შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ისტორია ( მეოთხე თავი )


გუშინ, 15:48
ავტორი justforfun
ნანახია 1



თავი IV - სამი წელი , მათ ენაზე ერთი საუკუნე

სამზადისი დილიდან შეუჩერებლად მიმდინარეობდა მაჩაბელის ქორწილისთვის. ფერად-ფერადი ვარდები, კუბიდონის ქანდაკებები, მხატვრები, მუსიკოსები და ჯამბაზები ერთად ჰყავდათ მობილიზებული წვეულების მრავალფეროვნებისთვის. დაუცხრომელი სურვილი განსხვავებულობისა ადამიანს აიძულებს საკუთარი პიროვნებასა და მახასიათებლებს გადაუხვიოს და ის გააკეთოს, რასაც სხვა დროს არასოდეს მოიმოქმედებდა. სწორედ მოცემული სურვილი და ვნებათაღელვა აქცევდა წვეულების დღეს ორდინალურად. ამ ქაოსსა და ვნებათაღელვაში, რომელიც მხოლოდ წყვილისკენ იყო მიმართული არსებობდა ერთი ისტორია, რომელიც სულ არ ეკუთვნოდა დღის მთავარ ფიგურებს. ისტორია , რომელიც მასის მზით სხივებით გაჟღენთილ და გამთბარ დღეს წითელი, უცნაური ღრუბლებივით დაჰფარფატებდა თავზე. ორი ადამიანის ისტორია, რომლებიც ერთმანეთშ გაექცნენ , მაგრამ ერთმანეთი ვერ დაასრულეს .
დილიდან შფოთვით გაიღვიძა ლენამ . ისეთი შეგრძნებით გაახილა თვალები , თითქოს ღამით არც უძინია. დღე , რომელსაც შენგელიას წასვლის შემდეგ გაუაზრებლად გაურბოდა მაინც დადგა, თანაც ძალიან ხმაურიანად. ფანჯრიდან შემოსული ანცი მზის სხივები სახეზე მიეფერა და ვნებააშლილი გოგონას გუნება უკეთესი განწყობისკენ მიმართა. ის , რაც გარდაუალია, მასზე ნერვიულობა არ ღირს, ეს კარგად იცოდა, მაგრამ შინაგან ქაოსს ვერ იმორჩილებდა. ნელა მიუახლოვდა სარკეს და თავის ანარეკლს მოავლო თვალი. თითქოს სარკიდან სხვა ადამიანი უყურებდა. ანარეკლში არ ჩანდა ლენა, რომელსაც უყვარდა, რომელიც მაღალ ხმაზე მოურიდებლად მღეროდა , ცეკვავდა უკომპლექსოდ და ბედნიერებით ტკბებოდა, არამედ ის , ვინც შენგელიამ შექმნა და დატოვა მისგან. ერთი წამით იმ აზრმაც გაუელვა გონებაში კარგი აზრი იყო თუ არა წასვლა, საერთოდ, მაგრამ ფიქრებს ნება არ მისცა მისი გონება მოეცვათ. წინასწარ შერჩეულ კაბას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და საწოლზე ნაზად გადაფინა. სწრაფად მოემზადა და ნანუკა - ლაშას შესანიშნავ დუეტთან საკონტროლო ზარი განახორციელა .
- აბა, ვისი მანქანით ვეზიარებით ამ დიდებული დღისკენ მიმავალ გზას. სიცილისთ ჩასძახა მობილურში მეგობრებს.
- ლენ ჩემი მანქანით წავიდეთ. - გაიწელა ეკრანიდან სალდაძე და ნანუკას გამოსახულება ოსტატურად დააიგნორა.
- მეც გამომივლი. - უპასუხა ხმამ, რომლისთვისაც არაფერი შეუთავაზებიათ.
- თქვენ , თქვენმა თანატოლებმა გამოგიაროთ, ჩემო ძვირფასო , ნანუ . - არ შეარჩინა გედენიძეს მათშორის ასაკობრივი დისბალანსის არსებობა ლაშამ.
- მორჩა, აღიარე ბავშვი რომ ხარ, რძე შეუმშრალი ? - სარკაზმად დაიღვარა ნანუკა გეგდენიძე და ცეცხლად ქცეული მზერით ბოლო მოუღო ბიჭის ვითომ გამყარებულ პოზიციებს. ლენამ ერთხანს უსმინა მათ გაუთავებელ დაპირისპირებას და მოჩვენებითი სიბრაზით გაუწყრა ორივეს .
- მორჩით ზუზუნს! ლაშუ, შენი მანქანით მივდივართ და ნანუკაც მიგვყავს .
- აი, ხედავ ? მაინც ჩემი წასაყვანი ხარ ყველგან და მოგიყვან ბარემ ცოლად, რატომ ურჩობ? - წარბები აუთამაშა ბიჭმა ნანუკას.
- ეგ დღე ნუ გამითენდეს , რა - სასცილოდ დაეჭყანა გედენიძე და საგრძნობლად დასცილდა მობილურის ეკრანს, რომ კაბა ეჩვენებინა მათთვის.
- ოუჰ, ოუჰ, როგორც ყოველთვის მოლოდინს გადააჭარბე - თვალები გულის ფორმად გადაექცა ლენას მეგობრის დანახვაზე, რომელსაც გრძელი ფეხები მიმზიდველად უჩანდა მოკლე ოქროსფერი კაბიდან .
- ისა და, კაბა სადა არის ? - კაბის სიგრძის დანახვისას თვალები დაუმრგვალდა სალდაძეს.
- მაცვია უკვე, რა იყო, სიგრძეს ხომ არ მიწუნებ ? - მის შეშფოთებულ თვალებზე ხარხარი აუტყდა ნანუკას.
- ჩვენთან მაგას - მოკლე ოქროსფერ მატერიაზე მიუთითა ბიჭმა, - კაბას ნამდვილად არ ვეძახით . - დაუზუსტა ლაშამ .
- ჩვენთან კაცებს კაბის ზომას არ ვარჩევინებთ - დარწმუნებით ჩაილაპარაკა გოგონამ და თავისი გამოსახულება ეკრანიდან მოულოდნელად გააქრო.
- ლაშა, გადაგაგდებ თეთრი ხიდიდან ! - მოჩვენებითი სიმკაცრით დაემუქრა ლანა ბიჭს და კამერაში ახლა თვითონ დაანახა კაბის სილუეტი .
- აბა შენს კაბაზე თუ ვამბობ რამეს, იგია აბა კაბა ?! - ქუთაისურმა კილომ მარტივ გაბრაზებაში იჩინა თავი.
- ლაშა, რა ტიპი ხარ. - ხარხარი აუტყდა ლენას ბიჭის ემოციურობაზე.
- შენ კიდე , რა მობილურზე მელაპარაკები , გამომხედე აივანზე. - უთხრა ბიჭმა და ეკრანიდან გაქრა. ფარდა მოაშორა აივნის დიდ მინის კარს და ქუსლების კაკუნით განარნარდა აივანზე.
- ნუ, ლამაზი სულ ლამაზია , რა . მოწყენილიც და ბენდირიც . - დაეჭყანა სალდაძე მეზობელს .
- შენც სიმპატიური ხარ, ლაშუ, მერე რა, რომ ნანუკაზე პატარა ხარ. - არ დაუთმო უკბილო ხუმრობებში პირველობა ლენამ . ბიჭმა ერთი გადმოხედა ლენას და აივნის კარი ზუსრგსუკან პროვოკაციულად მიიჯახუნა.

***
მუსიკის მაღალი ხმა შატოსთან მიახლოებისთანავე მისწვდა მათ ყურთასმენას. მანქანაში მსხდომთაგან ყველა სხვადასხვა რამეზე ფიქრობდა. ლაშა ძლიერად ჩაფრენოდა საჭეს და ჩაფიქრებული გაჰყურებდა გზას, პერიოდულად თვალს აპარებდა გვერდით მჯდომ გედენიძის ქალისკენ. ნანუკას მზერა უკან მოტოვებული ბუნების ხედში ჩაკარგულიყო , ლენა კი სიჩუმით ტკბებოდა .
- მოვედით . - თქვა ბიჭმა და ძრავი გამორთო. მერე კი უკან მჯდომ ლენას მიუბრუნდა.
- ლენ, როგორც კი თავს არაკომფორტულად იგრძნობ მეუბნები და მივდივართ. - მშვიდი , მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა მეგობარს ლაშამ.
- კარგი. - ბეჯითად დაუქნია თავი ლენამ და მანქანიდან ქუსლების კაკუნით გადავიდა, უკან კი კატა-ძაღლის დუეტი ფეხაკრებით აედევნა, თუმცა საკვირველად წყნარად მილასლასებდნენ შატოს ხეივანში, თითქოს ორივეს ზურგზე აწვა მათი მეგობრის დაუმთავრებელი დარდი, რომელსაც ყოველთვის ერთი მიზეზი ჰქონდა და ეს მიზეზი იყო დათა შენგელია. ეზოში უკვე შეკრებილიყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაღები საზოგადოება . დიდი , ბრდღვიალა ჭაღები, ხმამაღალი ცოცხალი მუსიკა , ჭიქების ერთმანეთზე მსუბუქი მიჯახების ხმები და სტუმართა სიცილი საოცრად სასიამოვნო ქაოსს ქმნიდა ირგვლივ.
ჯადოსნურ სამყაროს გავდა დეკორეციების სიჭარბით, თუმცა ჰარმონიული გადანაწილებით მორთული ეზო. თეთრი მაგიდებისა და სკამების ხეივნის თავზე დაეკიდათ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და ბრჭყვიალა ჭაღები, რომლის მაგვარსაც ყოველი მესამე ქუთაისელის ორსართულიანი სახლის ზემო მისაღებში აუცილებლად ნახავდით. ახალმოსულები ხეივნის შუა ნაწილში ახალგაზრდა, ლამაზღიმილიანმა ბიჭმა მორიდებით შეაჩერა და წინასწარ შერჩეული მაგიდებისკენ გაუძღვა. მეათე მაგიდაზე მთელ მათ ძველ სამეგობროს მოეყარა თავი, მათ დანახვაზე ერთიანად წამოიშალნენ და ახალმოსულებს სიხარულით გადაეხვივნენ .
- საუკუნეა არ მინახიხართ . - მონატრებული მეგობრების ნახვით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა გეგი აბაშიძე და სამივეს რიგ- რიგობით ეხვეოდა.
- შენთვის საუკუნედ ქცეული, ჩვენთვის სამი წელია . - თავისთვის ჩვეული ირონიით გაუღიმა ნანუკამ მასზე მოხვეულ ბიჭს - უკვე ხსენებულ გეგი აბაშიძეს.
- ეგ სამი წელი საუკუნედ მაშინ გარდაიქმნება ხოლმე , როცა ადამიანებთან არასწორი მიზეზებით ვდისტანცირდებით. - ნანუკას კისერზე მოხვეულ მკლავებს დააშტერდა სალდაძე. ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული თანდათან იცვლებოდა აქამდე ართქმული წყენითა და უკამყოფილებით.
- საუკუნის მერე თუ , სამი წლის მერე კარგია , რომ გნახეთ, მენატრებოდით - გულწრფელად ამოიოხრა თინიმ, გოგომ, რომელიც წარსულში ერთ-ერთი უძვირფასესი მეგობარი იყო ახალმოსული ტრიოსთვის. პასუხად სამივე ღიმილად დაიღვარა და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად სუფრის დანარჩენ წევრებთან შეუჩერებელ დიალოგში ჩაბენენ , მცირე დაძაბულობის მიუხედავად მხიარულად განაგრძეს საუბარი, იქ საჩხუბრად არცერთი მისულა და არც რომელიმე დახვედრია მათ, ამიტომ უთქმელი სიტყვების სხვა დროისთვის უნდ აგადაენახათ. დათა შენგელია არსად ჩანდა, არც თავად და არც მისი კვალი. წყვილიც ცოტას იგვიანებდა. ადრე მოსული სტუმრები მოსუვენრად ინაცვლებდნენ ადგილებს მაგიდებსა და ფოტოსესიებისთვის სპეციალურად მოწყობილ კუთხეებს შორის. ლენა ყველასთან ერთად საუბრობდა, მაგრამ , თან არცერთი მათი წინადადება არ ესმოდა სრულყოფილად. მისი სული, გული და გონება ერთდროულად სადღაც სხვაგან დაფარფატებდნენ. მოულოდნელად ჰაერში The Last Shadow Puppets - My Mistakes Were Made For You - ის ნაზი ბგერები გაისმა. მომღერლის ბარიტონი შეუჩერებლად იმეორებდა სიმღერის ტექსტს . გოგონას გული უცნაურად შეეკუმშა, თითქოს მარწუხები შემოეხვია და სუნთქვის საშუალება აღარ მისცა. საშინელი დაძაბულობა იგრძნო კისრის არეში, რომელიც სხეულში ტალღებივით გავრცელდა. მიხვდა, ეს მხოლოდ მუსიკის ჰანგს არ გამოუწვევია. მოშიშვლებული ზურგი აეწვა დაჟინებული მზერისგან, რომელიც ურცხვად აგრძელებდა მისკენ ყურებას. სწრაფად მობრუნდა და მზერა სწორედ იქეთ გაექცა სადაც შენგელია იდგა. ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და გოგონას სევდიან თვალებს არ აშორებდა. იქ სადაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ სხვა ყველაფერი გაქრა ხმაური, მუსიკა, სტუმართა ომახიანი სიცილი. მხოლოს ის დარჩა - დათა. კაცი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ამ სამყაროში და კაცი, რომელმაც არაფერი დაუტოვა ლენას , რასაც ჩაეჭიდებოდა მისი წასვლის შემდეგ. შორიდანაც იგრძნობდით მათი მზერის სიმძიმეს. ეს მზერა იყო მოთხოვნა , იმ პასუხებისა კითხვებზე, რომლებიც სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა ლენას გონებაში, ეს იყო სურვილი გაეგო ყველაფერი, რაც აქამდე ბუნდოვანი იყო მისთვის . მამაკაცი ნელი ნაბიჯებით გამოემართა მათი მაგიდისკენ. საოცარია , რომ მისი მოსვლა ლენას გარდა არავის შეუმჩნევია. ფაფარიძემ ისე სწრაფად შეაქცია ზურგი, თითქოს მისგან დამალვა სურდა. დათა მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა მაგიდას და ლენას გვერდით, ორი ნაბიჯით უკან შეჩერდა.
- შეიძლება ? - იკითხა ლენასთვის უცხო და შორეული ხმით , ფორმალურად და ადგილი მის გვერდით მანამ დაიკავა, სანამ პასუხს გასცემდნენ.
****
კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა : "ცხოვრებაში ერთხელ ხელში მოგხვდება ისეთი ქალი რომელიც ბედნიერების ერთადერთი სასწაულია, მაგრამ ახალგაზრდული სიშლეგის ან უბედობის გამო ხელს დააცდენ მას და მერე მთელი ცხოვრება სინანულად და მოგონებად გექცევა მასზე."
დათას ცხადად აუხდა გენიალური მწერლის სიტყვები, ცხოვრებისეულ დაღად ექცა მისი ცხოვრების სიყვარულისთვის იმედების გაცრუება. სამი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ საკუთარ თავთან ბრძოლაში გაემარჯვებინა და მისი საბედისწერო ქალის წინაშე სუფთა ნამუსითა და ხელებით დაბრუნებულიყო . დგებოდა ჟამი, როცა ყველა კითხვას უნდა გასცემოდა პასუხი, დგებოდა ღამე, როცა მონატრებული ადამიანები შორეულად , თუმცა მაინც უბრუნდებოდნენ ერთმანეთს…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent