შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელიბნელში ნაწილი 10


გუშინ, 15:11
ავტორი La dolce vita
ნანახია 1 046

​ლუკა მარტო დარჩა ღამის სიჩუმეში, ხელით ის ადგილი მოისრისა, სადაც ნიას თითი იგრძნო. მას ესმოდა, რომ ეს ჰალუცინაცია მის ცხოვრებაში ყველაფერს ცვლიდა.

— ჯანდაბა, სად გაქრა! — წამოიძახა და არემარეს მოავლო თვალი.

— ნუთუ, მომეჩვენა... — შუბლი ნერვიულად მოისრისა. აშკარად აფორიაქებული იყო, სუნთქვა გაუხშირდა და გულიც სწრაფად უცემდა. იმდენად რეალური იყო ეს ყველაფერი, რომ ახლაც გრძნობდა მის შეხებას. ჭკუიდან გადაჰყავდა ამ გოგოს გელოვანი, მისი მშვიდი მზერა, რომელიც მის გაყინულ გულს ეხებოდა და ათბობდა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა სინამდვილეში.

****

დილით ნიამ ჩვეუკებრივზე კარგ განწყობაზე გაიღვიძა, სახე კი ბედნიერებისგან უნათებდა, ბედნიერი იყო, რადგან დღეს, თავუს პატარა მეგობრებს მოინახულებდა, თვშესაფარში, რომლებიც გაფაციცებით ელოდნენ მის გამოჩენას, ყოველთვის ასე, ემართება, ხოლმე როდესაც მათთან მიდიოდა იმხელა სიყვარულს გრძნობდა,მათგან, რომ ამის გადმოცემაც კი უჭირს, ხოლმე, დღეს ორმაგად უხაროდა, რადგან მათთან საჩუქებით მივიდოდა და გაახარებდა, მათ.
საწოლიდან, როგორც კი, წამოდგა მაშინვე აბაზანას მიაშურა და თავი მოიწესრიგა,
შემდეგ კარადა გამოაღო და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო, რადგანაც გარეთ უკვე ნიომბერი იდგა და სიცივეც ნელ-ნელა ეპარებოდა, ნიამ გადაწყვიტა რამე თბილი და კომფორტული ჩაეცვა, ბევრი არც უფიქრია კარადიდან თხელუ ნაქსოვი კაბა გადმოიღო და თხელი მოსაცმელი, დილის პროცედურებს, რომ მორჩა თვალი მოავლო, თავის გამოსახულებას, საიდნაც სადად გამოწყობილი, გოგონა უმზერდა, ხვეული თმები ნახევრად აეწია და ნახევარი კი ჩამოეშალა, სახეზე კი, მკრთალი მაკიაჟი გაიკეთა და უკვე მზად იყო. ბოლოს კი კმაყოფილი გავიდა ოთახიდან, ძალიან კარგ გაწყობაზე იყო და ანათებდა.



​— დღეს თავშესაფარში მივდივარ, — გამოაცხადა საუზმისას და მის სახეზე გაკრთომილმა ბედნიერებამ ოთახი გაანათა,
— რა კარგია, ნია… გაუხარდებათ შენი ნახვა. — ღიმილით უთხრა, ლიზამ.
— ხო,მინდა ბავშვებს საჩუქრები ვუყიდო. იმ ფულით, რაც გადმომცეს, მათთვის მთელ სამყაროს ვიყიდდი, რომ შემეძლოს.
​მამიდა ნანულიმ სევდიანი ღიმილით შეხედა გოგონას. იცოდა, რომ ნიასთვის ეს მხოლოდ ქველმოქმედება არ იყო, ეს მისი სულის მოთხოვნილება გახლდათ. უფალმა დაგლოცოსო, მხოლოდ ეს უთხრა და გულში ჩაიკრა.

**

ცოტახანში, როდესაც საუზმობას მორჩა გაემაზადა და ბედნიერი გავიდა სახლიდან, სულ ღიღინით დაეშვა დაღმართზე, შემდეგ ავტიბუსის გაჩერებასთან მივიდა, თავის ნომერს დაელოდა და დიდ სავაჭრო ცენტრში წავიდა, სადაც უამრავი, რამ იყიდებოდა, შენობაში, რომ შევიდა და ჩამოუვარა ბავშვთა სექციას თვალები პატარა ბავშვივით აუციმციმდა, უამრავი სთამაშო იყო ყველა ზომის თუ ფერის, გოგოს ყჭირდა არჩევანის გაკეთება, რომელი ეყიდა, ჯერ ფუმფულა საღამაშოებს ჩამოუარა და დათუნიები და თოჯინები იყოდა, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის კი, მანქანები აარჩია, იმდენად იყო ჩაძირული ამ პროცესში და ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ მოშორებით მდგარი, გეკოვანი, რომელიც დისშვილისთვის საჩუქრის საყიდნად იყო მისული იქ ნია, შეენიშნა და შორიდან აკვირდებოდა, ძალზედ გაოცებული ჩანდა ვაჟბატონი, რადგან თავში ათასი აზრი უტრიალებდა ვერ გაეგო რა უნდოდა გოგონას სთანაშოების სექციაში, მაგრამ მერე თითქოს მოაგონდა მისი ნათქვამი ობოლ ბავშვებზე, როდესაც დაინახა, რომ გოგომ ყველაფერი იყიდა და უკან გამობრუნებას აპირებდა, დაიმალა.
ნია, დატვირთული მივიდა სალაროსთან და უამრავი სათამაშო თუ ტკბილეული დააწყო სალაროზე.

პაკეტებით დატვირთული გამოვიდა,შენობიდან, ხელში ძლივს იჭერდა. ამინდი ნელ-ნელა, ფუჭდებოდა, ნიამ ნაბიჯებს აუჩქარა და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი, იქვე მდგარი მანქანა ჩუმად აედევნა მას, რთული მისახვედრი არ იყო, რომ ლუკა იქნებოდა, რატომ დაუცადა და გაჰყვა უკან, თავადაც არ იცოდა, მაგრამ ინტერესი კლავდა, მას აინტერესებდა, ეს სთამაოშები მართლა ბავშვთა სახლში მიქონდა, თუ რა.
საკამოდ დიდხანს იდგა გაჩერებაზე, მაგრამ ამ დროის მანძილზე, არც ერთხელ არ ჩამოუვლია არც ავტობუსს და არც ტაქსს, ნია, კი შეწუხებული სახით იდგა და ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა.
ბოლოს დაღლილმა ამოიხრა,
დიდხანს უყურა, კაცმა გოგოს, რომელიც უკვე ნახევარი საათი იდგა გაჩერებაზე და გადაწყვიტა მისულიყო, კარგი მიზეზი იყო, თან დაეხმარებიდა და თან გაიგებდა, სად მიჰქონდა ეს სათამაშოები.
მანქანა პირდაპირ მის წინ შეაჩერა, რისგამოც ნია,ცოტა არ იყოს დაიძაბა, მაგრამ როდესაც გელოვანმა ფანჯარა, ჩამოწია და გადმოხედა, თითქოს გულზე მოეშვა.

​— მანდ დიდხანს უნდა იდგე? წამოდი, გაგიყვან, — ლუკას ხმაში ბრძანება უფრო იგრძნობოდა, ვიდრე თხოვნა. მისი მზერა ნიას პაკეტებზე შეჩერდა, რომლებსაც გოგონა ძლივს იჭერდა.
​— არ მინდა, მადლობა. ავტობუსს დაველოდები, — ჩაილაპარაკა ნიამ და თავი აარიდა მის გამჭოლ მზერას.
​— ტყუილად უცდი. ტრანსპორტი დღეს არ იქნება, გაფიცვაა, — ლუკამ მანქანის კარი შიგნიდან გამოაღო. — ჩაჯექი, ნუ ჯიუტობ, არ ვიკბინები.
​ნია წამით შეყოვნდა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, პაკეტების სახელურები კი თითებს უჭრიდა.
— რა გაეწყობა, ფეხით წავალ, — მოულოდნელად მიუგო, ზურგი შეაქცია და გზას გაჰყვა.
​ლუკა არ ნებდებოდა. მანქანით ნელა მიჰყვებოდა გვერდით, თითქოს მის მოთმინებას ცდიდა.
— ამდენი პაკეტით კილომეტრებს ვერ გაივლი, ნია. რატომ მირთულებ საქმეს?
​— შენ კიდევ აქ ხარ? — მობეზრებულმა გადახედა გოგომ. — არ მესმის, რატომ გადამეკიდე. წადი შენი გზით, ჩემზე ზრუნვა როდის აქეთ დაიწყე?
​ლუკას სახეზე ბრაზმა გადაჰკრა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, გზა გადაუჭრა და გადმოვიდა. სიტყვის თქმაც არ აცალა, ისე დაავლო ხელი მის პაკეტებს და საბარგულში მოათავსა.
— ზედმეტი ლაპარაკის გარეშე — ჩაჯექი! — გამოსცრა კბილებში და წინა კარი გაუღო.
​ნია გაოგნებული უყურებდა მის მკვეთრ მოძრაობებს. მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. დაღლილმა ამოიოხრა და უკანა კარისკენ წაიღო ხელი, მაგრამ ლუკას მტკიცე ხმამ შეაჩერა:
— წინ დაჯექი.
​მანქანაში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ნია მობუზული იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და ცდილობდა, საკუთარი გულისცემა დაეწყნარებინა. ლუკას სიახლოვე აფორიაქებდა.
— ღვედი შეიკარი, — მშვიდად უთხრა კაცმა და ძრავი აამუშავა. — აბა, საით?
​— ბავშვთა სახლში, — ამოთქვა ნიამ.
​ლუკა წამით გაქვავდა. ნიას სიტყვები გაახსენდა — „ობოლ ბავშვებს უნდა დავეხმაროვო“. მართალი ყოფილა. ეჭვი, რომელიც აქამდე მოსვენებას არ აძლევდა, სადღაც გაქრა.
— მაინც არ მესმის, რატომ აკეთებ ამას? — დაარღვია სიჩუმე ნიამ. — ჯერ ტკივილს მაყენებ, ახლა კი მეხმარები... რა მოტივი გაქვს?
​— მართალია, ჩვენს შორის ბევრი რამ მოხდა, — ლუკამ საჭეს ხელები უფრო მაგრად მოუჭირა, — მაგრამ ამდენი ტვირთით შუა გზაზე ვერ დაგტოვებდი. უბრალოდ... ჩათვალე, რომ დღეს ასეა საჭირო.
​ნიას აღარაფერი უთქვამს. უკანა სავარძლიდან ერთი პაკეტი გადმოიღო და შიგ ჩაიხედა. როცა სათამაშოებს უყურებდა, სახე გაუნათდა, თითქოს სულ გადაავიწყდა, ვის გვერდით იჯდა. ცოტა ხნის წინანდელი დაძაბულობა ბავშვურმა აღტაცებამ შეცვალა.
​ლუკა პერიოდულად მალულად გადახედავდა ხოლმე. ვერ იგებდა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ასე უცებ შეცვლილიყო. „როგორი უცნაურია,“ — გაიფიქრა კაცმა. — „თითქოს ამ სათამაშოებში მთელ თავის სამყაროს ხედავს.“
​— რატომ თქვი უარი პრიზზე? — ჰკითხა მოულოდნელად. — ის ფული შენი იყო, შეგეძლო შენი სურვილებისთვის გამოგეყენებინა.
​ნიამ სევდიანად გაიღიმა:
— ჩემი სურვილი სწორედ ესაა — დავინახო, როგორ უხარიათ მათ, ვისაც მშობლის სითბო არ ღირსებია. რომ შემეძლოს, უფრო მეტსაც გავაკეთებდი... ისინი ამ სიყვარულს მოკლებულები არიან.
​დანიშნულების ადგილამდე ისე მივიდნენ, ხმა აღარცერთს ამოუღია. ლუკამ მანქანა შეაჩერა. ნია გადავიდა და პაკეტების აღებას აპირებდა, რომ კაცმა დაასწრო.
— მომეცი, შეგატანინებ.
​— ამას რატომ აკეთებ? — ნია გაოცებული შეაჩერდა.
​— დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ, — ჩაილაპარაკა ლუკამ, პაკეტები მოაგროვა და შენობისკენ წავიდა. — უბრალოდ მინდა, რომ დაგეხმარო.
​ნია უკან გაჰყვა. ვერაფრით აეხსნა, სად გაქრა ის ცივი და დაუნდობელი გელოვანი, რომელსაც აქამდე იცნობდა.

როგორც კი, შიგნით შევიდნენ გოგოს დანახვაზე მაშინვე ატყდა, ბავშვების ჟრიამული, ყველა ნიასკენ გამოიქვა და გარს შემოეხვნინენ, ბავშვები სათითაოდ ეხვეოდნენ მონატრებულ გოგოს და უყვებოდნენ თავიანთ ამბავს, ლუკა გაოგნებული უყურებდა, ამ სანახაობას, დღეს დარწმუნდა, რომ მას ფული მართლაც არ აინტერესებდა და რომ მართლაც ბავშვებს უყიდა საჩუქრები.
ნიამ ლუკას პაკეტები, გამოართვა და ყველას სათითაოდ ჩამოურიგა, სთამაშოები და ტბილეული, მთელი შენიბა ჟრიამულმა აიკლო ბავშვები თავიანთი ახალი სათამაშოებით, მხიარულობდნენ და ერთობოდნენ.

ლუკა, თვალს ვერ აშორებდა ამ სანახაობას, ამ ბავშვების შემყურე თავის ბავშვობა ახსენდებოდა, რომელიც ობლობაში გაატარა, უყურებდა, ნიას თუ როგორი ბავშვუეი და უშვალო იყო მათთან და თამაშობდა, მათთან იმ წუთას იქ აღარ იყი არც, მომაბეზრებელი გოგო არამედ მხიარული და მზრუნველი, რომელიც ასე სიყვარულით ეპყრობოდა, ლუკა გაოგნებული უყურებდა,ნიას რომელმაც პატარა ორიოდე წლის ბიჭი, კალთაში ჩაისვა და თამაში დაუწყო, ბავშვსაც რომ ლუკა ერქვა ამან სულ გააგიჟა, გელოვანი, ბოლოს ამ ყველაფერს, რომ ვეღარ გაუძლო ადგა და წავიდა.
თამშით გული, რომ იჯერა თავშესაფრის დირექტორთან მივიდა.

​— შეიძლება, ქალბატონო ნანა? — ღიმილით უთხრა ქალს.

— რა საკვირველია შვილო, შემოდი.

კაბინეტში შევიდა და იქვე ჩამოჯდა.

— გამიხარდა, რომ მოხვედი, ბავშვებს გული გაუხარე.

— დიახ, ძალიან გაუხარდათ რომ დამინახეს. მათ სათამაშოები და ტკბილეული მოვუტანე და კიდევ ის თანხა რაც დამრჩა, მინდა თქვენ გადმოგცეთ.

— ძალიან კეთილი ხარ შვილო და რასაც შენ აკეთებ ამ ბავშვებისთვის, დასაფასებელია, მაგრამ ცოტახნისწინ უკვე დარიცხეს ფული და თან საკმაოდ სოლიდური, — უთხრა ქალმა.

— ვინ დარიცხა?

— ახალგაზრდა მამაკაცი იყო, დავინახე
,რომ შენთან ერთად მოვიდა, ის იყო ჩემთან მოსული და ჩეკლისტი დამიტოვა.

— რაა? ლუკა გელოვანმა ფული დაურიცხა? — გაოგნებულმა იკითხა, ვერ იჯერებდა, გაგონილს.

— იცი, მიუხედავად თავისი იმიჯისა, მის თვალებში დაფარული სევდა შევნიშნე. შეიძლება ბავშვებმა გული აუჩუყა. ვინ არის ის ბიჭი შენი?

— არავინ, უბრალოდ ნაცნობია. კარგით ახლა წავალ, ისევ გესტუმრებით.

​მთელი გზა გაბრუებული და შოკირებული იმგზავრა, ვერაფრით ვერ იჯერებდა, რომ ლუკა გელოვანი, რომელიც ყინულივით ცივი იყო და დაუნდობელი, ფული გაიღო ბავშვებისთვის. ეს ადამიანი მისთვის ამოუხსნელი იყო, ვერ იგებდა, როგორი იყო სინამდვილეში. არაქისს ჭამდა და თან ფიქრობდა. პატარა ლუკიტოზეც ეფიქრებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც იქ მიდიოდა; ბავშვი მას არ შორდებოდა. გული უკვდებოდა მის შემხედვარეს — დანარჩენებისგან ბიჭუნა გარიყული იყო, ამიტომ საწყლად იდგა და ვერ მიდიოდა ბავშვებთან.
სურვილი უჩნდებოდა, რომ წამოეყვანა თავშესაფრიდან, მაგრამ ყველაფერი როდია ისე, როგორც ჩვენ გვინდა.
ამ ფიქრებით დამძიმებული მივიდა შინ.

— მამიდა. მოვედი! — დაიძახა ნიამ და მისაღებში გავიდა, იქ კი სტუმარი ელოდა.

— აი, ჩვენი გოგოც მოვიდაა. — თქვა მამიდამ.

— თამთა თქვენ? — გაოცებულმა იკითხა.

— ხო, მე ვარ, ვიცი გაოცებული ხარ ჩემი ხილვით. — ღიმილით უთხრა.

— რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად ასეა.

— მამიდაშენმა მითხრა, რომ ბავშვთა სახლში იყავი?

— აჰ, კი სწორედ იქიდან მოვდივარ ახლა.

— მართლა? ეს შენი პირველი ვიზიტი იყო?

— არა, პირველი არ არის, ორი წლისწინ აღმოვაჩინე ეს თავშესაფარი და მას შემდეგ როცა შემიძლია, მათ მოსანახულებლად მივდივარ ხოლმე.

— რა კარგია.

— კარგი და ჩემი ნახვა რატომ გინდოდათ?

— ნია, შენთან შემოთავაზება მაქვს.

— რა შემოთავაზება?

— მოკლედ ბებიას ძალიან მოეწონე და უნდა, რომ შენ იყო ჩვენი სარძლოს მენტორი.

— რაა? გინდათ, რომ თქვენ სახლში დავიწყო მუშაობა?

— ხო, მე და ბებიას გვინდა, რომ ნინის ასწავლო ყველა ის თვისებები, რაც უნდა იცოდეს ქალმა.

— მაპატიეთ, მაგრამ ამ შემოთავაზებას ვერ მივიღებ, იმ სახლში ვერ ვიმუშავებ სადაც ლუკა გელოვანია.

— რატომ, რამე მოხდა თქვენ შორის? — ინტერესით იკითხა.

— ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. — ჩუმი ხმით წარმოთქვა და მოაგონდა ის მომენტები, რაც მის გამო გადაიტანა.

— გთხოვ დაფიქრდი კარგად, კარგი? თუ ჩემმა ძმამ გაწყენინა, გპირდები რომ არაფერს გეტყვის. მოსაფიქრებლად ორ დღეს გაძლევ. კარგად დაფიქრდი და შემატყობინე, აი გამომართვი აქ ჩემი ტელეფონის ნომერი და მისამართია. — ბარათი გაუწოდა.

— კი, მაგრამ რატომ მაინც და მაინც მე?

— როგორც გითხარი, შენით ძალიან მოიხიბლა ბებია, უნდა რომ შენ დაეხმარო ნინის. ვუთხარი, რომ მე დავეხმარებოდი შესწავლაში, მაგრამ უარს ამბობს.

— კარგით, მოვიფიქრებ და შეგატყობინებთ ზუსტ პასუხს. — უთხრა ნიამ. თამთამ მადლობა გადაუხადა და წავიდა.

​სრულიად არეული შევიდა თავის ოთახში. დღეისთვის საკმარისი სიახლეები მიიღო. ოთახში შესვლისთანავე სალოცავ კუთხესთან მივიდა და ჩაფიქრებული დაუწყო ხატებს ყურება.

— უფალო იესო ქრისტე, დღეს გითხარი რომ შენი ნების აღსრულებაში დაგხმარებოდი, არ ვიცი როგორ მოვიქცე. არის ეს შენი ნება, თუ არა? დავიბენი. — წამოიძახა. დიდიხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა თავის სულიერ მოძღვარს დალაპარაკებოდა.

— მე მივდივარ და მალე მოვალ. — უთხრა ლიზას.

— სად მიდიხარ ნია?

— მამაოს უნდა გავესაუბრო, რადგან ძალიან ავირიე და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე.

სახლიდან გავიდა და ძველი თბილისისკენ აიღო გეზი. გაჩერებაზე გადმოვიდა, შემდეგ კი ფეხით აუყვა გზას. შეეძლო სამების საკათედრო ტაძარში მისულიყო, უფრო ახლოს იყო, თუმცა თავის პატარა და მოკრძალებული ტაძარი და სულიერი მოძღვარი ძალიან უყვარდა, ამიტომ ყოველთვის ამ ტაძარში მიდიოდა. მალე გამოჩნდა კიდეც. სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა, კრძალვით გადაისახა პირჯვარი და შიგნით შევიდა. დედა ღვთისმშობელთან სანთელი დაანთო, მერე კი იქვე ჩამოჯდა.
ეკლესიის წიაღში ძალიან უყვარდა ყოფნა. საკმარისი იყო ფეხი შეედგა, რომ უკვე სულიერ სიმშვიდეს გვრიდა მას. ის იდუმალი და მისტიური ატმოსფერო, სადაც ნახევრად ჩაბნელებულ ჰაერში საკმევლის არომატი ტრიალებდა და სანთლები ციმციმებდნენ, სადაც
სიმშვიდეს, სიმყუდროვეს და დაცულობას გრძნობდა, ცრემლიც კი მოადგებოდა თვალზე ხოლმე.

​— ნია, შვილო შენ ხარ? — გაისმა მამაოს ხმა.

— დამლოცეთ მამაო. — ღიმილით გაემართა მასთან და ხელზე ემთხვია.

— უფალმა დაგლოცოს. — ღიმილით უთხრა. — აბა ამ შუა კვირაში რამ შეგაწუხა?

— მამაო, თქვენი რჩევა მჭირდება. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიბენი.

— გისმენ.

— დღეს დილით უფალს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა მისი ნების აღსრულებაში. ასეც ვიქცეოდი, მაგრამ ახლახანს რაღაც შევიტყვე და არ ვიცი, როგორ მოვიქცე.

— რა შეიტყვე?

— ლუკა გელოვანი, ხომ გახსოვთ რომ გიამბეთ?

— კი, როგორ არა.

— დღეს მისი და იყო ჩემთან მოსული და მითხრა, რომ მასთან დავიწყო მუშაობა. უნდათ, რომ მათ მომავალ სარძლოს ვასწავლო ყველა ის წეს-ჩვეულება, რაც უნდა იცოდეს ყველა ქალმა.

— და შენ საიდან გიპოვეს?

— ჩემი ცეკვის ღონისძიებაზე იყვნენ და იქიდან ბებიას მოვეწონე თურმე.

— ახლა გასაგებია შენი განცდები. არ იცი ეს შემოთავაზება უფლისგან არის თუ არა?

— დიახ. — ამოთქვა.

— შვილო, თუ ეს უფლისგან არის, მაშინ ამაში მშვიდად უნდა გრძნობდე თავს და არ უნდა შფოთავდე. როგორ გრძნობ თავს?

— არ ვიცი მამაო. გული მეუბნება რომ წავიდე და გონება კი არ მეთანხმება.

— ჩემი რჩევა იქნება, რომ სცადო და წახვიდე. ნახე, დააკვირდი სიტუაციას. თუ ნახავ რომ იქ ყოფნას შენთვის ზიანი მოაქვს, წამოდი. იქნებ შენ ცხოვრებაში ახალი ფაზა იწყება. წადი ოღონდ არა მარტო მატერიალური კეთილდღეობისთვის, არამედ გამოცადე შენი თავი ახალ გარემოში. შენს თავსაც დაეხმარები და იმ გოგოსაც.

— ანუ წავიდე..?

— მე მხოლოდ მოგეცი რჩევა, არჩევანი კი შენზეა. მაგრამ იცოდე, უფლის ნებას როგორც სიმშვიდე მოაქვს ჩვენში, ასევე ღელვაც, როდესაც რაღაც რთული გზის გავლა გვიწევს. ეს გვაშინებს, მაგრამ სირთულეებს ნუ შეუშინდები. — ღიმილით უთხრა და წავიდა.

​საღამო იყო. ნია თავის საწოლზე წამოწოლილიყო, ვერაფრით ვერ იძინებდა. უკვე იცოდა რაც უნდა ექნა და ეს აღელვებდა. ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ემუშავა გელოვანების სახლში, მას ხომ ყოველდღიურად მოუწევდა მასთან შეხვედრა. გელოვანი ისეთი ბნელი და მძიმე ენერგიის მატარებელი იყო, რომ მისი სიახლოვე ნიას ამძიმებდა და ძაბავდა.

— ღმერთო, დამეხმარე, რომ ხვალინდელმა დღემ კარგად ჩაიაროს.

​....

უკვე ჩვევად ექცა, რომ ყოველ ღამით ფანჯრიდან მთვარის, ყურება ახლაც ფარდა გადაეწია და თვალმოუცილებლად გაჰყურებდა, ნაცრისფრად მოელვარე მთვარეს, რომელიც თავისი თეთრი სხივებით ფანტავდა სიბნელეს, თან როგორი იდუმალებით და მემდიდურად დაჰყურებდა, ზემოდან ქვემოთ კაცს, მთვარე სწორედ ის მანათობელი ძალა იყო, რომელიც მხოლოდ ღამის წყვდიადში უნათებდა კაცს, გზას და თავისი სხივებით, მზე კი, მხოლოდ დღის შუქზე ამოდის, მაგრამ მთვარე, რატომღაც მთავრე მისთვის იმდენად ახლობელი გამხდარიყო, რომ თვალს ვერ წყვეტდა, ნეტავ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ გოგოს თვალებთან აიგივებდა, ნიასაც, ხომ სწორედ ღრმა ნაცრისფერი თვალები ჰქონდა, რომელიც ასე ხიბლავდა და ჭკუიდად გადაჰყავდა მისთვალებს, რომელიც ასეთი მრავლის მთქმელი იყო, მისი თვალები, მელანქოლიურიც და იდუმალიც.
დღეს კი, ისეთი რამ გააკეთა, საერთოდ რომ არ ჯდებოდა მის ხასიათში, ჯენტლმენივით მოიქცა და გოგონას დაეხმარა, მისთვის რომ გეკითხათ, ინტერისის გამო, გააკეთა ეს, რადგან აინტერესებდა, სად მივიდოა, მაგრამ მას რაში ადარდებდა ეს, ის ხომ გოგოს დასანახად ვერ იტანდა..

— ისეთივე იდუმალი და ამოუხსნელია, როგორც ეს მთვარე, რომელიც ღამით თავისი მელანქოლიური ფერით ანათებს. — ამოიოხრა და უჯრიდან კვლავ ნიას ჯვარი ამოიღო.

— უცნაურია, მაგრამ ამ ნივთს დღემდე ვინახავ ჩემთან. ვინ ხარ და ყოველი შენი შეხვედრა რატომ მოქმედებს ასე?

— აკი გითხარი, რომ შენთვის სარკე ვარ-თქო. — გაისმა ნიას ხმა.

— ისევ შენ?! — წარბშეკრულმა წამოიძახა და ჯვარი უჯრაში ჩააბრუნა. — აქ რას აკეთებ?

— შენ მომიხმე და მეც მოვედი.

— მსგავსი არაფერი მომხდარა და არც შენ ხარ რეალური. — მოქუფრული სახით უთხრა.

— მართალია, მაგრამ დღეს ხომ მნახე, შენზე კი ძალიან იმოქმედა რაც გაიგე, ხომ ასეა?

— არაფერი მსგავსი.

— ხომ გითხარი, ჩემზე ცუდს ვერ გაიგებ-თქო. — ღიმილით უთხრა.

— უბრალოდ წადი აქედან, თავგზას ნუ მირევ. — გაღიზიანებულმა წამოიძახა.

— კარგი, ახლა წავალ, მაგრამ მალე ისევ მნახავ. — უთხრა და გაქრა.

​ლუკა სულ აირია. იმდენად იყო შეპყრობილი ნიაზე ფიქრებით, რომ უკვე ელანდებოდა კიდეც. ეს ძალიან არ მოსწონდა, რადგან მასზე ძალიან მოქმედებდა გოგონა. მთელი ღამე ვერ მოისვენა, აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და როგორ მოეშორებინა მასზე ფიქრები, მაგრამ რაც უფრო ცდილობდა მისგან თავი შორს დაეჭირა, მით უფრო უახლოვდებოდა მას. საწოლზე იწვა და შფოთავდა. მასზე ფიქრები უკვე აკვიატებად ექცა, ვერაფრით იგდებდა მას გონებიდან, თითქოს შეპყრობილი იყო მისით და რაც უფრო დრო გადიოდა, უფრო იპყრობდა და აღიზიანებდა ეს.

რაც დრო გადიოდა, მით უფრო კარგავდა ძალას, სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა და ვერც საკუთარ თავს ერეოდა, მაინც რა არის არა? ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი მის ხელშია, მაგრამ ამ დროს გავიწყდება, რომ ჩვენ არაფერს ვწყვეტთ ზუსტად ასე იყო ვაჟბატონიც, რადგან ეგონა, რომ მის ცხოვრება იდეალურად იყო აწყობილი და მის აღმართულ კედლებში ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაღწევდა, მაგრამ ვაი, რომ ცდებოდა და ასე არ იყო.


***
დილით, როგორც ყოველთვის ახლაც უხასიათოდ გაიღვიძა, უძილობისგან კი, უარეს ხასიათზე დააყენა, საწოლიდან წამოდგა სწრაფად მოემზადა და კიბეებზე დაეშვა, სშინელ ხასიათზე იყო და ახლა არავისთან არ უნდოდა ლაპარაკი, სწრაფი ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ და გასვლი წინ უთხრა, მხოლოდ თავისიანებს, რომ არ დალოდებოდნენ.

კოპებ შეყრილი მართავდა მანქანას და თითებს მთელი ძალით უჭერდა საჭეს, იმდენად ძლიერ, რომ სახსრები გაუთეთრდა, სრულ ქაოსში იყო და გაურკვევლობაში, რა ემართებოდა, ვერ იგებდა, საკუთარ თავზეც ეშლებოდა ნერვები, იმის მაგივრად რომ განედევნა მასზე ფიქრები და თავად გოგო, საკუთარი ცხოვრებიდან ადგა და თავის ფეხით მივიდა მასთან, მასზე ფიქრებს თავიდან ვერ იშორება, რომელიც უკვე აკვიატებად ქცეულიყო მისთვის,


კაბინეტში იჯდა და ცდილობდა, გონება მოეკრიბა, თუმცა თავი საშინლად ტკიოდა და ეს უარესად მოქმედებდა მასზე, მისი სიმშვიდე ნელ-ნელა, ირღვეოდა და მისი მოთმინებაც იწურებოდა, ვერაფრით იგდებდა, თავიდან ნიაზე ფიქრებს, უფრო იმაზე ღიზიანდებოდა, რომ მისი ბრალდებაზ გოგოს მიმართ უსაფუძლო იყო და ნიამ მართლაც შეასრულა თავის სიტყვა, ღიზიანდებოდა, როდესაც იგებდა, რომ გოგო მასზე გაცილებით მაღლა იდგა.
ამ ფიქრებში იყო, გართული როდესაც მასთან ალექსი, მივიდა და ისიც გამოერკვა ფიქრებიდან.

— შეიძლება, ძმაო? — კარებში ალექსი, შემოვიდა
— მოდი, ალექს. — თქვა და გასწორდა. — რა ხდება აბა?


— ის არქიტექტორი დამიკავშირდა, ვისაც ავალია ტაძრის მშენებლობა.
— რა გითხრა?
— მოკლედ მითხრა, რომ მონახაზები უკვე მზად არის და ეცდებიან ისე გააკეთონ, რომ არ დააზიანონ ძველი ნაგებობა.
— ძალიან კარგი.
— ისე რა მაინტერესებს იცი, შენ მაგ ადგილას სასტუმროს აშენებას აპირებდი და რა მოხდა ისეთი, რომ აღარც სასტუმროს აშენებ და ტაძარს აკეთებინებ? — გაოცებულმა უთხრა.
ლუკას გაახსენდა ის ინციდენტი ნიასთან. თუ როგორ შემოიჭრა მშენებლობაზე და ცოცხალი თავით არ თმობდა, რომ ტაძარი დაენგრიათ. თითოეული მომენტი ახსოვს, ისიც კი, მუხლმოდრეკილი რომ ლოცულობდა. მაშინ მან რაღაც ამოუხსნელი განიცადა, იქნებ სინდისმა შეაწუხა ან კიდევ იყო რაღაც სხვა.
— ძმაო, აქ ხარ? — ხელი აუფრიალა ცხვირწინ.
— ხო, რა მოხდა? — კეფაზე ნერვიულად მოისვა ხელი.
— არაფერი, უბრალოდ რაღაც გკითხე და შენ არ მიპასუხე. რა გჭირს ამ ბოლო დროს, ვერ გცნობ?
— არაფერი, რა უნდა მჭირდეს. ხომ მეუბნებოდით რომ ტაძრის დანგრევა ცუდი იდეა იყო...
— ხო, მაგრამ როდის იყო სხვის ჭკუაზე დადიოდი ან მისი აღდგენა... ლუკა, ეს შენ არ გგავს, ხვდები?
— ალექს, უკვე დამღალე... — დაღლილმა მიუგო.
— კარგი, კარგი, წავედი მე და აბა შენ იცი. — გაიცინა და წავიდა.
ლუკა მარტო დარჩა საკუთარ თავთან. მართლა რა სჭირდა? ეს ლუკას ხასიათში არ ჯდებოდა. ის ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მის ინტერესებში შედიოდა. ახლა კი ადამიანი, რომელსაც მსგავსი რაღაცების არ სწამდა, ეკლესიის განახლებას იწყებდა. ნერვიულად იყურებოდა გამჭვირვალე მინიდან, საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა. თავის ტკივილი კი არ უვლიდა. მთელი დღე ოფისში გაატარა და მუშაობას შეჰყვა, ამით ცდილობდა ფიქრებისგან თავის არიდებას.
ექვსი სრულდებოდა, უკვე რომ დაღლილი, წამოდგა სავარძლიდან პიჯაკი აიღო და სწრაფი ნაბიჯებიღ გავიდა, შენობიდან,
იმდენად ჰქონდა, გონება და გული დამძიმებული, რომ აზროვნების უნარიც კი აღარ შესწევდა, გაღიზიანებული იყო, ამ ყველაფრისგან.


კარი რომ გააღო და შევიდა, რაღაც ხმაური მოესმა, ოთახიდან ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. დაღლილმა ამოიოხრა და შიგნით შევიდა. როგორც კი შეაბიჯა, წამით შედგა, თითქოს რაღაც იგრძნო, შემდეგ კი მათკენ გაემართა.
— ლუკა, ვერ წარმოიდგენ, რა მოხდა! — წუწუნით უთხრა ნინიმ.
— ნინი, ახლა შენთან საუბრის თავი არ მაქვს, — შეუღრინა ლუკამ.
— ჰო, მაგრამ დღეს ბებიაშენმა ვიღაც გოგო მოიყვანა აქ.
— ვინ გოგო?
— აბა, თუ გამოიცნობ... ის გოგო ჩემი მასწავლებელი უნდა იყოს, წარმოგიდგენია?
— რას ბოდავ, ნინი, — უხასიათოდ უთხრა და მისაღებში შევიდა. — თამთა! ამიხსენი, რა ხდება, ვინ გოგო მოიყვანეთ?! — გაღიზიანებულმა იკითხა და სწორედ ამ დროს ნია მისკენ მიბრუნდა.
მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ლუკა მას თვალს არ აშორებდა; ნამდვილად არ მოელოდა მის ხილვას თავის სახლში.
— ვინმე ამიხსნით, რა ჯანდაბა ხდება აქ? — გაბრაზებულმა დაიყვირა.
— ლუკა, ნია დღეიდან ნინის დაეხმარება, რომ შეისწავლოს ყველაფერი, რაც საჭიროა, — უთხრა თამთამ.
— რატომ ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი ნებართვის გარეშე შეგეძლოთ? ან რაღა მაინცდამაინც ეს გოგო, სხვა ვერავინ ნახეთ?
— არ მესმის, რა პრობლემაა, ნია ძალიან კარგი გოგოა.
— რა იცი შენ, როგორია, მას არც კი იცნობ! მე კი ძალიან კარგად ვიცნობ — ასეთები უმანკო სახით ატყუებენ ყველას.
ნიას გული ეტკინა ამის მოსმენისას და თვალზე ცრემლი მოადგა.
— მე არ დავუშვებ, რომ ამ აფერისტმა აქ იმუშაოს! — წამოიძახა გაღიზიანებულმა. თუმცა, როდესაც გოგოს აწყლიანებულ თვალებს მოჰკრა თვალი, წამით შეკრთა და ინანა კიდეც თავისი სიტყვები, მაგრამ მისი იქ ყოფნა მაინც არ უნდოდა, რადგან ნია მასში გაუგებარ გრძნობებს აღძრავდა.
გოგონას თვალზე ცრემლები მოადგა, თუმცა სწრაფად შეიშრო — არ უნდოდა, მის წინაშე ატირებულიყო.
— ქალბატონო თამთა, მგონი, ცუდი აზრი იყო აქ მოსვლა, მე წავალ, — უთხრა და წასვლა დააპირა.
— არა, ნია, მოიცადე! შენ არსად არ წახვალ. ნუ მიაქცევ მას ყურადღებას, გთხოვ.
— მაპატიეთ, მაგრამ არ შემიძლია. ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც ჩემი დანახვა არ უნდათ. სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არაფერი წმინდა არ გააჩნიათ და ყველა თავისნაირი ჰგონიათ, — წამოიძახა და კაცს თვალი თვალში გაუყარა.
ნია სწრაფი ნაბიჯებით გაეშურა გასასვლელისკენ. ცრემლები შეუჩერებლად ჩამოსდიოდა, თუმცა წელში გამართული მიდიოდა — არ სურდა, ლუკას მისი სისუსტე დაენახა. გვერდი აუარა კაცს და გასასვლელი კარი გაიჯახუნა. ლუკამ მის ანარეკლს თვალი გააყოლა, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.
— ნია, მოიცადე! — შესძახა თამთამ, მაგრამ კარის გაჯახუნების ხმამ მისი სიტყვები ჩაახშო.
მისაღებში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ლუკა ერთ ადგილას გაქვავებულიყო, მზერა კარზე ჰქონდა მიყინული. ხელები მუშტებად შეეკრა. ნიას სიტყვებმა მასში ყველაფერი გადაატრიალა.
— კმაყოფილი ხარ?! — ბებიის ხმაში ბრაზი გაერია. — შენ ახლახან შეურაცხყოფა მიაყენე ადამიანს, რომელმაც დღეს მთელი თავისი პრიზი ბავშვთა სახლს შესწირა. შენ კი მას "აფერისტი" უწოდე!
— მე არ მინდა მისი დანახვა ჩემს სახლში, — გამოსცრა კბილებში, თუმცა საკუთარი ხმაც კი ეუცხოვა.
— შენ უბრალოდ გეშინია, ლუკა, — მშვიდად უთხრა თამთამ. — გეშინია, რომ ის შენს ცივ კედლებს დაანგრევს.
ლუკამ პასუხის ნაცვლად ზურგი აქცია მათ და თავის კაბინეტში ჩაიკეტა. იმ ღამეს მას აღარ დაუძინია. კაბინეტში ბოლთას სცემდა. მის გონებაში ისევ და ისევ მეორდებოდა სცენა: ნიას აცრემლებული თვალები და მისი სიტყვები. ლუკა მიხვდა, რომ რაც უფრო მეტად ცდილობდა ნიას განდევნას, მით უფრო ღრმად ეფლობოდა მასზე ფიქრებში. ის მივიდა ფანჯარასთან და ქალაქს გადახედა. სძულდა საკუთარი თავი ამ სისუსტისთვის. სძულდა ის, რომ ნიას ცრემლი მისთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ნინის ნებისმიერი მუქარა.



№1 სტუმარი Ineza modebadze

გაგრძელდება ძაან საინტერესოა💕❤

 


№2  offline წევრი La dolce vita

Ineza modebadze
გაგრძელდება ძაან საინტერესოა💕❤

კი, რა თქნა უნდა, როგიეც კი მოვახერხებ დავდებ უახლოეს დღეებში.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent