შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახდენილი ოცნება ( თავი 7)


დღეს, 12:27
ავტორი Tak.oo
ნანახია 56

მარტო ვარ…ვაძლევ თავს უფლებას ვიტირო.
ცხელი,მწველი ცრემლები მისერავს ლოყებს.
ვერ ვხვდები როდის შემოდის,უკნიდან მის ძლიერი მკლავები მეჭდობა წელზე.
თავს მხარზე მაბჯენს.
_ რა აკეთებ? მშვიდად კითხულობს.
ვცდილობ შეუმჩნევლად ცრემლები შევიმშრალო.
თავისკენ მატრიალებს.
_ მოეშვი მაგას…
მოულოდნელად ხელში ავყავარ.
ხმას არ ვიღებ.საძინებელში გამოვყავარ.საწოლზე მსვავს.თვითონ ჩემს წინ იმუხლება.
_ არ გაგიშვებ… _ მძიმედ,მაგრამ დამაჯერებლად იწყებს.
ჩემში ოდნავ შვება იბადება.
“ არც მე მინდა წასვლა,მაგრამ…
გთხოვ მითხარი ისეთი რამ,რომ ეს მაგრამ გადაფაროს ბექა…” ვფიქრობ,მაგრამ ხმას არ ვიღებ.
_ ვერ გაგიშვებ…ხალხის გამო არა,… უბრალოდ ვერ მოგატყუებ…ის რასაც ვგრძნობ…ჯერ სიყვარულს ვერ დავარქმევ… მაგრამ მაქვს გრძნობა… მომწონხარ,ლტოლვა მაქვს,მაგრამ მინდა ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდოს…
უცნაურად დაიწყო ჩვენი ამბავი,მაგრამ ვიცი ლამაზი დასასრული ექნება… დრო მივცეთ ერთმანეთს კარგი?
მის სიტყვებზე ვჩუმდები.
რამდენიმე წამი არაფერს ვამბობ.
უბრალოდ ვუყურებ.
ვუყურებ და ვცდილობ გავიგო ეს არის სიმართლე თუ უბრალოდ ლამაზად შეფუთული უარი.
გული ისევ მტკივა.
მაგრამ ამჯერად…
სულ ოდნავ ნაკლებად,ან უბრალოდ ვეჩვევი.
ღრმად ვსუნთქავ.
თავს ვუქნევ ნელა.
_ კარგი…_ ვამბობ ჩუმად._ იყოს დრო.
მის სახეზე შვებას ვხედავ,აშკარად ელოდა წინააღმდეგობას.
_ ერთი პირობა მაქვს._ ვამბობ.
ყურადღებით მისმენს.
_ ტყუილი არ მინდა._ ვაგრძელებ._ არც თამაში,რომ მომაჩვენებ თავს…
პაუზა.
_ თუ რამე შეიცვლება უნდა ვიცოდე.
მის თვალებში პატივისცემას ვხედავ.
_ კარგი.თანახმა ვარ._ ამბობს მოკლედ.
თავს ვუქნევ.
_ ახლა წადი,მარტო მინდა ყოფნა.
თვალებში მიყურებს რამდენიმე წამით.თითქოს რაღაცას წყვეტს ფიქრებში.მერე დგება,შუბლზე მკოცნის და გადის.
და იმ წამს ვხვდები მე დავრჩი
ნებაყოფლობით და მეორე შანსს ვაძლევ…
დიდი ალბათობაა იმის,რომ შეცდომას ვუშვებ.
ხელებს მუხლებზე ვიხვევ.
მშვიდად ვზივარ…გარედან.
შიგნით კი ნაწილებად ვიშლები.

***

უბრალოდ ვიცვამ პიჟამებს და ვწვები.
_ ეს რა სისულელეში გაყავი თავი ნუკი?! მთელი ცხოვრება ნაბიჯებს ვზომავდი ურთიერთობებში,ვაკონტროლებდი…
და მერე რა გავაკეთე?
ერთ დღეში დავუშვი ყველაზე სერიოზული შეცდომა.
“ _როდიდან გახდა შეცდომა?”
ჩემივე ხმა მპასუხობს.
ღრმად ვსუნთქავ.
“_ სანამ მართლა “შეცდომა” დაერქვა ამ ქორწინებას და ისეთ ჩიხში მოექცევით საიდანაც უვნებელი ვერ გამოხვალ…
გაანალიზე…
დაფიქრდი…
სად მიგიყვანს ყველაფრის ესე გაგრძელება?!.
გინდა თუ არა ის შედეგი,რაც მოჰყვება ამ ყველაფერს?..”
ამ ფიქრებში ჩამეძინა.


ღრუბლიანი დილაა. ნელა ვახელ თვალებს.სიმძიმეს ვგრძნობ თვალებში.ისეთი თითქოს მთელი ღამეა არ მძინებია.
არასდროს არ მქონია ამდენი დარდი და ნეგატიური ფიქრი.
ვდგები უჩუმრად.
თითქოს აჩრდილად ვიქეცი,ვინც ოთახიდან ოთახში დადის.
დაბნეული ვარ და ვერ ვხვდები რა გზას დავადგე…
ვის ვუთხრა ჩემი ფიქრები?
ვინ შეძლებს ჩემს დახმარებას?
თითქოს ჰაერი არ მყოფნის…
შხაპს ვიღებ.წყალი ენერგიას მიზიარებს.
დაბლა ჩავდივარ.
არსაიდან ხმა არ ისმის.ალბათ ისევ სძინავს.
სამზარეულოში გავდივარ.ყავის აპარატს ვრთავ,სანამ მომზადდება.
ბარს ვეყრდნობი და ისევ ჩემი ფიქრები მეძალება…
“ არა,ასე ვერ გავძლებ,უნდა გავიდე სადმე…”
ყავის აპარატისკენ ვტრიალდები,რომ კარში ბექას ვამჩნევ.
_ რას ფიქრობდი? _ მიღიმის._ დილამშვიდობის.
_ დილამშვიდობის. _ ვპასუხობ მშვიდად._ დალევ?
_ თუ არ შეწუხდება ჩემი მეუღლე,კი.
ვეღარ ვხვდები სად ირონიაა და სად იუმორი.
თუმცა ბედის ირონია რომ არის ეს ყველაფერი ვიცი.
მეორე ფინჯან ყავას ვამზადებ მისთვის.
ბართან ჯდება.
_ არ მიპასუხე… _ დაკვირვებით მიმზერს._ რას ფიქრობდი?
_ დღეს გასვლა მინდა სადმე…
_ და ფიქრობდი სად? _ თითებს ბარის ზედაპირზე ათამაშებს.
_ ჰო.
_ როგორ განწყობაზე ხარ მის მიხედვით ავარჩიოთ…
_ ბექა… მარტო მინდა.
მის სახეზე გამომეტყველება სწრაფად იცვლება.ეწყინა
_თუ არ გეწყინება…_ სწრაფად ვამატებ,მაგრამ ეწყინა.
არ მპასუხობს მაშინვე.
რამდენიმე წამი სიჩუმეა.
_ კარგი.
პაუზა.
ყავას ვუდგამ წინ და მეც მის წინ ვჯდები.
_ მეგონა გუშინ გავარკვიეთ ყველაფერი…
ამბობს მშვიდად.
_ ვერ ვერევი თავს…
ყავას სვამს და ქვევიდან მაპყრობს მზერას.
_ რასთან დაკავშირებით?
_ იცი…
_ მინდა შენ მითხრა…
_ არ მომწონს ეს საუბარი.
_ თუ ასე გავექცევით ერთმანეთს კარგს არაფერს მივიღებთ…
_ გეთანხმები,მაგრამ მე არ გავრბივარ…
_ არც მე._ მპასუხობს მშვიდად.
“ჰმ…პირველ ღამესვე გაიქეცი…და ყოველ ღამე გარბიხარ მის მერე…როგორ მაბნევ ბექა…”
მაგრამ არა ამას არ ვეტყვი.
_ კარგი არ წავალ არსად.
_ მე ეგ არ მითქვამს.
_ რა გინდა ბექა?! შენ თვითონ თუ მაინც იცი რა გინდა?!
_ ვიცი,მაგრამ შენ არ გინდა გაგება…
_ ოჰ…_ მოულოდნელობისგან მეცინება._ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა მაგარია…
_ არასდროს შევუშინებივარ პასუხისმგებლობას და არც არავისზე გადამიტანია.ამ შემთხვევაში კი რეალობას გეუბნები…
_ კი,მახსოვს.ერთხელ უკვე მითხარი რომ რეალისტი ხარ…
_ შენ ბევრი რამ არ იცი ჩემზე,ისევე როგორც მე შენზე ნუკი…
_ იმაზე მეტი ვიცი,ვიდრე წარმოგიდგენია…_ ვამბობ დაუფიქრებლად.
ეღიმება.
_ ჰო…მესმის,მაგრამ… ინტერვიუსთვის ადამიანი წინასწარ ემზადება…ყოველდღიურობა სხვაა…
“მიხვდა…ნუ ჭკვიანი ხარ,ვერ დაგიკარგავ ახვლედიანების ვაჟო…”
ფინჯანს ნიჟარაში ვდებ.
_ უკაცრავად.დაგტოვებ.
ასე უცერემონიოდ ვტოვებ და ოთახში ვბრუნდები.

საშინლად ღრუბლიანი დღეა.არაფრის სურვილი მაქვს.რა გავაკეთო?
არც ვინმეს ნახვა მინდა…
არც საუბრები…
დეპრესია მიპყრობს მგონი.
გავდივარ საძინებლიდან გარდერობში,მერე ისევ საძინებელში.
პერიმეტრს არ ვცდები.
ვათვალიერებ მის პერანგებს.უნებლიედ იარლიყებს ვუყურებ.
_ოჰ,გემოვნება ჰქონია…
ისევ ოთახში გამოვდივარ.ასე უაზროდ გამყავს დრო.ხან ვსქროლავ,ხან ვწევარ…

საღამოს დაბლიდან ხმა ისმის.
ალბათ მობილურზე საუბრობს…
არაა,ვიღაც არის…
კარს ოდნავ ვაღებ.
_ რა გჭირს შე ჩემა?_ ლაშას ხმაა.
_ არაფერი,რა მჭირს.
_ რავიცი…შენ უნდა თქვა ეგ ჩამოგტირის ცხვირ- პირი.
_ დაახვიე…
_ ნუკი სად არის?
_ ოთახში…
პაუზა აქვთ.
_ იჩხუბეთ?
_ არ ვიცი.
_ ნანობ?
სხეული ერთიანად მეჭიმება…წამებში იყინება ჩემში ყველა უჯრედი.,რას უპასუხებს?..
_ არა ჯერ-ჯერობით არა_ იცინის.
_ აბა რა გჭირს?
_ არ ვიცი,მგონია რომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს რაღაც საკითხში…მოწყენილია…საკუთარ თავზე ვბრაზდები…
_ გინდა თაკოს დავურეკო? ნია და თაკო მოვლენ და გაერთობა…
_ არ ვიცი… მის გარეშე რა გიპასუხო?
_ შენ ხომ არ დაქლიავდი?მეგობრები არიან…
_ შენ როდიდან ხარ თაკოსთან მაგ ურთიერთობაში,რომ შენ დარეკილზე გამოვარდეს აქ…
_ შენ რა გინდა? _ იცინის ლაშა._ შენსავით ერთ დღეში ხომ არ მომყავს ცოლად,ვმესიჯობთ მაინც…
_ ეე,მოკეტე ახლა…_ ხმით უბღვერს.
მეღიმება მათ საუბარზე.კარს ისევ ჩუმად ვხურავ და საწოლზე ვწვები…


საშინელი ამინდია,ისეთი შავი ღრუბელია,კარგ წვიმას გვიქადის.
როგორ ვერ ვიტან ჭექა-ქუხილს,ვერ ვიტან ის სიტყვა არაა.
მეშინია.ამხელა გოგო ვარ და დედასთან და მამასათან ვწვები როცა ასეთი ამინდია.
საბედნიეროდ ახლა მხოლოდ ღრუბელია და ჭექა-ქუხილი არ ახლავს თან.
მაგრამ გვიან ღამით იწყება და ისეთი ხმებია,მეორე მსოფლიო ომის დროს თუ იქნებოდა.
ხან ბალიში დავიფარე თავზე,ხან ტელეფონში მუსიკა ჩავრთე,მაგრამ ვერ დავფარე ეს ხმა და შიში ჩემში.
შუქი ავანთე ოთახში და მუსიკას ვყვები.ყურებზე ხელი მაქვს მიფარებული.
სწორედ ამ დროს სადღაც ახლოს ნამდვილად მეხი გავარდა…
_ აააა… თავს ვერ ვიკავებ და უნებლიედ ვყვირი.
ბექა შემორბის ოთახში.ტანს ზევით შიშველი.
_ რა მოხდა?
საკუთარ თავზე თან მეცინება და თან მეტირება…
_ ნუკი… რა მოხდა?
_ მეშინია…_ ტირილნარევი ხმით ვეუბნები,თან მრცხვენია.
_ რისი?.. ჭექა- ქუხილის ხმა გაშინებს?_ ეღიმება.
თავს ვუქნევს საწყალი კნუტივით.
ეცინება,თუმცა ვატყობ თავს იკავებს.
მოდის გვერდით მიჯდება და გულზე მიკრავს.
_ მოდი ჩემთან._ ვგრძნობ როგორ უთამაშებს მკერდი,სიცილისგან.
_ ნუ დამცინიი… _ ვბწკენ გვერდზე.
_ მაპატიე…_ მაინც არ წყვეტს სიცილს.
_ ბექა გაგაგდებ._ ვაფრთხილებ,თუმცა სად ვარ გამგდები.ჯერ ისევ ვკანკალებ.
_ ეჭვი მეპარება._ დამცინის.
_ დამიჯერე გაგაგდებ… როგორც კი წვიმა დასრულდება.
ამაზე გულიანად ხმამაღლა იცინის.
როგორ მომწონს მისი ხმა.
საწოლზე ნახევრად მწოლიარე პოზაში ჯდება,ჩემს გვერდით.
ნელ-ნელა ჩემსკენ იწევა.მეხუმრება,ვსაუბრობთ…
მის შიშველ მკერდზე ნახევრად მიყრდნობილი ვარ.ვსქროლავ,მოდის სიაახლეებს ვეცნობი.
_ ნუკი…
თავს არც ვატრიალებ ისე ვცემ პასუხს
_ ჰოუ…
მარცხენა ხელი მოხვეული აქვს ჩემზე და შიშველ მკლავზე მეთამაშება.
_ რატომ გქონდა ჩემი სურათები გამოკრული? თან ზოგი ისეთი ძველი იყო,არც კი მახსოვდა…
წამით ვჩერდები.თავს ვატრიალებ და ვუყურებ.მოულოდნელად მეცინება.
_ ვერ გეტყვი…
_ კაი რაა…შენი ქმარი ვარ,რა გაქვს დასამალი?!
_ აუუ,ისე იძახი ხოლმე ქმარი ვარო,გეგონება ბაღიდან ერთად ვართ.
_ მე თუ არა,შენ ხომ მქრაშავ ბაღიდან…
ოო,ეს უკვე თავმოყვარეობაზე მირტყამს და უკვე მე ვურტყავ ხელს მკერდზე.
_ ბაღიდან არა,12 წლიდან._ ვიცინივარ.
_ ოჰოო,მომწონს ეს აღიარება,გააგრძელე…
_ რა დიდი ეგო გაქვს._ თავს ვაქნევ და დავცინივარ.
_ ხოდა უფრო ამიმაღლე…ჰე,გელოდები…
ორივეს გვეცინება.
_ შენი ფოტო იყო ჟურნალის გარეკანზე…_ ვიწყებ მოყოლას,ვჩერდები._ შენი ეგოს ამაღლებაზე ვიყო კონცენტრირებული თუ რეალობა ვთქვა?
თავი ოდნავ შევატრიალე და ავხედე.მიღიტინებს მსუბუქად.
_ მერე?
_ ხოდა თქვენო აღმატებულებავ _ ფხუკუნებს,მაგრამ არ მაწყვეტინებს._შევნიშნე ფოტო და ფრიად მოხიბლული დავრჩი.
_ ეჭვი არ მეპარება…
მსუბუქად ხელს ვუბიძგებ გვერდში და ვაგრძელებ.
_ ლენკას ვეუბნები ვინ არის ეს ბიჭითქო და ახვლედიანების ვაჟიო…ხოდა თავიდან გვარი დაგიწუნე.
_ ჰმ…
_ მერე მეთქი მეც მინდა ასე გარეკანზე რომ აღმოვჩნდეთქო ჟურნალის.ხოდა იცი რა მიპასუხა?! _ მეცინება.
თავს აქნევს.
_ ან უნდა გაიხადო ან ბევრი ფული უნდა გქონდესო…
ბექა იცინის.
_ საბოლოოდ შრომა დამჭირდა იმისთვის,რომ ჩემი ფოტოებიც დაბეჭდილიყო.
_ ანუ შენი სამიზნე ვიყავი და გამაბი ხომ?_ თვალებს ავიწროებს.
_ არა,ჩემი მიზანი ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა იყო.
_ და მე?..
_ შენ მოტივატორი…
_ აჰა, ანუ ოფიციალურად ვარ შენი „შთაგონება“? — თვალებს ავიწროებს, მაგრამ ღიმილს ვერ მალავს.
_ ნუ, არ გაგიტყდეს, მაგრამ მაშინ ჟურნალის გარეკანზე უფრო მიზიდავდა.
_ ახლა რას მიწუნებ? _ ვითომ წყინს და უკადრისობს.
_ ეგოს.
_ ძალიან ამოიჩემე შენ ჩემი ეგო.
მხრებს ვიჩეჩავ.
_ არა უბრალოდ სუსტი წერტილი გიპოვე._ ირონიულად ვიცინივარ.
_ ერთი ამას დამიხედეთ._ ამბობს და მიღუტუნებს ორივე ხელით გვერდებში.
_ აა…_ ვიგრიხები ერთიანად,მეცინება,ის კი არ ჩერდება,ზევიდან მექცევა და განაგრძობს ღიტინს.
_ აა…ა… გაჩე… ვსო…
ჩერდება და ზევიდან დამყურებს.
_ კიდე დამელაპარაკები მასეთი ტონით?_ წარბებს ზიდავს.
_ კი._ არ ვტყდები ჯიუტად.
კიდე მიღიტინებს.
_ მორჩიიი…
ჩერდება და ისევ პირვანდელ პოზას იღებს. მის წინ ბუდას პოზიციაში ვჯდები საწოლზე და მზერას არ ვაშორებ.
_ რა გინდა?_ ღიმილით მეკითხება.
_ შენ როდის შემემჩნიე?
_ კაბა რომ მოირგე მაშინ… მერე ჩვენებებზე… მერე ბიძია- ბაბუასგან რომ გიხსენი…_ პაუზას აკეთებს._მაგ დღეს შენს რეაქციებზე ვხალისობდი…
თვალებს ვწკურავ.
_ სულ არ იყო სასაცილო.
_ გეთანხმები.
სიჩუმე.
_ ოჯახი…ასეთ ოჯახზე არ მგონია გეოცნება…
_როგორზე?_ თვალებში ეშმაკუნები დაუხტის.
_ როგორიც ჩვენ გვაქვს… ჯერ ვერ აღვიქვამ,აქედან დავიწყოთ,მერე ძალიან სპონტანურად დაიწყო და განვითარდა ყველაფერი…
_ ჰო…_ ეღიმება._ მაგრამ,ეს არ გამორიცხავს იმას რომ შეიძლება ჩვენმა სპონტანურად შექმნილმა ოჯახმა “ აჯობოს” დიდი ხნის სიყვარულით შექმნილ ოჯახს.
გამომეტყველება ეცვლება,უფრო სერიოზული ხდება.
_ მხოლოდ ნამცხვრები ცხვება რეცეფტით._ იღიმის._ სიცოცხლეს უხდება სპონტანურობა,ამ დროს მეტი ექშენია დამიჯერე…
_ რამდენიმე დღის უკან დაგიჯერე ისედაც…_ ვიცინი.
_ ჰო._ მაცდურად უტყდება ტუჩის კუთხე.ხელს იწვდენს ჩემსკენ,ისევ მიხუტებს.

წვიმა არ წყდება.ღამის სამი საათია. ისევ ელავს და ქუხს…
_ კარგი,წადი დაიძინე…_ ვეუბნები მე.
_ შეიძლება დღეს რომ შენთან დავრჩე?
“ სულ მინდა რომ დარჩე,მაგრამ არ რჩები დამპალო…”
_ არ მინდა შეწუხდე,წადი…დავიძინებ.
_ არ ვწუხდები და თან ჩემს ოთახში მინდა…
“ ჰო,ოთახიც მონატრებია… ახლა ხომ არის ღირსი ოთახის გაცვლა შევთავაზო…”
_ და კიდევ…უფრო სწორად ჩემს ცოლთან მინდა… თუ ნებას მომცემს…
თავს ვწევ მისი მკერდიდან,ტელეფონის სქროლას ვწყვეტ და ვუყურებ.
_ კარგი,მაგრამ მე მარცხნივ ვწვები.
ეღიმება.
_ არ ვარ წინააღმდეგი… ისედაც საწოლის მარჯვენა მხარე მეკავა ხოლმე…
ისევ იცინის.

ვწვებით,საგულდაგულოდ ვეხვევი პლედში,რომ მისი შიშველი ტორსი,უკვე ყურადღებას მიფანტავს.
ეცინება,მაგრამ თავს იკავებს.
ზურგიდან მეხუტება,ხელს მხვევს.
_ არ არის საჭირო…_ ეს ისე თავს ვიფასებ მაინც,თან მეღიმება.
_ აა კაი…_ უკან მიაქვს ხელი.
თავს ვატრიალებ მისკენ და ისეთ მზერას ვისვრი,რომ ხვდება თუ ხელს არ დააბრუნებს,ჩემში მკვლელი გაიღვიძებს.
ფხუკუნებს და ისევ მხვევს ხელს,ოღონდ ამჯერად უფრო მაკრავს მის მკერდს.
პირველად ვიძინებ მშვიდად რაც ამ სახლში ვარ.

ნათელი,მზიანი დილა თენდება.მზის სხივები იჭრება ფარდებს შორის და თვალებში მაჭყიტებს.
ზანტად ვახელ თვალებს.მეზარება გაღვიძება…
სუნთქვას ვგრძნობ,აქ სხვაც არის…მერე მახსენდება ღამე…ჩემთან დარჩა.
მეღიმება ბედნიერს.
ფრთხილად ვტრიალდები მისკენ.
ერთი ხელი ბალიშის ქვეშ უდევს,მეორე ჩემსკენ აქვს…თუმცა მე შორს ვარ.
ტელეფონს ვიღებ და ჩუმად ვუღებ.
საყვარელია და თან სექსუალურია.

მუცელზე ვწვები,ხელზე ვაყრდნობ ნიკაპს და გაღიმებული ვუყურებ.სულ მავიწყდება წინა დღეების კამათი.
მისი თვალები…წარბები მუქი,გაბრაზების დროს რომ კრავს…მისი გაბუსხული რბილი ტუჩები,საკოცნელად მიწვევს…
ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ…ჩემს თავზე მეღიმება.
მოულოდნელად თვალებს ახელს,ეღიმება და იდეალურად ჩაწყობილ კბილებს აჩენს და უარესად მიწვევს საკოცნელად…
სახეზე ხელს მისვამს.
_ მომწონს შენთან ერთად დაწყებული დილა._ ძილისგან ჩახლეჩილი ხმით მეუბნება.
_ შენ ღამე უნდა ნახო…_ ვეუბნები და გვიან ვხვდები რა სისულელე წამოვროშე.
იცინის…
_ მაგასაც გამოვცდი._ თვალს მიკრავს.
ლოყები მიწითლდება.
ამაზე უხმოდ იცინის,ხელს მხვევს და გულში მიკრავს.
მეც ვინაბები მის ძლიერ მკლავებში.
რამდენიმე წამი და ტელეფონი რეკავს.
ცალ ხელს მაშორებს და მობილურს იღებს ტუმბოდან.
_ დილამშვიდობის დე…
_ რაღა დროს დილაა,_ მაიკოს მხიარული ხმა მესმის მობილურში.
ბექა ტელეფონს იშორებს ყურიდან და საათს დაყურებს.თვალებს ცოტა აფართოებს.
_ ჰო,ნუ მთლად დილაც არ ჰქვია…
_ ნუკი,სად მყავს? ნომრის ჩაწერა დამავიწყდა,პირდაპირ მისთვის რომ დამერეკა.
_ აქ არის, გადავცემ ტელეფონს.
მაიკოს ვესალმები და მეუბნება წავიდეთ იმ სივრცის სანახავად სადაც ქორწილის გადახდა იგეგმება.
ვთანხმდებით,რომ ერთ საათში გავუვლით მე და ბექა და ვემშვიდობები.

აბაზანაში შევდივარ,გამოსულს ბექა ისევ საწოლში მხვდება.
_ შენ არ აპირებ წამოსვლას? გეყო სქროლვა.
_ კი,უბრალოდ გელოდებოდი… მართლა,შენ რატომ არ დებ…_ ჩუმდება
_ რას? _ სანამ სიტყვას ვასრულებ ვხვდები… _ მომნიშნე შენს პოსტზე.
თვალებს ავიწროებს.
_ ჰოო?
_ ჰო… _ ვუღიმი.
წარბებს ზიდავს.
_ ახლავე.
რაღაც გალღვა…
რაღაც დაიძრა…
რაღაც კარგის მომასწავებელი…


ახალი ტალღა დაიძრა სოციალურ ქსელებში,ავტომატურად ჩემი ტელეფონი არ ჩერდება.სანამ მშობლებთან გავედით.ზარიდან ზარზე გადავდიოდი.
_ მაპატიე._ როგორც კი ზარები შეწყდა ბექას ვეუბნები.
_ არაუშავს.ასე ჯობია.
მაიკოსთან ერთად მივდივართ ლოკაციაზე,მთელი დღე დავდივართ.ხან რას ვნახულობთ,ხან რას.
საღამოს მაიკო მიგვყვავს სახლში.
_ რა სასიამოვნო დაღლილობა მაქვს._ ამბობს ბედნიერი სახით.
_ ნამდვილად.სასიამოვნო დღე იყო._ ვუღიმი,მადლობას ვუხდი და ვემშვიდობები.
მანქანას აბრუნებს ბექა.
_ გინდა შენს მშობლებს ვესტუმროთ?
_ ახლა?
_ ჰო,რავიცი… თუ დაღლილი არ ხარ…
_ მინდა კი.
დედას ვურეკავ.ვიგებ რომ სახლში არიან და მივდივართ.

სახლში რომ მივდივართ, კარს მამა გვიღებს. ბექას რომ ხედავს, უკვე სხვანაირად უღიმის უფრო ახლობლურად.
_ მოდით, მოდით…დედაშენი სამზარეულოშია, რაღაცას გიმზადებს.რომ უთხარი მოვდივარო._ იცინის მამა.
მეღიმება.
_ დედა,მაინც დედაა.
დედა რომ გვხედავს, ხელებს იმშრალებს და ეგრევე ჩემთან მოდის.
_ როგორ ხარ?_ მეკითხება მშვიდად.
_ კარგად ვარ, დე…_ ვუღიმი და ვხვდები, რომ მართლა ცოტა უკეთ ვარ.
_ ეგ კარგია._ მერე ბექასკენ ტრიალდება._ შენ როგორ ხარ?
_ კარგად ვარ, მადლობა…_ თავაზიანად პასუხობს._ ცოტა დავქანცეთ დღეს ნუკი.
_ ეტყობა…_ იღიმის დედა._ მაგრამ კარგი დაღლაა, სახეზე ეტყობა.
დივანზე ჯდებიან.
_ აბა, როგორ მიდის მზადება? უკვე გეგმავთ?
ბექა მშვიდად ეყრდნობა დივანს.
_ ნელ-ნელა ვალაგებთ… მამამ თქვა, ორგანიზებას მე მივხედავო, მაგრამ მაინც გვინდა, ჩვენც ვიყოთ ჩართული.
_ სწორია,_ თავს უქნევს მამა._ ბოლოს მაინც თქვენი დღეა.
_ და შენ?_ დედა ისევ ჩემკენ ტრიალდება._ ხომ არ გადაიღალე?
_ ცოტა…_ ვაღიარებ._ მაგრამ კარგი დღე იყო.
მამა იღიმის.
_ ეგ არის მთავარი… თუ იღლები და მაინც გინდა გაგრძელება სწორ გზაზე ხარ.
მის სიტყვებზე მეღიმება.
_ არ გშიათ?_ კითხულობს დედა.
_ არა,ვივახშმეთ,უკანა გზაზე,მაიკოსთან ერთად.
ცოტახანს ვჩერდებით და ვბრუნდებით სახლში.
ჩათში გოგოები იწერებიან.

ნია:
ქალებოოო 🚨🚨🚨
ოფიციალურად დავკარგეთ ნუკი 😭

თაკო:
😂😂😂 ახლა მიხვდი სანამ პოსტი არ დადო? ხომ ხედავ ეს დღეები არენაზე არ ჩანს 🤣🤣🤣

ნუკი:
ორივე გაჩუმდით 😐

ნია:
არა, შენ გაჩუმდი 😡
მონიშვნა გააკეთე და ჩვენ ჩათშიც არ გვწერ…

თაკო:
აი ზუსტად!
ინსტაში — 💍✨


ნუკი:
😂😂😂
არადა უბეჭდოდ ვმოძრაობ გეფიცებით

ნია:
სიძეს ორიანი 😂😂😂

თაკო:
ბექას კომენტარი ნახეთ?
“ჩემი ცოლი” 😏
მოვკვდი იქვე

ნუკი:
არ გამახსენოთ 😭

ნია:
რა არ გაგახსენოთ, ქალო
კაცი საჯაროდ გიწერს “ცოლი” და შენ აქ ტირიხარ?

ნუკი:
უცნაურიაა 🙈

ნია:
უცნაური კი არა, შენ ბავშვობიდან ოცნებობდი ამ ბიჭზე 😏
ახლა რომ რეალურად გაქვს ტვინი გებნევა

თაკო:
კლასიკური შემთხვევაა ნუკი ✔️
როცა არ ჰქონდა — უნდოდა
როცა აქვს — ფიქრობს

ნუკი:
მიყვარხართ ორივე 😍😍

ნია:
მეც მიყვარხარ

თაკო:
მეეც და ბექას არ ვაპატიებ შენი თავი რომ წაგვართვაა 😭😭😂

ნუკი:
მადლობაა 🤍
და ნუ ეჭვიანობ,მე მაინც თქვენი ვიქნები სულ

ნია:
ყოველთვის.

თაკო:
24/7

_ ვეჭვიანობ უკვე…_ მეუბნება ბექა.ჩემს ხელს იღებს და კოცნის.
_ ვსო,მოვრჩი. გოგოები იყვნენ…ისინი კიდე იწერებიან,რომ შენზე ეჭვიანობენ.
_ რა შუაში ვარ? დღეს ხარ ჩემთან,თორემ…
_ კაი,აღარ გვინდა ეგ ორი დღე…
_ მართალი ხარ…
მანქანას აჩერებს და ეზოში შევდივართ. _ _ დღეს მოწმენდილი ცაა.
_ ჰო._ ცაში ვიყურები.მხრებს ვიჩეჩავ.
_ ნეტა არ იწვიმებს?
_ რავიცი… რომელი მეტეოროლოგი მე ვარ?
კარს აღებს.სახლში შევდივართ.
_ მართლა ძალიან დავიღალე.ახლა ვიგრძენი… აბაზანაში შევალ და დავწვები მე.
_ კარგი.
შხაპს ვიღებ და ვწვები.სხეული ერთიანად დუნდება.

ცოტახანში კარზე აკაკუნებს.
_ ნუკი…
_ რა არის? _ თავს ვწევ ბალიშიდან.
_ დღეს არ იწვიმებსო,დავგუგლე… კარში დგას და იღიმება.
_ რა გინდა ბექა? რატომ შემაწუხე მაგ წვიმით?_ უცებ სიცილი მიტყდება.
თვითონაც მხიარულდება.
_ გუშინდელი რეაქციიდან გამომდინარე, ამინდის განახლებების სერვისი ჩავრთე შენს გამო,_ მხრებს იჩეჩავს._ უსაფრთხოების მიზნით.
_ ანუ ოფიციალურად მეტეოროლოგი გამიხდი?_ თვალებს ვავიწროვებ.
_ არა…_ თავს აქნევს._ უბრალოდ ჩემი ცოლი მეხის ხმაზე არ უნდა ყვიროდეს, მეზობლები იფიქრებენ,მერე რომ სახლში დრამა აქვთო.
_ დრამა მიდის კიდეც,_ ვბურტყუნებ._ მთავარი როლი მე მაქვს ოღონდ.
_ ვიცი კი,_ იღიმის._ და რეჟისორიც შენ ხარ, სცენარსაც გზაში ცვლი… ცოტა მიჭირს აყოლა.
მეღიმება, მაგრამ ვცდილობ შევინარჩუნო სერიოზულობა.
_ შეგიძლია დატოვო პროექტი,_ ვწევ წარბს._ არავინ გაკავებს.
ერთი ნაბიჯით ახლოს მოდის, კარს ეყრდნობა.
_ სხვათაშორის, მთავარი გმირი მომწონს.ასე რომ დავრჩები პროექტში._ მშვიდად იღიმის.
თვალებს ვარიდებ, რომ არ შემამჩნიოს როგორ მეღიმება.
_ კარგი, ახლა რა გინდა?_ ისევ ვუბრუნდები თემას.
_ არაფერი განსაკუთრებული,_ თბილად მიყურებს._ უბრალოდ ვიფიქრე შეიძლება ემიგრაციიდან დავბრუნდე… ჩემს ოთახში?
მეცინება,მის გიჟურ იუმორზე.
_ შენ თვითონ წახვედი და ახლა დაბრუნება გსურს?_ მაინც ვიკბინები.
ეღიმება.
_ ჰოო,სამშობლო მაინც სულ სხვაა._ თვალს მიკრავს.
_ ცანცარა ხარ.
_ არაფერიც._ კარისკენ მანიშნებს,_ სააბაზანოთი ვისარგებლებ, თუ შეიძლება?
_ ეგ ზონა ნეიტრალურია,შეგიძლია.
_ მადლობა,_ თავაზიანად მიხრის თავს და გადის.
კარს ვუყურებ რამდენიმე წამი, მერე ისევ ბალიშში ვრგავ თავს, მაგრამ ღიმილი თავისით მეპარება.
ცოტახანში წყლის ხმა ისმის…
ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, მაგრამ მაინც მასთან მივყავარ ფიქრებს…

აბაზანიდან გამოდის.
თავს ვწევ.
ბექა კარში დგას სველი თმით, მაისურის გარეშე, კანი ნამიანი აქვს…
“რა სექსუალურია ეს დამპალი”
_ უკაცრავად…_ ოფიციალური ტონით ამბობს._ ვიზის მოლოდინში დროებით თავშესაფარს ხომ არ მომცემდით
თვალებს ვავიწროებ.
ეღიმება, ნელა მოდის ჩემსკენ.
სიცილს ძლივს ვიკავებ.
უბრალოდ მოდის და ჩემს გვერდით წვება.
მისი კანი ცივია, უნებურად ვკრთები.
_ ბექა!_ ვბუზღუნებ._ცივი ხარ!
_ ვიცი,_ უდარდელად ამბობს და კიდევ უფრო ახლოს იწევს._ კონდიციონერის ფუნქციაც მაქვს.
ვიცინი.
ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ არ მაძლევს საშუალებას ხელს მხვევს.
_ ეს უკვე არალეგალური შეჭრაა,იცოდე ახლა შევშფოთდები ევროპასავით.
ხმამაღლა იცინის და თავს ყელში მიყოფს.
_ სანქციები გელის._ ვაფრთხილებ,ვითომ მკაცრი ხმით.
_ მზად ვარ,_ მშვიდად მპასუხობს._ მთავარია ტერიტორიაზე მოვხვდი.
სიცილს ვერ ვიკავებ.
თავს ვაქნევ, მაგრამ აღარ ვიშორებ.
რამდენიმე წამი ჩუმად ვართ.
მერე ოდნავ უფრო ნაზად ამბობს:
_ ისე… თუ ძალიან არ გაწუხებ,_ ხმა დაურბილდა,_ შეიძლება დროებით დავრჩე? სანამ ვიზას გამიფორმებ…
ვუყურებ.
მინდა რაღაც ცივი ვუთხრა… მაგრამ არ გამომდის.
_ დროებით,_ ვპასუხობ ბოლოს.
ეღიმება.
_ სრულად მაკმაყოფილებს,_ მეჩურჩულება და უფრო კომფორტულად ეწყობა ჩემს გვერდით.
დილა მშვიდია.
“ჰმ,დიდი ზარმაცი ვინმე ხარ ახვლედიანო,სულ მე გასწრებ გაღვიძებას…”
ვდგები,ჩუმად და დაბლა ჩავდივარ.
სამზარეულოში შევდივარ,რამე მინდა მოვამზადო,მაგრამ სულ ნახშირწ....ბია…
არანაირი ცილა,ბოჭკო,არც ხილი…
_ ღმერთო,რითი იკვებება ეს ბიჭი?!_ თავს ვაქნევ.
ცოტახანში შორენა შემოდის.
_ დილა მშვიდობის.
ვესალმები.ერთმანეთს ვკითხულობთ.
_ შორენა,როგორც ჩანს ბექა ჯანსაღი კვებისგან შორს არის.
ეღიმება.
_ ნამდვილად.
_ მე არა,ამიტომ რომ გაიღვიძებს წავალთ და მოვიტანთ ყველაფერს.
უბრალოდ რომ დამიწეროთ თუ რამე გვჭირდება კიდევ და რა არ არის…
_ პროდუქტები თუ მჭირდება,ბატონი ავთოს მძღოლს მოაქვს.
_ ამჯერად ჩვენ მოვიტანთ.
შორენას ეღიმება
_ კარგი.დაგიწერ ახლავე.
_ მადლობა.
მაღლა ავდივარ.გვერდი უცვლია ყმაწვილს და ისევ სძინავს უდარდელად.

ტელეფონს ვიღებ და გოგოებთან ვიწერები:
ქალებოოო დილამშვიდობის 😴☀️
ოფიციალურად თქვენი დაქალი ოჯახურ რეჟიმში გადავიდა 😌
და ახლა საყიდლებზე მივდივარ 🤣🤣🤣

თაკო: ვინ ხარ და ნუკის რა უქენი?

ნია: ეგ არ არის ნუკი, ეგ არის “რძალი 2.0”

ნუკი: ნიაა 😂😂 ნუ დამცინით, აქ მარტო ნახშირწ....ბია 😭
მე ასე არ ვიკვებები!

თაკო: ბექას რა ბედი ელის 😂

ნუკი: ღიპიან ქმარს ვერ ავიტან და დავიწყე პრევენცია 😌

ნია: ვაიმეეე 🤣🤣🤣

ნუკი: საღამოს წვეულებაა და ოფიციალურად გეპატიჟებით 😉

თაკო: მოვდივარ, სანახაობას არ გამოვტოვებ 😌

ნია: მეც, მაინტერესებს ეს “ოჯახური ნუკი” რა ფენომენია 😂


“როგორც ჩანს, ვაჟბატონი გაღვიძებას არ გეგმავს…”
საწოლის კიდეზე ვჯდები, ოდნავ ვიხრები მისკენ. თმა შუბლზე აქვს ჩამოყრილი, სუნთქვა მშვიდი…
წამით მიჩნდება სურვილი, ასე დავტოვო.
მაგრამ არა.
პლედს უცებ ვქაჩავ.
_ ადექი.
ბექა უფრო ეხვევა ბალიშს ხელებით,თვალებს არც ახელს.
_ მმ… არ არსებობს…
_ არსებობს._ მშვიდად ვპასუხობ._ საყიდლებზე მივდივართ.
_ ვინ მივდივართ?_ თვალებდახუჭული ბურტყუნებს.
_ შენ და შენი მომავალი ჯანსაღი ცხოვრება.
ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება.
_ არ ვარ მზად ასეთ სერიოზულ ურთიერთობისთვის დილით…
_ გვიანია უკვე._ მხრებს ვიჩეჩავ.
თვალებს ნელა ახელს, ჩემკენ იხედება.
_ ცოტახანი რაა…
_ ადექი.
_ ხუთი წუთი.
_ არა.
_ სამი.
_ არა.
წარბებს კრავს და ბოლოს ზანტად დგება, თმებს ისწორებს.
_ სად მივდივართ საერთოდ?_ მეკითხება, ისევ ნახევრად მძინარე.
_ პროდუქტებზე._ ვპასუხობ მარტივად.
_ ჩვენ?_ მაკვირდება.
_ ჰო, ჩვენ.
_ მძღოლი აღარ გვყავს?_ ირონიულად კითხულობს.
_ გვყავს ალბათ._ ვუღიმი._ მაგრამ დღეს შენ და მე…
_ რა მეოჯახე ცოლი მომიყვანია.
ჩუმი სიცილი მესმის.

შორენა მახვედრებს პროდუქტების სიას,თვალი გადავავლე.რაღაცეები მივამატე რაც მე მიყვარს და მჭირდება კვების რაციონში.
კიბეზე ბექა ჩნდება,ზანტად ჩამოდის.
_ ისიც კი არ ვიცი სად უნდა წავიდეთ…
_ ისწავლი…_ ვპასუხობ და ვხვდები შემდეგ რამდენიმე სააათს მხიარულად გავატარებ.


სუპერმარკეტის კარები იღება და გრილი ჰაერი სახეში მცემს.
ურიკას ვიღებ და შიგნით შევდივარ. ბექა უკან მომყვება, ხელები ჯიბეებში ჩაუწყია და ირგვლივ ინტერესით იყურება.აშკარად დიდი ენთუზიაზმით არ არის.
_ მოკლედ,_ ვუბრუნდები საქმეზე._ დღეს ნორმალური საჭმელი მიგვაქვს.
_ ანუ აქამდე რაც მქონდა, არანორმალური იყო?_ წარბს სწევს.
_ პირდაპირ გითხრა თუ დიპლომატიურად?_ ვუღიმი.
_ შემაპარე…_ იცინის.
ურიკაში პირველივე ბოსტნეულს ვდებ.
_ ეს არის საკვები._ ვანიშნებ._ რაც შენ გქონდა, გადარჩენის რეჟიმი იყო.
ბექა უყურებს ბროკოლს ამრეზით უყურებს.
_ სერიოზულად ამას ჭამ?
_ ეს ვიტამინებია._ ვპასუხობ მშვიდად._ და შენს ორგანიზმს სჭირდება.
_ მე მგონია, ჩემს ორგანიზმს არაფერი უთხოვია._ მშვიდად ამბობს.
_ მე ისე მოგიმზადებ,მოგეწონება_ ვუყურებ თვალებში,თვალებს ავიწროებს და ეღიმება,ისე რომ არ სჯერა.
_ მე უკვე ცოლი ვარ,ასე რომ…
რამდენიმე წამი მაკვირდება…
_ ეს არგუმენტი არ მქონდა გათვალისწინებული.
მეცინება,ვაგრძელებ თაროებს შორის სიარულს. ვარჩევ პომიდორს, ავოკადოს, მწვანილს. თან ვაკვირდები პროდუქტებს.
ვგრძნობ, რომ მიყურებს.
_ რა არის?_ ვეკითხები.
_ ისე სერიოზულად არჩევ პომიდორს._ ტუჩის კუთხეში ღიმილი უჩნდება._ თითქოს ქვეყნის ბედი წყდება.
თვალებს ვავიწროებ.
_ ვცდილობ ამოვიცნო რომელი იქნება გემრიელი,თუმცა დიდად ვერ ვერკვევი ამაში…
მივდივარ შემდეგ რიგში. ისიც უკან მომყვება.რაღაცეებს ვალაგებ თაროებიდან.
ურიკას ხელიდან მართმევს.
_ მოდი._ მითხრა._ მე ვატარებ.
_ არ არის საჭირო.
_ ვიცი._ მიყურებს._ მაინც მე ვატარებ.
არ ვეპასუხები, მაგრამ არც ვეწინააღმდეგები.
ვაგრძელებთ სიარულს.უკან მომყვება, ურიკას მართავს და დროდადრო შიგნით რაღაცებს ამატებს.
ვიხედები.
_ ეს რა არის?_ ვანიშნებ შოკოლადზე.
_ ბალანსი._ მშვიდად მპასუხობს._ შენს ბალახებს უნდა გაუწონასწორო.
ხმამაღლა მეცინება.
_ სერიოზული ლოგიკა გაქვს.
_ ამიტომაც მყავს ასეთი ცოლი._იღიმის და წინ იყურება.
_ ნწ… _ ვაპირებ ვუთხრა რამე,მაგრამ ვჩუმდები.
სალაროსთან ვჩერდებით. ურიკა სავსეა ნახევარი ჩემი არჩევანია, ნახევარი მისი “ბალანსი”.
მანქანასთან მისულს ჩანთებს ალაგებს საბარგულში.
_ არ მეგონა,პროდუქტის ყიდვა ასე თუ მომეწონებოდა.
_ პროდუქტების გამო?_ ვეკითხები ირონიულად.
თავს აქნევს.
_ არა._ კარს მიხურავს._ პროცესის გამო.
გულში რაღაც თბილი მეღვრება, მაგრამ არაფერს ვამბობ.
უბრალოდ მანქანაში ვჯდები.

***
აუზთან პერგოლაში უკვე ყველაფერი მზადაა,იმისთვის რომ მეგობრებს ვუმასპინძლოთ.მაგიდაზე ჭიქები, მსუბუქი საჭმელი, ხილი და სასმელი…
წყლის ხმა,მსუბუქი განათება… მშვიდ და ლამაზ ატმოსფეროს ქმნის.
პირველები ლაშა,თაკო და ნია მოდიან. ლაშას გოგოებთან დაახლოება უკვე თვალში საცემია.
თაკოს შეუმჩნევლად გადავხედე,ხვდება ჩემს მზერას და თვალს მიკრავს.ვიცი ეს რასაც ნიშნავს…მეღიმება.
ცოტა ხანში ლუკა და ნენე უერთდებიან.
ხმაური, სიცილი…უცებ ცოცხლდება მთელი ეზო.
ბექა ჩემს გვერდით დგას, ხელი მსუბუქად შემოხვეული აქვს ჩემს წელზე.
_ აი, ჩვენი წყვილიც…_ ამბობს ლუკა.
_ რა ჩვენი ლუკა,24/7-ზე ჩვენი იყო ცოლამდე,ახლა დავკარგეთ ბიჭი_ იცინის ლაშა.
_ კონკურენციას ვერ უძლებთ?_ დავცინი.
ბექას ეღიმება.
_ ჰო,ეგრე,გამოდის…_ იცინის ლაშა და მხრებს იჩეჩავს.
_ უკონკურენტო ხარ რძალუკავ._ ამბობს ნენე.
ბექა ღიმილით გვადევნებს თვალს, მერე ჩემსკენ იხრება და ლოყაზე მსუბუქად მკოცნის.
წამით ვიშლები…
_ რა არის?_ ჩურჩულით მეკითხება.
_ არაფერი._ ვპასუხობ, მაგრამ თვალს არ ვუსწორებ.
ლუკა ჭიქებს ავსებს.
_ მოკლედ, ამ ორი გიჟს გაუმარჯოს.
_ გიჟი შენ ხარ,_ ვპასუხობ სიცილით.
ჭიქებს ვკრავთ.
სიცილი, მუსიკა, ხუმრობები ყველაფერი არის.
ბექა პერიოდულად მეხება. ხან ხელს მადებს მხარზე, ხან თითებით ჩემს ხელზე თამაშობს, ხან ისე ახლოს მოდის, რომ სუნთქვას ვგრძნობ.
ერთ მომენტში, როცა ყველა რაღაცაზე იცინის, მისკენ ოდნავ ვიხრები.
_ ბექა…_ ვუჩურჩულებ._ ასე თამაშიც არ არის საჭირო.
თვალს გვერდულად მაპყრობს, ტუჩის კუთხეში ღიმილი უჩნდება.
_ თამაში?_ ჩუმად მეკითხება.
_ ჰო,ძალიან როლში ხარ._ ვკბენ.
_ შენ მაძლევ სტიმულს.
თვალებს ვავიწროებ, მაგრამ ღიმილს ვერ ვმალავ.
ამ დროს ნენე გვიყურებს და ხმამაღლა ამბობს:
_ აუ, ესენი საერთოდ სხვაგან არიან!
_ ხოო,_ აჰყვა ლაშა._ ჩვენ აქ ვზივართ და ესენი უკვე თაფლობის თვეში არიან.
_ გადმოდით რეალობაში,_ ამატებს თაკო სიცილით.
_ გვაცადეთ,_ ბექა მშვიდად პასუხობს და ისევ ჩემკენ იხრება._ ახალბედები ვართ.
ყველა კისკისებს.
საღამო ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.
ერთად ვაცილებთ ყველას.
_ არ იჩხუბოთ,_ გზად გვეძახის ნია.
_ ვერ დაგპირდები,_ პასუხობს ბექა სიცილით.
კარს კეტავს.
ეზოში სიჩუმე ბრუნდება, მხოლოდ აუზის წყლის ხმა ისმის.
ვტრიალდები.
მაგიდაზე ქაოსია ჭიქები, თეფშები, ბოთლები…
_ წამოდი დავწვეთ,_ ამბობს ბექა მშვიდად.
თვალებს ვავიწროებ.
_ და ამას ვინ აალაგებს?_ ვანიშნებ მაგიდაზე.
_ შორენა მოვა ხვალ.
_ ხვალამდე ასე იყოს?_ წარბს ვწევ.
_ კი._ მხრებს იჩეჩავს._ არ გაიქცევა.
რამდენიმე წამი ვუყურებ.
_ მოდი აქ._ ვეუბნები._ ასე დატოვება არ შეიძლება.
ეღიმება.
_ ბრძანებას ჰგავს.
_ იყოს ბრძანება.
მოდის და გვერდით დგება.
უსიტყვოდ ვიწყებთ ალაგებას.სპეციალურად ხან ხელს გამკრავს,ხან მხარს.არ ვიმჩნევ.
როგორც იქნა ვასრულებთ ალაგებას.
_ ასე ჯობია.
მიყურებს რამდენიმე წამი.
_ ახლა ძილი…
_ ახლა შეგიძლია კი.
_ აბაზანაში პირველი მე შევდივარ დაგასწარი.
მეცინება.თავს ვუქნევ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent