კვამლი ცეცხლამდე თავი 6-7
მეგობრებო, ვიცი დამიგვიანდა დადება, თუმცა პირადი მიზეზები მქონდა, იმედია გაერთიანებული თავები მოგეწონებათ და არ მიწყენთ. დიდი სიამოვნებით დაველოდები თქვენს შეფასებებს. .............................. სკოლასთან მიავლამდე უხმოდ ვიჯექით მანქანაში, შემდეგ კი მხოლოდ ერთი რამ მითხრა -როგორც შენ გიყვარს ჩემში ოცნება შენი, ისე მე მიყვარს შენში ოცნება ჩემი. გადადი ტას-შუბლზე მაკოცა და გადამიშვა მანქანიდან. გამიკვირდა, მაგრამ ამ ბოლო დროს მუდან მეტაფორულად და ქარაგმებით მესაუბრება. უბრალოდ უკან მოვიტოვე და საკლასო ოთახში შევედი სადაც მთელი კლასი იყო თავმოყრილი. …………. ჩემი ძმის ნათქვამზე ვფიქრობ. ვიცი რომ უყვარს მაგრამ რა ხდება? რატომ იკავებს თავს როცა ასე მირთმეული აქვს ყველაფერი? ან ამ თორნიკეს რა უნდა, ნეტა მართლა ჩემზე თქვეს გუშინ? ამ ფიქრებში ვარ გართული უცებ ტელეფონი რომ ზუზუნებს -გამოდი მარი შენს სახლთან ვარ -რა გინდა აქ? -გამო საქმე მაქვს -იმასთან წადი გუშინ რო ლაპარაკობდით -მარი ან გამოდი ან გამოგიყვან -გაბრაზებულმა გავუთიშე და არსადაც არ გავედი, რას იზამდა? აივნიდან გადავიხედე, მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან, ამოიხედა, გამიღიმა და სახლისკენ დაიძრა. დაველოდოთ, რას იზამს? ლალი სახლშია, ლუკაც მოსულია, ვერაფერსაც ვერ იზამს. -მარი დედა გამოდი, თორნიკე მოვიდა -მე რას მეძახი დედა მერე ლუკას მოაკითხავდა -ჩავძახე დედას, რომელიც დარწმუნებული ვარ მიხვდა ყველაფერს და თქვენი საქმის თქვენ იცითო მოგვაძახა. კიბეებზე ხმა გავიგე, ამოდის, მართლა მოდის. კარგი მარი თავი ხელში აიყვანე, მე მაგას ვაჩვენებ -ლუკა როგორ ხარ? -აქ რამ მოგიყვანა თავადო -რა ახარებს ამ ჩემს გაბღენძილ ძმას მაცოდინა, ჩემი ნება რომ იყოს ორივეს სახეს დავკაწრავდი მაგრამ ვაი ჩემს გულს რა ვუთხარი, ტასო მეცოდება მერე ლუკას მოვლისთვის და თორნიკეს მოვლა ისევ მე მომიწევს, ანდაც რატომ უნდა მოვუაროთ ჩვენ? ჰო ჰყავთ ერთმანეთი, არცერთს არ ვჭირდებით. შტერები არიან -შენი დის სანახავად მოვედი -ძალიან მკაფიოდ გავიგონე როგორი ნელი ტემპითაც უთხრა, თითქოს ეშინია რამე ზედმეტი არ მოხდეს ან მიქაროსო -თორნიკე ძმა ხარ ჰო იცი, მაგრამ ის… ჩემი დაა -ვიცი -მაშინ შენთვის მომინდია, მაგრამ…. -ვიცი-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს და ჩემი კარისკენ გამოემართა, მაშინვე საწოლზე დავჯექი, ის კი შემოვიდა, შემოვიდა და შემოიტანა ჩემი საყვარელი სურნელი -აქ რა გინდა -შენ -მე არ მინდიხარ -ხელები გადავიჯვარედინე და თავი გვერდით გავაბრუნე -ბავშვი ხარ რა -ჰოდა წადი დიდთან -ეს ბავშვი უფრო მინდა, ისეთი ტკბილია თანნ-ენით ტუჩები გაილოკა და მაშინვე ტვინში განგაშის სიგნალი ჩამერთო -შენ სულ გაგიფრენია -იმ დღიდან ვაფრენ ლუკამ შენი თავი რომ დამანახა ვიდეოზარით -რაო? -არაფერი… წამო ძაან მაგარ ადგილას წაგიყვან -ის წაიყვანე -ვინ?-ეღიმებოდა მაგრამ არ იმჩნევდაქ -აი ის ვისზეც გუშინ საუბრობდი -მასთან მოვედი და არარსებულთან მიშვებს, რაღაცეებს მიგონებს მისი ლამაზი ტვინით. მიდი ახტი და ჩაიცვი რამე -აჰაა, ანუ ასე არ მოგწონვარ?-წარბი ავუწიე -მე სულ შიშველიც მომეწონები-თვალი ჩამიკრა და მხარზე შემომიგდო -შე გარყვნილო ვირო, დამსვი შე გორილა, უჯიეო არსებავ, მაგრამ შენს ჯიშს რას ვერჩი, არაჩვეულებრივი კაცია მამაშენი, შენ ვის დაემსგავსე ასეთი -მადლობა, მამაჩემის ახალგაზრდობის ზუსტი ასლი ვარ-ღიმილით ჩამსვა მანქანის წინა სავარძელში, ღვედით თვითონ გამიკეთა და თვითონ საჭეს მიუჯდა -სად მივდივართ ის მაინც ამოთქვი -უნდა დაგატკბო -მწარე ვარ? -სულ ოდნავ -უფრო აგამწარებ და იმ წიწაკის მწნილს დავემსგავსები შაურმებში რომ დებენ -აუ როგორ მიყვარს ეგ მწნილი, სულ შეგჭამ არაა პრობლემა -გარყვნილი გორილა ხარ, დატყვევებული ჰყავდი აქამდე შენებს და ახლა აგიშვეს თუ რა ხდება შე ქალის უნახავო -სულ ოდნავ რომ გაჩერდე არ გინდა?-გვერდიდან გამომხედა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია -ნუ მეხები უზრდელო -მატყვევებ და როგორ არ შეგეხო? -ვისაც ვატყვევებ ყველა რომ შემეხოს პატიოსანი სახელი ნამდვილად არ შემრჩებოდა -მარი ახლა უკვე ნერვებს მიშლი- აღარ შემოუხედავს, გავაბრაზე. რა სულელი ხარ მარი რა, ენას კბილი ჰომ ვერ დააჭირე, თუმცა არა, ძალიან კარგი, გაბრაზდეს და იეჭვიანოს. -მოვედით?-მანქანა ლამაზი კაფის წინ გაჩერდა -ჰო, გადმოდი-არც შემოუხედავს ისე ცივად მითხრა, ახლა ამას ჰგონია გადავალ? იყოს შევიდეს ან იდგეს და მელოდოს, არსადაც არ გავყვები. ერთხანს იდგა, მელოდა და რომ მიხვდა არაფრის დიდებით გადამსვლელი არ ვიყავი, ჩემი კარები გამოხსნა, ღვედიც მომხსნა და ისევ მხარზე გადამიგდო -მართლა გორილა ხარ, ამდენ ხალხში არ გრცხვენია მაინც? -წესიერი სიტყვა არ გესმის და მიწევს პირუტყვს დავემსგავსო -ღმერთო მისი პირითაც რომ აღიარებსს, პირუტყვები უფრო ნაზები და კარგები არიან -აქ დავჯდეთ?-კაფეში შესულს უცებ მიწაზე ავღმოვჩნდი ისევ და ერთ ერთი ადგილისკენ იშვერდა ხელს, ულამაზესი იყო იქაურობა, საოცარი იყო უბრალოდ, მყუდრო და დახვეწილი. უხმოდ მის მითითებულ ადგილას დავჯექით და მიმტანს დაველოდეთ -გამარჯობა თოკო, რას შეუკვეთავ? -საკმაოდ დახვეწილი გოგო იყო, თორნიკეს თოკო არ გამომპარვია და არც ის თუ როგორ ამათვალიერა ამ გოგონამ -მე უშაქრო ყავა მინდა ლინ, ჩემს მეგობარს კი ცხელი შოკოლადი და საფირმო ბლინი მოუტანე -მიღებულია-არაფერი მითქვამს, ამ გოგოს დახვეწილ მოძრაობრბს ვადევნებდი თვალს. ალბათ ესაა ის გოგო, მაგრამ თორნიკესთვის მეიდეალურა კიდეც ასეთი მშვენიერება -ჩემი აზრით ის შენზე მეტს იმსახურებს-არც ვაციე, არც ვაცხელე სათქმელი პირდაპირ ვუთხარი და მისი სიცილიც დავიმსახურე -მარი ეს გოგო არის ჩემი დეიდაშვილი, რომელსაც ჰყავს ორი ლამაზი ანგელოზი და შესანიშნავი ქმარი -ვაუ, ამას კი არ ველოდი, საერთოდ არ ეტყობა ორი შვილის დედა რომაა- მიმტანმა მალევე მოიტანა შეკვეთა, საოცარი გემოები იყო, საოცარი დაბალანსებით. -მოგეწონა? -საოცრად-ამოვთქვი კნავილით და კვლავ ჭამა განვაგრძე -აწი სულ აქ მოგიყვან, ნახე როგორ გადუმებს თან უფრო საყვარელი ხარ და სანამ რამეს მეტყვი, შენ ერთადერთი ხარ ვინც აქ მოვიყვანე. -რატომ მე? - შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარ-ჯერ ჯერობით ეს პასუხი სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემს დესერტს გემრიელად და მშვიდად შევქცეოდი. ………. -ტატო შემეშვი -ნინი არ მომწონს ასე ახლოს რომ ხარ მაგ ბიჭთან-მკაცრი იყო უფროსი ძმა უმცროსი დის მიმართ, სვანური სისხლი მაინც თავისას შვრებოდა -ტატო -რა ტატო? -ჰომ იცი რომ მომწონს? -რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს იცნობთ ნუ გადამრევ -ტატო რამდენი ვინმე მომეწონება ასე აპირებ სულ ყოფნას?-ტირილი წამსკდა, მოალბო ჩემმა ცრემლებმა -უბრალოდ შენთვის საუკეთესო მინდა ჰომ იცი -კარგი რა ტატო, შენ რომ გყავდა შეყვარებული მე გეუბნებოდი არ იყო მაგასთან, ცუდი გოგოა, ისეთია ასეთია-თქო? არა იმიტომ რომ პატივი ვეცი შენს გადაწყვეტილებას, შენ არ შეგიძლია პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას? გვერდით რომ დამიდგე არ შეიძლება?-მთელი გულით ვტიროდი, რადგან ძმისგან ასეთი დამოკიდებულება გულს მტკენდა -გეფიცები რამე რომ შეეშალოს მაგრად ვაზღვევინებ-დანებდა და დას შუბლზე აკოცა -მაგ შემთხვევაში აზღვევინე-ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე -ვერ ვიტან შენს ცრემლებს -ვიცი, მეც მიყვარხარ ........ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლუკა ვნახე. არ ვიცი არ ეცალა თუ არ იცლიდა ჩემს სანახავად. ეს ხომ ორი უკიდურესი თემაა? გამოცდები და ბანკეტიც ახლოვდება, მე კი მხოლოდ იმ ერთადერთზე მეფიქრება, რომელიც ჩემს გონებაში შემოძვრა და სხვა საფიქრალი წამართვა. -ტასო...ტასოო გესმის?? -მესმის მარი, რა იყო? -რავი ამდენი ხანია ნინიზე და ნიკაზე გელაპარაკები და შენ გაუნძრევლად ზიხარ, მე რას გამომაპარებ -აუ კაი რა, გააგრძელე მაგ ცომის გაპრტყელება სანამ ლალი შემოვიდა და მიგალანძღა-დავცინოდი და ზუსტად მაშინ შემოვიდა ლალიც -არა ორი გოგო ხართ სამზარეულოში, შეიძლება ასე იყოს ოთახი არეული? რას შვრებით ერთი ან რაზე ფიქრობთ მაცოდინა. ან შენ ამდენიხანი ცომი როგორ ვერ გააბრტყელე გოგო, ან ტასო რომ ხედავ ვერ აბრტყელებს შენ ვერ გააბრტყელებ?-ბუზღუნებდა, თუმცა ორივემ ვიცოდით უყვარდა ეს მომენტი -შენ კიდევ გეგონა მარტო მე მიმალანძღავდა-გასაბრტყელებელი აიღო და ჩემსკენ სიცილით გამოიშვირა -მარი დაიყარა ფქვილი, გიჟები ხართ თქვენ, გადით ახლა აქედან, მზად რომ იქნება მე დაგიძახებთ -კაი დედუცი, ვიცი გიყვარვართ -უი დღეს ლუკა მოვა, სხვათაშორის გოგო უნდა მოვიყვანოო დღეს და გაგცნოთო-შევცბი, როგორი გრძნობა იყო იცით? აი ვენებში სისხლის მიმოქცევას რომ გრძნობ და უცებ ეგ ვენები სისხლიანად იყინება, ცივი ოფლი გასხამს და იმის ნაცვლად გულმა ძგერა შეწყვიტოს სამმაგად რომ გიძგერს. -ვინ მოყავს?-მარიც იმდენად შოკშია სიტყვებს ძლივს აბრუნებს, მე კი, მე ვუყურებ დედა-შვილს და ვერ ვხვდები რატომ. რატომ მე, რატომ ის ან რატომ სხვა? -არ ვიცი დედი, მაგრამ რაკი მოყავს სერიოზულად იქნება საქმე, ტასო შვილო კარგად ხარ?-ხმა ვერ გავეცი, უბრალოდ თავი დავუქნიე, შემდეგ კი მარიმ მიბიძგა გავიდეთ ეზოშიო. გავედით და უხმოდ ვიჯექით ჰამაკში, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ლუკამ ჩამოგვიკიდა ჩვენ ორს -საეჭვიანოდ აკეთებს -შეც ჰომ ხვდები, რომ სისულელეს ამბობ -ახსნას ვერ ვუძებნი -აქამდე არავინ მოუყვანია -დარჩი და ვნახოთ-მხარზე თავი ჩამომადო და ზურგზე ხელების ფათური დამიწყო -მარუს ჰო იცი არ შემიძლია, ვერ ვნახავ -დარჩი და ისე მოიქეცი ვითო მაგრად გიხარია, დამიჯერე, გააკეთე ეს და ცოტა ხანში დავინახავთ ყველაფერს -იქითა თვეს გამოცდები მეწყება -ისე ტას ცოტა ეგოისტური არაა სიყვარულო ჩემი ძმის ტანჯვა მაშინ, როცა შენ იქით იქნები?-ცალი თვალით ამომხედა და შემდეგ ისევ მიწას დაასო მზერა -მე არაფერს ვითხოვდი მარ, ახლა ჰო საერთოდ, მე უბრალოდ მინდოდა გაგვერკვია ყველაფერი და ისე ვყოფილიყავით. ახლა მისი შეყვარებული უნდა გავიცნო? ღმერთო რას წარმოვიდგენდი, ალბათ რომ ჩამოვალ შვილიც ეყოლებათ-ისტერიული სიცილი ამიტყდა -დარჩი დღეს -დავრჩები მარ, ვნახავ ვინაა, იმედია შესაფერისი მაინც აირჩია -მის სიყვარულს ჩივი განა, ის გაურკვევლობა გკლავს რაც მას აქვს, ეული გრძნობა რაღაა, სათქმელი შენი კაცსა კლავს. -თუ წავედი საფრანგეთში აუცილებლად დავწერ წიგნს ჩვენზე, ჩვენ სამის ბავშვობაზე და იმ აუხსნელზე რას კვლავ აუხსნელი რჩება. -წახვალ და მეც წამოგყვები -რა?-გაფართოვებული თვალებით შევხედე დაზე უფრო მეტს -ტასო უერთმანეთოს ერთი თვე რომ გავჩერდით გახსოვს რა მოხდა? -მახსოვს-ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს- ზუსტად ერთი და იგივე დღეს მოგვცა სიცხე, ერთი და იგივე ტემპერატურა, მაგრამ ერთმანეთი როგორც კი ვნახეთ ყველაფერმა გაიარა -მე მაგას მონატრების დაავადება დავარქვი -ვიცი ჩემო ანგელოზო-შუბლზე ვაკოცე და კვლავ კითხვა დავუსვი-ანუ? -თუ წახვედი მეც მანდ ჩავაბარებ -მერე თორნიკე? -მიერთგულოს-გაეცინა -მერე არ გეცოდება-სიცილით გავაჯავრე -რა დამპალი ხარ-მკლავი გამკრა და გასწორდა -ყველაზე მაგარი დაქალი ხარ დაქალებს შორის -აზზე ხარ რა ჭკვიანი დაქალები გავიჩითებით?-სიცილს ნამდვილად ვერ წყვეტდა და მეც მიყოლიებდა. მალევე კი ეზოს ჭიშკარი გაიღო და ლუკასთან ერთად ძალიან ლამაზი გოგო შემოვიდა. მარის ხელი ჩავკიდე, შემდეგ დამშვიდებულმა გავუშვი და წამოვდექით -ლუკა? ეს ანგელოზი ვინ არის? იცის შენმა სამი შვილის დედამ ვიღაც გოგო რო მოგყავს სტუმრად?-ჯერ ლუკას გადახედა შემდეგ კი უხერხულობაში მყოფ გოგონას. მეც მათთან მივედი -გამარჯობა, ყურადღება არ მიაქციოთ, ეს ლუკას დაა მარი, მე ამ ორის ბავშვობის მეგობარი ტასო, თქვენ?-ღიმილით ვუყურებდი ან ვცდილობდი მაინც -მე ლიზი... -ჩემი მომავალი ცოლი-და აი უცებ. დასჭექა ხმამ, საზარლად მტკივნეულმა სიტყვებმა -გამორიცხულია, ასე ვერ მოიყვან ვიღაც ქალს ქუჩიდან და ვერ იტყვი რომ შენი ცოლი გახდება -მარიამ სიტყვები -გესმის მაინც რას ამბობ? -აბსოლიტურად გააზრებული მაქვს ის რასაც ვაკეთებ -რა უქენი ჰა? მოწამლე, დაორსულდი თუ ჯადო გაუკეთე?-მკლავში წვდა ლიზის -მარი მეთქი -მე ამ გოგოს არ ვაღიარებ რძლად -არავინ გთხოვს -აჰამ, მიდი მის გამო დამკარგე, ახლა დედა და მამასაც უთხარი და მერე მართლა გააკეთეთ ბავშვი -იცი?.... -არ არის საჭირო ლიზი, რომ აინტერესებდეს იკითხავდა -მაშინ მე ვიკითხავ ჰომ შეიძლება? რატომ?-თვალებში ვუყურებდი და ვერ ვკითხულობდი, გეფიცებით ეწერა, მაგრამ წაკითხვას ვერ ვახერხებდი -მე ფეხმძიმედ ვარ-მძიმედ ამოთქვა გოგონამ-გამეღიმა, არც კი ვიცი რატომ -პატარა ლუკას ელოდები? -ჯერ სქესი არ ვიცით-უხერხულად იყო, სასწაულად კარგი გოგო იყო, საოცრად ლამაზი და ზრდილობიანი -იმედია ჯანმრთელი პატარა გაგიჩნდებათ და ორივე მშობლის სიყვარულს მიიღებს-არ ვიცი რას ვგრძნობდი, ტკივილიანი სიხარული იყო-მე და მარი კი საოცარი მამიდები ვიქნებით, ისე გვეყვარება რომ წარმოდგენაც არ გვინდა-ცრემლებმა იწყეს დენა-ბოდიში, სიხარულის ცრემლებია, წამოდი შევიდეთ, ლალის და თენგიზს უთხარით ეს ამბავი, ძალიან გაუხარდებათ. -მართლა გაგიხარდა-მიჩურჩულა მარიმ -შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, პატარა ლუკა გაჩნდება, მაგრამ მაინც მტკივა მარ, აწი სულ დავკარგე -აწი გაურკვეველი კვლავ გაურკვევლად დარჩება ჰო? -და თან ბევრიც დაემატება -ჩემებს მართლა გაუხარდებათ, წინათ ამბობდა მამაჩემი შვილიშვილი მინდაო -კარგი გოგოა, არ გაამწარო -ვნახოთ-ლოყაზე მაკოცა და წინ წავიდა. -მოხვედი ლუკა? მოდი დე, ეს ლამაზი გოგო ვინ არის? გამაცანი, დედა რა ლამაზი ხარ შვილო, ჯვარი გწერია -დე ეს ლიზია, დავჯდეთ ისეთი ამბავი მაქვს რომ იცოდე -რა ხდება დე? მოდით აქეთ სუფრა გავაწყვე-სუფრას მივუჯექით, და პირველი რაც გადავიღე აწეწილი იყო, გამეცინა, თითქოს მეტი სადადებელი არ მქონდეს, მხოლოდ ის, ვაი და აწეწილი არ დამთავრდეს-თქო -დედა, მამა ლიზი ჩემს ბავშვს ელოდება -შეგეპარებინა ბიჭო რა იყო, რა ველური ცხოველი ხარ, გილოცავთ მშობლებო ბებია-ბაბუა ხდებით -რას ამბობ დედა-ნამდვილად არ ჰქონდა ქალს კმაყოფილი სახე, აი თენგიზი კი სიხარულისგან ბრწყინავდა -რა კარგია -რა არის კარგი თენგიზ? ვინ არის, საიდან არის, ვინ არიან მისი მშობლები, რამდენი ხანია იცნობს შემს შვილს, არაფერი არ ვიცი და უცებ ორსულადაა? -კარგი რა ლალი -მოგიყვებით ყველაფერს რაც გაინტერესებთ-ისინი საუბრობდნენ, ლალიმ ყველა დეტალის გამოკითხვა დაუწყო, მე კი მშვიდად შევექცეოდი ლალის ნახელავს, აწეწილით რომ დავიწყე, ხაჭაპურით გავაგრძელე, შემდეგ ჭადი და ყველი მივირთვი, შემდეგ მარის გაბრტყელებული ცომით გამზადებულ პიცასაც დავწყვდი და ბოლოს პერსონალურად ჩემთვის გამომცხვარი თაფლის ნამცხვარი მოვიჭერი, აი აქ კი ლიზის ხმა გავიგე -ეს თაფლის ნამცხვარია? -კი, იდეალურს აცხობს ლალი დეიდა-ამ ნამცხვრის გემო რომ გამახსენდა ნერწყვიც კი მომადგა -შეიძლება? -ეს?-ჩემს ნაჭერზე მივუთითე, მა კი თავი დამიკრა, ღმერთო როგორ გამეცინა, მართლა მთელი გულით, შემდეგ კი თავი უარის ნიშნად გავუქნიე-მე უკვე ერთი დავთმე, ეს ჩემია-თვალი ჩავუკარი და ნამცხვრის დაგემოვნება გემრიელად დავიწყე. ლალიმ სევდიანად გამომხედა, ხვდებოდა, ან რა გამოაპარებდა, მეორე დედასავით იყო, იცოდა და ხვდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა და იმჩნევდა. ........ ისე გავიდა დრო ამირეზაშვილებთან აღარ მივსულვარ, მარი მოდიოდა სულ აქეთ და მიყვებოდა ამბებს, ლუკაზე, ლიზიზე და მის პრინც თორნიკეზე. ვხალისობდით და ვერთობოდით, ახლა? ახლა კი პირველი გამოცდის დღე მაქვს, ეს გამოცდა ერთ-ერთი ფრანგის დაკვირვების ქვეშ უნდა ჩავაბარო და თან ვიდეო უნდა ჩაწერონ რომ შემდეგ გვერდზე ავტვირთო. -დედიკოს სიხარულო წარმატებები -უეჭველი დავწერ, ყველაზე მარტივი გამოცდაა ეს, ფრანგულის დონის გამოცდაა ჰო იცი? -ვიცით მა, მიდი შედი და დაწერე, ჩვენ აქ დაგელოდებით- ღიმილიანად მითხრა კაცმა და ცოლთან ერთად შესასვლელში დადგა. -დააყუმბარებ ჰო იცი, ეკა მოგკლავს თუ ადრე გამოხვალ იცოდე-სიცილით მითხრა მარიმ და შსვლაზე მიბიძგა. მეც შევედი. კომპიუტერები მოშორებით იდგა და ერთ აუდიტორიაში მხოლოდ ხუთ კაცს უშვებდნენ, ფრანგი და ქართველი დამკვირვებლები იყვნენ, თითოეულ მერხთან იდგა კამერა. კი ვთქვი არ ვნერვიულობ-თქო, მაგრამ ნერვიულობამ ამიტანა. მერხთან მოვთავსდი და წერა დავიწყე. ბოლო კითხვაზე ვიყავი, ამ კითხვის პასუხი და იმის პასუხი გავდივარ თუ არა შემდეგ გამოცდზე. ღმერთო დამეხმარე გთხოვ. და აი ისიც, დავაჭირე ხელი და ეკრანზე მწვანე წარწერა გამოჩნდა, PASS 93/100. რა ბედნიერებააა, სიხარულისგან ცრემელბიც კი მომადგა. -შემდეგი გამოცდის თარიღი მეილზე მოგივათ, წარმატებებს გისურვებთ-ღიმილით მითხრა ქართველმა დამკვირვებელმა და მეც გავედი შენობიდან. -დე რა ქენი?- აშკარად ნერვიულობდა ქალი -ოთხმოცდა ცამეტი ქულა ავიღე ასიდან -ჩემი ყოჩაღი- მშობლები გადამეხვივნენ -აუ პროსტა რა გენიოსი დაქალი მყავსს- მეხვეოდა და მკოცნიდა, მშობლები კი ბედნიერად გვიყურებდნენ. მარის უკან თითქოს ნაცნობი სილუეტი იდგაო, თუმცა უცებვე გაქრა. -მა ასეთი ჭკვიანი მე დამესგავსე ალბათ ჰო?-სიცილით მეუბნებოდა -უყურე შენ? მე გავაჩინე და მე ვუკითხავდი სულ წიგნებს, მუცლიდანვე ვაჩვევდი-ქალი კაცს შეუტრიალდა და ჯიქურ შეხედა, მამაკაცმა კი ცხვირზე აკოცა- რა არის კახა რა, ამხელა კაცი ხარ -ამხელა ვარ და ამდენი წელია შენთან ვარ, მაგრამ მაინც არ მყოფნი, ჰო ტას-ხელი გადაგვხვია სამივეს, მართალია ძლივს მაგრამ მაინც და სულ სიცილით მანქანისკენ დავიძარით. დილით ტელეფონი ამღერდა, მაშინვე წამოვხტი და ტელეფონს დავავლე ხელი, თორნიკე იყო, არადა სადღაც გულის ღრმა კუნჭულში იმედი მქონდა ლუკა იქნებოდა -რა ქენი გუშინ? -რას ვიზამდი, ჩავაბარე -ვაუ ვაუუ, აღსაღნიშნია, დავასველოთ არ გინდა? -ჯერ რა დროს დასველებაა, წინ სამი გამოცდა და ორი გასაუბრება მაქვს. -შემდეგი როდის გიწევს - ხუთ დღეში -მიდი ტას წარმატებები, წავე ახლა, შემდეგ გამოცდას რო დაწერ შემეხმიანე ........ ყველა გამოცდა დავწერე, გადამსვლელი ყველგან 75 იყო. ფრანგული 93/100 მათემატიკა 91/100 დიზაინის ისტორია 97/100 ბოლოღა იყო დარჩენილი, ეს კი ყველაზე რთული იყო. აუდიტორიაში შევედი, ოთხი ბავშვი შედიოდა აქ და ყოველი მათგანი ოთახის კუთხეში იჯდა, უბრალო ფანქარი და თაბახები დაგვირიგეს, შემდეგ კი კომპიუტერში გამოჩნდა დავალება თემა: „თავისუფლება და მარტოობა“ მასალა: აბრეშუმი, გამჭირვალე ქსოვილი დავალება: შექმენით ქალის საღამოს კაბა, რომელიც ასახავს ადამიანის შინაგან ბრძოლას თავისუფლებასა და მარტოობას შორის. ფიგურა უნდა იყოს განთავსებული ფურცლის ცენტრში. ტექნიკა: ფანქარი დრო: 3 საათი საკმაოდ რთული იყო დავალება, ცოტა ხანს ვიფიქრე, თუმცა სულ ტყუილად, ხელმა თავისით დაიწყო ხატვა. არ ვიცოდი რას ვხატავდი, მხოლოდ ხელი მოძრაობდა. -დაგრჩათ ერთი საათი-სანერვიულო არაფერი მქონდა, თუმცა ვნერვიულობდი. ნახატს რომ დავხედე გრძელი მოყვანილი კაბა იყო, უკან შლეიფი ჰქონდა და ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა, ეს ნაწილი თავდაჯერებულ თავისუფლებას გამოხატავდა, რის გამოც ის ზუსტად რომ მარტო იყო, ალაგ-ალაგ შლეიფს მაქმანები ჰქონდა. უკან, საკმაოდ ლამაზი იყო, წინ კი სრულიად სადა იყო, წინიდან რომ შეგეხედა თითქოს არაფერი განსაკუთრებულიო, ლამაზი სადა კაბააო იფიქრებდით, მაგრამ უკან იმალებოდა მთელი არსი და მიზანი. -დრო ამოგეწურათ, გთხოვთ დადოთ ფანქრები- ქალმა ქაღალდები აიღო და ლამაზად დაახვია-ეს ნახატები ხვალვე გაიგზავნება და ერთ კვირაში პასუხი მეილზე მოგივათ კარებთან მშობლებთან ერთად მარი, ნიკა და ნინი დამხვდნენ, ერთად იცინოდნენ და მე რომ გამოვედი მთელი ყურადღებაც მივიქციე -გავიგე დრო უქმად არ დაგიკარგავს-სიცილით მითხრა ნიკამ -ზუსტადაც, ნინი როგორ ხარ ლამაზო? აქეთ როდის ჩამოხვედი-ლამაზ გოგონას მივუბრუნდი, რომელიც მე თუ მკითხავთ ღვთაება უფრო იყო, ვიდრე ადამიანი -ორი თვეა აქეთ ვარ, უნივერსიტეტის გამოცდებს ვაბარებდი, შენ რა ქენი? -არ ვიცი, ერთ კვირაში გეცოდინებათ პასუხიო, მგონი ცუდად დავხატე -რას ამბობ დედა, მკერავს რომ შენი დახატული კაბა მიუტანე, ეს ისეთი შესაკერია ჩემს თავზე ვერ ავიღებო გახსოვს? იქ ცუდს რატო დახატავდი, ტყუილად ნერვიულობ -არ ვიცი დე, ვნახოთ-დედ-მამას ვაკოცე, მერე მარის მოვეხვიე, ეს ისეთი გიჟია თმები ამიჩეჩა -შენ ასე თავმდაბალი ნუ ხარ, კარგით რა მარინა დეიდა, ასე როგორ დაიმსგავსეთ-ვიცინოდით და მარის მხარი გავკარი, რადგან შევამჩნიე იმ ორს შორის მუხტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ძალიან მკრთალი იყო, ახლა კი თითკოს კაშკაშებსო, მანაც თვალი ჩამიკრა და ვითო შემთხვევით ნინის დაეჯახა, რომელიც უცებვე ნიკას მკლავებში აღმოჩნდა. -მოკლედ აქ რატო მოვედით გარდა იმისა, რომ შენი გულშემატკივრობის სურვილი გვქონდა-წამოიწყო ნიკამ -რაო აბა-ინტერესით შევხედე ორივე მათგანს -არ გახსოვს, ვიცოდი რაა, ამდენი წლის ძმაკაცობა ჩამიგდე გოგო? -რა არ მახსოვს ნიკა ამოღერღე -რა და ერთ კვირაში დაბადების დღე მაქვს -უიიი -იძახე ახლა უი, აი ნინიმ იცის და შენ არც გახსოვს-სიცილით მითხრა და გოგონას მხარზე თმა ნაზად გადაუწია -რას აპირებ -ჰაუს ფართი და რამე -და რა გინდა? -აუ რა ვიცი ტასო რა მინდა, სულ ეს კითხვა არ გბეზრდება? წამოდი გაგიყვანთ თორემ შენი მშობლები გაიპარნენ-სიცილით გვანიშნა მანქანაზე, რომელიც დაიქოქა და წავიდა-აი მიყვარს მამაშენი და რა გავაკეთო, შენც კი არ აბრკოლებ რომ ცოლი მოიტაცოს -გეყოფა ხარხარი-ნინიმ აუქნია ხელი -ნუ ღელავ მეც მასე ვიქნები მშვენიერო-ხელზე ეამბორა და მანქანისკენ გაგვიძღვა. -მეც მინდა კახასნაირი ქმარიიი, ტასო იცი რომ ბავშვობაში კახა მიყვარდა? -შენ სულ დაუწყობელი გიჟი როგორ იყავი გოგო-სიცილით ვუყურებ დაქალს -ჩემი პირველი სიყვარული მამაშენი იყო-იცინის იცინიდა კვლავ იცინის-ვაიმე ცუდადდ ვარრ, მართლა მამაშენი იყო -ვაიმეე, მომაშორეთ ეს გიჟი-სიცილით ნინის ვანიშნებ მოწებებული დაქალი მომაშოროს, ისიც ღიმილით მეხმარება -ტასო მორჩი გამოცდებს? -კი ნინი, მაგრამ ახლა გასაუბრებები მრჩება -რა გასაუბრებები? ერთი არ ჰყოფნით -არა, პირველზე თავის წარდგენის პრეზენტაცია იქნებაო და მეორეზე დისკუსია იმ ბავშვებს შორის, რომლებმაც ჩააბარესო. -ოჰოოო, კონკურენცია გქონია ტასიკოო -ჩუმად იყავი ნიკოლოზ ბებერო და მოიფიქრე რა გაჩუქოთ დაბადების დღეზე-ნინის ლოყაზე ვკოცნი და გადავდივარ მანქანიდან მარისთან ერთად ............................ გასაუბრების დღე მქონდა, სამი სხვადასხვა პრეზენტაცია კი მზად მქონდა, ერთი ჩემს გაცნობაზე იყო, მეორე ჰობებზე და მესამე იმაზე, თუ რატომ გადავწყვიტე საფრანგეთში მოდის დიზაინზე სწავლა. გასაუბრება ფრანგულად არის, სწავლება დიახ არის ინგლისურადაც, მაგრამ ვიცი, რომ ფრანგულენოვანს ცოტა აირჩევს და მათაც მეტად მოეწონებათ ის ფაქტი, რომ მე ამ მიზნისთვის ვისწავლე მათღალი დონის ფრანგული. გასაუბრება ონლაინ იყო. დედა და მამა ოთახიდან სულ ძალით გავყარე და დავჯექი კომპიუტერთან. დარეკეს, გულმაც სწრაფად დაიწყო თავისი ნერვიულობის გამომჟღავნება. მარტო ვიყავი, როგორც სჩანს ცალცალკე ესაუბრებოდნენ ყველას. -მოგესალმებით -გამარჯობა -ხუთი წუთი გაქვთ, წარმოადგინეთ, თქვენი თავი-ხმა მიკანკალებდა იმდენად ვნერვიულობდი, თუმცა არ იმჩნევდნენ და ეს მამშვიდებდა. წარვადგინე სამივე პრეზენტაცია. -მე მაქვს ერთი კითხვა, ტასო, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფრანგული ასე მაღალ დონეზე გესწავლათ, მაშინ, როცა აქ ინგლისურადაც რომ საუბრობდეთ, ყველანაირად შეგიწყობენ ხელს -დიახ ქალბატონო ვირჯინია, მაგრამ მე ამ სფეროს სრული სერიოზულობით ვუყურებ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც მიზნად მექცა, მირჩევნია ვიცოდე ფრანგული და ყველაფერი ისე ვისწავლო, რომ შემდეგ არაფერი ვინანო, ვიდრე მხოლოდ ინგლისურით ჩამოვიდე და იმის შიში მქონდეს, ვაი ეს ვერ გავიგე-თქო -სასიამოვნოა ამის მოსმენა, მიჰაილ დაამატებ რამეს?-ქალბატონმა კაცს მიმართა, რომელიც მასთან ერთად უძღვებოდა გასაუბრებას -არა ვირჯინია, ამომწურავია ჩემთვის, ერთი იმას გეტყვი ტასო, რომ შემდეგ გასაუბრებას ორ დღეში ჩაგიტარებენ, ჩვენ არ ვიქნებით და თითო გასაუბრების დეპატებზე ოთხი ბავშვი იქნებით და გექნებათ მხოლოდ ორმოცი წუთი. -გასაგებია, დიდი მადლობა -მაშინ ახლა დაგემშვიდობებით ტასო-გამიღიმა ქალმა და ეკრანიც გაითიშა. -დედა რაო?-კართან ჩუმად ატუზული დედაჩემი, რომელიცკახასთან ერთად იდგა შემოვარდა -რავი დე, ორ დღეში კიდევ ერთი გასაუბრება გექნება დეპატების სახითო-ღიმილით ვუთხარი ქალს -დედას ყოჩაღი, გესმის კახა? აღფრთოვანდნენ ჩვენი შვილით -დედა რას ამეტებ ახლა რა იყო-სიცილით გავყევი დედას, რომელიც საყვარელ კაცთან მიდიოდა ........... ძალიან ცხელოდა, აგვისტო დაწყებულიყო. სიცხემ იმდენად შემაწუხა აივანზე გავედი, იქ კი სასიამოვნო სიოსთან ერთად ქუჩაში მოსეირნე ნაცნობი სილუეტი დამხვდა სიგარეტით ხელში. ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვუყურებდი. უბრალოდ მონატრებას მზერით ვიკლავდი, უხდებოდა სიგარეტი, სასწაულად მამაკაცურს ხდიდა. შემოიხედა, არც მე შემიცვლია მზერის მიმართულება. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით სანამ არ გაიხედა და გზა არ გააგრძელა. ღმერთო გული როგორ მიცემდა, ეს რა იყო, საოცარ მონატრებას ვგრძნობდი უფროსი ამირეზაშვილის მიმართ, ერთი შეხედვა და გული საგულედან ამომვარდებოდა მალე, მას კი სახეზე ემოციაც კი არ ჰქონდა. ნეტა მარი რას იზამდა? სწორედ ამიტომ ზარი დაქალთან. -მარი -ჰმმ -გაიღვიძე -შენ რატომ გღვიძავს -ნუ ბუზღუნებ, შენი ძმა ვნახე -მერე? -არ ვიცი ეწეოდა, ცოტა ხანს მიყურა და მერე წავიდა, რა დაღლილი სახე აქვს, რა იყო, რას უშვრებით -ალბათ ისევ ლიზის მოუნდა რამე და მაგაზე იყო გასული -ბედნიერია? -შენთან უფრო ბედნიერი იყო ხოლმე -ის ჩემთან არასდროს ყოფილა -მაგრამ ახლა ძალიან შორსაა, როდის უნდა მოხვიდე ტას აქეთ, თენგიზმაც კი ის თქვა რა იყო გვემდურისო? ლაი არ ამბობს არაფერს, ერთს მკითხავს როგორ არისო და მორჩა -მისი ნახვა არ მინდა მარ -არაა ცუდი გოგო, მაგრამ ის შენ არაა, ესაა პრობლემა მასში -მოვიდე -მოდი -ხვალ დილით ბოლო დეპატები მაქვს და საღამოსკენ გამოვალ. -გელი საყვარელო, გაგიჟდება ლალი, თაფლის ნამცხვარი შენს მერე არ გაუკეთებია, ლიზიმაც კი სთხოვა მაგრამ არ გააკეთა, აზზე ხარ?-იცინოდა -ეგეც გიჟია -მაგრად უყვარხარ, იმენა ჩემგან ვერ განსხვავებს -უი მე ლალისთვის მაგარი ვერცხლის სამაჯური მაქვს, აი საოცარი, იმ დღეს ბაზარში დავდიოდი ნიკას დაბადების დღის კაბისთვის და ეს რომ ვნახე პირდაპირ ლალი გამახსენდა -უჩემოდ იყავი საყიდლებზე? -არ ისმის კარგადდ, წავედი დავიძინო -წარმატებები მოღალატევ-სიცილით გამიცინა. მეორე დილით ადრე მქონდა დეპატები და ადრევე გავიღვიძე, ისევ ონლაინ იყო და ამჯერად ინგლისურად იყო დეპატები. არც მიჭამია, უცებ მოვწესრიგდი, კლასიკურად ჩავიცვი და ზემში შევედი. მაშინვე ჩამოაგდეს თემა და ჩვენც დავიწყეთ, მათ მართლა არ ვეთანხმებოდი - მოდა ჩემთვის ხელოვნებაა, არა უბრალოდ ტანსაცმელი. დიზაინერმა უნდა თქვას რაღაც მნიშვნელოვანი.-ჩემს არგუმენტებს ვუმტკიცებდი ერთ-ერთ მოსწავლეს, სახელად გიორგის -მაგრამ თუ ვერ იცვამენ, რა აზრი აქვს? ფუნქცია პირველია, იდეა — მერე. - მე არ გეთანხმები. სწორედ იდეა ქმნის მოთხოვნას. ხალხი სწავლობს ახალ ფორმებს. -და მაინც, ბაზარი წყვეტს ყველაფერს. კრეატიულობა კარგია, მაგრამ გაყიდვების გარეშე კვდება -მაშინ დიზაინერი აღარ არის ავტორი, მხოლოდ მწარმოებელია. -ან შეიძლება იყოს ორივე — არტისტიც და რეალისტიც. - იქნებ მოდის ძალაც აქაა — ბალანსში. -ჰო, როცა იდეა ცხოვრობს და ცხოვრებაც ირთავს იდეას.- ღიმილით შევხედე იქ ჩუმად მყოფ საზოგადოებას და ვამაყოფდი იმით რომ ეს ბიჭი დავიყვანე ჩემს აზრამდე კიდევ რამდენიმე საკითხზე ვიკამათეთ ოთხივემ და საბოლოოდ ეს შეხვედრაც დასრულდა. მოვემზადე და ამირეზაშვილებისკენ გავემართე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.





