ალუბლის არომატი (ნაწილი 4)
რთული და დამღლელი კვირის შემდეგ როგორც იქნა შაბათი მოვიდა.. კვირაში ერთადერთი დღე როდესაც ყველაფერი ჩერდება.. სამსახურები, მაღაზიების უმეტესობა, ტრანსპორტი.. შაბათი არის დღე როდესაც დილა თენდება და საწოლში ძილს მშვიდად აგრძელებ, იცი რომ არსად არ უნდა წახვიდე და არაფერი არ გაქვს დასალაგებელი.. განტვირთვის, ჭორაობის, ყავის დალევის დღეა.. - დილამშვიდობისა ანი - დილამშვიდობის, ყავა გაგიკეთო? - კი დავლევ - სამზარეულოში დილიდან ტრიალებდა ანი - რა კარგი სუნია რას აკეთებ? - პიცას ვაცხობ - რას უკეთებ ჩემს დიეტას?! - არაუშავს, ჩემზე სუსტები ხომ არ იქნებით აბა?! - გველო! როგორ ამზადებ ასეთ კარგ კერძებს მეც მასწავლე - მისი გაკეთებული სალათა გავსინჯე და ძალიან მომეწონა - მე ყველაფერში იდეალური ვარ ძვირფასო - არ დაიკარგო სადმე - როგორ არი შენი დაქალი, არ აპირებს ჩამოსვლას? - ჯერ ვერა, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებულო, ამწუთას მეც არ მაქვს ფული რომ მივეხმარო - ანაბარზე ხომ გაქვს დანაზოგი - გაუკვირდა ანის - კიი..მაგრამ დამჭირდა რაღაც საქმეზე - გასაგებიაა - ისე ჩაილაპარაკა დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში ეჭვი ჰქონდა რაღაცაზე.. - დილამშვიდობის ჩემო ლამაზებო - საძინებლიდან გამოპრანჭული, ბედნიერი გვანცა გამოვიდა - საით გაგიწევია პრინცესა ასე გამოწყობილი? - შეეკითხა გაოცებით ანიმ - ლამაზი ვარ ? - ძალიან, სად მიდიხარ ასეთი გაბრწყინებული თვალებით? - ჩავეძიე გვანცას - მეგობარათან ერთად რესტორანში მივდივარ - და ჩვენ არ ვიცნობთ შენს მეგობარს? სიმპატიურია? - ძალიან სიმპატიურია ანი - ქართველია? - გვანცას გაეცინა - რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას? - გვანცამ მხრები აიჩეჩა. - გვანცა ჩემო ლამაზო, მოქალაქე გოგო ხარ, ბევრი ტურისტისთვის სასურველი, ასე რომ იმედი მაქვს ჯიბეგამოფხეკილი ტურისტი არ აგეკიდა - შენ არ ინერვიულო ანი მაგაზე - რა ლაპარაკია ახლა ეს ანი, ტურისტს არ შეიძლება მოქალაქე შეუყვარდეს? - კი შეიძლება, ოღონდ გვანცა უნდა შეუყვარდეს და არა მისი საბუთი! მგონი პიცა დაიწვა, დავხედავ - არ მიაქციო ყურადღება, ხომ იცნობ. ძალიან ლამაზი ხარ, თვალის ჩრდილები დაიმატე უბრალოდ - კარგი წავისმევ და მოვალ - ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა, სწრაფად შემოვიხურე ხალათი, კარი გავაღე და კარს მიღმა დანიელი დამხვდა.. გაოგნებული დავრჩი, ერთ წამში დრო თითქოს შეჩერდა. მის დანახვაზე, ისეთი შოკი მივიღე, რომ საფლავიდან მამაჩემის წამოდგომა უფრო ჩვეულებრივად მომეჩვენებოდა, ვიდრე მისი დანახვა ჩვენს სახლში.. გაქვავებული და გაკვირვებული ვიდექი - გამარჯობა… საემიგრაციო სამსახური. თქვენი საბუთები თუ შეიძლება? - თქვა სერიოზული ტონით, მაგრამ სახეზე ცივი ღიმილი დასთამაშებდა - მომენტალურად შევკრთი, სახეზე ცივმა ფერმა გადამიარა, დამუნჯებული ვიდექი.. შემდეგ კი მან უმოწყალოდ გადაიხარხარა. - კარგი, კარგი, მოდუნდი, შენი გულისთვის არ ვარ აქ. ნუ გეშინია, არ დაგიჭერ. ეს რომ მდომოდა, უფრო ადრე გავაკეთებდი ამას, ხომ იცი არ გამიჭირდებოდა - თვალი ჩამიკრა, მისი თავდაჯერებულობა და ზიზღით ნაზავი ირონია ელფერს არ კარგავდა, ოდნავ ეშმაკურად იღიმოდა, თითქოს ყოველი წამი, როცა მე გაოგნებული ვიდექი, მის კონტროლს უსვამდა ხაზს. - რა ჯანდაბას აკეთებ აქ?! საიდან იცი ჩემი მისამართი?! - ხმამაღლა შევკივლე, გული სწრაფად მიცემდა. - გვანცას მოვაკითხე - რაა?! - თვალები გამიფართოვდა. - გვანცასთან ვარ! კიდევ ვერ გაიგე? - ამ დროს საძინებლიდან გვანცა გამოვიდა, მაკიაჟზე ჩრდილები დაემატებია, თვალები უბრწყინავდა.. მისი გამოჩენა მომაჯადოებელი იყო. - დანი, უკვე მოხვედი? - გვანცამ გადაკოცნა, ვუყურებდი, სიტყვებს ვერ ვპოულობდი..სამზარეულოდან ანიც გამოვიდა, დაინტერესებული, თვალები ფართოდ გახელილი, როგორც ყოველთვის. - ულამაზესი ხარ, როგორც ყოველთვის… წავიდეთ უკვე? - მადლობა, წავიდეთ კი… ჰო მართლა, ეს ჩემი მეგობარია, ანი. გაიცანი - გამარჯობა, ანი. სასიამოვნოა. - ჩემთვისაც სასიამოვნოა - ანიმ თვალი ჩამიკრა. - ესეიგი თქვენ ხართ ის ადამიანი, ვის გამოც გვანცას თვალები უბრწყინავს? - გვანცას თვალები ყოველთვის ასე ბრწყინავს… სწორედ ამან მომხიბლა - თვალები ავატრიალე, მისი საზიზღარი სახე ნერბებზე მოქმედებდა.. მისი სუნთქვაც კი გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის.. ადამიანი რომელიც სხვისი წვალებით იკვებებოდა.. როდის მოასწრო გვანცასთან დაახლოება მხოლოდ ეს მაკვირვებდა.. მითუმეტეს ისე რომ არაფერი ვიცოდი.. - რა ბიჭი უშოვია, ნახე! - ანის თვალები აენთო აღტაცებისგან. - თან ისე, რომ სიტყვა არ დაცდენია ჩვენთან… მე კარგი, მაგრამ შენ ლიზა, რანაირად არ გითხრა? მიკვირს. - არვიცი… ალბათ არ უნდოდა გამხელა- ვთქვი ჩუმად, კიდევ ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს. - კარგა ხანია ვატყობ, რომ ყოველ ღამე ვიღაცას წერდა ხოლმე… კარგია, ნორმალური ადამიანი რომ არის და არა ვიღაც ვიგინდარა..რა დაკუნთული ტიპი იყო! ნეტა რას საქმიანობს? - საემიგრაციოს თანამშრომელია… - ჩავილაპარაკე ჩაფიქრებულმა, სიტყვები სულ დაუფიქრებლად წამომცდა. - შენ რა იცი?! - მე… მე… -მოიცა, მოიცა… შენ ამ ბიჭს იცნობდი ხო, ლიზა? საიდან? დაჭერილი რომ იყავი იქედან? -არა, ანი! -ნუ უარყოფ! იცნობდი, ეს დაგეხმარა წამოსვლაში? -არა!! -კარგი, ნუ იტყვი, ნება შენია… ფაქტია, ჩვენი წმინდანი გვანცა კარგი ჩუმჩუმელა აღმოჩნდა. რატომ დაგიმალა ამ ბიჭს თუ ხვდებოდა? - არვიცი… - და ეს ბიჭი კიდევ… კარგი, მექალთანეც იქნება, შენც კარგად გათვალიერებდა. - ნუ ბოდავ რაღაცეებს! - დავუბღვირე - თუ ვბოდავ, გაიხსენებ მერე ჩემს სიტყვებს! - ანიმ ირონიულად გაიცინა. - სიმართლე არავის მოგწონთ! ბევრჯერ დაგხვდება წინ ჩემი სიტყვები, აი ნახავ. რათ უნდოდა გვანცას ეს მუსკულებიანი ტიპი? შენ თუ დაგეხმარა, ვერ ჩაიგდე ხელში? ჩერჩეტი ხარ და წინ არ იხედები! - ჯერ ერთი, მე არავინ დამხმარებია და მერე მეორე… ეგ დაკუნთული შიმპანზე არაფერში მჭირდება! - შიმპანზე არ გჭირდება, მოხუცი არ გჭირდება… იარე და იწანწალე ალალ ბედზე! - დამღალე! - ყვირილით გავიქეცი ოთახისკენ - ძალიან გთხოვ, გაჩუმდი! საერთოდ არ მჭირდება კაცი ჩემს ცხოვრებაში! მეზიზღება ყველა მამაკაცი!! გასაგებია?! - მივიჭერი საწოლზე, თავი ხელებში ჩავრგე და რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავი.. შემდეგ ჩამეძინა.. -კარგი საღამო გამოვიდა, არა? - დანიელმა ზღურბლამდე მიაცილა გვანცა. - კი, ძალიან… ხშირად გავიდეთ ხოლმე - ნასვამი გვანცა ვეღარ აკონტროლებდა თავს, თვალებში ღიმილი და სიმპატია ერთდროულად ედგა. -აუცილებლად, ლამაზო… მიდი, სახლში შედი… მაგრამ ლიზასთან მინდა დალაპარაკება. შეიძლება შემოვიდე რამოდენიმე წუთი? -კი, რა თქმა უნდა, წამოდი. - კარები შეაღო, გვანცას კისკისი ისმოდა მთელს სახლში, ცოტახანში კარები შემოაღო გვანცამ - ლიზუნა, გძინავს? - მკითხა ფრთხილად - არა გვანცა, რა ხდება? - დანის შენთან უნდა დალაპარაკება - ჩემთან? რაზე? - გამიკვირდა - არვიცი, გამოდი - ჩავიცმევ და გამოვალ -მალე მოვა - ის მესამე გოგო სახლშია? - არა, სახლში რომ ყოფილიყო ეგ უკვე აქ იქნებოდა, ისეთი ჭორიკანაა.. ოთახიდან სერიოზული სახით გამოვედი, წარბ აწეული -ბოდიში თუ გაგაღვიძე ჩემო მშვენიერო ქართველო - დაჯექი, უნდა ვისაუბროთ - მის თვალებში სიფრთხილე და გამოწვევა ერთდროულად გაჩნდა. - მე მაკიაჟს მოვიშორებ და მოვალ, თქვენ ისაუბრეთ მანამდე.. - გვანცამ ბარბაცით დატოვა ოთახი - რა ხდება? - ვკითხე ინტერესით - როგორ ახერხებ, რომ ასე პატარა გოგოს ამდენი მტრები გყავს? - კითხვამ სიმკაცრე და უცნაური მზერა ერთდროულად მოიტანა. - ვერ გავიგე… - ვიკითხე დაბალი ხმით - მტრები გყავს, ლიზა! - ვის გულისხმობ? - გული ამიჩქარდა - იმას, ვინც შენი წასვლა გადაწყვიტა აქედან - ანუ? - ანუ პირველადაც შემთხვევითობა არ ყოფოლა შენი დაკავება და მეტიც! ისევ ჩაგიშვეს, იშაიმ იცის რომ ქვეყანა არ დაგიტოვებია - ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე. - როგორ?! ვინ არის?! ვინ ჩამიშვა? ანი? ჩემი ხელით ვანანებ მას! - წამოვხტი, თვალებში ალმოკიდებული, ისე რომ პასუხი არ მომისმენია, გეზი მაშინვე ანის ოთახისკენ ავიღე - ანი სახლში არ არის, ეს ერთი და მერე მეორეც ანი არაფერ შუაშია - მაშინ ვინ? - სამსახურში დამსაქმებელთან იჩხუბე? - არა… - თუმცა დავფიქრდი და ვიხსენებდი ვინმეს ხომ არ ვეჩხუბე მართლა - დამსაქმებელი იულია? მასთან მუშაობდი? - კი… საღამოს ვმუშაობდი… - დანიელს ირონიულად გაეცი ა - ლიზა, სად ხარ? თავი შენს ქვეყანაში გგონია? არ იცი რომ აქ ზედმეტად ხმის ამოღებით ვერასდროს ვერ გაიმარჯვებ? - უკაცრავად?! ვირივით ვმუშაობ და რატომ უნდა შევარჩინო რაიმე - ხმა რომ ამოიღე ამით რას მიაღწიე? არ იცი აქ როგორი ხალხი ცხოვრობს? კიდევ ვერ გაიცანი? - და რას მეუბნები რა უნდა მექნა, თავი დამეხარა იმაზე რომ ვიღაც ძუკნა დამსაქმებელი იდიოტივით მატყუებდა? - კი! უნდა დაგეხარა! და ამ დღეში არ აღმოჩნდებოდი! - მე მონა არ ვარ!!! ადამიანი ვარ და ჩემი უფლებები გამაჩნია - შენს უფლებებზე შენს ქვეყანაში ისაუბრე, გასაგებია? - ჩვენი საუბარი მალევე გადავიდა ხმამაღალ ყვირილში და დანიელის თითის ქნევაში - არ არის გასაგები! იცი ამის მერე რას ვიზამ? მაგ ძროხა ქალს თმით ვითრევ! - არაფერს არ იზამ! შენი დახმარების გამო მეც შარში ვარ ახლა, არაფერს არ იზამ ჩემს გარეშე!! - ჩემს გამო არა, გიმეორებ ეს ფულის გამო გააკეთე, ასე რომ თუ დამიჭერენ შენც პასუხს აგებ - ვერ გავიგე მემუქრები?! - წამოხტა და მკლავში ჩამავლო ხელი - როგორც გინდა, ისე ჩათვალე… - კონტროლი დავკარგე და ხელი ძლიერად ვკარი - ჩემი ნებაა დაგიჭერენ თუ არა, გაიგე? ჩემს ხელში ხარ, გგონია შენ ვინმე რამეს დაგიჯერებს? ჩემი სურვილის გამო ხარ დღემდე არხეინად რომ დადიხარ - მაგარი და ძლევამოსილი ბიჭის ნიღაბი მოიხსენი დანიელ! შენ არავინ არ ხარ, შენ არაფერი შეგიძლია, რიგითი თანამშრომელი ხარ! - ლიზა, წყობიდან ნუ გამომიყვან! - ხმას აუწია - შენს გამო სასწორზე დავდე ჩემი თავისუფლება და სამსახური! მე როგორც გეტყვი ისე მოიქცევი! არც შენ დაზარალდები და არც მე! - რა უნდა გავაკეთო? - ხვალ სამსახურში არ წახვიდე! ხვალ შენს აყვანას აპირებენ ოფისიდან - რას ამბობ - რაც გაიგე, ყველაფერი იციან, აზრიელში, მეთხუთმეტე სართულზე შენს დაჭერას აპირებენ ხვალ! - ახლა კი ნამდვილად ჩამივარდა ენა როცა მისგან ჩემი სამსახურის მისამართი გავიგონე.. - როგორ უნდა მოვიქცეთ? - ხვალ სახლში იყავი, დანარჩენს გვანცას მეშვეობით შეგატყობინებ ზედმეტად არ გავრისკე, კვირას სახლში დავრჩი. უფროსს ვუთხარი, რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ამით მოვიტყუე. პარალელურად ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე, მისამართი უკვე გახმაურებული იყო, ამიტომ იქ აღარ შეიძლებოდა მუშაობის გაგრძელება. გადაბმულად ორი დღე დასვენებისთვის ზედმეტი ფუფუნება იყო ჩემთვის.. დანიელი ჩვეულ წესზე მეტად მშვიდი იყო. მუშაობდა, მოძრაობებში სრული თავდაჯერებულობა ეჭირა. გამომეტყველებას არ აძლევდა საშუალებას სხვებს რაიმე მისდამი დანაშაულის სუნი მიეღოთ..იშაი, უფროსი ოფიცერი, დაგვიანებით მივიდა სამსახურში - როგორაა საქმეები, დანი? - ნელი, მზერით დაუსვა კითხვა დანიელს - კარგად… რა ხდება? მივდივართ სანადიროდ? - დღეს არა… უფროსობას შენთან შეხვედრა სურს. ბორტგამცილებელს ესაუბრნენ და შენი პასუხიც აინტერესებთ. - კარგი, რა პრობლემაა. - მაშინ, მაღლა ადი… ედი კაბინეტში გელოდება. დანიელი შეუდგა გზას აუღელვებლად, წელში გამართული, მშვიდი ნაბიჯებით. კაბინეტში შესულს მისი განწყობა უდოდეს სიმტკიცეს აძლევდა. - შემოდი, დანიელ - მოკრძალებული, მაგრამ მკაცრი ხმა კაბინეტიდან. - დღე მშვიდობის, ბატონო ედი. - დაჯექი. მაინტერესებს, რა მოხდა იმ ღამით, როცა გოგონა გადაიყვანე - დანიელმა ჩაფიქრებულად, დინჯად დაიწყო: - ჩასხდომამდე მივიყვანე ადგილზე, ბორტგამცილებელს ჩავაბარე, გოგოც, პასპორტიც და ბილეთებიც. პერიმეტრი მხოლოდ მაშინ დავტოვე, როცა თვითმფრინავი აფრინდა. შემდეგ რაც მოხდა, ვერ გეტყვით… - ბატონი ედი მშვიდად, მაგრამ ყურადღებით უსმენდა. - მოახერხა და ბორტიდან ჩამოვიდა, როცა ჩასხდომის პროცესი დაიწყო და ისარგებლა არეულობით. - მე დამნაშავე ვარ რაიმეში? - არა, დანი - ხმა რბილი, მაგრამ რწმენით სავსე იყო. - ეს ფორმალობაა. თამაც ბორტგამცილებლის უყურადღებობის გამო მოხდა, ხომ იცნობ ჩვენს კანონებს. პასუხისმგებლობა არ გაკლია, ჩვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი ხარ. ცუდი ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ყველაფერი მალე მოგვარდება, მალე გოგონა წაბრძანდება აქედან! კვირამ, ორშაბათმა და სამშაბათმა ძალიან წყნარად და მშვიდობიანად ჩაიარა.. არ გავრისკე და სამსახურში არ წავედი, თუმცა ბრაზისგან ვსკდებოდი, მინდოდა დანიელისთვის საკუთარი ხელით ამომეთხარა თვალები, ბოღმას გვანცასთან ვანთხევდი - ეგ გონება ჩლუნგი, ვითომ რამე იცოდეს, ტყუილად იმანჭება!! მის გამო მთელი სამი დღე სამსახური გავაცდინე!! - დაწყნარდი ლიზა, ადამიანი გეხმარება - გვანცამ სცადა დამშვიდება. - მეხმარება? გვანცა შენი ხელით მოუტანე მას ფული, კი არ მეხმარება ერთი ადგილი ეწვის არ დაიჭირონ! - ასე არ არის, უანგაროდ არ დაგეხმარებოდა ცხადია, ვინ იყავი მისთვის? არც არავინ.. დააცადე და საერთოდ სხვა სამსახურკ იპოვე - ვეღარ გცნობ.. დიდი ხანია ერთად ხართ? - ერთად არ ვართ, უბრალოდ ვმეგობრობთ - როგორ, ჯერ არაფერი გქონიათ? - არა - საკვირველია.. კარგი არ მაინტერესებს.. დაურეკე მიდი იმ იდიოტს, დღეს სახლშია? - კი სახლშია - დარეკე და დამალაპარაკე არხეინად წამოწოლილ დანიელს ტელეფონმა დაურეკა - გისმენ ლამაზო - ეგონა გვანცას ესაუბრებოდა - გამარჯობა, ლიზა ვარ. შეგიძლია მითხრა რა ხდება? და საერთოდ რას მამასხარავებ? ჯერ კვირას მოვლენო.. და ამასობაში თითქმის მთელი კვირა გავიდა - ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, შენს დაჭერას აპირებენ მაგრამ როდის არვიცი, ასე რომ სახლში იჯექი - შენ არაფერი არ იცი დედამიწის ზურგზე! ხეპრე ხარ! ორღობის ჭორიკანა, ვითომ რამე იცი! შენთვის ადვილია თქმა რომ სახლში ვიჯდე! დარწმუნებული ვარ საერთოდ არ.. - დანიელმა ტელეფონი გაუთიშა, მისი ისტერიკების მოსმენას არ აპირებდა, წყნარი მუსიკა ჩართო და მშვიდად განაგრძო დასვენება, ნერვს ზედმეტად არ იტოკებდა. - ეს თავხედი ! ნახე როგორ თამაშობს ნერვებზე? წესიერად არაფერი იცის, ვითომ რამეს წარმოადგენს - ლიზა, მე გირჩევ სხვა სამსახური იპოვო, იქ მაინც ნუ წახვალ - ნაპოვნი მაქვს უკვე.. - საერთოდ რამოდენიმე დღე კიდევ თუ იქნები სახლში უკეთესი იქნება - არა სახლში ვეღარ გავჩერდები, ხვალიდან სხვაგან გავდივარ! რამოდენიმე დღე გავიდა.. უხმაუროდ, წყნარად.. ახალ სამსახურზსი კარგად მოეწყო ლიზა.. წინა სამსახირზე უკეთესი აღმოჩნდა, უფროსებიც უფრო ლმობიერები ჩანდნენ.. ნელ-ნელა შიშიც გადაავიწყდა, იმისა რომ დასდევდნენ.. უკვე ფიქრობდა იმას რომ დანიელმა ბოროტად გაეხუმრა და რეალურად არც არავინ დასდევდა, დასაჭერ ადამიანს ამდენ ხანს არავინ დატოვებდა ქუჩაში..იმ დღეს დანიელის მორიგეობა არ იყო, სახლში ისვენებდა.. თავისუფალ დროს ძირითადად ხან აუზზე ატარებდა, ხან სპორტდარბაზში, ხან ქალებთან ერთობოდა.. ამჯერად აპორტდარბაზში იყო, კუნთებს კიდევ უფრო იმაგრებდა, თავზე იშაი დაადგა - ვიცოდი აქ რომ იქნებოდი - მოდი შემომიერთდი - ახლა არა - დღეს მუშაობ? მეგონა ისვენებდი - კი, ასე მომიწია.. არ გინდა "სანადიროდ" წალომყვე? - სანადიროდ? სად? - გუგლის ოფისში, ჩიტმა მომიტანა ამბავი ბევრი არალეგალი მუშაობს თურმე - დღეს მაინც შემეშვი, ვისვენებ - მიდი წამოდი, შენთამ ერთად "ნადირობას" სულ სხვა ხალისი აქვს დანი - დანიელს გაეცინა - კარგი წავედით.. ძირითადად ვინები დაგვხვდება? - ინდოელებს დავერევით - საემიგრაციოს მანქანა ორმოც სართულიან ოფისთან გაჩერდა, ოთხნი იყვნენ სულ.. ეს პროცესი მათთვის შეიძლება ითქვას სახალისოც იყო, იშაი განსაკუთრებულად ჩაფიქრებულიყო.. ხელები მაგრად შემოჰკრა ერთმანეთს და წინ შევიდა, კონსიერჟს საბუთი აჩვენა, უპრობლემოდ გაატარეს.. ორ ნაწილად გაიყვნენ, დანი და იშაი ერთად წავიდა ზედა სართულებზე დანარჩენი ორი ქვედა სართულებზე.. იშაიმ ლიფტში ხელი ოცდამეშვიდე სართულს მიაჭირა - იცი ეხლა სად მივდივართ ? - ჩაილაპარაკა გაღიმებულმა იშაიმ - სად? - ჩვენი გაქცეული ქართველი ჩიტის დასაჭერად - აქ..არის?! - ეს ის შემთხვევა იყო როცა დანიელი მისმა ჩახლეჩილმა ხმამ გაწირა.. აქამდე თუ თავს მყარად ინარჩუნებდა დღეს ეს ვერ შეძლო..რადგან წარმოდგენად არ ჰქონდა ლიზა ამ შენობაში თუ მუშაობდა - კი, აქ არის. დაუმორჩილებელი გოგო აქაა - მაგარია, ესეიგი საბოლოოდ გავუშვებთ - იმედია დანი, იმედია კიდევ რამე ან ვინმე არ შეუშლის ხელს ამ პროცესს - იშაის საუბრის თემბრი მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებდა, ახლა მას აშკარაფ ეჭვი ჰქონდა დანიელზე, ისე როგორც არასდროს.. ლიფტი გაჩერდა, ფოიე ძალიან დიდი იყო, ირგვლივ უამრავი ოფისები. უამრავი კარი იყო.. ლიზა თავისი ოფისის მისაღებში იდგა და შემოსასვლელი მინის კარს წმენდდა, საიდანაც თვალი მოჰკრა ორ დაკუნთულ, მაღალ მამაკაცს.. ორივე კარგად ნაცნობი იყო მისთვის.. სპრეი ხელიდან გაუვარდა, კარები ძლიერად მიაჯახუნა და ოფისის მეორე მხარეს გაიქცა.. - ლიზა, კარგად ხარ? - მიაძახა შემოსასვლელში მჯდომმა მდივანმა, თუმცა ლიზას პასუხი არ დაუბრუნებია მისთვის.. ოფისის ბოლოს, პატარა სამზარეულოში უკანა კარი იყო, მისკენ გაიქცა, რომ როგორმე იქედან გაეღწია.. გარბოდა და თან სუნთქვა უძნელდებოდა.. ახლა მართლა ჩიტს ჰგავდა, რომელიც ცდილობდა მონადირეებს გაქცეოდა.. თუმცა სამზარეულოდან ვერ გავიდოდა ჩიპის გარეშე.. ჩიპი კი მეორე სამზარეულოში დატოვა. ოფიცრებმა ოფისში ზარი დარეკეს, მდივანმა კარი გააღო - მოგესალმებით, საემიგრაციო დეპარტამენტის წარმომადგენლები ვართ, ოფისის შემოწმება გვსურს - მობრძანდით - ქალს სიმწრისგან გაეღიმა, რადგან უკვე მიხვდა რა პრობლემებიც ელოდა ფირმას ლიზას დაჭერის შემთხვევაში.. დამსაქმებელი კომპანია ძალიან დიდ ჯარიმას მიიღებდა უსაბუთო ადამიანის დასაქმებისთვის.. - დანი მე მარჯვნივ წავალ, შენ მარცხნივ დაათვალიერე - იშაი ოფისის იმ მხარეს წავიდა სადაც ლიზა გაიქცა.. მაგრამ სანამ იქამდე მივიდოდა გარედან შემომსვლელმა თანამშრომელმა გააღო უკანა კარი, და ლიზაც მაშინვე გარეთ გავიდა.. გულაჩქარებული, სუნთქვა უჭირდა, პირი უშრებოდა.. აქეთ-იქეთ იყურებოდა, ჯერ საპირფარეშოსკენ გაიქცა, შემდეგ გადაიფიქრა იქ დამალვა სისულელე იქნებოდა.. შენობის შიდა კიბეზე გავიდა.. შემოსასვლელ კართან მდგომმა დანირლმა მოჰკრა თვალი იმავე მინის კარიდან ლიზას ლანდს, მაშინვე უკან გაეკიდა, ლიზა კიბეზე დაეშვა.. ერთი სართულის ჩარბენა მოასწრო მხოლოდ, დანიელმა მკლავში სწვდა და დაიჭირა, ძლიერად მოჰკიდა ხელი, გოგონამ კივილი დაიწყო, თვალები დახუჭა.. მერე ნელ-ნელა გაახილა, შიშისგან მთლიანად კანკალებდა, დანიელმა პირზე ხელი ააფარა, კედელთამ მიიმწყვრია - ჩემი წყევლა ხარ!!! რა გაგაფრთხილე!! რა ჯანდაბას აკეთებ აქ!! - ვერ ლაპარაკობდა, ყვირილს ცდილობდა მაგრამ ვერ ყვიროდა - დაწყნარდი!! ნუ წკმუტუნებ ლეკვივით!! - მასთან ახლოს იდგა, სასოწარკვეთილი იყო თავადაც, მისი დაჭერა მის ჩაძირვას უდრიდა.. ლიზა ცდილობდა მისი ხელი პირიდან მოეშორებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა.. - დაწყნარდი! ახლა ხელს გაგიშვებ და წყნარად მომისმენ! გაიგე? - ჩასჩურჩულა ყურში, ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.. ღრმად ამოისუნთქა..დანიელს თვალებში შეხედა - არ გაბედო არაფრის თქმა! - თითი დაუქნია დანიელმა - რა გავაკეთო მითხარი, რატომ არ გამაფრთხილე თუ დღეს აქ მოდიოდით - არვიცოდი აქ თუ მუშაობდი! დრო ცოტა გვაქვს, აქედან უნდა გახვიდე, ლიფტით არ ისარგებლო, შეიძლება შეგხვდეს ვინმე.. მოიცა.. აი რას გავაკეთებთ - რაცია აიღო, ყველას დაუკავშირდა - გესმისთ ჩემი? ხაზზე ხართ? - რა ხდება დანი - დაჭრილი ვარ კიბეზე, აქ მოდით! - რაცია გათიშა, წამის მეასედებში პატარა დანა ამოიღო და ფეხში საკუთარი ხელით ჩაირტყა, ოდნავ წამოიყვირა.. თვალები გააფართოვა, სისხლის დანახვაზე და მის ქმედებაზე კივილი ვერ შევიკავე.. - რაა გააკეთე?! - მასთან მისვლა ვცადე, მაგრამ ხელით მანიშნა არ მივკარებოდი - წადი ჩქარა, კიბით ჩადი, დროზე!!! ისინი აქ მოვლენ ყველანი, სასწრაფოდ წადი!! - დამიყვირა ბოლოს დაბალ ხმაზე, სასოწარკვეთილი გავრბოდი.. გიჟს ვგავდი.. ოცდამეშვიდე სართულიდან ნულ სართულამდე ფეხით ვირბინე, გარეთ შეშლილივით გავიქეცი და პირველივე შემხვედრ ავტობუსში ავვარდი, მნიშვნელობა არ ჰქონდა სად წამიყვანდა ავტობუსი, მთავარი იყო იქაურობას გავცლოდი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



