შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 3


გუშინ, 11:54
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 46

დილა თითქოს კი არ დაიწყო - უფრო ნელა გაიხსნა, როგორც მძიმე ფარდა, რომელიც სინათლეს არ უშვებს ერთბაშად. მილენამ თვალები გაახილა, მაგრამ არ წამომჯდარა. ზურგით იწვა, თეთრეულში ნახევრად ჩაძირული, და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა სხეულში გუშინდელი დღე - არა როგორც კონკრეტული მოვლენები, არამედ როგორც ფონი, რომელიც ვერ იშლებოდა.

მზერა სარკისკენ გაექცა.

ნელა წამოდგა, თმა მხრებზე ჩამოეშალა და შიშველი ტერფები იატაკის ცივ ზედაპირს შეეხო - ეს შეხება ყოველთვის ზედმეტად მკაფიო იყო, თითქოს სხეულს ახსენებდა, რომ ისევ აქ იყო, ისევ იმავე სივრცეში.

სარკესთან მივიდა.

გაჩერდა.

დიდხანს უყურებდა საკუთარ თავს, თითქოს ცდილობდა გაეგო, სად მთავრდებოდა ის და სად იწყებოდა ყველაფერი, რაც მის ცხოვრებას ედებოდა.

მისი კანი დილის შუქში რბილად ანათებდა - ფერმკრთალი, მაგრამ სუფთა, თითქოს ღამე რაღაცას მაინც აშორებდა ზედაპირს. თმა ოდნავ არეული, თვალები ნახევრად ჩაძირული, მაგრამ მაინც ცოცხალი.

მისმა ხელმა ნელა გაიარა კისერზე.

შემდეგ ქვემოთ.

მხრებზე.

მკერდის ზედაპირზე შეჩერდა წამით - სუნთქვა ოდნავ შეეცვალა, თითქოს რაღაც გაახსენდა არა გონებით, არამედ სხეულით.

რამდენი შეხება ჰქონია ამ კანს.

რამდენი ხელი, რომელიც არ ეკუთვნოდა.

რამდენჯერ გადაუცია საკუთარი თავი ისე, რომ ბოლომდე არც კი ყოფილა იქ.

და მაინც -

ის ლამაზი იყო.

მილენამ თავი ოდნავ დახარა, ტუჩებზე ირონიული ღიმილი გაეკრა.
- უცნაურია…

ჩუმად თქვა.

გუშინდელი კაცი გაახსენდა.

მისი საგრძნობლად მზრუნველი მზერა.

ის რომ მან თავისი სათქმელი გულწრფელად გაანდო.

მისი უარი.

ის რომ ისე არ შეეხო როგორც სხვები.

ეს კი უფრო აწუხებდა, ვიდრე ნებისმიერი უხეში შეხება.



აბაზანაში წყალი დაუშვა.

შხაპის ქვეშ რომ დადგა, პირველი წვეთები ცივად დაეცა, შემდეგ ნელა გათბა და ზემოდან ჩამოვიდა, თითქოს რაღაცას რეცხავდა, მაგრამ არა ბოლომდე.

მისი ხელები ამჯერად უფრო ნელა მოძრაობდნენ - არა უბრალოდ ჩვევით, არამედ შეგრძნებით. თითები ზოგჯერ უფრო ძლიერად ეჭირებოდა საკუთარ კანს, თითქოს რაღაცის მოშორებას ცდილობდა, რაც წყალს არ ემორჩილებოდა.

წყალი ჩამოდიოდა.

მის სხეულზე.

მის თმაზე.

მის ზურგზე.

და მიუხედავად ამისა - რაღაც მაინც რჩებოდა.

ყოველთვის რჩებოდა რაღაც..


ჩაცმა გააზრებული იყო.

კარადასთან ცოტა ხანს იდგა, თითქოს არჩევანი მხოლოდ ტანსაცმელზე არ იყო დამოკიდებული. ბოლოს თეთრი, თხელი ტოპი აირჩია, რომელიც სხეულს ეწებებოდა და ხაზებს აშკარად აჩენდა. მუქი, მჭიდრო შარვალი - მოძრაობას უფრო მკვეთრს ხდიდა. ზემოდან ღია პიჯაკი მოიცვა, თითქოს რაღაცის დასაბალანსებლად.

სარკეში ჩაიხედა.

ამჯერად აღარ ეძებდა პასუხებს.

უბრალოდ საკუთარ თავს იღებდა.



ქუჩაში გამოსვლისთანავე ჰაერმა სახეზე დაჰკრა.

ქალაქი ცოცხალი იყო.

ხმები.

მანქანები.

ადამიანები.

და მზერები.

მზერები, რომლებიც ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს უფრო მძაფრად იგრძნობოდა.

კაცები უყურებდნენ.

ზოგი დაუფარავად.

ზოგი მალულად.

ზოგის თვალებში სურვილი ჩანდა.

ზოგისაში - უხეში შეფასება.

მილენა არ გაურბოდა ამ მზერებს.

ის მათ ატარებდა.

როგორც ჩაცმულობას.

როგორც როლს.



და მერე - ნინა.

მოულოდნელად.

მისი სუფთა სახე.

მისი მშვიდი თვალები.

მილენას ნაბიჯი შენელდა.

გული ნელა, მძიმედ შეეკუმშა.

ერთი წამით თითქოს ყველაფერი გაჩერდა.

შემდეგ - ისევ ამოძრავდა.

მან თავი დახარა.

მზერა აარიდა.

ნაბიჯი აუჩქარა.

გაიარა.

არაფერი უთქვამს.



რამდენიმე მეტრში ცრემლი ჩამოუგორდა.

მან სწრაფად მოიწმინდა.
- სისულელეა…

ჩუმად თქვა და სუნთქვა გაასწორა.



ბორდელში შესვლა იმ დღეს უფრო მძიმე იყო.

ჰაერი იქ ყოველთვის უჟანგბადო იყო, მაგრამ ახლა - თითქოს უფრო მეტად.

და იქ - ისევ ის კაცი.

ის უკვე ელოდა.

მისი მზერა მილენას სხეულზე ნელა ჩამოვიდა, თითქოს რაღაცას ზომავდა, რაღაცას არჩევდა.

მილენას ყელში სიმძიმე ჩაუდგა.
-ოღონდ ეს არა...-მობეზრებით წაიჩურჩულა.

მაგრამ ტუჩებზე ცალყბა ღიმილი მაინც გაჩნდა.
-ისევ მოხვედი?

კაცი ჩაიცინა.
-შენი აზრით, შენთან ოდესმე შევწყვეტ სიარულს?

მისი ხმა სხეულში საგრძნობლად გაისმა.

მისი ხელი კი ქალს უკანალზე ნაჩქარევად შეეხო.

მილენამ სხეული ოდნავ განზე გასწია.
-გეყოფა.-მისი ხმა მკაცრი იყო.-დღეს მხოლოდ 30 წუთი.

კაცი გაღიზიანდა.
-კარგი რა…
-არანაირი კარგი რა.

მისი მზერა ამჯერად პირდაპირი იყო.

კაცი მაინც მიუახლოვდა.
-ხომ იცი როგორ მინდიხარ…

მისი სუნთქვა ახლოს იგრძნობოდა.

მილენამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-ჩემს ოთახში შედი.

ცივად თქვა.



ოთახში სიჩუმე გამეფდა.

მძიმე.

გაჭიანურებული.

მილენა საწოლზე მიწვა, სხეული დაძაბული, კანი მგრძნობიარე, თითქოს ყოველი შეხება ზედმეტად მკაფიოდ იგრძნობოდა. მისი თითები ზოგჯერ შეუმჩნევლად იკუმშებოდა, თითქოს საკუთარ თავს აკავებდა.

სუნთქვა არათანაბარი ჰქონდა.

თვალები ჭერს მისჩერებოდა.

განძრევის სურვილი დაკარგული.

იქ არაფერი იყო.

და ეს არაფერი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ყველაფერი ერთად.



როცა ყველაფერი დასრულდა, კაცი წამოდგა.

კმაყოფილი.

შარვალს ისწორებდა.

მილენა უყურებდა.

მშრალი მზერით
-წავალ მაშინ.

მილენამ არაფერი უპასუხა.

კარი დაიხურა.



რამდენიმე წამი არ განძრეულა.

შემდეგ ნელა წამოდგა.

მისი სხეული მძიმედ ემორჩილებოდა.

აბაზანაში შევიდა.

წყალი მოუშვა.

ხელები კანზე დაისვა - უფრო ძლიერად, უფრო დაჟინებით.

და ცრემლები წამოვიდა.

ჩუმად.

უწყვეტად.



სარკეში ჩაიხედა.

მისი სახე სრულიად იგივე იყო.

მაგრამ თვალები - სულ სხვა.

უფრო ცარიელი.

უფრო დაღლილი.

უფრო უსიცოცხლო.



- ნუთუ სულ ასე იქნება…

ჩუმად თქვა.

და ამ კითხვაში უკვე იგრძნობოდა რაღაც ახალი -

შეუგუებლობა

და არა მხოლოდ ტკივილი,

არამედ შიში,

რომ ამის პასუხი შეიძლება მართლა არასდროს შეცვლილიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent