ნათელიბნელში ნაწილი 16-17
ლუკას ტყის პირას შეეჩერებინა მანქანა. ძრავის ხმაური რომ ჩაწყდა, ირგვლივ საზარელი, ყრუ სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მხოლოდ დროდადრო ხეების ტოტებიდან ჩამოცვენილი თოვლის ფხრაშუნი არღვევდა. კაცი მანქანიდან გადავიდა, კაპოტზე ჩამოჯდა და ჩაფიქრებული, გაქვავებული მზერით გაჰყურებდა თოვლით გადაფარულ, უსასრულო ტყეს. იმ წამს საკუთარ სხეულში ვერაფერს გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მძვინვარე ყინვა იდგა ის მთლიანად საკუთარი ფიქრების ლაბირინთში იყო ჩაკარგული. უეცრად, მეხსიერებამ ის ღამე ამოუტივტივა... გაახსენდა, ნიასთან ერთად როგორ ჩარჩნენ თოვლში. თვალწინ დაუდგა ნიას მაშინდელი უმწეო სახე, მისი კანისა და თმის ის განსაკუთრებული არომატი, რომელიც იმ ღამეს ჰაერში ტრიალებდა. იმ დღეს პირველად მოხდა, რომ ის ნიასთან ასე ახლოს იყო; პირველად გამოჩნდა მხოლოდ ლუკა და არა ის „ცივი გელოვანი“, რომლის ნიღაბსაც მუდამ ატარებდა. იმ ღამით თითქოს მათ შორის არსებული ყოველი უხილავი დისტანცია და კედელი სამუდამოდ გამქრალიყო. ახლა კი იდგა ლუკა, საკუთარ გონებასა და გულს შორის გაჭედილი. არ იცოდა, რა ექნა. გული სულ სხვა რამეს სთხოვდა, სულ სხვა გზით მიჰყავდა, მაგრამ მისი ცივი, რაციონალური გონება მედგრად ეწინააღმდეგებოდა. ჭკუიდან შლიდა ეს გოგო! ნამდვილად არ ეგონა, თუ სამსახურში ასე თავზეხელაღებული მიეჭრებოდა და ჩხუბს დაუწყებდა. კი, იცოდა, რომ ნია არ ჰგავდა იმათ, ვინც ჩუმად არიან და ბედს ეგუებიან; მან უკვე კარგად შეისწავლა მისი ფეთქებადი ხასიათი, მაგრამ ზურას გამო თუ ასეთ სკანდალს მოუწყობდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. — ჯანდაბა, ასე რატომ მოქმედებს შენი ყოველი სიტყვა ჩემზე... — დაღლილმა ამოთქვა და თავი ცისკენ აღაპყრო, თითქოს პასუხს იქ ეძებდა. — ზურა! — კბილებში გამოსცრა მისი სახელი. — ძალიან ცუდი გზა აირჩიე, ნია, არ უნდა გაგერია შენს ინტრიგებში... — წამოიძახა და მის სახეზე ყველა ემოციამ — ბრაზმა, ეჭვიანობამ და ტკივილმა — ერთიანად გადაურბინა. ლუკამ ზუსტად იცოდა: ზურამ სპეციალურად გამოიყენა ნია, რადგან მან იცოდა ლუკას სუსტი წერტილი. კაცს კი ეგონა, რომ ნია მას ზურას დასაცავად მიუვარდა ოფისში ეს ფაქტი კი მას უბრალოდ აგიჟებდა. — უნდა დაველაპარაკო! — მოულოდნელად წამოიძახა, მანქანაში ჩაჯდა, საჭე მკვეთრად მოაბრუნა და ნიას სახლისკენ აიღო გეზი. იმ წუთას არაფერზე ფიქრობდა, არც იმაზე დაფიქრებულა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, ალბათ ვერც იაზრებდა ბოლომდე, რას აკეთებდა, რადგან მთლიანად აჰყოლოდა გრძნობებს. როგორც კი მის სახლთან მივიდა, მკვეთრად დაამუხრუჭა. ფანჯრიდან ოთახს გახედა, მხოლოდ ერთი ფანჯრიდან მოჩანდა სინათლე. ტელეფონი მოიმარჯვა და შეტყობინება გაუგზავნა: „შენი სახლის კარებთან ვდგავარ. თუ არ გამოხვალ, იცოდე, კარზე ზარს დავრეკავ.,, გოგონამ არ დააყოვნა და მალევე გაისმა საკეტის ჩხაკუნი და კარები ოდნავ გაიღო. ზღურბლზე მართლაც გელოვანი იდგა. ლუკამ, როგორც კი დაინახა ნია, მზერა გაუშტერდა გოგონა აბურდული თმებითა და ხალათით იდგა კარებში. — ბატონო ლუკა, აქ ასეთ დროს რას აკეთებთ?... — ჩურჩულით ჰკითხა და შეშინებულმა მიმოიხედა, ხომ არავინ გამოვიდა. — უნდა ვისაუბროთ! — წამოიძახა ხმამაღლა. ნიამ მაშინვე პირზე ხელი ააფარა და გარეთ გაიყვანა. — ამიხსენით, აქ რას აკეთებთ?! — ზურაზე უნდა ვისაუბროთ... ის ადამიანი საშიშია! მან თავისი ბინძური ინტრიგებისთვის გამოგიყენა, რომ ჩემთვის დარტყმა მოეყენებინა. მისგან თავი შორს დაიჭირე! ნია წამით გაჩუმდა. მართლა არაფერი ესმოდა ამ კაცის რა უნდოდა ასეთ დროს და ამ ამინდში, რატომ იდგა ახლა მის წინ? — მაპატიეთ, მაგრამ არაფერი მესმის... — ამოთქვა შეწუხებულმა. — კარგი, დავუშვათ ის ცუდი ადამიანია, მაგრამ თქვენ რატომ ღელავთ ასე? ვერ ვხვდები... — მე უბრალოდ მინდა დაგიცვა საფრთხისგან! — არეული ხმით უთხრა ლუკამ. — მე არ მჭირდება თქვენი დაცვა! და კიდევ მე თქვენთვის მხოლოდ რიგითი თანამშრომელი ვარ, რომელიც თქვენს სახლში მუშაობს! — გაბრაზსბულმა უთხრა და შეწუხებული სახით გახედა,იმ წამს ლუკას, თითქოს ცივი შხაპი გადასხესო, ნიას სიტყვებმა უმალ გამოაფხიზლა. — მართალი ხარ... — ამოთქვა ლუკამ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მისი ხმა ისე ჟღერდა, თითქოს რაღაც შიგნიდან ჩაუწყდა. — არ უნდა მოვსულიყავი. ნია უყურებდა მის თვალებს ყოველთვის ცივსა და გამომწვევს, ახლა კი ასე დაუცველს. გულში რაღაც ჩაწყდა, იგრძნო, როგორ ეტკინა ლუკას მისი ყოველი სიტყვა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. — მშვიდობიანი ღამე, ბატონო ლუკა, — თქვა ნიამ ჩურჩულით და კარი ცხვირწინ მტკუცედ მიუხურა. ნია ზურგით მიეყრდნო ცივ, ხის კარს. მისი სუნთქვა ხშირი და არათანაბარი იყო. ის სიბნელეში იდგა და გრძნობდა, როგორ უხურდა ლოყები. მან იცოდა, რომ იმ წამს კარი კი არა, ის უფსკრული დახურა, რომელიც მათ შორის წამით, სულ მცირე ხნით გაქრა. ახლა მარტო იყო და გრძნობდა, როგორ ეწვოდა თვალები. მან ატკინა ლუკას ატკინა ისე, როგორც ალბათ არავის აქამდე... და რაც ყველაზე საშინელი იყო, ამ ტკივილს თავადაც საკუთარ თავზე გრძნობდა. გარეთ კი, ლუკა კვლავ ზღურბლზე იდგა. თოვლი ნელ-ნელა უფარავდა მხრებსა და თმებს. ის უყურებდა დახურულ კარს და ხვდებოდა იმ წამს მან ყველაფერი წააგო. ნიამ ის საკუთარი ცხოვრებიდან ისე მარტივად გააძევა, თითქოს არც არასდროს არსებულიყო. ლუკამ მანქანისკენ ნაბიჯი გადადგა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები. შეცდომა დაუშვა, მასთან რომ მივიდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. მანქანაში ჩაჯდა და კარი მთელი ძალით მიიჯახუნა. პარალელურად კი იმ ფანჯრისკენ გაიხედა, საიდანაც ცოტა ხნის წინ შუქი გამოდიოდა, ახლა იქაც წყვდიადი გამეფებულიყო. — ჯანდაბა, ჯანდაბა! — გამწარებულმა შემოჰკრა საჭეს ხელი. — ეს რა გავაკეთე, ახლა რას იფიქრებს ჩემზე... პირველად იგრძნო თავი ასე უმწეოდ და უსუსურად. თავადაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ აშკარად ეჭვიანობდა ნიაზე, როდესაც მას ზურასთან წარმოიდგენდა. ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. ძრავი აამუშავა და ადგილიდან ისეთი სიჩქარით მოწყდა, რომ საბურავებმა თოვლში ღრმა კვალი დატოვეს. ** ნია კვლავ კარს მიყრდნობილი იდგა. მას გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა. ის ჯერაც ვერ გამოსულიყო იმ შოკიდან, რაც რამდენიმე წუთის წინ გადახდა. ლუკას მოულოდნელმა გამოჩენამ, მისმა არეულმა მზერამ და იმ უცნაურმა გაფრთხილებამ გოგონას თავგზა სრულიად აურია. — ღმერთო, მომეცი ძალა... — ძლივს ამოთქვა ნიამ და ნერვიულად ჩაეცინა. საკუთარ ხმასაც კი ვეღარ ცნობდა. — დაუჯერებელია... უბრალოდ დაუჯერებელი. ამ შუაღამისას, ამ ყინვაში, აქ თურმე მხოლოდ იმისთვის მოვიდა, რომ გავეფრთხილებინე? ნია ნელა მოცილდა კარს და ოთახში დაიწყო სიარული. ფიქრები ერთმანეთში ირეოდა. ეს კაცი დღითიდღე უფრო და უფრო გაუგებარი ხდებოდა მისთვის. ის ლუკა გელოვანი, რომელსაც ნია იცნობდა ცივი, დისტანციური, მბრძანებლური და ხშირად აუტანელიც კი ახლა სრულიად გამქრალიყო. მის ნაცვლად კი მის წინ იდგა ვიღაც სხვა, ვიღაც ისეთი, ვისაც ტკივილისა და შიშის გამოხატვა შეეძლო. „კიდევ რამდენ ხანს შევძლებ მასთან მუშაობას?“ — ეკითხებოდა საკუთარ თავს და პასუხი აშინებდა. რაც დრო გადიოდა, სიტუაცია სულ უფრო რთულდებოდა. მათ შორის გაჩენილი უხილავი ძაფები ყოველდღიურად იკვანძებოდა და ნია გრძნობდა, რომ ამ კვანძის გახსნა სულ უფრო მეტ სიმამაცეს მოითხოვდა. კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ელოდოს მისგან? ერთმა ღმერთმა თუ იცოდა ლუკას გონებაში რა ხდებოდა. — რატომ მაინცდამაინც ახლა? — ჩაიფრუტუნა ნიამ და ფანჯარაში გაიხედა, სადაც თოვლი ისევ დაჟინებით მოდიოდა. — სხვა დროს ვერ მივიდოდა? ხვალ სამსახურში ვერ მეტყოდა? მაინცდამაინც შუაღამეს უნდა მოვარდნილიყო და მთელი ჩემი სიმშვიდე დაერღვია? მაგრამ ყველაზე მეტად ნიას ის აწუხებდა, რომ ლუკას ის „სხვანაირი“ სახე არ ამოსდიოდა თავიდან. ის მწველი მზერა, რომელიც სიცივეს კი არა, რაღაც აუხსნელ ცეცხლს აფრქვევდა. გოგონა ხვდებოდა, რომ ამ დაპირისპირების მიღმა რაღაც სხვა იმალებოდა შესაძლოა იმაზე დიდი და ძლიერი. ბოლოს, დაღლილობისგან და ემოციური ფორიაქისგან გამოფიტული, საწოლთან მივიდა. შუქი ჩააქრო, თუმცა ოთახში მაინც აღწევდა თოვლისგან არეკლილი მკრთალი ნათება. საბანში თბილად ჩაძვრა, თითქოს სურდა ამ სითბოში მაინც ეპოვა ის დაცულობა, რომელიც ლუკასთან შეხვედრისას სრულიად დაკარგა. დიდხანს ტრიალებდა გვერდიდან გვერდზე. ცდილობდა აღარ ეფიქრა მასზე საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ხვალ ისევ ისეთივე მტკიცე იქნებოდა, როგორც ყოველთვის. საბოლოოდ, ძილმა სძლია და ნია ღრმა, თუმცა მაინც აფორიაქებულ სიზმრებში გადაეშვა. *** მეორე დღეს გელოვანების სახლს რომ მიუახლოვდა, ნიას სუნთქვა შეეკრა. ეზოში ლუკას მანქანა იდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კაცი სახლში იყო. გოგონამ თავი ხელში აიყვანა, ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და სახლში შევიდა. მისაღებში თამთა შემოეგება, რომელსაც სახეზე აშკარა აღელვება ეტყობოდა. — ნია, რა კარგია რომ მოხვედი... შენთან სათხოვარი მაქვს, — თხოვნით მიმართა თამთამ. — გისმენთ? — ნიამ ჩანთა სკამზე დადო და ყურადღებით შეხედა. — სახლში თითქმის არავინ არის. ბებია ბიძაჩემთანაა სტუმრად, ნინი კი ლუკამ ოფისში გაგზავნა საქმეზე. გთხოვ, აქ იყავი და პერიოდულად შეხედე ხოლმე ჩემს ძმას. — რაა? მე...? კი მაგრამ, მე რატომ? — ნია დაიბნა. წუხანდელი სცენის შემდეგ ლუკას ნახვა მის გეგმებში საერთოდ არ შედიოდა. — სესილი უნდა წავიყვანო სკოლაში, თორემ არ გთხოვდი, ნია. ნუ გეშინია, ის ცუდად არის და შენთან ჩხუბის თავი არ ექნება. უბრალოდ ეცადე არ გააღიზიანო. დღეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა და... — თამთას ხმა ჩაუწყდა. გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია და ნაძალადევად გაუღიმა. სრულიად მარტო დარჩენილმა, თავი უცნაურად იგრძნო. მართალია, ლუკა თავის ოთახში იყო, მაგრამ მისი არსებობა მთელ სახლში იგრძნობოდა. ნიამ გადაწყვიტა დრო კითხვით გაეყვანა. დივანში მოკალათდა და „სიამაყე და ცრურწმენის“ კითხვა დაიწყო, მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო. — ღმერთო, რა უხეშია ეს კაცი, როგორ შეუძლია ასე ქედმაღლურად სთხოვოს ხელი, — წამოიძახა გაოგნებულმა წიგნის პერსონაჟზე, თუმცა წამში საკუთარი თავი ლუკასთან გააიგივა. — თუმცა ამაზე უარესებიც არსებობენ... ბოლოს ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა ავადმყოფი მოენახულებინა. მის ოთახთან მივიდა, კარები ოდნავ შეაღო და დაინახა, რომ ლუკას ეძინა. ჩუმად შევიდა შიგნით. კაცი მართლაც ცუდად გამოიყურებოდა, ფერმკრთალი იყო და ტუჩები დაშრობოდა. — გაცივდებოდი, აბა რა... შუაღამეს, ამ ყინვაში თავზე დამადექი ზურაზე სალაპარაკოდ, — ჩაიჩურჩულა ნიამ. გამობრუნებას აპირებდა, როდესაც ბუტბუტი მოესმა. ნია მისკენ მიბრუნდა და თავთან დაიხარა. ლუკა რაღაცას გაურკვევლად ამბობდა, მაგრამ გოგონამ აშკარად გამოარჩია საკუთარი სახელი. ლუკა მას უხმობდა ძილში. ნია ადგილზე გაქვავდა, გულმა კი გამალებით დაიწყო ძგერა. — ნია... — ისევ აღმოხდა კაცს ძილში და წარბები მტკივნეულად შეკრა. გოგონამ ვეღარ გაუძლო, ფრთხილად გაუწოდა ხელი და ლუკას ალმოდებულ შუბლზე დაადო. სიცხისგან კაცი იწვოდა. ნია შებრუნდა, რომ ცივი წყალი მოეტანა, მაგრამ უეცრად მაჯაზე ძლიერი, თუმცა აკანკალებული ხელის ჩავლება იგრძნო. ლუკას თვალები გაეხილა ეს უკანასაკვნელი კი არეული და ამღვრეული თვალებით უყურებდა,გოგონას. — აქ რა გინდა? — მისი ხმა ჩახლეჩილი და ცივი იყო. — ვინ შემოგიშვა? — თამთამ მთხოვა, რომ... — უეცტად დაიბნა და სცადა ხელი გაეთავისუფლებინა. — არ მჭირდება! — ლუკამ უხეშად გაუშვა ხელი. — ძიძა არ მჭირდება! ნია, გადი ჩემი ოთახიდან! — თქვენ სიცხე გაქვთ, ბატონო ლუკა! ის ღამე... — დაიწყო ნიამ, მაგრამ ლუკამ გააწყვეტინა. — ის ღამე ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო! — წამოიძახა კაცმა და გვერდი იცვალა. — დღეს საერთოდ არავის ნახვა არ მინდა და განსაკუთრებით კიშენი! წადი იმ შენს ზურასთან და მე თავი დამანებე! ნია გაფითრდა. ასეთ აგრესიას არ მოელოდა. აპირებდა რაღაც მწარე ეთქვა, მაგრამ კომოდზე დადებულ ფოტოს მოჰკრა თვალი ლუკას დედოს ფოტო იყო შავი სამგლოვიარო ლენტით. ბრაზი წამში გაქრა და მის ადგილას უზომო სიბრალული გაუჩნდა. — ეს დედათქვენია არა? — ჩამწყდარი ხმით ჰკითხა. — გადი-მეთქი! — ლუკას ხმა ახლა დაჭრილი ნადირის ღრიალს უფრო ჰგავდა, რომელიც საკუთარი ტკივილის დამალვას ცდილობდა. — ნუ ცდილობ ჩემს სულში ფათურს! ხომ არ დაგავიწყდა, მე მხოლოდ შენი უფროსი ვარ? იცოდე შენი ადგილი! — მე... არავის ცხოვრებაში არ ვერევი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კარგად მესმის თქვენი... — შენ არაფერი არ გესმის! — ლუკა მკვეთრად წამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ ეხვეოდა. ნიას მკლავში ხელი ჩაავლო და კარისკენ გაათრია. — არ იცი, რა ტკივილია, როცა მშობლეს მიწას აბარებ და მერე ცარიელ სახლში ბრუნდები! — მე ძალიან კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს! — ამღვრეული თვალებით მიახალა ნიამ. — არაფერიც არ იცი! არ მჭირდება შენი მოჩვენებითი თანაგრძნობა! ახლა კი აორთქლდი აქედან, შენი ნახვა არ მსიამოვნებს! — უხეშად უთხრა და კარი ცხვირწინ მიუხურა. ნია კიბეებზე ისე ჩარბოდა, თითქოს ვინმე მოსაკლავად მისდევდა. ყელში გაჩხერილი ბურთი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, თვალებში კი ცრემლები ისე უდგებოდა, რომ საფეხურებს ძლივს არჩევდა. ლუკას ცივი და უსამართლო ფრაზები გონებაში ექოსავით ჩაესმოდა. „აორთქლდი აქედან!“, „შენი ნახვა არ მსიამოვნებს! შენ არ იცი რა არის მშობლის დაკარგვა.,,— ამ.სიტყვებმა მას გულუ ძლიერ ატკინა. ჰოლში თამთა შემოხვდა, რომელმაც ნიას დანახვაზე მაშინვე შეაჩერა ნაბიჯი. გოგონას აწითლებული სახე და აკანკალებული მხრები იმაზე მეტს ამბობდნენ, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. — ნია, რა მოხდა? სად მიდიხარ ასე აფორიაქებული? — შეშფოთებით ჰკითხა თამთამ და გოგონას მხარზე ხელი დაადო. — მაპატიეთ... მაგრამ უნდა წავიდე... — ჩამწყდარი ხმით, თითქმის ჩურჩულით უთხრა ნიამ და მზერა იატაკს მიაპყრო, რომ ცრემლები დაემალა. — რატომ მიდიხარ? ლუკამ გითხრა რამე? ისევ გეჩხუბა? — თამთას ხმაში სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა, რაც ნიასთვის კიდევ უფრო მტკივნეული იყო. — მე... უბრალოდ... — სიტყვები ყელში გაეჩხირა. ვერ ეტყოდა, რომ მისმა ძმამ საკუთარი სახლიდან ლამის ძალით გააგდო. — ახლა გასაგებია, — თამთამ ნაღვლიანად ამოიოხრა და ნიას თვალებში ჩახედა. — შენზე იმოქმედა იმან, რომ დღეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა, ხომ? ნიამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ თანხმობის ნიშნად დაუხარა თავი. ცრემლები კი მის ლოყაზე იკვლევდნენ გზას. სწორედ ამ დროს, მეორე სართულის დერეფანში ლუკა გამოჩნდა. ის ოთახიდან გამოვიდა და მოაჯირს დაეყრდნო. ფერმკრთალი იყო, სიცხისგან თვალები უელავდა, მაგრამ დაინახა ქვემოთ მდგომი თამთა და ნია უნდოდა ჩასულიყო, რაღაც ეთქვა, იქნებ ბოდიშიც მოეხადა, მაგრამ წამით შეყოვნდა. ჩრდილში დადგა და მათ საუბარს ყური მიუგდო. იმ წამს მან დაინახა არა „ჯიუტი თანამშრომელი“, არამედ გოგონა, რომელიც ზუსტად იმავე ჯოჯოხეთს გადიოდა, რასაც თვითონ. — შენი მშობლები გაგახსენდა, ხომ ასეა? — კითხა თამთამ უფრო რბილად. — დიახ... — ამოისლუკუნა ნიამ და თავი ვეღარ შეიკავა. — ძალიან მენატრებიან ისინი... მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო მამობილი და დედობილი მყავს, რომლებმაც ყველაფერი გამიკეთეს, ამ დანაკლისს მაინც ვერ მივსებენ. ეს ტკივილი აჩრდილვით სულ თან მდევს. თამთამ მძიმედ ამოისუნთქა. მან კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიცარიელე. — მათ ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, ნია. ვერც დავიბრუნებთ... გვრჩება მხოლოდ მოგონებები, რომლებიც ხან გვათბობენ და ხან გვწვავენ. თამთამ ნია გულში ჩაიკრა და მისი დამშვიდება სცადა. ლუკა ზემოდან უყურებდა ამ სცენას. მას გული შეეკუმშა. მან ნიას უყვირა, რომ გოგონას „არაფერი ესმოდა“, მაშინ როცა ნია მის წინაშე სრულიად შიშველი სულით იდგა. ლუკამ იგრძნო, როგორ აეწვა ყელი სინანულისგან. — ნუ იფიქრებ ამაზე ასე მწარედ, ნია, — ჩურჩულებდა თამთა და გოგონას თმაზე ხელს უსვამდა. — ნახე, ღმერთმა წაიყვანა შენი ბიოლოგიური მშობლები, მაგრამ მათ სანაცვლოდ გყავს სხვა მშობლებიც, რომლებსაც უზომოდ უყვარხარ. შენ მარტო არ ხარ. მაგრამ თუ გულზე მოგეშვება, იტირე. ნია ცოტა ხანს ასე იყო, თამთას მხარზე ატირებული. მერე ნელა მოშორდა, ცრემლები მოიწმინდა და სცადა გაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი უფრო სევდიანი იყო. — მადლობა, ქალბატონო თამთა... ჩემს გამო ნუღარ მოცდებით, მე წავალ... — ახლა უკეთ ხარ? — ჰკითხა თამთამ. — კი... უკეთ ვარ. — კარგი, თავს გაუფრთხილდი, თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე, — უთხრა თამთამ და ჭიშკრამდე გააცილა. როგორც კი კარი დაიხურა, ლუკამ დერეფანში ღრმად ამოისუნთქა. მან არ იცოდა, სად წავიდოდა ნია. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუ ეხვეოდა, გადაწყვიტა უკან გაჰყოლოდა.სწრაფად შებრუნდა ოთახში, პალტოს და გასაღებს ხელი დაავლო და კიბეებზე დაეშვა. ის ნიას ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დატოვებდა. **** სასაფლაოს ჭიშკარს, რომ მიუახლოვდა, ნიამ იგრძნო, როგორ მოეკვეთა მუხლები. სუნთქვა დაუმძიმდა, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებს უწვავდა. გული ყელში ებჯინებოდა და აცრემლებული მიუყვებოდა დიდი ხნის უნახავ მშობლების საფლავებს. აქაურობა ზამთრის სუსხს სრულიად დაეპყრო, თეთრი თოვლით დაფარული ქვები კი ცივ, უტყვ მოწმეებად ქცეულიყვნენ. ძალიან უჭირდა ყოველი ნაბიჯის გადადგმა. იმის გააზრება, რომ მისი მშობლები ამ ცივი მიწის ქვეშ განისვენებდნენ, გულს უკლაბდა, როდესაც ნაცნობი საფლავის ქვა გამოჩნდა, გოგონამ იგრძნო, როგორ წაერთვა საბოლოოდ ძალა და მუხლებით თოვლიან, მიწაზე დაემხო. საფლავის ქვიდან ახალგაზრდა, მომღიმარი წყვილი უმზერდა თითქოს დრო მათთვის იმ ბედნიერ წამში გაჩერებულიყო. — რატომ დამტოვეთ ასე ადრე…?— სლუკუნებდა ნია და აკანკალებულ თითებს ცივ ქვაზე გამოსახულ სახეებს უსვამდა. — ბიცოლამ და ბიძიამ დიდი სიყვარულით გამზარდეს, მაგრამ ამ სიცარიელეს რა ვუყო? ისე მენატრებით, რომ ხანდახან სუნთქვაც კი მიჭირს… მოშორებით, ძველი ფიჭვის ჩრდილში, ლუკა იდგა. ის ჩუმად, სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ამ სულისშემძვრელ სცენას. კაცს ყელში ბურთი გაეჩხირა. ახლა მიხვდა, როგორ შესცდა, როდესაც უთხრა, რომ მას არ ესმოდა მისი ტკივილის. მიხვდა, რამდენად ეგოისტურად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ტკივილს უფრთხილდებოდა და სხვისი იარები ვერ შენიშნა. ლუკას თვალები ჩასწითლებოდა, არა მხოლოდ სიცხისგან, არამედ იმ უზომო სინანულისგან, რომელიც ახლა შიგნიდან წვავდა. — როგორ შეეძლო იმის თქმა, რომ მე არ ვიცი, რა არის დანაკარგი... — ნია ისევ ტიროდა, ხმამაღლა, ბოლო ხმაზე, თითქოს უნდოდა, რომ მის ხმას ცამდე მიეღწია. — ის კატასტროფა... იმ ღამემ მეც თითქმის შემოწირა. ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება, ნეტავ იმ დღეს მეც თქვენთან ერთად... მაგრამ არა, თქვენ ანგელოზებად იქეცით, მე კი აქ მარტო დამტოვეთ ამ მოგონებებით. ლუკას სურდა მისულიყო, გულში ჩაეკრა და ბოდიში მოეხადა ყოველი უხეში სიტყვისთვის, მაგრამ იცოდა, რომ ახლა ამის უფლება არ ჰქონდა. ის უყურებდა გოგონას, რომელიც თოვლში იჯდა და საკუთარ მშობლებს ესაუბრებოდა, თითქოს ისინი მართლაც მის წინ ყოფილიყვნენ. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა. მზემ ჰორიზონტს მიაშურა და ცა მოწითალო-იასამნისფერმა ფერებმა დაფარა. ნია ემოციებისგან სრულიად დაცლილი, ფეხზე ძლივს წამოდგა. თოვლიანი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და ნელი, მძიმე ნაბიჯებით გასასვლელისკენ წავიდა. სწორედ მაშინ შენიშნა ლუკა. მძიმედ ამოიოხრა, თავი აარიდა და გზა განაგრძო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ გამოჰყვა ეს კაცი აქ, მაგრამ ახლა მისი ნახვის არანაირი სურვილი არ გააჩნდა. გვერდი ისე აუარა, ზედაც არ შეუხედავს. ნაბიჯებს აუჩქარა, მაგრამ ლუკა უკან აედევნა. — ნია, მოიცადე! — დაუძახა კაცმა. მისი ხმა ამჯერად არ იყო მბრძანებლური. — აქ რას აკეთებთ? — ცივად ჰკითხა ნიამ ისე, რომ არ გაჩერებულა. — უნდა დაგელაპარაკო... — კიდევ რამე დაგრჩათ სათქმელი? თუ არ გეყოთ ის, რაც სახლში მიყვირეთ? — ნიას ხმა უთრთოდა. — გთხოვ…— პირველად მიმართა თხოვნით. — არა, ეს მე გთხოვთ — შემეშვათ! არ მინდა თქვენი მოსმენა! — დაიყვირა ნიამ, მაგრამ სწორედ ამ დროს მის გარშემო ყველაფეე დატრიალდა და თვალთ დაუბნელდა. მუხლები მოეკვეთა და გრძნობა დაკარგა. ლუკამ ელვის სისწრაფით მოახდინა რეაგირეგბა და სანამ გოგონა ცივ მიწას დაენარცხებოდა, მკლავებში მოიქცია. — ნია! ნია, გამომხედე! — ლუკას ხმაში პანიკა გაერია. მან ფრთხილად მიიყვანა გოგონა მანქანამდე, უკანა სავარძელზე დააწვინა და აკანკალებული ხელებით წყალი მოასხა სახეზე. რამდენიმე წუთის შემდეგ ნიამ თვალები ნელა გაახილა. თავდაპირველად ვერ მიხვდა, სად იყო. როდესაც მის თავზე გადახრილი ლუკა დაინახა, რომელსაც თვალებში უზომო შიში დაინახა წამით დაიბნა. — აქ როგორ აღმოვჩნდი?- შეწუხებული სახით კითხა და წამოდგა. — გრძნობა დაკარგე…მე კი არ ვიცოდი რა მექნა…— ამოთქვა ლუკამ და საჭესთან გადაჯდა. — რომელი საათია? ალბათ სახლში ყველა ჩემზე ღელავს.— ნერვიულად წამოიძახა და მანქანის კარს სწვდა გასაღებად. — მოიცადე, ნია უკვე გვიანია, თანაც ცუდად ხარ, სახლში მე მიგიყვან. — არ მჭირდება, თქვენი დახმარება, ჩემითაც მივაგნებ სახლის გზას.— გაღიზიანებულმა უთხრა და კარის გაღება სცადა თუმცა საკეტი, ჩაკეტილი იყო. — მორჩი ჭირვეულობას, ნია! აქედან ვერ გადახვალ, სანამ არ მომისმენ და სანამ მშვიდობიანად არ მიგიყვან სახლამდე! — ვერ გიტანთ! გესმით? ვერ გიტანთ! — მიაძახა ნიამ და სავარძელს მიეყრდნო. ლუკამ არაფერი უპასუხა. მან უბრალოდ მანქანა დაძრა. იცოდა, რომ წინ გრძელი და რთული გზა ელოდათ. **** მანქანაში სიჩუმე ისე მძიმედ ჩამოწვა, თითქოს ჰაერი ტყვიასავით დამძიმდა და ფილტვებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ორივე დაძაბული იჯდა. ნია სავარძლის საზურგეს მიჰყრდნობოდა და ფანჯრიდან უსასრულო წყვდიადს გაჰყურებდა, თუმცა რეალურად ვერაფერს ხედავდა მის თვალწინ, როგორც მტკივნეული კადრები, მხოლოდ სასაფლაოზე განცდილი მწარე წუთები ტრიალებდა. გული გამალებით უცემდა, მკერდში კი ისეთი სიმძიმე იგრძნო, თითქოს სული ეხუთებოდა. გაბრაზებული იყო, ნაწყენი და ყველაზე მეტად ის სტკენდა გულს, რომ გელოვანმა კვლავ მოახერხა მისი გულის ტკენა. აკანკალებული ხელით ფანჯრის მინა ჩამოწია, რომ ღამის ცივი ჰაერი ხარბად ჩაესუნთქა და მკერდში ატეხილი ხანძარი ცოტათი მაინც ჩაეცხრო, მაგრამ შვება არ უგვრძვნია. მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია. ლუკა საჭეს თითქოს მთელი ძალით ეჭიდებოდა, თითები ისე დაჭიმვოდა, რომ გათეთრებოდა. ბოლოს, ვეღარ გაუძლო ამ გამანადგურებელ, დამთრგუნველ დუმილს, მანქანა გზიდან მკვეთრად გადააყენა და მკვეთრად დაამუხრუჭა. — უნდა დავილაპარაკოთ! — წარმოთქვა მან მტკიცედ, თუმცა ხმაში მაინც გაეპარა ის გაურკვეველი თრთოლვა, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავდა. — მე არ მინდა თქვენთან საუბარი! — ნიამ ბრაზით გახედა კაცს, თვალებში კი ცრემლებში კი ბრაზთან ერთად ცრემლებიც ირეოდა.— ახლავე გამიღეთ კარი! აქ სული მეხუთება.— აფორიაქებულმა.წამოიძახა და კარი გააღო შემდეგ კი, მანქანიდან თითქმის გადახტა,როგორც კი გადავიდა, ღამის ცივი სიო ხარბად ჩაისუნთქა. ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა, მაგრამ მხრები უთრთოდა. თავს ძლივს იკავებდა, რომ იქვე, გზის პირას არ ჩამომჯდარიყო და არ ატირებულიყო. ლუკა მაშინვე გადავიდა და უკან მიჰყვა. რამდენიმე ნაბიჯში დაეწია და მის წინ აღიმართა. — კარგად ხარ? — ჩახლეჩილი, სრულიად შეცვლილი ხმით ჰკითხა და ნაღვლიანი თვალებით დააჩერდა. ნიამ მწარედ ჩაიცინა. ეს იყო ტკივილისგან გამოწვეული, ირონიული სიცილი. — მხოლოდ თქვენნაირ ადამიანს შეუძლია ამის კითხვა! ჯერ გულს მატკენთ, მიწასთან გამასწორებთ, ჩემს ყველაზე წმინდა გრძნობებზე ფეხით გადაივლით და შემდეგ მშვიდად კითხულობთ, კარგად ვარ თუ არა?! — გულმოსულმა წამოიძახა და მისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა. — შემომხედეთ? მეტყობა მე კარგად ყოფნის რამე? თუ გგონიათ, რომ თქვენს სიტყვებს ჭრილობების მოშუშება შეუძლია? — გულმოსულმა უთხრა. ლუკა ნიას წინ იდგა, მისი მზერა ახლა აღარ იყო მბრძანებლური, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა სიტყვები ყელში ჰქონდა გაჭედილი.. — ნია, მე არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო... უბრალოდ, არის მომენტები, როცა საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, — წარმოთქვა მან და ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ. ნიამ მყისიერად უკან დაიხია და ცივი თვალებით გახედა. — „არ გინდოდათ“? — გაიმეორა მან ნაღვლიანი ირონიით. — იცით, რა არის თქვენი პრობლემა, გელოვანო? თქვენ გგონიათ, რომ სამყარო მხოლოდ თქვენს გარშემო ბრუნავს და ერთი უბრალო „არ მინდოდა“ ყველაფერს გამოასწორებს. მაგრამ დაიმახსოვრეთ, გული რკინა არ არის, რომ დაჭეჭყოთ და მერე ისევ ისე გაასწოროთ, როგორც იყო. — მომისმინე, მე ბოდიშს იშვითად ან საერთოდ არ ვიხდი და ახლა კი შენ წინ ვდგავარ და გეუბნები, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ მცოდნოდა შენს მშობლებზე ასე არ მოვიქცეოდი.— ხმას აუწია ლუკამ, რადგან ნიას ამგვარ გულგრილობას წყობიდან გამოჰყავდა, — ბოდიშის მოხდა, იმ ჭრილობებს, ვერ მომიშუშებს, რომელიც თქვენ მომაყენეთ, ახლა კი, გთხოვთ წავიდეთ აქედან.— უთხრა ნიამ ურეაქვიოთ ცრემლები უხეშად შეიმშარალა და მანქანაში ჩაჯდა. მთელი გზა, ხმა არცერთს არ ამოუღიათ,ნია ზედაც არ უყურებდა კაცს და მხოლოდ ფანჯრიდან იყურებოდა და ღამის ქუჩებს გაჰყურებდა. მანქანაში კი, მხოლოდ კაცის ოხვრის ხმა ისმოდა. **** ლუკა სახლში გაღიზიანებული და გადაღლილი მივიდა. მის თავში ნამდვილი ქაოსი და გაურკვევლობა ირეოდა, ნიას სიტყვები არ ამოსდიოდა გონებიდან და ყურებში ექოსავით ჩაესმოდა. თავისი ჩვეული, თავდაჯერებული სიარულის მანერით გაემართა თავის ოთახისკენ, მაგრამ როგორც კი მისაღებ ოთახში შევიდა, ნინი დახვდა. გოგონა დივანზე იჯდა, ფეხი ფეხზე გადაედო, ხელში კი ღვინის ბოკალი ეჭირა და ნელ-ნელა სვამდა. — ამ დროს აქ რას აკეთებ? — ჰკითხა კაცმა უხეშად. — შენ გელოდებოდი. სად იყავი, ლუკა? — წარმოთქვა ნინიმ და მისკენ გაემართა. — ახლა ანგარიში უნდა ჩაგაბარო, თუ სად წავალ და როდის მოვალ? — ხმაში აშკარა გაღიზიანება შეეტყო. — არა, მე უბრალოდ ვღელავდი შენზე... — უთხრა და მოეხვია. გელოვანს კი მაშინვე მოხვდა ალკოჰოლის მძაფრი სუნი. — ნინი, შენ რა, ნასვამი ხარ?! — მკაცრად უთხრა. — არა, უბრალოდ ცოტა დავლიე... — გოგომ ხელები შემოხვია კისერზე და კოცნა დააპირა, თუმცა ლუკამ უხეშად მოიშორა მისი ხელები და განზე გადგა. — მსგავსი რამ მეტი აღარ განმეორდეს, გასაგებია? — რატომ, ლუკა? ასე ცივად რატომ მექცევი, არ მესმის... ადრე ასე არ იქცეოდი, — ნაწყენმა უთხრა. — და საერთოდაც, დამღალა ასე ცხოვრებამ! — წამოიძახა ნინიმ. ლუკას კი სიბრაზისგან სახეზე ალმური მოედო. მკლავში ჩაავლო ხელი და თავის ოთახში შეიყვანა. — ამიხსენი, შენი საქციელი რას ნიშნავს? რას ჰქვია, „დაგღალა ასეთმა ცხოვრებამ“?! — უკმაყოფილოდ წამოიძახა. — იმას, რომ აღარ მინდა სხვადასხვა ოთახებში ვცხოვრობდეთ! არ მინდა ვიყო შენთვის უბრალოდ „მეგობარი გოგო“, მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალური იყოს და როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი, ისე ვიცხოვროთ! — გულმოსულმა მიახალა. — მე შენ თავიდანვე გითხარი, რომ ჩვენი ურთიერთობა ამაზე შორს ვერ წავიდოდა და არასდროს დაგპირებულვარ არაფერს! იყო ასე თუ არა?! — დაუყვირა კაცმა. — კი, ასე იყო... იქამდე, სანამ ნიამ არ ამიხსნა ყველაფერი. — ნია? ის რა შუაშია აქ? — გაუკვირდა მას, თუმცა წამებში მიხვდა, რაშიც იყო საქმე. — ესე იგი, მან ჩაგინერგა იდეა ქორწინებაზე?! — კბილებში გამოსცრა ბრაზით. — ის არაფერ შუაშია, მე უბრალოდ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ასე ვერ გავაგრძელებთ, გესმის? ლუკა, მე არ ვიცი, რატომ გაურბიხარ ქორწინებას. — მე არაფერს არ გავურბივარ, გასაგებია?! — მაშინ მითხარი რაშია საქმე, ოდნავ მაინც არ გიყვარვარ? — ნინი, ჩვენ შორის არასდროს ყოფილა სიყვარულზე საუბარი, — თქვა მან მშვიდი და სრულიად უემოციო ხმით. — ახლა კი წადი, ნასვამი ხარ, ამაზე მერე ვისაუბროთ. ახლა მარტო დამტოვე. — აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას! — გააფრთხილა გოგონამ და ოთახიდან გავიდა. ყველაფერი დღითი დღე უფრო რთულდებოდა. ლუკა ხვდებოდა, რომ ნინის მოყვანა სახლში დიდი სისულელე იყო, მაგრამ მაშინ არ დაფიქრებულა, თუ რა შარში გაყოფდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მის სახლში ცხოვრობდა, ლუკა მისდამი საერთოდ არ იჩენდა ინტერესს. მისი გონება და გული სულ სხვაგან იყო. მას შემდეგ, რაც ნია გამოჩნდა მის ცხოვრებაში, მისი კონტროლირებადი სამყარო აღარ ემორჩილებოდა. გრძნობდა, რომ ნიას გვერდით უბრალოდ კარგავდა ძალას. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. პრობლემები არ ელეოდა: აქეთ ნინი იყო, რომელმაც გამოუცხადა, რომ უნდა იქორწინონ, იქით კი ნია, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა. ვერაფრით მოისვენა საწოლში და აივანზე გავიდა. ზემოდან სავსე მთვარე დაჰყურებდა. — შენც ზუსტად ასეთი იდუმალი თვალები გაქვს, ნია... — გაიფიქრა ჩუმად. მთვარე ზუსტად მისი სახლის თავზე ამოსულიყო და თავის ნაცრისფერ, მელანქოლიურ შუქს აფრქვევდა. დაძაბული გაჰყურებდა აკვირდებოდა მთვარეს და თვალწინ ნიას ამღვრეული ნაცრისფერი თვალები ედგა, დღეს პირველად ნახა გოგო ასეთი აღელვებული და ბობოქარი, თან ასეთი უმწერო, სასაფლაოსზე რაც ნახა ამან ძალიან იმოქმედა მასზე, მიხვდა, თუ როგორ ატკინა გული თავისი დაუფუქრებელი და ეგოისტური სიტყვებით და საკუთარ თავზე ბრაზობდა, სინდისის ქენჯნა არ ასვენებდა და შინაგანად ღრნიდა მას. **** ნია ჯერაც შოკირებული იჯდა და ვერ იჯერებდა, რომ მისი მშობლები მის წინ იდგნენ. ისეთი შვება იგრძნო ბიოლოგიური მშობლების საფლავის მონახულების შემდეგ მათ ხილვამ.ნია ძალიან გაახარა. ეს ადამიანები მისი ბიცოლა და ბიძა იყვნენ ისინი, ვინც მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჩაანაცვლეს და გაზარდეს ნამდვილი მშობლები შეიძლება ბიოლოგიურად არ იყვნენ, თუმცა ღვიძლ მშობლებზე მეტადაც კი შეიყვარეს. მძიმე წუთებში ყოველთვის გვერდით ედგნენ, თავს ევლებოდნენ. უნდა ითქვას, ლიზაზე მეტადაც კი, თუმცა ლიზას ამაზე პრეტენზია არასდროს ჰქონია; პირიქით, პირველივე დღიდან გვერდით დაუდგა და მისთვის დაც და საუკეთესო მეგობარიც გახდა. მამის გვერდით იჯდა, ხელები შემოეხვია და არ უშვებდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ ხელს გაუშვებდა, ისიც გაქრებოდა. — რა გატირებს, ჩემო ჭრიჭინავ? — სიცილით ჰკითხა ანზორმა და თავზე აკოცა. — გთხოვთ, აღარ დამტოვოთ მეტი... — ამოისლუკუნა მამის მკერდზე და ცრემლები მოიწმინდა. — არ დაგტოვებთ, ნუ დარდობ. ჩვენც აქ გადმოვედით საცხოვრებლად, — გაუღიმა თინამ. — მართლა? — ჰო... როდემდე უნდა ვყოფილიყავით ასე. თანაც მამაშენმა ახალი შემოთავაზება მიიღო და ახლა აპირებს თავისი ბიზნესი უფრო გააფართოვოს, — იმედიანად უთხრა დედამ. — როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ... — გულზე მოეშვა და ამოისუნთქა. — კარგი, აბა მომიყევი, შენთან რა ხდება, ისევ იმ ოჯახში მუშაობ? — ჰკითხა მამამ. — ჰო... — შვილო, თუ ამას იმისთვის აკეთებ, რომ ჩვენ დაგვეხმარო, ეგ აღარ არის საჭირო. ნახე, ლიზაც მუშაობს თავისი პროფესიით, მეც ახალ ბიზნესს ვიწყებ. არ გგონია, რომ დროა შენს ცხოვრებას მიხედო? შენ ხომ ასე გულით გინდოდა ცეკვის გაგრძელება. — მართალი ხარ, მამა. მეც მიფიქრია ამაზე. აუცილებლად წამოვალ იქიდან, ოღონდ ჯერ პატარა საქმე მაქვს მოსაგვარებელი... — ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ხართ... — ამოთქვა ნიამ და ორივეს მოეხვია. — დედა, კიდევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? — არა, ჩემო გოგონავ, — თბილად უთხრა ქალმა და გულში ჩაიკრა. — ძალიან მაკლდით... ორივე. საძინებელში მწოლიარე ნიას არ ეძინებოდა. ერთ დღეში ამდენი ემოცია განიცადა: ჯერ ტკივილი, მერე სიხარული. ეს იყო რაღაც ამოუხსნელი გრძნობა, რომელიც ღვთის ნუგეშს ჰგავდა იმ მწუხარების შემდეგ, რაც გელოვანებთან მოხდა. ამ დროს მამა შალვას სიტყვები აგონდებოდა: ყოველი განსაცდელისა და მწუხარების შემდეგ მოდის ნუგეში უფლისა. ახლა ზუსტად ამას განიცდიდა, ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით და მადლიერებით ჰქონდა გული სავსე. ის ნაღველიც სადღაც გაქრალიყო და გულში სიმშვიდეს დაესადგურებინა. **** ამ ამბის შემდეგ კიდევ ერთი კვირა გავიდა. ნია ბევრს ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო ლუკასთან მიმართებაში. დრო იყო რაღაც მოემოქმედებინა, რომ მისთვის ჭკუა ესწავლებინა. სწორედ ეს იყო ის მიზეზი, რაც მამამისს უთხრა იქამდე არ წამოვიდოდა, სანამ იმ ძლევამოსილ გელოვანს ჭკუას არ ასწავლიდა. ისეთი ენთუზიაზმით გაემზადა წასასვლელად, ერთი სული ჰქონდა, როდის შეუდგებოდა თავის საქმეს. — მაშ ასე, გელოვანო, ახლა ნახავ, რა შეუძლია ნია ჭინჭარაულს! — ეშმაკურად აათამაშა წარბები და სახლიდან გავიდა. ის იყო, კარზე ზარი უნდა დაერეკა, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ზღურბლზე ლუკა აღიმართა. ნიას დანახვაზე რაღაცნაირი მზერით დააჩერდა, თითქოს აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა. მწველი მზერით უყურებდა, სახე კი მოქუფრული ჰქონდა. ნიამ სცადა მისთვის გვერდი აევლო, თუმცა ლუკა გზას უღობავდა და შესვლის საშუალებას არ აძლევდა. — უკაცრავად, ბატონო ლუკა, იქნებ გამატაროთ, — წარმოთქვა ნიამ ისეთი სიმშვიდით, რომ კაცმა გაოცებულმა შეხედა. ეს „ბატონო ლუკაც“ ისე ცუდად მოხვდა მის ყურთა სმენას... არა, აქამდეც ასე მიმართავდა, მაგრამ ახლა რაღაც სხვა ინტერპრეტაციით წარმოთქვა მისი სახელი. — არ გესმით, რა გითხარით? — ჰკითხა კაცს. ლუკამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ ადგა და წავიდა. ნიამ კი შვებით ამოისუნთქა. გაღიმებული შევიდა ჰოლში და დანარჩენებს მიესალმა, რომლებიც მისაღებში ყავას სვამდნენ. — გამარჯობა! — მიესალმა ყველას და მათთან მივიდა. — ნია, რა კარგ დროს მოხვედი, მოდი, შემოგვიერთდი, — ღიმილით უთხრა თამთამ და ნელის კიდევ ერთი ფინჯანი ყავა დააბარა. — დღეს რაღაც ძალიან გახარებული ხარ, ნია? — თბილად ჰკითხა ბებიამ და ყავა მოსვა. — დიახ, ამის მიზეზი ნამდვილად მაქვს... წუხელ ჩემი მშობლები, როგორც იქნა, ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. — ცალკე ცხოვრობდით? — ჩაეკითხა ნინი. — არა, ეს ყოველთვის ასე არ იყო. აქამდე მშობლებთან ერთად ძველ თბილისში ვცხოვრობდით მე და ჩემი და, მაგრამ... შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო, მამიდასთან ავლაბარში გადმოვედით საცხოვრებლად... — ვერ ვიჯერებ, ძველი თბილისიდან ხარ? — სასიამოვნოდ გაოცებული იყო თამთა. — დიახ... — მოგვიყევი შენს უბანზე, ალბათ როგორ გენატრება იქაური გარემო. — ის ადგილი მართლაც განსაკუთრებულია ჩემთვის. განსაკუთრებით მენატრება არტურას ტკბილეული და ყავა, — მხიარულად წამოიძახა ნიამ. — არტურა ვინ არის? — არტურა ჩვენი მეზობელი იყო. ჩვენი სახლისგან მოშორებით ყავის ჯიხური აქვს და ყოველ დილას აღვიძებდა მეზობლებს თავისი გამაბრუებელი ყავის არომატით, განსაკუთრებულად გემრიელ ყავას ამზადებს. — სიცილით უყვებოდა არტურას ამბებს. — ერთი სასაცილო სომეხი კაცია, თავისი სასაცილოდ წინ წამოწეული ღიპით და ულვაშებით. სწორედ ამ დროს შემოვიდა ლუკა სახლში და თვალი მოკრა, როგორ მხიარულად უყვებოდა ნია რაღაცას დანარჩენებს. წარბაწეული მიუახლოვდა მათ და ინტერესით იკითხა: — რა ხდება? ასეთი ენთუზიაზმით რას განიხილავთ? — სერიოზული სახით იკითხა და ხელები გადააჯვარედინა. — ნია გვიყვებოდა თავის ამბებს, თუ როგორ ცხოვრობდა თბილისის ძველ უბნებში, — წამოიძახა ნინიმ. — მართლა? რა საინტერესოა. ესე იგი, ძველი თბილისიდან ხარ? არ მეგონა, იმ ძველ მხარეს თუ კიდევ ცხოვრობდა ვინმე, ძალიან ძველი და ჩამორჩენილი უბნებია... — ირონიული ტონით უთხრა, თან დააკვირდა ნიას რეაქციას. აინტერესებდა, გამოვიდოდა თუ არა წყობიდან, მაგრამ ისეთი სიმშვიდით უპასუხა, რომ გელოვანი სახტად დარჩა. — უკაცრავად, ბატონო ლუკა, მაგრამ ის, რასაც თქვენ ძველს და ჩამორჩენილს ეძახით, ეგ ადგილი ისტორიას ითვლის. ან ჩამორჩენილი რატომ არის? ყოველწლიურად ჩვენთან იმდენი ტურისტი სტუმრობს, რადგან საოცარი არქიტექტურული ნაგებობები და ბოტანიკური ბაღები აქვს თავისი ლამაზი ჩანჩქერებით. შესაძლოა, ახალი თბილისივით გაწყობილი არ იყოს, მაგრამ ის უძველესი ადგილია, — მშვიდი ხმით უთხრა და გაუღიმა კიდეც. ამაზე სულ გადაირია ლუკა — ჯერ ხომ წყობიდან ვერ გამოიყვანა და მერე ასე ამომწურავად გასცა პასუხი ისე, რომ სათქმელიც არაფერი დაუტოვა. — ვეთანხმები ნიას. მერე რა, რომ მდიდრული უბნები არ არის, იმ ადგილსაც აქვს თავისებური ხიბლი, — მხარი აუბა ბებიამ. ლუკა მიყინული იდგა, თვალს არ აშორებდა გოგოს, შემდეგ მობეზრებულად თვალები აატრიალა და გაეცალა იქაურობას. — ყოჩაღ, ნია! როგორ ამომწურავად გაეცი პასუხი ჩემს ძმას. პირველად ვნახე ასეთი... როგორც წესი, ის ყოველთვის მართალია, რაც უნდა თქვას და შენ კი... — გულიანად გაეცინა თამთას. — მაპატიეთ, შეიძლება ასე არ უნდა მეთქვა, მაგრამ უბრალოდ ვერ გავჩუმდებოდი. — საპატიებელი არაფერი გაქვს, პირიქით, ზოგჯერ ზედმეტი მოსდის და მოუხდება, ვიღაცამ ხომ უნდა გააჩუმოს, — კვლავ გაეცინა თამთას. *** ლუკა კაბინეტში იჯდა და ნერვიულად მიმოდიოდა. რატომღაც ნიას ეს მოულოდნელი გარდაქმნა არ მოსწონდა. თანაც, როგორ გააჩუმა ცოტა ხნის წინ ისე, რომ ვერაფერი მოიფიქრა საპასუხოდ. კაბინეტის კარი ოდნავ ღია იყო, საიდანაც სიცილის და ხმამაღალი საუბრის ხმა შემოდიოდა. ოთახიდან გამოსულმა ნია და ნინი შენიშნა, რომლებიც ოთახისკენ მიდიოდნენ. ლუკამ კი დრო იხელთა და დაუძახა: — ნია, ახლავე ჩემთან კაბინეტში! შენთან საქმე მაქვს! — გაისმა კაცის ბრძანებლური ხმა. ნია დასერიოზულდა. — ახლა რა უნდა? — აღმოხდა გოგონას. — არ ვიცი, ნია, მაგრამ მგონი წეღანდელის გამო გაბრაზებულია. — არის და იყოს, — უდარდელად აიჩეჩა მხრები და კაბინეტისკენ აიღო გეზი. კართან მოსულმა ღრმად ჩაისუნთქა და შიგნით შევიდა. — შეიძლება...? — იკითხა მომღიმარი სახით. — შემოდი. როგორც კი ნება დართო, ოთახში შევიდა. ნია მის სამუშაო მაგიდასთან აისვეტა მომღიმარი სახით, თან ცდილობდა ყველანაირად მშვიდად ყოფილიყო. — ამიხსენი, ამას რატომ აკეთებ? — ქვემოდან ზემოთ ახედა გელოვანმა და ისე ჰკითხა. — რას ვაკეთებ, ბატონო ლუკა? — გაოცებული სახით იკითხა ნიამ, თუმცა თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უელავდა. — რატომ ცდილობ ჩემს ნერვებზე თამაშს? — სერიოზული ტონით უთხრა ლუკამ, ფეხზე წამოდგა და მაგიდას შემოუარა. ის ნიას ისე მიუახლოვდა, რომ გოგონას მისი სუნამოს მძაფრი სუნი ეცა. — მე მხოლოდ თქვენს კითხვებს ვპასუხობ. განა თავაზიანობა ნერვებზე თამაშია? — ნიამ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია უკან. პირიქით, მზერა გაუსწორა. — თუ ის გაბრაზებთ, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია? ლუკა გაჩუმდა. მას სჩვეოდა ქალების მართვა, მათი დაშინება ან მოხიბვლა, მაგრამ ნია ახლა არცერთი იყო და არც მეორე. — ნია, ნუ მეთამაშები, — ჩურჩულით წარმოთქვა კაცმა და ნიას მკლავზე ხელი მოჰკიდა, ოღონდ არა უხეშად. — ეს „ბატონო ლუკა“ და ეს ყალბი ღიმილი... რას ნიშნავს? სად გაქრა ის გოგო, გუშინ მანქანაში რომ მებრძოდა? ნიამ ნელა დაიხედა მის ხელზე, შემდეგ კი ისევ ლუკას თვალებში ჩახედა. მისი ღიმილი გაქრა და სახეზე მხოლოდ ცივი სიმშვიდე დარჩა. — ის რაც გუშინ მოხდა წარსულში დარჩა, გუშინ ვიბრძოდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. —უთხრა მისი მკლავებისგან გაითავისუფლა თავი. — თუ სხვა საქმე არ გაქვთ, სამზარეულოში უნდა დავბრუნდე, ნინის დავპირდი, რომ ნამცხვრის გამოცხობას ვასწავლიდი. ლუკამ აღარაფერი უპასუხა. ნია მოჩვენებითი ღიმილით წავიდა. კაცმა მოჭმუხნილი სახით გახედა მიმავალს, ჯსაკუთარ ხელზე იკბინა ბრაზისგან, არ მოსწონდა ეს ყველაფერი ნიას ასეთი ცვალებადობა აგიჟებდა. ვერ გაეგო, რა დაემართა ამ გოგოს. ისეთი, თითქოს არაფერი იყო თდააწკაპუნეთ ფრაგმენტს ტექსტურ ველში მის ჩასასმელად.დააწკაპუნეთ ფრაგმენტს ტექსტურ ველში მის ჩასასმელად.ავაზიანად ესაუბრებოდა, უღიმოდა კიდეც, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის გულწრფელი დამოკიდებულება. ნია განზრახ იქცეოდა ასე. სავარძელზე იჯდა და კალამს ნერვიულად ათამაშებდა. — საინტერესოა, როდემდე შეტოპავ, ქალბატონო... — ჩუმი ხმით ამოთქვა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოში შევიდა წყლის დასალევად. იქ შესულს კი მოშორებით ნია შენიშნა, რომელიც ცომს ზელდა და ნინის უხსნიდა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინა. იქვე კუთხეში დადგა და შორიდან ადევნებდა თვალს. მისი თვალები იმ წუთას ისეთი სითბოთი იყო სავსე... ისე ეღიმებოდა ნიას კისკისზე და ლაპარაკზე. — ნინი, ხომ ნახე, როგორ უნდა ფორმების ამოყვანა? ახლა შენ სცადე აბა, — მხიარულად უთხრა და გვერდზე დადგა, ხელი რომ არ შეეშალა მისთვის. — ასე, ნია...? — დაბნეულმა ჰკითხა ნინიმ. ნიას გაეცინა და დაეხმარა. უყურებდა მას ლუკა და ვერ იჯერებდა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ყველასთან ასე დაახლოება. ბოლოს დასერიოზულდა, სახე გაიმკაცრა და მათკენ გაემართა, რადგან მაცივარი იქით იყო. მაცივრიდან წყალი გადმოიღო, ჭიქაში დაისხა და მოსვა. — რას აკეთებთ? — გაისმა კაცის ხრიწიანი ხმა. — ლუკა, როდის მოხვედი? — ჰკითხა ნინიმ მომღიმარი სახით. — ახლახანს... — მიუგო და ნიასკენ გააპარა მზერა. ნია ჩუმად იდგა, მაგრამ ჰაერში მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა. — იცი, ლუკა, ნია მასწავლის კექსის გამოცხობას. — ნინი, ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ იცოდე, ამ გოგოს არ დაემსგავსო, ხომ გაიგე? — გააფრთხილა და ნიას გახედა. შეამჩნია, როგორ აუცრემლიანდა გოგოს თვალები. მასაც სწორედ ეს უნდოდა მისი წონასწორობიდან გამოყვანა. ეგონა, ნია ჩხუბს გაუმართავდა, მაგრამ... — და კიდევ, მაღალი საზოგადოებიდან ხარ, ძალიანაც ნუ დაუახლოვდები ამ უბრალო გოგოს და მზარეულად ნუ იქცევი. — ლუკა! — ნინის არ მოეწონა მისი საქციელი და შეეცადა გაეჩუმებინა. ნიას გახედა, რომელიც თავს ძლივს იკავებდა, რომ არ აფეთქებულიყო. — ნია... გთხოვ, ნუ მიაქცევ ყურადღებას, ხომ იცი, როგორიც არის. — არც ვაქცევ, ნინი, რადგან არ ღირს ისეთი ადამიანისგან გეწყინოს რამე... — ნაძალადევად გაუღიმა. — ახლავე მოვალ, — უთხრა და სამზარეულოდან გავიდა. ეზოში გამოვიდა და იქვე ხეივანთან ჩამოჯდა. გარეთ ციოდა, მაგრამ მისთვის სულერთი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



