შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია (სრულად)


დღეს, 20:58
ავტორი კატსი
ნანახია 269

ლილემ თვალები რომ გაახილა არაფერი ეცნო, არც თეთრი ჭერი რომელიც ნათლად დაჰყურებდა თავზე, არც გიგანტური მეტალო-პლასმასის ფანჯარა და არც მედიკამენტების უცნაური სუნი რომელიც წესით მის ოთახში არ უნდა ყოფილიყო.
თავის ტკივილმა გამაღვიძა თუ რამო, ვერ არკვევდა, ადგილიდანაც ვერ იძვროდა. რაღაც რიგზე ვერ იყო. რატომ ვერ ხვდებოდა სად იყო, ან დედამისი რატომ არ უვარდებოდა ოთახში რომ ადრიანად გაეღვიძებინა, ცოტა ეჩხუბა ნუ ხარ ძილისგუდაო?
ერთი მომენტი ეცადა წამოჯდარიყო მაგრამ ამაოდ, სხეულს ვერ იმორჩილებდა, ვერც გონებას და ვერც იმ ტკივილს ეგუებოდა შუბლზე რომ აწვებოდა. კარის გაღების ხმა ბუნდოვნად გაიგო, ხმისკენ გაიხედა და თეთრებში ჩაცმული ექიმი რომ დალანდა იფიქრა საავადმყოფოში ვარ ალბათ-ო.
-ლილე, გაგიღვიძია. - სახეზე ლამაზი ღიმილი მოეფინა ექიმს მაგრამ ლილემ ეს ვერ დაინახა, ჯერ ვერ შეგუებოდა სინათლეს და მისი მხედველობა ვერაფრეზე კონცენტრირდებოდა. -თავს როგორ გრძნობ?
-საავადმყოფოში... რატომ... ვარ? - ძლივძლიობით თქვა სამი სიტყვა, საკუთარი ხმა ეუცხოვა, უძლური ეჩვენა.
-ძვირფასო, მოდი ჯერ კარგად გამოიღვიძე, საჭირო წამლებს დაგალევინებ, სხვა პალატაში გადაგიყვანთ და ყვლაფერს ვაჩე მოგიყვება, უმჯობესია მისგან გაიგო. - ექიმი საწოლის გვერდით მდგარ აპარატს ჩაჰკირკიტებდა და რაღაცეებს ფურცელზე იწერდა. ლილე დაფიქრდა და ვერაფრით გაიხსენა ვინმეს სახელად ვაჩეს თუ იცნობდა, არა, არანაირი ვაჩე არ იყო მის ცხოვრებაში.
-თავი ძალიან მტკივა - ექიმს შეხედა შეწუხებულმა, ისე ტკიოდა თავი რომ ფიქრი უჭირდა.
-კარგი, გამაყუჩებელს დაგალევინებ და შენ დაიძინე, მე მანამდე ვაჩეს დავუძახებ. - ლილეს აღარ გაუპროტესტებია, კი უნდოდა ეკითხა ვაჩე ვინ არის მითხარით და მერე დავიძინებო მაგრამ თავის ტკივილმა ეს შეუძლებელი გახადა, ძილის მეტი აღარაფერი მოსდომებია.
ექიმმა კორიდორი ჩაიარა და მეან-გინეკოლოგის კაბინეტს მიაშურა, იცოდა ვაჩე თუ ლილეს პალატაში არ იყო მაშინ სწორედ აქ იქნებოდა.
-შეიძლება? ქეთინო, ხელს თუ გიშლით უნდა მაპატიო, ვაჩე ისეთი ამბავი მაქვს... - მიმართა კოლეგას და ვაჩეს გაუღიმა რომელსაც ჩავარდნილი თვალები, მოღუშული სახე და დაძაბული მხრები აგერ უკვე რამდენი ხანია არ ტოვებდ, მიეჩვივნენ საავადმყოფოს პერსონალი მის ასეთ მდგომარეობას და აღარ ცდილობდნენ რომ მისთვის სახლში წასვლა, გამოძინება და ცოტა დასვენების შემდეგ დაბრუნება ეთხოვათ.
ვაჩეს სამი კვირის მანძილზე საავადმყოფოს გარეთ არ დაუძინია, მარტო შხაპის მისაღებად თუ ბრუნდებოდა ხოლმე სახლში, თავიდან ეგეც არ ახსოვდა. არაფერი ახსოვდა გარდა თავისი ცოლისა რომელიც უგონოდ იწვა და შეუტოკებლად ეძინა. ისე ეუცხოვებოდა ვაჩეს ცოლის ასე ხილვა რომ ზოგჯერ ეგონა კოშმარს ხედავდა. ლილეს ასე მშვიდი ძილი არ ჩვეოდა, კომფორტულად გაშოტილს და თმადაწნილს უყვარდა ძილი, ასე ზურგზე მწოლიარე თმა გაშლილს არა, ძილში ლაპარაკობდა კიდეც ზოგჯერ, ახლა კი სამი კვირის მანძილზე მსგავსი არაფერი მომხდარა, ბიჭს ყოველ დღე გული ხელახლა უკვდებოდა.
-ია ექიმო არ დამიმალოთ, ჩემ ცოლს რამე მოუვიდა? - ფეხზე წამოიჭრა შეშინებული ვაჩე და კარში მდგომ ექიმს მივარდა. ია უკვე ოცი წელია ამ საავადმყოფოში მუშაობდა მაგრამ ვაჩესნაირი არავინ უნახავს, ცოლს გადაყოლილი იყო ბიჭი, ყველაფერი ზეპირად იცოდა რა სჭირდა გოგონას მეცნიერული დასახელებებიან, სიმპტომებიან, მედიკამენტებიან ყველაფრიანად.
-შენმა ცოლმა გაიღვიძა. - უპასუხა მომღიმარე ექიმმა, ვაჩეს სიხარული გადამდები აღმოჩნდა, მაშინვე სიცილი დაიწყო ბიჭმა და მოურიდებლად ჩამოცვენილ ბედნიერების ცრემლებს სახიდან იწმენდდა.
-მართლა გაიღვიძა? არ მატყუებთ? - ვერ იჯერებდა, სამი კვირა ამ დღეს ელოდა და ახლა როცა მართლაც დაუდგა ნანატრი მომენტი ვერ იჯერებდა.
-კი, თავი ტკიოდა, აზრზე ვერ მოდიოდა და გამაყუჩებელი მივეცი, მაშინვე ჩაეძინა. - ეს რომ თქვა ვაჩე რომელიც გაქცევას აპირებდა ცოლის სანახავად შეჩერდა, სახე ჩამოერეცხა.
-არა,უბრალოდ სძინავს, კომიდან გამოსულია აღარ ინერვიულო, მის მდგომარეობას გადავხედე და ყველაფერი მწყობრშია.
-ხომ არ შეუბრუნდება?
-არა, რა უნდა შეუბრუნდეს. პირიქით, ახლა პალატაში გადავიყვანთ, გავსინჯავთ და მერე ვნახოთ, ალბათ მალე გავწერთ. - ამშვიდებდა ია ექიმი.
პალატაში შესულს ეგონა რომ მხრებიდან სიმძიმე მოხსნეს, ლილე თავის თავს გავდა, ფერი მობრუნებოდა და გვერდულად გადმოტრიალებულს ეძინა, პირი ცოტა შეეღო მძინარეს გავდა, კომაში მყოფს აღარ.
ვაჩე თავზე მოეფერა, შუბლზე ნაზად აკოცა, ის დრო გაახსენდა პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორი მორცხვი იყო ლილე და ამავდროულად როგორ უნდოდა მასთან ყოფნა, გაახსენდა მისი ყველა ღიმილი, ყველა ნათქვამი "მე შენ მიყვარხარ" და ყველა ის გეგმა რომელიც მომავლისთვის ჰქონდათ გაწერილი.
-რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ პალატაში, უკვე აღარ შემიძლია მისი ამ აპარატებზე შეერთებულის ყურება. - პალატაში შემოყოლილ ია ექიმს და ქეთინო ექიმს შეხედა, ცოლს სახეზე, ხელებზე და მუცელზე ეფერებოდა.
ყველაფრის გადატანაში მიიღო ვაჩემ მონაწილეობა, გოგონას ტანსაცმლის ჩემოდანი, ნივთები, თავისი ნივთები და ბოლოს მძინარი ლილე ხელში აყვანილმა შეიყვანა და ახალ საწოლში ჩააწვინა. ეს პალატა ბევრად უფრო სახლურს გავრდა, კედლები არ იყო შემაწუხებელ თეთრი ფერის, ფარდებიც ღია ყავისფერი იყო და ასევე სახლიდან წამოღებული ლილეს საყვარელი ადიელაც ამშვენებდა იქაურობას.
ვაჩეს ერთი სული ჰქონდა როდის გაიღვიძებდა ლილე, მასთან სამი კვირაა არ ულააპარაკია, მონატრება კლავდა მაგრამ ამაზე მეტად ლილეს დანახვა უნდოდა კარგ მდომარეობაში, სულ არ დარდობდა საკუთარ თავს, მისთვის მთავარი იყო ლილეს ჯანმრთელსა და საღსალამათს გამოეღვიძა.
-რომ გაიღვიძებს თქვენ დაილაპარაკეთ და მერე მე შემოვალ, ანალიზებს გავუკეთებ. - უთხრა ქეთინო ექიმმა ვაჩეს. მანაც თავი დაუქნია და ლილეს მომღიმარმა დახედა, ძალიან მალე ეს კოშმარიც ჩაივლიდა და უკან მოიტოვებდნენ, ისევე როგორც ყველა სხვა სირთულეს, მერე კი მისი პატარა ოჯახი ისევ ბედნიერი იქნებოდა.
მარტო დატოვეს ვაჩე ცოლთან რომელსაც სიყვარულით აღსავსე თვალებთ მისჩერებოდა და ჯერ ისევ უჭირდა დაჯერება რომ ძალიან მალე გაახელდა ლამაზ თვალებს და დაელაპარაკებოდა, ყველაფერი ენატრებოდა ლილესი. ხმა, სიტყვები, სურნელი, მისი კოცნა და კიდევ ის ბედნიერება რომელსაც გოგო ასხივებდა.
ლილემ თვალები რომ გაახილა თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, ტკივილი აღარ აწუხებდა და ყველაფერს იდეალურად ხედავდა. მათ შორის სიმპატიურ ახალგაზრდა მამაკაცს რომელიც საწოლთან კომფორტულ სავარძელში მოკალათებულიყო და ტელეფონში იყურებოდა.
-გამარჯობა... - მხოლოდ მისალმება მოიფიქრა, არ იცდა რა ეთქვა უცხოსთვის.
-პატარავ, ჩემო ლამაზო, როგორ ხარ? - ლილეს ხმის გაგონებაზე ფეხზე წამოხტა ვაჩე და საწოლზე ჩამოუჯდა ცოლს, სახეზე ეფერებოდა, მერე ლოყაზე და ტუჩებზე რომ აკოცა ლილე გაკვირვებას მიეცა, გაშეშდა და ნელ-ნელა შეპარულ შიშს თავი არ გაუყადრა, ინტერესით შეათვალიერა ბიჭი.
-შენ ვინ ხარ? - კითხა ლილემ და დააკვირდა როგორ დაუსერიოზულდა სახე, აღარსად იყო მისი სიმპატიური ღიმილი და თბილი თვალები.
-ლილე... ვაჩე ვარ... შენი ვაჩე.
-მე სახელად ვაჩეს არავის ვიცნობ. - მიუგო საპასუხოდ, მისი ვაჩე როგორ იქნებოდა თუ ამ სახელით ერთ ბიჭსაც არ გადაყრია მთელი ცხოვრების მანძილზე?
-ნუ მაგიჟებ, მე მიცნობ, მე ხომ მიცნობ ლილე არა? ჩემო ყველაზე ლამაზო, ნუ მაშინებ ხო? -ეხვეწებოდა ცოლს და ვერ გაეგო ეხუმრებოდა თუ რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ ლილეს თვალებში ნაცნობი ეშმაკები არ უთამაშებდნენ ისე როგორც ხუმრობის დროს ხდებოდა ხოლმე, ეს კი ისე აშინებდა ვაჩეს რომ განძრევა და ექიმისთვის დაძახებაც არ უნდოდა, იმის შიშით თუ რას ეტყოდა ის.
-ნუ გაგიჟდები მერე, მართლა არ ვიცი ვინ ხარ. - ვაჩე ცუდად ხდებოდა, ჰაერი არ ყოფნიდა და გული ისე ძლიერად უცემდა ყველა კიდურით გრძნობდა ამას.
-შენი ქმარი ვარ. - უთხრა გოგონას და მის ღიმილს დაელოდა, ან უფრო ლოცულობდა რომ მისი ღიმილი ენახა, მაგრამ ამაოდ, ლილეს სახეზე დაბნეულობის და მოულოდნელი შიშის მეტი ვერაფერი ამოიკითხა.
-ქმარი? რა ქმარი, როგორ თუ ქმარი, ნუ მეხები გაწიე ხელები. - ხელი აუქნია რომლითაც სახეზე ეფერებოდა და თვალები ცრემლებით აევსო.
-დამშვიდდი, პატარავ ოღონდ შენ არ იტირო, გთხოვ... - ცდილობდა დაეწყნარებინა მაგრამ არ გამოსდიოდა, შეუვალი იყო ლილე.
-ადექი ჩემი საწოლიდან -ვაჩე იმ წამსვე ადგა.
-ნუ ნერვიულობ, მშვიდად ვილაპარაკოთ, მე არაფერს დაგიშავებ...
-რას ქვია მშვიდად ვილაპარაკოთ, შენი ქმარი ვარო მეუბნები, ვიღაც უცხო ბიჭი...
-ნუ ნერვიულობ, ორსულად ხარ, არ შეიძლება ბავშვისთვის. - ამის გაგონებაზე ლილე უარესად გადაირია. ვიღაც ძალიან ცუდად ეხუმრებოდა და საერთოდ არ ეცინებოდა და ვაჩეს სერიოზული სახის შემხედვარეს, თავისი ვარაუდისაც აღარ სჯეროდა.
-რას ქვია ორსულად ვარ? - ვერ იზარებდა მის სიტყვებს და რა ხდებოდა მის თავს.
-უბრალოდ დამშვიდდი კარგი?ბავშვისთვის არ შეიძლება.
-რომელი ბავშვისთვის ადამიანო არ ვარ ორსულად, ცხოვრებაში ბიჭთან არ ვყოფილვარ და ორსულად როგორ ვიქნები?! - უყვიროდა ვაჩეს, რომელიც შიშჩამდგარი თვალებით მისჩერებოდა ცოლს. ზოგადად, უცხოსთვის მსგავსი რამის თქმა მოერიდებოდა მაგრამ ეს ბიჭი უმტკიცებდა რომ მისი ქმარი და მომავალი ბავშვის მამა იყო, მორიდების ეტაპს დიდი ხნის წინ გაცდნენ.
-ღმერთო გავაფრენ - ჩაიჩურჩულა ბიჭმა ისევ საწოლზე ჩამოუჯდა გოგონას რომელიც ვეღარც კი ეწინააღმდეგება გაბრუებული, შეშინებული და დაბნეული.
-ექიმს დავუძახებ კარგი? შენ კარგად არ ხარ - მოულოდნელად ლილემ ტირილი დაიწყო, ცრემლებს ვერ იკავებდა.
ვაჩე ამის შემხედვარე ფეხზე წამოხტა და სასწრაფოდ ექიმს დაუძახა, პალატაში ია ექიმი შემოვიდა, რომელმაც დრო არ დაკარგა და ლილეს უამრავი კითხვა დაუსვა.
-რა დაგემართა ლილე? მუცელი ხომ არ გტკივა? - ლილემ თავი გააქნია უარის ნიშნად
-მითხრა ორსულად ხარო, შენი ქმარი ვარო - ჩაიჩურჩულა გოგონამ, ექიმსაც იმ წამსვე ნერვიულობა დაეტყო სახეზე.
-არ ვახსოვარ იძახდა, არავის ვიცნობ სახელად ვაჩესო, არ იცის ვინ ვარ - არ დააყოვნა ვაჩემ და მაშინვე უთხრა ია ექიმს, მანაც სასწრაფოდ ანალიზების ჩატარება გადაწყვიტა.
ქეთი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იჯდა, ვერ ბედავდა ბიჭისთვის თვალებში შეეხედა, ხელზე უყურებდა, სადაც მას ქორწილის ბეჭედი ნამდვილად ეკეთა.
თავის ხელზეც დაიხედა და ბეჭედი რომ დაინახა, მიხვდა ეს ყოველივეს ცხადი იყო, ცხადი კი არა უფრო მისთვის წარმოუდგენელი რეალობა.
მართლაც გათხოვილი იყო, ეს უცნობი ბიჭი მისი ქმარი გახლდათ და თურმე მის ბავშვზე ყოფილა ორსულად. მაშინ რატომ არ ახსოვდა? რატომ ვერ იხსენებდა ქორწილს, პირველ ღამეს, ბედნიერ მოგონებებს ან თუნდაც საკუთარი ქმრის გვარს და ასაკს?
ლილეს უამრავი ანალიზების შემდეგ დიაგნოზი დაუსვეს, ნაწილობრივი ამნეზია სჭირდა, რომელიც თავის ტრავმამ გამოიწვია,"რეტროგრადულია ამნეზია, რომლის დროსაც დავიწყებულია ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა ამნეზიის გამომწვევ ეპიზოდს. ამ ფორმის ამნეზიისას დარღვეულია როგორც ეპიზოდური, ასევე სემანტიკური მეხსიერება და ერთანაირად ვლინდება ყველა მოდალობაში. გამოიყოფა რეტროგრადული ამნეზიის სამი ვარიანტი: მეხსიერების დროში შეზღუდული დარღვევა, რომელიც მოიცავს დაზიანებამდე რამოდენიმე წელს, ხოლო შორეული წარსულის მეხსიერება მეტ-ნაკლებად შენახულია (Milner, 1968; Corkin, 1984). ამნეზია შეიძლება გაგრძელდეს როგორც რამდენიმე წუთი, ასევე კვირებით, თვეებით და წლებიც კი, რომლის მანძილზეც ადამიანმა შეიძლება ახალი ცხოვრებაც კი დაიწყოს. ასეთ გაჭიანურებულ რეაქციას ეწოდება დისოციაციური ფუგა (ლათ. fuga - გაქცევა). ასევე, სამეცნიერო ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს მისი სინონონიმები: ფსიქოგენური ფუგა და მდგომარეობის ფუგა. გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც წესი, პიროვნებას შენარჩუნებული აქვს ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, მაგრამ ფუგის პერიოდის მოვლენები სრულად დავიწყებულია."* კითხულობდა ვაჩე, ცდილობდა მოთბინება არ დაეკარგა და ლილეს წინ ცრემლებად არ დაღვრილიყო.
არ ახსოვდა ვაჩესთან შეხვედრა, არც ის პირველივე დანახვაზე, იმ წამსვე როგორ მოეწონა ორივეს ერთმანეთი და არც მას შემდეგ წვალებით აწყობილი ურთიერთობა რომელიც ბევრ უზარმაზარ დაბრკოლებას ძლიერად გაუმკლავდა...
სამი კვირის წინ ვაჩე და ლილე ავარიაში მოყვნენ. მეგობრის, ნიკას სახლში მიდიოდნენ სასიამოვნო საღამოს გასატარებლად, ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე და ის დღეც მშვიდი და ბედნიერი უნდა ყოფილიყო. არსაიდან მთვრალი მძღოლი რომელიც მთელი სისწრაფით გამოვარდა შესახვევიდან მათ მანქანას წინიდან დაეჯახა.
შეჯახება არც თუ ისე ძლიერი იყო მაგრამ ლილემ მაინც დაარტყა თავი ფანჯარას და ადგილზევე გაითიშა, ვაჩეს არაფერი მოსვლია, იღბალი მის მხარეს იყო და უვნებელი გადარჩა. საავადმყოფოში თავისი ხელით მიიყვანა ცოლი, საბედნიეროდ არ დასჭირვებია არანაირი ოპერაცია, მაგრამ გოგონა მაინც ვერ მოდიოდა გონს. ექიმებმა აცნობეს, რომ კომაში იყო. კლინიკაში მისვლის წამიდან ლილეს ხან რაზე სინჯავდნენ და ხანაც რაზე, ყველა კვლევა ჩაუტარეს, რაც კი საჭიროდ ჩათვალეს და სწორედ ამ დროს შეატყობინეს ვაჩეს, რომ მისი ცოლი ორსულად იყო სულ რაღაც 4 კვირის ფეხმძიმე.
ახლა კი საწოლზე მჯდარს არაფერი ახსოვდა, არც ქმარი რომ ჰყავდა ის და ამასთან ერთად შვიდი კვირის ორსული რომ იყო, ეს ისედაც არ იცოდნენ ავარიამდე, ვაჩემაც შემთხვევის დღეს გაიგო. უყურებდა თავის "ახლად შეძენილ" ქმარს და ვერაფრით გაეგო რა უნდა ექნა ახლა.
-ჩემს მშობლებს არ დაურეკე? - კითხა კარგა ხნის მერე, ის სიჩუმე ვერ აიტანა რომელსაც ვაჩეს აღელვებული სუნთქვაც კი არ არღვევდა, ბიჭი ალბათ უკვე მეასედ კითხულობდა დიაგნოზის ფურცლებს და ყველა სიტყვა ზეპირად იცოდა, ლილეს კი უბრალოდ ძალიან აინტერესებდა თუ რატომ არსად ჩანდნენ მისი მშობლები და მეგობრები.
-შენს მშობლებს? - ვაჩემ ცოლს შეხედა და თითქოს რაღაცას მიხვდაო, თავი უკან გადაწია და შუბლზე ხელი გადაისვა -იმდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, არც კი ვიცი საიდან დავიწყო პატარავ.
-თავიდან დაიწყე. - არ გამოპარვია ზედმეტსახელი მაგრამ ამაზე ბევრი აღარ უფიქრია, როგორ უნდა ეთქვა "კი შეიძლება წლებია ასე მეძახი მაგრამ აღარ დამიძახო, მე არ გიცნობ და მეუცხოვება", თან ამაზე დიდი ინტერესიც გააჩნდა.
-შენებს არ ელაპარაკები უკვე წლებია, ერთად ყოფნას გვიშლიდნენ შენ კი ეს ვერ აიტანე და როდესაც მშობლებმა ზურგი გაქციეს ისე გეწყინა რომ აღარ გაგჭირვებია არჩევნის ჩემსა და მათ შორის გაკეთებდა. - ისევ საწოლზე მიუჯდა როცა ნაცნობი გამომეტყველება დაინახა ცოლის სახეზე, ის რომელიც ტირილის წინ ჰქონდა ხოლმე.
რა თქმა უნდა არ შემცდარა, ლილემ წამში ტირილი დაიწყო, ცრემლებს იწმენდდა მაგრამ ამაოდ, ახლები მაშინვე ანაცვლებდნენ მათ. ვაჩემ მხარზე დაადო ხელი, ყველაფრის მორიდებით გაკეთებას ცდილობდა რომ ისედაც შეშინებული და დაბნეული ლილე უარესად არ შეეშინებინა, თან ვაჩეს გარდა კარგად იცოდა რომ არავინ ყავდა და მისდამი თუ უნდობლობით და ბრაზით იქნებოდა განწყობილი მერე რა უნდა ექნა გოგონას?
-გთხოვ, ნუ ტირი.
-მართლა არ მელაპარაკებიან? ეგრე ძალიან ვაწყენინე?
-ლილე მომისმინე, უკვე წლებია არ გამოსულან კონტაქტზე. შენ არაერთხელ სცადე მათთან დარეკვა, მაგრამ...
-მაგრამ ვერ აიტანეს რომ არ დავემორჩილე და სამუდამოდ მაქციეს ზურგი. ძნელი მისახვედრი არ არის, უყვართ ჩემი კონტროლი...
-ჩემო ლამაზო - სახეზე ორივე ხელით მოეფერა ვაჩე, ცრემლებს წმენდდა და მონატრებას ამ პატარა შეხებით მაინც იკლავდა, მართალია არაფრად ეყო მაგრამ უნდა ეკმარა.
-რატომ არ მოეწონე ჩემებს?
-მაშინ ფული არ მქონდა და მაგიტომ, არ ემეტებოდათ ერთად-ერთი ქალიშვილი უბრალო სანტექნიკოსისთვის.
-სანტექნიკოსი ხარ? - ცხვირი საყვარლად მოიწმინდა ლილემ, მის შემხედვარეს კი ვაჩეს გულში სითბო ჩაეღვარა. გიჟდებოდა თავის ცოლზე, სხვა რა ახსნა სჭირდებოდა.
-ვარ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვმუშაობ.
-აბა?
-მაგ ყველაფერს მერე მოგიყვები, სახლში რომ წავალთ.
-სახლში? შენს სახლში? - ლილე დაიბნა, არ უნდოდა უცხო კაცთან ერთად ეცხოვრა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მშობლებისთვის დაერეკა და ყველაფერი მოეყოლა რაც მოხდა, მაგრამ ეჭვობდა ფეხმძიმეს უკან აღარ მიიღებდნენ, თუნდაც ვაჩე დავიწყებული ჰყოლოდა. არასდროს იცოდა რას მოიმოქმედებდნენ, მისი მშობლები მკაცრი და პრინციპული ხალხი იყვნენ, ძალიან ეცადეს ლილეც მათსავით გაეზარდათ მაგრამ გოგონა არაფრით გავდა დედ-მამას.
-ჩვენს სახლში ლამაზო. - სახეზე მოეფერა ისევ, აღარ ტიროდა, ამჯერად ინტერესით ჰქონდა თვალები სავსე ცრემლების ნაცვლად.
-ერთად ვცხოვრობთ? - იკითხა მეამიტურად, წამში ავიწყდებოდა ეს უცნობი ბიჭი მისი ქმარი რომ იყო. თან, როგორც აღმოაჩინა ერთად-ერთი ოჯახის წევრი რომელიც ახლა გვერდში ედგა და თავზე ევლებოდა.
-აბა ცოლი და ქმარი ცალცალკე უნდა ვცხოვრობდეთ? - გაეღიმა ვაჩეს როდესაც გოგონას ლოყები აუწითლდა, კინაღამ დაიხარა და უამრავი კოცნა აჩუქა, თავი ძლივს შეიკავა. უჭირდა, ლილესთან არასდროს უწევდა თავის შეკავება, სულ იმას აკეთებდა რაც მოესურვებოდა და ვნებას აყოლილი ლილეც არ ჩამოუვარდებოდა ხოლმე, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო...
ლილეს წამში მოწყენილობა შეეტყო, ხელები მუცელზე დაიდო.
-შვილი მეყოლება - მას უთხრა თუ თავისთვის ჩაილაპარაკა ვერ გაარჩია ვაჩემ.
-ლილე...
-იცი? სულ მინდოდა შვილი მყოლოდა - კი გაიღიმა მაგრამ სევდას რა დამალავდა მის სახეზე, ან ვაჩეს როგორ დაუმალავდა იმას თუ რას გრძნობდა, ერთი გამოხედვა იყო საკმარისი და ბიჭმა ზუსტად იცოდა რას განიცდიდა მისი ცოლი.
-კი, ვიცი. ჯერ გოგო გინდა, მერე ბიჭი.
-რათქმაუნდა იცი. - თავი გააქნია, იფიქრებდით უკმაყოფილო იყო, რომ ვერ მიხვდა მსგავსი რამ ვაჩეს აუცილებლად ეცოდინებოდა.
-არ ვიცი რა გავაკეთო - გულწრფელობისგან თავი არ შეიკავა, ქმარს სახეზე აკვირდებოდა და ხვდებოდა რომ ამ ადამიანის ნდობა ნამდვილად შეეძლო, თან სხვა არავინ ჩანდა ჰორიზონტზე.
-ვაჩე... ხელს თუ გიშლით მოგვიანებით მოვალ. - ქეთინო ექიმმა შემოიხედა და წყვილის დანახვაზე თავი შეიკავა მაგრამ როგორც კი ვაჩემ მეან-გინეკოლოგი დაინახა მაშინვე რეალობას დაუბრუნდა.
-შემოდით ექიმო.
-სასიამოვნოა შენთან შეხვედრა, ლილე. სასწაულია რომ ასე სწრაფად გაიღვიძე, კიდევ უფრო დიდ ხანს რომ გაგრძელებულიყო ეს კომა...
-რა მოხდებოდა? - მაშინვე დაინტერესდა ლილე, იმის მიუხედავადრომ ია ექიმმა საათების განმავლობაში აუხსნა ყველაფერი რაც მოხდა და მოხდებოდა მომავალში, მაინც არ კმაროდა ლილესთვის იმის მოსმენა თუ რა დაემართა. თითქოს სხვა ხალხის სიტყვებით ივსებდა მოგონებებსო, მათი ნათქვამით ერთ მთლიან სურათს ქმნიდა და ასე ცდილობდა იმ სიცარიელეს ოდნავ მაინც ამოვსებას რომელსაც მის გონებაში დაედო ბინა. არაფერი ახსოვდა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწორედ ეს იყო მისი ბოლო მოგონება, ის და მისი მეგობრები დამამთავრებელ წვეულებაზე, მერე კი აქ გაიღვიძა. დისორიენტაციის სენსაციასაც ვერსად გაურბოდა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სწორედ ამიტომ ეჭიდებოდა ვაჩეს, ის რომ არა ალბათ ექიმებს ხმას ვერ გასცემდა, შეშინებული და დაბნეული.
-ბავშვის მოშორება მოგვიწევდა, შენი სხეული ორმაგად მუშაობდა რომ კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნისგან გამოეღვიძა, ცხრა თვე და ნაყოფის გაჩენა გაჭირდებოდა. შესაძლებელი ნამდვილად არის, მაგრამ ძალიან საშიში და იშვიათი, ამას ვაპირებდით თუ კიდევ რამდენიმე კვირა არ გაიღვიძებდი. ვაჩეც შენი გადარჩენისთვის ყველაფერზე იყო თანახმა.
ლილემ ვაჩეს რომ შეხედა მასში უცხო ადამიანის ნაცვლად სხვა რამ დაინახა. იფიქრა, წარსულის ლილეს და მის გადაწყვეტილებებს უნდა ვენდო, უნდა ვენდო საკუთარ თავს რომ სწორი ადამიანი ავირჩიე მეგზურად და ეს პირველი რგოლი იყო იმ ჯაჭვზე რომელსაც ლილე ვაჩეს ნდობას ეძახდა.
გოგონას ჯერ ისევ უჭირდა ყველაფრის გადახარშვა, უკვე საათებია ეღვიძა და საკუთარი დიაგნოზის ყველა დეტალი კარგად იცოდა, ახლა მეორე "დიაგნოზის" დეტაალების გარკვევის დრო იყო. იწვა ექოსკოპიის საწოლზე და ექიმს ელოდა, ქეთინომ ვაჩეს უთხრა მალე შემოგიერთდებითო და წყვილი ისევ მარტო დატოვა.
ლილე თავის ბრტყელ მუცელს უყურება და მთელი არსებით ცდილობდა იმის გაცნობიერებას რომ ახლა, სწორედ ახლა, ორსულად იყო. ვაჩეს შეხედა რომელიც წარბშეკრული მიშტერებოდა მუცელზე.
-ეგეთი სახე რატომ გაქვს? - ვაჩეს ნათქვამ თითო სიტყვას იმახსოვრებდა და ცდილობდა რომ ბიჭის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამოჩენა არ დავიწყებიდა, სწორედ ამიტომ არ ესიამოვნა მისი დაძაბული, თითქოს უბედური გამომეტყველება.
-იმიტომ რომ მინდა მოგეფერო და ვერ გეფერები. - ლილეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ეს ისე ცხადად იგრძნო ეგონა ვაჩემაც შენიშნა, მანაც რა თქმა უნდა შენიშნა მაგრამ ლილეს არ მიახვედრა ეს.
-შეგიძლია მომეფერო, შენი შვილიცაა - უპასუხა ცოლმა პატარა ღიმილით, ვაჩემ ნერწყვი გადაყლაპა და ლილეს მუცელთან დაიხარა. ლილე მისი დიდი ხელების შეხებას ელოდა მაგრამ წამში შეცბა როდესაც ბიჭმა ახურებული ტუჩები მიაკრო მუცელზე, ხელები წელზე დააწყო და ცერა თითის მოძრაობით მოეფერა.
-ოღონდ შენ არ ინერვიულო, კაი ლილე? ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები. ვიცი რომ ჩემი დაპირების ფასი არ იცი, არ გახსოვს, მაგრამ მერწმუნე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ კარგად იყო. ერთხელ ხომ მენდე უცხოს, არა? გემუდარები, ეს მეორედაც გააკეთე.
-არ ვნერვიულობ. და მე შენ გენდობი. - გაშტერებული იყო ლილე, როგორია ერთ დღეს დაიძინო და მომავალში გაიღვიძო, იქ სადაც ოჯახს არ ელაპარაკები, შენი მეგობრები არსად ჩანან, ორსულად ხარ და ქმარი გყავს რომელიც აშკარად ძალიანაა შეყვარებული შენზე, შენ კი მხოლოდ ერთ რამეს გრძნობ - დაბნეულობას.
ექიმი მალევე შეუერთდა წყვილს და ექოსკოპიას შეუდგა. ლილეს სულ უნდოდა შვილები ჰყოლოდა, აინტერესებდა რა შეგრძნება იყო ფეხმძიმობა და ბავშვის გაჩენა, უნდოდა მისთვის დედა დაეძახათ და პატარაობაში სულ ნატრობდა კარგი ადამიანი შემახვედრე რომ ჩემს შვილებს მამობა სწორად გაუწიოსო. ის საკუთარი მშობლების შემხედვარე ხვდებოდა რომ სიყვარული იმაზე მნშვნელოვანი იყო ვიდრე სხვა ნებისმიერი რამ, ადვილად ხედავდა რომ მის მშობლებს ერთმანეთი არ უყვარდათ, სწორედ ამიტომ ექცეოდნენ ლილეს ისე როგორც საქმიან პარტნიორს, ან სამსახურეობრივ პროექტს მოექცევი.
-თქვენი პატარა კარგად გამოიყურება, არაფერი საშიში და სანერვიულო.
-და სად არის?- ეკრანს გაფაციცებით უყურებდა მაგრამ მაინც ვერსად ამჩნევდა.
-აი აქ ლილე, შეხედე. - ხელი ეკრანზე დაადო, შავი წერტილი დაინახა და სახე უკმაყოფილოდ დამანჭა, ვაჩეს გაეღიმა მის შემხედვარე და ვერ მოითბინა, ხელი ჩაკიდა, ლილეს არ გაუპროტესტებია. მოუწევდა რომ შვილის მამა დარჩენილი შვიდი თვის განმავლობაში კარგად გაეცნო, ისე რომ მის გონებაში ახლა არსებული აღარანაირი კითხვისნიშანი არ დარჩენილყო.
-მოცვის ხელაა, შვიდი კვირის ამხელები არიან ხო თუ არ ვცდები? - იკითხა ვაჩემ და ლილეს გაკვირვებული სახე რომ დაინახა კიდევ უფრო გაეღიმა.
-კი, შენ არ იცი ლილე, თორემ ეს მთელი დრო რაც შენ გეძინა იჯდა და ხან ფეხმძიმობაზე კითხულობდა წიგნებს ხან კომატოზურ მდგომარეობაზე. სულ ჩემს კაბინეტში იჯდა, ყველაფერი აინტერესებდა.
-ანუ შენც გინდოდა მამობა. - კითხა ლილემ და ვაჩემ თავი დაუქნია, მეტი არაფეი უთქვამს ეკრანს მიუბრუნდა მომღიმარი.
ქეთინო ექიმმა აცნობა რომ ყველაფერი რიგში იყო და შემდეგი ვიზიტიც ჩაუნიშნა, მერე პალატაში დაბრუნებულ ლილეს მაშინვე ჩაეძინა, ჯერ ერთი დღე იყო რაც კომიდა გამოვიდა და ამ 24 საათში იდენი ინფორმაცია მიიღო რომ გადახარშვა უჭირდა, დაღლილი იყო. ვაჩე კი იჯდა და ცოლს უყურებდა, ვერ იჯერებდა რომ ასე გაწონაწსორებული შეხვდა ყველა ახალ ამბავს რაც მთელი დღისგანმავლობაში შეიტყო. ლილე მას დღითიდღე აკირვებდა, როგორ შეეძლო ასეთ რთულ, უფრო სწორი იქნება, წარმოუდგენელ სიტუაციაში სიმშვიდე შეენარჩუნებინა? ისიც ძალიან ახარებდა რომ მისადმი მცირედ მაგრამ მაინც იჩენდა ნდობას, არ იშორებდა მის ხელებს რომლებიც პატარა შეხების მეტს ისედაც ვერ უბედავდა და ცდილობდა რომ ყვლაფერი გაერკვია რაც არ ახსოვდა.
მეორე დღეს შეატყობინეს რომ იმავე კვირას გაწერდნენ და ლილეც მოთბინებით დაელოდა იმ დღეს როცა აწ უკვე მობეზრებულ საავადმყოფოს დატოვებდა. ვაჩეს დამსახურებით ისე ძალიან აღარ ნერვიულობდა როგორც პირველ დღეს, ახლა უფრო გამგებად ეკიდებოდა ყველაფერს რასაც ქმარი ეუბნებოდა, არც კითხვების დასმა ერიდებოდა და არც პასუხების მოსმენა. ის დღე ძილში გალია, მოსუსტებულს ფეხზე ადგომაც არ შეეძლო, სააბაზანოში შესვლაში ვაჩე დაეხმარა და კი ძალიან ერიდებოდა ლილეს მაგრამ ვაჩეს სახეზე არანაირი უარყოფითი ემოცია არ გამოსახულა და სწორედ ამიტომ გოგონამ ამ კომპლექსს ზურგი აქცია.
-ერთმანეთს სად შევხვდით? – მომდევნო საღამოს ერთად ისხდენ საწოლზე, ლილეს წოლა აღარ უნდოდა და ვაჩეს გვერდით მოკალათებული მათ ფოტოებს ათვალიერებდა ტელეფონში.
-ბათუმში, იმ წელს დაამთავრე ბაკალავრი და აღსაღნიშნად იყავი დაქალებთან ერთად, მე სასტუმროში ვმუშაობდი სანტექნიკოსად, ოთახში დუში გააფუჭე და მაშინ გავიცანით ერთმანეთი.
-მაშინვე მოგეწონე? - ხუმრობა უნდოდა ლილეს მაგრამ გეგმები ჩაეშალა როცა ვაჩემ ხმა არ ამოიღო, ხუმრობის მაგივრად ლოყაზე მოეფერა, კი იფიქრა ლილემ ამას რომ ხშირად იმეორებდა მაგრამ ვერაფერი უთხრა, მოინუსხა ისეთი თბილი მზერთ უყურებდა ვაჩე.
-კი, მე ეგრევე შემიყვარდი. კიდე კაი შენც მაშინვე მოგეწონე თორემ რას ვიზავდი წარმოდგენაც არ მინდა.
-მართლა? ანუ ასე მალე ვიყავით ერთად?
-არა, რა ერთად, შენ ვერ შემაცდინე.
-მე მინდოდა შენი შეცდენა და არა პირიქით? შეხედე შენ ვაჩე გულბანს. - ქმარს ყველა საჭირო ინფორმაცია გამოჰკითხა უკვე, როცა გაიგო რომ ის სვანი იყო სახე გაუბრწყინდა, გიჟდებოდა სვანეთზე.
-ხო, მე თავიდანვე კარგად ვიცოდი შენი ცოლად მოყვანა რომ მინდოდა, შენთან უბრალო გართობის მიზნით ურთიერთობას მერჩივნა ხელი არ დამეკარებინა. – ლილეს გული აუჩქარდა, ვაჩე ისეთი სხვანაირი, იყო, ისეთი მოსიყვარულე რომ სიმხურვალე იტანდა, ვერ გაეგო მოზღვავებული ემოციები ძველი ლილეს ბრალი იყო, თვითონ ვაჩესი თუ ორსულობის ჰორმონების.
-გამოდის რომ მე მინდოდი გასართობად.
-ჰო რაღაც ეგრე მაგრამ მალევე შენც ისე შეგიყვარდი როგორც მე.
-სამი წელია დაქორწინებულები ვართ ანუ.
-არა, ორი. პირველი წელი ისეთი დავი-დარაბა გადავიტანეთ შენებთან რომ გახსენებაც არ მინდა, მერე წამოხვედი და ჩემთან რომ გადმოხვედი ცოლად მოგიყვანე, მანამდეც დიდი ხანი მინდოდა მარა არ მომყვებოდი.
-26ის რომ ხარ ვიცი და შენი ოჯახი? - რომ გაიაზრა რომელი წელიც იყო ძლივს დაიჯერა 22-ის კი არა 25 წლის რომ იყო, მისი ქმარი კი ერთი წლით უფროსი გახლდათ.
-დედ-მამა თინეოჯერობისას გარდამეცვალნენ, ძმა მყავს უფროსი, გურამი, რომელიც ქურდობაზე ზის და ხან რაზე ამატებენ წლებს ხან რაზე.
-ჩემი მეგობრები? არ მითხრა მაგათაც არ მოეწონე სასიძოდ თორე გავაფრენ.
-არა ეგენი ნელა ჩამოგშორდნენ, ახალგათხოვილი რომ იყავი ფული მართლა გვიჭირდა, ორივე ვმუშაობდით მაგრამ თან მუშაობა და თან ბიზნესის წამოწყება მარტივი არ იყო. სულ საქმეები გვქონდა და ისეთი სიხშირით ვერ ნახულობდი როგორც ადრე, დროთა განმავლობაში აღარ გეხმიანებოდნენ ისევ შენ ცდილობდი, მერე შენც გამოაცხადე თუ ასე ამბობენ უარს ჩვენს მეგობრობაზე არც მე მინდაო.
-რა საქციელია, გეგონება სანტექნიკოსობა გრეხი იყოს – ვაჩეს გაეცინა და მათ ახლანდელ საქმიანობაზე მოუყვა.
-აღარ ვარ მე სანტექნიკოსი, მეორე წელია წარმატებული ბიზნესი გვაქვს რომელიც ყოველდღე უფრო წარმატებული ხდება, რესტორანი გავხსენით.
-ვაიმე! სულ მინდოდა რესტორნი მქონოდა. – შეიცხადა ლილემ და გახარებულმა შემოხვია ქმარს ხელები კისერზე. ისე უხაროდა რომ მეცხრე ცზე ეგონა თავი, ნელ-ნელა ეგონა კოშმარში კი არა მის ოცნების ცხოვრებაში გაიღვიძა.
-ვიცი ცხოვრება. – ვაჩემაც არ დააყოვნა და ზურგზე ძლიერად შემოაჭდო გოგონას ხელები, ლილე გატრუნული იყო, იმ წუთას ისე ესიამოვნა მისი შეხება რომ აღარ უნდოდა მოსცილებოდა.
-მოიცა... სანდრო? - უცბად მოშორდა ლილე ქმარს და დაბნეული მიაჩერდა, ვაჩეს დაბნეულობა შეეტყო სახეზე.
-შენი ყოფილი სანდრო? - წარბები დაქაჩა ვაჩემ.
-ხო, ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, გამოსაშვებზეც პირველად მაკოცა. - ისე დააინტერესდა რა ბედი ეწია სანდროს... ვერ იტყოდა რომ სანდროზე გიჟდებოდა მაგრამ საკმარისად მოსწონდა იმისთვის რომ მასთან ურთიერთობა დაეწყო.
-ვიცი - სახე მოექუფრა ვაჩეს რაც ლილეს არ გამორჩენია, მხარზე დაადო ხელი და ინტერესით აღსავსე თვალებით მიაჩერდა, მან რა იცოდა როგორ უჭირდა წარსულის გახსენება ვაჩეს.
-თუ გინდა მერე მომიყევი... - აღარ გაუგრძელებია ამ ტემაზე, ფოტოების დათვალიერება განაგრძო და არაერთი სასიამოვნო მოგონება მოისმინა ვაჩესგან, ერთ-ერთ ფოტოში ღამის ბათუმის ფონზე ისხდნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, სწორედ ისე როგორც ნამდვილ რომანტიულ ამბიენტს შეეფერება. ლილეს არც კი დასჭირდა კითხვის დასმა ვაჩემ თავისით დაიწყო მოყოლა.
***
უკვე მეორე კვირა იყო აგიჟებდა ეს გოგო, ვერ გაეგო ასეთი რა დამართა რომ მის გარდა ვერავიზე ფიქრობდა, არავინ აინტერესებდა, რამე მისი სახის გარდა ვეღარაფერს რომ ვერ ხედავდა მაშინ დაიწყო იმაზე ფიქრი რომ მისი საქმე წასული იყო, ამ გოგოს ვერსად გაექცეოდა...
ბათუმში მშვიდი და თბილი ღამე იდგა, ისეთი კარგი ამინდი იყო რომ დაღლილობის მიუხედავავდ ძილი საერთოდ არ უნდოდა, სანაპიროზე გავიდა და მშვიდ ტალღებს მიაყურადა.
ლილე მაშინ გამოვიდა აივანზე, დაქალებს აცნობა მე მეტს ვეღარ დავლევო და გრილ მეტლახზე ფეხები გაშალა რომ ცოტა გამოფხიზლებულიყო, თბილი ნიავი საერთოდ არ შველოდა. სანაპიროსკენ გაიხედა და იქვე მჯდარი ბიჭის ისე შეშურდა იფიქრა მე როგორ ვერ მოვიფიქრე ზღვაზე გასვლაო და სანამ ადგებოდა ვაჩეს სახე რომ დალანდა გული სიხარულით და მოლოდინით აუძგერდა. გიჟდებოდა ამ ბიჭის გარეგნობაზე, მოსწონდა მისი განიერი მხრები და დიდი ხელები, ის რომ მის წინ მდგარი მაღლიდან ჩამოსცქეროდა და მაშინ როცა სხვა ყველა ლილეს ფეხქვეშ ეგებოდა, ბიჭები ყურადღებას არასდროს აკლებდნენ, ვაჩე არ იყო ასე. აგიჟებდა ეს ფაქტი, ბიჭის მწველ მზერაში მარტივად არჩევდა სურვილს და მზად იყო ის რაც ამდენი ხნის განმავლობაში არავისთვის ემეტებოდა მისთვის ერთი სიტყვის გამგონეს დაეთმო.
ისე დატოვა ოთახი და სასტუმრო სმაში გართულ დაქალებს არაფერი შეუმჩნევიათ, არც ვაჩეს გაუგია უკნიდან უჩუმრად როგორ მიეპარა და თვალებზე ხელი რომ ააფარა მერეღა მიხვდა ვინც იყო.
-აბა ვინ ვარ?
-ნასვამი ხარ? - მაშინვე ანერვიულდა
-ხო მერე
-რა მერე, რას დადიხარ ქუჩაში ამ შუა ღამეს. - წარბები შეკრა, სიმკაცრე კაცზე პირველად მოეწონა.
-დაგინახე და მოგაკითხე, რაიყო არ შეიძლება?
-არა, მთვრალზე მეორედ ღამე გარეთ გამოსული არ დაგინახო.
-კაი, ღამე ერთად რო ვიქნებით ხოლმე საერთოდ არ გავალ არსად.
-ლილე, უკვე გითხარი...
-ხო გავიგე... არ გინდივარ - თავი სასაცილოდ დაუქნია.
ლილეს საერთოდ არ ქონდა გეგმაში პირველივე დღეს დუშის გაფუჭება და მერე სანტექნიკოსად მოვლენილ ვაჩეს გვერდით სველი ხალათის ამარა დგომას, არც იმას ელოდა მასზე ფიქრს რომ ვერ შეწყვეტდა და მით უმეტეს არც მის უარს რამდენიმე დღის შემდეგ რომ სტკიცა თავმომწონე გოგოს.
-მე ეგ გითხარი?
-ხო, ართქვი არმინდიხარ გასართობადო?
-რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ ამაზე, ადექი გაგაცილებ.
-არმინდა წასვლა, შენთან მინდა. - არ ნებდებოდა ლილე, ვაჩეც მიხვდა აზრი არ ჰქონდა და გოგოს ნებას დაყვა.
-აბა? ერთობით სამეგობრო?
-მე ვიცი უკეთესი გასართობიც მარა არაო, მითხრეს. - ხელები დრამატულად აიქნია ლილემ, ვაჩეს გაეცინა მაგრამ მაინც მკაცრი მზერა დაასო გოგოს.
-კაი, გავიგე, ფხიზელზე. - ერთი მომენტი ჩუმად ისხდნენ, ვაჩეს ტალღების ნაცვლად თავისი გულისცემა ესმოდა.
-შეყვარებულს დავშორდი გუშინ. - ვაჩე ამის გარდა ყველაფერს ელოდა.
-შეყვარებული გყავდა?
-ხო, ჩვენი ურთიერთობა ერთი თვისაც არიყო, არ უნდოდა რო მარტო წამოვსულიყავი მე კიდე ვერ ვიტან რაღაცეებს რო მიშლია, მაგისთვის ჩემებიც მეყოფა. ვიჩხუბეთ, ავდექი და დავშორდი.
-ლამის შარებში გამხვიე, ანუ.
-ნწ, მოვშორდი თუ არა თბილის იმას მივხვდი ამდენი ხანი რატომ არ ვაძლევდი მაგ ბიჭს შანს, მეორე კურსიდან კუდში დამსდევს.
-ბიჭები წლები დაგდევენ, მე კიდევ კვირა ნახევარია მიცნობ და მზად ხარ რომ... - ლილემ თავი მოურიდებლად დაუქნია.
-შენ მათ არ გავხარ.
-ხვალ მუშაობის საათები დამიმთავრდება თუ არა მოგაკითხავ და კარგად მომიყევი, აბა ერთი რატომ იყავი მაგ შენ ყოფილთან.
-რომ წავალ თბილისშიც ჩამომაკითხავ ხოლმე?
-თბილისში ვცხოვრობ და ეგრეც რომ არ იყოს, მე სად არ ჩამოგაკითხავ?...
***
-იმ ღამეს კარგა ხანი ვილაპარაკეთ, პირველად მაშინ მომიყევი შენს მშობლებზე და წასვლამდე ასე გაომიცხადე მომენატრები სანამ გნახავო , ეს ფოტო მაგიტომ გადავიღეთ.
გატრუნული უსმენდა ლილე და ღიმილს ვერ იკავებდა. ისე ნატრობდა რომ გახსენებოდა ყოველივე ეს მაგრამ რაც უფრო მეტად ატანდა გონებას ძალას მით უფრო ტკივდებოდა თავი, ექიმმა კი გააფრთხილა შენ რაც არ უნდა ეცადო ასე მაინც ვერ გაიხსენებ, თავისით უნდა დაგიბრუნდეს მეხსიერებაო მაგრამ რა ექნა, თავს ვერ იკავებდა.
ლილეს გამოწერის დღე რომ დადგა ვაჩეზე ბედნიერ კაცს ვერ იპოვნიდით დედამიწის ზურგზე, იჯდა და უყურებდა როგორ ალაგებდა ყველაფერს, კი შესთავაზა რამდენჯერმე მეც დაგეხმარებიო მაგრამ ქმარმა ადგომა აუკრძალა, შენ მანდ იჯექი მე მივხედავ ყველაფერსო რომ გამოუცხადა აღარც გაუპროტესტებია.
ვაჩე გულში გაჩენილ იმედის ნაპერწკალს ეჭიდებოდა, ნატრობდა რომ ლილეს სახლის შემხედვარე რამე მაინც გაახსენდებოდა. იმაზეც ნერვიულობდა ლილეს თავი კომფორტულად რომ არ ეგრძნო მერე რა უნდა გაეკეთებინა, მაგრამ რაღაც კარნახობდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ისე ნელა მართავდა მანქანას მარტივი მისახვედრი იყო რომ ფრთხილობდა, კიდევ რამე რომ მოსვლოდა ლილეს ალბათ თვითონაც ვეღარ გადაიტანდა. ნახევარი საათის გზა ერთ საათში ძლივს გაიარეს, ახალაშენებული კორპუსის წინ გაჩერდნენ და მანქანიდან გადავიდნენ. ლილეს მოეწონა სამეზობლო, ახლოს სუფთა და მოწესრგებული პარკი დაინახა და ესიამოვნა ეს რომ გაითვალისწინეს წარსულის ლილემ და ვაჩემ მათი მომავალი ბავშვისთვის.
სახლში შესულს ლილეს გაკვირვებისგან აღარ იცოდა რა დაეთვალიერებინა პირველი, მოეწონა შემოსასვლელი, დეკორი, მისაღებში ავეჯი, სამზარეულოში ჭურჭელი, საძინებელში თბილი აურა და წიგნებით გადავსებული თაროც არ გამორჩენია.
-აბა რას იტყვი?
-ეტყობა რომ ჩემი მოწყობილია.
-ხო, ნაქირავებია მაგრამ სახლის ყიდვასაც ვაპირებდით და ავეჯი ყველაფერი შენი არჩეულია, ამბობდი ნელ-ნელა თუ არ შევაგროვეთ მერე ერთბაშად რთულიაო. - თან სამზარეულოში ახალ ნაყიდ პროდუქტს ალაგებდა და ისე ელაპარაკებოდა სკამზე კომფორტულად წამომჯდარ ცოლს. გზაში მაღაზიაში რომ შეიარეს იმდენი ატარა ლილე რომ გოგო შეწუხებული ეუბნებოდა მე არაფერი მინდა, არ მაქვს არანაირი ფეხმძიმობის სურვილებიო.
-უყურე შენ რა წინდახედულობა გამომიჩენია.
-ეს დალიე და საჭმელს მოგიმზადებ მანამდე. - წინ ალუბლის წვენი დაუდო და ლილეს სახე შეუწუხდა.
-არ მინდა რა, გთხოვ.დღეს დილით ისედაც იმდენი მაჭამე მუცელი ახლაც მტკივა. - ხელები მუცელზე დაილაგა.
-მართლა გტკივა?
-არა არ მტკივა, არ მშია და არც ეს წვენი მინდა. რა დროს საჭმლის მომზადებაა საჭმლის დანახვაც არმინდა.
-წამოდი წამოწექი და მე მანამდე ამოვალაგებ ყველაფერს.
საძინებელში შესულს მხოლოდ ახლა გაახსენდა რომ ვაჩესაც აქ უნდა დაეძინა წესით.
-ისე უყურებ მაგ ლოგინს ვინმე იფიქრებს მოჩვენება წევსო.
-არა სულ არ ვუყურებ ეგრე.
-როგორ არა. - მისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი და წამში მიუახლოვდა, ლილე დაიბნა და უკან დაიხია, ამის შემხედვარემ ბიჭმა ღიმილი ვეღარ შეიკავა და ერთბაშად მოშორდა აწითლებულ ლილეს.
-კაი, ნუ ანერვიულდი, მე დივანზე მძინავს ამიერიდან.
-მაშინ მანახე ჩემი ტანსაცმელი სად არის, გამოვიცვალო და წამოვწვები.
საღამომდე აღარ მოშიებია ლილეს, წამოწოლილს სამზარეულოდან ელაპარაკებოდა, ვაჩემ საყვარელი სალათები და პასტა გაუმზადა და ერთად ივახშმეს, ლილე ყოველ დღე უფრო მომჯობინებული იყო რაც ვაჩეს ძალიან ახარებდა მაგრამ ჯერ ისევ არანაირი ცვლილება არ შეინიშნებოდა მისი მეხსიერების დაბრუნებაზე.
იმ ღამეს იწვა ლილე და ცრემლებს ვერ ერეოდა, ჩუმად მოთქვამდა ისე რომ ვაჩეს არ გაეგო, უნდოდა გაეხსენებინა ყველაფერი მაგრამ თავის ტკივილი როგორც კი ეწყებოდა მაშინვე ყვეალრის სურვილი უქრებოდა, ერთადერთი რაც შეეძლო იყო ის რომ ექიმებისთვის დაეჯერებინა და დრო მიეცა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ის რომ შეიძლება ვერასდროს დაებრუნებინა დაკარგული სიმდიდრე, აგიჟებდა და აშინებდა. ტირილში ჩაეძინა.
მეორე დღეს დილით ადრე გაიღვიძა და ვეღარ შეიბრუნა ძილი, მისაღებში გასულს მხოლოდ საცვალში მძინარი ბიჭი დაინახა და წამში აუჩქარდა გული, ისეთი სიმპატიური და მიმზიდველი იყო მისი ქმარი რომ ეგოისტურად სიამოვნებდა საკუთარი წარსულის არჩევანი.
საუზმეს რომ ამზადებდა თმა არეული ვაჩე შევიდა სამზარეულოში, შორტის ჩაცმა უკადრებიაო, გაიფიქრა ლილემ და თავის ფიქრზე გაეღიმა, გეგონება გავაპროტესტებდი რომც არ ჩაეცვაო...
-ცხოვრება - თვალებს იფშვნეტდა, ფეხშიშველმა გადაკვეთა მათშორის მანძილი და ლილეს წელზე უკნიდან შემოეხვია, კისერში რამდენჯერმე აკოცა და როცა ლილემ ხმა არ ამოიღო, გაშეშდა, მიხვდა რასაც აკეთებდა.
-ბოდიში ვერ გავიაზრე, ასე დგახარ ხოლმე დილაობით და... - ვეღარ დაამთავრა სიტყვა რადგან ლილე შემოტრიალდა და სახეზე გადაწითლებულს თვალები გაფართოვებოდა.
-ასე ვიყავით ადრე?
-ასე როგორ? - თმაზე მოუნდა მოფერებოდა გოგოს მაგრამ ხელის აწევაც ვერ გაბედა.
-სულ მეფერები, სულ ჩემს გვერდით ხარ, ჩემზე ზრუნავ. - ვაჩემ თავი დაუქნია, ნელა გაეღიმა.
-კი, არ გახსოვს მაგრამ შენც ისე იქცეოდი როგორც მე, ეს იყო ჩვენთვის ნორმალური. თან, ქმარი ვარ შენი ლილე, სხვა რა უნდა ვქნა? - ლილემ თავი დახარა, ისევ ცრემლები მოაწვა, როგორც ჩანს ღამე არ ეყო ამ სიტუაციის დასატირებლად.
-რატომ ვერ ვიხსენებ... - ცრემლები ამოაყოლა მშვიდ კითხვას და ვაჩეს შეხედა ისევ. ბიჭმა არ დააყოვნა, ცრემლები შეუმშრალა და ჩაიხუტა, ერთი ხელით ზურგზე ეფერებოდა, მეორე კი წელზე შემოეხვია. ზუსტად იცოდა ამ ბიჭმა ლილესთან როგორ მოქცეულიყო, ამან უარესად აატირა ლილე.
-გაგახსენდება, კაი არ იტირო, ჩემო ლამაზო, გაგახსენდება. - ამშვიდებდა ცოლს.
-რომ არ გამახსენდეს? როდემდე იქნები ჩემთან თუ არ მემახსოვრები? - მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ბავშვის მამამაც რომ მიმატოვოს მერე რაღა მეშველებაო, არ უნდოდა ამ ფიქრის აღიარება მაგრამ ამჯობინა გულწრფელი ყოფილიყო, ტყუილს რა აზრი ჰქონდა მასთან.
-მეორედ მსგავსი რამ არც კი გაიფიქრო, გასაგებია? შენთან იქამდე ვიქნები სანამ შენ გენდომება და მერეც არ შეგეშვები. ლილე ცოლი ხარ გოგო ჩემი, ცოლი. შენს მეტი ვინ მყავს მე? ჰა, ვინ მინდა სხვა ამ ცხოვრებაში თქვენ ორის გარდა? - არც მუცელზე მოფერება დავიწყებია.
-რომ არ გამახსენდე...
-თუ არ გაგახსენდება მაშინ თავიდან შეგაყვარებ თავს, ახალ მოგონებებს შევქმნით, ყველაფერს ისე მოგიყვები როგორც იყო, ეხლა აღარ იტირო თორემ... - არც ვაჩეს დასცალდა სიტყვის დამთავრება რადგან მოულოდნელად ატეხილმა კაკუნმა და გადაბმულმა კარზე ზარის ხმამ გააწყვეტინა სიტყვა. იფიქრებდით შემონგრევას ცდილობს მეორე მხარეს მდგარიო.
-შენ აქ დარჩი, მე ვნახავ - ჭუჭრუტანაში რომ გაიხედა და ლილეს მშობლები იცნო გაკვირვებისგან ხმა ვერ ამოიღო, აქ რას აკეთებდნენ?
-ვინ არის, იცნობ?
-შენები არიან. - კარი რომ გააღო არ დააყოვნეს, მაშინვე შვილს მივარდნენ ქალბატონი ნანა და ბატონი მიშა.
-ლილე, როგორ ხარ? - სახეზე ეფერებოდა შვილს ნანა, ლილეს მონატრება მოაწვა და თავი ვერაფრ შეიკავა რომ არ ჩახუტებოდა.
-დე...
-როგორ გაბედე რომ არ გვითხარი ლილეს რა დაემართა?! - ბოლო ხმაზე უყვირა მიშამ ვაჩეს და ლილეც ამის გამგონე მოეგო გონს.
-ლილეს აღარასდროს უნდოდა თქვენთან ლაპარაკი...
-ბავშვი ლამის მომიკალი და რას მიყვები? როგორ ბედავ ხმის ამოღებას?! - ახლა ნანა აყვირდა. ლილე მაშინვე მოშორდა დედამისს.
-მოიცა, დედა კარგად ვარ, არაფერი დამმართნია. საიდან გაიგეთ?
-საავადმყოფოს მფლობელია ჩემი ძველი მეგობარი, კერძო კლინიკაში კი მიგიყვანია, კიდევ კარგი. თქვენი შვილი ვიცანი ჩემთან წევსო, ვიღაც ნაცნობისგან უნდა გამეგო ლილე ავარიაში რომ მოყვა?! - ისევ ვაჩეს უყვიროდა რომელსაც მათი გამბედაობა აკვირვებდა, ორი წელი შვილი არ მოუკითხავთ, ახლა იყო ვაჩე ვალდებული მათთან?
-ამნეზიაა არაფერი?!
-სასწრაფოდ ჩაალაგე მივდივართ.
-ლილე არსად არ მოდის. - ვაჩეს მკაცრმა ხმამ დაიჭექა და წამში უარესად აანერვიულა გოგო.
-შენთვის არ მიკითხავს. სასწრაფოდ ჩაალაგე ლილე, მივდივართ მეთქი!
-არაფერი არ ჩაალაგო, ისე წამოდი, ახალს გიყიდი ყველაფერს, აქედან წამოღებული რა იქნება. - ისე მიმოიხედა ნანამ გარშემო აშკარა იყო სახლი არ მოსწონდა, ის სახლი რომელიც ლილეს სიგიჟემდე შეუყვარდა ერთ დღეში.
-მე არსად არ წამოვალ, ორსულად ვარ სად უნდა წამოვიდე? - ძალიან არ ესიამოვნა ასეთი ტონი მშობებისგან და შემოჭრილზე მსგავსი საშინელებების ლაპარაკი თავის სახლზე და მით უმეტეს ქმარზე, რომელსაც დასაწუნი ვერაფერი მოუნახა იმ დროის განმავლობაში რაც მასთან იყო.
-დროზე ლილე, სახლში მივდივართ, ორსულს და ამნეზიით აქ არ დაგტოვებ! - მიშამ მკლავზე წაავლო ხელი და ეს იყო ბოლო წვეთი ვაჩეს მოთმინების ფიალაში.
-მგონი გასაგებად ვთქვი რომ არსადაც არ მოდის. - მამამისის ხელი მოაშორა და თვითონ ჩაკიდა, ცოლს შეატყო როგორ ნერვიულობდა და ცდილობდა რაც შეეძლო მაქსიმალურად შეეკავებინა თავი ბატონი მიშასთვის ისეთი პასუხის გაცემისგან რაც შეეფერებოდა.
-არ ახსოვხარ, ბავშვმა არ იცის ვინ ხარ, როგორ დავტოვო უცხო კაცთან, არა დედა აქ არ იცხოვრებ! - ხმას აუწია ნანამაც, ლილეს კი გაეცინა, თავის მშობლები უფრო ეუცხოვებოდა ახლა ვიდრე ვაჩე.
-არ მინდა წამოსვლა, ვაჩესთან დავრჩები. - მტკიცედ თქვა.
-ცოლია ლილე ჩემი, ცოლი. ჩვენს ბავშვზეა ორსულად და სად მიგყავთ ძალიან მაინტერესებს. თუ გსურთ დარჩით, წყნარად ვისაუბროთ. ამასაც იმიტომ ვამბობ რომ ლილეს არ ახსოვს რა მოხდა, კი მოვუყევი მაგრამ მოყოლილ ერთია და ნაცხოვრი მეორე. მის გამო თორემ, მის ნახვას კი არა მასზე ფიქრსაც რომ არ იმსახურებთ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. - მშვიდი იყო ვაჩე ლილე კი ახლა ხვდებოდა სხვა მიზეზებთან ერთად რატომ არ მოსწონდათ ვაჩე ნანას და მიშას. მას ვერ გააკონტროლებდნენ და ამიტომ, ვერ აიძულებდნენ, ვერ მოახერხებდნენ მისთვის ტყუილების დაჯერებას და მანიპულირებას.
-არ მინდა წამოსვლა, ჩემს სახლში მინდა ყოფნა, იქ სადაც მთელი ის დრო მაქვს გატარებული რაც არ მახსოვს და მინდა რომ გავიხსენო, სწორედ აქ არის ჩემი ადგილი ნანა. - იცოდა დედამისმა სახლი რომ დაუწუნა, თვალებში ეწერა უკმაყოფილება, ლილეს რას გამოაპარებდა.
-მამა, ლილე...
-არა მამა! წადით და მე დაგირეკავთ, სხვა დროს ვილაპარაკოთ, ყვირილს და კონფლიქტის გარეშე.
-შემდეგში დაგელაპარაკები შენ - მიშამ მუქარით დატოვა სახლი რაზეც ვაჩეს რეაქცია არ ქონია.
მათი წასვლა და ლილეს ატირება ერთი იყო, კიდევ კარგად შეიკავა თავი.
ცრემლებად დაღვრილი ცოლის შემხედვარე ვაჩეს სისხლი აუდუღდა, ბრაზი და იმედგაცრუება ლილეს მშობლების მიმართ ერთდროულად ირეოდა მის გონებაში. არც ადრე ესმოდა როგორ იმეტებდნენ ასეთი გულის ტკივილისთვის შვილს და არც ახლა ესმოდა ამდენი წლის მერე ისევ იგივე ნოტაზე როგორ მღეროდნენ.
-ლილე, დაჯექი, მოიცა წყალს მოგიტან. - მაშინვე ჭიქა მიაწოდა და ხელებაკანკალებულმა გოგომ ერთ მოყუდებაში დალია წყალი, ხველება აუტყდა, ძლივს დაიმშვიდა სუნთქვა.
-რატომ გვექცევიან ასე, ისე გამიხარდა რომ ვნახე მაგრამ...
-მათ უბრალოდ ვერ გადააბიჯეს საკუთარ თავებს და ვერ ხედავენ შენში ზრდასრულ ქალ რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ადრეც ასე იყვნენ, ეგონათ რომ ყოველ ნაბიჯზე შეცდომას უშვებდი. - თმაზე უსმევდა ხელს ლილეს რომელიც ნელ-ნელა მშვიდდებოდა. ვაჩეს მოუნდა რომ ხელები მოეხვია და გოგოსთვის ეგრძნობინებინა რომ შეეძლო ყოველთვის ჰქონოდა მისი იმედი, რომ სამუდამოდ მისი საყრდენი იქნებოდა.. მაგრამ რა თქმა უნდა თავი შეიკავა, ნელ-ნელა ეჩვეოდა მასთან ფიზიკური დისტანციის დაცვას, გულში მახვილივით ესობოდა ამის გაფიქრებაც კი მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რომ ამის გარდა სხვა გზა არ იყო, ლილესთან სიახლოვე თუ უნდოდა ახლა უნდა დაეჭირა მისგან თავი შორს.
-რაღაც ვერ ვსუნთქავ... ვაჩე ვერ ვსუნთქავ - ბოლო ცრემლებს ამოაყოლა ლილემ და გული წაუვიდა.
ვაჩე მაშინვე მივარდა და სახე გადაუწია, ტელეფონს დასტაცა ხელი და ლილეს ექიმს დაურეკა, აცნობა გული წაუივიდა და მომყავს, ძალიან მალე მანდ ვიქნებითო. ტელეფონი შეინახა და ლილე წამში მანქანაში მოათავსა, ისე სწრაფად იარა დარწმუნებული იყო რომ არაერთი კანონი დაარღვია, თუმცა ეს ნაკლებად აინტერესებდა, არაფერზე ფიქრობდა გარდა ლილეს მდგომარეობისა და სწორედ ამიტომ ჩქარობდა. კლინიკაში მისულს ქეთინო ექიმი საკაცეთი დახვდა და მაშინვე პალატაში შეაქანეს ლილე.
აღმოჩნდა რომ წნევამ აუწია და ნერვიულობის ფონზე წაუვიდა გული, ვაჩეს კიდევ ერთხელ შესძულდა სიდედრ-სიმამრი, რომ შესძლებოდა სამუდამოდ გადამალავდა მათგან ცოლს. იმდენი ანალიზი გააკეთებინა იას და ქეთევანს სანამ არ დარწმუნდა რომ ყველაფერი მართლაც რიგზე ჰქონდა ლილეს და პატარას. იჯდა ცოლის საწოლთან და ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა, ვენაში გადასხმა ჩაედგათ და წვეთებს ითვლიდა ვაჩე.
-ვაჩე? - თვალებ გახელილმა ბიჭი რომ დაინახა გაუხარდა, მისი დანახვა ყოველ ჯერზე უფრო დადებით ემოციებს იწვევდა მასში. ლილეს ისე ეუცხოვებოდა ეს გრძნობა, თითქოს მისი იყო მაგრამ ამავდროულად არ შეეძლო მასზე მესაკუთრეობა გამოეჩინა.
-ძლივს - ღრმად ამოისუნთქა ვაჩემ -თავს როგორ გრძნობ?
-მკლავი მტკივა... უი - გაეცინა წვეთოვანის დანახვაზე და ისევ ვაცეს შეანათა ლამაზი თვალები, თითქოს ბიჭსაც მისი ღიმილის დანახვა უნდოდა რომ ბრაზი ცოტათი მაინც განელებოდა.
-ჩემო ლამაზო, რამე რომ მოგსვლოდა?
-ვაჩე უნდა იცოდე რომ ორსულ ქალებს გული მისდით ხოლმე.
-კი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საშიში არ არის.
-კარგი ნუღარ ინერვიულებ, ნახე კარგად ვარ, დარწმუნებული ვარ ეს მოცვის მარცვალიც კარგადაა. - ვაჩეს ხელი მუცელზე დაიდო და ბალიშზე მიესვენა, თბილი ჟრუანტელი უვლიდა ტანში, ვაჩემ ვერ მოითბინა და შუბლზე მიაკრა ტუჩები, მერე ლოყაზე და ტუჩებზე რომ უნდა ეკოცნა იქ გაჩერდა. უკან ხმის ამოუღებლად დაიხია მაგგრამ ხელი მუცლიდან არ მოაშორა. მთელი ეს დრო ლილე გატრუნული იწვა, სიამოვნებდა ქმრის ყურადღება და მისი ცხელი ტუჩების შეხება კანზე, მისი გონების ერთი ნაწილი სიხარულით ელოდა ვაჩეს ყოველ გამოხედვას და სულ მცირედ ფიქიკურ კონტაქტს, მეორე ნაწილი კი შეშინებული გაურბოდა მასზე ფიქრსაც კი. ზოგჯერ ეგონა რომ გაორება სჭირდა ამნეზიის ნაცვლად.
-გთხოვ გავისეირნოთ, ნახე ესეც დამთავრდა, ექიმს დაუძახე მომაშოროს და წავიდეთ რა. - სთხოვა ქმარს, მან თავიდან გააპროტესტა მაგრამ ლილემ დაუმტკიცა რომ მართლა კარგად იყო, ფეხზე წამოხტა როგორც კი ნემსი გამოაცალეს, გაეჯგიმა ქმარს და მის განაჩენს დაელოდა, როცა დასთანხმდა "იეს" დაიძახა და უცბად მოეხვია და ისევე უცბად მოშორდა რომ ვაჩემ ვერ მოასწრო ჩახუტება.
-ხილი მინდა ძაან, არა მოიცა ხილის წვენი მინდა.
-ორივე რო იყოს? - მისეირნობდნენ ქალაქის ცენტრში.
-კაი მაშინ შენც შეჭამე თორე არ მიყვარს მარტო ჭამა.
-ვიცი ლილე. - გაეცინა ვაჩეს.
-ეგრე ნუ მეუბნები, რამის თქმა რომ მინდა და შენ რომ მეუბნები ვიციო ნერვები მეშლება, ვიცი რო ალბათ ყველაფერი იცი ჩემზე მარა მე ხომ არ ვიცი შენ რა იცი? - მიაყარა ლილემ და სახე უკმაყოფილოდ დამანჭა, ვაჩე სიცილს ძლივს იკავებდა, უნდოდა ჩაეკოცნა გოგო და ძლივს შეიკავა თავი რომ იქვე არ აევსო ალერსით.
-აბა მოგატყუო ეგ არ ვიცოდი თქო?
-არ გეტყვი აღარაფერს მაშინ, ხო ყველაფერი იცი ისედაც.
-მითხარი ხოლმე და შევიცხადებ.
-შემეშვი საერთოდ, წადი და ისეთი ცოლი იპოვე სულ რომ ემახსოვრები.
-მე რო შენ მირჩევნიხარ? - მის სიტყვებზე შესამჩნევად წაუხდა ხასიათი ლილეს.
-იცი როგორ მინდა რომ მახსოვდე? მგონია რომ ჩემი ტვინის ერთი ნაწილი ცარიელია, მეორე მოგონბებით არის სავსე იმ ხალხთან ერთად რომლებიც ახლა ჩემს ცხოვრებაში არ არიან და მიჭირს იმის გააზრება რომ წარულის ლილე, მე და ის ლილე შენ რომ გიცნობს ერთი და იგივე ვართ.
-რაღაც მოვიფიქრე, იქნებ მოგეწონოს ეს იდეა და ასე არეული აღარ იყო.
-გისმენ. - კაფეში დასხდნენ, მიმტანს შეკვეთა მისცეს ყველაფერზე რაც ხილის ან ტკბილი იყო შეუკვეთა ვაჩემ რაც ლილეს საერთოდ არ გაუპროტესტებია.
-ასე მოვიქცეთ, შენს ძველ მეგობრებს დაუკავშირდი, მათთან ხელახლა დაამყარე კონტაქტი, დაიბრუნე მათი კომპანია და ასევე მოიქეცი მშობლებთან, თუ გაქვს სურვილი რა თქმა უნდა. იქნებ მერე მაინც იგრძნო ისე როგორც ადრე, ვნახოთ იქნებ კარგად იმოქმედოს შენზე..
-შეიძლება შენს თვალში უთავმყვარეობა იყოს ჩემი მხრიდან მშობლებს რომ ვეურთიერთო, მაგრამ გამიგე გთხოვ, მე...
-ლილე ეგეთ რაღაცეებს ნუ ფიქრობ, შენზე უთავმოყვარეოა თქო როგორ უნდა ვიფიქრო? იცოდე გამაბრაზებ რამე მსგავსს თუ კიდევ იტყვი.
-კარგი ბოდიში. მომეწონა შენი იდეა, დავურეკავ გოგოებს. და საერთო მეგობრები არ გვყავს? - იმ წამს მოტანილ შოკოლადიან, ბანანებიან და მარწყვებიან ბლინს დაეწაფა, თვალები მიენაბა გემრიელობაზე.
-კი როგორ არა, ჩემი ძმაკაცები და მათი შეყვარებულები და ცოლები ძალიან ახლოს იყვნენ შენთან.
-მართლა? - გაუკვირდა ლილეს -რატომ არ მნახეს?
-არ უნდოდათ უცხოები თავზე მოგხვეოდნენ, რომ არ გახსოვს მოერიდათ ერთბაშად შემოსვლა შენს ცხოვრებაში, შევთანხმდით მზად რომ იქნებოდი მერე გნახავდნენ, შენ გელოდებოდით.
-ანუ დაგველოდნენ რო შენ შეგჩვეოდი.
-ხო ეგრე გამოდის. მოდი იცი რა ვქნათ? ჩვენს რესტორანში წავიდეთ, თან თანამშრომლებს ხელახლა გაიცნობ, ჩვენებიც იქ დავიბაროთ და ნახავ ყველას, რესტორანსაც დაათვალიერებ. - ლილეს იდეა ისე მოეწონა რომ სიხარულმა და მოლოდინმა აიძულა მალე ეჭამა.
-ნელა გოგო, არ გადაგცდეს. - გვერძე დაუჯდა ვაჩე და წვენი დაუდი წინ, ლილემაც წამში გამოცალა.
-ვაჩე დამეხმარე რა გთხოვ, აი ეს შენ ჭამე - ნიგვზიანი დესერტით სავსე თეფში დაუდო წინ და ვაჩემ უარის ნიშნად თავი გააქნია, ლილეს არ გამორჩა ის ფაქტი რომ პირველად უთხრა უარი.
-ალერგია მაქვს ნიგოზზე, თუ გინდა ცოცხალი და ჯანმრთელი ქმარი მაშინ ეგ შენთვითონ ჭამე და მე ამის დამთავრებაში დაგეხხმარები. - ხილის სალათი დაიდო წინ, ლილემ თავი დაუქნია და განაგრძო ჭამა, გონებაში ჩაიბეჭდა ნიგოზზე ალერგიული რომ იყო ბიჭი და ეგოისტურად ესიამოვნა უარი მაინც რომ არ გამოუვიდა ვაჩეს.
რესტორანში მალევე მივიდნენ, ლილეს ყველაფერი მოეწონა, ლამაზი გარემო, ნაზად განათებული დარბაზი, ხის მუქი ავეჯი, გრძელი ბარი და სხვადასხვა სასმლით სავსე თაროები კედლის ჩაყოლებაზე. ზსუატდ ისეთი იყო თვითონ რომ გააკეთებდა.
-არ მჯერა, ღმერთო ეს მართლა ჩვენია?
-კი ჩვენია. - ლილე სახე გაბრწყინებული უყურებდა ყველაფერს. ისე მოსწონდა ისე რომ ცრემლებამდე იყო მისული.
-არ მჯერა რომ აქ ვდგავარ, თითქოს ცემი გონებიდან არის გადმოტანილი პირდაპირ.
-იმიტომ რომ შენი გგაკეთებულია ინტერიორის დიზაინი.
-აი თურმე რაშია საქმე, აქაურობა მარკეტინგული სვლებისთვის სასწაულია... - ვაცეს კიდევ გაეცინა.
-გეტყოდი უკვე შემუშავებული გაქვს მარკეტინგული სტრატეგია თქო მარა გამიბრაზდები და არ გეტყვი...
-ვაჩე! - გაეცინა და ბედნიერმა მოხვია ქმარს ხელები, ამჯერად უცბად არ მოშორებია ბიჭს, ბედნიერება კარგად შეიგრძნო როცა ვაჩემ ძლიერი მკლავები შემოჰხვია და თავზე აკოცა.
-ოპა, ხელს ხო არ გიშლით გვრიტებო? - გაისმა უცხოს ბოხი ხმა რაზეც ლილე შეხტა და ვაჩეს უფრო აეკრო, უცხო ბიჭი უყურებდა მათ ბედნიერი სახით და გადამდები ღიმილით.
-მოდი ნიკა მოდი, ლილე გაიცანი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ნიკა დადვანი.
-სასიამოვნოა.
-აუჰ, უკვე ვერ ვხვდები როგორ უნდა მოგექცე რძალო. - ბიჭმა ხელი კი ჩამოართვა მაგრამ მაინც დაბნეული შეჰყურებდა მეგობრებს, ასეთ სიტუაციას კი ელოდა მაგრამ ცხადია რთული აღმოჩნდა ლილეს ამ მდგომარეობაში ნახვა.
-არაუშავს, ერთად გავერკვიოთ, გამარჯობა - მიესალმა დანარცჩენებსაც რომლებიც ღიმილით შეჰყურებდნენ ლილეს მაგრამ მას არ გამორჩენია ეს ღიმილი მათ თვალებამდე რომ ვერ აღწევდა და მათში ბედნიერების მაგივრად სევდა რომ იკითხებოდა.
-ლილე, როგორ მომენატრე შენ ხომ არ იცი! - ჩაეხუტა ქერა გოგო და ლილეს ლოყაზე აკოცა.
-ალბათ მეც - გაიცინა ლილემ, გოგოსგან წამოსული სითბო გულს უჩუყებდა. ასეთ ტკბილ ხალხს იცნობდა და დაივიწა მაშინ როცა მისი ვითომ მეგობრები და მშობლები გარკვევით და ნათლად ახსოვდა...
-უი, მე მარი ვარ, ნიკას ცოლი.
-უხდებით ერთმანეთს.
-დედა რაღავქნა, პირველად რომ გაგვაცნო ვაჩემ შენი თავი მაშინაც ეგ გვითხარი. - გაიცინა ნიკამ და დანარჩენებსაც მალე გაეცნო, იაგო და სალი რომლებიცდანიშნულები იყვნენ.
მაგიდასთან დასხდნენ რომ ლილესთვის წარსულის ამბები მოეყლათ, მარი და სალი მიუსხდნენ გვერდიგვერდ, მონარებული დაქალის სიახლოვით გულს ვერ იჯერებდნენ. ბევრი იცინა მათთან ერთად, სულ დაავიწყდა იმ დღეს სავადყოფოში რომ გაატარა რამდნიმე საათი, საავადმყოფოს გახსენებაზე ბავშვი გაახსენდა და უცბად გადაწყვიტა რაც მოუნდა.
-ვაჩე, გთხოვ შეგიძლია ნაბეღლავი მომიტანო? - ვაჩეს სახე დაემანჭა, იფიქრა ამ გოგოს გაზიანი სასმელები ცხოვრებაში არ ყვარებია, კიდევ რას მოანდომებს ორსულობაო და გაემართა სამზარეულოსკენ.
-ნაბეღლავი? როდის იყო შენ ნაბეღლავს სვამდი ქალო. - გააქნია თავი მარიმ, ისე შეხედა დაქალს იფიქრებდით ეჭვქვეშ აყენებდა მის არსებობასო.
-ბავშვს უნდა მე რა ვქნა. - მიეყუდა სავარძელს და მუცელზე დაიწყო ხელები.
-ვინ ბავშვს? - გაიხედგ-გამოიხედა იაგომ და ვერანაირი ბავშვი რომ ვერ დაინახა მერე მიხვდა რაც შეიძლებოდა ეგულისხმა ლილეს.
-ვაიმე! გოგო ორსულად ხარ?
-არგითხრათ ვაჩემ? - იქით დაიბნა ლილე.
-არა არაფერი უთქვამს, მოდი აქ არ უნდა გეთქვა რომ მამა ხდები? - დატუქსა ნიკამ ძმაკაცი რომელმაც ლილეს გახსნილი ნაბეღლავის ბოთლი გაუწოდა. -გილოცავ ლილე, მოდი ბიჭო მოგილოცო.
-სულ გინდოდა ბავშვი. - თქვა აცრემლიანებულმა სალიმ, ამის შემხედვარე ლილემაც არ დააყოვნა თვითონაც ატირდა.
-ხო - დაეთანხმა სიცილ-ტირილით და ჩახუტებულ სალის მორიდებით მაგრა შვითონაც შემოეხვია. იმ დღეს გოგოებმა იმდენი იტირეს ხან ვაჩე ანერვიულეს, ხან ნიკა ხან იაგო და ხან კი სამივე ერთად.
მომდევნო ერთმა კვირამ სრულ იდილიაში გაიარა. ვაჩე და ლილე რესტორანში ხშირად დადიოდნენ და ლილეც ნელ-ნელა უბრუნდებოდა პროფესიას, ახალი იდეები შესთავაზა რესტორნის მეორე მარკეტინგის სპეციალისტს და ერთად დაიწყეს იდეების დამუშავება. ყველა სასწაულად ექცეოდა მას, არავინ არ აგრძნობინებდა თავს უცხოდ ან ახლად, პირიქით, რაც არ იცოდა მაშინვე უხსნიდნენ და ყველა თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, ლილესთვის აშკარა იყო რომ მათთან წარსულშიც ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
სალის და მარისაც ნახულობდა, ხშირად ურეკავდა და გოგონებიც ანებივრებდნენ ყველაფრით რაც მოუნდებოდა, მაგრამ ვაჩეს ვერავინ ასწრებდა, ყოველთვის პირველი იყო როცა რამეს მოისურვებდა ან გაუჭირდებოდა.
იმ დღეს რესტორნიდან ერთად წამოვიდნენ, ვაჩე მთელი დღე ბუღალტერთან შეხვედრებში იყო და ლილეც თან ჰყავდა, მაშინ როცა ისინი საავადმყოფოში იყვნენ ბიზნესი სწორედ ბუღალტერს ჰქონდა გადაბარებული და ისიც მონდომებით აცნობდა ახლანდელ მდგომარეობას.
-ძაან დაიღალე?
-არა უბრალოდ ისე მშია რომ ავგიჟდები. - მუცელზე დაიწყო ხელეი, ძალიან მოსწონდა ასე ჯდომა, მის პატარასთან უფრო ახლოს გრძნობდა თავს, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.
-თუ გშიოდა ვერ მითხარი აქამდე? - გაუბრაზდა ვაჩე, ვერასდროს ვერ იტანდა თავის თავზე წესიერად რომ არ ზრუნავდა და ჭამა რომ ავიწყდებოდა და ახლაც არ ღალატობდა ლილე ძველჩვევებს. ამ ფიქრზე გაეღიმა, მის ლილეს რა შეცვლიდა.
-ახლა მომშივდა. - მალევე ივახშმეს და მისაღებში გადაინაცვლეს სადაც ლილე ფილმს უყურებდა ვაჩე კი წიგნს კითხულობდა.
-ანუ შენია ის წიგნები.
-კი, მიყვარს თავისუფალ დროს კითხვა, ამ ბოლო დროს ვეღარ მოვახერხე.
-მე ვერ ვკითხულობ, დისლექსია მჭირს - ვაჩემ პირი გააღო საპასუხოდ და წამში დახურა -ვიციო უნდა გეთქვა ხო? ეჰ დავიღალე უკვე ამით, შენ ყველაფერი იცი მე კიდევ...
-ნუღარ ნერვიულობ მეთქი მაგაზე, ლილე. გაგახსენდება ან ხელახლა გამიცნობ, დამთავრდა. - გვერძე მიუჯდა ცოლს, ჯერ ისევ ვერ ეხებდა.
-რაღაც მიდა გკითხო - დაიწყო მორიდებით ლილემ.
-გისმენ.
-ჩვენ აქამდე... ანუ ასე ძალიან თუ გვიყვარდა ერთმანეთი და თან ორივეს თუ გვინდოდა ბავშვი აქამდე ორი წლის განმავლობაში რატომ არ გვყავდა? - დაინტერესდა, არ უნდოდა იმის წარმოდგენა ბავშვი რომ ჰყოლოდათ ახლა რა სიტუაციაში იქნებოდნებ, ამნეზიით და შვილით რომელიც არ ახსოვს, მაგრამ ეს რახან ასე არ იყო ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია.
-იმიტომ რომ იქამდე არ მინდოდა ბავშვი გვყოლოდა სანამ მატერიალურად სტაბილურად არ ვიქნებოდით, სულ მეუბნებოდი მომავალში ყველაფერი კარგად იქნებაო და თანახმა კი იყავი ბავშვი მაშინვე გვყოლოდა მაგრამ მე დაგიყოლიე რომ მოცდა ჯობდა - უხსნიდა ვაჩე, ის პერიოდი ტკბილად ახსენდებოდა იმის მიუხედავა რომ ორივე ძალიან ბევრს მუშაობდა რესტორნის ამუშავებაზე.
-მართალი იყავი არადა.
-ბიზნესზე მუშაობას იმდენი დრო და ენერგია დავახარჯეთ რომ შენი პირით თქვი ზუსტად ეგ სიტყვები. - ძალიან მზრუნველი და წინდახედულია, ფიქრობდა ლილე და გულზე დაწოლილ სიმძიმეს ახსნას ვერ უძებნიდა, იმ მომენტში ისე მოუნდა ქმართან ახლოს ყოფნა, მასთან შეხება რომ სწორედ ეს გააკეთა, ადგა და ახლოს მიუჩოჩდა, კისერზე ძლიერად შემოხვია ხელები და გულ-მკერდზე მჭიდროდ აეკრო.
ვაჩეს თითქოს სუნთქა მოპარეს, წამეულადო ვეღარ ამოისუნთქა მაგრამ მერე ლილეს ნაზი ხელების მხურვალე შეხება იგრძნო შიშველ კანზე და გულში ჩაიხუტა ცოლი. ლილე მის სასიამოვნო სუნს გრძნობდა და ნაცნობ არომატში იკარგებოდა, მოულოდნელად თვალწინ წარმოუდგა თავიანთი სახლის აივანი, ვაჩე რომელიც კისერზე ვნებიანდ კოცნიდა, სწორედ ეს სუნი რომელიც საკუთარ კანზე ეკრობოდა და მზის ჩასვლა გვირგვინივით რომ ამშვენებდა ლილეს იმ მომენტს. შეცბუნებული მოშორა ვაჩეს.
-რა მოხდა ცხოვრება?
-ვაიმე, მემგონი რაღაც გამახსენდა. - დაიჩურჩულა, ვაჩეს შეაკანკალა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და როგორც ჩვევია სახეზე მოეფერა ცოლს.
-აივანზე ვიდექით, მზის ჩასვლას ვუყურებდით, უფრო სწორად მე ვუყურებდი, შენ ყელზე მკოცნიდი... მომხდარა მსგავსი რამ? - ვაჩეს თვალები ჩაუცრემლიანდა და ვერ მოითმინა, ნაზად აკოცა ლოყაზე, მერე იქვე დაიჩურჩულა
-კი, მომხდარა და თან რამდენჯერ. - ვერაფრით მოშორდა ლილეს და ამ მონატრებულ სიახლოვეზე უარი ვერ თქვა. ხმას არ იღებდა გოგონა, არ იცოდა რა ეთქვა. ეგონა რომ ჭუჭრუტანიდან შეიხედა საკუთარ წარსულში და ყველაზე ტკბილი მოგონება დაინახა... ისე ახლოს იყო ვაჩე მასთან, ისეთი ხელმისაწვდომი იყო რომ აღარ იცოდა უნდოდა თუ არა თავის შეკავება, მხოლოდ ის იცოდა რომ მოსწონდა ყველაფერი რაც ეს ბიჭი იყო. ვაჩე კი იმედების მორევში ნებივრობდა და ცოლის სიახლოვით ტკბებოდა, ის იყო მის ტუჩებს შეიგრძნობდა ასე მონატრებული რომ ჰქონდა როცა კარზე ზარი გაისმა.
-მე ვნახავ.
-გამარჯობა, ვაჩე გულბანი ბრძანდებით?
-დიახ? - არანაირ ამანათს არ ელოდა, ფოსტალიონი კი წერილების დასტაში ვაჩესთვის განკუთვნილს ეძებდა.
-ეს არის თქენთან, ხელი მომიწერეთ, მადლობა კარგ დღეს გისურვებთ. - კარი რომ მიხურა იქვე ატუზულ ლილეს შეხედა, იუსტიციის სახლიდან მოსული წერილი კონვერტიდან ამოიღო და კითხვას შეუდგა.
ლილემ დაინახა როგორ შეეცვალა წეღანდელი ბედნიერი გამომეტყველება და მისი ადგილი ბრაზმა როგორ დაიკავა. წერილს კითხულობდა და ნელნელა უფრო იტანდა მრისხანება "თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია გაცნობებთ, რომ თქვენს წინააღმდეგ წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №3726XXXX, განქორწინების თაობაზე, მომხრე მხარე ლილე დვალი და მოწინააღმდეგე ვაჩე გულბანი... მითითებულ დღეს თქვენი დასწრება სავალდებულოა, განქორინებასთან დაკავშირებით მოსმენას უნდა ესწრებოდეს მომთხოვნი მხარე და უარმყოფელი მხარე. სასამართლო უწყების ჩაუბარებლობა ან სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას. თქვენი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება... "
-ვაჩე ხო კარგად ხარ, რა სახე გაქვს. - ლილე მკლავზე შეეხო ბიჭს და ამან მოიყვანა გონს, სამჯერ გადაიკითხა წერილი. სახელებიც სწორად ეწერა და დანარჩენი ინფორმაციაც, მხოლოდ ერთი აცდენა იყო, ლილეს სასამართლოში განქორწინებაზე საბუთები არ შეუტანია.
-ვაჩე მეთქი. - აღარ დაელოდა მის სიტყვებს, წერილი ხელიდან ააცალა და უცბად ჩაიკითხა, თავზარი დაეცა.
-მე, მე არ შემიტანია... გთხოვ დამიჯერე...
-გაჩუმდი ლილე, ვიცი შენ რომ არ შეგიტანია და ხომ გითხარი არა რომ არ იფიქრო ჩვენზე მსგავსი რაღაცეები. - მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი, გაბრაზებული იყო არა ლილეზე არამედ მის მშობლებზე, მთელ ამ ამბავს აჩნდა ნათელ ფერში შესრულებული მათი ხელწერა, ასეთი უხეში და რადიკალური შემოჭრა პირად ცხოვრებაში სხვამ არავინ იცოდა.
-ჩემი მშობლების გაკეთებულია, არა? - გულდამძიმებული ელოდა ლილე ქმრის პასუხს რომელიც თავადაც იცოდა დადებითი რომ იქნებოდა. ცრემლებმა უკითხავად იწყეს მის ლოყებზე დენა.
-არა ლილე არ იტირო, ოღონდ ეგ ცრემლები არ დამანახო. - მაშინვე ჩაიხუტა, სახე ქმრის მკერდზე ჰქოდა მიდებული და მაისურს ცრემლებით უსველებდა, ვაჩე ბრაზს იხშობდა რომ რამე ისეთი არ ეთქვა ან გაეკეთებინა რაც უარეს დღეში ჩააგდებდა ლილეს.
-უნდა გავშორდეთ? - ძლივძლიობით ამოღერღა სათქმელი.
-თუ არ გინდა, არა.
-შენ გინდა?
-არა რათქმაუნდა. ჩემი ცხოვრების სიყვარული,ცოლი, მომავალი შვილების დედა და საუკეთესო მეგობარი ხარ. არა, ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიქნებით.
-მაგრამ როდემდე მოვახერხებთ ასე?
-მე ცხოვრების ბოლომდე ყველაფერს მოვახერხებ, შენ ლილე? შენზეა აქ ველაფერი დამოკიდებული, არ მინდა ამის თქმა მაგრამ ორივემ კარგად უნდა ვიცოდეთ რა შეიძლება მოხდეს. დაველოდოთ მომავალს, ნახე წეღან პატარა ფრაგმენტი დაგიბრუნდა, მე მჯერა რომ ყველაფერს გაიხსნებ და რომც ვერ გაიხსენო შენი გული ვიცი და ვიცი რომ ჩემს გარდა სხვას ვერ შეიყვარებს, მაგრამ ვიცი რომ ერთად ვერ ვიქნებით თუ ეს არ მოხდა და ისევ არ შეგიყვარდი, მაშინ კი შეგიძლია მოხვიდე და მითხრა და გპირდები ჩემი ხელით შევიტან გაშორებაზე საბუთებს. - გული და სული ამოაყოლა ამ სიტყვებს, ლილეზე ვერასდროს იტყოდა უარს და იცოდა რომ გაშორებაც არ იქნებოდა მათი ფინალი, იცოდა ყველაფერი კარგად იქნებოდა... თუმცა მისი გულის შორეულ ნაწილში მაინც იპოვნიდით კენჭისოდენა ეჭვს და უიმედობას.
-ამას რა ვუყოთ? - წერილი აიქნია და სახე გაიწმინდა, ამჯერად აღარ იტირებდა. ვაჩეს სიყვები სწორედ ის იყო რისი მოსმენაც სჭირდებოდა.
-ადვოკატს დავურეკავ და გამოვიტანოთ სარჩელი, მერე კიდე შენი მშობლები ვნახოთ, ლილე ამჯერად ზღვარს გადააბიჯეს და ისე ვერ დავტოვებ.
-მეც მაგ აზრზე ვარ.
-შენ აღარ იტირო მეტი თორე გადამრიე უკვე, ყველაფერზე ტირიხარ არ იყავი ადრე ასეთი. - მხარზე გადახვია ხელი და მკლავებში მოიქცია ცოლი, დივანზე რომ დაჯდა ასე ჰყავდა მიხუტებული.
-ანუ ამ ტილიანის ბრალია. - ხელი მუცელზე დაიდო.
-ეგრე გამოდის თორე სად მყავდი ასეთი მტირალა შენ?
***
ნაცნობი სახლის კართან იდგა და მოწოლილ ემოციებს ნაწილ-ნაწილ ებრძოდა, ჯერ მონატრება, მერე სინანული და ბრაზი ერთმანეთს ანაცვლებდნენ და არ იცოდა რომელს აყოლოდა ლილე. ვაჩე კი მისი ცოლის ქმედებას ელოდა. რამდნიმე წუთი ისევ დააყოვნა ლილემ და ვერც მერე დარეკა ზარი, ამიტომ ეს ვაჩემ გააკეთა და ლილეს ხელი ჩაკიდა.
-გელოდით. - კარები ღია დატოვა ნანამ და წიყვილს ზედ არ შეხედა, როგორც ყოველთვის ახლაც კისერმოღერებული იწონებდა თავს ნელა მიიწევდა მისაღებსიკენ. ლილე ბავშვობიდან დიდ სიმდიდრეში იზრდებოდა, ეს სახლიც უზარმაარი იყო, ძვირფასი ავეჯით და დეკორით, უამრავი ცარიელი ოთახითა და მხოლოდ ორი მაცხოვრებლით.
ლილეს დროის შეგრძნება ისე დრამატულა არ განუცდია როგორც ეგონა, ორი კვირა დაყო მათგან შორს, მხოლოდ ეს ახსოვდა და მონატრების ნაცვლად უცხოობა იგრძნო, ვერ გაერკვია ეს მისი მშობლების გამო ხდებოდა თუ ვაჩესი რომელმაც უფრო მეტი სითბო და კომფორტი აჩვენა ამ მცირე დროის მანძილზე ვიდრე მისმა მშობლება ოდესე.
-ჩემი სახელით როგორ შეიტანეთ გაშორებაზე საბუთები? - როგორც კი მიშაც გამოჩნდა და სერიოზული სახით დაიკავა ადგილი შვილის წინ დივანზე ლილემ აღარ დააყოვნა.
-როგორ ლილე და ასე, როგორ უნდა დაგტოვოთ ამასთან ერთად, არ გახსოვს და არ იცი ვინ არის...
-ისე რატომ იქცევით თითქოს თქვენ არ იცნობდეთ ვინ არის, თქვენც ამნეზია გჭირთ და რამე გამომრჩა? ვაჩემ ყველაფერი მომიყვა და რომ გიცნობთ სწორედ ამიტომ მჯერა მისი.
-ვიცით ლილე და სწორედ ამიტომ არ გვინდა მასთან ერთად რომ იყო! - ხმას აუწია ნანამ.
-კი მაგრამ ასეთი გაუთვალისწინებლობა არ გეზედმეტებათ? არ გითხარით მინდა რომ გავიხსენო თქო და ამიტომაა საჭირო მასთან სიახლოვე.
-არა ლილე, გაშორდებით და დამთავრდა, მალეა ჩაწერილი მოსმენა, გაშორდებით და ბავშვს ჩვენ გაგაზრდევინებთ, როცა მოგინდება ნახავ შენც - ვაჩეს ერთი შეხედა ზიზღიანი მზერით.
ვაჩე მთელი მონდომებით ცდილობდა თავშეკავება არ დაეკარგა და წარმატებით მოახერხა, ნანა და მიშა არ იყვნენ ის ხალხი რომელთა გამოც ლილეს აწყენინებდა, თავისიც ეყოფოდა გოგოს მშობლებისგან ასეთი საქციელის ატანა რომ უწევს.
-ჩემს შვილს არავინ გაზრდის მისი მშობლების გარდა და აღარასდროს გამაგონოთ მსგავსი რამ. ლილე და მე თუ ოდესმე გავშორდებით ეს ჩვენი ორივეს გადაწყვეტილება იქნება.
-შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, ჩემი შვილის დაღუპვა გინდა. ახლა ის არ გეყო კინაღამ რომ შეიწირე...
-ძალით ხომ არ მომხდარა არა? ის ადამიანი ვინც დაგვეჯახა ციხეში ზის უკვე, იხდის სასჯელს და ვაჩეს რატომ ადანაშაულებთ?
-დაბრძანდით ქალბატონო ნანა და გეტყვით მე და ლილემ რაზე მოვილაპარაკეთ. გადავწყვიტეთ რომ ვიყოთ ერთად და დაველოდოთ რომ გაიხსენოს წარსული, ნელ-ნელა ყველაფერს გაიხსენებს და თუ ასე არ იყო, რაღაც პერიოდის შემდეგ არ მოისურვა ჩემთან ერთად ყოფნა აუცილებლად გავშორდები და მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე შევხმიანდებით. გაწყობთ ასე?
-მოლაპარაკებებს რატომ გვიწყობ, ძალიან მაინტერესებს...
-მამა მეც მინდა ეს, მე და ვაჩემ ორივემ ერთად გადავწყვიტეთ ეს. ოდესმე შეწყვეტთ ასე მოქცევას? დამინახავთ როგორც ცალკე ადამიანს და მიხვდებით რომ ჩემი გადაწყვეტილებების სისწორე და ცხოვრების მიმართულების არჩევა მხოლოდ და მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული? ბავშვობაში, 18, 22 და 25 წლის ასაკში ერთი და იმავე პრობლემა რატომ უნდა არსებობდეს ჩვენს შორის? ჯანსაღია ასე მიდგომა ზრდასრულ შვილთან რომელსაც საკუთარი ოჯახი ყავს უკვე წლებია?!
-ლილე დედა...
-ნანა დაიცადე. კარგი მაშინ, ვაჩე ბატონო, იყოს ასე როგორც გადაწყვიტეთ, რომ მოხვალ არ გეტყვი ხომ გითხარი მეთქი ლილე. - თითი დაუქნია შვილს და ფეხზე წამოდგა, ცხადია ამით დაასრულა ეს დიალოგი.
სახლამდე მთელი გზა აწყნარებდა ცოლს, ის ტიროდა და წყენას ასე გამოხატავდა, მერე დიდი ღონისხმიერებით დამშვიდდა და სცადა აღ ეფიქრა მეტი ამაზე. სახლში მისულებმა გემრიელად ივახშმეს და მოწყენილობისდა მიუხედავად ლილეს მეტი აღარ უტირია.
-შენი ასეთი წინააღმდეგი რატომ არიან? დავიჯერო ფულის გამო გაბოროტება ამ დონეზე შეუძლიათ?
-ჩემი ძმა, გურამი ციხეში ზის ქურდობაზე უკვე წლებია და თავიდანვე ამ და სხვა მიზეზებით ამითვალწუნეს, შენ აღარ იფიქრო ამაზე ლილე, ყველაფერი ძაან მაგრად იქნება. - ლილეს თვალწინ ქერა კაცის სახე წარმოუდგა, მწვანეთვალება, მძიმე გამოხედვით და ფიზიკურად მისი ქმარივით მაღალი და ძლიერი, მის წინ იჯდა ვაჩესთან ერთად და ახალ გაცნობილს ესაუბრებოდა, გაახსენდა ციხის დაცვა, სხვა დამნაშავეებით და მათი მნახველებით სავსე ოთახი. მიხვდა, ეს კიდევ ერთი მოგონება უნდა ყოფილიყო... ახლა უკვე ცხადად გრძნობდა კავშირს წარსულის ლილესთან რომელმაც ეს "არარსებული" წლები ეცხოვრა და საკუთარ თავს შორის.
-გურამი ქერაა? ვაჩე ისევ რაღაც გამახსენდა. - იღიმოდა, სულ დავიწყებოდა რამდნიმე საათის წინანდელი ბრაზი და იმედგაცრუება. ვაჩეს გული აუჩქარდა.
-გამახსენდა ციხეზე ვიყავით, მაშინ გავიცანი მემგონი პირველად, ჯინსის ჟაკეტი ეცვა... ხო? - წარბებ დაქაჩული მისჩერებოდა ქმარს.
-ხედავ? ყველაფერი გაგახსენდება, ნელ-ნელა რაც შენია გიბრუნდება.
-ახლა უფრო მჯერა იმის რომ მართლა მე ვიცხოვრე ეს წლები.
-ალბათ როგორი რთულია შენთვის, არ ინერვიულო ხო? მთავარია თავს მიხედო და ამას კიდე. - მუცელზე მოეფერა ლილეს, ლილემ ხელზე თავისი ხელი დაადო და ასე ისხდნენ გვიანობამდე.
მერე საწოლში მწოლიარეს სევდის მაგივრად ბედნიერება მოაწვა და ცრემების ნაცვლად ღიმილი ამშვენებდა მის სახეს. მარტო ყოფნა არ სურდა, ვერ აიტანდა სიცივე და სურვილი რომ ვაჩესთან ახლოს ყოფილიყა, ერთი მომენტი იფიქრა თუ რატომ უნდა შეეკავებინა თავი და როდესაც საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, აღარ დააყოვნა, ადგა მისაღებში გავიდა და მძინარ ვაჩეს გვერდით მიუწვა. მისი სითბო რომ იგრძნო მკერდზე მიადო თავი და სრულ კომფორტის შეგრძნებას მიეცა. სწორედ ეს მჭირდებოდა, იფიქრა ლილემ და ამ სითბოში ჩაეძინა.
ვაჩემ თვალები მოიფშვნიტა, ავტომატურად შემოჰხვია ხელი მის გვერდით სხეულს და უფრო ახლოს მიიკრა ცოლი, მოშიშვლებულ მხარზე აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო, ლილე შეირხა, გემრიელად გაიზმორა და სწორედ ამ პატარა მოძრაობამ მოიყვანა ვაჩე გონს. ცოლს შეხედა რომელიც მის მკლავებში ნებივრობდა და კომფორტულად მოკალათებულს ძილის გარდა არაფერი ადარდებდა, გული აუჩქარდა და იგრძნო სისხლმა როგორი სიმხურვალით დაიწყო მის სხეულში მოძრაობა. ლილე ეწვა გვერდით, თავისი ინიციატივით ეძინა დივანზე მასთან ერთად და ამაზე ფიქრი ყველაფერ კარგს ამცნობდა ვაჩეს.
ვაჩე ზედმეტად არც კი სუნთქავდა იმით შეშინებული რომ ეს ნანატრი მომენტი შეწყდებოდა და იდილია დაერღვეოდათ, დიდი ხანი იწვა ასე, ლილეს მისჩერებოდა და წამებს ითვლიდა. ლილემ თვალები რომ გაახილა ლამაზი ღიმილი აჩუქა ვაჩეს, ისე ადგა რომ არაფერი უთქვამს არადა კარგად ამჩნევდა ინტერესს ქმრის თვალებში და თითქოს განძრახ არ აძლევდა ახნსა-განმარტებას. ან რა უნდა აეხსნა, მხოლოს ერთი რაციონალური ახსნა ჰქონდა რომელიც 'ასე მინდოდა და დამთვარდა.' გახლდათ. ამიტომ ლილეს არაფერი უთქვამს, ვაჩეც ჩუმად ადევნებდა თვალს და მის გამოხედვაში შემჩნეულ ეშმაკებს ემადლიერებოდა, ლილეს საქციელები არ შეცვლილა, ფიქრობდა ვაჩე და უხაროდა ის გოგო რომელიც წლების წინ შეუყვარდა ახლა ისევ რომ იჩენდა თავს.
საუზმეზე ლილემ ვერაფერი ჭამა, ყელში ლუკმა არ გადასდიოდა, მუცელი სულ პაწაწინად ეტყობოდა მაგრამ ლილეს ესეც ახარებდა ისევე როგორც ვაჩეს, გოგო იმაზე ემოციური იყო ვიდრე ოდესმე. სასწაულებრივად არ უჭირდა წარსულის ლილესთან დაკავშირებდა, ამ ემოციების გამკლავება და პარალელურად ორსულობასთან შეგუება.
-დღეს სოფის და ელენკას ვნახავ. - ვაჩემ მაშინვე უთხრა მე წაგიყვანო და ლილეც გამზადების შემდეგ ცოტა აღტაცებული და ცოტა შეშინებული ქმარს ეჯდა გვერდით მანქანაში.
-მიდი და დამირეკე წამოსვლა რომ მოგინდება. - კაფესთან გააჩერა მანქანა სადაც ლილეს ძველი მეგობრები უკვე ელოდნენ. ვაჩეს გაუღიმა, ლოყაზე აკოცა და მის რეაქციას არ დაელოდა, შერცხვენილი და გულაჩქარებული გადახტა მანქანიდან. ვაჩემ ღიმილით იარა რესტორნამდე და ამ ერთბაშად ნაცნობ და უცნობ გრძნობას ძლივს აუდიოდა.
უხაროდა მეგობრების ნახვა, მათ რომ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა გოგონებსაც გაუხარდათ და ამან ძალიან დააიმედა ლილე, იფიქრა საბოლოოდ შევრიგდებით და ყველაფერზე ვისაუბრებთ რაც ჩვენს შორის მოხდა ,რამაც ერთმანეთს ჩამოგვაშორაო, უნდოდა ძველი წყენა რომელიც არც კი ახსოვდა უკან ჩამოეტოვებინა.
-ლილე! აქეთ - ხელი დაუქნია ელენკამ მონატრებულ დაქალს და არ დააცადა ღიმილით მივარდა და ძლიერად ჩაეხუტა -სად ყავხარ გადამალული იმ შეშლილს გოგო, დედა როგორი გალამაზებული ხარ, ვაფშე არ ველოდი... - გრძელ ტალღოვან თმაზე ჩამოუსვა ხელი ლილეს და უცნაური მზერით აათვალიერა.
ლილე ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო, ეს კარგად იცოდა თვითონაც და მისმა დაქალებმაც, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ლილეს, სწორედ ამიტომ ძალიან უცხოდ მოხვდა ელენკას კომენტარი ყურში მაგრამ აღარ გაამახვილა ამაზე ყურადღება. თვითონაც მოეხვია ჯერ ერთ მეგობარს, მერე მეორეს.
-როგორი შეცვლილები ხართ, უფრო დახვეწილები. - თქვა ლილემ ღიმილით და სოფის თვალი ვერ მოაცილა რომელსაც თმა ქერად შეეღება და ძალიან უხდებოდა.
-შენ? იმ ვიღაცს სანტექნიკოსს რომ გაყევი მე მეგონა გაგაუბედურა და გაგაფარჩაკა, რას ვიფიქრებდი პრინცესასავით რომ იქნებოდი. - ლილე წამში დაიბნა. 'ეს რა ლაპარაკია...' გაიფიქრა და ძლივს მოიფიქრა რა უნდა ეპასუხა.
-რატომ უნდა გავეუბედურებინე, ხომ გვიყვარდა ერთმანეთი?
-კაი ეხლა, სიყვარული რომ იყოს საკმარისი...
-ის მოგვიყევი როგორ ხარ? სად ხარ დაკარგული ამდენი ხანი? - კითხა სოფიმ რომელიც მის დიდ ბეჭედს და ლამაზ ყელსაბამს ვერ აცილებდა თვალს. ლილე რომელიც ძვირფასეულობით იყო გაზრდილი სამკაულში სენტიმენტალურ ფასს უფრო აქცევდა ყურადღებას ვიდრე მათ ზომას და კაშკაშს, მაგრამ ვაჩეს ნაჩუქარი ხელის თხოვნის ბეჭედი ისეთი ლამაზი იყო და ზუსტად ლილესთვის ზედგამოჭრილი რომ რთული იყო არ შეგემჩნია.
-მთავარია ახლა აქ ვარ - სხვა არ იცოდა რა ეპასუხა, არც წარსულზე ლაპარაკი უნდოდა და არც იმის ახსნა თუ რა დაემართა.
-ხო ქალო თორემ როდემდე შეიძლება ასე? ვინ არ გათხოვილა მარა ქმარს ასე არავინ გადაჰყოლია. - დაეთანხმა ელენკა.
-და საიდან მოიტანე რომ მე გადავყევი? - იცოდა ლილემ რომ 'გადაყევი' ცუდად იგულისხმა მეგობარბა, სწორედ ამიტომ გაღიზიანების დამალვა არც უცდია.
-რას მიირთმევთ?
-მე ცეზარის სალათი მინდა და ხაჭაპური თუ შეიძლება. - მაშინვე უთხრა მოსულ მიმტანს, დილის უჭმელს ახლა ძალიან შიოდა, პირღებინების შეგრძნება აწუხებდა და ახლა მოაწვა მადა. -ა და კიდევ, ბროწეულის წვენი და ნაბეღლავი.
-თქვენ?
-მე ჩვეულებრივი სალათი - განაცხადა სოფიმ რომელიც ლილეს შეწუხებული სახით უყურებდა.
-ჩაის დავლევ, გთხოვ ლიმონი არ დაგავიწყდეს. - მიმტანი წავიდა, ლილემ ღიმილით შეხედა მეგობრებს.
-გადაყოლაა აბა რა არის, ყველა რომ წაშალე შენი ცხოვრებიდან მაგ ბიჭის გარდა. - პასუხის დაბრუნება არ დაავიწყდა ელენკას.
-გამშევს ეგ ვანოა თუ ვახო? - ჯერ ისევ საჭმლის რაოდენობაზე იყო გადარეული სოფი.
-ვაჩე და შეგიძლია ასე უხეშად და უაზროდ ლაპარაკს მორჩე? მეტყობა რამე დამშეულის? - ელენკა განგებ დააიგნორა, წარსული არ ახსოვდა და არ იცოდა როგორ ჩამოშორდნენ, მხოლოდ ის იცოდა რომ მათთან ყოფნას ვერ ასწრებდა და ასე დროთა განმავლობაში დაკარგეს ერთმანეთი.
-მე რა ვიცი აბა იმდენი რაღაც შეუკვეთე უცხო იფიქრებს სახლში არ აჭმევენო.
-ვაიმე ლილე, თუ გჩაგრავს ან ჭამას გიშლის ან რამე ეგრევე გვითხარი ხო?
-რა მჩაგრავს და ჭამას მიშლის, შენს თავს უსმენ საერთოდ? - ყელში ამოუვიდა ლილეს და ფეხზე სწრაფად ადგა, აღარ უნდოდა მათ გარემოცვაში ყოფნა. ისე სწრაფად წამოდგა თავბრუ დაეხვა და ლამის ისევ ჩამოჯდა მაგრამ არ დანებდა -კიდევ ერთ ასეთ უხეშ და დამამცირებელ კომენტარს გავიგებ ჩემ ქმარზე და...
-ღმეღთო, შენც როგორ გაგასოფლელა, დაჯექი ადამიანო ან რა გაწივლებს, ყველა ჩვენ გვიყურებს... - სოფი ჩუმად 'საყვედურობდა' და ხელზე ექაჩებოდა რომ რამეფრად დაესვა მაგრამ არ გამოუვიდა.
-რა სირცხვილია. - გარშემო მიმოიხედა ელენკამ და ხელი შუბლზე მიიბჯინა, იფიქრებდით ცნობილი სახეა და ხალხს ემალებაო, სინამდვილეი მიმტანის გარდა არავის დაუნახავს ეს პატარა დრამა, ისიც იმიტომ რომ შეკვეთა მიჰქონდა მათთვის.
-რა სულელი ვარ, რას ველოდი... - იცოდა ლილემ რაღაც მსგავსი რომ შეიძლებოდა მომხდარიყო მაგრამ მაინც გულუბრყვილოდ ამხნევებდა საკუთარ თავს რომ მისი მეგობრები თბილად მიიღებდნენ, ბოლო წუთამდე იმის იმედს არ კარგავდა რომ დაქალები მაინც მოიქცეოდნენ მის მშობლებზე გონიერად. გული სტკიოდა, უყვარდა მეგობრები და ახლა მათი ასეთი რადიკალური ცვლილების მომსწრეს არ იცოდა რა ეთქვა უკმაყოფილების გამოხატვის გარდა, "შეიძლება ყოველთვის ასეთები იყვნენ და იმიტომ ვერ ვამჩნევდი რომ მეც მათნაირი ვიყავ" გაიფიქრა და ამან უფრო წაუხდინა გუნება.
-გოგონა კარგად ბრძანდებით? - მიმტანმა საჭმელი მაგიდაზე დაალაგა და ფეხზე მდგარ ლილეს შეხედა რომელსაც ფერწასულს სხეული უკანკალებდა.
-რაღაც ვერ ვსუნთქავ... ვაჩე... - გული წაუვიდა, რომ არა ის მიმტანი ალბათ თავსაც დაარტყავდა მიწაზე. იმ წამს ყველა მათ მაგიდას წამოადგა, წყალი შეასხეს სახეზე მაგრამ არ მოდიოდა გონს. სოფიმ 112-ში დარეკა და დახმარების მოსვლას დაელოდნენ.
-რა დაემართა პაციენტს? - იკითხა სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა.
-რავი, ვსაუბრობდით და გული წაუვიდა, შიოდა მემგონი. - უხსნიდა ელენკა რომელსაც ძალიან შეეშინდა ამ ყველაფრის ფონზე, ისევე როგორც სოფის. როცა ლილე საკაცეზე მოათავსეს ელენკა და სოფიც მანქანით უკან აედევნენ სასწრაფოს. ლილე პალატაში მოათავსეს და შეუდგნენ ანალიზების ჩატარებას. ელენკა და სოფი კი ნერვიულად დააბიჯებდნენ კორიდორში.
-ნანა დეიდას დავურეკავ.
-იმას არ უნდა დავურეკოთ, ვაჩეს? - ძლივს გაიხსენა ელენკამ მისი სახელი.
-ძველი ნომერი თუ არ შეუცვლია დავურეკოთ. - ელენკამ ვაჩესთან დარეკა სოფიმ კი ლილეს მშობლებთან.
'ელენკა? რახდება, შენ რატომ მირეკავ?' გოგოს სახელი რომ ამონათდა მის ტელეფონზე მაშინვე ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა ვაჩეს.
'ლილეს გული წაუვიდა, მისამართს გამოგიგზავნი, აქ ვართ და ვიფიქრე უნდა გვეთქვა.'
'მოვდივარ, თუ გაიღვიძა ჩემს მოსვლამდე უთხარი გზაშიათქო.' ტელეფონი როგორც კი გათიშა რესტორნიდან გამოვარდა და ხელის კანკალით ატარა მანქანა, ერთი სიცოცხლე გაათავა სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწია.
ვაჩემ მიასწრო ლილეს მშობლებს საავადმყოფოში მისვლა და მაშინვე იკითხა სად ყავდათ დაწვენილი, როცა გაარკვია ცოლისკენ მიაშურა. ელენკა და სოფი სკამზე ისხდნენ და შეწუხებული სახეებით საუბრობდნენ ერთმანეთში.
-რა დაემართა? რამე თქვა? მუცელი სტკიოდა?
-ვაჩე, ძლივს გიცანი. - სოფიმ ბიჭი აათვალიერა თავიდან ბოლომდე და გაიფიქრა რა ცუდია ცოტა შეძლებული რომ არ არის, თორემ მეც ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მასთანო, არ ახსოვდა ასეთი, გრძელთმიანი და კარგად შერუჯული იყო ბოლოს რომ ნახა.
-რა დაემართა მეთქი! - უყვირა მოთმინება დაკარგულმა.
-არ ვიცით! შიოდა მემგონი.
-რამე ისეთი უთხარით რაზეც ინერვიულა?
-კი გაღიზიანდა რაღაცაზე მაგრამ ეგ რა შუაშია. - წარბი აწკიპა ელენკამ. ისევ არ ჰქონდა ამ ბიჭის ატანა, ვერც იმას იგებდა მისმა მეგობარმა რა ნახა მასში თავის დროზე, კი გარეგნობით შეიძლება გმორჩეული იყო მაგრამ საქართველოში ლამაზი ბიჭი ვის უკვირს.
-ორსულადაა და არანაირად არ შეიძლება მისთვის ნერვიულობა! - თმაზე ხელი გადაისვა და ისიც სკამზე ჩამოჯდა. თავს იდანაშაულებდა, რაღაცნაირად იცოდა რომ მშეცდომა იყო ლილე რომ ძველი მეგობრების სანახავად მიდიოდა მაგრამ რა უნდა ეთქვა, ან როგორ, რა სახით შეეძლო იმ მეგობრებისგან შორს დაკავება რომლებიც მისთვის ისევ ახლო და ძვირფასები იყვნენ.
-ორსულად? - პირზე ხელი აიფარა ელენკამ და სახე დაემანჭა.
-იმედია არაფერი მოუვათ ხო? - სოფიც აღელვდა, ახლა გასაგები იყო ასე მოულოდნელად რატომ გახდა ცუდად ლილე და რატომ შიოდა.
-არაფერი მოუვათ. - უპასუხა ვაჩემ და სანამ ლოდინში ნერვები უმტყუნებდა მანამდე დაურეკა ლილეს ექიმს, იას. გააფრთხილა რესპუბლიკურიდან მომყავს ლილე, გული წაუვიდა და ძალიან აგვიანებენ გამოსვლასო, იამაც მაშინვე დაამშვიდა ბიჭი ისე როგორც შეეძლო, მაგრამ სინამდვილეში ექიმიც აღელვდა, ასეთი სიხშირით არ იყო ნორმალური ცუდად გახდომა.
მიშამ და ნანამ როგორც კი სიძე დაინახეს არც აციეს არც აცხელეს მას მივარდნენ თითის მისკენ შვერით. -ამის მერეც იმას იტყვი არსად წაიყვანთო? შენ გეკითხები ვაჩე ბატონო რატომ არის ისევ ჩემი გოგო საავადმყოფოში?
-რისი თქმა გინდათ რომ მე არ ვუვლი როგორც საჭიროა ისე?! - თავის მოთოკვა აღარ შეეძლო, ის გაღიზიანება და ბრაზი რასაც არ აჩენდა ლილეს პატივისცემიდან გამომდინარე ახლა ნელ-ნელა სრულიად იბყრობდა ბიჭის გრძნობებს და საქციელებს.
-სწორედ ამის თქმა უნდა ჩემს ქმარს. როგორ განდო შენ ჩემი შვილი და შვილიშვილი?!
-მე როგორ განდოთ ჩემი ორსული ცოლი?! თქვენ ის ხალხი არ ხართ ორი წელი გონორების და უაზრო ჯიბრის გამო რომ ატირებდით და ამწარებდით ლილეს? ის ხალხი არ ხართ შესარიგებლად კარზე მოდგარს ყოველ ჯერზე ერთი სიტყვის გარეშე რომ აბრუნებდით უკან? ხმას რომ არ სცემდით და ყველა ახლობელთან კონტაქტი რომ გააწყვეტინეთ?! ლილეს ავტონომიას იქამდე ართმევდით სანამ არ აიძულეთ რომ სახლიდან წამოსულიყო და არც მას მერე ეშვებით! იმ დღეს გარკვევით არ თქვა რომ მისი გადაწყვეტილება იყო ჩემთან დარჩენა?! ხომ თქვა რომ ყველაფრის ამ გზით გახსენება უნდა და მე გაძლევთ პირობას რომ არასდროს გამშორდება! ასე რატომ ტანჯავთ?
-შენ ტნჯავ მას ყველაზე მეტად, ჯერ ის არ იკმარე არასტაბილური ოჯახი რომ შექმენით, ახლა ამნეზია და აიძულებ რომ ფეხმძიმობაც სირთულეში გაატაროს. - ნანა პასუხობდა, მიშა ხმას არ იღებდა, იცოდა რომ აზრი არ ჰქონდა ვაჩესთან პოლემიკას. ისედაც არაფერი ესმოდა, ჯიუტი იყო და თავისას გაიტანდა იქამდე სანამ რქები არ წაატყდებდა და ეჭვობდა არც მერე შეჩერდებოდა.
-გაიღვიძებს და მიმყავს, შენ აღარაფერს გეკითხები. - ვაჩემ ერთი ამოიოხრა მიშას სიტყვების გამგონემ და პასუხის ღირსად არ ჩააგდო კაცი. თუ ასეა ასე იყოს, ჯერ არ დაბადებულა ის ვინც ჩემგან ლილეს წაიყვანს, ფირობდა ვაჩე და სიჩუმეში ელოდა ექიმს.
-ლილე დვალთან თქვენ ხართ? - მიმართა შეკრებილებს ექიმმა.
-დიახ, როგორ არის ჩემი შვილი. - ნანამ ხელი გულზე მიიდო და მომთხოვნი თვალები შეანათა ექიმს.
-მშობლებს შეგიძლიათ შემობძანდეთ. - აცნობა ექიმმა, ის იყო მიშა და ნანა ნაბიჯს გადადგამდნენ რომ ვაჩეს ხმამ იჭექა.
-არა, მე ვნახავ.
-თქვენ ვინ ხართ პაციენტის?
-ქმარი.
-აქეთ მობრძანდით. - ვაჩეს აღარავსთვის შეუხედავს, გვერძე აუარა გოგონებს რომლებიც ჯერ ისევ იმაზე ფიქრობდნენ ამნეზია როგორ ჭირდა ლილეს და როცა ვაჩე თვალს მოეფარა ნანას ყველაფერი გამოკითხეს.
ვაჩე ცოლს მიუახლოვდა რომელსაც ეღვიძა და ამღვრეული თვალებით აშტერდებოდა მკლავს სადაც ისევ წვეთოვანი ედგა.
-პატარავ. - ლილემ შეხედა და მაშინვე მისცა გასაქანი ცრემლებს. ვაჩემ ჩაიხუტა, ზურგზე ეფერებოდა და მის ქვითინს სხეულით გრძნობდა.
-ვაჩე, საერთოდ არ ვარ მათი ადამიანი. - უჩურჩულა ქმარს.
-შენი მეგობრების?
-და ჩემი მშობლების. ასეთი არაფერი მახსოვს წარსულიდან, მსგავსი საქციელები არასდროს ახასიათებდათ ჩემს მეგობრებს, ახლა კი მათში ცუდის გარდა ვერაფერი შევნიშნე... რა გავაკეთო...
-მთავარია რომ თავს მიხედო, ლილე გეტყოდი არ ინერვიულო თქო მაგრამ ვიცი არ შეგიძლია, უნდა გაიაზრო რომ მათთან საერთო აღარაფერი გაქვს. იმ ადამიანებთან ერთად უნდა გავიზარდოთ ვინც ჩვენს ცხოვრებაში არიან და თუ ერთი-მეორეს გადაასწრებს ან ასცდება ამ გზაზე ეს ნორმალურია, გულ დასაწყვეტი მაგრამ ნორმალური და ვერ ვაიძულებთ მათ რომ წამოგვწეიონ ან ჩვენს გამო შეანელონ, ეს ტავად უნდა გააკეთონ. - ვაჩე უხსნიდა ლილეს სწორედ იმას რაც ადრე თვითონ ლილემ უთხრა, მაშინ როცა პირველად ჩამოშორდა მეგობრებს.
-მართალი ხარ. - ქვითინს ვერ წყვეტდა მაგრამ ცრემლები უნელდებოდა და გულის ტკენასაც მამაცად იგერიებდა.
-მე არა, შენ ხარ მართალი. ეს შენი სიტყვებია და გთხოვ არასდროს დაივიწყო რომ რაც არ უნდა მოხდეს მე სულ გვერდით გეყოლები. - ლოყაზე აკოცა ცოლს და იქამდე ყავდა მკერდზე მიხუტებული სანამ წვეთოვანი არ დაიცალა და ლილეს წასვლის უფლება არ მისცეს.
დერეფანში გამოსული ვაჩეს ეყრდნობოდა ხელკავით, არ შეუხედავს არც მშობლებისთვის რომლებიც მაშინვე მივარდნენ და არც მეგობრებისთვის რომლებიც შორიდან შესცქეროდნენ წყვილს.
-დედა, სახლში მივდივართ და შენი ხმა არ გავიგო...
-თავი დამანებე ნანა და სადაც გინდა იქ წადი. მე ჩემს სახლში მივდივარ. - ხელი აუქნია დედას, მიშას არსებობა არც არაფრად ჩააგდო. ვაჩესით და თავისი სიძლიერით დაიმედებულმა თავაწევით აქცია წარსულს ზურგი.
ვაჩემ კიდევ საავადმყოფოსი რომ მიიყვანა დაღლა მერე იგრძნო, აღარ უნდოდა ამდენი ექიმები და კლინიკები. ია ექიმს მაინც უხმოდ ეჯდა ანალიზზე.
-როგორ არის?
-ჯერჯერობით საშიში არაფერია ვაჩე.
-აჰა, იქაც ხომ გვითხრეს რომ არაფერი იყო? უბრალოდ წნევა დამივარდა და თან უჭმელი...
-ჯერჯერობით რას ნიშნავს? - მხოლოდ ეს გაიგო ვაჩემ.
-ამნეზიის ფონზე უჭირს ემოციების და ჰორმონების კონტროლი, ზოგი აწეულია ზოგი კი პირიქით. ნერვიულობაც ხშირია როგორც ვიცი. ორივეს ჯანმრთელობისთვის გირჩევ რომ ქალაქიდან გაიყვანო და სანამ მესამე ტრიმესტრი დაეწყება მანამდე იქ მომწიფდეს ნაყოფი. მშვიდი გარემო და სუფთა ჰაერი ნერვიულობას საგრძნობლად შეამცირებს. უბჯობესი იქნება მთა, ან კახეთიც არ იქნებოდა ცუდი...
-სვანეთი? სვანეთი ხომ შეიძლება? - სახლში დიდი ხანია არ ყოფილა ვაჩე და ახლა იდეალური შანსი ჰქონდა ლილესთვის წარსულის ეს ნაწილიც თავიდან გაეცნო.
-კი, მშვენიერი. ვიტამინებს გამოგიწერ და ყოველ კვირა დამირეკეთ სიტუაციის საკონტროლებლად. - კლინიკა რომ დატოვეს ვაჩემ და ლილემ მაშინვე რესტორნისკენ აიღეს გეზი.
უჭმელმა გემრიელად ისადილა და ისე კარგად იგრძნო თავი რომ სულ გადაავიწყდა დილის ამბები, საქმესაც კი შეუდგა იმის მიუხედავად რომ ვაჩე ეხვეწა სახლში წაგიყვანო, ერჩივა ვაჩესთან ყოფნა და ცოტა მუშაობაც, თან არც თვითონ აპირებდა ბავშვის და საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას, თუ რამე მაშინვე ეტყოდა ქმარს.
საღამოს სახლში თბილად იჯდა ლილე ლოგინზე საყვარელ ადიელაში გახვეული, ხელში ტკბილეულობებით და ნაბეღლავის ბოთლით, ვაჩეს უყურებდა რომელიც ჩემოდანში ტანსაცმლეს ალაგებდა.
-ანუ ბეჩოში გაქვს სახლი.
-კი, სხვათა შორის ჩვენი ძველი ალბომები იქ გვაქვს დატოვებული.
-ხშირად დავდიოდით ხოლმე?
-ზაფხულში სულ იქ ვართ, ჩვენებიც ამოდიან ხოლმე და ძაან კარგად ვატარებთ დროს. შარშან ახალ წელსაც იქ შევხვდით, გამომიცხადე არ მინდა ქალაქის ხმაურშიო და 31-ში დილიდან ტრასაზე ვიდექით.
-მერე სუფრა როგორ გავშალეთ? - ვაჩემ გადაიხარხარა ამ მოგონების გახსენებაზე.
-როგორ და ყველაფერი რაც მზად გვქონდა კონტეინერებში ჩავაწყეთ და თან წავიღეთ.
-მიაღწია რამემ? - გაეცინა ლილესაც.
-მიაღწია, მიაღწია... - მოყოლა განაგრძო ვაჩემ.
***
-აუ ლილე თუ გიყვარვარ ჭვიშტარი მაჭამე რა . - თხოვა ვაჩემ ცოლს და ლილემაც არ დააყოვნა, საჭესთან მჯდარს საკუთარი ხელით აჭამა.
-ცივი როა?
-მერე რა, შენი გაკეთებული ცივიც გემრიელია.
-აჰა და ჭამე მაშინ - კიდევ აჭამა და თითონაც ჩაკბიჩა, ასე ილუკმებოდნენ და დათოვლილ გზას გაჰყურებდნენ.
-როგორ ავალთ სახლამდე ვაჩე? ჩაკეტილი რომ იყოს გზა?
-არა ცხოვრება მაგაზე არ იდარდო, ჩემ პატარაობაში ორჯერ ძლიერად თოვდა და მაშინ არ კეტავდნენ მაგ გზას.
-და ახალი წლის დადგომამდე რომ ვერ მივასწროთ?
-ლილე ნუღარ გვთარსავ რა და ნუ შემიჭამე ეგ...
-მშია და რა ვქნა? მე ვჭამო თუ შენ გაჭამო?
-მთელი გზაა ჭამ და მაინც გშია... - წარბი აწკიპა ვაჩემ და აათვალიერა ცოლი, ლილემ და ვაჩემ ერთდროულად გაიფიქრეს რაღაც.
-ვაიმე ვაჩე! ორსულად ვარ მემგონი. - ერთი ხელი პირზე აიფარა და მეორე მუცელზე მიიდო, ჩაფიქრდა რაღაცაზე. ვაჩეს საჭე გაექცა და იმ წამსვე ისევ დაიმორჩილა.
-დაგვხოცო იქნებ სამივე. - უსაყვედურა ლილემ.
-რა სამივე, მართლა ორსულად ხარ? საჭესთან მჯდომს უნდა მითხრა ეგეთი რაღაც ლილე?! - ახლა ვაჩემ უსაყვედურა.
-არ ვიცი არა, მე მგონია რომ ვარ, თან გადამიცდა... აფთიაქთან გააჩერე და რომ მივალთ სახლში ეგრევე ტესტს გავიკეთებ.
როგორც კი ჩააღწიეს მესტიაში მაშინვე იყიდეს ორსულობის ტესტი, კიდევ რამდნიმე დღის საჭმელი ჩამოსვლა რომ არ დასჭირვებოდათ და სახლისკენ გაუდგნენ გზას, არც გადაკეტილი ყოფილა და არც ძლიერად დათოვლილი საბედნიეროდ.
ისხდნენ და ელოდნენ როდის გამოისახებოდა ტესტზე პასუხი, ვაჩე ნერვიულად ამოძრავებდა ფეხს ლილე კი ინტერესით მისჩერებოდა ხან ქმარს ხანაც თავის მუცელს.
-გავიდა დრო, მიდი ნახე. არა მოიცა ჯერ მე ვნახავ. არა შენ ნახე. - ბოლოს ვაჩეს მიაჩეჩა -ჰაა მეტყვი? - ვაჩეს მის აღტაცებაზე გაეღიმა.
-არ ხარ ორსულად, არა. - ლილეს გულის რევა მოაწვა, სააბაზანოში შევარდა და იქ დაემხო, ვაჩეც შეყვა სახიდან თმა გადაუწია და პირიც მობანა.
-აბა რატო ვარ ესე? იქნებ შეცდა ტესტი?
-სამივე?
-აბა?
-რა აბა ადამიანო, სამი დღის სამყოფი ნიგვზიანი ბადრიჯანი ჭამე და კიდე კარგად ხარ. მიდი ეხა და ნაბეღლავი დალიე იქნებ მოხვიდე აზრზე. - სამზარეულოში შესულს ნაბეღლავის ბოთლი დაუდო წინ.
-ფუ მომაშორე. - ხელი აიქნია ბოთლზე და ვაჩეს სიცილს ყურადღება არ მიაქცია, სუფრის გაშლას შეუდგა. ახალი წლის საღამო იყო და სუფრა ხომ უნდა ჰქონოდათ? ოღონდ ნიგვზიანი ბადრიჯნის გარეშე...
მერე იმ ღამეს ლილე გაიძახდა აქამდე თუ არა ახლა მაინც ვარ ორსულადო და ვნებიანად ეტანებოდა ქმრის ტუჩებს.
***
გზაში ძალიან ბევრი რამ მოუყვა ვაჩემ, ბეჩოში მეზობლების და ახლობლების შესახებ რომლებსაც მათი რძალი ლილე ძალიან უყვარდათ და ყოველ ჩასვლაზე ერთ დიდ დღესასწაულს ახვედრებდნენ. ლილე ამაზე ნერვიულობდა მაგრამ ფიქრობდა რომ თუ ვაჩესნაირი იყო დამხვედრთა ნახევარი მაინც არაფერი ჰქონდა სანრვიულო.
ბეჩოში შესვლის მომენტდიან თითქოს სუნთქვა გაუმარტივდა ლილეს, ყველა ის ბნელი ფიქრი და არასრულობის შეგრძნება რომელიც არასდროს ტოვებდა ახლა აღარ არსებობდა მის გონებაში. მწვნე მთებს უკან აზიდული კლდეები და მოყინული წვერები ზემოდან მფარველებივით დაჰყურებდნენ ლილეს, გაშლილი ხელებივით დაუხვდა უსასრულო მთები და იგრძნო აქ არაერთხელ რომ ჰქონდა ფეხი დადგმული, იცოდა ის მთები და ღრუბლები უცხო რომ არ იყვნენ. სახლისკენ მიმავალ გზას რომ გახედა თვალები დახუჭა და წარმოიდგინა შემდეგი შესახვევი, მომდევნო სახლის და კოშკის ადგილ-სამყოფელი, ცრემლები მოეძალა.
-გამახსენდა სად არის ჩვენი სახლი. - უთხრა ქმარს რომელმაც ხელზე აკოცა და იმ მთებივით თბილი და ძლიერი ღიმილი აჩუქა.
-ხოდა მიმასწავლე.
ლილემ უშეცდომოდ მიუთითა სახლამდე და როცა ნაცნობი სახლის წინ შეაჩერა მანქანა იქიფრა სახლის დანახვისას ყველაფერი გამახსენებაო, მაგრამ ამაოდ. სხვა არაფერი გაახსენდა, არც სახლი ეცნო დიდად და არც კოშკი რომლისაც იმ წამს შეშურდა, ეს სულ აქ დგას, აქ იდგება და არ შეიცვლება, ფიქრობდა ლილე და ნატრობდა მეც ასეთი რომ ვყოფილიყავი ვაჩეს ასე ძალიან არ ვაწვალებდი და გავურთულებდი ცხოვრებასო. მუცელზე დაიწყო ხელები.
-გშია ლილე?
-რა? ა, არა არ მშია. უბრალოდ მეგონა კიდევ რამეს გავიხსენებდი მაგრამ...
-ნუ აძალებ საკუთარ თავს ყველაფერი ერთბაშად გაიხსენო. მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, გზა გაიხსენე ხედავ? გზა თუ გახსოვს დანიშნულების ადგილას აუცილებლად მიხვალ. - მანქანიდან რომ გადავიდა ვაჩე ჯერ ცოლს გაუღო კარები მერე სახლის კარს ბოქლომი მოხსნა და შიგნით შესულებს სიცივე რომ შეეგებათ არ ესიამოვნა
ვაჩე ამას ვერასდროს მიეჩვეოდა, ბავშვობის სახლში სითბოს და ხმაურის გარდა არაფერი სუფევდა მისი მშობლების გარდაცვალებამდე, იქამდე სანამ ნაადრევად მოუწია გაზრდა და გურამთან ერთად ქალაქს წასვლა რომ ემუშავათ და ასე გაეტანათ თავი.
ვაჩეს მოსწონდა თბილისში ცხოვრება მაგრამ არაფერი ერჩივნა სვანეთს, თავის სახლს და იმ გარემოს სადაც დაიბადა და გაიზარდა, იმისთვის მუშაობდა რომ ერთ დღეს აქ დაბრუნება მოეხერხებინა, მაგრამ მალევე გურამი დაიჭირეს, მერე ლილე გაიცნო და ლილე გახდა ყველა მისი ოცნება და პრიორიტეტი. ის სახლი ასე რომ შეჰნატროდა ქალად გადაიქცა.
-ძალიან ლამაზია აქაურობა.
-სახლი თუ ბეჩო?
-ორივე. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემთვის რაღაც ძვირფასის წინ ვდგავარ და არ მინდა რომ შევეხო.
-ალბათ იმიტომ რომ აქ ჩამოსვლა სულ ძალიან გიხაროდა, ახლა კი სიახლის შეგრძნება გაქვს ძველი სიხარულის მაგივრად. - ლილემ იქაურობის დათვალიერება დაიწყო ვაჩე კი ჩემოდნების შემოტანას შეუდგა. მალევე ორივე მისაღებში იყვნენ, ვაჩე ჯემპრს ეძებდა ლილესთვის ლილე კი ძველ თაროებს ჩამოუყვა. ალბომი რომელიც ვაჩემ უხსენა იქვე იდო და რომ გადაფურცლა სულ სხვა ფოტოები აღმოაჩინა, რაც ტელეფონში ჰქონდა ნანახი ისინი არა.
-ესენი კამერით არის გადარბული?
-ხო, მე მაქვს კამერა და მაგით გადაღებული ფოტოები მარტო ალბომებშია. - ერთ ფოტოს მიაშტერდა ლილე სადაც ვაჩეს კალთაში ეჯდა, მისთვის კისერზე შემოეხვია ხელები და ლოყაზე კოცნიდა, ვაჩე ლაღად იღიმოდა, უკან მთები ამშვენებდა ფონს წინ კი ზაფხულის ყვავილები და მწვანე მინდორი.
-ესეთი მოგონებებით თუა ჩემი წარსული სავსე იმაზე ძვირფასი რამ დამიკარგავს ვიდრე ვიაზრებ. - ჩაუცრემლიანდა თვალები ლილეს, ტირილი მისთვის ძალიან ნაცნობი რამ გახდა.
-ლილე!
-კაი ხო არ ვტირი - ცხვირ პირი სწრაფად შეიმშრალა და ისევ თაროებს მიუბრუნდა, ალბომი არ გაუშვია გულში ჰქონდა ჩაკრული.
-ეს რა არის? - ფაილში შენახულ დოკუმენტებს რომ წააწყდა გაუკვირდა, ხელში აიღო და გადახედა. ბანკის საბუთები იყო.
-ეს სახლი ჩადებული მაქვს. - აუხსნა ვაჩემ.
-რატომ? - ცუდად გააკანკალა ლილეს.
-რესტორნის გახსნას დიდი ფული სჭირდებოდა და სახლის ჩადებას ნაკლები პროცენტი ჰქონდა მაშინ.
-ამის ფულით გახსენი რესტორანი?
-გავხსენით და ხო, ეხლა ვიხდით და სხვათაშორის... ლილე ახლა რაღა გატირებს?
-ჩემ გამო გააკეთე ეგ. - ჩაიჩურჩულა ლილემ.
-ხომ უნდა მომეხედა შენთვის არა? თან ნახე რა კარგად აეწყო ყველაფერი? ნუ ტირი.
ლილე უცბად მიუახლოვდა ძლიერად შემოხვია კისერზე მკლავები, სწორედ ისე ფოტოში რომ ნახა. გაიფიქრა ნეტავ მაშინაც თუ ასე ვგრძნობდი თავსო, მაგრამ პასუხის ნაცვლად ვაჩეს ძლიერი ხელები იგრძნო წელზე და ზურგზე. მოშორება აღარ უნდოდა.
-გამაგიჟებ, ამდენი ტირილი ვის გაუგია გოგო? - თავზე აკოცა ვაჩემ და წელზე ეფერებოდა.
-ვერ ვიკავებ თავს და. - ამოისლუკუნა. ისეთი მადლობელი და ამაყი იყო იმ წამს... ოთახი დაიხანა, დიდი ფანჯრით საიდანაც ბეჩოზე ულამაზესი ხედი იშლებოდა, საწოლზე იწვა ვაჩესთან ერთად და ფანჯარას გაჰყურებდნენ, რაღაცაზე საუბრობდა ვაჩე, ლილე სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ სიმხურვალეს გღძნობდა და შიშველ სხეულს ასე ძლიერად რომ ჰყავდა ზედ აკრული. დაფეთებული მოშორდა ვაჩეს.
დაიბნა, ვერ მიხვდა რა დაინახა, მოგონება თუ სურვილი? იქნებ ოცნება? მერე ისევ იმ ოთახში დაბრუნდა მისი გონება, ვაჩე ეკითხებოდა თუ მოსწონდა ბეჩო, ეუბნებოდა ყველგა წაგიყვან, შიხრას ხეობას განახებ, გაგიჟდებიო.
-რა მოხდა ცხოვრება?
-შიხრა... შიხრაზე ამიყვანე მერე?
-რა? - უცბად ვერ მიუხვდა ვაჩე. მაგრამ მერე გაახსენდა ლილე პირველად რომ ჩამოიყვანა თავის სახლში და ყველაფერი რომ მოატარა, ისიც სიხარულით რომ ეზიარებოდა სვანეთის იმ პატარა კუთხე-კუნჭულს და ხალხს ვინ იქ ცხოვრობდა.
-გაგახსენდა? - ლილემ თავი დაუქნია.
გავლილმა დრომ ვერაფერი დამართა ვაჩეს და ლილეს, ვერც ამნეზიამ. ვაჩემ სახეზე დააწყო ხელები ცოლს და აღარ უფიქრია ისე აკოცა. მის მონატრებულ ტუჩებს დიდი მონდომებით და ვნებით წაეტანა, ისეთი სითბო იგრძნო აქამდე არასდროს რომ არ განუცდია. ლილე ყოველთვის სიყვარულის ხატი იყო მისთვის მაგრამ ეს რაღაც ახალი, რაღაც განუცდელი იყო, ვაჩესთვისაც კი. რაღაც მიუწვდომელი რომელიც ისედაც მისი იყო.
ლილემ ხელები მკერდზე დააწყო და აეკრა ვაჩეს, მის ვნებას უპასუხა და ენის შეხება რომ იგრძნო გულმა ფეთქვა შეწყვიტა. ისე აკოცა როგორც ცოლი კოცის ქამრს და იმ მომენტში ცხადად დაინახა მომავალი რომელიც წინ ელოდა.
ძლივს მოშორდნენ ერთმანეთს. მონატრებული ცოლის კოცნა ყველაფერს ერჩვნა, ლილე კი სიტყვებს ვერ ერეოდა რომლებიც ასე ნატრობდნენ თავისუფლებას.
-არ მინდა შენთან დაშორება. - საიდუმლოსავით ამოიჩურჩულა, თითქოს ამ სიტყვებს ანდობდა ქმარს და მომავალს რომელიც მის ვალს ან დააბრუნებდა ანდაც არა.
ლილეს არ გამორჩენია როგორ ჩაუცრემლიანდა ვაჩეს თვალები და კიდევ ერთხელ იგრძნო ის წმინდა გრძნობა რომლეიც ამ ადამიანისგან მოდიოდა და მის გულში იღვრებოა. მაგრამ არ უტირია...
-მიყვარხარ ლილე. - ხმა წაერთვა გოგოს, არ იცოდა რა ეთქვა, არ იცოდა როგორ გამლავებოდა მოწოლილ გრძნობებს. პასუხად კოცნა აჩუქა, დიდი ხანი არ მოშორებიან ერთმანეთს.
-შენ რომ გდომოდა მე არ შეგეწინააღმდეგებოდი მაგრამ ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი რომ არ მოგინდებოდა ჩემგან წასვლა. - სახე დაუკოცნა ცოლს რომელიც იცინოდა და ბედნიერებას აღარ გაურბოდა. ხელში აიყვანა და დაატრიალა, არ შორდებოდა.
-ვაჩე გეყოს. - ყელზე რომ ჩაუყვა კოცნებით მაშინ დაიწუწუნა ლილემ.
-მეყოს? რას ქვია მეყოს? - ისევ აკოცა და გულაჩქარებულმა რომ ვერაფერი მოიფიქრა იმ ხერხს მიმართა სულ რომ ჭრიდა.
-მშია თან თავი მტიკა რაღაც. - აფერისტულად დაიზილა საფეთქელი.
-წამო ვჭამოთ.
ყველაფერი დაათვალიერებინა ლილეს რაც მოასწრეს, მეზობლებს "გააცნო" მაგრამ სინამდვილეში არავსთვის უთქვამთ ლილეს რომ არ ახსოვდა მათი ვინაობა, გოგოც პროფესიონალურად უმკლავდებოდა ხალხს რომლებიც მონატრებას ეფიცებოდნენ. ძალიან კარგად გატარეს ის დღე. საღამოს დაღლილი მიესვენა ლილე საწოლზე, ვაჩე თავზე წამოადგა და დაემუქრა ან კარგად ჭამე ან ძალით გაჭმევო და მანაც აღარ დააყოვნა. ღამე ისევ მარტო იწვა, ვაჩეს მეორე საძინებელში ეძინა.
"რა აზრი აქვს ერთმანეთისგან შორს ყოფნას" გაიფიქრა ლილემ და საწოლიდან წამოდგა, უცბად შესცივდა მაგრამ მალევე მეორე საძინებელში შევიდა და ვაჩე რომ დაინახა რომელსაც არ ეძინა ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სიცივე ვიღას ახსოვდა.
-ლილე? რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარ? - ფეხზე წამოხტა ვაჩე, საცვლის ამარა იდგა ოთახში, ლილეს ტემპერატურამ აუწია, მუცელში მხურვალება იგრძნო.
-არა, არაფერი, შენთან მინდოდა უბრალოდ. - თვალებს სწრაფად ახამხამებდა და განაჩენივით ელოდა ვაჩეს სიტყვებს. ვაჩეს გაეცინა, ხელი მოჰხვია ცოლს და საწოლისკენ წაიყვანა. ისე უხაროდა ნელ-ნელა იმ გრძნობებს რომ იბრუნებდა ასე ძალიან რომ უყვარდა მასში.
-რა თბილი ხარ. - აეკრო ქმარს და პირველად დიდი ხნის მანძილზე თავი სრულად იგრძნო. მერე რა რომ ყველაფერი არ ახსოვდა, ამიერიდან ასე იცხოვრებდა ჩვეულებრივად, მელანქოლიის და იმ სევდის გარეშე რაც კომიდან გაღვიძების შემდეგ ჰქონდა. გადაღლილებს თბილად ეძინათ ერთმანეთის მკლავებში გახვეულებს და არცერთი აღარ დარდობდა იმაზე თუ რა დარჩათ წარულში და რას უმალავდა მომავალი.
***
2 თვის შემდეგ.
ლილემ რომ გაიღვიძა ხელი სტკიოდა, ისეთ პოზაში ეძინა გვერდულად რომ რა გასაკვირი იყო. რამდენჯერაც თავის წამოზრდილ მუცელს დაინახავდა იმდენჯერ ხელახლა უხაროდა ის რომ ძალიან მალე დედა გახდებოდა. მაიკა აიწია და როგორც ჩვევია ხელები მუცელზე დაიწყო.
-გაგიღვიძიათ დედა-შვილს. - ახალგაღვიძებული უფრო დაბოხებული ხმით თქვა ვაჩემ და ლილე აათვალიერა, საცვლების და ერთი მაისურის ამარა მძინარე ისეთი მიმზიდველი იყო რომ თავს ძლივს იკავებდა გასული ღამის საქმიანობა არ გაეგრძელებინა. გემრიელად აკოცა ტუჩებზე, ყელზე, მკერდზე ცოლს და მუცელზეც არ დავიწებია მოფერება.
-თბილისში როდის დავბრუნდებით?
-გინდა წასვლა?
-არა საერთოდ არ მინდა წასვლა და მაგიტომ გეკითხები.
-არ წავალთ მაშინ სანამ ამის დაბადების დრო არ მოვა. - კიდევ ერთხელ აკოცა მუცელზე.
-რას ვარქმევთ?
-რა დროს მაგაზე ფიქრია ცხოვრება, ჯერ სქესიც არ ვიცით.
-მე ვიცი რომ გოგოა.
-გოგო გინდა პირველი და მაგიტომ.
-ო, არა მაგიტომ არა, აქ ვგრძნობ რომ გოგოა. - გულზე დაიდო ხელი და ვაჩეს მზაკვრულად გაეღიმა.
-აქ გრძნობ? - ხელი სადაც ედო მოაშორა და ტუჩებით ჩაანაცვლა, ლილემ სიამოვნებით ამოიკრუტუნა და ნეტარებას მიეცა, იმ კვირაში მერამდენედ ვეღარ ითვლიდა.
საღამოს აცივდა, ჩახუტებულები ისხდნენ და ათას რამეზე ლაპარაკობდნენ. მოულოდნელად ლილემ თავის ტკივილი იგრძნო, ისეთი ძლიერი რომ ლამის გონება დაკარგა.
-ვაჩე...
-ლილე ისუნთქე, სასწრაფოდ ექიმთან მივდივართ. - ფეხზე წამოხტა ვაჩე და მანქანის გასაღების ძებნა დაიწყო.
-არა დაიცადე, ვაჩე დაიცადე. - თვალები რომ გაახილა და თავბრუს ხვევა შეუნელდა შიშისგან აკანკალდა. ეგონა იმ წამს მოკვდებოდა.
-ეს რა იყო? - კითხა ქმარს.
-არ ვიცი, დროზე მეთქი ლილე თბილისში მივდივართ.
-არა რა თბილისში, კარგად ვარ უბრალოდ თავი ამტკივდა, მერე რა, ვის არ ატკიებია თავი.
-კარგად იცი შენს მდგომარეობაში ყველაფერი თუნდაც ძალიან პატარა რაღაცას ნიშნავდეს.
-ვაჩე მეთქი! არაფერს არ ნიშნავს და ნუ გასვანდები ხოლმე რა! გახსოვს მაშინ ფეხი რომ გადამიბრუნდა და რო მიმარბენინებდი მოტეხილი გაქვსო? მქონდა მოტეხილი რამე? - გაღიზიანდა ლილეც და დივანზე ჩამომჯდარმა ქმარს მკაცრი მზერა შეანათა.
ვაჩე გაშეშდა, ვეღარ ამოისუნთქა.
-შენ ეგ გახსოვს? ბათუმში მოხდა ეგ, სამი წლის წინ.
-მახოსვს... ვაიმე! ვაჩე! მახოსვს. - ფეხზე წამოხტა ლილე და სწრაფად გაიცქა ქმრისკენ, ისე ჩაეხუტა ვერ მოიშორებდა რომც სდომოდა.
-ყველაფერი გახსოვს? - ანერვიულებულმა ძლივს შეეკითხა და როცა ლილემ უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი ვაჩემ ერთი ამოისუნთქა. იცოდა, ხომ ისედაც იცოდა რომ გაიხსენებდა.
-აზრობ რა გვექნება ბავშვებისთვის მოსაყოლი? - ლილეს სიცილი რომ გაიგო ბედნიერმა დახუჭა თვალები.

დასასრული

........
იმედია მოგეწონათ ეს ისტორია და ჩემი ლილე და ვაჩეც შეგიყვარდათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent