შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხრა ცას იქით (სრულად)


დღეს, 10:50
ავტორი ვე რა
ნანახია 371

ჩემი ცხოვრება ერთ დღესაც, ასე რომ ვთქვათ, ადგა და ჭკუიდან გადავიდა. დიდხანს ვცდილობდი მის კალაპოტში დაბრუნებას და მუდამ ვუმეორებდი საკუთარ თავს, ეს დროებითია ტიმ, უბრალოდ ახლა გადაიტანე და ხვალ ყველაფერი გამოვა. თუმცა ეს ხვალ რატომღაც არ დადგა.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პრობლემა რაღაც მკვეთრი და ხელშესახები იყო, როგორც უმეტესობის. არც მატერიალური, არც რამე ოჯახური, არც პირადი. უბრალოდ ერთ დღეს საკუთარი თავიდან გავედი და უკან დაბრუნება ვეღარ მოვახერხე. არ ვიცი, ეს გასაგებად როგორ აგიხსნათ. უბრალოდ ერთ დღესაც ყველა და ყველაფერი ყელში ამოვიდა. აღარ მიხაროდა ახლობელი სახეების დანახვა. აღარ მსურდა ნაცნობ გარემოში არსებობა. ამიტომ ყველაფერი რაც გამაჩნდა, და ბევრიც არაფერი მქონდა, მივატოვე და უმისამართოდ დავადექი გზას.
ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევდა მემუშავა მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და ალბათ გამბედაობა ამანაც შემმატა, რომ ყელზე წყებად ასხმული ბორკილები ამ ფორმით მაინც შემეხსნა. ყველას სინანულის გარეშე დავემშვიდობე, მით უფრო ლილის და როცა მისი აცრემლებულ იმედგაცრუებულ თვალებს ბოლოჯერ შევხედე, რაც არ უნდა უცნაურად ჟღედეს, გულში უცნაური თავისუფლება ვიგრძენი. აქამდე ჯერარგანცდილი აღმაფრენა დამეუფლა. მანქანის საჭეს მივუჯექი და წინ გაწოლილ გზას გავხედე ჟინით.
_ გამარჯობა თავისუფლებავ!_ მივესალმე ჩემს ახალ ცხოვრებას და მანქანა დავქოქე.
მუსიკის ფონზე მივუყვებოდი უმისამართო გზას და ფსკერს აწყვეტილი ღუზასავით მივაფრიალებდი უკან მოტოვებულ ცხოვრებას. იმ დღეს რომ მცოდნოდა, რას მომიტანდა ჩემი ეგრეთ წოდებული „თავისუფალი გაფრენა“, ალბათ წამსვე უკან მივაბრუნდებოდი და ჩვეულ რუტინაში ჩავეფლობოდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რაც მოხდა ალბათ სწორედ ასეც უნდა მომხდარიყო.
რამდენიმე კვირა ასე გზას მინდობილი დავეხეტებოდი ქალაქიდან ქალაქში. იქამდე ვიარე ასე უმიზნოდ, სანამ არ მივხვდი, რომ უძილობისგან და მუდმივად საჭესთან ჯდომისგან გადაღლილი შესაძლოა რაღაც უბედურებას გადავყროდი.
უცხო პატარა ქალაქში ვიყავი. იმდენად პატარაში, რომ ეჭვი შემეპარა რაიმე სატუმროს თუ არა პაწაწინა ღამის გასათევ ოთახს მაინც ვიპოვნიდი. გზისპირა პატარა სასაუზმესთან გადავწყვიტე გაჩერება. ჯერ გარედან შევათვალიერე დაწესებულება და რატომღაც ისეთი განწყობა დამეუფლა, ვესტერნის ფილმების ყურებისას რომ მეუფლებოდა ხოლმე.
კარი შევაღე და სიგარეტის ბოლოთ გამჭვარტლულ ოთახში ამოვყავი თავი. ბარს მივუახლოვდი და სანამ ბარმენს სიტყვას ვეტყოდი ოთხიოდ წყვილი თვალი უკვე საცერში მცრიდა. შეუმჩნევლად ჩამეღიმა. ნეტავ მათთვის უფრო ვიყავი მე ახალი სისხლი თუ ისინი ჩემთვის?!
_ გამარჯობა, მივესალმე ბარმენ გოგონას. დაღლილი არა უფრო უინტერესო მზერით რომ აპრიალებდა ბარის ხისფერ მყარ მაგიდას.
_ საღამო მშვიდობის, რას ინებებთ?_ ისე მკითხა არც კი უცდია უინტერესობის დამალვა. გაუგებარმა სიმპათიამ გამიელვა გულში მისი მონაცრისფერო მომწვანო თვალების დანახვისას.
_ ჭიქა ვისკი, ყინულით!_ დავამატე მშვიდად. და ისევ მის თვალებს დავუწყე ძებნა. თვალები ეს ის პორტალებია საიდანაც ადამიანის ნამდვილი არსი გიყურებს. ამიტომ არავის უყვარს, როცა თვალებში დაჟინებით ვუცქერი. მიჩვეული ვარ მათ ერთმანეთის მსგავს რეაქციას. ჯერ თვალს ამარიდებენ, მერე მზერას გამისწორებენ, ინტერესის ანდაც ინსტიქტის გამო. მერე წარბს შეკრავენ, ბრაზს და სიმკაცრეს აიფარებენ. ანდაც ისეთ ცარიელ მზერას აიფარებენ, რომ მათი გაცნობის სურვილი, თუ ასეთი რამ საერთოდ გქონდა, სრულიად გიქრება.
მაგრამ იმ გოგომ გამაოცა. სრულებით არ უცდია თვალების და ემოციების დაფარვა. თვალი გამისწორა და გამიღიმა. ღიმილიც მზერასავით გულწრფელი ჰქონდა. დაღლილი და სევდიანი. წამით მიყურა, თავადაც მოავლო თვალი ჩემს შინაგან სამყაროს. ღიმილი ტუჩებიდან თვალებში გადაიტანა და ისევ გრძელ მაგიდას მიუბრუნდა. მისი მოძრაობა მონოტონური, თუმცა დეტალური მისი ფიქრების დინებას მოჰგავდა. აშკარა იყო რაღაც უსიამო, მაგრამ რუტინულ ამბავზე ფიქრობდა. რაც გუშინაც დღესაც და ხვალაც გამეორდებოდა. ის კი ამ მუდმივობას თავს ვერაფრით დააღწევდა, რადგან რუტინა სხეულში ჰქონდა უკვე გამჯდარი.
ვისკი ტუჩებთან მივიტანე და მოუსმელად კვლავ მაგიდაზე დავაბრუნე. ისევ ბარმენს შევხედე. ახლიდან დავაკვირდი. უცნაური იყო, მაგრამ მან დამაინტერესა. დიდი ხნის შემდეგ ასეთი რამ პირველად მოხდა, მისმა თვალებმა მისი სულის წაკითხვის, მასთან საუბრის სურვილი აღმიძრა.
_ მე ტიმი მქვია, ამ ქალაქში პირველად ვარ!_ ვუთხარი, როცა მზერა კიდევ ერთხელ გამისწორა და ინტერესით დააკვირდა ჩემს ჭიქას. აშკარა იყო ყურადღების დეფიციტს არ უჩიოდა და დეტალებს სწრაფად ამჩნევდა.
_ ღამის გასათევს ვეძებ.
_ ჰარი, _ მიპასუხა მან და მხიარულად გამიღიმა.
_ ჰარი?_ გამეცინა მეც. _ ანუ, ასე უბრალოდ ჰარი?
_ არა უბრალოდ არა! აი ამიტომ!_ თქვა და შუბლზე ჩამოშლილი თმა ხელით აიწია. პატარა უცნაური ტატუ ჰქონდა. სწორედ ისეთი, როგორიც ჰატი პოტერს. _ ბავშვობის სულელური ახირებები.
თქვა და სველი ჭიქა გააპრიალა.
_ სასტუმროს ვერ ნახავ. დიდად სტუმართმოყვარე ხალხი არ ვართ აქ!_ თითი ჰაერში დაატრიალა. თითქოს ქალაქი მოხაზა. თუ დარჩები , თავად მიხვდები, რას ვგულისხმობ. თუ არ მოგბეზრდება და ხვალვე არ გაიქცევი, როგორც სხვა ყველა.
_ ამჯერად დიდ ქალაქს ვარ გამოქცეული. და ვნახოთ პატარა თავს თუ მომაწონებს._ თითებით ჭიქა დავატრიალე.
_ ჰარი!_ მომესმა გაანჩხლებული ხმა და ხმაზევე მივხვდი ხმის პატრონი გრადუსში იყო._ რაღაც ძაან ღიმილად იღვრები არა?
ზორბა ტიპი, საკუათარი კუნთების მასაში დარწმუნებული ჯიქურ ამეტუზა ცხვირწინ. ჰარის შევხედე და მის მზერაში გამკრთალ შიშისა და უმწეობის ნაზავზე სხეულში გამცრა. სულ არ მსურდა ჩემ გამო მას პრობლემები შექმნოდა. ჭიქა ავიღე და ბარს მოვშორდი. ზურგს უკან ირონიული ჩაცინება გავიგონე, მაგრამ ეს სულ არ მაღელვებდა.
ბარის ხმაური მალე მომბეზრდა და სადგომზე გამოვედი. ღამის სიგრილე მესიამოვნა იმ დახუთულობის შემდეგ. მანქანაში ჩავჯექი და საზურგე ოდნავ გადავწიე. თვალის მოტყუება მსურდა. თორემ ძილი რომ ჩემთან არ მოვიდოდა ეს ასი პროცენტით ვიცოდი.
_ ყველას ასე უნდა უკრიჭო კბილები შენი..._ მომესმა არცთუ ისე დიდი ხნის მერე.
_ ოზი, ის კლიენტია!_ ნაცნობი ხმის გაგონებისას ნელა წამოვჯექი. სადგომზე მდგარი გვერდშეღუნული ჯიპის კართან ზურგით მიყრდნობილი იდგა ჰარი. ის ზორბა ტიპი კი მუჭს უღერებდა და ავად ღრინავდა. ჰარის ძალადობას შეგუებულ და მორჩილ მზერაზე მივხვდი, ალბათ არც პირველი იყო ეს სცენა და არც უკანასკნელი. ამოვიოხრე , ჰაერი ჩავისუნთქე და კარი გამოვაღე.... რასაც ვერ ვიტან, ვერ ვეგუები ეს უმწეოს ჩაგვრაა ბრალიანიც და უბრალოც.... ამჯერადაც მომიწევდა ჩარევა იმაში, რაც მე არსებითად სულაც არ მეხებოდა. კი ნამდვილად უცნაური იუმორი ჰქონდა სამყაროს, როცა საქმე მე მეხებოდა.

2
_ საღამო მშვიდობისა მეგობარო!_ მივესალმე მშვიდად ზორბას და ჰარის გვერდით მივეყუდე მანქანის კარს. გაკვირვება პირველი ემოცია იყო, გაკვირვებას ბრაზი მოჰყვა, ბრაზს აფექტი.
_ ახლა გასწავლი როგორ უნდა სხვის ქალებთან ..._ ვერაფრით გაიხსენა რა უნდა ეთქვა ამის შემდეგ, ორ მარტივ სიტყვას ვერ მოაბა თავი და გაანჩხლებულმა მუჭი მომიქნია. მეც არც სურვილი მქონდა, არც ხასიათი მისი თავხედი და თავდაჯერებული ღრენა მესმინა. აშკარად არ ელოდა იმას, რაც მის ქმედებას მოჰყვა. სახსარში ამოვარდნილი მკლავი უმოქმედოდ რომ დაეკიდა სხეულზე, მაშინღა გაიაზრა, რომ მე არც ჰარი ვიყავი და არც მისი მორიგი მარტივი საკბილო. მისი გაცოფებული ღრიალისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ აგრესია ჩემში მონსტრს ათავისუფლებს. ამ დროს ვიცი სახეს ვკარგავ და არცთუ „ლამაზი“ შესახედი ვხდები. თვალებგაფართოებულ ჰარის შევხედე. ისე მიყურებდა როგორც.... არა ისე არა როგორც სხვები. მხოლოდ გაოცების დამალვა არ უცდია, მაგრამ შიში? არა მას ჩემი არ ეშინოდა.
_ მოდიხარ თუ რჩები?_ ვკითხე უკვე დამშვიდებულმა. ოზი ბარისკენ მიდიოდა, ლამის მირბოდა, სავარაუდოდ დამხმარე ძალის სახმობად. ასე იციან მისმა მსგავსმა „დიდმა ბიჭებმა“ როცა თავისას მარტო ვერ გაიტანენ აფთრების დანარჩენ ბანდას იხმარებენ. არა, დღეს ნამდვილად არ ვიყავი გართობის ხასიათზე. თუ აქ დარჩენას დავაპირებდი ალბათ ამას კიდევ არაერთხელ მოვახერხებდი.
_ მოვდივარ!_ ბევრი არ უფიქრია ჰარის. სწრაფი ნაბიჯით ამედევნა, მანქანის კარი გააღო და ჩაჯდა.
იმ სადგომს რომ გავშორდით დავინახე როგორი ინტერესით შემათვალიერა. აშკარად ვხედავდი რასაც ფიქრობდა. ვერ იგებდა როგორ მოვიგერიე ზორბას თავდასხმა და მით უფრო როგორ გავანეიტრალე ასე მარტივად. მან ჩემზე არაფერი იცოდა, საკუთარ წარმოდგენებს იქმნიდა და ყველაზე მთავარს, რაც კარგად დაინახა და შეამჩნია, სწორედ იმას აიგნორებდა.
_ შენ თქვი რომ დასარჩენი არ გაქვს._ კი არ მითხრა, უბრალოდ თქვა.
_ კი ასეა, თუმცა ეს არაა პრობლემა._ არ მინდოდა თავი ვალდებულად ეგრძნო.
_ იცი, ამაღამ მარტო დარჩენა არ მინდა!_ ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა. მივხვდი, მარტო დარჩენის კი არა იმ ტიპის ეშინოდა. ალბათ საკმაოდ კარგად იცნობდა და იცოდა უეჭველად მიაკითხავდა ალბათ არც თუ კარგი მიზნებით.
_ ანუ მასპინძლობას მთავაზობ?_ გავხედე ინტერესით. უცნაური იყო უცხოს სახლის კარს რომ მიღებდა. მით უფრო მას მერე რაც...
_ კი! რატომღაც შენი არ მეშინია! იცი? ჩვენ არც თუ ისე ხშირად გვიცავენ უცხო ადამიანები._ სევდიანი ხმა ჰქონდა, დამაინტერესა „ჩვენში“ ვის გულისხმობდა. მაგრამ ვიფიქრე ახლა მას ამაზე საუბარი არ ენდომებოდა. _ ხომ არ ხარ საშიში ტიმ?
მკითხა და იმ თავისი ნათელი თვალებით პირდაპირ სულში ჩამხედა.
_ რა თქმა უნდა, არა!_ ვუპასუხე და ორივე ხელი მაღლა ავწიე. გაეღიმა. გაუხარდა. თითქოს არ ელოდა, რომ დავთანხმდებოდი.
_ მე მარტო ვცხოვრობ. მას შემდეგ, რაც მამა დაიღუპა, მარტო დავრჩი. მეგონა მისი სიკვდილის შემდეგ ამ წყეულ ქალაქს თავს დავაღწევდი, მაგრამ სულ ტყუილად! ასე მარტივად არ უშვებს ეს ქალაქი საკუთარ ხალხს!_ თითები ფანჯარაზე ააკაკუნა. თითქოს რაღაც უჩინარ მელოდიას ააყოლა.
_ ის რა არის?_ ვკითხე და მომცრო გორაზე აღმართულ მოციმციმე უზარმაზარ ჯვარს გავუსწორე მზერა.
_ ჰოო, ეგ ნავიგატორია!_ გაეღიმა უცნაურად.
_ ნავიგატორი?_ გამიკვირდა, მეგონა რამეს იტყოდა რწმენაზე ან მსგავსზე.
_ ჰოო, გზააბნეულ ცხვრებს უკან ქალაქში მოერეკება!_ უცნაური ირონია ჟღერდა მის ხმაში. ვერ მივუხვდი ხუმრობდა, თუ სერიოზულად ამბობდა.
_ აი აქ გადაუხვიე და მერე ეზოში შედი. ჰოო მანქანა სადაც გინდა იქ გააჩერე, მერეწუნე ხელს არავინ ახლებს. _ გაიღიმა და მანქანიდან გადავიდა. ამის შიში არც მქონდა, მაგრამ გამეცინა. თითქოს ცდილობდა მისი გარმო მომწონებოდა. სახლის კარი შეაღო და „შემიდიო“ მომაძახა. სინათლე აანთო და პატარა ძველებური მაგრამ მყუდრო სახლი გაანათა. გვერდულად გადაკიდული ჩანთა კისერზე გადაიძრო დაუდევრად მიაგდო ჰოლში მდგარ მწვანე სკამზე. კეტებიც დაუდევრად მიატოვა სადაც გაიხადა და ფეხშველამ გააბიჯა იატაკზე.
_ მოდი, მოდი მაგრამ არ შეგეშინდეს!_ მომაძახა და უცებ იკივლა_ არა! მანდ დარჩი!
ორი წუთი მაცადე!
უკვე გვიანი იყო, ზუსტად მისაღების შესასვლელთან ავიწურე უხერხულად. დივანზე და მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა ტანსაცმელი და რაღაც ტკბილეულის ცარიელი ფერადი ქაღალდები.
_ ხომ გესმის, მარტო ვცხოვრობ და...._ ბავშვივით გაიმართლა თავი და ლოყააწითლებულმა ჰუდში შეიჩურთა რამდენიმე ფერადი საცვალი, ბიუსჰალტერი და კიდევ რაღაცეები. სიცილი ვერ შევიკავე, ხელებაწეულმა ვაქციე ზურგი. მანაც ყველაფერი მობოჭა და საძინებლისკენ გაარბენინა.
_ გშია ალბათ? _ პასუხს არ დალოდებია სამზარეულოში გავიდა. _ ბევრი არაფერი არც მაქვს არც მეხერხება! მხოლოდ რამე მარტივ სენდვიჩს შემოგთავაზებ და ყავას!
_ კარგი, მაგრამ ყავაზე ნუ შეწუხდები. _ ვუპასუხე და უკან გავყევი. პატარა მოცუცქნულ ოთახში მაგიდასთან დავჯექი და მას დავაკვირდი. კვლავ ისე მონოტონურად მოძრაობდა თითქოს სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. რობოტივით მოზომილად, გაუაზრებლად და მექანიკურად.
_ რამე გაწუხებს ჰარი?_ ვკითხე ისე მშვიდად, რომ ჩემი ინტერესით არ დამეფრთხო.
_ არ ვიცი, ან მაწუხებს ან არა!_ აიჩეჩა მხრები. სენდვიჩი თეფშზე დამიდო და წინ დამიჯდა.
_ მართალი ხარ, ყავისთვის ღამეა! მერე ვეღარ დაიძინებ!_გამეღიმა მის სიტყვებზე. ყავას დიდად არ შეეძლო გავლენა მოეხდინა ჩემს ძილსა თუ უძილობაზე.
_ ამაღამ თუ არა, ხვალ უეჭველად მოვა ოზი! _ მხრები აიწურა უმწეოდ.
_ გიყვარს?_ ვიცოდი რასაც მიპასუხებდა მაგრამ მაინც მისგან მსურდა პასუხის მოსმენა. დიდად არ მიყვარს სხვის ცხოვრებაში მკვეთრად ჩარევა. მგონია, რომ ზრდასრულ ადამიანს სრული უფლება აქვს შეცდომები დაუშვას. მაგრამ....
_ მიყვარს?_ ისე მკითხა თითქოს თავად არ იცოდა და პასუხს ჩემგან ელოდა._ იცი ეს როგორი პატარა ქალაქია? ხან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ერთ ორმოში ვართ ჩაყრილი ყველა და ზედაპირზე ამოსვლის მცდელობაში ერთმანეთს ვთელავ. მიყვარს? უბრალოდ სად გავექცევი?
_ არ ვიცი აქ რამდენ ხანს დავრჩები._ ვთქვი მშვიდად. _ მაგრამ სანამ აქ ვიქნები, შეგიძლია მშვიდად ისუნთქო.

იმ საღამოს ბევრი არაფერზე გვისაუბრია. ჭრელი პლედი და დათვებიანი ბალიში მომიტანა და დივანი დამითმო.
_ დავიღალე, მეძინება მე. ხვალ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი კარგი?_ მითხრა თითქოს მორცხვად და მისაღებიდან გავიდა. სანამ გავიდოდა გაჩერდა. უკან მოიხედა და ინტერესით დამაკვირდა. მზერა გავუსწორე და უფლება მივეცი ჩემს თვალებში ნდობის მიზეზი ეპივნა. ვიცოდი სწორედ ამას ეძებდა იმ წამს. ბოლოს თითქოს კმაყოფილმა გამიღიმა, „ტკბილი ძილიო“ ჩაილაპარაკა და საძინებელში შეიკეტა. იმ წამს ვიდექი და ვუსმენდი. ველიდებოდი რომ კარის საკეტის ხმას გავიგონებდი. არა კი არ ველოდი ამის მჯეროდა. ისედაც კარგად ვიცოდი ძნელი იყო ჩემნაირი არსების ნდობა, და ისე ველოდი საკეტის ამ საბედისწერო ხმას, როგორც გარდაუვალ განაჩენს. რომ ამეღო ჩემი ჩანთა და ისევ ჩემს გაურკვეველ გზას გავდგომოდი, მაგრამ შევცდი... და ამ ფაქტმა ისე გამაოცა, როგორც იმან რომ იმ წამს უცხო ადამიანის სახლში ვიდექი სასაცილო ბალიშით ხელში და ჩემდაუნებურად რაღაც ძალიან მიხაროდა...
ბალიში დივანზე დავდე და აივნის კარი გამოვაღე. ჯერ ისევ ცხელოდა, ღამის სიგრილე ვერაფერს შველოდა გადახურებულ დედამიწას. პატარა მოცუცქნული აივანი ჰქონდა, რამდენიმე ლამის გამხმარი კაკტუსი, პატარა სკამი და მოაჯირზე რკინის მძიმე საფერფლე. ალბათ იმ მიზნით რომ არ გადავარდნილიყო. გამეცინა, არადა თუ ისე მოხდებოდა, რომ ეს საფერფლე მაინც სუიციდს გადაწყვიტავდა და შემთხვევით ვინმე გამვლელს თავში მოხვდებოდა, ჯოჯოხეთის კარს მარტო არ შეაღებდა. სკამზე დავჯქი და ცის იმ ნაგლეჯს ავხედე, რაც მისი აივნიდან მოჩანდა. ცაც სწორედ აივნის შესაფერისი იყო. ესეც სახალისოდ მომეჩვენა იმ წამს.
მოულოდნელად ეზოში მაღალი გამავლობის მანქნა შემოვიდა. სწორედ ჰარის აივნის ქვეშ შეჩერდა. იდგა დაახლოებით ხუთი წუთი. ხელი ოდნავ ავწიე და გავაქნიე. ვიცოდი მძღოლი თვალით მაპობდა შუაზე, ამიტომ გულთბილი მისალმება გადავწყვიტე. ნელა დაიხია მანქანა უკან, შემდეგ ადგილს ღრჭიალით მოწყდა და სქელი ბოლი მუქარასავით დამიტოვა ეზოში.
აშკარა იყო მოწყენით არ მოვიწყენდი აქ. ეს ქალაქი ნამდვილად სავსე იყო „სტუმართმოყვარე“ ადამიანებით. თუმცა იმ წამს ბალანსისთვის ისიც მყოფნიდა, რომ ჩემს მასპინძელს მშვიდად ეძინა ჩემს სიახლოვეს....










3
საკუთარ რეალობას გამოქცეულს სხვისი რეალობა თავგადასავლად მექცა. თუმცა საკუთარი ცხოვრება რატომღაც ყელში მქონდა ამოსული, ჰარის პრობლემბის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩი. არა, არ ვამბობ, რომ ეს არ შემეძლო. სულ მარტივად შემეძლო იმ წამს ავმდგარიყავი, მისი სახლის კარი უსირყვოდ გამომეხურა და ისე გავდგომოდი ჩემს უმისამარყო გზას, რომ სინანული ან სინდისის ქენჯნა არ მეგრძნო. ვერ ვიტყვი, რომ ჰარის ასე უბრალოდ ამოვიგდებდი მეხსიერებიდან, მაგრამ შემეძლო საკუთარი ადამიანური ემოციების იგნორი, მაგრამ ამის გაკეთება არ მსურდა.
ვიჯექი აივანზე და არაფერზე ვფიქრობდი იმის გარდა, რომ ღამის სიგრილე, რომელიც სიბნელესთან ერთად სულ უფრო იკრებდა ძალას, მსიამოვნებდა. თვალები დავხუჭე და ქალაქის ხმაურს მივუგდე ყური. ღამით, როდესაც ქალაქს ჰგონია რომ არავინ უსმენს, უფრო თამამად ჩურჩულებს. თუმცა გაკვირვებით ავწიე წარბი. ეს პატარა ქალაქი არც კი ცდილობდა საკუთარი საიდუმლოს გამხელას და როგორც მის მაცხოვრებლები სიბნელიდან უნდოდ და დაეჭვებით მითვალთვალებდა.
_ ვფიქრობ, აქ დარჩენა საინტერესო თავგადასავალს მპირდება!_ ჩამეცინა ოდნავ ირონიულად. განდიადისას შევედი სახლში. პატარა ჩაიდანი წყლით გავავსე და აივანზე დავბრუნდი. გულუხვად მოვრწყე ის რამდენიმე მოწყენილი კაკტუსი. ვინ იცის, როდის გაახსენდებოდა საკუთარ გულმავიწყ პატრონს.
_ რას აკეთებ?_ საღამურებში გამოწყობილი, თმააწეწილი ჰარი აივნის კარში იდგა და ინტერესით მიყურებდა.
_ შემეცოდენ და წყალი დავალვინე!_ გამეცინა მის გაკვირვებულ სახეზე. ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ რამდენად არასწორ ადამიანებთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა, რომ ასეთი სიმარტივე, როგორიც კაცისგან ყვავილების მორწყვაა, ამდენად გაკვირვებოდა.
_ ყავა არ გინდა? _ მკითხა და ზურგი მაქცია.
_ არა,დიდად ყავის მოყვარული არ ვარ!
_ ჩაი?_არაფრით სურდა მარტო საუზმობა.
_ კარგი! იყოს ჩაი!_ სამზარეულოში შევყევი. შემომხედა და მხიარულად გაეცინა.
_ რა კარგია ისეთი ადამიანის სტუმრობა, რომელიც..._ გაჩუმდა და ფინჯანს დახედა. ცოტა ხანს დუმდა. მერე გამბედაობა მოიკრიბა და დაასრულა სათქმელი._ რომელიც უსაფრთხოა!
_ ანუ მაგდენად?_ ვკითხე მისი სიაუსტით იმედგაცრუებულმა.
_ ჰოო, ხან ამდენადაც!_ თავი დაიქნია მან.
_ რატომ? რისთვის?
_აქ სვანაირი ხალხი არაა გესმის? ეს ქალაქი ყველას აგიჟებს მგონი? სულ რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა ნამდვილი!_მის გაურკვვეველ პასუხზე დავფიქრდი. რას ნიშნავდა ნამდვილი ადამიანი?
_მე უნდა წავიდე საღამოს ბარში! მანამდე დიდი დრო მაქვს. გინდა ქალაქი დაგათვალიერებინო? _ ისე მხიარულად შემომხედა, რომ ნამდვილად მომინდა მის გვერდით საღამომდე დარჩენილი დროის გატარება.
თუმცა ქალაქში სანახავი არაფერი იყო. მაინც მხიარულად მომყვებოდა გვერდით და უფრო საკუთარ ბავშვობას მაცნობდა, ვიდრე ქალაქს.
სუფთა ლანაზი პატარა ქუჩები, ჭადრის ხეები და დაბალი სამ ოთხ სართულიანი ფერადი სახლები. არ ვიცი წესით ამ ხედებს სიმშვიდე უნდა მოეტანა, მაგრამ უცნაური აკვიატებულ გრძნობას ვერ ვიშორებდი, რომ ყოველი კუთხიდან ვიღაც გვაკვირდებოდა.
_ ჰარი, გიყვარს აქაურობა?_ რატომღაც ამის ცოდნაც მომინდა.
_ არა!_ სილასავით გამაწნა საკუთარი უარი._ ეს ადგილი სიყვარულისთვის არ შექმნილა ტიმ. ეს უფრო....
იქაურობა მოათვალიერა, ხმას დაუწია და ლამის ჩურჩულით დაასრულა_ აქაურობა იმისთვის შეიქმნა, რომ დაგახრჩოს!
მისი სიტყვები სასაცილოდ ჟღერდა. პატარა ქალაქი, რომელსაც შენი დახრჩობა სურს?
თვალში ისევ სახლებს მიღმა გადაწოლილი პატარა მოტიტვლებული მთები მომხვდა და ზედ ის უზარმაზარი ჯვარი.
_ აქ ძალიან მორწმუნე ხალხი უნდა ცხოვრობდეთ წესით._ გამეღიმა უჩუმრად.
_ხან ასე მგონია, უბრალოდ დაგვმარხეს აქ ცოცხლად, ის ჯვარი კი ჩვენს საერთო სასაფლაოს ზედ დაადგეს, რათა ამ სამარიდამ ამოძრომა არც კი გავბედოთ!
_ რატომ არ მიდიხარ აქიდან?
_ გგონია რომ შემეძლოს, წამით მაინც დავფიქრდებოდი?
_ რომ შეგეძლოს სად წახვიდოდი?_ პატარა ხალხისგან დაცლილი სკვერის სკამზე ჩამოვჯექით. ნაყინებით ხელში. ლამაზი ადგილი იყო. ხეებჩი საჩრდილული და ფერადი ყვავილებით გამშვებებული, წესით დღის ამ დროს სავსე უნდა ყოფილიყო პატარა ბავშვებით, მათი დედებით ამდაც ძიძებით, მაგრამ კაციშვილი არ ჩანდა.
_ ცხრა ცას იქით! _მისმა ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ოცნებით მოეჭუტა თვალები და ცას აჰყურებდა განაბული._ აქიდან გასაქცევი ერთი ბილეთი, მიმართულება ცხრა ცას იქით!
_ ჩემთან ერთად წამოდი ჰარი._ისე უნებურად დამცდა, ვერც კი გავიაზრე.
_ და შენ საით მიდიხარ რო?_ გაეღიმა და თვალებიც გულწრფელი ღიმილისგან ბავშვივით მოეჭუტა.
დავფიქრდი. ნეტავ სად მივდიოდი? რატომ ან რას გავურბოდი? ან იქნებ პირიქით მივისწრაფოდი რამისკენ?
_ არ ვიცი, მაგრამ ერთ ადგილას ჯდომას და უსიამო ბედთან შეგუებას თუნდაც უმიზნო მოქმედება სჯობია! ვინ იცის გზად მიზანიც გამოიკვეთოს?
ცოტა ხანს ჩუმად იჯდა და საკუთარ ვარდისფერ ნაყინს დაჰყურებდა მოწყენილი. ისე ცხელოდა, ნაყინი ლღობას იწყებდა. ნელა მოწვეთავდა ვაფლის წვეტიან კონუსზე და წვრილი ლამაზი ფილაქნით მოპირკეთებულ მიწაზე იღვრებოდა. სწორედ იმ პატარა წვეთის წვრილ კალაპოტს არ აშორებდა თვალს ჰარი.
_ ნეტავ შემეძლოს ტიმ! აჰ, ნეტავ შემეძლოს! _ ჩაილაპარაკა რაღცანაირად დაღლილმა და უიმედომ.
აღარაფერი მითქვამს ალბათ ჰქონდა მიზეზი, რატომაც უჭირდა ამ ადგილოს მიტივება. მიზეზი ყოველთვის არსებობს, მაშინაც კი თუ სრულებით სხვანაირად სჩანს ხოლმე ყცელაფერი.
_ ჰარი სანამ აქ ვიქნები, მინდა რამე ვაკეთო, რომ მოწყენილობისგან სული არ დავლიო!_ რას იტყვი? არის აქ რამე ვაკანსია ჩემნაირი ბიჭისთვის?_ სწრაფად ამომხედა. ისე შემათვალიერა, თითქოს პირველად მხედავდა და მხიარულად გაეღიმა.
_ შენნაირი ბიჭი ბარში არ გვაწყენდა!_ „შენნაირ ბიჭს“ ხაზი გაუსვა რატომღაც.
_ ჰოო?_ ვკითხე და მისი გამოკეთებული ხასაიათი გადამედო.
_დიდი მეთი, ანუ მეთიუ, ჩვენი უფროსი, ერთ_ერთია ვინც ჯერ ისევ ახერხებს ადამიანად დარჩენას. მას დაველაპარაკები დღეს და დარწმუნებული ვარ, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, მიგიღებს, მაგრამ ბარის ამბების რამე გესმის?_ მკითხა უცებ შეშფოთებით._ სასმელს მაინც თუ არჩევ ერთმანეთისგან?
მის გულუბრყვილო კითხვაზე ჯერ გამეღიმა, მერე გულიანად ავხარხარდი.
_ ჰოო, ანუ გესმის!_ ანცად გაეღიმა მასაც. მხიარული ღიმილით მიუბრუნდა იმ თავის სანახევროდ დამღვალ ნაყინს და ბავშვივით პირველად სწორედ ის ჩამომღვალი გვერდი ალოკა.

უცნაური გოგო იყო ჰარი. ლამაზი, ბავშვური, გულწრფელი და სევდიანი, თუმცა უტყვი და ამასთან ლამის უწყვეტად მოლაქლაქე. საკუთარ თავს ტლიკინას ეძახოდა. ზოგადად საკუთარ ნაკლზე მარტივად, მწუხარების გარეშე საუბრობდა, და ამით ნაკლსაც ღირსებად აქცევდა. ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი ჰქონდა. აი მხოლოდ ის ყოფილი კუნთმაგარი უყურებდა ბოღმით და თვალებს ავად აყოლებდა, როცა გვერდით საჭიროზე ახლოს ჩაუვლიდა ხოლმე.მსგავს სიყვარულით სავსე მზერას არც მე მაკლებდა და ვფიქრობ, ხელსაყრელ მომენტს უცდიდა, რომ ბრაზი ენთხია. ან ჰარიზე და ანდაც უკეთეს შემთხვევაში ჩემზე. იქნებ ორივეზე ერთადაც?
მსგავს სიტუაციაში ცივი იგნორი სახალისოდა კი მეჩვენებოდა, უბრალოდ სიფხიზლე მჭირდებოდა, რომ.ჰარი მხედველობიდან ერთი წამითაც არ დამეკარგა.ჭკვიანი გოგო იყო და თავადაც ხვდებოდა, რომ ძვირფასი ოზისგან თავი შორს უნდა დაეჭირა.

ადამიანებში არ ცდებოდა ჰარი. არც ოზიში შემცდარა, უბრალოდ ჩანდა, რომ ძალიან უყვარდა მათთვის შანსის მიცემა და სწორედ ეს ღუპავდა. თუმცა „დიდი მეთი“ მართლაც კარგი ტიპი ჩანდა. გარეგნულად ბოქსის მწვრთნელს უფრო მოჰგავდა, ვიდრე ბარის მეპატრონეს, თუ ეს ორი ხელობა ერთმანეთს მშვენივრად ეთავსება? ამათ ალიერ ჩამათვალუერა და ცერა თითი მაღლა ასწია ერთი კითხცაც კი არ დაუსვამს. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე მომსახურე პერსონალისგან რომ სადგომის კადრებმა დიდი გავლენა იმოქმედა მის გადაწყვწტილებაზე. გამოდის მეთი სწორად განსჯიდა არა მარტო ადამიანებს არამედ შექმნილ პრობლემურ სიტუაციებსაც.
როცა მეთი ბარში შემოდიოდა ვამჩნევდი როგორ ნეიტრალდებიდა ჩამოწოლილი მძიმე აურა. მის გვერდით, მის დაწესებულებაში კანონი კანონობდა და კანონს თვად ბარის მეპატრონე დაუწერლად ადგენდა. ერთი სიტყვით ამ ზორბა, მელოტ, მშვიდ კაცს ქალაქი პატივს სცემდა სურდა ეს თავად თუ არა.
ჰარის გვერდით ვიდექი ბარში და საქმე ბევრად სწრაფად და მარტივად სრულდებოდა. მხიარული საქმე იყო ბარმენობა და ისე განსხვავდებოდა ჩემი ნამდვილი საქმიანობისგან, როგორც ეს პატარა მოჟამული ქალაქი იმ დიდი ხმაურიანი ქალაქისგან, რომელსაც გამოვექეცი.
ექვსიოდე დღე სრული სიმშვიდეში გავლიე. მე და ჰარი ერთად მოვდიოდით, სახლშიც ერთად ვბრუნდებოდით. აივანზე ერთად ვიჯექით და მაშინაც, როცა ის ლუდს სვამდა აივანზე, მის გვერდით ვიჯექი. ჩემდა უნებურად მივეჩვიე. ამას არც ვგეგმავდი, არც ველოდი, არც მსურდა პრინციპში. მაგრამ მისი გულწრფელობა მისი იარაღი იყო. მისი უშუალობა მისიდამი ერთგვარს მიზიდულობას ქმნიდა. და როცა მას ვუყურებდი საკუთარ სევდიან საიდუმლო ფიქრებში ჩაფლულს, მეგონა, რომ მთელი ცხოვრება იყო ვხედავდი და ვიცნობდი.
დიდად არ აკვირდენოდა იმას, თუ როგორ იცვლებოდა კადრები მის გარშემო. ამიტომ ვერ ამჩნევდა, რომ მისი ყოფილი ლამის ყოველღამ მოდიოდა ეზოში.მანქნას სიბნელის სიღრმეში აყენებდა და მის აივანს თვალს არ აცილებდა. როცა ეს აღმოვაჩინე გავიფიქრე, რომ ადრე თუ გვიან, როცა მისგან წავიდოდი,როგორც წესად მქონდა, რადგან ბოლოს ყველასგან მივდიოდი ხოლმე, მას ვეღარვინ აარიდებდა იმ ხეპრეს შურისძიებას. ამიტომ რაღაც უნდა მეღონა, რომ მისი დატოვება არ გამჭირვებოდა, როცა ამის დრო მოვიდოდა.
ერთ საღამოს მეთმა დამიძახა თავის ბუდუარში. ასე ეძახდა საკუთარ პატარა ხით მოპირკეთებულ კაბინეტს.
_ საღამო მშვიდობისა ტიმ._ მომწსალმა უზარმაზარ სავარძელდ გადაწოლილი და ბროლის პატარა ჭიწა ვისკით შეივსო. _ დალევ?
_ არა მეთ, მადლობა._ ვუთხარი მე და მის პირდაპირ ჩავეშვი სავარძელში.
_ გააბოლებ?_ისე მკითხა, განგსტერულ ფილმებში როგორც კითხულობენ მაფიის თავები. უჩუმრად გამეღიმა და უარი არ მითქვამს. ეს უკვე მისდამი ყპატივცემულობა იქნებოდა, რადგან იცოდა ვეწეოდი.
_ მომწონხარ დალახვროს ეშმაკმა! ამაზედაც გეტყობა, რომ აქაური არ ხარ!_ გაეცინა ხმაურიანად.
_ მისმინე, შენთან სიტყვა მაქვს!_ უცნაურად საუბრობდა და ორ თითს დორის გაჩრილ მსხვილ სიგარას ნება ნება აბოლებდა._ ჰარი, მასზე მსურდა მეკითხა. თქვენს შორის.....
თავი უარის ნიშნად გავაქნიე.
_ ვიცი, არაა ჩემი საქმე, მაგრამ მამამისს ვიცნობდი. კარგი კაცი იყო. კარადაში თავისი ჩონჩხებით, მაგრამ კარგი. ამიტომ....
_ ჰარი მეგობარია. მეტი არაფერი!_ ვუპასუხე მშვიდად. ისედაც ვიცოდი, მეთი ჰარის ფარულად იცავდა. მხოლოდ არ სურდა, ამაზე ვინმეს უაზროდ ეჭორავა.
_მაშ კარგი! ახლა მშვიდად ვიქნები! მომწონს შენნაირი კაცები! მეგობრობა რომ შეუძლიათ და მხოლოდ ერთ ადგილს არ აყოლებენ ყველას და ყველაფერს! _ თავი მოწონებით დამიკრა._ მიზეზი არ მაქვს შენში ეჭვის შეტანის, მაგრამ იცოდე ის ტიპი, ოზი...
_ მაგაზე არ იღელვო მეთ! _ ვუთხარი ღიმილით._ მოვგვარდებით.
თავი დამიქნია და მმანიშნა საუბარს მივრჩიო. როცა გავდიოდი გამაჩერა. ცოტა ხანს ინტერესით მიყურა და მითხრა.
_ ეს ქალაქი ჭაობია ტიმ მეგობარო! ფრთხილად იყავი, და თუ დახმარება დაგჭირდეს იცი სადაც მიპოვნო!
კაბინეტიდან გამოვედი და პირველად დავფიქრდი სერიოზულად, რას გულისხმობდნენ, როცა ქალაქს ხან სასაფლაოს, ხან ჭაობს და ხანაც მახეს ადარებდნენ....

4
როგორც წესი, ადამიანი სოციალური არსებაა და უცნაური წამბაძველობა ახასიათებს. რას ვგულისხმობ ახლავე აგიხსნით. ავიღოთ პატარა სოციუმი, როგორიცაა ოჯახი. რაც არ უნდა სცადო ინდივიადიალიზმი შეინარჩუნო და თუნდაც მცირედით განსხვავდებოდე საკუთარი ოჯახის წევრებისგან, გარედან მაინც ზუსტად საკუთარ ოჯახს ჰგავხარ. დაახლოებით ასეა, მაგალითად სამეგობროში. მეგობრებს სწორედ ის საერთო ამსგავსებს ერთმანეთს, რის გარშემოც ისინი გუნდად ერთიანდებიან. ეს რაც შეეხებათ პატარა სოციალურ ჯგუფებს, მაგალითად ჩატებს, რელიგიურ ორგანიზაციებს, და ასე შემდეგ, მაგრამ მე არასდროს მინახავს, რომ ქალაქის მთელი მოსახლეობა ასე დამსგავსებოდა ერთმანეთს. ის, რაც მათში ერთმანეთისადმი ამ მსგავსებას აღმიძრავდა, მათი თვალები, არა უფრო სწორედ მათი მზერა იყო. თვალმოჭუტული, უნდო, გამჭოლი. და ყველა, როგორც ერთი, პირდაპირ თვალით კონტაქტს მუდამ გაურბოდა. საკმარისი იყო მათთვის მზერა გამესწორებინა, რომ ისინი ლაჩრებივით მარიდებდნენ თვალს. არა საქმე ჩემში კი არა, უფრო იმაში იყო, რომ მე მათთვის უცხო ვიყავი და ლამის სამ კვირიანი თანაცხოვრების შემდეგაც უცხოდვე ვრჩებოდი. ეს არ მაწუხებდა. პირიქით კომფორტულიც კი იყო. ზედმეტი კითხვების დასმას მათგან იგნორის ეს უსუსური მცდელობა მერჩია, მაგრამ ჰარი სწუხდა ამაზე. თუმცა ვფიქრობ მის ხასიათში იყო, რომ ყველაფერი ზედმეტად ახლოს მიეტანა გულთან.
_ რა გაწუხებს?_ ვკითხე ერთ საღამოს აივანზე რომ ვისხედით და მის საყვარელ ჩაციებულ ალუბლისფერ ღვინოს ვსვამდით.
_ მათი ცივი დამოკიდებულება შენდამი!_ როგორც სჩვეოდა ხისტად პირდაპირი იყო._ მეშინია ტიმ!
_ მათი? _ გამიკვირდა მისი სიტყვები. ამ ქალაქში იყო დაბადებული ბოლოს და ბოლოს.
_ არა მათი არა! მე იმის მეშინია, რომ თავს მოგაბეზრებენ, ადგები და გაქრები! არადა სწორედ ეს იქნებოდა ყველაზე სწორი, მაგრამ მე რა ვქნა უშენოდ?
_ ისინი ამდენად ნამდვილად არ მაინტერესებს, რომ თავი მომაბეზრონ.
_ უცნაური წინათგრძნობა მაქვს! რომ ერთ დღესაც გავიღვიძებ და აღარ იქნები!_ ჭიქას დახედა და ნელა დაატრიალა. პატარა მორევი გააკეთა ჭიქის ფსკერზე. რატომღაც სულ ახალისებდა ამის კეთება._ ჰოდა, არ ვიცი, რანაირად დავაჯერო საკუთარი თავი მერე, რომ მართლა იყავი და არ დამსიზმრებიხარ!
სევდიანად გაეცინა. მისთვის უცნაურად მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობები. რატომღაც ვფიქრობდი, რომ საყრდენ დაკარგულ ადამიანს ჰგავდა. იმ ადამიანს ჰგავდა ავარიის შემდეგ სიარული რომ აღარ შეუძლია. საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა დაკარგული. მუდმივად ვიღაც სჭირდებოდა, რომ ფეხი ახლიდან აედგა. არც მეტი და არც ნაკლები.
_ რამე ნივთმტკიცებას დაგიტოვებ სამახსოვროდ!_ გამეცინა მე.
_ ჰოო?_ გამომხედა სიცილით.
_ არა, რა თქმა უნდა!_ მისი ხასიათი გადამდბი იყო. იმდენად დიდი ემპათია ჰქონდა, რომ ემოციურად გავლენას ახდენდა სხვაზე.
_ ასეც ვიცოდი!_ მიპასუხა, მხიარულად გაიღიმა და ჭიქა დაცალა. იქვე მოაჯირზე დადგა და სახლში შევიდა.
_ არ დაიძნო ტიმ! მთელი ღამე მანდ იჯექი!_ მომაძახა სიცილით, რადგან იცოდა ისედაც სწორედ ამას ვაპირებდი.
თავი გავაქნიე, უიმედოდ დაუდევარი იყო. ჭიქები და ღიინის ბოთლი ავიღე და სამზარეულოში გავიტანე და მოულოდნელად მაცივარზე მიკრული კალენდარი მომხვდა თვალში. წითლად იყო შემოხაზული 26 აგვისტო. თავზე პატარა ჯვარი ეხატა. რაღაც მეუცნაურა. დავფიქრდი გახსენება ვცადე, მაგრამ ვერაფრით დავიჭირე თავიდან გაქცეული ფიქრი.
ჰარის ლამის შუადღემდე ეძინა ხოლმე. ღამით ბარში ფხიზლად რომ ყოფილიყო და უძილობა სახეზე არ დამჩნეოდა. მე კი ამ დროს, სანამ ქალაქი შუადღის მზეში ლღობას დაიწყებდა, უაზროდ დავეხეტებოდი პატარა მყუდრო ქუჩებში. უცნაური ადგილი იყო. არფიქრისთვის ზედგამოჭრილი. სწორედ საჩემო. დღიდან დღემდე არაფერი იცვლებოდა. ლამის არავინ სარგებლობდა ფერადი მოვლილი სკვერებით, დიდი ლამაზი პარკით. ის კი არა და უპატრონო ცხოველებიც არ შემხვედრიან ქუჩაში. სამაგიეროდ ერთ მშვიდ დღეს ჰარის ყოფილი „სუულ შემთხვევთ“ გადამეყარა თავის ბანდასგან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ ამას არ ველოდი. მხიარულად გამეღიმა.
_ აბა როგორ ხარ სტუმარო?_ წინ გადამიდგა ოზი თავხედი ღიმილით და ამფსონებს თვალი ჩაუკრა.
_ჰოო, ხელი მოგირჩა ვატყობ. კარგია!_ თვალით იმ მკლავზე ვანიშნე წინა შეხვედრისას რომ ამოვუგდე. წამსვე მოშორდა სახიდან თავხედი ღიმილი და შუბლი შეიკრა. ისევ გამეღიმა. მის წყობიდან გამოყვანს ბევრი არაფერი სჭირდებოდა.
_ დიდხანს აპირებ კიდევ დარჩენას ძვირფასო სტუმარო?_ მომიახლოვდა და თვალებში ავად ჩამხედა.
_ ისე მომეწონა აქაურობა, ვფიქრობ სამუდამოდ ხომ არ დავრჩე!_ გავუღიმე ჯიქურ.
_ ანუ ასე?_ მკითხა და სადღაც ფარული სიამოვნება აესახა სახეზე._ აგვისტოს ბოლომდე უეჭველად არა?
გამიკვირდა, რა უცნაურ კითხვებს მისვამდა. მუჭის მოქნევა აშკარად ყველაფერზე ძალიან სურდა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა, რომ რაღაც უფრო საძაგელი რამ ჰქონდა გეგმაში. მისნაირი ტიპები შურისძიებაზე უარს არასდროს ამბობენ ხოლმე. ეს დანამდვილებით ვიცი. ხუთნი იყვნენ ერთმანეთზე ზორბა და ბრგე ტიპები. იდგნენ და გაუგებარი ირონიით მაკვირდებოდნენ. შინაგანად მზად ვიყავი, რომ თავს იოლად ვერ დავაღწევდი მათ, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ გამიკვირდა ასეთი ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან რომ გაუშვეს. არაუშავს, სამყარო შანსებს ხომ ასე უბრალოდ არ არიგებს არა?!

იმ საღამოს ბარში ჩვეულად ერთად წავედით. ერთი შეხედვით, ჰარი მხიარულ განწყობაზე იყო, ხუმრობდა, იცინოდა..ასე იცოდა, როცა სინამდვილეში რაღაც აწუხებდა და ამის დაფარვას ცდილობდა. საუბარი არ ვაიძულე. ვიფიქრე მომეთმინა, სანამ თავად არ გამოტყდებოდა რა სჭირდა.
დაბნეული მუშაობდა. ყველაფერი ხელიდან უსხლტებოდა და მაინც ჯიუტად აგრძელებდა სიცილს. იმ საღამოს უჩვეულოდ ბევრი ხალხი მოვიდა. ხალხმრავლობამ უფრო არია ჰარი.
_ ტიმ!_ გამომძახა ერთერთმა მიმტანმა გოგონამ, სოფიმ. _ დიდი მეთი გეძახის. შემომიაროსო.
მეთის ხსენებაზე სახე გაეყინა ჰარის. მიყურებდა შიშსჩამდგარო თვალებით და აშკარა იყო რაღაცის თქმა სურდა.
_ რა იყო? _ ვკითხე გვერდით ჩავლისას._ ისეთი სახე გაქვს, თითქოს რაღაც იცი,რაღაც ძალიან სახიფათო?
მკლავში ჩამავლო ხელები და ახლოს მოიწია.
_ მოდი წავიდეთ ტიმ! ახლავე წავიდეთ აქიდან!_ გამიკვირდა. ბარის დაკეტვამდე ჯერ კიდევ ორი საათი იყო.
_ ადრეა ჯერ!_ ვუთხარი მშვიდად.
_ ადრეა?_ დაძაბულად გაეცინა._ ადრეა ჰოო! ადრე კი არა მგონი ....
ხელი გამიშვა ზურგი მაქცია და ბართან მივიდა. ვხედავდი მხრები უკანკალებდა. აშკარა იყო ტიროდა. ვიფიქრე დამშვიდებისთვის ოციოდ წუთი მარტო დარჩენა არ აწყენდა. ძალიან არ მიყვარდა უაზრო რებუსები და გამოცანები. მას სათქმელი ჰქონდა და მეტყოდა თუ არა ეს თავად უნდა გადაეწყვიტა. მე არ ვაპირებდი მისთვის კითხვების დასმით სული ამომხადა. მეთის ოთახისკენ წავედი. მივაკაკუნე და კარი გავაღე. მაგიდასთან იჯდა. შუბლი ხელებზე ჩამოედო, თითქოს სტკიოდა. იჯდა ფიქრებში წასული და ჩემს იქ ყოფნას საერთოდ ვერ გრძნობდა.
_ მეთ, მეძახდი?_ ვკითხე და ფიქრებიდან გამოვაფხიზლე.
_ მოდი, დაჯექი._ თავი ასწია, გამიღიმა და ხელით წინ მდგარ სავარძელზე მანიშნა. რომელიც მისი სავარძლისგან არაფრით განსხვავდებოდა. ზოგადად ეს კონტრასტი სხვა უფროსებთან სულ თვალში მხვდებოდა და სულ მაღიმებდა ხოლმე. სკამის ზომით ან ფერით რომ ცდილობდნენ საკუთარი სტატუსის ხაზგასმას. ესეც ერთი პლიუსი იყო მეთის სასარგებლოდ. ადგა კარადაში მდგარი ვისკი აიღო და უკითხავად ჩამომისხა ჭიქაში. აშკარად ანერვიულებდა საკუთარი სათქმელი.
_ მისმინე ტიმ! ახლა რასაც გეტყვი ალბათ არ გესიამოვნება, რადგან ვერაფერს აგიხსნი,მაგრამ ჩემი პრინციპები სხვაგვარად ვერ მოისვენებენ! მხოლოდ ერთხელ გეტყვი,რომ ამით ნათქვამს მნიშვნელობა და წონა ჰქონდეს. _ ამოისუთქა და სასმელი ერთიანად გადაკრა. ის ის კაცი არ იყო გასამხნევებლად რომ ალკოჰოლი სჭირდებათ ხოლმე. მაგრამ ახლა რაღაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა.
_ გისმენ!_ ვუთხარი სრულებით მშვიდად.
_ ამაღამვე უნდა წახვიდე ამ ქალაქიდან. თან ჰარიც უნდა წაიყვანო! თუ არ გამოგყვება,თუ გაჯიუტდება მამამისივით,სცადე ძალით დაითანხმო. თუ არ დაგეთანხმა ანუ...... მაშინ თავად უნდა წახვიდე! მარტო!
გაოცებული ვუყურებდი გონიერ თვალებში. სევდიანი მზერის დამალვა არც უცდია.
_ ამდენად სახიფათოა?_ ვკითხე ცივად.
_ ამაზე მეტადაც!_ დამიქნია თავი. ის იყო ავდექი, რომ სამუშაოს დავბრუნებოდი და მის მაგიდაზე მდგარ სამკუთხედის ფორმის კალენდარს მოვკარი თვალი. წითლად შემოეხაზათ რიცხვი „26“ და თავზე ჯვარი დაესვათ. აი რატომ მეცნო ჰარის კალენდარი.
აშკარა იყო ეს რიცხვი ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი თარიღი გახლდათ.
_ დღეს რა რიცხვია მეთ?_ ვკითხე გულსგარეთ.
_ სამი დღე დარჩა!_ გულწრფელად მიპასუხა მან. კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა. გავიაზრე, რომ მეთმა საჭიროზე მეტი გააკეთა იმით, რომ ქალაქიდან წასვლა მირჩია. ხასიათამღვრეული გამოვედი მისი ოთახიდან. კვლავ ბარს და თვალებანთებულ კლიენტებს დავუბრუნდი. ვგრძნობდი მათ მწველ მზერას და ჩვეულად ვაიგნორებდი.
იმ საღამოს სადგომზე, სანამ ჰარის ვუცდიდი, ცას ვუყურებდი მანქნის ცხვირზე ჩამომჯდარი. ერთი ციცქნა ვარსკვლავიც არ ჩანდა წამლად.
_ სად არიან ვარსკვლავები?_ ვიკითხე უაზროდ.
_ ისინი ჯოჯოხეთიდან არ ჩანან ტიმ!_ მიპასუხა მოულოდნელად ჰარიმ. კარი გამოაღო მანქანაში ჩაჯდა და ერთხელაც არ აუხედავს ცისკენ, სამაგიეროდ თვალს არ აშორებდა ქალაქის თავზე აღმართულ განათებულ ჯვარს. მუჭებშეკრული მოღუშული სახით გასცქეროდა ფანჯრიდან მიმქროლავ ხედს და საეჭვოდ დუმდა.
_ ჰარი, არ გაინტერესებს რა სურდა მეთს?_ ვკითხე და თვალი შევავლე მის დაძაბულ პროფილს.
_ ვიცი რასაც გეტყოდა! მეც ვეთანხმები მას! აქიდან წასვლა უნდა ვცადოთ!
_ რატომ? რა მოხდა? თუ კითხვას არასწორად გისვამ?
კითხვის ნიშნებით სავსე მზერით ამომხედა.
_ ჰოო, უფრო სწორი იქნებოდა მეკითხა: რა მოხდება აქ სამ დღეში ისეთი, რომ გაქცევით უნდა ვუშველოთ თავს?_ვკითხე ღიმილით.
_ მოგკლავენ!_ მიპასუხა სრულებით სერიოზულად.















5
ის, რომ ხალხს არ მოვწონვარ, ახალი არაა. ალბათ იმიტომ, რომ ამას თავადაც არ ვცდილობ. დიდი ხანია, რაც ამაზე დარდი შევწყვიტე. ალბათ შინაგანად გრძნობენ, რომ მათ არ ვგავარ. სახალისოც კია მათი თავშეკავებული უარყოფითი ემოციების ყურება. სახალისოა მათი გაღიზიანება ჩემს დაუფარავ ირონიაზე, სახალისოა მათი ვერ დაფარული ინტერესი. შესაძლებელი რომ იყოს, მათ ამითაც არ გავაწვალებდი, მაგრამ ირონია ერთადერთია ალბათ რაც შემომრჩა წარსულიდან... თუმცა ეს იყო მანამდე, სანამ ჰარის გადავეყარე. ჰარი პატარა, ქუჩაში მიტოვებულ, მიუსაფარ კნუტს ჰგავდა. სითბოს და ზრუნვას დანატრული რომ დაეძებს მეგობარს. თან ამავდროს მუდმივად თავისგადარჩენას ჩვეული ავად აჩენს სასაცილო სუსტ კლანჭებს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, სწორედ ეს მიზიდავდა მასში და კიდევ მისი უსასრულო გულწრფელობა. თითქოს თავდაცვის გალავანი არ ჰქონდა იმდენადაც კი, რომ თავი დაეცვა საკუთარივე ემპათიისგან.
რაც უფრო უახლოვდებოდა ჩემი თავისუფლების უჩინარ ზღვარს, მით უფრო მიტანდა მისგან გაქცევის სურვილი, მეშინოდა თითქოს იმის, რომ წასვლას აღარც მოვისურვებდი. და მაინც ახლა ეს სულ ერთი იყო ჩემთვის, მას ვჭირდებოდი! თუნდაც ამ წამს რომ მექცია მისთვის ზურგი! რომ მეთქვა: გადადი ჰარი, უნდა წავიდე! ის სიტყვას არ იტყოდა ჩემს შესაჩერებლად, მაგრამ მის თვალებს ვერასდროს დავივიწყებდი და ვერც იმ იმედგაცრუებას, რასაც ჩემი გაქცევა მას მოუტანდა.
თუმცა აშკარა იყო, მისი სოციუმი მისივე ემოციით იკვებებოდა. თითქოს ჰარი კატალიზატორი იყო და ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი. ბოლომდე არ მესმოდა რა და რატომ ხდებოდა, მაგრამ სწორედ ჩვენი სიახლოვე იყო მიზეზი, რატომაც მე,ან იქნებ მასაც, საფრთხე გვემუქრებოდა.
სახლთან მისული არ ვიყავით, რომ ნაცნობი ჯიპი აგვედევნა. კარგა ხანს გვდია, მერე ჩამოგვრჩა. გულში ვფიქრობდი და გადაწყვეტილი მქონდა, რომ ქალაქს გავცდებოდი და ჰარის ისე გავიყოლებდი თან, მის სახლში არც კი შევივლიდი. როგორც მეთმა მითხრა, სურდა თუ არა მას ეს, მაინც.
_ოზია!_ ჩაილაპარაკა ჰარიმ. სახე გაფითრებოდა და თვალებს ლამის აღარ ახამხამებდა. აშკარა იყო ეშინოდა.
_ ამიხსნი რა ხდება, თუ ვცადო და თავად გამოვიცნო?_ ვკითხე რაც შემეძლო მშვიდად. შემომხედა და ისე დამაკვირდა, თითქოს არასდროს ვენახე მანამდე.
_ არ მინდა გიჟი გეგონო!_ გაეღიმა სუსტად. მას რომ სცოდნოდა, რა ახლოს იყო ჩემთან სიგიჟე, ასე არ იდარდებდა საკუთარ სათქმელზე.
_ მაგიის გჯერა ტიმ?_ მკითხა ლამის ჩურჩულით. თავი დავუქნიე და რომ მივხვდი არ დამიჯერა, დავამატე.
_ მჯერა, და კიდევ იმისაც, რაზეც შენ წარმოდგენა არ გაქვს. _ ნერწყვი გადაყლაპა და თითები ნერვიულად გადაიგრიხა ერთმანეთში.
_ და შავი მაგიის?
_ თავისთავად!_ გამეცინა მე. საოცრად ბავშვური იყო, დაუჯერებლად, იმდენად, რომ არ მჯეროდა საერთოდ თუ არსებობდა. ვუყურებდი და ისევ მიკვირდა, რომ მისი პოვნა შევძელი.
_ მათაც სჯერათ!_ თავი ფანჯრისკენ გააქნია. _ იმდენად სჯერათ, რომ ამას კვლავ გააკეთებენ!
_ რას?_ ვკითხე უკვე სერიოზულად. და მისკენ სანახევროდ შევბრუნდი.
_ ისინი მე...._ უცებ გაჩუმდა და თვალები გაუფართოვდა. _ტიიიმ!
იკივლა შიშისგან შეძრწუნებულმა. წამის მეასედში მოხდა დანარჩენი. ჩემს მანქანას საპირისპირო მხრიდან მომავალი სატვირთო შეასკდა. ინსტიქტურად გადავეფარე ჰარის. მე არაფერი დამიშავდებოდა, მაგრამ მას ვინ იცის? სატვირთო ჩემი მხრიდან დაგვეჯახა, მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა, ვიგრძენი, როგორ გამიარა ფერდში ფანჯრის რაღაც ნამსხვრევმა. მწველი ტკივილი იმ წამს გონის დაკარგვის საშუალებას არ მაძლევდა. ჰარის სახეს ვეძებდი, უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცოცხალი იყო. სისხლმა დაფარა ყველაფერი. თავდაყირა დაკიდული მოჭეჭყილ ჯართში გავიჭედე. ჭრილობა კონცენტრაციის საშუალებას არ მაძლევდა.
_ ჰარი! ჰარი!_ მის გამოფხილებას ვცდილობდი და ვგრძნობდი ადრენალინი სხეულს ტოვებდა. ჩემი ტვინი გადატვირთვას ცდილობდა. თანდათან გონებას ვკარგავდი. დავინახე, როგორ გაიღო კარი, როგორ გადაიყვანეს ჰარი მანქანიდან. ბოლო რაც გავიგონე ოზის ფრაზა იყო:
_ ჯერ კიდევ ცოცხალია, გაუძლებს! ამ ნაბიჭვარს კი ასე არ გაუმართლა! ჩაძაღლებულა!_ მისი საზიზღარი სიცილი სურვილს მიჩენდა ადგილზევე გამეგლიჯა შუაზე, მაგრამ სამწუხაროდ იმ წამს ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა. ყველაფერი წყვდიადში ჩაიძირა....

_ ღმერთო ჩემო ტიმ! გაიღვიძე ბიჭო!_ ნაცნობმა ხმამ გონზე მომიყვანა._ ეს რა ხდება, რა ჯანდაბაა? ღმერთო რამხელა ჭრილობაა?
თვალები გავახილე, მინდორზე ვიწექი ჩემი ამობრუნებული მანქანის გვერდით და დიდი მეთი მადგა თავს.
_ ცოცხალი ხარ! _ გაუხარდა ჩემი გამოფხიზლება. ქურთუკი გაიხადა დაახვია და ფერდზე ნელა დამაჭირა. _ ჯანდაბა, სისხლისგან იცლები მგონი.
აშკარად ღელავდა და ნერვიულობდა.
_ არაფერია!_ ამოვილაპარაკე და ჰაერი ჩავისუნთქე. ახლა მთავარი იყო ის ნამსხვრევი მომეშორებინა.
_ რამხელა შუშა გაქვს! რა გავაკეთო?_ გამალებით ფიქრობდა და გამოსავალს ვერ ნახულობდა._ აქ არავინ დაგვეხმარება! ყველა არაა მომხრე, მაგრამ ყველას ეშინია! დრო კი ცოტა გვაქვს! ძალიან ცოტა მეგობარო!
_ უნდა ამომიღო მეთ! ეგ ნამსხვრევი უნდა ამომაცალო!_ ვუთხარი, რაც შემეძლო მშვიდად. _ ხელი მოკიდე და ამოქაჩე! ნუ გეშინია!
_ მოკვდები ბიჭო! ეგ აკავებს ახლა სისხლს!_ თავი უარის ნიშნად გააქნია.
_ მეთ შემომხედე! მენდე გესმის?_ ვუთხარი და დამაჯერებლობისთვის თავი დავუქნიე.
_ თუ მოკვდები მადლობასაც მეტყვიან!_ გაეცინა ნერვიულად. სისხლიანი ქურთუკი გადააგდო და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა._ კარგი, აბა მზად ხარ?
თავი დავუქნიე. მეთმა ქურთუკი გადახია, ხელის მტევნებზე გადაიხვია და ჩემს სხეულში გარჭობილ მინას ჩაეჭიდა.
_ ერთი.. ორი...
_ მეეთ!_ გამეცინა მის ბავშვურ საქციელზე._ მიდი!
გაეღიმა, ნამსხვრევს თითები მოხვია და ფრთხილად ამოსწია. ვიგრძენი როგორ გაიხრჭიალა შუშამ ნეკნზე. ვიგრძენი კი არა და გავიგონე კიდეც ჩემ შიგნით.
არ მახსოვს რამდენჯერ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში. ჩემი ხანგრძლივი მომაბეზრებელი სიცოცხლის მანძილზე რამდენჯერ დამჭირვებია მსგავსი რამის გაკეთება. ხშირად საკუთარი ხელითაც კი, მაგრამ ეს ერთადერთი გზა იყო ახლაც და მაშინაც, რასაც ჩემი დახმარება შეეძლო...
_ მეთ ახლა რასაც ნახავ, ნუ შეგაშინებს კარგი?_ ვკითხე და წამოვჯექი. გაუკვირდა, აშკარად არ ელოდა ჩემს მსგავს რეაქციას. თავადაც ეტყობოდა მრავალჭირნახული კაცი იყო და ცოტა რამ თუ აოცებდა, მაგრამ როცა ჩემმა ჭრილობამ პირის შეკვრა დაიწყო, უკან დაიხია გაოგნებულმა.
_ ეს რა არის? რა ხდება?_ მკითხა დაბნეულმა. თუმცა სხვებივით, არ წამომხტარა და გაქცეულა. იჯდა და მაკვირდებოდა. უფრო სწორედ იმ ადგილს აკვირდებოდა ჩემს სხეულზე, სადაც წამის წინ უზარმაზარი სისხლმდინარე ჭრილობა მქონდა.
_ რა მოხდა ახლა აქ?_ მკითხა ბოლოს გაოგნებულმა. მომიახლოვდა და ხელი მკრთალ ნაწიბურზე შემახო. რომელიც სულ მალე ასევე გაქრებოდა.
_ მეთ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა მითხარი, რა ჯანდაბა ხდება აქ და სად წაიყვანეს ჰარი?_ ვკითხე და ფეხზე ავდექი. რეგენერაციის უნარი, ეს ერთ_ ერთი უნარი იყო, იმ ნიჭისა, რასაც კაცობრიობა გამუდმებით წყევლად მიიჩნევდა. როგორც კი ჩემს სხეულში მოხვედრილი მსგავსი უცხო სხეული მტოვებდა, იმ წამიდანვე იწყებოდა რეგენერაცია. არა ნაკლებ მტკივნეული, ვიდრე სხეულის მთლიანობის დარღვევის პროცესი, თუმცა დროთა მანძილზე ამ ტკივილს შეგუებულიც კი ვიყავი. ახლა ამაზე დარდისთვის და ფიქრისთვის არ მეცალა. ჰარი უნდა მეპოვნა.
_ ზეგ ჰარის მოკლავენ!_ სახე შეეცვალა მეთს. _ თავიდან შენ იყავი მათი სამიზნე, უმეტესად უცხოებს ირჩევენ. მაგრამ ჩათვალეს, რომ მოკვდი და ოზიმ, როგორც ჩანს, ჰარიზე შურისძიება გადაწყვიტა. აქამდე შინაური თითქმის არასდროს გაუწირიათ!
_ რა ჯანდაბად აკეთებენ მაგას?_ უამრავი სულელური რაღაც მინახავს ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის მანძილზე. ადამიანთა არაერთი უგნური საქციელის მომსწრე ვიყავი, მაგრამ ის აბსუდულობა, რაც ოცდამეერთე საუკუნემ დაბადა არსად არასდროს შემხვედრია. რაც უფრო ვითარდებოდა ცივილიზაცია, მით უფრო უგნური ხდებოდა ადამიანი. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვის გამოც დაბადება ღირდა,მაგრამ მაინც ამ ცარიელმა საუკუნემ ბოლო მომიღო. და სწორედ მაშინ, როცა მეგონა ყველაფერი დასრულდა, მე ჰარი გავიცანი. უბრალო, გულწრფელი, კეთილი, საოცარი ჰარი. და აი ახლა, ამ ბილწ უგონო ამორალურ სიბნელეს მისი სინათლის ჩაქრობა სურდა. ამის წარმოდგენისას ავად გამეღიმა.
_ ისინი მას ემსახურებიან!_ ახსნას ცდილობდა მეთი. _ სჯერათ, რომ ეს საჭიროა! ეს ქალაქი ერთი მთლიანი ჭაობია! და ყველა ლამის ბოლომდე ჰყავს შეჭმული! მხოლოდ ერთეულები დარჩნენ და მათაც იგივე ელით! აი ჩემსავით, ყველაფერი ვიცოდი და არაფერი გავაკეთე! ბოლოს მეც ჩემი უმოქმედობა მომიღებს ბოლოს!
_ რატომ არ ეწინააღმდეგებით?
_ იმიტომ, რომ ვინც ეგ გაბედა, ახლა სამარეშია!_ სახე გვერდზე მოექცა მეთს._ ჰარის მამა უკანასკნელი იყო, ვინც სცადა...
_ მეთ სად ჰყავთ ჰარი?_ თვალებში ჩავხედე, მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ არ მატყუებდა
_ ახლა არ ვიცი ტიმ! არ მენდობიან, მაგრამ ზეგ, იქ მიიყვანენ!_ თითი მთაზე აღმართული ჯვრისკენ გაიწვდინა._ ეს უეჭველად ვიცი! ჰარი ზეგ იქ მოკვდება!
მთას გავხედე. მწვანედ ციმციმებდა რკინის კონსტრუქცია, ხალხთა იმედად და რწმენად აგებული. განთიადი დგებოდა და მთის თავზე ერთ ხაზად წვებოდა ექვსი ციური სხეული.
_ პლანეტების აღლუმი!_ გამეცინა ირონიულად. თავში ზარად რეკავდა მეთის სიტყვები: „ ხვალ იქ ჰარი მოკვდება!“
_ მაგასაც ვნახავთ!

6
იმ დღეს, როცა ჩემი შედარებით შეგუებული ცხოვრება მივატოვე და მუსიკის ფონზე ახლის მოლოდინში გამოვყევი უმისამართო გზას და როგორც თავში აღვნიშნე, ფსკერს აწყვეტილი ღუზასავით მოვაფრიალებდი უკან მოტოვებულ ყელში ამოსულ ყოველდღიურ ბანალურობას, იმ დღეს რომ მცოდნოდა, რას მომიტანდა ჩემი ეგრეთ წოდებული „თავისუფალი გაფრენა“, ალბათ წამსვე უკან მივაბრუნდებოდი ალბათ და კვლავ ჩვეულ რუტინაში ჩავეფლობოდი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, არა ახლა დარწმუნებულიც კი ვარ, რომ რაც მოხდა, ალბათ სწორედ ასეც უნდა მომხდარიყო. მე და ჰარი ერთმანეთს უნდა შევხვედროდით. ჯერ მე ის და შემდეგ მას მე უნდა გადავერჩინე.
არსებობენ ადამიანები, ვინც გარკვეულ დროს გვხვდებიან, კონკრეტულ მომენტში, ისინი, როგორც სამყაროს ელჩები, მოდიან პატარა მისიით, რომ შენ გამოგაფხიზლონ. რომ ბურანიდან გამოგიყვანონ, რომ გაგახსენონ, რაც დროთა მანძილზე დაგავიწყდა, მაგალითად ის თუ ვინ ხარ შენ სინამდვილეში.
ტბის პირას ვიდექი ნანგრევების წინ და ხელისგულზე გადაშლილ ჰორიზონტს გავცქეროდი. კარგად ვხვდებოდი იმ ღამეს საკუთარ გადავიწყებულ მეს პირისპირ შევხვდებოდი და თვალს გავუსწორებდი იმას, რაც ასე მძაგდა ჩემში_ ჩემს ბნელ ნახევარს. იმას, ვისაც საკუთარ თავში ტუსაღივით ვაცხოვრებდი, ვახშობდი, ვდევნიდი და მორჩილებას ვაიძულებდი. მაინც რა უცნაურადაა მოწყობილი ეს სამყარო?! მე სრულყოფილი ვიყავი ადამიანების სამყაროში, სრულყოფილი იყო ჩემი სხეული, უნარები, ძალა, გონება და მაინც მე მერქვა მონსტრი, ხოლო მათ, იმ ერთმანეთის მოძულე უგნურ ჭიანჭველებს ღმერთის სახედ და ხატად შექმნილი არსებები. თუმცა ვინ იცის? იქნებ თუ ერთი მათგანი მაინც ღირდა თავგანწირვად, ეს ყველაფერს ცვლიდა? აი იმ წამს მე მზად ვიყავი ფერფლად მექცია მათი სამყარო, მხოლოდ ჰარი დარჩენილიყო და სხვა არ მადარდებდა. რა იყო ეს? ჩემი ემპათიას მოკლებული მონსტრის ნახევარი? თუ სწორედაც ადამიანური წმინდა წყლის ეგოიზმი? რომელი მეტი იყო ჩემში, მონსტრი თუ ადამიანი?!

რაც უფრო ბინდდებოდა და მუქდებოდა ცა ქალაქის თავზე, მით უფრო მკვეთრად ელავდნენ შორეული კოსმოსის სტუმრები. როგორც ქალაქის განათებები ერთი მეორეს მიყოლებით ენთებოდნენ ცაზე ვარსკვლავები. და მათ შორის ექვსი მკვეთრი წერტილი. არა, მაინც საიდან მოუვიდათ თავში ადამიანებს, რომ ეს შემთხვევითი კანონზომიერება, რასაც „პლანეტების მარში“ დაარქვეს, რაღაც სარიტუალო საათად მიეჩნიათ? რამდენად უგნური უნდა იყო, რომ ამ სრულებით განმეორებით მოვლენას უდანაშაულო ადამიანი შესწირო? და მერე ესენი იტყვიან, რომ გაიზარდნენ, დაეჭვიანდნენ და განვითარდნენ! რომ ცივილიზაცია შექმნეს! რომ რამედ ღირრან და სამყარომ მათ გარშემო უნდა იტრიალოს!
_ დროა!_ გამომაფხიზლა ფიქრებისგან მეთმა. _ ხედავ იმ სინათლეებს? გორაკის ფერზე მოციმციმე შუქები დამანახა. ჯაჭვივით რომ მიუყვებოდა მწვანედ განათებული ჯვრისკენ მთას.
_ უკვე თავს იყრიან, სეირის მაყურებლები!_ ამოიოხრა და მანქანაში ჩაჯდა._ თუმცა ეს ცუდი არაა, შეუმჩნევლად შევძლებთ მიახლოებას!
_ ჰარი უკვე იქაა?_ ვკითხე დასაზუსტებლად. ახლა შეცდომების დაშვების დრო არ იყო.
_ კი, იქაა! ზუსტად იქ!_ თავი მთის წვერისკენ გაიქნია. შემდეგ უკანა სავარძლიდან ძველებური კარაბინი გადმოიღო._ ვფიქრობ დღეს ამის გამოყენება მომიწევს.
მეთს შევხედე და გამეღიმა. მთას ჰგავდა და ბავშვივით გულუბრყვილო იყო. რადგან დღეს სწორედ ის დღე იყო, როცა მას იარაღი არ დასჭირდებოდა. მიყურებდა და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ ეს მე ვიყავი მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი იარაღი...
გორაკის მოშიშვლებული ფერდი სავსე იყო ხალხით. მათი მხიარული სახეები ეჭვს შეატანინებდა ადამიანს, რომ ცოტა ხნის შემდეგ იქ ყველაზე საზარელი ამბავი უნდა მომხდარიყო. თითქოს საკვირაო ბაზრობაზე იყვნენ გასართობად მოსული. იქვე პიკაპებსა და პატარა ფურგონებში გამაგრილებელი სასმელი, ნაყინი, ფერადი ბუშტები, ქარის ბზრიალები იყიდებოდა. სადღესასწაულოდ მორთული ბავშვები და მათი ბედნიერად პირმცინარი მშობლები მშიერი თვალებით მიიწევდნენ მანათობელი ჯვრისკენ. სახეზე კეპკა ჩამოვიფხატე და მეთს ავედევნე. ყურადღებას არავინ მაქცევდა, ყველა იმდენად იყო აჟიტირებული მოსალოდნელი სანახაობით. დასაბამიდან დღემდე ასე იყო, ადამიანებს სისხლის მოლოდინი აერთიანებდათ მუდამ. ეს ხდებოდა როგორც ომების დროს, ისე მშვიდობის ჟამს. სისხლი, ეს მაგიური სითხე! გამაჟრჟოლა მისი წარმოდგენისას.
_ შეხედე სცენა მოუწყვიათ!_ ჩურჩულით დაიხარა მეთი. ქურთუკს მიღმა მალავდა საკუთარ იარაღს. ხელები გასთეთრებოდა. ალბათ მისთვის რთული იყო საკუთარი თავის იძულება, რომ თუნდაც ჰარის გამო იარაღი იმ ხალხზე აღემართა, ვის ნაწილადაც საკუთარ თავს მიიჩნევდა. თუმცა იყო მეთში სინათლის მბჟუტავი მარცვალი, სახელად სინდისი, და ის აიძულებდა ასე ემოქმედა.
_ იწყება!_ ხმა ჩაეხრინწა მეთს. მის მზერას თვალი გავაყოლე და ჰარი დავინახე. ოზის და მის რომელიღაც ამფსონს ეჭირათ. მხრებში აქეთ იქედან ისე ამოსდგომოდნენ, თითქოს დაცემისგან იმაგრებდნენ. ნიავი უწეწავდა გაშლილ თმას. ცისფერი კაბა ეცვა თავის საყვარელ ყელმოჩაჩულ შავ ბათინკებზე და სიცივისგან თუ ნერვიულობისგან აკანკალებდა. უმანკო გაოცებულ თვალებს ბრბოზე დააცეცებდა და ხალხში არარსებულ იმედს ეძებდა. იმედს თუ არა თანაგრძნობას მაინც, ერთ ნამცეც გულმოწყალებას, რაღაცას ადამიანურს და ვერაფერს პოულობდა. გაფითრებული ტუჩები უთრთოდა, თითქოს რაღაცას ჩურჩულებდა, მაგრამ ბრბოს ჟრიამულში მისი ჩურჩული ისე იკარგებოდა, როგორც ქარიშხალში მუსიკის პაწაწუნა ნოტი.
სცენის ცენტრში მიიყვანეს და გადებულ ხარიხაზე სახრჩობელას თოკივით დაკიდულ მსხვილ ყულფში გააყოფინეს გამხდარი მაჯები. წინააღმდეგობას არ უწევდა. ან უკვე აღარ უწევდა. დავინახე როგორ ჩახედა თვალებში ოზიმ. როგორ გაუღიმა ირონიულად და ზურგი აქცია. მისი პირადი შურისძიება! პატარა კაცუნას პატარა გამარჯვება იკითხებოდა .ის თვალებში. ისე აქცია ზურგი, თითქოს არავინ და არაფერი იყო. თვალები დახუჭა ჰარიმ. სცადა ცრემლები დაეჭირა, რომ არ ეტირა. იცოდა ყველაფერი მალე დამთავრდებოდა და არ სურდა ვინმეს გამტყდარი ენახა. ეს ერთი პატარა გოგო,სუსტი სხეულით და ლამის გაუბედავი, მთელ ქალაქად ღირდა.
_ ჩვენ დღეს აქ შევკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ, ჩვენს დიად მბრძანებელს..._ ისეთი ყალბი პათეტიკურობით დაიწყო გამოსვლა ოზიმ, როგორც ეს ფარისეველ პოლიტიკოსებს სჩვეოდათ ხოლმე, მაგრამ ხალხი გაიტრუნა. თვალებში აესახათ ბილწი ლიქნა და ხარბი სისხლის წყურვილი. ნეტავ რომელი უფრო საძაგელი იყო? ეს ხალხად წოდებული ბნელი მასა, თუ თავად ის დემონი, ვისაც ქალაქის ერთადერთ სინათლეს სწირავდნენ? კიდევ რაღაცას ბოდიალობდა როლში შეჭრილი ოზი. თანდათან ხმა და რიხი ემატებოდა. რაღაცას ითხოვდა ჰარის სინათლის სანაცვლოდ. რაღაცას პირდებოდა და მდორედ ღმუოდა ტრანსში შესული ბრბო. უეცრად თავი ასწია ჰარიმ და პირდაპირ თვალებში შემომხედა. წამდი აენთო მზერა, გაეღიმა. შემდეგ გაახსენდა სადაც იყო და შეკრთა. თავი გააქნია უარის ნიშნად. თითქოს წადიო მანიშნებდა. სევდიანად გამეღიმა, ის ჩემზე ფიქრობდა და ეშინოდა ჩემს გამო... მორჩა, საკმარისი იყო რაც ვნახე. ჰაერი ჩავისუნთქე და ხალხს შორის გავძვერი. მეთი უკან მომყვა. ხელი ქურთუკის კალთაში შეიყო. აშკარა იყო კარაბინს ეფერებოდა თითებით. მეთი უეჭველად ფიქრობდა, რომ იმ ღამის შემდეგ განთიადს ვეღარ იხილავდა...
ხის ფიცარნაგზე თავისუფლად ავხტი და ჩემი გამოჩენით დაბნეულ ოზის მხიარულად გავუღიმე.
_ საღამო მშვიდობისა მეგობარო!_ რაც შემეძლო მშვიდად მივესალმე. უკან დაიხია და პირი დააღო გაოგნებულმა.
_ შენ?_ პატარა ბავშვივით გამოიშვირა ჩემკენ ხელი._ შეენ? გაიმეორა არეული ხმით.
_ ხოო მეე!_ ჩავუკარი თვალი მხიარულად.
_ შენ ხომ მოკვდი?
_ რა ვიცი?_ ავიჩეჩე მხრები_ ვგავარ მკვდარს? თუმცა არ გეკამათები, ცოცხალიც არ მქვია!
ნელა მივუახლოვდი. აშკარად ახსოვდა, რომ ჩემზე ლამის ერთი თავით მაღალი იყო, ახლა კი, როცა დაბლიდან ამომყურებდა დამფრთხალი, მის აზრებს ნათლად ვკითხულობდი. უკვირდა, რატომ ვჩანდი მასზე მაღალი.
_ იქნებ ამიხსნათ რას აკეთებთ?_ ვკითხე ავად. ვგრძნობდი ჩემი ბნელი ნახევარი სინათლეზე გამოდიოდა და ხელს აღარ ვუშლიდი. მათ ის უნდა ენახათ, უნდა ენახათ რას ნიშნავს რეალური დემონი, რათა მიმხვდარიყვნენ რომ აღარ არსებობდა მათთვის ხსნა. და ამ გონის წამღებ უიმედობას დამორჩილებოდნენ.
_ ჩვენ მას... _თვალებში მიყურებდა და ხვდებოდა, რომ იმ წამს სწორედ მე ვიყავი ალფაც და ომეგაც,დასაბამიც და დასაწყისიც. _ჩვენ შენ...
_ ჰოოო ახლა მართალი ხარ!_ ვუთხარი და საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი_ მაგრამ მითხარი, ვინ გითხრა რომ მე ეს მჭირდება?! ხელი ყელში წავუჭირე და მაღლა ავწიე უწონო წიწილასავით. გაყინული და შეძრწუნებული ბრბოსკენ შევბრუნდი_ ვინ გითხრათ, რომ მე ეს მჭირდება? ვიკითხე ხმადაბლა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ყველა ამოსუნთქვა ესმოდათ.
_ უკან დაიხიეთ!_ მომესმა მეთის ხმა და მისკენ გავიხედე. ახლა მართლა გამეცნა. გულიანად ავხარხარდი. ოზის ამფსონები უკნიდან ისე მეპარებოდნენ, თითქოს უპატრონო ცოფიან ძაღლს უპირებდნენ შეპყრობას. მეთი კი თავისი კარაბინით მიცავდა.
_ ანუ ასე არა?_ კმაყოფილი ღიმილით გადავხარე თავი და მხრები შევათამაშე._ შენ მას მიხედე. ვუთხარი მეთს და ჰარიზე მივუთითე._ აქაურობას გაარიდე. მეთმა წამით იყოყმანა. მეტე ჰარი ჩამოხსნა ძელიდან და ლამის იძულებით გაარიდა სცენას.
როცა ისინი საკმარის მანძილზე გამშორდნენ, მე „ის“ გავათავისუფლე ჩემი სხეულის და გონების საკნიდან. ოზის ხელის გაქნევით გავაწყვიტე სრულებით უმაქნისი თავი და პირდაპირ ბრბოში მოვიქნიე მისი ჯერაც მფეთქავი სხეული.
_ შოუ იწყება, ვინც დამალული არ არის ჩემი ბრალი არ არის! _ გაიღიმა მან ჩემში და მე მას სრული თავისუფლება მივეცი....
როცა ცას დილის სინათლე შეეპარა იმ ადგილას, სადაც რამდენიმე საათის წინ ქალაქი ცხოვრობდა ჩემი ჩათვლით მხოლოდ სამი ცოცხალი არსებაღა იყო დარჩენილი.
_ ასე ხდება, როცა არასწორ კერპს ეთაყვანები!_ ფიცარნაგზე ჩამომჯდარი მეთი მუხლზე ჩამოდებულ ხელს ეყრდნობოდა და ცარიელი თვალებით ცარიელ ქალაქს უყურებდა. _ ასე გამოიყურება ალბათ ქალაქი მოჩვენება! სავარაუდოდ აქ დასრულდა ჩემი ბარის ბიზნესიც!
_ შავი იუმორი არ გიხდება მეთ!_ ფიცარნაგს მივეყუდე და საკუთარ ხელებს დავაკვირდი. უცნაურად გრძელი და წვრილი თითები ერთი შეხედვით მხოლოდ გიტარის დასაკრავად რომ გამოდგებოდნენ, სრულებით საზარელ რაღაცას აკეთებდნენ წამის წინ და ეს ახლა რომც მომეყოლა ვინმესთვის, არაფრით დაიჯერებდა. ასეა, ადამიანებს ურჩევნიათ ბოროტი ზღაპრების არ სჯეროდეთ!
_ ჰარი ჩემს მანქანაშია! აქ ვერ დარჩება, უნდა წაიყვანო! აქ არ არის მისი ადგილი!_ მითხრა მოულოდნელად მეთმა.
_ მას სურს ეს?_ ვკითხე და მოლოდინით შევხედე. ჰარისთან შეხვედრის მეშინოდა. მეშინოდა, რომ ისე შემომხედავდა, როგორც ვიმსახურებდი.
_ შენ რა გეშინია მისი?_ გაეცინა მეთს.
_ მე მის თვალებში საკუთარი თავის დანახვის მეშინია მეთ!
_ შენ რას აპირებ?_ ვკითხე დამშვიდობებისას.
_ პასუხისმგებლობის აღებას!_ აიჩეჩა მან მხრები. ეს მისი არჩევანი იყო...
რაც უფრო შორდებოდა მანქანა იმ ადგილს, რაც უფრო პატარავდებოდა გორაზე აგებული მკრთალად მოციმციმე ჯვარი, მით უფრო მშვიდად სუნთქავდა ჰარი. გვერდითა სარკეში თვალს არ აშორებდა იმას, რასაც უკან ტოვებდა და კვლავინდებურად დუმდა. ცაზე მიყოლებით ქრებოდნენ ყველაფრის მოწმე პლანეტები...
_ ჰარი!_ დავუძახე ფიქრებში გართულს. შემომხედა და სუსტად გამიღიმა._ ჰარი რას ფიქრობ ჩემზე?
_ მიხარია, რომ მოხვედი!_ არ ვიც,ი სხვა რა უნდა ეთქვა, რომ ასე გამხარებოდა.
_ სად გინდა წავლა ჰარი?
_ საით მიდის ეს გზა?
_ ცხრა ცას იქით!_ გამეცინა მხიარულად.
_ ოღონდ ჯერ ერთი პირობით!_ სასაცილოდ აბზიკა საჩვენებელი თითი.
_ ჯერ მითხარი რა გსურს, მერე ვიფიქრებ, დაგპირდე თუ არა!_ იცოდა არ მიყვარდა პირობები, მაგრამ თავისას არ იშლიდა.
_ გიტარის დაკვრას მასწავლი!_ ეშმაკურად გახედა უკანა სავარძლის მგზავრს, დიდ შავ ელექტრო გიტარას. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
_ ჰოდა, იყოს ცხრა ცას იქით! აქ მაინც არ არის ჩვენი ადგილი.....

ჰოდა, რომ მცოდნოდა, რას მომიტანდა ჩემი უცნაური „თავისუფალი გაფრენა“, მე აუცილებლად გავაკეთებდი იგივეს.....


დასასრული


ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent