შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება (თავი 4)


გუშინ, 18:28
ავტორი Tak.oo
ნანახია 112

_ ახვლედიანების ვაჟი…აქაა…
_ ჰაა… სად?? აბაა?? _ ვცოცხლდები უცებ.
_ გაჩეერე ეგ თავი ნუ აცეცებ.ნელა გაიხედე მარცხნივ.ბოლოში თეთრ მაისურიანი ტიპი უზის…
_ ხო,ხო დავინახე… ვააიმეე… დავდნები ახლა…_ ვიცინივარ._ რა სიმპათიურიააა…
აუ გამოიხედე ახლა რა იქნება…
თითქოს გაიგოო,ბარისკენ იყურება და მამჩნევს,მეც მზერას არ ვარიდებ.მიღიმის და ხელს მიქნევს.
მსუბუქად ვუქნევ ხელს.მისი მაგიდის მეწყვილე თავს ატრიალებს ჩვენსკენ,თვითონ ბექა კი დგება და მოდის.
_ ღმერთო აქ მოდის… _ ჩურჩულებს ნია.
_ ლამაზად ვარ?_ სასოწარკვეთილი ვკითხულობ.
_ ძალიან…_ მამშვიდებს თაკო._მშვიდად იყავი…
_ ჰოო…ვცდილობ…_ მეღიმება.
მოვიდა,საერთო სალამს ამბობს და მკოცნის.
“ რა სურნელი აქვს…თავბრუს მახვევს”
_ როგორ ხარ?
_ კარგად,მადლობ._ვუღიმი და პაუზას ვაკეთებ._ შენ როგორ ხარ?
_ კარგად.გამიხარდა შენი დანახვა.
_ ჰოო…მშვენიერი დამთხვევაა… ესენი ჩემი დაქალები თაკო და ნია,ეს ბექა არის გოგოებო.
“ვითომ არ იციან,არადა ფეხის ზომაც კი იციან მისი”
_ შემოგვიერთდით._ თავით მისი მაგიდისკენ გვანიშნებს._ მეგობართან ერთად ვარ.
_ სიამოვნებით._ მასწრებს თაკო,რომელიც ფიქრობს ალბათ რამე სისულელე არ წამოვროშო,რომ სხვას ველოდებით ან რამე მსგავსი.
მათ მაგიდასთან ვჯდებით.მის ძმაკაცს გვაცნობს.
_ ლაშა._ ხელს გვიწვდის,ვეცნობით და დროს არ კარგავს._ რას დალევთ? აქ მართლა კარგი კოქტეილები აქვთ.
_ მაინც რომელს გვირჩევ?_ ეკეკლუცება თაკო.
_ ანუ პასუხისმგებლობა შენზეა ლაშა._ წარბებს სწევს ნია და ღიმილი ეპარება.
_ ოო,ცოტა რისკია,მაგრამ ავიღებ ჩემს თავზე.
ბარმენს უტრიალდება.
_ ხუთი იგივე.
_ ეს თავდაჯერება მომწონს._ მეჩურჩულება თაკო.
_ ოღონდ შენ დაწყნარდი,ჯერ სახელი გაიგე ბოლომდე.
_ ლაშა ჰქვია.საკმარისია._ იცინის თაკო.
ლაშა ბრუნდება მაგიდასთან.
_ რას საქმიანობ? _ ეკითხება თაკოს.
_ ოფიციალურად თუ არაოფიციალურად?
ლაშა იცინის.
_ მოდი ორივე იყოს.
_ ოჰ… რა რისკიანი ხარ._ იცინის ნია.
_ ვიზაჟისტი ვარ.ნუკის და მის სასტავს ვპრანჭავ.
_ არადა არ სჭირდება._ ჩუმად ამბობს ბექა,მაგრამ არც ისე რომ ვერ გაიგონ.
_ სცენისთვის სჭირდება_ ტუჩის კუთხეში ეღიმება ნიას.ბექა ხვდება და ეღიმება.
ბექა ნუკისკენ იხრება ოდნავ
_ საინტერესო გუნდი გყავს.
_ დაბალანსებული კი._ ღიმილით ვპასუხობ.
თაკოს და ლაშას ვყურებ,მათ უკვე საერთო თემა უპოვიათ და რაღაცაზე იცინიან.ბექა ჩემს მზერას აყოლებს თვალს.ლაშას და თაკოს საუბარზე ოდნავ ეღიმება.
მათი საუბრის ბოლო ფრაგმენტი გვესმის.
_ მიზანდასახული? მაგ სიტყვაზე ნუკი მახსენდება…_ თავით ჩემზე მიანიშნებს თაკო.
_ აი ეს გოგო,ბავშვობიდან გეგმავდა ცნობილი გამხდარიყო და ჟურნალების გარეკანზე აღმოჩენილიყო.
_ სერიოზულად? _ ლაშა ნუკისკენ ტრიალდება
_ თაკოო,გთხოვ…
_ არა,მართლა და აი მიზანს როგორ აღწევს!
_ გააჩუმე ახლა ეს._ ნიასკენ ვტრიალდები.
_ ამას მამა ღმერთი ვერ დაადუმებს ახლა,მე რა ვუყო?! _ ხელებს შლის ნია.
მეცინება.
_ ანუ მიზანს ყოველთვის აღწევ?_ მეკითხება ბექა მშვიდი ხმით.
_ თუ მართლა მინდა კი.
_ ამ ეტაპზე რა გინდა?
_ ეგ ჩემი საიდუმლოა… _ ვიღიმი.
ბექა ოდნავ ხრის თავს,თითქოს პასუხი მოეწონა.
_ მე არ გამანდობ?
_ არა._ უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ
_ კარგი. დაველოდები.
ამ პასუხზე გული მიჩქარდება.
“ რას ჰქვია დაელოდება?! რას?”...

თვალებში ვუყურებ.მშვიდად,მაცდური ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეში.თითქოს ზუსტად იცის რა გავლენა აქვს ჩემზე.

“ რას მეთამაშები ახვლედიანების ვაჟო?!”

მზერას არ მაშორებს.
არც მე ვიხევ უკან.
ჰაერი საგრძნობლად დამძიმდა ჩვენს შორის.ტვინში ყველაფერი ფონად გაიშალა და ვრჩებით მხოლოდ მე და ის…
“ ნუკი შეწყვიტე…თვალი მოაშორე,გაბნევს…”
მაგრამ ვერ ვწყდები.
თითქოს გრძნობს კიდეც ამ შინაგან ბრძოლას
მისი ღიმილი ოდნავ ფართოვდება, უფრო დარწმუნებული, უფრო მაცდური ხდება.
თვალებში რაღაც ციმციმებს… თამაში, ინტერესი…
ან იქნებ უბრალოდ იცის, რომ უკვე დამიჭირა.
_ იცი,ძალიან მეტყველი თვალები გაქვს._ თვალებში მიყურებს,მერე ჭიქას იღებს ხელში,რამდენიმე ყლუპს სვამს და ისევ დებს.
_ არ ვიცი.
_ ცუდია,როცა ადამიანი ვერ ხედავს იმას,რაც ნამდვილია მასში._ ჯიუტად მიმეორებს.
_ ყველას თავისი ხედვა აქვს… იქნებ შენ დაინახე ასე?
_ მეტად უნდა დააფასო შენი თავი.
_ და შენ გადაწყვიტე,რომ არ ვაფასებ?_ ცელქი ირონია დახტოდა ჩემს თვალებში ახლა.
_ ჰო._ მპასუხობს მარტივად._ ადამიანი,რომელიც თავის თავს ხედავს,ასე არ პასუხობს.
_ ზოგს ურჩევნია ჩუმად იცოდეს თავისი ფასი.
_ ხანდახან სხვებსაც უნდა დაანახო,თორემ…
_ რა თორემ? _ გამომწვევად ჟღერდა მისი სიტყვები.
_ აგეკიდებიან ისეთები,ვისაც მარტივი გონიხარ…
ყელი გამიშრა თითქოს…
_ ვის გულისხმობ?
_ იცი ვისაც…
_ პედოფილ ბიძია- ბაბუას?!_ მაინც ჩავეკითხე.
იცინის.
_ კარგი სახელი მოგიფიქრებია.
_ მეხერხება…
მზერა უსერიოზულდება.
_ ჰო… პედოფილ “ ბიძია- ბაბუას”...
_ არაფერი გამოუვიდოდა მაინც,უბრალოდ…
არ მამთავრებინებს.
_ ვიცი… სწორედ მაგას ვამბობ,რომ მეტყველი თვალები გაქვს,ოდნავ რომ დაკვირვებოდა ისიც მიხვდებოდა…
ერთმანეთს მზერას არ ვაშორებთ.
_ ჰეი,თქვენ,რას ფილოსოფოსობთ?_ იცინის ცოტა შეზარხოშებული ნია.
_ ჩაგვითრია ფილოსოფიამ…_ მხრებს იჩეჩავს ბექა და იღიმება.
მე მის სიტყვებზე ვფიქრობ.

კარი იღება. ზუკა და ნინი შემოდიან.თვალებით გვეძებენ.ხელს ვუქნევ.ბექა იქით იყურება საითაც მე.
ღმერთო ზუკას რეაქცია…თვალებს ვუჭყიტავ რომ მივახვედრო მიმიკა გაასწოროს.
ბექა ღიმილიანი სახით ტრიალდება ჩემსკენ.
_ გულახდილი მეგობრები გყავს…_ ამბობს ღიმილით,მსუბუქი ირონიით,ვითომ სასხვათაშორისოდ.
“ფუ,შენი… დამწვი ზუკა…”
ვიბნევი.
არ ვიცი რა ვუპასუხო.
ზუკას მოსვლამ მიხსნა.ყურადღება გადანაწილდა.
_ზუკა.
ხელს ართმევს ბიჭებს და ეცნობა.
_ ეს ნინი.
ყველა ვჯდებით მაგიდასთან და მხიარულება გრძელდება,სიცილი,ხუმრობა…
თუმცა მე შინაგანი ცეცხლი მწვავს.

“ რას მიკეთებს ეს ბიჭი?!”

ჭიქას ხელს ვკიდებ,მერე ისევ ვდებ

“ მგონი დროა სასმელი აღარ დავლიო,ისედაც მის გვერდით მთვრალივით ვიქცევი.”

მიზ მზერას ვგრძნობ,ხან მოკლეს,ხან დაჟინებულს…
მაბნევს,საშინლად მოქმედებს ჩემზე.
გული გამალებით მიცემს,ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო…

“ეს კორსეტი რამ ჩამაცმევინა,ახლა ეს მკერდიც უარესად მყიდის,რომ ემოციურად ვარ…”

სასმელი უამრავი ისმევა.მეც ვსვამ…ყველა მთვრალია,მეც მათ შორის,რადგან იშვიათად ვსვამ და როცა ვსვამ სულ ცოტაც მყოფნის.
ბარიდან გამოვდივართ ნელ-ნელა.
_ ყველა მთვრალი ვართ,ამიტომ ტაქსი…_ ამბობს ბექა.
თავბრუმეხვევა,იქვე ლამპიონის ბოძს ვეყუდები, გრილია და მსიამოვნებს.შუბლს ვადებ.
ბექა ტაქსს იძახებს.
_ გამვლელს გავყვეთ რად გინდა გამოძახება? უფრო მალე მოვა._ ამბობს ლაშა.
_შენ გამვლელს გაყევი._ მშვიდად პასუხობს ბექა და მიახლოვდება.
_ ცუდად ხარ?
_ ა…რა…
ეღიმება ჩემს გაწელილ პასუხზე ან სულაც ჩემზე.
_ ნუ დამცინი._ ვიბუსხები._ არ ვსვამ,არ შეიძლება…მომეკიდა…
_ ვხვდები… იღიმის,მაგრამ არა ირონიულად,უფრო თბილი,გამგები ღიმილით.
_ აი,ხომ ვამბობდიი…დამიჯერე ხოლმეეე…_ იძახის ხმამაღლა ლაშა.
ტაქსს ხელს უქნევს და აჩერებს.
_ ვინ მოდიხართ ჩემთან ერთად?
_ მე…_ ამბობს თაკო და მანქანაში ხტება.
_ მეც… ნიაც მას მიყვება.
_ ეს უკვე შეთქმულებაა…_ ვამბობ მე
ბექა იცინის..
_ჩვენ დაველოდებით ჩვენს ტაქსს.
ნინი და ზუკაც გამვლელ ტაქსს მიყვებიან
_ ისე ასეთი ჯიუტი,რომ არ ყოფილიყავი,უკვე გზაში ვიქნებოდით._ ვიცინი მე.
_ და იქნებ ასე მინდოდა მე…
_ რატომ? _ დაბნეულ არეულ მზერას ვაპყრობ.
ჯერ ისე ხომ არ მაქვს გამოცდილება ბიჭებთან ურთიერთობის და ახლა ახვლედიანების ვაჟთან მთლად ფეტვის მარცვალივით ვიბნევი.
_ იმიტომ,რომ მინდა ჩემთან წამოხვიდე…
_ჰმ… _ ყელში რაღაც მეჩხირება და რამდენჯერმე მსუბუქად ვვახველებ.
ამაზე ეცინება.
_ ის კაბა…
_ ჰო…
_ გელოდება…
_ ვინ? _ დაბნეული ვუყურებ და ვაფახულებ თვალებს.
შუბლზე ჩამოშლილ თმას მიწევს სახიდან.
_ ვინ არა რა. არ სწავლობდი სკოლაში? _ ჩართო თავისი მკვლელი ირონია ისევ.
_ ვსწავლობდი და დაგიმტკიცებ კიდეც…_ თან საჩვენებელ თითს ცხვირთან ვუტრიალებ._ რომ მოდელები არ ვართ შტერები და ტყუილად გვაწეპებენ მაგ იარლიყს.
იცინის.
_ მე მსგავსი არაფერი მითქვამს.
_ ვერ მივხვდი რას გულისხმობდი აბა?! _ ვბუსხავ ტუჩებს.
_ კაბას… რომელიც მოირგე…_ ამბობს დაბალი,რბილი ხმით.თითქოს მაჯადოებს.
და რამდენიმე წამით მისი მზერა ჩემს ტუჩებზე ინაცვლებს და იქ ჩერდება.
სუნთქვა მერევა,გული მიჩქარდება…
ხვდება რა გავლენაც აქვს ჩემზე,თითქოს სურს დარწმუნდეს და საჩვენებელ თითს ტუჩის კუთხეში მადებს,ძალიან ზანტად,ნელა მიუყვება ტუჩის შუა კუთხემდე…
მერე უცებ ასრიალებს ნიკაპზე…
ამ დროს რაღაც წყდება ჩემში…
“აი თურმე ეს ყოფილა პეპლები მუცელში”
მეღიმება ჩემს ფიქრებზე.
თავბრუ მეხვევა.
_ თუ შეიძლება…_ მკლავზე ვეყრდნობი.
_ რა თქმა უნდა…მოიცადე…_ მკლავს ითავისუფლებს და წელზე მიცურებს ხელს,მეტად მაკრავს მის მხარს,უფრო მყარად.
_ ასე უფრო დაგიჭერ…
მაგრამ მე ელდა ნაკრავივით ვხტები.
ეღიმება ჩემს რეაქციაზე.
_ ნუ და მცი ნი._ ვუმარცვლი.
თავს მხარზე ვადებ.
თვალები მეხუჭება.

ტაქსი მოდის.
ოდნავ დისტანციაზე გადის.
კარს აღებს,ჯერ მე მსვავს და მერე თავად მიჯდება გვერდით.
თვალები ისევ მეხუჭება,თავს ისევ მის მხარზე მადებინებს.ვცდილობ არ ჩამეძინოს.არ ვიცი რამდენხანს ვმგზავრობთ.ბოლოს მანქანა ჩერდება სადღაც უცხო ადგილზე.
გადმოვდივარ,მაგრამ გაშეშებული ვდგავარ.
უცნაური დასახლებაა…სახლები საკმაოდ შორს ერთმანეთისგან.
დიდი,ძალიან დიდი ფეშენებელური სახლია,დიდი გალავანით.კარს აღებს და იცინის.
_ მოდი…
_ აქ რა მინდა?
_ შენი მისამართი არ მახსოვდა…
ცრუობს აშკარად.
_ ბექა…
_ მოდი გთხოვ…
ისე საყვარლად მეუბნება,უარს ვერ ვეუბნები და მის გამოწვდილ ხელს ჩემსას ვაგებებ.
წინააღმდეგობის თავი არ მაქვს ისე მეძინება,თუმცა ერთი გაბრძოლება მაინც ვცდილობ.
_ ბექა,გთხოვ… სახლში მინდა… ამდენი არ დამილევია არასდროს…
_ ძალიან საყვარელი სიმთვრალე გქონია მინდა გითხრა…მოდი,მოდი.
“ თავს დაკარგავ ქალბატონო ნუკი,თავს!”
ერთი მომენტი მაინც მაფრთხილებს ჩემი თავი.
მაგრამ ვინ უსმენს?..

კარს ვცდები და პირველივე ნაბიჯზე ვჩერდები.
ეზო…
ეს უბრალოდ ეზო არ არის.
ჰაერი სხვანაირია აქ სუფთა, ოდნავ ტენიანი.
ყველაფერი იდეალურად არის დალაგებული.
მაღალი, სწორად შეკრეჭილი დეკორატიული ხეები სიმეტრიულად მიუყვება ბილიკს, რომელიც სახლისკენ მიდის. ბილიკი მსუბუქად განათებულია დაბალი, თბილი განათებებით.
მარჯვნივ ფართო სივრცე იშლება ხავერდივით ბალახი, ისე მოვლილი, ფეხის დადგმაც კი გენანება.
ცოტა მოშორებით წყლის მშვიდი ხმა მესმის.
აუზია.
დიდი, სუფთა, ცისფერი ზედაპირით, რომელიც ღამის განათებას ირეკლავს. აუზის გარშემო მინიმალისტური შეზლონგებია, ღია ფერებში, და გვერდით დაბალი მაგიდები.
კუთხეში, ნახევრად ჩრდილში, ხის პერგოლა დგას თეთრი მსუბუქი ფარდებით, რომლებიც ნელა ირხევა. შიგნით რბილი დივნები და თბილი განათებაა.
ყველაფერი ძვირია…
და თან გემოვნებით შექმნილი.
აქ ცხოვრობს… უნებლიედ ვფიქრობ და ისევ სახლისკენ ვიყურები.
_ ლამაზია… ეზო… _ ეს ალბათ უხერხულობის გასაფანტავად ვთქვი ან უბრალოდ სასმელი თავისას შვება.
რაც ჰაერზე გამოვედი უფრო ვგრძნობ მის ძალას ჩემს სხეულში.
_ მადლობ. მოდი.
ხელზე ოდნავ მიბიძგებს,რომელიც ისევ ჩაკიდებული აქვს.
სახლისკენ მივდივართ.


ფეხქვეშ ქვა მსუბუქად ხმაურობს, როცა ბილიკს მივუყვებით.
მაღალი, თანამედროვე სტილის შენობაა.დიდი მინის ვიტრაჟებით, საიდანაც თბილი შუქი გარეთ იღვრება.
თეთრი და ნაცრისფერი ტონები ერთმანეთს ერწყმის.
კართან მივდივართ.
მძიმე, მაგრამ ელეგანტური კარია მუქი ხის.
ბექა კარს აღებს და ოდნავ გვერდზე იწევა, რომ გამატაროს.
შიგნით შევდივარ.
პირველივე ნაბიჯზე სივრცე მხვდება დიდი, მაღალი ჭერით.
სასტუმრო ოთახი პირდაპირ შესასვლელიდან იშლება.
მარცხნივ ფართო, ღია ფერის დივნებია განლაგებული, მათ წინ მინიმალისტური, მინის ზედაპირიანი მაგიდა.
ყველაფერი მოწესრიგებულია.
იატაკი ღია მარმარილოსია, განათება კი რბილი და თბილი.
მეორე სართულზე ამავალი კიბეები.
ფართო,მინისა და მეტალის კომბინაციით.შთამბეჭდავია.
ზემოდანაც თბილი შუქი ეშვება,კიბის უჯრედში გრძელი,სადა განათებებია დაშვებული.

უკნიდან ბექა სხეულს ვგრძნობ.მისკენ ვტრიალდები.
_ კეთილი იყოს შენი ფეხი…_ იღიმის._ ხომ ასე ამბობენ?
_ ხო,რაღაც მსგავსი…_ ვიღიმები.
_ დალევ რამეს?
წინ მიდის და მეც მას მივყვები.
_ არა,დალევა აღარ მიხსენო,საკმარისია.
_ ყავა ან ჩაი …
მხრებს იჩეჩავს.
_ ჩაი შეიძლება მაშინ,თუ იცი მომზადება._ “ცოტა წავკბინოთ აბა,ვნახოთ როგორ რეაგირებს”
ირონიული ღიმილი უტეხავს ტუჩის კუთხეს.
_ იმპერიებს ვქმნი და გგონია ჩაის,ვერ მოვამზადებ?.. ძალიან მარტივი გამოწვევაა.
_ რა ამპარტავანი ხარ… _ ვეუბნები უდარდელად და სამზარეულოში შევდივართ.
_ ვერ დაგეთანხმები,უბრალოდ რეალურად ვაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს…
მპასუხობს მშვიდად და ჩაიდანში წყალს ასხამს.

სამზარეულო სივრცესთან შედარებით უფრო მცირეა,მაგრამ სამზარეულოსთვის მაინც დიდი. საოცრად მყუდრო.
ყველაფერი ღია ტონებშია.
თაროებზე მინიმალური, მაგრამ გემოვნებით შერჩეული ნივთებია.
ბართან ვჯდები და ვუყურებ,როგორ მოძრაობს.
_ თუ შეიძლება მხოლოდ ლიმონი,შაქარი არ მინდა.
წარბებს ზიდავს,თუმცა არაფერს ამბობს.
მხოლოდ ერთი ფინჯანს დებს.
_ შენ არ სვამ?
_ არა,არ მინდა.
_ მაშინ მეც არ დავლევდი,რატომ წუხდებოდი?..
_ არ ვწუხდები…
ჩემს წინ ჯდება. ჩაის წინ მიდებს.
_ ტკბილეული …
_ არ ვჭამ ამ დროს…
_ აჰ… _იცინის._ სულ დამავიწყდა.
_ ნუ მელაპარაკები ირონიით.
_ არა,არანაირად… უბრალოდ…
_ ვცნობ მაგ სიტყვებს…პირველი არ ხარ.
_ კაი,ბოდიში.
“ოჰ,რა მალე დაიხია უკან?!”
ჩაის ვსვამ და ისევ ვფიქრობ რა მინდა აქ? სასმელის გამო ენას კბილს ვერ ვაჭერ და ვეკითხები:
_ რატომ მომიყვანე აქ?!
მიყურებს დიდხანს და დაკვირვებით,თვალებში მიმზერს.მზერა ეცვლება,უფრო სერიოზული უხდება.
მე შენელებული მაქვს რეაქციები…ალბათ მასაც?..
_ ცოლად გამომყვები?..



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ოჰოოო რა გამოდის ,, ამდენწლიანი ინტერესი ცალმხრივი არ ყოფილაა? საინტერესოაა..... ძალიან ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიაა ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent