შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვამლი ცეცხლამდე თავი 5


გუშინ, 23:16
ნანახია 248

მამას დაბადების დღისთვის ვემზადებით, სუფრას ვაწყობთ, სახლს ვრთავთ. დედა ისე ფუქსფუსებს კაცი იფიქრებდა ახალი შემოდულია ოჯახში და ცდილობს ხალხს თავი მოაწონოსო, არადა ყველამ ჰომ კარგად ვიცით, რომ სიყვარული არ განელებია ქალს საყვარელი კაცის მიმართ.
-მარინა მოდი ნახე ვინ მოვიდა-შემოსასვლელიდან გამოსძახის მამა, საკმაოდ ბენიერი
-ვინ არის კახა?-ინტერესით გავიდა შემოსასვლელში და ქალმა სილუეტის დანახვისას იმხელა შეჰკივლა სიხარულისგან ლამის გული გამისკდა.-მამუკააა?
-მოგენატრე მარიკუნა?-ღიმილით დახედა მამაკაცმა ქალს და ლოყაზე ნაზად აკოცა
-ჩემი ცოლისთვის ნაცემი მყავხარ ჰო გახსოვს-მხიარულად გადახვია ხელი ჩემთვის ნაცნობ სილუეტს კაცმა და ჩემსკენ დაიძრნენ
-შენი ცოლისთვის მეც ბევრი მყავს ნაცემი-არც მამაკაცი ჩამორჩა
-თქვენ თორნიკეს მამა არ ხართ?-ინტერესით შევხედე კაცს
-შენ კი კახას შვილი უნდა იყო- ღიმილი არ შორდებოდა ამ კაცს. ნამდვილად სიმპათიური იყო- რამხელა გაზრდილა კახა შენი გოგო, ძალიან ლამაზია, მარინას რომ შეშვენის ზუსტად ისეთი
-დიახ, ყველაზე ლამაზია-დარწმუნებით უთხრა კაცს
-იცი თქვენ რომ გაჩნდით, შენ და თორნიკე, მინდოდა დამეოჯახებინეთ. კახას შვილზე უკეთესი ვინ იქნებოდა ჩემი შვილისთვის, მაგრამ კახასგან მაგ ფიქრისთვისაც მომხვდა-ღიმილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი მეგობარს და გაეცინათ
-გეყოფათ ახლა ეს სისულელეეები, რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი მამუკა
-მერე სიურპრიზი ჰომ არ გამომივიდოდა?
-შემო, შემო, ძალიან კარგად გამოგივიდა, სად არიან მა ბავშვები?
-მოვლენ მა. თორნიკემ იცის რომ ჩამოხვედით?
-არა შვილო, ჯერ მონატრებულ მეგობარს გავაგებინე- მისაღებში გაწყობილი მაგიდისკენ წავიდნენ და სრულიად მიმივიწყეს. აშკარად დიდი ხნის მეგობრები გახლდათ და თან ერთმანეთიც მონატრებული ჰყავდათ.
მალევე შემოლაგდნენ სახლში ამირეზაშვილები და თორნიკე, რომლებსაც ასევე ნიკა, ნინი და ტატო მოჰყვნენ
-კახა ძია დამიბერდით, გილოცავთ, მრავაკლს დაესწარით თქვენს საყვარელ ცოლთან ერთად
-მეც გილოცავ კახა, ცოტა კი მიმივიწყე მაგრამ რას ვიზავთ-ვითომ დიდი წყენით წარმოთქვა მარის მამამ
-ოჰჰ თენგიზ? იკადრე აქ მოსვლა? მეგონა იქით მივიწყებდით-იცინოდა მამაკაცი და ლალისაც თბილად აღიმებდა-მოდი ვინ განახოთ
-თქვენც მობრძანდით ბატონო ჩემებო და მშვენიერო ქალბატონებო, მანდ რატომ დგახართ?-ვგიჟდებოდი მამაჩემზე და მის ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე. დამორცხვებულმა ნინიმ ქურთუკი გაიხადა
-რა თანამედროვე მამა გყავს ტასო, სულ ასე მხვდება ხოლმე-ყურში მეჩურჩულებოდა.
-უჰჰ, ნუ იკითხავ, სიცილით უპასუხა მარიმ და მისაღებში ლამაზად გაწყობილი მაგიდისკენ ინტერესით დაიძრა
-მოვიდნენ ჩვენი ბიჭები? ნინი საყვარელო რა ლამაზი ხარ, მოდი აქ.-ჯერ გოგონას გადაეხვია მარინა, შემდეგ კი მამაკაცებს-ნიკა უნდა შეწყვიტო ზრდა, თორემ გადასაკოცნადაც ვეღარ გწვდები ხომ ხედავ
-რა ვქნა მარინა დეიდა, მამაჩემისგან დამყვა სიმაღლე-სიცილით გასცა პასუხი-სად დავჯდე მარინა დეიდა?
-სადაც გინდა შვილო
-კარგი მაშინ აქ დავჯდები მე და აქ დაჯდება ნინი-სკამებზე ანიშნა ღიმილით და ნინიც გვერდით მიიჯინა, გოგოს სირცხვილისგან სახე ისე ასწითლდებოდა პომიდორს მიამსგავსებდით
-რაკი რაღაცეებს დავთანხმდი ზედმეტი ნუ მოგივა ნიკა-ტატო ნიკას მიუჯდა გვერდით და უფროსმა მამაკაცებმაც ერთმანეთს სიცილით გადახედეს და მანამ იცინოდნენ, სანამ ფრონტზე თორნიკე არ გამოჩნდა
-მამა?
-გილოცავ მამის ჩამოსვლას შვილო-სიცილით წამოდგა მამაკაცი და თბილად გადსეხვია შვილს
-როდის ჩამოხვედი? ან რატომ არ მითხარი?
-დღეს ჩამოვედი
-მერე არ უნდა გენახე?
-სიურპრიზი ჰო არ გამოვიდოდა მერე-საოცარი ღიმილი ჰქონდა მამაკაცს. თორნიკეც მამამისს ჰგავდა, ეტყობოდა რომ მამამისის ასლი იყო
-ხედავ მარი? გამოჩნდა მამამთილი, აბა შენ იცი-სიცილით გადავუჩურჩულე და მხარი გავკარი
-ლამაზად ვარ?-მის სერიოზულ სახეზე კიდევ უფრო გამეცინა-რას დამცინი გოგო, მართლა ვამბობ
-ყველაზე ლამაზი ხარ დედამიწის ქალებს შორის
-ჰოდა მასე-კმაყოფილმა მაკოცა ლოყაზე და თორნიკეს გვერდით დაჯდა
-ლალი იმედია თენგიზს ნერვებს უშლი და აწამებ ხოლმე- მამუკა მთელი ხალისით ესაუბრებოდა იქ მყოფებს
-აქეთ მაწამებს მამუკა-გაბუსხულიყო ამირეზაშვილების ულამაზესი დედა თუმცა მისი მოლბობაც მალევე მოხერხდა მაშინ, როცა საყვარელი მამაკაცი მიიწია ახლოს და ნაზად ლოყაზე აკოცა
-აუ მარინა დეიდა, როგორ მშია იცით?
-ჭამე ნიკა შვილო, იმიტომ გავაკეთე ყველაფერი, რომ ჭამოთ
ყველა სუფრასთან ვისხედით და ვმხიარულობდით
-ტატო შენ არ გყავს არავინ?
-არა მამუკა ძია, ვფიქრობ ქალის გარეშე ნაკლები პრობლემა მექნება ცხოვრებაში
-უყურე შენ? ასე ვინ აგიცრუა გული სიყვარულზე გენაცვალე-გამხიარულდა მამაკაცი და უფრო და უფრო ეძიებოდა ბიჭის სასიყვარულო ცხოვრებაში
-არავინ ძია, უბრალოდ არ მიღირს რა
-რა შეჭამე ეს ბიჭი, შენ თვითონ რა დღეში იყავი თავის დროზე არ გახსოვს? უი თორნიკე არ იცი ჰო?
-რა არ ვიცი კახა ძია?
-ძიას ნუ მიძახი შენი ჭირიმე, მამაშენის ტოლი ჰო არ გგონივარ, ეს ბებერია, მე კახა დამიძახე-იცინოდა კაცი-რადა ახალგაზრდობაში ჩემი მარინა უყვარდა, რამდენჯერ აწყვეტილი ძაღლებივით დავრეულვართ ერთმანეთს, არადა სტუდენტობიდან ერთად ვიყავით ჩვენ, კარგი ძმაკაცობა გვქონდა სულ, მაგრამ ქალი.....ეჰჰჰ ქალები რა არიანნ. საწყალი თენგიზი, სულ ჩვენს გაშველებაში იყო და ბოლოს ყველაზე მეტი სწორედ მას ხვდებოდა- იცინოდნენ ბავშვობის ძმაკაცები და ჩვენ გაკვირვებული სახეებით ერთმანეთს შევჰყურებდით- მერე მარინამ მე კახა მიყვარსო და ეს მთელი ახალგაზრდობა იმას მაბობდა ქალს არ გავეკარები, ცხოვრებას დამიმახინჯებსო, მერე კი უცებ თორნიკეს დედა ეკა გამოჩნდა. საოცარი ქალი იყო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ისე უხაროდა ხოლმე ჩვენი მისვლა, არადა იცოდა ჩვენი ამბებიც და იმის ნაცვლად გაბრაზებულიყო ხალისობდა ბევრს. მარინა რომ ტასოზე იყო ფეხმძიმედ, მაშინ დაფეხმძიმდა ეკაც, ამ შტერმა კი უნდა დავაქორწინოთო-ხარხარებდნენ ხანში შესული კაცები, ლუკას კი რომელსაც მთელი საღამო ხმა არ ამოეღო, თავისთვის იჯდა და გვისმენდა, ახლა უსიამოვნო სახის გამომეტყველება აჰკვროდა
-მაცადე? როგორც კი კახას ვუთხარი ჩვენი ბავშვები დავაქორწინოთ-თქო, მე ჩემს გოგოს უბრალო ხელისმოსმით კაცს როგორ გავაყოლებო და მითაქა, ნუ ახლა ბიჭის მამა ვიყავი და მივიღე ვაჟკაცურად-მთელი სუფრა იცინოდა, ყველა ერთობოდა და ხალისობდა გარდა ლუკასა
-რა გამოდის, რომ ძმაკაცებმა დანათესავების მხრივ გააჩინეთ ბავშვები?-არანაკლებ ხალისობდა ნიკაც-ამას რო სხვა მოსწონს იცით მამუკა ძია?-თორნიკესკენ ანიშნა ხელით და გულში გამკრა, ვიცოდი და ვხალისობდი. ჩუმად მარის რეაქციებსაც ვაკვირდებოდი და ამ შტერს ნაწყენი სახე ჰქონდა
-ვიცი, როგორ არ ვიცი, ისიც ვიცი, შენ ამ ანგელოზივით გოგოს რომ ვერ ანებებ თავს და არც ესაა წინააღმდეგი
-მამუკა ძია, ნუ დამიფრთხობთ გოგოს-ხელზე ნაზად ეამბორა სასურველ გოგონას ნიკა და ტატოს თავში წამორტყვაც მიიღო-ეე ბიჭო, მაცადე ცხოვრება
-ჩემი დაა
-ჩემი მომავალია
-ეგ მომავალში მითხარი და ამდენს ნუ ბედავ.
ის საღამო სასიამოვნოდ დასრულდა. სტუმრები რომ გავაცილეთ, მამამ ბევრი დავლიე და დავწვებიო, მე კი დედას მივეხმარე სახლის დასუფთავებაში. საათს რომ დავხედე უკვე ოთხი დაწყებულიყო
-დე მიდი დაწექი, ამათ უცებ ამოვრეცხავ და მეც დავწვები
-არა დე, მე ვიზამ, შენ დაწექი დედას სიხარულო
-მიდი დე თორე, მამა მეჩხუბება ხვალ, ცოლი რატო წამართვიო-ლოყაზე ვაკოცე გაწითლებულ ქალს და ჭურჭელიც უცებ ამოვრეცხე. ოთახში შევედი, გადავივლე და თხელი პიჟამო ჩავიცვი. უკვე გაზაფხული მოდიოდა და თბებოდა. მალევე მოვრჩი მილაგებას და ოთახში ავედი, მობილურს რომ დავხედე მარის ვოისები და გამოტოვებული ზარები დამხვდა, მაშინვე გადავურეკე
-მარ? რა ნამტირალევი სახე გაქვს?
-სხვა მოსწონს და ამაზე მამამისმაც იცის, წარმოგიდგენია?
-გოგო რა სისულელეს ამბობ, ბევრი დალიე?
-გთხოვ მოდი რა, მე მოვიდოდი მაგრამ ახლა ვერ შევძლებ
-არ იტირო, გამოვდივარ, მელაპარაკე თან
-გთხოვ, უკვე აღარ შემიძლია. ნიკამ რომ თქვა უკვე მოწონსო რა დამემართა იცი?
-რა დაგემართა სიყვარულო?-რა ბატია, ჩემი სიყვარული. თბილი ღიმილით ვუყურებ და მის აღიარებას ვუსმენ, რომელიც მის პატარა და სათუთ გულშია
-გული მომიკვდა ტას, ეგ ბიჭი გაცნობიდან მ იზიდავს, სულ იმას ვამოწმებ ვინმე ჰო არ ყავს, სულ მის სურნელს ვგრძნობ, ჩუმად ჰუდი რომ მოვპარე იმ დღეს და ვუთხარი ალბათ დკარგე-თქო, ჩუმად რო მენატრება მაგას ვიხუტებ. სულ არ მინდა არაფერი, მოვისვრი ამასაც და იმ თორნიკესაც-ნელ-ნელა ჩხუბში გადადიოდა წყენა და ვხალისობდი
-მარ ლუკა არ გისმენდეს
-მისმენდეს თორე ახლა იმასაც რალობა ეგონოს, იტყვის კიდე სიზმარში ვარო და გააგრძელებს ძილს. ისე კიდე კაი ამ ბოლო დროს გიორგიზე არ მეკითხება, თორე რა აიტანდა კიდე ტყუილების მოფიქრებას, რომელიც უნდა ჩაიწერო, რომ რამე არ აგერიოს
-ჩუმად გოგო-ხითხითით ვეუბნები-ისე თუ ვერ მიხვდი საყვარელო მე როგორც შენი დაქალი მიგახვედრებ, ნიკამ თორნიკეს მოწონების ობიექტად შენ მოგიხსენია და მამამისმა იცის რომ შენც მოგწონს
-გამორიცხულია
-ასევე მგონია, რომ ლუკამაც იცის უბრალოდ არაფერს არ გეუბნება იმიტომ, რომ თორნიკე წესიერი ბიჭია და ცუდს არაფერს იკადრებს
-არ მჯერაა
-მარ....
-არ დაიწყო რა, ვიცოდი რო მაინც მკითხავდი
-მერე?
-მერე ის, რომ კახაზე მეკეტება, ყველაზე ჯიგარი კაცია
-ანუ არაფერს არ ნიშნავს?
-არა ტას, მე მიხარია, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა აქვს ჩვენებს ერთმანეთთან და ჩვენს მიმართაც, მაშინ მე არ გავჩნდი თორე მერე მამუკა იტყოდა ტასო კი არა ნახეთ მარი მოარჯულებს ამ ვირსო, ტასო უფრო ლუკას მიხედავსო-ვხარხარებდით. მალევე მივაღწიე მის სახლამდეც, ჩუმად გამიღო კარი და მის ოთახში შევიკეტეთ
-მარი იცოდე ხვალ ეკას სკოლაში უნდა წავიდე, რაღაც ბოლო ზარის ამბებს აგვარებენ ჩემები, გინდა თუ არა მიიღე მონაწილეობაო
-ოჰჰ, დიდი ამბავი ახლა, ისედაც ყველა მასწავლებელი შენ გაღმერთებს, ისტორია შენი ხათრით რო მიწერს ქულას იცი? შენ კი ბოლო ზარიც არ გინდოდა, რომელ ბანკეტზეა ლაპარაკი
-ოოო, მითხარი ახლა რა ვქნათ თორნიკესთან
-გეგმა არ მაქვს-მხრები აიჩეჩა და საწოლზე გადაწვა. ცოტა ხანს ჩუმად ვუყურე ფიქრებში წასულ დაქალს და წამოვიძახე
-მე მაქვს ძაქან მაგარი
-აბა?
-წამო ხუთსაბათი, პარასკევი და შაბათი შენს სოფელში დავაწვეთ, ბებიაშენსაც ჩააკითხავ, მოინახულებ და თან ჩვენებსაც ვუთხრათ, იქ კი თორნიკე გავაგიჟოთ და ვაიძულოთ შორიდან გიყუროს და ახლოს არ მოგეკაროს
-ჰმმ, პირიქით რო ყოს?
-პირიქით ყოფნისთვის ცოტა პატარა ხარ მარუშკები-სიცილით მოვუღუტუნე და მისი ახარხარებაც მოჰყვა ჩემს ამ ქმედებას.
-ოოო, მე პატარა ვარ, მაგრამ შენ დიდი ხარ?
-ჩშშ-ტუჩებზე თითი მივიდე
-წამო გავაღვიძოთ
-აუ არ მინდა
-მიდი წამო-უცებ წამოხტა და ლუკას ოთახისკენ წავიდა. მეც რა გზა მქონდა დარჩენილი, მიუხედავად იმიასა, რომ გულში ოდნავი სიხარული გამკრთობოდა, მარის მაინც უკმაყოფილოდ მივყვებოდი. წყლით სავსე თასი აიღო და ჩუმად შევიდა ძმის ოთახში. თითებით მაჩვენა, სამი-ორი და ერთიო, უცებ გადაასხა და ოთახიდან გავარდა, მე კი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ავღმოვჩნდი ლუკას მკლავებში
-გააფრინეთ?
-გაბრაზდი-დასკვნა გამოვიტანე და ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რადგან ღრმად სუნთქავდა და ყბებს ერთმანეთს აჭერდა
-გავბრაზდი ტასო, გეუბნებით, ერთად როცა ხართ გაფრენილი გაქვთ-ხელები შემიშვა, აივანზე გავიდა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო.
-ნუ ეწევი
-ჩუმად იჯექი
-მაშინ გავალ
-გადი ბატონო-ხელები ასწია და უკვე მეორე ღერს გაუკიდა, გაბრაზებული შევბრუნდი, უნდა გავსულიყავი, რომ კარი არ გაიღო. მოვკლავ
-ბატია რა-ჩავუბუტბუტე
-მას არ ჩაუკეტიხარ-გასაღები შეათამაშა ხელში
-რა გინდა ჩემგან?
-და შენ რა გინდა ჩემგან?-დარჩენილი ბიჩოკი აივნიდან მოისროლა, თვითონ კი ჩემსკენ დამშვიდებული დაიძრა
-მე?
-ჰო ტას, ბავშვობაში სხვანაირად იყო, ახლა სხვა ვართ
-სხვა ვართ?
-მე და შენ
-შენ და მე?
-ჩვენ ტას-საოცრად ახლოს მოვიდა, ცხვირით ცხვირზე მეხებოდა, თვალები დამეხუჭა მოსალოდნელი სიამოვნებისგან, მისი ერთი ხელი წელზე ვიგრძენი, მეორე კი კეფაში-ტას გიორგი?
-ვინ?-თვალები არ გამიხელია, მხოლოდ იმ მოსალოდნელზე ვფიქრობდი თუმცა სიცივე ვიგრძენი, მომშორდა, სახეზე კი ირონიული ღიმილი დასთამაშებდა
-მე ჩამი გავიგე, შეგიძლია გახვიდე
-როდის გახდი ასეთი?
-როცა შენ გახდი მასეთი
-გახსოვს ფიტნესზე რომ დავდიოდით?
-მახსოვს
-ის შავგვრემანი გახსოვს ძალიან რომ მოსწონდი?
-მახსოვს-საოცრად მომხიბვლელად იღიმოდა
-იცი ჰომ?
-არ ვიცი-კიდევ უფრო ეღიმებოდა ბიჭს
-გითხრა?
-მითხარი
-ვუთხარი, რომ შენთან ვიწექი დავვორსულდი და შემდეგ მიმატოვე
-რატომ?
-ზუსტად იმიტომ, რატომაც შენ ჩემი ტრეინერი გააგდე
-მაგრამ მე გავარჯიშებდი
-მე კი უკეთეს ყურადღებას გაქცევდი ლუკა
-ეს არ შეიძლება ტას-გგონიათ ღიმილი ჩამოერეცხა? ოჰჰ ღმერთო, უფრო და უფრო იღიმოდა
-ის გახსოვს მთვრალს რომ შემოგისწარი ჩემივე ოთახში?
-მახსოვს
-ის გახსოვს რა მითხარი?
-გითხარი, რომ იმ ოთახში შენი სუნი იყო და სასუნთქს მაძლევდა-მშორდებოდა და მისი ღიმილი არსად ქრებოდა
-გახსოვს რამდენიმე წლის წინ სტადიონზე ბანდმიქტონის სათამაშოდ რომ ჩავედი? იქ ბიჭები ფეხბურთს თამაშობდით, თუმცა ადგილი მე და მარის გამოგვიყავი, ვთამაშობდით ჩვენ და თამაშობდით თქვენ, გახსოვს შენგან ბურთი რომ მომხვდა და წარბი გამისკდა რა მოხდა? სამი დღე არ მენახებოდი და ჩუმად მარის ჩემთან შოკოლადებს ატანდი, თითქოს ამას არ მეტყოდა
-მე ყველაფერი მახსოვს ტასო
-ნუთუ უბრალოდ მეგობარი ვარ?
-მე არასოდეს მითქვამს რომ მეგობარი ხარ
-რა ვარ?
-ჩემ ჩემი კვამლი ხარ
-კვამლი ჰომ უცეცხოლდ არ ჩნდება ლუკა
-ცეცხლამდე კვამლით ყველაზე კარგი ცეცხლი ინთება, ისეთი მარად რომ ანთია ტას
-გინდა რომ დავინთო?
-ჯერ ადრეა, ჯერ ძალიან ადრეა
-შემდეგ გვიანი იქნება
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
-აღარ მოგცემ ნებას
-არ ვითხოვ ტას
-მე ზღვარს არ გადავკვეთ
-უკვე იმდენი გადავკვეთეთ ვეღარ ვხვდები ჩვენს შორის ნამდვილად იყოს ის უხილავი თუ ძალით ვავლებდით
-წავიდე?
-მხოლოდ ახლა
-მე არ დავბრუნდები ლუკა
-მე დაგაბრუნებ ტას-შუბლზე ნაზად მაკოცა და ოთახის კარი გამიღო, იქ კი ყურმოდებული მარი რომ ნახა გაიცინა და დას თმები აუჩეჩა-მოეშვი ჩემს წვალებას თორემ ისეთს გაგაწვალებ სნანებელს გაგიხდი
-მე შენ გიჩვენებ როგორია ჩემი დაქალის გამწარება
-არ ჩაერიო მარი, თორემ მოხვდება ერთი-ორს
-ისე ჩავერევი, შენ რომ ვეღარ ჩაერიო-თითი დაუქნია ძმას და ხელი დამავლო. მისი ოთახის აივანზე ვიჯექით, მზის ამოსვლას ვუყურებდით
-არაფერი შეიცვლება, ისევ ისე მოიქცევა, თითქოს ეს საუბარი არ ყოფილა-თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს
-არაუშავს, შენთვის უკეთესი, საფრანგეთში წასვლა არ გაგირთულდება
-იქნებ მართლა გადამავიწყდეს-მხრები ავიჩეჩე-რაც შეეხება თორნიკეს, სანამ სწავლას არ დავამთავრებ იქამდე არ გაყვე ცოლად იცოდე
-უშენოდ? გამორიცხულია, შენ უნდა დაუგეგმო იმ
შტერს ჩემი ხელის თხოვნა-ორივე ვიცინით. გეფიცებით სულ სხვაა დაქალი და მამაკაცი. ეს ის ქალია ვინც ყველანაირ მდგომარეობაში შენთან იქნება, ის? ის უკანასკნელი კი არ იცი რას მოიმოქმედებს, რა უდევს თავში და რას გადაატრიალებს
-ჩემთვის ყველაფერი ხარ მარ
-ვიცი-დარწმუნებულმა ჩამიკრა თვალი-ისე ცნობისთვისუკვე შვიდი საათია
-წავალ ჰო, წავალ-სიცილით გამოვედი მისი ოთახიდან და სახლიდანაც გავედი, ლუკას აივანს ავხედე, სიგარეტს ეწეოდა და მიყურებდა. ხელი დამიქნია გამოსამშვიდობებლად, მე კი სიგარეტზე ვანიშნე, შემდეგ კი ცერა თითი კისერზე გავისევი, გაეცინა და ჩააქრო, შემდეგ მანიშნა გაგიყვანო და ჰოპ, უცებ მის მანქანაში ვიჯექი.



№1  offline წევრი Tak.oo

ახლა ჩავუჯექი თქვენს ისტორია და გადავიკითხე ყველა თავი.საყვარლობაა 🩷 წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent