პირობითი სიყვარული (თავი 6)
სტუდიიდან გამოსულებს აწ უკვე თებერვლის ღამის სუსხი მოხვდათ სახეში. ნინა მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა, მარგალიტისფერი ატლასის კაბა ფეხებში ებლანდებოდა და ბრაზი შიგნიდან სწვამდა. "ის ტიპი,"- მანქანაში დასადგურებული სიჩუმე ბათუს ჩახლეჩილმა ხმამ დაარღვია. თითქოს სასხვათაშორისოდამბობდა, მაგრამ საჭეს ხელებს ისე უჭერდა, თითქოს მისი დამტვრევა უნდაო. -"ზედმეტად ბევრის უფლებას აძლევდა თავს"- ნინას თავი არც კი მიუბრუნებია. მზერა ისევ გარეთ მოციმციმე ქუჩის ლამპიონებზე ჰქონდა გაშტერებული. "თავის საქმეს აკეთებდა"- მოკლედ და ცივად მიუგო მან. -"შენ კიდევ ისეთი სცენა მოაწყვე, თითქოს მართლა გადარდებდეს, ვინ შემეხება და ვინ არა" “არ მიყვარს, როცა ჩემს კუთვნილებაზე სხვები ხელებს აფათურებენ"- ბიჭს ხმაში სიმკაცრე გაერია, სიჩქარეს მოუმატა და მანქანა მკვეთრად შეუხვია მოსახვევში. "კუთვნილება..."- ნინამ სიმწრით ჩაიღიმა. -"არც კი ვიცი, რატომ ველოდი სხვა სიტყვას. იცი როგორ მძულხარ? შენს დანახვაზეც კი გული მერევა"- ბათუს აღარაფერი უპასუხია. სახლში შესულებს სიცარიელე დახვდათ. ნინამ ფეხსაცმელები იქვე მიყარა. თავი ისე უსკდებოდა, თითქოს საფეთქლებში ათასობით ნემსს არჭობდნენ. მთელი დღის დაძაბულობა, ყვირილი, ის იძულებითი ღიმილი კამერების წინ - ახლა ყველაფერმა ერთიანად ამოხეთქა. შავტუხა პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემართა. კაბის გრძელი კალთა იატაკზე შრიალებდა, რაც ამ მკვდარ სიჩუმეში კიდევ უფრო გამაღიზიანებლად ისმოდა. შუქი აანთო და კარადების გამოღება დაიწყო. ერთი, მეორე, მესამე... თითები უთრთოდა. ამ უცხო სივრცეში ვერაფერს პოულობდა. წყალი დაისხა და ისევ დაიწყო კარადებში ქექვა, ახლა უფრო ნერვიულად. ყველაფერს უხეშად ეხებოდა, თითქოს ამით ბრაზს მათზე ანთხევდა. ბათუ სამზარეულოს ზღურბლთან, სახელოებ აკეცილი და ხელებგადაჯვარედინებული იდგა. ის გაუნძრევლად აკვირდებოდა გოგონას ქაოტურ მოძრაობებს. "რას ეძებ?"- ნინა მისკენ შემობრუნდა. შუბლზე ხელი ჰქონდა მიჭერილი, თითქოს ტკივილის შეკავებას ცდილობდა. "გამაყუჩებელს"- ამოთქვა მან ჩუმად ბათუმ რამდენიმე წამით უყურა, შემდეგ კი უსიტყვოდ მივიდა ერთ-ერთ უჯრასთან. იქიდან პატარა თეთრი კოლოფი ამოიღო, კოლოფიდან ერთი აბი და მარმარილოს ცივ ზედაპირზე დაუდო. ნინამ წამალი დალია. იქვე, მაგიდას მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ბათუ არ გასულა. იდგა და უყურებდა მას, მარგალიტისფერ კაბაში გამოწყობილს, რომელიც ამ სამზარეულოს ინტერიერში ისე უცხოდ ჩანდა, როგორც თავად ნინა ამ სახლში. "მადლობა"- თქვა ნინამ ისე, რომ თვალები არ გაუხელია. "ზემოთ ადი და დაწექი"- უპასუხა ბათუმ ისევ ისეთივე მედიდური ტონით, ზურგი შეაქცია და მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო. ნინა მძიმე ნაბიჯებით ავიდა მეორე სართულზე. ოთახში შესულს მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული, ლამპის მკრთალი შუქი დახვდა, რომელიც კედლებზე გრძელ, უსიცოცხლო ჩრდილებს ჰფენდა. ტელეფონს ჩახედა, სადაც ელენესგან რამდენიმე შეტყობინება დახვდა, ეკითხებოდა, როგორ ჩაიარა დღემ. ნინამ მიწერა: „ცოცხალი ვარ. ხვალ შევხვდეთ", და ტელეფონი გვერდზე გადადო. სანამ საბოლოოდ გაიხდიდა და მეორედ აღარასდროს შეხედავდა კაბას, საკუთარ ანარეკლს თვალი გაუსწორა. უცებ, სახეზე უცნაური, სარკაზმით სავსე ღიმილი გადაეფინა. თმის სამაგრები სათითაოდ მოიშორა, თითქოს ეკლებს იძრობდაო, და ხვეული თმა მხრებზე მძიმედ ჩამოეშალა. შემდეგ ხელები ზურგსუკან წაიღო. კაბას ელვა მთელ სიგრძეზე ჰქონდა. შუამდე ჩამოწია, მაგრამ უცებ შესაკრავი გაიჭედა. ნინამ ძალა დაატანა, რამდენჯერმეც გაქაჩა, მაგრამ ელვა ადგილიდან არ იძვროდა. პირიქით, ქსოვილი ყელთან უფრო მოეჭირა, თითქოს ვიღაცის ხელები ყოფილიყოო. კანმა ქავილი დაუწყო, სხეული დაეძაბა. აქამდე შეკავებულმა ემოციებმა ერთიანად ამოხეთქეს. ლოყაზე ჩამოგორებულ პირველ ცრემლს დაუცველობის ისეთი ტალღა მოჰყვა, რომ ფეხებში ძალა გამოეცალა. ნინა სააბაზანოს კართან, იატაკზე ჩაიკეცა. ტიროდა ხმამაღლა, პატარა ბავშვივით. ამწამს ყველაზე უბედური ეგონა საკუთარი თავი. სწორედ ამ დროს დერეფანში ნაბიჯების ხმა გაისმა. ბათუ თავის ოთახში მიდიოდა, მაგრამ ნინას ოთახთან, რომლის კარიც ოდნავ ღია დარჩენოდა, შედგა. ბიჭმა კარი ფრთხილად შეაღო და დაინახა იატაკზე მოხრილი გოგო. ის სწრაფად მივიდა მასთან. საერთოდ აღარ ფიქრობდა იმაზე, რომ ნინა შეიძლება აყვირებულიყო და ოთახიდან გაეგდო. "გთხოვ... დამეხმარე..."- ძლივძლივობით ამოთქვა ნინამ. -"ვეღარ ვსუნთქავ, ბათუ..." - ბიჭი მუხლებზე დაეშვა მის უკან. დაინახა, რომ შესაკრავი ნაზ ქსოვილში იყო გაჭედილი. მისი თითები ნინას შიშველ, ცხელ კანს შეეხო. გოგონას სხეულზე უნებურად დაუარა ჟრუანტელმა. ის გასაოცარი სიფრთხილით ცდილობდა ელვის გათავისუფლებას. რამდენჯერმე ნელა ასწია და ჩამოსწია, სანამ შესაკრავი არ დაემორჩილა და ბოლომდე არ დაეშვა. კაბა ნინას მხრებიდან ჩაცურდა, რამაც მას საშუალება მისცა, საბოლოოდ ღრმად ამოესუნთქა, თუმცა ტირილი არ შეუწყვიტავს. ნინა ისევ ქვითინებდა, სახე ხელებში ჰქონდა ჩარგული. წამიერად მადლიერებაც იგრძნო სტუდიაში მყოფი დამხმარე გოგოების, კაბის შიგნიდან ჩასაცმელი მაისური, რომ მისცეს. ბათუ არ წამომდგარა. ის იატაკზე დაჯდა, საწოლის კიდეს მიეყრდნო და ნინა მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ. გოგონამ წინააღმდეგობა არ გაუწია, პირიქით, თითქოს ამას ელოდაო, თავი მის მკერდზე ჩამოსდო და პერანგს ჩააფრინდა. ბათუმ ერთი ხელი ზურგზე მოჰხვია, მეორეთი კი თმაზე ეფერებოდა. "მშვიდად... აქ ვარ"- ჩურჩულებდა ის ნინას ყურთან. მის ხმაში სითბო და მზრუნველობა იგრძნობოდა. -"ჩემთან ერთად ისუნთქე, ყველაფერი კარგად არის"- ნინა ბათუს გულისცემას გრძნობდა. ბათუ უფრო მჭიდროდ ეკრობოდა მას, თითქოს ცდილობდა თავისი სხეულით დაეცვა ნინა იმ სამყაროსგან, რომელშიც თავადვე შეიყვანა. გოგონა ნელ-ნელა მშვიდდება ბათუს მკლავებში და თვალები ენაბებოდა. *** თებერვლის სუსხიანი მზე ნაცრისფერი ფარდების მიღმა იჭვრიტებოდა, როცა ნინამ თვალები გაახილა. წამით ვერ მიხვდა, სად იყო, ჯერ ვერ შეჩვეოდა ოთახის მაღალ ჭერს. როგორც კი სხეული გაანძრია და აბრეშუმის ზეწრების გრილი შეხება იგრძნო, წინა ღამის მოგონებები ელვასავით დაატყდა თავს. იატაკზე ჩაკეცილი ტირილი, საკუთარი უსუსურობა, ბათუს თითების მოულოდნელად ფრთხილი შეხება მის ზურგზე და ის უცნაური, თითქმის დაუჯერებელი სიმშვიდე, რომელიც მის მკერდზე მიხუტებულმა იგრძნო... დენდარტყმულივით წამოხტა საწოლში. გული გამალებით უცემდა, თითქოს რაღაც დააშავაო. პირველ რიგში საბნის ქვეშ ჩაიხედა, ის თხელი, თეთრი მაიკა ეცვა, რომელიც გუშინ კაბის ქვეშ. ამოისუნთქა და მოდუნდა. ესე იგი, ბათუმ მხოლოდ კაბისგან გაათავისუფლა და მერე... ალბათ საწოლში თავად დააწვინა. საწოლის მეორე მხარეს გახედა. ისევ ისეთივე ხელუხლებელი და გადატკეცილი იყო. ნინას ერთდროულად შვებაც დაეუფლა და რაღაც გაურკვეველი სიცარიელეც. მზერა გვერდითა ტუმბოზე გადაიტანა. იქ, წყლის ჭიქის გვერდით, პატარა, ორად გადაკეცილი თეთრი ფურცელი იდო. ნინამ ყოყმანით აიღო და გაშალა. "საქმეზე გავედი. დამირეკე, თუ რამე დაგჭირდა" ქვემოთ კი, ფურცლის კუთხეში, ტელეფონის ნომერი ეწერა. შავტუხას უნებურად გაეცინა. იჯდა შუა საწოლში, აწეწილი თმით და ეღიმებოდა იმ აბსურდულ ფაქტზე, რომ საკუთარი ქმრის ნომერი ფურცლიდან უნდა გაეგო. ტელეფონს დასწვდა, ნომერი "ბათუს" სახელით შეინახა და მაშინვე ელენესთან დარეკა. "ელ, დღეს მაინც უნდა გნახო, თორემ ამ სახლში ვეღარ ვჩერდები"- თქვა მაშინვე, როგორც კი მეგობარმა უპასუხა. "მეც რაღაც მაქვს მოსაყოლი, თან ისეთი, ვერც კი წარმოიდგენ!"- ელენეს ხმაში აჟიტირება იგრძნობოდა. "აუ, კი, აუცილებლად გავიდეთ სადმე. ნელიკოს კაფეში წავიდეთ, ცხელი შოკოლადი და ნამცხვრები ახლა ზუსტად ისაა, რაც ჩემს დაგლეჯილ ნერვებს სჭირდება" "კარგი, ერთ საათში იქ ვიქნები. გკოცნი!"- ნინა წამოდგა, სააბაზანოში შევიდა და დიდხანს უყურა სარკეში საკუთარ თავს. თვალები ოდნავ შესიებული ჰქონდა, მაგრამ წინა ღამის ისტერიკის კვალი ცივმა წყალმა მალევე გადარეცხა. მერე გარდერობი გამოაღო და წამით ადგილზე გაქვავდა. იქ მხოლოდ მისი რამდენიმე ნივთი არ ეკიდა, რომლებიც გადმოსვლისას წამოიღო. ბათუს აშკარად ეზრუნა და კარადის ნახევარი ახალი, გემოვნებიანი სამოსით გაევსო. ნინა გიჟდებოდა ტანსაცმელზე, სტილის შერჩევა მისი ერთგვარი თერაპია იყო. თითებით გადაჰყვა ქსოვილებს, ყველაფერი ხარისხიანი და ძვირფასი ჩანდა. ამჯერად თებერვლის ყინვისთვის შესაბამისი ლუქი შეარჩია: სქელი, რძისფერი ნაქსოვი სვიტერი, რომელიც ოდნავ დიდი ჰქონდა, და მუქი ჯინსი. ფეხშიშველი, ჩუმად ჩატანტალდა ქვემოთ. სახლში ისეთი სიჩუმე იყო, რომ საკუთარი სუნთქვის ხმაც კი ესმოდა, მაგრამ სამზარეულოსთან მიახლოებისას რაღაც არომატი იგრძნო. მაგიდის ერთ კუთხეში, თითქოს სპეციალურად მისთვის გამზადებული საუზმე დახვდა: იდეალურად შემწვარი კვერცხი, სალათი და ჩაიდანი, რომელსაც ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა. ნინას ისევ გაეღიმა. სკამზე დაჯდა და ჩაი დაისხა. ეს იყო პირველი შემთხვევა ამ რამდენიმე დღის მანძილზე, როცა შიმშილის გრძნობა გაუჩნდა. საუზმეს შეექცეოდა და თან იმ ფურცელზე ფიქრობდა, რომელიც ზემოთ დარჩა. *** "როგორ მომენატრე, გოგო!"- ხელებგაშლილი შეეგება ელენე ნინას, როგორც კი კაფეს კარებში ნაცნობი ფიგურა დაინახა. განუყრელი მეგობრები ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს, თითქოს ერთი დღე კი არა, მთელი საუკუნე გასულიყო მას შემდეგ, რაც ერთმანეთი ბოლოს ნახეს. ნელიკოს კაფეში, როგორც ყოველთვის, სიმშვიდე და ვანილის სურნელი ტრიალებდა. ფანჯრის მაგიდასთან დასხდნენ, ორივემ ტირამისუ და დიდი ფინჯნით ჩაი შეუკვეთა. ნინამ საუბარი დაიწყო. დეტალურად მოუყვა ელენეს ყველაფერი: ის დამთრგუნველი სიჩუმე, ფოტოსესიის დროს ბათუს უცნაური სიმკაცრე და ბოლოს, წინა ღამე. ელენე სულგანაბული უსმენდა, სახეზე მიმიკები გაგონილის შესაბამისად ეცვლებოდა - ხან გაკვირვებისგან თვალებს აფართოებდა, ხან ჩუმად ოხრავდა, ხან კი ეშმაკურად იღიმებოდა. "აი, ასეა, ელ..."- ამოიოხრა ნინამ და კოვზით ტირამისუს პატარა ნაჭერი ჩამოჭრა. -"ახლა კი შენი ჯერია. რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი, ტელეფონში რომ ვერ მითხარი?"- ელენე წინ გადმოიხარა, თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ მოესმინაო. მისი თვალები უცნაურად ბრწყინავდა. "მოკლედ, მისმინე! ქორწილის მეორე დღეს, ანუ გუშინ, საერთოდ არსად ვიყავი გასასვლელი. ისე ვიყავი გამოფიტული, მთელი დღე მეძინა. საღამოსკენ ძლივს ავდგებოდი, კარზე ზარს რომ არ გავეღვიძებინე. ინტერესით გავიხედე და ჩემი მეზობელი, მანჩო არ შემრჩა ხელში? ხელებში ყვავილები ეჭირა და ისეთი სახით მიყურებდა, მეგონა რაღაც დავაშავე. როგორც ამიხსნა, თურმე ჩემს კართან იდო თეთრი ლილიების უზარმაზარი თაიგული. მანჩოს თქმით, ვიღაც თაყვანისმცემელმა დამიტოვა და შიგნით შემომიტანა"- ნინამ წარბები შეკრა. "ლილიები? შენი საყვარელი ყვავილებია... ბარათი არ ახლდა?" "აი, ეგაა საქმე!"- ელენემ ჩანთიდან პატარა, თეთრი ბარათი ამოიღო და მაგიდაზე დადო. -"არანაირი სახელი, არანაირი მინიშნება. უბრალოდ ერთი სიტყვა წერია: „ელენიკოს". ნინამ ბარათი აიღო და თვალი გაუშტერდა. "ელენიკოს"? - გაიმეორა გაკვირვებულმა. -"ელ, ასე ხომ არავინ გეძახის? მეც კი „ელს" ან „ელენეს" გეძახი" "აი, მეც ეგ მიკვირს!"- მხრები აიჩეჩა ელენემ. -"ასე მხოლოდ ბავშვობაში მეძახდნენ, ისიც იშვიათად. სრულიად უცხო ჟღერადობა აქვს. ინტერესით ვკვდები, ვინ გამოაგზავნა! შენ გარდა სხვა ვინ იცის, რომ ლილიებზე ვგიჟდები? და თან ეს სახელი... საიდან მოიტანეს?"- ნინა დაფიქრდა. "არ ვიცი"- ჩაილაპარაკა ნინამ და ბარათი მეგობარს დაუბრუნა. -"მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცამ ძალიან კარგად იცის, როგორ მოგიდგეს. იმდენად მაინტერესებს ვინაა, რომ ლამის შენს კართან ჩავუჯდე სათვალთვალოდ" "მეც ზუსტად ეგრე ვარ"- ამოიოხრა ელენემ. -"მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი. ვინც არ უნდა იყოს, გემოვნებაში ათიანი ეკუთვნის. მეგობრები ცოტა ხანს კიდევ საუბრობდნენ ამ იდუმალ ამბავზე, თუმცა პასუხი ვერაფრით იპოვეს. კაფეში მყუდროება იდგა, სანამ შემოსასვლელი კარი ისეთი ძალით არ გაიღო, რომ ცივმა სუსხმა დარბაზში სურნელი ერთიანად გაფანტა. ნინამ და ელენემ ინსტინქტურად გაიხედეს კარებისკენ. ზღურბლზე მაღალი, ძვირადღირებულ, მუქ პალტოში გამოწყობილი ბიჭი იდგა. მისი მზერა ისეთი თავდაჯერებული იყო, რომ გარშემო ყველაფერი თითქოს პატარა და უმნიშვნელო გამოჩნდა. უცხომ დარბაზს თვალი გადაავლო და როგორც კი ნინა დაინახა, ტუჩის კუთხე ჩატეხა. პირდაპირ მათ მაგიდასთან მოვიდა, სკამი ზურგით შემოატრიალა და ისე, რომ არავის დაუპატიჟებია, ზედ გადააჯდა. "აბაშიძეების ახალი შენაძენი..."- ჩაილაპარაკა მან დაბალი, ხრინწიანი ხმით. -"სიმართლე გითხრა, ბათუსგან უფრო ცუდ გემოვნებას ველოდი"- ნინამ ყავის ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დადო. "უკაცრავად, გიცნობთ?"- ჰკითხა მშრალად და პირდაპირ თვალებში ჩახედა. ბიჭმა არ უპასუხა. ამის ნაცვლად, მისკენ გადაიხარა. ისე ახლოს მივიდა, რომ ნინამ მისი მძაფრი, ცივი სუნამოს სუნი იგრძნო. "როგორც ჩანს არა, მაგრამ შენიანები მიცნობენ, ლამაზო. მე ის ვარ, ვისი სახელიც შენი ქმრის სახლში მხოლოდ ჩურჩულით ითქმის"- მან ხელი მაგიდაზე დადო და თითები ნინას ყავის ფინჯანთან აათამაშა. “ვოლდემორტი?”- ჰკითხა ელენემ. ნინას გადაკისკისება მოუნდა, თუმცა თავი შეიკავა. ბიჭმა ყურადღება არ მიაქცია ელენეს კითხვას, მერე კი მოულოდნელად ნინას ხვეულ თმაზე გადაატარა ხელი. "ხელები..."- ნინამ კბილებში გამოსცრა, ხმა დაუწვრილდა ბრაზისგან. "რა იყო, ბათუ არ გეფერება?"- ჩაიცინა ბიჭმა და თითები ნინას ნიკაპისკენ წაიღო, თითქოს მის აწევას აპირებდაო. -"ასეთ თვალებს პატრონი სჭირდება და არა მეპატრონე. ბათუ კი მხოლოდ ციფრებში ერკვევა, შენნაირ ქალს ვერასდროს გაუგებს"- ელენე, რომელიც აქამდე გაოგნებული უყურებდა ამ სცენას, წარბშეკრული მიაშტერდა დაუპატიჟებელ სტუმარს. ხმას არ იღებდა, მაგრამ მისი მზერა ამბობდა, რომ ნებისმიერ წამს მზად იყო მეგობრის დასაცავად. ნინა გრძნობდა, როგორ უდუღდა სისხლი. შავტუხას თვალებში ნამდვილი ცეცხლი აენთო. მას სძულდა, როცა ასე ზემოდან უყურებდნენ, მით უმეტეს ვიღაც უცხო, რომელიც საკუთარ თავში ზედმეტად იყო დარწმუნებული. "შენს ქმარს გადაეცი"- განაგრძო ბიჭმა და ხმა უფრო დაუსერიოზულდა, ცინიზმი მუქარამ შეცვალა. -"ერთი ადგილი დააყენოს და ჩვენს საქმეებში ცხვირს ნუ ყოფს. თორემ მეშინია, მის ლამაზ ცოლს მალე „ქვრივი" არ დაუძახონ"- ბიჭი ფეხზე წამოდგა, პალტო გაისწორა და კმაყოფილი სახით კარისკენ გაემართა. ნინა ხედავდა მის ზურგს და გრძნობდა, რომ თუ ახლა რამეს არ იტყოდა, ბრაზისგან იქვე გასკდებოდა. როცა უცნობი უკვე კართან მივიდა და სახელურს ხელი მოჰკიდა, ნინამ მკაფიოდ და ცივად გასძახა: "მუქარას თუ აპირებ, მანერები მაინც ისწავლე. ქვრივის სტატუსზე ნუ ნერვიულობ, შენს დაკრძალვაზე უფრო ლამაზი კაბით მოვალ, ვიდრე ქორწილში მეცვა!"- ბიჭი წამით ადგილზე გაიყინა. ნელა, ძალიან ნელა მობრუნდა. მის სახეზე გაოცება და რაღაც უცნაური ინტერესი ირეოდა. რამდენიმე წამით უყურა ნინას, მერე კი ჩაიცინა. ამჯერად არა ცინიკურად, არამედ თითქოს მართლა მოეწონა პასუხი და კარი გაიჯახუნა. ნინა სკამზე დაეშვა, სუნთქვა აუჩქარდა. ოფიციანტმა მაშინვე ცივი წყალი მოურბენინა. "ნინა, ღმერთო... იცი ეგ ვინ იყო?"- ჩურჩულით ჰკითხა ელენემ და ხელი ჩასჭიდა. "ვიღაც ნაგავი"- ამოთქვა ნინამ და წყალი ერთი მოყუდებით დალია. "ეგ ვატოა... ვახტანგ ამილახვარი"- ელენეს ხმა უკანკალებდა. -"აბაშიძეების და ამილახვრების მტრობა საუკუნეა გრძელდება. ამბობენ, რომ ბათუს მამამ მაგ ვატოს მამას, მერაბ ამილახვარს, ყველაფერი წაართვა, ბოლო თეთრამდე. მას მერე ვატო ბათუს ჩრდილივით დაჰყვება. ეგენი მხეცები არიან, ნინა. ვატო კი მათ შორის ყველაზე საშიშია, რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს"- ნინა ჭიქას ხელს უჭერდა და ფიქრობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


