სიზმრების საცერი
სიზმრების საცერი საწოლის თავზე , ქარი არხევს მოწნულ ლურჯ ბადეს. სიზმრების საცერს ვანდობ ძილს და უსიზმრო ღამეს. შენ არ მოდიხარ, აღარც სიზმრად აღარ მნახულობ. გთხოვ მომელანდე და კოშმარებს უყავი რამე. ვნატრულობ შენს მკლავს, თავშესაფარს ჩემი სიმშვიდის. შენს სურნელს ვეძებ, როგორც დედას სნეული ბავშვი. კვლავ უსიზმრობის ტკივილებმა გამომაღვიძეს. თენდება ღამე , არ თენდება არაფრით დარდი. სიზმრების საცერს, მიაწერენ არნახულ ძალას. ვერა ვერ მშველის, და კოშმარებს არ უჩანს ბოლო. უშენობაა, ეს წყეული ასე რომ მტანჯავს. შენგანდაცლილი სიზმრები თუ მომიღებს ბოლოს. ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.