იმედი
ვულკანის ლავასავით გადმოიედინა ცრემლები მისი თვალებიდან.. დაშანთულ ლოყებზე გზა გაიკვლიეს და გაშიშვლებულ მკერდამდე მიაღწიეს.. სულისშემძვრელი იყო მარტოობა.. და.. წვავდა.. და.. იფერფლებოდა.. გრძნობდა რომ ლოდინს არანაირი აზრი აღარ ჰქოდა.. არმოვიდოდა.. მეტიც, ის ახლა სხვასთან იყო... სხვის მკერდს ეალერსებოდა.. სხვის მუცელს ეამბორებოდა.. და ახლა სხვა განიცდიდა იმ სიამეს რასაც ერთ დროს თვითონ გრძნობდა.. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით იცოდა... იცოდა, რომ ვერავის ჩახედავდა თვალებში ისე, როგორც მას უყურებდა.. და.. ვერავინ აკოცებდა ისე ნაზად, თბილად და ვნებიანად როგორც ის მას.. ადგა. სარკესთან მივიდა. შიშველ სხეულს თვალი აარიდა და ჩაცვენილ, გაშავებულ თვალებს დააკვირდა. გაოცდა.. მათ ჯერ კიდევ შერჩენოდათ სიცოცხლის ნიშან-კვალი.. არადა, უკვე ერთი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან.. ხალათი შემოიხვია.. ყავა და მუსიკა.. მისი ერთადერთი მეგობრები გამხდარიყვნენ.. ბუხართან დაჯდა.. ფინჯანი დამჭკნარ, გალურჯებულ ხელებში მოიქცია.. დაყნოსა.. გააკანკალა... გააჟრჟოლა.. და.. ლავის ახალი ნაკადი გადმოედინა.. არ უნდოდა მაგრამ, წინააღმდეგობა ვერ გაუწია მოგონებებს.. ჩაითრიეს.. გადაიკარგა.. ღია სარკმლიდან შემოსული ნიავი ნაზად არხევდა თეთრ ფარდას.. გამოეღვიძა.. მასთან იყო.. მის გვერდით ეძინა. მის სუთქვას მკერზე გრძნობდა.. ეამა სიგრილე ცხელ მკერდზე.. გააჟრჟოლა.. წამოიწია.. გუშინდელი ღამე გაახსენდა.. ეშინოდა.. ეს ხომ პირველი იყო.. გაეღიმა.. დახედა.. ის ისეთი სხვანაირი იყო.. ძლიერი.. მასთან თავს ისე მშვიდად გრძნობდა.. ისევ შოპენის კლასიკა ჟღერდა.. მისი საყვარელი მუსიკა.. ეხლა უკვე მისიც.. გაახსენდა ყოველი ერთად გატარებული ღამე.. ყოველი ღამე.. სიამოვნება იყო მისი ყოველი შეხება.. არა. არა. არა..! ფიქრებისგან თავის დაღწევა უნდოდა.. ყავა მოსვა.. იმ ფანჯარასთან მივიდა.. გარეთ ბარდნიდა.. უეცრად გაახსენდა, დღეს მისი დაბადების დღე იყო.. ისევ გაახსენდა.. ორი წლის წინანდელი საღამო, მისი მომზადებული საჭმელი, სანთლები, მუსიკა და ბუხრიდან გამოსული სინათლე. ცეკვავდნენ.. ყელზე მისი შეხება იგრძნო. გააჟრჟოლა.. მხრებზე ხელი გადაუსვა, კაბის სახელოები მკლავებზე დაეშვნენ, კაბა სხეულზე დაგორდა, მენჯებმა შეაჩერეს. მან ხელი მოხვია წელზე, მჭიდროდ მიიკრა სხეულზე. მისი მკერდი მის მკერდს შეეხო. თვალებში უყურებდა.. უყვარდა. თავდავიწყებით უყვარდა მისი მოელვარე შავი თვალები.დახუჭა. ორივემ დახუჭა თვალები. ჩასჩურჩულა "მიყვარხარ".. იქვე აკოცა. ტუჩებს ხარბად დაეწაფა. აყვა. ნელა და ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს. უეცრად შეჩერდა.. დაიჩოქა.. შეჩერებული კაბა ქვემოთ ჩასწია. ხელები წელზე მოკიდა.. მუცელზე აკოცა. ნელ-ნელა ზევით იწევდა. არ ჩქარობდა. სიამოვნებდა. ორივეს.. ქალს სუნთქვა აუჩქარდა ისე როგორც პირველად. მკერდი უთრთოდა.. შეეხო, აკოცა. უკვე ვეღარ ითმენდნენ. ადგა. ორივე შიშველი იდგა ერთმანეთს პირისპირ.. ვაჟმა საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ზევიდან უყურებდა. მას კი თითქოს სუნთქვა შეუჩერდა. უძრავად იწვა. ელოდა. მივიდა. მკერდზე ხელი გადაუსვა. აკოცა. მან ხელები ბეჭებზე მოხვია.. რამდენიმე წუთის განმავლობაში შოპენის კლასიკას ქალის გაურკვეველი ხმა ერთვოდა.. შემდეგ გვერდზე მიესვენა. გამობრუნდა, გაუღიმა. იდეალური იყო. და მის ტუჩებს მისწვდა.. მაგრამ ეს ორი წლის წინ იყო. მოენატრა. მოენატრა. კარზე ზარი გაისმა. შეკრთა. არავის ელოდა. გააღო.. თვალები. შავი მოელვარე თვალები დაინახა. შემოვიდა. ბუხართან დასხდნენ უხმოდ. ის დაბრუნდა. მიყვარხარ ისევ, განუწყვეტლად. ხალათის საკრავს თითი ჩამოკრა. ნაცნობ სხეულს შეხედა. ორივემ. ისევ ის ღამე გამეორდა.. ტიროდა. უხაროდა. ეშინოდა ისევ არ წასულიყო. მთელი ღამე არ შეწყვეტილა ალერსი. და ის დარჩა. სამუდამოდ. არ წავიდა. აპატია. შოპენის "კლასიკა" კი თითქოს მათ სიყვარულს მთავარი დეკორაცია იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.