ვერაზე ( სრულად )
ისევე,როგორც გოგონების უმრავლესობას,მეც მეზიზღება ჩემი დაბადების დღე.არ ვიცი რატომ,მაგრამ ყოველთვის სევდიანად და ცარიელად ვგრძნობ თავს,მოუხელთებელი რამეა!თან მიხარია,თან მძულს…ოღონდ უფრო მძაგს. -ჰე!ნინიკო!რას დაყუდებულხარ ამდენი ხანი მაგ აივანზე?პირველად ხედავ ანძას?-მიყვირის ჩემი ცეკვის მეგობარი გიორგი ჯავახაძე და თავზე მუჭს მისმევს,თან მის იღლიაში მაქცვს. -მტკივააა!!!-ვყვირი განწირული და ვცდილობ ვინმე მშველელი ვნახო. -შენი დაბადების დღეა,რას დაყუდებულხარ ამ აივანზე ჯულიეტასავით. -სიცხეა შიგნით.-ვიმართლე თავი,არადა მარტო ხედით ტკბობა მსურდა. ჯავახა მალე მომცილდა,მისი ყურადღება ბიჭებზე გადავიდა,რომლებიც ბურას მთელი ყურადღებით თამაშობდნენ.გრანდიოზული დაბადების დღის გადახდა არაფრით არ ვისურვე,მხოლოდ ცეკვის ჯგუფელები დავპატიჟე სახლში,კერძოდ,ვერაზე,ისიც მშობლების დიდი თხოვნით.თან ვერთობოდი,თან შიგნიდან რაღაც ხის მატლივით მჭამდა. -რა გჭირს?-მეკითხება ლილე,ვითომ არ იცის რა მაღონებს. -არაფერი,არ გინდა სიგარეტი მოვწიოთ?-ვეკითხები,შეიძლება საერთოდ არ სურს,მაგრამ ვიცი ჩემი ხათრით გააბოლებს და მარტო არ დამტოვებს საკუთარ ფიქრებთან,ამიტომაცაა ჩემი საუკეთესო მეგობარი.ისევ გავდივართ აივანზე და მთელ ვერას გადავყურებთ,თითქმის დაბნელდა. -ნუ ხარ მოწყენილი,ვერ მოახერხა და იმიტომ ვერ მოვიდა ალბათ.-მაწყნარებს. -არ ვიცი რატომ ვარ გაღიზიანებული,თითქოს მისი სახით რაღაც მაკლია.-კვამლი პირიდან გამოვუშვი და იმის ნაცვლად,რომ განათებული ანძისთვის მეყურებინა ან ლამაზი ხედითვის,ძირს,მიწას მივჩერებოდი ნაწყენი. -ვიცი,მე იმაზე მეშლება ნერვები,რომ ასე ვარ.თითქოს რაღაც მაკლია.-ჩუმად ვთქვი. -რამდენჯერ უნდა გითხრა სიგარეტს ნუ ეწევითქო?!-მესმის უკნიდან მკაცრი ხმა და საკმარისია ბაგეები ღიმილმა გამიპოს. -ერეკლე!-ვეუბნები ვითომ ნაწყენი და კოალასვით ვეხვევი სხეულზე,ესეც საკმარისია იმისთვის,რომ ნეგატივი,რომელიც მთელი საღამო მქონდა გამქრალიყო. -გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ლომო!-მეუბნება და ზურგზე ხელის გულს მისმევს. -მადლობა,სად ხარ ამდენი ხანი?-ვეკითხები. -გთხოვ არ მომაყოლო…-ამოიხვნეშა.ლილე ვერსად დავლანდე,ორთქლივით გამქრალიყო. -კარგი,გიხდება ეგ ქურთუკი.-მკლავზე ტყავის ქურთუკს მოვუსვი ხელი და გავუღიმე. -მადლობა.-მოღიმარი სახე წამში დაასერიოზულა.-რატომ ეწევი? -უბრალოდ მოვიწყინე.-მხრები ავიჩეჩე და უკვე ჩამწვარი ბიჩოკი გადავაგდე აივნიდან.შავ მოაჯირს წინიდან მიეყრდნო და მანაც ჩემსავით შეხედა თბილისის ანძას,ვფიცავ მის მუქ თვალებში ანარეკლიც კი დავინახე. -როგორ მიყვარს აქაურობა.-ჩაფიქრებულმა თქვა.-ეს ანძა,ეს მთაწმინდა,ვერაზე შენი სახლის აივანი… -მე არ გიყვარვარ?-ვკითხე,ისე მინდოდა ეთქვა ეს სიტყვა,რადგან სულ იშვიათად ამბობდა. -შენ ყველაზე მეტად.-მაინც არ თქვა ბოლომდე. -შემცივდა,შევიდეთ შიგნით.-ვუთხარი მცირედით ნეტარებაში მყოფმა და მამაპაპურ სუფრას მივუსხედით. ტელევიზორში კუშას პირამიდები ჩაერთო და ბოლო ხმაზე მღეროდა მთვრალი,ლილე და თიკო რაღაცაზე გამწარებული ლაპარაკობდნენ,თან მე და ერეკლეს გვიყურებდნენ.რა არისთქო თავით ვანიშნე და არაფერი მითხრეს. -ნინიკო,ტკბილო გოგო გილოცავ შენს დღეს! სულ გეკაშკაშოს და გებრწყინოს,შენ გაქვს ის უდიდესი ნიჭი,რომლითაც შეგიძლია ადამიანების გულებში უდიდესი სითბო და სიყვარული შეიტანო,არასოდეს არ დაგეკარგოს ეგ უნარი.მიყვარხარ,გაფასებ და გებედნიეროს.-ჯავახამ ღვინის ჭიქა ისე გამოსცალა თვალიც არ დაუხამხამებია.გული გამითბა,წამით ცრემლებიც მომეძალა. მერე თიკომ დამლოცა,ბარბარემ,კუშამ,გურამიკომ და ბოლოს ერეკლემ. მუსიკას იმხელა ხმაზე აღნავლებდნენ ბიჭები ძლივს მესმოდა მისი სიტყვები,თითოეულ ასობგერას ვებღაუჭებოდი. -ნინიკელა.-კარგად შეზარხოშებულმა მითხრა.-იმდენი რამე გვაქვს ერთად გამოვლილი,ბევრი ცუდიც მოხდა,უფრო მეტი კარგიც.არ მინდა ამის დასრულება,ჩვენი მეგობრობა არ იცვლება ამდენი წელია,ან თუ იცვლება მხოლოდ უკეთესობისკენ.არ მინდა შენი დაკარგვა,მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო,არ მინდა იმის დაკარგვა რაც გვაქვს და გვიშენებია.-მანაც ჩაცალა ბაბუაჩემის გაკეთებული ღვინო და ტუჩები გაილოკა. -პირველ რიგში მადლობა,რომ მოხვედით.-ჯავახამ სიმღერა გამორთო და ყველამ მე შემომხედა.-თქვენსავით არავინ არ მიყვარს,ამის ახსნას არც დავიწყებ…ჩვენი გამოვლილი დრო ყველაფერს ამბობს, ერთი სურვილი და ნატვრა მაქვს.-სათითაოდ მოვავლე თვალი ყველას,ოღონდ ერეკლეზე უფრო დიდხანს გავაჩერე,თავადაც არ ვიცი რატომ.-მსურს სამუდამოდ გაგრძელდეს ეს. მადლობა დალოცვისთვის.-მეც შევსვი სამადლობელი. თავდაპირველი სიჩუმე,რომელიც ჩემმა ნათქვამმა გამოიწვია რამდენიმე წამში გურამიკომ გააქრო ტელევიზორის პულტით ხელში. მაისის თბილ საღამოს მეტი რა უნდა ენატრა ადამიანს?ჩემი მეგობრები ჩემთან. ძველი ჰიტები მთვრალებმა საუცხოოდ შევასრულეთ, კარგადაც ვსვით,ვჭამეთ და რა თქმა უნდა, სიგარეტის მოსაწევად გასულ ბიჭებს მეც შევუერთდი. -მომეცით ერთი ღერი რა!-ვითხოვე. -არა!-მკაცრად ამბობს ერეკლე. -კარგი რა!ხო იცი არ ვეწევი,უბრალოდ,ასეთ სიტუაციებში მინდება!-თავი ვიმართლე. -მე მოგცემ ნინიკო,დონთ ვორი ბრატ.-კოლოფიდან იღებს ახალ ღერს გურამიკო და მაწვდის.მე ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. -ასანთი?-ვკითხულობ. -მონიკა ბელუჩი ხარ რა!-აკეთებს კუშა კომენტარს და ჯავახას ხელებს უყურებს, სიგარეტს რომ მიკიდებს. გოგონები შიგნით აგრძელებდნენ სიმღერას, კარგადაც დაბნელებულიყო. საღამო კარგად გაგრძელდა,ბავშვები თითქმის გამთენიისას გავაცილე,ოღონდ წასვლამდე კარებში მდგომს ერეკლემ ხელი მომკიდა და თავისი საჩუქარი მომცა.ყელსაბამი. ვერცხლისფერი ვარსკვლავი,რომელიც მისი თვალებივით კაშკაშებდა. -სულ მეკეთება,როცა გამაბრაზებ მაშინ მოვიხსნი.-შევპირდი. -მაშინ არ გაგაბრაზებ.-მითხრა და თავისი ხელით გამიკეთა. * მეორე დილით ლექციების შემდეგ პირდაპირ რეპეტიციას მივაშურე.ჩვენი ანსამბლი “კავკასიონი” ერთ-ერთი ცნობილია,აქ გავიზარდეთ ჩვენ ყველანი.ექვსი წლიდან ერთად მოვდივართ,მხოლოდ გურამიკო და თიკა გადმოვიდნენ რამდენიმე წელია. რამდენიმე ქალაქი და ქვეყანაც კი ერთად მოვიარეთ და მარტო ის მიხვდება ამის ფასს,ვისაც გამოცდილი აქვს. -ახალი ბიჭი გვყავს.-წარბები კეკლუცად აათამაშა თიკამ და მე შემომხედა.ჩანთა გრძელ სკამზე დავდე და იქვე დავჯექი, ცხვირზე გაკეთებული სათვალე კი თავზე დავიდე. -ვინ არის?-ვიკითხა და თან გახდა დავიწყე. -არ ვიცი,ვიღაც თორნიკე.ბიჭები იცნობენ. თანაც შენი ტიპისაა,შენ რომ მოგწონს.-ბეჭი გამკრა. -და ჩემი ტიპი როგორია?-ვიკითხე სიცილით. -როგორი და მაღალი,შავგრემანი,სიმპათიური, ათლეტური და ძალიან მაგარ ბაკავოის აკეთებს.-მეორე მხრიდან გააგრძელა ლილემ,პირველი თავში ერეკლე ამომიტივტივდა,რომელიც ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. -ვა, რა მაგარია.-უხალისოდ ვთქვი და შავი ელასტიკი ამოვიცვი. -რა გჭირს?რამდენი ხანია აღარავინ მოგწონებია?-მეკითხება თიკო და თავისი ოქროსფერი თმის კოსად შეკვრას იწყებს. -არაფერი რას ბოდავთ?ჩუბინიძის ლექცია მქონდა და ცოტა ვერ ვარ.-მხრები ავიჩეჩე. რომ მოვწესრიგდი დარბაზში სალამით შევაბიჯე,ვაჟასა და მაიას დიდზე გავუღიმე, კუშას და გურამიკოს უკვე დაეწყოთ გახურება, მეც ძელთან დავდექი და პატარა ვარჯიშების კეთება დავიწყე რა დროსაც დავლანდე ახალი სამიზნე,სახელად თორნიკე. ადიდასის შავი შარვალი ეცვა,ხვეული თმა ჩამოშლოდა და დვაინოიზე ვარჯიშობდა. ჩემთან გასაცნობად მალევე მოვიდა,ხელი ჩამომართვა და უნდა ვაღიარო გოგონებს არაფერი გადაუჭარბებიათ,ბიჭი უსიმპათიურესი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ჯავახამ და ერეკლემ დააგვიანეს.სამი საათი გაგრძელდა რეპეტიცია,ქანცგაწყვეტილი გავედი დარბაზიდან და ძლივს ამოვიცვი ჯინსის კაბა. -სად მიდიხარ?-მკითხა ბარბარემ. -სახლში,ბევრი მაქვს სამეცადინო.-ვუთხარი ბუზღუნით.ავტობუსის გაჩერებამდე მისვლაც კი მეზარებოდა,არა თუ ვერაზე ასვლა. კიდევ კარგი მზე მაინც ანათებსთქო,მაგრამ გავედი თუ არა გარეთ წვიმა დაიწყო. გინებით გავაგრძელე გზა რა დროსაც გვერდზე მანქანამ გამიჩერა. -ნინი დაჯექი მე წაგიყვან.-მესმის უცნობი ხმა და რამდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად,რომ ეს თორნიკეა.ვყოყმანობ, მაგრამ ბოლოს მაინც ვუჯდები. -მადლობა.-ვუღიმი და ვდილობ უხერხულობა ავიცილო. -რისი მადლობა,რა უცებ გაწვიმდა.-ამბობს ის. -ჰო…-ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა, მივხვდი რამე უნდა მეთქვა.-ბიჭებს საიდან იცნობ? -უფრო კუშას და გურამიკოს,კონცერტზე გავიცანი,მგონი შენც იყავი მანდ, ფაფახი რომ დარჩა და მე ვათხოვე. -ღმერთო!როგორ არა!ეგ სულელი!-გავიცინეთ ორივემ და ყველაფერი გამახსენდა. რამდენიმე წლის წინ ბათუმში გვქონდა კონცერტი,უკვე უნდა გავსულიყავით და მთიულური გვეცეკვა,რომ გურამიკომ აღმოაჩინა თეთრი ფაფახის თბილისში დარჩენა,რა წამსაც ვიღაც ღვთისნიერი ბიჭი გამონახეს,რომელსაც მოწიწებით გამოგლიჯა ქუდი და ისე გავარდა სცენაზე.იმის მერე მუდამ სიცილით ვიხსნებთ მაგ დღეს. -იდიოტი,მაგრამ გურამიკოსგან მეტს არც უნდა ელოდო. -მართალია.-დამეთანხმა სიცილით. -მას შემდეგ,გაზრდილხარ…სხვანაირი მახსოვხარ. -ჰო,თითქმის ხუთი წელი გავიდა.-მხრები აიჩეჩა. ვერაზე ისე ავედით ენა არ გაგვიჩერებია. ასე კარგად ბოლოს როდის ველაპარაკე ვინმეს აღარც მახსოვდა,თანაც საცობში მოვყევით, უკვე მზე ჩადიოდა სახლში რომ მივედი. თორნიკეს დიდი მალდობა გადავუხადე,მერე კი გოგონებს მოვუყევი მომხდარი,რამაც მათი გაბედნიერება და “ვიცოდის” ძახილი გამოიწვია. გოგონები ძლივს დავაშოშმინე და უაზრო ფიქრები შეძლებისდაგვარად გავუფანტე. უკვე ღამდებოდა როცა დამირეკეს ლოლიტაში გავიდეთო,ცოტა მეზარებოდა,დაღლილიც ვიყავი იმდენი კითხვით,მაგრამ მერე ერეკლე გამახსენდა,გული ამიფანცქალდა…საკუთარი თავი ვერ შევიცანი,თითქოს მე კი არა სხვა,ახალი ნინი მიდიოდა იქ. ტყავის ქურთუკი მოვიცვი და დაღმართს ჩავუყევი. ამ ბოლო დროს საშინლად არეული ვარ და ვგონებ ყველაფერი ცუდად შემომიბრუნდება,მეშინია. ერეკლე ჩემი მეგობარია ბავშვობიდან და ვიცი არასოდეს შემომხედავს სხვაგვარად, მიუხედავად იმისა,რომ ზოგჯერ მართლა მაბნევს,მავრამ ის მუდამ ასე იქცევა და მის ხასიათსა და შლეგობას ვაწერ ამ ყოველივეს. ახალ წელს მასთან შევხვდით სვანეთში, ზუსტად თორმეტ საათზე ხელები ისე შემომხვია წელზე ლამის იქვე ჩავიკეცე. ადრეც შემოუხვევია ხელი,მაგრამ მსგავსი რამ არასოდეს მიგრძვნია,მას მერე რამდენიმე თვე გავიდა და მუდამ მახსენდება ის ღამე,სვანეთი,ცაზე ფერადი განათებები, ბავშვების ყიჟინა და მოკლედ ყველაფერი. თავს ვერ ვცნობ და ვიცი,ვერც გოგონები მცნობენ,თუმცა მადლიერი ვარ,რომ არაფერს მეკითხებიან.პასუხი არც მაქვს,რა უნდა ვუთხრა?თავადაც არ ვიცი რა მჭირს,დრო იყო ერეკლეს თავად ვეხმარებოდი გოგონების “დაკერვაში” რამდენჯერ მითქვამს ეს კარგი ტიპი ჩანს,მასთან დაიჭირე ურთიერთობათქო… -სად ხარ ამდენი ხანი?-მეკითხება თიკო და მის გვერდზს ვჯდები.ლოლიტა ჩვენი შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. -რავიცი…-უხალისოდ ვთქვი და ბავშვებს მოვავლე თვალი.ჯავახა,კუშა,გურამიკო, ერეკლე,ლილე. -ჰე აბა,დაყარეთ ჭორები.როგორ მოგეწონათ ან რა მინუსები უპოვეთ ჩვენ ახალ ბიჭ თოკოს?-კუშამ დაიწყო საუბარი,რაზეც თვალები ავატრიალე. -არც კი უარყოთ,დაგინახეთ რეპეტიციაზე თვალებით რომ ჭამდით საცოდავს.-დაამატა ჯავახამ. -მე ცუდს ვერაფერს ვიტყვი,ანგელოზივით გამომეცხადა მაშინ.-გურამიკომ ხელები დანებების ნიშნად ასწია. -თუ აიძულე გამოცხადება?-გააგრძელა ერეკლემ,რაზეც ყველამ გავიცინეთ. -კაი შე*ემა!სასოწარკვეთილი ვიყავი.-თავი იმართლა. -სასოწარკვეთილი კი არა გეტყოდი,რაც ხარ და იყავი,გოგონები რომ არ იყვნენ.-თქვა ერეკლემ. -ჰე!ამოღერღეთ.-კუშამ ვეღარ მოითმინა. -ძალიან კარგ ბაკავოის აკეთებს და მჯერა დვაინოიც იდეალური აქვს.-თქვა თიკომ. -მე მისი სტოიკა მომეწონა,ძალიან ეშხიანი ბიჭია.წუნს ვერ აუღებ.-გააგრძელა ლილემ.-მაგრამ,მგონი ნინიკო უფრო კარგად მოგვიყვება…-თვალები ეშმაკურად აათამაშა და თიკოს გახედა,რომელმაც ყველას დასანახად ჩაიცინა. -აი,ეს უკვე მომწონს!აბა ჩემო ნინია,რა გამოვტოვეთ? -სახლში მიიყვანა ჩვენმა თორნიკემ,დღეს უცებ ხომ გაწვიმდა და… -არაფერი ხალხო,ზრდილობის გამო გამიყვანა, უარი ვერ ვუთხარი.გზაში კი ვიცინეთ ბევრი, მაგრამ ასე რა ვიცი რა ვთქვა?არ ვიცნობ, სიმპათიური კი ნამვილად არის.-მხრები ავიჩეჩე და ჯავახას ლუდი მოვსვი.წინ ერეკლეს გავხედე,რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩემი მონაყოლი. -შეხედე ამას!მარა…რაღაცა არ მომწონს შენი მოყოლის მანერა.ადრე ასეთი რამე როცა ხდებოდა აცერცეტდებოდი და სულელივით იღიმოდი,არ მომწონხარ რაღაც.-ჯავამ მითხრა. -ჰო,ეს ვიღაცამ აწყენინა,არაა კაი ხასიათზე რანდენიმე თვეა დაბღვერილი დადის.-გურამიკო ამოუდგა მხარში ძმაკაცს. -მგონი ჩვენი ნინიკო შეყვარებულია და ვერ ამხელს…-კუშამ დიდი აღტაცებით თქვა. -რა სისულელეა!-წამსვე უარვყავი. -მერე, შე ქალო,ვინმე თუ გიყვარს რას იბღვირები?-ჯავახა არ ჩუმდებოდა. -მორჩით!უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ და ნერვებს მიშლით,ან მე რას გადამეკიდეთ მაინცდამაინც?თქვენ არ წაგიყვანივართ სახლში?ლილეს და თიკოს ვერ ხედავთ?-ხელების შლით ვთქვი. -კაი,კაი.ვღადაობთ ნინიკო,დასპაკოინდი.-მხარზე ხელი დამადო ჯავახამ. -სხვაზე იღადავეთ.-თავი დაღლილმა გადავაგდე უკან.-ძალიან დაღლილი ვარ. დღეს ჩუბინიძის ლექცია მქონდა,ხვალ სემინარი მაქვს. -უი,შე საცოდავო. მაგიდასთან მჯდომმა ყველამ იცოდა რევაზ ჩუბინიძის ამბავი.მთელი არსებით მძულდა ეგ კაცი და მინდოდა მიწას ჩავეტანე,ოღონდ მას არ გადავყროდი. გურამიკო პირველ კურსზეა,ქუთაისიდან ხუთი წლის წინ გადმოვიდა და ახლა დაერქვა გურამიკო,თორემ თავიდან გურამი,მერე ქუთაისი,ბოლოს კი ჩემი წყალობით გურამიკო გახდა. კუშა,იგივე ნიკუშა ეკონომიკის მეოთხე კურსს ასრულებს,გიორგი ჯავახაძეც ინჟინერიის მეოთხე კურსზე ბრძანდება ყველაზე ახლოს ის და ერეკლე არიან,რომელმაც უნივეტსიტეტი შარშან დაასრულა,ამჟამად მამამისის ფირმაში მუშაობს არქიტექტოტად და კიდევ უფრო ამჟამად ჩუმად ზის ჩემ წინ.გოგონები კი მე ჟურნალისტიკაზე,კერძოდ მესამე კურსზე,თიკო და ლილე ფსიქოლოგიაზე,ასევე მესამე კურსზე. -ბარათაშვილი!-მეძახის ვიღაც. -რა გინდათ ბიჭო,რა?რას გადამეკიდეთ?-ვამბობ გაღიზიანებული. -ერეკლე გეკითხება წაგიყვანოს თუ არა სახლში,რავა კლიმაქსდაწყებული ქალივით იღრინები.-გურამიკო მეღადავება.ერეკლე უკვე ფეხზე დგას,მე მელოდება,არც ვაყოვნებ ვდგები. -წავედი,ძაან დაღლილი ვარ.-თავს ამით ვიმართლებ და გულის სიღემეში ვნატრობ სხვა არავინ წამოვიდეს,რათა ერეკლე წერედიანთან ერთად მარტო დავრჩე ცოტა ხანს.ჩემდა საბედნიეროდ ასეც ხდება. მის შავ მერსედესში მალე ვჯდებით. -რა გჭირს?-ვეკითხები.-მთელი საღამოა ხმა არ ამოგიღია. -შენ რომ ამოიღე ხომ რას ამბობ,ოქრო გადმოაფრქვიე.-აგდებულად მიპასუხა. -რა ხდება?-ვეკითხები. -არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?-მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა. -რაღაც არ ხარ ხასიათზე…-წინადადების დასრულება არ მაცადა ისე დაიწყო თავისი სათქმელი. -თორნიკეს რატომ გაჰყევი? -რა? -ვერ გაიგე რაც გკითხე?თორნიკეს,იმ წამის გაცნობილ ბიჭს რატომ ჩაუჯექი მანქანაში და რატომ მიეცი უფლება სახლში წაეყვანე?შენი მისამართი გაეგო. -წვიმდა და უცებ გააჩერა ჩემ წინ მანქანა.უარი ვერ ვუთხარი,რა არის ამაში ასეთი საგანგაშო?-გაკვირვებულმა ვკითხე. -მე რატომ არ დამირეკე?ან თუნდაც რომელიმე ჩვენგანს?-ისევ მკაცრად მეუბნება. -ამდენი არ მიფიქრია,კარგი ბიჭია…ვილაპარაკეთ,გურამიკოზე ბევრი ვიცინეთ.-სიტუაციის განმუხტვა ვცადე,რადგან საჭეს ძალიან დაძაბული ატარებდა.ნერვიულად ჩაიცინა.-ერეკლე,მართლა გეკითხები,რა გჭირს?რაც სვანეთიდან ჩამოვედით სულ ვჩხუბობთ,თითქოს…აღარ ვართ ისე ახლოს, როგორც ადრე. -ჰო,ეგ მეც შევატყვე.-მიპასუხა. -მერე?რატომ ხარ სულ უხასიათოდ?ან სულ რატომ ვკამათობთ?-ვეკითხები და ვხვდები მეც როგორ მემატება ბრაზი. ექვსი წლიდან ერთად ვიზრდებით.ყველაზე კარგად ვიცნობ.შეიძლება ჩვენ,ყველანი ახლოს ვართ ერთმანეთთან,მაგრამ ერეკლე ჩემთვის სულ სხვაა.ოჯახებითაც ვმეგობრობთ და რამდენიმე ქვეყანა გვაქვს ერთად მოვლილი,სულ სხვანაირი მეგობრობა გვქონდა ამ დრომდე.ერთად დავდიოდით კაფე-კაფე,და მილიონი რამე. -არ ვიცი. -რა მოხდა სვანეთში?-ვეკითხები ბრაზით.- მას შემდეგ აირია ყველაფერი. -სვანეთი არაფერ შუაშია!-ხმამაღლა ამბობს ბოხი ხმით. -აბა?მე დავაშავე რამე?! -არა!ნინი გაჩუმდი!ისედაც გაღიზიანებული ვარ.-მიყვირის,სამარადისო სიჩუმე დგება ჩვენ შორის.ტირილის ზღვარზე ვარ,მაგრამ ბრაზი და თავმოყვარეობა ამის საშუალებას არ მაძლევს.მთელი გზა აღარ ამოგვიღია ხმა, ისეთი დაძაბული აურა ტრიალებდა მანქანაში, რომ ენით აღწერაც არ შემეძლო,არც მუსიკა ჰქონდა ჩართული,არადა მუდამ რთავს. ბოლოს მივაღიწეთ ვერამდეც და სახლის წინ გამიჩერა მანქანა. -ნინი…-შერბილებული ხმით მითხრა და ეცადა მაჯაზე ხელი მოეკიდა,მაგრამ უხეშად მოვიშორე. -სართოდ აღარ დამელაპარაკო!ვერ გიტან!-ვუთხარი და კარები მივუჯახუნე. სახლში გამწარებული შევვარდი და ტირილით ავედი ოთახამდე.ჩანთა საწოლზე დავაგდე და მეც ზედ დავეცი,ბალიშს ჩავყვირე და მერე სულ მუჭები ვურტყი. მთელი ღამე არ მეძინა,პატარა აივანზე პლედშემოხვეულმა გავათენე და თბილისის ანძას ვუმზერდი. ყველა კარგი და ძვირფასი მოგონება გავიხსენე,ფოტოებიც დავათვალიერე ტელეფონში,ფეხზე მაშინ ავდექი,როცა ლექციამდე ორი საათიღა იყო დარჩენილი. * უჭმელი და უძილარი შევედი რეპეტიციაზე, სახეზე მკვდრას ვგავდი,ძალიან გაღიზიანებული და თითქმის არ ვუსმენდი არც ქორეოგრაფებს,არც მუსიკას,არც ტემპს,მეტიც ახლა დოლი ტვინში ისე მირტყამდა ვიბრაციას ვგრძნობდი.მადლობას ვუხდიდი ღმერთს,რომ მთიულურის ან აფხაზურის გავლა არ მოგვიწია და გოგონებიდან მხოლოდ ნარნარით,ოსურით და დავლურით დაკმაყოფილდა მაია. ვაჟამ კი ბიჭებს სული ამოხადა. არავისთან არ მილაპარაკია,ერეკლესაც ეტყობოდა ცუდი ხასიათი.მალე კონცერტი გვაქვს და ბიჭებს უკვე ეცვათ ჩოხები, ისე უხდებდა ნაცრისფერი ჩოხა და სვანური ქუდი წერედიანს…წუნს ვერ აუღებდა კაცი.გული მითბებოდა მისი მკაცრი სახისა და ხისტი მოძრაობების შემხედვარე.არავის არ უხდება ჩოხა-ახალუხი ისე,როგორც ჩემ ერეკლეს. ყაზბეგურიც უბადლოდ შეასრულა,მერე ხორუმი.გოგონები დასასვენებლად გავიდნენ გარეთ,მე კი ყველა ცეკვას მილიონჯერ რომ მაქ ნანახი ისევ სიამოვნებით,ოღონდ დაღლილმა ვუყურე. -ბარათაშვილი!-მესმის მკაცრი ხმა შორიდან.-ბარათაშვილი!-ისევ და ახლა გონზე მოვდივარ.თურმე ჩამძინებია,მაია ჩემთან ახლოს მოდის. -ნინი,ცუდად თუ ხარ შეგიძლია წახვიდე. -არა,არა.-ვიუარე მაშინვე და ვეცადე ორმოცი წყვილი თვალისკენ არ გამეხედა ასე რომ მომშტერებოდნენ.-უბრალოდ ჩამთვლიმა.-წელში გავსწორდი. -ამ დოლ-გარმონში რომ ასე ტკბილად დაგეძინება კაცს…-მედოლე ირაკლიმ ღიმილით შემომხედა და მეც იმავეთი ვუპასუხე. საათის დიდი ისარი ხუთთან იყო მისული. -ხვალ გოგონები ცოტა ადრე მოდით!ნარნარი არ მომწონს.-საბოლოო სიტყვა დატოვა მაიკომ. გასახდელში ზლაზვნით შევედი და ცოცხალ-მკვდარი დავესვე სკამს. -რა გჭირს გოგო?-მეკითხება ერთ-ერთი წევრი ელენე. -არაფერი,არ მძინებია. -ამ ბოლო დროს რაღაც აღარ ხარ ხასიათზე.-ახლა თამთამ გააგრძელა. -ეს და ერეკლე ყველაფერში ერთნაირები ხომ უნდა იყვნენ.-თვალები აატრიალა ელენემ. ვერ მივხვდი ერეკლე რა შუაში იყო და მინდოდა პასუხი უხეშად დამებრუნებინა,მაგრამ არც ნერვი მეყო და არც ძალა. -ისიც ცოფიანი ძაღლივით დადის ბოლო პერიოდია,რაც არ უნდა კითხო ისე უხეშად გესვრის პასუხს,მეტი რომ არ შეიძლება.-მწვანე მაისური გადაიცვა. -რა იყო ხო არ დაშორდით?-აგდებულად მითხრა ელენემ,რომელიც სულ რაღაც ორი წელია რაც კავკასიონში ცეკვავს და მჯერა ერეკლეზე აქვს თვალი დადგმული. -ელენე ზედმეტი მოგდის!-ჩემ მაგივრად უთხრა ლილემ. -რა იყო ვიხუმრე!ერთად რომ არასოდეს იქნებით ეგ ყველამ კარგად ვიცით.-კარები გაიხურა და წავიდა.ასე დაიცალა გასახდელი, მხოლოდ მე ვიჯექი სარეპეტიციო ტანსაცმელში გამოწყობილი. -ნინი,რა ჯანდაბა გჭირს?-მეკითხება თიკო და კარებს აღებს აკვირდება ყველა ხომ წავიდა ნამდვილად. -არ ვიცი.-ვთქვი ტირილით და თავი ხელებში ჩავრგე.-ცუდად ვარ,რაღაც არის ჩემს თავს და ვერ გამიგია რა.მე და ერეკლე ხშირად ვჩხუბობთ და ვერ გავიგე რატომ.-ნაღველი ამოვანთხიე. -კაი შე ქალო,თქვენ სულ მასე არ ხართ?თქვენ რომ არ ჩხუბობთ ეგ უფრო საგანგაშოა.- შვებით თქვა ლილემ. -არა,არა…უცნაურად ვარ.მისგანაც იგივეს ვგრძნობ,სულ გაღიზიანებულები ვართ, მალევე ვიწყებთ კამათს.ბოლო ერთი კვირაა ვერ ვცნობ. -იქნებ რამე პირადი პრობლემა აქვს?-თიკომ თქვა. -არ ვიცი,აბა ჯავრს იყრის ჩემზე?-ვამბობ და ჩაცმას ვიწყებ. -დაელაპარაკე. -არაფერს არ მეუბნება და იცით რა?რაც უნდა ის ქნას!-გამწარებული ვიცმევ და შენობიდან გოგონებთან ერთად გავდივარ. მთელი საღამო უაზროდ გავატარე,ხან რას მივედე,ხან რას.მამაჩემთან ერთად დივანზე, საინფორმაციოს მოლოდინშიც კი აღმოვჩნდი, რამაც უამრავი კითხვა გამოიწვია,თუმცა ყველა კარგი მატყუარასავით მოვიგერიე. ღამე დასაძინებლად კი თავში ახალმა იდეამ გამკრა,ვიცი რომ ცუდი საქციელია,მაგრამ თორნიკე ცუდი ბიჭი მართლა არ ჩანს. დღესაც სცადა ჩემთან საუბარი,ეს მე მოვიჭერი გზა,რასაც აღარ ვიზამ.მერე რა რომ მასში ერეკლეს ვხედავ?ყველაფერი კარგად იქნება.თავს მოვთოკავ და მალე გამივლის,სადაც ამდენი წელია ვმეგობრობთ ალბათ საჭირო იყო მსგავსი რამ,არაფერს არ შევიმჩმევ,თავისით დალაგდებათქო ასე ვიმშვიდებ თავს. სახლში მშობლებთან ერთად გავატარე დრო და მაქსიმალურად შევეცადე სხვა ყველაფერი ცოტა ხნით მაინც დამევიწყებინა. მეორე დღეს პარასკევი იყო,ელენემ ბოდიში მომიხადა თავისი ნათქვამის გამო და მეც ზრდილობისთვის ვუთხარი არაუშავსთქო. ყველამ ვიცით როგორ გიჟდება წერედიანზე და როგორ დაწყდა გული სვანეთში,რომ არ დაპატიჟა,თუმცა არც ჩვენ სამეგობრო წრეშია. ანსამბლში სამოცამდე კაცია და ყველას თავისი წრე,ადგილი უკვე მიჩნეული აქვს. ერეკლემ რამდენჯერმე სცადა ჩემთან დალაპარაკება და იმდენჯერვე თავი დამანებეთი მოვიცილე,ისევ ნაწყენი ვიყავი, ოღონდ მთლად ვერ ვხვდებოდი რატომ.ყველა ამჩნევდა როგორ გავურბოდით ერთმანეთს, ოსურის დროს,კარუსელის დატრიალებისას გვერდი-გვერდ გვიწევს დგომა,სწორედ მაშინ მომადო მხარი-მხარზე და ხელი ჩამჭიდა. მილიონჯერ მაინც გაგვიკეთებია ასე,იმდენჯერ გვიცეკვია,მე კი მხოლოდ ახლა დამაყარა ტაომ სხეულზე და მეგონა ცეცხლი მეკიდა,რომელსაც ყველა ხედავდა.ნახაზი დამავიწყდა და ფეხებიც ამიკანკალდა,ერეკლეს ვეჭირე თითქმის და უბრალოდ მივყვებოდი,რამდენიმე რვაში ხელი რომ გამიშვა და მომცილდა,მაშინ გავიაზრე, თურმე სუნთქვა მთელი ეს დრო შეკავებული მქონდა.ხარბად ამოვისუნთქე. მაიკომ სიქა გაგვაძრო გოგონებს,მთიულურზე ამჟამად თორნიკესთან ერთად მომიწია დგომა,ლაპარაკი არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ბევრი მაცინა.რაჭულში მე და ჯავახამ ჩვენი სოლო შევასრულეთ,კუშასთან აჭარულში მოვხვდი,მეტჯერ აღარ გადავყრილვარ ერეკლეს. ივნისის ბოლოს კონცერტიც მოახლოვდა,არ მჯეროდა,რომ თითქმის ერთი თვე გასულიყო,რაც ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით.ამდენი ხანი არასოდეს ვყოფილვართ მსგავსად.თითქოს მივეჩვიე კიდეც,რამდენჯერაც მისკენ გავიხედავდი სულ მიყურებდა,ჩემს მზერას როცა შენიშნავდა კი ანაზდად იხედებოდა გვერდზე. -ნინი,დღეს საღამოს გცალია?-მეკითხება თორნიკე დარბაზიდან გასვლის წინ.სწრაფად გადავავლე ჩემს გრაფიკს თვალი და დადებითი პასუხი მივიღე,თავი დავუქნიე.-მაშინ არ გინდა სადმე გავისეირნოთ?-მეკითხება და კეფას იქავებს. თითქოს ორჭოფობდა და დარწმუნებული არ იყო,ერეკლე ყოველთვის თავდაჯერებული გახლდათ. -რატომაც არა…-მხრები ავიჩეჩე.-შვიდისთვის გაწყობს?-ვკითხე. -კი,კი.გამოგივლი მაშინ.-ისეთი სახით მითხრა, თითქოს მოეშვაო. ნაზად გავუღიმე და გასახდელში შევედი. -ეს რა იყო?!-მეკითხება აღტაცებით ლილე. -რა რა იყო?-ვერ ვხვდები რას გულისხმობს. -ყველამ დაგინახეთ,მედოლე ირაკლიც კი მიხვდა.-თიკო აგრძელებს.ელენე ბოროტი თვალებით მიყურებს და აშკარად ეტყობა,რომ შურს. -რატომ აბუქებთ ყველაფერს?-ვკითხულობ. -ფაქტს აღვნიშნავთ,ლოლიტაში ვაპირებდით შეკრებას,მაგრამ რადგან პაემანზე მიდიხარ…-თავი გააქნია ლილემ. აღარაფერი მითქვამს,საღამოს დაველოდე. ოცდა ერთი წლის გოგოს შეყვარებული არასოდეს მყოლია,თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არასოდეს არ წარმოადგენდა. ჩემი მეგობრები ყველაფერს ისე მივსებენ ამაზე ფიქრიც არ მჭირდებოდა,მაგრამ ახლა თორნიკეზე დავფიქრდი.წარმოვიდგინე, თუ ერთად ვიქნებოდით როგორ შემოვივლიდით თბილისის ქუჩებს,როგორ დავჯდებოდით გვერდიგვერდთ სამეგობროში,სიყვარულის სადღეგრძელოზე,როგორ თბილად შემომხედავდა,ხელსაც გადამხვევდა ალბათ, წამით სასიამოვნო ტალღამ დამიარა,მაგრამ მერე გამახსენდა,რომ ეს უკვე გამოცდილი მქონდა ერეკლესთან და მხოლოდ ახლა გავიაზრე.რატომ ვაკეთებდით ასეთ რაღაცებს? თან ასე ჩვეულებრივ.მძიმედ ამოვიხვნეშე და ვინატრე შვიდი საათი მალე მოსულიყო. * -სადმე კონკრეტულ ადგილას ხომ არ გინდა წასვლა?-მეკითხება თორნიკე და მანქანის საქარე მინას წევს. -არა,სულერთია.-გვერდზე გავიხედე. -სიგარეტი გინდა?-შემეკითხა და კოლოფი გამომიწოდა.ერეკლე დამიშლიდა,მაგრამ ახლა სიამოვნებით გამოვართვი და ორივემ ჩაწეულ ფანჯრებში გადავყავით ხელები. -დიდი ხანია ერთმანეთს იცნობთ შენ და ბიჭები?კარგი სამეგობრო გაქვთ,ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს.-ჩაიცინა. -ჰო,მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ, მათ გარეშე არ მახსოვს ოდესმე ვყოფილიყავი. მხოლოდ გურამიკო შემოგვემატა რამდენიმე წელია. -და ერეკლე?-მეკითხება და თვალს მარიდებს. -ერეკლე რა შუაშია?-გაკვირვებულმა ვკითხე. -ხალხი ლაპარაკობს ნინი,ჭორებს არ ვუსმენ მაგრამ თავადაც ვხედავ როგორ გიყურებს. ერთად იყავით? -არა,არა…უბრალოდ მეგობრები ვართ.ახლა ვიკამათეთ და ცოტა დისტანციას ვიჭერთ. -ანუ ერთად არ ყოფილხართ?-მეკითხება შვებამოგვრილი სახით. -არასოდეს.-ვიცინი. -არადა ამდენი ხანი მაგიტომ ვაჭიანურებდი შენს პაემანზე წაყვანას,ვიფიქრე ერთად იყავით.ერეკლეს ახლოდან არ ვიცნობ,მაგრამ ცოტა უხეში ბიჭი ჩანს. -არა,რას ამბობ?უხეში უკანასკნელია რაც ის არის.სინამდვილეში ძალიან თბილი და მოსიყვარულეა,ყოველთვის შეგიძლია გქონდეს მისი იმედი,ახლა ცოტა არაპროგნოზირებადი გახდა,მაგრამ სავარაუდოდ რაღაც პრობლემები აქვს. -შეგვიძლია მასზე არ ვილაპარაკოთ?-მკითხა და მივხვდი ძალიან გამიგრძელდა საუბარი.ბოდიში მოვუხადე,რა დროსაც ტელეფონში ერეკლეს სახელი დაეწერა,გავუთიშე და ვუთხარი მოეწერა. -“სად ხარ?” -“რა ხდება?”-არ გავეცი პასუხი -“სად ხარ,რომ გეკითხები გამეცი მაგ დედა****ნული პასუხი!”-იგივეს იმეორებს. -“მეგობართან ერთად ვარ,არ მცალია.”-საბოლოო მესიჯი გავუგზავნე და ყურადღება თორნიკეზე გადავიტანე.ცოტა რამ მიამბო მასზე,მშობლებზე,პატარა ძმა ჰყოლია, ინჟინერიის მეოთხე კურსზეა. პატარა კაფეში ვისხედით მთაწმინდასთან ახლოს და ცხელ ჩაის ვსვამდით,ისეთი სასიამოვნო მოსაუბრეა…წამით ვითიშებოდი ხოლმე მაგრამ ან ვერ ხვდებოდა,ან არ აღნიშნავდა. -თორნიკე,უკვე უნდა წავიდე,გვიანაა და სახლში უნდა მივიდე.-კრძალვით ვუთხარი,როცა საათმა ათი აჩვენა. -კი,ახლავე.-წამოდგა,მაგიდაზე ფული შეუხედავად დატოვა და წინ გამიძღვა. მანქანაში იმდენი აღარ გვილაპარაკია, ცუდ ხასიათზეც დავდექი ცოტა,რადგან ასეთ მშვენიერ ვაჟთან ერთად ვიყავი,ჩემი ფიქრები კი ერეკლესკენ მიქროდნენ. -ნინი,გესმის?-მეუბნება სიცილით. -რა?-ვფხიზლდები. -კვირას საღამოს თუ გცალიათქო.-ისევ იცინის.-რაზე ფიქრობ? -აჰ,დავიღალე ცოტა და მეძინება.კი კვირას საღამოს მცალია.-გავუღიმე. სახლში ზლაზვნით ავედი და სულ არ მეტყობოდა პირველ პაემანზე რომ ვიყავი. დედაჩემმა ყველაფერი დაწვრილები გამომკითხა,სანამ მისი ცნობისმოყვარეობა არ დაკმაყოფილდა ოთახში ასვლის უფლება არ მომცა.ამ დროს ლილემ დამირეკა. -ნინი,ერეკლე შენთან არის?-მკითხა დაძაბული ხმით. -არა,ჩემთან რატომ უნდა იყოს?-ვკითხე და ვიგრძენი როგორ ავნერვიულდი. -ლოლიტაში ვიჯექით,მერე თიკომ თქვა ნინი და თორნიკე პაემანზე არიანო,ერეკლე ამაზე აშკარად გაბრაზდა და წავიდა,მას მერე ვერ ვუკავშირდებით.საგანგაშო არაფერია,ვიფიქრეთ შენთან იქნებოდა. -პაემანზე თუ ვიყავი,ერეკლეს როგორ ვნახავდი?!-გაღიზიანებულმა ვუპასუხე და ჯინსის ქურთუკი საწოლზე დავაგდე. -აუ რა ვიცი მე!აბა რა მეფიქრა?ყველამ კარგად იცის როგორ ეჭვიანობს თორნიკეზე ეგ გიჟი. რონ გაიგო ერთად იყავიყ ჯერ ტელეფონში ჩაძვრა და მერე გავარდა. -რას ბოდავ?რატომ უნდა იეჭვიანოს?-გულში ნათელი წერტილი შემეპარა. -აბა რა ჯანდაბა უნდა?ეშინია ალბათ შენი თავი არ წაართვას.-ჩაიცინა.-კაი,კაი,ამხელა ბიჭია გამოჩნდება,სად წავა… გავუთიშე თუ არა საგონებელში ჩავვარდი, ვერ გავიგე დამერეკა თუ არა.ერთ საათიანი ბოლთის ცემის მერე ტელეფონი ავიღე და დავურეკე. არ მიპასუხა,შემდეგ მივწერე. -“სად ხარ?” -“რა ხდება?”-ათ წუთში მიპასუხა -“სად ხარ?”-გავუმეორე კითხვა. -“მეგობართან ერთად ვარ,არ მცალია.” ზუსტად ჩემი მინაწერი გაიმეორა თუთიყუშივით.საშინლად გავმწარდი,ახლოს რომ მყოლოდა სახეშიც დავარტყამდი. ძლივს დავიძინე ნერვებ მოშლილმა, წარსულს გადავხედე.სვანეთი მომაგონდა ისევ. თითქოს იქ დავბრუნდი,ისეთი სიცივე იყო ხელები სულ გათოშილი მქონდა.ახალ წელს ზუსტად ერეკლეს კოშკში შევხვდით,მაღლა ავედით, ყველანი იქ ვიყავით:მე,წერედიანი,კუშა, გურამიკო,ჯავახა,თიკო,ლილე. ცაში ატყორცნილ ფერად ფეიერ-ვერკებს ვუმზერდით და თან ათიდან უკუთვლით ვითვლიდით.მერე ერეკლეს დიდი მკლავები ვიგრძენი ჩემი წელის გარშემო,როგორ მიიხუტა ჩემი ზურგი მის მკერდთან და როგორ თბილად მაკოცა ლოყაზე. ბედნიერმა ავხედე მეც,მუცელში უცხო,სასიამოვნო და ადრენალინით სავსე გრძნობამ ისარივით ჩამიქროლა.არავის მოუქცებია ყურადღება,ყველა რაღაცით გართულიყო,ანდაც რა უნდა ეთქვათ?პირველად ხომ არ ვიყავით მსგავს პოზაში?უბრალოდ ეს მე განვიცადე პირველად ეს გრძნობა მასთან,ვიფიქრე ნინი!ეს შენი მეგობარი ერეკლე არისთქო.მას შემდეგ,რაც იმ კოშკიდან და საერთოდ სვანეთიდან წამოვედით არაფერია იგივე,არც მე და არც ის. უფრო მეტად კი საკუთარი თავის ცნობა მიჭირს. არაფერი უთქვამს,თბილი ღიმილი მაჩუქა და ვეცადე მეც მსგავსად მოვქცეულიყავი.მისკენ შევბრუნდი და შუბლზე სიყვარულით ვაკოცე, როგორც თვითონ იცოდა მუდამ. მერე დილამდე ვსვით,ორი დღე გადაბმულად ვიქეიფეთ. გვერდიდან არ მიშორებდა,ძველი ამბები გავიხსენეთ,მუცლის ტკივილამდე ვიცინეთ. -ან ის გახსოვთ?თიკო რომ შეუვარდა დინამიკებს და დამკვრელებს იტალიაში?შუა სცენაზე რომ აილეწა!-ყვირის ჯავახა და სიცილისგან უკან იწევა,თავს ვერ იჭერს.ყველას გვახსენდება და ყველა არაამქვენყნიურად ვროხროხებთ. -იცით რა?იმ პეჩენია სცენაზე კიდევ კარგად დავეტიეთ!-თავი იმართლა,არადა მართალიც იყო იმდენად პატარა სცენა იყო ძლივს დავეტიეთ თვითონ დგომით,ცეკვაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი,თავად სცენას პეჩენია შეარქვა. -აუ,აუ ის?პირველივე კონცერტზე იტალიაში სვანურზე რომ ყველა ასრიალდით ერთმანეთის მიყოლებით?!-ამბობს ლილე და სიცილს არ ვწყვეტთ.სცენა სველი დაგვხვდა,რის გამოც ბიჭების აზიაცკები სათითაოდ დასრიალდა და ნელ-ნელა მოადინეს ზღართანი. -დათოს რომ ნახაზი აერია და მაყურებელს ზურგი აქცია?-კუშაც იხსენებს.-მგონი ყაზბეგურის სოლოს ცეკვავდა ლუკა და ეს დაუდგა იდიოტივით წინ! -ნინიკო,რომ ტუალეტში ჩაიკეტა?-ახლა მე მომადგა გურამიკო და ბოროტი,მთვრალი, ლურჯი თვალებით შემომხედა. -ჩემი ბრალი არ იყო!-შერცხვენილმა ვიმართლე თავი. -ერეკლე რომ არა კიდევ იქ იქნებოდი შე საცოდავო.-ჯავახამ განაჩენი გამომიტანა. -მე გამოვამტვრიე ეგ კარი ერეკლემ კი არა! -მე გითხარი,რაც უნდა გექნა.ისე იჯექი და იყინებოდი ბატივით.-დამცინა წერედიანმა და თავზე ხელი თბილად გადამისვა. -მეგარმონემ,რომ ქეთის სოლოზე მუსიკა აურია?-უცებ ახლა უკვე სერიოზულად იხსენებს ლილე. -ვაიმე ხო!მეგონა მე მეჩვენებოდა რამე,არადა ყველას ისეთი სახე გვქონდა,ვხვდებოდით რაღაცა რომ ისე ვერ იყო. -მერე ბავშვი რომ გამოვიდა ჩემი კაბიდან?-სერიოზულად ამატებს თიკო და ახლა ისევ ვანახლებთ სიცილს. კონცერტი გარეთ,ღია სივრცეში მოგვიწია რამდენჯერმე,სწორედ აქ ხდებოდა მსგავსი სასაცილო ეპიზოდები,უმისამართოდ მოსიარულე ბავშვებს შორის ცეკვის დროს ერთ-ერთი გოგონების უკან დადგა და მოულოდნელად თიკოს კაბიდან გამოვარდა. თუ არ შევწუხდებოდით სიცილით არ გვეგონა. -მიდი და გქონოდა სერიოზული სახე!-ამბობს ლილე. -გურამიკო რომ ვიღაცა გეის დაევასა?!-კუშა ამასაც იხსენებს და საკმარისია გურამი გაღიზიანდეს. -კაი !რა გშურს!ისეთი ქარიზმატული ვარ ორივე სქესს ვიზიდავ რა იყო,რა გიკვირს.-თავმომწონედ ამბობს და თმას მარჯვენა ხელით ისწორებს.-ვაზელინი არ გაქვთ?რაღაც ტუჩები გამომიშრა. -შენი პედ**ასტი…-ჩუმად ამბობს ერეკლე. მე მართლა ვაწვდი ვაზელინს,რომელიც სულ ჯიბით დამაქვს. -აუ იზვინი ნინიკო,რასაც ქვია გამოვისვი ეს შენი ვაზელინი,მარა ნიჩევო,ახალს გიყიდი.-თვალი ჩამიკრა და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა. იმ დღეს მე და ერეკლე გვერდიგვერდ რომ ვისხედით,ახლაღა გამახსენდა,რომ ხელი გადახვეული ჰქონდა.შეყვარებულებივით მხოლოდ ჩვენ ვისხედით და არავინ არ ამახვილებდა ამაზე ყურადღებას.ჩვენი ბიჭები ისეთები არიან გასართობად მაინც იტყოდნენ რამეს,თუმცა არასოდეს არაფერი არ გამიგია მათი პირიდან. გოგონები კი პირიქით!მუდამ მიჭამდნენ ტვინს, ისე მაღიზიანებდნენ ამ თემას სამუდამო ვეტო დავადე. ახლა,რამდენიმე თვის შემდეგ სხვანაირად შევხედე იმ დროს.ნორმალურია კი?ჩვენი ასეთი ქცევა. სვანეთიდან რაც ჩამოვედით,თითქოს ყველაფერი აირია.თავდაპირველად იმაზე უფრო ახლოს ვიყავი,როგორც არასდროს,თუმცა შემდეგ ვიფიქრე არ დამეტყოს მსგავსი ქცევა და შორს ვიჭერდი თავს.არადა ადრე სულაც არ მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა,რას იტყოდნენ ჩვენზე… ამჟამად კი საკუთარმა თავმა არ გამცეს და გამყიდოს იმის მეშინია. გველივით შემოპარული გრძნობა ბევრი ფიქრის მერე ვაღიარე,მე კი,კარგი!მაგრამ ის? მან ხომ არ იცის როგორ ვარ?რატომ არის სულ გაღიზიანებული,არ მიკვირს თორნიკეზე, რომ იეჭვიანა,რადგან ერეკლე მუდამ ასეთი დამცველი იყო,ოღონდ ზომიერად.არ მინდა ფანტაზიებში წავიდე და რამე ჩემ სასიკეთოდ ვიფიქრო. შაბათი სახლში მარტომ გავატარე,დიდხანს ვიწექი ლოგინში და ისევ იმავეზე ვფიქრობდი, საღამოს კი თორნიკეს სანახავად გავემზადე. თბილი საღამო იდგა,ზუსტად ისეთი ზაფხულის დასაწყისს რომ შეეფერება,ჯინსის კაბა ჩავიცვი თეთრ კედებთან და ისე გავედი. ისევ კაფეში დავსხედით,ოღონდ ახლა შოკოლადის მილქშეიქს შევექციეთ,რომელსაც ძირითადად ერეკლესთან ერთად ვსვამდი. -სხვა რას მეტყვი შენზე?-მეკითხება იგი და ჭიქას თეთრ მაგიდაზე დებს.ხვეული თმა ლამაზად ედო თავზე,თაფლისფერი თვალებით კი საყვარლად მიყურებდა.რაც საჭირო იყო ყველაფერი ვუთხარი,თუმცა მეტს მთხოვდა. -თორნიკე…ძალიან მსიამოვნებს შენთან ერთად დროის გატარება,მაგრამ ამჟამად შეყვარებული არ მინდა…არც ის მინდა გული გატკინო და ცრუ იმედები მოგცე,ამიტომ სიმართლეს გეუბნები.-გამოვუტყდი. -ნინი,მომწონხარ და მინდა ახლოს გაგიცნო. ამისთვის რამე სტატუსი არაა საჭირო,ყოველ შემთხვევაში ჯერ.-მხრები აიჩეჩა.მესიამოვნა ეს რომ მითხრა და უხერხულობა თავიდან ამაცილა. -ძალიან კარგი.-ვუთხარი და მკრთალად გავუღიმე,მოულოდნელად კაფეში მუსიკა მუსიკამ შეცვალა,ნაცნობი მელოდიის გაგონებისას გავშეშდი,სუნთქვა შემეკრა და ტაომაც დამაყარა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბენდის სიმღერა უკრავდა “nothing’s gonna hurt you baby” უმალ ვიცანი. ერთხელ მე და ერეკლე ჯავახას ბინაში ბავშვებთან ერთად ვიყავით,დილის სამი საათი იყო,ყველას ეძინა თითქმის,მხოლოდ გურამიკო და კუშა განაგრძობდა დალევასა და ჭიქების მიჭახუნებას,ტელევიზორში ეს სიმღერა ჩაირთო,ჩვენ აივანზე ვიყავით, სიგარეტს ვეწეოდით ორივენი. თბილისის მოვარდისფრო ანძას გავყურებდით, მანათობელ ეშმაკის ბორბალს,კერძოდ დიდ დიღომში.ისე შორს მეჩვენა მაშინ ჩემი ვერა, მაგრამ მაინც სახლში ვიყავი,რადგან ჩემი მეგობარი ერეკლე ჩემთან იყო.ზუსტად არ მახსოვს რას მიყვებოდა,სევდიანები ვიყავით, წარსულს ვიხსენებდით,ძველ დროს, მოწევას რომ მორჩა და ბიჩოკი გადააგდო,პატარა სკამზე დაჯდა აივანზე და მის მუხლზე დაიტყაპუნა ხელი.მთვრალი და გათამემებული დაუფიქრებლად ჩავუჯექი და მტევანი კისრის უკან ამოვუდე,ზუსტად ვიცოდით ჩვენი არავის ესმოდა,მაგრამ მაინდ მეჩურჩულებოდა ყურში…მკრთალად ვიღიმოდით,მისი ხელის გული ჩემსას შეუერთა,ყველაზე კარჰი გრძნობა აღმოჩნდა,ურთიერთს თვალებში ვუმზერდით და შუბლზე მკოცნიდა. -ახლა ძალიან კარგად ვარ.-ვუთხარი მის მკლავებში კატასავით გატრუნულმა. -მიყვარს,რომ ვრიგდებით ხოლმე.-დამეთანხმა. -ყოველთვის თავად იწყებ კამათს. -მიზეზს შენ მაძლევ.-შემეწინააღმდეგა. -გეყოს!-წარბები ავუწიე,წამში კი ორივემ დავიწყეთ სიცილი. იმ ღამეს ბევრი ვილაპარაკეთ,მისი კალთიდან არ ავმდგარვარ და არც მის დიდ მხრებს მოვშორებივარ კავკასიონის მთებივით,რომ მერტყა გარშემო და მიცავდა.ღამისფერი, თბილი თვალებით მიყურებდა,ზუსტად ასე დაგვათენდა,ოღონდ არც მზის ამოსვლა გაგვიგია… -ნინიიი…-მესმის თორნიკეს გაწელილი ხმა.-რაზე ფიქრობ?თვალიც გაგიშტერდა. -არაფერი,ეს სიმღერა მეცნობა…-თავი გავაქნიე და მას შევხედე.მერე კიდევ ილაპარაკა თორნიკემ,მაგრამ არაფერი მახსოვს.სახლში წაყვანა ვთხოვე და საკუთარ თავს მანქანაში დავპირდი მასთან ურთიერთობას მალე გავწყვეტდი,თუმცა ჩემი გეგმები მისმა ქმედებამ შეცვალა,როცა სახლის წინ,გაჩერებულ მანქანაში ხელზე დამქაჩა,მისკენ მიმიზიდა და მაკოცა.სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა კოცნა,თავი თავად გამოსწია. -უნდა გამეკეთებინა.-გამიღიმა და დამემშვიდობა.მისთვის არაფერი მითქვამს, მხოლოდ იმას ვჯავრობდი ხვალ,რომ რეპეტიცია მქონდა და ერეკლე უნდა მენახა, თითქოს მის წინაშე დამნაშავე ვიყავი. * -მინდა,რომ თორნიკე მომწონდეს.-ვეუბნები გასახდელში შემოსულ ლილეს.მხოლოდ ჩვენ ვართ. -მეგონა მოგწონდა.-გაკვირვებულია. -მეც მეგონა,ან მგონია…არ ვიცი!-თავი ხელებში ჩავრგე. -ახლა რაღაცას გეტყვი და მინდა,რომ გულახდილი იყო.-სერიოზული ტონი შევნიშნე და ზუსტად ვიცოდი საითაც მიდიოდა ეს საუბარი.-არ გიფიქრია,რომ…ერეკლესადმი გრძნობები გაქვს?-გვერდით დამიჯდა. -რა მნიშვნელობა აქვს?ერეკლე არასოდეს შემომხედავს მსგავსად,მთელი ცხოვრებაა მეგობრები ვართ,ასეც რომ იყოს ამხელა,ასეთი ურთიერთობა რაღაც გატაცების გამო დავანგრიო?უბრალოდ…ასე პირველად ვარ. ძალიან ცუდად ვარ.თორნიკემ მაკოცა!და მე სულელი მხოლოდ წერედიანზე ვფიქრობდი! საშინელი ადამიანი და მეგობარი ვარ,რა გავაკეთო ვერ გამიგია.სულ გაღიზიანებული და ჩაფიქრებული ვარ.-თავი ავწიე.-ამას ის ემატება,რომ ვკამათობთ!არც მოვწონვარ დარწმუნებული ვარ. -სულელი ხარ!-მეუბნება უხეშად და თვალს მაცილებს. -რა?-ცრემლებს ვიწმენდ. -რა და სულელი ხარ!ოდესმე დაგინახია როგორ ვზივართ მე ან თიკო,გურამიკოს,კუშას, ჯავახას ან ერეკლეს კალთაში?ან ხელი ოდესმე გადაუხვევია რომელიმეს?თქვენ…აზრზე არ ვარ და არც არავინაა რა ჯანდაბას აკეთებთ და რა უღმერთობა ხდება თქვენს შორის,მაგარამ მეგობრები ასე არ იქცევიან. -ჩვენ სულ ასე ვიყავით,ეს მე დავიწყე ახლა ყურადღების გამახვილება.-თავი ვიმართლე. -ზუსტად!იქნებ ახლა ახელ თვალებს?! შეიძლება ერეკლეს არ მოსწონდე,როგორც ქალი,მაგრამ სჯობს საკუთარ თავს გამოუტყდე, რომ თავად გიზიდავს,როგორც კაცი! ლილესთან დიალოგმა კიდევ უფრო ამრია და ჩამაგდო საგონებელში.ვერ ვხვდები რა უფრო უარესია მეგობრის დაკარგვა,ჩემი მისდამი გრძნობები,მისი ჩემდამი თუ ეს მოულოდნელი გატაცება. რეპეტიციაზე ისევ გაბრაზებული მეჩვენა, ხოლო თორნიკე პირიქით.სახეზე ღიმილი არ მოუშორებია და დროს როცა გამონახავდა ყურადღებასაც მაქცევდა. ერეკლესთან შემთხვევით აღმოვჩნდი გვერდით დავლურის ცეკვისას და მასთან გამოლაპარაკება ვცადე. -რა იყო,თორნიკე აღარ გელაპარაკება?-მხოლოდ ეს მითხრა.კიდევ უფრო გაბრაზებულმა კი თავს პირობა მივეცი ხმას აღარ გავცემდი. მთელი კვირა ასე გავიდა,თორნიკეს თავიდან ვირიდებდი,ხან რას ვიმიზეზებდი,ხან რას. არც ლოლიტაში გავსულვარ,სწავლას გადავაყოლე ნაღველი. ამასობაში თიკოს დაბადების დღე მოახლოვდა და მის აგარაკზე ავედით წყნეთში,სადაც ლამაზად მოვაწყვეთ გარემო,დინამიკებში სიმღერები ჩავრთეთ დიჯეით გურამიკომ საკუთარი თავი დანიშნა.ჯავახა სასმისებს ავსებდა,კუშა სიგარეტს აბოლებდა ლილესთან ერთად.თიკოს რამდენიმე ნათესავი და მეზობელიც ახლდა,რომლებსაც კარგად ვიცნობდი.ყველაფერი კარგად მიდიოდა მხოლოდ ერეკლე არ ჩანდა.ალბათ ნასვამზე ყველა ადამიანს აქვს ის ერთი მომენტი,როცა თავს სევდიანად გრძნობს და მარტო ყოფნა უნდა,სწორედ ამიტომაც მოვპარე გიორგის ორი ღერი სიგარეტი და გარეთ გრძელ სკამზე გავედი დასაჯდომად. ოდნავ შემცივდა,ბრეტელებიანი კაბის ჩაცმა არ აღმოჩნდა კარგი აზრი,მუსიკების ხმა ბუნდოვნად მესმოდა,თითქოს შორიდან. ხეებს მივშტერებოდი და ისე ვეწეოდი სიგარეტს.მეორე ღერიც მალევე მივაყოლე. -რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ ეწევითქო?-მესმის საყვედური.ჩემ გვერდით ერეკლეს ვხედავ.ხმა არ გავეცი,ხელიდან გამომგლიჯა ნახევრად ჩამწვარი ბიჩოკი და თავად გააგრძელა მოწევა,თან გვერდით მომიჯდა.-მარტო რატომ ზიხარ?არ გცივა?-ისევ მეკითხება,მუნჯივით ვზივარ და არც ვუყურებ.-ვიცი,დამნაშავე ვარ. ბოდიში.-ზერელედ ამბობს.-ნინი.ნინიკოო…-ორი თითით მკლავზე მელამუნება,ვცდილობ არ გამეცინოს და ასე მალე არ წავაგო.-ყვავილო…-ძველ ზედმეტსახელს მეძახის და ეს საკმარისია ჩემ ჩასაღიმებლად.მეტი რა უნდოდა მასაც?-აი ასე!ძლივს არ გაიღიმე?-დიდზე გაიცინა და თავისი ტყავის ქურთუკი მხრებზე მომახვია.მისკენ მიმიზიდა და გვერდულად მიმიხუტა. -ვერ გიტან!მძულხარ!მეჯავრები!მაღიზიანებ!- ვეუბნები,ოღონდ თან ვეხუტებით. -ვიცი.უბრალოდ გავბრაზდი. -გასაბრაზებელი რა იყო?რამ აღგაშფოთა?-ვეკითხები გაკვირვებული. -არ მომწონს ეგ თორნიკე!და როცა გეკითხები სად ხარ,კეთილი ინებე და პასუხი გამეცი.ხომ იცი ვერ ვიტან მსგავს რაღაცებს. -ერეკლე,სხვათა შორის,მე ოცდაერთი წლის ქალი ვარ და შემიძლია ვისაც მინდა და როცა მინდა მაშინ შევხვდე. -არ მაინტერესებს.არ მომწონს ეგ ბიჭი, კარგია რომ მხოლოდ ერთხელ ნახე.-ბიჩოკი გადააგდო. -ორჯერ ვიყავით პაემანზე.-მხრები ავიჩეჩე. შეკრული წარბებით შემომხედა და ვიგრძენი როგორ მოეჭიმა სხეული. -როდის მოასწარით? -ერეკლე რა გჭირს?რას გადაეკიდე ამ თორნიკეს?-სერიოზულად ვუთხარი. -არ მომწონსმეთქი ეგ ტიპი და ის! -შენ ყველა იმ კაცზე მასე ამბობ,რომელიც მე მხვდება!შენი მოსაწონი არის ვინმე?-თვალებს ვატრიალებ. -შენთვის უკეთესი მინდა,რატომ ვერ ხვდები? -მაგალითად?-არ გავჩერდი. -არ ვიცი,ვინმე უფრო…სერიოზული.-ფიქრის მერე მითხრა. -ეგ საიდანღა მოიტანე?ან თორნიკეს რა შეატყვე არასერიოზულობის?-დავიცავი ის. ერეკლეს მოვშორდი პირისპირ შევხედე. -შენ რაღაც ძალიან იცავ მაგ ტიპს,ხომ არ მოგწონს?-ტონს აუწია. -ვთქვათ მომწონს შენ რა?-მეც არ დავაკელი. -ნინი!ჩემს მოთმინებას ნუ ცდი!არ მომწონს ეგ ბიჭი და შეწყვიტე მასთან ურთიერთობა! დამთავრდა!ესაა ჩემი ბოლო სიტყვა. -და რა ვუთხრა?ერეკლეს უნდა ასე და ამიტომ აღარ გნახავთქო?თანაც ერთ ანსამბლში ვართ უკვე,ვერ დავაიგნორებ. -მე კარგად მაიგნორებ როცა გინდა! -ერეკლე ისევ მაბრაზებ! -შენ დაიწყე!-ამბობს ხმამაღალი ტონით და ზუსტად ამ დროს მირეკავს თორნიკე,სკამზე დადებულ ტელეფონზე მის სახელს წერედიანი მალევე ამჩნევს და მაშინვე მკვირცხლად იღებს. -არა!ერეკლე არ გაბედო!ხმას არ გაგცემ!-ვუყვირი და ვცდილობ ტელეფონი წავართვა. -ალო,თორნიკე ერეკლე ვარ…ნინისთან აღარ დარეკო…და აღარც ნახო…ხვალ საღამოს თავად შეგხვდები და დაგელაპარაკები.-ამბობს მკაცრად,არც ელოდება თორნიკეს პასუხს ისე თიშავს და ჩემს ტელეფონს ჯიბეში იდებს. -რატომ გააკეთე ეს? -იცი რატომაც!-თითი ამიქნია. -შენ…შენ გაგიჟებული ხარ!ველურო,ცხოველო! რა ჯანდაბა გჭირს?!-ვცდილობ ტირილი არ დავიწყო. -ხო გავგიჟდი!თქვენ გამაგიჟეთ!-ყვირის და ყელზე ძარღვები ებერება.ვერ გავიგე თქვენში რა იგულისხმა ან ვინ. -ასე რატომ იქცევი?-ჩუმად ვამბობ და ვხვდები ტირილს როგორ ვიწყებ. -ნინიკო.-რბილად მეუბნება.ჩემს ლოყებს მის ხელის გულებში აქცევს და ისე მიყურებს.-ყვავილო,ნუ ტირი გთხოვ.-შუბლზე მკოცნის და ვგრძნობ როგორ ვდუნდები. -თორნიკეზე ეჭვიანობ?-ჩუმად ვკითხე.არაფერი მიპასუხა,მისი დუმილი თანხმობის ნიშნად ჩავთვალე.-ხომ იცი,რომ ერთ დღეს ვიღაც შემიყვარდება არა? -არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.-ისევ არ მშორდება. -ვერ ვხვდები რას აკეთებ. -არც მე არ ვიცი,გთხოვ თორნიკე აღარ ნახო. -რატომ მაინც,რომ ვერ მეუბნები?-თავი გამივწიე და შავ თვალებში ჩავხედე. -ცუდი აურა აქვს.-ღიმილით თქვა რაღაც,რასაც მხოლოდ გურამიკო იტყოდა. -ეს გურამიკოს სკოლიდან?-გავიცინე. -ჰო.-შუბლე მაკოცა. იმ საღამოს კარგად მოვილხინეთ,ბევრი დავლიეთ.ტრადიციულადაც მივუჯექით სუფრას ასე ძალიან,რომ მიყვარს.არ მესმის როგორ არ უნდა გიტაცებდეს ქარველს მსგავსი რამ? სადღეგრძელოები ხომ სწორედ დღეგრძელობისთვის,დალოცვითვის, წასულების სახსენებლად და ზოგადად მოსაფერებლადაა.მამაჩემისგან და ალბათ ოჯახიდან გამომყვა ეს სიყვარული სუფრისადმი,ჩვენს ოჯახში მუდამ ქეიფი და დროს ტარება იყო,დოლ-გარმონიც ხშირად იწელებოდა და მილიონი ვაჟკაცური სადღეგრძელოც ითქმოდა.სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი მეგობრები,ის კაცობა და ტრადიციები ნათლად გვაქვს შემორჩენილი და შეუძლებელია ჩვენი ლხინი უფლის სადიდებლით არ დაიწყოს. -მე მინდა მეგობრობას გაუმარჯოს…-დავიწყე ძალიან,ძალიან მთვრალმა და უფრო მეტად მთვრალმა თვალებმა შემომხედეს.-ჩემი მეგობრები ჩემთვის ყველაფერია.ყოველთვის არის ცუდი მომენტები,საშინელი დღეები, შემთხვევები,თუმცა მერე თქვენ გნახულობთ, ან სულაც გიხსენებთ…ისეთი მწარე აღარაა მერე ჩემი პრობლემა,გაფასებთ და მთელი გულით მიყვარხართ.არავინ იცის მომავალში რა მოხდება,მაგრამ თქვენ ის ადამიანები ხართ,რომელთა შესახებაც ჩემს შვილებს მოვიყვები,თქვენ გაგიმარჯოთ!თიკო,შენი თამადობით ყველა კარგ მეგობარს გაუმარჯოს!-სასმისი ყანწით შევსვი და ბიჭებიც დამეთანხმნენ. -შენ გენაცვალე ქართველო!-ჯავახამ გამამხნევა. -მე მოგონებებისას დავლევ…-ჩუმად,ოღონდ გასაგონად თქვა ერეკლემ.-ნოსტალგია და წარსულის მოგონებები არის ის,რითაც თითოეული ჩვენგანი სულდგმულობს.მწარეც და ტკბილიც,ბოლოს მაინც ტკბილია.ყველაფერი შესანიშნავად მახსენდება,თბილად,მეგობრულად,ჩემი იმედი ხართ,ღმერთმა ნუ მოგვიშალოს ახალი მოგონებები,თუმცა ახლა ძველს გაუმარჯოს…მაინც ძველია და აღარ დაბრუნდება! მერე აღარ მახსოვს რა მოხდა,ბოლო ხმაზე აწეული სიმღერები,კიდევ ბევრი სასმისი, ცეკვა-თამაში…დილას ვიღაცის ტელეფონის ზუზუნმა გამაღვიძა და მზის სხივებმაც შემომიჭყიტინა.საწოლზე ერეკლესთან ერთად მეძინა,იგივე ოთახში დივანზე კი გურამიკო ხვრინავდა. თავში ხელები წამოვირტყი და მძინარე ერეკლეს დავხედე.შავი მაიკა ეცვა,მუქი წაბლისფერი თმა აჩეჩვოდა,გრძელი წამწამები მარაოსავით მოუჩანდა,საშუალო ზომის ბროწეულის ყვავილისფერი ტუჩები პატარა ბავშვივით გამოებურცა,როგორც იცის ხოლმე.ნიკაპზე ხალი,ლამაზი ოდნავ სქელი,კავკასიური წარბები,დაბალი წვერი და ულვაში. მერე ყველაფერი გამახსენდა,სწრაფად ავიღე ჩემი ტელეფონი და თორნიკეს ძალიან ბევრი გამოტოვებული ზარი დავინახე.თავი საშინლად ვიგრძენი,გუშინვე უნდა დამერეკა და ამეხსნა ყველაფერი.ფეხაკრეფით გამოვედი ოთახიდან და აივანზე გავედი. თავი ხელში ავიყვანე,მისი ნომერი ავკრიფე, რამდენიმე წამში მიპასუხა. -თორნიკე,გამარჯობა. -ნინი,რატომ არ მპასუხობდი?იცი რამდენჯერ დაგირეკე?ერეკლეს რა უნდოდა?რატომ ერევა? ხომ მითხარი ერთად არ ვართო?-მაყრის კითხვებს. -ბოდიში,თიკოს დაბადების დღე იყო და ტელეფონი დავკარგე.-ვიცრუე.-ერეკლე მთვრალი იყო.-ისევ მოვატყუე.-მე გიხდი ბოდიშს მის მაგივრად,ძალიან ვუყვარვარ და ჩემზე ღელავს,ასეთია და ასე იქცევა, უბრალოდ,არ გიცნობს…ჩვენ შორის არაფერი ხდება,არ მომიტყუებიხარ.-თან გამახსენდა ვისი საწოლიდან ავდექი. -კარგი,მაშინ საღამოს ყველაფერს ვეტყვი.-კატეგორიული ხმა ჰქოდა. -ეტყვი?რას ეტყვი?ხომ შევთანხმდით,რომ შეყვარებულობისგან თავს შევიკავებდით? -კი და სწორედ მაგას ვეტყვი,რომ თუ არაფერი გრძნობა არ აქვს,ნუ ერევა იქ,სადაც მისი საქმე არაა. -კარგი,რეპეტიციაზე გნახავ.-ძლივს ვემშვიდობები. -თორნიკე იყო?-მეკითხება უკნიდავ ვიღაც, შეშინებული გავიხედე და მომეშვა,როცა ჯავახა დავინახე.თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.-ნინიკო,არ მოგწონს შენ ეგ ბიჭი და ნურც თავს იწვალებ და ნურც მას აწვალებ.-გულწრფელად მეუბნება.-ჩემთვის არაფრის თქმა არ გინდა?-მიახლოვდება წინ მიდგება. -რას გულისხმობ? -ამ ბოლო დროს მე გატყობ შეცვლას თუ გატყობ,ვფიქრობ,ჩემთვის რაღაც გაქვს სათქმელი.-ოდნავ იღიმის ულვაშებში. -არაფერი…ყველაფერი კარგადაა.-თვალებში ვერ ვუყურებ.იცის რომ ვატყუებ. -კარგი იყოს ყველაფერი ასე.-ხუმრობით ამბობს.-ყავა გამიკეთე რა,ხო იცი როგორ მიყვარს შენი გაკეთებული ყავა?-მისი იღლიის ქვეშ მაქცევს. -მეც მინდა!-მესმის კუშას ძახილი რომელიღაც ოთახიდან. -აუ მეც რა!-ეს გურამიკოა. დღის ბოლოს თორნიკემ და ერეკლემ ისაუბრეს,წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. ორივე საშინლად გაბრაზებული იყო და ცალ-ცალკე მელაპარაკებოდნენ,რა მოხდა ყველა ვცდილობდით გარკვევას,თუმცა არცერთი არ იღებდა ხმას.ორივე ბიჭის მიმართ მქონდა გრძნობა,მაგრამ ვიცოდი თორნიკე მომწონდა,ერეკლე კი წარმოდგენა არ მაქვს… ერთი კვირა ისე გავიდა,წერედიანი ნორნალურად მექცეოდა,თორნიკე ბუზალაძეს კი რამდენჯერმე შევხვდი.ივნისის ბოლოც მოვიდა და კონცერტის დღეც,ყველანი ანერვიულებულები გავეშურეთ ფილარმონიის დიდი დარბაზისკენ.ჩვენი პროგრამა იმაზე რთული იყო,როგორც არასდროს.ორი და სამი წუთი გვქონდა შუალედი გადაცმისთვის, ძალიან ვღელავდი.თანაც კონცერტის წინ მაიკო მოვიდა ჩემთან,მუცელზე ხელი დამიტყაპუნა და მითხრა ცოტა მოიკელიო. თითქოს გული ფეხებში ჩამივარდა და მთელი სხეული მომეშხამა,ერეკლემ და კუშამ კარგად გაიგონა.მოცეკვავისთვის ეს ფრაზა კოშმარია და ყველაფერი სხვა გვირჩევნია,თუნდაც ჩვენი სოლოს სხვისთვის მიცემა.რა თქმა უნდა, ანსამბლში მილიონ უსამართლობას ჰქონდა ადგილი და უმეტესობა ვიღაცის შვილობით ცეკვავდა,თუმცა ჩვენი მეგობრობა ძალას გვაძლევდა ცეკვისთვისა და ამ ანსამბლში მოღვაწეობისთვის.ანდაც სად არ ხდება მსგავსად?ის დილით ნაჭამი შემწვარი კვერცხიც ვინანე და წუხელ ღამით ნაჭამი ვაშლიც. ორ საათიანი პროგრამის ცეკვა სახუმარო არაა, რაღაც მხრივ გამიხარდა ელენეს,რომ მეტი სოლო პარტია ჰქონდა(რასაკვირველია მამამისის დამსახურებით,რომელიც ცნობილი მოცეკვავე გახლდათ),თავი ნაკლებად დატვირთულად ვიგრძენი. -საყელოს შემიკრავ?-მეკითხება კულისში თორნიკე,წითელი ჩოხა ძალიან უხდებოდა. საყელო საკინძით შევუკარი და მკრთალად გავუღიმე.გურამიკოს აფხაზურის სოლო მინდინარეობდა ამჟამად,ჩვენ ჩაშავებულ კულისში ვიდექით და ჩვენს დროს ველოდით. მთიულური უნდა გვეცეკვა,ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ცეკვა ფარიკაობის შემდეგ. ერეკლე დავლანდე,როგორ გვიყურებდა.შავი ჩოხა-ახალუხი ემოსა და ვფიცავ,არავის, დედამიწაზე ისე უხდება და არავის არ აპატრიოტებს ქართული ტანისამოსი,როგორც კავკასიელ ვაჟკაცს,კერძოდ კი ერეკლეს. მეფესავით მკაცრად მდგომს თვალი მორცხვად ავარიდე და საერთოდ ვერ გავიგე რისი მერიდებოდა ან რა მანაზებდა. -ეს რა დაგლიჯა გურამიკომ ტო!-ამბობს ლილე და მანდილს ისწორებს. -ლომი ხარ ქართველო!-მხარში ურტყამს ჯავახა და ფაფახს თავიდან აცლის. ჩვენს ადგილებზე ვდგებით და ცეკვასაც მალე ვიწყებთ. კონცერტმა უბადლოდ ჩაიარა. აპლოდისმენტებმა წამში მომხსნა დაღლილობა და ჩემი ნება რომ ყოფილიყო, თავიდან ვიცეკვებდი. საღამოს აღსანიშნად სახინკლეში წავედით, ბევრი ვიქეიფეთ,მოვილხინეთ,მთელი ანსამბლი ძლივს დავეტიეთ,ელენე ისევ ეტმასნებოდა წერედიანს,ოღონდ იგი ხასიათზე არა ჩანდა.ლუკმა ყელში არ გადამდიოდა და ვცდილობდი გემრიელი სუნი რამენაირად არ შემემჩნია,თან მაიკო მიყურებდა,მის თვალწინ ხინკალსა და ლობიანს პირში ვერაფრით ვერ გავიქანებდი. -მოსაწევად გავდივარ,წამოხვალ?-მეკითხება თორნიკე და მივხვდი ეს ზუსტად ის იყო,რაც ახლა მჭირდებოდა.გარეთ თბილოდა, ვარდისფერი ლამაზი კაბა მეცვა,ჩემი საყვარელი ფერი. -აბა სიგარეტს არ ვეწევიო?-ხუმრობით მითხრა, როცა ღერს მოვუკიდე. -მოცეკვავე კაცები როგორ ეწევით მეც მიკვირს. -გვყოფნის “დიხანია” და რა გინდა?ვისაც არ ყოფნის იმან იკითხოს.-მხრები აიჩეჩა.იმ საღამოს მეტი არაფერი მომხდარა,მთვრალი გურამიკო ჯავახამ ძლივს აიყვანა სახლში.მე კი მშიერი დავბრუნდი სუფრიდან,რომელსაც ჩიტის რძეც არ აკლდა. სახლში თერთმეტ საათზე მივედი,ვიწექი, ოღონდ თითქმის მთელი დღის ნაშიმშილარს ძილი ძალიან გამიჭირდა.უმისამართოდ ვტრიალებდი საწოლში და ნერწყვებს ვყლაპავდი. უკვე ჩაძინებულს მინაზე კაკუნის ხმა მომესმა, თავი დენდარტყმულმა წამოვწიე და ჩემი ოთახის აივანზე ერეკლე დავლანდე ხელში შავი ჩანთით. პირველად არ გაუკეთებია ასე,მაგრამ დიდი დრო იყო გასული რაც ჩემთან აღარ მოსულა. თითქმის ერთი წელი. -რა ჯანდაბა გინდა ამ დროს?-ვეკითხები და კარებს კიდევ უფრო ფართოდ ვაღებ. -კიდევ ეგ საღამური გაცვია?-მეკითხება სიცილით და შიგნით შემოდის.საკუთარ თავს დავხედე,ღია ვარფისფერი შორტი და მაიკა მეცვა,ასევე ვარდისფერი ბანტებით.ბოლოს აქ რომ იყო წინა ზაფხულს,მაშინაც ეს მამშვენებდა. -შენ ვინ გეკითხება?-კედელზე საათს დავხედე,რომელიც ორს უჩვენებდა.-თან ამ დროს?-შუქი არ ამინთია,სავსე მთვარე ანათებდა პატარა ოთახს,თავი ოდნავ უხერხულად ვიგრძენი.თითქოს ჩემი მეგობარი ერეკლე კი არა,ვიღაც ბიჭი შემოსულიყო, რომელთანაც ასე ჩაცმული ყოფნა მრცხვენია. -შევამჩნიე დღეს რომ არ გიჭამია.-საწოლზე ჩამოჯდა და შავი ჩანთა გახსნა.-გზად რესტორანში გავიარე და ნახე რა მოგიტანე.-პატარა კონტეინერი გახსნა,საიდანაც ხინკლის მადისაღმძვრელი სუნი ამოვარდა.ტირილი მომინდა ბედნიერებისგან,მეორე კონტეინერში ლობიანი იდო. -მინდა რომ ვიტირო…-ტუჩ მობრეცილმა პატარა ბავშვივით ვთქვი და თვალებში ჩავხედე. -ეს ყველაფერი არ არის!სიგარეტი მოგიტანე.-მითხრა და გაკვირვებისგან წარბები ავზიდე.-ოღონდ ნიგვზის.-ყავისფერი ქაღალდიც დადო. -ჩემი ანგელოზი ხარ.-ჩავეხუტე და მისი სურნელი ხარბად შევისუნთქე,იმ წამს ჩემთვის საჭმელი კი უფრო სასურველი იყო,მაგრამ მას უფრო კარგი სუნი ასდიოდა. -მიდი ჭამე და ეგ დიეტა მერე დაიწყე.-თავზე ხელი გადამისვა. -მარტო არ შევჭამ,შენც ჭამე.-თავი დამიქნია. ორივემ გემრიელად მივირთვით ჯერ კიდევ თბილი ხინკალი,მერე თითო ნაჭერი ლობიანიც დავაყოლეთ,მე კი ნიგვზიანი სიგარეტი. -შევცდი,არაყი ან ლუდი უნდა წამომეღო.-დანანებით თქვა და თითები სალფეთქზე გაიწმინდა. -ერეკლე…რამხელა თითები გაქვს.-გაოცებულმა და პირგამოტენილმა ვუთხარი მან კი სიცილი დაიწყო.ყველა კბილი გამოაჩინა. -რა გჭირს?ჩემს თითებს პირველად ხედავ? -არა,უბრალოდ,როგორც ჩანს,მხოლოდ ახლა შევნიშნე.-მხრები ავიჩეჩე.-დღეს რატომ იყავი ცუდ ხასიათზე?-ვკითხე. -არ ვიყავი,ამ ბოლო დროს რაღაცები გელანდება იცი? -არ მელანდება,თხუთმეტი წელია გიცნობ. -ჰო,თხუთმეტი…-რაღაცნაირად ჩაფიქრებულმა თქვა. -არაფრის მოყოლა არ გინდა? -არა,შენ? -არა… -თორნიკესთან რა ხდება?-ცოტა დაძაბულმა მითხრა. -ხო მაგას რაც შეეხება,ბოდიში მოვუხადე. არ ვიცი რაზე ილაპარაკეთ,მაგრამ მასთან ურთიერთობის გაგრძელებას ვაპირებ, მომწონს და კარგი ბიჭია. -ნინი.-კიდევ უფრო დაძაბულმა მითხრა და სახის გამომეტყველება შეეცვალა.-არ მოგწონს შენ ეგ ბიჭი. -რას დაიჯინეთ ყველამ ეგ ფრაზა?აბა ძალით ვხვდები?!რა გჭირთ ყველას?-გაბრაზებულმა ვთქვი და ხელები გადავაჯვარედინე. -ესე იგი,ყველას კი არა შენ გჭირს რაღაც.-ნიშნის მოგებით მითხრა. -გადასარევად ვარ.ვუთხარი რომ ახლა შეყვარებული არ მინდა,ერთმანეთს ვიცნობთ სულ ესაა. -თქვენი ურთიერთობა არ მომწონს და პირდაპირ გეუბნები თვალში ცუდად მხვდება,მაღიზიანებს და თუ გაწყენინებს ან რამეს არასწორად იზამს ყელს გამოვჭრი.-სრული სერიოზულობით თქვა. -რა საჭიროა ასეთი კატეგორიულობა?-დავმალე ის,თუ როგორ მესიამოვნა მისი დამცველი ტონი.-მადლობა, რომ გამომკვებე.-ჩუმად ჩავიცინე. -ახლა წავალ და დაიძინე.-თავზე მაკოცა და ფეხზე ადგა.-ტკბილი ძილი.-კავკასიელი კაცივით გამომხედა,შავი ჩანთა მხრებზე მოიგდო და მეორე სართულის აივნიდან დაეშვა. გულმა რეჩხი მიყო,სულ ვხურდი,მისი სუნი ახლაც ტრიალებდა ოთახში და რაც მთავარია თავადაც ამდიოდა. საწოლში კანკალით შევწექი,გამთენიისას ჩამეხინა კმაყოფილს.ამ ოთახში მე და ერეკლეს ბევრი კარგი მოგონება გვაქვს. ბურას თამაშიც აქ მასწავლა,ჩუმადაც დაგვილევია, ბევრი გვიცინია და გვიჭორავია,ტიგინას სიმღერებისთვის მოგვისმენია.ვერა ყველაზე მეტ მოგონებას იტევს. მეორე დღეს რეპეტიციაზე თითქოს ყველაფერი კარგად იყო,მანამ სანამ დასასრულის ჟამს კუშა არ შემოვარდა დარბაზში და არ დაიყვირა. -ჯავახა,გურამი წამოდით დროზე!თორნიკე და ერეკლე ჩხუბობს. ვერ ავხსნი რა დამემართა,თითქოს ცივი წყალი გადამასხეს.გარეთ გასვლა ბიჭებმა მოგვასწრეს,კიდევ კარგი სხვა არც არავინ არ იყო იმ მომენტში შენობაში,მხოლოდ ფარიკაობის ხალხი. -შენი დედა*****ან…-ყვიროდა ერეკლე და ცდილობდა ბუზალაძისთვის ისევ დაერტყა. გურამიკო და ჯავახა ძლივს აშველებდნენ,კუშას და მერაბს კი თორნიკე ეჭირათ.ისიც აგინებდა,ერთმანეთს პასუხს თხოვდნენ,ოღონდ ვერავინ იგებდა რის გამო. ეზოს მათი ჩხუბის ხმა ავსებდა და რამდენიმე წყვილი თვალიც გვიყურებდა.გაშეშებულნი ვიდექით მე,ლილე და თიკო. -ერეკლე!-რატომაც პირველი მისი სახელი დავიყვირე და გამომხედა კიდეც.თვალები ამიცრემლიანდა,ყველამ მე შემომხედა.-შეწყვიტეთ!-თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -მერე დაგელაპარაკები შე ახვა*ო!-სიტყვა ესროლა ბუზალაძეს,რაზეც ბიჭი გამწარდა და შეაგინა. -გაჩუმდით და მითხარით რა გაჩხუბებთ?-მათ მივუახლოვდი. -შიგნით შედით.-ბოხი ხმით თქვა წერედიანმა და საერთოდ ყველა დაემორჩილა,მიდი და არ გაგეკეთებინა რასაც გეტყოდა… მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით. -ახლა არჩევანის გაკეთება მოგიწევს…-დაიწყო და თორნიკეს სიძულვილით სავსე მზერა ესწორა.ის სისხლს იწმენდდა წარბიდან,თავად კი ტუჩი გახეთქვოდა.-ან მე,ან ის!ახლავე აირჩიე.-ძალიან თავდაჯერებულმა მითხრა, იცოდა მას ავირჩევდი და ალბათ ბუზალაძის დამცირებაც სურდა. -რატომ იჩხუბეთ?-ვიკითხე და ვეცადე მისი ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. -არ აქვს მნიშვნელობა!პასუხი გამეცი.-ტონი მომთხოვნი გახადა. -ამას როგორ მთხოვ?იმის მერე რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ.-გუშინდელი საღამო გავახსენე, როცა მეგონა მოვგვარდით. -ყველაფერი შეიცვალა,გისმენ! -ნინი არაუშავს.-მესმის თორნიკეს ხმა. -ენა ჩაიგდე!-შეუღრინა. -ამას რატომ მიკეთებ?რატომ მაიძულებ არჩევანის გაკეთებას?-ცრემლი ჩამომოვარდა თვალიდან. -ბარათაშვილი გიმეორებ!ან მე,ან ის,მაგრამ იცოდე თუ მას აირჩევ ჩემს ხმას ვეღარ გაიგონებ და საერთოდ ყველაფერი დაივიწყე რაც ამდენი წლის მანძილზე გვქონდა!-არ ხუმრობდა,თვალებიდან ნაპერწლებს ყრიდა. რა თქმა უნდა,მისი არჩევა მსურდა,მაგრამ მე ის მაღიზიანებდა რომ იცოდა ასე მოვიქცეოდი. -სულ ამას რატომ მიკეთებ?-დავუყვირე.-მოდიხარ,თითქოს ყველაფერი კარგადაა,მერე კი ისე ურევ ვითომ შენი ბრალი არცაა!დავიღალე!იცი,რომ მიყვარხარ და მაგიტომ არა?ხოდა ახლა,რაც გინდა იმას ვერ მიიღებ!ამჯერად ვერა!-თავი გავაქნიე. თვალები ჩაუქრასავით,წარბები შეკრა და მერე ნერვიულად ჩაიცინა. -ამას კი მართლა არ მოველოდი…-აღიარა და ისე გავიდა არაფერი უთქვამს.თორნიკე სინანულით მიყურებდა,რამდენიმე წამის შემდეგ მომიახლოვდა. -კარგად ხარ?-მეკითხება,არადა ნაცემი ისაა.-ამას არ ველოდი…ხომ იცი რომ შეგირიგდება? -არ შემირიგდება,ამჯერად არა.ერეკლე რამეს თუ იტყვის გააკეთებს კიდევაც.-ცრემლები მოვიწმინდე. სახლში როგორ მიმიყვანა თორნიკემ არ მახსოვს.თითქოს თბილისი დადუმდა,ჩემი ფიქრებიც კი აღარ მესმოდა. მხოლოდ გვიან ღამით გავიაზრე რაც მოხდა და როგორ გავანადგურეთ ამდენ წლიანი მეგობრობა ისე,რომ ვერც მიზეზი გავიგე და ვერც აწმყო მდგომარეობა. ტირლით გული ვერაფრით ვიჯერე,ვერც ვხვდებოდი ვინანე თუ არა ეს გადაწყვეტილება.ღირდა კი თორნიკე ამად? მაგრამ საქმე თორნიკეში არც იყო,მას ყოველთვის გასდიოდა მსგავსი რაღაცები. მერე გავიაზრე,რომ ხშირად გაუკეთებია ასე. ბაკურიანში ვისვენებდით რამდენიმე წლის წინ,დიდ სახლში ბოქსიორ ბიჭებთან ერთად მოგვიწია ყოფნა.ჩვენ მეორე სართულზე,ისინი პირველზე. რა თქმა უნდა,თინეიჯერი გოგონები ავტკვარცალდით და დავხამდით ამ შესანიშნავ ბიჭებს,მათი ყურადღებაც გვესიამოვნა და საღამოებს ერთად ვატარებდით.ხან გარეთ ვსრიალებდით,ხან შიგნით ვთამაშობდით კარტს,ნარდს,დამკასა თუ ჭადრაკს. მხოლოდ ერეკლემ გამოთქვა უკმაყოფილება, მაშინაც მსგავსად იმართლა თავი,ეგ საბა თვალში კარგად არ მომდისო და მე სულელმაც დავუჯერე,ვიფიქრე კაცია,მაინც უკეთ იცის და ჩემთვის კარგი უნდათქო,მშობლებიც მუდამ ამას მეუბნებოდნენ,ერეკლეს დაუჯერე გონიერი ბიჭიაო,თექვსმეტი წლის გოგო კი დავდიოდი მათ ნებაზე. მომდევნო წელს ბათუმში წავედით ბავშვები, იქაც მსგავსად მოხდა. ბარიმენს მოვეწონე და მომეწონა,მანდაც რაღაც მიზეზი მოიგონა,ბიჭებიც გადაიბირა და ჩაიშალა ჩემი სანატრელი პაემანი სანაპიროზე. ყველაფერი ახლა გამახსენდა,სწორედ ეს მაბრაზებს!რატომ უნდა გაუვიდეს თავისი სულ?თუ მისთვის არაფერს ნიშნავს ეს ჩვენი ურთიერთობა,მაშინ არც ჩემთვის. ეს კი ვთქვი,არ ვიდარდებთქო,მაგრამ მომრევნო ორი კვირა ზედაც არ ვუყურებდით ერთმანეთს. ლექციებსაც ვაცდენდი,სახლშიც ვეღარ მცნობდნენ,დედა მამშვიდებდა სულ მასე ჩხუბობთ და არც ეს იქნება გამონაკლისი შერიგდებითო.ყველას ასე ეგონა,ვერავინ ვერ აცნობიერებდა სიტუაციის სიმძაფრეს. ყველაფერზე ავიშვი ხელი,შესაბამისად უამრავი რამე წავიდა საშინლად, ფინალურებზე საშინელი ქულები ავიღე, თუმცა საგნის დარჩენას გადავურჩი,მაინცდამაინც ამ ზაფხულს არ გამოვიდა ჩვენი მოგზაურობა ანსამბლში,ერთადერთი კარგი ის იყო,მაიკომ მითხრა მოკლებული ხარ და კარგიაო.ოღონდ ეს არც გამხარებია,ურეაქციოდ შევხედე და თავი დავუკარი. ივლისის ბოლოს ლილეს დაბადების დღეზე იმდენი ჭიქა არაყი დავლიე,სათვალავი ამერია.რასაკვირველია,ერეკლეც იქ იყო. დიდ რესტორანში ბუმბერაზი წვეულება მოაწყო ლილემ,ბოლომდე დავრჩი.თორნიკეც კი წავიდა და ბიჭები.ლილეც კარგად გვარიანად იყო შემთვრალი. -წავედი მე!-სიცილით ვუთხარი. -რითი მიდიდარ?-მეკითხება სიცილით. -ტა…ტაქსიით!!-ვიკეცებით,ოღონდ არ ვიცით რა გვაცინებს.-დედაშენს უკვე დავემშვიდობე! -სახლში რომ მიხვალ დარეკე.-ძლივს მეუბნება და სიცილს აგრძელებს. -ადიოს!-ვეუბნები და ჩანთას მხარზე ვიკეთებ. შავი მოკლე კაბა მაცვია.ძალიან მთვრალი ვარ და თითქმის ვერაფერს ვხედავ.გარეთ ძლივს გავდივარ,ვცდილობ ფეხები არ ამერიოს. -მარჯვენა,მარცხენა,მარჯვენა,მარცხენა.-დავდივარ.-არა ახლა მარცხენა…-ვჩერდები.-თუ მარჯვენა?-ვეკითხები ჩემს თავს და ტროტუარზე ტაქსის ვეძებ.შიშის ნატამალიც არ მაქვს,მიუხედავად იმისა,რომ ახლა ნებისმიერს შეუძლია რამე დამიშავოს.თითქოს სულერთია.ფეხი მიბრუნდება,მაგრამ ვიღაცის დიდი სხეული მიჭერს,რომ არ წავიქცე. -მარჯვენა ნაბიჯს,რომ მარცხენა მოსდევს ამას რამე ანგარიში სჭირდება?-მკაცრი ხმაც ისმის,მთვრალს დაჟრუები მაქვს სხეული,ვერც ვხედავ თითქმის,მაგრამ შეხებით ვხვდები ერეკლეა.-ამდენი რამ დაგალევია?არ გრცხვენია?ან თორნიკე სად გყავს?-ხელს მიჭერს. -სული მეხუთება.-ბლუკუნით ვამბობ.-ვერ…ვერ ვსუნთქავ.-ვამბობ და ყელზე ხელს ვიკიდებ. -ცუდად ხარ?-ახლა უკვე ანერვიულებული მეკითხება. -შენი ბრალია…-ვბოდავ მთვრალი.-შენ როცა მეხები მაშინ მემართება ასე.-გულახდილად ვუთხარი,რადგან ვიცი ხვალ მაინც არაფერი მემახსოვრება,ეს თავადაც იცის და ზუსტად მაგიტომ მელაპარაკება. -რა?-გაკვირვებულუ მიყურებს. -შენი ბრალია ყველაფერი და ის!-მის ხელს უხეშად ვიცილებ,ვცდილობ წონასწორობა დავიჭირო,მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამის საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ ისევ მის მკერდზე მიხუტებს.საოცარი სურნელი ასდის,ოდეკოლონი მეტად მათრობს, თბილ მკლავებში ვინაბები. -ვერ გიტან!როგორ მეზიზღები ნეტა იცოდე!-მუჭებს ვურტყამ მკერდზე,მის სახეს ვერ ვხედავ. -ბარათაშვილი,ძალიან,ძალიან მთვრალი ხარ.-გვარით მომმართა.ტაქსი გამოიძახა ტელეფონით,მერე ტირილი დავიწყე.-რა გატირებს?-შეწუხებული ხმით მითხრა და სახე ამაწევინა. -ყველაფერი შენი ბრალია და სვანეთის!ვერ გიტანთ სვანებს!-პატარა ბავშვივით ავქვითინდი.ჩაიღიმა,ვერ ვხედავდი წესიერად, მაგრამ ეს შევამჩნიე. -მაინც არაფერი გეხსომება ხვალ,ამიტომ გისმენ.-ჩვენი მუცლები ერთმანეთს ააკრო.ხელები წელზე შემომხვია და ისე დამიმაგრა მის სხეულზე.თითქოს ჩემგან აღიარებას ითხოვდა. -რა და მძულხარ!რომ მეხები ისიც მეზიზღება! გული მაქვს ცუდად ერეკლე.-სახე ახლოს მომიტანა.-ასე მგონია გამისკდება,ვერ ვსუნთავ.-გამომშრალი ტუჩები ენით გავისველე და ისევ ავხედე მის ღამისფერ თვალებს.-ამას რატომ მიკეთებ?-ამოვიტირე და შავი მაისური ცრემლებით დავუსველე.ხმას არ იღებდა თავად, მხოლოდ მიყურებდა,ოღონდ ვერანაირი ემოცია ვერ ამოვიკითხე მის სახეზე.-ასე არ ვიყავით…ახლა…ახლა…-სიტყვებს ვეძებდი.-სხვანაირად ვარ.შენ კიდევ სულ გაღიზიანებული ხარ და მეჩხუბები,ამას რატომ მიკეთებ?-ვუთხარი ნაწყენმა. -ტაქსი მოვიდა.-პასუხის ნაცვლად ეს მითხრა. მანქანაში უკან ჩამსვა და თავადაც უკან დამიჯდა,მხარზე ხელი გადამხვია,მის მხრებში კი თავად მოვინდომე ჩაწოლა.თავი ისე მშვიდარ ვიგრძენი,თითქოს ყველაფერი კარგად იყო,ადრეც ვყოფილვართ ასე,ოღონდ მასგავსი რამ არასოდეს მიგრძვნია. პირველად ვიგემე ეს,თითქოს კაცის სხეული შემომხვეოდა და არა მეგობარი ერეკლესი. ვერამდე დიდი გზა იყო,მაგრამ სწრაფად მივდიოდით. ახლოს კი ვიყავით,მაგრამ უფრო მინდოდა მის სხეულზე აკვრა,ისე მსიამოვნებდა დიდი და თბილი სხეული. -რა კარგი სუნი გაქვს.-ამოვიბუტბუტე და ზემოთ ავიხედე.ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან,მისი ცხელი სუნთქვა პირდაპირ ბაგეებზე მეცემოდა,ყურით კი ბიჭის გულისცემას ვისმენდი,გამაკანკალა. თვალები დახუჭული მქონდა,თითქოს ბურუსში მეძინა,თავისი ცხვირის წვერო ჩემსას გაუხახუნა და მერე ვიგრძენი ის,რაც თურმე ამდენი წლის მანძილზე მინდოდა და რასაც, თურმე ყველა კაცში ვეძებდი. ერეკლეს ტუჩები. ცხელმა კოცნამ ბაგეები გაგვიპო,ხელი ყბის ძვალთან მომიჭირა და ისე დამიჭირა სასმლისგან მოფამფალებული თავი.მარცხენა მხარი ჩემს მარცხენა ხელზე ჰქონდა გადახვეული და ისე მიხუტებდა.ტანში ჟრუანტელმა დამიარა,ამაზე სასიამოვნო არაფერი გამახსენდა დედამიწაზე.მას მივყვებოდი და მის რიტმს,გავარვარებული ენაც შემომისრიალა და ეს უკვე ზედმეტი იყო. საკუთარი გულისცემა ყურებს მიხშობდა, მძლოლს ტიგინას სიმღერა ჰქონდა ჩართული მანქანაში,რომელიც ზუსტად მას უყვარდა.ჩვენი ბაგეები რითმულად მოძრაობდნენ ნაზად და ვფიცავ,სხეულის თითოეულ ნერვს ვგრძნობდი,პლუს ამას მისი ხელის შეხება ჟრუანტელს მგვრიდა. თავი ისევ მან გასწია რამდენიმე წამის შემდეგ. -ხომ იცი,რომ ხვალ არაფერი არ მემახსოვრება?-ვახსენებ ნაწყენი. -ვიცი.-მპასუხობს და შუბლზე მკოცნის. * დილას წყურვილმა გამაღვიძა,რასაც თვალის გახელისთანავე თავის ტკივილო მოჰყვა. ასე იცის არაყმა!ამოვიხვნეშე და ძლივს ავდექი.მზე პირდაპირ თვალებში მიჭყიტინებდა,ამიტომ ქუთუქოები მოვჭუტე. არაყი რომ მათრობს ისე არაფერი… წამში ტელეფონში ზარი შემომივიდა. -ნინი…-ლილეს ბოხი,მკვდარი ხმა გავიგონე.-თავი მისკდება,შენთან თუ ჩემთან?-მეკითხება.ვინაიდან და რადგანაც გადაადგილებაზეც მირტყამდა ტვინში იმპულსი ჩემთანთქო ვუთხარი. დედას წვნიანი გავაკეთებინე,თან გვლანძღა. -ახლაგაზრდა გოგონები რომ ამ ასაკში ასე დალევთ!თქვენ ვინ შეგიშვებთ ოჯახში?-მკაცრად ამბობს და თან წვნიანით სავსე თეფშებს გვილაგებს. -კაი თამრიკო დეიდა!-იწყებს ლილე.-სულ ასე ხო არ ვართ არა?მარტო არაყზე. -თქვენს ასაკში რომ ვიყავი ერთ ჭიქა კონიაკზე მეტს არ ვსვამდით,ეს თაობა კიდე რა ვიცი… მე რომ მეთქვა დედაჩემისთვის პახმელიაზე წვნიანი გამიკეთეო,იმ ცხელ სითხეს სულ თავზე დამასხამდა. -დედა გეხვეწები ხვალ მეჩხუბე,თავი მისკდება.-თავი ხელებში ჩავრგე. -მოვიდეს ერთი სახლში მამაშენი!-ისევ აგრძელებს.-ერეკლემ მოგიტანა გუშინ,კიდევ კარგად გიძლებს ის ბიჭი მაგას შემოვევლე მე. -ერეკლემ?-ვიკითხე გაკვირვებულმა და ლილეს გავხედე,მასაც მსგავსი სახე ჰქონდა. -ახლა არ თქვა არ მახსოვსო!გოგო ასე გაილეშე?!-თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა.-საერთოდ აღარ წახვალ არსად აწი! -ვიხუმრე დედა!რა იყო!-მოვატყუე რადგან ვიცოდი მთელი ცხოვრება გამახსენდება ამ დღეს. ნაბახუსევს ამაზე ფიქრიც დაემატა.ჩემი სიმთვრალე დავწყევლე და მასთან ერთად არაყიც! -რა ჯანდაბად დავლიე?როგორ არ მახსოვს? იქნებ რა მითხრა?იქნებ შევრიგდით?-გაბრაზებული ვცემდი ბოლთას ჩემს ოთახში. -ხომ იცის რომ არაყს როცა სვამ არაფერი გახსოვს ხოლმე.-მრები აიჩეჩა.-მეგონა ბიჭებთან ერთად წავიდა ეგეც.ალბათ იქვე იყო…ძალიან მთვრალი იყავი და სახლში მოგიყვანა,მაგდენს რატომ ფიქრობ?-მკითხა. -ლილე რას ამბობ?არ იცოდე მაინც რამდენი წელია როგორი მეგობრობა გვაქ!ადამიანს აღარ ვგავარ ჩვენი ჩხუბის მერე.-ხელები ჰაერში ავიწე. -მერე რას იჩხუბეთ?აგერჩია ის,თორნიკეთი რა ხეირი გაქვს?-საწოლზე გადაწვა და ბალიში თავზე გადაიფარა მზის შუქის დასაფარად. -თორნიკე არაფერ შუაშია!გამახსენდა,რომ სულ ასე გასდის და მისი ეს საქციელი არ მომწონს!სულ ულტიმატუმებით ვიცხოვრო? ბაკურიანში მომხდარი გავიხსენე,ბოქსიორ საბაზე რომ გაჭედა და მერე ბათუმელი ბარმენი! -მაგას ახლა მიხვდი?შენ ამ პლანეტაზე ცხოვრობ?მინდა რომ გცემო! -მე რა შუაში ვარ?-უცოდველად გავხედე. -აბა მე ვარ?პატარა ბავშვებივით იქცევით, შენ კარგი სულელი ხარ,მაგრამ ის?ამხელა კაცია! -ვერ გავიგე რას ამბობ. -ვერც გაიგებ!-მითხრა და ცოტა ხანს მიჩუმდა.-ღმერთო აღარ დავლევ!-ამოიკვნესა. -აღარც მე.-დავეთანხმე. ზაფხულის გამო რეპეტიციები შეგვიწყდა,რის გამოც ერეკლე საშინლად მენატრებოდა. თორნიკეს კი ვნახულობდი. -სად წავიდეთ?-მეკითხება მას შემდეგ,რაც მანქანაში ვუჯდები. -ძალიან მცხელა,ნაყინი ხომ არ ვჭამოთ?-შევთავაზე. სასიამოვნოდ ვისაუბრეთ,ბევრიც მაცინა, ოღონდ ისე ვერა როგორც სვანი მაცინებდა. ვანილის ნაყინით ვიჯერე გული,სიცხემ ცივ ს წყალში ჩახტომა მაიძულა. ჩვენს შეხვედრებს პაემანიც არ ერქვა, თავს არ ვაწონებდით ერთმანეთს,უბრალოდ ვსაუბრობდით.რაღაც გვაკლდა.ნაპერწკალი,შიშხათი,არც გული მიჩქარდებოდა,არც მისი შეხება მგვრიდა რამეს და ერთი სული არ ქონდა მის ნახვამდე. კარგი მეგობარი იყო,მაგრამ არა კაცი,რომელიც მომწონდა. იმ საღამოს გული გადამიშალა და მეტად მომაწონა თავი,კომფორტულად ვიყავი მის გვერდით. აგვისტოში ერთ დღეს აუზზეც შევიკრიბეთ ბავშვები,გურამიკომ ლამის თავი გაიტეხა,კუშამ ხელი.ჩვენ იმ მშობლებივით გავკიოდით წყლიდან ამოდის ერეკში რომ დედები არიან პატარა ბავშვებით.ჯავახამ თავი გადაიპარსა და უფრო მეტად გასიმპათიურებულიყო,ერეკლე არ ბრძანდებოდა,თორნიკე ამათ სამეგობროში არ არის. სამი კვირა არ მენახა წერედიანი და ვხვდებოდი ცხოვრებაში ყველაზე დიდი რაღაც მაკლდა.ცარიელი დავდიოდი,ვითომ კარგად, ვიცინოდი ბავშვების თვალწინ,თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო.გული ტკივილით მეკუმშებოდა და ღამ-ღამობით იმ აივანზე ვტიროდი ვერაზე რომაა და ერეკლე ჩემსავით,რომ ენატრება. ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ სამეგობრომ. აგვისტოს ბოლო იდგა,წასვლის წინა დღეს ბუზალაძე ბოლოჯერ ვნახე და დასამშვიდობებლად მაკოცა ტუჩებზე,რა დროსაც მოულოდნელი რაღად მოხდა. თითქოს რაღაც გამახსენდა. -ვაიმე!-აღმომხდა შოკირებულს. -რა იყო?-მკითხა თორნიკემ გაკვირვებულმა. -არაფერი.-თავი გავაქნიე.-არაფერი.-თავი მოვიქავე და ვიგრძენი სუნთქვა როგორ გამიხშირდა. -კარგად ხარ?-წარბებშეჭმუხნულმა მკითხა და დამაკვირდა. -კი,უბრალოდ რაღაც დამავიწყდა,ჩანთაში უნდა ჩავდო ხვალამდე.-ვიცრუე. -და ეგ ჩვენი კოცნის დროს გაგახსენდა?-ჩაიღიმა. -ჰო…ბოდიში მართლა უნდა წავიდე.-თვალები სწრაფად დავახამხამე და ყვირილისგან თავი ძლივს შევიკავე. -ისედაც შენი სახლის წინ ვართ.-გარეთ გავიხედე. -ჰო,ჰო,კარგად!-კარები სწრაფად მივუჯახუნე და ელვის სისწრაფით ავირბინე სახლში. -ვაიმე დედა!-აღმომხდა ოთახში ასულს.-არა! ვბუტბუტებდი და თან ყველაფრის გახსენებას ვცდილობდი,მახსენდება მთვრალი როგორ ვეჭირე ერეკლეს ტროტუარზე,როგორ მხვევდა ხელს წელზე,მანქანაში ჩაჯდომა და კოცნა! -არა,მართლა მაკოცა!-თვალები დავხუჭე,მისი სუნთქვა გამახსენდა და სუნი,მისი გამოხედვა, ცხელი სხეული,ტიგინას მუსიკა,ხელი ყელზე. თითქმის დარწმუნებული ვიყავი ამ მოგონების სიცხადეში,ოღონდ თითქმის.აბა როგორ მომელანდებოდა?ან ხომ არ შევთხზავდი? თამრიკომაც მითხრა ერეკლემ მოგიყვანაო. ვერ გავიგე რა მიხაროდა და რატომ ვიყავი ასეთი აცერცეტებული.ხვალ ხომ მაინც ვნახავდი?ერთი კვირის ერთად გატარებაც მოგვიწევდა და სწორედ მანდ ვაპირებდი ყველაფრის გარკვევას. მეორე დილით ჯავახასთან შევიკრიბეთ სახლში.ერეკლეს ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის,რამაც მეტად დამაჯერა კოცნის არარსებობაში. -ნინიკო შენთვის სიურპრიზი მაქვს!-თიკო ბედნიერი სახით ამბობს.-ტაა დაა!-ხელებს დემონსტრაციულად წევს ჰაერში რა წამსაც თორნიკეს ვხედავ.უკანასკნელი იყო ვისაც ველოდი.არც გამიხარდა,ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე. -ბიჭები შეგვპირდნენ,რომ არ იჩხუბებენ.-კუშამ მხარზე დამიტყაპუნა. -ვა,რა მაგარია.-ნაძალადევად გავიღიმე. მთელი გზა არ ამომიღია ხმა,თითქოს ხასიათი წამიხდა.სიმღერებს ვუსმენდი ყურსასმენში და ზრდილობიანად ვაიგნოდებდი გურამიკოს ანეკდოტს ჭიჭიკიასა და ბიჭიკიაზე. ბათუმს რამდენიმე საათის მერე მივაღწიეთ. ჩვენი ბარგები ბიჭები აიტანეს სასტუმროში და მერე საჭმელად წავედით. ზღვა საოცრად მშვიდი და წყნარი იყო. ფერადი თევზებიც მოჩანდნენ დიდ ქვებთან ერთად. საღამოს კარტი ვითამაშეთ და ლუდი დავლიეთ.ბურაში ჯავახამ და ერეკლემ მოიგო, კუშა და გურამიკო კი ახალი ლუდის საყიდლად წავიდნენ. ისეთი სიმპათიური იყო ერეკლე,ტანზე არც ეცვა ზემოთ.გული საგულეს არ მქონდა ისე მინდოდა შევხებოდი,მისი სხეულის სითბო მეგრძნო,ისევ ეკოცნა შუბლზე. თიკა და ლილე დურაკას თამაშობდნენ, ისე იყვნენ გართულები ჩემი და თორნიკეს დიალოგი არც გაუგონიათ. -არ გავისეირნოთ?-მკითხა. -რა ვიცი,გავიდეთ.-არადა მხოლოდ სვანის ყურება მსურდა,ისე მენატრებოდა დახამებული ვიყავი მის ცქერას. ერეკლეს არ გამოჰპარვია ეს ამბავი და უკმაყოფილოდ გავიდა ჩვენი,გოგონების ოთახიდან. ნახევარი საათი მივსეირნობდით,ტალღების ხმას მეტად უნდა გაერომატიკულებინა ატმოსფერო,მაგრამ ასე არ მოხდა. -რაღაც არ ხარ ხასიათზე.-ხმა მან ამოიღო ბოლოს. -მგზავრობამ დამღალა.-ვიცრუე.შუა ღამეს ნაპირს მივუყვებოდით,მოულოდნელად მომიბრუნდა და მაკოცა. -გულახდილად მითხარი რა იგრძენი კოცნისას?-მკითხა როცა თავი გაწია. -რას გულისხმობ?-დაბნეულმა ვკითხე. -იცი ახლა რატომ გაკოცე?რომ მიხვდე ჩემდამი არაფერს გრძნობ.-მითხრა მშვიდად.-მე არ ვიცი შენ ვის მიმართ გაქვს გრძნობები,მაგრამ ეს მე არ ვარ და ყველამ იცის,შენს გარდა. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და დროს შენთან კარგად ვატარებ…თავს ამას რატომ უკეთებ? რის დამალვას ცდილობ?-თბილად მკითხა. -არაფრის…-თვალები ამიცრემლიანდა და ხმაც გამიტყდა.-ბოდიში თუ თავი ცუდად გაგრძნობინე,არ მინდოდა. -მე ეგ ვთქვი?ნინი,ძალიან მომწონხარ,მაგრამ შენ ჩემს მიმართ გრძნობები არ გაქვს. იქნებ უკეთ იფიქრო?-მინიშნება მომცა. -ბოდიში. -ნუ მებოდიშები,ჩემს აქ ყოფნას არ აქვს აზრი. ვიცოდი ასე რომ იქნებოდა,თიკოს ვერ ვუთხარი უარი უბრალოდ,მანქანაშიც მაგიტომ გაკოცე,რომ ამას მიმხვდარიყავი.არ ვიცი რით დაგეხმარო…ხვალ წავალ,მაგარამ ჩვენ ისევ მეგობრები ვიქნებით და არ ინერვიულო კარგი?-მითხრა,თავი დავუქნიე მე კიდევ ჩავეხუტე. მეორე დღეს მართლა დაბრუნდა თბილისში, მე კი უფრო მეტად გზააბნეული ვეფიცხებოდი მზეს.თითქოს იქ არ ვიყავი,ერეკლეზე ისე ვფიქრობდი,ვითომ გვერდზე არ მყოლოდა, თავად ზედაც არ მიყურებდა და თავს გარიყულად ვგრძნობდი.ბავშვები ჩემ გამხიარულებას კი ცდილობდნენ,მაგრამ ისინიც თავს მანებებდნენ,რისი მადლიერიც ვიყავი.ჯავახას ველაპარაკებოდი ძირითადად, ან ლილეს. მესამე დღეს ბარში შესულს ბარმენი გამეპრანჭა.ნამდვილად სიმპათიური, ახალგაზრდა ბიჭი გახლდათ.ქერა თმითა და ცისფერი თვალებით,სასმელი უფასოდ მომცა,თვალიც ჩამიკრა. -ამას დამიხედეთ!აი ძველი ნინიკო დაბრუნდა! აი ეს მომწონს!-გურამიკომ გამამხნევა და ცერა თითები ამიწია. -ნუ ბოდავთ.-თვალები ღიმილით ავატრიალე. -თან როგორი მოკლებულია,მიდი ნინი! ბურთი და მოედანი შენია!თვალს არ გაშორებს.-მითხრა თიკომ და მართლაც გავიხედე ბარმენისკენ,რომელიც მართლა მიყურებდა. ერეკლე ისევ დაბღვერილი იჯდა.ყველა იღიმოდა მის გარდა.რაც ჩამოვედით ერთი სიტყვაც არ უთქვამს,არც არავინ გვაძალებდა შერიგებას,რადგან ყველამ კარგად იცოდა სვანი არაფერს გააკეთება თავისი სურვილის წინააღმდეგ. -წადი ახლა და კოქტეილი გააკეთებინე!-კუშამ მითხრა. -თან რომელი იცი?სე*სი პლაჟზე!-გააგრძელა გურამიკომ და ბიჭები სიცილით ერთმანეთს ასკდებოდნენ. -ჰა,ჰა,ჰა!-გავაჯავრე ისინი,ოღონდ მართლა ავდექი სკამიდან და საცურაო კოსტუმისამარა,არაფერი მომიხვევია ისე მივედი და ლუდი ვთხოვე,რომელიც ასევე უფასოდ გამომატანა და პაემანიც დამინიშნა. -საღამოს მუშაობას,რომ მოვრჩები არ გინდა გავისეირნოთ?-მკითხა და თან თავისი სახელიც მითხრა,დემეტრე ერქვა.ვუთხარი მოვიფიქრებ და გაგაგებინებთქო.მაგიდასთან რომ დავბრუნდი ერეკლე იქ აღარ დამხვდა, ცივი ლუდი კი ჯავახას მივაწოდე. -აი მესმის!როგორი კაცების წვიმაში მოხვდი ჩემო ნინიკო…-გურამიკომ თქვა. -წვიმაში მოხვდა თუ ცვენაში?-იკითხა კუშამ. -თქვენ შ*გ ხომ არ გაქვთ?-იკითხა ჯავახამ. -ავედი მე ოთახში,თავი ამტკივდა მზეზე ამდენი წოლისგან.-განვაცხადე და ნახევრად შიშველი შევედი სასტუმროში. მეხუთე სართულზე ავედი,ოთახის კარები გავაღე თუ არა ვიღაცამ უხეშად მომკიდა ხელი და კარებზე ამაყუდა. -შენ ჭკუიდან გინდა გადამიყვანო გოგო? გინდა მკვლელად მაქციო?ასეთი ქარაფშუტა როდიდან ხარ?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ერეკლე და თან მიყვიროდა. -შენ ვინ გეკითხება?ჩვენ არ ვლაპარაკობთ დაგავიწყდა?-დავუყვირე მეც,ჩვენ შორის მანძილი მაინც არ გაუზრდია. -იცოდე!წესიერად მოიქეცი და წყობილებიდან ნუ გამოგყავარ ბარათაშვილი!ისე ნუ გამაკეთებინებ,რომ ამ ოთახში ჩაგკეტო!ან საერთოდ ასე რატომ დადიხარ?-ამათვალიერა. -და აბა რა უნდა მეცვეს ზღვაზე?ჰიჯაბით ვიარო?ან შენ ვინ გეკითხება?მამაჩემი ხარ? თუ ჩემი შეყვარებული?თავს ამდენის უფლებას რატომ აძლევ?-დავუყვირე -ყოჩაღ!მაგარი გოგო ხარ.-ტაში დამიკრა.-ამ ბიჭების გამოყენებით რის მიღწევას ცდილობ? ჩემი გაგიჟება გინდა?-ხელის გულები ლოყებზე ჩამავლო.ლამის დავდნი,ასეთ დროსაც კი ამიჩქარდა გული. -და მერე რა გაგიჟებს?რა გჭირს ერეკლე?! შენს თავს არ გავხარ! -იმიტომ რომ გადამრიე!-კიდევ უფრო აუწია ტონს.-ასე როდემდე ვიქნები აღარ ვიცი. რატომ ვერ ამჩნევ რაც ჩვენს თავს ხდება?ასეთი ბრმა როგორ ხარ? -ნუ მიყვირი! -მოვკლავ!თორნიკესაც მოვკლავ!იმ ბარმენსაც და საერთოდ ყველას ვინც შეგეხება!ყელს სათითაოდ გამოვჭრი სუყველას!-ყელში მომიჭირა ხელი. -ავადმყოფი ხარ!თავი დამანებე.-ხელი ვკარი და წასვლა ვიწამე,მაგრამ მაჯაში მომკიდა ხელი და მისკენ ისეთი ძალით მიმაბრუნა პირდაპირ სხეულს მიმაჯახა,ტკივილისგან ამოვიკვნესე მერე კი მისი გაბრაზებული, ცხელი ბაგეები ვიგრძენი ჩემსაზე. წამით დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა,მხოლოდ ჩვენ დავრჩით.სხეული მაშინვე მომიდუნდა და თითები თმაში ავუხლართე,თავად წელზე შემომხვია.ჩვენი ენები ახლა უკვე რითმულად და გააზრებულად მოძრაობდნენ,ხელში ამიყვანა,რეფლექსურად კი ტორსოზე შემოვხვიე ფეხები. საწოლზე გადამაწვიდა და თავადაც ზემოდან მომექცა,კოცნას არ ვწყვეტდით. იმ ლომივით იქცეოდა დამწყვდეული რომაა გალიაში კვირები და უცებ ხორცს დაინახავს. დიდ ხელებს ყველგან დაასრიალებდა,კისერზზე სველ კოცნებს მიტოვებდა.სრულ განცხრომაში ვიყავი, ისეთი მოდუნებული გახლდით ვინმეს თითი რომ ეკრა გადმოვვარდებოდი კიდეც საწოლიდან. -ერეკლე…-წამოვიკნესე ჩუმად ღონემიხდილმა. -რამდენი ხანია ამ დღეს ველი…რამდენი წელი.-კოცნებს შორის ამოილაპარაკა. -მგონი ცუდად ვარ.-გულზე ხელი მივიჭირე, რა წამსაც სწრაფად წამომაყენა.გაიღიმა,იცოდა რაც მჭირდა.-ვერ ვსუნთქავ…სული მეხუთება. -ეგ სიტყვები პირველად არ მესმის.-ეშმაკურად ჩაიცინა. -იმ დღეს,ტაქსიში მაკოცე არა?-ვკითხე და სახეზე გაკვირვება დაეტყო. -გახსოვს?არადა იმიტომ გაკოცე,მეგონა არ გემახსოვრებოდა.არაყით როცა თვრები არაფერი გახსოვს.-თმა ყურს უკან გადამიწია.-რა ვქნა?კაცი ვარ,ვერ მოვითმინე. ცოდვა არა ვარ? -ვერაფერი ვერ გავიგე.-დაღლილმა ვთქვი. -რა ვერ გაიგე ნინი?-მკაცრად მითხრა.-მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ!ასეთი ბრმა როგორ ხარ?ყველამ იცის ეს შენ გარდა,ან იცი და თავს ისულელებ. -ახლა რატომ აკეთებ ამას?რა მოხდა?-შოკირებულმა ვკითხე. -რა მოხდა?!თორნიკე მოხდა!ეგ ნაბი*ვარი მოხდა!ის ბარმენი მოხდა!ჭკუიდან გადავდივარ.-ისევ თავიდან გაბრაზდა. -აქამდეც მომწონდნენ ბიჭები და ასეთი რეაქცია არასდროს გქონია.-თავი გავაქნიე. -ადრე მიჯერებდი!რომ გეუბნებოდი მაშინვე მიგდებდი ყურს,ახლა კიდე ისე მეურჩები მაგიჟებ!მკვლელი გინდა გამხადო?-სერიოზულად მკითხა. -ერეკლე რას ამბობ…-ჩუმად ვთქვი. -ხომ იცი,რომ შენც გიყვარვარ?-თავმომწონედ მითხრა და ხელები წელზე შემომხია. -მოიცა,მოიცა!ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? -კარგი რა!მოხარშულს გიშნობ! -როდის დაიწყო?!-ვკითხე და საწოლზე მშვიდად ჩამოვჯექით. -სულ. -რა სულ? -სულ. -თხუთმეტი წელია გიყვარვარ თუ რას მეუბნები? -ხო,მაგრამ სვანეთში…ყველაფერი შეიცვალა. თითქოს მივხვდი,რომ მიხვდი.ისე შემომხედე მაშინ…-თვალებში ჩამხედა.-ისე მინდოდა შენი კოცნა,მე კი მარტო ხელები შემოგხვიე. სვანეთში იმედი მომეცა. -ვიცოდი,რომ სვანეთის მერე აირია ყველაფერი!შენ კიდევ რა შუაში არისო!-მიჯლუგუნი გავკარი.-ძალიან მენატრებოდი.-სერიოზულად ვუთხარი და თავი დავხარე. -მე უფრო მენატრებოდი.-მითხრა და შუბლზე მაკოცა. -ასე ცუდად არასოდეს არ ვყოფილვარ.-ცრემლები მომადგა თვალზე. -დამთავრდა.-კავკასიონის ხელა მკლავები შემომხვია თითქმის შიშველ სხეულზე. -მგონი მეც მიყვარხარ…-ჩუმად ვუთხარი. -კიდევ მგონიო გაიძახის!გოგო გიყვარვარ! როდის უნდა მიხვდე ამას?-შემომხედა. -ვერ გიტან.-თავის დახსნა ვცადე მისგან.-ნერვებს მიშლი,თავი დამანებე საერთოდ! -არასოდეს!-მითხრა და გამაკავა. -იცოდე იმ ბარმენს გავყვები პაემანზე. -ვერავის ვერსად ვერ გაყვები!ჩემი ხარ ნინი. სულ იყავი,მაგრამ დღეიდან უფრო მეტად ხარ! გირჩევ ამას შეეგუო.-მკაცრად მითხრა. -შენ რა ეჭვიანი ყოფილხარ ბიჭო!მეგობარი უკეთესი იყავი! -ხო ეჭვიანი ვარ და გირჩევ ამას შეეგუო,რაც მალე მით უკეთესი.ახლა კიდევ მაკოცნინე… -არა ჯერ მითხარი ამდენი ხანი რატომ არაფერი მითხარი.-არ მოვეშვი. -პირველად როდის იგრძენი რაღაც? -ახალ წელს სვანეთში. -და მერე ეგ როდის იყო? -რვა თვის წინ,რა არის? -შენ რვა თვის წინ იგრძენი რაღაც და დღემდე ვერ უტყდები საკუთარ თავს,რომ ჩემ გარდა სხვა კაცი არ გიყვარს,მე კი თხუთმეტი წელია მიყვარხარ.რომ მეთქვა რას იზამდი?თავად მინდოდა მიმხვდარიყავი,ვატყობდი შენს უცნაურ ქცევებს და მიხაროდა,მაგრამ ის თორნიკე!ოხ…ყველაფერი გამიფუჭა მაგ სი*მა! -მაგ თორნიკემ მიმანიშნა შენდამი რომ გრძნობები მქონდა ცნობისთვის. -რაო?რა მოელანდა? -ჩვენი კოცნაც მაშინ გამახსენდა მას,რომ ვკოცნიდი.-მხრები ავიჩეჩე.ყელზე სულ ძარღვები გამოუჩნდა სიბრაზისგან. -შენ რა?! -გეგონა ერთმანეთს არ ვკოცნიდით? -ნინი!წყობილებიდან ნუ გამოგყავარ!აღარ დამელაპარაკო და აღარ მიხსენო ეგ! ტუჩებს მოგაძრობ იცოდე!-მითხრა და თითებით გამომიწია ბაგეები,მერე მკოცნიდა,მერე საწოლზე ჩემს ზემოდან მოექცა და ღუტუნი დამიწყო. -კარგი!ვეღარ ვსუნთქავ!ერეკლე! ძლივს გაჩერდა და მეც ამოვისუნთქე.ზემოდან მიყურებდა. -ჩემი ლამაზი,მოვკვდები შენთვის.-დამჩურჩულა და ბაგეებზე უკვე მეასედ მემაბორა. -გთხოვ არ მოკვდე. -არ მოვკვდები,ნუ გეშინია.ახლა რაღა მომკლავს?-ჩამეხუტა,სუნთქვა შემეკრა იმსიმძიმე რომ დამაწვა ზემოდან.-ჯერ ვიწვეთ და მერე გავდეთ ბავშვებს ვუთხრათ ერთად რომ ვართ. -რა ვქნათ?-თვალები ვჭყიტე. -ჰო,მთელ ქვეყანას გავაგებინებ ჩემი შეყვარებული რომ ხარ. ბევრი ვიკამათეთე ამაზე,ვუთხარი ჯერ არაფერი ვთქვათთქო,მაგრამ სვანია და ხისთავიანი!აბა რას ვიზამდი?ნერვიულობისგან ლამის მოვკვდი, რა მაღელვებდა?მაგრამ მაინც.ოთახში ყველანი ერთად იყვნენ ბავშვები,ზოგი კარტს თამაშობდა,ზოგი ტელევიზორს უყურებდა. -ახალი ამბავი გვაქვს.-განაცხადა ერეკლემ და ყველამ ჩვენს ჩაჭიდულ ხელს შეხედა.-მე და ნინიკო ერთად ვართ! თავიდან შემოგვხედეს,მერე კიდე ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა. -მგონი ვერ გაიგეს.-ვუთხარი ერეკლეს. -კარგად გავიგეთ,ჩვენ უბრალოდ,გვეგონა რამე ახალს გავიგებდით.-თქვა ჯავახამ და თან გურამიკოს “დავიო” ასე უთხრა. -რახან თქვენ საშველი დააყენეთ,აღარ დავეძებ არაფერს,გილოცავთ!-გურამიკომაც გააკეთა კომენტარი. -ისე არ შეგეცოდა ეს კაცი თხუთმეტი წელი რომ ალოდინე?ჩცდში ხომ არ ვართ? დიტოს და კატოს პონტში.-კუშამაც თქვა თავისი წილი ხუმრობა. -ხომ გითხარი!-ახლა ლილე. -არა,პირველმა მე გითხარი!-უპასუხა თიკომ. -როდის ჩხრა წლის წინ? -არა გოგო თორმეტი! -არანორმალურები ხართ!ანუ ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარდა?-ვთქვი შოკირებულმა. -ასე გამოდის.-ვითომ წყენით მითხრა წერედიანმა. -თორნიკეც კი მიხვდა!-ვთქვი. -დედაშენიც არ დაგავიწყდეს და მამაშენი!-თითი აუწია ჯავახამ. -თქვენ რა ხალხი ხართ?-ვიკითხე ხმამაღლა. -შენი კეთილისმსურველები,ამ ბიჭმა რომ იცოდე როგორ იტანჯა!ხმასაც არ ამოიღებდი! ბრავო ძმაო,მე ამდენს არ მოვუთმენდი!-აღიარა კუშამ. -თავიდან მომწყდით!-თქვი გაბრაზებულმა და ოთახიდან გავედი. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,გააზრებაც ვერ მოვასწარი.ამდენ წლიანი მეგობრობა იმაზე მყარი,თბილი და ტკბილი აღმოჩნდა,ვიდრე მეგონა. ერეკლე ჩემთვის პირველ რიგში საუკეთესო მეგობარი იყო,რომელიც საკუთარ თავზე უკეთ მიცნობდა,მერე სხვა დანარჩენი.ცუდია,რომ ჩვენი რეალური გრძნონების საპოვნელად ამდენი წელი დამჭირდა,თუმცა ალბათ ესეც ასე იყო საჭირო. უნდა გენახათ როგორ დამცინოდა აბა კალთაში რომ გიჯენდი მეგობრული იყოო? ან ის ხელჩაკიდებულები რომ ვიყავით ხოლმეო. ბრმა ვიყავი და სულელი.ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემ გარდა,ან იქნებ მეც ვიცოდი და თავს არ ვუტყდებოდი ერეკლეს დაკარგვის შიშით? ბათუმის ბოლო საღამოს,მზის ჩასვლას ვუყურეთ ერთად.ზღვაში ვიყავით, ერთ სერფინგის დაფაზე ვისხედით ორივე,ერთი ერთ ბოლოში,მეორე მეორეში.ფეხები აქედან და იქედან გვქონდა გადაყოფილი. კაფეში ირაკლი ჩარკვიანის ქაღალდის გემი იყო ჩართული და სრულ ნეტარებაში ვიყავით, ხმა აქაც წვდებოდა. ნელ-ნელა მივყვებოდით მონარნარე ტალღებს მე და ერეკლე.ერთმანეთს ვუყურებდით, ცას ვარფისფერი და ნარინჯისფერი დასდებოდა. საოცარი ფერთა გამა შეიქმნა ჩვენს ირგვლივ. -რა?-ვკითხე. -არაფერი.-მიპასუხა და გამიღიმა.-როგორც იქნა ჩემი ხარ,საბოლოოდ,შენი სურვილითაც. -ძალიან მიყვარხარ.-პატარა პაუზის შემდეგ ვუთხარი.მისი სახე იმ მზეზე მეტად განათდა,რომელიც ახლა ზღვაში ჩადიოდა. -პირველად მითხარი. -ჰო,გითხარი.აქამდეც უნდა მეთქვა ალბათ. მარტო შენ მჭირდები,მარტო შენ მიყვარხარ. -ჩემი ყვავილი.-მითხრა და ფრთხილად მოიწია ჩემკენ.-წინ ბევრი დრო გვაქვს.ჩემი ლამაზი. -იცი რა მიხარია ყველაზე მეტად?ის,რომ მეგობრები ვართ პირველ რიგში და ყველაზე უკეთ მიცნობ.იცი რა მომწონს,რა მწყინს. მეც ასე გიცნობ,ერთად გავიზარდეთ და ჩვენი ცხოვრების ყველა ფაზა გვაქვს ნანახი. ნამდვილები ვართ და სიყალბე არ გვჭირდება, არ მიწევს თავი რამით მოგაწონო,უკვე გიყვარვარ და შენთან არაფრის მერიდება. -გულისხმობ,რომ ჩემთან ერთად ხინკლის ჭამის არ გერიდება?-მითხრა ხარხარით და მეც გამეცინა. -რაღაც მაგდაგვარი. -მაინც მოვედი.-მითხრა მას შემდეგ,რაც ჩარკვიანმა თქვა მუსიკაში მე მაინც მოვალ, დავბრუნდებიო. -უშენობა აღარ მინდა,ვიცი უნდა ვუშველო თავს.-გავაგრძელე მე. -რა გაქვს ჩემს სიყვარულზე მეტი?-მკითხა. -არაფერი,საერთოდ არაფერი.-ვუპასუხე და მარილიან,სველ ბაგეებზე ვაკოცე.-სხვათა შორის ტიგინას სიმღერა იყო ჩართული ჩვენი პირველი კოცნის დროს. -ვინ გითხრა რომ ეგ კოცნა იყო პირველი? არაყი აქამდეც ხომ დაგვილევია?-მითხრა სერიოზულად. -რა? -ღმერთო ნინი!ვიხუმრე!-ისევ ახარხარდა. -შემეშვი,იდიოტი ხარ!-მუჯლუგუნი ვკარი,რის შედეგადაც ორივენი წყალში აღმოვჩნდით. * ისეთი კარგო ყოფილა საყვარელ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული ყოფნა.ახლა ბათუმის ბულვარში ასე დავსერინობდით,სუფრაზეც სიყვარულის სადღეგრძელოს ჩვენი თამადობით ამბობდნენ.დედაჩემს სიხარულისგან ლამის გულმა დაარტყა ჩვენი ამბავი რომ გაიგო. -ვიცოდი!სულ ვიცოდი,რომ ერთმანეთი გიყვარდათ!-ამბობდა გახარებული თან ცრემლებს იწმენდდა. მაიკოსა და ვაჟასაც მსგავსი რეაქცია ჰქონდათ,მიხარია რომ შერიგდით იმედია ახლა უკეთესად იცეკვებთო და მოულოდნელად მომცა სოლო ფარიკაობაში მთავარი ქალის.ერეკლე კი ისედაც ცეკვავდა ორი ხმალის სოლოს პარტიას ვისთან?თორნიკესთან ერთად და ის ვინამაც იცის ამ ცეკვის შინაარსი,სათქმელსაც მიხვდება. ელენეს სამუდამოდ მოვაკეტინე. ერეკლეს მშობლები მადლობას მიხდიდნენ და სულ შვილოთი მომმართავდნენ,შენი დაჭკვიანებულია ესო. არ მეგონა მაგრამ წერედიანზე კიდევ უფრო მეტი რამ გავიგე.მაგალითად ის,რომ საშინლად,ვიმეორედ უნორმოდ ეჭვიანი და მესაკუთრეა,რაც ხშირად იყო ჩვენი კამათის მიზეზი. მეტად შემიყვარდა იგი,ისე მივლიდა და მიფრთხილდებოდა სამუდამოდ მიკრული დავრჩი მასზე. შემოდგომაზე ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი. მთელ ვერასა და ვაკეს მოსდო ერეკლემ. კუშამ საბურთალოს,გურამიკომ გლდანს,ჯავახამ დიდ დიღომს. სიხარულისგან მეგონა ფრთებს გამოვისხამდი ისეთი მზურნველი აღმოჩნდა შეყვარებული ერეკლე.მეგობარო ხომ უბადლო იყო და არც ამაში ჩაიჭრა. ახალ წელს სვანეთში შევხვდით მასთან, ოცნება ორივემ ავისრულეთ და ზუსტად თორმეტ საათზე მაკოცა დათოვლილი უშბის წინ. ოცდაოთხი წლის იუბილე ჩემთან აღვნიშნეთ ვერაზე,დიდი სუფრა გავშალეთ ოჯახებმა და ყველამ ტრადიციულად მოვილხინეთ. მშობლები სულ იმას ამბობდნენ ვიცოდი ეს ამბავი ასე,რომ დასრულდებოდაო.ბავშვები იმდენ სისულელეს აკეთებდნენ,რომელ ერთზე გაგვეცინა ვეღარ გაგვეგო. თებერვალში კი როდესაც სახინკლედან მთვრალები გამოვედით ერეკლემ მოულოდნელად შემაჩერა. თითქმის ვერაზე ვიყავით უკვე ჩემს სახლთან, რომ ერეკლემ გამაჩერა. -ნინა,ნინა,ჩემო ნინა,გათხოვება ხომ არ გინდა?-დამიყვირა და ისე შემომხედა,როგორც იცის. -ერეკლე,მთვრალები ვართ. -ნინიკო,ჩემო ცხოვრება,გამომყევი ცოლად გთხოვ!წამოდი ჯვარი დავიწეროთ!გავიპაროთ.-ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა. -და ვის გავურბივართ?ვინ გვიშლის ურთიერთობას? -აუ,რა არარომანტიკული ხარ გოგო!შვილებს მარტო ის უნდა მოუყვე თხუთმეტი წელი,რომ მალოდინე?-მითხრა ნაწყენმა და თბილისის ლურჯად განათებულ ანძას ახედა. -ერეკლე…არ ვიცი… -რატომ ყოყმანობ?ხომ გიყვარვარ?-წარბები შეკრა.გასვანდა,როგორც იცის ხოლმე. -როგორ არ მიყვარხარ?უბრალოდ ოჯახის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვართ მზად?-ვკითხე და ვიგრძენი როგორ ამიკანლალდა სხეული. -ვართ ნინიკო,ვართ!და თან მერე როგორ! სვეტიცხოველში დავიწეროთ ჯვარი.-ღიმილით მითხრა და მივხვდი ახსოვდა. აბიტურიენტობისას სულ ძალით წავაკითხე “დიდოსტატის მარჯვენა” მაშინ ვუთხარი სვეტიცხოველი ჩემი საყვარელი ტაძარიათქო და სწორედ იმ წამს დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ტელეფონი ამოიღო და ჯავახას დაურეკა,მერე ლილეს. -სად ხართ ბიჭო ამდენი ხანი?-გაბრაზებულმა უთხრა წერედიანმა. -სადაც თხუთმეტი წელი ელოდე ამ გოგოს,იქ თხუთმეტი წუთიც მოითმინე!-უთხრა ჯავახამ და მცხეთას მივაშურეთ. ოცდაორ თებერვალს დავიწერეთ ჯვარი. ყველაზე ბედნიერები ვიყავით. -დედაჩემი გაგიჟდება.-აღმომხდა მას შემდეგ,რაც გავიაზრე რაც გავაკეთეთ. -უკვე ჩემი ცოლი ხარ ნინი.-თავზე მაკოცა ერეკლემ.-ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ,ჩემი სიცოცხლე ხარ.-გული გამითბო ამ სიტყვებით. არაფერი მინანია,მხოლოდ იმპულსურობაზე ვიდარდე თავიდან,მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში,რომ ყველაფერი ასეთი იყო? გული საგულეს აღარ მქონდა,დათოვლილ ქუჩებს მივუყვებოდით მანქანით,თან ხელზე მკოცნიდა და ჩემი ცოლი ხარო მახსენებდა. -სად მივდივართ?-ვკითხე ემოციებისგან დაღლილმა,თავი მანქანის საზურგეს მივადე და კატასავით გავიტრუნე ცხელ სავარძელში,გარეთ კი ბარდნიდა ისე თოვდა -ვერაზე.-მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. იქ მივდიოდით,სადაც ყველაზე მეტი და ძვირფასი მოგონებები დავაგროვეთ.სადაც ერთმანეთი უკეთ გავიცანით და ალბათ შეგვიყვარდა კიდეც. ვერაზე,მთაწმინის მახლობლად. ჩემს სახლში,სადაც თბილისის ანძა ყველაფრის თვითმხილველი და მოწმე იყო. ყველაზე ძვირფასისა და ნამდვილის. დასასრული ამ პატარა,უცებ დაწერილი ისტორიით შევეცდები შენთან გამომშვიდობებას ჩემო ერეკლე.მადლობა ყველაფრისთვის და ძალიან მიყვარხარ<3 იმედია ისიამოვნეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


