შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ზღვის საიდუმლო //სრულად//


დღეს, 16:10
ავტორი ენქეი
ნანახია 833

***
ბარათი სწრაფად გაატარა,დაცვას სანდომიანად გაუღიმა და დაბნეულმა აირბინა კიბეები.პირველი კვირა ისედაც გააცდინა უნივერსიტეტში.არავის იცნობდა.მხოლოდ ონლაინ ჩათიდან რამდენიმეს,სადაც მთელი კურსი იყო გაერთიანებული.როგორც უწოდებდნენ პირველკურსელებს ზუსტად შეეფერებოდა ახლა მის მდგომარეობას,პინგვინი იყო.სართულებს შორის დარბოდა,გახშირებულად სუნთქავდა და აუდიტორიის ნომერს ამოწმებდა.10-ის 7 წუთი იყო,მაინც დააგვიანდა.
307-ე აუდიტორის კართან შედგა,ოდნავ შეისწორა თმა და მშვიდად დააკაკუნა.ძალიან მოერიდა,არ იყო ზოგადად უპასუხისმგებლო.ასი თვალი მიაშტერდა მაშინვე.მაგიდაზე შემომჯდარიყო ლექტორი,პერანგის სახელოები აეკაპიწებინა და მკერდზე გადაეჯვარედინებინა ხელები.დაწყებული ჰქონდა ახსნა.
-უკაცრავად ბატონო რატი.-ახსოვდა მისი სახელი საგნის გასწვრივ,რომ ეწერა.გადახედა კაცმაც და გაშრა ადგილზე.მზერა გაეყინა.ორივე გაოგნდა და მეტიც,თავის შესამაგრებლად კედელს მიეყრდნო გოგონა.გუგები გაუფართოვდა და სუნთქვაც კი გაუჭირდა…
იცნო…დიახ კაცმაც იცნო და ამან უფრო დააბნია.ისეთი გამომეტყველება ჰქონდა პირდაპირ ყვიროდა იმ ღამის მოგონებებს მზერით.
-დააგვიანეთ!-მოეგო გონს პროფესორი და წამოიწია.
-დიახ მაპატიეთ მე…
-აღარ განმეორდეს!-მკვახედ მიახალა.-იპოვნე თავისუფალი ადგილი და დაჯექი!-აღარ შეპასუხებია.ძლივს გაიარა თავისუფალ მერხამდე და სრულიად უცხო ბიჭს თვალებით ჩაეკითხა დაჯდომა თუ შეიძლებოდა.უხმოდ დაუქნია თავი და გაუღიმა.
ჩამოჯდა…
აკანკალებული ხელით გახსნა წყლის ბოთლი და ხმაურით დალია.
-თომა.-გაუწოდა ხელი ბიჭმა.
-ანა.-ძლივს ამოთქვა და რვეული გადაშალა,ნასწავლი მასალის კონსპექტს გადახედა,სხვა ვერაფერი მოიფიქრა.
კადრებად გაუელვა გონებაში ყველაფერმა.აუცახცახდა სხეული.ვერ იგებდა უძილობამ იმოქმედა ასე თუ უბრალოდ მართლა დიდ შარში იყო.
-იქნებ თქვენ გვიპასუხოთ?-სიას ჩახედა კაცმა თითქოს მისი სახელი არ იცოდა.
-ანა ჰქვია ბატონო…
-ანა დოლიძე?-ჩაეკითხა ისევ,სიის გვერდით ფოტოს ჩააკვირდა.
-ანა შენ გეძახის ლექტორი.-ხელი გაჰკრა თომამ.
-დიახ.-თავი მაღლა ასწია.გადააწყდა მათი თვალები ერთმანეთს.
-წინა ლექციაზე არ იყავით?!
-არ ვყოფილვარ.
-შესაბამისად არც მასალა გექნებათ მომზადებული?!-ეჭვნარევი მზერა მოატარა და მერე სხვებს გადახედა.-კითხვა მაქვს წინა ლექციიდან.-საერო ხასიათის საკანონმდებლო ძეგლები რომელს გახსოვთ?სქემა დავხაზე დაფაზე,ორ ჯგუფად იყოფა.-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-კარგით რა,30 წუთი ვისაუბრე წინა ლექციაზე ამასთან დაკავშირებით!
-დიდი სჯულის და მცირე სჯულის ბატონო რატი.-ამოთქვა ქერა გოგონამ.ჩაიფხუკუნა ანამ.იმედგაცრუებული მზერა მოატარა აუდიტორიას კაცმა.დაიჭირა ანას ღიმილი,კურსელის არასწორ პასუხზე,რომ გაეცინა.
-რაც ლელამ დაასახელა რა არის?-მოატარა თვალები ისევ.-ხელის აწევით მანიშნეთ ვინმემ თუ იცით პასუხი.წამით ჩაფიქრდა,მერე მაინც შეუძახა თავს. მუშტები შეკრა და ფრჩხილები ძლიერად ჩააჭირა კანს თავი რომ დაემშვიდებინა.ასწია მარცხენა ხელი,ანიშნა იცოდა პასუხი.-გისმენ დოლიძე!
-უცხოური საეკლესიო კანონებია.
-უფრო კონკრეტულად?
-დიდი სჯულის კანონი საბერძნეთში შედგენილი და ქართულად თარგმნილია არსენ იყალთოელის მიერ.იგი მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლია და შეიცავს მოციქულთა მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმინდა მამათა კანონებს.არეგულირებდა,როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო,სამემკვიდრეო და საოჯახო სამართლის საკითხებს.
რაც შეეხება მცირე სჯულის კანონს იგი ექვთიმე მთაწმინდელმა შეადგინა ბერძნული კანონიკური სამართლის სისტემის გადამუშავების ფონზე.შედგება 4 ნაწილისგან:
1)მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების წესისა და განგებისაგან;
2)კანონნი შეცოდებულთანი;
3)კანონნი დღითი-დღეთა ცდომათანი და…
-საერო ხასიათის წყაროები დაუსახელეთ თქვენს კოლეგებს.-გააწყვეტინა გოგონას.
-ორ ჯგუფად იყოფა:სახელმწიფო -სამართლებრივი,ანუ კონსტიტუციური და სისხლისა და სამოქალაქო სამართლებრივი.
-დღეს სემინარი ჩაბარებულად გეთვლებათ!-კმაყოფილმა დაუქნია თავი და აუდიტორიაში მყოფებს გადახედა.-არასოდეს დაიჯეროთ ის,რომ ცოდნა ოდესმე ზედმეტია და წინასწარ წაკითხული მასალა არ გამოგადგებათ.-მიუგდო დანარჩენებს.-იურისტობა,რომ გინდათ და ზედმეტი 20 გვერდი არ წაიკითხეთ,რადგან ლექტორმა თქვა ამას არ გამოვიკითხავ უბრალოდ გადახედეთო…ასე არ გამოგივათ არაფერი,ვნახოთ რას დამიწერთ სემინარზე.-ისევ გადახედა ყველას.-რაც ისწავლეთ იქიდან დაგაწერინებთ,წყაროებს არ მოგთხოვთ,მაგრამ სხვა დროს ყველას გაგინულებთ სემინარს!-ცივად დაამატა და წიგნაკში დოლიძის ქულა მოინიშნა.



***
მომდევნო ლექცია ქალბატონ მადონა სიმონიშვილთან ჰქონდა,საკონსტიტუციო სამართალი გადაფურცლა.ძალიან უყვარდა ეს საგანი.იქაც მაქსიმალური ქულა დაიწერა და კმაყოფილმა კურსელებთან ერთად ყავის დალევაც იკადრა.ახალი დარიცხული ჰქონდა ხელფასი,თავს გართობის უფლება მისცა და 6 ლარიანი ამერიკანოც მშვიდად მოსვა.
ლექტორზე ფიქრს თავს არიდებდა.მართლა ვერ იჯერებდა,რომ აქ ნახავდა,ლექტორის ამპლუაში მითუმეტეს!
მისი ინსტაგრამი მოძებნა საპრფარეშოში.დაცული ჰქონდა სამწუხაროდ,ამიტომ ფეისბუქი შეათვალიერა.პროფილის ფოტოდანვე ესიმპათიურა.შარვალ-კოსტუმში გამოწყობილს,მხრებზე კრემისფერი მანტო მოეხურა და ჩვეული შარმით უმზერდა კამერას.ამ შარმმა მოატყუა ბათუმშიც.უცებ გამოიანგარიშა მისი ასაკი,32 წლის იყო…
-ღმერთო!-წაიშინა თავში ხელები.თავადაც არ იცოდა რამდენხანს იჯდა ასე გოგონებიც,რომ მიუახლოვდნენ ხმაურით.
-მაგარი ვინმეა.-ამოთქვა სალიმ.
-მაგარი კი არა მთხოვოს და მი*ეტს გავუკეთებ ახლავე!-იცინოდა ნინო.
-მე საერთოდ ენა დამება,კითხვაზეც ვერ ვუპასუხე.-ჩაერია მარიამი.-შენ როგორ უპასუხე?საიდან ამდენი გამბედაობა?-გაჰკრა ანას მხარი.
-ვიცოდი და რატომ ვერ უნდა მეპასუხა?-გაიკვირვა.
-მოვითხოვ აიკრძალოს უნივერსიტეტში სიმპათიური ლექტორების მუშაობა!
-ახლა ხვდები რას გრძნობ ქაჯაიას,რომ ვუყურებ?-გაიცინა თომამ.-34 წლისაა და რა ვიდზეა,რა ტ*აკი აქვს…
-დღეს გავიდეთ სადმე უნის მერე არ გინდათ?-ჩაეკითხა ლილი ყველას.
-მე ვერ,ვმუშაობ.-თავი გააქნია ანამ.
-ღამე?
-ჰო,ღამის ცვლაში ვარ,დილის 8-მდე ვმუშაობ.გამოძინება და ცოტა მეცადინეობა უნდა მოვასწრო.
-მაგიტომ დააგვიანე დღეს?
-საცობი იყო.-მძიმედ ჩამოაყრდნო თავი მაგიდას და იმ წამს კაფეტერიაში შესულ რატის თვალი მოარიდა.
-ახლა გულის შეტევა დამემართება,იღბლიანი მისი ცოლი ყოველ ღამით ეს რომ მიუწვება.-ცოლი…ამან საერთოდ ლამის გული გაუჩერა.ამაზე აღარ უფიქრია,რა თქმა უნდა,32 წლის კაცს ცოლი ეყოლება…
-არ ჰყავს!-მშვიდად ამოთქვა მარიამმა.-არც ბეჭედი უკეთია და არც ფოტოები უდევს მისი.
-მამაჩემსაც არ უკეთია ბეჭედი,მაგრამ ჰყავს ცოლი.-აიქნია ხელი თომამ.-დაალომბარდა ბეჭედი.
-არა მგონია ლექტორ კაცს ბეჭდის დალომბარდება სჭირდებოდეს.-ნიშნისმოგებით გადახედა მარიამმა და ისევ მისი ფოტოების თვალიერება დაიწყო…



***
იმ ღამით სამსახურში მორიგეობა გადაუცვალა მეგობარს,სჭირდებოდა და უარი ვერ უთხრა,მისთვისაც უკეთესი იყო,გამოიძინებდა და ნორმალურად იმეცადინებდა.ცხელი შხაპის ქვეშ დადგა და თვალები დახუჭა...ზუსტად ორი კვირის წინ გრძნობდა მისი თითების შეხებას სხეულზე.მის ნაზ,მაგრამ მომთხოვ კოცნას...მის ტუჩებს სხეულზე და ტვინი უფეთქდებოდა.
პირველად სასტუმროს ჰოლში დაინახა,მერე აუზზე და სულ ბოლოს კლუბშიც,რომ ნახა მეგობრებთან ერთად ნასვამმა თავი ვეღარ შეიკავა და ცეკვა სთხოვა.გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას ყელზე,ძლიერ თითებს წელზე და ხვდებოდა,რომ ის იყო,რაც უნდოდა...მისი სიახლოვე უნდოდა და უკითხავად წაეტანა მის ტუჩებს.წამით არ უგრძვნია კაცისგან ყოყმანი...ასე მოხვდა მის ნომერში,მის საწოლში სრულიად შიშველი და ისევ უცახცახებდა სხეული მისი შეხება,რომ ახსენდებოდა...იატაკზე ჩაეშვა და საკუთარ ფიქრებში ჩაიძირა...
დილით გამოღვიძებულ რატის გვერდით აღარ დაუხვდა ქალი,წასული იყო ყოველგვარი გაფრთხილებისა თუ წერილის გარეშე...მოეწონა...ლამაზი იყო,შინდისფრად ჰქონდა თმა შეღებილი,ღია ფერის თვალები და ლამაზი ფორმები ჰქონდა.მოხდენილად ცეკვავდა...ვეღარ იპოვნა და თავიც დაანება,ბათუმში ვისთანაც ეძინა ყველას თუ გაეკიდებოდა სახელები ერთმანეთშიც კი აერეოდა...
ხვალინდელი ლექციისთვის წინასწარ წაიკითხა მასალა,ყველაფერი ისედაც იცოდა,მაგრამ გადაიმეორა და თან მზესუმზირის რჩევა დაიწყო.უყვარდა გულებს,რომ აგროვებდა და მერე მუჭით იყრიდა.ყველაფერს მორჩა და სერიალიც ჩართო.მისი საუკეთესო მეგობარი მუშაობდა,ამიტომ არ პასუხობდა მის შეტყობინებებს,შესაბამისად რატიზე მოყოლაც ვერავისთან გაბედა,დააიგნორა თანაკურსელების უაზრო მესიჯები და „ძვლები“-ც გამოჩნდა ეკრანზე...
უყვარდა სახლში მარტო ყოფნა,ყველასგან მოშორებით.არ ელაპარაკებოდა მამას უკვე ორი წელი იყო და დედა ისედაც არ ინტერესდებოდა მისი ცხოვრებით,მას თუ კითხავდით ბო*ი იყო,რადგან მდიდარ კაცებთან ეძინა საჩუქრებისა და ფულის სანაცვლოდ,თუმცა ყველას ისე თაფლავდა,რომ ვერავინ ხვდებოდა მის რეალურ მიზეზს.ოჯახთან კონტაქტი გაწყვიტა,უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა და ახლიდან ჩააბარა ეროვნული გამოცდები.ამის მიზეზს მოგვიანებით გაგიმხელთ...
-„ქვემოთ გელოდები,ჩამოდი!“-გამოჩნდა ეკრანზე შეტყობინება და წამსვე გააჩერა სერია.გაკვირვებული დააჩერდა.ნომრების ბაზაში გადაამოწმა ნომერი,თუმცა არაფერი ამოუგდო,გაკვირვებულმა გადაიხედა ფანჯრიდან,ვერავინ შენიშნა,ან ვინ უნდა მისულიყო?ამიტომ იფიქრა შეეშალათო,შეტყობინება წაშალა და ყურება განაგრძო...
-„არ მაიძულო სახლში ამოვიდე,ჩამოდი ანა!“-მოაყოლა მეორეც და ახლა უკვე ერთიანად გასცრა ტანში.მართლა მას ელოდებოდნენ...
ფარდის მიღმა გაიხედა კიდევ ერთხელ,აკანკალებულმა ამოიცვა ფეხსაცმელი,ტყავის ქურთუკი მოირგო და კიბეებზე დაეშვა.სადარბაზოსთან მდგომ მანქანებს გახედა.ვერაფერს ხედავდა,ბნელოდა და ლამპიონის სუსტი ნათებაც ვერ ეხმარებოდა მის მდგომარეობას.მეგობრებს მიწერა მდგომარეობის შესახებ და კარი გამოაღო.თუ გაიტაცებდნენ მეგობრები დაეხმარებოდნენ...ალბათ...
გავიდა ქუჩაში,სადაც მისი უბნის უსაქმური ბიჭების გარდა არავინ ჩანდა.შორიდან ესმოდა გიგილოს ღრიალი,ალბათ ისევ ნარდს თამაშობდა საბრალო...
-ჩაჯექი!-მოესმა ზურგიდან და მიატრიალა სახე.ერთიანად გასცრა ტანში,რატი იყო...მანქანას მოუარა.მძღოლის გვერდით კარი გამოხსნა და მომლოდინე მზერით მიაჩერდა.
-აქ რას აკეთებ?
-ჩაჯექი,სალაპარაკო გვაქვს!-მიუგო მტკიცედ,იმავე ტონით,როგორც დღეს უნივერსიტეტში.
-არსად არ წამოვალ შენტან ერთად,ხომ არ გაგიჟდი?-გაიკვირვა მისი ნათქვამი და ზურგი აქცია,ის იყო სადარბაზოში შესვლას აპირებდა უხეშად,რომ ჩაავლეს მკლავში ხელი და ისეთი ხმაურით დახურეს კარი ლამის კედელი ჩამოინგრა.-გაგიჟდი?
-ჩაჯექი ანა!-სუნთქვა გაუხშირდა კაცს.
-საიდან გაქვს ჩემი ნომერი?ან საიდან გაიგე სად ვცხოვრობ?ახლავე გამიშვი ხელი!-დაიწყო ის უაზრო ტლიკინი და სიჯიუტე რატის ასე ძალიან,რომ სძულდა.
-აღარ მათქმევინო მეტჯერ,თორემ ძალით ჩაგსვამ!-გამოსცრა კბილებში.
-ღმერთო შენ მიშველე!-უხეშად გამოჰგლიჯა ხელი და მძღოლის გვერდით მოკალათდა.გული ლამიის საგულედან ამოუხტა.არ ელოდა მის ნახვას,ცოტა არ იყოს ისიც მოერიდა სველი თმა კოსად,რომ აეწია,უმაკიაჟოდ დახეული ჯინსით,რომ გავიდა და ასე ნახა...
მთელი გზა ხმა არ ამოუღია.ფანჯრიდან გასცქეროდა ღამის თბილისს და მძღოლს ერთხელაც ვერ გაუბედა მზერის გაპარება.წაიყვანა ისეთ ადგილას,სადაც ვერავინ ნახავდა.შემაღლებული გორაკიდან მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანდა.გადავიდა მანქანიდან როსტომაშვილი და სიგარეტს ნერვიულად გაუკიდა.ხელის გულები გაუოფლიანდა.ასეთ სიგიჟეს ვერასოდეს მოიფიქრებდა.დღეს,რომ მასთან თავის შეკავება შეძლო თავადაც გაუკვირდა.ისეთი ქარიშხალი ტრიალებდა მის სხეულში,რომ სუნთქვაც კი გაუჭირდა...
-აქ რისთვის მომიყვანე?-ხმაურით დახურა მანქანის კარი და მოშორებით დაუდგა კაცს.
-ვინ ხარ?-მხოლოდ ამის კითხვა მოიფიქრა.
-ანა დოლიძე,ხომ იცი ისედაც?
-ჯანდაბა!-უხეშად დაარტყა მანქანის საბურავს ფეხი.-ჩემი სტუდენტი ხარ!
-მივხვდი მაგას ჩემითაც!
-იცოდი და მაგიტომ გამიშალე იმ ღამით ფეხები?-მთელი სხეულით მისკენ მიბრუნდა კაცი.-კარგი ნიშნები გინდოდა?იფიქრე ლექტორს გამოვიჭერ და...
-ახლავე გაჩუმდი!-დაუყვირა კაცს.-საიდან უნდა მცოდნოდა,რომ ჩემი ლექტორი იქნებოდი?პირველ კურსელი ვარ,დღეს შემოვდგი უნივერსიტეტში პირველად ფეხი!
-თან 14 წლით პატარა ხარ,ამის დედაც!სრულწლოვანი მაინც იყავი?-ნერვიულად მოქაჩა სიგარეტს და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.
-20 წლის ვარ და შენ თუ არაფერს იტყვი ამ ამბავზე არც მე ვაპირებ კარგი?წყნარად გავაგრძელოთ და ჩავთვლი,რომ არ გიცნობ...ბატონი რატი იქნები ჩემთვის და შენთვის უბრალოდ სტუდენტი გოგონა...
-სტუდენტი გოგონა,რომელიც ერთ ღამეში ორჯერ გავ*იმე!
-აღარ გაბედო!-სახეში მთელი ძალით შემოჰკრა გაშლილი მარჯვენა.-ისე აღარ ილაპარაკო ჩემზე თითქოს ვიღაც ბო*ი ვიყო!შენც მიიღე შენი და მეც,მაგით დამთავრდა.
-სერიოზულად?-მტკივან ლოყაზე ხელი მოისვა და ისეთი სახით გახედა ადგილს მიეყინა დოლიძე.-ჩემგან კარგ ქულებს ვერ ეღირსები თუ არ ისწავლი,იმის გამო არაფერი მომთხოვო,რომ გგონია გავებმები მაგ მახეში!ერთი ზედმეტი კომენტარი,ზედმეტი სიტყვა და ჩაგჭრი ჩემს საგანში გესმის?
-ქართული სამართლის ისტორიაში ვინმე იჭრება საერთოდ?-წარბი ასწია ანამ.-მაგაზე ადვილი საგანი არ ვიცი.
-დებილების საქაღალდე მაქვს,იქ შევიტან შენს სახელსა და გვარს და სხვა ჩაჭრილებთან ერთად დაუჯდები ელისო მაღრაძეს,შენს კურსზეც ბევრს ვხედავ უკვე ამ საქაღალდეში ჩასაწერად,რომ ემზადებიან!
-შემეშინდა.-ირონიულად მიუგო და მანქანას მიეყრდნო.-ისე მომექეცი როგორც სხვა სტუდენტებს,მე არასოდეს ვიქნები ის უსწავლელი ღლაპი,რომელიც ქულას მოგემათხოვრება!
-მაგის მცდელობაც კი ცუდად დაგიმთავრდება!-დაემუქრა კაცი.-არ გამიბედო ანა,საერთოდ ვლადის ჯგუფში გადადი,ფეხებში არ მომებლანდო!
-შეშინებული მეჩვენები.-ცერად გახედა კაცს.-არ მინდა ბატონო რატი არც მე პრობლემები,წარმოგიდგენია ვინმემ,რომ გაიგოს რას იტყვიან ჩემზე?არასოდეს არავის ვეტყვი იმაზე,რაც მოხდა.დავივიწყებ და შენც ამას გირჩევ!რაც შეეხება ჯგუფის შეცვლას სავსეა ვლადის ჯგუფიც და უარი მითხრეს ადმინისტრაციაში.
-გადაუცვალე ვინმეს!-დაუღრინა ისევ.-ნებისმიერი გოგო გაგიცვლის ჯგუფს...
-გცოდნია დორბლი,რომ ჩამოსდით შენზე სტუდენტებს.
-გააკეთე,რაც გითხარი და მომდევნო ორშაბათს აღარ ვნახო შენი სახე აუდიტორიაში!
-არც მე მინდა შენი სახის დანახვა!-მიუგო ცივად და ტყავი სხეულზე ძლიერად მიიკრო,საშინლად სციოდა.
-ჩაჯექი მანქანაში.-ამოთქვა რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მშვიდად.-სახლში მიგიყვან,კანკალებ.
-შენი შიშის გამო არა!
-თმა გაქვს სველი,ვხედავ.-უჩვეულოდ ჩადგა ქარიშხალი როსტომაშვილის ხმაში.დაელოდა სანამ ჩაჯდებოდა და თავადაც დაიკავა მძღოლის მხარეს ადგილი.
დაიწყო როსტომაშვილის თავის ტკივილი და თბილისური ვოიაჟი ასე,რომ სძულდა წლების განმავლობაში...მანქანა მისი კორპუსის წინ გააჩერა და წამით გადახედა.დაძაბული იყო,ხელები მუხლებზე დაეწყო და თითებს იმტვრევდა.ისე იყო ფიქრებში გართული, ისიც არ დაუნახავს სახლამდე რომ მოიყვანა.მარცხენა ფეხს უაზროდ ათამაშებდა და მგონი თვალების დახამხამებაც დავიწყებოდა...
-ანა...-ამოთქვა მშვიდად და სულ ოდნავ შეეხო მხარზე.
-რა გინდა?-შეტევაზე გადავიდა მაშინვე.
-არ მიდიხარ სახლში?
-აა,ჰო.-დაბნეულმა მოატარა თვალი იქაურობას.-საიდან გაიგე ჩემი ნომერი?ან ის თუ სად ვცხოვრობდი?-მაინც ვერ მოითმინა.
-მშვიდობით ანა.-წამით დააკვირდა მის ღია ფერის თვალებს კაცი,მერე ისევ გზას გახედა და მიახვედრა,რომ პასუხს არ აპირებდა.
-კარგად იყავი!-მიუგდო მკვახედ და მანქანიდან გადავიდა.უკან აღარ მოუხედავს,სირბილით აიარა კიბეები და როგორც კი ოთახში შევიდა კარს მიყუდებული იატაკზე ჩაეშვა...
დუდა ენატრებოდა...ის,რომ ცოცხალი ყოფილიყო ასეთ რამეს არ იზამდა,ასეთ პრობლემებში არ გაეხვეოდა...იატაკზევე დაწვა და ცრემლებს გასაქანი მისცა...მისი მონატრება,რომ ჰკლავდა ამიტომ იქცეოდა ასე...
16 წლის იყო,რომ გაიცნო,ვის არ მოსწონს ცუდი ბიჭები არა?ბაიკერი გახლდათ დუდა,ცოტა ცუდი სახელის მქონე,მაგრამ ძალიან კარგი გულის პატრონი...შეუყვარდა სკოლის მოსწავლე ანას და დუდასაც სიცოცხლეზე მეტად...
არ მოსწონდა ანას ოჯახს ეს ურთიერთობა...ოჯახს რა,მამას ვგულისხმობ თორემ დედას სულაც არ ადარდებდა...დუდას ძალიან კარგი მეგობრები ჰყავდა,თავიდან ფიცხი ჩანდა ყველა,მაგრამ რეალურად ასეთი გულის ხალხს იშვიათად იპოვნიდით...ხან სახლში ჩაკეტეს ჩვენი ანა,ხან სხვაგან გაუშვეს,მაგრამ ამანაც არ უშველა.უნივერსიტეტში ჩაბარების მერე მაინც ხვდებოდა,ამიტომ თითქოს შეეგუა მისი ოჯახი...
შედგა მათი სიახლოვეც...18 წლის ანამ შეკრა ბარგი და დუდასთან გადავიდა საცხოვრებლად...არ მისცა მამამ უფლება,გაჯიუტდა ბატონი სოსო და ამჯერად დედამისიც კი ჩარია საქმეში.6 თვე იჯდა ციხეში დუდა,ამის გამო ვერ აიტანეს,მაგრამ აღარაფერს აშავებდა...ანასთან შეხვედრის მერე მთვრალი მოტოციკლით არსად გადიოდა,ზრუნავდა მასზე,მაგრამ არ დაანებეს...
ძალით წაიყვანა სოსო მანჭკავამ შვილი და საზღვარგარეთ გაგზავნა დააპირა...არ დაანება ბედნიერება და არ მისცა უფლება,რომ ჰყვარებოდა...მის დასაბრუნებლად გიჟივით გავარდა სახლიდან კაცი.იცოდა ანა თავისი ნებით არ დატოვებდა და მიქროდა თბილისის ქუჩებში...იმავე ღამეს დახუჭა სამმა ახალგაზრდამ თვალები...სამი ცხედარი იპოვნეს მტკვარში...ჩაქრა იმ ღამით სამი სიცოცხლე და ანასაც მოუკვდა სულის ნაწილი...არ ელაპარაკებოდა მას შემდეგ მამას,დედას ისედაც არ ადარდებდა და ძმა...ძმა ალბათ ისევ რომელიმე კაზინოში მამის ფულს ანიავებდა...
დუდა,რომ მასთან ყოფილიყო არასოდეს იქნებოდა მარტო...
იატაკზე ჩაეძინა,საერთოდ არ ახსოვდა არაფერი გარდა მისი თვალებისა...სიზმრად მივიდა მასთან,სავარძელში იჯდა და ოქროსფერთმიან ბიჭს ეფერებოდა...გაუწოდა ანას ბავშვი,პირჯვარი გადასახა,დაბნეულმა გამოართვა ჩვილი და მერე გაქრა კიდეც ყველაფერი...



***
-არ გაქვს ხვალ ლექციები შენ?-ჩაეკითხა სანდრო.
-უნდა წამოვიდე მაგ უნივერსიტეტიდან,ახალი სამსახური მჭირდება.-ამოიღო ხმა როგორც იქნა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.გაოგნებულმა გადახედეს ბიჭებმა ერთმანეთს.
-რას ამბობ ბიჭო?-წარბები შეჭმუხნა ნიკამ.
-ბათუმში რომ ვიყავით და ერთი წითელთმიანი გოგო გამეპარათქო გახსოვთ?სასტუმროში რომ ვეძებე მერე.
-ჰო,როგორ არ მახსოვს.საცეკვაოდ,რომ წაგიყვანა.
-დღეს ლექციაზე ვარ,ვხსნი ახალ საკითხს და კარი შემოაღო ჩემმა სტუდენტმა...
-არა!-თავი გააქნია მაშინვე სანდრომ.-არ მითხრა.
-შემოდის და მიყურებს ურცხვად თვალებში!
-ბიჭო რას ამბობ?-პირი დააღო გაოცებისგან ნიკამ.-ანა დოლიძეზე,რომ გამარკვევინე?
-ჰო,უნივერსიტეტიდან,რომ გაყევი...
-შენი სტუდენტია?
-ბიჭო სრულწლოვანი მაინც იყო?არ ჩანდა ეგეთი პატარა 24-25 წლისას ჰგავდა.
-20 წლის არის.-შუბლი ნერვიულად მოისრისა.
-უნდა გიხაროდეს,ისევ ფორმაში ხარ,პატარა გოგოებს ისევ აგიჟებ.-უცებ წამოროშა სანდრომ.
-ყ*ეო!-კეფაში წამოარტყა ნიკამ.-გააგდებენ სამსახურიდან,ვინმემ რომ გაიგოს რას იტყვიან წარმოგიდგენია?
-ვიხუმრე ნიკუშ,მარა 12 წელი ღადაობ?
-მეტყობა რამე,რომ ვღადაობ სანდრო?-გამოსცრა მეგობარს კბილებში.-თან სულელი გოგო არ ჩანს,ყველა კითხვაზე მიპასუხა,აუდიტორია სრული იდიოტებით მაქვს სავსე,მარტო მაგან იცოდა კითხვებზე პასუხი,მაგრამ მეორე ჯგუფში გადადითქო ვუთხარი.
-ელაპარაკე?
-სახლთან მივაკითხე,არავის ვეტყვიო,მაგრამ ვინ იცის...-მხრები აიჩეჩა.-გადავა ალბათ მეორე ჯგუფში.
-ჩვენთან გავიკითხავ რამე თუ არის.-დაიძაბა ნიკა.-თუ არის ვაკანსია გაგიჩალიჩებ.
-თავი მისკდება ბიჭო...-ამოთქვა მძიმედ.კიდევ,რომ ვნახო სადმე გავაფრენ.
-გადაცვლის ჯგუფს და სადღა ნახავ მაგხელა უნივერსიტეტში ბიჭო.-დაამშვიდა მეგობარი ნიკამ.სანდრომ შეტყობინება გააგზავნა ვაკანსიის თაობაზე,ახლა როსტომაშვილს მათი გვერდში დგომა სჭირდებოდა...


***
-არ არსებობს.-გაოგნდა თამრო.
-თამარ გთხოვ,ნუ ჩამყვირი.-უკვე მერამდენე პარტია სელპაკი გახსნა ვეღარ ითვლიდა.ცრემლად დაიღვარა დოლიძე.-ისედაც მეზიზღებოდა საკუთარი თავი დუდას მერე,რომ სხვა კაცი მივიკარე და ახლა ესეც…თავს მოვიკლავ…
-კარგი გოგო,რა თავს მოიკლავ.-მიეფერა მეგობარს.-მიიწერე ჯგუფში,ხომ თქვი სიხარულით გამიცვლიანო.
-მივიწერე უკვე.ერთი გოგოა კესო,მან მითხრა გაგიცვლიო.
-ხოდა რაღა განერვიულებს?-მოწმინდა ცრემლები.დიდი ამბავი ერთხელ ვინმესთან თუ იყავი,მაგხელა კაცს არ ველოდი,მაგრამ სიმართლე თუ გინდა სულაც არ ჰგავს დიდს,თან რა სხეული აქვს…-ჩაიცინა გოგონამ.
-ახლა ისეთი მოგხვდება!-დაემუქრა წამსვე.
-კარგი,კარგი.-დანებების ნიშნად ხელები ასწია.-მაგრამ მართლა კარგი ტიპია,მე მომეწონა…
-ვინმემ რომ გაიგოს უნივერსიტეტში რას იზამენ იცი?მას გააგდებენ და ალბათ მეც მიმაყოლებენ!
-მაგიტომ უნდა დარჩენილიყავი ჩვენს უნიში,ორი წლით ჩამორჩი ახლა და ისევ პირველ კურსზე ზიხარ!
-ასე იყო საჭირო,ხომ იცი.-გაუღიმა მეგობარს და ფინჯანი ყავა შორს გაწია.-რაღაცნაირი სუნი აქვს ამ ყავას,დამწვარია მემგონი.
-ტვინი გაქვს შენ დამწვარი!-აიქნია ხელი თამრომ და მისი ჭიქიდანაც მოსვა.-ძალიანაც გემრიელია.
-კარგი არ მინდოდა მაინც.-დამანჭა სახე.-ახლა უნდა მოვწესრიგდე და სამსახურში წავიდე,თორემ გამომაგდებენ…
-შენი ნაბი*ვარი უფროსი ისევ არ წასულა?
-არა,ამ თვის ბოლომდე მანდ იქნება,ერთი წუთით დაგვიანებაც კი არ მეპატიება ხომ იცი…
-მიდი და მეც გავალ მაშინ,თუ რამე მოხდება გამაგებინე და აღარ ინერვიულო,სამი დღეა დადიხარ და არსად გინახავს.
-ორშაბათობით აქვს ლექციები მარტო,დანარჩენ დღეებში არ მოდის.
-ხოდა ხვალ პარასკევია,გაიღიმე ანო.-ხმაურით აკოცა ლოყაზე მეგობარს და სახლი უკანმოუხედავად დატოვა…



***
ისევ ღამენათევი მივიდა უნივერსიტეტში,თვალებს ძლივს ახელდა,ალკოჰოლის სუნად უყარდა თმა,სასმელი გადაასხეს წუხელ,ამიტომ უნივერსიტეტის საპირფარეშოში ჩამოიბანა და ნახევრად სველი თმით შევიდა ინგლისურის ლექციაზე.უცხო ენებიდან ესპანურსა და ინგლისურს თავისუფლად ფლობდა,ამიტომ აქაც პირველი იყო და საერთოდაც წინა უნივერსიტეტის გამოცდილება ძალიან დაეხმარა,რომ საუკეთესო სტუდენტად ქცეულიყო.ცოტა ამრეზით ყურებდა ლელა,რომელიც ყველა საგანზე მასთან ერთად იჯდა და არ სიამოვნებდა მისი მაღალი შეფასებები,მაგრამ რას ვიზამთ,ჭკვიანი იყო დოლიძე,ღამეებს ათენებდა,რომ ემეცადინა და საუკეთესო ყოფილიყო…
მხოლოდ ერთი ლექცია ჰქონდა,მშვიდად დატოვა უნივერსიტეტი,ზედმეტი არავინ უნახავს,პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი და ის იყო ბედნიერად აპირებდა სპაგეტის ჭამას ყელში,რომ გაეჩხირა ლუკმა…
-,,მოგესალმებით ანა,სამწუხაროდ თქვენს სიაში ბატონ ვლადიმერთან გადატანას გარკვეული დრო დასჭირდება,მანამდე თქვენი შეფასებები,რომ არ დაიკარგოს დაესწარით ლექციებს ბატონ რატი როსტომაშვილთან და როგორც კი გასწორდება სისტემა გადაცვალეთ ჯგუფი.პატივისცემით ფატი ბერულავა!’’-იკითხებოდა მეილში.
-ამოწყდით ყველა ერთ დღეს ხალხო!-გვერდით მისწია თეფში და ნერვებმა ლამის უმტყუნა.უნდოდა ყველაფერი დაელეწა სახლში,მაგრამ მიხვდა ავეჯის დაზიანების შემთხვევაში შეკეთება თავად მოუწევდა და მიყუჩდა…
ისევ უაზრო ტირილი აუვარდა,უძილობის დროს ხშირად ემართებოდა,თანაც იმდენი რამ აწვებოდა ერთად,რომ შეუძლებელი იყო ნორმალურ ადამიანს ემოციები მოეთოკა.საბანი გადასწია და მონატრებულ ბალიშს ჩაეხუტა.როგორ უნდოდა საერთოდ გამქრალიყო თქვენ ვერც კი წარმოდიგენთ…




***
ისევ დააგვიანდა…
საშინელი საცობი იყო საბურთალოზე…
სირბილით შევარდა შენობაში,კიბეებზე დაეცა კიდეც და გასხვეპილი მკლავიდან უმნიშვნელოდ სისხლიც კი წამოუვიდა,მაგრამ არ შეჩერებულა.კარზე დატანილი პატარა ფანჯრიდან დაინახა,ფეხი ფეხზე გადაედო და კომპიუტერს შესცქეროდა ბატონი ლექტორი.
დააკაკუნა და აიწურა კიდეც კედელთან.პირველ რიგში იმიტომ,რომ დააგვიანა და თანაც ჯგუფი,რომ არ შეუცვლია რატიმ არ იცოდა და გაოგნებული მისჩერებოდა ისევ მის აუდიტორიაში მდგომს.
-მაპატიეთ ბატონო რატი.-ყრუდ ამოილაპარაკა.
-თქვენ ჩვევად გაქვთ დაგვიანება?-წარბები აზიდა კაცმა.-დღეს მხოლოდ სამი წუთით დააგვიანეთ,იქნებ შემდეგში კიდევ უფრო შეამციროთ?!
-საშინელი საცობი იყო…
-უფრო ადრე უნდა გამოხვიდეთ სახლიდან!
-მე არ…
-დაბრძანდით!-მიუგო მკვახედ და სახეალეწილს მზერა გააყოლა ისევ თომას,რომ მიუჯდა გვერდით.
-სემინარი მესამე საათზე გვექნება,დღეს კი ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შექმნაზე ვისაუბრებ.განვიხილავ საქართველოს მეფეს,მის უფლებამოსილებასა და თანამდებობებს სამეფო კარზე.
-კი,მაგრამ დაახლოებით 60 გვერდს გადაახტით ბატონო რატი.
-იმიტომ,რომ მეცხრე კლასის წიგნი უნდა გადაგეშალა და მაგ 60 გვერდს იქ იპოვნიდი.-წამოროშა გაუაზრებლად ანამ.წარბი აუწია ლექტორმა.წამით გადახედა.
-ანა რამის თქმა თუ გინდა ხელი უნდა აიწიო,შენს თანაკურსელებს კი მე გავცემ პასუხს,როდესაც კითხვა ჩემსკენ მოემართება კარგი?-როგორც შეეძლო მშვიდად მიუგო.თვალები მობეზრებულად აატრიალა დოლიძემ.უკვე ინანა მეორედ ჩაბარება.-ის გამორჩენილი გვერდები წაიკითხეთ,საინტერესო და ასახსნელი არაფერია მანდ,თანაც სკოლის მასალაა,როგორც ანამ თქვა…
-ანუ არ გამოიკითხავთ?-ჩაეკითხა საბა.
-აქ ნიშნის გულისთვის ზიხარ სარალიძე?თუ ასეა უნივერსიტეტის ღობის მიღმაა შენი ადგილი!-გამოსცრა კბილებში.-მე გამოვიკითხავ და დავწერ თუ არა ნიშანს არ უნდა გადარდებდეს,თუმცა რადგან ეს კითხვა დასვი შენ პირველს გამოგკითხავ მაგ სამოც გვერდს…
-ისედაც წავიკითხავდი…
-ხოდა რომ წაიკითხავ კურსელებსაც გაუზიარე!-მიუგო ირონიით და მაგიდაზე ჩამოჯდა როგორც სჩვევია.-დღეს შევეხები ისეთ საკითხებს როგორიცაა…
-მეფე,სააჯო კარი, დარბაზი,სავაზირო,მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი,ათაბაგი, ამირსპასალარი,მანდატურთუხუცესი…-დაიწყო ბურტყუნი დოლიძემ.
-დოლიძე მასალის წინასწარ კითხვას ნახევარი საათით ადრე გამოხვიდე სახლიდან ჯობია!
-უკაცრავად?
-ბარემ ხომ არ მოყვებოდი იმას,რაც წაიკითხე?
-რა წავიკითხე ბატონო რატი?
-შემდეგი კვირისთვის მოსამზადებელი მასალა…გაუზიარე თანაკურსელებს,მე დავისვენებ.
-არ წამიკითხავს.-ამოილაპარაკა ჩუმად.-უკაცრავად ხელი თუ შეგიშალეთ…
-მოკლედ…-მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა და დაიწყო საუბარი კაცმა.მისი არცერთი სიტყვა გაუგია ანას,არც სჭირდებოდა.მაქსიმალურ ქულაზე დახურა საგანი და ახლაც იმავეს აპირებდა.იდაყვით დაეყრდნო მაგიდას და თავი შეკრულ მუჭს ჩამოაყრდნო.უაზროდ დაიწყო ფურცლის გაფერადება.ისევ დაუდგა თვალწინ რატის თითოეული შეხება…მისი შიშველი სხეული,რომ ეკვროდა ზედ და ერთიანად გააჟრჟოლა.ის სითბო,ის სინაზე…მაშინაც გაუჭირდა დილით უთქმელად წასვლა.უნდოდა ნომერი დაეტოვებინა მისთვის,ან რაიმე წერილი,ან დარჩენილიყო მასთან,მაგრამ იქნებ არ უნდოდა გაღვიძებულს დახვედროდა?ამიტომაც გაიპარა ასე ჩუმად და ამიტომაც აქვს ახლა პრობლემები…
-ანა…-იგრძნო ძლიერი ხელების შეხება სხეულზე.-ანა ცუდად ხარ?-უცებ გამოერკვა წყვდიადიდან.თომას მოეხვია ხელები მისთვის და სახეზე ოდნავ ურტყამდა ხელს…მაგიდას დასცქეროდა,სისხლით მოესვარა ფურცელი.დაფეთებული შეჰყურებდნენ კურსელები.
-ექიმთან წავიყვან ბატონო რატი.-გადახედა ბიჭმა იქვე მდგომს.
-არ მინდა…-აიქნია ხელი.ცხვირზე მოისვა ხელი სისხლი,რომ სდიოდა და დაეფარა მისი ვარდისფერი ტუჩებიც.-ხელსახოცი ხომ არ გაქვთ ვინმეს?
-აიღე.-შეშინებულმა მარიამმა მთელი პაკეტი გაუწოდა.-ფერი არ გადევს.
-წაიყვანე.-მიუგო ბიჭს რატიმ.
-მართლა კარგად ვარ,ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ ლექცია…
-ადექი და წადი ექიმთან…
-არ მინდა,წამიერი სისუსტე იყო,ბოდიშს გიხდით.-იუარა მაინც.ჯერ ისევ ებინდებოდა წამიერად მხედველობა.
-არცერთი არ გაინძრეთ ადგილიდან,კამერები გიყურებთ!-გადახედა სტუდენტებს.-ექიმთან ჩავიყვან და მანამდე თქვენთან სხვა ამოვა,სემინარი გექნებათ!-მშვიდად მიუგო და ხელზე ხელი მოკიდა,რომ წამოეყენებინა.-წამოდი.
-ბატონო რატი არ მინდა.-ძლივს ამოთქვა და რომ არა მისი შეშველებული ხელი იქვე იატაკზე დაეცემოდა.წელზე ძლიერად მოხვია ხელი გოგონას და კარისკენ წაიყვანა.
-ვაიმე რა დაემართა.-დაიწყეს ერთხმად როგორც კი კარი მიიხურა.
-საწყალი…
-იმდენს მუშაობს აბა რა იქნება.-ჩაილაპარაკა თომამ.-ყოველ მეორე ღამეს ათენებს,ან როგორ დგას ფეხზე…
-კიდევ კარგი ჩემები არ მამუშავებენ.-პირჯვარი გადაიწერა ნინომ.
-ყავს საერთოდ მშობლები?მგონი,რომ არა.-თავი გააქნია ლანამ.
-აი რა თქვენი საქმეა?-გაუწყრა მეგობრებს.-მთავარია კარგად იყოს…-თავი ხელებში ჩარგო თომამ და ფიქრებს მიეცა…



***
-შემოდი.
-ბატონო რატი მაპატიეთ,არ მინდოდა მართლა.
-ნუ მაგიჟებ,შედი.-ხელი არ გაუშვია ისე შეატარა ოთახში.
-რაშია საქმე რატი?-წამოვარდა ფეხზე ნელიკო.ყავის ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
-ცხვირიდან სისხლი წასკდა და გონება დაკარგა ლექციაზე.
-არ დამიკარგავს გონება.-ტუჩები დაბრიცა და წამოწვა საკაცეზე.როგორ ესიამოვნა...ახლა ძილი მისწრება იქნებოდა...
-მაგიდაზე ჩამოარტყა თავი.-უხსნიდა ისევ ქალს.
-რა მოგივიდა შვილო ასეთ პატარა გოგოს?-მიეფერა თმაზე ქალი.-რა ლამაზი გოგო ხარ,ასეთი პატარა თან...მოდი აბა წნევას გაგიზომავ.
-დავრეკავ და მოვალ,უყურადღებოდ დავტოვე ზემოთ.
-წადი თუ გინდა,მივხედავ...
-არა!-იუარა მაშინვე.-გავიგებ რა სჭირს და მერე,ჩემს ლექციაზე დაემართა და...-თავი გაიმართლა და კაბინეტი დატოვა...
-მენსტრუაციას ხომ არ ელოდები?
-მე...მგონი...-თვალები დააწვრილა,კარგად დაფიქრდა.-ველოდები კი...
-იცის მაგ დროს...-რამდენჯერმე მოუჭირა ხელი რეზინის ბუშტს და ტკივილისგან სახედამანჭულ გოგონას დახედა 220,რომ წაიკითხა ეკრანზე და მთელი ძალით შემოეჭირა სალტე მკლავზე.-ოო,არ არის კარგი ამბავი.-მოხსნა ხელიდან და დააბრუნა ისევ ყუთში.დაბრუნდა კაბინეტში რატი.კაკუნის მერე დასტური,რომ მიიღო მხოლოდ მაშინ შეაღო კარი.
-აბა?
-რამდენია შენი ნორმა?
-120/80
-90/60 გაქვს,მაგიტომ ხარ ცუდად.-თავი გააქნია.-ნაჭამი ხარ?
-არა...
-კარგად გძინავს?
-ღამის ცვლაში ვმუშაობ.
-როგორ?
-ყოველ მეორე ღამეს 12-დან 8-მდე,გადავიღალე ალბათ,წუხელაც ვმორიგეობდი.-ალალად მიუგო ქალს,ძალიან შეეცოდა საკუთარი თავი.რატისკენ არ გაუხედავს,მაგრამ გრძნობდა მის დაჟინებულ,შეწუხებულ მზერას...
-შენ შვილო გონებაში დალაგებული თუ ხარ?-წარბები აუწკიპა ქალმა.-რა ყოველ მეორე ღამეს მორიგეობ?გაიგე რატი რა თქვა?-გაეცინა ქალს.-შვილო რამდენი წლისა ხარ?
-ოცის.
-მერე ოცი წლის გოგო რატომ მუშაობ?არა კარგი მუშაობ გავიგე,მაგრამ ასეთ რეჟიმში?თავი არ გეცოდება?
-მჭირდება.-ამოთქვა ყრუდ.
-რამეს ამოვუტან,რომ ჭამოს.-ძლივს გამოერკვა რატი.
-კარგი იქნება,ტკბილი უყიდე რამე,ცოდოა ბავშვი...
-არა,საჭირო არ არის,უკეთ ვარ გთხოვთ.-ლამის გული გაუჩერდა.
-იწექი შენ მანდ და ნუ იზლაზნები ტყუილად,ჩამომხმარხარ უაზროდ,ეგრე იცით ახლანდელმა გოგოებმა,ძვლები გეტყობათ და ეგაა თქვენი მოდა.-აიმრიზა ქალი.-მაგიტომ ხარ ამ დღეში...-გაიხურა რატიმ კარი და სირბილით დაეშვა კიბეებზე.აანერვიულა ანას მდგომარეობამ,შეეცოდა და საკუთარ თავზეც გააბრაზა ორჯერ,რომ ეჩხუბა დაგვიანების გამო,თურმე სამსახურიდან უნივერსიტეტში მოდიოდა პირდაპირ...კრუასანები და ალუბლის წვენი უყიდა,კარტოფილი ფრიც და სირბილით წავიდა ოთახისკენ.-ჭამე მიდი...უი რა კარგია,ალუბლის წვენი მოიყვანს გონს მალევე...
-არ მინდა მართლა.
-ნერვები არ მომიშალო,თორე დაგაგლიჯე ეს სისხლისფერი თმები!-უხეში სითბოთი უთხრა ქალმა და თმაზე მიეფერა.გახსნა წვენი და ცოტა სული მოითქვა.
-დიდი მადლობა ბატონო რატი,თუ შეიძლება დავბრუნდები და დავწერ სემინარს.
-აი გლახათ თუ არ არის ახლა ეს გონებაში.-გაიცინა ქალმა.
-სააჯო კარი?-ჩაეკითხა გოგონას.
-რა?
-რას ნიშნავს,განმიმარტე.
-არ აგიხსნიათ,დღეს უნდა აგეხსნათ.-დაიბნა სულ.
-მაგრამ შენ იცი პასუხი.-სუსტად გაეღიმა.
-დავით აღმაშენებლის მიერ შემოღებული სპეციალური სასამართლო,ანუ უმაღლესი სასამართლო.
-რატომ გააერთიანა აღმაშენებელმა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა?
-ეკლესიის დამორჩილება სურდა.
-რატი დაანებე ბავშვს თავი.-დატუქსა ქალმა.
-სამთა და ორთა ვაზირები?
-სამთა:ათაბაგი,ამირსპასალარი,მანდატურთუხუცესი.ორთა:მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი.
-დარბაზი?
-სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო...
-ჩაბარებული გაქვს დღევანდელი სემინარი,წადი სახლში.
-რა ნიჭიერი გოგო ყოფილა თან.-ლამის ტაში შემოჰკრა ქალმა.
-რატომ იცი ეს ყველაფერი?
-მეორედ ჩავაბარე უნივერსიტეტში.მეორედ ვარ პირველკურსელი...
-აჰა.-ცერად გადახედა.-წადი სახლში და გამოჯანმრთელდი.-მშვიდად მიუგო,ქალს თბილად დაემშვიდობა და ოთახი ნელი ნაბიჯით დატოვა...
თომამ არ დატოვა მარტო,სემინარი უცებ დაწერა და ეზოში ელოდებოდა,რომ სახლამდე მიეყვანა.უთხრა ლექტორს რატომაც ვერ დარჩებოდა და დართო მანაც ნება.არ გაუპროტესტებია ანას,პირდაპირ ჩაეშვა მის მანქანაში,ერთი სული ჰქონდა საწოლი ენახა,რომ რამდენიმე საათით მაინც მოეხუჭა თვალი...
გვერდით მჯდომი გოგონასკენ აპარებდა თვალს თომა.თავადაც არ იყო პატარა 23 წლის გახლდათ,20 წლის ასაკში ჩააბარა და პირველივე წელს აკადემიური აიღო,პრობლემები ჰქონდა,ამიტომ სწავლა გადადო და ახლა თქვენც კი ხედავთ სამართალს სწავლობს,პროკურორობა სურს.ჩათში პირველივე წინადადება ბუზღუნით,რომ დაიწყო ანამ ზუსტად მაშინ მიიქცია მისი ყურადღება,დაათვალიერა მისი ფოტოები და გონებაში შეუძვრა.მერე პირველივე ლექციაზე გვერდით,რომ მიუჯდა,ახლოს გაიცნო უფრო სწრაფად დაუწყო გულმაც ფეთქვა და აი სახლამდეც აცილებდა ქალბატონს.
-ამოდი,ყავას დაგალევინებ.-გაუღიმა ბიჭს.
-არ მინდა ანა,დაისვენე.
-მერიდება,სახლამდე მომიყვანე და ყავაც არ შემოგთავაზო?
-სხვა დროს,ახლა ცუდად ხარ,დაღლილი.-სულ ოდნავ შეეხო ხელზე.-სხვა დროს ყავაზეც მე დაგპატიჟებ კარგი?ოღონდ უარი არ მითხრა,ახლა დაისვენე,მოგწერ საღამოს,შეგამოწმებ იცოდე.
-დიდი მადლობა თომა.-გადაეხვია ბიჭს.რაღაცნაირი კარგი აურა ჰქონდა.
-თავს მიხედე,რამე თუ დაგჭირდეს დამირეკე გთხოვ,არ მოგერიდოს.
-მადლობა.-გაუღიმა კიდევ ერთხელ და მანქანიდან გადავიდა.ერთი სული ჰქონდა სახლში შესულიყო და ის შოკოლადიანი კურასანები პარკით,რომ ჩაებღუჯა საწოლშივე ნახევრად მძინარეს ეჭამა...




***
ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.არც დაუხედავს ისე უპასუხა და მისი ნამძინარევი ხმაც გაისმა.
-გისმენთ.
-ქვემოთ ჩამოდი,გელოდები!-უკვე ძალიან მობეზრდა ეს ამბავი.ისევ სახლთან მიაკითხა ბატონმა ლექტორმა…
-თავი,რომ დამანებო არა?
-არ მაიძულო ამოვიდე,10 წუთი გაქვს!-მკვახედ მიახალა და ზარი დაასრულა.
-როგორ ძალიან მეზიზღები!-ჩაჰყვირა უკვე გათიშულ მობილურს და თავი ბალიშში ჩარგო.თვალები დახუჭა და ისე უცებ გაეთიშა სხეული თავადაც ვერ გაიაზრა…
კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა.მძიმედ ასწია თავი და საათს დახედა.ათის ნახევარი იყო…საერთოდ არ ახსოვდა,რომ დაურეკეს.ზლაზვნით წამოდგა და ფეხშიშველი გავიდა მისაღებში,რომ სავარაუდოდ მეზობლისთვის კარი გაეღო,ალბათ ისევ წყალი დაუწყდათ ზედა მეზობლებს.
-შენი აზრით სასაცილოა?-მკერდზე გადაეჯვარედინებინა კაცს ხელები.ჩვევად ჰქონდა უკვე.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-ნერვიულად მოისრისა თვალები.ეგონა მოეჩვენა.
-შედი!-მსუბუქად შეეხო წელზე და სახლში დაუკითხავად შეაბიჯა.
-შენ ხომ არ გაგიჟებულხარ?
-ჯერ ის მითხარი როგორ ხარ?-აათვალიერა მისი სხეული.ფერი დაბრუნებოდა სახეზე.
-აქ რა გინდა რატი?
-რადგან ენა წაიტლიკე ისევ ესეიგი უკეთ ხარ.-მშვიდად ამოთქვა.-რატომ იყავი დღეს ჩემს ლექციაზე?
-ჩემს სისტემაში გადაყვანას დრო სჭირდება,რადგან ბაზები დღის ბოლოსვე იხურება ქულები,რომ არ დავკარგო ამიტომ ველოდები როდის გადამიყვანენ.არც მე მინდოდა.
-ჭკვიანი გოგო ჩანხარ,არ მინდა ცოდნა დაგიკარგო ანა,მაგრამ არ გამოვა ხომ იცი?-მძიმედ მიაყრდნო თავი კედელს
-გადავდივარ,ადმინისტრაციას ველოდები.-ჩამოჯდა იქვე დივნის სახელურზე.
-ზუსტი დრო გითხრეს?
-ასე ძალიან გაწუხებ?
-არ მაწუხებ ანა,სხვა შემთხვევაში შენი ჩემს ლექციაზე ნახვაც გამიხარდებოდა,მაგრამ ასე არა.-ოდნავ გადაიხარა მისკენ.აგიჟებდა მისი სურნელი,ნასვამს მითუმეტეს.
-მომეცი საშუალება ქულები დავაგროვო შენთან,ძალით არაფრის დაწერა მოგიწევს,ვსწავლობ და შენგან ზედმეტს არაფერს მოვითხოვ.მჭირდება კარგი ქულები,რომ დაფინანსება არ დავკარგო,გთხოვ.-ლამის მუდარა გაურია ხმაში.-გადავალ როგორც კი შეცვლიან ჩემს ჯგუფს.
-კარგი.-დაღლილი ხმა ჰქონდა კაცს.კედელს მიყრდნობილი მზერას არ აშორებდა გოგონას.
-რაიყო?-ჩაეკითხა ბოლოს.ვერ გაუძლო მის ღიმილიან მზერას და თვალი მოარიდა.
-არ მეტყვი?
-რას?
-რომ წავიდე.-ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან კაცი.
-ჰო.-ყრუდ ჩაილაპარაკა.-წადი…
-ჯანდაბა!-ამოთქვა გიჟივით და ხელები წელზე მოხვია მის წინ მდგომ ქალს.შეეხო იმ ქალის ტუჩებს რაღაც უცნაური გრძნობა,რომ დაუტოვა სხეულში.ტვინში,რომ შეუძვრა და თავი არ დაანება…
თავს ვერ მოერია დოლიძეც და მაშინვე კისერზე მოხვია ხელები ერთი თავით მაღალ კაცს.მის თითოეულ მოძრაობას დაუფიქრებლად ჰყვებოდა.ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო?
ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული და მაგიდაზე შემოსვა.კომფორტულად მოეწყო მის ფეხებს შორის და მთელი გრძნობით დაუკოცნა სასურველი ბაგეები.
როგორი არასწორი იყო არა?ორივემ იცოდა,მაგრამ სურვილი ძალიან დიდი იყო…
-არ…შეიძ…ლება…-ამოთქვა ძლივს ყელზე სველი კოცნის კვალი,რომ დაუტოვა და ისევ სახესთან დააბრუნა კაცი.ამჯერად თავად აკოცა,ძალიან მომთხოვნად და თითებიც შეუცურა თმაში.
ოღონდ მისი ლექტორი არ ყოფილიყო…
ოღონდ ამდენი წლით უფროსი არ ყოფილიყო…
მსუბუქი კოცნა დაუტოვა და ერთი ნაბიჯით მოშორდა მის სხეულს როსტომაშვილი.ახლა ვინმეს წიხლით,რომ ეცემა ამაზეც თანახმა იყო.განა თვითონ არ იცის,რომ დააშავა?
-ამის დედაც!-ამოილაპარა ძლივს და არეული თვალები მიანათა.
-რატი…-ყრუდ ჩაილაპარაკა.მაგიდიდან ჩამოსვლაც ვერ მოიფიქრა,ასე ქვემოდან შესცქეროდა ძარღვებდაბერილ კაცს.
-ანა აღარ გნახო ჩემს ლექციაზე!-მომთხოვნი იყო მისი ტონი.-არ ვხუმრობ,ონლაინ ჩამაბარე სემინარები,მეგობარი მყავს,ყალბ ცნობას დაგიწერს და ონლაინ გამოგზავნე.
-შენს მერე სხვა ლექციაც მაქვს,შენი გავაცდინო და მეორეზე მივიდე?
-ჯანდაბა!-ნერვიულად მოისრისა შუბლი.-დაველაპარაკები ადმინისტრაციას,რომ დროულად მოაგვარონ.-მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა და ის იყო კარისკენ მიბრუნდა ანას ხმა,რომ დაეწია.
-ნასვამი ხარ არ დაჯდე საჭესთან…
-ამაღამ რამე თუ მომივა ერთით ნაკლები პრობლემა გექნება.-“დაამშვიდა” კაცმა და კარი გამოხსნა.-ასე ვერ იქნება ანა,უნივერსიტეტის დატოვება არ მაიძულო.-მისთვის აღარ შეუხედავს ისე ამოთქვა და კიბეები სირბილით ჩაიარა…




***
-რაებს მიყვები იაზრებ საერთოდ?-ყურებს ვერ უჯერებდა ლევანი.
-ლევან გთხოვ,არ დამიწყო მორალის კითხვა რა.-აუქნია ხელი.ლევანი დუდას მეგობარი გახლდათ,მხოლოდ ის შემორჩა ანას წარსულის სიყვარულისგან.
-ახლა გადავყირავდები და წყალი მომასხით!-სიცილს ვერ წყვეტდა თამარი.
-თამრო კარგი რა...ცხოვრება თავზე დამენგრა...-თავი ხელებში ჩარგო.-ჩემი ლექტორია და მაგის მერეც ვერ შევიკავეთ თავი...
-12 წლით დიდიო ეგ მართლა თქვი?-დახედა ფოტოებს ბიჭმა.-ტიპი ჩემზე მაგარ ვიდზეა.
-ამას ვინ არ მიუწვებოდა.-აჰყვა თამროც.
-დაგხოცავთ ორივეს!
-გინდა დაველაპარაკო?-დასერიოზულდა ლევანი.
-რას ეტყვი?ჩემს მეგობარს ნუ აკოცებ თუნდაც გამოგიწვიოსო?
-ვეტყვი,რომ აღარ დაურეკოს,აღარ მოაკითხოს...
-არა ლევან,მადლობა.-მხარზე ჩამოეყრდნო ბიჭს.-როგორც კი გადავალ მისი ჯგუფიდან მორჩება ყველაფერი.
-როდის გადახვალ მერე?
-ვიყავი ორშაბათსაც ადმინისტრაციაში და მომდევნო კვირის ორშაბათამდე თუ ვერა ოთხშაბათს იქნებაო.
-ანუ ერთი ლექცია გიწევს?ხუთშაბათია დღეს.
-ჰო,ერთი მხოლოდ და მორჩება მერე...ორშაბათსღა ვნახავ და იმხელა შენობაში სადმე თუ შემეჩეხა თავს ჩამოვიკიდებ.-ფინჯანზე აათამაშა ფრჩხილები.
-მაგიტომ უნდა დარჩენილიყავი ჩემთან,მაგ ახალ უნივერსიტეტში ვერაფერს ვიგებ და ვერც გეხმარები ხომ ხედავ...
-კაი თამრო,რაღადროს ეგ არის,მოძველებული ამბავია...
-მუშაობ ამაღამ ჩემო პატარა?-თავზე რამდენჯერმე ნაზად აკოცა ბიჭმა.
-ჰო,მიბრაზდები ლევან?
-რაზე გოგო?-სიცილი ვერ შეიკავა.
-დუდას რომ ვუღალატე...-უცნაურად გაჰკრა რაღაცამ გულში.
-ნუ სულელობ,დუდას შენი ბედნიერება ენდომებოდა ყველაფერზე მეტად,პატარა გოგო ხარ,ცხოვრება წინ გაქვს,არასოდეს იფიქრო ეგ.-აწყლიანებულ თვალებში ჩახედა გოგონას.-ხომ იცი დუდასთვის,რასაც ნიშნავდი?როცა ასე გიყვარს ადამიანი მისი ბედნიერება გინდა,თუნდაც უშენოდ,მაგის დროა ახლა შენთვის,თუნდაც 12 წლით უფროს ლექტორთან,რომელიც სულაც არ გამოიყურება ცუდად...-სიცილით დაასრულა მაინც.-გოგო,რომ ვიყო მეც მივცემდი.
-აუ ლევან შემეშვი მართლა რა!-მკერდზე უბიძგა მეგობარს.-არ უნდა მეთქვა შენთვის.
-კაი გოგო ვხუმრობ,გკითხავ რაღაცას.
-არ მკითხო!
-მაინც გკითხავ.-ჩაეღიმა ეშმაკურად.-მოგწონს?
-ლევან!-თვალები დაუბრიალა.
-მაგ კითხვაზე პასუხი ნათელია ისედაც არა?-წარბები აათამაშა თამრომ.
-დიდია.
-მამაჩემი დედაჩემზე 8 წლითაა დიდი...4 წელიც და ეგაა რა.
-ლევან ახლა ისეთს შემოგკრავ!
-კარგი ჰო.-დანებების ნიშნად ხელები ასწია და მიმტანს ანგარიშის მოტანა სთხოვა.-სახლში გაგიყვანთ და მერე მეც გავეშვები რუსთავში.
-ისევ იმ ნინიას დასდევ?ვერ შემოირიგე?
-დავსდევ რომელია.-გადაპარსულ თმაზე ხელი გადაისვა.-არც ყვავილებმა მიშველა,არც საჩუქრებმა.
-წყალი წაუღე 20 ლიტრი,გაუხარდება სიმამრს და შეგიშვებს პირდაპირ.
-შენ ამდენ ღადაობას როგორმე დამეხმარო ჯობია.-დაუბრიალა თვალები.-ან შენს დაქალს დაეხმარო,ვერ ხედავ?სტრესი აქვს და სამი ნაჭერი ნამცხვარი ჭამა,მოიმატებს და მერე გარბენინებს ქუჩა-ქუჩა ერთად დავიკლოთო.
-ლევან მოშორდი თუ ღმერთი გწამს.-ჩანგალი აუწია კაცს.-თვალებში გატაკებ იცოდე.
-არ მოდიხართ კაცო?
-ვისხდებით ჩვენ კიდევ ცოტახანს,შენ წადი და ტურფას მიხედე.-დაემანჭა თამრო.ორივეს თბილად გადაეხვია.ანას დაუბარა არ ინერვიულოო და მშვიდი ნაბიჯებით დატოვა შენობა...
ვინ არის ანა დოლიძე?
ის ჩვეულებრივი სტუდენტია, უბრალოდ ცოტა უფრო დაღლილი, ვიდრე სხვები.
დილით მაღვიძარა რომ ურეკავს, პირველი აზრი არ არის „უნდა წავიდე“, არამედ „კიდევ ცოტახანს მაინც...“მაგრამ მაინც დგება. უნივერსიტეტში ზის, უსმენს ლექციებს, თუმცა ხშირად ისე იღლება, რომ სიტყვები ერთმანეთში ერევა და ვეღარ იგებს რას ამბობენ.
საღამოს სამსახურში მიდის. იქაც ჩუმადაა, თავის საქმეს აკეთებს, ზედმეტი ლაპარაკი არ უყვარს,არც აქვს ძალა. ზოგჯერ უყურებს სხვებს, როგორ იცინიან, გეგმებს აწყობენ და ცოტათი უკვირს, საიდან აქვთ ამდენი ენერგია.
სახლში რომ ბრუნდება, უკვე გვიანია. ჭამს რაც არის, ან ზოგჯერ არც ჭამს, უბრალოდ ეცემა საწოლზე. ტელეფონს გადახედავს, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდება. თითქოს არავის ახსოვს, რომ ისიც არსებობს.
არ ამბობს ამას ხმამაღლა, მაგრამ ძალიან ხშირად გრძნობს თავს მარტო. არა ისე, რომ ფიზიკურად არავინ ჰყავდეს გარშემო,უბრალოდ, თითქოს არავის ესმის მისი.
ჰო ასე გრძნობს თავს,მაგრამ ლევან ასლანიძეს მისი გაჭირვება თუ გაუგია გადაუდგამს მთები.24 წლის ბიჭი მეგობრის დანატოვარს ისე უფრთხილდება,როგორც საკუთარ დას.
მისი თამროც ასეა.გაიგებს თუ არა,რომ რაღაც ისე ვერ არის ანასთან,ხან სამსახურს ტოვებს,ხან ლექციიდან გარბის და ახლაც საგონებელში იყო ჩავარდნილი რითი ან როგორ შეეძლო მისი დახმარება...
გაიკითხა რატი როსტომაშვილზე ყველაფერი ლევანმა.არ ჰყოლია ცოლი,მამა გარდაცვლილი,ერთი უმცროსი და ჰყავს,დედაც თბილისში ცხოვრობს,სკოლაში ისტორიას ასწავლის...სანდრო მენაბდე და ნიკა ამაშუკელიც მოიძია,მისი მეგობრები უნივერსიტეტიდან...ზუსტაც იცოდა სად ან რა უნდა მოეძებნა თუ ეს ლექტორი მის პატარა დას აწყენინებდა...
„ხაზეიკას“ მესიჯი ისევ დააიგნორა,მომდევნო თვიდან ბინის ქირას ვამატებ 300 ლარსო...თავხედი...როგორ უნდა გადაეხა ამდენი ფული მარტოს?ან ამდენს რომ ამატებდა კიდევ ერთ ოთახს მიაშენებდა,თუ რისი ფასი იყო 900 ლარი?ვერ გადაიხდიდა...თავი ლამის აუფეთქდა,ონლაინ სამსახურის გასაუბრებიდანაც აღარ დაურეკეს.მზად იყო ახლავე თავი ჩამოეკიდებინა რომელიმე ხეზე...
უცნაურად გრძნობდა თავს.გაცხოველებული მადა ჰქონდა,ამდენს არასოდეს ჭამდა.იმდენი სადარდებელი ჰქონდა იმასაც ვერ ხვდებოდა,რომ ორგანიზმი რაღაცას ანიშნებდა.რაღაც ისე არ იყო,რაღაც გამორჩა,მაგრამ ჯერ ვერ იგებდა რა...
მამის ზარებიც დააიგნორა,უკვე მერამდენე ნომერი დაბლოკა...ძმას ისევ არ გახსენებია,აწი აღარც დასჭირდებოდა უფულო დაიკო...მხოლოდ მამა უბურღავდა ტვინს,დანარჩენ ყველას ოფიციალურად ფეხებზე ე*იდა!




***
ლევანს სთხოვა,რომ მისთვის სამსახურში გაევლო და ბოლო ლექციაზე მისი წყალობით არ დააგვიანა,რომელიც რატისთან ექნებოდა.20 წუთით ადრე დაჯდა აუდიტორიაში,სადაც უკვე შეკრებილიყვნენ დანარჩენები.წინა რიგები დაკავებული იყო.სულ გოგონები ისხდნენ.უკანა რიგებში ბიჭები,უმეტესი ნაწილი ჯერ ისევ მოსაწევ სივრცეში ნებივრობდა.ჭამა დილით,მაგრამ მაინც უცნაური შეგრძნება ჰქონდა,ღებინების შეგრძნება წამიერად კრთებოდა სხეულში და მალევე ქრებოდა.
ნერვიულობას დააბრალა.რატის ნახვა სულ აფორიაქებდა და ახლაც ასე იყო.შეისწორეს გოგონებმა მაკიაჟი,ზოგმა წითელი ტუჩსაცხი უფრო ჩაიმუქა,ზოგმა წარბები შეისწორა,თმა ჩამოივარცხნა...უცნაური რამე იყო ახალგაზრდა ლექტორისთვის გაპრანჭული გოგონების ნახვა...
მშვიდი ნაბიჯით შემოვიდა,ხელში ტყავის ჩანთა ეკავა,ლეპტოპითა და საბუთებით გატენილი.მიესალმა სტუდენტებს და ისე,რომ არც გაუხედავს ოთახის ბოლოსკენ ზუსტად 9 საათზე დაიწყო სიის ამოკითხვა.
-ბერიძე ნიკოლოზი.
-ვარ ბატონო.
-სისაური.
-ვარ.
-ნასყიდაშვილი თომა.
-ვარ პატივცემულო.-ასე ჩაჰყვა სიას,რომელიც რა პრინციპით იყო დალაგებული დღემდე არ ესმოდა.ანბანის ერთი ბოლოდან მეორეში ხტებოდა.
-დოლიძე ანა.-არც დალოდებია პასუხს,ხმადაბლა ამოიკითხა და იქსით მონიშნა მისი ფანჯარა.
-ვარ ბატონო რატი!-გაისმა დარბაზის ბოლოდან და კენჭიაშვილის ზურგს მიღმა გამოჩნდა მისი ხელი.
-ჯანდაბა!-გაიფიქრა გონებაში.-თქვენს გადაყვანაზე მაცნობეს ვლადის ჯგუფში.-ვეღარ მოითმინა და იქვე წამოიწყო საუბარი.-როდის გადაგიცვლიან ადგილს?სხვანაირად გადის პროგრამას და არ მინდა მეორე სტუდენტი ჩამორჩეს ჩემთან.
-ბოლო ლექციაა ბატონო,ოთხშაბათს შეგვცვლიან და მომდევნო კვირიდან თქვენთან იქნება.-მშვიდად ამოთქვა და წიგნაკი გადაშალა.
-ძალიან კარგი.-კმაყოფილება დაეტყო კაცს.-მაშ ასე.-გადახედა სარჩევს და დაიკრიფა მკერდზე ხელები როგორც სჩვევია.დაიწყო ახსნა,მშვიდად უყურებდა ყველას და წამიერად აწყდებოდა მათი თვალები ერთმანეთს.ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა.ისეთი უხერხული იყო,რომ ფიქრსაც ვერ უბედავდნენ ერთმანეთს.გადახედა თომამ წინ მჯდომ გოგონას,მხარზე მიეფერა,ჩაეკითხა როგორ იყო...არ გამოჰპარვია კაცს,თვალში მოხვდა ყველა ქმედება,მოძრაობა...
ისევ კითხვებით აავსო ლალიმ,მეტიწილი უაზრო კითხვა იყო და წიგნში ჰქონდათ პასუხი,მაგრამ მომთმენად პასუხობდა ყველა შეკითხვას.მისი მოვალეობაც ხომ ეს იყო.რამდენიმე სქემა დახაზა დაფაზე,ზურგით მდგომს ლამის პირღია მიაშტერდა.ჯერ ისევ ახსოვდა მის ზურგზე დახატული გაშლილი ფრთები,მხრებზეც რომ გადადიოდა.იმდენად მიმზიდველი იყო...
ისევ შეაწუხა იმ შეგრძნებამ და უნებურად პირზე ხელი აიფარა...ვერ იგებდა რა ხდებოდა,მაგრამ აშკარა იყო ძალიან გადაიღალა.მძიმედ რომ ააფახულა თვალები გადმოხედა რატიმ,ყურადღებით შეათვალიერა...აკანკალებული ხელებით ძლივს მოიქცია ბოთლი ხელში და წყალი დალია.უკვე მეორედ ემართებოდა...
-კარგად ხარ?-ჩუმად გადაულაპარაკა თომამ.სექტემბრის სიომ დაუბერა ფანჯრიდან,სასიამოვნოდ მოედო სხეულზე და თვალებიც დაეწმინდა.
-კი,მადლობა.-თავი დაუქნია და ისევ ლექციას მიაყურადა...სემინარიც მშვენივრად დაწერა,მაგრამ საპირფარეშოში განმარტოებული,რომ დაეყუდა უნიტაზზე მიხვდა,რომ კარგად არ იყო საქმე...ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა საკუთარ თავს სარკეში.ასე ცუდად თავი არასდროს უგრძვნია...არა ვერ შეძლებდა...საკონსტიტუციოს გაცდენა გადაწყვიტა,მეგობრებს დაემშვიდობა და გაჩერებისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა...
ოდესმე თუ გქონიათ მომენტი ღმერთო ახლა ცოცხალს მიმაღწევინე სახლში და ხვალიდან უკეთესად შევჭამ და თავსაც მივხედავო?ამას ფიქრობდა ზუსტად გონებაში.ფეხებს ძლივს მიათრევდა უსწორმასწორო ზედაპირზე და ყველაფერს ეყრდნობოდა,რაც ხელში მოხვდებოდა,რომ არ დაცემულიყო.ნეტავ ლევანისთვის დაერეკა...ან ტაქსი გამოეძახებინა...თვალსაც მიეფარა,თითქმის მიაღწია გაჩერებას,რომელიც მისდა გასაკვირად ცარიელი იყო და ის იყო მობილური მოიმარჯვა ტაქსის გამოსაძახებლად რომ თვალთ დაუბნელდა...ხმაურით დაეშვა მოწყობილობა მიწაზე,ოდნავ წაიბორძიკა კიდეც და მერე?მერე აღარაფერი ახსოვდა,ყველაფერი წყვდიადში ჩაიძირა...




***
-როგორ არის ექიმო?-ჩაეკითხა ახალგაზრდა მაშინვე.
-სისხლის ანალიზის პასუხს ველოდებით,ჭრილობა დავუმუშავეთ,მალე გამოფხიზლდება და გნახავთ ექიმი.-გაუღიმა ქალმა და პალატის კარი შეაღო.-თუ გნებავთ შებრძანდით.
-მადლობა.-გადახედა უგონოდ მწოლიარე გოგონას წვეთოვანი,რომ დაედგათ და ოთახში შეაბიჯა.საშინელი წამლის სუნი იდგა.სულ ოდნავ დაერტყა თავი და პატარა ბინტი დაეკრათ სისხლიან ადგილას.მარჯვენა ხელში ჩაედგათ კათეტერი და სითხეს უსხამდნენ.როგორც გოგონამ უთხრა ვიტამინებს...
ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს.მაშინვე ცხვირში მოუღიტინა სპირტის სუნმა...ის უცნაური თეთრი ნათება და საავადმყოფოს კედლები ასე,რომ სძულდა...
-რა მოხდა?-დაბნეულმა გადახედა რატის და წამოდგომა სცადა,მაგრამ ამაოდ.შეაჩერა მაშინვე.
-მოიცა,რას აკეთებ?დაწექი.
-რატომ ვარ აქ?
-დაწყნარდი არაფერი.-ძალიან ფრთხილად შეეხო ხელზე.-ცუდად გახდი და საავადმოფოში მოგიყვანე,ანალიზის პასუხებს გეტყვიან და გაგიშვებენ.
-ოღონდ ეს არა.-მტკივან ადგილას ხელი მიიჭირა.-ვაიმე...
-ჰო,თავის გატეხვაც მოახერხე.
-რა ჯანდაბა?!-ამოილაპარაკა იმედგაცრუებულმა და საწოლზე წამოჯდა.-თავი მისკდება.
-არ მიკვირს...
-საიდან შენ აქ?
-გაჩერებასთან ვიყავი,ბენზინგასამართ სადგურზე.მაშინ დაგინახე...ისე უცებ ჩაიკეცე ვერაფრით დაგეხმარე...
-გაიღვიძეთ?!-ღიმილით შემოვიდა ქერა გოგონა ოთახში.-თქვენი მეუღლე ისე ნერვიულობდა...-გაუღიმა ორივეს და ფურცლები გადაქექა.-ყველაფერი რიგზზეა,ვიტამინები აკლია თქვენს ორგანიზმს,კარგი იქნება კვებასაც დიდ ყურადღებას თუ მიაქცევთ,თქვენი და თქვენი პატარასთვის ასე აჯობებს,თანაც...
-უკაცრავად?-გაოგნებულმა გააწყვეტინა.-რა თქვით?
-არ იცოდით?-პირზე ხელი აიფარა გოგონამ.-ვაიმე ეს რა ჩავიდინე...
-თქვენ რა...მოიცადეთ...-წამოიწია ანა.-ახლა თქვენ...
-გილოცავთ.-გაეკრიჭა ისევ.-ორსულად ხართ...-გადახედა წყვილს,ორივე გაშტერებული,რომ შესცქეროდა...შოკში იყო დოლიძე,ხმას ვერ იღებდა.არანაკლებ მდგომარეობაში იყო როსტომაშვილიც...გადახედა ანას,რომელმაც არაფერი იცოდა,მერე ექიმს,მერე ისევ ანას...-როდის გქონდათ ბოლოს მენსტრუაცია?-ჩაეკითხა გოგონა.ისეთი მონდომებული იყო ალბათ ამშობიარებდა კიდეც.
-მე...-მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.მუცელზე დაიხედა.კი შეატყო თავს ბევრს,რომ ჭამდა და შეპუტკუნდა,მაგრამ...აი ეს გამორჩა,1 კვირით დაუგვიანდა...
-არ გახსოვთ?
-22 აგვისტოს...-ამოთქვა ძლივს და ცრემლიანი თვალები მოარიდა ქალს.
-5 კვირის ორსული ყოფილხართ,ექოსკოპიაზე გაგიშვებთ,რომ...
-არა!-ლამის დაუყვირა გოგონას.სახეზე შეეყინა ღიმილი.-არ იქნება სწორი...
-როგორც ჩანს ეს ის ამბავი არ არის რომლის გაგებაც გინდოდათ.-დანანებით გააქნია თავი.-ექიმი მოვა და გაგესაუბრებათ.
-შეცდომაა...-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი უხეშად მოიწმინდა და საწოლიდან წამოიწია.-არა!
-ანა დამშვიდდი...-შეხება სცადა რატიმ,მაგრამ არ დაანება.
-არა!არ იქნება სწორი,არ შეიძლება!-ჯიუტად იმეორებდა იგივეს.-სახლში წავალ,დავიძინებ და...
-ექიმს მოვიყვან.-ჩააკვეხა გოგონამ და ისე აორთქლდა პალატიდან თვალის გაყოლება ვერ შეძლეს.
-არა...
-ანა დაწექი.-მომთხოვნი ტონი ჰქონდა კაცს.-მოიცადე,დამშვიდდი...
-ღმერთო...
-ანა...-დაუმძიმდა ხმა.კარგად აათვალიერა მისი სხეული.თითქმის არაფერი ემჩნეოდა...
-სახლში უნდა წავიდე!-უცებ სწვდა კათეტერს და გამოიგლიჯა ხელიდან.
-რას აკეთებ?გაგიჟდი?-წინ დაუდგა სახეწაშლილს.-ანა გაჩერდი,ნუ ბავშვობ!
-გავიგე ჩემს კოლეგას...აქ რა ხდება?-გაოგნებულმა გადახედა ანას სისხლიან ხელს ქალმა.
-სახლში მივდივარ!
-ანა ჩემო კარგო...ვიტამინებია,ისეთი არაფერი,გაგიძლიერებს ორგანიზმს და ბავშვიც ასე აღარ...
-არანაირი ბავშვი!
-ანა!-მშვიდად ჩაერია რატი.-დამშვიდდი.
-სახლში მინდა წასვლა...
-ორსულობის ადრეული ვადაა,მედიკამენტური აბო*ტი ხომ არ შევთავაზოთ?-საკმაოდ ხმამაღლა იკითხა ქერამ.გადახედა ყველამ მას.
-ახლავე დატოვე პალატა!-დაუბრიალა თვალები და ისევ გოგონას მიუბრუნდა.-იქნებ დამშვიდდეთ,ვისაუბროთ,კონსულტაციაზე ჩაგწერთ და...
-არა!-ცივად უთხრა ქალს.-სახლში მივდივარ!
-ანა იქნებ...
-არა!
-ასე ვერ წახვალთ,საბუთებზე უნდა მომიწეროთ ხელი.-წინ გადაუდგა ქალი.-მერე შეგიძლიათ.
-მომეცით საბუთები.-მთელი სხეული უკანკალებდა.
-ახლავე შემოვიტან.-დაფაცურდა ქალი,მიხვდა მასთან ჭიდილს არ ჰქონდა აზრი.
-რა სისულელეს აკეთებ ხვდები?
-წადი აქედან.-გადახედა რატის.-წადი.
-მორჩი ეგეთი ტონით საუბარს,არსად მივდივარ!
-წადი რატი!
-ანა გეყოფა!-გამოსცრა კბილებში.-ისიც გეყოს რაც გააკეთე!-მოწყვეტით დაეცა საწოლზე და ერთ წერტილს მიაშტერდა.ვერ იჯერებდა,არც უნდოდა,რომ დაეჯერებინა...სირცხვილისგან ყველა უჯრედი ეწვოდა...თვალებში ვერ უყურებდა რატის...თითებს იმტვრევდა და ექიმს ელოდა,რომელიც ჯიუტად აგვიანებდა შემოსვლას.
-აი ანა,აქ მომიწერეთ ხელი და შეგიძლიათ წახვიდეთ.-თქმა და ხელის მოწერა მართლა ერთი იყო,არაფერი გადაუკითხავს.-ანა მომდევნო კვირას ჩაგწერეთ ვიზიტზე,იქნებ გადაიფიქროთ,აი აქ წერია ყველაფერი.-თაბახის ფურცელი გაუწოდა,თუმცა არ გამოართვა,გვერდი აუქცია და სირბილით გავიდა პალატიდან.
-მე ავიღებ.-გამოართვა ქალს და ისიც სირბილით მიჰყვა უკან...-ანა მოიცადე!-ეზოში გასულს ძლივს დაეწია და თავისკენ შეაბრუნა.-სად მიდიხარ?
-სახლში!
-ასე?ამ მდგომარეობაში?მარტო?
-თავი დამანებე რატი,წადი,შემეშვი რა...-ამოიტირა და თითები ძლიერად მიიჭირა შუბლზე.-რა იდიოტი ვარ,როგორ ვერ მივხვდი...
-ანა...-თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა გოგონას.-ჩემს გარდა ვინმესთან რამე გქონდა?-მიხვდა ბათუმის ამბებს ეკითხებოდა.მიხვდა გაანალიზების პერიოდი ჰქონდა ბატონ რატის...
-შენ მე ვიღაც კა*პა ხომ არ გგონივარ?-უხეშად უბიძგა მკერდზე.
-ახლა რაღაცას გკითხავ და ნორმალური პასუხი გამეცი!-ისე დაიძაბა კილომეტრების იქით იგრძნობოდა.-ჩემია?
-თავი დამანებე!
-ანა!-ტონს აუწია,კონტროლს კარგავდა უკვე...-არაფერს სვამდი?
-აბები დავლიე,ტყუილად დამიხარჯავს ფული...
-ესეიგი ჩემია...-მის ცრემლიან თვალებს დაჟინებით ჩააცქერდა,იქ ეძებდა პასუხებს...
-გთხოვ თავი დამანებე,სახლში წასვლა და დაძინება მინდა...
-ანა...
-მოვიშორებ დამშვიდდი,ოღონდ დღეს თავი დამანებე!-თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა.
-რას ლაპარაკობ გესმის მაინც?-უხეშად ჩაავლო ხელი და წასვლის საშუალება არ მისცა.-ბავშვზე ვლაპარაკობთ ანა,ცოცხალ არსებაზე!
-გთხოვ რატი,თავი დამანებე...-ამოიტირა ისევ და მისუსტებულმა მკერდზე მიაყრდნო თავი.-შემეშვი გეხვეწები!
-ნუ ტირი.-ძლიერად მოხვია მკლავები და სხეულზე მიიკრო.ვერ იტანდა ქალის ცრემლებს,არ შეეძლო ამის ყურება...მერე რა,რომ არ იყო მისთვის ძვირფასი,მაინც ქალი იყო და მაინც ედარდებოდა.მოსმენილს ვერ იჯერებდა,ჯერ ისევ ვერ გაეზარებინა,რომ მუცლით მის შვილს ატარებდა ვიღაც...უნდოდა კი ეს ბავშვი?
-სახლში მინდა წასვლა,დავიძინებ და გამივლის...-იმდენად ბავშვურად ჟღერდა მისი ნათქვამი...რა გაუვლიდა ორსულობა?
-წაგიყვან,ოღონდ დამშვიდდი კარგი?
-არ მინდა,ჩემით...
-არანაირი შენით!ჩაჯექი მანქანაში.-კარი გამოუღო და სუსტად უბიძგა,რომ ჩამჯდარიყო...ეს რა ჯოჯოხეთი დაგატყდა თავს როსტომაშვილო?
ხმა არ ამოუღია არცერთს.მთელი გზა სლუკუნებდა გოგონა და მთელი გზა ჩუმად გასცქეროდა გვერდით მჯდომს კაცი.აზრებს ვერ ალაგებდა.სათქმელს თავს ვერ უყრიდა...შვილი...20 წლის გოგოსგან...32 წლის იყო...12 წლით უმცროსი გოგონასგან...
მალე ტვინი აუფეთქდებოდა.მისი კორპუსის წინ შეაჩერა მანქანა.უნდოდა ენუგეშებინა,ჩახუტებოდა,მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა.
-ვერავინ გაიგებს მართლა,ჩავეწერები ექიმთან და მოვაგვარებ ამ პრობლემას.-სულ წამით გადახედა კაცს და მანქანიდან გადავიდა.ვერაფერი უპასუხა.
რას მოაგვარებდა?
რას ნიშნავდა?
ბავშვი იყო პრობლემა?
ხო,რა თქმა უნდა,პრობლემა იყო...გაოგნებული იჯდა მანქანაში და ადგილიდან ვერ იძვროდა.ისიც კი ვერ შეძლო შეშინებული ქალისთვის ერთი ნორმალური სიტყვა ეთქვა და დაემშვიდებინა...
შეგეშალა რატი!
ძალიან შეგეშალა...



***
სულის ტკივილი გიგრძვნიათ ოდესმე?ახლა გრძნობდა მაგ ყველაფერს.დუდას მაისური გამოიღო კარადიდან და მთელი ძალით მიიკრო სხეულზე.ცრემლები უმისამართოდ დაიარებოდა მის სხეულზე.როგორ სძულდა საკუთარი თავი ახლა თქვენ ვერ წარმოიდგენთ...
ჰო,პატარა იყო და ჰქონდა უფლება,რომ ბედნიერი ყოფილიყო.ვინმე გაეცნო,მაგრამ ასე დაენგრია საკუთარი ცხოვრება?საყვარელი ადამიანის სურნელით გაიჟღინთა ფილტვები და სულიერი ტკივილისგან დაიკლაკნა.უნებურად წაიღო ხელი სულ ოდნავ მოზრდილ მუცელზე...რას ელოდა?თავადაც არ იცოდა,მაგრამ უცნაურად გააჟრჟოლა და ეკალმა დააყარა სხეულზე.
-რა სულელი ხარ ანა!რა სულელი ხარ!-გაუწყრა საკუთარ თავს და ფეხზე წამოდგა,სარკესთან დადგა და მუცელს დააკვირდა.მართლა იქ იყო...
დუდა სულ ლაპარაკობდა შვილზე...სულ უნდოდა...მერე რა რომ პატარები იყვნენ,თითქოს ჩქარობდა.გრძნობდა და სიცოცხლე ეჩქარებოდა,ყველაფერი უნდოდა მოესწრო...
სიზმარი გაახსენდა ოქროს ქოჩრიან ბიჭს რომ აწვდიდა გოგონას და უარესი დაემართა.იქვე იატაკზე ჩაიკეცა და მთელი ხმით ატირდა.აღარც მეგობრებს უპასუხა.მეპატრონის კაკუნიც დააიგნორა და სიბნელეში გაათია ის ღამე...
მერე რა,რომ დედას არ უყვარდა...თავად არასოდეს იქნებოდა ცუდი დედა...
მერე რა,რომ მამა ნაბი*ვარი იყო,მსგავსი კაცისგან შვილს არ გააჩენდა...რატი როგორი კაცი იყო?როგორი და ფეხმძიმეს,რომ მიატოვებს...ერთი სიტყვა ვერ გაიმეტა მისთვის,ზურგი აქცია და წავიდა...
რას ელოდა?
ლექტორი კაცია,ცხოვრება მოწყობილი აქვს,უცოლოა,ყველა ფეხქვეშ ეგება...
-რა სულელი ხარ ანა!
დაათენდა თბილისს,ალიონსაც ამაყად შემოეგება მთაწმინდა.ნელ-ნელა შემოდგომის სუსხი ეპარებოდა ქალაქს.ღია ფანჯრიდან მომავალმა სიომ გამოაფხიზლა.გამოერკვა იმ სიზმრიდან რომ განმეორდა...დუდა ესიზმრა,ის ოქროს ქოჩრიანი ბიჭი გაუწოდა ისევ,პირჯვარი გადასახა...როგორ შეიძლებოდა?
ძლივს წამოიწია. ტირილისგან დასიებულმა ვერ გაუსწორა სარკეში საკუთარ თავს მზერა.ყველა კუნთი სტკიოდა...
არ იყო სიზმარი,არ გაუარა იმ ტკივილმა გუშინ ძილით,რომ უნდა ემკურნალა...
არ გაუარა,ორსულად იყო და პატარა ანგელოზს ელოდებოდა...
-არ მიგატოვებ დე...-დასცდა მის ბაგეებს და ისევ დახუჭა თვალები...


***
-რატი!-წამოიწია სანდრო.-იაზრებ რას ამბობ?
-ბიჭო ბავშვი...
-ვიცი,ვიცი!-წამოვარდა ფეხზე.-პატარა ბიჭი ხო არ ვარ ვერ გავიაზრო,ვიცი რაც ხდება,მესმის.
-დარწმუნებული ხარ რომ შენია?-მაინც ჩაეკითხა.
-ჩემია სანდრო,უნდა გენახა როგორ დაპანიკდა,მოვიშორებ ოღონდ თავი დამანებეო...
-მერე რა უთხარი?
-ვერაფერი!-ნერვიულად გაუკიდა სიგარეტს.-დავიბენი და თინეიჯერივით გავშტერდი.
-რატი!
-გავიგე სანდრო!
-წარმოგიდგენია მაინც ახლა რა დღეშია?
-ორსულად არ ვყოფილვარ ნიკუშ და ვერ წარმომიდგენია!-დაუღრინა მეგობარს.-გამოვშტერდი,ვერ მივხვდი,დავიბენი,ადამიანი ვარ მეც,შემეშალა...
-კარგი დაწყნარდი.-დაუყვავა სანდრომ.-შენ რა გინდა?
-რა?
-რა გინდა რატი?
-რა უნდა მინდოდეს?-გაუკვირდა.
-მომისმინე.-თავადაც გაუკიდა ერთ ღერს.-პატარა გოგოა,დაბნეული იქნება თავადაც ახლა...შეეშინდა როგორც მივხვდი შენი მონაყოლიდან,ან ვის არ შეეშინდებოდა?რას ეტყვის ოჯახი?უნივერსიტეტში სწავლობს,როგორ გაუმკლავდება?-თვალებში ჩახედა კაცს.-განა მარტივია ამ ქვეყანაში ქორწინების გარეშე ურთიერთობა?-მიხვდა რაზეც უნამიოკებდა.-12 წლით უფროსი კაცი ხარ,ლექტორი...ახლა შენგან ელოდება სიტყვას,ნაბიჯს...შენ თუ მზად ხარ იმისთვის,რომ მამა იყო?
-ყოველთვის მინდოდა ოჯახი,შვილი...
-მე გკითხე მამობისთვის თუ ხარ მზად?-ჩაეკითხა ისევ.-გათენებული ღამეებისთვის,შვილის აღზრდისთვის,ხარ მზად რატი?
-ხომ იცი,რომ ვარ.-მშვიდად უპასუხა.მეგობრების შვილებს უთენებდა ღამეებს,თავისაზე საერთოდ გადაირეოდა.
-უბრალოდ ვერ აიძულებ,რომ შენი შვილი გააჩინოს,ახლა იმედი უნდა ჰქონდეს შენი,უნდა გენდოს,დაგეყრდნოს...მხოლოდ შვილი არა,ცოლიც გეყოლება...ამას იმიტომ გეუბნები,რომ პატარაა,თან ძალიან,არ მიიღებს საზოგადოება ამ ურთიერთობას კანონის გარეშე,არც ოჯახი,უნივერსიტეტში რომ გაიგებენ რას იტყვიან?გაქვს იმის ძალა,რომ მისი საყრდენი იყო?
-ჯანდაბა...-ნერვიულად მოისრისა შუბლი.
-ვიცი,რომ მოგეწონა,არ ამბობ,მაგრამ დებილი ხომ არ ვარ.-ჩაეღიმა ოდნავ და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.-ასაკის გამო იკავებდი თავს,მაგრამ მაგასაც არ აქვს აზრი,ფაქტობრივად გაჩუქა ღმერთმა მისი თავი.
-ნუ მიძვრები ტვინში.-კიდევ ერთ ღერს გაუკიდა.
-მე და ნიკუშამ სიყვარულით შევქმენით ოჯახი.-ხელი დაჰკრა მეგობარს.-ნიტა ხომ იცი წლები მიყვარდა,მაგის მშობლებს არ მოვწონდი და რამდენი რამის გადატანა მოუწია ხომ გახსოვს?
-მახსოვს.
-ხოდა შენ უნდა იდგე ფეხზე,რომ ქალი დაგეყრდნოს...
-ძალიან პატარაა სანდრო.-სასმელი ჩამოისხა და სულმოუთქმელად გამოცალა.
-გვანცაც არ არის ძალიან დიდი რატი.-შეაშველა მეგობარს სიტყვა.24 წლის იყო ნიკუშას ცოლი.
-მერე შენ 30 წლის ხარ...6 და 12 ერთია?
-დაწყნარდი ახლა!-გვერდით ამოუდგა სანდრო.
-გინდა რამე?
-ნიკუშ მამა ხდება რას ეკითხები?-თვალები დაუბრიალა მეგობარს.-არაფერს აღარ გაიკეთებს!ახლა ამას ისეთი პერიოდი უდგას მტერს არ ვუსურვებ არასოდეს!
-აი მაგრად დამამშვიდე ძმობას ვფიცავარ!-დაუღრინა მეგობარს.
-გინდა მამობა რატი?
-მინდა!-თქვა დაუფიქრებლად.
-უნივერსიტეტიდან უნდა წამოხვიდე,მაგას ორი აზრი არ აქვს,იმისთვისაც მზად უნდა იყო,რომ გაუტყდება ანას შენზე ლაპარაკი,უფროსი ხარ და ეგეც რომ არ იყოს მისი კურსელები შენზე...კარგი არ ვიტყვი.-მის მზერას რომ გადააწყდა გაჩუმდა.-ბევრი პრობლემა შეგექმნება,მის მშობლებთან საერთოდ...ყავს მამა?ძმა?მაგრად გცემენ ალბათ.
-აბა მე რა ვიცი შე*ემა?-უხეშად დააგდო ჭიქა მაგიდაზე.
-ამხელა კაცი ხარ დაუცველი სე*სი რამ მოგაფიქრა?-ამოთქვა ბოლოს ნიკუშამ.
-არ ვიყავი ფხიზელი ნიკუშ,თითქოს არ იცოდე!
-ჰო კარგი...-დანებების ნიშნად ასწია ხელები.-ისე თქვენ უკვე ბავშვის ოთახი,რომ შეღებეთ გოგოს რა უნდა ჰკითხეთ?
-რას ნიშნავს?
-იქნებ არ უნდა გაჩენა!
-ნიკა წადი ძმობას გაფიცებ გვანცას დაელაპარაკე,ქალებზე ცოტა მოგიყვეს.-აიქნია ხელი სანდრომ.-მის ორგანიზმში იზრდება,ყოველ წამს გრძნობს მის არსებობას,როგორ შეიძლება არ უნდოდეს...-გაახსენდა ნიტას საუბარი და ახლიდან ჩაეღვარა გულში სითბო.-შეიძლება კაცს არ უნდოდეს,ჩვენ ხო ვირები ვართ,მაგრამ ქალს?ძალიან იშვიათია,ძალიან რთულია...
-პატარაა,იქნებ არ უნდა ცხოვრების დანგრევა?
-პატარა რომ არის და შეშინებული მაგიტომ გეუბნები.-დაუყვავა სანდრომ.-უნდა,მაგრამ რატი თუ არ დაუდგება გვერდში არ გააჩენს...თან რა გინდა დავიჯერო,რომ არ მოსწონს?მთელი კურსი გიჟდება ამაზე და იმ გოგოს არ მოსწონს,რომელსაც მასთან ეძინა?
-ჯანდაბა...როგორ ტიროდა,როგორ ნერვიულობდა იცი?მე ვერაფერი ვუთხარი და წამოვედი...წავალ და...წავალ დაველაპარაკები!
-აბა აბა...-წინ გადაუდგა ორივე.-დაჯექი!
-ნიკუშ გამეცალე.
-არა!ის არ ეყოფა,რომ შეშინებულია?ახლა მთვრალი მიადგე კართან და სისულელეები ებოდიალო!დაალაგე შენი სათქმელი და დილით მიდი,ფხიზელი,ისიც ცოტა დაწყნარდება და მერე დაელაპარაკე.
-ბიჭო რა სი*ი ვარ,როგორ დავტოვე ეგრე...-თავი ხელებში ჩარგო კაცმა.-აი მეორე არ დაიბადება ჩემნაირი არასწორი ტიპი!
-დამშვიდდი ახლა,მერე იგლოვე შენი საქციელები.
-ახლა ჩვენ წავალთ,შენ ხვალ მიდიხარ,ადამიანურად ელაპარაკები,ეუბნები ბავშვზე პასუხისმგებლობის აღება,რომ გინდა და საჭირო თუ გახდება ცოლადაც მოიყვან!
-ცოლობის ამბავი ცოტა ხო არ დააჩქარე?-წარბი აუწია მეგობარს.
-სანამ ბავშვს გააკეთებდი მანამდე გეფიქრა!-უსაყვედურა მეგობარს და ჰუდი გადაიცვა.-ყოჩაღად აბა,არაფერი აურიო იცოდე!
-დაგირეკავთ ხვალ,ან შენ დაგვირეკე!
-გოგოები მომიკითხეთ და ბავშვებს აკოცეთ.-დაუბარა ბიჭებს და კარამდე მიაცილა ორივე.
-დამშვიდდი,ნუ ხარ ეგრე დაძაბული,ისეთი ამბები გაქვს მოგვარებული,ამასაც გაუძლებ,მხარს გიჭერთ ჩვენ.
-მადლობა ძმაო.-გადაეხვია ნიკუშას.-შენც მადლობა,შენი ლექციისთვის.
-სულ მზად ვარ ხომ იცი.-დაუტყაპუნა რამდენჯერმე ზურგზე ხელი.-შენებურად არ ეპაექრო,ქალია,პატარაა და დაუთმე,ეგ სულ გახსოვდეს!-დაუტოვა ბოლო სიტყვაც და კიბეებზე დაეშვა.
-მამა ხდება ეს ჩემი*ა...
-როსტოვსკი როგორც მამა.-ჩაიცინა სანდრომ.-გადმოხედა ღმერთმა როგორც იქნა.
-გამოუვა შენი აზრით?
-არ გამოუვა და გამოვიყვანთ,ასეთი შანსი აქვს და ხელიდან გასაშვებია?ისიც მოსწონს,რო ლაპარაკობს ეტყობა ეგრევე,თან შვილი ბიჭო...გამოუვა აბა რა იქნება!-დაემშვიდობა მეგობარსაც და საჭეს მიუჯდა.ორივე დარდობდა მასზე,მაგრამ უფრო მეტად იმედი ჰქონდათ,რომ რატის როგორც იქნა ნამდვილი ოჯახი ექნებოდა...



***
დილაადრიან დაადგა ნანული ხალხთან ერთად,დიდი ხანია მის მესიჯებს აღარ პასუხობს,30 სექტემბრის დილას ისევ კარზე კაკუნმა გააღვიძა...სახის დაბანაც ვერ მოასწრო,გამოაღო კარი და ნანახმა საერთოდ ლამის გააგიჟა.ახალი დამქირავებლები მიიყვანა ქალმა,სახლის ნახვა უნდათო...
-მილიონჯერ მოგწერე,ვიფიქრე ადრიანად ავალ,რომ უნივერსიტეტში არ გამასწროსთქო!-უხეშად გასწია ქალმა გვერდით და სახლში შევიდა.მორიდებულად მიესალმა წყვილი დამტვრეული ქართულით და ისინიც უკან მიჰყვნენ ქალს.
-ვერ გავიგე რა ხდება?
-ესენი გადმოდიან 5 რიცხვიდან,რომ გეპასუხა მესიჯებზე გაიგებდი!-ნიშნისმოგებით უთხრა და კარგად შეათვალიერა ბინა.-დალაგებულია,კარგია.
-არეული როდის იყო როცა მოსულხართ?
-ისე ვთქვი,ზოგადად.-ჩაიცინა ქალმა.-აქ აბაზანაა ჩემო კარგებო,ტვალეტი რამე,ახალი ყველაფერი.
-სახლიდან მაგდებ ნანული დეიდა?-ჩუმად ჰკითხა ქალს.
-ავად ხარ?ცუდად გამოიყურები.-შეწუხებულმა ამოთქვა.
-სახლიდან მაგდებმეთქი?
-არა ხარ შენ მაგდენის გადამხდელი,ესენი გადამიხდიან,მჭირდება ჩემო გოგო ფული.
-და სად წავალ მე 5 დღეში?
-მშობლებთან,დაქალთან.-აიჩეჩა მხრები.-რა გიყო?
-მე ისიც კი არ ვიცოდი,რომ ბინა უნდა დამეცალა!
-გასაღები ჩამაბარე 3 რიცხვში,რომ დამლაგებელი მოვიყვანო,მიალაგებს...
-უი სხვები გადმოდიან?-გამოიარა ზედა მეზობელმა და ღია კარიდან შეიჭყიტა.
-ჰო,გადადის ჩვენი გოგო და...
-მაგდებს ქალბატონი ნანული.-ალალად მიუგო ქალს.-ბევრს უხდიან სხვები,არა ნანული დეიდა?
-რას ამბობ შვილო?ასე გამოვიდა უბრალოდ,ჭირს ცხოვრება და...
-ეს სტუდენტი გოგო სად წავა?-შეეცოდა ნონას.-რამდენს აფასებ?
-900.
-რაო?რა აქვს მაგ ბინას მაგდენის?
-ჩუმად ქალო!-დაუბრიალა თვალები.-აქვს,იხდიან და მეტი მეც რა მინდა...
-აი სირცხვილო რა...-მხარზე მიეფერა ანას.-ცოდო ხარ შვილო,გავიკითხავ მეც რამეს იაფად,იქნებ გინახო...
-არ არის თქვენი საქმე ქალბატონო რა.-დაუბრიალა თვალები ნანულამ.-მიდიოდით სადღაც.
-მივდივარ.-მკვახედ მიუგო.-რუსები არიან?
-არიან...
-ჩვენგან წყალი ჩამოდისხოლმე აბანოში,მაგრამ არაუშავს,ხშირად არ ხდება,კვირაში ორჯერ,სამჯერ.-კმაყოფილმა ამოთქვა რუსულად და ანას გაუღიმა.-არ იდარდო შვილო,მოგვარდება.
-ნანული დეიდა ვერ წავალ ვერსად ასე უცებ!
-რა გიყო?გადმოსვლა უნდათ,სასტუმროში ცხოვრობენ!
-ლამის ორი წელია აქ ვცხვორობ,ოდესმე ქირა დამიგვიანია?რამე გამიფუჭებია?გთხოვთ რა...-მუდარა გაურია ხმაში.ემოციებმა დაჯაბნა,ატირდა ისევ.
-რა გატირებს გოგო?დაილია ბინები?
-არ მაქვს საშუალება,რომ სხვაგან გადავიდე,საკუთარივით ვუფრთხილდებოდი აქაურობას,არაფერი ზედმეტი არ გამიკეთებია,გთხოვ რა...
-ვერ გამოვა,თუ გადამიხდი მეტს დაგტოვებ,ვწუხვარ ანა...
-გეხვეწებით რა...
-რა ხდება ანა?-კიბეებიდანვე მოესმა მისი ხმა კაცს და უცებ აიარა.-რა გატირებს?
-ეს ვინღაა?-წარბები ასწია ქალმა.
-შენ რა გინდა აქ?
-რატომ ტირი?-დააჩერდა ზემოდან.
-ნათესავია შენი?-კარგად შეათვალიერა.-ბინაში გადმოდიან სხვები და რავიცი ატირდა,ქალია და გუნება.-მხრები აიჩეჩა.
-რატომ?
-რუსები არიან შვილო,მეტს იხდიან,მეტი გასაქანი აქვთ,ეს ერთი სტუდენტი გოგო ვერ გასწვდება მაგ თანხას.
-არ გრცხვენიათ?-უხეშად შეიმშრალა ცრემლები.-პრობლემა არასოდეს გქონიათ ჩემთან...გადმოსვლიდან მესამე დღეს რომ გაფუჭდა სარეცხის მანქანა ისიც კი ჩემი ფულით შევაკეთე.
-ანა დაწყნარდი,ნუ ტირი რა.-ფრთხილად მოსწმინდა ცრემლები და რუს წყვილს გახედა მისი საძინებლის კარი რომ შეაღეს.-ახლავე დატოვეთ სახლი,არ გაქვთ უფლება დილის 8 საათზე დაადგეთ მდგმურს თავზე თქვენი კლიენტებიანად!არ მაიძულოთ იურიდიულად მოვაგვარო ეს საკითხი!
-რას მებჟუტურები?
-გამომართვით!-გაუწოდა სავიზიტო ბარათი. „რატი როსტომაშვილი-ადვოკატი“ იკითხებოდა ფურცელზე.-ახლავე დატოვეთ სახლი პრობლემები თუ არ გინდათ!
-მემუქრები?
-ჩემი კლიენტის ინტერესებს ვიცავ!-მოუჭრა მოკლედ.-გამოვიდნენ უთხარით.-შევარდა უცებ ქალი,რაღაც გადაულაპარაკა ორივეს და სირბილით გამოვიდნენ ისინიც.
-მოვალ მე კიდევ!-დაემუქრა ქალი და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
-ანა ნუ ტირი რა.-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-შედი სახლში.-ფეხშიშველი იდგა კარში.
-რა გინდა აქ?
-წყალი დალიე.-დაუფიქრებლად გამოაღო რამდენიმე კარი,რომ ფინჯანი ეპოვნა და ხელში მიაწოდა პირდაპირ.-დალიე,დამშვიდდი და მერე ვილაპარაკოთ.-თბილი ხმით უთხრა და იქვე ჩამოჯდა.
-რატომ მოხვედი?-ცოტა სული მოითქვა,თუმცა მაინც სლუკუნით იკითხა.-გთხოვ,ხომ გითხარი მოვაგვარებთქო,ძალით ხომ არ წამიყვან ექიმთან,მაცადე დაფიქრება და...
-დამშვიდდი ანა.-მიეფერა თმაზე.-შენთვის და ჩემი შვილისთვის მოვედი...ჩვენი!-გადაასწორა ბოლოს.
-რა?
-წუხელვე არ უნდა დამეტოვებინე ეგრე უაზროდ და უყურადღებოდ,მაპატიე.-ჩაშავებულ თვალებს დააკვირდა.ეტყობოდა არ ეძინა ნორმალურად.
-არ არის ახლა ამის დრო რატი,სახლიდან მაგდებენ თუ ვერ შეამჩნიე.
-ზუსტ დროს მოვედი,ჩაალაგე შენი ბარგი.
-რა?
-ანა არ მინდა,რომ ბავშვს რაიმე ავნო,ვიცი პატარა ხარ.-მისი ხელები თავისაში მოიქცია,უფრო ახლოს მიიწია მასთან.-ვიცი რასაც ფიქრობ,ათასი სცენარი მქონდა გუშინ გონებაში,ათასი ტექსტი,მაგრამ ყველა დამავიწყდა...შეცდომა დავუშვით ორივემ,სიამოვნების გამო ყველაფერი ფეხებზე დავი*იდეთ და აქ მოვედით დღეს,ეს მდგომარეობა გვაქვს...
-რას...
-მაცადე საუბარი.-მშვიდი ხმით უთხრა.-არ ველოდი კარგი?დავიბენი,გამოვშტერდი საერთოდ...ის საერთოდ ჭკუიდან მშლის პატარა რომ ხარ,მაგრამ ჩემს შვილს ატარებ მუცლით.-თბილი მზერა მოატარა და ისევ მის თვალებს დაუბრუნდა.-ეგ ბავშვი ყველაზე უცოდველია ჩვენს შორის და არ შეიძლება მისთვის რაიმეს დაშავება,ამით შენც გეტკინება,ინანებ ანა...არაფერზე მოგიწევს ფიქრი,აქ ვარ და მზად ვარ მე მივხედო ყველაფერს,ოღონდ არაფერი დაუშავო...-ძალიან მსუბუქად შეეხო მუცელზე....ანას გულმა ორმაგი სალტო გააკეთა,გააცახცახა.-შენი ნაწილია,შენით სუნთქავს ანა...შენით ცოცხლობს...
-გთხოვ...
-ვიცი ძალიან რთულია ყველაფერი,ვიცი არ გინდა მისთვის რაიმეს დაშავება...-ნაზად მიეფერა სახეზე.-ათას რამეზე მოგიწევს ფიქრი,ახლა იმაზეც იდარდებ რას იტყვის ხალხი?ოჯახი?ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ,რაც არ უნდა იყოს,რაც არ უნდა თქვან გესმის?მზად ვარ დღესვე ხელი მოგიწერო.-წამოროშა გაუაზრებლად.-არავინ იტყვის შენზე ცუდს,არც ჩვენს შვილზე...
-რატი...-ამოიტირა საცოდავად.გული ამოვარდნას ჰქონდა.
-არც ის მინდა,რომ სადღაც სხვაგან იყო ახლა მითუმეტეს,მინდა ყოველ ნაბიჯზე დაგეხმარო და ზუსტ დროსაც მოვედი,გადმოდი ჩემთან,არაფრით შეგაწუხებ,არც ქირაზე დარდი მოგიწევს,თავისუფლად სუნთქვას შეძლებ...
-არ მინდა მისთვის რაიმეს დაშავება.-ამოთქვა როგორც იქნა...-შენს გამო ვთქვი,ისეთი შეშლილი სახე გქონდა...
-გეგონა მე გთხოვდი ამას?
-ჰო...არ შემიძლია რატი,შვილს ვერ ვავნებ,მირჩევნია მე მოვკვდე.
-ნუ სულელობ.-ცერებით შეუმშრალა ცრემლები.-ყველაფერი ძალიან კარგად იქნება გესმის?ცოტა გართულდება თავიდან,მაგრამ მოვაგვარებ!მაპატიე გუშინ რომ დაგტოვე,უაზროდ რომ მოვიქეცი,დავიბენი ანა,არ ვიცოდი რა უნდა მექნა...
-მესმის...არცერთს გვინდოდა...
-ჩალააგე ნივთები...
-შენთან ვერ გადმოვალ.-იუარა მაშინვე.-მეგობართან...
-არა!არ მინდა უპატრონოდ იყო!
-უპატრონოდ რას ნიშნავს?ოჯახივით არიან თამრო და ლევანი...
-მაგ ოჯახს სულ მოესვლება ჩვენთან,მაგრამ შენ არ იცხოვრებ დროებით სხვაგან,სანამ ბინას იპოვნი და ასე შემდეგ.-მტკიცე იყო როსტომაშვილი.-შენს მშობლებსაც მე დაველაპარაკები,არ მინდა ვინმე გაგიბრაზდეს,ნერვები გიშალონ,ვიცი რთული მისაღებია და მამაშენისგან რამდენიმე გალაწუნებასაც ავიტან,თანაც...
-არ ველაპარაკები მშობლებს,არავინ გაგილაწუნებს,თამროსა და ლევანის გარდა მე არავინ მყავს...
-არ ვიცოდი...-ცერად გადახარა თავი.
-არ ვიცხოვრებ შენთან რატი.
-არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი ანა,გთხოვ არ მაიძულო ვეფხისტყაოსანი მოგიყვე,ან არ მაიძულო ძალით წაგიყვანო!გააკეთე ის,რასაც გეუბნები,ყველასთვის ასე ჯობია...არ მინდა შენმა „ხაზეიკამ“ ნერვები გიშალოს და ყოველ დილას ასე გატიროს...
-საერთოდ გინდა შვილი?ოჯახი?ვინ ხარ ისიც არ ვიცი...
-რატი როსტომაშვილი,32 წლის,არ ვყოფილვარ დაოჯახებული და იურისტი ვარ,ასევე შენი ლექტორიც უნივერსიტეტში...სულ მინდოდა შვილები და ოჯახი...არ არის ისე,როგორც წარმომედგინა,მაგრამ მინდა ანა,მზად ვარ.
-მე არ ვარ მზად,რამხელა კედელია ჩვენს შორის ხედავ?
-ვხედავ,12 წელია აღმართული!
-არ ვიცი რა როგორ გამოვა.
-ჩაალაგე ჩემოდანი,მენდე რა.
-ასე უბრალოდ შენთან გადმოვიდე?რას იტყვის ხალხი?შენი ოჯახი?მეგობრები?
-ხალხის დედაც.-უთხრა მშვიდად.-ოჯახს,რაც შეეხება დიდი ვარ უკვე ასე არ ფიქრობ?მეგობრებმა იციან და ზუსტად ისე დამარიგეს,როგორც გელაპარაკები!
-მე და შენ ერთმანეთი არ გვიყვარს,რაღაც შეუძლებელს მელაპარაკები,ცუდად დამთავრდება.
-მიდი ჩაალაგე შენი ნივთები ანა,მაგაზე მერე,ცოტა დავლაგდეთ ჯერ.
-ასე უბრალოდ შენთან წამიყვან სახლში?
-არა,სახლში მე დავიძინებ,შენ ფარეხში.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.-რა სისულელეს მეკითხები ანა?
-რატი...
-ვიცი,ყველაფერი ვიცი და მესმის,არ ინერვიულო რა,გაუფრთხილდი თავს...-მიეფერა ისევ.-მასაც გაუფრთხილდი,სჭირდები ახლა...-ფრთხილად შეეხო მუცელზე, ნამდვილად გრძნობდა იმ შეცვლილ ფორმას,ოდნავ მოზრდილ მუცელს...იქ იყო,მისი შვილი იყო...




***
რატომ დასთანხმდა?იმიტომ რომ წასასვლელი არ ჰქონდა...
თამრო მშობლებთან ცხოვრობდა და ლევანს ჯერ იმის თქმასაც ვერ გაუბედავდა,რომ ორსულად იყო.ძალიან ერიდებოდა მისი...
ასე უცებ სად ნახავდა ბინას?ჩააწყო ყველაფერი ჩემოდანში,რაც არ ჩაეტია პარკებში და ყველაფერი უხმოდ ჩაიტანა რატიმ.ყვავილების დატოვება ენანებოდა,ისინიც გააყოლა ხელს.ჩაფიქრებული დადიოდა ცარიელ ბინაში...
და მაინც ვინ დაუნგრია ცხოვრება დოლიძეს?
ოხ სოსო მანჭკავა!რა გინდოდა,რად არ აცალე ბედნიერება შენს შვილს?
კურსელებმა იკითხეს,არავის უპასუხა...
მშვიდად შეჰყვა სახლში კაცს,რომელსაც ფაქტობრივად არ იცნობდა...
ოჰო...გემოვნებას ვერ დაუწუნებდით როსტომაშვილს...Industrial design ასე უწოდებდნენ იმ სტილს,რომელშიც სახლი მოეწყო.აგურის კედლები,ქვის იატაკი,ათასი პატარა ნახატი კედელზე,მყუდროდ მოეწყოთ მისაღები,ტყავის სავარძლები და შუაში ჟურნალების პატარა მაგიდა,დახრილი კედელი,რომელზეც დიდი შუშაბანდი დაემაგრებინათ.გასცქეროდა ძველ თბილისს მშვიდად...მცენარეებიც მიმოეფანტათ ირგვლივ.სამზარეულო ბარის მაგიდით იყო გამოყოფილი,შავ ფერში ისიც.ორი კარი მოჩანდა.ერთი დიდი ალბათობით სააბაზანოს,მეორე საძინებელი უნდა ყოფილიყო...
-თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.-თბილი ხმით უთხრა კაცმა.-ამოვიტანე ყველაფერი.მერე რომ დამშვიდდები კიდევ ერთხელ მივიდეთ და ნახე რამე ხომ არ დაგრჩა.
-მადლობა.
-არ გშია?გამოვიძახებ რამეს და ვჭამოთ...
-არ მშია.
-ანა მხოლოდ შენ აღარ ხარ,არ შეიძლება ასე.-შეახსენა პატარაც.-ვიცი ის არ დაგხვდა რასაც ელოდი,რაიმე მყუდრო,ნორმალური...მოძებნე ნებისმიერ ადგილას სახლი,რომელიც მოგეწონება და გადავიდეთ კარგი?ისეთი რამ ნახე,რომ ბავშვისთვისაც კომფორტული იყოს,საბავშვო ბაღი და სკოლა იყოს ახლოს.
-ჯერ 1 თვის არის რატი.-ჩაეცინა ანას.
-ვიცი,ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ.
-ლამაზი სახლია,ჩემსას არ ჰგავს.-მისი სალხი მყუდრო იყო,მაგრამ ძველი,აქა-იქ ახეული შპალიერი და კედლებზე ბზარები მოჩანდა,აქ ყველაფერი თანამედროვე და ახალი იყო.
-დრო მოვა და ყველაფერი ამაზე მაგრად გექნება,ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში.
-არამგონია ბავშვთან ერთად ეგ შევძლო.
-ნუ ამბობ ასე!-უსაყვედურა მაშინვე.-გგონია არ დაგეხმარები?ყველაფერში გვერდით დაგიდგები,მერე ძიძასაც ავიყვანთ,ისწავლი შენ და არაფერში შეგეშლება ხელი!
-რომ გაიგებენ ჩემი კურსელები...
-არავისი საქმე არ არის!-გვერდით მიუჯდა და ხელებზე მიეფერა.-ანა უნივერსიტეტამდე მოხდა,არაფერი გაქვს სასირცხვილო,მე არ მრცხვენია...
-შენ ლექტორი ხარ,დიდი თანამდებობა გაქვს...
-მერე?გგონია მე არ გამაკრიტიკებენ?გგონია არ იტყვიან რა უნდოდა ასეთ პატარა გოგოსთანო?
-არ მინდა,რომ ვინმემ გაიგოს.-ჩააცქერდა თვალებში.-ჯერ არა,გთხოვ...მზად რომ ვიქნები ჩემით ვეტყვი ვისაც საჭიროა.
-მესმის,ნუ ნერვიულობ...რას შეჭამ?
-შემიძლია მოვამზადო რამე.
-მაცივარში ლუდის გარდა ვერაფერს იპოვნი,ძირითადად არ ვჭამ სახლში,მოვიტან საღამოს ყველაფერს კარგი?-დამნაშავესავით ამოთქვა.-პიცა?
-შეიძლება.-გაუღიმა ოდნავ.-ოთხი ყველი.
-გემოვნება გქონია.-ჩაეცინა კაცს.-წვენი?
-მგონი არ შეიძლება გაზიანი სასმელი...-ამოთქვა დაბნეულმა.
-ჯანდაბა...ნატურალური იყოს...
-ალუბალი მაშინ.
-ანა ექიმთან როდის წავიდეთ?ანალიზები და გამოკვლევები დაგჭირდებათ.-შეკვეთა დაასრულა და მობილური გვერდით გადადო.
-არაა საჩქარო,იქით კვირას იყოს.
-ანა არ ვიყავით არცერთი ფხიზელი...შენ ნასვამი იყავი,მე კაიფში...
-გგონია რამე სჭირს?
-არა!-იუარა წამსვე.-უბრალოდ გადავამოწმოთ,დავურეკავ ბიჭებს,ორივეს ერთ ექიმთან დაჰყავდა ცოლი,კარგი ქალია ძალიან,აქებენ.
-შვილები ჰყავთ შენს მეგობრებს?
-მხოლოდ მე დამიგვიანდა.-გაეცინა მის რეაქციაზე.-სანდროს ორი შვილი ჰყავს,ნოა და ნინი,ნიკუშას ტასო...როდესაც დავლაგდებით გაგაცნობ...ჩემთვის ოჯახივით არიან და ნიტა და გვანცაც კარგები არიან ძალიან,დაგეხმარებიან...
-რა თქვეს ჩემზე?
-რატომ დარდობ ასე ძალიან?
-ალბათ ბო*ი ვგონივარ ყველას...
-გაჩუმდი ანა!-მოთმინება დაკარგა კაცმა.-არ გაბედო!
-არ ვარ ქუჩის ქალი,მართლა...
-საიდან მოგაქვს ეგ სისულელეები?
-ყველასთან არ ვწვები...-რატომღაც მოუნდა,რომ აეხსნა.-შეყვარებული მყავდა ძალიან ადრე,მხოლოდ ის იყო...მერე შენ...
-დაშორდით?-ჩაეკითხა ბოლოს.
-არ გვინდა ამაზე...უბრალოდ იცოდე რომ არ ვარ...
-ანა არც მიფიქრია,ნუ სულელობ და ასეთ თემებზე ნუ ფიქრობ.-მიეფერა თმაზე.-მოგეწონება ჩემი მეგობრები,ცოტა დიდ წრეში მოხვდი,მაგრამ კარგები არიან...მათაც მოეწონები!
-ასე ადრიანად რატომ მოხვედი დღეს ჩემთან?
-დილის 5-დან მანდ ვიყავი,ვერ მოვისვენე სახლში,ვიფიქრე უნივერსიტეტამდე გნახავდი,მაგრამ არ ჩამოხვედი და რომ ამოვედი ეგ სიტუაცია დამხვდა.
-უნივერსიტეტში ვერ წავიდოდი ასეთ მდგომარეობაში.
-მესმის...გაფითრებული ხარ ანა,ცუდად ხარ?
-არა,არ მეძინა უბრალოდ კარგად...
-ჭამე და დაიძინე კარგი?მე პროდუქტებს მოვიტან სახლისთვის...ბიჭებს დავურეკავ,იქნებ ხვალისთვის ჰქონდეს ექიმს ადგილი და უნივერსიტეტის მერე წაგიყვან.
-ხვალ ვერა,ვმუშაობ.
-სად მუშაობ?
-კლუბში.-თვალი მოარიდა.იცოდა არ ესიამოვნებოდა.
-ღამის ცვლაში?
-ჰო.
-არ გამოვა ასე.-კართან მისულმა კურიერს პიცის ყუთები გამოართვა და ისევ ქალს მიუბრუნდა.-არ შეიძლება.
-რა არ შეიძლება?
-ანა გგონია ნორმალურია ახლა შენს მდგომარეობაში უძილობა და ორგანიზმის დასტრესვა?არ მინდა,რომ...
-სამსახური მჭირდება რატი!-მოუჭრა მოკლედ.მშიერი თვალებით დახედა მაგიდაზე დადებულ პიცას.
-მე მოგიძებნი რამეს,ოღონდ ღამის სამსახური არა ანა,კლუბი აღარ მიხსენო!
-არ მოგცემ უფლებას,რომ...
-მანდ გაჩერდი!-გააწყვეტინა მაშინვე.-ნუ ლაპარაკობ ისე თითქოს ვინმე კომუნისტი კაცი ვიყო.რამდენჯერ გახდი ცუდად?იმის გამო,რომ ვერ იტანს შენი სხეული ამ რეჟიმს,ახლა ბავშვიც დაგემატა,გინდა რომ რამე დაემართოს?-ჩააცქერდა მის აწყლიანებულ სფეროებს.-გინდა?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად.
-ხოდა წამოხვალ,მე მოგიძებნი რამე ნორმალურს გთხოვ.
-ხელფასი მაქვს ასაღები,დღეს თუ ვეტყვი,რომ მივდივარ მომდევნო ათი დღე მომიწევს დარჩენა,ანუ ხუთი მორიგეობა...
-ბევრია.-გააქნია თავი.
-ხელფასს არ მომცემს,მჭირდება რატი,არ გააპრობლემო გთხოვ.-ლამის მუდარა გაურია ხმაში.
-კარგი.-დაჰყვა მის ნებას და თეფშები მაგიდაზე დააწყო.-ჭამე გთხოვ,მერე დაისვენე.ანას მობილური ახმაურდა. „თომა“ დაეწერა ეკრანზე.
-გისმენ თომა.
-როგორ ხარ ანა?
-კარგად შენ?
-არ იყავი დღეს ლექციაზე,ვინერვიულე...სახლში ხარ?გამოგივლი და გავიდეთ სადმე.
-არ ვარ სახლში,მეგობართან ვარ.-ურცხვად იცრუა.-დღეს ვერ გნახავ ბოდიში,სხვა დროს იყოს კარგი?
-მართლა ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ,დიდი მადლობა მოკითხვისთვის.
-არ დამიმალო იცოდე.-ვერ ხედავდა,მაგრამ იგრძნო როგორ იღიმოდა მობილურს მიღმა ბიჭი,ხვდებოდა როგორი წრფელი იყო.
-ყველაფერი კარგად არის,ხვალ გნახავ უნიში.
-კარგი,ჭკვიანად აბა.-თბილი ხმით უთხრა და ზარი დაასრულა.არ იმჩნევდა,მაგრამ ხომ იცოდა ყველაფერი გაიგო.მაინც მოერიდა...პიცის ერთი ნაჭერი აიღო და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა,საშინლად შიოდა.
-ზრუნავს შენზე!-მიაჩერდა გოგონას.
-რა?
-თომა.-გაუღიმა სულ ოდნავ.-რამე გაქვთ?
-ეს შენი საქმე არ არის!-ტონი გაიმკაცრა.არ ჰქონდა უფლება მის ცხოვრებაში ჩარეულიყო.
-ვიცი ანა,მაგრამ არ მინდა გული გეტკინოს...როცა გაიგებს ორსულად ხარ,თანაც ლექტორისგან აღარ დაგეკონტაქტება...სხვებივით შემოგხედავს.
-ისე მეუბნები თითქოს რამე დავაშავე!
-არაფერი,შენ წესით ახლა უნდა იწყებდე ცხოვრებას.-მშვიდად ჩაკბიჩა ერთი ნაჭერი.-ხალხია უაზრო რა,შენ არ ხარ კავშირში.
-უაზრო იმიტომ,რომ ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას არ მიესალმებიან?
-მე,რომ შენი ლექტორი არ ვიყო ყველა ფეხებზე დაი*იდებდა იმას,რომ დიდი ვარ...პროფესიული თვალსაზრისით სცდება ეთიკას,ამიტომ ატყდება დიდი ამბავი.-ისეთი მშვიდი ხმა ჰქონდა უნებურად გააკანაკალა.-კურსელებს რამდენჯერაც არ უნდა აუხსნა,რომ მანამდე მოხდა სანამ უნივერსიტეტში მოხვიდოდი არავინ დაგიჯერებს.
-რატომ მეუბნები ამას?-წვენი ლამის ერთი ამოსუნთქვით დალია.
-რადგან გული დაგწყდება.მე წავალ უნივერსიტეტიდან,მაგრამ შენ ვერ გაექცევი იმას,რაც მოხდება.
-ანუ იმას,რომ დამცინებენ და ზურგს უკან იჭორავებენ?ლექტორის საყვარელს დამიძახებენ?იტყვიან,რომ ფეხები ქულების გამო გაგიშალე?
-ანა.-უნებურად ჩაეღიმა კაცს.ხელსახოცით გაიწმინდა ხელი და მის წინ ჩაიმუხლა.-არ იტირო...-უკვე სავსე სფეროებს ვერაფრით მოერია.მაინც ჩამოეღვენთა ლოყაზე თბილი სითხე.
-არ ვიცოდი,გეფიცები...უბრალოდ მომეწონე და თავს უფლება მივეცი...ნასვამს მეტი გამბედაობა მქონდა და მე...
-ჩშშ...-შეუმშრალა ცრემლები.-შენ ხომ დიდი გოგო ხარ,დამშვიდდი და არავის არ დაუხარო თავი,იცოდე გაწყენინებენ თავს თუ დახრი.ამაყად უყურე ყველას თვალებში გესმის?არავისი და არაფრის შეგრცხვეს!
-არ დავხრი თავს,არ მრცხვენია.-როგორც შეეძლო მტკიცედ ამოთქვა.
-იცოდე სადაც სუსტ ადგილს დაგინახავენ იქ დაგარტყამენ.-აკოცა ხელისგულზე,ძალიან თბილად.-არ შეგეშინდეს...
-ჩემი მეგობრების ნახვა მინდა...ხვალ არ მეცლება...
-დაურეკე და მოვიდნენ.-გაუღიმა.-შენთან ერთად იყვნენ ბათუმში არა?
-ჰო,ორივე...
-იციან?
-ორსულობის გარდა ყველაფერი.
-მოვიდნენ,ეს შენი სახლიცაა,არ შეგიშლით ხელს,როცა წავლენ მომწერე და მერე დავბრუნდები.
-დიდხანს არ დარჩებიან,უბრალოდ...-გაუთავებელი ბრახუნი ატყდა კარზე.გაოგნებულმა გაიხედა ორივემ.ფეხზე წამოდგა როსტომაშვილი,არავის ელოდებოდა,მისი მეგობრები სადარბაზოდანვე გაჰყვიროდნენ მის სახელს,ამიტომაც გაუკვირდა...ზღურბლზე გაცეცხლებული სახით დაუხვდა უცხო ბიჭი,ეცნო საიდანრაც,მაგრამ კარგად ვერ გაიხსენა.
-ლევან?!-გადახედა ბიჭს ანამ,ფეხზე წამოდგა მაშინვე.
-ანა!-ხელით უხეშად უბიძგა კაცს და სახლში შევარდა.-როგორ მანერვიულე,როგორ შემაშინე გოგო!წუხანდელიდან არ პასუხობ ზარებს,არც უნივერსიტეტში გამოჩნდი,სახლიდან გადავიდაო ვიღაცამ მითხრა,ნორმალური ხარ?-ძლიერად უჭერდა ხელებს სხეულზე.-რამე დაგიშავა?
-რას ამბობ ლევან?
-წამო.-მოქაჩა ხელზე.
-ლევან მოიცა...-შეაჩერა ბიჭი.
-წამოდი,აქ არ დარჩები!
-ვერ წაიყვან!-ამჯერად რატი ჩაერია.
-თუ არ გინდა სიფათი მიგილეწო ხმა აღარ ამოიღო!-შეუღრინა კაცს.
-ჩხუბი მორევაზეა და ანას ხელი გაუშვი!-გამოსცრა კბილებში.ძლიერად ჩაავლო მის მაჯას ხელი.
-გთხოვთ არ იჩხუბოთ,მოიცადეთ.-ამოიყვირა ანამ.-ლევან მოიცადე.
-ანა...-კარგად აათვალიერა მისი სხეული.-ხომ კარგად ხარ?რამე თუ...
-არაფერი ლევან,რა უნდა დაეშავებინა?-გაიკვირვა მისი ნათქვამი.რატისაც მუდარით გადახედა.დამშვიდდა ისიც.-დაჯექი გთხოვ.
-ანა რა ხდება?მოულოდნელად გაქრი,არც ზარებს პასუხობ.
-როგორ მიპოვნე?
-ლოკაცია ხომ გქონდა გაზიარებული ბათუმში და ეგ გამახსენდა,გავიკითხე ამაზე რაღაცები.-ანიშნა თავით რატიზე.-მივხვდი,რომ მის სახლში იყავი.
-რატი ჰქვია.
-ვიცი,რაც ჰქვია!
-ლევან დამშვიდდი,არ არის ამის დრო...
-ხომ აპირებდი ყველაფერი დაგემთავრებინა?რას აკეთებ მის სახლში ანა?-ისეთი ტონი ჰქონდა სიტყვა პირზე შეაშრა ანას,ხმა ვერ ამოიღო,ვერაფერი უთხრა.
-მე...-ცრემლიანი თვალები მოატარა ორივეს.თითქოს თვალებით სთხოვა რატის დახმარება.-ლევან მე...
-ამოღერღე რა შენ?
-ორსულად არის!-მიეშველა რატი.წყალი მიაწოდა აკანკალებულ გოგონას.
-რა?-გაოგნებისგან წარბები თმის ზოლამდე ასწია.-ანა რას ამბობს?
-ლევან...-დასჯილი ბავშვივით დახარა თავი.
-ანა!-გაიმკაცრა ხმა.-მომხედე!
-ლევან გთხოვ...
-შვილი...ბავშვს...ორსულად ხარ ანა?-ენა დაება.დაიწყო უაზროდ ლუღლუღი.
-ტყუილად გამიფლანგავს შენი ფული აბებში.-დამნაშავესავით დაიწყო და სიცილი წასკდა კაცს.-შეიძლება რამდენიმე შენც გყავს ჩასახული სადმე და არ იცი...
-ანა...-შეწყვიტა როგორც იქნა და მზერა დაუთბა.ტონიც შეარბილა.-შვილი გეყოლება?
-ჰო.-ჩაილაპარაკა ჩუმად.სმენას ძლივს მისწვდა.
-გინდა?-მხოლოდ ეს ჰკითხა.ახედა რატის მძიმედ რომ სუნთქავდა და შორიახლოს დამდგარიყო.
-ვერ დავუშავებ,არ შემიძლია.-ჩახარა ისევ თავი.
-ღმერთო მადლობა შენს სახელს!-პირჯვარი გადასახა ჰაერში და ხელები მოხვია.-მეგონა რამე დაგემართა ანა,მეგონა რამე დაგიშავა,ამიტომ გავბრაზდი.-აკოცა რამდენჯერმე თმაზე.-მაპატიე,ბოდიში ანა,რამე ხომ არ გატკინე?-დაბნეულმა დახედა ხელებზე.-მაპატიე.-აკოცა ორივე მაჯაზე.-ანა არ იტირო გთხოვ.-ცრემლები შეუმშრალა.-რა გატირებს გოგო?დედა გახდები!-შეჰყვირა ლამის.-ბიძია ლევანი ვიქნები?-ჩაეცინა თბილად და შუბლზე აკოცა.-რატომ ტირი?
-არ მიბრაზდები?
-საიდან მოიტანე ანა?ხომ გითხარი მე შენი ბედნიერება მინდათქო?
-დაბნეული ვარ...
-ანა,ჩემი ანა დედა გახდება.-ისევ მიიხუტა სხეულზე.რატის გახედა სავარძელში,რომ ჩაეშვა.-ესეიგი პასუხისმგებლობას იღებ?
-ლევან...
-ჩემი შვილია,რა კითხვა უნდა მაგას?-წარბი აუწია კაცმა.
-აქ გადმოხვედი ანა?
-ჩემი ნანულა მაგდებს სახლიდან,დილაუთენია დამაყენა თავზე ახალი ხალხი.
-წამოდი ჩემთან,მე მოგხედავ ანა,ხომ იცი...
-არა!-თავი გააქნია რატიმ.-აქ დარჩება!
-არ მიკითხავს შენთვის!-შეუღრინა კაცს.რატიმ რა იცოდა ლევანს საკუთარ თავზე მეტად,რომ უყვარდა...
-არც მე გეკითხები!აქ დარჩებიან ანა და ჩემი შვილი!
-რატი გთხოვ.-გადახედა კაცს.-არ მივდივარ არსად,ნუ ჩხუბობთ...
-ანა აქ როგორ იქნები?არ იცნობ ნორმალურად,შენებს რას ეტყვი?გაიგებს მამაშენი და...
-ჩემი შვილის მამაა ლევან,უნდა ვიცნობდე...
-არაფერზე მოუწევს ნერვიულობა,თუ საჭიროა დღესვე მოვუწერ ხელს,ტყუილად ნერვიულობ.-დაამშვიდა ლევანი.-წასვლით არსად წავა,აქ არის მისი სახლი.
-შენ რაღაც ძალიან მონდომებული მეჩვენები!-შეუღრინა ისევ.
-მოდი აივანზე გავიდეთ.-მშვიდი ხმა ჰქონდა როსტომაშვილს.-მოვწევ და თან ვილაპარაკოთ.
-რატი...
-უბრალოდ დაველაპარაკები ანა.-გაუღიმა სულ ოდნავ.-ჭამე შენ,ერთი ნაჭერი არ გეყოფა.
-ლევან...-ახედა უკვე ფეხზე წამომდგარ კაცს.
-ნუ ნერვიულობ,ზედმეტს არაფერს ვეტყვი.-შუბლზე აკოცა და წინ მიმავალ რატის უკან მიჰყვა...-რას აპირებ?
-რადგან გაიკითხე ჩემზე გეცოდინება ვინც ვარ,რაც ვარ.-მშვიდად მოუკიდა სიგარეტს და მასაც გაუწოდა კოლოფი.ამოაძვრინა ერთი და სანთებელა მოიმარჯვა.კვამლში გახვეულები შესცქეროდნენ ერთმანეთს.-არ ვარ პატარა ბიჭი,რომელსაც ვერ ენდობი.ჩემს შვილს ატარებს მუცლით,მე არასდროს მივატოვებ ქალს,მითუმეტეს ამ მდგომარეობაში.
-ბავშვი,რომ გაჩნდება მერე?-ასწია წარბი.-ეტყვი სხვაგან გადადიო?ან კარგი თავიდან შეიძლება აქ აცხოვრო,მერე?
-ანა აქ იმდენხანს იქნება რამდენხანსაც საჭიროა.
-ჰო,ესეიგი აპირებ მის გაშვებას.-სიბრაზე შეერია ხმაში.-შენ ეს თამაში გგონია?იცი რომ მოსწონხარ?პატარაა,ახლა ემოციურიც,უცებ ეჩვევა ხალხს,შენც მოგეჩვევა...რომ შეუყვარდე?
-აწი ისიც აღარ იქნება გასაკვირი ცოლად თუ მოვიყვან და ერთმანეთი შეგვიყვარდება.-მშვიდად მიუგო.ესიამოვნა ანას დამოკიდებულების გაგება.-შვილი გვეყოლება,რომელსაც დიდი ყურადღება და ოჯახი დასჭირდება.მე არ ვაპირებ წინ და უკან ვირბინო ბავშვის სანახავად,აქ იქნება ორივე,ჩემთან.
-გგონია ანა იმას აიტანს შენ სხვებს რომ შეხვდები?
-რა გინდა ლევან?-გაეცინა კაცს.-ვის შევხვდები?
-ქალებს.-ამოთქვა ზიზღით.
-აი არ გესმის ჩემი,როცა გეუბნები კაცი ვართქო...
-ანას შეუყვარდები,მე ხომ ვიცნობ და შენ გულს ატკენ...მერე მომიწევს ძვლები დაგიმტვრიო...
-რატომ მემუქრები დაგიშავე რამე?-გაიკვირვა.-ანას დავუშავე რამე?
-დაუშავებ და უნდა იცოდე,რომ უპატრონო არ არის!
-გიყვარს?-თვალი თვალში გაუყარა.არ იცოდა ვინ იყო ლევან ასლანიძე და არც იყო გასაკვირი ეს კითხვა რომ გაუჩნდა.
-ის ადამიანი მიყვარს ძმასავით,ვისაც ანა უყვარდა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად!-ხმა გაუტყდა თითქოს.მიუხვდა რატიც.ალბათ ის შეყვარებული იყო,რომელზეც ანა საუბრობდა.ორივეს ეტკინა მისი გახსენებისას,ესეიგი ცოცხალი აღარ იყო...
-ანას არ ვატკენ,არ ვაწყენინებ!-ამოთქვა მტკიცედ.-ყოველშემთხვევაში განზრახ არა.რამდენი წლის ხარ ლევან?
-24.
-არც შენ ყოფილხარ პატარა...სულ მინდოდა ოჯახი,უბრალოდ ვერ მოხერხდა,არ გამოდიოდა და როგორც ჩანს ანა ჰყავდა გადანახული ღმერთს ჩემთვის.გული მწყდება ასე არასწორად,რომ გამოვიდა ყველაფერი,მაგრამ არ ვნანობ და არც ვინანებ არასოდეს...მინდა კარგად და მშვიდად იყოს,გავუფრთხილდები როგორც შემეძლება.შენ ახლა ერთადერთი,რაც დაგრჩენია მის გვერდით ყოფნა და მასზე ზრუნვაა,ბევრი პრობლემა ექნება და დასჭირდები.უნივერსიტეტში გარიყავს ბევრი,ზურგს უკანაც ილაპარაკებენ.ოჯახზე არ ვიცი,არ ველაპარაკებიო,მაგრამ დაინტერესდებიან ოდესმე ისინიც.-წამით გაჩუმდა,დივანზე მუხლებმოკეცილ ქალს გადახედა.-არ მინდა უცხოდ იყოს,მინდა იცოდე სულ მოგესვლება ჩვენთან,კიდევ ვიღაც ახსენა...
-თამრო,მისი კუდია.-ჩაეცინა ლევანს.
-ჰო,ეგ...იცოდე რომ უსაფრთხოდ არის,ოჯახშია,სახლშია...ყველანაირად დავუდგები გვერდში უნივერსიტეტის ამბებშიც,უკვე მოვნახე სხვაგან სამსახური,ბავშვთანაც ჩემი მეგობრები არ დატოვებენ მარტო,მერე ძიძასაც ავიყვანთ და ნუ მოკლედ რა...
-რაღაცას გკითხავ ახლა.-ჩაეღიმა ლევანს.კარგად შეამოწმა ცარიელი ქუჩა და ნამწვი აივნიდანვე გაჰქნია.-ახლა მას უნივერსიტეტში ვინმე რომ შეუყვარდეს...-ფრთხილად მოსინჯა ნიადაგი.კარგად დააკვირდა კაცის მშვიდ სახეს.-შვილიანად მიიღოს იმ ბიჭმა...
-ხელს არ შევუშლი ამას თუ მეკითხები.-ნერვიც არ გატოკებია კაცს.-მაგრამ ჩემი შვილი სხვა კაცს მამას არ დაუძახებს!
-ძალიან გაუჭირდება.-ამოთქვა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.
-ამიტომაც უნდა იყო მის გვერდით.ვხედავ,რომ გიყვარს...
-ჩემთვის უმცროსი დასავითაა,სხვა არაფერი იფიქრო, არასდროს!
-მჯერა.-მშვიდად დაუქნია თავი.-აბა დამშვიდდი თუ ისევ ჩემს ცემას აპირებ?
-არ აწყენინო!-გაუწოდა მარჯვენა კაცს და მანაც შეაგება თავისი.ეკლებზე მჯდომი ანა მოეშვა.სული დაუმშვიდდა.დიდი ხანია ასე არ უნერვიულია,რადგან ლევანი არ ბრაზობდა თავადაც აღარ ნერვიულობდა...
იმ საღამოს თამროც ესტუმრა.მის მოსვლამდე დატოვა რატიმ პროდუქტები და წავიდა.კი უთხრა არ შეგვაწუხებო,მაგრამ უნდოდა თავი კომფორტულად ეგრძნო და მაინც გაეცალა.თამრომ რამდენი იტირა?ტბა დააყენა როსტომაშვილის ბინაში.ეფერა მის მოზრდილ მუცელს,მიეფერა მეგობარსაც.როგორი ბედნიერი იყო იცით?
ლევანმა გაიყვანა სახლამდე.თერთმეტი საათი ხდებოდა სახლში,რომ შევიდა კაცი.მისაღებში იჯდა ისევ ანა,ლეპტოპი მუხლებზე დაედო და მეცადინეობდა.შედარებით მშვიდად და ნორმალურად გამოიყურებოდა...
-რატომ არ გძინავს?
-ჯერ ვმეცადინეობ,გამოვიცვლი და დავწვები.-გადასწია ოდნავ ბალიში და მიეყრდნო.-ოღონდ რამე მომეცი,რომ დავიფარო.ასე ვერ დავიძინებ,შემცივდება.
-შენ რა გგონია დივანზე გაძინებ?-ჩაეცინა კაცს.-მოდი.-თბილი ხმით უთხრა და ოთახის კარი შეაღო.აქაც ბნელი ავეჯი,მაგრამ ბევრი ფანჯარა იყო.ნათელი ოთახი ჩანდა.დიდი საწოლი,კარადა და კუთხეში კომპიუტერის მაგიდა იდგა.რატის სურნელი იგრძნობოდა.
-შენი ოთახია?
-არ დავიძინებ შენს გვერდით,ნუ გეშინია.დროებით აქ იყავი კარგი?მე დავიძინებ დივანზე.
-არა.-გააქნია თავი მაშინვე.-შემიძლია მეც,იატაკზეც მძინებია შაორის ბანაკში.
-ანა ახლა მე შენ თეთრეულს გამოგიცვლი საწოლზე და აქ დაიძინებ ზედმეტი საუბრის გარეშე!-ამოთქვა მტკიცედ.-კარადაში ადგილიც არის შენი ნივთებისთვის.
-არ მინდა ასე შეგაწუხო.-დაიმორცხვა.ისე კარგად ექცეოდა რატი...საერთოდ არ ელოდა,რომ ასეთი კაცი იქნებოდა...
-დილით მე წაგიყვან უნივერსიტეტში,მაინც უნდა გავიდე საბურთალოზე და...
-მადლობა.-ამოთქვა წრფელი ღიმილით.-ამდენს არავინ იზამდა რატი,მართლა მადლიერი ვარ მე...
-გაჩერდი ანა.-მიეფერა ლოყაზე.-ვალდებული ვარ,ჩემი შვილია.
-არ ხარ ვალდებული,შეგეძლო გამქრალიყავი,მაგრამ არა,დარჩი...
-მე რა კაცი ვიქნებოდი ახლა შენ და ჩემი შვილი,რომ მიმეტოვებინეთ?ვიცი ნერვიულობ,მაგრამ არ ღირს,არაფერია სანერვიულო მართლა.ყველაფერი ძალიან მაგრად გექნება.
-ვიცი,მადლობა.
-დამეხმარე თეთრეული გამოვცვალო და დაიძინე.
-მეზიზღება მაგის გაკეთება.
-მეც,ამიტომ გთხოვე დახმარება.-გაუღიმა და ზეწარი იატაკზე მოისროლა...
იმ ღამით ვერ მოისვენა ვერცერთმა.უცნაურად უცემდათ გული,რაღაც სხვანირი გრძნობა იყო.
ანა საკუთარ სხეულში სხვა არსებას გრძნობდა...ეს იმიტომ,რომ გაიაზრა მისი არსებობა.რატიმ კი ცხოვრებაში პირველად იგრძნო მხრებზე დაწოლილი პასუხისმგებლობა ოჯახს,რომ მოჰქონდა...
არასოდეს დატოვებდა მარტოს და სულ დაეხმარებოდა ანას.ერთადერთი რაზეც ფიქრობდა მომავალი იყო,მის შვილთან ერთად...ღმერთო არ წაართვა როსტომაშვილს ეს ბედნიერება...



***
მათი პირველი სიახლოვე ესიზმრა ანას...კადრებად მიდიოდა ყველა მომენტი.როგორ აიყოლია როსტომაშვილი და აცეკვა შუა დარბაზში,როგორ შეხვდა მათი ბაგეები პირველად ერთმანეთს...
სასტუმროს ნომერში ასულს სასმელი შესთავაზა...იუარა ანამ,ისედაც მთვრალი იყო უკვე,თავად რატიმ დალია ერთი და დივანზე მჯდომს გვერდით მიუჯდა...თვალს არ აშორებდა,თბილი მზერა ჰქონდა კაცს,ვნებიანი,მაგრამ არა ცხოველური ჟინით გაჟღენთილი...არა ასეთი არ იყო რატი.
ნაზად მიეფერა თმაზე,საჩვენებელ თითზე შემოიხვია მისი სისხლისფერი დალალები.ტალღების ხმა იყო გამეფებული ოთახში.როგორ ეხეთქებოდა აღელვებული ზღვა ნაპირებს...ანერვიულდა,უცხო იყო მისთვის კაცის ასეთი სიახლოვე.რატისაც არაფერი დაუძალებია...ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა,სიგარეტს მოუკიდა.ზემოდან გასცქეროდა ბნელი ზღვის აბობოქრებულ ტალღებს...
ღმერთო როგორი მიმზიდველი იყო...
გვერდით დაუდგა ანაც,ჩამოეყრდნო მოაჯირს და ცერად გახედა,ერიდებოდა მისი,მაგრამ თან სურვილით ეწვოდა მთელი სხეული...
-პირველი ზაფხულია,რომელსაც ზღვაზე ვატარებ.-ამოთქვა ანამ,მეტი ვერაფერი მოიფიქრა სათქმელად.უხერხული სიჩუმე იყო მათ შორის და ამის განმუხტვა უნდოდა...
-არ ხარ ნამყოფი?
-ვარ,მაგრამ რამდენიმე დღით,ზოგადად მთა მირჩევნია...-აწაპნა კაცს თითებიდან ნახევრად ჩამწვარი ღერი და თავად გააგრძელა.ოდნავ ჩაეღიმა რატის.ოთახში შებრუნდა და რამდენიმე წამში უკან ჟაკეტით დაბრუნდა.დაბუსუსებულ მხრებზე მოახვია გოგონას და თავით ანიშნა,რომ დამჯდარიყო.თავადაც ჩამოჯდა.
-მეც მთა მირჩევნია,სიმშვიდეა უფრო,ზედმეტი ხმაური და ქალაქური ცხოვრება არ არის ჩემი.
-ძლივს ესმის ვიღაცას.-ჩაეცინა ანას და ნამწვი საფერფლეში მოსრისა.-რატომ ხარ აქ?
-დასასვენებლად გამოვყევი მეგობრებს,დაიჟინეს ამ წელს ბათუმი იყოსო და დამითანხმეს...და შენ?
-ვმუშაობ,სასტუმროში.-მშვიდად ამოთქვა და ისევ ცას გახედა,უკუნითი სიბნელე გამეფებულიყო.მხოლოს მთვარე ანათებდა სუსტად,წვიმას აპირებდა ალბათ...
-აქ?
-არა,ალიანსში...
-და რას აკეთებ?
-საინტერესოს არაფერს,სასმელებს დავარბენინებ.-გაუღიმა კაცს.-უკეთესი იყო,როდესაც გუდაურში ვმუშაობდი,მაგრამ აქაც არაუშავს.
-ესეიგი მთა გიყვარს.
-მთებში სხვანაირი თავისუფლებაა,სულის.-თმას წაეპოტინა,რომ კოსად შეეკრა,მაგრამ არ დაანება კაცმა. მასთან ახლოს მისწია და ხელები ჩამოაწევინა.
-არ შეიკრა.-ხრინწიანი ხმით ამოთქვა და რეზინი გამოართვა.
-იწეწება უაზროდ...-დაიწუწუნა.
-არაუშავს,გიხდება,არ შეიკრა.-ოდნავ შეაბრუნა და კისერში ნაზად აკოცა.გააჟრჟოლა გოგონას.-მთებზე მიყვებოდი.-მის მკლავებში რომ გაიტრუნა გამოაფხიზლა.დივნის საზურგეს მიყრდნობოდა კაცი და ნაზად უსვამდა თითებს მის გრძელ თმას...ყველა კაცის სისუსტეა არა?
-ძალიან გავაუფასურეთ ჩვენი ქვეყნის სილამაზე,რა ჯობია დათოვლილი მწვერვალების ყურებას?გამწვანებული მთის კალთების ცქერას,ანდაც ახლად ამოსული ბალახის სურნელს წვიმის დროს ჰაერში,რომ ტრიალებს?მიწის სურნელს ასე,რომ დავივიწყეთ...
-საიდან ხარ ანა?-მუცელზე შეუსრიალა ხელი და მკერდზე მიიხუტა ზურგით მჯდომი ქალი.ნაზად აკოცა კიდევ ერთხელ კისერში და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-მარტვილიდან...-აბნევდა მისი ასეთი სიახლოვე.
-მეგრელი ხარ ანუ.-ჩაეღიმა ოდნავ.-მანდ ისეთი ბუნება გაქვთ კი ვერ მოგატყუებს აჭარული ჰაერი.
-ვერც მატყუებს.ერთი სული მაქვს წავიდე...-ოდნავ წინ გადაიხარა,ზღვის სურნელი უკეთ შეიგრძნო.მკლავები მშვიდად გაუყარა ჟაკეტში და ის იყო საწყის პოზიციაზე დაბრუნებას აპირებდა კაცმა,რომ შეაჩერა.ჩამოუსრიალა ჟაკეტი მოშიშვლებულ ზურგზე და მკერდთან თითები აატარა.ერთიანად გააკანკალა.არ ელოდა.ხელი გადააწევინა და ნაჭერს თითებით წაეტანა.ალბათ მალე გული წაუვიდოდა და იატაკზე დაეცემოდა მისი ძლიერი მარჯვენა,რომ არ ჰქონოდა მოხვეული მუცელზე.
-ლამაზია...-მკერდის გვერდით,იღლიის ქვემოთ პატარა ჩიტი ეხატა.თავისუფლების სიმბოლოს უწოდებდა თავად.ნაზად აკოცა კაცმა მხარზე.-გაქვს კიდევ?-შემობრუნდა მთელი სხეულით.კაბის სალტე გადაიწია და ნახევარმთვარე გამოაჩინა.კაცის თვალებს წამით გადააწყდა მისი.ისეთი მშვიდი იყო...ნაზად გადაუსვა თითი.მოსწონდა პატარა ტატუები,რომ ჰქონდა სხეულზე გაბნეული.-კიდევ?-მენჯზე ჰქონდა ორი თევზი,მაგრამ მოერიდა.როგორ უნდა ეჩვენებინა?მაშინ კაბა უნდა აეწია და დამდგარიყო საცვლით მის წინ...მოიცა აბა რისთვის გამოყვა ნომერში?
-ვერ გაჩვენებ მაგას,მერიდება...-სიცილი წასკდა როსტომაშვილს.თბილად აკოცა ყელზე და სახიდან თმა გადაუწია.
-არ მაჩვენო კარგი.-მისკენ გადაიხარა და მთელი გრძნობით დაეწაფა ბაგეებზე.არ ჩქარობდა,საუბრისთვისაც მზად იყო,ამასაც დასჯერდებოდა...გული,რომ იჯერა მისი ტუჩების ტკბობით მოშორდა.ნიკაპზეც დაუტოვა კოცნის კვალი და კოლოფი გახსნა,პირველი ღერი მას გაუწოდა,მერე აიღო თვითონ.
-ხელების გარდა გაქვს შენ სადმე?-აკაპიწებულ სახელოებზე დახედა,მარჯვენა ხელზე ეტყობოდა ნახატები.
-მკერდზეც და ზურგზეც.-მშვიდად უპასუხა.
-შეიძლება ვნახო?-ნაზად აატარა თითები სხეულზე და პირველ ღილს წაეტანა.თვალებში შეაციცინდა კაცს,ხმა არ ამოუღია,მხოლოდ უყურებდა,თუმცა ეს მზერა სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობდა.სიგარეტი ცალ ხელში მოექცია და მეორეთი უხსნიდა პერანგის ღილებს.მოჰკრა ჩიტის ფრთებს თვალი მის მკერდზე.მოურიდებლად გადაუწია ნაჭერი და გაოცებულმა ახედა.-ეს ხომ...-ენა დაება.ზუსტად ისეთი ჩიტი ეხატა მკერდზე,მაგრამ დიდი ზომის,მხოლოდ ზომა ჰქონდათ შეცვლილი.-რა უცნაურია.-გაეღიმა უნებურად.-ლამაზია...
-შენც.-თვალებში ჩააცქერდა.უნებურად გააჟრჟოლა ქალის თითები მის ნავარჯიშებ სხეულს,რომ აუყვა მუცლიდან და ჩიტის გარშემო რამდენიმე წრე მოხაზა.
-მადლობა.-დაიმორცხვა მის კომპლიმენტზე.არადა რა თამამი იყო,როდესაც საცეკვაოდ გაყოლა სთხოვა,ახლა კი ისეთი დაბნეული...-ზურგზე არ მაჩვენებ?-მოსრისა როსტომაშვილმა ის ღერი საფერფლეში და ფეხზე წამოდგა.მშვიდად მოიშორა პერანგი სხეულიდან და გამოაჩინა განიერი მკლავები,ზურგი...შეტრიალდა...გადაიშალა ფრთები მის წინ,იმდენად უხდებოდა...თავადაც მოიშორა სიგარეტი და ფრთხილად შეახო თითები.მის განიერ მხარ-ბეჭს ზუსტად შეესაბამებოდა.თითებით გაუყვა ყველა მხარეს,კარგად ჩააკვირდა,ფრთებს შორის ორი თევზი დაეხატათ,პატარა იყო,Koi Fish,ასე ეძახიან ამ ტატუს...შემოტრიალდა კაცი,ზემოდან დააჩერდა...რამდენიმე წამს უყურა თვალებში,მერე დასწვდა პერანგს და მისი გადმობრუნება დაიწყო,მაგრამ არ დაანება,ოდნავ მოზრდილ წვერზე ჩამოუსვა ხელი ანამ,მიახვედრა ყველაფერს და ისიც წამსვე დაიხარა მისკენ.ნაზად,თუმცა მომთხოვნად წაეტანა ქალის ბაგეებს.ჟაკეტის შიგნიდან შიშველ ზურგზე აუტარა თითები და ძლიერად მიიკრო მკერდზე.ვერ უძლებდა ქალიც ცდუნებას.კისერზე შემოჰხვია ხელები და იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა.მუცელზე შეისვა და ასე ფერებით შეიყვანა ოთახში,ხმაურით დაეცა ჟაკეტი იატაკზე,ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა ვნებამორეულს.დაულაშქრა ყელი და კაბის ბრეტელები გადაუწია მხრებზე.ასმაგად სწრაფად იწყო მისმა გულმა ფეთქვა.უცხო კაცის შეხებას გრძნობდა,მაგრამ ვერ აპროტესტებდა.დუდას შემდეგ პირველად მიიკარა კაცი და თან იმდენად სიამოვნებდა მისი სიახლოვე ვერაფერს უხერხებდა თავს...მუცლამდე ჩამოუწია კაბა.შიშველ მკერდზე ხარბად აკოცა და ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდა...
როგორი სასიამოვნო იყო მისი შეხება...მაგრამ როგორ არასწორად მიაჩნდა ეს ყველაფერი...
-რატი...-კვნესით დასცდა მის ბაგეებს კაცის სახელი მკერდს,რომ უკოცნიდა.-არ შემიძლია...-ამოთქვა ძლივს.აწყლიანებული თვალებით მიაჩერდა კაცს.ვნება იღვრებოდა ორივეს სფეროებში.წამით არ უყოყმანია ისე მოშორდა მის სხეულს.წამოჯდა და ცერად გახედა...
-ხომ კარგად ხარ?-ჩაეკითხა მაინც...
-მაპატიე.-ხმაჩამწყდარმა ამოთქვა...დამნაშავესავით ჰქონდა თავი ჩახრილი.წამოდგა კაცი და კარადასთან მივიდა.ხარბად გააყოლა მის შიშველ ზურგს თვალი.ტანსაცმელი აიღო და მკერდზე ხელაფარებულს მოუბრუნდა.
-ჩაიცვი,მაგ კაბით ვერ იქნები კომფორტულად.
-წავალ მე...
-ჩაიცვი ანა და დავიძინოთ.-ისეთი მშვიდი იყო,წარბიც კი არ შეუხრია სიამოვნებას,რომ მოსწყვიტეს.სააბაზანოს კარს მიღმა გაუჩინარდა.სწრაფად გადაიცვა მაისური,მისი შორტიც და საკუთარ თავს დააკვირდა სარკეში...სხვანაირი იყო ეს კაცი,თბილი,მოსიყვარულე...მერე რა,რომ მხოლოდ ერთი ღამისთვის ამოიყვანა ოთახში...სულ სხვანაირად ექცეოდა...ჟინი არ სძლევდა ქალთან ყოფნისას.იცოდა სად გადიოდა ზღვარი...ბევრი მოუსმენია ოთახის კარი დაიხურებოდა თუ არა სხეულზე,რომ ვარდებოდნენ,ზოგმა ერთმანეთის სახელიც არ იცოდა...რატი სხვანაირი იყო...
ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან,შარვალი იქვე სკამზე გადაეფინა და საწოლში შურტისამარა დაწოლილიყო,თავადაც იატაკზე დააწყო ქუსლიანი ფეხსაცმელი,კაბაც სკამზე დატოვა და მის გვერდით დაიკავა ადგილი.ზურგი აქცია კაცს.ისეთი უხერხული სიჩუმე იყო,სინათლეს ხელი მიჰკრა კაცმა და აწი მხოლოდ გარედან შემომავალი სუსტი ნათება იყო გამეფებული.
-ბოდიში.-კიდევ ერთხელ ამოთქვა.
-ნუ მებოდიშები.-გაისმა მასთან ძალიან ახლოს.ხელი შეუსრიალა მუცელზე და ზურგიდან აეკრო ქალს,მსუბუქად აკოცა ყელზე და იქვე მის თმაში ჩარგო თავი.როგორი უცნაური კაცი იყო...უჩვეულო სითბოს გრძნობდა მისგან...უცნაურად უცემდა გული,არ იყო კაცის ასეთ სიახლოვეს მიჩვეული,მაგრამ სხეული,გული,გონება...ყველაფერი მის სიახლოვეს სთხოვდა...ალბათ სხვანაირი რომ ყოფილიყო არ მოუნდებოდა,მაგრამ მასთან იმდენად დაცულად გრძნობდა თავს,რომ ჰაერივით სჭირდებოდა...გადაბრუნდა მის მკლავებში მოქცეული,არ განძრეულა რატი,არც თვალები გაუხელია,მხოლოდ ქალის ტუჩების შეხება,რომ იგრძნო ყელზე მაშინ შეირხა მისი სხეული.ოდნავ ზემოთ აიწია და მისწვდა კაცის ტუჩებსაც...ახლა,რომ მისი სიახლოვე არ ეგრძნო ალბათ მთელი ცხოვრება ინანებდა...
გადააწყდა მათი სფეროები ერთმანეთს,ვნება რომ უგიზგიზებდა თვალებში ორივეს.ნიკაპქვეშ ამოსდო ორი თითი და ყელზე ეამბორა.ყურის უკანაც და იქვე უჩურჩულა.
-დაიძინე ანა,ასე აჯობებს.
-არ მეძინება.-ღიმილით უთხრა და წამოიწია.მომთხოვნად შეეხო კაცის ბაგეებს და ანიშნა,რომ სწყუროდა მისი შეხება.მაისურს თავადვე წაეტანა და ამჯერად თავისი ნებით გაიხადა,წელს ზემოთ შიშველი ეკვროდა კაცის შიშველ სხეულს.ერთი მოძრაობით მოიქცია მკლავებში და ძალიან ფრთხილად დაუკოცნა ყველა უჯრედი...რაღაცნაირად აგიჟებდა მისი სიახლოვე კაცსაც...მისი მორიდებაც ეუცხოვა,მაგრამ ესიამოვნა...შორტიც მოაცილა მის ფეხებს და მენჯთან დახატულ თევზებს ღიმილით დახედა.ქვემოდან ახედა ქალს,მიხვდა რასაც უყურებდა.მანაც გაუღიმა და იგრძნო როგორ შეეხო ტატუს მისი ტუჩები.უცნაური დამთხვევებით იყო მათი საღამო სავსე...
-დარწმუნებული ხარ?-მუცლიდან ისევ ტუჩებამდე გაიკვალა გზა და საცვალზე გადაატარა თითები.
-ჰო.-გაუღიმა და მსუბუქად აკოცა კაცს.გათავისუფლდნენ უკანასკნელი ნაჭრისგანაც.ცეცხლივით სწვავდა კაცის თითოეული შეხება,გონება ლამის მთლიანად გაეთიშა.მიენდო მის თითოეულ ქმედებას და სიამოვნების მორევში ჩაიძირა...
სხეულზე ჰყავდა მიკრული ქალი,თავი მის თმაში ჩაერგო და ასე გაითიშა კაცის სხეულიც...
დილით ადრიანად გამოეღვიძა.ექვსი საათი იქნებოდა,საშინლად წვიმდა გარეთ,ჯერ ისევ არ გაეშვა მისთვის ხელი,მუცელზე მოეხვია და ასე კომფორტულად ეძინა როსტომაშვილს.გადააწევინა ხელი,სულ ოდნავ შეირხა მისი სხეული,მაგრამ არ გაუღვიძია...საპირფარეშოში შევიდა,ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან,ადრე კაცთან საუბრის გამოც დანაშაულის გრძნობა ჰკლავდა,ახლა სხვანაირად იყო...გაიხსენა მისი თითოეული შეხება და ბედნიერება ჩაეღვარა სხეულში...გამოიცვალა,მისი ჟაკეტი მოიცვა და აივანზე ფეხშიშველი დადგა...უნდოდა თუ არა დარჩენა?ძალიან!
-იქნებ არ უნდა რომ აქ დახვდე?-ეს სიტყვები გაუკრთა გონებაში და მართლაც დაფიქრდა.მუცელზე იწვა კაცი და ბალიშისთვის მოეხვია მარჯვენა,ჩამოჯდა მის გვერდით,ნაზად გადაატარა თითები თევზებზე და მსუბუქად აკოცა...-წადი...-გამოსძახა ქვეცნობიერმა,იფიქრა ნომრის დატოვებაზეც,მაგრამ იქნებ მხოლოდ ეს უნდოდა?მძინარე კაცს შეავლო თვალი და ფეხიშველი გავიდა დერეფანში.მხოლოდ გარეთ ჩაიცვა ფეხსაცმელი.ტაქსი გამოიძახა და სასტუმროსკენ გაეშურა...
გამოეღვიძა...ახლა ძალიან ინანა ასე რომ გაეპარა იმ დილით,იქნებ ყველაფერი სხვანაირად მომხდარიყო...



***
-როგორ ხარ ანა?-კაფეტერიაში გვერდით მიუჯდა თომა ყავასთან ერთად.-რა მოგივიდა შუბლზე?
-დაღლილი ცოტა,შენ როგორ ხარ?კარადის კუთხეს მივარტყი.-იცრუა ურცხვად.
-მეც ეგრე რა,წუხელ ვიმორიგევე,ახლა აქ ვარ,ამაღამაც ვმუშაობ.-თავი გადააქნია.-მორჩი?
-ჰო,აწი სახლში წავალ,ვიმეცადინებ,გამოვიცვლი და სამსახურში ეგრევე.
-ცოდო ხარ გოგო,შენც ასე რო მუშაობ მიტყდება მაგრად,არ არის ღამის მორიგეობა კარგი.
-ვიცი,წამოვალ მალე.-გაუღიმა ბიჭს და მისთვის დადებულ ფინჯანს თითები მოხვია.-მადლობა.-პირთან მიტანილმა ისეთი შეგრძნება გამოიწვია მასში ლამის ჭიქაშივე აღებინა.
-რა მოხდა?
-უჭმელი ვარ და...-თავი გაიმართლა და გვერდი გასწია.-ბოდიში მართლა.
-რა ბოდიში ანა,გიყიდი რამეს.-წამოვარდა ფეხზე,მაგრამ შეაჩერა.
-რას მიყიდი დაჯექი სახლში დავლევ ამას,მივდივარ უკვე და...
-წაგიყვან წამო,შენს ქუჩაზე მაქვს საქმე,მანქანა უნდა დავტოვო.-გასცრა ანას ტანში.
-იცი თომა...-დაიწყო უაზრო ბლუყუნი.-ჩემს სახლში მილი გასკდა და დაქალთან ვრჩები დროებით,სანამ შეაკეთებს მეპატრონე.
-მერე არ უნდა გეთქვა გოგო?აქ არ ვარ?მაგის მეტი რა ვიცი.-ჩაეცინა ბიჭს.-წამოვალ,შევხედავ და გავაკეთებ,მეპატრონეს თუ ელოდე შეიძლება ერთი კვირა არ გაგიკეთოს.
-არ მაქვს სახლის გასაღები.-მოატყუა ისევ.-მივეცი რომ ხელოსანი აეყვანა.
-აჰ,მაშ კარგი,მიგიყვან სადაც მიდიხარ.
-არა თომა,ტაქსი გამოვიძახე უკვე.-პირველი სიმართლე უთხრა.უკვე 6 საათი სრულდებოდა.ახლა მხოლოდ ცოტა დასვენება და ჭამა უნდოდა,საერთოდ არ ჰქონდა იმის ახსნის ნერვები სად და რატომ ცხოვრობდა.-დიდი მადლობა მაინც.
-ყავაზე ისევ არ მომყვები არა?
-სხვა დროს მე დაგპატიჟებ,მხოლოდ მაშინ დაგთანხმდები.-გაუღიმა და ხმაურით აკოცა ლოყაზე.-კიდევ ერთხელ მადლობა და უნდა წავიდე,ხვალ გნახავ კარგი?
-ხუთშაბათი-პარასკევის ლექციები გაუქმდა ანა,არ ნახე მეილი?
-არა,რატომ?
-ბატონ ზაზას მეუღლე დაეღუპა,დიდხანს არ იქნება ალბათ,ინგლისური არ ვიცი,მერე აღვადგენო.
-ესეიგი მომდევნო კვირამდე?-გაუღიმა ბიჭს,შვებით ამოისუნთქა,ცოტას დაისვენებდა.
-მომდევნო კვირამდე.-გაუღიმა ისევ და ყავის ფინჯანში ჩაიკარგა...




***
სახლში მისულმა რამდენჯერმე დარეკა ზარი,გასაღები ნოხის ქვეშ არ იყო,შესაბამისად ვარაუდობდა,რომ სახლში იყო ბატონი რატი.სპორტულებში ჩაცმულმა გაუღო კარი და სახლში შეუშვა.ბალიშის ხაზები დასტყობოდა სახეზე,ეძინა აშკარად...
-ბოდიში თუ გაგაღვიძე.
-არაფერია,როგორ ხარ?
-ცოტა დაღლილი,მაგრამ კარგად,შენ?
-არ გშია?რამეს გავაკეთებ.
-მშია,მაგრამ ვიზამ ჩემით.-თბილად გაუღიმა.
-დაჯექი შენ,მე ვიზამ.-ზურგი აქცია და სამზარეულოსკენ წავიდა.-დიდი მზარეული არ ვარ,შემიძლია კარტოფილი შევწვა,ან პასტა გავაკეთო...
-ყიყლიყოები...-თვალები გაუნათდა.
-ყველაზე მარტივი.-ჩაეცინა კაცს.-როგორი დღე გქონდა?
-ნორმალური,გცალია ზეგ?
-პარასკევია არა?
-ჰო.
-მცალია,რა მოხდა?
-ლექციები არ მაქვს,ხვალ დაღლილი ვიქნები და მთელი დღე დავიძინებ,თუ ექნება ექიმს ადგილი იქნებ წავიდეთ...
-ჰო,რა თქმა უნდა.-გახსნა მაშინვე შუბლი.უცნაური გრძნობა ჩაეღვარა სხეულში.-მაქვს ნომერი,დავრეკავ და გავარკვევ.
-მადლობა.-უღონოდ ჩამოეყრდნო მაგიდას.ცუდად გრძნობდა თავს მეგობარი რომ მოატყუა.-დღეს თომა მოვატყუე...-თქვა მაინც.
-რატომ?
-სახლამდე მიგიყვანო და მილი გასკდა ჩემს სახლშითქო...მეგობართან ვრჩები,ასე ჰგონია.
-მისმინე.-რამდენიმე პურის ნაჭერი დადო ტაფაზე და მაგიდის მიღმა გადმოხედა.-კავკასიაში წავიკითხავ ლექციებს,მაგრამ მომდევნო სემესტრიდან,მანამდე ვერ...ახალ წლამდე ნუ ეტყვი ნურავის,მერე წავალ საერთოდ და აღარ იქნება პრობლემა...
-კიდევ სამი თვე?მუცელიც გამეზრდება რატი!
-ზამთარი მოდის.-იპოვნა გამოსავალი.
-ყველაფერი ცუდი მე რატომ მემართება?!-უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.-მაშინ რომ არ წავსულიყავი იქნებ იქვე გამეგო,რომ ლექტორი იყავი და შენი საგანი არ ამერჩია...
-მაგაზე გამახსენდა.-ოთხი ნაჭერი თეფშზე დადო და მაგიდასთან მივიდა,დანარჩენები დაბალ ცეცხლზე დატოვა.-რატომ წახვედი დილით გაუფრთხილებლად?
-არ ვიცოდი გინდოდა თუ არა ჩემი დარჩენა.-მხრები აიჩეჩა.-ვიფიქრე იქნებ არ ესიამოვნოს დილით ჩემს გვერდით ყოფნათქო...
-ეგ დაინახე იმ ღამით ჩემგან?-წარბები შეჭმუხნა.
-იმ ღამით მე ძალიან ბევრი უცნაური რამ დავინახე შენგან,რასაც არ ვიყავი მიჩვეული.-კმაყოფილმა ჩაკბიჩა ერთი ნაჭერი.-მახსოვს როგორ ყურადღებით მისმენდი,როცა ვსაუბრობდი...როგორ ფრთხილობდი...არ ვიცი ვერ გიხსნი რა.-დაბნეულმა მოარიდა თვალი.-მინდოდა დარჩენა,მაგრამ ვერ დავრჩი.
-მეც მინდოდა,რომ დარჩენილიყავი.-ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა.-ახლა ასე არ იქნებოდა ყველაფერი,ასე არ გაპრობლემდებოდა...
-ჩემი ბრალია არა?
-არა ანა.-ჩაეღიმა ოდნავ.-არავისი ბრალი არ არის,მე უნდა მეთქვა ან მეგრძნობინებინა შენთვის მეტი.უნდა მომეცა დარჩენის მიზეზი,რომ დილით არ გაპარულიყავი.
-რატომ ხარ ასეთი?-ცერად გადახარა თავი.
-როგორი?
-არ ვიცი,სხვანაირი ხარ,არ შევხვედრივარ არავის მსგავსს...
-რამდენი 32 წლის კაცი წერია შენს სიაში?
-ეგეც მართალია.-მეორე ნაჭერსაც მიუბრუნდა.-ხვალ დილით ადრე მოვალ,თუ გასული იქნები შეგიძლია გასაღები დამიტოვო?
-არ დაგჭირდება.-მშვიდი ხმით უთხრა.
-ვერ გავიგე?
-გაიგებ,ყავას არ დალევ?
-არა,კაფეტერიაში ლამის გული ამერია.-იუარა მაშინვე.-ცოტას ვიმეცადინებ,გამოვიცვლი მერე და გავალ.
-მე წაგიყვან.
-არ...
-არ დაიწყო.-გააწყვეტინა მაშინვე და დანარჩენ ყიყლიყოებს მიუბრუნდა.
-ვალდებული არ ხარ რატი.
-შენ ჩემს შვილს რომ ატარებ მუცლით ვერც წარმოიდგენ მაგის გამო როგორ ვარ დავალებული.
-რატი...
-უბრალოდ ჭამე,ნუ გააპრობლემებ რა.-ლამის მუდარა გაურია ხმაში.აღარაფერი უთქვამს დოლიძეს.ოთხივე ნაჭერი კმაყოფილმა მიირთვა და მეცადინეობა დაიწყო.უბრალოდ მერე ერთად რომ არ მიეყარა ყველაფერი ახლა დაიწყო ზედაპირულად.
ცოტახნით მეგობრებსაც ელაპარაკა,ორივე ძალიან ამხნევებდა და გვერდში ედგა.ლევანი უკვე იმას ფიქრობდა რას უყიდდა ბავშვს,რამდენ მაღაზიასაც ჩაუარა იმდენისკენ გაექცა თვალი,მაგრამ სქესი არ იცოდა და გაუჭირდა.
წყალი გადაივლო,თმა კოსად შეიკრა,უნიფორმა ჩანთაში ჩადო და მისაღებში გავიდა,სადაც უკვე გამოპრანჭული რატი ელოდა,სადღაც აპირებდა თითქოს წასვლას.
-მიდიხარ სადმე?
-სამსახურში მიმყავხარ ანა,ხომ გითხარი...
-ისე გამოიყურები...-ჩაეცინა.უნდოდა ეთქვა მიმზიდველადო,მაგრამ თავი შეიკავა.
-თუ მზად ხარ წავიდეთ.-ტყავის ქურთუკი მოიცვა და სახლი მასთან ერთად დატოვა...არაფერი უკითხავს ისე მიიყვანა ადგილამდე,წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ მისი სამსახურიც იცოდა,თუმცა ასე იყო...მადლობა გადაუხადა და მანქანიდან გადასულს უკან,რომ მიჰყვა მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა.
-რას აკეთებ?
-ბარში შევდივარ.
-რატი...
-გისმენ.
-არ შეიძლება,მე აქ ვმუშაობ!
-ანა გგონია არ ვიცი რა და როგორ ხდება აქ?მინდა უსაფრთხოდ იყო,ხუთი მორიგეობა თქვი არა?ხუთ ღამეს გადავიტან.
-რატი...
-შედი.-მსუბუქად უბიძგა წელზე და უკან მიჰყვა გოგონას...გართობა უკვე დაეწყოთ,საათმა ლამის თორმეტს მიუკაკუნა,პიკს აღწევდა ემოციები.უცებ შევიდა გასახდელში.მოკლე შავი კაბა და თეთრი პერანგი მოირგო ბეიჯთან ერთად.გოგონებს მიესალმა და დარბაზში გავიდა...
-აუ კიდევ კარგი მოხვედი.-გაუღიმა დათომ და გადაკოცნა.-არწივი გალიაშია.-უცებ ამოთქვა,ლანგარი ხელებში შეაჩეჩა და გაუჩინარდა...მათი კოდური სიტყვები იყო იმ შემთხვევისთვის მეორე უფროსი თუ ჩამოვიდოდა ოდესმე.მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული,თუმცა მას არ უნახავს,გადმოცემით იცოდა,რომ ძალიან მკაცრი იყო და თანამშრომლებსაც ცუდად ექცეოდა.შებრუნდა და ერთ-ერთი მაგიდისკენ წავიდა.ბართან მჯდომი რატი დალანდა,მაგრამ მოარიდა თვალი.
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?-გაუღიმა ბიჭებს.
-არა მადლობა.-მშვიდად უპასუხა ერთ-ერთმა და ისიც ისევ დათოს მიადგა.
-რატომ ჩამოვიდა?
-სულ მე ჩამაბარებს ანგარიშს.-გაუცინა ბიჭმა.რატის ვისკის ჭიქა გაუწოდა და ანასკენ გადაიხარა.-ამბობენ სულ დაბრუნდაო.
-ვაიმე ოღონდ ეგ არა,ეგეთი ცუდი ტიპია?
-მე არ ვიცნობ ანა.-მხრები აიჩეჩა.-ვიცი რომ წინა წელს ნახევარი სასტავი გაუშვა აქედან...
-მე მივდივარ ისედაც.-გაახსენდა უცებ.
-ჰო ვნახე ჩათში რომ დაწერე,რატომ მიდიხარ?
-ვერ შევძლებ ასეთ რეჟიმში მუშაობას და სწავლას,სხვას ვნახავ რამეს...
-მეც მინდა სხვაგან,წამიყვანე.-აუფახულა თვალები და ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა სახეზე შეეყინა ღიმილი.
-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები!-გაისმა აქცენტიანი ქართულით ნათქვამი სიტყვები.-როსტოვსკის გაუმარჯოს!-დაჰკრა ზურგზე ხელი კაცს.თბილად გადაეხვია.
-რავახარ შე*ემა?-გადახედა რატიმ.
-ასე რა,ჩაფლული საქმეებში,შენ?
-ეგრე რა მეც.
-ბიჭო რა გქვია?-გადახედა დავითს.
-დავითი.-ისე ჩუმად ჩაილაპარაკა თავადაც ძლივს გაიგო.იქვე იყო აწურული ანაც.
-თქვი კაცურად ვერ გავიგე.-გაშალა ხელები.
-დათო!
-დანიელი ჯიგარო,სასიამოვნოა.-გაუწოდა ხელი,შეაგება მანაც თავისი.-რამე ძლიერი დამისხი რა.
-აკი არ აპირებდი კარგახანს ჩამოსვლას?
-გამი*რაკა იმან უნდა გავყიდო ჩემი წილიო და მაგისი წილის საყიდლად ჩამოვედი,ამოვიდა ყელში რა,ხო იცი არ მევასებოდა ისედაც,ბოლოს საერთოდ აურია,წინა წელს რომ ჩამოვედი თანამშრომლების ნახევარი გავუშვი ისეთი საგიჟეთი ჰქონდა...თან მეგობარი უნდა დავტოვო მენეჯერად,ვიცი მიმიქცევს ყურადღებას...გამიკვირდა რომ დამირეკე.იმდენი წელი გავიდა.
-ასე გამოვიდა.-წამით გადახედა ანას.-ცალკე რომ დავილაპარაკოთ გცალია?
-წამო ავიდეთ კაბინეტში,არ მიყვარს აქ ჯდომა ისედაც.-წამოდგა ფეხზე.-რამე ძველი და კარგი მოგვინახე ძმურად რა.-გადახედა ისევ დავითს.-აქ მუშაობ შენ?-მიუბრუნდა ანას.
-დიახ...
-ანა ჩემო კარგო.-ბეიჯზე წაიკითხა სახელი.-დავითა სასმელს გამოგატანს და თუ არ შეწუხდები ამოგვიტანე...
-დიახ.-თავი დაუქნია და გაოგნებული მიაჩერდა რატის,რომელიც თურმე მის უფროსს ემეგობრებოდა...
-ამისი გვეშინოდა?-შეიკერი შეათამაშა ხელში.
-ესაა ფეხები,რომ აუკანკალა ყველას?
-ეგაა...-გადაქექა ბოთლები და Glenfiddich-ის 30 წლიანი ბოთლი გადმოიღო.-ეს აუტანე.
-ეს იმისი არაა?
-მიდის სამსახურიდან ვერ გაიგე?-ჩაეცინა და ჭიქებიც მიაწოდა.-მიდი ანა.-ზანტად დაიძრა მისი კაბინეტისკენ.სულაც არ ჰქონდა სურვილი ახლა იქ შესულიყო...
-თვე ახლა იხურება,ვინ უთხრა 5 ცვლა იმუშავეო?
-რავი ასე უთქვამს...ორსულადაა,არ მინდა ღამეები გაათენოს.
-ვახ რას მეუბნები.-თბილად გაეცინა კაცს.-მამა გახდები ტო?
-მამა გავხდები...
-ეე სულ როგორ გინდოდა ოჯახი,მაგარია ძალიან,გილოცავ!-გადაეხვია ისევ.-დაი*იდე ასაკი,მთავარია გაგება და პატივისცემა ურთიერთობაში რა.დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.რომელია?
-ეს.-თავით ანიშნა დაკაკუნების შემდეგ მორიდებით,რომ შეაბიჯა.
-ანა ტო?-გაიცინა ისევ.-მომეცი ესენი აქ.-წამოდგა და გამოართვა ლანგარი.-რა გინდა ამ ორსულ გოგოს აქ ჰა?ათასი გიჟი დადის.
-მე...-ხმა ჩაუწყდა მაშინვე.
-რატი ჩემი ძმაა,ნუ დაიბნევი.-მიეფერა ლოყაზე.-ერთად ვსწავლობდით,მაგრამ სად ქაჩავდა ჩემი ტვინი მაგდენს სისხლის სამართალი რომ ესწავლა,კრიმინალად უფრო დიდი პოტენციალი მქონდა და კიდეც დამჭირდა შენი ქმრის დახმარება.
-არაა ჩემი ქმარი.-იუარა მაშინვე.
-იქნება ოდესმე,შვილს უჩენ რაღა უკლია.-მხიარულად გაიცინა კაცმა.-იმ სი*მა გითხრა 5 მორიგეობა მოდიო?
-დიახ.
-31 სექტემბერია დღეს,თვე იხურება,რისთვის უნდა მოხვიდე?უი გადასცდა თორმეტს,დაწყებულა ოქტომბერი...ეს ცვლა სექტემბერში გეთვლება და 5-ში ჩაგერიცხება ხელფასი.არ გჭირდება არანაირი ზედმეტი მორიგეობა.თუ გინდა წაიყვანე ახლავე.-გადახედა რატის.
-არა,არა ვიმუშავებ.-იუარა მაშინვე.დაბნეული მზერა მოატარა რატის თვალები მის მუცელზე,რომ გაშტერებოდა და სულელივით ეღიმებოდა.
-ეს ისეთ საქმეებს მიკეთებს,რომ შენი გაშვება არაფერია მაგასთან.-დააიმედა ანა.-წადი მართლა,ჩაგითვლი დღევანდელ დღეს.
-ვიმუშავებ.-იუარა მაინც.-გოგოებს დახმარება დასჭირდებათ,ბევრი ხალხია.
-შეეშვი,ეგრე იჯიუტებს მთელი ღამე.-გაეცინა რატის და თავად ჩამოისხა სასმელი ჭიქაში.
-ჩავალ მე.-მორიდებით მიუგო და კარისკენ წავიდა.აღარ გაუცია ხმა არცერთს.
-სხვა რაღაცებიც მაქვს,გინდა?გავიხსენოთ ძველი დრო...-კართან მისულს მოესმა კაცის სიტყვები და არ ესიამოვნა საშინლად.იმედი ჰქონდა არაფერს იღებდა.
-არ მინდა,დროა უკვე.-იუარა ისევ და კიბეებზე მიმავალ ანას ფანჯრიდან გადახედა.
-დორბლი მოიწმინდე შე*ემა!-გაჰკრა ხელი.-სახლში არ გყავს სულ?
-ეე რა ჩახლართული სიტუაციაა შენ არ იცი.-აიქნია ხელი და თხრობაც დაიწყო.ბათუმიდან ლექციებამდე,ლექციებიდან საავადმყოფომდე და სახლში გადასვლამდე ყველაფერი მოუყვა.პირი დააღო გაოცებისგან კაცმა.
-ერთი სერიოზული სერიალი უნდა გადაიღონ თქვენზე.-გაიცინა დანიმ.-მეგონა გიყვარდათ ერთმანეთი და რამე.
-ასე გამოვიდა რა...
-მაგარ შარში ყოფილხარ.დალიე მიდი,გულს გადააყოლებ ცოტას.-ჭიქა მიუჭახუნა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა სასმელი.-ჰქონია დავითას გემოვნება.-შეაქო ბიჭი და კიდევ ერთხელ შეავსო ჭიქები...
ბევრი არ დაულევია რატის,მხოლოდ სამი ჭიქა,იცოდა ანა უნდა წაეყვანა სახლში და თან ღამენათევს შეეშინდა მაინც.დილამდე გამოფხიზლდა ისედაც.მანქანაში ელოდა როდის დაასრულებდა სამუშაო საათებს,რომ სახლში წაეყვანა.გაუხარდა დანიელის ნახვა.ორჯერ გამოიყვანა ციხიდან სტუდენტობის მეგობარი და მანაც საპასუხოდ თავისებურად გადაუხადა მადლობა ანას გაშვებით,მადლიერი იყო ამისთვის...ფიქრებში იყო გართული კარი რომ გამოაღო გოგონამ და ჩუმად დასკუპდა სავარძელზე.ზოგადად 8-ზე ამთავრებდა,მაგრამ სანამ ყველას დაემშვიდობა...ამან დიდი დრო წაიღო.
-არ ვიცოდი დანიელს თუ იცნობდი.
-ერთად ვსწავლობდით 2 წელი.-დაძრა მანქანა.-მერე გაგვეპარა და კლუბის მეწილედ მოგვევლინა რავიცი.
-ცუდი კაციაო ყველა ამბობდა.
-დანი?-ჩაეცინა.-მეორე გყავთ ცუდი,თანამშრომლებიც იმის გამო დაითხოვა.
-რატომ სთხოვე ჩემი გაშვება?შემეძლო კიდევ მუშაობა,ან შენ რატომ დარჩი მთელი ღამით?
-ანა იცი რატომაც დავრჩი და რატომაც ვთხოვე შენი გაშვება,ნუ დაიწყებ დილაუთენია ისტერიკებს გთხოვ.-მშვიდად უთხრა მაინც.-ისე გადავეჩვიე ღამის გათენებას ახლა რომ არ ჩამომეძინოს ვლოცულობ,შენ კი გინდა უნივერსიტეტში იარო ასე?
-4 მორიგეობასაც გავუძლებდი.
-მე ვერ.-სუსტად ჩაეღიმა და სახლამდე ხმაც აღარ ამოუღია...ისეთი დაღლილი იყო ორივე როგორ აიარეს კიბეები ეგეც არ ახსოვდათ.უცებ გამოიცვალა ანამ ტანსაცმელი,რატიმ მაისური გადაიძრო და ჯინსითვე წამოწვა დივანზე,ყოველგვარი პლედი გარეშე.
-რატი...-ცუდად იგრძნო თავი,მისგამო გაათია ღამე კაცმა.-რატი!-შეჰკივლა უცებ.
-რა მოხდა?
-ადექი...
-ცუდად ხარ?-წამოიწია მაშინვე.ალუბლიან საღამურებში გამოწყობილს კარგად დააკვირდა.
-არა,ადექი დავწვეთ.
-ვწევარ ისედაც ანა.-სულ დაიბნა.
-ცუდად ვგრძნობ თავს რატი,დაწექი საწოლში.-გაუღიმა კაცს.-ვერ ეტევი აქ მე ხომ ვხედავ...
-არ მინდა ცუდად იყო,დაწექი შენ.-თბილად აკოცა ხელის გულზე და ბალიშები გადასწია.
-წამოდი გთხოვ.-მოქაჩა ხელზე.წამით ახედა ქვემოდან.უსიტყვოდ დაუქნია თავი და უკან მიჰყვა.ამაზე კარგს ვერაფერს გაუკეთებდა ახლა...მარჯვენა მხარეს დაიკავა ადგილი,ასე უყვარდა წოლა.ფარდები გადასწია ანამ,რომ მშვიდად დაეძინათ,სულ გადაავიწყდა რატის ოჯახური ვახშამი...
მარცხენა მხარეს მისგან ზურგით დაწვა ანა და საბანი გადაიფარა,არ გრძნობდა თავს უხერხულად.პირიქით იმხელა საწოლი იყო მთელი მისი გვარი დაეტეოდა ალბათ...
-არ შეიკრა თმა.-მსუბუქად შეკრულ კუდზე შეახო თითები და თმის რეზინი ნაზად ჩამოასრიალა.
-რატი რას...
-ნუ იკრავ თმას.-თითქოს უსაყვედურა და ტუმბოზე გადადო რეზინი.
-რადროს ეგაა,დაიძინე...
-ანა...-ამოთქვა მაინც.მასთან ახლოს მიიწია.
-რა იყო?-გადმოხედა კაცს.
-შეიძლება შევეხო?-მუცელზე დახედა.ისეთი ბავშვური იყო იმ წამს ამხელა კაცი...
-არ ელოდო,რომ ფეხს მოგირტყამს ან რაიმე ასეთი.-მისი მარჯვენა ხელებში მოიქცია და ფრთხილად დაიდო სხეულზე.სუნთქვა გაუხშირდა.რაღაცამ გაჰკრა გულში.ეუცნაურა ეს სიტუაცია...
-მადლობა ღმერთო...-გაიფიქრა გონებაში და ახლოს მისწია მასთან ქალის სხეული.ზურგიდან ჩაეხუტა და მუცელზე ფრთხილად გადაუსვა თითები.ბავშვს ვერა,რა თქმა უნდა,მაგრამ მის გამხდარ სხეულზე მოზრდილ,პატარა მუცელს გრძნობდა და სითბოთი ივსებოდა...თავი მის თმაში ჩარგო,ის სურნელი ასე რომ მოსწონდა ხარბად შეისუნთქა და თვალები მილულა...
ჰყავდა როტომაშვილს ის ოჯახი ასე რომ ოცნებობდა,მაგრამ ჯერ არ იცოდა...




***
დაახლოებით 6 საათი იქნებოდა ზარმა,რომ გამოაღვიძა ორივე.მძიმედ დააშორა კაცმა წამწამები ერთმანეთს.საშინელ დაღლილობას გრძნობდა სხეულში.მობილური მოძებნა,მაგრამ არ ჰქონდა ახლოს,შუბლშეჭმუხნულ ანას გადახედა,აშკარად არ ეყო ძილი,მალევე წამოიწია,მაისური გადაიცვა და ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან,რომ კარი გაეღო.
-დედა?!-გაოცებულმა გახედა ზღურბლზე მდგომ ქალს.
-როგორ მანერვიულე ჩემო ბიჭო,კარგად ხარ?-მიეხუტა ქალი.-რატომ არ პასუხობ ტელეფონს?
-მგონი მანქანაშია.-შუბლი მოისრისა და სახლში შეუშვა.-აუ დამავიწყდა დედა,დაღლილი ვიყავი ძალიან და მეძინა...
-იცი როგორ ვინერვიულე?-გაუწყრა ქალი.-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრაო,მერე არ მოხვედი,არც ტელეფონს პასუხობდი...
-ვიცი ნაზი,ნუ ქოთქოთებ გთხოვ,დამშვიდდი.-მიეფერა ქალს.-დაჯექი,აგიხსნი.
-ვაიმე რა არ ვიფიქრე იცი?მეთქი მოკლა ვინმე და მიდის ციხეში!
-ყავას დალევ?
-დავლევ...შენი ალქაჯი და გკითხულობდა.
-ოჰ,რაიყო მოვენატრე?
-სახლის გაყიდვა უნდა და მაგაზე შეგიჭამს ტვინს.
-გაყიდოს,მე მ*იდია,არასოდეს მდომებია ეგ სახლი.
-ვერ მოვაშლევინე ის უაზრო საუბარი და ტონი,არ აჰყვე შვილო რა...
-დალიე შენ ეს ყავა და მომისმინე.-წინ დაუჯდა ქალს.-ახლა არ დაიწყო წნევის აწევა და თავშლის შემოკვრა კარგი?
-რატი რა დააშავე შვილო?-შეწუხდა ქალი.
-სულ,რომ მეუბნებოდი ცოლი როდის მოგყავს,შვილიშვილი მინდაო,ნეტავ მომასწროს ღმერთმაო...
-რატი!-წამოდგა კაცი ფეხზე და საძინებელში შევიდა,სადაც უკვე ჩაცმული ანა კარს უკან იყო ატუზული და მისაღებში გასვლას ვერ ბედავდა.
-ნუ გეშინია,მოდი.-მოხვია ზურგზე ხელი და ოთახისკენ წაიყვანა.გაოცებულ დედასაც გაუღიმა და მის წინ დადგა ანასთან ერთად.-გაიცანი დედა ანა.
-რატი?!-გაოცება ვერ დამალა ქალმა.
-ეს დედაჩემია ნაზი,ახლა ცოტა შოკშია,მაგრამ ზოგადად მაგარი ქალია,ნუ იყურები შეშინებული.
-გამარჯობა.-ხმაჩამწყდარმა ამოთქვა.
-გამარჯობა შვილო.-წამოდგა ქალი ფეხზე და თბილად გადაეხვია.-როდის...როდის მოხდა?
-ცოლად არ მომიყვანია ნუ ნერვიულობ.-ჩაეშვა სავარძელში.-ჯერ არა.
-ბოდიში ასე,რომ გამოვიდა.-ისე უხერხულად იგრძნო ანამ თავი...
-რა ბოდიში შვილო,რას ამბობ.-მიეფერა ქალი.-შენ...ანუ შენ...
-ორსულად არის ჰო.-დაასრულა დედის წინადადება.
-ვაიმე გენაცვალოს ჩემი თავი შვილო.-დაუკოცნა ქალმა ხელები.-დაჯექი რას დგახარ?-მოისვა გვერდით.-რამდენი ხნის ხარ?
-5 კვირის...
-რატომ არ ვიცოდი ვინმე თუ გიყვარდა რატი?-გაუწყრა შვილს.-ასეთი ანგელოზივით გოგოს დამალვა შეიძლება?
-დედა...-ფრთხილად წამოიწყო საუბარი.-ახლა მომისმინე და არ გაგიჟდე კარგი?
-რატი...-ლამის მუდარით თქვა ანამ მისი სახელი.მიხვდა ყველაფრის ახსნას აპირებდა.
-ანას ძალიან ცოტახანია,რაც ვიცნობ.-შეაპარა ქალს.-უნივერსიტეტის დაწყებამდე გავიცანი...
-ერთად ასწავლით?
-დედა მოიცა.-ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი.-ცუდად გამოვიდა ყველაფერი,ჩემი სტუდენტია...
-რატი როსტომაშვილო!-შეკრა ქალმა წარბები.-გესმის მაინც რას ამბობ?
-დედა არ ვიცოდი მაშინ,ზაფხულის ამბავია.-აიქნია ხელი.-გადავიდა სხვა ჯგუფში და მეც კავკასიაში გადავალ მეორე სემესტრიდან.
-რამდენი წლის ხარ შვილო?-შეწუხდა ქალი.ახლიდან აათვალიერა გოგონა.
-ოცის არის.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი რატიმ.-ნუ უყურებ ასე,ნუ დაძაბე გთხოვ...
-12 წელი რატი,სტუდენტი გოგო...დაილია შენი ასაკის ქალები?თავში ტვინი საერთოდ არ გაქვს?ჩემი გაგიჟება რატომ გინდათ ყველას?-ხმაში სიბრაზე შეერია ქალს.
-დედა!
-ვაიმე ჩემო საბრალო გოგო,არ იტირო.-შეაშველა ქალმა ხელები.
-ბოდიში...-ამოიტირა საცოდავად.არ იყო ასეთი მტირალა,ახლა უბრალოდ ძალიან შერცხვა.
-აი საღოლ დედაჩემო რა.-გაუბრაზდა ქალს.-მერე მეჩხუბე,ცალკე.-ანას წინ ჩაიმუხლა.-ანა გთხოვ ნუ ტირი...არაფერია ისეთი,ცოტა გაბრაზდა უბრალოდ.დედის რეაქციაა.-ცერებით შეუმშრალა ლოყაზე ჩამოღვრილი სითხე.-გთხოვ ნუ ნერვიულობ რა.
-არ ვბრაზდები შვილო,გამიკვირდა,უცხო ჩემთვის...-სცადა მისი დამშვიდება ქალმა.-არ გიბრაზდები მართლა,ჩემია გასაგლეჯი,შენ რა შუაში ხარ.-ჩამოუსვა თმაზე ხელი.-არ ინერვიულო.
-ანა.-გვერდით მიუჯდა რატი.-შემომხედე აბა,რა განერვიულებს?
-რამდენ ადამიანს ვაწყენინებთ რატი...
-ჩვენ ხომ ვისაუბრეთ ამაზე?ხომ ვიცოდით რომ მოხდებოდა?-თბილად აკოცა ხელის გულზე.-დამშვიდდი,უცებ გაუკვირდა თორემ კი არ გიბრაზდება.
-არ გიბრაზდები შვილო,არა.-მეორე მხრიდან ეფერებოდა თმაზე.-ასეთი წყალობა გაქვთ უფლისგან,მინდა ბედნიერები იყოთ ორივე,შვილი გეყოლებათ,რაღა დროს გაბრაზებაა?
-არ მინდოდა ასე მართლა.-იმართლა თავი ისევ.
-მესმის შვილო,მერე რა მოხდა?-გაუღიმა ქალმა.-არ უხდება შენს ლამაზ თვალებს ცრემლები.აღარ იტირო.
-ანა გთხოვ.-მიიხუტა მკერდზე ქალი,მეტი ვერაფერი მოიფიქრა.-ოღონდ შენ ნუ ნერვიულობ რა,ოღონდ შენ არა...-ჩაეღიმა ნაზის,გადახედა შვილს როგორ ნერვიულობდა მასზე,როგორ უჭერდა ხელებს სხეულზე,როგორ არ ეთმობოდა ასეთი დარდისთვის.შეიმშრალა ანამ ცრემლები,დამშვიდდა როგორც იქნა.
-იცი როგორ მიხარია შვილო.-გაუღიმა ქალმა.-ჩემს რატის რადგან ეს ბედნიერება და ოჯახური სითბო ეღირსება მე არ ვდარდობ არაფერზე.ხომ რიგზზეა ყველაფერი?
-ხვალ მივდივართ ექიმთან,მაგრამ კარგად იქნება ყველაფერი.-მტკიცედ ამოთქვა კაცმა.ხელი შეუშვა ანას.
-გაუხარდება შენს დას...
-არ მაქვს მაგისი ნერვები რა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-მე საერთოდ არ მეხალისება მაგისი ისტერიკები.
-ვიცი,მაგრამ უყვარხარ,გაახარებს შენი ამბავი.
-დარწმუნებული ვარ.-ირონიულად ამოთქვა და ყავის ფინჯანზე თითები აათამაშა...
დაახლოებით ორი საათი დაჰყო მათთან ქალმა,უკვე საღამო იყო,ისედაც არ უნდოდა მაგდენხანს შეწუხება და წავიდა.ძალიან თბილად დახვდა ანას,ეფერებოდა და არიგებდა ათას რაღაცას,როგორც სჩვევიათ დედებს.რატის კი უბრალა თვალები,მაგრამ მომხდარს ვეღარ შეცვლიდა.უჩვეულო ბედნიერება ჩაეღვარა სხეულში,ვერ ხვდებოდა რატომ,მაგრამ მართლა ფიქრობდა,რომ ანა იქნებოდა რატისთვის ის ერთადერთი...
-ნერვიულობ?
-დედაშენი კარგი ქალია.
-ჰო,ასეა...დედაშენზე არ მეტყვი არაფერს?
-ბო*ია.-ამოთქვა მშვიდად.
-ანა!
-არ გეხუმრები,ფულისა და საჩუქრების სანაცვლოდ უწვება კაცებს.-მის გაბრაზებულ სფეროებს შეაგება თავისი.-არ ველაპარაკები.
-მამა?
-და მამაშენი?-შეუბრუნა კითხვა.
-მკვდარია.
-ჩემიც,მხოლოდ ჩემთვის.-დაამატა ბოლოს.
-დილით რვაზე უნდა გავიდეთ სახლიდან,ადრიანადვე ჩაგვწერა ექთანმა.
-ასე ჯობია.-გაუღიმა კაცს.მაგიდას მიუჯდა და საკონსტიტუციო გადაფურცლა.საერთოდ არ გრძნობდა მის სახლში თავს უცხოდ.უცნაური იყო ყველაფერი,რატი იყო სხვანაირი და არ აგრძნობინებდა არაფერს.გული ამოვარდნას ჰქონდა,ვერ იჯერებდა,რომ ხვალ თავის პატარას ნახავდა...
ისევ მის გვერდით დაძინების უფლება მისცა კაცს.არ უნდოდა ასე ცალკე ყოფნა.უხერხულად იყო,როდესაც ორ მეტრიან კაცს დივანზე მწოლიარეს ხედავდა და თანაც რატი არ იყო ის კაცი,რომელსაც უნდა მორიდებოდა.
რა უნდოდა მისგან?ჰო დიდი იყო,ილაპარაკებდა ხალხი,მაგრამ მოსწონდა...
საკუთარი თავი სძულდა ამის გამო,მაგრამ მოსწონდა მისი სიახლოვე,იქაც ბათუმში,ამიტომ იყო მასთან ასე ახლოს,ბინაშიც ამიტომ მისცა უფლება,რომ ეკოცნა და აქაც...აქაც ამიტომ იყო,მის შვილს ამიტომ ზრდიდა სხეულში...
ადრიანად გაეღვიძა დილით,უცნაური ღებინების შეგრძნება ჰქონდა,მაგრამ მხოლოდ ამით შემოიფარგლა.მალევე გადაუარა და მძინარე კაცს ისევ გვერდით მიუწვა...ბეჭებზე გადაშლილ ფრთებს დაუყვა ისევ,ძალიან ნაზად გადაუსვა თითები,იმ თევზებსაც დააკვირდა საერთო,რომ ჰქონდათ და უნებურად ღიმილი შეეპარა მის ბაგეს.
-რატომ ვერ ისვენებ ამ დილაუთენია?-თვალები არ გაუხელია ისე ამოთქვა და თავი მისკენ მიაბრუნა.დენდარტყმულივით სწრაფად მოაშორა ხელი მის სხეულს.
-გეღვიძა?
-გავიგე,რომ ადექი...ცუდად ხარ?
-არა.-თავი გააქნია უარის ნიშნად და უნებურად აღმოჩნდა მის მკლავებში მოქცეული.ხელი მოხვია კაცმა და თავი მსუბუქად ჩამოაყრდნო მის მუცელს.
-დაიძინე მაშინ,ადრეა ჯერ.
-ასე უნდა იწვე?
-ჩახუტებული ძილი მიყვარს,რადგან გამაღვიძე აიტანე.-ხრინწიანი ხმით უთხრა და ისევ ძილი განაგრძო...
მის აბურდულ თმაში ახლართა თითები ანამ და თავადაც მილულა თვალები...



***
საავადმყოფოს სუნს ვერ იტანდა,თუმცა ვის უყვარს არა?პროცედურამდე მიმღებში თანხა გადაიხადა და კიბეებზე მასთან ერთად ავიდა.უამრავი ორსული შენიშნა რატიმ.ზოგი მარტო იყო,ზოგს დედა ახლდა,ზოგი ორ შვილთანერთად ჩამომდგარიყო რიგში,ზოგს ქმარი ამხნევებდა...მარტო მდგომ გოგონას უმზერდა შორიდან,უცებ გული მოეწურა.წარმოიდგინა რომ ანას შესახებ ვერასოდეს გაეგო და ასე მარტო მდგარიყო დერეფანში...არ დაუშვებდა მსგავს რამეს არასდროს,როგორი დაკავებულიც არ უნდა ყოფილიყო...
-ანა დოლიძე.-გამოაცხადა ექთანმა და თვალი მოავლო ირგვლივ მდგომებს.წამოდგა ფეხზე,ღიმილით მიესალმა გოგონას და კაბინეტში შეაბიჯა.
-თქვენ არ შემოხვალთ?-ახედა რატის.
-არა...მე...მე აქ მოვიცდი.-კედელს მიეყრდნო,მოძებნა ოთახში ანას თვალები.
-შემოდი რატი.-სულ ოდნავ გაუღიმა.ორივე ნერვიულობდა,არ უნდოდა მარტო ყოფნა და სინამდვილეში არც რატის სურდა გარეთ დგომა...
-აქ დაწექი აბა დედიკო.-გაუღიმა ქალმა.-შენზე გამაფრთხილეს კარგად მიხედეო,გეგონება ვინმეს ყურადღებას ვაკლებდე.-ჩაიცინა მაშინვე.
-ვინ გაგაფრთხილათ?-გაიკვირვა ანამ.
-ნიტა ჩემი ოჯახის ახლობელია,ორივე ბავშვზე ჩემთან დადიოდა...
-სანდროს ცოლია.-აუხსნა რატიმ.
-შარვალი ოდნავ ქვემოთ ჩასწიე კარგი?-ისედაც დაბალწელიანი შარვალი კიდევ უფრო ქვემოთ ჩააწევინა.-ცოტა ცივი იქნება.
-არაუშავს.-ყრუდ ჩაილაპარაკა და გვერდით მდგომ რატის გადახედა მოსვენებადაკარგული თითებს,რომ იმტვრევდა.
აპარატი მოამზადა და მოატარა მის სხეულზე.არაფერი ჩანდა ეკრანზე ნაცრისფერი სივრცის გარდა,რომელიც ბურუსს უფრო ჰგავდა.გაკრთა წამში ეკრანზე პატარა,შავი წერტილი.ლაქას უფრო ჰგავდა,ვიდრე რაიმე სხვას,გაოცებული შესცქეროდა ორივე ეკრანს,ვერაფერს ხედავდნენ,არაფერი ესმოდათ,მაგრამ იმედით ჰქონდა მაინც ორივეს თვალები სავსე.
-აქ არის თქვენი პატარა.-კარგად შეაბრუნა ეკრანი და თითი დაუდო.-სისხლდენა ხომ არ გქონია?
-არა...
-ტკივილი?
-არა...
-კარგი გენაცვალე...-გაუღიმა ქალმა,რაღაცები უკარნახა ექთანს.აღარაფერი გაუგონია რატის.იმ წერტილს მიშტერებოდა ეკრანზე,რომ მოჩანდა.განა ამაზე მაგარი გრძნობა არსებობდა დედამიწაზე?ინსტინქტურად იპოვნა ანას თითები,მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა.
-მადლობა ანა.-ჩუმად ამოთქვა და თმაზე მიეფერა.მადლიერი იყო ღმერთის,რომ ეს სასწაული არგუნა და მადლიერი იყო ქალის,რომ ამ ყველაფერის ქონის უფლება მისცა...
ძალიან სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა.ესაუბრა,დაარიგა კვებასთან დაკავშირებით ყველაფერი,მომდევნო ექოსკოპიაზე.ზუსტად ორ კვირაში დაიბარა ვიზიტზე,რომ გულისცემა მოესმინა.დღეს არ ჩანდა,ადრეული ვადაა და არც იყო გასაკვირი.
მკაცრად აუკრძალა ალკოჰოლი,სიგარეტი...თმის შეღებვაზეც ურჩია მეორე ტრიმესტრამდე თავი შეეკავებინა.ეს ნამდვილად არ იცოდა და გაუკვირდა.ალმური მოედო სახეზე ინტიმურ კავშირზე,რომ გადავიდა ქალი და მხოლოდ იმ შემთხვევაში ერიდეთ სისხლდენა ან მუცლის ტკივილი თუ გექნება და მაშინვე ჩემთან მოდიხარო.
ასე გაჩნდა წერტილის პირველი ფოტო მაცივარზე მიკრული...
იმავე დილით მედია აჭრელდა ახალი ამბებით.სოსო მანჭკავამ საქართველოს უნივერსიტეტი იყიდა...
-ნაბი*ვარი მამაჩემი!-ეწუწუნებოდა თამროს.-აქაც მომაგნო,გიჟია.
-ანა მე ძალიან მეშინია...რას იზამს,როცა შენი და რატის ამბავს გაიგებს?
-რისი გეშინია თამრო?ერთი აქ მაკლდა კონცერტის მოწყობა და მოვაწყობ,რადგან თავს არ მანებებს...
-ანა გთხოვ თავს გაუფრთხილდი,არ მიაქციო ყურადღება!
-მიწვევს,სპეციალურად აკეთებს!ისიც არ ვიცოდი უნვიერსიტეტი თუ იყიდებოდა!
-არ იყიდებოდა,არაფერი შემხვედრია მაგაზე საერთოდ!
-როდის ეტყვი რატის?-ჩაეკითხა ლევანი.
-და რა ვუთხრა?იცი მამაჩემს ბევრი ფული აქვს,შეყვარებული მისგამო დამეღუპა და ახლა შენი უფროსი გახდათქო?
-კარგი ანა,ნუ ბრაზდები მაშინვე.-დაუყვავა კაცმა.-ოდესმე ხომ გაიგებს.
-ახლა ვერ ვეტყვი.-თავი გააქნია და მობილური გვერდით გადადო,სახლში დაბრუნდა როსტომაშვილი...



***
კვირას დილით გვერდით მიუჯდა კაცი.მობილურს ათამაშებდა ხელში.მოუსვენრად იყო...
-ანა!-ლამის შეჰყვირა.წამსვე ასწია თავი.
-რაიყო?
-არ გინდა ჩემი მეგობრები გაიცნო?
-მე?-ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი.
-ჰო,უნდათ შენი გაცნობა,გოგოებს განსაკუთრებით.
-მოვიდნენ რატი...აქამდე რატომ არ თქვი?
-რავიცი,არ მინდოდა შემეწუხებინე,მაგრამ გვანცამ დამღალა მართლა.
-ნიკუშას ცოლი არა?
-ჰო.კარგები არიან ძალიან,მოგეწონება ყველა.
-რა გავამზადო?
-რა უნდა გაამზადო გოგო?-ჩაეცინა კაცს.-გამოვიძახებ პიცას.
-ასე როგორ შეიძლება რატი?
-ექიმმა გითხრა შენ ზედმეტი არაფერი აკეთოო.
-არ უთქვამს ასე,მძიმეები არ ასწიო და არ გადაიღალოო.
-იგივეა.-აიქნია ხელი.-ხუთისთვის რომ მოვიდნენ?
-მოვიდნენ რატი,მე რას მეკითხები?-გაუკვირდა.მანაც სწრაფადვე გააგზავნა შეტყობინება მეგობრებთან და ახლიდან ააფორიაქა.რომ არ მოსწონებოდათ?რომ არ მიეღოთ რატის არჩევანი?ამაზე საერთოდ რატომ ფიქრობდა?მაინც ენერვიულებოდა,უცხო იყო ეს ყველაფერი მისთვის...
ასეთი მხიარული როსტომაშვილი არ უნახავს თავად არასდროს...უჩვეულოდ ბედნიერი იყო.სიხარულით შეხვდა ყველა.ნინი და ტასო გვერდით შემოუსხდნენ და მისი თმის აბურდვით დაკავდნენ.არაფერი გააკეთებინეს გოგონებმა.სუფრა თავად გაშალეს,ყველაფერი იცოდნენ სადაც იყო და არ შეაწუხეს ჩვენი ქალბატონი.
სანდრო?სანდრომ როგორი სიხარულით მიიღო თქვენ არ იცით.გადაეხვია,გულში ჩაიკრა გოგონა.ძალიან ბედნიერი იყო რატის მდგომარეობით და მერე რა პატარა გოგო თუ შეუძვრა გონებაში?
იცინოდა მათთან ერთად,ხან ერთ პატარას მიეფერა,ხან მეორეს.უჩვეულო სითბოს გრძნობდა მათგან.ოჯახი იყო,რომელიც არასოდეს ჰქონია.
-მე მეორეზე ორსულად რომ ვიყავი წითელ ღვინოს ვსვამდი,მისწრება იყო.-იცინოდა ნიტა.
-ძლივს წავართვი ხელიდან მესამე,რომ მოიყუდა.-დაეთანხმა სანდრო.-მარტო თქვენ რომ ერთობით არ მსიამოვნებსო.
-ყველა სვამდა და მე ვიჯექი ასე.-წარბი აუწია ქმარს.-ისევ მახსოვს დალევა რომ არ დამაცადე.
-1 კვირა არ მელაპარაკებოდა.-გაუცინა ანას.
-მერე როგორ შეიძლება?
-არ შეიძლებოდა,მაგრამ ასეთია,აიტეხა უნდა დავლიოო და მეორე დღეს შუადღემდე ეძინა,ვამოწმებდი ცოცხალი იყო თუ არა.
-იცი რა ტკბილად მეძინა?მეექვსე თვეზე დალიე ცოტა.-შეაპარა მაინც.
-ნიტა მესმის!-თვალები დაუბრიალა რატიმ.
-მამიკო რატი გაბრაზდება ახლა.-გაიცინა გვანცამ.-ვაიმე რა გაგიძლებს შენ,საბრალო ანა.
-რა გინდა გოგო?-გაეცინა მასაც.
-დაფეთებული იქნები სულ,გააგიჟებ გოგოს.
-შენ გახსოვს მშობიარობა რომ დაგეწყო და ვერ გაიგე?-წარბი აუწია.-წყნეთში ვიყავით და რავიცი მტკივა,მაგრამ მოვითმენ დილამდეო.
-ახლა შენ ნუ მიხსენებ ეგეთ ამბებს.-მოუღერა ჩანგალი.-არ უსმინო ამას გაგაგიჟებს.ნერვიულობ?-ჩუმად ჰკითხა ანას კაცს სასმლის ჭიქებს რომ უთვლიდა.
-ცოტას.
-იცი რა კარგი სიმთვრალე აქვს?ფხიზელიც ხომ კარგია,მაგრამ მთვრალი უფრო.-მიეფერა გვანცა.-არც ორსულობაზე ინერვიულო,დაგვირეკე მე და ნიტას.
-მე დამირეკე,ორი მყავს.-გადაულაპარაკა ნიტამ.-ეგ არასოდეს პასუხობს ტელეფონს.
-მესამეც გვინდა არა?-წარბები აუთამაშა სუფრის ბოლოდან სანდრომ.
-შენ გინდა ჩემი გაშლილი მარჯვენა მოგხვდეს?-დაემუქრა ქმარს.მეორე ორსულობაზე 46 საათი სტკიოდა მუცელი.
-ნოა მა გინდა პატარა და ან ძმა?
-მინდა.-ამაყად განუცხადა.-ძმა მინდა,დები მყავს უკვე!-გადახედა ნინის და ტასოს.
-ბავშვს ძმა უნდა.-ჩაეცინა ნიკუშასაც.
-შენ გააკეთე ძმა ტასოსთვის,მე დავხურე ქარხანა.-დაუბრიალა თვალები ორივეს.
-უარი მითხრა ჩემმა ცოლმა და ხო არ დავაძალებ.
-გინდა შენ?-გადახედა ქმარს.
-ვის არ უნდა შვილი გოგო?-გაეცინა ნიკას.-უარი ხო მითხარი.
-არ ჰქონდა მაგ უარს აზრი.-აღარ უნდოდა გაწელვა.ყველა იქ იყო ვისთვისაც ამ ამბის გამხელა უნდოდა.
-რა?
-ეყოლება ტასოს და ან ძმა მალე.
-გვანცა?!-გადახარა კაცმა თავი,თვალებში შეაციცინდა ცოლს.
-ჰო ნიკო.-ღიმილით დაუქნია თავი.წამოხტა ამაშუკელი ფეხზე,ჩაეხუტა ცოლს,3 წლის იყო უკვე ტასო,სულ უნდოდა მეორე შვილი ნიკას,მაგრამ თუ გვანცას არ ენდომებოდა რანაირად?თანაც პირველ წელს ვერც გაუბედავდა ისეთი ჭირვეული გახლდათ ქალბატონი...
-როგორ ძალიან მიყვარხარ ხომ იცი?-თბილად აკოცა ცოლს ლოყაზე და თითები მის თმაში ახლართა.-მეორე გვეყოლება...
-ჰო,ახლა სამი ერთად გაგაგიჟებთხოლმე.-გაუცინა ქმარს.
-უყურეთ ამას,მე როგორ არ მითხარი ჰა?-დაუბრიალა მეგობარს თვალები ნიტამ.
-გუშინ გავიგე საღამოს,როდის გეტყოდი.-იმართლა თავი და მასაც გადაეხვია.
-აღარ იქნება შენი ბავშვი მარტო,მეორე ამაშუკელიც გზაში ყოფილა.-რატის გაუცინა სანდრომ და პატარა დასავით მიიხუტა გვანცა.-ამჯერად ბიჭს ველოდებით.ყველას უნდა გვყავდეს ერთი გოგო,მეორე ბიჭი.
-აბა მესამეს რისთვის მთხოვდი?-თვალებმოჭუტულმა გახედა ქმარს.
-ოთხ შვილს დამპირდი შენ.-კალთაში ჩაისვა ცოლი.-ორი კიდევ დაგრჩა.
-მაშინ დებილი ვიყავი,მეგონა ჰოპ და ჩნდებოდა ბავშვი.მეორე რომ გაგიჩინე მადლობა მითხარი.
-ვაიმე ნიტა.-თბილად აკოცა ხელებზე ქალს.-შენ მყავდე და სულ არ მინდა მეტი...იქ რომ გნახე როგორ ძალიან გტკიოდა,მე რომ ვერ გეხმარებოდი...არა მეტი შვილი არ გვინდა,ბიჭიც გვყავს და გოგოც.-წამსვე წაიღო უკან თავისი სიტყვები.
-ორი ჰყავს გოგოს გასაჩენი,აცადეთ.-გადახედა ანას.
-ერთიც არ ითვლება ჯერ,წერტილია ჩვეულებრივი.-გაეცინა ანას.
-რატის როგორ უყვარს ბავშვები იცი?-ნიადაგი მოსინჯა გვანცამ.-მისნაირს მინიმუმ სამი უნდა გაუჩინო.
-ჰო,აუცილებლად.-ნერვიულად გაეცინა და რატის გადახედა.უყურებდა...დიახ უყურებდა,მის რეაქციას ამოწმებდა...თბილი,ნამთვრალევი მზერა ჰქონდა...კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა...
თავი გაიგიჟეს გოგონებმა ჩვენ უნდა აგალაგებინოთ სუფრაო და იქამდე არ წავიდნენ სანამ ყველაფერი არ მიალაგეს.ძალიან კარგები იყვნენ,წუნი ვერ უპოვნა ანამ,მალევე გაუშინაურდა.დედა არ ჰყავდა ორსულობის დროს რომ დაერიგებინა,სამაგიეროდ აწი უკვე ჰყავდა შვილიანი მეგობრები...
შხაპი მიიღო კაცმა,ცოტა გამოფხიზლდა და წელს ზემოთ შიშველი შევიდა ოთახში.უკვე იწვა ანა,ხვალ 12 საათზე იწყებდა,ამიტომ ძალიან ადრე არ მოუწევდა ადგომა.დააიგნორა მამის და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ძმის მესიჯებიც და კაცს გახედა თმას რომ იმშრალებდა სარკის წინ.ამჯერად მიპატიჟების გარეშე მიუწვა გოგონას გვერდით.თანაცხოვრების ერთი კვირაც გადააგორეს...
-კარგი მეგობრები გყავს ძალიან.-დაარღვია სიჩუმე.
-მათაც ეს მითხრეს შენზე,კარგი გოგო გიპოვნიაო.-ჩაეღიმა კაცს.
-იცი როგორ ვნერვიულობდი?
-ვიცი,რატომ ვერ ვიგებ.
-რავიცი,მინდოდა ყველას მოვწონებოდი.
-მოსწონხარ ყველას ანა,მოეშვი.-თბილი ხმით უთხრა და მისკენ მიიწია.უნებართვოდ შეეხო მუცელზე და თვალები დახუჭა.აღარ გაუგრძელებია.მიხვდა დაღლილი და ნასვამი ახლა ძილს საჭიროებდა და თავადაც იგივე გააკეთა...



***
მომდევნო ერთი კვირა ჩვეულებრივ გავიდა,ერთი ის იყო რომ ოქტომბერს ნელ-ნელა ეპარებოდა სუსხი და ამინდიც გაუარესდა.ყველაფერი იდეალურად ჰქონდა უნივერსიტეტში,ფაქტობრივად არ მეცადინეობდა,ერთხელ გადაიკითხავდა მასალას და უმაღლეს შეფასებას იღებდა.მეც ხომ არ ჩავაბარო თავიდან?სახალისო ჩანს...
თომას იმ ყავაზე გაჰყვა პირველი დღიდან რომ ახვეწნინა.ისევ ატყუებდა სხვაგან გადავედიო და სახლამდე მიყვანის უფლება ისევ არ მისცა...
უკვე ძალიან მობეზრდა რატის ქება-დიდების მოსმენა.რამდენჯერაც კაფეტერიაში დაინახავდნენ გოგონები მის გარეგნობაზე საუბრობდნენ,უცნაურად იქცეოდნენ...რა იცოდნენ თავად ანას მაგ კაცის გვერდით რომ ეძინა ყოველ ღამით...
რაღაც მოხდა რატის თავს,თუმცა არ ამბობდა.შეფიქრიანებული დადიოდა,ხან რამდენიმე საათი უაზროდ იჯდა სავარძელში და ვითომ ფეხბურთს უყურებდა...დამიჯერეთ საერთოდ არ დაუნახავს მამარდაშვილი რომ აღმართულიყო ჩვენს კარში და არცერთ ბურთს რომ არ უშვებდა კარში.
მამამისი ნახა უნივერსიტეტში.დაინახა თუ არა ისე სწრაფად გაირბინა დერეფანი თვალი ვერ გააყოლა ვერავინ.არ უყიდია უნივერსიტეტი შვილის გამო,ეს ხომ სისულელე იქნებოდა,თუმცა კარგი შანსი იყო ქალიშვილის შემოსარიგებლად...
-ისევ ვერ ვიჯერებ!-ცოფებს ყრიდა მარიამი.
-დაი*იდე რა.-თავი გააქნია სალიმ.
-იმ სულელს 5 ქულა დაუწერა ქვიზში და მე 3...მთელი სემინარი ტელეფონიდან გადაწერა...
-ვიცი,ვიცი.-ზურგზე ეფერებოდა მეგობარს.
-ვერ წარმოიდგენ რა მოხდა!-თვალები დააკვესა.
-რაიყო?
-საერთოდ აღარ ვფიქრობ რომ ბატონი რატი კარგია!-გასცრა ანას ტანში.
-რატომ?
-კირა როა შუბითიძე.
-ბლაყვი!-დაამატა სალიმ.
-მერე?
-მერე ორი კვირაა ყველაფერში მაღალ ქულებს უწერს!არაფერს სწავლობს და მაქსიმალური ქულები აქვს,რანაირად?
-ალბათ სწავლობს,ისე როგორ დაუწერდა.-ივარაუდა თომამ.
-იქ არ ზიხარ?-დაუბრიალა ბიჭს თვალები.-მთელი სემინარი გადაწერა.
-ვერ დაინახა და ჩაგეშვა მაშინ.
-მშვენივრად დაინახა,სპეციალურად არ თქვა!-აფეთქებას იყო გოგონა.
-რომ დაენახა არ იზამდა.-ჩაერია ანაც.-სისულელეა,აფასებს ძალიან სწავლას.
-არ გჯერათ?იწერდა გეფიცებით!
-გვჯერა მარ.-მიეფერა სალი.-არამგონია რაიმე მიზეზით იმ ქულას უწერდეს,რომელსაც არ იმსახურებს.
-ვნახოთ შეალედურზე რას იზამს!-თვალი გააყოლა ქუსლიანებზე შემდგარ გოგონას.-ფეხი წამოუდოს ვინმემ ხო შეიძლება...
შეფიქრიანებული წავიდა სახლისკენ.ხვალინდელი ლექცია ისევ უცდებოდა.ბატონი ზაზა მომდევნო კვირიდან იწყებდა გაცდენილის აღდგენას.სახლში მისულს რატი არ დახვდა,ცოტა მიალაგა იქაურობა და სერიალის ყურება დაიწყო.აანერვიულა რატის დამოკიდებულებამ.ნეტავ სხვა სტუდენტებთანაც ხომ არ ჰქონდა ურთიერთობა?რაღაც ვერ იყო რიგზზე...კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა.წამოდგა ფეხზე და გამოაღო.მაღალი,შავგვრემანი გოგონა დახვდა.გაკვირვებული მიაჩერდა,თუმცა არაფერი უთქვამს გამარჯობის მეტი.
-სახლშია?
-არა.
-დაველოდები.-უხეშად გასწია გვერდით და კაკუნით შევიდა ბინაში.-შენ ხარ ის გოგო?
-ვინ გოგო?
-ჩემმა ძმამ რომ დააორსულა!
-ანა მქვია!-მიუგდო მკვახედ.
-ვიცი,მითხრა დედამ...მე ცირა ვარ.-გაუღიმა და დივანზე ჩამოჯდა.
-დავურეკავ და ვეტყვი რომ ელოდები.
-არ არის საჭირო,სანდრომ იცოდა და ეტყოდა.-რაღაც ამაზრზენ ღიმილს არ იშორებდა სახიდან.
-დალევ რამეს?
-არა,მოდი დაჯექი არ ვიკბინები.-ჩამოჯდა იქვე ახლოს.-როგორ მიდის ორსულობა?
-კარგად არის ყველაფერი,მადლობა.-სუსტად გაუღიმა.საშინლად არ მოეწონა ეს გოგო.
-ჩემი ძმა?
-ვერ გავიგე.
-გაქცევს ყურადღებას?
-რა თქმა უნდა,ძალიან კარგად მექცევა.
-ჯერ ეგრე იზამს,მერე აურევს.-ჩააწვეთა მაინც.-პატარა გოგო გამოგიჭირა...
-არავის გამოვუჭერივარ!-არ დაუხარა თავი,როგორც დაარიგა.-პასუხისმგებლობა აიღო მომხდარზე!
-ამაზე მაინც აიღოს პასუხისმგებლობა,სხვა არაფერზე აპირებს მაინც.
-რაიმე პრობლემა გაქვს რატისთან?-გაიკვირვა,თანაც აინტერესებდა.
-პატარა გოგო.-გაუცინა.-აქ გადმოგიყვანა საცხოვრებლად,ცოტა ყურადღებას გაქცევს და გგონია კარგი ბიჭია?-დაინახა როგორ შეირხა მისი სახის ნაკვთები.ამაყად გაუგრძელა.-შენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი.რამეს თუ მიიღებს ბავშვიც ვერ გიშველის...
-რას ამბობ?
-ნარკომანია შენი ბავშვის მამა.-კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.-არ იცოდი?
-რას გულისხმობ?
-უკონტროლოა შენი რატი,რომელსაც სახლში გამოჰყევი ძვირფასო ანა,ერთ დღესაც აღარ შეიკავებს თავს და ვერ გადაურჩები!
-რას ამბობ?ხომ არ გაგიჟებულხარ?-შიშისგან ტანში გასცრა.
-ასეთ მდგომარეობაში როცაა თავს ვერ აკონტროლებს,მამა სცემა სასიკვდილოდ!
-„დაიღუპა მამაჩემი“-გაახსენდა მისი სიტყვები.
-ხან ჭკუიდან იშლებოდა ანა,ყველაფერს ამტვრევდა,მისი დამშვიდება უნდოდა მამაჩემს და ისე სცემა...ბიძაჩემი ზის მის გამო ციხეში!-ზიზღით ამოთქვა.-მან დაიბრალა ჩემი ძვირფასი ძმის გმირობა.
-რატი არ არის ასეთი...
-ჰო,არ არის ასეთი,როდესაც ფხიზელია...გინახავს კაიფში მყოფი?
-„სხვა რაღაცებიც მაქვს გინდა?“-გაახსენდა დანიელის სიტყვები.
-არა.-გააქნია თავი.
-ანა შენს ადგილას წავიდოდი,ასეთი კაცისგან შვილის გაჩენა...ნუ შენი გადასაწყვეტია მაინც!სურვილი შეიპყრობს ერთ დღესაც,ბავშვს რამე რომ დაუშავოს?-ცრემლებით აევსო თვალები.ნუთუ ვიღაც ავადმყოფი იყო მისი შვილის მამა?-არ ინერვიულო,მგონი ზედმეტი მომივიდა...
-არა,არაუშავს...-ის იყო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როსტომაშვილი რომ შემოვარდა სახლში.
-გამარჯობა ძამიკო.
-აქ რას აკეთებ?-შეუღრინა დას.ანას გადახედა,შეამოწმა ხომ კარგად იყო.
-არ მომნატრებიხარ ეს თუ გაინტერესებს.-ირონიით უპასუხა.-საბუთებზე მომიწერე ხელი და წავალ.
-რა საბუთებზე?
-სახლის გაყიდვას ვაპირებ,ხომ გითხრა დედამ?
-მითხრა!კარგად ხარ ანა?
-რაიყო ხომ არ გეგონა დავახრჩობდი?-სასაცილოდ არ ეყო ცირას.-მომიწერე ხელი და მივდივარ.-გაუწოდა ფურცლები.ყურადღებით გადაიკითხა ყველაფერი,არ იყო სანდო მისი და.საბოლოოდ საეჭვო არაფერი იყო,სახლის წილიდან ნახევარი მას ეკუთვნოდა,შესაბამისად ნახევარი თანხა დარჩებოდა.-ნახვამდის ანა,გამიხარდა შენი გაცნობა.
-მეც.-ყრუდ ჩაილაპარაკა.თვალი გააყოლა გოგონას ამაყად რომ დატოვა სახლი.
-გაწყენინა?-მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი,თუმცა არ მიიკარა,ამდენივეთი დაიხია უკან ანამ.-ანა?!
-წასვლა მინდა.
-სად?
-ლევანისთან დავრჩები!
-ანა?!-ცერად გადახარა თავი,მიხვდა რაღაც არ იყო ისე.
-აქ ვერ დავრჩები.-ამოთქვა ძლივს.
-რას ამბობ?რა სისულელე გითხრა?
-მამაშენი მკვდარია ხომ ასეა?
-მერე?-წარბი ასწია კაცმა.
-მითხრა რომ სასიკვდილოდ სცემე...
-ანა.-ნერვიულად ჩაეცინა.-ხომ არ გაგიჟებულხარ?-მიხვდა როგორ არასწორად დააკავშირა ფაქტები ერთმანეთთან.
-წასვლა მინდა!-აუქცია გვერდი და საძინებელში შევიდა.გახსნა ცარიელი ჩემოდანი.
-შემომხედე და დამელაპარაკე!
-მისმინე რატი მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა რომ ნარკომან კაცს გავუმკლავდე,საკუთარ თავს ვერ მივხედე,ახლა ბავშვიც დამემატა და შენი ამბავი საერთოდ...
-რას ბოდავ?-გაოცება ვერ დამალა.
-შეცდომა იყო ჩემი აქ გადმოსვლა,რა სულელი ვარ...-პირდაპირ ჩემოდანზე გადმოყარა ნივთები.
-ახლავე შეწყვიტე!-ხელიდან გამოჰგლიჯა ტანსაცმელი.-რას ბოდავ ანა?
-არ მინდა ჩემს შვილს ნარკომანი მამა ჰყავდეს,ისედაც არ არის დალხენილი დედის ხელში და...
-ჩემიც არის ანა,არ მოგცემ უფლებას წახვიდე და აქეთ-იქით იხეტიალო,არ მოგცემ უფლებას რამე დაუშავო!
-შენნაირი მამა რომ ეყოლება დაშავებაა უკვე!-ისტერიულად დაუყვირა.ვერ მიხვდა ასე უცებ რა დაემართა.
-რა გინდა ანა რატომ მაგიჟებ?-ჩაეღიმა უნებურად.ხელები მოხვია სახეზე.
-ნარკომანი ხარ.
-ცირამ გითხრა ეგ სისულელე?ხანდახან ვსვამ კიდეც და ანუ ლოთი ვარ?
-გამიშვი...
-დაჯექი და მომისმინე,ჩემი ალქაჯი დის მოსმენა არ გარგებს შენ.
-გამიშვი...
-დაჯექი!-უფრო მომთხოვნი ჰქონდა ტონი.
-რატი...
-არ ვარ ნარკომანი.-მის წინ ჩაიმუხლა და ნაზად შეახო თითები სულ ოდნავ მოზრდილ მუცელზე.-არაფერს აღარ მივიღებ,არც კი დავლევ,ოღონდ ნუ ნერვიულობ რა.-ქვემოდან ახედა ქალის ცრემლიან სფეროებს.-ვიცი რთულია,მესმის ჰორმონებიც გახრჩობს ახლა,წავიკითხე…შვილს ელოდები თან უცნობი კაცისგან,შენზე 12 წლით უფროსი ვარ…-ნერვიულად მოისრისა კეფა.-ხანდახან ვიღებდი,მაგრამ არაფერს სერიოზულს...იმ ღამის მერე არაფერი გამიკეთებია კაიფისთვის.არ ვიყენებ და არც ნარკომანი ვარ,ჩემი და აფრენს ანა.-თბილად აკოცა ხელის გულზე.
-მახსოვს დანიელმა შემოგთავაზა...
-პასუხიც მოგესმინა მერე!-ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი.-არც ნარკომანი ვარ და არც მოძალადე,უნდა მენდო ანა.-მიეფერა ცრემლიან სახეზე.-არ ხარ შენ ასეთი იმპულსური,დაფიქრდი რა.
-მამაშენს რა დაემართა?რატომ ზის ბიძაშენი ციხეში?
-მამაჩემი ავარიით დაიღუპა,არ მომიკლავს.-მის გვერდით დაჯდა.-ბიძაჩემი ჩემს გამო ზის ციხეში,მამაჩემი ვცემე და მან აიღო დანაშაული საკუთარ თავზე.სრულიად ფხიზელმა ვცემე საერთოდ არ მჭირდებოდა მაგისთვის რაიმეს მიღება!
-რატომ?
-არ აქვს ამას მნიშვნელობა!არასოდეს გაბედო ჩემი დადანაშაულება მითუმეტეს მაშინ,როდესაც არ იცი სიმართლე!-გაუწყრა თითქოს.-რატომ არ მეკითხები?რატომ იღებ იმპულსურ გადაწყვეტილებებს?
-მე...
-და სად მიდიოდი ასე, ამ მდგომარეობაში?რომ არ მოვსულიყავი ხომ უნდა გადამეტრიალებინა მთელი ქალაქი?-ბრაზი შერეოდა ხმაში.
-საკუთარი და რატომ ლაპარაკობს შენზე ასეთებს?
-რადგან არ იცის რატომ ვცემე ძვირფასი მამა!ჰგონია ნარკოტიკების გამო მოხდა,ამიტომაც ცდილობს ყველაფრის არევას,მაგრამ შენ ანა...შენ არ უნდა გეპარებოდეს ჩემში ეჭვი!არაფერი გამიკეთებია შენთვის ისეთი რომ ცუდად გეფიქრა! დაგიშავე რამე?გაწყენინე?
-არა...
-აბა რატომ გაქვს ასეთი რეაქცია?ასეთი დამოკიდებულება?
-მე შენ არ გიცნობ.-ჩაილაპარაკა ყრუდ.
-არ მენდობი?კარგი მესმის,ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ყველაფერი,მაგრამ სახლიდან გაქცევა ანა?ხომ არ აჭარბებ?-ნაწყენი ხმა ჰქონდა.
-მეშინია და ვნერვიულობ რატი!-ვერ მოისვენა მაინც.-არ მინდა გავიღვიძო და მივხვდე ვიღაც მანიაკთან ვცხოვრობ,მანიაკს გავუჩინე შვილი...
-მაგას ხედავ ჩემგან?მანიაკი ვარ და რამეს დაგიშავებ?შემომხედე ანა.-თითები აატარა სახეზე.-მსგავსი სისულელე არ გაიმეორო არასდროს,მსგავს რამეს არასოდეს ვიკადრებ...
-არ ვარ ასეთი რატი.-უხეშად შეიმშრალა ცრემლები.-თავს ვერ ვერევი...
-მესმის.
-მაპატიე...
-არ გიბრაზდები,არ იტირო.-თბილად აკოცა ლოყაზე და მკერდზე მიიხუტა.-გთხოვ რაც არ უნდა გაიგო მოდი ჩემთან და მკითხე,მითუმეტეს ცირას საუბარს არ დაუჯერო არასდროს!
-თავს ვერ ვაკონტროლებ,ასეთი იმპულსური არ ვარ...
-ნუ ნერვიულობ რა...არაუშავს,გაგივლის მალე.-თბილად კოცნიდა თმაზე.
როსტომაშვილის წყევლა იყო მისი არეული ოჯახი...



***
ადამიანები როგორც კი გავიფიქრებთ რომ ამაზე მეტად ბედნიერები ვერ ვიქნებით ყველაფერი იცვლება...
ანას ეგონა რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ იქნებოდა,როდესაც მამის კლანჭებისგან გათავისუფლდებოდა.არ ვამეტებ...დასანახად ვერ იტანდა მამამისს...ის ახსენებდა ყველაფერ ცუდს,რაც დუდას უკავშირდებოდა...
თავად როსტომაშვილისთვის რომ გეკითხათ მოძალადე მამისგან დედის დახსნა იყო ბედნიერება...რამდენჯერ შეუპარებიათ მამის სიგიჟეები ნათესავებს,მაგრამ ვერ გაუგია.ხუმრობით ნათქვამი სიმართლე ვერ გაუაზრებია და ამიტომ იყო ასეთ დღეში ახლა...
რატის სულ სცემდა...ბავშვობიდან აწამებდა...ცირასთან სხვანაირად იყო,ალბათ იმიტომ რომ ცირა საყვარელი ქალისგან ჰყავდა...ნაზი ძალით მოაყვანინეს და ზიზღი ჰქონდა მისი ყოველთვის...ამიტომაც დადიოდა სხვა ქალებთან,ასე ეყოლა გოგონა.
ცირა? ცირას ძალიან უყვარდა ნაზი,რადგან დედა მასზე მშობიარობას გადაჰყვა და მისი გაზრდილი იყო.
მხოლოდ ერთხელ ნახა როსტომაშვილმა ნაცემი დედა,გაუფრთხილებლად მივიდა მათთან,იატაკზე ეგდო ქალი,შველას ითხოვდა...ქამარი ჩაებღუჯა კაცს ხელში და გამეტებით ურტყამდა ფეხებზე...მერე მხოლოდ ის ახსოვდა როგორ ექაჩებოდნენ მეზობლები,ზოგი ემუდარებოდა არ მოკლაო,ზოგი ცდილობდა მისგან ეხსნა მომაკვდავი მამის სხეული,მაგრამ ვერ შეძლეს...თავში ჩარტყმით გათიშა ბიძამ...
4 წელი მიუსაჯეს ემზარს,მეზობლებმა არ გასთქვეს რატი,კაციც დაენანათ,მაგრამ დანაშაულზე უნდა დასჯილიყო ვინმე.მალევე დაიღუპა მამამისი,ავარიას ემსხვერპლა,ამოისუნთქა შვებით და ეგონა ბოლო იყო,თუმცა შეიძულა საკუთარმა დამ...ცირამ არ იცოდა მამის სიგიჟე და ნაზიმ სთხოვა არ მოუკლა იდეალი კაცი მის გულსო,ამიტომაც დუმდა...ამიტომაც სძულდა დას...
წლების შემდეგ ყველაზე დიდი საჩუქარი არგუნა ღმერთმა და ახლა ზუსტად მის გულისცემას ისმენდა...შვილი...რა უცხო იყო მისთვის ოჯახი და როგორ შეეშინდა ახლა თქვენ ხომ ვერც წარმოიდგენთ...
ცრემლიან ანას გახედა პირველად რომ მოისმინა შვილის გულისცემა,არ ვიცი როგორ შეიკავა თავი და როგორ არ ჩამოიშალა იმ ემოციის ფონზე,რომელსაც გრძნობდა.შუბლზე აკოცა ქალს,ძალიან ბევრჯერ...არ გამოჰპარვია ექიმს მისი რეაქცია...მობილურზე დაურეკეს და მხოლოდ ერთი წუთით გავიდა.
-იშვიათად მოდიან აქ ასეთი მამები.-გაუღიმა ანას.-იმსახურებს მამობას...-უჩვეულო სითბო იგრძნო ანამაც,გაუხარდა ვიღაცამ რომ მოუწონა არჩევანი...




***
-თმებს გავაცლი!-ცოფებს ყრიდა მარიამი.-არ გავახარებ!
-რაო?-წარბი ასწია ანამ,ვერ მიხვდა რა მოხდა.
-რატი ნამდვილი ნაბი*ვარია!-გამოსცრა კბილებში.-სემინარი ონლაინ ჩააბარა და მასიმალური დაუწერა,თან როგორ ეთავხედება ლექციაზე იცი?
-ისევ შუბითიძე?
-ჰო ეგ!
-ამჯერად მეც შევნიშნე,რაღაც სე*სუალური დაძაბულობა იყო მათ შორის...
-ვერ გავიგე?-ლამის გადასცდა ანას წვენი.
-მგონი ლექტორს ხვდება ჩვენი კირა.
-რას ამბობ?
-კაბინეტში დავინახე ცალკე საუბრობდნენ.-დაამატა თომამაც.-არ არის ნორმალური ეგ ამბავი.
-არასწორად გაიგეთ ალბათ.-იუარა მაშინვე.-არამგონია მსგავსი რამ იკადროს...
-კარგი რა ანა...კაცია!ფეხებს ვინც გაუშლის ყველასთან მივა.-მტკიცედ ამოთქვა კესომ.
-ხო აბა 32 წლის კაცი ისევ უცოლოდ რატომ დადის?ვერ მოეშვა სტუდენტებთან ჟი*აობას და მაგიტომ!-დაასკნა ლალიმაც.
-არ ჩანს ასეთი.-გააპროტესტა მაინც.-იქნებ ვერ იპოვნა ნორმალური ვერავინ?
-ან იქნებ უბრალოდ ნაბი*ვარია?-დაამატა საბამაც.ერთი დიდი პრობლემა გახდა რატის დამოკიდებულება კირას მიმართ.ცოტა არ იყოს აანერვიულა ანა ამ ამბავმა...ნუთუ ასეთი იყო ჩვენი რატი?დასდევდა სტუდენტებს?თუმცა რა გასაკვირი იყო?ანასაც ხომ აკოცა ბინაში მაშინ,როდესაც უკვე იცოდა მისი სტუდენტობის ამბავი?
სული აუფორიაქდა...აკვირდებოდა რატის ქცევებს.თბილი იყო მასთან ძველებურად,მაგრამ შეფიქრიანებულიც...ოქტომბერი იწურებოდა,მამამისი უკვე გიჟს ჰგავდა.
ერთ საღამოს თავი ვეღარ შეიკავა,მძინარე რატის მობილურს წაეტანა,Face ID გამოიყენა და მესიჯებშიც შეძვრა.რა უფლება ჰქონდა?მათ მხოლოდ ბავშვი აკავშირებდათ!
ისეთი არაფერი იყო გარდა ერთი მესიჯისა,რომელიც ჩაუწერელი ნომრიდან იყო მისული.გახსნა...
6 ოქტომბერი
„არ გაბედო ჩემი მესიჯების დაიგნორება,არ მიხუმრია ის,რაზეც დღეს გესაუბრე“
„საიდან გაქვს ჩემი ნომერი?“
„სიმპათიური ლექტორების ნომრები ყოველთვის ვიცი :)“

7 ოქტომბერი
„ჩემი ქულა რატომღაც ისევ დაბალია,ფრთხილად რატი!“
„რა გინდა კირა?“
„ყველას გავაგებინებ რა სი*იც ხარ!“

11 ოქტომბერი
„დღეს სემინარის გადაწერას ვაპირებ,ნუ გაოცდები.“
„ყველამ იცოდა დღეს იწერდი,რა გგონია რას აკეთებ?ვერ ჩაგითვლი მაგ ნაწერს.“
„მაშინ ადმინისტრაციაში დიდი განხილვა იქნება,ფოტოებს მივუტან დეკანს!“

22 ოქტომბერი
„გაგაფრთხილე მე რატი,ყველას მოვუყვები“
„კარგი,ონლაინ გამომიგზავნე სემინარი!“
-რა ჯანდაბაა?-გაივლო გონებაში.აშკარად მათი ინტიმური ფოტოებით ემუქრებოდა.გალერეაში მხოლოდ საკუთარი ფოტოები იპოვნა,ყვლა ფოტოზე ეძინა,ზოგი ბავშვის ტანსაცმლის ზომებზე ჰქონდა,ორივეს არჩევდა გოგოსაც და ბიჭსაც,ალბათ გოგოებს უგზავნიდა,თავად არ იცოდა რა ეყიდა...
კირა და რატი გაუკრთა გონებაში და ზიზღით დააბრუნა მობილური ტუმბოზე.
მეორე დღეს რესტორანში მიდიოდა,ნათქვამი ჰქონდა გვიან მოვალო,ისედაც მთელი დღე არ უნახავს და თავადაც ცოტა გვიან მივიდა,რომ არ ენახა გასვლამდე.
დივანზე იჯდა ფეხებმოკეცილი.მზესუმზირას არჩევდა და გულებს პატარა თეფშზე აგროვებდა.თორმეტი ხდებოდა რომ დაბრუნდა,ადრე იყო,გაუკვირდა კიდეც,მაგრამ არ შეიმჩნია მისი მოსვლა.ღიმილით გადმოხედა კაცმა,მისკენ დაიძრა,ჩვევად ჰქონდა საღამოობით მუცელზე მოფერება...
-ხელები დაიბანე!-ისეთი ხმით უთხრა გაკვირვებული ადგილს მიეყინა.
-კარგი?!-იფიქრა ორსულობის რაიმე წამოვლაა და ამიტომ მითხრაო.
-არასოდეს გაბედო ბავშვს შენი ბინძური ხელებით შეეხო!-მიაძახა უკვე სააბაზანოს კართან მისულს.მოტრიალდა როსტომაშვილი,ვერ მიხვდა რა უნდოდა.-ვიღაც ბო*ებს ეფერები,მოდიხარ და მაგ ხელებით აპირებ შვილს შეეხო?
-ხომ არ გაგიფრენია?-ცივად ამოთქვა.მის პირისპირ დადგა და ზემოდან დააჩერდა.ფილმი გააჩერა ანამაც და მკაცრად ახედა.
-ხელები დაიბანე და...
-გავიგე რაც თქვი!-გამოსცრა კბილებში.ისედაც უხასიათოდ იყო და ამან საერთოდ დაუმატა.
-მერე აქ რატომ დგახარ?
-რა გგონია ანა სად ვიყავი?
-არ გინდა!-უტეხი მზერა სტყორცნა.-ვიცი სადაც იყავი!
-სად ვიყავი მითხარი მეც აბა?-სკამი მასთან ახლოს მისწია და წინ ჩამოუჯდა.
-არ გინდა რატი!
-ეს შენ არ გინდა ანა!
-შენი მობილური ვნახე გუშინ!-თვალი მოარიდა,არ იყო საამაყო მისი საქციელი და ეს იცოდა...
-ჩემი მობილური?-წარბი ასწია.
-არ ვამაყობ ამით,მაგრამ ის ვიპოვნე ზუსტად,რასაც ვეძებდი!
-რას ეძებდი ანა?
-თურმე პატარა გოგოები გიზიდავს,არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი!-ზიზღით ამოთქვა.-მთელი თვეა იმას ლაპარაკობენ ჩემი კურსელები რატი კირას სხვანაირად ექცევაო...
-არ გამიბედო!-გამოსცრა კბილებში.-ფიქრიც კი არ უნდა გაგებედა მაგაზე!-მრისხანებამ მოიცვა მისი სახე.
-მაშინ რას ნიშნავს ის მესიჯები?რას ნიშნავს დაუმსახურებელი ქულებით განებივრება?
-ანა დაწექი და დაიძინე!-აიქნია ხელი.არ უნდოდა ახსნა.
-არა!
-ანა!
-არამეთქი რატი!-ჯიუტად შეეპასუხა.ზურგი აქცია კაცმა,სააბაზანოსკენ წავიდა.-წავალ იცოდე!-კარის სახელურს მიეყინა კაცის ხელი.ჰაერი ღრმად,ხმაურიანად ჩაისუნთქა.მობრუნდა მისკენ.ბნელი სფეროები მიანათა ქალს.
-სად მიდიხარ ანა?
-სადაც მომინდება,შენ მე ვერ მიპოვნი!
-ესეიგი მიგყავს ჩემი შვილი და მიდიხარ?-ასეთი უხეში ხმა არასდროს ჰქონია.
-არ მაიძულო!-მეგრული სიჯიუტე სჭარბობდა მასში.-მითხარი!
-ანა ვერც შენ წახვალ და ვერც ჩემს შვილს დამიმალავ გესმის?-შედარებით მშვიდად უთხრა,წვენით სავსე ჭიქა გამოცალა რომ ყელი ჩაეწმინდა.
-შენი შვილი ჩემს სხეულში იზრდება,იმას გავაკეთებ,რაც მომინდება და თუ შენ ასეთი კაცი ხარ...თუ შენ ის კაცი ხარ პატარა გოგოებს რომ დასდევს, ეგეთი მამის ყოლას და სირცხვილს სულ არ გავაჩინო ჯობია!-ხელში შემოემტვრა როსტომაშვილს ჭიქა.ზედმეტი მოუვიდა...ახლა რომ გენახათ ალბათ შეგეშინდებოდათ თქვენც...სხეული აუკანკალდა ანას შიშისგან,რატის ბრაზისგან...მუჭში შერჩენილი ნამსხვრევები იატაკზე დაყარა,პატარა ნატეხიც ამოიძრო და ანას ესროლა უტეხი მზერა.
-დაჯექი და მეორედ არ გაბედო!-დაჰყვა მის ნებას დოლიძე.ჩამოჯდა დივანზე.-ყ*ეზე მ*იდია შენი კურსელები რას ლაპარაკობენ ჩემზე!არ ვიცი ვინ რა გაიგო და ვინ რა დაინახა,მაგრამ ერთხელ უკვე გთხოვე,რომ ისტერიკების გარეშე გეკითხა თუ რამეს გაიგებდი!
-გკითხე...-გაპარული ხმით ამოთქვა.
-ნუ კანკალებ ანა,არასოდეს ვიქნები ის ნაბი*ვარი,რომელიც ქალს რამეს დაუშავებს!-მისი სიტყვები ხომ ეწყინა,მაგრამ მისი სხეულის ენაც გონებას რომ დაეთანხმა ამან უფრო ატკინა რაღაც შიგნით.
-სისხლი მოგდის...
-თურმე ვინ გგონივარ...-მწარედ გაეცინა.-შემთხვევით პე*ოფილადაც ხომ არ წამომიდგინე,რომელიც სკოლის მოსწავლეებზე ან*რევს?
-მე...
-ჩვენს მერე...იმ ღამის მერე...მე სხვა ქალს არ მივკარებივარ ანა...29 ოქტომბერია დღეს,გასულ ორ თვეზე გესაუბრები ახლა!4 წელია ლექტორი ვარ,არასოდეს შემიხედავს სხვა თვალით ჩემი სტუდენტებისთვის,მათთვისაც კი წინ ღრმა დეკოლტეთი რომ მისხდებოდნენ და ჩემთან სე*სზე ოცნებობდნენ!
-რატომ უწერ კირას მაღალ ქულებს?-მოიკრიბა უკანასკნელი ძალა და ჩაეკითხა.
-შენს გამო...-ჩაიმუხლა მის წინ,მუხლები ერთმანეთს დააშორებინა,მისკენ მიიწია,სულ ოდნავ ასწია მაისური და მუცელზე ნაზად აკოცა.-ამის გამო...
-რა?-გაოგნებული დასცქეროდა კაცს.-უნივერსიტეტში არასდროს...
-პირველად ექიმთან რომ წაგიყვანე იქ გვნახა კლინიკაში.-მძიმედ ამოთქვა,სისხლიანი ხელით შარვალს დაეყრდნო და მეორეთი მიეფერა მუცელზე.-მისი და იყო ჩაწერილი და გაუკვირდა.ფოტო გადაგვიღო...კაფეშიც გამოგვყვა,იქაც გადაიღო სურათი.ჩემს მანქანაში რომ იჯექი,ჩვენი სახლის წინ იქაც...
-რას ამბობ?
-მე ჩემი კარიერა მ*იდია ანა,შენ არ მინდა გატკინოს,არ მინდა განერვიულოს...ემოციური ხარ და რამე რომ დაგემართოთ რომელიმეს.-მზერა მუცლიდან მის თვალებზე გადაიტანა.-მოვკლავ.
-რატომ არ მითხარი?-ცრემლმორეულმა ამოთქვა.
-არ მისმენ ანა?ხომ გითხარი,არ მინდა ინერვიულო...
-ყველა ცუდად საუბრობს შენზე...
-დაივიწყე,ორ თვეში ისედაც ვეღარ მნახავენ და ილაპარაკონ.
-რატი...
-აღარასოდეს გამიბედო ანა!-დაუბრუნდა ის უხეში,შეუვალი ტონი.-მე შენთვის საბაბი არ მომიცია.
-ვიცი,მაპატიე...
-გვიანია უკვე,დაიძინე...-ვერ მიხვდა გვიანი ბოდიშის მოხდა იყო თუ საათი,მაგრამ ორივე შემთხვევაში ვერ შეეპასუხა.იქვე მაგიდაზე დატოვა მზესუმზირა,ნამსხვრევები წამოკრიფა და ოთახში შევიდა.ახლა ძალიან ეტკინა საკუთარი სიტყვები,რამ აფიქრებინა?რატომ არ ჰკითხა?ხომ სთხოვა ერთხელ...
ვერ დაიძინა სანამ რატი არ შევიდა ოთახში.შეეხვია ხელი,სიბნელის მიუხედავად არჩევდა მის სილუეტს.კარადიდან ტანსაცმელი აიღო,დილისთვის სკამზე გადაფინა და ანას გვერდით დაწვა...გული ლამის ამოხტა საგულედან და გადავიდა ფანჯრიდან ისეთ დღეში იყო...მოუნდა ჩახუტებოდა,ბოდიში მოეხადა,მაგრამ შეეშინდა მისი რეაქციის.ვერ გაუბედა ვერაფერი.ისედაც ზედმეტი ქნა დღეს...ზურგი აქცია და თვალები დახუჭა...ესმოდა კაცის გახშირებული სუნთქვა,ვერაფერს უხერხებდა თავს,ვერ იძინებდა...ვერც რატიმ მოითმინა.ზურგიდან მოეხვია და მუცელზე ფრთხილად შეეხო.მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და აკოცა კისერში.გააჟრჟოლა ანას.
-აღარასოდეს გაბედო დამემუქრო ანა.-გაფრთხილებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ,მაგრამ ისეთი ცივი არ იყო,როგორც მანამდე.-არც წასვლით და არც შვილის დამალვით,რაიმეს დაშავებით მითუმეტეს,თორემ მის თავს გეფიცები სახლში გამოგკეტავ!
-მაპატიე...-ამოისლუკუნა.მაინც ვერ მოერია თავს.-არ მინდოდა...ასე არ ვფიქრობ შენზე...
-უბრალოდ აღარ ქნა.-უთხრა მშვიდი ხმით,შუბლზე ნაზად აკოცა და თვალები დახუჭა...




***
-რა მოხდა მარიამ?-საპირფარეშოში ატირებულ გოგონას მივარდა ანა.სარკესთან მდგომი,საკუთარ ანარეკლს უყურებდა და მთელი ხმით ტიროდა.
-მეც მითხარით ხომ არის მშვიდობა რა.-შემოსძახათ გარედან საბამ.
-არაფერი...კრიტიკული დღეები მაქვს.
-წადი გოგო სახლში ასე თუა.-სახიდან გადაუწია თმა და სველი ხელი მოუსვა.-ცუდად ხარ?გინდა ექიმთან...
-სწავლის თანხა მაქვს შესატანი.-როგორც კი ორმა უცნობმა დატოვა საპირფარეშო მაშინვე ამოთქვა.-წინა თვიდან გადმომყვა და თუ არ გადავიხდი ვერ გავალ გამოცდებზე...
-გამოცდები 1 კვირაშია.-შუბლი მოისრისა.-კარგი ნუ ტირი მარიამ,მოვახერხებთ რამეს,ხომ მუშაობ?
-არა...-გააქნია თავი.-მამაჩემი არ მაძლევდა უფლებას,მე მოგხედავო და მის სამსახურში შემცირებები დაიწყეს,გამოუშვეს,ბინის ქირაც ძლივს გადაიხადა...-ცრემლები ახრჩობდა გოგონას.
-დამშვიდდი.-გამოაღო ფანჯარა სუფთა ჰაერი რომ შეესუნთქა.-რამდენი გაქვს გადასახდელი?
-1110 ლარი...
-აბა დაფინანსება მაქვსო?
-ანა...-უარესად დაიწყო ტირილი.-არ მინდოდა გაუნათლებელი ვგონებოდი ვინმეს...
-რატომ ატყუებ ყველას?რადგან დაფინანსება ვერ აიღე ანუ დებილი ხარ?
-გთხოვ ნუ მიმატებ ანა,გეხვეწები ნუ ეტყვი ნურავის...
-მარიამ შემოვალ იცოდე,რა ხდება მითხარით!-ყვიროდა დერეფნიდან საბა.
-საბა ქალური პრობლემაა.-ოდნავ შეაღო კარი და ბიჭს გახედა.-წაიყვან მარიამს სახლში?
-აბა რას ვიზამ გოგო?-გაიკვირვა.-ცუდად არის?
-ჰო,ჯობია დაიძინოს ცოტა.-მოატყუა ბიჭს და კარი დახურა.-მარიამ ახლა წადი შენ კარგი?გამოიძინე,დაისვენე...
-გთხოვ არავის უთხრა...
-წადი.-გაუღიმა გოგონას და კარამდე მიაცილა.საკუთარ ანარეკლს უმზერდა სარკეში.მართლა ვერ წარმოიდგენდა ასეთ რამეს,თუმცა თავადაც იმდენ რამეს მალავდა სხვისგან რატომ უკვირდა?თვის დასაწყისში თავისი სწავლის ფული გადაიხადა,ამიტომ არ ჰქონდა ამდენი ფული...ზუსტად დროულად ახმაურდა მისი მობილური...მამამისი იყო...იქნებ უკვე დრო იყო ენახა?არა!ისევ გათიშა...
ის იყო გასვლას აპირებდა კარში კირას რომ შეეჩეხა.ხელში Kiko’s გლოსი მოემარჯვებინა და შანელის ჩანთა გადაეკიდებინა მხარზე.თითი გასაღებების აცმაში ჰქონდა გაყრილი და თან მობილურზე საუბრობდა.როგორი ამაზრზენი იყო...
-სალამი.-აათვალიერა ანა...მხოლოდ წამით მოეჩვენა რომ მის მუცელს მიაშტერდა განიერ მაისურს მიღმა რომ მალავდა.-მაგას ვამბობ მეც,შანსი არ არის წვეულება მანდ მოვაწყო...რამე უფრო მდიდრული მინდა...-კარი ხმაურით გამოიხურა.დერეფანშიც კი გაიგონა მისი ამაზრზენი სიცილი...
-არ ქნა ანა...-შეუძახა საკუთარ თავს,მაგრამ ვერ მოითმინა.უკან შებრუნდა...რატისთან საუბარი დაუდგა თვალწინ.კონტურით ტუჩის მოცულობას იზრდიდა ისევ.ღრმა დეკოლტედან მიმზიდველად მოუჩანდა მკერდი...ვერ დავუკარგავ,საკმაოდ დიდიც ჰქონდა...
-რაიყო?-სარკიდან გახედა.
-რა გინდა კირა?-წარბი აუწია გოგონას.
-შენ მიყურებ და მე რა უნდა მინდოდეს?
-ვიცი რატის აშანტაჟებ!-მაკიაჟის შესწორებას მორჩა შუბითიძე.ჩანთაში ჩაიცურა ნივთები.
-თვითონ გითხრა?
-რა აზრი აქვს შენთვის?რა გინდა?
-არაფერი მინდა გარდა იმისა,რომ ყველა სტუდენტი თანაბარ პირობებში სწავლობდეს.-გაუღიმა სულ ოდნავ.
-და რა გგონია რატი ვინმესგან მარჩევდა?ან რა გგონია რატომ გადავედი ვლადის ჯგუფში?
-მე სულ ფეხებზე მ*იდია ვისთან გადახვედი!-გამოსცრა კბილებში.-ლექტორთან წოლა დიდი პრივილეგიაა,ასეთთან მითუმეტეს.-ირონიას არ აკლებდა.-სე*სი კარგი,დაორსულება როგორ გაბედე ასეთი ერთუჯრედიანი ხარ?
-შუბითიძე არ გამაღიზიანო თორემ მაგ გაცხიმულ თმას სკალპიანად აგაძრობ!-დამუქრა გოგონას.-შენ არ იცი რა და როგორ მოხდა!
-მოიცა გამოვიცნობ,არ იცოდი ჩვენი ლექტორი რომ იქნებოდა,მანამდე მოხდა არა?
-დიახ!
-დოლიძე ახლა კარგად მომისმინე!-ახლოს დაუდგა გოგონას.-არსად არ ჭრის პატიოსნად პირველობა,მესმის და შენს საქციელსაც ვაფასებ,მე ვერ გავბედავდი...მე ჩემებურად ვიბრძვი პირველი ადგილისთვის,შენ შენებურად...ხომ ხარ იმ ჯგუფში პირველი?მე ამაში ვიბრძვი პირველობისთვის...
-მარიამი იმსახურებს პირველობას,ერთ-ერთი საუკეთესოა!
-არის,ნამდვილად!-მუცელზე შეახო თითები.დენდარტყმულივით დაიხია უკან.-მაგრამ მე ის მაქვს,რაც პირველობას სჭირდება...
-ფოტოები...
-ძალაუფლება ანა...-რამდენჯერმე მიუკაკუნა თავზე.-მე ნებისმიერი რამ შემიძლია გავაკეთო და ჩემს გარშემო ვატრიალო რატი,რადგან შენ არ დაშავდე...მეორე სემესტრშიც მის საგანს ავირჩევ,მერეც პირველი ვიქნები.
-ავად ხარ?
-მირჩევნია ავად ვიყო,ვიდრე ლექტორის საყვარელი მეძახონ ძვირფასო.-ჩამოუსვა ხელი თმაზე.-მეორედ არ გაბედო ჩემთან მოსვლა,თორემ ყველას ვაჩვენებ რას ვინახავ Hidden-ში!-გვერდი აუარა და კარი ხმაურით გაიხურა.ვაიმე როგორ შეიკავა თავი რომ არ ეცემა თქვენ ხომ არ იცით!ბოლო წვეთი იყო,აღარ მოითმენდა,მისი უპირატესობების გამოყენების დრო იყო!
რატის მხოლოდ პატარა მესიჯი დაუტოვა „გვიან მოვალ“ და ტაქსი გამოიძახა,ნაცნობი მისამართი მიუთითა და თვალები დახუჭა...



***
ნაცნობი ქუჩის გავლისას სევდა შემოაწვა.ახსოვს ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამ აღმართზე ფეხით რომ ადიოდა მიუხედავად ვიწრო ქუჩებისა და მანქანების უაზრო სიგნალისა.უყვარდა მთაწმინდას რომ უმზერდა აქედან,ღამით მითუმეტეს...ოთახის ფანჯრიდან გასცქეროდა ღამის თბილისს თითქოს მისი მბრძანებელი ყოფილიყოს და ყოველი ანთებული ნათურის მიღმა ახალ ისტორიას ეძებდა...
გაუფერულდა ეს მოგონებებიც...ჭიშკართან შედგა,მოშორებით პატარა ხეს გახედა,ზუსტად იქ აკოცა პირველად დუდამ...
-არავის ვემალები ანა,არც შენი ოჯახის მეშინია!-ამაყად განუცხადა და მის ბაგეს შეეხო...ახლაც იმ ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში.
წვიმას აპირებდა...
მაშინაც წვიმდა...
იმ ხის ქვეშ იდგა,მაგრამ დუდა აღარ ჰყავდა...
კარი შეაღო თუ არა სასტუმრო ოთახიდან ბიჭების როხროხი მოეხმა.მიხვდა მისი უსაქმური ძმა ისევ სვამდა...
-არ არსებობს!-დაიყვირა კაკაჩიამ და ხელი გაჰკრა.
-რაიყო მოჩვენება დაინახე?
-ანა?!-ფეხზე წამოდგა რომაშკო.ძალიან უყვარდა ყოველთვის,ხანდახან კითხულობდა კიდეც მის ამბავს,თბილად გადაეხვია გოგონას...
-ჩემი ძვირფასი დაიკო მოსულა.-გაშალა ხელები ბიჭმა.-რა ქარმა გადმოგაგდო?
-სოსოსთან მოვედი!
-მამას გულისხმობ?-წარბი აუწია,ეხამუშა სახელით მიმართვა.
-ჰო,მაგას ვგულისხმობ.
-კაბინეტშია,გაუხარდება...-აიქნია ხელი.-მოფერიანებულხარ,ადამიანს დაემსგავსე!-ატკინა მაინც და ჭიქა ასწია.
-ბიჭო შენი დაა,რამე უთხარი ნორმალური.-გაჰკრა მხარი დემემ.
-რომაშკო მომასვენებ?-ლამის დაუყვირა ბიჭს.
-შენი გამოსწორება არ იქნება...-თავი გადააქნია და კიბეებზე მიმავალ ანას გაუღიმა...
-შემოდით.-გაისმა კარს უკან მამაკაცის ბოხი ხმა.შეაღო ანამაც კარი.მტკიცე და უტეხი ჰქონდა მზერა.მამას არ დაუხრიდა თავს,მეტჯერ არ...
-ანა,შვილო?!-წამოდგა ფეხზე,სათვალე მოიხსნა.
-იჯექი,არ ადგე.-უთხრა ცივად და თავად მაგიდის წინ ჩამოჯდა.
-როგორ ხარ?-დაეცა ისევ სკამზე.
-როგორც ხედავ,შენ არ გკითხავ...ბევრ ფულს აკეთებ ვიცი.
-ანა...
-შენს მოსაკითხად ან იმაზე საჩხუბრად არ მოვსულვარ რატომ იყიდე უნივერსიტეტი.
-საჭირო იყო ანა.-ჩაეჭრა მაინც.-შენ არ გიკავშირდება,დიდი ფული შემოაქვს.
-მჯერა.-დაუქნია თავი.-პრობლემები მაქვს.
-ოჰო.-წარბი ასწია კაცმა.-გაგახსენდა მამა რომ გყავს და შეუძლია მოგიგვაროს?
-ორსულად ვარ!-მიახალა პირდაპირ.კმაყოფილი ღიმილი მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან...
-რას ამბობ?
-ჰო,ბავშვს ვიტოვებ.-კმაყოფილმა ამოთქვა,იცოდა აგიჟებდა მამას.-ბავშვის მამასთან ერთად ვცხოვრობ...
-ვინ არის,რას საქმიანობს?
-გეტყვი სოსო,ნუ გარბიხარ.-გაუღიმა ირონიულად.-ოჯახი თავზე დაგენგრა,ყოფილი ცოლი გაგი*ოზდა,უფროსი ვაჟი ლოთი გყავს და პოკერის თამაშის მეტი არაფერი იცის,უმცროსი ლექტორისგან არის ორსულად...
-რა სისულელეს ბოდავ ახლა?-წამოვარდა ფეხზე.მაგიდას დაეყრდნო ხელისგულებით.
-ლაპარაკობს ხალხი,შენი ოჯახი აინტერესებთ...კარგად ჩქმალავ ყველაფერს,მაგრამ მე გავიტან ტელევიზიასთან შენს საიდუმლოებს თუ არ დამეხმარები!
-ანა ვისგან ხარ ორსულად?რომელი ლექტორია ისეთი ასაკის შენ რომ შეგყვარებოდა?!-აუწია ტონს.სისხლი მოაწვა სახეში კაცს.
-გეტყვი ყველაფერს,მაგრამ უნდა დამეხმარო ორ საკითხში!
-გისმენ...
-ერთი გოგოა,ჩემი კურსელი.-დაიწყო მშვიდად.-ფული არ აქვს და სწავლის გადასახად ვერ იხდის...
-შენ აქ საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არ გგონია?-ჩააცქერდა შვილს თვალებში.
-მინდა სწავლის გადასახადი გაუნულო.კურსზე თავის ჯგუფში პირველია...
-მამას აშანტაჟებ რომ ბო* დედაშენზე მოყვები თუ შენს კურსელს გადასახადს არ გავუნულებ?
-ასეა.-თავი დაუქნია.-იმასაც მოვყვები ლექტორთან მძინავსთქო.
-ვინ არის?
-სხვათაშორის ჩვენს უნივერსიტეტში ქართული სამართლის ისტორიას ასწავლის...
-როსტომაშვილი?-გაოგნდა კაცი...ჩამოჯდა სკამზე.-არა კი გამიგია ყველა ირეოდა მასზე,მაგრამ თუ კადრულობდა სტუდენტებთან რამეს რას ვიფიქრებდი...
-არ იყო ჩემი ლექტორი,ბათუმში გავიცანი ზაფხულში,მაშინდელი ამბავია.-„დაამშვიდა“ მამა.-არც მის სამსახურს შეეხები,მიდის ისედაც...და კიდევ ერთი გოგოა,რომელსაც მომაშორებ!
-რამდენი თხოვნა გქონია?
-შენ ჩემი ყველაფერი გმართებს მამაჩემო!-გამოსცრა კბილებში.
-რამდენჯერ უნდა გითხრა დამენანა ის ბიჭითქო?სულაც არ მინდოდა რომ...
-არ გაბედო!-დაურტყა მაგიდაზე მარჯვენა.კმაყოფილს ჩაეცინა კაცს.მიხვდა ეს მაინც იქნებოდა უტეხი.-კირა შუბითიძეს ჩვენი ფოტოები აქვს და რატის აშანტაჟებს,მაღალ ქულებს სთხოვს,ამის გამო მარიამს უსწრებს ქულებით,სტიპენდიას ვერ აიღებს მეორე წელს...მინდა გააჩერო!
-ესეიგი...-ხელს ნიკაპით დაეყრდნო კაცი.-შენს კურსელ მარიამს სწავლას ვუფინანსებ...რატის,კაცს,რომელიც ჩემს 20 წლის შვილთან წევს სამსახურიდან არ ვაგდებ,მიუხედავად იმისა რომ ლამის ორჯერ უფროსია მასზე და პლიუს კირა შუბითიძეს ვამშვიდებ?
-ასეა!
-სანაცვლოდ შენ ჩუმად ხარ მედიასთან?მხოლოდ ეგ?
-მეტი რა გინდა?
-ივახშმე ჩემთან ერთად,როგორც ოჯახს შეეფერება და ნუ მალავ მამაშენი რომ ვარ!
-არა!
-მაშინ რაც გინდა გიქნია,გავაგდებ შენს ნაბი*ვარ ლექტორს!
-არ დაუძახო ასე!
-მაშინ გაიგოს ხალხმა მამაშენი რომ ვარ!-მომთხოვნი იყო მანჭკავა.
-მეგრელი ნაგავი ხარ!-ზიზღით გახედა მამას.-კარგი...
-ორშაბათს მოვაგვარებ ორივე ამბავს...გამოგიძახებ კაბინეტში და იცოდე...რატიც მოვიდეს!
-რაში გჭირდება?
-დალაპარაკება მინდა!
-არა!
-ჩემი ოცი წლის შვილი დააფეხმძიმა!-ტონს აუწია.-რაზე ფიქრობდი?ხომ იცი არ ვარ გაუნათლებელი კაცი,მიიღე სიამოვნება ვისთანაც გინდა,მაგრამ ორსულობა?ამ ასაკში?დასამარდება შენი მომავალი!
-თავად მივხედავ მომავალს!
-ანა!
-სოსო!
-შენც გაგინულებ გადასახადს,არ მაინტერესებს შენი კაპრიზები!-აუწია ხელი გასაჩუმებლად.-დახმარებას ხომ მთხოვ?ხოდა ჩემიც გაითვალისწინე!
-რაც გინდა ის გიქნია!
-ჩემზე გაბრაზებული სისულელეს აკეთებ...-თავი გააქნია კაცმა.უცნაური ნაღველი და სინანული დაინახა მის თვალებში.-არ მინდოდა ცხოვრება დაგენგრია კრიმინალთან ურთიერთობით,ამიტომ ჩავერიე მაშინ...
-არ მადარდებს.-წამოდგა ფეხზე,მობილური ჯიბეში ჩაიცურა.
-ანა შვილო...
-ნუ მეძახი შვილს!შვილებს ცხოვრებას არ უნგრევენ...
-მალევე მოგინახავს ახალი,იქნებ არც ისეთი ძვირფასი იყო შენთვის ანა?-მიაძახა უკვე კართან მისულს.გული ყელში მიებჯინა...მგონი პირველად გაიაზრა რა უცებ წავიდა წინ...ან იქნებ...სულაც ძალიან დააგვაინდა ცხოვრების გაგრძელება?
ისეთი ლამაზი იყო მთაწმინდის მთვარე,ღამის თბილისი...შეყვარებული წყვილები ხელჩაკიდებულები რომ მირბოდნენ სახლისკენ და ისე ასტკივდა უცებ განვლილი ორი წელი,რომ ლამის სუნთქვაც კი გაუჭირდა.
„-დუდა...
-გისმენ ანა...
-სულ ასე გეყვარები?
-სადაც არ უნდა ვიყოთ,რა დროც არ უნდა იყოს ჩემი გული შენთვის იფეთქებს მუდამ ანა...“
გაუყვა ქუჩას...მიაბიჯებდა წვიმიან თბილისში ფეხით და არაფერზე ეფიქრებოდა...ნაადრევად დააბერა ცხოვრებამ,მერე ახალგაზრდად აქცია ისევ,მერე დედად...მალე 21 შეუსრულდებოდა და როგორ აურია მართლა ყველაფერი არა?
ღიმილით იარა ლამის ერთი საათი.ცრემლად იღვრებოდა,თავს დამნაშავედ გრძნობდა,მაგრამ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან...მილიონჯერ ახმაურდა მობილური,მაგრამ პასუხს არ აპირებდა,ახლა ფიზიკურად არსად ყოფნა არ უნდოდა,გონება გაეთიშა,მაგრად შემოიჭდო მკერდზე ხელები და მანტოს სახელოებში ჩამალა თითები.
თავად რომ მომკვდარიყო რამდენხანს მოიცდიდა დუდა?იქნებ სულაც არ მოეცადა...
იქნებ ათი წელი?
არა,ათი ბევრია...იქნებ ხუთი?
ეჰ ანამ ორი წელი იცადა მხოლოდ...
და მაინც რატომ ვფიქრობთ ამაზე?გარდაცვლილს ვერ დააბრუნებს ჩვენი უბედურება. არამგონია რომელიმე მათგანი ისეთი ეგოისტი იყოს,რომ სამუდამოდ ჩვენი მარტოობა უნდოდეს...
თანაც დუდამ ხომ გაუწოდა შვილი?ხომ ჰქონდა მისი თანხმობა?
-არ მიმატოვო...




***
ნერვიულად მიმოდიოდა რატი ოთახში.პირველს გადასცდა,მაგრამ ისევ არსად ჩანდა ანა,არც მის ზარებს პასუხობდა,მისდა სამწუხაროდ ოჯახის შესახებ არაფერი იცოდა და მხოლოდ ლევანი გაახსენდა...
არც იმან უპასუხა...არა სცდიდნენ ესენი მის მოთმინებას...
გულში რაღაცამ გაჰკრა,იფიქრა ისევ რაიმე სისულელე გაიგო და ბავშვიანად გადამემალაო...
საბედნიეროდ იცოდა ლევანი სადაც ცხოვრობდა,ანა მიიყვანა ერთხელ და ისევ იმ გზას დაადგა...
-რა ამბავია რაიყო?-დაბოხებული ხმით დაიწუწუნა და თვალების ფშვნეტით გამოაღო კარი.-რატი?
-სად არის?-უხეშად გასწია კაცი და მისაღებში შეაბიჯა.-ანა!
-გაგიჟდი ტო?-წარბები ასწია.-ამ შუა ღამისას რა უნდა ანას აქ?
-ანა გამოდი,არ ვხუმრობ!
-რატი!-გადაუდგა წინ.-აწყენინე?
-გამეცალე!
-აწყენინე?-სულ გამოფხიზლდა.
-არაფერი გამიკეთებია,სახლში არ მოვიდა!-ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი.
-არ არის აქ.
-ჰო?რატომ არ მჯერა შენი?-ირონიულად მიუგდო.კარგად შეათვალიერა.ყველაზე ნაკლებად ახლა ის უნდოდა,რომ ლევანის საწოლში მძინარე ენახა...
-ნახე მიდი.-დივნის სახელურზე ჩამოჯდა თავად.გიჟივით მოიარა მთელი სახლი.კარადებიც კი შეამოწმა,მაგრამ არც იქ დახვდა.აქ უკვე ცივმა ოფლმა დაასხა როსტომაშვილს...
-არ იცი სად არის?
-არ მილაპარაკია დღეს,ორი ღამეა არ მძინებია.ცვლები გადავაბი-შუბლი შეიჭმუხნა კაცმა.
-ლევან ამ დროს სად უნდა იყოს?
-დაწყნარდი რა გჭირს?არაფერი უთქვამს?
-გვიან მოვალო მომწერა...გვიან რომელია ლევან მისთვის?-ხვდებოდა არ იცოდა მისი „გვიან“ რას ნიშნავდა.
-ასე გვიან არასდროს.-თავი გააქნია კაცმა და გააღვიძა თამროც.არც მასთან იყო...
-ლოკაცია ნახე ლევან რას მარჩიელობ?-გაუვირდა გოგონას.დაილოცოს „Iphone” და „Find my”
-რა ჯანდაბაა...-კარგად ჩააკვირდა ეკრანს.რამდენჯერმე მიატრიალა კიდეც მობილური.
-რაიყო?
-წამო.-ამოიოხრა.-ვიცი სადაც არის...



***
„მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?“
გძინებიათ საყვარელი ადამიანის საფლავზე?როგორი გამბედაობა უნდა იცით?
თითქოს ყველაფერი ინგრევა და სულიერი სიმშვიდე გტოვებს...
გულზე დაწოლილი ლოდი გეხსნება...
წევხარ,თავი ცივ,სველ მიწაზე გიდევს და წარმოიდგენ რომ მისი გულისცემა გესმის...

წვიმაში გისველდება თმები,
თმები, რომელიც ბზინავს,-დაიწყო სიმღერა ანამ.
შენი თითებით ვთბები,
შენი სიზმრებით მძინავს.-ხელში მოიქცია საფლავის მიწა და ძლიერად მომუშტა.
ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი
როცა ჩურჩულით მითხარი კმარა
ღმერთს გეფიცები დღეს შემიყვარდი
მაშინ კი არა....2x
-გახსოვს რომ მიმღეროდი?-ჩაეკითხა კაცს.არავინ დაუბრუნა პასუხი...ცივად გაეცინა.რა იცოდა იმ ქვის გვერდით ჩამუხლული დუდა თმაზე რომ ეფერებოდა და მისი ტკივილი ორმაგად სტკიოდა...
წვიმაში შრიალი ფოთლის,
ბავშვის თვალები ციდა,
შენი დუმილიც მყოფნის,
შენი მოსმენაც მინდა.
ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი
როცა ჩურჩულით მითხარი კმარა
ღმერთს გეფიცები დღეს შემიყვარდი
მაშინ კი არა....2x

წვიმაში სველია გზები,
უკან ვბრუნდები მარტო,
შენ დაგისველდა თმები,
მე კი ამასაც ვდარდობ.
ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი
როცა ჩურჩულით მითხარი კმარა
ღმერთს გეფიცები დღეს შემიყვარდი
მაშინ კი არა....2x -თვალები დახუჭა…მიენდო მის უსულო სხეულს რამდენიმე მეტრით მიწის ქვემოთ რომ იყო და როგორც შეეძლო მიეხუტა…
-მაპატიე რომ გღალატობ…
-შენ არავის ღალატობ,გაქვს უფლება ბედნიერი იყო…-მოესმა უეცრად,მაგრამ არ გაუხედავს.
-ორი წლის მერე გამოჩნდა…შვილსაც ველოდები მისგან…-ეწუწუნებოდა უცნობს.
-ცოცხლად დარჩენილებს მათი წასვლით გამოწვეული ტკივილიც გვეყოფა,არ არის საჭირო მთელი ცხოვრება მარტო ვიყოთ…-როგორ მოუნდა შებრუნება,მაგრამ არ შეეძლო.ნეტავ მართლა იდგა ვინმე თუ საკუთარი ქვეცნობიერი ესაუბრებოდა?
-უცნაური კაცია,კეთილი და მშვიდი…
-ესმის შენი?
-ხანდახან უსიტყვოდ…
-გიყვირის?
-მე ვუყვირი.
-ის ერთადერთი ყოფილა.-გაეცინა ზურგს უკან კაცს.მერე?მერე სამყარო გამოეცალა და წყვდიადმა დაისადგურა.თითქოს ვიღაცამ საბანი გადააფარა,ისე ძალიან აღარ სციოდა…
მანქანა სასაფლაოს წინ გააჩერა და გაგიჟებული უკან მიჰყვა კაცს…თვალებს ვერ უჯერებდა.ამ ამინდში,ამ დროს აქ იყო…
,,დუდა არველაძე” იკითხებოდა ქვაზე. ,,მეგობრებისგან” მოჩანდა მეორეზეც…
ემბრიონის ფორმაში იწვა მიწაზე,მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი.ცა ჩამოიქცა იმ ღამით თბილისში…ვიტყოდი დუდა სტირის ანას ტკივილისმეთქი…
მოხუცი იჯდა იქვე,ხელჯოხს დაყრდნობოდა.გაეხადა ძველი ქურთუკი და მიეფარებინა ანასთვის.თავადაც ტიროდა…
-ანა…-ჩაიმუხლა მის წინ რატი.-ანა გთხოვ შემომხედე…
-არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა.-შეწუხდა მოხუცი,ასწია თავი მაღლა.-გოგოა,საშიშია მაინც…
-ანა გთხოვ ნუ მაშინებ.-ოდნავ შეარხია მისი გაყინული სხეული.
-რატი?-სულ ოდნავ გაახილა თვალები.გადახედა კაცს.
-რას აკეთებ ანა?გინდა გული გავისკდეს?-უსაყვედურა ლევანიმ.დაუბრუნა კაცს ქურთუკი.
-მოდი ჩემთან.-მოხვია ხელები და წამსვე სხეულზე მიიხუტა…
-რატი…
-საავადმყოფოში წავიყვან.-გადახედა ლევანს.-მიხედავ?
-წაიყვანე,ტაქსს გამოვიძახებ,მივიყვან მასაც სახლში.-კაცზე მიუთითა.
-მადლობა.-მადლიერი თვალებით გადახედა კაცსაც.დაემშვდობა და მანქანისკენ წავიდა…-ანა არ დაიძინო რა…
-არ ვარ ცუდად.-შეაგულიანა კაცი.-ტანსაცმელი დაგისვარე…
-გტკივა რამე?-უკანა სავარძელზე წამოაწვინა.თავისი ქურთუკი მოახურა.კი არაფერს უშველიდა,მაგრამ მაინც…
-უბრალოდ ჩამეძინა…
-ანა არ შეიძლება ასე,გთხოვ…-ისეთი მძიმე ხმა ჰქონდა…მიუჯდა საჭეს და გეზი პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო.
-სახლში წამიყვანე რატი,გთხოვ…
-ანა არ ხარ კარგად…-გადახედა სარკიდან.-გაგსინჯოს ექიმმა.
-გემუდარები.-წამოიწია და ისე დაიწყო საუბარი.-არ ვარ ცუდად,ჩამეძინა უბრალოდ,მაპატიე…
-გაწუხებს რამე?
-არაფერი.-გაუღიმა სულ ოდნავ და გაყინული ხელები ქურთუკის ჯჯიბეში ჩამალა.ცივი ნოემბერი დამდგარიყო…-ცხელი შხაპი მინდა უბრალოდ.
-იცოდე რამე თუ…
-კარგად ვარ.-თბილი ხმით უთხრა.თითქოს მოეხსნა ის დიდი ლოდი სუნთქვას რომ არ აცდიდა…
საკუთარი ხელით შეიყვანა სახლში.ისე ედარდებოდა ლამის გული მოუკვდა…თან იეჭვიანა…დიახ იეჭვიანა…ეგოისტურად გამოუვიდა,მაგრამ არ ესიამოვნა იქ რომ იყო…
დაახლოებით 40 წუთი დაჰყო ცხელი შხაპის ქვეშ სხეული რომ გაეთბო.სახლში გათბობას ბოლომდე აუწია რატიმ.არ უნდოდა ახლა გაციებულიყო.ცუდად არ იყო,უბრალოდ ემოციებმა დაჯაბნა.ვის არ მოსვლია არა?
მისაღებში იჯდა და ელოდა,ახლა რა დააძინებდა?გაიგო თმას იშრობდა უკვე,ცოტა დამშვიდდა...
-შეჭამ რამეს?-დასვა ყველაზე უადგილო შეკითხვა,რაც კი შეიძლებოდა დაესვა.
-დილის ხუთის ნახევარია.-ცერად გადახარა თავი.
-ანა...
-მაპატიე რომ განერვიულე...მართლა ძალიან ვწუხვარ,არ მინდოდა...
-ანა შენ ან მას რამე რომ დაგემართოთ...-მისი სახე ხელებში მოიქცია და ფრთხილად აკოცა შუბლზე.
-კარგად ვარ,გეფიცები.-გაუღიმა და მოზრდილ წვერზე მიეფერა.-წამოდი დავიძინოთ.-დაჰყვა მის ნებას როსტომაშვილი.ისეთი დაღლილი იყო უკვე ეთიშებოდა გონება...იცოდა არ უნდოდა ამაზე საუბარი,არც დააძალებდა...
როგორც სჩვევია დაადო მუცელზე ხელი და თვალები დახუჭა.ვერ მოისვენა ანამ,შებრუნდა მისკენ და ყელში შეუძვრა,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
-რატი...
-გისმენ...-მოხვია წელზე ხელები.
-არასოდეს მოკვდე რა...-იცოდა როგორი ნაფიქრი და ტკივილიანი იყო მისი სიტყვები...მიეფერა ისევ,შუბლზე აკოცა,მისცა უფლება მშვიდად ყოფილიყო.ყველაზე ნაკლებად ახლა სიკვდილი უნდოდა...


***
აივანზე იჯდა როსტომაშვილი.სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და ფიქრებს მისცემოდა...როგორი იყო მისი ცხოვრება წლების წინ?
უნივერსიტეტის პერიოდშიც ბევრს სვამდა და მერეც...
ეწეოდა და ბევრ ისეთ რამეს იღებდა,რასაც არ უნდა გაკარებოდა წესით...
ურთიერთობები?მოსწონდა ერთი გოგო,ერთი კურსით წინ იყო და ბაკალავრის მეოთხე კურსზე გათხოვდა...თან იცით როგორ?არავინ იცოდა დაკავებული რომ იყო...
მალევე გაშორდა ქმარს.ორი წელი იყო გასული ალბათ.რომ გითხრათ მისმა გათხოვებამ გული ატკინათქო მოგატყუებთ,მაგრამ არ ესიამოვნა...
უფრო მეტად ბრაზი იგრძნო იმ კაცის მიმართ,რომელმაც მისი თავი წაართვა,არადა არც კი ყოფილა ნანკა მისი არასდროს...
ოჯახი რომ შექმნა სანდრომ პირველად მაშინ იგრძნო რაღაცის ნაკლებობა ცხოვრებაში...მათ უყურებდა და ხვდებოდა მისი დროც იყო...
ნიკუშამაც მოიყვანა გვანცა და უკვე დაფიქრდა მხოლოდ მასში იყო პრობლემა...
სულ ფიქრობდა ცოტა მეტი ფული თუ ექნებოდა იპოვნიდა ვინმეს,მაგრამ ვისაც ხვდებოდა მათთვის ფული არასოდეს იყო საკმარისი...
წინა სამსახურში მოსწონდა კიდეც ერთი ქალი,მაგრამ სამი შვილი ჰყავდა და თავი შეიკავა...განა მისი შვილები ადარდებდა?არა!უბრალოდ მეტის გაჩენას აღარ აპირებდა,ყველაფერი გამოცდილი ჰქონდა ცხოვრებაში,სიყვარული,ოჯახი,დედობა...
თავად რატის არცერთის გაეგებოდა არაფერი და ამიტომ შეეშვა.უნდოდა ოჯახი ისეთ ადამიანთან შეექმნა,რომელთან ერთადაც სწავლას შეძლებდა...
მერე რა მოხდა?12 წლით უმცროსი გოგო შერჩა ხელში,რომელიც გარდაცვლილი შეყვარებულის საფლავზე მიდის ღამ-ღამობით და იქ იძინებს...
არ არის ეგოისტი,უბრალოდ უნდა მასაც ჰქონდეს რამე საკუთარი და მხოლოდ შვილია ასეთი,რომელიც სხვის სხეულში იზრდება...
-რატი...-ფიქრებიდან გამოიყვანა მისმა ხმამ.
-გისმენ.
-არ დამელაპარაკები?-არც გუშინ გაუცია ხმა,არც დღეს...
-გინდა რამე?
-აუცილებელია ალუჩა მოგთხოვო ტირილით საუბარი რომ შევძლოთ?
-ანა რა გინდა?-დაღლილი სხეული ძლივს აზიდა და მისკენ შებრუნდა.
-მაპატიე...
-დაივიწყე.-უთხრა უდარდელად.
-რატი...-დააწია სიტყვები,მაგრამ აღარ შებრუნებულა.თურმე გუშინ ფეხბურთის გამო კი არ სძინებია დივანზე,არამედ იმიტომ რომ ასე სურდა...დივანზე დაწვა ისევ და თვალები მილულა...-იმის გამო მიბრაზდები რომ მიყვარდა ვიღაც?
-არ გიბრაზდები ანა,წადი და დაიძინე.
-რატი მე და შენ ერთად არ ვართ,სხვა ცხოვრება მქონდა შენამდე,ამ პატარამდე...-მუცელზე გადაისვა ხელი.
-ანა ფეხებზე მ*იდია ვინ გიყვარს!-წამოიწია კაცი.-ის მადარდებს ამან რა შედეგი შეიძლება მოგვიტანოს.
-ანუ?
-ანუ არ მინდა ჩემს შვილს რამე დაემართოს.
-ჩვენს!-შეუსწორა მაშინვე.
-ჰო,როგორცაა...-აიქნია ხელი.
-თქვი!
-რა ვთქვა?
-ჩვენი შვილი დაუძახე და არა შენი!
-ჰო,ჩვენი შვილი,მერე?-ტონს აუწია.
-რატი არ გყვარებია?არ გეფიქრებახოლმე მასზე?
-არ მყვარებია ანა,შენი აზრით რატომ ვარ ამ ასაკში მარტო?
-ესეიგი იმიტომ ბრაზდები რომ მე მიყვარდა ვიღაც და შენ არა?
-ნუ სულელობ ანა,ერთადერთი რაც მაგიჟებს ისაა რომ მას არ უფრთხილდები!
-ბოდიში ხომ მოვიხადე?-ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი.
-ბოდიში არ შველის მაგ სიტუაციას ანა!კარგი ამინდი დავი*იდოთ,ვინმეს რამე რომ დაეშავებინა?რა დროს და როგორ იარე ქუჩაში ნორმალური გგონია ეგ?
-არ მგონია ნორმალური.-ჩაეშვა სავარძელში.-ნაწყენი ვიყავი,ვერ ვაზროვნებდი, რადგან მამაჩემის სიტყვები ძალიან მომხვდა გულზე.
-ეგ კიდევ ერთი ამბავი!-ლამის ტაში შემოჰკრა.-1 თვეა ჩემთან ცხოვრობ და არ ვიცი ვინ არის მამაშენი.ვინ ხარ საერთოდ...
-მითხრა იქნებ ისე ძალიან არც გყვარებიაო,უცებ მოუძებნე შემცვლელიო...-დააიგნორა მისი სიტყვები.-მეტკინა,მეწყინა და დავიბენი...მასთან წავედი,უნდა გამეგო სად შემეშალა...
-ანა გაქვს უფლება ცხოვრება გააგრძელო!
-ვიცი,ახლა ვალდებულიც ვარ.-ბავშვზე მიანიშნა.-ყველაფერს გავაკეთებ რომ უსაფრთხოდ იყოს...
-ჰო,იმედია.-გადაწვა ისევ და თვალები დახუჭა.
-ხვალ რექტორი კაბინეტში რომ გელოდება...-ცერად გადახარა თავი,დაინახა როგორ შეჭმუხნა შუბლი,ანამ საიდან იცოდა,რომ შეხვედრა ჰქონდა რექტორთან?
-შენ საიდან...
-ეგ კაცია მამაჩემი...-ხმა გაეპარა.-სოსო მანჭკავა...
-რას ამბობ?-წამოჯდა და მთელი სხეულით მიბრუნდა მისკენ.
-ხვალ ალბათ ჩემზეც დაგელაპარაკება,კირას ამბავსაც მოაგვარებს...
-ანა გესმის მაინც რას მეუბნები?უნივერსიტეტის მეპატრონე მამაშენია?
-მამაჩემია.-დაუქნია ისევ თავი.
-შენ...შენ ჩემი გაგიჟება გინდა?-წამოვარდა ფეხზე.-შენ ღამის კლუბში მუშაობდი,ბინიდან იმიტომ გამოგაგდეს რომ შენზე მეტის გადახდა შეეძლო სხვას და...
-არ ველაპარაკებოდი,არ მჭირდება მისი ფული...მის გამო ჩავაბარე ახლიდან ეროვნული გამოცდები,მინდოდა შორს ვყოფილიყავი მისგან,გვარიც შევიცვალე,ცალკე გადავედი საცხოვრებლად...
-ალბათ დამაჭერინებს ხვალ საბუთებს და გამომიშვებს.-ჩაეცინა კაცს.
-არ შეგეხება,გაფრთხილებულია...
-გგონია მადარდებს ანა?მე შენს გამო ვდარდობდი და ამიტომ დავუხარე კირას თავი,თორემ გამაგდონ...
-რატი მომისმინე.-წინ დაუდგა კაცს.-არაფერს ცვლის ის რომ მაგ კაცის შვილი ვარ,მე მისი არაფერი მჭირდება,სამსახური მოვნახე,ისევ ვაპირებ მუშაობას,ფეხზე დადგომას და...
-აქ გადმოსვლა იმიტომ შემოგთავაზე რომ მეგონა ბინას ვერ იშოვნიდი ანა,მეგონა ქუჩაში რჩებოდი,უპატრონოდ იქნებოდი,არც ოჯახი მოგაქცევდა ყურადღებას...-რაღაც უცნაურად გამოუვიდა.-იმ მდგომარეობაში რომ გნახე ცუდად ვიგრძენი ძალიან თავი,მეგონა ჩემი დახმარება გჭირდებოდა...თურმე ყველაფერი ისედაც კონტროლის ქვეშ გქონია!
-აქ ცხოვრებას მამადლი?-ეჭვნარევი მზერა მოატარა კაცს.
-ნუ სულელობ და შენებურად ნუ იგებ!-არ დააკლო უხეში ტონი თავადაც.-სანამ კაბინეტში არ გამომიძახა მანამდე რატომ არ თქვი?
-არ ვეკონტაქტები რატი!-დაუყვირა უფრო ხმამაღლა თითქოს ასე გააგებინებდა.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ძალიან დიდი!არ არის მამაჩემი,არ მადარდებს!მისგამო ვარ ამ მდგომარეობაში,მის გამო ვარ უბედური! მის გამო ვატარებ ვიღაც კაცის შვილს მუცლით!
-ვიღაც კაცის შვილს?-წარბი აუწია.სუნთქვა გაუხშირდა როსტომაშვილს.
-ეგ არ მიგულისხმია.-დაიბნა უცებ.-უბრალოდ როდესაც დუდას ვხვდებოდი არ მოსწონდა და ჩემი საზღვარგარეთ გაგზავნა უნდოდა,ძალით წამიყვანეს...ჩემს დასაბრუნებლად წამოსულ დუდას ავარია მოუვიდა და მერე იცი რაც მოხდა...-აევსო თვალები ცრემლებით.-ჩემთვის არაფერს ნიშნავს.
-წადი დაიძინე.-ნერვიულად მოისრისა კაცმა შუბლი.
-მეტს არაფერს მეტყვი?
-ანა!არ მინდა გაწყენინო,წადი!
-რატი...
-წადი!
-წავალ!-შეუტია თავისებურად.
-ანა დაძინება ვიგულისხმე და შენც კარგად იცი.-მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი როსტომაშვილმა.
-ხოდა დავიძინებ!-მიუგდო მკვახედ და კარი ხმაურით მოხურა...


***
დილის ცხრა საათიდან კაბინეტში იყო მანჭკავა.გაისმა დერეფანში ქალის ხმა,რომელიც მთელ კორპუსში ისმოდა.
-ანა დოლიძე,სასწრაფოდ გამოცხადდით რექტორის კაბინეტში!-გადახედა კაფეტერიაში მსხდომ კურსელებს.ყველას ეუცხოვა ასეთი გამოძახება.ცალკე რატის გაჰკრა გონებაში რაღაცამ.კმაყოფილი კირა იმზირებოდა სარკეში და ტუჩსაცხს ისწორებდა როგორც ყოველთვის.მარიამი,ლალი,თომა,სალი და საბა აუწურულიყვნენ იქვე მაგიდასთან.
-ეს ცირკი აუცილებელი იყო?-შეწუხებულმა ამოთქვა და სკამზე მოწყვეტით დაეცა.
-სანამ ჩემს ნაწილს შევასრულებ მინდა გარიგების შენი ნაწილი შეგახსენო ანა!-გაუღიმა შვილს.
-რა გინდა?
-ჩამოგითვლი,შეგიძლია ჩაიწერო!-სათვალე ცხვირზე დაიკოსა და წიგნაკი გადაშალა.პუნქტებად ეწერა ყველაფერი კაცს.
-ოჰოო...-წარბები აწკიპა მაშინვე.
-პირველი და ყველაზე მთავარი ანა.-გადახედა შვილს.-აღარ დამალავ მამაშენი რომ ვარ და გვარსაც დაიბრუნებ!
-არც იფიქრო!
-მაშინ დამთავრებულია საუბარი და შენს მეგობარს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი,შენი ნაბი*ვარი რატი კი უსამსახუროდ დარჩება!
-სოსო!
-მამა მირჩევნია!-ორივეს ერთი სიჯიუტე უყიოდა სხეულში.
-შემდეგ?
-თვეში ერთხელ მაინც მოხვალ და ადამიანურად ვივახშმებთ...
-ოჯახობანას თამაში მოგინდა?
-შენი იდიოტი ძმის იმედი არ მაქვს ისედაც.-აიქნია კაცმა ხელი.-რომ მოინდომოს დღესვე წააგებს კაზინოში ჩემს ფულს.შენ დარჩი მხოლოდ,მინდა ჩემი გარდაცვალების მერე ვიღაც ნორმალურს ჩავაბარო ყველაფერი და შენში ვხედავ ამას,შენ შეგიძლია!
-მემკვიდრეობით მთაფლავ?-გაეცინა ანასაც.
-არავის ეტყვი დედაშენზე!
-თითქოს საერთოდ მადადებდეს დედაჩემი.-ეგ მართლა არ აინტერესებდა.
-ახლავე გავუნულებ მარიამს გადასახადს,ყოველ წელს გავაკეთებ ამას თუ პირობას შეარულებ!კირასაც გამოვიძახებ,მოვაგვარებ მასთანაც.
-რას ეტყვი?
-ჩემი მეთოდები მაქვს,მამას დაუჯერე ანა.რატისაც უნდა დაველაპარაკო...
-არ გაბედო მისთვის რაიმე ცუდის თქმა,ან მისი გაგდება!
-სახლში არ დაბრუნდები ანა?-ჩაეკითხა მაინც.უხეში იყო სოსო,მაგრამ ძალიან უყვარდა შვილი
-არა!
-კარგი.-დაჰყვა მის ნებას.-აბა,შეასრულებ პირობას?
-შევასრულებ!-მობეზრებულად აუტრიალა თვალები.-მარიამის ამბავი მოაგვარე ჯერ...
-მოვაგვარე შენს აქ შემოსვლამდე.-ცალყბად მიუგდო და ღილაკს თითი დააჭირა,ამჯერად თავად დაიწყო საუბარი.-ლაპარაკობს რექტორი სოსო მანჭკავა,კირა შუბითიძეს ვთხოვ გამოცხადდეს ჩემს კაბინეტში!
-წავალ მე...
-არა,დარჩი!-იუარა კაცმა,მომლოდინე მზერით მიაჩერდა კარს,ერთი სული ჰქონდა შოუ მოეწყო...
-შეიძლება?-კაკუნის შემდეგ გააღო კარიც და შეიხედა.
-მობრძანდი.
-გამარჯობა?!-გადახედა სკამზე ანასაც.
-მოდი,დაჯექი.-მიიპატიჟა კაცმა.
-ყველაფერი რიგზზეა ბატონო სოსო?-ჩამოჯდა.მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-შენ მითხარი.-გახალისდა კაცი.-იცნობ ამ გოგონას?
-კურსელები ვართ.-თვალები დააწვრილა.კარგად დააკვირდა ანას ირონიულ მზერას.
-როგორი ურთიერთობა გაქვთ?
-კარგი ძალიან.-გაუღიმა და მაგიდის ქვეშ ანას ფეხი მიარტყა.-ერთად ვართ თითქმის ყველა ლექციაზე.
-ჩემამდე სხვა ამბავი მოვიდა...-მოიხსნა სათვალე.-იცი კირა ძვირფასო...იძულება...გამოძალვა...პირადი ცხოვრების ხელყოფა...ეს სამი რამ რასაც შენ აკეთებ არაკანონიერია იცი?სამართლის სტუდენტი ხარ,არ გსმენია შანტაჟის ეს ფორმა როგორ მძიმედ ისჯება?
-უკაცრავად?
-ნუ მაწყვეტინებ!-აუქნია ხელი.-შენ საკუთარ ლექტორს ემუქრები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით,რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს!თან რა მიზეზით ემუქრები?ანა არ არის მისი სტუდენტი,სრულწლოვანია,კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ...შენ?მუქარის ტექსტები,რომელიც ლექტორს გაუგზავნე...ყველაფერს პოლიციას გადავცემთ და იცი რა მოხდება?უნივერსიტეტიდან გაგდებას არ დავჯერდები!ჩემი შვილის განერვიულებისთვის ციხეში გიკრავ თავს!
-თქვენი შვილის?-ამოისლუკუნა გოგონამ.
-მე მგულისხმობს.-დაუქნია ხელი ანამ.-უი,არ იცოდი?მამაჩემია!-ასეთი სიამაყით ცხოვრებაში პირველად აღიარა მისი მამობა.
-კურსზე საუკეთესო სტუდენტის სტატუსი თუ გსურს უნდა იმეცადინო,ანა თავის ჯგუფში საუკეთესოა,თუმცა არა იმიტომ რომ ჩემი შვილია,არა...ეს არავინ იცის,ლექტორებმაც კი!შენს ჯგუფში მარიამს თუ გინდა აჯობო ბევრი უნდა იშრომო,რადგან ისეთ საგანში,როგორიც „ქართული სამართლის ისტორიაა“ ლექტორის დაშანტაჟები დაგჭირდა კონსტიტუციაზე როგორ ძვრები?-გულწრფელად დაინტერესდა.
-მე...
-აა,გამახსენდა,მამაშენის ყოფილი საყვარელია ლექტორი!
-ბატონო სოსო...
-კირა ძვირფასო.-დაუთბა ხმა.-მამაშენი იმის ნახევარს ვერ შეძლებს რამდენიც მე შემიძლია გესმის?არ მიყვარს ამით ტრაბახი,მაგრამ სხვა დროს არ გაბედო,შენს თანაკურსელებს არ გადაახტე და რაც ყველაზე მთავარია ადამიანობას ნუ დაკარგავ!
-მე...
-შენ ძალიან არასოწრად მოიქეცი და ყოველ შენს ნაბიჯს დავაკვირდები იცოდე!შენს ტესტებს პირადად შევამოწმებ და ერთ გადახვევასაც არ გაპატიებ,დაგაჭერინებ ხელში საბუთებს და გაგიშვებ უნივერსიტეტიდან!
-გთხოვთ...
-წაშალე ყველაფერი,რაც გაქვს ჩემს შვილზე და რატიზე.
-ახლავე.-ამოაძვრინა მობილური ჩანთიდან და ფაილი გახსნა.-აი,ვშლი...-მონიშნა ყველა ფოტო ერთად.
-წაშლილებიდანაც გააქრე,გუშინ არ დავბადებულვარ!
-ახლავე.-აკანკალებული ხელებით უქნევდა თავს.იქიდანაც წაშალა.
-აღარ გაბედო შვილო მეტი მსგავსი,მეც ვიყავი შენი ასაკის და ჩემით მივაღწიე ყველაფერს,ჩემი ანაც ასეა,ამიტომაც არის სხვა გვარის,თავის გატანა ისწავლა და შენც არ გაწყენდა!-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.-აღარ განმეორდეს,ახლა წადი...
-შენ მაიძულე!-გააყოლა ანამ სიტყვები და როგორც კი კარი მიიხურა თავადაც წამოდგა.-მადლობელი ვარ!
-პირობა პირობაა...-ისევ ცხვირზე დაიკოსა სათვალე და ფურცლებს მიუბრუნდა...



***
მშვიდად შეაბიჯა კაცის კაბინეტში როსტომაშვილმა.გააზრებული ჰქონდა რომ შეიძლებოდა სამსახური დაეკარგა,ალბათ კარგადაც გალანძღავდა ბატონი სოსო,რადგან როგორც ანასგან მიხვდა ნაბი*ვარი იყო.ჰალსტუხი შეიხსნა,ყელში უჭერდა უკვე ეს ყველაფერი,ხელი ჩამოართვა კაცს და ჩამოჯდა.რამდენიმეწუთიანი დუმილი უსაშველოდ გაიწელა რატისთვის.რაღაც საბუთებს ჩასჯდომოდა კაცი,მორიდებით სთხოვა დალოდება და ყურადღებაც აღარ მიუქცევია...
-მაშ ასე.-გადადო გვერდით საქაღალდე.-იცი ვინც ვარ?
-ვიცი.
-მეც ვიცი შენი ვინაობა.-მაგიდაზე დააწყო ხელები.-დალევ რამეს?
-იყოს მადლობა.-თავი გაუქნია და მიაჩერდა კაცს.
-ამხელა კაცს თავში ტვინი არ გაქვს?ცხოვრებას როგორ ინგრევ?
-არც ჩემი მიზანი ყოფილა,მაგრამ ასე გამოვიდა და სულაც არ ვთვლი ამას ჩემი ცხოვრების დანგრევად.
-მაშინ ისეთი შეცდომა როგორ დაუშვი რომ 20 წლის გოგოს ცხოვრება დაგენგრია?
-შეცდომა არ არის ის,რაც მოხდა!-მოკლედ მოუჭრა კაცს.-დიდი პატივისცემით,მაგრამ აღარასდროს დაუძახოთ ჩემს ჯერ არდაბადებელ შვილს შეცდომა!-დაეჭიმა მთელი სხეული.-მე არ ვიცოდი ანას ასაკი,მაგრამ ეგ არაფერს ცვლის,არც მისი ცხოვრება დაინგრევა,მე დავეხმარები.
-თქვენობით ნუ მელაპარაკები,ლამის ერთი ასაკის ვართ.-ისევ ირონიით მიუგო კაცმა,არადა 16 წლით იყო უფროსი.-რა გეგმები გაქვს აბა გამანდე.
-არ ვიცი.-უპასუხა გულახდილად.
-არ გიყვარს შენ ანა,ასეა?
-იმ პასუხს ვერ მოისმენ,რომელიც გინდა...ჩემი და ანას ამბავი ჩახლართულია,მომწონს როგორც ქალი,მაგრამ თან მისი ასაკი არ მაძლევს უფლებას...
-ანას მოსწონხარ.-თქვა მოკლედ.-არასოდეს დაუცავს ბიჭი ასე ჩემთან,მხოლოდ დუდა,საბრალო ნათელში იყოს.-პირჯვარი გადასახა ჰაერში.-ანა რთული ბავშვია...ყოველთვის ძალიან ჯიუტი იყო,მაგრამ არა გათამამებული.დედის ხელი აკლდა,სკოლის პირველ დღეს შენობიდან გავიდა და აღარც უნახავს რამდენიმე წელი,მერე იშვიათად ჩნდებოდა და მხოლოდ მე ვყავდი.კაცი,რომელიც სულ მუშაობდა და ვერ აქცევდა ყურადღებას,ამან პროტესტის გრძნობა გაუჩინა,ფული ვერ შველის და აგვარებს პრობლემებს რატი!მისი ძმა...-ჩაიქნია ხელი.-გინდ ყოფილა გინდ არა,დიდი იმედგაცრუება...არასოდეს დაუწუწუნია არაფერზე,მადლიერი იყო იმის,რაც ჰქონდა,მაგრამ მერე თინეიჯერობისას ცუდ ბიჭს გადაეყარა და გაგიჟდა...ვიცი თავისებურად მოყვებოდა,შეიძლება ჩემი ბრალიც არის,რაც იმ ბიჭს დაემართა,მაგრამ ციხეში იჯდა...ახლა წარმოიდგინე 17 წლის გოგო გყავს სახლში რომლის 21 წლის შეყვარებულიც ნასამართლევი იყო...გენდომებოდა?-ჩააცქერდა თვალებში.-ხომ ელოდები შვილს,მიდი მითხარი.
-არა!-გააქნია თავი.-მაგრამ გააჩნია მიზეზს.
-არანაირი მიზეზი არ გვინდა.-ხელი გააქნია.-არ შეეფერებოდა ჩვენს ოჯახს.
-რამდენიმე დღის წინ შუაღამისას წამოვიყვანე მაგ ბიჭის სასაფლაოდან,იქ ეძინა!-გამოსცრა კაცს კბილებში.-არამგონია ცუდისთვის ასეთი რამ გაეკეთებინა ანას.
-არ მითქვამს,რომ ცუდი იყო...კარგი ბიჭი იყო,მაგრამ არა ანასთვის.
-არც მე ვარ კარგი ანასთვის.
-არ ხარ.-დაეთანხმა მაშინვე.-გავარკვიე შენზე ბევრი რამ...მამაშენზე,დედაშენზე...
-ბიძაზეც.-ღიმილით დაამატა როსტომაშვილმა.არ მალავდა თავის მდგომარეობას.
-ასეა...რას ელი ანასგან?რას აპირებ?როდემდე გეყოლება სახლში?
-ჩემს შვილს ატარებს მუცლით,რა კითხვაა?
-შენ მას ცოლად არ მოიყვან ხომ ასეა?-ჩაეკითხა მაინც.-რამდენხანს უნდა გააგრძელო ეს თამაში?
-ანასთან არ ვთამაშობ არაფერს,არც სხვებთან მჭირდება!-გამოსცრა კბილებში.
-მისმინე...შენ ანას არასოდეს შეხედავ ამაზე მეტად,არასოდეს იქნება შენი ოცნების ქალი,შენი იდეალი...არასოდეს დაქორწინდები მასზე,რადგან ვერ გაუგებ...იცი რა ხისთავიანია?თავისი ხუშტურები აქვს,შენს ასაკში სიმშვიდე რომ უნდათ ეგ სისხლს აგიდუღებს,მერე აგიორთქლებს ან საერთოდ ვენიდან ამოგწოვს...თინეიჯერია ჯერ ისევ,შენც ვერსად გამოაჩენ,მის მეგობრებს ვერ გაუგებ,არც თვითონ მოეწონება შენები...მის მეგობრებთან ერთ სუფრაზე არ დაგსვამს!კლუბში გასართობად ვერ გაჰყვები...რა იქნება 10 წლის მერე?20?მოხუცი იქნები,ანას კიდევ 12 წელი დააშორებს სიბერემდე...-გულში რაღაც ძალიან ეტკინა როსტომაშვილს...-არ ხარ ასაკით დიდი,მაგრამ მისთვის დიდი ხარ რატი!ვერ გაიგებ მისას,გგონია რომ გაჭაღარავდები მერეც მოეწონები?შენ თმის გაცვენას რომ დაიწყებ ის მაშინ გაიფურჩქნება,მაშინ დაიწყებს ლაღად ცხოვრებას,ვერ გაუგებ!-კაბინეტში შემოსული მდივანი უკან გააბრუნა და განაგრძო.-მის მოკლე კაბას თინეიჯერები რომ გახედავენ და შენ რომ გაგიჟდები ვერც კი იჩხუბებ იცი რატომ?არაეთიკურია ამხელა ლექტორი კაცი სტუდენტებს დაერიო...მაგიდაზე რომ იცეკვებს არც ეგ გესიამოვნება,რადგან აღარ ხარ მაგ ასაკში,არც მისი პირში გაჩრილი სიგარეტი აგიხვევს თვალს,არც ის სასმლის ჭიქები გესიამოვნება მეგობრებთან ერთად რომ გამოცლის...მისი ბიჭი მეგობრები?ლევანი?ჰო ლევანი...-ჩაეცინა კაცს.-ისე „აგახევს“ მის თავს აზრზე ვერ მოხვალ საერთოდ.გინახავს ქალისა და კაცის მეგობრობა სადმე?სე*სით მთავრდება სულ.ია ფარულავას აქვს ნათქვამი „ფუ*უსა და კუ*უს მეგობრობა არ გამიგია“-ო,მართალი ქალია,მიყვარს ძალიან.
-რატომ მეუბნები ამ ყველაფერს?-წარბებშეკრულმა გახედა.ყველაფერი სიმართლე რომ უთხრა ამან უფრო ძალიან დასწყვიტა გული.ლევანის ისედაც არ უყურებდა დიდი ნდობით,ახლა საერთოდ.
-მინდა ანას კარგი ცხოვრება ჰქონდეს...შენ შენი შესაფერისი ქალი იპოვნო...
-და?
-გააკეთებინე აბორ*ი და გაუშვი თავის გზაზე!-მოურიდებლად მიახალა.ოღონდ ეგ არ ეთქვა ახლა სოსო მანჭკავას.
-არ გაბედო!-წამოდგა ფეხზე და ხელებით მის მაგიდას დაეყრდნო.-ჩემს შვილს ვერ შეეხება ვერავინ სულ რომ მთელი სამეგრელო ჩამორეკო გესმის?ეს ბავშვი აუცილებლად დაიბადება და ვერავინ შეეხება!ანას უნდა შვილი,უნდა ეს ბავშვი და არ ვაპირებ ვინმეს მათი თავი დავუთმო...ანას ვინმე თუ შეუყვარდება კი ბატონო,იყოს ბედნიერი,მაგრამ ბავშვის საბუთებში მე ვიქნები ყოველთვის მამა,როსტომაშვილი იქნება და სულ ექნება ჩემი იმედი!
-ეგოისტი ხარ!ოჯახი გინდოდა,ვერ შექმენი და ვინც გამოიჭირე არჩევანის უფლებასაც არ აძლევ!-წამოიწია სოსოც.
-ანას ამ ბავშვის ყოლა უნდა,არჩევანი გაკეთებულია!-მობილურს ხელი დაავლო და კიდევ ერთხელ გახედა მკვლელი მზერით.-ჩემს შვილს ან ანას რამე რომ დაემართოთ მთელი სამეგრელო რომ გადამიდგეს წინ ვერ გიშველის ვერავინ!-დაემუქრა კაცს.-მეორედ არ გაბედო!
-ანას აუცილებლად წავიყვან შენგან,ჩერქეზიშვილების ბიჭს უყვარდა ყოველთვის,ჩამოვა და ალბათ ცოლადაც მოიყვანს,მიიღებს შვილიანად ისე გიჟდებოდა მასზე...
-გინდა მოგკლა?-პერანგის საყელოში წვდა კაცს.ბინდი გადაეკრა თვალებზე.-ვერ წაიყვან ვერსად ანას,იმ ჩერქეზიშვილსაც მოგაყოლებ ზედ იცოდე!
-მისი ტიპის კაცი ხარ,უკონტროლო.-ჩაეცინა კაცს.უხეშად შეუშვა ხელი რატიმ.
-სხვა დროს დავივიწყებ ყველაფერს და კარგად არ დამთავრდება.-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახიდან გავარდა...
-მერე იტყვის არ მიყვარსო.-იცინოდა მანჭკავა.-ჩემი პატარა გოგო მაინც იყოს კარგ ხელში,ახლა აღარ ვინერვიულებ.-შვებით ამოისუნთქა და უკვე მეასედ გადაფურცლა საქაღალდე...




***
ათასი ფიქრი უტრიალებდა როსტომაშვილს გონებაში.ცოტა დააკლდა,რომ ანას მამა არ სცემა.ისე გააღიზიანა თავისი ირონიული ღიმილით...მართალს ამბობდა,რა იქნებოდა 10 წლის შემდეგ?ბევრი იყო ეს 12 წელი რა...
რატომ?ხომ შეიძლებოდა ვინმე თავისი ტოლი გაეცნო,გამართლებოდა ამ წყეულ სიყვარულში,ურთიერთობაში არ შეიძლებოდა?
ემოციებისგან დაცლილმა შეაღო სახლის კარი,უკვე ხვდებოდა არ მოხდებოდა არაფერი კარგი.ჩემოდანი იდო მისაღებში,სააბაზანოდან გამოჰქონდა ნივთები ანას...
-რას აკეთებ?-მიაგდო იქვე მაგიდაზე მობილური
-ბარგს ვალაგებ.-მიუგო მშვიდად.
-ანუ?
-ხომ გითხარი წავალთქო.-გაუღიმა კაცს.ესეც მის ნერვებზე მოქმედებდა...
-ანა ამოალაგე ყველაფერი ახლავე!
-რადგან მეუბნები...-ჩაეცინა ისევ.დამტენის გამოაძრო კედლიდან და ჩანთაში ჩაიცურა.
-ანა არ გამაღიზიანო.-გამაფრთხილებლად გამოსცრა კბილებში.-ახლავე ამოალაგე ჩემოდანი.
-გუშინ შენთან ცხოვრება რომ დამამადლე და წამომაყვედრე გგონია დამავიწყდა?გგონია თავს ვერ მივხედავ?-ჩემოდანს ხელი წამოავლო და კარის სახელურს წაეტანა...-რა ჯანდაბაა...-რამდენჯერმე გამოქაჩა.
-მე მსგავსი არაფერი მითქვამს ანა და მობრუნდი,ვერ წახვალ მაინც.-სახლის გასაღები ხელში აათამაშა.
-შენ რა...
-ჰო,მაიძულებ ანა და ჰო სახლის კარი ჩაგიკეტე!
-ახლავე გამიღე კარი!
-ანა ნუ ცდი ჩემს მოთმინებას გთხოვ რა,დააბრუნე ეგ ჩემოდანი უკან.-როგორც შეეძლო მშვიდად მიუგო და სავარძელში ჩაეშვა.
-აქ არ დავრჩები,გააღე კარი!
-არ გამაგიჟო!
-გაგიჟდი მე სულ ფეხებზე მ*იდია!
-„იცი რა ხისთავიანია?თავისი ხუშტურები აქვს,შენს ასაკში სიმშვიდე რომ უნდათ ეგ სისხლს აგიდუღებს,მერე აგიორთქლებს ან საერთოდ ვენიდან ამოგწოვს...“-გაუკრთა გონებაში სოსოს სიტყვები.
-ანა...
-გამიღე ეს წყეული კარი ახლავე!-მთელი ხმით დაუყვირა და ფეხი უხეშად მიარტყა.-გააღე...
-არა-მეთქი!-საპასუხოდ აუწია ტონს.ფეხზე წამოდგა.წინ დაუდგა გოგონას.-ანა შენ მაინც ნუ გამაგიჟებ,შენ მაინც ნუ გადამიყვან ჭკუიდან გთხოვ რა.
-არ მინდა აქ დარჩენა,არაფერი მჭირს შენი დასაყვედრებელი,რადგან მდიდარი მამა მყავს ხომ ინანე ჩემი აქ მოყვანა?ხოდა წავალ...იქნებ მდიდარ მამასთან წავიდე?-გაუღიმა ირონიულად.
-მასთან განსაკუთრებით ვერ წახვალ!-გამოსცრა კბილებში და ჩემოდანზე წავლებული ხელი უხეშად შეაშვებინა.-დაჯექი და ადამიანურად დამელაპარაკე.
-არ მინდა შენთან საუბარი,ლევანისთან დავრჩები დროებით,ექიმთან შეგიძლია გამომყვე და გაიგო ბავშვის მდგომარეობა...
-„ლევანი?ჰო ლევანი...ისე „აგახევს“ მის თავს აზრზე ვერ მოხვალ საერთოდ.“-ისევ ესაუბრებოდა გონებაში მანჭკავა.
-ანა ფეხს ვერ გაადგამ ვერსად!-საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა.-აქ იქნებით ორივე.ვერსად წახვალ გესმის?ესაა შენი სახლი,მისიც!
-არა რატი!
-ჯანდაბა ანა!-დაიყვირა რატიმ და ზურგი აქცია.-ვერსად ვერ წახვალ,არ მოგცემ უფლებას ჩემი შვილი სადღაც წაიყვანო და არ ვიცოდე როგორ ხართ,არ მოგცემ უფლებას ასე გადამახტე ხვდები?არ დამიმადლებია აქ ცხოვრება,ყველაზე სწორი რამ იყო,რაც გავაკეთე შენთან მიმართებაში...აქ უნდა იყოთ.მე უნდა გაქცევდეთ ყურადღებას ანა,საერთოდ მ*იდია ვინაა მამაშენი,რამდენი ფული აქვს და ისიც რომ შეუძლია ვილაში გაცხოვროს...სანამ ეს აქ არის ვერ წახვალ...-ოდნავ შეახო თითები მუცელზე.
-და მერე რას აპირებ?ხომ არ ფიქრობ ბავშვს წამართმევ და მე სახლიდან გამაგდებ?
-ეგეთ სი*ად მიცნობ?-სულ გაეთიშა გონება.ძლივს იკავებდა თავს რომ არ აფეთქებულიყო.-არასოდეს ვიკადრებ ანა,რას მელაპარაკები იაზრებ მაინც?
-არ მინდა შენთან ცხოვრება...ასე არა რატი,ასე ვერ...
-იმაზე ხარ გაბრაზებული რომ მე გაგიბრაზდი და არ გელაპარაკებოდი.-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.-ამიტომაც გესმის ყველაფერი არასწორად ანა...
-ვგრძნობ არ გინდა ჩემი აქ ყოფნა.-ცრემლიანი თვალები მოარიდა,მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო.
-ჰოდა ძალიან არასწორად გრძნობ.-ხელი გაუწოდა დივნის სახელურზე მიყრდნობილმა.-მოდი.
-რა გინდა?
-მოდი ჩემთან...-ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა შეწინააღმდეგებაც ვეღარ გაუბედა ანამ ჩანთა იატაკზე დადო და წინ დაუდგა.-არ მინდა რომ წახვიდე ანა.-თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა კაცი.-მინდა აქ იყო,ჩემთან...სულ უნდა ვიცოდე როგორ ხართ შენც და ჩვენი შვილიც...გთხოვ ამას ნუღარ დამიმატებ რა...
-გუშინ...
-დაივიწყე რა მოხდა გუშინ ან ერთი კვირის წინ.-ნაზად მოხვია ხელები და მკერდზე აიკრო მისი სხეული.-აქ უნდა იყო ანა,ჩემთან.-ყელზე ნაზად აკოცა და მისი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა.-მენატრებოდა ეს სურნელი...
-რატი...
-გისმენ.
-რა იქნება მერე?
-შენ რა გინდა რომ იყოს?
-ჩემზეა დამოკიდებული?-ჩაეცინა მის მკლავებში მოქცეულს.
-ანა რაც არ უნდა გადაწყვიტო მინდა კარგად დაფიქრდე.-მიეფერა ისევ.-ნებისმიერი გადაწყვეტილება შენზე უფრო მეტ გავლენას იქონიებს ვიდრე ჩემზე.
-ის ჩაგაწვეთა მამაჩემმა რომ ჩემზე უფროსი ხარ არა?-ზუსტად იცოდა რასაც ეტყოდა ბატონი სოსო.
-მართალიც არის ანა.
-იცი რა მინდა?-გაუღიმა კაცს.ახედა მის ბნელ სფეროებს ვარსკლავები რომ თამაშობდა შიგნით.-მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო,მხოლოდ ლევანის იცნობ ახლოს...თამრო რამდენიმე წუთით ნახე...
-არ არის საჭირო ანა,მესმის რთულია და...
-არ მრცხვენია შენი რატი.-მიეფერა ლოყაზე კაცს.-ვიცი რასაც გეტყოდა მამაჩემი და იცოდე არ არის სიმართლე საერთოდ არაფერი...
-ანა...
-არა მისმინე...მინდა მარიამს ვუთხრა ჩვენზე...რთული ასახსნელია,მაგრამ მინდა იცოდეს განზრახ არაფერს აკეთებდი და იცოდეს რომ კირასთან არ გძინავს,არ მინდა შენზე ცუდად ფიქრობდეს...
-დარწმუნებული ხარ?
-რა მნიშვნელობა აქვს ხალხი როდის გაიგებს?ორსულად ვარ,მოხდა ეს ყველაფერი და არ უნდა დავმალო მე არც მისი არსებობა და არც შენი.მამამისი ხარ,სულ იქნები მის ცხოვრებაში და შესაბამისად ჩემსაშიც.მინდა ჩემს მეგობრებს იცნობდე და პატივს გცემდნენ...მე ხომ ვიცნობ შენებს?კიდევ 7 თვე შენთან ვიცხოვრებ,ბევრი რამ არის წინ.არ ვიცი ბავშვის დაბადების მერე რა მოხდება,მაგრამ მინდა ახლა ასე იყოს.
-ანა ერთი რაღაც მინდა იცოდე.-ნაზად გადაუწია სახიდან თმა.-მე არასოდეს ჩავერევი შენს ცხოვრებაში,თუ ვინმეს შეხვდები,ვინმე მოგეწონება და პაემანზე წახვალ ეს არ იქნება ჩემთვის პრობლემა,მაგრამ ვინმემ რომ თქვას მე ვარ მამამისი,მე მივხედავო შემომაკვდება იცოდე!ჩემი შვილია და სხვა მამა არ ეყოლება არასდროს.
-გგონია მაგას გაკადრებ და სხვა კაცს მამობის უფლებას მივცემ?-წარბი ასწია უნებურად.-მხოლოდ ერთი დედა და ერთი მამა ეყოლება...არც შენი ქალები არ მომევლინონ დედის ამპლუაში იცოდე...
-არასოდეს.
-სახელზე გიფიქრია?
-სქესიც არ ვიცით ანა...
-ბიჭია.-წამოროშა გაუაზრებლად.
-რა?
-ასე მგონია უბრალოდ.-გაეცინა მის დაბნეულ სახეზე.
-შენ რასაც გადაწყვეტ ისე იყოს,ოღონდ მამაშენის და...-წამით ჩაფიქრდა.-შენი ყოფილის სახელი არ დაარქვა გთხოვ.
-ნუ სულელობ...რამე ისეთი როსტომაშვილს რომ მოუხდეს...
-გვარზე არ მეკამათები?მომწონს უკვე.
-ნამდვილად არ მინდა ჩემს შვილს ბო*ი დედაჩემი ან ნაბი*ვარი მამაჩემის გვარი ჰქონდეს.-მხრები აიჩეჩა.
-ანა ნუ საუბრობ შენს მშობლებზე ასე.-არ ესიამოვნა მაინც.
-დაივიწყე რა...-აუქნია ხელი.-დემეტრე მოგწონს?
-დემეტრე როსტომაშვილი?ცუდად არ ჟღერს.
-ანდროც...
-შენ მოიფიქრე,მე არ ჩავერევი.-ნაზად აკოცა ხელის გულზე.-ამოალაგე ის ჩემოდანი გთხოვ,მაღიზიანებს.
-დავტოვებ ასე.-გაუღიმა კაცს.-რომ გამაბრაზებ აღარ მომიწევს ჩალაგება მზად მექნება და პირდაპირ გავქანდები.
-ანა ნუ მაგიჟებ თორე მართლა ვერ გახვალ სახლიდან,მთლად ეგეთი დალაგებულიც არ ვარ როგორადაც თავს გაჩვენებ...მეც მაქვს ნერვები და ის ძაფი თუ გაწყდა არ გირჩევ ეგეთი რატის ნახვას არასდროს.
-მაშინებ ახლა?
-არა,გეუბნები რომ ცოტა შემიცოდო და ნუ თამაშობ სულ ჩემს ნერვებზე.ამოალაგე რა.
-ისევ დივანზე იძინებ?
-არა,ჩემს შვილს უნდა მოვეფერო ამაღამ.-შუბლზე აკოცა ქალს და მოშორდა მის სხეულს,უკვე შესამჩნევად ეტყობოდა მუცელი...-ჭამე დღეს?
-ხედავ შვილო?მამიკო გვაკონტროლებს.
-ანა...
-ვჭამე ნუ დარდობ.-ჩაეცინა ისევ და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.-აუ გთხოვ მომაწოდე რა.-მაგიდაზე დადებულ მობილურს დახედა.ვიღაც ურეკავდა.
„თომა“ გაკრთა ეკრანზე და რატისაც გამოუჩნდა ახალი საფიქრალი.უკმაყოფილოდ დახედა ანამაც და პასუხის გაცემის გარეშე ზარი დაასრულა...




***
-ამოღერღე რა გაწუხებს.-ჩამოუსხა სასმელი სანდრომ.მდუმარედ იჯდა კარგახანს როსტომაშვილი.
-არ გამოვა რა.-გააქნია თავი.გამოცალა ის ჭიქაც.
-რა არ გამოვა?
-პატარაა...იცი როგორ მეშლება ნერვები?იცი როგორ მინდა ვინმე მოვკლა?
-რა მოხდა ბიჭო?-დაიძაბა ნიკაც.
-არასოდეს მდომებია შვილი ისეთი ქალისგან,რომელიც არ მეყვარებოდა,რომელსაც ვერ გავუგებდი...
-დაეწყო...-აიქნია ხელი სანდრომ.
-არაფერი არ დამწყებია.-უხეშად მიუგო.-სულ სხვა სამყარო გვაქვს,სხვანაირები ვართ,სხვანაირად ვაზროვნებთ...ხან იცი რა უკონტროლოა?საერთოდ არ მესმის რაზე ბრაზდება,რატომ ყვირის...
-და მაგან შეგაშინა?
-სანდრო შიში არაფერშუაშია.-სიგარეტს გაუკიდა კაცმა.-მე ცოლ-შვილის ყოლა მინდა,ოჯახის...გგონია ვერ ვამჩნევ კურსელებს დორბლი რომ ჩამოდით მასზე?ახლა ვიღაც თომა გამოხტა.გგონია პატარა ბავშვებთან საქმეების გარჩევას დავიწყებ?რანაირად იქნება ჩვენი ამბავი?ჩემს შვილს გააჩენს,ვინმე შეუყვარდება და სხვა კაცთან უნდა იცხოვროს?
-ნოემბრის სიცივემ ტვინი გაუყინა ამას.-შენიშნა ნიკომ.-რაიყო შე*ემა გეეჭვიანება?
-დედასშევე*ი 20 წლის არის...
-აუ რა მო*ყანი ტვინი შენ?!-მოთმინება დაკარგა მენაბდემ.-არის ხო დიდი ამბავი!კარგი ჰო არ გამოვიდა ლამაზად,თავიდანვე რომ გცოდნოდა და თვალი დაგედგა ეგეთი პატარა გოგოსთვის გცემდი,მაგრამ ახლა?ახლა მოხდა უკვე ყველაფერი და რაღა გაკავებს?მოგეწონა...შენს შვილს ატარებს მუცლით...არ გინდა სხვა შეეხოს...შენთან ცხოვრობს...
-შემეშვი თორემ დაგარტყამ!
-დაუშვებ ვინმე სხვასთან რომ იყოს?-გამომცდელად შეხედა ნიკუშამ.იცოდა აგიჟებდა მეგობარს და ამით ხალისობდა.
-არ მინდა სხვასთან იყოს...-ამოთქვა წუთიერი დუმილის შემდეგ.-მაგრამ ვერ ვუგებ...რამდენიმე დღის წინ ბარგი ჩაალაგა და მივდივარო,არასწორად გაიგო ჩემი ნათქვამი და მიდიოდა...იმპულსურია ძალიან,ხან ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ვუყვირო,ან ვუყვირი მეც და მერე სწყინს...
-ჰო,ამ ასაკის ქალი არასოდეს იქნება შენი სიმშვიდე,მაგრამ შენ უნდა იყო მისი...შეიძლება არც არის ასეთი,მაგრამ ახლა მისი სხეული ისეთ ცვლილებებს გადის რომ უბრალოდ თავს ვერ აკონტროლებს...მანამდე შეიძლება სულ სხვანაირი იყო...ნიტა ხო იცი რა ვაჟკაცური ხასიათის მყავს.-ჩაეცინა მენაბდეს.-ხო იცი როგორი თავდაჯერებულია,როგორ მენდობა...მეც იასნია სხვა ქალისკენ არ ვიხედები,სახლში ჩემი ნიტა რომ მყავს მსგავსს როგორ ვიფიქრებ,ხოდა ერთ დღეს შემაგვიანდა მისვლა,მაგაზე უკვე გაბრაზებული იყო და დღემდე არ ვიცი საიდან ქერა გოგოს თმა იპოვნა მთელი ღამე იტირა გავსუქდი და აღარ გინდივარო,მეორე დილას რომ გავიღვიძე აღარ დამხვდა...ძლივს წამოვიყვანე სახლში...სასმელზე რომ ვუთხარი არც წითელი ღვინო გავიგოთქო ერთი კვირა ცრემლად იღვრებოდა, დივანზე დამაძინა...
-გვანცამ ჩემი მილანში წასვლა გააპროტესტა მეექვსე თვეზე,მარტო მტოვებ და ვიღაც გრძელფეხება ქალთან ერთად მიდიხარ დასასვენებლადო.-გამოუტყდა მეგობრებს ამაშუკელიც.-ერთხელ საჭმელში მარილი ჩავიმატე და თეფშიანად ჩააგდო ნაგვის ურნაში,იჯდა და ტიროდა...ასაკსაც ვერ დააბრალებ მხოლოდ,ბევრი რამ იცვლება ახლა მის ცხოვრებაში და უნდა მოუთმინო.მისი საყრდენი და კედელი უნდა იყო.დაცემა არ უნდა დაანებო,უნდა დაიჭირო და თუ საჭირო იქნება ზურგით ატარო გესმის?
-ყოფილი შეყვარებულის საფლავზე ეძინა,ვერ მოვინელე ეგ ამბავი...
-თუ მოკვდები ვთხოვ და შენსაზეც დაიძინებს.-გაეხუმრა მეგობარს სანდრო.-რადგან შენ ვერ მოასწარი ვერავის სიყვარული მაგიტომ უბრაზდები?ეგეთი ეგოისტი როდის გახდი ჰა?
-არ ვარ ეგოისტი,უბრალოდ...
-უბრალოდ არ გინდა სხვაზე იფიქროს,მხოლოდ შენზე!-დაუსრულა ნიკუშამ.-მომისმინე.-გამოცალა კიდევ ერთი ჭიქა.-ეგ ქალი,რომელიც შენი თავისტკივილი გახდა სამყაროს გჩუქნის...გვანცას ორსულობა რომ გავიგე ლამის გული გამიჩერდა,ცუდად რომ იყო გული მისკდებოდა,პირველად რომ გულისცემა მოვისმინე სამყარო ჩემი მეგონა,რომ ვხედავდი როგორ სტკიოდა გული მკერდში არ მიჩერდებოდა...მერე საერთოდ ჩვენი ტასო რომ ეჭირა ხელში და ცრემლიანი თვალებით მიყურებდა...იცი რა მაგარი გრძნობაა?ყველა მისი კაპრიზი ღირს ამად.
-აღარ ხარ შენ პატარა ბიჭი,ეგ შენი აგრესია გვერდით გადადე ან წადი დარბაზში ბოქსით დაკავდი ისევ და გამოუშვი ყველაფერი,რაც შინაგანად გღრღნის.
-დაი*იდე მამამისის ამბავიც რა,არ უნდა გოგოს ხომ ხედავ და არც აქვს კონტაქტი.
-თავი მისკდება.-ბოლო ჭიქა აღარ გამოცალა,გვერდით გადადო და თვალები დახუჭა.-არ ვიცი შვილს როგორ უნდა მივხედო.
-პამპერსის გამოცვლას თუ გულისხმობ ისწავლი,ადვილია და...
-მაგას არ ვგულისხმობ სანდრო,კარგი მამა მინდა ვიყო!
-შემომხედე აბა!-კისერზე ხელი მოხვია და თვალებში ჩააცქერდა მეგობარს.-შენ არა ხარ მამაშენი რატი!არასოდეს ატკენ ანას და არც შენს შვილს...ძალიან მაგარი მამა იქნები...სულ ვამბობდით მე და ნიკუშა,როსტოვსკი გიჟი მამა იქნებაო,ჰოდა იქნები კიდეც,ისე გეყვარება,ისე გადახვალ მის გამო ჭკუიდან...
-აი წარმოიდგინე გოგოა და პაემნებზე რომ დაიწყებს სიარულს რა მოუვა...
-შენც გოგო გეზრდება არ დაგავიწყდეს!-დაუბრიალა ნიკუშას თვალები.
-ვერ ივლის ტასო პაემნებზე.-განაცხადა ამაყად.
-სულ შენ დაგეკითხება სად ივლის.-სიცილი აუტყდა მენაბდეს.
-შენც გოგოს მამა ხარ გახსოვს?ნინი რომ გამოგიცხადებს შეყვარებული მყავსო იქ უნდა ვიყო და ვიდეო გადაგიღო...
-არა რა შეყვარებული.-ხელი აიქნია თვითონაც,დაუსერიოზულდა სახე.-სი*ი თაობა მოდის,სიყვარულის რა იციან ამათ...
-გაგიფრენიათ ორივეს აი...თურმე პაემნებზე არ გაუშვენებ შვილებს.
-შენც გააფრენ შენი შვილის დედა რომ წავა პაემანზე და მერე ნახე!-ჩაეცინა ორივეს.-შვილამდე ჯერ დედა გყავს მოსარჯულებელი და მისახედი.
-გაა*ვი სანდრო!
-აი გნახავ შენ სტუდენტებთან რომ დაიწყებ საქმის გარჩევას!-ხარხარებდა ისევ.-არა შენი ბედნიერება თუ არ ვნახე მოვკვდები იცოდე.
-„მოსვლას აპირებ თუ დავკეტო კარი?“-მიუვიდა შეტყობინება და სულ ოდნავ ჩაეღიმა.ელოდებოდა...
-წავედი მე,მელოდებიან სახლში და თქვენებისგან განსხვავებით ამას ვერ დავაჯერებ რომ ქალთან არ ვიყავი.-გადაეხვია ორივეს.-დანიელმა თვის ბოლოს თავისთან დაგვპატიჟა,თქმა დამავიწყდა...
-რა ხდება რო?
-ახალი კლუბის გახსნა აქვს და მოდითო,გვერდში დამიდექით რამდენიმე საათიო.
-ეგ ისეთ ამბებს ატრიალებს ჩასვამენ კიდევ რამდენიმე თვე.-გაიხსენა ძველი ამბები ნიკომ.-რომელ რიცხვში?
-22 ნოემბერს,შუალედურებიც გასწორებული,ჩამთავრებული გვექნება და...
-როდის უწევს შენთან?
-ხვალიდან იწყება და 21 ნოემბრამდე გრძელდება.დაუგვიანდა ბატონ სოსოს თავისი რეფორმების გადამკიდე.
-შენი როდის უწევთ?
-ხვალ და პარასკევს.
-ათია ხვალ არა?
-ჰო,გაქვს შენც ლექცია ჩასატარებელი.
-წავედი მოკლედ მე,შევხმიანდეთ.-ტაქსი უკვე ქვემოთ ელოდებოდა როსტომაშვილს.ისეთი ნასვამი იყო არ უნდოდა საჭესთან ამ მდგომარეობაში დაჯდომა.ანას დაუბარა რომ ბრუნდებოდა და ნოემბრის სუსხიან თბილისს შეეგება.
„უნდა მოითმინო“-უკრთებოდა გონებაში ეს სიტყვები და სხვა გზა ისედაც არ რჩებოდა...
-ზეგ არ მაქვს არაფერი,ამიტომ ხვალ გავიდეთ კარგი?თან მასალა გადავიმეოროთ.-კარის გაღებისთანავე მოესმა ანას ხმა.მობილურზე საუბრობდა.-ქართული სამართლის ისტორიას დავწერ,ალბათ ერთ საათში გამოვალ,კაფეტერიაში დაგელოდები და მერე წავიდეთ,აგიხსნი ყველაფერს...კი თომა ნუ დარდობ...-დაეჭიმა მთელი სხეული.-არ ვიცი შენებთან მერიდება,კაფეში დავსხდეთ ისევ ჯობია...კარგი,ტკბილი ძლი,ხვალამდე...
-დაკარგა მაგან საათი?
-რა?
-ამ დროს რატომ არ გძინავს?-დააიგნორა მისი შეკითხვა.
-სამსახურისთვის ვამზადებდი დოკუმენტებს...ნასვამი ხარ?
-ჰო...
-ძალიან ბევრს ხომ არ სვამ?
-გაწუხებს შენ ჩემი სიმთვრალე?-გვერდით მიუჯდა დივანზე მჯდომს.
-არ მაწუხებს,მაგრამ...
-მაგრამ გაშინებს.-ოდნავ უკან რომ დაიწია მიუხვდა მაშინვე.-გეშინია ჩემი ანა?
-ნუ სულელობ.-ფეხზე წამოდგომა სცადა,მაგრამ არ დაანება.
-მიპასუხე.-ხელები მოხვია რომ არ გაჰქცეოდა.
-იმის არ მეშინია რომ რამეს დამიშავებ...იმის მეშინია რასაც მთვრალი აკეთებ სხვა ქალებთან...-გამოსძახა ქვეცნობიერმა,მაგრამ თქმა ვერ გაუბედა.-არ მეშინია გამიშვი.
-მაშინ რატომ გითრთის მთელი სხეული.-სულ ოდნავ აკოცა მხარზე.-რა იყო ანა?
-წამოდი დაიძინე,მთვრალი ხარ ძალიან...
-ანა მინდა რომ სულ აქ იცხოვროთ შენ და პატარამ...-მიეალერსა მოშიშვლებულ ლავიწებზეც.-დარჩი ჩემთან...
-წამოდი.-ძლივს ამოთქვა ვნებამორეულმა და ფეხზე წამოაყენა.-დაიძინე მუშაობ ხვალ.
-ჩემი გამოცდა აქვთ ხვალ,არ ვმუშაობ.-გააქნია თავი და ნელი ნაბიჯით მიჰყვა ქალს საძინებლისკენ.მხოლოდ ფეხზე გახდა მოიფიქრა და ეგრევე უღონოდ დაეცა საწოლზე...
-რატი...
-დაწექი.-თვალდახუჭულმა მიუგო და ხელი დაუტყაპუნა მეორე მხარეს.
-გაიხადე...
-დაწექი გთხოვ.-გადაბრუნდა მის მხარეს.-პატარას უნდა მოვეფერო.
-აუუ ადექი ახლა...-ჯიუტად გაიმეორა.-ტანსაცმლით წოლა არ შეიძლება.-წამოჯდა საწოლზე როსტომაშვილი.მაისური გადაიძრო და იქვე მიაგდო სკამზე.ქამარიც შეიხსნა.ალბათ მის სმენასაც მისწვდა ხმაურით რომ გადაყლაპა ანამ ნერწყვი და გვერდით გაიხედა.შარვალიც იმ გზას გაუყოლა და მხოლოდ საცვლის ამარა დადგა ანას წინ.
-დაწექი ანა.-გადასწია გადასაფარებელი მის მხარეს.-მიდი.
-ჩაიცვი რამე,თავი „პოდიუმზე“ ხომ არ გგონია?
-არადა გიყვარს შენ ჩემი შიშველი ყურება.-გაეცინა მის აჭარხლებულ სახეზე და გვერდით მიუწვა.მიეფერა როგორც სჩვევია,ნაზად აკოცა კისერში და თვალები დახუჭა.-დარჩი ჩემთან ანა...-მისწვდა სმენას როსტომაშვილის სიტყვები და ერთიანად მიწყნარდა თბილისიც...




***
იდეალურად დაწერა გამოცდა.მიჩვეული იყო გამოცდებს და არც უნერვიულია,თანაც ეს საგანი რა სანერვიულო იყო.პირველი გამოვიდა საგამოცდო ოთახიდან,კარზე დატანილი პატარა ფანჯრიდან შეიჭყიტა მეორე ოთახში ოფლად რომ დაღვრილიყო თომა და გახელებული რომ წერდა მარიამი რაღაცას.
კაფეტერიაში ჩაირბინა,სხვაგან სად დაელოდებოდა მეგობრებს და ის იყო სალაროსთან მისვლას აპირებდა რატი რომ დალანდა მაგიდასთან,ქაჯაია მისჯდომოდა გვერდით,აი ის თომას თქმით მაგარი ტრა*ი რომ ჰქონდა...
-გინდა რამე?-უხეშად მიუგდო ქალმა.
-ალუბლის წვენი.-დაუბრუნა იმავე ტონით და როგორც კი მიაწოდა მოშორებით მაგიდისკენ წავიდა.-აკი არ მუშაობდი დღეს?-თავისთვის ჩაილაპარაკა და წარბები შეკრა.რაღაც ფურლებს ათვალიერებდნენ,ვერ ხედავდა შორიდან,მაგრამ ეგეთი საინტერესოც ვერ იქნებოდა ისე ჩაჰკირკიტებდნენ...ან რა ესაქმება სამოქალაქო სამართლის ლექტორს მასთან?საერთოდ არაფერშუაშია მათი საგნები...არც შეუმჩნევია როსტომაშვილს მისი იქ ყოფნა,ამან უფრო გააცოფა...
-ვაიმე რა მალე დაგისრულებია.-ღიმილით გადაეხვია მარიამი.-როგორი საკითხები შეგხვდა?
-უმარტივესი,შენ?
-მეც.-ადგილზე ცქმუტავდა.-თომას უჭირს მგონი.
-არ სწავლობს,გამაგიჟებს რა...რამდენჯერ ვუთხარი უმარტივესი საგანიათქო.
-სააჯო კარი,ამისპასალარი და მსგავსები მოვიდა ჩემთან,მაგას სხვა ვარიანტი ჰქონდა,ჩემი ჯგუფიდან პირველი გამოვედი და არ ვიცი რა გაუჭირდა ასე...
-ოჰო,როსტომაშვილი ნახე დიდ ტრა*იანი ქაჯაია დაუთრევია.-ჩაეცინათ გოგონებს და გვერდი აუარეს მათ მაგიდას.მკვლელი მზერა ესროლა ორივეს.
-არამგონია მასთან იწვეს.-ამოთქვა გოგონამ და ანას ბოთლიდან მოსვა სასმელი.-იცი რომ მიყვარხარ არა?-მიაშტერდა მის წინ მჯდომს,უცებ გამოერკვა დოლიძე.
-რა?-სულ დაიბნა.-აა ჰო,მეც მიყვარხარ გოგო.
-ანა იცი...მე არ მჯერა დამთხვევების,ლატარიების და კიდევ ჯადოქრების...
-თავი რამეს ხომ არ მიარტყი?-გაუცინა და წითური თმა აიკოსა.
-რომ მითხარი სალაპარაკო მაქვს შენთანო...არ მეტყვი?
-აქ არა,დღეს ვერ თომას უნდა გავყვე სამეცადინოდ და...
-მეწყინა რომ დამიმალე.-ამოთქვა ძლივს.მთლიანად ააცალა წვენი.-ცოტა შოკში ვიყავი გუშინ,მამაშენიც რა კაცია?ეგრევე მოურიდებლად მომახალა...
-რას ამბობ?-სუნთქვა შეეკრა მაშინვე.
-ანა.-თბილად შეეხო ხელზე.ტონი დაადაბლა.-სხვა სიტუაციაში გაგიბრაზდებოდი,მაგრამ შენ ჩემი მომავალი გადაარჩინე...ამას არასოდეს დაგივიწყებ.-აუცრემლიანდა მაინც თვალები.თავს ვერ მოერია.
-მარიამ...
-ვიცი რომ მამაშენს ჩემი სწავლის თანხა დააფარინე,მესაუბრა...კარგი კაცი ჩანს,ცოტა პირდაპირი,მაგრამ კარგია...
-მე...
-რატის ამბავს ისედაც ვხვდებოდი,კირას საუბარიც გავიგე მერე და მაგიტომ ვლაპარაკობი შენს წინ ცუდად,გადამოწმება მინდოდა...
-მარიამ გთხოვ...
-ანა მე შენი მეგობარი ვარ!-ლამის წამოიყვირა.გადახედა ყველამ მათ.როსტომაშვილის თვალები გადააწყდა დოლიძისას.-ასეთი რამის დამალვა რამ მოგაფიქრა?
-მე...მარიამ ბოდიში...-დაიბნა სულ.ანერვიულდა...
-რამდენი ხნის ხარ?
-ორთვენახევრის.-თავადაც ცრემლიანმა ახედა,აუკანკალდა ხმა.
-იცი როგორ გიბრაზდები ახლა?იღბლიანი ხარ რომ ორსულად ხარ!
-მარიამ ჩუმად გთხოვ...-ვედრებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ.ფეხზე წამოდგნენ თათული და რატი.გასასვლელი კარი გამოუღო ქალს და თავად გაატარა პირველი.
-არ იტირო ახლა.
-შენც ტირი და...
-შენ არ იტირო,არ ინერვიულო, არ შეიძლება.-მისწია მისკენ სკამი და მოეხვია გოგონას.-იცი როგორი მადლიერი ვარ შენი?მე ამ ვალს ვერასოდეს გადაგიხდი ანა.
-ნუ სულელობ,არც იფიქრო ამაზე,უბრალოდ ისწავლე კარგი?ყველაზე წარმატებული უნდა იყო...-თავადაც მიეფერა.-იცი როგორ ძალიან მინდოდა ყველაფერი მეთქვა?ვაპირებდი გეფიცები.
-უნივერსიტეტამდე მოხდა არა?
-გეფიცები ყველაფერს!-დაუფიქრებლად უპასუხა.-ბათუმში გავიცანი.
-მასთან ცხოვრობ თურმე,ჩვენ კიდევ რაებს აღარ ვლაპარაკობდით ანა...
-არაუშავს...
-გიყვარს?
-არა.-გააქნია თავი,თუმცა არ ჟღერდა დამაჯერებლად მისი სიტყვები.
-დავიჯერე კი.-ჩაეცინა.-ანა თომა რომ გაიგებს...
-ვიცი,გაგიჟდება...
-უნდა უთხრა...
-ეგეც ვიცი.
-რა კაცი ითრიე ჰა?-წამოროშა მაინც.-ქალო აწი ცოლადაც უნდა გაყვე.
-ვერ ნახე თათულიკოს ლამის ტრა*ზე რომ წაავლო ხელი?
-შენსას არ აკარებ ალბათ და...
-ვაიმე მარიამ!-დაუკვესა თვალები.-გიჟი ხარ?
-ამხელა ინტრიგას მართლა არ ველოდი,გაზეთებში დასაბეჭდი ამბავია...
-ოო,გეყოს ახლა.-გაუწყრა მეგობარს.-იცი როგორ მეუხერხულება?რას იტყვის ხალხი?
-ანა ჩემო კარგო.-გაუსწორა მზერა მის ამღვრეულ თვალებს.-ერთხელ ცხოვრობ ამ წყეული ცხოვრებით,მეორედ არ მოხვალ და არც ვამპირი ხარ საუკუნეები გქონდეს წინ...ერთი ცხოვრება გაქვს,რომელიც ისე უნდა განკარგო როგორც გინდა,ის უნდა გააკეთო,რაც გენდომება და მასთან გაატარო,ვინც გეყვარება...თუ სიამოვნებაა უბრალოდ იყოს სიამოვნება,სადამდეც გესიამოვნება იყავი მასთან,თუ სიყვარულია გაიკეთე ბეჭედი თითზე და ამაყად აუწიე ყველას შუა თითი,მაგრამ შვილს ელოდები,არასოდეს შეგრცხვეს ამის გესმის?ნუ იცვამ ამ დაბამბულ მაისურებს,ამაყად აჩვენე ყველას,დედობა იცი რა მაგარია?დედობა ღვთისგან ბოძებული საჩუქარია,ყველა ქალს კი არ ხვდება წილად...ზოგი როგორ იჩაგრება იცი?ყველას კი არ ხვდება როსტომაშვილი,ზოგი მაგაშიც იჩაგრება.-ღიმილით დაასრულა ბოლოს.
-ამ ლექციას ის გოგო მიკითხავს,რომელსაც შეყვარებულიც კი არ ყოლია...
-და რომელსაც შენი შვილის მამაზე ინტიმური სიზმრები ჰქონდა...
-ვაიმე მარიაამ!-გაეცინა ანას.-მართლა არ მიბრაზდები?
-ნათლია თუ ვიქნები არა!-გაეკრიჭა მეგობარს.-მამაშენმა ჩემი ნიშნებიც ჩაასწორებინა იცი?ისევ პირველი ვარ ჯგუფში.
-იმსახურებდი...
-დამენ*რა!-მაგიდას მიუჯდა თომა.შუა ნოემბერში ოფლი ჩამოსდიოდა სახეზე.
-რამოხდა?
-ყველაფერი ყ*ეობა ჩემთან მოვიდა...-თავი მძიმედ ჩამოაყრდნო მაგიდას.-ბოლო საკითხი არ მქონდა წაკითხული...ვერ დავწერე და გამოვედი.
-რა იყო ბოლო?
-რუსული მმართველობა იყო მაგათი დედაც მოვ**ან!
-მერე არ იცი რუსების ამბები?1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით უნდა დაგეწყო და...
-ანა ახლა არ გინდა რა.-უხეშად მიუგო.მიჩუმდა წამსვე დოლიძე.
-დაგეხმარო დღეს?-გაპარული ხმით ამოთქვა.
-დღეს ვერა ანა,ბებიაჩემი დაიღუპა,მეორე ჯგუფთან ერთად ხუთშაბათს ვწერ კონსტიტუციას.
-როდის?რა მოხდა?
-დილით მოხდა,ჩემები უკვე იქით არიან,მეც უნდა წავიდე.
-ძალიან ვწუხვარ.-ამოთქვეს ერთხმად გოგონებმა.
-მადლობა,წავედი მე.-წამოდგა ფეხზე.-მოდიხართ?
-მე ბიბლიოთეკაში ვრჩები სამეცადინოდ.-იუარა მარიმ.
-მეც მანდეთ მოვდივარ.-წამოდგა ფეხზე და მეგობარს გადაეხვია.-ოთხშაბათს გნახავ კარგი?
-გაკოცე მიდი.-გაუღიმა ორივეს და ისევ საკონსტიტუციო გადაფურცლა.
-ანა ბოდიში ცუდად რომ მოგმართე.-თბილად მიეფერა მხარზე გოგონას.-ნერვებზე ვარ და ვერ მოვზომე.
-არაუშავს.-სულ ოდნავ გაუღიმა და გზა განაგრძო.
-როგორ არა უშავს.-თავი გააქნია.-ჩემებურად ყავით გამოვისყიდი მერე კარგი?
-თომა მართლა...
-ჩემთვის უშავს,შენთან არ შეიძლება ეგრე საუბარი.-შეაბრუნა თავისკენ და ლოყაზე აკოცა.გაშრა დოლიძე.არ ელოდა...სულ გაუფრინდა ყველა აზრი თავიდან,მხოლოდ რატის თვალებს ხედავდა შორიდან,რომ ჭამდა...
-თომა მე...
-ვიცი ანა,ყველაფერი ვიცი.-გაუღიმა ბიჭმა.-უნდა წავიდე,ბოდიში რომ სახლამდე ერ მიმყავხარ,თავს მიხედე.-ისე უცებ მიაყარა და მოშორდა იქაურობას სიტყვა ვერ დააწია ქალმა.საშინლად ცუდად იგრძნო თავი.როსტომაშვილმაც გადაკოცნა ქაჯაია და გასასვლელისკენ გაემართა.





***
მარიამთან ყველაფრის გარკვევამ შვება მოჰგვარა ანას.თითქოს იმდენად აღარ დარდობდა.იმავე საღამოს ლევანიც მოინახულა.საერთოდ მის ზარებს აღარ პასუხობდა რუსთაველი ანგელოზი.ეკლებზე იჯდა ისე იყო გაგიჟებული.ლამის ჭკუიდან შეიშალა.თამროს ხუმრობების ხასიათზეც არ იყო და კიდევ ერთხელ რომ იხუმრა წყალზე მაშინვე გაუთიშა მობილური.
სახლში მისულს საბუთები მაგიდაზე დაუხვდა გაშლილი.იქვე იჯდა რატიც გამომცდელად ჩაჰყურებდა ყველაფერს და დაწვრილებით სწავლობდა თითქოს.
-საღამომშვიდობის.
-აწი ღამეა უკვე ანა.-ვერ შეიკავა მაინც თავი.
-და?
-არაფერი.-გააქნია თავი.-არ გაცივდე რა.
-არ გავცივდები რატი თბილად მაცვია.
-როგორ წერე გამოცდა?
-იდეალურად,უმარტივესი იყო.
-მიხარია.-სულ ოდნავ გაუღიმა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა-22-ში დანიელი ახალ კლუბს ხსნის,წამოხვალ?
-არა,მადლობა.-გააქნია თავი.-მაგისი საბუთებია?
-ვამოწმებ პრობლემა რომ არ ჰქონდეს.
-შხაპს მივიღებ მე და დავწვები.მიულოცე ჩემს მაგივრად.
-კარგი.-მშვიდად მიუგო და რაღაც მოინიშნა მეორე ფურცელზე.
-რატი!-ლამის შეჰკივლა.გამოსწია სკამი და გვერდით მიუჯდა.-ვინმეს თუ შეხვდები მინდა რომ ვიცოდე.
-რამ მოგაფიქრა ახლა ეგ?-ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაეცინა.
-უბრალოდ მინდა ვიცოდე...არ მინდა სხვისგან გავიგო ან...
-რჩევა ვთხოვე კლუბის ამბავთან დაკავშირებით ანა,არ მიზიდავს მისი ყალბი საჯდომი.-მიანიშნა რომ მიუხვდა.
-ლამაზი ქალია,თანაც შენი ასაკის და...
-რამდენჯერ გითხრა თმას ნუ იკრავთქო?-შეაბრუნა თავისკენ და ფრთხილად მოხსნა რეზინი.
-რატომ გაწუხებს?
-ვგიჟდები ქალს გრძელი თმა რომ აქვს.
-ჯანდაბა.-პირზე მიიფარა ხელი და ფეხზე წამოვარდა.ასეთი რამ არასდროს დამართნია,მართლა პირველად იგრძნო რომ თავს ვერ იკავებდა და ასე აღმოჩნდა საპირფარეშოს იატაკზე მუხლებზე მდგომი.
-ანა...-მის გვერდით ჩაიმუხლა როსტომაშვილი.
-გადი გთხოვ...-ვედრებასავით გაიჟღერა მისმა ხმამ და ღილაკს თითი დააჭირა.
-შემომხედე.-მაჯაზე დამაგრებული რეზინით ფრთხილად შეუკრა თმა.-ანა ცუდად ხარ?-გაფითრებოდა მთელი სახე.
-გთხოვ წადი...-სირცხვილისგან მთელი სხეული აუხურდა ქალს.თავი კედელს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.გრძნობდა თითქოს დაიცალა მისი სხეული...
-მოდი.-ხელი მოხვია და ფეხზე წამოაყენა მაშინვე.-სახე მოიბანე,ცოტა გონს მოგიყვანს.
-გთხოვ ვიჯდები ცოტახანს რა.-პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები,მაგრამ არ დაანება კაცმა.
-მოდი.-დააყენა სარკის წინ და ხელები ცივ წყალს შეუშვირა.-თავბრუ ხომ არ გეხვევა?-სველი ხელით მოწმინდა სახე.აწყლიანებულ თვალებს თავისი ბნელი სფეროები შეაგება.
-დაჯდომა მინდა ცოტახანს.-კანკალით უთხრა და სახე შეიმშრალა.-დავჯდები.-იატაკისკენ დაიხარა ისევ.
-ანა რა გატირებს?-გაიოცა კაცმა.მოხვია ხელები და ხელში აიტაცა მისი სხეული.საწოლზე ჩამოსვა,ცივ იატაკზე ვერ დატოვებდა.
-რა მჭირს?-მიეყრდნო ბალიშს.-ვგრძნობ ცუდად ვარ ისევ რატი,საპირფარეშოში ვიქნები...
-ნუ ტირი გოგო,ნუ მაგიჟებ გთხოვ...-მიეფერა სახეზე.-გთხოვ ანა...
-ძალა არ მაქვს საერთოდ...
-იწექი,აქ მოგიტან რამეს,ცუდად თუ გახდები არ ადგე.
-ვაიმე ნუ მაცინებ რატი.-ლამის გაიგუდა დოლიძე.
-ანა არ ვხუმრობ,არ გამაგიჟო იცოდე...
-არც მაკიაჟი მომიშორებია,არც კბილები...
-გადაიტან როგორმე.
-ვერა.-გააქნია თავი.-გამიარა.-წამოიწია მაინც.
-ანა!
-გვერდით იყავი,აღარ ვარ ისე ცუდად.-მიეყრდნო კაცს.აუფახულა მწვანე თვალები და მაინც დაიყოლია.
ალბათ ასეთი მზრუნველობა პირველად იგრძნო კაცისგან.სკამზე ჩამოსვა რატიმ და საკუთარი ხელით მოაშორა მაკიაჟი.ჯერ იმას არკვევდა რა რისთვის გამოიყენებოდა,დოლიძეს კი ეცინებოდა მის მდგომარეობაზე.უკანასკნელი ნაწილის მოსაშორებლაც მიცელარული რომ გადმოღვარა იატაკზე მაგაზე საერთოდ ლამის გული წაუვიდა.ეტყობოდა არ იყო გამოცდილი ასეთ ამბებში,მაგრამ ცდილობდა...
წარსულში ქექვას არ აქვს აზრი არასდროს,ხან უბრალოდ მოგონებები გვახრჩობს,მოგონებები გვენატრება სხვა არაფერი...
შეჰყურებდა მის წინ მდგომ კაცს და გული უცნაური სითბოთი ევსებოდა.
„უფროსი მამაკაცები თავს დედოფლად გაგრძნობინებენ,უმცროსები დედას ეძებენ“-გაახსენდა ნარგიზა ბებოს სიტყვები. „შენ თუ ბედნიერება გინდა არასოდეს გაჰყვე შენზე უმცროსს ცოლად,გვიან ღვინდებიან და ვერასოდეს ჰპოვებ მათთან სიმშვიდეს.“
ბრძენი ქალი გახლდათ ნარგიზა.ორგზის გათხოვილი და გამოსცადა ორივე ცხოვრება.
გაჰყვა მასზე სამი წლით უმცროს ბიჭს და გაშორდა კიდეც სამ წელიწადში.მერე გაჰყვა 8 წლით უფროს კაცს და სამარის კარამდე მიაცილა უბედური დემური.
„თუ გიფრთხილდება,თუ გაცდის ყვირილს,თუ ზრუნავს შენზე ბებო...“
„-ესმის შენი?
-ხანდახან უსიტყვოდ…
-გიყვირის?
-მე ვუყვირი.
-ის ერთადერთი ყოფილა.“-გაახსენდა უცხო კაცის სიტყვებიც.
უყვარდებოდა...
-ანა თუ რამე მაშინვე მაღვიძებ გესმის?-გააფრთხილა ქალი.
-კარგი მომასვენე რა.-დაიბუზღუნა მაინც.-რა უნდა იყოს,ჩემს გულის რევას ერთხელ რომ უყურე ეგეც მეყო.
-ნუ გამაბრაზებ,გითხარი და გააკეთე რა...-ლამის ყელამდე მიაფარა საბანი.
-დავიხრჩე რატი.
-გაჩუმდი და დაიძინე.-თითებით მიეფერა მუცელზე და თვალები დახუჭა.
-გოგო რომ იყოს გეყვარება მაინც?-ალბათ დედამიწაზე ყველაზე უაზრო შეკითხვა დაუსვა დოლიძემ.
-ანა სულ რომ ოთხი ფეხი და სამი ცხვირი ჰქონდეს მე მაინც მეყვარება,რა კითხვაა?რას ნიშნავს ბავშვის სქესით გარჩევა?-სიბრაზე შეერია ხმაში.-ეს შენ აიჩემე ბიჭი უნდა იყოსო,ვთქვი მე რამე მსგავსი?
-მე მინდა ბიჭი რომ იყოს.-მხრები აიჩეჩა მაშინვე.
-გოგო არ გეყვარება?-შეუბრუნა კითხვა.
-ბიჭი უნდა იყოს ჯერ რომ მერე და დაიცვას,მიხედოს,მისი იმედი ჰქონდეს...
-კარგი ანუ მეორესაც ვაპირებთ?-ჩაეცინა როსტომაშვილს.
-ეგ არ მიგულისხმია,ოდესმე ხომ გეყოლება ცოლი,მეც ხომ მეყოლება ქმარი და მერე რომ მიხედოს ჩვენს შვილებს...
-რა სულელი ხარ ანა.-მხარზე ნაზად აკოცა კაცმა და უფრო ახლოს მიიზიდა.
-მე არასოდეს მქონია ჩემი ძმის იმედი...-ხმა გაუტყდა თითქოს.-ვიცი ლევანი არ მოგწონს,გგონია რამე ხდება,მაგრამ არ არის ასე.
-დაიძინე ანა.
-რატი.-შებრუნდა მისკენ.-შენი და რატომ ვერ გიტანს არ ვიცი,მაგრამ გამოასწორე რა,შენ არ ხარ ის ძმა,რომელსაც უნდა მოერიდოს.
-საიდან გაგახსენდა ახლა ეს?-იდაყვს ჩამოეყრდნო და ზემოდან დააჩერდა.
-ლევანი რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი,მას რომ არ შევეგულიანებინე არც იმ ღამით მოვიდოდი შენთან...მან მითხრა რომ დრო იყო წინ წავსულიყავი და ამიტომ მოვედი...ჩემმა ძმამ იცი რა მითხრა ორი წლის მერე რომ მნახა?ადამიანს დაემსგავსეო.-ჩაეცინა ოდნავ.-არც კი მომიკითხა...შენ არ ხარ ასეთი ძმა,შენ ხომ გიყვარს ცირა?
-ანა რა გჭირს?
-ჩემს შვილებს არასოდეს მივცემ უფლებას რომ ერთმანეთი შეიძულონ.-ჯიუტად ამოთქვა და ზურგი შეაქცია.-დაელაპარაკე ცირას.
-დაიძინე.-თბილი ხმით უთხრა და მხარზე აკოცა.
საშინელი სიზმარი ესიზმრა დოლიძეს.დუდა ნახა...გოგონა მიჰყავდა თავისთან...ანას წაართვა მკლავებიდან ჩვილი და პალატიდან გაიყვანა.ტირილით გამოეღვიძა.ძლივს დაამშვიდა რატიმ.სხეულზე იკრავდა და ხელებს ძლიერად ხვევდა რომ როგორმე გამოსულიყო იმ შოკიდან.
-ჩემი გოგონა წაიყვანა...-აღმოხდა აცრემლებულს და თავადაც მოხვია კაცს ხელები.-რატი არ მისცე უფლება ჩვენი შვილი წაიყვანოს...-ვერაფერი გაიგო როსტომაშვილმა,მაგრამ ჯიუტად უმეორებდა რომ არ მისცემდა ბავშვის წაყვანის უფლებას არავის...




***
-დამელაპარაკე ნინია გთხოვ რა.-უკვე გაგიჟებას იყო ალანიძე.
-არ გამოდის ლევან.-თითებს იმტვრევდა ვაშაკიძე.-ვერ ვგრძნობ იმას,რასაც აქამდე...
-რას ვერ გრძნობ ნინია?ამდენიხანია უკან დაგსდევ,არცერთხელ გითქვამს ცივი უარი და ახლა ლამის 6 თვე რომ ვირბინე შენს გარშემო მეუბნები რომ ვერ?
-ლევან მომწონდი,ის ყურადღებაც,რომელსაც შენ იჩენდი ჩემს მიმართ ეგეც მომწონდა,მაგრამ არ არის საკმარისი...სხვა მიყვარს ლევან...
-რას ნიშნავს სხვა გიყვარს?-წელში გაიმართა ასლანიძე.ახლა იარაღი რომ მიეცათ შუბლში დაიჭედებდა ტყვიას.-ორი თვეა ჩემთან წევხარ და რას ბოდავ იაზრებ?
-ლევან.-ამოიტირა საცოდავად.-გთხოვ მოვრჩეთ რა.
-ახლა ნორმალურად თუ არ ამიხსნი რა ხდება არ ვაგებ საკუთარ საქციელზე პასუხს!-ტონი ისე გაუმკაცრდა მოტყუება ვეღარ აკადრა.
-მე არ ვიქნები ისეთ კაცთან,რომელიც ვერ იგებს რა უნდა.-ისე ამაყად განუცხადა...
-ვერ გავიგე?
-შენ გგონია რომ მე გიყვარვარ,მაგრამ არ არის ასე.-შეეწინააღმდეგა მაინც.-გაცნობის წამიდან ვიცოდი იმ გოგოზე,ანაზე.-ჩაეღიმა ოდნავ.
-არ გააგრძელო!
-მაცადე!ხომ გაინტერესებს რატომ ვერ ვიქნებით ერთად?-დაუყვირა კაცს.-ანა თუ ცუდად არის მიდიხარ ლევან,ანას თუ სტკივა გტკივა შენც,მას თუ უხარია შენც გიხარია,შუაღამისას ვერ პოულობენ შენთან ეძებენ...მისი ერთი ზარი საკმარისია და შენ სხვა აღარავინ გახსოვს...
-მეგობრები არ გყავს ნინია?-სიგარეტს გაუკიდა კაცმა.
-მყავს,მაგრამ ასეთი ურთიერთობა არ მაქვს არცერთთან.არცერთი მეხუტება ყოველწამს,არცერთი იძინებს ჩემს გვერდით...
-გოგო ნუ გამაგიჟე.-ნერვიულად ჩაეცინა.-ავად იყო და მასთან დავრჩი,მეძინა მის გვერდით,მერე?
-მერე კაცი ხარ!-იმხელა ხმაზე დაუყვირა პარკს გადაღმა,გზის მეორე მხრიდან გადმოხედა ხალხმა.-როგორ დავიჯერო არ გიფიქრია,არაფერი გიგრძვნია და...
-აღარ გამიბედო!-უხეშად სწვდა ხელში.-ვინ გგონივარ?რა სისულელეებს ბოდავ?ჩემი საკუთარი დასავით მიყვარს,იცი რომ შვილს ელოდება,მეგონა ეს უფრო დაგამაშვიდებდა,მაგრამ თურმე რას ფიქრობ...
-იმ კაცმა რომ მიატოვოს ვინ იქნება ბავშვის მამა?შენ გაზრდი?
-დავეხმარები თუ არა?დავეხმარები და თუ საჭირო იქნება ჩემთანაც ვაცხოვრებ,მერე?
-აი ამას გიხსნი!-გაითავისუფლა მისგან ხელი.-ანა გიყვარს!
-აღარ გაბედო ნინია.-უხეშად მოკიდა სახეზე ხელი და თვალებში ჩააცქერდა.-გეყოს,არ გეხუმრები!
-რატომ?
-იმიტომ რომ არ შეიძლება ყველაფრის წაბილწვა და მეგონა შენ ეს გესმოდა!მეგონა გაგაგებინე,როდესაც დუდაზე მოგიყევი,მეგონა ხვდებოდი რატომ იყო ანა ჩემთვის ძვირფასი...
-მე მის თვალებში მხოლოდ სიყვარულს ვხედავ შენს მიმართ ლევან!
-ნინია დაჯექი.-ფრთხილად ჩამოსვა სკამზე და მისი ხელები თავისაში მოიქცია.-ნუ მაგიჟებ გთხოვ,ნუ ამბობ ისეთ რამეს,რაც სიმართლეს არ შეესაბამება!გიხსნი რატომ ვერ იგებ?
-ლევან ხომ ამბობ რომ გიყვარვარ?-ჩაეკითხა ნინია.მიეფერა ლოყაზე ხელის ზურგით.ფრთხილად შეეხო კაცის ტუჩებს.მსუბუქი კოცნა დაუტოვა.
-შენ ხომ იცი რომ მიყვარხარ?
-მე ვერ ვიქნები შენთან თუ ანა იქნება...
-რას ამბობ?-გულმა ორმაგად სწრაფად იწყო ფეთქვა.
-თამროც ხომ გყავს,რატომ მასთან არ ხარ ასე?
-თამრო მე ანასგან გავიცანი 2 წლის წინ,ჩემი არცერთი ძმაკაცის შეყვარებული არ ყოფილა,ანას კიდევ 4 წელია ვიცნობ,სხვანაირად იყო მასთან ყველაფერი.
-ანუ რა ანას შეყვარება გეკრძალება და თამროსი არა?
-ნუ სულელობ,მართლა ნუ მაგიჟებ გთხოვ.-ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი ფრთხილად მოწმინდა.-ნინია გიყვარვარ?
-არ გამოვა ლევან.-გააქნია მაინც თავი.-მე ვერასოდეს გავიგებ თქვენს მეგობრობას.ვერ გავიგებ რატომ გიზის სააბაზანოში და გელაპარაკება მაშინ,როდესაც ფარდის მიღმა შიშველი შხაპს იღებ,ან რატომ სძინავს შენს საწოლში,რატომ გირეკავს შუაღამისას,რატომ დასდევ სულ უკან?!
-გაგიფრენია ნინია...
-შენც უზიხარ სააბაზანოში როდესაც შიშველია?
-ფარდა თუ გადაწეულია რა პრობლემაა?-თავად არასოდეს გაუკეთებია,მაგრამ ერთხელ ძალიან საჩქარო საქმის გამო შეუვარდა სააბაზანოში ანა,ფარდის მიღმა მდგომს ელაპარაკებოდა.
-კაცი ხარ ლევან!-გაუმეორა ისევ.-რამდენჯერ დაგინ**ევია მასზე?გგონია მაგას ავიტან?
-მასზე არა ნინია,მე არასოდეს წამიბილწავს ჩემი და ანას მეგობრობა,მასზე არა...-გააქნია თავი და ფეხზე წამოდგა.-ვერ იგებ ან არ გინდა რომ გაიგო...
-ვიქნები შენთან,გადმოვალ შენთან საცხოვრებლად,მზად ვარ ამ ყველაფრისთვის თუ ანა წავა შენი ცხოვრებიდან...-ჩამოუსვა კაცს სახეზე ხელი.აკოცა ყელზე,ყბის ძვალზე,ლოყაზე,ტუჩებზე...-მერაბს ჩემს გვერდით რომ ეძინოს არ იეჭვიანებ?
-არა.-გააქნია თავი.-მაგარი კაცია და როგორ უყვარს ანასტასია ვიცით ორივემ.შენს მიმართაც არასოდეს არ გამოუმჟღავნებია ცუდი...
-სოფლელი დამიძახე თუ გინდა,მე ვერ ვიგებ ამ ევროპულ ურთიერთობებს!
-კარგი,სანამ სრულიად ჩაცმული არ ვიქნები არ დაველაპარაკები ანას,მაისურის გარეშეც კი აღარ ვივლი სახლში,როცა ჩემთან იქნება.
-არ გესმის ლევან...გაცვია თუ არა ეს არ არის პრობლემა.-შეჭმუხნა შუბლი.-მისი შენს ცხოვრებაში არსებობაა პრობლემა.
-ანას არ გავუშვებ ჩემი ცხოვრებიდან ნინია,მთელი ცხოვრება გვერდით იქნება!
-მაშინ მე წავალ!-ისე ამაყად განუცხადა.ისე შეაციცინდა თვალებში...გადაწყვიტე ლევან...აირჩიე...ზუსტად იმ მომენტში,როდესაც გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა გიწევს ხვდები ვინაა შენთვის ძვირფასი,ვინაა პირველი და რას წარმოადგენს ის ადამიანი შენთვის...ლევანი პრინციპულია ძალიან,არასოდეს ირჩევდა იმ ადამიანებს,რომლებიც არჩევანის გაკეთებას აიძულებდნენ,ამით ისედაც ყველაფერი ნათქვამი იყო...გაუღიმა მის წინ მდგომ ქალს ცრემლებით რომ ჰქონდა სავსე თვალები,მიეფერა მის ნაზ კანსა და ქერა თმას ასე რომ უყვარდა ასლანიძეს.აკოცა ლოყაზე,ცხვირზე,შუბლზე,მეორე ლოყაზე,ნიკაპზე...დახედა ხელებზე სიცივისგან კანი რომ შეწითლებოდა,აკოცა ხელის გულზეც და არა თითზე ცერი გადაატარა,იქაც აკოცა...
-ამ თითის ბეჭდით შემკობას სხვა კაცისგან რომ დაელოდები იცოდე ,რომ მე ეგ ბეჭედი შენთვის უკვე ნაყიდი მქონდა ნინია...-შეუშვა ხელი,ცრემლების მოწმინდა ასე რომ სტკენდა გულს.ჩააცქერდა მის სფეროებს...-სულ მინდოდა ჩემი მეგობრები შენი მეგობრებიც ყოფილიყვნენ,ჩემი ოჯახი შენიც ყოფილიყო,ანასთან და თამროსთან ერთად გაგელანძღე,როცა გაგაბრაზებდი,მერე ისევ მათთვის მეთხოვა ქალური რჩევა და შენი თავი დამებრუნებინა...იცი არასოდეს ვირჩევ იმ ადამიანს,რომელიც არჩევანის წინაშე მაყენებს,მაგრამ აგირჩიე ერთხელ და ამან გაგათამამა...ვიცოდი ნერვიულობდი,განიცდიდი და ამიტომ გავყიდე მოტოციკლი...მინდოდა მშვიდად ყოფილიყავი,აღარც რბოლაში ვმონაწილეობდი...კი იყავი ჩემთან,მენდე და ჩამაბარე შენი სხეული,მაგრამ ჯიუტად სიტყვა „მიყვარხარ“-ის მათხოვარი გამხადე...იცი როგორ ველოდი რომ მეტყოდი?ყოველ ჯერზე როცა რაღაცის სათქმელად დამიბარებდი გული თინეიჯერვით მიჩქარდებოდა,მეგონა გაიმეტებდი მაგ წყეულ სიტყვას და სულ ჩემი იქნებოდი...სხეული არა ნინია,სული მინდოდა შენი...მინდოდა იმ გულს ასე რომ მიყვარს,მეც ვყვარებოდი...თურმე რა...გგონია ვერ ვამჩნევდი?-გაუტყდა თავადაც ხმა,აემღვრა თვალები.-ანას როგორ უმზერდი,როგორ ესაუბრებოდი...მითხრა მე თუ ვარ პრობლემა წადი ლევან შენს გზაზეო...ეგეთი პატარა კაცი არ ვარ ნინია,არ ვიკადრებ...
-მტოვებ?-ამოიტირა გოგონამ.
-არა,მე შენ გაძლევ არჩევანის საშუალებას...-შუბლზე აკოცა ისევ.-ან რჩები და იღებ ანას,როგორც ოჯახის წევრს,ან მიდიხარ და მე შენს დასაბრუნებლად არაფერს გავაკეთებ!
-ლევან...
-მითხარი ნინია.-მისი გაყინული თითები ჯიბეში ჩაიცურა.
-ლევან...-ჩაუწყდა ხმა,თითქოს გაჩერდა დედამიწა მისთვის...რატომ არ ენდობოდა?რა გააკეთა ისეთი?ანამ რა დაუშავა?არც არაფერი!
-გამიცივდები ნინია,წადი სახლში.-უკანასკნელად აკოცა გაყინულ თითებზე და ნაბიჯით უკან დაიხია.სიტყვა ვერ უთხრა ქალმა,მაგრამ მიახვედრა არ მიიღებდა ანას არსებობას,ამიტომაც გაუშვა...დაძალებული არაფერი უნდოდა ასლანიძეს და სიყვარული მითუმეტეს.სიყვარული,რომელიც ვერ გაიმეტა ვაშაკიძემ მისთვის...ზურგი აქცია კაცს და სირბილით გადაკვეთა ქუჩა,იცოდა სტყუოდა,თუმცა მართალი იყო ალბათ თავისებურად...დაინახა როგორ შევიდა კორპუსში და ლოყაზე ჩამოვარდნილი ობოლი ცრემლი უხეშად შეიმშრალა.
იმ საღამოს დასრულებულა ასლანიძის ბედნიერებაც...



***
„პირადად მე არ მიყვარს ნოემბერი.სიცივეშეპარული ქალაქი,რომელიც არც გაზაფხულისკენაა,არც ზამთრისკენ.წვიმს და ქარია,პროგნოზი ხან თოვლსაც აჩვენებს,მაგრამ არ მოდის,ანდაც მოდის და გაოცებს.
არ მიყვარს შიშველი ხეების ყურება ფანჯრიდან.არც იმ ადამიანების სახლში რომ მიიჩქარიან,მაგრამ არავინ ელოდებათ.რამდენად გააუფასურა ზამთარმა ურთიერთობები არა?ქუჩაში ნაცნობს მხოლოდ წამით თუ მოიკითხავენ.არავის უღირს ზამთრის სიცივეს შეეგებოს შენს გამო.
არც ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა მიყვარს,მაგრამ რატომღაც ამინდი არ მეკითხება,დაუფიქრებლად ატანს თხელი მაისურის შიგნით და კანკალს მაიძლებს,ამიტომ ნაქსოვ სვიტრებს გადავეკიდე,რომლის ზემოდანაც დიდი შავი ქუთუკი მაცვია და როგორღაც ალბათ გავუძლებ ამ ზამთარსაც.
გონებაში ჩამრჩა ჩემი სიზმარი და დღეს სამებასაც ვესტუმრე.შევევედრე ღმერთს,რომელმაც დუდა წამართვა ჩემი პატარაც არ წაეყვანა და კაცს,რომელმაც მიმატოვა ჩემი შვილიც არ მოეშორებინა ჩემგან.
რატი...რა მინდა მისგან?ღმერთო რა რთულია და რა გინდოდა საერთოდ?უცნაური კაცია,თითქოს ყველაფერი აქვს,რაც აქამდე მაკლდა და მე ხან საკუთარი თავი ისე მეზედმეტება მის ცხოვრებაში...როცა ვხედავ როგორ უმკლავდება ჩემს ხუშტურებს...ჩემს სიგიჟეს,რომელიც მანამდე არ მახასიათებდა გეფიცებით...არც ემოციური ვარ,ატირებულსაც ვერ მნახავდით ხშირად,სულელურ გადაწყვეტილებებსაც არ ვიღებ ლექტორთან სე*სს თუ არ ჩავთვლით და საბოლოოდ მგონი არ ვიმახურებ,მაგრამ ჯიუტად მინდა რომ ჩემთან იყოს...არ მინდა ქაჯაიას შეხედოს,მას შეეხოს,მას უყუროს იმ თბილი,მთვრალი,მზერით მე რომ მიყურებს და ჩვენს შვილს ჩემს მუცელში...
თომა...ნორმალურად არ მოუწერია,თუმცა არ ვდარდობ,რადგან სხვებს საერთოდ არ უბრუნებს მესიჯზე პასუხს.უბრალოდ ოჯახის წევრის გარდაცვალება რთულია...
ლევანი?მედარდება ძალიან,ვიცი ნინიასთან უთანხმოება აქვს,მაგრამ არ მიყვება და ძალიან მწყინს.
მარიამი?დღეში ასჯერ გვკითხულობს მე და ბავშვს,დავპატიჟებ და რატის შინაურულ გარემოში გავაცნობ,არ მინდა უხერხულად იყვნენ ერთმანეთთან.
თამრო?გერმანიის საელჩოს სტიპენდიის პასუხს ელოდება და შეიძლება გამიფრინდეს,მას გაჰყვება ჩემი სული ხალხო...
გოგონები?მე და გვანცას ლამის ერთ დროს გვეყოლება შვილი და თავს დაგვტრიალებს ნიტა.საოცარი ადამიანები არიან და ძალიან გაუმართლათ მათ ქმრებს.
სამსახური?გამოსაცდელ ვადაზევე ვუთხარი უარი,მოსწავლეების მომზადებას ვიწყებ,რამდენიმე ვიპოვნე უკვე და განცხადებებიც გავავრცელე,10 მოსწავლე მეყოფა რომ ჩემი ფული მქონდეს.მგონი ცხოვრება მილაგდება,ან სულაც ახლა ისე აირევა რომ ამ წლის ამოშლა მომინდება მეხსიერებიდან...“
-ხელი ხომ არ შეგიშალე?-ოთახში შევიდა რატი.
-არა.-უცებ დახურა დღიური და კაცის გაკვირვებულ სახეს თვალი მოარიდა.
-ვიცი ადრეა,მაგრამ რაღაც მოვიტანე.-ყოყმანით წამოიწყო საუბარი.მაგიდაზე დააწყო პარკები.-ანა მე არასოდეს მქონია კარგი ცხოვრება,სათამაშოები,ახალი ტანსაცმელი...-მიაყოლა სიტყვები,როდესაც დოლიძემ პარკებში ქექვა დაიწყო.-მინდა ჩვენსას ჰქონდეს,არ მინდა ოდესმე რამე მოაკლდეს,არ მინდა ექსკურსიაზე ვერ წავიდეს,ან კაფეში მეგობრებთან გასვლა ვერ შეძლოს...დაბადებისდღეზე წასასვლელად ჩასაცმელი კაბა არ ჰქონდეს,ან ფეხბურთზე ვერ იაროს,რადგან თანხას ვერ გადავიხდით ან ფეხსაცმელი არ ექნება...
-რატი...-გაოცებულმა ახედა კაცს.პატარა დინოზავრი და კურდღელი ეყიდა,ფუმფულა სათამაშოები,ცხადად გოგოსთვის და ბიჭისთვის...რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და წინდები,ლურჯიც და ვარდისფერიც...
-ვიცი ახლა შეშინებული ხარ,მაგრამ კარგი დედა იქნები,მჯერა და მინდა შენც დაიჯერო.-მიეფერა თმაზე და შუბლზე ფრთხილად აკოცა.-
-რატომ ხარ ასეთი კარგი?-წამოდგა თავადაც ფეხზე.ცრემლიანი სფეროები მიანათა კაცს.
-კარგი არ ვარ ანა,უბრალოდ ვცდილობ მინიმუმით დაგეხმარო,რამით შეგიმსუბუქო...
-მადლობა.-გაუაზრებლად მიეკრა სხეულზე.-მადლობა რატი...-ნეტავ ყველა ქალს უმართლებდეს...ნეტავ ყველა ქალს ჰყავდეს როსტომაშვილი გვერდით,რომ მშვიდად გაატარონ ორსულობის 9 თვე და მერე დარჩენილი ცხოვრებაც აუცილებლად.ნეტავ არსად იყოს მარტოხელა დედა,რომელიც ძილის წინ ატირებულ შვილს ეხუტება და საკუთარ ტკივილს მასთან ერთად სტირის.ნეტავ გყავდეთ ყველას როსტომაშვილი და თუ არ გეყოლებათ ღმერთმა ძალა მოგცეთ და საკუთარი შვილისთვის ბოლომდე შეგაძლებინოთ ყველაფერი...
-ანა...რა გატირებს გოგო?-ჩაეცინა კაცს.-კარგი რა.
-არ ვტირი.-პატარა ბავშვივით აიბზუა ცხვირი და ცრემლები შეიმშრალა.-ძალიან ლამაზია.
-კიდევ კარგი.-შვებით ამოისუნთქა,იმდენხანს იდგა მაღაზიაში ლამის გამოაგდო კონსულტანტმა გოგონამ.
-არ გშია?
-არა ანა,წყალს გადავივლებ და დავწვები,მთელი დღეა დანიელის საქმეებს ვაგვარებ და თავი ამტკივდა,მაგარი ჭკუამხიარულია,მუსიკის ფონზე მამუშავა.
-კარგი.-პარკები საძინებელში შეიტანა და უჯრაში ჩააწყო ყველაფერი.აქამდე ცარიელი იყო,ასე გაჩნდა პატარას პირველი ნივთებიც სახლში...
მალევე მიუწვა გვერდით რატიც.ის სურნელი ასდიოდა პირველად ბათუმში რომ იგრძნო.როგორ სიამოვნებდა...ხელი მოხვია როგორც სჩვევია და კისერში ნაზად აკოცა.უცნაურად შეიშმუშნა დოლიძე.
-რაიყო?
-იჩხვლიტები.-გაეცინა საკუთარ ნათქვამზე.შებრუნდა მისკენ.-წვერი გაგეზარდა.
-ვიცი,ვერ მოვახერხე სალონში მისვლა და გაპარსვა არ მინდა...მივხედავ ამ დღეებში.
-არ მყავხარ წვერის გარეშე ნანახი.
-17 წლის მერე არც მე მყავს ჩემი თავი ეგრე ნანახი.
-არ იპარსავ საერთოდ?
-ულვაშს ვიტოვებდი და ნიკაპზე.
-ბლანჟეს?-გაეცინა ანას.
-ჰო,მერე ასაკი მომემატა და ვიფიქრე მთელ სახეზე ჯობდა.
-ამ ასაკში რატომ არ მელოტდები?-ჩაეკითხა სრულიად უადგილოდ.
-თურქეთში გადავინერგე თმა,არ მქონდა ნახევარი.
-რა?-ლამის შუბლზე აუვიდა თვალები.-მართლა?
-არა გოგო რა მართლა.-ხმამაღლა გადაიხარხარა კაცმა.-ჩემს სანათესაოში ყველას ჰქონდა თმა რავიცი.-მხრები აიჩეჩა.-გვიან დაიწყო ყველამ გამელოტება.
-სანამ გამელოტდები ცოლი მოიყვანე,მერე აღარავინ შემოგხედავს.
-არც შენ?-თბილად აკოცა ლავიწზე.
-რა მე?
-არც შენ შემომხედავ?-ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-ოო ნუ სულელობ.-გაეცინა ისევ.-ისე აქამდე რატომ არ მოიყვანე ცოლი?
-არ მყვარებია არავინ ანა.
-გინდოდა ოჯახი?
-რა თქმა უნდა...შვილები და ჩემი პატარა ოჯახი მინდოდა.
-მერე მე შეგრჩი.
-არ შემრჩი ანა...მე დაგიტოვე ჩემთვის.-აკოცა კიდევ ერთხელ ყელზე და მოუღიტინა ისევ თავისი წვერით.სიცილს ვერ იკავებდა დოლიძე.
-გიხდება ასეთი წვერიც.-ჩამოუსვა თლილი თითები სახეზე.სიბნელის მიუხედავად გაარჩია მისი ნაკვთები.-მამაკაცური იერი გაქვს.
-ისე ბავშვური მქონდა?
-ხომ ხვდები რაც ვიგულისხმე!-წარბი აუწია მაშინვე.
-კარგი,ვიცი.-გაუღიმა და ლოყაზე ფრთხილად აკოცა.თითები აათამაშა მის მუცელზე.
-რატი...
-რაიყო?
-არაფერი.-გააქნია თავი და თვალები დახუჭა...ფიქრებს მისცემოდა როსტომაშვილი.დანიელის კლუბის გახსნა სულ უფრო ახლოს იყო და არ უნდოდა რამე გამორჩენოდა.ახლა მისი პრობლემების თავი ნამდვილად არ ჰქონდა.ქაჯაიაც ეხმარებოდა ყველაფერში,გარკვეული იყო ბიზნეს სამართალში და რამდენიმე მნიშვნელოვან პიროვნებასთან დააკავშირა.ნამდვილად კარგ ფულს გააკეთებდა ამ ბიზნესით ბატონი დანი.
სასიამოვნოდ უწვავდა ცხვირს კაცის სურნელი ანას.იმ ღამეს ახსენებდა სულ პირველად რომ აკოცა,შეეხო და რაღაც სრულიად განსხვავებული აგრძნობინა.გაუაზრებლად აატარა სახეზე სხელი და წვერზე მიეფერა.მართლა უხდებოდა,ვერაფერს იტყოდით...
-რატი...
-გისმენ პატარავ.-გაეღიმა კაცს.ხვდებოდა რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ ეუბნებოდა.
-რაც შენთან ვცხოვრობ...-ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.-რაც აქ ვარ...
-მკითხე ნუ გერიდება.
-ვინმესთან დადიხარ?-არავინ იცის საიდან მოაფიქრდა ეს სიტყვები,მაგრამ ფაქტი იყო უნდოდა ეთქვა,ეკითხა და მოესმინა.
-საიდან მოიტანე?-სიბნელის მიუხედავად გაარჩია როგორ აზიდა წარბები.
-კი თუ არა?
-არა ანა,მე ხომ გითხარი შენ?
-მახსოვს.-დაუქნია თავი.-ეს სურნელი ბათუმს მახსენებს...გრილი და უცნაური...-ყელში შეუძვრა კაცს და ფრჩხილები ნაზად ჩამოატარა კანზე.-რა უცნაური დამთხვევებით არის ცხოვრება სავსე არა?
-იმ ტატუებს გულისხმობ?-ჩიტსა და თევზებზე მიუთითა.
-ჰო,მაგათ...
-მეც გამიკვირდა,მეგონა მეჩვენებოდა.-ჩაეცინა კაცს.-გიხდება ძალიან.
-კიდევ ვაპირებ რამდენიმეს დახატვას.ზურგზე მინდა დიდი ლილიები.ნახევარ ზურგს დაფარავს ალბათ.
-იმედია ორსულობის დროს არ ფიქრობ.
-არა,მერე რამდენიმე წელში.შენ აპირებ კიდევ?
-მოვიხატე მთელი სხეული,მეყო მგონი.-ჩამოუსვა თმაზე ხელი.როგორ უყვარდა გაშლილ დალალებზე რომ ეფერებოდა...
-დამეძინება ეგრე.-დაიწუწუნა მაშინვე.ფრთხილად მიაკრო ტუჩები მფეთქავ არტერიაზე.იგრძნო როგორ დაეჭიმა კაცს სხეული.-რატომ არ მაცდი შენგან შორს ყოფნას რატი?-ასწია თავი და სახე ახლოს მიუტანა.ცხელი სუნთქა მიაფრქვია კაცს სახეზე.-რა იქნება?
-შენ რა გინდა რომ იყოს?-ღიმილით მიუგო და მისი ჩანაფიქრი თავად მოიყვანა სისრულეში...შეეხო ამდენიხნის ნანატრ ბაგეებს.გააღვიძა ყველა ის ემოცია ამდენხანს რომ ინახავდა.მკერდზე აასრიალა ხელები ანამ,მანაც მიაღწია საწადელს.ვეღარ მოერია თავს და აკოცა მთელი ვნებით კაცს,რომელსაც მთელი მისი სხეული ითხოვდა...გრძნობდა კაცის ხელებს ნაზად რომ ეხებოდა სხეულზე.კაცის ტუჩებს მისაზე და გონება ებინდებოდა.არ იყო დამთმობი როსტომაშვილი,ოსტატურად გაიკვალა გზა მის ტუჩებს შორის და არ დააყოვნა ანას რეაქციამაც,გააჟრჟოლა მისი ენის შეხება რომ იგრძნო.თავისდაუნებურად აჰყვა ყველა მის მოძრაობას...
-ანა მოისვენე.-ხრინწიანი ხმით უთხრა და თბილად აკოცა ლოყაზე.
-რაიყო?-გაუკვირდა.-არ თქვა რომ...
-ნუ სულელობ.-არ დაამთავრებინა წინადადება.-მინდიხარ ანა,მაგრამ არ მინდა თავი ცუდად იგრძნო.ბავშვი...
-რაიყო ორსულად რომ ვარ და მოვიმატე რამდენიმე კილოგრამი პრობლემაა?
-ვაიმე რა სულელი ხარ.-მსუბუქად აკოცა ტუჩებზე.
-მაშინ...-გადაიხარა მისკენ და თავად მისწვდა კაცის ბაგეებს.-მაკოცე...-არამგონია რომელიმე კაცს იმის ნებისყოფა ჰქონდეს საყვარელი ქალი კოცნას სთხოვდეს და უარი უთხრას.აჰყვა როსტომაშვილი მის ყველა ქმედებას.იმდენად უნდოდა მისი სიახლოვე.რამდენჯერ უფიქრია,მაგრამ თან ვერც ბედავდა ბოლომდე ფიქრს...მკლავებში მოიქცია მისი სხეული,დაუფიქრებლად გადაიძრო მაისური და მისი ყელის დალაშქვრა დაიწყო.სიამოვნებისგან გაიტრუნა დოლიძე.საერთოდ არ უნდოდა ამ კაცს მოშორებოდა.ფრთხილად გადაუწია მაისურის ბრეტელი და მიეალერსა მხარზე,ლავიწზე...ზუსტად იცოდა მზად არ იყო,ამიტომ არ აძლევდა თავს ზედმეტის უფლებას.ძალიან ფრთხილობდა,მიუხედავად იმისა რომ არ აჩერებდა ანა.მოაშორა მაისურიც მის სხეულს და ქვემოდან ახედა ქალს,რომელსაც ქალაქის სუსტი ნათების ფონზე ვნება ეღვრებოდა თვალებში.ნაზად დაუკოცნა მკერდი და ფერებით ჩავიდა მუცლამდე.რამდენჯერმე აკოცა ოდნავ მოზრდილ,გამობზეკილ ადგილას და ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდა.
-ანა ხომ იცი რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ?-კოცნებს შორის ამოილაპარაკა და მომთხოვნად წაეტანა ისევ.მსუბუქი კვნესა მოსწყდა მის ბაგეებს თითები საცვალში რომ ჩაუცურა და შიშველ ზურგზე სულ ოდნავ ჩაასო ფრჩხილები.
-რატი...-ძლივს ამოილაპარაკა და თვალები მილულა.შორტიც ხმაურით დაეცა იატაკზე.არ ერიდებოდა მისი,მხოლოდ ტრუსის ამარა იწვა კაცის მკლავებში,მაგრამ არ ადარდებდა.რაღაცნაირი იყო როსტომაშვილი,სხვანაირი და ანასთვისაც ამოუხსნელი...კოცნით ჩაუყვა ისევ მის სხეულს და ოდნავ ჩამოუწია მენჯებზე საცვალი.რამდენჯერმე აკოცა,მისი მოზრდილი მკერდიც ხელებში მოიქცია და ყელზეც დაუტოვა სველი კოცნის კვალი.
-რატი მე...-არ მისცა უფლება უკანასკნელი ნაჭერიც მოეშორებინა მისი სხეულისთვის.გაუაზრებლად დაუჭირა ხელი.ჩაეღიმა როსტომაშვილს,იცოდა ასე რომ იზამდა...
-ვიცი.-აკოცა თბილად ტუჩის კუთხესთან და თავის მხარეს დაბრუნდა.დეჟავუ ჰქონდა ორივეს.ბათუმის ამბები გაახსენდათ.უხერხულად გააჟრჟოლა ანას,რა იყო მისი პრობლემა?მე გეტყვით!აღარ იყო გულგრილი მის მიმართ და მასთან გაურკვეველი ურთიერობა აწუხებდა ასე ძალიან...
-მაპატიე.-წამოიწია რომ მაისური მოეძებნა,მაგრამ არ დაანება.
-არ გინდა...
-ჩავიცვამ და...
-არ ჩაიცვა.-დააბრუნა ისევ საწოლში.მიაფარა საბანი.-შენ ხომ აღარ გრცხვენია ჩემი,არ ჩაიცვა.
-რატი...
-გისმენ.-გადაიხარა მისკენ და რამდენჯერმე მსუბუქად აკოცა მის დაბურცულ ტუჩებს.
-მიბრაზდები?
-რაზე?
-ქალიშვილი გოგოსავით თავს რომ ვიფასებ,უკვე მეორედ.-ლამის გაეცინა თავისივე ნათქვამზე,მაგრამ ცუდად გრძნობდა მაინც თავს.
-ანა ბევრს ფიქრობ ძალიან.-ხელები მოხვია და სხეულზე მიიხუტა მაშინვე.-ბევრი რაღაც ხდება ახლა შენს გონებაში,დარდობ,ემოციური ხარ,როცა მეუბნები,რომ არა ვხვდები ამის დრო არ არის,არ შეგიძლია,არ ხარ განწყობაზე.-ნაზად კოცნიდა ხელის გულზე.-მერე რა რომ არ ვართ ერთმანეთისთვის უცხოები,მერე რა რომ იცნობს ჩვენი სხეულები ერთმანეთს…მინდა მზად იყო ჩემი სიახლოვისთვის და მე მხოლოდ ვნებას არ ვგულისხმობ.
-აბა?
-დაიძინე ანა.-აკოცა მაჯაზე,მის აჩქარებულ პულსაციას კარგად ჩაუკვირდა.
-ჩავიცვამ.
-არ ჩაიცვა,ასე იყავი.-თბილი ხმით უთხრა და მის მკლავებში მოქცეულმა ზურგი რომ აქცია მხარზეც მიაწება ტუჩები.
-სირცხვილია.
-ვისი ანა?
-არ ვიცი,მაგრამ...
-გთხოვ...დაიძინე უბრალოდ...-თავი მის თმაში ჩარგო კაცმა და თვალები დახუჭა,არც მას გაუპროტესტებია მეტჯერ,შეასრულა კაცის თხოვნა და ღრმა ძილს მიეცა...



***
დილით გამოღვიძებულს გვერდით არ დახვდა რატი.შიშველს საბანი გადაეხა და ურცხვად ნებივრობდა მის საწოლში.ვენაცვალე მის თავშეკავებას...
საშინლად წვიმდა გარეთ,ცა ჩამოიქცა ლამის თბილისში.არ უნდოდა საერთოდ სახლიდან გასვლა,მაგრამ გამოცდას ხომ ვერ გადადებდა.მეტროსთან შეხვდა მარიამს და ერთად წავიდნენ გაჩერებისკენ.მანქანას მიყრდნობოდნენ ბიჭები,სიგარეტის კვამლში გახვეულიყო ორივე და რაღაცაზე გამალებით საუბრობდნენ.
-როგორ ხართ?-თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს.
-დასტრესილი.-არ დაუმალა საბამ.-კონსტიტუციის მაგრად მეშინია,თან ისედაც თავზე დაგვახია მთავრობამ და რა პონტში გვაწერინებენ ვერ ვიგებ.
-ახლა პოლიტიკური დებატები არ გააბა ფურცელზე რა,რასაც გკითხავენ ის დაწერე.-ჩაეცინა ანას.-შენ როგორ ხარ თომა?
-რავი არამიშავს,უცოდინარი და ალბათ ჩაჭრის კანდიდატიც.-მიაყარა მაშინვე.-დილას ჩამოვედი,არ მიძინია წვეთი,აქედან სამსახურში მივდივარ და მოვტ*ან ჩემი ცხოვრება!-დააგვირგვინა ბოლოს.
-რას შვრებით არ მოდიხართ?-გამოჩნდნენ სალი და ლალი.
-აბა რას ვშვრებით.-ნამწვი იქვე მოისროლა საბამ და უკან მიჰყვა.არც დანარჩენები ჩამორჩენილან.
ჩვეულებრივზე უხეში დამკვირვებლები შემოეშვათ 305-ე ოთახში.კონსტიტუციას სულ იწერდნენ,ან ცდილობდნენ მაინც,ამიტომაც შემოუშვეს გაავებული ხალხი.თავად მიუთითეს ვინ სად უნდა დამჯდარიყო და ანას გვერდით დასვეს თომა.ისედაც უცოდინარს სული უარესად აუფორიაქდა.
-დაგაწერინებ,ჩემს შავ ფურცელს დახედეხოლმე.-ჩაუკრა თვალი და კალამი მოიმარჯვა.იცით რაში გაუმართლათ ყველაზე მეტად?მარცხენა მხარეს იჯდა თომა,მარჯვნივ ანა...ანა ცაცია იყო,ამიტომაც თომას მხარეს ედო შავი ფურცელი და ასე წერდა,მემარჯვენე თომას ანას მხარეს დაედო ფურცელი და ისე იქცეოდა ვითომ ანას ფურცლიდან არ იწერდა გამოცდას.
„საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსი,არჩევის წესი და ფუნქციები.“-იკითხებოდა პირველ კითხვაში. 4 კითხვით შემოიფარგლებოდა მათი შუალედური გამოცდა,ორი ხუთ ქულიანი და ორიც ათ ქულიანი შეკითხვა ჰქონდათ.ჯერ თომას დაუწერა განმარტება,შემდეგ მიუბრუნდა თავისას.
„მოქალაქეობის ცნება და უფლებები“ იდეალურად იცოდა და ლამის ნახევარი გვერდი დაწერა.
„არჩევნები,რეფერენდუმი,პლებისციტი.“ საერთო ჰქონდა ორივეს,ამიტომ ორივესთვის ჯერ შავ ფურცელზე დაწერა,შემდეგ გადაიტანა.
„საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა“-იკითხებოდა თომას ფურცელზე.
„საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა“-იკითხებოდა მისაზე...
გაიჭედა...
ერთიანად დაუარა გამოცდის შიშმა აქამდე რომ არ უგრძვნია.წაიკითხა,მაგრამ ვერ იხსენებდა.უაზროდ დაიწყო ვარსკვლავების ხატვა ფურცელზე...იცოდა საკითხი,თუმცა რომელი რა იყო ვერ იაზრებდა...ჩამოწერა რამდენიმე ვარიანტი,დაუფიქრებლად იწერდა თომა,არც გაუხედავს მისკენ ისე დაიბნა...
საშინელი გრძნობა მოაწვა უეცრად,ყელში გრძნობდა დილით დალეულ წვენს სხეულის დატოვებას რომ ლამობდა.წამოხტა უცაბედად.საგამოცდო ფურცელს ხელი დაავლო და მაგიდაზე მიუგდო დამკვირვებელს,საკუთარი მობილურიც კი არ აუღია ისე უცებ გაიქცა საპირფარეშოსკენ.
-გოგონა ნივთები დაგრჩათ.-დააწია ქალმა სიტყვები.
უნივერსიტეტის საპირფარეშოს ბინძურ იატაკზე იდგა მუხლებით.თეთრი შარვალი ეცვა,ტალახისგან აზელილი იატაკი საკუთარი შარვლით მოწმინდა...ოხ როგორ სძულდა ეს ყველაფერი...
-ანა?!-შემოვარდა საპირფარეშოში მარიამიც.-ცუდად ხარ?ექიმი მოვიყვანო?-დაპანიკდა მაშინვე.
-აქ რა გინდა გოგო?გამოცდა...
-დავწერე თითქმის ყველაფერი,არაუშავს რამდენიმე ქულა.
-ტოქსიკოზი...თუ რავი როგორც ეძახიან...-თავი მიაყრდნო კაბინის კარს.მისი ნივთები დააწყო სარკესთან გოგონამ.
-თომაც გამოვიდა,გარეთ გელოდება.
-მარიამ ყელში მიჭერს მისი ამბავი.-როგორც იქნა მოიკრიბა ძალა და ფეხზე წამოდგა.
-მოდი სახე მოიბანე.-მოუშვა მაშინვე ცივი წყალი.სასაცილოდ არ ეყო კბილის ჯაგრისი რომ ამოაძვრინა ჩანთიდან ანამ.-ეს რა არის?
-მომზადებული დავდივარ,ხშირად მემართება.-თავადაც გაეცინა და თავისი საქმე განაგრძო.
-ვეტყვი რომ კარგად ხარ.-დატოვა იქაურობა და დერეფანში მდგომს წინ აესვეტა.-ალბათ საჭმელმა აწყინა თომა,ცუდად გახდა,მაგრამ კარგად არის ახლა.
-უთხარი რომ ველოდები და სახლში წავიყვან!
-არ არის საჭირო.-გამოვიდა ისიც წამსვე.-კარგად ვარ უკვე.
-ანა!მერამდენე შემთხვევაა?-წარბი აუწია.-ჩემთან ერთად მოდიხარ!
-გაყევი!-უჩურჩულა მეგობარს ისიც წამსვე დაჰყვა მის ნებას.უცნაურ სიბრაზეს ასხივებდა თომა.არადა მთელი გამოცდა არ გადააწერინა?რა უნდოდა მეტი?რა ბზიკმა უკბინა?
ლამის სირბილით მიჰყვა უკან მანქანისკენ მიმავალს.საშინლად სციოდა და მჭიდროდ იკრავა ქურთუკს სხეულზე.უდარდელად მიაბიჯებდა,თითქოს სამყარო მისი ეგონა თომას.ბენზინგასამართზე მდგომ რატის გახედა სიგარეტს რომ აწვდიდა ფანჯრიდან მოლარე გოგონა.ნაწერების წასაღებად მისულა უნივერსიტეტში.
-ანა მადლობა.-შებრუნდა მისკენ.მანქანის კარი არ გააღო სპეციალურად,უნდოდა იქ ესაუბრათ.
-რის მადლობა თომა.-გაუღიმა ბიჭს.-ბოდიში მეტად რომ ვერ დაგეხმარე.
-საკმარისზე მეტი გააკეთე.-გაუღიმა თავადაც და მოურიდებლად შეეხო სველ ბაგეებზე.უხეშად მოხვია ხელი კისერზე და ასევე უხეშად წაეტანა ქალს.
-რას აკეთებ?-მკერდზე ხელისკვრით მოიშორა კაცი.-რა გჭირს?
-მე რა მჭირს?-გაცეცხლებულმა ამოიღრიალა.-ლექტორს როგორ უშლი გოგო ფეხებს?
-რას ამბობ?
-იცი როგორ გამიტყდა?აი ვერ აღგიწერ ვერასდროს ანა,ყველა ყოფილიყო,მაგრამ შენ არა...
-ნუ ბოდავ!-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-საიდან მოიტანე?
-საბამ მითხრა,საბას ვინ უთხრა?კირამ!
-მე მივდივარ.-აუქცია გვერდი,მაგრამ არ დაანება.
-ქულის გამო ჩაუწექი?
-ხელი გაწიე!-დაუყვირა მთელი ხმით.
-ჩაჯექი მანქანაში,აქ არ მინდა ამის განხილვა!
-შენთან საერთოდ რატომ უნდა განვიხილო?-გამოჰგლიჯა ხელი...
-ჩაჯექი მანქანაში!
-გამეცალე თორემ ვიყვირებ!-დაუბრიალა თვალები,მაგრამ არ იმოქმედა მასზე.ძლიერად ჩაავლო მაჯაში ხელი და მოქაჩა,მაგრამ არ დაანებეს.
-ხელი გაუშვი თორემ მოგამტვრევ!-გაისმა ასლანიძის მკაცრი ტონი.წამსვე ადგილზე გაჩნდა რატიც.
-ლევან?-გაკვირვებულმა გადახედა მის სისხლისფერ თვალებს.
-გითხრა გაუშვიო!-არ ჩამორჩა რატიც.
-ჩემი ლექტორი,ბატონი რატი.-შესძახა თომამ.-მოვიდა შენი კაცი...ან კაცები...-მთელი ძალით დაარტყა სახეში ლევანიმ.
-წაიყვანე.-გადახედა ცრემლმორეულ ანას.-წადი ეს არ არის ლექტორის გასარჩევი ამბავი,პრობლემები გექნება!-მშვიდად უთხრა რატის და ყელში წვდა წაბარბაცებულ კაცს.
-რატი...
-წამოდი ანა.-თბილი ხმით უთხრა და მანქანისკენ წაიყვანა.
-ლევანი გაბრაზებულია,არაფერი დაუშავოს გთხოვ...
-ჩაჯექი მანქანაში.-მისცა გასაღები და შებრუნდა მათკენ.სირბილით წავიდა ანა,ჩაჯდა მანქანაში,ძალიან არ უნდოდა ეტირა,მაგრამ მიდი და შეიკავე თავი...მაჯაზე ისე ძლიერ უჭერდა ხელს,რომ მისი თითები ეტყობოდა.
-ლევან შეეშვი!-მათ შორის ჩადგა როსტომაშვილი.-არ ღირს.
-მოგკლავ ნაბი*ვარო.-დაუღრიალა ისევ.ქუჩის მეორე მხრიდან იმზირებოდა ორი მოხუცი.
-არ გინდა,შეეშვი.-უკან დასწია რამდენიმე ნაბიჯით.-შენ დაიკარგე აქედან!
-აი თუ არ განანო ბო*იშვილი ვიყო!-არ იშლიდა თავისას.-ადმინისტრაციაში გიჩივლებ!-დაემუქრა რატის და მანქანის კარი გამოხსნა.
-კიდევ ერთხელ რომ შეეხო თავს წაგაცლი!-დაემუქრა ნასყიდაშვილს და ლამის ძალით ჩატენა მანქანაში.უცებვე მოსწყდა მისი მანქანა ადგილს.
-შენ წაიყვან?-ჩაეკითხა რატის.
-ჰო,ალბათ.-მხრები აიჩეჩა.-საქმე გქონდა?
-თამრომ მთხოვა წამოიყვანეო,მაგრამ შემთან იყოს ჯობია.-იუარა მაშინვე.-წავალ.
-უთხარი და წამოვიდეს თუ უნდა.
-არა,ახლა სახლში იყოს ჯობია.-თავი გააქნია და დაუმშვიდობებლად აქცია ზურგი რატის.აშკარა იყო რაღაც აწუხებდა,ისე სწრაფად მოსწყდა ადგილს თვალი ვერ გააყოლა მის სილუეტს.
-სად წავიდა?
-არ ვიცი ანა.თამროსთან მგონი...-მიუჯდა საჭეს როსტომაშვილი.
-ცუდად გამოიყურებოდა.
-გეთანხმები...შენ კარგად ხარ?
-არაფერია.-მშვიდად მიუგო და ღვედი გაიკეთა.-ვერ გავიგე რანაირად მოხდა,კირასგან გაუგია საბას და...
-ანა ნუ დარდობ.-თბილი ხმით უთხრა და ძრავი ჩართო.-ადმინისტრაციაში მოყვება ალბათ.
-მამაჩემია ამ უნივერსიტეტში ადმინისტრაცია.-უჩვეულო სიამაყით განაცხადა.-მოყვეს და ტ*აკში გაუკეთებს საბუთებს!
-ძალიან გეამაყება შენ მამაშენი არა?-წარბი აუწია.
-გამოსადეგი კავშირია.-კმაყოფილმა განაცხადა და საზურგეს მიეყრდნო.-მთელი გამოცდა დავაწერინე,უმადური ნაბი*ვარი!
-ნუ ილანძღები!-შენიშვნა მისცა მაინც.-არ ღირს და არ გინდა.-იმავე საღამოს დაპოსტა ანამ ბანკეტზე მამასთან გადაღებული ფოტო წარწერით „მიყვარხარ მა“.თან ფოტოზე სოსო მანჭკავა მონიშნა.ახალი სალაპარაკო თემა მიეცათ სტუდენტებს.შოკიდან ვერ გამოდიოდა ნასყიდაშვილი,რომელმაც აფექტის მდგომარეობაში ძალიან ბევრი,სრულიად უუფლებოდ მიქარა...



***
მომდევნო სამი გამოცდის განმავლობაში ზედაც არ შეუხედავს თომასთვის.კურსელები გამოელაპარაკებოდნენ,ზოგიც ზურგს უკან საუბრობდა მამამისზე,მაგრამ არ ადარდებდა.მამასთან ვახშამმაც ნორმალურად ჩაიარა.დიდად არ სიამოვნებდა იმ სახლში ყოფნა თავიდან,მაგრამ უჩვეულო სითბოს ასხივებდა მანჭკავა.აღარ მოუშლია მისთვის ნერვები და აღარც რამე წამოუყვედრებია.
მისი ძმა?რომას მისი ანდერძიდან ამოშლას ხშირად ფიქრობდა სოსო,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც წაგებული თანხის ჩეკით აკითხავდა,ან ნაცემი ბრუნდებოდა სახლში.სუფრასაც კი არ მიუჯდა ანასთან ერთად,ოთახში შევიდა და ვიდეოთამაშით გაიყვანა დრო.რა სჭირდა?ვერ გაიგებდით...დაახლოებით 16 წლის იყო ასე უაზროდ მოქცევა რომ დაიწყო,ანას საყრდენიც გამოეცალა და უბრალოდ უნიათო ბიჭი გახდა,რომელსაც მამის ფული ადარდებდა.
არც ის აწუხებდა მისი და რომ იტანჯებოდა და ცრემლებად იღვრებოდა სიყვარულის გამო,არც ის ცალკე რომ გადავიდა საცხოვრებლად,დედა რომ დაბრუნდა სახეში შეაფურთხა და ოთახის კარიც დაუხურა,მისი მეგობრები?ყველა ეზიზღებოდა ანას რომაშკოს გარდა...სხვანაირი იყო დემეტრე,სწავლობდა და ოჯახის ბიზნესშიც ჩახედული იყო.არც თამაშობდა და საერთოდ რატომ მეგობრობდა მის ძმასთან დღემდე ვერ ამოეხსნა.
რაც შეეხება რატისთან ურთიერთობას...ყველაფერი კარგად იყო ძალიან.ერთად ვახშმობდნენ.ბევრს საუბრობდნენ და ხანდახან ფილმებსაც უყურებდნენ.მგონი ამჯერად მართლა ხვდებოდა ლექტორს,ყველანაირი გაზვიადების გარეშე...
ზამთარს ვერ იტანდა,მაგრამ ახალი წლის მოსვლა უხაროდა.უყვარდა ნაძვისხე,რომელიც ორი წელია არ ჰქონია...ფერადი განათებები,საჩუქრები...
ეს ზამთარი განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო...
გამოცდებსაც მორჩა.
ქულებითაც კმაყოფილი იყო...
22 ნოემბერიც შემოიპარა...
-მართლა არ გინდა წამოსვლა?-ჩაეკითხა ისევ.რატომღაც უნდოდა რომ გვერდით ჰყოლოდა.ალბათ ამის მიზეზი ნანკა იყო,რომელიც ბოლო ორი კვირა ტრიალებდა მის წინ და მცდელობას არ აკლებდა მასთან საუბარს.
-დაღლილი ვარ,სამი ჩერჩეტი ბავშვი ვამეცადინე,მირჩევნია დავისვენო კარგი?-გაუღიმა ისევ.პერანგის სამი ღილი შეუხსნა კაცს.-ასე ჯობია.
-ანა თუ გინდა დავრჩები და...
-არა.-გააქნია მაშინვე თავი.-თან ლევანი აპირებს გამოვლას ერთი საათით ვიჭორავებთ,მერე დავიძინებ.-თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ქარიშხალი დატრიალდა იმ წამს როსტომაშვილის სხეულში.ოღონდ ლევანი არა...რატომ არ ენდობოდა?ეჭვები ღრღნიდა შიგნიდან.როგორ შეიძლება ანას გვერდით მდგარიყო და არ მოსწონებოდა?აბსურდი იყო...
ისიც არ ავიწყდებოდა თომა რომ სცემა მის გამო...
სულ სწერდა,ხშირად ურეკავდა...მალე ჭკუიდან გადავიდოდა...
-თამროც მოდის?
-არა,მხოლოდ ლევანი.-წამით ჩააკვირდა კაცის სახეს,მიხვდა როგორ დაიძაბა.-რატი...
-გისმენ.
-არ მითხრა რომ ლევანს არ ენდობი...შეყვარებულს დაშორდა,რთული პერიოდი აქვს და...
-ანა არ მინდა ამის მოსმენა.-თბილად აკოცა ლოყაზე.-უნდა წავიდე.
-რატი!
-ანა მივდივარ.-მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი.არ უნდოდა ახლა მასთან კამათი.
-შემომხედე!-წინ დაუდგა ისევ.ნეტავ გენახათ რა საყვარელი იყო ერთი თავით მაღალ კაცს დოინჯით რომ დაუდგა წინ,ტოპი მაისურის მიღმა გამოებზიკა მუცელი და გაბრაზებული აფახულებდა თვალებს.-არასოდეს შეგეპაროს მასში ეჭვი გთხოვ,რა უნდა გააკეთოს რომ დაუჯერო?
-ანა კაცია,გეი არ არის და უბრალოდ მიჭირს იმის დაჯერება რომ შენს მიმართ არაფერს გრძნობს!
-რა თქმა უნდა,გრძნობს!ვუყვარვარ და მეც მიყვარს,ჩემი ოჯახია გესმის?
-უნდა წავიდე,მაგაზე მერე.-ფრთხილად შეეხო მის ბაგეებს და გვერდი აუარა.
-იცოდე მაინც ვისაუბრებთ ამაზე!-უკვე სადარბაზოში გასულს მიაძახა და დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა...



***
-რამდენი ხალხია უკვე.-შუბლი შეიჭმუხნა სანდრომ.
-უმეტესობა ღლაპი როა თან.-წარბები ასწია ნიკუშამ.გადაავლო თვალი ნახევრად შიშველ სხეულებს,ნასვამ ბავშვებს და ამრეზით დაამატა.-ამ საზოგადოებაში უნდა გაიზარდოს ჩემი შვილი?ცხრაზე სახლში იქნება.
-ეე გაგიფრენია შენ.-ჩაიცინა რატიმ.
-არა ძმაო აქ რომ ვნახო ჩემი შვილი გულიც დამარტყამს.-აგრძელებდა ისევ.-შეხედე თინეიჯერები არიან ჯერ ისევ და რა დღეში არიან.გაგიჟდება ადამიანი.
-შენები არ იქნებიან ასე,გაერთობიან მაგრამ ზომიერად.-დაამშვიდა მენაბდემ და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
-რატომ არ წამოვიდა ნიტა?
-გაცივდა,არ უნდოდა და მეც არ დამიძალებია,სამსახურში საქმეები ჰქონდა და თან ხომ იცი არ უყვარს ღამის ცხოვრება.
-არც მე მიყვარს,მაგრამ ვზივარ აქ.-საზურგეს მიეყრდნო როსტომაშვილი.თავი უსკდებოდა.ერთადერთი რაზეც ფიქრობდა ახლა ის იყო რომ ლევანი მის სახლში ანასთან ერთად მარტო იყო...
-გამოვიდა ბიჭებო!-ღიმილით შევიდა დანიელი ოთახში გრძელფეხება ქალთან ერთად.-ნასწია,გაიცანი ჩემი მეგობრები.-წამოიწყო რუსულად.-სანდრო,რატი და ნიკა.
-სასიამოვნოა.-ღიმილით მოავლო ყველას თვალი.
-ვერ მოეშვი ამ რუსის ქალებს არა?-გაისმა ზურგს უკან ნანკას ხმაც.თბილად გადაეხვია მეგობარს.გოგონასაც მიესალმა.-პირველ შემოწმებაზე დეკემბერში მოვლენ...არ შემოიტანო ისეთი არაფერი,რაც ჩაგძირავს.
-დამშვიდდი ნანკა,ვიცი როგორ მუშაობს სისტემა.
-ნასწ...-მისწვდა სმენას გოგონას ხმა.-გადიხარ?
-გავდივართ უკვე დანი?-ყელზე მიაკრო კაცს ტუჩები.
-გინდა?-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.-ცოტა მოითმინე,ამათთან ერთად თუ არ დავლიე არ გამოვა.-ღიმილით დაუქნია თავი გოგონამ,დაჰყვა მის ნებას.
-ჩავალ მე ვაკოს საბუთებს გამოვართმევ და მოვალ,თქვენ ისიამოვნეთ...-მიანიშნა გოგონებზე,თითქოს სულ დავიწყებოდა ყველა ცოლიანი რომ იყო.
-გიჟია ეს ჩე*ისა!-ჩაეცინა ნიკას.კიდევ ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა.
-ამისი დაჭკვიანება და სერიოზული ამბები არ იქნება.
-დავნიძლავდეთ მთელი ცხოვრება უცოლო იქნება.-წამოჭრა საკითხი ნანკამ.
-ეს უკვე მომწონს.-მობილიზდა ამაშუკელი.-რაზე?
-40 წლამდე ცოლს თუ მოიყვანს სვანეთში ვიკისრებ ქართულ სუფრასა და ერთ კვირიან არდადეგებს.-გაუცინა გოლეთიანმა ბიჭებს.
-8 წელია იქამდე ნანკა,შეიძლება 1 წელშიც მოუწეროს ამან ვინმეს ხელი.-იცინოდა მენაბდე.
-არ მოიყვანს ეს ცოლს,არც არავინ გაჰყვება.
-მე მგონია რომ შეუყვარდება ვინმე და გაებმება მაგ მახეში.-წამოჭრა საკითხი როსტომაშვილმა.-40 წლამდე თუ არ მოიყვანს ცოლს მე ვიკისრებ ბათუმში სუფრასა და ერთ კვირიან არდადეგებს.
-მე 45 წლამდე თუ არ მოიყვანს ცოლს მერე გიკისრებთ თბილისურ სუფრას.-ჩაერთო ამაშუკელიც.
-მე იცი როდის გიკისრებთ სუფრას? 6 თვე ერთ ქალთან თუ გაჩერდება.-აჰყვა მეგობრებს მენაბდეც.გვერდით მჯდომ რუს გოგონას მოერიდა და ხელი ჩამოართვა ყველას.
-ისევ ჩემს ცოლზე დადეთ სანაძლეო არა?-თავს ვერ იკავებდა დანიელი.დაინახა ფანჯრიდან მეგობრები.-რამდენი წელი მომეცით აბა?
-ჩშშ!-ტუჩებზე მიიდო თითი ნანკამ.-საიდუმლოა.
-რამე სარფიანი მაინც დადეთ?
-ქართული სუფრა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთ კვირიანი არდადეგები.-ჩაეცინა ქალს.-გაწყობს?
-მაგისი ხათრით ცოლის მოყვანაც ღირს.-წარბები აათამაშა კაცმა და სასმელი ჩამოისხა.-დამავიწყდა თქვენ ქალებს რომ აღარ ეტანებით.-უკმაყოფილო გოგონებს გახედა ყურადღებას რომ არ აქცევდა არავინ.-ცოლიანი კაცები...
-შეგიყვარდება შენც ვინმე და ვნახოთ თუ გაიხედავ მერე სხვა ქალისკენ.-მხარი გაჰკრა ნიკამ.
-კანდიდატიც კი არ მყავს ბიჭო,რომელი სიყვარული.-გააქნია თავი.-მე იმისთვის დავიბადე რომ ბევრი სე*სი და ფული მქონდეს.
-ცოლთან ვერ გექნება?-წარბი აუწია ნანკამ.
-გოგო ვის შევუყვარდები მე?-ჩაეცინა კაცს.-შუბლზე უკვე სიმელოტის ნიშანი დამეხატა,სტაჟიან მე*ავს მეძახით მეგობრები,ორი ღამის კლუბი მაქვს და ყოველ ღამე ახალ ქალთან მძინავს,ვის მოუნდება ჩემნაირთან საქმის დაჭერა?
-არ გინდა ოჯახი დანიელ?-ჩაეკითხა სანდრო.
-მაგარი გადამეტებული შეფასება გაქვთ ოჯახზე.-გამოცალა ჭიქა.-მე მიყვარს თქვენი,ყველას ოჯახი...არ გეგონოთ რომ რამე საწინააღდეგო მაქვს,გენაცვალოთ ჩემი თავი.-გააკეთა შესავალი.-მაგრამ რავი,შვილის გაკეთება ისედაც შემეძლება,არა რატი?გვარს გამიგრძელებს ვინმე და ცოლი...რავი ტო ასეთი მაგარია ეგ სიყვარული?
-ეგეთი მაგარია სიყვარული.-ჩაეღიმა სანდროს.-ახლა გვერდით ნახევრად შიშველი ქალი რომ მიზის და ჩემი ყურადღების მიქცევას ცდილობს,მე მარტო იმაზე მეფიქრება ნეტავ რას აკეთებს ნიტა,დღეს ნორმალურად თუ ჭამა საჭმელი,ვინმემ ხომ არ გააბრაზა სამსახურში?ყელი სტკიოდა დილით,ნეტავ როგორ არის ახლა?საერთოდ არ მინდოდა მის გარეშე წამოსვლა,მაგრამ შენს გამო მოვედი.არცერთი დღე,არცერთი გაზაფხული არ მიხარია მე ნიტას გარეშე,თუ არ შეგიყვარდა ვერ გაიგებ რას ვგულისხმობ,მაგრამ დამიჯერე ამაზე მაგარი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე.
-შენ რას მეტყვი?-მიუბრუნდა ნიკუშას.
-იგივეს.სულ არ მინდა მე შენი რუსი ქალები,ჩემი ცოლ-შვილი მირჩევნია ყველაფერს ამ ქვეყანაზე.-გაეღიმა გვანცას გახსენებისას.-ახლა ვიცი სახლში მელოდება,რომ მივალ მარტო არ ვიქნები,ჩემი დღე დააინტერესებს,შემეძლება მის მკლავებში ვიპოვნო შვება...სხვანაირია სიყვარული ჩემო დანიელ,ისე შემოგეპარება ვერც მიხვდები და დაგაკარგვინებს თავს...
-რომანტიკოსები ყოფილხართ,აწი პოემებს ველოდები თქვენგან.-ასწია ჭიქა კაცმა.-სიყვარულს გაუმარჯოს ყველამ რომ არ იცის,მაგრამ ყველას რომ გვჭირდება ბიჭებო!-ამაყად განაცხადა.-დაგილოცავთ მეორე ნახევრებს და შენ იმ მოურჯულებელ ბავშვს,ჯერ ისევ რომ ვერ გაგიგია რა გინდა მისგან.-გადახედა რატის.ყველამ შეაგება თავისი.
-ნანკა შენ ნაბი*ვარ ქმარს არ გაუმარჯოს,მოვ**ან მაგისი გამზრდელი!
-მოკვდა ის ქალი იქ მაინც მოასვენე.-გაეცინა ქალსაც.
-ბიჭებო იმ სიყვარულსაც გაუმარჯოს მე რომ მაქვს თქვენს მიმართ და თქვენ ჩემს მიმართ,იმ გვერდში დგომას,კაცობასა და ვაჟკაცობას თან რომ დაატარებთ სულ.-უსწრაფესად შეავსო მეორეც.-თქვენ რომ არა მე ეს საქმე არ გამომივიდოდა და თქვენს გარეშე ალბათ ციხეში ვიქნებოდი ისევ.ჩემი ძმები ხართ და შენ ჩემო უჭკუო ქალბატონო.-ლოყაზე აკოცა ნანკას.-ჩემი და ხარ და ჭკუით იყავი.
-გაგვიმარჯოს.-შემართეს ჭიქები ბიჭებმაც.
-გაგვიმარჯოს.-სასაცილოდ გააჯავრა ბიჭებს ნასწიამ და მათთან ერთად დალია...
რამდენიმე საათი დაჰყვეს საუბარში.კიდევ ერთხელ გადახედეს საბუთებს,მართლა გამოუვიდათ...
ყველა ბედნიერი იყო.მეგობრისთვის ხელის გამართვა ბევრს ნიშნავდა მათთვის...
ის ძველი ვისკიც გახსნა დანიელმა ასე რომ უფრთხილდებოდა კლუბის გახსნამდე და სადღეგრძელოც შესვა.პიკს აღწევდა ტემპერატურა,ქვედა სართულზე ერთმანეთში ირეოდნენ ახალგაზრდები.სვამდნენ,ცეკვავდნენ,ყველა კუთხეში ვიღაც ვიღაცას კოცნიდა...გამოვიდა ამ ასაკიდან როსტომაშვილი...
-დაიღალე?-ზურგს უკან მოესმა აივანზე გასულს ნანკას ხმა.
-დავბერდი ასეთი ამბებისთვის.-ჩაეცინა და კვამლი ღრმად ჩაისუნთქა.-აღარ არის ამის დრო.
-მომიკიდებ?-კბილებს შორის მოიქცია სიგარეტი.გაჩხაკუნდა სანთებელა და თავადაც გაეხვა ნიკოტინით მოწამლულ ჰაერში.-რამდენი წელი გავიდა,ვინ იფიქრებდა არა?
-დანიელისგან მე სულ ბევრს ველოდი...-გადახედა ღამის თბილისს რატიმ.თითქმის ცარიელი იყო ქუჩები.
-მე შენგან ველოდი ბევრს.-იქვე ჩამოჯდა ქალი,ცალ ფეხზე შეხსნილი კაბიდან ამოსწია ფეხი და მუხლზე გადაიდო.გამოაჩინა მიმზიდველი,გრძელი ფეხები.-მეგონა საკონსტიტუციოს გაჰყვებოდი და შენ როგორი მარტივი გზა აირჩიე.
-ამბობს ქალი,რომელმაც სწავლა 4 წლით მიატოვა,ვიღაც ლუზერზე დაქორწინდა და ბუღალტერად მოგვევლინა წლების შემდეგ.
-დამამცირე ახლა?
-არა ნანკა,უბრალოდ მეტი შეგეძლო.
-არ მქონდა იქნებ შესაძლებლობა?არ გიფიქრია ამაზე?
-რატომ?-მთელი სხეულით შებრუნდა მისკენ.-ნუ გათხოვდებოდი,დაგემთავრებინა სწავლა,საუკეთესო იყავი...
-ჩემს გამო არ გაჰყევი საკონსტიტუციოს არა?-ჩაეცინა ქალს.-გეგონა მანდეთ წავიდოდი და არ გინდოდა გენახე.
-ქართული სამართლის ისტორიამ დამაინტერესა...სისხლის სამართალსაც არაფერს ვუჩივი.
-ბრაზი გაქვს გულში ჩადებული შენ.-წამოდგა ფეხზე.ხელიდან აწაპნა ჭიქა და ამჯერად თავად გამოცალა.-ამხელა კაცი ხარ,რამ მოგაფიქრა სტუდენტთან სე*სი?
-მხოლოდ ეგ გაიგე ჩვენი საუბრიდან?-ჩაეცინა როსტომაშვილს.
-რატომ არ გააკეთებინე აბორ*ი?
-არამგონია ეგ კაცის მისაღები გადაწყვეტილება იყოს,თან იაზრებ რას ლაპარაკობ?ქალი ხარ შენც,ცოტა თანაგრძნობა არ გაწყენდა.
-რას იზამ ცოლად მოიყვან?
-შენ ვინ გკითხავს არ გამაგიჟო.-გაეცინა ისევ.
-ცხოვრება დაგენგრევა იაზრებ მაინც?
-მერე შენ რა?-ტონს აუწია ოდნავ.-შენი ცხოვრება გაქვს ნანკა,მიხედე და ჩემსაში ნუ ჩაერევი.
-რატომ ხარ გაგიჟებული?რატომ ბრაზობ უნივერსიტეტის ამბებზე?ზრდასრულები ვართ უკვე...
-მაგრად მ*იდია უნივერსიტეტის ამბები და საერთოდ არ მეფიქრება მაგაზე.-ჩადგა ქარიშხალი როსტომაშვილის ხმაში.-შენც ნუ იფიქრებ ბევრს,მიხედე შენს ცხოვრებას და ისიამოვნე საღამოთი.
-რატომ მეუხეშები რატი?-არ მისცა წასვლის საშუალება.წინ გადაუდგა კაცს.
-არ გეუხეშები ნანკა,უბრალოდ არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ცხვირს რომ ყოფენ და შენ მითუმეტეს არ მოგცემ მაგის უფლებას...სტუდენტთან მძინავს თუ მის ბებიასთან შენი საქმე არ არის!
-რატი...-მკერდზე შეახო ხელები კაცს.ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო თითქმის ერთი სიმაღლის იყვნენ.-შენ ვერასდროს მოგცემს ეგ გოგო იმას,რაც გჭირდება...ვერ იქნება შენი ოჯახი...
-ეგ გოგო,რომელზეც შენ საუბრობ უკვე ჩემი ოჯახია!-გამოსცრა კბილებში ქალს.იგრძნო მისი ცივი თითების მკერდზე.ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში ერთ დროს ასე რომ მოსწონდა.
-რატი.-გაუღიმა ქალმა.ზუსტად ისე ადრე რომ იცოდა.-ვცადოთ...გამოდის იქნებ...-შეუხსნა კიდევ ერთი ღილი,ასწია თავი,გაუსწორდა მის ბნელ სფეროებს.ჩამოუსვა თითები სახეზე.-იქნებ გამოდის და ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ?-გადაიხარა მისკენ,მაგრამ არ დაანება კაცმა.წამსვე უკან დაიხია.არ დაანება იმ ტუჩებს შეხებოდა სახლიდან გასვლამდე ანას რომ შეეხო.
-ნეტავ ჩემი შვილის დედა იდგეს ახლა ჩემს წინ ნანკა.-სევდიანად გაუღიმა ქალს.-ნეტავ შენს მაგივრად ის იყოს...
-შეგიყვარდა?-ცერად გადახარა თავი.-არ მითხრა რომ 20 წლის გოგოს მახსეში გაები რატი...როგორ შეიძლება...
-არ შემყვარებია,მაგრამ იმას ვგრძნობ მის მიმართ,რაც არცერთი ქალის მიმართ მიგრძვნია.-მისი მშვიდი ტონი აგიჟებდა ნანკას.
-რატი...-კიდევ ერთხელ სცადა ხელით შეხება.
-არ მინდა ნანკა,არც შენ მინდიხარ.-შედარებით უხეშად გამოუვიდა,მაინც ატკინა გული.არადა არ აპირებდა არაფრის თქმას,თუმცა არ მოეშვა...
-თავს გაუფრთხილდი რატი.-გაუღიმა ქალმა და ზურგი აქცია.
-ამის დედაც!-უხეშად ჰკრა სკამს ფეხი და ნივთების ასაღებად შებრუნდა.დაემშვიდობა მეგობრებს და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას...
კარგი საღამო იყო,მაგრამ ნანკას სითავხედე არ მოეწონა.არ უყვარდა უთავმოყვარეო ქალები,რომლებიც სათადარიგო ვარიანტს ყოველთვის იტოვებდნენ და ამ შემთხვევაში თავად იყო სათადარიგო მისთვის...
ეყო სხვების ლოდინი და მათ გრძნობებზე ფიქრი.
თავად შენ რა გინდა რატი?
სახლში შესულს ალკოჰოლის ბოთლი დახვდა მაგიდაზე,ლამის ნახევრად ჩაცლილი.მეორე ცარიელი ბარის მაგიდაზე იდო.დიდი იმედი ჰქონდა ანა ისე არ გაგიჟებულა რომ თავადაც დაელია და მხოლოდ ლევანი სვამდა...მოკუნტულს ეძინა,ძირს გადავარდნოდა საბანი და მკლავები მჭიდროდ შემოეხვია რომ სიცივე გაეფანტა.ჩაეღიმა...იცით როგორ ესაყვარლებოდა როსტომაშვილის თავისი ანა?
დიახ თავისი...
დააფარა საბანი,ლამის ყელამდე...მოწესრიგდა თავადაც და მშვიდად მიუწვა გვერდით.მოხვია თბილი ხელები სხეულზე და კისერში აკოცა.მისი სურნელით აივსო ფილტვები როგორც სჩვევია.
-ქალის სუნი აგდის.-ჩაილაპარაკა ანამ.-ან ქალების.
-გეღვიძა?
-არა,მაგრამ გამეღვიძა.-მისკენ შებრუნდა და უფრო კომფორტულად მოეწყო მის მკლავებში.-რომელი საათია?
-ოთხი.-მოურიდებლად მოიუგო.
-ამ დრომდე სად იყავი?-უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები.
-დანიელთან,გვიან დავიშალეთ ბიჭები.-ნაზად აკოცა მის ბაგეებს კაცმა.-დაიძინე.
-ქალის სუნი აგდის.-გაიმეორა ჯიუტად.
-ჩამეხუტე რომ მხოლოდ შენი სურნელი მქონდეს ანა.-უფრო მჭიდროდ მოხვია მკლავები.
-რატი...
-არანაირი ქალი არ არსებობს ანა,დაიძინე რა.-ჩაეღიმა მის ბავშვურ ეჭვიანობაზე და ღრმა ძილს მიეცა...





***
ბიჭების დაშლის შემდეგ კაბინეტში განმარტოვდა დანიელი.მთელი ვნებით უკოცნიდა საკმაოდ მიმზიდველ ქალს ბაგეებს და ურცხვად დაასრიალებდა ხელებს მის სხეულზე.ყოველი დღის ბოლოს ერთი და იგივე სცენარი ჰქონდა სამუშიას.ასე ალალად საუბრობდა მეგობრებთან რომ არ უნდოდა ოჯახი და არც ადარდებდა,მაგრამ ასეა განა?უბრალოდ არასოდეს ჰქონია ეს ყველაფერი,არც შესაძლებლობა,რადგან სერიოზული ვერავინ იპოვნა და მერე ძებნასაც შეეშვა.
-არ წავიდეთ?-ყელზე მიაწება ტუჩები კაცს.-დაღლილი ვარ დანი.
-ჰო,წავიდეთ.-მოშორდა როგორც იქნა მის სხეულს და ფეხზე წამოდგა.აიღო მობილური და გასაღები,კიდევ ერთხელ გადახედა სავსე დარბაზს დილის 4 საათზეც რომ არ წყვეტდნენ გართობას ახალგაზრდები და კმაყოფილმა ჩაიცინა.დაეშვა კიბეებზე მასთან ერთად,თანამშრომლებს დაუბარა მივდივარო,მაგრამ ვინ აცადა.ვიღაც მთვრალმა ტიპმა ერთიანად გადაავლო სასმელი სხეულზე და თავადაც მის წინ დაეცა.
-კაროჩე რა.-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-ბიჭო კარგად ხარ?-ხელი შეაშველა მაშინვე.
-ჰო ძმაო.-დაჰკრა უცნობმა ხელი.-ბოდიში,ფეხი ამისრიალდა...
-ჭკვიანად აბა.-კარგად აათვალიერა ხომ მართლა არაფერი სჭირსო და გასაწურ მაისურზე დაიხედა.-გიგი,მანქანამდე მიიყვანე.-გადახედა დაცვას და ნასწიაზე ანიშნა.-ხელებს დავიბან და მოვალ თორე არყის სუნად ვყარვარ.-გადაულაპარაკა გოგონას და უკან მიბრუნდა.კიბეებზე დაეშვა და სტაფის საპირფარეშოს მიაშურა.ის იყო კოდი უნდა აეკრიფა ქალის ყვირილი რომ შემოესმა და ყურები ცქვიტა.
-არა!-ყვიროდა ვიღაც.-გთხოვ არა...
-დაიჭირე ყ*ეო!-უღრიალა მეორემ.
-გეხვეწებით დამანებეთ თავი...
-რა ჯანდაბაა...-მიბრუნდა და კაცების საპირფარეშოს მიაყურადა.ხმა იქიდან მოდიოდა.
-გევედრები თავი დამანებე,გთხოვ...-ისმოდა გოგონას განწირული კივილი.გაგიჟებულმა შეგლიჯა კარი და ლამის სისხლი ჩაექცა გონებაში.ორ ნაბი*ჭვარს მოეხელთებინათ გოგონა,რომელიც იატაკზე შემოხეული ტანსაცმლით იწვა და გაჩერებას ევედრებოდა...
-თქვენი ნაბო*არი დედაც!-დაიღრიალა მთელი ხმით და მთელი ძალით დაარტყა ახალგაზრდას სახეში.-მოშორდი ახლავე!
-თავისი ნებით შემოგვყვა და დაა*ვიე!-უხეშად უბიძგა მეორემ დანიელს.
-თავისი ნებით არა?-ყელში სწვდა კაცს და კაბინის კარზე ააკრა.-იცი რა მეზიზღება ყველაზე მეტად?ნაბო*არი მ**რეველა ბავშვები!-მოხვდა შეკრული მუშტი მასაც სახეში.გონებადაბინდული დაეცა იატაკზე.
-ვინ ჩემი *ლე ხარ?-მოვიდა გონს მეორეც.
-თავი არ მომაკვლევინო ბავშვო!-კიდევ ერთხელ დაარტყა და იატაკზე დაცემულს ზემოდან მოექცა.-როცა გეუბნებიან არა,ესეიგი არა!თქვენზე სუსტი მოიხელთეთ და მაგარი ტიპები გგონიათ თავი სი*ებო?
-მოკვდება...-ძლივს ამოილაპარაკა ქერამ.ლამის სულიც ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას.ახლაღა მოიფიქრა მისკენ გახედვა მკერდზე რომ იფარებდა ხელებს და კედელს აკვროდა შიშისგან.
-კარგად ხარ?-ჩაიმუხლა მის წინ.-ნუ ტირი,მორჩა კარგი?-ისტერიულად სლუკუნებდა კედელზე აკრული.კანკალს აეტანა...მოიმარჯვა მობილური.-გიგი!-ჩასძახა მობილურში მთელი ხმით.-ქვედა სართულზე კაცების საპირფარეშოში ჩამოდით შენ და ბიჭები.
-მე...
-დამშვიდდი,მორჩა რა...-მის ცრემლიან თვალებს მზერა ვერ გაუსწორა.საშინლად აეწვა შინაგანად ყველაფერი.
-მე...-აკანკალებული ხმით ცდილობდა რაღაცის თქმას,მაგრამ არ გამოუვიდა.წამოდგომა სცადა,თუმცა არც ამისთვის ეყო ძალა,მოკლე ქვედბოლო ეცვა,შავ ტოპ მაისურთან ერთად,ზედ დაემაგრებინათ სადღესასწაულო ლენტი წარწერით „Birthday Girl”.
-ცუდად ხარ?შემომხედე…-ნიკაპზე თითები მოკიდა და თავი ააწევინა.-მორჩა კარგი?არაფერია,ვერაფერს დაგიშავებენ…-სულ ტყუილად ლაპარაკობდა,მისი არცერთი სიტყვა არ გაუგია გოგონას.თვალები დაეხუჭა,მოუდუნდა სხეული და იქვე იატაკზე უგონოდ დაეცა.-ჯანდაბა!არა შემომხედე!-ღრიალებდა სამუშია.
-დანიელ?!-გიგისთან ერთად შემოვარდა ორი ბიჭი.-რა ხდება?
-ეს მე უნდა გკითხოთ,გძინავთ დაცვის ხალხს?-დაუღრიალა მთელი ხმით.-ესენი მოაშორე აქედან.-ნაცემ ბიჭზე მიუთითა ტკივილისგან რომ იკლაკნებოდა და მეორეც გათიშული რომ ეგდო იატაკზე,თუმცა არამგონია დანიელის ერთ დარტყმას მიეყვანა ამ მდგომარეობამდე,სასმელიც არანაკლებ მოქედებდა მასზე.
-ჰეი,შემომხედე.-რბილად ურტყამდა სახეზე ხელს.-გაყარე შენობიდან საერთოდ ყველა!-იღრიალა კაცმა.
-მიუსწარი თუ?
-გაყარე ყველა,სიგნალიზაცია ჩართე და გაუშვი საერთოდ ყველა!-თავს ვერ ერეოდა.ხელებში მოიქცია გოგონას სიფრიფანა სხეული.
-დანიელ…
-დროზე!-გამოსცრა კბილებში კაცს და მალევე გაისმა დამაყრუებელი ხმაც მთელი შენობა რომ მოიცვა.ატყდა ქაოსი,ყვიროდა ზოგი…ცეცხლი არ დაუნახავთ,მაგრამ ამ ხმამ იმდენად შეაკრთო ყველა პირველი დიჯეი გადახტა სცენიდან და აკრიფა თავისი ბარგი.არავის არ ახსოვდა თავისი მეგობარი.ყველა მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრობდა.
-უკანა კართან მოიყვანე ჩემი მანქანა.
-რას უპირებ?დანიელ რომ იჩივლოს?რეპუტაცია…
-მოვ**ან ჩემი რეპუტაცია გიჟი ხარ?-კბილებში გამოსცრა კაცს.-გოგოს მამა არ ხარ?
-მანქანას მოვიყვან.-ამოთქვა ძლივს და ცარიელ დარბაზში გავარდა.
-თავი ხომ არ დაარტყა,საავადმყოფოში მიგყავს?-ჩაეკითხა ზურა.
-არა,შეეშინდა და გონება დაკარგა…ახლა საავადმყოფოში რომ წავიყვანო ბევრი კითხვა გაჩნდება და მერე მშობლებთან მოგვარება…-დახედა ხელებში მოქცეულს ძლივს რომ დაუმშვიდდა სახე.ნელი ნაბიჯით ავიდა კიბეებზე.
-მარტო ხომ არ იქნებოდა?მისი მეგობრები მოიკითხავენ.
-ხედავ რომელიმე მეგობარს აქ?-ცარიელ დარბაზზე მიანიშნა.
-დავურეკოთ და წაიყვანენ…
-მოძებნე ნივთები,თუ იპოვნი სახლში მომიტანე.
-მოიცა,შენთან მიგყავს?-წარბი ასწია კაცმა.
-აბა ქუჩაში ხომ არ დავაგდებ?
-მეგობრებს…
-მეგობრებს მიხედვა რომ სდომოდათ ყველაზე მინიმუმ მარტოს არ გაუშვებდნენ საპირფარეშოში!-გამოსცრა კაცს კბილებში და უკანა კარიდან დატოვა შენობა.
-რა ხდება დანი?-გაოგნებული იყო ნასწია.
-სახლში წაგიყვანს გიგი,ჩემი მანქანა მჭირდება.
-ვინ არის ეს გოგო?
-არაა ამის დრო!გიგი წაიყვანე რა სახლში.
-როგორც მეტყვი.-დაუქნია თავი და უკანა სავარძელზე გოგონას დაწვენაში დაეხმარა.
-მაგ ორი ნაბო*არი ბავშვის ვინაობა გამირკვიეთ,მერე მივხედავ მაგათ.
-კარგი.-ხელი აუწია და ისევ შენობისკენ შებრუნდა.
-სახანძრო გამოიძახეს.
-აი რა დედის***ნა ხდება რა!-მოისრისა კაცმა შუბლი.-უთხარი რომ ცრუ განგაში იყო,მივიყვან ამას სახლში და მოვალ.
-კარგი.-დაუქნია თავი კაცმა და შენობაში შევიდა…

***
-იმედია კარგი მიზეზი გაქვს და მართლა კვდება ვინმე ამ დილაუთენია რომ მომიყვანე!-თვალების სრესით შევიდა გოგონა ბინაში.
-კარგი მიზეზი მაქვს.-დაუქნია თავი.-რაც გინდა მთხოვე,მთებს გადავდგამ შენთვის ოღონდ ახლა დამეხმარე.
-რაიყო?!-წარბაწეულმა შეხედა,ასეთი ნერვიული არ არისხოლმე ზოგადად.
-გული წაუვიდა და არ გაუღვიძია.-დაიწყო ახსნა.-პულსს ვამოწმებდი,სუნთქავს…
-რას ბოდავ?-გაკვირვებული მიაჩერდა.
-წამო.-ოთახისკენ წაიყვანა გოგონა.-საპირფარეშოში ჰყავდა მომწყვდეული ორ სი*ს და ხომ ხვდები…
-თუ გააუ*ატიურეს საავადმოყოში უნდა წაიყვანო ახლავე,საჩივრის დაწერა და…
-მივუსწარი.-გააქნია თავი.-შეეშინდა უბრალოდ და გონება დაკარგა,მაგრამ რავიცი…გთხოვ მიხედე რა.
-ყელამდე რომ წაგიფარებია საბანი მოგეგუდა ბარემ.-ირონიულად მიუგო და გადახადა საერთოდ.-დანი?!
-ჩემს ტანსაცმელს მოგცემ და ჩააცვი.
-დანიელ…
-რაიყო მარ?
-შენ ხომ არ გიქნია?
-ჩავთვლი რომ არ გიკითხავს!-გამოსცრა კბილებში და კარადიდან ტანსაცმელი აიღო.
-თავი ხომ არ დაარტყა?
-არა.
-ნერვიულობის ბრალია.-კარგად აათვალიერა.-საბრალო,დაბადებისდღე ჰქონია.-ფრთხილად მოაშორა ლენტი სხეულიდან.-მოდი დამეხმარე.
-არა.
-რას ნიშნავს არა?!-წარბები ზემოთ აწკიპა ქალმა.
-რომ გაიღვიძებს ინერვიულებს შიშველი მნახეო,შენ გამოუცვალე!
-დანიელ სამუშია!-დააწია კართან სიტყვები.-მობრუნდი და დამეხმარე!
-მარ…
-რაიყო ვინმე თინეიჯერი ბიჭი ხარ საცვლიან გოგოს დახარბდე?-წარბები აუწკიპა.-მოდი.-დაჰყვა მის ნებას კაცი,ფრთხილად მოაშორა სხეულიდან ზედმეტი ნაჭერი და თავისივე ხელით ჩააცვა საკუთარი.მისი ტანსაცმელი აღარაფრად ვარგოდა,დასვრილი იყო ბინძურ იატაკზე წოლისგან და ზედა შემოხეული საერთოდ.
გადასხმა დაუდგა მარიკამ.ცოტა ენერგიას მისცემსო.სანერვიულო არაფერი იყო მას თუ ჰკითხავდით ამიტომ დანიელიც დამშვიდდა.საშინლად იყო გაბრაზებული მის ბარში მსგავსი რამ რომ მოხდა.აუცილებლად მიხედავდა ამ ყველაფერს,მაგრამ ჯერ მარტო დატოვება ვერ გაუბედა გოგონას.სავარძელში ჩამოჯდა და შორიდან დაუწყო ყურება.
როგორი ცხოველები ვართ ადამიანები არა? მხოლოდ სურვილისა თუ ჟინის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია გავწიროთ რომელიმე ჩვენგანი…სად იზრდებიან?არ ჰყავთ ოჯახი? კარგი შეიძლება არ გყავდეს და,მაგრამ დედა ხომ გყავს?რატომ აძლევ თავს ამდენის უფლებას?სისხლი აწვებოდა თვალებში.კადრებად უელავდა მისი შეშინებული მზერა,როგორი ცხოველური ჟინით ეტანებოდა ორივე მის სხეულს და მათი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.
დაბადებისდღე ჰქონდა თან,ამან უფრო გაამძაფრა ემოციები.როგორ უნდა დამახსოვრებოდა ეს დღე?მართლა შეეცოდა…ასე ფიქრებში ჩაეძინა…
რამდენიმე საათი ეძინა,მასთან ერთად სავარძელში კისერი გაუშეშდა დანიელსაც,თუმცა საერთოდ არ ანაღვლებდა.ნელა დააშორა წამწამები ერთმანეთს და თავისი დიდრონი ლურჯი თვალები მოავლო ოთახს.თავი უსკდებოდა,ალბათ იმ ჭიქების გამო წუხელ რომ ცლიდა და ნერვიულად მიიტანა შუბლთან ხელი.მეორე ვერც კი ასწია,გამოძრავებისასაც კი ეტკინა და რომ დაინახა გადასხმა ედგა იფიქრა რომელიმე კერძო საავადმყოფოს VIP პალატაში ხომ არ მოვხვდიო.
-რა ჯანდაბაა?-გადახედა სავარძელში მძინარე კაცს,თავი მკვდარი ინდაურივით რომ ჩაექინდრა.წამით ისევ დახუჭა თვალები,გონებაში გუშინდელი ღამე აღიდგინა და ერთიანად გააკანკალა.
შიში...
ზიზღი...
ბრაზი...
სევდა...
ყველაფერი ერთად მოეძალა.
ტანსაცმელზე დაიხედა,ღმერთს მადლობა შიშველი არ იყო,მაგრამ თან არც თავისი ეცვა...სკამზე იყო მიყრილი მისი ტანსაცმელი,წვეულების ლენტასთან ერთად...
24 წელი შეუსრულდა გუშინ...
-ღმერთო...-წამოიწია საწოლიდან.როგორც შეეძლო ფრთხილად და ხელიდან საკმაოდ ფრთხილად,ოსტატურად მოიხსნა ნემსი,რომელიც ვიტამინებსა და დამამშვიდებელს აწვდიდა.ტკვილით სავსე იყო მისი თვალები.რამდენიმე ადგილას ხელზე დალურჯებაც შეიმჩნეოდა.ხერხემალი ხომ საერთოდ საშინლად სტკიოდა,ჯერ ისევ გრძნობდა იმ ტკივილს კედელზე მიხეთქებისას რომ განიცადა,შემდეგ იატაკზე დაცემისგან...
იცნო დანიელის სახე,ახსოვდა რომ გადაარჩინა თუმცა ეს ვერ ამშვიდებდა.
ჩექმას ხელი დაავლო და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან.ტელეფონის ან ჩანთის პოვნის იმედი ჰქონდა,თუმცა სულ ტყუილად.
კედლის საათს გახედა,თერთმეტი ხდებოდა.
ლოყაზე ჩამოცვენილი ცრემლები უხმოდ მოიწმინდა და მაგიდაზე დაგდებული საფულისკენ თვალი ურცხვად გააპარა.
-არ ქნა...-გამოსძახა ქვეცნობიერმა.
-სახლში როგორ წავიდე?-ჩაეკითხა მეორე „მე“
წასძლია ეშმაკმა...სახლში წასვლის სურვილი იმდენად დიდი იყო,თავი ვერ შეიკავა...
მსხვილი კუპიურებით იყო სავსე საფულე.ყველაზე პატარა 50 ლარიანი იპოვნა და ხელის კანკალით ამოიღო.მაინც ვერ მოერია თავს,მაინც ამოსწია პირადობის მოწმობა და კაცის ვინაობა ამოიკითხა „დანიელ სამუშია“
-ჩვენებური ყოფილა.-გაუხარდა მეგრელი რომ აღმოჩნდა.ისევ უკან დააბრუნა და კარისკენ წავიდა.ფეხსაცმელები აკრიფა და ის იყო სახელური უნდა ჩამოეწია კაცის ხმამ რომ გააპო ჰაერი.
-სად მიიპარები?
-გამარჯობა.-მხოლოდ ამის თქმა მოიფიქრა.ან სხვა რა უნდა ეთქვა?შებრუნდა და გაუსწორა კაცის სფეროებს თავისი.
-გაგიმარჯოს.-უთხრა ღიმილით.-როგორ ხარ?-მისკენ წაიწია თუმცა ისე შეკრთა გოგონა,რომ ადგილს მიეყინა.
-წავალ მე ხო?-ამოილაპარაკა საცოდავად,პატარა ბავშვივით.
-არ დაგიშავებ არაფერს...
-მომისმენია აქამდეც.-გაუღიმა ირონიულად.
-ჩემი ტანსაცმლით მიდიხარ?ეგ მაისური მიყვარს,ვერ გაგატან.
-დაგიბრუნებ.-ყრუდ ჩაილაპარაკა და კაცის სიცილი რომ გაიგონა თითქოს ცოტა მოეშვა.
-მოდი დაჯექი.
-წავალ...
-არ დაგიშავებ არაფერს,ნუ კანკალებ.-მაგიდას მიუჯდა კაცი.-ყავა დალიე,ჭამე და წაგიყვან სახლში.
-არ მინდა.-გააქნია თავი და ზურგს უკან წაღებული ხელით შეამოწმა კარი.გაიღო...საბედნიეროდ დაკეტილი არ ყოფილა.
-შენთვის რაიმეს დაშავება რომ მდომოდა ისეც შევძლებდი,რად გვინდა ახლა ამდენი ბაზარი?-მობეზრებულად აატრიალა თვალები.-დახურე კარი.
-მადლობელი ვარ,მაგრამ...
-მეზიზღება ასეთი ბანალური საუბარი.-გააპროტესტა ისევ.-გეჩქარება სადმე?
-ნუ მოდიხარ.-ამოთქვა ძლივს.მაინც აიტანა კანკალმა.
-არ დაგიშავებმეთქი არაფერს.
-მომისმენიამეთქი აქამდეც!
-რომ მიდიხარ,სად ან რითი მიდიხარ?-ჩაეკითხა მაინც.-მობილური შენ არ გაქვს და ქეში.ისიც არ იცი სად ხარ.
-გზაზე გავალ და ვისაც ფულს მივცემ ყველა მიმიყვანს ადგილამდე.
-რომელ ფულს მისცემ?
-ამას.-ცხვირწინ აუთამაშა ქაღალდის კუპიურა.
-ქალები რა მაგარი ტიპები ხართ ტო.-ჩაეცინა კაცს.-ლიფში ინახავდი არა?მაგარი წინდახედული საქციელია...ახლაც მახსოვს ბებიაჩემი ფულს ლიფიდან რომ იღებდა და ჩუმად მაძლევდა...
-დაგიბრუნებ კარგი?-რაღაცნაირი კარგი აურა მოდიოდა მისგან.
-ჩემი ფულია?-ამაზე საერთოდ ლამის ორად მოიკეცა.
-იქიდან ავიღე,მაგრამ დაგიბრუნებ,უბრალოდ...
-რა ალალი ქურდი ხარ,გაგიჟება შეიძლება...ეგ როგორ მოიხსენი?-მაჯაზე დახედა.
-არ ვარ ქურდი.-გააპროტესტა მაშინვე.-სამედიცინოზე ვსწავლობ და ვიცი როგორ კეთდება.
-ოჰო,ნახე რა გოგო მომიყვანია სახლში.
-დანიელ გეყოს,მე უნდა....-კაცის აწკეპილ წარბებს რომ დახედა ლოყაზე იკბინა მაშინვე.
-შეამოწმე თან ვინ ვარ?
-წავალ მე ხო?-ამოთქვა ძლივს.ისე ახლოს იდგა კაცი...
-მე წაგიყვანთქო.-დასერიოზულდა უცებ.-არა ვარ მანიაკი გოგო,მოდი რა,ახლა არ გამიყვანო გარეთ,მშია და ყავა არ დამილევია,საშინელ ხასიათზე ვიქნები მთელი დღე...
-ნორმლაურიც არ ჩანხარ.-მიუგო მოურიდებლად.
-არ ვარ ნორმალური,კი გეთანხმები მაგაში.-დაეთანხმა მაშინვე.-შენი ნივთები მოაქვთ ჩემს მეგობრებს,სანამ შევჭამთ მოიტანენ და წაგიყვან მერე.
-ის ბიჭები...
-დაივიწყე.
-რა მარტივად ამბობ.-სასაცილოდ არ ეყო.-რადგან შენ ამბობ დავივიწყებ.
-კარგ ხასიათზე მეჩვენები,უცებ უმკლავდები სტრესს?ზოგი ასეთ დროს კვირები არ გამოდის ოთახიდან.
-სტაჟიანი ვარ.-დააბრეხვა უცებ.კაცის გაოგნებულ მზერას მოერიდა.-მესამედ მოხდა უკვე...
-კაი ტო რას მეუბნები?
-ჰო,ერთხელ თოთხმეტის ვიყავი,მეორედ თვრამეტის და მესამედ ახლა...
-გიჟების მაგნიტი გაქვს?-ჩაეცინა დანიელს.-გავარკვიე ვინც არიან,საჩივრის დაწერა თუ მოგინდება ჩანაწერებსაც ამზადებენ უკვე.
-არ არის საჭირო.-გააქნია თავი.-მე უნდა...
-გავიგე ხო,დაჯექი რა.-ხელით მიანიშნა მაგიდისკენ.-1 საათი ზუსტად და მერე გავიდეთ,ჭამასაც მოვასწრებთ,ადამიანი არ ხარ გოგო?
-ახლავე რომ წავიდე რა პრობლემაა?არც შენ შეგაწუხებ და...
-ჩემი პასუხისმგებლობა ხარ გუშინ იმ მომენტიდან,როდესაც კლუბში ფეხი შემოდგი.სახლამდე თავად მიგიყვან და დავრწმუნდები არაფერი გჭირს.
-შენი პასუხისმგებლობა რას ნიშნავს?-ჩაეცინა.
-სახელს არ მეტყვი?
-არა.-გააქნია თავი.
-კარგი,ბარბარეს დაგიძახებ მაშინ.-იპოვნა უცებ გამოსავალი.მისი საყვარელი სახელი იყო.
-მადლობა წუხელ რომ გადამარჩინე.
-ეგ რა სალაპარაკოა...მოდი დაჯექი...-გამოუწია სკამი.თავადაც არ იცოდა რატომ,მაგრამ ენდო და დაჰყვა მის ნებას.მაცივარი გამოაღო კაცმა,სასმლის ბოთლები მოჩანდა მხოლოდ.-მოკლედ დღეს მენიუში გვაქვს...შემწვარი და მოხარშული კვერცხი,ყიყლიყოები,ავოკადოს ტოსტი სქრამბლით...
-რა მრავალფეროვნებაა...
-ყველისა და კვერცხის ტოსტებს გავაკეთებ,ნივრის სოუსისიც მაქვს და მისწრებაა დამიჯერე.
-მადლობა.-დარცხვენილმა ჩაილაპარაკა.აღარ დაუბრუნებია პასუხი მისთვის.უყურებდა სრულიად უცხო კაცი,უცხო სამზარეულოში საუზმეს როგორ უმზადებდა და პროტესტის გრძნობაც კი არ უჩნდებოდა.იმდენად იყო გადაღლილი ისიც არ გახსენებია იუბილარი რომ იყო...საჭმლის სუნი რომ დატრიალდა ჰაერში უნებურად გაილოკა ტუჩები.ერთი სული ჰქონდა მხოლოდ ერთი ლუკმა ეჭამა და ცოტა გონს მოსულიყო...
-ინებეთ ქალბატონო ბარბარე.-ოთხი ნაჭერი ტოსტი და სოუსი დაუდო ცხვირწინ.ფორთოხლის წვენიც ჩამოუსხა და თვითონ ლუდის ბოთლს მოაძრო თავსახური.
-მადლობა.-დარცხვენილმა ამოთქვა და ისევ კაცს გახედა.
-ჭამე გოგო,მე რას მიყურებ.-გაკვირვებულმა დადო ბოთლი მაგიდაზე და ყავის აპარატი ჩართო.-რამდენი წლის ხარ ბარბი?
-24.-გადააქნია თავი და ხელში მოიქცია დანა-ჩანგალი.
-გუშინ დაბადებისდღე,დღეს ასეთი ამბავი შეგემთხვა...
-დღეს მაქვს დაბადებისდღე.-შეუსწორა კაცს.-გუშინ უბრალოდ კლინიკიდან მეგობრებს გამოვყევი და ბარემ აღვნიშნეთ.
-იუბილარი მყოლია სახლში.-ჩაეცინა კაცს.-გილოცავ.-ყავის ფინჯანი დაუდო მაგიდაზე.-აბა რა იყო შენი სურვილი?
-ვერ გავიგე?-სიამოვნებისგან ძლივს ამოილაპარაკა,იმდენად გემრიელი გამოდგა ტოსტი სოუსთან ერთად.
-სანთელს ხომ უთქვამთხოლმე გოგონები.რა ჩაიფიქრე?
-აღარ ამისრულდება,ვერ გეტყვი...
-დასვენება მალდივებზე,პორშე,ბოლო მოდელის აიფონი...
-რა სულმდაბლური სურვილებია.-გააწყვეტინა.-მე უფრო ძვირფასი სურვილები მაქვს.
-მაინც?
-არ გეტყვი,აღარ ამისრულდება...-მოურიდებლად ამოიღო ორი კოვზი შაქარი ჭურჭლიდან და ჭიქაში ჩაყარა.
-შენმა მეგობრებმა რატომ დაგტოვეს?-დაუსვა ყველაზე აზრიანი კითხვა.
-არ არიან მეგობრები.-მძიმედ ამოთქვა.-ერთი კვირის წინ დავიწყე კლინიკში მუშაობა და დამპატიჟეს,ბილეთიც მათ მომცეს,უარი არ ვუთხარი,კარგი ადამიანები ჩანდნენ...
-მეც არ გამიკვირდა საპირფარეშოში მარტო რატომ წავიდათქო?ქალებს ხომ ჩვევად გაქვთ ჯგუფებად სიარული.
-თქვენნაირი ავადმყოფებისგან თავის დასაცავად დავდივართ ეგრე.-სრულიად უადგილოდ ჩააკერა.
-მათნაირი და არა ჩემნაირი!-შეუსწორა მკაცრად.-არასოდეს არაფერი დამიშავებია ქალისთვის და აღარ მომაწებო იარლიყი მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც მამრობითი სქესის წარმომადგენელი სი*ი იყო!
-მართალი ხარ,მაპატიე.-არ გაუპროტესტებია,უმადური არ იყო არასოდეს...ფორთოხლის წვენს გული ვერ დაუდო,ამიტომ ყავით დაკმაყოფილდა.არ კაცი უჩიოდა მადას.მშიერი და დაღლილი ვარო ყვიროდა მისი სახე,მაგრამ მაინც არ დაანება ტაქსით წასვლა.
-ესეც შენი ნივთები ბარბი-ჩანდა და მობილური დაუდო მაგიდაზე.ასობით შეტყობინება და ზარი ჰქონდა მშობლებისგან.
-მომკლავს დედაჩემი.-თავში ხელი შემოირტყა და შეტყობინება გააგზავნა.
„კარგად ვარ დე,წყალში ჩამივარდა ტელეფონი და ვერ მოგწერე,ხელოსანთან მიმაქვს და დაგირეკავ“.
-გამოვიცვლი და წაგიყვან.-მშვიდად მიუგო.არც გაუგია მისი სიტყვები ჩანთაში ჰქონდა თავი ჩაყოფილი,ათვალიერებდა ყველაფერი ადგილზე იყო თუ არა.შებრუნდა და კარს მიღმა გაუჩინარდა.
წამოდგა ფეხზე,სწრაფად გარეცხა ჭურჭელი,ამით მაინც გადაუხადა მადლობა,ფული მაგიდაზე დაუტოვა და კართან შედგა.
გამობრძანდა ვაჟბატონი,ჯინსის შარვალი და ჰუდი მოერგო.აღარ გამოიყურებოდა წუხანდელივით ოფიციალურად.Nike-ს შავი ფეხსაცმელი უცებ ამოიცვა და საფულეც ჩაიცურა ჯიბეში.
-არ მითხოვია ამის დაბრუნება.
-აღარ მჭირდება,მაქვს ფული.-ჩანთა ხელში შეათამაშა და თვალი მოარიდა.უცნაურად კარგად გამოიყურებოდა.უძილობა ასე უხდებოდეს ადამიანს არ ვიცი...
-წამო.-ლეფტში პირველი შეუშვა და თავადაც გვერდით დაუდგა.გრძნობდა გოგონას სხეულიდან მომავალ დაძაბულობას.ხვდებოდა ასე უკვალოდ არ ჩაივლიდა გუშინდელი ღამე,რადგან ასეთი ამბები უბრალოდ არ გადის ადამიანის გონებიდან.ხვდებოდა ძლიერი გოგონას როლს რომ ირგებდა.არ უნდოდა საუბარი დაეძალებინა,ამიტომ არაფერს ეკითხებოდა.წლების მერე ესტუმრა მუხიანსაც...მის უბანში ცხოვრობდა...-ქართულ-ჰოლანდიურ სკოლასთან ცხოვრობ?
-იცი ეს ადგილი?
-აქ ვცხოვრობდი მეც.-გაეღიმა წარსულის გახსენებისას.სტადიონზე რომ თამაშობდა და ზედა სართულიდან ეძახდა დედა საჭმელი მზად არისო...
-ესეიგი სულ ვაკე არ იყო შენი ოჯახი.-თავადაც არ იცის რატომ წამოროშა,მაგრამ აინტერესებდა ვინ იყო...
-მანდ საქმის გამო ვცხოვრობ,ახლოს არის ყველაფერი,რაც მჭირდება და თან აბაშიძე კარგი ქუჩაა საცხოვრებლად.ჭავჭავაძის ხმაურს თუ არ ჩავთვლით...
-გასაგებია...
-რომელი სადარბაზოა?
-აქვე ჩამოვალ დანიელ,არ არის საჭირო.
-რომელი სადარბაზოა?-გაუმეორა ჯიუტად.
-მეოთხე.-ზუსტად სადარბაზოს შესასვლელთან გაუჩერა.უნდოდა დარწმუნებულიყო რომ მშვიდად მივიდოდა სახლში და არაფერი ემუქრებოდა.-ძალიან დიდი მადლობა.-დარცხვენილმა ამოთქვა.-ყველაფრისთვის.
-თავს გაუფრთხილდი.-უცნაური სითბო იღვრებოდა მისი ნათქვამიდან.მანქანიდან გადასული უკვე კარის დახურვას აპირებდა კაცის თვალებს რომ გადააწყდა და მაინც ვერ მოითმინა.
-ბელა მქვია.-სულ ოდნავ შეეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში კაცს.
-ნახვამდის ბელა.
-ნახვამდის დანიელ.-დაუბრუნა თავადაც და ზურგი აქცია...ისევ მისი ტანსაცმელი ეცვა,ნახევრად მოშორებული მაკიაჟი და გაწეწილი თმა ჰქონდა,თუმცა დანიელს უნებურად ყველაზე ლამაზ ქალად მოეჩვენა დედამიწაზე...
ასე გაჩნდა პირველი ასი წითელი ვარდი ბელა მარშანიას კართან.პატარა ბარათი ერთვოდა თან,რომელმაც იმ საღამოს გაღიმება მართლაც აიძულა.
„დაბადებისდღეს გილოცავ ქურდბაცაცა ქალბატონო,საკმაოდ ცოტა ხნით ვსტუმრობთ ამ წუთისოფელს იმისთვის რომ ახლა შენი ლამაზი თვალები ცრემლებით იყოს სავსე.
გაიღიმე!
დ“




***
21-ე წელიც შემოეპარა დოლიძეს.ნოემბრის მიწურულს დაბადებულა ქალბატონი და იმ წელს პირველი ახალი წელიც გაულამაზებია ოჯახისთვის.ვერ აგიხსნით რამდენად ბედნიერი იყო.რაღაც უცნაური,ამოუხსნელი გრძნობა ჰქონდა სხეულში და ადგილზე ცქმუტავდა.გაღვიძებულს წითელი ვარდების თაიგული რომ დახვდა საწოლის მეორე მხარეს და გაეღიმა მას შემდეგ ღიმილი არ ჩამოურეცხავს სახიდან.
სამზარეულოში იჯდა უკვე თამრო.ტორტს კრემს უსვამდა და რატის ბანანს აჭრევინებდა.ვერასოდეს წარმოიდგენდა მსგავს რამეს თუ ნახავდა.სექტემბერში მასთან რომ გადმოვიდა საცხოვრებლად რას იფიქრებდა ასეთი კაცი თუ იყო როსტომაშვილი...
-დედიკოს გაუღვიძია.-ჩაეცინა თამროს და თბილად გადაეხვია მეგობარს.-შენს დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო.
-მადლობა.როდის მოხვედი?
-დილაუთენია ატეხა ბრახუნი,ყავაც მომამზადებინა.-დაიწუწუნა რატიმ. შეხუმრებული იყო და იცოდა არ ეწყინებოდა.-მერე პატარა ბავშვივით დამაყენა და ბანანი დამიჭერიო.
-დაეხმარე,არაუშავს.-გაუღიმა კაცს.-მადლობა ყვავილებისთვის.
-შენს დღეს გილოცავ პატარავ.-მოურიდებლად აკოცა ყელზე.დასვრილი ხელები ჰქონდა და ჩახუტება ვერ მოახერხა.
-დავდნები ახლა აი.-გაეცინა თამროს.-ნეტავ იცოდეს რა საყვარელი დედიკო და მამიკო ჰყავს.-დახედა მუცელზე ანას.-სქესი როდის უნდა გაიგო?დავიღალე თვალიერებით,მინდა რამე ვუყიდო.
-10 დეკემბერს დაგვიბარა და ვნახოთ.-ჩაეღიმა.-ბიჭი მგონია.
-ნამდვილ მამაკაცებს პირველი გოგო გამოსდით.-გაუცინა მეგობარს.-სახელებზე იფიქრეთ?
-იფიქროს.-გადახედა ანას.
-რაო მამიკო შენ არ ერევი?არ გაქვს რამე სახელი ამოჩემებული?
-ანამ დაარქვას.-ჯამში ჩაყარა დანარჩენი ხილიც.
-გოგოს შენ მოუფიქრე.-შეაციცინდა კაცს თვალებში.-ბიჭის სახელები ხომ გითხარი.
-ესეიგი დემეტრე დარჩა?
-მე მომწონს...გოგოს სახელი მითხარი.
-რა ვიცი ანა?არ მიფიქრია.-მატყუარა...ფიქრზე ბევრად მეტი გააკეთა.ინტერნეტში ეძებდა კიდეც სახელებს.
-ოო რატი ნუ ბავშვობ,მითხარი.
-თაია.-მიახალა მოურიდებლად.
-ვინ არის თაია?-წარბები აწკიპა მაშინვე.
-დაეწყო.-გადახედა თამროს ჩუმად რომ ფხუკუნებდა.
-ვინ არის თაია?-გაუმეორა უცვლელად.
-ბავშვის სახელი ხომ მკითხე?
-მერე რატომ თაია?მოგწონდა ვინმე?
-ვაიმე ანა.-ჩაეცინა კაცს.-გგონია შვილს ისეთ სახელს დავარქმევ,რომელიც ყოფილს გამახსენებს?
-რა ვიცი არა?
-შენ დაარქვი,არ მინდა მე კამათი.-დაჰყვა მის ნებას ისევ.
-რა პატარა ბავშვებივით იქცევით.-გაეღიმა თამროს.
-მე სესილი მინდა!-დაუბრიალა კაცს თვალები.
-ჩემი სკოლის შეყვარებული.-ჩაეცინა რატის და მიიღო კიდეც პატარა ბალიში სახეში.
-შემომაკვდები!
-ვხუმრობ ანა,იყოს სესილი...
ალბათ დაუსრულებლად შეეძლო ანას სახელებზე კამათი,მოსწონდა რატის ნერვებს რომ უშლიდა.ისიც თავისებურად ჰყვებოდა და ასე დაუსრულებლად.მარიამის გაცნობამაც კარგად ჩაიარა.ცოტა ეუხერხულა თავიდან უბრალოდ სახელით მიმართვა,მაგრამ იმდენად დადებითი ენერგია მოდიოდა მისგან მალევე შეეჩვია.
არ იყო რატი ჩვეულებრივი კაცი.იცოდა სად როგორ უნდა მოქცეულიყო და ისიც,ახლა რა სჭირდებოდათ ანას მეგობრებს თავი კარგად რომ ეგრძნოთ.თავად არც იცოდა ისე დაპატიჟა რატის მეგობრებიც.ესიამოვნა და გაუხარდა ანა მათთან თავს კომფორტულად რომ გრძნობდა.მამისგან გამოგზავნილი თაიგული მეორე ლარნაკში ჩადო.ესიამოვნა მისი ყურადღებაც და დადებითი ემოციებით დაიმუხტა.
თითქოს უფრო მიმტევებელი გახდა,უფრო მეტი ესმოდა და მეტს ხედავდა...პატარა ოჯახი და თავისი სამყარო ჰქონდა შექმნილი აქ,მისი და რატის სახლში.
ერთადერთი რაც აწუხებდა რატის დაძაბული მზერა იყო ლევანის ყოველი შეხებისას რომ ამჩნევდა.ვერ ხვდებოდა როგორ უნდა დაელაგებინა ეს ურთიერთობა...მოსწონდა რატი,უნდოდა მის გვერდით ყოფნა,მაგრამ ლევანი ხომ უყვარდა ძალიან?მისი უფროსი ძმა იყო და ვერ შეელეოდა ვერასდროს...
სურვილიც ჩაიფიქრა და ჩააქრო კიდეც სანთლები.იქნებ ეს წელი მაინც ყოფილიყო ანასთვის კარგი?
-იუბილარს გაუმარჯოს!-შესძახა ასლანიძემ.-რა კარგია რომ დაიბადე ანა.-ფრთხილად აკოცა საფეთქელზე და სულმოუთქმელად გამოცალა ჭიქა.
-გაგიმარჯოს ანა.-შეუერთდნენ დანარჩენებიც.თავს ძლივს იკავებდა როსტომაშვილი...არ სიამოვნებდა მისი ასეთი სიახლოვე,მაგრამ ვერაფრის თქმას უბედავდა,არ უნდოდა მასთან ჩხუბი და განერვიულება...
-ვიცი არ მოგწონვარ!-სიცილით ამოილაპარაკა და თვალი თვალში გაუყარა როსტომაშვილს.დააიგნორა ანას ფრჩხილების ჩასობა მის ხელზე და დამშვიდებულმა განაგრძო საუბარი.ყველა დაიძაბა.აკოცა ანას მაჯაზე,ნაიარევი რომ დარჩენოდა ზუსტად იმ ადგილას,ძალიან ნაზად.მოატარა თვალები სუფრას.იცოდა ყველა შინაური იყო და თქმა გაბედა.-დაგელაპარაკები მერე მაგაზე,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.-უტეხი მზერა დაუხვედრეს კაცებმა ერთმანეთს.უნებურად გააჟრჟოლა ანას.
-ლევან?!
-ვმუშაობ ხვალ ანა,მაპატიე კარგი?-მიეფერა თმაზე.-გვიანია უკვე.
-ტორტიც კი არ გიჭამია,როგორ ელოდებოდი.-ჩააკერა სიტყვა მარიამმა.გადახედა ღიმილით.კიდევ ერთხელ აათვალიერა აქამდე უცნობი გოგონა რამდენიმე ბანანის ნაჭერი რომ აწაპნა ხელებიდან.
-შემინახე ერთი ნაჭერი.ხვალ თუ ვერა ზეგ მოვალ და შევჭამ.
-მე რა,ანამ შეგინახოს,თან კი არ მიმაქვს.-ჩაეცინა.გაუღიმა ასლანიძემაც.
-ჩვენც წავალთ უკვე.-ანიშნა გვანცამ ნიკუშას.-გვიანია,დავიღალე.ანამაც დაისვენოს,ფეხზეა მთელი დღეა.
-ჰო,მეც ვმუშაობ ხვალ.-აჰყვა ნიტაც.
-ყველა მიდიხართ?-ჩამოუშვა ცხვირი.იმდენად კარგად გრძნობდა მათთან თავს არ უნდოდა წასულიყვნენ.
-ხვალაც მოვალთ.-გაუცინა სანდრომ.-ეს ტორტი ვინ გააკეთა არ ვიცი,მაგრამ ხვალაც მაჭამეთ.
-გაგატან.
-არა,აქ მინდა რომ ვჭამო.-იცინოდა მენაბდე.
-მშვიდობიანი ღამე ყველას.-ქურთუკი მოიცვა ასლანიძემ.გადაეხვია მეგობარს,ხელი ჩამოართვა რატისაც და ისე დატოვა სახლი.ეჩქარებოდა თორემ აუცილებლად დაელაპარაკებოდა როსტომაშვილს.
-ავალაგებინებ მე,შეეშვი.-გამოართვა თეფშები რატიმ.-წადი გვანცა,შენც ორსულად ხარ ხომ არ დაგავიწყდა?
-ავადმყოფობა კი არ არის,შენს საცოლეს გაუფრთხილდი,მე კარგად ვარ.-ჩუმად გადაულაპარაკა.
-მარიამ ჩემო კარგო ჩვენსკენ მოდიხარ და გაგიყვანთ კარგი?-გაუღიმა ნიტამ.
-მადლობა...
-თამრო შენ ჩვენთან.-მიუგო გვანცამ და ჭურჭელი მანქანაში მოათავსა.
-მივხედავ ყველაფერს,ნუ იღლებით რა.-უსაყვედურა გოგონებს ანამ.
-მაგარი საღამო იყო ანა,ყველაფერი იდეალურად გამოვიდა,კარგი მეგობრები გყავს.-თავზე აკოცა სანდრომ.გადაეხვია უფროსი ძმასავით.
-ანა ჩემი დაბადებისღეც მალეა და შეაპარე თამროს ტორტი მეც გამიკეთოს რა.-იცინოდა ნიკუშა.
-ღამემშვიდობის აბა.
-მოთმინება რატი,ზრდასრული კაცი ხარ და თავი არ დაკარგო!-ყურთან უთხრა სანდრომ დაბალ ხმაზე და გადაეხვია მეგობარს.განა ვერ ხედავდა?ეჭვიანობისგან ლამის ფერს იცვლიდა ბატონი რატი.
დაცარიელდა სახლი.
დარჩნენ ისევ ორნი.
ანა და რატი.
ერთმანეთის პირისპირ.
ორივეს ბევრი ჰქონდა სათქმელი,მაგრამ ვერცერთი ბედავდა დაწყებას.
ერთმანეთისთვის გულის ტკენის ძალიან ეშინოდათ...
-მოდი ჩემთან.-სავარძელში მჯდომმა ხელი გაუწოდა ანას.მორჩილად დაჰყვა მის ნებას,სულაც არ ჰქონდა სიჯიუტის თავი.ურცხვად,მოურიდებლად ჩაუჯდა კალთაში.რატიმაც არ დააყოვნა,მიეფერა გამობზეკილ მუცელზე,ნაზად აკოცა შუბლზე და სასმლისგან ამღვრეული თვალებით მიაჩერდა ანას ამღვრეულ სფეროებს.-მითხარი.-უთხრა მოკლედ,თუმცა აგრძნობინა საუბრისთვის მზად რომ იყო.ყელზეც აკოცა მსუბუქად,ახლართა თითები მისაში.სულ ისეთი მშვიდი იყო...ამიტომაც უჭირდა ანას მასთან საუბარი...
გაბრაზებულ კაცებს იყო მიჩვეული სულ...
უხეშებსა და მაგიდაზე ხელის დარტყმით საქმის მომგვარებლებს...
ასეთი იყო მამამისი.
ასეთი იყო მისი სულელი ძმა
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ასეთი იყო დუდაც...
როსტომაშვილს არ ჰქონდა ბრაზი გულში,თავისებური სიმშვიდე ეპოვნა და ასე უმკლავდებოდა ანას ხასიათს.
თავად ვერ იყო რატის სიმშვიდე,თუმცა რატი იყო მისი და ეს ძალიან აწუხებდა.
თავადაც უნდოდა რატის მის მკლავებში მშვიდად ყოფნა შესძლებოდა,მაგრამ რატომღაც ყოველ ჯერზე მხოლოდ მისი სულის აფორიაქებას ახერხებდა.
მაინც ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი.უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კაცმა.ცერით შეუმშრალა.ელოდებოდა როდის დაიწყებდა საუბარს.
-ლევანი ჩემი ოჯახია რატი.-თვალებში უყურებდა კაცს,უნდოდა რამე ზედმეტი ემოცია ამოეკითხა მის თვალებში,მაგრამ ვერაფერი ისეთი,რასაც წამოეკიდებოდა.-გული მტკივა რომ არ მოგწონს...სულ ჩემს გვერდით იყო,არასოდეს მივუტოვებივარ,სხვანაირია გესმის?არ არის ისეთი შენ რომ ჩემთან მიმართებაში არ ენდო.
-არ მსიამოვნებს ანა...ვიცი შენ როგორც მხოლოდ მეგობარს ისე ხედავ,მაგრამ თვითონ?გხედავს როგორც მეგობარს?
-როგორც შენ ხედავ გვანცას და ნიტას ისე მხედავს ლევანი.
-ანა ჩემი ზედმეტი ქცევა გინახავს რომელიმესთან?მე არასოდეს მძინებია რომელიმეს გვერდით,არასოდეს შევვარდნილვარ მათ აბაზანაში და საერთოდ არ მესიამოვნა ღიმილით რომ იხსენებდა შენი თამრო ამ ამბებს!მეგობრობის მიმართ იცი რა დამოკიდებულება მაქვს?უნდა მოკლა და მოგკლან,მაგრამ ვერ ვიჯერებ ლევანის მეგობრობას და რა ვქნა ანა?
-ხოდა ძალიან ცდები!
-ჩემი რომელიმე გოგო მეგობარი ეგრე რომ მკოცნიდეს შენს თვალწინ,მეფერებოდეს...ვაიმე გაგიჟდებოდი ანა,არცერთი საგიჟეთი არ მიგიღებდა.გამლანძღავდი,გამიბრაზდებოდი...
-არ არის ასე.-გააქნია თავი.-ლევანისნაირი თუ იქნებოდა არ ვიდარდებდი.
-რა არის განსაკუთრებული ლევანის ამბავში?ის რომ დუდას მეგობარი იყო და გგონია სხვანაირად არ შემოგხედავს?-ტონს აუწია კაცმა.
-სანდრო რომ მოკვდეს ნიტას სხვანაირად შეხედავ?-ჩაეკითხა კაცს.
-რას ბოდავ?რა შუაშია?
-ზუსტად ეგ სიტუაცია გვაქვს მე და ლევანს,გეკითხები შეხედავ?
-ანა!
-მიპასუხე!-ცრემლებს თავისი სიჯიუტეც მიაყოლა.
-არა,მაგრამ სხვადასხვაა...
-რატომ?გგონია რადგან პატარაა ასაკით კაცობა შეეშლება?გგონია ეგეთი სულმდაბალია?
-ნუ ტირი ანა...
-არ მყავს სხვა არავინ რატი,რატომ არ შეგიძლია მისი მიღება?-პატარა ბავშვივით ასლუკუნდა მის მკლავებში.
-ანა გთხოვ...
-ჩემს ძმაზე მეტად მიყვარს მე ლევანი!-ამოთქვა მოურიდებლად.-იმაზე ბევრად მეტი გააკეთა ამ ორ წელში,რამდენიც ჩემს ძმას არ გაუკეთებია 21 წლის განმავლობაში ჩემთვის.რატომ არ შეიძლება ჩვენი მეგობრობა იწამო?ვინ დაადგინა რომ ქალი და კაცი მეგობრები ვერ იქნებიან?ვინ დაადგინა რომ ლევანი ჩემი ძმა ვერ იქნება მხოლოდ იმიტომ რომ ერთი სისხლი არ გვაქვს?
-დამშვიდდი.-გულზე მიადო ხელი.სუნთქვა გაუხშირდა,პულსაციაც მასთან ერთად...-ანა ცუდად ხარ?
-არა,წყალი მინდა უბრალოდ.-ხმაურიანად ამოისუნთქა.დივანზე გადასვა მაშინვე და წყლით ხელში დაუბრუნდა უკან.
-ცუდად თუ ხარ საავადმყოფოში წავიდეთ ანა.
-ნორმალურია რატი,არაფერია სანერვიულო.-გააქნია თავი.-მინდა რომ მენდო,შეგიძლია?-მოიკრიბა ძალა მაინც.
-ძილის დროა ანა.-მაჯაზე აკოცა.იქ, შრამი რომ შერჩენოდა და ასლანიძემ რომ აკოცა თავის წილად,ძალიან მედიდურად.
-მე თუ ლევანისგან რაიმე ცუდს დავინახავ აუცილებლად მივიღებ ზომებს,მაგრამ გთხოვ,ნუ წამიბილწავ მასთან მეგობრობას რა,ოღონდ მისი მეგობრობა არა რატი,ძალიან გთხოვ...
-კარგი,ოღონდ შენ დამშვიდდი.-შეწუხებული დაჰყვა მის ნებას და საკუთარი ხელით მიიყვანა საწოლამდე.-დავიძინოთ ანა.-საღამურები გაუწოდა ქალს.
-ასე მაჩუმებ სულ,დაიძინე ანა,ძილის დროა ანა,დავიძინოთ ანა!
-რა გინდა გოგო?-უნებურად ჩაეღიმა.
-მინდა ლევანი მიიღო.
-ოჯახში?-გაეცინა ისევ.-ვიშვილოთ გინდა?
-რატი!-დაუბრიალა თვალები და მაისური გადაიძრო.მოურიდებლად დარჩა ბიუსჰალტერით კაცის წინ.მოშიშვლებულ გულმკერდზე მიეალერსა როსტომაშვილი.ფრთხილად აკოცა რამდენჯერმე.
-ნეტავ გესმოდეს რას გეუბნები ანა.-დანანებით გააქნია თავი.
-გაუგებარიც ვარ ახლა?-წარბები აქაჩა ზემოთ.
-გამაგიჟებ და ბოლოს მომიღებ.-ტუჩებზე აკოცა მსუბუქად.თავად გაუხსნა შარვლის ელვა.
-რას აკეთებ?
-გამოცვლაში გეხმარები,ზედმეტად ნელი ხარ.-შვილსაც მიეფერა,რამდენჯერმე აკოცა მუცელზე და გაეცალა ჩაცმა რომ შესძლებოდა.გვერდით მიუწვა ნამთვრალევი კაცი და ხელი მოხვია როგორც სჩვევია.როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო სიმშვიდეს რომ არ კარგავდა ეს იზიდავდა ანას ყველაზე მეტად.
მისი სახე სიბრაზეს რომ არ ასხივებდა და არ ყვიროდა...
ხვდებოდა მისთვის ბევრ გამონაკლისს უშვებდა და ბევრ დათმობაზე მიდიოდა…
ყელზე აკოცა თვითონაც,მისი სურნელით აივსო ფილტვები და თვალები დახუჭა…
მშვიდი იყო იმ ღამით თბილისი,მაგრამ არ მოისვენეს პატარა ადამიანებმა და მაინც ააფორიაქეს შუაღამისას.
დილის სამის 16 წუთი იყო ზარი რომ გაისმა ანას მობილურზე.ვერ მიხვდა თავიდან,თვალები გაახილა და ფანჯარას მიაჩერდა.ღამე იყო…
შეიშმუშნა რატიც,გადაბრუნდა მისკენ.
ორი წელია ამ ნომერს ანასთვის სიტყვის თქმაც კი ვერ გაუბედავს.
ახლა მოურიდებლად ურეკავდა შუაღამისას…
ესეიგი რაღაც ცუდი მოხდა…
ესეიგი ლევანს ეხებოდა…
-ჯაბა?!-შეშფოთებული ხმა ჰქონდა.აუკანკალდა მთელი სხეული.
-ანა!-გაისმა არანაკლებ განერვიულებული კაცის ხმა.-ხომ ხვდები საიდანაც გირეკავ?
-რა მოხდა?-ყველაფერი ცუდი წარმოიდგინა იმ მომენტში.ოღონდ ლევანს არაფერი დამართნოდა…
-ლევანია აქ…ორჯერ შეეჯიბრა უკვე ალავერდელს,მთვრალია და ნაცემი…მესამე კრუგზე წასვლას ითხოვს.
-კარგად არის?
-ჯერ კი,მაგრამ ანა…წაიყვანე შენი ძმა სახლში,ჩვენ ვერ მოვერევით ხომ იცი.
-მოვდივარ,არსად გაუშვა!-უცებ ჩასძახა კაცს,ზარი დაასრულა და სინათლე აანთო.
-რა ხდება ანა?
-უნდა წავიდე.
-სად უნდა წახვიდე გოგო?-წამოიწია მთელი სხეულით.-რა ხდება მითხარი.
-ლევანი რბოლაში იღებს მონაწილეობას.მთვრალია და უნდა წამოვიყვანო.
-აბა ვმუშაობო?აი გამაგიჟებს რა,დაწექი ახლავე!
-ლევანს იქ არ დავტოვებ,უჩხუბია თან,როგორც გინდა გაბრაზდი გესმის?ჩემი ოჯახია და მე მას…
-დაბრუნდი საწოლში ანა!-კბილებში გამოსცრა ქალს.ჯინსის შარვალი უცებ მოირგო სხეულზე.-მითხარი მისამართი.
-რა?
-შენ ნორმალური გგონია ეგეთ ადგილას შენი წასვლა?ამ დროს გგონია სადმე მარტოს გაგიშვებ?
-რატი…
-მე მოვიყვან,უვნებელს!-დაამატა მტკიცედ ბოლოს და მაისურზე ჰუდი გადაიცვა.-დაწექი.
-რატი უნდა წამოვიდე.
-არა!
-არ წამოგყვება!
-შემომხედე აბა.-წინ დაუდგა ქალს.-თუ არ წამომყვება წიხლით ვცემ,გავკოჭავ და ისე მოვიყვან აქ გესმის?დაწექი და არ ინერვიულო.
-მომწერე რომ იპოვნი გთხოვ.
-ნუ ნერვიულობ.-თბილად აკოცა შუბლზე და მისაღებში გავიდა.ასე სწრაფად ალბათ არასოდეს მომზადებულა.გასაღებს ხელი დაავლო და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
არასოდეს ყოფილა მსგავს ადგილას,არ იყო დაინტერესებული მსგავსი სიგიჟეებით.ახლაც ანას ხათრით,ისევ მას რომ არ ენერვიულა,თორემ საერთოდ არ წავიდოდა.ან რამ მოაფიქრა რომ მანდ გაუშვებდა?ხან მართლა ჭკუიდან შლიდა ეს პატარა გოგო.
მანქანა ერთ-ერთი მიტოვებული შენობის წინ გააჩერა.შორიდანვე ესმოდა გამაყრუებელი მუსიკის,ყვირილის ხმები…არასოდეს უნახავს მსგავსი რამ,კედელზე თეთრი საღებავით დაეწერათ სახელები…გვერდით რაღაც ციფრებიც მიეწერათ,დიდი ალბათობით ასაკი…
გადახაზული ჩემპიონები რომელთა ქვემოთაც ახალი ჩემპიონის სახელი და გვარი დაეწერათ,თარიღიც იქვე მიეყოლებინათ.
“ჯარჯი ალავერდელი” იკითხებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.როგორც ჩანს უკონკურენტო ჩემპიონი იყო.
“დუდა არველაძე” იკითხებოდა მის ზემოთ,როგორც ჩანს მისმა სიკვდილმა გაუხსნა გზა და მას შემდეგ თავს აბეზრებდა ყველას…
ანგელოზის ფრთები დაეხატათ ერთ-ერთ კედელზე და იქაც მიეწერათ სახელები და გვარები…გარდაცვლილთა კედელი?უსიამოვნოდ გასცრა ტანში,თითქმის სავსე იყო…
ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მაინც აკეთებენ ამ ყველაფერს…რამდენად ეგოისტი უნდა იყო მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე რომ ფიქრობდე?არ გადარდებდეს სიცოცხლე,მაგრამ არ გადარდებდეს ხალხი,რომელსაც უყვარხარ?
მალევე დალანდა ლევანიც,კედელს მიყრდნობილი არყის ბოთლით ხელში.ვიღაც ბიჭი გადასდგომოდა წინ და გამალებით ესაუბრებოდა.იქვე იდგა მოტოციკლზე შემომჯდარი რამდენიმე ახლაგაზრდაც.ერთი განსაკუთრებით ცინიკური გამოსახულებით.შუბლზე ეწერა რომ თავად იყო ჯარჯი.
-მივდივართ კიდევ ერთ წრეზე?-ვერ ისვენებდა ბიჭი.-დაე ღირსეულმა მოიგოს.
-ღირსეული ვერასოდეს იქნები.-მიაგდო იქვე ბოთლი და აუქნია ხელი ჯაბას.-მიმიშვი.
-ფეხზე ძლივს დგახარ ლევან,არ აჰყვე ამას,ფხიზელი როცა იქნები მერე მოდი და განვაახლოთ ყველაფერი.
-ახლა უნდა ვაჯობო!-იქაჩებოდა ისევ.-არც დუდას და არც ანას სახელის ხსენებას არ გაპატიებ!
-დუდა ნაპატიებია ისედაც დიდი ხანია.-ღიმილს არ წყვეტდა.-ანაზე მოვილაპარაკოთ.
-ჩემს დაზე სიტყვა აღარ თქვა!-გამოსცრა კბილებში და ის იყო დასარტყმელად გაიწია რატი რომ ჩადგა მათ შორის.
-ლევან!-ცერად გადახარა თავი.მიახვედრა არ იყო ამის დრო და ადგილი.
-რა გინდა აქ?-გაოცება ვერ დამალა.
-აიღე გასაღები და მივდივართ.
-არა!
-ლევან!
-შენ ვინ ხარ ჩემო ძმაო?-წამოდგა ჯარჯი.
-ჩემი სიძეა.-ამაყად განაცხადა.-ანას ქმარი.
-ჯარჯი ალავერდელი.-გაუწოდა ხელი ბიჭმა.
-რატი როსტომაშვილი.-შეაგება თავისი.-ფხიზელი ხარ?
-ვარ,რაიყო?
-მერე ამხელა კაცს თავში ჭკუა არ გაქვს?-გაღიზიანება ვერ დაფარა მაინც.-ხედავ ფეხზე ძლივს დგას და აქეზებ?
-თვითონ დამირეკა.
-მერე?უარის თქმა არ შეგეძლო?
-მომისმინე ჩემო ძმაო.-მხარზე სულ ოდნავ შეეხო.-შენ არ გეხება და ნუ ერევი,თორემ…-დასრულება ვერ მოასწრო ხელში რომ წვდა რატი,ამოუბრუნდა და მიწისკენ დაახრევინა თავი.ტკივილისგან ამოიღმუვლა ალავერდელმა.
-მეორედ არ გაბედო დამუქრება!
-სიძე საღოლ.-გაუხარდა ლევანს.
-ახლა მე მას აქედან წავიყვან და შენ თუ გინდა ხელი და თავი ადგილზე დაგრჩეს არ გაბედო ჩარევა!
-წესების დარღვევაა ჯაბა.-გამოესარჩლა ერთ-ერთი.
-წესები დიდიხანია არ არსებობს აქ!-დაუბრუნა პასუხი.-წაიყვანე.-მიაჩერდა რატის.
-დაა*ვიე აქედან.-უხეშად ჰკრა ხელი ჯარჯის და მიწაზე დაცემულს ზემოდან დახედა.-შეეშვი თორემ არ დაამთავრებ კარგად!
-არ მოვდივარ!
-ლევან!-უხეში ტონით მიმართა ბიჭსაც.-ჯერ ვერ მომინელებია შენი საქციელები და ახლა ისიც მემატება რომ შუაღამისას ჩემი შვილის დედა საწოლიდან დგება და ამ ბინძურ ადგილას აპირებს მოსვლას შენს გამო!არ მაიძულო გცემო,თორემ ბევრი მიზეზი მაქვს და ვიზამ!
-მხოლოდ ამ ერთხელ გაგიშვებ ასლანიძე,სხვა დროს თუ მოხვალ დაამთავრებ კიდეც!-დაისისნა ჯარჯიმ.
-სხვა დროს რომ მოვალ დაგამთავრებ!-დაემუქრა კაცს და გასაღები ჯიბეში ჩაიცურა.დაინახა როგორ გაეცალა იქაურობას ჯარჯი თავის ლაქიებთან ერთად.
-მარტივად არ თმობსხოლმე.-ჩაეცინა ჯაბას.-ანას მეუღლე ხარ?
-რაღაც ეგეთი.
-ძველი მეგობარი ვარ,ჯაბა.-ხელი გაუწოდა კაცს.-მომიკითხე.
-მეგობრები გაჭირვებისას არ გტოვებენ ჯაბა!-შეუღრინა კაცს და რატის დაეყრდნო.-არ უსმინო ამას.
-კარგად ლევან!-ხელი აუწია და ისე დაემშვიდობა ძველ მეგობარს.გაჰყვა როსტომაშვილს ასლანიძე.არ იყო ახლა იმის დრო რომ კიდევ გაემწვავებინა მასთან საქმე.
-რას აკეთებ?-წყრომით მიუგო მანქანასთან მისულმა და სიგარეტს მოუკიდა.
-არ მეგონა ანას თუ დაურეკავდნენ.
-ამას არ გეკითხები,რას აკეთებ ლევან? გინდა?
-თითქოს გადარდებდეს.-თავადაც მოუკიდა და მანქანას მიეყრდნო.-ანამ ინერვიულა?
-მივწერე რომ კარგად ხარ.-ჯიბეში ჩაიცურა ისევ მობილური.
-რატომ არ მოგწონვარ?-მთვრალი კი იყო,მაგრამ ამ თემაზე საუბარი სულ შეეძლო ცივი გონებით.
-იცი რატომაც!ჩაჯექი მანქანაში.
-გგონია ანა მიყვარს.-სასაცილოდ არ ეყო.-ნუ მიყურები ეგეთი სახით ყოველ ჯერზე,როდესაც ანას ვეხები!-მკაცრად წამოიწყო.სიგარეტის კვამლში გახვეული ცერად უყურებდა კაცს.-მე შენთვის მიზეზი არ მომიცია.
-მთვრალი ხარ ლევან,ახლა არა.
-ანა რომ გავიცანი არ მომწონდა.-ამოთქვა ალალად.მთვარეს გახედა სუსტად რომ ანათებდა ქალაქს.-დუდასთვის ძვირფასი იყო ძალიან,მაგრამ მამამისი ხომ იცი...სულ შარში ხვდევდა,სულ აღიზიანებდა და მეც ამის გამო ვემტერებოდი...მეგონა მამის გასაბრაზებლად ხვდებოდა ღარიბ ბიჭს და მისი დაცვა მინდოდა.პრინცესასავით იზრდებოდა და გამიკვირდა.ხომ იცი ქალებს არ ახასიათებთ ღარიბების სიყვარული.
-ლევან რას...
-უნდა გითხრა,მაცადე!-გააჩუმა მაინც.მიეყრდნო რატიც მანქანას,ცერად მიაჩერდა მის სისხლიან სახეს.-ნასამართლევი იყო დუდა და აითვალწუნა ამის გამო სოსომ.იცი რატომ იყო ნასამართლევი?საჭმელი მოიპარა მაღაზიაში...გშიებია რატი ოდესმე?გძინებია ქუჩაში?ჩვენ გვძინებია!რა თქმა უნდა არ ჰქონდა მანჭკავასთვის მნიშვნელობა მაგას,მეორედაც ჩააყუდა სულელური მიზეზით,მაგრამ იმ პერიოდისთვის მყარად ვიდექით ფეხზე და გამოაშვებინეს...აქ მოჰყავდა ანა,ციდან სამ მეტრზე ნანახი გაქვს?-თავი დაუქნია დასტურის ნიშნად.-ეგრე მონაწილეობდნენ რბოლაში,ერთად იყვნენ სულ...ჭკუიდან ვიშლებოდი,ამ გოგოს არ უყვარხარ და გიყენებსთქო,თან სკოლის მოსწავლე იყო მაშინ...დუდას საკუთარი სიცოცხლე არასოდეს ადარდებდა,მაგრამ ანა რომ შეიყვარა მაშინ შეეშინდა ძალიან,მაშინ პირველად მითხრა რომ სიკვდილი არ უნდოდა...დიდხანს უნდა ვიცოცხლო და ანას ხელში უნდა დავლიო სულიო...-მწარედ ჩაეცინა.-სულ იმას მარიგებდა და მთხოვდა ანას ცუდად არ მოექცე,გაუფრთხილდი,მასზე ძვირფასი არავინ მყავსო...
იცი როდის მივხვდი რომ ანასაც უყვარდა?ჩხუბი მოგვივიდა რბოლის შემდეგ,წესები დაარღვიეო ჯარჯიმ აიჩემა და გავამეოროთო,5000 ლარი მოიგო მაშინ დუდამ და უარი რომ უთხრა დანა გაუხსნა.ეს ჩვენი უშიშარი ამორძალი არ მივარდა დანიან კაცს და არ ეჯიკავა?მაშინ გაიჭრა მაჯა,დღეს რომ ვაკოცე ის შრამი მაგიტომ აქვს ხელზე.მაშინ სულ სხვანაირი,მებრძოლი ანა დავინახე,რომელიც აქ საკუთარ ოჯახს ხედავდა...იცი ყველა როგორ პატივს სცემდა?თუმცა ყალბი ყოფილა ეგეც...-ნამწვი ფეხით მოსრისა.კედელზე წარწერებს გადახედა.-დუდამ რომ გაიგო მამა ძალით უშვებდა საზღვარგარეთ ლამის გაგიჟდა...არ ვიყავი მე ქალაქში,ბათუმელ გოგოს დავსდევდი და მეზიზღება მაგისგამო ჩემი თავი!საავადმყოფოში მის სხეულს ვერ აგდებინებდნენ ხელიდან,ლამის ჭკუიდან შეიშალა,აგრესიული იყო,რაღაც ნემსი აიღო ხელში და გიჟივით უქნევდა ექიმებს...გული წაუვიდა,ვერ გაუძლო ანას პატარა გულმა ამდენ ემოციას...გამოვემშვიდობე დუდას და მის საწოლთან ვიჯექი მომდევნო 7 საათი...იცი როგორი ძლიერი ანა იყო იმ წამს?
-წავიდა ლევან?-შემეკითხა უცნაურად მტკიცე ხმით.
-წავიდა.-თავი დავუქნიე და ცრემლიანი თვალები მოვარიდე.სული მტკიოდა,არავინ და არაფერი მქონდა...
-შენც წახვალ ლევან?-თითქოს გაუტყდა,გაებზარა ხმა,ბავშვივით დაებრიცა სატირლად ტუჩები,აემღვრა მწვანე თვალები.შევხედე...ჩემი მზერა მისას გავუსწორე და მივხვდი როგორ ძალიან ვცდებოდი...ერთადერთი იყო რაც მისგან დამრჩა...ძლივს ავზიდე სხეული,საწოლზე წამომჯდარს გვერდით მივუჯექი და პირველად ჩავეხუტე...პატარა ბავშვივით ამიტირდა...საკუთარი დასავით,ოჯახივით მივიღე...მერე როგორ ვცხოვრობდით იცი?დაკრძალვის ღამეს მისი საფლავიდან მძინარე წამოვიყვანე,მის გვერდით მეძინა...მეძინა ჰო და მერე?-აუწია აქ ტონს,მიახვედრა არ იყო ამაში არაფერი უცნაური.-და-ძმის ერთად ძილი არ გამკვირვებია მე და შენ თუ გაგკვირვებია რატი პრობლემა ყოფილხარ!
-ლევან ჭამე დღეს?-ჩამეკითხებოდა.ვეტყოდი რომ კი,მაგრამ იცოდა ვატყუებდი და უცებ მიმზადებდა რამეს.
-ანა ჭამე დღეს?-ვეკითხებოდი მეც,ისიც მატყუებდა რომ კი და მე ვუმზადებდი რამეს...
-ლევან რა იქნება?
-ყველაფერი კარგად იქნება ანა.-ვამშვიდებდი ხშირად.
-ანა როგორ უძლებ ამას?
-შენ მაძლებინებ ლევან...
ორმოციც გავიდა და წლისთავიც...უნივერსიტეტში დამყავდა,მამამისს არ ვაკარებდი ახლოს...თავიდან გაუჭირდა ცოტა და ჩემთან ცხოვრობდა...მოვიდა სოსო მანჭკავა და იცი რა მითხრა?ფულს გადაგიხდი შენ თუ ანას სახლიდან გააგდებო.-შეჭმუხნა როსტომაშვილმა წარბები.არ ელოდა ამის მოსმენას.-არ გამიგდია და მეძინა კიდეც დივანზე რამდენიმე თვის განმავლობაში...ავად რომ გავხდი და წვნიანებს გუგლის რეცეპტით მიკეთებდა მაშინ მივხვდი მე სხვა არ მყავდა არავინ რატი!თამროს რომ დაურეკა ლევანი ძალიან ცუდად არის და ვერაფრით ვეხმარებიო ისიც სირბილით მოვიდა,ძმრიანი ნასკების ამბავი უნახავთ ინტერნეტში და მახსოვს ორი კვირა მიყარდა ფეხები...-გაეცინა ორივეს.წარმოდგინა უცებ.-აბაზანაში რომ შემომივარდა არც ეგ მადარდებს და ფარდის მიღმა რომ მესაუბრებოდა არც ეგაა მნიშვნელოვანი...სულ რომ შიშველი იყოს ჩემს წინ და მესაუბროს გახედვას არ გავუბედავ გესმის?გაფიქრებას არ გავუბედავ,არ წავბილწავ არასოდეს ჩვენს მეგობრობას და უნდა გესმოდეს შენ ეს!სხვისი მეზიზღება და მე არ ვიკადრებ არასოდეს!შენ ხომ არ შეხედავ შენი ძმაკაცების ცოლებს?იმიტომ რომ არ შეიძლება!მე ამაზე ორჯერ მეტად მეკრძალება ანასკენ გახედვა,რადგან უსისხლოდ,მაგრამ და არის ჩემი,საკუთარი ოჯახია რატი და შენ თუ ეგ არ გესმის მზად ვარ ახლავე წიხლქვეშ გაგიგდო!
მე გამოვიყვანე ანა იმ სტრესიდან,რომელიც დუდას სიკვდილმა დაუტოვა.მე მივეცი უფლება,ჩემგან ელოდებოდა ნებართვას,რომ პაემანზე წასულიყო,ვინმე მოსწონებოდა...მე შევაგულიანე ბათუმშიც შენთან რომ მოსულიყო!მინდა ბედნიერი იყოს და ყ*ეზე 12 წლით უფროსი რომ ხარ,მოვიცვალე შენი მოსატყუებელი კბილები, ვითომ არ მოგწონს და ეგეთი ტრუხა ბაზარიც არ გვინდა...შენს შვილს ატარებს მუცლით,შენს გვერდით სძინავს,მოგწონს კიარა გეკეტება მაგ გოგოზე,მაგრამ ვერ ხვდები ჯერ...მინდა მისი გაბრწყინებული თვალები ვნახო და შენ თუ იქნები ამის მიზეზი მე ძალიან გამიხარდება რატი!კარგი კაცი ხარ,ვხედავ როგორ ზრუნავ ანაზე და ერთადერთი ის მაწუხებს რომ არ გესმის ჩვენი მეგობრობა...გაიგე,დაიჯერე, დაინახე რა...-ჩაეღიმა როსტომაშვილს.ისეთი მართალი იყო ამ წამს ასლანიძე.ისეთი სუფთა იყო მის წინაშე,ლამის საკუთარ თავს გაუბრაზდა.იცოდა ამდენს ტყუილად არ ილაპარაკებდა.მიახვედრა სათქმელს და ის ნდობის ძაფიც გაიბა მათ შორის ასე რომ სჭირდებოდა სამივეს.-ამდენი მე ჩემი ნინიასთვისაც არ ამიხსნია.-დანანებით გააქნია თავი.-ანას გამო მე მზად ვარ ყველაფერი დავკარგო,მხოლოდ იმიტომ რომ ვიცი თავად ანა ვერ გაუძლებს ჩვენი მეგობრობის დანგრევას და არ აიძულო,არ გატეხო ასე...
-ჩაჯექი მანქანაში ლევან.
-მაინც ვერ გაიგე არა?-სიმწრით გაეცინა.დაჰყვა მის ნებას და ჩაჯდა მანქანაში.საჭეს მიუჯდა როსტომაშვილიც.
-მე ასეთი მართალი სიტყვები არავისგან მომისმენია ლევან,მჯერა შენი.-ძრავი ჩართო და იქაურობას სასწრაფოდ მოშორდა.სულს უხუთავდა ის ადგილი.თითქოს გარდაცვლილი ადამიანების სულები ყელში უჭერდნენ ხელებს.
ეს ომიც დამთავრებულა...
არ ეძინა დოლიძეს,რა თქმა უნდა...ელოდებოდა მისთვის ორი ძვირფასი ადამიანის სახლში დაბრუნებას...იმაზეც ნერვიულობდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ორს შორის და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები.შეიძლებოდა საერთოდ ყველა გზა მოეჭრა ლევანს რატისთან,ამან ლამის ჭკუიდან გადაიყვანა...
გაისმა საკეტის ხმა და შეაბიჯა ორივემ ოთახში.მისაღებში სავაძელზე იჯდა და მომლოდინე სახით მისჩერებოდა ორივეს.ნაცემ ლევანს სიბრალულის თვალებით გადახედა.კარგად აათვალიერა რატი,აშკარად არ უჩხუბია.წამოდგა ფეხზე,იშვიათად რომ ჰქონდა ის მკაცრი მზერა დაიბრუნა და თვალებში ჩააცქერდა მეგობარს,რომელიც ხვდებოდა რამდენად დააშავა მასთან.
-ანა...-რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ არ დაანება.მთელი ძალით დაარტყა კაცს სახეში.გაოცებულმა უკან დასწია რამდენიმე ნაბიჯით ქალი.საერთოდ არ ელოდა როსტომაშვილი ამას.სისხლმა იფეთქა ქვედა ტუჩიდან მაშინვე.-დავიმსახურე,მოგეშვა?
-რისთვის ლევან?რა ჯანდაბა გჭირს?-ამოიტირა.სულ დაავიწყდა ძლიერი რომ უნდა ყოფილიყო.დაუსხლტა რატის ხელიდან და თვალებში ჩააცქერდა მეგობარს.
-სული მტკივა ანა.-გაბზარული ხმით მიუგო გოგონას.-ნინია მენატრება და ვერ ვერევი თავს ანა...
-მერე რა გინდა აქ?წადი და ნინიას უთხარი რომ გენატრება!
-აღარ არის ჩემი ნინია,იპოვნა უკვე სხვა და მას ხვდება.-ტკივილიანი ღიმილით ამოთქვა.-რა ძნელი ყოფილა იცი?სხვის გვერდით რომ ხედავ და ვერაფერს აკეთებ...რა წყევლა გვაქვს ასეთი ანა?
-ლევან...მე შენ გაგიშვებ ხომ გითხარი?წადი და იყავი ბედნიერი,მე ესეც მეყოფა...უბრალოდ ვიცოდე კარგად ხარ და ბედნიერი...
-ვერ ვიქნები ბედნიერი ანა,როცა მეცოდინება რომ უპატრონოდ დაგტოვე...მე ჩვენი მეგობრობა ყველაზე მეტად მეამაყება,ყველა რომ შემოიძარცვა და მხოლოდ ჩვენ დავრჩით მაშინ ვიცოდი რომ სულ გვერდით გეყოლებოდი...ამიტომაც ავუხსენი ამას.-თავით ანიშნა რატიზე.-რამდენს ნიშნავ ჩემთვის და მგონი გავაგებინე...ნინიასაც რომ გაეგო ანა...-ცრემლი შეერია მის თვალებს.-იქნებ ახლა ეს ბეჭედი უკვე თითზე ჰკეთებოდა...-იატაკზე ხმაურით დააგდო ყუთი.-აქ მტკივა ანა და თუ არ გაივლის შიძლება გადამიყოლოს...-მის წინ მუხლებზე დაეცა მთასავით კაცი.აქამდე სიკვდილმა რომ ვერ მოდრიკა იმ მოუსმენელმა „მიყვარხარ“ და სხვასთან დანახულმა საყვარელმა ქალმა დასცა მიწაზე.
-ლევან...-ჩაიმუხლა მის წინ ანა და ძლიერად მოხვია ხელები.-დამშვიდდი...
-სხვას ხვდება ანა...-ლოყაზე ჩამოუგორდა ცრემლი ასლანიძეს.ასეთი წრფელი არასოდეს ყოფილა მისი სიტყვები,ცრემლები,ტკივილი...დუდას შემდეგ პირველად ნახა ანამ ატირებული...ტკივილისგან სახე დაემანჭა ანას.იმდენად ძლიერად უჭერდა ზურგზე ხელებს,რომ მისი თითების შეხებას თითქოს მაისურის მიღმაც კი გრძნობდა.იმდენად ძლიერად ჩაებღუჯა ნაჭერი,რომ მასთან ერთად კანიც მოექცია მომუშტულ ხელებში...სტკიოდა...სტკიოდა ანას,მაგრამ არა იმდენად,რამდენადაც ლევანს გული და ვერაფერი უთხრა.თავადაც მიიხუტა სხეულზე ძვირფასი მეგობარი და ანუგეშა როგორც შეეძლო.
ალბათ ყველას სჭირდებოდა ეს ღამე...
ლევანს,გრძნობებისგან რომ დაცლილიყო...
ანას...ეს ორი რომ შეერიგებინა.
რატის...ლევანის ნდობა რომ ესწავლა...
როსტომაშვილის წინ იატაკზე იჯდა ორივე და ხედავდა როგორ ეხუტებოდა სხვა კაცი ანას.აღარ ნერვიულობდა,აღარ დარდობდა.ხვდებოდა არ იყო ეს ის ამბავი,რასაც ყველა გაიგებდა,მაგრამ თავად ესმოდა.ენდო ლევანს და ენდო მათ წმინდა მეგობრობასაც.
მისაღებში დივანზე ეძინა ასლანიძეს.ემოციებისგან დაცლილი იატაკზევე გაითიშა ანას მკლავებში და როსტომაშვილმა დააწვინა იქვე.
ხელები მოხვია ანას კაცმა,მიიხუტა სხეულზე და ძალიან თბილად აკოცა კისერში.
-ვენდობი მე ლევანს.-დაუტოვა იქვე ყურთან ეს სიტყვები და მოუდუნდა კიდეც ანას სხეული.შებრუნდა მისკენ და მთელი გრძნობით აკოცა კაცის ტუჩებს.
-მადლობა.-მხოლოდ ეს უთხრა და თვალები დახუჭა.
ეს ომი კი დასრულდა იმ ღამით,მაგრამ მთავარ ომს როგორ მოიგებდნენ დოლიძე და როსტომაშვილი ეს ჯერ არავინ იცოდა,იცით რატომ?იმიტომ რომ ის ჯერ არც კი დაწყებულა...



***
ბელას მდგომარეობა კარგი ნამდვილად არ იყო.უკვე მესამედ დაემართა მსგავსი რამ და მართლა ეგონა რომ რაღაცით იწვევდა კაცებს,თუმცა არ იყო ასე.დაბადებისდღეც სახლში გაატარა,რესტორნის ჯავშანი გააუქმა და მეგობრებსაც არ აუხსნა ნორმალურად სიტუაცია.ოჯახის ექიმს ყალბი ბიულეტინი გაახსნევინა და მხოლოდ მაღაზიაში თუ ჩადიოდა,არავის ესაუბრებოდა,დეპრესია არ ჰქონდა,უბრალოდ მარტო ყოფნა უნდოდა...
ახალი სამსახურის ძებნა დაიწყო,თუმცა ამჯერად მიმტანობაზე ფიქრობდა,რადგან ჯანდაცვა ყარს საქართველოში.ესპანურის გაკვეთილებზეც იფიქრა,მაგრამ მორცხვია და არ ჰქონდა საკუთარი თავის იმედი.დრო იყო უკვე ნორმალური სამსახური ეპოვნა,ყელში ამოუვიდა ქართული რეალობა და მათხოვრული ხელფასი.
საღამო იყო უკვე,ათი დაწყებულიყო კარზე ზარი რომ გაისმა.საღამურებისამარა გავიდა მისაღებში და დაუფიქრებლად გააღო კარი.ლამის ენა ჩაუვარდა ზღურბლზე თაიგულით ხელში მდგომი დანიელი რომ დახვდა.
-ხომ არ გაგაღვიძე?
-აქ რას აკეთებ?-ძლივს ამოილაპარაკა.
-ვიფიქრე მოვიკითხავთქო.-ცერად გადახარა თავი.-ვიფიქრე ქუჩაში დავხვდები სადმეთქო,მაგრამ გარეთ არ გადიხარ და გადავწყვიტე ამოვსულიყავი.
-შენ რა იცი...გამარჯობა.-გაუღიმა კიბეებზე მიმავალ ბიჭებს ხარბად რომ აათვალიერეს მაისურიდან მომზირალი მკერდი.
-შედი!-სულ ოდნავ შეახო ხელი წელზე და დაუპატიჟებლად შეაბიჯა ბინაში.
-რას აკეთებ?
-ასე უღებ ყველას კარს?
-შენ რა გინდა?-დაიხედა მკერდზე და ინსტინქტურად აიფარა ხელი.
-ბევრი ვნახე ეგეთი,ვეღარაფრით გამაკვირვებ.-ჩაეცინა კაცს და მაგიდასთან ჩამოჯდა.-ყავას არ დამალევინებ?
-რა გინდა აქ?
-რა უჟმური გოგო ხარ.-გადააქნია თავი.-არც მაჭმევ რამეს?
-დანიელ აქ რას აკეთებ?-ჯიუტად თავისას აწვებოდა მაინც.
-რატომ ხარ სახლში ჩაკეტილი?
-შენ რა...
-სამსახურში მითხრეს ბიულეტინი აქვსო,მე მეჩვენება რომ კარგად ხარ...
-შენ ვინ გკითხავს?
-გეშინია?-წამოდგა ფეხზე.თბილად უმზერდა მის ლამაზ თვალებს.
-წადი ჩემი სახლიდან!
-შენ რომ იყავი ჩემსაში რამდენიმე საათი?ვალი გაქვს.
-დანიელ...
-ჩემი საყვარელი მაისური რომ წაიღე და შენი დახეული დამიტოვე სანაცვლოდ არ გამოვა ეგრე!
-მოგცემ ახლავე და წადი!-უხეშად მიუგდო და საძინებლისკენ დაიძრა.მოიძია კარადის კუთხეში დაკეცილი შარვალი და მაისური.ის იყო ოთახიდან გასვლას აპირებდა წინ რომ აესვეტა კაცი.
-ლამაზი ოთახია,გოგოშკური.-მოათვალიერა ფოტოებით სავსე კედელი.მაკიაჟის მაგიდა,წიგნების თარო და არეული საწოლი.
-ახლავე გადი,რას აკეთებ?-უხეშად ჰკრა ხელი.
-ვუყუროთ ფილმს,პიცა ვჭამოთ და წავალ მერე.
-შენი აზრით ღადაობ ახლა?-წარბი აუწია.-წაიღე შენი ყვავილები,ტანსაცმელი და წადი აქედან.საერთოდ როგორ გაიგე სად ვცხოვრობდი?
-ფულით.-მიუგო მშვიდად და ისევ მისაღებში დაბრუნდა.თაროზე რამდენიმე ფურცელს დახედა,გაზეთიდან ამოეჭრა განცხადებები.-სამსახურს ეძებ?
-მერე შენ რა?
-კლინიკა?
-არ იხდიან საკმარისს.-აღარ ჰქონდა მასთან ჭიდაობის ნერვები,სავარძელში ჩაესვა და საზურგეს მიეყრდნო.-ფულიანებს მარტო საკუთარი თავი ადარდებთ,ყველას ფეხებზე ჰ*იდია სხვები.
-რატომ ამბობ ამას?
-კარგი რა,ერთი ნორმალური სამსახური მითხარი,ნორმლაური ანაზღაურებით.
-ჩემთან ბარში.-ჩამოჯდა მის გვერდით.-გინდა მუშაობა?
-იქ მუშაობ?
-ვმუშაობ რომელია.-ხმამაღლა გაეცინა.-გინდა მოგინახო ადგილი?
-მანდ აღარ დავბრუნდები,საკმარისი დამემართა.-გააქნია თავი.-რესტორანში მიმტანად ვფიქრობ,ვეძებ რაღაცებს და ვნახოთ რა გამოვა.
-აღარ მოხდება მეტჯერ ბელა.-სახე შეაბრუნებინა კაცმა.-ვეღარავინ დაგიშავებს,განსაკუთრებით მანდ.
-კარგი ერთი.-ირონიულად ჩაეცინა.-რატო სასმლის ჭიქებით რომ ვირბენ შენ დაცვად დამიდგები?ისე რას აკეთებ მანდ?ისე იყავი გამოპრანჭული თითქოს შენი ყოფილიყოს ეგ ადგილი.
-არის კიდეც,ამიტომაც გთავაზობ ჩემთან მუშაობას.
-რა?
-ჰო,მეგრელი ვარ მაგან მაინც მოგილბოს იქნებ გული...არ ვარ ცუდი ადამიანი ბელა,იმუშავე ჩემთან.
-შენი ბარია?
-არის.-დაუქნია თავი.
-რაც მე შენ გლანძღე!-მიუგო მოურიდებლად.-ეძინათ შენს დაცვის ბიჭებს?
-საპირფარეშოში არ დაყვებიან ხალხს ბელა.-მიეფერა თმაზე.
-გაწიე ხელები!-წამოვარდა ფეხზე.-საერთოდ რა გინდა ჩემს სახლში?რატომ გამომიგზავნე ყვავილები?
-მინდოდა გაგღიმებოდა.-დაუდგა ისევ წინ.-პიცას შეჭამ?
-რა გინდა?
-ლამაზი ხარ იცი?-გაუღიმა მის წინ მდგომს.-როცა იღიმი განსაკუთრებით.
-მეფლირტავები თუ მეჩვენება?
-იმუშავე ჩემთან,მე მოგაქცევ ყურადღებას,შენს სიახლოვეს ვერც კი ისუნთქებს ვერავინ.-დააიგნორა მისი შეკითხვა.
-რატომ?
-მინდა.
-ხოდა რატომ?
-აუ ნუ იცი ეს ბანალური საუბარი რა.-აიქნია ხელი.-ორშაბათს 8-დან დაიწყებ,გაწყობს?
-დილის?
-დილის 8-ზე რომელ კლუბში გინახავს ხალხი?საღამოს.
-მე შენ არ გენდობი!
-რატომ?დაგიშავე რამე?
-შენნაირი ხალხის ნდობა არ შეიძლება,ჩემი მისამართი გაიგე,სამსახურიც...უნდა წახვიდე!
-შემომხედე აბა!-მისი სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-არასოდეს არაფერს დაგიშავებ.-გაუსწორა მის თვალებს თავისი.-უბრალოდ მინდა დაგეხმარო,იმუშავე ჩემთან!
-და რა გინდა სანაცვლოდ?
-ჯერ ეს ყვავილები ჩადე წყალში,მე პიცას გამოვიძახებ.-ამოთქვა მშვიდად.-მერე ფილმი აარჩიე და ერთად ვუყუროთ.
-უკაცრავად?
-ბელა ვუყუროთ რამეს,ისე არ წავალ.
-პოლიციას...
-მყავს მანდაც ხალხი,მოვაგვარებ!-უპასუხა მშვიდად და მობილური გახსნა.-პეპერონი?
-ავად ხარ?
-მსუბუქი ნათქვამია.-გაეცინა კაცს.-მომეცი უფლება დაგეხმარო,ვალში ვარ შენთან იმის გამო,რაც ჩემს ბარში დაგემართა.-ისეთი მზრუნველი ტონი ჰქონდა იმ წამს...
-ისევ რომ...
-ზედმეტად ვერც კი შემოგხედავენ გესმის?-ისეთი დამაჯერებელი იყო.-მენდე უბრალოდ.
-მადლობა...ყველაფრისთვის...
-მადლობას შემწვარი კარტოფილით ვიღებ მხოლოდ,მეგრულ აჯიკასთან ერთად.
-არა ხარ შენ ნორმალური.-ჩაეცინა ბელას და კომპიუტერი მოიმარჯვა.ენდობოდა დანიელს.თავადაც არ იცოდა რატომ,მაგრამ ზუსტად იცოდა რომ არაფერს ავნებდა...
მართლაც გაატარა რამდენიმე საათი მასთან. „მარტო სახლში“-ს პირველ ნაწილს უყურეს და პიცა მიირთვეს.უცნაურად გრძნობდა თავს მის გვერდით.სამსახურიც ისე მარტივად ჟღერდა და არ უნდოდა მისი ბინძური თამაშის მონაწილე გამხდარიყო,მაგრამ ძალიან სჭირდებოდა.სხვა გზა არ ჰქონდა,როგორმე მისი პატარა ძმისთვის იქნებ ოპერაციის ფული შეეგროვებინა...




***
უჩვეულო სიმშვიდე სუფევდა დოლიძის სულში.თითქოს უცაბედად გაიზარდა.დაქალდა...მეგობრები იპოვნა და ბოლოს კაციც,რომელიც მის გონებაში ღრმად შეძვრა და საერთოდ არ აპირებდა სხეულის დატოვებას.
ბედნიერი იყო რატიმ მისი მთელი სამეგობრო რომ მიიღო ლევანის ჩათვლით.დასალევადაც რომ მოიპატიჟა და განსხვავებულებიც გამოცალა მასთან ერთად.პატარა ონავარი სულ უფრო იზრდებოდა.გაეზარდა მკერდიც,ცოტა მოიმატა კიდეც და ლამის დეპრესია დაეწყო.
ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულ რატის ატიებული რომ დახვდა ლამის ჭკუიდან გადავიდა.თურმე სასწორზე წინა თვესთან შედარებით 3 კილოგრამით მეტი იყო და არ უნდოდა...
-ანა ნუ მაგიჟებ გთხოვ.-კოცნით დაუშრო ცრემლები ქალს.-იზრდება ჩვენი პატარა და მაგიტომ ხარ მომატებული,უცებ ჩადგები ფორმაში.
-ესეიგი შენც თვლი რომ მოვიმატე?
-ანა ნუ სულელობ.-დაუკოცნა მთელი სახე.-მოიმატე ჰო,რადგან ორსულად ხარ,რა არის ამაში გასაკვირი?
-შენ ბათუმში რომ გაიცანი ის ანა მოგწონს...
-რას ამბობ?
-შენ ის ანა მოგწონს,გამხდარი და ლამაზი.ახლა გავსუქდები,მკერდი გამეზრდება,მუცელი,ფეხები...მერე სტრიებიც გამიჩნდება ალბათ.დაგიუშნოვდება ანა,რომელიც მოგეწონა და აღარ გაგიხარდება ჩემი აქ ცხოვრება.აღარც კი შემომხედავ.მეგობრებსაც კი დაუმალავ ჩემს თავს.-სლუკუნებდა უაზროდ.თავისი გამოხტომა არ გეგონოთ,რაღაც სტატია წაიკითხა და საკუთარ თავზე წარმოიდგინა.ამიტომ აგიჟებდა როსტომაშვილს.
-ნუ ბოდავ ანა გთხოვ.-მის ბავშვურობაზე ღიმილი შეეპარა რატის.-ლამაზი სხეულის გამო კი არა,ლამაზი და წრფელი თვალებისა და ღიმილის გამო მომწონხარ ანა.-აკოცა ნაზად ლოყაზე.-ნუ ფიქრობ ამ სისულელეებზე გთხოვ,ჩემს ყველა მეგობარს შვილი ჰყავს,მაგრამ არავის დაუმალავს თავისი ცოლი,იცი რა ლამაზები იყვნენ?ორსულები,გამობზეკილი მუცლით…-წამით ჩაფიქრდა.-ამაზე ლამაზი არასდროს არის ქალი ანა,დამიჯერე.
-არ მინდა,რომ გავსუქდე…-უნებურად ცრემლი შეერია.-მერე აღარ მოგეწონები და ივლი გრძელფეხება რუსებთან,როგორც დანიელი.
-ანა!-ვერ უძლებდა მის ცრემლებს კაცი.-შენ ყველაზე ლამაზი ხარ გესმის?სულ ასე იქნება ჩემთვის და შეწყვიტე უაზროდ ტირილი!არ მინდა ამაზე ფიქრობდე...სხვას როგორ შევხედავ,როცა შენ ხარ ჩემი შვილის დედა?ჩემს შვილს ატარებ მუცლით,შენ აცოცხლებ მას...-თბილად აკოცა ხელის გულზე.-მეც გავსუქდები გინდა?ღიპიანი ვიქნები და აღარ იწუწუნებ მერე.
-რა სულელი ხარ რატი.-უნებურად ჩაეცინა.-ახლა წარმოგიდგინე ასეთი.
-შენ თუ გინდა შემიძლია და მერე ერთად ჩავდგეთ ფორმაში.
-სტრიებს რა ვუშველო?
-იქნებ არ გაქვს გოგო.
-რომ მქონდეს?
-მე მომწონს,უხდება ქალს.-რამდენჯერმე აკოცა მუცელზე.-მამი სულ გაგიჟდა დედაშენი.
-არ უსმინო დე მამაშენს...-დაბრიცა ტუჩები.-ექიმს დიეტას დავანიშნინებ.
-ანა არ გამაბრაზო რა!-წარბები შეკრა კაცმა.-არანაირი დიეტა არ გამაგონო,ბავშვს რამე არ დაემართოს...
-გგონია ბავშვს ვავნებ რატი?ეგეთი გგონივარ?-გაუწყრა კაცს.
-გთხოვ ნუ იგებ ჩემს ყველა სიტყვას არასწორად...ვიცი რომ საკუთარ თავზე მეტად უფრთხილდები,უბრალოდ ამოიგდე ეს წონის ამბავი გონებიდან,გეხვეწები ანა.-ხელები მოხვია ქალს და კალთაში ჩაისვა.-იცი როგორი ლამაზი ხარ?-თბილად აკოცა ყელზე.-დილაობით სარკის წინ რომ დგები და ამოწმებ ჩვენი პატარა გაიზარდა თუ არა,ტოპი მაისურებით რომ დადიხარ და ყოველ წამს რომ მინდა მოგეფეროთ...ჰო ის ანა მომეწონა ბათუმში,ქალური,ლაღი,ცოტა მთვრალი და თავისუფალი,მაგრამ იცი როგორ გიხდება დედობა?საუკეთესო დედა იქნები...
-იცი ექიმმა რა მითხრა?კარგი კაცია და კარგი მამა იქნებაო.გოგონებმა უყვარს ბავშვები და ბევრი შვილი გაუჩინეო.-ჩაეცინა მის ტუჩებთან ძალიან ახლოს.
-გამიჩინე მერე.-ისეთი თბილი თვალებით უმზერდა...
-ძალიან ბევრს ხომ არ მთხოვ?-შეეხო კაცის ბაგეებს.თითები ნაზად ჩამოატარა მის ახლადშესწორებულ წვერს.დაუყვა მის სახეს და ყელზე რამდენიმე ადგილას სველი კოცნის კვალი დაუტოვა.-ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ასეთი კარგი იქნებოდი და ბოდიში სულ ნერვებს რომ გიშლი.
-რომ დაიბადება მერეც კი არ მოგითმენ,მერე ჩემებურად დაგსჯი.-ყელზე ჩაასრიალა ტუჩები.უნებურად თვალები მიენაბა დოლიძეს.-ვინ გგონია შენ?
-ბიჭია და დემეტრეს ვარქმევთ.
-იყოს,მთავარია ჯანმრთელობა...ანა...-უცებ ამოუტივტვიდა გონებაში.-ვინმე ჩერქეზიშვილს იცნობ?
-არა.-ცოტა ჩაფიქრდა მაინც.-არავის,რაიყო?
-არაფერი.-ჩაეცინა.ახლაღა გააცნობიერა როგორ მოატყუა სოსომ.მიხვდა რომ სცდიდა.-ხვალ ჩემებთან ვახშამზე მივდივარ,წამოხვალ?
-შენი დაც იქნება?
-ჰო.
-არ მინდა.-გააქნია თავი.-მაპატიე,მაგრამ არ მომწონს შენი და.
-არც მე მინდა ტყუილად განერვიულოს,ასე ჯობია.-თბილად აკოცა და მასთან ერთად წამოდგა ფეხზე.-დავიძინოთ ხო?
-ჰო,დილით ადრე უნდა გავიდე,მერე საღამოს ბავშვები უნდა ვამეცადინო.
-თომა გაწუხებს?
-არ მაწუხებს,არც კი მელაპარაკება...
-ლევანს კარგად მიუბეგვავს.-შეფიქრიანდა ცოტა.-რომ ვნახე რა დღეში იყო ლამის შემეცოდა.
-გული მწყდება ძალიან,მაგრამ...
-ანა რომ მახსენდება როგორ მოგექცა ტვინში სისხლი მექცევა!მოსწონდი და მაგიტომ გაგიჟდა მასე,თორემ რა მაგისი საქმეა ვისთან გეძინა?
-არც შენ დაგაინტერესებდა?
-რა შუაშია?
-ანუ დაგაინტერესებდა?
-ანა რა გინდა?-ჩაეღიმა კაცს.მაისური გადაიძრო და გვერდით მიუწვა.-ცდილობ გამომტყუო რამე?
-გადარდებს პირველი რომ არ იყავი?
-არა.-მოუჭრა მოკლედ.არ იყო ეგეთი კაცი.არც უფიქრია მსგავს რამეზე არასდროს.არც ქალიშვილ გოგოს დაეძებდა და არც ანას ყოფილი პარტნიორები ადარდებდა.
-იცი როგორ შემეშინდა?ბო*ი არ ვეგონო-თქო...
-აღარ დაუძახო მსგავსი რამ შენს თავს!-ბრაზი შეერია მის ხმას.-ეგ კაცი გგონივარ?
-მაშინ არ გიცნობდი.-ლოყაზე მიაწება ტუჩები.
-სხვათაშორის ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც,ისეთი დაძაბული იყავი...მე იმ ღამით შენთან საუბარიც შემეძლო...მხოლოდ საუბარი და მეტი არაფერი...
-ვიცი,მახსოვს როგორც მექცეოდი...უფრო მომანდომე შენთან...-გადასწია თავი რომ უფრო მოხერხებულად ეკოცნა რატის მისთვის.-მაგიტომ ვარ ახლა შენი ბავშვით,შენს საწოლში.
-მე მომწონს შედეგი.-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ხელები მოხვია.-ანა სახლი ვნახე,მინდა შენც ნახო და თუ მოგეწონება ვიქირავებ...მეტი სივრცეა და...
-მე მომწონს აქ.-გააპროტესტა მაშინვე.-მიგიხვდი.-დააკვესა თვალები.-ჩემი ოთახიდან გაგდება გინდა არა?მოძებნე დიდი ბინა რომ აღარ შემოვიჭრა შენს პირად სივრცეში და...
-სულ რომ სასახლეში გადავიდეთ ჩემი საძინებლიდან ვერ გახვალ შენ...სულ შენს გვერდით უნდა მეძინოს ანა.სახლზე მერე,დაიძინე ახლა.
-არ მინდა სხვა სახლი.
-ბავშვი რომ წამოიზრდება...
-მაგაზე მერე,ახლა არ მინდა.-მსუბუქად აკოცა კაცის ბაგეებს და თვალები დახუჭა.
-ანა...
-გისმენ...
-არაფერი.-შუბლზე ნაზად აკოცა და ღრმა ძილს მიეცა.რამდენი რამის თქმა უნდოდა როსტომაშვილს,მაგრამ ვერ გაებედა...ჯერ ისევ არ იყო დარწმუნებული,ან უბრალოდ მისი რეაქციის ეშინოდა...



***
მაგიდასთან შეკრებილიყვნენ როსტომაშვილები.სიმშვიდე სუფევდა ერთი შეხედვით,მაგრამ ყველა მათგანი გრძნობდა თავის წილ დაძაბულობას.სახლი გაყიდეს და თანხის ნახევარიც დარჩა რატის.ახლა სოფლის მიწებს უმიზნებდა მისი და.ორი სიტყვა მიუგდო და თითქმის არ გაუცია ხმა.
-ანა როგორ არის შვილო?-ჩაეკითხა ნაზი.-რატომ არ წამოვიდა?
-დაღლილია დედა,სახლში ყოფნა ურჩევნია.
-მე მიმალავ?-ცალყბად ჩაიცინა ცირამ.
-თავად არ სიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა!-კატეგორიული იყო კაცის ტონი.
-და რატომ?
-ვერ ხვდები?რის მიღწევას ცდილობ ცირა?
-ბავშვებო...-ჩაერია ნაზი.
-რის მიღწევას უნდა ვცდილობდე ძამიკო?უბრალოდ მინდოდა სიმართლე სცოდნოდა შენზე.
-ორსული გოგო შენი ხუშტურების გამო ანერვიულე,რამე რომ დამართნოდა?
-ისე ვერ უნერვიულია,რომ წასულიყო!
-რა გინდა გოგო?
-შეწყვიტეთ!-ჩაერია ქალი.-მე არ მომწონს თქვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება და საკმარისია უკვე!
-დედამისი არ ხარ?დაარიგე ცოტა.
-რა გინდა ცირა შვილო?-თბილი ხმით იკითხა ნაზიმ.
-იქნებ გააგებინო რომ 12 წლით პატარა გოგონებთან სე*სი არ შეიძლება?აღგზნებული თუა თავისი ასაკის მაინც ნახოს ვინმე და...
-საკმარისია!-მაგიდაზე უხეშად დაარტყა ხელი.-ანას აღარ შეეხო,არ გაბედო მისი სახელის ხსენება,მისი ანერვიულება,თორემ არ ვაგებ ჩემს საქციელზე პასუხს!
-დროის საკითხია ასეთი იმპულსური როდის გახდები მასთანაც და რამეს დაუშავებ.-ეშმაკურად იცინოდა.-საბრალო გოგო,ძალიან მეცოდება...
-ცირა...-მაგიდის ქვეშ ფეხზე ძლიერად მოუჭირა კაცმა თითები,მაგრამ არ გაჩუმდა.
-პირველად რომ დაარტყამ გაგიჟდება,შეეშინდება...შენს გაგიჟებულ სახეს რომ ნახავს,გონება აერევა და გაგექცევა...მერე ტკბილი სიტყვით მოაბრუნებ,ისევ სცემ და ასე...შენ ხომ ასეთები გახასიათებს...
-რას ბოდავ?-კბილებში გამოსცრა ქალს.
-იმედი მაქვს ორსულობის დროს მაინც დაინდობ,თორემ ასე შენს შვილსაც მოკლავ,თუ გადარდებს საერთოდ!
-ცირა!
-სცემე უკვე?ჯერ ერთი სილა აკმარე არა?
-თუ არ მოკეტავ პირველი შენ მოგხვდება იცოდე!-დაემუქრა დას.-გესმის მაინც რას ამბობ?რატომ შემიძულე რა გინდა?
-არ იცი?ნარკომანი ავადმყოფი ხარ და მაგიტომ...
-თუნდაც ვიყო შენ რა?
-მამას როგორც მოექეცი არ გაპატიებ არასდროს,საბრალო ბიძაშენი...
-მე მივდივარ...-წამოდგა ფეხზე.
-ხო წადი,სხვა რა შეგიძლია!ნაბი* ვარი ხარ!
-თავს მიხედე დედა.-აკოცა ქალს შუბლზე.
-საბრალო ანა...
-მცემდა მამაშენი.-დაიჩურჩულა ქალმა,მაგრამ მაინც მისწვდა რატის სმენას მისი სიტყვები.ადგილზე შედგა.-წლების განმავლობაში მიტოვებდა სხეულზე სილურჯეებს,შეურაცხყოფას მაყენებდა...ამიტომ სცემა შენმა ძმამ.
-რას ამბობ?
-სიმართლეს!-გადააქნია თავი ქალმა.-მე ვთხოვე შენთვის არ ეთქვა,რადგან მამის იდეალი არ დაგეკარგა,მაგრამ საკმარისია უკვე!შენი ძმაა,როგორ ექცევი?
-მამაჩემი...
-მამაჩემიო რომ აგიჩემებია ნაბი*ვარი იყო!-გაბედა ქალმა როგორც იქნა.-არ იყო კარგი კაცი ცირა!გაიგო რატიმ და ამიტომაც მოხდა...არ ვამბობდი მე,არ ვანერვიულებდი არავის,მაგრამ გაიგო და ვაი იმ გაგებას!
-მამაჩემი არ იზამდა...-წამოხტა ფეხზე.ცრემლიანი თვალები მოატარა ყველას.-იტყუები!
-არასოდეს ვუყვარდი,აგრესია ჰქონდა ჩემს მიმართ...შენს ძმასაც სცემდა.
-დედა.-მიეფერა ქალს რატი.-არ გინდა რა.
-უთხარი შენს დას.-ვედრება გაურია ხმაში.-უთხარი როგორ სასტიკად გისწორდებოდა მამა და როგორ გეზიზღებოდა ამის გამო.
-დედა...
-უთხარი!-დაუყვირა მთელი ხმით.
-ჩემი თავი არასოდეს მიდარდია.-ყრუდ ჩაილაპარაკა კაცმა.-ხელი რომ მომტეხა არც მაშინ...დედასაც კი მოვატყუე ვითომ თამაშისას ვიტკინე...ჩემს თავს სულ ვაპატიებდი,მაგრამ დედას თავს?იმ დღეს რომ არ გავეთიშე ბიძაჩემს მე მას აუცილებლად მოვკლავდი!
-არა...არა...არა...-ჩურჩლებდა ცირა.-ის კარგი მამა იყო...
-ნაბი*ვარი იყო!გაშლილ ხელს არ მაკმარებდა,მუშტებს კრავდა და ისე მირტყამდა ყველგან,სადაც არ გამოჩნდებოდა...
-გთხოვ...არა...
-მე ვთხოვე დაემალა და ვხვდები რამხელა ზიანი მოგაყენეთ ამით...დაგვიწყებია შენი ძმა რომ არის და გული აგიცრუებია მასზე.ზიზღი ჩაგიდია გულში და მასაც ძალიან სტკენ...
-მამა გცემდათ?
-გვცემდა.-დაუდასტურა ქალმა.-არ იყო მამაშენი კარგი კაცი ცირა.-მიეფერა აკანკალებულს.
-რატომ დამიმალეთ?-ამოიტირა საცოდავად.-რატომ?
-გიყვარდა ძალიან,მასაც უყვარდი...
-ღმერთო...-პირზე აიფარა ხელი.დამნაშავის თვალებით გახედა ძმას.-არა...
-მე მივდივარ,არ ვაპირებ ამ პანიკის ატანას.-მოარიდა დას თვალი.გაბრაზებული იყო მასზე.-რაც გითხარი არ მიხუმრია,ანას არ გაეკარო და არ ანერვიულო ცირა,მე შენგან მეტს არაფერს ვითხოვ და არაფერი მჭირდება.-ყველაფერი ერთიანად მოაწვა გონებაში.ვერ გაუმკლავდებოდა ამდენს.არ უნდოდა გახსენება...არ უნდოდა ვინმეს ეფიქრა რომ ანასთვის ტკენა შეეძლო...შუბლზე აკოცა დედას და გიჟივით გავარდა ქუჩაში.თითქოს რაღაც ძლიერად უჭერდა ყელზე.სუნთქვას უკრავდა და გულის არეში მწვავე ტკივილს იწვევდა...ანა სჭირდებოდა...
სახლში შესულს დივანზე მჯდომი დახვდა ქალბატონი.ფეხები მოეკეცა და სერიალს უყურებდა.გაუკვირდა მისი ასე ადრე დაბრუნება,თუმცა უფრო შეაშფოთა იმან როგორც გამოიყურებოდა.ქურთუკი იქვე სკამზე მიაგდო და მის წინ ჩაიმუხლა.სასმლისგან ერთიანად არეოდა გონება.
-მენატრებოდი ანა.-აკოცა მის დაბურცულ ტუჩებს კაცმა.აიკრო სხეულზე.უბრალოდ მისი სიახლოვე სჭირდებოდა ცოტა რომ დამშვიდებულიყო.
-რა გჭირს?-როგორც კი მოშორდა მის სხეულს თვალებში ჩააცქერდა მაშინვე.
-შენი და ჩვენი შვილისთვის ყველაფერს ვიზამ გესმის?-ნაზად უკოცნიდა თითებს.-არაფრის შეგეშინდეს არასდროს,მენდობი?
-გენდობი.რა გჭირს?
-მამაჩემი…მე არ ვიცი როგორ უნდა ვიყო კარგი მამა გესმის?მამაჩემი ცუდი იყო ძალიან.
-რატი…
-სცემდა დედას…მეც მცემდა…არასოდეს არ ვიკადრებ მსგავსს გესმის?არასოდეს გატკენ,არც ჩვენს შვილს ვატკენ ანა…შენ არ უნდა იდარდო გესმის?-დაბნეული ბუტბუტებდა სიტყვებს.
-რატი ვიცი,ნუ სულელობ.-გაოცებული შეჰყურებდა კაცს.
-იცი როგორ მეშინია?-წამოიწია და მოზრდილ მუცელზე ნაზად აკოცა.-რამე თუ შემეშლება მეჩხუბე ანა!დამარტყი,გამლანძღე,მაგრამ არ მომცე უფლება შენთან და ჩვენს შვილთან შემეშალოს გესმის?
-ნუ ხარ ასე,რა მოხდა?ვდარდობ შენზე.
-იცი როგორი მადლიერი ვარ?შვილს რომ გამიჩენ როგორ მიხარია იცი?პატარა ბავშვივით ვარ,ვერ ვისვენებ.თქვენ ორის გამო ღირს სიცოცხლე.
-ნუ იქცევი ასე.-ცრემლი შეერია მის მწვანე თვალებს.-მითხარი რა მოხდა.
-დედას წლები სცემდა თურმე ნაბი*ვარი მამაჩემი...-მიუჯდა გვერდით ქალს.-არ ვიცოდი ანა,თორემ არ დავუშვებდი...მეც სულ მცემდა,დედას ვატყუებდი სულ,ვიჩხუბე და ამიტომ ვარ დალურჯებული-თქო,მაგრამ არ იყო ასე...მცემდა და მეგონა მარტო ჩემს მიმართ იყო ასე,თურმე დედასაც წლები ასე ექცეოდა...
-რატი...-სატირლად დაებრიცა ტუჩები.
-მე არ მიგრძვნია მამის სითბო არასოდეს...არ ვიცი მამობა,არ უსწავლებიათ...არც მინახავს კარგი მამა იქამდე,სანამ სანდრო და ნიკუშა არ გახდნენ მშობლები...-ლოყაზე ჩამოცვენილი ცრემლები ცერებით მოწმინდა.-არ მინდა ოდესმე იფიქრო რომ რაიმეს დაშავება შემიძლია შენთვის ან მისთვის...ვერ გატკენთ ანა...-ნაზად ეფერებოდა სახეზე.ამღვრეული თვალებით შეჰყურებდა.-დედას რომ ატკინა ვერ ავიტანე,მოკვლას ვუპირებდი,მაგრამ ბიძაჩემმა გამთიშა და თავის თავზე აიღო დანაშაული...ამიტომ ზის ციხეში...გჯერა ჩემი ანა?
-საუკეთესო მამა იქნები.-დაუკოცნა კაცს სახე.თავისი ინიციატივით ჩაუჯდა კალთაში,ფეხები წელზე შემოჰხვია.-არ მინდა ამაზე იფიქრო,გენდობი და ვიცი არაფერს იკადრებ მსგავსს...აზრადაც არ გამივლია...
-ყველასთან შემეშალოს ოღონდ თქვენთან არა...ოღონდ თქვენ ორს გაგიფრთხილდეთ და არ გაწყენინოთ...
-არ გვაწყენინებ.-ეჩურჩულებოდა ტუჩებთან.-ნუ ნერვიულობ...ცირამ გითხრა ისევ რამე?
-მითხრა...-ამოიხვნეშა კაცმა.-ეგონა რამეს დაგიშავებდი...იცი როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის?-ფრთხილად დაუკოცნა სახე.-ძალიან ძვირფასი ხარ ანა...
-ვიცი.-გაუღიმა და წაეტანა კაცის ბაგეებს.ორივეს სჭირდებოდა ახლა ერთმანეთი.რატის საკუთარ თავზე მეტად ენდობოდა,საერთოდ არ ჰქონდა რიდი და აღარც ფიქრობდა ამ ყველაფერზე.უნდოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო მშვიდად მის გვერდით,არ გაერთულებინა მისი ცხოვრება და ბედნიერი ყოფილიყო.
-არ გინდა ანა.-ფრთხილად აკოცა ხელის გულზე.-ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ჩემი გჯერა.-ისეთი თბილი იყო როსტომაშვილი.ისეთი თბილი და სიყვარულით სავსე მზერა ჰქონდა...
-მინდა შენთან.-მიუგო მოურიდებლად და მაისური გადაიძრო.დარჩა წელს ზემოთ შიშველი მის წინ.გახელებით წაეტანა მის ტუჩებს და კისერზე ხელები მოხვია.არ ელოდა მის ასეთ ქცევას კაცი,მაგრამ ახლა თავადაც ისე უნდოდა მასთან ყოფნა რომ ყოყმანის გარეშე ასარიალა ხელები შიშველ ხერხემალზე.დაუკოცნა ყელი და მოშიშვლებული გულ-მკერდი...მარწყვის სურნელი ასდიოდა...მასთან ერთად წამოდგა ფეხზე და ასე ფერებით გაიყვანა საძინებელში.ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ზემოდან მოექცა მის სხეულს.თავადაც გაიხადა პერანგი.კოცნით ჩაუყვა მის სხეულს და შორტთან ერთად მოაცილა საცვალიც.
ვნება გიზგიზებდა ორივეს თვალებში.მოზრდილ მუცელზე აკოცა რამდენჯერმე,ქვემოდან ახედა,კარგად სწავლობდა მის ყოველ გამოხედვას,ფრთხილობდა ძალიან.
დაიბრუნა ტუჩებთან კაცი და მთელი გრძნობით დაეწაფა.ენატრებოდა...დიახ ძალიან ენატრებოდა და სულ უნდოდა მასთან,მაგრამ ვერ ბედავდა აქამდე.ხვდებოდა ძვირფასი იყო მისთვისაც და აღარ ეშინოდა გრძნობების,რომელიც მის გულს ლამის შუაზე აპობდა.
ხმაურით დაეცა მისი შარვალიც იატაკზე,შიშველ სხეულზე აიკრო ქალი და ვნების ბურუსში გახვეულს სხეულის ყველა უჯრედი დაუკოცნა.გიჟდებოდა ამ ქალზე როსტომაშვილი,მაგრამ ვერ უტყდებოდა საკუთარ თავს ჯერ...
-დარწმუნებული ხარ?-მის ყურთან დაიჩურჩულა და იქვე კოცნის კვალიც დაუტოვა დოლიძეს.ძალიან ეშინოდა მისი დაფრთხობის,ამიტომაც იყო ასეთი მასთან.
-შენთან ყოფნა მინდა.-წამოიწია და აკოცა კაცის ბაგეებს.გაეღიმა როსტომაშვილს,მთლიანად დაეუფლა ქალის სხეულს.წამიერად დახუჭა თვალები.სრულიად სხვა,ახალი ემოციები იწყებდნენ მის სხეულში აფეთქებას.აგიჟებდა და სწვავდა რატის ყოველი შეხება.იმდენად სასიამოვნო იყო მასთან ყოფნა ნატრობდა არასოდეს დამთავრებულიყო ეს ღამე.
მხოლოდ მის თვალებს ხედავდა.
მხოლოდ მისი სუნთქვა ესმოდა.
მხოლოდ მის შეხებას გრძნობდა და უბედნიერესი ქალი იყო ამ ქვეყნად...
ძალაგამოცლილმა მსუბუქად აკოცა მის დაწითლებულ ტუჩებს და სხეულზე მიიხუტა საყვარელი ქალი.
კიდევ ერთი ომი დასრულდა იმ ღამით...





***
ნანატრი 10 დეკემბერიც დადგა და ექიმსაც ესტუმრა დილაადრიან.ყველაფერი რიგზზე იყო,ნაყოფი კარგად ვითარდებოდა,გულისცემაც ძლიერი იყო და რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა იმის გაგებაც შეძლო.ხელში ეკავა კონვერტი,სადაც ბავშვის სქესი ეწერა.რატისაც არ გაუპროტესტებია.როგორც სჩვევიათ წვეულების მოწყობა უნდოდა და ასე აპირებდა მასთან ერთად სქესის გაგებას.კონვერტი თამროს და ლევანს უნდა წაეღოთ და ყველაფერი ეყიდათ,რაც დასჭირდებოდათ.საღამოს კი როსტომაშვილის ბინაში გაერკვიათ პატარა ონავარი დემეტრე იქნებოდა თუ თაია...
იცით ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული რა არის?მოლოდინი...
ელოდები რაღაცას და შენც არ იცი რას...გაქვს იმედი,ოცნებები და ყველაფერი შეიძლება ფერფლად იქცეს...
„ჩვენ არაფერი დაგვემართება“-დუდა ძალიან ხშირად ამბობდა ამ სიტყვებს.თითქოს მართლაც სჯეროდა ამის.დაემართათ კიდეც,გაფრინდა დუდა და მხოლოდ ანა დარჩა...
მერე გამოჩნდა რატი,რომელსაც მართლა არაფერი უნდა დამართნოდა,თორემ მოკვდებოდა ანა...ვერ გადაიტანდა,მის დაკარგვას ვეღარ გაუძლებდა...
დამარცხდა ამ ომში,მაგრამ არ ნანობდა...რატის ერთი გამოხედვაც კი ჰყოფნიდა მთელი დღის პოზიტიურად დასაწყებად.მისი თბილი თვალები,მოფერება,კოცნა...
დილით საწოლში მძინარეს რომ ეფერებოდა...
ისე იქცეოდა თითქოს ეძინა,მაგრამ ყველაფერს გრძნობდა...
იცით როდიდან აკეთებდა ამას როსტომაშვილი?პირველად მუცელზე შეხების უფლება რომ მისცა,მის გვერდით ძილის უფლება რომ მისცა იმ დღიდან ყოველ დილით ეფერებოდა მძინარეს და ყოველ დილით გრძნობდა მის შეხებას ანა...
ვერ იჯერებდა რამხელა იყო უკე მისი პატარა.დღეს ბოლოჯერ ეცვა დიდი მაისური.საღამოს ყველას გააგებინებდა რომ ორსულად იყო.სულაც აღარ ერიდებოდა,აღარ ეფიქრებოდა ხალხის რეაქციაზე.ვინც უყვარდა ყველას მის გვერდით იყო და დანარჩენი საერთოდ არავისი საქმე იყო...
-ანა!-დერეფანში მიმავალს წამოეწია თომა.პირველად მოიხელთა მარტო მყოფი უნივერსიტეტში და დალაპარაკებაც გადაწყვიტა.
-რა გინდა?-უხეშად მიუგდო.
-რამდენიხანია შენთან საუბარს ვცდილობ,არ დამაცდი?
-რა გინდა თომა?საკმარისი არ თქვი უკვე?
-არ მოდიხართ?-კიბეებზე ამოდიოდა საბა.
-შედი და შემოვალთ.-გააყოლა მეგობარს სიტყვა და დაელოდა სანამ არ დაცარიელდებოდა დერეფანი.
-რა გინდა?-არ უნდოდა დღეს ხასიათის გაფუჭება.
-მარიამს ველაპარაკე,ამიხსნა ყველაფერი და ბოდიშის მოხდა მინდოდა...
-აჰ...რაიყო აღარ ვარ გაბო*ებული ანა?-ირონია არ დააკლო ბიჭს.-მე შენგან ის სიტყვები არ დამიმსახურებია.
-ვიცი და მაპატიე.-მძიმედ ამოთქვა.-იცი როგორ გავბრაზდი?
-რატომ?რა უფლება გქონდა?მე და შენ არავინ ვართ ერთმანეთისთვის...რამ გაგაბრაზა?
-ნუ ამბობ ასე ანა.-მიეფერა ლოყაზე,მაგრამ დენდარტყმულივით უკან დაიხია ქალმა.
-არ გაბედო!
-ანა უმადური ძაღლივით მოვიქეცი ვიცი,არ მესიამოვნა...როცა გავიგე ვიღაცასთან იწექი ამან გამაგიჟა,მაგრამ მომწონხარ...არ მინდა აქ ლაპარაკი რა...
-თავი დამანებე,ლექცია დაგვეწყო.-სცადა გვერდის ავლა,მაგრამ უხეშად ჩაავლო ხელში და არ დაანება.
-მაპატიე ანა.-შეახო უხეში,ცივი ხელები სახეზე.-ცუდად მოგექეცი,ცუდი რაღაცები გითხარი,მაგრამ არ ვფიქრობ ეგრე...მართლა მაპატიე და ვცადოთ ახლიდან რა...
-რა უნდა ვცადოთ თომა?ჩვენს შორის ისედაც არაფერი ყოფილა და რა უნდა ვცადოთ?მეგობრად მიმაჩნდი,გეხმარებოდი,პატივს გცემდი...მთელი საკონსტიტუციო დაგაწერინე...ჩემი ტესტების მაგივრად შენსაზე ვდარდობდი,ათი წუთის შემდეგ კი რა გააკეთე...ისე მომექეცი როგორც მე*ავს!-უხეშად აუკრა ხელი.-არ მინდა დღეს ხასიათი გავიფუჭო,არ მინდა გხედავდე,რადგან ძალიან ბედნიერი ვარ და იცი რა?შენ შედი ლექციაზე,მე სახლში წავალ.
-ანა!
-თავი დამანებე...
-ანა მოიცა...-უხეშად წაავლო ხელი და კიბის თავზე შედგა.-მაპატიე მართლა,დამელაპარაკე.
-არ მინდა,ვერ გაიგე?-უხეშად სცადა მისგან თავის დაძვრენა,მაგრამ ძლიერი იყო.
-დამელაპარაკე,ნუ გამირბიხარ.
-თავი დამანებე,ამომივიდა უკვე ყელში რა.
-ანა!-მკლავში სწვდა და თავისკენ შეაბრუნა.-
-არ მინდა შენთან არანაირი ურთიერთობა და თავი დამანებე.
-კარგი რა,მაპატიე,შემეშალა.
-არ მინდა,შემეშვი!
-ვცადოთ და გამოვასწოროთ ანა.-ამაოდ ცდილობდა მისგან თავის დაღწევას.მეორე ხელითაც ჩაებღაუჭა მის თითებს და სცადა დასხლტომოდა.რომ არაფერი გამოუვიდა უხეშად უბიძგა მკერდზე,გამწარებულმა მთელი ძალით გაარტყა სახეში გაშლილი მარცხენა და მერე?მერე აღარაფერი დარჩა.წონასწორობადაკარგულს ფეხები რომ მოეკვეთა და პირველი დარტყმისგან ხერხემლის ტკივილი იგრძნო იქ დამთავრდა ანასთვის ყველაფერი.
-ანა...-დაიყვირა თომამ,მაგრამ აღარ იყო ანა...იმ დაწყევლილ კიბეებს აღარასოდეს აივლიდა,აღარასოდეს შეაღებდა ამ უნივერსიტეტის კარს და აღარასოდეს გაიცინებდა ამ კედლებში...გაიაზრა თავადვე მოსალოდნელი საფრთხე და სხეული აუკანკალდა,ხერხემლის ტკივილს ვინ უჩიოდა,ერთ-ერთ საფეხურზე თავიც ჩამოარტყა და იფეთქა სისხლმა მისი სხეულიდან.კიბის ბოლოს,მეორე სართულის დერეფანში უგონოდ ეგდო დოლიძის სხეული.-ანა!-დაიღრიალა ისევ და ჩაირბინა საფეხურები.-ანა შემომხედე გეხვეწები.-ლოყაზე მსუბუქად მიარტყა ხელი.-დამეხმარეთ!-დერეფნის მეორე ბოლოდან მორბოდა დაცვის წევრი.
-ვაიმე?!-გამოიშალნენ აუდიტორიებიდან სტუდენტები.
-რა ხდება?
-ის არის?
-სასწრაფოში დარეკეთ.
-მანჭკავას დაუძახეთ!-დაიღრიალა ერთ-ერთმა.
-დოლიძეა?-მისწვდა სმენას ზედა სართულზეც და გადმოიხედეს სტუდენტებმა.მოჰკრეს თვალი იატაკზე უგონოდ მყოფ მეგობარს და ატყდა ერთი ამბავი.
-სუნთქავს?..
და თუ არ სუნთქავს?..




***
-იცოდე თუ არ მოეწონა მაგრად გცემ თამრო.-სიცილის თავიც აღარ ჰქონდა ისე ნერვიულობდა ამხელა კაცი.ხელში მოექცია შავი ყუთი,შიგნით ვერცხლისფერი, ოვალურთვლიანი ბეჭდით.
-დამშვიდდი,ოქროსფერი სამკაულები არ უყვარს,ვერცხლი ურჩევნია და ბეჭედიც ასეთი უნდა.-ამშვიდებდა კაცს.სამზარეულოში მარიამი ფუსფუსებდა,თურმე ცხობა ისე კარგად გამოსდიოდა მან ითავა ტორტის გამოცხობა და დაკრემვა.ნახევარი ვარდისფერი,მეორე ნახევარი ცისფერი იყო.გაფორმება და სათამაშოების დასმაღა აკლდა.
-მაჩვენეთ აბა.-აღტაცებულმა შემოჰკრა ტაში.-ვაუ ბატონო რატი.-გაჰკრა კაცს მხარი.-ძალიან ლამაზია.ანასავით დახვეწილი...
-მადლობა მარ.-ამშვიდებდა მათი სიტყვები.რაღას უნდა დალოდებოდა?
ანა რომ სახლში აღარ დახვედროდა...
მისი თავი ვინმეს რომ წაერთმია...
სხვასთან რომ დაენახა...
სხვა რომ შეხებოდა...
ვერ გადაიტანდა...
სიყვარულს ეძახით თქვენ?სიყვარული იყოს...
შეჰყვარებია ეს პატარა გოგო როსტომაშვილს და აღარც ერიდებოდა ამის ჩვენების.
იმ ღამეს საბოლოოდ რომ ენდო ანა იგრძნო,რომ მისგარეშე აღარაფერი იყო.სჭირდებოდა გვერდით...
დილით გამოღვიძებულს საწოლში რომ არ დაუხვდა და მისი დაკარგვისგან გამოწვეული შიში იგრძნო მიხვდა,რომ ვერ დაკარგავდა...სულ უნდა ჰყოლოდა და მზად იყო ამაღამ ამის სათქმელად.
ყველაფერს ეტყოდა რასაც გრძნობდა,რასაც ფიქრობდა...
შუა დეკემბერში ოფლად იღვრებოდა.
ნერვებისგან აკანკალებდა და არც გამოცლილმა რამდენიმე ჭიქამ უშველა.
უარი რომ ეთქვა?
უყურებდა მის მეგობრებს,სამზარეულოში რომ ფუსფუსებდნენ,ელოდებოდა თავისებსაც და გული სითბოთი ევსებოდა.ყველას უნდოდა მათი ერთად ყოფნა და რაღა ანა იქნებოდა გამონაკლისი?
ან თუ არ უნდა მასთან ყოფნა რატომ მისცა ამდენის უფლება?
უნდოდა ანასაც მასთან,სულ ტყუილად ნერვიულობდა როსტომაშვილი...
ზეცაში დაწერილა მათი ბედი და ვერ გაექცეოდნენ ამას ვერცერთი,თუმცა იქნებ შესაძლებელიც იყოს?
იქნებ შეიძლება გავექცეთ ბედისწერას?
შევცვალოთ ჩვენი მომავალი და ყველაფერი სხვანაირად წარვმართოთ?
ან იქნებ გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ სრულიად შეცვალოს ჩვენი ცხოვრება?
-ლევან?!-გასცა მხიარულად პასუხი თამრომ.-გამოართვი ანას კონვერტი?..
მერე ყველაფერი გაჩერდა.
ხმაურით დაეცა მობილური იატაკზე და იქვე ჩაიკეცა თამროც.
ერთმა ზარმა შეიძლება ადამიანებს ცხოვრება დაგვინგრიოს...
დრო გააჩეროს ჩვენთვის და დაასრულოს ჩვენი ცხოვრებაც.
რა უსამართლოა ცხოვრება არა?
ამდენი ხნის ნანატრი ბედნიერება გამოეცალა ხელებიდან როსტომაშვილს.
თავად აიღო მობილური.ჩასძახა ლევანს სახელი და მანაც აკანკალებული ხმით მოახსენა სათქმელი.
სირენების ხმა ისმოდა ფონად,იქ ხალხის აყალმაყალი...
ესეც საძულველი 10 დეკემბერი...


***
შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი,
აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები,
და შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი,
აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები.

და ისევ წვიმას აპირებს მე მისველდება ფრთები,
მხოლოდ შენ მეფერადები აქ მარტო..!
და ისევ წვიმას აპირებს მე გათენებას ვხვდები,
შენი სახლისკენ მორბიან ტალახიანი კეტები.

მაგრამ მან იცის რომ აღარ დაამშვენებს ჩვენი სურათები დესკტოპს,
ის ელოდება ვიზას ჩემგან გასაფრენად,
არადა შემოდგომის სენია აქ ფოთლებით სავსეა ეზო,
მე კი ვერ ვპოულობ მიზეზს მასთან დასარჩენად.

დილიდან დაღამებამდე მშრალია დღე,
მასთან ბოლო განშორების შემდეგ ჩუმია ზღვა,
თუკი აღარ მოვწევ გვიან ღამით კოლოფზე მეტს,
მხოლოდ მაშინ როცა მეტყვის, იციი?! აღარ წავალ.

და თუნდაც ბოლო ღერი ასანთივით ჩავქრე,
ვუნაწილებ სუნთქვას არ მინდა წავიდეს ადრე,
ვცურავ შავი ზღვის ბოლო ჰორიზონტამდე,
ვუტოვებ კარებს ღია დეკემბრის მოსვლამდე.

და მე მის მუხლებზე ძილი მომინდა,
და გვირილებს მოვპარავ მინდორს,
დღეს უფრო მშვიდია თვალები თბილია დღე.

და მე მის მუხლებზე ძილი მომინდა,
გვირილებს მოვპარავ მინდორს,
დღეს უფრომშვიდია თვალები თბილია დღე.

შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი,
აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები,
შენ რომ ცხოვრობდე ზღვასთან მე ვიქნები გემი,
აღარ გაგიშვებ შენ ჩემში არასდროს არ დამთავრდები...

-დუდა?-გაეღიმა ანას.ზღვის ნაპირზე იჯდა კაცი,თეთრი პერანგი და შარვალი ეცვა.თმა ისევ ისე ჰქონდა,როგორც ბოლო შეხვედრისას.მზის ჩასვლას უყურებდა.სასიამოვნოდ ელამუნებოდა თბილი ტალღები შიშველ ფეხებზე.
-მომენატრე.-მთელი სხეულით შებრუნდა მისკენ.ისევ ის თბილი ღიმილი...
-აქ რა გინდა?-გაოცება ვერ დამალა.
-დაჯექი ანა,ვილაპარაკოთ.-ქვიშაზე ხელი დაუტყაპუნა და ისევ მზეს გახედა.
-ნამდვილი ხარ?-ძალიან ფრთხილად შეახო თითები ოდნავ მოზრდილ წვერზე.იგრძნო...-რა ხდება?
-როგორ მიდის შენი ცხოვრება ანა?
-ხომ იცი ისედაც...-დაიხედა მუცელზე...
-ვიცი.-გაეღიმა ისევ.მისკენ შებრუნდა და ძალიან მსუბუქად შეახო ხელი.-გოგონაა...
-რა?
-გოგონა გეყოლება.-აკოცა ხელის მტევანზე და თვალებში ჩააცქერდა.-იცი როგორ მენატრებოდი?
-მეც მენატრებოდი...სულ მენატრები დუ...
-ვიცი პატარავ.-მიეფერა სახეზე.-მომწონს წითელი თმა.
-დეპრესია ხომ იცი.-გაეცინა.
-ბედნიერი ხარ ანა?
-მაპატიე.-თავი ჩახარა.ცრემლებმა გაყიდეს დოლიძე,თუმცა არ დაანება კაცმა...ააწევინა თავი და დიდრონ თვალებში ჩააცქერდა.
-გხედავ...სულ გხედავდი...მაშინაც გვერდით ვარ,როცა ვერ მგრძნობ...
-მაპატიე...
-მე არასოდეს ვყოფილვარ ეგოისტი...მე მინდოდა შენი ბედნიერება...ახლაც ეს მინდა პატარავ...
-დუ...რატომ ხარ აქ?
-გინდა?-კოლოფი გაუწოდა.იუარა ანამ.თავად აიღო ერთი და კვამლში გაეხვა.ინსტინქტურად უკან დაიხია.-არ ავნებს ბავშვს,უკვე ვეღარ...
-რატომ მტკივა?-მარჯვენა ხელს რომ დაეყრდნო ტკივილისგან სახე დაემანჭა.ძალიან ეტკინა.
-მინდა მიხვდე სად გადის ზღვარი...სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე ისტორია ანა...
-ანუ?
-დამთავრდა ჩვენი,გახსოვს?-სიგარეტის კვამლში გახვეულმა ცერად გადმოხედა.-რატომ ცდილობ ისევ?
-მე არაფერს ვცდილობ.-გააქნია თავი.-ორსულად ვარ,სხვა კაცის შვილს ვატარებ მუცლით და...
-მაპატიე ეგ ამბავი ანა.-ტალღებს გააყოლა ანთებული ღერი.აკოცა მოზრდილ მუცელზე.-ტკივილამდე მენატრები ანა...შენს გამო ვსუნთქავდი,შენს გამო ვცხოვრობდი...შენი შორიდან ყურებაც კი მყოფნის მე აქ დასარჩენად...
-რას ამბობ?ვერ ვხვდები...
-რატომ მოხვედი ანა?!-გაუმკაცრდა ტონი.უეცრად სულ ჩავიდა მზე,დაბინდდა...უხეშად ეხეთქებოდა ტალღები ნაპირებს...მხოლოდ ლამპიონების სუსტი ნათება აღწევდა მათ სხეულებამდე.
-არ ვიცი...ისიც არ ვიცი რა მინდა აქ,რანაირად მოვხვდი.-სულ დაიბნა დოლიძე.
-ანა...ხვდები რომ აქ სხვა არავინ არის?-მიმოიხედა ირგვლივ.
-ღამეა...
-ანა ქუჩაშიც არავინ არის,მხოლოდ მე, შენ და მთვარე...
-ანუ?
-შემომხედე.-მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიან თვალებს თავისი ამღვრეული გაუსწორა.-გახსოვს რომ გეუბნებოდი სიცოცხლე ჩემი შენთან ყოფნად მიღირს-თქო?
-მახსოვს...
-მიყვარხარ,ხომ იცი ეს?
-დუდა...
-რომ დაგტოვე გახსოვს?-ცერებით შეუმშრალა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები.-გახსოვს როგორ გეტკინა ჩემი წასვლა?
-რატომ მეუბნები?
-მე საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებ შენს მიტოვებას პატარავ.-აკოცა ფრთხილად ლოყაზე.-ამ ტკივილისთვის არ გაიმეტო სხვები ანა...
-შენ აქ ჩემს გამო არ ხარ ხომ ასეა?-ამოიტირა საცოდავად.-აქ ჩემთვის ხარ...
-გიყვარს ის კაცი?-სუსხი შეერია მის ხმას.
-დუდა...
-მიპასუხე,ჩემი დრო გავიდა მაინც,ახლა შენი დროა და მინდა გულახდილი იყო.
-მის შვილს ვატარებ მუცლით.-გადაისვა მარცხენა ხელი.
-ეგ უნდა მაპატიო...-აკოცა საფეთქელთან.-გიყვარს?
-მგონი...-დაიჩურჩულა და ზღვის ტალღებს დაუგდო ყური.თვალები დახუჭა.გრძნობდა დუდას შეხებას,მის ტუჩებს სახეზე,მაგრამ ვეღარ გრძნობდა იგივეს...აღარ უცემდა ისე სწრაფად გული...
ხანდახან ადამიანი კი არა მოგონებები გვენატრება...
-იცი როგორი ლამაზი ხარ?როგორ მენანები ამ ტკივილისთვის ანა...
-რა ტკივილისთვის?
-ოდესმე მაპატიებ?-მისი ხელი თავისაში მოიქცია და წვერიან ლოყაზე მიიხუტა.-არ მემეტები ამ ყველაფრისთვის,მაგრამ ვერ გაგწირავ ანა...
-დუდა...-დაბნეულმა გადაუსვა ცერი ლოყაზე.ტიროდა კაცი...
-ჩემს საფლავზე რომ მოხვედი...რატომ მატკინე ასე?რატომ აკეთებ ამას?
-არ მინდოდა...-დაიჩურჩულა ისევ.შეიცვალა სურათი...შუაგულ ზღვაში იყვნენ ნავზე...წყლით ივსებოდა...ჩვილი ეჭირა დუდას ხელში,ოქროსფერი თმა უნათებდა სახეს.სადღაც შორიდან მოჩანდა ნაპირი,თითქოს განათებული ადგილი...მე სხივს დავარქმევდი...
-შენ თუ არ იცოცხლებ ლევანი ვერ გადარჩება ანა.-მიეფერა ისევ.-ნუ გეშინია...
-ეს...-ბავშვს დახედა.-დუდა...
-უნდა გამატანო...მივხედავ ანა...-გადაიხარა მისკენ და აკოცა საფეთქელზე.-გადაწყვიტე რა გინდა,რას აირჩევ...-იგრძნო როგორ იძირებოდა მათი ნავი.გახვრეტილი ადგილიდან წყალი იღვრებოდა და ზუსტად იმ მხარეს ნელ-ნელა ფარავდა შავი ტალღები.
-არა!-წამოიძახა მაშინვე.
-მომისმინე!-შეუვალი ჰქონდა ტონი.-არ არის აქ შენი ადგილი ანა...პატარა ხარ...ადრეა შენთვის...ცხოვრება წინ გაქვს...კარგად ვიქნებით,აქ არც ისე ცუდია...
-დუდა გთხოვ...
-მაპატიე რა...საერთოდ ყველაფერი ანა...-ჩვილს ისევ მშვიდად ეძინა მის მკლავებში.
-ნუ წამართმევ...
-თაია არა?მივხედავთ.-გადასახა პირჯვარი პატარას.-უნდა წახვიდე...
-არა...-აკანკალებულმა ამოთქვა...
-ცურვა იცი ანა,ნაპირამდე უნდა გაცურო...ყველაფერი კარგად იქნება...
-ვერ დაგტოვებთ...
-ჩვენ კარგად ვართ.-გაუღიმა კაცმა.აკოცა პატარასაც შუბლზე.-არ გაუბრაზდე შენს თავს...ვერაფერს იზამდი...
-არ მინდა წასვლა...
-არ მოგცემ უფლებას ანა...შენი დრო არ არის...-მშვიდი ხმით ამოთქვა და უხეშად ჰკრა ხელი.წამებში იგრძნო მთელი სხეული გაყინული წყლით რომ დაეფარა.სუნთქვა შეეკრა და ტალღებს მიღმა გაუჩინარდა...
„მიყვარხარ“-მისწვდა სმენას დუდას სიტყვები და თავადაც წყვდიადს შეერია...


***
„ორივეს ვკარგავთ“-ისმოდა საოპერაციოში ექიმის შეძახილი და გაღიზიანებული ითხოვდა ინსტრუმენტებს.
რა იქნება ღმერთო?
-სად არის?-გიჟივით შევარდა დერეფანში როსტომაშვილი და ლევანს აესვეტა წინ.-მითხარი რომ კარგად არის ლევან!
-საოპერაციოშია...-თავი გადააქნია კაცმა.
-საკუთარ სისხლში ცურავდა...-ჩაერია სესილი,რომელიც იქვე კუთხეში ცრემლად იღვრებოდა...
-რა მოხდა?რანაირად მოხდა?გავგიჟდები!-ნერვიულად მიმოდიოდა.კედლის წინ შედგა და მძიმედ მიაყრდნო შუბლი.-რანაირად?
-არ არის მაგის დრო.-მხარზე ძლიერად მოუჭირა ლევანმა.-დამშვიდდი.
-რანაირად მოხდა?-შეუბრუნა ისევ კითხვა.მიხვდა არ იყო კარგი ამბავი.ახლაღა შენიშნა დერეფნის მეორე ბოლოში კედელთან ჩაკეცილი თომა.-ლევან!-გამოსცრა კაცს კბილებში და თვალებში ჩააცქერდა.
-ძალით არ უქნია.-გადააქნია თავი,მაგრამ ვინღა დაიჭერდა როსტომაშვილს...სულ ჩაუწითლდა თვალები,თითქოს ბინდი გადაეკრა...გაავებული მხეცივით გაიჭრა მისკენ,საყელოში სწვდა და მთელი ძალით დაარტყა სახეში.
-მოგკლავ!
-რატი შეეშვი.-ხელებში სწვდა ასლანიძე.-არ არის მისი ბრალი,ძალით არ გაუკეთებია...
-რამდენჯერ გითხრა თავი დაგენებებინა?-ყელში წვდა იატაკზე დაცემულს.მისცვივდნენ გოგონებიც,მაგრამ რის იმედად?-რა გინდოდა?რატომ არ აცადე კარგად ყოფნა?
-დაცვას დაუძახეთ!-დაიკივლა ექთანმა.
-შეეშვი ბიჭო!-მივარდა სოსოც.არსაიდან გამოჩნდა რომა მანჭკავაც.
-ანას რომ რამე დაემართოს ყელს გამოგჭრი გესმის?ფეხებზე მ*იდია ჩემი კარიერა,მოგკლავ,არ გაცოცხლებ!-ღრიალებდა გაავებული.ძლივს შეაშვებინეს ხელი და მოაშორეს მის სხეულს.
-ხელი არ მიკრავს...წავკამათდით და წონასწორობა ვერ შეინარჩუნა...-ამოილაპარაკა შეწუხებულმა.თავადაც ძალიან წუხდა მომხდარზე.
-სიტყვა აღარ თქვა გესმის?აღარ გაბედო!-ძლივს აკავებდნენ.-ჩემი ანა...
-შემომხედე!-ყბებზე ძლიერად მოუჭირა ასლანიძემ.-აზრზე მოდი!ჯერ არაფერი ვიცით,კარგად იქნება გესმის?
-ლევან...-ამოთქვა გატეხილი ხმით.-რამე რომ დაემართოს...
-არ გაბედო!არაფერი მოუვა...
-დამშვიდდა ბატონო ჩემო,არ არის საჭირო.-წინ გადაუდგა მანჭკავა დაცვის წევრებს.-ანერვიულებული იყო,მორჩა.
-მაგრამ ბატონო...
-წადი შვილო,არ არის მაგისი დრო!-გამოსცრა ახალგაზრდას კბილებში.სევდა შეეპარა მის ქვის გულსაც და ცრემლები ჩაუდგა განაცრისფრებულ ცისფერებში.თითქოს არ დარდობდა ისე,მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგა გული ლამის საგულედან ამოუხტა...
რომამაც კი...როცა გაიგო მისი ამბავი წამოდგა იმ სავარძლიდან უჩვეულოდ დიდ დროს რომ ატარებდა და სირბილით გაჰყვა მამას...მის დას რომ ვეღარ ჩახუტებოდა...მის ანას რომ ვეღარ მოფერებოდა...
დააგვიანეთ ხალხო...რატომ არ ამჟღავნებთ ემოციებს?რატომ არ ამბობთ სიტყვა „მიყვარხარ“-ს დროულად?რატომ არ ეფერებით საყვარელ ადამიანებს?
აღმართეთ კედლები და ისხედით ასე.უსიყვარულოდ,უყველაფროდ...ცა ჩამოგექცეთ თავზე და მერეც არ გაბედოთ ხელის გაწვდენა სხვებისკენ...
სირცხვილია...
კედელთან იყო ჩაკეცილი როსტომაშვილი...ვერაფერს ხედავდა,არაფერი ესმოდა...სულის ტკივილისგან სუნთქვაც კი უჭირდა..თვალები ჩაუწითლდა,ამჯერად სევდისგან...დარდისგან...ღმერთო ამ ერთხელ გადმოხედე როსტომაშვილს რა იქნება?
გრძნობდა სანდროსა და ნიკუშას ძლიერ ხელებს სხეულზე...ესმოდა რომ ამხნევებდნენ,მაგრამ თავის აწევა ვერ შეძლო.ძალიან სტკიოდა...
მისცა ასლანიძემ თავს უფლება გარეთ გასულიყო...აქ ყველა ერთმანეთს ედგა გვერდში,ყველა ანასი იყო,მაგრამ არავინ მისი...თამროც კი...თამროც მხოლოდ ანასი იყო...მხოლოდ ანა იყო ლევანის საყრდენი და ჩამოეშალა ეგეც...
საავადმყოფოს ეზოში მუხლებზე დაცემულმა ახედა ცას...იმ ხის ჯვარს ყელზე რომ ამკობდა ხელი ძლიერად მოუჭირა და ლოცვა დაიწყო...
ასლანიძეს ცხოვრებაში არავისთვის რომ არ ულოცია,მისთვის ილოცა...
ასე გადაიღო ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტმა და სოციალურ ქსელში მისი ფოტოც მალევე გავრცელდა...
„მეგობრები ანა დოლიძის გადარჩენისთვის ლოცულობენ“...
იგრძნო ცივი თითების შეხება სახეზე,მაგრამ ვერ გაბედა შებრუნება.არც ჰქონდა ძალა...ოღონდ ანა არ წაერთმია არავის...ოღონდ მისი საკუთარი და არ წაყვანა ღმერთს და მზად იყო ახლავე დაესრულებინა საკუთარი...
-ლევან...-აკანკალებულმა ამოთქვა და მის გვერდით ჩაიმუხლა.-კარგად იქნება...
-ანას დაკარგვას მირჩევნია აქვე მოვკვდე მარიამ...-შებრუნდა მისკენ და თავი მკერდზე მიაყრდნო...ნინია არ იყო რომ ენუგეშებინა,მაგრამ იქ იყო მარიამი...არ ერიდებოდა მეგობრის გამო ტირილის და ატირდა უცხო ქალის მკლავებში...არ იყო უცხო...იქნებ სულაც მისი ადამიანი გახლდათ?ძლიერად შემოაჭდო ხელები და დეკემბრის სუსხიან საღამოს პირველი ფიფქებიც გაბატონდნენ მათ სხეულებზე.
რა იღბლიანი ყოფილხარ ანა...

***
გაიღო ის დაწყევლილი კარიც და გამოვიდა ექიმიც.ყველა წამოვარდა ფეხზე.მისცვივდნენ კაცს.თავი გადააქნია კაცმა,მოიძია ყველაზე იმედიანი თვალები...მიხვდა ის იყო ბავშვის მამა და მზერა გაუსწორა.მძიმეც ჩაისუნთქა ჰაერი,უნდოდა მარტივად ეთქვა,მაგრამ როგორ?შეუძლებელია...
-პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის წამიდან მძიმე იყო.-დაიწყო საუბარი და მაშინვე გააცია ყველას.-პაციენტს ღია ტრავმა აღენიშებოდა თავის არეში,ასევე მოტეხილობა მარცხენა იდაყვის არეში და სისხლდენა...დაცემის შედეგად განვითარდა სერიოზული გართულება,რასაც პლაცენტის აშრევა ეწოდება...ეს ნიშნავს რომ პლაცენტა,რომელიც ბავშვს ჟანგბადსა და საკვებს აწვდიდა მოსწყდა საშვილოსნოს კედელს და გამოიწვია სისხლდენა...სისხლდენის შესაჩერებლად და ბავშვის გადასარჩენად ყველაფერი ვიღონეთ...-ამოისუნთქა.სიბრალულის თვალებით შეხედა რატის.-პაციენტს გული გაუჩერდა...
-ანა...-აღმოხდა რატის და ლამის იქვე ჩაიკეცა.სანდრომ შეაშველა ხელი.
-დედის გადასარჩენად მოგვიწია ჩარევა,ორსულობის შეწყვეტა და სისხლდენის შეჩერება...სამწუხაროდ ნაყოფის გადარჩენა შეუძლებელი იყო...ვიზიარებ თქვენს მწუხარებას...
-ანა...
-ჩემი შვილი კარგად არის ექიმო?-ცრემლი მოერია მანჭკავას.
-პაციენტის მდგომარეობას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება,მაგრამ ამაღამ რეანიმაციაში დარჩება...პალატაში გადაყვანის შემდეგ მის მონახულებასაც შეძლებთ...
-ანა...-მძიმედ მიაყრდნო კედელს თავი როსტომაშვილმა.ოღონდ ეს არ დამართნოდა.დანარჩენი ყველაფრისთვის მზად იყო,მაგრამ ეს?გაფრინდა მისი ანგელოზი...ფრთები შეისხა და წავიდა ღმერთთან...ციდან დაჰყურებდა დედიკოს და მამიკოს და დუდას მკლავებში მშვიდად ეძინა.
ღმერთო როგორ ეტკინა...ძლიერად მიიჭირა მკერდზე ხელი.იქ სოსო მანჭკავას გაუჭირდა სუნთქვა...ყელზე მიიბჯინა ხელი და ერთი ამოიხრიალა...
-საკაცე...
-ექიმი ჩქარა...-ღრიალებდნენ ბიჭები.
-რატი.-თავი ააწევინა სანდრომ.-შემომხედე აბა ბიჭო...
-ცუდად ხარ?-მეორე მხრიდან ამოუდგა ნიკუშა.
-აზრზე მოდი...რატი!-ჩააცქერდა მის გაყინულ თვალებს.მზერა რომ გაუშტერდა და ხმას არ იღებდა.
-რატი!
-ბიჭო შემომხედე!-უხეშად ააწევინა თავი.-გესმის ჩემი?
-რატი!-დაუღრიალა ნიკუშამ და ძლიერად შემოჰკრა სახეში.-აზრზე მოდი,გესმის?
-ანა...-ამოიხრიალა ძლივს და წამოდგომა სცადა.გადაიყვანეს პალატაში მანჭკავა.დაესია ექიმების ხროვა მაშინვე.ტიროდნენ გოგონები.ერთმანეთს ეხვეოდნენ...გვანცას მუცელზე ეფერებოდა ნიტა...
-ლევან...
-ანა ვერ გადაიტანს...-მძიმედ მიაყრდნო თავი კედელს და ნელა ჩასრიალდა იატაკზე...
ეზოში გავიდა როსტომაშვილი.გვერდით ედგნენ ბიჭებიც.ვერ იჯერებდა მის თავს მსგავსი რამ რომ ხდებოდა...დაკეტილი ჭიშკრის გარედან არ წყდებოდა ჟურნალისტების მითქმა-მოთქმა...
-აიღე.-გაუწოდა სიგარეტი.-ამით არ მთავრდება ხომ იცი?-სანდროსაც ისე გაუჭირდა ამ სიტყვების თქმა...
-ჩემი შვილი ბიჭო...
-აზრზე უნდა მოხვიდე,ანას დასჭირდები გესმის?-კისერზე ძლიერად მოხვია ხელი ნიკამ.-მთავარია ანა კარგად არის...ვიცი რთულია ძმაო...
-სქესი უნდა გაგვეგო დღეს...ხელი უნდა მეთხოვა...-ისტერიულად აუტყდა სიცილი...
-კარგად იქნება ყველაფერი...
-დანიელს დაურეკე და უთხარი რამე მომიტანოს!
-რატი...
-ვერ გადავიტან ამ ღამეს იცოდე!-ძლივს ამოთქვა და მანქანაში მჯდომმა თავი საზურგეს მიაყრდნო.
რატომ არ აცდი ბედნიერებას ამ პატარა ოჯახს?რატომ არ აცალე თაიას მშობლების გაცნობა?რატომ უნდა ეწვნია ასეთ პატარა ასაკში ანას შვილის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი? რა გინდა ღმერთო?
ქუჩები თეთრი ფენით იფარებოდა, მაგრამ როსტომაშვილისთვის არც ერთი ფერი აღარ არსებობდა — ყველაფერი ერთნაირად ნაცრისფერი გახდა იმ დღის შემდეგ.
რეანიმაციაში იწვა მისი ანა. შუშის კარის იქით — გაუნძრევლად, აპარატების თანაბარ ხმაზე მიბმული სუნთქვით. ექიმების ნაბიჯები უკვე აღარ ნიშნავდა იმედს...
და იყო კიდევ ერთი სიჩუმე, უფრო მძიმე, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი — ბავშვი, რომელიც არ დაიბადა. პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ ერთი წამითაც ვერ მოესწრო სამყაროს შეხებას, უკვე მოგონებად იქცა. არც სახელი ჰქონდა, არც ხმა ჰქონდა გაგონილი, მაგრამ მისი არყოფნა ისე სტკიოდა,თითქოს მთელი ცხოვრება გაატარეს ერთად...




***
-რატი?-მანქანიდან გადმოვიდა და მაშინვე მისკენ გაიქცა დანიელი.მანქანაში დატოვა ბელა.-ბიჭო როგორ ხარ?-საზურგეს მიყრდნობილს თვალები დაეხუჭა.
-მომიტანე რამე?
-არა!
-რა?-ძლივს გაახილა თვალები და გადმოხედა კაცს.
-ანაც ასე გავაბრუოთხოლმე რომ ამ ტკივილს გაუძლოს?-უსაყვედურა მეგობარს.-ანა რომ გაიღვიძებს და შენ ფხიზელი არ იქნები გგონია გადაიტანს?ახლა ტ*აკს აწევ,ფეხზე ადგები და ანას თუ საჭირო გახდება ზურგით ატარებ გაიგე?
-ვერ ვუძლებ-მეთქი დანი...
-მიეცი რამე.-უხეშად გადახედა მეგობარს სანდრომ.
-არა.-გააქნია უარის ნიშნად თავი.-შემომხედე.-მის წინ ჩაიმუხლა.-არ არის ახლა კაიფის დრო...ანა ამ ყველაფერს ფხიზელი გონებით უნდა გაუმკლავდეს,ამას დამატებული ჭრილობები...ამდენხანს რაც არ გაგიკეთებია ახლა უნდა ქნა...უნდა დაგეყრდნოს,მიხედე და მისი იმედი იყავი.
-არ უნდა გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში...ნეტავ საერთოდ არ ავყოლოდი იმ ღამით,დამეიგნორებინა და ახლა ასე არ იქნებოდა...-მძიმედ დაარტყა საჭეს შუბლი.-პატარაა ამ ტკივილისთვის,რატომ?
-დაწყნარდი.-კისერზე ძლიერად უჭერდა ხელს ნიკუშა.-გადაიტანთ,ხომ იცი ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს,რომელსაც ვერ გაუძლებ...კარგად იქნება ყველაფერი,ბევრი შვილი გეყოლებათ და დაბერდებით კიდეც ერთად...
-შენც ცოტა უფრო ადრე დაბერდები,მაგრამ ერთად დაბერებაც კარგად ჟღერს.-თავისებურად სცადა გამხნევება დანიელმა.შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი როსტომაშვილს.
-მთავარია ცოცხალია გესმის?ანას რამე რომ დამართნოდა ეგ იქნებოდა კატასტროფა რატი,არ ვამბობ რომ ახლა სხვანაირი მდგომარეობაა,მაგრამ მას არ დაკარგავ...გვერდში დაუდექი,მოუშუშე ეს ჭრილობები და...
-ვერ გაუძლებს.-თავი გააქნია კაცმა.-ყოველ დილით დგებოდა სარკის წინ და ამოწმებდა კიდევ უფრო გაეზარდა მუცელი თუ არა...მეკითხებოდა მეც...საკუთარ მუცელს ეფერებოდა და ბავშვს ელაპარაკებოდა...იცი რა ბედნიერი იყო?რა სხვანაირი...-ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი უხეშად შეიმშრალა.
-ყოველ წამს გრძნობდა მის არსებობას რატი,რა თქმა უნდა,გაუჭირდება...მაგრამ გადაიტანს და ამაში შენ დაეხმარები...შენ გააკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ ფეხზე დადგეს...აგრძნობინე როგორ ძალიან გიყვარს...მხოლოდ ბავშვი აღარ გაკავშირებთ,ვიცით ეგ ყველამ...
-ვერ მოვახერხე იმის თქმა რომ მიყვარდა...ვერც ბეჭედი ვერ გავუკეთე თითზე...-მძიმედ ამოისუნთქა და დანიელს გახედა.-ვიცი რომ გაქვს,მომეცი რამე...
-არა!-გააქნია თავი.
-დანიელ!
-არა-მეთქი!-იმავე ტონით მიუგო.გადმოვიდა მანქანიდან როსტომაშვილი,წინ დაუდგა მეგობარს.ყველა მიხვდა არ იქნებოდა აქ კარგი ამბავი.
-რამე მომეცი,სანამ გავგიჟებულვარ!-კბილებში გამოსცრა კაცს.
-გამოუშვი ემოციები,გაბრაზდი...არ მოგცემ არაფერს.
-ჯანდაბა!-მთელი ძალით მოუქნია მარჯვენა.-რა გინდა დანიელ?გინდა მოგკლა?-პერანგის საყელოში წვდა კაცს.-მომეცი რამე სანამ გავგიჟებულვარ!
-გაუშვი ხელი!-ორივე მხრიდან სწვდნენ ბიჭები.
-ვერ ვანუგეშებ ანას მაშინ,როდესაც თავად მე ვკვდები შინაგანად გესმის?მომეცი რამე!შემომაკვდები იცოდე!
-დანიელ...-შორიახლოს გაისმა ბელას შიშნარევი ხმაც.მოაშორეს როსტომაშვილი როგორც იქნა მის სხეულს.
-მოგეშვა?-მზრუნველი მზერით გადახედა მეგობარს მანქანას რომ მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.-მოდი ბელა.-სისხლიან ტუჩზე მოისვა ხელი.-მოდი ნუ გეშინია,ჩემი მეგობრები არიან...
-აზრზე მოდი რატი.-შეუძახა სანდრომ.ამოუდგა დანიელს გვერდით გოგონა,რომელიც ჯერ ისევ გაურკვეველი მიზეზით წამოეყვანა საავადმყოფოში.
-გამარჯობა.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.
-გამარჯობა ბელა.-ხელი გაუწოდეს ბიჭებმა.
-რამე დამამშვიდებელს არ მისცემენ ამას კლინიკაში?-რატის გადახედა.
-შემიძლია ციცოს ვთხოვო...ცუდად ხართ?-სიბრალულის თვალებით გადახედა.
-არ ეტყობა?
-რა დიაგნოზი ჰქონდა?-ჩაეკითხა კაცს.
-სისხლდენა,თავის ტრავმა,იდაყვის...
-პლაცენტა მოსწყდა საშვილოსნოს კედელსო და...-ჩაილაპარაკა სანდრომ.-ნორმალურად ვერ გავიგე.
-პლაცენტის აშრევა.-დაასრულა სათქმელი.-საშვილოსნოს ამოკვეთა ხომ არ დასჭირდა?
-არა?!-გადახედა ბიჭებს.ნორმალურად არც მოუსმენია ექიმისთვის.ახლაღა მიხვდა არც გაუაზრებია მისი ნათქვამი.
-არ უხსენებია მსგავსი არაფერი...
-შევალ და ვიკითხავ.-გაუღიმა ბიჭებს.-ოჯახის მეგობარი მუშაობს,გავარკვევ ნორმალურად და დავბრუნდები.
-მადლობა...-მშვიდად მიუგო რატიმ და ნამწვი იქვე მოისროლა.-ვინ არის?
-ახლა არ გვინდა,მაგრამ ცუდად არ მოექცეთ არცერთი.-გააფრთხილა ყველა.-ძვირფასია ჩემთვის...
-ექიმია?
-აპირებს...უკეთ ხარ?
-არ ვაპირებდი დარტყმას...
-ამაზე უარესები ამიტანია.-მხარზე ხელი დაჰკრა კაცს.-შემომხედე აბა.-ააწევინა თავი.-როდის იყო შენ გაშინებდა ასეთი ამბები?როდის იყო არ იბრძოდი უკეთესი მომავლისთვის?
-ანა მეცოდება დანი...სულ რამდენიმე დღის წინ გახდა 21 წლის...
-გგონია 30-ის რომ ყოფილიყო ნაკლებად ეტკინებოდა?ქალია ბიჭო,გრძნობს ყოველ წამს მის არსებობას,მისით სუნთქავს,მის გამო იმდენ რამეზე ამბობს უარს...სულ ეტკინება,რა ასაკშიც არ უნდა იყოს...
-ოღონდ ანა იყოს კარგად,ოღონდ მას არაფერი დაემართოს და მე...მე გადავიტან ყველაფერს...-ასლანიძე გამოჩნდა კიბეებზე,გაგიჟებული მანჭკავა გაჰყავდა გარეთ.უმისამართოდ იგინებოდა და როგორც აღმოჩნდა თომასკენ იწევდა ისევ,რომელიც დასისხლიანებული გამოჰყავდა დაცვას.
-რა ჯანდაბა ხდება?
-ჩემი დის გაუბედურებისგამო რას გიზამ იცი?მოგკლავ ყ*ეო!
-გაჩერდი,გეყოფა!-ძლივს აკავებდა ასლანიძე.-ახლა გაგახსენდა რომ და გყავს?-მიუგდო უხშად.
-სულ მახსოვდა და არ დაიწყო ლევან!
-ანას გვერდით არასოდეს ყოფილხარ!სულ ახსოვდა თურმე...
-ლევან შემეშვი!-შეუღრინა კაცს.მიუახლოვდნენ ბიჭებიც.-ვერ ვუგებდით ერთმანეთს,მაგრამ არ ნიშნავს რომ ჩემი და არ მიყვარს!
-ანას რამე დაემართა?
-არა...-გააქნია თავი.-თომამ რისი გაკეთება შემიძლიაო და ეცა...შენ კარგად ხარ?
-როგორც შემიძლია...
-დაიჭერენ იმას?
-ჩანაწერს ნახავენ,მერე ანა თუ უჩივლებს...-უპასუხა სანდრომ.გამოვიდა ბელაც შენობიდან.მათკენ დაიძრა პირდაპირ.
-მითხარი მიდი.-ნერვებისგან გააკანკალა როსტომაშვილს.
-ხელი აქვს მოტეხილი,ტვინის შერყევაც...
-მითხარი თამამად.
-ბევრი სისხლი დაკარგა,მის გადასარჩენად მოუწიათ ნაყოფის მოშორება.-როგორც შეეძლო გასაგებად უხსნიდა.-ჭრილობის სრულად შეხორცებას დიდი დრო დასჭირდება.
-შვილები ეყოლება?-ჩაეკითხა რომა.
-ეყოლება,მაგრამ მომდევნო 6 თვე უკეთესი იქნება თუ არ დაორსულდება...-უხერხულად შეიშმუშნა.-ჭრილობის ზედა ფენა უცებ ხორცდება,მაგრამ შიგნიდან მოშუშება ყოველთვის რთულია და დიდი დრო მიაქვს...ექიმთან კონსულტაციები დასჭირდება,საშვილოსნოს სრულად აღდგენისა და ინფექციის თავიდან ასაცილებლად.
-კარგად იქნება?
-მამა შენ ხარ ხომ ასეა?-ჩაეკითხა რატის.-ცალკე დაგელაპარაკები.-თავით ანიშნა და გვერდით გავიდა.-მისმინე...ახალგაზრდა გოგოა,წინ აქვს მთელი ცხოვრება...-სცადა კარგი ამბით დაეწყო.-უამრავი შვილი ეყოლება კიდევ,მაგრამ ჯერ ეს უნდა გადაიტანოს...მისი ორგანიზმი დაცლილია ენერგიისგან,ახლა ჰორმონებიც ყელში წაუჭერს და ცოტა გაუჭირდება...4 თვე გრძნობდა საკუთარ სხეულში როგორ იზრდებოდა და უეცრად აღარ არის...არ შეიძლება მისი ნერვიულობა,უხეში მოძრაობა...ახლიდან უნდა ისწავლოს ცხოვრება და შენ უნდა დაეხმარო...დაცემის შედეგად ორგანიზმი შოკურ მდგომარეობაში იყო და ამ ყველაფერს მისი სხვა დაზიანებებიც რომ დავუმატოთ ბევრია...
-მისი ნახვა მინდა...
-ახლა ინტენსიურშია,პალატაში რომ გადაიყვანენ მერე შეგიშვებენ...
-ფანჯრიდან მაინც არ შეიძლება?უბრალოდ დავინახავ,მეცოდინება რომ იქ არის,სუნთქავს...-აუკანკალდა ხელები მაშინვე.-გთხოვ ვინმეს თუ შეგიძლია სთხოვო...
-ძალიან გიყვარს არა?-ჩაეღიმა სულ ოდნავ.
-არ ვიცოდი ასე თუ შემეძლო ვინმეს შეყვარება...-გადააქნია თავი.
-5 წუთი მხოლოდ...ფანჯრიდან დაინახავ,ოთახში ვერ შეხვალ.
-მადლობა.-ლამის სულიც ამოაყოლა ამ ერთ სიტყვას და უკან მიჰყვა გოგონას...
გაიარა ის ვრცელი დერეფანი ასე რომ სძულდა და აუარა მის მეგობრებსაც გვერდი...არც ახსოვს როგორ ესაუბრებოდა ბელა ვიღაც კაცს,მერე ვიღაც ქალიც ჩაერთო და მისცეს შესვლის უფლება...გაუაზრებლად ჩაიცვა ბახილები და ისე გაიარა გზა მის ოთახამდე...
ფანჯრიდან დაინახა...
უგონოდ მყოფისთვის რამდენიმე მილი მიეერთებინათ.
რაღაცას ითვლიდა აპარატიც.
წვეთოვანი იცლებოდა...
შიგნით იყო ვიღაც,რაღაც სითხე შეუშვა მილში...
-ჩემო პატარა...-ხელი ფრთხილად შეახო მინას და შუბლითაც მიეყრდნო.
ჩაეწვა ყველაფერი როსტომაშილს.
მისი ანა...მისი პატარა ანა...
როგორ ძალიან სტკიოდა ხალხო...
როგორ არ ემეტებოდა ამ ტკივილისთვის...
ცრემლებს ვერ მოერია.
გრძნობებმა დაჯაბნა და ამდენი ხნის შემდეგ,ანასთვის და მისი არდაბადებული პატარასთვის უხმოდ ატირდა...




***
დილამდე დერეფანში იჯდა როსტომაშვილი.გოგონები სახლში წაიყვანეს და ბიჭებიც მალევე დაბრუნდნენ.არ დაუტოვებიათ მარტო არცერთი წუთი.მის გვერდით იჯდა ლევანი და ხანდახან რაიმე გამამხნევებელ სიტყვას ეტყოდა,მაგრამ არ შველიდა საქმეს.
ინფარქტის ნიშნებით იწვა იმავე დერეფანში მანჭკავა.შედარებით უკეთ იყო,მაგრამ ექიმებმა არ მისცეს წასვლის უფლება,ამიტომ რომას ყოველ ნახევარსაათში შეჰქონდა მისთვის ამბავი.
თოვლი მოსულა იმ ღამით თბილისში.დაუთეთრებია დედაქალაქი...ალბათ სხვა დროს გაუხარდებოდა კიდეც როსტომაშვილს...უყვარდა ახალწელს თოვლი,მაგრამ ახლა?ახლა ოღონდ ანა ყოფილიყო კარგად და სულ ნუ მოვიდოდა პირველი იანვარი...
11 დეკემბრის დილას შეუწყვიტეს მედიკამენტების მიცემა და რამდენიმე საათში გამოფხიზლებაც დაიწყო დოლიძემ.ეჭვისა და ფიქრის გარეშე შეუშვეს როსტომაშვილი პალატაში.მის გარდა სხვა ისედაც არავინ განიხილებოდა...
მისწია სკამი ახლოს და ჩამოჯდა მის საწოლთან ძალიან ახლოს...ტუჩები გაფითრებოდა,თითები გაჰყინვოდა...სულ ოდნავ შეახო ხელი მის თითებს და დაელოდა როდის მოვიდოდა გონს.არ იყო მზად,მაგრამ არ იყო სხვა გზა...
ძალიან ფრთხილად და მძიმედ დააშორა წამწამები ერთმანეთს...პირველი რაც თვალში მოხვდა ის თეთრი ჭერი და განათება იყო ასე რომ სძულდა...მოავლო თვალი ყველაფერს,გადახედა მის გვერდით მჯდომ რატის სევდა რომ ჩასდგომოდა თვალებში...თითქოს ერთ ღამეში დაბეჩავებულიყო,განადგურებულიყო...
-რატი...-ძლივს ამოილაპარაკა და დამძიმებული სხეულის აზიდვა სულ ტყუილად სცადა.
-არა ანა,იწექი.-ხელით მიეფერა.-არ იმოძრაო კარგი?
-რა მოხდა?-ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-კარგად არის ყველაფერი.-ძალიან ფრთხილად აკოცა ხელზე.
-მე...მე...-გონებაში იმ დღის აღდგენა სცადა.-რატი...
-ყველაფერი კარგად არის ანა.-ფრთხილად აკოცა.
-სიზმარი ვნახე...-გაახსენდა უცებ...-რატი ბავშვი...როგორ არის?
-ჩშშ.-გადაიხარა მისკენ და შუბლით მის შუბლს ძალიან ნაზად მიეყრდნო.-ანა მჭირდება რომ ძლიერი იყო ახლა გესმის?
-გთხოვ...-ამოიტირა უცებ.-არ მითხრა...
-არ იტირო...ანა გთხოვ...
-გთხოვ მითხარი რომ კარგად არის!-მარცხენა ხელი უმალ წაიღო მუცლისკენ.-რატი...
-პატარავ...-მისი თვალებიდან მომავალი ცრემლი დაეცა ანას შუბლს.ეტკინა...როსტომაშვილის ცრემლი საკუთარ ჭრილობებზე მეტად ეტკინა...
-ჩემი პატარა...
-სულ ჩვენთან იქნება გესმის?ჩვენი პატარა სულ აქ იქნება და არ მოგვშორდება გვერდიდან...
-არა...-გააქნია თავი.-გეხვეწები.
-ანა ახლა შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება გესმის?თავს უნდა გაუფრთხილდე,უნდა მომჯობინდე და...
-რატი გეხვეწები...-ამოიტირა ისევ და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა.-გეხვეწები...არა...ოღონდ ჩემი პატარა არა...ღმერთო მე რატომ არ წამიყვანე...
-გაჩუმდი...არ გაბედო ანა...-მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია კაცმა.-არც კი გაიფიქრო...კარგად იქნება ყველაფერი გესმის?მაპატიე...მაპატიე რომ ვერ დაგიცავით...
-რატომ?..რა დავაშავე?რატო ვკარგავ ყველას?..რა დავუშავე თომას?-სუნთქვა გაუხშირდა ქალს.მთელი ხმით ყვიროდა დოლიძე.-გეხვეწები ჩემი პატარა დამიბრუნე...
-ანა...-ძლივს ამოთქვა მისი სახელი.-ჩემო პატარა,ჩემო სიცოცხლე გთხოვ რა...-ისე ისროდა მისი მიმართულებით თბილ სიტყვებს თავადაც ვერ გაანალიზა.-გეხვეწები გთხოვ...მჭირდები გესმის?მჭირდება რომ კარგად იყო...გევედრები ანა...
-ჩვენს პატარას ვერ გავუფრთხილდი...-საწოლიდან წამოწევა სცადა,მაგრამ არ დაანება.
-გაჩერდი,ჭრილობა გაგეხსნება ანა,არ შეიძლება...
-გამიშვი...არ მინდა აქ ყოფნა,გეხვეწები რატი...
-უნდა დამშვიდდეთ.-შემოვარდა ექთანი მაშინვე.-ქალბატონო ანა...
-პატარავ გთხოვ...გეხვეწები შემომხედე,დამშვიდდი...კარგად იქნება ყველაფერი გესმის?
-ჩემი პატარა...
-უნდა დამშვიდდეთ...
-გაუკეთე!-შემოვარდა მეორეც.
-ჩემი შვილი მომიყვანეთ...-დაატყო ფრჩხილების კვალი როსტომაშვილს მხარზე.-რატი ჩვენი პატარა გთხოვ...
-მაპატიე ანა...მაპატიე...
-ჩვენი...ჩვე...ნი...პატა...რა...-ძლივს ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა.
-ასე ჯობია ბატონო,ახლა ერთდროულად დიდი სტრესის ქვეშ არის...-გადახედა ექიმმა.-მისი ორგანიზმი გამოფიტულია,ვერ გავრისკავთ...
-მესმის...-ყრუდ ჩაილაპარაკა და მისკენ გადაიხარა.ფრთხილად აკოცა შუბლზე,ცერით მიეფერა შეხვეულ ადგილას.-მიყვარხარ...-ჩაილაპარაკა მის ყურთან და საფეთქელზეც ნაზად მიაკრო ტუჩები.
-ვიზიარებ თქვენს მწუხარებას...-ჩაილაპარაკა მის ზურგს უკან.
-შეიძლება მასთან დავრჩე?
-მთელი ღამე აქ იყავით,არ გაიღვიძებს რამდენიმე საათი,მოგვიანებით დაბრუნდით და...
-შეიძლება დავრჩე?-შედარებით უხეშად იკითხა.
-დიახ.-დაუქნია თავი.-საწოლს შემოვატანინებ თქვენთვის.
-არ მინდა,აქაც კარგად ვარ,მასთან.-თვალი არ მოუშორებია მძინარე გოგონასთვის ისე ამოთქვა და ცრემლები მშვიდად მოსწმინდა...





***
შორიახლოს დაიარებოდა ნასყიდაშვილი.მთელი ღამე გარეთ იჯდა.ნაცემი და გაუბედურებული.იცოდა არ იყო მისი ბრალი,მაგრამ თან მისი წამოწყებული იყო და ხვდებოდა ყველა მას დაადანაშაულებდა.ხელი არ უკრავს...არ უნდოდა ანას რამე დამართნოდა...
დაინახა რატიც...საავადმყოფოს ეზოში გამოსულიყო და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა...იცოდა მოხვდებოდა ისევ,არც ლანძღვა ასცდებოდა,მაგრამ უნდა აეხსნა...უნდა ეთქვა რომ არ უნდოდა...ძლივს გადაადგა ფეხები.საშინლად უჭირდა თვითონაც,მაგრამ რაღას უშველიდა...
-რატი...-წამოადგა თავზე კაცს.ყელში გაეჩხირა მთელი ღამის ნაფიქრი სიტყვები...
-წადი სანამ მიცემიხარ!-გამოსცრა კბილებში.
-არ მიკრავს ანასთვის ხელი...ვკამათობდით და ყველაფერი უცებ მოხდა...ხელი გავუკავე...სახეში რომ დამარტყა აზრზე ვერ მოვედი ისე გავუშვი და დაეცა...არ მინდოდა მისთვის რაიმეს დაშავება გესმის?-ცრემლები მოეძალა თვითონაც.-არ ვიცოდი ორსულად თუ იყო...
-გინდა თუ არა შენს გამოა ანა ამ მდგომარეობაში!-ფეხზე წამოდგა და წელში გაიმართა მაშინვე.-დაგიშავა რამე?რამეს შეგპირდა?შეყვარებულები იყავით?
-არა.-გააქნია ყველა კითხვის საპასუხოდ თავი.-მომწონს...მომწონდა...-გადაასწორა მის მრისხანე თვალებს რომ გადააწყდა.-შემეშალა,არ ვიმართლებ თავს,მაგრამ არ არის ჩემი ბრალი რატი...
-რომ გიყურებ იცი რისი სურვილი მიჩნდება?რომ მოგკლა!აქვე,ახლავე...თავი გარტყმევინო სადმე,ან ცემით ამოგხადო სული!არ მაიძულო ძალიან გთხოვ...უბრალოდ მოშორდი!
-ძალიან ვწუხვარ.-თავი ჩახარა.ყველაფრის მიუხედავად ცუდად გრძნობდა თავს და აღარ უნდოდა მდგომარეობის გამწვავება.
-რატი?!-მოესმა შორიდან დედის ყვირილი...ვაი როგორ სჭირდებოდა ამ მომენტში...უკან მოჰყვებოდა ცირაც.დარცხვენილი ისიც...-დედა მოგიკვდეს...როგორ ხარ შვილო.-აათვალიერა კარგად.გაერიდა ამ სიტუაციას თომა.მიხვდა არ იყო მისი ადგილი...
-კარგად ვარ...-მაინც უდრეკი ხმა ჰქონდა როსტომაშვილს.
-ვაი მაგ კარგად ყოფნას დედი...
-როგორ არის ანა?-ჩუმად ამოილაპარაკა ცირამ.თვალი ვერ გაუსწორა ძმას.
-ცუდად იყო,ძალიან განიცადა და დააძინეს ისევ...
-აბა რა იქნება შვილო...-სახეზე ნერვიულად ისვამდა ხელებს ქალი.-ასეთ პატარა გოგოს...რატომ ღმერთო...
-დედა რა ვუთხრა?როგორ ვანუგეშო?-ჩაეკითხა ქალს
-თვითონ მიხვდები რა სჭირდება...მე ვერ გეტყვი ვერაფერს...-გააქნია თავი ქალმა.
-მის გვერდით იყავი და არ მიატოვო...აგრძნობინე რამდენს ნიშნავს შენთვის...-გადახედა ძმას.გამოცდილი ჰქონდა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი...
-უბრალოდ კარგად იყოს,მეტი არ მინდა არაფერი.-სიგარეტი ფეხით მოსრისა და თავი ხელებში ჩარგო.ანას მეტი არაფერი აფიქრებდა ახლა...





***
ისევ იგივე სცენარი დატრიალდა...ისევ საავადმყოფოს თეთრი ჭერი და განათება,ისევ როსტომაშვილი მის გვერდით და ისევ ის სიცარიელის შეგრძნება...
ამჯერად ახსოვდა ყველაფერი,გაახსენდა როგორ დაპანიკდა,როგორ აჩერებდა რატი და როგორ დააძინეს...აღარ უნდოდა,არც თავი ჰქონდა...მის გვერდით მჯდომს გადახედა,თავი საწოლის კიდეზე რომ ჩამოეყრდნო და თვალები დაეხუჭა...გული მოეწურა ასეთს რომ უყურებდა...ძლივს ასწია თითები და შუბლზე ნაზად გადაატარა.ვერ უყურებდა ასეთს,არ შეეძლო...წარბები შეჭმუხნა კაცმა,მძიმედ დააშორა წამწამები ერთმანეთს და უცებვე წამოსწია თავი.
-ანა...
-ცუდად გამოიყურები...-ენის წვერი გადაისვა გამომშრალ ტუჩებზე.
-პატარავ...როგორ ხარ?-თითები ჩამოუსვა ლოყაზე.-გტკივა რამე?
-თავი და...-მოარიდა მაშინვე თვალი.-მუცელი...
-კარგად არის ყველაფერი ანა.-ხელის გულზე ნაზად აკოცა და თვალებში ჩააცქერდა.-შენც კარგად იქნები და...
-მაპატიე...
-რას ამბობ?-გაოგნებული შეჰყურებდა.
-რომ ვერ დავიცავი...
-ნუ ამბობ!-გააქნია მაშინვე თავი.-მესმის რთულია ანა,მაგრამ მჭირდება რომ კარგად იყო გესმის?არ არის შენი ბრალი,ვიცი რაც მოხდა და არ არის შენი ბრალი!
-რატი...
-მჭირდები ანა...გთხოვ შენ მაინც არ დამიმატო...გთხოვ მეტად არ მანერვიულო...-შუბლზე მიეფერა ნაზად.
-თაიას ვერ გავუფრთხილდი...
-რა?
-გოგო იყო.-ჩაეღიმა სულ ოდნავ.-შენი თაია იყო...
-ანა რას ამბობ?
-კარგად იქნება,დუდა დამპირდა რომ მიხედავდა.-მიეფერა კაცის მოზრდილ წვერს თითებით.ლოყაზე ჩამოუგორდა ცრემლი.როსტომაშვილსაც აემღვრა თვალები.-დიდხანს მეძინა?
-რამდენიმე საათი...
-თომა?მითხარი რომ არ ეჩხუბე...
-ამაზე მართლა ფიქრობ ახლა?-უნებურად გაეღიმა.ასეთი პატარა და ასეთი დიდი გულის პატრონი იყო...-შეაღო კარი ექთანმა.კარგად აათვალიერა დამამშვიდებელს ხომ არ საჭიროებდა ისევ.
-არ იყო მისი ბრალი...ფეხი დამიცდა...
-ვიცი რაც მოხდა!-ჯიუტად გაიმეორა.
-რატი...
-ჰო პატარავ.-აკოცა საფეთქელთან,ძალიან თბილად.
-ჩამეხუტები?-პატარა ბავშვივით ამოილაპარაკა.ქვემოდან ახედა დიდრონი მწვანე თვალებით.გადახედა როსტომაშვილმა მის ხელს წვეთოვანი რომ დაემაგრებინათ.აკოცა მის ცრემლიან თვალებს.ექთანს გადახედა უკვე გასვლას რომ აპირებდა და შემობრუნდა.სულ ოდნავ წამოსწია საწოლის საზურგე და თავი უხმოდ დაუქნია.გვერდით მიუჯდა და ძალიან ფრთხილად მოხვია ხელები.ორივეს სჭირდებოდა.სულ გვერდით უნდა ყოლოდა ეს პატარა გოგო და არ მოეშორებინა არასდროს...უხმოდ,მაგრამ მთელი გრძნობით ატირდა მის მკლავებში ანა.სულაც არ უნდოდა ოდესმე მისგან შორს ყოფილიყო...მხოლოდ ის სჭირდებოდა და მისი სიყვარულით სავსე თვალები,თავადაც ასე რომ უყვარდა...გრძნობდა მის მჭიდროდ მოხვეულ ხელებს სხეულზე,თმაზე რომ ეფერებოდა და ნაზად კოცნიდა...ნეტავ არასოდეს დამართნოდათ.ნეტავ ამაზე მეტი შესძლებოდათ...
-გარეთ არის კიდევ ვინმე?
-ყველა აქ არის ანა,ყველა შენ გელოდება...
-გვანცა ხომ კარგად არის?
-კარგად არის,არ იდარდო.
-თომას მართლა არ უნდოდა.-მუჭით მოიწმინდა ცრემლები.
-ნუ მიხსენებ!-აგრესია ვერ დამალა მაინც.უყურა მანჭკავასთან ერთად იმ ვიდეოს და ტვინში ლამის სისხლი გაეყინა.ხელი არ უკრავს,მაგრამ ხომ აძალებდა საუბარს?ხომ ექაჩებოდა ძალით?
-ვიცი რომ ძალიან გინდოდა...მეც მინდოდა რატი...
-იცი როგორ არ მემეტები ამ ტკივილისთვის ანა?ოღონდ შენ იყო კარგად და მე მოვკვდე თუნდაც ახლავე...
-აღარ თქვა!-მიუგო სასოწარკვეთილმა.-გეხვეწები არ თქვა...არ დამტოვო არასდროს...არ მოკვდე...ვერ გადავიტან გეფიცები...
-ჩშშ...არ მივდივარ არსად.-აკოცა კიდევ ერთხელ.-შენთან ვიქნები გესმის?არსად წავალ და სულ ვიზრუნებ შენზე!..
ასეც იქნებოდა...სულ იზრუნებდა როსტომაშვილი მასზე.სულ ეყვარებოდა...არასოდეს გაუშვებდა მისგან,მაგრამ განა ასეთი მარტივი იყო?
ჩაეძინა მის მკლავებში მოქცეულს და სულიც დაუმშვიდდა თითქოს.
არ წყდებოდა გარეთ მისი მნახველების რიგი,მაგრამ არავისი ნახვა არ უნდოდა...
წამოდგა სოსო მანჭკავაც ფეხზე,ემუქრებოდა თომას ციხეში ჩაგსვამო,მაგრამ ვერ ჩასვამდა და არც ანა დაუშვებდა ამას...
მესამე დღეს მიიღო მხოლოდ ძმა,რომელსაც ძალიან უნდოდა მისი ნახვა.კი გაუკვირდა,მაგრამ შეუშვა და ასეთივე გაკვირვებული სახით მისჩერებოდა.აათვალიერა დის გატანჯული სახე და სევდით სავსე თვალები.ვერ უძლებდა ასეთს რომ ხედავდა,მაგრამ არაფერი შეეძლო.ნაზად მიეფერა სახეზე.აკოცა ხელზე,დალურჯებულ ადგილას...მიუჯდა გვერდით და ამდენი წლის განმავლობაში თვალებში რომ არ შეუხედავს ახლა გაუბედა მხოლოდ.
-მაპატიე ანა...-ისეთი წრფელი იყო მისი სიტყვები უნებურად გააჟრჟოლა დოლიძეს.-მაპატიე ასეთი ცუდი ძმობა...
-რა დაგემართა?-ეჭვნარევი მზერა მოატარა.ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა მისი ძმა ასეთი ყოფილიყო.
-არასოდეს მდომებია,რომ რაიმე დაგმართნოდა...ხომ იცი რომ მიყვარხარ?თუ არ იცი გეტყვი მაშინ...საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ...მაპატიე რა...მაპატიე რომ ვერ გაგიფრთხილდი...
-რატომ დამჩაგრე ასე?-უნებურად გაუტყდა ხმა.-რატომ დამტოვე მარტო?რატომ მაიძულე სხვა ადამიანი მიმეღო ძმად და დამევიწყებინა ვის უჩქეფდა ძარღვებში ჩემი სისხლი?რა დაგიშავე რომა?-უხეშად შეიმშრალა ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი.
-შენ არაფერი...დედამ და მამამ დააშავეს და შენ დამეჩაგრე...-თავი ჩახარა მაშინვე.-დედა რომ წავიდა თავიდან არაუშავს-მეთქი ვიფიქრე,მაგრამ მერე...ხალხი ლაპარაკობდა,სულ პრობლემები მქონდა ხომ იცი...
-რა შუაშია?
-ავირიე ანა და ცუდი რაღაცები გავაკეთე...მამასაც ხო იცი ვერ ვიტან და მინდოდა გამეგიჟებინა...მეგონა მისი ბრალი იყო დედას წასვლა...მეგონა მის გამო მიგვატოვა და სამაგიეროს გადავუხდიდი,მაგრამ შენ გაწყენინე მერე...ცუდ წრეში ვტრიალებდი და ეგეთებთან ოჯახის ხსენება არ შეიძლება...არ მინდოდა დაშავებულიყავი და მაგიტომ მოგშორდი...
-რომა?!
-გახსოვს სახლში ნაცემი რომ მოვედი მამასთან ერთად და გითხარი უბნის გარჩევა მქონდა-თქო?
-მახსოვს.-დაუქნია თავი მაშინვე.
-არ მქონია.-გაეცინა.-წიხლით მცემეს გორბაჩოვებმა და ცუდი რაღაცები მითხრეს შენზე...პატარა და ხომ გყავსო...ხოდა იმასაც ხო არ მივართვათ რამდენიმე ლუკმა რომ გაიაზრო რასაც გეუბნებიო...მაშინ პირველად უარვყავი შენი არსებობა...-თავი მძიმედ გააქნია.-ვთქვი რომ და არ მყავდა და იცი როგორ შემრცხვა ჩემი სიტყვების?შემეშინდა,მეც ბავშვი ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი...
-გეგონა რამეს დამიშავებდნენ?
-არ მეგონა ანა,დაგიშავეს კიდეც...ტაქსით ავარიაში რომ მოყევი გახსოვს?ნუცუბიძის პლატოზე.-დაუქნია უხმოდ თავი.-სპეციალურად დაგეჯახა გელა გორბაჩოვი...ფული მქონდა მისატანი და მამა აღარ მაძლევდა...მაშინ პირველად მოვპარე ფული...მაგის მერე აღარ აქვს ჩემი იმედი და მერე თითქოს გავბრაზდი კიდეც...ვგრძნობდი არც ვუყვარდი იმდენად რა...ხო იცი ვაფრენთ მაგ ასაკში და უნებურად იმდენი შემეშალა...
-რატომ არ მითხარი?
-მერე მართლა ვეჭვიანობდი და მაგიტომ...სი*ი ვარ ვიცი...მაპატიე გთხოვ...
-არ ვიმსახურებდი შენგან ასე დაჩაგვრას...არაფერი გამიკეთებია ისეთი რომ...
-ვიცი ანა,შენ არც ხარ შუაში.-აკოცა კიდევ რამდენჯერმე.-არც მაქვს ნორმალური ახსნა,მაგრამ ადამიანი ვარ,გამიგე გთხოვ...
-დედას არ დაურეკავს?-რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ იკითხა.-ვიცი ახალ ამბებში აჩვენეს ჩემი მდგომარეობა,ამიტომ ვკითხულობ.
-არა.-გააქნია თავი.-მაგრამ რატის დედაა აქ,ისე გკითხულობს,ისე უყვარხარ...
-ვიცი,კარგი ქალია ძალიან.-მწარედ ჩაეღიმა.
-რატისაც უყვარხარ...-მოსინჯა ნიადაგი.
-თვითონ გითხრა?
-თქმა რად მინდოდა?სახლში მხოლოდ გამოსაცვლელად მიდის და ისევ უკან მორბის.იცი რა ცუდად იყო?მარტო შენი სახელი ეკერა პირზე...
-ძალიან ვანერვიულე ყველა...-გადაუსვა ძმის დაკოჟრილ თითებს თავისი.-რა დაგემართა?
-თომას ვეჩხუბე!
-ჩემს გამო?
-სხვა დაც მყავს?-წარბი აუწია.-მაპატიებ ანა?
-ლევანია ჩემი ოჯახი.-მტკიცედ წამოიწყო საუბარი.-შენ რომ არ მიგეტოვებინე...
-ვიცი,ყველაფერი ვიცი.-აემღვრა თვალები.-უბრალოდ იცოდე რომ აქ ვარ კარგი?თუ გინდა სულ არ დამელაპარაკო არასდროს,უბრალოდ იცოდე რომ მიყვარხარ და ვდარდობ შენზე...
-მეც მიყვარხარ,მაგრამ ახლა ვერ კარგი?
-მესმის.-შუბლზე აკოცა დას.-დაისვენე,აქ ვიქნები.
-მადლობა.-ყრუდ ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა...ძალიან ბევრი ემოცია დაატყდა ერთად თავს და არ ეგონა ამდენს თუ გაუძლებდა...რაღაში სჭირდებოდა მათი წამლები,სულის ტკივილი თავისითვე უთიშავდა გონებას...


***
-არის მასთან ვინმე?-ჩაეკითხა რატის მანჭკავა.-ნახვა მინდა.
-ლევანია შიგნით.
-ეგ ბიჭი კიდევ!-ღვარძლით ამოილაპარაკა სოსომ.
-დაანებე თავი!-გამოსცრა კბილებში.-ანას მეგობარია და სჭირდება მისი ყოფნა...
-რაიყო აღარ უნდა თავისთვის?
-არც არასოდეს უნდოდა და ანა არ გააღიზიანო!მე ვენდობი ლევანს და მეტი ისედაც არავის უნდა ადარდებდეს ჩემი საცოლის მეგობრები.
-საცოლის?-წარბები შეჰყარა კაცმა.
-ხელის თხოვნას ვაპირებდი...
-გიყვარს?
-რა გინდა სოსო?არ მეტყობა რომ კი?
-აღარ გაშინებს მისი ასაკი?
-არც მაშინ მაშინებდა,უბრალოდ...
-უბრალოდ ეჭვი ჩაგინერგე.-ჩაეცინა კაცს.-გჭირდებოდა შენ ეგ ყველაფერი,რომ გაგეგო და გაგეაზრებინა რა გინდოდა...
-ვიღაც ჩერქეზიშვილის ამბავიც მაგიტომ ჩამაწვეთე?-სულ ოდნავ ჩაეღიმა.
-შენი სახე უნდა გენახა...სამაგიეროდ აწი იცი რომ გიყვარს...ჩაჰკიდე ხელი და...
-არ ხარ წინააღმდეგი?აღარ ვარ უფროსი?-სიტყვებზე გამოიჭირა.
-უფროსი ხარ,მაგრამ ანას რომ გაუმკლავდე ზუსტად ის მოთმინება უნდა გქონდეს,რომელიც შენ გაქვს...კარგია რომ უფროსი ხარ...
-დედამისს არ დაურეკავს?არ მოიკითხა?
-არა.-გააქნია უარის ნიშნად თავი.-მაგისი გაბო*ებული კარგიც!-შეიკურთხა გაღიზიანებულმა.-დედაშენიც ეყოფა...უყვარს ანა ძალიან...
-დედას ვერ შეუცვლის მაინც...კითხულობდა ანა.
-ანა მის გარეშე უკეთესად არის,დამიჯერე...-მხარზე ხელი დაჰკრა კაცმა.
-შენ გეძახის!-პალატის კართან შედგა ასლანიძე.სოსოს გადახედა.გაიკვირვა კაცმა,,მაგრამ წამოდგა წამსვე.არ ელოდა შვილისგან ნახვის უფლებას...მზერა გაუცვალა ასლანიძეს,რომელსაც აშკარად არ მოსწონდა და პალატაში შეაბიჯა.
უკეთ გამოიყურებოდა,ფერიც უკეთესი ჰქონდა და ხვალ დილით გაწერდნენ კიდეც.არ აპირებდა მისთვის ნერვების მოშლას,უკვე აღარ...დაუთმო შვილს...როგორც იქნა მიხვდა ყველაფერს და ახლა თუ ეტყოდა მთვარეზე დასასვენებლად გამიშვიო ამის ხერხსაც მოძებნიდა...
-გინდა რომ გაპატიო?-გამომცდელად შეხედა მამას.არც სალამი და არც მოკითხვა ყოფილა.
-იცი შენ მაგ კითხვის პასუხი.-ჩამოჯდა სკამზე და მიეფერა ჩაცვენილ ლოყებზე.
-დამეხმარე!-იყო მხოლოდ ერთი სიტყვა და ერთი პასუხი.სხვა აღარაფერზე ფიქრობდა მათი გონება და ზუსტად ასე გაიწირა როსტომაშვილი იმავე საღამოს...
დამჭკნარა ის წითელი ვარდებიც ანასთვის რომ უყიდია და აღარ გამთბარა საწოლის მის მხარეს უკვე რამდენიმე თვეა...




***
„შენ თუ ახლა ამ წერილს კითხულობ იცოდე,რომ ძალიან ვწუხვარ...-ჯერ ისევ სველი იყო ფურცელი,ცრემლი დაჩნეოდა კალმის კვალს ზედ.-იცი როგორ მახსოვს შენი ზღვის სურნელი?ხორბლისფერი კანი და წრფელი თვალები?ჰო თვალები,რომლებმაც დამიბინდეს გონება და მაიძულეს მხოლოდ შენზე მეფიქრა...იმ ღამესაც,სიგარეტის კვამლში გახვეული რომ მიმზერდი...სამყარო ჩემი მეგონა რატი...მახსენდება შენი თითოეული შეხება,შენი მზერა და ორმაგად მტკივა გული ახლა,მაგრამ ყველა ტკივილს ასე მარტივად ვერ წავშლი ჩემი გონებიდან...
ვერ დავივიწყებ იმას თუ როგორ გაფრინდა ჩვენი პატარა,როგორ არ მეღირსა მე დედობა და შენ მამობა...ვიცი ახლა ჩემს წასაყვანად მოსულს არ დაგხვდი და გული გეგლიჯება,მაგრამ არ შემიძლია...ახლა ვერ და უნდა მაპატიო...
იცი რა მომენატრება? ყოველ დილით მე რომ აღარავინ მომეფერება...
ყოველ დილით შენს თბილ თვალებს რომ ვეღარ დავინახავ...
რომ ვეღარ ვიგრძნობ შენგან მომავალ სითბოს...
ყოველ საღამოს ჩვენს პატარას რომ აღარ მოეფერები,ან ჩემს ისტერიკებს შენებურად რომ არ გაუძლებ...
იმ ღამეს მე ვერც კი ვიფიქრებდი შენ თუ იქნებოდი ჩემი მომავალი...
ვერც მაშინ აუდიტორიაში რომ დაგინახე და სუნთქვა შემეკრა შენი დანახვისას...
სულ ასე მემართებოდა...პეპლებს ვგრნობდი მთელს სხეულში და ჟრუანტელი მივლიდა შენი ყოველი შეხებისას...
შენ არ მემეტები იმ ტკივილისთვის,რომელსაც მოგიტან ჩემი დეპრესიით და იცი რატომ?
რადგან მიყვარხარ...-ცრემლები ვერ შეიკავა როსტომაშვილმა.თავჩახრილი იჯდა საწოლზე და უხმოდ ტიროდა ანას გადაწყვეტილებას.-ვიცი გიყვარვარ შენც,მაგრამ ახლა არ შემიძლია...
როცა მზად ვიქნები თავად დავბრუნდები და შენ გადაწყვიტე თუ მიმიღებ ოდესმე...თუ გენდომება ჩემთან ერთად ოჯახი და შვილები...
ნეტავ შემძლებოდა და გავფრთხილებოდი ჩვენს ამბავსა და ჩვენს შავი ზღვის საიდუმლოს...ჰო მე ასე ვეძახი ამ ამბავს,შავი ზღვის ნაპირზე,აკრძალული ხილით მოვიწამლეთ ორივე და საიდუმლოდ შევინახეთ ეს ამბავი...
ვიცი შენც გიმძიმს ახლა,შეიძლება უპატიებელიც არის ჩემგან შენი მიტოვება,მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად...
არ მომძებნო,არც არავის გაუბრაზდე,არავინ იცის სად წავედი...
ლევანს მიმიხედე კარგი?გაუჭირდება...
თამროს უთხარი რომ წასვლა შეუძლია,ვიცი გერმანიიდან პასუხები ჩამოუვიდა...
გვანცას უთხარი რომ მისი პატარას დაბადებას მოუთმენლად ველოდები და შენ...შენ არ გაბედო დანებება,თორემ მე არასოდეს გაპატიებ...
მიყვარხარ.
შენი ანა...“
მაინც გატეხეს როსტომაშვილი...


***
ლამის გადაატრიალა ყველაფერი,მისი მეგობრების სიტყვებს არ დასჯერდა,ყველას სახლი სათითაოდ შეამოწმა...ლოკაციაც გათიშული ჰქონდა,ვერც ლევანი დაეხმარა და მართლაც საბოლოოდ გაუჩინარდა.თავადაც ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო ასე უბრალოდ წასვლა,მაგრამ თან ესმოდა მისი...
-არ ვიცი სად არის!-გაუჩერებლად უმეორებდა ლევანი.-არაფერი უთქვამს,არ ვიცი გეფიცები.
-ლევან ამ მდგომარეობაში სად წავიდოდა?თან მარტო!-ღრიალს არ წყვეტდა კაცი...მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა ლევანი რამდენს ნიშნავდა მისთვის ანა...ცხვირწინ რომ წაექცა ამხელა კაცი და მუხლებზე მდგომი აცეცებდა თვალებს...საკუთარი თავი გაახსენდა ნინია რომ დაკარგა...
-დაბრუნდება!-განაცხადა მტკიცედ.-ჭირვეულია,მაგრამ დაბრუნდება გესმის?უჭირს ახლა,თავადაც ცუდად არის და არ უნდა თავისი ტკივილი დაგიმატოს...
-განა მე მისი ტკივილი მებევრება ლევან?ოღონდ მისი თვალების ყურება ნუ მომიშალოს ღმერთმა და მთელი საქართველოს ტკივილს ვატარებ ზურგით!..


***
-არაფერი ისმის?-გაბედა ცირამაც ძმის მონახულება ერთ საღამოს.ვარდების სურნელი ტრიალებდა სახლში.დამჭკნარი ფოთლები ეყარა იატაკზე.
-არა.-გააქნია თავი.
-დაბრუნდება ხომ იცი?ხომ გითხრა?
-ახლა მჭირდება...



***
-დანიელ?!-გაუკვირდა მისი ნახვა ბელას.როსტომაშვილისგან მოდიოდა.ნახა რა მდგომარეობაში იყო,როგორ ცუდად გამოიყურებოდა...უყურებდა იმ ყვავილებს ჯიუტად რომ არ ყრიდა და ანას მისვლას ელოდა...აღარც უნივერსიტეტში დაბრუნებულა.აღარასდროს შეაღებდა იმ შენობის კარს,რომელმაც სულიერად დაანგრია ორივე...რომელმაც აიძულა ანას გაქცევა...ალბათ მაშინ პირველად იგრძნო დანიელმა რა ძალა ჰქონდა სიყვარულს...
-არაფერი მითხრა!-სხეულზე აიკრო ერთი თვის წინ გაცნობილი გოგონა გონებიდან რომ ვერ იგდებდა და ძლიერად მოხვია ხელები.-დღეს არ მიდიხარ სამსახურში!-განუცხადა ამაყად და ყელზე აკოცა ქალს.
-გაიწიე...-ყრუდ ჩაილაპარაკა და მისი მოშორება სცადა მაშინვე.
-გთხოვ ბელა.-მიეფერა თმაზე,ჩააცქერდა იმ ლამაზ თვალებს ასე რომ ეძვირფასებოდა და მიზეზი ვერ გაეგო...-არაფერი მითხრა...
-მთვრალი ხარ დანიელ?-გაოცებას ვერ მალავდა.
-მთვრალი ვარ და პირველი შენ გამახსენდი!-წამოროშა გაუაზრებლად.-ახლა არაფერი მითხრა,ჩემს გვერდით დაჯექი და მომეცი უფლება ჩაგეხუტო!
-დანიელ...
-ბელა...-ლამის მუდარა გაურია ხმაში.ჩახრინწული ხმით ამოთქვა მისი სახელი და თვალებში ჩააცქერდა.
-რა დაგემართა?
-არ ვიცი...-ამოთქვა დაბნეულმა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-რა გჭირს გამაგებინე?
-რატის ამბავი მიჭერს ყელში...მისნაირს არ უნდა დამართნოდა...იცი როგორ უნდოდა ოჯახი?
-კიდევ რამე მოხდა?
-მოდი...-ხელი გაუწოდა ქალს.ლამის კედელს მიეყინა გოგონა.-ბელა...
-რატომ ხარ აქ?
-სხვა ადგილი არ გამახსენდა წასასვლელად...-წამოდგა მაშინვე ფეხზე.-რატომ მერიდები?
-არ გერიდები...
-ნუ მერიდები გთხოვ...ბელა მე შენ ზედმეტ ხმამაღალ სიტყვასაც კი არ გეტყვი,რომელ შეხებაზეა ლაპარაკი...ნუ აკეთებ ასე რა...-ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა...
-რა გინდა?რატომ მექცევი ასე?რატომ მოდიხარ შუაღამისას ჩემს სახლში და...
-ნუ მეკითხები,არ ვიცი ბელა!-ნაზად ჩამოუსვა თითები სახეზე.-არ მოხვიდე დღეს სამსახურში!-ფრთხილად აკოცა შუბლზე და მაშინვე მოშორდა.-იყავი რა სახლში,მე ვერ მოგაქცევ ყურადღებას და არ მინდა რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს.
-სად მიდიხარ?-მაინც სძლია სურვილმა.
-სახლში...
-დარწმუნებული ხარ?
-სხვაგან სად უნდა წავიდე?-შეუბრუნა კითხვა.
-არ ვიცი,გეკითხები.-მხრები აიჩეჩა.
-დაისვენე დღეს.-მიეფერა სახეზე და გვერდი აუქცია.
-მოიცადე...-ლამის ყელში გაეჩხირა სიტყვები.-ცუდად ხარ დანიელ...ასე სად წახვალ...თან მთვრალი...
-დამიტოვებ?-ჩაეღიმა სულ ოდნავ.
-დივანზე დაგაძინებ!
-რატომ?სულ ნუ დამაძინებ,უბრალოდ რატომ?
-ვალი მაქვს შენი.-ჩაილაპარაკა ყრუდ.
-ნუ სულელობ პატარავ,დაისვენე მიდი.-ისევ ზურგი აქცია,მაგრამ ამჯერად მისმა ხელმა შეაჩერა.
-დანიელ...
-გისმენ ბელა...
-დარჩი.-ახედა მშვიდი თვალებით კაცს.ენდობოდა და თავადაც ვერ ვხვდებოდა რატომ,მაგრამ არ ეფიქრებოდა იმაზე,რომ რაიმეს დაუშავებდა...
-იცი როგორ მინდა რომ გაკოცო?-მიეფერა სახეზე.ცერა თითი გადაატარა ტუჩებზე.
-გაშლილი მარჯვენა მოგხვედრია?-დაუბრიალა მაშინვე თვალები.
-ჩამეხუტე რა...-ისეთი ბავშვური ხმით ჩაილაპარაკა.-ხომ მენდობი?ხომ მიტოვებ სახლში?-თბილად აკოცა ლოყაზე.-ნუ მეჯიუტები ტყუილად.
-რა უცნაური ადამიანი ხარ?
-რატომ?-ჩამოუსვა თმაზე ხელი.ისე უნდოდა ახლა შეხებოდა...
-რატომ არ მანებებ თავს?იმ დღის მერე ისეთ რაღაცებს აკეთებ ჩემთვის...-აუწყლიანდა თვალები.-სამსახური დამაწყებინე,ყვავილები მაჩუქე...
-იმსახურებ და მინდოდა გცოდნოდა.არ იტირო გოგო,არ გამაგიჟო...
-არ ვტირი.-გააქნია მაშინვე თავი.
-პატარავ.-დივანზე ჩამოსვა და მის წინ ჩაიმუხლა.-რა სულელი ხარ ჰა?
-გამოგიტან საბანს და დაწექი...
-არ დავრჩები,ვხუმრობდი ბელა.
-დარჩი.-ჩამოატარა თლილი თითები სახეზე.უფრო ახლოს მიიწია მასთან...მის სუნთქვას გრძნობდა სახეზე.იცით როგორ მოსწონდა ეს კაცი?აღწერა არ შეიძლებოდა...სიამოვნებდა მისი ყურადღება,მასთან საუბარი...-არ წახვიდე დღეს...-გადაიხარა მისკენ,სულ წამით შეყოვნდა და მაინც მისწვდა მის ბაგეებს.გააჟრჟოლა ორივეს...სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და თვალები მიენაბა უნებურად.რა ხდებოდა დანიელის სხეულში?ყველაფერი ერთად!ალბათ არასოდეს ყოფილა ქალი ასეთი სასურველი მისთვის და არასოდეს უგრძვნია ის,რასაც იმ წამს გრძნობდა...
-ჩემი გაგიჟება გინდა?-ფრთხილად აკოცა ყბის ძვალზე და ქვემოდან ახედა.-მოდი ჩემთან!
-დანიელ...
-ჰო პატარავ.-ჩაეცინა კაცს და ხელები მოხვია.გრძნობდა ქალის გულისცემას. გრძნობდა როგორ ნერვიულობდა და მის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა...ეფერებოდა გრძელ დალალებზე ასე რომ მოსწონდა.მის სურნელს ხარბად სუნთქავდა და ტუჩებს მის ლოყაზე დააცოცებდა.-არ უნდა გექნა.-ღიმილით მიუგო და ყელზეც დაუტოვა კოცნის კვალი.
-ვიცი...დაივიწყე კარგი?-დამნაშავესავით ამოთქვა...იფიქრა არასწორად გავიგე მისი ქმედებები და ამიტომ ამბობსო.
-აწი ვეღარსად წახვალ.-მოაბრუნებინა სახე და თვალებში ჩახედა.-თუ ჩემი მოშორება გინდოდა არ უნდა გაგეკეთებინა.-მის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ამჯერად თავისი ნებით,უფრო ოსტატურად დაეწაფა.
-დანიელ...-უჰაერობისგან ლამის გაგუდულმა ძლივს ამოთქვა.გახშირებულად სუნთქავდა და არეული თვალებით უყურებდა მის წინ მჯდომ კაცს.
-ჩემს სახელს ასე დაბნეული რომ ამბობ მიყვარს ეგ მომენტი.-თბილად აკოცა თითებზე.-ბელა რატომ მირევ გონებას?
-რა გავაკეთე?
-აი შენს თავს რატომ გამოუტანე განაჩენი?მე არ გაგიბედავდი...
-ერთ კოცნას რამხელა ყურადღებას აქცევ?-წარბი აუწია მოულოდნელად.სიცილი ძლივს შეიკავა კაცმა.
-გგონია მხოლოდ ერთი იქნება?-იმავე ტონით უპასუხა.-ძალიან ბევრი ეგეთი იქნება,შენ არ იცი უბრალოდ ჯერ...
-ნუ სულელობ.-გადააქნია თავი და ფეხზე წამოდგომა სცადა მაგრამ არ დაანება.
-მართლა ასეთი კარგი ხარ ბელა?-ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე.-არ შეიძლება ეგეთი კარგი იყო თორემ გამიჭირდება.
-რა გაგიჭირდება?
-შენთან ყოფნა.-მიუგო მოურიდებლად.-აი რაღაცა სისულელე მემართება და როგორ არ მინდა იცი?
-რას გულისხმობ?
-არაფერს,დაივიწყე.-გააქნია თავი.-მეორედ არ გაიფიქრო სველი თმით გარეთ გასვლა,თორემ ვიჩხუბებთ...
-ნესტიანია.
-როგორიც არის,არ გაიფიქრო!-გადაიხარა მისკენ და შუბლზე მიაკრო ცხელი ტუჩები.-ხვალ გნახავ ბელა.დღეს დაისვენე...
-არ რჩები?
-არა.-გააქნია თავი.-ჯერ ეგეთი ნებისყოფა არ მაქვს ამ ყველაფრის მერე აქ გიყურო და აღარ შეგეხო.-ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა.აუწითლდა ლოყები გოგონას.-ღამემშვიდობისა ბელა.-ყრუდ ჩაილაპარაკა და გაშეშებული დატოვა ოთახში...რა ემართებოდა?როდის იყო ბელა ასეთი?
-არ შეიძლება ბელა!-გაწყრა საკუთარ თავს და საწოლში შეიმალა,თითქოს ასე პრობლემებს გაექცეოდა...





***
იმავე ღამეს გაქრა თბილისიდან როსტომაშვილი...აღარც ზარებს პასუხობდა,ვეღარც პოულობდნენ...ბინის გასაღებიც კი ნოხის ქვეშ დაუტოვებია და სახლში შესულ ბიჭებს ყველაფერი დალეწილი დახვდათ...მანჭკავასთანაც მისულა...ლამის ჭკუიდან გადასული ემუქრებოდა კიდეც,მაგრამ მხოლოდ ის გაიგო,რომ საავადმყოფოდან გააპარა და ბლომად ქეში მისცა სახარჯოდ...თავადაც არ იცოდა სად იყო მისი გოგონა,მაგრამ იცოდა კარგად იყო და მისთვის ეს იყო მთავარი...იცით რა?როსტომაშვილსაც ეს ედარდებოდა ყველაზე მეტად...
გოგონებმა მიალაგეს ფაქტობრივად დანგრეული სახლი.წამოკრიფეს ნამსხვრევები და მოაწესრიგეს ყველაფერი,თუმცა არ შეეხნენ იმ ყვავილებს განზრახ რომ ჩამჭკნარიყო ლარნაკებში.საწოლზე დაყრილ ბავშვის ტანსაცმელსაც გაუფრთხილდნენ,დაკეცეს და ისევ უჯრაში დააბრუნეს...რთული იყო ყველასთვის,მაგრამ განსაკუთრებით უჭირდათ ახლა ანას და რატის...
უცნაური პირველი იანვარი დადგა იმ წელს თბილისში...
როცა შეიძლებოდა სიხარულით და სითბოთი სავსე ყოფილიყო ყველაფერი აირია...
არ აღუნიშნავთ ბიჭებს ახალი წელი...
არც მანჭკავების ოჯახში დადგმულა ნაძვის ხე...
მთელი საღამო ბელასთან გაატარა დანიელმა...სხვა ისედაც არავინ გაახსენდა...ყვავილებითა და საჩუქრებით დაადგა,ფილმს უყურა მასთან ერთად და დივანზე დაძინებაც გაბედა ამჯერად...
თამრო?ოჯახთან იყო...აღნიშნეს მისი გერმანიაში გამგზავრების ამბავი...გააგზავნა შეტყობინება ანას ახალ ნომერზე,ახალი წელი მიულოცა...დაუბრუნა მანაც პასუხი...
ასლანიძე?იცით ამ ამბიდან ყველაზე კარგი რა გამოვიდა?ახალი წლის ღამეს კარზე რომ დაუკაკუნეს ლევანს და ნასვამი წამოდგა საწოლიდან.თვალებს ვერ უჯერებდა...მარიამი იდგა მის კართან...პიცისა და ლუდის ყუთები მკერდთან მოეთავსებინა და უჩვეულო ღიმილი დასთამაშებდა სახეზე...
-ახალ წელს გილოცავ ლევან.-გაუბედა ამის თქმა და თამამად შეაბიჯა სახლში.დაბნეული ასლანიძე მიშტერებოდა გოგონას და მართლა ვერ იჯერებდა მის იქ ყოფნას...-მიხედეო ანამ დამიბარა.-ჩაეღიმა თბილად.-გავიგე „ჰარი პოტერი“-ს ყურება გიყვარს,ვიფიქრე ჩემთან ერთად ნახავდი...-ასე დაიწყო ეს ამბავიც...ცოტა უცნაური,დასაფიქრებელი,მაგრამ მაინც კარგი და დიდი მომავლით სავსე...



***
რამდენი ხანი გავიდა?
2024 წელი გააცილეს...
შემოიპარა 2025...
ბედობასაც ერთად შეხვდნენ,თუმცა როსტომაშვილისა და დოლიძის გარეშე...
დაებედებოდა იმ წელს დანიელს ბელა.
ლევანს მარიამი...
სანდროს ნია და ნიკუშას გვანცა...
შობაც გააცილეს.
ძველი ახალი წელიც შემოიპარა.
თებერვალიც დამდგარა და გადათეთრებული თბილისი ისევ ამაყად იწონებდა თავს გაყინული ადამიანების წინაშე...
ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა...
ლევანი მუშაობდა.
მარიამი სწავლობდა...
დანიელი ბელას ისეთ ყურადღებას აქცევდა ხანდახან ზედმეტიც კი მოსდიოდა...
ვერ იტანდა სხვა კაცს მის გვერდით...ასე ეგოისტურად დაემართა ყველაფერი...
სამსახურიდან წამოსვლაც სთხოვა,მაგრამ არ დაანება!
არც მას დაუძალებია,ისე ეშინოდა მისი წყენინების...
გვანცას ყველა ისე უფრთხილდებოდა...ერთი ნათელი წერტილი იყო ამ უიმედო სამყაროში...
თამრო?თამრო წავიდა...ეგოისტურად ჟღერს,მაგრამ მომავალი როცა წინ გაქვს სხვანაირად არ გამოდის...დიახ წავიდა თამრო...მოიტოვა უკან ყველაფერი და თვალცრემლიან ლევანის უკანასკნელად ჩაეხუტა...
-ბათუმშია ანა,იქ არის როსტომაშვილიც...-დაუტოვა მეგობარს სიტყვები და თითქოს დიდი ლოდიც მოეხსნა სხეულიდან.მაინც მისცა მისი ნომერი...
ალბათ დაინტერესდებით რატომ დაურეკა თამროს?რადგან იცოდა მისი ამბის გარკვევის გარეშე არ წავიდოდა...
საიდან გაიგო როსტომაშვილმა სად იყო ანა?თქვენი აზრით რატომ ჩაალაგა ბარგი და გაქრა?თამრომ მოახსენა...
თებერვალიც მიიწურა და თითქოს ხალხსაც მიავიწყდა უნივერსიტეტში მომხდარი ტრაგედია...
დაავიწყდათ როსტომაშვილისა და ანას ამბავი და საერთოდ,მგონი თომაც აღარავის ახსოვდა...
იმ დღის შემდეგ არც თომა დაბრუნებულა უნივერსიტეტში...
აღარც მარტი იყო ჩვეულებრივი...
სამი მარტი რომ უნდა მიელოცათ წელს ანასთვის,არც ეგ გამოვიდა...
არც რვა მარტს მიუღია ყვავილები...
გაზაფხული შემოეპარა ქალაქს,მაგრამ არა მათ სულებს და იცი რას მივხვდი?სულელები ვართ ადამიანები და ვერ გაგვიგია...
ყველამ იცოდა სად იყო როსტომაშვილი,დაურეკა დედასაც და მეგობრებსაც,მაგრამ არავინ ეუბნებოდა ლევანს და მაშასადამე არ იცოდა არც ანამ,რომელსაც ისევ წინსაფარი მოერგო და ერთ-ერთ რესტორანში ბინძურ თეფშებს დაარბენინებდა...საღამოობით კი როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო ზღვის ნაპირზე იჯდა და თუნდაც მხოლოდ ოცი წუთით ჩაფიქრდებოდა დუდას სტუმრობაზე,ოქროსთმიან გოგონაზე და იმ ყველაფერზე საერთოდ რაც გადაიტანა...
როსტომაშვილი...
არ ეშვებოდა მის გონებას და ყოველ საღამოს მასზე ფიქრი ტირილსაც აიძულებდა...
რამდენი თვე გავიდა?
იანვარი.
თებერვალი.
მარტი...


***
რაღაც სრულიად განსხვავებულს გრძნობდა ასლანიძე.აფორიაქებოდა სული,განსაკუთრებით მაშინ თუ მის სიახლოვეს იყო მარიამი..,უცნაურად უძგერდა გული,სული ეკუმშებოდა...მერე მის სურნელს გრძნობდა და უნებურად მშვიდდებოდა...დიდი დრო დასჭირდა მის მისაღებად და მასაც არანაკლებ ლევანის ხასიათის გასაგებად...
შობის ღამეს ეკლესიის ეზოში აკოცა პირველად და მას შემდეგ ვერ იგდებდა გონებიდან...
მარიამი უნდა გენახათ ლამის დაფრინავდა...
არ დადიოდა მიწაზე,ეგონა ფრთები ჰქონდა და იფრენდა...
ხვდებოდა თავშეკავებული იყო ლევანი და ეგონა მისი ყოფილი შეყვარებული იყო პრობლემა,მაგრამ არა...ნინია არ იყო ლევანის პრობლემა...მხოლოდ ის თუ როგორ მიიღებდა მისი და ანას ურთიერთობას მარიამი...
-შენ ხომ იცი რამდენს ნიშნავს ჩემთვის ანა?-ჩაეკითხა ერთ დღესაც.
-ვიცი.-გაეღიმა გოგონას.
-ფიქრობ რომ მეგობრობაზე მეტი გვაქვს რამე?
-არა.-გააქნია თავი.-ლევან მე ნინია არ ვარ,მესმის...
-არ ხარ და ვიცი.-ნაზად აკოცა ხელის გულზე.-უბრალოდ არ მინდა ისეთი რამ დავიწყო,რაც გვატკენს ორივეს მერე...თუ შენ ჩემთან ხარ და ანასაც მიიღებ,როცა დაბრუნდება მინდა იცოდე,რომ ყველაზე ბედნიერი იქნები ჩემს გვერდით...არ ვაჭარბებ მარიამ,მართლა გეუბნები.
-ანა მიყვარს და შენ ეს იცი ლევან...
-ვიცი,მაგრამ არ მინდა ჩვენი მეგობრობა ოდესმე შეურაცხყო...
-ლევან მესმის და არ ვაპირებ...ანა ჩემთვის დასავით არის და მესმის ყველაფერი...
-გინდა ჩემთან ყოფნა მარიამ?-ყელზე მიაწება ტუჩები და მის მკლავებში განაბულ გოგონას თვალებში ჩააცქერდა.
-შენი გიჟი სამეგობროანად მიღებული ხარ ლევან,თანაც დიდი ხანია.-ჩაეღიმა გოგონას და მის ბაგეს შეეხო.-მინდა...
ეს ომიც დამთავრებულა იმ ღამით...




***
-ბელა...-გაგიჟებულ ქალს უკან დაედევნა დანიელი.-შემომხედე...
-რა გინდა?-გაცეცხლებულმა მიახალა.-გესმის მაინც რას აკეთებ?მე იმის უფლება არ მაქვს მეგობრის ქორწილში უცხო კაცს ვეცეკვო და შენ რას აკეთებ?
-სალაპარაკოდ მოვიდა გოგო...
-კარგი მეც წავალ ვინმეს სახლში ახლა სალაპარაკოდ!
-ბელა!-მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა.-არ გინდა გთხოვ...
-რა არ მინდა დანიელ?შენთან სახლში ნახევრად შიშველი ქალი მხვდება დივანზე წამოსკუპებული,ხელი შეგიშალეთ ფაქტია!
-ნუ მაგიჟებ გოგო,ნუ მაგიჟებ!-მძიმედ გააქნია თავი.-რით ვერ ისწავლე ჩემი ნდობა?რა გავაკეთე სხვანაირად ბელა?-ნერვებს ძლივს თოკავდა კაცი.
-რას აკეთებს ის რუსი ნა*ა შენს სახლში?-ირონიულად გაეღიმა.-აი მაგას აკეთებ ზუსტად...
-უკანასკნელად გეუბნები,სალაპარაკო მაქვსო და ხომ არ გავაგდებდი?ნახევრად შიშველი კიდევ ჩემი ბრალი არ არის,კაბა აცვია და ადიელას ხომ არ მივაფარებდი?უბრალოდ რუსი ნა*ა არ არის,8 პროცენტიანი წილი აქვს და ვერ მოვისვრი ასე.
-მე მომისროლე ესეიგი...
-ბელა!-გამოსცრა კბილებში.-სხვაგან ვილაპარაკოთ,არ მინდა აქ ვიკამათოთ...
-არც ვაპირებდი,მე მივდივარ...
-სად მიდიხარ?-შიში გაერია ხმაში.
-სახლში!
-ბელა მომისმინე.-ნაზად აკოცა რამდენჯერმე სახეზე.-შემომხედე...
-რა გინდა?
-აქ უნდა მათქმევინო?კორპუსის პარკინგზე გინდა გითხრა ეგ სიტყვები?-ჩაეღიმა სულ ოდნავ.
-რა გინდა?-გაუმეორა მკაცრად.
-შენ მინდიხარ და იცი კარგად ეგ!კიდევ...კიდევ იცი რა?-ყბის ძვალსა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა.-კიდევ მინდა რომ ისე გიყვარდე,როგორც მე მიყვარხარ...შეგიძლია?-ყურთან უჩურჩულა და იქვე კოცნის კვალიც დაუტოვა.-მიყვარხარ ბელა...არ ვიცი როგორ,მაგრამ...-ხმა ჩაუწყდა ლამის.-არ მინდა არცერთი ქალი შენს გარდა,არ მინდა სხვას ვხედავდე,სხვას შევეხო ოდესმე...მიყვარხარ...-სხეულზე მიიხუტა ქალი და თავი მის თმაში ჩარგო...იცით როგორი წრფელი სიყვარული ჰქონდა ამ ქალის მიმართ დანიელს?ვერ აგიხსნით სიტყვებით...
-დანიელ...
-პარკინგზე რომ მათქმევინე ეს ყველაფერი არ გაპატიებ მაგას.-ჩაეღიმა კაცს და თბილად აკოცა საფეთქელზე.-მიყვარხარ ბელა...
იმ საღამოს მათი ომიც დამთავრებულა...





***
16 აპრილის საღამოს ისევ ჩამომჯდარიყო ზღვის პირას და ფიქრებს მისცემოდა დოლიძე...
იცით...არ გვავიწყდება ტკივილი,მაგრამ ნელდება...ამ თვეების განმავლობაში ძლივს მოახერხა საღი აზრის დაბრუნება და პირველი იცით რა გაიფიქრა?როგორი დამნაშავე იყო რატისთან...
იმის მაგივრად რომ შვილის დაკარგვა ერთად ეგლოვათ ადგა და დატოვა...
არც არაფერი ამართლებდა და ვერც ხვდებოდა რა უნდა ეთქვა მისთვის,მაგრამ სხვა ვერაფერზე ფიქრობდა...
გაუაზრებლად დააჭირა თითი ეკრანს და დაელოდა როდის გასცემდა პასუხს მობილურს მიღმა მყოფი კაცი...უპასუხა,თუმცა ხმა არ გაუცია...
-რატი...-ამოილაპარაკა ძლივს და თვალები დახუჭა...კაცის სუნთქვა და მანქანების ხმა ერთდროულად ისმოდა...იცოდა უსმენდა და ხვდებოდა რომ ელოდებოდა...-დაბადებისდღეს გილოცავ-უხეშად შეიმშრალა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები და მის პასუხს დაელოდა...-მენატრები...-ზარი დასრულდა...
გაუთიშა...
ისიც არ იცოდა სად იყო...სანერვიულოდ ეგეც ჰყოფნიდა და ახლა საერთოდ გაუთიშა კიდეც...
რას ელოდა?
გაშლილი ხელებით მიიღებდა მას შემდეგ,რაც სამი თვით დატოვა?
რა თქმა უნდა, არ აპატიებდა...
ისტერიული ტირილი აუვარდა...
იმ აბობოქრებულ ზღვას უყურებდა ერთ დროს როსტომაშვილივით მშვიდი რომ იყო...
ენატრებოდა...
ღმერთო ტკივილამდე ენატრებოდა...
იმ სასტუმროს წინ იჯდა...
ზუსტად იმ ნომრის ხედზე,რომელშიც მისცა გვერდით ყოფნის უფლება...
ქვიან სანაპიროზე გადაწვა და თვალები დახუჭა...
არაფერს იმსახურებდა...
ყველაფერი დაანგრია და გაანადგურა...
33-ე წელი შეუსრულდა როსტომაშვილის და ისიც მის გარეშე...
საკუთარი საქციელი საშინლად ეტკინა...
იგრძნო ცივი თითების შეხება სახეზე და უნებურად გააჟრჟოლა,მაგრამ თვალების გახელა ვერ გაბედა...
იფიქრა კარგი წარმოსახვის უნარი მაქვსო და ფიქრი გააგრძელა...
იგრძნო მისი ცხელი სუნთქვა სახეზე...
მისი გაყინული თითები ნიკაპზე...
-მეც მენატრები ანა.-მოურიდებლად შეეხო ქალის ბაგეებს...
გულის შეტევასთან ძალიან ახლოს იყო დოლიძე...
ძლივს დააშორა წამწამები ერთმანეთს და მის გვერდით მჯდომ კაცს გახედა...
-რატი...-აღმოხდა გაოცებულს.-სად იყავი?-ცრემლები მოერია მაშინვე.
-შენთან ვიყავი.-გაუღიმა ქალს.-უბრალოდ გაცდიდი რომ გარკვეულიყავი ყველაფერში.
-რას ამბობ?
-თამრო კარგი მეგობარია.-ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი მოაშორა თვალებიდან.
-შენ...შენ აქ იყავი?
-სულ შენთან ვიყავი ანა.-ყელზეც შეახო მწველი ტუჩები და თავი მის ყელში ჩარგო.-როგორ მენატრებოდა შენი სურნელი...
-რატი...
-ამდენი ხანი რატომ დაგჭირდა ანა?-მძიმედ ამოილაპარაკა და ქარისგან აწეწილი თმა გაუსწორა.-მითხარი მიყვარხარო და მიმატოვე...ეგაა შენი სიყვარული?
-მაპატიე.-თავი ჩახარა მაშინვე...-არაფერი გამამართლებს,ვიცი...
-არ გაგამართლებს,მაგრამ...-შეფიქრიანდა მაინც.-გინდოდა რომ მეპოვნე...არ გინდოდა ჩემგან შორს ყოფნა...ხომ გრძნობდი რომ აქ ვიყავი?-ეფერებოდა მის სახეს ნაზად.-შავი ზღვის საიდუმლო...რა მიხვედრა უნდოდა?
-სულ აქ იყავი?
-სულ აქ ვიყავი,ყოველ საღამოს.-მიუგო მოურიდებლად.-მინდოდა გარკვეულიყავი,გავიგე შენი ტკივილი და მინდოდა კარგად ყოფილიყავი...მინდოდა რომ გაგერკვია,რადგან წასვლა არჩიე...ამიტომ არ მოვედი...
-მაპატიე გთხოვ...მიეფერა კაცს.-ძალიან გთხოვ...ვერ ვაზროვნებდი...გონება დაბინდული მქონდა...
-ცოლად თუ გამომყვები გაპატიებ!-მიახალა პირდაპირ.
-რა?
-მე აღარ ვარ თამაშებისთვის მზად ანა...ეს ბოლო საუბარია!-გამაფრთხილებლად გაისმა მისი ხმა.ქურთუკიდან შავი კოლოფი ამოაძვრინა და თავად ნაჭერი მოახურა მხრებზე.-ბევრი გადავიტანეთ...დიდი ტკივილი დაგვატყდა თავს და მაშინ,როდესაც ერთმანეთის გვერდით უნდა ვყოფილიყავით შენ წახვედი,რადგან არ გქონდა დარჩენის მიზეზი...არ შეგეძლო,გტკიოდა და მე გაგიგე...
-რატი...
-მიყვარხარ!-ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში.-ამის კითხვა შენთვის იმ დაწყევლილ 10 დეკემბერს მინდოდა,მაგრამ არ დამცალდა...
-რას...
-გამომყვები ცოლად ანა?-მიაჩერდა მომლოდინე თვალებით,ახლა აღარ ნერვიულობდა,აღარ დარდობდა...რადგან მისკენ დასაბრუნებელი ნაბიჯი გადადგა დოლიძემ ესეიგი მზად იყო უკვე...
-რატი...-ცრემლებს ვერ მოერია მაინც...
-პასუხს არ მეტყვი?
-მიყვარხარ.-დაიჩურჩულა კაცის ბაგეებთან და წამსვე წაეტანა...
ტკივილამდე ენატრებოდათ ერთმანეთი,მაგრამ ეს სამი თვე სჭირდებოდა ორივეს...
უნდა გარკვეულიყვნენ საბოლოოდ რა უნდოდათ,რადგან როსტომაშვილი მის გაშვებას და ანა წასვლას აღარსად აპირებდა...
იმ ღამით შავი ზღვის საიდუმლოც ამოუხსნია როსტომაშვილს და ეს ომიც დამთავრებულა...



***
ლაპარაკობდნენ თუ არა?
ძალიან ბევრს...
თეთრ კაბაში გამოწყობილ ანას საკურთხევლამდე აცილებდა ოჯახი...
ლევანი და რომა...
მიუღია ძმის ბოდიში და მართლაც უპატიებია...
წინა რიგებში ისხდნენ მარიამი,ბელა,ცირა და სესილი.
იქვე იყვნენ გვანცა და ნიტა...
მეჯვარედ ჰყავდა როსტომაშვილს სანდრო და ნიკა...
თავად დოლიძეს ლევანი და თამრო დაეყენებინა გვერდით...
მარიამსაც დააყენებდა,მაგრამ მერე ლევანს რა ეშველებოდა?
უფლის წინაშე განაცხადა ორივემ თანხმობა...
ლოცავდა ნაზი მათ ოჯახს.
ბედნიერი იყო სოსოც...
ცირა ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა წყვილის ბედნიერებას...როგორც ჩანდა როსტომაშვილების ოჯახური ომიც დასრულებულა...
-ისევ ვერ ვიჯერებ რამდენხანს შეინახე ის ვარდები.-ეცინებოდა ქალს.
-სანამ სახლში არ დაბრუნდებოდი ეგრე იქნებოდა...ჩვენს სახლში უშენოდ ერთი წუთიც არ მინდა...მიყვარხარ ანა.-დასჩურჩულა ქალის ბაგეებს და მთელი სხეულით მიიხუტა.
-მეც მიყვარხარ.-გაუღიმა კაცს და მელოდიას ტანი ნაზად ააყოლა...
In a room full of people, I look for you
Would you avoid me or would you look for me too?




***
ორი წლის შემდეგ პირველად დანახული ორი ხაზი და ანას სიხარულის ცრემლები ერთი იყო...მერე ისევ შიშმა მოიცვა და ლამის გაგიჟდა საერთოდ...
არ ეუბნებოდა როსტომაშვილს...ეშინოდა იმედგაცრუების რომელიც ელოდა და ვერ თოკავდა ემოციებს...
გაბედა მაინც...
დაახვედრა პატარა ყუთი საწოლზე და იმ ღამეს ლამის თავიდან დაიბადა როსტომაშვილი...
-ანა?!-გაოცებული მიაჩერდა მის წინ მდგომს.
-ჰო...-ცრემლმორეულმა დაუქნია თავი.
-ჩემო სიცოცხლე.-წამში დაფარა მათ შორის მანძილი და ტუჩებზე შეეხო საყვარელ ქალს...-ღმერთო ანა...შვილი...შვილი გვეყოლება...მამა ვიქნები?-დაბნეული ბუტბუტებდა...ნაზად შეეხო მის მუცელს,პატარა ონავარი რომ ეგულებოდა...-ჩვენი შვილი ანა...ღმერთო როგორ ძალიან მიყვარხარ...-თავადაც აუცრემლიანდა თვალები...მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები და სხეულზე მიიხუტა...
ასე დაიბადა დემეტრე როსტომაშვილი...ოქროსქოჩრიანი ბიჭი...
ისევ ჩვეულ ფორმაში ეძინათ...ზურგიდან ეკვროდა საყვარელ ქალს და მუცელზე ნაზად ეფერებოდა...არასოდეს ექნებოდა ძალა რომ გაეშვა...არც აპირებდა და ვინმე თუ შეეცილებოდა მზად იყო ყველაფერისთვის...
-ნუ იკრავ თმას.-აბუზღუნდა ისევ და ხელზე დაიმაგრა რეზინი.
-სად არის დემე?-გადახედა საწოლს.
-ნათლიას ჰყავს...
-ლევანი მოვიდა?როდის?-გადახედა კაცს.
-დილაუთენია დაგვადგა თავზე ნათლული უნდა ვნახოო,ტიროდა და მივხედავო.-ჩაეცინა კაცს.
-მარიამიც აქ არის?
-პარკში ჩაიყვანეს,ორივე დაბლაა...
-ესეიგი მარტო ვართ?-ეშმაკურად ჩაეღიმა და მიუხვდა მაშინვე ფიქრებს როსტომაშვილი.
-მარტო ვართ.-გაეცინა კაცსაც და საყვარელ ქალს მთელი გრძნობით დაუკოცნა ტუჩები...


***
ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ცუდი უნდა იყოს...
ხანდახან ცვლილებები საჭიროც კია იმის გასაგებად თუ რა გვინდა ცხოვრებაში...
თითოეული ტკივილი იმისთვის არის რომ ჩვენი პიროვნება ჩამოაყალიბოს და ასე მოხდა მათთანაც...
ანამ პატიება ისწავლა...
აპატია მამას და ძმას ყველაფერი...სწორედ ამიტომ თამაშობდნენ ახლა ეზოში ფეხბურთს დემეტრესთან ერთად...
ბათუმში ყოფნის დროსვე ესაუბრა თომას,მასაც აპატია,თუმცა აღარ უნდოდა მისი ნახვა და თავის გზაზე გაუშვა.
დედა?არ დაბრუნებულა და არც იცოდა სად იყო,მაგრამ ნაზი ჰყავდა და დედასავით ეძვირფასებოდა...
მეგობრები,რომლებიც მათ ჰყავდათ ოჯახი იყო ყველასთვის...
სახლი იყო და ვერ ხვდებოდა მანამდე...
1 წლის მერე სთხოვა დანიელმა ბელას ხელი...აბა თუ გახსოვთ რამდენი სანაძლეო წააგეს ბიჭებმა?
3 წლის მერე დაქორწინდნენ ლევანი და მარიამი...
თამრო?გერმანელ შეყვარებულთან ერთად პარიზში მიდიოდა...
როსტომაშვილმაც აპატია ცირას ყველაფერი და ისევ ისეთი სიყვარულით დაუწყო ყურება...სულ მათთან იყო და ეხმარებოდა დემეტრესთან,როდესაც ანა უნივერსიტეტში იყო...
ახალი წლის საღამოს ისევ დახვდა პატარა ყუთი საწოლზე როსტომაშვილს.
ვერ მოითმინა ანამ და ადრე გადასცა საჩუქარი...
-ანა?!-ფეხსაცმელებს დასცქეროდა კაცი...-მართლა ანა?
-მართლა.-დაუქნია კაცს თავი და კისერზე მოხვია ხელები...
ყველაზე ბედნიერი კაცი იყო როსტომაშვილი...
იმ ოჯახით,იმ მეგობრებით,რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა...
აივნიდან გასცქეროდნენ ადიდებულ ტალღებს და კადრებად უელავდათ გავლილი ცხოვრება...რამდენი წელი გასულა?
ერთი
ორი
სამი
ექვსი?
-გახსოვს ყველაფერი საიდან დაიწყო?-ჩაეღიმა ქალს და უფრო მჭიდროდ მიეკრო სხეულზე.
-რა დამავიწყებს...-აკოცა შუბლზე საყვარელ ქალს და ზღვას გახედა...კუნაპეტი შავი ტალღები იწონებდნენ მათ წინ თავს...ისევ იმ ნომერში იყვნენ,იმ აივანზე,სადაც ყველაფერი დაიწყო,თუმცა ამჯერად ორი შვილით,თითზე ბეჭდით და ღმერთის წინაშე დადებული ფიცით...







როგორც იქნა მორჩა და ზუსტად ისე გამოვიდა,როგორც მინდოდა.
რატი ზუსტად ისეთი გამგები და ადამიანური იყო,როგორიც ჩაფიქრებული მქონდა...
ისეთი მზრუნველი და ფრთხილი...
დაღვინებული და მართლა ღირსეული...
ჩემი მეგობრის ყველა ღირსება ჩავდე ალბათ მის პერსონაჟში და იმედია შეგიყვარდებათ.
მე რატის მეგობრებიც მიყვარს,ჩემები არიან და მაგიტომ.
ლევანი მიყვარს და მეც მყავს ჩემი ლევანი...
ანას საქციელები უნდა გაიგოთ,სხვის მაგალითზე დაწერილი პერსონაჟია და მე,ისევე როგორც რატი არ ვუბრაზდები...
საბოლოოდ ეს იყო ჩვენი ბათუმისა და თბილისის ამბავი,ასეთი უნდა გამოსულიყო...
მეჭორავეთ,დამიტოვეთ კომენატრები და მანამდე მე პოლონური არდადეგებით ვისიამოვნებ! heart_eyes
მიყვარხართ ყველა kissing_heart






სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent