სამი ღამე (სრულად)
სამი ღამე ყველაზე მეტად ის გადავიწყებული მოგონებები მტანჯავდა, რაც სინამდვილეში სულაც არ იყო გადავიწყებული. და ყოველ ჯერზე, როცა სხვა ქალის სხეულს ვეფერებოდი სინამდვილეში სწორედ მასთან გატარებულ ღამეებს ვიხსენებდი. თუმცა ღამეები ალბათ ოდნავ ხმამაღალი ნათქვამი იყო. რადგან გასახსენებლად მხოლოდ სამი ღამე მქონდა. პირველი ღამე, როდესაც ის გავიცანი. ეს არ იყო ის გაცნობა თქვენ რომ წარმოიდგენთ, არც სადმე ლამაზად აყვავებულ ბაღში ფერადი ჰაეროვანი სარაფნით მინახავს. არც კლუბში ბართან მდგარი მოტმასნილი გამომწვევი კაბით და ჭიქა ტეკილით. არც ზღვაზე გამჭვირვალე მოსაცმელს მიღმა დამწვარი კანის ნათებით. არც მეტი არც ნაკლები ის ვირტუალურ სივრცეში გავიცანი, არეული ფიქრებით და ზეცისოდენა დარდებით. არ ვიცოდი მისი სახე, მისი ხმა, მისი ღიმილი, მხოლოდ მისი სული მედო ხელისგულზე მისმიერვე მოყოლილ ამბებში მიჩქმალული. როგორც ოკეანის ფსკერზე გაფანტული მარგალიტები ისე ამოვკრიბე მის მიერ მოგონილი ზღაპრებიდან მისი სინამდვილე, მძივად ავაწყვე და მაჯაზე ჩამოვიცვი. უცნაური გოგო იყო, ისეთი კაპრიზული, შარიანი, ფრთხილი და მშიშარა, რომ მარტივად ჩანდა, როგორც წესი სიმშვიდისთვის არ იყო შექმნილი. მაგრამ მე ხომ სიმშვიდეს არ ვეძებდი. ჰოო! ვაკვირდებოდი მის თავისუფალ ქროლვას პოსტიდან პოსტზე, ადამიანიდან ადამიანზე, კომენტარიდან კომენტარზე და მივხვდი, ის მაღალ და მჭიდროდ ნაგებ გალავანს მიღმა სრულებით უწყინარი, ფაქიზი და ადვილად მსხვრევადი იყო. ამიტომ მაშინვე გავიფიქრე, რომ საკუთარი თავისგან უნდა დამეცვა. ეს ცხადად მივხვდი, მაგრამ მაინც ვინატრე. ამიტომ გამოვიწვიე და როცა თავად მომწერა, ჰოოო, როცა მომწერა, მთელი ღამე მასთან ერთად გავათენე... და დიდი ხნის შემდეგ, ეს იყო პირველი ღამე, როცა ის მეტი იყო, ვიდრე ყველა ჩემი ფიქრი ერთად აღებული..... მეორე ღამე, მისი პოვნა დროის ამბავი იყო. დროის და მონდომების. იქნებ კიდევ ცოტა მეტის, ვინ იცის?! თუმცა ამად ღირდა. სახლიდან გამოვიდა მძიმე მაკიაჟით, გამომწვევი კაბით და წინასწარ განწყობის შემქმნელი მიამიტი სიცილით. მეგობართან ერთად წავიდა გასართობად. უკან გავყევი. ვხედავდი როგორი მონდომებით ცდილობდა უდარდელი, გამომწვევი და თავქარიანი ქალივით ცეკვას. ვხედავდი როგორი სასურველი იყო მისი მოუქნელი მოძრაობები მასზე თვალგაშტერებული კაცებისთვის. ვუყურებდი როგორ გადაავიწყდა თავდაპირველი მიზანი გამოეწვია ვინმე და როგორ წაიღო მუსიკის მოტანილმა ექსტაზმა. ცეკვავდა თვალდახუჭული, რიტმს აყოლილი, გაბრუებული. მივუახლოვდი და წელზე შევახე ხელები. თვალების გაუხელლად ამეკრა სხეულზე. არ ადარდებდა ვინ ეხებოდა. სულერთი იყო. მხოლოდ დასაყრდენი სჭირდებოდა, მხოლოდ ემოციის გაასმაგება. ვგრძნობდი მის სხეულს, მის სურნელს, მის კანს, მის ფეთქვას და ეს მეტი იყო, ვიდრე იქამდე განცდილი ყველა სხვა ქალის სურვილი ერთად აღებული..... მესამე ღამე, შეხვედრაზე დამთანხმდა. მან არ იცოდა, რომ უკვე ვცნობდი. ამიტომ ნერვიულობდა. დარდობდა, რომ იმედს გამიცრუებდა. რომ არ მომეწონებოდა. რომ დავინახავდი და ისე წავიდოდი არაფერს ავუხსნიდი. სულელი, სულელი გოგო. იმ ღამეს ის ჩემთან დარჩა. თუმცა ახლაც არ ვიცი ეს როგორ გაბედა ასეთმა მშიშარამ. ახლაც არ ვიცი რატომ და რის გამო მენდო. მიყურებდა სურვილით სავსე მწვანე დაბინდული თვალებით, კოცნისგან დაღლილი ოდნავ დაბერილი ქვედა ტუჩით, ალერსისგან აშლილი ურჩი თმით, აჩაჩული კაბით და ვერაფრით ბედავდა გახდას. ჯერ ერთ მხარზე გადავუწიე სამხრე, გამაჟრჟოლა მისი ულიფო ძუძუს დანახვისას, მეორე სამხრეც გადავუწიე და თითი ჩამოვისვი მუქ შინდისფერ კერტზე. გააკანკალა. სამხრეს ხელი გავუშვი და სწრაფად ჩასრიალდა კაბა. სურვილი არ ერქვა ამას. ამას ომი ერქვა, ატომური აფეთქება, უკონტროლო სიგიჟე და მისი უმწეობით და მორჩილებით გამოწვეული ურცხვი აგრესია. ხელები წელზე მოვხვიე და მაგიდის კიდეზე დავსვი. მინდოდა მისი სხეული გადაშლილი წიგნივით წამეკითხა. მისი ყველა ხალი, იარა, ჩაღმავება ტუჩებით მეგრძნო და უსასრულოდ მესმინა მორცხვი გაუბედავი კვნესა. ტუჩებით დავწვდი ძუძუს თავს, კბილები მოვუჭირე, თითებში მოვიქციე და მეორე ხელით უმწეოდ აფართხალებული მკლავები დავუჭირე. ვიცოდი ვუნდოდი. მაგრამ სიშიშვლის სრცხვენოდა. შეხების და კოცნის სრცხვენოდა. მაგრად აჭერდა ქუთუთოებს ერთმანეთს და კვნესის დახშობას ცდილობდა. მანამდე ვეფერებოდი მის მკერდს სანამ არ მოდუნდა, სანამ არ მომეჩვია, სანამ არ მოეშვა. ქამარი შევიხსენი და მას არც გაუგია, მოხრილი ფეხებით მაგიდის კიდეს ეყრდნობოდა. ნელა ჩავაცურე ხელი მის ფეხებს შორის და გრძელ ლამაზ ყელში ვაკოცე ხანგრძლივი მტკივნეული კოცნით. ვერ გაიაზრა რომ უკვე მზად ვიყავი მის დასაუფლებლად და როცა ტკივილი იგრძნო გაოცებით გაახილა ჭაობისფერი თვალები. ძლიერად ავიკარი სხეულზე. ხმადაბალი კივილი კოცნით დავუხშე და ოდნავი გაბრძოლება ჩემი სხეულის მოძრაობის რიტმს ავუყოლე... იმ ღამეს ის ჩემი იყო, ბოლომდე, სულებით..... დიდი ხნის შემდეგ პირველად მეძინა მშვიდად. უსიზმროდ, უშფოთველად და მისი წასვლა არ გამიგია. როცა გათენდა ის აღარ იყო. მაგრამ მისი სურნელი ავსებდა ოთახს, სახლს, ჩემს არსებას. ის მეტი იყო, ვიდრე მე. ის იყო ყველაფერი და მე შემეშინდა მისი დაკარგვის. შემეშინდა მისი უარის, მისი გაქცევის, მისი შეცვლის და იმისიც შემეშინდა, რომ არაფერია ამ ქვეყნად უცვლელი და სტაბილური. რომ ყველა დასაწყისს გარდაუვლად მოყვება დასასრული. რომ ისედაც ნანგრევები ვეღარ გადავიტანდი უმისობას. ამიტომ, მანამ გავუშვი, სანამ თავად მოისურვებდა ამას და დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან უეჭველად მოისურვებდა, რადგან მე ხომ საკუთარ თავს ასე კარგად ვიცნობ? მე ხომ საკუთარ დემონებთან ვმეგობრობ. ჰოო, მე ხომ თავად ვარ დემონი! და ახლაც, გზის დასაწყისში, მე ისევ ის მოგონებები მტანჯავს, რასაც სამყაროს უცნაური ირონიით გადავიწყება არ უწერიათ..... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


