შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისფერი_თავი 1


5-05-2026, 01:32
ავტორი Scarlett
ნანახია 939

„საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა მნიშვნელოვანი“
ჯორჯ ბერნარდ შოუ

ყოველთვის სხვანაირი ბავშვი ვიყავი. არ ვიცი, შეიძლება მხოლოდ მე ვფიქრობ ასე ან სხვაც ჩემსავით ფიქრობს?! არაფერს გამოვრიცხავ. ყოველთვის ჩუმი ვიყავი და ყველაფერს გულში ვიკლავდი. არ მომწონდა... საშინლად არ მომწონდა, რომ ვერაფერს ვამბობდი, მაგრამ რა მექნა?! მე ხომ იმის ფიქრით გავიზარდე თუ რას იტყოდა ხალხი ჩემს ქმედებაზე. შეიძლება თქვენც ასე გაიზარდეთ. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ის, რასაც მე ხშირად ვგრძნობდი. შეიძლება საკუთარი თავიც კი ამოიცნოთ ჩემს ნაამბობში და თუ ეს ასეა აუცილებლად უნდა მომისმინოთ. ყველა დროის აქტუალური პრობლემაა კითხვა-„რას იტყვის ხალხი?“. სწორედ ეს კითხვა გვაკარგვინებს საკუთარ მეს. ჩვენ ასე გაგვზარდეს.. გვიკრძალავდნენ რაიმეს გაკეთებას ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში. მაგალითად სიცილს ან ტირილს, ცეკვას, სიმღერას, თამაშს და სხვა მრავალს. არ ფიქრობდნენ იმაზე თუ რა გვინდოდა ჩვენ. მერე რა რომ პატარები ვიყავით, მოსმენა მაინც გვჭირდებოდა.. საუბარი და გაგება გვჭირდებოდა. ძირითად შემთხვევაში ბავშვებმა ყოველთვის ის უნდა აკეთონ რაც მშობლებს უნდათ. მესმის იცი? ისინიც ხომ თავიანთმა მშობლებმა გაზარდეს-ჯაჭვია ასეთი. მახსოვს, ერთხელ როდესაც დედამ გამომიყვანა ბაღიდან ჩემს მეგობართან ერთად, ორი ჩანთა ჰქონდა ნაყიდი. ერთი ვარდისფერი იყო მეორე ცისფერი.
მე ვარდისფერი ავირჩიე, ცისფერი კი მეგობრისთვის უნდა მიგვეცა. მასაც ვარდისფერი უნდოდა და დედამ ცისფერი მე გამომიწოდა, უხერხულიაო, ასე თქვა. რა თქმა უნდა ვიწუწუნე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ყოველთვის ასე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ის ერგებოდა სხვას რაც მე მსურდა. ყოველთვის რაღაცის დათმობა მიწევდა იმისთვის, რომ სხვას არ სწყენოდა და საბოლოოდ მე ვრჩებოდი ნაწყენი. რომ არ დაგიმალოთ ჯერაც კი ვერ მოვერიე საკუთარ თავს. ხომ იცით როგორი რთულია შეჩვეულის გადაჩვევა, მითუმეტეს ჩემთვის არის რთული.. ჩემთვის.. ადამიანისთვის, რომელიც ძლიერ ეჩვევა ნებისმიერ რამეს. შეიძლება გამიგოთ და გამამართლოთ ან ვერ გამიგოთ და გამამტყუნოთ, მაგრამ მესმის. მართლა მესმის, რადგან ყველას საკუთარი აზრი გაგვაჩნია ყველაფერზე. მე დედაჩემისაც მესმის რატომ და რის გამო აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. მასაც ის კითხვა ჩაუნერგეს თავში, რომელიც ასე თუ ისე ყველას პრობლემად იქცა. რაც უფრო მეტად მემატება ასაკი მით უფრო ვიცვლები და ნელ-ნელა იღვიძებს ჩემში მეამბოხე სული, რომელიც ღრმად იყო დამარხული. დრო და დრო გარეთ გამოღწევას ცდილობს. რა ვქნა?! ასეთი დავიბადე. ღმერთმა ასეთად ჩამიფიქრა. მეამბოხე, რომელიც არ შეეგუებოდა უსამართლობას. იქამდე, სანამ რაიმეს გაკეთებას გადავწყვეტდი ყოველთვის ვფიქრობდი თუ რას იტყოდა ხალხი და ხშირად მიწევდა საკუთარ თავზე უარის თქმა, რამაც თითქმის გამანადგურა. ახლა?! ახლა ძირითადად ვამბობ, „რა მნიშვნელობა აქვს რას იტყვის ხალხი თუ მე ეს გამაბედნიერებს?!“. მოგატყუებთ თუ ვიტყვი,რომ საბოლოოდ გაქრა ეს კითხვა ჩემი გონებიდან, რადგან მისი გაქრობა არც ისეთი ადვილია. ვერ იტყვი „ჰოპ, გაქრი“ და ვერ გაქრება თითების დატკაცუნებით. არის მომენტები, როდესაც ტვინს გიღრღნის, მთელს ორგანიზმს ედება და მოსვენებას არ გაძლევს და არის მომენტები, როდესაც საკუთარ თავს შემოუძახებ „დაიკიდე!“. ცხოვრება იდუმალია. არასდროს იცი რა გელოდება მომავალში, მაგრამ შეგიძლია წარმოიდგინო,ადამიანის ფანტაზია ხომ უსაზღვროა. უსაზღვროა იმდენად, რომ ზოგჯერ რეალობაში გვერევა. ხშირად ვიგონებთ ისტორიებს სხვადასხვა მოვლენებზე დაყრდნობით, რომლებიც ძირითად შემთხვევაში იმდენად მოგვწონს რომ თავს ვაჯერებთ თითქოს რეალურია. ზოგჯერ იმდენად ბევრს ვფიქრობთ, რომ ჩვენს წარმოსახვით სამყაროში ვიძირებით და რეალობასთან კავშირს ვკარგავთ. ფიქრებს ძალიან, ძალიან დიდი ძალა აქვთ. მამაჩემი სულ იმას ამბობს, რომ კარგზე უნდა ვიფიქროთ, რადგან თუ ცუდზე ვიფიქრებთ კარგი არ ასრულდება. დედაჩემთან ძირითადად ამ თემაზე კამათობს ხოლმე. ფიქრს იმდენი ძალა აქვს, რომ ყველაფერზე შეუძლია გავლენა მოახდინოს. ფიქრებს შეუძლიათ ჩვენი ბედის შეცვლა და ვფიქრობ, რომ ჩემმა ფიქრებმა ჩემი ბედი შეცვალეს.

„ფიქრის ძალა არის ყველაზე საშიში ან ყველაზე სასარგებლო ძალა იმის მიხედვით თუ როგორ არის ის გამოყენებული“.
ნაპოლეონ ჰილი.

ისევ გადაიკითხა თავისი სტატია, რომლის ნახვებმაც 100-ს მიაღწია, არადა მხოლოდ გუშინ ატვირთა ბლოგზე. ადრე რვეულში აკეთებდა ჩანაწერებს, მაგრამ იმდენად უყვარს წერა, გადაწყვიტა სხვებისთვის გაეზიარებინა თავისი აზრები. თან არ იყო რთული, თავის ვინაობას მაინც ვერავინ გაიგებდა და ასე ანონიმურად თავისუფლად შეეძლო ის დაეწერა რაც უნდოდა.

-მელისა! ერთი წუთით დამელოდე-აჩქარებული ნაბიჯებით მიუახლოვდა სესილია და მას შემდეგ, რაც გაუსწორდა, ხელისგული მკერდზე მიიბჯინა სუნთქვის დასარეგულირებლად.
-რა ხდება სესო-ჩაეცინა მის შემხედვარეს და ინტერესით მიაჩერდა.
-მართალია ახლახანს გაგიცანი და ჯერ მეგობრებიც არ გვეთქმის ერთმანეთზე, მაგრამ იმედი მაქვს შენც იმავეს ფიქრობ ჩემზე რასაც მე შენზე და...-თვალებმოჭუტული აკვირდებოდა. ცდილობდა არ გამოჰპარვოდა მისი რეაქცია.
-სესო.. კარგი გოგო ხარ ძალიან. მეც იმედი მაქვს, რომ ვიმეგობრებთ. დაასრულე რისი თქმა გინდა-გაუღიმა მელისამ
-ხვალ დაბადებისდღე მაქვს. 18 წლის ვხდები და შენ მოდიხარ-ყურებამდე გაკრეჭილი შეჰყურებდა გოგონას.
-უკაცრავად?-გაეცინა მის თავდაჯერებულობაზე მელისას.
-მელისა!-შუბლი შეჭმუხნა-უარი არ მიიღება იცოდე. მისამართს მოგწერ. ხვალ 9 საათზე გელოდები.-წარბი ასწია და ხელმკლავი გამოსდო. თავით ანიშნა გასასვლელისკენ.
-კარგი, რა გაეწყობა-სიცილით დააქნია თავი მელისამ და ერთად გავიდნენ შენობიდან.
ერთი თვეა რაც სესილია გაიცნო. საგანმანათლებლო ცენტრში ერთ ჯგუფში არიან. წელს გადაწყვიტა ეროვნულებისთვის მზადება დაეწყო, ისედაც ბევრი დრო დაკარგა რომ ჰკითხოთ. 21 წლის არის მაგრამ მერე რა?! ხომ გაგიგიათ, სწავლა სიბერემდეო! ჰოდა ღმერთის წყალობით აისრულებს ოცნებას და სტუდენტი გახდება. მთელი საღამო ფიქრობდა რა ეჩუქებინა სესილიასთვის. ჯერ კარგად არ იცნობდა და არ იცოდა რა მოეწონებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ რაღაც გაახსენდა და ბედნიერმა შემოკრა ტაში. რაზე ჩამოვარდა საუბარი ჯგუფში არ ახსოვს, მაგრამ სესილიას სიტყვები მაინც დაამახსოვრდა და აი სად გამოადგა.
-მეც დამხატოს ნეტავ ვინმემ
მელისამ ძველ მეგობრებს მიაკითხა, რომლებიც საგულდაგულოდ ჰყავდა გადამალული. ყველაფერი მაგიდაზე გაშალა და მოკალათდა. სესილიას ინსტაზე შევიდა და ერთი სურათი აარჩია. ბუნებაში იყო. ხელში ბაბუაწვერა ეჭირა და სულს უბერავდა. ძალიან მოეწონა.
-იმედი მაქვს სესოსაც მოეწონება.. იმედია გამომივა. საუკუნეა აღარ დამიხატავს, მაგრამ მინდა სესო გავახარო. კარგი გოგო ჩანს. იქნებ როგორმე ცხოვრებას დავუბრუნდე. დრო აღარ მოვიდა?!
ღამის 12 საათი იყო ხატვას რომ მორჩა. კმაყოფილი მისჩერებოდა ნახატს. არ ეგონა ამდენად კარგი თუ გამოვიდოდა. თან ესიამოვნა ხატვის პროცესი. მონატრება შემოაწვა და ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე
-რის გამო და ვის გამო დავთმე ყველაფერი...
თავი გადააქნია და თვალები მოიფშვნიტა. ძილი მორეოდა. უცებ მიალაგა ყველაფერი და დასაძინებლად დაწვა.
დილით დედის ხმამ გააღვიძა. მაღვიძარას დაყენება დაავიწყდა და სამსახურში აგვიანდებოდა.
-ჯანდაბა!- სწრაფად წამოვარდა საწოლიდან და მომზადება დაიწყო, თან ტაქსი გამოიძახა რომ დრო არ დაეკარგა. ხელში რაც მოხვდა ის ჩაიცვა და გიჟივით გავარდა სახლიდან. გზაში იყო ტელეფონის ეკრანი რომ განათდა
-AMARE, ლურჯი ქუჩა 5 ნომერში, 9-ზე არ დაგავიწყდეს. კაბა ჩაიცვი, ჯინსებით თუ მოხვალ მოგკლავ.
-ოხ სესო.. სესო
ფიქრობდა რა უნდა ჩაეცვა საღამოს. სულ თავისუფალი ტანსაცმელი ჰქონდა, არაფერი შესაფერისი. გადაწყვიტა სამსახურის მერე გაეარა მაღაზიებში და რამე აერჩია თან ჩარჩოც საყიდელი ჰქონდა ნახატისთვის.
მძღოლმა თავისუფლებაზე გაუჩერა, ზუსტად სამსახურის წინ. მადლობა გადაუხადა და სამსახურში შეაბიჯა. ფორმა უცებ გადაიცვა და ბართან მივიდა.
-რა ხდება გიგუშ, არის ხალხი?-თმა აიწია და ღიმილით შეაცქერდა თანამშრომელს
-ჯერ არაფერია მელო და მერე რა იქნება არ ვიცი-გამოაჩინა თავისი ჩაწიკწიკებული კბილები
-კიდევ კარგი ძალიან არ დავიღლები. ბედი მქონია-ჩაეცინა მელისას და გიგის მომზადებული მისთვის განკუთვნილი ყავა მოსვა
-გაიხარე. ყავის ძალა მოგცეს ღმერთმა
ჭიქა ჰაერში აწია გაკრეჭილმა მადლობის ნიშნად და სასაცილოდ აათამაშა. მოტრიალდა და შეასკდა უცხო კაცის სილუეტს.ყავა ხელზე გადაესხა და ტკივილისგან სახე დამანჭა.
-ფრთხილად!-რომ არ წაქცეულიყო მკლავზე ჩაეჭიდა და შეწუხებული სახით მიაჩერდა, თითქოს იგრძნო ის სიმწარე.
მასაც კი შეესხა ცოტა დაჯახებისას, მაგრამ ისეთი არაფერი იყო.
-დაიწვი?
-უკან რომ არ დამდგარიყავით არაფერი მოხდებოდა
სახეში შეანათა თაფლისფერი თვალები გაბრაზებულმა და უხეშად მოიშორა. საპირფარეშოში გაიქცა და ონკანს ხელი შეუშვირა. ესიამოვნა ცივი წყლის შეხება და მალევე გაუარა ტკივილმაც.
-კიდევ კარგი ძალიან არ დამეწვა
უკან გამობრუნებულს ის პიროვნება აღარ დახვდა. დიასახლისი ასუფთავებდა იმ ადგილს, სადაც ყავა დაიღვარა.
-ბოდიში დალი დეიდა, შემთხვევით გამივარდა-დამწუხრებული მიუახლოვდა ქალს
-არაუშავს ჩემო ლამაზო. რა პრობლემაა-თბილად გაუღიმა და დაასრულა თავისი საქმე.
სამსახურს რომ მორჩა 5 საათი იყო. აღარ ახსოვდა აღარც დამწვარი ხელი და აღარც გაბრაზება იმის მიმართ ვის გამოც მთელი დღე ჯუჯღუნებდა.
-რას დამიდგა უკან. მაინც და მაინც იმ დროს გამოხტა რა, ხომ აღარ დავიწვავდი ხელს
-კარგი მელო ნუ ბუზღუნებ. ის რა შუაშია, ცუდად დაემთხვა უბრალოდ. შენ ცანცარებდი და არაფრის გამო ეჩხუბე კაცს. თვითონაც შეესხა ეგ შენი ყავა, მაგრამ მაინც შენზე იდარდა. კიდევ კარგი შარიანი მომხმარებელი არ ყოფილა და წყნარად წავიდა ყავის შეკვეთის შემდეგ, თორემ კარგი ამბავი არ მოხდებოდა. ისე გადაისხამდი მაგ ყავას აბა რა იქნებოდა, იმხელა აპოლონივით კაცს შეასკდი. სულ რომ არ შეჯახებოდი, რომ დაინახავდი ისე გაგივარდებოდა ხელიდან-წარბები აუთამაშა გიგიმ და მიიღო კიდეც
-დაგააპოლონებ ახლა მე შენ თუ გითაქე, მე შენ გიჩვენებ-მტვრის საწმენდი ბუმბულით გაეკიდა მელისა თითქოს რამეს დაუშავებდა, გიგი კი სიცილით ბარს წრეს არტყამდა და აგრძელებდა
-აპოლონი... ოოო აპოლონიი-მხატვრულად აღმართა ცაში ხელები
-დაგალურჯებ გიგი შანავა! ვერ გადამირჩები!-გამაფრთხილებლად უქნევდა ბუმბულს
-კარგი ხო, მოვრჩეთ, მაგრამ იცოდე ბოდიში გექნება მოსახდელი. გული მიგრძნობს კიდევ გვესტუმრება
-კარგი ხო ტკივილმა გამაგიჟა. არ უნდა მეჩხუბა, მაგრამ მეეჭვება კიდევ მოვიდეს.
მაღაზიები შემოიარა. ჯერ ლამაზი ჩარჩო იყიდა ნახატისთვის და შემდეგ ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. თვალები აუჭრელდა იმდენ ლამაზ კაბაში. ყველა მოსწონდა.
-იმედია რამეს მოვირგებ
ხასიათი გაუფუჭდა. ყოველთვის უჭირდა ტანსაცმლის არჩევა. პუტკუნა იყო. არ ფიქრობდა რომ ლამაზი არ იყო მაგრამ მაინც ერთულებოდა. ჭაობისფერმა კაბამ იმდენად მოსჭრა თვალი, ალბათ გული წაუვიდოდა რომ არ ეყიდა. გრძელმკლავიანი, გულ-ამოღებული კაბა იყო, რომელიც მუხლამდე სწვდებოდა. ტანზე კარგად დააჯდა. მარჯვენა ფეხთან ნორმალურად ჩახსნილი იყო. მოეწონა თანაც ძალიან. მის ალისფერ თმასაც მოუხდა. შავი მაღალ-ქუსლიანებიც იყიდა და ბედნიერი წავიდა სახლში. სახლში რომ მივიდა უკვე 7 საათი იყო. გიჟივით შევარდა შიგნით
-ჯანდაბა! ისევ მაგვიანდება
ჯერ ნახატი ჩასვა ჩარჩოში, შეფუთა და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა აბაზანაში, რაც ყველაფერი მოაწესრიგა.გამოსულმა თმა გაიშრო, დაივარცხნა და „ჩოლკა“ ჩამოისწორა. კაბისა და ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ დადგა სარკესთან და მაშინ მიხვდა ნარცისობისკენ გადაედგა ნაბიჯი, როდესაც მისი პირიდან ამოსული სიტყვები გაიაზრა
-ღმერთო, ღვთაება ხარ! ცეცხლი ხარ, ცეცხლი-სარკეში მომზირალ მის გამოსახულებას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა. რადგან მაკიაჟის მოყვარული დიდად არ იყო, მხოლოდ წამწამები აიპრიხა და წითელი ტუჩსაცხი წაისვა. შავი პატარა ჩანთა გადაიკიდა გვერდზე, საჩუქარი ხელში მოიმარჯვა და ტაქსი გამოიძახა. ორ წუთში გაჩერდა ტაქსი მის სახლთან. საათს რომ დახედა 9 სრულდებოდა. მაინც აგვიანდებოდა.
-ცოტას ვაგვიანებ, მაგრამ არაუშავს. მხოლოდ მე ხომ არ ვაგვიანებ არა?!
შეაგულიანა საკუთარი თავი სიტყვებით, რომელზეც თვითონვე ჩაეცინა. ყველგან და ყოველთვის აგვიანებდა. არ იყო დარწმუნებული კიდევ თუ არსებობდა ვინმე ასეთი. ხელი ჩაიქნია და მანქანაში მოკალათდა.
-გამარჯობა, სად მივდივართ?-ჩაჯდომისთანავე ჰკითხა მძღოლმა
-გამარჯობა , ლურჯი ქუჩის 5 ნომერში.
------------
გამარჯობა მეგობრებო. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.



№1  offline წევრი ანილდე

კარგი თავი იყო, შ3მდეგს ველოდები💜

 


№2  offline წევრი Scarlett

ანილდე
კარგი თავი იყო, შ3მდეგს ველოდები💜

მიხარია რომ მოგეწონა. მეორე თავი გზაშია❤️‍🔥

 


№3 სტუმარი Hunu chogovadze

Momwons..kargia♥️giorgobis brwkinvale gdesaswauls gilocav sakvarelo

 


№4 სტუმარი Hunu chogovadze

Hunu chogovadze
Momwons..kargia♥️giorgobis brwkinvale gdesaswauls gilocav sakvarelo

 


№5  offline წევრი Scarlett

Hunu chogovadze
Momwons..kargia♥️giorgobis brwkinvale gdesaswauls gilocav sakvarelo

მადლობა გაიხარეთ. მეც გილოცავთ მრავალს დაესწარით🥰❤️‍🔥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent