შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაწვდი ფანჯრიდან დაწყვიტე ვარდები


28-10-2017, 05:54
ავტორი bla.ell
ნანახია 2 092

მიდი რა ფანჯრიდან დაწყვიტე
ვარდები,
გადაწვდი ეკლებიც დააძვრე
ღეროებს,
ველური სურნელით იკალი
დარდები,
ტირილი არ გინდა,
შენ უნდა მღეროდე...

იცეკვე იქნებ და გაწვიმდეს,
ამ ღამე...
გაწვიმდეს სულში რომ
გაჟონოს წვებმა,
იცეკვე!გიჟურად
სხეული დაღალე,
მიხვდები წვიმისას
წვეთების შეხებას...

კარგი რა
უბრალოდ დახუჭე თვალები
ჩაკალი ტკივილი,
იყვირე თუ გინდა!
დათვალე წამები,
ხელები გაშალე,
დრო სევდას წაიღებს
სიხარულს მოგიტანს

ხმამაღლა გამოთქმით
იკითხე ლექსები!
გრძნობები შეშალე,
შეშალე ლოგიკაც,
მწერალი აღარ ხარ
გიჟი ხარ ვერ ხვდები?!
ვერ ვარკვევ ხეულში,
გული თუ ლოდი გაქვს...

მოვითხოვ ფანჯრიდან დაწყვიტო
ვარდები,
წითელი ვარდივით თავი არ
მოიკლა
"ვერ ავხსნი" სურნელით ჩაკალი
დარდები,
ვარდები დაკრიფე
ყვავილთან ნუ მიხვალ.

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ბოლო ორი სტროფი განსაკუთრებით მომეწონა...
უბრალო ლექსიკა გაქვს, მაგრამ ეკალი მაყრის შენს სტილზე...
მაგარი გოგო ხარ ^^

 


№2 სტუმარი სტუმარი გიკი გოგო

ერთი ანლაიქის დამწერს ხელევი უნდა დაამტვრიო ძირში : )
მაგარი გოგო ხარ

 


№3  offline წევრი _alaskaay_

^_^ აუ ძაან მომეწონა <3 <3

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

"მიდი რა ფანჯრიდან დაწყვიტე
ვარდები,
გადაწვდი ეკლებიც დააძრე
ღეროებს" Rაღაც ძალიან მომცონს Eს სიტყვები მაგარია ძაან^^

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ღია ფანჯარაში მოჟონავს სიცივე,
რომელიც გავაღე, ვარდებს რომ გადავწვდი,
მე არა.. ჩაფერფლილ სულებმა იყვირეს,
მძინარე ქალაქი ლექსით რომ გადავწვი.

დამიჭრა ეკალმა, გულივით, ხელები,
და დილას სისხლიან მოვხატავ პეიზაჟს,
და იმ აღმაფრენას შენ თავს რომ ევლები,
უკვე ელოდება ყაყაჩოს ძველი გზა..

ჩამაკვდა მუხლებში ნაცნობი ღიმილით,
სისხლივით წითელი, სტროფების მდინარედ,
რა გესმის რიტმათა ჯვარედინ ტკივილი,
ამ ჩეკისტ კავშირებს თხემზე რომ იბამენ..

მივკივი ურჩ ფიქრებს როს ვაგზლის მეძავი,
ალერსის შემდეგ რომ მიაგდეს უფულოდ,
დარდს მიშლის ნიავი ყოველთა მწეწავი და
სტროფ სტროფ ვკრეფ ყვავილს ქედმაღალს, უგულოს...

გიჟობა როდია ყოველღამ მოდაში,
გიჟობა ძვირფასო განთიადს ამშვენებს,
ზიხარ ცივ წვიმაში მაგ შენს ხის ოდაში
გაჰყურებ ვარდისფრად ბეტონით ნაშენებს

ცივია, ლამაზო.. ცივია ასფალტი,
გულს ხვდება სიცივე როგორც ცრუ ამბორი,
და მე კი თუმც დღესაც შევძელ და გადავწვდი
სითბო და სიკეთე.. მოძებნა ამ ორის

არ მძალუცს უსულო, ქედმაღალ ვარდებით,
არც მათი ეკლებით, რომც ვარდს არ შევეხო,
ასე რომ ჩაიცვი ეგ თეთრი გეტრები,
და გამოუძეხი ბნელეთში შენს ექოს,

რომ ერთხელ რომ მაინც, ჰო, ერთხელ ხომ მაინც,
ეგებ და დროულად მოვიდნენ ჩემამდე

 


№6  offline მოდერი bla.ell

ჩემი აკუნააა მადლობა აკოო ახლა მართლა ვერ ვიხედები თვალებში წესიერად აი ძალიან მაინტერესებდა და ძლივს წავიკითხეთორე იქნებ მეოასუხა კიდეც როთმებით...
ძალიან დიდი მადლობა..ხომ იცი როგორ მიყვარს შენი კომენტარები ჩემს ლექსებს პასუხი რომ ეცემა..
გამიხარდი❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

bla.ell
ჩემი აკუნააა მადლობა აკოო ახლა მართლა ვერ ვიხედები თვალებში წესიერად აი ძალიან მაინტერესებდა და ძლივს წავიკითხეთორე იქნებ მეოასუხა კიდეც როთმებით...
ძალიან დიდი მადლობა..ხომ იცი როგორ მიყვარს შენი კომენტარები ჩემს ლექსებს პასუხი რომ ეცემა..
გამიხარდი❤


ეგ არაფერი, მთავარია კარგად იყო და ყველაფერი კარგად იქნება )

 


№8  offline წევრი N.yviralashvili

ხმამაღლა გამოთქმით
იკითხე ლექსები!
გრძნობები შეშალე,
შეშალე ლოგიკაც,
მწერალი აღარ ხარ
გიჟი ხარ ვერ ხვდები?!
ვერ ვარკვევ ხეულში,
გული თუ ლოდი გაქვს...

 


№9  offline წევრი drogardasuli

ასეთ ლექსებს იშვიათად ვაწყდები <3 უბრალოდ სასწაულია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent