შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უიმედონი ( V თავი)


დღეს, 03:54
ავტორი ნაამა
ნანახია 12

შაბათს თაკოსთან ვიყავი გასული, მის სამზარეულოში ვისხედით მე ის და თალია და ჩვენს ძველ სკოლელებზე ვლაპარაკობდით, რომელთა ქორწილიც ახალი ამბავი იყო. თანაც წარმოუდგენლად შეუფერებელი წყვილი იყვნენ. მათზე საუბარი სწორედ თაკომ დაიწყო.
-გაიგეთ მაჩაიძეს რომ ირმა მოუყვანია ცოლად?
-რას იძახი, ჩემი დის კლასელი ირმა?
-ხო თალო ხო.
თაკომ სიცილით დაუქნია თავი და ყავა მოსვა. გაოცებული დიდხანს უყურებდა თალია თაკოს და სიგარეტს საფერფლედ ქცეულ თხილის თუნუქის ქილაში აფერფლებდა.
-ეგ ის ირმა არაა ილიას ძმაკაცს რომ დასდევდა სანამ მე და გუკა ერთად ვიყავით?
თაკომ თავი დამიქნია და სიგარეტი ჩააქრო.
-კი ეგ ირმაა. ისე ეგ იქით იყოს და შენმა პაემანმა როგორ ჩაიარა?
-სხვათაშორის კარგად.
ნალექიანი ყავა მოსვი , მხრები ავიჩეჩე და ორივეს გადავხედე.
-მეტი დეტალები რა.
- კარგი რა გაინტერესებთ?
-რომელმა გადაიხადეთ?
თაკომ ახალ ღერს გაუკიდა.
-იმან, წინასწარ შემთანხმდა რომ თვითონ გადაიხდიდა.
-სად იყავით?
-დანტეში.
-ეგ ადგილი ვიცი ძალიან ლამაზია.
თალიმ გამიღიმა , ამჯერად მან მოსვა თავის კუთვნილი ყავა და როცა მიხვდა რომ ჭიქაში მხოლოდ ნალექიღა დარჩა რამდენჯერმა დაატრიალა, მერე კი ფინჯანზე ამოაბრუნა. ამას სახუმაროდ ყოველჯერზე ვშვრებოდით, როცა კი ნალექიან ყავას ვსვავდით, თანაც თალია ბათუმიდან იყო და მისი წყალობით ყველა ჩვენგანს მოგვეპოვებოდა სახლში ბათუმური ყავა. ჯერ არ მომიყოლია არა როგორ გავიცანით თალია, მე ილიამ და თაკომ? მაშინ დავწიყოთ, თკო და ტალია ჩვენს სკოალში ერთ წელს აგდმოვიდნენ, მაგრამ თალია პარალელურ კლასში დასვეს. ამის გამო მას რამდენიმე კვირით გვიან , ნოემბრის დასაწყისში შევხვდით. გაწეწილი , ყავსიფერი ხვეული თმითა და წიგნებით ხელში დერეფანში მოაბიჯებდა, რადგან თავისმა კალსელმა ბიჭებმა მისი ჩანთის ძირი გაჭრეს. აცრემლებული მოდიოდა დერეფანში , ამის გამო ვერ დაგვიანხა და მე და ილაის შეგვასკდა. სმაივენი იატაკზე აღმოვჩნდით , წიგენები კი მიმოიყარა. მახსოვს თალია რამდენ ბოდიშს გვიხდიდა იმის გამო რომ წაგვაქცია. დაპანიკებულს ზედაც არ შემოუხედავს ისე კრეფდა წიგენბს და გვებოდიშებოდა. სიტყვსი თქმაც ვერ მოავსწარით ისე გაიქცა. მოდმევნო დღეს დერეფანში ისევ გადავაწყდით ამჯერად ახლაი ოინი მოუწვეს და მის კალსელ გოგოებსა და რამდენიმე ბიჭს კედელზე აკრული თალაისთვის თავზე ჭუჭყიანი წყლით სავსე თასლის დაცლა უნდოდათ. მახსოვს ეს ჯერ თაკომ დაიანხა და მეც მათკენ გამახედა, მერე ილიამაც. მერე ყვეალფერი შავდება , მახსოვს მხოლოდ ის ფაქტი როგორ ვგლეჯდი რომელიღაცას თმებისგან. ილია ბიჭებს სცემდა, ცალი ხელი საყელოში ეკიდა, მეორეთი სახეში ურტყავდა. თაკო ჩვენს პარალელ კალსელს ზურგზე ჰყავდა შემხტარი და კსიერში ხელებს უჭერდა. საბოლოოდ ყველამ დირექტორთან ამოვყავით თავი ჩვენ-ჩვენი მშობლებიანად და განურჩევლად მართალ-მტყუიანისა დავისაჯეთ. იმ დღის შემდეგ თალაის არავინ აგკარებია, რადგან სადაც ჩვენ ვიყავით ისიც იქ იყო. ჩვენ კი სკოლის „პოპულალური ბავშვები ვიყავით“. პირველად სწორედ იმ სასწავლო წლის ზაფხულს წავედით თალიასთან ბათუმში და სახლში დარჩენილებმა დედამისის უჩუმრად ნალექიანი ყავა მოავდუღეთ. ოთხივენი მის სამზარეულოში ვიჯექით და ერთამნეთს ნალექზე დანახული ფუგურების შესახებ ზღაპრებს ვუყვებოდით.

-გინდა მერე კიდევ წავიდეთ?ამჯერად პაემნის მაგაივრად თქვენთან ერთად?!
-კი რა, მომენატრა დიდიხანია არ ვყოფილვარ.
-მაშინ შევთანხმდით, თაკო შენ რას იტყვი?
ახლა მეორე მეგობარს მივუბრუნდი.
-რა უნდა ვთქვა? წამოვალ რა თქმა უნდა. ხომ იცი ოღონდ მე თქვენთან ერთად მამყოფე.
-მშვენიერი. მოიფიქრეთ მერე როდის გეცლებათ და ერთად წავიდეთ.
-კარგი მოცია მე დაკითხვას არ მოვრჩენილვარ ჯერ- ცარციძემ კოპები შეკრა და ხელები გულზე დაიკრიფა, აქაო და ვერსადაც ვერ წახვალ, ვერც თემას გადაიტან სანამ სასურველს არ მივიღებო. ასეც იყო. იშვიათად შეხვდებოდით თაკოზე უფრო ჯიუტ ადამიანს და სიყვარულშიც სწორედ ეს სიჯიუტე და “მე მისი გამოსწორება შემიძლია” ფიქრები ღუპავდნენ.
-მიდი.
-მეც მაინტერესებს ისე, მხოლოდ ამის გამო კი არ გისმენ.
თალიამ მხრები აიჩეჩა.
-მარტო კაფეში იყავით?
-არა მერე ფეხით გავიარეთ.
-დალიეთ?
-კი. წითელი მშრალი ღვინო,ლ უფრო კონრეტულად საფერავი. ოთხი ჭიქა. კიდე რამე?
-სად წახვედით?
- ქართლის დედასთან ეკლესია ხო იცი? აი მაგის ეზოში.
-აკოცეთ?
-არა.
სახე დავმანჭე და ამის გამო გოგოებს გაეცინათ. მახსოვს სულ პირველად მსგავსი კითხვა რომ დამისვეს, მაშინ კიდევ უფრო მეტად დავიამნჭე. ისეთი სახე მქონდა თითქოს შეურაცხყოფას მაყენებდნენ. თუმცა ეს სხვა დროისთვის იყოს, რადგან ახლა გუკაზე არ ვსაუბრობთ.
-მიყვარს ასე რომ შევება.
-კარგი რა თაკო პირველი პაემანი იყო, შენ აკოცე დაჩის?
-არა მხოლოდ.
მე და თალიამ ერთმანეთს გადავხედეთ და საბოლოოდ ორივე თაკოს მივაშტერდით, რომელიც ნელ-ნელა სკამში ჩაიმალა.
-რას ბოდავ ამიხსენი?! კარგი რა თამარ! ნორმალური თუ ხარ საერთოდ?!
-დიხაც ვარ.
-კაი შეეშვი თორე აზრი არ აქვს და მერე ჩვენზეც გაბრაზდება.
ამ ჯერად თალიას მე ვამშვიდებდი. საბოლოოდ მაინც დავწყნარდით და თავი ხელში ავიყვანეთ. სამაგიეროდ თაკომ პირი მოაღო და აღარასდროს გაჩუმდა იმაზე საუბრისგან როგორ არ შეიძლება რომ ყვეალფერზე ვწითლდებოდე და ეს უბრალოდ კოცნა იქნებოდა. მხოლოდ მაშინ გაჩუმდა როცა ვუთხარი რომ დიდი შანსი იყო ისევ წავსულიყავით პაემანზე. სწორედ ამ დროს მომივიდა შეტყობინება.
@Naakan_E: სახლში ხარ?
@Nisi_:არა, თაკოსთან ვარ. მოხდა რამე?
@Nakan_E: არაფერი
@Nakan_E:ისე უბრალოდ.
@Nakan_E: ვიფიქრე გნახავდი სანამ წავიდოდი.
@Nisi_ :რომელზე გაქვს ფრენა?
@Nakan_E: პირველზე. არ იდარდო ბარგიც ჩალაგებული მაქვს.
@Nisi_ : კარგი გამოვალ ათ წუთში, სად ხარ შენ?
@Nakan_E: …
-ამოძვერი ნისიტელეფონიდან თორე გადაგიგდებ მეექვსე სართულის ფანჯრიდან.
თაკო დამემუქრა და ტელეფონის წართმევა სცადა, თან ფანჯრისკენ მგამახედა, იმის მისანიშნებლად რომ მართლა გულისხმობდა.
-მაცადე ორი წუთი, გააგრძელეთ თქვენ გისმენთ თან.
იმ დროისთვის თალია და თაკო უკვე კაბებს განიხილავდნენ, რომლის ჩაცმაც ახალწელს უნდოდათ. ზოგადად მას მერე რაც მეთერთმეტე კალსში გადავედით ყველანი ერთად აღვნიშნავდით ახალწელს, მერე ლუკა და კიტაც დაგვემატნენ და ეს ყვეალფერი უკვე ტრადიციად იქცა.
@Nakan_E: მისამართი მომწერე და მე გამოგივლი. სუშის ხო შეჭამ?
@Nisi_ კარტგი ლოკაციას გაგიზიარებ.
ერეკლეს ლოკაციას ვუზიარებ და მერე მართლა ვდებ ტელეფონს.
- სახელს არ გვერტყვი ნისი?
-რა სახელს თალია?
-იმ ბიჭის ვისთანაც პაემანზე იყავი.
წარბი მაღლა ასწია და ჭიქა, რომელცი ამდენხანს გადაბრუნებული ედო ხელში აიღო. ჩემი და თაკოს ყავის ჭიქებიც თავისის გზას გაუყოლა და ისინიც ჩვენს წინ ამობრუნებულები იდგნენ.
-არა ჯერ.
-მაგრამ დავგვპირდი რომ პაემნის მერე გვეტყოდი.
-უბრალოდ მინდა ვიცოდე მხოლოდ დეითებზე დავდივართ, ერთმანეთს შევხვდებით, შეყვარებულები ვიქნებით , მეგობრები თუ მხოლოდ ინტიმური ურთიერთობა გვექნება.
-ესეიგი სახელი გჭირდება?
-ხომ მიცნობთ არა? ზუსტად უნდა ვიცოდე სახელი რომ მერე შესაბამისად მოვიქცე და შესაბამისი მოლოდინები მქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია რომ მის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობ.
-ოუუუ მგონი ნისი აღარ ხუმრობს ხო?
თალიას, რომელიც მის წინ ზის მაგიდის ქვეშ ფეხს კრავს, თუმცა თალიას ფეხი შემთხვევით ჩემი აღმოჩნდა და სიმწრისგან სახე დავმანჭე.
-თაკო ცარციძე გააჩერე ეგ ფეხები სანამ დამიტეხავს!
-ვაიმე ბოდიში, შენ მოგარტყი?
ხელები პირზე აიფარა.
-აფერისტო. მე უნდა წავიდე ცოტახანში.
-სად მიდიხარ?
ტუჩები მოვკუმე და თვალების აქეთ-იქით ცეცება დავიწყე.
-მოიცა...
-რა?
-შენი ბიჭი უნდა ნახო?
-ჩემი ბიჭი არაა.
-ესიგი უნდა ნახო?!
-კი თალია უნდა ვნახო.
-სად?
-გამოგივლიო.
მხრები ავიჩეჩე და ვცადე სიგარეტისკენ გქცეული მზერა ისევ თაკოსა და თალიას სახეებისკენ დამებრუნებინა. საბედნიეროდ სწორედ მაშინ მომწერა ნაკანმაც.
@Nakan_E: ჩამო კორპუსთან გელოდები.
პასუხი აღარ დამიბრუნებია ისე დავბლოკე ტელეფონი და გოგოებს გავუღიმე.
-წავედი და ამ დღეებში გამომიარეთ, თან სოსიკოც უნდა გამოვიდეს და თუ გინდათ საერთოდაც სადმე გავიდეთ დასალევად.
-სიამოვნებით. მიდი და მოგვიკითხე შენი ბიჭი.
-გადავცემ და ჯერ ჩემი არაა თქო თაკო!
ორივე გადავკოცნე, მერე სამზარეულო დავტოვე და მისაღებში თაკოს დედასა და ძმას შევეჩეხე, რომლებიც ის ის იყო სახლში მოვიდნენ და ხელში მაღაზიიდან წამოღებული პროდუქტებითა და ათასი რამით სავსე პარკები ეჭირათ. უკნიდან ჯერ ისევ მესმოდა თალაისა და თაკოს ქირქილი.
-ნისი ძვირფასო, როგორ ხარ?
-კარგად თქვენ? შაკო შენ?
ბიჭმა მხოლოდ თავი დამიქნია იმის ნშნად რომ კარგად იყო, თაკოს დედა კი გადამეხვია.
-მიდიხარ?
-დაიხ საქმეები მაქვს და მერე კიდევ გამოგივლით რომ მეცლება.
-საქმეები პაემანია დედა ოღონდ.
სამზარეულოდან თაკომ გამოგვძახა და მომინდა მისთვის თავში რამე ჩამერტყა დედამისთან ჩემი ჩაშვებისთვის, თუმცა ეს ფიქრები უკუვაგდე, ქალს მორიდბეით დავუაკრი თავი და სახლი სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე.
სადარბაზოდან რომ გამოვედი მოპირდაპირე მხარეს გაჩერებული მისი მანქანა დავინახე და როცა მგზავრის მხარეს ფანჯარა ჩამოიწია ღიმილით წავედი მისკენ. მანქანაში რომ ჩავუჯექი ერეკლემ ფანჯრის მინები ასწია.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-გამიხარდა რომ დამთანხმდი და არ მაწუწუნე .
ღიმილით მითხრა და ლოყაზე ცერით მომეფერა. უნებურად ჩამიტყდა ტუჩის კუთხე. მანქანაში სურნელოვანი ზეთისა და მისი ტომფორდის სუნამოს სუნი ტრიალებდა. ცოტა სიგარეტისაც კი. ღვედს რომ ვიკრავდი მაშინ შევამჩნიე ფანჯრიდან გადმოკიდებული თაკო და თალია რომლებიც გვითვალთვალებდნენ და თავი დანანებით გადავაქნიე.
-რა მოხდა?
-თალია და თაკო გვითვალთვალებენ ფანჯრიდან.
სიცილით ვუთხარი და ისიც ცოტა დაბლა იხრება რომ მათი დანახვა შეძლოს. ორივეს სიცილი გვიტყდება როცა თაკო უფრო იწევა ფანჯრიდან, რადგან მანქანაში მეორე პირის მოძრაოაბს ამჩნევს და უნდა ბიჭის სახე როგორმე დაინახოს.
-გიჟები არიან შეეშვი. წავიდეთ?
-კი.
თავი დავუქნიე და მანქაც მანქანა დაძრა. თავიდან ზუსტად არ ვიცოდი რაზე უნდა მელაპარაკა ხოლმე ნაკანთან, რადგან კარგად არ ვიცნობდი, შესაბამისად არ ვიცოდი რა თემებზე შემეძლო მასთან გახსნა და რამდენად. ამიტომაც ყოველი შეხვედრა გადაკოცვნისა და მოკითხვის შემდეგ გაწელილი სიჩუმით სრულდებოდა, რომელსაც უმეტესად ნაკანი არღვევდა, თუმცა იმ დღეს მანქაანში ჩამოვარდნილი სიჩუმე მე დავარღვიე. ისე სიჩუმესაც ვერ დაუძახებდი ბორბლებისა და ძრავის ხმას.
-სხვათაშორის ძალიან ცდილობენ გაიგონ ვინ ხარ.
-რატომ არ ეუბნები?
-კითხვას გაგიმეორებ, გინდა რომ იცოდნენ?
-არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ამას ნისიმე?
-მგონი არ აქვს.
-მაშინ უთხარი.
-რა ვუთხრა რომ პაემანზე ვიყავით?
-ხო და რომ კიდევ წავალთ.
გააზრება ვერც მოვასწარი ისე აიღო ჩემი ხელი თავისაში და ხელისგულზე მომაკრო ტუჩები. იმ მომენტში თავის მწვანე თვალებს არ მაშორებდა. გული ისე მიცემდა მეგონა მისი ხმა არა მხოლოდ ერეკლეს არამედ მთელს ქალაქს ესმოდა. ძარღვებში სისხლი ისე ჩქარა მიქროდნენ ,ცოტაც და ყველა ვენა და კაპილარი დამისკდებოდა. თვალები ამიცრემლიანდა და პირი ოდნავ შევაღე. ერეკლეს რომ ტუჩის კუთხე ჩაუტყდა მერეღა მივხვდი როგორ აშკარად გავიყიდე . ყველა ემოცია ხელის გულზე დადებული მივუტანე.
განა რა გააკეთა ასეთი? არც არაფერი, მაგრამ იმდენი კი მოახერხა, რომ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა შესძლებოდა. არ მახსოვს ვინმე ისე მდომებოდა როგორც ერეკლე მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი ჩემგან ვერასდროს დააღწევდა თავს რადგან ამის საშუალებას არ მივცემდი. მეორეს მხრივ მე კი არასდროს მენდომებოდა მისგან გაქცევა.
ხელი გამოვწიე და ერეკლესიც თან წამოყვა.
-არ მესმის რატომ გრცხვენია.
-მე? ვისი შენი ნაკანი?- დაცინვით ვკითხე და მის სახეს მივაშტერდი.
ის აღარ მიყურებდა. გზაზე შუქნიშანი წითლად აინთო და ნაკანმა მანქანა ლურჯი ავტობუსის უკან გააჩერა.
-ხო შენ ნისიმე.
-არ მრცხვენია.
-ანუ მე გამიწითლდა ლოყები?
ხმა არ ამომიღია. ენის წვერით ზედა ტუჩს შევეხე, მეორე ხმარეს გავიხედე და მერე ქვედა ტუჩზე ვიკბინე. ნაკანი საღამოს წვაიდოდა და ვინ უწყის კიდევ როდის ვნახავდი, მე კი მის სიტყვებთან ,შეხებასა და ჩემს თავთან უნდა დავრჩენილიყავი , ჩემსავე სახლსი სადაც ეს ყვეალფერი ნაწილებად დამშლიდნენ. ალბათ ილია გამოვიდოდა და მასთან საუბარში კიდევ უფრო მეტად მოვამზადებდი თავს მსხვერპლშეწირვის ცერემონიაზე ჩემი თავის ნებით გასატნევად. მე ხომ კარგად ვიოციდ როგორი იყ სიყვარული, მაგრამ ნაკანთან ეს სიყვარული არ იყო. ჯერ არა.
-აი ისევ.
-რა გინდა ნაკანი?
-შენთან ერთად იმდენი დროის გატარება რამდენსაც შევძლებ.
-რატომ?
-რა თქმა უნდა იმისთვის რომ კარგად გაგიცნო.
-და რას იზავ შენი პირველი შთაბეჭდილება ჩემს შესახებ ქარს რომ გაჰყვეს?
-პირველი შთაბეჭდილებები ყოველთვის მცდარია. აი მაგალითად შენ, გახსოვს მე შენ ილიას მორიგი გოგო მეგონე.
-იდიოტო, რატომ მახსენებ?
-იმიტომ რომ სასაცილოა.
თავი გადავაქნიე და სავარძელს მთელი სხეულით მივეყრდენი. ერეკლემ მანქანაში ისევ ის სიმღერა ჩართო რაც წინა ჯერზე მომასმენინა და იცოდა რომ მომეწონა. ვუყურებდი როგორ ათამაშებდა თითებს საჭეზე და თავს სულ ოდნავ აყოლებდა რიტმს. გამახსენდა ბარში მყოფი ერეკლე, რომელიც თავად უკრავდა. იმ დღეს ხან თავს აყოლებდა, ხან მთელს სხეულს. სახე ყოველ წამს ეცვლებოდა და ტუჩებს ჰკბენდა. ხელებს არ აჩერებდა. მაშინ როცა არაფერს ატრიალებდა ან სეტის სხვა ნაწილებს ეხებოდა ხელს ყურსასმენებს კიდებდა და თავადაც რიტმს ყვებოდა, ან კოტეს მიტანილ სასმელს სვავდა. კოტე იმდღესვე გავიცანი, რადგან როგორც აღმოჩნდა ლუკა დიდიხანი ემეგობრებოდა და ჩვენთან ერთად ჩამოდგა მოსაწევად, უფროსწორედ ბიჭებთან და ჩემს მეგობრებთან, მე კი იქნევ ჭიქით ხელში ვიყავი კედელს მიყრდნობილი და ვსვავდი.
-რაზე ჩაფიქრდი?
-იმაზე თუ როგორ ძალიან მომწონს შენი მუსიკით შეპყრობილობა.
ერეკლეს გაეღიმა. ამასობასი იმ ადგილამდეც მივედით სადაც ერეკემ გადაწყვიტა რომ სუში უნდა გვეჭამა. კარი თავად გამიღო. მის მსგავს გამონათებებზე მეღიმებოდა. ამას ისე ძალდაუტანებლად აკეთებდა რომ არც კი ვციოდი სხვებს როგორ შეეძლოთ მსგავსად არ მოქცევა. ხმაც არ ამომაღებინა ისე შეუკვეთა როლები და მაგიდაზე ხელებდადებულმა მომანათა მზერა.
-წუხელ სახლში რომ მივედი მაშინ ვფიქრობდი. იქნებ ძალიან ვიჩქარეთ თქო, არ მინდა რამე სწრაფად მოხდეს, ისე რომ ვერცერთმა გავიაზროთ ჩვენს თავებს რა ხდება. უბრალოდ დალაპარაკება და იმის ახსნა მინდოდა რომ დრო მჭირდება შენს კარგად გასაცნობად.
-და ამაში გასაოცარი რა არის? არც მე ვფიქრობ რომ სიჩქარე კარგია. მომწონს შენთან დროის გატარება და საუაბრი და მგონი ეს შენი მხრიდანაც იგივეა. უბრალოდ როცა საქმე გრძნობებს ეხება მირჩევნია დიდხანს ვიფიქრო და შეცდომები აღარ დავუშვა რომ კდიევ ერთხელ არ გავანადგურო ჩემი თავი.
-ზუსტად, მეც ეგრე ვფიქრობ ნისიმე და თან ბავშვებიც აღარ ვართ. უბრალოდ ჯერ არ ვიცი რა სახის ურთიერთობისთვის ვარ მზად და რისთვის არა.
-მესმის.
თავი დავუქნიე და გავიღიმე. მისი მართლა მესმოდა. არ ვაპირებდი ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი დღეები ხელახლა გადამხდენოდნენ თავს. ვეღარ ავიტანდი კიდევ ერთხელ მივეტოვებინე კაცს სხვის გამო, ან თუმდაც ქორწილის შემდეგ აღმომეჩინა რომ გრძნობები გამიქრა. იმ მომენტში ვფიქრობდი რომ მზად არ ვიყავი, რომ ვეღარასდროს გავაგრძელებდი ცხოვრებას თუ მსგავსი რამ კიდევ ერთხელ დამემართებოდა. შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობდი, რომ ჩემმა პირველმა სიყვარულმა ასე ცუდად ჩაიარა. სასაცილოა , ის რასაც სიყვარულს ვეძახიტ, პირველ სიყვარულს, არაფრით ჰგავს ამ გრძნობას. გვაცინებს, ნარკოტიკივით მოქმედებს და გვაბრუვებს. ეს გრძნობები გვაიძულებენ დელუზიურები გავხდეთ და ის მომავალი წარმოვიდგონოთ არასოდეს რომ არ იქცევა რეალურად, ემრე კი ერთ დღესაც სარკის წინ მდგომები აღმოვაჩნეთ რომ რეალობასა და მირაჟს შორის პატარა საზღვარი ვერ დავინახეთ და სარკის მიღმა სამყაროში აღმოვჩნდით. მხოლოდ დროებით რა თქმა უნდა. ჩვენ ყველანი, მეც , შენც და ისიც, ცხოვრებასი ერთხელ მაინც ვიკავებთ ალისას ადგილს “ალისა საოცრებათა ქვეყანაში-დან”. ჩვენ გვიჭამია ჯადოსნური სოკოები და ნამცხვრები, დაგვილევია ელექსირები რომლებსაც გავუზრდივართ ან პირიქით დავუპატარავებივართ, რომ იმას მოვრგებოდით რაც ჩვენს წინ იყო. როცა ჯადოსურ სოკოებს, ელექსირებსა და ნამცხვრებზე ვსაუბრობ ტყუილებსა და მანიპულაციებს ვგულისხმობ, იმ ყველაფერს რითიც ტოქსიკური ურთიერთობები გვკვებავენ. იმ ყველაფერს რაც ასე გვხიბლავს ხოლმე და მერე როცა ჯაბერვოკის წინაშე აღმოვჩნდებიტ ალისასგან განსხვავებით ჩვენ მას ვერ ვამარცხებთ, რადგან მხოლოდ მენტალურად არასტაბილურ, “დაზიანებულ “ ადამიანებს შეუძლიათ რეალობა დაამარცხონ. დიახ ჩვენი ჯაბერვოკი პირველი სიყავრულისას სწორედ რეალობაა, ის რომელიც ასე ნათლად გვიყვირის გაიქეციო. მე არ გავიქეცი, მე მას წინ დავუდექი და საფასურიც მივიღე.
-როდის ბრუნდები თურქეთიდან გამახსენე?
-შაბათს.
თავი დავუქნიე და ჩემს ახლად გაჩენილ იდეაზე გამეღიმა.
-პოკერის თამაში იცი?
-ცუდად , მაგრამ კი. რა იყო?
- 19ში თვის მესამე პარაკსევია და ყველანი ილიასთან უნდა შევიკრიბოთ სათამაშოდ, წამოხვალ?
-სიამოვნებით.
-ძალიან კარგი.
სკამის საზურგეს მივეყრდენი და გულხელი დავიკრიფე. ჩემს წინ მჯდომ ბიჭს მზერას არ ვაშორებდი. მისი ყველა ნაკვთი მომწონდა.
-რამე მომიყევი.
-გინდა ჩემს დაზე მოგიყვე?
ინტერესით მკითხა ნაკანმა. წარმოვიდგენდი რგოორი ლამაზი იქნებოდა მისი უფროსი და. ჯერ ხომ თავად იყო ელფის მსგავსი ქმნილება თავის ხმის ტემბრითა და სხეულით, მერე კი მისი გოგო ვერსია?! ყველა კაცი მებრალებოდა იმდენა დაუნდობლად მეჩვენებოდა ქალი ნაკანის არსებობა, მითუმეტეს თუ ძმის მსგავსი იქნებოდა.
-პატარები რომ ვიყავით და მოვიწყენდი ხოლმე ვატყუებდი რომ ნაშვილები იყო და ვატირებდი. სასაცილოა ამრთალ რომ იჯერებდა როცა დედის ასლია და თან ჩემზე უფროსი.
-კარგი რა საზიზღარო!
- შენ რომ და ან ძმა გყოლოდა იგივეს იზავდი.
ღიმილით მიტხრა. ზუსტად იმ წამს შეკვეთა მოიტანეს და ერთჯერადი ჩოფსტიკების შეფუთვა გავხსენი.
-მითხარი რომ აქედან რომელიმეს ჭამ
-შენ წარმოიდგინე და ყველას. ცოტა უპრეტენზიო ვარ საჭმელთან მიმართებაში.
-მართლა?
თავი დავუქნიე და ფილადელფიის როლი ავიღე.
-რამდენად?
- ერთადერთი რასაც არ ვჭამ არც სურვილი გამიჩნდება ხალადეცი და ხაშია.
ერეკლემ სიცილი ვეღარ შეიკავა და ყველა ჩვენ გვიყურებდა . მეც ავყევი და ორივენი ერთმანეთს მიშტერებულები ვიცინოდით, ბოლოს როცა ერეკლე ლამის სიცილისგან დაიხრჩო მიმტანმა წყალი მოგვიტანა.
-გადარეული ხარ ნისიმე.
-რას ვიზავთ.
-იცი რა რომ ჩამოვალ კიდევ წავიდეთ სადმე.
-მოდი ჯერ წადი , ჩამოდი და მერე მოვიფიქროთ და კიდევ დღევანდელს მე ვიხდი.
-რა სისულელეა.
წყენა დაეტყო, ხმაზეც და სახეზეც.
-ხომ შევთანხმდით რომ შემდეგს მე გადავიხდიდი.
-ეს პაემანი არაა უბრალოდ შევხვდით ერთმანეთს.
ეშმაკურად გამიღიმა და ჭამა განაგრძო.
-კარგი რა, უსამართლობაა.
-არაა. ტყუილად მეწინააღმდეგები, ხომ იცი რომ მაინც არ გადაგახდევინებ თან ჩემი იდეა იყო სუშის საჭმელად გამოსვლა.
თვალებს ვაწვრილებ და ისე ვუყურებ, თან ხელში ჯერ ისევ ჩოფსტიკები მიჭირავს, რომელსაც ცოტახანში მაგიდაზე ვდებ და ხელებს გულზე ვიჯავრედინებ. ერეკლე დამცინის რომ ბავშვივით ვიქცევი, მაგრამ მე ჩემი სიმართლე მაქვს, რომელსაც საბოლოოდ მაინც ვახერხებ რომ ერეკლეს ვუთხრა.
-არ მიყვარს როცა ვინმე ჩემთვის იხდის.
-მაშინ არ გავიხდი.
-ერეკლე! ხომ იცი რასაც ვგულისხმობ?!
- კარგი არ გაწვალებ, მაგრამ დედაჩემმა მე ეგრე გამზარდა.
მხრებს უდარდელად იჩეჩს და როცა ხედავს რომ აღარ ვჭამ თვითონაც ჩერდება. ცოტახანს მიყურებს, მერე კალიფორნიის როლს ჩხირებით იღებს, ქვემოდან ხელს აშველებს და მაგიდაზე სულ ოდნავ იხრება ჩემსკენ. გაკვირვებული დავყურებ ჩემს პირთან მოტანილ სუშს რგოლს , მერე ერეკლეს თვალებს. თავს სუსტად მიქნევს და მექანიკურად პირს ვაღებ ,ნებას ვრთავა თავად მაჭამოს. როცა მის მოწოდებულ საჭმელს ვიღებ და მისი ჩხირები ცარიელდება, ის კი ისევ თავის სკამზე სწორდება, იღიმის.
-კარგი გოგო ხარ
თვალს მიკრავს და ტუჩზე ძლივს შესამჩნევად, მხოლოდ წამით კბენს თავს. მე სიცილით ვაქნევ თავს და ხელსაც.
-მართლა არანორმალური ხარ.
-დიახაც ვარ.
-ნახე არც ერიდება.
-რისი უნდა მერიდებოდეს ნისიმე?!
ისევ სახელით მომმართვას, მისი წარმოთქმისას, როცა ბოლო ორ ასოს ამბობს ცალყბად ეღიმება და ლოყაზე ნაკეცები უჩნდება. მე კი ისეთი გრძნობა მიბყრობს თითქოს მათში მოქცევა და იქ მთელი მარადისობის გატარება შემეძლოს. ასეთ დროს თვალები მენაბება და თავადაც ძლივს შესამჩნევად ვუღიმი ერეკლეს.
მაგიდის ქვეშ მისი ფეხსაცმელი სულ ოდნავ ეხება ჩემსას.
-პასუხი არ გაქვს, ვერც გექნება.-მისი ხელი მაგიდაზე დადებულ ჩემს ხელს ისე მსუბუქად ეხება, თითქოს ახლოსაც კი არ იყოს არა თუ ზედ მედოს და თითებით მეფერებოდეს მტევანზე.- არც შენთვისაა საიდუმლო რომ მომწონხარ და არც ჩემთვის. ჩვენ ერთამნეთის გასაცნობად ავიღეთ დრო , რომ მერე გადავწყვიტოთ გვინდა თუ არა შეყვარებულები ვიყოთ და არა იმისთვის , რომ ვნახოთ თუ გაგვიჩნდება რამე გრძნობა. ასე რომ რატომ უნდა მერიდებოდეს რამის, შენ ხომ გინდოდა რომ გაგეცანი.
თვალებში მიყურებს და წამით არ ერევა მზერა. წმაით არ გაურბის ჩემი ტუჩებისკენ ,როცა მე ყოველ ჯერზე გაჭრვებით ვიკავებ თავს.
-მე უბრალოდ… არ ვიცი ნაკანი.
-სახელს როდის დამიძახებ ნისიმე?
-ალბათ როცა გავერკვევი ზუსტად რას ვგრძნობ.
-რა არის გასარკვევი?
-ბევრი რამ.
-მაგალითად?
-მაგალითად განა რამდენხანს გასტანს ეს ჩემი ვითომ გრძნობები.
-რატომ ვითომ გრძნობები?
-როგორ შეიძლება რომ სულ რაღაც 2 კვირაში ასე ძალიან მომწონებოდი.
-ისე როგორც მე შევძელი.
ორივე ვჩუმდებით და ერთმანეთს ვუყურებთ. მისი მწვანე თვალები ტყეს ჰგვანან, გაზაფხულივით მწვანეები არიან , მაგრამ მე ტყეს მაგონებენ. შეიძლება მწვანე ტბასაც კი. ყოველ შემთხვევაში ისინი ჩემთვის ცოცხლები არიან და მინდა ყოველდღე შემეძლოს მათი დანახვა. მინდა ერეკლეს ელფური ხმა ყოველდღე მესმოდეს რომ მისი დავიწყება ვერასდროს შევძლო. ერეკლე კი არც კი ვიცი რაზე ფიქრობდა ჩემი ცისფერი თვალების ყურებისას. შეიძლება ამსაც იგივე უნდოდა, ან არც.
-მნიშვნელობა არ აქვს...
-რას?
-რა მოხდება, ცდა მინდა. ვიმსახურებ რომ რაც მინდა ის გავაკეთო და მე მინდა რომ შენთან ერთად აი ეს ყევალფერი ვცადო.
ერეკლე ისევ მიღიმის, ჩემს ხელს იღებს და თითისწვერებზე მკოცნის. ირგვლივ ვიხედები ,იმის გადასამოწმებლად ჩემთვის ასეთი ინტიმური მომენტი ვინმემ შენიშნა თუ არა და კმაყოფილი ვიღიმი, როცა აღმოვაჩენ რომ ჩვენ ჩვენს პატარა , იზოლირებულ სამყაროში ვართ გამომწყვდეულები.
ამის შემდეგ ერეკლე ფეხზე დგება.
-მოვალ ახლავე.
ვფიქრობ რომ საპირფარეშოში მიდის, ამიტომაც თავს ვუქნევ და მისი წასვლისთანავე მობილურს ჯიბიდან ვიღებ. თალია და თაკოსგან უამრავი შეტყობინებაა ჩვენს ჩათში, რომ ძალიან კარგი მანქანა ჰყავს ჩემს „პაემანს“ და ასე სემდეგ. მერე ილიასგან მოსულ შეტყობინებას ვამოწმებ.
@Il_I: ერეკლესთან ერთად ხარ?
@Il_I:იცოდე რომ მოხვალ პირდაპირ ჩემთან შემოდიხარ და გუშინდელ ამბებსაც მიყვები.
@Nisi_: როდის მერე გახდი თაკო და თალაის მსგავსი ჭორიკანა?
მიწერილი არ მაქვს მისგან პასუხი რომ მიბრუნდება
@Il_I: მას შემდეგ რაც თვალი ჩემს ძმაკაცს დაადგი რომელმაც თვალი შენ დაგადგა და პაემნებზე დაბოდიალობთ.
@Nisi_:კარგი მოგიყვები ხო, ოღონდ ახლა შემეშვი.
@Il-I: აი ხედავ ეგ დღეცდადგა როცა აღარ გიყვარვარ და გჭირდები.
@Nisi_: ფულს მოგცემ და ფსიქოლოგთან მიდი თუ გიყვარვარ.
-ვისთან მღალატობ?
ტელეფონიდან თავს ვწევ და ერეკლეს ვუყურებ. მობილურს ხელში ისე ვათამაშებ ეკრანს ხედავდეს.
-ილიასთან.
-რაო?
-ეჭვიანობს, პონტიდან მომტეხეთო.
-თუ უნდა რომ მურმანის ეკალივით იყოს და ყველას ხელი შეუშალოს კი ბატონო წმაოვიყვანოთ სხვა დროს.
-ისე ამბობ თითქოს სამი წლის ბავში იყოს.
-ხანდახან რომ არის შენც ხომ იცი?
-კი განსაკუთრებით მაშინ როცა იმას ვერ იღებს რაც უნდა.
-დამიჯერე შენ წარმოდგენაც არ გაქვს ნისიმე როგორი მომთმენია იმასთან რაც ნამდვილად უნდა , მაგრამ თან არ იმჩნევს რომ უნდა.
-შეიძლება, არ დავკვირვებივარ.
მხრები ავიჩეჩე და საათს დავხედე, 6 ხდებოდა.
-ხომ არ წავიდეთ? ფრენა გაქვს ღამე, თან უფრო ადრე უნდა მიხვიდე რეგისტრაციისთვის და ასე შემდეგ.
-წავიდეთ, სახლშ გაგიყავნ .
ფეხზე წამოდაგ და ქურთუკი ჩაიცვა.
-კარგი, მიმტანს დავუძახებ.
მეც ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავღე.
-სულ ტყუილად გადავიხადე.
ჯერ გაკვირვებულმა შევხედე, მერე როცა გავიაზრე რომ ცოტახნის წინ გასული იყო წამში მივხვდი რისთვისაც ადგა მაგიდიდან და გაბრაზებულმა, უკვე მის გვერდით მდგომმა ხელი ხმარზე მივარტყი.
-საზიზღარი ხარ.
-ხომ გითხარი ეს პაემანი არ იყო, მე კი დაგპირდი შემდეგ პაემანს დაგითმობ თქო.
-ახლა ყველა ჯერზე როცა სადმე წავალთ იტყვი პაემანი არ იყო და მე ვიხდიო?
-სხვათაშორის ძალიან მომწონს ეგ აზრი.
თმა ყურსუკან გადამიწია და შუბლზე მაკოცა. ტუჩზე ვიკბინე და თავი გადავაქნიე, ეს აღარ დაუნახავს რადგან შუბლზე კოცნის შემდეგ ზურგი მაქცია და გასასვლელისკენ წავდია, თუმცა კარი რომ გააღო გაჩერდა, მე გამატარა და მხოლოდ შემდგე მომყვა უკან.
-როგორი ჯელტმენი ხარ.
-ხომ გითხარი დედაჩემმა კარგად გამზარდა.
-ნამდვილად. უბრალოდ არ ვარ მიჩვეუი როცა ჩემს წილს სხვა იხდის.
-რატომ ილია ხომ გპატიჟებს ან ბჭები. დავიჯერო შენი მეგობრბეი არასოდეს არაფერზე გეპატიჟებიან?
-იშვიათად ,რადგან იციან რომ დამოუკიდებლობა მირჩევნია.
მანქანასი ვხსდებით და ღვედს ვიკრავ, ერეკლე უკან არის მიტრიალებული, რომ მანქანა პარკინგიდან გაიყვანოს, თან მელაპარაკება.
-ის რომ ვიღაცას უნდა გასიამოვნოს დამოუკიდებლობის დაკარგავს არ ნიშნავს. საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი თუ უჩემოდ არსებობა შეგიძლია, რადგან ჩემამდე ცხოვრობდი ესეიგი ჩემს მერეც იცხოვრებ, მაგრამ მსგავსი დეტალებით სითბოს და მზრუნველობას გამოვხატავთ- საჭეს ცალი ხელით ატრიალებს და მანქანას ზოლში ასწორებს, მე მიყურებს- მზრუნველობა კი ყევალს ჭირდება.
არაფერს ვამბობ. მთელი გზა მის ისტორიებს ვუსმენ და ვიცინი. სახლთან მიჩერებს და გადმოსვლამდე ხელისგულზე, ცერთან ახლოს მკოცნის. მე რომ სახლში ავდივარ და სამზარეულოს ფანჯარაში ფარდას ვწევ მანქანას მერე ძრვს. მუდამ ასე აკეთებს. ერეკლე რომ მიდის მე ტანსაცმლეს ვიცვლი თან ჩემი საძინებლის კედელზე ზედიზედ სამჯერ ვაკაკუნებ.
სპორტულებში გამოწყობილი სამზარეულოში გავდიავრ და გაზზე ყავას ვდგავ. რკინის კარის გაღების და დაკეტვის ხმა მესმის. მერე ჩუსტების ფრატუნის და ცოტახანში სამზარეულოს კარში ილია ჩნდება.
-როგორ ჩაიარა?
-შენ წარმოიდგინე და კარგად. დაჯექი ყავას დაგალევინებ, ტარტი მაქვს გინდა?
-რისი?
-ალუბალი ვერ ვიყიდე და მოცვის გავაკეთე.
-შევჭამ.
- მოცია თეფშებს მოვიტან.
გაზს ვშორდები, კარადიდან ჭურჭელს ვიღებ და მაგიდაზე ვალაგებ. მერე ყავას ჭიქებში ვასხავ. მაგიდასთან ილაის გვერდით ვჯდები, სკამზე გადაწოლილი, ფეხებს ერეკლეს კალთაში ვუდებ და ვუყურებ როგორ ჭამს ჩემი გაკეთებული ტარტის პირველ ლუკმას.
-ძალიან კარგია ნისი.
-შეგერგოს.
მთელი საღამო ასე ვსხედვართ. ერეკლეზე ვლაპარაკობთ და მის თვალებში რაღაც გაუგებარს ვხედავ, იამს რაც არც კი ვიცი რისი გამოწვეულია. ის მისმენს, მლანძღავს, რჩევებს მაძლევს და დამცინის. ზუსტად ისეა როგორც მაშინ, გუკასთან. ოღონდ ამჯერად უფრო დიდიები ვართ, ჩვენს თავებში უფრო მეტად გარკვეულები და შეიძლება უფრო უიმედონის კი ვიდრე სკოლაში სწავლისას ვიყავთ. სამაგიეროდ ახლა მეტნი ვართ. მე და ილია კი სამუდამოდ იმ ჩემს სამზარეულოში ჩარჩენილი ჩემს მოწონებულ ადამაინებზე მოსაუბრე ბავშვები ვართ , რომლებიც არასოდეს ბერდებიან, ადამიანები იცვლებიან თემები კი არასოდეს. მითუმეტეს ჩვენ ორი არ ვიცვლებით. ისევ იგივე ფრაზებს ვიყენებთ დასაცინად, ისევ ერთმანეთის სულებს ვუყურებთ და განკითხვის მაგივრად ჩვენს ცოდვებს თითებზე ვითვლით, რადგან სამყაროები ინგრევა, შეყავრებულები შორდებიან მეგობრობა, მითუემტეს ჩვენი მსგავსი კი არასოდეს ქრება. ჩვენ ცალ-ცალკე რომ გვნახავ მაშიანც კი მხოლოდ ერთად გაგახსენდებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent