პირობითი სიყვარული (თავი 13)
თბილისში აპრილი ისე შემოიპარა, თითქოს ეშინოდა ამ სახლის სიმშვიდე არ დაეფრთხო. ქალაქის ხმაურიან ქუჩებში გაზაფხულის სურნელი უკვე მძაფრად იგრძნობოდა აყვავებული ნუშისა და იასამნის ნაზავი ჰაერში ტრიალებდა და ყველაფერს ახალ სიცოცხლეს სძენდა. მზემ სიმორცხვე დაძლია და მისი სხივები უფრო თამამად იჭრებოდნენ ბათუსა და ნინას მისაღებ ოთახში, სადაც ყოველი დილა ახლა სულ სხვაგვარად იწყებოდა. ეს აპრილი მათთვის აღმოჩენა იყო. სახლში, რომელიც ადრე მხოლოდ ცივ კედლებსა და დაძაბულ დუმილს მალავდა, ახლა სიმყუდროვემ დაიდო ბინა. ყოველი დილა მზის სხივებითა და ერთად მომზადებული საუზმის სურნელით ივსებოდა. ყველას უკვირდა, მათ შორის სანდროსაც და უტასაც, ბათუ, რომელიც ადრე სახლში მხოლოდ დასაძინებლად ბრუნდებოდა, ახლა უმეტეს დროს ნინასთან ატარებდა. თითქოს სამყარომ სვლა შეანელა, რომ მათთვის დრო მიეცა. ნინასთვის ეს თვე ყველაზე ფერადი აღმოჩნდა. მას ასე გულიანად და ხშირად დიდი ხანია არ უცინია. ბათუს გვერდით ყოფნამ, მისმა მოულოდნელმა სითბომ და იმ სიმშვიდემ, რომელმაც მათ გარშემო დაისადგურა, გოგონას ყველა ძველი შიში დაავიწყა. როცა აივანზე ისხდნენ და აპრილის თბილი ნიავი სახეზე ელამუნებოდათ, ნინა გრძნობდა, რომ ამდენი ხნის შემდეგ პირველად სუნთქავდა სავსე მკერდით. ბათუს მზერაში კი აღარ იყო ის სიმკაცრე, რომელიც ადრე ყველას აფრთხობდა ახლა იქ მხოლოდ ნინასთვის განკუთვნილი, გაზაფხულის მზესავით თბილი ნაპერწკლები კრთოდა. *** აპრილის მშვიდ დილას, როცა ოთახში აყვავებული ალუბლისა და ახლად მოხარშული ყავის სურნელი ტრიალებდა, ეს იდილია ერთმა მკვეთრმა, გამაღიზიანებელმა ხმამ დაარღვია. ნინას ტელეფონი მაგიდაზე აციმციმდა. ეკრანზე ნაცნობი, თითქოს უკვე მივიწყებული სახელი გამოისახა - ვატო. ნინას ხელში ყავის ჭიქა გაუშეშდა. ღიმილი, რომელიც წამით წინ ბათუს ხუმრობამ გამოიწვია, სახეზე შეაშრა. -არ უპასუხო.-ჩაილაპარაკა ბათუმ დაბალი, ბოხი ხმით. -ბათუ, ხომ ვიცით, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა.-თქვა ნინამ ჩურჩულით, გული აუჩქარდა. -თუ არ ვუპასუხებ, მიხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. ჩვენი გეგმა ხომ ეს იყო?-ტელეფონი ჯიუტად განაგრძობდა ვიბრაციას. თითქოს ეს პატარა ნივთი მთელ იმ სიმშვიდეს ანგრევდა, რაც მათ ამ ერთი თვის მანძილზე ააშენეს. ნინამ აკანკალებული თითით მწვანე ღილაკს დააჭირა და ტელეფონი ყურთან მიიტანა. ბათუ ისე ახლოს იყო, რომ მის სუნთქვას გრძნობდა. -როგორ ხარ, პატარავ?-გაისმა ვატოს ხმა. ეს იყო რაღაც შუალედური ჩურჩულსა და გველის სისინს შორის.-ნეტავ გრძნობდე, როგორ მომენატრე... როგორ მაკლია შენი სუნთქვა ჩემს სიახლოვეს.-ნინამ იგრძნო, როგორ გაუარა ტანში საშინელმა ჟრუანტელმა, თითქოს რაღაც წებოვანი და ბინძური შეეხოო. ბათუს ყბა ისე დაეჭიმა, რომ ძვლების ხმა გაისმა, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა. მისი მზერა ნინას აფრთხილებდა არ გატყდეო. -რა გინდა?-ჰკითხა ნინამ. ცდილობდა ხმაში სიმტკიცე შეენარჩუნებინა, მაგრამ ზედმეტი უხეშობის გარეშე. თამაში დაწყებული იყო. -დღეს წვეულებაა, რამდენიმე ბიზნესმენი ვიქნებით.-ვატოს ხმაში კმაყოფილება იგრძნობოდა, თითქოს უკვე ტკბებოდა საკუთარი ძალაუფლებით.-სერიოზული საღამოა, ბევრი გავლენიანი სახე... და მინდა, რომ შენს ქმარს გამოჰყვე.-ნინამ წამით თვალი აარიდა ბათუს, რომელსაც თითები მუჭად შეეკრა. გოგონამ ხმაში ოდნავი, ძლივს შესამჩნევი "აღფრთოვანება" გაურია: -ანუ შეგხვდები? -ვაუ, პატარავ...-ვატომ ჩაიცინა. ეს „პატარავ" ნინას გულში დანასავით ხვდებოდა, ყოველი ასო ყელში ბურთად ეჩხირებოდა, მაგრამ სახეზე არაფერს იმჩნევდა.-მართლა ასე გინდა, რომ შემხვდე? ასე ძალიან მოგწყინდა იმის გვერდით?-ნინამ პაუზა გააკეთა, თითქოს სიტყვებს ეძებდა, სინამდვილეში კი ბათუს მზერას ეჭიდებოდა, რომ გონება არ დაეკარგა. -კარგი ადგილი არ არის, მაგრამ ვეცდები რაც სათქმელი მაქვს, გითხრა. ბათუ იმ ფოტოების შემდეგ აღარც მელაპარაკება... მომბეზრდა უკვე ეს ყველაფერი.-სწრაფად მიაყარა სიტყვები, თითქოს წლების დაგროვილ წყენას აფრქვევდა. ტელეფონის მიღმა ვატო კმაყოფილებისგან ლამის კრუტუნებდა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ყველაზე დიდი მტერი ნინას გვერდით იდგა, მის სუნთქვას გრძნობდა და ყოველ სიტყვას მეხსიერებაში იბეჭდავდა, რომ მერე სამაგიერო გადაეხადა. ვატო ფიქრობდა, რომ ნინა გატყდა, რომ მისი გეგმა მუშაობდა. -გელოდები.-ჩაიჩურჩულა ვატომ ბოლოს. ნინამ ტელეფონი გათიშა და ის წამიერად მაგიდაზე გავარდა. ოთახში ისეთი სიმძიმე ჩამოწვა, რომ სუნთქვა შეუძლებელი გახდა. ნინა აკანკალდა, სახეზე ხელები აიფარა, თითქოს ვატოს ხმა ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებდა და მის წაბილწვას ცდილობდა. ბათუ მაშინვე მასთან გაჩნდა. მან ნინას ხელები ნაზად ჩამოაწევინა და თვალებში ჩახედა. მის მზერაში აღარ იყო მხოლოდ გაბრაზება იქ იყო უდიდესი ტკივილი იმის გამო, რომ ნინას ამ ყველაფრის მოსმენა მოუხდა, მაგრამ ამავდროულად, იქ იყო ფიცი, რომ ვატო ამ სიტყვებისთვის ძალიან ძვირს გადაიხდიდა. -ძალიან მაღიზიანებს.-ამოთქვა ძლივს ბათუმ. ხელები ისევ მუჭად ჰქონდა შეკრული და ფანჯრისკენ იყურებოდა, რომ ნინასთვის თავისი აფორიაქებული თვალები არ ეჩვენებინა. ნინა მისკენ შეტრიალდა, ტელეფონი იქვე მიაგდო და თმები ნერვიულად გადაიწია. -არც მე მეხალისება, ბათუ. მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე... რატომ არ მითხარი, წვეულება რომ იყო? საერთოდ არ აპირებდი ჩემს წაყვანას?-ბათუ ნელა მობრუნდა. სახე მოუდუნდა, როცა ნინას დაბნეული სახე დაინახა. ნაბიჯი გადადგა მისკენ, თითქოს სურდა ის საშინელი სატელეფონო საუბარი საერთოდ გაექრო. -საერთოდ გადამავიწყდა, ნინა... მართლა. შენ რომ გიყურებ, სხვა აღარაფერი მახსოვს. არც წვეულებები, არც ბიზნესი და არც ის ნაძირალები, ვინც მოსვენებას არ გვაძლევენ. -ნუ სულელობ!-წამოიძახა ნინამ და მზერა აარიდა. მარტივად ვერ ენდობოდა ბიჭის ნათქვამს. ეგონა, რომ ეს მხოლოდ მისი დამშვიდების მცდელობა იყო. თუმცა, მუცელში იმ უცნაურ პეპლებს რომ გრძნობდა, ხვდებოდა სულ მალე დაიჯერებდა და გაიაზრებდა მის თითოეულ სიტყვას. ბათუს გულწრფელობა ნელ-ნელა მის თავდაცვით კედლებს ანგრევდა. -წავიდეთ თუ არა, ვერ ვიგებ.-თქვა ბათუმ ჩუმად. მის ხმაში შიში გაერია შიში იმისა, რომ ამ თამაშმა შეიძლება ნინა დააკარგვინოს. ნინამ დაინახა ეს ყოყმანი და მიხვდა, რომ ახლა თვითონ უნდა ყოფილიყო ძლიერი. გეგმა უნდა გაგრძელებულიყო. -იქნებ ელენეც წამოვიდეს?-იკითხა უცებ. ბათუმ წარბი ასწია, მერე კი ჩაფიქრდა. -მხოლოდ ბიზნესმენებიო... იცი, რა ვქნათ? უტას წამოჰყვეს.-თქვა მან და ნინამ იგრძნო, როგორ გაუნათდა სახე. ნინამ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა. დაქალიც ეყოლებოდა გვერდით, რაც სიმშვიდეს მისცემდა, და უტასაც გაუხარდებოდა ელენეს ნახვა. -შენ უთხარი უტას, კარგი?-სთხოვა ნინამ. -ვეტყვი.-დაეთანხმა ბათუ და ნინას მიუახლოვდა. ხელი ნაზად მოჰკიდა და თავისკენ მიიზიდა.-ოღონდ იცოდე, იქ ერთი წამითაც არ მოგაცილებ თვალს. ვატო ვერც კი გაიფიქრებს შენთან მოახლოებას. *** აპრილის საღამოს ბინდი ნელა ეფინებოდა თბილისს, როცა ნინა დიდი სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს ათვალიერებდა. ჰაერში იმ აყვავებული ალუბლების სურნელი ტრიალებდა, რომელიც ღია ფანჯრიდან შემოდიოდა. ამ საღამოს ყველაფერი იდეალური უნდა ყოფილიყო ნინა მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ბათუს ღირსებასაც წარმოადგენდა იმ „მგლების" გარემოცვაში, სადაც მიდიოდნენ. ნინას მუქი ზურმუხტისფერი, აბრეშუმის კაბა ეცვა, რომელიც სხეულზე ისე ჰქონდა მომდგარი, თითქოს მისთვის იყო შექმნილი. კაბას დახვეწილი, ასიმეტრიული ჭრილი ჰქონდა, რომელიც ფეხის მოძრაობისას ნაზად იხსნებოდა, წელზე კი მჭიდროდ იყო გამოყვანილი, რაც მის სინაზეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ზურგი თითქმის მთლიანად მოშიშვლებული ჰქონდა, სადაც მხოლოდ ორი წვრილი, ოქროსფერი ზონარი იკვეთებოდა. თმა მაღლა ჰქონდა აწეული, რამდენიმე ხვეული კი ყურთან ეშმაკურად ჩამოშლოდა. ყელზე მხოლოდ ერთი ნაზი, ბრილიანტისთვლიანი ყელსაბამი უციმციმებდა, რომელიც ბათუმ რამდენიმე დღის წინ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე აჩუქა. ბათუს ადრე გასვლა მოუწია უტასთან და სანდროსთან ბოლო დეტალებს ათანხმებდა, ამიტომ ნინას შეჰპირდა, რომ წასვლისას გამოუვლიდა. ტელეფონმა დაიბზუილა: „გელოდები". ნინამ ღრმად ამოისუნთქა, პატარა ჩანთას ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. როგორც კი ეზოში ფეხი გადადგა, თითქოს დრო გაჩერდა. ბათუ თავის შავ, პრიალა მანქანაზე იყო მიყუდებული. ცალი ფეხი მეორეზე გადაედო და სიგარეტს ეწეოდა. საღამოს ლამპიონების შუქი მის მკვეთრ ნაკვთებსა და განიერ მხრებს ეცემოდა. იდეალურად ეცვა თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ კლასიკური შავი შარვალი და თეთრი, ხარისხიანი პერანგი, რომელიც ყელთან ორი ღილით ჰქონდა შეხსნილი. ზემოდან გადაცმული პიჯაკი მის მამაკაცურ სილუეტს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. თითებში მოქცეული სიგარეტი, მისი აუღელვებელი დგომა და კვამლი, რომელიც ნელა იფანტებოდა ჰაერში, ბათუს ისეთ წარმოუდგენელ მომხიბვლელობას სძენდა, რომ ნინას მუხლები აუკანკალდა. გოგონამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ მივარდნოდა, კისერზე არ მოხვეოდა და არ ეთქვა, როგორ აგიჟებდა ეს კაცი. ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა ამ ბოლო დროს ყოველი მისი გამოხედვა, ყოველი მოძრაობა ნინას გონებას ურევდა. ბათუმ ნინას დანახვაზე სიგარეტი მაშინვე ასფალტზე მოისროლა. მისი მზერა გოგონას ფეხის წვერებიდან თმამდე აუყვა და ტუჩის კუთხე კმაყოფილებით ჩატეხა. თვალებში ისეთი აღფრთოვანება ჩაუდგა, თითქოს პირველად ხედავდა. ვერ ხვდებოდა, ასეთი ანგელოზი როგორ შემოფარფატდა მის ცხოვრებაში და როგორ გახდა მისი სამყაროს ცენტრი. -ციცინათელას გავხარ, ისე ანათებ...-უთხრა ბათუმ. მისი ხმა დაბალი და ხავერდოვანი იყო. ის სწრაფად მივიდა მანქანასთან, კარი გამოუღო და ხელით ანიშნა, დაბრძანდიო. ნინა მანქანაში ჩაჯდა, კაბის კალთა ფრთხილად აიღო და სუნთქვა შეეკრა, როცა ბათუ საჭესთან დაჯდა. სალონში მისი სუნამოსა და თამბაქოს ნაზავი დატრიალდა. -შენც სიმპატიური ხარ.-ჩაილაპარაკა ნინამ ისე, რომ ბიჭისთვის არ შეუხედავს. ლოყები აებრაწა და რიდით ფანჯარაში გაიხედა. რცხვენოდა საკუთარი რეაქციის, რომელიც ბათუს დანახვაზე დაეუფლა. ბათუმ ჩაიცინა, ძრავა დაქოქა და მანქანა ადგილიდან ნელა დაძრა. წინ დიდი საღამო ელოდათ საღამო. ბათუმ სიჩქარე გადართო, ცალი ხელი საჭეს მოჰკიდა, მეორე კი ნინას მუხლზე დადებულ ხელს გადაჰხვია. მისი თითები თბილი იყო. ნინამ იგრძნო, როგორ გადაედო ბიჭისგან ის უცნაური, საბრძოლო სიმშვიდე, რომელიც ყოველთვის ქარიშხლის წინ ეუფლებოდა ხოლმე. -ამილახვრების ჩასაძირი საბუთები მზადაა.-დაიწყო ბათუმ დაბალი, ჩახლეჩილი ხმით. მისი მზერა გზაზე იყო მიჯაჭვული, თუმცა მთელი ყურადღება ნინასკენ ჰქონდა მიმართული.-ყველაფერი გათვლილია. იმედია, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ვატო თავისივე ხაფანგში გაებმება.- ნინამ ღრმად ამოისუნთქა. აბრეშუმის კაბა ნაზად შრიალებდა მის ყოველ მოძრაობაზე. მან ბათუს ხელს ხელი მოუჭირა, თითქოს ამით ძალას აძლევდა. -ბათუ, თუ რამე ისე არ წავიდა...-დაიწყო გოგომ, მაგრამ ბიჭმა სიტყვა დაუმთავრებლად გააწყვეტინა. -ნინა, მისმინე.-მანქანა წითელ შუქნიშანზე გააჩერა და ნინასკენ შებრუნდა. მისი მზერა ახლა ისეთი პირდაპირი და მესაკუთრული იყო, რომ ნინას სუნთქვა შეუჩერდა.-იქ ბევრი თვალი იქნება. ბევრი ადამიანი, ვინც შენს ყოველ მოძრაობას დააკვირდება. ვატო შეეცდება წყობიდან გამომიყვანოს, შეეცდება შენთან მოვიდეს... მაგრამ დაიმახსოვრე: შენ ჩემი ცოლი ხარ. იმ საბუთებს ზუსტად საჭირო დროს „გავისვრით". მანამდე კი, უბრალოდ იბრწყინე. დანარჩენი ჩემი საქმეა.-ნინამ დაინახა, როგორ ათამაშდა ბათუს ღიმილის კუთხე, როცა გოგონას აკანკალებული ხელები შენიშნა. მან ნინას ხელი აიღო და ხელისგულზე ნაზად ეამბორა. ამ ჟესტში იმდენი სითბო და იმდენი დაპირება იყო, რომ ნინამ იგრძნო, როგორ დაუმშვიდდა აფორიაქებული გული. -ვიცი.-ჩაჩურჩულა ნინამ.-უბრალოდ, ისე ნუ მიყურებ, თითქოს იქიდან ცოცხლები ვეღარ გამოვალთ.-ბათუმ ჩაიცინა, მანქანა ადგილიდან დაძრა და თბილისის განათებულ ქუჩებში შეერია. -პირიქით, ნინა. იქიდან ისე გამოვალთ, რომ მთელი ქალაქი ჩვენზე ილაპარაკებს. ამილახვრები კი... ისინი ხვალიდან მხოლოდ ისტორია იქნება.-მანქანა ნელა მიუახლოვდა მდიდრულ დარბაზს, რომლის წინაც უკვე უამრავი შავი ავტომობილი და ფოტოგრაფების განუწყვეტელი ციმციმი ჩანდა. ჰაერში დიდი ფულის, გავლენისა და მოსალოდნელი სკანდალის სურნელი ტრიალებდა. დარბაზის მასიური კარები გაიღო და ნინამ იგრძნო, როგორ შეეგება შამპანურის, ძვირადღირებული პარფიუმისა და ცოცხალი ორკესტრის ჰანგების ნაზავი. ბათუმ ისე მყარად და თავდაჯერებულად შეიყვანა შიგნით, თითქოს ეს დარბაზი და მასში შეკრებილი მთელი ელიტა მხოლოდ მისი ყოფილიყო. ისინი ერთ-ერთ მაღალ, დეკორატიულ მაგიდასთან დადგნენ, რომელიც თეთრი ტიტებითა და ბროლის სანთლებით იყო გაფორმებული. ბათუმ ნინასთვის სასმელი აიღო და ისე ახლოს დაუდგა, რომ მათი მხრები ერთმანეთს ეხებოდა. დარბაზში მყოფი ბიზნესმენების მზერა მათზე იყო მიჯაჭვული. ბათუსა და ნინას შორის არსებული უხილავი მუხტი ჰაერსაც მუხტავდა ეს იყო ძალაუფლებისა და სილამაზის იდეალური სინთეზი. -კარგად ხარ?-ჩასჩურჩულა ბათუმ და ნინას მხარზე ხელი ნაზად გადაუსვა. ნინამ უბრალოდ თავი დაუკრა და გაიღიმა. უცებ დარბაზის შესასვლელთან მოძრაობა შეიქმნა. ნინამ მზერა კარისკენ გააპარა და სახე მაშინვე გაუნათდა. იქ ელენე და უტა იდგნენ. ნინას თვალებს არ უჯერებდა მისი დაქალი ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა. ელენეს მჭიდროდ მომდგარი, შავი ხავერდის კაბა ეცვა, რომელიც მის მკრთალ კანსა და ღია ფერის თმას საოცრად უხდებოდა. უტა კი... უტა უბრალოდ სხვა ადამიანი იყო. შავ კლასიკურ კოსტუმში გამოწყობილი, ისეთივე მკაცრი და სიმპატიური, როგორც ყოველთვის. ისინი გვერდიგვერდ იდგნენ და ნინამ გაიფიქრა: „ფერი ფერსაო..."- მართლაც, იდეალურად ავსებდნენ ერთმანეთს. -შეხედე, რა ლამაზები არიან!-წამოიძახა ნინამ აღტაცებით და ბათუს მკლავზე ხელი მოუჭირა. ბათუმ ჩაიღიმა, როცა დაინახა ძმის ოდნავ დაბნეული, მაგრამ ამაყი მზერა. ისინი მალევე მიუახლოვდნენ მეგობრებს. -ვაუ, უტა, კოსტუმი მართლა გიხდება.-გაეხუმრა ბათუ და ძმას მხარზე ხელი დაჰკრა. -ნინა, შენ საერთოდ სიტყვებს მართმევ!-ელენე მაშინვე დაქალს გადაეხვია.-ბათუ, იმედია იცი, რა განძი გიდგას გვერდით. -ვიცი, ელენე, ძალიან კარგად ვიცი.-უპასუხა ბათუმ და ნინას ისეთი მზერა ააყოლა, რომ გოგონას ისევ ის პეპლები აუფრიალდნენ მუცელში. ოთხივე ერთად იდგა. ისინი ამ წვეულების ყველაზე გამორჩეული ჯგუფი იყვნენ, ახალგაზრდები, ლამაზები და მომხიბვლელები. უტა, მიუხედავად იმისა, რომ ელენეს გვერდით საოცრად კმაყოფილი ჩანდა, წამითაც არ დუნდებოდა. მისი მზერა პერიოდულად დარბაზს აკვირდებოდა, მერე კი ბათუს მიუახლოვდა. -ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა ელენემ ნინას და ხელზე ხელი მოუჭირა.-საოცრად გამოიყურები, მაგრამ თვალებში მაინც ნერვიულობა გეტყობა. -უბრალოდ... ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია.-გაუღიმა ნინამ, თუმცა ყური ბიჭებისკენ ჰქონდა. უტა ბათუსკენ ოდნავ გადაიხარა, თითქოს სასმლის ასაღებად იწვევდაო, და დაბალი, მხოლოდ მათთვის გასაგონი ხმით თქვა. -საბუთები აქ მაქვს, პიჯაკის შიდა ჯიბეში მიდევს. ყველაფერი გადამოწმებულია. როგორც კი ნიშანს მომცემ, პირდაპირ ნინაჩკას გადავცემ, რომ იმ სირს ააფაროს.-ბათუმ ძლივს შესამჩნევად დაუკრა თავი. მისი სახე ისეთივე მშვიდი დარჩა, თითქოს უტა ამინდზე ელაპარაკებოდა, მაგრამ ნინამ დაინახა, როგორ დაეჭიმა ბიჭს ყბის ძვალი. -კარგია.-თქვა ბათუმ და ჭიქა ასწია.-მთავარია, ზედმეტი ყურადღება არ მივიქციოთ, სანამ დრო არ მოვა. უტა, ელენეს ყურადღება მიაქციე, აქ ბევრი არასასურველი ტიპია. -მაგაზე ნუ ნერვიულობ.-ჩაეღიმა უტას და ელენესკენ გაიხედა, რომელიც ნინას რაღაცას უყვებოდა.-ჩემს გვერდით უსაფრთხოდ არის. -ბიჭებო, რაზე საიდუმლოობთ?-ელენე მათკენ მობრუნდა ეშმაკური ღიმილით. -დღეს ბიზნესზე საუბარი აკრძალულია, ხომ შევთანხმდით? უტა, მითხარი, რომ ახლაც რამე მნიშვნელოვანს არ გეგმავთ. ქარა, ელენე... უბრალოდ ბათუს ვეუბნებოდი, რომ ამ დარბაზში საუკეთესო პარტნიორები ჩვენ გვყავს-მეთქი.-თქვა მან და ელენეს მზერა გაუსწორა.. -მოდით, დავლიოთ"-შესთავაზა ნინამ და ჭიქა ასწია.-ჩვენს მშვიდობიან საღამოს გაუმარჯოს და... იმას, რაც მერე იქნება. *** საღამო პიკს აღწევდა. ცოცხალი ორკესტრი დაბალ, ხავერდოვან ჯაზს ასრულებდა, რაც გარემოს კიდევ უფრო მეტ არისტოკრატიზმს მატებდა. სტუმრები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, ოქროსფერი ჭაღების შუქზე ბრილიანტები და ძვირფასი ქვები თვალისმომჭრელად ბზინავდნენ. ყველაფერი იდეალური "მაღალი საზოგადოების" იდილიას ჰგავდა. უტა და ელენე სადღაც გაუჩინარდნენ, ალბათ, ამ ქაოსს განერიდნენ, რომ სიმშვიდეში ესაუბრათ. ბათუ კი, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ნინასთვის უცნობ ბიზნესმენებს ედგა და რაღაცას წყნარად, მაგრამ დამაჯერებლად უხსნიდა, თან დროდადრო ვისკის ჭიქას ტუჩებთან მიიტანდა ხოლმე. ნინასკენ მზერის გაპარებაც არ ავიწყდებოდა, სხვებისკენ მხოლოდ მას შემდეგ გადაინაცვლა როცა დარწმუნდა, ნინა კარგად იქნებოდა. ნინა მარტო დარჩა მაგიდასთან. სწორედ ამ დროს იგრძნო ის ნაცნობი, დამთრგუნველი აურა. -თვალს ვერ გაშორებ, პატარავ...-ვატოს ხმა პირდაპირ ყურთან გაისმა. ის იმდენად ახლოს მივიდა, რომ ნინამ მისი პარფიუმის სურნელი იგრძნო. ვატომ თამამად, თითქოს საკუთრებას ეხებაო, ხელი ნინას შიშველ წელზე, აბრეშუმის კაბაზე გადაატარა. ნინას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, გაქცევა და ამ ხელის მოშორება უნდოდა, მაგრამ თამაში უნდა გაეგრძელებინა. -კარგად გამოიყურები.-თქვა ნინამ და აიძულა საკუთარი თავი, ვატოსთვის შეეხედა, თუმცა გული ისე ერეოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს. -რაღაც შენს მეუღლეს აქ, შენ გვერდით ვერ ვხედავ, რაშია საქმე?-ვატომ ცინიკურად გაიხედა ბათუს მიმართულებით. -ნუ მახსენებ, გთხოვ... დამაგდო აქ ბანძივით, თავის საქმეებს ვერ სცილდება.-ნინამ ხმაში წყენა და სიმწარე გაურია. როლში იდეალურად შედიოდა. -ჩემკენ წამო.-ვატომ მკლავში უხეშად, თითქოს გაუცნობიერებლად ჩაავლო ხელი და დარბაზის მეორე მხარეს, შედარებით ბნელი კუთხისკენ წაიყვანა. ბათუმ ეს მოძრაობა მაშინვე შენიშნა. ნინამ დაინახა, როგორ გაფითრდა ბათუ, როგორ დაუშვა ხელი დაბლა და პიჯაკის ღილს ჩააფრინდა აშკარად მივარდნას და ვატოსთვის იმ ხელის მოტეხას აპირებდა, რომლითაც ნინა მიჰყავდა. ნინამ მზერა გაუსწორა და ხელით ძლივს შესამჩნევად ანიშნა არ გაინძრე, ყველაფერი კარგადააო. ბიჭი ადგილზე გაჩერდა. ამილახვრის სიახლოვე დამთრგუნველი იყო. ვატო თამამად და ნელა აყოლებდა მზერას გოგონას ყელს, თითქოს ყოველი სანტიმეტრით ტკბებოდა. -ვერც კი წარმოიდგენ, როგორ გიხდება ეს სიმამაცე.-ჩაჩურჩულა ვატომ და ისე ახლოს მივიდა, რომ ნინამ მისი სუნთქვა კანზე იგრძნო. მან ხელი ნაზად ააყოლა ნინას მკლავს, თითის წვერებით ეხებოდა მის კანს. -ის კი გიჟდება შორიდან რომ გიყურებს... მაგრამ ახლა აქ ჩემთან ხარ.-ბათუზე ანიშნა. ნინას შიგნიდან ყვირილი უნდოდა. ყოველი მისი შეხება სხეულზე დამწვრობასავით რჩებოდა, გული ისე უცემდა, თითქოს საგულედან ამოვარდნას ლამობდა. საშინელი ზიზღი ყელში ბურთად ეჩხირებოდა, მაგრამ აიძულა საკუთარი თავი, ტუჩის კუთხე ეშმაკურად ჩაეტეხა. -იქნებ მეც მინდოდა, რომ აქ ვყოფილიყავი?-თქვა მან და ბიჭს თვალებში შეხედა. -ოჰ, პატარავ...-ვატომ თმა ყურს უკან გადაუწია და თითები მის ყელზე დატოვა. -ყოველთვის ვიცოდი, რომ გემოვნება გქონდა. იმასთან მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ სხვა გზა არ დაგიტოვა, არა? -მომბეზრდა მისი მუდმივი კონტროლი.-ამოიოხრა ნინამ და წამით თვალი დახუჭა, რომ ვატოს მისი ნამდვილი ემოცია, ზიზღი, რომ არ დაენახა.-მეგონა დღეს მაინც დამითმობდა დროს, მაგრამ ხედავ... ისევ თავის საქმეებშია.-ვატომ კმაყოფილებისგან ჩაიცინა და უფრო მეტად დაიხარა მისკენ. -მე არასდროს დაგტოვებდი მარტო ასეთ საღამოს. შენნაირ ქალს ხელისგულზე ტარება სჭირდება და არა გალიაში გამოკეტვა.- ნინამ იგრძნო, როგორ გაუორმაგდა გულისცემა. შორიდან ხედავდა ბათუს ბიჭი ისე მაგრად უჭერდა ხელს სასმლის ჭიქას, რომ ეგონა, აი, ახლა გასკდებოდა მინა. ბათუს თვალებში იმხელა ტკივილი და ბრაზი იკითხებოდა, რომ ნინას წამით სუნთქვა შეეკრა. უნდოდა მივარდნოდა, ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო, რომ მის მიმართ რაღაცას გრძნობდა... მაგრამ წელზე შემოცურებულმა ვატოს ხელმა რეალობაში დააბრუნა. -მითხარი, რომ გინდა აქედან წაგიყვანო.-უთხრა ვატომ და ნინას ლოყაზე ცხვირი გაუხახუნა. -ჯერ არა.-უპასუხა ნინამ და ხელები ბიჭის მკერდზე დააწყო, ვითომ ეფერებოდა, სინამდვილეში კი მათ შორის დისტანციის დაჭერას ცდილობდა.-მინდა ვნახო, კიდევ რამდენს გაუძლებს მისი მოთმინება.- ნინამ დაინახა, როგორ აენთო მის თვალებში ნამდვილი ჟინი. ის მართლაც მახეში იყო ნინას ყოველი სიტყვა მასში გამარჯვების განცდას აღვივებდა, გოგო კი შინაგანად ნაწილებად იშლებოდა ამ სიცრუისგან. ვატომ ნინას თითები ყელზე უფრო თამამად ჩააყოლა, მაგრამ გოგონამ თავი ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გასწია გვერდით. ამილახვარმა თვალები მოჭუტა, მის მზერაში ინტერესთან ერთად ეჭვის ნაპერწკალიც გაკრთა. -დისტანციას იჭერ, პატარავ?-ჩაეღიმა ვატოს და ნაბიჯი კიდევ უფრო წინ გადადგა, ისე, რომ ნინა კედელსა და საკუთარ სხეულს შორის მოაქცია.-თითქოს გინდა, რომ აქ იყო, მაგრამ თან გეშინია... რისი გეშინია, ნინა?-ნინამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები, მაგრამ მზერა არ აურიდებია. მისი ხელისგული ვატოს გულისცემას გრძნობდა და ეს შეგრძნება სულს უხუთავდა. -შიში აქ არაფერ შუაშია.-ამოთქვა ნინამ და ხმაში ისეთი სიმშვიდე გაურია, რომელსაც თავადაც არ მოელოდა.-უბრალოდ, აქ ზედმეტად ბევრი ხალხია. ვდარდობ პრესამ რამე სისულელე არ მოიფიქროს.-ვატომ ხმამაღლა ჩაიცინა. მისი თითები ახლა ნინას კაბის ზურმუხტისფერ აბრეშუმს წაეპოტინა. -სულ არ მანაღვლებს, საბოლოოდ ხომ უნდა გაიგოს ხალხმა ვის მიმართ გაქვს ნამდვილი გრძნობები?-ნინას გულში ეცინებოდა. -როგორ მოვიშორო?-ვატო მიხვდა გოგო ვის გულისხმობდა. თავი მის ყურთან დახარა. -აბაშიძეების ჩასაძირი საბუთები მზად მაქვს, ყალბია, მაგრამ ვერავინ მიხვდება. მხოლოდ შენ და ჩემს ოჯახს გეცოდინებათ.-მოხდენილად გადაიწია პიჯაკი და ნინამ, შიდა ჯიბეში ამოწეული ფურცლები დაინახა. ხვდებოდა, რომ მალევე ბათუ კი არა ის ჩაიძირებოდა. -მანახებ?-ჰკითხა და თვალები შეანათა. ბიჭმა უნებურად დაუქნია თავი, ის ტრფობის ცეცხლი შემორეოდა მას, რაც ბათუს უკვე დიდი ხანია სწვავდა. ვატომ ნინას მოშიშვლებულ წელზე ხელი შეასრიალა და მეორე ხელი ლავიწზე გაუსვა. ნინას შეეშინდა, მაგრამ იცოდა, რომ უნდა მოეთმინა. თუმცა, რის გამო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


