შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასავლური არდადეგები //სრულად//


დღეს, 19:52
ავტორი ენქეი
ნანახია 779

დილით მამლის ყივილმა გააღვიძა.ასეთი უცხო,რომ იყო მისთვის ეს ხმა.გაოგნებული წამოიწია საწოლიდან,მობილურს დახედა.დილის 6 საათი იყო.ამ დროს საერთოდ რატომ უნდა ეღვიძოს რომელიმე არსებას?საწოლი საშინლად ჭრიალებდა,ვერ იტანდა ამ ხმას,თბილისში ყველაფერი იდეალურად ჰქონდა,მაგრამ აქ?სძულდა ეს ნესტის სუნი და ბუმბულით გატენილი ბალიშები თმაშიც,რომ გარჭობია რამდენიმე.
-წყეული გურია და წყეული გუთური!-გაივლო გონებაში და თავზე ბალიში წაიფარა.მეზობლის მამალი ისევ შეუჩერებლად ყიოდა.-მოგაჭრიდეს ვინმე თავს!-ლამის ლოცვა დაიწყო და თვალები მილულა.11 წელია გურიაში არ ყოფილა,მხოლოდ შორიდან ულოცავდა ბებოს დღესასწაულებს.8 წლის,რომ გახდა ივნისის ბოლოს გაიხურა კარი და აღარც ჩამოსულა იმის მერე.კარგად არც ახსოვდა რა როგორ იყო,არც ხალხი.ცენტრიდან აქამდე ამოსასვლელ გზაზე ორჯერ არასწორად გადაუხვია და დაახლოებით ხუთს გზის მისწავლება სთხოვა.სულ სხვანაირი იყო მთის ჰაერი,საქმიანი თბილისიდან აქ გადმოხვევა ნამდვილად გაუჭირდებოდა,მითუმეტეს იმასაც თუ გავითვალისწინებთ,რომ ძილი ძალიან უყვარდა,სოფელში ცხოვრება კი ადრიანად იწყებოდა,განსაკუთრებით ზოია ბებოსთვის.
ზოია ქალი სიტკბო და სიყვარული.ქმრის გარდაცვალების მერე მარტო ცხოვრობს და ყველაფერს ისე უმკლავდება,როგორც ოთარაანთ ქვრივი.53 წლის ქალი ისე გამოიყურება,ბევრს შეშურდება.თხილის სეზონზე სხვები ოჯახიანად,რომ შედიან ბაღში,თავად მარტო აკეთებს ყველაფერს,სერიალების ყურებისას კი დაგროვილ თხილს ჩენჩოებს აცლის და გასაყიდად აბარებს.საახალწლოდ ჩურჩხელებსაც ავლებს და თბილისის გზაზე ატანს ძველ მეგობარს ვასოს.გაუხარდა შვილიშვილის სტუმრობა,მაგრამ მიზეზი არ სიამოვნებდა.იცოდა პრობლემები ჰქონდათ ოჯახში,განქორწინების ზღვარზე მყოფებს ფინანსურადაც გაუჭირდათ,ამ მიზეზით არ ჩააბარა წელს ელენემ უნივერისტეტში და ერთი წელი დასვენება გადაწყვიტა.მშობლებმა სიტუაციას გამოარიდეს და აი ისიც,მეორე სართულის აივნიდან იწყებოდა მისი მიმოფანტული ნივთები.ჩემოდნიდან ტანსაცმელი ნახევრად ძირს გადმოეყარა და გახსნილი იქვე კუთხეში მიეგდო.არ გაუბრაზდა შვილიშვილს.წამოუკრიფა ნივთები და მეორე ოთახში საწოლზე დაუყარა.იცოდა განიცდიდა მისი გოგოც და აღარ დაუმატა.
მომდევნო ორი საათიც მშვიდად გამოიძინა,სასიამოვნოდ ელამუნებოდა ფანჯრიდან შემოსული ნიავი სახეზე,მზის სხივებისთვის თვალი,რომ მოერიდებინა გვერდი იცვალა და მშვიდად განაგრძო ძილი სანამ,რაღაც ბრახუნის ხმამ წყობიდან არ გამოიყვანა.
-რა ხმაურიანი ხალხი არიან!-ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და კარგად მოათვალიერა,რომ დაენახა რა ხმაურობსო.თვალების ფშვნეტას,რომ მორჩა თხილის ხეების იქით გადაიხედა,ხის ღობის იქით ეზოში წელს ზემოთ შიშველი ბიჭი დალანდა,ცულს მონდომებით იქნევდა და ამ შუა ზაფხულში,დილაუთენია შეშას ჩეხავდა,ან უბრალოდ ასე მოეჩვენა.-ცოტა მერე ვერ იზამ მაგას?-როგორც შეეძლო მშვიდად უთხრა.-გამოძინებას ვცდილობ.-ბიჭმა ყურიც არ შეიბერტყა,თავისი საქმე განაგრძო.-ჰეი შენ,შიშველი,რომ დამდგარხარ!-უფრო გადაიწია ფანჯრიდან.-ყრუ ხარ?-უხ როგორ გააღიზიანა ამ დილაუთენია.
-რა გაქოთქოთებს ამ დილაუთენია ბებია?-ამოსძახა ქვემოდან ზოიამ.
-გურულები მაქოთქოთებთ,გძინავთ ოდესმე?-აჩეჩილ თმაზე ხელი ჩამოისვა.
-სოფელში ცხოვრება მასეთია,მიეჩვევი ბებია.
-ეგღა მაკლია.-ჩაიდუდღუნა თავისთვის.-ჰეი ბიჭი,გამოიხედე აბა!-ხელების ჰქნევას მოჰყვა.-არა ითხოვს ნამდვილად.-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და წამით ჩაფიქრდა.-მე შენ გაჩვენებ!-დაისისინა თავისთვის,პირველივე შემხვედრ ფეხსაცმელს ხელი დაავლო და მთელი ძალით გააქანა ბიჭის მიმართულებით.ზემოთ აწეული ნაჯახი ჰაერში გაუშეშდა,პირდაპირ შუბლში მოხვდა ელენეს 38 ზომა ბოტასი.დაბნეულმა დახედა ძირს დავარდნილ წითელ ფეხსაცმელს,ცული ხის მორში ჩაარჭო და ყურსასმენი მოიხსნა.სახე აელეწა ელენეს,არ დაუნახავს მისი ყურსასმენები.პირდაპირ გამჭოლი მზერა ესროლა და ღობესთან ახლოს მიიწია,რომ გოგონა დაენახა.
-შენია?-ხელში შეათამაშა ფეხსაცმელი და მოჭუტული თვალებით გახედა გოგონას.
-არ დამინახავს ყურსასმენები,გეძახე და ვერ გაგაგონე.-დარცხვენილმა ამოილაპარაკა.
-მერე,როცა შენი არ ესმით ფეხსაცმელებს თავში ესვრი ხალხს?-ისეთი ხმით უთხრა კედელს მიეყინა გოგონა.-მეც არ გამიკვირდა ზოიას რა დაემართათქო?-ჩაიდუდღუნა კაცმა.
-გამაღვიძე!-არ დანებდა მაინც.-ძლივს დავიძინე და შენ ამ დილაუთენია რა ბრახა-ბრუხი ატეხე?-აქეთ გაუწყრა.
-მოდი გამოვიცნობ შენ ხარ ის ქალაქელი ღლაპი!-კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
-წესიერად მელაპარაკე და ფეხსაცმელი დამიბრუნე!-დაიწიკვინა გოგონამ.-ამასთანავე ზოგადად გაითვალისწინე,რომ 10-11 საათამდე არ ვიღვიძებ და შუადღით დაანგრიე ეზო კარგი?
-ამას დამიხედეთ.-ჩაიცინა ბიჭმა.-კიდევ რამეს ინებებთ კონკია?
-მესროლე ფეხსაცმელი და ძილი დამაცადე!-უცნაურად აათვალიერა ბიჭმა,საცვლის ზომის შორტი და მკერდზე მოღეღილი მაისური ეცვა.-ნუ დამაყუდებ აქ საუკუნოდ,გადმოაგდე!
-არა!-მკვახედ მიახალა.-მოდი და აიღე.
-უკაცრავად?-თვალები დააკვესა.
-რომ ისროდი მაშინ უნდა გეფიქრა შედეგებზე,აწი კონკია იქნები!-ხელში შეათამაშა ფეხსაცმელი და ზურგი აქცია.
-მოიცადე,ხომ არ გაგიფრენია?-მიაძახა ბიჭს.-მობრუნდი ახლავე და მომეცი ჩემი ფეხსაცმელი,გიჟი ხარ?-წიკვინებდა ფანჯარაში გადაყუდებული.
-ქალაქელები...-ჩაიცინა და სახლში ნელი ნაბიჯით შევიდა,ყურადღება არ მიუქცევია გოგონას წიკვინისთვის,პირიქით ესიამოვნა კიდეც,რომ ეხვეწებოდა დაბრუნებას.სამზარეულოს მხრიდან გავიდა უკანა ეზოში და სიგარეტს მშვიდად მოუკიდა,იდეალური დილა ჰქონდა ამილახვარს...



***
-აქ სულ ასეთი ხმაურია ბებო?-მიუცუცქდა ბებიას.
-კაი ახლა რამ აახმაურა აქაურობა?-გაიკვირვა ქალმა.-დღეს კიდევ წყნარი დილა იყო,ტრაქტორი,რომ დაიწყებს გათხრას მერე ნახე შენ.-„დაამშვიდა“ შვილიშვილი.
-რის გათხრას?
-სახლს აშენებენ ქალაქელები და ისეთი ხმაურია ყოველ დილას.-დაიწუწუნა ქალმა.
-ბებო გვერდით მეზობლები ვინ არიან?
-ძნელაძეები?
-მერავიცი ქალო,შენ გეკითხები.-გაოცდა ელენე.
-ძნელაძეები არიან,რაია ბებია?
-ხმაურიანი ბიჭი ჰყოლიათ.-აწუწუნდა მაინც.
-კიტა ბებია?რას ამბობ,მშრომელი ბიჭი,ოჯახის კაცი...-დაიწყო მისი ქება.-ენაცვალოს ჩემი თავი მაგათ ოჯახს და...
-კარგი ახლა ვინ არიან ეგეთი?ამ დილაუთენია,რომ მომინდომა შეშის დაჩეხვა თან.-გააწყვეტინა ქალს.
-ადრე ამდგარსა კურდღელსა,ვერ დაეწევა მწევარი-ო ხომ გაგიგია?-გაუცინა ქალმა.-მაგიტომ ბუზღუნებდი ამ დილას?
-მე თბილისში სულ გვიანობამდე მეძინა,აქ ხალხი ექვს საათზე ქათმებს აჭმევს უკვე.
-ელზას მამალია ეგ,ეხვეწებიან მეზობლები დაკალიო,მაგრამ თავს იგიჟებს.-სიცილს არ წყვეტდა ქალი.-კიტაც ემუქრება,მარტო შენ კი არა.
-კიტა რა სახელია.-სახე დამანჭა.-აი შვილი,რომ გეზიზღება და ნაგვიდან,რომ მოათრევ რამეს.
-გაიკმინდე ხმა გო.-ლამის გაგიჟდა ქალი.ძალიან უყვარდა ნინას შვილები.
-ახლა დავფიქრდი და რა უნდა ვაკეთო მთელი სამი თვე ბებო?-მოუბრუნდა ქალს.-თხილს დავკრეფ და მორჩა?
-რათა ბებია?ნინას შენი ტოლი გოგო ჰყავს ბარბარე,გულს,რომ გაუხარდება ისეთი,ორი სახლის იქით შაკო,თიკა და ვაკო ცხოვრობენ,დიდები არიან ცოტა,მაგრამ რა უჭირს,მაღაზიაში მეგზავნებიანხოლმე,მიყვარს ორთავე.არ გახსოვს შენ მაგ ბიჭები?თამაშობდით ერთად.-თბილად ჩაილაპარაკა ქალმა.-გადმოვა ყავაზე ნინა და გადმოიყვანს თავის გოგოსაც,ვუთხარი წინა კვირას.
-მახსოვს,მაგრამ ბუნდოვნად.-მხრები აიჩეჩა.-რა მაგრად ცხელა ქალო,ასეთი მხუთავი მზე გაქვთ სულ?-მაისური მუცელზე აიწია და ასე დაიწყო განიავება.
-ჩამოიწიე მაგ მაისური,სანამ გავბრაზდი.
-ეე ზოი,თინეიჯერი ბებო ხომ იყავი?რა დაგემართა?-აიქნია ხელი.
-აქანა არ დამანახო შენი მოკლე შორტები და მუცელზე აჩაჩული მაისურები,ილაპარაკებს ხალხი და ნახე მერე.-დაარიგა გოგონას.
-სულ არ მადარდებს რას იტყვის ხალხი,ბოძივით სწორი ფეხები მაქვს,აღარც გამოვაჩინო?-აცეტდა ელენე.
-ზოია!-გაისმა ეზოდან ქალის ყვირილი.
-მოი ნინა.-გაუხარდა ქალს.-ხომ გითხარი მოვათქო.
-დაიწყება ახლა მეზობლების შეფასებები.-აატრიალა მობეზრებულად თვალები.
-ჩამოვიდა შენი გოგო?-გადახედა ელენეს.
-ჩემევიდა წუხელის.-მოიპატიჟა სტუმრები.-ეს არის ჩემი ნაქები ელენე.-თმაზე მიეფერა ქალი.
-რა ლამაზი გოგო გყოლია.-შეაქო ნინამ.-მეზობელი ვარ შვილო,აქ ვცხოვრობ.-ხელი გაიშვირა იმ სახლისკენ,სადაც ფეხსაცმელი დაკარგა.-ეს ჩემი გოგოა,ბარბარე.
-გამარჯობა.-ნაზად გაუღიმა ელენემ.-სასიამოვნოა ძალიან.-ხელის ჩამორთმევას აპირებდა,მაგრამ გადაეხვია ქალი და ძალაუნებურად თავადაც იმავე გააკეთა.გაუკვირდა ასეთი დახვედრა და მისალმება.გოგონასაც თბილად მოეხვია.
-ბებია გენაცვალოს,მიდი ერთი ყავა მოგვიდუღე.-გახედა ქალმა.
-დე მიდი მიეხმარე შენ.-გადაულაპარა ნინამ.ოთხი ყავის გაკეთებას რა მიხმარება უნდოდა,გაეცინათ გოგონებს.
-მოდი ბარბარე,ყავა გავაკეთოთ.
-ოთხ კაცზე შაქრის გათვლა რთულია,მეც მიჭირს ხან.-აჰყვა სიცილში წაბლისფერთმიანი და რაღაცნაირად სითბო ჩაეღვარა გულში.სირბილით გავიდნენ სამზარეულოში და მაშინვე ჭურჭლის ძებნა დაიწყო ელენემ.წარმოდგენა არ ჰქონდა რა სად იდო.
-ზოია ბებიას გაზზე გაკეთებული ყავა უყვარს,დენის მადუღარას არ იყენებს.-თბილი ხმით უთხრა ბარბარემ და კარადა გამოაღო.-მსგავს ჭურჭელს აქ იპოვნი,ქვაბი,ტაფაც აქ არის.
-რა კარგად გცოდნია.-გაეცინა მაშინვე.
-სანამ შენ ჩამოხვიდოდი მე ვაკეთებდი ყავას,ტრადიციად აქვთ,ყოველ დილით ასე სვამენ,ერთად.
-უი რასამბობ.-გაიკვირვა.-თბილისში წელიწადში ერთხელ თუ მოვიდოდა მეზობელი,13 წელი ვიცხოვრეთ გლდანში,ერთ მეზობელს ვიცნობდი მარტო,ეგეც იმიტომ,რომ აივანზე სარეცხის გაფენისას ვხედავდი.
-აქ არა.ყველა ყველას იცნობს,გარეთ,რომ გახვალ მერე ნახე დაიწყება ზოიას გოგო ჩამოვიდაო,აქაოდა ვის მოეწონება,ყველა თავის ბიჭს გაგირიგებს.
-ეგ ზოგადად ეგრეა ყველა სოფელში.კახეთში ვიყავი ჩემს მეგობართან და მესამე დღეს კარზე მეზობელი მოადგა ჩემს ზვიადის უნდა ეგ გოგო და მშობლებთან გვინდა ლაპარაკიო.
-ვახ რასამბობ.-მთელი ხმით იცინოდა.-მერე დაიწუნე ზვიადი?
-32 წლის იყო,მე 17-ის ვიყავი.
-გავიგუდები ახლა.-მუცელზე ხელი მიიჭირა ბარბარემ.-შვილი უნდოდა თუ რაიყო?
-არ ვიცი,უცნაური ოჯახი იყო,ჩავალაგე სასწრაფოდ და უკან ჩამოვედი,სად მქონდა მაგათი ნერვები.-წამით ჩაფიქრდა.-რამდენი შაქარი ჩავყარე გახსოვს?
-არ ითვლიდი?
-გელაპარაკებოდი და დამავიწყდა დათვლა.-მხრები აიჩეჩა.
-კაი არ უნდა მეტი,თუ რამე ჭიქაში ჩავიყაროთ.-გააჩერა გოგონა.-აქ რამდენი ხნით ხარ?
-მთელი ზაფხული.-ჩაიდუდღუნა.-ან რა უნდა ვაკეთო არ ვიცი.
-მდინარეზე ვივლით,საღამოობით გარეთ გავალთ,ჯოკერი ხომ იცი?
-ვიცი.
-კაკლებში ვიკრიბებითხოლმე,ისეთი ამბებია იქ დედა შვილს არ აიყვანს ხელში.-იცინოდა ისევ.
-კაკლებში?
-ჰო,ბევრი კაკლის ხეა ერთად,გზის პირას და იქ.მოგეწონება,მე და ქეთი ყოველ საღამოს გავდივართ,ჩემი კლასელია გაგაცნობ.ჩემი ძმაც იქნება.-ისე ბედნიერი უყვებოდა.-კიტა და მისი მეგობრები იქ თუ არიან ჩათვალე ყველაზე მაგარი საღამო იქნება.
-კიტა.-ძლივს შეიკავა თავი,რომ არაფერი ეთქვა.-კიდევ რას აკეთებთხოლმე?-ჭიქებში გაანაწილა სითხე.
-ცოტა სიგარეტს ვეწევით,მაგრამ არ თქვა,თორემ თმებს გაგვაცლიან.-გაეცინა გოგონას.
-ბებიაჩემი,რომ ვიცი წნევა აუწევს და გაცივდება წამებში,მომიწევს მეც დავმალო ჩემი ამბავი.
-ბავშვები არ ჩაგიშვებენ ნუ გეშინია.-გაუღიმა და ორი ფინჯანი თავად აიღო.
-ესეიგი კარგი ზაფხული იქნება არა?
-იდეალური,როგორც ყოველთვის.-თვალი ჩაუკრა და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა.



***
საღამოს ბავშვები გარეთ გამოიშალნენ. მზის ჩასვლისას ჰაერი გრილდებოდა და ეზოები სიცოცხლით ივსებოდა. ზოგი ბურთს თამაშობდა, ზოგი დამალობანას, ზოგი კი უბრალოდ დარბოდა და სიცილით ავსებდა მთელ ქუჩას. ხანდახან ბებიების ხმებიც ისმოდა აივნებიდან „შორს არ წახვიდეთ!“ – მაგრამ ბავშვებისთვის ეს დრო ყველაზე თავისუფალი და ბედნიერი იყო.ყველა იღიმოდა,ბედნიერებას და სილაღეს გულში ვერ იტევდნენ.
შორტი და მაისური მოირგო,ქერა თმა კოსად აიწია და ჟაკეტიც გააყოლა ხელს,ბებომ დაუბარა შეგცივდებაო.მშვიდად იყო ზოია,რადგან ბარბარესთან ერთად უნდა ყოფილიყო.მის თვალწინ გაიზარდა და საერთოდ არ ჰქონდა არანაირი ეჭვი არც მის და არც ქეთის მიმართ.
-აი ესეც ჩემი ნაქები ქეთი.-გადაეხვია მეგობარს.-ეს ჩვენი ზოიას ელენეა.
-ძალიან სასიამოვნოა.-გადაეხვია ქეთი.-დამირეკა როგორც კი გაგიცნო,ჩვენი ჭკუის გოგოაო.
-კარგი ახლა ნუ გადაამეტებხოლმე.-აიქნია ხელი ბარბარემ.
-სად არის შენი ძმა?-გაუკვირდა გოგონას.-ან მისი ძმაკაცები?
-ჯერ მზეა,ნარდს ეთამაშება ირაკლის და მოვლენ.
-მაგათმა შაში-ბეშმა ხომ დამღალა რა.-შეწუხდა ქეთი.-მზესუმზირა ვიყიდე,დავსხდეთ კაკლებში,სანამ დაგვასწრეს.-თითქმის სირბილით გადაკვეთა გოგონამ გზა.ესიამოვნა ჩრდილი ჯდომა და სიგრილე.ივნისშიც კი ისეთი მცხუნვარე იყო მზე,აქედანვე ეშინოდა აგვისტოზე ფიქრის...
-ესეიგი არ აბარებ წელს?-ლამის მთელი ბიოგრაფია გამოჰკითხა ბარბარემ.
-არა,მომავალ წელს დავიწყებ,თქვენ?
-ჩემს ძმას ველოდები მე,რომ ბათუმში გადავიდეთ საცხოვრებლად,მომავალწელს ფულიც გვექნება და მერე ჩავაბრებ.
-მე დედა ბარბარეს გარეშე არ მიშვებს,ამიტომ მეც მოცდა მომიწევს.-მხიარული იყო ქალბატონი ქეთი.
-თითქოს ირაკლის გარეშე სადმე წასვლა გინდოდეს.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ჩემი ძმის ძმაკაცია,წინასწარ გაფრთხილებ არ მოგეწონოს,თორემ ქეთის არცერთი საგიჟეთი აღარ მიიღებს.
-გოგო რას ამბობ?-უპწკინა მეგობარს.
-არავის არ დავადგამ თვალს,აქ მითუმეტეს,თბილისში უნდა დავბრუნდე სექტემბერში და დისტანციური ურთიერთობების არ მჯერა.-დაამშვიდა ორივე.
-მოდიან.-მობეზრებულად ამოთქვა ქეთიმ.
-ვინ?-გადაიხედა გზის მეორე მხარეს.
-შაკო და ვაკო,აქაური იმბეცილები.
-რას ამბობ?-გაუკვირდა.ბებიამ უთხრა კარგი ბიჭები არიანო.-ზოიამ დამარიგა მათთან იყავი,რომ ნახავო.
-მართლა?-შეწუხდა ქეთი.
-ცუდი ბიჭები არიან?
-არა,ცუდები არ არიან,უბრალოდ სხვადასხვა სამეგობრო გვაქვს,ხომ ხვდები.-თავი იმართლასავით.
-მარტო ეგ არის?-მაინც შეეპარა ეჭვი.თავად გოგონებმაც არ იცოდნენ სხვა მიზეზი,უბრალოდ კიტამ გააფრთხილა,რომ მათ არ გაკარებოდნენ და სულ ეს იყო.
-სალამი.-ამაყად გადმოაბიჯა გზაზე ვაკომ.
-ეს ქერაა.-გადაულაპარაკა საკმაოდ ხმამაღლა მეგობარს.-რას შვრებით აბა?
-ნუ დაადექი თავზე.-წინ დაუდგა ძმას თიკა.-შენ ხარ ზოიას შვილიშვილი?
-არა მე ვარ.-ჩაიდუდღუნა ქეთიმ და მკვლელი მზერა ესროლა სამივეს.
-ჰო,რაიყო?-უცნაურად ახედა სამივეს.
-ზოიამ გაგვაჩერა,მდინარიდან მოვდიოდით და გვითხრა გარეთ არის და ყურადღება მიმიქციეთო.-გაუღიმა გოგონამ.-მე თიკა ვარ,ეს ჩემი ძმა შაკოა და მეგობარი ვაკო.
-ელენე.-ღიმილით გაუწოდა ხელი.
-მაგარი ლამაზი გოგო დამდგარხარ.-მოურიდებლად ესროლა კომპლიმენტი შაკომ.-მახსოვს ანგელოზივით ბავშვი იყავი.
-შენ არ გახსოვართ?-იკითხა თიკამ.-ერთად ვთამაშობდით უბანში.
-მახსოვხართ,მაგრამ ბუნდოვნად.-დარცხვენილმა ამოთქვა.
-ეგ არაფერი,მთელი ზაფხული გვქონია წინ.-გაუღიმა მეორემ.-აქ აპირებთ ყოფნას?
-გაწუხებთ ვაკო?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ქეთიმ.
-სოსოს დაბადებისდღეზე მივდივართ,სუფრაა გაშლილი,წამოვიდნენ გოგოებიო.
-სასმისებიც გამოვცალოთ ერთად?
-შენს იუმორზე ვგიჟდები გოგო.-ლოყებზე გაეთამაშა ქეთის.-რაიყო არ შეიძლება?აქ ჯდომა და მზესუმზირის ჭამა გირჩევნიათ?
-აქამდე არც კი გველაპარაკებოდი და ახლა ძმაკაცის დაბადებისდღეზე გვეპატიჟები?
-ეე ა*რაკებ ახლა ქეთო.
-წესიერად მელაპარაკე!
-გაჩერდი შენ.-ხელი ჰკრა ვაკოს.-ნუ უსმენ ამას,სულელია ხო იცი?-დაუყვავა თიკამ.-12 წელი ერთ მერხთან ვისხედით,რას გვერიდები ვერ გავიგე.
-ერთ მერხთან ჩვენ ვისხედით თიკა.-ხელით ანიშნა ბარბარეზე ქეთიმ.-შენ უკან იჯექი და არასოდეს გვიმჩნევდი.
-ჰო კარგი.-ხელი აიქნია.-მოკლედ სახლში ცოტას დავლევთ,ვითამაშებთ, გავერთობით,გინდათ?
-არა!
-მოიცა.-ხელზე მოქაჩა მეგობარს ბარბარემ.-კიდევ ვინ იქნება?
-ხვიჩა ამოვა ცენტრიდან,ნოდო,კოტე...
-გოგოების ნაკლებობა.-ჩაიდუდღუნა ისევ ქეთიმ,არ მოსწონდა სიტუაცია.ნოდოს სახელი,რომ გაიგონა სითბო ჩაეღვარა გულში ბარბარეს.ორი წლით იყო მასზე უფროსი,სკოლიდან უყვარდა.
-კაი რაიყო,კი არ გიკბენთ.-ვითომ იხუმრა შაკომ.
-აღარ არის შერიგების დრო?ზაფხულია ყველა ერთად უნდა ვიყოთ.-იწყინა გოგონამ.
-არა ბარბარე.-ხელზე მოქაჩა მეგობარს ქეთომ.მიუხვდა რატომაც დაფიქრდა წასვლაზე.ნოდოს გამო...
-ცოტახანს მხოლოდ,მერე წამოვალთ.
-დაწყნარდი შენს ძმაზე თუ დარდობ სვამს,არ გადმოვა მაინც,არ მოგძებნის.-დაამშვიდა შაკომ.
-წავიდეთ რა ბარბარე.
-შენ რას ფიქრობ?-გადახედა ელენეს.
-შენ რასაც გადაწყვეტ ის გავაკეთოთ.-მხრები აიჩეჩა.მისთვის მართლა სულ ერთი იყო.თბილისში გადარეული მეგობრები ჰყავდა,ხშირად სვამდნენ და ერთად რჩებოდნენ,მისთვის ახალი არაფერი იქნებოდა.თანაც ბებიამ უთხრა კარგი ბავშვები არიანო და რატომაც არა?
-წამო მაშინ.-დაუფიქრებლად ამოთქვა.
-ბარბარე!-თვალები დააკვესა ქეთიმ.-არა!
-კაი ახლა რა,წამოდი გავერთობით,ნახევარი საათი და დავბრუნდეთ.
-არ შეიძლება.-იუარა მაინც.
-ვნახოთ სიტუაცია და...
-არა!-გააწყვეტინა მაშინვე.-სახლში წავალ მე.
-მაშინ ჩვენც სახლში წავიდეთ.-გამოესარჩლა გოგონას ელენე.
-არა,წავიდეთ ჩვენ!-თვალები გადაატრიალა.-ჯიბრში რატომ მიდგები სულ?
-ჯიბრში არ გიდგები,უბრალოდ ვცდილობ გაგიფრთხილდე!
-მაქსიმუმ ერთ საათში გამოვბრუნდებით და ვილაპარაკოთ ამაზე!
-მართლა წახვალ?
-წავალ!-ამაყად განუცხადა მეგობარს.
-კარგი,სახლში მშვიდობით,რომ მიხვალ მომწერე.-გაბრაზებული კი იყო,მაგრამ მაინც ედარდებოდა.
-მაგრად გვიტეხავ ქეთო რა.-„ნაწყენი“ ხმა ჰქონდა შაკოს.
-ცივი ლუდი და გადაგივლის მალევე!
-ენამწარე!-თვალი ჩაუკრა და ზურგი აქცია.ელენე კი ძალიან შეაწუხა ამ სიტუაციამ,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა,მარტოს ხომ არ გაუშვებდა?მისდაუნებურად დასთანხმდა შეთავაზებას და პირველივე საღამოს დიდ აურზაურშიც გაეხვა...




***
-ქეთო!-ზურგს უკან ნიკოს ხმა,რომ მოესმა ერთიანად გასცრა ტანში.მისი ძმა ძალიან კარგად იცნობდა,ტყუილი არ არსებობდა დედამიწაზე,რომელსაც ეტყოდა და დააჯერებდა.
-რაიყო?-მიბრუნდათუარა სამივე ცხვირწინ აესვეტა.
-რატომ ხარ მარტო?ისევ წააყარეთ შენ და ჩემმა ანჩხლმა დამ?-გაუცინა კიტამ.
-არა.-იუარა მაშინვე.-მაღაზიაში ჩავიდნენ ეგ და ელენე,მე სახლში წამოვედი,კუჭი მტკივა ცოტა.-ხელი მიიჭირა და სახე დამანჭა,რომ ტყუილი გამოსვლოდა.
-ელენე ვინაა?-გაიკვირვა ნიკომ.
-ზოიას შვილიშვილი.-სასაცილოდ არ ეყო კიტას.ჯერ ისევ სტკიოდა შუბლი.
-აა,გამახსენდა ქერა ბალღი იყო,ქვიშაში ამოგუნგლული ვნახე ერთხელ,დედამისი მაგრად გაუბრაზდა.-გაიხსენა ირაკლიმ.
-წამო მიგაცილებთ სახლამდე.
-არ მინდა,აქვეა.-იუარა მაშინვე.ორი სახლის იქით იყო მართლაც.
-წამო და წამალსაც მოგიტან აფთიაქიდან,დედას ვკითხავ რა გიყიდო და...
-დედას არ უთხრა,ინერვიულებს ხო იცი.-თავი გააქნია.ოზურგეთში იყო თავის დასთან 1 კვირით.
-წამო.-გადაეხვია დას ნიკო.
-მთვრალი ხარ ბიჭო?-უკმაყოფილოდ ახედა.
-ცოტა დავლიეთ,ცოტა ნარდი ვითამაშეთ და ეგ იყო რა.
-ბოლოს ფხიზლად როდის გნახე მართლა არ მახსოვს.
-ცოლი არ მყავს და შენ რა „რეჩებს“ მიკითხავ?-წარბი ასწია კაცმა.-აბა ერთი შედი.
-რაიყო?-გაოცებული მიაჩერდა.
-შემოდით თქვენც.
-სახლში ვერ შევა თავისით?-გაუკვირდა ირაკლის.-წამო მანქანას გამოვიყვან და ჩავიდეთ ცენტრში.ვნახოთ ბარბარეც და ლუდი ვიყიდოთ.
-არ არიან ცენტრში.-დას გადახედა ნიკომ და იმავე წამს ინატრა მიწის გასკდომა გოგონამ.
-ქეთიმ არ თქვა?
-ქეთო არ მიყვარს,რომ მატყუებ ხომ იცი?არც გამოგდის,მაგრამ მაინც.-მშვიდად გაუგრძელა დას საუბარი.-სად წავიდა ბარბარე?
-ცენტრში,მაღაზიაში არიან,რა დაკითხვას მიწყობ?-მკერდზე გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა ხელები,წამით ლამის ეჭვი შეეპარა თავის სიმართლეში კაცს.
-წამო ბიჭო,შეეშვი.-ხელზე მოქაჩა კიტამ,მაგრამ ამაოდ.
-ბოლოჯერ გეკითხები!-კბილებში გამოსცრა დას.
-ნიკო...
-თქვი!
-ერთ საათში დაბრუდება გთხოვ...
-სად არის ჩემი და ქეთო?-წინ წაიწია კიტამ.სიბრაზე გადაჰკვროდა სახეზე.
-დაბადებისდღეზე...შავდათუაშვილებთან,ზემოთ სახლში...
-მეღადავები?
-რას ბჟუტურობ გოგო?-წარბი ასწია ირაკლიმ.
-არ გაუბრაზდე გთხოვ,არ არის მაგისი ბრალი უბრალოდ...
-ხმა აღარ ამოიღო ქეთო!-გაუწყრა გოგონას.-გამაგიჟებთ მე თქვენ რა.
-ის წავიდა კარგი,შენ რამ დაგატოვებინა?-გაბრაზებულმა გახედა დას.
-მე არ...-აცრემლებული თვალები მოარიდა ძმას.
-წავედი მე,სანამ ვინმე მოსაკლავი გამხდომია!-ლამის სირბილით დატოვა ეზო კიტამ,უკან მიჰყვა ირაკლიც.
-ძალიან ეჩხუბება?
-შედი სახლში ქეთო!
-უბრალოდ დაპატიჟეს და...
-ქეთო!-ტონი შეცვალა დუმბაძეს.-მილიონჯერ არ გაგაფრთხილეთ შენ და ბარბარე?
-ჰო,მაგრამ მიზეზი არასოდეს გითქვამს!-თითქოს აქეთ გაუწყრა.-უბრალოდ უნდა მოვრიდებოდით და მორჩა.
-არ გამაგიჟო!მე,რომ გეუბნები ესეიგი ასეა სწორი,მაგიტომ ვამბობ,შენთვის!-დის აცრემლებულ თვალებს ვერ გაუძლო კაცმა.-რატომ მაბრაზებ?ვისაც გინდა ემეგობრე,ოღონდ მაგათ არა,არ შეიძლება?-გულზე მიიხუტა გოგონა.-რატომ აკეთებ?
-არ ვემეგობრები,შეჩერება მინდოდა,მაგრამ არ წამომყვა ბარბარე.-ამოისრუტუნა მის მკლავებში მოქცეულმა და ცრემლიანი ლოყები მის მაისურზე შეიწმინდა.
-გიფრთხილდები ქეთო,ამიტომ გიბრაზდები ხომ ხვდები ამას?
-ვხვდები...
-ყავას გამიკეთებ?-თმაზე მიეფერა გოგონას.
-გაგიკეთებ.
-აღარ იტირო,არაფერია.-შუბლზე აკოცა და სიგარეტის კოლოფი ჯიბიდან მშვიდად ამოაძვრინა.-გინდა?
-დაგვინახავს ვინმე,ჯერ არ დაბინდებულა ისე.
-ნეტა შენ ეგ,რომ გადარდებს რა.-გაეცინა კაცს.-შედი სახლში და იქ მოწიე,დედა თუ იკითხავს მე დავიბრალებ.
-საუკეთესო ხარ,მართლა.-კოლოფიდან ერთი ღერი მოიპარა და სახლში სირბილით შევიდა...


***
პატარა კოტეჯის მსგავს სახლში შეკრებილიყვნენ ახალგაზრდები.სახლი განაპირას მდებარეობდა,არც მუსიკა და არც ხმაური შეაწუხებდათ მეზობლებს.მათი მისვლისთვის უკვე იყო ადგილზე ათამდე ახალგაზრდა.რომელზე დაიწყეს აღნიშვნა არ იცოდნენ,მაგრამ ზოგიერთი მათგანი ძალიან მთვრალი,რომ იყო ეტყობოდათ.ოთახი სასმლის და სიგარეტის სუნად ყარდა,კვამლში ერთმანეთს თვალებმოჭუტულები შესცქეროდნენ ბიჭები.ბოლოხმაზე მღეროდა ერთ-ერთი.შავგვრემანი იყო,ყალბი რეიბანები გაეკეთებინა და მუჭი პირთან მიეტანა,ვითომ მიკროფონი ყოფილიყო.
-რა ამბავი აქვთ ამათ,რა არის?-უკმაყოფილოდ იკითხა თიკამ.არც მას მოეწონა სიტუაცია.
-ღმერთო დაიხრჩობა კაცი.-ჩაახველა ელენემ.
-ფანჯრები,რომ გაგიღიათ,ბადეც ჩამოგეხსნათ,არ გადის კვალი ხომ ხედავთ?-უცებ მოაშორა ჭიკარტები ხის ჩარჩოს და ნაჭერი ჩამოხსნა.-ამოიგუდებით ასე.
-ჩვენი ჭიჭყინაც მოსულა.-გადაეხვია კოტე.
-წავიდეთ ჯობია მგონი.-ჩაილაპარაკა ჩუმად ელენემ.
-გთხოვ ცოტახანს!-ხელზე მოქაჩა ბარბარემ.კუთხეში მდგომ ბიჭს მისჩერებოდა,ისიც მის უყურებდა,დაზაფრული მზერით,არ ელოდა მის მისვლას და არც სურდა ნოდოს მისი იქ ნახვა.
-ვაიმე ბიჭის გამო მომიყვანე?-გაოცდა გოგონა.-ნორმალური ხარ?-სიცილი წასკდა.
-გთხოვ ამაზე მერე.-მშვიდად გაუღიმა და ელენეც მიხვდა,რომ ამაზე ხუმრობა არ ღირდა...
სუფრასთან მიიპატიჟეს მალევე.თეფშები დაამატეს მათთვის და ჭიქებიც შეუვსეს.დალევა არ ეშლებოდა გოგონას,ჭიქა ასწია და იუბილარიც ადღეგრძელა,ერთი ამოსუნთვით დალია სუფთა არაყი და ლიმონი წამსვე ჩაიტენა პირში.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,რომ ყელშივე ამოქრა სასმელი.არაყი კი არა სპირტი იყო ნამდვილი.თბილად მიიღო ყველამ,თავიდან კი ცუდი აურა მოდიოდა,მაგრამ ისე უცებ დალაგდა ყველაფერი ესიამოვნა იქ ყოფნა.ბარბარეს გადახედავდა ჩუმად,ნოდოს,რომ არ აშორებდა თვალს,ერთმანეთს ესაუბრებოდნენ...დიახ ესაუბრებოდნენ,მაგრამ მხოლოდ მზერით,თვალებით...მაგიდის ერთ მხარეს ის იჯდა,მეორე მხარეს შავგვრემანი ბიჭი,ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ,ღიმილს ვერ წყვეტდა ელენე.
-შენმა ძმამ როგორ გამოგიშვა?-მოაღო პირი სოსომ.
-რა გამოშვება მინდოდა?-თითქოს იწყინა მისი ნათქვამი.
-არ იცის,გზიდან წამოვიყვანეთ.-ამოთქვა შაკომ და ლობიანი დააგემოვნა.-ეს შავშიაშვილების საცხობიდან არის?მაგრები არიან რა.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-არ გაბრაზდეს და ახლა მეორედ არ დაიჭირონ.-ჭიქების შევსება დაიწყო სოსომ.ცუდად მოხვდა ყურში ეს სიტყვები ელენეს. „მეორედ არ დაიჭირონ“,ნეტავ რისთვის იჯდა?სურვილი გაუჩნდა,რომ ეკითხა,მაგრამ არ იყო მისი საქმე.
-ეგ გაუგებრობა იყო სოსო,ნუ ჩაუღრმავდები!-კბილებში გამოსცრა კაცს.
-რავი სამი თვე კი დატოვეს და...
-სოსო!-დაუღრინა ნოდომ.-არაა შენი საქმე და ნუ ერევი!
-მაშ კარგი.-დანებების ნიშნად ხელები ასწია.-ქერა,რამდენხანს რჩები?
-მთელი ზაფხული.
-გაკრეფინებს ზოია თხილს,წინასწარ გისამძიმრებ.-ჩაიქირქილა ბიჭმა.
-დიდი ამბავი,თხილის მოკრეფას რა უნდა?
-განა რამე უნდა,ბევრი გიდგათ უბრალოდ და დაიღლები.
-ასე ძალიან თუ დარდობ დამეხმარე,ყოველ დილა-საღამოს ვაპირებ მოკრეფას.-წარბი ზემოთ ასწია ელენემ,საშინლად აღიზიანებდა სოსო.
-მე ღამით თხილს არ ვკრეფ ლამაზო,დიდი ბიჭები სხვა საქმით კავდებიან...
-სოსო!-თვალები დაუბრიალა თიკამ.-რაიყო 24-ის გავხდით და გავაფრინეთ?
-მაგარი რამე გავჩითე!-შემოვარდა კიდევ ერთი.უკვე ძალიან მობეზრდა ელენეს.
-მოსაწევი?-ღიმილი გადაეკრათ სახეზე ბიჭებს.
-ჰო, „ტრუხა“ არ გეგონოს,მაგარი ძლიერია.-ადგილზე ცქმუტადა.
-ვაა,სად გააძრე?
-ანზორას მოვპარე,რომ ეძინა.-მამამისი პოლიციელი იყო,ვინმეს რამეს თუ ჩამოართმევდა ყველაფერს სახლში მიარბენინებდა თავისთვის.
-ვახ ნახე შენ ანზორა რა კაცია.-გაიცინა შაკომ.-გადახვევაც მოგისწრია.
-მე არა,მამაჩემმა გადაახვია.-სიცილით მიუგო.-ხომ გინდათ?
-აბა ისე როგორ.-ფეხზე წამოვარდა სოსო.-მომე.
-ფრთხილად ოღონდ,ცუდად არავინ გამიხდეთ.-გადახედა მეგობრებს.-ეს ის არის?ზოიას გოგო.-აათვალიერა ელენე.
-ეგ არის.
-აკო ვარ მე.-ხელი გაუწოდა.-ხომ მოწევთ?-გადახედა ბარბარესაც.
-არა!-გაისმა მეორე ბოლოდან ნოდოს ხმა.-დალიეს და არ ღირს.
-ეე მოიცა თუ ძმა ხარ რა.-აიქნია ხელი.-ყველამ დავლიეთ და მაშინ არავინ უნდა...
-გოგოებს შეეშვი!-არ ცხრებოდა კაცი.
-არასოდეს გამისინჯავს,თავს შევიკავებ მე.-უარი განაცხადა ელენემ.
-შენ ბარბი?
-მე...არ ვიცი,ცუდად რომ გავხდე?
-მსუბუქი ნაპასი დაარტყი,არაფერი მოგივა.-დაუყვავა მაშინვე.თავს აქნევდა უარის ნიშნად ნოდო,მაგრამ მაინც სძლია ცნობისმოყვარეობამ გოგონას.დივანზე ჩამოჯდა და აკოს დინჯად გამოართვა სიგარეტის ღერივით გადახვეული მარი*უანა.-არ გაუთამამდე იცოდე.-დასცინა ბიჭმა.ის იყო სანთებელას დაჰკრა თითი გიჟივით,რომ შემოვარდა ოთახში ამილახვარი.
-არ გაბედო ანთება!-კბილებში გამოსცრა დას და მაშინვე ხელიდან გამოჰგლიჯა.
-დაგვენ*რა!-ბიჭებს გადაულაპარაკა სოსომ.
-კიტა...-წამსვე აუცრემლიანდა თვალები ბარბარეს.მიხვდა,რომ ძალიან დააშავა და ძალიან გაუბრაზდებოდა.
-გადი და მანქანაში დამელოდე!
-კიტა...
-დროზე!-აუწია ტონს.
-ელენე...-თვალებით მოძებნა მეგობარი.
-შენც მიყევი!-გადახედა ელენეს.-აღარ გამამეორებინო მიდი!-ფეხზე წამოვარდა მაშინვე ქერაც.არ იცოდა ასე რატომ გაბრაზდა ბიჭი,მაგრამ ისე გაჰყვიროდა შეწინააღმდეგება ვერ გაუბედა.ყავისფერი თვალები ეშმაკივით უელავდა.-რა გინდა აკო?გინდა მოგკლა?-ყელში წვდა და კედელზე მთელი ძალით ააკრო.-ჩემს დასთან რაღა გესაქმება?
-არ დაგვიძალებია არაფერი,შევთავაზე უბრალოდ.-ამოიხრიალა ბიჭმა.
-მერე ვის რას სთავაზობ რატომ არ უკვირდები?-გამოსცრა კბილებში.ერთ ზედმეტ სიტყვას ელოდა,რომ სახეში ეთავაზებინა.
-ცუდი არაფერი ყოფილა კიტა მართლა.-გამოესარჩლა სოსო.
-ვიცი მე ეგ ამბები!რისთვის მოიპატიჟეთ ჩემი და?
-ელენე ისე არ წამოვიდოდა,ზოიამ ჩემი შვილიშვილი ჩამოვიდა,ყურადღება მიმიქციეო.-დაიწყო შაკომ.-ვიფიქრეთ ყველა თუ წამოვიდოდა არაფერი დაშავდებოდა.
-ჩემს დას ახლოს არ გაეკაროთ არცერთი გაიგეთ?-მოავლო ოთახს თვალი.კედელს მიყრდნობოდა ნოდო,შვებით ამოისუნთქა,რომ დაინახა მისი ძმა.-ვინც გინდა, სადაც გინდა ის მოიპატიჟეთ,მაგრამ ჩემი და დაივიწყეთ,ასევე ქეთოც!
-წამო.-მხარზე დაჰკრა ხელი ირაკლიმ.
-სხვა დროს არ ვილაპარაკებ,პირდაპირ დაგილეწავთ ძვლებს ყველას,მერე სამუდამოსაც ავიტან!-ღვარძლით ამოთქვა და ხელი უხეშად შეუშვა ბიჭს.-უკანასკნელი იყოს!-ნელი ნაბიჯით დატოვა სახლი და მანქანასთან აწურულ გოგონებს გახედა.თავჩახრილი იდგა ბარბარე.ამშვიდებდა ელენე,მაგრამ რა აზრი ჰქონდა.-ჩასხედით!
-კიტა...
-აქ არ მაჩხუბო,ჩაჯექი მანქანაში ბაბი.-დისთვის არც შეუხედავს ისე ამოთქვა და საჭეს მიუჯდა.ხმა არ ამოუღია ირაკლის.ახლა ან თავისას იტყოდა ამილახვარი,ან კარგახანს გაჰყვებოდა გულში ჩადებული ბრაზი და მერე ერთიანად იფეთქებდა.ასეთი იყო კიტა.ყოველთვის ამბობდა თავისას.ყოველთვის წინ ედგა მის ერთადერთ დას,რომელიც საკუთარ თავსაც კი ერჩივნა,მაგრამ რთული თინეიჯერი გახლდათ ბარბარე.ყოველთვის რაღაც ისეთში ეხვეოდა,რომ ბოლოს მისი ძმის მოსაგვარებელი იყო.საბოლოოდ გამოდის,რომ ყველაფერი ნოდოს გამო ხდებოდა,მაგრამ ეს არავინ იცოდა ქეთოს გარდა,რომელიც სულ კუდში დაჰყვებოდა და მის გადარჩენას ცდილობდა.
ასეთი იყო ამილახვარ-ძნელაძეების ოჯახი.ალბათ არ მიხსენებია,რომ ნახევარ და-ძმა იყვნენ კიტა და ბარბარე,დედის გვარზე გახდათ ვაჟი,მამამისს კიტასთვის არაფერი მიუცია,მარტო ზრდიდა ნინა,სანამ სხვა კაცი არ გამოჩნდა მის ცხოვრებაში და მასზე არ იქორწინა.მერე შეეძინა ბარბარე,გვარად ძნელაძე...დათოს არასოდეს გაურჩევია ბავშვები.საკუთარივით მიიღო კიტაც და ყველაფერი ასწავლა,რაც მამას შეეძლო ესწავლებინა.ბიჭმაც კარგად იცოდა,რომ მისი შვილი არ იყო,მაგრამ მამა მაინც დაუძახა.დავითი ყველაზე ახლოს იყო მისთვის მამის ანალოგთან და სხვა არც არასოდეს წარმოედგინა.ბარბარესაც არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ეს ამბავი,რომ გაიგო.ერთი სისხლი ჰქონდათ და ვინ იყო მამამისი ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.პატივს სცემდა ძმას...რიდი ჰქონდა მისი,რადგან სულ არიგებდა,სულ ასწავლიდა და ფაქტობრივად მის ხელში გაიზარდა,მაგრამ ხანდახან მაინც სცდებოდა ქალბატონი გზას და ეს დღეც ზუსტად ასეთი გამოდგა...




***
ნიკოსთან მივიდნენ სახლში,რათა საუბარი შესძლებოდათ.დედის წინ ამაზე საუბარი ნამდვილად არ სურდა ბიჭს.მისაღებში დივანზე ჩამომსდარიყვნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ გურულები.ოდნავ მოშორებით იჯდა ელენე,რომელსაც ვერ გაეგო საერთოდ რას აკეთებდა იქ.უნდოდა ეთქვა წავალო,მაგრამ კაცის რეაქციის შეეშინდა,რომელიც ბოლთას სცემდა ოთახში და სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილე?-მიუბრუნდა დას.-შეიძლება ერთი და იმავე საკითხზე ათასჯერ ვიკამათო?რა გინდოდა მათ სახლში?
-უბრალოდ წავედი....-მხრები აიჩეჩა.
-ნორმალური ხარ გოგო?-ექოდ გასიმა მისი ყვირილი.-მიდიხარ ვიღაც სი*ებთან,იცი ვერ ვიტან ვერცერთს და თან მოწევას მიბედავ მათთან?სულ გააფრინე?
-კარგი ნუ უყვირი.-დაუყვავა ნიკომ.
-რა ნუ ვუყვირი,რამე რომ მოსვლოდა?არ იცნობ მაგათ?-ახლა მეგობარს მისდგა.-ბარბარე ჩემი გაგიჟება გინდა?
-ბოდიში...
-ბოდიში არ შველის მაგ ამბავს...ხო მართლა გადავბუგე მთელი ჩოხატაური შენ,რომ რამე დაგემართოს?რამე გითხოვია ოდესმე და უარი მითქვამს?-მის წინ შედგა.-შემომხედე!-შეუვალი ტონი ჰქონდა კაცს.ერთიანად გააჟრჟოლა ელენეს.
-არა.-ჩუმად ამოილაპარაკა.
-მერე რა გინდა?რას დაეძებ?სასმლის გასინჯვა გინდოდა,მე მოგაწოდე პირველი ჭიქა და მე გივლიდი მთელი ღამე,სიგარეტის გასინჯვა გინდოდა,ეგეც მე გავაკეთე,კლუბში გინდოდა წასვლა,ბათუმშიც ხომ შეგაპარე?არ გითხარი რაიმეს გასინჯვა თუ მოგინდება მითხარი და ჩემს გარეშე არ ქნათქო?მე რა ვინმე აზიატი კავკასიელი ვარ და ვერ გაგიგებ?მეტი რა უნდა გითხრას ძმამ,რა უნდა გაგიკეთოს,რომ ზურგს უკან არ იმოქმედო?-ღრიალებდა კაცი.
-მაპატიე...-ცრემლები ხელის გულით შეიმშრალა.
-ხომ იცი,რამე რომ დაგემართოს გავაფრენ?-მის წინ ჩაიმუხლა კაცი.-განა ვინ მყავს შენს მეტი?რატომ ცდილობ გამომიყვანო წყობიდან?
-აღარ ვიზამ...
-ვინ არის?-შედარებით დაუთბა ხმა.-ვის გამო წახვედი?
-მე...მე არ...-თვალის გუგები საშინლად გაუფართოვდა.
-არ მომატყუო,მითხარი...
-ნოდო...
-მაგიტომ იღიმოდა,რომ მოვედი?მეთქი ჩემი მოსვლა გაუხარდა.-თითქოს იწყინა კაცმა.-მაგიტომ ქმნი ამდენ პრობლემას?
-არ გვაქვს კონტაქტი.-თავის მართლება სცადა.-სადმე თუ გადავეყრებით,მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ,არ იყო აქ,ბათუმში იყო წინა თვეს და რომ გავიგე ჩამოვიდა...-ისევ დახარა თავი.-მაპატიე,ისევ...
-რა სულელი ბავშვი ხარ!-შუბლზე აკოცა ატირებულ დას.-ნუ ტირი,დაწყნარდი.-გულზე თბილად მიიხუტა.მიხვდა რაშიც იყო საქმე და სულ დაავიწყდა ბრაზი.თავადაც იყო ერთ დროს შეყვარებული,იცის როგორია,როცა სხვანაირად გიცემს გული და თითოეული ფეთქვა სხვა ადამიანს ეკუთვნის...
-წავალ მე.-უხერხულად შეიშმუშნა ელენე.
-ბოდიში ასე,რომ გამოვიდა ელე.-ტუჩები დაბრიცა ბარბარემ.-მე აქ დავრჩები დღეს,ქეთოსთან.
-არაუშავს,მახსოვს გზა და წავალ,ხვალ გადმომიარეთ ყავაზე.-უცებ წამოვარდა ფეხზე და კაცის მზერას მოერიდა.რაღაცნაირ შიშს ჰგვრიდა,როდესაც უყურებდა,ალბათ იმიტომ,რომ ბოლო ათი წუთი ბოლოხმაზე ღრიალებდა.
-დამელოდე,გაგაცილებ.-მიაძახა კართან მისულს.
-არ მინდა,მახსოვს გზა!-არც შემობრუნებულა ისე გააჭრა ეზოში.
-რომ გეუბნებიან გაგაცილებო,უნდა გაჩერდე!-სირბილით მიჰყვა უკან და თავისკენ შეაბრუნა.-ჩემს დასთან ერთად გამოგიშვა ზაირამ,ნამდვილად არ მინდა გზაში რამე დაგემართოს და მერე ბარბარეს დაბრალდეს.
-რა უნდა დამემართოს?ათი წუთის გზაა,თან სულ სწორზე.-უხეშად გამოჰგლიჯა ხელი.
-გაგაცილოს,ასე ჯობია.-დაუყვავა ბარბარემ.-გვიანია,ბნელა.
-არ მეშინია,რაიყო შემჭამენ?-გაუკვირდა.
-დედას ეტყვი?-გახედა ისევ ძმას.
-მე,რომ ვიცი ეგეც საკმარისია.-მშვიდად მიუგო და ეზოდან პირველი ელენე გაუშვა,თავადაც უკან მიჰყვა.სახეალეწილი,სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა გოგონა,არ უსმენდა კაცის ძახილს,არ უნდოდა დალოდებოდა.-აბა ერთი კარგად შემომხედე!-უხეშად შეატრიალა თავისკენ,ხელზე ძლიერად უჭერდა,რომ თავი არ დაეღწია მისგან.
-რა გინდა?
-რას მეიაზვები?-კოპები შეჰყარა კაცმა.
-სახლში მივდივარ!
-ერთხელ გითხარი გასაგებად,რომ გაგაცილებდი!
-გთხოვა ვინმემ?-დიდ გულზე იყო კანდელაკი.
-ძალიან ბევრს ხომ არ ლაპარაკობ?-კბილებში გამოსცრა.-ისედაც ნერვებზე ვარ და არაფერი გამომტყუო!
-მეტი რა უნდა გამოგტყუო,დაამხე საცოდავ გოგოს სახლი თავზე!-ჯიუტად გაუსწორა მზერა.
-ჩემს დაზე,რომ მელაპარაკები იაზრებ?
-მერე ეგ იმის უფლებას გაძლევს,რომ ასე უყვირო?
-შენც,რომ გიყვიროს ვინმემ იქნებ აზრზე მოხვიდე ცოტა!-მაინც ვერ მოთოკა თავი და უხეშად მიუგო.
-ნუ მიყვირი!-უხეშად გამოჰგლიჯა ხელი და და ნაბიჯით უკან დაიხია,წაბარბაცდა და თავის შესაკავებლად ხეს მიეყრდნო.ერთმანეთში აერია ყველაფერი.ასეთი ძლიერი სასმელი არასოდეს დაულევია.გრადუსიანი არაყიაო,რომ გაიძახდა სოსო და ეს მაინც,რომ ცლიდა ჭიქებს მაშინ უნდა ეფიქრა.ჯამში 5 ჭიქა დალია,მაგრამ ეყო მის პატარა და სუსტ ორგანიზმს.
-ცუდად ხარ?-მაშინვე შეაშველა ხელი.უცებ შეეცვალა ტონი,ის ბობოქარი ბგერები აღარ სწყდებოდა მის ბაგეს.პირიქით,ძალიან მშვიდი და თბილი ხმა ჰქონდა.
-გაწიე ხელები.-ძლივს ჩაილაპარაკა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-მოწიე?-კარგად დააკვირდა,თვალის გუგები გაფართოებული კი ჰქონდა,მაგრამ სიბნელის ბრალი იყო,ლამპიონის მბჟუტავი სინათლე ქუჩას ძლივს ანათებდა.
-დავეცემი ახლა...-ჩუმად ჩაილაპარაკა.მომინდომა გურულებთან თავის მოწონება.აი შენი ქალაქელობა,სახლში გამოხდილ არაყს,რომ დაგიდებენ წინ,რომელიც არასოდეს გაგისინჯავს თავი არ უნდა დაკარგო.მაღაზიაში ნაყიდ CELSIUS-ს ან PARLIAMENT-ს თუ დალევდა მეგობრებთან ერთად,მაგრამ ასეთი საშინელება?ჯერ არაფერი გაუსინჯავს.
-მოწიე რამე?მითხარი!-შეშინებული მიაჩერდა და თავი მაღლა ააწევინა.უნდა სცოდნოდა რა სჭირდა,თორემ ასე ვერ დაეხმარებოდა და ვერც ზოიასთან მიიყვანდა.ღამე რამე არ დამართნოდა...-გამეცი პასუხი!-ძლივს იკავებდა თავს.
-არაყი დავლიე.-მძიმედ ამოთქვა.-ხუთი ჭიქა!-ხუთივე თითი ცხვირწინ გაუშალა და ლამის თვალები გამოსთხარა.-საზიზღრობა იყო,ყელში ქრებოდა.
-ვახ...-ხელი გააწევინა კაცმა.-წამოდი სახე მოიბანე და დაწექი,გამოიძინე და გიშველის.
-თავბრუ მეხვევა...ძალა არ მაქვს ფეხებში.-ნელა დაეშვა მიწაზე და თავი ხეს მიაყრდნო.-გურულებს ასეთი ბომბი სასმელი გაქვთ სულ?
-ადექი გოგო,ხომ არ გაგიჟდი?-მის წინ ჩაიმუხლა.
-ბებია მომკლავს,ამ ქერა თმას ხომ ხედავ?-კოსა ჩამოიშალა მაშინვე.-ღერა-ღერა დამაგლეჯს...
-მაშინ გეფიქრა მაგაზე ჭიქებს,რომ ცლიდი უცხო ბიჭებთან ერთად.
-არ არიან უცხოები,ბებიამ მითხრა,რომ კარგი ბიჭები არიან და ვემეგობრო.-გააპროტესტა მაშინვე.
-ზოიამ უნდა გადახედოს აქაურ ამბებს ასე მგონია.-ყოყმანით ამოთქვა და წელზე ხელი მოხვია.-ადექი.
-ხელები გაწიე,გითხარი უკვე!-ტლიკინის თავი მაინც ჰქონდა.
-როდემდე აპირებ აქ ჯდომას?-საყვედურნარევი ტონი ჰქონდა ამილახვარს.
-სანამ არ გამივლის.
-წამოდი,თორემ დაგტოვებ!
-დამტოვე,ვიცი სახლის გზა!-უხეშად მიუგდო და მობილური მოიმარჯვა.
-შენი ნებაა.-ხელი აიქნია კაცმა და წამსვე ზურგი აქცია.
-პირუტყვი!-ჩაიდუდღუნა თავისთვის და თვალები დახუჭა.რაღაც უცნაური მწარე გემო ჰქონდა ყელში და გულის რევის შეგრძნებას უტოვებდა.არ იცის რამდენხანს იჯდა ასე,ცრემლმორეული საკუთარი თავის იმედად,პირველივე დღეს,რომ ათასი პრობლემა შეიქმნა,მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო.ცოტახანიც და ადგებოდა...
-გაახილე აბა თვალები.-ნაცნობი ხმა და მძაფრი,მაგრამ სასიამოვნო ოდეკოლონის სურნელი მიელამუნა სახეზე.-ეს დალიე,მინერალურია,დაგეხმარება.-სულ ოდნავ გაახილა თვალები და გახელებით წაეტანა ბოთლს,ძალიან სწყუროდა.-სახლში წაგიყვან,ზოიას მე ვეტყვი,რომ ჩაგეძინა ჩვენთან და მაგიტომ მიგიყვანე.
-გაბრაზდება,არ მაქვს მაგისი თავი.
-მოდი,არ გაბრაზდება.-მშვიდად წამოაყენა ფეხზე.-მე ვეტყვი.
-ზოია მაგარი ქალია,ვერაფერს გამოაპარებ...
-ჩემს დას ხელს ხშირად ვაფარებ,ვიცი როგორც ხდება,ნუ ნერვიულობ.-წელზე მოხვია ხელი და ისე გააგრძელა გზა.
-მეორედ მაგ საზიზღრობას აღარ დავლევ.
-კარგი იქნება,სულ კი არ მოგხედავ!-მაინც აურია.
-რაში მჭირდება შენი მოხედვა?-შეყოვნდა და მიუბრუნდა.-მე ძალიან კარგად შემიძლია საკუთარ თავზე ზრუნვა!
-მოდი წამოდი,მაგაზე მერე.-სასაცილოდ არ ეყო კიტას.
-ბარბარეს ძალიან ეჩხუბე.
-შენ რა ჩემი დის დამცველი გამოხვედი?
-შემეცოდა...
-მომისმინე ელენე,შენ რაც გინდა ის აკეთე იმ ბიჭებთან ერთად,მაგრამ ჩემი და ვერ იქნება ასე,შენთან მეგობრობა სდომებიათ გავიგე,ჩემი და არ გარიო ამაში,თორემ შენც ისევე დაგელაპარაკები,როგორც მას!-მაინც ჩვეული,მკაცრი ჰქონდა ტონი.
-რას გადაეკიდე?რამე ხო არ დაუშავებიათ?
-არ გამოესარჩლო,არ ჩაერიო,როცა არ იცი.-მკაცრად უთხრა.-ახლა ისე მოიქეცი ვითომ გძინავს კარგი?ფილმს უყურეთ შენ და გოგოებმა და ჩაგეძინა.
-კართან წამოვწვე,რომ დილით მიპოვნოს ბებიამ?-ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ჩშშ!-ხელი ააფარა მაშინვე.-მე მიგიყვან ზოიასთან,ჩაეძინა და არ გავაღვიძეთქო,შეგიძლია?
-შემიძლია.-თვალები დახუჭა და ასე ჩამოდგა.
-რას გაძეგლდი?თუ გძინავს ასე ხომ არ მოხვიდოდი შენით?-გაიკვირვა ბიჭმა.
-აბა?
-მოდი.-უცებ მოხვია ხელები და წამში მოიქცია მკლავებში გოგონას სხეული.
-შენ ხომ არ...
-გაჩუმდი და დაიძინე,სანამ გაგაგლიჯეს ქერა დალალები.-გააჩუმა ისევ და ჭიშკარი შეაღო.ტელევიზორს უყურებდა მისაღებში ზოია.-შვილიშვილი მოგიყვანე პატივცემულო ზოია.-ღიმილით შევიდა ოთახში.
-რაია ბებია აგი?-ფეხზე წამოვარდა ქალი.-მომიკვდეს თავი,რა დაემართა?
-არაფერი,სძინავს უბრალოდ.-დაამშვიდა მაშინვე.-ფილმს უყურეს გოგოებმა,ჩაეძინა და აღარ გავაღვიძეთ,აქვე ვართ და გადმოვიყვანე.
-გააღვიძე ბებია,აბა ასე რაფერ იქნება?
-მითხარი სად არის ოთახი და დავაწვენ.
-მეორეზე ბებია,შუა ოთახია მისი.-ეჭვით აათვალიერა ნაბეღლავის ბოთლი.-ჩემია,თავი მისკდება, „პახმელია“ ვარ გუშინდელიდან.
-წამო გავუშალო ერთი.
-წყალი ამოუტანე შენ,მჭადები ჭამა,ყველი მარილიანი იყო ძალიან,მოუნდება ღამე.-ისევ მოატყუა ქალი.-დავაწვენ მე მანამდე.
-მიდი ბებია,გაიხარე.-დაფაცურდა ქალი.ნელა აიარა კიბეები,სახლის გარედან,რომ მიეშენებინათ და სახლში შეიყვანა.მის აჩეჩილ ჩემოდანს იატაკზე თვალი მოავლო და მეორე ოთახში გავიდა.ზაფხულის სურნელი ასდიოდა.ტროპიკული ხილის და ცოტა მარწყვის...
-დამსვი კარგი.-უცებ გამოერკვა.
-დაწექი წამსვე,არ დაიწყო ბოდიალი,გძინავს ხომ გახსოვს?
-ტანსაცმლიანი ვერ...
-აბა ახლა გამოცვლა თუ დაიწყე შემოვა ზოია და კი მიგიხვდება ფეხზე,რომ ვერ დგახარ.დაწექი!
-ჯანდაბა!-ფეხითვე გაიძრო ფეხსაცმელი და ადიელის შიგნით ჩაიმალა.
-ეს გამომართვი და დამალე სადმე.-მინერალურის ბოთლი გაუწოდა და ისიც ადიელის ქვეშ მოაქცია.
-ჩემი ფეხსაცმელი გმართებს,კი არ დამავიწყდა.
-მოდი და აიღე,კი არ გიმალავ.-სულ ოდნავ ჩაეღიმა.-არ არიან სანდოები ის ბიჭები ფრთხილად იყავი.-ჩუმად ჩაილაპარაკა და როგორც კი ელენემ პირი გააღო რაღაცის სათქმელად ზოია შემოვარდა ოთახში.
-წყალი მოვუტანე.-ტუმბოზე დაუდო და ზემოდან დააცქერდა.
-რას დასცქერი,სძინავს,წამო დაანებე თავი.
-ასე ადრიანად რამ დააძინა,გამკვირვებია.-მხრები აიჩეჩა ქალმა და ბიჭს კიბეებზე უკან მიჰყვა.-გენაცვალე ჩემო ბიჭო,რა ყურადღებიანი ხარ,რომ მოიყვანე.
-აბა ისე როგორ.-გაუცინა ქალს.-რამე თუ დაგჭირდეს დამიძახე ნებისმიერ დროს.-ხელები დაუკოცნა.დეიდასავით იყო მისთვის.ბებიას ვერ ეძახდა.ან რა ეთქმოდა ბებიის,ისეთ „ვიდზე“ იყო ხან კაცებსაც შურდათ მისი.
-გენაცვალოს ჩემი თავი,ღამემშვიდობისა შვილო.-მიეფერა ქალიც და ჭიშკრიდან მიმავალს მშვიდად უყურა.-რა კარგი ჰყავხარ დედაშენს შვილო და როგორ არ გაუმართლა ნინას სიყვარულში.-დანანებით გააქნია თავი და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა...




***
ამ კუთხეში ძილი მართლა არ უწერია.ისევ მამლის ყივილმა გამოარკვია,სახლის მოპირდაპირე მხრიდან ისმოდა ხმა,თითქოს საბრალოს აწამებდნენ ისეთ დღეში იყო.გაჭირვებით დააშორა წამწამები ერთმანეთს და ფეხშიშველმა გადაიხედა ფანჯრიდან.
-ამოგიწყდეს გამჩენიც და გამზრდელიც შე გაპუტულო ქათამო!-დაიღრიალა ფანჯრიდან.ეზოში დაიარებოდა ბუმბულებგაგლეჯილი,წითელი მამალი.ისევ თავისას აგრძელებდა,ყელი მოიღერა და კიდევ ერთხელ დასჭექა.-ამოწყდი!შენ მოუკვდი შენს პატრონს!-ლამის ტირილი დაიწყო,თავი საშინლად სტკიოდა.თავი მოატრიალა და გვერდულად დაიწყო ეზოდან ყურება,თითქოს იუკადრისა ელენეს ნათქვამი,მერე უკან გაბრუნდა.-ეგრე რა,წადი გამოიძინე,კაცი არახარ?-ღიმილით ჩაილაპარაკა და გულაღმა დაემხო საწოლზე.რამდენიმე წუთი იყო სულ გასული ისევ ახლიდან,რომ დაიწყო და ბრაზისგან ბინდი გადაეკრა თვალებზე კანდელაკს.ისედაც ცალად დარჩენილ ფეხსაცმელს ხელი დაავლო და პირდაპირ გაჰქნია.-ამოწყდი რა დაგეტაკა ამ დილაუთენია!-წყევლაც მიაყოლა და გაშრა კიდეც ადგილზე.მეზობლის ეზომდე ვერ მიაღწია მისმა ფეხსაცმელმა,იქვე გზაზე დაეცა,კი დაფრთხა მამალი,მაგრამ უფრო მეტად დაფრთხა ელენე.პირდაპირ ამილახვარს სტყორცნა თურმე წითელი ბოტასი,უკვე მეორედ!-ამას რა უნდა გარეთ ამ დილაადრიან?-ჩაიდუდღუნა თავისთვის და ფარდის უკან მიიმალა.გაავებული თვალებით შესცქეროდა კიტა მის სილუეტს,სარბენად გამოსვლა მოუნდა,იცოდა მაინც გააღვიძებდა მამლის ყივილი და ისევ მან დაასწრო,ყურსასმენი მოირგო და გონების გაწმენდა სცადა,თუმცა ვინ აცადა.ორი დღე და ორი მფრინავი ფეხსაცმელი.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?-გასძახა გოგონას.პასუხი არ დაუბრუნა,მაგრამ იცოდა,რომ მისი ესმოდა.
-ღმერთო ამჯერად მართლა თავს წამაცლის,შენ ხომ იცი,რომ არ მინდოდა?-ჩუმად ბუტბუტებდა და მხოლოდ წამით გააპარა თვალი გზისკენ.იქ აღარ იდგა.შვებით ამოისუნთქა,მინერალური ბოთლითვე მოიყუდა და ის იყო შორტის ღილი გახსნა,რომ გამოეცვალა და მობრუნებულს კიტა შერჩა კარზე აყუდებული,ხელში მისი ფეხსაცმელი ეჭირა და გამჭოლი მზერით შეჰყურებდა.-რა ჯანდაბაა?-სასწრაფოდ დააბრუნა შორტი პირვანდელ მდგომარეობაში.-შენ რა ავად ხარ?
-ტონი ელენე!-კბილებში გამოსცრა გოგონას და წინ დაუდგა.-თავიდან გამეცინა,პირველად იუმორიც კი დავინახე,მაგრამ მეორედ?
-შენთვის არ მისვრია.-ამოილუღლუღა შეშინებულმა.
-მომისმინე!-მაჯაზე ხელი ჩაავლო კაცმა.-ფეხსაცმელების სროლას თუ არ მოეშვები ერთ დღესაც სასროლი აღარაფერი დაგრჩება,ან რა კულტურაა,ასე იქცეოდი გლდანში?-ზემოდან დააჩერდა.ჩემი გლდანელობა საიდან იციო,უნდოდა ეკითხა,მაგრამ გაახსენდა ბარბარეს,რომ უთხრა და პირი დაკუმა.-მიპასუხე!
-შენ ვინ გეკითხება?-მკერდზე უხეშად უბიძგა.-შენ გკითხო მე რას ვისვრი და რას არა?
-ელენე არ გამაბრაზო,თორემ არ მოგეწონება ის,რასაც ნახავ!
-და მაინც რას ვნახავ?-მიანათა ლურჯი თვალები კაცს.-საერთოდ ჩემს ოთახში რას აკეთებ?ასე უვარდები ქალებს?
-დამშვიდდი ღლაპო,არ ჯდები ჩემს გემოვნებაში.-უხეშად მიუგდო.-მითუმეტეს ასე,გაჩეჩილი.
-ახლა ისეთი მოგხვდება!-დასარტყმელად აწეული ხელი ჰაერში გაუკავა და კედელზე ააკრო.
-თავს ძალიან ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ?-ძლივს გააკონტროლა ტონი.-მეორედ არ გაბედო და ჩემზე ხელი არ აწიო,თორემ რაც მოგივა შენს თავს დააბრალე!-ყელზე ძარღვები დაბერვოდა და შუბლზე,ჩვენებურად ნერვის ძარღვს,რომ უწოდებდნენ ისე მკაფიოდ გამოეკვეთა უნებურად გააჟრჟოლა ელენეს.
-მეტიც არ მინდა რამე დამიშავო,ერთხელ იჯექი უკვე,როგორც გავიგე,მეორედ მე ჩაგაყუდებ,მაგრამ ძალიან დიდი ხნით!ქალზე ძალადობა იცი რა მკაცრად ისჯება?-უაზროდ დაიწყო ტიტინი,მაგრამ პირველი წინადადების მერე აღარაფერი გაუგია ამილახვარს.წამსვე შეუშვა ხელი და უკან დაიხია.მიხვდა ხალხი ბევრს ლაპარაკობდა მის პატიმრობაზე,რადგან უკვე მასაც გაეგო.არ ესიამოვნა,რომ იფიქრა რაიმეს დაუშავებდა.არასოდეს მისცემდა თავს უფლებას ქალთან რაიმე ზედმეტი გაეკეთებინა.არ იცნობდა კანდელაკი და ამიტომ საუბრობდა ამდენს.
-თავი აკონტროლე ელენე,ერთ დღესაც აივსება ჩემი მოთმინების ფიალა.-მშვიდად დაუბარა და ფეხსაცმელი იატაკზე მოისროლა.
-ბებიაჩემს აუცილებლად ვეტყვი,რომ ავად ხარ!-დააწია კარში მიმავალს სიტყვები.-არ ხარ შენ ნორმალური!-აღარ უსმენდა,ძალიან არ უნდოდა გაბრაზებულიყო,ამიტომ მშვიდად ჩაიარა კიბეები და ეზოდან იქამდე გავიდა,სანამ თხილის მოსაკრეფად გასული ზოია დაინახავდა....




***
შუადღით მართლაც გამოუარეს გოგონებმა,ცივი ყავა დალიეს,ცოტა იჭორავეს გუშინდელზე ,ნოდოს შესახებაც მოუყვა ბარბარემ და მოვიდა კიდეც მდინარეზე წასვლის დრო.გუთურში მდინარემდე მისასვლელად სიმინდის ბაღებს შორის გაყვანილი გზა უნდა გაგევლოთ,საშინლად მცხუნვარე იყო მზე,შორიდანვე ისმოდა ჟრიამული,მშობლების ყვირილი,რომ შვილები ღრმად არ შესულიყვნენ წყალში.სიმინდის ტაროები კარგად შეათვალიერა,თუმცა უიმედოდ.ივნისში რა დროს სიმინდი იყო?აგვისტომდე არაფერი იქნებოდა.იმედგაცრუებულმა გააქნია თავი და მეგობრებს უკან მიჰყვა.გაჭირვების გადააბიჯა გაგლეჯილ რკინის ღობეზე და ოდნავ დაღმართზე დაეშვა.ულამაზესი იყო იქაურობა.პატარა მდინარე,ისეთი ხმაურით მიედინებოდა,რომ ბავშვების ჟრიამულსაც კი ფარავდა.მეორედ დაეცა თავზარი მდინარეზე მისულს.თავად ზღვისთვის ნაყიდი საცურაო ორეული მოერგო კაბის შიგნიდან,ჩანთაში მხოლოდ პირსახოცი,სათვალე და წყალი ედო.ყველა შორტით ჩასულიყო წყალში.გოგონებს გადახედა.
-მე შორტი არ მაქვს.-ამოილაპარაკა ჩუმად.
-რა?-გაკვირვებულმა გადახედა ქეთიმ.
-მე ორეული მაცვია კაბის შიგნით,მეგონა ყველა ასე ბანაობდა.-მხრები აიჩეჩა.
-არაუშავს,ქალაქელები ასე ბანაობენ,შეჩვეულები არიან,თან მეც ზემოთ ბიუსჰალტერით ვიქნები.-დაამშვიდა ბარბარემ.
-რატომ არ მითხარით,რა სირცხვილია.-უნებურად გააჟრჟოლა.-წყალში ბალიბულს თამაშობდნენ ბიჭები,ბავშვებთან ერთად.მხოლოდ წამით გადმოხედა კიტამ და ისევ თამაში განაგრძო.
-დაი*იდე და ჩამოდი წყალში.-გაუცინა ბარბარემ,რომელსაც მართლაც გამომწვევი ნაჭრით შეემოსა ზედატანი.-აი ხომ ხედავ,არაფერია ისეთი.
-კარგი.-ფრუტუნით ამოთქვა და ერთი მოძრაობით გადაიძრო სარაფანი.ლავიწზე ორი პატარა ვარსკლავი,მკერდს შორის კი მზისა და ნახევარმთვარის შერწყმა დაეხატა,ძალიან უხდებოდა მის უნაკლო სხეულს.ბიკინის ზოლთან ტალღის სიმბოლო დაეხატა,ზურგზე კი ბეჭზე პატარა ლეოპარდი.
-რა ლამაზი ტატუები გაქვს.-შეათვალიერა ქეთომ.-აბა მაჩვენე.-სათითაოდ დაათვალიერა ყველა.-ძალიან გიხდება,მეც მინდა,მაგრამ დედაჩემი გაგიჟდება.
-ჩემებიც ასე იყვნენ თავიდან,ჩუმად გავიკეთე 16-ის,რომ ვიყავი და მერე რაღას იზამდნენ.-ჩაეცინა.
-ჩავიდეთ რა,აგრილდება მერე და რაღად მინდა თქვენი მდინარე.-აუწუწნდა ბარბარე და სირბილით შევიდა წყალში.ასე ჯობდა,რადგან ცივ წყალში ნელა შესვლა ბევრად უფრო რთულია.წამში შეჰყვა ქეთიც.ასე უცებ ვერ გაბედა თვითონ,კოჭამდე წყალში ჩადგა და სიცივისგან ერთიანად გააჟრჟოლა.
-რა ცივია!-წამოიკივლა ხმამაღლა და რამენიმე ცოტა ასაკოვანი ქალის მზერას მოერიდა.ნამდვილად მის საცურაო კოსტუმს უყურებდნენ.
-უცებ ჩამოდი,თორემ გაგიჭირდება.-შეჰყვირა ბარბარემ და წყალში ჩაიმალა.
-იმენა გრძნობენ ჩვენ,რომ მდინარეზე ჩამოვდივართ.-კიტას ანიშნა ნიკომ.უკვე ეშვებოდნენ შაკო და ვაკო დაღმართზე.
-დღეს ჩაიარეს ჩემი სახლის წინ,იყვნენ მდინარეზე,ეს მეორეა.-ჩაიდუდღუნა კაცმა და ელენეს გახედა,აკანკალებული,რომ ჩამდგარიყო მუხლამდე წყალში.ვერაფერს დაუწუნებდა,უნაკლო სხეული ჰქონდა,ხარბად შეათვალიერა და ტატუებსაც დააკვირდა.
-ალბათ ელენესგამო მოვიდნენ.-ამოთქვა ირაკლიმ.-ზოია ყველას ეუბნება ემეგობრეთო.
-მაგათ თუ არ ემეგობრა ბევრი დააკლდება.-გაღიზიანდა კიტა და ის იყო თვალი უნდა მოერიდებინა,ზურგიდან,რომ მიეპარა ელენეს შაკო,ხელები მოხვია და წამში შეიყვანა წყალში.რამდენიმე წამით ზედაპირს ქვემოთ გაუჩინარდა მათი სხეულები.
-ბიჭო აფრენს ეს კარგმო**ნული!-ჩაილაპარაკა ნიკომ და გოგოებს თვალებით ანიშნა მათთან ახლოს ყოფილიყო.
-უცებ უნდა შეხვიდე წყალში,არ უნდა მაგ ამბავს თავის დაფასება ლამაზო.-წაეფლირტავა გაოცებისგან თვალებგაფართოებულ გოგონას.
-ხომ არ გაგიჟდი?-უხეშად აუკრა ხელი,იდაყვიდან სისხლი სდიოდა,ქვას ჩამოარტყა.
-აუ ძალით არ მიქნია დედას ვფიცავარ!-ანერვიულდა ბიჭი.-შემთხვევით მოხდა,ბოდიში.-გადასხვეპილ ხელს დააკვირდა.ლამის მტკაველის სიგრძეზე ახეოდა კანი.
-ჯანდაბა.-აუცრემლიანდა თვალები მაშინვე,ჭრილობების ძალიან ეშინოდა,თან სასტიკად ეტკინა და აეწვა.
-შაკო რა ვირი ხარ!-მივარდა ქეთი და ხელით უხეშად უბიძგა.-მაჩვენე.
-დაიკარგე ახლა აქედან მართლა,რა საქციელია?-გაუწყრა ბარბარეც.
-ზოიას,რომ დავუჯეროთ კარგი ბიჭია და უნდა ემეგობროს.-წარბები აწკიპა კიტამ და ის იყო ბურთი ჰაერში ააგდო,რომ მისი დის კივილმა სრულიად მოაფხიზლა.შიშისგან გული წაუვიდა ელენეს და წყალში მოწყვეტით ჩაეშვა.
-ვაიმე კიტა!-დაიყვირა ბარბარემ და წყლიდან ამოსწია,შაკოც მაშინვე დაიხარა და წელზე მოხვია ხელები.
-ხელი გაუშვი!-დაუღრინა კაცმა და ხელები მოხვია,რომ აღარ დაცემულიყო.-შაკო გაა*ვი,სანამ ძვლები დაგიმტვრიე.-ხელს ჯიუტად არ უშვებდა ბიჭი.
-ძალით არ მინდოდა,თავი ხომ არ დაარტყა?-ანერვიულდა.მკლავებში მოიქცია მისი სხეული და წამსვე ნაპირზე გაიყვანა.უკან მიჰყვა ყველა.შეშინებულები გასცქეროდნენ სოფლის მაცხოვრებლები ამ სიტუაციას.ერთმა საერთოდ ბავშვი ნაპირზე დასვა და სახლში წასასვლელად გაამზადა.ალბათ იფიქრა მოკვდაო...
კარგად დაუთვალიერა თავი,სახე...ჭრილობა არსად ჰქონდა.მხოლოდ იდაყვზე,საიდანაც მდინარესავით სდიოდა სისხლი და მუხლთან,მაგრამ ეს იმდენად საგანგაშო არ იყო.
-ელენე!-რამდენჯერმე მსუბუქად შემოჰკრა სახეზე.-გაახილე აბა თვალები,შემომხედე,კარგად ხარ?-რომ დაინახა თვალებს ახამხამებდა შვებით ამოისუნთქა,წამიერი სისუსტე იყო მხოლოდ.-თქვი რამე,კარგად ხარ?-თვალებგახელილმა ამდენი სილუეტი ერთად,რომ დაინახა შიშისგან ლამის ლაპარაკის უნარიც დაკარგა.-რა გჭირს?-უკმაყოფილოდ დასცქეროდა კიტა.
-მტკივა.-იდაყვზე დაიხედა.
-შეგიხვევთ,მალე გაგივლის.-დაამშვიდა ვითომ.-თავი ხომ არ დაარტყი?
-არა.-იუარა მაშინვე.
-იზვინი მართლა არ მინდოდა ელენე.-თავი ჩახარა შაკომ.გვერდით ამოსდგომოდა ძმაკაციც.
-დაა*ვიე შაკო!-კბილებში გამოსცრა ბიჭს.
-მე არ...
-გაა*ვი!-მთელი ხმით დაუყვირა და როგორც კი ბიჭი მოერიდა, ისევ ელენეს მიუბრუნდა.-მითხარი რამე ხომ არ გტკივა?რა დაგემართა?-ვერ გაეგო გონება რატომ დაკარგა.
-ჭრილობებზე ცუდად ვხდები,სისხლს ვერ ვიტან.-ჩუმად ამოილაპარაკა და ყურისკენ ჩაგორებული ცრემლი უხეშად შეიმშრალა.-თავბრუ მეხვევა ახლაც.
-მოდი სახლში წაგიყვან,იქ მივხედოთ შენს ჭრილობებს კარგი?-შედარებით თბილი ხმით უთხრა და მის კაბას ხელი დაავლო.-წამოჯექი,ჩაიცვი და წავიდეთ.
-როგორ შეგვაშინე.-გულზე ხელი მიიჭირა ქეთომ.
-უკვე ვიფიქრე,რომ საკაიფო ქელეხი იქნებოდა და ლობიოს შევჭამდი.-ჩაიცინა ნიკომ.-ქელეხის ლობიო მაგარი რამეა,მთელი ცხოვრება შემიძლია ვჭამო,არ გიყვარს შენ?-გადახედა ელენეს.
-არ ვყოფილვარ ქელეხში,არ ვიცი.-ძლივს გადაიცვა ღია ცისფერი სარაფანი,რომელსაც წამსვე დაემჩნა სისხლის ლაქები.
-მოვკდეს ვინმე,წაგიყვან უეჭველი,პურს,რომ აწობ ეგეთ ლობიოს რა სჯობს.-ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა.
-გიჟი ხარ?-გაეცინა ელენეს.-არა,ცოტახანს მოიცა,თავბრუ მეხვევა.-ცრემლებს ვერ იკავებდა,ისევ წამოწვა მიწაზე,შიშისგან გული ისე უფართხალებდა,მალე გაიქცეოდა ალბათ.
-მოდი.-სულ ოდნავ გაუღიმა კიტამ და ხელები შეუცურა,წამსვე მკლავებში მოიქცია სიფრიფანა სხეული და შიშველ მკერდზე მიიხუტა.-წაგიყვან,თორემ ინფექცია შეგეჭრება,მალევე დავამუშაოთ ჯობია.
-ჩემით...
-მერე,როცა გაგივლის,ახლა ცუდად ხარ.-გააწყვეტინა მაშინვე.-ჩემი მაისური წამოიღე რა.-დას მუდარით მიუგო და ნელი ნაბიჯით დაიძრა სახლისკენ...



***
მათდა გასაკვირად სახლში არ იყო ზოია,რაც კარგი იყო,რადგან ტრაგედიას არ შექმნიდა,სამაგიეროდ ნინა იყო ეზოში და წამსვე მიადგა ღობეს.
-კიტა შვილო რა მოხდა?-შეშფოთდა ქალი.
-არაფერი,დაეცა და ხელი იტკინა.-მშვიდად მიუგო.
-ვაიმე რას ამბობ.-შეშფოთდა ქალი.სისხლის კვალიც შენიშნა კაბაზე.-თავი ხომ არ დაარტყა?
-არა,ხელი მარტო,ნუ გააზვიადებ დედაჩემო.-გაუცინა ქალს.
-ბარბარე მოდი შენ,ბინტი წაიღე,რომ შეუხვიოს.-დაუბარა შვილს.-მაქვს სადღაც,მოვნახავ.
-ირა მიდი ქეთო ჩაიყვანე აფთიაქში, „პერეკისი“ იყიდეთ და სახვევები,ბედატინიც,რომ გავუსუფთავო ჭრილობა.
-ჰო ეხლავე.-დაფაცურდა ირაკლი.გულით შეეცოდა კიტას მკლავებში მისვენებული გოგონა.-წამო ქეთუშ.-ლოყაზე გაეთამაშა გოგონას.
-ფუ ამის.-შეიკურთხა ნიკომ.-ტელეფონი დამრჩა ქვემოთ,უცებ ჩავირბენ და მოვიტან,თორე ხომ იცი ჩამოსული ბალღები,ამწაპნიან წამში.
-მიდი,მივხედავ მე.-მშვიდად უთხრა და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა.მისდა გასაკვირად დაელაგებინა ოთახი ქალბატონს.თაროებზე ჩაემწკრივებინა ტანსაცმელი,ფეხსაცმელიც ლამაზად დაეწყო,ის ცალი ბოტასი მაინც ღიმილს ჰგვრიდა კაცს,ობლად რომ იმზირებოდა კუთხიდან.ფრთხილად დააწვინა და ხელის ქვეშ პირსახოცი დაუფინა,რომ საწოლიც არ დაესვარა.-ძალიან გტკივა?-შეწუხებულმა დახედა.
-მეწვის.-ისევ ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.-კაბაც გავაფუჭე,შრამიც დამრჩება.-სრუტუნებდა ისევ.
-ეგ გადარდებს ახლა?-გაეცინა კაცს.-შრამი დაგრჩეს,დიდი ამბავი.
-არ მომწონს,მენჯთან მაქვს და მაგის გადაფარვას ვაპირებ ტატუთი,იდაყვზე რა ვუშველო?
-არ გამაგიჟო რას სულელობ?-სიცილს არ წყვეტდა.-იმიტომ ტირი,რომ შრამი დაგრჩება?
-თან კაბაც გამიფუჭდა...დალაქავდება...
-ბედნიერი არ ხარ თავი,რომ მთელი გაქვს?იმ სი*მა ლამის მოგკლა.
-ნუ ლანძღავ,ძალით არ უნდოდა.-გამოექომაგა მაინც.
-ერთ დღეს მიხვდები შენც,მაგრამ გვიანი იქნება და იცოდე.-იმედგაცრუებულმა ამოილაპარაკა.-არ არიან ის ხალხი,ვისთან მეგობრობაც ღირს.
-აბა შენთან ღირს?
-ეგ არ მითქვამს,მაგრამ გოგოებთან ნამდვილად ღირს.-მშვიდად მიუგო და წყლის წვეთები დაასხა ჭრილობაზე.
-რა დაგიშავეს იმ ბიჭებმა?-წარბები შეჰყარა.
-არ გინდა მანდ ქექვა,შენით გაიგებ,მე რაც არ უნდა გითხრა,მაინც შენებურად იზამ და...
-ჰო,რადგან მე შენ არ გიცნობ და არ გენდობი!-გააწყვეტინა მაშინვე.-ბებომ მითხრა,რომ კარგები არიან.
-კარგი დაუჯერე ზოიას.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-უბრალოდ არ მინდა,რომ რაიმე ინანო.
-რატომ უნდა ვინანო?
-რადგან...-ვეღარ გაუგრძელა სირბილით შემოვარდა ბარბარე ოთახში,სპირტი და ბინტი მოარბენინა.
-დაუმუშავებ?-გადახედა დას.
-არა,მე მეშინია ხომ იცი,თან აეწვება,იტირებს.-გადახედა გოგონას.-ისედაც ტირის,მაგრამ...
-კარგი,ირაკლი რომ მოიტანს ნივთებს მომიტანე და დავუმუშავებ,უნდა დავრეკო მანამდე,სახლში გადავალ,იქ მაქვს ტელეფონი.
-კარგი.-მშვიდად დაჰყვა მის ნებას და მეგობარს გვერდით მიუჯდა.პატარა ბავშვივით სლუკუნებდა გოგონა.ისე იქცეოდა თითქოს ყველაზე ცუდი რამ დაემართა მსოფლიოში.ხელს ვერ კი უყურებდა და ვერც გაამტყუნებდით,მართლა საშინლად გამოიყურებოდა.სისხლი ზედ შეხმობოდა და კანის პატარა ნაფლეთები ოდნავ აწეულიყო,საკმაოდ დიდი ჭრილობა ჰქონდა.დაახლოებით ოც წუთში დაბრუნდნენ აფთიაქის პარკით ხელში.ორივემ აიჩემა ვერ ვუყურებთ ელენეს ტანჯვასო და კარი გაიხურეს,სამზარეულოში დაფაცურდნენ ყავა მოამზადეს.თავად ელენე კი მარტო დარჩა,კიტასთან ერთად.
-ამას დაგასხამ,რომ რაც ზედმეტია ამოიტანოს კარგი?აქაფდება,ოდნავ აგეწვება,მაგრამ ძალიან დაგეხმარება.
-რა არის?
-ქაფურის სპირტი.-მშვიდად ჩაილაპარაკა და ფრთხილად დააწვეთა.რაღაც უცნაური შიშხინის ხმა გაისმა,თითქოს გაზიანი სასმელი ჩამოასხეს ჭიქაში.ეწვოდა,მაგრამ არა ისე,რომ ვერ მოეთმინა.წამით გადახედა და უცებვე დახუჭა თვალები,არ უნდოდა ამის დანახვა.-კარგად ხარ?
-მალე ქენი გთხოვ,მინდა,რომ ბევრი ვიტირო და შენს წინ მრცხვენია.
-დაგრჩა კიდევ ცრემლები?ტბა დააყენე უკვე.
-რა ვქნა მტკივა.-ყბა აუკანკალდა.სტკიოდა,მაგრამ ისე ძალიანაც არა,უბრალოდ ემოციური იყო.ფრთხილად გაუწმინდა ჭრილობა,ბეტადინითაც დაუმუშავა და სახვევი გადააკრა.მერე ფეხზეც გადავიდა.იქაც იმავე გააკეთა,თუმცა ამაზე არ უწუწუნია გოგონას.ჯიუტად ითმენდა ყველაფერს.
-მორჩა.-პლასტერი გადააკრა ფეხზე.
-არ მეტყვი?
-რას?
-რატომ არ მოგწონს შაკო და ვაკო.
-რაში გაინტერესებს?
-იქნებ რამე ისეთია,რაც უნდა ვიცოდე?
-შეიძლება არის კიდეც,მაგრამ არ გეტყვი,რადგან სიჯიუტე გადაწყვიტე.-პარკში ჩატენა სისხლიანი ნივთები.-ყოველ დილა-საღამოს გამოცვალე სახვევი,წყალში ნუ ჩახვალ ამის გარეშე.-წყალგაუმტარი პლასტერი ხელში აუთამაშა.
-არამგონია ოდესმე კიდევ მომინდეს ჩასვლა.
-აი მაგიტომ არ არიან კარგები,რომ არ ფიქრობენ ვინ შეიძლება დაზარალდეს.-ზემოდან დააჩერდა.
-შემთხვევით მოხდა,არ გიხუმრია მეგობრებთან?
-მე არასოდეს არავისთვის მიტკენია.-მშვიდად ამოთქვა და ზურგი აქცია.მართალს ამბობდა,არ იყო ასეთი,ცუდი არავის გაახსენდებოდ მასზე,მაგრამ შაკო...ეჰ შაკოს ამბავი არც იკითხოთ,თორემ ახალგაზრდებიდან კარგს არავინ იტყოდა.უფროსებში კი...უფროსებმა იმდენი არასოდეს იციან,რამდენიც ჩვენ...




***
-ბები.-ჩამოუჯდა იმავე საღამოს ქალს.-რაღაც მინდა გკითხო.
-მკითხე ბებია.-მაშინვე გააჩუმა ტელევიზორი ქალმა.
-კიტაზე მინდა გკითხო,მაგრამ არ გაბრაზდე.
-რაია ბებია?-ფერი ეცვალა ქალს.
-ციხეში იჯდაო გავიგე.-ყოყმანით წამოიწყო,ქალის რეაქციას დაელოდა,ეგონა გააჩუმებდა,მაგრამ არა,ღიმილი მოეფინა სახეზე.მხიარული კი არა,უბრალოდ ისეთი,გასამართლებელ მიზეზს,რომ უპოვნი და რომ იცი ვერ გაამტყუნებენ შენთვის ძვირფასს.-მეტყვი?
-რატომ აითვალწუნე ეგ ბიჭი?სახლში მოგიყვანა გუშინ,მოგხედა,დაგიშავა რამე?
-არა,არც ველაპარაკები,რა უნდა დამიშავოს?-გაიკვირვა.
-მაშ რა გაწუხებს?
-რატომ დაიჭირეს?შენ ხომ არ გიყვარს კრიმინალები?
-მერე ვინ გითხრა,რომ კრიმინალია?-სათვალე მოიხსნა მაშინვე.-ბათუმში გოგო გადაარჩინა მანიაკისგან,მაშინ დაიჭირეს ბებო.
-რას ამბობ?
-მაშ.-კალთაში დაგროვილი თხილი ვედროში ხმაურით ჩაყარა.-მდიდარი ბიჭი ყოფილა ვიღაც,ჰოდა ჩასვეს იმავე საღამოს,ირაკლი და ნიკოც ჩასვეს,მაგრამ მეორე დღეს გამოუშვეს,ეგ დატოვეს,რადგან მაგან სცემა ის პირუტყვი.
-ღმერთო.-სახე მოექუფრა.-როგორი ცუდი ვარ.-ლამის თავში წაიშინა ხელები.
-მთელი ჩოხატაური დადგა ფეხზე,ჩვენ ჩავუდგებით თავდებშიო,ლამის მიტინგები გამართეს,ყველას უყვარს კიტა,როგორი კარგი ჰყავს ნინას,დაიფაროს ღმერთმა მაგათი ოჯახი.-პირჯვარი გადასახა ჰაერში ქალმა.
-მერე როგორ გამოუშვეს?გაამართლეს?
-მაგი არ არის ჩვენი საქმე.-გაჩუმდა წამსვე.-არ იკითხო და არ გამაბრაზო იცოდე.
-რატომ ბებო?
-არ არის ჩვენი ოჯახის საქმე,ეგ მხოლოდ ძნელაძე-ამილახვრებს ეხებათ.
-ეგეც ვერ გავიგე,რა ძნელაძე და ამილახვრები?
-არც ეგ არის შენი საქმე,არ იკითხო არაფერი იცოდე!-თვალები დაუკვესა.-თუ მოუნდებათ თვითონ გეტყვიან,თუ არა არ გაბედო კითხვა,შენ ხომ არ გეკითხებიან დედ-მამა რატომ შორდებაო?-მტკივნეულ ადგილას ჩააჭირა ფეხი.
-ოთახში ავალ!-წამოვარდა ფეხზე.-დამიძახე რამე თუ გინდოდეს.-სირბილით ავიდა ზემოთ და კარი ისე მიაჯახუნა ლამის ჩარჩოანად გადმოვარდა.ძალიან დარდობდა მშობლების ამბავზე.ბოლო ორი წელი სულ კამათობდნენ,სულ პრობლემები ჰქონდათ,ამ ყველაფრის სათავე ალბათ მაინც ფინანსური ამბავია,ძალიან გაუჭირდათ,რადგან მამამისმა ძალიან ბევრი წააგო,რამდენჯერმე ბინის ქირის თანხით ითამაშა და საბოლოოდ აივსო დედამისის მოთმინების ფიალაც.ლიკა ძალიან მშვიდი ქალი იყო,მაგრამ მერაბმა მაინც მოახერხა მისი წყობიდან გამოყვანა და საბოლოოდ ასეთი შედეგი დადგა,ერთად ამდენხანს იმიტომ დარჩნენ,რომ ელენეს ცხოვრება არ აერიათ,მაგრამ ხან ისეც ხდება,რომ იძულებით შენარჩუნებული ოჯახი უფრო ვნებს შვილს.ასე იყო ელენეს შემთხვევაშიც...ძალიან უყვარდა მშობლები,მაგრამ ერთად არა.მხოლოდ მაშინ,როდესაც ცალ-ცალკე იყვნენ...





***
-აქ რისთვის მოხვედი?-მუხლები აუკანკალდა ნინას.
-თუ არ გინდა მთელი სამეზობლო თავზე დაგაყენო სახლში ვილაპარაკოთ!-კბილებში გამოსცრა კაცმა.
-სახლში არ შემოხვალ,ხომ არ გაგიჟდი?-წინ გადაუდგა ქალი.
-ნინა!-დასჭექა ჩიქოვანის ხმამ.-შენ მე სულელი გგონივარ?26 წყეული წელი ნინა!
-რას ამბობ?-თვალები გაუფართოვდა.მიხვდა,რომ იცოდა...
-ჩემს შვილზე გელაპარაკები!ჩემი შვილი გაგიჩენია ნინა,როდის აპირებდი თქმას?-ღრიალს არ წყვეტდა კაცი.წამში გაილია ქალი,კარის ზღურბლს მიეყინა.როდესაც კიტა ციხეში მოხვდა ყველაფერი იღონა,რაც შეეძლო,მაგრამ ვერ დაეხმარა...საბოლოოდ სიამაყესაც გადააბიჯა,დედები ხომ ასეთები არიან,ყველაფრის დათმობა შეუძლიათ შვილებისთვის,ჰოდა ნინაც ასე მოიქცა.წარსულის სიყვარულს და ყველაზე დიდ ტკივილს მიაკითხა და დახმარება სთხოვა.ანდრო ჩიქოვანი,მისი მოუშუშებელი ჭრილობა...ეგონა აღარაფერი იყო,მაგრამ თურმე იმდენი რამ ყოფილა გულში...ოთხ დღეში გამოიყვანა საკნიდან კიტა,მაგრამ რის ფასად?ეჭვებმა ლამის დაღრღნა და საბოლოოდ გაარკვია კიდეც,რომ 25 წლის ვაჟი ჰყავდა.ვაჟი,რომელზეც არაფერი იცოდა და თანაც ქალისგან,რომელიც მისი გულისა და გონების პატრონი იყო...
-გთხოვ წადი...
-შედი!-ხელზე უხეშად მოქაჩა და სახლში ძალით შეიყვანა ქალი.-გააფრინე?შენ რა ავად ხარ?-თავს ვერ აკონტროლებდა ანდრო.-როგორ გაბედე?
-გაჩუმდი,გაიგებენ...-ჩუმად მოთქვამდა ქალი.
-ჩემი შვილი ნინა...25 წელი უჩემოდ...რაზე ფიქრობდი?
-შენ არ იყავი ის კაცი,ვინც მის მამობას იმსახურებდა!-ტირილით ამოთქვა.
-მე არ ვიმსახურებდი?შენ არ მიმატოვე ნინა?
-შენ არ შეგიჩერებივარ!-საშინლად ეტკინა წარსულის გახსენებისას.
-მოხვედი და მითხარი,უნდა დავშორდეთო,არ გამოდის არაფერიო,რას ელოდი ჩემგან?
-ველოდი,რომ უფრო ძლიერი იქნებოდი და არ გამიშვებდი!-მკერდზე უხეშად უბიძგა.-დედაშენის გამო გითხარი,ვიცოდი ვერ მიტანდა,ათასი საზიზღრობა მითხრა,ოჯახში არ შემოგიშვებ,არაფერი გაქვსო...ცხოვრებას დაუნგრევ ჩემს შვილსო,საზღვარგარეთ უნდა წასვლა და შეაფერხებო...
-რამ გაფიქრებინა ნინა?-მხრებზე უხეშად სწვდა ქალს.-გგონია მადარდებდა?უშენოდ არსად წასვლა არ მინდოდა,არც ვაპირებდი!
-შენ არაფერი გაგიკეთებია,რომ ურთიერთობა გადაგერჩინა!
-ჩემთვის უნდა გეთქვა!
-როცა გავიგე შენთან მოვედი,მაგრამ კარი ცხვირწინ დამიკეტე გახსოვს?-აკანკალებული ლამის მუხლებზე დაეცა.-სალომე გყავდა სახლში...ის სალომე,რომელზეც არ უნდა მეეჭვიანა გახსოვს?
-მე...მე ხომ არ ვიცოდი ნინა...-ამოილუღლუღა კაცმა.-შენ მიმატოვე და გაბრაზებული ვიყავი,შენთან საუბარი არ მინდოდა...
-ჰოდა ზედმეტი ტვირთი არ აგკიდე!-სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო.
-დე...-ოთახის ბოლოდან გამოვარდა გოგონა.
-ბარბარე შედი ოთახში.-ძლივს ამოთქვა ქალმა.
-დე რა გჭირს?ვინ არის ეს კაცი?-შეშინებული მიაჩერდა.
-ბარბარე შენს ოთახში დაბრუნდი!-მთელი ხმით დაუყვირა გოგონას.უცნაური თვალებით მისჩერებოდა კაცს...კიტას ძალიან ჰგავდა...უფრო სწორად ის ჰგავდა კაცს...
-დედა არ დაგტოვებ მე ასე მარტოს.-გაჯიუტდა მაინც.
-უნდა წახვიდე,სანამ კიტა დაბრუნდება გესმის?-ახედა კაცს.-ძალიან მალე დაბრუნდება და...
-რა ჯანდაბა ხდება?-ყურსასმენი მოიხსნა ოთახში ახლადშემოსულმა კიტამ.
-ღმერთო.-აღმოხდა ქალს,ცრემლები უცებ შეიმშრალა.ვერ იტანდა დედამისი,რომ ტიროდა.კაცი კარგად შეათვალიერა,ცრემლიან დედასაც შეავლო თვალი და დასაც,რომელიც კუთხეში აწურულიყო.მაგიდაზე მიაგდო მობილური და ნაბიჯით წინ წაიწია.
-დედა დაგიშავა რამე?-გადახედა ნინას.
-არა კიტა შვილო.-ნაძალადევად გაუღიმა.-მიდის უკვე,ძველი ნაცნობია და...
-ვიცი ვინც არის!-ბრაზი მოერია.-არ გინდა ჩემი მოტყუება,კარგახანია ვიცი.-დედას წინ დაუდგა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები ცერებით შეუმშრალა.პირველად აუჩქარდა ანდროს გული.46 წლის კაცს რაღაც სასწაული გრძნობა დაეუფლა.მისი შვილი,მისი კიტა...
ერთი სიტყვა, ერთი სიმართლე — და მისი მთელი ცხოვრება თითქოს ერთ წამში დაიმსხვრა და თავიდან აიწყო. მანამდე ეგონა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა: წლები, მოგონებები, შეცდომები… მაგრამ გაიგო, რომ სადღაც, მთელი 25 წელი, მისი ნაწილი არსებობდა — შვილი, რომლის არსებობა არც კი იცოდა.
ეს აზრი გონებაში არ ეტეოდა.
გულში უცნაური ქარიშხალი ტრიალებდა. ერთდროულად იმდენ რამეს გრძნობდა, რომ ვერც ერთს ასახელებდა. გაოცება… შოკი… სინანული იმ წლების,რომელიც ფუჭად გაფლანგა.
ხანდახან სუნთქვა უჭირდა. ფიქრობდა იმ წლებზე, როცა მისი ბიჭი იზრდებოდა — პირველი ნაბიჯები, პირველი სიტყვები, პირველი დაცემა… და არცერთ იმ მომენტში ის იქ არ იყო. არა იმიტომ, რომ არ უნდოდა… არამედ იმიტომ, რომ არც კი იცოდა.
ეს აზრი გულს უმძიმებდა.
მერე სხვა გრძნობა მოდიოდა — ძალიან თბილი და ამავე დროს ძალიან მტკივნეული. უცნაური სიყვარული ადამიანის მიმართ, რომელსაც პირველად ხედავდა. თითქოს გულში რაღაც ახალი ადგილი გაჩნდა, რომელიც სულ ცარიელი ყოფილა და ახლა უცებ შეივსო.
მაგრამ შიშიც იყო.
ეშინოდა, რომ იმ ბიჭისთვის უბრალოდ უცხო კაცი იქნებოდა. ეშინოდა, რომ მისი გამოჩენა ძალიან გვიანი იყო. რომ შეიძლება 25 წლის სიჩუმე ვერაფრით შეივსოს.
და მაინც… ამ შიშის უკან პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი იმედი იდგა.
იმედი, რომ ერთხელ მაინც შეხედავდა თვალებში.
იმედი, რომ მის ხმას გაიგონებდა.
იმედი, რომ იქნებ… ძალიან გვიან არ იყო.
-ოთახში შეიყვანე დედა.-გადახედა დას და კაცს ისეთი მკვლელი მზერა ესროლა გული შუაზე გაეპო.
-კიტა შვილო.-სახეზე ხელები მოკიდა ქალმა.-მიდის უკვე,გთხოვ.
-გაყევი ბარბარეს.-როგორც შეეძლო მშვიდად მიუგო.
-კიტა...
-არ მინდა გაწყენინო.-ზემოდან დახედა ქალს.-შედი ოთახში და მაცადე ამის მოგვარება!
-არა!-გაჯიუტდა მაინც,მათ შორის ჩადგა.-ახლა გაბრაზებული ხარ,ათასი რამ გიტრიალებს გონებაში,ცუდ რამეს ჩაიდენ,მე ხომ გიცნობ...
-ნინა დაგვტოვე მარტო,ბევრი სალაპარაკო გვაქვს.-ჩაერია ანდროც.
-დედაჩემის სახელის ხსენება აღარ გაბედო!-კბილებში გამოსცრა კაცს და მისკენ გაიწია.-მოგკლავ გესმის?
-კიტა გეხვეწები!-წინ გადაუდგნენ ნინა და ბარბარე.-შეეშვი,წამოდი...
-ზუსტად ჩემნაირი ხარ...მეც ასეთი უკონტროლო ვიყავი შენს ასაკში.-მძიმედ ამოილაპარაკა კაცმა და ვერცხლისფერ თმაზე ხელი გადაისვა.წარბი არ შეუხრია შვილის რეაქციაზე.ესმოდა მისი სიბრაზე და არ ადანაშაულებდა...
-არ გაბედო!არ გაბედო და აღარ თქვა მსგავსი რამ!-მთელი ხმით დაუღრიალა და ყელში წვდა კაცს.-არავინ ხარ გესმის?არაფერს წარმოადგენ!
-გაუშვი კიტა,გევედრები შვილო.-ხელზე ექაჩებოდა ნინა.
-კიტა გთხოვ...-მეორე მხარეს ჩააფრინდა ბარბარე.თითიც არ გაუნძრევია ანდროს,მის სახეს კარგად აკვირდებოდა,საკუთარი ახალგაზრდობა გაახსენდა.ასეთი გიჟი იყო თავადაც,ზუსტად ასე უელავდა სიბრაზე თვალებში...
-ნაბი*ვარო!როგორ გაბედე აქ მოსვლა?
-გემუდარები...-ძლივს მოახერხა მათ შორის ჩადგომა ნინამ.-შემომხედე შვილო გთხოვ...შეწყვიტე ასე მოქცევა...
-დაა*ვიე ჩემი სახლიდან,სანამ შუაზე გამიგლეჯიხარ!-ღრიალებდა ამილახვარი.-აღარ გაბედო აქ გამოჩენა!
-გთხოვ კიტა...
-გგონია ასე ჩაივლის?
-წადი ანდრო გთხოვ.-შეევედრა ქალი.-ახლა არა,გაბრაზებულია ხომ ხედავ...
-მე გგონია კარგად ვარ და არ ვბრაზდები ნინა?-დაუყვირა ქალს.
-დედაჩემს ასეთი ტონით ნუ ელაპარაკები!-მთელი ძალით მოუქნია კაცს მუშტი.სისხლმა წამში იფეთქა მისი ტუჩიდან.ღიმილით მოისვა ხელი სახეზე.ეამაყა იმ წამს მისი კიტა...ეამაყა,რომ მისი შვილი იყო და დედა არავის დააჩაგვრინა.მისი სისხლი ყიოდა ძარღვებში,თავადაც ხომ ზუსტად ასეთი კაცი იყო...
-წადი ანდრო...-ცრემლიანი თვალები მიანათა ნინამ...ზუსტად ისე უყურებდა,როგორც ახალგაზრდობისას...მისი თვალები არ დაბერებულა,არ შეცვლილა...
-ასე იყოს ამჯერად.-მშვიდად ჩაილაპარაკა.-მაგრამ მხოლოდ ახლა...
-არც სხვა დროს იქნება სხვანაირად!-დედის სხეულს გადახტომა ვერ გაუბედა და შეჩერდა.მიხვდა ოჯახის წინ ზედმეტი მოუვიდა.-დაა*ვიე აქედან.
-მართლა ჩემი შვილია რა...-ღიმილით ჩაილაპარაკა და ზურგი აქცია...არასოდეს უგრძვნია ასეთი რამ.არასოდეს ყოფილა ასეთი სავსე...თავდაყირა დადგა მისი ცხოვრება,მაგრამ მისი 46 წელი ამად ღირდა...
-კიტა შვილო...-მიეფერა ქალი.
-კარგად ხარ?-ცრემლები მოსწმინდა მაშინვე.-რამე ცუდი ხომ არ გითხრა?
-არა დედი,დამშვიდდი გეხვეწები...
-არ იტირო კარგი?კარგად არის ყველაფერი...-შუბლზე აკოცა ქალს.-არ ინერვიულო,არ მინდა შენს თვალებზე ცრემლი ვნახო გესმის?
-საიდან იცი ვინ არის?მე ხომ არასოდეს...-ჩუმად ამოთქვა ქალმა.
-ზოიას,რომ უყვებოდი სულ პირველად მაშინ გავიგე...არ იმალება ასეთი ამბები დედაჩემო...თბილისში მარტო ლანას არ ვნახულობდი,ეგეც მოვძებნე,მაინტერესებდა ვინ იყო...
-ამდენი წელია იცი?
-ჰო.
-რატომ არ თქვი?
-ის,რომ ერთი სისხლი გვაქვს არ ნიშნავს,რომ მამაჩემია...მამაჩემი მოკვდა,დათოს ამაგი მე ძალიან კარგად მახსოვს,არასოდეს უგრძნობინებია,რომ მისი არ ვიყავი...
-ესეიგი მამაშენია?-ძლივს ამოილუღლუღა ბარბარემ.
-ერთი მამა მყავდა და მოკვდა ბარბარე!-მძიმედ ამოთქვა.-სხვა არ არსებობს.
-ძალიან შემეშინდა...-მაშინვე მიეხუტა ძმას.
-ჩემო ბიჭო...
-არავის არ ვაპატიებ თქვენს თვალზე ცრემლს გესმით?-ძლიერად მოხვია ხელი ორივეს.-არავინ მყავს თქვენსგარდა.არავის ვაპატიებ!-გახშირებულად სუნთქავდა კაცი.-არავის ვაპატიებ!-იმეორებდა შეუჩერებლად და გული სიძულვილით ევსებოდა.მთელი არსებით სძულდა ანდრო ჩიქოვანი,კაცი,რომლის გამოც დედამისი ასე დაიტანჯა,კაცი,რომლის გამოც არაფერი ჰქონდათ,რომლის გამოც დედას ოჯახი 25 წელია არ ელაპარაკება...სძულდა და ამას ვერაფერს უხერხებდა...




***
-შაკომ მოგაკითხა ბებია.-დინჯად შევიდა ქალი ოთახში,წიგნს კითხულობდა ქალბატონი.-შემოვიდეს?
-უი შემოვიდეს კი.-წამოჯდა მაშინვე.იასამნები დაეკრიფა ბიჭს მისთვის,თავჩახრილი დამდგარიყო კართან.-შემოდი.
-ჩავალ მე ბებია,ყავას გავაკეთებ.
-ავადმყოფი კი არ ვარ ბებო,ჩამოვალ და მე გავაკეთებ.-გაუწყრა ქალს.
-მაშინ ნინასთან გადავალ,დღეს არ გადმოსულა,წნევა ჰქონია.-მაინც იპოვნა მიზეზი,რომ იქაურობას გასცლოდა.-დამირეკე რამე თუ გინდოდეს.
-კარგი ბებო.-გაუღიმა ქალს და როგორც კი ოთახიდან გავიდა ისევ შაკოს მიუბრუნდა.იასამნების დიდი თაიგული პატარა ვარდისფერი ლენტით შეეკრა.-რას დგახარ მანდ,მოდი დაჯექი.
-ძალიან ვწუხვარ მართლა ელენე.-წინ დაუდგა ბიჭი.-არ მინდოდა შენთვის რაიმეს დაშავება...იმედი მაქვს იასამნები გიყვარს.
-რატომ შეწუხდი?არ იყო საჭირო მართლა,ვიცი,რომ ძალით არ გინდოდა.-ეუხერხულა ძალიან.
-რას ამბობ,რა შეწუხებაა...-საწოლზე დადო თაიგული და სკამზე ჩამოჯდა.-ძალიან გტკივა?
-ისეთი არაფერია,მალე გამივლის მართლა.
-მაგარი სი*ი ვარ რა,როგორ ვერ გავთვალე,რომ შეიძლებოდა რამე მეტკინა შენთვის.
-ნუ ამბობ ასე.-გაუწყრა ბიჭს.-მართლა არაფერია,ხდება ასეთი რაღაცები.
-ჰო,მაგრამ რამე,რომ მოგსვლოდა...-მძიმედ ამოთქვა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.-მაპატიე კარგი?მეტჯერ არ მოხდება.
-არაუშავს შაკო მართლა.-კულულა თმები აუჩეჩა ბიჭს.წამში გაითავისუფლა ხელი მისგან და ფეხზე წამოდგა.-ყავას დალევ?წამოდი გავაკეთებ.
-დავლევ,კარგი იქნება.-დაჰყვა მის ნებას და ყვავილებთან ერთად კიბეებზე დაეშვა...



***
-დალიე წამლები ნინა?-ზემოდან დასცქეროდა დივანზე მისვენებულ ქალს ზოია.
-დავლიე,უკეთ ვარ ახლა.
-160 ჰქონდა,ძალიან ვინერვიულე.-სახელურზე იჯდა ბარბარე და თმაზე ეფერებოდა დედას.
-რამოხდა კი მარა?-გაოცებული იყო ქალი.სავარძელში თავჩახრილი იჯდა კიტა,სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.
-ანდრო ჩამოვიდა.-ჩუმად ამოილაპარაკა ქალმა,თითქოს აღარ უნდოდა შვილის გაღიზიანება.
-ბჟუტურობ ახლა რაცხას.-გაოცდა ზოია.-რა უნდოდა?
-გაიგო,რომ მამაჩემია და გაზრდილი ვაჟკაცის გაცნობა უნდოდა.-ნერვიულად ჩაეცინა კიტას.
-მაი არაა ნორმალური,გაგიჟდა სულ?
-ცოტა ვიკამათეთ და მაგიტოა ამ დღეში დედაჩემი.-ნამწვი საფერფლეში მოსრისა კაცმა.-ბოდიში დე.-ხელზე ეამბორა ქალს.-არ ინერვიულო კარგი?
-შენ არაფერი დაგემართოს და არ ვინერვიულებ.-მიეფერა ქალიც.-კარგად ვარ მე.
-კი გავიგე დილას ხმაური,მაგრამ მეთქი კიტა და ბიჭები არიანთქო და არ მივაქციე ყურადღება.-შეწუხდა ზოია.-რომ მცოდნოდა პოლისჯოხით გადმოვიდოდი.
-რა მაგარი ქალი ხარ დეიდაჩემო რა.-სასაცილოდ არ ეყო კიტას.-სახლში რო არ ვარ შენი იმედი მაქვს,რომ მიხედავ დედას.
-აბა რას ვიზავ,აწი მეცოდინება,რომ ყურადღებით უნდა ვიყო.
-რატომ არ წამოიყვანე ელენე,ცუდად ხომ არ არის?-ჩაეკითხა ნინა.
-შაკომ მოაკითხა.-ჩაეცინა ქალს.-დიდი თაიგული მოუტანა,იასამნები დაუკრიფა.
-ამ სამ დღეში თაყვანისმცემლებიც გაუჩენია.-გაიცინა ნინამაც.-ლამაზი გოგოა,ვერაფერს დაუწუნებ,მაშ როგორ გინდა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები კიტამ.მისი ნება,რომ ყოფილიყო ღერა-ღერა აჭმევდა იმ თაიგულს შაკოს.იმდენად ვერ იტანდა მაგ ბიჭს ყველაფერზე ღიზიანდებოდა.
-ოღონდ ეგ არა.-გადაულაპარაკა ძმას.
-მოსწონს შენს დაქალსაც,ვერაფერს იზამ.-ჩუმადვე უპასუხა და ფეხზე წამოდგა.
-ახლა აქ,რომ გაგითხოვდეს.-აგრძელებდა ნინა.
-შაკო ისე მიყვარს რატომაც არა.-აჰყვა ზოიაც.-ძალიან მომწონს სასიძოდ.
-ბარემ ქორწილიც დაუგეგმეთ უკვე.-გადმოხედა ქალებს კიტამ.-ახალგაზრდაა,ბავშვია,რადროს მაგისი ქორწილია.
-ბალღი ვიყავი მეც ოჯახში,რომ შემოვედი.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-16-ის ვიყავი...დედაშენიც რა პატარა არ იყო?
-მერე კარგია ადრე შექმნილი ოჯახი?ახალგაზრდობა უნდა აცადოთ,ახლა იწყებენ ცხოვრებას,რომ გავიგო ბარბარე თხოვდება ახლა მაგრად გამიტყდება და დავარიგებ,რომ არ ქნას.
-შენც კი დაგიგვიანდა ცოლის მოყვანა.-წამოსცდა ქალს.-არა კი არ დაგიგვიანდა,დროა უკვე რა.-გადაასწორა მაშინვე.
-ნუ გეშინია დეიდაჩემო,არ დავიმსხვრევი.-გაუცინა ქალს.-გავიარეთ ლანას ამბავი.
-არა შვილო,მაგ არ მიგულისხმია,დიდი ხარ უკვე,კარგია ოჯახი,რძალი,რომ ჰყავდეს დედაშენსაც დაეხმარებოდა სახლში.
-მომიძებნე ვინმე და მოვიყვან.
-მოგიძებნი ბებია,მაშ არ მოგიძებნი?შენ ოღონდ თქვი და...
-ვინმე შავგვრემანი მოუძებნე.-სიცილით ჩაერთო ბარბარეც.-აფრენს შავგვრემან გოგოებზე.
-სადაც გაივლი ყველგან შავგვრემანი არ დადის?-ჩაეცინა ქალსაც.-ერთი ბანძელაძეების გოგოა ქერა და ერთი ჩემი ელენე,ესეც ჩამოსული.
-ეე თქვენ რო გისმინოთ მართლა გავგიჟდები,წავალ ბიჭებს გავუვლი.-ხელი აიქნია კიტამ.-დედა მარტო არ დატოვო კარგი?-შუბლზე აკოცა დას.
-მე ვიქნები ნინასთან,წავიდეს ბარბარეც,რაუნდა სახლში.
-ჰო რავი,როგორც გინდათ.-მშვიდად ჩაილაპარაკა და დედასაც აკოცა.-არ ინერვიულო,არ გამაბრაზო კარგი?
-ჩემო იმედო.-მიეფერა ქალი.-ძალიან არ დააღამო კარგი?
-რაიყო ნინა თინეიჯერი ვარ ისევ?-გაუკვირდა მისი ნათქვამი.-უბანში ვარ ბიჭებთან,დავაღამო რა 7-ზე ხო არ მოვალ.
-კარგი წადი,ნერვებს მიშლი უკვე.-აიქნია ხელი ქალმა.-შენც წადი ელენეს გადაუარე,ნახე როგორ არის.-გადახედა შვილს.მარტო უნდოდა ზოიასთან დარჩენა.შვილებთან ისე ვერ ილაპარაკებდა როგორც მეგობართან.ახლა რომ არ მოეყოლა ალბათ მართლა მოკვდებოდა...






***
-თითქოს ისევ გაიხსნა ყველა ჭრილობა...-ქვითინებდა ქალი.-როდესაც მასთან მივედი და სალომე გამოვიდა,შიშველი...ისე უცებ წავიდა წინ,უკანაც კი არ მოუხედავს,ერთხელ არ უთქვამს შევრიგდეთო...კარი ცხვირწინ დამიკეტა,ხომ არ გინდოდიო,ახლა მე აღარ მინდიხარო და არც მაცადა ლაპარაკი ისე გამომაგდო...17 წლის ბავშვი ვიყავი,შევარცხვინე მშობლები,თავიც შევირცხვინე...გამომაგდეს და მას შემდეგ არავინ მინახავს ხომ იცი...
-ვიცი გო,მაშ არ ვიცი?-თმაზე ეფერებოდა ზოია.სტკიოდა საკუთარი ტკივილივით,მაგრამ ვერაფერს იზამდა.უფრო მეტად კი ის სტკიოდა,რომ ნინას ისევ თავდავიწყებით უყვარდა ანდრო და სწორედ ამ მიზეზით იტანჯებოდა...

***
ის საღამო შაკოსთან და მის მეგობრებთან გაატარა.არ მოეშვა ბიჭი და უარიც ვერ უთხრა,არადა სულაც არ უნდოდა.ის იასამნებიც ასე გულმოდგინედ,რომ დაუკრიფა არ უყვარდა.ალერგია ჰქონდა და სანამ ოთახში ისხდნენ და ყავას სვამდნენ ლამის ცემინებამ მოკლა.ჯოკერი ითამაშა მის მეგობრებთან,რამდენიმე ღერი სიგარეტიც მოიპარა და ამჯერად დალევისგან თავის შეკავება მოიფიქრა.სოსოს დარწმუნება გაუჭირდა,რადგან ლამის ძალით ჩაასხა სითხე პირში,თუმცა შაკოს მოთხოვნით ბოლოს ისიც მოეშვა.ხვდებოდა,რომ ეკეკლუცებოდა ბიჭი,მაგრამ ამ კეკლუცობის დროს გოგოს შუაღამისას მარტოს,რომ გაუშვებ სახლში აი მანდ იცვლება ყველანაირი წარმოდგენა.ქუჩაში ერთი სულიერიც არ იყო,წინწკლავდა,2-ის ნახევარი იყო,უკუნითი სიბნელე იდგა და მარტო გამოუშვა სახლისკენ...
-სახლს ხომ მიაგნებ?-ჭიშკართან გაჩერდა ბიჭი,ხელით რკინას ეჭიდებოდა,ნასვამი იყო.
-რა მიგნება უნდა,სულ სწორზე ვივლი და მერე მარჯვნივ შევუხვევ.
-ჰო ეგარი რა.-ჩაიღიმა.-მაშ ხვალ მდინარეზე გნახავ?
-ჰო,შეიძლება.-მხრები აიჩეჩა.-თუ არ იწვიმებს.
-აბა ჰე,ხვალამდე.-ხელი აუწია და ეზოდან გასვლაც არ აცადა ზურგი აქცია.
-თავხედი...-წვიმის წვეთები უხეშად ეცემოდა მკლავებზე.ზაფხულის საღამოს უნებურად შეეპარა სიცივე.გაბრაზებული სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ.ვერ იჯერებდა,რომ მარტოს უწევდა ბოდიალი,თან ძალიან ეშინოდა სიბნელის და სულ უკან იყურებოდა ვინმე ხომ არ მომსდევსო.კოკისპირულად გაწვიმდა ჩვენს პატარა გუთურში.წყალს თითქოს ვედრით ასხამდნენ,წამში დაელუმპა სხეული.გაფუჭებულ გზაზე ნიაღვრები დიოდა და პატარა ორმოებში გუბეებად ჩნდებოდა.მის წინ მიმავალი კაცი დალანდა,არეული ნაბიჯებით,რომ მიდიოდა სახლისკენ.კიდეც გაუკვირდა ამ დროს ვინ არისო,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია,შეეშინდა და ის იყო გვერდი უნდა აეარა ნაცნობი ტატუ,რომ დალანდა მის მკლავზე.სულ წამით შეხედა და მეზობლის ამოცნობისას შვებით ამოისუნთქა.ამილახვარი ბრძანდებოდა...
-ოჰ ზოიას გოგონას დამიხედეთ.-შედგა მაშინვე კაცი.-რაიყო საათი დაკარგე?-მობილურის ეკრანს დახედა და მალევე ჯიბეში ჩაიცურა,თორემ სულ დასველებულიყო.
-იგივე შემიძლია გკითხო.-წინ დაუდგა.-მთვრალი ხარ?-კარგად გრძნობდა სასმლის სუნს.
-ვარ.-ამაყად ჩაილაპარაკა.-შენ?
-ამჯერად უარი ვთქვი დალევაზე.
-ჭკუა ისწავლე?-სასაცილოდ არ ეყო.
-სულ ნასწავლი მქონდა...
-ბებიაშენი არ გიჟდება ამ დროს გარეთ,რომ ხარ?
-ვუთხარი შაკოსთან ვართქო და არ ნერვიულობს.-ნიშნისმოგებით უთხრა.
-მასთან იყავი და ამ დროს მარტო გამოგიშვა?-წარბები აზიდა.-მაგარი სანდო მეგობრები გყოლია.
-ნასვამი იყო და ვუთხარი მარტო წავალთქო.-ურცხვად იცრუა.შაკოს ხომ არც შეუთავაზებია გაცილება.
-მერე იმ სი*მაც კარგიო და გამოგიშვა?იცი რამდენი ქალაქელი სი*ი დადის ჩოხატაურში?
-შენ რა გაწუხებს?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.-შენც მარტო გამოგიშვეს ბიჭებმა როგორც ვხედავ.
-მე კაცი ვარ და არც ბიჭებთან ვყოფილვარ.-მშვიდად ჩაილაპარაკა.
-მარტო სმას მიეძალე?კარგია ლოთიც ყოფილხარ.-აცახცახებულმა ჩამოისვა სველ მკლავებზე ხელი.
-გამომართვი ნუ ცოდვილობ.-შავი ჟაკეტი გაუწოდა გოგონას.-წყალგაუმატარია,გაგათბობს.
-როგორი კეთილი ბრძანდება მთვრალი კიტა.-არც კი უყოყმანია ისე გამოჰგლიჯა ხელიდან.
-შენ ხარ დაუნახავი ღლაპი,თორემ რაც გიცნობ სულ კეთილი ვარ შენთან თუ გადახედავ გასულ 3 დღეს.-მეზობლის ღობეს მიეყრდნო,რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა.
-ვაიმე მოდი დამეყრდენი და წაგიყვან სახლამდე.-გვერდით ამოუდგა კაცს.-ახლა მაგაზე ინერვიულებს დედაშენი,ბარბარემ მითხრა წნევა აქვსო.
-ოჰ,დედაჩემზე ხომ არ გენერვიულება?-ჩაიცინა.როგორი კარგი ხასიათი ჰქონია მთვრალს.
-მე მიყვარს დედაშენი კარგი ქალია,შენი დაც,ერთი შენ გამოდექი უჯიშო,ნაშვილები ხარ?-წამში დაეძაბა სხეული კაცს.კი ხუმრობა უნდოდა ელენეს,მაგრამ რა იცოდა ცუდ თემას,რომ შეეხო.
-ნაშვილები რა,არ გვყავს ერთი მამა მე და ბარბარეს...მაინც გეტყოდა ვინმე და სხვისი ნაჭორავები,რომ არ მოისმინო მე გეუბნები.-გოგონას გაფართოებულ თვალებს მოერიდა.
-ბოდიში მე...
-არაუშავს,მაგიტომ ჰქონდა დედაჩემს წნევა,ვიცი გაინტერესებს და ტვინი,რომ არ შეუჭამო ზოიას მე გეტყვი.-ხელი აიქნია და თხრობა განაგრძო.-დილით მოგვაკითხა ანტიკვარმა მამაჩემმა,რომელმაც ჩემი არსებობის შესახებაც არ იცოდა და ჩემი გაცნობა მოინდომა.
-არ არის საჭირო,გავიგე ბოდიში,მართლა.-ისე შერცხვა ლამის საფლავი გაითხარა.
-რატომ?გექნება საჭორაო თემა,ჩემი პატიმრობაც ხომ გაინტერესებდა,გინდა მოგიყვე?
-კიტა გეყოფა!-დაუყვირა კაცს.-ცუდად გამომივიდა,ზედმეტად ჩავერიე,ბოდიში...
-დაუძინია დედაჩემს.-სახლს გახედა კაცმა.-კარგია გასაღები,რომ წამოვიღე.-მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა.
-არ მითხრა,რომ მანქანით აპირებ სადმე გასვლას...
-არა გოგო,დაძინებას ვაპირებ.-ხმამაღლა გადაიხარხარა.-ამ შუაღამეს სად უნდა წავიდე.
-მანქანაში რატომ უნდა დაიძინო,სახლიდან გამოგაგდეს?
-დედაჩემს გაეღვიძება და არ მინდა მთვრალი მნახოს,მისაღებში სძინავსო ბარბარემ მითხრა.
-ხომ არ გააფრინე,წადი სახლში.-გაჯიუტდა კანდელაკი.
-შენ შედი სახლში მიდი,ზოია არ გააგიჟო...
-კიტა აქ როგორ დაიძინებ,ორმეტრიანი კაცი ხარ.-შეწუხებულმა ამოთქვა.-რაიყო პირველად დალიე?
-არა,მაგრამ დღეს ინერვიულებს,ასე ჯობია...შენ შედი მიდი,თუ ჭიშკარი გაგიღო?
-მომეცი ეს აქ!-ხელიდან გამოჰგლიჯა გასაღები და უკანა ჯიბეში ჩაიდო.-შედი სახლში.
-გიჟი ხარ გოგო?მომეცი!
-სახლში შედი კიტა,დედას უფრო ანერვიულებ დილით მანქანაში თუ გნახავს.-ნაბიჯით უკან დაიხია,რომ არ წაერთმია გასაღები.
-ელენე!-ტონს აუწია კაცმა.-მომეცი...
-არა!
-ელენე!
-კიტა!
-მომეცი გასაღები!
-წამოდი მაშინ,ჩემი ოთახის გვერდით,რომ ოთახია იქ გაგიშლი და დაიძინე!-ჩუმად ამოთქვა.დილით სანამ ბებია გაიღვიძებს წადი.
- გიჟი ხარ გოგო?-სასაცილოდ არ ეყო.
-მთვრალი ხარ,განერვიულებულიც...გთხოვ ან სახლში წადი,ან ჩვენთან სახლში დაიძინე.
-რაიყო აღარ გეშინია ჩემი?-ზემოდან დააცქერდა გოგონას.-შენ არ იყავი შენი ოთახიდან,რომ გამომაგდე?
-ჩათვალე შენი სიკეთის საპასუხოდ ვაკეთებ კარგი?წამოდი...-ხელზე მსუბუქად მოქაჩა და მასაც აღარ გაუპროტესტებია ისე დაჰყვა მის ნებას.ზოია ძალიან ენდობოდა შაკოს,როცა მასთან იყო არც კი ურეკავდა და ძილსაც არ იფრთხობდა.ჩუმად აიარეს კიბეები და პირველივე ოთახში გადაუკრა თეთრეული.ორსაწოლიანი იდგა,ზედ თავისი ჩემოდანი და რამდენიმე დათუნია დაეწყოთ,მაგრამ ყველაფერი წამში ძირს გადაყარა და კაცს ადგილი გაუთავისუფლა.გაოცებული გასცქეროდა მის ყოველ ქმედებას კიტა,კარის ზღურბლზე ჩამომჯდარიყო და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.თავადაც ვერ იჯერებდა,რომ აქ აპირებდა ძილს.
-სანთებელა მათხოვე.-წამოადგა თავზე.
-რად გინდა ცეცხლი უნდა მომიკიდო?-ქვემოდან ახედა.
-ეს,რომ ავანთო.-ერთი ღერი შეათამაშა ხელში.-მომეცი.
-ეწევი?
-ზოიას არ უთხრა.-ჩუმად უპასუხა და როგორც კი კაცმა ხელში გაატკაცუნა სანთებელა ცეცხლთან ახლოს მიიწია.
-ნეტა ვის უმალავთ ან შენ,ან ჩემი და...
-სოფელია და ხალხი ილაპარაკებს...-მხრები აიჩეჩა და გვერდით ჩამოუჯდა.-თბილისშიც ასე კი არ ვიმალები.
-ჰო,თბილისური ცხოვრება ვიცი მეც,დარწმუნებული ვარ არავის ემალები.
-რას გულისხმობ?
-ღამის ცხოვრება,ათასი სიგიჟე...მეტი თავისუფლება...
-მგონი მართლა ძალიან ბევრი დალიე...
-შენი გამკვირვებია,იქნებ რამის დაშავებას ვაპირებ,აქ,რომ მომიყვანე და გვერდით ოთახში მაძინებ.
-ბებია ისე გენდობა რომ ვუთხრა სამი დღის გაცნობილ კიტას ცოლად მივყვებითქო აცეკვდება ამხელა ქალი.-წამოროშა გაუაზრებლად.-ვიხუმრე,რა თქმა უნდა.
-მივხვდი.-ღიმილით გადახედა გვერდით მჯდომს.
-ასე აპირებ ძილს?-მსუბუქად შეეხო მის მაისურს.-სულ სველია.
-არამგონია შენი კაბები ჩამეტიოს,თორემ ჩავიცვამდი.
-მოიცადე.-წამოვარდა ფეხზე და სიგარეტის ნამწვი ხელში მიაჩეჩა.გაკვირვებული მიაჩერდა ოთახში მიმავალ გოგონას,რომელიც უკან შორტით და მაისურით დაბრუნდა.-ესენი ჩაიცვი.
-შენზე დიდი,რომ ვარ იაზრებ?-ტანსაცმელს მიაჩერდა.
-ჩემი არ არის.-გაშალა კალათბურთის 22 ნომრიანი შორტი და დიდი ზედა.
-შენი შეყვარებულის ფორმას მაცმევ?-სასაცილოდ არ ეყო.-არც იფიქრო.
-მამაჩემის არის,ნუ ხარ სულელი,გარეცხილია.
-ვაა კალათბურთს თამაშობს?არ გვესტუმრება?ბიჭებს სულ გვაკლია ერთი კარგი მოთამაშე.
-შენც თამაშობ?
-ჩოხატაური ოზურგეთი,რომ დაერევა ეგ თამაში არ უნდა გამოტოვო.-მშვიდად ჩაილაპარაკა და მაისური ერთი ხელის მოძრაობით გადაიძრო.
-რას აკეთებ?-გაოგნებული მიაჩერდა კაცს.-მაცადე მაინც ოთახიდან გასვლა.
-პირველად ხედავ შიშველ კაცს?
-არა,მაგრამ არ არის სასიამოვნო.-თვალი მოარიდა მაშინვე.-წავალ მე ჩემს ოთახში,დილით დაგიბრუნებ გასაღებს.
-არის უფროსო.-ოდნავ გაუღიმა და კარისკენ მიმავალს თვალი გააყოლა...




***
ელზას მამალმა ისევ დაასწრო ყველა გუთურელს გაღვიძება.დილაუთენია დასჭექა და ფეხზე წამოაგდო ელენე.
-მოგი**ან გამზრდელი!-შეიკურთა ამილახვარმა და თავი ბალიშქვეშ ჩამალა.
-ამოწყდი!დაიყვირა გვერდით ოთახიდან ელენემ და ფეხზე წამოვარდა.-ბნელა,ნისლია,ახლა მაინც დაიძინე კარგი რა...-ისევ მოიღერა კისერი და ხელმეორედ დასჭექა.-ჩაიწყვიტე ხმა!-დაავლო ფეხსაცმელს ხელი და გააქანა გზისკენ.ღმერთს მადლობა ამჯერადაც არავის ჩაუვლია...ეზოს მეორე მხარეს გაირბინა და ახლა იქიდან დასჭექა.-მე შენ გაჩვენებ!-ქუსლიანი ფეხსაცმელი აიღო და გიჟივით შეუვარდა კიტას ოთახში,რომ იმ ფანჯრიდან შესძლებოდა სროლა.-ყოველ დილას ერთი და იგივე გამიგია?
-რა ამბავი გაქვს ამ დილაუთენია?-მისკენ გადაბრუნდა კაცი.-ისევ ფეხსაცმელებს ისვრი გოგო?გიჟი ხარ?
-ახლა მაინც დაიჯერებ,რომ არც მაშინ მისვრია შენთვის.-ნერვებმოშლილმა ჩაიდუდღუნა.
-ნორმალური ხარ გოგო?-თავი უსკდებოდა კაცს.-სხვის ეზოში როგორ შეიძლება რამის სროლა.
-ის შეიძლება,რომ არ მძინავს?-სატირლად დაებრიცა ტუჩები.გუშინ საღამოდან მოყოლებული არ გრძნობდა თავს კარგად,მუცლისა და ხერხემლის ტკივილიც დაემატა ამ ყველაფერს და ემოციებმა მაინც თავისი ქნა.-რაც აქ ჩამოვედი არ მძინებია.
-შენ რა...შენ რა ტირი?-ფეხზე წამოვარდა კაცი.-რა მოგივიდა?
-მეძინება და ვერ ვიძინებ...ყოველ დილით მაღვიძებს.
-გოგო რა გატირებს,მამალია უბრალოდ,მაგას როგორ აუხსნი...
-მეზიზღება აქაურობა...-ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა.
-არ გამაგიჟო ახლა მართლა,მაგის გამო როგორ ტირი.-მიეფერა კაცი.-შემომხედე აბა.-მის აწყლიანებულ ლურჯ თვალებს ღიმილით მისჩერებოდა.-სოფელში მართლა პირველად ხარ თუ რატომ გიკვირს მამლის ყივილი?
-მამალს არსად გავუღვიძებივარ...-ჩუმად ამოილაპარაკა.-ეს კიდევ...ეს ყოველ დილით ექვს საათზე მაღვიძარასავით არის,არ ჩუმდება...
-მაგის გამო ტირილი როგორ შეიძლება მერე?მთელი სამეზობლო ეხვეწება დაკალიო,მარტო შენ კი არ გაწუხებს,ადრეა მიდი დაიძინე.
-ასე თუ იღრიალებს რა დამაძინებს...-თვითონვე აუტყდა სიცილი საკუთარ მდგომარეობაზე.
-ელენე ბებია ადექი?-ქვემოდან ამოსძახა ზოიამ.აი სად დაერხა ორივეს...
-არა ბებია,დავწვები ისევ.-გასძახა ქალს.
-ჩამეეტიე გო,რაღა დროს ძილია.საღამომდე გამარჩევინე თხილი.
-ბები გთხოვ,10 საათამდე დამაძინე და მერე...-დალანდა კიბეებზე მიმავალი ქალი.-დაიმალე!-მიუბრუნდა კაცს.
-სად დავიმალო ამხელა კაცი?ან რაარის დასამალი შენთან ხომ არ მეძინა?-გაიკვირვა მაშინვე.
-ნუ სულელობ,ჩემთან რა გინდოდა.-შეიცხადა.-სადმე დაიმალე,აქ რომ გნახოს გაგიჟდება...
-გოგო სად...
-კარადაში დაიმალე,გთხოვ.-ლამის მუდარით ამოთქვა და ხელით ოთახისკენ უბიძგა.
-რა კარად...
-გეხვეწები კიტა,სირცხვილია.-მთელი ძალით ჰკრა კაცს ხელი და თავად მისი ტანსაცმელი გადასაფარებლის ქვეშ ჩამალა.
-რაია ბებია აგი?-გაიკვირვა ქალმა,იცოდა,რომ მეორე ოთახში ეძინა.
-წუხელ ძალიან დამცხა და აქეთ დავწექი,უკეთესად უბერავს ნიავი.
-რამ დააცხუნა გო,აბდალი ხარ?როგორ ციოდა წუხელის.
-მე მცხელოდა ბე,რა ვქნა.-მხრები აიჩეჩა.
-დაკეტე ფანჯარა და დეიძინე.-ეჭვით აათვალიერა ქალმა.-რაფერ ხარ ისე,ხელი გტკივა კიდო?
-არა ბე,ვერც ვგრძნობ თითქოს.
-დღეს თხილის გარჩევას უნდა მოვრჩეთ,რომ რაც არის გავატანო გოჩას,არ იზარმაცო იცოდე.
-კარგი ბე გავიგე.-გული ლამის საგულედან ამოუხტა გოგონას.კიდევ კარგი მეორე ოთახში არ გავიდა ქალბატონი ზოია,თორემ რასაც ნახავდა ნამდვილად არ მოეწონებოდა.თავი არც შეუწუხებია დამალვით,დახურულ კარს მიღმა საწოლზე დაცემულიყო და ძილის მისცემოდა.-კიტა!-როგორც შეეძლო უხეშად უთხრა.-ადექი რას აკეთებ?
-მეძინება,რას გაგიჟდი ამ დილაადრიან?-ჩუმად ჩაილაპარაკა და ბალიშს მკლავები მოხვია.-დამაძინე ადამიანი არ ხარ?
-სახლში წადი კიტა...
-ასე როგორ წავიდე,ეზოში იჯდება ბებიაშენი,გინდა დამინახოს?-ღიმილით ამოთქვა.
-რამე გზას მოვნახავ და გაგაპარებ,წადი...-ოდნავ შეარხია მისი სხეული.-ღმერთო რაარის,როგორი მძიმე ხარ.-ხელით სცადა მისი გადმოწევა.-გორილა ხარ ჩვეულებრივი,ადექი!
-მგონი შენც დაგაკლდა ძილი.-ძლიერად მოქაჩა ხელზე და წამში გაიშოტა მის გვერდით ქალბატონი.
-რას აკეთებ აფრენ?-აფართხალდა ელენე.
-ჩშშ,ზოიამ არ გაიგოს,დაიძინე.-ყურთან უჩურჩულა და ხელი უფრო ძლიერად მოხვია,რომ არ გაქცეულიყო.
-არ შეიძლება კიტა,გაწიე ხელი და ადექი ჩემი საწოლიდან.-აგრძელებდა თავისას.-ვირი ხარ ჩვეულებრივი ადექი!-ხმას აღარ სცემდა კაცი.იმდენად იყო დაღლილი და ისე ძალიან ეძინებოდა წამებში გაეთიშა გონება,ან უბრალოდ ასე ეგონა ელენეს...-სირცხვილია ვინმემ,რომ გაიგოს რას იტყვიან?შაკო,რომ მოვიდეს ან შენი და?გეხვეწები აქედი რა...-როგორც შეეძლო ფართხალებდა,მაგრამ ამაოდ.-ღმერთო რა დავაშავე,ცხოვრებაში არ მძინებია კაცის გვერდით და პირველი ვიღაც იდიოტი აღმოჩნდა.-ზეცისკენ ააპყრო ხელები.-ბებიაჩემი მომკლავს და შამფურზე ამაგებს...-ალბათ კიდევ ოცი წუთი გააგრძელა გოდება,მერე მიხვდა,რომ აზრი არ ჰქონდა და თავადაც მოუდუნდა სხეული.სიმართლე,რომ ითქვას არც ისე აწუხებდა ეს მდგომარეობა,როგორც გააბუქა,თორემ იპოვნიდა გზას მისგან თავის დასაძვრენად.მისი სიუხეშის უკან იყო,რაღაც რაც მისკენ იზიდავდა.მისი შეფარული მზრუნველობა,კადრებად უელავდა გონებაში პირველი შეხვედრიდან ბოლომდე და უნებურად ეღიმებოდა...ისიც კი არ აწუხებდა,რომ საშინლად მოკლე შორტით იწვა მის გვერდით,პლედი გადაიფარა და თავად მისცა თავს დამშვიდების საშუალება...




***
10-ის ნახევარზე ჟუჟუნა წვიმამ გამოაღვიძა,მარტოს ეძინა...წამით ისიც კი იფიქრა ხომ არ დამესიზმრა ყველაფერიო და სირბილით გავიდა გვერდით ოთახში.დაკეცილი ფორმა საწოლზე დაეტოვებინა კიტას,საწოლიც შეძლებისდაგვარად გაესწორებინა და მისი ორივე ფეხსაცმელი დაებრუნებინა ოთახში,ტალახში ამოსვრილიყო ორივე,მაგრამ მთავარია სახლში დაუტოვა.უნებურად ჩაეღიმა.უცნაური სურნელი ტრიალებდა ოთახში,ცოტა ალკოჰოლის,ცოტა სიგარეტის და ცოტაც მძაფრი ოდეკოლონის...ფანჯრები გამოაღო,რომ სუნი არ ეგრძნო ბებიას და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა...ნისლში ჩაძირულიყო ჩოხატაური.ცას კოპები შეეკრა და საშინლად ხმაურობდა.ელვა ავისმომასწავებლად იკლაკნებოდა ცაზე.როგორც იქნა გაჩუმდა ელზას მამალი.ხელი გაჭირვებით გადაიხვია და კიბეებზე სირბილით დაეშვა.მისაღებში დახვდა ბებია,დილას თხილის გარჩევით იწყებდა...
-როგორ ცივა რა.-კაპიუშონი წამოიფარა და ბებიას გვერდით მიუჯდა.
-გეშველა,რავარც იქნა.კარტოფილია შემწვარი,ჭამე და მოი მომეხმარე.
-შენც დილამშვიდობისა.-გაეცინა გოგონას.-რაიყო მოგსდევს ვინმე?
-გოჩა უნდა მოვიდეს ამ საღამოს და...
-არ მოვა გოჩა.-გამოსძახა ეზოდან კიტამ და ლამის ადგილს მიეყინა ელენე.-დედას დაურეკა მარშუტკა გამიფუჭდა და იქით კვირას ჩავიბარებო.
-ღმერთიც გაახარებს.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-დედამ სანამ ცხელია მანამდე გამისინჯონო.-დიდი თეფშით ხაჭაპური გამოატანა მეზობლებთან.-დილიდან ფეხზეა და საჭმელს აკეთებს.
-დედა მამიკვდეს თავი.-წამოდგა ქალი.-ახლა დადგება და სახლში,რასაც იპოვის ყველაფრით საჭმელს გააკეთებს.-ამოიქაქანა ზოიამ.-ჭამეთ თქვენ მე გადავალ ნინასთან.-თითქოს ვინმე მისდევდა ისე წამოვარდა ქალი,ნაქსოვი თხელი ჟაკეტი მოიცვა და თითქმის სირბილით გავარდა ეზოდან.
-კარგად არის დედაშენი?
-ჰო,ცხობის ხასიათზეა უბრალოდ.-მაგიდაზე ხმაურით დადო ჭურჭელი.-ჭამე სანამ გაცივდება,ჯანმრთელობა.-დაამატა ბოლოს,სამჯერ დააცემინა გოგონას.
-მადლობა,ზუსტად დროულად მოხვედი.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-შეჭამ?თეფშებს გამოვიტან.
-შენთან მოვიტანე საჭმელი და თან მეც ვჭამო?რა თავხედობაა...-ჩაეცინა კიტას.
-მერე რა,ამდენს მაინც ვერ შევჭამთ და გაფუჭდება.-ორი თეფში მოარბენინა სამზარეულოდან და ისე დაყარა მაგიდაზე ლამის დაილეწა ორივე.-ჯანდაბა!-პირზე ხელი აიფარა და კიდევ დააცემინა.
-გაცივდი?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-იასამნებზე ალერგია მაქვს და ასე მემართება.-ყრუდ ჩაილაპარაკა და მაგიდას მიუჯდა.-დაჯექი.
-შაკომ მოგიტანა არა?
-ჰო,ცუდად გრძნობდა თავს მომხდარის გამო და...
-ყვავილებით მოაგვარა?ეგეთი სულელები ხართ გოგოები?-ცალყბად ჩაიცინა,არც კი იკადრა მაგიდასთან დაჯდომა.ლუკმა ლამის ყელში გაეჩხირა გოგონას.
-რა გინდა?რა ბზიკმა გიკბინა ამ დილაუთენია?-ცივად დააბრუნა თეფშზე.
-არაფერი,მეცინება უბრალოდ გუშინ უპატრონოდ,რომ გამოგიშვა...თან საიდან სად...
-ნასვამი იყო,მერე რა მოხდა?
-ჩემი დისთვის არ ვისურვებდი ეგეთ სი*ს,მეტი არაფერი.
-კარგია,რომ შენი და არ ვარ!-კბილებში გამოსცრა.
-ჰო,ჩემი და ეგეთ ხალხთან ვერ იურთიერთებს.
-რა გინდა კიტა?-წამოვარდა ფეხზე.-ვიფიქრე მოვრჩით ერთმანეთის გლეჯვას და შენ ახლიდან იწყებ?
-რატომ?რადგან ოჯახური დრამა მოგიყევი ანუ მეგობრები ვართ?-მშვიდად გაუკიდა ერთ ღერს.
-მე არ...
-გუშინ,რაც მოისმინე დაივიწყე გესმის?ჩათვალე არაფერი ყოფილა და არც შენთან დავრჩენილვარ,იმასაც ნუ დააჯერებ თავს,რომ მე და შენ მეგობრები ვართ,ჩვეულებრივი ქალაქელი გოგო ხარ,რომელიც არ მოერგება არაფერს და შეწყვიტე!-რაღაც დაემართა.რამდენიმე წუთმა სრულიად შეცვალა.ისეთი ცივი და უხეში იყო,ისეთი მკაცრი გამოხედვა ჰქონდა...
-ხომ არ გააფრინე?-აწყლიანებული თვალებით მისჩერებოდა კაცს.
-დაივიწყე,რაც მოხდა გესმის?-მასთან უფრო ახლოს მიიწია და მხრებზე ძლიერად ჩაეჭიდა.-არ გაბედო ამ ამბის გახსენება!
-რა დაგემართა?
-გაიგე,რაც გითხარი?-მთელი ხმით დაუღრიალა გოგონას.
-გავიგე გაიწიე...-ძლივს ამოილაპარაკა და როგორც კი კაცმა ხელი შეუშვა უკან დაიხია.ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები უხეშად შეიმშრალა მაჯებით და მაგიდაზე დადებულ თეფშს ხელი დაავლო.-მოაშორე აქედან,არაფერი გვინდა შენი მოტანილი!
-დადე მაგიდაზე,ნუ სულელობ...-მიხვდა,რომ ძალიან ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა.ლანას შემდეგ ძალიან უხეში იყო და ვერ აკონტროლებდა თავს.
-მოაშორე აქედან...-ყვიროდა ელენე.
-დადე მაგიდაზე,საჭმელია,დედაჩემმა...
-ვჭამე უკვე ცეცხლის ლუკმა,ძალიან დიდი მადლობა!-ხაჭაპურები ზედ მაისურზე მიაზილა და თეფშის მსხვრევის ხმაც მალევე გაისმა.-შენ ძალიან ცუდი ადამიანი ხარ!-მიაძახა ბოლოს და კიბეებზე სირბილით ავიდა...


***
მომდევნო სამი დღე ერთმანეთი არც კი უნახავთ.სიკვდილივით ერიდებოდა ელენე,როგორც კი გაიგებდა,რომ სადმე იქნებოდა ან არ მიდიოდა,ან მის მისვლამდე ტოვებდა ტერიტორიას.
ქეთის და ბარბარეს ვერ უხსნიდა სიტუაციას,ამიტომ მათაც ცოტა აერიათ ყველაფერი,რადგან ისე ჩანდა თითქოს თავს არიდებდა ორივეს.შაკოსთან ბევრად მეტ დროს ატარებდა,მის მეგობრებთან ერთად სვამდა და კარტს გვიანობამდე თამაშობდა.უცნაურია ქუჩაშიც კი არ შეხვედრია კიტას და ეს ამშვიდებდა,რადგან იმ ამბის შემდეგ მისი დანახვაც კი არ უნდოდა.
იმ საღამოს ცენტრში ცოტნე კოჭაძის დაბადებისდღეზე იყვნენ,კალათბურთს ერთად თამაშობდნენ ადრე და ყველა დაპატიჟა.27 წლის გახდა,ორი შვილის მამა იყო და ისე ხშირად აღარ გადიოდა ბიჭებთან,ამიტომ ეს შესანიშნავი შანსი იყო ძველი მეგობრების შესაკრებად.სამივემ გათიშვამდე დალია,არა მხოლოდ სამივემ კი არა ქეთიმ და ბარბარემაც,ამდენი ალბათ არასოდეს დაულევიათ,სტანდარტული ჭიქები,რომ არ ეყოთ,განსხვავებულებზე გადავიდნენ,თქვენ თუ გაგისინჯავთ ოდესმე „ჩაკიდული“?ლუდის ბაკალში არყის ჭიქას,რომ აგდებ და იმ საზიზღარ სითხეს სვამ...დიახ ეგეც არ მოიკლეს და ლამის სულიც განუტევა ბარბარემ.
შავდათუაშვილებთან სვამდა ელენე,შესთავაზეს გოგონებმა ცოტნესთან წასვლა,მაგრამ უარი განაცხადა და შაკოს გაჰყვა,რამაც ძალიან გაანაწყენა ორივე.ძალიან სწყდებოდათ გული,მაგრამ არაფრის გაკეთება შეეძლოთ...
-სძინავს ამას.-კიდევ ერთხელ შეარხია ირაკლიმ.-ადე შე*ემა!
-ვაიმე მართლა არ იღვიძებს...-მიუჯდა ძმას ქეთი.-ადექი ნიკო რა,სახლში უნდა წავიდეთ.
-დატოვე შეეშვი,რომ გაიღვიძებს დილით ამოვა.-აიქნია ხელი ცოტნემ.
-რას ამბობ?დედა არ არის სოფელში,მეშინია მარტო დარჩენის.-იუარა მაშინვე.-სახლსაც ვერ დავტოვებ მარტო,საკეტი არ ვარგა და ამაღამ ვინმე არ შევიდეს.
-ვინ უნდა შევიდეს გოგო,გუთურია ბოლოს და ბოლოს...
-კენჭაძეების სახლი გახსოვს?-თვალები დაუბრიალა ცოტნეს.
-წამო,მე დავრჩები.-ჩაილაპარაკა ირაკლიმ.-აქამდეც მძინებია მისაღებში დივანზე.
-ეე ნიკო დაგვიბერდა რა,ჩვენზე პატარაა,მაგრამ დაბერდა.-ოდნავ დაარტყა მძინარეს ბეჭებზე და დასთან ერთად დატოვა სახლი.არც ისეთი კარგი იდეა იყო დის ირაკლისთან დატოვება ნიკო,სანამ შენ გძინავს ათასი რამ ხდება დახურულ კარს მიღმა...



***
-ხომ კარგად ხარ?-ხელი შეაშველა გოგონას,რომ არ დაცემულიყო.
-ცოტა თავბრუ მეხვევა,სხვა არაფერი...
-მინერალურს მოგიტან,შეკვრებით აქვს შენს ძმას ნაყიდი.-მაცივრიდან უცებ მოურბენინა ბოთლი,თავადაც ისეთი მთვრალი იყო ვერ იაზრებდა რას აკეთებდა.-დალიე და დაწექი.
-უნდა გამოვიცვალო ჯერ,მაკიაჟი მოვიშორო...-ლამის მაგიდაზე ჩამოეძინა.თვალდახუჭული ლაპარაკობდა.
-მოდი დაგაწვენ,არ გინდა ახლა,დილით მიხედე თავს.-თბილი ხმით უთხრა და წელზე ხელი მოხვია,რომ ოთახამდე მიეყვანა.-აი ესეც შენი ძვირფასი საწოლი,დაიძინე მიდი.-ფეხსაცმელი ერთი მოძრაობით გაახადა და თხელი საბანი გადააფარა.
-არა,უნდა მოვიშორო მაკიაჟი,მუწუკები გამიჩნდება,არ შეიძლება.-იუარა ისევ და წამოდგომა სცადა.
-მოიცა...მე მოგაშორებ დაწექი ცუდად არ გახდე გთხოვ.-ისევ საწოლში დააბრუნა.-ამით ხო?-ხელში მიცელარული წყალი შეათამაშა.
-ჰო.-ჩუმად ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა.საკუთარ თავზე ეცინებოდა ლომჯარიას,პირველად აკეთებდა მსგავს რამეს.იმდენი სითხე გადმოასხა ბამბაზე,რომ გუბე დააყენა იატაკზე.ოდნავ გაწურა და სახიდან ნელ-ნელა მოაშორა ყველაფერი.თვალები ყველაზე მეტად გაუჭირდა,წყეული ტუში არაფრით შორდებოდა,ამიტომ ზედაპირულად მოწმინდა და ისე დაუტოვა,რაც მთავარია,ტონალურით აღარ ჰქონდა სახე დაფარული.მინერალურის ბოთლიც იქვე დაუტოვა,მობილური გვერდით დაუდო და ფეხსაკრეფით გავიდა ოთახიდან,რომ დივანზე დაწოლილიყო.
ცოტნეს ბავშვის ნათლია იყო,მაგარი შვილები ჰყავდა და სულ ნატრობდა ოჯახის შექმნას.შვილების ყოლას...უნდოდა პატარა გოგონა ჰყოლოდა,რომელიც მაკიაჟს გაუკეთებდა და ათას რამეს მიახატავდა სახეზე,პრინცესასავით გაზრდიდა...ბიჭიც უნდოდა,კალათბურთი,რომ ესწავლებინა და მაგარი სპორტსმენი დაეყენებინა...ხან ძალიან უჭერდა ეს ყველაფერი ყელში,რადგან შესაფერისი ვერავინ იპოვნა.ბევრი გოგო მოსწონებია,მაგრამ ქორწინებამდე არცერთი ურთიერთობა მისულა და 26 წლის კაცს უკვე იმედიც კი ეწურებოდა.მართალია რა,მდიდარი თუ არ ხარ არავის უნდიხარ.არც სიმაღლე აკლდა ჩვენს ირაკლის და არც გარეგნობა,მაგრამ ეს არ შველიდა მის მარტოსულობას...ამ ფიქრებში გართულს ლამის ჩაეძინა კარის ხმა,რომ მოესმა და მაშინვე წამოიწია.გამოეცვალა ქალბატონს,პენუარი გადაეცვა და ისე გამოპარულიყო ოთახიდან.
-ცუდად ხარ?-წამოვარდა ფეხზე კაცი.
-თითქოს გული მერევა.-მუცელზე მიიჭირა ხელი.-რაღაცნაირად მაწუხებს.
-მოიცადე დაგეხმარები...
-რას დამეხმარები,სააბაზაოში არ შემომყვე გთხოვ...-იუარა მაშინვე.
-გოგო გიჟი ხარ?რამე,რომ დაგემართოს მერე?
-შუბლს დამიჭერ?-სასაცილოდ არ ეყო.-ვიზამ ჩემითაც.
-ნუ აჯანჯლებ,მოდი დაგეხმარები.
-არ მინდა ვაა.-წამოიყვირასავით.-თავად ვიზამ.
-რა გემართება?-კარის დახურვის უფლება არ მისცა.
-გული მერევა ირაკლი და არ მინდა,რომ ნახო...
-გოგო ჩემი და ხარ,დიდი ამბავი,ერთხელ და ორჯერ გინახავს ჩემი ცუდად ყოფნა?გახსოვს ჩემი დაბადებისდღის მერე სამი დღე,რომ მივლიდი?
-გაიწიე ირაკლი,რომ კარის დაკეტვა შევძლო.-სახეზე ცივი წყალი შეისხა და ცოტა უკეთ იგრძნო თავი.
-გოგო იმენა და ხო არ მყოლია არასოდეს,მაგრამ...
-შენი დობის ამბავი აღარ მიხსენო,თორემ თავს მოვიკლავ გეფიცები!-დაუყვირა მთელი ხმით.-არ ვარ მე შენი და!არც შენ ხარ ჩემი ძმა!
-რა გჭირს გოგო?-გაუკვირდა კაცს.-და მხოლოდ ბიოლოგიური იცი?
-თავს გაგიტეხავ ახლა იცოდე!-სახე აკანკალებული ხელებით შეიმშრალა და პირსახოცი იქვე მიაგდო.-იცი როგორ მტკივა ასე,რომ მეძახი?-ცრემლები მოეძალა მაშინვე.
-რას ამბობ ქეთო?
-გული საშინლად მტკივა ირაკლი...მართლა ასეთი აბდალი ხარ?ვერაფერს ხედავ?ვერაფერს ამჩნევ?-ამოიტირა გოგონამ.-რა უნდა გავაკეთო,რომ შემამჩნიო?
-ვერ გავიგე.-სულ დაიბნა კაცი.-რას ლაპარაკობ ქეთო?
-ვერ ხვდები არა?-მწარედ ჩაეცინა.-ესეიგი არ იცი,რომ მიყვარხარ არა?
-ეგ როგორ არ ვიცი გოგო.-გაეცინა კაცს.-მეც როგორ მიყვარხარ ხომ იცი?-ლოყებზე გაეთამაშა,მაგრამ უხეშად გააწევინა ხელები გოგონამ.
-შენ ისე არ გიყვარვარ,როგორც მე...-წაში დაუნამა სახე თბილმა,მარილიანმა სითხემ.-ვერასოდეს მხედავდი,არასოდეს მამჩნევდი...
-რას...
-შენი ყველა ურთიერთობა გულზე მესობა ბოლო რამდენიმე წელია...თავიდან ვიფიქრე ჯერ პატარა ვარ, 18 წლისაც არ ვარ და იქნებ მაგიტომ მაიგნორებსთქო,18 წლისაც გავხდი და არაფერი...მეცხრამეტეც შემომეპარა და ისევ არაფერი...
-ქეთო...-უკვე ხვდებოდა რასაც გულისხმობდა.
-ვერავის ვუყურებ შენს გარდა,რამდენი ბიჭი დამსდევს ხომ იცი?ჩემი თვალები კი სხვას ვერავის ხედავს...რატომ ვერ მხედავ შენ?-მკერდზე ძლიერად უბიძგა კაცს.
-ქეთო ნასვამი ხარ,ვერ ხვდები რას ამბობ...-იმ მომენტში ყველაზე ფხიზელ ადამიანად იქცა ირაკლი.წამში გამოერკვა და გონს მოვიდა.
-ფხიზელი ვერასოდეს გეტყოდი...-მძიმედ ამოთქვა და თითის წვერებზე აწეული მის ბაგეს მსუბუქად შეეხო.-სულ არაფერს გრძნობ?-გახევებული დამდგარიყო ლომჯარია და ვერც კი მოძრაობდა.იმდენად არ ელოდა,იმდენად ვერ წარმოედგინა,რომ სულ დაკარგა ყველაფრის უნარი.-მიყვარხარ ირაკლი...არ შემიძლია გესმის?ნუ მეძახი დას,ნუ მტკენ გთხოვ...-ქვემოდან ახედა კაცს.-გესმის?
-ქეთო!-ტონს აუწია.-ჩავთვალოთ,რომ ეს საუბარი არ ყოფილა და არ მომხდარა ეს ყველაფერი გესმის?
-არ მინდა,აღარ ვითვალთმაქცებ,რომ შენს მიმართ გულგრილი ვარ!-უყვიროდა თვითონაც.
-ოთახში შედი და გამოიძინე...-არ იცოდა რა უნდა ეთქვა,როგორ მოქცეულიყო...არასოდეს უფიქრია ქეთოზე სხვანაირად,მის თვალწინ გაიზარდა,ბავშვი იყო,არასოდეს წარმოედგინა...
-არ მინდა გესმის?-მკერდზე ისევ უბიძგა კაცს.-მართლა არაფერს გრძნობ?
-ქეთო დაიძინე!
-წადი,არ მინდა,რომ აქ იყო!-ტკივილიანი ხმა ჰქონდა ქალს...
-ქეთო გთხოვ...
-წადი...-სააბაზანოს იატაკზე მოწყვეტით დაეცა და მუხლები ნიკაპთან მიიტანა,უკვე ისტერიულად ტიროდა.
-გეხვეწები ქეთო გაჩერდი,ცუდად გახდები გთხოვ...
-გაეთრიე აქედან,წადი!-მთელი ხმით დაუყვირა და წამიერად გადააწყდა მათი თვალები ერთმანეთს.ასეთი განადგურებული ადამიანი არასოდეს უნახავს ირაკლის.მითუმეტეს მის გამო...ნაბიჯით უკან დაიხია და კარგახანს შორიდან უყურა ქალს.-წადი!-იმეორებდა შეუჩერებლად და იფიქრა ასე უკეთესიაო.ხან კიტას დაურეკა,ხან ბარბარეს,არცერთმა გასცა პასუხი.იფიქრა უკეთესი იქნება დაქალები თუ დარჩებიან მასთანო.ელენეს ნომერი არ ჰქონდა,ამიტომ მართლაც დატოვა სახლი და სირბილით წავიდა ამილახვართან...მისდა ბედად გზაზე შეხვდა ელენე,სახლში მიდიოდა ამ შუაღამისას,ისევ მარტო...
-ელენე!-მოესმა ზურგიდან ირაკლის ხმა და წამსვე ადგილზე შედგა.-ელენე გამომყევი გთხოვ!-ძლივს სუნთქავდა კაცი.
-რა მოხდა ირაკლი,რა სახე გაქვს?-შეშფოთდა გოგონა.
-გეხვეწები წამომყევი,ბარბარე არ მპასუხობს და ქეთია ცუდად...უფროსწორად ცუდად კი არ არის ტირის...ტირის და არ ჩერდება გესმის?-დაბნეული ბუტბუტებდა.
-რას ამბობ ირაკლი?რა დაემართა?-მაშინვე შებრუნდა და სირბილით მიჰყვა ბიჭს.-რა დაემართა მითხარი!
-მთვრალია და ემოციური,ხომ იცი როგორც ხდება!-ჭიშკარში პირველი გოგონა შეუშვა.
-გითხრა?-შუბლზე ხელი იტაცა.
-იცოდი?
-ვიცოდი...-თავი დანანებით გააქნია და სახლში შევიდა.-ნიკო სად არის?
-არაა სახლში,იქითაა სააბაზანოში.-თავით ანიშნა და უკან მიჰყვა.ისევ მთელი ხმით ტიროდა გოგონა.
-წყალი მომიტანე,მალე...-მის წინ ჩაიმუხლა.-ქეთი რა გჭირს ჩემო ლამაზო?-მიეფერა გოგონას.-შემომხედე აბა...
-აქ...აქ მტკივა ელე...-გულზე ხელი ძლიერად მიიჭირა და თავი გოგონას მიაყრდნო.-ვერ ვსუნთქავ...
-აი გამომართვი...-წამსვე დაბრუნდა კაცი.
-წადი შენ!-დაიწყო ყვირილი ისევ.-არ მინდა,რომ გხედავდე,წადი!
-ქეთო მე...
-წაეთრიე გთხოვ!-მართლა ძალიან ცუდად იყო,ცრემლები ნიაღვრებად ჩამოსდიოდა სახეზე.
-ირაკლი წადი,მე მივხედავ გთხოვ...-მშვიდად მიუგო.-წადი,უფრო ანერვიულებ...
-რა გავაკეთო,როგორ დავეხმარო?
-წადი.-კარისკენ ანიშნა და ისევ გოგონას მიუბრუნდა.ეზოში იჯდა მთელი ღამე ლომჯარია.თეთრად გაათენა,ესმოდა როგორ ტიროდა მის გამო ქეთო და გული შუაზე ეპობოდა.ვერასოდეს წარმოიდგენდა მსგავს რამეს...მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა,ეზოში მჯდომს ყავა გამოუტანა ელენემ,რომ ცოტა მოფხიზლებულიყო და გვერდით მიუჯდა.თავადაც საშინლად ეძინებოდა...საბედნიეროდ ელზას მამალი ვერ გააღვიძებდა.
-კარგად ხარ?-ფინჯანი გაუწოდა კაცს.
-ასე ცუდად ცხოვრებაში არ მიგრძვნია თავი.-ამოიოხრა ირაკლიმ.-მადლობა რა,ვერასოდეს გადაგიხდი ამას...
-რას ამბობ,როცა დაგჭირდეთ რომელიმეს სახლი კი იცით.-მხარზე ოდნავ შეახო ხელი.-სულ ასეთი რეაქცია არ ექნება,უბრალოდ სასმელმაც იმოქმედა,დამამშვიდებელი ვერ მივეცი,რადგან ძალიან მთვრალი იყო და ამიტომ გაიწელა ამდენხანს.
-იცი როგორ შემეშინდა?ასეთი არასოდეს მინახავს...-შუბლი მოისრისა და ჰორიზონტს გახედა.-როგორ ჩავხედო ნიკოს თვალებში?როგორ ვუთხრა მე გავაუბედურე შენი დათქო?
-დაწყნარდი კარგი?ეგრე ცუდად არ არის საქმე,ნუ სულელობ...-ამშვიდებდა როგორც შეეძლო.-სულ არაფერს გრძნობ ირაკლი?
-არა.-არც კი დაფიქრებულა ისე უპასუხა.-დასავით მყავდა ყოველთვის,სხვანაირად არასოდეს ყოფილა...
-გადაუვლის...სიყვარული უცნაური რამ არის,მაგრამ გადაუვლის,მერე ასე აღარ ეტკინება...
-კიდევ ერთ თხოვნას შემისრულებ?-გადახედა გვერდით მჯდომს.
-გისმენ.
-არ უთხრა არავის,მათ შორის არც ბარბარეს...არ მინდა ვინმემ გაიგოს,რაც მოხდა სანამ ქეთოს არ დაველაპარაკები ცალკე,ეს კი დიდ დროს წაიღებს.
-ბარბარემ იცის...
-ვიცი,მაგრამ წუხანდელი ხომ არ იცის?ამიტომ გთხოვ,ჯერ ნურავის ეტყვი.
-კარგი,როგორც გინდა.-მის ნებას დაჰყვა გოგონა.-წადი სახლში,მე მივხედავ.
-ზოია გააფრთხილე?
-რომ მივალ სახლში ავუხსნი რამენაირად,შენ არ იდარდო,დედა გავაფრთხილე.
-კარგი,დიდი მადლობა და რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე კარგი?-მობილური გამოართვა და ნომერი უცებ აკრიფა.-ნებისმიერ დროს რეკავ გესმის?
-მადლობა ირაკლი,თავს მიხედე.-თბილი ხმით უთხრა და ზურგი აქცია,დრო იყო ცოტა თავადაც გამოეძინა...



***
-ნინა!-ლამის მთელი ხმით ღრიალებდა ზოია ამილახვრების ეზოში.
-რამოხდა?-სირბილით გამოვარდა ეზოში.
-ჩემი ელენე აქანეა?
-ელენე?-გაუკვირდა.-ბარბარე შვილო ელენე ჩვენთან არის?-გასძახა გოგონას.
-არა დე...-სირბილით გამოვარდა ისიც.-რა მოხდა?
-რა გაღრიალებთ მშვიდობაა?-ბაღიდან გამოვარდა კიტაც.
-ჩემი ელენე არ არის სახლში...-მძიმედ ამოთქვა ქალმა.
-გავიდოდა სადმე ბავშვებთან.-მისი დამშვიდება სცადა ნინამ.
-აი გავაფრთხობინებ სულს,წუხელის სახლში თუ არ მევიდა!-ლამის თავში წაიშინა ქალმა.-შაკოსთან ერთად იყო წუხელის,მერე არვიცი...არც მპასუხობს.
-ნუ ნერვიულობ,ახალგაზრდები არიან,მოდი დაჯექი.-სკამი გამოუწია ნინამ.-სადაა შენი დაქალი?-მკლავში სწვდა ბარბარეს.
-მერავიცი დედა,მე და კიტა ერთად მოვედით სახლში,ჩვენთან არ ყოფილა.-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-წნევა ამიწევს ახლა...-შუბლზე მიიჭირა ხელი ქალმა.-გამაგიჟებს ამ დილაუთენია ამანერვიულა.
-ნუ ნერვიულობ კარგი?-მის წინ ჩაიმუხლა კიტა.-გავალ,მოვძებნი და მოგიყვან...დიდი გოგოა,რა განერვიულებს,ალბათ გვიანობამდე თამაშობდნენ და ჩაეძინა...
-დავაძინებ მაგას სიკვდილში!-გაცოფებული იყო ზოია,სახლიდან მიმავალ კიტას თვალი იმედიანად გააყოლა და ბარბარეს მიწოდებული წყალი ერთი მოყუდებით გამოცალა.დიდ შარში გაეხვა ქალბატონი ელენე...




***
დილით ბევრად უკეთ გრძნობდა თავს ქეთო,მხოლოდ თავის ტკივილი აწუხებდა,რასაც რამდენიმე აბით უმკურნალა და ემოციებს კონტროლის საშუალება აღარ მისცა.ალბათ წუხელ მთლიანად გამოიტირა მისი ირაკლისადმი სიყვარული...
ელენესთან ერთად ყავა დალია,მოწესრიგდა და სახლში გაუშვა,რომ დასვენება შესძლებოდა.მართლა საშინლად გამოიყურებოდა,მთელი ღამის უძინარი, განადგურებული,ნანერვიულები...ქეთომაც იგივე სთხოვა,არავის უთხრა ეს ამბავიო,რადგან ძალიან რცხვენოდა და ისე გააცილა ჭიშკრამდე მეგობარი.ძლივს მიათრევდა ფეხებს,ისე ეზარებოდა სახლამდე გადასვლა,ლამის იქვე ღობესთან ჩაიკეცა.ეს არ ეყოფოდა და მისკენ მიმავალი კიტა დალანდა,არადა უხაროდა ეს დღეები უბანშიც კი ვეღარ ხედავდა,მაგრამ ამჯერად ამაშიც არ გაუმართლა...
-ნორმალური ხარ გოგო?-ღრიალით მივარდა ელენეს კაცი.
-რა გინდა შენ მართლა ხომ არ აფრენ?-გაოცებული მიაჩერდა.
-თან,რომ მეკითხება...ბებიაშენი რა დღეშია იცი?ღამე სახლში არ მოვიდაო და გაგიჟებული გეძებს.
-ღმერთო დედამ არ დაურეკა?-შუბლზე ხელი იტაცა.
-გვიან დაბრუნებიდან,საერთოდ არ დაბრუნებაზე გადახვედი?არ „გიტყდება“?
-რა უნდა „გამიტყდეს“?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა.
-შაკოსთან იყავი მთელი ღამე?-ირონია არ დააკლო.
-ჰო ვიყავი და მგზნებარე ღამე გვქონდა.-მობეზრდებულად აატრიალა თვალები.-აფრენ შენ?ან რა დაკითხვას მიწყობ?
-ჰო ვამბობდი ქალაქელი ღლაპი ხართქო,თან მაგარი აღვირახსნილი,ზოიას გული გაუსკდება,რომ გაიგოს...
-უკაცრავად?
-სირცხვილია შენნაირი შვილიშვილის ყოლა პირდაპირ გეუბნები,მთლად ეგეთი მსუბუქი ყოფა-ქცევის არ მეგონე...-ბოლო სიტყვის დამთავრება არ დასცალდა კანდელაკმა მთელი ძალით,რომ გააწნა სილა.
-ხომ არ გაგიჟდი?რაებს ლაპარაკობ?-თვალები ჩაუსისხლიანდა,ერთიანად აუკანკალდა სხეული.-შენ ვინ გკითხავს მე სად მძინავს?ვინ ხარ?-მკერდზე ძლიერად დაუწყო რტყმა.-თავი ვინ გგონია?გაუზრდელი ხეპრე ხარ და მეტი არაფერი,ჩემნაირი შვილიშვილის ყოლა თუ სირცხვილია შენნაირის ყოლას სიკვდილი ჯობია,პირდაპირ გეუბნები!-მთელი ხმით უღრიალა და სირბილით წავიდა სახლისკენ.ძალიან ეტკინა მსგავსი სიტყვები.არასოდეს არავის უკადრებია და არც ახლა ელოდა.რა თქმა უნდა,არ იქცეოდა ასე,არავისთან ეძინა,არც ჰქონდა გეგმაში,ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ოჯახის სიტუაციის გამოსწორება და უნივერსიტეტი იყო.ღმერთო როგორ სძულდა ეს ბიჭი...
ზოია სახლში დაუხვდა,თავზე „თავშალი“ წაეკრა და გაგიჟებული დადიოდა ოთახში.კიდევ კარგი ამ ქალს მოსმენის უნარი ჰქონდა,თორემ სხვა მის ადგილას თმებს პირდაპირ გააცლიდა.დედამისს ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა და დაავიწყდა,რომ ზოია გაეფრთხილებინა,ამიტომ სიტუაციის ახსნა ისევ ელენეს მოუწია.მისდა საბედნიეროდ მოუსმინა,გაიგონა და ეჭვი არ შეუტანია შვილიშვილის ნათქვამში.ან როგორ უნდა შეეტანა ისე კანკალებდა და ტიროდა,რომ აკეთ შეეცოდა ზოიას და კარგახანს სხეულზე ჰყავდა მიხუტებული.იმავე საღამოს როგორც კი კიტა სახლიდან გასული დაიგულა ნინასთან გადაირბინა,ის ჟაკეტი გადაუტანა სიმთვრალისას,რომ მისცა და თავი კარგ ადამიანად გააცნო.
-ეს კიტას ჟაკეტია,რამდენიმე დღის წინ მათხოვა და დაბრუნება დამავიწყდა.-ღიმილით გაუწოდა ქალს.
-უი ისე უყვარს ეს ჟაკეტი.-ამოთქვა ნინამ.-კიდეც გამიკვირდა რატომ არ აცვიათქო.
-ისე მის ოთახში,რაღაც დამრჩა...-წამოროშა გაუაზრებლად და მეზობლის გაოცებულ მზერას,რომ გადააწყდა მაშინვე თავი იმართლა.-ვიდეოებს ვიღებდით მე და ბარბარე მის ოთახში,უკეთესი სინათლეა და მაშინ დავტოვე.ბარემ ავიღებ და ამასაც საწოლზე დავუტოვებ.-ხელიდან გამოჰგლიჯა ისევ.-შეიძლება?
-ჰო,რა თქმა უნდა,შვილო...ადი კიბეზე,მარჯვნიდან მეორე კარია მისი.-დაიბნა ნინა,მაგრამ რას ეტყოდა.ისიც სულ სიხარულით ავიდა კიბეზე და სახლში შეაბიჯა.ქვემოთ ხშირად იყვნენ ის და ბარბარე და არსად იყო მისი ფეხსაცმელი,ამიტომ გადაწყვიტა მის ოთახში მოეძებნა.არ ჰგავდა ტიპიური კაცის ოთახს,არეულობა,რომ სჩვევიათ.პირიქით ყველაფერი ისე ჰქონდა მოწესრიგებული,ძალიან შერცხვა მისი არეული ოთახის ნახვა,რომ მოუწია.საწოლთან ტუმბოზე „დიდოსტატის მარჯვენა“ დაედო,წყლის ბოთლი და ყურსასმენი.მეორე მხარეს კარადაზე გადახვეული ფურცლები შემოეწყო,დიდი ალბათობით ნახატები იყო.კედელთან რამდენიმე ფეხსაცმელი ჩაემწკრივებინა,,მაგრამ არცერთი იყო მისი.კარადაში ქექვა დაიწყო,მისი საცვლების უჯრაშიც ჩაძვრა,საწოლის ქვეშაც შეიხედა,კარადის თავზეც,მაგრამ არსად იყო...ისე გაბრაზდა კანდელაკი ლამის ნაპერწკლები გაყარა თვალებიდან.სურვილი გაუჩნდა,რომ მიელეწა მისი ოთახი,მაგრამ ნინასი ძალიან ერიდებოდა.ტუმბოს უჯრებიც გაქექა,მართალია ფეხსაცმელი არ იყო,მაგრამ მაინც დააინტერესდა და ცოტა ღრმად შეძვრა და სამკაულების ყუთი იპოვნა,ბეჭედი და პატარა ფოტო იდო შიგნით,კიტა და ვიღაც უცნობი იყვნენ ფოტოზე,გოგონას ლოყაზე კოცნიდა და მთელი გრძნობით იღიმოდა შავგვრემანი.ძალიან ცუდმა აზრმა გაუევლა გონებაში,უჯრა ხმაურით მიხურა და ყუთი ჯიბეში ჩაიდო.მოპარვას არ აპირებდა,უბრალოდ კიტასთვის გაცვლა უნდა შეეთავაზებინა.გაბრაზებულმა მაგიდიდან მაკრატელი აიღო და რამდენიმე მსხვილი ნახვრეტიც გაუკეთა მის ჟაკეტს.
-ასე მოგიხდება ბატონო კიტა!-დაისისინა ჩუმად და კმაყოფილი დაეშვა კიბეებზე.
-იპოვნე რასაც ეძებდი?
-კი,დიდი მადლობა ნინა დეიდა.-გაუღიმა ქალს.-ბარბარე ქეთოსთან არის?
-ცენტრშია ჩასული,მალე ამოვა,კიტამ წაიყვანა.
-თუ მიკითხოს სახლში ვიქნები.-დაუბარა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას,ნამდვილად არ უნდოდა კიტას თვალწინ სირბილი...





***
გონებიდან ვერ ამოიგდო,ვინ შეიძლება ყოფილიყო ეს გოგო?ფოტოზე ძალიან პატარები ჩანან,კიტას წვერიც კი არ ჰქონდა ამოსული ნორმალურად,გოგოსაც ეტყობა,რომ სკოლის მოსწავლე იყო.თან ბეჭედი...შერცხვა ასეთი ძვირიანი ნივთი,რომ წამოიღო,მაგრამ ამ კაცისთვის ვინმეს ჭკუა უნდა ესწავლებინა...მთელი მისი სოციალური ქსელი გადაქექა,მაგრამ ვერსად იპოვნა,არც გოგოებს ჰყავდათ მეგობრებში და მართლა,რომ აევსო მოთმინების ფიალა ლეპტოპი ხმაურით დაკეცა.ბარბარემ დაღლილი ვარ და ხვალ გადმოგივლიო,ამიტომ თვითონაც ადრე გაემზადა და ძილს მიეცა...
შუაღამე იყო,ოთახში ხმაური,რომ მოესმა და შიშისგან ლამის მისმა სულმა სხეულიც კი დატოვა.ერთ ადგილს მიეყინა,მხოლოდ თვალების გახელა შეძლო და დაინახა,როგორ შემოვიდა გვერდით ოთახიდან ვიღაცის სილუეტი მის ოთახში.ღმერთო როგორ შეეშინდა...ერთიანად გააცია სხეულში და ლაპარაკის უნარიც კი წაერთვა.ის იყო პირი გააღო,რომ დაეყვირა და სინათლეც აინთო.ოთახის მეორე ბოლოდან ამილახვარი უყურებდა...
-შენ...შენ ნორმალური ხარ?-აცრემლებული თვალებით მიაჩერდა კაცს.-მართლა ეგონა,რომ ვიღაც მოსაკლავად შეუვარდა.
-შეგეშინდა?-სასაცილოდ არ ეყო კაცს.ხელში ის ჟაკეტი ჩაებღუჯა დემნას კოლექციის ნაწილს,რომ ჰგავდა.
-რა გინდა ამ შუაღამისას ჩემს ოთახში?წაეთრიე ახლავე!-ფეხზე წამოუვარდა კაცს.-ამას ჩაგარტყამ თუ არ წახვალ!-სანათს ხელი დაავლო და ტონი კიდევ უფრო გაიმკაცრა.
-ოჰო,ჩემი ტანსაცმელი დაჭერი და ახლა თან ამით მემუქრები?-პატარა ბურთულებიან ნაკეთობას ირონიული მზერა შეავლო.
-ძვირფასი იყო?გული დაგწყდა?უი დამავიწყდა,შენ ხომ მაგ ორგანოს არ იცნობ.-სახე დაუმანჭა კაცს.
-რა გინდოდა ჩემს ოთახში?რას ეძებდი და რა ვერ იპოვნე?
-ფეხსაცმელი მინდა,რომელიც წამართვი,სად არის?
-არ გეტყვი.
-დამიბრუნე!
-არა.-ღიმილს არ იშორებდა სახიდან.-შენს შეყვარებულს უთხარი და ახალს გიყიდის.
-ცხოვრებაში კაცისთვის არაფრის ყიდვა მითხოვია,ვინ გგონივარ?
-ვინც ხარ ზუსტად ის მგონიხარ.-ღიმილით მიუგო და ჟაკეტი საწოლზე დაუგდო.-ისე გაკერე,რომ არ შეემჩნეს შენი სიგიჟეები.
-უკაცრავად?-ნერვიულად ამოილაპარაკა.-მიდი და თავად გაკერე!
-ხოო?-ცერად გასცქეროდა გოგონას.-ისე ბებიაშენმა თმები როგორ არ გაგაგლიჯა?რა მოატყუე ასეთი?მგონია,რომ ქორწინებამდე სე*სის დიდი წინააღმდეგია და არც შენ გაგიტარებდა.
-ყველაზე თავხედი ადამიანი ხარ ამ ქვეყნად!-მისი მისამართით გაისროლა სანათი,მაგრამ მისდა საბედნიეროდ,როგორც ბურთი ისე დაიჭირა კაცმა.-რა სისულელეებით გამოგიჭედავს თავი იაზრებ?
-ისე ასე ჩაცმული,რომ მხვდები არ გიფიქრია,რომ ერთხელაც მიმტყუნებს ნერვები?-ხარბად აათვალიერა მისი სხეული.
-გაეთრიე აქედან!
-თორემ?
-ერთი შემოთავაზება მაქვს,გაცვლას გთავაზობ.
-ოჰო...-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა კაცმა.-ისეთი არაფერი გექნება შენ,რომ მე ფეხსაცმელში გამიცვალო,ამიტომ რას მთავაზობ აბა?მართლა მაინტერესებს.
-ამას!-ბალიშის ქვემოდან ყუთი გამოაძვრინა და ხელში შეათამაშა.-გეცნობა?შენი ოთახი,ტუმბო და მესამე უჯრა!
-შენ...-ხმა გაეყინა კაცს.-როგორ გაბედე?
-ნუ ღელავ,ფეხსაცმელში გიცვლი ხომ ხედავ,მოპარვა,რომ მდომოდა ლომბარდში გავიქცეოდი და უნივერსიტეტის ფულს გადავიხდიდი.
-ნახე შიგნით,რაც დევს?-საშინლად მკაცრი იყო იმ წამს ამილახვარი.
-ვნახე.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ყუთი გახსნა.-თუ ფეხსაცმელს არ დამიბრუნებ ამას გადავაგდებ.-ბეჭედი ხელში შეათამაშა.
-დამიბრუნე!-კბილებში გამოსცრა კაცმა და მისკენ წავიდა.
-კიდევ ერთი ნაბიჯი და გადავაგდებ არ გეხუმრები!-ასეთი სიმტკიცე როგორ შეინარჩუნა თავადაც უკვირდა.-ფეხსაცმელსაც დამიბრუნებ და აღარასდროს დამელაპარაკები!
-ღლაპო!-ერთ ადგილას მხოლოდ წამით შეყოვნდა.-გადააგდე მიდი.
-არ გაბედო მოსვლა,თორემ მართლა გადავაგდებ!-ფანჯრის რაფას აეკრო.-არ მაიძულო,რომ...
-გადააგდე მიდი.-რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებდა მისგან ელენე,რომ შებრუნდა და სიბნელეში გაურკვეველი მიმართულებით გაჰქნია ბეჭედი.-იცი რას გიზამ გოგო?-მათ შორის მანძილი წამის მეათასედში დაფარა მკლავებზე უხეშად სწვდა.-პატარა ღლაპო,ვინ გგონია თავი?რა უფლებით იქექები ჩემს ნივთებში?
-შენ რა უფლებით არ მიბრუნებ ფეხსაცმელს?
-შენ 50 ლარიანი ფეხსაცმლის დედაც!-კბილებში გამოსცრა.მკლავზე ისე მაგრად უჭერდა ხელს ლამის მოამტვრია.ტკივილისგან მოიხარა,სახე სატირლად დაებრიცა გოგონას.მიხვდა,რომ მართლა ზედმეტი მოუვიდა,მაგრამ რამდენიმე წამიც და ალბათ საკუთარი ძვლების მტვრევის ხმას გაიგონებდა.
-ხელი მეტკინა კიტა...-ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს.
-გეტკინოს,დაიმსახურე!-მეორე ხელი სახეზე მოკიდა და თვალებში ჩააცქერდა.-აღარასოდეს აღარ გაბედო ჩემს გზაზე დადგომა გესმის?აღარ გაპატიებ,არ დაგინდობ და მართლა შემომაკვდები!
-გთხოვ მეტკინა...
-ახლა სად არის შენი შაკო?მოვიდეს,გიშველოს...-ირონიული ღიმილი გადაეკრა სახეზე.
-ძალიან გთხოვ...-ტკივილისგან წელში მოიახარა.
-კიდევ თუ გადამეყრები სადმე არ გაპატიებ გესმის?-უხეშად შეუშვა ხელი და ტკივილისგან იატაკზე ჩაკეცილს ოდნავ გამოეცალა.-აღარ გაბედო ელენე!-მიუგდო ბოლოს,ცარიელ ყუთს და ფოტოს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა სახლიდან.
არ სძნებია იმ ღამით კანდელაკს.იატაკზე იჯდა და ტირილისგან სახედასიებული საკუთარ სხეულს ათვალიერებდა.1 კვირა და იმდენი ჭრილობა უკვე სხეულზე...
მუხლი და იდაყვი,რომელიც შაკომ ატკინა,ხილის კრეფისას გაგლეჯილი ხელი და მარჯვენა მკლავი,რომელზეც კაცის ხუთივე თითი დასტყობოდა.ცხოვრებაში პირველად შეეშინდა კაცის,ცხოვრებაში პირველად ინატრა,რომ ვინმე მომკვდარიყო...ასეთი ცხოველი არ შეიძლებოდა,რომ ნინას შვილი ყოფილიყო.
-აშკარად მამამისის გენები სჭარბობს.-გაიფიქრა გონებაში.
იმავე დილას გავიდა ბეჭდის საძებნელად,რომ სხვას არავის ეპოვნა,დიდი ალბათობით ანტიკვარი ელზას ეზოში ეგდო და მისი მამალი გარშემო შემოურბენდა ყოველ დილას.ვერ იპოვნა...




***
მეორე დღით სახლიდან არ გასულა,მოიმიზეზა ცუდად ვარო და შაკოც უკან გააბრუნა.შეწუხდა ბებიამისი,ივნისის სიცხისას ჟაკეტი,რომ მოეცვა მის შვილიშვილს და აივანზე დამჯდარიყო.თვალები დასიებოდა,მაკიაჟი არ გაეკეთებინა,არც ელზას მამალზე უწუწუნია.
მაღალი, ფართოფოთლოვანი ხეები თავზე ბუნებრივ თაღად გადმოხრილან და მზის სხივებს მწვანე ფოთლებს შორის ატარებენ. სინათლე წყალს ეცემა და მდინარის ზედაპირზე ათასობით ვერცხლისფერი ნაპერწკალი იბადება,თითქოს წყალი მზის პატარა ვარსკვლავებით არის მოფენილი.
მდინარის შუაგულში ჩამოვარდნილ ძველ ხის მორებზე ახალგაზრდები ჩამომსხდარან. ზოგი წყალს უსმენს, ზოგი მზეს ეფიცხება, ზოგი უბრალოდ წამით გაჩერებული ცხოვრებით ტკბება. მათი სილუეტები წყლის ბრჭყვიალზე მშვიდად იკვეთება და მთელ კადრს თავისუფლებისა და მეგობრობის შეგრძნებას მატებს.
ფოთლების ჩრდილში გამავალი მდინარე თითქოს გურიის ძველ ამბებს ყვება გრილ, გამჭვირვალე წყალში ზაფხულის სითბო, სიმშვიდე და ბუნებასთან შერიგებული ადამიანების პატარა ბედნიერება ერთად არის ჩადებული.
ამ ბედნიერებას მხოლოდ ელენე ვერ გრძნობდა...ხელზე,იმ ადგილას,სადაც ამილახვარს თავისი კვალი დაეჩნია,პლასტერი გადაეკრა,რომ არავის დაენახა,ბებიას ჯერ ისევ არ დაუნახავს,მის წინ სულ ჟაკეტით,ან თხელი პერანგით დადის.ისევ ჩვეული სამოსით ჩავიდა წყალში,ამჯერად ყოყმანის გარეშე.მეორე ნაპირზე მჯდომ კიტას მთელი არსებით მოერიდა და შაკოს და მის მეგობრების მიესალმა.არც მათთან დარჩენილა დიდხანს,მერე ისევ გოგონებს მიუბრუნდა,რომლებიც ირაკლის ერიდებოდნენ.ალბათ ამ ისტორიაში ყველაზე უცოდველი ნიკო იყო,რომელმაც არაფერი იცოდა და არც არაფერს აშავებდა...
მოდით დავამატებ,ვერც ქეთო გრძნობდა ბედნიერებას,ირაკლის გაურბოდა,გარეთ მათთან ერთად აღარ გადიოდა და აწი ელენესთან ერთად აპირებდა შავდათუაშვილებთან სიარულს.დიდი გოგო იყო და გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებდა...
ბარბარე ლამის შუაზე გაიხლიჩა,ერთ მხარეს მისი ძმა იყო,მეორე მხარეს მეგობრები,რომელთაც ბიჭების დანახვა არ უნდოდათ.ელენეზე არაფერი იცოდა,თუმცა ეგონა,რომ ქეთოს გამო არიდებდა ბიჭებს თავს და არაფერი უეჭვია...
გრძნობდა კაცის დაჟინებულ მზერას წყალში ყოფნისას...ნაპირზე,რომ დაწვა რუჯის მისაღებად მაშინაც,უკვე ჩაცმული,რომ ელოდებოდა გოგონებს,არც მაშინ იყო ნაკლები.ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს.თავადაც აპარებდა ხანდახან თვალს და მერე ისევ სხვა რამეზე ერთვებოდა.შაკოს საქციელი ძალიან აღიზიანებდა.ზედმეტად ეხებოდა წყალში ყოფნისას,ვითომ ხუმრობდა,მაგრამ არ იყო სასიამოვნო შეგრძნება,ამიტომ მალევე ავიდა ნაპირზე.გოგონებთანაც იწუწუნა,ძალიან მიფათურებს ხელებსო,საღამოს შეხვედრაზეც შეთანხმდნენ,ბარბარეს ხათრით დღეს უბრალოდ ცენტრში გაისეირნებდნენ ყველანაირი ბიჭების გარეშე...
-საით?-მისაღებში დახვდა ძმა.
-გოგოებთან,ცენტრში ჩავდივართ,იცის დედამ.-ღიმილით დაუბარა და ის იყო უნდა წასულიყო კართან,რომ გაიყინა.
-ვერ წახვალ!-ისეთი ცივი ხმა ჰქონდა...
-სიცხე ხომ არ გაქვს?-გაკვირვებული მიუბრუნდა ძმას.
-ელენესთან ერთად არ ისეირნებ,არ გააპროტესტო ტყუილად,ოთახში შედი.
-რას მელაპარაკები?-გაოცება ვერ დამალა.
-ჯერ არ უჭორავია შაკოს?ერთ კვირაში მთელი გუთური მაგაზე ილაპარაკებს და არ მინდა შენზეც ცუდად იფიქრონ!
-ვერაფერი გავიგე კიტა.-ძმას წინ დაუდგა გოგონა,მართლა დაბნეული იყო.
-არაფერია გასაგები,არ იმეგობრებ მაგ გოგოსთან და მორჩა.-მშვიდად ჩაილაპარაკა.სიგარეტი კბილებს შორის მოიქცია და წამში გაეხვა ნიკოტინის კვამლში.
-რას ნიშნავს არაფერია გასაგები და არ ვიმეგობრებ?მე რა 10 წლის ვარ?-გამოაჩინა თავისი ხასიათი ბარბარემაც.-ჩემი მეგობარია ელენე.
-შენი მეგობარი არის ქეთო!-სულ ოდნავ აწია ტონს.-გახსოვს ის ქალაქელები მეგობრებად,რომ მოიხსენიებდი?ბოლოს ცუდად დამთავრდა,როგორ ილაპარაკეს მათზე არ გახსოვს?-გაახსენა ორი წლის წინანდელი ამბავი.შაკოსთან სე*სის ამბავი გაუხმაურდა მთელს სოფელში ციცის და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა გურიაში.
-ეს ელენესთან რა შუაშია?-გაოგნებული შეჰყურებდა ძმას.იცოდა,რომ შაკო პირიქით ძალიან აწუხებდა და რაში იყო პრობლემა ვერ გაეგო.
-იმაშია,რომ მაგ ბიჭთან სძინავს ბაბი,გინდა,რომ შაკოს ძმაკაცები დამახოცინო?-ნაწვი საფერფლეში მოსრისა კაცმა.-არანაირი ელენე!-უხეში ტონით უთხრა ბოლოს,მაგრამ მაინც არ გამოუვიდა.მის წინ მდგომი ბარბარე მთელი ხმით ხარხარებდა.-რა გაცინებს?შენი აზრით სასაცილოა ის,რომ ჩემს დაზე ვნერვიულობ?
-სასაცილო ის არის,რაც მითხარი...-ორად მოიკეცა გოგონა.
-ანუ სასაცილოა,რომ მალე ჭორები მოედება მთელს სოფელს?
-სასაცილო ის არის,რომ გგონია ელენეს შაკოსთან სძინავს.-ძლივს სუნთქავდა.-ზუსტად დღეს მეწუწუნა მდინარეში ჩამოსვლაც არ მინდა,რადგან ხელებს მიფათურებსო.
-პირველად არის თუ?
-საიდან მოიტანე,რომ მასთან სძინავს?არ არის ელენე ეგეთი გოგო,შეყვარებულიც კი არ ყოლია არასოდეს,საიდან მოგაქვს?-გაოცებული მისჩერებოდა ძმას.
-ცოტნესთან,რომ დავლიეთ იმ ღამეს სახლში,რომ არ მივიდა სად იყო რა გგონია?-ირონიულად დახედა დას.
-ზოია,რომ გაგიჟდა?
-ჰო.
-ქეთოსთან იყო.
-ჰო,რა თქმა უნდა.-სასაცილოდ არ ეყო კიტას.
-მამას თავს გეფიცები ქეთოსთან იყო,ცუდად იყო ქეთო,ირაკლიმ სთხოვა დარჩენა და იქ დარჩა,თუ გინდა ირაკლის კითხე.
-რა?-წამში ეცვალა ფერი.-რატომ არ თქვა?
-ისეთი,რამ მოხდა რასაც მე ვერ მოგიყვები,ქეთოს საქმეა,მაგრამ იქ იყო და დამიჯერე შაკო ხან მასაც კი ეზედმეტება.არ არის ისეთი ქალაქელი შენ,რომ გგონია და იქნებ დაანებო თავი?-უბრაზდებოდა ძმას.
-ზოიამ იცის?
-აბა რა გგონია თმები რატომ არ გააგლიჯა?-ჩაეცინა გოგონას.-აწი,რადგან გავარკვიეთ,რომ ჩემს მეგობარს არავისთან სძინავს,შეიძლება წავიდე?
-ჰო,წადი.-მძიმედ ამოთქვა და ისევ სავარძელში ჩაეშვა.ძალიან ცუდად იგრძნო თავი,ძალიან შერცხვა თავისი სიტყვებისა და საქციელის.ოხ კიტა,რა თავისტკივილი გაიჩინე და რისთვის?





***
კიდევ უფრო მეტად გაულუჯრდა მკლავი,თითქოს იასამნისფერი,აქა-იქ შავი ფერი ჩასდევდა.ხელის შეხებაზე სტკიოდა,მაგრამ ისე არა,როგორც მოტეხილი მარცხენა სტკიოდა ბავშვობისას.სინათლე ჩააქრო და ფიქრებს მიეცა.დედ-მამაზე ეფიქრებოდა...რამდენი წელი გაატარეს ერთად და მაინც,რომ მოუწიათ დაშორება.თბილისში დაბრუნებისას ახალ ბინაში მოუწევდა გადასვლა დედასთან ერთად,მამას ისე ხშირად ვეღარ ნახავდა და დილაობით ყავას აღარავინ მოუმზადებდა...ნეტა ისევ პატარა ყოფილიყო,როცა ყველაფერი სულ ერთი იყო მისთვის.როცა მისი მშობლების თვალები მხოლოდ სიყვარულს ასხივებდა და სხვას არაფერს...
ისევ ის ხმაური მოესმა და ამჯერად აღარ უყოყმანია,მაშინვე აანთო ტუმბოზე დადებული სანათი და ფეხზე წამოვარდა.კიტა იყო,ჭირის დღესავით,რომ ერიდებოდა ის კაცი...
-გადი თორემ ვიყვირებ!-შემოსვლა არ აცადა მაშინვე დაემუქრა.
-დამშვიდდი.-უჩვეულოდ მშვიდი ხმა ჰქონდა კაცს.-საჩხუბრად არ მოვსულვარ.
-არ მაინტერესებს,წადი ჩემი სახლიდან.-შიშისგან კედელს აეკრო.მართლა ვეღარ გადაიტანდა კიდევ რამე,რომ დაეშავებინა.
-გთხოვ.-მუდარა გაურია ხმაში.-უბრალოდ დალაპარაკება მინდა,ნუ გეშინია...
-მანდ დარჩი!
-ელენე დამშვიდდი.-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და თითებზე სულ ოდნავ შეეხო.-მოდი დაჯექი.-ხელზე მოქაჩა და ფრთხილად ჩამოსვა საწოლზე.
-გთხოვ თავი დამანებე,რა წყევლა ხარ ასეთი?-გული ლამის საგულედან ამოუხტა.
-რა თქვი როგორი ღამე გქონდა შაკოსთან?-ნაზად გადაატარა ხელის გულზე თითები.-მგზნებარე...მე ასე მახსოვს.
-თავი დამანებე,რა შენი საქმეა?რატომ ერევი?რა გინდა?-ფეხზე ადგომა სცადა,მაგრამ უშედეგოდ.
-რატომ მომატყუე?-თითები ნიკაპქვეშ ამოსდო და მზერა გაუსწორა.-მითხარი.
-შენ არ გეხება და მაგიტომ...
-ვიცი ქეთოსთან,რომ იყავი,შეგეძლო გეთქვა...
-გაავებული ხარივით მომვარდი,დამაცადე საერთოდ ლაპარაკი?ან შენ რატომ უნდა გიხსნა მე სად მძინავს ან ვისთან?
-არ გაუყადრო შაკოს თავი...-ნაზად აატარა თითები მხარზე და იმ ადგილას შეჩერდა მისი თითები,რომ ეტყობოდა.-მაპატიე ელენე.-მისი ტუჩებს შეხება იგრძნო კანზე,იქ სადაც ასე ატკინა კიტამ.-ძალიან ცუდად მოგექეცი,ძალიან ბევრი ცუდი გითხარი და ესეც...-კიდევ ერთხელ აკოცა დალურჯებულ ადგილს.-არ მინდოდა,თავი ვერ გავაკონტროლე,მაპატიე...-მოულოდნელობისგან გაეთიშა გონება.ვერ აზროვნებდა,ვერ მოძრაობდა,თითქოს ერთი ღილაკით გაუთიშეს ყველა გრძნობა.-მართლა ძალიან ვწუხვარ.
-მთვრალი ხარ,ხვალ ისევ მეჩხუბები ამ ყველაფრის გამო,წადი გთხოვ!-ძლივს ამოიდგა ენა და საწოლის კიდისკენ გაიწია.-წადი,არ მინდა,რომ რამე პრობლემა მქონდეს შენთან,დავივიწყოთ,რომ ერთმანეთს ვიცნობთ.
-არ გეჩხუბები,მაპატიე...-ჩურჩულებდა ისევ.-რამე გჭირდება ამისთვის?აფთიაქიდან შემიძლია მოგიტანო,რაც საჭიროა.
-დალურჯებულ ხელს აფთიაქი ვერ უშველის,გამივლის თავისით.-გაოგნებული ადევნებდა თვალს კაცის თითოეულ ქმედებას.
-არ იტირო.-ცერად გახედა გოგონას.-მაპატიე მართლა,აღარ ვიზამ,გპირდები...
-წადი...
-შაკოსთან მეგობრობა კარგს არაფერს მოგიტანს...ილაპარაკებს ხალხი...
-შენ რატომ გადარდებს?ჩემზე ილაპარაკებენ,შენს დაზე ხომ არა?-მაინც ახერხებდა შეპასუხებას.
-დაიძინე ელენე.-კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები და სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია.-არ იფიქრო ბევრი.-ფეხზე წამოვარდა კაცი...ლამის სურვილმა სძლია,ლამის უფრო მეტად შეეხო,ვიდრე შეიძლებოდა.-მართლა ძალიან ვწუხვარ იმის გამო,რაც მოხდა.-მშვიდად ამოილაპარაკა და ზურგი აქცია.კართან დააწია ელენემ სიტყვები.
-ბეჭედს მოვძებნი და დაგიბრუნებ...-მაგრამ არაფერში სჭირდებოდა ის ბეჭედი,4 წლის წინანდელი ამბავი იყო,მაინც არავის სთხოვდა ხელს მაგ ბეჭდით,რისთვის ინახავდა თავადაც არ იცოდა...
დილით გამოღვიძებულს კედელთან ორივე ფეხსაცმელი დახვდა.ღამით დაებრუნებინა კიტას მისთვის მეორე წყვილი.რაღაც სჭირდა ამ კაცს,რაღაც უცნაური,ამოუხსნელი და საინტერესო,ასე,რომ იზიდავდა ელენეს...



***
-ბებო რა მოხდა?-სირბილით დაეშვა კიბეებზე ქალის გოდება,რომ მოესმა.ცრემლად იღვრებოდა ზოია,მუხლებზე ხელებს ირტყამდა და ხმამაღლა მოსთქვამდა.-ბებო...
-არაფერი შვილო,წადი დაიძინე.
-რა დამაძინებს ქალო,დედას დაემართა რამე?-ფერი წაერთვა მაშინვე.
-არა,კარგად არის ლიკა.-იუარა ქალმა.-ჩემი ამხანაგი დაიღუპა.-იქვე სკამზე ჩამოჯდა და მაგიდას დაეყრდნო.-ჩემი კლასელი იყო,ერთად გავიზარდეთ...
-ვაიმე ბებო,ძალიან ვწუხვარ...-მიეფერა ქალს.-გინდა რამე?წყალს მოგიტან...
-გენაცვალოს ბებო...-გახედა გოგონას.-მაგის გარეშე ჩემი თავი არც მახსოვს,ერთად გავლიეთ ახალგაზრდობა...
-ეს რა ჩანთებია ბე?
-ოზურგეთში მივდივარ.-ცრემლები შეიმშრალა ქალმა.-ნინა გავაფრთხილე მოგხედავს შენ,არ ვიქნები მე ათი დღე.
-ათი დღე?-გაოგნდა სულ.-მაგდენხანს რატომ?
-სანამ დამარხავენ,მერე მეცხრე დღე...იმდენი რამეა მოსასწრები,ცისანას მე ვერ დავტიებ,მთხოვა ჩამოდიო და უარი ვერ ვუთხარი.
-რომელზე დაგირეკა ამ დილაუთენია,რომ გაემზადე?
-დილას ექვსის ნახევარი იყო,აგერ მოვიდა ჩემი ტაქსი.-ჭიშკართან გაჩერებულ მანქანას დახედა.-დედაშენსაც დავურეკე,ნინა მოგაქცევს ყურადღებას,ღამე თუ შეგეშინდება ბარბარე დაიტოვე ან შენ დარჩი მათთან.-წამოავლო ჩანთებს ხელი.-მიდი ბებია,ჭკვიანად და გვიანობამდის არ იყო გარეთ.-შურდულივით გავარდა ქალი სახლიდან...მარტო დარჩა ელენე უცხო მხარეში,ახლა კიდევ უფრო საინტერესო გახდებოდა მისი არდადეგები...



***
მზე უკვე ჩასულიყო,მაგრამ ცა მაინც ინარჩუნებდა თბილ, ჩამქრალ ფერებს—მოლურჯო, იასამნისფერ და სადღაც შორიდან შემორჩენილი ნარინჯისფერ ზოლებს. ჰაერი დამძიმებული აღარ იყო დღის სიცხით, პირიქით, მსუბუქი სიგრილე ეპარებოდა კანს და მოულოდნელად სასიამოვნოც კი ხდებოდა სუნთქვა.
ელენე კიბის საფეხურზე იჯდა, ზურგით კედელს მიყრდნობილი,ფეხები წინ გაეშალა და თითებით ნელა ეხებოდა ცივ ქვას,ეზოში გაფანტულად ისხდნენ სხვებიც—ქეთო იქვე ბალახზე, ბარბარე სკამზე,ფოტოებს იღებდა,იმდენი ისაუბრეს მეტის თავიც კი არ ჰქონდათ,ირაკლისა და ქეთოს მდგომარეობა ძირფესვიანად განიხილეს და აწი მხოლოდ ჩუმი მოძრაობები, ჩახშობილი სიცილი და ხანდახან ჭურჭლის ხმა ისმოდა შორიდან.
ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად იყო, მაგრამ ელენესთვის მაინც სხვანაირად იგრძნობოდა ეს საღამო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს ეს ეზო, ეს სუნი, ეს სიჩუმე ნელ-ნელა მისი ხდებოდა. აღარ იყო ისეთი უცხო, როგორც პირველ დღეებში.
მიწის სუნი ერეოდა საღამოს გრილ ჰაერს. სადღაც ახლოს ვიღაცას ცეცხლი დაენთო—თხელი კვამლის სუნი იგრძნობოდა, რომელიც ბავშვობის რაღაც ბუნდოვან მოგონებებს ჰგავდა. შორიდან ძაღლის ყეფა ისმოდა, მერე ისევ ჩუმდებოდა. ყველაფერი თავის რიტმში იყო.
ელენემ თავი ოდნავ ასწია და ცას ახედა. აქ ცა ბევრად ახლოს ჩანდა, თითქოს ხელის გაწვდენაზე. ქალაქში ასეთი სიჩუმე არასოდეს ყოფილა—იქ სულ რაღაც მოძრაობდა, რაღაც გაწუხებდა. აქ კი, უცნაურად, არაფერი ითხოვდა მისგან ყურადღებას.
და მაინც, ამ სიმშვიდის შუაში რაღაც დაუმთავრებელი იყო.
გული ბოლომდე არ უსვენდებოდა.
თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ელოდა,დაბნეული იყო.
თითქოს ეს საღამო უბრალოდ არ უნდა დასრულებულიყო ისე,როგორც სხვები—მშვიდად, შეუმჩნევლად. რაღაც უნდა მომხდარიყო, რაც ამ სიჩუმეს დაარღვევდა. თვალები დახუჭა წამით და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა, მაგრამ უკვე გრძნობდა,რომ ეს ადგილი მხოლოდ ზაფხულის არდადეგებისთვის აღარ იყო.უცნაური დიალოგი ჰქონდა დედასთანაც,თითქოს შეაპარა შეეჩვიე მანდ ყოფნასო.
ნელ-ნელა, შეუმჩნევლად, რაღაც უფრო მნიშვნელოვანად იქცეოდა ეს სამეზობლო,სამეგობრო,მდინარე,ეს სუფთა ჰაერი და ის მამალიც კი ასე,რომ ეზიზღებოდა...
დღეს კიტა არ უნახავს,სამუშაოდ წასულა,ცენტრში სახლს უშენებდნენ ბიჭები ვიღაც კაცს,თურმე ხელობა სცოდნია ამილახვარს.აქამდე არ იცოდა ელენემ...
არც ანდროს ჰქონდა წარმოდგენა,რომ მისი შვილი სახლებს აშენებდა... „ხარაჩოზე“ მდგომს მოჰკრა თვალი და ლამის იქვე გული გაუჩერდა.რა უცნაურია ცხოვრება,შეიძლებოდა ყველაფერი ჰქონოდა,მაგრამ ერთმა უაზრო კამათმა 25 წლიანი გაჭირვება არგუნა ამილახვარს...
დღე დააგვირგვინა შაკოს გამოჩენამ,მდინარეზე ცოტა იკამათეს და მისივე თქმით სიტუაციის „გასაიასნებლად“ მივიდა ელენესთან.ეზოში მსხდომ ქეთოს და ბარბარეს შორიდან აუწია ხელი და კიბეზე მჯდომს ნელა მიუახლოვდა.
-მოდი დავილაპარაკოთ რა.-ცალი ფეხი ერთი კიბით მაღლა დადგა და საკუთარ მუხლს დაეყრდნო
-დავილაპარაკოთ.-გოგონებს გადახედა,თავი დაუქნია ორივემ.არ სიამოვნებდა მისი ასეთი სიახლოვე,ძალიან უფათურებდა ხელებს და მართლა არ უნდოდა ვინმეს არასოწრად ეფიქრა,უამრავი ადამიანი უყურებდა მდინარეზე...დღესაც რუჯის მიღებისას მიეპარა და მზისგან დამცავის წასმა დაუწყო ზურგზე,დაინახა ხალხის რეაქცია,კი წამში წამოვარდა ფეხზე,მაგრამ არ იყო სასიამოვნო,ან ვის ესიამოვნებდა ასეთი რამ?წყალშიც ხან წელზე მოხვევდა ხელებს,ხან მხრებზე,ხან ხელში აიყვანდა...ღობიდანვე გადავიდნენ ამილახვრების ეზოში გოგონები და მარტო დატოვეს,რომ საუბარი შესძლებოდათ.ნასვამი იყო გიორგაძეების ვაჟი,ალბათ ფხიზლად არც არასოდეს უნახავს ელენეს...
-რა გემართება?დღეს მაგარი უხეშად მოიქეც მდინარეზე.-სიგარეტს გაუკიდა ბიჭმა.
-კარგია,რომ დაიწყე,ზუსტად მაგაზე მინდოდა,მეც საუბარი.-მშვიდად უპასუხა და შეთავაზებული სიგარეტის კოლოფი ხელით გააწევინა.-უხერხულად ვარ შაკო,არ ვიცი ხედავ თუ არა,მაგრამ არ არის სასიამოვნო ასე ახლოს,რომ ხარ...
-ახლოს ვარ?
-ანუ იმას ვგულისხმობ,რომ მეხები...-სულ დაიბნა,როგორ უნდა აეხსნა?
-არ შეგეხო?შორიდან დაგიქნიოხოლმე ხელი?
-არ ვიცი როგორ ავხსნა რა...წყალშიც ხან ხელში,რომ აგყავარ,ხან წელზე მხვევ ხელს,დღეს მზისგანდამცავს,რომ მისვამდი არ იყო კარგი ჟესტი,დაინახე მეზობლების სახე?
-სიმართლე,რომ გითხრა მე ყ*ეზე მეზობლები.-ალალად ამოთქვა.-არ მადარდებს რას იტყვიან.
-მე მადარდებს,არ მინდა ცუდად იფიქრონ.
-ცუდი რა არის იმაში,რომ ხელი გადაგხვიო?ხომ არ ვ*იმაობთ გოგო...-ვითომ ხუმრობა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.ერთიანად აელეწა სახე კანდელაკს.-არა,ეგ არ მიგულისხმია,ბოდიში...
-შაკო სულ გააფრინე?-ღობესთან მიირბინა ქეთომ.-რა სიტყვებით ელაპარაკები?
-დაგვაცადე ქეთუშ.-აიქნია ხელი.-კარგი აღარ წაგისვამხოლმე კრემს,მოსულა?
-შენ არ გესმის შაკო,არ არის ლამაზი შენი საქციელი,შენს დას,რომ ეგრე მოექცეს ვინმე მოგეწონება?-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა ელენემ.
-ჩემს დას რატომ უნდა უფათუროს ვინმემ ხელები?
-ესეიგი ხელების ფათურია,რასაც აკეთებ ასეა?-სიტყვაზე გამოჭირა.
-იმენა ტვინი მე**ვნება რა!-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ისე ნუ იქცევი თითქოს პირველად შეგეხო კაცი,კარგად იქნები შეჩვეული მაგ ამბებს და რას მენაზები და თავგამოდებით რას მელაპარაკები ვერ გავიგე.-გამოსცრა კბილებში.
-უკაცრავად?-წამოენთო თვალები.უკვე ღობეზე ძვრებოდა ქეთო...
-კაი რა,მდინარეზე შიშველი დადიხარ,დაგიხატავს რაღაცა ყ*ეობები ტანზე,ინსტაგრამიც დაგითვალიერე,კლუბიდან კლუბში დადიხარ სულ უპატრონოსავით და...-არ იყო მისი შეფასება სწორი და მიიღო კიდეც სახეში კანდელაკისგან.იმხელა ხმა იყო და ისე ეტკინა იფიქრა თითები მომტყდაო,მაგრამ გადარჩა.მდინარესავით იფეთქა მისი ტუჩიდან სისხლმა.სახე აუხურდა კაცს,წითელი ფერი დაედო...
-თავხედო,გაუზრდელო!-დაუყვირა ელენემ.-ახლავე დაა*ვიე აქედან.
-რა ნაბი*ვარი ხარ მართლა რა!-ხელი ჰკრა ქეთომ.წამსვე მივარდა ბარბარეც.
-დაიფასა ახლა თავი...
-წაეთრიე აქედან,სანამ კიდევ მოგხვდა!
-რა გაღრიალებთ?-ხმაურით გააღო ჭიშკარი კიტამ.ირაკლი მოჰყვებოდა უკან.
-ესღა მაკლდა.-ჩაეცინა შაკოს.-მე წავედი,ისედაც მაგარი უღიმღამო გოგო ხარ.-კიდევ ერთხელ აათვალიერა ელენე და ზურგი აქცია.
-რამე პრობლემა გაქვს შაკო?-წინ გადაუდგა ამილახვარი.
-გაუშვი.-მათ შორის ჩადგა ელენე.-გაატარე გთხოვ,წავიდეს...-მუდარის ტონით ამოთქვა და კაცს მიაჩერდა.გვერდი აუქცია გიორგაძემ ბიჭებს და ნელი ნაბიჯით გავიდა ეზოდან.დანარჩენებს გადახედა კიტამ,ანერვიულებული იყო სამივე...
-შენ სახლში გადადი,მერე დაგელაპარაკები.-თავზე აკოცა დას.-შენ ირაკლი სახლამდე მიგაცილებს!-მიეფერა ქეთოსაც.-შენ ადი ზემოთ,უნდა ვილაპარაკოთ.-ბოლოს უთხრა ელენეს.
-არაფერია სალაპარაკო და...
-ზემოთ ადი ელენე!-ტონი გაიმკაცრა და ისევ დას გადახედა.-სახლში ბაბი!
-ჩემით წავალ მე.-მხარი გაჰკრა ირაკლის და ჭიშკრისკენ წავიდა.
-შენ ირაკლი გაცილებს,გასაგებად ვთქვი მგონი!-მიაძახა დუმბაძეს და ისევ ელენეს მიუბრუნდა.ბარბარე წამში გავარდა ეზოდან.ირაკლი ქეთოს მიჰყვა უკან.დარჩნენ მხოლოდ ორნი.
ელენე და კიტა...
კანდელაკი და ამილახვარი...
საწოლზე იჯდა ელენე და ერთ წერტილს მიშტერებოდა.თითქოს კიტა იქ არც კი იყო.ძალიან ეწყინა შაკოს სიტყვები,რაღაცნაირად გულზე მოხვდა,თითქოს რაიმე ისეთი ჩაიდინა,რაც ხალხს მასზე ცუდს აფიქრებინებდა.
-არ დაიწყებ?
-არაფერია მოსაყოლი,უბრალოდ ვიკამათეთ.
-ჩემი და გაბრაზებული იყო,ეს უბრალოდ კამათი არ არის და ორივემ ვიცით,თუ გინდა ბარბარეს ვკითხავ,ერთ სიტყვასაც არ გამოტოვებს.-მშვიდად ჩაილაპარაკა.
-ძალიან მიფათურებს ხელებს და შენიშვნა მივეცი,ხოდა გაბრაზდა.არაფერია ისეთი,რომ გადაირიო...
-რა გითხრა?
-თითქმის ზუსტად იგივე,რასაც შენ ფიქრობ ჩემზე,რომ ათას კაცს ვაძლევ შეხების უფლებას და შაკო რატომ უნდა იყოს გამონაკლისი.-ნერვიულად ეცინებოდა,სიტყვებს შორის მცირე პაუზებს აკეთებდა.
-შემომხედე.-სკამი ახლოს მისწია და მის წინ დაჯდა კაცი.-ძალიან შევცდი მსგავსი სიტყვები,რომ გითხარი,ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ და შაკოც მოიხდის...-ბოლო სიტყვები ხაზგასმით ამოთქვა.
-არა,არ მინდა მისი ბოდიში,არც კი დაველაპარაკები,საკმარისია...
-ბოდიშს მოგიხდის და მერე აღარ მოგეკარება.-ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა.-არ იტირო ელენე.-მიეფერა კაცი.
-მართლა ასეთი ვჩანვარ?-ახედა კიტას.-ასეთი ხელმისაწვდომი ყველასთვის...მე ხომ არასოდეს...შეყვარებულიც კი არ მყოლია,არაფერი გამიკეთებია ისეთი,რომ ვინმეს ცუდად ეფიქრა...-უცებ დაუნამა თბილმა სითხემ სახე.
-ვიცი,დამშვიდდი.-გულზე ძალუმად მიიხუტა ატირებული ქალი.-ნუ ნერვიულობ,მივხედავ კარგი?
-არ მინდა,გთხოვ.-თავი გააქნია უარის ნიშნად.არაფერი უთხრა.
-ელენე...
-არაფერი უთხრა,ძალიან გთხოვ...დამპირდი...
-კარგი,ოღონდ არ ინერვიულო...-რიტმულად უსვამდა თმაზე ხელს.ისევ ის ტროპიკული სურნელი ეცა ცხვირში,ასე,რომ მოსწონდა კაცს...
-ბარბარე,რომ...
-ვეტყვი და გადმოვა.-თავზე აკოცა და ცრემლები შეუმშრალა.-თუ გინდა ქეთოსაც მოვაბრუნებ.
-არა,წავიდეს,გადაღლილია ისედაც.-მიხვდა,რომ ეს ქეთოსა და ირაკლისთვის საუბრის საუკეთესო შანსი იყო,ამიტომ ხელი არ შეუშალა...ნელი ნაბიჯებით დაეშვა კიბეზე კიტა,ახლა ელენეს მეგობრები სჭირდებოდა და ეს ძალიან კარგად ესმოდა.უემოციო კაცი,რომელსაც ათი დღეა იცნობს ვერაფერში დაეხმარებოდა.თანაც საკუთარი პრობლემებიც ეყოფოდა ამილახვარს...ის ბეჭედი,ფანჯრიდან,რომ გაუფრიალა ელენემ აღარც ახსოვდა და მას შემდეგ რაღაც ძალიან აწუხებდა.თითქოს შიგნიდან ღრღნიდა... „პიჟამოების“ წვეულება მალე დაიწყებოდა,არც ქეთო დარჩებოდა ისე,ძალიან მალე მობრუნდებოდა მათთან.



***
-დამელოდე,ნუ გარბიხარ!-დაეწია წინ მიმავას ირაკლი.-რა აწყვეტილი ცხენივით გარბიხარ?
-რა გინდა?სახლში მივდივარ!-უხეშად მიუგდო და შებრუნდა,თუმცა ამაოდ.
-როგორც იქნა მარტო მოგიხელთე,ახლა სანამ არ ვილაპარაკებთ ვერსად წახვალ.-მაჯაში უხეშად ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა.-რას ნიშნავს შენი საქციელი?
-რომელი საქციელი?
-თავს მარიდებ,არ მელაპარაკები,გამირბიხარ...ჩვენ რა დაწყებით კლასში ვართ?
-უკაცრავად თუ თქვენი მეგობრული სახის დანახვა არ მსიამოვნებს.-უხეშად მიუგო.
-ნუ ბავშვობ ქეთო,ვილაპარაკოთ.
-რაზე გინდა ვილაპარაკოთ ირაკლი?ხომ იცი უკვე ყველაფერი?დაიკოს ნუ დამიძახებ და დანარჩენზე პრობლემა არ შეიქმნება.
-როდის მოხდა?-ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ლომჯარიამ.-უნდა ვიცოდე...დიდი ხანია?
-რას გულისხმობ?
-როდის შეგიყვარდი?
-ჩუბინიძეების ჩამოსულ დაქალს,რომ ხვდებოდი მაშინ ვიეჭვიანე პირველად.-ქარისგან აწეწილი თმა უხეშად გადაიწია სახიდან.
-მაშინ 16 წლის იყავი...
-არც...-შეუსწორა.-მერე გავხდი.
-ქეთო ჩემი ძმაკაცის და ხარ...-თავი ჩახარა კაცმა და იქვე ხის მორზე ჩამოჯდა.კბილებს შორის მოიქცია სიგარეტი და კვამლში გახვეულმა გოგონასაც მიაწოდა,მისდა გასაკვირად აიღო,ბნელოდა და ვერავინ შეამჩნევდა...
-ვიცი.
-თითქმის 8 წლით ვარ შენზე დიდი...
-ვიცი.
-არ გიყურებ ისე,როგორც შენ გინდა...
-ვიცი...-თითქოს სულიც ამოაყოლა ამ სიტყვას.პირში მოქცეულ ღერს ირაკლის ხელიდანვე მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.ცოტა დამშვიდდა,ნერვიულობისგან გაოფლილი ხელისგული ჟაკეტზე გაისვა და ჯიბეში ჩაიცურა.იგრძნო როგორ ღრმად შეისო ფრჩხილები კანში,მაგრამ ეს ამშვიდებდა.ასე სუსტი აღარ იყო,გრძნობებს აღარ ემონებოდა...
-ქეთო არ მინდა ასე ვიყოთ...-ქვემოდან ახედა გოგონას.-ის ქეთო მენატრება ყავას,რომ მიკეთებდა,გულიანად მიცინოდა,სითბოთი სავსე თვალებით,რომ მიყურებდა...
-ახლაც ასე გიყურებ,უბრალოდ ეგ სითბო კი არა,სიყვარულის მზერაა ირაკლი.-ყრუდ ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები.
-მე ვერ მოგცემ იმას,რაც გინდა,რასაც ელი...-ნამწვი იქვე მიაგდო და ფეხზე წამოდგა.-გთხოვ ქეთო,დავივიწყოთ,რაც მოხდა...დავივიწყებ ყველაფერს,რაც მითხარი და იქიდან გავაგრძელოთ,სადაც გავჩერდით,ისევ ჩემი ქეთო იყავი...
-აწი შენთვის მხოლოდ ქეთი ვარ,შენი ძმაკაცის ნიკოს და,სხვა არაფერი...-ცრემლიანი თვალები მოარიდა.საშინლად ეტკინა კაცის სიტყვები.როგორ უნდა დაევიწყებინა?წლები იყო უყვარდა...ადრე პატარა იყო,იცოდა,რომ არ შეხედავდა,მაგრამ ახლა იმედი ჰქონდა,რომელიც საბოლოოდ ჩაუკლა ირაკლიმ.
-გთხოვ...-მისი ხელი ხელებში მოიქცია.-ერთ უბანში ვცხოვრობთ,ერთი ოჯახი ვართ...
-მე ისე ვერ მოვიქცევი თითქოს არაფერს ვგრძნობ გესმის?-უხეშად გამოგლიჯა ხელი.-ბავშვი აღარ ვარ,ის კიკინებიანი,ელასტიკებიანი გოგო აღარ ვარ,ზეიმზე,რომ ხედავდი...ქალი ვარ უკვე,გავიზარდე...
-ვხედავ ქეთო...ბრმა არ ვარ,მაგრამ ვერ გავბედავ შენთვის სხვანაირად შემოხედვას...-ცერად გადახედა კაცმა.
-მაშინ სულ ნუ შემომხედავ.-ოდნავშესამჩნევად გაუღიმა,ფეხით მოსრისა ნამწვი და ზურგი აქცია.
-ქეთო გეხვეწები რა...-მუდარა გაურია კაცმა ხმაში,მაგრამ უშედეგოდ.
-ნეტავ ჩემი გული შენთვის არ ფეთქავდეს ლომჯარია...ნეტავ...-დანანებით გააქნია თავი და სირბილით წავიდა სახლისკენ...
ძმის შეწუხებული მზერა და მისი კითხვები დააიგნორა, „მარანში“ შევიდა,შუშის ჭურჭლიდან არაყი პლასტმასის ორ ლიტრიან ბოთლში გადმოასხა და კმაყოფილი გავარდა მისაღებში.
-ხომ არ გაგიჟდი?-უკან მიჰყვა დას ნიკო.-შემომხედე აბა,რა გჭირს?
-დღეს ბევრი უნდა დავლიო,მე,ელენე და ბარბარე ძალიან ბევრს დავლევთ...
-რას აღნიშნავთ ან სად?
-ელენესთან სახლში,არაფერს აღვნიშნავთ,უბრალოდ დავლევთ,შენ და ბიჭები,რომ ძღებითხოლმე სულ რაღაცას აღნიშნავთ?-ისე ჩქარობდა თითქოს ვინმე მისდევდა.
-გოგო არაყი გასხია შარვალზე,ყარხარ.-თავი უსკდებოდა ისედაც დუმბაძეს,არყის სუნი სულ არ სიამოვნებდა.-რას ხვანცალებ შეყვარებული ხომ არ ხარ?
-ოო,გამეშვი რა.-მობეზრებულად აიქნია ხელი,ჩანთაში კარტის დასტა ჩატენა და ზურგზე მოიგდო.
-მოიცა ეე,მართლა ამბობ?
-ელენესთან ვიქნებით,პრობლემაა რამე?
-გაგაცილებ...
-ძიძა არ მჭირდება ნიკო.-დაემანჭა ძმას და ზურგი აქცია.
-ქეთო!-დასჭექა კაცის ხმამ და ადგილს მიეყინა მაშინვე.-არასოდეს გაბედო ჩემი მოტყუება გესმის?-წინ გადაუდგა დას.-ეგ პირველი,რაც უნდა გახსოვდეს და მეორე...არასოდეს გაბედო ჩემთვის ზურგის შექცევა,როცა გელაპარაკები!
-დღეს არ გინდა ლექციები გთხოვ,ცუდად ვარ.-აუწყლიანდა თვალები მაშინვე.
-წადი,უკან მოგყვები და გაგაცილებ!-ოდნავ რბილად უთხრა და მართლაც ნელი ნაბიჯით გაჰყვა უკან...




***
სიგიჟე ხდებოდა იმ ღამეს გუთურში.თავზე დაიმხეს სახლი,არ დააძინეს კიტა,რომელიც ნებისმიერ წამს ელოდა მათ ცუდად გახდომას და არ დააძინეს ნიკო და ირაკლი.მეორე სართულზე კიტას ოთახში იყვნენ ბიჭები და გვერდით სახლიდან მუსიკის ხმა ესმოდათ.მთელი ხმით მღეროდა სამივე.ისევ ერიდებოდა ირაკლის ნიკოსთვის თვალის გასწორება...
-დაასხი კიდევ ერთი.-გაუწოდა ელენემ ჭიქა.-ამ ჭიქით კაცებს გაუმარჯოთ,ასეთი სიმპათიურები,მაგრამ ნაბი*ვრები,რომ არიან.
-ირაკლი განსაკუთრებით.-დაეთანხმა ქეთო.
-ნოდოც,ორი დღეა არ მწერს.-აჰყვა ბარბარეც.ელენეს ჯერი დადგა,სახელი უნდა ეთქვა.
-სიმპათიური არ არის,მაგრამ შაკო ვიგულისხმე.-წამოროშა გაუაზრებლად,არადა პირველად კიტა გაივლო გონებაში,თუმცა ბარბარეს ძმას ვერ გაულანძღავდა...
ვუყვარვარვარ...არ ვუყვარვარ...მკითხაობა დაიწყო ბარბარემ.რამდენჯერმე გაშალა დასტა...ყოველ ჯერზე სხვადასხვა პასუხი ამოსდიოდა,ბოლოს მობეზრდა და ხელში მოქცეული ფურცლები ჰაერში აყარა,ოთახის თითოეულ კუნჭულში გაიფანტა...ერთ კუთხეში დამა ქალს ხედავდით,მეორეში ტუზ გულს...ცრემლები მოერია,კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა...
-ჩემი ძმაკაცის და ხარო აუჩემებია!-თმებს იწიწკნიდა ქეთო.-მიყვარს და რატომ არ შეიძლება მასაც ვუყვარდე?
-მეც მაგას არ ვამბობ?გამოიდებენ თავს პრინცესებივით!-ილანძღებოდა ბარბარეც.
-შენ არავინ გყავს გასალანძღი?თქვი რამე!-მხარი გაჰკრა ელენეს.
-ელზას ძაღლი ჰყავს?
-ვინ ელზას?ამას?-თავით ანიშნა მოპირდაპირე სახლზე.
-ჰო,მამალი,რომ უჯღავის ყოველ დილას...
-არა,ეგ ერთი მამალი და რამდენიმე ქათამი.
-თქვენი დახმარება მჭირდება.-წამოვარდა ფეხზე.სასმლისგან ერთიანად დაატრიალა.წამით კედელს მიეყრდნო.
-რაში?არ თქვა,რომ მამალი უნდა მოსტაცო.-სახე შეიჭმუხნა ორივემ.
-ბეჭედი დავკარგე მის ეზოში,უნდა ვიპოვნო,მე ჩუმად შევალ,თქვენ მომინათეთ...
-რა ბეჭედი გოგო,როდის ყოფილხარ ელზას ეზოში?-ძლივს გაჰყვნენ უკან.კიბეები ბორძიკით ჩაიარა სამივემ.
-გაჩერდი ელენე!
-მომინათეთ თქვენ!-ხელში შეაჩეჩა მობილური ქეთოს.-ჩუმად გადავალ და მოვძებნი.
-ხომ არ გააფრინე?გაეღვიძება,გამოგივარდება...
-არა,ჩუმად ვიქნები.-წაეპოტინა ღობეს.
-გაჩერდი გოგო,წამოდი სახლში.
-მიდი რა,დამეხმარეთ.-არ მოეშვა მაინც და ძლივს გადაბობღდა ხის ღობეზე.მუხლი პატარაზე გაიკაწრა,მაგრამ ალჰოკოლის გამო ვერაფერს გრძნობდა,ამიტომ მობილური ისევ უკან გამოართვა,მათაც სთხოვა სინათლის ანთება და გაშმაგებულმა დაიწყო იმ ბეჭდის ძებნა კიტას,რომ წაართვა.ძალიან სულელურად გამოიყურებოდა.ხან ბალახის რომელ ღეროს გადაწევდა,ხან რომელს...მუხლებით დამდგარიყო მიწაზე და თითით ჩიჩქნიდა ყველა წერტილს.ამხელა გამბედაობა სხვა დროს არ ექნებოდა,სწორედ ამიტომ შემოიპარა სხვის ეზოში ახლა.
-გეყოფა ელე,ხომ ხედავ არ არის.-ნერვიულობდა ბარბარე.
-წამო რა დავლიოთ,რა დროს ბეჭედია...
-ვაიმე!-წამოიყვირა გოგონამ.
-რა?რა იყო?
-თითი ჩავყავი,ფუ...
-რამოხდა?-გადახედა ორივემ ზემოდან.
-ნე*ვში თითი ჩამეყო ფუ,ცუდად გავხდები ახლა...-გულის რევის იმიტაცია გააკეთა.
-აბა მიწას,რომ ჩიჩქნი რა გეგონა?-დასცინა ქეთომ.
-ეს რა საზიზღრობაა...-მეორე მხარეს მიწაზე გაიწმინდა ხელი.-ღმერთო დამაბრუნე ქალაქში გთხოვ,ჩემი გლდანი მენატრება...
-გლდანი თბილისს გარეთ,რომ არის არ იცოდი?ასე თქვა მერმა.-ხითხითებდა ბარბარე.
-ნამყოფი ხარ გლდანში?ნამდვილი ვაკეა...
-ბორცვებს თუ გულისხმობ,ნამდვილად...
-ფუ ასეთი სუნი დამრჩება?-ისევ მიიტანა სახესთან ახლოს ხელი.-ეზოს შუაში,რომ არ მოესკინტლა ამხელა მამალს სხვაგან ვერ იზამდა?უზნეო რა...
-არ არის ნორმალური,სულ გარეკა.-გადაულაპარაკა ქეთოს.
-შენი ძმა ხომ არ გავაღვიძოთ,ჩამოვა და შეიყვანოს სახლში.
-ღვიძავს,სინათლე უნთია.-გახედა სახლს და მერე ისევ მეგობარს მიუბრუნდა,რომელსაც მობილური კბილებს შორის მოექცია და ორივე ხელით ჩიჩქნიდა მიწას.-წამო ელენე რა,რაებს აკეთებ...
-უნდა ვიპოვნო...
-ელზა თუ გამოვიდა ცუდი ამბავი იქნება.-აბუზღუნდა ძნელაძე და გზის პირას ჩამოჯდა,ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.
-მგონი სამუდამოდ მარტო ვიქნები,ირაკლის მეტს ვერავის შევიყვარებ.-აგრძელებდა გოდებას დუმბაძე.-დღეს ჩემს ძმას ვაწყენინე,საყვედური მითხრა.
-ნეტაი შენა რა.-აიქნია ხელი ბარბარემ და მხარზე ჩამოეყრდნო.არავინ იცის რამდენხანს ისხდნენ ასე,ქეთო თავის სასიყვრულო ისტორიებს ჰყვებოდა,ბარბარე ხმამაღლა ხვრინავდა,ისევ მიწას ქექავდა კანდელაკის ქალი.რამდენიმე მტკაველის იქით სინათლის სხივი აირეკლა და თვალი მოსჭრა მისმა სიკაშკაშემ.ის იყო...ის ბეჭედი ბოლო ერთი საათი,რომ ეძებდა სხვის ეზოში...კმაყოფილმა შეათვალიერა,პატარა იყო,მაგრამ ლამაზი,ისეთი სადა ელენეს,რომ მოსწონდა...ჯიბეში ჩუმად ჩაიცურა და ღობეზე უცებ გადავიდა...
-წავიდეთ!-გადახედა მეგობრებს.
-აე ქალო.-მხარი გაჰკრა ქეთომ.-ადექი,მორჩა არქეოლოგიურ გათხრებს.
-5 წუთიც დე და ავდგები.-ჩაიდუდღუნა ბარბარემ.
-დე არა ბებო კიდე,ადე ქალო...-მთელი ძალით მოითრია გოგონა და წამში გამოფხიზლდა ძნელაძეც.სახეზე ნერვიულად მოისვა ხელები,სისველე იგრძნო ტუჩებთან.-ვაიმე ვხვრინავდი?
-მხარი დამისველე...-უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა ქეთომ
-შევიდეთ გავაგრძელოთ!-ტაში შემოჰკრა ელენემ და ამჯერად იატაკზე მსხდომებმა განაგრძეს დალევა...
არაყი უკვე მწარე სითხედ აღარ ეჩვენებოდათ,მხოლოდ სითბო იყო, რომელიც ყელში ჩადიოდა და გულამდე აღწევდა. ოთახი თანდათან ივსებოდა სიცილით, მერე ისევ სიჩუმით, მერე ისევ სიცილით, იმ უცნაური ნაზავით, როცა ტკივილიც არის და შვებაც.
რამდენიმე სანთელი აანთეს მხოლოდ,სინათლე თვალებს სტკენდა სამივეს.სანთლის შუქი მათ სახეებზე თამაშობდა — ხან ანათებდა ცრემლს, ხან ღიმილს.
გარეთ ქარმა ხის ტოტები შეარხია. ღამე უფრო ღრმა გახდა. დრო კი — გაურკვეველი.

ბოლოს სიტყვები ამოიწურა. აღარაფერი დარჩა სათქმელი — ყველაფერი უკვე ნათქვამი იყო. ერთი დივანს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მეორემ თავი მაგიდაზე ჩამოდო, ხელები ჩამოუშვა, თითქოს ბოლოს და ბოლოს დამძიმებული გულიც გაუშვა.იატაკზე აღმოჩნდა ბალიშს ჩახუტებული დუმბაძე.ძილი არ მიეკარა კანდელაკს.ფანჯრიდან უყურებდა როგორ გამოლაგდნენ მეზობელი სახლიდან ნიკო და ირაკლი.ორივე შეაფხიზლა,საწოლი გაუშალა მეგობრებს და თავადაც გვერდით მიუწვა.ისევ ხვრინავდა ჩვენი ბარბარე,ისევ პირღიას ეძინა და მხარს უსველებდა მეგობარს...
ვერ მოისვენა...უცნაური გრძნობა ჰქონდა...სააბაზანოში ხელები კიდევ ერთხელ დაიბანა საპნით,ჟაკეტი მოიცვა,ის წითელი ბოტასი მოირგო ასე,რომ უყვარდა და მეზობლის ღობეზე გადაძვრა.იცოდა სადაც იყო კიტას ოთახი,ამიტომ კიბეები აიარა და ოთახში ფეხაკრებით შევიდა...გული ლამის საგულედან ამოუხტა ისე ანერვიულდა.ვერ ხვდებოდა საკუთარი სასმლის სუნი აწუხებდა,თუ ამ ოთახშიც ვინმეს სასმელი მიმოეპკურებინა?ეძინა ამილახვარს,არც გაუგია მისი შემოსვლა...
ნელა მიუახლოვდა და მთვარის შუქზე კარგად დააკვირდა კაცს...როგორი სიმპათიური იყო,მძინარეც კი...ტანს ზემოთ შიშველს ეძინა,მისი ნავარჯიშები სხეული ასე ახლოდან პირველად ნახა და მისი გაფანტული ტატუები...რა თქმა უნდა,რაღაც ცუდი დაემართა...მოულოდნელად მოუღიტინა ცხვირში და ხმამაღლა დააცემინა.წამში ჭყიტა თვალები კაცმა.ხელზე მოქაჩა,ქვემოდან მოიქცია და ყელზე მიაბჯინა მარჯვენა...შეეშინდა,არ ელოდა მის ოთახში ვინმეს ყოფნას,სახე ვერ გაარჩია...ჯარიდან მოჰყვებოდა ეს ჩვევა,ასე აღვიძებდნენ მეგობრები.
-კიტა მე ვარ...-ამოიხრიალა ელენემ.-მე ვარ...
-გაგიჟდი?-წამსვე შეუშვა ხელი და სანათი აანთო.-რას აკეთებ აქ?-თვალები მოისრისა.
-მე...
-რამე მოხდა?
-არაფერი,ისე მოვედი...-სულ დაიბნა.
-შუაღამისას,ჩემს ოთახში ისე მოხვედი?-ზემოდან დააჩერდა.უკვე იფიქრა,რომ სასმლისგან ეჩვენებოდა მისი სილუეტი.
-რაღაცის დაბრუნება მინდოდა.-ამოიბლუყუნა და ჯიბეში ხელი ჩაიცურა.-რადგან ნაბი*ვარივით აღარ იქცევი,იმსახურებ...
-ესეიგი ნაბი*ვარი ვარ?-ოდნავ ჩაეღიმა კაცს,კარგად დააკვირდა მის ლამაზ თვალებს,ისეთი თბილი მზერა ჰქონდა...
-მაპატიე,რომ ფანჯრიდან ვისროლე...-სახესთან ახლოს მიუტანა ბეჭედი.ყველა კუნთი ერთიანად დაეძაბა...არ უნდოდა ამის გახსენება,მაგრამ რაღაც ყოველთვის ლანას ახსენებდა,თითქოს ღმერთს არ უნდოდა,რომ დავიწყებოდა...
-სად იპოვნე?-გამოართვა და უჯრაში ჩააგდო იმ წამსვე.წამოჯდა და ქალსაც მისცა წამოჯდომის საშუალება.
-ელზას ეზოში ვიყავი,გადავთხარე ყველაფერი,თითი ქათმის სკინტლში ჩავყავი და ბოლოს გამოჩნდა...
-რა ქენი?-ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ნუ დამცინი!-მკლავზე უჩქმიტა კაცს.
-რა მწარე ხელი გაქვს გოგო.-ტკივილისგან სახე დაემანჭა კაცს.
-მაპატიებ?-წამწამები აუფახულა კაცს.
-შენ მაპატიე ეს?-ელვა ფრთხილად გაუხსნა და მხარზე გადაუწია ნაჭერი...ნაზად ააყოლა თითები მის დალურჯებულ მკლავს.-მაპატიე ელო?-ისევ შეეხო მტკივან ადგილს,მალამოდ,რომ ედებოდა კაცის ტუჩები.
-გაპატიე.-ჩუმად ჩაილაპარაკა.ძლივს მისწვდა სმენას მისი სიტყვები.-ცოლი გყავდა?-წამოროშა მოულოდნელად.ცერად გახედა ამილახვარმა,ორმაგად სწრაფად უცემდა გული.
-არა...-ძლივს ამოთქვა და ლავიწზე ნაზად მიაკრო ტუჩები.კანი დაეხორკლა გოგონას.მაშინვე გამოსცა სხეულმა იმპულსები.-ვერ მივიდა ურთიერთობა მანდამდე...
-არ უნდა მეკითხა,ბოდიში.-დაიმორცხვა.მართლაც რა მისი საქმე იყო?
-რატომ ხარ ასეთი?-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და წამსვე მოშორდა მის სხეულს.
-როგორი?
-უცნაური,ბავშვური...იდეაში ბავშვი ხარ,მაგრამ მაინც...შენგან შორს ყოფნას არ მაცდი...
-წავალ...
-რა სულელი ხარ.-გაეცინა ამილახვარს.-შაკოსთან არაფერი ყოფილა?
-არც შაკოსთან და არც სხვასთან,არ ვარ ასეთი,რატომ არ გჯერა?
-მჯერა.-მიეფერა თმაზე და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.რაღაც მოსვენებას არ აძლევდა,თავს ძლივს იკავებდა წითელ ტუჩებზე,რომ არ შეხებოდა...ვნება სჭარბობდა კაცში და ეს გოგონაც თითქოს მის მოთმინებას სცდიდა...
-დუმბაძეების არაყსაც აღარ დავლევ.-სახე დამანჭა გოგონამ.წამში აემღვრა თვალები.
-ცუდად ხარ?
-გული თუ ამერია იცოდე ხვალ არ გამახსენო,შემრცხვება...
-არ გაგახსენებ...-გაუღიმა და ფეხზე წამოდგა.-წყალს ამოგიტან,მერე გაგაცილებ კარგი?
-ჰო.-თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და როგორც კი ოთახიდან გავიდა კაცი მის ბალიშზე მიესვენა...მხოლოდ მასზე ეფიქრებოდა,მის სურნელს გრძნობდა,რომელიც ცხვირში სასიამოვნოდ უღიტინებდა,მის შეხებას და კოცნას გრძნობდა მხარზე,ლავიწზე,ყელზე...არასოდეს არავინ შეხებია ასე,მაგრამ არ ნერვიულობდა,არ ეწინააღმდეგებოდა...უკან დაბრუნებულს უკვე ჩაძინებული დახვდა ქალბატონი.ცალ ფეხზე გაეხადა ფეხსაცმელი,მეორე დაეტოვებინა და მის ბალიშზე ხელი მჭიდროდ მოეხვია.ფრთხილად მოაშორა მეორეც და საბანი გადააფარა...ზემოდან დააჩერდა მძინარეს,ლამაზი იყო,თანაც ძალიან...მისი გემოვნების არა,ქერა გოგონები არასოდეს მოსწონდა,მაგრამ ეს ლამაზი იყო...
ბეჭედი ამოიღო უჯრიდან,ხელებში შეათამაშა,ცუდად ცდიდა მის მოთმინებას ღმერთი,ისევ ახლიდან გრძნობდა ყველა ტკივილს...იმ ტკივილს ღალატმა,რომ მოუტანა...ისევ ლანა...ისევ მისი თვალებციმციმა ლანა...
გოგონას გვერდით დაიკავა ადგილი და თვალები დახუჭა...ვერაფერზე ფიქრობდა მის გარდა,მხოლოდ ლანა იყო მის გონებაში,მის საწოლში კი ელენე...პატარა გოგონა,რომელიც ქარიშხალივით შემოიჭრა მის ცხოვრებაში და ყველაფერი არია...





***
-კიტა!-ნერვიულად წამოიწყო ნინამ და წინ ჩამოუჯდა შვილს.ხელები უკანკალებდა,არ იცოდა როგორ უნდა დაეწყო საუბარი.სარბენად იყო გასული და სულ ახლახანს შემოვიდა სახლში.
-გისმენ,რა ხდება?-ნაწვი საფერფლეში მოსრისა კაცმა და დედას მიაჩერდა.
-მე არასოდეს ჩავრეულვარ შენს ცხოვრებაში.-თითები ერთმანეთში ახლართა.-ვისთან რას აკეთებ ჩემი საქმე არ არის...
-რის თქმას ცდილობ დედაჩემო?-წარბები აზიდა,ვერ მიხვდა რა იყო საუბრის მიზეზი.
-ზოია ხომ გიყვარს?ხომ სცემ პატივს?
-რა კითხვებია?
-არ შეიძლება კიტა,18 წლის გოგოა,ბავშვია...-ხმა ჩაუწყდა ქალს.
-ჩემს ოთახში იყავი?
-ტანსაცმელი ამოვიტანე,რადგან გასული იყავი დავუტოვებთქო ვიფიქრე და...კიტა შვილო გეხვეწები...-შეწუხდა ნინა.ძალიან მოსწონდა ელენე,რომ ეთქვა კიტას დღესვე შეიყვანდა რძლად ოჯახში,მაგრამ მხოლოდ წესების დაცვით,ვერასოდეს გადაიტანდა რომელიმე გოგოს კიტას გამო მისი გზა,რომ გაეარა.
-ეგრე მიცნობ?-იწყინა დედის ნათქვამი.-18 წლის გოგოს სიმთვალით ვისარგებლე და გავერთე?ეგრე გამზარდე დედაჩემო?-მეორე ღერს გაუკიდა.
-რა გინდა,რომ ვიფიქრო?-საყვედურნარევი ტონი ჰქონდა ნინასაც.-რამდენიმე დღის წინ საერთოდ მასთან მეგობრობას უშლიდი ბარბარეს,ახლა შენს საწოლში სძინავს...
-ჩაცმულს დედა!-სულ ოდნავ აუწია ტონს.-ცუდად იყო,ბევრი დალია,წყლის ამოსატანად წავედი და როცა ოთახში დავბრუნდი ეძინა უკვე...
-რატომ იყო შუაღამისას შენს ოთახში?
-ბეჭედი მომიტანა,რომელიც რამდენიმე დღის წინ ფანჯრიდან გაჰქნია და ელზას ეზოში ეგდო...
-რა ბეჭედი?
-ლანას ბეჭედი,ხელი რომ უნდა მეთხოვა,მისთვის,რომ ვიყიდე ის ბეჭედი.-ძლივს ამოთქვა და მზერა მოარიდა.-ლანაზე არ მითხრა არაფერი,საკმარისია კარგი?
-მე არ ვარ ძველმოდური ქალი,ხომ იცი ეს?-შვილის შემორიგება სცადა.-ელენესაც მივესალმები ამ ოჯახში თუ ეს გენდომება,მაგრამ პატარაა,ახლა რამე,რომ მოხდეს...-ვერ გააგრძელა საუბარი,წამით აათვალიერა შვილის კოპებშეყრილი სახე.ძალიან ჰგავდა ამ მომენტში მამას.-თუ ოდესმე რამეს იგრძნობ მის მიმართ,დარწმუნდი,რომ არასოდეს აწყენინებ კარგი?მზად უნდა იყო იმისთვის,რომ ცხოვრება მასთან ერთად გაატარო,თუ არა არც გაასერიოზულო.-იცოდა კიტამ საიდან გამომდინარეც საუბრობდა დედა.სტკიოდა მისი ყოველი სიტყვა,ყოველი მძიმე ამოსუნთქვა...
-დედა უბრალოდ ჩემს ოთახში სძინავს,რა ამბავი ატეხე?ხომ აგიხსენი,რაც იყო?
-ლამაზი გოგოა,ვერაფერს დაუწუნებ...მოგეწონა?-ეშმაკურად შეათამაშა წარბები.
-დედა...-სასაცილოდ არ ეყო ამილახვარს.უცებ დაპატარავდა და თინეიჯერ გოგონად იქცა დედამისი.-არავის ვაწყენინებ,არავისი ცრემლის მიზეზი არ ვიქნები,არავინ გაათენებს ჩემს გამო ღამეებს ტირილში,არ ვარ მე მამაჩემი!-ბოლო სიტყვები უხეშად ამოთქვა და დედას თავზე ნაზად აკოცა.-რადგან მისი სისხლი მაქვს არ ნიშნავს,რომ მისნაირი არაკაცი ვიქნები!-ხელზეც აკოცა ქალს და ზურგი აქცია,კანდელაკი უნდა გაეღვიძებინა...
რაღაც ნემსივით ესობოდა გულში ნინას,მობილურს დახედა,ისევ ანდროსგან იყო მესიჯი,ისევ შეხვედრას სთხოვდა...
-ელენე.-ნაზად გადაუწია თმა სახიდან.კმაყოფილს მიეკრა გულზე მისი ბალიში და უდარდელად ეძინა.-ელენე გაიღვიძე,გათენდა უკვე.
-დამაძინე რა...-აიქნია ხელი და მერე უცებ ჭყიტა თვალები.-შენ?-გაოცებული მიაჩერდა კიტას,წამში მოავლო ოთახს თვალი.-აქ რა...აქ რა მინდა?ვაიმე კიტა!-წამოვარდა ფეხზე და ტანსაცმელს დახედა.-მე ხომ არ...არ მითხრა,რომ...-ენა დაება.მის შემხედვარეს გაეცინა,თმა ჩიტის ბუდესავით ჰქონდა არეული.-გთხოვ არ მითხრა,რომ რამე მოხდა...
-ნუ სულელობ ელენე.-დაამშვიდა გოგონა.-უბრალოდ ჩაგეძინა და არ გაგაღვიძე.
-ბოლოს ელზას ეზოში ვიყავი...იქ მეძინა?იქიდან წამომიყვანე?
-არა გოგო,შენით მოხვედი,რა ელზას ეზო.-სასაცილოდ არ ეყო ამილახვარს.-დამშვიდდი,მოწესრიგდი და გადადი სახლში,მალე გაიღვიძებენ გოგონები და გიკითხავენ.
-ღმერთო...რამე ცუდი გითხარი?რამე გავაკეთე?-გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა კაცს.
-უბრალოდ ბეჭედი მომიტანე და მერე დაიძინე,სხვა არაფერი.-თმაზე მიეფერა.-დედაჩემს ტყუილად ნუ დაემალები,ეზოში ზის და გნახა უკვე.
-რა?ღმერთო რას იფიქრებდა...-სულ წამოწითლდა.
-ავუხსენი,არაფერს ფიქრობს.
-წავალ...-ფეხსაცმელი უცებ ამოიცვა და თასმებიც არ შეუკრავს ისე გავარდა ოთახიდან,სირბილით ჩაიარა კიბეები,შორიდან ესროლა სალამი ნინას,თან მოუბოდიშა და ჭიშკარი გიჟივით შეგლიჯა,ახლა სხვებისთვის ახსნის თავი არ ჰქონდა...




***
-ბარბარე!-მისი კუხეში მიმწყვდევა მაინც მოახერხა ნოდომ.-გამომყევი!
-თავი დამანებე!-უხეშად აუკრა ხელი.-ახლა გაგახსენდი?
-სულ მახსოვხარ.-თბილი ხმით უთხრა და ყელზე ნაზად აკოცა.-საქმეები მქონდა,ამიტომ ვერ მოვახერხე დაკავშირება.
-ერთი მესიჯის გამოგზავნას სამი წამი უნდა!-უხეშად ჰკრა ხელი.-აღარ შემეხო და საერთოდაც,თავი დამანებე!
-ნუ მეჯიუტები ტყუილად.-უღიმოდა ბიჭი.-შენს ძმას ველაპარაკე,მითხრა შენთან პრობლემა არ მაქვს და შაკოს სასტავს თუ აღარ აჰყვები ნახე ხოლმეო...
-მერე რას აპირებ?-თვალები დააწვრილა გოგონამ.
-არ ვიცი,ისე მეჯიუტები...-მხრები აიჩეჩა.
-გინდა ახლა სახეში მოგხვდეს?-თვალები დააკვესა გოგონამ.
-ვხუმრობ გოგო,დაწყნარდი და სულ ნუ მეხიპიშები.-ისევ უღიმოდა კაცი.-მაპატიე კარგი?მეტჯერ აღარ მოხდება.
-ვიფიქრებ...
-იცოდე დღესვე მოგიტაცებ და შენს დაქალზე ადრე გათხოვდები.
-ისედაც ჩემს დაქალებზე ადრე გავთხოვდები...
-მე არამგონია.-ეჭვით ახედა ბიჭმა.-ჯერ არ მომყავხარ და რანაირად?
-ჯერ ისინიც არ თხოვდებიან.
-ქეთოზე მაგას ვერ ვიტყოდი...-გაეცინა ნოდოს.
-ქეთო ალბათ კიდევ მომდევნო 20 წელი არ გათხოვდება.-აიქნია ხელი.ირაკლის დავიწყება ეგეთი მარტივი იყო?
-ვითომ არასწორად ვიცი?-წარბები შეჰყარა.წამით ჩაფიქრდა,შუბლი მოისრისა.-მაღაზიაში ლაპარაკობდნენ ნუგომ თანხმობა თქვა ოჯახების გაცნობაზეო...
-ვის კაცო?ირაკლის ხო იცნობ ისედაც...-სულ დაიბნა.
-ვინ ირაკლის გოგო,პაატა რომ არის,ტარიელიძე,მაგის ბიჭს უნდა თურმე.
-ტარიელას?
-ჰო,მაგრად გამიტყდა,რომ გავიგე,მაგ ბიჭთან რა უნდა,შრომაში მოკლავს ქეთოს,მაგრამ თანხმობა რადგან თქვა ნუგომ,ესეიგი ბოლომდე მიიყვანს.
-რას ლაპარაკობ?-სახე შეიჭმუხნა.-ხუმრობ?
-შენ თავს ვფიცავარ.-დაასერიოზულა მაშინვე.-ეგრე ამბობენ,ბიჭებმაც თქვეს.
-ვაიმე ჩემი ქეთო თავს მოიკლავს.-უცებ მოფხიზლდა.-უნდა გავიქცე...
-საით?
-ნიშნობა უნდა ჩავშალო.-მიაძახა შორიდან და სირბილით გადაუხვია გუთურისკენ...



***
-ქეთო!-შეჰყვირა დუმბაძეების სახლში ბარბარემ და პასუხს არც დალოდებია ისე შეგლიჯა მისაღების კარი.ნიკო და ირაკლი ისხდნენ მაგიდასთან,რაღაც ნახაზებს აკეთებდნენ.
-მოგსდევს ვინმე?-ეჭვით აათვალიერა ნიკომ.
-სადაა ქეთო?
-ცენტრში გაჰყვა მამას,რაიყო?
-მამაშენი აფრენს?-კაი ბიჭივით წამოიწყო გოგონამ.დააიგნორა ნიკოს გამომეტყველება,რომელსაც ბრაზი წამიერად გადაეკრა სახეზე.
-რა გინდა მამაჩემისგან?-როგორც შეეძლო წყნარად მიუგო.
-ქეთო სულ არ გეცოდება?შენი დაა,არ გიყვარს?ამხელა მუტრუკი ხარ,რატომ არაფერს აკეთებ?-დაუწყო ლანძღვა.
-მთვრალი ხარ გოგო?-კარგად შეათვალიერა კაცმა.-მოდი წაგიყვან სახლში...
-ქეთოს არ გაათხოვებთ!თავს მოიკლავს,არ იცი მაგის ამბავი?
-რაებს მიედ-მოედები?-გაიკვირვა ნიკომ.მართლა არაფერი იცოდა.
-პაატას ბიჭი მოუპატიჟებია მამაშენს სახლში,ბლაყვი ტარიელა,რომ ჰყავს იმას სდომებია შენი და...
-ეე ბჟუტურობ ახლა რაცხას.-აიქნია ხელი.-გააფრინა ამან,მიდი დახაზე თუ ძმა ხარ.-მიუბრუნდა ირაკლის.
-არ გეხუმრები!-დაუყვირა მთელი ხმით.-ათხოვებს შენს დას მამაშენი ნიკო...-წამით გადააწყდა ირაკლის მზერას,საერთოდ ვერაფერი წაიკითხა,საერთოდ არ ადარდებდა...
-გოგო საიდან მოიტანე?-წამოდგა ნიკო.
-მაღაზიაში ლაპარაკობენ,ნოდომ მითხრა...
-გამაგიჟებთ რა.-ჩაიდუდღუნა კაცმა.-იცი შენ რამე?-გადახედა მეგობარს.
-არაფერი...-მხრები აიჩეჩა.-ხუმრობა იქნება,მაგას როგორ გააყოლებს ბიჭო...ამოხდიან ძროხების მოვლით სულს...
-დავურეკავ მამაჩემს მაცადე.-მობილური მოიმარჯვა და ეზოში გავიდა.ხმაში ბრაზი შერეოდა უკვე...
-ირაკლი გთხოვ არ დაუშვა რა...-წინ ჩამოუჯდა.-არ გაატანო ჩემი ქეთო იმ იმბეცილს.
-მე რა შემიძლია ბარბარე?-ფანქარი მაგიდაზე დადო.
-სულ არ გიყვარს?სულ არაფერს გრძნობ?
-ჩემი ძმაკაცის დაა,მხოლოდ მაგას ვგრძნობ.-ყოყმანის გარეშე ამოთქვა.-როგორც შენ გიყურებ,ზუსტად ისე ვუყურებ მასაც...
-ირაკლი.-ხმა გაუმკაცრდა გოგონას.-გყავს ვინმე?
-არა.
-სიყვარულითაც არავინ გყვარებია...
-არ მყვარებია,რა შუაშია?
-იქნებ ქეთოა ის,ვისაც ასე ელი?26 წლის კაცს აქამდე არავისზე,რომ არ გიფიქრია,იქნებ იმიტომ,რომ ცხვირწინ გყავდა და ვერ ამჩნევდი?
-19 წელია ვიცნობ და 19 წელია დას ვეძახი!-ტონს აუწია ირაკლიმ.-არ გაათხოვებენ,ჭორი იქნება,ხო იცი მოლარეებს მეტი საქმე არ აქვთ,შენს გათხოვებასაც კერავდნენ,მაგრამ კი ზიხარ აგერ.
-გამოვ*ლევდები!-შემოვარდა დუმბაძე.ფერი არ ედო სახეზე.-კარგი ოჯახი არიან და რომ ამოვალ მერე ვილაპარაკოთო...
-გითხარი?-გადახედა ირაკლის.-გაათხოვებს მამაშენი...-ახედა ნიკოს.-გთხოვ ნიკო,ქეთო ვერ გეტყვის,მაგრამ მოკვდება...
-გგონია ქეთოს ვინმეს გავატან გოგო?-ნერვიულად ჩაეცინა.-მითუმეტეს მაგათ,რომ მერე ცოცხალმკვდარს დაემსგავსოს?
-ხომ გახსოვს ირინეს,რაც დაემართა?7 თვის ორსულს დაეჯახა მაგათი ხარი,ისედაც რა იყო და სულ ჩამოხმა გოგო,შუა ზამთარში თივას აზიდინებდა კახა...
-გაჩერდი ბარბარე,არ გადამიყვანო ჭკუიდან!-დასჭექა დუმბაძემ.-მოვაგვარებ,არავის გავაყოლებ ქეთოს სურვილის საწინააღმდეგოდ...
-დაველაპარაკები ტარიელს,არ ამოვა საერთოდ...-ჩააკერა სიტყვა ირაკლიმ.რაღაცნაირად ცუდად იგრძნო თავი.
-ამოვიდეს,მაგასაც მივუნგრევ ცხვირპირს და მამაჩემსაც ზედ მივაყოლებ!-ავისმომასწავებლად გაიჟღერა მისმა ხმამ.საქმე ქეთოს თუ ეხებოდა უკონტროლო ხდებოდა ყოველთვის...ამიტომაც არ უფიქრია არასოდეს სხვანაირად ლომჯარიას.ლამაზი იყო ქეთო,თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავდა,მაგრამ აქამდე არასოდეს აღუქვამს სხვანაირად მისი სილამაზე,მისი სილურჯეშეპარული თვალები...



***
-მე არ მინდა გათხოვება!-აკანკალებულმა გადახედა ძმას,მიშველეო თვალებით ანიშნებდა.
-არავინ გაგათხოვებს,შედი ოთახში.-მიეფერა ქეთოს.-დამიჯერე,ახლა არ გინდა ამ ყველაფრის ნახვა და მოსმენა,ოთახში შედი.-არ გაუპროტესტებია,ისე უნდოდა ტირილი კარის მიხურვა და საწოლზე დაცემა ერთი იყო,ბალიში კარგად მიიჭირა სახეზე და მთელი ხმით ატირდა...
-ნუ მიეცი იმედი,გათხოვებაში რა არის ცუდი?აბა რა უნდა აკეთოს?-ჭაღარაშერეული წარბები ასწია კაცმა.ულვაშზე თითები გადაისვა,თითქოს ანიშნა სახლის უფროსი მე ვარ და მე გადავწყვეტო.
-მამა...-როგორც შეეძლო მშვიდად წამოიწყო ნიკომ.-რას ამბობ?უსიყვარულოდ გაათხოვებ შენს შვილს,თან პაატას ოჯახში?
-რას გადეეკიდე ამ პაატას ოჯახს?რა სჭირთ?
-გინდა მოკლან?თვალისჩინივით უფრთხილდებოდი და რისთვის?ფერმაში მუშაობით მოკვდება.
-მოეკიდება ოჯახს,ისწავლის...როდემდე უნდა დააწვეს კისერზე ოჯახს?
-ხომ არ გაგიფრენია მამაჩემო?-თვალები წამოენთო კაცს.წამოუხტა შვილს ნუგოც,გაუბრაზდა ასეთი ტონით,რომ ელაპარაკებოდა...
-მამაშენი ვარ და ნორმალურად მელაპარაკე!
-ჩემს დას თავი დაანებე,თორემ ვიღაც მართლა მოკვდება და ეს ჩემი ქეთო არ იქნება,ყელს გამოვჭრი პაატას ბიჭს იცოდე!-კბილებში გამოსცრა მამას.
-რატომ?-გულწრფელად გაიკვირვა კაცმა.-როდემდე უნდა იჯდეს სახლში და ასე ლაჯაღებულმა იაროს წინ და უკან?აღარ არის ბალღი,სასწავლებელსაც მორჩა,დროა უკვე...
-არა!
-ნიკო!-დასჭექა კაცის ხმამ.-არ გამომიყვანო წყობიდან,თორემ...
-თორემ?-არ მოეშვა კაცს.სულ პრობლემა ჰქონდა ამ ორს ერთმანეთთან.უკვე მეორედ მოინდომა ქეთოს გათხოვება,თუმცა ამჯერად სრულწლოვანი მაინც იყო გოგონა...
-როდემდე ივლის ასე?რა გგონია?
-როდემდეც მოუნდება!
-ტარიელი კარგი ბიჭია,მშრომელი,დედაშენს ველაპარაკე,ვნახოთო და ვნახავთ კიდეც,ამოვლენ საღამოს,გაამზადებს შენი და სუფრას და კაცურად მოვილაპარაკებთ მე და პაატა.
-არ გავთხოვდები!-ყვირილით გამოვიდა ოთახიდან ქეთო.-არავის გავყვები!
-შედი მამი ოთახში რა.-არაფრისმომცემად აიქნია ხელი კაცმა.უყვარდა შვილები,მაგრამ მათ ცხოვრებაში ჩარევაც უყვარდა,განსაკუთრებით საქმე თუ გოგოს ეხებოდა,იცოდა ბევრი დასდევდა ქეთოს და არ უნდოდა ცუდი სახელი ჰქონოდა,პრობლემის მოგვარება ასე გადაწყვიტა,მარტივად...
-თავს მოვიკლავ გესმის?-ამოიტირა.-არასოდეს გავყვები ტარიელს ცოლად...
-ნუ ბაქი-ბუქობ,შედიმეთქი ოთახში...მოწესრიგდი და მერე გაამზადე რამე,ამოვლენ სამსახურის მერე.
-ახლა მე ქეთოს წავიყვან.-მშვიდად უთხრა მამას.-ვისაც გინდა დაელაპარაკე,მაგრამ იცოდე მკვლელად ნუ მაქცევ,ჩემს დას თავი დაანებე...
-შენი და აქ დარჩება და სტუმრებს...
-მოვტ*ან მაგათი სტუმრობა!-დასჭექა ისევ.-ყ*ეზე ,ჩემი და არ დახვდება,ვერც კი შეხედავს ზედმეტად გესმის?-მზად იყო წიხლქვეშ გაეგდო მამამისი.-მოდი ჩემთან.-მიეფერა დას.-გადაიცვი რამე და გოგოებთან წაგიყვან.
-შენ ამხელა კაცს ვერ მიყურებ?მამა,რომ გახდები მერე მებლატავე გაიგე?-მისკენ გაიწია თითქოს.
-დავი*იდებ,რომ მამაჩემი ხარ და გცემ!-კბილებში გამოსცრა კაცს.-ულვაშის ტარება კაცობას და ოჯახის უფროსობას კაიხანია აღარ ნიშნავს მამაჩემო,ჭაღარა შეგრევია,მოიპარსე!-ხელი გადახვია დას და უკანმოუხედავად დატოვა სახლი.ატირებული ქეთოს დამშვიდებას ცდილობდა.გული უკვდებოდა ასეთ მდგომარეობაში,რომ ხედავდა...დაურეკა ბიჭებსაც,ორივეს უთხრა ამბავი,ქეთოც მოიკითხა ირაკლიმ,ცუდად არისო დაუბარა ნიკომ და იმავე საღამოს ჩამუჯდა დედას ლომჯარია.არასოდეს დალაპარაკებია ასე,მაგრამ რაღაცამ უბიძგა და ფიქრებში გართულს მიეპარა.
-დედა.-ღიმილით გახედა ქალს.
-ჰო ჩემო ბიჭო.
-რამდენი წლის იყავი მამამ ცოლად,რომ მოგიყვანა?
-მეორე დღეს გავხდი ჩვიდმეტის.-მობილიზდა ქალი,მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.-რაო?
-რომ არ გიყვარდა რატომ დარჩი?
-ამბობენ უკეთესია მასთან დარჩე,ვისაც უყვარხარ და სიცოცხლესაც დათმობს შენთვისო,ვიდრე მასთან ვინც შენ გიყვარს და იმის ნახევარსაც არ გააკეთებს,რაც გჭირდება.-თითზე ბეჭედი შეისწორა ქალმა.
-მერე ხომ შეგიყვარდა?როგორ?
-რა კითხვებია ირაკლი?-გაუცინა ქალმა.
-მიპასუხე,გთხოვ...-შეევედრა ქალს.
-შემიყვარდა,რადგან არ ჰგავდა სხვებს,მომთმენი იყო,მიფრთხილდებოდა,ზრუნავდა ჩემზე...არასოდეს არაფერი დაუძალებია,მხოლოდ ჩემი სიყვარული უნდოდა,დედამისსაც კი ეპაექრებოდა ჩემს გამო...-თბილად გაიხსენა ძველი დრო.
-რომ არ შეგყვარებოდა?
-შეუძლებელია...პირველივე თვეს კი არ შემიყვარდა,ორი წელიწადი ისე მიილია ამხანაგებივით ვიყავით,ერთ ოთახშიც კი არ გვძინებია,ავად არისო დაიწყო ბებიაშენმა,ბავშვი რატომ არ გიჩნდებაო დამადგებოდახოლმე თავზე...-ცოტა დარცხვენით,მაგრამ მაინც მოუყვა,მიხვდა,რომ სჭირდებოდა ამის მოსმენა.
-კარგი ქმარი იყო?
-ხომ იცი,რომ იყო.-უღიმოდა შვილს.
-რაში გამოიხატებოდა?
-მიფრთხილდებოდა,მარტო ოჯახისგან კი არა,საკუთარი თავისგანაც მიცავდა, ერთხელ არ მახსოვს ეწყენინებინოს და ჩემთვის დამძიმებული გულით დაძინების უფლება მოეცეს...სანამ არ შემომირიგებდა,მანამ არც თვითონ იძინებდა,არც მე მაძინებდა...
-რას ფიქრობდა ასაკზე ხალხი?
-9 წელი ბევრი იყო იმ ასაკში ძალიან...მერე,რომ გავიზარდე აღარ გვემჩნეოდა...-ფრთხილად შეეხო შვილის დაკოჟრილ ხელს,მუშაობისგან,რომ გაუხეშებოდა.-არ მოიტაცო არავინ,თუ არ უყვარხარ ნუ იზამ...
-მას ვუყვარვარ,მე არა...-ალალად უთხრა დედას.ალბათ პირველად ესაუბრა ასე გულღიად.
-რამდენი წლის არის?
-19...
-დიდი დროა 7 წელი.-მცირე პაუზა გააკეთა.-რატომ ფიქრობ ამაზე თუ არ გიყვარს?
-ათხოვებს მამამისი,მთელი ცხოვრება დაიტანჯება,პაატას ბიჭს აყოლებს.
-მოსძულებია შვილი იმ ვერანს.-სახე დამანჭა ქალმა.-რა გინდა შენ?რატომ გაწუხებს ასე ძალიან?
-ამდენი წელი ვერავინ შევიყვარე და იქნებ ის იყოს,ვინც გზას გამინათებს?იქნებ...
-არა...-თავი გააქნია ნანომ.-მაგის გულისთვის არავინ მოიყვანო.
-დედა გაათხოვებს მამამისი,ყველაფერ კარგს იმსახურებს,კარგი ცხოვრება უნდა ჰქონდეს...
-კარგი გოგოა?-ჩაეკითხა მაინც.
-ძალიან გიყვარს,ძალიან კარგია...
-ვიცნობ?
-დაბადების წამიდან...-ჩაეღიმა კაცს.
-ირაკლი!-სუნთქვა გაუხშირდა ქალს.უბნის ბავშვებს გადახედა გონებაში.ყველას იცნობდა,მაგრამ მხოლოდ ერთი იყო დაბადების წამიდან,რომ იცოდა და უყვარდა...-ქეთო?
-ჰო...-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-ჩვენს ქეთოს უყვარხარ?
-კარგი დედა,ნუ შეყარე სამეზობლო.-იმხელა ხმაზე იკითხა ქალმა,ალბათ ვინმე მართლა გაიგებდა.
-ჩემი საბრალო ქეთო...არ გიყვარს შენ?
-ნიკოს დაა...აქამდე არაფერი ვიცოდი,ვერც ვამჩნევდი...
-ეგრე ჩაგინერგეთ ბავშვობიდან,რომ შენი და უნდა ყოფილიყო...-თავი გააქნია ქალმა.-გეწყინა,რომ ათხოვებს მამამისი?
-მისი ცრემლები მეწყინა,მისი უიმედო სახე,რომ წარმოვიდგინე.
-იმედს ნუ მისცემ ტყუილად,არ შეიძლება.-დაარიგა შვილს.-თუ არ გიყვარს აცადე ისე იცხოვროს,როგორც ბედს აქვს გადაწყვეტილი.
-ტარიელას გავაყოლო?
-შენ თუ არ გინდა...ჰო.-მცირე პაუზით უპასუხა.
-შენ ხომ შეგიყვარდა მამა...
-მე მამაშენის იქით არაფერი მქონდა...ვერსად გავიხედავდი,არაფერი იყო...ის იყო მარტო ჩემს ცხოვრებაში და მაგანაც ვერ უშველა,ორი წელი დამჭირდა...შეიძლება შენ ოცი დაგჭირდეს,გააუბედურდება და ნაადრევად დაბერდება დარდისგან...შენ,რომ სხვა ოთახში დაიძინებ,სხვას ნახავ,გგონია არ ეტკინება?
-ნუ მაბნევ დედაჩემო.-წამოვარდა ფეხზე.-ახლა,რომ გავუშვა და მერე ვინანო?
-არ ვიცი,შენ გადაწყვიტე.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-მიყვარს მე ქეთო,სიხარულით მივიღებ,მაგრამ იმაზე იფიქრე რა პასუხს გასცემ ნიკოს,ორი წლის მერეც,რომ არ შეგიყვარდეს მისი ქეთო?რას იტყვიან გოგოზე სოფელში?არ გააკეთო ისეთი რამ,რაც გოგოს შეარცხვენს,გულს ატკენს...
-დედა...
-ვიცი,რასაც ფიქრობ,რა სიგიჟეც გიტრიალებს თავში...ახლა ახალგაზრდაა,სხვანაირად უქრის თავში,7 წლის მერეც კი არ ეყვარები,გადაუვლის...ან არ გადაუვლის,არავინ იცის.-დაამატა ბოლოს.-არ ატკინო,შენ ხომ კარგი კაცი ხარ?-მიაჩერდა შვილს.თითქოს თავისმა ქმარმა გაუღიმა,წამით მისი სილუეტი დალანდა.როგორ ჰგავდა მამას...
-უნდა დავფიქრდე...-ესღა უთხრა და ზურგი აქცია ქალს.ახალი თავისტკივილი გაუჩნდა ლომჯარიას...




***
-ხვალ ჩამოვალ მამი,დილითვე.-მიეფერა შორიდან შვილს მერაბი.-ჩამოგიტან ყველაფერს.
-მა დედა არ ჩამოვა?
-არა მამი.-თავი გააქნია უარის ნიშნად კაცმა.
-ცუდად არის ყველაფერი არა?-ცრემლიანი თვალებით ჩააცქერდა მობილურს.
-ვერ აეწყო მამი,არ გამოვიდა...-დარდიანი ხმა ჰქონდა კაცსაც.-მაპატიე.
-აქ უნდა ვიცხოვრო?აქ დავრჩე?გურიაში?
-მამი მოიცადე ცოტახანს რა...-ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს კაცი.-ეს ერთი წელი,უნივერსიტეტისთვის ჩემთან ჩამოდი მერე.
-ახლა მაგაზე უნდა იჩხუბოთ რომელთან ვიცხოვრებ?მე ხომ ვიცი თქვენი ამბავი,დახოცავთ ერთამენთს.
-სწავლა ხომ გინდა ელენე?ჩამოხვალ სექტემბერში და იცხოვრებ ჩემთან,აბა გურიიდან ხომ არ ივლი.
-არ მინდა,რომ ასე ვიყო შუა გზაში გაჭედილი მა...-ამოიტირა გოგონამ.ლურჯი თვალები უფრო გაუმუქდა,ჩაუსისხლიანდა...
-მოგვარდება მამი,მიყვარხარ და ჭკვიანად,ნუ ნერვიულობ,აღარ იტირო...
-ვერ გიყურებთ ცალ-ცალკე...
-მამას სიცოცხლე ხარ შენ...ნუ ნერვიულობ,ყველაფერი მაგრად იქნება...
-მა უნდა გავთიშო!-შაკო დალანდა ჭიშკართან მდგომი.-მიყვარხარ,თავს მიხედე.-უცებ მიაყარა და მის პასუხს არც დალოდებია ისე გაუთიშა.უხეშად შეიმშრალა ცრემლები და მისკენ წავიდა.-რა გინდა?
-ლაპარაკი,შემომიშვებ?
-არა!-კბილებში გამოსცრა.-აა*ვიე აქედან!
-ელენე მომისმინე,ბოდიში.-ყოყმანით წამოიწყო.-მართლა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა.-უნებურად შეაღო კარი და ეზოში შევიდა.
-გითხარი წადითქო!
-გავიგე,მაგრამ ჯერ უნდა ვილაპარაკოთ.
-არამგონია.-ზურგი აქცია,მაგრამ არ აცადა ბიჭმა,ხელზე მოქაჩა და თავისკენ შეაბრუნა,ზუსტად იმ ხელზე ექაჩებოდა,იდაყვის ოდნავ დაბლა ჯერ ისევ,რომ სტკიოდა ხელი.ტკვილისგან სახე დამანჭა.-გამიშვი ხელი!-დაუყვირა ლამის მთელი ხმით.
-დამელაპარაკე!
-შაკო მეტკინა!-უხეშად უბიძგა ბიჭს.
-სულ ოდნავ მეკიდა ხელი.-თავი იმართლა და ხელი შეუშვა,ახლაღა შეამჩნია ის მტკივანი ხელი,რომ იყო.-ბოდიში.
-სანამ თავს არ წაგაცლი არ მოისვენებ არა?-კიბეებზე დაეშვა ამილახვარი,სწრაფი ნაბიჯით გადაკვეთა სახლებს შორის მანძილი და მისი ეზოს წინ შედგა.-გამოდი!
-კიტა არაფერია.-მისი დამშვიდება სცადა ელენემ.
-გამოდი შაკო ეზოდან,სანამ ძალით გამოგათრიე!
-კიტა...-წინ გადაუდგა კაცს.-არაუშავს,მიდის უკვე.
-ტიროდი?-ეჭვნარევი მზერა შეავლო.
-მე...არა...ჰო,მაგრამ...-ენა აებნა.
-გაიწიე ელენე!
-კიტა...
-რატომ გამი*რაკე შენ?-წამოენთო გიორგაძესაც თვალები.-მაცადე გოგოსთან ლაპარაკი,მერე გავარჩევ შენთან.
-სახლში შედი.-გახედა ელენეს.-შენ მოდი აქ,ვისთან რას გაარჩევ გავიგებთ.
-მოვედი და მერე?-წინ დაუდგა კაცს.ყელი ამაყად მოიღერა...
-მერამდენედ გაპატიო?-გადახედა ელენეს შეწუხებულ სახეს,კადრებად დაუდგა ყოველი წამი,რომელიც მის გვერდით გაეტარებინა და მთელი ძალით დაარტყა სახეში.
-კიტა!-შეჰკივლა ელენემ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.ძირს დაცემულ შაკოს ზემოდან მოექცა ამილახვარი და გამეტებით ურტყამდა სახეში.-გეხვეწები გაჩერდი...
-გაგაფრთხილე,თანაც არაერთხელ!-საყელოში წვდა და უხეშად წამოაყენა ფეხზე.-არ მიეკარო,არ დაელაპარაკო!
-მეგონა მხოლოს შენს დაზე ვრცელდებოდა,არ ვიცოდი ამასაც თუ გულისხმობდი...-მაინც ღიმილით აათვალიერა ელენე და კიდევ ერთი მიიღო კაცისგან.
-გეყოფა!-წინ გადაუდგა კაცს.-ხომ არ გაგიჟდი,რას აკეთებ?
-გითხარი სახლში შედითქო!-მასაც უხეში ტონით მიუგო და ხელით მსბუქად უბიძგა.
-არსად არ შევალ,ახლავე შეწყვიტე,რას აკეთებ გააფრინე?-უცებ გადმოსცვივდა ცრემლები.-კიტა ფრთხილად...-ამის თქმა მოასწრო მხოლოდ და დაინახა როგორ იფეთქა კაცის საფეთქელიდან სისხლმა.ძირიდან ქვა აეღო და ის მოეღერებინა შაკოს მისთვის.წამით ადგილზე შედგა ამილახვარი.შუბლზე მიიჭირა ხელი...ტკივილის მიუხედავად მაინც გადახედა შაკოს,რომ ეგონა მეტს აღარ დაამატებსო ღიმილით აათვალიერა და კიდევ ერთხელ ეცა.ამჯერად უფრო გამეტებით,რაღაც ცხოველური სისასტიკით,არც ელენეს კივილი ესმოდა,ვერც საკუთარ ტკივილს გრძნობდა...ხედავდა როგორ წვეთავდა შუბლიდან შაკოს სახეზე მისი სისხლი,მაგრამ არც ამას შეუჩერებია...
-გაუშვი!-მოესმა ის კარგად ნაცნობი ხმა ასე,რომ ვერ იტანდა და ხელიც ჩაავლო კაცმა.-მოკლავ,გაუშვი!
-მოკვდეს!
-გაუშვი კიტა!-უხეშად მოქაჩა კაცმა და უკან დასწია შვილი.ზუსტად ის სიბრაზე ჰქონდა თვალებში,მას რომ უელავდა თინეიჯერობისას...-გეყოფა,რას აკეთებ?
-გამეცალე!-დაუღრინა კაცს.-თორემ შენთვისაც მეყოფა ძალა.-ახლა მისკენ გაიწია.
-კიტა გეხვეწები!-შეევედრა ელენე და მის წინ დადგა.-მეშინია გთხოვ გეყოფა...-ცრემლიანი თვალები მიანათა.-მეშინია გაჩერდი...გთხოვ...
-ჩშშ...-მიეფერა გოგონას და ერთი ხელის მოძრაობით აიკრო სხეულზე.-მორჩა დამშვიდდი...-ეჩურჩულებოდა ყურთან და მამას მკვლელი მზერით შესცქეროდა.წარბი არ შეუხრია ანდროს,რომ დაერტყა ხელსაც არ შეუბრუნებდა.უბრალოდ იდგა და უყურებდა როგორ შეეძლო ვიღაც გოგოს მისი დამშვიდება და გულში ეღიმებოდა.ასე გამოსდიოდა ნინასაც მისი დამშვიდება...
-რა ხდება?-როგორც იქნა გამოვარდა ნინაც ეზოდან.-ვაიმე კიტა!
-კარგად ვარ.-გადახედა დედას,მაინც ღიმილით.მერე ელენეს დახედა ზემოდან.-შედი სახლში,მოვალ მერე.-ბოლო სიტყვები თბილი ხმით უჩურჩულა ყურთან და ხელი შეუშვა.
-მე გიორგაძე არ ვიყო შენ თუ ეს ამბავი შეგარჩინო!-გაეჭიმა შაკო.
-წადი შვილო სახლში,რას გავხარ და კიდევ იმუქრები არ გრცხვენია?-ჩაერია ანდრო.-ჩემს დროს შენნაირებს რას უკეთებდნენ იცი?-მუქარასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.ზურგი აქცია შაკომ და ბარბაცით წავიდა სახლისკენ.ოდნავ მოშორებით დადგა ელენეც.
-სისხლი მოგდის.-ამოიტირა ნინამ.
-არაფერია,დავიმუშავებ და ეგ არის.-ხელი მოხვია დედას.
-წამოდი ექიმს გაესინჯე.-ჩაერთო ანდრო.
-აქ რა ჩემ ყ*ეს აკეთებ?რა გინდა?-მიუბრუნდა კაცს,ჩვეული აგრესიით.
-იცი,რაც მინდა და არ მოვისვენებ,სანამ ნორმალურად არ დამელაპარაკები,ან დედაშენი წყეულ ტელეფონს არ უპასუხებს...
-დედაჩემს თავი დაანებე,თორემ მოგკლავ!-მეორედ გაიწია მისკენ.წინ გადაუდგა ისევ ელენე,მხრებში ჩააფრინდნენ ბარბარე და ნინა.
-ახლა წადი ანდრო,მერე დავილაპარაკოთ.-როგორც შეეძლო მშვიდად ამოთქვა ნინამ.
-დაა*ვიე აქედან!
-რატომ მემტერები ნეტავ მაცოდინა...-დანანებით გააქნია თავი კაცმა.ელენეს გადახედა ცრემლად,რომ იღვრებოდა და ისე შესცქეროდა ბიჭს.მის კიტას...ლამაზი სარძლო მყავსო,გაიფიქრა გონებაში და მანქანისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
-სახლში შედი ელენე.-მშვიდი ხმით მიუგო კიტამ და თავით კიდევ ერთხელ ანიშნა.მის ნებას დაჰყვა კანდელაკი.სირბილით შევარდა ეზოში და კიბეები აირბინა.დედას მიჰყვა უკან ამილახვარი,სულ სისხლში,რომ იყო ამოსვრილი...




***
საბანში გახვეულიყო გოგონა და ცრემლებს ჩუმად იწმენდდა.ძალიან ეშინოდა ჩხუბის,ზოგადად არ იყო მიჩვეული და მისმა მშობლებმა,რომ აურიეს მაშინაც ძალიან ეტკინა.სულ შიშით შეჰყურებდა ორივეს,როგორ უყვიროდნენ ერთმანეთს...კიტასგან ძალიან გაუკვირდა.შაკოს ძალიან გაუბრაზდა...ეზიზღებოდა აქაურობა,ვერასოდეს შეძლებდა შეყვარებას...
-გღვიძავს?-კარიდან მოესმა კაცის ხმა და მაშინვე მისკენ შებრუნდა.ჭრილობები შეეხვიათ მისთვის.
-კარგად ხარ?-წამოდგომა და ახლოს მისვლა უნდოდა,მაგრამ ვერ გაბედა.სამგიეროდ კიტას ეყო გამბედაობა.სინათლეს ხელი მიჰკრა,წამში დაფარა მათ შორის მანძილი და საწოლზე ჩამოჯდა.კარგად შეათვალიერა თვალცრემლიანი სინათლის ფონზე.
-კარგად ვარ,შენ?
-მე არავის ვუცემივარ...
-მაგრამ შეგაშინე...-მძიმედ ამოილაპარაკა.-აღარ იტირო.
-ასე რატომ გაუბრაზდი?
-არ გინდა რა...-დაღლილი ხმა ჰქონდა.-გტკივა ისევ?-ხელიდან სახვევი ნელი მოძრაობით მოხსნა.მორჩენისკენ იყო წასული,მაგრამ რამდენიმე ადგილას მაინც ცოტა ცუდად გამოიყურებოდა,დამუშავებას ისევ საჭიროებდა.
-ცოტა...შენ?-ხელზე თითები გადაატარა,დასისხლიანებოდა მარჯვენა...
-ცოტა.-მსუბუქად გაუღიმა და მაგიდიდან ახალი სახვევი აიღო.-არ იმუშავებ?
-დღეს დამეზარა...
-ოხ ელენე...-ფრთხილად დაუწყო ჭრილობას გაწმენდა.-იცოდე უკანასკნელად გაფრთხილებ,შაკოსთან აღარ დაგინახო,არანაირი ბოდიში მომიხადა,შეიცვალა,კარგი ბიჭია არ გამაგონო,გაიგე?-მკაცრი,შეუვალი ტონი ჰქონდა ამილახვარს.
-თორემ მეც მცემ?-თავისი ლურჯები მიანათა კაცის ბნელ სფეროებს.
-მართლა საცემი კი ხარ ახლა მაგ კითხვის გამო.-ბეტადინიანი ბამბა გვერდით გადადო და პარკი კბილებით გახია,რომ სახვევი ამოეღო.-მუხლი?
-არ მტკივა.
-მაჩვენე!-საბანი გადასწია,რომ უკეთ ენახა.ფაქტობრივად აღარაფერი ჰქონდა,მხოლოდ პატარა ნაკაწრი.
-რატომ აკეთებ ამას?
-რას?
-მივლი...-წამოსცდა უნებურად.სულ ოდნავ ჩაეღიმა კაცს.საწოლზე დაყრდნობილმა ქვემოდან ახედა.მაკიაჟი არ მოეშორებინა,ალბათ არც ჰქონდა თავი,ან უბრალოდ არ უნდოდა კიტას ისე ენახა,თვალები ჩაწითლებოდა,ცრემლებს შავი,თვალის ფანქრის კვალი დაეტოვებინა მის ღაწვებზე.მომენტალურად სლუკუნებდა,აბურდულ თმას ყურის უკან იწევდა და ისე შეჰყურებდა კაცს.მართლაც რა ლამაზი იყო...ან უბრალოდ კიტას მოეჩვენა ასე...
-ეს?-მხარზე კარგად დააკვირდა.მის პასუხს არც დალოდებია ისე შეახო ტუჩები გალურჯებულ ადგილას.-ისევ გტკივა?
-აღარ...-ამოილაპარაკა დაგუდული ხმით.სუნთქვა გაუხშირდა.ძალიან ანერვიულებდა ეს კაცი...ამჯერად ლავიწზე იგრძნო მისი შეხება,იქ...იმ ორ ვარსკლავზე ასე,რომ უხდებოდა...უნებურად გააკანკალა.თითები ნაზად ჩამოატარა კაცმა ყელზე და იქვე თბილად აკოცა.მთელი სხეული გაეთიშა კანდელაკს.კიდევ კარგი საწოლში იყო ისედაც,თორემ ალბათ დაეცემოდა.
-მაპატიე შენს თვალწინ,რომ ვიჩხუბე და შეგაშინე...მეტჯერ არ იქნება...
-ძალიან გაბრაზდი...-გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა კაცის სილუეტს,მის ყველა მოქმედებას აყოლებდა მზერას.
-არ მოხდება მეტჯერ.-ლოყაზეც აკოცა,ნაზად ჩამოუსვა ხელი თმაზე.-მაპატიე...-მის ტუჩებთან,ძალიან ახლოს ამოილაპარაკა.
-სულ ორი კვირაა,რაც გიცნობ...-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.კაცის სუნთქვას გრძნობდა სახეზე.
-მერე?-ჩაეღიმა ამილახვარს.
-არ მაკოცო...-იგრძნო ალმური როგორ მოედო სახეზე.
-პირველია?-ტუჩის კუთხესთან აკოცა და მისგან პასუხი,რომ ვერ მიიღო ოდნავ მოშორდა.-კარგი,იყოს შენებურად ჩემო ქალაქელო ქალბატონო.-შუბლზე ნაზად შეეხო და ფეხზე წამოდგა.-დაიძინე მიდი.-არც დალოდებია პასუხს ისე ჩააქრო სინათლე.
-ხვალიდან ასე აღარ შემომეპარო,მამაჩემი ჩამოდის.-გაფრთხილებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ,რასაც კაცის სიცილი მოჰყვა,თუმცა აღარ შებრუნებულა.ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და კიბეებზე დაეშვა.აგიჟებდა მისი მეზობელი ელენეს...ნუთუ მართლა ხდებოდა?



***
-ცივილურად ვისაუბროთ ნინა.-მშვიდი იყო ამჯერად ჩიქოვანი.იცოდა,რომ სახლში არ იყო ნინას გარდა არავინ,ამიტომაც ესტუმრა.
-ყავას დალევ?-აღარ ჰქონდა მასთან სიჯიუტეს აზრი,კარგად იცნობდა ამ კაცს.
-ახლა ნამდვილად მჭირდება.-მობილური მაგიდაზე მიაგდო და ქალს მიაჩერდა.ისევ ისე ელამაზებოდა,როგორც მაშინ პირველად,რომ ნახა.ახლა უფრო ქალური იყო,დახვეწილი,გაზრდილი,მაგრამ ისევ ისეთი ლამაზი...
-მადლობა გუშინ კიტა,რომ გააშველე.-ამოთქვა ჩუმად.
-ჩემი შვილია ნინა,მადლობა არ არის საჭირო.
-ჰო,მაგრამ...
-ნინა!რატომ არ მომახალე ყველაფერი სახეში?-მაინც ანერვიულდა ბოლოს.ვერ ერეოდა თავს.
-სალომე გყავდა სახლში,ისე უცებ უღალატე იმას,რაც გვქონდა...არ იმსახურებდი.-დაამატა ბოლოს.
-მეგონა,რომ ჩემთან ყოფნა აღარ გინდოდა...ხომ იცი,არ დაგაძალებდი...
-ვიცი,შენ ყოველთვის გეშინოდა უარყოფის,ამიტომაც მიწევდა ყოველთვის მე ბრძოლა...პირველი ნაბიჯიც ჩემი იყო,პირველი მიყვარხარ...შენ ძალიან გეშინოდა...-სევდიანად ამოილაპარაკა და ფინჯანი წინ დაუდო.-ამიტომაც არ გითხარი.
-გეგონა შვილზე უარს ვიტყოდი?შენზე,ჩვენს მომავალზე?
-არა,მაგრამ მოღალატე კაცთან ცხოვრებას არ ვაპირებდი...გული მატკინე ანდრო,ძალიან...-ცრემლი მოერია ქალს.
-მაპატიე ნინა.-ხმა დაუმძიმდა ჩიქოვანსაც,ყოველი წამი სტკიოდა.უნდოდა ხელზე შეხებოდა,ენუგეშებინა,მაგრამ ისევ ვერ გაბედა.-შენთვის არასოდეს მიღალატია,ჩვენი ურთიერთობის პერიოდში სხვა ქალისკენ არც კი გამიხედავს.
-ურთიერთობის გადარჩენა არ გიცდია,დედაშენს უფლებას აძლევდი ცუდად მომქცეოდა,დაშორებიდან რამდენ დღეში გაიქეცი სალომესთან?
-იმავე დღეს მივედი,მთვრალი.-აღარც უფიქრია დამალვა,ან რა აზრი ჰქონდა?
-შენთვის არასოდეს ვიყავი საკმარისი და ძალიან კარგი საქმე გაგიკეთე დაშორებით,ხომ ისწავლე საზღვარგარეთ?ხომ ჩაიბარე მამის ბიზნესი?ხომ გქონდა ყველაფერი კარგი?-სიმწრით ეღიმებოდა.
-მერე შენ ნინა?შენ ისწავლე?
-ვერა.-ხმა გაებზარა ქალს,ყელში მობჯენილი ბურთი ხმაურით გადაყლაპა.
-რატომ?
-ჩემებმა სახლიდან გამომაგდეს.-უხეშად შეიმშრალა თვალზე ჩამოგორებული ცრემლი.-თამილასთან ვცხოვრობდი ცოტახანს,ძალიან მიჭირდა...
-რას ამბობ ნინა?-სახე წაეშალა კაცს.
-ჰო,მე ხომ შევარცხვინე ოჯახი,მას შემდეგ არავინ მეკონტაქტება,ჩემი ძმაც კი...
-ნინა...-თავი ხელებში ჩარგო ანდრომ.ნერვიულად მოისრისა სახე.-ჩემთან რატომ არ მოხვედი?რატომ არ მითხარი?
-რისთვის?
-როგორ თუ რისთვის ნინა?ხომ იცი,რომ მიყვარდი?
-ბავშვის გამო არ მინდოდა ყოფილიყავი,მე მინდოდა,რომ ისეც გყვარებოდი,ისეც მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი...
-შენ ყოველთვის საკმარისი იყავი ჩემთვის...
-ახლა მაინც ნუ მომატყუებ...-მუდარა გაერია ხმაში.
-გეფიცები ნინა,კიტას თავს ვფიცავარ...იმ კიტას,რომელმაც ნაადრევად დაგვტოვა და იმ კიტასაც,ჩემი სისხლი,რომ უჩქეფს ძარღვებში...-როგორც იქნა გაბედა და ახლოს დაუჯდა ქალს,ფრთხილად შეეხო სახეზე,ცრემლები მოწმინდა.სახელი კიტა მის ძმაკაცს ერქვა,ავარიაში დაიღუპა მათი გაცნობიდან მალევე,ძალიან განიცადა ანდრომ,ძმასავით ჰყავდა,ნინასაც ძალიან უყვარდა და ამიტომაც დაარქვა შვილს.მათი ისტორიის ნაწილი ჩადო მის სახელში...-ჩემთვის ყოველთვის საკმარისი იყავი,უბრალოდ ძალიან მშიშარა ვიყავი,მეშინოდა,რომ ხელს მკრავდი,რომ ვერ მიმიღებდი...-მისი ხელი ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა.-იმდენად მიყვარდი,რომ შენი დაკარგვის შიშმა ლამის ჭკუიდან შემშალა...
-იცი როგორ დავიტანჯე?-ამოიტირა ქალმა.-ყველა უარს მეუბნებოდა სამსახურზე დიდი მუცლით,რომ მხედავდნენ,უფულოდ და უსახლკაროდ ვიყავი...
-ჯანდაბა ნინა,მე სად ვიყავი?-თავში ხელები წაიშინა კაცმა.-შენ ასეთ მდგომარეობაში და მე...ღმერთო...
-არაუშავს,დამეხმარე მაინც...
-მე?-გაოცდა.
-ის კულონი გავყიდე შენ,რომ მაჩუქე...ერთი წლით ვიქირავე სახლი,პირველად მივედი ექიმთან კონსტულტაციაზე,6 თვის,რომ ვიყავი მაშინ ვნახე პირველად,მოვისმინე მისი გულისცემა,გავიგე,რომ ბიჭი იქნებოდა...
-მაპატიე ნინა...
-რატომ არ მთხოვე დარჩენა?ერთხელ მაინც...-ძლივს ამოილაპარაკა და ცრემლებს გასაქანი მისცა.26 წელი ითმენდა,26 წელი უჭირდა სუნთქვა...
-მაპატიე,მაპატიე...-ხელები მოხვია კაცმა.-ღმერთო რა სი*ი ვარ,არაფერს ვიმსახურებ...-ეჩურჩულებოდა ქალს და თმაზე ნაზად ეფერებოდა.
-ყოველ წამს ვნატრობდი,რომ მოხვიდოდი,მნახავდი...დაინტერესდებოდი როგორ ვიყავი...
-გნახულობდი,თავიდან...მერე ვეღარ,არ შემეძლო შენი შორიდან ყურება...
-ჰოდა ამიტომაც დაკარგე ყველაფერი.-ზიზღით ამოთქვა და ხელი უხეშად აუკრა.-შენ,რომ კაცი ყოფილიყავი კიტა მამასთან ერთად გაიზრდებოდა,ოჯახი ექნებოდა...უშენოდ გავზარდე და ფეხზე დავაყენე,კარგი კაცი დადგა,საუკეთესო!-დაუყვირა ბოლოს.-კალათბურთის შეჯიბრზე ყველას მამა,რომ გულშემატკივრობდა,მხოლოდ კიტას ჰყავდა დედა გვერდით და შენი ბრალია,შენი სიმხდალის ბრალია ანდრო!
-ვიცი ნინა...-ვერაფერს ამბობდა,მართალი იყო.
-მშობიარობა,რომ გამირთულდა,არავინ მყავდა...მარტო ვიწექი საავადმყოფოში,უცხო ექთანი მეფერებოდა,მამშვიდებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...არავინ მყავდა,ვინც გამამხნევებდა...ვფიქრობდი რამე,რომ დამმართნოდა ვინ მიხედავდა?ან არჩევანი,რომ დამდგარიყო ვის აირჩევდნენ?
-ნინა...
-პირველი 4 თვე გაუჩერებლად ტიროდა,არ მეძინა,არ ვჭამდი...მეც მასთან ერთად ვტიროდი...სად ჯანდაბაში იყავი?
-მაპატიე...
-პირველად,რომ ავად გახდა...პირველად,რომ იჩხუბა სკოლაში...პირველად,რომ შეუყვარდა...არ იყავი...მხოლოდ დედა ჰყავდა...არ იმსახურებ!-უმეორებდა ისევ.-რასაც ახლა გიყვები,ზოიასთვის მაქვს ნათქვამი,გაუგია კიტას და ამიტომაც ეზიზღები,ამიტომაც არ გიკარებს...-ფეხზე წამოდგა,მის გვერდით ვეღარ სუნთქავდა.
-არასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს...-ამოილაპარაკა ჩუმად,იგრძნობოდა მის ხმაში ტკივილი...ტკივილი იმ დაკარგული წლებისა,იმ ვერ მონელებული სიყვარულისა,ახლაც ისევ ისე,რომ სწვავდა ჩიქოვანს...-ერთი დღე არ გასულა,რომ შენზე არ მეფიქროს...დედაჩემსაც არ ველაპარაკები,ვერ ვაპატიე შენზე ცუდის თქმა...-ნელა მიუახლოვდა ქალს.-ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს ასე,რომ დაგტანჯე ნინა...ნეტავ მოსულიყავი,ნეტავ გეთქვა...როგორი არასწორი კაცი ვარ შენთან...
-დაგვანებე თავი ანდრო,ხომ იცხოვრე ამდენი წელი უჩვენოდ?ახლაც დაგვანებე...
-არ მიცხოვრია,მხოლოდ ვარსებობდი ნინა...-მის ფერმკრთალ სახეს ნაზად შეეხო.-კარგი ქმარი იყო?-მიანიშნა დათოზე.იცოდა პასუხი არ მოეწონებოდა,მაგრამ მაინც ჰკითხა.
-საუკეთესო.-ყოყმანის გარეშე მიუგო,არც ატყუებდა.-კიტა საკუთარივით გაზარდა,არაფერს მაკლებდა,უვლიდა...ბარბარეს ღამეებსაც უთენებდა,ხელოვნურზე მყავდა და გაღვიძებაც არ მიწევდა,თვითონ უკეთებდა ყველაფერს...
-გიყვარდა?-კიდევ უფრო ახლოს მიიწია მასთან,გრძნობდა როგორ დაიძაბა ქალი.
-მიყვარდა!-ამაყად განუცხადა.-მას არასოდეს მივუტოვებივარ!
-შეიძლება ერთმანეთი გიყვარდათ,მაგრამ ჩემზე მეტად ვერ ეყვარებოდი.
-შენ საერთოდ არ გიყვარდი ანდრო,უბრალოდ ერთადერთი ვიყავი ვინც გხედავდა და ამიტომ ვერ მეშვებოდი...
-არ არის ასე ნინა...
-წადი ჩვენი ცხოვრებიდან,დაგვანებე თავი...
-ერთხელ,რომ დაგანებე ხომ გამიბრაზდი?ხომ გაწყენინე?მეტჯერ არ წავალ.
-ახლა მინდა,რომ წახვიდე,მაშინ არ მინდოდა...-თვალი მოარიდა ქალმა.
-არც ახლა გინდა,ისედაც არ წავალ,კარზე,რომ დააკაკუნე იმ წამიდან გადავწყვიტე შენს ცხოვრებაში სამუდამოდ დაბრუნება...-თბილად აკოცა ლოყაზე,ცრემლებს,რომ დაენამა.-აღარ ვარ ის ამაყი ბიჭი,აღარ მეშინია შენი უარის,მიყვარხარ და მზად ვარ,რომ მთელი ცხოვრება დაგელოდო...
-26 წლით დაგაგვიანდა!-კბილებში გამოსცრა კაცს და უკან დაიხია.-აღარ არის ჩემს გულში შენი ადგილი.
-ჩემს გულში,რომ ადგილი გაქვს,ეგ ორივეს გვეყოფა...-კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ნინას მობილური ახმაურდა და აღარ დასცალდა.ფერი წაერთვა ქალს,კიდევ კარგი ახლოს იდგა და ხელი შეაშველა ანდრომ.ნიკო იყო,“ხარაჩოდან“ გადმოვარდნილა კიტა,გონება დაუკარგავს და საავადმყოფოში იყო.ლამის იქვე გათავდა ქალი...




***
-თავს იტკიებდა დილიდან,ვუთხარით დაისვენთქო,მაგრამ გამაყუჩებელი დავლიეო და გამივლისო.-თავი ჩახარა ნიკომ.-ისე უცებ მოხდა,ვერაფერი მოვასწარით.
-გონზეა ნინა დეიდა,არ ინერვიულო.-თავზე აკოცა ქალს ირაკლიმ.წამსვე გამოვიდა ექიმი ოთახიდან.
-ნინა.-სწრაფი ნაბიჯით დაფარა მანძილი ქალმა.წლებია ერთმანეთს იცნობენ,განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მზია კიტას,ხიფათიანი ბავშვი იყო ძალიან...
-ხომ კარგად არის ჩემი კიტა?-ცრემლიანი თვალებით გახედა ქალს.უკან ედგა ანდროც.
-კარგად არის ნინა,ნუ გეშინია...-მიეფერა ქალს.-შუბლზე ჭრილობა არ მომეწონა,დავამუშავეთ გავკერეთ,ტვინის შერყევა აქვს,რატომ არ მოიყვანე გუშინვე?
-ჩემდა ჭირად არ მოვიყვანე.-გაუწყრა საკუთარ თავს.-არ გამომყვა ცოცხალი თავით,კარგად ვარო...
-10 დღე ნუ დაიტვირთავს თავს,ერთი სამი დღე იწვეს,ჭრილობაც დაუმუშავეთ,ნაკერებზე უნდა მოვიდეს...
-გაგახარებს ღმერთი,წავიყვან დღესვე?
-შემივსე საბუთები და წაიყვანე.-მხარზე მიეფერა ქალს.უცებ შეავსო ყველა საჭირო ველი და მაშინვე შვილისკენ გაეშურა,რომელსაც ბარბარე მისჯდომოდა გვერდით,რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ.
-დედა მოგიკვდეს...-მის საწოლთან ჩაიმუხლა ქალი.-ხომ კარგად ხარ?
-დედაჩემო ნუ გამაგიჟებ.-გაეცინა კაცს.-კარგად ვარ.
-მოვკლავ გიორგაძეების ბიჭს,ვერ გადამირჩება!დაიგრძელებს მერე დედამისი ენას და კარგი შვილები მყავსო...
-დედა კარგი.-თმაზე მიეფერა ქალს.-არაუშავს,დაივიწყე,მივხედავ თავად.
-ძალიან შემეშინდა,რამე რომ მოსვლოდა?-ეფერებოდა კაცს.
-ის რას აკეთებს აქ?-იცოდა,რომ დერეფანში იცდიდა,ბარბარემ უთხრა.
-სალაპარაკოდ მოვიდა,ჩემთან იყო,როცა ნიკომ დამირეკა და მან მომიყვანა.
-გარეთ არ დამხვდეს,ნუ გამაღიზიანებს,წავიდეს.-მშვიდად უთხრა დედას და ფეხსაცმლის თასმების შეკვრა დაიწყო.
-კიტა...
-დედა გთხოვ...-მუდარა გაურია ხმაში.იცოდა,რომ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს,ამიტომ უხმოდ წამოდგა და დერეფანში გავიდა ანდროს სანახავად.
-უნდა წახვიდე.-მიახალა პირდაპირ კაცს.
-რა?
-არ უნდა,რომ აქ იყო,ნუ გააპრობლემებ,ისედაც ცუდად არის,გთხოვ.
-საწოლთან დაჯდომას და ზღაპრის მოყოლას კი არ ვაპირებ ნინა,სახლამდე მიგიყვანთ უბრალოდ,წამლებს და სახვევებს ვიყიდი და წავალ მერე.
-შენგან არაფერს აიღებს...გაგიჟდება,წადი.
-ნინა!-ტონი შეეცვალა კაცს.-ჩემს შვილზე ვნერვიულობ,რას მთხოვ იაზრებ?
-დაგირეკავ და შეგატყობინებ როგორ იქნება,გთხოვ ოღონდ ახლა მეტად არ ანერვიულო.-ხმაში მუდარა გაერია ქალს.-ძალიან გთხოვ...
-კარგი.-დაძაბულმა ამოთქვა.-თუ არ გამაგებინებ იცოდე,რომ მოვალ!
-დაგირეკავ.-ისევ გაუმეორა და გასასვლელისკენ მიმავალს კაცს თვალი გააყოლა.ეზოში მდგომ ბიჭებს გახედა,გაბრაზებული ჩანდა ორივე,ნიკოს და ირაკლის კამათი არასოდეს უნახავს,მაგრამ ახლა შორიდან ასე ჩანდა.შეწუხებული დაბრუნდა პალატაში.ვერ გაეგო რა ხდებოდა ამ ბიჭების თავს...
-თანხმობა,რომ უთხრას მამაშენმა მერე?მაგათ გაატან ქეთოს?-არ ცხრებოდა ირაკლი.
-არავის ვატან ჩემს დას!
-მომეცი უფლება დავეხმარო.
-გამო*ლევდი შენ?-თვალები წამოენთო დუმბაძეს.-რადგან უყვარხარ ცოლად მოიყვან,რომ ვინმემ სახლში საჭმელი დაგახვედროს და თავი კარგად გაგრძნობინოს?
-ეგ წარმოდგენა გაქვს ჩემზე?თუ იცოდი ამდენხანს,რომ ვუყვარდი რატომ არ თქვი?
-შენთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა?ვიცოდი,რომ არ გიყვარდა და ამიტომაც არ ვთქვი არაფერი,არც ახლა გიყვარს და დაანებე თავი,არავის გავაყოლებ.
-მამაშენი მოგისმენს გგონია?ხომ თქვი კმაყოფილია მათი სტუმრობითო...
-არ გავაყოლებ,მთელ ტარიელიძეებს გავწყვეტ და არ ვიზამ.
-ნიკო...ხომ იცი,რომ არ ვაწყენინებ?
-აწყენინებ,რადგან უყვარხარ და ყველა შენს საქციელს გულთან მიიტანს,ქეთოს შეეშვი გასაგებია?-უხეში და ცივი იყო იმ წამს ნიკო.საქმე მის დას ეხებოდა,მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს...კიტა გამოჩნდა კარში და კამათიც შეწყვიტეს.ბარბარე და ნინა მოჰყვებოდნენ გვერდით.აღარ გაუგრძელებია ირაკლის,პირდაპირ საქმის მოგვარება გადაწყვიტა,ამიტომ ქეთოს დაელაპარაკებოდა,რომელიც გუშინდელსმერე ოთახიდან არ გამოსულა და ცრემლად იღვრებოდა...



***
-მამას სიცოცხლე.-გვერდით მიუჯდა შვილს მერაბი და ძლიერად მიიხუტა.-შენზე ძვირფასი მე ამ ქვეყნად არავინ მყავს,არ იტირო,არ ინერვიულო...
-ძალიან მენატრებოდი მა.-ცრემლიანი თვალები მიანათა კაცს.
-მეც მენატრებოდი,სულ მენატრები ჩემო გოგო...-ლოყებზე გაეთამაშა კაცი.
-მა არ მინდა აქ დარჩენა...წამიყვანე რა შენთან...
-კიდევ რას ისურვებთ ქალბატონო?-წყრომით გადმოხედა დედამ.ძალიან კარგი იყო ორივე,მაგრამ სულ მამას პრინცესა იყო ელენე და ვერ ეგუებოდა,რომ უნდა დაეტოვებინა.დედამისის დანახვამ ძალიან გააკვირვა,არ ჩამოვაო კი უთხრა მამამისმა,მაგრამ მაინც ჩამოვიდა,თან ჩემოდნებით ჩამოსულიყო,ხვდებოდა ელენე რასაც აპირებდა,მაგრამ ჯერ ვერ გაბედა დედასთან საუბარი.
-არ აჰყვე და არ იჩხუბოთ.-უჩურჩულა შვილს.-მოვაგვარებ ყველაფერს.
-მა არ მინდა აქ ცხოვრება.-უფრო ძლიერად მიეკრო კაცს სხეულზე.-რა უნდა ვაკეთო აქ?რა გინდა,რომ ვქნა?
-ცოტახანს მოითმინე,ახალ ბინაში გადავალ,მოვეწყობი და ჩამოდი,ვნახე უკვე ორსაძინებლიანი,ისე მოვაწყოთ,როგორც შენ გინდა და ჩამოდი.-თმაზე ეფერებოდა შვილს.
-მიყვარხარ მა...
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარავ.-ნაზად აკოცა შვილს და გვერდით ეზოსთან ახლადგაჩერებულ მანქანას გადახედა,ელენეც ინტერესით მიაჩერდა,დღეს ბარბარე არ უნახავს,სახლში არავინ იყო...კიტა გადმოვიდა პირველი მანქანიდან,ბარბარე მიჰყვა უკან,ხელში წამლების პარკით,ხელი მსუბუქად დაუქნია ელენეს და სახლში პირველი შევარდა.ნიკომაც მოიკითხა შორიდან,ნინამ გადმოვალ ცოტახანშიო და კარს მიღმა გაუჩინარდა ყველა.სახლი დატოვა ნიკომ,ოჯახს მარტო ყოფნის საშუალება მისცა...



***
-ირაკლი?-გაოგნებული მიაჩერდა შვილს.-ქეთო...-ხმაჩამწყდარმა ამოთქვა, აწყლიანებული თვალებით შეჰყურებდა ქალს.
-რძალი მოგიყვანე დე.-ქორწინების მოწმობა შეათამაშა ხელში.ფერი წაერთვა ნანოს.
-ირაკლი...
-კარგი ახლა,ნუ გაადრამატულებ შენ მაინც გთხოვ,თორემ ისიც მეყოფა ამისი ძმისა და ოჯახისგან,რაც მომხვდება.-წყრომით მიუგო დედას.-აქ ვიდგეთ?
-ქეთო შვილო კარგად ხარ?-მიეფერა გოგონას.-მოდი შემოდი...
-ბოდიში...-ძალიან შერცხვა ასე ჩუმად,რომ დაქორწინდა.მხოლოდ ახლა გაიაზრა ამ ყველაფრის სერიოზულობა.წუხელ დედ-მამას ესაუბრა,ორივემ გადაჭრით უთხრა კარგი ბიჭიაო და მიხვდა,რომ სხვა გზა არ ექნებოდა,გაათხოვებდნენ.კი მიეფერა დედა,ცოტა ანუგეშა,მაგრამ იცოდა მისთვის დამთავრდა ყველაფერი.ირაკლიმ,რომ მიაკითხა და თავისი სათქმელი უთხრა თავიდან გაოგნდა,მერე ცოტა მოეშვა და სიტუაცია შეაფასა,უკვე გათხოვილს ხომ ვეღარ გაათხოვებდა მამამისი,ხოდა იუსტიციაშიც გაჰყვა ხელის მოსაწერად,ვიღაც უცხო ხალხი წაიყვანეს მოწმეებად და აი შედეგიც,ჯერ არავინ იცოდა...
-არ ინერვიულო.-ცრემლები შეუმშრალა ქალმა.-რაო მამაშენმა?
-გაგათხოვებო,ტარიელას გაგაყოლებო...
-აი თუ არ გაგიჟებულა ეგ კაცი რამ აფიქრებინა,მარიკამ რაო?
-კარგი ოჯახიაო...-თავი ჩახარა.ერთადერთი ვისიც ერიდებოდა ნიკო იყო.
-იციან?-ახედა შვილს.
-ამაღამ ალბათ ძილი არავის გვიწერია,აგვწევს ჰაერში ნუგო.-ხუმრობა სცადა,მაგრამ ძალიან უადგილოდ.უფრო აეტირა ქეთოს.-კაი ტო,რა განერვიულებს,1 კვირა და მიავიწყდება.-თმაზე სულ წამით მიეფერა და მერე დენდარტყმულივით დაიხია უკან.
-ნიკოს მაინც დაელაპარაკე?
-უარი მითხრა,ქეთოს დაველაპარაკე და უცებ მოხდა,ჯერ არავინ იცის დედაჩემო.
-გამაგიჟებთ...
-გვიბრაზდები?-ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ქალს.
-არა შვილო.-მიეფერა ნანო.-არა,შენ არ ინერვიულო,ასე ჯობდა ისედაც,არ იტირო...-მთელი ძალით მიიკრო სხეულზე და შვილს გახედა.ნერვიულობა ეტყობოდა ირაკლის სახეზე,მაგრამ არა იმიტომ,რომ მისი მშობლების რეაქციის ეშინოდა,არამედ ნიკოსი.ძალიან ეწყინებოდა იცოდა...იმისიც ეშინოდა,რაც მომავალში შეიძლებოდა მომხდარიყო,ქეთოს ვერ აწყენინებდა,ქეთოსთან არ შეიძლებოდა...





***
-გამო*ლევდი?!-თავში წამოარტყა კიტამ მაშინვე.იცოდა მალე ჩამოჰკრავდა საათი გლოვის ზარს და მხარდაჭერისთვის კიტასთან მაინც იმართლა თავი.მანქანითვე გადააკითხა და თავისთან წაიყვანა ისიც და ბარბარეც.
-მგონი.-ალალად მიუგო.-რომ დავინახე რა დღეში იყო...მამამისს ხომ იცნობ...
-შეიძლება ამაღამ დინამიტი დაგიდოთ და აგაფეთქოთ.-შუბლზე ხელი მიიჭირა კიტამ.-ნიკო ბიჭო?გაგიჟდება,მეც კი ვერ გიშველი.
-ვიცი,ვიცი ნუ მიმატებ!
-ქეთო ბიჭო?მართლა ხომ არ გამო*ლევდი!სანამ იზამდი მანამდე ვერ მითხარი ვერაფერი?
-არ დამიჭერდი მხარს.
-ჰო,მაგრამ არც ქეთოს გავათხოვებინებდით ნუგოს,რამ მოგაფიქრა,ამხელა კაცი რა იმპულსური ბავშვივით იქცევი?
-ვერ აგიხსნი რა დამემართა,არ ვიცოდი,რომ ვუყვარდი,რომ გავიგე მას შემდეგ ცუდად ვარ,თითქოს რაღაც პასუხისმგებლობა ვიგრძენი,გული ძალიან მეტკინა...-ნერვიულად გააუკიდა სიგარეტს.
-რამეს გრძნობ?
-არაფერს...-უყოყმანოდ მიუგო.-მხოლოდ პასუხისმგებლობას.
-პასუხისმგელობის გამო მოიყვანე ცოლად?არ გეცოდება?რა ჯანდაბა გჭირს?-უხეშად მიუგო კაცს.-26 წლის კაცი ხარ,თინეიჯერი ხომ არ ხარ ასეთ ყ*ეობებს,რომ აკეთებ?
-ლომჯარია!-ღრიალით შემოვარდა ნიკო ეზოში.-მოგკლავ ბო*იშვილივიყო!
-დაწყნარდი!-წამოვარდა ფეხზე კიტა,გაავებული მხეცივით ალეწვოდა სახე დუმბაძეს.
-გამეცალე,თორემ რაც დაგაკლდა ჯერ შენ დაგიმატებ!-შეუღრინა კიტასაც.-არ გაგაფრთხილე გასაგებად?რომელი ნაწილი ვერ გაიგე ჩემი სიტყვებიდან?
-დაჯექი და ვილაპარაკოთ.-მშვიდად მიუგო მეგობარს.
-მოგკლავ!ჩემს სიტყვებს,რომ გადაახტი მაგიტომ ვერ გადამირჩები!-მეგობარს ხელი უხეშად აუკრა და მთელი ძალით დაარტყა ირაკლის სახეში.-არ გითხარი არ ქნათქო?ჩემი დაა ბიჭო,ჩემი სიცოცხლეა!გგონია ვინმეს გავატანდი?ყელს გამოვჭრიდი მამაჩემს მის გამო!-ყელში წვდა და უხეშად ააყუდა კედელზე.-სულ გამო*ლევდი?
-გაუშვი ხელი!-მათ შორის ჩადგომა ამაოდ სცადა კიტამ.
-დილითვე გაეყრები,ყ*ეზე !ვერავინ გაიგებს ისე გააფორმებთ განქორწინებას...
-სანამ ასე ღრიალებ ვერაფერს გაგაგებინებ...
-ჩემს ქეთოს ბიჭო,ჩემს ქეთოს ვინმეს როგორ გავატანდი?ან შენ რამ გაფიქრებინა?-კიდევ ერთხელ დაარტყა სახეში და ხელი შეუშვა.კიბეებზე შედგა ატირებული ქეთო.გვერდით ედგა ბარბარეც.მეორე მხრიდან გამოვარდა ნანო.-აიღე რამე თუ გაქვს და მივდივართ.
-ნიკო...
-დროზე!-ისე იღრიალა უნებურად ხელით უბიძგა ბარბარემ,რომ წასულიყო,თუმცა ადგილიდან არ დაიძრა ქეთო.იცნობდა მამამისს,იცოდა ვინც იყო და რასაც გააკეთებდა,არ ეტყოდა უარს პაატას და მის ოჯახს.
-არა.-ჩუმად ამოთქვა და ზურგს უკან წაიღო ხელი,ბარბარეს ჩაეჭიდა.
-რა თქვი?
-არ წამოვალ.-თავი ჩახარა.
-ფეხი გამოადგი,სანამ კონტროლს დავკარგავ და გაწყენინებ!-ტონი არ შეუცვლია.
-გამათხოვებს მამა,თავს მოვიკლავ და მაგას არ გავყვები ცოლად...
-ფეხი გამოადგი,არავინ გაგათხოვებს ქეთო.
-თავი დაანებე,იცი რომ ვერ მოერევი მამაშენს ამ შემთხვევაში და თუ მოერევი გაამწარებს ქეთოს,მიეცი უფლება დარჩეს.-ჩაერია ირაკლი.
-ნუ ლაპარაკობ ირა!-შეუღრინა მეგობარს.-ხმა აღარ ამოიღო,მართლა მოგკლავ!
-ნიკო...-ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ძმას.-გთხოვ ნუ გვიბრაზდები...
-ქეთო თუ არ გინდა,რომ...
-ქეთი!-მოისმა შორიდან მშობლების ყვირილი.
-ნიკო...-შეშინებულმა ახედა ძმას.
-საიდან გაიგეს ამის დედაც!-შეიკურთა უმისამართოდ და ეზოში შემოვარდნილ მამას წინ გადაუდგა.
-მართალია რაც გავიგე?-ღრიალებდა ნუგო.-მართალია?
-დაწყნარდი მამაჩემო,სახლში ვილაპარაკოთ!
-ეგრე გაგზარდე?-გადახედა ქეთის.-სულ არ გრცხვენია?
-მამა...
-მოკეტე!-მთელი ხმით უღრიალა კაცმა.ნიკომ არ მისცა დასთან მიახლოვების უფლება.-მაგიტომ გათხოვებდი,რომ ქუჩის ქალად არ ქცეულიყავი!დამიგვიანია აწი!
-ნუგო გთხოვ...-შეევედრა მარიკა.
-შენ გაჩუმდი ქალო!-შეუღრინა ცოლსაც.-შეაცდინე ჩემი შვილი არა?-ახლა ირაკლის მიუბრუნდა.-ოჯახში მიგიღე,წლები ოჯახის წევრად გთვლიდით,ეგრე გადაგვიხადე?-მისკენ გაიწია კაცმა.-მოგკლავ სულ ერთია!
-ნუგო!-დაუყვირა ნანომ.-ჩემს შვილს თუ მიეკარები დანით აგჩეხავ იცოდე!-ხელში შეათამაშა ხორცის საჭრელი დანა.
-დედა დადე დანა...-მიუბრუნდა ქალს ირაკლი.-არაფერია,დამშვიდდი.
-ქეთი ამ ოჯახის შვილია დღეიდან!-კბილებში გამოსცრა კაცს.-ან შეეგუე,ან ამ კარზე დაკაკუნება აღარ გაბედო!
-გაგგლეჯ შუაზე!-მიუბრუნდა შვილს.-შეგვარცხვინე,თავი მოგვჭერი!
-მამა...
-უსირცხვილო,უნამუსო გოგო ხარ!
-ჩემს დას ნორმალურად ელაპარაკე,თორემ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ!-ეკლებზე იჯდა უკვე ნიკო.
-ამათ მხარეს ხარ?უნდა წამომეღო ჩემი იარაღი და დამებრიდეთ სუყველა!-ერთი სანადირო იარაღი ჰქონდა და სულ იმით ბაქიბუქობდა უფროსი დუმბაძე.
-ქეთო გინდა წასვლა?-გადახედა კიტამ.ყველა გაისუსა.ასი თვალი და ასი ყური მიაჩერდა.
-არა.-ჩუმად ამოთქვა,თავადაც ვერ გაიგო თან ისე...
-ამოღერღე!-დაუღრიალა მამამ.
-არა!
-შენ მოგი**ნავ!-აწეული ხელი ჰაერში გაუკავა ნიკომ.ქეთოს წინ დაუდგა ირაკლიც.
-ქეთოს ერთი თმის ღერიც,რომ შეურხიო მოგკლავ!-ცეცხლი აუკიაფდა თვალებში კაცს.ოღონდ მის ქეთოს არავინ შეხებოდა...
-ეგრე არა?-დაისისინა კაცმა.-ეგრე მოგვჭერი თავი არა?არ დაგინახო სახლში მოთრეული!
-რას ამბობ ნუგო?-ხმა შეეცვალა მარიკას.
-რაც გეყურება!აღარ ხარ შენ ჩემი შვილი,იცხოვრე ლომჯარიებთან და მოგხედონ!
-ნუ სულელობ...-ხელზე მოქაჩა ქმარს.
-შენ სახლში დაგელაპარაკები!-დაუღრინა ნიკოს.-შენ აღარ გაქვს სახლი და აღარც მშობლები!-გადახედა ირაკლის ზურგს უკან ჩამალულ ქეთოს.თმაზე ეფერებოდა კიტა გოგონას,მისი ხელი ძლიერად ჩაებღუჯა.-წამოდი!-უხეშად მიუგო ქალს.
-დე...-ჩუმად ამოილაპარაკა,მაგრამ მზერა ვერ გაუსწორა.
-მოდიხარ?-გადმოხედა შვილს.
-მოგვიანებით.-მძიმედ ამოთქვა ნიკომ და იქამდე არ მოუშორებია მზერა,სანამ სიბნელეს არ შეერწყა მათი სილუეტი...-კარგად ხარ?-გადახედა ატირებულ ქეთოს.
-მაპატიე,შენ მაინც მაპატიე...-მუხლები მოეკვეთა გოგონას,მაგრამ ხელი შეაშველა კაცმა.-მამას ხომ იცნობ,გიჟია,გამათხოვებდა...
-და შენით გათხოვდი არა?-დანანებით გააქნია თავი და ხელები მთელი ძალით მოხვია სხეულზე.-არ იტირო,მოგვარდება ყველაფერი,დრო მიეცი,დამშვიდდება ორივე.-თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.
-მაპატიე გთხოვ...
-მართლა გინდა დარჩენა?-აწყლიანებულ თვალებში ჩახედა დას.
-ხომ იცი...-ჩუმად ამოთქვა და მზერით ირაკლიზე ანიშნა შორიახლოს,რომ იდგა.ხომ იცი მიყვარსო,ამის თქმა უნდოდა,მაგრამ ასე ხმამაღლა ვერ გაბედა და უსიტყვოდ ანიშნა.
-მინდა,რომ ბედნიერი იყო,რამე თუ მოხდება ერთი ზარი და წაგიყვან გესმის?-სახე დაუკოცნა დას.-სახლში არ მიგიყვან,ბათუმში გადავიდეთ,შენ უბრალოდ მითხარი კარგი?
-კარგად არის ყველაფერი...
-რომ გაწყენინოს მოვკლავ,ხომ იცი?
-ვიცი...
-არ დამიმალო არაფერი გესმის ქეთო?სულ გქონდეს ჩემი იმედი...
-მესმის...
-სულ გვერდით ვიქნები,ხომ იცი?
-ვიცი...მაპატიებ?
-შენზე გაბრაზება არ შემიძლია,ხომ იცი?
-ვიცი...-სულ ოდნავ გაუღიმა.
-შედი სახლში,ირაკლის დაველაპარაკები და მერე სახლში ცოტა დავაწყნარებ სიტუაციას,ბარბარეს წავიყვან,რომ ტანსაცმელი ჩაგილაგოს კარგი?
-კარგი,არ ეჩხუბო...
-მიდი...-სულ ოდნავ უბიძგა სახლისკენ და ირაკლის გადახედა.-მოდი ვილაპარაკოთ.
-ნიკო შვილო...-წამოიწყო ნანომ.
-აღარ დავარტყამ,დაველაპარაკები უბრალოდ...-მშვიდი ხმით უთხრა და როგორც კი იქაურობას გაეცალა ქალი მის პირისპირ ჩამოჯდა.იქვე იჯდა კიტაც.-ხვდები,რომ მაგრად მიქარე?
-ვხვდები.
-რა გეგმა გაქვს?გაეყრები რამდენიმე წელში და უკან დააბრუნებ?
-ხომ იცი,რომ ვუყვარვარ...
-ჩემს დას,რომ უყვარხარ შენ რა ირაკლი?შენ გიყვარს?
-არა!-ალალად მიუგო.-მაგრამ ვეცდები,იქნებ მიყვარდება,იქნებ...
-იქნებ...ამის გამო მოიყვანე ცოლად?როგორ მინდა ყველა ძვალი დაგიმტვრიო!-გამოსცრა კბილებში.
-ხომ იცი,რომ გავუფრთხილდები?
-იცოდე,რომ აწყენინო...გავაფრენ!-არ ხუმრობდა დუმბაძე.მისი სუსტი წერტილი იყო ქეთო,მისი ცრემლების ფასი არაფერი იყო ნიკოსთვის.-მხოლოდ ერთი ზარი დასჭირდება იმისთვის,რომ აქვე შენს ეზოში,ამ კაკლის ხის ქვეშ დაგმარხო!
-ვიცი,არ ვაწყენინებ...
-ვერ შეიყვარებ,დატანჯავ და ყველაფერს გააფუჭებ...მე ქეთოსკენ დავდგები ხომ იცი?
-ვიცი,მაგრამ მომავალზე ნუ ლაპარაკობ,იქნებ რა ხდება...
-გიცნობ მე შენ,ამდენი წელი ცხვირწინ გყავდა და თუ არ შეგიყვარდა ახლა როგორ...
-ამდენი წელი ცხვირწინ,რომ მყავდა ბავშვი,რომ იყო იაზრებ?
-ახლაც ბავშვია შენს ასაკთან შედარებით...
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შუახნის კრიზისი მაქვს და თინეიჯერი მოვიყვანე ცოლად კარგი?-გაუწყრა მეგობარს.-ვიცი უფროსი ვარ მასზე,ვიცი ისე არ მოხდა როგორც გვინდოდა,მაგრამ ტარიელას აღარ ვჯობივარ შე*ემა?-სულ ოდნავ ჩაეღიმა და იქვე კუთხეში ჩაიფხუკუნა კიტამაც.
-რომ აწყენინებ და შენ მოსაკლავად,რომ მოვალ,26 ნერგს გამოვიყოლებ და საფლავზე დაგირგავ,თითო ყოველი წლისთვის.
-არ ვაწყენინებ,ნუ შემე*ი!
-დრო გვაჩვენებს მაგას.-ფეხზე წამოდგა და კიტას გადახედა.-წამო,გაგიყვან სახლში,დაისვენეო არ გითხრა ექიმმა?
-მასვენებთ?ყველას ეხლა მოგინდათ არევა.-ხელი აიქნია კაცმა.-ქეთოს მიმიხედე,თავი,რომ მომირჩება მერე ჩემიც გეშინოდეს.-„დაემუქრა“ მეგობარს,მხარზე ხელი დაჰკრა და ნელი ნაბიჯით დატოვა ეზო,წაიყვანეს ბარბარეც,რომ პატარძლის ტანსაცმელი ჩაელაგებინა.ახალი ჭორიც გაჩნდა სოფელში,დილიდანვე დაიწყებდნენ მეზობლები მზესუმზირის რჩევას და ამ ამბის განხილვას...



***
სახლში დაბრუნებულს დედა სახლში არ დახვდა,მეზობლებთან გადასულიყო,ეზოდანვე მიესალმა და ღობიდან გადავიდა ზოიასთან.მაგიდას მისხდომოდნენ,ისეთი დაძაბული აურა იყო სახლში უსიამოვნოდ გასცრა ტანში კაცს.
-კიტა შვილო გაიცანი ელენეს მშობლები,მერაბი და ლიკა.-გაუღიმა ქალმა.
-სასიამოვნოა.-ორივეს ჩამოართვა ხელი.ქალის ცრემლიან თვალებს დააკვირდა წამით,ელენეს მისი თვალები ჰქონდა...
-ბარბარე არ მოვიდა?
-მერე მოგიყვები.-დაღლილი ხმა ჰქონდა.-ელენე?-ვერ შეიკავა თავი,მაინც იკითხა.
-მასზე მინდოდა მეც მეკითხა...არ გინახავს?
-მე სად უნდა მენახა,ირაკლისთან ვიყავი.-მხრები აიჩეჩა და სატირლად ტუჩებდაბრეცილ ქალს მიაჩერდა.-კარგად არის ყველაფერი?
-ნეტავ სად არის ამ დროს...-ამოიქვითინა ქალმა და თავი ხელებში ჩარგო.
-წამოდი სახლში,მოგიყვები.-ჩუმად დაამატა და ფეხზე წამოდგა.-არ იდარდო ლიკა,გადავრეკავ მეზობლებთან,გავიკითხავ და იპოვნიან.-მხარზე მიეფერა ქალს.-ჩემს ბარბარესთან მეგობროს,ვკითხავ და თუ იცის გეტყვი.
-როგორ ვაწყენინე,მომიკვდეს თავი.-აგრძელებდა ისევ...
-კარგი ლიკა,დამშვიდდი,ჭკვიანია ჩვენი გოგო,ნაწყენია უბრალოდ და სეირნობს,ხომ იცი სულ ასე აკეთებს.-მიეფერა ცოლს.სხეულზე მიეკრო ქალიც.
-წამო.-ხელკავი გამოსდო შვილს და ცოლ-ქმარი მარტო დატოვეს.ეზოდან გასულები არ იყვნენ საუბარი,რომ დაიწყო კიტამ.
-არ იციან ელენე სად არის?
-არა.-ჩუმად ამოთქვა.-ძალიან იჩხუბეს,თურმე შორდებიან მისი მშობლები და აქ უნდა საცხოვრებლად გადმოსვლა ლიკას,ელენეს უთხრა აქ ვიცხოვრებთ ამიერიდანო,გააპროტესტა იმან,თბილისში გადავალ მამასთანო,ძალიან ყვიროდნენ შვილო...მერე...
-რა მერე დედაჩემო?-მიაჩერდა ქალს.
-ყვიროდა ორივე,ვიფიქრე ჩავერევიმეთქი,მაგრამ სანამ ეზოში შევედი მანამდე გაარტყა სახეში ლიკამ,ცრემლად იღვრებოდა საბრალო გოგო...-დანანებით გააქნია თავი.-ისეთ დღეში იყო,გავარდა ეგრევე სახლიდან და რამდენიმე საათია არ ჩანს...
-და აქ სხედან არაფერს აკეთებენ?-გაოგნდა კაცი.-მათი შვილი,შუაღამისას სახლში არ არის და ესენი არ ეძებენ?
-თურმე თბილისშიც ასე იქცეოდა,მეორე დღეს ბრუნდებოდაო...-მხრები აიჩეჩა ქალმა.
-აი თუ არ გამაგიჟებენ რა...იმან ცოლი მოიყვანა,ეს სახლიდან გარბის...გავაფრენ მართლა...
-ვინ მოიყვანა ცოლი?
-ირაკლიმ.შენმა ნაქებმა ირაკლიმ დაავლო ქეთოს ხელი და ცოლად მოიყვანა,ერთი ამბავი იყო უბანში,ცოტა დააკლდა ნუგოს იარაღით,რომ არ დაადგა.-ნერვიულად მოისრისა შუბლი და გამაყუჩებლის ორი აბი გადმოყარა პაკეტიდან.
-ჩვენმა ირაკლიმ...ჩვენი ქეთო?-გაოგნდა ქალი.
-ჰო,ნუგო ტარიელას აყოლებდა და ამათ მარტივი გამოსავალი მონახეს.
-რას ამბობ...-პირზე ხელი აიფარა.
-თუ არ მოვიდა ესეიგი იქ დარჩა ბარბარე,თუ არა ნიკო მოიყვანს.
-ცოლად თუ მოიყვანა იქ რა უნდა?ოთახში ხო არ დაუჯდება,სირცხვილია შვილო.
-დედა არ უყვარს ირაკლის,არ იცნობდე მაინც,ქეთოს უყვარს და შეეცოდა,მაგიტომ მოიყვანა.-არაფრისმომცემად აიქნია ხელი კაცმა და უკვე მეოთხედ დარეკა ელენეს ნომერზე.
-ხომ არ გაგიჟებულხართ ყველა ერთად...როგორ შეიძლება ცოლის მოყვანა,თუ არ უყვარს...
-გადადი და ჰკითხე...-ნერვიულობისგან ლამის გაჰქნია ტელეფონი.-ისე ხვალ მართლა გადაუარე ნანოს,ანერვიულებულია,ქეთოსაც ცოტახანს გვერდში დაუდექი,არ ელაპარაკებიან თავისები.
-აბა რას ვიზამ შვილო...ნამცხვარს გავუკეთებ და გადავალ დილითვე...-დაფაცურდა ქალი.-შენ საით?
-როგორ თუ საით?ელენეს მოსაძებნად.
-არ შეიძლება შენი ბოდიალი,არ გითხრა გასაგებად ექიმმა?-გაუწყრა შვილს.
-დედა ელენე სადღაც უპატრონოდ არის და მისი მშობლები ბუმბულს არჩევენ ეზოში,გგონია არ მოვძებნი?ხომ მიცნობ?!
-კარგი.-დაჰყვა მის ნებას ქალი.სხვა გზა არც ჰქონდა,ასეთი იყო კიტა,ვერ გადააფიქრებინებდა.გაოგნებულმა დაიწყო ნამცხვრის მზადება,ეს რა ხდებოდა ამ ერთიბეწო გუთურში?



***
გადაატრიალა მთელი სოფელი ამილახვარმა.მობილურზე,რომ არ პასუხობდა ეს ცალკე სიგიჟე იყო მისთვის,ლამის ყველა სახლს დაუარა,მაგრამ არავის ენახა.არც ცენტრში იყო,გიორგაძეებსაც კი მიაკითხა და თიკას მოჰკითხა,მაგრამ არ მინახავსო უთხრა და ცხირწინ მიუჯახუნა კარი.გოგონებმაც არაფერი იცოდნენ და უკვე ჭკუიდან გადასვლას ლამობდა ბარბარემ,რომ ლოკაცია გაუგზავნა,დამავიწყდა მობილურში ერთმანეთის ლოკაცია,რომ გვაქვს გაზიარებულიო და შვებითაც ამოისუნთქა.ლამის სირბილით გაჰყვა ლურჯ რგოლს მის მიმართულებას,რომ აჩვენებდა.უკვე პირველი საათი ხდებოდა და კანდელაკი ჯერაც არავის ენახა...
უკუნითი სიბნელე იდგა,ფანრის ამარა მიდიოდა ამილახვარი,გზას იკვლევდა სიმინდის ბაღებს შორის და თვალებს აფაციცებდა,რომ იქნებ სადმე ელენე დაენახა.მდინარის ხმაც მალევე მოესმა,დაღმართზე ნელი ნაბიჯით დაეშვა და იქვე მჯდომ გოგონას ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.შვებით ამოისუნთქა...
-ნორმალური ხარ გოგო?-წინ დაუდგა და ზემოდან დახედა.შიშისგან წამოიკივლა ელენემ.-მე ვარ დამშვიდდი.
-აქ რა გინდა?-წამოვარდა ფეხზე.
-შენ რა გინდა აქ?ამ შუაღამისას თან,ნერვიულობენ შენები.
-ოჰჰ,ახლა ანერვიულდნენ?-ჩაეცინა.-როგორი სამწუხაროა.
-ელენე!დაურეკე დედაშენს და უთხარი,რომ კარგად ხარ...-ხმა გაიმკაცრა კიტამ და ხელი შეაშველა,რომ არ დაცემულიყო.-შენ რა...შენ რა ნასვამი ხარ?
-ვარ.-ამაყად უპასუხა.
-ბო*იშვილივიყო ნორმალური თუ იყო შენ.-ფრთხილად ჩამოსვა მიწაზე და თავადაც გვერდით დაუჯდა.-რა გემართება?
-არაფერი.
-ვიცი,რაც მოხდა,მომიყევი.-ნაზად ჩამოუსვა გაყინულ სახეზე ხელი.ის ლურჯი ჟაკეტი გაიხადა აქამდე ელენეს ხელი და მაკრატელი,რომ არ შეხებია და მკლავებზე მოახურა.-არ გაჯიუტდე,გცივა...
-ისიც იცი,რომ აქ მტოვებს დედაჩემი?თურმე გურია ჩემი ახალი სახლია...
-ვიცი...ასეთი ცუდია?
-მთელი ცხოვრება აქ რა უნდა ვაკეთო?მაღაზიაში კონსულტანტად ვიმუშავო თუ გავთხოვდე და ოჯახს მოვეკიდო?
-დაწყნარდი.-ხმა უკანკალებდა გოგონას,ცრემლები უმისამართოდ დაიარებოდნენ მის სახეზე.
-არ მინდა მე აქ ცხოვრება,თბილისში დაბრუნება მინდა...არ მინდა,რომ შორდებოდნენ ჩემები...
-დამშვიდდი...-ცრემლები ცერებით შეუმშრალა გოგონას,სიბნელის მიუხედავად მაინც არჩევდა მის ლურჯ თვალებს,წითელი რომ შერეოდა.შუბლზე ნაზად აკოცა და ძლიერად მიიკრო გულზე.-ნუ ტირი გთხოვ...
-მეზიზღება ყველაფერი,საერთოდ გავიქცევი და ვეღარასდროს მნახავენ...
-ჩშშ...-თბილი ხმით ეჩურჩულებოდა ყურთან.-ნუ ნერვიულობ,მოგვარდება ყველაფერი.
-შუაზე ვიხლიჩები,ერთ მხარეს მამაჩემია,მეორე მხარეს დედა...
-მესმის...
-შენ რომელს აირჩევდი?-ქვემოდან ახედა,ალბათ ყველაზე სულელური კითხვა იყო ამქვეყნად.
-მე დაუფიქრებლად დედას ავირჩევდი,მაგრამ შენ სხვა სიტუაცია გაქვს.
-ჰო,ეგრეა.-თავი დაუკრა და თეთრ სახვევზე სულ ოდნავ შეეხო.-გავიგე ცუდად ყოფილხარ დღეს.სხვა რამეც იტკინე?
-არაფერი,უბრალოდ გონება დავკარგე,უნდა ვიწვე სამი დღე და გამივლის.
-მერე აქ რა გინდა?წადი სახლში და დაწექი.
-მერე შენ აქ დაგტოვო?-ჩაეღიმა,თითები მის თმაში აეხლართა და ზემოდან დასცქეროდა გოგონას.
-დამტოვე,მაინც ყველა მტოვებს ვერ ხედავ?
-ნუ სულელობ,ადექი,წამოდი სახლამდე მიგაცილებ.
-არ მინდა.-გაჯიუტდა ისევ.-შენ წადი,არ მინდა რამე დაგემართოს ჩემს გამო...ისედაც ჩემს გამო გჭირს,მაგრამ მეტად არ მინდა,რომ დაშავდე...
-შენს გარეშე არ წავალ...ალკოჰოლის სუნი არ გაქვს,დარწმუნებული ხარ,რომ ნასვამი ხარ?
-არ ვარ ნასვამი,უბრალოდ ქვაზე დამიცდა ფეხი...-იმართლა თავი.-წადი.
-არა ელენე,აქ მარტოს ვერ დაგტოვებ.
-რატომ?-არ მოეშვა მაინც.
-იმიტომ,რომ შეგეშინდება...
-მე შენიც მეშინოდა გახსოვს?
-ახლა?
-ახლა აღარ...-თითები ნაზად გადაატარა მის ჭრილობას.-ბოდიში,ჩემს გამოა...
-ამის სანაცვლოდ მივიღე.-მის დალურჯებულ მკლავს ნაზად აკოცა და მხარზე ნიკაპით დაეყრდნო.-წამოდი სახლში.
-არა...-თმა აუბურდა კაცს.აგიჟებდა მისი სურნელი.მისკენ გადაიხარა,რომ უკეთ შეეგრძნო.-ამ სუნამოს სახელი მჭირდება,ძალიან კარგი სურნელი აქვს.
-რისთვის?-ყელზე აასრიალა თითები.
-რომ ვიყიდო.
-კაცის სუნამოა.
-შაკოს დავასხამხოლმე.-წამოსცდა უნებურად და ისევ გადააწყდა კაცის ბნელ სფეროებს.იგრძნო მისი მარჯვენას შეხება წელზე,მისი მწველი ტუჩები ყელზე და ერთიანად გააჟრჟოლა.
-შაკოს არა?-ყბის ძვალზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.-ჩემი სუნამო გინდა სხვისთვის?
-შაკოს თუ არა სხვა ვინმეს დავასხამ,მითხარი სახელი.-სახე მისკენ შეატრიალა...სულ ოდნავ აუწია მაისური და ცერა თითი შიშველ კანზე გადაატარა ელენეს.-მერე მათ ჰუდებს ან ჟაკეტს მოვიპარავ.
-ჩემი მოიპარე.-დასცდა მის ბაგეებს და ტუჩის კუთხესთან აკოცა.-გავჩერდე?-თბილი ხმით იკითხა და ალბათ მილიონსაც გაიღებდა ახლა მისი სახე,რომ გაერჩია იმ სიბნელეში.
-გაჩერდი,შენ თუ გინდა...-ჩუმად ამოილაპარაკა და ცალი ხელი კისერზე მოხვია.ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა და იგრძნო კაცის ბაგეების შეხებაც.მეორე ხელი სახეზე მოეხვია და მთელი გრძნობით უკოცნიდა ტუჩებს მის წინ მჯდომ გოგონას.სრულ ნეტარებას მიეცა ელენე,გონება გაეთიშა,თითოეული მისი შეხება სწვავდა,თავს აკარგვინებდა.მაისურის ქვეშ გრძნობდა მის ძლიერ მარჯვენას,უმისამართოდ რომ დაიარებოდა სხეულზე,მაგრამ არ ადარდებდა.-რისთვის?-როგორც კი მოსწყდა მის ბაგეებს და ჰაერი ჩაისუნთქა მიაჩერდა კაცს.მართალია ვერაფერს ხედავდა,მაგრამ მაინც მხოლოდ მას უყურებდა.
-ჯერ მაკოცე,მერე გიპასუხებ.-ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა და ისევ ტუჩებს დაუბრუნდა,ამჯერად ხელი მის შიშველ ბარძაყზე აასრიალა და მარტივი მოძრაობით ჩაისვა კალთაში,ასე უფრო მარტივი იყო.არაფრის თქმა არ აცადა ელენეს ენით გაიკვლია მის ტუჩებს შორის გზა და წელიდან საჯდომზე ჩააცურა მარჯვენა.სიამოვნებისგან გონებადაბინდულმა ორივე ხელი მოხვია კაცს,მუხლებით მიწას დაყრდნობოდა და მის ყველა მოძრაობას უნებურად ჰყვებოდა.-დაურეკე დედაშენს.-მის ბაგესთან დაიჩურჩულა და თმა ნაზად გადაუწია სახიდან.-ძალიან ნერვიულობს.
-ახლა დედაჩემზე მართლა მელაპარაკები?-სასაცილოდ არ ეყო.
-მაშინ დედაჩემს დავურეკავ და ვეტყვი,რომ ჩემთან ხარ...
-არ დაურეკო...
-იმას კი არ ვეტყვი კალთაში მიზის და პირველი კოცნა მოვპარეთქო.-სიცილი წასკდა ამილახვარს.-უბრალოდ ვეტყვი,რომ კარგად ხარ.
-მომაშორე ხელები.-წამში გაითავისუფლა მისგან თავი.-თავხედო!
-გაჩერდი!-უცებ იცვალა ტონი.-ნუ მეჯიუტები.
-რა გინდა?
-შენ.-ნაზად მიაკრო ტუჩები ლოყაზე და სხეულზე მიიხუტა.-ტყუილად ცდილობ.
-რატომ გააკეთე?
-შენ რატომ მომეცი უფლება?-უნებურად ეღიმებოდა.
-მაინც არ წავალ სახლში!-ჯიუტად გაიმეორა.
-აბა რას აპირებ?აქ იჯდები დილამდე?
-იქამდე ვიჯდები სანამ არ გადამივლის!
-ელენე...
-კიტა!
-ადექი,წავიდეთ.
-არ წამოვალ სახლში...
-წამოდი.-გვერდით ამოუდგა.-ცოდოა დედაშენი.
-მზრუნველი ბიჭივით ნუ მექცევი რა.-მაინც დაგესლა.
-ახლა მართლა გავბრაზდები,წამოდი.-მსუბუქად მოკიდა ხელი,თუმცა წამში გაითავისუფლა მისგან თავი.
-არ წამოვალ კიტა!
-ვაიმე როგორ მიშლი ნერვებს.-ახლოს მიიზიდა და წელზე ხელები მოხვია.ისე უჭერდა ხელებს თითქოს ვინმე მის წართმევას აპირებდა.-არადა დღეისთვის ზედმეტი მოუვათქო ვიფიქრე,მაგრამ რადგან არ ჩერდები...-როგორც სჩვეოდა მხრიდან ნაზი კოცნებით აუყვა ყელს.
-ძალიან თავხედი ხარ იცი?-უკვე ტუჩებთან მისულს უთხრა და ამჯერად მისი კოცნა არ დაანება.
-შენკიდევ ძალიან ჯიუტი,წამოხვალ?
-არა!-სახე დაუმანჭა კაცს,სიბნელის გამო არ ჩანდა.
-კარგი.-თავი მაღლა ააწევინა და კიდევ ერთხელ შეეხო მის ბაგეებს.არაფერი ჰქონდა საერთო ლანასთან,არაფრით ჰგავდა,მაგრამ მაინც იზიდავდა,ვერაფერს უხერხებდა თავს...
-გაიწიე!-მკერდზე უხეშად ჰკრა ხელი.-სახლში არ მივალ კიტა!
-კარგი,ჩემთან წამოდი.
-რა?
-ჩემთან დარჩი.
-ცოლადაც ხომ არ გამოგყვე და ბავშვები გაგიჩინო?
-მართლა ბავშვი ხარ.-თავი გააქნია სიცილით.-წამო.
-არ ვარ ბავშვი,19 წლის ვარ!-გააპროტესტა მაშინვე.
-ჯერ მაგდენისაც არ ხარ,46 საათი გაკლია.-ღიმილით ამოთქვა და ხელი მოხვია.
-დედაშენი რას იტყვის?
-ბარბარეს ოთახში დაგაძინებ,რა უნდა თქვას?
-კარგი.-მხრები აიჩეჩა და მის ნებას დაჰყვა.იმ მომენტში უცებ დაავიწყდა კიდეც მშობლების ამბავი,უნებურად ბედნიერი იყო კიტას გამო...
არაფერი უთქვამს ნინას,უხმოდ გაუშალა საწოლი ბარბარეს ოთახში.არ დაუძალებია სახლში გადასვლა,ახლა არ იყო ამის დრო.შვილს მიუჯდა გვერდით,სიგარეტს,რომ ეწეოდა ნერვიულად.რაღაც აფორიაქებდა,სულში სწვდებოდა...
-რა გაწუხებს?-ჩაეკითხა ბოლოს.
-არაფერი,რატომ?
-ეს დღეებია ჩაფიქრებული ხარ...ვიცი მე შენი ეს მზერა,გქონდა ერთხელ უკვე.
-ლანას არ ჰგავს.არაფრით!-დაამატა მაშინვე.
-ვიცი...
-მივქარავ მაგრად და მერე გასალახი ვიქნები,მომზადებული გქონდეს თხილის წკეპლა,რაც ბავშვობაში დამაკელი ერთიანად ამინაზღაურე.-თბილად აკოცა დედას ლოყაზე.
-კიტა...
-ვიცი დედა,არ შეიძლება.
-აბა რა გაწუხებს?
-თავს,რომ ვერ ვერევი ეგ,მხოლოდ ეგ მაწუხებს...-მძიმედ ამოილაპარაკა და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.
-მაგიტომ ზიხარ ახლა თავგაკერილი,რაიყო არ შეიძლება ახლიდან შეგიყვარდეს?
-მერე ისევ ისე,რომ მეტკინოს?-ჩაეცინა.-არ გახსოვს როგორ გაწყენინე?თავს მაგას აღარ გავუკეთებ.
-ყველა არ გიღალატებს...
-ქალაქელები დედაჩემო,ხომ იცნობ მაგათ.-ცერად გახედა.-არ გამოვა.-გადაჭრით თქვა და ფეხზე წამოდგა.წამიერად ინანა ყველაფერი,რაც მდინარესთან მოხდა.



***(4 წლის წინ)
პირველად გურიაში,რომ ჩამოვიდნენ სკოლაში ის გოგონა შენიშნა,თავდავიწყებით,რომ შეუყვარდა... თავიდან თბილისში ცხოვრობდნენ,მერე გაუჭირდა ოჯახს და დათომ სამშობლოში ჩამოიყვანა ცოლ-შვილი.ორი წელი ჰქონდათ სხვაობა,ულამაზესი გოგონა იყო ლანა,ან უბრალოდ მას ეჩვენებოდა ასე...მალევე დაიწყეს შეხვედრა,ყველამ იცოდა,რომ ერთმანეთი უყვარდათ,ისეთი მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ...სიგიჟემდე უყვარდა ჩვენს კიტას და აღმერთებდა კიდეც,მიღებული სარძლო იყო ოჯახშიც და ყველამ იცოდა,რომ ქორწინებით დასრულდებოდა მათი ურთიერთობა...
ლანას ოჯახს უჭირდა,ამიტომ კიტა ეხმარებოდა,ერთი მასწავლებლის ფულს თავად უხდიდა,ფინანსურად რომ არ გასჭირვებოდა მშენებლობაზე მუშაობდა,დღეს და ღამეს ასწორებდა...
ჩააბარა უნივერსიტეტში ჩვენმა ლანამ და წავიდა თბილისში...ჯავახიშვილში მოეწყო...პირველ წელს ყველაფერი კარგად იყო,კიტა ფულს აგროვებდა,რომ იქით გადასულიყო საცხოვრებლად და უფრო მეტად დასდგომოდა გვერდში.ყველაფერი ამ ქვეყანაზე მისთვის უნდოდა...
არასოდეს ყოფილა ეჭვიანი,პირიქით,სულ ცდილობდა არ შეეზღუდა,მეგობრებთან როცა მიდიოდა არ აწუხებდა,აქეთ ექაჩებოდა,რომ გარეთ გასულიყო,დაბადებისდღეები არ გამოეტოვებინა და საბედისწერო დაბადებისდღეზეც მოხვდა ქალბატონი... შიშველს გაეღვიძა მეორე დილით,ცარიელ საწოლში,საკუთარი სინდისის პირისპირ...გატყდა და სულ შეიცვალა...მოგვიანებით იპოვნა იმ ბიჭმა,შეეშინდა,ნამუსახდილს ვინღა მიმიღებსო და კურკურიც დაუწყო.ვერ იძინებდა,ვერ ჭამდა...კიტას ვერაფერს ეუბნებოდა...მიხვდა კაცი,რომ რაღაც რიგზზე ვერ იყო და ჯიბეში ბეჭდით თბილისის გზას დაადგა.
საბედისწერო კიბეები.
საბედისწერო ზარი კარზე...
პენუარში გამოწყობილი ლანა და შიშველი ბიჭი დივანზე...
ისტერიკა...
იმედგაცრუება...
საკუთარი გატეხილი გულის ძახილი...
უნდოდა მოეკლა,უნდოდა,რომ გული ხელით ამოეგლიჯა იმ ბიჭისთვის,მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა.
უხმოდ ჩაიარა კიბეები...
ზიზღი მოსწოლოდა თვალებში...
ალკოჰოლი...ქალები...სე*სი...კიტას ყოველდღიურობა და განადგურებული ნინა,შვილის ამბავი,რომ ასე სტანჯავდა...
გათხოვდა ლანა...ორსულად იყო...3 წლის ბიჭი ჰყავდა,ქმარს გაშორებია,გურიაში დაბრუნებულა ოჯახთან,ჯერ არავინ იცოდა...




***
დილით ბარბარემ გამოაღვიძა,პირდაპირი მნიშვნელობით თავზე დაახტა მეგობარს.
დილაუთენია შეეწუხებინა რაღაცას,ქეთოს თავისი პრობლემებიც ეყოფოდა ამიტომ ელენეს მიადგა.
-გაიღვიძე უკვე,11 ხდება.-რამდენჯერმე მოუღიტინა ფეხის გულზე და წიხლიც დაიმსახურა გვერდში.
-დამაძინე ქალო,ძლივს არ ყივის ელზას მამალი.-თავზე წაიფარა საბანი.
-უნდა მოგიყვე,თორემ გავსკდები იცოდე.-ერთი მოძრაობით გადააძრო და ხელზე მოქაჩა.-გთხოვ,თან დამარიგე ჩემს ძმას როგორ შევაპარო.-ძმის გაგონებაზე თვალები ჭყიტა მაშინვე.
-რა უნდა შეაპარო?-წამოიწია და თვალები მოისრისა.
-არ თქვა არსად ოღონდ...ნოდომ მითხრა ლანა დაბრუნდაო,1 კვირაა გურიაშია.
-ლანა ვინაა?
-ჩემი ძმის ყოფილი საცოლე...შეყვარებული...
-ჰა?-გუგები გაუფართოვდა.
-4 წლის წინ ისე გააუბედურა ჩემი ძმა,ერთი წელი ლოთი კიტა იყო,ბათუმში იყო,არ ჩამოდიოდა აქეთ.
-რას ამბობ?-იგრძნო როგორ გაუორმაგდა გულისცემა.
-ნახავს და მეშინია არ გაგიჟდეს ისევ.-ჩუმად ამოთქვა და თითები ერთმანეთში ახლართა.-ძალიან უყვარდა,მგონი ახლაც...
-ახლაც?-ჩაეკითხა მაინც.
-ჰო,მისი ფოტოები ისევ შენახული აქვს,თან ქმარს გაშორებია,ეგ რომ მოათრიოს სახლში ვერ გადავიტან...-ხმაურით გადაყლაპა ელენემ ყელში მოწოლილი ბურთი და თავი ჩახარა.გუშინ რა კარგად გრძნობდა თავს და 24 საათიც კი არ დასცალდა ბედნიერება.ტირილი არ შეეძლო,მერე ბარბარეს როგორ აუხსნიდა?გაახსენდა ის ფოტო და ბეჭედი და უნებურად გული შეეკუმშა,აღარც ახსოვდა ეგ ამბავი...
-შენი აზრით შეურიგდება?
-ისე ძალიან უყვარდა მგონია,რომ ამის პატიებაც კი შეუძლია,შვილიანად მიიღებს...
-შვილი ჰყავს იმ გოგოს?
-ჰო,3 წლის იქნება ალბათ...-გულში ნემსებივით ესობოდა მისი თითოეული სიტყვა,უნებურად გაუკრთა გონებში მისი ყოველი შეხება,კოცნა და ლამის მთელი ხმით იღრიალა.
-ქეთო როგორ არის?-შეცვალა თემა მოულოდნელად.
-კარგად არის,როგორც შეუძლია...ირაკლი ორ სიტყვას თუ ეტყვის ეგ არის მხოლოდ,ადრე ისე კარგად იყვნენ,ზურგით დაატარებდახოლმე ქეთოს,ერთად იცინოდნენ...ახლა დაინგრა ბევრი რამ...-ნაღვლიანად ამოთქვა.
-დილამშვიდობისა.-კარში ჩამოდგა ამილახვარი.-ყავა გააკეთა დედამ,ნამცხვარიც დატოვა თქვენთვის,ქეთოსკენ წავიდა.
-მე არ მინდა.-გააპროტესტა ელენემ და სახეზე შეეყინა ამილახვარს ღიმილი.-უნდა წავიდე,ჩემები მელოდებიან ალბათ.
-გუშინვე უთხრა შენებს დედაჩემმა,არ ნერვიულობენ,მეც ველაპარაკე ეზოში,რომ იყვნენ...
-მაინც წასვლა მირჩევნია,ჩემთან წამო ბარბარე,იქით დავლიოთ ყავა.-წამში აიკოსა აბურდული თმა და ფეხსაცმელი ამოიცვა.
-სად გარბიხარ,დავლიოთ აქ...
-არა,ჩემთან გადმოდი,ასე ჯობია...-იუარა მაშინვე და შურდულივით გავარდა სახლიდან.მხოლოდ თვალის გაყოლება მოასწრო კიტამ.
-ისევ იჩხუბეთ?-მობეზრებულად აატრიალა თვალები ბარბარემ.
-არა.-თავადაც გაუკვირდა.
-აბა რა ბზიკმა უკბინა?
-მერავიცი?-წარბები აწკიპა მაშინვე.ძლივს შეიკავა თავი,რომ უკან არ გაჰყოლოდა...



***
-მაპატიე დედი.-ეფერებოდა ელენეს ლიკა.-ასეა საჭირო ახლა კარგი?
-სამუდამოდ აქ ვერ ვიცხოვრებ,ჩაბარება მინდა და შენც იცი.
-ვიცი დედი,მაგრამ თბილისში ვერ.-უხსნიდა ქალი.-ბათუმში უფრო იაფია ქირა,იქით ჩააბარე,ხომ გიყვარს ზღვა?
-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს...-ამოთქვა უცებ.ოღონდ გუთურს მოშორებოდა და გორშიც კი ისწავლიდა...
არც მდინარეზე გაუცია ხმა კიტასთვის,ბარბარეს გვერდიდან არ შორდებოდა და მასთან მარტო დარჩენას ერიდებოდა.თვალს არ აშორებდა კაცი,თითქოს მიზანში ჰყავდა ამოღებული ხან თვალების ხამხამიც კი ავიწყდებოდა.წყალში არ ჩასულა,ისიც კი არ იცის რატომ წავიდა მდინარეზე,ბიჭები ხომ არ იყვნენ იქ.უბრალოდ ელენეს ნახვა უნდოდა...
მისდა გასაკვირად შაკო არ გამოჩენილა იმ დღეს,არადა ზუსტად მისით აპირებდა ყველაფრის „გაპრავებას“.
საღამოს წავიდნენ ელენეს მშობლები,განქორწინების ამბები ჰქონდათ მოსაგვარებელი,ბინა დასაცლელი,ავეჯი გადასატანი და მოკლედ უამრავი საქმე იყო.მალე დაბრუნდებოდა ლიკა,მერაბი კი ალბათ კიდევ კარგახანს ვერ ნახავდა შვილს.დაბადებისდღის საჩუქარი წინასწარ ოთახში დაუტოვა და მალევე გაუჩინარდა...
ლომჯარიებთან არ იყო საქმე კარგად,არაფერს ჭამდა ქეთო,არც ნინას მოფერებამ უშველა,დედას ვერავინ შეუცვლიდა.ვერც ნიკომ დაარწმუნა,ყელში ლუკმა არ გადასდიოდა.ვერ ეკარებოდა ირაკლი,თითქოს ფიქრობდა,რომ ნებისმიერი ნაბიჯი არასწორი იქნებოდა,ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა,რომ ასე იმპულსურად მოიქცა და ამდენი ადამიანი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.ჭორებსაც მოჰკრა ყური,ორსულად იქნებოდა და მაგიტომ მოიყვანდაო,ჩხუბიც მოუწია სოფელში,მიყვარდა და იმიტომ მოვიყვანეო ისე ამაყად განაცხადა თითქოს სიმართლეს ამბობდეს,ასე ცუდად ტყუილის გამო თავი არასოდეს უგრძვნია...
-ქეთო...-მიუახლოვდა ოთახში მარტო მჯდომს,ერთ წერტილს,რომ მიშტერებოდა.-ჩამოდი,ჭამე რამე გთხოვ...
-არ მშია.-ჩუმად ამოილაპარაკა.-ხალხი ლაპარაკობს არა?
-ლაპარაკობს,მაგრამ დაავიწყდებათ.
-შეეტენაო იტყვიან,ალბათ ზოგი ორსულობასაც მომაწერს...იდეაში შემოგეტენე მართლა.-სულ ოდნავ ჩაეღიმა.
-მე შემოგთავაზე ქორწინება,შენ ხომ არ გითხოვია?ისე გამოდის,რომ მე შემოგეტენე.-ხუმრობა სცადა კაცმა.
-რამ მოგაფიქრა?შენ ხომ არ გიყვარვარ,დასავით გიყურებო...
-ასე მარტივად არ არის ყველაფერი.-გვერდით ჩამოუჯდა.-მამაშენის ამბავი ვიცი,გაგათხოვებდა...შენი ცრემლები არ მიღირდა ამად,სულ მაგიჟებდა ნაწყენი,რომ იყავი და ახლაც ასეა,მინდოდა დაგხმარებოდი...
-ვინმე,რომ შეგიყვარდეს?ოდესმე ხომ გამეყრები...
-ბევრს ნუ ფიქრობ.-ცრემლები მოწმინდა კაცმა.-თუ გავეყრებით მხოლოდ მაშინ,როდესაც შენ ფეხზე დგომას შეძლებ.
-ესეიგი უკვე ფიქრობ ამაზე...-დანანებით გააქნია თავი,უკან დაიხია წამიერად.
-რა ვქნა ქეთო?დრო მომეცი გთხოვ...ასეთი მარტივი არ არის,ხომ იცი შენც...
-ვიცი,სანამ გამოგყვებოდი მანამდე უნდა მეფიქრა,ახლა გვიანია.-ყურები ჩამოყარა,ნაწყენი იყო.სტკიოდა,რომ იგივეს არ გრძნობდა ირაკლი.
-ქეთო,მოდი ისევ მეგობრობით დავიწყოთ.-თავი ააწევინა გოგონას.-ვერ ვიტან შენთან ამ დაძაბულობას,უხერხულობას...მიჭირს ქეთო...
-გგონია მე არა?
-ხოდა მომეცი უფლება შენი მეგობარი ვიყო,დასაწყისისთვის ასე იყოს,მერე ვნახოთ.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,მთელი სხეული დაეჭიმა.
-არც მე მინდა შენთან ასე ვიყო,მადლობელი ვარ,რაც გააკეთე ჩემთვის და არ მინდა შენთან უხერხულად ვიყო,ვითომ ისევ მეგობრები ვართ...ვითომ არ მიყვარხარ,კარგი?
-კარგი.-შუბლზე ნაზად აკოცა და ფეხზე წამოდგა,კარადიდან ნივთების აღებას და გასვლას აპირებდა.
-აქ დარჩი.-ამოილაპარაკა მოულოდნელად.
-ქეთო...
-მეგობრები,რომ ვიყავით ხომ გვეძინა ერთ საწოლში?შენი ოთახია,დარჩი და დაიძინე.-თავადაც ვერ გაეგო როგორ იპოვნა ამხელა ძალა საკუთარ თავში,მაგრამ უნდოდა რომ გვერდით ყოფილიყო,არ უნდოდა წასულიყო...აღარ გაუპროტესტებია,იმ ღამით მასთან დარჩა...



***
-შენ მე ჭკუიდან გადამიყვან!-როგორც იქნა დაიმარტოხელა გოგონა.-რანაირად იქცევი?
-რა გინდა კიტა?-უკვე მიჩვეული იყო მის ასეთ შემოსვლებს.
-რანაირად იქცევი მთელი დღეა?-წინ დაუდგა და ზემოდან დააჩერდა.
-რანაირად ვიქცევი?
-თავს მარიდებ!
-ნუ სულელობ...
-ნანობ რამეს თუ რა საქციელია?-წარბები ზემოთ აწკიპა კაცმა.
-რა უნდა ვინანო?ერთი უბრალო კოცნა იყო...-წამოროშა გაუაზრებლად.ვერ შეძლებდა,არ უნდოდა ახლა გრძნობებს აჰყოლოდა და ერთ თვეში მიეტოვებინა მერე კიტას,თან ყოფილის გამო...
-აბა ერთი კარგად შემომხედე!-თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა.-რა გემართება?რა ბზიკმა გიკბინა?
-არაფერსაც არ უკბენია,უბრალოდ არ ვთვლი მნიშვნელოვნად,შენც შეგიძლია მშვიდად იყო.
-რაებს მიედ-მოედები?
-დავივიწყოთ,რაც მოხდა კარგი?-ძლივს ამოილაპარაკა,არადა ყველაზე ნაკლებად ახლა ამის დავიწყება უნდოდა.-წადი.
-რა მოხდა?
-არაფერი.-უკმეხად მიუგდო და ზურგი აქცია.
-ელენე!-ექოდ გაისმა კაცის ხმა ოთახში.-მობრუნდი!-მუხლებში ძალა წაერთვა კანდელაკს.უნებურად დაჰყვა მის ნებას და მისკენ შებრუნდა.გაცეცხლებული თვალებით,რომ შეჰყურებდა კაცი,თვალი ვერ გაუსწორა.-მითხარი რა მოხდა.-შედარებით მშვიდად მიუგო.
-მინდა,რომ წახვიდე.
-რატომ?
-მე შენ არ გიცნობ,სისულელე გავაკეთე გუშინ...სხვა მომწონს კარგი?თბილისში...ერთი ბიჭია...-ერთ ტყუილს მეორე დაუმატა და დაინახა როგორ შეჭმუხნა სახე,თვალებში ცეცხლთან ერთად ქარიშხალი ჰქონდა გამეფებული,გაბრაზდა...ჰო,ძალიან გაბრაზდა...
-სხვა მოგწონს და გუშინ კალთაში ჩამიხტი?
-ვნებას დავყევი,ემართება ადამიანს ასეთი რამ.-ძლივს ამოთქვა.
-გუშინ წინ?რომ გეხებოდი არ გახსოვდა სხვა,რომ მოგწონდა?-უხეშად მოკიდა მაჯაზე ხელი და უფრო ახლოს მიიზიდა.-გეკითხები არ გახსოვდა?
-გითხარი,რომ...
-ყ*ეზე მ*იდია რა მითხარი,პასუხი გამეცი!-ერთიანად დაეჭიმა სხეული,ხმა ვერ დაიმორჩილა და უნებურად დაუყვირა.-ჩემამდე შაკოსთან როგორც იქცეოდი არც ის იყო ლამაზი,ამნეზია გქონდა ბოლო 2 კვირა?
-გამიშვი ხელი...
-მართლა ის ქალაქელი გოგო ყოფილხარ მე,რომ მეგონე პირველი დანახვისას...-მძიმედ ამოთქვა და ხელი შეუშვა.აღარ ჰქონდა მასთან საუბარს აზრი.კარი უხეშად გამოგლიჯა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.სიგიჟის ზღვარზე იყო ამილახვარი...




***
-ბარბი?-უკან მიჰყვა ატირებულ გოგონას ნიკო.ცხარე ცრემლით,უხმოდ ტიროდა.
-ნიკო...-ამოისლუკუნა ძლივს და ცრემლები შეიმშრალა.არ უნდოდა მის თვალწინ ეტირა.
-რა მოგივიდა?-დააჩერდა ზემოდან.-შემოდი წყალი დალიე,რა დღეში ხარ?
-არა,ოღონდ სახლში არა გთხოვ.-მუდარით მიუგო და გზის გაგრძელება სცადა.
-კარგი,მოდი ჩემთან,სად მიდიხარ ამ დროს მარტო...ასეთ დროს როდიდან დადიხარ?
-გთხოვ კიტას არ უთხრა,გაგიჟდება,დალეწავს ყველაფერს...
-რა არ უნდა ვუთხრა,რა ხდება გოგო?აბა მობრუნდი და მომიყევი!-გააჩერა მაშინვე.-დაიწყე!
-ნოდომ მიღალატა.-ამოთქვა წყენით,მის მკერდს მიაყრდნო თავი,სანუგეშებლად სიტყვა ვერ დასცდა დუმბაძეს.
-რას ამბობ გოგო?აბა მითხარი!-ააწევინა ისევ თავი.-მითხარი რა მოხდა,ნორმალურად...
-ლელასთან დადის თურმე,არ მჯეროდა,დღეს ვნახე მანქანაში,რომ კოცნიდა...
-მაგას მოვუ**ნავ!-დაიგრგვინა გაავებულმა და ხელი მოხვია.-სახლში წამოდი და ვნახავ მე მაგას.
-არა გთხოვ,კიტა გაიგებს,გაგიჟდება!
-გასაგიჟებელიცაა ეგ სი*ი!ნებართვა მისცა,რომ შეგხვედროდა...კურთხევა მისცა ფაქტობრივად,რომ შენც თავისუფლად ყოფილიყავი და მაგას დამიხედეთ!რამე ხომ არ გაკადრა?
-არა,მე...
-მითხარი ბარბი,რამე თუა არ დამიმალო.-ჩააცქერდა აწყლიანებულ თვალებში.-მოვკლავ მართლა გეუბნები.
-არაფერი მართლა,მამის სულს გეფიცები.-იუარა მაშინვე.-ცოლად მოყვანაზე მენამიოკებოდა,მაგრამ არაფერი უთქვამს,დღეს ასე ვნახე...
-წამო ქეთოსთან წაგიყვან.-როგორღაც უნდოდა დაემშვიდებინა,მაგრამ არ გამოსდიოდა.
-არა,ქეთოსთან არა.-იუარა ეგეც.-ქეთოს თავისი პრობლემებიც ეყოფა,რა შარშია ვერ ხედავ?ელენესთან მივალ...
-ესეიგი და-ძმა შემშლით რა.-საფეთქელზე მძიმედ მიიჭირა ხელი.-ის ყოფილთან გარბის,ეს შეყვარებულისგან გამორბის...
-რა?-გუგები გაუფართოვდა.
-არაფერი არა,მიდი წამოდი.
-არ მითხრა,რომ ლანასთან წავიდა!
-არ გეტყვი,წამო...-მიეფერა ქალს.როდის გაიზარდა ასე?
კიკინებზე,რომ აწვალებდნენ კლასელები იქიდან ახსოვდა...
დღეს მისი გულის გატეხვაც მოახერხეს...



***
შუაღამისას დაადგნენ თავზე ტორტით ხელში გოგონები,19 წელიც შეუსრულდა კანდელაკ ელენეს და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან უყვარდა ეს დღე,ამჯერად მხოლოდ ძალით უღიმოდა გოგონებს.
რამდენიმე ჭიქა დალიეს მხოლოდ,ცოტა იმღერეს,იმხიარულეს და სულ ეს იყო ელენეს დაბადებისდღე.თვალცრემლიანი ელაპარაკა დედ-მამას.როგორ უნდოდა ორივე გვერდით ჰყოლოდა,მაგრამ აწი არცერთ დაბადებისდღეზე აღარ იქნებოდნენ ერთად...
საბანში გაეხვა,ეტკინა ყველაფერი ერთად...
სამივე კი იცინოდა,მაგრამ სამივეს თავისი წილი დარდი ჰქონდა გულში.
ქეთო ქმარს არ უყვარდა.
ბარბარეს შეყვარებულმა უღალატა.
თავად კიტას ეტრფოდა,მაგრამ კიტას გული სხვას ჰქონია დაკავებული...
ცრემლები მოეძალა,ატირდა...
-ელო...-შევიდა მის ოთახში ამილახვარი.სულ პოულობდა მიზეზს მასთან დასაბრუნებლად.ფეხი ერეოდა,ძალიან იყო მთვრალი,ალბათ ექიმს,რომ დაენახა წიხლით სცემდა ახლა...
-რა გინდა აქ?-ამოისრუტუნა და საბანი თავზეც წაიფარა.მის წინ ჩაიმუხლა,უხეშად ჩამოსწია ნაჭერი,რაღაც პარკი იქვე იატაკზე დადო და ცხვირწინ მამალო აუთამაშა.
-შენს დღეს გილოცავ ელო...-გაუღიმა.
-კიტა...-სინათლეს ხელი მიჰკრა და პატარა ნათურიდან მჟუტავ სინათლეს თვალი მოარიდა.-შენ...
-არ გამოვა შენი გაქცევის ამბავი,მაშინ უნდა გაქცეულიყავი იქ...მდინარეზე...
-ეს...-ხელში მამალო შეათამაშა,ბავშვობის მერე არ უნახავს.
-რა გატირებს?თანაც შენს დაბადებისდღეზე...
-წადი.
-არ დაიწყო,თორემ გავბრაზდები!არ წავალ და არც შენ გაგიშვებ.-მის გარშემო დააწყო ხელები და თვალებში ჩააკვირდა.-ის სხვა,რომ მოგწონს...მოსწონხარ იმას?
-გთხოვ წადი...
-გამაგდე.-გაეღიმა და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.ჟრუანტელმა დაუარა კანდელაკს.კისერზე გადაინაცვლა.ყბის ძვალზე,ლოყაზე...ურცხვად მიაკრო ტუჩები და მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია.-მარწყვის გლოსი,რომ წაგისვამს ამ შუაღამეს პრინცის კოცნას ელოდები ელო?-ცხვირში მოუღიტინა მისმა სურნელმა და დაუკითხავად წაეტანა ბაგეებზე.
-კიტა არ შეიძლება...
-რატომ?სხვა,რომ მოგწონს მაგიტომ?
-იმიტომ,რომ შენ მოგწონს სხვა...-ამოთქვა ძლივს და ქვემოდან მიაჩერდა.
-აჰა...ლანას ამბავი გაიგე და მაგიტომ გაგიჟდი?-ჩაეცინა,მისი თითები თავისაში მოიქცია და ნაზად დაუკოცნა.-არ არის არაფერი ლანასთან.
-ვიცი,რომ გიყვარს...
-ოჰ რა დასკვნებია?-მაისურის ბრეტელი ჩამოუწია და ნაზად მიეალერსა მხარზე,ლავიწზე.
-გთხოვ არ მინდა,რომ...
-არ მიყვარს მე ლანა,დიდი დრო გავიდა...თანაც...რაღადროს ქმარს გაშორებულ,მარტოხელა დედაზე ფიქრია?-დაამატა ბოლოს.ნაზად გადააწვინა საწოლზე და მის მკლავებში მოქცეულს დაუკოცნა ხელები,ყელი,ტუჩები...
-აბა რატომ ინახავ იმ ბეჭედს?
-მეც არ ვიცი ელო,მეც არ ვიცი.-ჩაეღიმა და ოდნავ მოშიშვლებულ მკერდზე აკოცა.
-კიტა გაიწიე...
-არაფერს ვიზამ ნუ გეშინია,მაკოცე უბრალოდ.-ნიკაპიდან ისევ ტუჩებზე გადავიდა.
-არ შეიძლება.
-რა არ შეიძლება?
-მე და შენ ერთად არ ვართ და შენ ასე იქცევი...
-გინდა,რომ ვიყოთ?-ამხელა კაცი თინეიჯერივით იქცეოდა.
-არა,ისედაც არ მაკლია შენგან ნერვების გლეჯა!-მიუგდო მკვახედ და მკერდზე უბიძგა,მაგრამ არ დაანება.
-ჰოდა უნდა დაათბო ურთიერთობა,რომ აღარ დაგაგლიჯო ნერვები.
-არ მინდა,შემეშვი!
-რა გაჯიუტებს?-უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.
-საიდან დავიწყო?-გაუსხლტა მაინც.-ახლა გაგახსენდება ძველი სიყვარული და...
-ეგ ძველი სიყვარული კარგახანია ვიცი,რომ აქ არის,მაგრამ არ შევუწუხებივარ გრძნობებს...რატომ ართულებ,რა გინდა?
-მე არ...
-სხვა მოგწონს?-ისევ მოიქცია მკლავებში.შიშველ ბარძაყზე ააყოლა ხელი.
-არა,მაგრამ შენც არ მომწონხარ!
-ნუთუ?-გაკვირვებისგან წარბები აწკიპა.-მაშინ გამაჩერე,გამაგდე...-გიჟივით წაეტანა მის ტუჩებს,ერთი ხელი მუხლქვეშ ამოსდო,მეორე წელზე და ისევ კალთაში ჩაისვა,როგორც მდინარესთან.საჯდომზე ჩაუსრიალა ხელები და ენით გაიკვლია გზა მის ტუჩებს შორის.ვერ შეეწინააღმდეგა,ვერ გააჩერა,თითები თმაში აუხლართა და თავადაც აჰყვა კაცს.
ალბათ სასმლის ბრალი იყო თორემ ორი კვირის გაცნობილ კაცს კისერზე როგორ ჩამოეკიდებოდა.
ჟაკეტის ელვას წაეტანა,ბოლომდე ჩაუხსნა და მისდა გასაკვირად არაფერი ეცვა შიგნით,შიშველ მკერდზე აიკრო ქალი და ტუჩებიდან ქვემოთ გადაინაცვლა.
-არ მოგწონვარ არა?-ჩაეცინა და სულ ოდნავ დაასო კბილები მხარზე.
-არა!-გაუმეორა ჯიუტად და თავადაც აკოცა ყელზე,რამდენჯერმე...
-ნუ მიწვევ კარგი?-წამის მეათასედში გადააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა.-არ შეიძლება მთვრალ კაცთან ასე ხუმრობა.
-თორე?
-ელო დაიძინე სანამ გავბრაზებულვარ.-მხარზე მსუბუქად აკოცა და წამოიწია.-აღარ გავიგო შენი პირიდან ლანა და სისულელეები.
-მაშინ მოაშორე ის ბეჭედი და ფოტო...
-დაიძინე.-ჟაკეტი ხელებში მოიქცია და მის პასუხს არც დალოდებია ისე დატოვა ოთახი...

***
მომდევნო ორი კვირა ჩვეულ რეჟიმში ნამდვილად არ მიდიოდა.
ერთი ის იყო,რომ ზოია დაბრუნდა და ნინას უკვე შეეძლო ვინმესთვის გულის გადაშლა.
კიტას ხომ არ გამოჰპარვია ლანას დაბრუნება,მაგრამ არც ცუდად შეხვედრია,პირიქით...მოიკითხა შვილთან ერთად ბაზარში,რომ გასულიყო,სახლამდე მიყვანაც შესთავაზა,მაგრამ იუარა და არც დაუძალებია,ყველამ იცოდა მათი ამბავი,მათ დაშორებას ყველამ სხვადასხვა ახსნა მოუძებნა და პრობლემები აღარ უნდოდა.
ხან საწოლიდან არ დგებოდა ბარბარე,გაციება მოიმიზეზა,მაგრამ ნინამ კი იცოდა არ იყო მისი ამბავი გაციების ბრალი.კიტას ეჭვიც არ გასჩენია,ამიტომ მშვიდად იყო ყველა...
ნიკო ხშირად აკითხავდა ბარბარეს,ურეკავდა,მდინარეზე წასვლას აძალებდა,გარეთ გაჰყავდა,ლამის კიტას ჩამოშორდა და მის დასთან ერთად დაიწყო სეირნობა.კარგად მოხვდა ნოდოს მის გამო,თუმცა კიდევ უფრო მეტი მოხვდებოდა კიტა,რომ გაიგებდა ამ ამბავს.
აწვალებდა ელენე კიტას,ცდილობდა მორიდებოდა,ახლა არ ჰქონდა პრობლემების თავი,მაგრამ თან ძალიან რცხვენოდა ყველა იმ საქციელის,რასაც კონტროლს ვერ უწევდა კიტასთან ყოფნის დროს.მაინც ვერ და არ ენდობოდა,თანაც ის ნიშნობის ბეჭედი ისევ უჯრაში ედო და ვინ იცის ოდესმე არ გამოეძვრინა...
ამას ისიც ემატებოდა,რომ ცენტრში ნახა მაღაზიიდან ერთად როგორ გამოდიოდნენ და საერთოდ უმტყუნა ნერვებმა,საზღვარი დააწესა,აღარანაირი კიტა!
ქეთო...ეჰ ჩვენი ქეთო ძალიან იტანჯებოდა,ალბათ იმიტომ,რომ ძალიან ცდილობდა...კი ეძინა ქმარს მის გვერდით,მაგრამ ერთ ოთახში სუნთქვაც კი უჭირდათ.ხან მთელი ღამე არ ეძინა ირაკლის,რაღაც ყელში უჭერდა,ნერვები ისე აწვებოდა გულისრევას გრძნობდა ხან,მაგრამ იცოდა ეს არ უშველიდა.
ელზას მამალი რატომ ყივის?კიტამ 150 ლარი გადაუხადა,რომ მისთვის მიეყიდა და თავი წააცალა.თვითონაც ხომ ძალიან იყო შეწუხებული და თან ელენეს გახარებაც უნდოდა...
ანდრო...ანდრო ძალიან ცდილობდა,მაგრამ ახლოს არ იკარებდა კიტა.იცოდა დედა არ იყო გულგრილი,იცოდა უყვარდა ისევ მამამისი,მაგრამ ვერ აპატია ის ცრემლები დედას,რომ ახრჩობდა 26 წელი...ვერ აპატია,რაც მოისმინა...





***
-ელენე.-ერთ საღამოს მიადგა გიორგაძე მათ კარს.ზოიამ ისეთი სიხარულით აღარ მიიღო,იცოდა კიტს თავი,რომ გაუტეხა.ჰამაკში იწვა,თითქოს ეძინა,მაგრამ სინამდვილეში ფიქრებში გართულიყო ამილახვარი.სამსახურიდან ახლადმოსულს ყველაფერი საშინლად სტკიოდა.
-წადი!-შეკრა მაშინვე წარბები,მაგრამ ბებიასთან ძალიან არ გაჯიუტდა.
-დამელაპარაკე,მხოლოდ 5 წუთი.-ხმაში მუდარა გაერია.
-მე არ...
-ზოია ბებია,ხომ გამოუშვებთ?აქვე დავსხდებით და დავილაპარაკებთ ეზოში.
-კარგი.-წამით აწკიპა წარბები და მერე დაჰყვა მათ ნებას.-სახლში ვიქნები მე.-დაუბარა ორივეს და ზურგი აქცია.
-სანამ ყვირილს დაიწყებ მომისმინე კარგი?მშვიდობით მოვედი.-მშვიდად ჩაილაპარაკა კაცმა.-მომეცი უფლება დაგელაპარაკო.
-ამას ხომ ხედავ?-მიწიდან ქვა აიღო და ხელში შეათამაშა.ნერვებს თუ მომიშლი თავს გაგიტეხავ!
-კარგი.-სასაცილოდ არ ეყო შაკოს.-მოდი დაჯექი,არ ვიკბინები.
-შენგან არ გამიკვირდება!-დაისისინა მაინც და მაგიდას მიუჯდა.-გისმენ.
-ბოდიშის მოხდა მინდა იმ ყველაფრის გამო,რაც ვიკადრე და გაკადრე...-დაიწყო თავჩახრილმა.-რაც არ უნდა მითხრა მართალი ხარ და მაგარი სი*ივით მოვიქეცი...
-ასეა!-კვერი დაუკრა კაცს.
-ვერ მოვზომე და გავთვალე ჩემი საქციელები,რამაც ცუდ შედეგამდე მიმიყვანა...მივხვდი,რომ არასწორად მოგექეცი,ჩემს დაზე დავფიქრდი,იმანაც კარგად შემაჯანჯღარა და გადავწყვიტე მოვრჩე სისულელეებს...მინდა მეგობრობის ხელი ჩამოგართვა,ძალიან წმინდა,როგორც შენი თვალებია...-მიუგო ძალიან თბილად,გულში მართლა ძალიან ნანობდა ჩადენილს.
-შაკო ის,რაც შენ მითხარი...ის სიტყვები...
-ვიცი,რამდენჯერად საჭიროდ ჩათვლი იმდენჯერ დამარტყი,რომ ბრაზი გაგინელდეს.-მისკენ გადაიხარა და ლოყა მიუშვირა.-მე არ ვიმართლებ თავს,არაფერი გამამართლებს შენთან...
-მე შენ არ გენდობი,ძალიან ცუდი სიტყვები მითხარი,რაც არ დამიმსახურებია.-წყენით ჩაილაპარაკა.
-ვიცი,ძალიან ვცდებოდი და რომც არ ვცდებოდე არ მქონდა უფლება,რომ შენზე ასე მესაუბრა...მინდა,რომ მაპატიო ამ ერთხელ...ბიჭებიც გავაფრთხილე,ზედმეტად არც კი ისუნთქონ შენს გვერდით,არ მინდა,რომ თავი არაკომფორტულად იგრძნო...
-შაკო...
-ახლავე არ მიპასუხო თუ გინდა...ზეგ ჩემი დაბადებისდღეა,მინდა,რომ ჩვენს გვერდით იყო,შენ გადაწყვიტე მაპატიებ თუ არა.თუ მაპატიებ მოდი,თუ არა...-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-მოკლედ იცოდე,რომ ჩემგან ზედმეტი არაფერი იქნება,გარდა მეგობრობისა...არც შეხება,არც სიტყვა...
-ბებიაჩემსაც კი აღარ მოსწონხარ,იცის კიტას თავი,რომ გაუტეხე.
-კიტას ამბავი სხვაა,არ მინდა გაწყენინო,მაგრამ კიტა ფეხებზე მ*იდია და თუ ჩხუბს კიდევ მოინდომებს შეიძლება სხვა რამეც გაუტყდეს,მაგრამ შენ ძვირფასი ხარ...თვეზე მეტია ჩვენთან ხარ,როგორც გავიგე აქეთ გადმოსვლასაც აპირებთ და...
-შევრიგდებით,მაგრამ ერთი პირობით.-ნერვიულად გადაიწია სახიდან თმა.
-მითხარი.
-კიტას აღარ გაეკარო,არ აუტყდე,არ გააღიზიანო!-მისკენ გადაიხარა,რომ თვალებში კარგად შეეხედა.-ნინა დეიდას ოჯახი ჩემთვის ძვირფასია,მიყვარს მე ბარბარე და შესაბამისად პატივს ვცემ კიტასაც...
-თუ თვითონ არ ამიტყდება გამარჯობასაც არ ვეტყვი ელენე.-დაამშვიდა გოგონა და სულ ოდნავ შეეხო ხელებზე.
-და კიდევ.-გაახსენდა ბოლოს.-ნოდო არ მინდა,რომ ბარბარეს გაეკაროს,ყველამ ვიცით,რაც დააშავა და მე არ მინდა უბედური იყოს ჩემი ბარბარე,ნურც მდინარეზე ეცდება დალაპარაკებას,ნუ შეეხება,თორემ ამ ქვას პირდაპირ საფეთქელში გავუქანებ!-მუქარით დაასრულა გამოსვლა.
-შენ რა ჩხუბისთავი ყოფილხარ.-ჩაეცინა შაკოს.-მაგასაც ვეტყვი და არაფერს იზამს,თუ დავინახავ,რომ მასთან მიახლოებას ცდილობს წინ გადავუდგები ეგრევე!
-მაშინ შევთანხმდით!-კმაყოფილს ჩაეღიმა,რატომღაც სჯეროდა მისი სიტყვების.
-ხელს ჩამომართმევ?სუფთას,მეგობრობის ხელს.-სულ ოდნავ გაუღიმა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა.
-ჩამოგართმევ.-შეაგება თავისი და ჰამაკში მჯდომ კიტას წამიერად გახედა.იცოდა აფეთქებას იყო უკვე მისი გონება.სიმართლე,რომ ითქვას მგონი კიტას გამო შეურიგდა..!




***
-რა სახე გაქვს ირაკლი,რას გავხარ?-ეზოში ახლადშესულ შვილს მიეგება ნანო.-მთვრალი ხარ?
-სადაა ჩემი ცოლი?-ყურადღება არ მიაქცია ქალის სიტყვებს,ოდნავ ჩამოეყრდნო მხარზე.
-ოთახში ალბათ,რაიყო?
-სალაპარაკო მაქვს!-ამოთქვა მტკიცედ.
-აბა ახლა!-თვალები დაუბრიალა.-ასე არ ახვიდე გოგოსთან,არ შეაშინო!-გაუწყრა დედა.-წადი,შხაპი მიიღე,გამოფხიზლდი და ქვემოთ დაიძინე,დილით დაელაპარაკე თუ რამე გაქვს სათქმელი.
-არა,ახლა უნდა დაველაპარაკო!-გაჯიუტდა კაცი.
-არამეთქი!-თვალები დაუბრიალა.-ქეთოსთან ასე არ მიგიშვებ,აწყენინებ ახლა ისეთი სახე გაქვს!
-დედა!-სულ ოდნავ აუწია ტონს.-ჩემს ცოლს უნდა დაველაპარაკო.
-რაიყო უბანში გითხრა ვინმემ რამე?-არ მოეშვა მაინც.-მითხარი რა მოხდა...
-დედა,ძალიან მიყვარხარ,ამ გულში ხომ იცი რამხელა ადგილი გაქვს?-მჯიღი მიირტყა მკერდზე.-მაგრამ ცოლ-ქმრის პირადს ვერ განვიხილავ შენთან.
-ახლა გაგახსენდა,რომ ცოლი მოიყვანე?-წაუთაქა თავში.-სანამ ფხიზელს არ გემახსოვრება,რომ ცოლი გყავს და გელოდება მანამდე მთვრალმა არ გაბედო მასთან ლაპარაკი!-გამოსცრა კბილებში.-შედი და იბანავე.
-გგონია რამე ცუდს ვეტყვი?
-ისეთი სახე გაქვს ვიცი,რომ აწყენინებ,ვერ მოზომავ სიტყვებს.
-მე?ქეთოს?-შეიცხადა მაშინვე.-არ ვაწყენინებ,არასოდეს...
-ირაკლი?-გადმოიხედა ფანჯრიდან.
-ნახე როგორ იყურება,ამას როგორ ვაწყენინებ!-ლამის ტაში შემოჰკრა კაცმა.-ჩემი ცოლი!
-წამოდი შხაპი მიიღე და დაიძინე რა,გთხოვ...
-ჩემს ქეთოს უნდა ველაპარაკო!-გააპროტესტა მაინც.
-არაუშავს ნანო დეიდა,ამოვიდეს.-გვერდით გადახარა თავი,მილიონჯერ უნახავს მთვრალი ირაკლი,ამჯერადაც გადაიტანდა.
-იცოდე თუ გაგაბრაზებს დამიძახე...-შიში ჩაუდგა თვალებში ქალს.
-ამოვიდეს,ყოველ ზაფხულს და შაბათ-კვირას მთვრალს არ ვხედავდი?-გაეცინა და ოთახიდან გამოვიდა,რომ კიბეებზე ასვლაში დახმარებოდა.-მოდი.-ხელი შეაშველა.
-მშვიდობიანი ღამე შვილო.-მიეფერა ქეთოს ნინა და სახლში ნელი ნაბიჯით შევიდა.მხარში ამოსდგომოდა ქმარს და ისე აიყვანა კიბეებზე.
-რაიყო სად დალიე ამდენი?-თავი ვერ შეიკავა,სულ ასე საყვედურობდა,ცოლის რეაქცია არ გეგონოთ.
-ვაიმე ქეთო...-საწოლზე მოწყვეტით დაეცა და თვალები დახუჭა.
-ადექი ირაკლი,გამოიცვალე და...
-თავბერიძე ლევანს იცნობ?-ერთიანად დაუარა ტანში ჟრუანტელმა გოგონას.რამდენჯერმე ნახა და მიმოწერაც ჰქონდათ,მის გათხოვებამდე ორი კვირით ადრე შეუწყვიტა საუბარი.
-ვიცნობ...მაგრამ ისე არ...
-ვაიმე ქეთო!-წამოიწია კაცი.-მომხედე აქეთ!
-რაც შენთან ვარ არ მიმიწერია გეფიცები!-ლამის პანიკამ შეიპყრო.
-მოდი,დაჯექი!-საწოლზე მიუთითა და ისიც უმალ დაჰყვა მის ნებას.-ქეთო,რომ გავიგო მსგავსი რამ...
-ნუ სულელობ ირაკლი!-დაუბრიალა თვალები.-აჰა ნახე თუ გინდა.-გაუწოდა მობილური.-არავის ვწერ,მითუმეტეს ლევანის.
-გაწიე ეგ,მე შენს თითოეულ სიტყვას ვენდობი გესმის?მაგიტომ მოხვდა იმას,რომ ვიცოდი არ იზამდი,ვიცოდი,რომ არ იკადრებდი...
-იჩხუბე?-ახლაღა დახედა გადატყავებულ ხელებზე.
-ქეთო შენ,რომ მიღალატო...
-ჩშშ...რას ამბობ?-გაოცება ვერ დამალა.-მაგას არც საკუთარ თავს და არც შენ არ გაკადრებ არასოდეს,შეიძლება ნამდვილი ცოლ-ქმარი არ ვართ,მაგრამ მე არასოდეს შევურაცხყოფ ჩვენს ოჯახს გესმის?
-მინდა იცოდე,როცა ამ ოთახიდან გავდივარ,მე ისეთს არაფერს ვაკეთებ,რომ შენ ჩემი შეგრცხვეს ქეთო.-მის ჩამოშლილ თმას მიეფერა კაცი.-ისე ვიქცევი როგორც ცოლიან კაცს შეეფერება.
-არ ხარ ვალდებული ანგარიში ჩამაბარო,ამას არ გთხოვ ირაკლი.
-უნდა მომთხოვო!-აუწია ტონს.-მე შენი ქმარი,რომ მქვია და შენც ცოლი...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.-მე ყოველთვის გკითხავ სად იყავი სახლში გვიან თუ დაბრუნდები,სულ დამაინტერესდება სად ხარ,რატომ და როგორ გესმის?
-რა დაგემართა?-წარბაწეულმა გახედა.-ბოლო ორი კვირაა ოთახში,რომ შემოვდივარ ან მძინარედ მაჩვენებ თავს,ან გარბიხარ საქმე მაქვსო...
-დღეს,რომ შენს თავში ვიღაც შემომეცილა ქეთო...ლამის გავაფრინე იცი?
-ნამუსი ცუდი რამეა,კაცებს სულ გაწუხებთ თქვენს ცოლს თუ ეხებიან,თუნდაც ფიქტიურს.-მკაცრი იყო მის მიმართ.ჯოჯოხეთურად გაატარებინა ეს დღეები და უნდოდა ამოენთხია ბრაზი.
-არა!რომ გავიფიქრე შეიძლებოდა მასთან ყოფილიყავი,მასთან გდომოდა...არ ვიცი ქეთო რა!-წამოვარდა ფეხზე.-რა გინდა?რას მიკეთებ?
-მე არაფერს ვაკეთებ,შენ რა გინდა?
-არანაირი ლევანი არ გავიგო ქეთო თორემ ცუდად დამთავრდება გაიგე?
-შეურაცხყოფას ნუ მაყენებ!-ტონს აუწია.-სანამ ცოლად გამოგყვებოდი მანამდე ვერ მივიკარე ვერავინ და რა გგონია შენი ცოლი,რომ მქვია მაშინ ამას ვაკადრებ ჩემს სიყვარულს?-წამოხტა ფეხზე.-საერთოდ არ მიცნობ თურმე!
-ნუ ბრაზდები,დაჯექი.-არ დაანება წასვლა.-მე არაფერს გეუბნები ქეთო,უბრალოდ...
-ირაკლი!-თვალი თვალში გაუყარა კაცს.-გასაგებია,რომ არ გიყვარვარ,პატივი მაინც მეცი!
-მე,რომ შენ პატივს გცემ ქეთო მაგიტომ ვართ ახლა ამ მდგომარეობაში!მაგიტომ მინდოდა ჩემი ცოლი ყოფილიყავი,პატივს გცემ და არ მემეტებოდი სხვისთვის!
-პატივს,რომ მცემდე არ მეტყოდი მაგ სიტყვებს!
-ქეთო კარგი რა.-გაეღიმა მის რეაქციაზე.თვალს არ აშორებდა და მის ყველა ემოციას პირნათლად სწავლობდა.ვერც იაზრებდა ყველა წინადადებაში ისე აკვეხებდა მის სახელს.სახელს,რომელიც რეალურად ასე უყვარდა...აქამდე როგორ ვერ დაინახა?როგორ დაბრმავდა ასე?
-გაიხადე და დაწექი!-ცხვირი აიბზუა და საბანში გაეხვა.როგორ სტკიოდა გული ეს ხომ არავის ესმოდა...ფეხსაცმელი გაიხადა,მაისურიც მის გზას გაუყოლა და შარვლითვე დაწვა მის გვერდით.ესმოდა ცოლის მძიმე,გახშირებული სუნთქვა,მიხვდა,რომ ტიროდა...
-ქეთო...-შეხება სცადა,მაგრამ არ დაანება.
-დაიძინე!
-ქეთო ნუ...ნუ იქცევი ასე.-დაუმძიმდა ხმა.პასუხი არ დაუბრუნა ქალმა.-მოდი ჩემთან!-ნაზად შეუსრიალა წელზე ხელი და თავისკენ გადააბრუნა.
-რას აკეთებ?-სიბნელეშიც კი გაარჩია კაცის ნაკვთები.-ახლავე გაიწიე.
-ჩემი ცოლი ხარ ქეთო,მაქვს შეხების უფლება!-ამოთქვა მტკიცედ და ყელზე ტუჩები მიაკრო.
-გაიწიე ირაკლი!-დაგუდული ხმით ამოთქვა.ეუცხოვა მისი ასეთი სიახლოვე...
-გაჩუმდი ქეთო და დაიძინე.-ამოთქვა და მის ყელთანვე დარჩა,მისი სურნელი,რომ შეეგრძნო.
„ერთხელ არ მახსოვს ეწყენინებინოს და ჩემთვის დამძიმებული გულით დაძინების უფლება მოეცეს...სანამ არ შემომირიგებდა,მანამ არც თვითონ იძინებდა,არც მე მაძინებდა...“-გაუკრთა დედის სიტყვები გონებაში და წამსვე გაახილა თვალები.
-ქეთო...
-რა გინდა ირაკლი?-ამოისლუკუნა მის მკლავებში მოქცეულმა.
-მაპატიე.-თავი ასწია და ზემოდან დააჩერდა.-მაპატიე რა,არ იტირო...
-არ ვტირი...-ყველაზე სულელური ტყუილი თქვა,რაც კი შეიძლებოდა ოდესმე მოეფიქრებინა.
-არც მიფიქრია,რომ მიღალატებდი ქეთო,უბრალოდ...არ ვიცი რა...
-იმ კაცს ვერ უღალატებ,რომელსაც არ უყვარხარ ირაკლი,ამით მხოლოდ ჩემს თავს თუ ვუღალატებ.-მწარედ გაეცინა და გადაბრუნება სცადა,მაგრამ არ დაანება.
-მასწავლე ქეთო...მასწავლე როგორ მიყვარდე,როგორ ვიყო შენს გვერდით...
-რა?
-მინდა ქეთო,მაგრამ არ ვიცი როგორ...მასწავლე როგორ ვიყო შენი ღირსი,შენი სიყვარულის ღირსი...
-ძალიან ბევრი დაგილევია...-ჩაეცინა.
-მასწავლე შენი სიყვარული ქეთო,მეც მინდა,რომ მიყვარდე.-ამოიბუტბუტა და მისკენ დაიხარა.-მასწავლე.-ძალიან ფრთხილად და ნაზად შეეხო მის ბაგეებს.სუნთქვა გაუჭირდა გოგონას,ერთ ადგილს მიეყინა.საყვარელი კაცის შეხებას გრძნობდა და ვერაფერს აკეთებდა.ფრთხილობდა ლომჯარია.ეშინოდა მისი წყენინების,არ უნდოდა მისი ტკივილიანი თვალების დანახვა.მთელი გრძნობით დაუკოცნა ბაგეები,რაც კი გააჩნდა ყველაფერი ჩააქსოვა და ბოლოს შუბლზე მიაკრო ცხელი ტუჩები.-მასწავლე ქეთო...-ღიმილით უთხრა და ცრემლებიც შეუმშრალა.ტუჩის კუთხეში დუმბაძესაც შეეპარა ემოციები.აღარ გაუძალიანდა ქმარს,რომელსაც მისი ჩახუტება სწყუროდა.თავადაც მიეკრო სხეულზე და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მშვიდად ამოისუნთქა...




***
-დაგაგვიანდა კიდეც მოსვლა!-ზუსტად იცოდა,რომ მიაკითხავდა ამიტომ არ დაუძინია,საწოლში იწვდა და ელოდებოდა როდის შეაღებდა მისი ოთახის კარს.
-გინდა,რომ გავგიჟდე?-ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუახლოვდა საწოლს.
-რატომ?
-ელენე არ დაიწყო ახლა ჩემთან თამაში!-კბილებში გამოსცრა.-რა გინდა?რა არ გასვენებს აბა მითხარი?!
-ბოდიში მომიხადა და მეც მივიღე,რა გინდა?
-ელენე!
-კიტა!
-ხომ გითხარი აღარ მიიკაროთქო?
-მერე მივიკარე?ხელი ჩამოვართვი უბრალოდ...
-ელენე მოვამტვრევ მაგ ხელებს,თავსაც გავუტეხავ და შეიძლება ფეხებიც მოვამტვრიო,გინდა?
-გააფრინე?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
-ჰო,შენ გამაფრენინე!შენს დაბადებისდღეზე ლამის ხელებში ჩამადნი და მაგის მერე სულელურად იქცევი,ბებიაშენის ოთახში ძილი რაღა იყო ჰა?იცოდი იქ ვერ შემოვიდოდი და მეთამაშე?
-კიტა შაკოს ამბის გასარჩევად თუ მოხვედი ტყუილად,შევრიგდით,მეგობრები ვართ!
-გინდა,რომ ვინმე მოვკლა?-ჩაეცინა კაცს.
-კიტა მე არ მომწონს შენი ტონი და საქციელი!-გააფრთხილა.-ისე ნუ იქცევი თითქოს რაიმე ურთიერთობა გვქონდეს,თითქოს რამეს ვნიშნავდეთ ერთმანეთისთვის,მე შაკოს შევურიგდი,მეგობრები ვართ,თუ არ მოგწონს ეგ შენი პრობლემაა და არა ჩემი გესმის?-სცადა როგორც შეეძლო მტკიცე ყოფილიყო.-შენ მე მეგობრებს ვერ ამირჩევ,ვერ მეტყვი რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა!
-ეგ ვინ დაგარიგა?-თვალები წამოენთო.-რა სიდებილეს მეუბნები იაზრებ?
-იმას ვამბობ,რაც არის...მე რაღაც გაურკვეველ ურთიერთობაში ყოფნას არ ვაპირებ,რომლის დროსაც ღამით ჩემს ოთახში იპარები,მკოცნი,მიდიხარ და დილით უცნობებივით ვიქცევით.
-რა გინდა ცოლად მოგიყვანო?-ჩაეცინა კაცს.-ცოტა ადრე ხომ არ არის?
-არაფერში მჭირდება შენი ცოლობა!სულაც არ ვფიქრობ გათხოვებაზე,მითუმეტეს შენ არ გამოგყვები და აქ არ გავთხოვდები!-ლამის დაუყვირა.დაგლეჯვაზე ჰქონდა ნერვები.თვალებიდან არ ამოსდიოდა მისი და ლანას ამბავი,როგორ ეთამაშებოდა მის შვილს...წამით ისიც კი გაუკრთა გონებაში ვინ იცის იქნებ მისია ბავშვიო...
-ბევრს ტლიკინებ,რაც მე არ მომწონს!
-ფეხებზე მ*იდია მოგწონს თუ არა!-წამოსცდა უნებურად.კარგად აათვალიერა კაცმა,თავისი ბნელი სფეროებით გაბურღა და მისკენ გადაიხარა.
-გაიმეორე რა თქვი.
-კიტა...-თვალი მოარიდა.
-შემომხედე!-მისი სახე ხელებში მოიქცია და ისე მიაჩერდა.-რა გინდა ელენე?რა პრეტენზიები გაქვს?რა გაგიჟებს?
-მინდა,რომ წახვიდე!-ამოთქვა მტკიცედ.თავადაც გაუკვირდა საკუთარი ხმის,ოთახში მიმოიხედა სხვამ ხომ არ თქვაო.-შეცდომა დავუშვი,არასწორად გამოვიდა ყველაფერი,ჩემი დაქალის ძმა ხარ,მეზობელი,ბებიაჩემს ისე უყვარხარ...
-ეს ყველაფერი შაკოსთან შერიგებამ განაპირობა?გგონია კარგი ბიჭია და თავზე ხელს გადაგისვამს?-ისეთი უხეში იყო ამ წამს ეწყინა კიდეც მისი სიტყვები.
-ეს არ გეხება შენ,თუ გინდა მეგობრები ვიყოთ,თუ არა მაშინ წადი!
-შაკოს თავი დაანებე ელენე,თორემ მეგობრობას გაჩვენებ მე შენ!-ავისმომასწავებლად შეკრა წარბები.
-არ გაქვს უფლება გესმის?-უხეშად ჰკრა მკერდზე ხელი.-წადი ყოფილს მიხედე,ცოლადაც მოიყვანე.
-რამდენჯერ გითხრა არ მაქვს არაფერი ლანასთან!
-კიტა!
-მოგწონს ვინმე სხვა?რამე გითხრეს?რა გინდა გამაგებინე!
-შაკო მომწონს!-დააბრეხვა ყველაზე სულელური მიზეზი.-ვიცი არ არის კარგი,მაგრამ ასე მოხდა...
-შაკო მოგწონს არა?-ხმამაღლა გადაიხარახარა.თითები მის შიშველ ბარძაყზე აასრიალა.-შაკო თუ მოგწონს...-ხრინწიანი ხმით ამოილაპარაკა და ყელზე ნაზად აკოცა.-რატომ მაბედინებ ამდენს?-თავისკენ მისწია და ტუჩებზე ველურივით დააცხრა.წამით არ უგრძვნია წინააღმდეგობა მისგან.პირიქით მის ყველა მოძრაობას ურცხვად ჰყვებოდა კანდელაკი.-მითხარი,რომ არ გინდა ჩემთან და წავალ.
-არ...არ მინდა შენთან.-ჯერ კიდევ გაბრუებული ძლივს უყურებდა.
-უფრო თამამად მითხარი,რომ დაგიჯერო ისე.
-წადი!
-რა გაწუხებს,გინდა ზოიას გამოვუცხადო,რომ მის შვილიშვილს თვალი დავადგი?თუ ეგ გაწუხებს ვეტყვი ყველაფერს,მდინარის ნაწილს და ოთახში ვიზიტებსაც არ გამოვტოვებ.-დაასრულა თუ არა იმხელა ხმა გაისმა ოთახში ლამის შეირყა სახლი.მთელი ძალით დაარტყა გოგონამ სახეში.თავადაც ვერ გაიაზრა თან ისე...მტკივან ადგილას ხელი მიიჭირა,მხოლოდ წამით დახუჭა თვალები და გაბრაზებულმა ისეთი მზერა ესროლა ადგილს მიეყინა.-იცი ახლა რისი ღირსი ხარ?-გამოსცრა კბილებში.-მდინარეზე,რომ წაგიყვანო და ჩაგახრჩო!
-წადი და ჩემს ოთახში შემოსვლა აღარ გაბედო!
-ბევრს იღებ შენს თავზე,შემოვალ კიდეც და სხვა დროს ამდენსაც არ გალაპარაკებ!-ცხვირზე თითი დაჰკრა და ფეხზე წამოდგა.-შაკოსთან,რომ დაგინახო...ვაიმე ელენე არ გამაგიჟო კარგი?
-მის დაბადებისდღეზე მივდივარ,რაც გინდა ის გიქნია!-დაემანჭა კაცს.
-მანდ თუ წახვალ ძალიან გაწყენინებ იცოდე!
-როგორ ფეხებს მომამტვრევ?
-საიდან მოგაქვს ეგ სიტყვები?-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.-საიდან მოიტანე,რომ რამეს დაგიშავებ?-უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.-ერთადერთი ვინც დაშავდება შაკო იქნება და მერე ალბათ შენი პატარა გულიც...
-ჩემი გულის ტკენას შენ ვერ შეძლებ,ნამდვილად არ ხარ ეგეთი მნიშვნელოვანი.
-ვაიმე ელენე.-შუბლი მოისრისა კაცმა.-მაგის დაბადებისდღეზე არ გნახო,თორემ რა შემიძლია და რა არა მერე გაიგებ!
-შენ ისედაც ვერ მნახავ!-დაუმანჭა სახე და საბანი წაიფარა.
-წერას აყოლილხარ და ვერ გაგიგია,ბავშვი ხარ ჩვეულებრივი.-ხელი აიქნია ამილახვარმა და ოთახი უკანმოუხედავად დატოვა.ცოტა აკლდა აფეთქებას და ეგეც მალე უწევდა ელენეს სვლებს თუ გავითვალისწინებთ...



***
-ბარბარე!-დაეწია ნიკო.-როდემდე აპირებ ეგრე ჰა?-პარკები გამოჰგლიჯა ხელიდან.
-აღარაფერს აღარ ვაპირებ,მაგან მაცადოს!-დაიმუქრა უმისამართოდ.-თავს გავუჩეჩქვავ!
-კიტას უნდა ვუთხრა,მე რამდენიმე დღით გავდივარ და შენი ამბავი,რომ ვიცი რამეს მოიწევ...არ მინდა უპატრონოდ იყო და შენმა ძმამ არ იცოდეს.
-არ უთხრა გთხოვ...-ლამის შეევედრა.-მოგვაგვარებ მართლა.
-მოვისმინე შენგან ეგ და მაგის მერე 2 კვირა იწექი საწოლში,კაცების საქმეა ეგ,განსაკუთრებით კიტას ეხება.
-ნიკო...-გადაუდგა წინ.-ჩემს ძმას ხომ იცნობ?თავს წააგლეჯს ეგრევე.
-ღირსი თუ არ იყოს!-დაუბრიალა თვალები.
-შენები რას შვრებიან?
-მამაჩემი ისევ ემუქრება ირაკლის,დედაჩემს უნდა ქეთოს ნახვა,გადავიყვან ამ დღეებში ოზურგეთში,რომ წაეთრევა მამაჩემი.
-ხომ იცი ირაკლის კარგის მეტი არაფერი უნდა ქეთოსთვის.-ხელკავი გამოსდო კაცს.-კი გადაგახტა,მაგრამ მგონია,რომ შეუყვარდება.
-ნუ მელაპარაკები მაგაზე ბარბი თორე გავაფრენ...რომ ვუფიქრდები ჩემი და ისე იყო შეშინებული ჩემს წინააღმდეგ წავიდა გული მისკდება.
-ქეთოს შენ ისე უყვარხარ...აი შენ ხო იცი მე როგორც მიყვარს კიტა,მაგაზე უფრო დიდი სიყვარული თუ შეიძლება,ეგეთი დიდი სიყვარულით უყვარხარ ქეთოს.
-მე არ მადარდებს,რომ გათხოვდა.ნეტავ ბედნიერი იყოს და სულ ნუ დაელაპარაკებიან ჩემები,მე უბრალოდ მისი ბედნიერება მინდა,თუ ირაკლი გააბედნიერებს იყოს მასთან.
-გააბედნიერებს,აი ნახავ.-ოდნავ მიეხუტა და ასე განაგრძო გზა.
თავადვე უამბო კიტას მისი და ნოდოს ამბავი,ეკლებზე იჯდა ამილახვარი,ლამის წავიდა და შუაზე გაგლიჯა.მისი დის ცრემლი არ ეპატიებოდა არავის.იცოდა ეგ სამეგობრო,რომ კარგს არაფერს მოიტანდა და ამიტომაც არიდებდა ბარბარეს,მაგრამ სიყვარულს ხომ ვერ დაუშლიდა...
ელენეს არ გაკარებია,ხვალინდელი დღეს ელოდა,რომ შემდეგი ნაბიჯი გადაედგა.ჭკუიდან გადაჰყავდა ამ პატარა გოგოს და თავს ვერ ერეოდა,ამხელა კაციც ნერვებს ვერ აკონტროლებდა და ძალაუნებურად ფეთქდებოდა...
***
დადგა ის დღეც ასე,რომ ველით ყველა...
გამოიპრანჭა კანდელაკის ქალი,ისევ კიტას გასაბრაზებლად და ის წითელი ტუჩსაცხიც წაისვა ასე,რომ უხდებოდა.მარტო იქნებოდა შაკოსთან,მაგრამ არ ნერვიულობდა,დალევას არ აპირებდა,ცუდად ჰქონდა დაცდილი ყოველ ჯერზე.
შავი მოკლე კაბა ეცვა,ისე უხდებოდა მის გამოყვანილ ფორმებს...
საშუალო ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო და ის იყო კიბეებზე დაშვებას აპირებდა სარკეში კიტას სილუეტი,რომ დალანდა.
-არ იშლი მაინც შენსას არა?-ჩაეცინა კაცს.თავადაც გამოწყობილი იყო.კლასიკური შარვალი და თეთრი პერანგი ჩაეცვა.
-რა გინდა?-როგორც შეეძლო უხეშად მიუგო,მაგრამ არ მოქმედებდა ამილახვარზე მისი ტონი.
-ლამაზი ხარ.-წინ დაუდგა და ხარბად აათვალიერა.-მაგრამ არ მსიამოვნებს სხვისთვის,რომ იპრანჭები...
-მე მხოლოდ ჩემი თავისთვის ვიპრანჭები.
-არ მოხდება კარგი ამბავი და შენც ხომ ხვდები?-მხარზე მიაკრო ტუჩები.
-რატომ არ მანებებ თავს კიტა?-ნაბიჯით უკან დაიხია.-რა გინდა?
-თავს იმიტომ არ განებებ,რომ სისულელეებით გამოგიჭედავს ტვინი,უაზრობის გამო მეჯიუტები!
-არ არის უაზრობა.-აუქნია ხელი.-წადი რა.
-ელენე ცეცხლს ეთამაშები,გაწყენინებ და არ მოგეწონება.
-შენ მე...
-გავიგე ვერ გაწყენინებ ასე გგონია,მაგრამ შემიძლია და არ მინდა...ნუ მაიძულებ დარჩი სახლში.
-კიტა წადი!
-დავაგვიანე დღეს,სანამ ამას წაისვამდი მანამდე უნდა მოვსულიყავი,რომ ჭკუა მესწავლებინა შენთვის!-სულ ოდნავ შეახო თითი მის წითელ ტუჩსაცხს და შეამოწმა გადადიოდა თუ არა.-კარგი ელენე,იყოს შენებურად...
-ისედაც ჩემებურად არის!-დაუბრიალა თვალები და უკან დაიხია.ჩაეცინა კაცს,კიდევ ერთხელ შეავლო თვალი,შებრუნდა და დატოვა მის ფიქრებთან მარტო.
ლანა და მისი შვილი...
ფოტო და ბეჭედი,რომელიც ჯერ კიდევ უჯრაში ჰქონდა ამილახვარს...
არ უნდოდა ზედმეტი ყოფილიყო ვინმეს ცხოვრებაში,მართლა,რომ ჰყვარებოდა ყოფილი შეყვარებული რა ექნა მერე?დროულად უნდა გაეწყვიტა,რომ არ შეჰყვარებოდა და გული არ სტკენოდა.
-მაგრად დადექი ელენე,ვერ მოგერევა!-შეუძახა თავს და კიბეებზე დაეშვა...




***
-როგორი ლამაზი ხარ ელენე!-თბილად გადაეხვია თიკა.
-ცოტა კი შემაგვიანდა,მაგრამ...-უხერხულად გადახედა მაგიდას.დალევა მოესწროთ უკვე.ნოდოც იჯდა მაგიდასთან,გამალებით ესაუბრებოდა რაღაცაზე სოსოს.
-ქალბატონო.-მიუახლოვდა შაკოც.-შეიძლება?-ხელები გაშალა ჩასახუტებლად. გადაეხვია ელენეც,მიულოცა დაბადებისდღე.
მიუსხდნენ სუფრას,ყველამ მოიკითხა.
მისდა გასაკვირად სოსოს რეპლიკები თავისთვის შეენახა.უღიმოდა ელენეს.
გვერდიდან არ შორდებოდა თიკა,მხოლოდ ეს ორი გოგო იყო სუფრაზე...
-დალიე ელენე,არ უნდა დალოცო იუბილარი?-ჩაეკითხა სოოს.
-დღეს არ ვსვამ...
-რაო?-წარბები აწკიპა თიკამ.-ერთი ჭიქა,მიდი გთხოვ.
-თიკა არა,დღეს ვერა...
-რაიყო გეშინია რამე არ ჩაგიყაროთ?-ვითომ იხუმრა სოსომ.
-არ უნდა და ნუ აძალებ!-ჩაერია შაკო და მისი სავსე ჭიქაც თავისთვის დაიდგა.-წვენს ხომ დალევ?
-ეგ კი.-მსუბუქად გაუღიმა და ნიგვზიან ბადრიჯანს წაეტანა ასე,რომ უყვარდა.ის იყო პირველი ლუკმა უნდა დაეგემოვნებინა კარიდან მისი ნაცნობები,რომ შემოვიდნენ...
კიტა...უკან მოჰყვნენ ირაკლი და ნიკოც...ერთიანად გააჟრჟოლა სხეულში,წამით ისიც იფიქრა შაკომ ხომ არ დაპატიჟაო,მაგრამ მაშინვე უკუაგდო ფიქრები,როდესაც დაინახა როგორ აუარეს გვერდი და გვერდით მაგიდაზე ბიჭები გადაკოცნეს.
-ჭკვიანად ელენე!-ჩუმად უთხრა ირაკლიმ,როდესაც გვერდით აუარა და მაგიდას მიუჯდა.აი სად დაგერხა ელენე!
-ესენიღა გვაკლდნენ!-აიქნია ხელი სოსომ,მაგრამ შაკომ გააჩუმა.
-არანაირი პრობლემა არ გვაქვს მათთან,სანამ თვითონ არ დაიწყებენ გახსოვს?-გადაულაპარაკა მეგობარს და ჭიქები შეავსო...
უცნაურმა დაძაბულობამ შეიპყრო კანდელაკი.გრძნობდა მოშივლებულ ზურგზე კიტას თვალები,რომ დაიარებოდნენ.ესმოდა მისი ხმა,მისი სიცილი და გული ეკუმშებოდა.არ უნდოდა ეს დაეკარგა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.უკვე იმას ფიქრობდა სახლში მისვლისას ბოდიშს მოვუხდიო,მაგრამ კაკუნით შემოაბიჯა დარბაზში იმ შავგვრემანმა ქალმა,მოსვენება,რომ დაუკარგა.მსუბუქად გაუღიმა მაგიდასთან მსხდომ შაკოს და დანარჩენებს და ამილახვარის მაგიდას მიუახლოვდა.
ვერ შეიკავა თავი,გახედა...
დაინახა როგორ თბილად გამოელაპარაკა კიტას და ბიჭებს.გადაკოცნა იუბილარი,საჩუქარი დაუდო იქვე მაგიდაზე და კაცის პირისპირ ჩამოჯდა...
საკმაოდ დიდი მკერდი ჰქონდა ქალს,ღრმა დეკოლტე ჩაეცვა და უმზეურებდა თავის მარგალიტებს ყოფილ სიყვარულს.
ლუკმა ყელში გაეჩხირა ელენეს.
ბრაზისგან ლამის გასკდა.
ეგრე არ უნდაო და შაკოს პირთან მიტანილი ჭიქა ხელიდან გამოჰგლიჯა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა!
ფხიზლად ვერ უყურებდა ამას,არ შეეძლო...
-ხომ კარგად ხარ?-ეჭვნარევი მზერა შეავლო თიკამ.
-მე...ხო,აბა რა!-შეუძახა მაშინვე და მეორე ჭიქაც გამოცალა.
-როგორი ვულგარული გამხდარა.-ამრეზით გადახედა ლანას.
-ვინ?-ვითომ ვერ მიხვდა.
-კიტას ყოფილი შეყვარებულია,ამბობენ კიტამ მიატოვა და ესეც სხვას გაჰყვა ცოლად...ზოგი ამბობს უღალატაო...
-უი რას ამბობ.-პირზე აიფარა ხელი.
-ნახე როგორ ეკეკლუცება,იმედია სახლში არ შეიყვანს,თორემ ბარბარე ღერა-ღერა დააცლის თმებს.-ჩაიფხუკუნა გოგონამ.-იცი როგორ ვერ იტანს?
-არ გვილაპარაკია მასზე.-მხრები აიჩეჩა.
-ერთი ამბავი იყო მაშინ გუთურში,ყველა ამათზე ლაპარაკობდა,ახლა რამდენჯერმე ვნახე რომ საუბრობდნენ,მგონი შერიგებას აპირებენ!
-საერთოდ არ უხდებიან მე თუ მკითხავ.-ამოთქვა ზიზღით და მესამე ჭიქაც გამოცალა.
-ელენე კარგად ხარ?-მხარზე სულ ოდნავ შეეხო შაკო.-აბა არ ვსვამო?
-გადავიფიქრე.-მისკენ გადაიხარა და ყურში რაღაც უჩურჩულა.ღიმილით დაუკრა თავი ბიჭმა.წამოდგა და დიჯეისთან მივიდა.იუბილარის ერთი სურვილიც შესრულდებოდა...
მელოდია გაისმა დარბაზში და შაკოც წამოდგა.ხელი გაუწოდა გოგონას,მანაც ღიმილით შეაგება თავისი.მხოლოდ წამით გადახედა ამილახვარს დაჟინებით,რომ უმზერდა ორივეს და მერე დარბაზის შუაგულში გაჰყვა.ძველი სიმღერა იყო,არც კი იცის ამის ჩართვა რატომ ითხოვა შაკომ,მაგრამ ვალსის ცეკვა შეიძლებოდა...
-კარს როცა შევაღებ და შენი სული არ დამხვდება,
არც შენი თვალები, არც შენი ხელებზე ფერება.
და გამახსენდება იმ ბოლო თოვლის გოდება,
ჯერ არარსებული მიწის და ბალახის კვეთება...-წელზე ნაზად მოხვია ხელები და ახლოს მიიზიდა მისი სიფრიფანა სხეული.გული გამალებით უცემდა შაკოს.მგონი მოსწონდა და თავადაც ვერ ხვდებოდა.
-მოვკლავ!-ჩანგალი ხმაურით დააგდო თეფშზე კიტამ.ორივემ მას გადახედა.
-რა ხდება?-ჩაეკითხა ირაკლი.
-რა რა ხდება,ბრმა ხარ?-თვალებით ანიშნა მომღიმარ წყვილზე და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
-ეცეკვება დიდი ამბავი,არაფერს აშავებს ჯერ.-მშვიდად ამოთქვა ნიკომ და ჭიქა პირთან მიიტანა.-მოიცა...-გადახედა მეგობარს.-არ თქვა,რომ...
-ნიკო ახლა იცი როგორ გცემ?-შუბლი მოისრისა კაცმა.
-მე და შენ – ერთი სული-გული მზე!-დაატრიალა გოგონა და სულ ოდნავ გაადაწვინა მხარზე.
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!
-ისე ვცემ დედამისმაც,რომ ვეღარ იცნოს!-წარბები შეკრა ამილახვარმა.
-როდის მოხდა?-ჩაეკითხა ირაკლი.ვერაფერი გაეგო.
-რა დიდი მკითხაობა უნდა,ჩემს გვერდით ცხოვრობს,ყოველდღე ვხედავ,ყოველ წამს ჩემს წინ ტრიალებს.-ამოთქვა მოთმინებადაკარგულმა და ცერად გადახედა ელენეს წელზე მის მოხვეულ ხელებს.
-აი ამბავი მესმის.-ჩაეცინა ნიკოს.-სხვებიც ცეკვავენ ხომ ხედავ,შეეშვი.
-მერე რამეს ეტყვი და რატომ...-ჩაილაპარაკა თავისთვის და წინ გადაიხარა.მზერით გაბურღა ორივე.
-როცა შენ მოდიხარ და ფერებს ფერები ეკმევა –
შენი სახელი ულევ სიხარულს ერქმევა,
და ჩემს აღტაცებას მზეცა და მთვარეც ედრება,
შენ რომ მეპოვნე – მე ერთი მქონდა ვედრება!
მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა...
სიმღერა დასრულდა.
ცეკვა შეწყვიტეს...
მის წელზე მოხვეული ხელები თითქოს გაუშეშდა გიორგაძეს.
-მადლობა,რომ მოხვედი და მაპატიე.-გაუღიმა გოგონას და ლოყაზე მსუბუქად აკოცა.-ბევრს ნიშნავდა ჩემთვის,დღე გამილამაზე.
-კიტა დაჯექი!-ორივე მხრიდან მოქაჩეს ბიჭებმა და საწყის ადგილას დააბრუნეს.-გაგიჟდი?
-გავგიჟდი კი არა ამას მოვუ**ნავ!
-და რას ეტყვი?რა მიზეზით?
-კიდევ,რომ შეეხოს დავამტვრევ ხელებს!
-წამო სახეზე წყალი შეისხი და აღარ დალიო შენ მეტი.-მხარზე ხელი დაჰკრა ნიკომ და წამოაყენა.-წამო.
-წყალი კიარა დამამშვიდებელი მიასხი ამას,რა დღეშია ვერ ხედავ?
-ხომ კარგად არის?-ჩაეკითხა ლანა ირაკლის,რომელიც უკვე ტოვებდა სუფრას.
-კი,მოვწევთ და მოვალთ.-ურცხვად იცრუა და მეგობრებს უკან მიჰყვა...
-არ მინდოდა მისი წყენინება,მაგრამ რადგან არ იშლის...-მწარედ ჩაეცინა და გაყინული სითხე სახეზე მიისხა.-მილიონჯერ ვუთხარი,რომ არ მოსულიყო.დაიჟინა მინდაო...
-რანაირი კაცი ხარ,არ უნდა გეთქვა?-უსაყვედურა ნიკომ.
-მეც ვერ გავიგე რა ურთიერთობა გვაქვს და რა უნდა მეთქვა?-გახედა მეგობარს და ეზოსკენ წავიდა,რომ ერთი ღერის მოწევა შესძლებოდა.
-იცეკვეს უბრალოდ დიდი ამბავი.-მისი დამშვიდება სცადა ნიკომ.
-მაგრად ამშვიდებ შენს ძმობას ვფიცავარ.-აიქნია ხელი ირაკლიმ.-იგივეა ახლა მე,რომ მითხრა ქეთომ იცეკვა შაკოსთან,დიდი ამბავიო.
-შენ არ ინერვიულებ და ეს ნახე რა დღეშია.
-რას ნიშნავს არ ვინერვიულებ?-წარბი ასწია ირაკლიმ.-გგონია ქეთომ,რომ ვინმესთან იცეკვოს გამისწორდება?
-არ დაიწყო ახლა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები ნიკომ.
-რისი თქმა გინდა?
-ახლა არ დახოცოთ ერთმანეთი ისევ.-ჩადგა მათ შორის კიტა.-ნიკო!-მიუბრუნდა მეგობარს.-ცოლია მისი და თუ არ შეაწუხებს ის,რომ სხვა კაცს ეცეკვება მისი ცოლი დამიჯერე სი*ი იქნება,შენც ნუ იწვევ და ყველა სიტყვაზე ნუ ეკიდები,მორიგდით როგორმე ქეთოს ხათრით.
-მორიგებულები ვართ ისედაც.-მეგობარს გახედა ირაკლიმ.-ნუ მეპაექრები ტყუილად რა.
-შეეშვი.-დაუბრიალა თვალები მეგობარს და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.-ქეთო ორივეს გიყვართ და...
-ნეტავ უყვარდეს,ხმის ამომღებს მოვუ**ან კარგის ტ*აკი!-გააწყვეტინა ნიკომ.-ეგ მაგიჟებს რო არ უყვარს.
-რა გინდა ნიკო?-მისკენ გაიწია ირაკლიმ.-შენ რა იცი ჩემი გრძნობების შესახებ?
-რო ვიცი მაგიტო მეკეტება ზუსტად!
-ნიკო გეყოს ახლა.-წინ გადაუდგა კიტა.-დებილია თორე მე მგონია ამას კაიხანია შენი და უყვარს.-კეფაში წამოარტყა ირაკლის.
-ჰა?
-უნდა გენახა თავბერიძე რომ ელაპარაკა ქეთოზე როგორ გაგიჟდა,ძლივს გავაგდებინე ხელიდან,ეგრე მარტო შეყვარებული კაცი იქცევა და ნუ გგონია უბედური იქნება ქეთო.
-ლევანის რა უნდოდა ქეთოსთან?-ჩაეკითხა ნიკო.
-წერდა ადრე და მოჩმახა რაღაცები,ხოდა მიიღო!
-ირაკლი...
-მე არ ვიცი,რაც გინდათ ის დაუძახეთ ჩემს გრძნობებს ქეთოსადმი,მაგრამ ვუფრთხილდები კარგი?არ ვაწყენინებ ნიკო და თუ ვაწყენინებ არ მივცემ უფლებას,რომ თუნდაც ერთი ღამე გაატაროს ჩემზე ნაწყენმა,დამძიმებული გულით.მივხედავ კარგი?ნუ შემე*ი შენი უნდობლობით,მე ვზრუნავ ქეთოზე...
-კიტა!-ყვირილით გამოვარდა ლანა ეზოში.-ბიჭებო ჩქარა...-კაბაზე წითელი ღვინო გადასხმოდა ქალს,ერთი ამბავი ატეხილიყო დარბაზში.ორი სუფრა,ორი იუბილარი დარეოდა ერთმანეთს...
-რა ჯანდაბა ხდება?-ჯაბას და შაკოს გაშველებაში ორივე მხარე წაკიდებია.
რესტორნის პატარა დარბაზი კვამლით იყო სავსე — სიგარეტის მძაფრი სუნი ერეოდა არყის ოხშივარს და ცხელი საჭმლის არომატს. მაგიდები გადატვირთული იყო — ჭიქები ნახევრად ცარიელი, თეფშები არეული, ზოგი უკვე იატაკზეც ეყარა. ისეთი ხმაური იყო რომ ერთმანეთის გაგონებაც ჭირდა, მაგრამ მაინც ყველა თავისას ყვიროდა.აეტრიალებინათ მაგიდები,დაემსხვრიათ ჭურჭელი და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ უკვე სისხლშიც კი ამოესვარათ ერთმანეთი.
-ყ*ეო შენ!-ღრიალებდა ჯაბა და გამეტებით ურტყამდა მეორე იუბილარს.იქვე კუთხეში სოსოს დაეთრია კიდევ ერთი და ზემოდან მოჰქცეოდა.ვაკოს დანა მოემარჯვებინა, მზად იყო ნებისმიერი წამოეგო ზედ.
მუსიკა შეწყდა.
მხოლოდ კაცების გინება და ქალების განწირული ყვირილი ისმოდა გასაშველებლად,რომ ჩამდგარიყვნენ იქვე.
-ხელი გაუშვი ჯაბა!-მათ შორის ჩადგა კიტა.ნიკომ და ირაკლიმ დანარჩენები გააშველეს.
-მოგი**ან გამზრდელი!-დაიყვირა შაკოს მხრიდან ერთ-ერთმა.
-შენ გაჩვენებ ეგ როგორ კეთდება!-დაუბრუნა პასუხი ჯაბამ და ახლა იქით გაიწია.შაკოსაც თვალები წამოენთო,ცოტა გამოფხიზლდა და ისევ გამოიწია საჩხუბრად.
-ნაბიჯი აღარ გადმოდგა,თორე შემომაკვდები!-შეუღრინა კიტამ.
-პოლიციაში დარეკეთ!-გაისმა მოხუცი ქალის კივილი.
-შენი დაბადება მოვ**ან შე სი*ო!-ისევ იმუქრებოდა ჯაბა,ძლივს აკავებდა ამილახვარი.
-შე ყ*ეო!-გაიწია მისკენ,მაგრამ ამჯერად კიტასგან მიიღო,ყელში წვდა და უხეშად ააყუდა კედელზე.
-თავი არ მომაკვლევინო შაკო!-უჰაერობისგან სუნთქვა გაუჭირდა გიორგაძეს.თვალები ჩაუწითლდა.-არ გამაგიჟო იცოდე,დაყენდი!
-ვის ემუქრები შენ ჰა?-გაისმა ვაკოს ავისმომასწავებელი ხმაც და მხოლოდ მისი სახელის გაჟღერება მოახერხა ელენემ.ნოდოც გაიქცა მის შესაჩერებლად მაგრამ დაგვიანდა.
-კიტა!
შებრუნდა ამილახვარი და თეთრი პერანგი წამში დაუნამა წითელმა სითხემ.
წამსვე უკან დახია ნოდომ მეგობარი,მაგრამ გვიანი იყო.ხელი შეუშვა ამილახვარმა შაკოს და მტკივან ადგილას ხელი მიიჭირა.
დაპანიკდა ყველა.
ცრემლიანი თვალები მიანათა ელენემ,ხელი შეაშველა ლანამ.
-ხო არ გამო**ევდი ბიჭო?-ეცა დანიანს ირაკლი და სახეში მთელი ძალით დაარტყა.
-სასწრაფო გამოიძახეთ!
-არ მინდა!-აუქნია ხელი ბიჭებს.-ნაკაწრია,კარგად ვარ...
-კიტა ასე როგორ შეიძლება.-ამოიტირა ლანამ.-მოდი ვნახავ,გთხოვ...
-კარგად ვარ!-მოკლედ მოუჭრა და კარგად დახედა გაჭრილ ადგილს.ღრმად არ იყო,მაგრამ ექიმის ნახვა მაინც არ აწყენდა.
-ამოხვედი ამილახვარო ყელში!-თავისას იმეორებდა ვაკო.
სოფელი რისი სოფელია უბნის ბიჭები,რომ არ ჩაერიონ ყველა გარჩევაში.
შემოცვივდნენ არსაიდან და მათ შორის ჩადგნენ.ერთი მეორეს ახლოს არ უშვებდა.
-დაიშალეთ ბიჭო.-ხელი ჰკრა ვაკოს ემზომ.
-კიტა ძმაო კარგად ხარ?-გვერდით დაუდგა კახა.-მოდი მანქანით ვარ,საავადმყოფომდე მიგიყვან.
-სი*ო ჩხუბში დანით,რომ არ იწევენ არ იცი?-უსაყვედურა ერთ-ერთმა.
-გაათრიე ესენი აქედან!-დაუღრიალა უფროსმა.
-კიტა წამო მართლა ნახე ექიმი.-ამოუდგა გვერდით ნიკო.თავად სოსოსაც კი შერცხვა ვაკოს საქციელის,არამცთუ შაკოს.
-არ მინდა.-იუარა მაინც და გვერდით მდგომ ქალს ოდნავ მოსცილდა.გადახედა ელენეს გაშეშებული,რომ იდგა და ცრემლები ჩამოსდიოდა.
-აიღე ნივთები,მივდივართ.-თქვა მისივე მისამართით და მაჯაში ხელი ჩაავლო.
-მე არ...
-არ გავიგო შენი ხმა ელენე!-მთელი ხმით უღრიალა და თავადვე დაავლო მის ნივთებს ხელი.-დროზე!
-არა...-კართან გაუძალიანდა მაინც და ხელი გამოჰგლიჯა.-არ მოვდივარ.
-რა?-მთელი სხეულით შებრუნდა მისკენ.
-ჩემთან ერთად წამოვა.-ჩაერია შაკო.
-არ მოხდება აქ კარგი ამბავი.-ჩუმად გადაულაპარაკა ნიკომ ირაკლის.
-გინდა,რომ თავი წაგაცალო?აა*ვიე აქედან!-მისკენ გაიწია,მაგრამ ამაოდ,შუაში ჩადგა ელენე.
-არცერთს არ მოგყვებით,ტაქსით წავალ!-ცრემლები უხეშად შეიმშრალა და ნივთები ხელიდან აწაპნა.
-ელენე ჭკუიდან არ გადამიყვანო,ფეხი გამოადგი!
-კიტა...-ჩაერია ნიკო და ხელზე ჩაავლო.-მე წავიყვან,დაწყნარდი.
-მე...-რაღაცის თქმა უნდოდა შაკოს,მაგრამ არ დაანება ირაკლიმ.
-სანამ ფეხზე დგახარ გაეთრიე!
-ველურები ხართ ხალხო?-ამოიტირა ელენემ და გარეთ გავარდა.ხელი ჰკრა შაკოს კიტამ და სირბილით მიჰყვა გოგონას.
-ელენე...
-არანაირი ელენე არ გამაგონო!რა გჭირთ მართლა?
-ახლა მეჩვენება თუ მე მიბრაზდები?
-არ გიბრაზდები,თავი დამანებე!-მკერდზე უხეშად უბიძგა,ახლაღა გაახსენდა ჭრილობა,რომ ჰქონდა და მისი სისხლი,რომ წვეთავდა მიწაზე.-ექიმს უნდა...
-წამოდი სახლში!-უთხრა როგორც შეეძლო მშვიდად.
-არ წამოგყვები არსად...ლანა წაიყვანე,ძალიან ინერვიულა...
-დედაჩემის სიცოცხლეს გეფიცები ახლა მანქანაში თუ არ ჩაჯდები ძალიან გაწყენინებ!-მისკენ გადაიხარა კაცი.მტკივან ადგილას ოდნავ მიიჭირა ხელი.
-ჯანდაბაშიც წასულხარ!-მთელი ხმით დაუყვირა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.ჩაეცინა ამილახვარს,მაგრამ ვაი მაგ სიცილს.რა ნერვების,რა მოთმინების და რა იდეების ფასად დაუჯდა.
-წაიყვანე სახლში.-გადახედა უკან მდგომ ნიკოს და შენობისკენ დაიძრა.
-წამო ელე.-მიეფერა გოგონას.-ნუ ტირი,შენ ხო არ ხარ მტირალა გოგო.-აკოცა თმაზე.
-გინდა ქეთოსთან წამო,ჩვენთან დარჩი ამაღამ,ბარბარეც გადმოვიყვანოთ და...
-არა,სახლში დავრჩები.-იუარა მაშინვე და ცრემლები უხეშად შეიმშრალა.შაკოს გადახედა მანქანაზე მიყუდებული,რომ ელოდა,მაგრამ ზუსტად იცოდა მას არსად გაჰყვებოდა.ის იყო წასვლას აპირებდა ლანა,რომ გამოჩნდა კარში და უკან მიჰყვა ამილახვარიც.ხელი აუწია ბიჭებს,ზედაც არ შეუხედავს ელენესთვის და მანქანისკენ წავიდა.
ეტკინა...
გატყდა იმ წამს მის შიგნით რაღაც...
-რას აკეთებს?-მზერა გააყოლა ირაკლიმ.
-აი ამას თავს თუ არ გავუტეხავ არ ვიცი...-აიქნია ხელი ნიკომ და სიგარეტს გაუკიდა.
სუნთქვა,რომ გაგიჭირდება დასავლურ მთებში მაგ გრძნობას რა ჰქვია?
მე ამ წამს მხოლოდ ტკივილს დავარქმევდი,ეგ ერქვა მაგ გრძნობას...



***
-წამოდი კიტა.-მანქანიდან ჯიუტად არ გადადიოდა ლანა.-დაგიმუშავებ ჭრილობას და მერე წადი.
-არ მინდა,კარგად ვარ,წავალ სახლში.-იუარა მაშინვე.მისი მშობლების ქოთქოთიღა აკლა ახლა.თითქოს მიუხვდა კაცს,თითქოს მისი აზრები წაიკითხა.
-არ არიან ჩემები სახლში,შემოდი,გადაგიხვევ ჭრილობას გთხოვ.-ლამის მუდარა გაურია ხმაში.არ გაუპროტესტებია,თავადაც ასე ერჩივნა,რადგან არ უნდოდა დედის ანერვიულება.
ნელი ნაბიჯით მიჰყვა ქალს უკან,12 ხდებოდა,დიდი იმედი ჰქონდა,რომ არავის დაუნახავს მასთან ერთად,თორემ დედამისს ალბათ გულის შეტევა ექნებოდა,ბარბარე კი ალბათ დანით აკუწავდა ორივეს.
არაფერი შეცვლილიყო სახლში,ზუსტად ისეთი იყო,როგოც წლების წინ.
ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს.
მამამისთან ერთად სუფრასთან იჯდა და დედამისის გამომცხვარ ხაჭაპურსაც აგემოვნებდა.
მიღებული სიძე იყო ოჯახში,ყველას უყვარდა.
-კიტა.-თითქოს გამოაფხიზლა გოგონამ.ხელში ბინტი და რაღაც სითხე ეჭირა.-სხვა ვერაფერი ვნახე,მაგრამ ეს გამოდგება.
-ჰო,მადლობა.-გაუღიმა ოდნავ და თაროზე დადებულ სურათს მიაშტერდა.ლანა და მისი ბიჭი იყვნენ სურათზე.-კარგი ბავშვია?-ჩაეკითხა ქალს.
-ცელქია ძალიან.-პერანგის ღილებს წაეტანა და მარტივი მოძრაობით გაუხსნა,არადა სულ უჭირდა.
-ბიჭია,აბა ისე როგორ გინდა.-ცალყბად ჩაეცინა და კარგად აათვალიერა მისი სახე,იგრძნო მისი სურნელი,ასე ახლოს ამდენი წლის შემდეგ პირველად ჰყავდა.
-ჰო,თან მამა,რომ არ ჰყავს გვერდით.-დაეთანხმა მაშინვე და მის შიშველ სხეულს თვალი მოარიდა.-რომც ჰყოლოდა დიდი ვერაფერი.
-ცუდი ქმარი იყო?
-როგორც შენ არ გადარდებს ბავშვი,ისე მაგას.-უდარდელად მიუგო და მისკენ დაიხარა.
-მისი შვილი არ ადარდებს?
-სანამ აქ ჩამოვიდოდი ორი თვე მეგობართან ვცხოვრობდი,მერე აქ,არ დაურეკავს,არ მოუკითხავს ბავშვი.
-და შენ მაინც მას გაჰყევი.-ოდნავ აეწვა და სახე დამანჭა.
-შენ მაინც არ მომიყვანდი.-გაუღიმა სულ ოდნავ.ქვემოდან ახედა.მის შავ თვალებს თავისი შეაგება.აღარ უყურებდა სიყვარულის თვალებით.
-იმის მერე,რაც ვნახე ნამდვილად არ მოგიყვანდი.-მოარიდა თვალი მაშინვე.
-მანდამდე,რაც მოხდა არ მაგის მერე არ მომიყვანდი.-შემოატარა ბინტი მთელ სხეულზე და მუცელთან პატარა ბანტი გააკეთა.
-ახლა გინდა მაგაზე საუბარი?დაგვიანდა ლანა.
-ვიცი,არც ვაპირებდი.-გვერდით გადადო ყველაფერი და ფეხზე წამოდგა.
-სად არიან შენები,ან ბავშვი?
-ბავშვი ნონას დავუტოვე,ჩემები ბებიასთან.
-მადლობა ლანა.-თბილი ხმით უთხრა და ფეხზე წამოდგა.აკრიფა ქალმა ნივთები და ზურგი აქცია,რომ ისე უკან შეეტანა.
-სასმელში ჩამიყარეს რაღაც,შიშველმა გავიღვიძე მეორე დილით,არაფერი მახსოვდა...-შედგა კართან ამილახვარი.სახელურიდან ხელი ჩამოსწია.ბრაზისგან გააკანკალა.-მე არასოდეს გიღალატებდი.
-რა?
-ჰო,დაბადებისდღეზე რომ წავედი,იქ მოხდა ყველაფერი..ცუდად ვიყავი,მაღებინებდა და საავადმყოფოში წამიყვანეს,ნარკოტიკებზე გამიკეთეს ტესტი,დადებითი იყო.-შებრუნდა მისკენ კაცი,ნაბიჯით წინ წაიწია.-მერე მიპოვა ჩემმა ძვირფასმა ქმარმა,პირველი კაცი ვიყავიო,ვნერვიულობდი შენზეო...-სიმწრით ჩაეცინა ლანას.იქვე მაგიდაზე მხაურით დაყარა ნივთები.-არასოდეს დამიჯერებდი,არასოდეს მაპატიებდი,მაგიტომ დავიწყე მასთან შეხვედრა,ჩემებს ხომ იცნობ,რომ გაეგოთ მომკლავდნენ,თავი უნდა გადამერჩინა.-მიუახლოვდა,წინ დაუდგა კაცს.-მე შენ არასოდეს გიღალატებდი.-ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი.მის ნახევრად შეკრულ პერანში თითები ახლართა და შიშველ მკერდზე აასრიალა.-სულ მიყვარდი,ვერასოდეს გაგიბედავდი...
-არ გინდა.-სუნთქვა გაუხშირდა ამილახვარს,ნერვებისგან აკანკალებდა.
-ვიცი,რომ რთული იყო შენთვის,მაგრამ ჩემთვისაც არანაკლებ კიტა...
-რატომ არ მითხარი მაშინვე?
-შემეშინდა შენი დაკარგვის.-ყელზე აკოცა კაცს.ერთიანად დაუარა ჟრუანტელმა სხეულში.
-მაინც ხომ დამკარგე?
-ჰო,მაგრამ ის ემოციური ფონი უკვე გადასული მქონდა,რაც პირველ კვირებს დაეტოვებინა.-სულ ოდნავ გაუღიმა და ფეხის წვერებზე აიწია,რომ მის ტუჩებს შეხებოდა.-მაინც არ მაპატიებდი,რა აზრი ჰქონდა თქმას?
-ლანა...
-ვიცი,რომ აღარ გიყვარვარ,ვხედავ.-კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები და ნელა ჩაუხსნა პერანგის ღილები.-უბრალოდ ჩემთვისაც რთული იყო კიტა,მე არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი...
-თუ არ გაჩერდები...-ძლივს ამოილაპარაკა.-იცოდე ცუდად დამთავრდება.
-დამთავრდეს...სულ მინდოდა ერთადერთი კაცი ყოფილიყავი ჩემს ცხოვრებაში,მხოლოდ შენ გქონოდა შეხების უფლება,მაგრამ შენ იმდენად მცემდი პატივს,რომ არაფერს ბედავდი...ახლა მე მართლა გაძლევ ამ უფლებას კიტა.-კაბის ელვა მარტივი მოძრაობით გაიხსნა ქალმა და კაცის წინ საცვლების ამარა შედგა.-ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ,ბოლოჯერ მინდა ვიგრძნო შენი შეხება...
-მთვრალი ხარ ლანა...
-შენც და ვიცი,რომ გინდა...-გაუღიმა და კისერზე ხელები მოხვია.
ერთიანად გაუელვა ელენესთან ჩხუბის კადრებმა გონებაში და ხვდებოდა,რომ შეეძლო,რომ უფლება ჰქონდა...
გიჟივით წაეტანა ქალის ტუჩებს...იმ ტუჩებს ერთ დროს მას,რომ ეკუთვნოდა.ხელში აიტაცა და მუცელზე შეისვა სიფრიფანა სხეული.სულ დაავიწყდა ყველანაირი ტკივილი,აღარც ის გავლილი საშინელი წლები გახსენებია.
ოთახში შეიყვანა,საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და ზემოდან მოქცეულმა დაუკოცნა სხეულის ყველა უჯრედი.
მარტივი მოძრაობით გაუხსნა ბიუსჰალტერი და მოშიშვლებულ მკერდი ხარბად დაუკოცნა.
როგორ ძალიან ენატრებოდა ადრე ეს სურნელი...ახლა როგორი უმნიშვნელო იყო...
ამდენი ხნის ნაგროვებმა ემოციებმა იფეთქა მის სხეულში.
სველი კოცნის კვალს უტოვებდა ყელზე,ლავიწებზე,მუცელზე...ძლიერად უჭერდა მკერდზე ხელებს,საპასუხოდ სიამოვნების ჰანგებს გამოსცემდა ქალი.
მის შიშველ ბარძაყზე ხელი აასრიალა და ქვედა საცვალთან შეჩერდა.ქალის ანთებულ თვალებს დააკვირდა.შეყოვნდა მაინც...
-ნამდვილად გინდა?
-ოცნებად მქონდა ქცეული შენი შეხება.-გაუღიმა ლანამ და მსუბუქი კოცნა დაუტოვა ყელზე.უკანასკნელი ნაჭრისგანაც გაათავისუფლა ქალის სხეული და თავისიც ამ გზას გაუყოლა.
თავს ზევით გაუკავა ხელები და ნელი ბიძგით შეერწყა ქალის სხეულს...
სიყვარული?აღარ...
ერთადერთი,რაც ახლა მასში სჭარბობდა ოთხწლიანი ბრაზი და ვნება იყო...
მის მკერდზე მისვენებულიყო ლანა,უჩვეულო ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე.უემოციოდ იწვა ამილახვარი,თითქოს ვერაფერს გრძნობდა,ჭერზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და ღრმად სუნთქავდა ფანჯრიდან შემომავალ ჰაერს.
იცოდა მართლა დასრულდა.
ამჯერად ბოლო იყო.
მისი დანახვა,რომ გულს აღარ უჩქარებდა.
მისი შეხება,რომ აღარ სიამოვნებდა იქ გაქრა ყველაფერი...
-შენ,რომ მაშინ ჩემთვის ყველაფერი გეთქვა...-დაიწყო მოულოდნელად.
-მაპატიებდი?-ჩაეცინა ლანას,წამოიწია და ზეწარი მკერდზე მიიფარა,თითქოს რამდენიმე წუთის წინ არ ეფერებოდა ამილახვარი.
-ისე ძალიან მიყვარდი,რომ გაპატიებდი...ვერავინ გაიგებდა,არც არავისი საქმე იყო იდეაში...-ელდა ეცა ქალს,არ ელოდა,წარსულის გახსენებამ ისე ძალიან ატკინა თავადაც ვერ გაიაზრა ისე აუცრემლიანდა თვალები.-არ მოხდებოდა ეს ყველაფერი შენ,რომ არ დაგემალა სიმართლე და არ გეღალატა მერე იმ სი*თან.-წამოიწია კიტა,ბრაზი შეერია ხმაში.
-ვინ არის ის გოგო?-დააიგნორა კაცის სიტყვები.-რესტორანში,რომ გაგიჟდა,ვისგამოც წამომიყვანე.
-შენთვის საინტერესო არავინ.-მოკლედ მოუჭრა და ფეხზე წამოდგა.სიბნელეში ძლივს მოიძია ტანსაცმელი და ჩაცმა დაიწყო.
-ასე წახვალ?
-როგორ?
-არაფერს მეტყვი?
-არ მიყვარხარ ლანა და არც გაპატიებ,შენ ეს იცი...კიდევ რა გინდა,რომ გითხრა?
-მაგ გოგოსაც უყვარხარ,არ დაანება სოსოს შენზე ცუდის თქმა,წვენი შეასხა სახეში.-ჩაეცინა და ისევ ბალიშზე დადო თავი.-ლამაზია,მაგრამ არა შენი გემოვნების.
-ჩხუბი რატომ დაიწყო?
-სოსომ დაიწყო და შაკო გადაუდგა ჯაბას წინ,შეაგინა და ბოლოს ეგ ორი შერჩნენ ერთმანეთს...ჯაბას და ახსენა სოსომ და არ გაუტარა.
-უნდა მოეკლა.-ჩაილაპარაკა მშვიდად და წამით შედგა.-თავს გაუფრთხილდი ლანა.
-შენც კიტა,ბედნიერი იყავი.-გაუღიმა ოდნავ და სიბნელის მიღმა მაინც გაარჩია მისი სახის ნაკვთები კაცმა.
არ ნანობდა,სჭირდებოდა ეს ღამე,საბოლოოდ დარწმუნდა,რომ არაფერი აკავშირებდა მასთან...
უკანმოუხედავად დატოვა სახლი,სირბილით მივიდა მანქანამდე და საჭეს მიუჯდა.მობილურს დახედა,რომელიც არც კი გახსენებია ამდენი ხნის განმავლობაში.უამრავი გამოტოვებული ზარი ბიჭებისგან,დისგან და დედისგან...
„დედაშენს ვუთხარი,რომ ჩემთან ხარ,ჩუმად მიდი სახლში“-იკითხებოდა ნიკოს მესიჯში.ორი საათის წინ მიეწერა,დედასაც აღარ დაერეკა მას შემდეგ.
ეს ღამეც გადააგორა,სადაც იყო გათენდებოდა...



***
სახლში მისულმა ყველანაირად მოატყუა ზოია,რომ მისგან თავი დაეძვრინა და მეორე სართულზე სირბილით ავიდა,ატირებული იჯდა იმ ოთახში ერთხელ ამილახვარს,რომ მისცა ძილის უფლება და ჰორიზონტს გასცქეროდა.
გრილი ჰაერი სახეზე ელამუნებოდა და გამოფხიზლებას აიძულებდა.ძილი ისედაც არ მიეკარებოდა,ძალიან იყო ანერვიულებული.
სიბნელის მიღმა სახლის სახურავებს გასცქეროდა,ცდილობდა ყველაფერი დაემახსოვრებინა,თითქოს განთიადისას მისი წარმოსახვაც ქარს გაჰყვებოდა.ცრემლებს ვერ იკავებდა.რაც აქ ჩამოვიდა მგონი ყოველდღე ახერხებდა ტირილს,მაგრამ ის ხომ სუსტი არ იყო?
გული ყელში მიებჯინა,რომ დაინახა როგორ ეკვროდა სხეულზე ამილახვარს ლანა,მანამდე გაჰყვებოდა,მაგრამ მერე?მერე აღარ...საბოლოოდ კი მასთან ერთად დატოვა ტერიტორია და მართლაც შეძლო ელენეს წყენინება...
მის ჭრილობაზეც ნერვიულობდა,ლამის იქვე გული გაუჩერდა,მაგრამ აზრი?ვერაფერს აკეთებდა.
ეჰ სიამაყეს რა ვუთხარი ასობით ადამიანს ცხოვრებას,რომ უნგრევს და ერთ-ერთი იყო კანდელაკიც.
ზუსტად იცოდა,რომ მასთან დარჩა და უბრალოდ დასაძინებლად კი არა სხვა მიზეზით.ამან უფრო აატირა,აანერვიულა...
მისი ჟაკეტი მიეკრა სხეულზე და თვალცრემლიანი ჩამოყრდნობოდა ფანჯრის რაფას...
დილის 4 საათი იყო მანქანის ხმა,რომ მოესმა და თვალები გაახილა...ნაცნობი მანქანა შეჩერდა ამილახვრების სახლთან და მანქანიდან კიტა გადმოვიდა.გზიდანვე გახედა გოგონას,ლამპიონის შუქზე მისი სილუეტი ბუნდოვნად,რომ ჩანდა.თავი დანანებით გააქნია და სახლისკენ წავიდა.მეორე ოთახში გაირბინა,რომ კიბეებიც დაენახა და თავისი ოთახიდან ჩუმად დაუწყო ყურება,აივანზე შედგა და სიგარეტს მოუკიდა.ფეხზე მყარად იდგა,აშკარად ცუდად არ იყო.
-ნაგავი!-ჩაილაპარაკა თავისთვის და ფანჯარას მოშორდა.ისევ იმ საბანში გაეხვა ყოველ ღამე მის ცრემლებს,რომ იტევდა და დღევანდელიც დაუმატა...
თავად კიტა რას ფიქრობდა?ეჰ კიტა...ისე იყო გაბრაზებული ელენეზე,რომ თავის კონტროლიც კი უჭირდა.
ლამის შუაზე გაგლიჯა შაკო,როდესაც მას ეცეკვებოდა,როდესაც მისი წაყვანა უნდოდა...
რატომ გრძნობდა ყველაფერს ასე მძაფრად?
არასოდეს ყოფილა ეჭვიანი...
ალბათ იმ ღალატის მერე მიხვდა,რომ უფრო მეტად უნდა დაიცვას ის,რაც უნდა და რაც მისია,მაგრამ ერთი განსხვავებით...ელენე არ იყო მისი...
სააბაზანოში ცხელი შხაპის ქვეშ დაგა და ის სურნელი მთლიანად ჩამოირეცხა ერთ დროს ასე,რომ უყვარდა.
აღარაფერი დარჩა
აღარაფერი იყო
მხოლოდ ის და მისი ფიქრები ელენეზე...





***
ბარბაცით შევიდა ოთახში ირაკლი,უნდოდა ჩუმად გამოსვლოდა,რომ ქეთო არ აენერვიულებინა,რადგან სისხლით ჰქონდა მოსვრილი პერანგი და სახე,მაგრამ არ გამოუვიდა.მისდა გასაკვირად ეღვიძა ქალბატონს და ქმარს ელოდებოდა.
-ქეთო?-გაიკვირვა საწოლში მჯდომი გოგონას დანახვისას,რომელიც ლეპტოპში რაღაცას უყურებდა.
-რა ადრე მოხვედი.-გაიკვირვა მისი დანახვა,ჯერ მხოლოდ პირველი ხდებოდა.გადაიხარა და საწოლთან დადებულ სანათს ხელი მიჰკრა.-ირაკლი...
-არაფერია ქეთო.-გაუღიმა გოგონას და სინათლე აანთო,რომ ნორმალურად დაენახა.
-რა გჭირს?-წამოვარდა ფეხზე.-ღმერთო...
-ცოტა კამათი მოგვივიდა ბიჭებს,არაფერი ისეთი,მართლა.-მისი დამშვიდება სცადა,მაგრამ ამაოდ.
-სისხლი მოგდის...-მის გახეთქილ წარბს ოდნავ შეეხო და პერანგზე დახედა.-გთხოვ მითხარი,რომ არაფერი გჭირს...
-არაფერი მჭირს ქეთო.-შუბლზე აკოცა გოგონას.-მიდი დაიძინე,გამოვიცვლი მეც და დავწვები.
-ეს?
-არაფერია,უარესები გადამიტანია.
-ირაკლი ნუ მანერვიულებ გთხოვ რა...ვის ეჩხუბე?-მისდაუნებურად აუცრემლიანდა თვალები.ირაკლიზე დარდი შეიკლავდა ამ გოგოს.
-ქეთო...-ღილების შეხსნა შეწყვიტა და მის წინ მდგომს მიაჩერდა.-რა გატირებს გოგო?არ იტირო ქეთო გთხოვ...
-წავალ ბამბას ამოვიტან და წყალს...
-არ მინდა არაფერი,გთხოვ არ იტირო.-მისი სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა ორივე თვალზე.-რა გატირებს?
-ქვემოთ ჩავალ.-გაუსხლტა ხელიდან და კიბეებზე სირბილით დაეშვა.უკან მიჰყვა ირაკლიც.
-ქეთო...ქეთო მოიცადე...-დაეწია სახლში შესვლამდე.-რა გჭირს?
-არაფერი ადი ოთახში,მოვალ მეც...
-რა გჭირთ ბავშვებო,ხოა მშვიდობა?-ფანჯრიდან გამოყო ნანომ თავი.
-წყალზე ჩამოვედი ნანო დეიდა,არაფერი...-ძლივს ამოთქვა და სახლში შევიდა.
-რა სჭირს?-დააკვესა თვალები ქალმა.-ირაკლი!
-დედა არაფერი დამიშავებია,სულ ნუ მეჩხუბები გთხოვ...-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-რესტორანში ვიჩხუბეთ ბიჭებმა და ანერვიულდა.
-ირაკლი შვილო,კარგად ხარ შენ?
-კარგად ვარ დედა,წარბი მაქვს გახეთქილი,მეტი არაფერი...მივხედავ კარგი?დაიძინე მიდი.-თბილი ხმით უთხრა დედას და კიბეებზე მიმავალ გოგონას უკან მიჰყვა...
-დაჯექი პლასტერს დაგაკრავ.
-არ მინდა ქეთო,არაფერი მჭირს საერთოდ...
-დღეს გამოვცვალე თეთრეული,სისხლი ლაქად რჩება.-მიუგდო ცივად და ძალით შეუხვია.სიტყვის თქმა არ აცადა საწოლის მის მხარეს დადო წყლის ბოთლი და ისევ საბანში გაეხვა.უცებ გამოიცვალა ირაკლიმაც და გვერდით მიუწვა ცოლს უკვე მეორედ,რომ აატირა.
-ქეთო მობრუნდი და მითხარი რა გჭირს.-ხელი მოხვია ქალს.
-დაიძინე ირაკლი რა.
-ქეთო!-სიბრაზე შეერია ხმაში.-როდის იყო შენ ასეთ ამბებზე ტიროდი?წერტილი მაქვს წარბზე და ცრემლები ჩამოგდის,რა გჭირს?
-შემეშინდა,რომ ლევანისთან არ წასულიყავი...
-არ მოხვდა მაგას საკმარისი?-წარბი ასწია კაცმა.-აბა ერთი გადმობრუნდი.
-გთხოვ,მეძინება...
-ქეთო...-ერთი ხელის მოძრაობით გადააბრუნა თავისკენ.-ლევანი რატომ უნდა მენახა?
-უბრალოდ ვთქვი,რატომ უნდა გენახა?
-მოგწერა?
-ირაკლი დაიძინე.
-ქეთო არ მაიძულო ისეთი პატარა კაცი ვიყო,რომ შენი მობილური გავქექო,მითხარი რა მოხდა.-დააჩერდა მეუღლეს ზემოდან და ნაზად დაუკოცნა სახე.-მითხარი,ნუ გეშინია.
-დამპირდი,რომ არაფერს იზამ.-სახეზე თითები ჩამოატარა კაცს.-გთხოვ.
-ქეთო არ გამაგიჟო,მითხარი...
-ირაკლი დამპირდი...-მსუბუქად შეეხო კაცის ბაგეებს.თავისებურად ცდილობდა მის მოთაფვლას.
-გინდა მივიდე და ვკითხო?-ყელიდან კოცნით აუყვა მის სხეულს და ტუჩებთან წამით შეჩერდა.
-დამირეკა,არ ვიცოდი,რომ ის იყო ოღონდ...შენი ქმარი რესტორანში ვნახე და ჩვენზე ხომ არ მოვუყვე ვფიქრობო...
-და რა აქვს მოსაყოლი?
-არაფერი შენს თავს გეფიცები ირაკლი...
-არ მოისვენებს სანამ არ მოვკლავ.
-გთხოვ არაფერი გააკეთო,სულელია ხომ იცი...
-ქეთო ნუ ნერვიულობ სულ.-მაისურის ბრეტელი გადაუწია და ლავიწზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.-მივხედავ მაგას.
-ირაკლი...
-გისმენ...
-მთვრალი ხარ...
-ვიცი...-მის ტუჩებს გახელებით წაეტანა კაცი.უმისამართოდ დაასრიალებდა ხელებს მის სხეულზე,ცდილობდა თითოეული ემოცია,თითოეული უჯრედი შეეგრძნო და დაემახსოვრებინა.მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა და ეღიმებოდა.იცოდა ამას მხოლოდ მისი სიახლოვე იწვევდა და ეგოისტურად უხაროდა.გულზე ნაზად აკოცა და სხეულზე მთელი ძალით მიიკრო.-რამდენი წელი ბრმა ვიყავი,თუ მჯეროდეს...-ჩაეცინა კაცს და თვალები დახუჭა.მართლაც როგორი ბრმა იყო ჩვენი ლომჯარია...






***
-ელენე ბებია რა გაწუხებს?-ჩამოუჯდა ჰამაკთან ქალი.შაკოს დაბადებისდღის მერე არა ხარ კარგად...
-ეს რამდენიმე დღეა კუჭი მტკივა ბე.-იცრუა ურცხვად და თვალი მოარიდა.
-ვაიმე ბებია,ექიმთან წაგიყვან გინდა?ვეტყვი კიტას და მანქანით ჩაგვიყვანს უცებ...
-არა ბებო,რა საჭიროა.-იუარა მაშინვე.ბოლო სამი დღეა თავს არიდებს,არ სურდა მისი ნახვა ნამდვილად.არც კიტა აწუხებდა,მის ოთახშიც აღარ იპარებოდა საღამოობით,ან უბრალოდ ელენეს ეგონა ასე.
-წამალი ვიყიდოთ რამე,დაურეკე დედაშენს.
-არ მინდა ბე,დავლიე და გამივლის.-გაუღიმა ქალს.-როდის ჩამოდის დედა?
-ნუ გენერვიულება შენ მაგ ამბავზე.-მიეფერა ქალი.-არც ისეთი ცუდია აქ,როგორც შენ გგონია.რატომ არ მოგწონს?
-ბებო თბილისში მეტი თავისუფლებაა,სადაც მინდა იქ მივდივარ,მეგობრებს ვნახულობ და...
-მოწევასაც არავინ გიშლის არა?-ჩაეცინა ზოიას.შუბლზე აუვიდა ელენეს თვალები.-ნუ მიყურებ ეგრე,მეც ვიყავი შენი ასაკის, „პარაოზივით“ ვეწეოდი მამაჩემთან ერთად,დედას ვუმალავდით ორივე.
-ბებო...
-ნუ მომატყუებ,ნუ მომერიდები,სხვისგან არაფერი გავიგო იცოდე,მითხარი რაც არ უნდა იყოს,მე გაგიგებ გესმის?მოწევა თუ გინდა მოწიე,ნურავის დაემალები,სასირცხვილოს რომ ჩაიდენ მაშინ მოერიდე ხალხს,თორემ მოწევა ვიღას უკვირს ახლა.
-მარტო ეგეც არ არის.-ცრემლებით აევსო თვალები.-ვიხრჩობი აქ ბებო...
-კიტას გამო?-ჩაეკითხა და მისკენ გადაიხარა.-არ მომატყუო,მითხარი რა ხდება.
-ბე...
-ვიცი მე ეგ გამოხედვა,ორივეს გხედავთ,ნუ დამიმალავ.
-დიდი ხანია იცი?
-ჩვენთან,რომ დააძინე იმ ღამიდან.ვიცი,რომ არაფერს იკადრებს და მაგიტომ არ ვამბობდი არაფერს,ვიცი მე მისი გამოხედვა,როგორ გიყურებს...ეჰ ახალგაზრდებო...-აიქნია ხელი და სათვალე ჯიბეში ჩაიცურა.-ჯიუტი გოგო ხარ ჩემო ელენე...ორი კაცი გყავს,ორივეს შენს ჭკუაზე ატრიალებ და შენც ვერ გაგიგია რა გინდა...
-ლანას იცნობ?
-ვიცნობ,კარგი გოგო იყო,სანამ გულს ატკენდა კიტას.
-როგორ იყო მაშინ?
-ნინას ყოველი ზარის ეშინოდა,სულ ეგონა,რომ კიტა რაღაცას დააშავებდა...1 წელი არ ჩამოდიოდა აქეთ,ბათუმში ნახა სამსახური და როგორც ნინამ მითხრა სვამდა...რომ დაბრუნდა ისეთი გამხდარი და გალეული იყო,მთასავით ბიჭი ჩამოიშალა,წვერი მოეზარდა,უპეები ჩაშავებოდა...ეჰ რთული იყო მისთვის ძალიან...გიყვარს შენ?
-ბებო ნუ მისვამ ეგეთ უხერხულ კითხვებს.-შეიშმუშნა ელენე.
-არ არის დასამალი,მითხარი...
-არ მიყვარს,მაგრამ აქ მეტკინა ლანასთან,რომ დავინახე.-მკერდზე მიიჭირა ხელი.
-ბაზარში მეც დავინახე,მაგრამ ისე არამგონია იყოს,როგორც შენ ფიქრობ...
-ვერ მოგიყვები ყველაფერს ბე,მაგრამ შერიგდნენ მგონი...
-არ შემოუშვებს მაგას ნინა სახლში.ტყუილად გენერვიულება...მაგიტომ წახვედი შაკოს დაბადებისდღეზე?რომ გაგებრაზებინა?
-ჰო...
-მერე რა მოხდა იქ,შენს გამო იჩხუბეს?
-არა ბებო.-იუარა მაშინვე,თითქოს იუკადრისა ბრალდება.
-რაიყო არ უჩხუბიათ აქამდე შენს გამო?-შაკოს და კიტას ჩხუბი გაახსენა.
-სოსო და ჯაბა დაერივნენ და მაგით დაიწყო ყველაფერი,მე არაფერშუაში ვარ.
-მერე რატომ მოგიყვანა სახლში სხვამ და არა კიტამ?
-იმიტომ,რომ არ გამოვყევი და ლანასთან წავიდა!-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ფეხზე წამოვარდა.-იქ რატომ წავიდა არ მკითხო,პასუხი არცერთს მოგვეწონება!
-ვაიმე ჩემო საბრალო გოგო.-ფეხზე წამოდგა თვითონაც.-გული გტკივა,შეგიყვარდა!-დაუსვა დიაგნოზი და თმაზე მიეფერა.-რას ეჯიუტები ამ სიყვარულს ჰა?
-არ ვუყვარვარ და მე არავის ჩამოვეკიდები კისერზე.
-არც უნდა ჩამოეკიდო,ქალი ხარ თავი უნდა დაიფასო,უბრალოდ ისე ნუ იზამ,რომ შენთან მოახლოება ვერ შეძლოს.
-ბებო როდის გახდი ასეთი თინეიჯერული ჰა?
-მე სულ თინეიჯერული ვიყავი,შენ აიტეხე ბებიას ძახილი.-გაუცინა ქალმა.-მიდი ჩაიცვი,როდემდე ივლი ასე,დაგინახავს ვინმე.
-დამინახონ!-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები და იმ წუთას სახლიდან გამოსულ კიტას გადახედა თხილის ხეების მიღმა.ის მოკლე შორტი და მოღეღილი მაისური ეცვა პირველად,რომ ნახა ამილახვარი.საჯდომი ლამის უჩანდა ისეთი მოკლე იყო,თუმცა საღამური იყო და ვის ადარდებდა,მაგრამ სულ გაგიჟდა ელენე,აწი ეზოშიც მაგით დადიოდა.
-არ იქნება კარგი ამბავი.-გადაულაპარაკა შვილიშვილს.-გამოიცვალე და ნინას აქვს ჩემი ბანკის სახუფი,მიდი გადმომიტანე რა.
-უკვე კომპოტებზე მიგიდგა საქმე?
-რაღა უკვე,ივლისია გო.-აიქნია ხელი და სახლისკენ წავიდა.არც უფიქრია გამოცვლაზე,ჩუსტების ჩლახუნით გავიდა ეზოდან და შეაბიჯა ამილახვრებთან.ეზოში მჯდომ კიტას ყურადღებაც არ მიაქცია ისე წავიდა სახლისკენ და მთელი ხმით დაიყვირა.
-ნინა დეიდა!
-შედი,სამზარეულოშია.-მიაძახა კიტამ,მაგრამ ყური არ ათხოვა.
-ნინა დეიდაა!-გაიმეორა ისევ.ჩაეცინა ამილახვარს.კარგად აათვალიერა მისი სხეული,მოშიშვლებული ზურგი და ზედატანი,ლიფის გარეშე,რომ მოერგო სხეულზე.განა ვერ ხვდებოდა,რომ მის გასაგიჟებლად აკეთებდა?
-შედი.-ზურგიდან მოესმა მისი ხმა,იმდენად ახლოს,რომ ლამის ფეხები მოეკვეთა.
-გაიწიე!
-შედი სახლში.-ხელით უბიძგა და მაშინვე გამოჩნდა ნინაც კარში.
-დილამშიდობის ელენე შვილო.-გაუღიმა გოგონას.-ახლა ადექი?-შეუთვალიერა საღამურები.
-ჰო,ეს დღეები დიდხანს მძინავს.-გაუღიმა ქალს.-რაღაც სახუფზე გამომგზავნა ბებომ.
-მოდი,გაგატან ახლავე.-დაფაცურდა მაშინვე და ზურგი აქცია.უკან უნდოდა გაყოლა,მაგრამ არ დაანება ამილახვარმა.
-მეორედ ქუჩაში ასე არ გახვიდე!
-უკაცრავად?-მიუბრუნდა კაცს.
-მშვენივრად გაიგე,რაც გითხარი,არ გამომიწვიო!
-თორემ?
-თორემ არ მოხდება კარგი არაფერი!
-ძალიან ბევრის უფლებას,ხომ არ აძლევ თავს?
-აი ახლა ვინმემ,რომ გამოიაროს და ზედმეტად შემოგხედოს ხომ უნდა შემომაკვდეს?
-შენც ზედმეტად მიყურებ,იქნებ საკუთარი თავით დაგეწყო?-უხეშად გამოჰჯგლიჯა ხელი და სირბილით შეჰყვა ნინას სახლში.კმაყოფილი იყო თავისი ქცევით.ბარბარეც მოიკითხა,მაგრამ არ დახვდა სახლში,დილაადრიან გადასულიყო ქეთოსთან,კიდევ ერთხელ შეავლო მზერა კაცს და ტანის რხევით დატოვა ეზო.იმოქმედა ამილახვარზე...მის ნერვებზე...კარგად გამოსდიოდა თამაში,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც იცოდა ვერ შეეხებოდა...





***
-ანდრო?-ეზოში გასულს კაცი,რომ დახვდა გაუკვირდა.არ უთქვამს,რომ მოსვლას აპირებდა.
-აქ რა გინდა?-გამოესარჩლა კიტა.
-შენთან მოვედი!-მტკიცედ ამოილაპარაკა.
-ოჰო...კიდევ?
-ჩაჯექი მანქანაში,სალაპარაკო გვაქვს მე და შენ!
-ანდრო...
-ნინა მომეცი უფლება ჩემს შვილს დაველაპარაკო.-თბილი ხმით უთხრა ქალს.-შენ მანქანაში ჩაჯექი!
-შენი ბრძანებები უკვე ყელში როა იაზრებ?-თვალები წამოენთო ამილახვარს.
-გთხოვ კიტა.-ხელზე მოქაჩა შვილს.-ახლა არ გინდა.
-წამოდი.
-არაფერი გააკეთო კარგი?-მუდარა გაურია ქალმა ხმაში.
-ნუ გეშინია.-თავზე აკოცა დედას და უკან მიჰყვა კაცს.სიარულიც კი ერთნაირი ჰქონდათ,როგორ შეიძლება ასე დაემსგავსოს ადამიანი კაცს,რომელიც ერთხელაც არ უნახავს...
ხმა არ ამოუღია გზაში არცერთს,დაახლოებით ნახევარი საათი იარეს,სადღაც ხეობაში რამდენიმე ქვის ლოდი ეგდო,მაგიდა შუაში და მდინარე...პირველად იყო თავად კიტაც კი ამ ადგილზე.
-აქ რა გვინდა?
-მშვიდად და მეზობლების თვალებისგან შორს,რომ შევძლოთ საუბარი ეს საუკეთესო ადგილია.
-მშვიდად...-ჩაეცინა კიტას.-რა გაქვს ჩემთან სალაპარაკო?
-დაჯექი.-მშვიდი იყო ანდრო.
-დავჯექი,მერე?-მის წინ ჩამოჯდა ამილახვარი და სიგარეტს გაუკიდა.
-როგორც არ უნდა უარყო მამაშენი ვარ...
-ვახ,რა ამბავია ეს,პირველად მესმის...-სიცილი აუტყდა კიტას.
-თან მემტერები,მესმის.გული ვატკინე დედაშენს,25 წელი უმამოდ იყავი...
-მყავდა მამა და დათო ჰქვია მას!-გააწყვეტინა მაშინვე.
-ჰო,რადგან შემეშალა და სხვა კაცი გიწევდა მამობას...-მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი.შვილს გახედა,მისი შეშლილი მზერა,რომ გადასდებოდა.-დედაშენი,რომ გავიცანი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი...
-ახლა,რაც მგონია ის თუ უნდა მომიყვე არ მინდა!
-მომისმინე!-დაუღრიალა შვილს,წარბი არ შეუხრია ამილახვარს,მზად იყო მის საცემად,მაგრამ თავს იკავებდა.-დედაშენის გამო უნდა მომისმინო...
-გისმენ.
-არ იყო ჩემი წრიდან ნინა,არ მოსწონდათ ჩემებს,მამაჩემი და ბაბუაჩემი სულ მეტს მოითხოვდნენ ჩემგან,არასოდეს იყვნენ ჩემით კმაყოფილები...სულ მაწვებოდნენ,არასაკმარისი ვიყავი ყოველთვის...შენსავით შეშლილი ვიყავი,ყველაფერს ვაშავებდი,რაც კი შეიძლებოდა,უკონტროლო ვიყავი...მაგრამ ეს ყველაფერი დედაშენამდე...სანამ გავიცნობდი...
-მერე?მშობლებს ვერ გადაუხადე სამაგიერო და დედაჩემს ატკინე?-ძარღვები დაებერა ამილახვარს,ძლივს სუნთქავდა ბრაზისგან.
-არა...-თავი გააქნია კაცმა.-არასოდეს მდომებია ნინასთვის ტკენა...უბრალოდ მეშინოდა...უარყოფილი შვილი ვიყავი ყოველთვის,არავისგან გამიგია ერთი თბილი სიტყვაც კი ოჯახში და არ მეგონა,რომ ვინმე ჩემს სიყვარულს შეძლებდა...იმდენად მეშინოდა,რომ იმის თქმაც კი ვერ გავბედე პირველმა,რომ მიყვარდა...თავად მითხრა...მე მხოლოდ მოგვიანებით გავუბედე...
-ჰო,მშიშარა კაცი,რომ იყავი გამიგონია...
-ცუდად ექცეოდნენ ჩემები ნინას,მაგრამ დახურულ კარს მიღმა მე როგორ ვექცეოდი ჩემებს მის გამო არავინ იცის...არასოდეს შევპასუხებივარ ნინას თვალწინ,მაგრამ მერე...მერე მთელ ვერა-ვაკეს ესმოდა ჩემი ამბავი...არასოდეს მიპატიებია დედაჩემისთვის ნინას მიმართ ცუდი ქცევა...თურმე ნინასთვის უთქვამს არ ხარ საკმარისი ანდროსთვის,სწავლა უნდა ანდროს,ცხოვრება წინ აქვს და უკან დახევო...ათასი სისულელე მოკლედ და დაიჯერა ნინამაც,შეხვედრა მთხოვა და დამშორდა...ათასი რამ ვიფიქრე მაშინ,მეგონა,რომ ზედმეტი ტვირთი ვიყავი მისთვის,ჩემი უკონტროლო ხასიათით და ცხოვრებით,ამიტომაც არ გავეკიდე...მაგ პერიოდში რამდენჯერმე ჯგუფური გარჩევა მომივიდა,ორჯერ დამიჭირეს კიდეც და მეგონა ამიტომ შეეშინდა...
-მერე არაფერი გააკეთე,წახვედი და ახალი იპოვნე არა?
-ასე არ იყო...
-ხომ მოვიდა შენთან?რატომ არ აცადე საუბარი?ცხვირწინ ხომ დაუხურე კარი?
-შემეშალა,ვიცი და არ უარვყოფ...მე,რომ მცოდნოდა...
-რომ გცოდნოდა არ მიატოვებდი არა?მხოლოდ იმიტომ დარჩებოდი დედასთან,რომ ორსულად იყო?
-მე ყოველთვის მიყვარდა ნინა!-ტონს აუწია კაცმა.
-როცა უყვართ ასე არ იქცევიან,კაცები ტ*აკს წევენ და გამოსწორებას ცდილობენ,რაც შენ არ გიცდია!უფლება მიეცი 26 წელი დატანჯულიყო...იცი რა გამოიარა?დღემდე ტირის იმის გამო,რომ არავინ ელაპარაკება ოჯახიდან...ასეთს,რომ ვხედავ ვოცნებობ,რომ არ გავეჩინე,ასე არ დაიტანჯებოდა,ასე არ ეტკინებოდა...ჩუმად ათვალიერებსხოლმე ბედნიერი ძმის პოსტებს,სამი შვილი ჰყავს მის ძმას,სამი ბიძაშვილი მყავს,არ ვიცნობ არცერთს...ბებია ბაბუა არ მყოლია,მამა არ მყოლია,რატომ?იმიტომ,რომ ნაბი*ვარი იყავი!-მთელი ხმით დაუყვირა და ფეხზე წამოვარდა.-იცი როგორ უჭირდა?თან იმ დროს...-ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი.-სულ ეშინოდა...ეშინოდა,რომ დათოც მიატოვებდა...ერთ ზარს თუ არ უპასუხებდა პანიკა იპყრობდა...მარტო მე კი არა დათოსაც უჭირდა მისი ასე ნახვა,იცოდა რომ ამდენი წლის მერეც სტკიოდი!ფეხბურთის მატჩებზე დათოს წამოსვლას ვაპროტესტებდი,ვიცოდი,რომ არ იყო მამაჩემი...ყველას მამა უქნევდა ხელს ტრიბუნებიდან,მე დედა მყავდა მხოლოდ და შენი ბრალია!კალათბურთზეც დედა დამყვებოდა,მახსოვს ფასიანი იყო წრე,20 ლარი ღირდა და გაუპროტესტა დათოს,მე გადავიხდი,მე მივხედავ ჩემს შვილსო...შეეშინდა,რომ არ გავერჩიე დათოს,ცუდად არ მომქცეოდა,სულ ყურადღებით იყო...დათო?დათო არ იყო შენნაირი!დამიჯდა და მითხრა,ვიცი მამას ვერ შეგიცვლი,მაგრამ ჩემი შვილი ხარო,9წლის ბავშვს ძმაკაცობის ხელი ჩამომართვა,3 წელი დამჭირდა,რომ შევგუებოდი გესმის?ძლივს დამშვიდდა დედაჩემი...
-ვიცი კიტა...-თავი ჩახარა ანდრომ.ამხელა კაცი დასჯილი ბავშვივით იჯდა შვილის წინ.
-გურიაში,რომ გადმოვედით 11 წლის წინ დათოს დედას არ მოვწონდი,მანამდეც მყავდა ნანახი,მაგრამ პატარა ვიყავი,მერე უკვე თინეიჯერობის ასაკში ხვდები ბევრ რამეს და ვიცოდი,რომ არ მოვწონდი.მე არ მადარდებდა,ერთი ის იყო,რომ დედაჩემი არ მოსწონდა,რადგან შვილიანი იყო,არადა ბარბარე უკვე 8 წლის იყო მაშინ,რაღადროის რძლის დაწუნება იყო,მაგრამ მაინც...მაშინ ზოიამ მიმიღო ისე,როგორც საკუთარი...ნანომ გადამისვა თავზე ხელი,დეიდა არასოდეს მყოლია,მაგრამ ნანო გახდა...გოჩა იყო ბიძაჩემი,ირაკლის მშობლები არიან ორივე...გურიამ მაჩუქა სახლი,რომელიც არასოდეს მქონია,ოჯახი,რომელიც სისხლით ნათესაობას არ ითვლის...იცი რატომ მომიწია ოჯახის ძებნა?იმიტომ,რომ შენ კაცი ვერ იყავი მამაჩემო!-ირონიულად დაუძახა მამა.გააცია ანდროს.-ეს ხალხი ვისაც ახლა შენ აქ უყურებ...ოჯახია გესმის?ზოია,ნანო...ცხონებული გოჩა,მარიკა და ის ნუგოც ჩემი ქეთოს გათხოვება,რომ უნდოდა...ქეთო...ბარბარეზე ნაკლებად კი არ მიყვარს...ორი ძმა მყავს,ირაკლი და ნიკო...ზოია თითქმის დედის ტოლია,ბებიას ვერ ვეძახი,მაგრამ ისე მექცეოდა სულ,როგორც ბებია ექცევა შვილიშვილს.სულ განიცდიდა,რომ აღარ სტუმრობდნენ თავისები,2 თვით ავცდი ელენეს,ისინი წავიდნენ და ჩვენ აქ გადმოვბარგდით.ბარბარეს სულ ისე ეფერებოდა...ვიცოდი,რომ შვილიშვილი ენატრებოდა...აქ არის ჩემი ოჯახი,აქ არის ჩემი სახლი,აქ არის დამარხული მამაჩემი,რომელიც შენ ვერ იყავი გესმის?
-მიყვარს მე ნინა.-ამოთქვა ძლივს,ლამის სული ამოაყოლა სიტყვებს.-შენზე,რომ გავიგე...შენ ვერ წარმოიდგენ მე რა დამემართა!
-არც მინდა წარმოვიდგინო,მე არ ვარ ის ადამიანი,რომელიც შენ გითანაგრძნობს!
-არც ველი მაგას.-მის წინ დადგა კაცი.-ადამიანები შეცდომებს უშვებენ კიტა!მეც შემეშალა,ვიცი,რომ აღარ ხარ ბავშვი,რომელსაც მამა სჭირდება,მაგრამ გინდა თუ არა მამაშენი ვარ და მიყვარხარ!დედაშენიც მიყვარს,სულ მიყვარდა და ვერასოდეს ვერავინ შემიცვლის მის ადგილს...
-არ გინდა!
-მასაც ვუყვარვარ...-წამით რაღაცამ გადაურბინა ამილახვარს სახეზე.-შენ ვერ გადაგახტება,შენ,რომ გაბრაზებული ხარ,ნაწყენი...შენ არასოდეს გადაგახტება და თავს ბედნიერების უფლებას არ მისცემს...
-თუ შენთან ყოფნა უნდა მე არ დავუშლი,არასოდეს ჩავრეულვარ დედაჩემის ცხოვრებაში,ჩემი საქმე არ არის...
-ვუყვარვარ მე ნინას,უნდა ჩემთან ყოფნა,მაგრამ არასოდეს აღიარებს,არასოდეს გატკენს შენ...არც მე ველოდები,რომ მამას დამიძახებ,კაცი ხარ უკვე,აღარ გჭირდება მამა...
-აბა ეს მთელი შერიგების სერია ტყუილად მომიწყვე?-ირონიულად ჩაეცინა.
-მინდა,რომ ადამიანურად საუბარი მაინც შევძლოთ.-მშვიდად ამოთქვა კაცმა.-ნინას გამო...
-მე შენ მამას არ დაგიძახებ!-ამოთქვა მტკიცედ.-დედაჩემს დაველაპარაკები,თუ უყვარხარ და შენთან ყოფნა უნდა...დედაჩემია მაინც,მე სულ მეყვარება და პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას,მაგრამ მის თვალზე ცრემლი,რომ დავინახო შენი მიზეზით...იცი რას გიზამ?ყველაფერს დავი*იდებ და ყელს გამოგჭრი!-ბრაზისგან ცეცხლი აუკიაფდა თვალებში.სხვას შეეშინდებოდა,ანდრო კი მხოლოდ სიამაყეს გრძნობდა თითოეული სიტყვის მოსმენისას.გული უკვდებოდა,როცა იაზრებდა რამხელა დარტყმა მიაყენა მისმა სიამაყემ მასაც და ნინასაც...როგორ დაიჩაგრა კიტა...როგორ გააუბედურა ამდენი ადამიანი...
-სახლში წაგიყვან.-მშვიდად უთხრა შვილს და თავით მანქანაზ ანიშნა.
-ჩემით წავალ,არ მივდივარ ჯერ სახლში.
-მიგიყვან სადაც მიდიხარ...
-არ მინდამეთქი!-გაუძალიანდა მაინც.
-ელენე კარგი გოგოა,დედაშენსაც მოსწონს.
-რა?-ცერად გახედა უკვე მანქანასთან მისულს.
-ჯიუტი და თავქარიანია,მაგრამ ეგეთი გჭირდება ზუსტად,რომ მოგარჯულოს.-ჩაეცინა ანდროს და საჭეს მიუჯდა.ფეხით გაუყვა მანქანის კვალს კაცი და გზაზეც მალევე გავიდა.მთელი სხეული უკანკალებდა...ამ ნერვიულობას სიგარეტიც აღარ შველიდა.როგორ უნდოდა სულ,რომ მამა ჰყოლოდა,მაგრამ ახლა?25 წლის კაცს აღარ სჭირდებოდა...დედა ეცოდებოდა,იცოდა,რომ უყვარდა ანდრო და არ უნდოდა ხელი შეეშალა.იქნებ ერთხელ მაინც ყოფილიყო ნინა ბედნიერი...






***
-ღმერთო!-უკვე ნახევრად შეხსნილი პირსახოცი ისევ ტანზე დაიბრუნა ელენემ.ლამის გული გაუჩერდა კარს მიყრდნობილი ამილახვარი,რომ შენიშნა.
-დილით არ გრცხვენოდა შიშველი მკერდის ფრიალი,ახლა რა მოხდა?-ცალყბად ჩაეცინა და მისკენ დაიძრა.
-რა ჯანდაბას აკეთებ აქ?
-მომენატრე...
-ახლავე წადი!
-სულ რატომ მეურჩები ელო?-ჩაეღიმა კაცს,სველი თმა უკან გადაუწია და სველ კანზე ტუჩები მიაკრო.
-ახლავე წადი...
-ელენე ნუ იქცევი ასე!-ტონი გაიმკაცრა კაცმა.
-შენ გკითხო როგორ მოვიქცე?
-ისეთ უაზრობებზე მალაპარაკებ ხან,რომ მგონია ჭკუიდან გადავალ...
-მთვრალი ხარ,წადი ახლავე!
-მერე გაშინებს შენ ჩემი სიმთვრალე?-გაეღიმა ამილახვარს და ლოყაზე მსუბუქად აკოცა.მთელი ძალით ჩაებღუჯა კანდელაკს პირსახოცი.
-წადი...
-გავაფრენ ელენე შაკოსთან,რომ იყო გესმის?-ნაზად დაუკოცნა კედელს აკრულს ყელი.
-შენ ხომ იყავი ლანასთან?-უხეშად აუკრა ხელი,სულ დაავიწყდა ჩაბღუჯული მატერია და ამილახვარს,რომ არ დაეჭირა მის მკერდთან პირსახოცი შიშველი აღმოჩნდებოდა მის წინ.-ღმერთო.-წამსვე სტაცა ხელი ნაჭერს.
-ვიყავი ლანასთან,ზუსტად ის მოხდა რასაც ფიქრობ.-მშვიდად უპასუხა.
-ხოდა წადი ახლაც,მე შენ არ მჭირდები!
-მე მჭირდები ელო,თანაც ძალიან.-დაიხარა მის მკერდთან და მოღეღილ ადგილას ტუჩები მიაკრო.-ნერვებს კი მიშლი,მაგრამ სუფთა ჰაერივით ხარ ჩემთვის...
-კიტა გთხოვ...
-გავყიდე ის ბეჭედი.-ღიმილით მიუგო და სველ თმაზე მიეფერა.-ის სურათიც გადავაგდე ასე,რომ განერვიულებდა...
-მაგრამ იმ ღამით მასთან დარჩი!
-მჭირდებოდა ეგ ღამე ელო,უნდა გამეგო ვგრძნობდი თუ არა რამეს.-მძიმედ ამოილაპარაკა და სულ ოდნავ მოშორდა.
-მერე გაიგე?
-ჰო,გავიგე,რომ არაფერს ვგრძნობ...-ჩაეღიმა კაცს.
-გილოცავ,ახლა წადი!-გვერდი აუქცია კაცს და საწოლზე ჩამოჯდა.კარგად დაიმაგრა ნაჭერი სხეულზე და ლოსიონის წასმას შეუდგა შიშველ მხრებზე.
-ელენე!
-წადი!
-რატომ ხარ ასეთი ამაყი?-მის წინ ჩაიმულა კაცი და შიშველ ბარძაყზე ტუჩები მიაკრო.ერთიანად გააცახცახა ელენეს.-რატომ მეუბნები,რომ წავიდე,მაშინ,როცა ეგ უკანასკნელია,რაც გინდა?
-წა..წადი.-ძლივს ამოთქვა ყელზე მისი ტუჩების შეხების პარალელურად ხელი,რომ აასრიალა კაცმა შიშველ ფეხზე.
-რა დამმართე ამხელა კაცს?თითისტოლი გოგო ჭკუიდან,რომ მშლი...
-კიტა...
-გისმენ ელენე.-მსუბუქად აკოცა ტუჩებზე და ფრთხილად გადააწვინა საწოლზე.-მითხარი რისი თქმა გინდოდა.-ნაზად უკოცნიდა ყელს,ლავიწებს...
-რა გინდა ჩემგან?-მის მკლავებში მოქცეულმა ამოიკრუსუნა.
-შენ ელო,ნუთუ ვერ ხვდები?
-შენ ხომ არ მოგწონს ქერები?მითუმეტეს ქალაქელები...
-აღარ ხარ ქალაქელი,აქ რჩები,როგორც გავიგე.-მის ტუჩებთან ამოილაპარაკა და გახელებით წაეტანა.მისი ნაქები თავმოყვარეობაც ჯანდაბაში გაუშვა ელენემ და კისერზე მოხვია ხელები კაცს.თავადაც აჰყვა კოცნაში და სიამოვნებით შეაგება თავისი ტუჩები იმ ბაგეებს ამდენხანს შეხებას,რომ ნატრობდა.გული გამალებით უცემდა.
ყველაზე ცუდ შემთხვევაში ზოია შემოუსწრებდათ და ამ მდგომარეობაში ნახავდა ორივეს...იმაზეც ეფიქრებოდა,რომ მხოლოდ კოცნას არ დასჯერდებოდა მთვრალი ამილახვარი და მთლიანად მისი გახდებოდა...გული ლამის საგულედან ამოუხტა პირსახოცს ხელი,რომ დაავლო კაცმა და ნელა გადაუწია სხეულიდან.თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა,მხოლოდ მის ტუჩებს გრძნობდა სხეულზე.დარცხვენილმა მკერდზე მიიფარა ხელები,ჩაეცინა ამილახვარს მის საქციელზე.კოცნით ჩაუყვა მის სხეულს და ხელები მშვიდად მოაშორებინა სხეულიდან.სიამოვნების მორევში გადაეშვა კანდელაკი.თავადაც არ იცოდა რატომ,მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა.მუცლამდე კოცნით,რომ ჩაუყვა და უკანასკნელი ნაჭრის გადაწევასაც,რომ ელოდა ელენე სირცხვილისგან თვალები დახუჭა.სხეული აუკანკალდა,თითებს ვერ იმორჩილებდა.უბრალოდ კაცს მიენდო და ალბათ უკვე გულისშეტევასთან მყოფს ლოყაზე მიაწება ტუჩები კაცმა.
-ჩემი ნუ გეშინია ელენე.-ნაჭერი გაუსწორა და ისევ კომფორტულად დაუმაგრა მკერდზე.-როგორი მთვრალიც არ უნდა ვიყო შენთან არ მივქარავ!
-მე...-ხმა ჩაუწყდა.ძლივს ამოთქვა ესეც და ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს.
-შენთან სწორად უნდა იყოს ყველაფერი,არ მინდა რამე ავურიო,ამიტომ ჩაიცვი კარგი?-შუბლზე ნაზად აკოცა და ფეხზე წამოდგა.-გვერდით ოთახში ვიქნები.
-მე...
-ლაპარაკი მინდა უბრალოდ,ჩაიცვი და გარეთ გავიდეთ.-თბილად აკოცა თითებზე და ოთახიდან გავიდა.დატოვა ელენე გაშეშებული,გაოგნებული და საკუთარ თავთან შერცხვენილიც კი.სწრაფად წამოვარდა და ტანსაცმელი ჩაიცვა.ჭარხლისფერი ედო სახეზე.ვერ იტანდა ასეთი უძლური,რომ იყო მის წინ,რცხვენოდა ყველაფრის რაც ხდებოდა...მისდა გასაკვირად არ დახვდა კიტა მეორე ოთახში,გაოცებულმა მოათვალიერა ყველაფერი,ფანჯრიდან გადაიხედა,ეზოში იდგა,ასე დაუფარავად ეწეოდა სიგარეტს,კიდევ კარგი ეძინა ზოიას,მაგრამ მაინც მოერიდა ვინმეს არ დაენახა.ჰუდი გადაიცვა,თავზე კაპიუშონი წამოიფარა და კიბეებზე დაეშვა.
-აქ უნდა ვილაპარაკოთ?
-არა,წამო.-ჭიშკარი გამოაღო და პირველი ელენე გაუშვა ეზოდან.
-ბებიაჩემი...
-მალე მოგიყვან უკან,მდინარეზე ჩავიდეთ.-თბილი ხმით უთხრა და ხელი გადახვია.ეუცხოვა ელენეს მისი ასეთი სითბო,სიმთვრალეს მიაწერა და დაჰყვა მის ნებას.იცოდა ხვალ დილით სულ სხვა ამილახვარს შეეჩეხებოდა.
დეჟავუ ჰქონდა,იმ ადგილას მიიყვანა მათი პირველი კოცნა,რომ შედგა თითქმის ერთი თვის წინ.მშვიდად ჩამოსვა მიწაზე და თავადაც გვერდით მიუჯდა.სიბნელის მიუხედავად არჩევდა ელენეს ცისფერ თვალებს,გაფაციცებით,რომ ათვალიერებდა ყველაფერს.
-რატომ მომიყვანე აქ?
-ჩამეხუტე რა.-გვერდზე გადახარა თავი ამილახვარმა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა გოგონას.-ვერ ვსუნთავ ელენე...
-კიტა...-ხმა დაუმძიმდა მაშინვე.-რა დაგემართა?
-ყელში მიჭერს ყველაფერი ელენე,მიჭირს გესმის?ერთადერთი ვინც გამახსენდა ამ დროს შენ იყავი...
-მე...
-უბრალოდ ჩამეხუტე,არაფერს გთხოვ სხვას.-ხელები გაშალა კაცმა და ისიც წამში გაეხვა მის მკლავებში.გული გამალებით უცემდა ორივეს.ძალიან ბევრს გრძნობდა ორივე და ძალიან ბევრის თქმა უნდოდათ,მაგრამ არც სწორი დრო იყო ახლა და არც ადგილი.-მაპატიე ოდესმე,რაც შენთვის დამიშავებია კარგი?-სველ თმაზე ნაზად უსვამდა ხელებს.-არ მინდა ოდესმე ჩემი მიზეზით ატირებული გნახო,არ მინდა რამე ისე არ იყოს...
-კიტა რა გჭირს?-ძლივს ამოილაპარაკა მის მკლავებში გახვეულმა.
-მამაჩემზე ხომ იცი?
-ჰო.-ყრუდ ჩაილაპარაკა.
-უყვარს დედაჩემს...
-ვიცი.-ოდნავ მიეფერა სახეზე.
-ვერ ვპატიობ დედაჩემის ცრემლებს...იცი როგორ ცუდად იყო?ახლაც მახსოვს ზოიას,რომ უყვებოდა და ცრემლები ახრჩობდა...
-ნანობს მამაშენი?
-ნანობს,მაგრამ დაგვიანდა ძალიან,აღარ ვარ ბავშვი,მამა აღარ მჭირდება.-ნაზად აკოცა თითებზე.-რომ ვუყურებ ბრაზი მიპყრობს,მხოლოდ დედას გამო ვიკავებ თავს.
-დედაშენს უფლება აქვს,რომ ბედნიერი იყოს კიტა,შენ თუ უარს იტყვი ვიცი,რომ შენ აგირჩევს ნინა დეიდა,მაგრამ გინდა?
-შენ მაპატიებდი?-თავი წამოსწია,ლოყაზე ცხვირით გაეხახუნა და სულ ოდნავ შეეხო მის კანს ტუჩებით.-წარმოიდგინე ჩემს გამო ოჯახი არ გელაპარაკება,ორსულად იყავი,მე შენს გვერდით არ ვიყავი,უკიდურეს გაჭირვებაში მოგიწია შვილის გაჩენა და გაზრდა...
-მე...
-მითხარი სიმართლე,ვითომ გიყვარვარ და წარმოიდგინე გთხოვ.
-გაპატიებდი...მე მჯერა,რომ არცოდნა არცოდვაა...მან ხომ არ იცოდა კიტა...-ფრთხილად აკოცა ლოყაზე კაცს.-ვიცი,რომ რთულია,მაგრამ...დედაზე იფიქრე კარგი?ყველაფერი მოგცა,რაც შეეძლო...ახლა შენგან მხოლოდ ის სჭირდება,რომ მის მხარეს იყო.
-ნაწყენი ხარ ჩემზე ელენე?-შეცვალა სასაუბრო თემა კაცმა.
-არ გინდა რა...
-მითხარი.-ნიკაპზე ნაზად აკოცა.
-ვარ კიტა,თან ძალიან.
-კოცნით ვერ ვუშველი მაგას არა?-სულ ოდნავ გაეღიმა და ქუდი ხელმეორედ წამოაფარა.-ნეტავ თმა გაგეშრო.
-ვერ უშველი!-ამოთქვა მტკიცედ.
-მიდი ეტაპობრივად მითხარი ყველაფერი რის გამოც ნაწყენი ხარ და მოვიფიქრებ როგორ გამოვისყიდო კარგი?
-ნუ სულელობ,წავედი მე.-ფეხზე ადგომა სცადა,მაგრამ არ დაანება.
-არ გინდა,არ მეჯიუტო გთხოვ,შენ მაინც არ გამირთულო ცხოვრება.-ყურთან უჩურჩულა და იქვე კოცნაც დაუტოვა.-მითხარი მიდი.
-კიტა...
-არ დაიწყო იმის მტკიცება,რომ ჩემთან არ გინდა.
-იქნებ არ მინდა?
-რატომ გინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდო?-ღიმილი მოეფინა კაცის სახეს.-გინდა გავიხსენო რა მოხდა ოცი წუთის წინ?შენს ოთახში,საწოლზე...შიშველი,რომ იწექი ჩემს მკლავებში მოქცეული და...
-გეყოფა!-დაუყვირა კაცს.
-ხოდა მაშინ მელაპარაკე,ნუ მაიძულებ ასე გესაუბრო,არ მინდა კარგი?
-ნაწყენი ვარ ლანაზე,იმ ბეჭედზე,შაკოზე და შენს მბრძანებლურ ტონზე!-მიაყარა ერთად.-თითქოს თამაშობ,მაგრამ თან არც გამოგდის,თუმცა გულსაც მტკენ და მე...
-ჩშშ.-ტუჩებზე თითი მიადო და თავად დაიწყო საუბარი.-დიდი ხანია ლანა აღარ მიყვარს,მაგრამ სულ იქნება ის ჩემს მოგონებებში გესმის?არა იმიტომ,რომ მინდა...უბრალოდ ვერ წავშლი,არ გვაქვს ადამიანებს ამისი ღილაკი ელო...
-ის ბეჭედი?
-ვიცოდი,რომ არ მიყვარდა,მაგრამ ძალიან მიჭირდა ყველაფერზე უარის თქმა.-ეჩურჩულებოდა ქალს,პარალელურად ნაზად უკოცნიდა სახეს.-შაკოსთან,რომ დაგინახე მაშინ...ჯანდაბა!არასოდეს ვყოფილვარ ეჭვიანი...ლანა იმიტომ წავიყვანე,რომ შენთვის გული მეტკინა...გვიან მივხვდი,რომ არ შეიძლებოდა ასე,უბრალოდ ამაყი ხარ და ვერ უტყდები საკუთარ თავს...არ ვაპირებდი მასთან არაფერს,სახლში მივდიოდი,წინ,რომ დამიდგა და...ნუ მოკლედ არ აქვს მაგას მნიშვნელობა.-აიქნია ხელი.-საბოლოოდ მივხვდი,რომ ის მოგონებებიც აღარ მენატრებოდა,რაც მასთან მქონდა...ჩემს გვერდით შიშველი ქალი იწვა და მასზე არც კი მეფიქრებოდა ელენე...სახლში,რომ მოვედი ის სურათი დავწვი და მეორე დღეს ბეჭედიც ჩავაბარე ლომბარდში.არაფერში მჭირდებოდა.იმ ბეჭდით,რომელიც სხვა ქალისთვის ვიყიდე შენ ხელს არასდროს გთხოვდი.
-მე?-სუნთქვა შეეკრა მაშინვე.
-ნუ გეშინია,ახლა არ გთხოვ.-არათითზე აკოცა.-ამ თითს აუცილებლად დაგიმშვენებს ეგ ბეჭედი,მაგრამ ჯერ ადრეა.
-შენ სულ გაგიჟდი?
-გავგიჟდი.შენ გამაგიჟე...ეჭვიანი არ ვიყავი არასოდეს,მაგრამ შენ...შენსგამო დამემართა...ალბათ იმიტომ,რომ ჩემიც კი არ ხარ და სულ მგონია,რომ სხვასთან წახვალ.მიმახვედრა ლანამ,რომ როცა გიყვარს ადამიანი არ გეთმობა,იმაზეც კი ეჭვიანობ ვინმე მის სიახლოვეს,რომ სუნთქავს,ვინმე უყურებს...თუ გიყვარს მესაკუთრეც ხარ და ახლა შენ,რომ მეჯიუტები ყველაფრის მიუხედავად და მაგრძნობინებ,რომ ჩემთან არ გინდა...
-კიტა...
-არა მაცადე!-პირზე ხელი ააფარა ქალს.-არ მეჩქარება მე,დაგელოდები რამდენ ხანსაც დაგჭირდება,რომ დაფიქრდე,მაგრამ თუ არ გინდა ჩემთან ყოფნა მითხარი! მითხარი,რომ რაღაც სიგიჟეები არ ვაკეთო,ტყუილად იმედი არ მქონდეს და არ გელოდო კარგი?
-კიტა...-ძლივს ამოილაპარაკა.
-სამი თვით უნდა წავიდე ბათუმში,სამშენებლო ამბებია და იქით ვიქნებით ყველა...გაძლევ სივრცეს,რომ დაფიქრდე,გადაწყვიტო რა გინდა ცხოვრებაში...ვიცი სწავლა გინდა,ისწავლი კიდეც,არც ოჯახის შექმნით დაგაჩქარებ,არც შეგაფერხებ,ეგ არ იფიქრო გესმის?მომავალ წელს ისედაც მიმყავს ბარბარე და იქით გადავდივართ,ირაკლი და ქეთოც გადმოვლენ ალბათ,წამოდი შენც,იქ ისწავლი...
-კიტა...
-ვიცი გეშინია...ჩემნაირ გიჟთან რა გინდა,ალბათ ფიქრობ...ასეთი არეული ოჯახით,არეული სიტუაციით...მესმის შენი მართლა,მაგრამ გავგიჟდები სხვასთან,რომ გნახო...შაკოსთან მეგობრობაზეც იმიტომ ვჭედავ,რომ ვიცი უბრალოდ მეგობრობა არ უნდა,ვიცი რისი მკადრებელიც არის და არ ვაპატიებ ხვდები?-გახშირებულად სუნთქავდა კაცი,ნერვიულობდა ცხადი იყო.-არ მინდა,რომ მათ სამეგობროში ტრიალებდე,არ არის ეს კონტროლი ელენე,უბრალოდ არ მინდა რამე დაგიშავდეს,თორემ ჩემთავად შენი გამკონტროლებლის დედაც!
-მამალოებს ველოდები შენგან იცოდე.-ღიმილით უთხრა და თავად შეეხო მის ტუჩებს.-ის ერთი არ მეყო დაბადებისდღეზე,რომ მაჩუქე.
-ელზას მამალი უნდა მომეტანა შემწვარი.-ხელები მოხვია და ქალთაში ჩაისვა გოგონა.-მოგიტან მამალოებს,სხვას არაფერს მეტყვი?
-ასე უცებ ვერ.-თავი გააქნია უარის ნიშნად და თითები მის თმაში ახლართა.
-პასუხს,რომ მეტყვი ზოიასაც დაველაპარაკები,შენს მშობლებსაც...
-ოჯახთან მოგვარება ძალიან ძველმოდური ხომ არ არის?
-ხომ გითხარი,შენთან მინდა ყველაფერი სწორად იყოს.-ხელები მოხვია და მთელი გრძნობით დაუკოცნა ქალს ბაგეები.უყვარდა ამილახვარს ეს პატარა გოგო და თავს ვერაფერს უხერხებდა,იმედი ჰქონდა,რომ უარს არ ეტყოდა ურთიერთობაზე და დალაგდებოდა მათი სიტუაციაც,მაგრამ ვინ იცის რას ამზადებდა ბედი ამ ორისთვის...





***
-ნიკო?-გაისმა ბარბარეს ხმა მობილურში.
-გისმენ ბარბი.-უჩვეულო ხმა ჰქონდა დუმბაძეს.
-დედაშენი ნერვიულობს,რატომ არ პასუხობ ტელეფონს?კიტა არ იყო სახლში და მე ამიტომ დაგირეკე.
-კარგად არის ყველაფერი ბარბი,ნუ დარდობ.
-ნიკო მთვრალი ხარ?
-ბარბი გთხოვ რა,ახლა არ გინდა...
-სად ხარ?
-დედაჩემს უთხარი,რომ ცოცხალი ვარ.
-ნიკო გთხოვ...რა მოხდა?მითხარი სად ხარ და მოვალ...
-ბარბარე ახლა არა გთხოვ...
-ნიკო!-ხმა გაუმკაცრდა.-მითხარი სად ხარ,არ მანერვიულო გთხოვ...ღამეა ამ დროს სად...
-მე მოვალ შენს სახლთან,არ იარო მარტომ.-მშვიდად მიუგო და მობილური გათიშა.სწრაფად მოემზადა,რომ მასთან ერთად გასულიყო,დედას დაუბარა მისი ამბავი და ჭიშკართან ახლოს ჩამოჯდა.საშინლად იყო ანერვიულებული მარიკა.მხოლოდ ის უთხრა,რომ ნუგომ და ნიკომ იჩხუბესო და რამდენიმე საათია წასულიაო,სხვა არაფერი იცოდა,მაგრამ რადგან ასე გაბრაზდა ხვდებოდა,რომ სერიოზული იყო და ქეთოს ეხებოდა საქმე.
-ნიკო?-ფეხზე წამოვარდა მისი სილუეტის დანახვისთანავე.-როგორ გვანერვიულე ყველა ნორმალური...-სიტყვა შუაზე გაუწყდა მისი სახის დანახვისას.მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი კაცი.-ღმერთო ნიკო...
-არ ინერვიულო,კარგად ვარ.-გაუღიმა გოგონას და თბილად გადაეხვია.-აქ არ დამაყუდო გთხოვ რა,დამინახავს ნინა დეიდა და ეტყვის დედაჩემს.
-რა დღეში ხარ ნიკო?
-წამოდი.-ხელი გადახვია გოგონას და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.
-ნიკო ასე არ შეიძლება,სისხლი მოგდის შუბლიდან.
-შენ ხო მაგარი გოგო ხარ?-გაუღიმა გოგონას.-წამო.
-სად მივდივართ?
-ბიჭების ადგილია,მაგრამ არაუშავს,არავინ არის ახლა და შეიძლება.
-ბიჭების ადგილი?
-ჰო,ვეწევითხოლმე და ვსვამთ,ხანდახან...
-ნიკო...
-წამოდი გოგო,არ მენდობი თუ რა გჭირს?-წამით შეჩერდა და მიაჩერდა მის წინ მდგომს.
-როგორ არ გენდობი,რას სულელობ?
-ხოდა წამო.-გაუღიმა და გზა განაგრძო,რამდენიმე ბაღის გადაკვეთა მოუწიათ საბოლოო წერტილამდე მისასვლელად.პატარა გადახურული ქოხი იყო,ქოხსაც ვერ დაარქმევდით,მხოლოდ სამი კედელი ჰქონდა,რაღაც ფიცრებისგან გაკეთებული ტახტი,მაგიდა და სკამები.
-ამდენი წელია აქ ვცხოვრობ,აქ რატომ არ ვარ ნამყოფი?
-აქ რა გინდოდა გოგო.-ჩაეცინა ნიკოს.-მოსაწევად ამოვდიოდითხოლმე.
-ახლაც მაგიტომ მოვედით?
-გგონია აქ შენს თვალწინ მოვწევ ბარბარე?-წარბი აუწია კაცმა და ლამფა აანთო.ასეთი ლამფა მხოლოდ წიგნებში ენახა გოგონას.მეცხრამეტე საუკუნის ნივთი იყო ალბათ.
-რა დაგემართა?
-მამაჩემს ვეჩხუბე,მერე ნოდო შემხვდა ცენტრში,იმანაც ამიშალა ნერვები,მერე იმას ვეჩხუბე.
-ნოდოს რაღა უნდოდა?
-გიყვარს ეგ სი*ი?-მთელი სხეულით მისკენ მიტრიალდა.-მითხარი აბა.
-არ ვიცი,უცნაური გრძნობაა ნიკო,თავიდან ძალიან მეტკინა,მერე უცებ განელდა.
-ესეიგი არ გყვარებია.-გაუღიმა და აწეწილი თმა სახიდან ფრთხილად გადაუწია.-შენს გამო მომდგა,ბოლო დროს ბევრ დროს ატარებთ ერთადო,რა გინდა მისგანო...ერთი თვეა არ შორდები,ჭკუიდან ნუ გადამიყვანო...
-ხომ არ გაგიჟებულა?-შეიცხადა გოგონამ.-მე მაგას ასი წელი აღარ მივეკარები,მაგისი რა საქმეა?
-არ არის,მაგრამ ვუთხარი,რომ ჩემთან ხარ.
-რა?
-არ შეგეშვებოდა ისე,ტვინს მოტ*ნავს კარგახანს და ვუთხარი,რომ ერთად ვართ,თუ გინდა გამიბრაზდი.
-ნიკო...
-კარგი გოგო რა შეშინებული მიყურებ.-სიცილი აუტყდა კაცს.-უბრალოდ ვუთხარი,რამე ვალდებულებას კი არ გძენს ეგ,აღარ შეგაწუხებს.
-ჩემს ძმას,რომ უთხრას?
-რაიყო გგონია კიტას სასიძოდ არ მოვეწონები?-ხუმრობას არ წვეტდა დუმბაძე.
-ნიკო არ არის სასაცილო,ვინმემ რამე,რომ თქვას?
-ხოდა მოგიყვან ცოლად.-სიცილისგან ძლივს სუნთქავდა.-გვქონდეს დუმბაძე-ძნელაძეების ოჯახი.
-ვაიმე რა გიჟი ხარ.-აჰყვა ბარბარეც.-შვილებს რას ვარქმევთ?
-დედის მოვალეობას მივაწერ მე მაგას,რაც შენ გენდომება ის დავარქვათ.ოღონდ ნოდო,შაკო,ვაკო და სოსო არ გამაგონო.
-არც შენ გამაგონო იამზე,თაკო და ნუკი.-დაემანჭა კაცს.მისი ყოფილი შეყვარებულების სახელები იყო.
-ოჰო,გცოდნია...
-მამაშენის სახელსაც არ დავარქმევ,არ მომწონს ნუგო.
-მე თვითონ მამაჩემი არ მომწონს,სახელს როგორ დავარქმევ შვილს მისას.-იცინოდა კაცი.ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და ერთი ღერი გოგონას გაუწოდა.-დემეტრე მევასება მაგრად,მაგრამ შენ თუ არ გინდა...
-ახლა მგონია,რომ მართლა მოგყვები ცოლად...
-გამომყევი,გამო*ევდება მამაჩემი.
-გინდა ჩემმა ძმამ თავი წაგვაცალოს ორივეს?-იგუდებოდა ისიც.
-ვუყვარვარ მე კიტას,გაუხარდება ჩემი სიძედ ყოფნა.
-შენც გიყვარს ირაკლი,მაგრამ არ გაგიხარდა.-სახეზე შეაშრა ღიმილი ნიკოს.
-ირაკლის ენაცვალოს ჩემი თავი,ტყვიას გადავუდგები მის გამო,განა არ მიყვარს ბარბი.-მიეფერა გოგონას.-მაგრამ...ქეთოა რა პრობლემა...ჩემს დას,რომ უყვარს და გული,რომ სტკივა...
-უყვარს ირაკლის ქეთო,ოღონდ არ იციან ჯერ.
-ჰა?
-გეუბნები ეგრეა ნიკო.-გაუღიმა კაცს.-გინდა რაღაც გითხრა?-მასთან ახლოს მიიწია,რომ ჩუმად ეთქვა.
-მითხარი...
-აკოცა ქეთოს...
-აი თუ არ მოგკლავ ახლა არ ვიცი.-სახე დამანჭა ნიკომ.-მაგის ცოდნა ნამდვილად არ მჭირდებოდა...
-კარგი რა იყო,ცოლ-ქმარი არიან,შენი აზრით შენ კოცნის გარეშე მოხვდი აქ?ამხელა ბიჭი ხარ,არ იცი რა როგორ ხდება?-მის ნერვებზე თამაშს განაგრძობდა ბარბარე.
-ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო იმაზე როგორ უფათურებს ჩემი ძმაკაცი ჩემს დას ხელებს!-თავადაც გაეცინა და თმა აუწეწა გოგონას.-შენ ხომ არ გიყვები კიტას ცხოვრების ინტიმურ დეტალებს?
-კიტას არ ჰყავს არავინ და მაგიტომ.
-ოჰ,გამოგრჩენია ცნობათა ბიუროს.
-რა?
-ჰო,ლანას ამბავი არ იცი?დედაშენი,რომ ნერვიულობდა მასთან იყო ღამე...მხოლოდ კოცნას არ დასჯერდებოდა მე ეგრე მგონია და...
-ფუუ კაი დამანებე თავი.-მთელი ხმით ახარხარდა ნიკო.
-არაა სასიამოვნო მოსასმენი არა?
-ვერ გიტან ნიკო...
-მართლა?-მისკენ გადაიხარა და თვალებში ჩააცქერდა გოგონას.
-რა მართლა ნიკო,თითქოს არ იცოდე როგორ ძალიან მიყვარხარ.-ოდნავ მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოუსვა.ისე ახლოს იყო მასთან...გონებას ურევდა მისი გამოხედვა,მისი სასმელთან შერეული სუნამოს სურნელი...ხშირად იპარავდა მის სუნამოებს,ძალიან მოსწონდა ყოველთვის.ნოდო...აღარაფერი იყო მასთან,თავისუფალი იყო.
კიტა...გაგიჟდებოდა.
ქეთო...ქეთოს გაუხარდებოდა...
სულ ოდნავ შეეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში ნიკოს,თითქოს თავადაც ხვდებოდა მოსალოდნელ სიტუაციას.მეორე ხელიც აასრიალა მის სახეზე ბარბარემ და კაცის ტუჩებს მოურიდებლად შეეხო.სურვილმა სძლია ასე ახლოს,რომ იყო თორემ სხვა დროს არ იკადრებდა,არ იზამდა.თავადაც ვერ გაიაზრა ისე მოხდა.სრულ ნეტარებას მიეცა მისი სხეული.სული დაუმშვიდდა,მაგრამ გული სასწაულად სწრაფად უცემდა.
-ღმერთო...-წამსვე მოშორდა კაცს და ფეხზე წამოვარდა.-ვაიმე ნიკო მაპატიე...ძალიან გთხოვ ბოდიში...-დარცხვენილმა სახეზე აიფარა ხელები.
-დაწყნარდი ბარბარე.-წამოდგა კაციც.მშვიდად,ღიმილით მიუახლოვდა და სახიდან ხელები ძალით ჩამოაწევინა.-შემომხედე.
-მე...ძალიან გთხოვ დაივიწყე რა,ღმერთო მაპატიე გთხოვ,ნიკო დიდი ბოდიში გეფიცები მე არ...-გაგრძელება ვერ შეძლო.კაცის ტუჩებმა ჩაახშო მისი ხმა.ამჯერად ნიკო შეეხო მოურიდებლად და მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები.ბარბარეც აჰყვა.რატომაც არა?სიმპათიური იყო დუმბაძეების კაცი.ყველას შურდა ბარბარე,რომ მასთან მეგობრობდა,მასთან ერთად გარეთ,რომ გადიოდა...
-არ მინდა მე დავიწყება ბარბი.-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნაზად მიეფერა თმაზე.
-ეს...ჩვენ...მე...
-დამშვიდდი და ისუნთქე.-ოდნავ ჩაეღიმა კაცს.-მოდი დაჯექი.
-არა...კიარადა მე...უნდა წავიდე...
-გგონია ამ შუაღამისას სადმე მარტოს გაგიშვებ?თან არც გვილაპარაკია ჯერ,დაჯექი...
-ეს არ შეიძლება...გაგიჟდება ჩემი ძმა...ორივეს დაგვხოცავს...
-გაგიჟდეს,მე მომხვდება,შენ ხო არა.
-ნიკო მე და შენ...-ამღვრეულ თვალებში ჩააცქერდა კაცს.-შენ მთვრალი ხარ,რა სულელი ვარ!
-ოღონდ ახლა არ გაიქცე,ფხიზელი ვერ გაგიბედავდი,მთვრალს მეყო გამბედაობა,აწი აღარ დამჭირდება ამისთვის დალევა.
-არ შეიძლება,სირცხვილია.
-ვისთან არის სირცხვილი?-გვერდზე გადახარა თავი კაცმა.
-ჩემი ძმა...
-კიტას მე დაველაპარაკები.
-არა,დავივიწყოთ გთხოვ,არავის უთხრა,თორემ გაგიჟდებიან,ან რას ეტყვი ბარბარე მეცა და მაკოცაო?ნეტავ მოვკვდე...
-გოგო...-ხმამაღლა გაეცინა დუმბაძეს.-მოდი აქ,რა სულელი ხარ.-თავისკენ მიიზიდა და სხეულზე მიიკრო.-ვეტყვი,რომ შემაცდინე და თავს ვერ მოვერიე მეც.
-ნიკო!
-ვხუმრობ ბარბი,რას ბჟუტურობ ახლა?-თავზე აკოცა გოგონას.წამიერად გამოფხიზლდა მისი გონება.-როგორც ჩანს მაინც ჩემი ცოლობით ამთავრებ.
-ნუ სულელობ მართლა ნიკო.-ცრემლები მოერია.-იცი როგორ მრცხვენია?
-მე არ მრცხვენია,შენ რატომ ან რისი?
-შენს თვალწინ გავიზარდე,რამდენი წელია მიცნობ?ჩემი ძმის მეგობარი ხარ...
-მომხედე აქეთ.-თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა გოგონას.-აღარ გამაგონო,რომ გრცხვენია და მსგავსი სისულელეები...
-მე არ...
-ბოლო ერთი თვეა სულ შენს გვერდით ვარ,სხვანაირი დაგინახე,ის ბარბარე არა ყოველდღე,რომ ვხედავდი,სხვა ხარ ახლა...არ მინდოდა არაფრის გაკეთება,ვაითუ ორმხრივი არ იყოს და კიტასთან რამე არ გავაფუჭოთქო,მაგრამ მაგ კოცნით საკმარისზე მეტი მითხარი...
-ნიკო რას...
-არაფერს გთხოვ,უბრალოდ მე მაცადე მივხედო ყველაფერს კარგი?
-ნიკო...-ძლივს დაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ შეეხო კაცის ბაგეები.ამჯერად უფრო თამამად,მომთხოვნად...თავადაც შეუსრიალა ხელები და თითები მის თმაში ახლართა.არ იცოდა რას გრძნობდა,მაგრამ ზუსტად იცოდა,რომ სწორი იყო ნიკოსთან.ნიკო არ გავდა სხვებს...-სახლში...
-სახლში უნდა წახვიდე,ვიცი.-გაუღიმა და მკერდზე ძლიერად მიიხუტა.უცნაურად სცემდა კაცის გული,არა იმიტომ,რომ მეგობრის რეაქციის ეშინოდა,არამედ იმიტომ,რომ ბარბარესთან შეშლის მართლა ძალიან ეშინოდა...





***
-დე...შეიძლება?-კარზე მიუკაკუნა კიტამ.
-მოდი შვილო...-თბილი ხმით უთხრა ქალმა,სარკის წინ იჯდა,მაკიაჟს იშორებდა.
-ლაპარაკი მინდა შენთან.-იქვე ჩაიმუხლა დედასთან.
-მთვრალი ხარ?
-ისე ვერ გეტყოდი დე,ასე უნდა გელაპარაკო.-ორივე ხელზე აკოცა.
-ნუ მაშინებ გთხოვ.-ანერვიულდა მაშინვე.-მოხდა რამე?
-მინდა,რომ ბედნიერი იყო გესმის?არ მინდა მოწყენილს,უბედურს გხედავდე...
-რას ამბობ კიტა?ბედნიერი ვარ შენ და ბარბარე,რომ მყავხართ.-მიეფერა მაშინვე.-თქვენ მყავდეთ კარგად და...
-მამაზე,რომ ვფიქრობ იცი რა მახსენდება?სამზარეულოში მუხლებზე,რომ იდექი და მთელი ხმით ტიროდი...პატარა ვიყავი,ალბათ 5 წლის...რომ მითხარი მაგიდას დავეჯახე და ხელი ვიტკინეო,ხელზე,რომ გაკოცე მეგონა მოგირჩებოდა...
-კიტა რას...
-რომ მაძინებდი და თან რომ ტიროდი...მამაშენის თვალები გაქვსო,რომ მეუბნებოდი...თქვენს მეგობარს,რომ გლოვობდი,ერთხელ საფლავზეც,რომ წამიყვანე...ჩემი თავი,რომ აჩვენე...კიტა მინდელი...მახსოვს...უყვებოდი როგორ არ გამოვიდა თქვენი ამბავი და ცრემლი გახრჩობდა...თქვენი ახალგაზრდობიდან შავ-თეთრი ფოტოები მახსოვს,ბედნიერი იყავი მასთან...მაგრამ მერე ისევ შენს ტკივილიან თვალებს ვხედავდი და მტკიოდა,რომ გამაჩინე იცი?ასე არ გეტკინებოდა მე,რომ არ გყოლოდი...
-გაჩუმდი ახლავე!-გააწყვეტინა ქალმა.პირზე ააფარა ხელი.-არ გაბედო მაგის თქმა!შენი დატოვება ყველაზე სწორი არჩევანია ჩემს ცხოვრებაში!
-ასე არ უნდა დატანჯულიყავი,არ იმსახურებდი,სული მტკივა შენს გამო დე,რომ ვერ გეხმარები,რომ არაფერი შემიძლია...
-რომ არსებობ ჩემთვის ეგეც საკმარისია!
-იცი რა მახსოვს?დათოს,რომ სთხოვე გოგოების მოწონება,რომ დავიწყე დაელაპარაკეო...შენ გეგონა იმაზე დამელაპარაკებოდა,რომ გული არავისთვის მეტკინა და მაგან თავი დაიცავიო.-ხმამაღლა გაეცინა ორივეს.-მერე გამოხვედი და შენ მელაპარაკე არავის ატკინო გულიო,არავისი ტირილის მიზეზი არ გახდეო...სულ ვფიქრობდი თუ ასეთი კაცია კარგი,მაშინ მამაჩემი რატომ იყო კაცი,რომელმაც წლები ატირა დედაჩემი?დედაჩემმა რატომ აირჩია ასეთი კაცი?სულ მეშინოდა,რომ მისნაირი გავიზრდებოდი...სულ მეშინოდა,რომ გაბრაზებდი ის არ გეთქვა მამაშენის ასლი ხარო...
-კიტა შვილო...-მის წინ ჩაიმუხლა ქალი,ცრემლად იღვრებოდა ორივე.
-არ მინდა,მაგრამ მივიღებ შენს გამო,შენი ბედნიერების გამო...ვიცი,რომ გიყვარს.-მიეფერა დედას,ცრემლები შეუმშრალა.-არ იტირო,ხომ იცი ვვგიჟდები შენს თვალზე ცრემლს,რომ ვხედავ...
-კიტა...
-ყველაფერი კარგი ჩადე ჩემში,ყველაფერი ის,რაც შეგეძლო,ყველაფერი მომეცი,რაც მჭირდებოდა და დროა მეც მოგცე თავისუფლება...ვერასოდეს დაგიბრუნებ ამდენწლიან ამაგს,ვერ შევძლებ,მაგრამ...მინდა,რომ ვცადო...ვხედავ,რომ მასაც უყვარხარ,არ მინდა ვაღიარო,მაგრამ შეყვარებული კაცის მზერას ვცნობ,მეც მქონდა ერთ დროს...
-ახლაც ეგ მზერა გაქვს,მაგრამ სხვას ეკუთვნის.-შუბლზე აკოცა შვილს.-როდის გაიზარდე ასე დე?
-მინდა,რომ ბედნიერი იყო...არ აქვს მნიშვნელობა ვისთან იქნები,ვიცი,რომ გიყვარს და შენ თუ შეგიძლია მისი პატიება,მივიღებ...
-იქნებ არასწორად მოვიქეცი მამას,რომ დაგაშორე და მისგან დაგმალე...-თავი ჩახარა ქალმა.
-მე ზუსტად ისე მოვიქცეოდი,როგორც შენ მოიქეცი.-აკოცა ქალს და სხეულზე მიიხუტა.-შენ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთე,მაშინ არ იყო ის კაცი,რომელიც ოჯახს იმსახურებდა.
-მადლობა...-ამოთქვა ძლივს...მართალი იყო ანდრო,შვილს არასოდეს გადაახტებოდა ნინა,მაგრამ უნდოდა ანდროს გვერდით ყოფნა.არ უღიარებია,მაგრამ ანდრომ ისედაც იცოდა,რომ უყვარდა ნინას.შვილის მკლავებში გახვეული ცრემლად იღვრებოდა.ხვდებოდა,რომ საუკეთესო გაზარდა,მიხვდა რომ მისი საქმე აქ დამთავრებული იყო,შეეძლო გაეშვა...




***
-კიტა?-უკვე მიჩვეული იყო მის ასეთ შეპარვებს სახლში.არც კი წამოწეულა საწოლიდან ისე მიაჩერდა კაცს.მეორე მხრიდან წამოწვა კაცი საწოლზე,მასთან ახლოს მიიწია და შუბლზე ნაზად მიაკრო ტუჩები.-აქ რა გინდა?
-მომენატრე.-ალალად უთხრა,მთელი დღის უნახავი ჰყავდა.
-მერე ცოტა ადრე მოსულიყავი,პირველი საათი ხდება ამ დროს,რომ არ შემოპარულიყავი...
-დედაჩემს უნდა დავლაპარაკებოდი.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და სახიდან თმა გადაუწია.-ასე არ უნდა მენატრებოდე,არ შეიძლება.
-რატომ სხვები ვეღარ გენატრება მერე?-ჩაეცინა გოგონას.
-ელო ნუ მაგიჟებ.-ნაზად შეეხო მის ტუჩებს.
-შენ გალოთდები იცი?-წამოჯდა ოდნავ და იდაყვს დაეყრდნო ნიკაპით.-ლოთ კაცს არ შევხვდები.
-ზაფხულია მეპატიება,თან მუშაობას,რომ დავიწყებ ვეღარ დავლევ.
-აქაც ხომ მუშაობდი?
-აქ იმდენს არ იხდიან,რამდენსაც ბათუმში,აქ ყველა ნაცნობია და ნაკლებს ვუფასებთ,იქ კარგად იხდიან,საცხოვრებელსაც აფინანსებენ...თან ზაფხულია,ზღვა და ქალები იქნება ირგვლივ...
-ქალები არა?-უხეშად აუკრა ხელი.
-ქალები მიყვარს ელო,შიშვლები მითუმეტეს...-ელენე ვერ ხედავდა,თორემ სიცილს ძლივს იკავებდა ამილახვარი.
-ახლავე წადი აქედან!
-ერთად ხო არ ვართ მაინც და ღალატად არ მეთვლება.
-კარგი მაშინ მეც ჩავუწვები ვინმეს,რადგან ღალატად არ ითვლება.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ზურგი აქცია.
-ვაიმე ელენე...-მუცელზე ხელი მოხვია და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.-რომ გავიგო მსგავსი რამ...-გაფიქრებაზეც კი გააკანკალა კაცს.-არ მეხუმრო მსგავს თემებზე.
-რაო ეჭვიანობ ბატონო კიტა?
-ვეჭვიანობ კი არა მთელი ჩოხატაური არ ამაფეთქებინო.-ნაზად დაუკოცნა სხეული და თავი მის ყელში ჩარგო.
-რატომ ხარ ასეთი ეჭვიანი?
-გითხარი უკვე მაგაზე პასუხი.
-კიდევ მითხარი.
-მერე გეტყვი,სხვა დროს...-იცოდა სიტყვა მიყვარხარ,რომ უმიზნებდა ქალბატონი,მაგრამ ჯერ არ იყო მზად ამის სათქმელად.
-სხვა დროს შეიძლება გათხოვილიც კი დაგხვდე.-გულში იცინოდა კანდელაკი.
-რა გინდა?რატომ მიწვევ?გინდა ახლავე წაგიყვანო და ჯვარი დავიწეროთ?
-ძალიან არ გაიჭრა ოცნებებში.-ჩაეცინა ელენეს.-ჯერ ეკითხებიან ადამიანს უნდა თუ არა.
-მერე არ გინდა?
-შენი ცოლობა?არა!
-უკეთესი გყავს ვინმე?
-მყავს,თბილისში,მოჭიდავეა ის ბიჭი...
-ოჰო,რა ამბიციებია...მერე სად არის აქ,რომ გამოგიშვა და სხვა კაცს,რომ აძლევს უფლებას შეგეხოს?-გადმოაბრუნა თავისკენ და ნაზად დაუკოცნა მოშიშვლებული გულ-მკერდი.-ველოდები,მოვიდეს.
-პასუხს,რომ ვუბრუნებდე აუცილებლად მოვიდოდა.-გაეცინა და ტუჩებზე მსუბუქად შეეხო კაცს.-როდის მიდიხარ?
-იქით ორშაბათს ვიწყებთ,შაბათს წავალთ ალბათ,რომ მოვერგოთ სიტუაციას.
-იცოდე ვინმეს,რომ შეხედო!-ფრჩხილები ჩამოატარა სახეზე.-თვალებს დაგთხრი მართლა.
-შენ ისეთი გიჟი ხარ გამკეთებელი ხარ.-ჩაეცინა კაცს.-წამოდი ჩემთან ერთად.
-რასტორი ავურიოხოლმე?
-არ გეკადრება?
-მე მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებზე მიმუშავია,მშენებლობა არ არის ჩემი.
-კარგი გოგო,ვხუმრობ...არ გამუშავებ,დამშვიდდი.
-გგონია მუშაობას ვიუკადრისებ?-წარბი აუწია კანდელაკმა.-მე შემიძლია და მიმუშავია კიდეც.
-ვხუმრობ ელენე,ნუ წამოენთებიხოლმე ეგრევე.-ყელზე აკოცა და იქვე დარჩა,თვალები მიელულა,ძალიან იყო დაღლილი.თმაში აუხლართა კაცს თითები,ნაზად ეფერებოდა ლოყაზეც.
-უნდა წახვიდე.
-დილით წავალ,ზოიას გაღვიძებამდე.-უკვე ნახევრად მძინარემ ამოთქვა და სრულიად სხვა სამყაროში გადაეშვა...




***
-რას აკეთებს ჩემი ლამაზი ცოლი?-მიეფერა ქეთოს ირაკლი და იქვე სამზარეულოში ჩამოუჯდა.
-გოგოები უნდა გადმოვიდნენ და ყავისთვის რამე ტკბილს გავაკეთებთქო ვიფიქრე.
-გადმოვიყვან გინდა?
-არა,გამოისეირნებენ,თან რაღაც ვაკანსიებს ეძებს ჯერ ბარბარე და ისევ საწოლში იქნება.
-მუშაობას იწყებს ქალბატონი?
-არა,ჩემთვის ეძებს რამეს.-მშვიდად უპასუხა და ხილის დაჭრას შეუდგა.
-შენთვის?
-ჰო.
-დაანებე მაგას თავი და მომხედე აქეთ.-თავისკენ მიატრიალა ცოლი.-ეგ სისულელე რამ გაფიქრებინა?
-რა არის სისიულელე ირაკლი?
-რომ უნდა იმუშაო...მითხარი ქეთო,რამე გჭირდება?რამე არის,რაც გინდა და არ წვდება ჩემი ფინანსები?ჩემი ბარათიდან ფული არ დაგიხარჯავს განა ვერ ვამჩნევ,რატომ?
-ნიკო მაძლევს ფულს,შენ არ ხარ ვალდებული,რომ...
-მანდ გაჩერდი!-გააწყვეტინა მაშინვე.-რამ გაფიქრებინა?
-ირაკლი რა პრობლემაა?
-გოგო მეღადავები?ჩემი ცოლი,რომელიც ახლა მხოლოდ სწავლაზე უნდა ფიქრობდეს იმაზე დარდობს სად იმუშაოს,რომ ხვალ რაიმე თუ მოუნდება და ძმა ფულს არ მისცემს ქმარს არ გამოართვას?გაგიჟდი?
-ირაკლი...
-არანაირი ირაკლი არ გამაგონო ქეთო,მე ვარ შენი ქმარი,მე უნდა მოგაქციო ყურადღება,მე უნდა მოგხედო...-შუბლით შუბლზე მიეყრდნო.-მე,რომ ირაკლი მქვია და შენ ქმარს მეძახი ყველაფერი,რაც შენ გეხება ჩემი პასუხისმგებლობაა...
-ირაკლი ვიმუშავებ და დავაგროვებ ფულს,სამი მასწავლებლის თანხა მარტივი გადასახდელი ხომ არ გგონია?
-არც მარტივი გადასახდელი მგონია და არც შენ იმუშავებ.მასწავლებლებს ველაპარაკე უკვე,სექტემბრიდან ჩაწერილი ხარ ნაირასთან,ნონასთან და ზაზასთან.შენი აზრით ბათუმში რისთვის მივდივარ?აქ ვერ ვნახე სამსახური?
-ეგ არ მითქვამს ირაკლი,რატომ არის ცუდი,რომ...
-ცუდი არ არის,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როდესაც პროფესია გექნება და იმით იმუშავებ,რაც შენ გენდომება.არ მინდა ვიღაც სი*ებს ყავა მიუტანო,ან ვიღაცის შვილს მოუარო,ან საერთოდ მაღაზიაში იმუშავო...არა ქეთო,არ გამოვა ეგ ამბავი.
-მუშაობას მიშლი ირაკლი?-კართან მდგომ დედამთილს გახედა ქეთომ.მის წინ ჩხუბი მოერიდა.
-ქეთო მისმინე.-მიეფერა სახეზე ირაკლი.-ახლა მინდა,რომ ისწავლო,მთელი ეს დრო სწავლას დაუთმო,უნივერსიტეტში ჩააბარო,კარგი ქულები გქონდეს,ბათუმში გადავიდეთ სექტემბრიდან,გგონია შენს მომავალზე არ ვიფიქრე?გგონია მარტო ის იყო,რომ ტარიელას არ გაყოლოდი ცოლად?ვიცი როგორ ძალიან გინდა სწავლა,მეც მინდა,რომ ისწავლო...შვილები,რომ გვეყოლება ჩლუნგი მამა და გაუნათლებელი დედა ხომ არ ეყოლებათ,სირცხვილია.-გაეცინა ბოლოს.-გამიგე რა,გთხოვ.
-მერიდება ირაკლი,არ შეიძლება ასე,იაზრებ რამდენი ფული დაგეხარჯება?
-რამდენიც დაგჭირდება იმდენი დამეხარჯება!-მტკიცედ მიუგო და ბარათი გაუწოდა.-ოთახში იდო,ასე აღარ დამხვდეს იცოდე,აიღე და დახარჯე,ნუ სთხოვ ნიკოს ფულს,ნუ მარცხვენ გთხოვ...მგონია,რომ რაღაცით სხვანაირად გაგრძნობინე თავი...
-უბრალოდ...
-ადრე კარგად გარბოდიხოლმე ჩემი ბარათით წვენების და სიგარეტის საყიდლად?-გადაიხარა მისკენ.
-ირაკლი!-თვალები დაუბრიალა მეუღლეს და დედაზე ანიშნა.
-რაიყო გგონია რამეს გეტყვის?-გადახედა დედას.-ეწევი თუ არა ქეთო არავისი საქმე არ არის,მე ვარ შენი ქმარი,დანარჩენი ყველა დაივიწყე გესმის?
-მაგრამ...
-არანაირი მაგრამ აღარ გავიგო,წავალ გოგოებს მოვიყვან და ორივეს დავეწუწუნები,რომ არც საჭმელს მიკეთებ და მათ მოსვლამდე ნამცხვარიც არ მაჭამე.-გაეკრიჭა ცოლს და დედას მიუბრუნდა.-აუხსენი შენც თორემ გავგიჟდები იცოდე.-თავზე აკოცა დედას და ლამის სირბილით გავიდა სახლიდან...
-ნანო დეიდა...
-რატომ მიყურებ შეშინებული,მოკალი ვინმე?-ჩაეკითხა ქალი.-ჩემს ირაკლის თუ არ აწუხებს,მე საერთოდაც არ შემწუხებს.-მიეფერა თმაზე.-რამე გჭირდება შვილო?ირაკლის თუ არ შეუძლია მე დავალომბარდებ ჩემს ოქროს და...
-არა,არა გეფიცები ნანო დეიდა.-იუარა მაშინვე,ლამის პანიკაში ჩავარდა.-უბრალოდ არ მინდა ირაკლის ტვირთად დავაწვე.
-აღარ თქვა მეორედ შვილო,შენ მისი ცოლი ხარ,აბა ვის უნდა დაახარჯოს ფული?სხვა ვინ ჰყავს?-უსაყვედურა ქალმა.-აი სხვას თუ დაახარჯებს მერე მე მაცადე,რომ მივდგები თხილის წკეპლით.
-ჯერ ვერ მივეჩვიე.-დაღონებულმა ჩამოდო მაგიდაზე თავი.
-დრო უნდა ყველაფერს,მიეჩვევი მალე.
-შვილებიც ახსენა,გაიგეთ?
-გავიგე შვილო,არ არის ჩემი ირაკლი გულგრილი,ხან ცოტა უქრის თავში,მაგრამ რომელ კაცს არ უქრის?ცოლმა უნდა დაიჭიროს მაგ დროს,ეგრე ხარ შენც ახლა,ცოტახანში შენც შეძლებ.
-რომ არ ვუყვარდე?
-წკეპლა მაქმეთქი გამზადებული.-ჩაეცინა ქალს და ფეხზე წამოდგა.-შენებთან უნდა გადავიდე,შენი მშობლებისთვისაც მაქვს წკეპლა გამზადებული და უნდა მოვცხო ორივეს.
-რატომ?თვითონ დაგირეკეს?
-დედაშენს ველაპარაკებიხოლმე,მამაშენი არ უშვებს და მაგიტომ ვერ მოდის,ხოდა ავაჭრელებ მამაშენს!
-ძალიან მიყვარხარ მართლა.-მიეკრო სხეულზე ქალს.
-ჩემი შვილი ხარ ეგ იცოდე,მეც ძალიან მიყვარხარ.-გადაუსვა თმაზე ხელი.დედასავით იყო ნანო,ასე ძალიან უყვარდა ქეთო.ირაკლის,რომ გაებრაზებინა,ეტკინა მისთვის არ აპატიებდა...





***
-რას მელაპარაკები ჯაბა.-ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს.-არც ვიცოდი თუ აპირებდი თამაშს.
-სიმონასთან მაქ პრობლემა,რამდენჯერმე დავერიეთ და მართალი ვინც არი დაე იმან მოიგოსო...ვითამაშოთო და დავთანხმდი.
-აი თუ არ გამო*ლევეხულხარ რა.გეცემა მაგრად და დაგეგდო სადმე.-აიქნია ხელი კიტამ,გადაწვა ჰამაკში.
-ბიჭო ირაკლის და ნიკოს არ ვუთხარი,მარა ვიღაცა ლევანია,მაგათთან თამაშობს,თურმე ქეთოზე ჰქონია თვალი...
-თავბერიძე?
-ჰო,ეგაა.-დაეთანხმა კაცს.-არ ვიცი რა უნდა,მაგრამ იქიდანვე დაუწყია ბაქი-ბუქი ირაკლის ვანახებ სეირსო.
-ირაკლიმ არ გაუგოს,თორემ მოხვდა უკვე მაგას და ამჯერად გაატყავებს.
-მოკლედ ხვალ საღამოს უნდა დავდგეთ რა...შემცვლელი არავინ გვეყოლება.
-რაიყო პირველად ვთამაშობთ თუ შემცვლელი რად გვინდა?
-ზოგადად,რომ იცოდე...ორივე ბათუმშია,მუშაობენ და ვერ მოვლენ...მე,შენ,ნიკო, ირაკლი და ცოტნე...
-ყ*ეზე დაიკიდე...საღამოს კაკრაზ ნიკო უნდა მოვიდეს და ვეტყვი მაგასაც.
-ირაკლისაც შეაპარე და უთხარი არავინ მოკლას.-გაუცინა მეგობარს და მის თვალებს გააყოლა მზერა,კიტას თვალები მხოლოდ ჰამაკში მჯდომ ელენეს ხედავდნენ.-ესაა,რომ გადაგრია?
-ეგაა...
-მერე არ გამაცნობ?
-ჯერ არა,რომ დავლაგდებით მერე.
-გიყვარს?-დაბალ ხმაზე ჰკითხა.
-მგონი.-სიგარეტი კბილებს შორის მოიქცია და უკვე მესამე ღერს მოუკიდა.
-იქაც დავინახე,რესტორანში შენი სახე,შეყვარებული კაცის თვალებით შესცქეროდი.
-ნუ გააბუქებ ახლა.
-აი კაცი არ ვიყო ეგრე თუ არ იყოს.-დაჰკრა ზურგზე ხელი.-შენი შესაფერისი გოგოა,დრო იყო უკვე.
-ჰო,ჩემი შესაფერისი ნამდვილად არის,ჩემზე გიჟს თუ ვიპოვნიდი არ მეგონა.
-რაიყო გადაგიჯოკრა?
-ხან ისეთ სიგიჟეებს აკეთებს მგონია,რომ სპეციალურად მიწვევს,მაგრამ არა,ასეთია უბრალოდ.-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში.
-წამოიყვანე ხვალ,გამაცანი.
-ოხ შენ რა გითხარი...გაგაცნობ სად გეჩქარება.
-წამოიყვანე,ბევრს ნუ ლაპარაკობ.
-ჩხუბი ატყდება ხო ვიცი და არ მინდა მსგავს ადგილას იყოს.
-ლანა დაგყავდახოლმე.-ნიშნისმოგებით უთხრა და ისევ გოგონას გახედა.-ხომ უნდა გიცნობდეს,წამოიყვანე.
-იმენა გიჟი ხარ.-ჩაეცინა კიტას.-ვეტყვი,თუ ენდომება წამოვიყვან.
-წამოიყვანე,გაიგოს ვის კლანჭებში ვარდება ქალბატონი.-სიცილითვე მიუგო და ერთ ღერს თავადაც წაეტანა...




***
-რა განერვიულებს ბარბი?
-მხოლოდ მოწონების ამბავია ნიკო,ეს რო არაფერი იყოს სერიოზული,გაგიჟდება ჩემი ძმა გესმის?გაგიფუჭდებათ ურთიერთობა...-ნერვიულად მიმოდიოდა გოგონა.
-ვიცი,რომ უცნაურად გამოვიდა,მეც ვერ ვიაზრებ რას და რატო,მაგრამ არ მინდა ეს დამალული ამბები,რაც არ უნდა იყოს ვეტყვი მე კიტას,არ მინდა შენთვის შემოხედვის მეშინოდეს,ან საერთოდ სხვისგან გაიგოს.
-1 თვის მერე,რომ დავიშალოთ?დაბნეული ვარ ნიკო,შენც ასე ხარ,რომ შევიცვალოთ აზრი,რამე ისე,რომ არ იყოს?
-მოდი აქ.-მიატრიალა თავისკენ და ნაზად მოხვია წელზე ხელი.-მაკოცე.
-რა?-შუაგულ ქუჩაში იდგნენ,სახლთან საკმაოდ ახლოს,ლამპიონებით განათებულ გზაზე.
-მოდი.-ცალი ხელი სახეზე აატარა და ნაზად შეეხო ქალის ტუჩებს.ზუსტად იმ მიზიდულობას გრძნობდა,რომელზეც ეფიქრებოდა.ჰქონია შემთხვევა ქალისთვის უკოცნია და ემოცია არ გამოუწვევია,ეს სხვა იყო,მისი სიტუაცია განსხვავებული იყო.უბრალოდ ამდენი წელი გვერდით,რომ გყავს ვერ იაზრებ,ვერ ხვდები რამდენად ძვირფასია,ზუსტად ისე,როგროც ირაკლიმ ვერ გაიაზრა ქეთოს ამბავი...
-ნიკო...
-რაღაცას ვგრძნობ ბარბი გესმის?რომ მეხები,ახლოს,რომ ხარ...არ თქვა,რომ შენ არ გრძნობ...
-ჩემს ძმას რას ვეტყვით?
-შენ არაფერს,მე ვეტყვი ყველაფერს და თავად გადაწყვიტოს,თავს წამაცლის,თუ მხოლოდ ერთი დარტყმით შემოიფარგლება.
-ნიკო...
-ნუ ნერვიულობ რა.-ნაზად აკოცა ხელზე.-მენდე.-თბილი ხმით უთხრა და სახლისკენ ხელჩაკიდებული წაიყვანა.არ იყო ნინა სახლში ზუსტად იცოდა,ამიტომაც შეაბიჯა ასე თამამად,მასთან ხელჩაკიდებულმა.ერთი ცერად აათვალიერა კიტამ ორივემ,მათ ხელებსაც დახედა და უკვე მოწოლილი ემოციებისგან თავი გვერდით გადახარა.იცოდა ეს საუბარი არ დამთავრდებოდა ისე,როგორც ყველა დანარჩენი...
-როგორ ხარ?-თბილად გადაეხვია ძმას.
-არ გეყო ნოდოს ამბავი და ახლა ამასთან უნდა მაჩხუბო?-ქვემოდან ახედა დას,ფეხზეც კი არ წამომდგარა.
-კიტა...
-შედი სახლში.-მძიმედ გადააქნია თავი.დაინახა ნიკოს,რომ გადახედა და მანაც,რომ დაუქნია თავი მხოლოდ მაშინ,რომ შევიდა სახლში.ნერვიულად ჩაეცინა,სიგარეტი კბილებს შორის მოიქცია.სამეგობროს გადამკიდე დღეს უკვე მეორე კოლოფს აცარიელებდა.
-დავჯდე?-ჩაეკითხა ნიკო.
-დაჯექი,ცემის დრო,რომ მოვა აგაყენებ!-მშვიდად გაუწოდა კოლოფი,აიღო კაცმაც ერთი ღერი.
-მეც არ ვიცი როგორ მოხდა...-დაიწყო მშვიდად.-ნოდოს,რომ დაშორდა მაგის მერე სულ გვერდით მყავდა ხო იცი...
-აი ტვინში მარტყამს უკვე შენი სიტყვები.
-ვცდილობდი ისევ გამომეყვანა საზოგადოებაში,ნოდოსაც ვეჩხუბე,ვერ ავიტანე მისი მისამართით ნათქვამი ცუდი სიტყვები...
-ეგრე მეც ვერ ავიტან ქეთოს მისამართით ცუდ სიტყვებს და რა?ნიშნავს რამეს გარდა იმისა,რომ დასავით მყავს?
-კიტა ნუ ა*რაკებ ძმურად...ცუდად,რომ ვარ პირველი ბარბარე მახსენდება,მენერვიულება მასზე,მხოლოდ მისი გვერდით ყოფნა მამშვიდებს...
-იმედია ტკივილსაც გაგიყუჩებს ძვლებს,რომ დაგიმტვრევ!-გამოსცრა კბილებში.
-ვერ აკონტროლებ ამ გრძნობას და შენც იცი,შენც ხომ შეგიყვარდა ელენე?
-მერე შენ გიყვარს ჩემი და?-თავი დახარა ნიკომ.იცოდა,რომ მანდ დამნაშავე იყო.-შენ და ირაკლი ერთდროულად ხომ არ გამო*ლევდით ჰა?-ფეხზე წამოუვარდა ნიკოს.-შენ მიხურე ეგ ფანჯარა,მოვალ მანდაც!-გადახედა ფარდის უკან აწურულ დას და ისიც წამსვე დაჰყვა მის ნებას.-ეს ცოლად მოვიყვან,ურთიერთობას დავიწყებ და მერე შემიყვარდება ახალია რამე?
-მომწონს ბარბარე და...-დასრულება ვერ შეძლო,ფეხზე ადგომის გარეშე მოხვდა მეგობრისგან.
-მოგწონს...იცი,რომ გულნატკენია,იცი ახლა ვერ საზღვრავს სწორად...შეიძლება ნოდოს საეჭვიანოდაც კი მოუწევს გული შენკენ და შენ რა დაგემართა?გამო*ლევდი ამხელა კაცი?-დაუყვირა მთელი ხმით.აივანზე გადმოდგა კანდელაკი.მესიჯმაც არ დააყოვნა ბარბარესგან.
-არაა ეგრე,როგორც გგონია...-სისხლიან ტუჩზე ხელი მოისვა კაცმა.-ჯერ ადრეა ქალ-ვაჟური სიყვარული,მაგრამ ხომ იცი,როგორ ძალიან მიყვარს?
-ახლა ისე გცემ სიტყვა ქალ-ვაჟურს ვეღარ იტყვი ვერასდროს!
-რატო ბიჭო,აი რატო?ხო იცი,რომ არ ვაწყენინებ,გულს არ ვატკენ და...
-ნიკო!-დაუღრიალა ბიჭს.-ერთი თვის წინ დაშორდა შეყვარებულს,რომელზეც თავს იგიჟებდა მიყვარსო...ორი თვის წინ დაახვევინე იმ ტუჩებდაბერილ გოგოს,რას ელოდები ჩემგან,რა რეაქციას?
-ველოდები,რომ გამიგებ...ცოლად ხო არ მომყავს ჯერ არა?არ მინდა შენს თვალწინ გამიტყდეს მისთვის შეხედვა,შეხება...-მეორეც მოხვდა,ამჯერად მეორე ყბაში და გამოიქცა კიდეც კანდელაკი ეზოდან.
-ჩემი დაა ბიჭო,სულ რო მისი ქმარი იყო უნდა მოგერიდოს!რაზე მელაპარაკები საერთოდ,იაზრებ?
-კიტა...-მათ შორის ჩადგა ელენე.-რას აკეთებ,გაგიჟდი?
-შენ მაინც უთხარი,თორემ მგონი ცხვირი გამიტეხა.-გაეკრიჭა გოგონას.
-ცხვირი კი არა თავი,რომ შეგრჩა მხრებზე მადლობელი იყავი!
-კიტა!-თვალები დაუბრიალა ელენემ.-გაგიჟდი?
-არ იცი და არ ჩაერიო!
-წამოდი,რას აკეთებ...-ხელზე მოქაჩა კაცს.-წამო.
-ბარბარე ინერვიულებს.-მიბრუნდა უკან.კარში ატირებულ გოგონას გახედა,გული მოეწურა.-მოდი ჩემთან.-ხელები გაუშალა დას.ისიც წამსვე გაიქცა ძმის მიმართულებით.
-ბოდიში...
-არ ინერვიულო,არ იტირო, არ გამაგიჟო იცოდე.-ცრემლები შეუმშრალა დას და თმაზე აკოცა.-რა გინდა,უნდა შემშალო საერთოდ?
-მე...
-გინდა მასთან ყოფნა?
-კიტა...
-ნუ მაგიჟებთ მართლა!-აერია გონება კაცს.-იცოდე შენი მიზეზით,რომ იტიროს...-მიუბრუნდა ნიკოს.-რაც ნოდოს დავაკელი ყველაფერს შენზე ამოვიყრი გაიგე?
-გავიგე.-თავი დაუქნია ნიკომ.წყენა არ ეტყობოდა სახეზე.მართალი იყო კიტა,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.
-არ მანანებინო იცოდე ეს დღე!-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მეგობარს.-ხვალ თამაშია,ოზურგეთი ჩამოდის,მზად იყავი.-დაუბარა მაინც,დას შუბლზე აკოცა და ელენეს უკან მიჰყვა.
-სად მიდის?
-გაუშვი,ახლა მხოლოდ ელენე თუ დაამშვიდებს.-თვალი ჩაუკრა გოგონას და ამჯერად თავად ჩამოჯდა ჰამაკზე.მთელი სხეულით გადაწვა და ქვემოდან ახედა ხეს.პატარა ბავშვივით ცქმუტავდა ამხელა კაცი,ბედნიერი იყო,რომ ბარბარესთან ყოფნის ნებართვა მიიღო...



***
-რამ გაგაგიჟა?-უსაყვედურა კაცს.
-ვაიმე ელენე,აღარ დამიმატო შენ,გთხოვ.-ლამის შეევედრა.
-კიტა შენს მეგობარს ეჩხუბე,დაარტყი...როგორ შეიძლება ასე...
-იცოდი,რომ ბარბარე მოსწონდა?
-კიტა...
-ვაიმე!-დაჭრილი ვეფხვივით ამოიგმინა.-ნორმალური ხარ გოგო?არ უნდა მცოდნოდა?რამდენი ხანია ეს ხდება?
-იმავე საღამოს მოვიდა ბარბარე,შემთხვევით ნიკოს ვაკოცეო და...
-რაო?-გააწყვეტინა მაშინვე.ხან ავიწყდებოდა,რომ კიტა მისი დაქალი არ იყო და ყველაფერი არ უნდა ეთქვა.
-არა,ანუ ეგ კი არ უთქვამს,სიზმარს მიყვებოდა და უცნაურად ვგრძნობ ახლა თავსო...
-ელენე,სიზმარს გაჩვენებ ახლა მე შენ!-დაუბრიალა თვალები.თვალი ააყოლა მის შეკრული წარბებს.
-ნუ იქცევი ასე,შენ ხომ თანამედროვე ბიჭი და კარგი ძმა ხარ.-მიეფერა კაცს და ტუჩებზე მსუბუქი კოცნა დაუტოვა.-ყველაფერზე ნუ გიჟდები,ნუ ჩხუბობ.
-გგონია ასე მომთაფლავ?-ჩაეცინა კაცს.-ვიღაც აუცილებლად მომყვება ხელებში და მერე არვიცი.
-ნუ ლაპარაკობ ასე,მაშინებ.-მისი ყელისკენ დაიხარა და მფეთქავ არტერიაზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.ერთიანად გააჟრჟოლა კაცს.
-გეყოფა...ნუ ცდილობ...
-რას ვცდილობ?-გადაიწია მისკენ და კომფორტულად მოეწყო კაცის ფეხებზე.
-ზოიასი არ გეშინია რომ მომარბენინე?
-არაა სახლში,თბილისში გაჰყვა დედაშენს,არ გითხრა?
-არა,მაგრამ მაწყობს-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ხელები მოხვია.-ასე აღარ დაგინახო გარეთ გამოსული.-მოღეღილ მკერდზე აკოცა გოგონას.ისევ საღამურებით დადიოდა.
-შენი ყვირილი,რომ გავიგე შემეშინდა,არ მიფიქრია ჩაცმაზე,თან ნიკო უცხო ხომ არ არის.
-ელენე!-თავი გვერდზე გადახარა კაცმა.-არ იარო ასე,გთხოვ.
-გავიგე კარგი.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ფეხზე წამოდგა.-ბარბარე მიხვდებოდა,ახლა რომ გამიბრაზდეს?
-ოჰ,და რა უნდა გითხრას?
-არ ვიცი,რომ მცემოს?-ჩაეცინა წამსვე.
-ბარბარეს გაუხარდება დამიჯერე.-ფეხზე წამოდგა,რომ დაწოლა შესძლებოდა გოგონას.-ხვალ თამაშზე წამოხვალ?-მის საწოლთან ჩაიმუხლა.
-რა თამაშზე?
-კალათბურთს ვითამაშებთ ბიჭები.
-ჩოხატაური-ოზურგეთის ამბავია?
-ჰო,წამოხვალ?
-შენ თამაშობ?
-ვთამაშობ.
-მაშინ წამოვალ,თუ წააგებთ ბევრს დაგცინებ.
-გგონია წასაგებად მივდივარ?-ჩაეცინა ამილახვარს.
-რავიცი,იქნებ წააგო.
-მიდი დაიძინე,ნერვებს ნუ მიშლი.-შუბლზე ნაზად აკოცა და სანათს თითი მიაჭირა,რომ ჩამქრალიყო.
-შენ?
-რომ დაგეძინება წავალ.-თითებზეც აკოცა და თავი ტუმბოს მიაყრდნო.
-დაწექი კიტა,ასე როგორ შეიძლება.
-დაიძინე,აქ მირჩევნია.-მშვიდად მიუგო და თავადაც დახუჭა თვალები...




***
ივლისის მიწურულს,ცამაც გაბედა და შეკრა კოპები.მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა ჩოხატაურში და არც მეორე დღეს გადაუღია.ნიაღვრები მიდიოდა გზაზე,ადიდდა მდინარეც და გადავიდა კალაპოტიდან.ცხადი იყო თუ სიზმარი იმ დღით კაციშვილის ჭაჭანება არ იყო გარეთ.ახალგაზრდების ჟრიამული წამში მოაკლდა სოფელს. ფანჯრიდან გასცქეროდნენ მონატრებული ზაფხულის დღეებს როგორ ართმევდათ წვიმიანი ამინდი და გულში სევდა ეპარებოდათ.მიუხედავად ასეთი საშინელი ამინდისა არ გადადეს ბიჭებმა თამაში.თავი გაიგიჟა ლევანიმ და ჯაბაც დაჰყვა მის ნებას,რადგან ასე უნდოდა,დაე ასეც ყოფილიყო.
დიდი ხვეწნის მიუხედავად არცერთი დარჩა სახლში.ლამის ემუდარა კიტა,წვიმს და გადახურული არ არის დასველდებიო,მაგრამ მაინც გაჰყვა ამილახვარს და მისდა გასაკვირად ჩოხატაურის მხარეს ტრიბუნაზე შაკო და მისი მეგობრებიც ისხდნენ.ჰო,ერთმანეთს ვერ იტანდნენ,მაგრამ ოზურგეთთან დავა საერთო ჰქონდა ჩოხატაურს.
შორტებსა და ნომრიან მაისურებში გამოწყობილიყვნენ ბიჭები.ლურჯი ფორმით თამაშობდნენ ჩვენები და წითლით მოწინააღმდეგეები.კიტას წყალგაუმტარი ჟაკეტის მიუხედავად უკვე გრძნობდა სიცივისგან როგორ ეხორკლებოდა კანი,მაგრამ ბოლომდე მასთან დარჩებოდა.შაკომ გადმოხედა შორიდან,არ ელაპარაკებოდა დაბადებისდღის ინციდენტის მერე,ისიც არ ცდილობდა,იცოდა ყველა შანსი დაკარგა და ეს მისი სამეგობროს ბრალი იყო.
შუბლზე კოცნით დაემშვიდობა გულშემატკივარ მეუღლეს ირაკლი,რომელიც,რა თქმა უნდა,სახლში არ დარჩა.გააპროტესტა და უკან აედევნა ირაკლის.
ჯაბა გააცნო კიტამ ელენეს,ძალიან უხაროდა,ჩახუტებით და წრფელი ღიმილით მიიღო გოგონა.
გადმოხედეს ოზურგეთის ბიჭებმა წყვილებს,კარგად შეისწავლეს ვის რაზე შეიძლებოდა ნერვები მოშლოდა და ჩამწკრივდნენ.
მოედანზე დაძაბულობა უკვე იგრძნობოდა.ხელის ჩამორთმევით არ მისალმებიან ბიჭები ერთმანეთს,პირიქით,ჯაბა უკვე დასაბმელს ჰგავდა,ერთი სული ჰქონდა სიმონი გაეგლიჯა შუაზე,ლევანისკენ იწევდა ირაკლი.
-ესენი სათამაშოდ ჩამოვიდნენ თუ საჩხუბრად?-გადაულაპარაკა მეგობრებს ქეთომ.
-ამ წვიმაში თამაშზე მარტივი მე ჩხუბი მგონია.-გამოთქვა ვარაუდი ბარბარემ.
-ოღონდ ახლა არ იჩხუბონ,შეიძლება თავი მოვიკლა.-თავისას გაიძახოდა ქეთო.
თამაში დაიწყო,სასტვენის ხმა გაისმა და დასაწყისშივე პირველი ბურთი კიტამ მოუხსნა ლუკას.მარტივი მოძრაობით გაძვრა ირაკლი და მშვიდად აასრიალა ბურთი ფარზე.
ანგარიში გაიხსნა...ორი ქულა ჩოხატაურს...
-ყურადღებით ბიჭო!-ღრიალებდა ლევანი.მე ირაკლის ავიყვან,ამილახვარს დაუდექით ვინმე.
-ვატო როგორ არ წამოვიდა რა,ამსიმაღლეა,ვინ დაფარავს მაგას...
-ყურადღებით ნიკო!-ცენტრში მდგომი ღრიალებდა ამილახვარი.
-ჯანდაბა!-დაიღრიალა ზემოდან შაკომ.სამქულიანი ჩააგდო ლევანიმ.
-არაუშავს,არაუშავს...-ამშვიდებდა ბიჭებს ამილახვარი და თავადაც გაუშვა ერთი.
-აბა რაა ბიჭო!-წამოვარდნენ ფეხზე ბიჭები.აქამდე,რომ კიტასთვის გამარჯობის თქმას არ კადრულობდნენ მის ჩაგდებულ ბურთზე სიამაყის ზენიტში ადიოდნენ.ბოლო ხმაზე ღრიალებდა ყველა.
პირველი 10 წუთიც დამთავრდა.
ანგარიში 14-11. ჩოხატაურის სასარგებლოდ.
-ხოდზე არიან დღეს ესენიც,დოპინგზე შევაგდებდი ყველას ოფიცილაური თამაში,რომ იყოს!-მუხლებს დაყრდნობოდა ჯაბა.სველ თმას უშედეგოდ იწურავდა,ისე წვიმდა თითქოს ვედრით გადმოასხეს წყალიო.
-მოვკლავ იმას.-თავს ძლივს იკავებდა ირაკლი.ქეთოს შესცქეროდა ლევანი,ასე მოურიდებლად და ურცხვად უყურებდა სხვის ცოლს.
-დაი*იდე,თამაშზე კონცენტრირდი ახლა,ჩხუბი მერე,რომ მოვრჩებით.
-ის ქერა რა ნა*აა...-ბიჭების სიახლოვეს ჩაიბურტყუნა გიორგიმ და ელენესკენ გააპარა თვალი.
-რა თქვი ყ*ეო?-მიუბრუნდა კიტა,მისკენ გაიწია.
-რაო ამილახვარო,შენია?-იკრიჭებოდა იაზროდ.
-მოგკლავ გაიგე?-ძლივს იჭერდნენ ბიჭები.
-დაწყნარდი,ოღონდ ახლა არა!-უხსნიდა ცოტნე.-მოვრჩებით და დავლეწოთ ყველა.
-აი მაგას კბილები თუ არ ჩამოვუღო ბო*იშვილი ვიყო!
-მეორეს ვიწყებთ,ბურთი ოზურგეთს რჩება.-აუხსნა კახამ და ისევ შუაში დადგა.სასტვენს უმისამართოდ ჩაბერა,მაგრამ მაინც ვერავინ გაარჩია ხმა.
ტაიმერი ჩაირთო...
-ღმერთო რა ველურებივით იქცევიან...-ბარბარეს მიეკრო ელენე.
-შენზე გაბრაზებული ვარ ქალბატონო!-დაუბრიალა თვალები.-როგორ არ მითხარი ჩემი ძმა,რომ მოგწონდა ჰა?
-არ დაიწყო ბარბარე რა,დაბნეული ვარ თვითონაც...ბევრი რამ მოხდა ერთიანად.
-ლანაზე,რომ გელაპარაკე ხვდებოდით უკვე?
-რაღაც ეგეთი.-მძიმედ ამოთქვა და თავი მხარზე ჩამოაყრდნო.-არ გამიბრაზდე რა,აკი გულს ვერ უბრძანებო?
-გიყვარს?
-მინდა,რომ მიყვარდეს...მგონი მიყვარს,მაგრამ არ ვეტყვი,კაცია და თვითონ მითხრას.
-რაღაც მაინც გისწავლია ჩემგან.-ჩაეცინა გოგონას და წინ გადაიწია,ძლივს არჩევდა ვის ჰქონდა ბურთი.
-ეს დედამო**ნული შემომახიე ბარემ!-ხელი უხეშად ჰკრა ბიჭს კიტამ.-მაიკაზე კონწიალი რამე ოზურგეთული წესია?
-გფარავდი.-გაიმართლა თავი.
-აწი დამფარე,ყ*ეო!-შეიკურთა ბიჭის მისამართით და მაისური გადაიძრო.საჯარიმოდან სროლა ეკუთვნოდა კიტას.ესეც მისი დამატებული ორი ქულა...
-რას გატიტლიკანავდა ჩემი ძმა,პლიაჟზე ხომ არ ჰგონია თავი?-წარბები აწკიპა ბარბარემ.
-შემოახია ლამის მაისური და აბა რა გეგონა?-ჩაერია ქეთო.
-შეცვლა!-დაიღრიალა კახამ და ლადო შეიყვანა სათამაშოდ.ოზურგეთს ტონა ბიჭები ჰყავდა წამოყვანილი.
-ბიჭო ან წესების დაცვით ითამაშე ან გაა*ვი!-აუკრა ხელი ნიკომ ბიჭს.-რა მო**ანი ტვინი მართლა?
-თამაშია,მსაჯს არაფერი უთქვამს,არ არის ჯარიმა ესეიგი.
-წინ მიდგახარ და აქ ვერ გხედავ,მსაჯმა რა უნდა დაინახოს?-მთელი ძალით უბიძგა მკერდზე.-ჭიდაობა კი არ არის,კალათბურთს ვთამაშობთ!-ხელიდან გამოჰგლიჯა ბიჭს ბურთი და მთელი ძალით ისროლა ფარისკენ.
31-29 ჩოხატაური ჯერ ისევ წინ იყო...
-ამ შუა თამაშისას,ჩვენ კი ვაგებთ,მაგრამ რამეზე,ხომ არ გვეთამაშა?-წინ ჩამოუდგა გიორგის კიტა.
-თავიდანვე შეგეთანხმებინათ ჯაბასთან.
-თავიდან ის გოგო არ მყავდა ნანახი...-ელენესკენ გაიშვირა ხელი.
-არ მოხდება აქ კარგი ამბავი.-ფეხზე წამოვარდა ბარბარე.
-ბიჭებო...-დაიყვირა შაკომ,ყველა ერთად დაიძრა მოედნისკენ.დაინახეს კეფაზე ნერვიულად,რომ მოისვა ამილახვარმა ხელი.იცოდნენ,რომ ჩხუბს აპირებდა.
-მაგარი ნა*აა,გა*იმავდა კაცი!
-შენ მოგი**ნავ!-მთელი ძალით დაარტყა თავი კიტამ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დახეულს მუშტიც დაუმატა.სათადარიგოებიდანაც წამოიშალნენ ბიჭები.ხუთ ბიჭს დაესია 16 ადამიანი.
-ვაიმე!-ყვირილით წამოვარდნენ გოგონები.
-დახოცავენ ჩვენებს...-ამოიტირა ელენემ და ის იყო ბიჭებთან მისვლას აპირებდა ქეთომ,რომ გააჩერა.
-გაგიჟდი?
-მოკლავენ...-ძლივს ამოთქვა და წამსვე დაინახეს როგორ შეერიათ უკვე დასისხლიანებულ ბიჭებს ჩოხატაურელი,კერძოდ გუთურელი ახალგაზრდების არმია.
სოსო,რომ ჯაბას ემტერებოდა სულ დავიწყებოდა...ჯაბას ზემოდან მოქცეული ერთ-ერთი ბიჭი დაითრია და მთელი ძალით დაარტყა სახეში.
ნოდოს,რომ ნიკო აღარ მოსწონებია,მაინც უშველა დღეს.
შაკოს,რომ კიტა შესძულებია,არც ახსოვდა,მასთან მდგომი ბიჭებიდან ერთ-ერთი დაიჭირა და თავად განაგრძო გასწორება.
ვაკო,რომ ვერცერთს იტანდა დღეს მაინც დაუდგა ირაკლის გვერდში.
ხვიჩაც,რომ ვერცერთს უგებდა ასე დაუდგა უანგაროდ გვერდში ცოტნეს.
დანარჩენებიც იქ იყვნენ.სისხლში ამოესვარათ ერთამენთი.ყველა ვიღაცას ურტყამდა...
ისმოდა ყველაზე უწმაწური სიტყვების ჯახი,რომელიც აქამდე მოესმინა ელენეს.
მის წინ გადაშლილიყო ისეთი სასტიკი ჩხუბი ფილმებშიც,რომ არ ენახა აქამდე.
პირდაპირი მნიშვნელობით მატჩი ჩაიშალა...
პოლიცია,რომ არა ალბათ დახოცავდნენ ბიჭები ერთმანეთს.
ძლივს გამოჰგლიჯეს კიტას უკვე უგონოდ მყოფი გიორგი ხელიდან.თავადაც არანაკლებ იყო ნაცემი,მაგრამ ვერ აიტანა ელენეს მისამართით ნათქვამი სიტყვები და ბინდი გადაეკრა თვალებზე.
-გაუშვი ბიჭო,მოკლავ კიტა...-მხოლოდ შორიდან ჩაესმოდა.
ლევანისაც გაუგიჟებია ირაკლი და არც იმას გაუგდია ხელიდან მისი მომჩვარული სხეული,ძალით მოაშორა პოლიციამ.
აკოს მამა,ანზორი რომ არა ყველას ციხეში უკრავდნენ თავს,მაგრამ გააშვებინა ბიჭები...პატივს სცემდნენ,ძმაკაცობდნენ,ამიტომ სხვებმაც დააფარეს ხელი.
ძლივს მოვიდა გონს და ატირებულ ელენეს გახედა,როგორ არ უნდოდა იქ,რომ ყოფილიყო...როგორ არ უნდოდა ეს ყველაფერი ენახა.ზურგი აქცია კაცს და ტრიბუნიდან სირბილით გავარდა.ანზორის თქმას არც დალოდებია ისე გავარდა მოედნიდან.
-ელენე.-მკლავში ჩაეჭიდა გოგონას და თავისკენ შეაბრუნა.-მოიცადე,სად მიდიხარ?
-ამიტომ არ გინდოდა წამოვსულიყავი?-ცრემლიანი თვალებით ახედა.
-რას ამბობ?
-კიტა ნორმალური გგონია შენი საქციელი?
-გოგო რა გინდა?-ნერვებმა უმტყუნა ამილახვარს.
-ლამის მოკალი ადამიანი...ასეთი ხარ?ასე ექცევი ხალხს?
-ელენე ნუ სულელობ გთხოვ.-შეხება სცადა,მაგრამ არ დაანება.
-მე ასეთს არ გიცნობ კიტა...
-ასეთს,არც უნდა მიცნობდე ელენე!
-მშვიდობა გაქვთ კიტა?-ჩაეკითხა დავითი,ნაცნობი პოლიციელი იყო,რამდენიმე წლით იყო უფროსი,მაგრამ კარგად უგებდნენ ერთმანეთს.
-გოგოებს სახლამდე მიიყვან?
-აბა რას ვიზამ.-შიგნიდანვე გაუღო მანქანის კარი.
-ჩაჯექი.
-არსად არ ჩავჯდები,თავი დამანებე!-მაინც გაუძალიანდა და ზურგი აქცია კაცს.
-ელენე!-აქამდე მისი მისამართით ყვირილი,რომ არ გაუგონია ამასაც მოესწო.ადგილს მიეყინა.გაშეშდა თითქოს.-ჩაჯექი მანქანაში.-შეწუხებულმა გახედა,ათასი ემოცია ეკითხებოდა სახეზე,ბრაზი,შიში,იმედგაცრუება...დაჰყვა მის ნებას და უკანა სავარძელზე მოთავსდა.თავი ჩახარა ამილახვარმა,იცოდა,რომ შეეშალა,რომ არ უნდა დალააპრაკებოდა ასე,მაგრამ ვერ მოთოკა ნერვები.დავითმაც აღარ დაუმატა,მიხვდა ისედაც ანერვიულებული იყო და თვალებით ანიშნა გაუვლისო.ქეთო და ბარბარე უხმოდ დაჰყვნენ კიტას ნებას.ყველა უსაფრთხოდ დაარიგა დავითმა სახლში.ატყდა სამეზობლოში ერთი ამბავი,რატომ მოუწიათ გოგონებს პოლიციის მანქანით დაბრუნება,მაგრამ ეგ საერთოდ ვის ადარდებდა...





***
სახლში დაბრუნებულ ქეთოს დედა დახვდა სახლში.გაშლილი ხელით მიიღო შვილი და მოუბოდიშა,რომ ვერ ნახა აქამდე.გადანახული მზითვებიც გამოაყოლა ხელს,ამდენი წელი მისთვის,რომ ამზადებდა,ეფერა და მოესიყვარულა მის დაჩაგრულ გოგონას...
თურმე ქმარს დამუქრებია გაგეყრები და სახალხოდ შეგარცხვენო და დაუმტვრევია იმასაც რქები,გაუშვა შვილის სანახავად და სახლშიც მოვიდეს თუ უნდაო დაუბარა.
მთელი ცხოვრება მადლობელი იქნებოდა ნანოსი,რომ დედა დაუბრუნა...
განა თვითონ არ ეფერებოდა,განა არ აქცევდა ყურადღებას?მაგრამ დედის ჩახუტება,დედის მოფერება სულ სხვაა ამქვეყნად.
ასეთი იყო გურია.
არეული და თან სიყვარულით სავსე.
გასაჭირში მყოფს ხელს,რომ გაგიმართავდნენ და ლხინში ზუსტად ისინი,რომ დაგიდგებოდნენ გვერდში გასაჭირი,რომ არ გადაგატანინეს მარტო.
უცნაური იყო ეს ადგილი...
ის გუთურელი ბიჭებიც კი გააერთიანა გასაჭირმა...ის ჩოხატაურელი ახალგაზრდებიც კი შეძრა მტრად,რომ ჰყავდათ ერთმანეთი ნანახი...
რა უცნაურია ადამიანი,როგორ შეიძლება ფერი იცვალოს რამდენიმე წამში...
გადაწყვეტილებები,რომლებსაც იღებენ...
ქმედებები,რომლებსაც ხორცს ასხამენ...
მაინც სიყვარულით უძგერთ გული ჩვენს ახალგაზრდებს,ჩვენს თაობას,ჩვენს ადამიანებს...





***
ძლივს მორჩა მისი ჭრილობების დამუშავებას ქეთო,სახე ხომ არ ჰქონდა წესრიგში,მაგრამ სხეულიც დალურჯებული ჰქონდა.ვერ იტანდა ჩხუბს,მაგრამ მისი გარემოცვიდან გამომდინარე ამასთან შეგუება უწევდა...ბოლო წრილობაც გადაუხვია და სისხლიანი ნივთები ნაგვის ურნაში ხმაურით ჩაყარა.
-როგორ გრძნობ თავს?
-ერთი გამაყუჩებელი მისწრება იქნებოდა ჩემი თავისთვის.-მშვიდად ჩაილაპარაკა და ქეთოს მიწოდებული აბი დაუფიქრებლად გადაყლაპა.-მადლობა ქეთო.
-მოდი დაწექი,ამ მდგომარეობაში,თან ძლივს გაშრი,არ გაცივდე რა.
-ცხელი შხაპი მიშველის,არ გავცივდები.-თბილი ხმით უთხრა და სიბნელებში გვერდით მწოლიარე მეუღლეს ხელი მოხვია.-ქეთო არ გცივა შენ?-სველ თმაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი.
-არა,თხელი თმა მაქვს,მალე გაშრება.
-არ გაცივდე რა,ადექი მე გაგიშრობ.
-არ მინდა ირაკლი,კარგად ვარ მართლა.-ბუზღუნით ამოთქვა და თვალები დახუჭა.
-ქეთო...-არ მოასვენა მაინც.
-ვაიმე რა გინდა ირაკლი.-სასაცილოდ არ ეყო გოგონას,მისკენ გადაბრუნდა და ასე დაიყო მისი მოსმენა.
-შვილები გინდა?
-ვის არ უნდა ირაკლი?
-მეც მინდა...
-სიყვარულით,რომ იქორწინებ გეყოლება.-მაინც წაკბინა და ის იყო გადაბრუნებას აპირებდა ძლიერმა მკლავმა,რომ შეაჩერა.გრძნობდა კაცის სუნთქვას მის ზემოდან,მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.
-როდემდე უნდა მაწვალო ქეთო?
-რა გინდა ირაკლი?დამაძინე რა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები და მკერდზე უხეშად უბიძგა.
-არ იცი?-ღიმილით აკოცა ყელზე...მოშიშვლებულ მკერდზე...
-ირაკლი...
-ცოლ-ქმარი ვართ,სხვა საქმით დაკავებაც შეგვიძლია...-მკერდზე კიდევ ერთხელ აკოცა და მაისურის ბრეტელი ნელა ჩამოუწია.აინტერესებდა შეეწინააღმდეგებოდა თუ არა,მაგრამ თითის გატოკებაც ვერ მოიფიქრა ქეთომ.გონება გაეთიშა.-დედას ვეტყვი,რომ წუხელ მნიშვნელოვანი საქმით იყავი დაკავებული და დილით ადრე არ გაგაღვიძოს.-ლამის ხმამაღლა გადაიხარხარა და მთლიანად მოუშიშვლა გულმკერდი.
-ირაკლი...
-გისმენ.-ნაზად უკოცნიდა სხეულს გოგონას და თითოეული შეხებით სრულიად სხვა სამყაროში აგზავნიდა.სწვავდა მისი ტუჩები,თითოეული კოცნა,მაგრამ არ აჩერებდა...უნდოდა ქმართან ყოფნა,მერე რა,რომ არ უყვარდა?უნდოდა ირაკლი და ირაკლისაც უნდოდა ქეთო...
თითები მისაში ახლართა კაცმა და მთელი გრძნობით დააცხრა ტუჩებზე.გული ლამის საგულედან ამოუხტა დუმბაძეს.არ ელოდა ირაკლისგან ასეთ სიახლოვეს.დღეს არა...
ნელა მიუყვებოდა ტუჩებიდან ქვემოთ მის სხეულს და ნაზი კოცნებით ლაშქრავდა თითოეულ წერტილს.თავადაც გადაიძრო მაისური და იატაკზე ხმაურით მოისროლა.
-ირაკლი...
-მიყვარს ჩემს სახელს ასე დაბნეული,რომ მეძახი...-თბილი ხმით უთხრა და ყურის უკან კოცნის კვალი დაუტოვა.შორტს და საცვალს ერთად წაეპოტინა და მკლავებში მოიქცია დედიშობილა ქალი.როგორ ფრთხილობდა მასთან ნეტავ იცოდეთ...-არ გავიგო შენგან დაშორების ამბავი გესმის?-ათრთოლებულ ტუჩებზე დასჩურჩულა და მსუბუქად აკოცა.იგრძნო ქალის ფრჩხილების შეხება მის ზურგზე და ამან უფრო გაახელა.-ჩემი ხარ ქეთო და ვერავინ წამართმევს შენს თავს!
ეფერებოდა,ძალიან ნაზად და თბილად უკოცნიდა სხეულს.ხელებს მის სხეულზე უმისამართოდ დაასრიალებდა და კიდევ უფრო აგიჟებდა ქეთოს,რომელსაც აზრების მოკრებაც კი უჭირდა.თავისი ქვედატანიც გაათავისუფლა ზედმეტი ნაჭრისგან და მის ფეხებსშორის კომფორტულად მოთავსდა.
-შვილები მინდა ქეთო,შენთან მინდა მყავდეს შვილები,მაგრამ არა ახლა...-ნაზად აკოცა მკერდზე და ყელიდან გზა მისი ტუჩებისკენ გაიკვალა.-მე არ მინდა ისეთი,რამ გავაკეთო,რაც შენ არ გინდა ქეთო,მითხარი და გავჩერდები თუ არ...
-ირაკლი...
-მითხარი ქეთო...
-მიყვარხარ...-ნაზად შეეხო კაცის ბაგეებს და მთლიანად მას მიენდო.ნერვიულობისგან მთელი სხეული უთრთოდა,მაგრამ ამჯერად ხვალინდელ დღეზე აღარ ფიქრობდა.ახლა უბრალოდ ქმრის სიახლოვე უნდოდა.
-მიყვარხარ ქეთო.-ყურთან უჩურჩულა მეუღლეს და ის იყო წამით მოუდუნდა სხეული ყრუ ტკივილი,რომ იგრძნო და კვნესა ვერ შეიკავა.ცრემლებით აევსო თვალები,მაგრამ მე ბედნიერების ცრემლებს დავარქმევდი.ტკივილის მიუხედავად ირაკლის თვალების გარდა ვერაფერს ხედავდა,მისი შეხების გარდა ვერაფერს გრძნობდა...ნუთუ მისი ჯოჯოხეთი დამთავრდა და მართლა უყვარდა ქმარს?
ეჰ დიდიხანია ლომჯარიას დუმბაძე შეჰყვარებია,მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდა კაცი,რიდი ჰქონდა მეგობრის...ახლა?ახლა აღარაფერი უშლიდა ხელს,მისი თვალები ცოლის გარდა ვერაფერს ხედავდა,მისი ხელები ქეთოს გარდა არცერთ ქალს აღარ შეეხებოდა...





***
-შემეშინდა,რომ დამირეკე ბარბარე,კარგად ხარ?
-შენი ნახვა მინდოდა უბრალოდ.-სხეულზე მიეკრო კაცს.-არ ვიცოდი როგორ იყავი და ვინერვიულე.
-კარგად ვარ პატარავ,რა განერვიულებს?
-ისე წავედი ვერც დაგელაპარაკე,მერე კიტასთვის იმის თქმა ვერ გავბედე ნიკოს სანახავად გადავალთქო და აწი კი ეძინება...
-ვაიმე გიჟი ხარ ბარბარე.-გაეცინა კაცს და ტუჩებზე მსუბუქად შეეხო.-შენ ხომ კარგად ხარ?ხომ არ გაცივდი?
-არა,მიჩვეული ვარ აქაურ ნისლს ხომ იცი...-მტკივან ადგილას ხელი გადაუსვა.-წესით ეს ჭრილობები მე უნდა დამემუშავებინა.
-მოგიწევს მერეც,ცოლად,რომ მოგიყვან.-ჩაეღიმა კაცს.-შარს სულ ვიპოვნით ხომ იცი...
-ათი წლის მერე შეიძლება არც კი მივესალმოთ ერთმანეთს,რომელ ქორწინებაზე მელაპარაკები...
-კარგი ახლა რა.-ჩაეცინა ნიკოს.-ათი წლის მერე კი არა,ახლავე დავქორწინდეთ გინდა?ეგრევე გული გაუსკდება მამაჩემს.ერთი გაიპარა,მეორე გოგო მოიტაცაო.
-მამაშენის ჯიბრით უნდა მომიყვანო ცოლად?
-არა გოგო,ვხუმრობ...ჯერ რადროსია,ერთი წლის მერე.
-ათი უნდა გეთქვა ალბათ.-ჩაეცინა ბარბარეს.-ვერ ვიტან ასეთ მდგომარეობაში,რომ გხედავ.
-ვიცი,მაპატიე...
-მამას ისევ არ ელაპარაკები?
-ველაპარაკები,მოულბო დედამ ქეთოზე გული და გაახსენდა,რომ გოგო ჰყავს,რომელსაც უნდა მიხედოს.
-მითხრა ქეთომ დედა იყო მოსულიო,ძალიან გაუხარდა.
-ვიცი,დამირეკა მეც...-აკანკალებულ გოგონას კარგად დააკვირდა ნიკო.-ვაიმე ქალბატონო შედი ახლავე სახლში და წინდები ჩაიცვი.
-5 წუთი და შევალ ისედაც.
-არა ბარბი,არა.-გააქნია თავი.-ბებიაჩემი გხედავდეს დაიწყებს ბაღანე აღარ ეყოლებაო.
-ოო კარგი რა...
-მოდი ჩემთან.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა და მთელი გრძნობით დაეკონა ტუჩებზე.-შენი ძმა თუ მომკლავს შენი ბრალი იქნება იცოდე.
-მე რა შუაში ვარ,შენ მკოცნი...
-იმიტომ გკოცნი,რომ შუაღამისას გამომიყვანე სახლიდან,მეგონა რამე გჭირდა.-მის ტუჩებთან ამოილაპარაკა და კიდევ ერთხელ წაეტანა.ასე არასდროს ყოფილა ბარბარე.კი ხვდებოდა ნოდოს,მაგრამ ასე არასდროს კარგავდა თავს.ნიკოსთან კი...ნიკოსთან არაფერზე ეფიქრებოდა,დაუფიქრებლად ჰყვებოდა მის ყველა მოძრაობას,სიამოვნებდა მისი სიახლოვე და გონებას უთიშავდა.მის სხეულს,რომ მოშორდა ახლა მან დაბრიცა ტუჩები უკმაყოფილოდ და თავად შეეხო კაცისას.
-აწი მეცოდინება როგორ გამოგიტყუო სახლიდან.-ჩაეცინა ძნელაძეს და მფეთქავ არტერიაზე შეეხო ტუჩებით.
-შენი სახლში შესვლის დროა ბარბი.-გაუცინა ნიკო,.ნაზად აკოცა შუბლზე და რამდენიმე წამით მიიკრო სხეულზე.
-ხვალ გნახავ?
-აქვე ვცხოვრობ გოგო,მნახავ აბა რას იზამ.-სახიდან თმა გადაუწია გოგონას და თვალებში ჩააცქერდა.-შუადღით გნახავ კარგი?
-კარგი.-გაუღიმა კაცს და მალევე მოშორდა.-წადი ახლა.
-სახლში შედი,გიყურებ და მერე წავალ.-გაუღიმა გოგონას და მართლაც იქამდე იდგა ჭიშკართან სანამ კარს მიღმა არ გაუჩინარდა მისი სხეული...






***
-ელენე...-საბანში გახვეულ გოგონას თავზე წამოადგა ამილახვარი.
-რა გინდა?
-მომხედე ორ წუთს.-ვარდების თაიგული იქვე საწოლზე დადო და წინ დაუდგა.-შემომხედე გთხოვ.
-რა გინდა კიტა?შემეშვი რა...
-წყობიდან ნუ გამომიყვან,ძალიან გთხოვ.-მის გვერდით ჩამოჯდა და ძალით მოაშორა საბანი სხეულიდან.-დამელაპარაკე.
-რაზე გინდა,რომ ვილაპარაკოთ?
-ნაწყენი ხარ,ვიცი და მესმის...
-ლამის ადამიანი მოკალი,შენ ამას მხოლოდ ნაწყენს ეძახი?
-ძალიან ხომ არ აზვიადებ?-თმაზე ნაზად ჩამოატარა ხელი.-გამოფხიზლდა და თავისი ფეხით წავიდა იქიდან,მოკვლამდე ბევრი აკლდა.
-ეს იმ ფაქტს არ ცვლის როგორი სასტიკი და დაუნდობელი ხდები...რა გითხრა ისეთი,რომ ასე მოექეცი?
-არ აქვს შენთვის მაგის ცოდნას მნიშვნელობა.-ნაზად აკოცა ხელის გულზე.-მაპატიე.
-შენ ძალიან უკონტროლო ხარ კიტა...თავის კონტროლი გიჭირს და მე...ერთ დღესაც რომ ვეღარ მოთოკავ ნერვებს რა მოხდება?
-რაც მე მგონია იმას მეკითხები ახლა?-თვალები აემღვრა ამილახვარს.
-მახსოვს ხელი,რომ დამილურჯე,ბრაზისგან ისე,რომ ვერც გააცნობიერე...
-ელენე!დღეს იქ ლამის სასაკლაო მოაწყვეს,რამდენი კაცი დაგვერია დაითვალე მაინც?რა გინდოდა ცივილურად მეჩხუბა თუ რა უნდა გამეკეთებინა?-გონება აერია კაცს.
-არ ვიცი კიტა,ნუ იჩხუბებდი საერთოდ,შენ არ დაიწყე?
-მიზეზი მქონდა და დავიწყე,არც ვნანობ,ისევ იმავეს ვიზამდი!
-ყოჩაღ მერე,წადი ახლა!
-ნუ მიყვირი ელენე!
-რატომ?შენ,რომ მიყვირი გეპატიება და მე არა?-მაინც ვერ შეიკავა თავი,ცრემლები შეეპარა შეფაკლულ ლოყებზე.
-მაპატიე ელენე,თავს ვერ მოვერიე,მაპატიე...-ნაზად მოწმინდა ცრემლები გოგონას.
-შენ სულ ჩხუბობ,სულ გარჩევა გაქვს ვიღაცასთან,არ შეიძლება ასე...-მძიმედ მიაყრდნო თავი კაცის მკერდს.-თავი,რომ ვერ გააკონტროლო მერე?
-ჩშშ...აღარ თქვა ეგ იცოდე...ერთი დაყვირების გამო ნუ მეტყვი იმ სიტყვებს,რომელსაც მერე ინანებ კარგი?
-არ მინდა,რომ რამე დაგემართოს გესმის?-ამოიტირა მის მკლავებში მოქცეულმა.
-ვიცი,მაპატიე,რომ დაგიყვირე...-თმაზე მიეფერა გოგონას.-ის საერთოდ მაპატიე,რომ იქ წაგიყვანე და შენს თვალწინ ვიჩხუბე...ეგ არ უნდა გენახა,იქ არ უნდა ყოფილიყავი...აწი სახლში,რომ მოვალ მერე მოგიყვებიხოლმე კარგი?
-ისევ აპირებ ჩხუბს?
-არ ვაპირებ ელენე,მაგრამ...არ ვარ დაზღვეული არანაირად...მე არ მინდა იმ მდგომარეობაში მნახო,როგორშიც დღეს,არ მინდა,რომ ჩემს გამო იტირო,შიში დავინახო შენს თვალებში...არ მინდა გესმის?არანაირად!-ნაზად დაუკოცნა სახე ელენეს.-მინდა,რომ ასეთს მიცნობდე,შენზე გაგიჟებულ ამილახვარს იცნობდე...-ოდნავ გადაიწია და ზურგს უკან დადებულ ყვავილებს დასწვდა.-ასეთს უნდა მიცნობდე.
-კიტა...-ძლივს ამოთქვა ელენემ და თაიგულს დახედა.ყვავილებთან ერთად რამდენიმე ადგილას მამალოები ჩაერჭოთ.
-მინდა,რომ პაემანზე წაგიყვანო,ისე შენ,რომ შეგეფერება...ის ლურჯი კაბა ჩაიცვი,ბევრი,რომ იტირე დამილაქავდაო,შემცვლელი,რომ გიყიდე არ ჩაგიცვამს ჯერ და მინდა,რომ ჩემთვის ჩაიცვა.
-კიტა მე...
-არ დამიმახსოვრო გაბრაზებული კარგი?შენზე გაგიჟებული დამიმახსოვრე,ასეთად მიცნობდე...-გადაიხარა მისკენ და ტუჩებს ნაზად წაეტანა.-მაპატიე დღევანდელი,გთხოვ...
-გიჟი ხარ.-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა,გვერდით გადადო თაიგული და კისერზე ხელები მოხვია.
-რაღაც დამმართე ელო,ვიცი,რომ სიგიჟეა,მაგრამ მგონია,რომ შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ...-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნაზად დაუკოცნა ბაგეები.ამდენი სიტყვის მერე „მიყვარხარ“,რომ ვერ გაიმეტა ცოტა ეწყინა ელენეს,მაგრამ მაინც „ჩაყლაპა“ ეს სიტუაციაც.არადა მდინარეზე ხომ უთხრა მსგავსი სიტყვები?
„როცა გიყვარს ადამიანი არ გეთმობა“
„თუ გიყვარს მესაკუთრეც ხარ“
კიტას სიტყვები იყო,მდინარეზე,რომ უთხრა ელენეს,მაგრამ ის ჯიუტად მაინც სიტყვა „მიყვარხარ“-ს ელოდა...
-აღარ შემაშინო კარგი?-მის მკლავებში მოქცეულმა ამოილაპარაკა.
-ეს ერთი მაპატიე.-ნაზად აკოცა შუბლზე და ოდნავ წამოიწია.-ელო,არ მეტყვი არაფერს?როდემდე უნდა დავემალო ზოიას?
-რა გინდა,რომ გითხრა?
-ჩემთან ყოფნა გინდა ელენე?
-შენთან არ ვარ ისედაც?
-არ დაიწყო ახლა,ვიცი მე ეგ ქალური საუბრები.-ჩაეცინა ამილახვარს.-მიპასუხე,ჯერ ისევ არაფერს ფიქრობ?-წამოიწია ელენე და კაცის ბაგეებს ურცხვად შეეხო.შეუყვარდა ეს კაცი და რა ექნა თავადაც ვერ იგებდა.რა თქმა უნდა,თანახმა იყო ურთიერთობაზე,მაგრამ არასოდეს ეტყოდა პირველი,რომ უყვარდა.მის მკლავებში მოქცეული სრულ ნეტარებას მიეცა.გრძნობდა კაცის სხეულიდან მომავალ სითბოს,მის ხელებს სხეულზე და თავის კონტროლი თავადაც უჭირდა,ყველა მის მოქმედებას თამამდ ჰყვებოდა და რომ არა კიტას ნებისყოფა ალბათ იმ ტანსაცმელსაც მალე შემოიძარცვავდა სხეულიდან,ფაქტობრივად არაფერს,რომ უფარავდა...
-ვეტყვი ხვალ ზოიას...-ღიმილით უთხრა და ოდნავ მოზრდილ წვერზე თითები ჩამოუსვა.-წადი ახლა.
-არ დამაძინებ შენთან?-მოფლირტავე კაცივით დაუწყო ლაპარაკი.
-ბარბარეს მარტო ყოფნის ეშინია ხომ იცი...წადი.-ლოყაზე აკოცა და ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდა.
-ამას მე ჩავდებ წყალში,ასე არ იარო გარეთ,ცივა.-თბილი ხმით უთხრა,რამდენიმე მამალო ამოაცალა და საწოლზე დაუწყო.შუბლზე აკოცა წასვლის წინ და კარს მიღმა გაუჩინარდა.
ბედნიერი იყო ამილახვარი და რა იცოდა,რომ ამ ბედნიერებას არ შეარგებდა ბედი.
კიდევ ერთხელ სცადა შვილთან დარეკვა მერაბმა,მაგრამ გათიშული ჰქონდა ისევ.უკვე დასდგომოდა გურიის გზას და ერთი სული ჰქონდა შვილთან მისულიყო.იცოდა არც ზოია იყო სახლში და უპატრონოდ დარჩენილიყო მისი ელენე.
ჰო იმ დილით ელზას მამალს არ უყივლია გუთურში,მაგრამ შეძრა მერაბ კანდელაკის ღრიალმა მთელი სოფელი.
ელენე დაკარგულა იმ ღამით.
სახლში შეჭრის არანაირი კვალი არ ჩანდა,მაგრამ ფაქტია გოგონა დაიკარგა.
ამილახვარმა სახლი დილის სამის ნახევარზე დატოვა.
შვიდის თერთმეტ წუთზე შევარდა შვილის ოთახში მერაბი.
რა მოხდა ამ შუალედში არავინ იცოდა,მაგრამ კანდელაკი ელენე ოფიციალურად დაკარგულად ითვლებოდა...





***
-ელენე შვილო!-ღრიალებდა ეზოში მუხლებზე დაჩოქილი მერაბი და ცისკენ აეპყრო ხელები.გაგიჟებას იყო,ნახევრად გაცვენილ თმას მუჭებით ჩასჭიდებოდა და ძლიერად ექაჩებოდა.ახლა მიწაც,რომ გასკდომოდა და თან ჩაეტანა თანახმა იყო,ოღონდ მისი ელენე ცოცხალი დაებრუნებინა სახლში.-მამას ანგელოზო!
-რა ამბავია?-ერთდროულად გამოვიდნენ სახლიდან ბარბარე და კიტა.ეზოს შუაგულში მუხლებზე დაცემულ კაცს ჰკიდეს თვალი.
-ელენე!-ღრიალებდა კაცი ისევ...გულში რაღაცამ ძალიან მწარედ გაჰკრა კიტას.რაღაც ტკივილი იგრძნო,სუნთქვას,რომ არ გაცდის,ყელში,რომ გიჭერს ისეთი.სარბენად აპირებდა გასვლას,თასმების შეკვრაც კი ვერ მოასწრო ცალ ფეხზე,სირბილით დაეშვა კიბეებზე და ღობიდანვე გადახტა ელენეს ეზოში.
-ბატონო მერაბ?-მიუახლოვდა კაცს და მის წინ ჩაიმუხლა.-რა მხოდა?
-ჩემი ელენე წაიყვანეს...-აღმოხდა კაცს.იმავე წამს შემოგლიჯა ჭიშკარი ბარბარემაც.მხოლოდ ერთ რამეზე ეფიქრებოდა,მხოლოდ ერთს გრძნობდა ახლა და ეს ელენეს დაკარგვის შიში იყო.წამოვარდა ფეხზე,სირბილით ავიდა კიბეებზე და ყველა ოთახი სათითაოდ გაჩხრიკა.არსად იყო მისი ქერათმიანი ანგელოზი,არსად იყო მისი ელენე...
-ბატონო მერაბ,წყალი დალიეთ.-სამზარეულოდან გამოარბენინა ჭიქა ბარბარემ.
-რა ხდება ბარბარე შვილო?-გამოვარდა ელზაც ეზოში.
-არ უთხრათ,არ შეიძლება!-ძლიერად ჩაეჭიდა მკლავზე გოგონას.-არ უთხრა!
-არაფერი ელზა დეიდა,კარგად არის ყველაფერი!-ძლივს ამოილაპარაკა და კაცს წყალი ძალით დაალევინა.
დაეშვა ამილახვარი კიბეებზე,ძალა გამოცლილი,გაურკვევლობაში მყოფი,ვერ გაეგო რა მოხდა,სად გაქრა მისი ელენე.
-სად არის?-თავზე წამოადგა კაცს.
-კიტა ხომ ხედავ არ იცის...-გააკანკალა გოგონას ძმის ტონზე.
-სად არის,ვინ წაიყვანა?-საყელოში წვდა კაცს.
-კიტა რას აკეთებ,გაგიჟდი?-უსაყვედურა მაშინვე.-გაუშვი ახლავე ხელი.
-ვინ წაიყვანა,სადაა ელენე?-ბინდი ჰქონდა თვალებზე გადაკრული,ვერაფერს ხედავდა,არაფერი ესმოდა.
-წავაგე...-მძიმედ ამოთქვა კაცმა.-წაიყვანეს ჩემი ელენე...-გონება გაუნათდა ამილახვარს.მიხვდა ყველაფერს.იცოდა რასაც გულისხმობდა,უღონოდ დაეცა კაცის გვერდით.
ნეტავ რამდენი უჯდება ხალხს საკუთარი ოჯახის გაყიდვა?
ასი და ორასი ლარი,რომ არ იყო ეს ყველაფერი თავადაც იცოდა.
ათასი და ორიათასი?
ესეც საეჭვოა...
ათიათასი?ოცი?აქ უკვე გულმა ორმაგად სწრაფად იწყო ფეთქვა...
-ჩემი ელენე...-უღონოდ მოსთქვამდა კაცი.ბარბარემ მობილური მოიმარჯვა ნიკოს დაურეკა.იცოდა ახლა ყველას დახმარება დასჭირდებოდათ...





***
ოთახის შუაგულში სავარძელში ჩასვენებულიყო ზოია.ვერ ლაპარაკობდა,მხოლოდ ცრემლები ჩამოსდიოდა.წნევას უზომავდა ნინა,ცივი ტილო დაედო კეფაზე,თავი უსკდებოდა...
თავი ჩაეხარა მერაბს,სიტყვას ვერ ამბობდა...სკამზე ჩამომჯდარს ხელები სახეზე აეფარებინა და ნერვებისგან აკანკალებდა.
გაგიჟებას იყო კიტა,მისი ელენე...ღმერთო წუხელ,რომ მასთან დარჩენილიყო არავის გაატანდა...ვერავინ ახლებდა ხელს,არავინ წაიყვანდა...
ცრემლები ჩამოსდიოდათ ქეთოს და ბარბარეს...
შოკიდან ვერ გამოდიოდნენ ირაკლი და ნიკო...რამდენი რამ უნახავთ ცხოვრებაში,მაგრამ არასოდეს უთამაშიათ და კაზინოსთან,ასეთ ხალხთან შეხება არ ჰქონიათ.
ალბათ ის წვიმაც ამ ამბავს მოასწავებდა,ის შავი ღრუბელი და უხვი ნალექი ცუდი ამბის მაცნედ მოევლინა გურიას და ვერ მიმხვდარან.გასაოცარია როგორ გაიყვანეს სახლიდან ისე,რომ ვერავინ ვერაფერი ნახა და გაიგონა.
-რამდენი?-სიჩუმე ისევ კიტამ დაარღვია,ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.
-კიტა შვილო...-მისი შეჩერება სცადა ნინამ.
-რამდენი უნდათ?-დაუღრიალა კაცს,შეცბა მერაბი.ზოიაც წამოიწია,წინ გადაუდგნენ ბიჭები.თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირა მერაბს,სიტყვა ვერ თქვა...თავიდან ყველაფერი პატარა რიცხვებით იწყებოდა,იგებ და გგონია,რომ სამყარო შენია,მოგებულ ხუთ ციფრს არ სჯერდები,გინდა,რომ კიდევ უფრო გაზარდო თანხა და ყველაფერს ჩამოდიხარ,იმ ყველაფერს,რაც არ გაქვს და საბოლოოდ ცხოვრებას ინგრევ...სხვებსაც აშავებ და ანადგურებ შენი მდგომარეობით,თორემ მხოლოდ შენ,რომ იყო კიდევ არაუშავს...საათი,საფულე,მანქანა,ოქროს ჯვარი...არ იყო საკმარისი...10 დღე მისცეს ფულის საშოვნელად...ისედაც ჰქონდა ბანკის ვალი,სესხი აღარ მისცეს.ლიკას ვერ გაუბედა ამ ამბის თქმა და ძმაკაცებში დაიწყო ფულის მოსესხება.თუმცა რომელ ძმაკაცებში,ყველა გააშავა და არავინ უპასუხა მობილურზე,ზოგმა უპასუხა,მაგრამ ფული აღარავის გაუმეტებია...
ვალი ვალად დარჩა.
თანაც პროცენტი ზედ დაუმატა თეიმურაზ გავაშელმა.
გააფრთხილა ფულს თუ არ მომიტან არ მოხდება კარგი ამბავიო.
ხშირად მიდიოდა მათთან,ამიტომ იცნობდნენ.
იცოდნენ ცოლს გაშორებულს ერთი შვილი,რომ ჰყავდა და ყველაფერს ერჩივნა...
მერაბმაც კარგად იცოდა წესები,პოლიციაში თუ დარეკავდა ალბათ დაჩეხილს დაუბრუნებდნენ შვილის ცხედარს.
ვერაფერი თქვა.
ახლა ერთი ტყვია შვება იქნებოდა მისთვის...
-მიპასუხე!-მთელი ხმით იყვირა კიტამ და მეგობრებს ხელი აუკრა.-მიპასუხე ამის დედაც!რამდენად გაყიდე შვილი ჰა?
-დაწყნარდი ახლავე!-წინ გადაუდგა ნინა.
-რამდე,რომ დაემართოს მოგკლავ გესმის?შენ რა მამა ხარ?რა ადამიანი ხარ?ასე როგორ მიქარე?
-ბიჭო გაჩერდი!-ექაჩებოდნენ მეგობრები.
-მითხარი რამდენი უნდა ვიშოვნოთ,მოვისესხებთ,გავყიდით ყველაფერს,გვიხარი რიცხვი!
-56.-თავი ჩახარა კაცმა.
-რა 56?-გადმოყო ზოიამაც თავი.ამდენი ხნის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა.
-56 700.-ამოთქვა საბოლოო ციფრი და ჰაერიც დამძიმდა ოთახში.
უსაშველოდ გაიწელა ის დუმილი,რომელიც შინაგან ღრიალს ერწყმოდა.
არავის ჰქონდა ამდენი ფული.
სულ,რომ ყველაფერი გაეყიდათ,მანქანები,ოქრო...
ფეხზე წამოდგა ზოია.
გაიმართა წელში.
ერთი კარგად აათვალიერა სიძე და სახეში შეაფურთხა.
-ჩემი ელენე,ჩემი თვალისჩინი...როგორ არ გაუმართლა შენნაირი მამა,რომ ჰყავს!
-ნუ მიმატებ გეხვეწები.-ცრემლმორეულმა ამოთქვა კაცმა.
-როდის უნდა მისცეთ ფული?-ჩაერია ირაკლი.
-დღეს,შუაღამემდე...
-რაო?რა თქვა?-ოთახში მყოფებს გადახედა ზოიამ.ხმამაღლა გაეცინა კიტას,ნერვებმა უმტყუნა.კი დაუბრიალა დედამ თვალები,მაგრამ აღარ ჭრიდა ისეთ მდგომარეობაში იყო.
-კიტა.-ჩუმად გადაულაპარაკა ნიკომ,მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა.მთელი ხმით იცინოდა ამილახვარი.
-შენ ამოგიწყდეს გამჩენიც და გამზრდელიც!-გაშლილი მარჯვენა შემოჰკრა სიძეს ზოიამ.-როგორ არ გრცხვენია ჰა?ერთი შვილი გყავს,ერთი ანგელოზი და მაგას ვერ გაუფრთხილდი.რას ანაცვალე შენი ოჯახი ჰა?-მეორედაც გაუშალა და შემოჰკრა კაცს.ხმას ვერ იღებდა მერაბი,ღირსი იყო,არ ეწინააღმდეგებოდა.
-რამე,რომ მოუვიდეს იცი,რომ მოგკლავ?-გამოეცალა ხელიდან ყველას და ყელში წვდა ისედაც განადგურებულ კაცს ამილახვარი.-არ გაცოცხლებ გესმის?რამე,რომ დაუშავონ!
-ხომ არ გაგიჟებულხარ კიტა,გაუშვი ახლავე...-ყველა მხრიდან ჩააფრინდნენ ახლობლები.
-სულ ერთია,მოგკლავ და ისე მივუგდებ მაგათ შენს თავს!ოჯახი,რომ გყავს როგორ ბედავ ეგეთ რამეს საერთოდ?მანდამდე თვლა იცი?გეკითხები ითვლი იმ რიცხვამდე,რომელიც ასე ამაყად განგვიცხადე?-ღრიალებდა კიტა.სულ არ ახსოვდა,რომ სხვის ოჯახში იყო,რომ ხალხი უყურებდა,უსმენდა...სულ არ ახსოვდა,რომ ელენეს,მისი საყვარელი ქალის მამა იყო...
-გაჩერდი,გეყოფა!-მათ შორის ჩადგნენ ბიჭები.-წამოდი გარეთ!
-მოვკლავ!ელენეს,რომ რამე დაემართოს ბიჭო!-ნერვიულად ისრესდა შუბლს და გარეთ გასული იქვე კიბეზე ჩამოჯდა,რომ ახალი ღერი აენთო.-ელენეს რამე,რომ მოუვიდეს...-იმეორებდა გაუაზრებლად.კადრებად მიდიოდა მის გონებაში ყოველი წამი,რომელიც მის გვერდით გაატარა.გული ლამის საგულედან უხტოდა.ვაითუ დააგვიანა მასთან ყველაფერი?ვაითუ ვეღარასოდეს ეთქვა მისთვის სიტყვა „მიყვარხარ“?!





***
ოთახის შუაგულში მდგომ დივანზე უღონოდ იწვა ელენე.თავი საშინლად სტკიოდა.აზრებს ვერ ალაგებდა.გონებაში გასული ღამის აღდგენას ცდილობდა,მაგრამ მხოლოდ კადრებად უელავდა.
ოთახის კარი იღება,ბნელა...ვიღაც შემოდის და ჰგონია,რომ კიტა დაბრუნდა...თვალებსაც კი არ ახელს,ეღიმება...რაღაცას ეუბნება,თუმცა კარგად ვერ იხსენებს...მგონი...
-უჩემოდ ვეღარ ძლებ ამილახვარო?-ეს უთხრა და მის სიახლოვეს უცდიდა...ჩაეცინა ვიღაცას და არა...ეს მისი კიტა არ იყო...-შაკო?-გაივლო გონებაში და სანათს წამსვე მოავლო ხელი,მაგრამ გვიან იყო უკვე.პირზე უსიამოვნო სითხით გაჟღენთილი ნაჭერი ააფარეს,უიმედოდ იბრძოდა,მაგრამ საშველი არსად იყო.ვერავინ დაეხმარებოდა...კაცის სილუეტს თვალი შეავლო,საერთოდ არ ეცნობოდა.
-მამაშენს მოკითხე!-თითქოს თავი იმართლაო ყურთან უჩურჩულა და მალევე ცხვირიც აეწვა.სხეული მოუდუნდა,ქუთუთოები დაუმძიმდა და მერე?მერე აღარაფერი ახსოვდა...
-გთხოვთ...-ჩურჩულებდა თავისთვის.
-ნუ გეშინია,მამაშენი ფულს თუ მოიტანს არაფერი მოხდება.-ამშვიდებდა ერთ-ერთი.ყველაზე კეთილსინდისიერად ის ეჩვენა.
-მე არაფერი დამიშავებია,გემუდარებით...
-მოკეტე!-დაუღრიალა მეორემ და მთელი ძალით შემოჰკრა სახეში.
-ხომ არ გამო*ლევდი?-შავგვრემანი გადაუდგა წინ,ატირებულ ელენეს მოაშორა და მთელი ხმით უღრიალა.-გოგოა,ქალია...ხელს როგორ წევს მასზე?
-შენ არ წამოათრიე სახლიდან?ახლა გაგახსენდა,რომ ქალია და ფაქიზი არსებაა?
-ზაურ დაა*ვიე აქედან!
-მე...მე არაფერი გამიკეთებია...-სლუკუნებდა ელენე და სისხლიან ტუჩზე ხელს ისვამდა.ალბათ ცხოვრებაში პირველად იგრძნო ასეთი შიში.ასე პირველად შეუწუხდა გული,ასე ნერვებისგან პირველად გააკანკალა.მიხვდა რატომაც მოიტაცეს,მამამისის გამო,მისი დაუოკებელი თამაშის წყურვილის გამო და ხვდებოდა,რომ არ იქნებოდა კარგი ამბავი.ხვდებოდა,რომ შეიძლებოდა მოეკლათ,რადგან მამას არ ჰქონდა ფული...პატარა თანხის გამო არ მოიტაცებდნენ და რადგან აქ მოიყვანეს ესეიგი იმ თანხაზე იყო საუბარი,რომელსაც ვერავინ იშოვნიდა.
რამდენიმე წლის წინაც მოხდა იგივე.მაშინაც დაადგა ორი კაცი მერაბს.სამზარეულოს მაგიდა აუყირავეს და დროულად გადახდა მოსთხოვეს.გემრიელადაც მოხვდა სახეში,მაგრამ მარტივად გამოძვრა მაშინ.ახლა აქ,უცხო ადამიანების გარემოცვაში,უცხო ადგილას ფეხზე ადგომასაც კი ვერ ბედავდა და ყველაფერთან ერთად ნაცემიც იყო.ქერა თმას სისხლი შერეოდა,წითლად შეღებვოდა.თავი ჰქონდა გატეხილი,მაგრამ არ ახსოვდა როგორ ან როდის...
-წყნარად იჯექი თუ არ გინდა,რომ რამე დაგიშავონ.-მითითებას აძლევდა კაცი.თავის აწევაც ვერ შეძლო,უღონოდ მიესვენა ბალიშზე და ძალაგამოცლილმა თვალები დახუჭა...







***
„დღეს საღამოს ფულს თუ არ მოიტან ვეღარასდროს ნახავ!“ იკითხებოდა მერაბისთვის გამოგზავნილ მესიჯში,რომელსაც ელენეს ფოტო ერთვოდა...ნათლად ჩანდა მისი სისხლიანი თმა და უღონო სხეული,ნახევრად დივანზე,რომ იწვა და ფეხები იატაკზე ჩამოეშვა.
ოთახის შუაგულში ჩაიკეცა მერაბი.საათი 6-ს აჩვენებდა.
საწოლში იწვა ზოია,წნევას ვერ უგდებდა ვერაფერი,სასწრაფო გამოიძახეს.
ჩამოსასვლელი ფულიც არ ჰქონდა ლიკას,ტაქსი ძვირს სთხოვდა და მარშუტკა ხვალ დილამდე არ გადიოდა.რისთვის უნდა ჩასულიყო?ქმარი,რომ გამოელანძღა?ეს ხომ არ უშველიდა მის ელენეს...
ყველაზე მეტად ახლა კიტას უჭირდა თავის შეკავება.ყველაფერი დადეს საიტზე,რაც კი ჰქონდათ,რომ გაეყიდათ,მაგრამ ასე უცებ?ამ ფულს ვერ მოაგროვებდნენ და ეს ყველამ იცოდა.ყველა გრძნობდა ამას,მაგრამ ხმამაღლა ვერცერთი ამბობდა...
-მომიკლავენ!-ძლივს ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა და კიბის სახელურს დაეყრდნო.-მოკლავენ ჩემს ანგელოზს...-სიტყვებს თითქოს სულიც ამოაყოლა და მობილური ხელიდან გაუვარდა.მას მისცვივდა ყველა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა,უღონოდ იწვა კაცი მიწაზე,ს ნატრობდა.ოღონდ ელენეს არაფერი მოსვლოდა და აღარასოდეს ითამაშებდა.ოღონდ ამ სიტუაციიდან გამოსულიყო და მეტჯერ არ იზამდა...
ადრეც უნატრია,მაგრამ ასეთი წრფელი არასოდეს ყოფილა მისი ფიქრები.ზუსტად იცოდა,რომ რეაბილიტაციის კურსს გაივლიდა და აღარასდროს გაეკარებოდა მსგავს ადგილებს,ოღონდ ელენე არ წაერთმია ღმერთს მისთვის.
ხელში მოიქცია ამილახვარმა მობილური და ეკრანს დააშტერდა.
სისხლი აუდუღდა ძარღვებში.
სუნთქვა გაუხშირდა.
სისხლის ნაკვალევს უყურებდა მის თმაზე და ხვდებოდა,რომ შეეხნენ...ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა,ატკინეს მის ელენეს...
გაგიჟებული მიბრუნდა და კედელს გაუჩერებლად დაუწყო რტყმა.თავს ვერ ერეოდა,არ შეეძლო,ახლა არავინ უნდა დასდგომოდა წინ...
-ოღონდ ელენე არა!-ფიქრობდა გონებაში და მასზე ჩაბღაუჭებულ ხელებს უფლებას არ აძლევდა,რომ ხელი შეეშალათ.გამოჟონა მისი სხეულიდანაც სისხლმა.კედელზე ზოლებად ჩამოდიოდა ამილახვარის სისხლი,მაგრამ ვერ გრძნობდა.შინაგანი ტკივილი,სულისა და გულის ტკივილი ყველა ფიზიკურზე უფრო ძლიერი იყო...
-გაჩერდი!-მასსა და კედელს შორის ჩადგა ანდრო და სახესთან აწეული ხელი გაუშეშდა კიტას.საკაცით გამოიყვანეს იმ წამს ზოია,საავადმყოფოში გადაჰყავდათ...
-მე გავყვები!-დაამშვიდა იქ მყოფები ნანომ.-რამეს თუ გაიგებ მითხარი შვილო,რომ გავაგებინო.-გადაულაპარაკა შვილს და გვერდით მიუჯდა სასწრაფოს მანქანაში ატირებულ ზოიას.
-თავი დამანებე!-ხელი აუკრა ანდროს.-შენ...შენ ყველაფერი გააფუჭე...-უღრიალა მიწაზე წაქცეულ მერაბს.-წამით არ იფიქრე ელენეზე?
-გეყოფა!-დაუყვირა შვილს.-წამოდი,დავილაპარაკოთ!-მკლავზე მოაქაჩა და ნინასაც თავით ანიშნა.ეზოდან გავიდნენ და საკუთარში შეაბიჯეს.სხეული უკანკალებდა კიტას.სუნთქვა უჭირდა...არ იცოდა რა უნდა ექნა.
დაახლოებით 6 საათში დრო ამოიწურებოდა და იმაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავდა რას დამართებდნენ მის ანგელოზს.-დაჯექი,დაწყნარდი ცოტა.
-რა დამაწყნარებს?-თვალები წამოენთო.-რა დამამშვიდებს?
-წამოვიყვანთ,ნუ გეშინია.-მხარზე შეეხო შვილს და თვალებში ჩააცქერდა.-ნინამ მითხრა...მომიტანენ ფულს და წამოვიყვანთ.
-არა...-თავი გააქნია კიტამ.თავადაც არ იცოდა რატომ შეეწინააღმდეგა,ხომ ხვდებოდა,რომ სწორი გზა იყო.
-მომისმინე!-ძლიერად ჩაავლო კისერში ხელი.-არ არის ახლა შენი სიამაყის დრო!მე ძალიან ბევრი დავკარგე,როდესაც ამას ჩემი კონტროლის უფლება მივეცი,არ დავუშვებ,რომ იგივე დაგემართოს გესმის?-ისეთი მტკიცე ხმა ჰქონდა კაცს ალბათ ქვასაც კი გააპობდა...საერთოდ არ ახსოვდა კიტას,რომ მამამისი მდიდარი იყო,არც უფიქრია ამაზე არასდროს...ახლაღა გაიაზრა დედამისის დაწუნების მიზეზი.მდიდარი იყო ბატონი ანდრო და ამიტომ არ მოსწონდა მის ოჯახს ნინა...
-სცემეს...-ძლივს ამოილაპარაკა და მუხლებზე დაეცა მამის წინ.მიხვდა,რომ შეეძლო ცხოვრებაში ერთხელ სუსტი ყოფილიყო.მიხვდა,რომ მასზე ძლიერი,ის კედელი,რომელსაც სულ ეძებდა ახლა ცხვირწინ ჰყავდა და შეეძლო მიყრდნობოდა.ის ჭერი,რომელიც სულ აკლდა მის სახლს ახლა მთელი ძალით ხვევდა ხელებს და დანებების უფლებას არ აძლევდა.-მას,რომ რამე დაემართოს...
-ვიცი.-მასთან ერთად დაეცა მუხლებზე ანდროც და ხელები ძლიერად შემოაჭდო შვილს განიერ მხრებზე.-არაფერი დაემართება,წამოვიყვანთ!-ცრემლად იღვრებოდა იქვე მდგომი ნინა.რამდენი წელი ელოდა მამა-შვილის შეხვედრას,ჩახუტებას,მაგრამ ასე?ასე არ წარმოედგინა...ალბათ ცხოვრებაში პირველად იგრძნო კიტამ რეალური მამის არსებობა...
განა დათო მამა არ იყო?იყო,მაგრამ რატომღაც სულ ანდროს ელოდა.
გრძნობდა რა ძალა ჰქონდა მამას,მამის სიყვარულს...მერე რა,რომ თავადაც კაცი იყო და მამა აღარ აჭირდებოდა...მერე რა,რომ ამდენი წელი დააგვიანა,ახლა ყველაზე მართალი და ძლიერი კაცი იყო მისთვის...
რაღაც იგრძნო გულში,რაღაც სხვანაირი,აქამდე უცნობი ემოცია...ალბათ მამის არსებობას,მამის ჩახუტებას,რომ მოჰქონდა ეს იყო...
ანდრომაც ცხოვრებაში პირველად გაიაზრა შვილის არსებობა,მის მკლავებში ატირებული,უკვე გაზრდილი ვაჟკაცი,რომ დაინახა.კაცის ასე ანერვიულება,ატირება...მხოლოდ საყვარელ ქალს შეეძლო.
გაზრდილა ჩიქოვანის ბიჭი და სიყვარულიც მოუსწვრია.საკუთარი თავი გაახსენდა ნინა,რომ დაკარგა და ყველა ემოციამ ერთად იფეთქა მასში.იცოდა არასოდეს გაუშვებდა მათ,მთელი ცხოვრება გვერდით ეყოლებოდა ყველა...ის პატარა გოგონაც კი ახლა დედას,რომ მიკრობოდა და ანდროს სისხლი,რომ არ უჩქეფდა ძარღვებში...მამობას არ და ვერ გაუწევდა...არ შეურაცხყოფდა დათოს სახელს,კაცის,რომელმაც მისი კიტა საკუთარივით მიიღო,მაგრამ იქნებოდა კაცი,რომელსაც მამის არყოფნის გამო ბარბარე დაეყრდნობოდა...








***
-შენ არ წამოხვალ!-შეუღრინა მერაბს კიტამ,როდესაც მანქანისკენ დაიძრა.
-ჩემი შვილია...
-ახლა გაგახსენდა,რომ შენი შვილია?-მისკენ გაიწია ამილახვარმა,მაგრამ ანდრო გადაუდგა წინ.
-გეყოფა,ელენეს ახლა მამა დასჭირდება,მიეცი უფლება წამოვიდეს,ელენეს ხათრით.-დაუყვავა შვილს და მანქანის კარი გამოუღო.-დაჯექი.
-ელენეს უმადლოდე,რომ არ მოგკალი!-დაემუქრა კაცს და მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი.
ჩუმად ჩამოსდიოდა ცრემლები მერაბს და უკანა სავარძელზე მყოფი მამა-შვილისკენ აპარებდა მზერას.ღმერთო როგორ რცხვენოდა თავისი კაცობის,ახლა სხვა ხალხს,რომ უნდა გადაერჩინა მისი ელენე...
ხელებს ვერ აჩერებდა ამილახვარი,თითებს იმტვრევდა და ნერვიულად გასცქეროდა ჰორიზონტს თითქმის ორ საათიანი გზის განმავლობაში.მამას გადახედავდა ხანდახან,მადლიერი იყო მისი.იცოდა თავად ვერ შეძლებდა,ამდენ ფულს ვერ იშოვნიდა და მზად იყო ყველაფერი გაეღო მადლიერების გამოსახტავად,ოღონდ ელენე ენახა ჯანმრთელი...
ცოტა დაამშვიდეს ლიკა,როდესაც დაურეკეს და უთხრეს,რომ მისი შვილის წამოსაყვანად მიდიოდნენ.ზოიასაც დაუბრუნდა ფერი.ლიკას თავს ევლებოდნენ მისი მეგობრები.ყველამ იცოდა მერაბის ამბავი,ამიტომ როგორც შეეძლოთ ისე ამხნევებდნენ და ზრუნავდნენ მასზე.
ალბათ უკვე მეასე ღერს ეწეოდა ამილახვარი.კაზინოს წინ,რომ შეჩერდა მანქანა უკვე ელოდნენ კართან.საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ყველა,რაიმე ისეთი ხომ არ ჰქონდათ,რითაც უფროსს დააზიანებდნენ და მხოლოდ შემდეგ შეუშვეს შენობაში.სულ ბოლო სართულზე აუძღვა ახალგაზრდა გოგონა.ლიფტის კარი გაიღო თუ არა ოთახის მეორე ბოლოში გამოჩნდა გაბღენძილი მოხუცი,რამდენიმე ლაქიასა და ელენესთან ერთად,რომელსაც წვეროსანი ბიჭი აკავებდა.
-კეთილი იყოს.-გაეკრიჭა მოხუცი და ოქროს კბილები გამოაჩინა რამდენიმეგან,რომ ჩაესვა.
-ელენე შვილო.-მისკენ გაიწია მერაბმა,მაგრამ ანდრომ არ დაანება,გააჩერა მაშინვე.
-გოგო გაუშვი,ფული მოვიტანეთ.
-გამიგია შენზე,ჩიქოვანი ხარ არა?-აათვალიერა ანდრო.-ამ უნიათო კაცის მეგობარი ხარ?
-ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ,აიღე ფული და გოგოს უფლება მიეცი,რომ წავიდეს...
-ჯერ ფული უნდა დავითვალო,იქნებ მატყუებ?-გაეკრიჭა კაცი და ძლივს მოერია კიტა თავს,რომ მაგრად არ დაერტყა სახეში.
-დათვალე.-იატაკზე გაასრიალა ფულით სავსე ჩანთა ანდრომ.იცოდა,რომ არ გააპრობლემებდა,იცოდა ფულის დათვლის მერე გაუშვებდა.გაუგონია ამ კაცზე,ფული ჰქონოდა ოღონდ და არაფერს იზამდა.აკნაკალებულ ელენეს გახედა,მხოლოდ კიტას,რომ შეჰყურებდა ცრემლიანი თვალებით.საღამურებითვე წამოუყვანიათ,მორიდებით აეფარებინა მკერდზე ხელები.ეტყობოდა სუსტად იყო,თვალებს მძიმედ ახამხამებდა.გახეთქილი ტუჩიც ოდნავ შესიებოდა...
ნერვიულობისგან მუშტებს კრავდა ამილახვარი.თვალს არ აშორებდა ელენეს და თითქოს თვალებითვე ესაუბრებოდა.ერთხელ არ გაუხედავს ლაჩარი მამისკენ.მისი დანახვაც კი აღარ უნდოდა...
დაიწყო ფულის თვლა აპარატმა და რიცხვები ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდა ეკრანზე.ასლარიან კუპიურებს გაკრეჭილი შესცქეროდა თეიმურაზი.ალბათ ყველაზე მეტად ფული უყვარდა ამ კაცს ცხოვრებაში.ოჯახი და შვილები მას არ ჰყავდა.მხოლოდ კაზინო და ბევრი ფული...
საშინლად გაიწელა ეს პროცესი,უკანასკნელი დასტაც გახსნა კაცმა და 60 000 დამრგვალდა ეკრანზე.კმაყოფილმა გადახედა ანდროს.თავი უხმოდ დაუქნია.
-ჩემს ბიჭებს მოთმინება არ ეყოთ,შემთხვევით მოხდა ეს.-სისხლიან თმასა და ტუჩზე ანიშნა და წვეროსანს ანიშნა,რომ გაეშვა.ძლიერი კლანჭებისგან გათავისუფლდა ელენე და წამით დაიხედა ხომ არ მეჩვენებაო.მისკენ წაიწია კაცმა,შვილის ჩახუტებას ლამობდა,მაგრამ არ მიიკარა ელენემ,უკან დაიხია.შეეზიზღა იმ წამს მამის შეხება,მხოლოდ კიტას ხედავდა,მის ამღვრეულ თვალებს და ელოდა,რომ მისკენ ნაბიჯი გადაედგა.
-მოდი.-თბილი ხმით ამოთქვა ამილახვარმა და ისიც წამსვე გაიქცა მისკენ.კისერზე ხელები შემოჰხვია საყვარელ კაცს და იგრძნო მისი ძლიერი მკლავებიც წელზე.-როგორ შემაშინე,როგორ მანევიულე...-ღრმად სუნთქავდა კაცი და ნაზად ეფერებოდა თმაზე.-რამე,რომ მოგსვლოდა,ღმერთო...ამაზე ფიქრიც კი არ მინდა ელენე!-ყურთან ეჩურჩულებოდა და თბილ კოცნებს უტოვებდა იქვე.-მიყვარხარ...-დასცდა კაცის ბაგეებს და უფრო ძლიერად მოხვია ხელები.-მაპატიე აქამდე,რომ არ გითხარი,მაპატიე...მიყვარხარ ელენე...-თავი ააწევინა და შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა.-არასოდეს არავის მივცემ უფლებას,რომ რამე დაგშავოს გესმის?-შუბლით მის შუბლს მიეყრდნო და ამჯერად უფრო თამამად გამოუტყდა გრძნობებში.-მიყვარხარ...
არ ადარდებდა არავინ ვინც მათ გვერდით იყო...არ ადარდებდა ის,რომ მერაბი უყურებდათ,არც გაღომებული ანდრო,ცხოვრებაში პირველად,რომ შეძლო ფულის სწორად გამოყენება.მხოლოდ ის ორნი და ღამის ბათუმი...
ჟაკეტი თავისი ხელით ჩააცვა და ფეხშიშველს სიარულის უფლება არ მისცა,მკლავებში მოიქცია და ასე გაიყვანა სასტუმროდან.მადლიერი იყო მამის,რომელმაც მის წინაშე დაშვებული ყველა შეცდომა დღეს ელენეს გადარჩენით გამოისყიდა.
უკანა სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა და სხეულზე მიიხუტა საყვარელი ქალი ამილახვარმა.სარკეში წამით გადააწყდა მისი თვალები მამისას და თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა.
-მიყვარხარ...-ეჩურჩულებოდა ელენეს იქამდე,სანამ სხეული მთლიანად არ გაეთიშა და ღრმა ძილს არ მიეცა...




***
საავადმყოფოში თავზე რამდენიმე ნაკერი დაადეს და იმავე ღამეს გამოუშვეს.თავს დასტრიალებდა ყველა,მთელი ღამე მასთან იყვნენ გოგონები.სახლს დარაჯად დაუდგა ამილახვარი თითქოს ისევ წაართმევდა მის თავს ვინმე.არ გასულან ეზოდან ნიკო და ირაკლი.იქ ისხდნენ მთელი ღამე.ესმოდათ და გრძნობდნენ მეგობრის შიშს და გვერდით დაუდგნენ ყველანაირად.
გვერდით ეზოში ისხდნენ ნინა და ანდრო.მისი სხელი ხელებში მოქეცია ანდროს და ნაზად უკოცნიდა ხელის გულებს.როგორ ენატრებოდა მისი შეხება.მისი ციმციმა თვალები და როგორ უნდოდა ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება ჰქონოდა...აღარ შეუმჩნევია კიტას,ისე იქცეოდა თითქოს ნორმალური იყო მისი მშობლების სიახლოვე,ამიტომაც უბრალოდ დინებას მიენდო.
ლიკასთვის მისი შვილის მოტაცება ბოლო წვეთი იყო.მთელ სამეზობლოს ესმოდა მისი ყვირილი,გალანძღა და შეარცხვინა ქმარი.ანდრომ მეგობარს დააკავშირა,რომელიც მის დახმარებას შეძლებდა და რეაბილიტაციას გაატარებდა...
მთელი დღე და ღამე დედის მკლავებში მოქცეულმა გაატარა.თავიდან ბოლომდე მოუყვა ატირებულ ლიკას მისი დასავლური არდადეგების შესახებ და ზოიას თვალით ანიშნებდა,რომ კიტა დედის თვალწინ კარგი სიტყვებით შეემკო.
ღმერთს მადლობა ელენეს არც ცუდი სიზმრები და არც პანიკა არ იპყრობდა,თავისუფალი და ლაღი იყო,ისე როგორც ყოველთვის.აპატია მამასაც,როდესაც გაიგო,რომ პროგრამაში ჩაერთო და უკეთესობისკენ მიდიოდა.
თავიც მოურჩა,გახეთქილი ტუჩიც და ხან გონებაში იმასაც კი გაივლებდა ნეტავ ვინმეს ადრე მოვეტაცებინე და აქამდე ეთქვა ამილახვარს ჩემთვის ეს სიტყვებიო...გულს უთბობდა მისი ნათქვამი „მიყვარხარ“...ზუსტად იცოდა,რომ არ მოსჩვენებია...
იმ დღის მერე მარტოს არ უნახავს საყვარელი ქალი,სულ თავს დასტრიალებდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები,თუმცა ესმოდა მათი,ყველა შეშინებული იყო...ელენეს კი მშვიდად ეძინა ღამით,მაგრამ ამილახვარს გასტყდომია ყოველი ღამე და ღამეში ასჯერ აყურადებდა ვინმე ხომ არ იპარებოდა ელენეს ოთახში.
ირაკლი?ირაკლი გიჟი ქმარი იყო.ამდენი წლის მერე გაიაზრა,რომ ქეთო უყვარდა და ყველაფერს გაორმაგებულად გრძნობდა,თავს ევლებოდა და ისე ზრუნავდა ქეთოზე აქამდე,რომ არავის უზრუნია.დედ-მამაც ესტუმრა და შერიგების ხელი ჩამოართვეს ირაკლის.ქეთოს ბედნიერება მთავარი იყო ყველასთვის...
ნიკო და ბარბარე ძალიან კარგად იყვნენ ერთად,მთელმა სოფელმა იცოდა მათი ამბავი,მაგრამ ყველას უხაროდა...ნოდო,რომ ნოდო იყო მანაც კი ვერ იკადრა მათი ამბისთვის ხელის შეშლა.ხომ დაუშვა შეცდომა?ხოდა პასუხი უნდა ეგო მომხდარზე.
შერიგების ხელი ჩამოართვა შაკომ კიტას...ელენე ძალიან უყვარდა ყველას,სულ ყურაღებას აქცევდნენ და არც შაკო იყო გამონაკლისი.მართალია მასში დას ვერ ხედავდა,მაგრამ მეგობრობით შემოიფარგლებოდა და არ აწუხებდა.
ანდრო არ დაუშვებდა იმას,რომ ნინასთვის ვინმეს მისი საყვარელი ეწოდებინა...ისედაც 26 წლით დააგვიანა,მაგრამ ამაზე სწორ დროს ვერ იპოვნიდა.26 წლის წინ მისთვის,რომ იყიდა ზუსტად იმ ბეჭდით სთხოვა ცოლობა.ნებართვა ჰქონდა კიტასგან,მასაც ასე ერჩივნა,რომ გათხოვილი ყოფილიყო დედამისი,ასე უფრო თავისუფლად იქნებოდა...ბედნიერი იყო ნინა,თანაც ძალიან...აღარც ის 26 წელი სტკიოდა სიყვარულს,რომ დაეჩაგრა და როგორც იქნა თავისუფლად ამოსუნთქვა შეძლო.თავად ანდრო არ იკადრებდა,რომ დათოს დანატოვარ სახლში ეცხოვრა,იცოდა მეზობლები ცუდად ილაპარაკებდნენ ნინაზე,ამიტომ თბილისში წაიყვანა...იქით მოეწყობოდა მათი ბუდე,მათი კერა იქ იქნებოდა...
ბარბარემ წასვლა გააპროტესტა,ძმასთან ერთად დარჩა გუთურში.ნიკოსთან მეტი დროის გატარება და საბოლოოდ ბათუმში გადასვლა სურდა.არასოდეს მოსწონდა თბილისი,უფრო ზღვა და სანაპირო იყო მისი,ამიტომაც თავად გადაწყვიტა და ნინაც არ შეწინააღმდეგებია.დრო იყო ბუდიდან გაეშვა შვილები.
ზოია კი ძალიან შეწუხდა ნინამ,რომ დატოვა,მაგრამ სამაგიეროდ ლიკა ჰყავდა გვერდით და სიცარიელე იმდენად ვერ იგრძნო...ძალიან უყვარდა ლიკას კიტა.ენდობოდა და ელენესაც თვალდახუჭულს ანდობდა.
არ შედგა ის პაემანი სანთლითა და მშვიდი მუსიკით,რომ გეგმავდა ამილახვარი.შუა აგვისტოში სადღაც მთაში წაიყვანა საყვარელი ქალი და მასთან ერთად უყურა მზის ამოსვლას.მოეფინა კავკასიონს მზის სხივები და გათენება მიანიშნა ყველა სულიერს.
მწვანე ბალახზე წამოწოლილ კიტას მკერდზე მიყრდნობოდა ელენე და ამ თვალუწვდენელ სანახაობას გასცქეროდა.როგორ არ ვაფასებთ ადამიანები ამ ბუნებას...
ეს ქართველები გავრბივართ და ალპები უნდა ვნახოთო აგვიჩემებია,მაშინ როდესაც კავკასიონი მთელი თავისი სიდიადით გადაჭიმულა ჩვენს თვალწინ და მხრები შეუმართავს მტრის წინააღმდეგ.
საყვარელი კაცის სურნელით ჰქონდა ფილტვები გაჟღენთილი,ნაზად უმაგრებდა მის გაშლილ,გრძელ ქერა თმას გვირილებს კაცი და მთელი გრძნობით უკოცნიდა სახეს.გააფრენინა ამ თითისტოლა გოგომ და სულ გადარია.ალბათ ყველაზე ძვირფასი შენაძენი იყო მის ცხოვრებაში...
-ელენე.-ყოყმანით წამოიწყო ამილახვარმა და თითები მისაში ახლართა.
-გისმენ.-თვალი არ მოუშორებია ქედებისთვის ისე ამოთქვა.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ ასე ღრმად შემოიჭრებოდი ჩემს გულში იცი?-დაიხარა და ძალიან ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს.-არასოდეს მიგრძვნია ასეთი რამ,სულ გამაგიჟე ამხელა კაცი და თავს ვერ ვერევი ელო.-შუბლზეც მიაკრო ტუჩები და ოდნავ წამოიწია,რომ ჯიბეში ყუთი მოეძებნა.-მე არ მინდა შენს გარეშე ცხოვრება ელენე,არსად მეჩქარება,უბრალოდ მინდა,რომ ჩემთან იყო,ქორწილიც მაშინ გვქონდეს,როცა შენ იტყვი,ჩემთანაც მაშინ გადმოდი,როცა მზად იქნები,უბრალოდ ეგოისტურად მინდა,რომ ჩემი იყო...
-მე ხომ ისედაც შენთან ვარ...
-ვიცი,მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს...მინდა,რომ მზად იყო ამისთვის,მინდა შენც ისე გიყვარდე როგორც მე და ვიცი...ვიცი რთულია ჩემს გვერდით ყოფნა ხანდახან,მაგრამ არც შენთან ყოფნაა მარტივი.-ნერვიულად ჩაეცინა და ყუთი გახსნა.-ძალიან დიდხანს ელოდი ჩემგან სიტყვა „მიყვარხარ“-ს და აღარ მინდა ხელის თხოვნასაც ელოდო...მიყვარხარ და მინდა ჩემთან იყო...-წამოიწია კანდელაკი,ცრემლებით აევსო თვალები.-ყველა ჩემი ნაბიჯი უკვე გადმოდგმულია შენსკენ,ახლა მხოლოდ შენი პასუხები იქნება საჭირო...მიყვარხარ და მინდა მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყო...არ გაჩქარებ,ეს ბეჭედი შენს თითზე არ დაგავალდებულებს,რომ ხვალვე ჯვარი დავიწეროთ და ჩემთან გადმოხვიდე,უბრალოდ მინდა როცა მზად იქნები ყველაფერი გქონდეს ჩემთან მოსასვლელად კარგი?-ნაზად აკოცა და ფეხზე წამოაყენა,რომ მის წინ ცალ მუხლზე დგომა შესძლებოდა.-ცოლად გამომყვები ელენე?-მიაჩერდა გოგონას,რომელსაც ბედნიერებისგან ცრემლები შეპარვოდა და თვალები ამღვრეოდა.
არ უთქვამს,რომ უყვარს...თითქოს ინახავდა ამ დღისთვის მაგ სიტყვებს...სწორი იყო ამილახვარი,ელენეს მისგან ყველა კარტის გახსნა სჭირდებოდა,რომ მერე თავად წასულიყო საყვარელი კაცისკენ...გგონიათ მოიცდიდა?მზად იყო ახლავე ჩაეცვა ის ლურჯი კაბა უკანა სავარძელზე,რომ იდო და იმ კაბითვე დაეწერა ჯვარი.
კაცის ტუჩებისკენ დაიხარა,მსუბუქი კოცნა დაუტოვა და იქვე ამოთქვა პირველი „მიყვარხარ“...
ფეხზე წამოვარდა ამილახვარი,ძლიერად მოხვია ხელები და მთელი ძალით მიიკრო სხეულზე.გაგიჟებამდე,რომ გიყვარს ადამიანი აი მაგას განიცდიდა ახლა,როგორც ჩანს მეორე სიყვარულმა პირველი სამუდამოდ გადაწონა და აღარასდროს გაიხსენებდა არაფერს ძველს ჩვენი სასიძო.თითზე ბეჭედი მოარგო და ბეჭდიან ხელზე ნაზად მიაკრო ტუჩები.
-დავიწეროთ ჯვარი.-ჩაეღიმა კანდელაკს.ყელზე აკოცა კაცს და ქვემოდან ახედა მის თვალებს ჭინკები,რომ დახტოდნენ ბნელ სფეროებში.
-რა?
-არ მინდა ბანალური ქორწილი და ღრეობა.-ნაზად ჩამოატარა ხელი სახეზე.-გავიპაროთ.-ღიმილით მიუგო და მსუბუქად შეეხო მის ტუჩებს.
-მართლა მეუბნები?
-თუ შენ არ გინდა...-ეშმაკურად გაუცინა კაცს,თუმცა კიტას პასუხი ისედაც ცხადი იყო...ხელი მოხვია ქალს და საკუთარი ხელით მიიყვანა მანქანამდე.უკანა სავარძელზე დასვა და პარკზე ანიშნა.
-გამოიცვალე,ჯვარი უნდა დავიწეროთ.-შუბლზე აკოცა ელენეს და საჭეს მიუჯდა.რესტორნის ჯავშანი გააუქმა.ის ლურჯი კაბაც ეკლესიაში ჩაიცვა და სრულიად უცხო ადამიანებმა დაამოწმეს მათი სიყვარული.
იმ დღეს პირველად იყო ბახმაროში,სწორედ იქ გაიპარნენ და იქ აქციეს რეალობად ყველა მათი ფიქრი თუ სურვილი...
მთელი სამეგობრო ერთ ჯგუფში ჩაამატეს და ფოტო გადაიღეს...გაღიმებულ ელენეს ბეჭდიანი ხელი ჰქონდა აწეული,კიტა ლოყაზე კოცნიდა და ქორწინების მოწმობას აჩვენებდა კამერას.
-გავიპარეთ!-სურათთან ერთად გააგზავნეს მოკლე შეტყობინება და მობილურები გათიშეს...
ასეთი იყო ელენეს დასავლური არდადეგები.სიგიჟითა და ბედნიერებით სავსე.
ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად მათი ასე უცებ შექმნილი ოჯახი,მაგრამ თუ ისინი ბედნიერები იყვნენ სათქმელიც აღარაფერი ჰქონდათ.
კავკასიონსაც ახსოვდა მათი სიცილი,მათი ქორწინება და ბედნიერი წამები.
იმ გრილ სიოს და მცხუნვარე მზესაც თავს,რომ დასტრიალებდა ახლადდაქორწინებულ წყვილს და მხოლოდ ბედნიერებას უქადდა...

დასასრული...




ვფიქრობ იმ მძიმე ემოციების მერე,რომელიც წინა ისტორიამ დატოვა რაიმე მსუბუქი კარგი იქნებოდა. გურია არის ადგილი,რომელმაც სულ სხვანაირად მასწავლა ხალხის სიყვარული და დაფასება. მასწავლა ბუნების სილამაზით ტკბობა,ცხოვრება ინტერნეტს მიღმა და საუკეთესო მოგონებები ჩამიბეჭდა გონებაში.
სიმართლე,რომ ითქვას მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ ამდენი ვიზიტის მიუხედავად,მაგრამ ვხედავდი რაოდენ კარგი ახალგაზრდები იყვნენ და როგორი სიყვარულით უძგერდა ყველას გული.
ისტორიიდან რამდენიმე ეპიზოდი რეალობას შეესაბამება.
1.მდინარეში ზუსტად ასე ჩამაგდეს და გული წამივიდა,სახლამდე ძალიან კარგმა ახალგაზრდამ მიმიყვანა.
2.მამალი...ვაიმე ჩემი მეზობელი და მისი მამალი,რომელიც არავის დაუკავს.(ალბათ კიტა უნდა მომეძებნა)
3.ჩოხატაური-ოზურგეთის ფეხბურთის მატჩი და ჩხუბი...
მოკლედ ყველაფრის მიუხედავად მეჭორავეთ,გამიზიარეთ შთაბეჭდილებები და კიტა შემიფასეთ,იყო თუ არა ის ვისაც ელოდით?
მიყვარხართ ყველა,შევხვდებით მალე ახალი ისტორიითა და ემოციებით bowtie heart_eyes




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent