შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი არჩევანი (თავი 8)


3-03-2026, 21:44
ავტორი Tak.oo
ნანახია 315

მანქანა გამწვანებულ ეზოში შედის.თბილი ნათება სახლს მყუდრო,მშვიდ ელფერს სძენს.ნოე გადმოდის,ანკას მხრიდან უახლოვდება მანქანას,კარს უღებს და ხელს უწვდის.ანკა უღიმის.
სახლში შესვლისას ანკა ინსტინქტურად ჩერდება.თვალებით ათვალიერებს სივრცეს.
ნოეს სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც თავად ნოეა მშვიდი, მინიმალისტური,დიდი ფანჯრები, თბილი განათება, ხის ფერები და წიგნების თარო, რომელიც მაშინვე იპყრობს მის ყურადღებას.
_წიგნებს არ ველოდი, _ ღიმილით ამბობს ანკა.
_ რატომ? _ უკვირს ნოეს.
_ შენ უფრო… ციფრული ტიპი მეგონე.
ნოეს ჩაეცინა.
_ დღისით კი. ღამით არა.
ანკა წიგნის ყდებს ხელს ატარებს და თან თვალს ავლებს დასახელებებს,ავტორებს.უცებ ეღიმება,რამდენიმე წიგნს განცალკევებით ხედავს.ძველი გამოცემაა,ანკა ხელში ატრიალებს.
ლევან გოთუა “გმირთა ვარამი”
ანკა წიგნს შლის და სახესთან მიაქვს წიგნი.თვალებს ხუჭავს და გაღიმებული ისუნთქავს ფურცლებიდან წამოსულ მოტკბო სურნელს.
ნოე მოშორებით დგას და უყურებს.ეღიმება.ახსენდება მათი პირველი საუბარი…როგორ საუბრობდა ანკა წიგნებზე…
ნოესკენ ტრიალდება.
_მოდი,ის არის…
ნოე უახლოვდება.
_ვიცი,მაშინვე გადავამოწმე …ჩვენი საუბრის დროს და მივხვდი რასაც გულისხმობდი,როგორც კი გადავშალე წიგნი…
ეს უმნიშვნელო აღიარებაა,მაგრამ სხეულში სისავსეს გრძნობს ანკა.წიგნი ადგილზე დააბრუნა და ნოეს ჩაეხუტა.
_ როგორ გაგვიმართლა ასე?!
_ არა,ეს გამართლება არაა… ეს უბრალოდ ჩვენი არჩევანი იყო…
_ მაშინ მიხარია,რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ნოე უღიმის და თავს უქნევს.
_ ყავას დალევ?
_ ამ დროს ჩაი.
_ იყოს ჩაი.
_ გაქვს რომ?
ნოე წარბს წევს.ამასობაში სამზარეულოში შედიან.თაროს კარს ხსნის და ლამაზ პატარა ქილებში ჩაწყობილი სხვადასხვა არომატები.
_ აჰ ჰაა,ამას არ ველოდი._სიცილით ამბობს ანკა.კუნძულთან ჯდება.
_ რატომ?_ ეღიმება ნოეს._ შენ რაღაც ბევრ რამეს არ ელოდი ჩემთან.
_ ამ ყველაფერს ვინ აკეთებს? _ ინტერესით კითხულობს ანკა და აკვირდება ნოეს მოძრაობებს.
_ დამხმარე._მშვიდად პასუხობს ნოე.
ანკას მზერა ეცვლება,მოგებულის პოზიციიდან უყურებს.
_ ამიტომაც…
_ შენ ფიქრობ,რომ მისი სურვილით აკეთებს?_იცინის ნოე._ანუ მე მინდა თუ არა,არ ინტერესდება?
_ კაი,ჰოო.მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან.
_ მასე ჯობია,თორემ პასუხს მოგთხოვდი._ იცინის ნოე.
ჩაიდანში წყალი დუღს,ნოე თიშავს მადუღარას.
_ რომელი არომატით ისურვებდი პატარავ?
_ მიყვარს ვანილი,დარიჩინის,ველური კენკრა და ლიმონი ცალკეულად.რადგან არჩევანი დიდია,აქედან რომელიც გინდა ის აარჩიე,გენდობი.ანკა მაგიდას ხელს აყრდნობს და ყბის ქვეშ იდებს მტევანს.
_ ვფიქრობ მალე ნაზი დეიდას ჩემი ჩაის არომატების გაფართოებას ვთხოვ._ეღიმება ნოეს და ანკას რეაქციას ამოწმებს.
_ რატომ ნაზი დეიდას? თავად არ შეგიძლია?!
ნოე ჩაის ფინჯანს უდგამს ანკას წინ.
_ მე ბევრი რამ შემიძლია,მაგრამ პრიორიტეტების მიხედვით ვანაწილებ დროს და ენერგიას. _ წარბებს ზევით წევს წამიერად.
_ ოჰ,როგორი საქმიანი განაცხადია._ არ ეპუება ანკა და ფინჯანს ორივე ხელს ჰკიდებს და პირთან მიაქვს.
_ არ დაიწვა,ცხელია._აფრთხილებს ნოე.
_ ასე მდუღარე მიყვარს._ იცინის ანკა._ თუ ასეთი არ დავლიე,მერე უბრალოდ ფინჯანზე ვთამაშობ.
ნოე გაღიმებული უსმენს ანკას საუბარს,თან ყველაფერს აწესრიგებს.ჩაიდანი ადგილზე.არომატის პატარა კონტეინერი თავის ადგილზე.ანკა კი მის ქმედებებს აკვირდება.
_ ნოეე_ სიცილით ეძახის.
_ რა?
_ ნაზი დეიდა რაში გჭირდება? თავადაც თუ ასე სიზუსტით შეგიძლია ყველაფრის ადგილზე დაბრუნება.
ნოე უხვდება ხუმრობას და ეღიმება.
_ შენ ხომ თქვი კონტროლირებადი ნოე უფრო მიყვარსო,ახლა რა გინდა?_ იცინის ნოე.
_მიყვარს მაინც როცა შენი პირით აღიარებ ხოლმე._უღიმის ანკა.
_ჰო,ანკა,მიყვარს კონტროლი.სახლში სამსახურშიც და მგონი ყველგან უბრალოდ დოზები განსხვავდება…_ეღიმება_
მაგრამ გამიმართლა,რადგან შენ ესეთი ნოე გიყვარს._ნოე თანდათან უახლოვდება ნელი ნაბიჯით.ფინჯანს ხელიდან ნელა ართმევს და იქვე დგამს.თვალებში უყურებს.
ხელს ნელა წევს ანკას მხრებზე და მის თმას ნაზად უკან ყრის. ხელებს მის ყელზე აყოლებს, ანკა ღრმად სუნთქავს, წინ იხრება და ნოეს შუბლს ეყრდნობა – ეს ნდობას ჰგავს.
ნოეს ხელში აჰყავს და საძინებელში მიჰყავს. საწოლთან ჩერდება, ნელა ეხება ანკას ხელს, თვალებში უყურებს და ფრთხილად კოცნის.
ელვა შესაკრავს ხსნის ნელა,ზანტად.მხრებიდან მძიმედ სრიალდება კაბა ძირს და იატაკზე რჩება დილამდე…

***

დილის შუქი დიდ ფანჯრებში მარტივად აღწევს და ნოეს აფხიზლებს.ინსტიქტურად ხელს გვერდით წევს,სიცარიელეა,თვალს ზანტად ახელს და საწოლი ცარიელია.საძინებლის კარი ნახევრად შეღებულია
“წავიდა?” უცებ გაუკრთება ფიქრი,მაგრამ სამზარეულოდან ხმა ისმის.” აქ არის”
ნოე დგება საწოლიდან,შარვალს იცვამს მხოლოდ,მისი პერანგი არსად ჩანს,ამიტომ საგარდერობე ოთახში აღარ გადის და ტანს ზევით შიშველი პირდაპირ სამზარეულოში მიემართება.
დერეფანში უკვე ყავის სურნელს გრძნობს.ანკა ნოეს თეთრ პერანგში გამოწყობილი ყავას ასხამს ფინჯნებში,ნოე უყურებს.
_ვიცოდი მალე გაიღვიძებდი შენც,ამიტომ ყავა შენთვისაც მზად მაქვს._არ ტრიალდება ისე ამბობს.
_მეწყინა._საპასუხოდ ამბობს ნოე.
ანკა ტრიალდება და წარბს წევს გაოცების ნიშნად.
_საწოლში რომ არ დამხვდი.შენთან ერთად გაღვიძება მინდოდა.
ანკას ღიმილი ეპარება.
_ამიტომ კიდევ ერთი დილა უნდა დამპირდე შენთან ერთად.
ანკა რამდენიმე წამით უბრალოდ უყურებს. თითით ფინჯნის კიდეზე წრეებს ხაზავს.
_ანუ ასე მუშაობ? ერთ ღამეს ჩუქნი და სამაგიეროდ მეორეს ითხოვ?
ნოეს ჩაეღიმა.
_არ ვითხოვ ღამეს._ წარბს ზევით ზიდავს ნიშნის მოგებით და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება._ იმ დილას ვითხოვ რომელიც გამეპარა.
ანკა ფინჯანს მის წინ დგამს კუნძულზე.
_შეგიძლია თავად ადგე შემდეგში უფრო ადრე და აღარ გაგეპარება დილა.
პაუზა.
_მაგრამ, თუ ისევ ადრე გავიღვიძე? _ ინტერესით კითხულობს ანკა
_მაშინ უბრალოდ დამელოდები,რომ მეც გავიღვიძო და მერე მე ავდგები შენზე ადრე, _ ეღიმება ნოეს._ მაგრამ ერთად მაინც გავიღვიძებთ.
ანკა იცინის
_კარგი… ერთ დილას გპირდები.
ნოეს ეღიმება,მაგრამ არ იმჩნევს.
_მხოლოდ ერთს?
ანკა ყავას წრუპავს, თითქოს ფიქრობს. მერე ფინჯანს დგამს კუნძულზე და ნელა უახლოვდება.
_დასაწყისისთვის…
ნოეს წინ ჩერდება. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს.ანკა მის წვერს აყოლებს თითს.
_დარწმუნებული ხარ სურვილის სისწორეში? გუშინ ღამით მხოლოდ ერთი ღამე ითხოვე,როგორც მახსოვს…
ნოე ხელებს წელზე ხვევს ისე რომ სივრცეს უტოვებს.
_დილით უფრო სერიოზული ვარ და მომთხოვნი.
_ესე იგი ახლა სერიოზულად მთხოვ?
_ ჰო,_ პასუხობს მშვიდად._ მინდა ეს არ იყოს შემთხვევითი ღამე. მინდა იყოს არჩევანი.
_მაშინ იცოდე… — თითებს მის ხელზე აჩერებს._ დილა მარტივი არ მაქვს. შეიძლება ისევ ადრე გავიღვიძო. შეიძლება ყავაც მარტომ დავლიო.
ნოე ოდნავ იხრება, შუბლს მის შუბლს ადებს.
_მაშინ მეც ადრე ავდგები. და თუ ვერ მოვასწარი… ისევ ვითხოვ კიდევ ერთ დილას.
ანკას სიცილი ამჯერად ჩუმია, თბილი. თავს ოდნავ ადებს მის მხარზე.
_კარგი, კონტროლირებადო ნოე… ვნახოთ რამდენ დილას გაუძლებ.
ნოე პირველად იცინის ხმამაღლა.
_სრულ განაკვეთზე ვმუშაობ,გრძელვადიან პროექტებს ვუძლებ. არ იდარდო…_ ტუჩებს მაცდური ღიმილი უპობს.
ანკა თავს ვერ იკავებს და კისკისებს.
_ რა თავდაჯერებული ხარ… თავს მის მკერდზე დებს და ყელიდან მის სუნრნელს ისუ, ნთქავს.

***
_ბათუმის სასტუმროს გახსნა 15 იანვარს არის ჩანიშნული,14-ში უნდა წავიდე,სასტუმრო დამიჯავშნე 2 ღამით.
ნოე მდივანს ესაუბრება.ანკა კბინეტის ღია კარში შედის.
_გამარჯობა._ამბობს ხმადაბლა და სკამის ზურგს ხელებით ეყრდნობა.
_გამარჯობა ანკა._ ესალმება თიკა და ისევ ნოეზე გადააქვს ყურადღება._14-15 რიცხვში დავჯავშნი, ჩვეულებისამებრ ისევ იმ სასტუმროს,ზღვის ხედით.
_კი.თანხმობის ნიშნად ნოე თავს უკრავს.
_კარგი.სხვა თუ არაფერი.დავჯავშნი ახლავე.
_მეტი არაფერი. _თიკა ოთახიდან გადის.
ანკა ხმას არ იღებს.”ბათუმის სასტუმროს გახსნაა,ნოემ კი სიტყვაც არ მითხრა აქამდე…რა ხდება?”
_დაჯექი ანკა.
_არ მინდა._ ნოე საბუთებს ჩაყურებს და წამიერად ქვევიდან მზერა ანკაზე გადმოაქვს.
_ეს რას ნიშნავს?_პაუზას აკეთებს._ რამე მოხდა?
_მეც მაქვს იგივე კითხვა?!_ანკა თვალს თვალში უყრის.
_ანკა რებუსების ამოხსნის დრო არ მაქვს,გთხოვ თუ რამეა,მითხარი პირდაპირ.
_სიტყვა არ გითქვამს ბათუმის სასტუმროს გახსნაზე…
_ა,ხომ… _ნოეს ეღიმება._ყველაფერი მზად მაქვს.შენ უბრალოდ ჩემოდანი ჩაალაგე._ნოე ისევ ქვევიდან უყურებს და ეღიმება_ ხომ არ გეგონა უშენოდ წავიდოდი?
_რა შეგიშლიდა ხელს?_პასუხობს წარბ აწეული ანკა.
_ ის რომ უშენოდ მოვიწყენდი გზაშიც და სასტუმროს ნომერშიც,ჰო და ყველაზე მთავარი მეწყვილე არ მეყოლებოდა გახსნაზე.
ანკა ცხვირს ჭმუხნის.
_დაჯექი ახლა,გთხოვ. რამდენიმე მნიშვნელოვან წერილს ვუპასუხებ და თავისუფალი ვარ.წავიდეთ შემდგომ სადმე ვივახშმოთ.
ანკა სკამს წევს და ჯდება.

***
_ძველით ახალწელს ბათუმში მივდივარ დედა.
_რატომ?
_სამსახურიდან.სასტუმროს გახსნაა.
_შენი წასვლა აუცილებელია?
_რომ არ იყოს არ ვიტყოდი,ხომ იცი?
_მამაშენს დაელაპარაკე.მე ვერაფერს გეტყვი.
_დედა,მე ნებართვას არ ვითხოვ,უბრალოდ საქმის კურსში გაყენებთ.
დედა მკაცრი მზერით უყურებს
_ამ ტონით ნუ მელაპარაკები, ანკა.
_რომელი ტონით? – მშვიდად პასუხობს ანკა
_იმ ტონით, რომ თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვიტე და უბრალოდ უნდა შევეგუოთ.
_მე დიდი ხანია თავად ვწყვეტ, დედა.
დედა ჩუმდება. რამდენიმე წამი მხოლოდ საათის წიკწიკი ისმის.
_ბათუმი შორია. მამაშენს არ მოეწონება,კარგად იცი.
_მამას თუ რამე არ მოეწონება, თავად მითხრას.
დედა თავს ხრის, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ სიტყვებს ყლაპავს.
_მამაშენს თავად დაელაპარაკე. არ მინდა შუაში მოვყვე.


მამა მისაღებში ზის. ტელევიზორი ჩუმად მუშაობს, მაგრამ თვალს არ ადევნებს ეკრანს.ანკა ოთახში შედის.
_დედამ მითხრა, ბათუმში მიდიხარ.
_კი.
პაუზა.
_რამდენი ხნით?
_ორი დღით. სასტუმროს გახსნაა.
მამა ნელა გადააქვს მზერა ანკაზე
_ვის სასტუმროს?
_სამსახურის. პროექტია.
_და აუცილებელია შენი იქ ყოფნა?
_კი.
_ანკა, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება.
_ვიცი.
_მაშინ რატომ მაყენებ ფაქტის წინაშე?
_ფაქტის წინაშე არ გაყენებ. უბრალოდ გეუბნები, რომ მივდივარ.
გიორგის ყბა ოდნავ იკუმშება.
_და ეგ რას ნიშნავს?!. იცი შენ რომ გარკვეული წესები გვაქვს ანკა.
_მე წესებს არ ვარღვევ.
_ღამეებს გარეთ გაათევ,აბა ეს რა არის?
_სასტუმროში ვიქნები.
_ვიღაცეებთან ერთად.
პაუზა.
_მე უკვე დიდი ვარ,არ შეიძლება ასე გაგრძელება,მუდმივად წარსულის შიშით ვერ ვიცხოვრებთ..
_ანკა… მამას ხმა გამაფრთხილებლად ჟღერს._ ისეთ საკითხს ნუ შეეხები,რაც შენ არ შეგხებია და არ გიგრძვნია.
სიჩუმე მძიმეა.
_ბოდიში მამა,მესმის,მაგრამ ახლა აქ ჩემი ცხოვრებაა,გთხოვ შენც გამიგო
მამა ბოლოს ამბობს:
_ შენ შენი გადმოსახედიდან საუბრობ ანკა.
_მამა,შენც შენი გადმოსახედიდან მესაუბრები.
პაუზა
_კარგი. წადი,მაგრამ იცოდე მე ეს არ მინდა.

***
ანკა ოთახში შედის.ბოლო თვეების განმავლობაში გაზეპირებულ ნომერს კრეფს.
_ჰეი, _მისი ხმა მსუბუქია. — უკვე ჩაალაგე?
_თითქმის.
_რა მოხდა?
პაუზა. “ის ყოველთვის გრძნობს.”
_მამას დაველაპარაკე.
_კარგად არ წავიდა, ხო?
_როგორც ყოველთვის. სუსტად იცინის ანკა — ჰგონია, რომ როცა სახლიდან გავდივარ, რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს.
_მოხდება კიდეც. _ ნახევრად ხუმრობით ამბობს. _ მე იქ ვიქნები.
_ნოე…მოისვენე
_რატომ?
_იმიტომ რომ არ ვარ ხასიათზე
მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმეა.
_კარგი დაისვენე,დილით რომელზე გამოგიარო?
_არ ვიცი,შენ რა დროს ფიქრობ?_მშვიდად პასუხობს.
_რვაზე შეძლებ?
_კი._ისე პასუხობს ანკა დილის ოთხი რომ ეთქვა,იგივეს ეტყოდა.
_ვერ ვიტან ასე უმოტივაციო,რომ ხარ_მშვიდად ამბობს ნოე
_ვერც მე…
_კაი დაისვენე.მიყვარხარ
ბოლო სიტყვას სულ სხვა ეფექტი აქვს.ანკას ეღიმება.
_ცოტა ხშირად მითხარი ხოლმე_ხმაში ღიმილი ერევა
_თუ გიშველის _ იცინის ნოე.

***
ნისლიანი დილა თენდება.სიცივე ფანჯრებიდან იგრძნობა.ანკას მაღვიძარა აღვიძებს.უჩუმრად დგება,აბაზანაში შედის,წინასწარ შერჩეულ გზისთვის გამზადებულ სამოსს იცვამს და ნოეს ურეკავს.
_დილამშვიდობის. რამდენ ხანში მოხვალ?
_ აქ ვარ,ამ წამს მოვედი.
_ კაი ჩამოვდივარ…
მანქანაში ჯდება.ნოე ყავას და მისი საყვარელ კრუასანს ახვედრებს.ანკა იღიმის.
_რანაირად აღგზარდა ნინომ ასეთი იდეალური ა?
ნოე იცინის
_სიმართლე გითხრა_ იჯგიმება_ თავადაც არ იცის.უკვირს ხოლმე.
ანკა იცინის.ნოეს მოწონს რომ ამხიარულებს და ამატებს.
_ თუ თანახმა იქნები ,როცა დრო მოვა მივაბაროთ ჩვენი შვილებიც…_ თან თვალს აპარებს ანკასკენ.
ანკა წარბს წევს და გვერდულად გახედავს ნოეს.
_ჯერ კრუასანი დამაცადე მშვიდად მივირთვა,მამობრივი გეგმები ცოტა მოგვიანებით…
შემდეგ მშვიდად კბეჩს კრუასანს და ამატებს.
_თან, სანამ ნინოს ოფიციალურად არ გავაფრთხილებთ, არ მგონია ასეთი ექსპერიმენტები უსაფრთხო იყოს.
ნოეს გაეცინა,უყვარდა ანკას ხასიათში ეს უნარი,სერიოზულ თემას ისე შეცვლიდა და იუმორში გადაიტანდა.
საჭეს ხელები ძლიერად ჩასჭიდა და მზერა ღრმა გაუხდა.ანკას არ ეპარება ეს დეტალი.
_ რაზე ფიქრობ?
_ არაფერზე, — მშვიდად პასუხობს ნოე.
ანკა თვალს ავლებს.
_ ჰმ… ვიცი ეგ შენი „არაფერი“.
ნოეს ეღიმება.
_ ახალ პასუხისმგებლობაზე.
_ რომელზე?
_აი… მამობრივზე, — წარბს ათამაშებს და თვითონვე ეცინება.
ანკა ყავას წრუპავს, თითქოს სერიოზულად ფიქრობს.
_ მოდი ასე მოვიქცეთ… ჯერ ბათუმამდე მივიდეთ. მერე სასტუმროს გავხსნით. მერე კიდევ ბევრ რამეს მოვასწრებთ. და როცა დრო მოვა… ნინოს წინასწარ გავაფრთხილებთ.
წარბებს ათამაშებს.
_ არ მგონია წინააღმდეგი იყოს, — ამატებს ნოე უდარდელად.
_ შენ ამ დილით ძალიან გიტევს რაღაც ოჯახური პასუხისმგებლობა, — იცინის ანკა. — ყავა არ გინდა?
_ სახლში დავლიე. ნაზი დეიდამ მომიმზადა. და ასე მითხრა — დროა იფიქრო ოჯახზეო…
ანკა ხმამაღლა იცინის.
_ ამიტომ ხარ დილიდან აჟიტირებული მაგ თემით!
კრუასანის ნამცეცს იღებს ჰუდიდან და ფანჯრიდან აგდებს.
_ დროა ნაზი დეიდას სერიოზულად გავესაუბრო. ვთხოვო, ნუ აგამჩატებს.
ნოეს ეღიმება, მაგრამ თავს იკავებს.
_ ოჯახი ამჩატებაა?
ანკა წამით ჩუმდება, მერე მხრებს იჩეჩავს.
_ არა, მაგრამ… თუ კიდევ გააგრძელა ამ თემებზე საუბარი, მგონია ერთ დღესაც ოფიციალურად დაგვამუნათებს — „აი, ბავშვებო, ბეჭდები ვიყიდე, თქვენი ამბავი მე მოვაგვარე“.
ნოე სიცილს ვეღარ იკავებს.
_ ეგ ნაზი დეიდაა, ქორწილსაც რომ დაგეგმავს და ბავშვს სახელსაც დაარქმევს.
_აი ზუსტად! — თითს უქნევს ანკა. — ამიტომ გთხოვ, სანამ „მამობრივ პასუხისმგებლობაზე“ გადახვალ, ჯერ ბათუმამდე მივიდეთ მშვიდობიანად.
_ ანუ ჯერ სასტუმრო, მერე ოჯახი?
_ ჯერ გზა, — ასწორებს ანკა. — მერე ყველაფერი დანარჩენი.
ნოე ისევ გზას უყურებს, მაგრამ ხმა ოდნავ ეცვლება.
_ იცი… — ჩუმად ამბობს. — ხუმრობით ვთქვი, მაგრამ…
ანკა მაშინვე ამჩნევს ტონს.
_ მაგრამ?
_მართლა მიფიქრია ამაზე. არა იმაზე, რომ ხვალვე ბავშვი გვყავდეს, — ეცინება თავის თავზე. — უბრალოდ… იმაზე, რომ შენთან ერთად ეგ იდეა აღარ მაშინებს.
მანქანაში სიჩუმე ისადგურებს.
ანკა ფანჯრიდან იყურება. მერე ნელა აბრუნებს თავს.
_ანუ ადრე გაშინებდა? — ცდილობს ხუმრობას, მაგრამ ხმაში დაძაბულობა იგრძნობა.
ნოე მხრებს იჩეჩავს.
_მაშინებდა ცოტა გაზვიადებული ნათქვამია უფრო…ნუ ხო ოჯახური თემა ვგრძნობდი,რომ ჯერ ადრე იყო და არ მხიბლავდა.შენთან კი… — ჩერდება წამით. — არ ვიცი, უბრალოდ ბუნებრივად ჩანს ყველაფერი.
ანკას თვალები უცებ რბილდება, მაგრამ მაინც არ აძლევს თავს ბოლომდე დადნობის უფლებას.
_ ბათუმში მივდივართ, ნოე. სასტუმროს გასახსნელად. შენ უკვე ერთ დიდ პასუხისმგებლობას იღებ. ჯერ ეგ გადაიტანე, მერე მამობრივი იდეები დავამატოთ, კარგი? — ეღიმება, მაგრამ ხელს მაინც ადებს მკლავზე,რომ განმუხტოს.
ნოე იღიმის.
_ანუ შანსი მაქვს?
ანკა თავს აქნევს.
_თუ გზაში ნერვებს არ მომიშლი შეიძლება.
_ ჰოო? — ვითომ გაკვირვებული ხმით ამბობს ნოე. _ და რას ითვლება „ნერვების მოშლაში“?
_ მაგალითად, თუ კიდევ ერთხელ ახსენებ ნაზი დეიდას და ბეჭდებს, _იცინის ანკა.
ნოე ჩუმად იცინის.
_კაი. დღეს მხოლოდ სასტუმროზე ვიფიქრებ.
წამით ჩერდება, მერე ისევ ამატებს:
_მაგრამ იცოდე… ერთ დღეს მართლა მინდა. შენთან ერთად. ყველაფერი.
პაუზა.
_ ნოე…
_ ჰო?
_ შენ როცა ასე ლაპარაკობ… ყველაფერი ძალიან მარტივად გგონია.
ნოე წარბს კრავს.
_ მარტივად?
_ ჰო. თითქოს უბრალოდ გადაწყვიტე და მორჩა. სასტუმრო გავხსნათ. ოჯახი გვქონდეს. ბავშვი გვყავდეს. — ეცინება, მაგრამ ამ სიცილში პატარა ნერვიულობაა. _მე ასე არ შემიძლია.
ნოე გზას არ აშორებს თვალს.
_ მე არ მითქვამს, რომ ხვალვე.
_ ვიცი. მაგრამ შენში უკვე მზადყოფნაა. ჩემში კი… ჯერ კითხვებია.
ჰაერი ოდნავ მძიმდება.
_ ანუ შენ არ გინდა? — მშვიდად ეკითხება ნოე, მაგრამ ხმა ოდნავ ეცვლება.
_ ეგ არ მითქვამს, — სწრაფად პასუხობს ანკა. _უბრალოდ… მე მინდა ნაბიჯები თანმიმდევრულად. ჯერ ბათუმი. მერე სასტუმრო. მერე ვნახოთ, როგორ გავუმკლავდებით ამას. მე არ მინდა რაღაცაზე დაპირება, როცა ჯერ საკუთარ თავშიც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული.
ნოე ჩუმდება. საჭეს ოდნავ ძლიერად უჭერს ხელს.
_ შენ გგონია, მე არ ვფიქრობ,არ მიჩნდება კითხვები? — ბოლოს ამბობს. — უბრალოდ… როცა შენთან ერთად ვიფიქრებ მომავალზე, შიში ნაკლებია.
ანკა მისკენ იყურება.
_ და მე როცა მომავალზე ვიფიქრებ, მეშინია რომ თუ ვერ გავამართლებ?
ნოე პირველად აბრუნებს თავს მისკენ.
_ რა უნდა გაამართლო?
_ არ ვიცი… იდეალური სურათი. რაც შენ ახლა დახატე.
წამით ჩუმდებიან.
ნოე ღრმად ისუნთქავს.
_ მე იდეალური არაფერი მიხსენებია. მე უბრალოდ ვთქვი შენთან ერთად მინდა. დანარჩენი ერთად ვისწავლოთ.
ანკა ნელა იღიმება.
_ ჰო… მაშინ ერთი პირობა მაქვს.
_ რა?
_ სანამ „მამობრივ პასუხისმგებლობაზე“ იფიქრებ, მომეცი დრო, რომ საკუთარ თავში გავერკვე. და არ გამიჩინო შეგრძნება, რომ სადმე მივისწრაფით.
ნოე თავს აქნევს.
_ კარგი. არ მივისწრაფით. უბრალოდ მივდივართ. ბათუმამდე.
ამაზე ანკას ეცინება.
_ აი ეს უკვე მესმის.

***
მანქანა სასტუმროს წინ ჩერდება.ჰაერი ნესტიანია,მარილიანი.ზღვის სუნი ტრიალებს გარშემო.
ნომერში ადიან.ამჯერად ზუსტად იციან რომ ერთი ნომერი აქვთ,რომელიც ფანჯრიდან ზღვას გადაყურებს.ანკა,ნაცრისფერს,მღელვარეს ზღვას უყურებს.ტალღები ხმაურით ეხეთქება ნაპირს და აქაფებულ კვალს ტოვებს ქვებზე.
ნოე ლეპტოპს იღებს,საწოლზე ჯდება და მუშაობას იწყებს.ანკა წამით მასზე აჩერებს მზერას.ხანდახან ღლის კონტროლირებადი ნოე,ყველა პასუხისმგებლობა რომ მას აქვს აღებული,უნდა მეტი დრო დაუთმოს,რომ არა მასთან მუშაობა,ნეტავ დღეში რამდენჯერ მოიკითხავდა ან შეძლებდა მის ნახვას?! საკუთარ თავს ეკითხება ანკა. ღიზიანდება,ვერ ხვდება ეს მისი ქალური ეგოა თუ რეალურად მართლა პრობლემაა?თუ გზაში ოჯახურ პასუხისმგებლობაზე საუბარმა დათრგუნა? ნომერში დარჩენა აღარ შეუძლია.თითქოს ჰაერი დამძიმდა და ავიწროებს ეს სივრცე.არ უნდა ურთიერთობა ტოქსიკურ ფაზაში შევიდეს.სწრაფად ტრიალდება,ქურთუკს იღებს და მოკლედ ამბობს თითქოს სივრცეს უზიარებს
_დაბლა ჩავდივარ.
_კარგი._მშვიდად პასუხობს ნოე ისე რომ ლეპტოპიდან თავს არ წევს.
“რა თქმა უნდა ისევ ლეპტოპი და მერე ოჯახზე მესააუბრება... შიგნიდან რაღაც ჭამს ანკას,მაგრამ რა? რა ხდება რა მჭირს?”ანკას მეორე ნაწილი შედარებით სიმშვიდეს ინარჩუნებს და ცდილობს კონფლიქტური განწყობა დაშალოს.
სასტუმროდან გადის და სანაპიროსკენ მიემართება.გარეთ ნესტია,ზღვიდან მონაბერი ქარი ქრის.ანკა სახეს უშვერს და წვრილი წვეთები ესხმევა სახეზე.ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და ზღვის ჰორიზონტს გასცქერის.რომელზეც მზე იწყებს ჩაშვებას.
„რა გინდა, ანკა?“ — საკუთარ თავს ეკითხება.
მეტი ყურადღება?
თუ უბრალოდ გეშინია, რომ მის ცხოვრებაში მეტი ადგილი და დრო გჭირდება? თუ ეს გინდა,გთავაზობს,გზაში სწორედ ეს თემა იყო… რა მინდა?...რატომ ამერია ხასიათი? თუ მეტი მინდა მეტს მთავაზობს…თუ არ მინდა რატომ ვბრაზობ?!” კითხვები მოდის,მაგრამ პასუხების გაცემა უჭირს…
ადგილზე მოძრაობს ანკა,მხოლოდ რამდენიმე მეტრს გადის და ისევ უკან ბრუნდება,ვერ ხსნის ხასიათის ცვლილებას.

ქარი ძლიერდება. ანკა ისევ ჰორიზონტს უყურებს, თითქოს პასუხი იქიდან უნდა მოვიდეს.
უკნიდან ნაბიჯების ხმა ესმის, მაგრამ არ ტრიალდება.
_ ანკა.
ნოეს ხმა მშვიდია. ზედმეტად მშვიდი და უკვე ესეც აღიზიანებს.
_ ჰო.
_ ასე რომ ჩამოხვედი… რამე მოხდა?
ანკა ოდნავ იღიმის, მაგრამ ეს ღიმილი ცივია და ყალბი.
_ არა. უბრალოდ ჰაერი მჭირდებოდა.
ნოე გვერდით დგება. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად უყურებს ზღვას.
_ გაბრაზებული ხარ?
_ არ ვარ.
პაუზა.
_ ანკა…
_ რა? — ამჯერად უკვე ხმაში დაძაბულობა ისმის.
ნოე ამჩნევს.
_ თუ რამე გაწუხებს, მითხარი. თითქოს… შორს ხარ.
ეს სიტყვა თითქოს რაღაცას წყვეტს.
ანკა ტრიალდება.
_ მე ვარ შორს? — ჩუმად, მაგრამ მკვეთრად ეკითხება. _ ნომერში ვინ იჯდა ლეპტოპთან?
_ ვმუშაობდი.
_ ვიცი, რომ მუშაობდი. ყოველთვის მუშაობ.
და მერე ოჯახზე მესაუბრები. დროებზე. მომავალზე.
მაგრამ ახლა? აქ? მე სად ვარ ამ ყველაფერში?
ნოე წამით დუმს.
_ შენ ზუსტად აქ ხარ.
_ არა, ნოე. მე აქ ვარ,მაგრამ შენთვის სად ვარ?
ქარი თმას უწეწავს, ხმას ართულებს, მაგრამ სიტყვები მაინც მკვეთრად ისმის.
_შეიძლება უბრალოდ… — ანკა სუნთქვას აჩქარებს. _შეიძლება უბრალოდ მინდოდა, რომ ერთი საათი მაინც შენთან ერთად ვყოფილიყავი ისე, რომ არაფერს არ გეგმავდე.
სიჩუმე.
ნოე პირველად არ პასუხობს მაშინვე.
_ მეგონა, ეს შენთვის ჩვეულებრივი იყო, _ ბოლოს ამბობს. _შენ ხომ იცი როგორი ვარ.
_ ჰო. ვიცი.
მაგრამ ხანდახან მეშინია, რომ შენი „როგორიც ვარ“ ჩემთვის ცოტა ნაკლებ ადგილს დატოვებს.
ნოე ახლოს დგება.
_ ანკა, შენ ადგილი არ გჭირდება. შენ ჩემი ნაწილი ხარ.
_ ეგ სიტყვებია.
ნოე რამდენიმე წამი ჩუმად დგას. ზღვის ხმა თითქოს მათ შორის ჩადგა.
_ სიტყვები არ არის, — მშვიდად ამბობს ბოლოს. _ უბრალოდ არ ვიცი სხვანაირად როგორ გავაკეთო.
_ რა გააკეთო? _ ანკა ეკითხება.
_რომ ყველაფერი არ ჩამოიშალოს.
რომ ხვალ რამე არ გაგვიფუჭდეს.
რომ შენთვის სტაბილური ვიყო.
ანკა ჩერდება. ეს ფრაზა მოულოდნელად ხვდება ცუდად ყურში
— ისევ ხვალ. ისევ გეგმები.
მაგრამ ეს დღევანდელობაა, ნოე.
მე დღეს შენს გვერდით ვარ…
მაგრამ თან თითქოს არ ვარ.
მესმის ყველაფერი. მართლა მესმის, რომ მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე.
მაგრამ მე?
ერთი საათი ხომ შეიძლება დათმო.
არ მინდა გახსენებდე ან გთხოვდე.
მინდა თავად ხვდებოდე, ნოე…
და არ ჩაიკარგო ფაილებში.
ნოე რამდენიმე წამი უყურებს.
სახე ეძაბება.
_ანკა…ჩვენ აქ რისთვის ჩამოვედით, ხომ იცოდი?
ხმა მშვიდია, მაგრამ სიმკაცრე იგრძნობა
_ ეს უბრალო დასვენება არ არის. ხვალ გახსნაა. ასობით დეტალია.
პაუზა.
_ და ახლა შენ მეუბნები, რომ ერთი საათი ვერ დავთმე?
გგონია, არ მინდა?
თვალებში უკვე გაღიზიანება უჩნდება.
_ უბრალოდ ვერ ვხვდები, რა გინდა ჩემგან ამ მომენტში.
მინდა ყველაფერი კარგად წავიდეს. ჩვენთვისაც.
და თუ ამას სერიოზულად ვუდგები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ გხედავ.
ნოე ხელს თმაში ისვამს.
_და მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა გავხადოთ ეს დრამა.
შენ ზუსტად იცოდი, რა დღეებია წინ…
_ დრამა? — მშვიდად იმეორებს._ ანუ როცა გეუბნები, რომ შენთან ყოფნა მინდა… ეს დრამაა?
ნოე პასუხს ვერ პოულობს მაშინვე.
_ მე არ მითქვამს ეგ.
აწყვეტინებს ანკა.
_იცი რა მწყინს?
ქარი თმას ისევ უწეწავს, მაგრამ ახლა არც აქცევს ყურადღებას.
_ მე არ გთხოვ, რომ რამე მიატოვო.
არ გთხოვ, რომ პასუხისმგებლობა არ აიღო.
უბრალოდ გეუბნები, რომ ხანდახან მეც მინდა ვიყო პრიორიტეტი. არა იმიტომ, რომ ბავშვი ვარ.
სიჩუმე.
_და როცა ამას „დრამას“ ეძახი, — ამატებს უკვე უფრო ჩუმად, _ გამოდის, რომ ჩემი გრძნობა შენთვის გადაჭარბებულია.
ანკა თვალს არ არიდებს.
_ მე ვიცოდი, რისთვის ჩამოვედით.
მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ აქ უბრალოდ დეკორაცია ვარ.
პაუზა.
_ და თუ შენ მართლა ვერ ხვდები, რატომ მტკივა…
მაშინ ეგ უფრო მაფიქრებს, ვიდრე შენი ლეპტოპი.
ნოე ჩუმად არის
ნელა ნაბიჯს დგამს. ხელს წინ წევს, ანკას მკლავს ეხება ფრთხილად.
_ ანკა…
ის ჩასახუტებლად უახლოვდება.
ანკა ერთ წამს არ ინძრევა. თითქოს უნდა, მაგრამ საკუთარ თავს ებრძვის.
შემდეგ ოდნავ იწევს უკან.
_ არ მინდა… — ჩუმად ამბობს.
ნოეს ხელი ჰაერში რჩება.
_ ახლა არა, — ამატებს ანკა. _ თუ მიხვდი,თუ არა, მაშინ უბრალოდ იმიტომ ნუ მეხუტები, რომ ყველაფერი ჩაწყნარდეს.
მის თვალებში წყენა ჩანს.
_ მინდა, რომ გაიაზრო და არა დამამშვიდო.
ქარი ისევ ძლიერად უბერავს. ზღვაც ხმაურობს.
ორივე ერთმანეთის წინ დგანან — ახლოს, მაგრამ ამ წუთში მაინც შორს.
ნოე ხელს ნელა სწევს ქვემოთ. თავს აქნევს, თითქოს საკუთარ თავთან თანხმდება.
_ კარგი… — ამბობს ჩუმად. _ მაშინ არ ჩაგეხუტები.
პაუზა.
_ მაგრამ გისმენ,თუ კიდევ დაგრჩა სათქმელი.
_მაშინ არ შემაწყვეტინო, — ამბობს ბოლოს მშვიდად.
ნოე თავს აქნევს.
_ მე არ მეშინია შენი მუშაობის,_აგრძელებს ანკა. _ არც შენი ამბიციების.
მეშინია, რომ ერთ დღეს ისევ მიეჩვევი ყველაფრის მარტო გაკეთებას … რომ ჩემთვის ადგილი აღარ დაგრჩება
და მე არ მინდა შენს ცხოვრებაში სტუმარი ვიყო.
არც პროექტის ნაწილი.
მინდა პარტნიორი ვიყო.
მე კი ხანდახან მგონია რომ მეტი საქმე გვაკავშირებს ერთმანეთთან…
ნოე უსიტყვოდ უხვდება.უბრალოდ ზურგის მხრიდან ხელებს ხვევს და ეხუტება,თავს თავზე ადებს.ღრმად სუნთქავს და საფეთქელთან კოცნის.

***
სადილის შემდგომ სასტუმროს ტერიტორიაზე მიდიან,რომ ნახონ ყველაფერი რიგის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა.ნოე რამდენიმე რჩევას ეკითხება ანკას,რაზეც ანკა ენთუზიაზმით პასუხობს,თუმცა ნოესთან მაინც დისტანციას იჭერს,ამას მხოლოდ ნოე ამჩნევს.
უკანა გზაზე.
_შენზე ვიდარდო,რომ მებუტები თუ ხვალინდელ დღეზე?_ღიმილით ეკითხება ნოე.
_ჩემზე დარდისგან გათავისუფლებ.
ნოეს სახე ეცვლება.
პაუზა.
_ რა ხდება ანკა? მაპატიე მაგრამ თინეიჯერი ბავშვივით იქცევი…
ანკა ჩუმად არის.
_ დრამა გინდა მართლა? ვერ ვხვდები რისგან ქმნი პრობლემას?! მე ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ არ ვარ მცდარი,შენ ალბათ შენი,მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც დოზით გამიგო შენც?!
მე ვცდილობ…მართლა ვცდილობ გაგიგო,მაგრამ მთელი საღამოა მებუსხები,როცა იცი ხვალ მნიშვნელოვანი დღეა და შენი თანადგომა მჭირდება.
ანკა ხმას არ იღებს,ფანჯრიდან იყურება სივრცეში.რა ქნას,რომ თავადაც ვერ ხვდება რა იწვევს ამ ხასიათის არევას?! ნოე აღარაფერს ამბობს,მაგრამ ძლიერად უჭერს თითებს საჭეს.
სასტუმროში ადიან.
_ჩავიდეთ ვივახშმოთ,_სთავაზოებს ნოე.
_არ მინდა არაფერი.მეძინება.
_კაი. _ცოტა გაბრაზებული პასუხობს ნოე და აბაზანაში შედის.გამოსულს ანკა საწოლში ხვდება.მკრთალი სინათლე აივნის განათებიდან შემოდის.
ნოე ცდილობს აღარ გააღიზიანოს ანკა.ლეპტოპს არ იყენებს,უბრალოდ წვება საწოლში.ცოტახანში ანკას შიშველ სხეულს გრძნობს და ეღიმება.
_ აღარ მეგონა…_ ეჩურჩულება ყურთან ნოე.თავისკენ იზიდავს და ეფერება…

***
სტუმრები თანდათან ემატებიან,რამდენიმე ჟურნალისტი დგას და ელოდებიან ოფიციალურად გახსნის ცერემონიის დაწყებას.
ნოე ანკასთან დგას.მხარზე ხელს ადებს ნაზად.
_ყველაფერი იდეალურად არის.შენ ხომ მზად ხარ?
_ კი.დავიწყოთ.
ნოე ზურგს აქცევს ყველას და გადადის დარბზის იმ ნაწილში სადაც სიტყვა უნდა წარმოთქვას.
_ ბატონებო და ქალბატონებო, — ნოე მიკროფონს იღებს. _დღეს ჩვენ ერთად ვხსნით ახალ სივრცეს, რომელიც ყველასთვის იქნება განსაკუთრებული…

***
რამდენიმე დღის შემდეგ.
დავითი ნოეს კაბინეტში შედის.
_ნოე, _ სკამს წევს და მის წინ ჯდება. _ შესანიშნავად ჩაიარა ყველაფერმა,თბილისის სასტუმრომ,ბათუმში… ვფიქრობ შენმა ცვლილებებმა სწორ შედეგამდე მიგვიყვანა და გადაარჩინა პროექტი და კომპანიაც.
ნოე თავს წევს და მამას უყურებს.დავითი მშვიდი ტონით განაგრძობს.
_ ვფიქრობ გუდაურის პროექტზე ანკა უნდა დავტოვოთ. _დავითი რამდენიმე წამი პაუზას აკეთებს._ და იმასაც ვხვდები,რომ შენ ამის წინააღმდეგი არ იქნები.ნოეს ეღიმება.
_მადლობა.მეც ვფიქრობდი,რომ ანკასთვის შემეთავაზებინა გუდაურის პროექტზე მუშაობა,თან ნოლიდან დაიწყებდა ამ პროექტს. მისი ხელი სხვანაირად დაეტყობა.
დავითი კმაყოფილი უსმენს.
_ნოე,საბუთებში რა ხანია მე აღარ ვიხედები,შენს იმედზე ვარ და …_ეღიმება რომ ნოემ,მისი ცხოვრება როგორ შეცვალა.ადრე დავითიც ნოესავით კონტროლის მოყვარული იყო,ნდობას ზედმეტად ვერავის უცხადებდა,ახლა კი ნოემ ეს ყველაფერი გადაიბარა და დავითის ხასიათიც შეიცვალა.
_ანკა რა გვარია?
ნოეს ცოტა აკვირვებს კითხვა მაგრამ პასუხობს კითხვების გარეშე,ისე რომ ლეპტოპში რაღაცას კრეფს და თავს არ წევს.
_ნამორაძე.
დავითს სახე ეცვლება,წამით მზერა ეყინება.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

უკვე გელოდებით🥰

 


№2 სტუმარი სტუმარი თეო

საინტერესოა რას მალავს ნოემ რომ კონტროლი უნდა შეამციროს აშკარაა თორე ანკამ არამგონია და5მოს პოზიცია ,დრო და ყურადღება ყველას და ყველაფერს სჭირდება მითუმეტეს ქალს ,როგორ გელოდები ,მაინტერესებს წარსულის ამბები 🙈❤️❤️💐

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent