წითელი საოცრება
მანქანა აჩქარებულად მიუყვებოდა გზას, წვიმის წვეთები კი ძალუმად მიიკვლევდენ ბილიკებს მის საქარე მინაზე. გარშემო მხოლოდ სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მანქანის მოტორის ხმა და ფოთლების ოდნავი შრიალი არღვევდა. არემარე წითლად შეღებილიყო. ჰაერში ნესტისა და შემოდგოიმის სურნელი ტრიალებდა. შუაგულ ტყეში გაყვანილ გზაზე მარტოდმარტო მირიალებდა ვერცხლისფერი “ჰიუნდაი” აჩქარებულად. თითქოს რაღაცასთან ან ვიღაცასთან შესახვედრად მიიჩქაროდა. ირგვლივ კი არცერთი სულიერი არ იყო წვიმის მეტი. კარგა მანძილის გავლის შვემდეგ, სვლა შეანელა. წვიმის წვეთების უფრო დიდხანს რჩებოდნენ მის ზედაპირზე. ბოლოს მანქანა საბოლოოდ გაჩერდა. ძრავის მონოტონური ხმაურიც მიწყდა. კარი ნელა გაიღო და მანქანიდან წითელი საოცრება გადმოვიდა. დიახ! არ გატყუებთ, ნადვილად წითელი საოცრება იყო, გრძელი წითელი, ხვეული თმებით, რომელსაც თითქოსდა ცეცხლი ეკიდა. მთლიანად შავით შემოსილს დაუდევრად მიმოეყარა თმების კორიანტელი ზურგზე. გზა გადაკვეთა და გეზი პირდაპირ შუაგული ტყისკენ აიღო. მიდიოდა ნელა, აუჩქარებლად; თითქოს უკვე არავისთან და არაფერთან შესახვედრად. თმის კორიანტელს ნელი სიო არხევდა, ნესტის სურნელი კი თმისას ერეოდა და განსაკუთრებულ არომატს სძენდა. მიდიოდა ნეკერჩხლების ზღვაში თავად წითელი საოცრება და არაფერზე ფიქრობდა. ხმაურის შეიცვალა, თითქოს უფრო გამკაცრდა და ფერადი, წითელი ფოთლების ხრაშუნად გარდაიქმნა, რომლების მის ფეხქვეშ ათას ნაწილად იმსხვრეოდნენ. იმსხვრეოდნენ ისე, როგორც მისი ცხოვრება. გზა კი არ ილეოდა. შედგა! წვიმაც შჩერდა მასთან ერთად. თითქოს ყველაფერი ირგვლივ მის ნება-სურვილს ემორჩილებიდა. ჩაიმუხლა, თვალი მოავლო არემარეს. ფოთლებზე გაწვა და თვალები დახუჭა. თითქოს ბუნების წიაღში ჩაეფლო. წითური თმები, ნეკერჩხლის ფოთლებში აიხლართა და მათ შეერწყა. უკვე ერთმანეთისგან ვერ გაარჩევდით, რადგან ერთ მთლიანობად ქცეულიყვნენ. შემოდგომას თავისი სიამაყე და სამკაული, წითელი ფოთლები ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაერეკა ნეკერჩხლის ხეებიდან. მათზე და ხის ტოტეზე ჯერ კიდევ შერჩენილიყო წვიმის ანცი წვეთები, რომლებიც დედამიწის წიაღში დაბრუნებისკენ მიისწრაფვოდნენ. ისინი დაბლა ცვიოდნენ და წითელი საოცრების სახეზე პოულობდნენ ადგილს, სახეზე, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად ემჩნეოდა უდიდესი დაღლილობა და ტკივილი, რასაც ადამიანად ყოფნა იწვევს. ბუნების წიაღში ჩაფლულს, ჯერ კიდევ ეტყობოდა ადამიანობის კვალი. უეცრად ქარი ამოვარდა და ნეკერჩხალს შერჩენილი უკანასკნელი სიმდიდრეც წაართვა შემოდგომას. ფოთლებმა კი წითელი საოცრების გვერდით დაიდეს ბინა. იქ იპოვეს სამუდამო განსასვენებელი, რათა გაზაფხულიდან თავიდან მოევლინონ ქვეყანას და განაგრძონ სიცოცხლის უწყვეტი ციკლი. წითელმა საოცრებამაც გადაწყვიტა მათ გვერდით განევლო დარჩენილი წუთები და აღარ გაეხედა ადამიანთა სამყაროსკენ. დარჩენილიყო მუდამ ბუნების შვილად და ასეც მოხდა. შემორჩა შუაგულ ტყეში მიტოვებული, ნესტიანი, ვერცხლისფერი მანქანა და ოდნავ მოშრებით, ტყის სიღრმეში, ნეკერჩხლის ფოთლებში მყოფი წითელი საოცრება, რომელსაც ამქვეყნად არარა დარჩენია, გარდა ნეკერჩხლის ფოთლებისა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.