მანათობელი გრძნობა - თავი 15
დროის სვლასთან ერთად ამ ყველაფერთან შეგუებას ვსწავლობდი. მთელი ზამთარი უცებ მიილია და დადგა მარტი, ჩემი საყვარელი სეზონი. თბილისში კი, როგორც ყოველთვის, უცებ დათბა. ყველაფერი ძველებურად იყო, გიორგისთან ისევ ნაჩხუბარი ვიყავი; მამაჩემი ისევ წავიდა, თანაც ისე, რომ არ მნახა; ისე ,,გაიპარა”, ბოდიშის მოხდის საშუალებაც არ მომცა, იმის გამო, რაც წესით საბოდიშო არ იყო; ძალიან მეცინებოდა, მაგრამ უკვე სულ ერთი იყო. არაფერს არ შევეხვეწებოდი, ნაძალადევი არაფერი მჭირდებოდა, მათ შორის არც მამობრივი სიყვარული, რომელიც ასე მინდოდა და ვოცნებობდი; ისევ ისე, ჩვეულებრივ დავდიოდი სამსახურში და ვცდილობდი, საერთო რითმისათვის ამეწყო ფეხი. მოწყენის საშუალებას არ მაძლევდა თამო, რომელიც ხვდებოდა ჩემი ცუდად ყოფნის მიზეზს. ძალ-ღონეს არ იშურებდა, როგორმე ჩემი ყურადღება სხვარამეზე რომ გადაეტანა. ყველა სისულელეს მიყვებოდა და აბსოლუტურად ყველგან დავყავდი, სადაც კი მიდიოდა. მისდა სასიხარულოდ კი, ნელ-ნელა თხუთმეტი მარტიც მოახლოვდა. მთელი ძალით ცდილობდა, სამეგორის შეკრებაზე წავეყვანე. უნივერსიტეტიდან მოყოლებულ ამ ,,ტრადიციას”, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვარღვევდით. თუმცა ბოლო რამდენიმე წელი, თითქოს შესვენებასავით იყო ჩვენთვის. იმ წელს ვახომ გამოთქვა სურვილი მისი და ელენეს აგარაკზე შევკრებილიყავით. თანაც ამჯერად, ცოტა უფრო დიდხანს დავრჩებოდით ერთად. უფასო სასმლის გაგონება იყო, და უცებ ყველა თავისუფალი აღმოჩნდა. ანდაც ვინ იტყოდა ამაზე უარს? დიდად არ მქონდა იქ წასვლის განწყობა, თამომ რომ აიჩემა და ვეღარ გავაჩერე, სხვა გზა აღარ დამრჩა. ძალიან მსუბუქად ჩავიცვი და ტანსაცმელიც სულ ორიოდე რამ წავიღე. თეთრი ტილოს ქვედაბოლო, თეთრი მოკლე მაისური და ლურჯი ჯინსის ქურთუკი, ფეხზე კი ყავისფერი დაბალძირიანი ჩექმა მეცვა. ამდენი ხნის შემდეგ მეგობრებთან შეხვედრა წესით, უნდა გამეხარებოდა, მაგრამ რეალურად, თურმე არც ერთი მათგანი არ მომნატრებია. ყველა ერთმანეთზე აუტანელი იყო, თუმცა ეს კარგი გაგებით. რა თქმა უნდა, ყველა ძალიან მიყვარდა, მაგრამ მონატრება ძალიან ბევრი იყო მათთვის. თვალებს არ ვუჯერებდი, ყველა მოვიდა... არც კი მახსოვდა, ბოლოს ყველა ერთად როდის ვიყავით. ვახოს და ელენეს ძალიან ლამაზად ჰქონდათ მოწყობილი ყველაფერი. შიგნით მაგიდა იყო გამზადებული თამაშებისთვის, მთავარი კი ეზოში ხდებოდა. მთელი ეზო ყვითელი ნათურებით ჰქონდათ განათებული. ცალ-ცალკე იყო გამზადებული სასმლისა და სასუსნავების მაგიდები, ალაფურშეტის სტილში. ცენტრში სცენა ჰქონდათ მოწყობილი, გვერდითა ნაწილებზე კი სავარძლები და დივნები, თავიანთი მაგიდებით, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის; ანუ მათთვის, ვისაც ცეკვა არ უყვარდა. თითქმის ყველაფერი ისე ჰქონდათ მოწყობილი, როგორც მათ ქორწილში იყო. ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომ იქ, სასმლის მაგიდაზე, ჩემთვის გაემზადებინათ ანანასის წვენი, ოღონდ გამჭირვალე, თხელ და გრძელ ჭიქებში; ზუსტად ისე, როგორც მიყვარდა. ვახოს ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის ანანასის წვენი, თანაც ბევრი და ფაქტი, რომ არასდროს ავიწყდებოდა, ყოველ ჯერზე სასიამუვნოდ მაკვირვებდა. ეზოში ვიყავით. ისეთი კარგი ამინდი იყო, მთელი საღამო გარეთ გავატარეთ. ეტყობოდათ, ძალიან კარგ დროს რომ ატარებდნენ და ალბათ, ეს შეკრება ძალიან დიდხანს იქნებოდა განხილვის საგანი. სვამდნენ, ცეკვავდნენ და საერთოდ ყველაფერი დაევიწყებინათ. - ნეტავ სად ჩასდით ამდენი?! - წარბაწეულმა გადავულაპარაკე ელენეს. - შენ რატომ არ ხარ ხასიათზე? თითქოს რაღაც გაწუხებს, თან მხოლოდ ახლა კი არა, ზოგადად, ეს ბოლო დროა...ხომ ყველაფერი რიგზეა? - მომიბრუნდა ელენე, თითქოს საერთოდ ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი. - ხომ იცი, იშვიათად ვსვამ... - თავი ვიმართლე. - დალევა გართობასთან რა კავშირშია? მე ისეც ძალიან კარგად ვერთობი. - უბრალოდ ხასიათს დავაბრალოთ...დილიდან ცუდ ხასიათზე ვარ. - გინდა ჩემი ახალი ფეხსაცმელი განახო? - უცებ მითხრა, თითქოს იმ წამს გაახსენდა - ვახომ მიყიდა რვა მარტს. დარწმუნებული ვარ შენც მოგეწონება. - მაჩვენე. - დიდად არ მეხალისებოდა, მაგრამ არ ვაწყენინე. ეტყობოდა, ძალიან უხაროდა. - შენ ადი, წყალს დავლევ და ამოვალ. - ბაღის მხრიდან შევედი სამზარეულოში. კარადა გამოვაღე, ჭიქა რომ ჩამომეღო წყლისთვის, თუმცა ზედა თაროზე იყო და ვერ მივწვდი. კიდევ ერთხელ გავიწელე და ის იყო, თითი სულ ოდნავ შევახე, ვიღაცის თეთრი თითები რომ შეეხო ჭიქას ჩემს ხელთან ერთად. ჩამოიღო და ჩემს წინ დახლზე დადო. თითებზევე მივხვდი, ვინც იყო და მისი სუნიც რომ ვიგრძენი, ლამის გული გამიჩერდა. იმდენად არ მოველოდი მის იქ მოსვლას, ადგილზე გავიყინე. რომ დავინახე, დიდხანს თვალი ვერ მოვწყვიტე. ისე მომნატრებოდა, ისე მეამა იმ წამს მისი სახის, მისი სილუეტის ცქერა, მინდოდა დრო გაჩერებულიყო და ცოტა ხანს ასე დავრჩენილიყავით. ვფიქრობდი, რამდენად ღირდა მისალმება, თუმცა იმდენად მინდოდა მისი ხმის გაგონება, ბევრი არ მიფიქრია. - გამარჯობა...- მივმართე მორიდებულად. იმედი მქონდა ხმას მაინც გამაგონებდა, მაგრამ მხოლოდ თავი დამიკრა, მისალმების ნიშნად, და ბაღში გავიდა. წამითაც არ შემოუხედავს ჩემთვის. მისგან ასეთი ქცევა ისეთი მწარე აღმოჩნდა, თავი ძლივს შევიკავე, ბავშვივით ისევ რომ არ მეტირა. მტკივნეული ყოფილა კვლავ იმასთან შეხვედრა, რაც შენი აღარ არის; რომ დავფიქრდი, ის ჩემი არც არასდროს ყოფილა; ისე დავკარგე,ჩემი არც ყოფილა. ჩამეცინა. დღითიდღე აუტანელი ხდებოდა ყველაფერი და ვიცოდი, დიდხანს ვეღარ გავუძლებდი. - რა დაგემართა? - დაბნეულმა შემომხედა ელენემ, ოთახში ჩაფიქრებული რომ შევედი. - არაფერი...ესაა ის ფეხსაცმელი? - თემა შევცვალე. - კი... - ეჭვნარევი ხმით მითხრა და ყუთიდან ამოიღო. - ძალიან ლამაზია. - გავუღიმე ნაძალადევად. - დემეტრე ნახე, ხომ? - ელენეს თავისი ფეხსაცმელი იმაზე მალე დაავიწყდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. სახეზე აღარც აღტაცება ეწერა და აღარც სიხარული. - ... - დავჩუმდი, თუმცა ამ სიჩუმემვე გამცა. - ლიკა, ნეტავ იცოდე, რა ცუდად არის... - საწოლზე ჩამოჯდა თავადაც - ორჯერ დალია ვახოსთან ერთად და ორჯერვე, მთელი საღამო შენზე ლაპარაკობდა; მართლა ძალიან უყვარხარ... - გამიღიმა. - სულ ერთია. - ზურგი შევაქციე და ოთახიდან გამოვედი. არ მინდოდა ელენესთან ამაზე მესაუბრა, ამიტომ ისევ ბაღში გასვლა გადავწყვიტე. - შეიძლება ასეა, მაგრამ... - მომიბრუნდა კიბისკენ მიმავალი - დემეტრე...ის კარგად არ არის. - გაიღიმა დამწუხრებულმა და ამოიოხრა. - ლიკა! მოდი, შენც უნდა ითამაშო! - დამიძახა ეკამ და ხელი დამიქნია. - რას თამაშობთ? - გავუღიმე, დემეტრეს დასანახად და წრეს შევუერთდი. - ჩვენს თამაშს! ხომ გახსოვს? - რეალურად, მათი არც არასდროს ყოფილა, უბრალოდ ასე ეძახდნენ. ყველა წრიულად ჯდებოდა და ერთ-ერთი დაიწყებდა თამაშს: მთელი წრიდან სხვა ერთს ამოირჩევდა და კითხვას დაუსვამდა. კითხვის მიმღებს ორი არჩევანი ჰქონდა - ან კითხვას უპასუხებდა, ან დალევდა. - მეტი სათამაშო ვერაფერი მოიფიქრეთ? - ვიკითხე უკმაყოფილოდ და ზურგით მივეყუდე უკან მჯდომ ელენეს. - რა იყო, რამეს მალავ? თუ გეშინია, რამის აღიარება არ მოგიწიოს? - ჩამეკითხა ეკა და გადაიკისკისა. ყველამ ერთდროულად დამიწყო ყურება; მხოლოდ დემეტრე იჯდა ხის ძირას თავდახრილი და გავსებულ ჭიქას მისჩერებოდა. - შენც ხომ თამაშობ? - გვერდით მიუჯდა დემეტრეს ელენეს მეჯვარე, ნია. - ბევრი რამ მაინტერესებს შენზე და ამ ყველაფრის თამაშით გაგება უფრო საინტერესო იქნება... - გაუღიმა. დემეტრეს არაფერი უთქვამს. ნიას ,,ინტერესზე” მეტად, დემეტრეს სიჩუმემ გამაღიზიანა. უკვე დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, ჩემი დარჩენილი მოთმინება დიდხანს არ მეყოფოდა. - ეს ვინღაა? - წარბაწეულმა გადმომილაპარაკა თამომ, რომელიც ჩემზე მეტად ბრაზობდა. - ეს ელენეს მეჯვარე იყო, თუ სწორად მახსოვს. - ჩაფიქრებით გადაუჩურჩულა ეკამ თამოს მეორე მხრიდან. - დემეტრე მოეწონა, ხედავ? - მათ შუაში მჯდომი ვუსმენდი, როგორ ჭორაობდა ჩემი ორი მეგობარი. - დემეტრე ვის არ მოსწონს, შენ ეგ იკითხე! - ჩაეცინა ეკას. - აი ამას. - ჩემზე ანიშნა თავით და ორივემ ერთდროულად ამხედ-ჩამხედა. - უგემოვნო! - არ ჩერდებოდნენ ჩემი ინტრიგანი მეგობრები. თამაში ძალიან გაიწელა. თითქმის სულ ერთი და იგივეები სვამდნენ და იღედნენ კითხვებს, ჩვენ კი სხვა რა გზა გვქონდა? ვუსმენდით. ბოლოს ნიას დაუსვეს კითხვა. მან კი მაშინვე დემეტრე ამოირჩია. - ვინმე გყავს? - პირდაპირ უადგილო კითხევით დაიწყო. - ... - არც დაამთავრებინა ისე მოიყუდა სასმელი. - გასაგებია...- უსიამუვნოდ ჩაეცინა ნიას. მე კი შიშმა ამიტანა. შიშმა, რომ დემეტრეს კითხვას მივიღებდი. - ჩემთვის ოდესმე მოგიტყუებია? - არც შევცდარვარ. პიდაპირ რომ გამომხედა, მაშინვე ყველა მიხვდა მე რომ მეკითხებოდა. დაბნეულმა მომივოხედე გარშემო. - არა - მოკლედ მივუგე და აშკარად შევნიშნე , ჩემმა პასუხმა რომ არ დააკმაყოფილა. მე კითხვით თამოსთან გადავედი, ზედმეტად ნერვების მოშლა აღარ მინდოდა. მაგრამ ის ვერ გავთვალე, რომ თამო უკვე საკმაოდ მთვრალი იყო და იმას გააკეთებდა რაც თავში მიუვიდოდა. - შენ დემეტრე მოგწონს, ჰო? - მაშინვე ნიას ეცა; არც შეცხვენია და არც არავისი მორიდებია. პასუხის მოლოდინში თვალი დემეტრესკენ გავაპარე. ჩემი პასუხით უკმაყოფილოს იმედგაცრუებული ღიმილი ედო სახეზე და თავს აქნევდა, თითქოს ტყუილში გამომიჭირა. გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი. - შეიძლება ასეც ითქვას... - უპასუხა ნიამ და პარალელურად დემეტრეს შეხედა. ნიამ ისევ დემეტრეს დაუსვა კითხვა. მან პასუხს ისევ თავი აარიდა და დალევა არჩია. - ჩემთვის, თუნდაც ჩემივე სასიკეთოდ, ტყუილი გითქვამს? - ის ისევ ჩემთან გადმოვიდა და იგივე კითხვა რომ დასვა, არ მესიამუვნა, მაგრამ რას ვიზამდი? - უკვე გითხარი. არა, მეთქი. - იგივე პასუხი. - როგორ ფიქრობ, მასთან შანსი გაქვს? - ახლა თამოსთვის აღარ დამითმია ნია, თავად გადავედი მოთმინებადაკარგული. უკვე აღარ მაინტერესებდა დავიწვებოდი, თუ არა. მინდოდა ეს პასუხი მომესმინა და მასზე დემეტრეს რეაქციაც მენახა. მერე რა იქნებოდა, არ ვიცოდი. არც ის მაინტერესებდა, რომ ჩემი საქციელი ძალიან უაზრო იყო და არც ის, რომ პატარა ბუტია ბავშვივით ვიქცეოდი. თამაში უკვე ჩვენ სამს შორის მიდიოდა. არავინ არ იღებდა ხმას, ისე უყურებნდენ ჩვენს სულელურ ქცევას, როგორც მძაფრსიუჟეტიან დრამას. - ეს მას ვკითხოთ. - მომიგო და იმ წამსვე ყველამ დემეტრეს შეხედა. წამით შემავლო თვალი და მალევე უპასუხა. - რატომაც არა! - გაუღიმა. აი ეს კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ისეთი დიდი და იმდენად მძიმე ბრაზი ერთიანად გადმოანთხია ჩემზე. რამდენიმე წამით შევავლე თვალი დემეტრეს კმაყოფილ სახეს და ისეთი წყენა ვიგრძენი, ისე მეტკინა გული, მისი დანახვაც არ მინდოდა. ვიცოდი, ამ ყველაფერს ჩემი საქციელის გამო რომ აკეთებდა, მაგრამ მეგონა, ჩემსავით არ მოიქცეოდა. ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე არ იზამდა. რამდენიმე წუთით ვაცადე, ყურადღება რომ გადაეტანათ და მერე წასასვლელად ავდექი. ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებდი. აღარ დემეტრე მაინტერესებდა და არც ის, ვისთან და როგორ იქნებოდა. სახლში შევედი ჩანთის ასაღებად. ყველა ერთმანეთზე მეტად მეზიზღებოდა და მაბრაზებდა, პირველ რიგში კი საკუთარი თავი. საერთოდ არ უნდა წავსულიყავი იქ და არც მე გამიტყდებოდა გული და არც სხვებს ჩაშხამდებოდათ საღამო. სასწარაფოდ გარეთ გამოვედი. გასასვლელთან დემეტრე შემეჩეხა. - გაჩერდი. - აუღელვებლად მითხრა და მკლავში ჩამჭიდა ხელი - არსად არ მიდიხარ. - შემეშვი. - არც შემიხედავს ისე წამოვედი. არც ის გამომყოლია. სიტყვები არ მეყოფოდა იმის სათქმელად, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი... არც ის მინდოდა, გამომყოლოდა, მაგრამ ვერც იმას ვეგუებოდი, რომ იქ დარჩა; ვნანობდი ჩემს საქციელს და ერთადერთი, ვისზეც ვბრაზობდი საკუთარი თავი იყო. სრული ალიაქოთი იყო ჩემს თავში, ამიტომ სუფთა ჰაერზე გავლა ვამჯობინე. არ დამაცადა. სულ ათიოდე მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ დამეწია და წასვლის საშუალება არ მომცა. - რა ხდება? - ხელი გავაშვებინე. - მე მეკითხები, რა ხდება? - აბა ვის ვკითხო? - ჩამეცინა. - რატომ გაბრაზდი? - ღრმად ჩაისუნთქა, ხმისთვის რომ არ აეწია. მისი ეს ჩვევა უკვე დაზეპირებული მქონდა. - თავი დამანებე, კარგი? - სახეში მივაშტერდი. მის თვალებში ისეთი ბრაზი დავინახე, იქამდე რომ არ მინახავს! - ხელი გამიშვი, მტკივა, დემეტრე! - მაშინვე შემიშვა ხელი. მეც თავი დავადე და წასვლა დავაპირე. - რა გინდა, ვერ ვხდები... მართლა ვერ ვხდები! - ნერვიულად ჩამოისვა სახეზე ხელი. ჩემდა უნებურად გავჩერდი, მისი ოდნავ ჩახლეწილი და დანაღვლიანებული ხმა რომ გავიგე. წასვლა მინდოდა, მაგრამ თითქოს რაღაც მიჭერდა. - რას ვერ ხვდები? - რატომ იქცევი ისე, თითქოს გიღალატე? - მომიახლოვდა - შენ არ მითხარი, წადიო? არ მითხარი, არ მიყვარხარო, ჩემი ცხოვრებიდან წადიო?! რა ჯანდაბა გინდა ჩემგან, ვერ ვიგებ! - დატუქსვა დამიწყო - თუ არ გიყვარვარ, ასე რატომ მიყურებ? რატომ მაგრძნობინებ თავს არაკაცად? - მე.. - არა, შენ არ ილაპარაკებ! - თითი ამიწია - ახლა ჩემი ჯერია, ის ვთქვა, რაც მაწუხებს! დავიღალე! რამდენიმე თვის წინ სახლიდან ხომ გამომაგდე? მანამდე საავადმყოფოში ხომ მიმატოვე და წახვედი უკანმოუხედავად? ისე დამტოვე, წარბიც არ შეგიხრია მიუხედავად იმისა, რომ იცოდი, მჭირდებოდი! ხომ მითხარი, ყველაფერი იმის გამო რომ იყო, რომ გეცოდებოდი?..რომ ჩემისთანა საცოდავ ადამიანს ვერ შეიყვარებდი? თუ იმის გამო ტიროდი, რომ გეცოდებოდი, მაშინ რატომ მითხარი დეკემბრის იმ ღამეს, რომ გენატებოდი? ან რატომ გამიბრაზდი იმის გამო, რომ არ გამოვჩნდი და კონტაქტზე არ გამოვედი? - ისევ ამოიოხრა - ამიხსენი, რატომ არ მაძლევ მოსვენებას? მიუხედავად ამდენი ტკივილისა, ასეთი წყენისა, მაინც ყველგან შენ რატომ ხარ? სულ ჩემში რატომ ტრიალებ? ან საკუთარი თავისგან რა გინდა, ან ჩემგან? ან საერთოდ იცი, რა გინდა? - მიყვარხარ... - ვეღარ მოვითმინე და პირში მივახალე. ადგილზე გაქვავდა. - მოგატყუე; რამდენჯერაც და როგორც არ უნდა ვცადო შენგან შორს ყოფნა...ჩემგან და ავთოსგან შენი დაცვა, მაინც ვერ გეშვები, გაიგე? არ შემიძლია შენს გარეშე!..მე არ შემიძლია დემეტრეს გარეშე! - ცხვირის წვერი ამეწვა. - ერთადერთი მხოლოდ ტირილი შემიძლია, გაიგე? მაგრამ ტირილსაც არ მაცლიან, არა! - სწარაფად მოვიწმინდე ახლად ჩამოღვილი ცრემლი. თითქოს შემრცხვა... - შენთან ყოფნა არ შემიძლია, მაგრამ არც შენ გარეშე შემიძლია, დემეტრე...მე...- ვეღარ გავაგრძელე. ერთიანად ამიტანა კანკალმა და გავიყინე. დემეტრე ადგილზე იდგა, თითქოს ვერ იჯერებდა მოსმენილს. - მე შენგან ეს არ მითხოვია. - ვიცი! მაგრამ რამე რომ დაგემართოს, რა მეშველება? - მწარედ ჩამეღიმა - ვკვდები შენი სიყვარულით; შენი მონატრებით; შენთან ყოფნისა და სამყაროსგან მოწყვეტის სურვილით; შენზე ეჭვიანობით; მაგრამ არ შემიძლია შენგან რამის მოთხოვნა, გესმის? არ ვიცი, ვინ სად დაგხვდება და სად რას დაგმართებს, სად და როდის გადაგიჭრის გზას, რას დაგიშავებს... ამიტომ ერთადერთი მხოლოდ ის დამრჩა გამოსავლად, რომ ჩემი ცხოვრებიდან გაგიშვა...ისევე უცებ, როგორც შემოხვედი. მაგრამ ისე ღრმად გაიდგი ფესვი ჩემში, დემეტრე. არ შემიძლია...გესმის? არ შემიძლია!.. - ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი - უკვე ტირილიც აღარ შემიძლია! - საყვედური ამოვთქვი და კიდევ ერთხელ მოვიწმინდე აწყლიანებული თვალი. მინდოდა, იქაურობას გავცლოდი, მაგრამ არ გამიშვა. მთელი ძალით შემომხვია ხელი და ძალიან მაგრად ჩამიხუტა. - გამიშვი... - არ წყდებოდა ჩემი სრუტუნი. - არ გაგიშვებ - ნიკაპი ჩამომადო თავზე. - მოვკვდები და არ გაგიშვებ, გაიგე? ხომ ხედავ, ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია. შენ დემეტრეს გარეშე არ შეგილია, მე ლიკას გარეშე...ნუ გაუკეთებ ამას ნურც საკუთარ თავს და ნურც მე, გთხოვ! - შუბლი შუბლზე მომადო და გაიმეორა - გთხოვ... - ძალიან მიყვარხარ...დემეტრე ...მიყვარხარ! - ამდენი ხნის ნატვრა რომ ამიხდა, განა უარს ვიტყოდი მასზე? ვეღარ გავუშვებდი. არ შემეძლო! ჩემკენ დახრილმა, მთელს წელზე შემომხვია თავისი მკლავები და ფრთხილად მაკოცა მხარზე. - ჭკუიდან მშლი! - მკაცრად მითხრა. ვგრძნობდი, როგორ დაასრიალებდა თავის ცხვირს ჩემს თმაში - მარტო ამ სუნის გამო მიღირს სიკვდილი. - ხუმრობის თავიც კი ჰქონდა. - გაჩუმდი! - მეორედ არ გაბედო ჩემგან წასვლა, გაიგე? - თქვა და კიდევ ამოიოხრა - ღმერთო, რა შვებაა! - მეორედ აღარ გავედო ვინმესთან ფლირტი, თორემ ავთოს აღარ დავუცდი და ჩემი ხელით მოგკლავ! მას კი არა, შენ მოგკლავ! - მართლა გეგონა, რომ შენს გარდა სხვა ქალს შევხედავდი?! გრცხვენოდეს! - ზემოდან ჩამომხედა - მე მხოლოდ შენი ვარ, ლიკა...მხოლოდ შენი! იმ ღამეს პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, სუნთქვა აღარ მიჭირდა. დემეტრეს მკლავებში ჩაკარგულმა ვიგრძენი, ნელ-ნელა რომ ქრებოდა ჩემში მთელი ის ტკივილი და სევდა, რომელიც ამდენი თვე გულში მიგროვდებოდა. ეზოდან ისევ ისმოდა სიცილი და მუსიკა, მაგრამ იმ წამს სამყაროს მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობდით — მე და დემეტრე, რომლის დაკარგვასაც ვიცოდი, ვერ გადავიტანდი. ალბათ სიყვარული სწორედ ასეთი რამაა — რაც უფრო გაურბიხარ, მით უფრო იზრდება შენში. ბოლოს კი აღმოჩენ, რომ მის გარეშე ცხოვრება უფრო მტკივნეულია, ვიდრე ყველა ის შიში, რის გამოც მისგან გაქცევას ცდილობდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



