენ ნუ გეშინია...
-საიდან გაიგე?
-მთავარი ის არის,რომ შენგან არა,რაც საწყენია...
-მე...მე ვაპირებდი უბრალოდ...-თავი წამოსწია,რომ სახეში შეეხედა.
-არ ადგე,ისე მელაპარაკე.-ტონი არ შეუცვლია.ისეთი მშვიდი იყო ყოველთვის...
-მინდოდა,რომ მაშოს დავლაპარაკებოდი,მერე აუცილებლად გეტყოდი.
-რაარის მანდ სალაპარაკო ნიცა?-ოდნავ აუწია ტონს.
-მიბრაზდები ვიცი და მაპატიე...
-არ გიბრაზდები,უბრალოდ საწყენია.-იმედგაცრუებულმა ამოთქვა.-რატომ არ მენდობი?მე ხომ არაფერი დამიშავებია,მე ხომ ცუდი არ გამიკეთებია რა გინდა,რომ გავაკეთო?როდის ისწავლი ჩემს ნდობას?
-გუშინ ვისწავლე.-ამოიბუტბუტა ჩუმად.-მაპატიე...
-ჩემი დაა ნიცა,პატარაა და ვერ ხვდება...
-ვიცი...
-ატყუებს,მანდ ორი აზრი არ არის.
-ვიცი...
-უნდა გეთქვა...
-ვიცი...
სიჩუმე ჩამოვარდა...გრძნობდა ვაჩე ნიცას გული როგორ სწრაფად ფეთქავდა...ნიცაც გრძნობდა ვაჩეს გულისცემას.გრძნობდა როგორი დაძაბული იყო და იცოდა,რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.
-რას აპირებ?-ჰკითხა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ.
-მაშოს მოიყვანს დაჩი,ვილაპარაკებთ და...
-მეშინია მაგ ბიჭების...
-არაფერი მოხდება.
-შენიც მეშინია!-ტონი უფრო შეუვალი გაუხდა.
-რას ამბობ ნიცა?-თავი ააწევინა,რომ სახეში შეეხედა.
-ვიცი,რომ იარაღი გაქვს,დავინახე წუხელ...
-უბრალოდ თავს ვიზღვევდი ნიცა,არასოდეს არავისზე გამომიყენებია.
-მართლა?
-მართლა!
-ლაშას მოკლავდი?
-რა კითხვაა?-წარბები ზემოთ აწკიპა ბაბლუანმა.
-რამე,რომ დაეშავებინა ჩემთვის...
-დაგიშავა ისედაც.
-ასე არა,ისეთი რამ,რომ დაეშავებინა...
-არ გააგრძელო!
-გასაგებია.-უხეშად მოიშორა მისი ხელები და ფეხზე წამოვარდა.-ამიტომაც მეშინია.
-შენ რატომ გეშინია?-უკან მიჰყვა მისაღებში მიმავალს.-შენ ხომ იცი,რომ მე არასოდეს არაფერს დაგიშავებ?
-სხვას თუ დაუშავებ ესეიგი შეგიძლია,რომ...
-არ შემიძლია!-ტონს აუწია ბაბლუანმა.-შენთვის არა...
-ვაჩე...
-არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე,რა უნდა გავაკეთო,რომ დაიჯერო მე მამაშენს არ ვგავარ ნიცა...არასოდეს არავინ მოჰქცევია ჩემს გარშემო ქალებს ასე და არც არავის უსწავლებია...მამაჩემი ყველა ძვალს დამიმტვრევს რამე,რომ შემეშალოს.აჩი და დაჩიც იმავეს იზამენ...საიდან მოგაქვს ეს ყველაფერი მე ვერ ვიგებ.-ტონს ვერ აკონტროლებდა კაცი.-ჭკუიდან გადავალ მალე.
-აკას არაფერი დაუშავო...შეყვარებული ვის არ ყოლია?დაშორდებიან და მორჩება!
-დაჩი მე აკამდე არც მიმიშვებს.-ოდნავ ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში.
-გითხრა?
-შენ იცოდი?
-ქალი ვარ,მივხვდი...
-იმას რატომ ვერ ხვდები,რომ მიყვარხარ?-მის წინ ჩამოდგა ბაბლუანი.-რა უნდა გავაკეთო,რომ დამიჯერო?-ნიკაპქვეშ თითები ამოსდო და თავი ზემოთ ააწევინა.-მითხარი,რა გინდა,რომ გავაკეთო?-მოურიდებლად მოხვია წელზე მეორე ხელი და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა ანჯაფარიძეს.იგრძნო როგორ დაეხორკლა მთელი კანი და როგორ უცებ დაკარგა თავმოყვარეობას მის წინ მდგომ კაცთან.-მითხარი ნიცა...-ამჯერად ლოყაზე მიაკრო ტუჩები.
-არ გინდა...-მის მკლავებში მოქცეულმა ძლივს ამოთქვა.
-რა არ მინდა?
-არ მაკოცო.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ნიცამ.
-არც ვაპირებდი.-ჩაეღიმა მის რეაქციაზე და ოდნავ მოშორდა,რომ სუნთქვის საშუალება შესძლებოდა.-შხაპს მივიღებ სანამ დაჩი მოვა.-წამით კიდევ შეავლო მის წინ მდგომს თვალი და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა...



***
-ისე საჩქაროდ შეგვკრიბე შემეშინდა.-ღიმილით ამოთქვა მაშომ და ყველას გადახედა.-თუ ნიცას გამო დამიბარე,ისედაც დაველაპარაკებოდი.
-არა მაშო,ნიცას გამო არ დამიბარებიხარ!-დაძაბული ხმა ჰქონდა ბაბლუანს.სიგარეტის კოლოფი იქვე მაგიდაზე მიაგდო და ხელით ანიშნა დაჯექიო.კიდევ ერთხელ შეავლო თვალი განადგურებულ დაჩის,რომელსაც სახეზე ეწერა ყველაფერი და ისევ დას მიუბრუნდა.-სად შემეშალა?-მხოლოდ ეს ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა.
-რა?-სულ დაიბნა გოგონა.
-გეკითხები სად შემეშალა?
-რას ამბობ ვერაფერი გავიგე...
-აკაზე ვამბობ!-მთელი ხმით დაუყვირა დას.
-ვაჩე...-კედელთან აწურულმა ნიცამ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
-ახლა არა ნიცა...გთხოვ!-ბოლო სიტყვა თბილი ხმით უთხრა და ისევ დას მიუბრუნდა.-გისმენ!
-შენ უთხარი არა?-უკვე ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები.ნიცას ზიზღით გადახედა და ფეხზე წამოვარდა.-ხომ გაგაფრთხილე?
-მაშო მე არ...
-დაჯექი!-უხეშად მიუგო დას.
-შენ არაფერი იცი...
-მაშინ მომიყევი.-ირონიულად გაუღიმა.
-ვაჩე გთხოვ...
-რამდენი წელია მტრები ვართ ხომ იცი?
-ვიცი,მაგრამ შენ არ გესმის,რომ...
-გახსოვს,რომ დამჭრა და ქუჩაში დამაგდო?
-შეიცვალა...-დასჯილი ბავშვივით ჩახარა თავი.
-შეიცვალა არა?-გაგიჟებული წამოვარდა ფეხზე.-სულ რამდენიმე დღის წინ ქნა ეს!-მაისური უცებ აიწია და ნაიარევზე მიუთითა,რომელიც ჯერ კიდევ ვარდისფერი იყო.-ხედავ?-ღრიალებდა ბაბლუანი.-მიპასუხე!
-თქვა,რომ მას არ გაუკეთებია...
-არ გამაგიჟო მაშო!გგონია გატყუებ?შენი ძმა გატყუებს და ის ვიღაც დედა მო**ნული სიმართლეს გეუბნება?
-დაველაპარაკები და...
-ვერაფერს ვერ იზამ!-აგრძელებდა ისევ-აღარ შეხვდები,მოვკლავ იცოდე!
-ბავშვი აღარ ვარ!-წამოენთო თვალები უმცროს ბაბლუანს.-თავად გადავწყვეტ ვის შევხვდე და ვის არა!
-რას მეუბნები?-სასაცილოდ არ ეყო დის ნათქვამი.-გგონია მართლა უყვარხარ?
-ვაჩე შენ არ იცნობ აკას...ვუყვარვარ და...
-არაფერი აღარ თქვა,თორემ დავივიწყებ,რომ ჩემი და ხარ!
-ყველაფრის სწორად გაკეთება უნდოდა გესმის?შენგან განსხვავებით არ მომიტაცა და შეყვარებას არ მაიძულებს...გამიცნო და როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ ისე მოიქცა!
-შენ ჩემი და ნიცას სიტუაციას მართლა იყენებ თავის დასაძვრენად?-სულ გადავიდა ჭკუიდან ვაჩე.
-შენგან განსხვავებით ჩემთვის არაფერი უიძულებია!
-ხომ არ გააფრინე? რაებს მიედ-მოედები?
-მახსოვს ქორწილის დღეს,რაც მოუვიდა ნიცას...გახსოვს?გითხარი ეშინიათქო!
-გაჩერდი,არ გააგრძელო!-ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე.
-ცოლად გავყვები და ბავშვს ერთად გავზრდით,მიიღებ თუ არა ეს შენზეა და...
-რომელ ბავშვს გაზრდით ერთად?-გააწყვეტინა დაჩიმ.
-ჩემთვის არაფერი უიძულებია...მიყვარს და მასთან ყოფნა მინდოდა...-თითქოს შეეშინდა ხმამაღლა ეთქვა ძმის თვალწინ,რომელიც საშინლად გაბრაზებული და იმედგაცრუებული უყურებდა.
-მაშო...-ხმა დაუთბა ვაჩეს.-მითხარი,რომ...რომ არ გაგიკეთებია...
-შენ შეიძლება აიძულე ნიცას,მაგრამ მე ჩემი ნებით გავაკეთე!-ნაძალადევად გაუღიმა ძმას.უნდოდა გული სტკენოდა და თავადაც ძლიერი გამოჩენილიყო,მაგრამ ამაოდ.
-ორსულად ხარ?-გული შუაზე გაეხლიჩა ამ სიტყვების თქმისას.წამით დაფიქრდა...შეეშინდა და გული თავადაც ეტკინა...უნდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო,მოგვარებულიყო და ოჯახისთვის ისე ეთქვა.ახლა რა,ყველას თვალწინ უნდა ეთქვა,რომ ბავშვს ელოდებოდა?-მიპასუხე!-მაგიდაზე ხელი მთელი ძალით დაარტყა და ხელზე უხეშად მოქაჩა.
-ვაჩე მტკივა...
-მიპასუხე სანამ ჭკუიდან გადავსულვარ!-კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.
-ვაჩე...
-გაუშვი ვაჩე.-მივარდა აჩი...თითქოს დაჩისაც უნდოდა მისვლა,მაგრამ ფეხები არ დაემორჩილა.
-მიპასუხემეთქი!
-ჰო,ორსულად ვარ!-ამოიტირა პატარა ბავშვივით და როგორც კი ძმამ ხელი გაუშვა უკან დაიხია.
-გინდა,რომ მკვლელად მაქციო?-მაგიდა ერთი ხელის მოსმით ამოაყირავა.-გინდა?
-რაც მოხდა იმას ვეღარ შეცვლი,ცოლად გავყვები და...
-დაგაქვრივებ!ბო*იშვილი ვიყო თუ არ მოვკლა!
-მიყვარს ვაჩე...-ცრემლიანი თვალები მიანათა ძმას და შეშინებულმა უკან დაიხია.-სიყვარულის გამო არ მოიტაცე?-თავით ანიშნა.-ხომ მოიტაცე?
-მე უკეთესი მომავლის გამო მოვიტაცე,რადგან სხვა გზა არ მქონდა...
-ყველაფერი,რაც გავაკეთე ჩემი სურვილით მოხდა,ჩემთვის არაფერი დაუძალებია და...
-არ გააგრძელო!გეუბნები მოვკლავ სულ ყ*ეზე !-ყვირილს არ წყვეტდა ბაბლუანი.-იცი რა მტკივა ყველაზე მეტად?რომ გიყენებს და ვერ ხვდები...მზად ხარ ძმას ზურგი აქციო,რადგან გგონია უყვარხარ,მაგრამ ასე არ არის!
-ვუყვარვარ,შენ არ იცნობ გესმის?რომ იცნობდე არ...
-ხმა აღარ ამოიღო,უარესად ნუ გამაღიზიანებ!
-მშობლებს რას ეტყვი?-იკითხა მცირე პაუზის შემდეგ.
-ვეტყვი,რომ დაგკარგეთ...
-მე ხომ აქ ვდგავარ...
-მხოლოდ სხეულით...
-დედა მოკვდება...
-დედას ვუშველით.
-ჩემზე რას იტყვი?
-შენ ხომ დაგკარგეთ...-სიცილი წასკდა ბაბლუანს.-თავს გევლებოდი,ყველა თხოვნას გისრულებდი,შენი საუკეთესო მეგობარი ვიყავი...
-ამას ვერ გააკონტროლებ გესმის? შენ ხომ ვერ გააკონტროლე ის რომ შეგიყვარდა?-თავით ისევ ნიცაზე ანიშნა.
-ნიცასთან რაღა პრობლემა გაქვს?-მეორე ღერს გაუკიდა.
-ფინია ძაღლივით მოვიდა და ყველაფერი გითხრა,მეტი რა უნდა მინდოდეს? რაც შენ მოხვედი სიმშვიდე არ გვღირსებია,არც ჩემს ძმას ეღირსება ბედნიერება!
-ტონი და სიტყვები!-დაუყვირა ისევ.-იცოდე...ნიცას მისამართით კიდევ ერთი ცუდი სიტყვა და საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!
-რას ელი ჩემგან?
-ან ახლავე ტოვებ ყველაფერს,რაც გაგაჩნია და ისე მიდიხარ ამ სახლიდან,ან ამ დღეებში ექიმთან მიდიხარ და აბორტს იკეთებ!
-ვაჩე...-გვერდით ამოუდგა ქმარს.-გთხოვ...
-გადაწყვიტე აქ და ახლავე!-თვალი არ მოუშორებია დისთვის!
-ჯოჯოხეთშიც წასულხარ რა დაგიშავე?-მკერდზე უხეშად უბიძგა ძმას.-შემიყვარდა დანაშაულია?
-იცი რა არის დანაშაული მაშო?18 წლის ბავშვი ცხვირწინ რომ მიდგახარ და თან ორსულად!-ხმას ვერ აკონტროლებდა,უბრალოდ არ შეეძლო.
-შვილს არ მოვკლავ ვაჩე,არც აკას მივატოვებ.-მუცელზე ნელა გადაისვა ხელი.-არ შემიძლია...
-დაქვრივდები ამას გპირდები!დაველოდები ცოლად როდის მოგიყვანს,რომ მერე მოვკლა,რადგან ასე ძალიან უყვარხარ!-კბილებში გამოსცრა დას.
-არასოდეს გაპატიებ!
-მე შენი ყელაზე...ყველაზე მეტად მრცხვენია მაშო...-დამძიმებული ხმით ამოთქვა.-დატოვე ყველაფერი და წადი.
-აიღე,მაინც არაფერში მჭირდება...-ჩანთა იქვე დაუგდო.-ყველაზე ცუდი ძმა ხარ იცი?მეც მრცხვენია,რომ ჩემი ძმა ხარ!-ოთახში მყოფებს თვალი მოავლო.ყველას ისეთი იმედგაცრუებული სახე ჰქონდა...-შენ...-მიუბრუნდა ისევ ნიცას.-გგონია სულ ეგრე გაგიფრთხილდება?ეგ ჩალურჯება დასაწყისია იმის,რაც დაგემართება...ერთ დღესაც აღარ შეგეკითხება გინდა თუ არა და მოხდება!ეგრე მოგიხდება,მეტის ღირსი ხარ!
-ახლავე წადი ამ სახლიდან თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-გაგიჟებული შეტრიალდა მისკენ.-გადი და როდესაც უკან გამოგისტუმრებს შენი შვილიანად ბოკუჩავა ჩემთან არ მოხვიდე გესმის?ძმა აღარ გყავს მორჩა!
-აღარასდროს აღარ მინდა,რომ გნახო!-ცრემლები ხელის გულებით შეიმშრალა და ბოლოჯერ შეავლო ძმას თვალი.-კარგია,რომ არ უყვარხარ,ღირსი ხარ,რომ უბედური იყო!-მხოლოდ ეს უთხრა და სირბილით გავარდა სახლიდან...
დაჩის გახედა ვაჩემ,რომელიც კედელზე იყო მიყრდნობილი და ცოცხალს აღარ ჰგავდა...ეტყობოდა სევდა სახეზე...ერთ დღეში დაბეჩავებულიყო და განადგურებულიყო...თვალის გასწორება ვერ გაუბედა ვაჩემ...გრძნობდა რომ სადღაც შეეშალა და შერცხვა მეგობრის.
ვერც დაჩი უყურებდა სახეში...არ იცოდა რა უნდა ეთქვა ან ექნა...
-კარგად ხარ?-მეგობარს გახედა აჩიმ,რომელიც აზრზე ვერ მოსულიყო.-გავიყვან ამას გარეთ...არ ინერვიულო შენ ძმაო,მოგვარდება ყველაფერი.-მხარზე ხელი დაჰკრა ვაჩეს.-მივხედავ ამას და მოვალ მერე...-დაჩიზე ანიშნა,რომელიც დაუფიქრებლად გავიდა ოთახიდან.
-დამირეკე რამე თუ მოხდა.-დააწია სიტყვები კარში მიმავალს...
სულ რამდენიმე წამით ჩამოჯდა სავარძლის კუთხეზე.გაიაზრა და გადახარშა,რაც მოხდა და სისხლი ახლიდან გაეყინა სხეულში.გაგიჟებული წამოვარდა ფეხზე და ჟურნალების მაგიდას წიხლი დაარტყა.
-ვაჩე...
-რა გავაკეთე არასწორად?სად შევცდი?-გაუწყრა საკუთარ თავს და კარადაზე დაწყობილ ფაიფურის ლარნაკებს დაერია.-სად შემეშალა?-იმეორებდა გიჟივით და ჭურჭელს კედელზე ერთმანეთის მიყოლებით ამსხვრევდა.-მაგის დედაც!-უკანასკნელი ლარნაკი სამზარეულოს მიმართულებით ისროლა და კედელში ჩამაგრებულ სარკეს მთელი ძალით დაარტყა მუშტი.
-ვაჩე გეხვეწები გაჩერდი...-შიშისგან არ იცოდა რა უნდა ექნა.-გევედრები შეწყვიტე!-აკანკალებული მიუახლოვდა და ფაქტობრივად მასსა და კედელს შორის ჩადგა,რომ აღარ დაერტყა.ჰაერში დასარტყმელად აწეული ხელი გაუშეშდა...იმხელა აგრესია იკითხებოდა ბაბლუანის სახეზე და იმხელა შიში ანჯაფარიძის თვალებში,რომ ერთი მეორეს ცალსახად მოერეოდა...
-ჯანდაბა!-კედლის მეორე მხარეს ტელევიზორის მიმართულებით ამჯერად სურნელოვანი სანთლების შეკვრა გაისროლა და წამში გაისმა საშინელი მსხვრევის ხმა...-სად შემეშალა!-შედარებით მშვიდი ტონით ამოთქვა და ისევ ნიცას მიუბრუნდა,რომელმაც შიშისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-გთხოვ ვაჩე...
-ნუ...ნუ აკეთებ ასე...ასე ნუ იქცევი...-ტკივილიანი ხმით ამოთქვა.-არასოდეს არაფერს დაგიშავებ...
-შეწყვიტე გთხოვ.-აკანკალებულმა სთხოვა.
-მოდი ჩემთან.-დაუთბა ხმა ბაბლუანს.-მოდი ნიცა...-გაუმეორა მალევე. დენდარტმულივით გადადგა მისკენ ნაბიჯი...არ იცოდა ეს იმის გამო მოხდა,რომ ენდობოდა და იცოდა არაფერს დაუშავებდა თუ უბრალოდ უარის თქმის შეეშინდა,მაგრამ მათ შორის მანძილი წამში დაფარა და წინ დაუდგა.
-შენ...შენ არასოდეს შეგეშინდეს გესმის?მირჩევნია მოვკვდე...-მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები ცერებით მოწმინდა.-რაც მაშომ თქვა...იცოდე,რომ არასოდეს მოხდება...შენი უარი ჩემთვის ყოველთვის მისაღები პასუხი იქნება...მიყვარხარ ეს ხომ იცი?-ნაზად აკოცა ჯერ მარცხენა,შემდეგ მარჯვენა თვალის მიდამოში.
-შენი ბრალი არ არის ის,რაც მოხდა...
-ჩშშ...-ტუჩებზე ნაზად გადაუსვა თითი.-არ მინდა ოდესმე ეს პატარა გული ჩემი შიშის გამო ასე,გალიაში დამწყვდეული ჩიტივით ფართხალებდეს.-მკერდზე ხელი მსუბუქად დაადო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა,რომ საუბრის გაგრძელება შესძლებოდა.-ვერ ვიტან,რომ ჩემი გეშინია,ვერ ვიტან,რომ მამაშენს გახსენებ...-შუბლზე ფრთხილად აკოცა და თვალებში ჩააცქერდა.-მინდა,რომ მენდობოდე...ვიცი რთულია,განსაკუთრებით ახლა...-სახლს თვალი მოავლო.-უმნიშვნელო ნივთებია რომელთა შეცვლაც ნებისმიერ დროს შეიძლება...მაგრამ შენ ნიცა...შენ ვერავინ შეგცვლის...
-შენი ბრალი არ არის...
-ალბათ კარგი ძმა არ ვიყავი.-თავი მხარზე დაადო ქალს.-ალბათ შემეშალა.
-აკას რას უპირებ?-თავი ვერ შეიკავა,მაინც ჰკითხა.
-არ გინდა...-თმაზე ნაზად გაეთამაშა მის მკლავებში მოქცეულს.
-მართლა ხომ არ მოკლავ?-თავი დაიძვრინა და თვალებში ჩააცქერდა.-მითხარი.
-რა გინდა ნიცა?
-მოკლავ?
-ჯერ არავინ მომიკლავს...
-ვიცი,მაგრამ ის...
-ჩემი და შენს ცოლად მოყვანამდე 4 დღით ადრე გახდა სრულწლოვანი...რადგან ორსულობის შესახებ უკვე იცის ხვდები,რომ 17 წლის ბავშვთან ჰქონდა...-გაგრძელება ვერ შეძლო.-მე მაგის...
-გთხოვ.-პირზე ხელი ააფარა ქმარს.-გთხოვ...
-მოვკლავ!-მაინც ამოთქვა სათქმელი.
-იქნებ მართლა შეუყვარდა?
-შენ მაგის გჯერა?-გაუღიმა ცოლს.
-რამე,რომ მოგივიდეს...
-მე რა უნდა მომივიდეს?
-მეშინია...
-ჩემზე ნერვიულობ?-თავი გვერდით გადახარა და ნაზად გაუღიმა.
-რა თქმა უნდა ვნერვიულობ.-არც დაფიქრებულა ისე უპასუხა.
-მაგიტომ მიყვარხარ.-ყელზე გაუფრთხილებლად აკოცა.-თითქოს ვერ მიტან,მაგრამ ჩემზე სულ ზრუნავ.-ოდნავ ზემოთ აუყვა და ერთხელ კიდევ მიაკრო ტუჩები.
-გაჩერდი.-მისგან თავის დაღწევა ამაოდ სცადა.-გამიშვი.
-კიდევ იმიტომ მიყვარხარ,რომ თან გეშინია,მაგრამ თან ველური ხარ...-შუბლზე გადაანაცვლა ტუჩები და სხეულზე ძლიერად მიიკრო.-წახვალ ნიცა?
-სად?
-არვიცი,ერთი წლის მერე.
-ხომ მითხარი გაგიშვებო?
-მე გაგიშვებ,მაგრამ შენ წახვალ?
-წავალ...-დაიჩურჩულა ისე,რომ თავადაც ძლივს გაიგო.
-მიმატოვებ?
-არ დაიწყო...
-არ მინდა,რომ წახვიდე.
-გადაიფიქრე ჩემი გაშვება?
-არა,მე პირობას შეგისრულებ შენ თუ წასვლა გენდომება.
-ესეიგი წავალ.-მშვიდად ამოთქვა.
-ცუდი ადამიანი გგონივარ არა?
-გეხვეწები გამიშვი.-არ უნდოდა ასეთ თემებზე საუბარი.
-შეგიცვლი მაგ აზრს.-ჯიუტად გაუმეორა და როგორც იქნა ხელი გაუშვა,რომ სუნთქვა შესძლებოდა.-ხელი არ ახლო სახლს,მოემზადე და ჩემებთან წავიდეთ,აქაურობას მიხედავენ.
-იქ უნდა დავრჩეთ?
-ჰო,მაშოზე უნდა ველაპარაკო მამაჩემს.
-კარგი...-აღარ გაუპროტესტებია,ზურგი აქცია და საძინებლის კარი ხმაურით დაკეტა...




***
-ნიცა შვილო რა დაგემართა სახეზე?-შეშინებულმა აათვალიერა გოგონა.ალბათ ირინას ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ვინმეს პასუხის.
-გუნდაობისას დავეცი.-თავადაც მოხვია ხელები სხეულზე მიკრულს ქალს.-ყაზბეგში ვიყავი მეგობრებთან ერთად.
-მამაშენი გელოდება ვაჩე.-თავით ანიშნა კაბინეტზე და ნიცა სასტუმრო ოთახში გაიყვანა.ვაჩეს გაფრთხილებული ჰყავდა,რომ ჯერ დედისთვის არაფერი ეთქვა,ამიტომ ხმის ამოღება ვერ გაბედა.
-ნიცა შვილო...-ხმა აუკანკალდა ქალს.სახლში მომუშავე ქალმა,თინამ დაურეკა და უთხრა ვაჩემ ყველაფერი დალეწაო,ვერ გავიგე რა მოხდა,მაგრამ სახლი საშინელ დღეშიაო და შეშინებულმა დაუწყო ყურება ნიცას.-ხომ იცი,რომ ჩემი იმედი ნებისმიერ დროს შეგიძლია გქონდეს?ქორწილის დღესაც გითხარი ვაჩეს თუ რამე შეეშლება მითხარი და მემივხედავთქო.
-რას გულისხმობთ?-დაბნეული მიაჩერდა მის წინ მჯდომ ქალს.
-თამრომ მითხრა სახლის ამბავი.ყველაფერი დალეწა ვაჩემ,მგონი იჩხუბესო.მითხარი რამე თუ მოხდა...-აუცრემლიანდა ქალს თვალები.-ასე არ გამიზრდია მე ჩემი შვილი...
-არა,არა.-მაშინვე ფეხზე წამოვარდა ნიცა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.-არა.-იუარა ისევ.-არც კი გაიფიქროთ,რომ ვაჩემ რამე დამიშავა.-ოდნავ გაეღიმა თავად,რომ იცავდა ქმარს.-ყაზბეგში ვიყავი და იქ დავეცი...გუნდაობისას წავიქეცი,შემთხვევითობაა ის,რაც მჭირს.ვაჩეს ჩემთვის ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ უთქვამს არასდროს.-ქალის ხელი ხელებში მოიქცია.-თქვენ კარგი შვილი გაზარდეთ.ის ღირსეულ კაცად ჩამოყალიბდა და ბრმა უნდა ვიყო ეს,რომ ვერ დავინახო...-ისევ უღიმოდა ქალს.-ვაჩე კარგი კაცია...
-ენაცვალოს დედა...ისე შემეშინდა უცებ...-მიეფერა ნიცას.-იჩხუბეთ შვილო?
-არა,ის რაც სახლში მოხდა არ გვეხება ჩვენ,არ იდარდოთ.
-ლამის სული დამელია სანამ მოხვედით.
-თქვენ ამაზე არ იდარდოთ რა.-გაუმეორა ისევ.-ვაჩე რამეს თუ იზამს პირველ რიგში თქვენ დაგირეკავთ.-სასაცილოდ არ ეყო თავისი ნათქვამი.
-თქვენობით ნუ მელაპარაკები ჩემო ლამაზო რა.ჩვენი ოჯახის წევრი ხარ,ასე არ შეიძლება.
-კარგი.-მორცხვად დაუქნია თავი.-ირინა დაგიძახო?
-თუ შენ თავს კარგად იგრძნობ შორენა დამიძახე,ჩემთვის სულ ერთია.-გაეცინა ქალს.
-ყავას დალევ?დღეს არ დამილევია და ძალიან მინდა.
-კი,ახლავე ვეტყვი გოგოებს და...
-წამოდი სამზარეულოში,მე გავაკეთებ.-გაუღიმა ქალს და მასთან ერთად თითქმის სირბილით გავიდა ოთახიდან...




***
-მოკვდა ის ბიჭი?-ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იკითხა ალეკომ.
-მგონი არა...
-ესეიგი ჩემი რძალი მიჰყავდა.-კუნაპეტი შავი თვალები სიკვდილივით უელავდა.
-მიჰყავდა.
-ნიცას უნდოდა წასვლა?
-რას გიხსნი ამდენხანს მამაჩემო?ტირილით დამირეკა მიშველეო,არ უნდოდა წასვლა.
-სახეზე რა სჭირს?
-არც კი გაიფიქრო მეორედ,რომ მკითხო.აგიხსენი უკვე დავეციო ასე მითხრა!-მოთმინება დაეკარგა ბაბლუანს.-ჩემი გაგიჟება გინდა?
-დაწყნარდი.-დაუყვავა კაცმა.-გავარკვევ ვინ არის და ბიჭები მიხედავენ.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-თავიდანვე ჩემთან უნდა მოსულიყავი,რომ დაგემუქრა წავიყვანო მაშინვე,ფეხებს მოამტვრევდნენ და არაფერი მოხდებოდა.
-ჩემი მოგვარებელი იყო,უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა,რომ თუ დამიჭერენ დამნაშავე ვარ და არ გაგიკვირდეს.
-სწორად მოიქეცი,მე შემომაკვდებოდა.-მშვიდად უთხრა ისევ.სიმშვიდე მამისგან ჰქონდა აშკარად დაყოლილი.-მაშო სად არის?
-ალბათ აკასთან სახლში.
-ესეიგი ბავშვი უნდა გააჩინოს,ეგ აქვს გადაწყვეტილი?-ღრმად ამოისუნთქა კაცმა.
-არ ვიცი მამა,გაგიჟებას ვარ...-თავი ხელებში ჩარგო ვაჩემ.-შანსი არ არის,რომ უყვარდეს.
-ზედმეტი თავისუფლება მივეცი...-წამით ჩაფიქრდა-მაგრამ შენც ასე გაგზარდე და მსგავსი არაფერი გაგიკეთებია.
-სად შემეშალა მე ვერ ვიგებ.-მართლა ძალიან დარდობდა ვაჩე.
-დარწმუნებული ხარ,რომ იმ ბიჭს არ უყვარს?
-მაშო რომ ჰყვარებოდა მის ძმას არ დაჭრიდა რამდენიმე დღის წინ.-უდარდელად ჩაილაპარაკა.-ურთიერთობის მოგვარებს ეცდებოდა.
-დაგჭრა?-თვალები წამოენთო კაცს.-მე რატომ არ ვიცი ვაჩე?
-ისეთი არაფერია,დამშვიდდი.
-მაგათი მამაც ეგეთი ნაბი*ვარი იყო!სულ პრობლემები გვქონდა.
-იცნობ?-გაუკვირდა ვაჩეს.
-ვიცნობ?დიდი ომი გვქონდა ახალგაზრდობაში,მერე მოკვდა თორემ...
-დედას რას ეტყვი?
-ცალკე დაველაპარაკები და ავუხსნი სიტუაციას.ერთად გადავწყვეტთ ძალით დავაბრუნოთ სახლში თუ დავტოვოთ ყველაფრის გარეშე.
-მამა...
-ვიცი ვაჩე,შენ ვერაფერს იზამდი...მეც ვიყავი თქვენი ასაკის,ასეთი პატარა იყო დედაშენიც ოჯახი,რომ დატოვა ჩემს გამო...მაგრამ მე მის ოჯახთან მისვლის და ხელის თხოვნის არ მომრიდებია,პირდაპირ ვუთხარი,რომ მიყვარდა...ეს ისეთი სი*ი აღმოჩნდა ჩუმად დასდევდა და ერთი სიტყვა არ უთქვამს...მიიღებს მისაღებს!-ბოლო სიტყვებმა გამაფრთხილებლად გაიჟღერა.თითქოს რაღაცას აპირებდა უფროსი ბაბლუანი,მაგრამ ვაჩეს კითხვისაც კი ერიდებოდა...



***
-შენი აზრით დედაშენი როგორ გაუმკლავდება ამ ამბავს?
-მამაჩემივით მაღლა აწევს თავს და დიდი ალბათობით ძალიან გაუბრაზდება მაშოს.-მშვიდად ჩაილაპარაკა და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე მიაგდო.
-დაჩი ძალიან შემეცოდა..-ხმადაბლა ამოიბლუყუნა გოგონამ.
-სულ გაგიჟდება ახლა...მისი სახე,რომ დავინახე თვალებში შეხედვაც ვერ გავბედე...აჩიმ მითხრა ცოტა დალია და სახლში წავიყვანეო.
-მაშოს მართლა არ შეურიგდები?-სკამი მასთან უფრო ახლოს მისწია.-შენი დაა.
-დედაჩემს შეხედე ნიცა.-ფანჯრისკენ მიუთითა,რომლის მიღმაც აცრემლებული ირინა ალეკოს ეხუტებოდა.-მე არასოდეს გავმხდარვარ იმის მიზეზი,რომ დედას ასე ენერვიულა...ყოველშემთხვევაში ძალით არა...
-ორსულობა მართლა ზედმეტი იყო...
-სე*სიც ზედმეტია ამ ასაკში,თან ყველანაირი სტატუსის გარეშე!-ღვარძლით ამოილაპარაკა.-შეყვარებულებიც კი არ არიან,მაგასაც კი ვერ დაარქმევ.
-ვაჩე...-მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და თვალებში ჩააცქერდა ქმარს.-რომ მიატოვოს აკამ...
-არ გინდა...
-მათქმევინე გთხოვ.-ოდნავ შეეხო მის ხელს.-რომ მიატოვოს და მარტო დარჩეს,აბორტის გაკეთებას აიძულებ?
-რა სიტყვებია ნიცა?როგორ ვაიძულებ ძალით წავიყვან ექიმთან და საწოლზე მივაბამ?-სიგარეტი იქვე ეზოში მოისროლა.
-მეც ამას გეკითხები...
-ნიცა შვილებისთვის მზად ხარ?
-არა ვაჩე,რადროს შვილებია.-იუარა მაშინვე.
-წარმოიდგინე,რომ ორსულად ხარ და მე გტოვებ...მარტო გაზრდი ბავშვს?
-ვერა.-მცირე პაუზის შემდეგ ამოთქვა.
-ვერც მაშო...სკოლა არ დაუმთავრებია ჯერ,რადროს შვილია...
-ჰო,მაგრამ...
-ჩშშ...-მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე ნაზად აკოცა.-შენ ამაზე ნუ ნერვიულობ...
-შენ...შენ გინდა შვილები ვაჩე?-მოულოდნელად დასცდა მის ბაგეებს.
-მინდა,მაგრამ ახლა არა,მაშინ,როცა შენც მზად იქნები.
-იქნებ მე არ ვარ შენი შვილების მომავალი დედა?-მაინც გააფუჭა ყველაფერი.
-მაშინ არც შვილები მინდა...თუ შენნაირი გოგო არ მეყოლება,შენსავით ლამაზი თვალებით არ მინდა.
-იქნებ ბიჭი გყავს...
-გვყავს.
-ჰო კარგი,როგორც არის.-თვალები მობეზრებულად აატრიალა.-ბიჭი არ გეყვარება?ზოგადად კაცებს ბიჭები უნდათხოლმე,რომ გვარი გაუგრძელონ.
-რაებს მეკითხები ნიცა?სქესს რა აზრი აქვს?-გაიკვირვა ბაბლუანმა.-მე ორივე ერთნაირად მეყვარება.თუ სულ ბიჭები მეყოლება,მაინც ბედნიერი ვიქნები,გოგოები თუ მეყოლება იგივენაირად იქნება.
-ესეიგი გეყოლება?-ეშმაკურად გაუცინა.
-გვეყოლება!-ჩაასწორა მაშინვე.
-მე არ მინდა შვილები ვაჩე.
-ახლა არც მე.-მშვიდად ამოთქვა და ხელები წელზე მოხვია.-ჩემს გვერდით დაჯექი.
-აქ რას გიშლი?
-ასე ვერ გეხუტები.-პატარა ბავშვივით აუფახულა თვალები და როგორც კი მის გვერდით დაჯდა სხეულზე მთელი ძალით მიიკრო...
-იქნებ მათ მაინც გამოუვიდეთ.-ფანჯრიდან გახედა წყვილს თვალცრემლიანმა ირინამ.
-ვაჩეს ძალიან უყვარს,ასეთი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის ცხოვრებაში...-ოდნავ ჩაეღიმა უფროს ბაბლუანს.
-მეშინია,რომ გული არ ეტკინოს...მერე ხომ იცი,ვერ დავიმორჩილებთ,სულ გაგიჟდება...
-კიდევ 11 თვე აქვს წინ,შეეშვი ამაზე დარდს.ახლა მაშოა ჩვენი სადარდებელი.
-ბარათები დაუბლოკონ,არ შეგეცოდოს იცოდე!-მტკიცედ ამოთქვა ქალმა.-რადგან ასე ინება და ჩვენს ოჯახს გადააბიჯა არც ოჯახი დაინდობს.
-მაინც ჩვენი შვილია...
-მე მხოლოდ ორი შვილი მყავს და ორივე ჩემს წინ ზის ახლა.-თვალებით ვაჩეს და ნიცაზე ანიშნა.-დედა თუ არ ეცოდებოდა,არც დედას ეცოდება.-ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და ქმრის მკლავებში მოქცეულმა თვალები დახუჭა...


***
-აქ რას აკეთებ მაშო?-წელს ზემოთ შიშველმა ბოკუჩავამ ზღურბლზე მდგომი გოგო აათვალიერა.
-ჩემებმა გაიგეს.-ტირილით ამოთქვა და სხეულზე მიეკრო კაცს.-ვაჩე ლამის გაგიჟდა დაშორდიო...
-მაშო უნდა წახვიდე,დაგირეკავ მერე,შევხვდეთ და ვილაპარაკოთ.-სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
-არ გესმის რას გეუბნები?-ხელით უბიძგა და სახლში პირველი შევიდა.-ვიცი გითხარი,რომ მზად არ ვიყავი,მაგრამ ახლა მზად ვარ.ხომ გინდოდა,რომ ერთად გვეცხოვრა?-ხმა აუკანკალდა მაშოს.-ხომ გინდოდა?-მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად შეეხო მის ტუჩებს.
-მაშო გაჩერდი.-ხელები სახიდან წამში მოიშორა აკაკიმ.
-აკა დღეს ჩემებთან ვახშამზე ხომ წამოხვალ?ჩემები ჩამოვიდნენ და...-სიტყვა შუაზე გაუწყდა ატირებული გოგონას დანახვისას.-აკა ვინ არის ეს გოგო,რატომ ტირის?-წელს ზემოთ მხოლოდ ბიუსჰალტერი ეცვა გოგოს.-ბოდიში ასე რომ დაგხვდი,სტუმრებს არ ველოდი.-თავი იმართლა და თეთრი პერანგი წამში მოირგო სხეულზე.-მე სალომე ვარ,აკას საცოლე.გაუღიმა მაშოს.-აკაკი რას დააყუდე ეს გოგო?წადი წყალი მოიტანე ვერ ხედავ?ფერი არ ადევს.-დატუქსა ბიჭი და ისიც უმალ დაემორჩილა მის ნებას.
-გამომართვი მაშო...
-მე გავდივარ და სტუმარს ნორმალურად დახვდი!-პერანგის ღილები სწრაფად შეიკრა და კაცს ლოყაზე აკოცა.-დღეს 8-ზე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ისევ მაშოს მიუბრუნდა.-ბოდიში,რომ ვერ ვრჩები,შეხვედრა მაქვს,მაგრამ ერთს გეტყვი,ვისაც არ უნდა მიეყვანე ამ მდგომარეობამდე არ ღირს.სასიამოვნო იყო შენი გაცნობა მაშო.თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში-ღიმილით მიუგო, მობილური ჩანთაში ჩააცურა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა...
-არ ამიხსნი?-ძლივს ამოთქვა მაშომ და კედელს მიეყრდნო,რომ არ წაქცეულიყო.
-კარგი გოგო ხარ მაშო,ლამაზი და...
-ნაბი*ვარო!-მთელი ძალით დაარტყა სახეში კაცს.-ერთ წელზე მეტია უკან დამსდევ ძაღლივით...რისთვის?-ბოლოს მაინც ვერ დაიმორჩილა ხმა.
-შენი ძმა იყო მიზეზი...
-შე ავადმყოფო ნაბი*ვარო!-იმეორებდა გიჟივით და მკერდზე ხელებს ურტყამდა.-შე არაკაცო!
-დამშვიდდი!-ხელები ერთი ხელის მოძრაობით გაუკავა და კედელზე მიაკრო.-არ მინდოდა გული გტკენოდა...თავიდან ჰო,ასე იყო,მაგრამ მერე...მერე რაღაცების გამოსწორებას ვცდილობდი...-თითქოს თავს ცუდად გრძნობდა,სევდიანი ხმა ჰქონდა ბოკუჩავას.
-საცოლეს ღალატობდი!..შენ...შენ ავად ხარ!-ძლივს ამოთქვა და იქვე კედელთან ჩაიკეცა.
-სალომეზე ნუ იდარდებ,თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს.
-ჩემზე რას იტყვი?17 წლის ბავშვი საწოლში,რომ...
-მე შენთვის არაფერი დამიძალებია მაშო!-გააწყვეტინა მაშინვე.-შენ გინდოდა,რომ მე ვყოფილიყავი...
-მეზიზღები!-ცრემლები ქურთუკის სახელოთი მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.-რა დაგიშავე?
-შენ ყველაზე უცოდველი ხარ მაშო...არ მინდა იფიქრო,რომ სე*სისთვის გამოგიყენე...იმ ღამეს რაღაც მართლა შეიცვალა...
-მწარედ თუ არ განანო მე მაშო ბაბლუანი არ ვიყო!-კიდევ ერთხელ გაარტყა სახეში.-შეიცვალა არა?რა შეიცვალა?ციხეში ამოგალპობ,ან სულაც მოგკლავ!
-მაშო...
-შენს გამო სახლიდან გამომაგდო ჩემმა ძმამ...ჩემს მშობლებთან დარეკვასაც კი ვერ ვბედავ...
-დასარჩენი თუ არ გაქვს მეორე სახლის გასაღებს მოგცემ და...
-შენ მე ვიღაც მათხოვარი ან ქუჩის ქალი ხომ არ გგონივარ?-ირონიულად აათვალიერა.-შენ არაფერს იმსახურებ,არაფერ კარგს...-ოდნავ გადაისვა მუცელზე ხელი...-თითქოს გამოეღვიძა,თვალები სიძულვილით აევსო,ირგვლივ სისხლისფრად შეეღება და მხოლოდ აკას განადგურებას ლამობდა...
-ასე თუ სე*სის გამო იქცევი გითხარი,რომ იმ ღამით მართლაც შეიცვალა რაღაც...ამიტომ ვერ გეკარებოდი მას შემდეგ,არ მინდოდა გული მეტკინა შენთვის...-მასთან მიახლოება ამაოდ სცადა.
-შენ ძალიან ინანებ ამ საქციელს,მაგრამ გვიანი იქნება.-მაგიდა ერთი ხელის მოსმით ამოუყირავა და სახლიდან სირბილით გავიდა...არავისი იმედი ჰქონდა,არავინ აფიქრდებოდა,მხოლოდ ერთი ადამიანი ვისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა,რადგან ყოველთვის,როცა რაღაცას აშავებდა მასთან გარბოდა და ის აგვარებდა...
-მაშო...-უკან მიჰყვა აკას გაავებული ხმა,თუმცა აღარ ადარდებდა.მისთვის იმ მომენტში ყველაფერი დამთავრდა...



***
-მაშო?-კარს მიყრდნობილი აბაშიძე გაოცებული მისჩერებოდა გოგონას.
-შენც გამაგდებ?-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.-შენც მომიშორებ?
-რას ამბობ მაშო?-ეგონა სიმთვრალისგან ჰალუცინაციები დაეწყო.
-ვაჩე მართალი იყო...რა სულელი ვარ.-მუხლებზე დაეცს მის წინ ბაბლუანი.
-მაშო ადექი,რას აკეთებ?-ძლივს დაიხარა მის წამოსაყენებლად.-ადექი.
-გთხოვ შენც არ მიმატოვო...გთხოვ...-მაისურზე ხელით ძლიერად ექაჩებოდა.-მე აღარავინ დამრჩა...ხომ მიცნობ?-თვალებში ჩააცქერდა დაჩის.-ხომ იცი,რომ ცუდი არ ვარ?შეცდომა დავუშვი დაჩი,შემეშალა.-ტირილს არ წყვეტდა მაშო.-გეხვეწები შენც ნუ გამაგდებ.
-სახლში შემოდი მაშო,ასე როგორ შეიძლება...-სხულზე ხელები მოხვია და ფეხზე წამოაყენა.-მოდი დაჯექი...
-დავიმსახურე,მე ხომ სულელი ვარ...
-მომიყევი რა მოხდა...-სამზარეულოდან ფინჯანი წყალი გამოუტანა გოგონას.-დალიე,დამშვიდდი და მომიყევი რა მოხდა...
-შენც გძულვარ?
-ნუ სულელობ მაშო,საიდან მოგაქვს ეს კითხვები?-თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა აბაშიძემ.
-რა სულელი ვარ დაჩი...-იმეორებდა თავისას.-მეგონა ვუყვარდი...როგორც ვაჩემ თქვა ზუსტად ისე ყოფილა...
-რა მოხდა?-მთელი სხეული დაეძაბა დაჩის.-მითხარი!
-სხვაგან სად წავიდოდი,მივედი და ვუთხარი,რომ ჩვენზე გაიგეთ...გოგო გამოვიდა შიშველი,აკას საცოლე ვარო...-სუნთქვაც კი უჭირდა გოგონას.-არ ვიცი რა ვქნა დაჩი...-სხეულზე მთელი ძალით მიეკრო და თავს უფლება მისცა ემოციებს დაეჯაბნა.-მეზიზღება ჩემი თავი...
-ჩშშ...-თმაზე რიტმულად უსვამდა ხელს აბაშიძე.-მე მოვაგვარებ,შენ არ ინერვიულო...
-მითხრა ვაჩეს გამო დაგსდევდიო...მთელი ერთი წელი მის გამო დამსდევდა გესმის?
-დამშვიდდი პატარავ...-მის განიერ მხრებში მთლიანად ჩაიმალა მაშოს სხეული.-რატომ არ გვითხარი სულ თავიდან,რომ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
-შემეშინდა,რომ იჩხუბებდით...მეგონა ჩემითაც გავუმკლავდებოდი...
-ოღონდ შენ არ შეგხებოდა და სხვა ყველას ვაპატიებდი.-მძიმედ ამოთქვა აბაშიძემ და ფიქრებში ჩაიძირა...აღარც მაშოს ჰქონდა საუბრის თავი,ღონემიხდილს მალევე ჩაეძინა დაჩის მკლავებში.
დაჩის რა დააძინებდა?თეთრად გაუთენდა ის ღამე...სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ცემით როგორ მოკლავდა სახეგაბადრულ ბოკუჩავას...
სტკიოდა დაჩის...სტკიოდა ყველა ის მომენტი,რომელიც გამორჩა და რომელმაც ასეთი შეცდომა დააშვებინა მაშოს...სტკიოდა საყვარელი ქალის ცარიელი თვალები...სტკიოდა,რომ ვერ დაეხმარა და აკას კლანჭებისგან ვერ დაიხსნა...საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და იქვე სავარძელში მოთავსდა,რომ არ შეეწუხებინა...ისე უდარდელად ეძინა თითქოს ერთი საათის წინ ცრემლებად არ იღვრებოდა სასტუმრო ოთახის იატაკზე.ჯერ ისეთი პატარა იყო თავად დაჩი იმასაც კი ვერ უბედავდა,რომ სიტყვა „მიყვარხარ“ ეთქვა მისთვის და ბოლოს ისე გამოვიდა,რომ თურმე გაზრდილა და ქალადაც ქცეულა...დაუგვიანია აბაშიძეს და სიყვარულთან დაგვიანება არ შეიძლება...
უაზროდ მისჩერებოდა მუცელზე...ფიქრობდა...9 თვეში შვილს ჩაიხუტებდა მაშო და მერე რა იქნებოდა?შეურიგდებოდა აკას?მაგრამ როგორ შეურიგდებოდა დაჩი ხომ მის მოკვლას აპირებდა?
ჯერ არ დაბადებული ბავშვი უნდა დაეობლებინა...ვერ მისცემდა მაშოს მასთან ყოფნის უფლებას,უბრალოდ არ შეიძლებოდა...
ვერც იგრძნო ისე დაუნამა სახე მარილიანმა სითხემ...ოჯახი სულ უნდოდა,მაგრამ არა ასე...მაშო უნდოდა,რომ გვერდით ჰყოლოდა...შვილები და მასთან ერთად დაბერება უნდოდა...ოღონდ მაშო ბედნიერი ყოფილიყო და მზად იყო,ჯერ არ დაუბადებელი ონავარიც თავისად მიეღო...
დაათენდა აბაშიძეს და მზის სხივებმა მოსჭრა თვალი თბილისს...თბილისში გათენებულა,მაგრამ აბაშიძის სული უკუნით სიბნელეს მოეცვა...





*** (ბაბლუანები 23:45)
„მაშო ჩემთან არის,როგორც გვეგონა ისე მოხდა,ვაჩეს ვურეკავდი,მაგრამ არ მიპასუხა.უთხარი,რომ ხვალ გამოიაროს“-იკითხებოდა დაჩის შეტობინებაში.უცებ ჩაიკითხა ნიცამ და მობილური გვერდით გადადო.
-აქ აპირებ დაძინებას?-გახედა ქმარს ნიცამ.
-სხვაგან სად წავიდე?-მხრები აიჩეჩა კაცმა.
-არა სად უნდა წახვიდე.-დაიბნა უცებ.
-ჩავალ და მისაღებში დავწვები ნიცა თუ არ გსიამოვნებს ჩემი აქ ყოფნა.-მშვიდი ხმით უთხრა ვაჩემ.
-ნუ სულელობ,ახლა მაგაზე დაიწყებენ ნერვიულობას შენები.-იუარა მაშინვე.-ამხელა საწოლია,დავეტევით ორივე.
-არ მინდა,რომ არაკომფორტულად იყო.
-არ ვიქნები,დარჩი.-ღიმილით მიუგო და საბანში მთელი სხეულით გაეხვია.-სახლში როდის წავალთ?
-ხვალ წავიდეთ,მიალაგებდნენ დღეს.-აივნის კარი ხმაურით დახურა და ჰუდი გადაიძრო,რომ დაწოლა შესძლებოდა.
-ასე აპირებ ძილს?-უკმაყოფილოდ აათვალიერა კაცი.
-გავიგუდები ჰუდით,რომ დავიძინო ნიცა...შორტით,რომ ვიძინებ მადლობა მითხარი.-გაეცინა მის მეამიტობაზე და მის გვერდით ადგილი დაიკავა.-უბრალოდ დაძინებას ვაპირებ.
-ვიცი.-ზურგი აქცია და ის უკანასკნელი მბჟუტავი ნათებაც ღილაკზე თითის დაჭერისთანავე გაქრა...-ვაჩე...
-გისმენ ნიცა.
-მაშოს მართლა არ შეურიგდები?
-ისევ ეს?-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ბაბლუანმა.-დაიძინე.
-იცი...სულ მინდოდა ძმა მყოლოდა...მეგონა ყოველთვის დამიცავდა,რაც არ უნდა დამმართნოდა,ამიტომ მინდოდა,რომ მყოლოდა...
-მე მაშოს ისედაც სულ ვიცავდი ნიცა...
-თუ შემეშლებოდა ზურგს არ მაქცევდა...
-ნიცა არ გინდა,გთხოვ!
-მომისმინე.-მისკენ გადაბრუნდა ანჯაფარიძე.-ვიცი,რომ უბრაზდები,მაგრამ სიყვარული ხომ იცი როგორი გრძნობაა?გაიძულებს შეცდომები დაუშვა...
-ასეთი?-ხმა დაუმძიმდა.
-ვიცი,რომ კარგი არ არის,რაც მოხდა.უნდა გაანალიზოს მდგომარეობის სიმძიმე,მაგრამ ახლა თუ მიატოვებ...ახლა სჭირდები ყველაზე მეტად გესმის?-ხმა უკანკალებდა გოგონას,არ იცოდა როგორ ან რა უნდა ეთქვა ქმრისთვის.
-ნუ ცდილობ,რომ თავი ცუდად მაგრძნობინო ნიცა!საკმარისზე მეტი გავუკეთე და რადგან არ დააფასა იყოს სადაც უნდა!-ტონი საგრძნობლად შეეცვალა ვაჩეს.
-ვაჩე...-საწოლზე ოდნავ წამოჯდა და იდაყვს დაეყრდნო,რომ მისი სახის დანახვა შესძლებოდა.ეზოდან შემოსული ნათება უფლებას აძლევდა,რომ ქმრისთვის თვალებში ჩაეხედა...
-გისმენ პატარავ.
-რაღაც,რომ გითხრა დამპირდები,რომ ახლა არსად არ წახვალ და არაფერს გააკეთებ?
-გააჩნია რას მეტყვი.-ცოლს მიუბრუნდა კაცი.
-დამპირდი,ისე არ გეტყვი!
-ნუ ბავშვობ გთხოვ,ასე როგორ დაგპირდე?იქნებ ისეთ რამეს...
-დამპირდი ან დავიძინოთ!
-კარგი,გპირდები.-დანებდა ქალს.-მითხარი.
-ვიცი,რომ სუნთქვაც კი გიჭირს ახლა,როცა არ იცი მაშო როგორ არის...-მოულოდნელად თავი მკერდზე დაადო ბაბლუანს და ხელი მოხვია.-კარგად არ არის...ცუდად არის,მაგრამ აკასთან არ არის...
-რას ამბობ ნიცა?
-დაჩიმ მომწერა,ისეა,როგორც გვეგონაო,მასთან მისულა მაშო,იქ დარჩება...-იგრძნო როგორ მოემატა ვაჩეს გულისცემა...თითქოს მშვიდი იყო,მაგრამ თან ბობოქარი ზღვასავით ღელავდა.მკერდში ისეთი ტკივილი იგრძნო აქამდე,რომ არ უგრძვნია და თავი შეზიზღდა დას აქამდე მისვლის საშუალება,რომ მისცა...-შენი ბრალი არ არის ხომ იცი?
-ისეა,როგორც გვეგონაო?-მაინც ჩაეკითხა გადასამოწმებლად.
-ჰო.-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-უნდა წავიდე...-შუბლზე აკოცა ქალს და ის იყო ფეხზე უნდა ამდგარიყო,რომ შეაჩერა.
-ხომ დამპირდი?
-ნიცა ახლა არა!-მისი ხელი სასწრაფოდ მოიშორა და სინათლე აანთო,რომ მაისური მოეძებნა.
-მამაშენმა ხომ გითხრა,რომ თავად მიხედავდა?-მაშინვე ფეხზე წამოვარდა ნიცაც.
-მამაჩემს დაველოდო ახლა?-ტუმბოს უჯრიდან იარაღი ამოიღო და ზურგს უკან,ქამრის სალტეში ჩამალა.-დაიძინე,ალბათ დილით მოვალ.
-გთხოვ დააბრუნე ეგ იქ,საიდანაც აიღე...
-გაიწიე ნიცა.-ჯერ ისევ მშვიდი ხმა ჰქონდა ბაბლუანს.
-არ მოგცემ უფლებას,რომ ცხოვრება დაინგრიო გესმის?არ შეიძლება ასე მოქცევა...-მის წინ ჯიუტად დამდგარიყო ანჯაფარიძე.
-ნიცა არ მინდა,რომ გაწყენინო,გამეცალე გთხოვ...
-არა!
-ნიცა!-ხმა აიმაღლა კაცმა.-გთხოვ!
-მხოლოდ ჩემს გვამზე გადაბიჯების შემდეგ!-მტკიცედ ამოილაპარაკა.
-გაწყენინებ!
-ახლა თუ წახვალ აღარასდროს დაგელაპარაკები იცოდე!დედაჩემის თავს გეფიცები აღარ დაგელაპარაკები!-ხმა გაებზარა დედის ხსენებისას...მოულოდნელად წამოისროლა,ისე,რომ თავადაც ვერ აანალიზებდა.-ციხეში ჩაჯდები და მერე?ხომ მითხარი ერთი წელი მომეციო?გგონია ციხეში წერილებს მოგწერ ვაჩე?
-ნიცა ის ჩემი დაა...-მასთან უფრო ახლოს დადგა ვაჩე.-როცა ვხვდები,რომ ამდენად აწყენინა...
-ვიცი,მესმის.-მისი სახე ხელებში მოიქცია.-მიეცი მამაშენს უფლება,რომ ამ ამბავს მიხედოს.
-დაჩი მოკლავს!
-დაჩი ამ მდგომარეობაში მაშოს მარტო არ დატოვებს.
-ნიცა...
-მომეცი ეგ.-იარაღზე მიანიშნა.-გთხოვ...
-უჯრაში ჩავდებ.-მცირე პაუზის შემდეგ დაამატა და ისევ იქ დააბრუნა,საიდანაც აიღო.-ახლა რომ წავიდე მაინც პრობლემაა?
-ამაღამ არსად მიდიხარ.-აგრძელებდა თავისას.
-აი უკვე ნამდვილი ცოლივით იქცევი.-სასაცილოდ არ ეყო ვაჩეს მისი ქცევა,თავი გვერდზე გადახარა და პატარა ბავშვივით დაუწყო ყურება.
-თუ წახვალ,მეც წავალ იცოდე!
-სად მიდიხარ?მაინც,რომ ვიცოდე.
-სადმე ისეთ ადგილას,რომ ვერასოდეს მიპოვნო.
-გგონია ასეთი მარტივია?-ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე.-წახვალ და დაიმალები?
-წავალ ვაჩე!
-ვერ წახვალ!
-წავალ!
-ვერ წახვალ ნიცა.-თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა ქალს.-სანამ მე არ გაგიშვებ.
-მაშინ ვერც შენ წახვალ.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-რატომ იქცევი ასე?
-როგორ?
-რატომ ზრუნავ ჩემზე?
-უბრალოდ ცუდი ადამიანი არ ხარ და არ მინდა ცუდად დაამთავრო.
-დარდობ ჩემზე.
-დავიძინოთ ვაჩე...-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თვალი მოარიდა.
-ესეიგი წახვალ არა?-მის ყელთან ამოიჩურჩულა.
-გეყოფა!
-როგორც არ უნდა იყოს შენ დარდობ ჩემზე...ეს კარგია,დიდი ამბის დასაწყისია.-ოდნავ მიაკრო ცხელი ტუჩები მის წინ მდგომ ქალს.
-გაიწიე და დაწექი,ძილის დროა.-უხეშად მოიშორა სხეულიდან.
-იქნებ არ ვწვები...
-შენი გადასაწყვეტია.-მოკლედ მოუჭრა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.მძიმედ სუნთქავდა,ნებისმიერ წამს ელოდა,რომ ვაჩე ოთახიდან გავიდოდა და თავადაც მოუწევდა ნივთების ჩალაგება,მაგრამ მისდა გასაოცრად გაიგო როგორ მიაგდო იატაკზე მაისური,სინათლე ჩააქრო და მის გვერდით დაწვა.
-ჭკუიდან გადავალ,რომ წახვიდე...-მუცელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
-რას...
-ვერ ვიტან ჩემზე ნაწყენი,რომ ხარ.-კისერში ნაზად აკოცა.-ნუ მიბრაზდები.
-გაიწიე.
-ხომ იცი,რომ მართლა გავგიჟდები,რომ წახვიდე...
-ხომ მითხარი გაგიშვებო...
-გაგიშვებ,მაგრამ შენ არ მოგინდება წასვლა.
-რატომ?
-შეგიყვარდები.-მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და თვალები დახუჭა...
-ნუ ოცნებობ ვაჩე და გაიწიე!
-ჩშშ...ხომ არ გამიშვი,ხოდა დამაძინე.
-ვაჩე ასე...
-დავიძინოთ ნიცა.
-ვაჩე...-ისევ დაარღვია სიჩუმე ნიცამ.
-გისმენ.
-ხომ გამიშვებ?
-ახლა?არა!
-1 წლის მერე.
-დაიძინე,მაგაზე მერე...
-ხომ დამპირდი გაგიშვებო...
-გაგიშვებ,მაგრამ შენ არ მოგინდება წასვლა.-ისევ ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა ბაბლუანს,მაგრამ არავინ იცის რა ნერვების ფასად უჯდებოდა ეს სიმშვიდე...



***
დილით ადრე დატოვა სახლი ბაბლუანმა.არ უნდოდა ნიცა გაეღვიძებინა,ამიტომ ჩუმად გავიდა ოთახიდან და დაცვა გააფრთხილა,რომ არსად გაეშვათ.
„დაჩისთან წავედი,პირობა შესრულებულია,ღამით სახლში ვიყავი,არ ინერვიულო,მიყვარხარ“-დაუტოვა წერილი ტუმბოზე გოგონას და მეგობრის სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
-დილით ადრე გავედი,ვერსად ვიპოვნე!-სიგარეტის კვამლში გაეხვა აბაშიძე.
-რატომ არ დამირეკე?
-მე მოვკლავ ვაჩე,მანდ გზას ვერ დაგითმობ.
-გეყოფა!აუცილებელია ჩაგსვან?-გაუწყრა აჩი.ყოველთვის ყველაზე ჰუმანური იყო მსგავს საკითხებში.
-მამაჩემს ველაპარაკე დილით,მანაც გაგზავნა ბიჭები მოსაძებნად.-სიგარეტის ნამწვი იქვე საფერფლეში მოსრისა.
-მაშოს დაელაპარაკე.-ნაღვლიანად ამოთქვა დაჩიმ.-მთელი ღამე ტიროდა...
-არ არის ახლა მაგის დრო.-ყური მოიყრუა ბაბლუანმა.
-გთხოვ ვაჩე...ცუდად არის...
-მეც ცუდად ვარ დაჩი და არ მინდა უარესად ვაწყენინო!
-ნერვიულობს,ცოდოა...ბავშვს რამე რომ დაემართოს?უნდა იგრძნოს,რომ ოჯახი გვერდში უდგას!
-ბავშვზე ნუ დარდობთ,ისედაც მოშორებას ვაპირებ!-კიბეზე შედგა უმცროსი ბაბლუანი.
-მაშო...
-არაუშავს.-გაუღიმა დაჩის.-როგორც მასწავლიდა ჩემი ძმა.-ვაჩეს გახედა.-თავს მაღლა ავწევ,გავიხსენებ,რომ ბაბლუანი ვარ და ამაყად გავაგრძელებ გზას...
დისთვის არც შეუხედავს.მწარედ ჩაეღიმა ვაჩეს...გული ძალიან სტკიოდა.არ უნდოდა ასეთი ცხოვრება მისთვის.უნდოდა ენუგეშებინა მისი განადგურებული სახე,რომ დაინახა,მაგრამ ერთი სიტყვაც არ დასცდენია.უბრალოდ არ შეეძლო.
-ჩემთვის არაფერი დაუძალებია,სულელი ვარ და შემეშალა ვაჩე.-ცრემლიანი თვალები მიანათა ძმას.-ერთი წელი შეუჩერებლად,რომ დაგსდევს ადამიანი საჩუქრებით და ყურადღებით განებივრებს გგონია,რომ მართლა ძვირფასი ხარ...-ცრემლები უხეშად მოიწმინდა და მხოლოდ წამით,შეშინებულმა გაუსწორა თვალი მისკენ მიმავალ ვაჩეს.წინ დაუდგა ატირებულ,განადგურებულ პატარა დას ბაბლუანი,რომელსაც მთელი ცხოვრება მთასავით ეფარებოდა და არავის აძლევდა უფლებას,რომ აეტირებინა.უნდოდა ჩახუტებოდა,მისთვის ძლიერად მოეხვია მკლავები და ეთქვა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ არ შეეძლო.სტკიოდა...ამ ტკივილს ასე მარტივად ვერ მოერეოდა...შუბლზე ოდნავ მიაკრო ტუჩები.თითქოს ანიშნებდა,რომ ესეც გაივლიდა და ისე დატოვა სახლი ბიჭებსაც კი არ დაემშვიდობა...არ შეეძლო,არ უნდოდა...მისი პატარა და იყო,შეცდა სადღაც ბაბლუანი და ვერ იგებდა სად...ეს ყველაზე მეტად სტანჯავდა...
-გადაუვლის.-გადაეხვია პატარა დას აჩი.-ხომ იცი,დიდხანს ვერ გიბრაზდებოდა ვერასდროს.
-შენც მიბრაზდები?-ძლივს ამოთქვა მაშომ.
-თუ ოდესმე მასთან დაბრუნდები მე მაშინ გაგიბრაზდები.-თავზე რამდენჯერმე აკოცა და ლოყაზე უჩქმიტა ისე,როგორც ბავშვობაში...-მიყვარხარ ხომ იცი?მოგვარდება ყველაფერი.-კიდევ ერთხელ აკოცა და განაგრძო.-საქმეზე ვარ გასასვლელი,დაჩი არ გამიბრაზო იცოდე.-ცხვირზე თითი დაჰკრა,მეგობარს დაემშვიდობა და ისიც ვაჩეს გზას მიჰყვა...
-მაპატიე,რომ შეგაწუხე.-მის წინ ჩამოჯდა მაშო.
-არ გაიკეთო აბორტი!-დასცდა მის ბაგეებს კარგად ნაფიქრი სიტყვები.
-მარტოხელა დედა ვიყო 18 წლის ასაკში არა?-მწარედ გაეცინა.
-ცოლად მოგიყვან.-წამოროშა,მაგრამ სრულიად გააზრებულად.-ისე გავზრდი,როგორც საკუთარს.-მის წინ ჩაიმუხლა დაჩი.-ვერასდროს აპატიებ შენს თავს ამას და არ მინდა ამ ტვირთით იცხოვრო.-მუცელზე ოდნავ შეეხო გოგონას აბაშიძე.-ვერასოდეს ვერავინ გაიგებს,ჩემი შვილი იქნება და...
-გაჩერდი დაჩი!-ტუჩებზე ხელი მიაფარა კაცს.-ვიცი,რომ გიყვარვარ.-ნაზად გაუღიმა.თითქოს ახვედრებდა,რომ მის საქციელს დიდიხნისწინ უპოვნა მიზეზი.
-რა?
-ვიცი,რომ როგორც და ისე არ გიყვარვარ.-ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.-ვიცი ეს გამოხედვა...მეც ასე მიყვარდი,სანამ ამაშუკელი არ მოათრიე სახლში და არ გამოაცხადე ცოლად მოვიყვან ერთ დღესო...მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მეგონა არასოდეს შემომხედავდი და ყოველ ღამე შენზე ფიქრში მათენდებოდა...ერთ დღეს გავიღვიძე,მივხვდი აღარ მიყვარდი და დავმშვიდდი...მერე გავიგე,რომ დაშორდით და შენი სიგიჟეები დაიწყო...არავის აძლევდი ჩემთან ახლოს ყოფნის უფლებას და მერე ეს თვალები დავინახე...-თვალებზე თითები ნაზად გადაატარა.-ეს ლურჯი თვალები,ბობოქარი ზღვასავით რომ გიელავდა და მივხვდი,რომ სხვანაირად გიყვარდი...
-მაშო...
-ცხოვრებას ვერ დაგინგრევ დაჩი...არც მე მინდა,რომ მთელი ცხოვრება ის ერთი ღამე მახსოვდეს...
-მომისმინე.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.
-არა...-თავი გააქნია მაშინვე.-არ მინდა უბედური იყო...მინდა,რომ კლინიკა და ექიმი მომიძებნო,რომელიც ჩუმად მოაგვარებს ყველაფერს...შეგიძლია?
-შემიძლია.-მცირე პაუზის შემდეგ ამოთქვა აბაშიძემ.
-მაშინ საუზმე დაიმსახურე.-დაჩის რომ უყვარდა ზუსტად ისე გაუღიმა და ფეხზე წამოდგა...არ ესმოდა როგორ იყო ასეთი ძლიერი ეს პატარა არსება.როგორ იკავებდა თავს,რომ არ გაგიჟებულიყო და ცრემლის მდინარეებით არ მოერწყო მთელი ოთახი...ამიტომაც უყვარდა...თავს არავის დააჩაგვრინებდა,საკუთარი თავის ფასი იცოდა და ეს იყო განსაკუთრებული მასში...ღიმილით გააყოლა ქალს თვალი და თავად მაგიდასთან მოკალათდა,რომ მისი ყურება შესძლებოდა...აბაშიძე უკვე წლები იყო მხოლოდ ამაზე ოცნებობდა...



***
ვაჩეს განკრგულებით კოკამ ნიცა დილითვე დააბრუნა სახლში,რადგან ყველაფერი უკვე წესრიგში იყო.მამას მობილურით ესაუბრა და როგორც გაირკვა ვერც მან ვერ გაარკვია აკას ადგილსამყოფელი.თითქოს მიწას ჩაეყლაპა,უცებ გაქრა და არსად იძებნებოდა...
მამის თხოვნით რამდენიმე შეხვედრას დაესწრო კომპანიაში,რადგან თავად ალეკოს ამის თავი ნამდვილად არ ჰქონდა,გზად მეუღლეს,რომელიც დარწმუნებული იყო გაბრაზებული დახვდებოდა,ყვავილები უყიდა და ღიმილით შეაღო სახლის კარი.მხოლოდ სამზარეულოში ენთო სინათლე,საიდანაც ნიცას ოდნავ ხმამაღალი საუბარი მკაფიოდ ესმოდა ვაჩეს.
-ნუ მაწყვეტინებთ და მისმინეთ,მე არ ვარ ის ადამიანი ვინც მორალს უნდა უკითხავდეს თქვენი ასაკის ქალს და ჭკუას არიგებდეს.-ოდნავ აუწია ხმას ანჯაფარიძემ.-მე პატივს გცემთ,როგორც ქალს,როგორც ადამიანს და ამავეს ველი თქვენგანაც.
-ქალბატონო ნიცა მე...
-უბრალოდ ნიცა დამიძახეთ გთხოვთ.-გაუღიმა ქალს.-არ მინდა,რომ ამ სახლში მომხდარი,ამ კედლებს გასცდეს კარგით?მე და ვაჩე ვიჩხუბებთ,თუ არა ეს არავისი საქმე არ არის და გთხოვთ ნუ დასტრესავთ ვაჩეს დედას მსგავსი ინფორმაციით.
-შემეშინდა,როცა ვნახე რაც მოხდა სახლში...
-ვიცი,მესმის...-დაუყვავა ქალს.-მაგრამ ალბათ თქვენც დამეთანხმებით,რომ ცოლ-ქმრის საქმეში სხვა პირების ჩარევა არ არის სწორი.თუ ოდესმე მე და ვაჩეს რაიმე ისეთი შეგვემთხვევა,რაც არ უნდა მომხდარიყო,მე თავად ვითხოვ დახმარებას...
-გასაგებია.-თავი დაუქნია ქალმა.
-შეგიძლიათ წახვიდეთ,მადლობა,რომ დამეხმარეთ.
-კარგი,მშვიდობიანი ღამე.-ხმა ვეღარ ამოიღო ქალმა,ოთახში მოულოდნელად გამოჩენილ ვაჩესაც თვალი მოარიდა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა...
-მშვიდობაა?
-კარგად ხარ?-მაშინვე აათვალიერა მის წინ მდგომი კაცი.
-ჰო ნიცა,რა თქმა უნდა.-გაუღიმა ქალს.-გაბრაზებული ხარ?
-ვარ ვაჩე!
-ეს ვერ მიშველის?-ვარდების თაიგული ცხვირწინ აუთამაშა.
-ვერა.-თავი გააქნია მაშინვე.-მაგრამ მაინც წყალში ჩავდებ.-ხელიდან გამოჰგლიჯა და ლარნაკი წყლით აავსო.
-ნიცა თინამ რამე დააშავა?
-დედაშენს მოუყვა აქ რომ დალეწე ყველაფერი და მაგაზე გავაფრთხილე.-მშვიდად ამოთქვა.-საჭირო,რომ ყოფილიყო თავად ვეტყოდი.
-ნიცა...
-გისმენ ვაჩე.-უკვე ძალიან ბრაზდებოდა ანჯაფარიძე.
-მოდი ჩემთან გთხოვ.
-არ გინდა კარგი?
-მე ხომ არაფერს ვაკეთებ?უბრალოდ მინდა,რომ ჩემთან იყო...
-შენთან არ ვიქნები თუ ციხეში ჩაგსვამენ,მერე განქორწინებაზეც ხვეწნა მომიწევს.
-მომდევნო 11 თვე კისერზე უნდა წამომაკეცო ეს დედანა*ირები განქორწინება?-მთელი სხეული დაეჭიმა ბაბლუანს.
-შენ იარაღი წაიღე და წახვედი...გინდა,რომ მკვლელი გახდე?-ფინჯანი ხმაურით დადო მაგიდაზე.-ეს გინდა ვაჩე?
-დამშვიდდი.-თბილი ხმით უთხრა ბაბლუანმა.
-ვერც კი გეკითხები სად იყავი ან რა გააკეთე გესმის?მეშინია!-მთელი სხეული აუკანკალდა...არ იცოდა რა უნდა ეფიქრა,ან რა უნდა ეთქვა.იქნებ მართლა მოკლა აკა?მასთან როგორ უნდა ეცხოვრა?
-დამშვიდდი ნიცა.-მათ შორის მანძილი წამში დაფარა და ხელებში მოიქცია მისი სახე.-არავინ მომიკლავს.გგონია ასეთი მარტივია?
-იქნებ შენთვის არის!
-გაჩერდი...
-მკვლელთან არ ვიცხოვრებ გესმის?აკას თუ მოკლავ იცოდე,რომ მეც დამკარგავ,არანაირი 1 წელი არ იქნება,მკვდარს მიპოვნი გესმის?-ტუჩები შიშისგან უთრთოდა გოგონას.არა,მისით მანიპულირებას არ ცდილობდა,უბრალოდ არ უნდოდა,რომ ვაჩეს საკუთარი პიროვნება ამდენად დაენგრია...
-დამშვიდდი,არავინ მომიკლავს.-ხელები ძლიერად მოხვია და სხეულზე მიიკრო სიფრიფანა სხეული.-რა გემართება ნიცა?
-არ ვიცხოვრებ მკვლელთან ერთად...-ჯიუტად იმეორებდა და მისი მკლავებიდან თავის დაძვრენას ამაოდ ცდილობდა.
-ოღონდ შენ ნუ იქცევი ასე რა.-თმაზე ნაზად აკოცა და აცრემლებულ თვალებში ჩააცქერდა.-სულ რატომ ტირი ნიცა? რაც ჩემს გვერდით ხარ ცრემლი არ შეგშრობია თვალზე...
-მინდა,რომ გენდო,მინდა,რომ გაგიგო,მაგრამ ამას თუ იზამ...
-სეიფში დავტოვებ...-იარაღი ქამრის სალტედან ამოიღო და მაგიდაზე მშვიდად დადო.-კოდი შეგიძლია თავად შეცვალო და შენს გარდა ვერავინ გააღებს.-არ უღირდა ნიცას მდგომარეობა ერთი იარაღის სანაცვლოდ...თუ დასჭირდებოდა მარტივად შეძლებდა შოვნას ნიცას ზურგს უკან,ამიტომ გადაწყვიტა მის ნებას დაჰყოლოდა...
-მართლა?
-მართლა!-მშვიდად დაუქნია თავი და მის მკლავებში მოქცეულს ყელზე ნაზად აკოცა...
-შენ ძალიან ხომ არ დაეჩვიე ჩემთვის ხელების ფათურს?-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და მისგან თავის დაღწევა ისევ სცადა.
-ტუჩები იყო ეგ.
-ვაჩე გამიშვი.
-სულ რატომ მეურჩები?
-საქონელი ვარ თუ მეურჩები რა სიტყვაა?-წარბები ზემოთ აწკიპა ნიცამ.
-აი ახლაც.-გაეღიმა კაცს.-ხომ არაფერს გიშავებ?უბრალოდ ცოლს ვკოცნი,არ მაქვს უფლება?ზოგადად ცოლის საკოცნელად ნებართვას არ იღებენხოლმე.
-ცოლებთან სხვა ბევრ რამესაც აკეთებენ და ეგეც კი არ მოინდომო.-კბილებში გამოსცრა ქმარს.
-ხან ისე მელაპარაკები ჩემს თავზე მაგრად მეშლება ნერვები,მერე მახსენდება რომ არაფერი დამიშავებია,მერე დაბნეული ვზივარ და ვფიქრობ,რატომ გაწუხებს ეს იდეები...
-არაფერი არ მაწუხებს,უნდა დავწვე.
-9 საათია ნიცა.
-დავიღალე,მეძინება...-ხელი აიქნია და მისაღებში იყო უკვე გასული ქმრის სიტყვები სმენას,რომ მისწვდა.
-ნიცა...
-გისმენ ვაჩე...
-შეგიძლია ხვალ მაშოს სანახავად წახვიდე?ვიცი,გაწყენინა და...
-წავალ.-ღიმილით გააწყვეტინა ქმარს.-ისევ დაჩისთან არის?
-ჰო...
-დაელაპარაკე?
-ვერა ნიცა,არ შემიძლია.-თავი დანანებით გააქნია და დივანზე მოწყვეტით დაეცა.-მინდოდა რამე მეთქვა,მენუგეშებინა,მაგრამ არ გამოდის...
-ახლა შენ მას ყველაზე მეტად სჭირდები...
-ვიცი და ვცდილობ,მაგრამ ასე უცებ ვერა ნი...-უნებურად შეუმოკლა სახელი.
-შენ მას უკვე აპატიე ვაჩე,მე ასე მგონია.-სახელურზე ჩამოუჯდა ნიცა.-უბრალოდ ახლა საკუთარ თავს უნდა აპატიო...
-ახლა არა ნიცა...უბრალოდ ხვალ დაელაპარაკე და უთხარი,რომ შვილს თუ დაიტოვებს არ გავუბრაზდები...უთხარი,რომ უნებურად წამომცდა აბორტის თემა და...მოკლედ არ ვიცი რამე უთხარი გთხოვ...-თავი ხელებბში ჩარგო,არ იცოდა რა უნდა ექნა.
-აბორტს იკეთებს?
-ჰო,დაჩის სთხოვა ექიმი მომიძებნეო...
-ვაჩე ასე როგორ შეიძლება...
-ვიცი,რომ არ შეიძლება ნიცა.-თავი არ აუწევია ისე ამოთქვა.-ის ხომ მისი შვილია,მისი ნაწილი...ამ გადაწყვეტილებას ზეწოლით არ უნდა იღებდეს...-ისეთი გატეხილი ხმა ჰქონდა ბაბლუანს,რომ თავად ნიცასაც კი ძალიან შეეშინდა.-წარმოიდგინე პატარა გოგო,რომ ჰყავდეს...კიკინებით,რომ ირბენს ეზოში...ან ბიჭი...სათამაშო იარაღებს,რომ აიღებს ხელში და...
-გეყოფა გთხოვ.-თავი მაღლა ააწევინა კაცს და ცრემლმორეულ თვალებში ჩააცქერდა.-ვაჩე...-შეცბა ანჯაფარიძე...პირველად ნახა მისი ცრემლიანი თვალები...პირველად გაიაზრა რამდენად სტკიოდა მაშოს მდგომარეობა.მხოლოდ ახლა მიხვდა რამხელა სიყვარული ჰქონდა დის მიმართ და როგორ ნანობდა თითოეულ ნათქვამ სიტყვას.
-ჩემი პატარა დაა ნიცა,ჩემი ყველაფერია და რომ ვნახე დღეს რა დღეში იყო მინდოდა,რომ ვინმეს იქვე მოვეკალი...
-ჩშშ...-მკერდზე დაუფიქრებლად მიიხუტა კაცი.-ასე აღარ თქვა...
-თავი მეზიზღება ნიცა...
-გაჩერდი,შენი ბრალი არ არის...-თმაზე იტმულად უსვამდა ხელს და ცდილობდა ღაწვებზე ჩამოსრიალებული ცრემლები ქმრისთვის არ ეჩვენებინა.ახლა მისი გრძნობების დრო არ იყო,ვაჩე ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო...
ძალიან სტკიოდა ვაჩეს...ჰო,შეიძლება არ იმჩნევდა,მაგრამ უგრძნობი ხომ არ იყო?გრძნობების მოთოკვა ყოველთვის შეეძლო.მშვიდი და გაწონასწორებული იყო და არასოდეს გამოდიოდა წყობიდან თუ მართლა საჭირო არ იყო...ნიცასთანაც ასე იყო,როგორც არ უნდა გაბრაზებულიყო ცდილობდა,რომ მისთვის არ ეწყენინებინა,გული არ ეტკინა...მაშოსაც ასე უფრთხილდებოდა ყოველთვის.
მერე უცებ იზრდებიან და ყველაფერი იცვლება.როგორც არ უნდა გაუფრთხილდე გალიიდან გამოდიან და ისეთ ქმედებებს სჩადიან,რომელთა გამოსწორებაც რთულია...
ნიცას მუხლებზე თავი ჩამოედო ბაბლუანს და მშვიდად ეძინა...ქალაქი ჩაჩუმდა, მაგრამ სიჩუმე არ იყო მშვიდი,ის სავსე იყო უთქმელი ფიქრებით. ფრთხილად გამოეცალა ვაჩეს,რომ თავისუფლად დაწოლილიყო და ფეხზე წამოდგა.ფანჯარასთან დადგა და ლამპიონების ნათებას უაზროდ მისჩერებოდა. თითოეული მათგანი თითქოს ვიღაცის მარტოობას ანათებდა. დრო იწელებოდა, წუთები ერთმანეთს ეკვროდა და გულში რაღაც მძიმე, უთქმელი ტკივილი რჩებოდა.
საშინლად წვიმდა იმ ღამეს თბილისში...თითქოს ცა ყველას ემუქრებოდა განადგურებით...საშინლად შავი ღრუბლები გადაჰკვროდა თბილისს და ელვა ავის მომასწავებლად იკლაკნებოდა ქალაქის თავზე.
რა აღარ სცადა,მაგრამ გული ვერაფერს დაუდო...არც ძილი ეკარებოდა მის თვალებს...ბაბლუანის გვერდით იატაკზე ჩამომჯდარიყო და თმაზე რიტმულად უსვამდა ხელს...იარაღი მართლაც ჩაკეტა სეიფში ისე,რომ ვაჩეს მისთვის თითიც ვერ დაეკარებინა.
გუშინდელი დღესავით ახსოვს პირველად,რომ ნახა როგორ შეეშინდა...მკლავებში ჰყავდა მოქცეული და ზემოდან დაჰქვითინებდა სრულიად უცხო ადამიანს.ეხვეწებოდა არ მომკვდარიყო და დანებებას უკრძალავდა...ჭრილობაზე ხელს ძლიერად აჭერდა და სისხლიან ნაკვალევს თვალს არიდებდა მის ხელებზე...
რა იქნებოდა მაშინ,რომ არ შეხვედროდა?რომ არ ენახა და მათი გზები არ გადაკვეთილიყო?ალბათ მაშინ უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება...
იმ ღამეს ხმა გავარდა თბილისში,რომ აკა ბოკუჩავა დაიღუპა...მალევე შეიტყვეს საინფორმაციოებმაც და სამხარაულის ექსპერტმაც დაადასტურა მისი ვინაობა..ჟურნალისტების თვალწინ იდგა მოხუცი,ჯიბეში 100 000 დოლარიან ჩეკს ხელს ძლიერად უჭერდა და ურცხვად იტყუებოდა,რომ მისი დაღუპვა ავარიის შედეგად იყო გამოწვეული...ალბათ გულის სიღრმეში იმის თქმაც უნდოდა,რომ მისი სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა,მაგრამ ფული ხომ იცით...ფული ჯოჯოხეთს ანათებს...მისი დამტვრეული თითები,ნაწამები სხეული...ყველაფერი ავარიისთვის მიუწერიათ და როგორც კი კვლევა დაამთავრეს ოჯახისთვის ცხედარიც გაუტანებიათ...უხმოდ ატირდა ანჯაფარიძე...შეეცოდა...ისიც ხომ ადამიანი და ვიღაცის შვილი იყო...ყურსასმენით უსმენდა აკას დედის განწირულ კივილს საავადმყოფოს ეზოში ირაკლი,რომ ძლივს აკავებდა...იქვე შეკრებილიყვნენ მისი მეგობრებიც,საცოლეც და ისინიც,ვისაც საერთოდ არ იცნობდა აკა,უბრალოდ შორიდან უყვარდათ...
წამით არავის შეჰპარვია ეჭვი მისი სიკვდილის მიზეზში.თავად მაშოსაც კი,რომელიც იატაკზე იჯდა,დაჩის მკლავებში გახვეული და მთელი ხმით ტიროდა...
-ასე თავისით რანაირად დასრულდა...-გაოცებული იჯდა ვაჩე და მოსმენილს ისევ ვერ იჯერებდა.
არა,თბილისი მართლაც ბევრს ანიშნებდა ამ ახალგაზრდებს,უბრალოდ ისინი თბილისის მოსასმენად ჯერ მზად არ იყვნენ...


***
გლოვა ჩუმად მოდის. არ აკაკუნებს, არ გეკითხება მზად ხარ თუ არა...უბრალოდ ჯდება შენს გვერდით და აღარ მიდის. თავიდან სიტყვები ქრება. რჩება სიცარიელე, ისეთი მძიმე, რომ სუნთქვაც კი გიჭირს, თითქოს ჰაერი ვიღაცამ თან წაიღო.
ყველაზე მტკივნეული დილაა.იღვიძებ და წამით გგონია, რომ ყველაფერი ძველებურადაა, მერე კი რეალობა გეცემა თავზე
გლოვა დროის შეგრძნებას არღვევს. წარსული უფრო ცოცხალი ხდება, ვიდრე აწმყო. მოგონებები თავს გესხმიან და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ…
ყველაზე რთული ისაა, რომ სამყარო არ ჩერდება. ადამიანები აგრძელებენ სიარულს, საუბარს, სიცილს. შენ კი გგონია, რომ დრო უნდა გაჩერებულიყო შენთან ერთად…
საავადმყოფოს დერეფანში შეკრებილიყვნენ ბაბლუანები...თითქოს განაჩენივით გაისმა სიტყვები:„ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ“...ვერ გაუძლო ერთმა პატარა არსებამ ამდენ სიძულვილს,ტკივილს...ალბათ ამ სამყაროსთვის ზედმეტად კარგიც კი იყო და ამიტომაც არ ინება დედამიწაზე მოვლინება...
დაჩი მართლა მზად იყო,რომ პატარა ონავარი შვილად მიეღო,მაშოს ცოლად მოყვანაზეც არ უხუმრია,ამისთვის უკვე წლებია მზად იყო და უბრალოდ შესაფერის მომენტს ელოდა,თუმცა არც ეს დასცალდა... ერთი კვირა იყო გასული აკას გარდაცვალებიდან და ყველა თითქოს ჩვეულ რიტმში აგრძელებდა ცხოვრებას...მხოლოდ ბოკუჩავები და ბაბლუანები შემოსილიყვნენ ძაძებით...
სამი დღე იყო გასული ისე,რომ მაშოს ერთი სიტყვა არ დასცდენია...მის ბაგეს ერთი ხმამაღალი ამოსუნთქვა არ მოსწყვეტია და თვალიდან ერთი ცრემლიც აღარ გადმოვარდნია...
აპატია დედამ და აპატია ოჯახმაც...მის წინ ჩამუხლულიყო ირინა და ხელებს უკოცნიდა საყვარელ ქალიშვილს...ევედრებოდა მხოლოდ ერთხელ მაინც შეეხედა მისთვის სახეში...კიდევ ერთხელ დაეძახა დედა,ან სულაც ეთქვა,რომ შველა სჭირდებოდა,თუმცა მაშოს თითქოს არაფერი ესმოდა...ერთ წერტილს მიშტერებოდა და ირგვლივ მყოფებს იშვიათად თუ გადახედავდა...
-ხომ იცი,რომ ყველაფერს გავაკეთებ შენთვის?-მთელი ძალით მოხვია ხელები ძმამ და გულზე მიიხუტა.-გახსოვს უფროს კლასელები რომ გაწვალებდნენ?-გაიხსენა მისი თინეიჯერობის წლები ვაჩემ.-ჩემთან მოხვედი და მე მთხოვე დახმრება,რადგან იცოდი სულ გვერდით ვიქნებოდი...იმ დღის შემდეგ მართლა აღარავის შეუწუხებიხარ...თხოვნა დასრულებული არ გქონდა უკვე ყველაფერს ვაკეთებდი,რომ შემესრულებინა...ვიცი დავაშავე შენთანაც...-თითები მის თმაში ახლართა.-ალბათ სადღაც არ ვიყავი კარგი ძმა,კარგი მეგობარი...ალბათ იფიქრე,რომ ვერ დაგეხმარებოდი და მიენდე ცხოვრებას...მაპატიე კარგი?მაპატიე,რომ შენს გვერდით არ ვიყავი...მაპატიე,რომ გიყვირე,გეჩხუბე...ოღონდ შენ არ ინერვიულო და მთებს გადავდგამ თუ საჭირო იქნება...-იმეორებდა სიტყვებს ბაბლუანი...აღარ იცოდა რა უნდა ეთქვა დისთვის,რით ენუგეშებინა...მან ხომ იცოდა სიყვარული როგორი ძლიერი გრძნობა იყო...თავადაც ასე ძლიერად უყვარდა ნიცა და ვერც წარმოედგინა ოდესმე მას,რომ რაიმე დამართნოდა რას იზამდა...
-წამიყვან?-ძლივს ამოთქვა მაშომ და ძმის მკლავებს ძლიერად ჩაეჭიდა...არ უყვარდა მაშოს საავადმყოფოები.რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო ყოველთვის ძალით უწევდათ მისი წაყვანა ექიმთან და ახლაც ასე იყო...
-სად მაშო?-აკანკალებულმა თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა.-შენ ოღონდ მითხარი...
-საქართველოდან...-თითქოს გაბრუებულმა ჩაილაპარაკა და წამწამები სუსტად ააფახულა.
-წასვლა გინდა?
-ჰო,წამიყვანე აქედან...
-წაგიყვან...-არც დაფიქრებულა ისე დაჰყვა მის ნებას და თმაზე ნაზად აკოცა...
სკოლის ამბები იყო მოსაგვარებელი.ასე მარტივად ვერ წავიდოდა,მაგრამ ალეკომ,რა თქმა უნდა,შვილისთვის ესეც მოაგვარა...ირინამაც შეკრა ბარგი და მაშინვე შვილის გვერდით დადგა,რომელსაც ესპანეთში წასვლა გადაეწყვიტა...დაჩი ვერაფერს ამბობდა...იყო და თან არც იყო მათ გვერდით აბაშიძე.ახსოვს ხელებში ლამის რომ ჩააკვდა უმცროსი ბაბლუანი...ისიც ახსოვდა სისხლში ამოსვრილს,რომ ევედრებოდა მასთან დარჩენას...
„მაშო გეხვეწები თვალები გაახილე...ძალიან გთხოვ მაშო...“-სახეზე ხელებს რიტმულად უსვამდა უგონოდ მყოფ გოგონას...სისხლიან საწოლს თვალი,რომ მოავლო და გაიაზრა,რაც ხდებოდა ძალიან შეშინდა...ის ღამე იქ გაათენა აბაშიძემ,საყვარელი ქალის სარეცელთან...მომდევნოც და იმის მომდევნოც და საერთოდ არ ფიქრობდა სახლში წასვლაზე...ხმას,რომ არ იღებდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით ძალიან შეეშინდა მისი დაკარგვის.არ უნდოდა მისთვის ხელის გაშვება,მაგრამ აქ დარჩენა დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს,რომ აყენებდა ეს ნათელი იყო,ამიტომ ხმაც არ ამოუღია,აეროპორტში შორიახლოს დამდგარიყო და ბოლოჯერ შეავლო თვალი მის განადგურებულ სახეს...
12-ს გადასცდა და გაზაფხულიც შემოეპარა თბილისს,ახალი სიცოცხლის დასაწყისს მოგვასწავებდა...უკეთეს დღეებს და მზიან ამინდებს,მაგრამ არამგონია აბაშიძის სულში ოდესმე ამ სხივებს კიდევ შეეღწია...
-არ წამოხვალ ანუ...-მძიმედ ამოთქვა კედელზე მიყრდნობილმა ბაბლუანმა და სიგარეტი აივნიდან მოისროლა.
-ვერ წამოვალ ვაჩე...ახლა მაშოს ოჯახი სჭირდება და მე არაფერში გამოვადგები.
-ხომ გითხარი უკვე,რომ მხოლოდ მაშოს გამო არ მივდივარ...საქმეები მაქვს მოსაგვარებელი,უცხოელ პარტნიორებს უნდა შევხვდე.ესპანეთი,იტალია და საფრანგეთი მაქვს სიაში,არ გინდა,რომ ცოტა დაისვენო?-თითქოს ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
-დაგაგვიანდება,უნდა წახვიდე...
-ასე შენი დის გამო ხარ?წავიყვანოთ ისიც...
-მარტო ყოფნა მირჩევნია გთხოვ.-მუდარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.-ბევრი რამ მოხდა ამ ორ კვირაში,ძალიან დავიღალე და მირჩევნია აქ დავრჩე.სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ,ერთ თვეში დაბრუნდები.
-დიდი დროა ნიცა რა...-თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.-ხომ იცი...მიჭირს შენი დატოვება...რატომ ჯიუტობ?
-ვაჩე ახლა,რომ წახვალ,მალევე უკან მოგყვება აჩიც,მითხრა,რომ საქმეები აქვს მაგასაც...დაჩიზე არ გიფიქრია?
-ვიფიქრე ნიცა...
-ჰოდა დაჩიზე,რომ იფიქრე უნდა მიხვდე,რომ ყველა თუ წავალთ დაჩის არავინ შემოარტყამს საპირფარეშოს იატაკზე და არავინ გამოაფხიზლებს...-მომხდარი გაახსენა ქმარს.
-ესეიგი ჩემს მერე ჩემს მეგობრებზე ზრუნვაც დაიწყე?-ოდნავ ჩაეღიმა ბაბლუანს.
-მე დაჩი ძალიან მეცოდება,სულ კარგად მექცეოდა და ვერ ვივიწყებ იმ დღეს დედამისმა როგორ ინერვიულა...ახლა შენ შენს დას მიხედე,მე ჩემს ძმას მივხედავ კარგი?-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა ანჯაფარიძემ.
-შენ...შენ საოცარი ადამიანი ხარ!-გაოგნებული უყურებდა მის წინ მდგომ ქალს.-ჩემს არჩევანში ყოველდღე სულ უფრო ვრწმუნდები.-მათ შორის მანძილი ნელა დაფარა და ხელები წელზე ნაზად შეუცურა...არ უნდოდა დაეფრთხო,არ უნდოდა შეეშინებინა,მაგრამ თავს ვერ ერეოდა.იმდენად აგიჟებდა მისი ქცევები,მისი კეთილი გული და დამოკიდებულება,რომ სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა...ნაზად მიაკრო ტუჩები ყელზე...ასე ძალიან,რომ უყვარდა ზუსტად იქ,ნელ-ნელა ზემოთ აუყვა და ყურის უკან მეორე კოცნის კვალიც დაუტოვა.
-ვაჩე გაიწიე...-დაგუდული ხმით ამოთქვა.მხოლოდ სიტყვებს მოუყარა თავი,ხელების ამოძრავებაც კი ვერ შეძლო,რომ შეწინააღმდეგებოდა.ყური არ ათხოვა ბაბლუანმა,ნაზად გაიკვალა გზა და ლოყაზე მიაკრო ცხელი ტუჩები,თან ხელებს მის სხეულზე მშვიდად დაასრიალებდა.ტუჩის კუთხესთანაც აკოცა,იქ,პატარა ღრმული,რომ უჩნდებოდა სიცილისას ანჯაფარიძეს...
-გაჩერდი...
-მაკოცნინე...-ხრინწიანი ხმით მიუგო და მის პასუხს დაელოდა.არც სიტყვებით და არც სხეულით არ შეწინააღმდეგებია,მხოლოდ მის დაბნეულ თვალებს გადააწყდა კაცი,სადაც ათასი ემოცია ერთად ამოიკითხა.მარჯვენა ხელი სახეზე მოკიდა და ცერა თითი ტუჩებზე ნაზად გადაატარა...მხოლოდ წამით გაუსწორა თვალი და მერე იმ ბაგეებს წაეტანა უკვე ძალიან დიდხანს,რომ ეტრფოდა...მეორე ხელი წელზე მოეხვია და საყვარელი ქალით ტკბობას განაგრძობდა...არ ეწინააღმდეგებოდა ანჯაფარიძე,თითქოს თავადაც გრძნობდა,რომ უკვე დრო იყო,ან რისთვის უნდა შეწინააღმდეგებოდა?ეს ხომ თავადაც უნდოდა...ხელები კისერზე მოხვია და კოცნაში აყვა...პირველი მარტის დილას ახსოვდა მათი კოცნა,მთაწმინდის ანძასაც და იმ სავსე მთვარესაც თავზე,რომ დაჰნათოდა მთელ თბილისს...
წამით მოწყდა მის ბაგეებს კაცი,რომ მისთვის სუნთქვის საშუალება მიეცა და დარცხვენილმა თვალი,რომ მოარიდა ოდნავ ჩაეღიმა.
-ჭკუიდან გადაგყავარ ნიცა...-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალი გაუსწორა.-მიყვარხარ ხომ იცი?-სიამოვნებისგან არეული,სიყვარულით სავსე თვალებით მისჩერებოდა მის წინ მდგომ გოგონას.კიდევ ერთხელ ნაზად შეეხო მის ბაგეებს და სხეულზე ძლიერად მიიხუტა.-ძალიან მიყვარხარ ნიცა...
-უნდა წახვიდე...-არ იცოდა სხვა რა შეიძლებოდა ეთქვა...დაბნეული იყო და ვერ იგებდა რისი თქმა შეეძლო.თავადაც ვერ იჯერებდა საკუთარ სითამამეს...
-არ მინდა,რომ დაგტოვო...
-ძალით ხომ ვერ წამიყვან ვაჩე...
-ნუ სულელობ რა.-მისი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და მის თმაში ხელები ახლართა.-ერთი თვით ხომ გტოვებ და ბონუსად ერთი თვე არ მეკუთვნის?-სასაცილოდ არ ეყო მისი ნათქვამი ანჯაფარიძეს.
-ერთი თვის სანაცვლოდ ჩემი კოცნა არ კმარა?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები და მისგან თავის დაძვრენა ამაოდ სცადა.
-მაგაზე მერე დაგელაპარაკები,რომ დავბრუნდები...-მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და სხეულიდან მოშორდა,მართლა წასვლის დრო იყო...-თავს მიხედე და კარგად ჭამე იცოდე,არ მანერვიულო.-შულზე გამოსამშვიდობებელი კოცნა დაუტოვა ცოლს.
-როგორც მეტყვით.-გაუღიმა ქმარს.
-რამე თუ დაგჭირდეს ბიჭებს უთხარი,რამე ისეთი თუა,რასაც ვერ მიხედავენ მე დამირეკე და ჩამოვალ გესმის?
-ვაჩე წადი,მე კარგად ვიქნები...-სახიდან ღიმილი არ შორდებოდა ნიცას.
-ჰო,მივდივარ.-ნაღვლიანად ამოთქვა და ბოლოჯერ შეავლო საყვარელ ქალს თვალი,რომელიც სკამის საზურგეს დაყრდნობოდა და წრფელი ღიმილით უმზერდა ვაჩეს.არ უნდოდა მისი დატოვება,მაგრამ მართალი იყო ნიცა,აქ უნდა დარჩენილიყო...მას ესმოდა დაჩის მდგომარეობის და ეხმარებოდა კიდეც,დაჩის მარტო დატოვება კი ეგოისტური საქციელი იქნებოდა და ორმაგად უყვარდა იმის გამო,რომ საკუთარ თავს ამხელა ტვირთის ზიდვა აიძულა მხოლოდ იმიტომ,რომ დაჩი კარგად ყოფილიყო...ხმაურით,რომ გაიხურა ბაბლუანმა კარი მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან გოგონა და სიცივისგან გააჟრჟოლა.არ იცოდა უნდა გახარებოდა თუ ედარდა ვაჩეს წასვლა,თუმცა მისი სხეული სიხარულს საერთოდ არ ლამობდა...მძიმედ გადახედა დივანზე დაჩის და სავარძელში მძინარე აჩის და ოთახში შევიდა,რომ თავადაც დაეძინა.ბოლო ორი კვირა საშინლად მძიმე იყო,ძილი ნამდვილად ყველას სჭირდებოდა...


***
(გასული ორი კვირა)
ბოკუჩავას დაკრძალვაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.ვერავის გაეგო ასე,როგორ შეცდა აკა,რომ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,მაგრამ ვერაფერს იზამდნენ...მაშოს დაჟინებული თხოვნით დაჩიმ დაკრძალვაზე წაიყვანა,თუმცა მან მანქანიდან გადასვლაც კი ვერ გაბედა იმდენად უჭირდა ამ ყველაფრის ნახვა.ოთახში ჩაიკეტა და რამდენიმე დღე საჭმელადაც კი არ გამოდიოდა.არც ნიცასთან საუბარმა უშველა,პირს არაფერს აკარებდა,მხოლოდ ალუბლის წვენის დალევა აიძულა გოგონამ.
ვაჩე სულ შორიახლოს დაიარებოდა.სიტყვებს ეძებდა,რომ დას დალაპარაკებოდა,მაგრამ ჯერ ისევ ვერ მოუყარა თავი სათქმელს.ძირითადად არ ეძინა.ღამ-ღამობით ნიცას ოთახში იპარებოდა და ცოტახანს უყურებდა ასე მძინარეს...ძალიან მადლიერი იყო მისი,რადგან მაშოს მარტოს არ ტოვებდა და მათთან გადასვლაც კი შესთავაზა,მაგრამ მან დაჩისთან დარჩენა ამჯობინა...
ჯერ ისევ ჟრუანტელი უვლიდა ყოველ ჯერზე,როდესაც ტელეფონი რეკავდა...გაახსენდა დაჩი როგორ ღრიალებდა ტელეფონში მაშო ცუდად არისო...დილის 4 საათი იყო გაგიჟებული,რომ წამოვარდა ვაჩე და ნიცა დათუნიებიანი საღამურებით,რომ გაჰყვა საავადმყოფოში...
-ფსიქოლოგი გამოვიძახეთ,ასე არ შეიძლება.-უხსნიდა სიტუაციას ექიმი იქ მყოფებს.-დიდი სტრესი გადაიტანა,ახლა ჩვენ ვერ დავეხმარებით.-სევდიანი ხმა ჰქონდა ქალსაც...
იმ ღამით ვაჩე დარჩა საავადმყოფოში დასთან...ნიცას მისი სპორტული ჟაკეტი ეცვა,ამიტომ შემთხვევით მისი მობილური სახლში გაიყოლა და ის ზარიც მალევე გაისმა,რომელმაც საქართველოში დარჩენა აიძულა...
-ვაჩე ძმაო,ნიკა ვარ ბარიდან,ისევ უგუონოდ დათვრა აბაშიძე,არ ვიცი რა ვუშველო,სახლში არ წავალო...
-უკაცრავად,დაჩის გულისხმობთ?-დაიბნა ნიცა.
-მეგონა ვაჩესთან ვრეკავდი,შემეშალა ნომერი?-კიდევ ერთხელ დახედა ნომერს ბიჭმა.
-არა,არა.-იუარა მაშინვე.-ვაჩეს მეუღლე ვარ,მისამართი მომწერეთ თუ შეიძლება.-თქვა და საუბარი დაასრულა...ახლა არ იყო იმის დრო,რომ ვაჩესთან მისულიყო და ეს ეთქვა,დაცვის ერთ-ერთ ბიჭს წაყვანა სთხოვა და მისამართი უკარნახა.
-ეს მისამართია ქალბატონო ნიცა?-ეჭვნარევი მზერა მოავლო იქაურობას ბიჭმა.
-კი მადლობა,შეგიძლია წახვიდე,ტაქსით მოვალ.
-დაგელოდებით.-იუარა ბიჭმა და როგორც კი ნიცა მანქანიდან გადავიდა ვაჩესთან დარეკა,რომლის მობილურიც მანქანაშივე ახმაურდა.-რა ჯანდაბაა.-გაიკვირვა და თავი საზურგეს ნერვიულად მიაყრდნო.ვერ ხვდებოდა ვისთვის უნდა დაერეკა,მაგრამ მერე უცებ აჩი გაახსენდა და თითქოს ყველაფერი დალაგდა.სასწრაფოდ გადაურეკა და როგორც კი უპასუხა შვებით ამოისუნთქა.
-სალამი აჩი,ვაჩე შენთან ხომ არ არის?
-ჰო,კლინიკაში ვართ,რა ხდება თედო?
-არ არის კარგი ამბავი.-ყოყმანით წამოიწყო ბიჭმა.-ნიცა გავიყვანე სახლიდან.
-მერე?რაიყო პატიმრობა კი არ აქვს მისჯილი,მარტო არ დატოვო.-უკვე ფიქრობდა ეს ბიჭი ხომ არ აფრენსო,მაგრამ არ მოეშვა ბიჭი.
-ისეთ ადგილას მოვიყვანე უნდა იცოდე...
-ამოღერღე,სახლში წაიყვანე მამამისთან?
-უარესი,სტრიპტიზ კლუბში.
-რა?
-არ ვიცოდი აქ თუ მოდიოდა და რა ვქნა გამოვიყვანო?
-რას აკეთებს ეგ გოგო,რას?-შუბლზე ხელი მიიჭირა და ისევ მობილურს მიუბრუნდა.-ახლავე სახლში წაიყვანე,ვაჩეს გამოვგზავნი.
-კარგი ძმაო.-მაშინვე გადავიდა მანქანიდან კაცი და შენობაში შევიდა...
ნიცას არასოდეს ენახა მსგავსი რამ აქამდე.არც კი იცოდა მსგავსი ადგილები თუ არსებობდა საქართველოში...კლუბში აქამდეც ყოფილა მეგობრებთან ერთად,მაგრამ ასეთ ადგილას?არასოდეს...შესვლისთანავე ცხვირი აუწვა სიგარეტის სუნმა...ჰაერში ერთმანეთში ირეოდა ნიკოტინის,ოფლისა და სასმლის მწარე არომატი.წითელი განათება,ხმამაღალი ტექნო მუსიკა და წლის მთავარი მოვლენა...ძელზე შემოსკუპებული ნახევრად შიშველი ახალგაზრდები,საცვლებში ასლარიანებით... ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ენახა და ეგონა,რომ რეალურად არც კი ხდებოდა...კუთხეში მიყუჟული ახალგაზრდები,რომლებიც სადაც იყო სე*სით დაკავდებოდნენ ყველას თვალწინ და ბართან მჯდომი აბაშიძე...
-მართლა დაჩი?სულ ეგ ხარ?-გაუწყრა ბიჭს და სასმლის ჭიქა ხელიდან სწრაფად გამოგლიჯა.
-ნიცა?-უცნაურად აათვალიერა გოგონა,უკვე ეგონა იმდენი დავლიე მეჩვენებაო...
-რა ნიცა დაჩი,რა ნიცა?
-აქ რას აკეთებ?
-ადექი წავიდეთ!-ხელზე მოქაჩა ბიჭს.
-ახლა არა ნიცა რა,ეს ბოთლი ჩავამთავრო და მერე...
-ხომ არ გაგიჟებულხარ?-ლამის ლიტრიანი ბოთლი დაედგა ცხვირწინ.
-აქ შენი ადგილი არ არის ნიცა,წადი რა.-მზრუნველი ტონით მიუგო და ბარმენს მეორე ჭიქა მოსთხოვა.
-იცოდე თუ დალევ,მეც დავლევ!ადექი რა,წავიდეთ.
-ნიცა ვაჩე გაგიჟდება აქ,რომ გნახოს,წადი.-გააგრძელა ისევ და ჭიქაში სასმელი ჩამოისხა.-ამ ჭიქით შენი და ვაჩეს ქორწინებას გაუმარჯოს.-ჭიქა ჰაერში აიქნია,ნახევარი სასმელი იატაკზე დაასხა და მეორე ნახევარი უემოციოდ დააგემოვნა.
-არა ხომ გითხარი?-თვალები დაუბრიალა ბიჭს და თავადაც გამოცალა მისთვის ართმეული ჭიქა.
-რას აკეთებ გოგო?-თვალები დაუბრიალა დაჩიმ და მისკენ შებრუნდა.
-რადგან ვსვამთ,დავლიოთ.-სახედამანჭულმა ამოთქვა და ორივესთვის ჩამოასხა სასმელი.
-ნიცა ახლავე შეწყვიტე და წადი აქედან,ტაქსს გამოგიძახებ და...
-უშენოდ არსად არ წავალ.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-ვაჩე გაგიჟდება,აქ საერთოდ რას აკეთებ?
-დალევა მინდა,არ შეიძლება?-მოღუშულ ბარმენს,რომლის ბეიჯზეც „ნიკა“იკითხებოდა თვალი ჩაუკრა.
-აქ არა ნიცა,ტაქსი გამოუძახე ძმურად ნიკუშ რა.-გახედა ბიჭს და მეორე ჭიქაც ყოყმანის გარეშე გამოცალა.
-არ გამოიძახო,მაინც არ წავალ.-გაუღიმა ბიჭს და თავადაც იგივე გააკეთა.
-არ გამაგიჟო ახლა.-ხელიდან გამოჰგლიჯა ჭიქა და იატაკზე მოისროლა.-რას აკეთებ?გინდა შენმა ქმარმა ორივე დაგვხოცოს?-დაუბრიალა ქალს თვალები.
-არ ვიცი,ეგ მინდა დაჩი?-მხრები აიჩეჩა და ისევ ნიკას მიუბრუნდა.-ერთი ჭიქა,რომ მომცე.
-ადექი მივდივართ!-ფეხზე წამოვარდა აბაშიძე.
-მე მშვენივრად ვარ აქაც...
-დამელოდე,ქურთუკს ავიღებ და გავიდეთ.-ღრმად სუნთქავდა კაცი,მეორე ოთახში რიგში ჩადგა,რომ ქურთუკი აეღო და უმალ დაბრუნდა უკან,რომ ნიცა სალში წაეყვანა,მაგრამ...უკან დაბრუნებულს ადგილზე აღარ დახვდა ანჯაფარიძე.
-სად არის?-გაავებულმა დააბრახუნა ხელები ბარის მაგიდაზე.
-არსად გამიშვია,იქ არის ცეკვავს.-გახედა გოგონას,რომელიც დაჩისთვის სრულიად უცხო კაცს ეცეკვებოდა.
-წავედით!-ხელი ჩაავლო ნიცას.
-ეე ძმაო,ვერ ხედავ,რომ...
-პირი აღარ გააღო,თორემ კბილები სიმაღლის მიხედვით გადმოგცვივდება!-დაუღრინა ბიჭს და ძლივს აიარა კიბეები,რომლებიც ორად ეჩვენებოდა.-შენს გამო მართლა მომკლავს ბაბლუანი,რა გინდოდა მაგ სი*თან?
-არ მინდოდა პრობლემები შემექმნა,ვიფიქრე ვეცეკვები და შემეშვებათქო...-თავი იმართლასავით.
-წამოდი ტაქსს გავაჩერებ და...
-ან ჩემთან ერთად წამოხვალ დაჩი,ან არც იფიქრო,რომ ფეხს მოვიცვლი აქედან.-ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და იმ წუთის მოსულ თედოს გახედა.-ჩვენთან რჩები ამაღამ!
-ნიცა კარგი რა...
-გა*რაკებას არ ვართ,ჯდები მანქანაში თუ შევბრუნდე?-დაუბრიალა თვალები კაცს და შვებით ამოისუნთქა,როდესაც დაინახა მანქანის კარი როგორ გამოუღო გოგონას...მთელი გზა ხმა არ ამოუღია არცერთს.იცოდა ნიცამ,რომ დაჩის შინაგანად ძალიან სტკიოდა და არ უნდოდა დაემატებინა,არც ის უნდოდა,რომ უყურადღებოდ დაეტოვებინა,ამიტომ სადღაც ზღვარზე იდგა და იქიდან ცდილობდა მისთვის ყურადღება მიექცია.სახლში ბარბაცით შეიყვანა უკვე თითქმის უგონოდ მყოფი დაჩი და პირდაპირ ვაჩეს ოთახისკენ აიღო გეზი.როგორც კი საწოლზე დააწვინა ფეხსაცმელი გახადა და საბანი გადააფარა,სამზარეულოდან მინერალური და ჩვეულებრივი წყალი მიუტანა და ისიც ტუმბოზე დაუდო,რომ ადგომა არ დასჭირვებოდა.
-მადლობა ნიცა...-ჩუმად ამოილაპარაკა დაჩიმ.-შენი ქმარი თუ გაგაბრაზებს მე მითხარი,ჩემს დას ვერავინ აწყენინებს.-მტკიცედ ამოილაპარაკა აბაშიძემ და მალევე გაითიშა...

***
მათი სახლში დაბრუნებიდან ნახევარი საათი არ იყო გასული გაგიჟებული ბაბლუანი,რომ შემოვარდა სახლში და მისაღებში მჯდომ ნიცას წინ დაუდგა,რომელსაც კლუბში ნაცვამი ტანსაცმელი ჯერ ისევ არ გამოეცვალა...მგონი დამავიწყდა,რომ მეხსენებინა,ტანზე მომდგარი შავი,მოკლე, კლასიკური კაბა ეცვა ქალბატონს...
-გინდა,რომ გამაგიჟო ნიცა?-ალბათ პირველად ნახა ასეთი გაბრაზებული მეუღლე.
-დამშვიდდე იქნებ...
-სად იყავი ნიცა?ამ დროს თან ასე ჩაცმული?!
-საქმე მქონდა!-არც მან დაუთმო გაავებულ ვაჩეს.
-ბორდელში გოგო?-მთელი ხმით დაუყვირა ნიცას.-გინდა,რომ გავგიჟდე?
-ნუ მიყვირი!-ხმა ძლივს დაიმორჩილა და მაინც ჯიუტად გაუსწორა თვალი.-დაჩი წამოვიყვანე!
-დაჩი?
-ჰო,შენი ტელეფონი გამომყვა,ჟაკეტის ჯიბეში გედო და ვიღაც ნიკამ დარეკა,ნასვამია არ მიდისო და რა მექნა?
-ჩემთან უნდა მოსულიყავი ნიცა!აჩისთვის დაგერეკა ან რავიცი!-ლამის ჭკუიდან გადავიდა ბაბლუანი.-ნასვამი ხარ?
-2-3 ჭიქა დავლიე.-უარჰყოფას აზრი არ ჰქონდა,მაზე ერთი ჭიქაც კი ისე მოქმედებდა ძლივს იკავებდა თავს,რომ არ დაცემულიყო.
-შენ მე ჭკუიდან გადამიყვან!
-ეგეთ ადგილებში დადიხარ გასართობად ვაჩე?-არ ცხრებოდა ანჯაფარიძე.
-ახლა მაგაზე ვსაუბრობთ ნიცა?
-დიახ ვსაუბრობთ!-მკვახედ მიუგდო.-ტონს დაუწიე,დაჩის სძინავს.
-მსგავს ადგილას მეორედ ფეხი არ გაადგა გესმის?
-მე რა გასართობად ვიყავი?
-აზრი არ აქვს რისთვის მიდიხარ ნიცა,დაივიწყე,რომ მსგავსი ადგილები არსებობს!
-შენ ხომ დადიხარ?
-ნუ მეიაზვები ანჯაფარიძე!ხომ გითხარი სანამ ჩემი ცოლი ხარ არსად წავალთქო?
-და უნდა დავიჯერო?
-ნიცა...სხვა დროს აჩის დაურეკე გესმის?ან ბიჭებს სთხოვე,რამდენი ვინმეა გარეთ...უთხარი და მოიყვანენ...არ ტრიალებს მანდ ნორმალური ხალხი.
-ვიცი შევამჩნიე,ისე წაეშალა დაჩის სახე იქ,რომ დამინახა მივხვდი,რომ ჩემი ადგილი არ იყო...
-გთხოვ მეორედ აღარ ქნა.
-გავიგე ვაჩე,ბორდელში არ დავდივარ გასართობად.პირველი და უკანასკნელი იყო.
-დალევა კი მოგისწრია და...-მაინც ვერ მოითმინა.
-აბა არ მომყვებოდა შენი ძმაკაცი და...-გაბუტულმა ამოთქვა.
-ესეიგი ჩემი საწოლი დაუთმე არა?
-დივანზე ხომ არ დავაწვენდი,შემეცოდა...
-წადი გამოიცვალე და დავიძინოთ.-მშვიდი ხმით უთხრა და ოთახში შევიდა,რომ მეგობრისთვის დაეხედა.როგორც კი გაიგო,რომ ნიცა იქ დაჩისთან ერთად იყო მაშინვე მოეშვა დაძაბულობა ბაბლუანს,რადგან იცოდა,რომ აბაშიძე როგორი მთვრალიც არ უნდა ყოფილიყო მარტო არ დატოვებდა მისთვის საყვარელ ქალს და უსაფრთხოდაც იქნებოდა...ნერვები ეშლებოდა იმაზე,რომ დასთან ერთად მეგობარზე ნერვიულობაც უწევდა,რადგან დაჩი მაშოს სიყვარულს ასე მარტივად ვერ გაექცეოდა...
-ვაჩე...-როგორც კი ოთახში შევიდა ბაბლუანი მაშინვე წამოიწყო ნიცამ.
-გისმენ...
-არ მინდა ცუდად გამომივიდეს,მაგრამ უფრო დიდ სახლში,რომ გადავიდეთ რა აზრის ხარ?
-არ მოგწონს აქ?-გულწრფელად დაინტერესდა ვაჩე.ეს სახლი მთლიანად მისი გემოვნებით იყო შერჩეული.არ უყვარდა დიდი სახლები,სადაც სიცარიელე მუდმივად იგრძნობოდა,ამიტომ ორ საძინებლიანი ბინა სრულიად საკმარისად ჩათვალა და უკვე წლები იყო აქ ცხოვრობდა...
-ეგ რა შუაშია...უბრალოდ მაშოსაც თავისუფლად,რომ შეეძლოს დარჩენა,შენი ძმაკაცები შენს ოთახს,რომ არ იკავებდნენ...
-ესეიგი ის გაწუხებს,რომ დაჩის გამო მე შენთან ძილი მიწევს?-გაეცინა ვაჩეს.
-არ მაწუხებს,უბრალოდ...
-უბრალოდ მაინც დიდად არ გსიამოვნებს.
-კარგი,დავიძინოთ.-იცოდა მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
-ცოტა მომეჩვიე ნიცა.მომეცი უფლება ახლოს ვიყო...
-არ გინდა რა.-მისი მარცხენა წელზე,რომ შეეხო ერთიანად გააჟრჟოლა.
-ვერ ვიძინებ ისე,ჩახუტების გარეშე.-პატარა ბავშვივით ამოიბლუყუნა.
-საკუთარ საწოლში ვის ეხუტებიხოლმე?
-მარტო თუ ვწევარ არ მაწუხებს,მაგრამ ვინმე თუა საწოლში უნდა ჩავეხუტო აუცილებლად...
-გეყოლება ვინმე,დაურეკე,წადი მასთან და ჩაეხუტე!
-ცოლი გვერდით მყავს და სხვა რად მინდა?-კისერში ნაზად აკოცა.
-გთხოვ გაჩერდი.-ერთიანად მოედო ალმური სახეზე.
-მე ვიძინებ,შენც იმავეს გირჩევდი.-თბილი ხმით უთხრა და თვალები დახუჭა...



***
დილით თინას ყვირილმა გამოაღვიძა ორივე.სააბაზანოს იატაკზე მჯდომ დაჩის ნემსი გვერდით დავარდნოდა და გონება დაეკარგა...შეშინებული შევარდა ორივე ოთახში და ნანახმა ადგილზე გააქვავა ბაბლუანი.
-დაჩი!-მთელი ხმით დაიყვირა ნიცამ და მის წინ ჩაიმუხლა.-შემომხედე აბა...-სახეზე ოდნავ დაარტყა ხელი,რომ გამოეფხიზლებინა.-ვაჩე პირსახოცი მომიტანე და ცივი წყლით დაასველე.
-ცოცხალია?
-ჰო ვაჩე,მიდი...-უცებ მიაყარა და მთელი ძალით დაუწყო სახეში რტყმა.-შემომხედე მიდი.-პირსახოცი კისერზე შემოახვია და სახეზე ცივი წყალი მიაპკურა.-გაახილე თვალები მიდი...
-მტკივა ნიცა...-ძლივს ამოილაპარაკა და წამით შეავლო მის სილუეტს თვალი.
-აღარ დახუჭო თვალები,შემომხედე!
-დაჩი ბიჭო,გაახილე თვალები!-არც ბაბლუანი აკლებდა ყვირილს და სახეს წყლით უსველებდა.
-თინა ბიჭებს დაუძახე,საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ...
ის ღამე კლინიკაში გაატარა აბაშიძემ.რა თქმა უნდა,ალეკომ ფული გადაუხადა ექიმებს,რომ ნარკოტიკზე არაფერი ეთქვათ და ჩუმად გაეგრძელებინათ მისი მკურნალობა...აჩი ისეთი გაბრაზებული იყო ერთი სული ჰქონდა ფეხზე დამდგარიყო,რომ გემრიელად ეცემა...
დაჩის დედას თითქოს გული ამოჰგლიჯესო ისე ქვითინებდა და განიცდიდა შვილის ცუდად ყოფნას...ამად უღირდა დაჩის თავისი სიყვარული?დედის ცრემლებად და ნერვიულობად?
დილის 4 საათი იქნებოდა ისევ პალატაში,რომ შევიდა აჩი.საწოლის გვერდით მჯდომ ბაბლუანს მხარი გაკრა და ჩუმად ამოთქვა.
-ნიცა სახლში წაიყვანე,მე დავრჩები მასთან.-სავარძელზე მოკეცილ ნიცას გადახედა.-ცოდოა,წაიყვანე.ვაჩესაც აღარ გაუპროტესტებია,ხელში აიყვანა და მანქანამდე ასე მიიყვანა.იმდენად ჰქონდა გამოცლილი ენერგია ანჯაფარიძეს ისიც არ გაუგია ნახევარი თბილისი,რომ გაიარეს და არც ის სახლში,რომ დაბრუნდნენ.მთელი ღამე მის გვერდით იჯდა აჩი,ძილი არ ეკარებოდა,ეშინოდა ისევ არ გაგიჟებულიყო და არაფერი დაეშავებინა თავისთვის...ახლა მისი დატოვება დიდი რისკი იყო...
-ვაჩე!-მანქანიდან გადმოჰყავდა ნიცა,როდესაც ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა.
-ჩხუბი თუ გინდა ცოლს სახლში ავიყვან და მერე...
-ვაჩე რა ხდება?-როგორც იქნა გამოერკვა ნიცაც.-დამსვი...
-სახლში ადი კარგი?მეც მალე მოვალ...
-ადი რძალო სახლში,შენს ქმარს უნდა დაველაპარაკო.-მშვიდად უთხრა იკამაც.
-ვაჩე წამოდი გთხოვ...
-ნიცა ადი გთხოვ,არაფერი მოხდება,10 წუთში მოვალ მეც.-შუბლზე ნაზად აკოცა და ხელით ოდნავ უბიძგა,რომ სახლში შესულიყო...
-არ დაგიმალავ,ძალიან გამიკვირდა ჩემთან სამძიმრის სათქმელად,რომ მოხვედი.-როგორც კი ქალი კარს მიღმა გაუჩინარდა მაშინვე ამოთქვა ბოკუჩავამ.
-ადამიანობა არ დამიკარგავს ირაკლი.
-იცი,როდესაც ჩემი ძმის ამბავი გავიგე ძალიან მინდოდა,რომ რაიმე ისეთი გამეგო,რითაც შენ დაგაბრალებდი და მერე შენც მოგკლავდი...ექსპერტას ვესაუბრე და მილიონჯერ ამიხსნა,რომ ავარია შემთხვევით მოხდა...
-მე რატომ უნდა მომეკლა შენი ძმა?
-ბოლო კვირას მითხრა მაშოს ამბავი...მითხრა სალომეს უნდა დავშორდე,მაშოს მიმართ გრძნობები მაქვსო...
-არ გარიო ჩემი და,თორემ შენი ძმის გზას გაუყვები!-კბილებში გამოსცრა კაცს.
-არ ვიცოდი,თორემ არ მივცემდი უფლებას,მეც კი არ მეუბნებოდა...ქალების გარევა ჩვენს საქმეში სწორი არ არის და არასოდეს ვიზამდი...
-კარგი ტიპის როლს თუ ირგებ არ გამოვა იკა.
-არა.-თავი მძიმედ გააქნია.-მე რეზიც გავაფრთხილე...არ შეგაწუხებს,არაფერს იზამს,დედაჩემს მე მეტ ზიანს ვეღარ მოვუტან ვაჩე...დავზავდეთ და დავამთავროთ ეს ომიც რა...-ხელი გაუწოდა ბაბლუანს.
-ხელს არ ჩამოგართმევ,რადგან არ გენდობი!-მაინც თავისას აგრძელებდა.-შენმა ძმამ ყველაზე ბინძური ხერხებით ითამაშა და მის გამო ჩემი და კლინიკიდან ვერ გამომყავს...ეს ისეთი რამ არ არის,რასაც პატიობენ...მაგრამ ვფიქრობ მას მიეზღო უკვე,ამიტომ არც მე და არც ჩემი მეგობრები არ შეგაწუხებენ,იქამდე სანამ თქვენ არ გადაკვეთთ ზღვარს.
-არც ჩემები იზამენ.-თავი გააქნია იკამ.-სიტყვაზე გენდობი,რომ არაფერს მიქარავ,ჩემები თუ რამეს იზამენ ჯერ ჩემთან მოდი,მე მივხედავ ყველას.
-შენები თუ რამეს იზამენ ყველას დავხოცავ!-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა.
-კარგი,ასე იყოს.-აღარ გაუპრობლემებია იკას.-ვწუხვარ მაშოს გამო.
-დედაშენს ჩემი სამძიმარი გადაეცი...-უკვე მიმავალს მიაძახა და სახლისკენ შებრუნდა,ზღურბლიდან შეშინებული ნიცა იმზირებოდა...-ხომ გთხოვე სახლში შედითქო?
-შემეშინდა,რომ...
-შედი!-ხმა ძლივს დაიმორჩილა და უკან მიჰყვა...-არასოდეს...არასოდეს არ გამოხვიდე იქ,სადაც ვინმე საქმეს არჩევს გესმის?
-შემეშინდა,რომ იჩხუბებდით...
-რომ გვეჩხუბა რას იზამდი ნიცა?მანდილს ჩააგდებდი ჩვენს შორის?-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ბაბლუანმა.არ უნდოდა მასთან უხეშად საუბარი,ამიტომ მთელი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას.-ისედაც ყველაფერი ინგრევა ნიცა,გთხოვ შენ მაინც ნუ მანერვიულებ...
-დღეს ძალიან შემეშინდა...
-შენ,რომ არა ნიცა...
-ჩშშ...არ თქვა.-გააწყვეტინა მაშინვე.-დაჩის ახლა ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება...
-შენ რომ რამე დაგემართოს გავგიჟდები იცოდე...
-მე რა უნდა დამემართოს ვაჩე...-მხრები აიჩეჩა.-ხვალ დილით ადრე წავალ დაჩისთან
-მე მაშო უნდა ვნახო,დედას შევცვლი.-მშვიდად ამოთქვა და ჰუდი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო.-მადლობა,რომ ჩემს მეგობრებზე ზრუნავ ნიცა.
-ისინი ჩემი მეგობრებიც არიან ვაჩე.-გაუღიმა კაცს და კარს მიღმა გაუჩინარდა...


***
-სადმე მიდიხარ?-როგორც კი პალატის კარი გააღო ნიცას შეეჩეხა აბაშიძე.-აბა შებრუნდი ახლავე...
-ნიცა...
-შედი,სალაპარაკო გვაქვს მე და შენ...-თავით ანიშნა პალატაზე და ისიც მალევე დაჰყვა მის ნებას.-გინდა თავი გაგიტეხო?-უნებურად წამოსცდა.-გიჟი ხარ?
-ვიცი,რომ განერვიულე,ბოდიში.
-მარტო მე?ვაჩე?დედა?არავინ გეცოდება დაჩი?ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?-დაუწყო ყვირილი პატარა ბავშვივით.
-ვიცი,ძალიან ვნანობ...
-აჩის საუბარი მესმოდა...უჩა დავკარგე,ერთი ძმა ჩავაწვინე უკვე მიწაში და მეორეს ვერ გადავიტანო...სულ დაკარგე თავი?
-შენც ნუ მიბრაზდები გთხოვ რა...აჩი,რომ მოვა ალბათ მაგრად მცემს,ვაჩეც ასევე,შენც არ გამიბრაზდე რა...
-როგორ მინდა სახეში დაგარტყა იცი?-მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები უცებ გაშალა და მთელი ძალით გადაეხვია.-ასე აღარ მანერვიულო იცოდე,აკი შენი და ვიყავი?ვაჩე,რომ გამაბრაზებს ვის ვუთხრა მერე?
-ჩემი და ხარ და სულ იქნები,ეგ იცოდე.-თავზე აკოცა გოგონას.-მე მირეკავ,როგორც კი აურევს...
-აღარ ქნა ასეთი რამ გთხოვ...
-აღარ ვიზამ,გპირდები...-ლოყაზე პატარა ბავშვივით გაეთამაშა და ისევ საწოლს დაუბრუნდა,როგორც მშვიდი და დამჯერი პაციენტი...



***
-აი მართლა გამაგიჟებთ რა.-ქოთქოთებდა ნიცა.-რანაირად მოახერხე?
-ახალი მოწმენდილი იყო და ფეხი ამიცურდა.-გაეცინა თავის მოუხერხებლობაზე.
-სამი პაციენტი,სამივე სხვადასხვა საავადმყოფოში...არა ჭკუიდან გადავალ...
-კარგი რა განერვიულებს?-ხელი ჩაიქნია.-ნაღრძობია,2-3 კვირაში ვირბენ...
-მაგის იმედი გქონდეს შენ...-შემოვიდა ოთახში ზურა.
-ვა,როგორ ხარ ჩემო სიძე ბატონო?-გადაეხვია მონატრებულ მეგობარს.
-შენი დის ხელში როგორ ვიქნები?-საყვარელ ქალს შუბლზე აკოცა.
-მომიყვა გაგიგიჟებიათ მამაჩემი...მიკვირს არ დალეწა მთელი სახლი...
-არა,ძალიან მშვიდად შეხვდა ყველაფერს.-თავი გააქნია ანანომ.-ალბათ იმიტომ,რომ მამამისს იცნობს და ჰგონია,რომ ფულით გვერდში დაუდგება.
-ანა,ნუ ლაპარაკობ ეგრე.-გაუწყრა ქალს.-იქნებ შენი ბედნიერება უხარია?
-კარგი რა ზუ,თითქოს არ იცნობდე მამაჩემს...მაგიტომ გმალავდი ბოლო სამი წელი...
-მამაჩემმაც მაგრად უთხრა,როგორც უმცროსი მოგტაცეს,ეგრე მოგტაცებთ ამასაცო და კი დაყენდა მერე...
-ესეიგი ერთად გადადიხართ.-ბედნიერებისგან თვალები აუცრემლიანდა ნიცას.
-აღარ იყო დრო?როდის მე ხელი ვთხოვე და მაინც მმალავდა მამაშენისგან...
-ვაიმე ისე მიხარია...-ადგილზე ცქმუტავდა ანჯაფარიძე.
-ქორწილს ზაფხულში გადავიხდით,მამას რო სალაპარაკო არ ჰქონდეს და მერე აღარც ვნახავ...
-არა,მამაშენი მაგარი ისეთი კაცია არც მე მინდა მაგისი ნახვა.-დაჰყვა მის ნებას ზურაც.
-ჰოდა დავაღწიეთ ძვირფას რამაზასაც თავი...-სიცილს არ წყვეტდა ანანო.
-გაჩერდი გოგო,არ გაიგოს.-თავს ვერ იკავებდა ნიცაც.-რადგან თქვენი ამბავიც მოგვარდა აწი მშვიდად დამეძინება...მართლაც,რომ აღარ იდარდებდა დაზე ნიცა,რადგან ზურა არასოდეს მისცემდა რამაზს უფლებას,რომ ანანოსთვის რამე დაეშავებინა...ყოველთვის აგრესიულად იყო განწყობილი გოგონების მამის მიმართ და პირველივე წელს სთხოვა ანანოს,რომ ცოლად გაჰყოლოდა,მაგრამ ანანომ ნიცა ვერ დატოვა და ახლა როგორც იქნა შეეძლებოდა,რომ მშვიდად ესუნთქა...



***
დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა... დაჩი საავადმყოფოდან მეთვალყურეობის გარეშე არ გამოწერეს.დედამისმა დაიჩემა ჩემთან წამოდიო,მაგრამ არ ისურვა დედ-მამასთან ცხოვრება და ვაჩეს დაჟინებულ მოთხოვნას დასთანხმდა...
მაშოს უკვე წასასვლელად ამზადებდნენ,ალეკომ სახლში დარჩენა და ბიზნესის მიხედვა გადაწყვიტა,რადგან გაზაფხულზე ბევრი საქმე იქნებოდა.საზღვარგარეთ შეხვედრებისთვის კი ვაჩე მოამზადა და თავისი პასუხისმგებლობა მას გადაულოცა...
აჩი ყოველ დილით იმ კაფეში მიდიოდა და სესილის ნახულობდა...ვითომ მიზეზად ლაშას ამბავი მოჰქონდა,მაგრამ სესილის წარმოდგენა არ ჰქონდა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სად წავიდა ლაშა და ანდროც იმას ამბობდა,რომ ამაზე არ უნდა ენერვიულა,ამიტომ პასუხს ვერ სცემდა ჭკუასელს.დაჩის მოხვდა თუ არა გამოწერის შემდეგ?კი!ერთი დარტყმით გააგორა მეგობარი აჩიმ,რომელიც ისე იყო გაბრაზებული რომ არა ნიცა,ალბათ შუაზე გაგლეჯდა აბაშიძეს.
ვაჩე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ორივეს.4 დღე დარბოდა მათ შესარიგებლად და ბოლოს როგორც იქნა წრე ისევ შეიკრა...
ირინას შვილის ბედი ახლა ყველაზე მეტად აღელვებდა...რომ ვთქვათ გაუხარდა აკას სიკვდილითქო ტყუილი იქნება,მაგრამ არც სწყენია...იმდენად იყო შეშინებული შვილის მდგომარეობით,რომ მას შემდეგ,რაც ალეკოს და მისი მეგობრის,ფრიდოს საუბარი მოისმინა პრობლემებიც კი არ შეუქმნია...
-ისე გავაკეთეთ,როგორც გვითხარი ალე,უბედურ შემთხვევას დაემსგავსება.-ამშვიდებდა ფრიდონი კაცს.
-ჩემს შვილს დაუშავა ფრიდო,ხომ გესმის?-თითქოს სინდისი აწუხებდა უფროს ბაბლუანს.აქამდე მსგავსი არაფერი გაუკეთებია და შინაგანად მასაც ძალიან უმძიმდა...
-მეც ასე მოვიქცეოდი!-ამაყად განაცხადა კაცმა.-გოგოს მამა ვარ და მეც მოკლავდი...
-ექიმის ფულს ლაშა გაამზადებს დილისთვის,ჩეკს მოგცემს და გადაეცი,ყველაფერი უბედურ შემთხვევას უნდა დაამსგავსოს.
-იცის უკვე,დამთანხმდა,არ ინერვიულო.-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-უბედური შემთხვევა არ იყო?-მოულოდნელად შევიდა ოთახში ირინა.
-მაშოს დაუშავა!-ირიბად უპასუხა კაცმა.
-დაიმსახურა...-მძიმედ ამოთქვა ქალმა და იქვე სავარძელში მიესვენა.-ვაჩემაც კი არ უნდა გაიგოს!-გააფრთხილა ქმარი და ფიქრებს მიეცა...

***
მალევე მოაგვარეს წასასვლელი საბუთები...სახლი ნახეს,სადაც ცოტახანს იცხოვრებდნენ,მაშოსთვის ფსიქოლოგიც იპოვნეს და მართლაც,რომ უკანმოუხედავად დატოვეს თბილისი...
ჯერ ისევ ახსოვდა აბაშიძეს მისი ნაზი შეხება... უკანასკნელად,რომ ნახა და მისი სურნელი ღრმად ჩაიბეჭდა გონებაში...მისი ოთახიდან თავისი მაისური,რომ გამოიტანა და ტანზე მოირგო,მაშინ მიხვდა რამდენად დიდი პრობლემის წინაშე იდგა...რამდენად უყვარდა და რამდენად დააკლდებოდა...ღამით იცვამდა დაჩის მაისურს,რომელიც კაბასავით ედგა ტანზე.ამას ხშირად აკეთებდა,კომფორტულიაო ამბობდა...ჰოდა იმ მაისურით იძინებდა ყოველ ღამით აბაშიძე.მეტი რა გზა ჰქონდა...აწი მხოლოდ მოგონებები დარჩა საყვარელი ქალისგან...
ალიონზე დატოვა ვაჩემაც თბილისი...ფანჯრიდან კიდევ ერთხელ გადმოხედა სამშობლოს და თვალები დახუჭა...მხოლოდ ნიცაზე ფიქრობდა...მხოლოდ ის ედარდებოდა,თუმცა თან უჩვეულოდ ბედნიერი იყო...თითოეულ შეხებას ღიმილით იხსენებდა და იმ მომენტში თავი ყველაზე ბედნიერ კაცად წარმოედგინა...





***(ნაწილი მეორე)
რომ გითხრათ ნიცასთვის მისი წასვლა მარიტივი იყოთქო,მოგატყუებთ...თითქოს თავს მარტო გრძნობდა...არ უნდოდა,რომ მისგან შორს ყოფილიყო,მაგრამ თან ეს სივრცე სჭირდებოდა...გასული ორი თვე სრული საგიჟეთი იყო მის ცხოვრებაში.მიუხედავად იმისა,რომ ვაჩე მისი ბედნიერებისთვის მართლა ყველაფერს აკეთებდა მაინც არ იყო საკმარისი იმისთვის,რომ მის თვალზე ცრემლი შეეშრო.ღამ-ღამობით აივანზე გადიოდა და იმ ადგილას დგებოდა,სადაც ვაჩემ პირველად აკოცა...თვალებს დახუჭავდა,წარმოიდგენდა,რომ ისევ მასთან იყო და სულიც მშვიდდებოდა...მერე სასტუმრო ოთახში მჯდომ დაჩის გახედავდა,რომელიც შინაპატიმრობაში ჰყავდა...ქეთოს დაჰპირდა მოვუვლიო და მართლაც ასრულებდა პირობას.აჩიც სულ მათთან იყო,ვაჩეს დანაბარებს ითვალისწინებდა და სულ საჭმელს სტენიდა პირში ანჯაფარიძეს...
ალბათ ცხოვრებაში პირველად იგრძნო ნიცამ რამდენად ღირებული იყო სხვებისთვის.რამდენად უყვარდათ ბიჭებს,რამდენად ადარდებდათ...ქმრის ყურადღებაც სიამოვნებდა.ყოველ დილით ურეკავდა ვაჩეც,ამოწმებდა როგორ იყო და საღამოს ძილის წინ დარეკვას თუ ვერ ახერხებდა მიწერა მაინც არ ავიწყდებოდა...
გამოცდებისთვის ემზადებოდა ნიცა,ძალიან უნდოდა,რომ უნივერსიტეტში კარგი ქულებით ჩაებარებინა,მაგრამ იმდენი დრო მაინც არ ჰქონდა...ხანდახან სწავლასაც ვერ ახერხებდა,უბრალოდ იჯდა და უაზროდ შეჰყურებდა ერთ გვერდს რამდენიმე საათით.მერე ბიჭებიდან ერთერთი სახლში ბრუნდებოდა და მისთვის ვაჩეს არჩეული თაიგული მიჰქონდათ...მეტიც არ უნდოდა ანჯაფარიძეს,ბაგეს წრფელი ღიმილი უპობდა და უჩვეულოდ ბედნიერდებოდა საჩუქრით...
როგორც ალეკომ დაიბარა ლაშას ამბავიც მოგვარებული იყო და საავადმყოფოდან გამოწერის შედეგ არც ნიცას აწუხებდა.სესილიმ თქვა,რომ მხოლოდ ერთხელ ნახა და ნიცა არც კი უხსსენებია,ამიტომ მშვიდად იყო...
უკვე ორი კვირა იყო მიწურული ვაჩეს წასვლიდან,თავად ვაჩეს დიდად არ უყვარდა კამერების წინ პოზირება,მაგრამ მისდაუნებურად მაინც ვრცელდებოდა ფოტოები სხვადასხვა საქმიანი შეხვედრებიდან...ალბათ ცხოვრებაში პირველად დასწყდა ასე ძალიან გული...მაგიდას ყველა მეორე ნახევართან ერთად ამშვენებდა,ვაჩეს გვერდით კი სკამი ცარიელი იდგა...იქვე იკითხებოდა წარწერა „Nitsa Babluani“ და ამან საერთოდ ლამის ჭკუიდან გადაიყვანა...მართალია ვაჩეს არაფერი უთქვამს მისთვის,მაგრამ რომელ კაცს არ ენდომება,რომ ცოლმა გვერდი დაუმშვენოს?უსიამოვნოდ გასცრა ტანში,მაგრამ ეს სიცივის კი არა დანაშაულის გრძნობის გამო მოხდა...იქნებ უნდა წასულიყო?კარზე მოულოდნელად ზარი,რომ გაისმა კიდეც გაუკვირდა...აჩის უკვე ეძინა,დაჩიმ დაიბარა,რომ არ მოვიდოდა...ნერვიულობისგან ლამის ფეხები მოეკვეთა...
-ვაჩე...-დასცდა მის ბაგეებს და ღიმილით გადაკვეთა სასტუმრო ოთახი იმის იმედად,რომ იქ ბაბლუანი დახვდებოდა...
-სალამი ნიცა,როგორ ხარ?-კედელზე მიურდნობილი ნუცუბიძის დანახვისას ერთიანად გააჟრჟოლა.წამით კარის დაკეტვაც კი იფიქრა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა,ადგილზე გაიყინა და შიშისგან ენა ჩაუვარდა.-კარგი,რადგან შენ არ მეპატიჟები ჩემით შემოვალ.-გაუღიმა გოგონას და ოთახში დაუკითხავად შეაბიჯა.
-აქ რას აკეთებ?-კარი ხმაურით დახურა და ოთახის შუაგულში მდგომ კაცს მიუბრუნდა.-რა გინდა?
-შენ მინდიხარ ნიცა.-დაუფარავად მიახალა.-მაგრამ შენ ისე მეჯიუტები...
-გთხოვ წადი ჩემი სახლიდან...
-ქმარი ევროპაში გაგქცევია,ახლა ვისი იმედი გაქვს?-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-მე ისედაც არავისი იმედი არ მქონდა,უბრალოდ მეგონა,რომ ისეთი გიჟიც არ იყავი ამდენად შორს შეგეტოპა...
-რატომ არ გამომყევი?-სავარძლის კუთხეზე ჩამოჯდა და ისე მიაჩერდა გოგონას.
-რადგან მე არ მინდა გაქცევა...მინდა მშვიდად ვიცხოვრო ლაშა.
-სად გოგო?აქ?-სახლი მოათვალიერა.-ძალით ქორწინებაში,პათოლოგ მამასთან და მეორე საქმროსთან?
-შენ ამდენი საიდან იცი?-ვეღარ დამალა ინტერესი ნიცამ.
-შენს დალურჯებულ მკლავებს ვერ ვხედავდი გგონია?თვალზე ბინდი მეკვროდა ასეთს,რომ გხედავდი და ვერ გშველიდი...როგორ შეიძლება მაგ კაცს ისევ მამა დაუძახო?ან ამ სი*ს ქმარი?
-გთხოვ ლაშა,წადი ჩემი სახლიდან...-მუდარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.
-წავალ,ოღონდ შენთან ერთად...
-რას გადამეკიდე?ხომ არ გაგიჟებულხარ?-აშკარად შეაშინა მისმა მომთხოვნმა ტონმა.
-მოდი დავფიქრდეთ...-მშვიდად წამოიწყო კაცმა.-მე შენ გთავაზობ განქორწინებას,სხვა ქვეყანაში წასვლას,სწავლას,ახალ იდენტობას და ნათელ მომავალს...რას გთავაზობს ეს?
-ვაჩეც მთავაზობს ამას.-მშვიდად ამოთქვა.-თუ არ შემიყვარდება 1 წელში გავეყრები და გამიშვებს.
-რას სულელობ?
-არ ვსულელობ,მითხრა გაგიშვებო,მაგრამ მე არ მინდა წასვლა ლაშა...1 წელი არ მჭირდება იმისთვის,რომ ის შემიყვარდეს...ხომ იცი დიდიხანია ვიცნობ...
-არ გააგრძელო!-მათ შორის მანძილი წამში დაფარა და წინ აესვეტა.-გინდა გამაგიჟო?
-მიყვარს ლაშა...
-გაჩუმდი!-მთელი ხმით დაუყვირა ქალს.
-გთხოვ...
-ტანსაცმელს თურქეთში იყიდი,სულ სისულელეებით გამოგიჭედია თავი,წავედით!-მხარში ხელი ძლიერად ჩაავლო და კარისკენ წაიყვანა...არავინ იცის რაზე ფიქრობდა იმ დროს ლაშა,რომელსაც აშკარად დაეკარგა გონება...მხოლოდ სასმელსაც ვერ დააბრალებდით,ფაქტი იყო,რომ უბრალოდ ნიცას გვერდით ყოფნა უნდოდა და მზად იყო ყველანაირი სისულელის გასაკეთებლად...
-ლაშა გამიშვი გეხვეწები,რას აკეთებ?-მთელი ხმით უყვიროდა ანჯარფარიძე.-მე...მე არ მინდა შენთან წამოსვლა,გამიშვი გეხვეწები...
-რა ჯანდაბა ხდება?-ნახევრად მძინარე აჩი გამოვარდა ოთახიდან და როგორც კი ნუცუბიძეს თვალი მოჰკრა მაშინვე მისკენ წავიდა.-ბიჭო არ გეყო,რაც დაგემართა?-მთელი ძალით დაარტყა სახეში და ნიცა უკან დახია.-აბა ერთი კარგად შემომხედე...
-აჩი გეხვეწები გაუშვი!
-ვერ ხედავ,რომ გოგოს არ უნდა გათხოვილი იყოს?რა მანიაკები ხართ ასეთი?-იერიშზე გადავიდა ლაშა.-აშინებთ და მაგის გამო რჩება.
-ხო არ გამო*ლევდი შენ?-მეორედაც მოხვდა ნუცუბიძეს.
-ნიცა...მე შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს გავაკეთებ...-მძიმედ ამოთქვა ნუცუბიძემ,გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მშვიდად მოიწმინდა და ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო.-გამეცალე ჭკუასელო,თორემ მოგკლავ!-როგორც კი აჩი ნიცას მთელი სხეულით გადაეფარა კბილებში გამოსცრა კაცს.
-ამ სახლიდან ნიცას მხოლოდ ჩემს გვამზე გადაბიჯების შემდეგ წაიყვან!-არ დაუთმო კაცმა.
-ჩემთვის ეგ პრობლემას არ წარმოადგენს!-იარაღი აუღელვებლად გადატენა ლაშამ.
-ლაშა გეხვეწები...-წინ გადაუდგა ანჯაფარიძე.-რატომ აკეთებ ამას?
-მინდა,რომ კარგი ცხოვრება გქონდეს,ასეთი რთულია გაგება?-ხმა დაუმძიმდა კაცს.-გამეცალე ნიცა,არ მინდა,რომ შენ გავნო.
-აჩის თუ რამეს დაუშავებ არასოდეს გაპატიებ გესმის?-ხმა უთრთოდა ქალს.
-ნიცა გაიწიე,რას აკეთებ?-მის წინ დადგომა სცადა აჩიმ,თუმცა ამაოდ.
-ჩემს მეგობრებს რას ერჩი?რატომ არ გვანებებ თავს?
-გონს,რომ მოხვალ მიხვდები,რომ მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა ნიცა.-თბილი ხმით უთხრა.-მინდა ჩემთან იყო ასეთი რთულია?
-არ მიყვარხარ ლაშა...
-შეგიყვარდები!-მთელი ხმით დაუყვირა კაცმა და ნიცას შეშინებულ თვალებს მოერიდა.-ყველას მოვკლავ ვინც შენს წაყვანაში ხელს შემიშლის გესმის?
-მაშინ ჩემით მოგიწევს დაწყება!-მისკენ გაიწია აჩიმ და პირველი გასროლის ხმაც გაისმა...
-აჩი...-შეშინებული შებრუნდა მისკენ და მის სისხლიან მხარს ოდნავ შეეხო.-რას აკეთებ,მანიაკი ხარ?-მთელი ხმით დაუყვირა კაცს.
-ან წამოხვალ ან არა და...
-წამოვალ გთხოვ ოღონდ თავი დაანებე!-გააწყვეტინა მაშინვე.-აჩი კარგად ხარ?
-არსად არ წამოვა!
-აჩი გთხოვ...-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.-არაფერს დამიშავებს...
-ნიცა ფეხი არსად გაადგა!-არც ცხრებოდა ჭკუასელი.-ცოცხალი სანამ ვარ ვერ წაიყვან.-ჭრილობას ხელი შეუშვა და ისევ წინ გადაუდგა ნიცას.
-ჩემთვის პრობლემას არ წამოადგენს ეგ!-ბრაზმორეულმა ამოთქვა და ის იყო გასროლას აპირებდა სახლის კარი ხმაურით,რომ გაიღო და ზღურბლზე აბაშიძე გამოჩნდა.
-აქ რა ჯანდაბა ხდება?
-გთხოვ ლაშა,ორივეს თავი დაანებე,წამოვალ კარგი?-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს და ხელზე მოქაჩა.
-არავინ არსად არ წავა!
-შენ რამდენს ლაპარაკობ!-ისევ დაუმიზნა იარაღი აჩის.
-ლაშა!-კანკალმა ერთიანად აიტანა.-გამოგყვები ხომ გითხარი?დაუშვი იარაღი!
-ნუ სულელობ ნიცა!-ჩაერთო აბაშიძეც.-რა პრობლემა გაქვს?
-წავედით ნიცა!-ხელზე ძლიერად მოქაჩა ქალს.-შენ გაიწიე!-კარის ზღურბლზე შემდგარ დაჩის დაუმიზნა ამჯერად.-მიდი გელოდები.
-ვერ წაიყვან!
-დაჩი არაუშავს...-ნაღვლიანად გაუღიმა კაცს.-ვაჩეს უთხარით,რომ ვწუხვარ და არ გავქცეულვარ კარგი?-ნელი ნაბიჯით წაიწია კარისკენ და როგორც კი ზურგით შებრუნდა ნუცუბიძე უმალ გაისმა იარაღის ხმა და იქვე იატაკზე ჩაიკეცა.
-შე ყ*ეო!-წამსვე გააგდებინა აბაშიძემ იარაღი და მთელი ძალით დაარტყა სახეში.-ვინ ხარ,როგორ ბედავ აქ იარაღით მოსვლას და მის წაყვანას?
-დაჩი გთხოვ,გეყოფა!-მივარდა მაშინვე ნიცა.იარაღი ოთახის მეორე ბოლოში ისროლა და იატაკზე მწოლიარე ლაშას,რომელსაც დაჩი შუბლზე უარაღს უმიზნებდა სევდიანად გადახედა.-გევედრები დაჩი...
-გაუშვი!-მივარდა აჩიც.-არ ღირს ამად,დავრეკოთ პოლიციაში და ჩავაბაროთ.
-დაჩი გთხოვ...
-უხ შე ნაბი*ვარო!-ერთხელ კიდევ დაარტყა და ფეხზე წამოდგა.-ეზოში არავინ არის,ბიჭები სადღა წავიდნენ არ ვიცი.-გაკვირვებულმა ამოთქვა.
-სძნავთ თქვენს ბიჭებს ბაღის კუთხეში.-ფეხზე წამოვარდა ნუცუბიძე და ის იყო დაჩისთვის უნდა დაერტყა წინ,რომ გადაუდგა ანჯაფარიძე...
-ნიცა...-სამივემ ერთხმად გააჟღერა მისი სახელი,თავი ტუმბოს კუთხეს,რომ ჩამოარტყა საფეთქელთან საშინელი ტკივილი იგრძნო და მერე...მერე ყველაფერი სიბნელემ მოიცვა...




***
-არ ინერვიულო ოღონდ.-ისმოდა ალეკოს ხმა ტელეფონში.-სარფიდან სანამ გადაიყვანდა მანამდე დაიჭირეს ბიჭებმა და ნიცაც წამოვიყვანეთ,საავადმყოფოშია.-ეს იყო ის სიტყვები,რომლებიც გონების დაკარგვამდე მოისმინა ბაბლუანმა და მერე აღარაფერი იყო მის ქვეცნობიერში...არც კი ახსოვდა როგორ ჩაჯდა თვითმფრინავში,როგორ ელოდა 4 საათის გასვლა და სკამზე მოუსვენრად იჯდა.აეროპორტიდან გიჟივით,რომ გამოვარდა და ტაქსი გააჩერა არც მაშინ ჰქონდა ბოლომდე გააზრებული რეალობა...საავადმყოფოს დერეფანში,რომ შევარდა მხოლოდ მაშინ მოეგო გონს.მალევე შენიშნა იატაკზე მჯდომი აჩი,რომელსაც მარჯვენა ხელი გადახვეული ჰქონდა და კისერზე ჩამოეკიდათ.მუხლებს ნიკაპით დაყრდნობოდა და ცარიელი თვალებით იყურებოდა.მის გვერდითვე დამჯდარიყო დაჩი,ხელში აპარატის ყავა მოექცია და ჭიქას უაზროდ მიშტერებოდა.
-კარგად ხართ?-ბიჭების წინ ჩაიმუხლა ბაბლუანი.
-ჩვენ ჰო,შენ როგორ ხარ?-მეგობარს გადაეხვია დაჩი.
-გესროლა იმ სი*მა ბიჭო?-გადახედა აჩის.
-ნიცა კარგად არის,არ ინერვიულო.-თავი არ აუწევია ისე ამოთქვა.
-მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს,მაგრამ დღესვე გაწერენ.-დაამატა დაჩიმ.
-მაპატიე ძმაო,ვერ მივხედე ისე,როგორც საჭირო იყო.-თავი დანანებით გააქნია ჭკუასელმა.
-გაჩერდი!-გააწყვეტინა მაშინვე.-ვიცი,რომ რაც შეგეძლო ყველაფერი გააკეთე.
-უნდა მოგვეკლა ის ღორი!-ღვარძლით ამოთქვა და თავი კედელს მიაყრდნო.
-დიდი ხნით ჩასვამენ,მამაშენი მოაგვარებს.
-აქამდე როგორ არ მითხარით ბიჭო...ჩემს ცოლს ნახევარი თბილისი ეძებდა და მე იქ საღაც რომში ბიზნეს შეხვედრებს ვმართავდი!-მაინც ვერ მოითმინა და სიბრაზისგან მუშტები შეკრა.
-მამაშენმა გვითხრა მალევე ვიპოვნიო,სამი დღე თუ მოუწევდა არ გვეგონა...
-სამი დღე,რაღაც ყ*ეობებს მწერდით ნიცას ნომრიდან,რომ თურმე არ ეცალა დასარეკად.ფუ რა სი*ი ვარ...
-შედი ნახე,ღვიძავს და გელოდებოდა...-შეაჩერა დაჩიმ.
-ჯანდაბა...-თავისთვის ჩაილაპარაკა და ნელი ნაბიჯით წავიდა ოთახისკენ.ახლა მის ნახვასა და ჩახუტებაზე მეტად არაფერი უნდოდა...
-ვაჩე...-ისეთი მძიმე ხმა ჰქონდა...იქვე სავარძელში ჩასძინებოდა ანანოს,ამიტომ ცდილობდა მაქსიმალურად ჩუმად ესაუბრა.
-როგორ ხარ ნიცა?-საწოლზე ფრთხილად ჩამოჯდა და ხელზე ნაზად აკოცა ქალს.
-არ გავქცეულვარ ვაჩე...
-ვიცი ნიცა.-შეხვეულ საფეთქელზე თითები ნაზად გადაუსვა.-გტკივა?
-არა.-მშვიდად გააქნია თავი.-როდის დაბრუნდი?
-ახლა...მაპატიე,რომ აქ არ ვიყავი...
-შენ ვერაფერს გააკეთებდი...-ცრემლებს ძლივს იკავებდა,რომ არ ეტირა.არა იმიტომ,რომ ნერვიულობდა,არამედ იმიტომ,რომ უხაროდა ვაჩეს დაბრუნება.ბედნიერი იყო იმითაც,რომ მის გვერდით იყო და მისი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა...-სახლში წამიყვან?
-წაგიყვან.-კიდევ ერთხელ აკოცა და სხეულზე მიიკრო მონატრებული,მისთვის საყვარელი ქალი.
-ძალიან შემეშინდა...
-ვიცი,მაპატიე,რომ ვერ მოვედი...
-ბიჭებს არ გაუბრაზდე,ყველაფერი გააკეთეს,რაც შეეძლოთ.
-ვიცი ნიცა,არ იდარდო შენ ამაზე.-თმაზე ხელს რიტმულად უსვამდა და მის სურნელს ხარბად სუნთქავდა.-საბუთებს მოვაწესრიგებ,შენ ანანო გააღვიძე და წავიყვანოთ ჩვენთან,დარჩეს რამდენიმე დღით...
-არ მინდა.-გააქნია მაშინვე თავი.-მირჩევნია მარტო ვიყო,ახლა არ მაქვს ახსნის თავი,გთხოვ...
-კარგი ნიცა,კარგი.-თავზე აკოცა ქალს.-უცებ მოვაგვარებ საბუთებს და წავიდეთ კარგი?
-კარგი.-თავი დაუქნია და საწოლზე ისევ მოწყვეტით დაეცა.უცებ გადაავლო თვალი განვლილ სამ დღეს და მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო.ემბრიონის ფორმაში დაწვა და უხმოდ ატირდა...


***(გასული 3 დღე)
-რა ხდება?-წამწამები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს და ირგვლივ მიმოიხედა.გარეთ საშინლად წვიმდა.წყლის შხაპუნი სასიამოვნოდ ისმოდა მთელს სახლში.პატარა,ქვით ნაშენები სახლის მისაღებში დივანზე იწვა,მალევე მოხვდა თვალში ნაცნობი მამაკაცის სილუეტი ბუხართან,რომ ჩამუხლულიყო და შეშას ამატებდა.-ღმერთო თავი...
-გაიღვიძე,როგორც იქნა...-ანერვიულებული იყო ნუცუბიძე.
-შენ?მე აქ როგორ...აქ რა გვინდა?-ერთიანად დაიბნა ანჯაფარიძე.ბოლოს ის ახსოვდა,რომ ბიჭების გაშველებას ცდილობდა და თავი რაღაცას დაარტყა...
-ხომ დაგპირდი წაგიყვანთქო.-თვალები ეშმაკივით უელავდა კაცს.-წამოგიყვანე...-კოჭლობით მივიდა მასთან და გვერდით დაუჯდა.ფეხიდან ჯერ კიდევ სისხლი სდიოდა.უცებ ამოუტივტივდა თავში დაჩიმ,რომ დაჭრა...
-ლაშა...ტუჩები მაშინვე დაებრიცა და ცრემლებმაც არ დააყოვნა.-რატომ?
-მიყვარხარ...
-რადგან გიყვარვარ ასე ხელი უნდა დამავლო და სადღაც წამიყვანო?
-პირველი და უკანასკნელი იქნება,იტალიაში რომ ჩავალთ მერე როგორც მეტყვი ისე იქნება...-თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-არ შემეხო!-მაშინვე უკან დაიხია მთელი სხეულით.-შენ რა გაგიჟდი?
-დაწყნარდი.
-არ წამოვალ გესმის?არ მიყვარხარ,არ მინდა!-უკვე ისტერიკა ემართებოდა.
-გკითხე?-მთელი ხმით დაუღრიალა და ფეხზე წამოვარდა.-შენ...შენ გენდომება ჩემთან...-გიჟივით დაიწყო გამეორება და თითების მტვრევას მოჰყვა.
-არასოდეს გესმის?-აწყლიანებული თვალებით გახედა და მტკივან ადგილას ხელი მიიჭირა.თავი გასკდომას ჰქონდა.
-არ გამაღიზიანო კარგი?
-სახლიდან როგორ გამომიყვანე?
-ჩემი ბიჭები იყვნენ ეზოში,შემოვიდნენ,რამდენჯერმე გაისროლეს და მერე შენი წამოყვანაც აღარ იყო პრობლემა.-გაუღიმა ნიცას.
-რამე დაუშავე?მიპასუხე!
-ცოცხლები არიან დამშვიდდი...
-აქამდე როგორ მიხვედი?-ზიზღით აათვალიერა ძველი მეგობარი.-კარგი ბიჭი იყავი...
-ცუდი არც ახლა ვარ ნიცა...უბრალოდ უნდა გაიაზრო და მიხვდე,რომ...
-გთხოვ...
-შეშას დავჭრი,შენ ეს წამლები დალიე,რომ ღებინებამ არ შეგაწუხოს და თავის ტკივილმაც გაგიაროს.-მაგიდაზე მიანიშნა და მშვიდი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.-და ჰო მართლა,გაქცევა არ სცადო,ყველგან ჩემი მეგობრები არიან.-ოდნავ გაუღიმა და კარი ხმაურით დახურა...
არც უფიქრია გაქცევაზე ანჯაფარიძეს.თავი საშინლად სტკიოდა და ძილის მეტი არაფერი უნდოდა.ცრემლები თავისით იკვლევდა გზას მის ღაწვებზე და ამდენი გასაჭირის მიუხედავად ერთადერთი რაზეც ეფიქრებოდა ვაჩე იყო...იცოდა ყველას ფეხზე დააყენებდნენ ბაბლუანები და მაინც იპოვნიდნენ,მაგრამ როდის?მერე ძალიან გვიანი არ ყოფილიყო...


***
-ვერაფერი გავიგეთ ჯერ,ჩემი მეგობარი ანატოლი ეძებს პირადად ჩაერთო ამ საქმეში.-უხსნიდა ბიჭებს ალეკო.-ვაჩეს ჯერ ნუ ვეტყვით,იქნებ მალევე მიაგნონ.
-როგორ შეიძლება ეგეთი ამბის დამალვა?-საწოლიდან წამოიწია აჩი.
-მაინც ვერაფერს იზამს,სანამ ჩამოვა ნაპოვნი გვეყოლება და ტყუილ ნერვიულობას არ სჯობს დავიცადოთ?
-რას ველოდებით ბიძაჩემო?-აჰყვა დაჩიც.-გაგიჟდება,რომ გაიგებს.
-მოვიცადოთ ხვალამდე,იქნებ ვპოულობთ?პატარაა საქართველო,სად წაიყვანდა?
-თურქეთში აპირებდა...
-ვიცი,სარფში ყველა მანქანას გაჩხრეკენ,ვერავინ გადავა საზღვარზე ისე.-გააწყვეტინა კაცმა.-შენ მიხედე თავს და მალე დადექი ფეხზე,მაგ ამბავს მე მოვაგვარებ.-ამშვიდებდა ახალგაზრდებს ალეკო,მაგრამ სულ ტყუილად,თავადაც ბობოქარი ზღვასავით უღელავდა სული...



***
-არაფერს შეჭამ?-ის ხმა გაისმა მის ზურგს უკან ასე,რომ შესძულდა ანჯაფარიძეს.
-არა!-უკმეხად მიუგდო და მუხლები ნიკაპთან მიიტანა.
-მიბრაზდები?-ზურგიდან აეკრო და თმაზე ნაზად აკოცა.
-ხელი გამიშვი ლაშა,რას აკეთებ?-მაშინვე მისი მოშორება სცადა.
-ჩემი ნუ გეშინია რა.-თითქოს იწყინა მისი ქმედება ნუცუბიძემ.-არ გახსოვს რა კარგად ვიყავით?
-ჰო,სანამ ჭკუიდან არ გადახვედი.-მთელი ხმით დაუყვირა და ჭიქაში დარჩენილი ჩაი სახეში შეასხა.-რა გინდა ჩემგან?რას გადამეკიდე?-ფეხზე გიჟივით წამოვარდა,მაგრამ ნაბიჯიც ვერ გადადგა იქვე იატაკზე,რომ ჩაიკეცა.-ჯანდაბა...-თვალები უხეშად მოისრისა,მაგრამ ამაოდ.ოთახი მაინც ტრიალებდა.
-რატომ ცდილობ,რომ გამაღიზიანო?-სახე მაისურით მოიწმინდა და მის წინ ჩაიმუხლა.-შემომხედე...
-გთხოვ თავი დამანებე,გამიშვი...
-ჩემო ნიცა.-სხეულზე მიიხუტა გოგონა.-ხომ იცი,რომ არასოდეს გავნებ?
-შენ ამას რას ეძახი?-ამოიტირა ღონემიხდილმა.
-შენი დახმარება მინდა,ასეთი ცუდია?
-არ მითხოვია!
-ვიცი,მაგრამ არც გჭირდება,ვიცი,რომ მამაშენი გიჟია,გეშინია მისი და...
-მამაჩემი არაფერ შუაშია,მიყვარს ვაჩე არ გესმის?-ნერვიულად ამოთქვა და ცრემლები მაჯით მოიწმინდა.ვაჩეს სიყვარულის ამბავს კი იტყუებოდა,მაგრამ გაქცევა მართლა არ უნდოდა.იცოდა,რომ ვაჩე პირობას შეასრულებდა და 1 წლის მერე გაუშვებდა,ამიტომ რაში სჭირდებოდა წასვლა.
-ნუ მაღიზიანებ!-დაიღრინა კაცმა და ლოყაზე ტუჩები ნაზად შეახო.-ვერ გადავიტან გესმის?ვერ გადავიტან ასე,რომ შეგეხოს...-საკოცნელად დაიხარა მისი ბაგეებისკენ,მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სილა მიიღო სახეში.
-არ გაბედო!-უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და გაავებული წამოვარდა ფეხზე.-შეიძლება წამიყვანო,მაგრამ არასოდეს ვიგრძნობ იმას,რაც შენ გინდა!
-მაშინაც კი მიყვარხარ,როდესაც მიბრაზდები.-მტკივან ლოყაზე ხელი მოისვა და ფეხზე წამოდგა.-ძილის დროა ნიცა,ხვალ გრძელი დღე იქნება...-გაუღიმა ქალს.-პირველივე ოთახი შენია,მე გავდივარ,საქმეები მაქვს.
-ჯანდაბაშიც წასულხარ!-უკვე კარს მიღმა მყოფს ბალიში მთელი ძალით ესროლა და თავი ხელებში ჩარგო...



***
-სიცოცხლის ნიშან წყალიც არ არის...ასე ვუთხრა ვაჩეს?-მაგიდაზე ხელი დაჰკრა უფროსმა ბაბლუანმა.-44 წლის ვარ,ჩემი საქმის მეტს არაფერს ვაკეთებდი...დაიწყო ეს წელი და სისხლის წვიმა წამოვიდა ჩემი ოჯახის თავს...
-ქვეყნიდან ვერ გაიყვანს და ქვეყნის შიგნით ვიპოვნით,სად წაიყვანდა განა.-ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს კაცმა.-მე ვიცი ეგეთი ტიპები,ძირითდად ნათესავები აფარებენ ხელს,გატყდება ვინმე...
-უნდა იპოვნო ანატოლ გესმის?ვაჩეს ვატყუებ და 2-3 დღეში გაიგებს ყველაფერს.გაგიჟდება და რამე სისულელეს გააკეთებს,მე ვერ შევაჩერებ...
-მივხედავ ხომ გითხარი?-თითქოს გაუწყრა მეგობარს.-საუკეთესოები დავაყენე ფეხზე,თან რომ მეუბნები არაფერი გაავრცელონო ეგრე უფრო რთულია.
-არანაირი მედია!-გაიმეორა ჯიუტად.-ოჯახი საქმეა და ჩუმად უნდა მოგვარდეს.
-ხოდა მაშინ ლოდინიც უფრო ხანგრძლივად მოგიწევს.-მშვიდად ამოთქვა და ჰორიზონტს გახედა.ალიონზე ისეთი მშვიდი იყო თბილისი...



***
ფანჯრიდან გაჰყურებდა ეზოს სიმწვანეს ანჯაფარიძე.კიდევ რამდენი დილა გაუთენდებოდა ამ ჯოჯოხეთურად ლამაზ ადგილას არავინ იცოდა.თითქოს მისთვის დროც კი გაჩერდა.მხოლოდ 2 დღე იყო გასული,მაგრამ იმის იმედიც კი აღარ ჰქონდა,რომ ვინმე იპოვნიდა.უკვე ეგონა,რომ ლაშა მართლაც გადაიყვანდა საზღვარზე და ამით დამთავრდებოდა...
ხშირად ეფიქრებოდა რას იფიქრებდნენ?რას იგრძნობდნენ?ბაბლუანს რა რეაქცია ექნებოდა?ჯერ ისევ გრძნობდა ვაჩეს სურნელს,რომელიც უკანასკნელად 20 დღის წინ ჩაისუნთქა.სძულდა ყველაფერი,რაც მასთან აშორებდა და გულის სიღრმეში საკუთარ თავზე ბრაზობდა... ფიქრობდა,რომ გაჰყოლოდა რა იქნებოდა?ან ვაჩე,რომ არ წასულიყო...ვაჩე დაეხმარებოდა,ყველაფერს გაუმკლავდებოდა ისე,როგორც ყაზბეგში...
უყვარდა თუ არა ვაჩე?არა!მაგრამ უყვარდა ყურადღება და სითბო,რომელსაც ის იჩენდა მის მიმართ.უყვარდა მისი ღიმილი და თვალები,რომლებიც სიყვარულით უმზერდა...
სამუდამოდ ქვეყნის დატოვება არასოდეს ყოფილა მის სიაში.ისიც კი არასოდეს უნდოდა,რომ მამისგან გაქცეულიყო და ვეღარასდროს ენახა...გულის სიღრმეში მაინც უყვარდა და პატივს სცემდა...
თავი საშინლად სტკიოდა,თავბრუ ეხვეოდა და როგორც არ უნდა ეცადა ჭამასაც ვერ ახერხებდა.ლაშას მეგობარი კი ამოწმებდა მის თავს და მდგომარეობას,მაგრამ ახლა კლინიკაში წასვლა და ძლიერი გამაყუჩებელი მისწრება იქნებოდა მისთვის...
ორი დღე გაუჩერებლად ჩამოსდიოდა ცრემლები და მესამე დღეს ესეც აღარ შერჩენოდა.საშინლად იყო დაღლილი,სახლიდან ეზოშიც კი ვერ გადიოდა და ეს ძალიან თრგუნავდა...როგორც არ უნდა ეცადა ლაშასაც კი ვერ უსხლტებოდა,განსაკუთრებით მთვრალს...
-რას აკეთებ?-მძინარეს გვერდით,რომ მიუწვა და თავი მკერდზე დაადო გულგახეთქილს გაეღვიძა ანჯაფარიძეს.
-მიყვარხარ ნიცა,ხომ იცი?-ოდნავ მოღეღილ მკერდზე ნაზად აკოცა.
-გააფრინე?-სახეში მთელი ძალით დაარტყა კაცს და გვერდით უბიძგა,თუმცა ამაოდ.
-ჯანდაბა ნიცა!-დაუღრინა ნუცუბიძემ და ერთი ხელის მოძრაობით მოიქცია ქალი მის მკლავებში.ზემოდან დაჰყურებდა მის ათრთოლებულ სხეულს და ერთადერთი რაზეც ფიქრობდა მასთან ყოფნა იყო...ცალი ხელით ხელები თავს ზემოთ გაუკავა და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა...
-ლაშა გთხოვ...-უშედეგოდ გაიბრძოლა კაცის წინააღმდეგ და წამსვე იგრძნო როგორ დაუნამა სახე თბილმა სითხემ.
-რას მთხოვ?-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები
-გეხვეწები გაჩერდი...
-ძალიან მიყვარხარ...-ამოიჩურჩულა მის ყელთან.-არ ვიცი ამდენხანს როგორ არაფერი გითხარი.როგორ ვიკავებდი თავს...
-არ გინდა გთხოვ...-ჯიუტად იმეორებდა.
-შენ ვერ ხვდები ნიცა...-ოდნავშესამჩნევად გაეღიმა კაცს.-მინდა და მერე თან როგორ...
-მთვრალი ხარ...-ამოისრუტუნა ქალმა და თვალი მოარიდა,მისი სახის დანახვაც კი აღარ უნდოდა.
-თუ გგონია,რომ ვერ ვიაზრებრასაც ვაკეთებ ცდები.-ლოყაზე ნაზად აკოცა და მარჯვენა ხელით სახე ისევ თავისკენ მოატრიალებინა.-არაფერს დაგიშავებ,უბრალოდ უფლება მომეციაქ დავიძინო.-შედარებით თბილი ხმით უთხრა და ხელი გაუშვა,რომ თავისუფლად სუნთქვა შესძლებოდა.-უბრალოდ აქ დავიძინებ.-კიდევ ერთხელ ამოთქვა და თავი მკერდზე დაადო...
ვერც კი მოძრაობდა ანჯაფარიძე.მის თვალებში ჩამდგარი შიში წამითაც არ განელებულა.იმ მომენტში ყველაზე უბედურ ადამიანად გრძნობდა თავს...
მერე?მერე სურათი ბუნდოვანი ხდება...თითქოს ახსოვს ხელში აყვანილი,რომ გაიყვანა სახლიდან ნუცუბიძემ,ისიც,“გზა მშვიდობისა“,რომ ამოიკითხა თბილისიდან გასვლისას,მობილურზე,რომ საუბრობდა ლაშა...ზღვა,რო მოჩანდა ფანჯრიდან...მერე აღარაფერი იყო...გონს საავადმყოფოში მოვიდა და ნაცნობი სახეების დანახვისას უნებურად გაეღიმა.აბაშიძე კედელს მიყრდნობოდა და თვალს არ აშორებდა საწოლში მყოფ პაციენტს.აჩი იქვე სკამზე ჩამომჯდარიყო და ცალი ხელი შუბლზე მიეჭირა,ჩაფიქრებულიყო ჭკუასელი...
ვაჩესაც ელოდებოდა,მაგრამ არსად იყო...
-ვაჩეს შევატყობინე,რამდენიმე საათში ჩამოვა.-მშვიდად ამოთქვა ალეკომ და ნიცას გახედა,რომელიც დაბნეულად აცეცებდა თვალებს.-ნიცა შვილო...
-რა მოხდა?
-მორჩა ყველაფერი,კარგად ხარ.-თავზე ხელი გადაუსვა კაცმა.-შენი დაც მალე მოვა.
-მე...
-ნუ გეშინია კარგი?-მის საწოლთან ჩაიმუხლა დაჩი.-დაიჭირეს ის ნაბი*ვარი,მორჩა.
-მაპატიე ნიცა,რომ ვერ დაგიცავი...-სინანულით ამოთქვა აჩიმ.
-შენ...შენ ყველაფერი გააკეთე აჩი.-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.-კარგად ვარ,ხომ ხედავ?-ოდნავ გაუღიმა.
-რამე ხომ არ გინდა?-თავზე ნაზად გადაუსვა ხელი კაცმა.
-არა,მადლობა.-მშვიდად უპასუხა,-ნუ გაქვთ ასეთი დამნაშავის სახეები,მე ხომ კარგად ვარ...-„გაუწყრა“ ბიჭებს.-მე სულ მქონდა თქვენი იმედი.
-ეგ შენს ქმარსაც უთხარი თორემ,რომ ჩამოვა დაგვხოცავს ორივეს.-ხუმრობა სცადა დაჩიმ.
-არ იცოდა,რაც მოხდა?
-არა,ალეკომ გვითხრა სანამ არ მოვაგვარებ არ უთხრათო და შენი მობილურიდან მესიჯებს ვწერდით.-დარცხვენილმა ამოთქვა აჩიმ.
-არაუშავს,ასე ჯობია.-თავადაც იცოდა,რომ სწორი იყო.ვაჩე ზედმეტად იმპულსური ხდებოდა,როცა საქმე ნიცას ეხებოდა,ამიტომ ჯობდა უკვე სახლში დაბრუნებული ენახა...



***(დღევანდელი დრო)

-რაზე მელაპარაკები გესმის საერთოდ?-ისმოდა ღრიალი დერეფანში.-ჩემი ცოლი,ჩემი საყვარელი ქალი ვიღაც სი*მა წაიყვანა და ყველა მატყუებდით!
-იმიტომ გაწყუებდით,რომ რამე სისულელე არ ჩაგედინა,პოლიცია ეძებდა,შენ რას უშველიდი?
-იქნებ მეშველა?რომც ვერ მეშველა,რატომ უნდა უწევდეს ჩემი ლოდინი?თვალები,რომ გაახილა და არ დავხვდი ნეტავ რაზე ფიქრობდა?რაღაც შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მისი უსაფრთხოება?-გაგიჟებული ყვიროდა უმცროსი ბაბლუანი.
-ეს საერთოდ რა შუაშია?-იწყინა კაცმა.-ყველაფერს ვაკეთებდი მის საპოვნელად,ყველა ფეხზე დავაყენე...
-ყ*ეზე სხვები!მე უნდა ვყოფილიყავი აქ გესმის?მასთან უნდა ვყოფილიყავი...შენ არ მითხარი მოვაგვარე ლაშას ამბავიო?ნიცას დატოვება,რომ არ მინდოდა ხომ მითხარი მოვაგვარე ყველაფერიო?
-ასეც იყო,შეშინებული ჩანდა,აღარავის შევაწუხებო.-თითქოს ეთანხმებოდა შვილს,ვერაფერს ამბობდა.იცოდა თავადაც ასეთი რეაქცია ექნებოდა ირინას,რომ რაიმე დამართნოდა.ახალგაზრდა იყო და სისხლი უდუღდა...
-შენ მე იმედი გამიცრუე მამაჩემო!-ნაღვლიანად ამოთქვა ვაჩემ.-აი თქვენ ორისგან მართლა არ ველოდი!-არც ბიჭები დაავიწყდა.-მე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი განდეთ...
-ვაჩე ჩვენ არ...
-ახლა არ გვინდა აჩი რა...-გააწყვეტინა მაშინვე.-ვერ დაიცავით გავიგე მესმის,მაგრამ მისი მობილურიდან მესიჯების გზავნა?სკოლაში ვართ?
-ვაჩე...-კარის ზღურბლზე შედგა ანჯაფარიძე.-სახლში წამიყვანე გთხოვ...
ხმა აღარ ამოუღია ბაბლუანს,ქალს თმაზე ნაზად აკოცა,მისი ნივთები უცებ აკრიფა და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვა...



***
-კარგად ხარ?-მშვიდი ხმით ჰკითხა ბაბლუანმა,როგორც კი შენიშნა კართან შეყინული გოგონა.
-ჰო,უბრალოდ აქ...აქ მოხდა...-თვალი უცებ მოავლო ოთახს.
-გინდა სხვაგან წავიდეთ?სხვაგან დავრჩეთ.-ისევ დაავლო გასაღებს ხელი კაცმა.
-არა,არა.-როგორც იქნა ამოსუნთქვა მოახერხა.
-არ მინდა,რომ ცუდად იყო...მითხარი თუ შემიძლია რაიმეს გაკეთება და...
-ძალიან ბინძური ვარ ვაჩე...-მის თმაზე შეხებაც ვერ გაბედა ბაბლუანმა,რადგან როგორც კი ნაბიჯი მისკენ გადადგა ნიცამ დენდარტყმულივით დაიხია უკან.
-შხაპი მიიღე,მე რამეს მოგიმზადებ,რომ...
-არაფერი მინდა.-თავი გააქნია ისევ.
-გთხოვ არ გინდა ასე მოქცევა რა.-გულში რაღაცამ მწარედ უჩხვლიტა კაცს.-უცხოებივით ნუ ვიქნებით...
-უბრალოდ შხაპის მიღება და დაძინება მინდა,ნუ დამაძალებ კარგი?-ხმაში მუდარა გაურია და როგორც კი ვაჩემ ნაბიჯით უკან დაიხია სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა...
ტიროდა ანჯაფარიძე და თითოეული ამოსუნთქვა საშინლად სტკიოდა.ერთი ჭაობიდან მეორეში ისე სწრაფად ეფლობოდა ვერც კი იაზრებდა.შიშველი დადგა ცხელი შხაპის ქვეშ და უხეშად ცდილობდა იმ ადგილების გასუფთავებას,სადაც ლაშა შეეხო.მართალია არაფერი დაუშავებია,მაგრამ მაინც ძალიან სტკიოდა გული.ნუთუ მისთვის სიყვარული არ შეიძლებოდა?ნუთუ არ შეიძლებოდა,რომ ნორმალური ადამიანივით ეცხოვრა?
სააბაზანოს იატაკზე ჩამოჯდა და უხმოდ ატირდა...ახსენდებოდა რამდენად უიმედო იყო და გული ეკუმშებოდა.იმაზეც კი ეფიქრებოდა,რომ მამა უშველიდა,მაგრამ არც მამა მისულა.არც მამას ადარდებდა...
სააბაზანოს ცივი იატაკი ზურგს უყინავდა, მაგრამ ვერ გრძნობდა სიცივეს ისე მკაფიოდ, როგორც შიგნით დაგროვილ სიცარიელეს. მუხლები მკერდთან ჰქონდა მიტანილი, შუბლი კაფელზე მიეყრდნო და ტიროდა ჩუმად...ისე, რომ კედლებსაც არ გაეგოთ.
პირსახოცის ამარა გავიდა მისაღებში,სადაც კედელზე მიყრდნობილი ბაბლუანი ელოდა.ამჯერად არც შერცხვა და არც ისტერიკები დაუწყია.მშვიდად გახედა კაცს და ისევ ზურგი აქცია.
-ოთახში ვიქნები,რამე თუ დაგჭირდება მითხარი კარგი?-როგორც შეეძლო მშვიდად ამოთქვა...არ იცოდა რა უნდა ეთქვა ან რა უნდა გაეკეთებინა,რადგან ნიცა აშკარად გატეხილი და შეშინებული იყო.რაიმეს დაძალება ახლა სწორად არ მიაჩნდა,ამიტომ უბრალოდ ნებაზე მიუშვა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა...
ფიქრობდა ბაბლუანი და ალბათ ეს ფიქრები წლობით გაჰყვებოდა...რა იქნებოდა,რომ არ გაეცნო?მაშინაც ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა ნიცა?მაშინაც მოიტაცებდა ნუცუბიძე და ჭკუიდან გადავიდოდა?მზად იყო მისდამი სიყვარულიც კი დაეთმო,ოღონდ ბედნიერი ყოფილიყო...
-სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება,არაფერი გვაიძულებს ვიფიქროთ,რომ ცუდად ეპყრობოდნენ,ან მასზე ძალადობდნენ...-უხსნიდა ექიმი ვაჩეს.
-და თავი?-გატეხილ საფეთქელზე მიანიშნა.
-როგორც თქვენმა მეგობრებმა თქვეს ეს სახლში დაემართა,ტუმბოს დაარტყა თავი.
იხსენებდა ექიმთან საუბარს გონებაში და სხეული მაინც ბრაზით ევსებოდა.მის წინ,რომ მდგარიყო ახლა ნუცუბიძე აუცილებლად მოკლავდა...
-შეიძლება?-გამოიყვანა ფიქრებიდან ნიცას ხმამ.
-ნიცა?-წამოიწია მაშინვე.-გტკივა რამე?ცუდად ხომ არ ხარ?
-არა,არა.-თავი გააქნია მაშინვე.-იყავი არ ადგე.-მშვიდად გადაკვეთა მანძილი და საწოლზე მის გვერდით ადგილი დაიკავა.-აქ დავიძინებ რა,იქით მეშინია...
-ჰო,რა თქმა უნდა.-საბანი მაშინვე გადაწია,რომ ჩაწოლილიყო და მხოლოდ წამით გაიღიმა მისი დათუნიებიანი საღამურების დანახვისას.-მართლა ცუდად ხომ არ ხარ?
-შენ ვიცი,რომ ყოველთვის გადამარჩენ.-მისკენ მიიწია და მკერდზე მიეკრო ბაბლუანს.-ვიცი,რომ დამიცავ...
-არაფერი გექმურება ნიცა...
-სულ შენზე მეფიქრებოდა,ველოდებოდი როდის მოხვიდოდი და მიშველიდი...
-მაპატიე გთხოვ...-თმაზე ნაზად უსვამდა ხელს კაცი.-აღარასდროს არ დაგტოვებ გესმის?
-არასდროს?-დასაზუსტებლად თავი ასწია და თვალებში ჩააცქერდა.
-არასდროს!-გაიმეორა ჯიუტად და ხელები წელზე მოხვია.
-დარწმუნდი,რომ ციხეში დიდი ხნით ჩაჯდება...-ცრემლები ვერ შეიკავა ანჯაფარიძის ქალმა.-რომ მახსენდება როგორ მეხებოდა...
-ნიცა...-ხმა გაუტყდა ბაბლუანს.
-მის მკალვებში ვიყავი მოქცეული და ვერაფერს ვაკეთებდი...ვემუდარებოდი,რომ აღარ შემხებოდა...
-ნიცა...
-რომ არ გაჩერებულიყო...რომ გაეგრძელებინა მე...მე თავს არ ვიცოცხლებდი გესმის?
-გაჩუმდი!-თვალები დახუჭა ბაბლუანმა,რომ მათში დაგროვილი სითხე დაემალა ქალისთვის.-ვეღარასოდეს ვერავინ გაწყენინებს გესმის?მორჩა.
-შენ ხომ არ მიმატოვებ?
-არასოდეს!-იმეორებდა ჯიუტად.-თმა მაინც არ გაიშრე.
-გთხოვ ოღონდ ახლა არა.-ძლივსგასაგონად ჩაიბუტბუტა.-მეგობრებს ნუ გაუბრაზდები ვაჩე,მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემს დასაცავად.-ამოთქვა მშვიდად და მის მკერდზე მიესვენა.
-დაიძინე,ამაზე მერე...-შუბლზე ხელი ტუჩები მიაკრო და მასთან ერთად გამოეთიშა ამ სამყაროს...



***
დილა იდეალურად დაიწყო.ყავის სასიამოვნო სურნელმა მალევე გამოაფხიზლა.
-წუწუნი არ გამაგონო იცოდე!-თავზე ნაზად აკოცა და ლანგარი საწოლზე დაუდო.-ყველაფერი უნდა ჭამო.
-გამოვიდოდი ვაჩე...
-VIP მომსახურება გაქვს,შეირგე ქალბატონო.-არეულ თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.-რა ლამაზი ხარ ჩემო ნიცა.-ღიმილს არ წყვეტდა ბაბლუანი.
-დალიე ამ დილაადრიან?-ეჭვნარევი მზერით გახედა.
-სად დავლევდი ნიცა?-სასაცილოდ არ ეყო კაცს.-არ შეიძლება ჩემს ცოლს ვუთხრა,რომ ლამაზია?
-შეიძლება.-მშვიდად ამოთქვა და სალათი დააგემოვნა.-ძალიან კარგი მზარეული ხარ იცი?კულინარიული შოუ ხომ არ გაგვეკეთებინა?
-ნუ დამცინი ანჯაფარიძე,თორემ მშიერი დარჩები!
-არ დაგცინი,მართლა…ვგიჟდები ასეთ საუზმეებზე.ყოველ დილით ვისურვებდი.
-ხოდა ყოველდღე გექნება.
-ხომ იცი,რომ საჭირო არ არის ასე მოქცევა?-გაუღიმა კაცს.
-როგორ?
-ისე თითქოს ბროლის თოჯინა ვიყო და ჩემი დამსხვრევის გეშინია…
-საიდან მოგაქვს ეს სიტყვები?
-ვხედავ,როგორც მიყურებ…
-ზუსტად ისე გიყურებ,როგორც წასვლამდე ნიცა…
-არა.-თავი გააქნია მაშინვე და ფინჯანი ტუმბოზე დადო.-გეცოდები…
-არ დაიწყო!-მოთმინება ეწურებოდა კაცს.-უბრალოდ მშვიდი დილა გვქონდეს არ შეიძლება?
-არ გჯერა იმის,რაც გითხარი?
-რაზე მელაპარაკები?
-რომ არაფერი მომხდარა…
-ნიცა უბრალოდ ჭამე კარგი?
-ანუ არ გჯერა…
-საიდან მოგაქვს ეს კითხვები ნიცა?-სულ აერია გონება ბაბლუანს.-ვიცი,რომ არაფერი მომხდარა,ექიმმაც თქვა და შენც.
-მაშინ ასე რატომ მიყურებ?-მის წინ დადგა ანჯაფარიძე.
-როგორ ნიცა?როგორ გიყურებ?ნუ გამაგიჟებ გთხოვ…
-არ ვიცი,სხვანაირად მიყურებ…
-მეშინია კარგი?მეშინია,რომ რამე არ დაგემართოს…-ძლივს ამოთქვა კაცმა.-ყველა მატყუებდა,შენს ამბავს მიმალავდნენ და…რამე,რომ მოგსვლოდა იცი რა დამემართებოდა?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ბაბლუანი.-გავგიჟდები გესმის?-აღარ უფიქრია ხელები წელზე მოხვია და სხეულზე აიკრო საყვარელი ქალი.მართლა გაგიჟდებოდა რამე,რომ დამართნოდა.მერე მართლა არასოდეს აპატიებდა ბიჭებს და მამას ამ ამბის დამალვას...
-აპატიე ბიჭებს კარგი?-ქვემოდან ახედა კაცს.-მათი ბრალი არ არის.
-ახლა არ გვინდა ამაზე…
-ვაჩე გთხოვ,წადი და შეურიგდი ორივეს,მე ასეთებს ვერ გიყურებთ!-უსაყვედურა მაშინვე.
-რამე,რომ მოგსვლოდა ნიცა…
-არაფერი მომსვლია,ხომ ხედავ არა?წადი და შეურიგდი ჩემს სულელ ბავშვებს.
-შენს სულელ ბავშვებს?-გაეცინა ბაბლუანს.
-სულელები არიან,მაგრამ მაინც ჩემები არიან…
-ვერც წარმოიდგენ როგორ მიხარია ასეთი ურთიერთობა,რომ გაქვს მათთან…
-მე ხომ მათ გარდა არავინ მყავს…მხოლოდ ისინი,შენ და ანანო…
-მაინც ძალიან გავბრაზდი მათზე.-თავისთვის ჩაილაპარაკა და ქალს ლოყაზე აკოცა.-ჭამე კარგი?მე შხაპს მივიღებ და მერე ფილმს ვუყუროთ.
-არ მინდა,რომ ლაშას საქმეში ჩაერიო კარგი?ჩასვეს და მანდ დაიხუროს ეგ თემა.
-შენ ამაზე არ იდარდო,რა უნდა გავაკეთო?ციხეში ხომ არ მივუვარდები საცემად?-გაუღიმა ბაბლუანმა და განზე გადგა.-დაამთავრე საუზმე,არ მიყვარს მშიერი,რომ დადიხარ.-თქვა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა…
ის დღე ერთად გაატარეს…შრეკის ყველა ნაწილს უყურეს,”ბურა” ითამაშეს და ნიცას,რომელმაც რამდენიმე ზედიზედ პარტია უშანსოდ წააგო საჭმლის გაკეთებაც მოუწია…მერე ატყდა “იაპონურ ჯოკერ”-ს მოგიგებო და დასტა ახლიდან აჩეხა,თითქოს პროფესიონალი ყოფილიყო…არც აქ გამოუვიდა…ჩაწყობამაც ვერ უშველა,კარგი კარტი არ მისდიოდა და პირველი ხელი 21-8 რომ დაასრულეს რემატჩი მოითხოვა.ბაბლუანიც უარს არ ეუბნებოდა,ეცინებოდა მის ბავშვურ მონდომებასა და სურვილზე,თავადაც კი მას უწყობდა ჯოკრებს,რომ მოეგო,თუმცა ამაოდ…
დიდიხანია ამდენი არ უცინია ანჯაფარიძეს.
დიდი ხანია ასე კარგად არ უგრძვნია თავი…ასე არასდროს აფასებდნენ…
მხოლოდ ანანო ჰყავდა ყოველთვის და ახლა უცებ ამხელა ოჯახი,რომ შეიძინა უჩვეულოდ ბედნიერი იყო…
ბიჭებს აუცილებლად შეარიგებდა,იცოდა,რომ ვაჩეც ვერ გაუბრაზდებოდა მათ დიდხანს.მამამისს არ პასუხობდა,მასზე ყველაზე მეტად ბრაზობდა და თავს ვერაფერს უხერხებდა…ბოლოს საერთოდ გათიშა მობილური და მთელი ყურადღება ნიცაზე გადაიტანა.
ექიმმა დასვენება ურჩია,ამიტომ ჯერ ვერსად წაიყვანდა.უნდოდა რეალობისთვის მოეწყვიტა,ამიტომ მის მიერ არჩეულ ყველა ანიმაციას უყურა “ელემენტები”-ს ჩათვლით.უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა,რომ ნიცა ანიმაციას უყურებდა,ვაჩე კი ნიცას…მის თითოეულ ემოციას და გაღიმებას სწავლობდა და თავადაც ბედნიერდებოდა…
-რა გინდა,რომ გაგიკეთო?-აბუზღუნდა ანჯაფარიძე,რომელსაც ვახშმის გაკეთება ევალებოდა.
-საჭმელი არ მინდა,მე სხვა თხოვნა მაქვს…-თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ბაბლუანს.
-გისმენ აბა,ნამცხვრის გამოცხობა არ მთხოვო,არ ვიცი.
-ჩემთან დაიძინე ამაღამ…
-რა?
-აქამდეც ხომ გძინებია.-ჩაეღიმა კაცს.-უბრალოდ ჩემთან დაიძინე,რომ მშვიდად ყოფნა შევძლო.
-ბოლო სამი საათი კარტი იმიტომ ვითამაშეთ,რომ ეს გეთხოვა?-სასაცილოდ არ ეყო ნიცას.
-სხვა არაფერი მინდა მე ნიცა.-ხელები მის გარშემო დააწყო და ყელზე ნაზად აკოცა ქალს.-მხოლოდ ის მინდა,რომ ჩემთან იყო.
-გაჩერდი…-ლაშასთან მომხდარმა კადრებად გაუელვა.-ახლა არ გინდა…
-კარგად ხარ?-მასზე ნერვიულობდა ბაბლუანი.
-ასე მარტივი არ არის ყველაფრის გადახარშვა…
-შენ არ იდარდო და ინერვიულო კარგი?სადაც გინდა იქ დაიძინე,ოღონდ არ ინერვიულო…
-დავიძინებ შენთან…-მცირე პაუზის შემდეგ ამოთქვა.-თუ ხვალ ბიჭებთან წახვალ და შეურიგდები.
-თამაშის წესები გისწავლია.-გაეცინა ბაბლუანს.-ეგ სწორი საქციელი გგონია?
-შენი ძმები არიან,შენი ოჯახის წევრები…შენს გამო მერე მეც დავკარგავ მათ და არ მინდა ასე…
-არავის არ დაკარგავ ნიცა,ჩვენ ხშირად ვჩხუბობთ,მაგრამ ერთმანეთი არასოდეს მიგვიტოვებია…-განმარტა მშვიდად.-ასე მარტივად არ დასრულდება ჩვენი ამბები.
-მაშინ წადი ხვალ და მერე ორივე აქ მოიყვანე,აჩი თავს,რომ იდანაშაულებს გული მტკივა…
-როგორც მეტყვი…-აღარ შეწინააღმდეგებია ვაჩე,ან რა აზრი ჰქონდა?მათ გარდა მართლაც არავინ ჰყავდა და მათ დაკარგვას ნამდვილად არ აპირებდა…
ალბათ ბაბლუანს ყველაზე მშვიდად ნიცას გვერდით ეძინა…არაფერზე ფიქრობდა,არაფერზე დარდობდა…მხოლოდ ის და მისი საყვარელი ქალი…მეტი არც სჭირდებოდა ბედნიერებისთვის…



***
-ამდენხანს ძილი შეიძლება რძალო?-ოთახიდან გამოსულს სამივე მისაღებში დახვდა.
-ვაიმე ჩემი ბავშვები…-თავი პატარა ბავშვივით გადააქნია და ორივეს გადაეხვია.-როდისღა მოასწარი?
-ხომ მითხარი მოიყვანეო და მოვიყვანე.-გაუღიმა ვაჩემ.
-როგორ ხარ ნიციუს აბა?-გაეკრიჭა აჩი.
-თქვენს ხელი როგორ ვიქნები…ჩემი გასაჭირი არ მყოფნიდა?თქვენს ჩხუბზეც ვინერვიულე…
-ჩვენ ხო გვიცნობ,დღეს ვიჩხუბებთ,ხვალ შევრიგდებით…
-რავიცი მე კი ვინერვიულე და…-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა.-ხელი როგორ გაქვს?
-დრო უნდა რეაბილიტაციას,მაგრამ გადავრჩები…მარცხენათი ტარებას ვერ ვიტან,ამიტომ ცოტახანს ტაქსებით ვმოძრაობ…
-და სად სეირნობ?-გამომცდელად შეხედა კაცს.
-რავიცი,ვაკეში გავივლიხოლმე…
-მერე მარჯანიშვილისკენაც დაუხვევხოლმე არა?-სერიოზული ტონი ჰქონდა ანჯაფარიძეს.
-შენ ეგ…მოიცა სესილიმ გითხრა?
-არ აწყენინო აჩი თორემ დავივიწყებ,რომ ერთი ოჯახი ვართ…-თითი გამაფრთხილებლდ დაუქნია კაცს.-მკითხა შენზე რაღაცები და ყველაფერი კარგი ვუთხარი…არ მანანებინო იცოდე…
-გეკადრება?მომწონს ძალიან და იქნებ გამოვიდეს რამე…-ბავშვივით ცქმუტავდა ერთ ადგილზე.-ის არ გითხრა მეც მომწონს აჩიო?
-არა,მხოლოდ ის მითხრა,რომ კარგი ბიჭი ჩანსო...
-ვარ კიდეც.აი ყავას გაგიკეთებ ახლა...-ფეხზე წამოვარდა მაშინვე.-ეს ყვავილები კი ვაჩემ გიყიდა,მაგრამ ვითომ მე გიყიდე და კიდევ დაელაპარაკე ჩემზე,მოსულა ეგრე?-მაგიდაზე დადებულ თაიგულს გახედა.
-დაველაპარაკები თუ არ გამაბრაზებ.-თვალები დაუბრიალა მეგობარს.-მაგრამ უნდა დამპირდე,რომ სისულელეებს არ იზამ...
-გპირდები ჩემო ლამაზო.-თავზე აკოცა ნიცას.-ყავას გაგიკეთებ,შენ დაისვენე.
-მეც გამიკეთე რა,დილით არ დამილევია.-მიაწია სიტყვა დაჩიმ.
-მე რა შენი მოსამსახურე ხომ არ გგონივარ?ადექი და გაიკეთე.
-ნიცას ხომ უკეთებ?
-ნიცა სასიყვარულო საქმეებს მიგვარებს და შენ აბაშიძე...შაკიკი დამმართე ბოლო სამ კვირაში...-დაებღვირა მეგობარს და კედელს მიღმა გაუჩინარდა...


***
აპრილი ისე უცებ შემოეპარა თბილისს...ის თბილი და მზიანი ამინდები აწი სულ მათ წინ იყო...ნიცას ისე უყვარდა წელიწადის ეს დრო,ეს თვე...უყვარდა სითბო,სეირნობა პარკში,მეგობრებთან ერთად გართობა და აივანზე გვიანობამდე ჯდომა და ათას თემაზე საუბრი...
მას და ვაჩეს ყველაფერი კარგად ჰქონდათ.მაშოსაც ესაუბრა რამდენჯერმე და ისიც უკეთესად იყო,მალე უკან დაბრუნებასაც გეგმავდა...თითქოს მისი ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა...თითქოს ბედნიერი იყო...
ვაჩესნაირი კაცი მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში თუ ენახა...მისი და ბიჭების მეგობრობაც რაღაც განსაკუთრებული იყო...ანანოც სულ მათთან იყო,პარალელურად ქორწილს გეგმავდა,რომ მამისთვის ესიამოვნებინა,მაგრამ არც გართობას იკლებდა...ბიჭების წყალობით ბილიარდი ისწავლა,დროს კარგად ატარებდა და თავს მართლაც ოჯახში გრძნობდა...ვაჩესთან ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა,როგორიც და-ძმას ერთმანეთთან და ეს ძალიან ახარებდა...ისიც იცოდა როგორ კარგად ექცეოდა მის დას ბაბლუანი და სულ ემადლიერებოდა ამისთვის...
აჩი და სესილი ხშირად გადიოდნენ ერთად სასეირნოდ...14 აპრილს მთაწმინდიდან მზის ამოსვლას უყურეს და როგორც იქნა გაბედა აჩიმ მისი შეხება...ახსოვს როგორ ნერვიულობდა...გული ისე უცემდა თითქოს პირველად აკეთებდა მსგავს რამეს და ოფლიან ხელისგულებს შარვალზე გიჟივით იწმენდდა.მოსწონდა სესილი და უნდოდა მასთან ყოფნა...არაფერს გააფუჭებდა,პირველ რიგში იმიტომ,რომ ქალებს ცუდად არასოდეს ექცეოდა და პლიუს ამას ის ნიცას მეგობარი იყო...სესილიც ენდობოდა...სჯეროდა მისი და თავს ძალიან კარგად გრძნობდა მის გვერდით.ზედმეტად ენდობოდა ყოველთვის ადამიანებს და სულ გულს სტკენდნენ,მაგრამ ამჯერად იცოდა,რომ აჩი ცუდად არ მოექცეოდა...ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ნიცასაც სულ იმას არიგებდა ვაჩეს არ გაშორებოდა...
დაჩი...დაჩის გულმა მეტს ვერ გაუძლო...შეკრა ჩემოდანი და მაშოს სანახავად ესპანეთში ჩავიდა.არ ადარდებდა,რომ მაშოს არ უყვარდა,უბრალოდ მისი ნახვა უნდოდა...მის გარეშე თითოეული ამოსუნთქვა სტკიოდა...მეგობრები ძალიან უყვარდა,მაგრამ აქ ვერ დარჩებოდა...განაცხადა,რომ საქართველოში მხოლოდ მასთან ერთად დაბრუნდებოდა და უკანმოუხედავად დატოვა სამშობლო...


***
-ნიცა ბევრს ხომ არ სვამ?-გადაულაპარაკა დას ანანომ.
-აჩის დაბადებისდღეა,აბა ისე როგორ?
-არადა ვამბობდი მე ვაპირებ ბევრის დალევასთქო.-კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა ბაბლუანმა.-მგონი ცოლი მჯობნის.
-გარეთ ძირითადად არ გავდივარ,თუ გავდივარ ეგეც კაფეში...ცოტა უნდა გავხალისდე,თორემ ნაადრევად დავბერდები...-კიდევ ერთხელ შეივსო ჭიქა ანჯაფარიძემ...
ბოლოს ის ახსოვს,რომ მაგიდაზე ცეკვავდა აჩისთან ერთად...თურმე ისეთი მხიარული ყოფილა და როგორ მალავდა ამ ყველაფერს...ღიმილით შეჰყურებდა მეუღლეს ბაბლუანი...მასთან ერთად ცლიდა ჭიქებს და მაგიდაზე მდგომს ყურადღებას აქცევდა,რომ არ დაცემულიყო...ძალიან უნდოდა,რომ მაქსიმალურად შეერგო გართობა.მის მეგობრებთან განსაკუთრებით,რადგან ისინი მართლაც ოჯახის წევრები იყვნენ...სხვა ბიჭმა,რომ სთხოვა ცეკვა და ბაბლუანმა ლამის თავზე,რომ საიმხო მთელი ბარი ეგეც ახსოვდა ნაწყვეტებად...თუმცა ყველაზე მეტად იმის გახსენება არ უნდოდა რატომ იწვა საწოლში ნახრევად შიშველი...

***
-კარგად ხარ?-ფეხარეულს ძლივს მიჰყავდა მასზე ორჯერ მთვრალი ცოლი.
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ...-სახლში ღიმილით შეაბიჯა და იქვე დივანზე მოწვეტით დაეცა...
-ნიცა ადექი,საწოლში დაწექი და ისე დაიძინე...-გასაღები მაგიდაზე მიაგდო და მის გვერდით ჩაიმუხლა.
-არ ვიძინებ.-თავი გააქნია მაშინვე.-ფეხები ძალიან მტკივა.-ერთი მოძრაობით გაიხადა ფეხსაცმელი და იქვე იატაკზე მიყარა.
-აბა მაგიდაზე იმდენი იხტუნავე რა გეგონა.-სასაცილოდ არ ეყო მისი მდგომარეობა.
-სულ რატომ ჩხუბობ?-წამით აათვალიერა კაცი.-ის ბიჭი ხომ არაფერს აშავებდა.
-ხომ არ მიჩხუბია?წყნარად ვუთხარი რომ წასულიყო...
-მზად იყავი,რომ გეცემა...-წელში გასწორდა და მისკენ გადაიხარა,რომ თვალებში ჩაეხედა.-რომ წავალ მერეც ასე აპირებ?დამიშლი სხვებთან ცეკვას?
-ჩემს გაბრაზებას ცდილობ?-ხელზე ნაზად აკოცა ქალს.-არ გამოგივა.
-უბრალოდ გეკითხები...8 თვეც და...
-წამოდი.-ფეხზე წამოაყენა.-შენი ძილის დროა...
-იცი...ყველა იმას მეუბნება,რომ არ უნდა გაგშორდე...-სიცილით ამოთქვა და შუბლზე ჩამოყრილ თმაზე გაეთამაშა.-ჩემი დაც სულ მაგას მიმეორებს...
-ჰოდა არ გამშორდე.-სასაცილოდ გადააქნია თავი და წელზე ხელი მოხვია,რომ ოთახამდე მიეყვანა.
-რაღაცას გკითხავ...-კართან შეჩერდა და მის წინ მდგომს მშვიდად ჩახედა სასმლისგან ამღვრეულ თვალებში.
-მკითხე.
-მართლა ასე ძალიან გიყვარვარ?
-ამაზე მეტად არამგონია სიყვარული შეიძლებოდეს...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და თავი კედელს მიაყრდნო.-შენს გარდა ვერავის ვხედავ ნიცა...ვერავის ვამჩნევ...არავინ მინდა...როცა ვიაზრებ,რომ უნდა გაგიშვა თავი მეზიზღება,მაგრამ იმდენად უსუსური ვარ ამ შემთხვევაში,რომ ვერაფერს ვამბობ...ვერ გაიძულებ სამუდამოდ ჩემთან ყოფნას,მაგრამ...მაგრამ ამ სიყვარულსაც ვერაფერს ვუხერხებ ჭკუიდან,რომ მშლის...
-ხომ იცი,რომ წავალ...-თავი მკერდზე დაადო კაცს.-ვიცი,რომ ამ გულს მართლა ძალიან ვუყვარვარ...მაგრამ მე მაინც წავალ...
-ეს გული შენთვის ფეთქავს ანჯაფარიძე...-შუბლზე აკოცა საყვარელ ქალს ბაბლუანმა.
-მინდა,რომ მეც ასე მიყვარდე იცი?მაგრამ თავისუფლება უფრო მინდა...
-ჩემთან შეზღუდული ხარ რამით?-თითქოს იწყინა მისი ნათქვამი.
-მინდა ისეთი გიჟური სიყვარული გამოვცადო ფილმებში,რომ აქვთ...ჩუმად შემოიპარო ჩემს ოთახში ღამით და ყვავილები მომიტანო...მზის ამოსვლას ჩემთან ერთად უყურო...ხელიც უნდა მთხოვო ისე,როგორც შემეფერება...
-გავშორდეთ ოღონდ ჩემს გარდა არავის შეხვდე გაწყობს?-საკუთარი ნათქვამი სასაცილოდ არ ეყო კაცს.-მე გაჩვენებ შეყვარებული ბაბლუანი როგორია...მამაშენს დავემალები და ჩუმად ამოვძვრებიხოლმე შენს ოთახში...
-გიჟი ხარ...-აჰყვა ანჯაფარიძეც.-მზად ხარ მამაჩემს ჩემი ხელიც სთხოვო?
-ეგ ძალიან ძველმოდური ხომ არ არის?
-რავიცი...თუ საჭიროა უნდა გააკეთო.
-მეშინია შენი გაშვების,რომ აღარ გამომყვე რა ვქნა მერე?
-შეიძლება თავად შენ აღარ მოგინდეს ჩემი ცოლად მოყვანა...იმ ქერებს გაეკიდები ალბათ დღეს თვალებს, რომ გიჟუჟუნებდნენ...
-ოჰო,შეგიმჩნევია...-კმაყოფილს ჩაეიღიმა.-ის თუ შეამჩნიე,რომ მე მხოლოდ შენ გიყურებდი?
-სანამ თითზე ეს ბეჭედი გიკეთია ასეც უნდა იყოს,თორემ...
-თორემ?-ჩაეკითხა მაინც.
-თორემ ცუდი რამ მოხდება...-ოდნავ აიწია თითის წვერებზე და მის ბაგეებს ნაზად შეეხო.-მოგენატრება ეს შეხება,მე...მაგრამ აღარ ვიქნები...-ტუჩის კუთხეშიც ნაზად მიაკრო ტუჩები და წითელი ტუჩსაცხის კვალი დაუტოვა.
-ჩემი გაგიჟება გინდა?-მის შიშველ ზურგზე ხელები აასრიალა კაცმა.
-უბრალოდ გეუბნები,რომ თუ ვინმესთან წახვალ,მეც იმავეს ვიზამ...
-ვერავინ შეგეხება გესმის?-მისკენ გადაიხარა და კედელზე ააკრო ქალი.-ვერც ახლა და ვერც მერე...-ხრინწიანი ხმით უჩურჩულა და გიჟივით წაეტანა მის ტუჩებს...არ ეწინააღმდეგებოდა ანჯაფარიძე...კისერზე მოხვეული ხელები თმაში აუხლართა და კიდევ უფრო მომთხოვნი გახდა...
-შენს გარდა არავინ არის და შენ ეს კარგად იცი...-წამით მოსწყდა მის ბაგეებს,რომ სუნთქვის საშუალება მიეცა და ყურთან მშვიდად უჩურჩულა.-მხოლოდ შენ მიყვარხარ,მხოლოდ შენ მინდიხარ...-დასრულება არ აცადა ქალმა ხელახლა,რომ შეეხო მის ტუჩებს და მთელი სხეულით ზედ აეკრო...მის ზურგზე ნაზად დაასრიალებდა ხელებს და იმდენად მომთხოვნი იყო ნიცას სუნთქვაც კი ავიწყდებოდა...ტუჩებიდან ყელზე...ყელიდან მკერდზე გადადიოდა და სულ უფრო უჭირდა თავის მოთოკვა ანჯაფარიძეს.-მაგიჟებ...-მხოლოდ ეს უთხრა და მუცელზე შეისვა,რომ ოთახში შეეყვანა.მისი კოცნა არ შეუწყვეტია ისე გადააწვინა საწოლზე და სიამოვნებისგან ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა.
-ვაჩე...
-მიყვარხარ...-ისევ გაიმეორა და მკლავებში მოქცეულს კიდევ ერთხელ აკოცა...ტუჩებს მის სხეულზე დააცოცებდა და ქალისგან წინააღმდეგობას,რომ ვერ გრძნობდა ეს კიდევ უფრო აგიჟებდა...ნელა გაუხსნა შესაკრავი,რომელიც კისერზე იყო დამაგრებული და მშვიდად მოაშორა კაბა სხეულიდან...ხარბად დააცქერდა მის ნახევრად შიშველ სხეულს და მუცელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.ნელ-ნელა ზემოთ გადაინაცვლა და მოშიშვლებულ მკერდზე,რომელსაც მხოლოდ გამჭვირვალე ბიუსჰალტერი უფარავდა ნაზად აკოცა...თავადაც გადაიძრო მაისური და მალევე შარვალიც მის გზას გაუყენა...-ძალიან ლამაზი ხარ ნიცა...-მის ყელთან ამოიჩურჩულა და ხელი მის შიშველ ფეხზე აასრიალა...იგრძნო ნიცას მომატებული გულისცემა...დაინახა სიამოვნებასთან ერთად შიში,რომ ჩასდგომოდა თვალებში და კიდევ ერთხელ მსუბუქად შეეხო მის დაბურცულ ტუჩებს.-უნდა გავჩერდე,თორემ მერე ძალიან გამიჭირდება თავის შეკავება...-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და მის სხეულს მოშორდა.
-რამე ისე არ არის?-დაბნეულმა ამოილაპარაკა.
-ძალიან მთვრალი ხარ,ხვალ ინანებ და მე...მე ეს არ მინდა...-მხარზე ნაზად აკოცა და წელზე ხელი მოხვია.-ძილის დროა.
-შენ ახლა ძილი თუ გინდა კარგად გვქონია საქმე.
-ამ სიტყვებს გაგახსენებ იცოდე...-მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა კაცმა და თვალები დახუჭა.-დაიძინე...
მართალს ამბობდა ბაბლუანი...ძალიან ინანებდა ყველაფერს,რაც მოხდა,ან შესაძლოა მომხდარიყო...ასეთი თამამი არასდროს ყოფილა და რომ არა სასმელი არც იქნებოდა...არ უნდოდა მთვრალს შეცდომები დაეშვა და მერე გული სტკენოდა...ისევ მას უფრთხილდებოდა ბაბლუანი,თორემ მას ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ნიცას გვერდით ყოფნა...



***
გამოღვიძებულს გვერდით წელს ზემოთ შიშველი ბაბლუანი,რომ დახვდა ტანში ერთიანად გააჟრჟოლა.სხეულზე,რომ დაიხედა და თავადაც თითქმის შიშველი იწვა მის გვერდით ძლივს აღიდგინა გონებაში წუხელ მომხდარი და ტაოდაყრილი წამოვარდა ფეხზე...თავი საშინლად სტკიოდა და ღებინების შეგრძება ჰქონდა...სააბაზანოს ცივ იატაკზე იჯდა და საკუთარ თავს ებრძოდა,რომ ცუდად არ გამხდარიყო...ანანოს გამოგზავნილმა მესიჯებმა საერთოდ დააგვირგვინა მისი დილა,ახლა მხოლოდ თავი კი არა ყველაფერი სტკიოდა,იცოდა,რომ კარგი არაფერი ელოდა...
-ამდენი როგორ დალიე,რა სულელი ხარ ნიცა!-საკუთარ თავს გაუბრაზდა და რამდენჯერმე თავში ხელიც კი ჩაირტყა.-არ ვარ მე ნორმალური...-დის გამოგზავნილ ფოტოებს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.-რა ჯანდაბა მინდოდა ამ მაგიდაზე...
-მამამ გიკითხა დილით,საუბარი მინდაო...
-რა უნდა?
-არ ვიცი,არ უთქვამს...-მხრები აიჩეჩა ეკრანს მიღმა მყოფმა.-ვეცდები გავარკვიო.
-არ გინდა,მოვალ და გავიგებ...ალბათ ისევ ბავშვებზე უნდა მელაპარაკოს...-თვალები მობეზრებულად აატრიალა,როგორც შეეძლო მოწესრიგდა და მისაღებში გავიდა,სადაც სავარძელში, სპორტული შარვლის ამარა მჯდომი ბაბლუანი თვალდახუჭული ელოდებოდა.
-დილამშვიდობის.-ჩუმად ამოილაპარაკა.
-დილამშვიდობის ნიცა...ცუდად ხარ?
-მომდევნო რამდენიმე წელი აღარ დავლევ...-ჟაკეტი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე,რომ ტოპი მაისური არ გამოჩენილიყო.
-მინერალური დალიე,რამეს გამოვიძახებ და ვჭამოთ,დღეს არ მოვა თინა და...
-მე მაინც გასასვლელი ვარ ვაჩე,მამაჩემი მელოდება...
-რატომ?-მის წინ დადგა ბაბლუანი.-რამ შეაწუხა?
-არ ვიცი,დილით მიკითხა თურმე და წავალ,გავიგებ რა უნდა...
-არ მომწონს ეგ იდეა ნიცა...
-უბრალოდ ლაპარაკი უნდა...-თვალის გასწორებასაც ვერ ბედავდა მისთვის.
-აბა შემომხედე...-თავი მაღლა ააწევინა ქალს.-რა გჭირს?
-ოღონდ ეგ არა,გთხოვ...-ალმური მოედო სახეზე.
-წუხელ ისეთი თამამი იყავი და...ვფიქრობ რამდენიმე ჭიქა კიდევ ხომ არ მოგაწოდო...-ოდნავ გაეღიმა მის რეაქციაზე.-ჩემი ნუ გრცხვენია ნიცა...
-არ მრცხვენია,უბრალოდ...
-გრცხვენია.-სახიდან თმა ნაზად გადაუწია.-სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია...
-მამასთან უნდა წავიდე...
-ვგიჟდები შენს სურნელზე...შენს დაბნეულ გამოხედვაზე...
-უნდა...
-უნდა წახვიდე,გავიგე ჰო...-გამოაჯავრა ქალს.-ერთი ის მითხარი შენი ტუჩსაცხი სახიდან როგორ მოვიშორო?დაბანამ არ უშველა...-მართალი იყო,ჯერ კიდევ ეტყობოდა სისხლისფერი ნაკვალევი სახეზე...
-მეორე სააბაზანოში მაკიაჟის მოსაშორებელ სითხეს იპოვნი და იმით.-ოდნავ ჩაეღიმა მის შეფერილ ტუჩებს რომ შეხედა.
-არ გეგონოს,რომ მაწუხებს,უბრალოდ მამაშენმა,რომ მკითხოს ახსნა მომიწევს და ხომ გესმის...
-მამაჩემმა?
-ჰო,მეც მოვდივარ...
-არ მოდიხარ ვაჩე!
-გგონია მარტო გაგიშვებ?
-არ მიკითხავს!-სახე დაუმანჭა კაცს.-არაფერი მოხდება,ალბათ ქორწილზე დამელაპარაკება,ან ბავშვებზე.
-ისე ბავშვებზე ფიქრი მართლა კი შეიძლება...
-ვაჩე!-თვალები დააკვესა ქალმა.
-ვხუმრობ ნიცა,რა გჭირს?-ლოყაზე აკოცა ქალს და გვერდი აუარა.-დამირეკე თუ რამე ისე არ იყო და წამოგიყვან.
-კარგი.-მშვიდად ამოთქვა და კარს მიღმა გაუჩინარდა...



***
-კაბინეტში გელოდება შვილო.-მორიდებით უთხრა შუახნის ქალმა ნიცას.
-ნეტა ასეთი რა აქვს სალაპარაკო,რომ თან ცალკე გიბარებს.-ინტერესით ჩაილაპარაკა ანანომ.
-გაბრაზებულია შვილო,ნეტავ არ მოსულიყავი.-თავი გადააქნია ქალმა.
-რატომ?
-ყავა შევუტანე და როგორც იცის ხოლმე თითებს აკაკუნებდა მაგიდაზე.
-ნიცა წადი სახლში,ცუდი რამ მოხდება...სოფიაც არ არის სახლში...-ხელზე მოქაჩა დას.
-კარგი ნუ ნერვიულობთ.-დაამშვიდა ორივე.-შევალ და გავიგებ რა ხდება.-მშვიდად აიარა კიბეები,ისე თითქოს საერთოდ არ ანაღვლებდა რა მოხდებოდა.იმ კაბინეტის კარიც მალევე შეაღო სულ რომ უკრძალავდა მამა შესვლას და წინ ისე ამაყად დაუდგა აქამდე,რომ არ არასდროს გაუკეთებია.მობილურზე საუბრობდა რამაზი,ამიტომ ანიშნა დაჯექიო და ალბათ მომდევნო 15 წუთი ყველაზე გრძელი გამოდგა ნიცასთვის...მთელი მისი თავდაჯერება და სიჯიუტე გაქრა...შიშმა მაინც შეაღწია მის სხეულში და გული საშინლად აუჩქარდა...თითების მტვრევა დაიწყო და აკანკალებული ხელებით ფინჯანი ძლივს აიღო,რომ წყალი დაელია.
როგორც იქნა ზარი დაასრულა...
-როგორ ხარ ნიცა?-კარგად შეათვალიერა გოგონა.
-კარგად მამა,შენ როგორ ხარ?
-ძალიან კარგად ვიყავი.-მობილური უხეშად მიაგდო მაგიდაზე და აიპადი აიღო.მის პირისპირ სკამზე ჩამოჯდა და შიგნით დაუსრულებლად დაიწყო ქექვა.-მერე რაღაც სურათები გამომიგზავნეს და მკითხეს გამოაქვეყნონ თუ ფულს გადავიხდიდი...-დაიღრინა კაცმა და ეკრანი მისკენ შეატრიალა.ფოტოები იყო ბარიდან...ვიღაცას უკვე სტატიაც გაემზადებინა... „ნიცა ანჯაფარიძე ღამის კლუბში უცნობ მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს“
-მამა ეს არ...
-ორსულად არ ხარ ხომ ასეა?-გააწყვეტინა მაშინვე და მისკენ გადაიხარა.
-მამა...
-მიპასუხე!
-არა...-საცოდავად ამოილაპარაკა.
-გინდა,რომ საქმე გამიფუჭო არა?-ხმაში ბრაზი შეერია კაცს.
-არა მამა,მე უბრალოდ...
-ამ ფოტოებს რა მოყვება იცი?რომ გამოაქვეყნონ ეგრევე გამოგისტუმრებს ის ბიჭი!-ფეხზე წამოდგა უფროსი ანჯაფარიძე.-მე ხომ გაგაფრთხილე?რომელი ნაწილი ვერ გაიგე ჩემი საუბრიდან?
-მამა გთხოვ...-უნებურად წამოდგა და უკან დაიხია.იცოდა,რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.
-ჩემი გაგიჟება გინდა?-მთელი ძალით დაარტყა სახეში და ყელში წვდა შვილს.-როგორ ავუხსნა შენს ქმარს ცოლი გაგიბო*დათქო?
-ვაჩეც იქ იყო...მისი მეგობრების დაბადებისდღეზე ვიყავით...-მისგან თავის დაძვრენა ამაოდ სცადა.
-შენ ჩემი ყველაზე დიდი უიღბლობა და იმედგაცრუება ხარ!-კიდევ ერთხელ დაარტყა და ზემოდან დახედა ძირს დაცემულს,რომელმაც სისხლის კვალი დააჩნია კრემისფერ იატაკზე.-რა გინდა გამაგებინე?-თმაში წვდა ამჯერად და თავი მაღლა ააწევინა.-თავი გაიგიჟე სერგოს არ გავყვებიო,მერე ეს გამოჩნდა და არც მკითხე ისე გათხოვდი...ახლა გინდა ისევ ყველაფერი გააფუჭო?
-მე არ მინდოდა გათხოვება...-ტირილით ამოთქვა და ფეხზე წამოდგა,რადგან ისე ძლიერად ექაჩებოდა რამაზი თმაზე ლამის სკალპიანად ააძრო.
-წამოეთრიე.-ოთახიდან გაიყვანა და კიბეებზე მასთან ერთად დაეშვა.
-მამა რას აკეთებ?-ოთახის მეორე ბოლოდან გამოსძახა ანანომ და მათკენ გაიქცა.
-ხელი გამიშვი,თავი დამანებე...-გაიბრძოლა მის წინააღმდეგ და მოულოდნელად ხელი გაუშვა კაცმა...უნებურად თავი ვეღარ შეიმაგრა ნიცამ და ბოლო რამდენიმე კიბეზე ჩამოგორდა...სასტუმრო ოთახის იატაკზე იწვა და ვერც იაზრებდა რა ხდებოდა...
-მოგკლავ იქნებ მერე მაინც დაასვენო ეს ოჯახი!-დაიღრიალა კაცმა და ხელზე უხეშად მოქაჩა.
-ახლავე დაანებე თავი!-წინ გადაუდგა მოულოდნელად გამოჩენილი სოფია.-რამაზ იცოდე გოგოს კიდევ თუ შეეხები წავალ!
-რამდენს ბედავ?-გაცეცხლებულმა მზერა ქალზე გადაიტანა.
-წყობიდან ნუ გამომიყვან!-დაემუქრა ქალი.-რა კაცად იქეცი რა გემართება?ეგაა შენი მამობა,შენი კაცობა?
-ამაში ნუ ჩაერევი!
-12 წელია საკუთარი შვილებივით ვზრდი ამ ბავშვებს!-შეეპასუხა ისევ.-არ მოგცემ უფლებას,რომ რომელიმეს ასე მოექცე!
-ნამდვილად მომკლავს.-დის მკლავებში მოქცეულმა ამოისრუტუნა და თვალები დახუჭა თითქოს რეალობისგან გაქცევა უნდოდა...
-შენ...შენ მერე დაგელაპარაკები!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ქალს.-ყავა გამიკეთე!-დაუღრინა ახალგაზრდა გოგონას.-თქვენ თუ...
-სად არის?-ისმოდა ბაბლუანის ღრიალი ჰოლიდანვე.-ნიცა!
-დავიღუპე...
-ნიცა...-გიჟივით შევარდა მისაღებ ოთახში კაცი,რომელსაც უკანვე მიჰყვა აჩი.-ნიცა...
-კარგად ვარ...-დას დაეყრდნო,რომ ფეხზე წამომდგარიყო და როგორც შეეძლო დამაჯერებლად ამოილაპარაკა.
-სიძე რა ზუსტ დროს მოხვედი,კიბიდან დაგვიგორდა ჩვენი ნიცა.-უაზროდ დაღრიჭა კბილები კაცმა.-ახლა ვაპირებდით საავადმყოფოში...
-შენ გაჩუმდი!-დაუღრინა კაცს.-ნიცა...-სისხლიან სახეზე ხელი ჩამოუსვა ქალს.-მითხარი...მას არ შეხედო,მე მიყურე და ისე მითხარი.-მთელი სხეულით წინ დაუდგა მამა,რომ არ დაენახა და თვალებში ჩააცქერდა.
-უთხარი რაღას უმალავ!-მოთმინებადაკარგულმა ამოთქვა ანანომ.
-წამიყვანე აქედან გთხოვ.-სხეულზე მთელი ძალით მიეკრო კაცს და მთელი ხმით ატირდა.-გთხოვ წამიყვანე...
-აჩი ნიცა გაიყვანე...ანანო შენც გაყევი...
-ვაჩე გეხვეწები...-ტირილით ამოთქვა ნიცამ.
-მალე მოვალ.-შუბლზე ნაზად აკოცა ქალს.-წაიყვანე აჩი...-მართალია ასე მარტივად არ გამოუვიდა,მაგრამ როგორც იქნა სახლიდან მისი გაყვანა მოახერხა აჩიმ,ანანოსაც არ გაუპროტესტებია,ერთი ის უთხრა „ფუი შენს მამობას“-ო და უკანვე მიჰყვა დანარჩენებს.სოფია ხმას ვერ იღებდა,მისი თანდასწრებით ბავშვებს არასოდეს სცემდა,მხოლოდ უყვიროდა და დღეს რაც ნახა ამან ლამის ჭკუიდან გადაიყვანა...-შენ...-მიუბრუნდა რამაზს.-შენ რა კაცი ხარ!-მერე რა,რომ უფროსი იყო...მერე რა,რომ მისი ცოლის მამა იყო...მთელი ძალით დაარტყა კაცს სახეში.-როგორ ბედავ?როგორ ბედავ,რომ ჩემს ცოლს ასე ექცევი?გინდა,რომ მოგკლა?-იატაკზე დაცემულს ზემოდან მოექცა და კიდევ რამდენჯერმე დაარტყა.-გოგოა...ქალია...კაცი,რომ გქვია და ქალზ ხელს წევ მანდ მთავრდება შენი ცხოვრება!
-არ გინახავს ეტყობა შენ მაგიდაზე,რომ იცეკვა ის ფოტოები!-კბილებში გამოსცრა კაცმა.-ასეთად არ გამიზრდია,ქმრის პატივისცემა უნდა ჰქონდეს და...
-იქ ვიყავი მაგიდაზე,რომ ცეკვავდა!მე ვიყავი ის კაცი,ვინც მაგიდაზე ასვლაში დაეხმარა და მის სასურველ მუსიკას უკვეთავდა დიჯეის!-ყელზე ხელები მთელი ძალით მოუჭირა კაცს.-გინდა,რომ მოგკლა?
-გაუშვი ვაჩე გეხვეწები...-მივარდა სოფია.-მართლა ხომ არ მოკლავ,გაუშვი...
-თითქოს ღირსი არ იყოს!
-ადექი ბიჭო,შეეშვი!-მხრებში ჩააფრინდა აჩი და ხელი ძლივს გააშვებინა.
-ჩემს ცოლს...ჩემს ნიცას,რომ კიდევ შეეხო მოგკლავ გესმის?არავის არ აქვს უფლება,რომ აწყენინოს!-გაავებული ცხოველივით ღრიალებდა ბაბლუანი.-ნიცას ვეღარ ნახავ,მორჩა და დამთავრდა,დაივიწყე,რომ შენი შვილია!
-ზედმეტი მოგივიდა ვაჩე და ამისთვის პასუხი მოგეთხოვება!-დაუღრინა ანჯაფარიძემ.
-აქეთ რო მემუქრება კიდევ შე სი*ო!
-ვაჩე წამოდი!-წინ გადაუდგა აჩი.-ფეხი გაადგი.
-რამეს თუ გააკეთებ მოგკლავ!დაე ჩამსვან მ*იდია!-ძლივს გაიყვანა სახლიდან აჩიმ და მანქანაში ძალით ჩატენა...ბინდი ეკვროდა თვალზე უმცროს ბაბლუანს...არასოდეს აპატიებდა ნიცას ამ მდგომარეობას...არასოდეს დაივიწყებდა და არასოდეს არ მისცემდა მასთან მიახლოების უფლებას...



***
-დარწმუნებული ხარ,რომ საავადმყოფოში წასვლა აუცილებელი არ არის?-კიდევ ერთხელ აათვალიერა ქალი.
-უბრალოდ სისხლი წამომივიდა ვაჩე,ჭრილობასაც ვერ დაარქმევ,ძალიან პატარაა...
-მაპატიე...მაპატიე...-მის წინ ჩაიმუხლა ბაბლუანი.-მორჩა გესმის?ვერასოდეს ვეღარ გნახავს,მოვკლავ და მაგით დამთავრდება!
-შენ რატომ მებოდიშები?-ოდნავ გაუღიმა კაცს.-იქ ხომ ჩემი ნებით წავედი...
-ნიცა დროა,რომ რამე გავაკეთოთ ასე არ ფიქრობ?-დას გახედა ანანომ,რომელმაც იმ წამს დაამთავრდა მისი სახის დამუშავება.
-შენ ეს გინდა?-ცერად გახედა დას.
-ოდესმე უნდა შეჩერდეს,მე ძალიან დავიღალე ნიცა...-თქვა და სხეულზე მიეხუტა დას...ეს ბოლო წვეთი იყო ყველასთვის...იმავე ღამეს დააპატიმრეს რამაზ ანჯაფარიძე...
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წაუყენეს,რაც კვალიფიცირდებოდა როგორც არაერთგზისი ძალადობრივი ქმედება,ორი ან მეტი პირის მიმართ...დეტალებთან ერთად მალევე გაირკვა,რომ შვილებს უკვე წლები იყო ასე ცუდად ეპყრობოდა რამაზი და ამის მოწმეებიც კი არსებობდნენ...სასამართლოში წარადგინეს საავადმყოფოს ჩანაწერები,ცემის შედეგად გადაუდებელი დახმარება,რომ დასჭირდა ნიცას,თანაც არაერთხელ...
დაიკითხა მომსახურე პერსონალი,რომელთაგანაც ყველამ განაცხადა,რომ რამაზი ძალიან ფიცხი კაცი იყო და შვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა.
სოფიაც კი გატეხა ამ ყველაფერმა...მიუხედავად მისი სიყვარულისა ჩვენება მის წინააღმდეგ მისცა და განაცხადა,რომ ბევრჯერ უნახავს ბავშვების სხეულზე ჩალურჯებები...
სასამართლო პირველ მაისს ჩაინიშნა,სადაც მას 4 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა...ამჯერად ფულმაც კი ვერ უშველა...საბოლოოდ ჩაიძირა ანჯაფარიძე...
-ნუთუ მართლა დამთავრდა?-უკანა კარიდან ჩუმად გამოვიდა,რომ ჟურნალისტებს მორიდებოდა.
-დამთავრდა...-თბილად გაუღიმა ქალს.
-ჩვენ სახლში წავალთ ნიცა,ნივთების გადატანა ჯერ ისევ არ დაგვისრულებია.-დას გახედა ანანომ.-თანაც ხომ იცი,აღარც დიდი ქორწილი იქნება...
-დამღლელი კვირა იყო.-გადაეხვია დას.-შეგეხმიანები კარგი?
-კარგი.-ზურგი აქცია მალევე და სანამ ჟურნალისტები გარს მოეხვეოდნენ იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ...




***
დღეები ერთმანეთს უჩვეულოდ კარგად მიეწყო...ზაფხული ეპარებოდა ნელ-ნელა თბილისს და ცუდის მოლოდინიც აღარავის ჰქონდა...
მაშო საქართველოში ბრუნდებოდა...ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი და კარგი ამბავი მათთვის...საგულდაგულოდ ემზადებოდნენ,რომ კარგი წვეულება გაემართათ და მაშოს თავი ისევ სახლში ეგრძნო.
ალეკომ ყველაფერი გააკეთა,რომ რამაზი დიდი ხნით ჩაესვათ ციხეში.ძალიან გაბრაზდა,როდესაც მომხდარის შესახებ შეიტყოდა და თავადაც ჩაერია ამ საქმეში.
-ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე მოვექცევი!-კბილებში გამოსცრა კაცმა.
-შენი აღარ არის,ნიცა ჩვენი,ბაბლუანების შვილი და ოჯახის წევრია!-მთელი ხმით დაუყვირა ალეკომ და უკვე ნაცემს და სახე დალეწილს ერთი თავადაც შემოჰკრა...
კომპანიის მდგომარეობა, რა თქმა უნდა,ფსკერისკენ წავიდა...ნიცამ და ანანომ იურიდიულად მოითხოვეს წილი,რომელიც ეკუთვნოდათ და არც უყოყმანიათ ისე მიჰყიდეს ალეკოს,რომელსაც სიტყვა არ დაუძრავს ამასთან დაკავშირებით.მსგავსი საკითხით არცერთი იყო დაინტერესებული,რაც მთავარია საკმარისი ფული ექნებოდათ იმისთვის,რომ წლობით არ ემუშავათ...
-პატარა კაფეს გავხსნი,მინდა ისეთი მყუდრო და მოწესრიგებული ადგილი მქონდეს აქამდე,რომ არავის გაუკეთებია თბილისში.-ხანდახან ხმამაღლა აჟღერებდა ანჯაფარიძე თავის სურვილებს.
-ახლავე გავხსნათ,რა პრობლემაა?დაგეხმარები ფართის მოძიებასა და რემონტის ამბებში.-მხარს უბამდა ბაბლუანი.
-ჯერ სწავლას მინდა,რომ მივხედო,ჩავაბარო და მერე.
-შენ როგორც გინდა.-შუბლზე აკოცა საყვარელ ქალს და გვერდით მიუჯდა.ისევ მისთვის საყვარელ შოუს უყურებდა ნიცა: “Love Island USA”
დაჩი და მაშო ერთად დროს ხშირად ატარებდნენ...ირინას თუ დაუჯერებდით მაშოზე კარგად მოქმედებდა და მასაც მეტი რა უნდოდა,შვილს სრულ თავისუფლებას აძლევდა,რადგან დაჩის საკუთარ სიცოცხლესაც კი ანდობდა.
აჩი...აჩიმ ქალბატონი სესილი გაგვინაწყენა,როდესაც ყოფილი შეყვარებულისგან მესიჯები მიუვიდა მობილურზე...არც ყვავილებმა უშველა და არც ბოდიშის მოხდამ.ნიცასაც კი მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული დახვდა და მოკლედ მოუჭრა არ შევურიგდებიო...სამსახურში დილიდან საღამომდე ცხვირწინ,რომ ეჯდა აჩი და უკვე ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა ცივი ლატეც გადაასხა თავზე და სამსახურიდანაც გამოსიტუმრეს...
-რამდენჯერ აგიხსნა,რომ არ ვხვდები სხვას არავის?-კორპუსთან დახვდა იმ ღამით.
-არ ამიხსნა აჩი!დავიღალე იცი?
-მეც დავიღალე სესილი,მახსნევინებ ისეთ სისულელეს,რაც საერთოდ არ უნდა იყოს განხილვის საგანი...
-მე,რომ ყოფილმა შეყვარებულმა მესიჯები მიგზავნოს შერიგების პერსპექტივით მოგეწონება?-ტონს აუწია ქალმა.
-ნუ ყვირი,დამშვიდდი და ისე ვისაუბროთ.-მისი ხელი ხელში მოიქცია კაცმა.-მე ხომ არაფერი გამიკეთებია,რატომ მიბრაზდები ვერ ვიგებ.
-აწიც ნურაფერს გააკეთებ!-თავი მისგან გაითავისუფლა და სადარბაზოში შევარდა.
-ნუ სულელობ სესო!-კიბეებზე წამოეწია და წინ გადაუდგა ქალს.-ნუ იქცევი ასე...რაც შენთან მიმოწერა დავიწყე გამარჯობაც კი არ მითქვამს არცერთი გოგოსთვის!
-ჰო დავიჯერე,თებერვლიდან მხოლოდ მე მხვდები არა?
-გავაფრენ!-თავზე ხელები შემოირტყა ჭკუასელმა.-შემომხედე!
-თავი დამანებე აჩი!
-გეყოფა უკვე და მათქმევინე!-მოთმინება ამოეწურა კაცს.-არა მართლა აქ უნდა მათქმევინო?-სადარბაზოს თვალი მოავლო.
-უცებ მითხარი და მივდივარ!-ხელი უხეშად აუკრა,თუმცა მისგან თავი ვერ გაითავისუფლა.სხეულზე ძლიერად მოხვია კაცმა ხელები და მის მონატრებულ ბაგეებს შეეხო.
-მიყვარხარ სესო!-ყურთან უჩურჩულა ქალს და იქვე კოცნის კვალიც დაუტოვა.-მინდოდა სხვანაირად მეთქვა,მაგრამ...
-აჩი...
-თუ გინდა ხვალვე დავქორწინდეთ!-წამოროშა მაშინვე.-დიდ ბეჭედს გავიკეთებ თითზე და ყველა ქალს ცხვირწინ ავუფრიალებ გინდა?
-ნუ სულელობ აჩი.-დაიმორცხვა ნადარაია.
-ნუ მიბრაზდები გთხოვ,ვერ ვიტან ასე,რომ ხარ...
-არ ვიცი აჩი რა...
-რატომ აპრობლემებ?ხომ იცი,რომ არ გატყუებ?
-ვიცი...
-მაშინ რატომ იხევ უკან?არ ველოდები შენგან ასე უცებ პასუხს.-კულულებზე წაეთამაშა.-როცა მზად იქნები,როცა გეცოდინება რას გრძნობ...
-მეც მიყვარხარ...-ძლივს ამოთქვა და კურპუსის ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა.
-ღმერთო რა ბედნიერი კაცი ვარ...-მთელი ხმით დაიყვირა ჭკუასელმა და ხელები მოხვია.-ძალიან მიყვარხარ სესო.
-გაჩუმდი გინდა გამაგდონ კორპუსიდანაც?-პირზე ხელი ააფარა ქალმა.
-გაგდებაზე გამახსენდა,დაველაპარაკე შენს სი* უფროსს და დაგაბრუნებს სამსახურში.
-მართლა?
-მართლა.-მშვიდად უპასუხა.-მაგრამ მუშაობა არ გჭირდება სესო,შენ სწავლას მიხედე და დანარჩენ ყველაფერზე მე ვიზრუნებ...
-ბინის ქირის გადახდაც კი არ შემომთავაზო ახლა.-წარბები აწკიპა მაშინვე.
-ნუ ბრაზდები...უბრალოდ მინდა,რომ კარგად იყო და ასე ძალიან არ გადაიღალო...
-აჩი...მე ასეთი ცხოვრება მქონდა სულ და სამსახურიდან ვიღაცის იმედად ვერ წამოვალ!
-მესმის კარგი.-ნაზად აკოცა თავზე ქალს.-ოღონდ ისევ არ გაბრაზდე.ადი სახლში და გამოიძინე.ხვალ დილით მოგაკითხავ.
-ღამემშვიდობის.-ლოყაზე აკოცა კაცს და მის სიტყვებს აღარც დალოდებია სირბილით აიარა კიბეები...



***
-რა ლამაზი ხარ...-აღფრთოვანება ვერ დამალა ბაბლუანმა ცოლის დანახვისას...
-ლამაზად ჩაიცვიო და მეც ჩავიცვი...-ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელიც მოირგო და კიდევ ერთხელ დატრიალდა სარკესთან.
-შენი ტუჩსაცხი გადადის?-სასმლისგან არეული თვალები ჰქონდა ბაბლუანს.
-კი,მოხდა რამე?-გაიკვირვა მაშინვე.
-უბრალოდ ისეთი ლამაზი ხარ...-მოშიშვლებულ მხარზე ნაზად მიაკრო ტუჩები.-ახლა,რომ არ გაკოცო მოვკვდები.
-ვაჩე სირცხვილია,მისაღებში აჩი და სესილი გველოდებიან.-დაიმორცხვა მაშინვე.
-გველოდონ.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და კედელზე აკრულ ქალს თეძოებზე ხელები ოდნავ მოუჭირა.-ღმერთო როგორ მიყვარხარ...-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და გზა მისი ბაგეებისკენ უცებ გაიკვალა.
-ვაჩე მაკიაჟი გამიფუჭდება,დავაგვიანებთ.
-დავაგვიანოთ,მე მიღირს ამად.-მისი სახე ხელებში მოიქცია და სასურველ ბაგეებს დაეკონა.ისეთი მომთხოვნი იყო ბაბლუანი ვერც კი ეწინააღმდეგებოდა ნიცა,თუმცა მასაც იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა,რომ შეწინააღმდეგების აზრს ვერ ხედავდა.
-ვაჩე...-ძლივს ამოისუნთქა ქალმა.-უნდა გავიდეთ...
-ჯანდაბა ამათ თავს...-ბრაზმორეულმა ამოთქვა და სველი ხელსახოცი ამოაძვრინა პაკეტიდან.
-სულ გამიფუჭდა...-აწუწუნდა ანჯაფარიძე და მოწესრიგება დაიწყო.
-ჩემთვის ასეც ძალიან ლამაზი ხარ...
-გაიწიე თორემ ვიჩხუბებთ...-ზურგიდან აკრულ კაცს ხელით უბიძგა.
-კარგი,კარგი.-დანებების ნიშნად ხელები ასწია ბაბლუანმა.-ჯერ მეყოფი.
-აღარ მოდიხართ?-კარზე დაუკაკუნა აჩიმ.
-მოვდივართ ჰო,ვერ მორჩა ქალბატონი მაკიაჟის გაკეთებას.-კარი გამოაღო და სარკის წინ მდგომ ნიცაზე ანიშნა.
-რძალო ლამაზი ხარ ისედაც,წავედით,თორემ შეგვჭამს მაშო...
-მოვრჩი ჰო.-თავისთვის ჩაიფრუტუნა.კონტური ჩანთაში ჩააცურა და სახლი დანარჩენებთან ერთად დატოვა...



***
მაშოს უჩვეულო ღიმილი ეკრა სახეზე მთელი საღამო...მართლაც უშველა საქართველოდან წასვლამ,თერაპიამ და საკუთარი თავის პოვნამ...რა თქმა უნდა,დაჩის დიდი წვლილი მიუძღვის ამ ამბავში.სულ მის გვერდით იყო და ამხნევებდა...მასზე ბედნიერი ალბათ არავინ იყო ამდენი რამის შემდეგ მაშომ ისევ,რომ გაუცინა და მის მხარზე დაიძინა...მერე ყავაზეც დაპატიჟა,იდეა მაშოსი იყო და ხვდებოდა,რომ ის გოგო ბრუნდებოდა,რომელიც წლების განმავლობაში უყვარდა...
ტანზე სისხლისფერი კაბა მოერგო და სტუმრებს ღიმილით ხვდებოდა...მისი კლასელები,საზაფხულო სკოლის,ბანაკის მეგობრები ყველა იქ იყო...მალევე შეუერთდნენ ბაბლუანები და როგორც იქნა ის დიდიხნის ბრაზი მთლიანად გააქარწყლა ნიცას მიმართ.დაჩიმ უამბო,რომ ნიცას არ უთქვამს მისი და აკას ამბავი და ამან კიდევ უფრო დააწყნარა...
-ძალიან ვწუხვარ ცუდად,რომ მოგექეცი ნიცა...-ხელკავი გამოსდო და აივანზე გაიყვანა გოგონა.
-ამაზე საუბარიც კი არ ღირს მაშო,მე არ გიბრაზდები.-დაამშვიდა მაშინვე.-ყველაფერი კარგად არის.
-როგორ ცუდად მოგექეცი,რა სიტყვები გითხარი...მე მართლა ძალიან მიყვარხარ ნიცა და ბედნიერი ვარ,რომ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ...
-მეც ძალიან მიხარია,რომ ერთი ოჯახი ვართ...-გადაეხვია გოგონას.-არ ინერვიულო კარგი?
-არა,ახლა მართლა კარგად ვარ,გეფიცები.-დაამშვიდა მაშინვე.-ულამაზესი ხარ,არ შემეძლო არ მეთქვა.-შავ ატლასის კაბაში გამოწყობილს თვალი შეავლო.-მაგიტომ არის ჩემი ძმა ყურებამდე გაღიმებული.
-კარგი ახლა.-გაეცინა მის ნათქვამზე.-ნასვამია,სახლშივე დალიეს ვაჟბატონებმა და მაგიტომ იღიმება.
-ვიცი,რაც დალია,ეტყობოდა ბრჭყვიალები ტუჩებზე.-გაეცინა მაშოს.
-ვაიმე ემჩნევა?
-დაწყნარდი,უბრალოდ მე დაკვირვებული თვალი მაქვს.-თვალი მშვიდად ჩაუკრა და ტერასაზე მყოფ ძმას გახედა.-ნუ შეჭამე თვალებით.უბრალოდ ძველი ნაცნობია ეგ გოგო.
-არა,მე არ...
-დაწყნარდი,აქვე ვათრევ თმებით რამეს თუ გაბედავს.-მშვიდად ამოილაპარაკა და კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა.-გინდა?
-არა,დავლიე და არც ისეთი კარგი კომბინაცია იქნება...-იუარა მაშინვე.
-იცი ჩემი ძმა ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა...სულ იღიმის,თვალები უბრწყინავს...საერთოდ არ გიყვარს ნიცა?
-არ გინდა გთხოვ...-ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-კარგი რა,როგორ შეიძლება,რომ საერთოდ არაფერს გრძნობდე...
-ის,რასაც მე ვგრძნობ საკმარისი არ არის...
-ანუ წახვალ?
-შენი ძმის კითხვებია.-გაეცინა ანჯაფარიძეს.
-რას ეძებ,რა გინდა მეტი ვერ გამიგია,მაგრამ შენი გადასაწყვეტია...-ბოლოს მაინც ჩაიქნია ხელი.-მინდა,რომ ჩვენთან იყო,მაგრამ შენ თუ არ გინდა...-მოაჯირზე ჩამოეყრდნო და სივრცეს გახედა.
-ვიცი,რომ ასეთი მარტივი არ იქნება...ყველაფერზე უნდა დავფიქრდე და გავაანალიზო,თანაც იქამდე კიდევ იმდენი თვეა...-სიტყვა შუაზე გაუწყდა ბაბლუანისა და იმ უცნობი გოგოს სილუეტის დანახვისას.ერთმანეთს,რომ ეკვროდა მათი ბაგეები.
-ნიცა...-წამსვე მოისროლა სიგარეტი და თავისკენ შეაბრუნა.-შემომხედე...ახლა ჩავალ და თმებით ვათრევ გესმის?ხომ ნახე მაშინვე მოიშორა ვაჩემ...
-აქ დავრჩე მაშო?-სასაცილოდ არ ეყო ნიცას.-ღალატით სავსე ადგილას?
-ნუ...ნუ ამბობ ასე.-გააჩუმა მაშინვე.-მართლა ვათრევ იმ გოგოს,ხომ დაინახე როგორ უცებ მოიშორა ვაჩემ?არ გინდა...-ნერვიულად ალაპარაკდა...-ჩავალ და პასუხს გავცემ,შენ აქ დამელოდე...-ნაზად გადაეხვია და კაკუნით შევიდა შენობაში,რომ ქვემოთ ჩასულიყო...


***
-ცოლი მყავს კატო,ცოლი!-დაუყვირა ბაბლუანმა და კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია.-რა გჭირს მართლა?საუბარი მინდაო და ესაა შენი საუბარი?
-რა ვქნა,ყოველთვის მომწონდი...შენი ცოლის ამბავი კიდევ მგონი მხოლოდ შენ იცი.-ურცხვად გასცა პასუხი.
-შე ქუჩის ქალო!-გამოვარდა მაშო და თმებში სწვდა გოგონას.-ცოლიან კაცებს,რომ არ უნდა სდიო ვერ ისწავლე?
-მაშო რას აკეთებ?გაუშვი ახლავე...-მაშინვე მივარდა ბაბლუანი.
-სკალპიანად აგაძრობ ამ ცხიმით გაზეპილ თმას!-მთელი ძალით ექაჩებოდა კატოს.-სულ არ გრცხვენია?ჩემი ნიცა დგას ზემოთ და გიყურებთ!
-მაშო ხელი გაუშვი,რას აკეთებ?-მალევე გამოვარდა დაჩიც.-ხომ არ გაგიჟდი?
-შემომაკვდები შე წუნკალო!-ძლივს გააშვებინეს ხელი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დახიეს.-ჩემი ძმის სიახლოვეს აღარ დაგინახო,თორემ შემომაკვდები!მაინც უნდა აგეშალათ ნერვები არა?-როგორც კი გოგო სიტუაციას გაარიდეს ახლა ძმას მისდგა.-ცოლიანი კაცი ხარ,ეგ საქციელი შეგეფერება?
-მაშინვე მოვიშორე მაშო,შენ ნუღარ მიმატებ გთხოვ.-მუდარით უთხრა დას.
-ეგ ნიცას აუხსენი ზემოდან,რომ გიყურებდათ.-აივანზე ანიშნა.-ადი,ზემოთ არის.
-ჯანდაბა!-მაშინვე აუარა გვერდით და სირბილით ავიდა აივანზე.ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ის იყო,რომ სიტუაცია აეხსნა.არასოდეს არ გააკეთებდა მსგავს რამეს და ისედაც ცხადი იყო,რომ გოგონამ ძალით,მოულოდნელად აკოცა...-აბა სად არის?-დას მიუბრუნდა გაშმაგებული ბაბლუანი.
-აქ დავტოვე...
-იქ...-ხელით ქვემოთ ანიშნა დანარჩენებს დაჩიმ და თვალი მოჰკრეს როგორ ჩაჯდა გოგონა ტაქსში...
-ამის დედაც!-ხელი ძლიერად დაარტყა მოაჯირზე და ქვემოთ ჩავიდა,თუმცა ამაოდ,აღარც ნიცა და აღარც მანქანა არ ჩანდა შემოგარენში...


***
-სად შეიძლებოდა,რომ წასულიყო?-ადგილს ვერ პოულობდა ბაბლუანი.
-რავიცი ანანომაც აქ არ არისო,სად უნდა იყოს...
-გავგიჟდები...-თავზე ხელები შემოირტყა კაცმა.-ყველა კახ*ა ხო მე უნდა გადაემკიდოს და ძლივს დალაგებული ურთიერთობა უნდა გამიფუჭოს...
-დაწყნარდი,ალბათ რომელიმე მეგობართანაა.-ამშვიდებდა აჩი.
-ჩემი და ლალის გარდა არ ჰყავს არავინ და ლალი ბათუმშია.-ჩაერია სესილი.-მეგობრებთან არ არის.
-გავგიჟდები,მართლა გავგიჟდები!-მთელი ძალით დაარტყა მაგიდას წიხლი და წამებში ნამსხვრევებად აქცია.
-ჰო ნიკუშ.-უპასუხა მეგობარს დაჩიმ.
-როგორ ხარ?
-რავი ვარ რა,შენ როგორ ხარ?-სიგარეტის ნამწვი საფერფლეში მოსრისა და დივანზე ჩამოჯდა.-ხომ გაქვს მშვიდობა?
-ბიჭო არ მინდოდა დარეკვა,მაგრამ ის გოგო,რომ მოვიდა შენს წასაყვანად ადრე გახსოვს?ნიცა....
-ნიცა?-მობილიზდა აბაშიძე.-მახსოვს მერე?
-აქ არის ძმაო,მთვრალია და კიდევ ამატებს...
-რას ამბობ ნიკუშ ხომ არ გეშლება?-მაინც ჩაეკითხა.
-არა,ეგ არის.
-არ გაუშვა არსად მოვდივართ.-პასუხის გაცემა არ აცადა ისე გაუთიშა და ფეხზე წამოვარდა.-ნიკუშასთან არის ბარში.
-იმ ბორდელში?-შელამაზებული სახელი ეუცნაურა აჩის.
-ჰო,მანდ.
-ჩემი ჭკუიდან გადაყვანა უნდა!-გასაღებს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა სახლიდან ბაბლუანი.უკან მიჰყვნენ ბიჭებიც...




***
-იქნებ მეტი აღარ დაგელია?-ბოლო ჭიქა,რომ შეუსვო ნიკუშამ მეგობრულად ურჩია.
-კარგი მამიკო,მეტს აღარ დავლევ.-სარკაზმით მიუგო და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა ის ჭიქაც.
-გინდა ვინმეს დავურეკო?მოვლენ და წაგიყვანენ.
-რატომ?აქ ხელს გიშლი?
-აქ არ არის შენნაირი გოგოების ადგილი,გაგიჟდებიან ბიჭები,რომ გაიგონ.
-ჩემნაირი?მაინც როგორი?
-ნიცა ჩემო კარგო.-მშვიდად წამოიწყო კაცმა.-გათხოვილი ხარ,ბაბლუანების ოჯახის წევრი,ერთი ფოტო და წასულია საქმე,ყველა ილაპარაკებს...
-ოჰ,რა მყარი არგუმენტი იყო!-ტაში შემოჰკრა უცებ.-იქნებ არც მე ვარ ისეთი კარგი გოგო?-ღიმილით გახედა ბიჭს და ფეხზე წამოდგა.თვალის დახამხამება ვერ მოასწრო ნიკუშამ ისე უცებ გამოიცეკვა ვიღაც ტიპი და სრულიად ჩაიკარგა მუსიკის ხმაში.
-ჯანდაბა,აბაშიძე გადამივლის...-მძიმედ ამოთქვა და მაშინვე დაურეკა მეგობარს...
-ბიჭო აღარ დაალევინო მეტი!-მაგიდასთან მალევე მივიდა ირაკლი.
-რა ძალით ვაწოდებ ირა?-გაუწყრა კაცს.
-ვაჩეს მეუღლე არ არის?გაგიჟდება...რა უნდა აქ?
-მე ხომ არ მეტყვის ირა,რა კითხვებია?ტიროდა,მერე იცინოდა,მერე 11 ჭიქა არაყი გამოცალა და ახლა ცეკვავს,მიდი და ჰკითხე თუ ასე გაინტერესებს...
-თითზე იმხელა ბეჭედი უკეთია აქედან მე ვხედავ,რომ გათხოვილია,ის სი*ი ვერ ამჩნევს?
-შენ რაიყო ვაჩეს ცოლზე ნერვიულობ?-დასცინა ნიკუშამ.-ბოლოს როგორც მახსოვს დიდი მტრობა გქონდათ.
-დავზავდით.-მშვიდად ამოთქვა და საათს დახედა.-სახლში წავიყვან...
-დავურეკე უკვე დაჩის,მოდიან...
-სანამ დაჩი მოვა გაჰყვება ეს ვინმეს სახლში!-კიდევ ერთხელ გააპარა მზერა ქალისკენ,რომელიც სცენაზე იდგა.-მე წავიყვან.
-ირა ჩხუბი ატყდება ისევ,შეეშვი...
-ვერ ხედავ ხამებივით,რომ შეჰყურებენ?ან გათხოვილ გოგოს ბორდელში რა ესაქმება?მე წავიყვან!
-მე გითხარი და...-ამოიფრუტუნა თავისთვის და ახლადმისულ გოგონას სასმელი დაუსხა.
-რაგინდა ისევ უნდა დავეტაკოთ?-თვალები აატრიალა რეზიმ და კაცებსა და ნიცას შორის ჩადგა.
-წავედით ბაბლუანის ქალო!-ხელით ძლიერად მოქაჩა და ერთი მოძრაობით გადაიკიდა მხარზე.
-რას აკეთებ?ვინ ხარ?-გაგიჟებულმა დაუწყო ხელების რტყმა კაცს.
-დაწყნარდი,სახლში მიმყავხარ!-მშვიდად ამოილაპარაკა და როგორც კი რეზიმ გზა გაუთავისუფლა გასასვლელისკენ წაიყვანა.
-არ მინდა,გამიშვი გიჟი ხარ?
-დაწყნარდი ნიცა...-მანქანასთან მისულმა ძირს დასვა და კარი გააღო,რომ დამჯდარიყო...
-უიმე შენ...-მობეზრებულად ამოთქვა.-რა გინდა?
-სახლში მიმყავხარ,სანამ გაუგია შენს ქმარს და ყველა დაუხოცავს...
-არ მინდა,არ წამოვალ!-გაჯიუტდა ანჯაფარიძე...
-არ მიკითხავს!
-სახლში არ წამოვალ,არ მინდა ვაჩეს ნახვა!-ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
-ოჰოო,სამოთხეში პრობლემები გაქვთ?-გაეცინა იკას.
-შენი რა საქმეა?მე ცეკვა მინდა!-უხეშად აუკრა ხელი და ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული თავბრუ,რომ დაეხვა.-რა ჯანდაბაა...-ძლივს ამოილაპარაკა და უგონოდ ჩაესვენა ბოკუჩავას მკლავებში...



***
-სად არის?-გიჟივით მივარდა მაგიდას ბაბლუანი და ნიკას მიაჩერდა.
-მე ყველაფერი ვცადე ვაჩე,გაგიჟებული იყო,სცენაზე ცეკვავდა...
-სად არისთქო ნიკა!-მთელი ხმით დაუყვირა კაცს.
-არავის,რომ არ გაჰყოლოდა...
-ვის უნდა გაჰყოლოდა ბიჭო?-გააწყვეტინა ვაჩემ.
-ბოკუჩავამ წაიყვანა,სახლში წავიყვან,სანამ რამე მოსვლიაო...
-რაა?-ყბა ჩამოუვარდა დაჩის.
-შენც გაატანე არა?-ხმა დაუმძიმა ბაბლუანს.
-ბიჭო შენ რა თავი გაქვს სადმე მირტყმული?-არ ჩამორჩა აჩიც.
-რა უნდა მექნა?
-თუნდაც საპირფარეშოში ჩაგეკეტა ნიკუშ!-იღრიალა კაცმა.-ესეც თავისი ძმის გზას უნდა გავუყენო!-მძიმედ ამოთქვა და სირბილით გავიდა შენობიდან.
-აი საღოლ ძმაო რა...-ხელი ჩაიქნიეს ბიჭებმა და გაავებულ ბაბლუანს უკან მიჰყვნენ...




***
-ამას თუ სიკვდილი არ უნდა სხვა რა მიზეზით წაიყვანდა...-გიჟივით გადმოვიდა მანქანიდან კაცი,კართან მდგომ დაცვას ყურიც არ ათხოვა და სახლში შევარდა.-ირაკლი!
-ასე არ შეიძლება ბატონო...-მაინც გამოეკიდა ბიჭებიდან ერთ-ერთი.
-შენ წყნარად იდექი!-კედელზე ააყუდა აჩიმ.
-ირაკლი!
-რა გაღრიალებს ვაჩე?-კიბეებზე დაეშვა ბოკუჩავა.-აქ ვარ!
-მოგკლავ შე სი*ო!-დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება სახეში,რომ დაარტყა კაცს.
-გიჟი ხარ ბიჭო?-მტკივან ადგილას ხელი მოისვა და უკან დაიხია.-მათქმევინე აბა!
-მიდი გისმენ,სანამ ცემით მოგკლავ!
-ძალიან მთვრალი იყო,კაცები დასტრიალებდნენ გარშემო,რამე,რომ არ დამართნოდა მაგიტომ წამოვიყვანე!
-ჩემს ცოლზე გული შეგტკივა არა?-გაგიჟებულმა გაიწია ისევ მისკენ.
-ხო არ გამო*ლევდი მართლა?-დაუყვირა იკამ.-ხელიც არ დამიკარებია,მითხრა სახლში წასვლა არ მინდაო,გონება დაკარგა და აქ მოვიყვანე.
-მართალს ამბობს ბატონო...-კიბეებზე შედგა შუახნის ქალი.-მე მთხოვა,რომ მიმეხედა,ოთახშია,სძინავს...
-სხვას,რომ წაეყვანა იცი,რომ კარგად არ დამთავრდებოდა,მე სწორად მოვიქეცი!
-შენ მერე დაგელაპარაკები!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და სირბილით აიარა კიბეები.საწოლზე იწვა ანჯაფარიძე,იკას ჟაკეტი მოეცვა და საბანი წელამდე ჰქონდა დაფარებული...იქვე საწოლთან დაუტოვებიათ მინერალური და წყალი...-ნიცა...-მის წინ ჩაიმუხლა კაცი.-შემომხედე,კარგად ხარ?
-მეძინება...-მხოლოდ წამით გაახილა თვალები.
-მოდი ჩემთან...-წამში მოიქცია მკლავებში სიფრიფანა სხეული და ოთახიდან გავიდა.-იცოდე,რამე რომ...
-ცუდი არაფერი გამიკეთებია ბაბლუანო,ჩათვალე შენი დის ამბავი გამოვისყიდე...
-ახლა მე გაგიყენებ შენი ძმის გზას შე სი*ო!-მისკენ გაიწია დაჩიმ.
-დაწყნარდი!-წინ გადაუდგა აჩი.-მაგისთვის არ მოვსულვართ,წავედით!-როგორც იქნა დაამშვიდა მეგობარი და სახლი უკანმოუხედავად დატოვეს...ზუსტად ახლა იწყებოდა ყველაზე რთული ეტაპი ნიცას და ვაჩეს ცხოვრებაში და არავინ იცოდა იმ ნაპრალის ამოვსებას,რომელიც ვაჩეს გულში გაჩნდა ოდესმე ვინმე თუ შეძლებდა...



***
არის მომენტები,რომლებიც გვაიძულებს ჩვენს განვლილ ცხოვრებას გადავხედოთ...და რაიყო ვაჩეს ცხოვრება ნიცას გამოჩენამდე?
უკონტროლო თინეიჯერი...მხოლოდ ამას ამბობდნენ მასზე ნაცნობები...
მერე ნიცას მკლავებში მოქცეული მეორედ დაიბადა და ყველაფერი შეიცვალა...ღმერთო როგორ ძალიან უყვარდა...იმდენად ძალიან,რომ საკუთარი თავისთვისაც არ ემეტებოდა...ეშინოდა მისი შეხების,რომ არ დაეფრთხო...ეშინოდა მისი დაკარგვის,თუმცა ეს დღე აღარც ისე შორს იყო...
დივანზე გაათენა ის ღამე ბაბლუანმა...უპეები უცაბედად ჩაცვენოდა და ჩაშავებოდა...სასმელსაც ვეღარ უგებდა გემოს,ჭიქა იქვე იატაკზე დადო და მოსაწევად აივანზე გავიდა...მშვიდი იყო თბილისი,მაგრამ ბობოქრობდა შეყვარებული კაცის გული...
რამდენი თვე გავიდა,რაც ერთად ცხოვრობდნენ...რამდენი გამოიარეს...გული სტკიოდა ვაჩეს...გული სტკიოდა იმიტომ,რომ ნიცამ მასთან საუბარიც არ ისურვა ისე მიიღო გადაწყვეტილება...გული სტკიოდა,რადგან შეცდომებს უშვებდა და მთელი სხეული ბრაზით ევსებოდა,როდესაც იაზრებდა ვისი სახლიდან წამოიყვანა...დაათენდა თბილისს და დაათენდა ბაბლუანსაცაც თავზე...
სავარძელში იჯდა და თვალები მიელულა,თითქოს დაძინებას ცდილობსო,მაგრამ არაფრით გამოუვიდა...
მშვიდად გააყოლა თვალი ოთახიდან გამოსულ ნიცას,რომელსაც სახლის ტანსაცმელი მოერგო...ეტყობოდა თავი უსკდებოდა,მინერალური ბოთლითვე მოიყუდა და როგორც კი ცოტა შვებით ამოისუნთქა ქმარს მიუბრუნდა...
-შეიძლება ვისაუბროთ?
-ახლა არა ნიცა...
-აბა როდის?
-გაბრაზებული ვარ და გაწყენინებ.-მშვიდად ამოთქვა და ფეხზე წამოდგა.-ახლა არა,მერე...
-ვაჩე...-ხელზე ხელი ჩაავლო კაცს.
-ახლა არამეთქი ნიცა!-ტონი ისეთი შეუვალი ჰქონდა ბაბლუანს,რომ ნიცა მიხვდა ახლა მართლაც არ ჰქონდა აზრი,ოთახში შეიკეტა და თავი ხელებში ჩარგო...




***
ერთი კვირა ისე გავიდა სიტყვა არუთქვამს ბაბლუანს მისთვის...არ იყო მზად იმ საუბრისთვის,რომელიც ელოდათ.ბრაზი ახრჩობდა...როდესაც დაჩიმ კლუბის კამერის ჩანაწერები მიუტანა ამან უფრო განარისხა და ლამის ჭკუიდან გადაიყვანა...
ნიცაც ერიდებოდა...თითქოს ნაწყენი იყო იმ კოცნის გამო,მაგრამ საკუთარი საქციელის ბევრად უფრო ერიდებოდა...რა უნდა ეთქვა?რატომ მოიქცა ასე?
ცხადი იყო იმ მომენტში გაბრაზდა ქმარზე,მაგრამ ზედმეტი ხომ არ მოუვიდა?ეს კითხვები არ ასვენებდა...
-ისევ არ გელაპარაკება?-ბოლოს როგორც იქნა იკითხა მაშომ.
-სახლშიც კი აღარ მოდის...-მძიმედ ამოილაპარაკა და ჰორიზონტს გახედა.-ბოლო ორი ღამეა არ მოსულა.
-აჩისთან რჩება დაწყნარდი.-დაამშვიდა სესილიმ.-მალე გადაუვლისო,ასე ამბობს.
-მე ასე არ მეჩვენება,ზედაც არ მიყურებდა.-ნაღვლიანად ამოთქვა და ჭიქას უაზროდ დააჩერდა.
-არა იკას რო მიყვებოდი სახლში რაზე ფიქრობდი?-ვერ მოითმინა მაშომ.-გიჟი ხარ?
-მაშო!-თვალები დაუბრიალა ანანომ.
-გონება დავკარგე,ჩემი ნებით არ წავსულვარ.ბევრი დავლიე და თითქმის არ მახსოვს რა მოხდა...
-უნდა ამეგლიჯა იმ გოგოსთვის ის თმა სკალპიანად...-ახლიდან გაბრაზდა მაშო.-როგორი თავხედია აზრზე ხარ?
-შენ მართლა გიჟი ხარ,მეგონა ხუმრობდი...-ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაეცინა ნიცას.-დაჩიმ მითხრა ხელი ძლივს გავაშვებინეო.
-აბა ეგ რა სითავხედე იყო?
-მოდი ნიცა ახლა კარგად დავფიქრდეთ.-ძლივს ამოთქვა სესილიმ.-ყოველ ღამე ტირილს და თვალების დასიებას დაუჯექი ვაჩეს წინ და აუხსენი!
-სულ იმას მეუბნება ახლა არაო...
-შენ ეტყვი,რომ ზუსტადაც ახლა და საუბარს დაიწყებ... ბოდიშს მოუხდი,ისიც მოგიხდის და ყველაფერი მორჩება.
-ეგრე მარტივად იყოს ნეტავ...
-არის,არის...-მხარი აუბა მაშომ სესილის.-ბიჭებს ვეტყვი დღეს სახლში გამოუშვან და დაელაპარაკე.
-გაბრაზდება...
-მიხედავენ ბიჭები,დაელაპარაკე და ყველაფერი აუხსენი...
-ვითომ გამოვა?
-ვაჩეს ძალიან უყვარხარ,გამოვა...-თავი დაუქნია მაშომ და დაჩის დაურეკა... „ოპერაცია ვაჩე და ნიცა“ ოფიციალურად დაწყებული იყო...



***
უკვე 9 საათი ხდებოდა კარში გასაღები,რომ გაჩხაკუნდა და ზღურბლზე ბაბლუანი შედგა...დაღლილი სახე ჰქონდა,თითქოს გამოუძინებელიც...
დივანზე იჯდა ანჯაფარიძე და მომლოდინე სახით მისჩერებოდა მის წინ მდგომ კაცს,რომელიც ხმას არ იღებდა.გასაღები იქვე მაგიდაზე მიაგდო და ის იყო ნიცასთვის გვერდი უნდა აევლო,რომ წინ გადაუდგა ქალი.
-გთხოვ...ვილაპარაკოთ...
-არ გინდა ნიცა,დრო მომეცი,რომ სიტუაცია გადავხარშო,თორემ გაწყენინებ...-თვალი აარიდა ქალს.
-მაწყენინე...ასე მირჩევნია გთხოვ...-მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა.-დავილაპარაკოთ...
-ნიცა...
-გთხოვ ვაჩე...-ხმაში მუდარა გაურია.-10 წუთი დამითმე.
-კარგი.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა,რომ ნერვებს აჰყოლოდა და მისთვის რაიმე ცუდი ეთქვა.
-ვიცი,რომ არასწორად მოვიქეცი...იქ ქვემოთ...შენ და ის გოგო,რომ დაგინახეთ ძალიან გავბრაზდი და თავი ვერ შევიკავე...-თავს ვერაფერს უხერხებდა,ხმა მაინც აუკანკალდა და მარილიანმა სითხემ დაუსველა სახე.-თითქოს თვალზე ბინდი გადამეკრა,გაუაზრებლად ვუკარნახე მძღოლს მისამართი,უბრალოდ დალევა მინდოდა...ნაწყენი და განერვიულებული ვიყავი,თითქოს ღალატის განცდა მქონდა და...
-რომელი ღალატის ნიცა?-წინ წამოიწია ბაბლუანი.-ღალატს რას ეძახი?
-იქ,რაც მოხდა მე ამას ასე მარტივად ვერ მივიღებ...
-მიიღებ?გთხოვა ვინმემ ამ ამბის მიღება?იქ იდექი და დაინახე ის გოგო როგორ უცებ მოვიშორე სხეულიდან,გავაფრთხილე,რომ ასე აღარასდროს მოქცეულიყო,შენთან წამოვედი სიტუაციის ასახსნელად და შენ აღარ იყავი...ჩემი ნიცა იქ აღარ იყო...
-შენი ცოლობის სანაცვლოდ ყოველდღე ეს უნდა ავიტანო?ვიღაც ქალი მოვა და წარსულის გახსენებას მოინდომებს?
-ამ ყველაფერთან გამკლავება იმიტომ გიწევს,რომ საიდუმლოდ არჩიე ქორწინების ამბის შენახვა...-ნამწვი საფერფლეში მოსრისა და ერთი ჭიქა ვისკი ჩამოისხა.-მე წამით არ დამიმალავს,არ მომიხსნია ეს ბეჭედი.-ცხვირწინ აუწია ხელი ქალს.-სიამაყით მეკეთა და არც მინდოდა იმის დამალვა,რომ ცოლიანი ვიყავი...ეს შენ ხარ ის ადამიანი,რომელსაც ამის დამალვა სურდა.
-ახლა მე ვარ დამნაშავე?-თითქოს იწყინა მისი ნათქვამი.
-აქ მე მტყუან-მართლის გასარჩევად არ მოვსულვარ!შენი რეაქცია სრულიად შეუსაბამო იყო იმ ყველაფერზე,რაც მოხდა!
-ჩემი ნებით არ წავსულვარ იკასთან სახლში...გონება დავკარგე და ეგ მონაკვეთი ფაქტობრივად არ მახსოვს...
-იკასთან წასლამდე ხომ იყავი ფხიზლად?ბარში,რაც გააკეთე ეგ გამართლებული გგონია?-ოდნავ აუწია ტონს კაცმა.
-არა...
-ბორდელში წახვედი...იცოდი,რომ მეტყოდა ნიკუშა და ჩემი გაგიჟება გინდოდა,ასეა?-ჭიქა სულმოუთქმელად გამოცალა და გვერდით მიუჯდა.
-ამაზე არ მიფიქრია...
-არ გიფიქრია...-მწარედ გაეცინა ბაბლუანს.-არც მაშინ გიფიქრია ალბათ უცხო კაცებთან,რომ ცეკვავდი და ხელებს,რომ გიფათურებდნენ...კლუბიდან ჩანაწერს ვუყურე...მინდოდა,რომ ყველა დამეხოცა ნიცა!
-ძალიან მთვრალი ვიყავი და...
-თუ იცი,რომ თავს ვერ აკონტროლებ მაშინ არც უნდა დალიო!-დაიყვირა ბაბლუანმა და ფეხზე წამოვარდა.-იკამ სახლში იმიტომ წაგიყვანა,რომ სხვას არ გაჰყოლოდი...ეს იყო პასუხი...მოგეწონებოდა ჩემს ადგილას?
-არავის გავყვებოდი ვაჩე,ნუ სულელობ...-საცოდავად ამოიტირა და თვალი მოარიდა.ძალიან შერცხვა თავისი ქმედებების...
-რომ მახსენდება ნიცა...ტვინში სისხლი მექცევა გესმის?
-მესმის...
-არაამქვეყნიურად,გიჟურად შემიყვარდი და ორი წელია სხვას ვერავის ვხედავ...ყველაფერი შენთვის მინდოდა...შენს გარდა არავინ და არაფერი გესმის?-ნერვიულად დადიოდა ოთახში ბაბლუანი.-რამე,რომ მოგსვლოდა...ან იკაც,რომ აკაკივით ნაბი*ვარი ყოფილიყო...
-მაპატიე...
-რამდენი თვეა ერთად ვცხოვრობთ?რამდენი თვეა თავს გევლები და მართლა თოჯინასავით გიფრთხილდები?რატომ?ვერ ვიგებ რატომ არ დამელაპარაკე?რატომ იღებ ასეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს?სანამ ეს ბეჭედი თითზე გექნება სხვისკენ არ უნდა გაიხედოო შენი სიტყვები არ არის?შენ რატომ არ სცემ პატივს ამ ქორწინებას?
-მე არასდროს მდომებია,რომ შენი ცოლი ვყოფილიყავი!-ფეხზე წამოვარდა ანჯაფარიძე.-მე ეს არ მინდოდა...
-შენ ეს არ გინდოდა...-ჩუმად ამოილაპარაკა ბაბლუანმა და ოდნავ გაუღიმა საყვარელ ქალს.-მართალია,შენ ჩემი ცოლობა არ გინდოდა...
-მხოლოდ შენს ცოლობას არ ეხება,მე მინდოდა,რომ თავისუფალი ვყოფილიყავი...მამაჩემის კლანჭებიდან,სერგოს,შემდეგ კი შენს ოჯახში მოვხვდი და მე...
-არც ახლა გინდა...მიუხედავად ყველაფრისა,რაც გამოვიარეთ,რაც გვქონდა...-მასთან ახლოს დადგა და თვალებში ჩააცქერდა.-სულ არ...-სიტყვა შუაზე გაუწყდა კაცს.-სულ არ გიყვარვარ?სულ ოდნავ,მაინც არ ვუყვარვარ ამ გულს?-მკერდზე ნაზად შეეხო და რამდენიმე წამით დუმილიც ჩამოწვა...
რა უნდა ეპასუხა?
რა უნდა ეთქვა?
-ვაჩე...-ისეთი ტკივილიანი ხმა ჰქონდა ანჯაფარიძეს,რომ კედლებსაც კი გააპობდა...
-კარგი...-მშვიდი იყო ბაბლუანი,იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე...უკანასკნელად შეეხო საყვარელი ქალის ტუჩებს და ზურგი აქცია...ვერ დააძალებდა...ვერ სთხოვდა,რომ შეეყვარებინა...სიყვარული ეს ისეთი წმინდა გრძნობაა,რომ თავისით უნდა გაჩნდეს გულის იმ ნათელ წერტილში,მხოლოდ საყვარელი ადამიანის დანახვისას,რომ გაანათებს...
უნდოდა შეეჩერებინა და უკან წაეღო ყველა ის სიტყვა,რომელიც ბაბლუანს უთხრა,მაგრამ რა უნდა ეთქვა?არ იცოდა რას გრძნობდა...არ იცოდა რა უნდოდა და ეს კიდევ უფრო ართულებდა საქმეს...
-არ გამოვიდა აჩი...-თავდახრილი იჯდა ბაბლუანი.
-ეს სწორი გგონია?-მაინც ჩაეკითხა მეგობარს.
-ვერაფერს ვაიძულებ,სადღაც უნდა დამთავრდეს.-კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა და ფიქრებს მიეცა...

***
დილით გამოღვიძებულს უკვე აფუსფუსებული დახვდა თინა სამზარეულოში.ახლად დაყენებულმა ყავის სურნელა ცხვირი სასიამოვნოდ აუწვა...ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან,წამით მოავლო სარკეში საკუთარ თავს თვალი ტირილისგან სახე,რომ შეშუპებოდა და სამზარეულოში შევიდა...
-დილამშვიდობის.-გაუღიმა ქალს.
-დილამშვიდობის.-ღიმილითვე უპასუხა.-თქვენი ბლინები თითქმის მზად არის,თაფლს მოვასხამ და...
-რა ბლინები?-გაიკვირვა ნიცამ.
-ბატონმა ვაჩემ მითხრა,რომ ბლინები მომემზადებინა...
-აქ არის?-თითქოს წამიერად იმედი გაუკრთა სახეზე.
-წავიდა...-მძიმედ ამოთქვა ქალმა.
-სად წავიდა?
-ჩემოდნები შეკრა და წავიდა...სად არ ვიცი...
-რას ნიშნავს ჩემოდნები შეკრა?-ფეხზე წამოვარდა მაშინვე.
-მაგიდაზე თქვენთვის წერილი დატოვა...-უკვე ხმა უკანკალებდა ქალს.-და კიდევ...კიდეც ფურცლები...
-ფურცლები?
-ჩემი საქმე არ არის,თავად უნდა ნახოთ.-ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ჩუმად მოიწმინდა და გაზი გათიშა.
-პირდაპირ ვერ მეტყოდა სად წავიდა?-თავისთვის ჩაიბურტყუნა და მისაღებში გავიდა,სადაც მაგიდაზე მართლაც მოჩანდა კონვერტი...რამდენიმე თეთრი ფურცელი და ზედ...ზედ ვაჩეს ქორწინების ბეჭედი...-არა...-ლამის ფეხები მოეკვეთა რეალობის გააზრებისას...ჯერ ბოლომდე არც კი იცოდა რა ხდებოდა მთელი სხეული,რომ აუკანკალდა და ძლივს მიაღწია სავარძლამდე,რომ დამჯდარიყო...
ასე უცებ,როგორ მოახერხა ამ საბუთის დამზადება იმასაც ვერ იაზრებდა ანჯაფარიძე...ბოლო გვერდზე ვაჩეს ხელმოწერა,რომ დაინახა ინატრა,რომ მიწა შუაზე გამსკდარიყო და თან ჩაეტანა...მხოლოდ ნიცას ხელმოწერა აკლდა საბუთებს,იქვე დაეტოვებინა ბაბლუანს კალამიც,ბეჭედიც და უკანმოუხედავად წასულიყო...
-თინა დეიდა წყალი,რომ მომიტანოთ შეგიძლიათ?-გასძახა კედელთან ატუზულ ქალს და მანაც უცებ მოურბენინა სავსე ჭიქა.-მადლობა.
-ხომ კარგად ხარ შვილო?ფერი არ გადევს...
-კარგად ვარ,არ იდარდოთ.-ქალისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა და კონვერტი ხელებში მოიქცია...-ნუთუ მართლა წახვედი?-თავისთვის ამოილაპარაკა და პირველი ცრემლიც დაეცა თეთრ ქაღალდზე...
„ნიცას“-იკითხებოდა კონვერტზე და მაშინვე იცნო მისი ხელწერა...სისხლი გაეყინა და სუნთქვა გაუჭირდა...მართლა მიუტოვებია ბაბლუანს...
„ჩემო ნიცა...-ასე იწყებდა საუბარს ბაბლუანი.-დიდხანს ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა შენთვის და უკვე თავიც კი მტკივა...ვიხსენებ ყველაფერს,რაც ერთად გამოვიარეთ და გული მეკუმშება ტკივილისგან...მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა...შენი ნაზი ღიმილი...შენი პირველი ცრემლი მალამოდ,რომ მედებოდა გულზე...
პირველად,რომ მოვედი შენთან კაფეში და ვერ მიცანი,დიდი წვერი მქონდა და შავი რეიბანები მეკეთა,მოუვლელ ქუჩის ძაღლს ვგავდი...ისევ ისე მიღიმოდი,როგორც მანამდე და მივხვდი როგორი დან*რეული მქონდა...ორი წელი დაგყვებოდი უკან...რამდენჯერაც გადავწყვიტე,რომ მოვსულიყავი იმდენჯერ რაღაცამ ხელი შემიშალა და ლამის წამართვეს შენი თავიც...
რომ გავიგე მამაშენი გათხოვებდა ლამის გავგიჟდი...ვიცოდი,რომ მთელს თბილისს თავზე ჩამოვიმხობდი სხვას,რომ გაჰყოლოდი...ბიჭები მაწყნარებდნენ შეუყვარდებიო,ყველაფერს გავაკეთებთო...აჩი სტატიებს კითხულობდა,დაჩიც თავისებურად ცდილობდა რა...იმდენ რამეზე მესაუბრა აჩი ბოლოს მაინც გამაგებინა რა სურთ ქალებს,თუმცა შენს სურვილებს ვერ ვიგებდი გუშინდელ დღემდე...მიუხედავად ყველაფრისა თავი მაინც ვერ შეგაყვარე...მართალიც ხარ,ცოლად ძალით მოგიყვანე,რატომ უნდა შეგყვარებოდი...სიყვარული დაძალებით არ მოდის...
მივდივარ ნიცა და იმ ნანატრ თავისუფლებას გაძლევ ასე ძალიან რომ მიილტვოდი მთელი ცხოვრება...ნათქვამია ადამიანი თუ გიყვარს უნდა გაუშვაო...ხოდა მე მართლაც იმდენად მიყვარხარ,რომ შენი გაშვება შემიძლია...გალიაში გამოკეტილი ჩიტივით არ უნდა იცხოვრო და ფრთები არ უნდა შეიკეცო...მინდა ყველა ის ოცნება აისრულო,რომელიც გულში ღრმად გქონდა დამარხული.
ახლა აღარ მეშინია შენი გაშვების,როცა ვიცი,რომ მამაშენი ვერაფერს დაგიშავებს და ისე იცხოვრებ,როგორც შენ გენდომება.
რა ვქნა ეგოისტურად გამომივიდა და ვერ მოვერიე იმ სიყვარულს შენს მიმართ,რომ გამაჩნია...ვოცნებობი,რომ შენც ისევე გყვარებოდი,მაგრამ...
თავს გაუფრთხილდი,მიყვარხარ...“-სულ ეს იყო ბაბლუანის დანატოვარი...
-არა...ასე არ შეიძლება...-ტირილისგან დასიებული თვალები უხეშად შეიმშრალა.-სულ ეს არის?-რამდენჯერმე გადააბრუნა ფურცელი.-მართლა წავიდა?-გაოცებულმა შეხედა კუთხეში ატირებულ თინას,რომელსაც ჯერ კიდევ სულ პატარა ახსოვდა ვაჩე და რომელიც მათი წყვილის დიდი გულშემატკივარი იყო...-არა!-მთელი ხმით დაიყვირა და ფეხზე წამოვარდა...-ასე ვერ წავიდოდა...-მის ოთახში შევარდა და კარადის კარი გამოგლიჯა...მხოლოდ რამდენიმე მაისური დაუტოვებია...-არა!
-ნიცა შვილო დამშვიდდი...-სახეზე ეფერებოდა ქალი.-შემომხედე აბა!
-მართლა მიმატოვა...-მუხლები მოეკვეთა ქალს და იატაკზე მოწყვეტით დაეცა.
-ნიცა შვილო...ვაიმე შვილო გაახილე თვალები...-მერე ყველაფერი უცაბედად წყვდიადს მიეცა...




***
-სამი კვირა გავიდა ნიცა,აღარ აპირებ საწოლიდან ადგომას?-გაუწყრა დას ანანო.
-რომ ავდგე რა გავაკეთო?-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა.
-ნუ გამაგიჟე მართლა შენც ეს არ გინდოდა?-გაოცებული დაჰყურებდა დას.-ერთი სული გქონდა როდის გაშორდებოდი...ახლა დაგაქვს ეგ ფურცლები და ხელს არ აწერ,ვერაფერი გამიგია შენი...
-ძალიან ვაწყენინე...
-თუ არ გიყვარს ძალით ხომ არ დარჩები მასთან?ხომ არ მოატყუებ,რომ გიყვარს?
-ეგ რა შუაშია?-თვალები მობეზრებულად აატრიალა და ფეხზე წამოდგა.-უბრალოდ არ მინდოდა ნაწყენი წასულიყო...
-ბიჭები ისევ არ გეუბნებიან სად არის?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.-აჩის ვეხვეწე,მაგრამ მითხრა ასე ჯობსო...
-მაშოც ცდილობდა დაჩისგან გარკვევას,მაგრამ ხმა ვერ ამოღებინა...
-არ უნდა ჩემი ნახვა...-თვალი მოარიდა და მაისური უცებ გადაიცვა ტანზე.-ვერც გავამტყუნებ,ყველაფერი გააკეთა ჩემთვის და მე ისიც კი ვერ ვუთხარი,რომ...
-რომ?
-არაფერი.-ხელი ჩაიქნია.
-გიყვარს?-თმაზე მოეფერა დას.
-ეს რამეს შეცვლის?
-შეცვლის თუ ეტყვი...შენ ყველაზე კარგად იცი ღირს თუ არა თქმა და მასთან ცხოვრება...
-ტვინს ნუ მირევ!-თვალები დაუბრიალა დას.-ახლა გამოცდებზე უნდა ვკონცენტრირდე,ეროვნულები მაქვს,გახსოვს?
-კარგი,როგორც გინდა.-დანებების ნიშნად ხელები ასწია და სააბაზანოსკენ მიმავალ დას თვალი გააყოლა...
კიდევ ერთხელ აკრიფა ვაჩეს ნომერი...რის იმედად თავადაც არ იცოდა,ბოლო სამი კვირა იყო გოგონა ერთი და იგივე ჩანაწერს ატრიალებდა „ნომერი,რომელიც თქვენ აკრიფეთ გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან,გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით...“იატაკზე ჩაიკეცა,ონკანი მოუშვა და როგორც შეეძლო უხმოდ ატირდა...


***
-მგონია,რომ უნდა დაილაპარაკოთ რა.-სიგარეტს მოუკიდა აჩიმ და მეგობარს გახედა.
-მაშოც უკვე ისე მიტევს მეშინია არ დამახრჩოს.-დაეთანხმა დაჩიც.-ნერვიულობს ნიცა და საუბარი უნდაო.
-საუბრისთვის მზად ვიყავი მე,მაგრამ არ ისურვა,ახლა დროა მომიწეროს ხელი საბუთებზე და ჩვენ ჩვენს გზაზე წავიდეთ...
-ხომ არ გაგიფრენია?-თავში წამოარტყა აჩიმ.-ახლა რა გულცივი ბიჭის როლს გვეთამაშები,გგონია დავიჯერებთ?
-არაფერს არ გეთამაშებით,უბრალოდ ვერ დავაძალებ ჩემს სიყვარულს...
-ახლა შენ გგონია იმიტომ გეძებს,რომ არ უყვარხარ?
-არაფერი არ მგონია დაჩი!მე მოვრჩი ამაზე ფიქრს.
-ხო გეტყობა,მგლოვიარესავით წვერი მოგიშვია და პაპაჩემს დამსგავსებიხარ!
-აჩი!-წყობიდან გამოდიოდა უკვე ბაბლუანი.
-დაელაპარაკე!
-არ მინდა...ახლა ისევ რაღაც იმედი უნდა მომეცეს და ისევ ვერ გამცემს კითხვაზე პასუხს,მერე გამოვა,რომ თურმე არ ვუყვარვარ,უბრალოდ სინდისმა შეაწუხა და ისევ გული უნდა მეტკინოს...-სიგარეტის ნამწვი იქვე მოისროლა და საზურგეს მიეყრდნო.
-აღარ დაბრუნდები თბილისში?
-დავბრუნდები,აქვე ვარ ისედაც...უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება,უნდა დავფიქრდე...
-სამი კვირა არ გეყო?
-ნუ შემე*ით რა!-ფეხზე წამოვარდა კაცი.-არ არის მარტივი,მე ყველაფერი ვცადე გესმით?-აყვირდა ბაბლუანი.-რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე მისთვის...
-დამშვიდდი,ვიცით.-დაუყვავა დაჩიმ.
-მე მისთვის ყველაფერი გავაკეთე და თუ მისი სიყვარულის ღირსი მაინც ვერ გავხდი...მაშინ არ ყოფილა ჩემი ბედი...
-კარგი ძმაო,დამშვიდდი...
-მარტო მინდა ყოფნა.-გახედა ბიჭებს.-თვითონ შეგეხმიანებით...
-დარწმუნებული ხარ?
-ჰო,ახლა არ მაქვს ლაპარაკის თავი...-მშვიდად ამოთქვა და ზურგი აქცია ორივეს...




***
-მე მაინც ვერ გავიგე ასე უცებ რა მოხდა.-ნერვიულობდა ირინა.-თინამ მითხრა გოგო ისეთ ისტერიკაში ჩავარდა სასწრაფო გამოვიძახეო...
-თავიდან ვიფიქრე ბავშვები არიან,იჩხუბეს და მორიგდებიანთქო,მაგრამ განქორწინების საბუთებზე ხელი,რომ მოაწერა ვაჩემ ესეიგი არ არის კარგი ამბავი...-მძიმედ ამოთქვა ალეკომ.
-მე ნიცასაც დაველაპარაკე,მითხრა ასე იყო ალბათ საჭიროო,ნორმალურად ვერაფერი ამიხსნა...
-ალბათ ვაჩე მიხვდა,რომ აზრი არ ჰქონდა...არ შეუყვარდა ალბათ გოგოს...
-მაშინ რატომ ინერვიულებდა მის წასვლაზე?-ჩაეკითხა ქალი.
-არ ვიცი,არ ვიცი...-თავი ხელებში ჩარგო კაცმა.-ჩემი შვილი ტყის კაცს დამსგავსებია,საგურამოში როდემდე უნდა იჯდეს მე ვერ გამიგია...
-გულნტკენია.-მძიმედ ამოთქვა ირინამ.-ხომ იცი როგორ ძალიან უყვარს...
-ვიცი და მაგიტომ ვბრაზდები...სად შეეშალა,რა ვერ გააკეთა ისე,რომ ნიცას მისთვის გულის კარი გაეღო...
-მე ორივეზე ძალიან ვბრაზდები,მინდა,რომ ილაპარაკონ,ხომ არ შევახვედრო?-მაინც ვერ ისვენებდა ირინა.
-არა!-იუარა მაშინვე.-ორი ადამიანის სამეში მესამე ყოველთვის ზედმეტია,დაანებე თავი.თუ მათი ბედია,შერიგდებიან...
-არ მჯერა მე ამ ბედის და შავი კატების და რა გავაკეთო?-ნერვიულად წამოვარდა ფეხზე ქალი.-მინდა,რომ ჩემი შვილი კარგად იყოს...
-ცოტახანსაც დავაცდი,მერე ჩავერევი.-მშვიდად ამოილაპარაკა ალეკომ და ქალს ყელზე აკოცა.-შენ არ იდარდო,მე მივხედავ მაგ ამბავს...



***
დღეები ერთმანეთის მიყოლებით გადიოდა.საგამოცდო სტრესი სულ უფრო ახლოს იყო,მაგრამ ნიცა წიგნის აღებასაც ვერ ახერხებდა...ყოველთვის ჭკვიანი იყო,ერთხელ წაკითხვაც კი ჰყოფნიდა,რომ ტესტებში კარგი ქულა მიეღო,მაგრამ ახლა საქმე ტესტებს არ ეხებოდა,ახლა მისი მომავალი უნდა გადაეწყვიტა...
სამი ივლისის დილას საგულშემატკივროდ გაჰყვნენ მეგობრები,იმის იმედად,რომ მართლა მაქსიმუმს გააკეთებდა და იმ შედეგს დადებდა,რომელსაც იმსახურებდა...იგი მოვიდაო,დახედა ფურცელს და გული სიხარულით აევსო,ეს ხომ მისი საყვარელი ნაწარმოები იყო...პარალელების მოყვანა გაუჭირდა,მთელი მასალა თვალდახუჭულმა გადაიმეორა და არსაკიძეთან შეჩერდა...ეჰ კოლონკელიძის ქალო შორენა...გაიფიქრა გონებაში და ცრემლებით ხელის ზურგით შეიმშრალა...უკვე დარწმუნებული იყო,რომ ჩაიჭრებოდა...არც დაუმთავრებია წერა ისე დააგდო მაგიდაზე ფურცელი,ხელი მოაწერა და ოთახი სირბილით დატოვა...
არც ინგლისურის გამოცდაზე გაუკეთებია რაიმე...მოსასმენს საერთოდ არ მიაქცია ყურადღება,პირდაპირ თემის წერაზე გადავიდა და 32 წუთის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან...მაშინვე მისცვივდნენ კართან შეკრებილი მშობლები,ათასი კითხვა დააყარეს და მომლოდინე სახეებით მისჩერებოდნენ...
არც თემურ ლენგი აინტერესებდა,არც ალექსანდრე დიდი და არც დავით აღმაშენებელი...თამარმაც კი,ასე ძალიან რომ უყვარდა ქართველ მეფეებს შორის ვერ გადაარჩინა 12 ივლისის დილას...აღარც შამქორი ახსოვდა და აღარც ბასიანი...რომელ ბოსტონის ჩაის სმაზე იყო ლაპარაკი,ის ვერ გაიხსენა ვინ იყო კრავაი ჯაყელი...
ოფლისგან სახედაცვარული აკანკალებული ხაზავდა პასუხებს ისე,რომ არც კი კითხულობდა...იცოდა,რომ წლევანდელი გეგმა სრულად ჩავარდა და მაინც ვერ ჩააბარებდა...თავი მაინც მაღლა აეწია,წარბიც არ შეუხრია მის პასუხებს,რომ დახედა დამკვირვებელმა და მალევე ჩააბარა ნაშრომი.ერთხელ კიდევ შეავლო საგამოცდო ოთახს თვალი და ნელი ნაბიჯით გამოვიდა ეზოში.
-როგორი კმაყოფილი ხარ აბა?-მივარდა სამივე ერთდროულად.
-მოკლედ სამივე საგანში ვიჭრები,გადავწყვიტე საზღვარგარეთ ჩავაბარო.-მშვიდად მიუგო მეგობრებს და გზა განაგრძო...
არ ხუმრობდა,მართლა სამივე საგანში ჩაიჭრა...ეჰ კოლონკელიძის ქალო შორენა,რომ მიუწერა „იგის“ გვერდით მაშინ გაუნულეს ქართულის თემა...რედაქტირება ისედაც არ ეწერა და პირველად მანდ ჩაიჭრა...
დანარჩენები აღარც უნახავს,მაგრამ არც იყო საჭირო,ისედაც იცოდა რა პასუხები იქნებოდა...
ბიჭებსაც იშვიათად ნახულობდა,ნაწყენი იყო მათზე და თავს ვერაფერს უხერხებდა...მათიც ესმოდა,მეგობრის მხარეს იდგნენ,მაგრამ ერთ დროს ნიცაც ხომ მათი ოჯახის წევრი იყო?
ხელში ნერვიულად ათამაშებდა ქაღალდებს...ხან უცაბედად კალმის წვერს შეახებდა და მელნის კვალს დატოვებდა ზედ,მაგრამ ხელის მოწერას ვერ ბედავდა...თითიდან ბეჭედიც არ მოუხნია,ისეთი სიამაყით ატარებდა აქამდე,რომ არ უტარებია და ყელზე ვაჩეს ბეჭედი შემოენახა...
„საგურამოშია,ჩვენს სახლში.“-როგორც იქნა გაარკვია მაშომ ძმის ადგილსამყოფელი და არ დააყოვნა,მაშინვე გაუგზავნა მეგობარს...
თითქოს თვალებში იმედის სხივი გაუკრთა...თითქოს ამ დღისთვის ღირდა ლოდინი...




***
უცნაურად გააჟრჟოლა იმ სახლის დანახვისას პირველად სადაც მოიყვანეს...მოტაცების შემდეგ რამდენიმე დღე ტყვესავით,რომ იცხოვრა...ახლა ბევრად ლამაზი იყო აქაურობა...აყვავებული ხეები,სახლის გარშემო ყვავილები და კედელზე ასული დიდი წითელი ვარდები...
სახლში შესვლისას ნაცნობი სურნელი,რომ იგრძნო სული დაუმშვიდდა...მისი სუნამო იყო,მისი სურნელი იგრძნობოდა...ღიმილით დახვდა მისაღებში ის ქალი,რომელიც მანამდეც ენახა,მაგრამ სახელი არ იცოდა...სძინავსო,მოკლედ მოუჭრა და თავით მეორე სართულისკენ ანიშნა...
მშვიდად ეძინა ბაბლუანს...ერთი ხელი ბალიშის ქვეშ დაემალა და მეორე მკერდზე მიებჯინა...წვერი მოუზრდია,ძალიან არა,დაბალზე და უხდებოდა კიდეც...პირველად ნახა ნიცამ წვერით და უნებურად გაეღიმა...ფეხსაცმელი ჩუმად გაიხადა და საწოლზე მის გვერდით მოკალათდა...როგორ ენატრებოდა მისი სურნელი...როგორ აკლდა...
თავი ხელში აიყვანა,რომ არ ეტირა და ტუჩებზე ნაზად შეეხო...თვალები არ გაუხელია ბაბლუანს,მხოლოდ ოდნავ შეჭმუხნა სახე მისი თმა,რომ შეეხო სახეზე და უნებურად გააჟრჟოლა...
-არა...-მძიმედ ამოთქვა და სუნთქვა გაუხშირდა.-არა...
-ვაჩე...-ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი კაცს.-დიდხანს ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა შენთვის...რა უნდა მეთქვა ისეთი,რომ გეპატიებინა...მართალი ხარ,სიყვარულს ვერავის დააძალებ,უცაბედად,უნებურად იჭრება ჩვენს სულში და ყველაფერს გვავიწყებს...შემეშინდა საკუთარი გრძნობების,იმდენად ვიყავი თავისუფლების იდეით შეპყრობილი,რომ ვერც გავაანალიზე რამდენად თავისუფალი ვიყავი შენთან...-ლოყაზე ტუჩები მიაკრო კაცს და მკერდზე მიეხუტა.-არასოდეს მიტარებია ეს ბეჭედი სიამაყით,მაგაშიც მართალი ხარ...არასოდეს ვაფასებდი იმას,რასაც ჩემთვის აკეთებდი...
-გაჩერდი ნიცა...-მძიმედ ამოთქვა კაცმა და როგორც იქნა თვალები გაახილა.
-ისევ გიყვარვარ?-ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს.
-ნუ სულელობ...
-მიპასუხე...
-ჩემი სიყვარული საკმარისი არ არის...
-გიყვარვარ ვაჩე?
-მიყვარხარ...-მშვიდად უპასუხა და საწოლზე წამოჯდა.-აქ რას აკეთებ ნიცა?
-ორი შვილი მინდა...ბიჭი და გოგო,ლუკა და ინა...ახლა არა,რა თქმა უნდა...ჯერ იტალიაში უნდა წავიდე სასწავლებლად...
-რას...
-მაცადე გითხრა...-გააწყვეტინა მაშინვე.-კაფეს გავხსნი,ხომ მითხარი დაგეხმარებიო...
-ნიცა ეს...
-„ვანილი“ ასე ერქმევა კაფეს...ვაჩე,ნიცა,ლუკა და ინა...ჩვენი სიყვარულის,ჩვენი ოჯახის გამოხატულება იქნება...
-ნიცა...
-არ მოგიწერ ამ წყეულ საბუთებზე ხელს!-ჩანთიდან დაკუჭული ქაღალდები ამოაძვრინა და შუაზე გადახია...არც ამ ბეჭედს დაგიბრუნებ!-ამაყად აჩვენა ხელზე მორგებული ბეჭედი.არც შენ ივლი ამ ბეჭდის გარეშე!-ყელიდან ოქროსფერი ცეპი მოიხსნა და ბეჭედი მოაძრო...დიდი ქორწილი გვექნება,ისეთი მე,რომ მინდა...იქვე ყველას თვალწინ გეტყვი,რომ მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება აღარ მინდა...
-რა თქვი?-ახლაღა გამოერკვა ბაბლუანი.
-ორი შვილი,ერთი სახლი და ერთი მიყვარხარ!-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მისკენ გადაიხარა.-გიყვარვარ ვაჩე?
-ყველაზე და ყველაფერზე მეტად ამ ცხოვრებაში!-ხელები ძლიერად მოხვია და იმ მონატრებულ ბაგეებს დაეკონა ორი თვე სიზმრად,რომ ხედავდა...



***
სამი წელი ბაკალავრი და ერთიც მაგისტრატურა...იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დაამთავრა ანჯაფარიძემ.ხელში წითელ დიპლომს ათამაშებდა და ჭიქებს ერთმანეთის მიყოლებით ცლიდა...
-სულ გალოთდა ეს იმ იტალიაში.-ხელი აჩაიქნია აჩიმ.
-სესო შენს ქმარს უთხარი გაჩუმდეს,მე ბავშვი არ მიტირის სახლში,რომ სასმელს მოვერიდო.-კმაყოფილმა ამოთქვა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
-ბავშვი ჯერ არც ჩვენ გვიტირის,მაგრამ მაგდენს არც ჩემი ცოლი სვამს.-გადახედა მაშოს დაჩიმ.-არადა დრო იყო ჩემზე მეტს სვამდა.
-ორსულობას დალევა არ უხდება ჩემო დაჩი...-უნებურად წამოსცდა ქალს.
-რა?-ცოლს გადახედა მაშინვე.
-ვაიმე.-პირზე ხელი იტაცა მაშინვე.-ასე თქმას არ ვაპირებდი...
-ძლივს არ ამოღერღაა...-ტაში შემოჰკრა ნიცამ.
-შენ...შენ ორსულად ხარ?-თვალები გაუფართოვდა აბაშიძეს...
-ჰო,მამა უნდა გახდე.-გაუღიმა კაცს.
-გაიგეთ ბიჭო?მამა უნდა გახდეო!-ფეხზე წამოვარდა აბაშიძე და ცოლი მკლავებში მოიქცია.-ჩემო პატარა!როგორ ძალიან მიყვარხარ...
-დამსვი თორემ ახლა გული ამერევა...
-ძლივს არ დააყენა საშველი.-აჰყვა აჩიც.-ერთი კვირაა იმას გეგმავს როგორ გითხრას.
-ჩემს გარდა ყველამ იცოდით ტო?
-შენს გარდა ყველამ ვიცოდით.-გაუცინა ვაჩემ.
-გაგიჟდება ადამიანი...-ქალის წინ ჩაიმუხლა და მუცელზე ნაზად აკოცა.-შენ ვერც წარმოიდგენ მე როგორი ბედნიერი ვარ მაშო...
-გეტყობა სახეზე.-გაუღიმა ქმარს და სხეულზე მთელი ძალით მიეკრო...
-აწი ჩვენც შეგვიძლია შვილებზე ფიქრი.-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ანჯაფარიძეს.
-ორი გვინდოდა არა?-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა ქალს.
-ორი,ლუკა და ინა...-მშვიდად ამოთქვა და მის მკლავებში გაინაბა...



***
ალბათ იფიქრებთ ასე საიდან იცოდა ნიცამ,რომ ბიჭი და გოგო ეყოლებოდაო, დაე ყველას ასე აგხდენოდეთ სურვილები...ტყუპები ეყოლათ ბაბლუანებს 26 ივლისის დილას...ბიჭი და გოგო,ლუკა და ინა,ისე როგორც ნიცა ამბობდა...
ორი შვილი ჰყავდათ სესილის და აჩისაც,ლანა და რეზი...
მაშოსთვის,რომ გეკითხათ მეტის გაჩენას არ აპირებდა,ძალიან ცუდი მშობიარობა ჰქონდა და ჯერ ისევ სტრესში იყო...გამთენიისას დაბადებულა აბაშიძე და ალექსანდრე დაურქმევიათ...სულ წუწუნებდა დაჩი მამას პატარა პრინცესაც ხომ უნდაო,მაგრამ მაშოს დაბღვერილ მზერას,რომ ხედავდა მაშინვე ცვლიდა სასაუბრო თემას და ხან ინას,ხანაც ლანას გაეთამაშებოდა...


***
კაფე „ვანილი“...ალბათ სულელური სახელი იყო ბევრისთვის,მაგრამ ბევრსთვის ოჯახური გარემო სუფევდა...ღიმილით შეჰყურებდნენ ახალგაზრდა წყვილები საკუთარ ფოტოებს,რომლებსაც კედელზე აკრავდნენ და საკუთარ ისტორიას წერდნენ...
პირველი ფოტო ვაჩეს და ნიცას ეკუთვნოდათ,ყველაზე მაღლა გააკრეს და უკან საკუთარი ისტორიაც მიაწერეს...იქვე გაჩნდა აჩის და სესილის,დაჩის და მაშოს ფოტოები...მერე ზურა და ანანოც დაემატა...მერე ის ახალგაზრდა წყვილები ვალენტინობას,რომ ხვდებოდნენ პირველად,ან მოხუცები,30 წელზე მეტი,რომ გაეტარებინათ ერთად...ეს პატარა,ვარდისფერი სივრცე,ზოგისთვის მხოლოდ კაფე და ზოგისთვის ცხოვრების ნაწილი იყო...





ძალიან უცებ დაწერილი ისტორია ჩემთვის საყვარელი ვაჩეს პერსონაჟით...უბრალოდ მინდოდა,რომ თქვენც გაგეცნოთ.
ველი თქვენს კომენატრებს heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი ალინა

წავიკითხავ და დაგიბრუნდები❤️ შენი ნაშრომების დიდი მოყვარული ვარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent