ალუბლის არომატი (ნაწილი 11)
დედას მკლავებიდან ოდნავ რომ მოვშორდი, ისევ მის სახეს ვუყურებდი, თითქოს მეშინოდა, რომ თვალს დავხუჭავდი და გაქრებოდა. თითებით ლოყებს ვეხებოდი, თმას ვუსწორებდი. - მართლა შენ ხარ? - ჩავიჩურჩულე ბავშვივით. - მე ვარ, დედი… - გამიღიმა, ცრემლები თითებით მომწმინდა - ჩემი ძლიერი გოგო… - ისევ ჩავეხუტე.. დანიელი ჩუმად იდგა, არ ერეოდა, არ იღიმოდა იმ თავისი ირონიული ღიმილით.. უბრალოდ გვიყურებდა..ხელში ვარდები ისევ ეჭირა.. - ეს შენ გააკეთე?… - ბოლოს ძლივს შევძელი მისკენ გახედვა, დანიელმა მხრები აიჩეჩა. - მართალია ცოტა გაწვალე, მაგრამ ამ კადრის ნახვად ღირდა - თვალებში რაღაც სხვა ბრწყინავდა, არა გამარჯვება, არა კმაყოფილება, უფრო რაღაც თბილი..დანიელი წინ წამოვიდა, ვარდები მომაწოდა, ხელზე ნაზად მაკოცა - მინდა ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე გქონდეს! - მეგონა არ იცოდი.. - ძლივს ამოვილუღლუღე, დანიელმა ოდნავ გამიღიმა. - მე ყველაფერი ვიცი, ჩემო ძვირფასო მეუღლე! - ვარდები დედას მივაწოდე, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი დანიელს, მერე მეორე ნაბიჯით და შემდეგ თითქოს თავისით მოხდა ყველაფერი მკერდზე მთელი ძალით მივეკარი, ჩავეხუტე..არა ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი თამაშის გამო, არამედ გულწრფელად, მთელი გულით..მკლავები კისერზე მოვხვიე და თავი გულზე მივადე, ვიგრძენი მისი სურნელი, მისი სითბო, მისი ძლიერი ხელები, რომლებიც წამით გაოგნებული ჰაერში გაჩერდა… მერე კი ფრთხილად შემომხვია წელზე.. თავი ოდნავ დახარა, ნიკაპი ჩემს თმაში ჩამალა, ხელი ზურგზე ამისვა ნელა. - მადლობა!… - ჩუმად ჩავიჩურჩულე მის მაისურში, მისი გულისცემა აშკარად აჩქარებული იყო..ჩემიც. - ჰეი… ახლა არ იტირო, სჯობს სახლში შევიდეთ.. - იმ წუთას აღარ არსებობდა ყალბი ქორწინება, აღარ არსებობდა თამაშები, არც ჯიბრი. მხოლოდ ის სითბო არსებობდა, რომელიც ორს შორის უნებურად იბადება… და ვეღარ აკონტროლებ.. საჩუქრები ძლივს შევზიდეთ სახლში, უზარმაზარი წითელი ვარდების თაიგული, თითქმის ჩემზე დიდი დათუნია, დედას მძიმე ბარგი, რომელიც სავსე აღმოჩნდა ქართული პროდუქტებით: ჩურჩხელა, თაფლი, სულგუნი, ტყემალი და კიდევ უამრავი რამ.. მე იატაკზე ჩამოვჯექი, ჩანთებს შორის და ბავშვივით ვიქექებოდი. - ამას შეხედე! ნამდვილი მეგრული აჯიკა?! - ვიკივლე გახარებულმა, დანიელი კედელს მიყრდნობილი მიყურებდა, ხელები გადაჯვარედინებული, კმაყოფილი სახით. - ჩემს საჩუქრებს არ ნახავ? - მშვიდად მკითხა, მან რამდენიმე პატარა, ელეგანტური ყუთი მაგიდაზე დაალაგა.პირველი გავხსენი, შავი ხავერდის ყუთში დახვეწილი ოქროს სამაჯური იდო, მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ძვირადღირებული იერი ჰქონდა. თითებით შევეხე და თვალები გამიბრწყინდა. - დანიელ… - ამოვიჩურჩულე. - შემდეგი - მიბრძანა ეშმაკური ღიმილით..მეორე ყუთში ცნობილი ბრენდის მზის სათვალე იდო, მუქი შუშებით და ელეგანტური ჩარჩოთი. - აქ სულ ცხელა ხოლმე, თვალები რომ არ გამოგიშროს მზემ.. - მხრები აიჩეჩა..მესამე ჩანთაში მაღალი კლასის მაკიაჟის ნაკრები იყო: პალიტრები, პომადა, ტანისა და სახის კრემები.. გაოცებული ვიყავი, შემდეგ მან ბოლო პარკი გამომიწოდა. - ეს ბოლოსთვის დავიტოვე - ჩაიცინა. პარკი ხელში ავიღე, ნელა გავხსენი. პირველი რაც დავინახე აბრეშუმივით რბილი, მუქი ბორდოსფერი ხალათი, თხელი ქსოვილით, დახვეწილი ჭრილით.. - დანიელ… - ხმა ჩამიწყდა..ხალათის ქვეშ ლამაზად შეფუთული ქალის თეთრეული იდო.. ელეგანტური, ნაზი, ზედმეტად მომხიბვლელი, ყურებამდე გავწითლდი, ნელა ავხედე..ის უკვე იცინოდა ეშმაკურად, თვალებში ის ნაცნობი ცეცხლი აუკიაფდა. - რა არის? დაბადების დღეა.. განსაკუთრებული დღეებს განსაკუთრებული საჩუქრები უხდება- უდარდელი ტონით თქვ - შენ… ნორმალური ხარ საერთოდ?! - ჩურჩულით ვთქვი და პარკი სწრაფად დავკეცე. - კი ვარ..და თან წინასწარ ვფიქრობ! - რაზე ფიქრობდი?! - თვალები დავაწვრილე. - იმაზე, რომ ერთხელ მაინც იქნებ ჩემთვის ჩაიცვა - ცალი თვალი ჩამიკრა, მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო ამიწვა ლოყები. - თავხედი ხარ! - ბალიში ვესროლე, დანიელმა ბალიში ჰაერში დაიჭირა.. მე ზურგი ვაქციე და ისევ დედას ჩანთების ქექვა დავიწყე, თუმცა ღიმილს ვეღარ ვიკავებდი..ის კი კმაყოფილი მიყურებდა.. ლიზა დედას ისევ და ისევ ეხუტებოდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გაუშვებდა, გაქრებოდა. ხან ლოყაზე კოცნიდა, ხან ხელებს უკოცნიდა, თვალები უბრწყინავდა. - როგორ გააკეთე ეს ყველაფერი? რანაირად მოახერხე? - დანიელს მიუბრუნდა. - მარტივად, ხომ იცი, ჩემთვის რთული არაფერია… უბრალოდ ცუდი ის არის, რომ მხოლოდ ერთი კვირით ჩაურტყეს ბეჭედი ვიზაზე, მეტით არა. - არაუშავს… ერთი დღეც რომ ყოფილიყო, მაინც უბედნიერესი ვიქნებოდი… - მერე დედას ქართულად მიუბრუნდა, თან დანიელს გადახედა, თითქოს შემოწმების მიზნით, თუ მოუსმენდა მათ.. მაგრამ როცა ქართულად საუბრობდა ყურადღებას აღარ აქცევდა. - როგორ გიპოვა? - ნინის დახმარებით შემეხმიანა. - ნინის? - ხო… ნინის მისწერა პირველად და მერე მე დამელაპარაკა - რა ენაზე? - რუსულად. თავიდან უარზე ვიყავი, შეუძლებლად მეჩვენებოდა აქ ჩამოსვლა… თვითონ იყიდა ბილეთები, ყველაფერი მოაგვარა… აქ რომ ჩამოვედი ცალკე ჯოჯოხეთი დაიწყო აეროპორტში - რატომ, რა მოხდა? - აეროპორტში ქართული პასპორტით რომ დამინახეს, დამაყოვნეს, დამკითხეს… არ აპირებდნენ შემოშვებას, მაგრამ იქაც დანიელმა დამეხმარა.. ბოლო წუთამდე მეგონა უკან გამაბრუნებდნენ.. ეს ბიჭი გმირია შვილო - ლიზამ დანიელს გახედა, უკვე სხვანაირი თვალებით. - როგორ მოახერხე? რანაირად შემოუშვეს დედა? - როგორც მოქალაქე თავდებში ჩავუდექი, რომ დროულად დატოვებდა ქვეყანას. - მხოლოდ თავდებში ჩადგომით ვერ მოახერხებდი ამას… - რა მნიშვნელობა აქვს ახლა? მთავარია, რომ დაბადების დღის საჩუქარი გამოვიდა. - დარწმუნებული ვარ სოლიდური თანხის ჩაკეტვა მოგიწევდა… - ლიზა! - შეაწყვეტინა მშვიდად. - ნაკლებად იფიქრე მსგავს საკითხებზე და დატკბი დედაშენთან ყოფნით. ახლა კი რამე მაჭამე, ძალიან მშია - სამზარეულოში შევარდა. ვერც მოვასწარი მეთქვა „არ გასინჯო!“ - პირდაპირ ბაჟეს დააცხრა..პირველი ლუკმა პირში ჩაიდო… გაჩერდა. - ძალიან მარილიანია… ეტყობა ბევრი მარილი მოგივიდა… შემდეგ ნიგვზიან ბადრიჯანს მიუბრუნდა. - ლიზა… მარილი არ დაიშურე საჭმელებისთვის? რა არის ეს… ყველაფერი მარილიანია! - სწრაფად წყალი დააყოლა..მე ვითომ გულუბრყვილოდ ავიჩეჩე მხრები. - ეტყობა ცოტათი ზედმეტი მომივიდა… - ცოტა? გასინჯე… ძალიან ბევრი მოგსვლია… მოიცა… - უცებ თვალები მოჭუტა. - მე ხომ გთხოვე, მეგობარი მომყავს და რამე მოამზადეთქო… შენ ეს.. განზრახ გააკეთე, ხო? - არა! - ლიზა! განზრახ გააკეთე ასე! - ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. - არ გამიკეთებია განზრახ! აი რამდენი რამე ჩამოიტანა დედამ, ესენი გასინჯე - ბუზღუნით ავიღე მარილიანი კერძები და პირდაპირ ნაგავში გადავყარე. - დაუჯერებელია, როგორი ეშმაკი ხარ! ბრაზობდი ჩემზე და ამიტომ მოიქეცი ასე - თავდაჯერებული კმაყოფილი სახით იცინოდა - საერთოდ არ მიეჭვიანია! უბრალოდ შემთხვევით ზედმეტი მომივიდა! - ეჭვიანობა? - წარბი ასწია და თვალებანთებული წამოიწია - ეს სიტყვა არც მიხსენებია, მაგრამ შენით აღიარე. - ვაშლი აიღო, ჩაახრაშუნა და თვალი ჩამიკრა..მე ხელები წელზე შემოვიჭდე, ბუზღუნა სახით ვუყურებდი. - არაფერსაც არ ვაღიარებ! და საერთოდ, ვინ გითხრა რომ ვეჭვიანობ? - მმმ… აშკარად - ისევ ჩაიცინა, ისე მიყურებდა, თითქოს ყველაზე საყვარელი სანახაობა ვიყავი იმ წუთას: გაწითლებული, გაბრაზებული და აშკარად ეჭვიანი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვუარყოფდი. - აბა დღეს ქართველებს არ ველოდებით? - არა… - ლიზამ დედას მხარზე ნაზად მოხვია ხელი. - მინდა დღევანდელი დღე და შემდეგი ერთი კვირა დედასთან ყოფნით დავტკბე… მასთან ერთად ავღნიშნავ ამ დღეს… და შენთან ერთად.. - ბოლო სიტყვები ჩუმად წარმოთქვა, თითქოს უნებლიედ დასცდა..დანიელმა თავი ნელა ასწია, მათი თვალები შეხვდა..ესიამოვნა ლიზასგან ამის გაგონება..მშვიდი, თბილი სინათლე ედგა თვალებში, ლიზას მზერა დარბილებოდა, გულუბრყვილო, ბავშვური რაღაც ჩაუდგა თვალებში, თითქოს ისევ ის პატარა გოგო იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ დედას ჩაეხუტა და სამყაროსგან დაცულად იგრძნო თავი..დანიელის ტუჩის კუთხეში ოდნავ გაეღიმა. - კარგი არჩევანია ნამდვილად.. - უპასუხა ღიმილით.. - ძალიან ლამაზი და კოხტა ბინა გაქვთ. - ეს ახლაა კოხტა, დედა, მე რომ დავალაგე, უნდა გენახა შენს სიძეს რას უგავდა ეს ბინა. - ისევ დაიწყო თავის ქება… ამ ჩვევას ვერ ეჩვევი! - ენა გამოვუყავი და ოთახში შევედი, ტანსაცმლის გამოსაცვლელად. - ხედიც რა ლამაზია, პირდაპირ ზღვას გადაჰყურებთ… - დიახ, ხედი მართლაც საოცარია.. ზოგადად ზღვა ძალიან მიყვარს. როცა ბინას ვეძებდი, პრიორიტეტი იყო, რომ ზღვასთან ახლოს ვყოფილიყავი… როცა ცუდ განწყობაზე ვარ, მამშვიდებს მისი ხმა, სურნელი… - ლიზასაც სიგიჟემდე უყვარს ზღვა და საერთოდ წყალი. ბავშვობაში იხვივით სულ წყალში იყო ხოლმე. - მართლა? - კი… ზღვაზე ხშირად დამყავდა.. პირველად გემით რომ გავასეირნე, ძალიან ეშინოდა… მაგრამ ვერსად გაიქცეოდა იქიდან.. მერე ისე მოეწონა, სულ მთხოვდა ისევ წამიყვანეო… - ღიმილით იხსენებდა ვიკა. - ბავშვობაშიც ჯიუტი იყო? - ძალიან… ძალიან ჯიუტი - დანიელს ჩუმად გაეღიმა. - წავალ, ვნახავ რას აკეთებს… - ლიზა კომოდთან იჯდა და დანიელის ნაჩუქარი მაკიაჟით ემზადებოდა, ფრთხილად ისვამდა ჩრდილებს თვალებზე.. კარის ჩარჩოს მიეყრდნო დანიელი, მის დანახვაზე თვალები დაუთბა. - ვტესტავ… - ჩაიბურტყუნა ლიზამ. - ეს არ გჭირდება.. ისედაც ძალიან ლამაზი ხარ - მიუახლოვდა, ნელა. დარწმუნებულად.. მისკენ დაიხარა და ცხვირი თმაზე ნაზად გაასრიალა.. ლიზას სუნთქვა აუჩქარდა. - წინაზე, როცა ინტერვიუსთვის ვრეპეტიციობდით, გახსოვს ბოლოს რა კითხვა დაგისვი? - მახსოვს… - დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უპასუხა. - არ გაინტერესებს პასუხი? - მაინტერესებს… - თავი ასწია და სარკის ანარეკლიდან თვალებში ჩახედა, დანიელმა მზერა არ მოარიდა. - ყველაზე მეტად შენში… შენი თმის და კანის სურნელი მაგიჟებს - კისერთან ისევ მიუახლოვდა, კიდევ ერთხელ შეისუნთქა..ლიზას ჟრუანტელმა დაუარა, წამოხურდა. ხელიდან თვალის ჩრდილები და ტუჩის კონტურები გაუვარდა და იატაკზე დაიფანტა, უცებ ფეხზე წამოხტა. - დანიელ… - სიტყვაც ვერ დაასრულა, აცახცახებული გავარდა ოთახიდან. დანიელმა ჩუმად ჩაიცინა. - კარგი, ქართველო… სტრატეგიას შევცვლი. ისე, რომ ვერსად გამექცე. - გადმოყრილი ნივთები მშვიდად დააბრუნა კომოდზე, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. - რა დაგემართა, შვილო? ვინმე მოგსდევს? - შეშფოთდა ვიკა. - არაფერი… - ჩვეულებრივად მოიკატუნა თავი ლიზამ, ამ დროს დანიელიც გამოვიდა ოთახიდან. სავსებით აუღელვებელი, მშვიდი. - მე უნდა გავიდე, საქმე მაქვს მოსაგვარებელი… მალე მოვალ - თვალი ჩამიკრა, კოცნა გამომიგზავნა ჰაერში და ზედმეტად თავდაჯერებულად კარი გაიხურა.. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა, - აი მეც მოვედი… - მხიარულად შემოვიდა დანიელი, ხელში დიდი ყუთი ეჭირა.. მაგიდაზე დადო და ყუთი ფრთხილად გახსნა - შიგნით ალუბლის ტორტი იყო, თეთრი კრემით და წითელი მინანქრით გაფორმებული, გაუცნობიერებლად გამეღიმა. - დაბადების დღე ტორტის გარეშე არ შეიძლება, ჩემო სიცოცხლე… ტორტი არ გქონდა. - დღეს საჩუქრებით მანებივრებ, ჩემს გაოცებას არ წყვეტ - დიახ… - თვალებში ჩამაშტერდა. - რატომ ალუბლის? - კარგად იცი რატომაც - გაეღიმა - კიდევ მაქვს სიურპრიზი. ოღონდ… ჩემი სიდედრისგან უნდა ავიღო ნებართვა. - რა ნებართვა? - გამეცინა. - მინდა ორი საათით მოგიტაცო, იმედია არ ეწყინება, ცოტახანს მარტო თუ იქნება. მერე დავბრუნდებით და ერთად ავღნიშნავთ შენს დაბადების დღეს. - რას ამბობ, რა უნდა მეწყინოს? წადით, სადმე გაერთეთ. ჩემს გამო სახლში ხომ არ დარჩებით? - არა… დედას მარტო ხომ ვერ დავტოვებთ… - შევეპასუხე მე. -ხომ გაიგე, დედას არ ეწყინება! - თბილად გამიღიმა წარბისაწევით - ასე რომ უარი არ მიიღება - დანიელმა გამარჯვებულივით შემომხედა. - კარგი… უარს ვერ გეტყვი. ამდენი სიკეთის შემდეგ არ იმსახურებ უარის თქმას. - ძალიან კარგი… მაშინ მე გამოვიცვლი და ათ წუთში გავიდეთ.- თქვა და ოთახში შევიდა, სიჩუმე ჩამოვარდა..მე და დედამ ერთმანეთს გადავხედეთ..ცხადია, ქართულად დავიწყეთ საუბარი. - ლიზა… საოცარი ბიჭია. მშვიდად ვარ, გვერდით ასეთი ადამიანი რომ გყავს… მართლა მშვიდად ვარ. უნდა გენახა გზაში როგორ ზრდილობიანად, როგორი მოწიწებით მექცეოდა… - თვალები ამიწყლიანდა, მაგრამ თავი დავხარე. - ჰო დედა… დანიელი მართლა საოცარი ადამიანია… - ვთქვი ჩუმად და ჩავფიქრდი..დედამ ჩემი სახე შეამჩნია. - შვილო… სიმართლე ისევ არ გითქვამს მისთვის?.. - გული შემეკუმშა. - არა დედა… არ გამახსენო, გთხოვ, ეგ თემა… - მაგრამ ოდესღაც რომ გაიგოს? არ გისაყვედუროს? - არ მისაყვედურებს… - ვთქვი, თუმცა საკუთარ ხმაში დარწმუნება არ ისმოდა..დედამ ხელზე ხელი დამადო. - ნუ მოიწყენ ახლა. ეგ ყველაფერი წარსულია. შენ აუცილებლად იმსახურებ უდიდეს ბედნიერებას მასთან ერთად. - ღრმად ჩავისუნთქე. - ჰო მაგრამ… ზოგჯერ რომ მახსენდება… თითქოს ორმაგ თამაშს ვთამაშობ… - არა, ასე არ არის. - მტკიცედ მითხრა. - ეს შენი ბრალი არ არის. უბრალოდ… ჩემი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მალე უთხრა მას სიმართლე. - ამ დროს ოთახის კარი ოდნავ გაიღო..დანიელი ზღურბლთან იდგა..ჩვენი ქართული ჩურჩული აშკარად მოესმა, თუმცა არაფერი უთქვამს.. - მე უკვე მზად ვარ. – თქვა ჩვეულებრივი ტონით - კარგი… მაშინ წავიდეთ… ჩანთას ავიღებ. - სწრაფად წამოვდექი, რომ თვალებში არ შემეხედა..კარისკენ მივდიოდით..დანიელმა ჩუმად მკითხა - ყველაფერი კარგადაა? - წამით შევჩერდი. - კი… რატომ მეკითხები? - არ ვიცი… დაძაბული მომეჩვენე, შენც და ვიკაც.. - არაფერია.. წარსულზე ვსაუბრობდით და ჩავფიქრდით.. - მან თავი დამიქნია.. - კარგი… მაშინ დღეს მხოლოდ ჩემთან იყავი! დანარჩენი სამყარო ხვალ იყოს! - მისმა სიტყვებმა უფრო მეტად ამიმღვრია გული..არ იცოდა, რომ ჩემი "ხვალ" შეიძლება წარსულიდან მოსული ქარიშხალი ყოფილიყო… მანქანაში ჩაჯდომისთანავე მომეკრა მისი ღიმილით სავსე მზერა. - აბა? სად მივდივართ? - ვიკითხე, ცოტა ცნობისმოყვარეობით და ცოტა მღელვარებით. - ოო, ეს სიურპრიზია… - თქვა დანიელმა ჩურჩულით. - სანამ ადგილზე არ მივალთ, არ მინდა გაიგო, ასე რომ… გთხოვ, ცოტახნით თვალები დახუჭე. - თვალებზე ბენდენა ამაკრა - დანიელ… სად მივდივართ? - როცა მივალთ, გაიგებ! იცოდე, არ გამოიჭყიტო! - კარგი რაა… ვერ ვითმენ, მაინტერესებს… - ვჭირვეულობდი ბავშვივით - ნუ ხარ სულმოუთქმელი! - ჩაეღიმა.. ხელები გადავიჯვარედინე და გაბუსული დავჯექი. მომენტალურად მისი ხელი ჩემი ხელზე შემეხო და შევხტი. - რაიყო, რისი გეშინია? - მკითხა ირონიული ტონით - მოვიხსნი რა ამას, უცნაურად ვარ… - არ გაბედო! ხუთ წუთში მივალთ, ისედაც! - სიცილით გამაფრთხილა. იაფოში მივედით.. იაფო ძველი პორტია, ძალიან რომანტიკული, ქვის ქუჩებით, ზღვის ხედით..თვალები ჯერ კიდევ ახვეული მქონდა..როცა მანქანა იაფოს სანაპიროზე ნელ-ნელა გაჩერდა, ზღვის მარილიანი სუნი შემოვარდა მანქანის ღია ფანჯრებში.. - ფეხი არაფერს წამოკრა, ფრთხილად მომყევი… - ჩამჩურჩულა დანიელმა, როცა მანქანიდან გადმოვედით. - სად ვართ? ახლა მაინც… მომხსენი!- ვერ ვითმენდი აღტაცებისგან. - სულ ცოტაც და მოგხსნი… - ნელი ნაბიჯებით მივყვებოდი, ზღვის ტალღების ხმაურმა და მარილის სუნით მივხვდი რომ სანაპიროზე ვიყავი.. - ზღვის სანაპიროზე ვართ? – ვიკითხე აღტაცებით. - ლიზა, მოითმინე…მალე ნახავ… - ღიმილით მითხრა.. დანიმ ნაზად მიმიყვანა ნავამდე, დამეხმარა რომ ფეხები სწორად გადამედგა, შემდეგ ნელა მომხსნა ბენდენა.. ვხედავდი მხოლოდ მას და მის სახეს, როდესაც მზის სხივები ფეთქავდნენ მის თვალებში.. ულამაზესი სანახავი იყო მზის ჩასვლის მომენტი..ნავი ნაპირს ნელ-ნელა მოცილდა. - აქ რა გვინდა, დანიელ? - ვიკითხე გაოცებით, გული გაჩერდა. - ყველა მხრიდან გამექეცი - გამიღიმა. - ჩემმა სიდედრმა იდეალური აზრი მომაწოდა: აქედან ვერ გამექცევი.. შუა ზღვაში ვართ - რატომ წამომიყვანე აქ? – თვალები დიდად გახელილი ვუყურებდი. - ვიცი რომ ზღვა ძალიან გიყვარს, ეს ერთი.. მეორე იმიტომ რომ ვერსად გამექცევი და მესამე იმიტომ, რომ საჩუქრების მარაგი არ ამომიწურია.. ჩვენს ქვეყანაში ფეირვერკით ვერ მოგილოცავ, მაგრამ სხვა გზებიც არსებობს… - თავი გვერდზე მიმატრიალებინა, ჰაერში რამდენიმე ფერადი ფრანები ბრწყინავდნენ..გაოცებული წამოვხტი. - ღმერთო… რა ლამაზია! - წამოვიძახე, გული გამალებით მიცემდა.. ნავი საკმაოდ შორს იყო ნაპირიდან, დანიელი დარწმუნებული იყო იმაში რომ ვეღარსად გავექცეოდი, ჩემთან ახლოს მოიწია და გაღიმებული მიყურებდა - მადლობა… - ვთქვი მორცხვად. - როცა გახარებულს გხედავ, მეც შენსავით მიხარია. - ასე რატომ იქცევი? - იმიტომ რომ მომაჯადოვე! - როგორ მოგაჯადოვე? - სიცილით ვკითხე. - იმდენად, რომ ჩემთვის საძულველი ქვეყნის ენაზე მამღერებ და მაცეკვებ… განა ეს მოჯადოება არ არის? - სიცილით ჩაიღიმა..დანიელმა ნელა ნიჩაბი აიღო და წყალში ჩაარტყა, მე მის წინ ვიჯექი, გულის რითმი სწრაფად სცემდა, როცა ნავი ნაპირს მოშორდა, თითქოს ჩვენ მხოლოდ ორნი ვიყავით სამყაროში. - როცა შენთან ახლოს ვარ, ყოველთვის წითლდები - ჩურჩულით მითხრა დანიელმა. - კიდევ? კიდევ რას ამჩნევ? - როცა ძალიან გიახლოვდები… აი ასე - და ძალიან ახლოს მოიეია, სახე ჩემს სახეს მოუახლოვა. - სხეული გიკანკალებს…ახლაც ცახცახებ… - ხელი კისერზე და მკერდის ზემოთ დამადო ნაზად. - დანიელ… მე… - დავიწყე, მაგრამ თითი ტუჩებზე მომადო. - მომწონხარ… - ჩურჩულით მითხრა. - ჩემს გულში ჯიუტად შემოაღწიე, ადგილი დაიკავე და ვეღარ გაგდებ…- ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს აზროვნების უნარი წამართვეს.. - არ მიპასუხო - ჩურჩულით მითხრა. - შენი სხეული უკვე მპასუხობს. ხმა არ ამოიღო, თორემ ყველაფერს გააფუჭებ… უბრალოდ ჩუმად იყავი და დამაცადე! - ნაზად მაკოცა ლოყაზე, შემდეგ ყურის ბიბილოზე, ისე ვსუნთქავდი მეგონა გული საგულედან ამოხტებოდა.. მის მზერას ვკითხულობდი და ვხედავდი ვნებას, სითბოს, სიმშვიდეს. - გინდა კოცნა გასწავლო? - ღიმილით მკითხა..თავი დავუქნიე, სიტყვების ამოთქმის საშუალება არ მქონდა.. - დამსახურება უნდა ამას, ლიზა… - თქვა და თითქოს სამოთხიდან დედამიწაზე დამაბრუნა..ღიმილი სახეზე შემახმა, თვითონ კი კმაყოფილი იდგა და მიყურებდა.. -მაგრამ.. მე შენნაირი ბოროტი არ ვარ… გასწავლი! - უეცრად მომვარდა და ბაგეებზე დამაცხრა, გიჟური ვნებიანი კოცნით.. ზღვის სურნელი, ლიზას ალუბლის არომატი, მისი კანის სურნელი ირგვლივ ტრიალებდა.. ლიზა წამით გაჩერდა, მოსწყდა დანიელის ბაგეებს სუნთქვა გახშირებული, თვალები დიდად გაბრწყინებული.. დანიელმა თვალებში ჩახედა, შეეშინდა, რომ ისევ უკან დაიხევდა.. მაგრამ ამჯერად სხვა გრძნობამ აჯობა.. გულში ვნების ცეცხლი ერწყმოდა.. თვალები აენთო, ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში და დანიელს დიდ ტუჩებს დაეწაფა ამჯერად თვითონ.. გიჟივით, შეუჩერებლად, მისი ხელები დანიელის მხრებზე მოექცა, დანიელმა ხელები ნაზად მოხვია ლიზას წელზე, მათი სუნთქვები ერთმანეთში აირია.. ლიზას სხეული მის სხეულთან მჭიდროდ მიეკრა.. - ლიზა…ჭკუიდან გადავდივარ.. - ჩურჩულით ამოისუნთქა დანიელმა, სუნთქვას ვეღარ აკონტროლებდა, კანი ტანში აღარ ეტეოდა..ლიზას თითები დანიელის თმებში ჩაეშვა, მისი კანი თითქოს ცეცხლში იწვოდა.. გულში ნელ-ნელა ათმაგდებოდა აღტაცება,სიამოვნება.. ყველაფერი, რაც მხოლოდ კოცნამ შეიძლება მოგანიჭოს..როცა ერთმანეთის ბაგეები საგულდაგულოდ დააგემოვნეს ლიზას, თვალებში ჩახედა, და ჩურჩულით უთხრა: - აქ ხარ, აქ, სულ ჩემთან… - ჩურჩულითვე უპასუხა: - სულ შენთან მინდა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



