შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვამლი ცეცხლამდე თავი 4


დღეს, 15:06
ნანახია 131

ძალიან დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ მეგობრებო, ველი თქვენს შთაბეჭდილებებს.
----------

მათი სახლის წინ ვიდექი და გამბედაობა მაკლდა მხოლოდ, მხოლოდ პატარა ნაბიჯი მინდოდა და ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ მიღირდა დაქალის გამწარება? მინდოდა მათი ტკენა? „ის უფრო ეტკინება რომ დაუმალო და სხვისგან გაიგოს“ გამოჩნდა ალტერ ეგო. მას დავუჯერე. მარის ფანჯარის ქვევით დავდექი და მასზე აძრომა ვცადე, აბა ამ დილაუთენია ლალი რომ გამეღვიძებინა გაუსკდებოდა გული. თითქმის ასული ვიყავი უცებ რომ ჩამოვვარდი, საკუთარ თავზე გამეცინა და კვლავ ვცადე მასთან აძრომა, შევძელი, ფანჯარა ფრთხილად გავაღე და მის ოთახში შევედი. იქაურობას თვალი რომ მოვავლე მერე გამახსენდა, ლუკამ და მარიმ ოთახები ჰომ გაცვალეს? საწოლზე მშვიდად მძინარე ლუკას ვუყურებდი, არ ვიცი რამდენი ხანი იყო გასული თუმცა უკვე ოთახში ციოდა, ღია ფანჯარას გარე სიო შემოეტანა და ბატონიც შეიშმუშნა. მალევე დავკეტე ფანჯარა, ჩუმად მივუახლოვდი ბიჭის საწოლს და იქვე საწოლის კუთხეში ჩამოვჯექი
-ლუკა-მშვიდი ხმით ვცადე მისი გამოფხიზლება. რატომ ვაღვიძებდი? ვინ იცის, მე ნამდვილად არა-ლუკკ
-ჰმმ-ოდნავ შეირხა
-ლუკა გაიღვიძე, ვთხოვდები
-რას შვრები?-თვალები ჭყიტა ეგრევე
-გიორგიმ ხელი მთხოვა და ვიპარებით რო ხელი მოვაწეროთ
-ვინაა გოგო გიორგი, ჰო არ გააფრინე....სიზმარში ვარ!
-არა მართლა ვამბობ
-ტასო არ გადამრიო ახლა, მესიზმრები ჰო?
-ხშირად გესიზმრები ხოლმე?
-სულ, ყველგან შენ ხარ ტას-აშკარად სიზმარი ეგონა ბიჭს, სწორედ ამიტომ გოგონასთან გულახდილ საუბარს განაგრძობდა
-ჰო?
-მე მინდა რომ წარმატებული იყო, მინდა ყველაფერი გააკეთო და უბრალოდ ჩვენს გამო არ დარჩე აქ, მინდა შენი ოცნებები აისრულო
-აბა ეგოისტურად არ მინდაო?
-შენს მიმართ არ შემიძლია იმდენად ეგოისტი ვიყო, რომ შენი ოცნებები დაგინგრიო. ჩემო ლამაზო მირჩევნია შორდიან გიყურო ბედნიერს, ვიდრე ახლოდან უბედურს
-მე რო გიორგისთან ერთად ვიპარები?
-რომელი გიორგი? არ გაიპარო უარი უთხარი
-აკი შორიდან ბედნიერს მინდა გიყუროო?
-ჩემზე მეტად ვერცერთი გაგაბედნიერებს ტას-გავშეშდი-არცერთ კაცს არ ეცოდინება ის რაც მე ვიცი, ვერავინ ისე ვერ შემოგხედავს როგორც მე გიყურებ, ვერ შეძლებენ ტას, ვერცერთი შეძლებს ისე შეგიყვაროს, რომ სამყარო ფეხქვეშ დაგიგოს
-შენ შეძლებ?
-არ ვიცი, იმდენად საუკეთესო ხარ, იმდენად იდეალური, უბრალოდ არ ვიცი როგორ გაჩუქო მთელი მსოფლიო
-მსოფლიოს არ დავჯერდები იცოდე, ირმის ნახტომი მაჩუქე-აჩქარებული გული დავაიგნორე და გახუმრება ვცადე
-სიზმარშიც კი რა საყვარელი ხარ, მაკოცებ?
-გაკოცებ?-ამას შოკიც კი არ ერქვა, ჩემი პულსი უკვე ჰაერში იყო, არც კი ვიცი რანაირად ვარ ცოცხალი
-ნეტა რეალობაში რომ გაკოცო რას იზამ
-ვცადოთ გინდა?-ხმა ძლივს ამოვიღე, მეც არ ვიცი ეს საოცარი გამბედაობა საიდან. გვერდით მივუწექი და მის სახესთან სახე მივიტანე. ბიჭს ბევრი არც უფიქრია პირდაპირ ტუჩებზე დამაცხრა. ღმერთო ეს რა არის? რა გრძნობაა? მუცელში პეპლები რა მოსატანია, მთელი ზოოპარკი დარბის შიდ, აღელვება რა მოსატანი, იმდენად დიდ ინტენსივობას ვგრძნობ, ქალურმა ჰორმონებმაც გაიღვიძა და ვიგრძენი ჩანჩქერიც ქვევით, მაგრამ მაინც, ეს იყო საოცრად მტკივნეული სიამოვნება. კოცნის დროს ჩაეძინა. ძლივს ავდექი ფეხზე და ოთახიდან გავაღწიე. მთელი სხეული მიკანკალებდა, გული უკვე საგულეშიც აღარ იყო და პულსს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ცოტა აზრზე რომ მოვედი მარის ოთახში შევედი და მაშინვე გავაღვიძე
-მარი
-ჰმმმმ-როგორ გვანან ეს ა-ძმა ერთმანეთს
-მარი გაიღვიძე
-ჰმმ?
-შენმა ძმამ მაკოცა
-რაო რა ქნაო?-თვითონაც შოკირებულმა წამოყო თავი
-შენს აწ უკვე ყოფილ ოთახში ავძვერი მნიშვნელოვანი საკითხი უნდ ამეთქვა და ის დამხვდა, გიპრგისთაქნ ერთქად ვიპარებითქო, გავთხოვდითქო და სიზმარი ვეგონე მარ და მელაპარაკა, ისეთები მითხრა, ყველგან შენ ხარო, სულ მესიზმრებიო, სხვა ვერ შეგიყვარებსო, წარმოდგენა გაქვს რა შოკი მაქვს?
-დედა მომიკვდეს ვიცოდი რო უყვარდი პროსტა ვერ გამოვტეხე და ვერაფრით ვამტკიცებდი, რაღა სხვაგან გაგიშვა გახდი ბარემ ჩემი ძმის ცოლი
-შოკში ვარ
-ჰაა რა იგრძენი?
-დავსველდი?-სიცილით ვუთხარი დაქალს და მასაც გაეცინა
-ნუუ.... ჩემი ძმა ქალების გულთამპყრობელია ჰო იცი, გამოცდილი კაცია, იცის როგორ ასიამოვნოს ქალს-იცინოდა ქალბატონი
-ნუ დამცინი, ახლაც ცუდად ვარ, მისი ოთახიდან რო გამოვედი გულს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი
-მოდი გავაგიჟოთ
-ბაზარი არაა-რაც არ უნდა ყოფილიყო ავყვებოდი, მას ჰომ არასოდეს სდომებია ჩემთვის ცუდი-მაგრამ ჯერ ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან-და აი ისევ გულის აჩქარება არა სიამოვნებით, არამედ ტკივილითა და სირთულით
-დავიჯერო ამაზე საჩქაროა?
-უნდა იცოდე მარ-ღიმილი მიეყინა
-რაღაც სერიოზულია ამ დროს რომ მოხვედი, გისმენ- სახე იმდენად დაუსერიოზულდა გოგოს, გეგონება ვინმეს სიკვდილის გასაგებად ემზადებოდაო
-დავიწყებ და არ შემაწყვეტინო გთხოვ სანამ არ დავარულებ-თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია-არ მინდოდა ყველაფერი ჩამეშხამებინა და იმიტომ გიმალავდი, ვიცი ჩემი ყვეკლაფერი გიხარია, ვიცი ცუდი არასოდეს გინდოდა თუმცა მართლა მგონია, რომ ამ სიმართლით ყველაფერს ჩაგაშხამებ. ჰო იცი ჩემი საოცნებო პროფესია მარ, ჰო იცი რამდენს დავთმობდი ოღონს მოდის დიზაინერი ვყოფილიყავი-თანდათან მისი სახის ცვლილებებს ვაკვირდებოდი, ხან უხაროდა, ხან სევდა ჩანდა, მაგრამ ამ ბოლომ წყენა გამოიწვიაო-მარ მოდის დიზაინს სად ვისწავლი იმაზე უკეთ ვიდრე მისი ქვეყანაა? ამ ზაფხულს ეროვნულებზე არ გავდივარ მარ, საფრანგეთის გამოცდებს ვაბარებ-მის თვალებში ცრემლები ჩანს, ცრემლებს ვხედავ, მაგრამ ეს ის ცრემლები არ არის რომელსაც ველოდი, დამეფიცება უხარია
-ვაიმე რა მაგარიააააააააააა-ახტა და ხტუნვა დაიწყო, ოთახში დარბოდა და ტიროდა-წავედი დედა და მამა უნდა გავაღვიძოოოო, ვაიმეეეეეე-მთელი სახლი მოირბინა, მშობლებიც გააღვიძა, თუმცა ლუკას არ შეხებია
-წარმატებები შვილო, სულ გამიხარდება შენი წარმატება-ლალიმ მომილოცა მთელი გულით და ისე ეძინებოდა სულ არ გასჩენია კითხვა იმაზე, თუ რატომ ვიყავი ასეთ დროს მათთან
-მადლობა ლალი დეიდა, დაიძინეთ, ჩვენ ოთახში ვიქნებით
-მიდით გოგოებო
ოთახში რო შემოვედით მარიმ დაიწყო
-მაგრად მიკვირდა ამ აბიტურიენტობის დროს ეკასთან რა გინდოდა, და ქართულზე რატო არ დადიოდი, მაგრამ ამას მართლა არ ველოდი, ძაან გამიხარდა გოგო, როგორ იფიქრე რო ეს მაწყენინებდა?
-მართლა არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა უჩემოდ ცხოვრება რა
-ნუ სულელობბ, რამდენი ხნით აპირებ წასვლას?
-არვი მარ, ალბათ სამი წელი. ნუ ყოველ შემთხვევაში სწავლება სამ წლიანია, მაგრამ შეიძლება დავრჩე
-რა მაგარია, ჩამოგაკითხავ ხოლმე, პარიზში გავიგულავებთ, საფრანგეთს მოვივლით, გვერდითა ქვეყნებსაც მოვინახულებთ, აუ რა მაგარია
-მარი ჯერ არც წავსულვარ-სიცილით ვესროლე ბალიში და შვებით ამოისუნთქე-ძალიან გაფასებ იცი? ჩემს ცხოვრებაში შენ ყველაზე მაგარი ადგილი გიკავია
-შენ არ იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის, არ იცი როგორ მახარებ. შენ რო წარმატებული და გაჩითული იქნები მერე კაი ბიჭი გამაცანი
-მგონი გყავს ნაპოვნი და ტყუილად საუბრობ ახლა ასე
-ნუ ცანცარებ-ბალიში მესროლა თავისი უმშვენიერესი ღიმილით-მოდი ჩემი ძმის გაგიჟების გეგმა დავსახოთ-ეშმაკობები აუთამაშდა თვალებში
-მიდი გამოუშვი
-.....-დავსხეთ გეგმა და დაქალის ეშმაკობით გაოცებული თვალებსაც ვერ ვახამხამებდი
-კარგი გავაკეთოთ ყოველივე, მაგრამ თუ ჭკუიდან გადავა შენზეა, მე არ უნ და მომხვდეს
-ბაზარი არაა
-აუ შენს ძმას ვაგიჟებთ?
-ამდენი წელია ვერაფერი გააკეთა და მოდი ჩვენ გავაკეთებინოთ-დაქალს ვაკოცე და ლოგინში ჩავუწექი.
მეორე დილით გვიანობამდე გვეძინა, თუმცა როგორც კი გავიღვიძეთ მისაღებში გავედით, იწყებოდა ჩვენი თამაში და ინთებოდა ცეცხლი.
-უი ტას გიორგიმ მომწერა გინდა თუ არა ის ლამაზი გოგო გამაცანი ვიდეო ზარის დროს რომ ვნახეო
-აუ კაი რა მარ, ჰო იცი არ მევასება ასეთები-თვალი ჩავუკარი დაქალს და სამზარეულოსკენ წავედით, სადაც ლუკა ჭამდა და ისე იქცეოდა თითქოს მანდ არ ვყოფილიყავით, თუმცა სახის მიმიკები ყიდდნენ
-აუ კაი რა, იცი რა მაგარი ბიჭია? იცოდე ახლა თუ არ დამთანხმდები მოგვარდება და მოგიტაცებს-გადაიკისკისა-გეტრფის რამდენი ხანია ჰო იცი
-ვინ ეტრფის ქალბატონს?-ირონიით გამოხატა ინტერესი ლუკამ
-ერთი ბიჭია, ტასო მოსწონს ძალიან, აი იცი როგორი კარგი ბიჭია? ზუსტად ტასოს ტიპაჟია და ეს გასაცნობად არ მომყვება, არად რო გაიცნოს შეაბერდებიან, უთხარი წამომყვეს
-შენც მაგარი ხარ, რაღა დროს გარიგებებია-თვალები უსიამოვნებისგან აატრიალა და საჭმელს დახედა, რომლის ჭამის სურვილიც აშკარად დაჰკარგვოდა
-მიდი დამათანხმებინე და მერე ქორწილში ვიგულაოთ
-ასე მარტივად მიმეტებ გოგო ვიღაც ბიჭისთვის?
-ვიღაც ბიჭი არ არის, მართლა ძაან შენი სტილია, გამომყევი დღეს და გაგაცნობ რა გახდაა
-ჯანდაბას იქნებ მართლა ეგაა ჩემი ბედი
-იესს, რამე ლამაზი ჩაიცვი და სადა მაკიაჟი გაიკეთე, გოგოს ვათხოვებ გოგოს
-ასე თუ გეჩქარებოდა გათხოვება გეთქვა, ვინმეს მოგიძებნიდი- ოჰჰ როგორ კარგად ვიცოდი მისი ირონიის ქვეშ რაც იმალებოდა, მაგრამ იყოს
-შენ ბავშვობის მეგობარი ხარ, მაგაზე როგორ შეგაწუხებდი-ლოყაზე ვაკოცე და მარის გავხედე რომელიც კმაყოფილების ნიშნად მიკრავდა თავს, მერე კი უცებ თვალები გაუნათდა
-უი იცი? გიორგი სასწავლებლად საფრანგეთში აპირებს წასვლას, შენსავით
-ანუ უთხარი
-ვუთხარი
-როდის?
-დილით ადრე მოვედი
-დილით ადრე მოხვედი?- ეჭვის თვალით დაგვხედა ორივეს და მისაღებისკენ წავიდა-საფრანგეთში ერთად რომ ისწავლით მერე არ დაგავიწყდეთ, ქორწილის მოწვევა მეც მინდა
-მიხვდა-დარწმუნებით ჩავჩურჩულე დაქალს
-არაფერსაც არ მიმხვდარა, დებილია ეგ, გავაგრძელოთ იცოდე
-კარგი, მაგრამ მაინც მგონია რომ მიხვდა
-რომ მიმხვდარიყო თავიდან გაკოცებდა
გავემზადეთ, სადა მაკიაჟიც გავიკეთე და მარისთან ერთად მისაღებში ჩავედით, ლუკა ამჯერად ტელევიზორთან იჯდა, ჩვენ რომ შეგვამჩნია ტუჩის კუთხე უსიამოვნოდ ჩატეხა და ტელევიზორის ყურება განაგრძო
-ძამიკო როგორ გამოვიყურებით?-მარი რის მარია, ლუკას წინ აეტუზა და დატრიალდა
-შემეშვი მარი, თორე საერთოდ არ წახვალ-არ ტყუოდა, გამკეთებელი იყო
-უჟმურო, მარის ქორწილში მე მეჯვარე ვიქნები მაგრამ შენს თავს არ დავაპატიჟინებ
-უკვე ქორწილი აქვს?
-დიახ და გიორგისთან დავუგეგმე რომ სამი შვილი უნდა ყავდეს
-ჰმმ, ბარემ შენ გაუჩინე
-ნეტა შემეძლოს, მთელი ცხოვრებაა ამ ანგელოზს ვუყურებ და მასთან სხვანაირად ყოფნის შესაძლებლობა არ მაქვს, არადა როგორ მიყვარს, ნახე რა ანგელოზია, დამაკვდებოდა ცოლად, არაუშავს ქმარს ისეთს ავურჩევ მე რო მომეწონება
-შემეშვი მარი
-წამო ჩემო ლამაზო გიორგისთან წავიდეთ
-ჰო მართლა, გიოს ფოტო ჩააგდეთ მერე, ის მაინც ვიცოდე ვის მიყვება ჩემი ბავშვობა- უცნაურად გავხედე და ღიმილით თავი დავუკარი, სახლიდან რომ გავედით მართლა კაფეში წავედით
-მარი ახლა რა ვქნა? ვინაა გიორგი და ფოტო საიდან მოვიტანო?
-უი შენთვის არ მითქვამს , ვინაიდან ჩემს ძმას ძალიან კარგად ვიცნობ, ვიცოდი მსგავსს რაღაცას რომ იტყოდა, ამიტომ მართლა გიორგის დავურეკე, ჩემი ძმის პარალელი რომ იყო ჰო გახსოვს, იმას
-გაგნიძეს?
-ჰო
-ვერ იტანს ლუკა მაგ ბიჭს
-ვიცი
-სკოლაში სულ მაგის გამო იბარებდნენ დირექტორთან
-ვიცი-კმაყოფილმა ღიმილით დამიკრა თავი
-შარში გავყოფთ თავს იცოდე
-უკვე შარში ვართ-ღიმილით დაუქნია ხელი კაფეში შემოსულ მამაკაცის სილუეტს და ჩვენსკენ მოიხმო. გასიმპატიურებული ნამდვილად გახლდათ ეს უკანასკნელი. მარიმ დეტალებში აუხსნა ყველაფერი
-ანუ შენი ძმის ნერვები უნდა დავგლიჯო და თან ამ ულამაზესთანაც გავატარებ დროს?
-დიახ, დიახ
-მაგაზე უარს როგორ გეტყვი ტოო, მიდი გადაიღე ფოტო და ჩაუგდე შენს ძმას- ფოტოსთვის საპირისპირო მხარეს დავჯექით, ორივეს ყავის ფინჯნები გვედო და ისე მიყურებდა ლამის მეც შევიტანე ეჭვი, რომ ვუყვარვარ
-ვსო დაფიქსირებული და გაგზავნილია-ორი წუთი არ იყო გასული ლუკას ესემესი რომ მივიღე
„თუ ეს იყო შენი მომავალი, ამდენი წელი რას მაჩხუბებდი, გავიცნობდი და ჩავუბრატდებოდი“
-მარ მომწერა, მოგანდო თუ მივწერო?
-მომეცი აქ, მე მაგას ვანახებ-ტელეფონი გამომგლიჯა და რაღაცის წერა დაიწყო
-ისე მაგარი მეცოდე თქვენ რომ გიყურებთ
-ჩვენი ბრალი არ არის, თვითონაა შტერი-თავი ამოყო მარიმ, შემდეგ კი ისევ წერა განაგრძო
-სულ თქვენს გამო ჩხუბობდა, ყოველთვის თქვენ გიცავდათ
-შენ რატო გეჩხუბებოდა?
-ისე როგორც მთელს სკოლას მეც მომწონდი ტასო, ულამაზესი გოგო ხარ, მაღალი ქულებითა და ზრდილობით, მეც მინდოდა შენთან ახლოს ყოფნა, თუმცა საშუალება არ მეძლეოდა-ღიმილით მითხრა ბიჭმა
-არ ვიცოდი..... მე.....
-არ არის საჭირო, ახლა უფრო გალამაზებული ხარ, მაგრამ ძემს გულზე რა ვთქვა, ის აღარ გეტრფის-იღიმოდა, იღიმოდა და თვალებში სიმართლე უკიაფდებოდა
-მიხარია თუ ასეა, იმედია იპოვი შენს ნახევარს
-გამომართვი და მიწერე, ამის ნერვები მე არ მაქვს- მარიმ ხელში მომაჩეჩა ტელეფონი, სანამ რაიმეს მივწერდი, წინა ესემესებს გადავავლე თვალი
„რომ მცოდნოდა ეს იყო ჩემი ნახევარი, თითსაც არ დაგაკარებინებდი“
„უიჰ, ბოდიში ჩემი ალეწილ-დალეწილი შეგრჩა ხელთ“
„არ იდარდო, მე მოვურჩენ ჭრილობებს“
„როგორ, კოცნით?“
„არ ვიცი, შეიძლება“
„როგორც ჩემთან, ბავშვობაში“
„ჩემი კოცნა მუდამ წამალი იყო შენთვის, რატომ არ იქნება მისთვის?“
„შენი კოცნა რომ ყველასთვის იყოს წამალი აფთიაქში გაიყიდებოდა ტას“
„ანუ მარტო შენთვის?“
„შენ იქ ბიჭი არ დაგრჩეს უყურადღებოდ“
„საკმარისად ვაქცევ“
„მართლა მოგწონს?“
ვაიმე მოვკლავ, რაა რომ მიუწერია, რა ვუპასუხო ახლა
„შენ არ გგავს“
„შენ ჩემში გიყვარს, ოცნება შენი“
ცოტა ხანს გაშტერებულად დავყურებდი ტელეფონს, რა სულელია. აღარაფერი მიმიწერია, მოსაუბრე მარისა და გიორგის გავხედე
-წავიდეთ რა სახლში
-მე წაგიყვანთ გოგოებო-უარი არცერთს განგვიცხადებია, ჯერ მე დამტოვა სახლთან, შემდეგ კი ჩემი დაქალი დააბინავა.
-დედა არ გრცხვენია? არ უნდა გენახე ჩამოსულს?
-დედიკოო, როგორ მომენატრე შენ ჰო არ იცი-საყვარელ ქალს ლოყები დავუკოცნე და მისი სიყვარულით ავივსე
-მომიყევი როგორი დრო გაატარე?-შვილით მონატრებული დედა უცებვე მოლბა და სამზარეულოსკენ გაიკვლია გზა
-კარგი იყო დეე, დღეს მარის საფრანგეთზე ვუთხარი, იცი როგორ გაუხარდა?
-ჰო გითხარი დე, მაგ გოგოს ისე უყვარხარ, ალბათ მასე დაც ვერ შეგიყვარებდა
-გეფიცებიი, აუ დე რა გვაქვს? რაღაც გემრიელი სუნია
-ბულიონი გაგიკეთე, კახამაც მითხრა გუშინ წვნიანი მენატრებაო
-ოჰჰ, მე კი არა მამიკოსთვის გაგიკეთებია ეგ შენ-ღიმილით შევხედე დამორცხვებულ ქალს
-ნუ ხარ ცანცარა, სულ მამაშენს დაემსგავსე რა
-არადა ზუსტად შენი ასლი რომ ვარ მაგიტომაც ვუყვარვარ ასე ძალიან
-მამაშენის ხასიათი გაქვს ერთი-ერთში
-მამამ მითხრა დედას სილამაზე მზემდეც ვერ მიდისო და მიხარია მას რომ დაემსგავსეო
-ნახე ბავშვს რეებსაა რომ ასწავლის, დედა დაანებე მამაშენის მოსმენას თავი და ბულიონი ჭამე- გაწითლებული ლოყებით დაუდგა წინ წვნიანი
-ღმერთო, როგორ მიყვარს შენი ხელები, ყველაზე გემრიელი საჭმელის გაკეთება რომ შეუძლია, სვანეთშიც აღნიშნა ეგ ლუკამ, ლალიზე მეტად მარინას ხაჭაპურები მიყვარსო, მაგრამ ეს ლალის არ უთხრა-სიცილით ვუყვებოდი დედას ამბებს და მასაც გულიანად ვაცინებდი- უი დე რა გავსინჯე წარმოდგენა არ გაქვს
-ვიცი კი, თაფლის ხინკალი
-საიდან იცი?
-მარიმ მითხრა, მირეკავდა ხოლმე და ვსაუბრობდით
-ოჰჰ, ლალი არ გყოფნის უკვე?
-ნუ ხარ ცანცარა მეთქი ჰომ გითხარი
-კარგი ხოო, მამა სადაა?
-პროდუქტებზე გავუშვი, მალე მოვა
-დე რას ვაპირებთ მამას დაბადების დღეზე?
-ისეთი სიურპრიზი მაქვს მომზადებული ვერც წარმოიდგენს
-მეტყვი?
-ნახავ საყვარელო
-აუ კაი რა, მითხარი
-დედა რა ცანცარაა ეს ბავშვი, ვის გავხარ შვილო ასეთი?
-ვფიქრობ პასუხი შენც იცი დედიკოოო-მთელს სახლში ჩვენი სიცილი ისმოდა, იდეალური ჰარმონია იყო და ამ ჰარმონიას მამაც შემოუერთდა
-რა აკისკისებს ჩემს ორ ანგელოზს?-ცოლს ნაზად ეამბორა ტუჩებზე და მეც შუბლზე მაკოცა
-კახა რამე საჭმელი ჰო არ გენატრება?
-აუ ბულიონი გამიკეთე ჰო? ეს რა ღვთაება მარგუნა ღმერთმა-ახლა ლოყაზე აკოცა და მაგიდას მიუჯდა- ტასო მიალაგე რა ეს პროდუქტები სანამ ჩემი ცოლი წვნიანს მომართმევს თავისი ოქროს ხელებით
-არის სერ-თავზე ხელი მივიდე და სიცილით ვაგრძელებდი პროდუქტების თავის ადგილზე დალაგებას. მშვენივრად განვლია დღემ, საღამოსაც საოცარი სიმშვიდით მეძინა.
ასეთ იდილიაში გადიოდა დღეები, ლუკას კვლავ ვატყუებდით გიორგიზე, დედა უკვე მამას დაბადების დღისთვის ემზადებოდა, მამა კი როგორც კი ცოლს დაიმარტოხელებდა მისით ტკბებოდა. მე მასწავლებლები დამეწყო, ლუკას გამოცდები, ისევ ჩვენს ჩვენს კალაპოტებში ჩავდექით.
მასწავლებელთან ვარ წასასვლელი უცებ წინ ნიკა რომ მიჩერებს მანქანს
-წამოდი გაგიყვან
-მადლობა
-რომელთან მივდივართ?-ღიმილით მეკითხებოდა, თუმცა აშკარად არ ეღიმებოდა
-მათემატიკა, რა მოხდა?
-ნინისთან ვიჩხუბე-აღიარა ბიჭმა სადარდებელი
-რატო?
-ამბობს რომ ყველაფერს ვაჩქარებ
-რას აკეთებ ასეთს
-მინდა რომ ჩვენს ურთიერთობას სახელი დავარქვათ
-მაგრამ ჯერ ორი თვეც არაა რაც იცნობ
-ანუ შენც ფიქრობ რომ ვაჩქარებ?
-მე ნუ ჩამრევ
-ეჰჰ, დავიწვი სუყვარულის ფერფლში-ღიმილით ამოიოხრა-აჯობებს ეგ საფრანგეთის გამოცდები კარგად ჩააბარო-თვალი ჩამიკრა და წავიდა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent