შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მებაღე - თავი 4


გუშინ, 17:24
ავტორი The Hobo Soul
ნანახია 71

დღე ნელა გადიოდა, ის ამოუცნობი კაცი ისევ მოვიდა.

ამჯერად სხვანაირად - არა როგორც ადამიანი, რომელიც რაღაცას ითხოვს, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც ამოწმებს, მართლა ყველაფერი რიგზეა თუ არა. ეს ჩანდა მის სიარულშიც - არ ჩქარობდა, არ იჩენდა ზედმეტ ყურადღებას, მაგრამ თვალები პირდაპირ მილენაზე ჰქონდა მიბჯენილი, თითქოს მასზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, თვითონაც რომ ვერ ხსნიდა.

მილენა დერეფანში იდგა, კედელს მიყრდნობილი, სიგარეტის კვამლს ნელა უშვებდა. როცა დაინახა, როგორ მიუახლოვდა, ტუჩები ოდნავ ასწია - ნახევრად ირონიულად.
-ისევ შენ?

კაცი ახლოს გაჩერდა. ამჯერად მის მზერაში ნაკლები დაძაბულობა იყო და მეტი ყურადღება - თითქოს აკვირდებოდა, ხომ არაფერი შეცვლილა მასში.
-როგორ ხარ?

მშვიდად ჰკითხა.

მილენა წამით დაიბნა - ასეთი კითხვა აქ იშვიათი იყო.
-შენ რა, ექიმი ხარ?

მკვეთრად უპასუხა.

კაცმა ოდნავ გაიღიმა.
-არა. უბრალოდ ვამოწმებ.
-რას ამოწმებ?

მისი ხმა უკვე დამცავი იყო.

კაცი ოდნავ გვერდზე გადგა, რომ უკეთ დაენახა - მისი თვალები, სახე, დაღლილობა, რომელიც მილენას თვითონაც აღარ ემჩნეოდა.
-რომ არ იკარგები.

მოკლედ თქვა.

მილენამ თვალები დააწვრილა.
-ვინ გგონია თავი?
-არავინ განსაკუთრებული.

პაუზა.
-უბრალოდ უფროსი ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი არ მოსწონს.

მილენამ ჩაახველა, თითქოს გაეცინა.
-და ახლა შენ უნდა მიხსნა?

კაცი არ აჰყვა ირონიას.
-არა.

მშვიდად უპასუხა.
-მაგრამ შემიძლია უკეთესი არჩევანი გაჩვენო.

მილენა ჩუმად უყურებდა.

მისი ტონი არ იყო მბრძანებლური.

არ იყო დამამცირებელი.

უფრო ჰგავდა ადამიანს, რომელიც ზედმეტად ბევრი ნახა ცხოვრებაში და ახლა უბრალოდ ცდილობდა რაღაც არ გამეორებულიყო.

კაცი ოდნავ მიუახლოვდა, მაგრამ ფრთხილად - ისე, რომ მის სივრცეში არ შეჭრილიყო.

მისმა ხელმა ნელა, თითქმის გაუბედავად გაუსწორა თმის პატარა ღერი შუბლთან.

ეს ჟესტი არ იყო ინტიმური.

უფრო მზრუნველი იყო.

როგორც მამა ასწორებს შვილს თმას.

მილენა წამით გაშეშდა.

ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად აბნევდა.
-ნუ მეხები…

ჩუმად თქვა, მაგრამ ამჯერად ხმა აღარ იყო აგრესიული.

უფრო… დაბნეული.

კაცმა ხელი მაშინვე უკან გაიწია.
-კარგი.

მოკლედ თქვა.

შემდეგ ცოტა ხანს უყურა.
-დაფიქრდი იმაზე, რაც გითხარი.

მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ სერიოზული.
-ეს ადგილი შენთვის არ არის.

მილენამ თვალები გადაატრიალა, მაგრამ ამჯერად აშკარა იყო - სიტყვებმა მაინც მიაღწია.
-შენ რა იცი ჩემზე?

კაცმა ოდნავ თავი დახარა.
-საკმარისი.

პაუზა.
-და დანარჩენს მივხვდები.

მილენა ისევ ჩუმად დარჩა.

კაცმა ჯიბიდან სავიზიტო ბარათის მსგავსი რამ ამოიღო და გაუწოდა.
-თუ რამე შეიცვლება - დამირეკე.

მილენამ არ გამოართვა მაშინვე.

უბრალოდ უყურებდა.

კაცი არც აძალებდა.

რამდენიმე წამი ასე იდგნენ.

შემდეგ მილენამ მაინც გამოართვა.
-კარგი…

ჩუმად ჩაილაპარაკა.
-ვიფიქრებ.

კაცს ოდნავ გაეღიმა - არა გამარჯვების, არამედ თითქოს შვებით.
-ეგეც საკმარისია.

მოკლედ თქვა.

შემდეგ შეტრიალდა და წავიდა.



მილენა დიდხანს იდგა ადგილზე.

სავიზიტო ბარათი ხელში ეჭირა.

თვალები მასზე ჰქონდა მიბჯენილი, მაგრამ სინამდვილეში სხვაგან იყო.
-ვინ ხარ საერთოდ…

ჩუმად თქვა.



საღამოს ქუჩაში აღმოჩნდა.

თავიდან არც იცოდა სად მიდიოდა.

უბრალოდ მიდიოდა.

და მერე - ეკლესია.

გაჩერდა.

დიდხანს უყურებდა კარს.

-მე აქ რას ვაკეთებ…

მაგრამ მაინც შევიდა.



შიგნით სიჩუმე იყო.

ნამდვილი.

მილენა ნელა შევიდა, თითქოს ეშინოდა ხმაური არ შეეტანა ამ სივრცეში.

მუხლებზე ჩამოჯდა.

თავი დახარა.

და პირველად - აღარ ითამაშა.
-სად იყავი…

ჩუმად თქვა.

შემდეგ უფრო ხმამაღლა.
-სად იყავი როცა მჭირდებოდი?

მისი ხმა ირხეოდა.

ცრემლები წამოვიდა.
-რატომ არავინ იყო?

-რატომ არავინ იყო ჩემთვის არასდროს?

ხელები ერთმანეთს მოუჭირა.
-რატომ არავინ შემაჩერა?

სუნთქვა აუჩქარდა.
-ახლა რაღა გინდა ჩემგან…

ეს უკვე ბრაზით თქვა.
-ახლა რატომ უნდა მოვიდე აქ?

ის არ ლოცულობდა.

ის ეჩხუბებოდა.

ეკითხებოდა.

ადანაშაულებდა.



როცა გამოვიდა, ჰაერი ცივი ეჩვენა.

რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.

და ისევ იგრძნო.

რომ ვიღაც უყურებდა.

ნელა მიიხედა.

ქუჩის ბოლოში - შავი მანქანა.

იგივე.

გაჩერებული.

ფანჯრები ჩაბნელებული.

გული აუჩქარდა.
-ისევ…

ჩუმად თქვა.

მანქანა არ ინძრეოდა.

მხოლოდ იდგა.

და ელოდა.
მილენა ცოტა ხანს ადგილზე იდგა, თითქოს ვერ წყვეტდა - მარცხნივ წასულიყო თუ მარჯვნივ. ქუჩა ჩვეულებრივ ხმაურს დაუბრუნდა, მაგრამ მის შიგნით რაღაც ისევ დაძაბული იყო.

შავი მანქანა ისევ იქ იდგა.

არ ინძრეოდა.

მხოლოდ იდგა.

მილენამ ამჯერად დიდხანს აღარ უყურა. თავი ოდნავ დახარა და სწრაფად გადაკვეთა ქუჩა, თითქოს ამით ყველა არაფრის მომცემ ფიქრს და დარდს მოიშორებდა.

მაგრამ ტკივილის შეგრძნება არ გაქრა.

პირიქით - უფრო გაძლიერდა.



დრო გავიდა.

რამდენიმე ქუჩა.

რამდენიმე შემხვედრი ადამიანი.

და მაინც - ის განცდა, რომ ვიღაც მის უკან მოდიოდა, თვალს არ აშორებდა..

მილენამ ნაბიჯი აუჩქარა.
-არ არის რეალური…

ჩუმად ჩაილაპარაკა.

მაგრამ სხეული არ ეთანხმებოდა.



გზაზე გადადიოდა.

მანქანების შუქები თვალებში ეცემოდა.

ერთი წამით ისევ უკან გაიხედა -

და სწორედ მაშინ მოხდა.

მკვეთრი ხმა.

მუხრუჭების ჭრიალი.

და დარტყმა.



ყველაფერი გაიყინა.

შემდეგ დაიშალა.

სხეული გზაზე დაეცა.

სუნთქვა შეუძლო გახდა.

ხმები გაფანტულად ისმოდა - ხალხი, ნაბიჯები, შეძახილები.

მაგრამ ეს ყველაფერი სწრაფად გადააფარა სხვა ხმამ.

კარის გაღება.

სწრაფი ნაბიჯები.

ვიღაც პირდაპირ მასთან მოვიდა.

არ გაჩერდა.

არ დააყოვნა.

უბრალოდ დაიხარა.



-მილენა…

ხმა დაბალი იყო, შეკავებული.

არ იყო პანიკა.

უფრო - კონტროლი.

მისმა ხელებმა სწრაფად, მაგრამ ზუსტად გადააბრუნა მისი სხეული, შეამოწმა, როგორ სუნთქავდა. ეს არ ჰგავდა შემთხვევით გამვლელს.

მილენამ ძლივს გაახილა თვალები.

ყველაფერი დაბინდული იყო.
-ვინ ხარ…

ძლივს ამოიჩურჩულა.

პასუხი არ გასცა.

მხოლოდ მოქმედებდა.



მან სწრაფად აიყვანა.

მილენას სხეული მძიმე იყო, უძლური, მაგრამ მის ხელებში სტაბილურად იკავებდა.

მანქანის კარი უკვე ღია იყო.

ის - შავი მანქანა.

იგივე.



მილენა შიგნით მოათავსა.

უკანა სავარძელზე.

რბილ, თბილ ტყავზე.

კარი დაიხურა.

გარეთ ხმაური დარჩა.

შიგნით - ჩახშული სიჩუმე.



მანქანა დაიძრა.

სწრაფად.

არაფრის ახსნის გარეშე.

კაცი მის გვერდით იჯდა.

მილენას თავი გვერდზე ჰქონდა გადახრილი, სუნთქვა არათანაბარი.

მისი ხელი ინსტინქტურად მოძებნა - არა სითბოსთვის, არამედ კონტროლისთვის, რომ არ დაეკარგა გონება.
-მილენა…

ხმა ისევ დაბალი იყო.

დაძაბული.
-გაიგე?

არ ელოდა პასუხს.

მილენამ ტუჩები გააღო.
-ვინ ხარ…

სიტყვები დაიშალა.
-სად ვარ…

მისი ხმა სუსტდებოდა.

კაცმა მხოლოდ ოდნავ უფრო მჭიდროდ დაუჭირა ხელი.

არ უპასუხა.



მანქანა გზაზე სწრაფად მიჰქროდა.

ქალაქის შუქები ფანჯრებს მიღმა იფანტებოდა.

მილენას თვალები ნელა ეხუჭებოდა.

სიტყვები ერთმანეთში ერეოდა.
-ვინ ხარ…

პაუზა.

სუნთქვა უფრო ნელი გახდა.
-სად ხარ…

შემდეგ ძალიან ჩუმად —
-დედა…



მისი ხელი მოდუნდა.

სხეული დამძიმდა.

გონება გაითიშა.

მანქანა კი არ გაჩერებულა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent