შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


17-12-2017, 17:24
ავტორი joxadze
ნანახია 1 677

იქნებ, იმ ღამეს ზღაპარში თოვდა,
ჩვენ რომ გვათოვდა გრძნობების ბარდნით...
მე კი, გეძახდი ჩემს გულის ქროლვას
და შენ სუნთქავდი დეკემბრის კრძალვით.

იქნებ, იმ ღამეს ჩვენში რაც მოხდა...
სულაც არ იყო არც ერთი წამით,
მაგრამ ხომ მწერდი?.. გულის ხმით, ჰო და
მეც ხომ ვიწვოდი განცდების ალით.

იქნებ, იმ ღამეს ნატვრამაც კოცნა
ჩვენივე სუნთქვა სიცხადის მალვით,
თუმცა ამას ხომ არა აქვს პოვნა,
რაიმე ახსნა... თუგინდაც წამით,

არც ერთი სიტყვით, არც ერთი ბგერით,
რადგან ეს გული გაიღო კარით
და სიყვარულმა, დრო არ სცნო - თმენით...
სულით - კვლავ რომ ვგრძნობთ და არა ტანით.

იქნებ, ახალ წელს არ ახლდეს თოვა...
იქნებ, გრძნობები გადადნენ ხვალით...
არა - ვარდისფრად თოვლი კვლავ მოვა!
და ზღვას გავცურავთ ამ ფერი ნავით.



№1  offline მოდერი bla.ell

რა მაგარია იციიიიიი,მუსიკის ფონზე მომეწონაააააა heart_eyesანუ უმუსიკოთაც მაგარია ბრავოოო❤❤

 


№2  offline წევრი joxadze

bla.ell
რა მაგარია იციიიიიი,მუსიკის ფონზე მომეწონაააააა heart_eyesანუ უმუსიკოთაც მაგარია ბრავოოო❤❤

ძალიან დიდი მადლობა <3
--------------------
ნ.ჯოხაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent