ახდენილი ოცნება( თავი 3)
_ბექა _ უღიმის ეკატერინა._ გაიცანი ჩვენი ვარსკვლავი ნუკი. კიდევ კარგი მძიმე მაკიაჟი მაქვს,ვგრძნობ,რომ ვწითლდები.მე თავს ოდნავ ვხრი. ვიღიმი. ხელს მიწვდის,მეც ვაგებებ ჩემსას. ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია თითქოს და მაინც ჩემთვის ეს ჩვეულებრივი არ არის. წამით ისევ აწყდება ჩვენი თვალები ერთმანეთს. ოდნავ წარბებს კრავს,სულ ოდნავ და წამიერად.უფრო რეფლექსური მოძრაობაა…მაგრამ ვამჩნევ და გული მეწურება…რატომ? რატომ შეკრა წარბები?.. _ სასიამოვნოა.მგონი შევხვედრილვართ ხომ? “ჰმ,ახლა ეს მიმაბეგვინა”_,გულში ვფიქრობ. და სასაცილო ის არის რომ აფსოლუტურად ნაზი და მშვიდი ხმის ტემბრით ვპასუხობ.ჰო, ღიმილსაც არ ვიშურებ _ მგონი კი… თუ არ ვცდები ლალისთან… არ იმჩნევს,თუმცა ჩრდილი ურბენს სახეზე. _ აჰ,დიახ. _ ლალი? _ ისევ ეს გოგა თუ გიგა კითხულობს.გაიყვანონ ეს კაცი აქედან რა,მაღიზიანებს. _ საერთო ნაცნობი._ სწრაფად პასუხობს ბექა. _ დავაგვიანებთ ბატონო გოგა._ უმეორებს ბექა._ წავიდეთ ბატონებო? _ რა თქმა უნდა… ეკატერინე,ხომ მობრძანდებით? _ დიახ,დიახ._ კეკლუცურად პასუხობს ეკატერინე. მზად ვარ დავემშვიდობო,რომ მე მიტრიალდება გოგა- გიგა თუ ვინც არის _ ძვირფასო ნუკი,პატივი დამდეთ და ჩვენთან ერთად წამობრძანდით ვახშამზე. უიი…დრო იყინება თითქოს.ყველას მზერა ჩემზე გადმოდის მათშორის ბექასიც. _ გმადლობ..._ვფიქრობ მიზეზს რომ უარი გასასამართლებელი იყოს. ბექა ალბათ ჩემს პაუზას დასტურად იღებს. მკლავს მიწვდის. _ წამობრძანდით… ღმერთო ჩემო,ახლა მართლა მარტივ-მამრავლებად დავიშლები… არა, მისი მკლავი ნამდვილად მჭირდება. ხელს ვუყრი მის გამოწვდილ მკლავს. ისე ვიბნევი სიარული მავიწყდება მგონი.ოდნავ ფეხი მერევა. ეს არ ეპარება ბატონ ახვლედიანს… _ პოდიუმზე ნიავივით დაშრიალებთ და აქ რა გემართებათ…_ ოდნავ ირონიულად უტყდება ტუჩის კუთხე. ახლა გონებასაც,რომ დავკარგავ - მერე არკვიე.გულში ვფიქრობ… _ გადავიღალე უბრალოდ._ მოკლედ ვპასუხობ. ეს რა დღე გამითენდა ღმერთმანი… გოგოები გაგიჟდებიან ამას რომ მოვუყვები… რა ბედნიერებაა,ბატონ გოგას ავცდი მანქანაში.ეკატერინა ჩაუხტა წინ.მე ბედნიერად მივბაკუნობ ბექასთან ერთად. ცა ქუდად არ მიმაჩნია და დედამიწა ქალამნად. არ მჯერა,რომ ჩემს თავს ხდება ეს ყველაფერი. რა გალანტურია… კარს მიღებს…ვაიმე ხელს მიწვდის,რომ დავეყრდნო და მის მანქანაში ჩავჯდე თან წინ,მძღოლის გვერდით ანუ მის გვერდით. ვაიმეე,ბედნიერებისგან თავბრუ მეხვევა. თვითონ წინ მიდის,მანქანას გარს უვლის,ველოდები როდის დამიჯდება და გამიბამს საუბარს… არა,წინ მიდის… რას აკეთებს?!. სხვა მანქანაში ჯდება… მოიცა… აქ… რომელიღაც მამაკაცი იქ დარბაზიდან ჯდება საჭესთან და მიღიმის,თუმცა ისე არა,როგორც გოგა-გიგა. ღმერთოოო… ფუ შენი ახვლედიანო… როგორც ბავშვს ნაყინის ბოლო ლუკმა რომ ჩაუვარდება, ისეთი საწყალი თვალებით შევცქერი წინ მიმავალ ბექას მანქანას. გზაში კი… რაც „კურთხევები“ მიდის მისკენ “ღმერთო შემინდე”. პარკინგზე აჩერებს მანქანას ბატონი თემური. ბექას იქვე ვხედავ,მანქანიდან გადმოსულა და სიგარეტს ეწევა. ჩვენს დანახვაზე,ჩვენსკენ მოდის და კარს მიღებს. “ჰმ,არსად დაკარგო ეს გალანტურობა.დებილო” ისევ ხელს მიშვერს,რომ გადმოსვლაში დამეხმაროს. “ ახლა მიგაკლავ და აქვე მტკვარში გადაგისვრი” _ ვემუქრები გულში. ისე კი ვუღიმი და გულითად მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. ყველა ერთად იყრის თავს რესტორნის ეზოში.ბატონი გოგა - გიგა მიახლოვდება,მიღიმის ისევ ისე მაცდურად და მათვალიერებს ახლა უფრო თამამად. _ ხომ არ მოიწყინეთ მგზავრობის დროს? _ იცინის და ვითომ იუმორით უფრო ახლოს იწევა ჩემთან ,ყურთან ვგრძნობ მის სუნთქვას და მძაგს… _ თემური ცოტა მოსაწყენი ტიპია და…_იცინის. “თქვენ ამაზრზენი” ვფიქრობ,ვგრძნობ როგორ ვბრიცავ ტუჩებს ზიზღისგან. თვალს ვარიდებ,სხვა მხარეს ვიყურები და ბექას მზერას ვაწყდები. სახეზე მიმიკას ვასწორებ. “ რა უხერხულია…ნეტა ძალიან ვიჯღანებოდი?!. ჯანდაბა შენ გოგა-გიგა. უკვე დაჯღანულიც მნახა ახვლედიანმა…” კიბეზე ადიან ნელ-ნელა.კიბეს ვუახლოვდებით მე და გოგა-გიგა.მარცხნიდან მიდგას გვერდით.მის გვერდით ბატონი თემურია და რაღაცას ესაუბრება.ეს კი ცდილობს საგრძნობლად,ჩამოიშოროს რომ დამიმარტოხელოს. “რა მინდოდა,სად მოვდიოდი?! ამას რა მოიშორებს ახლა?! სულ შენი ბრალია ახვლედიანო,მე უარი უნდა მეთქვა და არ დამაცადე ლაპარაკი…” აქ ჩემი სინდისი მეძახის ქვევიდან “ ახვლედიანის კი არა შენი იმედის ბრალია,გეგონა ახვლედიანთან ერთად იქნებოდიო” მინდა ესეც მივაქვესკნელო სადმე,ჩემი სინდისი,მაგრამ მიზეზი არ მაქვს,რადგან მართალია… მოიცა,მოიცაა… ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტან ჩემო თავო… აი კიბის ბოლოში ბექა დგას და ისევ მკლავს მიწვდის. “ჰა ჰაა,მიიგდე ენა ჩემო სინდის- ნამუსიანო თავო” ხელს ვუყრი და კიბეზე ერთად ავდივართ. ჩემსკენ ოდნავ ხრის თავს,ძალიან ჩუმად მეჩურჩულება _ ეცადეთ,არ მომშორდეთ გვერდიდან,მაგიდასთან გვერდით დამიჯექით,თორემ გასაქანს არ მოგცემთ… ვხვდები ვისაც გულისხმობს… შეუმჩნევლად თავს ვუკრავ თანხმობის ნიშნად. გულში კი მიხარია. დარბაზში შევდივართ.კონკრეტული მაგიდისკენ იღებს გეზს ბექა და მეც მასთან ერთად მივემართები.ბატონი გოგაც ჩვენსკენ მოდის. დაბნეული უცებ მზერას ბექას ვაპყრობ.ის კი უემოციოდ არაფრისმთქმელი სახით მიყურებს. არ მიჭირს მიმიკების,აზრების და მანერებიდან ამოცნობა ადამიანის სურვილების და ფიქრების,მაგრამ ეს არ ვიცი…რაღაც სხვა კლასტერია… ვერ ვხვდები მის ემოციებს… _ აქ ვჯდებით? _ ამბობს ბატონი გოგა. _ დიახ,ჩვენ კი. _ პასუხობს მშვიდად ბექა. _ მეც თქვენ შემოგიერთდებით. “ღმერთო,ეს ვინ ყოფილა.მოუშორებელი ჭირი” ერთ მხარეს ბექა მიზის,მეორე მხარეს ბატონი გოგა. ფილმებში რომ არის ადამიანს ცალ მხარეს ანგელოზი რომ აზის და მეორე მხარეს დემონი,ზუსტად მასე ვარ. ჩემს ფიქრებზე ძალიან მეცინება და სიმწრით ვიჭერ ლოყის შიდა კედლებს კბილებით,რომ არ გამეცინოს. მაგიდასთან საუბარი ბიზნესს,მოდას,დღევანდელ დღეს ეხება. მე ნაკლებად ვერევი.საერთოდ შეცდომით მოვხვდი ამ გაუგებრობაშიც. მართლა უნდა ვაღიარო,რომ არა ახვლედიანების ვაჟი,მაშინვე უარს ვიტყოდი და სახლში ან გოგოებთან ვიჯდებოდი ახლა. _ უკაცრავად._ ადგომას ვაპირებ.ბექა მაშინვე დგება ჩემს სკამს წევს,ადგილს მაძლევს თავისუფლად ავდგე. _მადლობ._ ვუღიმი და საპირფარეშოსკენ გავდივარ. “ღმერთო ეს ბიჭი საიდან ჩამოაგდე ამ ქვეყანაში?! ან სად გაიარა ეს სამეფო ეტიკეტის კურსები?!” სარკეში ვათვალიერებ ჩემს თავს. არა,ლამაზი ვარ…უბრალოდ ძალიან მკვეთრი სასცენო მაკიაჟი მაქვს და არ მომწონს.ახლა ამას ვერ მოვიშორებ,სულ “ამიტალახდება” სახე… რომ მცოდნოდა ასეთ საღამოზე მოვხვდებოდის,ცოტა სხვა ლუქსაც ავარჩევდი… ნუ რაც არის ეს არის… გამოვდივარ და ვიწრო დერეფანია მამაკაცების და ქალების საპირფარეშოს შორის.სანამ გავივლი,დარბაზის მხრიდან ბატონი გოგა შემოვიდა. _ აქ ხარ ძვირფასო შენც? სახე მეყინება.ოდნავ იღიმის გვერდს მიქცევს და კარს უკან უჩინარდება. მაგიდასათან ჩემს ადგილს ვიკავებ. მზერა ცოტა დამეძაბა.ეს კაცი უკვე აშკარად არ ერიდება საზღვრების დარღვევას. ძალიან ცუდ ტონად ჩამეთვლება თუ ასე ნაადრევად დავტოვებ სუფრას,არადა უკვე ერთი სული მაქვს გავერიდო აქაურობას,უფრო სწორად ბატონ გოგას. “ოჰ,ძაღლი ახსენეო” დაბრუნდა და გვერდით მიჯდება.ვითომ შემთხვევით ჩემს მოშიშვლებულ მხარეს ეხება და ამატებს _ უკაცრავად. მსუბუქად თავს ვუკრავ.არც ვუღიმი არც ველაპარაკები. დარბაზში სასიამოვნო ჰანგები იშლება.აქა-იქ მაგიდებიდან წყვილები დგებიან და ცეკვავენ. _ ცეკვას ხომ არ ინებებდი? _ მეკითხება ბატონი გოგა. _ არა,მადლობ. _ რატომ,ახალგაზრდა გოგოს შენ ვერავინ უნდა გასწრებდეს…_ მიღიმის. _ თან რა გოგოს… _ მაცდურად მათვალიერებს. _ დავიღალე,ფეხები მტკივა._ ვამბობ და ენაზე კბენა უკვე გვიანია.მაცდური ღიმილი ურბენს სახეზე. _ უი,რას მეუბნები,_ მზერა ფეხებზე გადააქვს მაგიდის ქვეშ,თუმცა გადასაფარებელი ფარავს,რას დაინახავს. ძალიანაც კარგი მიხარია,იმედი რომ გაუცრუვდება… ოჰ,თუმცა აქეთ მტოვებს იმედ გაცრუებულს.ხელს აცურებს ჩემს ფეხზე და ჩემს შიშველ კანს ეხება. მოულოდნელობისგან ვხტები. ბექას არ ეპარება ჩემი რეაქცია.გაჭირვებით ვყლაპავ ნერწყვს და გაოგნებული სახით გავხედე გოგას. ვგრძნობ ბექაც ამჩნევს ყველაფერს და ხედავს როგორ ცდილობს გოგა შეუმჩნევლად გაწიოს ხელი,თუმცა არ გამოსდის. არც კი ვიცი რა ვქნა,მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. თაყვანისმცემლების მართლა უშრეტი რაოდენობა მყავდა სკოლიდან და მერეც,მაგრამ ასეთი რამ არასდროს მომხდარა… _ უკაცრავად,მე დაგტოვებთ._ სკამს ხმაურით ვწევ. გოგაც ცდილობს წამოდგეს და ლამის იქვე გონება დავკარგო,რომ ბექა დგება და მეუბნება. _ წაგიყვან. _ კარგი._ აქ თავის ფასებას ნამდვილად არ დავიწყებ,ჯერ რომ გოგას გამო და მერე თან ვინ მთავაზობს წაყვანას “ჩემი ოცნების ბიჭი” *** ამჯერად თავის მანქანაში მსვამს. რა თქმა უნდა, მის კურსებს გალანტურობაზე არ ჩაუვლია უკვალოდ ისევ კარს მიღებს. გზაში ხმას არ იღებს. “ღმერთო, ცოტა არ იყოს და უჟმურია…” ვფიქრობ ჩემთვის. ან ბავშვად აღმიქვამს… მაგრამ სულ რაღაც შვიდი წლით და რვა თვით არის ჩემზე დიდი. მისი დაბადების საათი არ ვიცი, თორემ დანარჩენი ყველაფერი ვიცი. მეც უდარდელად ვზივარ. მხოლოდ მისამართი ვუკარნახე და ამის შემდეგ ჩუმად ვმგზავრობთ. _ რამდენი წლის ხარ?_ მეკითხება მოულოდნელად. _ ოცდაორის… რა არის? _ იცი რამდენი წლის არის გოგა? _ არა… და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს... თუმცა დაახლოებით მამაჩემის ასაკის იქნება. _ რატომ მოითმინე? “ღმერთო, რა კითხვები აქვს ამ ბიჭს?!” _ რა მექნა? წამით ჩემსკენ აბრუნებს თავს და გაოცებულ თვალებს მაპყრობს. _ ეგ აღარ თქვა…_ მკლავზე კუნთები ეჭიმება._ ახლაც კი ხელები მექავება… შენ რომ ერთი სიტყვა მაინც გეთქვა…_ დანანებით აქნევს თავს._ ასე არ უნდა შერჩეთ… უსინდისოა. _ თავიდანვე არ მომეწონა მისი მზერა… არც ვაპირებდი ვახშამზე წამოსვლას._ ვეუბნები._ უბრალოდ, მადლობა გადავუხადე შემოთავაზებისთვის და უარი უნდა მეთქვა… _ მაშინ რატომ წამოხვედი? “რა უტაქტოა… ნერვებს მიშლის ეს ბიჭი.” თვალებს ვატრიალებ. “ახლა იმას ხომ არ ვეტყვი — ბავშვობიდან გქრაშავ და შენს გამო წამოვედითქო?” _ რავიცი…_ მხრებს ვიჩეჩავ. _ კაი, არაუშავს… მთავარია, ცუდი არაფერი მოხდა. _ ცუდი რა უნდა მომხდარიყო? _ შენ გოგას არ იცნობ… მოერიდე აწი._ ცოტა ჩუმად ამატებს:_ პედოფილი. _ კარგი… სახლთან ვჩერდებით. როგორც კი ვხვდები, რომ მანქანიდან გადმოსვლას აპირებს, ვასწრებ თვითონ ვაღებ კარს. _ მეც შემიძლია, მადლობა. ცოტა გაოცებული მიყურებს, მერე ეღიმება. _ “მის საქართველო” ხომ? _ კიი…_ ვპასუხობ და უკვე ვხვდები, საით მიჰყავს საუბარი. _ გასაგებია…_ ტუჩის კუთხე ოდნავ უტყდება._ ანუ ოფიციალურად უნდა მეთქვა ნება მომეცით, ქალბატონო… მაგრამ ვიფიქრე, ტიტულს მომსახურებაც მოყვებოდა… თვალებს ვავიწროვებ, ღიმილს ვერ ვმალავ. _ სამწუხაროდ, ეგ პაკეტში არ შედის._ მშვიდად ვპასუხობ._ თუმცა ზოგჯერ თავად ვარჩევ, ვის დავუთმო ეგ პატივი. მის მზერაში ინტერესი კრთება. _ ანუ შერჩევით მუშაობ…_ დაბალი ხმით ამბობს._ საინტერესოა. _ კარგი, მადლობა მოყვანისთვის… ბებერი პედოფილისგან რომ მიხსენი, მაგისთვისაც._ მეღიმება. უცებ აბრუნებს თავს ჩემსკენ. აშკარად არ ელოდა, თუ გავიგე. მხოლოდ ეცინება. არაფერს ამბობს. _ კარგად._ მემშვიდობება. *** ფაქტობრივად მთვრალი ავდივარ სახლში.სასწრაფოდ ჩათი ამოვქოქე სადაქალოს: “ სად ხართ ქალებოო??🌪️🌪️” უცებ აქტიურდებიან თაკო და ნია. თაკო: “ ოჰ,რა დღეში ხარ,მე შენ უენერგიო მეგონე” ნიაკო: “ რა ქარიშხალი დაატრიალე?” ნუკი: “ხომ ზიხართ??? 😂” თაკო: “ ვწევართ,გამოუშვი 😂😂” ნუკი: “ ამდენს ვერ დავწერ ვოისს ჩავწერ” ვლაქლაქებ დაუსრულებლად და ვგზავნი. თან სმს ვაყოლებ: “ამაჩქარეთ,თორემ დაგეძინებათ,ტკბილი ზღაპარივით არის 😂😂” თაკო: “ვაიმეეეეეეე 😂😂😂😂” “შენს ადგილას რომ ვიყო,უკვე ქორწილის თარიღს ჩავიშნავდი 😌💍” ნიაკო: “დავიღუპეთ… დაბრუნდა ეს თავისი ახვლედიანების ვაჟით 😂😂” “ესე იგი რეალში კიდე უფრო მოგეწონა?? ღმერთოოო 😭” თაკო: “მომისმინე ახლა ყურადღებით — კაცმა გითხრა ‘მომსახურება მოყვებაო’ და შენ კიდე უპასუხე ‘შერჩევით ვმუშაობო’???” “ვინ ხარ ქალო შენ 😭🔥” ნიაკო: “და ის ‘პედოფილი’ რომ დაუბრუნეეე 😂😂😂😂” “მოვკვდი მაგ ადგილზე 😂😂😂” თაკო: “არა,არა… ეს კაცი დაინტერესდა. 😏” ნიაკო: “პლუს… დაგიცვა. ეგეთი ტიპები თუ ვინმეს იცავენ,მერე ბოლომდე მიდიან 😉” თაკო: “შენ კიდე ვითომ ‘რავიცი’ 😂😂😂” “ათი წელი ქრაშავ და ახლა ‘რავიცი’ 😂” ნიაკო: “მოკლედ… ოფიციალურად ვაცხადებთ დაიწყო.” თაკო: “დაიწყო კი არა, უკვე შუაში ხარ,უბრალოდ ვერ ხვდები 😂🔥” ვაცდი დაიცალონ ემოციისგან და ახლა ვერთვები. ნუკი: “დაეშვით ქალებოო,არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილაა 😭😭” თაკო: “არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილააა??? 😭😭😭” ქალო,შენი 10 წლის ქრაში დაგელაპარაკა და ‘არაფერი’???” ნიაკო: “მერე რატომ წერ ქარიშხლებს?? 🌪️🌪️😂” თაკო: “‘შერჩევით ვმუშაობო’ უთხარი კაცს და ახლა არაფერიოო 😭🔥 ვინ ხარ საერთოდ 😂 ნუკი,მოდი რეალობაში დავბრუნდეთ… კაცი დაინტერესდა. დასრულდა.” ნიაკო: “+ დაგიცვა კიდე იმ სგან.” “ეს უკვე სხვა დონეა 😏” თაკო: “მოკლედ შენ რასაც არ აღიარებ,ჩვენ ვაღიარებთ შენს მაგივრად.” ნიაკო: “დასკვნა: დაიწყო 😌🔥” ნუკი: გაკლიათ,ორივეს მაგრად😂😂 მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხართ. ვიძინებ ახლა,მაგრად დავიღალე. *** მეორე დილით,თვალებს ვახელ და ტელეფონს დავყურებ.ვოცაპში შეტყობინება მხვდება.ვხსნი და ღმერთოო,არ არსებობს… ზუკას მოუხერხებია და ჩვენთვის ერთად ფოტო გადაუღია…ვაიმე არ მჯერაა… სასწრაფოდ ვტვირთავ ტელეფონში ფოტოს და გოგოებს ვუგდებ ჩათში. ამ ფოტოს დავბეჭდავ აუცილებლად და ჩემს კედელს დაამშვენებს… გგონიათ, რაღაც მოხდა შემდეგ დღეს? ან მის შემდეგ? არა… არაფერი, უკვალოდ გაქრა, თითქოს არც გამოჩენილა. მის გამოჩენამ იმედი ჩამისახა? არა… მაგრამ რაღაც გამოაცოცხლა… ალბათ ცოტაოდენი იმედიც იყო, მაგრამ იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი და იმდენად უცაბედად დასრულდა, რომ არა ზუკას მიერ გადაღებული ფოტო, სიზმრად მეგონებოდა ყველაფერი. ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს ჩემი ცხოვრება.უკვე დავივიწყე მომხდარიც.ასე გადის დაახლოებით ერთი თვე. გადაღება გვქონდა სტუდიური.ზუკამ გადამიღო.დღის ბოლოს ფოტოებს ამუშავებს ზუკა,მეც იქვე ვზივარ და თან ვსაუბრობთ. _ წამო,დღეს ბარში.ნინი და მე მივდივართ… _ და მურმანის ეკალი ვიყო? _ ვინმე წამოიყვანე._ დამცინის ზუკა._ ან იქ ააგდე,არ გაგიჭირდება… _ მოკეტე ზუკაა… _ მიდი,მიდი მართლა.გოგოებს უთხარი და წამოდით,კაი პონტია.ახალი გახსნილია,კაი სიტუაციაა,სანამ გაბანძდება წავიდეთ… _ ჰო,კაი დავურეკავ. გოგოები თანახმა არიან.სახლში გავდივარ.ვიცვამ კორსეტს,მაღალწელიან ჯინსს,ქუსლიან ფეხსაცმელს.მაკიაჟი უკვე მაქვს და მივდივართ. _ ვააუ,კაი სიტუაცია ჩანს. პირველივე წუთში აფასებს თაკო.მეც მომწონს,ნია უკან მოკაკუნობს. ბართან ვჯდებით და ვუკვეთავთ სასმელს. _ ზუკა და ნინი,სად არიან? _ არ იცი ნინის ამბავი? სანამ ეგ პრანჭვას დაასრულებს,ჩვენ კაი მთვრალები ვიქნებით და რომ გავალთ ეგენი მაშინ მოვლენ._ პასუხობს ნია. თაკო აქეთ-იქით თავს ატრიალებს. _ არ არსებობს… _ ხელზე მირტყამს ხელს. _ ახვლედიანების ვაჟი…აქაა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


