შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი არჩევანი (თავი 9)


გუშინ, 14:56
ავტორი Tak.oo
ნანახია 173

დავითს სახე ეცვლება,წამით მზერა ეყინება.პირს აღებს,თითქოს რაღაცის თქმას აპირებს,მაგრამ ისევ ჩერდება.
_ჰო… კარგი. მე წავალ. _დგება და კარისკენ მიდის.
_მამა,ანუ ანკას დაველაპარაკო გუდაურის პროექტზე თანახმა ხარ?
დავითი ჩერდება,ხელი კარის სახელურზე აქვს,არ ტრიალდება ისე პასუხობს.
_კი ნოე,შენ თუ გინდა,მე თანახმა ვარ.
გადის.

***
შემდეგი რამდენიმე თვე ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს ანკა და მისი გუნდი, ნოეს გუნდთან ერთად.ანკა ნოეს გუნდთან ერთად დადის გასართობად.ხან უბრალოდ ერთად გადიან.მათი ურთიერთობა მეტ სიღრმეს იძენს.ამას ორივე ხვდება,აღიარებს და არ მალავენ…

***
_თოომ,ვიყიდე ბილეთები 26 მარტის,საქართველო - საბერძნეთის თამაშზე ბარტყი._ ანკა ოთახიდან გამოდის ბედნიერი.
_ვაააა,მართლააა? დედაააა… _თომა დახტის ოთახში სიხარულისგან. _ რა მაგარი ხარ ანკააა…
ანკა ბედნიერი უყურებს თომას რეაქციას.
_გიჟო _ იცინის ანკა და თმებს უჩეჩავს.

***
_განტვირთვის დღე უნდა მოგიწყო _ ეხუმრება ანკა ნოეს.
_ჰოო? რა სახის? _მხიარულდება ნოე.
ანკა იცინის.
_ შორს ნუ წახვალ…26-ში გადამწყვეტ თამაშზე ხომ წამოხვალ,თომა მიმყავს ფეხბურთზე და სამი ბილეთი მაქვს.
_ვაა,მაგარია.კი წამოვალ,მაგრამ ეგ უფრო სანერვიულოა,განტვირთვის რა გითხრა._ იცინის ნოე.

***
26 მარტი,ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე,გავა თუ არა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე.
თომა დილიდან აჟიტირებულია.ადგილს ვერ პოულობს,ზღვა ემოციები აქვს და ვერ უმკლავდება.
_ანკა,ანკააა… _ანკა თავის ოთახშია._ როდის წავალთ?? დროზე წავიდეთ რაა.._ ხმაში მუდარა ერევა.
_ჯერ ადრეა თომაა,3 საათით ადრე გავიდეთ.მეტი ადრე ნამეტანია
_ აუუ,რა გაიყვანს იქამდე დროს ანკაა..
ანკა იცინის.
_ეს ვინ გადაგიკიდე,რა მინდოდა?!
ტელეფონს იღებს და ნოეს ურეკავს.
_რას შვრები? ხომ გახსოვს დღევანდელი დღე?
_რა თქმა უნდა მახსოვს.გავემზადები და გამოგივლით ცოტახანში.
_გაქვს დრო ასე ადრე? კარგი კი იქნება,თომამ შემიკლა,ვეღარ ისვენებს,მგონი სულ არ უნდა მეთქვა ბოლო წუთამდე._ეცინება ანკას.
_გრძნობს ბავშვი რა გინდა _ ეღიმება ნოეს. _მოვალ მალე და არაუშავს,ცოტახნით სადმე შევალთ,რა უყვარს… მაკში წავიყვანოთ?
_კი,ეს სადმე წაიყვანე და უარს არაფერზე ამბობს._იცინის ანკა.
_მშვენიერი.დროებით…

ნოე სახლთან აკითხავს ანკას და თომას.
ანკა ნოეს გვერდით წინ იკავებს ადგილს,თომას უკან სავარძელზე სვავს.მანქანაში აცნობს ნოეს.
_ეს არის თომა _ ეუბნება ნოეს.ნოე მისკენ ტრიალდება მთელი ტანით და ხელს უწვდის.
_გამარჯობა თომა,მე ნოე ვარ.
თომა ნოეს გამოწვდილ ხელს თავის ხელს აგებებს.
_გამარჯობა.
გზაში ნოე თომას ესაუბრება მის ჰობზე,ფეხბურთზე.უსვავს კითხვებს,რაც თომას ეხმარება გაიხსნას და უშუალო კავშირი ჩამოყალიბდეს მათ შორის.
მანქანა ნელა შედის მაკდონალდსის პარკინგზე.
_რა კარგია,მშიოდა._ ამბობს თომა.
_რა გიყვარს მაკის მენიუში?_ეკითხება ნოე და მანქანას აჩერებს.
_ჰამბურგერი,ნაგეთსი,ფრი.
_წყალი არა? _ ეკითხება ნოე სიცილით
_არა წყალი არა,კოლა…_მანქანიდან გადადის თომა.
_როგორც ჩანს, დღეს მხოლოდ შენს გეგმებს ვერ მივყვებით… _ იცინის ანკა.ნოეს ეღიმება.
_დღეს თომას დღეა და იმედია ნაკრების.

***
თამაში იმდენად დაძაბული იყო,თომამ მისი კუთვნილი პოპ-კორნი ვერც ჩაამთავრა.
_ახლა რა იქნება? 0:0 დასრულება არ გვაწყობს.
_პენალტების სერიას დანიშნავენ ახლა._უხსნის ნოე.
_შენ გიყვარს ნოე ფეხბურთი?
_საყურებლად კი,თამაშით ბავშვობაში ვთამაშობდი,მაგრამ ჩემი ჰობი არ ყოფილა.
_ჰოო… _თან მოედანს თვალს არ აშორებს თომა._ აუ ნეტა რა იქნება.გული დამეღალა ნერვიულობით…
ნოეს ეღიმება თომას ემოციაზე.
_თომ,ჩემთან ხომ არ დაჯდები? _ სთავაზობს ანკა.რადგან თომა ნოეს გვერდით ზის და ნოე ანკასი.
_არა ნოესთან ვიქნები. _ ისევ მოედანზე აქვს ყურადღება თომას.
ნოე ნიშნის მოგებით უყურებს ანკას და ეცინება.
_ რას უშვრება მაკი ბავშვებს?! _ ტუჩს იბზუებს ანკა.
_აჰაჰაა…აღიარე ანკა,მაკი არაფერ შუაშია,ობიექტურობას ნუ დაკარგავ.
ანკა იღიმის სიყვარულით,თვალები უბრწყინავს.ნოესთან ახლოს იწევა და ყურში ეჩურჩულება
_გაღიარებ კი. _ თავს მხარზე ადებს წამიერად.
პენალტების სერია ინიშნება.თამაში აქაც დაძაბულია. პირველი ჩვენს კარში არტყამენ,მაგრამ მეკარე იღებს გოლს.შემდეგი გოლი გაგვაქვს ჩვენს სასარგებლოდ.მაგრამ მალე მეტოქე გუნდი ათანაბრებს ანგარიშს და აი ბოლო დარტყმა რომელიც გადამწყვეტია,ჩვენი გუნდის წევრი არტყამს მათ კარში,სტადიონზე ხალხი დაძაბულობისგან გასუსულია,თითქოს სუნთქვას წყვეტენ,ეს არის წამი რომელიც დაწერს ისტორიას და გადაწყვეტს მომავალს.დარტყმა და სტადიონი ერთხმად ზანზარებს
_გოოოოოოოლ….
ხმები აირია,ქაოსია ირგვლივ,ტირილი,კივილი,სიხარულის ჭყლოპინი…
_ღმერთოოო,არ მჯერააა…_ ანკას ცრემლები მოსდის. თომა ადგილზე ხტუნავს და ვერ ისვენებს.ნოე ტაშს უკრავს.
ეს არის ამაღელვებელი სანახაობა,რომელიც წლებია არ უნახავს ქართველ გულშემატკივარს.ტრიბუნებიდან მოედანზე გადადის ხალხი.ყველაფერი ირევა.გასასვლელებთან რიგია,თუმცა ეს არავის აღელვებს.აქ ერთი სული და გული ტრიალებს.

***
_მამა,მაა,ნახეთ?? უყურე მაა…_თომა სახლში შესვლისთანავე კითხვებს აყრის გიორგის.
_კი,მა ვნახე.ტელევიზორში ვუყურებდით მე და დედა.
_ აუ,რა მაგარი იყო იციი.ისეთი მაგარი იყო სტადიონზე გაგიჟდებოდი.გადავსებული იყო სტადიონი,რიგები იყო რამხელა იცო მაა,შესვლის დროსაც…მერე კიდე კაი ნოემ ვიღაცას დაურეკა და მთავარი შესასვლელიდან შეგვიშვეს,საიდანაც ფეხბურთელები შეყავთ..ძალიან მაგარი იყო…კიდევ კარგი წავედით
_ნოე ვინ არის მა?_კითხულობს გიორგი.
_ანკას შეყვარებულია._ დარწმუნებით პასუხობს თომა.თუმცა ამ საკითხზე არც კი უსაუბრიათ.
გიორგი წარბს წევს.
_ანკა…_ მკაცრად ჟღერს მისი ხმა.
ანკა სამზარეულოდან გამოდის ჭიქა წყლით ხელში.
_მეძახდი მა?
_ ვინ არის ნოე?
ანკას მზერა თომაზე გადააქვს მერე ისევ მამას უყურებს.ხვდება რომ თომამ რაღაც თქვა,მაგრამ რა?!.
_ნოე,ჩემი სამსახურის უფროსია._მშვიდი ტონით პასუხობს ანკა.
_უფროსები ფეხბურთზე როდიდან დადიან თანამშორმლებთან ერთად?
_ რა პრობლემაა ვერ ვხვდები?
_ ანკა,კარგად იცი ჩემი შეხედულება მსგავს საკითხებზე… და მხოლოდ თანამშრომელია?!
ანკა ჩუმდება წამიერად.ხვდება დამალვას აზრი არ აქვს.
_არა…
_აბა?!
_ვხვდებით ერთმანეთს.
_აი,ხედავ?! ხომ ხედავ?! _გიორგი უტრიალდება ცოლს._რას გეუბნებოდი.აქამდე სად იყავი,რატომ არ თქვი?!
_მამა,პატარა ბავშვს ვგავარ?! რომელიც უნდა გამოიქცეს და ყველა სიტყვა ჩაგაბაროთ?! ჯერ მე უნდა დავრწმუნებულიყავი და მერე თქვენთვის უნდა მეთქვა,სწორი ასეა.
_სანამ შენ დარწმუნდები,შეიძლება შეცდომა დაუშვა.
_დავუშვა… რა მოხდა მერე,უშეცდომობის სინდრომით რატომ ხართ დაავადებულები ამ სახლში?! შემეშლება არაუშავს,რა ვქნათ?!ვინაა უშეცდომო,განა ჩემი ერთი შეცდომა კატაკლიზმებს გამოიწვევს!
_ ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის შეიძლება,რომ სწორედ კატაკლიზმები აღმოჩნდეს ეგ შენი შეცდომები.
_კარგი რა მამა,ნუ ადრამატიზებთ ყველაფერს.
_რა დამოკიდებულებაა?! ეს რა ტონია ანკა?! როდიდან მსჯელობ ასე?!
_ როდიდან და რაც გავიზარდე და ვხედავ,რომ ხალხი ცხოვრობს,ადამიანები ტკბებიან ცხოვრებით.ჩვენთან კი ნორმალურად გასვლის უფლება არ მაქვს,ოცდარვა წლის ვარ ხალხო და დავიღალე,მართლა თქვენი ნების იქით ნორმალურად ვერსად მივდივარ.სულ ტელეფონს ვუყურებ და დროს ისე დამსტრესეთ.
რა გგონიათ ამ ვაკუუმში გვამყოფებთ სულ?! მართლა დავიღალე,მე მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო და ეს არაა ცუდი,არც ზღვარს გადასული არაა.ნორმაა ამ დროში ეს,ასე ცხოვრობს ხალხი ახლა და გაიგეთ თქვენც!
ანკა პასუხს არ ელოდება,მკაცრი,ჩქარი ნაბიჯით გადის თავის ოთახში.
_დაელაპარაკე! _ მკაცრად ისმის გიორგის ხმა.
_ღმერთო,როგორ დამღალეთ._თავისთვის ამბობს მეგი და ოთახიდან გადის და სამზარეულოში შედის.
_მე დაგღალე?! _უკან მიყვება გიორგი.
_ჰო,ყველამ. _ თქვენ ვერ რიგდებით და მერე მე უნდა ვარიგო თქვენს შორის ურთიერთობა.შენი შვილიც არის.დაელაპარაკე.
_ვერ გაიგე რანაირად მელაპარაკა?!
_ ალბათ მართალიც არის თავის მხრივ.დაიღალა ეგეც ამდენი კონტროლით.
_ ვინც მივუშვით კი დაიღუპა თავი… _წარსულის ჩრდილმა გადაკრა სახეზე გიორგის.
_ ეგ ანკას არ ეხება და გამიჯნე როგორმე…მართლა რამდენ რამეზე თქვა უარი,შენი შეხედულების გამო.აღარ არის ბავშვი, თავისი ნება აქვს და ცოდოა,ვართმევთ ამ თავისუფლებას.
ეს უკვე დაცვა არ არის,არც ზრუნვაა გიორგი.
მეგი სამზარეულოდან გადის და თავის ფიქრებში ტოვებს გიორგის.

***
კარზე კაკუნია.
_შემოდი. _ იძახის ანკა დაბალი ხმით.
კარი იღება.ნახევრად ღია კარში გიორგი დგას.
_ვილაპარაკოთ?
_მოდი. _ ანკა ბალიშს წევს და ზურგით ეყუდება.
_ბოდიში,უხეშად გამომივიდა,მაგრამ ნატას შემდგომ…_გიორგი ღრმად სუნთქავს. _ მე ძალიან გამიჭირდა,ისე გამიჭირდა,მის მერე ავტომატურად სულ ვცდილობ ვაკონტროლო შენი ცხოვრება.რაც შენ გაჩნდი ეს ასეა…
_მესმის…გაქვს მიზეზი,მაგრამ გამიჯნე როგორმე. არაა სწორი.მე სანამ ცოტა გავიზრდებოდი დედა მიხსნიდან და ვღებულობდი ამ ყველაფერს,უფრო სწორად ეს იყო მოცემულობა ჩემთვის და მე სხვა უკეთესი ვერსია არ ვიცოდი,მაგრამ გავიზარდე,ვხედავ სხვა ადამიანებს როგორ ცხოვრობენ და მეც მინდა,არ მინდა საღამოს 8-9 საათზე სახლში გამოვრბოდე სკოლის მოსწავლესავით,თუმცა ახლა ეგენიც უფრო თავისუფლად ცხოვრობენ ვიდრე მე…
_ჰო,მაგრამ…
_აღარ უნდა მაგრამ მამა…
ნოე კარგი ადამიანია,მოგეწონება.თუ გინდა გაგაცნობ,რომ უფრო მშვიდად იყო.
_ჰო,მასე ჯობია.
გიორგი ანკასკენ იწევა,თავზე კოცნის და ოთახიდან გადის.

***
ნოე შხაპიდან ახალი გამოსულია. ტანზე წყლის წვეთები ჯერ კიდევ არ შეშრობია. სარკის წინ დგას და თმას პირსახოცით იმშრალებს, როცა ტელეფონი რეკავს.
_ გისმენს ღამის ნოე პატარა ქალბატონო
მისი ენერგიული ხმა,წამიერად სიმშვიდეს უღვრის სხეულში ანკას.
_ რას აკეთებ? _მშვიდი ოდნავ მოწყენილი ხმით ეკითხება ანკა.ნოეს არ ეპარება მისი ხმის ცვლილება.
_ არაფერს მნიშვნელოვანს.რამე მოხდა?
_ ცოტა გარდამტეხი საუბარი მქონდა მამასთან და ემოციური.
ნოე პირსახოცს კისერზე იგდებს.
_ რა თქვა? _ ხმა ურბილდება.
ანკა რამდენიმე წამით ჩუმდება.
_ უთხრა თომამ… რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ.
ნოეს ტუჩზე შეუმჩნეველი ღიმილი გადაურბენს.
_ ბავშვი გვასწრებს მოვლენებში, როგორც ჩანს.
_ მამას არ გაუხარდა, _ ანკას ხმა ისევ ჩუმდება. _ იცი როგორია… კონტროლი, წესები, „არ შეიძლება“… თითქოს ისევ თექვსმეტი წლის ვარ.
ნოე საწოლის კიდეზე ჯდება.
_ და შენ რას გრძნობ?
_ დავიღალე, _ ჩურჩულით ამბობს ანკა. _ თითქოს სულ რაღაცას ვამტკიცებ. მათთანაც… საკუთარ თავთანაც.
პაუზა.
ნოე ნელა სუნთქავს.
_მისმინე, _ მშვიდად იწყებს, _ მე არ მინდა, რომ ჩემი გამო ომში იყო სახლში.
მაგრამ არც ის მინდა, რომ შენი ცხოვრება ვინმემ ასე განაგოს,თუნდაც მშობლებმა. თუ გინდა, გავიცნობ.დავსხდეთ ნორმალურად. ისე, რომ არ იგრძნოს თითქოს რაღაცას ვპარავთ.
ანკა ჩუმდება.
_ მართლა მოხვალ?
_ ანკა, _ ოდნავ ეღიმება, _ მე ის კაცი ვარ, რომელმაც სტადიონზე მთავარი შესასვლელი გაგიხსნა. მამასთან საუბარი მართლა არ უნდა მიჭირდეს.
პირველად ეცინება ანკას იმ საღამოს.
_ თავხედო.
_ მშვიდი თავხედი. _ უსწორებს ნოე.

***
საღამო.
ანკა ნერვიულად ამოწმებს საათს.
_ ნუ ინერვიულებ, _ მშვიდად ეუბნება ნოე მანქანაში. _ მე ინტერვიუზე არ მივდივარ.
_ შენთვის არა, _ჩუმად პასუხობს ანკა. _ჩემთვისაა რთული.
ნოე უყურებს.
_ მაშინ დღეს მე მშვიდი ვიქნები. შენ არ გჭირდება კიდევ ერთი დაძაბული კაცი გვერდით.
კარზე ზარია.
გიორგი თავად აღებს.
_ გამარჯობა.
_ გამარჯობა, _ ნოე მშვიდად უწვდის ხელს. _ ნოე.
გიორგი ხელს ართმევს. მტკიცედ. წამით თვალებში უყურებს ზედმეტად დიდხანს.
_ შემოდი.
გიორგი გზას უთმობს.ანკა და ნოე წინ მიდიან.სამზარეულოდან მეგი გამოდის,სახეზე თბილი ღიმილი აქვს.
ნოე ესალმება.
_ გამარჯობა, _ეუბნება ნოეს. _ ანკამ ბევრი რამ მითხრა შენზე.
ნოე ოდნავ ეღიმება.
_ იმედია მხოლოდ კარგი.
_ ამას მალე გავარკვევთ, _ ხუმრობით პასუხობს მეგი.
ნოე მისთვის მოტანილ ტკბილეულს აწვდის.
_ თქვენთვის.
_ გმადლობ. ახლავე დავბრუნდები, ჩაის მოვიტან,იქნებ ყავა გირჩევნია ნოე?
_იყოს ჩაი,მადლობ.
სასტუმრო ოთახში სხდებიან.
მეგი ჩაის აწყობს. ანკა უხმოდ ზის, ხელებს ერთმანეთს უჭერს.
პირველი სიჩუმეს გიორგი არღვევს.
_ანკამ მითხრა, რომ ერთად მუშაობთ, _ იწყებს გიორგი.
_ კი, _ მოკლედ პასუხობს ნოე. _ და საკმაოდ კარგადაც.
_ უფროსი ხარ მისი, ხომ?
_ დიახ.
პაუზა.
_ და როგორ ანაწილებ პასუხისმგებლობას სამსახურში? პირად ურთიერთობებში ხომ არ ერევა პროფესიული?
ანკა გულის ცემას ყელში გრძნობს.
ნოე არც ერთ წამს არ ჩქარდება.
_ სამსახურში ანკა ჩემი თანამშრომელია.
პირადში დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ.
გიორგის მზერა ოდნავ იცვლება. პირველი ქულა ჩუმად ჩაიწერა
_ და თუ ხვალ სამსახურში კონფლიქტი გექნებათ?
_ მაშინ მე უფროსი ვიქნები.
და სახლში, თუ რამე გვექნება გასარჩევი უბრალოდ ორი ადამიანი.
სიჩუმე.
მეგი უხმოდ იღიმის.უკვე მოწონს ნოე.
გიორგი სკამზე ოდნავ წინ იწევა.
_ პასუხისმგებლობის აღება იცი?
_ ვიცი და აქ იმიტომ მოვედი, რომ არაფერი დამემალა. ანკას ცხოვრებაში ვარ და ეს ჩემთვის სერიოზულია.
გიორგის მოწონს,თუმცა არ ტყდება.მეგი იღიმის და ამბობს:
_ ჩაი მიირთვით, სანამ ერთმანეთს გამოიკითხავთ ბოლომდე.
ოთახში მსუბუქი სიცილი ისმის.
გიორგი პირველად არბილებს ტონს.
_ კარგი.კაცის სიტყვა საქმით იზომება.
ნოე ოდნავ თავს აქნევს.
_ კი,ვიცი.
ოთახში თომა შემორბის. ნოეს დანახვაზე სახე უნათდება.
_ ნოეე _ პირდაპირ მისკენ მიდის._მამა,ხომ გითხარი მაგარია მეთქი.
გიორგი წარბს წევს.
_ რა არის მაგარი?
_ ყველაფერი. თომა ხელებს შლის._სტადიონზე რომ შეგვიშვეს მთავარი შესასვლელით. მანამდე ჰამბურგერი,ნაგეთსი და კარტოფილიც მაყიდა,სოუსებიც და არც ერთხელ არ მითხრა “საკმარისია” გაიგე დე?
მეგი სიცილს ძლივს იკავებს.
_ ანუ შეფასების მთავარი კრიტერიუმი სოუსია? _ ჩუმად ეკითხება მეგი.
_ რატომაც არა?! _ სერიოზულად პასუხობს თომა.
ნოე თვალს აპარებს ანკასკენ და ღიმილს ძლივს მალავს.
_ ვცდილობ სტანდარტები შევინარჩუნო.
თომა ნოეს გვერდით ჯდება და ჩუმად, მაგრამ ყველას გასაგონად ეკითხება:
_ ხო კიდევ წამოხვალ ჩვენთან თამაშებზე? მარტო ანკასთან ნუ მეგობრობ.
გიორგის მზერა ნოესკენ არის მიმართული.
ნოე მშვიდად პასუხობს:
_ თუ დამპატიჟებ, აუცილებლად.
_ მაშინ გადაწყვეტილია, _ აცხადებს თომა და სკამზე უკან იხრება, თითქოს შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა.
_ანკა,შენ ხომ ესაუბრები ხოლმე ღამე ნოეს,ხოდა თუ კიდე დავაპირებთ წასვლას ნოეც დაპატიჟე.
_თომა… _ ჩურჩულით ამბობს და თვალებით “გაჩუმდის” ამბობს.
_ რა იყო,ხომ არ ვიგონებ.ნოე რომ გირეკავს სულ გეღიმება.
მეგის უკვე ღიად ეცინება.
ნოე თავს ხრის და ტუჩის კუთხეში ეღიმება.
_ როგორც ჩანს სახლში დაკვირვებული ხალხი მყოლია._ ამბობს გიორგი.
ნოე არ იბნევა.
_ გულწრფელიც._პასუხობს და თომას თვალს უკრავს.
_თომა,ჩაი დალიე._ ანკა ცდილობს თემა შეცვალოს.
_ ანკა,ნუ ცდილობ.. _ თომა ეშმაკურად იცინის.
ახლა უკვე ნოესაც ღიად ეცინება.
საღამო ნელა იწურება.
ნოე ფეხზე დგება.
_დროა დაგტოვოთ.მადლობა მასპინძლობისთვის.
_კიდევ გვესტუმრე._ ამბობს მეგი.
კარისკენ მიდიან.გიორგი ხელს ართმევს დამშვიდობებისას,როცა მარტო რჩებიან ნოე ეუბნება
_ვიცი რომ თქვენი ნდობა მარტივი არ იქნება. ანკა ჩემთვის გადაწყვეტილება არაა. არჩევანია. ასეთ არჩევანს პასუხისმგებლობით ვეკიდები.
გიორგი უსმენს,არაფერს ამბობს.
_ დრო მოგცემთ მიზეზს რომ მშვიდად იყოთ.
მიდის.
გიორგი კარს ხურავს.რამდენიმე წამი ჩერდება და მის ნათქვამის სიღრმეს ხვდება.სამზარეულოს კარში გაჩერებულ ანკას ზურგიდან უდგება,რომელიც მეგის ესაუბრება.
_ლაპარაკი იცის. _ წარბს წევს და თან ტუჩის კუთხეში ეღიმება..

***
ღამით,როგორც ყოველთვის ზარი.
_ გისმენ. _ანკა მშვიდი,მინაბული ხმით პასუხობს.
ნოეს მხიარული ხმა აქვს.
_ ვერდიქტი გამომიტანეს?
ანკა იცინის.
_ საბოლოო განაჩენს მოსამართლე გამოიტანს მგონი,თუმცა ნაფიც მსაჯულთა გულები მოიგე.თან ერთ-ერთის სოუსებით ხომ გაიგე._ ხმადაბლა ხითხითებს ანკა.
ნოესაც ედება მისი განწყობა.
_ აუ,ძალიან საყვარელია თომა.მამა მესმის ღელავს,მაგრამ რატომ არის ასეთი ჩარჩოებით?
_ რაღაც მოხდა ჩემს დაბადებამდე. მის დას ეხება და… მოკლედ, იმდენად განიცადა, როგორც ვხვდები, მასში დიდი გარდატეხა მოახდინა. ამიტომ გარკვეულ საკითხებთან სიფრთხილეს ზედმეტად იჩენს.
_ ხო… ალბათ აქვს თავისი გამართლება, _ ჩუმად ამბობს ნოე. _ უბრალოდ ზღვარია აქ მთავარი.
_ ჰო. რასაც ვერ იცავს… ცუდია, როცა ადამიანი დაცვას საკუთარი შიშის გამო ცდილობს.
_ შიში ყვირის მაგ დროს, — მშვიდად პასუხობს ნოე.
პაუზა.
_ ჩვენს შემთხვევაში, ნოე? — ანკას ხმა უფრო ფრთხილი ხდება. — თუ იგრძნობ, რომ ჩემი თავისუფლება შენი შიშის წინააღმდეგ წავა…
ნოე არ ჩქარობს პასუხს.
_ მე არ მეშინია შენი თავისუფლების. და თუ მაინც ოდესმე შემეშინდება… ჩემი შიში მე უნდა ვმართო და არა შენი თავისუფლება.
პაუზა.
_ ეგ რთული იქნება.
_ ვიცი. მაგრამ ზღვარი პატივისცემით უნდა იყოს გავლებული. სხვა შემთხვევაში ის კედელია.
და კედლებს ან უხეშად გადაკვეთენ… ან ერთ დღეს დანგრევას იწყებენ.
ორივე ჩუმდება.ანკა არღვევს სიჩუმეს.
_კარგი, გვეყოს ღამის ფილოსოფია. დღეისთვის საკმარისია.
_ ჰო, დღეს სერიოზულობა ლიმიტს გადავაჭარბეთ.
_ აბა, სად გაქრა ჩემი ღამის ნოე?_ხმადაბლა ეკითხება ანკა.
ნოე იცინის.
_ აქ ვარ. უბრალოდ ცოტა ჭკვიანი ვერსია ჩავრთე შემთხვევით.
_ გამორთე. ეგ ვერსია დილით მჭირდება.
_ ბრძანება მიღებულია, ქალბატონო მოსამართლე. ღამის ნოე ეთერშია.
საუბარი მხიარულ ფაზაში გადადის.

***
საღამოა.სამუშაო საათები დასრულებულია,თუმცა ნოეს კაბინეტში მისი გუნდი შეკრებილია და მხიარულობენ.
_ და მაინც რანაირად დაითანხმე ნოე ფეხბურთზე რომ წაიყვანე?_ კითხულობს ანდრია.
_ არაფერი განსაკუთრებული,მხოლოდ შეთავაზება იყო ჩემგან…_ იღიმის ანკა.
_ზოგს რა ბედი აქვს_ ხელებს შლის თორნიკე.
_ნუ გშურს თორნიკე._ თითს უქნევს ანკა.
_ რაგბზე რომ არ წამოხვიდე,ვსო ვწყვეტ კავშირს შენთან ნოე._ ამატებს ანდრია და თვალს უკრავს თორნიკეს.
_ რა მოთხოვნადი გავხდი ღმერთმანი?! _ იცინის ნოე და ანკას ზურგიდან ეხუტება, მის მხარზე დებს ნიკაპს.
_ ჰო,მაგრამ ფაქტია კონკურენტ უუნაროები ვართ_ იცინის ანდრია.
_რას ვიზავთ,ყველას ჩვენ ჩვენი საიდუმლოებები გვაქვს._ დასცინის ანკა.
იშლებიან მხიარული დღის ბოლოს.ოფისის შესასვლელთან ემშვიდობებიან ერთმანეთს.ანკა ნოეს მანქანაში ჯდება.ნოესთან მიდიან.
_ შენთან ისეთი სიმშვიდეა სულ ძილი მერევა._ ამბობს ანკა.
_ეს მინიშნებაა,საძინებელზე?_ იცინის ნოე.
_ პირდაპირ რომ გაიგო ნათქვამი არა?_ თვალებს ატრიალებს ანკა.
_ კაი,მაგრამ არც ჩემ ვარიანტზე არ ვიტყოდი უარს._ წარბს წევს ნოე და ეღიმება,ტუჩის კუთხეში.
_მშია.რაო ნაზი დეიდამ რა მოამზადა დღეისთვის? _ ანკა ჩანთას დებს შესასვლელში და სამზარეულოსკენ მიდის.
_ნაზი დეიდა,თავის დას სტუმრობს ეს რამდენიმე დღეა,ასე რომ არაფერიც არ მაქვს.რა გამოვიძახოთ?
_ არ მინდა გამოძახება.შენ მომიმზადე.
ანკა კუნძულთან ჯდება სკამზე და თითებს ზედაპირზე ათამაშებს.
_მეე?
_ჰო რა იყო?! შენ ხომ ყოვლისშემძლე ნოე ხარ?!_ უღიმის ანკა.
_ა…არა,ძვირფასო მე არა._იღიმის ნოე._ ეგ ბრიუსია…”ყოვლისშემძლე ბრიუსი” მე უბრალოდ ნოე ვარ.მაქსიმუმ სასტუმროებს ვაშენებ.
ანკა სიცილს ვერ იკავებს და ხმამაღლა იცინის.ნოე ანკას უახლოვდება
_ნუ დამცინი,თორემ მართლა შემოგთავაზებ კულინარიულ ექსპერიმენტს.
_კარგი “შეფ” ნოე თანახმა ვარ.ოღონდ პირველი დავალება იქნება “არ დაწვა სამზარეულო”.
ნოე ხელებს გულზე იჯვარედინებს.
_ამ დაცინვას არ შეგარჩენ პატარა ქალბატონო._ ტუჩის კუთხეებში ღიმილი ეპარება.
_დროს ვინიშნავ.
_ სულ ტყუილად ჩემთან ერთად შენც მოგიწევს მომზადება.
ნოე ამასობაში მაცივრის კარს აღებს,ათვალიერებს რა დაუტოვა ნაზი დეიდამ რა შეიძლება მოამზადოს.
_მშვენიერი._ ამბობს და ბოსტნეულს იღებს მაცივრიდან,ფილეს.
_როგორც ჩემი დამხმარე გარეცხე და დაჭერი._ ავალებს ანკას.
_ოჰ,კიდევ რაა?! მე შენი მომზადებული მინდა._ანკა სკამზე ტრიალებს უდარდელად.
_და თუ დამხმარე ვარ ხელფასი მაინც მეკუთვნის…
_ხელფასი? მაქსიმუმ ვახშამი და ჩემი სასიამოვნო საზოგადოება.
_ძალიან ძვირი მომსახურებაა _ წარბს წევს ანკა.
ნოე უახლოვდება, ბოსტნეულის თასი ხელში უჭირავს.
_კარგი, მაშინ ხელშეკრულებას შევცვლით. შენ ჭრი, მე ვამზადებ. თუ გინდა, დესერტსაც გავაკეთებ.
_ დესერტი უკვე საინტერესოა, _ ანკა სკამიდან ჩამოდის, მაგრამ მაინც არ იღებს დანას.
_რა დესერტი?
_სიურპრიზია.
ანკა ბოლოს მაინც იღებს დანას და ნიჟარასთან დგება.
_თუ თითი მოვიჭერი, სასამართლოში გიჩივლებ, შეფ.
_ნუ ნერვიულობ._ ნოე მის უკან ჩერდება და წყალს უშვებს._მე ვაკონტროლებ პროცესს.
_აი, ეს სიტყვები… ღმერთო სულ კონტროლი. _სიცილით ამბობს ანკა.
რამდენიმე წუთში სამზარეულოში ხმაურია დანის რიტმული ხმა, ტაფაზე ცხიმის შიშინი.
უცებ რაღაც ხმაურით ეცემა იატაკზე.
_ნოე!
_არაფერია, უბრალოდ... _ქვემოდან ამბობს ნოე ,_პომიდორმა გაქცევა სცადა.
ანკა გულიანად იცინის.
_შეფ,იმედია სამზარეულო მაინც გადარჩება.
ნოე ამჯერად სერიოზულად უყურებს.
_სამზარეულო კი. შენ არ მგონია… _ იცინის და ცხვირის წვერზე კოცნის.
_ეს მუქარაა?
_ არა,არანაირად.
ნოე თეფშებს კუნძულზე დებს.უკან ტრიალდება ისევ და ღვინოს იღებს,ასხამს ჭიქებში და ანკას წინ დებს ერთს.
_მოუხება.
_არ ვარ წინააღმდეგი.
პაუზა.
_იცი,ძალიან მომწონს ეს ყველაფერი და თუ მუდმივი სახე ექნება,წინააღმდეგი არ ვარ._ქვევიდან უყურებს ნოე. _ შენ?
_ მე სიმშვიდე მომწონს…შენთან სიმშვიდეა.
ნოე ჩუმდება. ჭიქას თითებით ატრიალებს.
_კარგი. მაშინ ერთ რამეს გეტყვი.
პაუზა.
_ბეჭედი არ მაქვს.
ანკა უყურებს სახეში და ჩერდება.
_რა?
_არც მუხლებზე ვდგები, ჯერ ნუ ნერვიულობ, _სწრაფად ამატებს.
_ანუ ახლა რა ხდება? საცდელი ვერსიაა?_ იცინის ანკა.
ნოე მხრებს იჩეჩავს.
_დემო. უფასო განახლებით.
ანკას ეცინება, მაგრამ თვალებში სითბო უჩნდება.
_და თუ “კი”-ს გეტყვი, მერე რას აპირებ?
ნოე წინ იხრება.
_მერე მართლა ვიყიდი ბეჭედს.
ანკა თვალებს ოდნავ ავიწროვებს.
_კარგი. მაშინ წესები ასეა._ თითებზე ითვლის.
_პირველი — ბეჭედი ამჯერად არ დაგავიწყდეს.
მეორე — პომიდვრები აღარ გაიქცნენ.
მესამე — ასეთი საღამოები არ გაუქმდეს.
ნოე ჩუმად უყურებს.
_ანუ?
ანკა ჭიქას იღებს და მის ჭიქას მსუბუქად აჯახებს.
_დემო ვერსია დამაკმაყოფილებელია. სრული პაკეტი შეგიძლია გააქტიურო.
რამდენიმე წამი დუმილია.
ნოე იღიმის ნელა, თითქოს ბოლომდე მიხვდა.
_ანუ ეს “კი” იყო?
ანკა მხრებს იჩეჩავს.
_მე “კი” არ მითქვამს.
_არ იყო საჭირო, _ ჩუმად პასუხობს ნოე.
სამზარეულოში იდეალური სიჩუმეა.მხოლოდ მათი სუნთქვა არღვევს ოდნავ.ანკა ნოესკენ იწევა და პერანგის საყელოს უსწორებს.
_ მე პერანგებს ვერ ვაუთავებ._ქვედა ტუჩს კბენს რომ არ გაეღიმოს.
_ეგ არ იქნება პრობლემა.
_მაშინ ჩემი წესებით იხელმძღვანელე,რაც გითხარი და შევთანხმდით.
ნოე სკამიდან დგება,მის წინ ჩერდება.სახიდან თმას უწევს.
_რაც შეიძლება მალე მივხედავ ამ საკითხს.
ხელებს ფეხებზე ადებს,ნელ-ნელა ქვევით უცურებს,ჰარში წევს.ანკა ფეხებს ნოეს წელზე ხვევს,ყელზე ხელებს აჭდობს და უღიმის.
_მაშინ შემდეგ ტურში გადავიდეთ… _ მშვიდი ხმით ამბობს ნოე და საძინებლისკენ იღებს გეზს.

***
ანკა სახლში შედის ჩუმად.
მისაღებში შუქი ანთია.ტელევიზორის ხმა ისმის. გიორგი თავის ადგილას ზის და ფილმს უყურებს.
_მოხვედი? თვალს არ აშორებს ეკრანს.
_ჰო.
მეგი სამზარეულოდან იხედება.
_ჭამე რამე?
ანკას წამით ეღიმება.
_კი.
ოთახისკენ მიდის. კარს ხურავს.
ტელეფონი ხელში აქვს,ეკრანზე ნოეს სახელი ანათებს.
_სამზარეულო ადგილზეა საბოლოოდ )).
_პომიდვრები?
მალევე მოდის პასუხი.
_ერთი დაიღუპა. გმირულად.
მაგრამ მთავარი შეთანხმება ძალაშია.
ანკა საწოლზე ჯდება.
გული უცნაურად მშვიდად უცემს.
_დემო ვერსია არ გაუქმებულა?
_სრული პაკეტის განახლება მზადდება.
ანკა ეკრანს უყურებს და ბოლოს მხოლოდ ერთ სიტყვას წერს:
_მალე?
პასუხი თითქმის მაშინვე მოდის.
_რაც შეიძლება მალე.

***
ივნისი იმაზე ცხელი აღმოჩნდა ვიდრე არის ხოლმე.აუზები გადაივსო,შადრევნებთან ბავშვები ჭყლოპინებდნენ და წუწაობდნენ.
_აუ,გარეთ გასვლა არ მინდა.დუღს ქალაქი._ წუწუნებს მარიამი და თან კომპიუტერში აწკაპუნებს კლავიატურას.
_ამ შაბათ-კვირას რა გაიყვანს.მატულობს ტემპერატურა თან. _ ამატებს თორნიკე.
_წამო,სადმე წავიდეთ.
_რა კარგი იდეებით ხარ მარიამ._ ანდრია პასუხობს.
_არაა?! _ჩაეკითხა მარიამი._ ნოე,ანკა და ჩვენ.
_რატომ არა?! აბა ისინი რას იტყვიან და კახეთისკენ სასტუმრო,აუზით.მშვენიერი იქნება.
_მოიცა,ნოეს მივწერ._ამბობს მარიამი.
_ტიპს ისე ცხელა ათ ნაბიჯში არ უნდა ნოეს კაბინეტში შესვლა._ იცინის ანდრია.
_ ჩათში დაწერე მიდი,ანკაც ნახავს.
მარიამი ჩათში იწერება.
“ ახალგაზრდებო 😁 რას იტყვით ეს ვიქენდი კახეთში სასტუმროში,რომ გავატაროთ??
პ.ს. უარი არ მიიღება 🫢”
რამდენიმე წუთი სიმშვიდეა.
ნოე seen

ნოე:
“მშვენიერია,მე არაფერი მაქვს დაგეგმილი. აბა ჩემი გოგო რას იტყვის და ის ორი უსაქმური 😂”


მარიამი:
“😂😂😂
ის ორი უსაქმური live_ში იყვნენ იდეის დაბადების დროს და თანახმა არიან.
ახლა შენი გოგოს პასუხი გვინდა 😉”

ნოე:
“დაველოდოთ,გამოჩნდება”

მოგვიანებით

ანკა:
“სალამი ბავშვებოო 🤍
იდეა მომწონს,წინააღმდეგები თუ არ იქნებით + 1 სტუმარი 😃”


მარიამი:
“ვიიინ???”


ანდრია:
“სტუმრები მიყვარს,თუ კაი გოგოები არიან 🤭🤭”


ანკა:
“ კი,კარგი გოგოა 😁 ჩემი დაქალი ანიტა))
გაგაცნობთ”

ანდრია:
“ უკვე მომწონს 😂😂😂”


ნოე:
“ანიტა?
მაშინ ვიქენდზე ოფიციალურად ვაცხადებ:
ვინ რას მალავს გამოვლინდება.🤭
მე უკვე სუფთა სინდისით მოვდივარ.”


ანდრია:
“მე სახლში ვრჩები”


მარიამი:
“უკვე ჩაწერილი ხარ,არაფერი გამოგივა”


ანკა:
“დამშვიდდით, ანიტა მხოლოდ საეჭვო ობიექტებს ამოწმებს.
დანარჩენები უსაფრთხოდ ხართ… ალბათ 🤭”


ანდრია:
“მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არაფერი დამიშავებია.”


თორნიკე:
“ეს რომ თქვა, უკვე ეჭვმიტანილი ხარ.”


ნოე:
“მე ვთქვი სუფთა სინდისით მოვდივარ.
დანარჩენებმა იცით თქვენი.”


მარიამი:
“კარგია,კარგი. უმცირესობაში არ ვიქნებით ანკ 😉😁”

***
_დე,რაღაც უნდა გითხრათ შენ და მამას…
ანკა შესავალს აკეთებს.მეგი სადილს ამზადებს,თან ანკასკენ ტრიალდება.
_ჰოო? რა ხდება? _ანკას სახეზე ეღიმება.
_სამსახურიდან ჩვენი გუნდი,რა თქმა უნდა ნოეც…ამ შაბათ-კვირას ვაპირებთ კახეთში წასვლას,ხოდა მამა იმედია არ იჯუჯღუნებს.
_ ჰოო,საჭირბოროტო საკითხებით კი მოდიხარ ხოლმე ჩემთან._ ეღიმება მეგის.
_ რა ვქნა აბა,იმედი ხარ._ ეღიმება ანკას.
მეგის სიამოვნებს შვილის დამოკიდებულება.
_რა გინდა მე ვუთხრა? _ ქვევიდან აპარებს მეგი ღიმილიან მზერას.
_ რავიცი,მე ვეტყვი,უფრო იცი რაა..
რაო ნოეზე? მოეწონა? _ ანკა იდაყვს მაგიდას აბჯენს და თავსხელის გულებში რგავს.
_ კი,სხვათაშორის მოეწონა,თუმცა მამაშენს ხომ იცნობ ასე ხმამაღლა არ უთქვამს._ეღიმება მეგის._ ისე საუბარში შეეტყო.
_შეენ?_ ყურებამდე იღიმის ანკა,მოსმენილი პასუხით ბედნიერი.
_ ჩემგან კი აქვს._ იცინის მეგი_ ასე რომ შემდეგ ტურში გადასულია შენი ნოე.
ანკა სიხარულით ხელებს კრავს ერთმანეთზე.
_ვიცოდი.მართლა საყვარელია.ცოტა სერიოზული ჩანს,მაგრამ ეგ უფრო სამსახურში.მის იქეთ სხვანაირია…_ ღრმად სუნთქავს და ჰაერს უშვებს ფილტვებიდან._ ძალიან მიხარია,რომ მოგეწონათ.

***
კარზე ზარია,კარს მეგი აღებს.
_გამარჯობა ნოე.შემოდი… _კარს ფართოდ აღებს მეგი და გზას უთმობს ნოეს.
_გამარჯობა მეგი. მზად არის?
_მგონი კი.მოდი,დავუძახებ.
სასტუმრო ოთახში შედიან.გიორგი კროსვორდს ავსებს.თავს წევს.ნოეს დანახვაზე ფეხზე დგება და ხელს ართმევს.
_გამარჯობა ნოე.
_გამარჯობა.როგორ ხართ გიორგი?
_კარგად,მადლობ.დაჯექი.
ნოე ჯდება მის წინ სავარძელში.
_საღამოობით თავს ვიქცევ ხოლმე._ კროსვორდებზე მიანიშნებს გიორგი.
_მშვენიერი გასართობია.დიდი ხანია არ მისარგებლია._ ამბობს ნოე.
_ხო,ახალ თაობას თუ გიტაცებთ კროსვორდები კიდევ კარგია… ზუსტად სად მიდიხართ?
თემას ცვლის გიორგი.
_ გრემში.
_ კარგია. _ დაფიქრებული ამბობს გიორგი.
_ ანიტაც მოდის ხომ? მეგიმ მითხრა.
_ კი,ახლა გავუვლით.
ოთახში ანკა შემოდის.
_მზად ვარ.წავიდეთ.კარგად მა.
_ კარგად.ნოე,არ გჭირდება ვფიქრობ დარიგება რომ ფრთხილად იარო გზაში.
ნოეს ეღიმება.
_რა თქმა უნდა. ნახვამდის.

***
_მამაშენის მზრუნველობა თან მომწონს,ცოტა ზღვარს რომ არ არღვევდეს._ ეღიმება ნოეს.
_ დააცადე ისწავლის ეგეც შენს ნდობას და მერე აღარ დაარღვევს საზღვრებს.
_ უთხარი? _ ნოე თან კარს უღებს ანკას და ისე ეკითხება.
_ რა?
_ ის რომ მალე ბეჭედს ნახავს შენს ხელზე… _ ნოე მანქანას უვლის წინიდან და თავადაც ჯდება.
_ ო,შენ რაღაც ხშირად ახსენებ ამ ბეჭედს.ნაზი დეიდა დაბრუნდა?
მანქანის სალონში ნოეს სიცილი ისმის.მისი განწყობა ანკასაც ედება.
_ გაგაცნობ ერთ დღეს ნაზი დეიდას და ნახავ შენ,როგორ უცებ გაიკეთებ იმ ბეჭედს,შენივე ხელით,მგონი მეც არ დამელოდები.
_ ველი მაგ დღეს. _ იცინის ანკა.
გზად ანიტას გაუვლიან.
_ გამარჯობა გვრიტებო,მაგრამ ახლა აქ რა ხდება? როგორც ვიცოდი სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ.
,თუ ასე მურმანის ეკალივით უნდა ვიყო მე თქვენს შორის?
ნოე იცინის.
_ ისინი მეორე მანქანით წამოვიდნენ,ასე რომ გზაში იქნები მურმანის ეკალი მხოლოდ,იმედია იქ აღარ… იცინის ნოე.
_გამიჩერეთ,მე ტაქსით წამოვალ,აქაც მეუხერხულება “მურმანი” ვიყო.
ნოე ხმამაღლა იცინის.ანკაც იცინის,იცის გზას ისე გაივლიან არ მოიწყენენ.

_ ჭკვიანად იყავი ნოე,ჯერ ისევ დაკვირვებას ვაწარმოებ,ასე რომ…_ წარბს უწევს ანიტა და იღიმის.
_არადა შენ დაქალმა უკვე თანხმობა მითხრა,როცა… _ნოე ანკას უყურებს და ეღიმება ტუჩის კუთხეში.
_მოიცა,მოიცა როგოოორ? _ ანიტა დაკვირვებით უყურებს ხან ერთს,ხან მეორეს. _ რა გამოვტოვე?
ნოე ხმამაღლა იცინის.
_ მიყვარს მოულოდნელობის ეფექტი.
_ მოულოდნელად მოგხვდებათ ახლა ორივეს. _ იცინის ანიტაც.


ორი მანქანა გზის პირას დრაივთან ჩერდება.წინიდან თორნიკე, ანდრია და მარიამი გადმოდიან.
თორნიკე ღიმილით უახლოვდება:
_აბა, ეს ვინ არის? ახალი პერსონაჟი შემოგვემატა?
ნოე ხელით ანიტას ანიშნებს:
_გაიცანით ანიტა. ანკას ბავშვობის მეგობარი… და ჩვენი გზის ოფიციალური დეტექტივი.
_ ოფიციალური? _ ანიტა წარბს წევს. _ არ ვიცი ოფიციალური ვარ თუ არა, მაგრამ დაკვირვებას ნამდვილად ვაწარმოებ.
მარიამი ხელს უწვდის:
_მარიამი. ნუ გეშინია, აქ ყველა ცოტა უცნაურია.
_მშვენიერია, _ ანიტა სიცილით ართმევს ხელს. _ მაშინ ზუსტად ჩემს გარემოში მოვხვდი.
_ მე ანდრია. დეტექტივებს ვაფასებთ, ოღონდ ფაილები წინასწარ გაგვიზიარე.
_ფაილები ჯერ კონფიდენციალურია, სერიოზული სახით ამბობს ანიტა, მერე კი იცინის.
_უკვე მომწონხარ._ იცინის ანდრია.
ნოემ ანკას გადახედა.
_მე გაფრთხილება მიყვარს, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტი უფრო კარგი ყოფილა. _ თან ანიტასკენ აპარებს მზერას.
მარიამი ინტერესით იყურება აქეთ-იქით.
_ოოო, რა გამოვტოვეთ?
_აი ხედავ? _ ანიტა თითს ნოესკენ იშვერს._ ეს ხალხიც იმავეს კითხულობს.
ნოე თავს აქნევს:
_ თქვენ თვითონ მოისმენთ, როცა დრო მოვა.
_ანუ მართლა არის რაღაც? — ანდრია სიცილით ეკითხება. _ ვაა,გაღიარებ ანიტა.
თავს უკრავს მოწონების ნიშნად.
ანკა ჩუმად დგას, მაგრამ ძლივს იკავებს სიცილს.
ამასობაში ყავა ყველამ აიღო და მგზავრობის გაგრძელებას აპირებენ.
_ ნოე ხომ არ დაგტოვოთ „მურმანმა“ გზაში?
ყველა სიცილს იწყებს.ნოე ხელს ხვევს ანიტას და მანქანისკენ მიყავს.
_არა გეთაყვა,გიორგისგან მარტო ანკას თავი კი არ გამოვითხოვე.აგერ დაბრძანდი და კარს უღებს.

***

სასტუმროს ეზოში მანქანები ერთმანეთის გვერდით ჩერდება. საღამოს მზე მთებს მიღმა იკარგება და ჰაერში ღვინის სურნელი ტრიალებს.
თორნიკე პირველი გადმოდის:
_ აბა, ჩამოვედით. ახლა მთავარი საკითხი ოთახები.
_ აი დაიწყო, _ ჩუმად ამბობს ანიტა და ანკას გვერდით დგება. _ ყველაზე საინტერესო ნაწილი.
ნოე საბარგულს ხსნის.
_არანაირი დრამა. ყველაფერი დაჯავშნილია.
მარიამი ეჭვით უყურებს.
_ ჰოო? და ვინ ვისთან?
ანდრია იცინის:
_აი აქედან იწყება ნამდვილი დეტექტიური სერია.
შედიან სასტუმროში.ადმინისტრატორი გასაღებებს აწვდის ნოეს. ის სწრაფად ავლებს თვალს ნომრებს.
ანიტა წინ იხრება:
_ მაჩვენე სია. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.
ნოე წარბს წევს.
_ დეტექტივო, ზედმეტად ბევრს ითხოვ.
_ არა, უბრალოდ მინდა ვიცოდე, „მურმანი“ სად დამაბინავეს, _ სერიოზული სახით ამბობს ანიტა.
მარიამი სიცილს ვერ იკავებს.
ნოე ბოლოს ხმამაღლა კითხულობს:
_ ანდრია და თორნიკე — 204. მარიამი და ანიტა — 206.
ანიტა წამით ჩუმდება.
_მოიცა… ანუ მე ოფიციალურად გამოვეთიშე დაკვირვების ზონას?
_ სრულიად არა, _მშვიდად პასუხობს ნოე. _ ჩვენს ნომერს შენი თვალები მაინც მისწვდება.
_ჰო? _ ანიტა წარბს წევს. _ და თქვენ სად?
ნოემ ანკას გადახედა.
_ 207.
წამით სიჩუმეა.
ანდრია ხმადაბლა უსტვენს:
_ მოულოდნელობის ეფექტი, ჰო?
ანკა ტუჩის კუთხეში იღიმის.
_კაი დაიშალეთ.დავიღალე დავბინავდეთ დროზე. _ ამბობს თორნიკე და თავის ჩანთას იღებს.

206 ნომრის კარი იკეტება.მარიამი ჩანთას იატაკზე აგდებს და ანიტასკენ ტრიალდება.
_ აბა ახლა შეგიძლია მითხრა რა ხდება?
ანიტა ფარდას წევს და სასტუმროს ეზოში იყურება.
_იმ “ მოულოდნელობის ეფექტში” რაღაც არის,მაგრამ რა მეც არ ვიცი._იცინის ანიტა.
_რაღაც მოხდება ან მოხდა უკვე შენი აზრით?
_ რავიცი აბა…_ მხრებს იჩეჩავს ანიტა და საწოლზე წვება.
კარზე კაკუნია.მარიამი კარს აღებს.
_ეჭვმიტანილი მოვიდა. _ იცინის მარიამი.
_ რაა? _ეღიმება ანკას.
_არაფერი._ ორივე ერთდროულად პასუხობს.
_ეს “არაფერი” ისეთ ტონალობაში თქვით მაშინებთ.
_მაშინ მოყევი._ მარიამი ფეხ მორთხმით ჯდება საწოლზე._ გზის ამბები…
_რომელი?
_ აი ეგ “რომელია” ზუსტად საეჭვო… _ იცინიან.


საღამოს სასტუმროს ეზოში ვახშმობენ.თბილა,თუმცა ოდნავ სიო მაინც მოძრაობს და ჰაერში ყვავილების ნაზ სურნელს აფრქვევს.ნელ-ნელა ყველა მაგიდასთან გროვდება.მკრთალად მოლიცლიცე სანთლები რომანტიულ ატმოსფეროს ქმნის.
ანკა მაგიდასთან ჯდება.ნოე მის გვერდით იკავებს ადგილს.ანიტა ნოეს უყურებს იღიმის და მის წინ იკავებს ადგილს,თან მარიამს ეჩურჩულება
_ სტრატეგიული პოზიცია._ ორივე ჩუმად ხითხითებს.ანკას არ ეპარება მათი სიცილი და ეღიმება.
ვახშამი მშვიდად იწყება,ცოტა ხუმრობა,მოგონებები,გზას იხსენებენ.ნოე მაგიდის ქვეშ ხელს წევს და ანკას ხელს იკავებს.ანიტას ეს ჟესტი არ ეპარება მხედველობის არედან.
_ ცხელა თუ მე მეჩვენება?
_ ღვინოა ანიტა._ ღიმილით პასუხობს თორნიკე.
_ ვითოომ?
_ დეტექტივო დღეს ისვენებ_ მშვიდად ეუბნება ნოე.
_ არასდროს._ იცინის ანიტა.
_ კარგით ახლა,აქ მართლა რაღაც ხდება და გვიმალავთ? _ ანდრია სერიოზულად კითხულობს.
_ არაფერი ხდება._ ამბობს ანკა და ნოეს უყურებს.
_ აი ზუსტად ეს._ ამბობს ანიტა_ ჩუმ-ჩუმი დიალოგები,შეპარული მზერები…
მარიამი იცინის.
_ნოე დროა,ვითხოვთ ახსნა განმარტებას.
ნოე ჭიქას დგამს.
_ანუ მართლა გინდათ მოულოდნელობის ეფექტი?
_აი,აი ვიცოდი…_ მაგიდაზე ემოციურად ხელს არტყამს ანდრია.



№1 სტუმარი სტუმარი თეო

კარგი იყოო❤️❤️❤️ ეხლა იმაზე ვფიქრობ რომ ნოეს მამას უყვარდა ანკას მამიდა და რაღაცა მოხდა არა?🙈🙈გელოდები ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent