შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ენგურს მიღმა (სრულად)


5-05-2026, 20:15
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 19 045

აფხაზეთის ჰაერი ჯერაც გრძნობდა ომის სუნს. ომის ხმა უკვე წარსულს მიეკუთვნებოდა, თუმცა მისი ჩრდილი ყოველთვის იგრძნობოდა სოხუმის ქუჩებში. ქალაქი თითქოს დუმდა, მაგრამ მისი დუმილი ბევრ რამეს ამბობდა. კედლებზე რჩებოდა გასული კონფლიქტის კვალი. შენობები ნახევრად ჩამონგრეული იყო, ფანჯრები ჩამსხვრეული, მიტოვებული ავტომობილები გზისპირზე ეყარა დაჟანგული. მიწა ლპებოდა წვიმის შემდეგ, შავი ტალახი ფარავდა გზებს, თითქოს ბუნებაც ცდილობდა ომის კვალი დაეფარა. პატარა დალეწილი ფანჯრებიდან ისმოდა მდუმარე ანძების ფორიაქი - სადღაც ზურგს უკან იდგა მიტოვებული ბავშვების გასართობები, სადღაც შორს დაფრინავდა ერთი - ორი თოლიაც, რომელთა ხმებშიც ნაღველი, ომის ტკივილი და დაკარგული იმედი ირეოდა. ზოგიერთ ქუჩაში, სადაც, ოდესღაც ბავშვების სიცილი ისმოდა, ახლა მხოლოდ ქარის ხმა და კედლების ჩრდილები ქმნიდნენ უკიდეგანო სიჩუმეს. წვიმის შემდეგ მზის სხივები იპარებოდნენ ჩამუქებული ღრუბლებიდან და ასხივებდა არა მხოლოდ მიწას, არამედ ქალაქის დაღლილ სულს.
შალვა და ელისო გურგულიები ცხოვრობდნენ ამ პატარა, გაუბედურებულ სოხუმში, სადაც ომი მათ სიცოცხლეს მუდმივად ცდიდა. არ იყვნენ მდიდრები, მაგრამ ჰყავდათ ერთმანეთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მათი სახლი მტვრით და ნაცრით იყო დაფარული, მანამდე კი ამაყად ანათებდა სინათლე იმ სიმყუდროვეს, რასაც ორი ადამიანი საკუთარი შრომით ქმნიდა. შალვას ხელები მუდამ რობოტივით მუშაობდნენ, მისი სახე გამძლეობას აჩენდა და ომის პერიოდში გადარჩენილი სიმამაცე თვალებში იკითხებოდა. ელისო იყო მისი საყრდენი, ქალი სუსტი გარეგნულად, მაგრამ შინაგანად ძლიერი. მას შეეძლო შიშის მიუხედავად მშვიდად და ყურადღებით ემოქმედა.
ქალაქში ცხოვრება მძიმედ დაიწყო. მომარაგება შეფერხებული იყო, საკვები კი - დეფიციტური. ადამიანები არა მხოლოდ შიმშილს, არამედ მუდმივ შიშსაც ებრძოდნენ - არავინ იცოდა, როდის გამოჩნდებოდა სამხედრო პატრული ან სად იფეთქებდა მორიგი კონფლიქტი. ამ სიმძიმის ფონზე, შალვა და ელისო საკუთარი, პატარა სამყაროს შენარჩუნებას ცდილობდნენ. ზოგჯერ, როცა ვიწრო ქუჩებში მზის სხივი შემოიჭრებოდა, ისინი ბალახიან ფერდობზე ჩერდებოდნენ და გარესამყაროს ხმებს უგდებდნენ ყურს. ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ, სიტყვები თითქმის არც იყო საჭირო. ყოველი შეხება და მზერა იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი ფრაზა.
შალვა ხშირად იხსენებდა ბავშვობას. ის აფხაზეთში დაიბადა, იქ გაიზარდა და იქვე დაკარგა ბევრი ახლობელი. ახლა, ომგამოვლილი, ცდილობდა ერთდროულად ყოფილიყო მამაცი და მეომარიც, მეუღლეც და მცველიც. მან კარგად იცოდა რომ ქალაქის მყუდროება დროებითი იყო. ყოველ წამს გრძნობდა ჰაერში გაბნეულ კონფლიქტის სუნს, რომელიც ჩუმი მუქარასავით სადღაც ახლოს ტრიალებდა. ვერც სახელმწიფო სტრუტურა მუშაობამ უშველა მის სახლს, რომელიც ნაცარტუტად იქცა, სადღაც, ქალაქის ბოლოს უშოვა დავით ჩაჩბამ სახლი, თუმცა ჯერ ბევრს ვერაფერს ჰპირდებოდა. ომის შემდგომ თავადაც უჭირდა სახლის პოვნა, ვერ გაჩერდებოდა თავის დიდ დანგრეულ სახლში ორსულ ცოლთან ერთად.
ელისო კი, შალვასგან განსხვავებით, უფრო მარტივ რამეებზე ოცნებობდა. პატარა ბაღზე ოცებობდა თავის დიდ აფხაზეთში, სადაც ყვავილები იხარებდნენ და ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებულ ფერად ჭურჭელზე. თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო. სამსახურის დაკარგვის მერე, შალვა ხშირად მუშაობდა აფხაზეთში ომის დროს დაზიანებული შენობების აღდგენაზე. ზოგჯერ სამთავრობო შეკვეთებს ასრულებდა, ზოგჯერ კი უბრალოდ ლუკმა - პურის საშოვნელად შრომობდა. მუშაობისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა - იცოდა რომ გარშემო ათასი თვალი უთვალთვალებდა და თითოეულ სიტყვას თუ მოძრაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. აღარ იყო აფხაზეთი საქართველოს ნაწილი, აღარ საუბრობდნენ იქ ქართულად, აღარც მეგრულად.
ქალაქში დილა რთული რიტუალივით თენდებოდა. ქუჩებში სკოლისკენ მიმავალი ბავშვების ხმაშიც კი შიში იგრძნობოდა. დედები შვილებს ხელებს მაგრად სჭიდებდნენ, თითქოს ყოველ წამს მათი დაკარგვის ეშინოდათ. ამ სცენების ფონზე, შალვა და ელისო მყარად იდგნენ გვერდიგვერდ. მათთვის ოჯახი იყო ის ერთადერთი საყრდენი, რომლის გარეშეც გარესამყაროს ქაოსთან გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა. საკვების მოპოვება, უსაფრთხო წყლის მარაგი, სხვისი განწყობის ამოცნობა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად... ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, თუმცა არა სიხარულით, არამედ გადარჩენის ინსტინქტით. მდინარე ბესლეთი, რომელიც ოდესღაც სოხუმის მშვენება იყო, ახლა ნაგვით სავსე კალაპოტში მიედინებოდა. ელისო ხშირად სთხოვდა ქმარს, ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ ყველაფერი და სიმშვიდე ეპოვათ, მაგრამ შალვა მუდამ ერთსა და იმავეს პასუხობდა.
- შენც ხომ ხედავ, რამდენი სიყალბე და უსამართლობაა გარშემო? ვერ დავმშვიდდები, სანამ აქ წესრიგი არ დამყარდება,- ამიოხრებდა კაცი,- სოსომ დამირეკა, დამეხმარება ალბათ. სხვა რა გზაა, დაველოდოთ.
თუმცაღა, უბრალო მაცხოვრებელი შალვა რას შეძლებდა? მიუხედავად მუდმივი საფრთხისა, ისინი მაინც პოულობდნენ ბედნიერების ნამცეცებს. ომის შემდგომი აფხაზეთი მძიმე ტვირთი იყო იქ მყოფი ყოველი მოსახლესთვის და სრულიად საქართველოსთვის, თუმცა შალვამ და ელისომ იცოდნენ რომ ეს გარემო მხოლოდ სცენა იყო მათი ნებისყოფისა და ოჯახური სიმტკიცის გამოსაცდელად. ისინი ტკივილს - მზრუნველობით, შიშს - გამბედაობით, ხოლო დანაკარგს სიყვარულით ანაცვლებდნენ.
ორი ათას ერთი წლის შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, სოხუმში ვითარება კვლავ დაიძაბა. კონფლიქტი კოდორის ხეობაში გამწვავდა. მოსახლეობა კვლავ გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. ათეულობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლ - კარი მიეტოვებინა. კოდორის ხეობაში ქართული ქვედანაყოფები უსაფრთხოების კონტროლს ცდილობდნენ, რასაც შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგობა მოჰყვა. შეტაკებები ბლოკპოსტებზე სროლით დაიწყო და მალე საომარ მოქმედებებში გადაიზარდა. მშვიდობიანი დღეები მალევე წარსულს ჩაბარდა. შალვა სოხუმის მიტოვებული ქუჩის შუაგულში იდგა, ელისოსთვის ხელი ჩაეკიდებინა ერთი წლის სანდრო მიეხუტებინა ქალს მკერდზე. მისი გული გამალებით ცემდა. ქალაქის სიჩუმე კატასტროფის მომასწავებელი იყო. ხიდებზე, გზებსა და ხეობებში ჯარები განლაგებულიყვნენ. ავტომატების გადატენვის ხმა და შორიდან მოღწეული სროლა იმის ნიშანი იყო რომ თითოეული წამი შესაძლოა საბოლოო ყოფილიყო.
შალვამ იცოდა რომ ენგურის ხიდისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მისი ოჯახისთვის სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავლას ნიშნავდა, თუმცა მათი აქ დარჩენა, მაშინ პირდაპირ სიკვდილს ნიშნავდა. ელისო მის გვერდით მოდიოდა. მის თვალებში შიში და სიმტკიცე ერთმანეთს ებრძოდა. პატარა სანდრო დედას ჩახუტებოდა - ისეთი უცნაური სიმშვიდით, თითქოს გრძნობდა რომ მათი ბედი სწორედ ამ წუთებში წყდებოდა. გადაწყვეტილება მოულოდნელად არ მოსულა, ის სოხუმის ნესტიან კედლებში, დავით ჩაჩბასთან მიწისქვეშა, ფრთხილ შეხვედრებზე მომწიფდა. დავითი, რომელიც აფხაზეთში მყოფი რუსული მთავრობის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში მუშაობდა იმ დროს, შალვასთვის ერთადერთ სარკმლად იქცა იმ ჩაკეტილ სამყაროში, სადაც ყოველი გამვლელი პოტენციური საფრთხე იყო. მისი და სოსო აგუმავას დახმარებით შედგა გეგმა, რომელიც უფრო მეტად სასოწარკვეთის გაწყალებას ჰგავდა, ვიდრე უსაფრთხო მარშრუტს. დათომ მოახერხა სამსახურეობრივი საშვისა და ძველი, დანგრეული ავტომობილის გამოყენება, თავისივე სანომრეებით, რათა ოჯახი ქალაქის მჭიდროდ კონტროლირებადი ზონებიდან გაეყვანა.
გამგზავრების ღამე უჩვეულოდ ცივი და ბნელი გამოდგა. ენგურის ხიდს რომ გადალახავდნენ, მერე უკვე მარტივი იქნებოდა არსებობა, თან ამ არეულობის პერიოდში ხიდზე დაცვა მუდამ იცვლებოდა და დათოც მაშინ აპირებდა მათ გაპარებას.დაცვის ერთ - ერთი თანამშრომლის, ალექსეის დახმარებით. შალვამ და ელისომ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩაალაგეს - ის, რაც ზურგჩანთაში ეტეოდა, უმეტესად ბავშის ნივთები. დათოს მანქანა შენობების ჩრდილებს შორის მოხერხებულად მანევრირებდა, გაურბოდა მთავარ მაგისტრალებს და შერჩეული ჰქონდა ისეთი გზები, სადაც სამხედრო პატრულირება შედარებით იშვიათი იყო. ყოველ ბლოკპოსტთან მიახლოებისას მანქანაში ჰაერი თითქოს სქელდებოდა. სუნთქვა ჭირდა, თითქოს პატარა სანდროც გრძნობდა რომ არ იყო ახლა ტირილის დრო. შალვა საათს დაჰყურებდა. ჩაჩბას დარიგება გონებაში უკიოდა. ცხრას ოთხი წუთი რომ დააკლდებოდა, სწორედ მაშინ უნდა ყოფილიყო ადგილზე. ჯარისკაცების შეცვლის ათ წუთიანი ფანჯარა მათი ერთადერთი შანსი იყო.
- ალექსეი...- ჩურჩულებდა თავისთვის შალვა,- მთავარია, ალექსეი ვიპოვო.
როცა ხიდს მიუახლოვდნენ, წყვდიადში მოულოდნელად ფარების მჭრელი შუქი აინთო. გამოჩნდნენ რუსი ჯარისკაცები, რომლებიც მაშინ მშვიდობისმყოფელების სტატუსით იდგნენ, თუმცა მათი მზერა და იარაღი მხოლოდ მუქარას ასხივებდა. შალვამ თვალით იმ ერთადერთს დაუწყო ძებნა, ვინც გარიგების მიხედვით უნდა დახვედროდა. აი, ისიც - რუსი ოფიცერი, რომელიც დანარჩენებისგან ოდნავ მოშორებით იდგა, საგუშაგოს ჩრდილში და ნერვიულად ეწეოდა.
- ალექსეი?- ხმადაბლა იკითხა შალვამ, როცა ბეტონის ბარიერებს მიუახლოვდნენ. შალვას გულზე ლოდი მოეშვა, ეგონა რომ ამ წყვდიადში გადარჩენის ნაპერწკალი აინთო და ჩაჩბას სიტყვები გამართლდა.
- ჩუმად,- გადაუჩურჩულა შალვამ ელისოს და ხელი მაგრად ჩასჭიდა. ნელა, ლანდებივით დაიძრნენ მითითებული მიმართულებით. შალვა წინ მიდიოდა, ყოველ ნაბიჯს უფრთხილდებოდა. ელისო, რომელსაც სანდრო ჰყავდა მყარად მიკრული, მას მიჰყვებოდა. ბავშვი საეჭვოდ დუმდა, თითქოს გრძნობდა მომენტის სიმძიმეს. მიიპარებოდნენ რკინისა და ბეტონის კონსტრუქციებს შორის, სადაც სიბნელე ყველაზე საშიში იყო. ალექსეი მათგან რამდენიმე მეტრში იდგა, ზურგით თავისიანებისკენ და მათ გზას უფარავდა. თითოეული წამი საუკუნედ ეჩვენებოდათ. მდინარის გუგუნი მათ აჩქარებულ სუნთქვას ფარავდა. აი, უკვე თითქმის ხიდის დასაწყისში იყვნენ, იმ ზღვართან, საიდანაც უკანდასახევი გზა აღარ არსებობდა, მხოლოდ წინ - გაურკვევლობისკენ. შალვამ უკვე იგრძნო ხიდის ცივი ლითონის სუნი და როცა გადარჩენა ასე ახლოს იყო, სიჩუმე შემზარავმა, მკვეთრმა ხმამ გაგლიჯა.
გასროლა მოულოდნელი და ყრუ იყო. ალექსეი წამით გაშეშდა, თითქოს რაღაცას უსმენსო. შემდეგ მისი სხეული მოიხარა და ნელა, თითქოს შენელებულ კადრშიაო, მუხლებზე დაეშვა. მის ზურგზე, ნაცრისფერ შინელზე, მუქი, სველი ლაქა სწრაფად იზრდებოდა. საკუთარმა თანამებრძოლებმა, საგუშაგოზე მყოფმა სხვა ჯარისკაცებმა, რომლებმაც იცოდნენ მის „ღალატზე", ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ესროლეს ზურგიდან. ალექსეი პირქვე დაემხო ტალახიან ასფალტზე, ხიდის დასაწყისში, ზუსტად იქ, სადაც შალვას ოჯახს უნდა გაევლო. ამ გასროლამ სამყარო ამოაყირავა. იმედი წამში შიშმა და სასოწარკვეთამ შეცვალა. საგუშაგოზე ჩოჩქოლი ატყდა, სხვებმაც მოიმარჯვეს იარაღი. დრო აღარ იყო. შალვამ წამით შეხედა წაქცეულ ოფიცერს, შემდეგ კი მთელი ძალით ჰკრა ხელი ელისოს, რომელიც გაქვავებული იდგა.
- გაიქეცი!- დაიღრიალა შალვამ, მისმა ხმამ ენგურის გუგუნი გადაფარა,- გაიქეცი, ელისო! უკან არ მოიხედო! წაიყვანე ბავშვი! მე დაგაზღვევ.
ელისო წამით შეყოვნდა. უკან ისმოდა რუსის ჯარისკაცების ყვირილი.
- Стреляйте в женщину, (ქალს ესროლეთ),- გაიგონა შალვამ ერთ - ერთის ხმა და მიხვდა რომ დრო იყო ემოქმედა. რომ უკვე სხვა გზა აღარ იყო, ან თავი უნდა გადაერჩინა ან ოჯახი.
ელისოს თვალებში საშინელი ტკივილი ჩაუდგა, მაგრამ შალვას მზერამ - მტკიცემ, სასოწარკვეთილმა და უკომპრომისომ - არჩევანის საშუალება არ დაუტოვა. შვილი უფრო მაგრად ჩაიხუტა და ხიდის მეორე მხარეს, სიბნელეში მოკურცხლა. მისი ნაბიჯების ხმა რკინის კონსტრუქციებზე ექოსავით ეცემოდა. შალვა კი იქ დარჩა, ხიდის დასაწყისში, ცოცხალ ფარად აღმართული - წაქცეულ ალექსეისა და მომავალ ტყვიებს შორის, რათა საკუთარი სხეულით დაეფარა ის ერთადერთი გზა, რომელიც მის ცოლ - შვილს სამშვიდობოს მიიყვანდა. ჰაერში მხოლოდ მათი აჩქარებული ნაბიჯების ექო და ენგურის მძიმე, გულგრილი გუგუნი ისმოდა.
- გაიქეცი!- დაიღრიალა კვლავ შალვამ, მისი ხმა ენგურის გუგუნს გადაეფარა,- გაიქეცი და უთხარი ჩვენ შვილს საიდანაა. უთხარი ვისი შვილია.
ელისოს თვალები შიშისგან გაუფართოვდა, ცრემლები წვიმის წვეთებს შეერია. ხედავდა მიწაზე გართხმულ რუს ოფიცერს და ქმრის სახეს, რომელზეც საბედისწერო გადაწყვეტილება ეწერა.
- შალვა, შენ?!- აღმოხდა ქალს და ცდილობდა უკან არ მიეხედა. გარბოდა, თუმცა ქმრისთვის ხმის მიწვდენას მაინც ახერხებდა.
- არ გაჩერდე, სანამ საქართველოს დროშას არ დაინახავ. არ გაჩერდე, სანამ ქართულს არ გაიგონებ,- ელისომ სანდრო უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე და გაიქცა. მისი ნაბიჯების ხმა რკინის კონსტრუქციებზე ექოსავით ეცემოდა. გაისმა ტყვიების ხმა, ელისომ იგრძნო როგორ ჩაუფრინა ორმა ტყვიამ ერთად, თუმცა, როგორც კი ხიდი გადაკვეთა, მაშინვე ტყეს შეაფარა თავი და იქამდე გარბოდა, სანამ ფილტვებმა ჰაერის მიღება არ შეწყვიტეს. ცრემლები ღაპა - ღუპით სდიოდა და სანდროც თავს აღარ იკავებდა. აღარ იცოდა საკუთარი თავი დაემშვიდებინა თუ ბავშვი. ყოველი ნაბიჯი ტყვიაზე სწრაფი უნდა ყოფილიყო. გაისმა ისევ ავტომატის ხმა. შიშმა სხეული გაუყინა, მაგრამ დედობრივმა ინსტინქტმა წინ გააგდო. გარბოდა თავდაუზოგავად, ტოტები სახეში სცემდა, ტალახი ფეხებს უმძიმებდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. როცა ძალა საბოლოოდ გამოელია, ერთ მუხლზე დაეშვა. ცრემლები ღაპა - ღუპით სდიოდა, წვიმასა და ოფლში არეული. სანდროც, რომელიც აქამდე საოცარ სიმტკიცეს იჩენდა, ახლა ვეღარ უძლებდა ამ დაძაბულობას და ატირდა, რაც უფრო მეტად ხეთქავდა ელისოს გულს. აღარ იცოდა, საკუთარი თავი დაემშვიდებინა თუ ბავშვი. ორივე ერთმანეთს იყვნენ ჩახუტებულები ამ უცხო, ბნელ ტყეში.
უკან მოხედვა სიკვდილის ტოლფასი იყო. იქ, იმ ავბედით ხიდზე, წყვდიადმა შალვა შთანთქა. ელისოს უნდოდა ეყვირა, უკან გაქცეულიყო, მისი სახელი დაეძახა, მაგრამ შალვას ბოლო გამოხედვა აკავებდა - ის მზერა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სანდროს სიცოცხლეზე მას გადააბარა. იქ, ხიდის მეორე მხარეს, მხოლოდ ტყვიების შემთხვევითი ექო და ენგურის დაუნდობელი ხმაური ისმოდა.
ელისომ ჰაერი ჩაყლაპა, სანდროს სველი თავი გულზე მიიკრა და სიბნელეში გაიხედა. სადღაც იქ, წინ, იმედი უნდა ყოფილიყო. სადღაც იქ ქართულად უნდა დალაპარაკებოდნენ. სადღაც იქ საქართველოს ელოდა რომ გადაარჩენდა. ნელა წამოსწია დაღლილი სხეული და ტყის სიღრმეში პირველი ნაბიჯი გადადგა - შალვას სახელით და შვილის გადარჩენის რწმენით.
ენგურის ხიდი, რომელიც ოდესღაც აფხაზეთსა და სამეგრელოს აკავშირებდა, ახლა გადაუჭრელ კვანძად ქცეულიყო. ის უმოწყალოდ ყოფდა საქართველოს ორ ნაწილს. თითოეული ნაბიჯი ამ ხიდზე გადარჩენის სიმბოლოდ იქცა, მდინარის ჩუმი სიბნელე კი საფრთხეს ისე ინახავდა, როგორც მრისხანე გუშაგი. ენგური სიცოცხლისა და სიკვდილის მიჯნად გადაიქცა. თითოეული ამოსუნთქვა იქცა ისტორიად ქართველების სულისშემძვრელ გამძლეობაზე - მათზე, ვინც უმოწყალოდ გამოდევნეს და ვინც ცრემლიანი თვალებით გადაკვეთა ომისგან დადაღული ხიდი. აფხაზეთის ჰაერში კვლავ ტრიალებდა ომის სუნი. მიუხედავად იმისა რომ იარაღი დადუმებულიყო, მისი ჩრდილი სოხუმის ქუჩებს არ სცილდებოდა. ქალაქი დუმდა, მაგრამ ეს დუმილი ყვირილზე უფრო მძიმე იყო. ცარიელ ეზოებში, სადაც ოდესღაც ბავშვების სიცილი ისმოდა, ახლა მხოლოდ ქარი დაძრწოდა. სადღაც შორს თოლიების ნაღვლიანი კივილი ისმოდა, რომელშიც დაკარგული იმედი ირეოდა. ყოველი დეტალი, ყოველი ჩამონგრეული კედელი ერთსა და იმავეს ამბობდა: აქ ომი იყო და ადამიანების ტკივილი ჯერაც არ განელებულა.
საბოლოოდ კი ენგურის ხიდი, რომელიც ოდესღაც მოსახლეობისთვის აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშრებელი ნაწილი იყო, ახლა უბრალოდ ერთი დიდი ცეცხლწაკიდებული ხიდი იყო, რომლის გადაკვეთაც სასტიკად აკრძალული იყო. რომელიც ასე უმოწყალოდ კვეთდა საქართველოსგან აფხაზეთს. ხიდზე თითოეული ნაბიჯი ძალაუფლების, შიშის და გადარჩენის სასიცოცხლო არჩევანის სიმბოლოდ იქცა, ხოლო მდინარის ჩუმი სიბნელე ისე იწონიდა საშიშროებას, როგორც ბუნების საკუთარი მცველი. სიცოცხლისა და სიკვდილის ხაზად გადაიქცა ენგურის ხიდი საქართველოში. თითოეული ნაბიჯი, თითოეული მძიმედ ჩასუნთქული ჰაერი იქცა ისტორიად, რომელიც არასდროს დაივიწყებდა ქართველთა სულისშემძვრელ შემართებას - მათ, ვისაც ასე უმოწყალოდ მოექცნენ და ვისაც ცრემლებით სავსე გულით უწია გადაკვეთეს ხიდი, რომელიც სეპარატისტულმა ცეცხლმა და ომმა დაღუპა.
* * *
სხვანაირი გაზაფხული იცოდა ზემო ეწერისში. განსაკუთრებულად ნოტიო და სურნელოვანი იდგა ხოლმე. თხილნარის აყვავებულ ბაღებსა და ახლად ამოსულ ჯეჯილს ისეთი სუნი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ამ ნაწილს ახასიათებს - მიწისა და თავისუფლების ნაზავი. ელისო თავისი პატარა, თეთრად შეღებილი სახლის აივანზე იდგა და შორს, ნისლში გახვეულ მთებს გადაჰყურებდა, თან სარეცხს ფენდა. თოთხმეტი წელი გავიდა იმ ღამიდან, როცა ენგურის ცივი რკინა ფეხქვეშ გუგუნებდა და შალვას ხმა წყვდიადში ჩაიკარგა. მაშინ, როცა ტყიდან სულგათანგული გამოვარდა, ატირებული ჩვილით ხელში, ეგონა, რომ სამყარო დასრულდა.
მაგრამ ზემო ეწერისმა ისინი შვილივით მიიღო.
პირველად ერთმა მოხუცმა მეგრელმა ცოლ - ქმარმა იპოვა, გზის პირას ჩამომსხდარნი. ელისო გონზე თითქმის არ იყო, ბავშის ტირილმა მიიქცია მათი ხმა. იმდენი იარა, იმდენი ირბინა, არც კი ახსოვს სად გაჩერდა და სადამდე მოახერხა მისვლა. ზემო ეწერიში ისინი კითხვების გარეშე მიიღეს. აფხაზეთიო რომ ახსენა, უკვე ისედაც ყველაფერი ცხადი იყო. ენგურის გუგუნს გამოქცეული ადამიანის სუნი შორიდანვე ეცნობოდათ. არ ყოფილა ზედმეტი მიალერსება ან ნუგეში. მეგრელებმა უბრალოდ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. ვიღაცამ უსიტყვოდ დაუდო წინ ცხელი ნაბადი, მეორემ სანდროსთვის რძე მოიტანა, მესამემ კი კუთხეში ძველი, მყარი აკვანი დადგა. იმდენ ხანს უვლიდნენ ბავშს მონაცვლეობით, თანაც რომ არ იღლებოდნენ. ხან რა ტანსაცმელი გამოიტანეს და ხან რა.
ელისოსთვის ეს დუმილი უფრო დიდი შვება იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ამ ხალხს არ სჭირდებოდა ახსნა, თუ რატომ ჰქონდა ქალს თვალებში სიკვდილის შიში ჩამჯდარი ან რატომ უფრთხოდა ყოველ მკვეთრ ხმას. მათ უბრალოდ ადგილი დაუთმეს - მიწაზე, სადაც ტყვიების ზუზუნი აღარ ისმოდა, მაგრამ ომის ექო კედლებში მაინც ჟონავდა. სწორედ ამ მძიმე, საქმიანმა თანაგრძნობამ აიძულა ელისო, პირველი ნაბიჯი გადაედგა იმ უფსკრულიდან ამოსასვლელად, რომელიც შალვასთან ერთად ხიდზე დარჩა. მოგვიანებით სახელმწიფო ბიუროკრატიაც ჩაერთო: დევნილის მოწმობა, ყოველთვიური რამდენიმე ლარი და ოთახი ძველ ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ქარი ფანჯრის ღრიჭოებიდან მუდმივად შიშინებდა. ელისომ სკოლაში იშოვა სამუშაო. წლების განმავლობაში, სანამ სანდრო იზრდებოდა, ის ამ ოთახს კბილებით ეჭიდებოდა რომ შვილისთვის სიმშვიდის ილუზია მაინც შეექმნა. მოგვიანებით სახელმწიფო დახმარებაც გამოჩნდა - დევნილის სტატუსი, მცირე შემწეობა და ეს საცხოვრებელი ფართი, რომელიც ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში გამოუყვეს. ელისომ თავისი შრომით, სკოლაში მუშაობითა და მეზობლების გვერდში დგომით, ეს ორი ოთახი ნამდვილ ოჯახურ კერად აქცია.
- დე, ჩემი სპორტული სად არის?- გაისმა ოთახიდან ბოხი, მამაკაცური ხმა. აივნის კარში სანდრო გამოჩნდა. მაღალი, მხარბეჭიანი ბიჭი იყო, რომელსაც შალვასავით მტკიცე გამოხედვა ჰქონდა. სანდრო ისე გაიზარდა რომ მამა მხოლოდ გაცვეთილი ფოტოებიდან იცოდა, თუმცა მისი სახელი და გმირობა დედის ნაამბობიდან ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. სოფლის ცენტრში, სადაც ბიჭები ხშირად იკრიბებოდნენ ხოლმე, სანდრო ყოველთვის ის იყო, ვის სიტყვასაც წონა ჰქონდა. მასში რაღაცნაირი, ნაადრევი კაცობა იგრძნობოდა. ის სიმშვიდე, რომელიც მხოლოდ მათ ახასიათებთ, ვისაც ბავშვობიდანვე მოუწია პასუხისმგებლობის საკუთარ მხრებზე აღება. თუ ვინმეს მძიმე სამუშაოში დახმარება სჭირდებოდა - იქნება ეს თხილის კრეფა თუ ეზოს შემოღობვა - სანდრო პირველი ჩნდებოდა. მეგრელი კაცები ხშირად ამბობდნენ ხოლმე თამადობისას: „ამ ბიჭს ენგურის ძალა და აფხაზეთის სული მოჰყვებაო". ელისოსთვის კი სანდრო მხოლოდ შვილი არ იყო - ის იყო ცოცხალი დადასტურება იმისა, რომ შალვამ იმ ღამეს ყველაფერი სწორად გააკეთა. როცა ხედავდა, როგორ მიაბიჯებდა მისი ვაჟი სოფლის შარაზე, თავაწეული და თავდაჯერებული, ელისოს გულში ის მძიმე ტკივილი წამით მშვიდობიან სიამაყედ იცვლებოდა. სანდრომ იცოდა თავისი ფასი და იცოდა იმ თავისუფლების ფასიც, რომელიც მას მამის სიცოცხლის ფასად ერგო.
მიუხედავად იმისა, რომ ზემო ეწერისში ყველას უყვარდა, სანდრო მაინც ინარჩუნებდა რაღაცნაირ იდუმალ დისტანციას. იმ წამებში ის აღარ იყო მხოლოდ სოფლის ერთ - ერთი გამორჩეული ბიჭი. ის იყო ენგურის ხიდის შვილი, რომელსაც საკუთარი ფესვების ძახილი არცერთი წუთით არ ასვენებდა. მის დუმილშიც კი იგრძნობოდა, რომ ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად მიბრუნდებოდა იმ ადგილას, სადაც მისი ისტორია ასე ტრაგიკულად დაიწყო. ეს აქცენტი და ეს მიწა მისი ნაწილი გახდა, თუმცა ხანდახან, როცა ქარი ენგურის მხრიდან დაუბერავდა, სანდროც გაჩუმდებოდა ხოლმე. ის ხედავდა, როგორ უსველდებოდა დედას თვალები ყოველ სექტემბერს და როგორ უყურებდა სოფლის ბოლოს, რომლის ჩაყოლებაზეც ხიდი იწყებოდა, თითქოს ისევ ელოდება რომ იქიდან ნაცნობი სილუეტი გამოჩნდებოდა.
- სკამზე გიდევს,- უპასუხა ელისომ და შვილს თბილად გაუღიმა.
სანდრომ ეზოს ჭიშკარი ხმაურით გაიხურა და სოფლის ორღობეს ჩაუყვა, სადაც მეგობრები უკვე ელოდნენ. ელისო კი კარგა ხანს იდგა ასე, აივანზე დაყრდნობილი და თვალს აყოლებდა მის თითოეულ ნაბიჯს. ყოველთვის, როცა სანდრო მხარბეჭიანი და თავდაჯერებული მიაბიჯებდა, ელისოს ეჩვენებოდა, რომ შალვას აჩრდილი სადღაც იქვე, შვილის გვერდით მიჰყვებოდა. სოფლის ცენტრში, ბირჟაზე, სადაც ძველი მუხის ქვეშ ბიჭები იკრიბებოდნენ, სანდროს გამოჩენა ყოველთვის დუმილს ან პატივისცემით სავსე მისალმებას იწვევდა. ის არ იყო ბევრი ლაპარაკის მოყვარული, თუმცა მისი სიტყვა ზემო ეწერისში უკვე კანონივით ჭრიდა. იქაურ ბიჭებთან ერთად გაიზარდა, მათთან ერთად გაქექა მუხლები თხილნარებში, მაგრამ მასში მაინც იგრძნობოდა რაღაც სხვა - ნაადრევი სიმწიფე, რომელიც მხოლოდ მათ აქვთ, ვინც იცის, რა ფასი აქვს სიცოცხლის შენარჩუნებას.
უფროსები ხშირად აყოლებდნენ თვალს და ერთმანეთს გადაუჩურჩულებდნენ.
"ნამდვილი კაცია, აფხაზების სისხლია... ხედავ, როგორ უჭირავს თავი - ო?"
სანდრო მართლაც მისაბაძი მაგალითი იყო თანატოლებისთვის. მაშინაც კი, როცა ვინმე შარს ეძებდა ან ჩხუბი ატყდებოდა, ის იყო მშვიდობისმყოფელი. არა იმიტომ რომ ეშინოდა, არამედ იმიტომ რომ ქვეცნობიერად სძულდა ყოველგვარი აგრესია. ელისო ხშირად ეუბნებოდა, თითქმის ლოცვასავით უმეორებდა რომ ჩხუბისა და აყალმაყალისგან თავი შორს დაიჭირა, რადგან თვის დროზე ამას კარგი არაფერი მოუტანია და აღარ უნდა ერთადერთი შვილიც დაკარგოს. სანდროც უსიტყვოდ უჯერებდა. არა იმიტომ რომ ვინმესი ეშინოდა - მისი მხარბეჭი და მძიმე მუშტი სოფელში ყველამ იცოდა - არამედ იმიტომ რომ დედის თვალებში იმ გაყინულ შიშს უფრთხოდა, რომელიც ენგურის ხიდის შემდეგ იქ სამუდამოდ დასახლდა. თუმცა, მისი ეს თავდაჭერილობა სუსტი ადამიანის მორიდებას არ ჰგავდა. ის იყო კლდესავით მყარი. როცა თანატოლები უაზროდ აზვირთდებოდნენ, სანდრო მხოლოდ ერთი გამოხედვით, ერთი დაბალი და მშვიდი სიტყვით ახერხებდა სიტუაციის განმუხტვას. მასში იგრძნობოდა ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს აიძულებს, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი წელში არ გატყდეს.
ზემო ეწერის მკაცრ ყოველდღიურობაში სანდრო ნამდვილ კაცად ყალიბდებოდა. დილით ადრე დგებოდა, ვიდრე მზე თხილნარებს გადაეფინებოდა. სანამ ელისო სკოლისთვის ემზადებოდა, სანდრო უკვე ეზოში ტრიალებდა - შეშას ჩეხდა, საქონელს უვლიდა ან მეზობელ ვანო ძიას ეხმარებოდა მძიმე ტვირთის აწევაში. სოფლის უხუცესები ხშირად აკვირდებოდა შორიდან. სანდროსთვის ყველაზე დიდი გამოცდა მაინც ის საღამოები იყო, როცა სოფლის განაპირას, მაღლობზე ავიდოდა და აფხაზეთის მთებს გაჰყურებდა. იქ, იმ ლურჯ ნისლში, მისი წარსული იყო ჩამარხული. იცოდა რომ დედას ეშინოდა მისი იქით გახედვისაც კი, მაგრამ სანდროს სულში სხვა ცეცხლი გიზგიზებდა. ეს არ იყო შურისძიების წყურვილი - ეს იყო ფესვების ძახილი. ის იზრდებოდა არა ჩხუბისთვის, არამედ იმისთვის რომ ოდესმე ისე მყარად დამდგარიყო ენგურის ხიდზე, როგორც მაშინ მამამისი იდგა, ოღონდ ამჯერად უკანდასახევი გზის გარეშე.
ყოველი გათენებული დღე მისთვის მომზადება იყო. ყოველი დათმობილი ჩხუბი - გამარჯვება საკუთარ თავზე. ის სწავლობდა დუმილს, შრომას და მოთმინებას, რადგან იცოდა - ნამდვილი ძალა არა მუშტებში, არამედ შენებაში იყო - იმ ცხოვრების შენებაში, რომელიც შალვამ საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩუქა. ნეტავ ახლა სად იყო შალვა, ნეტავ თუ ცოცხალი იყო, ნეტავ თუ ახსოვდა... ტანჯავდა ეს ფიქრები, არ ასვენებდა, სულს უჭამდა...
სანდრო ხშრად დადიოდა ენგურზე თავის ძმაკაცებთან ლაშასთან და დიტოსთან ერთად.
- გურგულიააა!- დაიწყებდნენ ხოლმე ღრიალს შორიდან, აბა სახლში რა გააჩერებდათ პაპანაქება სიცხეში, ან ვინ გააჩერებდა. ბიჭები რომ ეზოს ჭიშკრიდან იწყებდნენ ყვირილს და მაიმუნებივით ეკიდებოდნენ კარებს, სანამ საქმეს არ მოსწყვეტდნენ გურგულიას, მანამდე არ ნებდებოდნენ,- ამოყავი თავი ბიჭო, ხომ არ ჩარჩი მაგ სახლში?!
ღრიალებდა კვარაცხელია და თან კარებზე აბრაგუნებდა, სანამ მთელი ღობე არ ააჭრიალა. ყველაზე ხმაურიანი იყო მათ შორის.
- გამოდი, თორემ შემოვალ და ძალით გამოგათრევ!- არ ჩერდებოდა დიტო,- ვერც ეგ შენი ბულდოგი ვერ გამაჩერებს.
ელისოს ეღიმებოდა. ამ ბიჭების ხმაურს ვერაფერი დაუდგებოდა წინ. სანდროც, ვეღარ უძლებდა - ამათი მოშორება ხომ მხოლოდ დათანხმებით თუ შეიძლებოდა.
- მოვდივარ, მოვდივარ, ნუ დაანგრიეთ ეზო - ყორი!- გასძახა სანდრომ და მაისურს ხელი დაავლო. ელისოც სიცილით უშვებდა ბიჭს გარეთ და აფრთხილებდა რომ არ დაეგვიანა სახლში, ეშინოდა დაღამების, ეშინოდა საღამოს მარტო ყოფნის, არ უნდოდა ღამეს მისი ბიჭიც ისე წაერთმია, როგორც ერთ დროს ქმარი წაართვა.
ივლისის მიწურული იდგა. სოფელ ეწერში ჰაერი ისე იყო გაჩერებული, თითქოს სუნთქვაც კი მძიმე ტვირთად ქცეულიყო. მზე დაუნდობლად აჭერდა თხილნარებს, შეუძლებელი იყო ეზოში დიდხანს გაჩერება. თუმცა მთელი სოფელი შეიყარა, მუხის ხის ქვეშ გამავალი ღელეს თავზე, ნათელას ყვირილი რომ გაიგეს. ელისო ხელების მშრალებით გამოვიდა სამზარეულოდან და გარაჟში მყოფ სანდროს გახედა, რომელიც მაისურს იცვამდა.
- რა ხდება?- იკითხა ქალმა გაკვირვებულმა.
- არ ვიცი, ყველა ღელეში მიდის,- აიჩეჩა მხრები სანდრომ და ეზოს გაუყვა.
- მთელი ღამე ჭალები ვჩხრიკეთ,- თქვა ერთ - ერთმა მეზობელმა, თან ოფლიან შუბლს იწმენდდა,- ენგურის პირამდე ჩავედით, სად არ ვეძებეთ, მაგრამ არსად ჩანს.
- ღმერთო მომკალი, სად წავიდა ამხელა კაცი, ენგურმა ხომ არ გაიყოლა?- იკითხა ნატომ მეგრულად და პირზე ხელი აიფარეს ქალებმა. სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ შორიდან მოესმოდათ მდინარის ყრუ გუგუნი, რომელიც იმ წუთას უფრო საზარლად ჟღერდა, ვიდრე ოდესმე. ზოგმა პირჯვარი გამოისახა, ზოგმაც თავი ჩაქინდრა და ჩუმად ლოცვა დაიწყო. მეგრული ჩურჩულით ნათქვამი ვედრება ჰაერში მძიმედ ტრიალებდა.
- აბა, აქ დგომით და ვაი - ვიშით ვუშველით რამეს?!- წამოიძახა მეზობელმა მირიანმა და ხალხს გადახედა,- წავიდეთ, მოვძებნოთ, კაცს ხომ არ მოვკლავთ ტყე - ღრეში?! ვანო ძია ყველას პატრონი იყო, ყველას გვერდით ედგა, ახლა ჩვენი ჯერია. ვისაც მანქანები გყავთ, დაიძარით, დანარჩენები ფეხით გავყვეთ!
სასოწარკვეთა მოქმედებამ შეცვალა. წამებში ატყდა მანქანების ძრავის ხმა. ეწერის ქუჩები ძველი ვილისებით, ნივებით და მოტოციკლებით გაივსო. სანდრო, ლაშა და დიტო ერთ - ერთი ძველი ვილისის ღია ძარაზე შეხტნენ. მანქანა ადგილიდან მოწყდა, საბურავებიდან მტვრის ღრუბელი ავარდა. სოფელი დაიძრა მთებისკენ. ელისო მტვერში იდგა, ეშინოდა, გული უგრძნობდა ცუდს, ვერ ისვენებდა, არ უნდოდა იმ მთებისკენ გაეშა შვილი, საიდანაც ერთხელ ძლივს გამოაღწიეს. ახლოს იყო წითელი ხაზი იმ მთებთან, ბაგა - ბუგი გაუდიოდა გულს და გაფითრებული უყურებდა მიმავალ მანქანას. დაბრუნდიო უნდოდა ეთქვა, მაგრამ ყელში მოებჯინა, ხმამაღლა ვერ ამოთქვა. არ უნდოდა შვილისთვის გზა დაეფრთხო, არ უნდოდა თავისი შიშით დაემძიმებინა ისედაც რთული წუთები. უყურებდა სანდროს ზურგს, რომელიც ვილისის ბაგაჟზე მყარად იდგა და გული უკვდებოდა - როგორ ჰგავდა ამ წამს შალვას, როგორ ერთნაირად მიიწევდნენ მამა - შვილი საფრთხისკენ, როცა სხვას დახმარება სჭირდებოდა.
არ უნდოდა გაეშვა. ერჩივნა, სახლში გამოეკეტა, ათასი საკეტი დაედო კარზე და ისე დაეცვა, მაგრამ ხვდებოდა რომ სანდროს ვეღარაფერი შეაჩერებდა, რადგან იმ კაცის საძებნლეად მიდოდა, ვინც მამობა გაუწია და კაცად გაზარდა. აღარ იყო პატარა ბიჭი, რომელიც კაბის კალთაზე ექაჩებოდა, ის კაცი იყო და ეს კაცობა ახლა ენგურისპირა ტყეებში გამოცდას გადიოდა. ელისომ აკანკალებული ხელები მკერდზე მიიჭდო. ხმამაღალი ტირილის ნაცვლად, გულში დაიწყო შვილის ლოცვა.
"უფალო, შენ დამიფარე... შენ გაუნათე გზა... შენ დამიბრუნე მშვიდობით," - იმეორებდა ჩურჩულით და თვალს არ აცილებდა მტვრის იმ კვალს, რომელიც მანქანებმა დატოვეს. ყოველი მისი ამოსუნთქვა ვედრება იყო, ყოველი გულისცემა - კურთხევა შვილისთვის. მან იცოდა რომ ახლა მხოლოდ მისი ლოცვა თუ მიჰყვებოდა სანდროს იმ გაუვალ ტყეში, სადაც მავთულხლართები და უცხო ჯარისკაცები ჩასაფრებულები იდგნენ.
ხალხი ტყეში გაიფანტა. სანდრო, დიტო და ლაშა, როგორც ყოველთვის, განუყრელ სამეულად დარჩნენ და ერთი მიმართულებით, ენგურისპირა ჭალებისკენ დაიძრნენ. თავიდან სიმძიმე ყველას ყელში ჰქონდა გაჩხერილი. ნაბიჯს ისე ფრთხილად ადგამდნენ, თითქოს მიწა ფაიფურის იყო. ყოველ ბუჩქს, ყოველ გადახრილ ტოტს ისე ჩხრეკდნენ, თითქოს ვანო ძია იქ სპეციალურად დამალულიყო და მათ გამოჩენას ელოდა. დაძაბულობა ჰაერში ელექტროობასავით ტრიალებდა - ნებისმიერი უცნაური შრიალი ან ჩიტის ფრთების ფართხალი გულს საგულედან უგდებდათ. თუმცა, ნახევარი საათის შემდეგ, როცა მხოლოდ ივლისის მზისგან გახურებული ფიჭვის სუნი და ჩიტების ერთფეროვანი ჭიკჭიკი შერჩათ ხელთ, იმ პირველადმა, მჭრელმა შიშმა ნელ - ნელა უკან დაიხია. ტყე, რომელიც თავიდან მტრულად გამოიყურებოდა, უცებ ნაცნობი და მშობლიური გახდა. ბავშვურმა, დაუოკებელმა სულმა გაიღვიძა და ლაშამ, რომელიც წამითაც ვერ ჩერდებოდა სერიოზული სახით და რომლისთვისაც დუმილი ყველაზე დიდ სასჯელს წარმოადგენდა, პირი ვერ გააჩერა.
- ჩემი აზრით, ვანო ძია ახლა სადმე ხის ჩრდილში იქნება მიწოლილი, თავისი საქონელიც გვერდით ჰყავს და ალბათ გვიყურებს, როგორ დავრბივართ ენა გადმოგდებული ძაღლებივით ამ სიცხეში,- გადაიხარხარა ლაშამ და ერთი დიდი გვიმრა მოგლიჯა.
- აუ, ჰო,- აჰყვა დიტოც,- ეგ სულ ეგეთი ტიპი იყო, მაგრამ ორი დღე არ დაკარგულა არასდროს.
სანდრომ მხოლოდ გაიღიმა. ის მაინც ფხიზლად იყო, მაგრამ ძმაკაცების ხუმრობამ დაძაბულობა მოუხსნა.
- აი, ახლა რომ გამოხტეს რომელიმე ბუჩქიდან და „ბუ - ო" დაგვიძახოს, დიტო მგონი პირდაპირ ენგურში გადახტება შიშისგან,- გააგრძელა ლაშამ და დიტოს მხარი გაჰკრა,- იმენა პატარა ჩმორიკი ხარ.
- მე გადავხტები? ვინაა ჩმორიკი, მოგხვდება ახლა შენ,- აწუწუნდა დიტო,- მაბულინგებ რაღაცა ხშირად ამ ბოლო დროს.
არ ჩამორჩა დიტო. ბიჭები სიცილით იგუდებოდნენ, ერთმანეთს ტოტებს უშენდნენ და ავიწყდებოდათ რომ სადღაც ახლოს ის უხილავი, დაჟანგული ზღვარი გადიოდა.
- კაი ბიჭო, ნუ გაგიჟდი. ეს ძროხებიც ხომ მაგარი ტიპები არიან,- აგრძელებდა ლაშა,- სად ჩემ ფეხებში მიდიან სულ ტყე - კლდეში რომ ვეძებთ?
სიცილისგან დიტო ჩაიკეცა. სანდროც ვერ იკავებდა თავს. ტყე მათ ხმაურს ექოსავით აბრუნებდა. ნელ - ნელა ბინდი ჩამოწვა, ხეების ჩრდილები გაიწელა და ჰაერი დამძიმდა. ბიჭებმა ვერც კი შეამჩნიეს, როგორ დაშორდნენ სხვებს, როგორ მიილია ხალხის ხმა.
- ეე, სად ვართ?- იკითხა უცებ სანდრომ და გაჩერდა. ლაშამ და დიტომაც მაშინ შეწყვიტეს ლაზღანდარაობა და მიმოიხედეს. გარშემო მხოლოდ უზარმაზარი მუხები და გაუვალი ეკალბარდი იდგა. ხალხის ძახილი აღარ ისმოდა. მხოლოდ ენგურის მძლავრი, ყრუ გუგუნი აღწევდა აქამდე.
- მგონი, ზედმეტად შორს წამოვედით,- ჩაილაპარაკა დიტომ, ხმაში უკვე აღარ ეტყობოდა ის სიცილი.
სიცილი და ხუმრობა დანასავით გაიჭრა. სულ რამდენიმე მეტრში, ბუჩქების მიღმა, მძიმე ჩექმების ფეხის ხმა გაისმა. სანდრომ გაიფიქრა გამოვედით უკანო, წამოიწია რომ ხმამაღლა დაეძახა, ხმელი ფოთლების ტკაცუნი ნელა და რიტმულად უახლოვდებოდათ.
ბიჭები ადგილზე გაიყინნენ.
- Слышишь? Вон там кто - то копошится, (გესმის? მანდ ვიღაც ფაჩუნობს )- გაისმა ბოხი, უცხო ხმა,- Я только что услышал здесь чей-то голос. (ნაღდად გავიგე აქ ვიღაცის ხმა)
იმ წამს ბიჭებს ძარღვებში სისხლი გაეყინათ. ტყის სიღრმიდან წამოსული ბგერები არც მშობლიურ მეგრულს ჰგავდა და არც ქართულს. ეს იყო ცივი, ნაწყვეტ - ნაწყვეტი და უცხო ჟღერადობა - ის ენა, რომლის გაგონებაზეც ელისოს სახეზე ფერი გადასდიოდა და შიშისგან სუნთქვა ეკვროდა. ეს იყო რუსი ჯარისკაცების ხმა, რომელიც ეწერის ჭალებში მუდამ სიკვდილისა და გაურკვევლობის მომასწავებელი იყო. ჰაერი უცებ დამძიმდა, თითქოს ყოველი სიტყვა ტყვიასავით მძიმე იყო. ის უდარდელი სიცილი, რომელიც წამების წინ ტყეში იფრქვეოდა, ყელში გაეჭედა სამივეს. ბიჭები მიხვდნენ რომ ის უხილავი ზღვარი, რომელზეც უფროსები მუდამ ჩურჩულით ლაპარაკობდნენ, უკვე მათ ზურგს უკან დარჩენილიყო. ისინი აღარ იყვნენ უბრალოდ ტყეში - ისინი იმ წყვდიადში აღმოჩნდნენ, რომელმაც ენგურისპირა სოფლებს სიმშვიდე და მომავალი წაართვა.
- Давай, окружай их, наверняка опять контрабандисты или пастухи, (მიდი, ალყა შემოარტყი, ალბათ ისევ კონტრაბანდისტები ან მწყემსები არიან.)- უპასუხა მეორემ,- Сегодня мы будем продавать кое-какие классные вещи, вы сами увидите.(მაგარ საქონელს დავითრევთ დღეს და ნახავ)
- Если она девушка, то она моя, я давно не пробовал такого мяса.(გოგო თუ არის ჩემია, დიდი ხანია ამათი ხორცი არ გამისინჯავს),- სანდრო მიხვდა - ისინი პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან იყვნენ. ის ადგილი, სადაც რამდენიმე წამის წინ იცინოდნენ, ახლა სიკვდილის მახედ იქცა.
- დაიმალეთ!- ჩურჩულით ამოთქვა სანდრომ, მაგრამ გვიან იყო.
ფარნების მჭრელმა შუქმა სიბნელე გაკვეთა და პირდაპირ თვალებში მოხვდათ. ბუჩქებიდან სამი შეიარაღებული ფიგურა გამოჩნდა.
- Руки вверх! Быстро! (ხელები მაღლა! სწრაფად!)- ერთ - ერთი ჯარისკაცი ბუჩქებიდან პირდაპირ მათ წინ გამოვარდა, ავტომატის ლულა მომართა და თითი სასხლეტზე გაუშეშდა. წამებში მათ ირგვლივ კიდევ ორი ჩრდილი გაჩნდა. ფარნების თეთრმა, ცივმა შუქმა ბიჭების გაფითრებული სახეები ამოწვა. შიშისგან დიტოს მუხლები აუკანკალდა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მიწა ფეხქვეშ ეცლებოდა. სხეული ვეღარ ემორჩილებოდა, მხოლოდ მისი აჩქარებული, ხრიალამდე მისული სუნთქვა ისმოდა ამ საზარელ სიჩუმეში. სანდრომ გვერდზე გაიხედა და წამით თვალი მოჰკრა ლაშას, რომელიც ოდნავ მოშორებით, ხის ჩრდილში იდგა. მაშინვე დაინახა ის, რასაც ლაშა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა - გაქცევა შეუძლებელი იყო, ალყა უკვე შეკრულიყო. ჯარისკაცები მგლური სისწრაფით მიუახლოვდნენ. სანამ ლაშა გონს მოეგებოდა და ამ კოშმარულ რეალობას გაიაზრებდა, დაინახა მომენტი, რომელიც მის მეხსიერებაში სამუდამოდ კადრებად ჩაიბეჭდა - როგორ ეცნენ ჯარისკაცები სანდროს და დიტოს. უხეში ხელები სანდროს მხრებში ჩააფრინდნენ. მან იგრძნო ცივი ლითონის შეხება კისერზე და მძიმე ჩექმის დარტყმა მიწაზე, როცა დაჩოქება აიძულეს. დიტო რაღაცის თქმას ცდილობდა, ხმას აყოლებდა, მაგრამ ერთ - ერთი ჯარისკაცის ძლიერმა ხელმა სიტყვა ყელშივე გაუწყვიტა.
- გაიქეცი ლაშა!- დაიღრიალა სანდრომ, როცა ერთ - ერთმა რუსმა უხეშად ჩაავლო ხელი,- უთხარი ყველას, დაგვეხმარებიან. უკან არ მოიხედო.
ლაშა, რომელიც ოდნავ მოშორებით იდგა, ინსტინქტურად უკან გადახტა, ეკალბარდებში გადავარდა და ტყის სიღრმეში გაიქცა. ყველაფერი სტკიოდა, კანში შერჭობილი ეკლები ტკივილს უორმაგებდა, მაგრამ ახლა მხოლოდ თავის და მეგობრების გადარჩენაზე ფიქრობდა. ჯარისკაცებმა მისკენ დაიძრნენ, მაგრამ ლაშამ უკვე მთელი სისწრაფით გარბოდა.
- Черт, один ушел! Хватайте этих двоих! (ჯანდაბა, ერთი გაიქცა! ეს ორი დაიკავეთ!)- გაისმა ბრძანება,- У нас будут проблемы.(პრობლემები გვექნება)
სანდროსა და დიტოს ხელები ზურგს უკან მავთულით შეუკრეს - უხეშად, დაუნდობლად, იმდენად მჭიდროდ რომ ჟანგიანი ეკლები კანში ღრმად ესობოდათ. თუმცა, ეს ფიზიკური ტკივილი რა მოსატანი იყო იმ გაუსაძლის სიმძიმესთან, რომელიც ბიჭებს იმ წამს გულზე ლოდივით დააწვათ. დიტო უკვე აღარ მალავდა ცრემლებს. მისი აკანკალებული მხრები და ჩახლეჩილი სლუკუნი ტყის სიჩუმეში სასოწარკვეთილებად იღვრებოდა. სანდრო კი... სანდრო თითქოს სხვა სამყაროში გადასულიყო. ის გაქვავებული, ყინულივით ცივი მზერით უყურებდა ჯარისკაცებს. ამ ორ ბიჭს შორის იმ წუთას უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. თხუთმეტი წელი თითქოს ბავშვობის ასაკია, მაგრამ სანდროს თვალებში უკვე დიდი კაცის გამოცდილება და სიმტკიცე იკითხებოდა. ის აღარ იყო უბრალოდ მოზარდი - ის ისევ იმ დაუნდობელი ძალის ტყვე გამხდარიყო, რომელმაც წლების წინ მამა წაართვა და ბავშვობა ერთ ღამეში დაუმთავრა. ჯარისკაცებმა მათი თრევა მავთულხლართებისკენ დაიწყეს, იქით, სადაც გაუვალი სიბნელე ყოველივე ცოცხალს ხარბად ყლაპავდა. ბუჩქებში გაყუჩებულ ლაშას კი მხოლოდ მძიმე ჩექმების ნაბიჯები, ტოტების მსხვრევა და დიტოს წყვეტილი ხრიალი ესმოდა. ნელ - ნელა ეს ხმებიც მიწყდა და ბოლოს ყველაფერი ენგურის მძლავრმა, გულგრილმა გუგუნმა დაფარა, თითქოს მდინარეს სურდა, ეს ტრაგედიაც თავის მღვრიე ტალღებში სამუდამოდ ჩაემარხა.
სიბნელეში მიათრევდნენ. ყოველ ნაბიჯს მავთულხლართების ღრჭიალი და ჩექმების მძიმე ბაკუნი ახლდა. სანდრო დუმდა, მაგრამ მის გონებაში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებდა. თვალწინ ელისოს სახე ედგა - ის დაფეთებული, აკანკალებული ქალი, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ ვილისის მტვერში იდგა და შვილს თვალს არ აცილებდა.
"რას იფიქრებს? ღმერთო, რას იზამს, როცა სოფელი დაბრუნდება და მე იქ არ დავხვდები?"
ეს კითხვა ტვინში სამართებელივით უჭრიდა. წარმოიდგინა, როგორ გაიგებდა ელისო ამბავს, როგორ ჩაიკეცებოდა იმავე გზაზე, სადაც ერთხელ უკვე დაკარგა ცხოვრების აზრი. სანდროს ახლა საკუთარი თავის კი არ ეშინოდა, არამედ იმ სიცარიელის, რომელიც დედამისის სამყაროში ისევ გაჩნდებოდა. თითქოს ისევ თხუთმეტი წლის წინ ის ღამე ბრუნდებოდა, ოღონდ ამჯერად მსხვერპლი თვითონ იყო.
- სანდრო...- გაისმა დიტოს აკანკალებული, ჩურჩულით ნათქვამი ხმა. გვერდით მიჰყვებოდა,- სანდრო, სად მივყავართ? მოგვკლავენ?
სანდრომ მზერა მეგობრისკენ გადაიტანა. დიტოს სახეზე ცრემლები და მტვერი ერთმანეთში არეულიყო.
- ჩუმად დიტო,- გადაუჩურჩულა სანდრომ ისე რომ ჯარისკაცს არ გაეგონა,- არავინ მოგვკლავს. უბრალოდ... უბრალოდ გაგვაჩერებენ ცოტა ხნით. მთავარია ლაშა გაიქცა. ის ყველას ეტყვის. გვიშველიან, ასე არ დაგვტოვებენ.
მეგობარს ამშვიდებდა თუ საკუთარ თავს ვერ გაიგებდით.
- დედაჩემი...- დიტომ ხმამაღლა მოთქმა დაიწყო.
- Заткнись, грязный ублюдок.(ენა მიიგდე ბინძურო),- ერთ - ერთმა ჯარისკაცმა ზურგში ავტომატის კონდახი ჰკრა და გაჩუმება უბრძანა.
- არ იტირო, გესმის?- თქვა სანდრომ უფრო მტკიცედ, მიუხედავად იმისა რომ მავთული ხელებს უჭამდა,- დედაშენსაც და დედაჩემსაც ახლა ჩვენი სიმტკიცე სჭირდებათ. ამათ თუ ანახე რომ გეშინია, ზედ გადაგივლიან, გაიგე? კაცი იყავი, ქართველი ხარ და ძლიერი უნდა იყო.
სანდრო ხვდებოდა რომ ელისოსთვის ეს ამბავი სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ის ხედავდა დედამისის თვალებს, რომლებიც ყოველ საღამოს ენგურის ხიდისკენ იყურებოდნენ მამის მოლოდინში. ახლა კი ისიც იქით მიჰყავდათ - იმ უხილავ კედელს მიღმა, სადაც დრო ჩერდებოდა და სადაც იმედი ნელ - ნელა კვდებოდა.
„გაუძელი, დე... ოღონდ შენ გაუძელი და მე აუცილებლად დავბრუნდები," - ფიქრობდა სანდრო და მზერას არ აცილებდა ჯარისკაცების ზურგებს, სანამ ტყის ბოლო ჩრდილმაც არ დაფარა მათი გზა.
ტყის ბოლო ჩრდილმა მათი გზა საბოლოოდ დაფარა. ბიჭები საოკუპაციო ხაზის მიღმა, რაღაც ნახევრად დანგრეულ, ბეტონის ნესტიან ნაგებობაში მიიყვანეს. ეს ადგილი ოდესღაც სოფლის ფერმა უნდა ყოფილიყო, ახლა კი ნაცრისფერ, უსიცოცხლო ნანგრევად ქცეულიყო, რომელსაც ირგვლივ ჟანგიანი მავთულხლართები და ტალახი ერტყა. შიგნით ნავთის, ძველი ნესტისა და იაფიანი თუთუნის მძიმე სუნი ტრიალებდა. ჯარისკაცებმა ისინი უხეშად შეყარეს შიგნით. სანდრო და დიტო მაშინვე დააშორეს ერთმანეთს. იქაურობა ომისდროინდელ საშინელ კადრებს ჰგავდა - დაუნდობლობა, რომელიც მხოლოდ სხვისი ღირსების გათელვით იკვებებოდა. აქ კანონი არ არსებობდა, აქ მხოლოდ მთვრალი ჯარისკაცების ხარხარი და იარაღის ლულების ცივი ბზინვარება ბატონობდა. ბეტონის კედლებიდან ნესტი ჟონავდა, ჰაერში კი დამწვარი ნავთის და იაფიანი თუთუნის მყრალი სუნი იდგა. როგორც კი შიგნით შეათრიეს, ერთ - ერთმა ჯარისკაცმა, ღიპიანმა და ოფლიანმა, იარაღი გვერდზე გადადო და სანდროს დასაცინად, ხელები უშვა და სახეში გააბოლა სიგარეტის კვამლი, ბიჭმა მომენტი დაიჭირა. შებოჭილი ხელების მიუხედავად, მთელი სხეულით წინ გაიქნია და თავით ისეთი ჩაარტყა სახეში, რომ ცხვირის ძვლის მსხვრევის ხმა მთელ ოთახში გაისმა. ჯარისკაცი ღრიალით ჩაიკეცა, სახეზე ხელები აიფარა, საიდანაც შავი, სქელი სისხლი ნაკადულად წასკდა. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხეცური გაცოფება მოჰყვა. სამი ჯარისკაცი ერთად ეცა სანდროს. კონდახების დარტყმამ ბიჭი იატაკზე დააგდო, სადაც ჩექმებით დაუნდობლად უბათქუნებდნენ გვერდებში.
- Ах ты, мразь! Сдохнуть захотел? (აჰ შენ, ნაგავო! სიკვდილი მოგინდა?)- ღრიალებდა ნაიარევიანი და სანდროს თმებში ჩააფრინდა, თავი უკან გადაუწია და სისხლიან სახეში ჩააფურთხა.
წამოაყენეს და მიაბეს ბოძზე. ჟანგიანი მავთული იმდენად მჭიდროდ შემოახვიეს მკერდზე და ხელებზე რომ ყოველი ამოსუნთქვა ეკლების კანში ღრმად ჩასობას ნიშნავდა. სანდრო სვეტზე იყო აკრული, თითქოს ჯვარზე აცვესო, მისი თეთრი პერანგი კი ნელ - ნელა წითლდებოდა. ჯარისკაცებმა დიტოს სისუსტე პირველივე წამებში იგრძნეს. მისი აკანკალებული მხრები, აცრემლებული თვალები და ჩახლეჩილი ხმა მათთვის ნამდვილ ნადავლად იქცა. ერთ - ერთმა, სახეზე ნაიარევიანმა, სადღაც კუთხეში ნაპოვნი ჭუჭყიანი, დაფლეთილი ქალის კაბა გამოიტანა და ხარხარით დაუგდო წინ.
- Надень это, красавица! (ჩაიცვი ეს, ლამაზო!)- დაიღრიალა მან და ჩექმა პირდაპირ მუცელში ჰკრა დიტოს, როცა ბიჭმა სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ტიროდა, იხვეწებოდა, ხმამაღლა მოთქვამდა დედამისის სახელს, მაგრამ ყოველი მისი სიტყვა ამ არაადამიანებს უფრო ახალისებდა. აიძულეს, ჩაეცვა, მერე კი წრეში ჩააყენეს და დაცინვა დაუწყეს. როცა ბიჭს ძალა გამოელია და მუხლებზე ჩაიკეცა, დაუნდობლად დაარტყეს სახეში. დიტოს ხრიალი ბეტონის კედლებს აწყდებოდა, მაგრამ ამ ჯურღმულში არავინ იყო მისი მხსნელი. ყოველი დარტყმა მის სხეულზე იმ უსამართლობის ბეჭედი იყო, რომელიც წლებია ამ მიწაზე ტრიალებდა. დიტო წინააღმდეგობას ვერ უწევდა, მისი ნებისყოფა პირველივე დარტყმაზე გატყდა. აიძულეს ჩაეცვა ეს საზიზღრობა. ბიჭი ტიროდა, მისი სლუკუნი ხრიალში გადადიოდა, როცა ჯარისკაცები წრეში აყენებდნენ და აშაყირებდნენ. მათთვის ეს იყო გართობა - ენახათ როგორ კვდებოდა ბიჭში კაცი.
სანდროს ბრაზუ ახრჩობდა შიგნიდან, დანაშაულის გრძნობა ჭამდა, ღრიალებდა. მთლად გაგიჟდა თავი ძალით რომ ააწევინეს საყურებლად.
- უყურე, ბიჭო! აი, შენი ძმაკაცი!- უყვიროდნენ ქართულ - რუსული ნარევით,- თუ ხმას ამოიღებ, უფრო მეტს მიიღებს!
სანდრო ხედავდა, როგორ ურტყამდნენ დიტოს მუცელში, როგორ ათრევდნენ თმებით იმ ჭუჭყიან იატაკზე. ყოველი დიტოს ყვირილი სანდროსთვის მავთულზე უფრო მტკივნეული იყო. ხელები ისე ჰქონდა დაჭიმული რომ მავთული კუნთებს კვეთდა, სისხლი თითის წვერებიდან მიწაზე წვეთავდა, მაგრამ ის კბილებს ერთმანეთს ისე აჭერდა რომ ლამის ჩამოსცვენოდა. ხვდებოდა რომ მისი ნებისმიერი რეაქცია დიტოსთვის უფრო მეტ ტკივილს ნიშნავდა. მთელი ღამე გაგრძელდა ეს კოშმარი. ჯარისკაცები არყის ბოთლებს ცლიდნენ, სიმღერებს ღრიალებდნენ და დროდადრო დიტოსკენ მიდიოდნენ რომ მორიგი დარტყმით გაერთოთ თავი. სანდრო კი იდგა - გაქვავებული, დასისხლიანებული, მაგრამ გაუტეხელი მზერით. გათენებამდე, როცა ცა ნაცრისფერი გახდა, გარეთ მძიმე ტექნიკის და მანქანის მუხრუჭების ხმა გაისმა. ნაგებობაში სიჩუმე ჩამოვარდა. ჯარისკაცები მყისიერად ფეხზე წამოდგნენ, ტანსაცმელი შეისწორეს. კარი მძიმედ გაიღო. ზღურბლზე მაღალი, მშრალი აღნაგობის კაცი გამოჩნდა, რომელსაც ფორმაზე მაიორის სამხრეები უბრწყინავდა. მას არ ეცინებოდა. მისი ცივი, მკვლელი მზერა ჯერ ნაცემ დიტოს მოხვდა, მერე კი ბოძზე მიბმულ სანდროს.
სანდრომ თავი მაღლა ასწია. თვალებში სისხლი ჩასვლოდა, მაგრამ მაიორმა დაინახა ის, რასაც ჯარისკაცები ვერ ხვდებოდნენ - ეს ბიჭი არ იყო მსხვერპლი. ის იყო მტერი, რომელიც სიკვდილსაც კი ისე შეხვდებოდა რომ თვალს არ დაახამხამებდა.
- Кто разрешил этот цирк? (ვინ დაუშვა ეს ცირკი?)- გაისმა მაიორის - სოსო აგუმავას ხმა, რომელიც ყინულივით ცივი იყო. მაიორი სანდროსკენ შებრუნდა. მისი ჩექმების მძიმე, რიტმული ხმა ბეტონის იატაკზე ექოსავით გაისმა. ის სანდროს წინ გაჩერდა, ხელები ზურგს უკან დაიწყო და დიდხანს, დაჟინებით ათვალიერებდა ბიჭის სახეს. სანდროს სახეზე სისხლი და მტვერი ერთმანეთში არეულიყო, პერანგი კი მხრებთან დასერილი ჰქონდა, სადაც მავთულის ეკლები კანში ღრმად შესჯდომოდა.
- Смотри-ка... не ломается, (შეხედე... არ ტყდება,)- ჩაილაპარაკა მან თითქმის ჩურჩულით, მძიმე რუსული აქცენტით,- Откуда в тебе столько злости, парень? Ты ведь еще жизни не видел, а смотришь так, будто готов перегрызть мне глотку прямо сейчас. (საიდან ამდენი ბოღმა შენში, ბიჭო? ცხოვრება ჯერ არ გინახავს, ისე კი მიყურებ, თითქოს მზად ხარ ყელი გამომჭრა ახლავე.)
სანდროს მზერა არ აურიდებია. პულსი საფეთქლებთან გიჟივით უცემდა, მაგრამ სახეზე ერთი კუნთიც არ შეუთამაშებია. დუმდა. მისი დუმილი იყო ის ერთადერთი იარაღი, მისი უკანასკნელი სიმაგრე.
- Молчишь? (დუმხარ?)- მაიორმა ჩაიცინა. ეს იყო ცივი, უსიცოცხლო ღიმილი,- Гордый... Упрямый... Как и все вы. Вы, грузины, странный народ. Глупый. Готовы сдохнуть за этот кусок земли, за эти ржавые колючки, за свои дурацкие сказки о свободе. И ради чего? Ради того, чтобы завтра вас забыли? (ამაყი... ჯიუტი... როგორც ყველა თქვენგანი. თქვენ, ქართველები, უცნაური ხალხი ხართ. სულელი. მზად ხართ ჩაძაღლდეთ ამ მიწის ნაკვეთისთვის, ამ ჟანგიანი ეკლებისთვის, თავისუფლების შესახებ თქვენი სულელური ზღაპრებისთვის. და რისთვის? იმისთვის რომ ხვალ დაგივიწყონ?)
სანდრომ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თითქოს მაიორის სიტყვები მას საერთოდ არ ეხებოდა. უყურებდა მის ფორმას, მის მედლებს, მის იარაღს, მაგრამ ვერ ხედავდა ადამიანს. ხედავდა მხოლოდ მტერს, მხოლოდ ძალას, რომელსაც მისი გატეხვა სურდა. მაიორის სახეზე სიბრაზემ გადაირბინა. მან ხელი მოუღერა, აპირებდა სახეში დაერტყა, მაგრამ სანდროს მტკიცე, გაუცახცახელმა მზერამ წამით შეაჩერა. ამ ბიჭში იყო რაღაც ისეთი, რაც მას აფრთხობდა - შინაგანი თავისუფლება, რომელსაც ვერანაირი მავთულით ვერ შებოჭავდნენ.
- Послушай меня, щенок, (მომისმინე, ლეკვო,)- მაიორმა სანდროს ნიკაპი ხელთათმანიანი ხელით უხეშად, მტკივნეულად დაუჭირა, აიძულა რომ პირდაპირ თვალებში ჩაეხედა. მისი ხმა ახლა უფრო მჭახე და საშიში გახდა,- Когда я с тобой разговариваю, ты будешь слушать. Ты больше не дома. Ты на моей территории. И здесь я решаю, будешь ли ты жить или сдохнешь здесь, как собака. (როცა მე გელაპარაკები, შენ მომისმენ. შენ აღარ ხარ სახლში. შენ ჩემს ტერიტორიაზე ხარ. და აქ მე ვწყვეტ, იცოცხლებ თუ ჩაძაღლდები აქ, როგორც ძაღლი.)
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მაიორმა თვალი მოჭუტა, მერე კი მოულოდნელად ჩაიცინა. ეს აღარ იყო უცხოელის სიცილი. მან იარაღი დაუშვა, სანდროს სახესთან ახლოს მივიდა და ისეთი სუფთა ქართულით დაუყვირა, რომ ბიჭს თავზარი დაეცა.
- შენ რა, მართლა გმირი გგონია თავი?! მართლა გგონია რომ შენი ეს ბავშვური სიჯიუტე რამეს შეცვლის ამ დანგრეულ ქვეყანაში? აი, ეს არის თქვენი უბედურება - ეს წყეული, უაზრო სიამაყე, რომელიც ქართველებს გაგაჩნიათ. ეს სიამაყე, რომელსაც არ თმობთ.. ქართველები... მაინც არ ნებდებით, არა? მაინც გგონიათ რომ თქვენი ეს ვაჟკაცობა რამეს ნიშნავს, როცა პირისპირ ტანკები გიდგათ,- სანდროს თვალები გაუფართოვდა. ეს ხმა... ეს აქცენტი... ეს კაცი თავისიანი იყო. მოღალატე, რომელმაც მშობლიური ენა და მიწა მტრის მუნდირზე გაცვალა.
- იცი, რამდენ თქვენნაირს ვუყურე თვალებში?- განაგრძო მოღალატემ, ახლა უკვე დამცინავი ტონით,- ზუსტად ეგეთივე ანთებული გამოხედვა ჰქონდათ, სამშობლოს გაიძახოდნენ, სანამ მუხლებზე არ ჩაიკეცებოდნენ და დედის ძებნას არ დაიწყებდნენ. შენც ეგეთი ხარ - პატარა, ჯიუტი სულელი. გგონია რომ ამ მავთულხლართებს იქით ვინმეს ახსოვხარ? შენ რომ აქ ჩაძაღლდები, გგონია ვინმე გადაგაჩენს? დამიჯერე, არავინ.
სანდრომ თავი ასწია და მოღალატეს პირდაპირ თვალებში შეხედა.
- ზღაპარი ის არის, რასაც შენ საკუთარ თავს უყვები რომ ღალატი გაამართლო,- ჩაილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით,- შენ ფორმა კი გაცვია, მაგრამ მაინც მონა ხარ. ჩვენ კი... ჩვენ აქაც თავისუფლები ვართ. ეგ ფორმა კი გაცვია, სამხრეებიც გიბზინავს, მაგრამ მაგის მიღმა მაინც მონა ხარ. სხვის ნებაზე გაწვრთნილი მონა, რომელსაც საკუთარი ენის გაგონებაც კი ეშინია.
მაიორის სახეზე სიბრაზემ გადაირბინა. მან გვერდზე გადააფურთხა და ჯარისკაცებს ანიშნა.
- Заприте их. Посмотрим, как он заговорит к утру. (ჩაკეტეთ ესენი. ვნახოთ, როგორ აჭიკჭიკდებიან დილისთვის.)
* * *
ზემო ეწერისის ჰაერი უცებ ისე დამძიმდა, თითქოს სოფლელების ფილტვებში ჟანგბადის ნაცვლად ტყვიის ნაცარი ჩაიღვარაო. ივლისის მზე ჯერ კიდევ დაუნდობლად აჭერდა თხილნარებს, მაგრამ სოფლის ცენტრში შეკრებილ ადამიანებს შინაგანი სიცივისგან ძაგძაგი გაუდიოდათ.
ლაშა მოსახვევში ისე გამოჩნდა, თითქოს საკუთარ აჩრდილს გამოექცაო. ფეხშიშველი იყო - ცალი ფეხსაცმელი სადღაც ეკალბარდებში დაეკარგა, პერანგი მხრებზე სულგაყიდულივით ეცვა, მკერდზე კი წითელი ზოლები მუქად ემჩნეოდა, სადაც ტყის ეკლებს მისი კანი დაუნდობლად დაეღარათ. სოფლის ნახევარი უკვე უკან დაბრუნებულიყო. დაღამებულიყო და გაუვალ ჭალებში ძებნას აზრი აღარ ჰქონდა. ხალხი გაქვავებული იდგა. ლაშას დანახვაზე კი ყველამ ერთბაშად იგრძნო რომ ის ცუდი, რისიც მთელი ცხოვრება ეშინოდათ, უკვე მოხდა.
სიჩუმე იმდენად მძიმე იყო რომ მხოლოდ ენგურის შორი, ყრუ გუგუნი არღვევდა მას, როგორც მუდმივი განაჩენი. როცა ბიჭი ელისოს წინ მტვერში ჩაიკეცა, მისმა ხრინწიანმა ხმამ ჰაერი დანასავით გაჭრა.
- წაიყვანეს...- ეს სიტყვა ეწერის ორღობეებში ზარბაზნის გასროლასავით გაისმა. წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ელისოს თვალებში ის თოთხმეტი წლის წინანდელი ენგურის ხიდი გაცოცხლდა - ის ღამე, როცა რუსმა ჯარისკაცებმა შალვა წყვდიადში ჩაითრიეს და მას შემდეგ მხოლოდ მდინარის გუგუნი დარჩა პასუხად. მაშინ ელისო პატარა, შეშინებული გოგო იყო, რომელიც ჩვილს მკერდზე იკრავდა და გარბოდა. მაშინ მან დათმო. მაშინ მან აპატია ბედისწერას ქმრის წართმევა, ოღონდ შვილი გადაერჩინა. მაგრამ ახლა? ახლა მის წინაშე ისევ იგივე უფსკრული გაიხსნა. ოღონდ ამჯერად ელისო აღარ გაქცეულა. სახეზე მკვდრის ფერი დაედო, მაგრამ თვალებში ისეთი სასტიკი, ყინულივით ცივი სიმშვიდე ჩაუდგა რომ გარშემო მყოფებმა ინსტინქტურად დაიხიეს უკან. ეს აღარ იყო მხოლოდ ტკივილი, ეს იყო თოთხმეტი წლის განმავლობაში ნაგროვები ბოღმა, რომელიც ერთბაშად ამოხეთქვისთვის ემზადებოდა.
- ვინ?- იკითხა ელისომ. ხმა არ აჰკანკალებია. ეს იყო განკითხვის დღის ხმა.
- რუსები... სამნი იყვნენ...- სლუკუნებდა ლაშა, თავი მიწაში ჰქონდა ჩარგული,- სანდრომ დამიყვირა, გაიქეციო... დიტოს ურტყამდნენ... სანდრომ დაარტყა ერთს... მერე... მავთულებით შეკრეს და იქით გადაათრიეს...
სოფლის ბირჟიდან კაცები მოცვივდნენ. ტყიდან წამოსული მანქანებიც ნელ - ნელა შემოვიდნენ სოფელში და ატალახიანებული ფეხებით გადმოვიდნენ მანქანებიდან. მირიანი ლაშას ეცა და მხრებში ხელი ჩაავლო.
- რას ბოდავ, ბიჭო?! საზღვარზე გადაიყვანეს?! ჩვენს მიწაზე გადმოვიდნენ და ბავშვები მოიტაცეს?! ხალხო, გესმით რას ამბობს?! ეწერისში შემოვიდნენ. სანდრო და დიტო წაგვგვარეს! სოფლის შვილები წაგვართვეს.
სოფლის ცენტრი ნელ - ნელა ადუღებულ ქვაბს დაემსგავსა. ქალები გამოცვივდნენ, ზოგიერთმა მოთქმა დაიწყო, ნათელა - დიტოს დედა - კი იქვე, ჭიშკართან ჩაიკეცა, თავის ქმარს მოეხვია. მაგრამ ელისო მაინც დუმდა. ის უყურებდა კაცებს, რომლებიც ერთმანეთს აწყდებოდნენ, ყვიროდნენ და პოლიციას ახსენებდნენ. ელისოს ტვინში კი მხოლოდ ერთი კადრი ტრიალებდა, როგორ გაუღიმა წასვლამდე სანდრომ.
- პოლიცია მოვა მალე,- გაისმა ვიღაცის ხმა.
- რა პოლიცია, რა დამკვირვებლები?!- შეიკურთხა მირიანმა,- სანამ ეგენი შეშფოთდებიან, მაგ ბიჭებს ენგურში მოისვრიან! ვანო ხომ დაკარგულია, ახლა ესენიც დავკარგოთ?! არა, ბიჭო, დღეს აქ სხვა რამე მოხდება!
მირიანი თავის ძველ ნივასთან მივარდა და დაჟანგული ორლულიანი ამოიღო. კაცებმა ერთმანეთს გადახედეს. მათ თვალებში გაიღვიძა იმ ძველმა ბრაზმა, რომელიც ათწლეულებია ამ კუთხის ადამიანებს გულში ლოდივით უდევთ.
- მირიან გაჩერდი!- დაუყვირა სკოლის ყოფილმა დირექტორმა ედემმა,- ომს იწყებ?! ტანკები უდგათ მანდ, მთელ სოფელს გადაგვიბუგავენ! ემოციით ნუ მოქმედებთ, დავიღუპებით ყველანი!
- დაღუპული არ ვართ?!- ელისოს ხმა ისე მკაფიოდ გაისმა რომ კამათი მყისიერად შეწყდა. ქალი მირიანისკენ წავიდა. მისი მზერა ახლა უფრო საშიში იყო, ვიდრე ნებისმიერი იარაღი,- თოთხმეტი წელია ყოველ დილით იმ ხიდს ვუყურებ და ვცდილობ დავივიწყო, როგორ წაართვეს მამა ჩემს შვილს. თოთხმეტი წელია საკუთარ თავს ვუმალავ იმ ღამეს... დღეს კი იგივე ხალხი მოვიდა და ჩემი ცხოვრების ბოლო აზრიც წაიღო. თქვენ თუ გინდათ დარჩით აქ, იდავეთ კანონებზე და ელოდეთ პასუხს თბილისიდან. მე აღარ დაველოდები. ერთხელ უკვე დავთმე ქმარი და მთელი ცხოვრება ამ სირცხვილით ვცხოვრობ. შვილს აღარ დავთმობ!
ზემო ეწერისის გასასვლელთან, იქ, სადაც გზა ტყისკენ მკვეთრად უხვევს, ნამდვილი საომარი სამზადისი იდგა. ნივების და ვილისების ძრავები ერთხმად ღრიალებდნენ, ჰაერი ბენზინისა და დამწვარი საბურავების სუნით გაიჟღინთა. მირიანი თავის მანქანასთან იდგა, ცალ ხელში დაჟანგული ორლულიანი ეჭირა, მეორეთი კი კაცებს ანიშნებდა რომ დაძრულიყვნენ. ელისო უკვე მანქანაში იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა და მისი მზერა თითქოს დროსა და სივრცეს კვეთდა - ის უკვე იქ იყო, იმ ნანგრევებთან, თავის შვილთან. მაგრამ პირველმა მანქანამ ადგილიდან დაძვრა ძლივს მოასწრო რომ მოსახვევიდან ლურჯმა და წითელმა შუქურებმა იფეთქა.
ერთი, ორი, სამი...ხუთი საპატრულო მანქანა გზის მთელ სიგანეზე გაიშალა და ეწერელებს გასასვლელი ჩაუკეტა. საბურავების ღრჭიალმა და მტვრის ღრუბელმა ჰაერი დააფრქვია.
- ესენი აქ საიდან გაჩნდნენ?!- იღრიალა მირიანმა და თოფიან ხელით საჭეს დაჰკრა. მანქანებიდან პოლიციელები გადმოხტნენ. მათ სახეებზე დაბნეულობა და შიში ეხატათ - მათაც იცოდნენ, ვის წინაშე იდგნენ. იცოდნენ რომ ეს ხალხი გასართობად არ მიდიოდა.
- მირიან! ელისო! გამორთეთ ძრავები!- მეგაფონში ზუგდიდის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ზურიკო აკიშბაიას ხმა გაისმა. ის ეწერელი იყო, აქაურ ბიჭებთან ერთად გაზრდილი და ახლა მისი ხმა საშინლად კანკალებდა,- ნუ აკეთებთ ამას! ნუ დაგვაჭერინებთ თავს!
- გზა დაგვითმე, ზურიკო!- გადასძახა მირიანმა მანქანიდან,- შენი ძმაკაცები არიან იქით! სოფლის ბიჭები! გზა დაგვითმე, თორემ ზედ გადაგივლით!
- ვერ გაგიშვებთ!- დაიღრიალა ზურიკომ და პოლიციელებს ანიშნა, კორდონი შეეკრათ,- ზემოდან გვაქვს ბრძანება! ეს პროვოკაციაა, ომს გამოიწვევთ! სპეცრაზმი უკვე გზაშია, ისინი მიხედავენ!
ელისო მანქანიდან ნელა გადმოვიდა. მისი გამოჩენა სიჩუმეს ჰგავდა, რომელიც ქარიშხალს უსწრებს. ის პოლიციის კორდონისკენ წავიდა. პოლიციელებმა იარაღზე წაავლეს ხელი, მაგრამ როცა დაინახეს ეს გაფითრებული, თავსაფრიანი ქალი, რომლის თვალებშიც თოთხმეტი წლის წინანდელი ტკივილი ცოცხლობდა, ხელები ჩამოუშვეს.
- ზურიკო,- თქვა ელისომ დაბალი, ჩურჩულით ნათქვამი ხმით, რომელიც მეგაფონზე უფრო ხმამაღლა გაისმა,- შენ როცა პატარა იყავი, მირიანი გატარებდა მხრებზე... გახსოვს? მერე ჩემ შვილებს, სანდროს და დიტოს ეთამაშებოდი, თან რომ დაგყავდა მდინარეზე. ჩემი შვილები ახლა იმავე ხალხის ხელშია, ვისთან ბრძოლაშიც მამაშენი დაიღუპა. შენ კი აქ დგახარ და გზას მიღობავ?
- ელისო დეიდა, გეხვეწები...- ზურიკომ თვალი აარიდა,- კანონია... სახელმწიფოა...
- სახელმწიფო?- ელისომ მწარედ ჩაიცინა,- სახელმწიფო მაშინ სად იყო, ენგურიდან სულგათანგული რომ გამოვრბოდი? სახელმწიფო მაშინ სად იყო? ჩემი სახელმწიფო ეს კაცები არიან.
მან ხელით მირიანისკენ და სოფლისკენ ანიშნა.
- რომლებიც არ მეკითხებიან კანონს, როცა ჩემს შვილებს უბედურება სჭირთ. გზა დაგვითმე, შვილო. ნუ გახდები მათი მოკავშირე,- სიტუაცია პიკს აღწევდა. მირიანმა მანქანიდან თოფი გადმოყო. სოფლის ბიჭებიც გადმოვიდნენ, ზოგს ნაჯახი ეჭირა, ზოგს ხელკეტი. პოლიციელებიც დაიძაბნენ. ერთი არასწორი მოძრაობა და ეწერში საბედისწერო რამ მოხდებოდა. სოფელი უკან არ იხევდა, პოლიციის უკან დიდი ავტობუსი მოდგა, სპეცდანიშნულების რაზმი მოვიდა. მათ უკვე აღარ აინტერესებდათ ემოციები და ნაცნობობა.
- ყველანი მანქანებიდან!- გაისმა ბრძანება,- იარაღი ჩააბარეთ! დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოვიყენებთ ძალას!
მირიანი და კაცები წამებში ალყაში მოაქციეს. იარაღი წაართვეს - უხეშად, დაუნდობლად. მირიანი ღრიალებდა, მაგრამ რამდენიმე კაცმა ძლივს დააკავა. ელისოს კი არავინ შეხებია. ის უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ კარგავდა უკანასკნელ იმედს.
იმ ღამეს სპეცრაზმი მხოლოდ სოფელ ეწერის მოსახლეობას დაერია, არავის უფიქრია თუ რა დღეში იქნებოდნენ ბიჭები იქ, სადღაც ახლოს და თან ასე შორს.
ყველანი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ეწერელი კაცები დიდ დარბაზში იყვნენ ჩაკეტილები. იქაურობა ნესტისა და თამბაქოს სუნით იყო გაჟღენთილი. მირიანი გალიის გისოსებს ხელებს ურტყამდა და ზუგდიდის პოლიციის უფროსს აგინებდა.
ელისო დერეფანში, ცივ ხის სკამზე იჯდა. მასთან რამდენჯერმე მივიდა გამომძიებელი, რაღაცის ხელმოწერას სთხოვდა „ჯგუფურ დაუმორჩილებლობაზე", მაგრამ ქალი არ რეაგირებდა. ის მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა კედელზე. მის გვერდით ლაშა იჯდა, თავჩაღუნული.
- ელისო დეიდა...- ჩაილაპარაკა ბიჭმა,- ჩემი ბრალია, უნდა მეშველა მათთვის.
- შენი რა ბრალია,- გამოფხიზლდა დოდო,- შენც რომ წაეყვანეთ მერე რა უნდა მექნა დედა მე?
მიეფერა დედა შვილს და გულში ჩაიკრა.
- როგორ იყო ჩემი შვილი?- გახედა ელისომაც.
- ყველაზე ძლიერი იყო,- ამოიტირა ლაშამ,- ჩვენ გვმალავდა. მან გამაქცია, უკან არ მოიხედოო.
ვერ ჩერდებოდა ჭანტურია.
- ჩემი ვაჟკაცი,- თითებს იმტვრევდა ნერვიულობისგან ქალი,- რა ხდება? რამე სიახლეა?
წამოვარდა გამომძიებლის დანახვაზე.
- ჯერ არაფერი, არის იდეები რა შეიძლება ვქნათ,- მხრებს იჩეჩს კაცი,- იქნებ წითელი ჯვარი...
- წითელი ჯვარი მკვდრებს ითვლის, ნოდარ,- მშვიდად უპასუხა ელისომ,- ცოცხლებს კი მხოლოდ ის გადაარჩენს, ვინც მათთვის სიკვდილზე წავა. ჩვენ კი აქ დაგვამწყვდიეთ.
სამმართველოს წინ ნათელას და სხვა ქალების მოთქმა ისმოდა. ეწერისის მაცხოვრებლებს არ დაუძინიათ იმ ღამეს. ზუგდიდის პოლიციის შენობა ციხესავით აღიმართა მათსა და მათ შვილებს შორის. ელისო გრძნობდა, როგორ ილეოდა ყოველი წუთი. ის ხედავდა თავის შვილს
და იცოდა რომ სანდრო ახლა მას ელოდა. ელოდა დედას, რომელიც საკუთარმა ქვეყანამ პოლიციის განყოფილებაში გამოკეტა.
- შალვა...- ჩაიჩურჩულა ქალმა და თვალები დახუჭა,- ისევ ისე მოხდა... ისევ ისე...
იმ ღამეს ზუგდიდში გაწვიმდა - აგვისტოსთვის უჩვეულო წვიმა, რომელიც ენგურის წყალს მატებდა და პოლიციის შენობის ფანჯრებზე უიმედობის რიტმს აკაკუნებდა. კაცები დარბაზში არ ჩუმდებოდნენ, მხოლოდ ელისო და ნათელა ისხდნენ გაქვავებული, როგორც ძეგლი, რომელიც საკუთარი შვილების ცოცხლად დამარხვას უყურებდნენ. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობაში დრო თითქოს გაიყინა. სამმართველოს უფროსი, მაღალი, მხარბეჭიანი კაცი - ვალერი შამუგიას გადაღლილობისგან თვალის უპეები ჩაშავებოდა, ელისოს წინ დაჯდა. მისი თეთრი პერანგის სახელოები იდაყვებამდე იყო აკეცილი, თითქოს ფიზიკური შრომისთვის ემზადებოდა, თუმცა მისი იარაღი ახლა მხოლოდ ქაღალდები და ბიუროკრატიული სიმშვიდე იყო. ოთახში კომპიუტერების ერთფეროვანი, გამაღიზიანებელი ზუზუნი იდგა. კედელზე დაკიდებული საათის ისარი ყოველ წამს ნაჯახივით სცემდა ელისოს სმენას.
- ქალბატონო ელისო, გესმით რომ ეს მარტივი საქმე არ არის?- დაიწყო მან და თითები მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა,- ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ მასალები თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ჩართულია. სადამკვირვებლო მისია საქმის კურსშია, ცხელი ხაზი უკვე რამდენჯერმე გააქტიურდა. იცით, რამდენი უწყება მუშაობს ამ წუთას? მთელი სახელმწიფო ფეხზე დგას.
ელისო მას არ უყურებდა. მისი მზერა ფანჯრის მიღმა, სადღაც ნისლიან ჰორიზონტზე იყო გაყინული. ის ვერ ხედავდა უწყებებს, ვერ ხედავდა მისიებს. ის ხედავდა სანდროს სისხლიან პერანგს და იმ მავთულებს, რომლებიც შვილის კანს ჭამდნენ.
- ჩემი შვილები სად არიან?- მხოლოდ ეს იკითხა ქალმა. მისი ხმა ისეთი გამომშრალი და უსიცოცხლო იყო, თითქოს ყელში ენგურისპირა ქვიშა ჰქონდა გაჭედილი. უფროსმა მძიმედ ამოისუნთქა და სკამის ზურგს მიეყრდნო.
- იქით არიან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალში ჰყავთ, თუ სადმე სხვაგან, ამას ახლა ვადგენთ. ოპერატიული ინფორმაციით, ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრებათ... დროა საჭირო, ქალბატონო. ასეთი საქმეები ერთ დღეში არ წყდება. თვეები სჭირდება ხანდახან მოლაპარაკებებს, გაცვლას, დიპლომატიურ არხებს... მთავარია რომ პროცესი დაიწყო. ახლა თქვენს სოფლელებს ხელწერილებს დავაწერინებთ - იარაღის უკანონო ტარებაზე დაუმორჩილებლობის მუხლით შეგვიძლია საქმე აღვძრათ, მაგრამ სიტუაციას ვითვალისწინებთ. გაგიშვებთ, ოღონდ დამპირდით - იქით აღარ გაიხედავთ. ნუ დაღუპავთ საკუთარ თავს და ნუ შეუშლით ხელს მოლაპარაკებებს. სახელმწიფოს მიენდეთ, სხვა გზა არ გაქვთ.
„სახელმწიფოს მიენდეთ" - ეს სიტყვები ელისოს ყურში დაცინვასავით გაისმა. ის სახელმწიფო, რომელმაც თოთხმეტი წლის წინ ქმარი ვერ გადაურჩინა, ახლა შვილის სანაცვლოდ მოთმინებას სთხოვდა. ელისო ნელი, მექანიკური ნაბიჯებით გამოვიდა განყოფილებიდან. სამმართველოს წინ, ნაცრისფერ ასფალტზე, ეწერელი კაცები იდგნენ. მირიანი, ლაშა, მეზობლები... ისინი აღარ ჰგავდნენ იმ გაბრაზებულ მეომრებს, რომლებიც ერთი საათის წინ ნივებით ენგურისკენ მიისწრაფოდნენ. მათი მხრები ჩამოყრილიყო, თვალებში კი ბრძოლის ჟინის ნაცვლად ის დამთრგუნველი, მონური მორჩილება ჩასდგომოდათ, რომელსაც სისტემა და უძლურება გაიძულებს. მათ იარაღი ჩამორთმეული ჰქონდათ - ის ძველი თოფები, რომლებიც მათი ღირსების უკანასკნელი საყრდენი იყო, ახლა პოლიციის საწყობში, ოქმებთან ერთად ეყარა. მირიანი ეწეოდა, ხელები უცახცახებდა და თვალს არიდებდა ელისოს. ლაშა კუთხეში ატუზულიყო, მისი დასერილი სახე სინანულისგან უფრო მეტად იყო დაღარული, ვიდრე ეკალბარდებისგან.
ერთმანეთს უყურებდნენ, მაგრამ სათქმელი აღარაფერი ჰქონდათ. იმედი, რომელიც ტყეში სირბილისას ჯერ კიდევ გიზგიზებდა, აქ, პოლიციის ცივ დერეფნებში საბოლოოდ გაიყინა. ისინი მიხვდნენ რომ მათი ნება არაფერს ნიშნავდა იმ დიდი მანქანის წინაშე, რომელსაც „მოლაპარაკებები" ერქვა. ელისო მანქანისკენ წავიდა. ყოველი ნაბიჯი მძიმე იყო, თითქოს ზურგით მთელ ენგურს ეზიდებოდა. მან იცოდა რომ ახლა იწყებოდა ყველაზე დიდი ტანჯვა - ლოდინი, რომელიც წამებით სიკვდილზე უფრო საშინელი იყო. სოფლისკენ მიმავალ გზაზე მანქანაში სიჩუმე იდგა. ეს არ იყო მშვიდი სიჩუმე, ეს იყო დამარცხებული ხალხის დუმილი, რომლებმაც შვილები მავთულხლართების მიღმა დატოვეს და ახლა სახლში ცარიელი ხელებით ბრუნდებოდნენ.
* * *
სექტემბრის მიწურული იდგა. ზემო ეწერი ისეთმა ნაცრისფერმა ნისლმა დაფარა, თითქოს ცა და მიწა ერთმანეთს შეეზარდაო. ორო თვე გავიდა იმ დღიდან, როცა სოფლის შარა მანქანების საბურავებმა ააფორიაქა, ახლა კი აქაურობა სამარესავით დადუმებულიყო. ეს არ იყო მშვიდი სიჩუმე. ეს იყო გაფითრებული, დაფეთებული მოლოდინი, რომელიც ჰაერში მძიმე ნესტივით იდგა. ელისო ყოველ დილით, ზუსტად რვა საათზე, სკოლისკენ მიმავალ გზას გაუყვებოდა. მექანიკურად მიაბიჯებდა, თითქოს მისი სხეული სხვას ეკუთვნოდა, გონება კი მუდამ იქ, ენგურს მიღმა, იმ ნესტიან ნანგრევებში ჰქონდა ჩარჩენილი. კლასში შესული, დაფასთან იდგა და ბავშვებს უყურებდა, მაგრამ მათ სახეებს ვერ ხედავდა - ყველგან სანდროს მტკიცე გამოხედვა და მისი ბოხი ხმა ელანდებოდა.
- მასწავლებელო, კარგად ხართ?- გაისმა გოგონას ხმა და ელისო შეკრთა. იცნო ბავშვი, მის სამეზობლოში ცხოვრობდა, ხშრად დადიოდა ხოლმე მასთან. პატარა ნიაკო გაბედავა, დიტო და ლაშა სულ აწვალებდნენ ხოლმე, სანდრო კი ხანდახან ეხუმრებოდა. მთელი დღე ელისოსთან ერთად ატარებდა ხოლმე ნიაკო გაბედავა დროს, საღამოს კი ბიჭები რომ დაიშლებოდნენ, სამივე ერთად აცილებდა ხოლმე სახლში. ელისო სკოლის შემდეგ პირდაპირ ზუგდიდში რეკავდა. ეს უკვე რიტუალად იქცა - იმედის ნამცეცების ძებნა ტელეფონის ყურმილში.
- ჯერ სიახლე არ არის, ქალბატონო ელისო,- პასუხობდა მორიგე პოლიციელი, რომლის ხმაშიც ყოველდღე სულ უფრო მეტი გულგრილობა და ნაკლები თანაგრძნობა იგრძნობოდა,- ველოდებით პასუხს ცხელი ხაზიდან. საქმე კონტროლზეა, თბილისიდან პირადად ინტერესდებიან.
"კონტროლზეა" - ეს სიტყვა ელისოსთვის წყევლასავით ჟღერდა. ყოველ საღამოს, როცა ბინდი ჩამოწვებოდა, ელისოსთან ლაშა მიდიოდა. ბიჭი სულ დაპატარავებულიყო, მხრებში მოხრილიყო, თითქოს მთელი ქვეყნის ცოდვა მას აწვებოდაო. ის უსიტყვოდ ჩეხდა შეშას, ეზიდებოდა წყალს, აკეთებდა ყველაფერს, რასაც ადრე სანდრო აკეთებდა. ელისო აივანზე იჯდა და უყურებდა მას. ორივე დუმდა. მათ დუმილში საერთო დანაშაულის გრძნობა ტრიალებდა - ლაშას რცხვენოდა რომ ის აქ იყო, თბილად, ელისოს კი ეშინოდა რომ შვილს ვეღარ დაიბრუნებდა. ნათელა პირველივე კვირას „
გაქრა. სახლიდან აღარ გამოდიოდა, ფანჯრებზე მძიმე ფარდები ჩამოაფარა და მხოლოდ მისი წყვეტილი, ხრინწიანი მოთქმა აღწევდა ქუჩამდე. სოფლის ბირჟაზე კაცები ჩუმად ისხდნენ. მირიანი აღარ ღრიალებდა - ის მხოლოდ დაჟინებით უყურებდა გზას, რომელზეც პოლიციის მანქანები პატრულირებდნენ.
- ერთი თვეა, მირიან... ერთი თვე...- ჩაილაპარაკებდა ხოლმე ბოლოთა.
- ვიცი,- მოკლედ ჭრიდა მირიანი და სიგარეტის კვამლს ხარბად ყლაპავდა, გაეორმაგებინა მოწევა, სხვანაირად ვერ მშვიდდებოდა,- მაგათი კონტროლი ვიცი მე... სანამ ბავშვებს სულს არ ამოხდიან, მანამ არ მოკლავენ და არ მოგვიგდებენ ენგურზე, მანამდე არაფერს გააკეთებენ.
ელისოსთვის ეს ორი თვე საუკუნესავით გაიწელა. ის ყოველ ღამე სარეცხს ფენდა აივანზე
- ისევე, როგორც იმ დღეს და ელოდა. ელოდა რომ ნისლიდან სანდრო გამოჩნდებოდა თავდაჯერებული და ეტყოდა:
"დე, მოვედიო".
მაგრამ ნისლიდან მხოლოდ ენგურის გუგუნი ისმოდა - გულგრილი, მძიმე და დაუნდობელი, რომელიც თითქოს დასცინოდა მის მოთმინებას.
სოფელი ნელ - ნელა ეჩვეოდა ამ ტკივილს, მაგრამ ელისოს სულში რაღაც სხვა იბადებოდა - არა შეგუება, არამედ ის საზარელი, მშვიდი სასოწარკვეთა, რომელიც ადამიანს ყველაზე საშიშ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს. მან უკვე იცოდა რომ სახელმწიფო მას არაფერს დაუბრუნებდა. მან უკვე იცოდა რომ ამ ომში ის ისევ მარტო დარჩა.
ოქტომბერი მოვიდა და ზემო ეწერის თხილნარები გააშიშვლა. ხეებს ფოთლები ისე დასცვივდათ, თითქოს სოფელს უკანასკნელი სამოსიც შემოაძარცვესო. სუსხი ძვლებში ატანდა, მაგრამ ელისოსთვის სიცივე აღარ არსებობდა. ის ყოველ საღამოს ზუგდიდის სამმართველოში რეკავდა, უკვე ზეპირად იცოდა მორიგეების ხმის ტემბრი, მათი ყოყმანი, სანამ ყურმილს აიღებდნენ.
- ჯერ სიახლე არ არის... ცხელი ხაზი დუმს... მოთმინება იქონიეთ, ქალბატონო...
- მოთმინება?- ჩაილაპარაკა ერთხელ ელისომ და ტელეფონი ნელა დადო,- მოთმინება მკვდრებისთვისაა.
ნათელა სულ მთლად გაილია. ის აღარ ჰგავდა იმ ენერგიულ ქალს, რომელიც ადრე ეზოში ყვირილით დარბოდა, ხვდებოდნენ ვისაც ჰგავდა დიტო კვარაცხელია. ახლა მისი სახლიდან მხოლოდ ჩუმი, ხრინწიანი გოდება ისმოდა. სოფლის დედაკაცები რიგრიგობით შედიოდნენ მასთან, საჭმელი მიჰქონდათ, მაგრამ ნათელა მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა კედელზე და დიტოს სახელს ჩურჩულებდა. ლაშა კი... ლაშა ყოველ საღამოს ელისოს ეზოში ტრიალებდა. ის გახდა სანდროს აჩრდილი. უსიტყვოდ აკეთებდა ყველაფერს.
ნოემბრის დასაწყისში თოვლმა ეწერის მთები თეთრად შებურა. სწორედ მაშინ ჩამოვიდა თბილისიდან ვიღაც მაღალჩინოსანი, პრიალა კოსტიუმითა და დაუთოებული სიტყვებით. სოფლის მოსახლეობა ზუგდიდში დაიბარეს.
- იცით ქალბატონო ელისო, რთული პოლიტიკური ვითარებაა,- უთხრა კაცმა და სათვალე შეისწორა,- ის მხარე ჯერ კიდევ არ გვპასუხობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, საერთაშორისო ზეწოლა დიდია... ცოტაც გაუძელით. მალე გაზაფხული მოვა და იმედია, სიტუაცია შეიცვლება.
- გაზაფხული?- ელისო ფეხზე წამოდგა. მისი თვალებიდან თითქოს სული იყო ამოსული, დარჩენილიყო მხოლოდ ცივი, გამჭოლი მზერა,- ჩემს შვილს გაზაფხულამდე ვერავინ დააბრუნებს, თუ თქვენი სახელმწიფო ინტერესები მისი სიცოცხლეზე ძვირფასია. თოთხმეტი წელია ჩემს ინტერესებს ვწირავ ამ ქვეყანას და სანაცვლოდ მხოლოდ დაკარგული ცხოვრება მივიღე.
დეკემბრის მიწურულს, როცა ეწერისში დიდი თოვლი დადო და გზები ჩაიხერგა, ელისო მაინც ავიდა ზუგდიდში. ამჯერად აღარავინ დახვდა თბილი ღიმილით. სამმართველოს დერეფნები უცხო და ყინულივით ცივი ჩანდა. გამომძიებელმა, რომელიც ადრე თვალებში ვერ უყურებდა, ახლა საბუთებში ჩარგო თავი.
- ქალბატონო ელისო... ცხელ ხაზზე გვიპასუხეს,- ხმა ჩაუწყდა კაცს. ელისოს გული გაუჩერდა. სუნთქვა შეეკრა, ხელები სკამის სახელურებს ჩააფრინა.
- და? გამოჰყავთ? როდის?
- მათმა მხარემ ოფიციალური წერილი გამოგვიგზავნა...- გამომძიებელმა მძიმედ ამოისუნთქა,- აცხადებენ რომ მათ ტერიტორიაზე ასეთი პირები არ იმყოფებიან. ამბობენ რომ არავინ დაუკავებიათ და არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. საქმე ჩიხში შევიდა.
- როგორ თუ არ იმყოფებიან?!- ელისოს ხმაში სიმწარე კი არა, რაღაც საზარელი, გაყინული სიგიჟე გაისმა,- ლაშამ თავისი თვალით ნახა! ჩემი შვილები სად გაქრნენ აბა?!
- ჩვენ ვიცით ქალბატონო, მაგრამ დე - ფაქტო ხელისუფლება უარყოფს. ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი ამოვწურეთ. ახლა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების იმედზე ვართ... თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გავაკეთებთ. საქმე შეჩერებულია,- ელისო სამმართველოს კიბეებზე ნელა დაეშვა. გარეთ ზუგდიდი ჩვეულებრივად სუნთქავდა - ხალხი საყიდლებზე დარბოდა, ბავშვები გუნდაობდნენ, ვიღაც იცინოდა. მისთვის კი სამყარო საბოლოოდ ჩაიფერფლა. ოთხი თვე... ოთხი თვე აჭამეს ტყუილი იმედი, ატყუეს ბიუროკრატიული ტერმინებით, „კონტროლზე აყვანილი" საქმეებით, როცა სინამდვილეში არავინ არაფერს აკეთებდა. ის დაბრუნდა ეწერიში. სოფლის შესასვლელთან ისევ ის პოლიციის პიკაპი იდგა - ისევ ისე „იცავდნენ" საზღვარს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ხალხის შეჩერება შეეძლო. ელისო მანქანიდან გადმოვიდა და ფეხით გაუყვა თოვლიან გზას. მივიდა იმ ადგილას, სადაც თოთხმეტი წლის წინ შალვა გაუჩინარდა და სადაც ოთხი თვის წინ სანდრო წაიყვანეს.
ნისლი იდგა ენგურზე. მდინარე ისევ ისე ყრუდ გუგუნებდა. ელისო მავთულხლართებთან მივიდა. ხელი მოჰკიდა დაჟანგულ ეკლებს და მთელი ძალით მოუჭირა. სისხლი წამოუვიდა, თოვლზე წითლად დაეცა, მაგრამ ვერ იგრძნო. ის უყურებდა „იქითა" მხარეს - იმ ნაცრისფერ ნანგრევებს, იმ მთებს.
- სანდრო...- ჩაიჩურჩულა მან. პასუხი არ იყო. არც თბილისიდან, არც ზუგდიდიდან, არც ენგურიდან. იყო მხოლოდ სიცარიელე, რომელიც თითოეულ ეწერელს სულში ჩაუსახლდა. სახელმწიფო, რომელმაც იარაღი წაართვა, ახლა მხრებს იჩეჩდა. ბიჭები არ დაბრუნდნენ. ისინი გაქრნენ იმავე წყვდიადში, რომელმაც შალვა შთანთქა.
- ქალბატონო აქ არ შეიძლება,- მოადგა უკნიდან პოლიცია, ელისოს უკვე ყველა ცნობდა. ცდილობდნენ დრო მიეცათ, თუმცა ხიდიდან რუსის ჯარისკაცებია ხმა ისმოდა,- უნდა წავიდეთ.
ზემო ეწერისში იმ წელს გაზაფხული აღარ მოსულა. სოფელი საბოლოოდ დადუმდა. მხოლოდ ელისო იდგა ყოველ საღამოს აივანზე და თვალს არ აცილებდა იმ გზას, საიდანაც ერთ დროს სანდრო გავიდა - ქალი, რომელმაც ორჯერ დაკარგა სიცოცხლე ერთსა და იმავე მდინარესთან და რომლის სულშიც ახლა მხოლოდ ერთი რამ დარჩენილიყო: შურისძიება, რომელიც არც კანონს ცნობდა და არც საზღვრებს.
* * *
პირველი კვირა იმ ნესტიან სარდაფში დროის შეგრძნების დაკარგვით დაიწყო. იქ, სადაც დღე და ღამე მხოლოდ ნათურის მკრთალი ციმციმითა და დერეფანში ჩექმების ექოთი იყოფოდა. სანდროსა და დიტოსთვის სამყარო იმ ოთხ კედლამდე დაპატარავდა, სადაც ყოველი წამი ტანჯვის ახალ ფორმას იძენდა. მაიორი არ ჩქარობდა. მან იცოდა რომ ფიზიკური ტკივილი ადრე თუ გვიან ადამიანს აჩვევს, ამიტომ ფსიქოლოგიურ წნეხზე გადავიდა. დიტოს ყოველდღე აიძულებდნენ ჯარისკაცებისთვის საჭმელი მიეტანა, სანამ ისინი მას დასცინოდნენ და აფურთხებდნენ. ყოველ საღამოს სანდროს აიძულებდნენ ეყურებინა, როგორ სცემდნენ მის მეგობარს - უხეშად, დაუნდობლად, სანამ დიტოს ხმა არ წაერთმეოდა.
- Смотри, Сандро. Это ты виноват, (უყურე, სანდრო. ეს შენი ბრალია,)- ეუბნებოდა მაიორი ქართულად, როცა ბიჭს თავი ძალით ჰქონდა აწეული. სანდროს სხეული ერთი დიდი ნაიარევი გახდა. ერთ კვირაში ის საოცრად გამხდარიყო, თვალები ჩასცვენოდა, მაგრამ მზერა... მზერა უფრო მეტად გამკაცრებოდა. ის აღარ ტიროდა, აღარც იხვეწებოდა. როცა მას სცემდნენ, ის მხოლოდ ერთ წერტილს უყურებდა კედელზე და გონებაში ელისოს სიმღერას იმეორებდა. ის თავის თავში ჩაიკეტა - იქ, სადაც მაიორი ვერ შეაღწევდა.
ეს გაუტეხელობა სოსოს ჭკუიდან შლიდა. მას ასობით ტყვე ენახა, მაგრამ ასეთი „ქვაზე ნაკვეთი" ნებისყოფა - არასდროს. ის ხედავდა რომ სანდროში რაღაც ისეთი დუღდა, რაც მხოლოდ ფანატიკოსებს ან ნამდვილ მეომრებს ახასიათებთ. ერთ საღამოს, როცა სანდრო დასისხლიანებული დააგდეს საკანში, მაიორი მარტო შევიდა მასთან. დიდხანს უყურებდა კუთხეში მიგდებულ ბიჭს, რომელიც ძლივს სუნთქავდა, მაგრამ მაინც არ ხრიდა თავს.
- იცი რა არის ყველაზე სასაცილო?- ჩაილაპარაკა მაიორმა და ჩაიმუხლა,- შენნაირები მე მჭირდება. აქაურებს ჩემს ფორმაზე ეფურთხებათ, მაგრამ შენ... შენში ისეთ ძალას ვხედავ, რომელსაც შეუძლია მთები გადააბრუნოს. ჩემთან დარჩი, სანდრო. მე გასწავლი, როგორ მართო ეს სიძულვილი. გაქცევ თითით საჩვენებელ კაცად. აქედან გასასვლელი შენთვის აღარ არსებობს, გარდა ერთი გზისა - თუ ჩემს გვერდით დადგები.
სანდრომ ნელა ასწია თავი. ტუჩი გაგლეჯილი ჰქონდა, სისხლი ნიკაპზე ჩამოსდიოდა.
- შენ... შენ გგონია რომ ყველაფერი იყიდება,- თქვა ჩურჩულით,- მამაშენიც ეგრე ფიქრობდა, როცა გაგყიდა? თუ შენ თვითონ დაადე საკუთარ თავს ფასი? რამდენი გადაიხადეს რუსებმა შენში? თუ უფასოდ მიეცი თავი? გრცხვენოდეს ღორო.
აგუმავას სახე გაფითრდა. ხელი მოუღერა, მაგრამ არ დაურტყამს. მიხვდა რომ ამ ბიჭს ვერც ცემით და ვერც მაცდური შეთავაზებით ვერ გატეხდა. სანდრო მისთვის უკვე აღარ იყო უბრალოდ ტყვე - ის იყო მისი მარცხის ცოცხალი სიმბოლო.
- ერთი კვირა გაქვს კიდევ,- გამოსცრა მაიორმა,- შენს მეგობარს საკუთარი ხელით დავმარხავ ენგურის პირას, შენ კი... შენ გაჩვენებ, რა არის ნამდვილი ტკივილი და რისი გაკეთება შეუძლიათ რუსებს.
კარი მძიმედ მიიჯახუნა. სანდრო სიბნელეში მარტო დარჩა. ხელები ისევ უთრთოდა, მაგრამ არა შიშისგან, არამედ იმ მხეცური ბრაზისგან, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად ეუფლებოდა მის სულს. ხვდებოდა რომ თუ აქედან გავიდოდა, ის სანდრო აღარ იქნებოდა, ვინც ერთი კვირის წინ ტყეში შევიდა. გახდებოდა ის, რისიც მაიორს ყველაზე მეტად ეშინოდა.
ენგურის ხიდზე დეკემბრის სველი ნისლი ჩამოწოლილიყო - ისეთი სქელი, წებოვანი და ნაცრისფერი რომ მოპირდაპირე მხარეს მდგარი საგუშაგოების კონტურები ძლივს მოჩანდა. ჰაერში მდინარის მძიმე, ნესტიანი სუნი ტრიალებდა, რომელიც შერეული იყო დიზელის გამონაბოლქვსა და ჟანგიანი რკინის სურნელთან. ხიდის შუაგულში, იქ, სადაც ასფალტზე ძლივს შესამჩნევი თეთრი ხაზი ორ დაპირისპირებულ სამყაროს ყოფდა, ორი მამაკაცი იდგა. მათ შორის მხოლოდ სიცარიელე და ის მდუმარე მდინარე იყო, რომელიც ქვევით, ბნელ უფსკრულში გუგუნებდა. თენგო ჯაფარიძე, თბილისიდან გამოგზავნილი სუს - ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული ოფიცერი - თენგო ჯაფარიძე იდგა, ნელა აბოლებდა სიგარეტს. მისი ძვირადღირებული, შავი მატყლის პალტო ამ გარემოში უადგილოდ და ზედმეტად სუფთად გამოიყურებოდა. მის წინ მაიორი სოსო იდგა - კაცი, რომელსაც რუსული მუნდირი ეცვა, მაგრამ თვალებში ისეთივე ქართული სიავე უელავდა, როგორიც მის წინ მდგომ კოლეგას. სოსომ პირველმა დაარღვია სიჩუმე. მან ნაბიჯი გადადგა წინ, ხმას დაუწია და თენგოს თვალებში ეშმაკური მზერით ჩააჩერდა.
- Ну, Тенго, не томи. Что решило ваше руководство? (აბა, თენგო, ნუ მაყოვნებ. რა გადაწყვიტა თქვენმა ხელმძღვანელობამ?)- სოსომ რუსულად დაიწყო, ხმაში აშკარა დაცინვა ერია.
თენგომ ნელა გამოუშვა კვამლი და ოფიციალური, მშრალი ტონით უპასუხა.
- ჩემი ხელმძღვანელობის პოზიცია ცალსახაა, სოსო. ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხუთი თვეა, რაც ეს ბიჭები დაკარგულები არიან. მათი ოჯახები, სოფელი, მთელი რეგიონი ფეხზე დგას. ბავშვები არიან და მათი აქ ჩატოვება ყოველგვარ ჰუმანიტარულ ზღვარს სცილდება. ჩვენ მზად ვართ, სანაცვლოდ გადმოგცეთ ის სამი პატიმარი, რომლებზეც წინა შეხვედრაზე ვსაუბრობდით. ბიჭები ხიდზე ახლავე უნდა გადმოვიდნენ,- სოსომ თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა გადაიხარხარა. მისი სიცილი ნისლში საზარლად გაისმა.
- ჰუმანიტარული ზღვარიო? მართლა ამისთვის ჩამოხვედი თბილისიდან რომ ეს ლამაზი სიტყვები მესროლო?- სოსო ნაბიჯით მიუახლოვდა თენგოს,- ბიჭები არსად არ წავლენ. განსაკუთრებით ის... ხუთი თვეა ვტანჯავთ და ჯერ კიდევ ისე მიყურებს, თითქოს პირველივე შესაძლებლობაზე ყელს გამომჭრის. ასეთი მასალა იშვიათობაა. ასე რომ, დაივიწყე შენი გაცვლები. ისინი აქ რჩებიან.
თენგო წამით გაჩუმდა. მან სიგარეტი ფანჯრის სველ მოაჯირზე ჩააქრო, პალტო შეისწორა და ისევ სოსოს შეხედა, მისი მზერა უკვე აღარ იყო ოფიციალური. ის იყო ცივი, გამჭოლი და დაუნდობელი.
- კარგი. თუ გინდა რომ პატრიოტობანა და მკაცრი მაიორობანა ვითამაშოთ, ნება შენია. მაგრამ მოდი, ახლა რეალურ პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ,- თენგომ ხმას დაუწია, მისი ტონი ახლა ფოლადივით მჭახე იყო,- საქართველოში არჩევნები მოდის. ეს არ არის უბრალო არჩევნები. ეს არის ევროკავშირთან საბოლოო ხელშეკრულებების გაფორმების ფაზა. ბრიუსელიდან ყოველ კვირას ჩამოდიან კომისრები და ჩვენს დემოკრატიულ იმიჯს მიკროსკოპით აკვირდებიან. წარმოგიდგენია, რა მოხდება, ახლა რომ ეს ბიჭები ძალით წავიყვანოთ აქედან? დასისხლიანებულები, ნაწამები, ხუთი თვის განმავლობაში თქვენს სარდაფებში ნაგვემი...
თენგო სოსოს სახესთან ახლოს მივიდა.
- ოპოზიციური ტელევიზიები ამას პირდაპირ ეთერში გადასცემენ. იტყვიან რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს. ერთი ასეთი რეპორტაჟი და ათასობით მერყევი ამომრჩევლის ხმას დავკარგავთ. ეს კადრები ბრიუსელშიც ჩავა და იქაურ კაბინეტებში იტყვიან რომ საქართველო არ არის სტაბილური ქვეყანა. ჩვენი ევროპული მომავალი ამ ორი ბავშვის გამო შეიძლება ჩაიძიროს. გესმის ახლა, რამხელა ფსონებზე ვთამაშობთ? და შენ რას მიიღებ ამით?
სოსომ ცინიკურად ჩაიღიმა.
- ჰოდა, მით უმეტეს, დამიტოვე - მეთქი. ვის რაში სჭირდება მათი დაბრუნება, თუ ასეთი პრობლემაა?
- მისმინე კარგად,- თენგომ ხელი მოუჭირა სოსოს მუნდირის სახელოს,- ჩვენ სხვა ალტერნატივაც გვაქვს. თუ შენს აზარტს არ მორჩები და ჩემს პირობებზე არ წამოხვალ, ხვალვე აქ სადამკვირვებლო მისიის სრულ შემადგენლობას მოვიყვან. ათობით ჟურნალისტს და საერთაშორისო ექსპერტს დავაყენებ ამ ხიდზე. ოფიციალურ ნოტას გავაგზავნით მოსკოვში და პირდაპირ დაგადებთ ხელს შენ და შენს ქვედანაყოფს მოქალაქეების გატაცებაში. წარმოგიდგენია, რა დღეში ჩაგაგდებენ შენი რუსი კურატორები, როცა ამხელა საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდები? მათაც მშვიდობა სურთ თქვენი არჩევნების წინ, შენი პირადი გართობის გამო თავს არავინ გადაგიდებს. ერთ საათში გაგწირავენ, ოღონდ ეს ხმაური ჩაახშონ. გინდა ეგეთი პოპულარობა?
სოსო გაფითრდა. მან იცოდა რომ თენგო არ ხუმრობდა. პოლიტიკური მანქანა მასაც ისევე გადასრესდა, როგორც იმ ბიჭებს. თენგომ დაინახა მაიორის თვალებში გაჩენილი ყოყმანი და ეშმაკურად გაუღიმა.
- ამით გინდა დამაშინო? შენ თვითონ თქვი წეღან რომ ამ საქმის გახმაურება არ გინდოდა,- გაეცინა სოსოს,- სულელი გგონივარ?
- დამაცადე... ამიტომ,- განაგრძო თენგომ უფრო რბილად,- გთავაზობ რომ ეს თემა სამუდამოდ დავხუროთ. ოფიციალურად გამოაცხადეთ რომ ბიჭები ენგურმა გაიტაცა. ხვალვე ცხელ ხაზზე დააფიქსირებთ რომ ორი ცხედარი შენიშნეთ, მაგრამ დინებამ წაიღო. ერთი ადგილობრივი მოწმეც გვყავს, რომელიც იტყვის რომ მათი დახრჩობა საკუთარი თვალით ნახა. თქვენთვის ეს თემა მოკვდება, პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩაწყნარდება და არჩევნებსაც მშვიდად ჩავატარებთ. ევროპა კი დაინახავს რომ საზღვარზე ინციდენტები აღარ ხდება.
სოსო წამით ჩაფიქრდა, მერე კი თენგოს მიუახლოვდა.
- და თუ ვინმემ ცხედრების ძებნა დაიწყო? გამოძიება, ექსპერტიზა... ჭორები სოფელში სწრაფად ვრცელდება,- თენგომ ცივად ჩაიღიმა.
- მაგაზეც ვიფიქრეთ. იმისთვის რომ ყოველგვარი ეჭვი გაქრეს და გამოძიებაც კი არ დაიწყოს, ხვალ ღამით ენგურში ფაქტებს იპოვიან. ცხედრები მდინარემ წაიღო და მათი პოვნა შეუძლებელია. არავითარი ექსპერტიზა, არავითარი კითხვები. მხოლოდ გლოვა და დახურული საქმე.
სოსომ თავი დააქნია.
- და სანდრო?
- სანდრო ოფიციალურად მკვდარია. მისი დოკუმენტები, დაბადების მოწმობა, ყველაფერი ფერფლად იქცევა. ის აღარ არსებობს არცერთ ბაზაში. დედა ჰყავს ერთი, მაგის მოგვარება მარტივია,- თენგომ პალტოს შიდა ჯიბიდან დალუქული კონვერტი ამოიღო და სოსოს გაუწოდა. სოსომ კონვერტს ხელი დასტაცა, დიდხანს უყურებდა თენგოს ცივ, უემოციო სახეს და უეცრად მწარედ ჩაეცინა. მან თავი გადააქნია და ხმას აუწია.
- იცი, თენგო... ბევრი მინახავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თქვენნაირი ხალხი მაინც მაოცებს. აი, რატომ ხართ ქართველები ყველაზე საშიში ხალხი ამქვეყნად. არც მტერი გჭირდებათ და არც ოკუპანტი. თქვენ ერთმანეთს ისე უღალატებთ, ისე გაყიდით საკუთარი სისხლისა და ხორცის სიცოცხლეს ერთი სკამის ან ევროპული იმიჯისთვის რომ თვალსაც არ დაახამხამებთ. მე ფორმა მაინც მაცვია და ვიცი, ვის ვემსახურები, შენ კი... შენ საკუთარ შვილებს მარხავ ცოცხლად, რომ კაბინეტში სიმშვიდე შეინარჩუნო. საზიზღარი ხალხი ხართ. საკუთარ მომავალს ყიდით რომ დღეს კარგად გამოიყურებოდეთ,- თენგოს სახეზე ერთი კუნთიც არ შეთამაშებია. მხოლოდ პალტოს საყელო აიწია.
- სახელმწიფო ინტერესები სიმშვიდეა, სოსო. სიმშვიდეს კი მსხვერპლი სჭირდება. ჩვენ ახლა სიმშვიდე ვიყიდეთ ორი ბიჭის სიცოცხლის ფასად. ხვალ სოფელში ოფიციალურ ფურცელი მივა. ეგ არის და ეგ.
თენგო შებრუნდა. ნელა გაუყვა ხიდს და მანქანაში ჩაჯდა. უკან მხოლოდ ენგურის გამაყრუებელი გუგუნი ისმოდა. იმ ღამეს ორმა კაცმა ხელი მოაწერა თხუთმეტი წლის ბიჭების ცოცხლად დამარხვას. ზემო ეწერისში კი, ელისო ისევ აივანზე იდგა და იმ გზას გაჰყურებდა, რომელიც ოფიციალურად უკვე არ არსებულ ადამიანთან მიდიოდა. ენგურმა მართლაც წაიღო ყველაფერი - ოღონდ არა სხეულები, არამედ სიმართლე და ადამიანობა.
* * *
ნესტიან საკანში მხოლოდ ერთი გაჭვარტლული ნათურა ბჟუტავდა. ჰაერში იაფფასიანი არყის, ოფლისა და სისხლის სუნი იდგა. დიტო ბოძზე იყო მიბმული, თავი ჩამოეკიდა და მისი სუნთქვა უფრო ხრიალს ჰგავდა, ვიდრე სიცოცხლის ნიშანს. მის გვერდით სანდრო იჯდა, მავთულებით ხელებგადაჭედილი და საკუთარი მეგობრის ყოველ სუსტ ამოხვნეშას გულში დანასავით გრძნობდა. კარი ჭრიალით გაიღო. ერთ - ერთი რუსინ ჯარისკაცი - სერგეი ივანოვი შემოვიდა, ხელში არყის ნახევრად დაცლილი ბოთლი ეჭირა, მეორეში კი - „მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი. სანდრო უკვე ოთხი თვეა უყურებდა ამ საზიზღარს, თუ როგორ აწამებდა მასაც და თავის მეგობარსაც. მშვიდად გამოიყურებოდა, სახეზე ნასვამი კაცის სულელური ღიმილი დასთამაშებდა. უკან მისი ორი მეგობარი მოჰყვებოდა, რომლებიც კედელს მიეყრდნენ და თამაშით ელოდნენ გართობის დაწყებას.
- Ну что, герои? Стареем раньше срока, изнашиваемся. (ვადაზე ადრე ვბერდებით, ვიცვითებით)- ვასილიმ არყის დიდი ყლუპი მოსვა და სანდროს წინ ჩაიმუხლა,- Знаешь, Сандро, мне даже жаль вас. Сидите тут четыре месяца, ждёте спасения... А про вас там, на мосту, уже и не вспоминают. (იცი, სანდრო, მეცოდებით კიდეც. ზიხართ აქ ოთხი თვე, გადარჩენას ელოდებით... იქ კი, ხიდზე, აღარც კი გახსენებენ.)
სანდრომ ნელა ასწია თავი. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, მაგრამ მზერა საოცრად ნათელი და მჭრელი. დაინახა, როგორ ათამაშებდა სერგეი პისტოლეტს თითზე.
- რატომ არ გვკლავ?- ჩურჩულით იკითხა სანდრომ. ამ თვეების განმავლობაში მიხვდა რომ მათ ქართული ესმოდათ, მაგრამ საუბარი არ შეეძლოთ,- გეშინია? თუ სოსო არ გაძლევს უფლებას რომ მისი სათამაშოები გააფუჭო?
სერგეიმ ჩაიცინა.
- Смелый стал? Думаешь, я тебя боюсь? (გაბედული გახდი? გგონია, შენი მეშინია?)
- არა, ჩემი არა,- სანდროს ხმაში მოულოდნელი სიმშვიდე და დამცინავი ტონი გაჩნდა,- შენი საკუთარი ჩრდილის გეშინია. სოსოსი გეშინია. რა ხარ მის გარეშე? ოთხი თვეა აქ შემოდიხარ, გვცემ, გვამცირებ, მაგრამ თვალებში ვერ გვიყურებ. იმიტომ რომ შენ მონა ხარ. შენ იმაზე მეტად ხარ აქ ჩაკეტილი, ვიდრე ჩვენ. ჩვენ თუ მოვკვდებით, გავთავისუფლდებით... შენ კი სულ აქ დარჩები, ამ სუნში და ამ სიბინძურეში.
ვასილის ღიმილი ნელ-ნელა გაქრა. ბოთლი იატაკზე დადგა.
- Заткнись, щенок. Ты не понимаешь, с кем говоришь. (მოკეტე, ლეკვო. ვერ ხვდები, ვის ელაპარაკები.)
- როგორ არა, ვხვდები,- განაგრძო სანდრომ და დიტოსკენ გაიხედა,- აი, ის ნახე. შენზე ძლიერია. ხუთი თვეა აწამებ. შენ კი... შენ მხოლოდ მაშინ ხარ კაცი, როცა იარაღი გიჭირავს და წინ დაბმული ბავშვი გიზის. იარაღის გარეშე არაფერი ხარ. ნაგავი ხარ, რომელსაც სოსო ფეხსაცმლის საწმენდად იყენებს.
ივანოვს სახე აელეწა. სიმთვრალემ და წყენამ გონება დაუბნია. პისტოლეტის ლულა პირდაპირ სანდროს შუბლზე მიაჭირა.
- Ещё одно слово, и я вышибу твои гребаные мозги. (კიდევ ერთი სიტყვა და შენს დაწყევლილ ტვინს კედელზე მიგასხმევინებ.)
სანდრომ არც კი დაახამხამა თვალი. გაუღიმა.
- მიდი, ქენი. ოღონდ იცოდე, სოსო ამას არ გაპატიებს. შენ ხომ მისი ნებართვის გარეშე სუნთქვისაც გეშინია? შენ ხომ პატარა, საცოდავი ძაღლი ხარ, სერგეი. მიდი, დააჭირე თითს... თუ გეყოფა ვაჟკაცობა,- ივანოვი აკანკალდა. სიბრაზემ ყელში მოუჭირა. დაინახა, როგორ უყურებდნენ მისი მეგობრები - ისინიც ელოდნენ, რას იზამდა. იარაღი სანდროს მოაცილა და უეცრად დიტოსკენ მიატრიალა.
- Хочешь поиграть в героя? Посмотрим, как ты запоёшь, когда этот замолчит навсегда! (გმირობანას თამაში გინდა? ვნახოთ, როგორ აჭიკჭიკდები, როცა ეს სამუდამოდ გაჩუმდება!)- დაიყვირა ვასილიმ.
- არა!- სანდროს ხმა წამში შეიცვალა, სიმშვიდე შიშმა შეცვალა,- მას არ შეეხო! ის არაფერ შუაშია! მე მესროლე!
ივანოვმა გამარჯვებული სახით შეხედა.
- А, теперь страшно? Поздно, щенок. Он всё равно не жилец. Он слабый. Таким как он не место на земле. (ა, ახლა შეგეშინდა? გვიანია, ლეკვო. ის მაინც ვერ იცოცხლებს. სუსტია. მისნაირების ადგილი ამ მიწაზე არ არის.)- ჯარისკაცმა იარაღი გადატენა. დიტომ, თითქოს იგრძნოო, თვალები გაახილა. მხოლოდ სანდროს დანახვა მოასწრო. სანდროსი, რომელიც ბოძს აწყდებოდა და მავთულებით ხორცს იგლეჯდა.
- მეშინია,- ამოთქვა ძლივს დიტომ, თავი კედელზე მიეყრდნო. აღარც ტირილის თავი ჰქონდა და აღარც გამოძრავების. ვინ იცის რამდენჯერ ინატრა სიკვდილი, ვინ იცის რამდენჯერ ინატრა რომ ბოლო დარტყმა ყოფილიყო და აღარ ეგრძნო მეტი.
- მეც მეშინია,- როგორღაც ამოთქვა სანდრომ,- მეშინია შენ გამო. ჩემ გამო შენ გერჩიან.
- შენ არ უნდა გატყდე,- სადღაც შერჩენილი ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან,- შენ არ უნდა შეგეშინდეს ჩემ გამო, შენ არავის გამო არ უნდა შეგეშნდეს. იმიტომ რომ ჩემი ძმა ხარ.
- დიტო...
- შენ რომ შეგშინებოდა ვინ გაგვიშვებდა ჩვენ მდინარეზე? ვინ გაგვიშვებდა ჩვენ სანადიროდ? შენ რომ არ ყოფილიყავი, ჩვენ რა ვიქნებოდით?
- მეშინია,- ამოილუღლუღა სანდრომ და პირველად მოაწვა ცრემლები.
- მეც მეშინია,- დაეთანხმა კვლავ დიტო,- მაგრამ შენ ძლიერი უნდა იყო. ამ ნაგვებს თავი არ უნდა დაუხარო, მე არ ვარ ეგეთი ძლიერი.
- Прощай, слабак, (მშვიდობით, სუსტო,)- თქვა ივანოვმა და სასხლეტს თითი გამოჰკრა.
სანდროს ხმა საკუთარ ყურებშივე უცხოდ, შორიდან მომავალივით ჟღერდა, თითქოს წყალქვეშ ყოფილიყო. ყურების წუილი აუტანელი გახდა, ტვინის ხვეულებს ხერხავდა. ის დიტოსკენ გაიწია, სურდა შეენჯღრია, გაეღვიძებინა ეს კოშმარი, მაგრამ ხელები გაუშეშდა. სისხლის წვეთები, რომლებიც სახეზე მოხვდა, ნელა, ცხლად ჩამოუგორდა ლოყაზე, ტუჩის კუთხეში რკინისგემო დატოვა. ეს რეალობის ერთადერთი ხელშესახები დასტური იყო. ოთახის კუთხეში, სადაც გასროლის შემდეგ წამიერად გაჩენილი დენთის კვამლი ჯერ კიდევ ტრიალებდა, სერგეი იდგა. იარაღი ხელში უთრთოდა, თვალები გაფართოებოდა და მათში გაოგნება, შიში და რაღაც გაუცნობიერებელი, ცხოველური სინანული ერთმანეთში ირეოდა. ისიც გაქვავებულიყო, თითქოს საკუთარი ნამუშევარი თავადვე ვერ დაიჯერა. იქვე იდგნენ დანარჩენებიც. არ ელოდნენ, ბიჭი არ უნდა მოეკლათ, ეგონათ ივანოვი უბრალოდ აწვალებდა გურგულიანს. დიტოს უსიცოცხლო თვალები, ჭერისკენ მიპყრობილი, უაზროდ იყურებოდნენ. სიკვდილმა მისი სახიდან ყველა ემოცია წაშალა, მხოლოდ მარადიული გაოცება დატოვა. იატაკზე, მისი სხეულის ქვეშ, წითელი გუბე ნელ - ნელა, მუქარით ფართოვდებოდა, იპყრობდა სივრცეს და მალე სანდროს მუხლებამდე მიაღწია.
- დიტო...- კიდევ ერთხელ ამოიხრიალა სანდრომ, მაგრამ ეს სახელი ახლა ცარიელი ბგერების გროვა იყო. მან თავი ასწია და სერგეის შეხედა. წამიერი, გაგუდული ღრიალი ცხოველურ, ყრუ ღრენაში გადაიზარდა. მის თვალებში აღარ იყო ტკივილი, იქ მხოლოდ შურისძიების ბრმა, გამანადგურებელი სურვილი დარჩენილიყო. გააცნობიერა რომ ამ წუთიდან მისი ცხოვრება დასრულდა და რომ ერთადერთი, რაც მას ამქვეყნად აკავებდა, მისი განადგურება იყო. სოსოს ყვირილი ოთახის კედლებს აწყდებოდა, ის გამეტებით უქნევდა მუშტებს დაფეთებულ სერგეის, რომელიც ბურანში მყოფივით ცდილობდა თავის მართლებას, მაგრამ სანდროსთვის ეს ყველაფერი მხოლოდ ფონური ხმაური იყო - შორეული და უმნიშვნელო. მისი მზერა იატაკზე დაგდებულ ცივ ლითონს მიეჯაჭვა. იარაღი იქვე ეგდო, თითქოს მას ელოდებოდა. სანდრომ ვერც კი იგრძნო, როგორ წაიღო ხელი. სწრაფად, ინსტინქტურად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. როგორც კი თითები ცივ ტარს შეეხო, სხეულში უცნაურმა, ყინულოვანმა სიმშვიდემ დაუარა. სიმშვიდემ, რომელიც მხოლოდ განაჩენის აღსრულების წინ დგება. სოსო სწორედ იმ მომენტში აპირებდა სერგეისთვის კიდევ ერთხელ დაეღრიალა, როცა სანდრო წამოდგა. გასროლა მოულოდნელად, შუა სიტყვაზე გაისმა. ტყვიამ ჰაერი გაკვეთა და სერგეის პირდაპირ შუბლის ცენტრში დაეჯახა. ჯარისკაცის თავი უკან გადავარდა, თვალები წამიერად გაუშტერდა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდაო, მაგრამ იმავე წამს სიცოცხლის ნაპერწკალი ჩაუქრა. მისი სხეული მძიმედ დაენარცხა იატაკს, ზუსტად დიტოს ცხედრის გვერდით.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. სოსო გაოგნებული გაშრა, ჰაერში გაწვდილი ხელი გაუშეშდა და ნელა მიტრიალდა სანდროსკენ. ბიჭს იარაღი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა გაშვერილი, ლულას თეთრი კვამლი ასდიოდა, სახეზე კი არანაირი სინანული არ ეტყობოდა - მხოლოდ სიცარიელე, რომელიც ყველანაირ ყვირილზე საშინელი იყო.
- მორჩა,- ჩაიჩურჩულა სანდრომ და იარაღი ხელიდან გაუვარდა. იცოდა რომ ამ ტყვიით არა მხოლოდ სერგეი, არამედ საკუთარი მომავალიც სამუდამოდ დაასამარა.
ივანოვი იატაკზე დაეცა, ზუსტად დიტოს ფეხებთან. სოსო მივარდა, იარაღი წაართვა, სანამ გონს მოვიდოდა და სანდროს შეხედა, რომელიც ახლა სისხლიანი თვალებით უყურებდა მას. სოსო ნელა მივიდა სანდროსთან და მავთულების ხსნა დაიწყო.
- იცი რა არის სახელმწიფო?- ჩაიჩურჩულა მან ისე რომ ბიჭისთვის თვალებში არ შეუხედავს,- ეს დიდი ბაზარია, სანდრო. დღეს შენით ივაჭრეს. თბილისიდან კაცი ჩამოვიდა, პორტფელით... ერთი საათის წინ ხელი მოაწერეს ფურცელს, სადაც წერია რომ შენც და დიტოც მკვდრები ხართ. მალე არჩევნებია, მათთვის გმირულად დაღუპული ბიჭები უფრო მომგებიანია, ვიდრე ცოცხალი მოწმეები.
სანდრო იატაკზე დაეცა. სხეული აღარ ემორჩილებოდა. ის არ ტიროდა - ცრემლების ადგილი სიმშრალესა და სიცარიელეს დაეკავებინა. კანკალით მოძებნა დიტოს ჯერ ისევ თბილი ხელი და ჩაეჭიდა.
- მათ გაგყიდეს,- განაგრძო სოსომ და ფეხზე წამოდგა, ზემოდან დაჰყურებდა განადგურებულ ბიჭს,- შენი სიცოცხლით ერთი კვირის სიმშვიდე იყიდეს. შენთვის საქართველო აღარ არსებობს. იქ უკვე მიწა გაგიმზადეს.
- ისინი... ყველანი დაიხოცებიან,- თქვა სანდრომ. ეს აღარ იყო ბიჭის ხმა. ბგერები სადღაც ყელიდან, სიღრმიდან ამოდიოდა - ცივი, უცხო და მომაკვდინებელი.
სოსოს სახეზე კმაყოფილების ჩრდილმა გადაჰკრა. მიხვდა რომ ის, რაც სანდროს შიგნით ახლა დაიბადა, ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე ნებისმიერი იარაღი.
- აი, ახლა უკვე მესმის,- ჩაილაპარაკა სოსომ.
* * *
- ნიაკო ბებო საით ხარ?- დაიძახა ქალმა ხმამაღლა რომ გოგოს გაეგო.
- ამოვალ. ერთი წუთი მაცადე,- გაისმა გოგოს ხმაც ეზოდან და მალევე ოთახში შეამოაბიჯა წაბლისფერ თმიანმა გოგომ,- რა მოხდა? ბაზარში ვაპირებდი გასვლას.
- დოდომ დამაბარა გამეყოლებინა შენთვის სია. წამოუღე რა რაღაცები,- ამოიოხრა ქალმა და სია მიაწოდა,- შეუტანე ბარემ როცა მიხვალ.
- კარგი, მოვუტან.
- ნიაკო, მითხარი სიმართლე... მართლა აპირებ წასვლას?- ჰკითხა ხმადაბლა.
- კი ბებო, არ გადამიფიქრებია,- ჩაეღიმა ნიას და მის ფეხებთან ჩაიმუხლა,- არ გადავიფიქრებ.
- საბუთები უკვე ბოლომდე მოაწესრიგე? ენგურზე გადასასვლელად ყველაფერი მზად გაქვს? ხომ იცი, იქით გადასვლა ახლა ისეთი ადვილი აღარ არის, როგორც ადრე იყო.
-კი, ბებო, მოვაწესრიგე. ყველაფერი რიგზეა, გუშინ მივიღე ბოლო დასტური. ამ დღეებში გასვლას ვგეგმავ, აღარ მინდა დაგვიანება,- ნია მშვიდად ლაპარაკობდა, თუმცა გულში თავადაც გრძნობდა იმ უცნაურ კანკალს, რომელიც ყველა დიდ ნაბიჯს ახლავს. მართა ბებომ მძიმედ ამოიოხრა და შვილიშვილის თბილი ხელები თავის გამომშრალ ხელებში მოიქცია.
- ძალიან მეშინია, შვილო... მოსვენება მაქვს დაკარგული, ღამეები არ მძინავს. იქით რა ხდება, კაცმა არ იცის. ისეთი ამბები მოდის - ხან სროლააო, ხან გზებს კეტავენო, ხან კიდევ ხალხს იტაცებენო... ერთი ის მამშვიდებს რომ იქ ჩემი ეთერია. ვიცი, ჩემი და და სიძე არ მიგატოვებენ, მოგხედავენ. ეთერი ისეთი ქალია, ქვას გახეთქავს, ოღონდ თავისიანი დაიცვას. იქაურებსაც იცნობენ, გავლენა აქვთ და ვიცი რომ მათთან მშვიდად იქნები.
ნია მიუახლოვდა, ბებოს წინ ჩაიმუხლა და თბილად გაუღიმა, ცდილობდა მისი შიში გაეფანტა.
- ჰოდა, თუ იცი რომ მომხედავენ, რატომ ნერვიულობ? მე არ მეშინია, ბებო. იქით ჩვენი სახლია, ჩვენი სისხლია. თან, ხომ იცი, მამაც თანახმაა. თვითონ დამეხმარა საბუთებში, პირიქით, მამა თვითონაც აპირებს წამოსვლას. როგორც კი აქაურ საქმეებს მორჩება, ბიზნესს დაალაგებს და ყველაფერს დაასრულებს, მაშინვე ჩემთან გაჩნდება. მარტო ხომ არ დამტოვებს?
მართა ბებომ თავი ნაღვლიანად გადააქნია.
- მამაშენიც რომ მასეა ატაცებული, ეგ მიკვირს... ვერ გამიგია, რა გექაჩებათ იმ ცეცხლის ალში. გასათხოვარი გოგო ხარ, აქ იმდენი რამ გელოდება, რა გინდა იქით?
- ჩემი გათხოვება ახლა აქ რა შუაში იყო? რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ერთი და იგივეზე?
- ოცდაოთხი წლის გოგო ხარ და აბა როგორ? სანამ უნდა იარო ესე მარტომ? და ახლა იქითაც რომ მიდიხარ... ოხ ნიაკო, შენ მომიღებ მე ბოლოს.
- ბებო, დამიჯერე, ორი - სამი თვე მაინც არაფერი მოხდება, მშვიდობა იქნება. ჩავალ, ეთერისთან დავბინავდები, ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები,- ბებოს შუბლზე აკოცა, სია ისევ შეისწორა ჯიბეში და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოში.
მიდიოდა და გულში იმედს ატარებდა რომ ენგურს მიღმა მართლაც ის სიმშვიდე დახვდებოდა, რომელსაც მამამისი ჰპირდებოდა.
მაისის დილა იყო, გათენებისას, როცა ნისლი ჯერ კიდევ მძიმედ იწვა მთის კალთებზე, მართა ბებო უკვე ფეხზე იყო. სამზარეულოში დაბალ ცეცხლზე ყავა დუღდა, მაგიდაზე კი საგზალი ეწყო - ყველაფერი ისე ჰქონდა შეხვეული, თითქოს ნია სამუდამოდ მიდიოდა. მოხუცს ხელები უთრთოდა, როცა ზურგჩანთაში ბოლო ნივთებს აწყობდა.
ნია ოთახში შემოვიდა, ჩაცმული, მზადმყოფი. მისი მტკიცე ნაბიჯი მართას აფორიაქებდა.
- ბებო, მორჩი, ამდენს ვერ წავიღებ,- თქვა ნიამ და ბებოს მხრებზე ხელი დაადო.
მართა შებრუნდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. შვილიშვილს სახეზე ხელები მოჰკიდა და დიდხანს ათვალიერებდა, თითქოს მის ნაკვთებს მეხსიერებაში სამუდამოდ ბეჭდავდა.
- ნიაკო, შვილო... კიდევ ერთხელ გთხოვ, დაფიქრდი. გული მიკანკალებს, მშვიდობა არ არის იქით. კი მოგხედავენ, ვიცი... მაგრამ...
- ბებო, ნუ ნერვიულობ,- ნიამ ბებოს ხელებზე აკოცა,- საბუთები მოვაწესრიგე, მამამაც მითხრა რომ ახლა მშვიდი პერიოდია. თვითონაც ჩამოვა მალე, როგორც კი საქმეებს მორჩება და ერთად წამოვალთ მერე.
განშორება მძიმე იყო. მართა ბებო ჭიშკართან იდგა და მანამ უყურებდა მიმავალ შვილიშვილს, სანამ ნია გზის მოსახვევში არ გაუჩინარდა. მოხუცმა პირჯვარი გადასახა სიცარიელეს და ჩუმად ჩაილაპარაკა:
"ღმერთო, შენ დაიფარე, მამამისს ჭკუა არ მოეკითხება, ეს ბავშვი კი ცეცხლში მიდის - ო."
ნაშუადღევს ნია უკვე ენგურის საგუშაგოსთან იდგა. აქ ჰაერი სხვანაირი იყო - დაძაბულობითა და მოლოდინით სავსე. რიგში მდგომი ხალხი ჩუმად, თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა. ქართველმა პოლიციელმა საბუთები გამოართვა და ნიას გამომცდელად შეხედა.
- აფხაზეთში გადადიხარ, შვილო?- ჰკითხა მან დაბალი ხმით.
- დიახ, ჩემს ოჯახთან,- უპასუხა ნიამ მტკიცედ.
- ფრთხილად იყავი. ენგურს იქით სხვა წესებია,- პოლიციელმა საბუთები დაუბრუნა და გზა გაუთავისუფლა.
ნიამ გრძელ, რკინის ხიდზე დაიწყო სიარული. ყოველი ნაბიჯი ექოსავით ისმოდა ლითონის კონსტრუქციაზე. შუა ხიდზე გაჩერდა და ქვემოთ, მღვრიე ენგურს გადახედა. ეს იყო ზღვარი ბავშვობასა და უცნობ საფრთხეს შორის. უკან მართა ბებოს სიმშვიდე რჩებოდა, წინ კი - აფხაზეთის მთები, რომლებიც შორიდან დიდებულად, მაგრამ მრისხანედ გამოიყურებოდნენ. ხიდის ბოლოს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები იდგნენ. მათი ცივი, გამომწვევად უხეში მზერა ნიამ მაშინვე იგრძნო. ერთ - ერთმა ფორმიანმა საბუთები გამოართვა და დიდხანს ათვალიერებდა.
- სახელი და გვარი?- ჰკითხა რუსულად.
- ნია გაბედავა,- უპასუხა გოგომ გატეხილი რუსულით და თვალებში შეხედა.
- რატომ მოდიხართ?
- სახლში ვბრუნდები. მამიდაშვილი მელოდება,- მესაზღვრემ ზიზღნარევი მზერით აათვალიერ - ჩაათვალიერა მისი ზურგჩანთა და თავით ანიშნა რომ შეეძლო გასულიყო. ნიამ ნაბიჯი გადადგა და საგუშაგოს გასცდა. გზის პირას, ძველ მანქანასთან შავებში ჩაცმული ქალი იდგა. ეთერი იყო. დანახვისთანავე ნიასკენ წამოვიდა და მაგრად გადაეხვია.
- ჩამოხვედი, ჩემო გოგო...- ჩასჩურჩულა ეთერიმ,- წამო, მალე წავიდეთ. აქ ახლა ბევრი თვალი და ყურია.
მანქანა ადგილიდან მძიმედ მოწყდა და ატალახებულ გზას გაუყვა. ნია ფანჯარას მიეყრდნო, გარეთ იყურებოდა. აქაურობა სხვანაირი იყო - ჰაერიც კი უფრო მძიმე და ნესტიანი ეჩვენა. გზისპირა სახლებიდან ზოგი ნახევრად დანგრეული და დამწვარი დახვდა, ზოგი კი ეკალბარდებში ჩაფლულიყო.
- როგორაა მართა? ისევ ისე ნერვიულობს?- ჰკითხა ეთერიმ და თან სარკეში უკან მომავალ მანქანას გახედა. გაახსენდა და, რომელიც წლებია არ უნახავს.
- ისევ ისე... ძალით წამოვედი, ისე ეშინოდა. სულ იმას გაიძახოდა, იქით მშვიდობა არ არისო,- უპასუხა ნიამ და ეთერის შეხედა,- მართლა ასეა ეთო? მამამ მითხრა რომ სიტუაცია დალაგდაო.
წამით დუმილი ჩამოვარდა, მხოლოდ ძველი ძრავის ხმა ისმოდა.
- მამაშენი აქაურობას შორიდან უყურებს, ნია. სიტუაცია დალაგდა მათთვის, ვინც იარაღს ფლობს. ახლა აქ სხვა კანონებია. ხელს არავინ გახლებს, არავინ მოგეკარება თუ ქართულად არ დაილაპარაკებ, მეგრული ხომ იცი ჩემო გოგო?
- ვიცი კი, რუსული მიჭირს ცოტა, მაგრამ მესმის,- შეუწუხდა სახე ნიას.
- არაუშავს, მეგრულად ილაპარაკე გარეთ თუ გახვალ. აქ ყველამ იცის ეგ, რუსების გარდა,- თმაზე მოეფერა ქალი. მანქანა მოსახვევში მკვეთრად შევიდა. რამდენიმე საათში მანქანა მაღალ, რკინის ჭიშკრიან ეზოსთან გაჩერდა. ნია გადმოვიდა და გარემოს თვალი გადაავლო. მთებიდან ცივი ნიავი ქროდა. უცნაური იყო აფხაზეთი, ან უბრალოდ უცნაური იყო იმ მიწაზე ტურისტივით მისვლა, რომელიც ერთ დროს შენი ნაწილი იყო. ლამაზი იყო და თან როგორი ლამაზი. თვალს ვერ მოწყვეტდი გარემოს, სადღაც ახლოს მდინარის ჩხრიალიც ისმოდა.
- სად ვართ ახლა?- იკითხა გოგომ და ჭიშკარი შეაღო,- მდინარეა აქ?
- ეგ მდინარე გუმისთაა, სოხუმში ვართ თითქმის. ცოტა გარეუბანია,- გამოართვა ჩანთა გოგოს,- ადრე ქალაქში ვცხოვრობდით, ესეც ჩვენი სახლი იყო, მაგრამ დანგრეული. მერე ავთომ გაარემონტა და აქ გადმოვედით, სიმშვიდეა.
- ძალიან ლამაზია,- შეაღო კარი ეთერიმ. სახლი თითქოს უზარმაზარი, მაგრამ ცარიელი ჩანდა.
- შემოდი, ნია. ნუ დგახარ გარეთ,- დაუძახა ეთერიმ. სახლის შიგნით სიგრილე და ძველი ხის სურნელი ტრიალებდა. ნია მორიდებით შეჰყვა ქალს, რომელიც უკვე მარდად მოძრაობდა ოთახებში და ფანჯრებს ფართოდ აღებდა რომ ზაფხულის ჰაერი შემოსულიყო.
- აი, შენი ოთახი,- ეთერიმ მეორე სართულზე, კუთხის ნათელ ოთახში შეიყვანა,- აქედან მდინარეც ჩანს და მთებიც. მოეწყვე, ჩანთა დადე, ცოტა დაისვენე და მერე ჩამოდი, მე სამზარეულოში ვიქნები. საღამოსთვის ბევრი რამ მაქვს მოსასწრები.
ნიამ ჩანთა საწოლზე დადო და ფანჯარასთან მივიდა. გუმისთა შორიდან ვერცხლისფერ ზოლად მოჩანდა, რომელიც ხეობაში მიიკლაკნებოდა. აფხაზეთი მართლაც ლამაზი იყო. ისეთი ლამაზი, რომ გული შეგეკუმშებოდა, მაგრამ ეს სილამაზე რაღაცნაირად მძიმე და იდუმალი ჩანდა.
ცოტა ხანში ქვემოდან ბავშვის ჟრიამული და კარის გაჯახუნების ხმა გაისმა. ნია კიბეებზე ჩავიდა და სამზარეულოს ზღურბლთან გაჩერდა.
- დედა, მოვედით! გავიგე სტუმარები გვყოლია.
- გაიცანი, ნია. ეს ჩემი მარიამია, ჩემი გოგო,- წარადგინა ეთერიმ და თან ხახვის ჭრას შეუდგა,- ეს პატარა კაცი კი ჩვენი ვაჩეა, მარიამის შვილი.
- სასიამოვნოა, ნია,- მარიამმა თბილად გაუღიმა და ბავშვი იატაკზე დასვა,- დედამ მითხრა რომ მოდიოდი. საბუთებზე ხომ არ გაგიჭირდა?
- არა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა,- უპასუხა ნიამ და პატარას შეხედა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა უცხოს,- ეს ვაჩეა?
დაიხარა ბავშვთან, ლოყებზე ოდნავ მოუჭირა ხელი.
- როგორი საყვარელია,- ჩაუკოცნა სახე, მერე ხელები,- რამდენი წლისაა?
- ერთის. ადექი ვჭამოთ, მერე თუ გინდა სოხუმში ჩავიდეთ. საყიდელი მაქვს რაღაცები და ბარემ გაგასეირნებ შენც,- გაუღიმა მარიამმა და აბაზანისკენ გზა აჩვენა.
სადილმა მშვიდად და თბილად ჩაიარა. მერე, როცა ყველაფერი ალაგდა, მარიამმა ვაჩე ხელში აიყვანა და ნიას გადახედა.
- წავიდეთ?- გაუღიმა.
ნიამ თავი დაუქნია. სოხუმში ჩასვლა თითქოს სხვა სამყაროში გადასვლას ჰგავდა. ქალაქი ზღვის სუნით იყო გაჟღენთილი - მარილიანი ჰაერი, რომელიც სახეზე ეხებოდა და ერთდროულად ამშვიდებდა და აცოცხლებდა. ქუჩები ნელა სუნთქავდა, ხალხი გადაადგილდებოდა ჩვეულებრივად, მაგრამ ამ ჩვეულებაში რაღაც განსაკუთრებული იგრძნობოდა.
ვაჩე გზაში ხან მარიამს ეკვროდა, ხან ნიას უყურებდა დიდი, ცნობისმოყვარე თვალებით.
- შენ მოეწონე,- ჩაეცინა მარიამს,- ყველას არ ეკარება ასე მარტივად.
ნიამ გაუღიმა ბავშვს, თითი გაუწოდა, ვაჩემ მაშინვე ჩასჭიდა.
- მეც მომეწონა,- ჩუმად თქვა.
პირველად პატარა მაღაზიაში შევიდნენ. მარიამი რაღაცებს არჩევდა. ნია კი ჩუმად ათვალიერებდა ყველაფერს, თაროებს, ფანჯრებს, ქუჩას გარეთ, სადაც ზღვის ლურჯი შორიდან ჩანდა. ყველაფერი უცნაური იყო აქ, არ ჰგავდა თბილისს, არ ჰგავდა ეწერისს, თითქოს საერთოდ სხვა ქვეყანაში იყო, თუმცა მაინც უცნაურად თავისებურად აღიქვამდა ყველაფერს.
- რამე ხომ არ გინდა?- მიუბრუნდა მარიამი,- აიღე, დღეს მე გეპატიჟები.
- არა... - ოდნავ გააქნია თავი ნიამ,- არა მადლობა. უბრალოდ ვუყურებ.
მერე გარეთ გამოვიდნენ. ზღვისკენ წავიდნენ.
ნიავი ოდნავ ამოვარდა, თმა სახეზე მოეფინა ნიას. გაჩერდა, რამდენიმე წამი უყურებდა წყალს - როგორ ირხეოდა, როგორ ირეკლავდა მზის შუქს.
- ხშირად ჩამოდიხარ აქ?- ჰკითხა მარიამს.
- მერხეულში ვარ გათხოვილი. როცა შემიძლია მოვდივარ ხოლმე,- უპასუხა მან,- აქ უფრო მშვიდად ვარ. ახლოა.
- რაღაცნაირად არ მჯერა,- გაეცინა უცებ და იქვე ჩამოჯდა,- ბათუმს ჰგავს, ეგ ახლა სავსეა კორპუსებით, მაგრამ ერთ დროს ისიც ასეთი იყო და მაინც როგორი განსხვავებულია ყველაფერი.
- როგორია იქაურობა? საქართველო... მე არასდროს ვყოფილვარ იქ,- ნაღვლიანად გაუღიმა მარიამმა.
- ბევრად სხვანაირი. უფრო თავისუფალი. აქ ბუნება ჭარბობს, მე თბილისში ვცხოვრობდი და იქ კი პირიქითაა. ხმაურია, ბევრი ხალხია, მანქანები დადიან სულ. მოკლედ, ერთი ხმურიანი ქალაქია რა.
- ნეტავ ოდესმე თუ შევძლევ იქ ჩასვლას,- ამოიოხრა მარიამმა.
- მე თუ შევძელი აქეთ გადმოსვლა, თქვენთვის რატომ არის პრობლემა?
- ზოგადად. თქვენი, ქართველების შემოსვლა უფრო ადვილი პროცედურაა, ვიდრე ჩვენი - აფხაზების იქით გადასვლა,- მხრებს იჩეჩს მარიამი,- ზუსტად არ ვიცი მეც. არც მიცდია, უბრალოდ მამაჩემისგან გავიგე.
- ავთოსგან?
- ჰო, ახლა აქ არაა. მოსკოვშია და ჩამოვა კვირის ბოლოს,- მიუბრუნდა ვაჩეს, რომელიც ადგილზე ვერ ისვენებდა.
- და აქ მარტო ხართ? შენი ქმარი?
- ჩემი ქმარიც მამაჩემთანაა. მაგრამ აქ მარტო არ ვართ, თვით დავით ჩაჩბა გვმფარველობს,- ამაყი სახით გამოიხედა,- აი, თან ეს მისი სახლია.
გაიშვირა ხელი თეთრი, უზარმაზარი სახლისკენ. წინ დიდი აივანი ჰქონდა, რომელიც წითელი ვარდებით იყო მორთული.
- ძალიან ლამაზია,- ამოიოხრა ნიამ.
- ხო, მეც მიყვარს ეგ აივანი. სულ ცოცხალი ვარდებით აქვს ხოლმე მორთული. ოღონდ აზრზე არ ვარ ამდენ ფულს რატო ხარჯავს მაგაში,- მხრები აიჩეჩა მარიამმა. მერე ნიამ მზერა ისევ სახლს მიაბყრო, აივანი აღარ იყო ცარიელი, ამჯერად ვიღაც მაღალი კაცი იდგა, ხელში სიგარეტით. გვერდით ასევე ერთი წაბლისფერ თმიანი კაცი ედგა. რაღაცაზე გაცხარებით ესაუბრებოდა.
- წავიდეთ, თორემ ვაჩე ვერ ისვენებს უკვე,- გაეცინა მარიამს და ფეხზე წამოდგა.
იმ დღის შემდეგ დრო თითქოს სხვა რიტმში გადავიდა. ნიასთვის ყველაფერი ჯერ კიდევ ახალი იყო, მაგრამ ეს სიახლე აღარ აშინებდა, პირიქით, ნელ - ნელა ეჩვეოდა და თავისად აქცევდა.
დილა იწყებოდა სამზარეულოდან წამოსული სასიამოვმო სურნელებით. ცხრაზე ეთერი უკვე ფეხზე იყო ხოლმე, წყალი ჩქეფდა, რაღაც იჭრებოდა, რაღაც იშუშებოდა. ნია თავიდან უხერხულად იდგა კართან, თითქოს არ იცოდა, ჰქონდა თუ არა უფლება ჩარეულიყო, მაგრამ ორ დღეში ეს უხერხულობა გაქრა. მარიამმა რომ დაავლო ხელი და შეიყვანა შიგნით.
- მოდი, ნუ დგახარ იქ,- გაეცინა ერთხელ ეთერის,- რამე გინდა?
- არა, უბრალოდ... ცოტა თავს უხერხულად ვგრძნობ. თუ შემიძლია რამით დახმარება,- კეფა მოიქექა ნიამ.
- შენ აქ სტუმარი ხარ, აბა რა უნდა გააკეთო?- გაეცინა ქალს.
- არ ვიცი, რამე,- მხრები აიჩეჩა და ჯამი გამოართვა,- მოდი ამას მე ვიზამ. შენ სხვა რამეს მიხედე.
ამის შემდეგ ნია ხშირად ერთვებოდა სამზარეულოს საქმეებში. თუმცა ერთ ღამეს მარიამმა რომ გამოუცხადა რამე ტკბილი მინდა და ნამცხვარი უნდა გამოვაცხოო, ლამის შუბლში იტკიცა გაბედავამ ხელი.
- ღამეა, რა დროს ნამცხვარია. ვიყიდოთ სადმე,- ამოიოხრა და სკამზე გადაწვა.
- ჰაჰ, ვიყიდოთო გაიგე ეთერი?- გასძახა დედამისს,- ასე გვიან სად უნდა წავიდეთ გოგო. თან რათ მინდა სხვისი ნათითხნი. ჩემით გამოვაცხობ. შენ მიყურე.
- მასე მითხარი გუშინაც და მერე ნახევარი საქმის გაკეთება მე მომიწია,- ბუზღუნით წამოდგა ფეხზე და ჯამები გადმოიღო.
- ახლა ხომ არაფერი მითქვამს რომ დაეტაკე მაგ ჯამებს?
- ხომ აპირებდი თქმას, ხოდა დაგასწარი,- გაიცინა ნიამ. სასიამოვნო სურნელი დადგა ცოტახანში სამზარეულოში. ერთი სული ჰქონდა ნიას როდის მორჩებოდნენ რომ მერე ასულიყო ოთახში და გადაევლო. დაძინება უნდოდა, მთელი დღე დგომისგან ფეხები სტკიოდა უკვე.
- გოგოებო,- შემოვიდა ეთერი ტელეფონით ხელში,- რას აკეთებთ?
- ნამცხვარი მოუნდა ქალბატონს და ვაცხობთ,- მიუტრიალდა ნია,- რამე მოხდა? რა სახე გაქვს.
- ხვალ ავთო ჩამოდის. სტუმრებიც იქნებიანო,- შეწუხებულმა თქვა.
- მოიყვანს ახლა მთელ სტრუქტურებს,- აატრიალა თვალი მარიამმა,- სამი დღის წინ არ უნდა ჩამოსულიყო? გავიდა ორი კვირა.
- მარიამ,- დაუბრიალა თვალები შვილს.
- ცუდი ხალხია?
- არა რას ამბობ,- გააქნია თავი,- უბრალოდ უჟმური ხალხია. უფროსობაა და სხვანაირად უნდა მოიქცე და ისაუბრო მათთან.
- აჰ, გასაგებია,- მოეშვა ნია,- მე შემიძლია რომ ოთახში ვიყო?
- კი, კი. პირიქით, ახლა მათთან შენი გამოჩენა არ იქნება კარგი იდეა,- გაეღიმა ეთერის,- ჯობია შენთვის მშვიდად იყო. მაგათი პრობლემები თავზე არ უნდა მოგეხვეს.
- კარგი, მადლობა,- გაუღიმა ნიამ. ეთერის ისევ ზარი შემოუვიდა, დატოვა მალევე სამზარეულო და ვაჩესთან გავიდა მისაღებში.
- ისეთი სახით თქვა, დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი რიგზეა?- ჩუმად იკითხა ნიამ.
- კი, კი. ავთოს უფროსობა მოდის. ზოგი სტრუქტურებიდანაა, ზოგიც... როგორ გითხრა, ქალაქში გავლენიანი ხალხია. დღეს მშვიდობაა საჭირო, ნია. ავთოს უნდა რომ ყველამ დაინახოს - მისი ოჯახი სტუმართმოყვარეა და რომ აქ მშვიდობაა. აქ სტუმარი ხელშეუხებელია, ეს ჩვენი კანონია,- ნია ხედავდა, როგორ ნერვიულად ისწორებდა მარიამი წინსაფარს. ეს არ იყო ჩვეულებრივი ვახშამი. ეს უფრო ჰგავდა რიტუალს, სადაც ერთი არასწორი სიტყვა ან მზერა შეიძლება საბედისწერო გამომდგარიყო,- ვნერვიულობ, ეგ იგივეა პრეზიდენტმა რომ მოგაკითხოს სახლში.
- გასაგებია,- ხმადაბლა ამოილაპარაკა ნიამ,- მივხვდი ახლა. მაშინ დაგეხმარებით და მერე მირჩევნია მართლა ჩემს ოთახში ვიყო.
თქვა ნიამ დაბალი ხმით.
- არ მინდა ზედმეტი კითხვები გაუჩნდეთ ჩემზე.
- როგორც გინდა,- გაუღიმა მარიამმა,- მაგრამ იცოდე, თუ ვინმემ გკითხა, თქვი რომ ჩემი ნათესავი ხარ სამეგრელოდან და სტუმრად ჩამოხვედი. ზედმეტი არაფერი თქვა, ქართულს უფრთხილდი. ნელ - ნელა გასწავლი მერე რუსულს უკეთ.
საღამო ახლოვდებოდა. მზე ნელ - ნელა ეშვებოდა მთებს მიღმა და ეზოში გრძელი, მუქი ჩრდილები იწელებოდა. გუმისთას ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდა სიჩუმეში. უეცრად ჭიშკართან რამდენიმე შავი, ძვირფასი მანქანის ხმა გაისმა.
ნია ფანჯარასთან მივიდა და ფარდის მიღმა გაიხედა. მანქანებიდან შავებში ჩაცმული, მკაცრი გამომეტყველების კაცები გადმოვიდნენ. მათ შორის ორი განსაკუთრებით გამოირჩეოდა - ახალგაზრდა, მაღალი, სპორტული აღნაგობის, რომელსაც სხვები მოწიწებით უთმობდნენ გზას.
„ნეტავ ვინ არიან?" - გაიფიქრა ნიამ და იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. წინ კაცი გამოვიდა, კარები გააღო და შემოიპატიჟა ყველა შიგნით. იქიდან ერთ - ერთი სიგარეტს ეწეოდა, ღრმა ნაფაზებს არტყამდა. ეზოში გაჩერდნენ ცოტახანს. თავისთვის იდგა, არავის ესაუბრებოდა, თუმცა ალბათ არც არავის საუბარს არ უსმენდა. კიდევ რამდენიმე ნაფაზი დაარტყა. გულშეკუმშული უყურებდა ნია მეორე სართულის ფანჯრიდან, ცდილობდა რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო. ფარდა ოდნავ კიდევ გადასწია. აქეთ კაცები რაღაცას გამწარებული უხსნიდნენ ერთმანეთს. შენიშნა ეთერიც როგორ გამოვიდა ეზოში. ქმარს მიუახლოვდა და რაღაც გადაულაპარაკა. ის ის იყო მზერა გადაიტანა კვლავ მამაკაცზე რომ იმ წამსვე შეეჩეხა მის შავ უძირო თვალებს. კაცი ინტერესით ათვალიერებდა ფანჯარაში მდგარს, მოასწრო კარგად დაემახსოვრებინა მისი ნაკვთები. მერე კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. მზერა მოაშორა, სიგარეტი იქვე საფერფლეში ჩაწვა და ისევ მაღლა ამოიხედა, თუმცა იქ უკვე აღარავინ იდგა. ფარდა კვლავ ირხეოდა და კაციც დარწმუნდა რომ არ მოსჩვენებია ლამაზი ქალბატონი და ვიღაც ახალი მართლაც იყო ამ სახლში, თუმცა წლებია ავთოს სტუმრობს და აქ უცხო არავინ უნახავს.
ნია საწოლზე ჩამოჯდა. გულზე ხელი დაიდო, სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა. შეაშინა ამ კაცმა, თანაც ძალიან. მერე მივარდა თავის ჩემოდანს და ტანსაცმელების ამოლაგება დაიწყო. ოთახი დააწკრიალა, თავის გემოზე მოიყვანა ყველაფერი. თითქმის ორი საათი გასულიყო და დაიღალა ამ გაურკვეველი ლოდინით. სტუმრები არ მიდიოდნენ, ოთახში კი ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. დაბანაც უნდოდა რომ მგზავრობის მტვერი და დაღლილობა ჩამოებანა, მაგრამ აბაზანაში მილი იყო გამსკდარი და ამან სულ გააგიჟა. კარი გამოაღო, ქვედა სართულის აბაზანით უნდოდა ესარგებლა რომ ხელები და სახე მაინც დაებანა, თუმცა კიბის საფეხურზე გაუშეშდა ფეხი. ჯერ კიდევ ისმოდა კაცების საუბარი. მერე დაფიქრდა, მაინც მისაღებში ისხდნენ, თავად კი საერთოდ არ უწევდა იმ ადგილის გავლა. ფეხაკრეფით დაუყვა კიბეს. მისაღები ოთახიდან მამაკაცების ხმამაღალი სიცილი და ჭიქების მიჭახუნების ხმა გამოდიოდა. მოახერხა ისე ჩაევლო დერეფანში, რომ მისაღებში მსხდომთათვის თვალში არ მოხვედრილიყო. ქვედა სართულის სააბაზანოში შევიდა, ცივი წყალი სახეზე შეისხა. კარი რომ მიიხურა, თვალი უკანა ეზოსკენ გაექცა, ფანჯრიდან რომ ასე კარგად მოჩანდა. იფიქრა, არ დაშავდება არაფერიო და ნელა გაუყვა დერეფანს. სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. სამზარეულოს გავლით უკანა კარისკენ წავიდა, რომელიც პირდაპირ ეზოს ბნელ კუთხეში გადიოდა. ეგონა რომ ყველა შიგნით იყო და გარეთ არავინ დახვდებოდა. როგორც კი ზღურბლზე ფეხი გადადგა და გრილი, ნესტიანი ნიავი იგრძნო მოეშვა. ხეს მიეყრდნო და გარემო მოათვალიერა.
- აქ არ დამინახიხარ აქამდე. ვინ ხარ?- ეს ის კაცი იყო. ისევ სიგარეტს ეწეოდა. მისი სახის ნაკვთები მხოლოდ მაშინ ჩანდა, როცა ნაფაზს არტყამდა და ნარინჯისფერი შუქი მის მკაცრ სახეს ანათებდა. ნიამ უკან დახევა დააპირა, მაგრამ კაცმა თავი ნელა მოაბრუნა. მისი გამჭოლი, შავი მზერა პირდაპირ გოგოს მიეყინა. ნია ადგილზე გაშეშდა. რუსული ცოტა უჭირდა, მაგრამ კითხვა კარგად გაიგო. ამ კაცის ხმაში იმდენი ძალა და იდუმალება იგრძნობოდა რომ წამით ენა ჩაუვარდა.
- მე... ეთერის ნათესავი ვარ,- ძლივს ამოილუღლუღა და სცადა ხმა არ აჰკანკალებოდა. კაცმა ბოლო ნაფაზი დაარტყა, მიხვდა აქაური არ იყო. თუმცა როდის მოვიდა აქ, ის ნამდვილად არ იცოდა. სიგარეტი ფეხით გასრისა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ისე ახლოს გაჩერდა რომ ნიამ მისი სუნამოსა და თამბაქოს მძიმე სურნელი იგრძნო. კაცმა თავი ოდნავ დახარა და ნიას თვალებში ისე ჩახედა, თითქოს მის სულში რაღაცას ეძებდა.
- ნათესავი?- ჩაეღიმა კუთხით, თუმცა ეს ღიმილი უფრო ცივ გაფრთხილებას ჰგავდა,- ავთოს არ ჰყავს ისეთი სტუმრები, რომლებიც დასამალნი არიან. საიდან ჩამოხვედი?
ნიამ იგრძნო, როგორ გაუყინა სისხლი ამ სიტყვებმა. სანდრომ მზერა მის აკანკალებულ ხელებზე გადაიტანა, მერე კი ისევ თვალებში ჩახედა.
- სახლში შედი,- მშვიდად, მაგრამ მბრძანებლური ტონით დაამატა მან,- აქ ღამით ცივა და უცხოც დიდად არ უყვართ.
არაფერი უპასუხა, ისე შევარდა სახლში რომ უკან არ მოუხედავს. გრძნობდა, როგორ უხურდა ლოყები და როგორ უცემდა გული გამალებით.
ოთახის კარი ჩარაზა, საწოლზე დაემხო, ვინ იყო ეს ტიპი ასეთი ან რა ძალა ჰქონდა რომ ერთი ნათქვამითაც კი ასე გაბედა მისი გულის აჩქარება და ანერვიულება?
სანდრო ეშბა ჯერ კიდევ იმ კარს მიშტერებოდა, რომელიც რამდენიმე წამის წინ ნიამ ასე ნაჩქარევად მიიხურა. ჰაერში ჯერ კიდევ ტრიალებდა მისი სურნელი - სუფთა, ნაცნობი და რაღაცნაირად უცხო ამ მძიმე, დენთითა და ზღვის ნესტით გაჯერებულ გარემოში. აფხაზეთში ბევრი უნახავს, ბევრთანაც უსაუბრია. ქალები მის გარშემო ყოველთვის იყვნენ, თუმცა მათ თვალებში ან შიშს ხედავდა, ან ანგარებას. ეს გოგო კი სხვა იყო. მართლაც ლამაზი იყო - მომაჯადოებელი ნაკვთებითა და იმ თაფლისფერი თვალებით, რომლებიც სიბნელეშიც კი ისე ანათებდნენ, თითქოს შიგნიდან რაღაც გაუცხოებელი ცეცხლი სწვავდათ. სანდრომ შეამჩნია, როგორ უცემდა გული, როგორ უსკდებოდა საგულედან შიშით, თუმცა მაინც ჯიუტად, თითქმის თავხედურად უსწორებდა მზერას. ეს ჯიუტი გამოხედვა სანდროს ქვეცნობიერში რაღაც მიძინებულს ეხებოდა. დაიფიცებდა რომ მსგავსი აქ არასდროს არავინ უნახავს, მაგრამ მაინც უცნაურად მაცნობი იყო. თუმცაღა აქ ამას როგორ ნახავდა?
როგორც კი ხმა ამოიღო და იმ გატეხილი რუსულით დაიწყო საუბარი, სანდრომ მაშინვე იცნო აქცენტი. ეს ის ჟღერადობა იყო, ის რბილი ინტონაცია, რომელიც იმ ქვეყნიდან მოდიოდა, რომელმაც ერთ დროს ასე ძალიან ატკინა. იმ მხარიდან, რომელიც მის მეხსიერებაში მხოლოდ ბუნდოვან, სისხლიან კადრებად და ენგურის ხიდზე გაწყვეტილ ბავშვობად დარჩენილიყო. კაცმა კიდევ ერთი სიგარეტი ამოიღო, თუმცა მოკიდება აღარ უცდია. თითებში ათამაშებდა და ფიქრობდა. ეს გოგო აქ შემთხვევით არ იყო. ავთოს სახლში, ამ დაძაბულობის ჟამს, "სამეგრელოდან ჩამოსული ნათესავი" ზედმეტად მარტივი ტყუილი იყო საიმისოდ რომ სანდროს დაეჯერებინა.
- Значит, племянница...( ანუ ნათესავი...)- ჩაილაპარაკა თავისთვის და ჩაიღიმა, თუმცა თვალები ისევ ისეთივე ცივი და გამომძიებლური დარჩა.
ნია ფანჯარასთან მივიდა, ფარდა თითის წვერით გადასწია, დაინახა სახლის კუთხეში ჩრდილი იდგა. სანდრო ისევ იქ იდგა, იმავე ადგილას. კაცი სიბნელეში ჩაფლულიყო, მხოლოდ სიგარეტის ნარინჯისფერი ნაპერწკალი ღვიოდა პერიოდულად და მისი მზერა პირდაპირ ნიას ფანჯრისკენ იყო მიპყრობილი. ოთახში მარიამი შემოვიდა. ხელში პატარა ვაჩე ეჭირა, რომელიც დედის მხარზე მიძინებულიყო. მარიამმა შვილი საწოლზე ფრთხილად დააწვინა, მერე კი ნიას მიუბრუნდა, რომელიც ჯერ კიდევ ფანჯარასთან გაშეშებულიყო.
- ნია, რა დაგემართა? სახეზე ფერი არ გადევს,- ხმადაბლა ჰკითხა და გვერდით დაუდგა,- ეთერიმ მითხრა, გარეთ გავიდაო. რამე მოხდა? ვინმემ გაწყენინა?
ნიამ ფარდა ჩამოსწია გაუშვა და მარიამს შეხედა. მისი თვალები ჯერ კიდევ გაფართოებული იყო შიშისა და გაურკვევლობისგან.
- არა, არაფერი,- გააქნია თავი და გადაწყვიტა ხმა არ ამოეღო შეხვედრაზე,- გარეთ ვიყავი ხო, ხმა გავიგე რაღაც და შემეშინდა. ძაღლი გყავთ?
- კი, ცოტა გიჟი ძაღლია, მოგეჩვევა მალე,- მიეფერა შვილს მარიამი,- რაღაცის კითხვა გინდა ვატყობ.
- ის ტიპი... ის შავგრემანი,- დააპაუზა ნიამ. თითები ლამის შემოემტვრა ნერვიულობისგან,- მაგან დამინახა ფანჯარაში. ვიცი ჩემი ბრალია, არ უნდა გამეხედა, მაგრამ...
- ეგ სანდროა,- გაეცინა მარიამს მისი შემხედვარე,- ავთოს უფროსობაა. რომ შეხედავ საშიში კაცი ჩანს. მასზე ათას რამეს ჰყვებიან... მაგრამ ავთოს ძალიან უყვარს და სანდროსაც ძალიან ვუყვარვართ ჩვენ. მამა ენდობა, წლებია ჩვენ ოჯახთან კავშირშია, არვიცი რა მოხდა მასსა და მამას შორის, თუმცა ჩვენთან სხვანაირია, თბილია და ძალიან უყვარს ეთერისაც. შვილივით ჰყავს. ვაჩეზე გიჟდება, ნათლიაა მისი.
- გასაგებია,- ამოისუნთქა მშვიდად ნიამ.
- ასე რამ გაგაფითრა?
- არ ვიცი. არა რას ამბობ. ცოტა დაძაბული ვარ ჯერ,- თავი გააქნია და იქვე ჩამოჯდა.
- კარგი, კარგი,- წამოდგა ფეხზე მარიამი,- გავალ ახლა მე, წავიყვან ჩემს პატარა კაცს და დაისვენე შენც,- მარიამმა შუქი გამორთო და ოთახიდან გავიდა. ნია სიბნელეში დარჩა. გუმისთას ხმა ახლა უფრო მშვიდად ეჩვენა. გონებაში ისევ ის ნარინჯისფერი ნაპერწკალი და სიბნელეში გაყინული სანდროს მზერა უტრიალებდა.
მეორე დილა სოხუმში საოცრად მშვიდი გათენდა. ნიას მზის სხივებმა გააღვიძა, რომლებიც ფარდის ღრიჭოდან შემოიპარნენ და ოთახში მტვრის ნაწილაკებს აცეკვებდნენ. გუმისთას ხმა დილით უფრო ნაზი ეჩვენა, თითქოს ღამის მრისხანება მდინარესაც გადაჰყოლოდა. ქვემოთ ჩავიდა. სამზარეულოში ეთერი უკვე ფუსფუსებდა, მარიამი კი პატარა ვაჩეს აჭმევდა.
- ადექი, ნიაკო! დღეს ნამდვილი სოხუმი უნდა განახო,- მარიამს უკვე გამოცვლილი ჰქონდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,- სანამ ვაჩე ეთერის ეყოლება და სანამ ჩემი შვილი პანიკებს არ დაიწევს, წავიდეთ.
საუზმის შემდეგ გოგონები გარეთ გავიდნენ. მარიამმა ნია ქალაქის იმ კუთხეებში ატარა, სადაც ომის კვალი ნაკლებად ჩანდა - აყვავებულ მაგნოლიებში ჩაფლულ ვიწრო ქუჩებში. არ უნდოდა გოგოსთვის ხასიათი გაეფუჭებინა იმ დანგრეული შენობების ნახვით. აქ, ქალაქის ამ შემაღლებულ ნაწილში, ჰაერი სხვანაირი იყო - გაჯერებული ზღვის მარილითა და ყვავილების მძიმე, დამათრობელი სურნელით. გზის ორივე მხარეს ძველი, იტალიური სტილის ვილები იდგა, რომელთა ეზოებიდანაც ჰორტენზიები და ბუგენვილეები გალავნებს მიღმა გადმოფენილიყვნენ.
- შეხედე, ნია,- ეუბნებოდა მარიამი და ხელით თეთრ ჩუქურთმებიან აივნებზე მიანიშნებდა,- აქაურობას ომმა თითქოს გვერდი აუარა. ბუნებამ თავისი გაიტანა და ყველაფერი სიმწვანით დაფარა.
მიდიოდნენ ფილაქნით დაგებულ ბილიკებზე, სადაც მზის სხივები ხეების ხშირი ფოთლებიდან ძლივს აღწევდნენ მიწამდე და ათასნაირ ჩრდილებს ხატავდნენ. ნია გაოცებული ათვალიერებდა ყოველ კუთხეს. ეგონა რომ სოხუმი მხოლოდ ნაცრისფერი ნანგრევები იყო, მაგრამ მარიამმა ნამდვილი ზურმუხტისფერი ქალაქი გადაუშალა თვალწინ. ვიწრო ჩიხებში ჩამწკრივებული ევკალიპტები ცამდე იყვნენ ატყორცნილები, მათი ქერქის სუნი კი ნესტიან მიწასთან ერთად განსაკუთრებულ, მშვიდ ატმოსფეროს ქმნიდა. აქ სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და შორს, სადღაც ქვემოთ, ზღვის ტალღების ერთფეროვანი გუგუნი არღვევდა.
- მინდა რომ ასეთი დაიმახსოვრო ჩემი ქალაქი,- ჩაილაპარაკა მარიამმა და ნიას გაუღიმა,- ლამაზი, ამაყი და სიცოცხლით სავსე. ნანგრევებს ყოველთვის ნახავ, მაგრამ ეს სიმშვიდე... ეს ყველაზე ძვირფასია, რაც დაგვირჩა.
- აფხაზეთი სულ ლამაზი იყო. ამაყი ხალხი ცხოვრობდა აქ მაშინ, ალბათ ახლაც. მეგრელებივით არიან. ის ნაწილი, რაც საქართველოსია და ეკუთვნის, მუდამ ლამაზი იქნება და იქნებ ოდესმე ვიხილო ჩემი აფხაზეთი სრულად საქართველოს ნაწილად და მოგვშორდნენ ეს ღორები,- ამოისისინა ქართულად ბოლო სიტყვები.
- ამინ,- გაუღიმა მარიამმა. ნია გრძნობდა, როგორ ეშვებოდა დაძაბულობა. მართა ბებო მართალი იყო - აქაურ ბუნებას მართლაც არაფერი შეედრებოდა. თუმცა, ამ სიმშვიდის მიღმა, გოგონა მაინც გრძნობდა იმ უხილავ საფრთხეს, რომელიც სადღაც ახლოს, შესაძლოა სწორედ ამ აყვავებული მაგნოლიების ჩრდილში იმალებოდა. ბოლოს გუმისთის პირას ჩავიდნენ. მდინარე აქ კალაპოტში მშვიდად მიედინებოდა, წყალი კი იმდენად კამკამა და ცივი იყო რომ ფეხის შეყოფისას სუნთქვა გეკვროდა.
- აი, ესაა ნამდვილი თავისუფლება,- თქვა მარიამმა, კაბის კალთები აიკრიფა და წყალში შევიდა,- აქვე ახლოს მერხეულისკენ კელასურიცაა, ეს მდინარე ძალიან მიყვარს, მაგრამ კელასური რაღაც სხვაა.
ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
- ჩამოდი ახლა, ცივია, მაგრამ მიეჩვევი,- ნიაც მიჰყვა. ცივმა წყალმა წინა ღამის დაძაბულობა თითქოს მთლიანად ჩამორეცხა. დიდხანს ისხდნენ ნაპირთან, ფეხებს წყალში აჭყაპუნებდნენ და იცინოდნენ. ნიას წამით დაავიწყდა კიდეც, სად იყო. შუადღისას, მზითა და წყლით გაბრუებულები, სახლისკენ მიმავალ აღმართს აუყვნენ. მხიარულად ლაპარაკობდნენ, მაგრამ სახლს რომ მიუახლოვდნენ, მარიამი მოულოდნელად შედგა. მისი ღიმილი წამში გაქრა და სახე გაუფითრდა.
- ჩაიმუხლე!- დაიჩურჩულა და ნიას მკლავში ხელი ისე მაგრად ჩაავლო, რომ გოგონა იძულებული გახდა ბუჩქების მიღმა ჩამალულიყო.
- რა ხდება?- შეშინებულმა ნიამაც დაიჩურჩულა.
- დაუპატიჟებელი სტუმრები გვაყვს,- ანიშნა მარიამმა ჭიშკრისკენ.
ავთოს სახლის შესასვლელთან, შავი მანქანა იდგა. მანქანასთან მაღალი, ძვალმსხვილი კაცი იდგა, რომელსაც თეთრი, ნაწიბურებიანი სახე ჰქონდა. სამხედრო შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომლის ქვევიდანაც იარაღის ბუდე მოჩანდა. ვიქტორ ვოლკოვი იყო - სოსოს სპეციალური ჯგუფის მეთაური. კაცი, რომლის სახელიც სოხუმში შიშის ზარს სცემდა ყველას, სოსოს მარჯვენა ხელი და ყველაზე დაუნდობელი შემსრულებელი. ნერვიულად ეწეოდა და პერიოდულად ეზოს შიგნით იხედებოდა.
- ეს ვინ არის?- ჰკითხა ნიამ, რომელსაც გული ყელში ებჯინებოდა.
- ეს ვიქტორია... სოსოს ნაგაზი,- გამოსცრა კბილებში, მისი ხმა ახლა ზიზღით იყო სავსე,- აქ რა დარჩენია ამ საზიზღარს? სადაც ეს გამოჩნდება, იქ სიკვდილი და უბედურება ტრიალებს. სოსოს ხალხს ავთო აქ არასდროს უშვებს... რაღაც მოხდა, ნია. რაღაც ცუდი ხდება. ნეტავ ვაჩე როგორაა.
მარიამმა ნიას ანიშნა რომ ჩუმად ყოფილიყო. ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან. მაშინვე უცნობი ნომერი აკრიფა და დაელოდა ზარის გასვლას.
- მიდი, მიპასუხე...მიპასუხე...- იმეორებდა ანერვიულებული,- სანდრო, აქ არიან.
- მოვდივარ,- გაისმა კაცის ხმა. მარიამი იქვე ჩამოჯდა.
- ასე რატომ გეშინია? რამეს დაგვიშავებს?- შეწუხებულმა გახედა ნიამ.
- ახლა ვერ, სანდროს დიდი გავლენა აქვს.
- ხედავ?- ჩაიჩურჩულა მარიამმა,- სანდრო რომ აქ ყოფილიყო, ეს ჭიშკართან დგომასაც ვერ გაბედავდა. სანდრო სძულთ, ეშინიათ მისი, რადგან ის ერთადერთია, ვინც სოსოს უპირისპირდება. ახლა კი, ეტყობა ისარგებლეს მისი არყოფნით და ავთოსთან მოვიდნენ. წამოდი. უკანა მხრიდან შევიპაროთ, არ მინდა დაგვინახოს. თუ გაიგეს რომ აქ უცხოა, მით უმეტეს შენ... შეიძლება ყველაფერი აირიოს.
ფრთხილად, ბაღის მხრიდან შეიპარნენ სახლში. ნია გრძნობდა, როგორ უცემდა საფეთქლები. სოხუმის სიმშვიდე ისევ დაიმსხვრა. ვოლკოვის დანახვამ მასში ისეთივე შიში გამოიწვია, როგორიც სოსოს ხსენებამ. ნია ხედავდა, როგორ ნელა უახლოვდებოდა ვიქტორი ჭიშკარს. მისი ნაბიჯები მძიმე იყო, თითქოს ყოველი დადგმული ფეხი მიწას სიმშვიდეს ართმევდა. კაცმა სიგარეტი პირიდან გამოიღო, ნამწვი ეზოში მოისროლა და ავთოს დაუძახა. ხმა ხრინწიანი ჰქონდა. ცივი, ისეთი, რომელიც ადამიანს ძვალსა და რბილში ატანს. ეთერი კართან იდგა, ბოლომდეც ვერ გამოდიოდა, არ უნდოდა ბავშვის შეშინება.
- ავთო!- დაიღრიალა მან,- გამოდი, ვიცი რომ სახლში ხარ. სტუმარი გყავს და არ მეგებები?
სახლიდან ავთო გამოვიდა. ნიამ შენიშნა, როგორ ჰქონდა კაცს მუშტები შეკრული. პირდაპირ ვოლკოვისკენ წავიდა.
- აქ რა გინდა, ვიქტორ?- მკაცრად ჰკითხა ავთომ,- სოსომ კარგად იცის რომ ამ ჭიშკარს მიღმა შენი ფეხი არ უნდა დაიდგას. აქ სანდროს ტერიტორიაა და თუ გგონია რომ მისი აქ არყოფნით ისარგებლებ, ძალიან ცდები. წაეთრიე აქედან, სანამ მართლა სისხლი დაღვრილა.
ვოლკოვმა ჩაიცინა - ეს უფრო ყეფას ჰგავდა. ნაწიბური მის სახეზე დაიჭიმა და კიდევ უფრო საშინელი იერი მისცა.
- სანდრო...- ამოუშვა კვამლი ვიქტორმა,- ეგ ლეკვი გგონიათ მფარველი? დაგავიწყდა, თერთმეტი წლის წინ სად იყო და რას აკეთებდა? მაშინ დავითმა გამოჰგლიჯა ხელიდან სოსოს, მაგრამ დავითი ბერდება, ავთო. სოხუმის ქუჩებში ხმები დადის რომ იმ კავკასიური ნაგვიდან ახალი ნადავლი ჩამოვიდა. მართალია?
მარიამმა მხარზე ხელი მოუჭირა. ნია მიხვდა - ვოლკოვი მასზე ლაპარაკობდა. შიშმა ყელში მოუჭირა.
- წადი აქედან,- ხმას აუწია ავთომ,- თორემ იცი რომ სანდრო ამას არ გაპატიებს.
- სანდროს ჩემთან ძველი ვალი აქვს,- ვოლკოვი ნელა მიუახლოვდა ჭიშკარს და გისოსებს შორის ხელით ჩაეჭიდა,- იმ დამპალი ხორცის გვერდით ადგილი დიდი ხანია შენახული მაქვს და როცა მასაც ბოლო მოეღება, თქვენი ჯერიც მოვა.
- ვიქტორ!- დაიღრიალა სანდრომ უკნიდან. მისი ხმა მთელ ქუჩას გადასწვდა, ყბები ისე დაჭიმვოდა რომ საფეთქლებზე ძარღვები ლურჯად ასკდებოდა. თვალებში კი... თვალებში მომაკვდინებელი ცეცხლი ენთო. ნიამ იცნო, ის კაცი იყო, გუშინ ვინც ნახა, თუმცა ახლა ისეთი გაბრაებული იყო, წამით ეჭვიც კი შეეპარა ეს ის სანდრო თუ იყო. მიდიოდა ვოლკოვისკენ მძიმე, მტკიცე ნაბიჯებით. ყოველი მისი მოძრაობა საფრთხეს ასხივებდა. დაჭრილ ლომს ჰგავდა, რომელიც მზად იყო ყელი გამოეღადრა ნებისმიერისთვის, ვინც მის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა,- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
სანდრო ზემოდან დაჰყურებდა რუს ოფიცერს, სუნთქვა გახშირებოდა და მზად იყო თავი წაეწყვიტა კიდეც, თუ საჭირო გახდებოდა.
- მგონი გზა აგერია,- გამოსცრა კბილებში,- სოსოს ნაგავსაყრელი სხვა მხარესაა. ჩემს ეზოს მოშორდი, სანამ მეორე ფეხითაც დაგაკოჭლე.
ნია ხედავდა როგორ ცახცახებდნენ სანდროს თითები დაძაბულობისგან. ის მზად იყო ყველაფრისთვის, თუ ვოლკოვი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამდა ჭიშკრისკენ. სანდრო აღარ ფიქრობდა შედეგებზე, აღარ ფიქრობდა დავითზე ან სოსოზე. მისთვის ახლა მხოლოდ ერთი რამ არსებობდა - დაეცვა ეს სახლი და ეს ხალხი.
ვოლკოვი ნელა შემობრუნდა. მათ შორის ჰაერი იმდენად დაიძაბა რომ ნიას მოეჩვენა, თითქოს ცოტაც და რაღაც გასკდებოდა.
- ოჰ, მთავარი გმირიც მოვიდა,- ჩაიღიმა ვოლკოვმა და ხელი იარაღის ბუდისკენ წაიღო,- კიდევ გიცავს დავითი, თუ უკვე დამოუკიდებლად ისწავლე კბენა?
- შემოაბიჯე ეზოში და გაიგებ,- სანდრომ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, მისი მზერა ვოლკოვის თვალებში იყო გაყინული,- ოღონდ იცოდე, ვერც ენგური გიშველის და ვერც ღმერთი.
ვიქტორმა ჩაიცინა, მაგრამ ეს სიცილი უფრო მტაცებლის ღრენას ჰგავდა. ხელი იარაღის ბუდიდან ნელა მოაშორა, სანდროს მოსვლისთანავე ახსნა შესაკრავი რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოქმედება შესძლებოდა. აღიარებს, სანდრო ეშბა ზედმეტად საშიში კაცია. მისკენ ორი ნაბიჯი გადადგა. ახლა ისინი იმდენად ახლოს იყვნენ რომ ნია მათ სუნთქვასაც კი გაიგონებდა, სმენა დაძაბულობისგან რომ არ დახშოდა.
- ენგური შორსაა, სანდრო. სოსო კი - აქვე, მეზობელ ქუჩაზე,- ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით თქვა ვოლკოვმა და სახე წინ წასწია,- არ გეგონოს, აქ ჰაერის გამოსაცვლელად მოვედი. შენმა პატრონმა ზღვარს გადააბიჯა. სოსოს კუთვნილი ტვირთი გაქრა... ის, რომლებსაც თვალის ჩინივით უნდა გაფრთხილებოდნენ. შენ კი, იმის ნაცვლად რომ გზა დაგეცვა, რას აკეთებ?
- რა ტვირთზე ლაპარაკობ?- სანდროს ხმაში გაოცება გაისმა, რომელიც წამში ცივმა ირონიამ შეცვალა,- სოსომ თავისი ხელით გადამალა ის პარტია რომ მოსკოვისთვის ფულიც მოეპარა და ახლა ჩემზე გადმობრალებას ცდილობს რომ ტყავი გადაირჩინოს? მე ვთქვი რომ არაფრის დაცვას არ ვაპირებდი.
- გადამალა?- ვოლკოვმა დამცინავად ჩაიფრუტუნა,- ნუ მაიძულებ დავიჯერო რომ გამოშტერდი. კასპიის ზღვაზე გზა ჩაიკეტა და ერთადერთი ხვრელი საქართველოზე გადიოდა. შენ ეს ხვრელი ამოქოლე. ტვირთი გაქრა, ეშბა. სოსო მოსკოვში შენ გადებს ხელს. ამბობს რომ ჩაჩბამ ეს იარაღი თავისთვის დაიტოვა, შენ კი შემსრულებელი ხარ.
სანდრომ თვალები მოჭუტა. მიხვდა რომ სოსო ბევრად უფრო ბინძურ თამაშს თამაშობდა, ვიდრე ეგონა.
- სოსოს გადაეცი რომ იარაღზე მეტად საკუთარ ტყავს გაუფრთხილდეს,- ჩაისისინა სანდრომ,- თუ ეგ ტვირთი მართლა დაიკარგა, პირველი მას მოაკითხავენ პასუხისთვის.
- ეგ უკვე შენი პრობლემაა,- ვოლკოვმა ცერად გადახედა ფანჯარას, სადაც გოგონები იყურებოდნენ შეშინებულები. მოესწროთ უკანა ეზოდან სახლში შეპარვა. ჯერ კიდევ გაქვავებული იდგა,- სოსომ დაგიბარა - ან ტვირთს ორ დღეში იპოვი, ან არადა პასუხს ელოდე.
- ვნახოთ,- ვოლკოვმა კმაყოფილმა გაისწორა სათვალე და მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ სანამ ჩაჯდებოდა, შეჩერდა და სანდროს თვალებში მრავალმნიშვნელოვნად ჩახედა.
- ჰო, მართლა... არ გეგონოს რომ ვერ შევამჩნიეთ ვინ გყავს აქ,- სახლისკენ გაიშვირა ხელი,- სოსოს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო რომ თბილისელებს ასე სათუთად პატრონობთ.
გახედა მის უკან მდგარ ოჯახის წევრებს და მანქანაში ჩაჯდა.
ვიქტორმა მანქანის კარი მიაჯახუნა, საბურავები ადგილზევე ააბზრიალა და მტვრის სქელი ღრუბელი დატოვა. სანდრო ადგილიდან არ დაძრულა, სანამ ძრავის ხმა საბოლოოდ არ მიწყდა. მერე ნელა შებრუნდა ავთოსკენ, რომელიც იქვე იდგა, ფერდაკარგული და აკანკალებული ხელებით პიჯაკის ნაპირებს იწვალებდა.
- სახლში შედით,- მოიუტრიალდა ავთოსა და ეთერის. ხმა ისეთი ხრინწიანი ჰქონდა, თითქოს ყელში ჰქონდა გაჩხერილი რაღაც,- სოსომ ყველაფერი იცის, ეს დღეები გარეთ არ გახვიდეთ.
- მაგრამ...- დაიყწო ავთომ.
- არანაირი მაგრამ ავთო, ოჯახს მიხედე. შენს შვილს და შვილიშვილს მიხედე. იმ გოგოსაც,- მიუტრიალდა ეთერის,- აქ დავრჩები რამდენიმე დღე.
- მართლა შენ დამალე ის ტვირთი?- იკითხა შეწუხებულმა ეთერიმ.
- შედი სახლში,- გაიმეორა ცოტახნის შემდეგ სანდრომ და უკვე გასაგები იყო ყველაფერი.
ერთ საათში ეზოში რამდენიმე კაცი მოძრაობდა. ავთო და სანდრო კაბინეტში შეიკეტნენ. ხშირად გამოდიოდა ხმამარალი საუბრები იქიდან.
- ყველაფერი რიგზეა?- იკითხა ჩუმად ნიამ და დივანზე მჯდარ მარიამს წყალი მიაწოდა.
- არა...
- გავიგე რაღაცები, ვინ არის სოსო?
- ერთი არამზადაა, სისხლს გვიშრობს. სანამ არ მოკვდება, არ მოისვენებს,- ამოიგმინა მარიამმა.
- ახლა რა იქნება?
- არ ვიცი...- კაბინეტის კარი გაიღო და სანდრო გამოვიდა. კოსტუმი გაეხადა და პერანგის მკლავები აეკაპიწებინა, აღარც ჰალსტუხი ეკეთა და ღილებიც ბლომად შეეხსნა. სახეზე ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს მზად იყო პირველივე შემხვედრი დაეხრჩო.
- ეთიკო, გთხოვ ოთახი გამიმზადე რა.- გაუღიმა ქალს და ნელა მიუახლოვდა. სახეზე ღიმილი გამოესახა, თითქოს წეღან თავად არ იყო ის, ვინც კაცის მოსაკლავადაც კი მზად იყო.
- არ მჯერა რომ ეს საქმე მშვიდად დამთავრდება,- ამოიტირა ქალმა,- როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?
- გეშინია ეთიკო?- მიიხუტა კაცმა.
- მეშინია,- არ იუარა ქალმა,- რამე რომ მოხდეს? რამე რომ დაგიშავოს? ან ჩვენ?
- ვერავინ ვერაფერს დაგიშავებთ, მე აქ ტყუილად ხომ არ ვარ,- შუბლზე აკოცა ქალს,- მიდი ახლა ოთახი გამიმზადე და ეს ერთი კვირა დავრჩები აქ. ხომ თქვი თავს ნუ გვანატრებო.
- ოხ, როგორი საზიზღარი ხარ,- მიარტყა ოდნავ მკერდზე,- ასეთ დროს როგორ შეგიძლია ხუმრობა?
- ჩემს სანერვიულოსაც შენ ნერვიულობ, ჩემო ქალბატონო,- ჩაეცინა სანდროს,- დამიტოვე რამე მეც.
- ენაკვიმატი კაცი ხარ,- ამოიბუზღუნა ქალმა,- გული სულ არ გაქ?
- ნწ,- გააქნია თავი,- ხომ იცი ქვის გული მაქვს.
- დაველოდები იმ დღეს, ვიღაც რომ დაეუფლება მაგ შენ ქვის გულს და ვნახავთ მერე როგორ იჭიკჭიკებ,- არ ნებდებოდა ეთერი. კიბეებზე ასვლისას კიდევ ერთხელ გადახედა სანდროს, თითქოს მის სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა, მარიამს ხელი ჩაჰკიდა და ზემოთ წაიყოლა. მისაღებ ოთახში მძიმე, თითქმის ხელშესახები სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ძველი საათის ერთფეროვანი წიკწიკი და გარეთ, ეზოში მდგარი ბიჭების დაბალი ხმები არღვევდა მყუდროებას.
სანდრომ მზერა ნიასკენ გადაიტანა. გოგონა სავარძლის კუთხეში იყო მიკუნჭული, თავი დაეხარა და თითებს ისეთი ძალით იმტვრევდა რომ სახსრები სულ გათეთრებული ჰქონდა. მისი ყოველი მოძრაობა გაუცნობიერებელ შიშს აფრქვევდა. სანდროს არაფერი უთქვამს, დემონსტრაციულად ამოიღო ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი, ერთი ღერი ტუჩებს შორის მოიქცია და სანთებელა გააჩხაკუნა. ცეცხლის ალმა წამით გაანათა მისი მკაცრი ნაკვთები.
- მეგრული იცი?- იკითხა სანდრომ. გაკვირვებით ამოიხედა ქალმა, უნებურად თავი დააქნია,- მელაპარაკე.
- შენ საიდან იცი?- წარბები აზიდა ნიამ.
- აფხაზებმაც იციან მეგრული.
- ნუ შეგეშინდება, აქ უსაფრთხოდ ხარ. შენს აფხაზური მოგზაურობაში ხელი არ შეგეშლება,- გააქნია თავი სანდრომ. მერე უცებ ეჭვის თვალოთ ჩაათვალიერს,- რამის კითხვა გინდა?
- ჩააქრე სიგარეტი, მახრჩობს კვამლი,- ჩურჩულით თქვა ნიამ. თავი არ აუწევია, მაგრამ თითების მტვრევა წამით შეწყვიტა.
- ძლივს ხმა ამოიღე და პირველი ამას მეუბნები?- ჩაეცინა. ღრმა ნაფაზი დაარტყა, ბოლი ნელა გამოუშვა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
- არ მოგწონს?- ჰკითხა მოულოდნელად და სიგარეტიან ხელზე ანიშნა.
- ცუდი სუნი აქვს, თან უჰაერობა მემართება,- ამოილუღლუღა ნიამ და როგორც იქნა, თავი ასწია,- და ისედაც... ზედმეტად ბევრს ეწევი.
- მაკვირდებოდი?
- შეუძლებელია ვერ დაინახო რამდენს ეწევი,- კაცმა სავარძელში მოხერხებულად გადაინაცვლა, ცალი თვალი მოჭუტა და დაჟინებით მიაშტერდა.
- გეშინია?- ჰკითხა პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე. ნია წამით დაიბნა, მერე კი მხრებში გასწორდა, თითქოს ამით თავდაცვას ცდილობდა.
- რა?
- გეშინია - მეთქი?- გაუმეორა სანდრომ და ხმა გაუმკაცრდა,- გეტყობა. სულ კანკალებ. ისე იმტვრევ მაგ თითებს, ცოტაც და მოიძრობ.
- არ მეშინია!- წამოენთო ნია და სავარძლიდან ოდნავ წამოიწია,- არავისი! უბრალოდ უცხო გარემოა და...
- ანუ მამაცი გოგო ხარ.
- ზუსტად,- თავი ასწია მაღლა ნიამ. მართალი იყო, იმ ყველაფრის არ ეშნოდა, უბრალოდ სანდროს აურა იყო ზემდეტად მძიმე მისთვის.
- აბა, შეხედე შენს ხელებს. აი, ახლაც გიკანკალებს. ტყუილი არ გამოგდის, ნია. შიშს თავისი სუნი აქვს და მთელ ოთახში ტრიალებს. ვოლკოვმა რაც თქვა იმან შეგაშინა, არა? რომ წაგიყვანს?- ნიამ საკუთარ ხელებს დახედა, რომლებიც მართლაც ვერ ემორჩილებოდნენ, მერე კი მზერა ისევ სანდროს გაუსწორა. თვალები აემღვრა, მაგრამ შიგნით რაღაც სხვა, უფრო მტკივნეული და მედგარი ცეცხლი აენთო.
- მაგათ გამო არ ვკანკალებ, სანდრო,- თქვა ჩუმად, მაგრამ მტკიცე ხმით. სხვანაირად ჩაესმა სანდროს თავისი სახელი უცხო ქალის პირიდან წარმოთქმული. მალამოსავით დაედო გულზე მისი ხმა,- მაგათი საერთოდ არ მეშინია.
- აბა რისი გეშინია?- გადაიხარა მისკენ,- ჩემი?
ნია შეცბა. ფეხი გააჩერა ადგილზე და გაკვირვებულმა ამოხედა.
- მართლა გეშინია ჩემი? სახემ გაგყიდა,- ჩაეცინა სანდროს.
- არა, არც შენი მეშინია,- გააქნია თავი,- უბრალოდ არ ვარ მიჩვეული რომ ასე მივარდებოდნენ სახლში.
- ხო, საქართველოში სხვანაირად ხდება,- ჩაეცინა მწარედ გახსენებაზე.
- ეთერიმ გითხრა?
- ისედაც მივხვდი. აქცენტით,- სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა,- ეგრევე გეტყობათ ქართველებს ქართველობა.
- ნათესავი ხარ?
- ეთერი და ბებიაჩემი დები არიან,- ამოილუღლიღა ხმადაბლა. ნიამ მძიმედ ამოისუნთქა. მისი მზერა ახლა უფრო ღრმა და სევდიანი იყო. სანდრო კარგა ხანს დუმდა. ნიას სიტყვებმა იქ დაარტყა, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა. ნელა მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და გოგონას სილუეტს მიაშტერდა.
- ნუ ნერვიულობ,- თქვა ბოლოს ჩურჩულით,- ჩემთან უსაფრთხოდ ხარ.
- შენ აქაური ხარ?- ჩაეძია ნია.
- ოთახი გაგიმზადე ჩემო ბიჭო,- ჩამოვიდა ქვემოთ ეთერი,- ადი და დაისვენე, მე საჭმელს გაგიმზადებ.
- არ შეწუხდე ეთიკო,- დააიგნორა ნიას კითხვა და წამოდგა,- უნდა გავიდე ცოტახანში, საღამოს დავბრუნდები. ავთოს მიხედე, მგონი წნევა აქვს.
- ისევ დაიწყო ამან თავისებურები,- აიქნია ხელი ეთერიმ.
- ინერვიულა, არაუშავს,- ჩაიცინა,- წავედი მე, არ დამელოდოთ.
აიღო მანქანის გასაღები და კარები გაიხურა.
- გამაგიჟებს ეს ბიჭი, როგორ დაქრის ქარივით,- ამოიოხრა ქალმა და წინსაფარი გაიკეთა,- რა მოხდა ნიაკო, კარგად ხარ?
- კი, კარგად ვარ,- წამოდგა ფეხზე,- დაგეხმარები, რას აკეთებ?
- არ ვიცი, იქნებ გზად მომაფიქრდეს. წავალ ჯერ ავთოს დავხედავ,- დაღლილმა ამოთქვა და კაბინეტისკენ წავიდა.
* * *
ღამის პირველი საათი სრულდებოდა. ნია გაბედავა საწოლზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო და თვალმოუშორებლად შესცქეროდა ჭერზე დახატულ ორნამენტებს, რომლებიც მთვარის მკრთალ შუქზე უცნაურ ფორმებს იღებდნენ. ნახატები მართლაც ლამაზი იყო - ძველი, აფხაზური მოტივებით გაჯერებული, თუმცა ნიას გონება შორს იყო ხელოვნებისგან.
მთელი დღის მოვლენები კინო - კადრებივით უტრიალებდა თავში. ვინ იყო ის შრამიანი კაცი, ასეთი სიძულვილით რომ ლაპარაკობდა? და რაც მთავარია - ვინ იყო სინამდვილეში სანდრო ეშბა? კაცი, რომელიც ერთდროულად სიმშვიდესა და ქარიშხალს ასხივებდა. მასში იყო რაღაც ისეთი, ნაცნობი, თითქოს სადღაც, სხვა ცხოვრებაში უკვე შეხვედროდნენ, მაგრამ ეს ნაცნობობა მძიმე ლოდივით აწვებოდა მხრებზე. ყოველი მისი გამოხედვა, ყოველი მოზომილი სიტყვა ნიაკოს გონებას ურევდა და იმ გამბედაობას ართმევდა, რომლითაც თბილისში ასე ამაყობდა.
მძიმედ ამოიოხრა და გვერდი იცვალა, იმ იმედით რომ ძილი ცოტა ხნით მაინც დაავიწყებდა ამ გაურკვევლობას, მაგრამ ვერ შეძლო. აივნიდან უცნაური ხმაური გაისმა. ნია წამში დაიძაბა. გული გამეტებით აუძგერდა, ყელში მწარე ბურთი გაეჩხირა.
"ქურდია? თუ მომაკითხეს?" გაუელვა თავში ათასმა კითხვამ.
შიშისგან გაციებული - ფეხშიშველი წამოდგა. კანკალით დასწვდა მაგიდაზე მდგარ მძიმე, სპილენძის ძველებურ ლამპას - ეს იყო ერთადერთი იარაღი, რაც ხელში მოხვდა. სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა აივნის კარს, რომელიც ოდნავ ღია იყო და ღამის ცივ ნიავს ოთახში უშვებდა. გარეთ, წყვდიადში, ვიღაცის ზურგი დალანდა. აივანზე მდგარი სილუეტი სრულიად უძრავად იყო. ნიამ მთელი დარჩენილი ძალა მოიკრიბა, ლამპა ორივე ხელით მაღლა ასწია და იმ იმედით რომ თავდამსხმელს მოულოდნელად გათიშავდა, წინ გაიჭრა.
- რას აკეთებ ნიაკო?- გაისმა ნაცნობი ხმა. კაცმა ჰაერშივე დაუჭირა მაჯა, მეორე ხელით კი წელზე მოხვია მკლავი და თავისკენ ისე მაგრად მიიზიდა რომ ნია მის მკერდს მიენარცხა. სპილენძის ლამპა სანდროს ხელში აღმოჩნდა, სანამ იატაკზე დაენარცხებოდა,- ჩემი მოკვლა გინდოდა?
გაისმა კვლავ მისი დაბალი და ოდნავ ირონიული ხმა პირდაპირ ქალის ყურთან. ნია გაქვავდა. მისი აჩქარებული სუნთქვა სანდროს ყელს ეხებოდა. კაცის მკლავები რკინის მარყუჟივით ჰქონდა მოჭერილი, მისი სხეულიდან კი ისევ იმ თამბაქოსა და გრილი სუნამოს სუნი მოდიოდა, რომელიც გოგონას ასე აბნევდა.
- სანდრო...- ძლივს ამოთქვა ნიამ და იგრძნო, როგორ ეცლებოდა ძალა ფეხებიდან,- შენ ხარ..
მეგონა ქურდი იყო... ან ვინმე.
ბორძიკით გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
- ქურდები რომ ყოფილიყვნენ ამ ლამპით აპირებდი თავის დაცვას?- ჩაეცინა და პირიქით, უფრო მჭიდროდ მიიკრა, თითქოს ამოწმებდა, შეეძლო თუ არა ფეხზე დგომა.
- ვისაც რისი საშუალება აქვს, იმას იყენებს,- გაიფართხალა და თავი დაიხსნა კაცის მკლავებიდან,- აქ რას აკეთებ? ან როგორ შემოხვედი აივანზე?
- ჩემი ოთახიდან გამოვედი,- ანიშნა თვალით მეორე კარზე,- როგორც ჩანს საერთო აივანი გვაქვს.
- არ უთქვამს ეთოს თუ გვერდით ოთახში დაგაბინავა,- თავი გააქნია ნიამ.
- ეს შენ დაბინავდი ჩემს გვერდით, თორემ ეს ოთახი წლებია მე მეკუთვნის,- სიგარეტის ღერი აათამაშა ხელში, თუმცა არ მოუკიდებია,- ასე ძალიან შეგეშინდა?
- ცოტათი,- იუარა,- ასე ჩუმად არ უნდა დაძვრებოდე. რას აკეთებდი?
- აივანზე გამოსვლა მეკრძალება?- წარბები აზიდა კაცმა.
- არ გეკრძალება, მაგრამ ხალხის შეშინება გეკრძალება.
- ანუ აღიარებ რომ შეგეშინდა.
- შენ არ გეშინია ხოლმე?- ამრეზით ახედა კაცს.
- არა,- მოაჯირს ჩამოეყრდნო სანდრო,- აღარ. არ მაქვს შიშის უფლება.
- ვინ თქვა ეგ?- დაიძაბა ნია,- ჩვეულებრივი გრძნობაა, როგორც ბედნიერება, მონატრება, სიყვარული. ამას ყველა გრძნობს.
- ჩვენ ძალიან განვსხვავდებით,- გაეღიმა მის სახეზე სანდროს.
დააპაუზა და მისკენ შებრუნდა.
- დაისვენე ის დრო, რაც აქ ხარ. მე და ჩემი პრობლემები ხელს არ შეგიშლით. გარეთ გასვლაზეც არ ინერვიულო. თუ მოგინდება მითხარი. მერე წასვლის დრო რომ მოვა მშვიდად გადახვალ ენგურს და ეგ არის.
- რა მარტივია შენთვის ამის ახსნა,- დაიბღვირა ნიამ.
- თქვენთვის ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩემთვის ოდესმე რამე ყოფილა,- სევდიანად გაიღიმა და ქალმა ეს შენიშნა,- შედი ახლა, აცივდა. დაიძინე.
- ნეტავ ასეთს რას მალავ,- ჩაიდუდღუნა ხმადაბლა.
- გიხდება ეგ კაბა,- გასძახა ოთახში შესვლამდე. ნიამ ჯერ კაცს გახედა, მერე თავის ატლასის საღამურებს დახედა და წამით ლოყებზე ალმური მოედო,- და ნუ შეგეშინდება აწი რამის.
მიაძახა გოგოს სანამ ოთახში ჩაიკარგებოდა.
* * *
სოხუმური დილა ისეთივე კაშკაშა გათენდა, როგორიც იცის - ზღვიდან წამოსული ნესტიანი ჰაერი ოთახებში იჭრებოდა, მაგრამ ამჯერად სიმშვიდე აღარ მოჰქონდა. ნიამ მთელი ღამე თეთრად გაათენა. ყოველ გაფაჩუნებაზე, ყოველ შორეულ მანქანის ხმაზე გული ყელში ებჯინებოდა. სანდროს ნათქვამი - "გიხდება ეგ კაბა" - და ის უცნაური სითბო, რაც მის ხმაში წამით გაკრთა, გოგონას მოსვენებას არ აძლევდა.
ქვემოთ რომ ჩაბიდა მარიამთან ერთად, სამზარეულოში უკვე ეთერი ფუსფუსებდა. ყავის მძიმე, არომატული სუნი ტრიალებდა, მაგრამ ატმოსფერო მაინც დამძიმებული იყო. სანდრო მაგიდასთან იჯდა, ისევ იმ შავ პერანგში, სახელოები იდაყვებამდე აეკეცა და ყავას სვამდა. ჩანდა რომ მასაც არ სძინებოდა, თვალების გარშემო მუქი ჩრდილები გასჩენოდა, თუმცა მზერა ისეთივე ბასრი და ფხიზელი ჰქონდა, რიგორც ყოველთვის.
- დილა მშვიდობისა,- თქვა ნიამ ხმადაბლა და სკამზე მორიდებით ჩამოჯდა.
- დილა მშვიდობისა ჩემო გოგო,- მიესალმნენ ეთერი და ავთო ერთდროულად. სანდროსგან პასუხი არ გაუგია. კაცი მხოლოდ ყავის ჭიქას დასწვდა, ერთი ყლუპი მოსვა და გვერდით მჯდომ ავთოს რაღაც ხმადაბლა გადაულაპარაკა. მისი მზერა ცივი და კონცენტრირებული იყო. წინა ღამის ის უცნაური ფრაზები თითქოს საერთოდ არ არსებულა - ახლა მის წინ ისევ ის კაცი იჯდა, რომლისთვისაც ნია მხოლოდ პრობლემასა და დასაცავ ობიექტს წარმოადგენდა.
- როგორ გეძინა?- გაუღიმა ავთომ და შვილიშვილი კალთაში ჩაისვა.
- კარგად, მადლობა,- დააქნია თავი მორცხვად ნიამ და პატარა ვაჩეს გაეთამაშა.
- სანდრო, რამე შეჭამე,- ეთერიმ წინ თეფში დაუდგა, მაგრამ კაცმა ხელით ანიშნა, არ მინდაო.
- დრო არ არის,- მოკლედ მოუჭრა. მისი ხმა ისეთივე ხრინწიანი და უხეში იყო, როგორც ყოველთვის,- ავთო, ბიჭებს შუადღეს უთხარი, უკანა ჭიშკართან მორიგეობა შეიცვალონ. მე ცოტახანში გავალ.
წამოდგა ფეხზე და პატარა ვაჩე აიყვანა ხელში, შემდეგ კი გარეთ გავიდა. ნიამ მზერა გააყოლა, შემდეგ დაინახა ეზოში გასული, იქვე დაკიდებულ ჰამაკში როგორ მოთავსდა ბავშვთან ერთად. უფრთხილდებოდა სანდრო ბავშვის ყოველ მოძრაობას, ცდილობდა თავისი უხეში ხელებით არ სტკენოდა პატარას. ვაჩე კი, სრულიად უდარდელად, სანდროს ყელზე ჩამოკონწიალებოდა და რაღაცას ღუღუნებდა თავის ენაზე.
- ასე როდემდე უნდა ვიყოთ?- ხმა ამოიღო მარიამმა.
- სანამ საჭირო იქნება,- მოკლედ გადაუჭრა ეთერიმ და ნიას წინ თეფში დაუდგა, თუმცა მისი ხმა იმაზე მერყევი იყო, ვიდრე თავად ისურვებდა,- ჭამეთ, ძალა გჭირდებათ. შიშით მუცელი არავის ამოუვსია.
მარიამმა ჩანგალი უხალისოდ აიღო და თეფშზე საჭმლის წვალება დაიწყო. ნია კი ისევ ფანჯრისკენ იყურებოდა, სადაც სანდრო და პატარა ვაჩე ჩანდნენ. სანდრო ეზოს კიდეში, დიდი კაკლის ხის ჩრდილში გაჩერდა. ნია ხედავდა, როგორ აუწია ბავშვმა ხელი და კაცს ლოყაზე შეეხო. სანდრომ თავი დახარა და ბავშვს შუბლი შუბლზე მიადო. ამ წამს ის აღარ ჰგავდა იმ დაუნდობელ მებრძოლს, რომელსაც შეუძლია ოჯახის გამო კაცი შეიწიროს. ეს იყო კაცი, რომელიც მთელ თავის დაგროვილ სიმკაცრესა და სიმწარეს ამ ერთი პატარა არსების სიმშვიდეს სწირავდა.
- ნახე, როგორ უყვარს,- ჩურჩულით თქვა მარიამმა და ნიას მზერას გაჰყვა,- ზოგჯერ მგონია რომ მხოლოდ ვაჩესთან არის ნამდვილი. მხოლოდ მასთან აძლევს თავს უფლებას ადამიანი იყოს.
ნიას არაფერი უთქვამს. უყურებდა როგორ დააბიჯებდა სანდრო ეზოში - ერთი ხელით ბავშვი ეჭირა, მეორეთი კი ტელეფონზე სუაბრობდა.
- სოსოს ხალხი მას არაფერს დაუშავებს, არა?- იკითხა ისევ მარიამმა მოულოდნელად. მისი ხმა ისეთი დაბალი იყო, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდა.
- სოსო მხეცია შვილო, მაგრამ სანდრო...- ეთერი წამით გაჩუმდა, თითქოს სიტყვებს არჩევდა,- სანდრომ იცის, როგორ დაიცვას ის, რაც ძვირფასია. უბრალოდ, ზოგჯერ ამ დაცვაში საკუთარ თავსაც მარხავს ხოლმე.
- მაგრამ ფაქტობრივად ომია,- არ გაჩერდა მარიამი.
- ომამდე სიმშვიდეა,- თქვა ეთერიმ და მძიმედ ამოიოხრა,- ყველაზე საშინელი დრო.
მზის უკანასკნელი სხივები სოხუმის თავზე ნელ - ნელა კვდებოდა და ქალაქს იასამნისფერი, მძიმე ბინდი ეფინებოდა. ნია ოთახში ვეღარ გაჩერდა. კედლები აწვებოდა. ჰაერი კი, რომელიც მოლოდინის შიშის სუნით იყო გაჯერებული, აღარ ჰყოფნიდა. ინანა კიდეც უკვე აქ ჩამოსვლა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ნებაყოფლობით ტყვეობაში იყო, სადაც ყოველი წამი უფსკრულისკენ მიათრევდა. ფრთხილად ჩაიარა კიბეები, ეთერისა და მარიამს გვერდი აუარა და ეზოში გავიდა. როგორც კი ფეხი გასცდა ზღურბლს, ორი ჩრდილი მაშინვე მის წინ აღიმართა. დავითის ბიჭები იყვნენ - მკაცრი, უემოციო სახეებითა და მხარზე გადაკიდებული ავტომატებით.
- გარეთ უნდა გავიდე, ცოტა ხნით,- თქვა ნიამ და ეცადა, ხმაში სიმტკიცე დაეჭირა,- უბრალოდ გავივლი გუმისთასთან, ჰაერი მჭირდება.
ერთ - ერთმა მცველმა, რომლის თვალებში დაღლილობა კრთებოდა, თავი ნელა გააქნია.
- ვერ გაგიშვებთ ასე. სანდროს უნდა შევატყობინოთ.
- სულ ხუთი წუთით, აქვე, სანაპიროზე...- არ ეშვებოდა ნია,- გამომყევით თუ გინდათ.
- გამორიცხულია,- ჩაერია მეორე,- სანდრომ რომ გაიგოს მარტო წახვედით, ჩვენს ტყავს არავინ დაადებს ფასს. ჩვენ კი აქაურობას ვერ მივატოვებთ. დაურეკეთ და თუ ნებას დაგრთავთ, გზას მერე დაგითმობთ.
ნია წამით შეყოვნდა. მერე გაახსენდა რომ სანდროს ნომერი საერთოდ არ ჰქონდა. არც დასჭირვებია - ის ყოველთვის იქვე იყო, ჩრდილივით. გოგონამ იგრძნო, როგორ მოაწვა უსუსურობის განცდა. არაფრის თქმა აღარ უცდია, უბრალოდ შებრუნდა და სახლში შევიდა. მეორე სართულის აივანზე გავიდა. სოხუმის ღამე ნელა იპყრობდა გარემოს. შორს, ჰორიზონტზე, გუმისთას ხეობა მოჩანდა. ნიას უცნაური, თითქმის მტკივნეული სურვილი გაუჩნდა, ახლა იქ ყოფილიყო - იმ მთებში, სადაც მხოლოდ ქარი და მდინარის ხმაურია. სადაც არც სოსოა, არც იარაღი და არც ეს გაურკვევლობა. თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, როგორ ეხება სახეზე გუმისთას ცივი, გამჭვირვალე ნიავი. ჭიშკარი ხმაურით გაიღო. ეზოში სანდროს შავი ჯიპი შემოგრიალდა. ნიამ თვალი გაახილა და მოაჯირს გადაეყუდა. სანდრო მანქანიდან გადმოვიდა. იმაზე უფრო პირქუში და დაძაბული ჩანდა, ვიდრე დილით. ტუჩის კუთხეში სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი და ნარინჯისფერი ნაპერწკალი სიბნელეში ავისმომასწავებლად კაშკაშებდა.
როგორც კი კაცმა თავი ასწია და აივანზე მდგარი ნია დაინახა, მისი მოძრაობა წამით გაიყინა. მათი მზერა ერთმანეთს შეეფეთა - ერთი დაბნეული და ძიებით სავსე, მეორე კი - დაღლილი და ბრაზნარევი. სანდრომ სიგარეტი ტუჩებიდან მოიცილა, ერთი ნაფაზიც აღარ დაურტყამს, ისე მოისროლა ურნაში და სწრაფი, მძიმე ნაბიჯით შევიდა სახლში. ცოტა ხანში ქვემოდან კარის გაჯახუნების ძლიერი ხმა გაისმა, რამაც მთელი სახლი შეაზანზარა. ნია შეკრთა.
- რა ხდება?- გადასძახა ეზოში მყოფ მარიამს, რომელიც იქვე, სკამზე იჯდა და ვაჩეს ეთამაშებოდა. მარიამმა მხრები აიჩეჩა.
- რა ვიცი, შემოვარდა გიჟივით. ალბათ ქალაქში რამე მოხდა,- ნია ისევ ოთახში შევიდა. სცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. მაგიდიდან წიგნი აიღო, საწოლზე მოკალათდა და კითხვა დაიწყო, მაგრამ ასოები თვალწინ უაზროდ უთამაშებდა. გონება ისევ იქ ჰქონდა - ქვედა სართულზე, იმ კაცთან, რომელმაც მთელი თავისი სამყარო ომის ველად აქცია მის გადასარჩენად. გაისმა გვერდით ოთახში კარის ხმაც. ნიამ თავი გადააქნია, წიგნი გაშლილი დადო საწოლზე და აივანზე გაიპარა. აინტერესებდა რა მოხდა და თანაც ძალიან, თუმცა არც ეთერი კითხულობდა რამეს და არც მარიამი.
სანდრო გამოვიდა აივანზე, ახლა უკვე შავი შარვალი და თხელი, ნაცრისფერი მაისური ეცვა, რომელიც სველ სხეულზე ისე ჰქონდა მიკრული, რომ ყოველი კუნთის მოძრაობა იკითხებოდა. აშკარა იყო, ახლახან გამოსულიყო სააბაზანოდან, თმებიდან წყალი ისევ ეწურებოდა. სანდრომ მოაჯირზე იდაყვებით გადაიხარა, თავი ჩაღუნა და მძიმედ ამოისუნთქა. ისეთი დაღლილი ჩანდა, თითქოს მხრებით მთელი ქალაქის სიმძიმე მოჰქონდა.
- ვერ ისვენებ, არა?- იკითხა, ისე რომ ნიასკენ არც გამოუხედავს. მისი ხმა საღამოს სიჩუმეში ხავერდოვანი და მძიმე იყო. ნია ნელა მიუახლოვდა. მხოლოდ ერთი მეტრი აშორებდა, მაგრამ ეს მანძილი ახლა უფსკრულივით ეჩვენებოდა.
- რა მოხდა? ისეთი სახე გაქვს, აშკარად რაღაც სერიოზულია,- სანდროს მწარედ ჩაიცინა. ნელა მოტრიალდა და გოგონას თვალებში ჩახედა. სიბნელეში მისი მზერა ორმაგად უფრო ბასრი ჩანდა.
- აქ ყოველთვის რაღაც ხდება, ნია. სოხუმი პატარაა, ჭორები კი ტყვიაზე სწრაფად დაფრინავენ,- მიხვდა როგორ შეაშინა,- ისევ გეშინია?
- აღარ,- დააპაუზა ნიამ,- არც მეშინოდა.
- არც ჩემს დანახვაზე წითლდები,- ჩაეცინა სანდროს და სკამზე ჩამოჯდა,- გავიგე გასვლა გდომებია დღეს.
- ჰო და არ გამიშვეს, სანდროს დაურეკეო მითხრეს,- ხმა შეეცვალა ნიას.
- დაგერეკა მერე,- გახედა გვერდულად,- ხვალ წადი, რამდენი ხანიც გინდა იყავი.
- და ხვალ საფრთხე აღარ იქნება?- ნიამ გაოცებულმა გადახედა,- თუ დღეს არ შეიძლებოდა, ხვალ რა შეიცვლება?
სანდრომ ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და თითებში აათამაშა. ლითონის წკაპუნი საღამოს სიმშვიდეში მტკიცედ ისმოდა. ისე ჩანდა, თითქოს პასუხს ეძებდა, ან უბრალოდ არ სურდა იმ რეალობის გამხელა, რაც ხვალისთვის მზადდებოდა.
- არაფერი, რას აპრობლემურებ. ხომ გიშვებ ხვალ,- სველი თმები გადაიწია უკან.
- უკვე შეიძლება?- იკითხა ნიამ ეჭვით,- ნებართვის აღებაც მჭირდება ანუ.
მოაჯირს იდაყვებით დაეყრდნო ეშბა და ნიასკენ ოდნავ მიაბრუნა თავი. მის სახეზე ისეთი სიმშვიდე იკითხებოდა, თითქოს გარეთ ომი კი არა, ჩვეულებრივი სოხუმური მშვიდი საღამო ყოფილიყო.
- ხომ გითხარი, ნუ ნერვიულობ - მეთქი. ხვალ ჩემთან ერთად წამოხვალ ან გაგაყოლებ ვინმეს.
- შენთან ერთად?- ნია დაიბნა,- მე მეგონა, მარტო გასვლაზე მეუბნებოდი.
- მარტო?- ჩაეცინა და ნიას შეხედა,- შენ რა, მართლა გგონია რომ ამ ქალაქში მარტო გაგიშვებ? როგორი ბავშვი ხარ.
- ჩემი ბავშურობა სად დაინახე? რომ არ მინდა უცხო კაცთან ერთად სადმე სიარული?- იფეთქა ნიამ. ბრაზმა მაშინვე აუწითლა ლოყები.
- უცხო კაცი?- წარბები აზიდა ეშბამ,- მერე ისეთი ლამაზი საღამურებით დადიხარ ხოლმე სხვა უცხო კაცებთან?
- რას უწუნებ მაგ საღამურს, თუ საჭიროა გავივლი,- აატრიალა თვალები,- მიკრძალავ მაგასაც?
დაინახა როგორ აენთო და შინაგანად გაეღიმა. მოსწონდა, როცა ნია თავის ეკლებს აჩენდა.
- იმას გიკრძალავ, რაც საფრთხეს შეგიქმნის და თუ შენ იმ საღამურებით ივლი სულ, მე არ მექნება პრობლემა. პირიქით,- თქვა წყნარად,- ლამაზი ქალები სასიამოვნო დასანახები არიან.
- რა თავხედი ხარ!- ნიამ თვალები დაჭყიტა. ისე მოულოდნელად მოხვდა სანდროს კომპლიმენტი, რომ წამით სიტყვები დაეკარგა,- პირველი და უკანასკნელია.
- გეწყინა? ზოგადად მოსწონთ ხოლმე ქალებს მსგავსი კომპლიმენტები,- მხრები აიჩეჩა სანდრომ.
- დამცინი?- მზერა შეეცვალა ნიას,- თუ ჩემით გართობას ცდილობ, არ გამოგივა.
მოაჯირს ხელი გაუშვა ეშბამ, გასწორდა და მთელი ტანით მისკენ შებრუნდა. ნაცრისფერი მაისური მის მკვრივ მხრებზე ისე იდეალურად იჯდა რომ ნიამ მზერა აარიდა, ისევ რომ არ დაბნეულიყო. კაცი მშვიდად, აუჩქარებლად იდგა.
- გართობა სხვა რამეა, ნია,- თქვა მან დაბალი, დინჯი ხმით,- და შენთან მაგით არ გავერთობი.
- რა საძაგელი ხარ,- ნაბიჯი უკან გადადგა გაბედავამ. სანდრომ დაინახა როგორ აუკანკალდა გოგონას ხმა, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ამაყი ყოფილიყო. ჩაეცინა, ოღონდ ეს არ იყო დაცინვა, უფრო მზრუნველობასა და ინტერესს შორის გაჩენილი ღიმილი.
- კარგი, იყოს ასე,- თქვა მან და მოულოდნელად ნიას სახეზე ჩამოშლილ თმას თითით შეეხო. ქალი შეკრთა, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა,- ხვალ წადი შენით. პირობას ვდებ, ათ წუთში მიხვდები რომ სოხუმის ჩიხები თბილისის ვაკე არაა, მერე კი მოგიწევს აღიარო რომ ჩემი დახმარება გჭირდება.
- არაფერსაც არ ვაღიარებ!- მიახალა ნიამ.
- ნახავ,- მშვიდად დაუდასტურა სანდრომ და თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუთამაშდა,- ახლა კი შედი, სანამ მართლა აცივდა. და ის საღამურები... თუ მაინცდამაინც მაგით აპირებ ამაღამ სიარულს, შეგიძლია ფარდები ჩამოაფარო. ბიჭებს გულის შეტევა არ მინდა დაემართოთ, ზედმეტად ეფექტური სანახაობა იქნება.
სანდრომ თვალი ჩაუკრა და ისეთივე მშვიდი ნაბიჯით წავიდა თავისი ოთახისკენ. ნია გაოგნებული იდგა აივანზე და უყურებდა, როგორ იხურებოდა მის წინ კარი. არ იყო ის ადამიანი, ვინც მარტივად ბრაზდებოდა ყველაფერზე. თუმცა ლამის ერთი თვეა ჩამოვიდა, შეხვდა და ამ კაცს უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა.
- აუტანელი, თავდაჯერებული... იდიოტი!- ჩურჩულებდა თავისთვის. ოთახში შეაბიჯა, მიაჯახუნა აივნის კარი და ფარდებიც ჩამოაფარა.
მომდევნო დილამ სოხუმში ისეთი სიმშვიდით გაიღვიძა, თითქოს წინა ღამის დაძაბულობა საერთოდ არ არსებულა. ნია მზის სხივების შემოჭრამ გააღვიძა - ფანჯრიდან ზღვის მლაშე სურნელი და ყავის მძაფრი არომატი ერთდროულად შემოდიოდა. ზანტად წამოდგა, ნახევრად ეძინა ტანსაცმლის არჩევის დროს, პირველ სართულზე რომ ჩავიდა, სახლში მხოლოდ ეთერი დახვდა.
- სად არიან?- გაიხედა მისაღებში.
- ავთო და სანდრო დიდი ხანია წავიდნენ, მარიამი და ვაჩე მამამთილმა წაიყვანა თავისთან,- მხრები აიჩეჩა ეთერიმ,- მოვლენ ამ დღეებში. ნეტავ ჩემი ლუკა და ვაკო რას შვებიან.
- სად არიან?
- ეჰ შვილო, რა ვიცი აბა. ბოლოს როდის ველაპარაკე არც მახსოვს. მოსკოვში რომ წავიდნენ, აღარ მინახავს არცერთი,- ამოიოხრა ქალმა,- წამო დღეს ბაზარში წავიდეთ. ამოიხუთე შენც სახლში.
სოხუმის ბაზარი შუადღისას ნამდვილ ორომტრიალს ჰგავდა. ნია ეთერის გვერდით მიაბიჯებდა და ცდილობდა, ამ ხმაურში არ დაბნეულიყო. აქაურობა სავსე იყო ფერებითა და სუნებით - სანელებლების ცხარე არომატი ზღვის ნესტიან სურნელს ერეოდა.
- ეთერი გოგო, სად დაიკარგე?!- დაუძახა ერთმა შავებში ჩაცმულმა, თვალებაციმციმებულმა ქალმა, რომელიც ხილის დახლთან იდგა.
- ოჰ, ნანი, საქმეები მქონდა, საქმეები...- ღიმილით მიუახლოვდა ეთერიც.
ნანიმ მაშინვე მიაპყრო მზერა უცხო ქალბატონს. სათვალე ცხვირზე შეისწორა, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და მერე ეთერისკენ ისე გადაიხარა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს ამბობდაო, თუმცა მისი ჩურჩული მთელ რიგში ისმოდა:
- ოჰ, გოგო მოგიყვანია გავიგე, დაატარებდა თურმე მარიამი სოხუმში,- გაეცინა ქალს,- ლიამ მითხრა კარგი გოგო არისო. მაგრამ მოიცა...
პირზე მიიფარა უცებ ხელი.
- ღმერთო მომკალი, სანდრომ ცოლი ხო არ მოიყვანა? მთელი ბაზარი მაგაზე ჭორაობს, ეშბამ სახლში ანგელოზი ჩაისვაო. ედ გოგოა? არ ტყუოდნენ თურმე. ეგ ბიჭი ცოლს თუ ოდესმე გაეკარებოდა, არ გვეგონა, მაგრამ ამის ხელში...
გადაულაპარაკა ეთერის რუსულად და თმაზე ჩამოუსვა ხელი ნიას.
- ოჰ, ნანი, რაებს იგონებ. სტუმარია ჩვენი,- სცადა ეთერიმ სიტუაციის განმუხტვა და გაკვირვებულ ნიას უხერხულად გადახედა, მაგრამ ნანი არ ეშვებოდა.
- რა სტუმარი, ქალო! ერთი შეხედე, როგორი თვალ - წარბი აქვს. ნეტავ მართლა მისი იყოს, ეგებ ეს გოგო მაინც მოერიოს იმ დევკაცს. საცოლეა, აბა რა არის. ტყუილად ხომ არ დაჰყვება სანდრო უკან ჩრდილივით?
ნია ვერ ხვდებოდა წესიერად რაზე საუბრობდნენ, თუმცა მთელი ბაზარი რომ მათ უყურებდა, იგრძნო როგორ აუწითლდა ლოყები. უხერხულობისგან ზურგით შებრუნდა და დახლზე დაწყობილ ჩირეულობას დაუწყო თვალიერება, თუმცა ყურებში ნანის ხმამაღალი ჩურჩული ისევ ექოსავით ჩაესმოდა.
- ნანი, ნუ აჭორიკანდი ახლა,- ეთერიმ სიცილით გადააქნია თავი და ნიას მხარზე ხელი მოხვია,- სანდრომ რომ გაიგოს, შენს დახლთან ასეთ რამეებს ვარჩევთ ხომ იცი, მეორედ აქ აღარ გამომიშვებს.
- ოჰ, ეგ ბიჭი ისედაც სულ მოღრუბლული დადის. ახლაც იქაა,- არ ცხრებოდა ნანი და თან ნიასკენ ეშმაკურად აპარებდა თვალს. თან გაიშვირა ხელი ჩაჩბას სახლისკენ,- ჩამოიარა დილას გრიგალივით და შევარდა შიგნით.
ნიამ წამით მზერა გააყოლა იქვე აივანს, თუმცა ცარიელი იყო.
- ოჰ, კაი ერთი რა ნანიკო.
- რა ვქნა, ეთერი, მიხარია. ამდენი ხანია ეშბების ოჯახში ქალის ხელი არ გარეულა. მარტო შენ ხარ და შენც მაგათ შემყურეს თმები გაგითეთრდა. ერთი შეხედე ამ გოგოს, რა ნაზია. მაგასთან რომ შევა ის აფთარი, ალბათ ხმასაც ვეღარ აუწევს. ნეტავ მართლა მოიყვანდეს, დალაგდებოდა ის სახლიც და სანდროს გულიც.
- ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი,- ეთერიმ ხმა დაადაბლა და ნიას თმაზე გადაუსვა ხელი, ჯერ მშვიდობა იყოს ქალაქში და დანარჩენს დრო გამოაჩენს. წამო ნია სანამ ამან მთელი სოხუმი აქ არ შეკრიბა ჩვენს სანახავად.
- გაიქეცით, გაიქეცით!- მიაძახა ნანიმ სიცილით,- ოღონდ იცოდე, ეთერი, ქორწილში პირველი მე უნდა დამპატიჟოთ, ამდენი ხანია მაგ ბიჭის გაბედნიერებას ველოდები. ნია, შენ კიდევ, შვილო, ნუ უსმენ ამ ბებერ დედაკაცს.
ნიამ ძლივს გაიღიმა, ეთერის მკლავში ხელი ჩაჰკიდა და სწრაფი ნაბიჯით გაეცალნენ მწნილების დახლს. გრძნობდა, როგორ უხურდა სახე. "საცოლე", "ანგელოზი", "ოჯახში ქალის ხელი"... ეს სიტყვები ისე უცხოდ და ამავდროულად რაღაცნაირად თბილად ჟღერდა რომ ნიას გულში შიში და უცნაური მოლოდინი ერთმანეთში აირია. წესიერად ვერც იგებდა რა ხდებოდა, თუმცა რამდენიმე სიტყვაც საკმარისი აღმოჩნდა შინაარსი რომ გამოეტანა. როგორც კი ხალხმრავლობას გაერიდნენ, შენობის ჩრდილში შეაფარეს თავი. ისევ გაექცა თვალი ვარდებით გაწყობილი აივნისკენ, ამჯერად ბატონი ეშბა იდგა ხელში ტელეფონით. თუმცა ეთერი დიდხანს არ გაჩერებულა, ხელი დაავლო გოგოს და მანქანაში ჩასვა. სახლში გვიან დაბრუნდნენ. ეზოში სიჩუმე იყო. ანუ სახლი ისევ ცარიელი იყო. ნიამ ამოალაგა ჩანთიდან შეძენილი და ეთერისთან ერთად შეალაგა კარადებში. მიეხმარა კიდეც სადილის მომზადებაში, მერე მორიგეობით გაუმასპინძლდნენ დაცვას.
დღის ბოლოს ოთახში ავიდა. გაჭირვებით აიარა კიბეები, ფეხები სტკიოდა უკვე. საწოლზე დაეცა მძიმედ, იწრიალა აქეთ - იქით, მერე აივანზე გავიდა პლედით. წიგნი ეჭირა ხელში, კითხვა დაიწყო მეორედ უკვე, თუმცა არ ახსოვს როგორ მიეძიმა, მერე ისევ ხმაურმა გამოაფხიზლა. ამჯერად არ იყო არც ჩხაკუნი და არც კაკუნი. ნია ნელა გამოფხიზლდა. კარი ნელა გაიღო და ეშბა გამოვიდა აივანზე.
- სულ აქ ატარებ ხოლმე დროს?- გაისმა უკნიდან ეშბას ხმა. ნელა მიუახლოვდა კაცი, თავზე წამოდგა, უკითხავად ააცალა წიგნი ხელიდან და ყდას დახედა,- რემარკი?
- დიახ, რემარკი,- აჰხედა ნიამ და წიგნი უკან დაიბრუნა,- რა პრობლემაა?
- არაფერი,- ცალყბად ჩაეცინა სანდროს და წინ წავიდა.
- წაკითხული გაქვს? შენ?
- რა კითხვაა? არ შეიძლება რომ მე წიგნებს ვკითხულობდე?- წარბები აზიდა ეშბამ.
- წაკითხვა შეიძლება, მაგრამ შენგან უცნაურია. ერთ დღეს წიგნებს კითხულობ და მეორე დღეს იარაღით დარბიხარ?- დაინტერესდა ნია. სანიშნი ჩადო წიგნში და გვერდით გადადო.
- დამცინი, არა? სად დამინახე ერთი იარაღი,- გაეცინა სანდროსაც,- როცა პატარა ვიყავი, დავითი მიშვებდა თავის ბიბლიოთეკაში და ვკითხულობდი. როგორ მოგწონს?
- რადგან წაკითხული გაქვს...- დააპაუზა, კაბა შეისწორა,- სევდიანია. გულს გატკენს ისეთი.
- კი, გეთანხმები. არ უნდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა,- თავი გააქნია სანდრომ,- რატომ იტანჯავ თავს სხვისი უბედურებით? აქ საკმარისი არაა?
- რადგან გარშემო უბედურებაა, არ ნიშნავს რომ წიგნის წაკითხვის უფლება არ მაქვს. ეს სულ სხვა სიტუაციაა!- დაიცვა თავისი პოზიცია ნიამ,- და საერთოდ. როცა გიყვარს, არ იტანჯები. თუ, რა თქმა უნდა, სწორი ადამიანი გიყვარს და მასაც უყვარხარ.
- და მერე შენი აზრით პატის უყვარდა?- ჩაეძია სანდრო,- იცოდა რაც სჭირდა და მაინც აირჩია რობი?
- როგორ ფიქრობ, პატის რომ სცოდნოდა, ასე მალე მოკვდებოდა, მაინც აირჩევდა რობის? თუ სჯობდა მარტო მომკვდარიყო რომ რობისთვის გული არ ეტკინა?- წამოენთო ნია,- სიყვარული სულ სხვა გრძნობაა, რომლის მნიშვნელობასაც აშკარად ვერ ხვდები.
- შეიძლება. თუმცა ეს უიმედო სიყვარული კარგს არაფერს მოგიტანს ადამიანს,- დაასო მახვილი მზერა და ნიას წამით ენა ჩაუვარდა,- არ ფიქრობ რომ ომით გატანჯული კაცის სიყვარული, რომელსაც საკუთარი თავიც კი ვერ შეუყვარებია, საცოდაობაა?
- არ არის,- ხმადაბლა ამოილაპარაკა ძლივს,- რატომ არის...სიყვარული ყველას შეუძლია, ყველას სჭირდება.
- პირველივე შეტევის დროს იმ პანიკურ თვალებს გაუძლებდა პატი?- მიუახლოვდა ოდნავ,- როცა იცი რომ დასასრული გარდაუვალია და მაინც აგრძელებ თამაშს. მე რომ რობის ადგილას ვყოფილიყავი, იმ წამსვე გავეცლებოდი რომ პატის ჩემი შეშინებული თვალები არ დაენახა.
- შეიძლებოდა შენ გაქცეულიყავი, რადგან საკუთარი ტკივილის შეგშინებოდა და არა მისი. პატის კი სწორედ ის შეშინებული თვალები სჭირდებოდა, იმის დასტურად რომ ვიღაცისთვის მისი დაკარგვა სამყაროს დასასრულს ნიშნავდა,- უფრო და უფრო მტკიცე ხდებოდა მისი ხმა,- მაგრამ შენ რობი არ ხარ და შენ სულ გარბიხარ.
- არავინ იცის მის ადგილას როგორ მოიქცეოდა თავად,- დაუდასტურა სანდრომ.
- რატომ გახდა ეს პრობლემა ვერ ვხვდები?- წარბები შეკრა ნიამ,- უბრალოდ ჩემი ერთ - ერთი საყვარელი წიგნია, შენ კიდევ აშკარად პერსონაჟებზე გაქვს გართულება.
- არ მიყვარს სულელი პერსონაჟები.
- უხეში ხარ, უტაქტო,- გაილანძღა ხმამაღლა.
- რამე სხვა სიტყვებით გამლანძღე, მოძველდა ეგ,- ჩაეცინა ეშბას,- ისევ ამ საღამურებით მოძრაობ...ასე დადიხარ კაცების ოთახშიც?
გაეცინა სანდროს და სხვა თემაზე გადავიდა.
- დღეს გავიგე, თურმე ჩემი საცოლე ყოფილხარ. ისიც გავიგე რომ დიდად არც გიუარია ეგ ამბავი... ასე ძალიან მოგეწონა ეს ახალი სტატუსი?
მოულოდნელად ხელი მაჯაში ჩაავლო და თავისკენ დაქაჩა. ნია ისე ახლოს აღმოჩნდა მასთან რომ კაცის სხეულის სიმხურვალე სახეზე იგრძნო. ლამის სუნთქვა დაავიწყდა. სანდროს მზერა ახლა მის ტუჩებზე გადავიდა, მერე ისევ თვალებში ჩახედა. მანძილი მათ შორის იმდენად შემცირდა რომ ნიას გულისცემა სიჩუმეში ყველაზე ხმამაღალი ბგერა გახდა.
- მე...არ ვიცოდი. ვერ გავიგე კარგად რაზე საუბრობდნენ,- ამოილუღლუღა დაბნეულმა, მაგრამ მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბობდნენ.
- მართლა?- სანდრო უფრო მეტად მიუახლოვდა, მისი ცხელი სუნთქვა ნიას კანს ელამუნებოდა,- როცა გინდა ძალიან კარგადაც გესმის.
- ასე არაა.
- ზუსტადაც რომ ასეა,- ჩაიღიმა და ამოხედა ქვემოდან შავი თვალებით,- თუ არ გინდოდა, შეგეძლო გეთქვა რომ უცხო ხარ. მაგრამ შენ გაჩუმდი. დუმილი კი თანხმობას ნიშნავს, ნია.
- რას ბოდავ...- თავი დაიხსნა მისი მკლავებისგან და ოთახისკენ დაიძრა.
- სიმართლეს, ასე ძალიან მოგწონს ჩემი საცოლის სტატუსი?- არ ნებდებოდა სანდრო, უკან გაჰყვა,- ჯერ ისევ ვაკანტური ადგილია.
- თვითონ გაგიჟდა ის ქალი, მე არაფერ შუაში ვიყავი,- მხრები აიჩეჩა გოგომ,- ეთო ელაპარაკებოდა და გასცემდა საკადრისს პასუხს.
- ფაქტი ისაა რომ მთელმა ბაზარმა უკვე იცის რომ ჩემი ხარ. და იცი, რა არის ყველაზე საინტერესო? შენ ამაზე სიტყვაც კი არ დაგიძრავს. ყველა იმას გაიძახის, ეშბამ თავისი ბედი იპოვაო,- კაცის ხელი ნელა აჰყვა მის მაჯას ზევით, მხრისკენ და ნიამ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა. სანდროს თვალებში ახლა აღარც ტკივილი ჩანდა და აღარც დაღლილობა - იქ მხოლოდ ის ველური, დაუოკებელი ინტერესი დარჩენილიყო, რომელიც ნიას მთელ თავდაცვის ზღუდეებს წამში ანგრევდა. სცადა რაღაც ეთქვა, თავი დაეცვა, მაგრამ სანდროს თითების შეხებამ ყელზე ყველანაირი არგუმენტი დაუკარგა. კაცი ოდნავ წინ გადაიხარა, სახიფათოდ მიუახლოვდა მის სახეს, ისე რომ მათი სუნთქვა ერთმანეთში აირია.
- თურმე უარყოფაც არ უცდიაო,- გააგრძელა სანდრომ და მის თვალებში ისევ აციმციმდა ის ნაცნობი, ეშმაკური ნაპერწკალი, რომელიც ნიას ასე აბნევდა,- ჰოდა, ვფიქრობ... ხომ არ გავხადო ეს ჭორი სიმართლე?
ნიამ იგრძნო როგორ მიებჯინა კედელს. უკან დასახევი გზა აღარ იყო. სანდროს მზერა ახლა აღარ ჰგავდა იმ ცივი, მკაცრი კაცის გამოხედვას, რომელიც პირველ დღეს დახვდა. ახლა მის თვალებში რაღაც სხვა, გაცილებით უფრო ღრმა, მესაკუთრული და დაუოკებელი იკითხებოდა.
- არა!- მოულოდნელი ჰკრა ხელი მის მკერდს და სცადა მკლავქვეშ გასხლტომოდა, თუმცა სანდრომ გზა გადაუღობა,- გამიშვი ხელი! როგორ ბედავ?
- რატომ აფორიაქდი?- კაცის ხმაში ირონია ისევ დაბრუნდა, თუმცა თვალებში კვლავ ის მუქი, დამთრგუნველი ალი უელავდა,- სულ ცოტა ხნის წინ სხვანაირად ჭიკჭიკებდი. რა მოხდა, რეალობამ შეგაშინა?
- შენ მართლა გგონია რომ შენი საცოლის სტატუსი ჩემი ოცნებაა?- ნიამ თავი მაღლა ასწია, თვალებში სიბრაზე აუკიაფდა და სცადა, ხმა არ აჰკანკალებოდა,- არასწორად მაფასებ და არასწორი შეხედულებები გქონია ჩემზე. და ვინ მოგცა ამდენის უფლება?
- მართლა?
- შენნაირი კაცის გვერდით ყოფნას, ყველაფერი მირჩევნია. ბაზარში უბრალოდ არ მინდოდა იმ ხალხის წინაშე თავი დამემცირებინა და შენი სახელით მესარგებლა!- უხეშად დაიხსნა თავი,- წესიერად ლაპარაკიც არ შემიძლია, რას იფიქრებდნენ და იცოდე, მეორედ მსგავსი რამ აღარ თქვა. აქ ამისთვის არ მოვსულვარ, შენზე წარმოდგენაც არ მქონია.
- დარწმუნებული ვარ.
- ხოდა ძალიანაც კარგი. ჩაიბეჭდე ტვინში და მეორედ მსგავსი რამ აღარ მაკადრო,- მკერდზე მიარტყა ხელი და ოთახში დაბრუნდა.
- რა ჯიუტია,- კმაყოფილს გაეღიმა. გვიანი იყო საწოლისკენ რომ წაიწია. ზურგით გადაწვა ზედ, თუმცა ძილბურანში მყოფს ტელეფონის ბზუილმა გამოაფხიზლა,- გისმენ დავით.
უპასუხა თუმცა უკან მხოლოდ ყრუ გრგვინვა და ავტომატის გამანადგურებელი ხმა მოესმა.
- თავს დაგვესხნენ,- ისმოდა ყურმილში დაჩის აფორიაქებული ყვირილი, რომელსაც შუშების მსხვრევის ხმა ერწყმოდა,- სოსოს ხალხია... ის ნაბიჭარი ვიქტორიც აქ არის. სახლს ცეცხლი წაუკიდეს, დავითი შიგნითაა, ალყაში ვართ!
სანდროს სახე წამში გაქვავდა. ირონია და ნიასთან კამათით გამოწვეული სიმსუბუქე უკვალოდ გაქრა. თვალებში ის ნაცნობი, მკვლელი ალი აინთო, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა სისხლის სუნი ჰაერში ტრიალებდა. ვიქტორ ვოლკოვმა სიტყვა შეასრულა - ტვირთის გაუჩინარებისთვის პასუხი უმოწყალოდ მოითხოვა, მაგრამ თავად სანდრო ეშბა მწარედ აზღვევინებდა, იმისთვის რომ უდანაშაულოს დაადეს ხელი საპასუხოდ. ოთახიდან გავარდა. მისი ნაბიჯების ხმა მთელ სახლს აზანზარებდა. კიბეებზე დაშვებისას მისი ხმა ჭექა - ქუხილივით გაისმა.
- ავთო! ბიჭები ფეხზე დააყენე!- მის ხმაზე ნიაც დენდარტყმულივით წამოვარდა,- ადექი ნიაკო, უნდა დაიმალო.
შემოაღო კარები სანდრომ და ისევ გავარდა. გოგო ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო, წამოდგა, ატლასის ხალათი მოიხვია და დერეფანში გავიდა.
- რა ხდება?- გამოვიდა შეშფოთებული ავთო.
- მარიამს დაურეკე, ვალერის უთხრას აქ მოვიდნენ. ფრთხილად და უხმაუროდ,- გააფრთხილა კაცი,- მე უნდა წავიდე. აქ დაცვას დავტოვებ, ფხიზლად იყავი ავთო.
- სანდრო რა ხდება?- იკითხა ეთერიმაც.
- დავითთან უნდა წავიდე მე,- მოსაცმელი მოიხურა უცებ,- თავს დაესხნენ.
სახლში წამში ქაოსი ატყდა. დაცვის ბიჭები, რომლებიც მანამდე ნახევრად ჩათვლემილები ისხდნენ, წამოცვივდნენ. იარაღის გადატენვის მკვეთრი, ლითონის ხმა დერეფნებს გადასწვდა. ატმოსფერო უცებ გაიჟღენთა შიშის და სისხლის სუნით - ყველამ იცოდა რომ დავითზე თავდასხმა, თავად სანდროზე თავდასხმას ნიშნავდა. ნია დერეფნის მოაჯირს ჩააფრინდა და გაფართოებული თვალებით უყურებდა ქვემოთ ატეხილ ორომტრიალს. სახლი, რომელიც აქამდე მისი ციხესიმაგრე ეგონა, ერთ წამში საბრძოლო ბანაკად ქცეულიყო. ჭაღის შუქზე იარაღის ლულები ცივად ელავდა.
სანდრო მისაღები ოთახის ცენტრში იდგა - მხარბეჭიანი, პირქუში და საზარლად მშვიდი. მისი ეს სიმშვიდე უფრო მეტად აშინებდა ნიას, ვიდრე სხვების ფაცაფუცი. კაცი ისე ემზადებოდა სიკვდილთან შესახვედრად, თითქოს ეს ჩვეულებრივი რუტინა ყოფილიყო.
- როდის დასრულდება ეს ჯოჯოხეთი,- ამოიტირა ეთერიმ და მისკენ გაიწია, მაგრამ სანდრომ ხელით შეაჩერა,- რამე რომ დაგემართოს, რა უნდა ვქნა?
- ეთო, ახლა ამის დრო არ არის. აქამდეც ხომ დავბრუნებულვარ, ახლაც დავბრუნდები,- შუბლზე აკოცა ქალს,- მიხედე აქაურობას...
დააპაუზა უცებ.
- და მასაც,- ანიშნა შიშისგან კუთხეში ატუზულ ნიაზე. მისი ხმა ლითონივით მჭრელი და ცივი იყო. ქალის მზერას წააწყდა. წამით დააყოვნა მზერა მასზე, თითქოს სურდა მისი გამოსახულება მეხსიერებაში ჩაებეჭდა, სანამ ამ ჯოჯოხეთში გადაეშვებოდა. გოგონა თეთრ ხალათში გახვეული იდგა, მხრებში ოდნავ მოხრილიყო, თითები ერთმანეთში გადახლართოდა, თითქოს საკუთარი თავის შეკავებას ცდილობდა რომ არ ჩამოშლილიყო. კანკალი უვლიდა სხეულში - ჯერ ძლივს შესამჩნევი, მერე კი სულ უფრო მკვეთრი, თითქოს შიში სისხლში გადასვლოდა და იქიდან ავრცელებდა სიცივეს მთელ არსებობაში. მის თვალებში რაღაც ბავშვური, უმწეო შიში იკითხებოდა - ისეთი, რომელიც ხმას ვერ პოულობს, მხოლოდ მზერაში გროვდება და იქიდან ითხოვს შველას.
დრო თითქოს გაიწელა. ხმები ჩაცხრა. გარშემო ყველაფერი გაუფერულდა - დარჩა მხოლოდ ნიას სახე, მისი სუნთქვის რიტმი და ის სიჩუმე, რომელიც ყურებში ზუზუნით ჩაესმოდა. თითქოს უნდოდა, ეს მომენტი ბოლომდე შეეგრძნო... დაემახსოვრებინა მისი ყოველი ნაკვთი - შეშინებული თვალები, აკანკალებული ტუჩები. რადგან იცოდა - როცა შემდეგ ნაბიჯს გადადგამდა, უკან დაბრუნება აღარ იქნებოდა და ის, რაც წინ ელოდა, უკვე აღარ იყო უბრალოდ გზა.
- ავთო!- გადასძახა მეგობარს,- როგორც კი გავალ, ჭიშკარი ჩაკეტეთ. მარიამი და ვალერი რომ მოვლენ, უკანა შესასვლელიდან შემოიყვანეთ.
ავთომ მხოლოდ მძიმედ დაუკრა თავი. მასაც ეტყობოდა თვალებში ის პირველყოფილი შიში, რომელიც დიდ სისხლისღვრას წინ უძღვის. ეთერის მოკიდა ხელი და ქვედა სართულის ოთახში შეიყვანა.
- ჩვენ...- გაისმა ნიას ხმა და სანდრომაც ადგილზე დააპაუზა, მისკენ შებრუნდა. ქალს ეტყობოდა თვალებში შიში. ნიამ სცადა რაღაც ეთქვა, მისი ხმა ლაბირინთში ჩაიკარგა. ნიას თვალები შორიდანაც კი ჩანდა - ფართოდ გახელილი, შიშით სავსე, ისეთი, რომელშიც სიტყვებზე მეტი იკითხებოდა. თითქოს რაღაცის თქმა სცადა, ტუჩები ოდნავ გაეხსნა, მაგრამ ხმა არ დაემორჩილა. ის, რაც უნდა ეთქვა, კიბეების ლაბირინთში დაიკარგა - იქ, სადაც სიჩუმე ყველაფერს შთანთქავდა.
სანდრო რამდენიმე წამით უყურებდა. არაფერი უთქვამს. მათ შორის მანძილი უცნაურად გაიზარდა - არა მხოლოდ კიბეების გამო, არამედ იმ უხილავი კედლის გამო, რომელიც უკვე აღმოცენდა მათ შორის. ნიამ ნელა დახედა, თითქოს მიხვდა - ახლა სიტყვებს აღარ ჰქონდა ძალა. სანდროს თვალებში კი ის სიცივე დაბრუნდა, რომელიც გადაწყვეტილებებს თან ახლავს.
ერთ წამს კიდევ შეყოვნდა.
მერე შებრუნდა და წავიდა.
ეზოში მანქანების ძრავები ერთდროულად აბღავლდნენ. მძიმე ჯიპების საბურავებმა ხრეში აიტაცეს და ღამის სიჩუმე ნაფლეთებად აქციეს. ჭიშკარი მძიმედ გაიღო და წამებში სამივე მანქანა ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. სახლში უცნაური, დახშული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მხოლოდ იარაღის გადატენვის იშვიათი ხმით ირღვეოდა. ავთომ ნიას შეხედა და ქვემოდან ანიშნა.
- ჩამოდი ნია, აქ მოვიცადოთ,- ღამე თითქოს წინასწარ გრძნობდა, რაც უნდა მომხდარიყო.
ჰაერი მძიმე იყო, სიჩუმე - დაძაბული, ისეთი, რომელიც ქარიშხალს წინ უსწრებს. სანდროს მანქანა დავითის სახლისკენ მიექანებოდა, ფარები ბნელ გზას ჭრიდა, მაგრამ ის, რაც წინ ელოდათ, სინათლეს აღარ ექვემდებარებოდა.
მანქანები ერთდროულად შეჩერდა და მაშინვე იგრძნეს - რაღაც ვერ იყო ისე. ჰაერში უკვე იდგა დამწვარი ხის მძაფრი სუნი. დავითის სახლი იწვოდა. ცეცხლი სახლში ვეღარ ეტეოდა, შიგნით ყველაფერი უკვე შთანთქმული ჰქონდა: კედლები, ავეჯი, მოგონებები. სახურავის ნაწილი ჩამოშლილი იყო და ალში გახვეული ხის კონსტრუქცია ნელ - ნელა ინგრეოდა.
- ჩქარა!- მკვეთრად წამოიძახა სანდრომ და მანქანიდან გადახტა.
დაჩიც მისდევდა.
ეზოში უკვე ხალხი ირეოდა - რამდენიმე მეზობელი შორიდან უყურებდა, ვიღაც წყლის შლანგს უშედეგოდ ათრევდა. მაგრამ ეს ცეცხლი უბრალო წყალს აღარ ემორჩილებოდა. სადღაც შორიდან სირენის ხმა მოისმა.
- სახანძრო მოდის!- მაგრამ სანდროსთვის ეს უკვე მნიშვნელობას კარგავდა. წინ წავიდა, ისე ახლოს რომ ცეცხლის სიცხემ სახე დაუწვა. თვალები შეავიწროვა და ეზო მოათვალიერა - ვიღაცას ეძებდა.
- დავით!- დაიყვირა, მაგრამ პასუხი არ იყო. მხოლოდ ხის ჩამონგრევის ხმა და ალის შხუილი ისმოდა. კიდევ დიდხანს ეძებდნენ მოხუცებულ ჩაჩბას, უცებ რომ დაჩიმ წამოიყვირა.
- იქით არის,- სახლიდან რამდენიმე მეტრში, სიბნელეში მიწაზე ვიღავ მოძრაობდა. სანდრო მაშინვე მისკენ გავარდა. ჩაჩბა ზურგზე ეგდო, ტანსაცმელი ნახევრად დამწვარი ჰქონდა, მკერდთან სისხლი ჩამდგარი. სუნთქვა მძიმე და წყვეტილი - თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ბრძოლა იყო. დაჩის გვერდით ჩაიმუხლა.
- დავით!- ჩაჩბამ თვალები ძლივს გაახილა. გახშირებული სუნთქვა ჰქონდა, ტუჩებზე სისხლი ემჩნეოდა.
- მოვიდნენ...- ძლივს ამოთქვა დაჩიმ და მამამის თავი კალთაში მოიქცია.
- აქ ხართ,- ამოიხავლა კაცმა,- მოხვედით.
- ნუ ლაპარაკობ,- გააჩუმა დაჩიმ.
- გვიანია...- სანდრომ ხელი დააჭირა ჭრილობაზე, სისხლის შეჩერებას ცდილობდა.
- არ მოკვდები, გესმის? აქ ვარ მამა,- იმ წამს სახანძრო მანქანები შემოვარდა ეზოში. წითელი შუქები ცეცხლის ალს შეერია, წყლის ძლიერი ჭავლი სახლს დაეცა, ორთქლი ჰაერში აფეთქდა. ქაოსი გაძლიერდა.
ვიღაცები ყვიროდნენ. ვიღაცები დარბოდნენ, მაგრამ დაჩისა და სანდროსთვის ყველაფერი დადუმდა. იყო მხოლოდ დავითის სუნთქვა და დრო, რომელიც იწურებოდა. დავითმა სუსტად ჩაჰკიდა ხელი.
- ნუ ენდობი...- ძლივს თქვა. სანდრო დაიხარა.
- ვის?- მაგრამ პასუხი აღარ გაუგია. დავითის ხელი ნელა მოდუნდა. დაჩი თავს აქნევდა, არ უნდოდა, თუმცა თვალები გაევსო ცრემლით. სანდროს მკვდარ თვალებში რაღაც ჩაქრა, თუმცა გამოჩნდა უფრო უარესი, რაც უფრო საშიში იყო, ვიდრე ყვირილი. ნელა ასწია თავი. სახლი ისევ იწვოდა. სირენები ისევ ყვიროდნენ და ამ ყველაფრის შუაში, სიჩუმეში, ერთი რამ საბოლოოდ გაირკვა - ეს აღარ იყო უბრალოდ შურისძიება.
ეს უკვე ომი იყო, რომელსაც დასასრული არ უჩანდა.

* * *
კარი მძიმედ მიიხურა მის უკან და ჰოლში დაგუბებულმა სიჩუმემ მაშინვე მოიცვა. ჰაერში ისევ იგრძნობოდა დაძაბულობა - თითქოს სახლმაც იცოდა რომ გარეთ დაწყებული ქაოსი აქაც შეაღწევდა. ეთერი და ავთო მისაღებში იდგნენ. საუბრობდნენ ხმადაბლა, დაძაბული ტონით, მაგრამ სანდროს შემოსვლაზე ორივე ერთდროულად გაჩუმდა.
- მარიამი?- პირდაპირ ჰკითხა სანდრომ, ზედმეტი სიტყვების გარეშე. ეთერიმ სწრაფად გადახედა ავთოს, მერე ისევ მას მიუბრუნდა.
- კარგადაა... ვალერი მობილიზებულია, დარჩენა ამჯობინეს. ხალხი შეკრებილი ჰყავს,- მშვიდად ამბობდა, თუმცა მის ხმაში მაინც იკითხებოდა ის დაძაბულობა, რომელსაც სიტყვები ვერ მალავდა. სანდრომ ოდნავ დაუქნია თავი. დაღლილი იყო. არა უბრალოდ ფიზიკურად - ეს ის დაღლა იყო, ძვლებში რომ აღწევს და ფიქრებსაც ამძიმებს. დაჩიმ მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა. თითოეული წუთი გაწელილი იყო, აღარ გათენდა. ვეღარც ექიმები გამოვიდნენ, თუმცაღა რას ელოდა თავადაც არ იცოდა. მერე ისევ დავითის სახლთან დაბრუნდნენ - უკვე ნახევრად ჩამქრალ, დამწვარ, ჩონჩხად ქცეულ სივრცეში, სადაც ჯერ კიდევ იგრძნობოდა კვამლის სუნი და მომხდარის სიმძიმე.
დაჩი იქ დარჩა. სანდრომ კი უკან დაბრუნება გადაწყვიტა. აქაურიც უნდა ენახა. უნდა დარწმუნებულიყო რომ ყველა კარგად იყო. ახლა კი იდგა იქ, საკუთარ სახლში და პირველად იგრძნო რომ ეს ადგილი, რომელიც ყოველთვის დაცულად მიაჩნდა, უკვე ისეთივე დაუცველი იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი. მხოლოდ ეს სჭირდებოდა ახლა. იმის ცოდნა რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. ცოტახნით სიჩუმე იდგა ოთახში, მერე შეამჩნია კუთხეში, კედელთან ახლოს, ნია იდგა. თითქოს სულ პატარა გამხდარიყო ამ სივრცეში - შეკუმშული, უხმო, საკუთარ თავში ჩამალული. ხელები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული, თითები გათეთრებოდა, ისე უჭერდა. თვალები სანდროსკენ ჰქონდა მიპყრობილი - შიშით სავსე, კითხვებით, რომლებზეც პასუხი არ არსებობდა.
სანდრომ რამდენიმე წამით შეხედა. არ მისულა ახლოს. არაფერი უთქვამს. მისი მზერა ცივი არ იყო... მაგრამ ძალიან მძიმე იყო. ნიამ ნელა გადადგა ნაბიჯი, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ისევ გაჩერდა. სიჩუმემ ისევ ჩაყლაპა სიტყვები. ავთომ ჩუმად ჩაახველა, თითქოს სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.
- სიტუაცია... რთულია,- თქვა ხმადაბლა,- ხალხი გავანაწილე. აქ დაცვა გაძლიერებულია.
სანდრომ თავი დაუქნია.
- გააორმაგე,- მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ იმ სიმშვიდეში ისეთი ტონი იდგა, რომელიც წინააღმდეგობას არ იტანდა.
- უკვე ნაბრძანებია,- ეთერიმ სანდროს შეხედა.
- დავითზე რამე ვიცით?- ერთი წამით სიჩუმე ჩამოვარდა. სანდროს ყბა ოდნავ დაეჭიმა.
- ცოცხალია,- თქვა ბოლოს,- ჯერ... გადაიყვანეს.
დააყოლა ბოლოს. ნიას თვალებში შიშთან ერთად რაღაც სხვა გაჩნდა - შვება... მაგრამ ძალიან სუსტი.
- ასე უნდა ვიყოთ?- გააგრძელა ავთომ.
- რას ეუბნები?- წამოენთო ეთერი,- ნუ აგიჟებ, ახლა ამის დრო არაა.
ეშბა ისევ უხმოდ იდგა, თითქოს ამ ყველაფერს გარედან აკვირდებოდა. ავთომ მძიმედ ამოიოხრა.
- ენგური გადაკეტეს,- ნიამ მაშინვე ასწია თავი. თვალებში შიში გაუკრთა.
- ანუ... უკან ვეღარ დავბრუნდები?- ხმა გაებზარა ნიას. არავის არაფერი უპასუხია, თავად სიჩუმემ უთხრა ყველაფერი.
- რთული სიტუაციაა...- გააგრძელა ავთომ,- მეძებარი ძაღლებივით არიან. ყველა გზას აკონტროლებენ, ყველა კვალს ამოწმებენ. ეს უკვე ჩვეულებრივი დაპირისპირება აღარ არის.
- და... ნიაზეც აქვთ თვალი დადგმული.
- მე რატომ?- ძლივს ამოთქვა გაბედავამ. ავთოს სუნთქვა შეეკრა, თითქოს არ უნდოდა ამის თქმა, მაგრამ მაინც დააძალა თავს.
- ტვირთის ამბავმა შიგნიდან გაჟონა,- შეყოვნდა. ეთერი უცებ დაიძაბა.
- მოიცა... ნია რა შუაშია?- მკვეთრად იკითხა.
- საქმეც ეგ არის... არავინ იცის ზუსტად. ნიას აქ შემოსვლას დაემთხვა ინფორმაციის გაჟონვა და ახლა მათთვის ეს უკვე საკმარისია ეჭვისთვის,- ნიამ თავი გააქნია, უკან ერთი ნაბიჯით დაიხია.
- მე არაფერი გამიკეთებია...- ძლივს გაისმა მისი ხმა. ეს დუმილი ყველაზე მძიმედ დააწვა. ეთერიმ ნიას შეხედა, მიუახლოვდა და მიიხუტა გოგო.
- არავინ გეუბნება რომ გააკეთე,- თქვა შედარებით რბილად, მაგრამ აშკარა იყო რომ თვითონაც დაბნეული იყო. ავთომ ხელი სახეზე ჩამოისვა.
- წუხელ სოსომ დარეკა... პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მანიშნა, ნია უკვე სამიზნეში ჰყავთ. აკვირდებიან, განსაკუთრებით იმ ჭორების გამო...- ნიას სუნთქვა გაუხშირდა.
- ეგ კიდე...- თქვა ეთერიმ ნელა,- ხომ ვთქვი რომ ტყუილი იყო, რას აიჩემეს...
სანდროს მზერა წამით გამკაცრდა. ავთომ თავი გააქნია.
- ეგ უფრო საშიშია,- თქვა დაბალი ხმით,- ხომ იცი სოსო როგორია... ყველაფერს იზამს შენს გასამწარებლად. თუ დაინახა რომ ეს გოგო შენთვის რამეს ნიშნავს - პირველ რიგში მას დაარტყამს.
ოთახში ჰაერი დამძიმდა. ნია ისევ კანკალებდა.
- როგორ დავიცვა ეს ბავშვი...- ჩაილაპარაკა ავთომ,- ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად, ვიღაც ყოველთვის უნდა იყოს თითოეულის გვერდით. ამაღამ ვაკო ჩამოვა, თავის ცოლ - შვილს მიხედავს. ჩვენ აქ უნდა გავმაგრდეთ.
სანდრო ამ დრომდე ჩუმად იდგა. მის თვალებში კი ის სიცივე დაბრუნდა, რომელიც გადაწყვეტილებას მოჰყვება. ნელა დაიძრა.
- მე მივხედავ,- მისმა ხმამ სივრცე გაჭრა. სანდრომ მზერა ნიას გაუსწორა,- მე ვერ მეხებიან, ვერ მიბედავენ. ვერც ჩემს საცოლეს ვერ გაუბედავენ ვერაფერს.
ოთახში წამით ყველაფერი გაიყინა. ნიამ თვალები ფართოდ გაახილა. გაგონილს ვერ უჯერებდა.
- საცოლე?- თითქმის ჩურჩულით ამოთქვა, თითქოს საკუთარი ყურებისთვისაც არ სჯეროდა. ეთერიმ სწრაფად გადახედა სანდროს, მერე ნიას.
- უკვე ყველგან ეგ ლაპარაკია,- თქვა უფრო მშვიდად,- და ამ ეტაპზე... უარყოფა უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს.
ნიამ თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ამ რეალობას ვერ ეწეოდა.
- მაგრამ...- დაიწყო, თუმცა სიტყვები ისევ გაუწყდა. რა უნდა ეთქვა?
- ახლა არჩევანი არ გვაქვს,- თქვა ხმადაბლა,- დროებითია ყველაფერი, ჩაწყნარდება სიტუაცია და პირველივე შესაძლო ვარიანტში გაგიშვებ აქედან.
ავთომ ჩუმად ამოიოხრა.
- ეგეც საკითხავია...- ჩაილაპარაკა,- შეიძლება მაგ სტატუსმა დაგიცვას, ან პირიქით - უფრო გაამწვავოს ყველაფერი.
- რაღა უნდა გაამწვავოს,- ჩაერთო ეთერი,- დუღს ყველაფერი.
- ანუ... მე უბრალოდ ნაწილი ვარ ამ თამაშის?- ჰკითხა პირდაპირ.
- დაახლოებით,- დახედა ზემოდან. ეს სიტყვები უფრო გულწრფელი იყო, ვიდრე დამამშვიდებელი. ნიამ ნელა ჩაისუნთქა, თითქოს რაღაცას ეგუებოდა.
- და თუ ვერ გავუმკლავდი?- ჩუმად იკითხა. სანდროს თვალებში რაღაც წამით შეიცვალა - თითქმის შეუმჩნევლად.
- გაუმკლავდები,- მიიწია ახლოს და ყურში ჩასჩურჩულა, ისე რომ დანარჩენებს არ გაეგოთ,- შენ ხომ მამაცი გოგო ხარ, ნიაკო.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
- გავგიჟდები,- ამოილაპარაკა ხმადაბლა და ოთახში წავიდა.
- დაანებე,- გააჩერა სანდრომ მის უკან მიმავალი ეთერი,- მე დაველაპარაკები მერე. ნუ ნერვიულობ, კარგად იქნება.
- მოვკვდები შვილო მე ამ ყველაფრის გამო, რა უნდა ვქნათ? ამდენი წელია გვერჩის და რა უნდა?
- პასუხი,- ამოილაპარაკა ბრაზით,- მიიღებს. მაინც და მაინც უნდა რომ ჩემი ხელით მოვკლა.
- არც გაბედო სისხლში ხელის გასვრა,- ამოიტირა ქალმა,- იცოდე ამას ვერ გადავიტან.
- დამშიდდი ეთო, წადი წამოწექი. მე გავალ ცოტახნი. გავიგებ რა ხდება,- დაამშვიდა სიტყვებით და უკან მოუხედავად დატოვა სახლი.
* * *
- ბებო მომენატრე,- გაიღიმა ნიამ ძალით,- როგორ ხარ?
- კარგად ბებიკოს გოგო, შენ როგორ ხარ? მოგწონს იქაურობა? ხომ სიმშვიდეა?
- კი, ბებო. აქ კარგია,- ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,- ეთო ძალიან საყვარელია. მივლის კარგად.
- ისე ვნერვიულობდი, გუშიმ ცუდი სიზმარი მესიზმრა. მერე მამაშენმა თქვა ენგური ჩაუკეტავთო და წნევა მაქვს იმის მერე,- ამოიოხრა ქალმა.
- ხო, გავიგე მეც. მაგრამ ავთომ თქვა არაფერიაო. პერიოდულად იციანო. ასე რომ არ ინერვიულო, კარგი? ხშირად დაგირეკავ ხოლმე.
- კარგი ბებიკოს გოგო, მომიკითხე ყველა,- გაუღიმა ქალმა და გათიშა. ნიამ ტელეფონი საწოლზე მიაგდო, ჭერს ახედა. თვალებში ეზილებოდა ის ნახატები და სანდრო სახე უდგებოდა წინ. ეს რა შარში გაყო თავი? ხომ უთხრა მართამ მოეცადა, ან გადაეფიქრებინა, აი მისმა სიჯიუტემ რა გამოიღო.
ამოიოხრა დაღლილმა, ყელში რაღაც ეჭედებოდა. ტირილიც არ უნდოდა, ან რაზე უნდა ეტირა, მიზეზი თავადაც არ იცოდა. მაგრად მიიკრა სხეულზე ბალიში, გული რაღაც ცუდს უგრძნობდა. ფიქრებში იყო გაქცეული, როდესაც კარზე კაკუნი მოესმა. თავი წამოწია, ხის კარისკენ გაიხედა, თუმცა აშკარად აივნიდან მოდიოდა ხმა. წამოდგა, ისევ ისეთი ატლასის საღამური ეცვა, როგორც წინაზე. უყვარდა მსგავსი საღამურები. ხალათი მოიცვა და კარისკენ წავიდა. ფარდა რომ გადასწია სანდრო დაინახა, მომლოდინედ იდგა აივანზე.
- რამე მოხდა?- გააღო ფართოდ.
- არ შემომიშვებ?- წარბები აზიდა კაცმა, საერთოდ არ ჰგავდა იმ ადამიანს ვინც ორი საათის წინ ნახა.
- შუაღამეს რა გესაქმება გოგოს ოთახში?- გაიკვირვა ნიამ.
- გუშინ ეს გოგო ხომ არ შემომივარდა ოთახში შემთხვევით?- ჩაეცინა, ნაბიჯები გადადგა და შიგნით შევიდა. იქვე სავარძელზე დაიკავა ადგილი,- ნერვიულობ?
- რაზე?
- ყველაფერზე.
- მაინც...
- რომ აქ ჩარჩები,- მხრები აიჩეჩა კაცმა.
- ცოტათი,- მზერა აარიდა გოგომ და კარები მიხურა. სანდრომ მოასწრო ჩეთვალიერებინა მისი სხეული. ამ ატლასის ხალათშიც კი ჩანდა, როგორი გამოძერწილი ტანის პატრონი იყო ქალბატონი ნია.
- მხოლოდ ჩარჩენაზე?- დაინტერესდა კიდევ ერთხელ,- იმაზე არ ნერვიულობ რომ ჩემი საცოლის სტატუსიც შეიძლება შეგრჩეს?
- ეგ არასდროს მოხდება,- მტკიცედ განაცხადა ნიამ.
- რამდენჯერაც უარყავი მერე საპირისპირო მოხდა,- ტუჩის კუთხეები აეწია ღიმილისას,- ნუ ამბობ, თორემ ყველაფერი პირიქით ხდება.
- შენ ბედნიერი ხარ მგონი,- ჩამოჯდა საწოლზე გაბრაზებული ნია,- გახარებს ეს სიტუაცია?
- წლებია ამ სიტუაციაში ვარ,- მიეყრდნო სავარძელს სანდრო,- არ მაწუხებს, ბუნებრივიც კია.
- სერიოზულად? და მე აქ უნდა ვიჯდე ვიღაც აფხაზის საცოლის სტატუსით?
- შენნაირ საცოლეზე უარს არ ვიტყოდი,- გამოხედა ისევ გოგოს და შენიშნა როგორ აუკანკალდა ქვედა ტუჩი,- და ვიღაც აფხაზი რატომ? ახლა უკვე საქმრო.
- ნუ ბოდავ რაღაცეებს,- ფეხზე წამოდგა ნია,- მორჩი სისულელეებზე საუბარს.
- ნერვიულობ,- მზერა ვერ მოაცილა აქეთ - იქით მოსიარულე გოგოს,- მოდი ჩემთან.
- არ მინდა, წადი ოთახში,- დაიხია უკან,- რა გესაქმება ამ დროს აქ?
- ნია,- ტონს აუწია ოდნავ,- მოდი ჩემთან.
- არა,- გააქნია თავი. რაღაცაზე ფიქრობდა, რაღაც უტრიალებდა გონებაში, ისევ უკან დაიხია. წამოდგა ფეხზე ეშბაც. ნია წამით გაშეშდა. რამდნეიმე ნაბიჯით შორს დადგა.
- მოდი ახლოს,- გაიმეორა კვლავ. თავადვე შეამცირა მანძლი მათ შორის,- გაშლილი თმები გიხდება.
ნელა წაიღო ხელი მის კისერთან. სპეციალურად გაუსვა კანზე ხელი და თმის სამაგრი მოხსნა. მაშინვე ჩამოეშალა გოგოს წელზე გრძელი წაბლისფერი კულულები.
სანდრომ ნელა დააბრუნა ხელი მის მხარზე, თვალებში ჩახედა. ნიას სუნთქვა აჩქარებოდა, თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, ვერც ინძრეოდა, მისი შეხება მომწამვლელი შხამივით იყო, რომელიც აზროვნების უნარს გართმევდა.
- ხედავ?- ჩურჩულით თქვა სანდრომ, ნაზად გადაუწია ყურს უკან თმა,- ყველანაირ სიტუაციაში ერთად ვართ.
ნიამ თვალები დახუჭა შეხებაზე. გული სწრაფად უცემდა, ეგონა რომ ცოტაც და ამოუხტებოდა, მაგრამ ახლა შიში სხვა გრძნობით იყო შერწყმული - რაღაცნაირად მშვიდი და სასიამოვნოც კი იყო, რომელსაც მხოლოდ სანდროსთან გრძნობდა.
- შენ...- დაიწყო ნიამ, მაგრამ სიტყვები გაუწყდა,- პასუხს აგებ ამისთვის. ყველაფრისთვის.
- რას ვაკეთებ? რისთვის?- დაინტერესდა ეშბა და მკლავზე ჩამოუსვა ხელი.
- იმის გამო, რასაც ახლა აკეთებ,- ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს,- არ გაქვს ამის უფლება. არ შეიძლება ასე ათამაშო ადამიანი.
- ჩემი საცოლე ხარ,- კანზე დაეცა მისი სუნთქვა,- მე კი შენი საქმრო. როგორ ფიქრობ, არ მაქვს ამის უფლება?
- ეგ ტყუილია,- ბრაზით სავსე მზერა მიაბყრო კაცს და ხელზე შეეხო. უკან დახევა აიძულა,- ასე არ უნდა იყოს.
- გაქვს შენც იგივეს უფლება,- გაუღიმა გოგოს,- მე ხომ შენი ვარ. შენი საქმრო. ოღონდ არ შეგიყვარდე, მერე წასვლა გაგიჭირდება.
ოთახში ჰაერი კიდევ უფრო დამძიდა.
- არ ინერვიულო,- უკან დაიხია ერთი ნაბიჯით. ნია ოდნავ გამოფხიზლდა, ეხამუშა უეცარი სიცივე. ისევ ბიჭს გახედა, ეწვოდა ის ადგილები სადაც სანდროს თითები შეეხო,- სანამ ჩემთან ხარ, თითს ვერავინ დაგაკარებს. მენდე.
ნელა წავიდა აივნისკენ, საბოლოოდ გაიხურა კარები და ოთახში დაბრუნდა.
- გენდობი,- ამოილუღლუღა ხმადაბლა. ნერვიულად გადაიყარა თმები უკან,- გენდობი ეშბა.
* * *
დილა ჯერ ბოლომდე არ გათენებულიყო, როცა სანდრო კიბეებზე ჩადიოდა. სახლი უცნაურად ჩუმი იყო - ისეთი სიჩუმე, რომელიც წინა ღამის დაძაბულობას ჯერ კიდევ ინახავდა. ნაბიჯი შეანელა, როცა ზემოდან მსუბუქი ხმა გაიგო. გაუკვირდა, ასეთ დროს ჯერ კიდევ სძინავს ხოლმე. ნელა ჩამოდიოდა კიბეებზე. თმა ისევ გაშლილი ჰქონდა, ოდნავ არეული, თითქოს ბოლომდე ვერ გამოეძინა. სანდრო რომ დაინახა, ნაბიჯი შეანელა. ელდა ეცა, მერე უხერხულად გაიღიმა და გვერდი აუარა.
- დილა მშვიდობისა...- თქვა ჩუმად, თითქოს საკუთარ ხმაშიც კი არ იყო დარწმუნებული.
- დილამშვიდობისა საცოლევ,- მოკლედ უპასუხა სანდრომ. ნიამ ხელები ერთმანეთში გადახლართა,- რამის თქმა გინდა?
- მინდა,- სწრაფად გაჩერდა და მისკენ შებრუნა,- გუშინ...
სანდრომ გვერდულად შეხედა.
- რა გუშინ?- წარბები აზიდა და ჩეღიმა ეშმაკურად, ნიამ ტუჩი მოიკვნიტა. ასე რომ აკეთებდა, სათქმელი მუდამ ავიწყდებოდა, ისეთი მაცდური მზერა ჰქონდა - ვერ უძლებდა, ვერ ალაგებდა აზრებს.
- არაფერი...- სწრაფად თქვა,- უბრალოდ... დაივიწყე.
რამდენიმე წამით უყურა ეშბამ. არაფერი უთქვამს. სუფრა გაშლილი იყო. ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ ჩვეულებრივობაში რაღაც ძალით შექმნილი იგრძნობოდა. ეთერიმ ჯერ ნიაკოს გადახედა, მერე სანდროს, ღიმილით გააქნია თავი.
- დილა მშვიდობისა.
- დილა მშვიდობისა,- დაბალი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით უპასუხა სანდრომ. ნიას სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ მრავლისმეტყველად დაუქნია თავი ეთერის და მაგიდასთან ნელა ჩამოჯდა.
- რატომ არ ჭამ ნია?- თქვა ბოლოს,- მთელი ღამე არ გიძინია ეტყობა.
ნიამ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გაუღიმა, თუმცა მისი მზერა მაინც მაგიდის ერთ წერტილს მიეჯაჭვა. ხელი არ წაუღია საჭმლისკენ, თითქოს შიმშილის გრძნობა სადღაც შორს, ამ ოთახის მიღმა დაეტოვებინა. სანდრომ, რომელიც მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა, ჩუმად აიღო ჭიქა და ნელა დაისხა ყავა. ცხელი ორთქლი მათ შორის ავარდა, როგორც ბუნდოვანი ფარდა, რომელიც ამ უხერხულ, კითხვებით სავსე სიჩუმეს ოდნავ მაინც ფარავდა.
- მართალია ეთო. ეტყობა ცუდი სიზმრები ნახა,- ჩაეცინა სანდროს, თუმცა მის თვალებში ირონიის ნაცვლად უფრო მეტი დაკვირვება იკითხებოდა.
- ნახავდა, აბა რას იზამდა? რისთვის ჩამოვიდა გოგო და რა დღეშია ახლა,- ამოიოხრა ეთერიმ და ყავის დასხმას შეუდგა,- ოხ, ამ ნანიკომ ხომ შემჭამა თავისი ამბებით.
- ავთო წავიდა?
- დილას გავიდა, წესით მალე მოვა,-გამოსძახა ეთერიმ მისაღებიდან, მერე კი ტელეფონის აბეზარ ზარს უპასუხა და სამზარეულოდან გავიდა.
ნიამ თავი ოდნავ ასწია, თუმცა მზერა ისევ ყავის ორთქლს მიაჯაჭვა.
- არ უნდა გეთქვა...- ჩაილაპარაკა უცებ.
სანდრომ ჭიქა ტუჩებთან შეაჩერა, მერე ნელა დაუშვა დაბლა.
- რა?
- ის... რაც თქვი,- ძლივს ამოიღო ხმა ნიამ. თითები მაგიდის კიდეს ჩააფრინდა, თითქოს საყრდენს ეძებდა,- და მით უმეტეს, რაც გააკეთე გუშინ.
სანდრომ ყავა მშვიდად მოსვა და ფინჯანი მაგიდაზე დადო. მისი მზერა ახლა ნიას სახეზე იყო გაყინული - მკაცრი, მაგრამ ამავე დროს უცნაურად დამთმობი.
- რაც ვთქვი სიმართლე იყო, ნია,- სანდრო ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და მისკენ გადაიხარა,- შენი თვალები სულ სხვას ამბობენ.
თქვა მშვიდად და თვალებში ჩააშტერდა.
- ახლაც კი, იტყუები.
- ასე არ არის,- მტკიცედ დაუდგა ნია,- ასე არ შეიძლება.
- აბა როგორ?- გადაიხარა მისკენ და მაჯაზე შეეხო,- რა გავაკეთო? მართლა გაგხადო ჩემი საცოლე?
- რას გადამეკიდე?
- შენ დატრიალებ ჩემს თვალწინ. შენ თავად ხარ ყველგან და კიდევ მე მისვამ მაგ კითხვას?- ეცინება სანდროს.
- არაფერს არ ვცდილობ, აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ,- გააქნია თავი უკან,- როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა უკან წავალ და აღარასდროს დავბრუნდები.
- წახვალ, რა თქმა უნდა,- დაეთანხმა სანდრო,- ასეც უნდა იყოს. რა გინდა ამ მკვლელების ბუდეში.
კარზე კაკუნი მოულოდნელად გაისმა, მოკლე, მაგრამ დაძაბული. ეთერიმ მაშინვე გააღო. ზღურბლზე დაჩი იდგა, ერთი შეხედვითვე ეტყობოდა, რაღაც არ იყო რიგზე. სახე გაფითრებული ჰქონდა, თითქოს ფერი მთლიანად დაეკარგა. თვალები ჩაწითლებული, დაღლილი. თითქოს ღამე საერთოდ არ ეძინა. ტანსაცმელიც არეულად ეცვა. ეთერის სიტყვაც არ უთქვამს, ისე შეიპატიჟა შიგნით. სანდრო ნელა მიუახლოვდა.
- რა ხდება?- დაჩიმ ღრმად ჩაისუნთქა.
- დათო...- დაიწყო და წამით გაჩერდა,- ძალიან ცუდადაა.
ოთახში ჰაერი გაიყინა. ნიას ხელები მაგიდის ქვეშ ერთმანეთში ჩაებღაუჭა.
- ექიმები ამბობენ...- გააგრძელა დაჩიმ,- შანსი თითქმის არ არის.
ეთერმა ხელი პირთან მიიტანა.
- ღმერთო...
სანდროს სახე არ შეცვლილა. მხოლოდ თვალებში ჩაბნელდა რაღაც.
- გონზეა?- ჰკითხა.
- ხან კი, ხან არა,- უპასუხა დაჩიმ,- ძლივს მოჰყავთ ისიც, არ ვიცი რა გვააკეთო...
უძრავად იდგა სანდრო, ვერ გატყდებოდა ახლა, დაჩის წინ ვერა.
- მივდივართ,- თქვა ბოლოს და კარები გაიხურა.
მანქანა წინ მიიწევდა, თუმცა ეს გზა აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ გადაადგილებას - უფრო დაძაბულ, უხმო ბრძოლას მოგაგონებდათ, სადაც ყოველი მეტრი გააფთრებით იგეგმებოდა. წვიმა დაუნდობლად ასხამდა საქარე მინას. მძიმე წვეთები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და შხეფებად იშლებოდნენ, საქარე მინის საწმენდები კი გამუდმებით მოძრაობდნენ, მაგრამ მაინც ვერ აუდიოდნენ, ხედვა იბინდებოდა და იკარგებოდა. მთებზე ჩამოწოლილი ნისლი გზას ნთქავდა და ყოველ სილუეტს ბუნდოვან, ნაცრისფერ ლანდად აქცევდა. გუმისთა ღრიალებდა. მისი ხმა შორიდან მოდიოდა, თუმცა იმდენად მძაფრი იყო, თითქოს მანქანის გვერდით მიედინებოდა, მძლავრი, დაუმორჩილებელი და შეუჩერებელი. წყლის ეს მონოტონური, მძიმე გუგუნი ფონად იქცა, რომელიც არც ნელდებოდა და არც წყდებოდა, ზუსტად ისე, როგორც სანდროს შიგნით აბობოქრებული ფიქრები. ფანჯარას მიყრდნობილი, ნერვიულად ეწეოდა. თითები ოდნავ უკანკალებდა, თუმცა ცდილობდა ეს დაძაბულობა საკუთარ თავთან მაინც დაემალა. ყოველი ჩასუნთქვა მძიმედ ჩადიოდა ფილტვებში, თითქოს ჰაერიც კი წინააღმდეგობას უწევდა. კვამლი ნელა იშლებოდა მანქანის ჩაკეტილ სივრცეში, მაგრამ ვერაფერს ამსუბუქებდა.
გონებაში ისევ და ისევ ბრუნდებოდა, თითქოს სხვა ყველაფერი განდევნა. დავით ჩაჩბა იყო ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორ დაეჭირა მაშინ, როცა ეშბა უკანასკნელ ზღვარზე იყო. წლების განმავლობაში სწორედ ის იყო ის უხილავი ბერკეტი, რომელიც სანდროს არ აძლევდა ნებას, ბოლომდე გადაშვებულიყო იმ სიბნელეში, რომელსაც ასე კარგად იცნობდა.
და თუ ახლა ისიც წაერთმეოდა...
მაშინ რა დარჩებოდა? ვისი ხმა გააჩერებდა? ვისი ხელი დააბრუნებდა უკან?
სანდრომ თვალები ოდნავ მილულა. ყელში რაღაც მძიმედ გაეჭედა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. ფანჯარას დაუწია, ცივი ჰაერი და სველი მიწის სუნი ერთდროულად შემოიჭრა სალონში. ღრმად ჩაისუნთქა. ეს იყო ნამდვილი, მძაფრი, ცივი და დაუნდობელი რეალობა, რომელსაც ვერ გაექცეოდა. ამ სუნში თითქოს ის სიმართლე იგრძნობოდა, რაც აიძულებდა, საკუთარი ფიქრებისთვის თვალი გაესწორებინა. დაჩი გვერდით იჯდა, მდუმარედ. ხელები საჭეზე მჭიდროდ ჩაებღუჯა, ძარღვები აშკარად ეტყობოდა. მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა მიყინული. არც მას უთქვამს არაფერი. ამ სიჩუმეში სიტყვებს აზრი აღარ ჰქონდა. მანქანა ისევ მიიწევდა წინ, წვიმისა და ნისლის წინააღმდეგ. შიგნით კი დრო გაჩერებულიყო. და ამ გაჩერებულ დროში ყველაზე მძაფრად ერთი რამ იგრძნობოდა. თუ ახლა რამე მოხდებოდა, უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა.
წყლის სუნი იგრძნო.
ცივი. მძიმე და უცებ - ისევ იქ იყო. სადღაც შორს, წარსულში... იმ წარსულში, რომელმაც დაავიწყა თუ ვინ იყო, რას წარმოადგენდა და რამდენი რამის გადატანა მოუწია.
* * *
სიბნელე.
ნესტიანი, დახუთული სუნი, რომელიც ფილტვებში ეჭედებოდა. იატაკი ცივი იყო, ქვის, და ზურგს ისე უღრღნიდა, თითქოს სხეულს შიგნიდან ჭრიდა. სანდროს სუნთქვა უჭირდა - ყოველი ჩასუნთქვა ტკივილთან ერთად მოდიოდა. გვერდით დიტო იწვა. დიდხანს ვერ ლაპარაკობდნენ. ძალა არ ჰქონდათ, მაგრამ როცა სიჩუმე აუტანელი ხდებოდა, მაინც პოულობდნენ სიტყვებს.
- გახსოვს...- ძლივს წამოიწყო დიტომ, ტუჩებიდან სისხლი სდიოდა, ისე დახეთქვოდა,- ეწერისში ის მინდორი...
- სადაც ძროხებს ვეძებდით?- ჩუმად ჰკითხა სანდრომ. უჭირდა საუბარი, სუნთქვაც კი უჭირდა, იმდენად სტკიოდა გვერდები. დიტომ სუსტად გაიცინა.
- ჰო... და ბოლოს ჩვენ თვითონ დავიკარგეთ,- გაეცინა, თუმცა მტელი ტკივილის ფასად,- უკან რომ დავბრუნდებით...
თქვა დიტომ ცოტა ხანში.
- აღარ წავალ ქალაქში,- სანდრომ ოდნავ მიატრიალა თავი მისკენ.
- რას იზამ?
- არ ვიცი...- ჩუმად თქვა,- პატარა სახლს ავაშენებ. მდინარესთან. ცოლსაც მოვიყვან.
სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა.
- ვინ უნდა გამოგყვეს შენ?
- ვიღაც იპოვება,- ჩაილაპარაკა დიტომ და მერე ცოტა ხანს სანდროს შეხედა,- შენ?
სანდრო ჩუმად იყო.
- შენც ხომ გყავს,- დაამატა დიტომ უცებ. სანდრომ წარბი შეკრა.
- ვინ?- დიტომ ძლივს გაიცინა მის სახეზე, თუმცა ტკივილმა მაშინვე გააჩუმა.
- ნია.
- ნუ სისულელობ,- მილულა თვალები ბიჭმა,- საიდან მოიტანე?
- არა?- ჩუმად თქვა დიტომ,- სულ მოგწონდა. ვხვდებოდი... უბრალოდ არ აღიარებდი.
სანდროს არაფერი უთქვამს.
- ის ბიჭებიც შენი ნაცემია,- გააგრძელა დიტომ სუსტად,- ვინც აწუხებდა... შენ დააშინე. ისე რომ ვეღარ ეკარებოდნენ.
სანდროს ყბა ოდნავ დაეჭიმა.
- ზედმეტს ლაპარაკობ.
- სიმართლეს ვამბობ. ჩემი ძმაკაცი მაინც არ იყო, ჩვენც ვმეგობრობთ ნიასთან და ჩვენც ძალიან გვიყვარს, მაგრამ შენ სხვანაირად უყურებდი სულ,- ჩუმად უპასუხა დიტომ,- შენ ეგეთი ხარ... არაფერს ამბობ, მაგრამ ყველაფერს ჩუმად აკეთებ.
წამოიწია გაჭირვებით.
- გელოდება ალბათ,- დაამატა ბოლოს. სანდრომ ნელა გაახილა თვალები. სიბნელეში ვეღარაფერს ხედავდა, მაგრამ მაინც თითქოს სადღაც შორს დაინახა - ნიას სახე. უცნაურად ჩუმი გახდა.
- ჯერ აქედან უნდა გავიდეთ,- თქვა ბოლოს.
- გავალთ,- მტკიცედ უპასუხა დიტომ,- ორივე. და მერე შენ თავად ეტყვი როგორ ძალიან მოგწონს.
* * *
კარი გაიღო. რკინის ჩხრიალი გაისმა ოთახში ექოდ. სინათლე შემოვარდა, თვალებში ჩააჭირა ბიჭებს და დაუბინდა მზერა.
- წამოაყენეთ,- გაისმა უხეში ხმა, ვერ ხედავდნენ, თუმცა მარტივი მისახვედრი იყო თუ ვის ეკუთვნოდა ეს ხმა. სანდრომ მაშინვე იგრძნო რომ რაღაც იცვლებოდა. რაღაც ისე ვერ იყო. მკლავებში უხეშად ჩაავლეს ხელი. ფეხზე ძლივს დადგა.
- არ შეგეშინდეს,- წამოიძახა სანდრომ და დიტოს გახედა. სახეში წყალი შეასხეს, ნელ - ნელა ქრებოდა დიტოს ღიმილი და ანაცვლებდა ერთ ადგილას გაქვავებული სახე.
როგორი ბოროტი უნდა იყო ადამიანი, ჯერ რომ მეგობარი თვალწინ მოუკლა და მერე მის სხეულტან ერთად ყოფნა აიძულო.
ყველაფერი ჩაატიეს იმ ერთ მზერაში.
მერე დიტო გაქრა, აღარც მისი მომღიმარი სახე ჩანდა და აღარც მისივე სახელზე რეაგირებდა.
* * *
ჰაერი ცივი იყო. სუფთა, მაგრამ მაინც გახრჩობდა. ენგურის პირას იდგნენ. წყალი მძიმედ მოდიოდა, მუქი ფერის იყო, ძალიან ცივი.
სანდროს გული აუჩქარდა.
- არა...- ძლივს ამოთქვა. ჯარისკაცებმა დიტო წინ წაიყვანეს. ის არ იბრძოდა. არ მოძრაობდა. არ უღიმოდა იმედიანად სანდროს. აღარც სუნთქავდა. ჩანდა მისი თითები, წითელ ზოლებად რომ მიჰყვებოდა სისხლი და ასე უმოწყალოდ ეცემოდა თითის ბოლოდან წითელი წვეთები ენგურის ნაპირას. დიტოს სხეული ოდნავ შეტოკდა. სანდროს თვალებში სიცარიელე იყო. მუხლებზე იდგა, ხელები უკან შეეკრათ, ვიღაც თმაზეც ექაჩებოდა და აიძულებდა ეყურებინა სცენისთვის. ხარხარის ხმაც ისმოდა სადღაც შორს. თუმცა სანდროს თვალებში ახლა მხოლოდ დიტო ჩანდა.
აღარ იყო ისეთი ლაღი, ცოცხალი, ბედნიერი. ახლა მხოლოდ გაუფერულებული , მკვდარი ნაცრისფერი სხეულიღა ეჭირა ორ რუსს ხელში, რომელიც ორ წამშ ადგილიდან გაქრა.
მიჩხრიალებდა ენგური გაგიჟებული, თითქოს თავადაც გლოვობდა საქართველოს შვილის სიკვდილს. მიჩხრიალებდა და ეხეთქებოდა დიტოს კანს ისე, თითქოს სურდა ეს ძალით დაღვრილი სისხლი მოეშორებინა მისი უდანაშაულო სხეულისთვის.
ობოლი ცრემლი ჩამოუცურდა თვალიდან სანდროს, უკანასკნელი იყო, როცა ასე უმწეოდ გრძნობდა თავს. უკანასკნელი იყო, როცა ასე უყურა თავისი საყვარელი ადამიანის სიკვდილს. პირი გააღო, თუმცა ხმა არ ამოსდიოდა...
მიჩხრიალებდა ენგური და თან მიჰქონდა საქართველოს ტკივილი.
* * *
სანდრო ერთი კვირის განმავლობაში თითქმის არ არსებობდა.
ცოცხალი იყო - სუნთქავდა, გული უცემდა, სხეული არ ნებდებოდა - მაგრამ შიგნით ყველაფერი ჩაქრა. თვალები ღია ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. არც ტკივილს გრძნობდა, არც შიმშილს, არც წყურვილს. თითქოს მისი გონება სადღაც სხვაგან დარჩა - იმ ადგილას, სადაც წყალი მუქად მოდიოდა და დიტოს სხეული უჩინარდებოდა. ოთახი, სადაც ეწვა, ცივი და უფერული იყო. ფანჯრიდან შუქი შედიოდა, იცვლებოდა დილა და საღამო, მაგრამ სანდროსთვის დრო აღარ არსებობდა. დღეები ერთმანეთს ერწყმოდა. ხანდახან ვიღაც შემოდიოდა, წყალს აძლევდა, ჭრილობებს უმუშავებდა, რაღაცას ელაპარაკებოდა - მაგრამ არც პასუხობდა, არც რეაგირებდა. მხოლოდ იჯდა ან იწვა, კედელს მიყრდნობილი, თვალებით ერთ წერტილს მიჯაჭვული.
მეშვიდე დღეს პირველად შეიცვალა რაღაც.
არა გარედან - შიგნით.
ტკივილი დაბრუნდა.
არა ის, რაც სხეულს სტკენს, არამედ ის, რაც სუნთქვას გიჭერს. დიტოს ხმა თითქოს ისევ ჩაესმა - "გავალთ... ორივე." და სწორედ ამ სიტყვებზე გაეჭედა სუნთქვა. თითქოს ვიღაცამ შიგნიდან მოუჭირა ყელში ხელი. თვალები დახუჭა და პირველად - ამ ერთ კვირაში - სახე შეეცვალა. თითქოს რაღაც ცდილობდა ამოსვლას შიგნიდან, მაგრამ ვერ ახერხებდა
- სოფლებში რას აკეთებ, იცი მაინც?- შემოგლიჯა კარები დავით ჩაჩბამ,- ხალხს სახლებს უნგრევ, კაცებს იჭერ... ვის ებრძვი?
სოსომ სიგარეტს გაუკიდა, თითქოს არაფერი ესმოდა.
- ვისაც არ უნდა იქ ყოფნა, წავიდეს,- მშვიდად უპასუხა,- მიწა სახელმწიფოს ეკუთვნის.
დათოს სახე აელეწა.
- რომელ სახელმწიფოს? ვის მიწას ითვისებ ხვდები მაინც?
- რა პრობლემა გაქვს? თუ გინდა გაგიყოფ, არაა პრობლემა,- აიჩეჩა მხრები და ერთი ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ეგ ხალხი საკუთარ მიწაზე დგას,- ნაბიჯი გადადგა მისკენ,- იქ ცხოვრობდნენ, ამის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ, სანამ შენ და შენნაირები გამოჩნდებოდით. მათ ამას ვერ გაუკეთებ.
- ემოციურად ნუ უდგები საქმეს,- ცივად თქვა სოსომ,- ეს პოლიტიკაა. ათასჯერ გითხარი, ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი რომ ეგ ემოციები დაგღუპავდა. რატომ არ გესმოდა ჩემი? ახლა ერთად იმდენ რამეს ვიზამდით...
- შენთან ერთად არაფერს ვიზამ! არც ვიზამდი, მკვლელებთან საქმეს არ ვიჭერ!- გამოსცრა კბილებში დავითმა. სისხლი სახეზე აწვებოდა, ლამის ძარღვები ასკდებოდა ზედ.
- მკვლელი...- ჩაიცინა სოსომ,- ნეტავ რისთვის მომიწია ამის გაკეთება...
- ჯობდა მე მოგეკალი იმ დღეს,- მოეშვა სახეზე დავითი,- ჯობდა ჩემთვის გესროლა და გაგეშვა ისინი... სული მტკივა, როგორ შეგეძლო, როგორ გაწირე მეგობარი, შენ რა კაცი ხარ... მოღალატე,- მძიმედ დაარტყა მუშტი მაგიდას,- ხელი როგორ არ აგიკანკალდა შალვას რომ უმიზნებდი, ქალს რომ ესროდი ბავშვიანს, რანაირი სასტიკი გახდი? ასე რამ შეგცვალა?
- ისევ არ გესმის,- სახე გაუმკაცრდა სოსოს,- ისევ სხვანაირად ფიქრობ.
- ერთხელ მოვკვდი და შენც მოგკალი, როგორც მეგობარი, როგორც ძმა, როგორც ყველაზე ახლო ადამიანი,- მძიმედ ამოიოხრა დავითმა,- შეეშვი ხალხს, აცადე ამ ჯოჯოხეთში მაინც იცხოვრონ მშვიდად.
- არა,- გაიცინა სოსომ,- ეს სიბინძურეა და ვინ გადის ამ საქმიდან სუფთა?
სიჩუმე ჩამოვარდა.
- შენ არ გესმის,- გააგრძელა დათომ,- იმიტომ რომ შენ ადამიანებს მხოლოდ იყენებ. მე კიდე ვერ ვუყურებ, როგორ ართმევენ ხალხს იმას, რაც მათია. იმ დღეს, თხუთმეტი წლის წინაც ასე გამოიყენე შალვა. ასე უმოწყალოდ მოკალი, ღმერთმა იცის იმისი ცოლ - შვილი როგორ არიან ან საერთოდ ცოცხლები თუ არიან.
ცრემლი მოაწვა კაცს.
- გინდა მისი შვილის ნახვა?- გაეღიმა სოსოს და ბოლო ნაფაზი დაარტყა,- ბუტბა, შემოიყვანე...
- არა...- ძლივს აღმოხდა კაცს,- აქ რა უნდა?
- ბოლოს ყველა მაინც თავის ფესვებს უბრუნდება,- ჩაიღიმა სოსომ. დავითმა მზერა კარებისკენ გადაიტანა, დაინახა როგორ შემოიყვანეს გამხდარი გაუბედურებული ბიჭი. მძიმედ სუნთქავდა, თვალებზე ხელი აეფარებინა,- აი შენი სანდროც.
- ღმერთო,- თავი გააქნია კაცმა, ახლოს მისვლა ვერ გაბედა.
" აქ როგორ მოხვდი, ასე როგორ გაგწირა ღმერთმა."
- დიტო ხომ არ გინახავთ?- ამოხედა კაცს ჩამქრალი თვალებით, ოდნავ გაეღიმა. მთელი ტკივილი იყო ჩაქსოვილი ამ ღიმილში,- ჩემი ძმა ხომ არ გინახავთ?
გაიმეორა კითვა და ნაბიჯი გადადგა, თუმცა ვერ შეძლო ახლოს მისვლა. გულზე მიიჭირა ხელი, მძიმედ ამოისუნთქა.
- დიტო მომიყვანეთ,- ტკივილი ორმაგდებოდა, მუხლებზე დაეცა, საკუთარი სხეულიც ვეღარ ზიდა. მუცლით დაეცა იატაკზე, სადღაც მკერდს შუა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გულზე ვიღაც ძლიერად უჭერდა ხელს. ჰაერის ჩასუნთქვა ვეღარ შეძლო. პირი გააღო, თუმცა ხავილის მსგავსი აღმოხდა. სისხლმა მოძრაბა შეწყვიტა, მიწა გამოეცალა ფეხქვეშ, სადღაც სხვაგან, ასტრალში გადავიდა.
- ღმერთს ვთხოვ დაგსაჯოს აქაც და სიკვდილის შემდეგაც,- სოსოს თვალები დაებინდა. მის წინ ჩაიმუხლა დათო, ბიჭი ხელში აიყვანა და მანქანისკენ გააქცია.
* * *
- მამაშენი შენით იამაყებდა,- თავზე უსვამს მძინარე ბიჭს ხელს,- ძალიან იამაყებდა რომ ასეთი ძლიერი ხარ.
- მალე გაიღვიძებს?- მიადგა უკან კაცს პატარა წაბლისფერთმიანი ბიჭი.
- იმედი მაქვს შვილო,- ჩამოადო მას მხარზე ხელი,- ის ჩვენთან იცხოვრებს ამიერიდან, შენი უფროსი ძმა იქნება, დაჩი.
- ვინ არის?
- ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანია,- დაუჯდა წინ შვილს,- ამიტომ ყოველთვის ერთად უნდა იყოთ. ყოველთვის მხარში უნდა ამოუდგეთ ერთმანეთს, კარგი? მპირდები?
- კარგი,- დააქნია ბიჭმა თავი და მძინარე სანდროს გადახედა, რომელსაც სახე სავსე ჰქონდა დალურჯებებით.
* * *
- სანდრო,- ესმის შორიდან ხმა კაცს,- სანდრო გაახილე თვალი.
ამჯერად უფრო ხმამაღალი იყო ეს ხმა.
- მღვიძავს,- ამოილაპარაკა ძლივს და დაბნეულმა მიმოიხედა აქეთ - იქით,- ჩამეძინა.
- ვიცი, აღარ გაგაღვიძე გზაში,- გამოაღო კარი დაჩიმ,- ბოლოს როდის გეძინა წესიერად?
- არ ვიცი,- გადავიდა მანქანიდან სანდრო,- დავითს დავხედავ, გავიგებ ამბავს და უკან წავალ. დიდხანს ვერ დავტოვებ სახლს.
სანდროს გულში უცნაური სიცარიელე იდგა. თითქოს რაღაც უკვე წინასწარ იცოდა, მაგრამ მაინც არ უნდოდა დაეჯერებინა. დათოს სახელი, მისი მძიმე მდგომარეობა, ექიმების განაჩენი - ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და მხოლოდ ერთი განცდა რჩებოდა: თუ დათო ახლა დანებდებოდა, მის უკან მთელი ის სიმტკიცე ჩამოიშლებოდა, რაც ამდენ ხანს ძლივს ეჭირათ.
- მძიმედააო ექთანმა,- უთხრა დაჩიმ დაბალი ხმით, თვალები ქვემოთ ჰქონდა დახრილი,- იმედი არ აქვთ.
სანდროს სახე არ შეცვლია. იცის თავადაც, მაგრამ არ უნდა ჯერ აღიარება.
- გონზე აღარ მოსულა?
- როცა მოვიდა მაშინაც არ იყო კარგად,- ამოიოხრა და კედელს მიეყრდნო,- წამით გაუხელია თვალი.
სანდრო დადუმდა, მერე მხოლოდ ერთხელ დაუქნია თავი, თითქოს ამ სიტყვებმა ერთდროულად გაანადგურა და გაამაგრა კიდეც. უკან დაბრუნება აღარ შეუყოვნებია. მანქანაში ჩაჯდა, ფანჯრიდან გარეთ გაიხედა და გზა უხმოდ გაიარა. აღარაფერი ესმოდა - არც საბურავების ხმა, არც ქალაქის დილის შრიალი. სახლთან რომ მივიდა, ეზოში სიმშვიდე იდგა. დაცვები ფეხზე იყვნენ და პატრულირებდნენ. სანდრო მანქანიდან გადავიდა, მშვიდად შეაღო სახლის კარი. ყველას ეძინა, იქვე კარადიდან გადმოიღო სასმელი, ორი - სამი ჭიქა ახლა დაამშვიდებდა. მეტს ვერც დალევდა, ავთოს ზედმეტად მძიმე და გრადუსიანი სასმელები ჰქონდა ხოლმე. სანდრო ვერასდროს იგებდა საიდან მოჰქონდა, თუმცა დიდად არ სვამდა და არც ინტერესდებოდა. დივანზე ჩამოჯდა, უცხო წერტილს მიაშეტერდა. თვალწინ ის მოგონებები დაუდგა, დამძიმებული ჰქონდა გული, რაღა ექნა, რამდენისთვის გაეძლო მარტოს და რამდენის იმედი უნდა ყოფილიყო.
გაეცინა ოდნავ, რამდენჯერ უნატრია დიტოს ადგილას თავად ყოფილიყო, თუმცა მერე უნანია, მეგობარს როგორ გაწირავდა ამ საშინელი ცხოვრებისთვის. დიტო მხოლოდ ბედნიერებას და მშვიდ ცხოვრებას იმსახურებდა. სანდრო კი თავიდანვე ჯოჯოხეთისთვის იყო განწირული. ვეღარც გაიგო რამდენი ჭიქა დალია, თუმცა ბოთლი რომ ამოაყირავა და ცარიელი დახვა, მიხვდა დრო იყო რომ ასულიყო ოთახში და დაეძინა. მაგიდაზე ჩამოდო ცარიელი ჭიქა და ოთახისკენ დაიძრა. აივნის კარი ღია იყო, ფარდა ნელა ფრიალებდა ზაფხულის ნიავის ფონზე. მიიწია რომ დაეკეტა, თუმცა აივანზე შენიშნა ქალის სხეული. ნია სავარძელში იწვა. ეძინა, მშვიდად სუნთქავდა. სანდრომ ვეღარ გაბედა უარყოფა. საწოლზე მიყარა ყველაფერი და აივანზე გავიდა. მშვიდად სუნთქავდა ნია, თვალი ჩააყოლა მის სხეულს. სარაფნის მარჯვენა ჩახსნილი მხრიდან გრძელი ფეხები მოუჩანდა. კაბა უსწორმასწოროდ ჰქონდა გადაფენილი სხეულზე. ზედმეტად მაღლა აწეულიყო. თმები არეულად ჰქონდა წინ ჩამიყრილი და სავსე მკერდს უფარავდა. ფრთხილად მიაფარა კაცმა თხელი პლედი ფეხებზე. მერე უკან შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ ერთხანს ადგილიდანაც კი არ დაიძრა.
წინა ღამისა და ბოლო დღეების შემდეგ მასში რაღაც სხვამ გაიღვიძა - არა მხოლოდ სურვილმა, არამედ შიშმაც. შიში რომ ერთი არასწორი ქმედებით ყველაფერს დაანგრევდა. თუმცა მეორე მხირვ იმასაც ფიქრობდა, როგორ უნდა დანგრეულიყო, ის რაც არც კი დაწყებულა. სანდრომ ხელი ასწია, როგორ უნდოდა ახლა შეხებოდა იმ რბილ კანს, სულ რომ სასწაული სურნელი ასდიოდა ხოლმე, მაგრამ შუა გზაში შეჩერდა. თითქოს ბოლომდე ვერ ბედავდა. მერე მაინც, ძალიან ფრთხილად, ლოყაზე ჩამოუსვა ხელი. ნია შეხტა და მაშინვე გაახილა თვალები. წამით გაოგნებული უყურებდა მის წინ მდგარს, მერე ოდნავ შეირხა.
- აქ რა გინდა?- ამოილუღლუღა ჯერ ისევ ძილბურანში მყოფმა,- როდის დაბრუნდი, არ გამიგია.
- აივანზე გადმობარგდი?- გასწორდა წელში სანდრო,- აქ როდიდან გძინავს?
- ვერ ვიძინებ ეს დღეები წესიერად,- წამოიწია ნია,- დალიე? სასმლის სუნია.
- დავლიე,- მიბრუნდა მისკენ,- ხანდახან მჭირდება რომ დამავიწყდეს ყველაფერი, თორემ ჩემი ტვინი ამდენს ვერ გაუძლებს.
ოხრავს და მოაჯირს ეყრდნობა.
- მესმის...
- არა, არ გესმის,- გააწყვეტინა კაცმა ცოტათი უხეში ტონით,- კარგი... დაივიწყე.
ნიას სახე რომ დაინახა, ტონი შეარბილა.
- ასეთი უხეში რომ არ იყო, ახლა ბევრად უკეთესს მდგომარეობაში იქნებოდი,- ჩაეღიმა ნიას და იქვე კედელს მიეყრდნო.
- უკეთესს მდგომარეობაში?- წარბი ასწია ეშბამ,- ახლა მხოლოდ სიმშვიდე მჭირდება.
- მერე?
- მერე შენ ნამდვილად ვერ მომანიჭებ მაგ სიმშვიდეს,- ჩაეცინა და გვერდით გაიხედა.
- რა საზიზღარი ხარ,- სახე გაუმკაცრდა ნიას,- ასე უნდა ილაპარაკო ქალთან?
- მთლად მასეც არ მიგულისხმია,- გააქნია თავი ეშბამ,- ეს შენ გამოიტანე ასეთი დასკვნა.
- დამცინი? სხვა ქალს თუ გულისხმობ...
დააპაუზა უცებ და დააკვირდა სახეზე.
- ბევრი ქალი არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ხედავ, ის ერთი ჯერ არ გამოჩენილა,- ნიშნის მოგებით გაუღიმა და თავადაც ჩამოჯდა მოაჯირზე.
- იმედი გაქვს რომ აქ იპოვი იმ ერთს?- ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და დამშვიდებულმა ამოისუნთქა.
- არ შეიძლება? თუ არა და მოვიყვან ვინმეს რომ გული არ დავწყვიტო ეთოს და დანარჩენებს. ხომ იცი? ყველა გამომყვება, შენ მაინც არ გინდა ჩემი საცოლის სტატუსი.
- ხუმრობის ხასიათზე ხარ?- შეკრა წარბები უცებ,- როგორ შეგიძლია ასე უგრძნობი იყო? მე და შენ არ გვაკავშირებს არაფერი, ვისაც მოიყვან ის მაინც ხომ უნდა გიყვარდეს?
- მე? უგრძნობი?- წამოიწია ოდნავ,- ჩემს უსიყვარულობაზე დარდობ შენ?
- ზუსტად, რა მოხდება თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც ნამდვილად შეგიყვარდება?
- ასეთი არავინ იქნება,- ელვასავით გაჰკრა გულზე გაბედავას,- არ არის ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი.
- უსისხლო,- ამოისისინა ბოლოს და ზურგი აქცია,- უგრძნობი მონსტრი.
მიახალა ხმამაღლა და ოთახში შევარდა.
* * *
მძიმე დღე დადგა სოხუმში და კიდევ უფრო მძიმე - ჩაჩბებისა და ეშბების სახლში. დილა უჩვეულოდ მშვიდი იყო. ფანჯრებიდან შემოსული მზის შუქი ნელა ეფინებოდა ოთახს, სუფრაზე გაშლილ თეთრ ტილოს და მასზე ჩამწკრივებულ თეფშებს. თითქოს ბუნებამ გადაწყვიტა რომ ამ სახლში ცოტახნით მაინც შეეჩერებინა დრო. სამზარეულოში სითბო იდგა, ჩაის ორთქლი ჰაერში იფანტებოდა. ეთერი ფრთხილად მოძრაობდა, თითქოს ეშინოდა ეს სიმშვიდე არ დაერღვია. ავთო ჩუმად იჯდა, მაგრამ მისი მზერა მაინც დაძაბული იყო - თითქოს ყოველთვის ელოდა რაღაცას. ნია მაგიდასთან იჯდა, თითებს ერთმანეთში ხლართავდა. სანდრო ცოტა გვიან ჩამოვიდა. მისი ნაბიჯები მძიმე იყო, მაგრამ სახეზე მაინც რაღაც უცნაური სიმშვიდე ეწერა - დროებითი, ძალით მოპოვებული. სკამზე ჩამოჯდა, თეფშს შეხედა და რამდენიმე წამით თითქოს უბრალოდ უყურებდა.
- ჭამე,- ჩუმად უთხრა ეთერიმ,- სულ რატომ მიწევს შეხსენება.
სანდრომ ოდნავ დაუქნია თავი და ჩანგლისკენ წაიღო ხელი. არაფერი უთქვამს. უბრალოდ ცდილობდა, ეს ერთი წუთი მაინც ყოფილიყო ნორმალური და რამდენიმე წამით მართლაც ასე იყო. თითქოს ომი, სისხლი და შიში ამ სახლის კარს გარეთ დარჩა. მაგრამ ეს ილუზია დიდხანს არ გაგრძელებულა. ტელეფონის ხმა გაისმა. მკვეთრი, უხეში. ოთახში ყველა ერთდროულად გაიყინა. სანდრომ ნელა აიღო ტელეფონი. ეკრანს დახედა. დაჩი იყო. გულში რაღაც შეეკუმშა, მაგრამ სახეზე არაფერი გამოუხატავს. მერე უპასუხა.
- ჰო,- ძლივს ამოიღო ხმა. თავიდან უბრალოდ უსმენდა. შემდეგ წარბები ოდნავ შეკრა. მერე თვალებში რაღაც ჩაუბნელდა.
- რას ამბობ?- ხმა დაბალი ჰქონდა, მაგრამ უკვე დაძაბული. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ნიას სუნთქვა შეეკრა. ეთერიმ ინსტიქტურად ხელი მაგიდაზე დადო.
- არა...- სანდროს სახეზე მიმიკა არ იცვლებოდა. მისი მზერა სადღაც შორს წავიდა, თითქოს იმ სიტყვებს ვერ იჯერებდა, რასაც ისმენდა.
- დაჩი...- კიდევ ერთხელ თქვა, მაგრამ ამჯერად ხმაში ბზარი გაჩნდა. მეორე მხრიდან რაღაც უთხრეს. სანდრო გაჩუმდა. რამდენიმე წამი ტელეფონი ყურთან ედო, მაგრამ უკვე აღარ უსმენდა. ნელა ჩამოწია ხელი და ტელეფონი მაგიდაზე დადო. არავის უყურებდა. არც მოძრაობდა.
- სანდრო?- ფრთხილად დაუძახა ეთერიმ. პასუხი არ იყო. მისი სუნთქვა შეცვლილი იყო - უფრო მძიმე, უფრო ღრმა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და მერე, რამდენიმე წამში, ძალიან მშვიდად, თითქმის უცვლელი ტონით თქვა.
- დათო...- ყველას გული გაუჩერდა იმ ერთ წამში,- გარდაიცვალა.
მძიმედ გაიფანტა ეს სიტყვები ოთახში. ნიამ მაშინვე იტაცა ხელი პირზე. თვალები ცრემლით აევსო, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. ეთერი ნელა ჩამოჯდა სკამზე, თითქოს ძალა გამოეცალა. ავთომ თავი დახარა. სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე. სანდრო კი ისევ იდგა. უძრავად. მის სახეზე არანაირი ემოცია არ ჩანდა. მაგრამ ეს სიჩუმე ყვირილზე საშიში იყო. დათო მისთვის უბრალოდ ადამიანი არ ყოფილა. დათო იყო ის, ვინც სიკვდილის პირას იპოვა. ვინც ხელით ამოიყვანა იქიდან, სადაც უკვე აღარაფერი არსებობდა. ვისაც არ დაუსვამს კითხვები, არ მოუთხოვია პასუხები - უბრალოდ გვერდით დაუდგა. ვინც ასწავლა, როგორ ეცოცხლა ისევ. ვინც მისთვის მამასავით იყო. და ახლა - აღარ იყო. სანდროს თითები ნელა შეეკრა მუშტად. ძარღვები დაეტყო კანზე. ყბა დაეჭიმა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. არ უყვირია. არ დაურტყამს. უბრალოდ იდგა და ამ დუმილში იგრძნობოდა ყველაფერი - ტკივილი, რომელიც სიტყვებს აღარ ემორჩილებოდა და რაღაც სხვა... უფრო ბნელი, უფრო ცივი. ნიამ ფრთხილად შეხედა. პირველად დაინახა, როგორ სტკიოდა და როგორ ცდილობდა შეეკავებინა ეს ტკივილი. სანდრომ ნელა ასწია თავი. თვალებში აღარ იყო შოკი. არც უარყოფა. მხოლოდ სიცივე. მძიმე, მყარი გადაწყვეტილება.
- მანქანა მოამზადეთ,- თქვა ბოლოს. მისი ხმა მშვიდი იყო. ძალიან მშვიდი და სწორედ ეს სიმშვიდე იყო ყველაზე საშიში. იმ დილით, ჩაჩბებისა და ეშბების სახლში, ყველაფერი დასრულდა.
და რაღაც ბევრად უფრო მძიმე დაიწყო.
შემდეგი შვიდი დღე ერთ დიდ, გაწელილ ტკივილად გადაიქცა. დრო თითქოს დაიშალა - დილა და საღამო ერთმანეთს აღარ ჰგავდა, საათებს მნიშვნელობა დაეკარგა და მხოლოდ ერთი შეგრძნება დარჩა: სიცარიელე, რომელიც ყველაფერს ფარავდა. სახლი სავსე იყო ხალხით, მაგრამ მაინც ცარიელი ჩანდა. მუდმივად ვიღაც მოდიოდა, ვიღაც მიდიოდა, ჩურჩული ისმოდა, დაბალი ხმები, ჩახშობილი ტირილი, ფეხის ნაბიჯები... მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა მაინც სიჩუმე იდგა - მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე, რომელიც გულზე აწვებოდა და სუნთქვას უძნელებდა.
დაჩი ამ სიჩუმეს ვერ ეგუებოდა. მისთვის ეს ყველაფერი ზედმეტი იყო, აუტანელი. ხან ეზოში დადიოდა წინ და უკან, სწრაფი, მოუსვენარი ნაბიჯებით, თითქოს მოძრაობაში ცდილობდა რაღაცის ჩახშობას. ხან რაღაცას ესროდა კედელს, ხან ვიღაცას ეჩხუბებოდა, მერე უცებ ჩუმდებოდა და კედელს მიეყრდნობოდა. ღამეები არ ეძინა - დილით თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ხმაც ჩახლეჩვოდა.
- მიჭირს ასე ყოფნა,- ამოიღო ბოლოს ხმა. სანდრო გვერდით იდგა, ალბათ უკვე მესამე ღერს ეწეოდა,- რომ ვიცოდე სად იმალება, რომ ვიცოდე... ყელს გამოვჭრი.
- დამშვიდდი,- გაისმა ავთოს ხმა,- მოევლება ყველაფერს, ჯერ ოღონდ ჩაიაროს ამ ყველაფერმა.
სანდროს არც პასუხი გაუცია, არც მისკენ გაუხედავს და სწორედ ამ დუმილმა დაამძიმა ყველაფერი - დაჩისთვის სიტყვებზე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა. სანდრო თითქმის აღარ ჩერდებოდა სახლში. დილას გადიოდა და ღამით ბრუნდებოდა, ან საერთოდ არ ბრუნდებოდა. არავინ ეკითხებოდა სად იყო. თითქოს ყველა ხვდებოდა - ახლა კითხვები ზედმეტი იყო. აღარ ლაპარაკობდა, არც დათოს სახელის ხსენებაზე რეაგირებდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა რომ არ გრძნობდა. პირიქით - იმდენად გრძნობდა რომ ვეღარ იტევდა და ამიტომ დუმდა.
მის თვალებში აღარაფერი იკითხებოდა - არც ტკივილი, არც ბრაზი, არც სევდა. მხოლოდ სიცარიელე. ისეთი სიცარიელე, რომელიც აშინებდა ყველას, ვინც მას უყურებდა. ნიაც ასე იყო, უყურებდა შორიდან, უნდიდა მისულიყო, დაემშვიდებინა, მაგრამ არ შეეძლო, ვერ მისცა საკუთარ თავს იმის უფლება რომ ხალხში მისულიყო მასთან და მოხვეოდა. არადა როგორ უნდოდა, არადა ახლა ყველაფერს დათმობდა, ოღონდ მასთან მისულიყო. ხშირად ელოდა ღამით აივანზე, თუმცა არ გამოჩენილა. ვერც ოთახში ხედავდა, სახლშიც ხომ იშვიათად ჩნდებოდა.
დილით თავადაც ადრე დგებოდა. ამ ყველაფერში ჩუმად ერთვებოდა. არავინ სთხოვდა, არავინ ავალდებულებდა, მაგრამ მაინც იქ იყო - ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ დათოს ახლოს არ იცნობდა, მაინც პატივს სცემდა. ხან სამზარეულოში იდგა და ეთერის ეხმარებოდა, ხან სტუმრებს ურიგებდა წყალს და ჩაის, ხან ვაჩესთან იყო, ხელში აყვანილი ბავშვს აწყნარებდა, თითქოს ამით საკუთარ თავსაც ამშვიდებდა. მარიამთან ერთად თითქმის ყველაფერს აგვარებდნენ - ალაგებდნენ, აწყობდნენ, მართავდნენ ამ არეულობას, რომელიც სახლში ჩამოწვა.
- ყველა გიყურებს,- უთხრა დაბალი ხმით მარიამმა და ყავა ჩამოასხა ჭიქებში.
- ვიცი,- ამოიოხრა გოგომ და სავსე ჭიქები ლანგარზე გადაალაგა,- ამდენი დღეა თვალებით მჭამენ.
- ყველამ იცის უკვე,- დაამატა მარიამმა,- იციან რომ სანდროს საცოლე ხარ.
ნიას არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დახარა და ისევ საქმეს დაუბრუნდა, მაგრამ მათ მაინც ვერ უმკლავდებოდა.
დაკრძალვის დღე ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ცა მოღრუბლული იყო, ჰაერი ნესტიანი და მძიმე, თითქოს თვითონაც გლოვობდა. ხალხი ბევრი მოვიდა, ლამის მთელი აფხაზეთი შეკრებილიყო. ყველას ჰქონდა სათქმელი, ყველას ჰქონდა საკუთარი ტკივილი, მაგრამ ყველაზე მძიმედ მაინც ის სიტყვები აწვებოდა, რაც არ ითქვა. დაჩი გვერდით იდგა, თავდახრილი და რამდენჯერაც სცადა თავის შეკავება, მაინც ვერ შეძლო - ცრემლები თავისით მოდიოდა. სუნთქვა ეკვროდა, ხმა ებზარებოდა. სანდრო ცოტა მოშორებით იდგა. შავი ეცვა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და არავის უყურებდა. თითქოს ამ ყველაფერს საერთოდ არ ეკუთვნოდა. მაგრამ სინამდვილეში ყველაზე მეტად იქ იყო - უბრალოდ ისე რომ ამას ვერავინ ხედავდა.
ნიაც იქვე იდგა. წვიმდა იმ დღეს, მარიამის მოსაცმელი ეცვა, მის გვერდითვე იყო. მარიამი ეთერის გვერდით იდგა, მხარზე მოეკიდა ქალისთვის ხელი და იჭერდა ფეხზე ძლივს დამდგარს. ნიას ვაჩე ჩაეხუტებინა, ბავშვს ჩამოსძინებოდა მის მხარზე. ვაკომ სთხოვა მიეხედა ცოტახნით, როგორც კი მორჩებოდა ყველაფერი მოაკითხავდა ბავშვს. ნიას მზერა სანდროსკენ იყო მიმართული. ქალი თვალს არ აცილებდა, ისე მშვიდად, ისე უჩუმრად იდგა. ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, დაკრძალვის მომენტზე რომ გადავიდნენ და სასახლის წაღებაში დაეხმარა სხვა ბიჭებს. მერე ისევ კუთხეში დადგებოდა, აღარ იცის მერამდენე ღერ სიგარეტს ეწეოდა.
ხანდახან მათი მზერა შეხვდებოდა ერთმანეთს. ძალიან მოკლედ, თითქმის შეუმჩნევლად. ნიას თვალებში ბევრი რამ იკითხებოდა - ტკივილი, შიში, ზრუნვა, რაღაც უფრო ღრმა, რაც სიტყვებს არ ემორჩილებოდა. სანდროს თვალებში კი არაფერი იყო. მხოლოდ სიცარიელე. ისეთი სიცარიელე, რომელიც კედელს ჰგავდა - მიუწვდომელს, ცივს. აივანზე აღარ ხვდებოდნენ. ის ადგილი, სადაც ადრე სიჩუმე რაღაცას ამბობდა მათ შორის, ახლა უბრალოდ აღარ არსებობდა. სანდრო სახლში არ ჩერდებოდა და ნია აღარ ელოდა. იმ შვიდ დღეში ყველა შეიცვალა, მაგრამ ყველაზე მეტად - ის და სანდრო. ერთმა ყველაფერი ჩაკეტა საკუთარ თავში, ისე რომ აღარაფერი გამოუშვა გარეთ. მეორემ კი ყველაფერი შეიგრძნო ბოლომდე, არაფერი დაუმალავს და მიუხედავად იმისა რომ ერთ სივრცეში იყვნენ, ერთმანეთისგან შორს იდგნენ - იმდენად შორს, რომ სიტყვებიც ვეღარ აღწევდა მათ შორის.
მიწა მიაყარეს ჩაჩბას საფლავს, ნელ - ნელა დაიშალნენ, ზოგი უკან დაბრუნდა საჭმელზე, ზოგიც პირდაპირ წავიდა. მოსაღამოვებულს უკვე ცარიელი იყო ეზო. მხოლოდ ახლობლები იყვნენ დარჩენილნი სახლში. ნიამ პატარა საკუთარ ოთახში დააწვინა, მერე დაბლა ჩავიდა და შემორჩენილ ხალხს ყავა შესთავაზა. საერთოდ არ იცნობდა მათ, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა, ეთერი თავს კარგად არ გრძნობდა და ვიღაცას ხომ უნდა მიეხედა იქაურობისთვის.
- ნამდვილად სანდროს საცოლეა,- მოესმა საუბარი,- შეხედე რა გოგოა, წამით არ გაჩერებულა ამდენი დღეა.
- უნდა იყოს, ჩვენი სანდროს ცოლი სხვანაირი ვერ იქნებოდა,- გაისმა მის გვერდით მჯდარი ქალის ხმაც. ნიას ჩაეღიმა, ყავა გაამზადა, ჭიქებში ჩამოასხა და დაურიგა ყველას. გემრიელად მიირთვითო დააყოლა. სამზარეულო მიალაგა, ორი საათის მერე კი დაღლილი ავიდა ოთახში. ვაჩე აღარ იწვა საწოლზე, იფიქრა ალბათ მარიამმა გაიყვანაო. ზედ გადაწვა დაღლილი. ცოტახანში სახლის დერეფნებში ნაბიჯების ხმა მოესმა. მერე კარის დაკეტვის ხმა. რამდენიმე დღეა უკვე ასე იყვნენ. არც ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, არც ერთმანეთთან ატარებდნენ დროს. უცხოები გახდნენ ამ ერთ კვირაში. სანდრო ახლოს არ მისულა. არც ნიას შეუჩერებია. არ უთქვამს, დარჩიო. არ უთქვამს, მჭირდება საცოლეო, არ უთქვამს გამაღიზიანებელი სიტყვენი. თითქოს მიხვდა - სიტყვები აღარ მუშაობდა. მხოლოდ უყურებდა. შორიდან. სიჩუმეში გაირინდა, ესმოდა პატარა ხმაური და ფიქრობდა იქნებ სჯობდა მისულიყო, ან იქნებ საერთოდ არაფერი ეთქვა. ან... ან უბრალოდ მისულიყო და ენახა მაინც. წამოიწია, კარებს მიუახლოვდა, სახელურს მოეჭიდა და ჩამოსწია კიდეც, თუმცა გაშეშდა, სანდრო გარეთ გამოსულიყო. სიგარეტს ეწეოდა. სიჩუმე ჩამოვარდა - მძიმე, დაძაბული, ისეთი, რომელიც სიტყვებს ვერ იტევდა.
- გამოდი თუ გამოდიხარ,- გაისმა მისი ჩახლეჩილი ხმა. წამით დაფიქრდა ნია, საერთოდ არ საუბრობდა და როდის შეეცვალა ასე ხმა. კარი გამოაღო და ნელა მიუახლოვდა. სანდროს მზერა ცივი იყო, მაგრამ არა ცარიელი - უბრალოდ ძალიან ღრმად ჰქონდა ყველაფერი ჩაკეტილი. ნიას თვალებში კი ყველაფერი იკითხებოდა - ტკივილი, შიში და რაღაც, რაც ჯერ არ მომკვდარიყო და ისევ ცოცხლობდა მასში.
- როგორ ხარ?- ჰკითხა ბოლოს. ძლივს დაალაგა სათქმელი და მისი დანახვისას ისევ ყველაფერი აერია. სანდრომ წამით დააყოვნა. თითქოს პასუხი ვერ იპოვა. ან არ უნდოდა რამე ეთქვა.
- ნორმალურად,- თქვა მაინც ბოლოს. ნიას ტუჩები ოდნავ შეერხა, სუსტად, თითქმის შეუმჩნევლად გაეღიმა - მწარედ.
- არ გეტყობა,- ჩუმად თქვა და გვერდით ამოუდგა,- გიყურებდი ეს ერთი კვირა და საკუთარ თავს არ ჰგავხარ.
სანდროს არაფერი უთქვამს. მზერა აარიდა, სიგარეტი მაშინვე ჩააწვა საფერფლეში.
- რთული ერთი კვირა იყო შენთვის, არა?- მიბრუნდა მისკენ.
- შენთვის უფრო რთული იყო. არ ვწუწუნებ,- ამოიოხრა ნიამ,- ნეტავ უფრო მეტიც მექნა.
- რაც შენ გააკეთე იმას, არავინ სხვა არ გააკეთებდა,- გააგრძელა საუბარი სანდრომ.
- უბრალოდ ადამიანური ფაქტორი იყო,- მხრები აიჩეჩა,- სამწუხაროა რომ სხვაგვარად არ მომეცა პატივისცემის საშუალება.
- მადლობა ყველაფრისთვის.
- რა სათქმელია,- გაეღიმა ნაღვლიანად,- ვდარდობდი ყველაზე... შენზეც.
- ვიცი,- შეეხო მკლავზე,- ვხედავდი, იმასაც ვხედავდი რას აკეთებდი.
- ჰოო?
- ჰო,- დაუდასტურა კაცმა.
- გაბრაზებული ხარ?
- ძალიან,- დააყოლა უცებ,- იმდენად რომ თავის შეკავება მიჭირს.
- არ შემიძლია შენი დახმარება?- უეცარმა კითხვამ წამით დააბნია ეშბა.
- რითი?
- არ ვიცი... იქნებ რამე არის,- მხრები აიჩეჩა.
- აღარ ჩხუბობ,- ჩაეღიმა სანდროს,- შემეჩვიე?
- გინდა რომ გეჩხუბო?
- მაგისთვის არ მითქვამს.
- აბა რატომ თქვი? კარგად გექცევი და რა გინდა?- წამით ადგილზე გაიყინა, სიჩუმე ჩამოვარდა. თუმცა სულაც არ იყო უხერხული. პირიქით, უფრო დამუხტული. მზერა გაუშეშდა მის წინ მდგარ კაცზე, მის შავ თვალებზე, მერე ტუჩებზე. უცნაური იყო ეს გრძნობა, ვერ გაერკვია რა ხდებოდა მის თავს.
- მოდი ახლოს,- გაისმა უცებ ექოსავით სანდროს ხმა მის ტვინში. იფიქრა ალბათ მომეჩვენაო. ადგილიდან არ დაძრულა,- ნია.
გაისმა ისევ. მერე გონს მოვიდა, მზერა ისევ მას მიანათა. აღარ იყო ის სანდრო წამების წინ რომ უყურებდა. მზერა ჩამუქებოდა, უცნური იყო ყველაფერი.
ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯები, ახლოს მივიდა მასთან. გული საშინლად სწრაფად უცემდა, ცოტაც და ალბათ ამოუხტებოდა საგულედან.
- შეგიძლია ჩემი დამშვიდება?- იკითხა ეშბამ. ყურებს ვერ უჯერებდა, თითქოს სადღაც პარალელურ სამყაროში იყო. ძლიერად მოუჭირა ხელი ტანსაცმლის ძირს. იგრძნო წელზე კაცის ხელები.
- რას აკეთებ,- დაიბნა. საერთოდ გადაავიწყდა ის ბრაზი, რაც მანამდე გააჩნდა. აღარც ის სიმტკიცე იყო და აღარც მყარი ნერვები. დაბნეულობას და მიზიდულობას დაეკავებინა ახლა ადგილი მის სხეულში. გრძნობდა ეშბას სხეულის სიმხურვალეს, მის სუნთქვას კანზე. მზერა ისევ მის შავ თვალებზე გადაიტანა, საუცხოოდ სავსე იყო ათასი გრძნობით. საუცხოოდ ლამაზი იყო მისი თვალები იმ მომენტში.
სუნთქვა ლამის შეწყვიტა ყელთან რომ იგრძნო მისი სუნთქვა. ცხელი ჰაერი ეცემოდა კანზე და ლავასავით წვავდა ადგილს. პატარა კოცნა დაიმსახურა გაბედავამ. ათასი გრძნობა მოაწვა უცებ, თუმცა ხმის ამოღება ვერ გაბედა. თავი ჩამოადო იქვე მხარზე.
- ისუნთქე,- ჩაესმა შორიდან და მაშინღა მიხვდა რომ მთელი ეს დრო უბრალოდ გაშეშებული იდგა. ნება მისცა ფილტვებს ისევ ჩაესუნთქათ ჰაერი.
- არ შეიძლება ასე...- სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს, თუმცა ვერ შეძლო დაესრულებინა.
- არ შეგიძლია შემეწინააღმდეგო,- ამოიჩურჩულა მის ყურთან,- რამდენჯერაც არ უნდა მეჩხუბო, მიყვირო და გამაგდო, მაინც ვერ მეუბნები უარს.
ყელზე ეამბორა, იქაც დაუტოვა რამდენიმე პატარა კოცნა. თითები შეუცურა ლავიწებზე და ბოლოს ლოყაზე შეეხო, ჩააჩერდა ქალს ლამაზ თაფლისფერ თვალებში. გრძელ წამწამებს ხშირად ახამხამებდა და მისჩერებოდა სახეზე, ელოდა მის შემდეგ ნაბიჯებს.
- არ ვცდილობ.
- ახლაც ახერხებ ენის ამწარებას,- ჩაეცინა სანდროს,- შენ ხომ ჩემი საცოლე ხარ.
- ჯანდაბა,- შეიკურთხა ხმადაბლა ნიამ,- ვარ.
- როგორი დამჯერი საცოლე მყავს, რა უცებ დამამშვიდე.
- ვერ გიტან,- ამოილაპარაკა ხმადაბლა. მოსცილდა გაჭირვებით და უკან დაიხია,- ნამდვილი არამზადა ხარ.
- მაგრამ შენი არამზადა საქმრო ვარ.
- თავხედი საქმრო,- ზურგი აქცია კაცს. წამით სუნთქვა დაირეგულირა და მაშინვე ოთახში შევარდა.
* * *
- ასე რამ ჩაგაფიქრა?- მოესმა მარიამის ხმა ზურგს უკან.
- არაფერი,- შეკრთა და უარის ნიშნად თავი გააქნია,- მოდი, დაჯექი.
- დავიჯერო ამას უყურებდი?- მზერა მიანათა ჩართულ ტელევიზორს, სადაც რაღაც რუსული ანიმაცია გადიოდა.
- ვფიქრობდი რაღაცაზე,- აღარ დაუმალა და თავი მხარზე ჩამოადო.
- რაღაცაზე თუ ვიღაცაზე?
- შენღა მაკლდი ახლა,- აატრიალა თვალები და მოსცილდა.
- არ გინდა ახლა დამალვები,- აიქნია ხელი,- ისედაც ცხადია ჩემთვის ყველაფერი. ეთერი კი არ ვარ.
- არც მიფიქცია, მართლა,- ამოიოხრა ნიამ,- რა უნდა დაგიმალო, როცა არც არაფერია?
- შენ და ჩემი ძმა?- მხარი გაჰკრა გოგოს.
- არა, არა. დაძაბული ურთიერთობაა ჩვენს შორის. თანაც ძალიან დაძაბული.
- არადა არაა ასეთი რთულიც ჩემი ძმა,- ტუჩზე მიიდო ხელი,- რა პრობლემაა? მოგწონს და ვერ ეუბნები? გიყვარს? მეზობლები ხართ რამდენი ხანია. რა ხდება?
- მარიამ,- გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა,- ერთმანეთს ვხოცავთ, რაზე მელაპარაკები?
ამოიოხრა ნიამ და ბალიშს ხელი დაჰკრა.
- უბრალოდ ის ფაქტი რომ ხან რაღაცას ცდილობს და ხან კი პირიქით, ძალიან შორსაა,- მაბნევს.
მარიამმა ჩაიცინა და ნიას აწითლებულ სახეს დააკვირდა.
- ასე რთულადაა საქმე? არადა მეგონა მეზობლობა გამოასწორებდა.
- იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია!- გააგრძელა ნიამ აღელვებულმა.
- თავშეკავებული ადამიანები ხართ ორივე, თითქმის ერთი თვეა იცნობ. დავიჯერო ჩხუბის მეტი არაფერი გაგიკეთებია?
- სულ არ ჩუბობთ, მაგრამ ...აი, რთული ადამიანია და მორჩა. სულ დაძაბულია, სულ რაღაცას ნერვიულობს, სულ თავის თავშია ჩაკეტილი. მე ვერაფერს ვაკეთებ, მერე მოდის, მელაპარაკება, სადღაც შუაში ვჩერდებით, მერე ისევ მიდის. და ასე გაუთავებლად.
- ეგ იმიტომ რომ ორივე ჯიუტები ხართ,- მხრები აიჩეჩა მარიამმა.
- ჯიუტი კი არა, აუტანელია,- ნიამ თვალები აატრიალა,- ყოველი ჩვენი შეხვედრა პატარა ომს ჰგავს.
- წარმომიდგენია,- ჩაეცინა მარიამს,- იქნებ უბრალოდ ცოტა შეგერბილებინათ ორივეს? ახლა რთული პერიოდი აქვს, ისედაც რთული ხასიათი აქვს. შენი სიტუაციაც რთულია, უკან ვერ ბრუნდები და რამე, იქნებ ასე უფრო მარტივი იყოს?
- ისე მეუბნები თითქოს მარტივი იყოს.
- იქნებ არის?- არ დანებდა მარიამიც,- იქნებ უბრალოდ ცოტახნით პაუზა და დაფიქრება გჭირდებათ? ან უბრალოდ რომ გაიხსნათ ერთმანეთთან?
- დაფიქრება ნამდვილად სჭრდება შენს ძმას სიტყვებთან,- ამჟავებული სახით გახედა მარიამს,- ჯერ რომ ამბობს და მერე უფიქრდება ხოლმე.
- მაგაში გეთანხმები,- გაეცინა მარიამსაც,- მაგრამ ახლა...აჰ, ვაჩე ტირის.
წამოდგა ფეხზე და კიბეებისკენ გაიქცა.
- დავაწყნარებ ბავშვს და გავაგრძელებთ იცოდე,- სიცილით მიაძახა და მეორე სართულზე გაუჩინარდა.
ნიამ ტელევიზორი გათიშა, სიჩუმე ჩამოდგა სახლში. ეთერი და ავთო გასულები იყვნენ, ისევე, როგორც სანდრო. საღამომდე არ დაბრუნდებოდა არავინ. ფეხზე ნელა წამოდგა, ეზოში გავიდა, დაცვები აქეთ - იქით დადიოდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ტყვეობაში იყო. ჰამაკში მოკალათდა, მართას დაურეკა, თუმცა ქალი არ იყო ხაზზე. მერე ტელეფონი გვერდით გადადო. მიეძინა სუფთა ჰაერზე, ისეთი სიმშვიდე იყო, გარშემო მხოლოდ ჩიტების ჭიკჭკისა და გუმისთას ღრიალის ხმა ისმოდა.
ძილბურანში იყო, ვიღაცის შეხება რომ იგრძნო სახეზე. თავიდან ეგონა ესიზმრებოდა, შეიშმუშნა ოდნავ და გვერდი იცვალა, თუმცა მეორედაც რომ განმეორდა იგივე, მიხვდა რომ სიზმარი აღარ იყო და დენდარტყმულივით წამოვარდა. უხეშად მოიცილა თმაზე არსებული ხელი და მერე მის პატრონს აჰხედა.
- ჯანდაბა,- გულზე მიიდო ხელი, ღრმად სუნთქავდა, მართლა შეეშინდა,- რას აკეთებ, სულ გააფრინე?
- არ მეგონა ასე თუ შეგეშინდებოდა,- გაღიმია სანდრომ და გვერდით ჩამოუჯდა,- მიიწიე ცოტა.
- სხვაგან ვერ ნახე ადგილი? რა წესია ეს,- აატრიალა თვალები. თუმა სულ გადაავიწყდა შიში და სიბრაზე როცა თვალები მილულა ეშბამ და თავი მხარზე ჩამოადო,- რას აკეთებ? კარგად ხარ?
- იმდენი ხანია ეს კითხვა არავის დაუსვამს,- ამოიოხრა თვალდახუჭულმა,- კარგად ვარ, დავიღალე უბრალოდ.
- კარგი,- გაისუსა ნია და უკან მიწვა. თუმცა თავს მაინც უცნაურად გრძნობდა. დაძაბული იჯდა, თითქოს დატენილი ბომბივით იყო, ერთი ბიძგი უნდოდა და ადგილზე აფეთქდებოდა.
- ისუნთქე, სულ მე უნდა გახსენებდე?- თითქოს ეს სიტყვა იყო საჭირო, მოლბა, მოეშვა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
- ახლა ასე უნდა მომეწებო ხოლმე სულ?
- არ გსიამოვნებს?
- არა მე...- დააპაუზა უცებ. მერე მიხვდა საკუთარი თავი გაყიდა,- კარგი, ჯანდაბას...
მერე მხარი ამოსდო თავქვეშ და ცოტახანში გაბედა და თმებშიც შეუცურა ხელი. სასიამოვნოდ გაინაბა სანდრო.
- ველოდო რომ ღერა - ღერა დამაცლი თმებს გუშინდელის გამო?
- ღირსი ხარ, მაგრამ მეცოდები,- ჩაეცინა ნიას,- რამე მოხდა? დილას ასეთი არ ჩანდი.
- არაფერი განსაკუთრებული,- შეირხა სანდრო,- უბრალოდ დავიღალე. ახლა კი ვისვენებ.
- რამდენჯერაც დაიღლები აქ უნდა მოხვიდე?
- შენთან მოვალ,- დენის დარტყმასავით გაიარა მისმა სიტყვებმა ნიას სხეულში, წამით ჰაერში გაუშეშდა ხელი. მერე ისევ ნელა განაგრძო თითებით თმებზე თამაში,- ხომ მიმიღებ?
- მიგიღებ,- ხმადაბლა ამოილუღლუღა, თავადაც ძლივს გაიგო ნათქვამი. სანდრომ ოდნავ ამოისუნთქა, თითქოს ეს ერთი სიტყვა "მიგიღებ" საკმარისი აღმოჩნდა მთელი დღის სიმძიმის მოსახსნელად. მისი სუნთქვა ნელ - ნელა დამშვიდდა, სხეული მოდუნდა, თავი ისევ უფრო მყარად მიაბჯინა ნიას მხარს.
* * *
- კიდევ რამდენჯერ უნდა შემოიჭრა ჩემს ოთახში?- დოინჯი შემოიდო მენჯებზე და შეწუხებულმა გაჰხედა აივნის კარებთან მდგარ ეშას.
- არც კი შემოვსულვარ შენს ოთახში,- გაეცინა სანდროს და უკან დაიხია, აივნის მოაჯირს მიეყრდნო,- ხომ ხედავ, შენ თვითონ გამოხვედი.
გაუმახვილა ყურადღება, როცა ნიამ თავად მიხურა ოთახის კარები და აივანზე გავიდა.
- ზედმეტად ხშირად ხომ არ მაკითხავ?
- არ მოგწონს?
- უნდა მომწონდეს?- წარბები ასწია ნიამ. მოსწონს და თანაც როგორ ძალიან მოსწონს მასთან დროის გატარება.
- როგორი მტკიცე შეკითხვაა,- ცინიკურად გადმოხედა ეშბამ.
- მტკიცეა, იმიტომ რომ შენს თავდაჯერებულობას სხვაგვარად ვერავინ გაუძლებს,- ნია მოაჯირს მიუახლოვდა, მაგრამ დისტანცია მაინც დაიცვა.
- ჩემს თავდაჯერებულობაზე მეტად შენი სიჯიუტე მაოცებს,- თქვა სანდრომ,- ასე ნუ მიყურებ, შეიძლება ძალიან გინდა, თუმცა აქედან ვერ გადამაგდებ. ძალა არ გეყოფა.
- ორი დღის წინ კარგად მეხუტებოდი?!- არ დანებდა სანდრო.
- ორი დღის წინ თავად მეხუტებოდი,- არ ჩამორჩა ნიაც,- თავად მომიჯექი გვერდით.
- უარი არ გითქვამს. ნუ მეწინააღმდეგები, ორივემ ვიცით რომ მართალი ვარ,- მოუჭრა მოკლედ ეშბამ. სიტყვა ვეღარ უთხრა, დამუნჯდა, თვალებში მიაჩერდა
ღამის გრილი ჰაერი მათ შორის ტრიალებდა, თითქოს იმ დაძაბულობის განმუხტვას ცდილობდა, რომელიც ყოველთვის ჩნდებოდა, როცა ეს ორი მარტო რჩებოდა.
- ღლიცინის ხასიათზე ხარ აშკარად,- ამრეზით გადახედა კაცს.
- მადლობა რომ ამასაც არ მაცდი,- მოაჯირზე შემოდებული ჭიქა აიღო და უკვე თითქმის გაციებული ყავა მოსვა,- წამოხვალ ხვალ ჩემთან ერთად?
- სად? რამეს მიპირებ?
- ვგავარ ასეთ ტიპს?- გაეცინა ეშბას,- სადღაც მინდა წაგიყვანო.
- როგორც შენი საცოლე?
- როგორც ჩემი საცოლე და როგორც ნია, რომელიც აქ ჩამოვიდა არდადეგებზე,- დააზუსტა ეშბამ,- ხომ გინდოდა გარეთ გასვლა, ლამაზ ადგილას წაგიყვან.
- ისევ თუ ერთმანეთი უნდა დავხოცოთ და ჩამშხამდეს დღე, მაშინ არ მინდა.
- გპირდები არაფერი მოხდება,- გაეცინა სანდროს,- ძალიან ლამაზ ადგილას წაგიყვან.
- კარგი, გენდობი,- ამოიოხრა ნიამ. ბოლოს მაინც ჩაეღიმა. ვერ გაუძლო მის სახეს,- აღარ ეწევი ხოლმე.
- ხომ თქვი რომ არ მოგწონდა, მე კი საცოლეს ვუჯერებ,- მტკიცედ განაცხადა, მერე ღიმილი შეეპარა სახეზე.
- დამცინი, არა?
- სულაც არა,- მიუახლოვდა გვერდით მდგარს,- ხომ გითხარი, ასეთი საცოლე თუ მეყოლება, უარს არ ვიტყოდი - თქო.
- დროებითია ეგეც, ხომ იცი არა?
- შენ გინდა რომ დროებითი იყოს?- მხარზე შეეხო, მერე ნელა აატარა თითები მაღლა, კისრისკენ,- ჰმ?
წამით მილულა თვალები ნიამ. ლამის გონებას კარგავდა მის შეხებაზე, ფეხები ეკვეთებოდა, მუცელში ათასი გრძნობა სკდებოდა და ჭინკებივით დახტოდნენ აქეთ - იქით. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რადგან მსგავსი რამ აქამდე არასდროს უგრძვნია და ახლაც ზუსტად იმ კაცის მიმართ გრძნობდა, ვისთანაც მსგავსი გრძნობები საერთოდ არ უნდა ჰქონოდა. მუცელში აფორიაქებული გრძნობები ყელში ბურთად ებჯინებოდა. ეს იყო ერთდროულად სასიამოვნოც და გამანადგურებელიც. ცდილობდა წამით მაინც დაფიქრებულიყო და აეხსნა საკუთარი თავისთვის თუ ვინ მოსწონდა? ვის აძლევდა შეხების უფლებას? და ვის გამო ეკვეთებოდა მუხლები? თუმცა ტვინი ამის გააზრებაზე უარს აცხადებდა. ნიას სურდა, გაქცეოდა ამ შეგრძნებას, რადგან ის მის ყოველგვარ ლოგიკასა და თავდაცვის ზღუდეს ანგრევდა. საკუთარი სხეული აღარ ემორჩილებოდა, ფეხები ეკვეთებოდა და თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ყოველი წამი, როცა სანდროს თითები მის კანს ეხებოდა, ნიასთვის იმის აღიარება იყო რომ მთელი მისი წინააღმდეგობა, მთელი ის ომი და ჩხუბი, მხოლოდ ფასადი იყო, რომელიც ახლა, ამ ერთ შეხებაზე, ფანტელებივით იშლებოდა.
გონება საგანგაშო სიგნალებს უგზავნიდა, ახსენებდა რომ ეს კაცი საფრთხე იყო, რომ მათ შორის ძალიან ბევრი რაღაც იდგა, მაგრამ სხეული სხვა რამეს ამბობდა. სანდროს სიახლოვე იმდენად მძაფრი და რეალური იყო რომ ნიას წინააღმდეგობის გაწევის უკანასკნელი ნამცეცებიც კი ეცლებოდა. ის იდგა აივანზე, ღამის სიგრილეში, მაგრამ შიგნიდან ალმური წვავდა. ალმური იმ დაუშვებელი გრძნობისა, რომელმაც ზუსტად იმ წამს, ყველაზე შეუფერებელ დროსა და ადგილას, მასზე საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.
- მიყვარს ასე რომ რეაგირებ ჩემს შეხებაზე,- გაისმა სანდროს ხმა მის ყურთან. გამოფხიზლდა, თვალები გაახილა, თუმცა გამოძრავება ვერ შეძლო. თითქოს პარალიზებული გახდა მასთან.
- რატომ მიკეთებ ამას?- ამოილიღლუღა ხმადაბლა. სხეული უხურდა მისი შეხებებისგან. სანდრომ კიდევ უფრო მეტად შეამცირა მათ შორის დარჩენილი მცირე მანძილი. მისი სუნთქვის ცხელი ტალღა ნიას კანზე ელამუნებოდა, რაც მის ისედაც აფორიაქებულ სხეულს კიდევ უფრო მეტად ათრთოლებდა. კაცის ხმაში ისეთი მფლობელური ტონი გაერია, რომელმაც ნია ერთდროულად დაამუნჯა და დაატყვევა.
- იმიტომ რომ შენც ზუსტად ისევე მოგწონს ეს შეხება, როგორც მე,- ჩასჩურჩულა სანდრომ და თითები ახლა უკვე ნიკაპისკენ ჩაასრიალა რომ თავი ნელა მისკენ მიებრუნებინა.
ნია გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა ყოველ სიტყვაზე. კითხვა, რომელიც ასე უმწეოდ ამოთქვა, ჰაერში პასუხგაუცემლად კი არ დარჩა, არამედ სანდროს მზერაში აირეკლა. მზერაში, რომელიც ახლა აღარც ცინიკური იყო და აღარც ცივი. მასში იკითხებოდა რაღაც ველური, წლების განმავლობაში ნაგროვები სურვილი, რომელსაც ახლა გასაქანი მიეცა. ნიას სხეული ცალკეულ ნაწილებად იშლებოდა. ყოველი ადგილი, სადაც სანდროს კანი მისას ეხებოდა, თითქოს პულსირებდა და ცოცხლდებოდა. მას სურდა უკან დაეხია, ეთქვა, რომ ეს შეცდომა იყო, რომ ეს მათ ორივეს დაღუპავდა, მაგრამ ხმა ყელში ეჭედებოდა. ალმური, რომელიც შიგნიდან სწვავდა, ახლა უკვე გარეთაც გამოდიოდა და მის აწითლებულ ღაწვებზე აშკარად იკითხებოდა.
სანდრო არ ჩქარობდა. ის ტკბებოდა ნიას უმწეობით, იმ პარალიზებული მდგომარეობით, რომელიც მისმა სიახლოვემ გამოიწვია. მისი მეორე ხელი ნიას წელს მიწვდა და ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად, თავისკენ მიიზიდა. ამ წამს აივანზე მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვისა და გუმისთას შორეული გუგუნის ხმა ისმოდა. სამყარო მათ გარეთ აღარ არსებობდა - დარჩა მხოლოდ ეს აკრძალული ცეცხლი, რომელიც ყოველ წამს უფრო და უფრო დაუნდობლად გიზგიზებდა.
ნიამ იგრძნო, როგორ შეეხო კაცის მკვრივი სხეული მის ზურგს და ეს კონტაქტი საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა მისი მყიფე თავდაცვისთვის. სანდრომ თავი დახარა, მისი ტუჩები ნიას ყურის ძირში, თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მწველად შეეხო კანს. ეს შეხება არ იყო მხოლოდ ვნება - მასში იგრძნობოდა განმავლობაში ნაგროვები მესაკუთრეობა, ტკივილი და ის ველური მიზიდულობა, რომელიც ყოველგვარ ლოგიკას სცდებოდა.
- იმიტომ, რომ შენ ჩემი ხარ, ნია...- ჩაესმა დაბალი, თითქმის დახშული ხმა,- ჩემი საცოლე ხარ.
* * *
- როგორ ხარ ნიაკო ბებო?- გაისმა მართას ხმა მეორე ხაზიდან.
- კარგად ბებო, შენ როგორ ხარ?- გაეღიმა, დიდი ხანია არ უსაუბრია თავისიანებთან.
- მეც კარგად, ჩამოვიდა მამაშენი და ნერვიულობს ჯერ კიდევ რომ დაკეტილია საზღვარი. რამე ხდება ნიაკო და მიმალავ?- ღელვა შეეტყო ხმაში ქალს.
- არა, ბებო. კარგად ვართ, აქ უბრალოდ ერთი კაცი გარდაიცვალა და იმას გლოვობენ ერთი კვირაა,- ამოიოხრა ნიამ,- მოკლედ ყველაფერი რიგზეა, მამას უთხარი მიხედოს საქმეს, მე გადმოვალ მერე.
- ენატრები ბებიკოს ჩემო გოგო,- ამოიტირა ქალმა,- მგონია რომ რაღაც რიგზე არაა.
- ყველაფერი რიგზეა ჩემო მართა,- გაისმა ეთერის ხმა და ნიამაც მას გადააწოდა ტელეფონი.
- ისაუბრეთ, გავალ მე,- გაუღიმა და სამზარეულოდან გამოვიდა. უკანა ეზოში გავიდა, ჰამაკში მოკალათდა და ცას ახედა. მზე აჭერდა, თანაც ძალიან. თუმცა მაინც სიგრილე იყო, გუმისთას ღრიალი ისმოდა. ოჰ, როგორ უყვარდა ნიას ეს მდინარე. ფეხზე წამოდგა, მერე ყვავილების ბაღს დააშტერდა, უყვარდა ეთერის ყვავილები. სადღაც წინა ეზოდან ვაჩეს სიცილის ხმაც მოესმა. გაეღიმა, ეს ბავშვი ძალიან უყვარდა უკვე.
- მეგონა სახლში არ იყავი,- გადასჩურჩულა ეშბამ და მკლავზე მანამ მოეჭიდა, სანამ სახლში შევიდოდა ქალი.
- სად უნდა წავსულიყავი?
- არ ვიცი, გცალია? წავიდეთ,- მხრები აიჩეჩა სანდრომ. დააშტერდა გოგონას ლამაზს სახეს, ოჰ, ნეტავ სცოდნოდა რატომ ვერ აცილებდა თვალს და რატომ ვერ იგდებდა ტვინიდან ასე მარტივად.
- წავიდეთ, სად მივდივართ?
- სოხუმში აკეთებენ გემრიელ ყავას ქვიშაზე. ხომ გინდოდა? იქ წავიდეთ.
- ჰოო?- გაეცინა ნიას.
- კი, გამიკვირდა მარიამმა რომ არ წაგიყვანა,- თქვა სანდრომ. თვალები მაინც არ მოუშორებია ნიასთვის.
- მარიამს ახლა სხვა საქმეები აქვს...- ჩუმად თქვა,- და მე... არ ვიცი, თითქოს არც მე ვიყავი იმ მდგომარეობაში, სადმე წასვლა მომდომებოდა.
სანდრომ თავი ოდნავ დახარა, თითქოს ამ პასუხს ელოდა კიდეც.
- ახლა ხარ?- ნიამ მხრები აიჩეჩა, მერე მზერა გაექცა, მაგრამ მალევე ისევ შეხედა.
- ახლა... მინდა ცოტა ჰაერი,- თქვა გულწრფელად,- აქ ყველაფერი ზედმეტად მძიმეა.
სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერყა.
- ჰო,- მოკლედ თქვა,- ვიცი.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ის სიჩუმე, რომელიც მათ შორის ხშირად იდგა, მაგრამ ახლა თითქოს უფრო მსუბუქი იყო - ნაკლებად მტკივნეული.
- წამოხვალ?- ჰკითხა სანდრომ მოულოდნელად. ნიამ გაკვირვებით შეხედა.
- მართლა?
- თუ გინდა,- მშვიდად უპასუხა. ნიას თვალებში პირველად გაჩნდა რაღაც ცოცხალი იმ ბოლო დღეების შემდეგ.
- მინდა,- სანდრომ თავი დაუქნია, მერე ხელი გაუშვა მის მკლავს, მაგრამ მაშინვე არ დაშორებია. ერთი წამით კიდევ შეაყოვნა მზერა მის სახეზე, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა.
- მაშინ მოემზადე,- თქვა ბოლოს,- ცოტა გავისეირნოთ.
- ახლა?- გაეცინა ნიას სუსტად.
- ახლა,- უპასუხა სანდრომ. ნიამ თავი დაუქნია და კარისკენ დაიძრა, მაგრამ სანამ შიგნით შევიდოდა, გაჩერდა და უკან მოიხედა. სანდრო ისევ იქ იდგა. იმავე ადგილზე. ისევ ისე უყურებდა.
- და...- დაიწყო ნიამ, ოდნავ დაიბნა,- ყავას მართლა დავლევთ?.
- თუ ეგ გინდა,- თქვა,- საუკეთესო ადგილას წაგიყვან.
ნიამ მხოლოდ თავი დაუქნია და სახლში შევიდა. სანდრო კი გარეთ დარჩა. ჯიბეებში ჩაეწყო ხელები, თავი ოდნავ უკან გადაწია და ღრმად ჩაისუნთქა. არ იცოდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი. არ იცოდა, სწორად იქცეოდა თუ არა. მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა - ნიასგან შორს ყოფნა უფრო და უფრო რთულდებოდა.
და მაინც... ბოლოს ისევ მასთან მიდიოდა.
ნიამ დიდხანს არ დააყოვნა. თმა სწრაფად შეიკრა, მერე ისევ დაუშვა - ბოლოს გადაწყვიტა რომ უბრალოდ ისე დარჩენილიყო, როგორც იყო. სარკეში საკუთარ თავს რამდენიმე წამით შეხედა. მერე ღრმად ჩაისუნთქა და ქვემოთ ჩავიდა. სანდრო უკვე ელოდა. კედელს მიყრდნობოდა. როგორც კი ნია დაინახა, ოდნავ გასწორდა, მაგრამ არაფერი უთქვამს - მხოლოდ მზერა გააყოლა, თავიდან ბოლომდე, მშვიდად, ჩუმად.
- წავედით?- ჰკითხა ნიამ. ეთერის გამოართვა ტელეფონი.
- წავედით,- გარეთ საღამო უკვე ნელა ეშვებოდა. სოხუმი ამ დროს სხვანაირი ხდებოდა - ხმაური იკლებდა, ჰაერი გრილდებოდა და ქალაქს ზღვის სუნი უფრო მკაფიოდ ეტყობოდა. მანქანაში ჩასხდნენ. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო, სანამ სანდრომ ძრავი არ დაქოქა და მანქანა ნელა არ დაიძრა. ქალაქის ქუჩები ფანჯრიდან მიედინებოდა - ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცხო. ნია ფანჯარას მიეყრდნო, თვალებით გზას გაჰყვა. სიჩუმე არ აწუხებდა. პირიქით - თითქოს ორივეს სჭირდებოდა.
- აქედან ცოტას თუ გავცდებით,- თქვა ბოლოს სანდრომ, - არის ერთი პატარა ადგილი. ადრე უფრო იცოდნენ, ახლა ნაკლებად.
ნიამ თავი ოდნავ მიაბრუნა მისკენ.
- შენ ხშირად დადიოდი?- სანდრომ წამით გაუღიმა.
- ადრე...- თქვა და გაჩუმდა,- კი.
მეტი აღარ დაუმატებია. რამდენიმე წუთში მანქანამ ზღვისპირა ქუჩიდან გადაუხვია და ვიწრო, ჩაბნელებულ გზაზე შევიდა. ძველი შენობები იდგა აქ, კედლებზე დროის კვალი ეტყობოდა. ბოლოს მანქანა პატარა ეზოსთან გააჩერა.
- მოვედით,- თქვა სანდრომ. ნიამ გადმოიხედა. უბრალო ადგილი იყო - პატარა, ნახევრად ღია კაფე, ხის მაგიდებით და დაბალი სკამებით. შიგნით შუქი თბილად ანათებდა. სადღაც შიგნიდან ყავის ძლიერი, მძაფრი სუნი გამოდიოდა.
- ეს არის?- ჩუმად ჰკითხა.
- ჰო,- უპასუხა სანდრომ,- აქ აკეთებენ.
მოხუცი კაცი იდგა პატარა გაზქურასთან, ხელში გრძელი ტარიანი სპილენძის ჯეზვე ეჭირა, რომელიც ქვიშაში იყო ჩაფლული. ქვიშა ნელა შრიალებდა. ნია ინტერესით დააკვირდა.
- რა კარგი სუნია...
- ძალიან გემრიელია.
მოხუცი ორივეს მიესალმა. მალე პატარა, სქელ კედლიან ჭიქებში მოიტანეს ყავა. ზედ თხელი ქაფი ედო, სუნი კი ისეთი იყო, თითქოს ერთდროულად სიმწარე და სითბო ერწყმოდა ერთმანეთს. ნიამ ფრთხილად აიღო.
- ცხელია,- გააფრთხილა სანდრომ.
- გემრიელია...- ჩუმად თქვა,- უცნაურია, მაგრამ ძალიან გემრიელია.
ზღვის ხმა შორიდან ისმოდა, ქვიშაში ჩაფლული ჯეზვე ისევ ნელა შრიალებდა და ამ პატარა სივრცეში თითქოს დრო ცოტა ხნით მართლა გაჩერდა. ნიამ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მერე სანდროს შეხედა.
- კარგია რომ წამომიყვანე,- ნიამ ჭიქა ორივე ხელით შემოიტარა, თითქოს იმ სითბოსაც ეჭიდებოდა, რომელიც თითებში გადადიოდა. კიდევ ერთი პატარა ყლუპი მოსვა და სანდროს გახედა. ამჯერად მისი მზერა აღარ იყო ისეთი მძიმე - თითქოს ცოტა დაიშალა ის დაძაბულობა, რაც ბოლო დღეებში მათ შორის იდგა.
- ხშირად მოდიოდი აქ?- ჰკითხა ჩუმად. სანდრომ თავი ოდნავ დაუქნია.
- ადრე...- თქვა და მზერა ქვიშაში ჩაფლულ ჯეზვეს გადააყოლა,- ალბათ ორი - სამი წლის წინ. მაშინ ყველაფერი უფრო მარტივად იყო.
- ანუ ოდესღაც რაღაც მარტივი იყო შენთვის,- სანდრომ ირონიულად ჩაიღიმა.
- ალბათ უფრო ნაკლებად რთული,- შეასწორა,- მარტივი არასდროს ყოფილა.
ნიამ თავი დახარა, ჭიქის კიდეს თითი გადაუსვა.
- მე სულ მგონია რომ ადრე ყველაფერი სხვანაირი იყო...- თქვა ფრთხილად,- თითქოს აქ არსებობა უფრო იოლი იყო.
- არა,- მშვიდად მიუგო სანდრომ,- უბრალოდ მაშინ არ იცი რა ხდებოდა სინამდვილეში.
- და ახლა იცი?- სანდრო რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.
- ახლა ვეღარ დააიგნორებ, ვერც მე დავაიგნორებ,- თქვა ბოლოს,- ეგ არის განსხვავება.
სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად არც უხერხული იყო და არც მძიმე. ნიამ ისევ მოსვა ყავა.
- დათოზე მომიყევი,- თქვა უცებ. სანდროს ხელი, რომელიც მაგიდაზე ედო, ოდნავ შეკრა. მზერა არ მოუშორებია ნიასთვის, მაგრამ თვალებში ისევ გაჩნდა ის ჩრდილი, რომელსაც ასე ერიდებოდა.
- რატომ?
- იმიტომ რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო,- უპასუხა ნიამ პირდაპირ,- და იმიტომ რომ... მგონია შენთვის ბევრს იტოვებ და ეგ გრძნობები მოგკლავს შიგნიდან.
სანდრომ ოდნავ ამოისუნთქა. მერე მზერა აარიდა. ზღვას გახედა, რომელიც შორიდან ბრწყინავდა სიბნელეში.
- ის იყო კაცი,- დაიწყო ნელა,- რომელიც არ უნდა შემხვედროდა... ალბათ ახლა ცოცხალიც იქნებოდა, სხვანაირად რომ მომხდარიყო.
ნია ჩუმად უსმენდა.
- როცა ყველაფერი დავკარგე...- გააგრძელა სანდრომ,- თვითონ გადაწყვიტა რომ აღარ უნდა დავრჩენილიყავი იქ.
მის ხმაში პირველად გაისმა რაღაც რბილი.
- არ უკითხავს, არ დაუძალებია... უბრალოდ გვერდით მედგა,- წამით გაჩერდა,- ეგეთი ხალხი იშვიათია.
ნიამ თავი ოდნავ დახარა.
- და შენთვის... მამასავით იყო, არა?- სანდრომ ამჯერად პირდაპირ შეხედა.
- ჰო.
- მენანება,- თქვა ჩუმად. სანდრომ ოდნავ გაუღიმა, ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც.
- მეც,- ნიამ ჭიქა მაგიდაზე დადო.
- იცი რა არის ყველაზე რთული?- თქვა ფრთხილად. სანდრომ წარბი ოდნავ ასწია.
- რა?
- როცა ადამიანი მიდის... და შენ ვერაფერს ასწრებ მასთან,- გააგრძელა ნიამ,- ვერც ვერაფერს ეუბნები. ასე დამემართა მეც...
სანდრო რამდენიმე წამით უყურებდა.
- ვერასდროს ასწრებ...იმიტომ რომ არ იცი როდის რა მოხდება,- ნიას თვალები ოდნავ აუწყლიანდა, მაგრამ გაიღიმა,- ჩვენ კი ყველაფერს სამომავლოდ ვინახავთ.
- შენ მაინც ცდილობ რომ არაფერი იგრძნო,- თქვა,- მე კი ყველაფერს ვგრძნობ.
სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერყა.
- არცერთი არ არის კარგი ვარიანტი.
- მაშინ რა არის კარგი?
- ის რომ შევეგუოთ ყველაფერს,- მძიმედ ამოთქვა სანდრომ,- შენც ასე უნდა მოიქცე, როცა ამის დრო მოვა.
- მეშინია რომ ასე არ იქნება,- ხელი უშვა ჭიქას ნიამ და წელში გასწორდა. ჩააშტერდა გაშავებულ თვალებს ასე ძალიან რომ მოსწონდა და ასე ხშირად რომ აკითხავდა სიზმრებში.
- ჩემს საცოლეს რისი ეშინია?- გაიხუმრა სანდრომ,- ვიცი რომ შეძლებ, ასე რომ...საკუთარ თავში ძალას იპოვი.
- ვიპოვი,- გაიმეორა ნიამაც,- ვიპოვი კი.
თუმცა საკუთარ სიტყვებში თავადაც არ იყო დარწმუნებული. ფეხზე წამოდგნენ, გადახედა ტერასიდან ხედს, ულამაზესი იყო შავი ზღვა, ტალრები ნელა ეხეთქებოდნენ კლდის წვერს, მზის სხივები ბრწყინავდნენ წყალზე. მზის ჩასვლა ბათუმშიც ძალიან უყვარდა ნიას, თუმცა აქ სულ სხვანაირი იყო. ზღაპრული.
- ანუ მოგეწონა აქაურობა?- მიუახლოვდა მანქანასთან მისულს. ნია რამდენიმე წუთით გაჩერდა, გადახედა გარემოს. თუმცა ბოლომდე გააზრება ვეღარ შეძლო, უკნიდან მოადგა ეშბა და აურია ისევ გონება.
- ძალიან,- გაეღიმა ნიას,- ძალიან ლამაზია აქაურობა.
- ჰო, ძალიან ლამაზია,- დაუდასტურა ეშბამ,- შენც ძალიან ლამაზი ხარ.
მიუახლოვდა უკნიდან, თავისკენ შემოაბრუნა. ჩახედა გოგოს თაფლისფერ თვალებში ასე ლამაზად რომ უბზინავდა მზის ფონზე. თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა ან გაეკეთებინა, მაგრამ ვერ ბედავდა.
- ასე ნუ მიყურებ,- განაცხადა გაბედავამ, თუმცა თვაადაც არ მოუშორებია მზერა.
- ვფიქრობ რაღაც რომ გავაკეთო, ძალიან გაბრაზდები თუ არა?- ჩაეღიმა ეშბას.
- გავბრაზდები,- ღიმილითვე უპასუხა ქალმა, თუმცა ეს პასუხი სულაც არ ჰგავდა უარყოფას.
- მართლა?- ყელზე ეამბორა, დაუტოვა რამდენიმე პატარა კოცნა,- ახლა ბრაზობ?
- ვბრაზობ,- ლოყაზე შეეხო. ელოდა ნია მის შემდეგ ნაბიჯებს. სასიამოვნო გრძნობა ეღვრებოდა სხეულში, თითქოს იქ კი არა, სადღაც შორს, ასტრალში იყო გაჭრილი.
- კონტროლს ვკარგავ შენთან,- სახიფათოდ მიუახლოვდა, შუბლით შუბლზე შეეხო,- და მაინც ვერ ვბედავ ბოლომდე მივუშვა საკუთარი თავი. რატომ ვერ მეწინააღმდეგები?
- არ შემიძლია,- ამოიღო ხმა ნიამაც. ესიამოვნა მისი მოფერება,- ამის ძალა არ შემწევს.
- რა ვართ ჩვენ,- გაეხახუნა ცხვირზე,- შემიძლია გაკოცო?
მის კანს რბილი, თბილი სიფაქიზე ჰქონდა, ხოლო სურნელი მშვიდად, მაგრამ შეუჩერებლად ეფინებოდა სივრცეს. ნიამ თავი ოდნავ გადახარა, თითქოს ამით ცდილობდა საკუთარი თავისთვის მაინც დაესვა შეკითხვა, რას აკეთებდა, ვის აძლევდა ამგვარი სიახლოვის უფლებას? აფხაზეთის ერთ - ერთ გავლენიან, საშიშ კაცს... და მაინც, რატომ? როცა იცოდა რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო, რომ მალევე უნდა დაბრუნებულიყო უკან. გული სწრაფად უცემდა, თითქმის მტკივნეულად, მაგრამ ფიქრებს ადგილი აღარ რჩებოდა, სხეული წინ უსწრებდა გონებას. მისი შეხება იმდენად ძლიერი იყო, იმდენად ცოცხალი რომ უარის თქმაც შეუძლებელი ხდებოდა. კოცნა და თითოეული მოძრაობა ნიას მთლიანად იპყრობდა, შლიდა, ისევ აწყობდა და ისევ თავიდან არღვევდა. მოსწონებია ადრე ვიღაც, ჰყოლია გვერდით ადამიანი, რომელსაც დროებით შეყვარებულსაც ეძახდა, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად შორს იყო ამ შეგრძნებებისგან, რომ თითქოს სხვა ცხოვრებას ეკუთვნოდა. მაშინ არც მსგავსი სიახლოვე არსებობდა, არც ეს სიღრმე, არც ეს გაურკვეველი, მაგრამ გამანადგურებელი მიზიდულობა. სანდრო კი სხვა იყო, ისეთი, რასაც ვერ ხსნიდა, ვერ აკონკრეტებდა, ვერ არქმევდა სახელს, რადგან თავადაც არ იცოდა, რა ერქვა ამ გრძნობას.
- მე ხომ შენი საცოლე ვარ,- ჩაეღიმა ქალს და ეშმაკურად ამოხედა. ნელა მიაწება ტუჩის კუთხეში ტუჩები. გამომწვევად გაუღიმა. იგრძნო როგორ მოუჭირეს ხელებმა წელზე და როგორ აიკრა კაცმა უფრო მეტად. უხურდა ტანი და გიჟდებოდა გულიც ისე სწრაფად უცემდა.
- ეს სიახლოვე გამაგიჟებს,- ამოიოხრა ეშბამ,- შენ რომ წახვალ, ცოცხლად მომკლავს.
- შენ თვითონ თქვი,- უპასუხა ნიამ,- არ უნდა შემიყვარდე. პირობას კი თავად არღვევ?
- ვარღვევ?- კითხვითვე უპასუხა კაცმა და არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთი კოცნით,- უარი როგორ გითხრა?
- არ მითხრა,- ამიჩურჩულა და თავადვე მიიზიდა კაცი.
სანდრომ აღარ დააყოვნა. ნიას ტუჩებს დაეწაფა მოწყურებული, თავიდან ფრთხილად, თითქოს ჯერ კიდევ ებრძოდა საკუთარ თავს, მაგრამ ეს წინააღმდეგობა წამებში დაიმსხვრა. კოცნა იყო ვნებიანი, დაუნდობელი და იმდენად მძაფრი რომ ნიას თავბრუ დაეხვა. მასში იგრძნობოდა ამ ხნის განმავლობაში განმავლობაში ნაგროვები მონატრება, სასოწარკვეთა და ის გამოუთქმელი ტკივილი, რომელსაც ორივე გულში ატარებდა.
სანდროს ხელები ნიას სახესა და თმებში ჩაიკარგა, თითქოს სურდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი რომ გოგო მართლა აქ იყო, მის წინაშე. ნიამ ხელები კაცის კისერზე შემოაჭდო, თითებით მის უხეშ კანს ეხებოდა და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა სამყაროს საზღვრები. არაფერი არსებობდა მათ გარშემო, იყო მხოლოდ ეს წამი, სადაც მათი სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა და სადაც სიტყვებს აზრი აღარ ჰქონდა.
კოცნა სულ უფრო ღრმა და მომთხოვნი ხდებოდა. სანდრომ ნია მანქანასა და საკუთარ სხეულს შორის მოიქცია, თითქოს სურდა მთელი სამყაროსგან დაეფარა. ნია გრძნობდა ეშბას გულისცემას - სწრაფს, მძიმეს, ზუსტად ისეთსავეს, როგორიც მისი იყო. ამ კოცნაში იყო ყველაფერი: მათი დაუმთავრებელი ჩხუბი, მათი სიჯიუტე და ის აკრძალული სიყვარული, რომელსაც პირობის დარღვევას ეძახდნენ, მაგრამ სინამდვილეში მათი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო.
სანდრომ ოდნავ უკან დაიხია რომ ჰაერი ჩაესუნთქა, მისი შუბლი ნიასას მიებჯინა. ორივე მძიმედ სუნთქავდა, მათი მზერა კი ერთმანეთს სიბნელეში ეძებდა.
- წავიდეთ,- ამოთქვა ცოტახანში,- თორემ ცუდად ვარ.
სწრფადვე გამოაღო კარები ნიამ, მანქანაში ჩაჯდა. ხმა არცერთს ამოუღია, ანდაც რა უნდა ეთქვათ, ამ წამს გატყდა ყველა კედელი, ამ წამს ჩამოინგრა მთელი წინააღმდეგობა და სიჯიუტე მათ შორის. ზღვის სუნი მძაფრად იდგა, ქუჩები კი თითქმის დაცარიელებული იყო. სანდრომ ძრავი დაქოქა და ნელა დაიძრა. ნია ფანჯარას უყურებდა, მაგრამ ფიქრები სულ სხვაგან ჰქონდა. სანდრო გზას აკვირდებოდა, თუმცა რაღაც შეიცვალა - მისი მზერა უფრო მკვეთრი გახდა, კონცენტრირებული. რამდენიმე წუთის შემდეგ სიჩქარეს ოდნავ მოუმატა და სარკეში ჩაიხედა. ერთხელ. მერე ისევ. ნიამაც შენიშნა.
- რა მოხდა?- ჩუმად ჰკითხა. სანდროს პასუხი არ გაუცია. კიდევ ერთხელ შეამოწმა უკანა ხედვა. შორი - ახლოს ერთი და იგივე შუქი მოჰყვებოდა.
- არაფერი,- თქვა ბოლოს, მაგრამ ხმაში უკვე სიფრთხილე იგრძნობოდა. მანქანამ მარცხნივ გადაუხვია. უკანა მანქანაც მიჰყვა თან. სანდროს ყბა დაეჭიმა.
- ღვედი შეიკარი,- თქვა მოკლედ.
- რა ხდება?
- ღვედი, ნია,- გაიმეორა უფრო მკაცრად. მაშინვე შეიკრა. თითები უკანკალებდა. სანდრომ ტელეფონი ამოიღო და სწრაფად გადარეკა.
- დაჩი,- თქვა დაბლა,- კუდზე გვაზიან. ორი მანქანაა. ვიქტორის ხალხია.
მეორე მხრიდან რაღაც უთხრეს.
- არა, მარტო არ ვარ...- სანდრომ წამით ნიას გახედა,- ნიაც ჩემთანაა.
- სად ხარ შენ?- სანდროს მზერა ისევ სარკეზე გადავიდა,- მე სოხუმის გასასვლელში. თუ გამოგვივა ჩემით ვიზამ... მაგრამ არ მგონია დაგვაცადონ.
მეორე მხრიდან დაჩის ხმა ამჯერად უფრო მკვეთრი იყო.
- მოდიხარ?
- მოვდივარ,- უპასუხა დაჩიმ,- მაგრამ დრო დამჭირდება.
- ვერ მოასწრებ,- გადაწურული ხმით უთხრა და ტელეფონი გათიშა. მანქანამ სიჩქარეს მოუმატა. ნიამ კარს ჩაავლო ხელი.
- სანდრო...- ხმა აუკანკალდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- მშვიდად იყავი,- უთხრა მკვეთრად,- რაც არ უნდა მოხდეს, არ გადმოხვიდე მანქანიდან.
უკნიდან მანქანამ მოუმატა სიჩქარეს. ერთმა გვერდიდან აუარა და წინ გადუჭრა. მეორე უკან დარჩა. გზა ჩაკეტეს. სანდრომ ძლიერად დაამუხრუჭა. მტვერი ჰაერში გაიფანტა. რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კარები გაიღო. ხუთი კაცი გადმოვიდა. ყველა შეიარაღებული. ნიას სუნთქვა შეეკრა მათ დანახვაზე. კაცს ხელზე ჩაებღაუჭა.
- სანდრო...- ძლივს ამოღერღა.
- აქ იყავი,- თქვა და იარაღი ამოიღო სათავსოდან.
- სანდრო, გთხოვ,- შეაჩერა და იარაღზე ჩაავლო ხელი,- რამე სისულელე არ გააკეთო.
- აქ დარჩი,- გაისმა კაცის სიტყვები. შუბლზე აკოცა შეშინებულს და მანქანიდან გადავიდა.
- გზას რატომ მიკეტავთ?- თქვა მშვიდად, მაგრამ ამ სიმშვიდეში აშკარად ისმოდა საფრთხე,- არ გეყოთ ის, რაც ჩაიდინეთ?
ერთ - ერთმა ჩაიცინა.
- გზას კი არ გიკეტავთ... გზას გაჩვენებთ,- თქვა ირონიულად,- შემოთვლაა.
- აღარ გეყოთ ეს ბავშვური თამაშები? გადაეცით სოსოს რომ თუ რამის თავი აქვს, პირდაპირ მოვიდეს ჩემთან. რა უნდა?
- გითხრათ რომ დრო ამოიწურა და შემდეგში ასე მარტივად ვერ გამოძვრებოდით,- სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერყა.
- სულ ესაა?- პირველი გასროლა იმდენად მოულოდნელი იყო რომ ჰაერი ერთიანად გაიჭრა. არ ელოდა ეშბა, შეკრთა, მერე მაშინვე გაისროლა. მანქანის კარს ამოეფარა. ტყვიების ხმა ერთმანეთში ირეოდა, შუშები იმსხვრეოდა. ნიამ ინსტიქტურად თავი დახარა, ხელები ყურებზე აიფარა და დაბლა ჩაძვრა. ყურებში მხოლოდ გასროლის ხმა და საკუთარი გულისცემა ესმოდა. მოულოდნელად გვერდით შუშა დაიმსხვრა. მკვეთრი ტკივილი იგრძნო მკლავში და ბეჭებზე. ამოიკვნესა ტკივილისგან და ხელი მაშინვე მიიჭირა ჭრილობაზე. სიმწრის ცრემლები წასკდა ქალს, თუმცა განძრევაც არ შეეძლო. სისხლი ნელა ჩამოუვიდა თითებზე. არ იყო ძალიან ღრმა ბეჭებზე ჭრილობა, თუმცა იგივეს ვერ იტყოდა მკლავზე, იგრძნო როგორ დაუსველდა ტანსაცმელი, როგორ მიეკრა თმები კანზე.
- ნია კარგად ხარ?- გაისმა საიდანღაც ეშბას ხმა.
- მგონი კი,- ამოილუღლუღა, საშინლად ეწვოდა ზურგი.
კიდევ რამდენიმე გასროლის ხმა იყო, იგრძნო ნიამ მანქანა როგორ შეირყა, საბურავები სულ დამსკდარიყო. არცერთი მინა არ იყო მთელი. მერე მანქანის ხმა გაისმა, წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ნელა ამოსწია ნიამ თავი, მხოლოდ ერთი მანქანა იდგა და იქიდან ნაცნობი სახე გადმოვიდა.
- მოვედი, აქ ვარ,- გაისმა ნაცნობი ხმა. სანდრო წამოიწია, ცარიელი იარაღი დააგდო მიწაზე. მანქანის კარი გამოგლიჯა.
- კარგად ხარ?- შეათვალიერა სახეზე, თუმცა სიბნელეში არ შეუნიშნავს მისი სისხლიანი ზურგი და მკლავი.
- კარგად ვარ,- ხმადაბლა ამოილაპარაკა. უჭირდა ფეხზე დგომა.
- ,- გაისმა კვლავ დაჩის ხმა,- აღარ გავჩერდები, ამისთვის პასუხს მოვთხოვ.
- აუცილებლად მოვთხოვთ,- მიტრიალდა მისკენ სანდროც,- მოამზადე ყველაფერი, ამიერიდან მშვიდი ძილი არ უწერია არცერთს.
გამოსცრა კბილებში.
- სანდრო,- გაისმა მიწურული ხმა.
- გისმენ ნია,- მისკენ შებრუნდა, თუმცა ხმის ამოღება აღარ დასცალდა. ქალის მილეული სხეული დაეტაკა მკერდზე,- ნია...
დაიჭირა მაშინვე, თუმცა უკვე გვიანი იყო. იგრძნო ხელზე ბლანტი სითხე. დაინახა შუქზე აწითლებული ზურგი და მკლავი. ნიას სხეული მოულოდნელად დამძიმდა მის ხელებში, თითქოს ყველა ძალა ერთ წამში გამოეცალა. მკერდზე მიეკრო, თავი მხარზე ჩამოეყრდნო.
- ნია, შემომხედე...- ხმადაბლა ჩასჩურჩულა, მაგრამ უკვე იგრძნობოდა პანიკა, რომელიც ჩვეულებრივ არასდროს ეტყობოდა. ხელზე ბლანტი სითბო იგრძნო.
- ჯანდაბა...- გამოსცრა კბილებში და მაშინვე ხელი დააჭირა ჭრილობაზე.
- არაფერია...- ძლივს ამოილაპარაკა ნიამ, ხმა ძალიან სუსტი ჰქონდა,- პატარაა...
- გაჩუმდი,- მკვეთრად უთხრა სანდრომ, მაგრამ ეს სიმკაცრე შიშს ვერ ფარავდა,- ნუ ლაპარაკობ.
ნიას თავი ოდნავ გადაუვარდა გვერდზე. სუნთქავდა, მაგრამ არათანაბრად.
- შემომხედე,- ისევ უთხრა, ამჯერად უფრო ჩუმად,- ნია, თვალები გაახილე.
მისი თითები ლოყაზე მიაწვა, თითქოს ამით დააბრუნებდა გონებაზე.
- ნია...- ჩაესმა გაბედავას შორიდან საყვარელი ხმა. სადღაც შორს გადაეშვა, სანდროსთვის დრო ერთ წამში გაჩერდა. ნიას სხეული მის ხელებში ნელ - ნელა მოდუნდა და ეს შეგრძნება მასში რაღაც ძველს, უკვე თითქმის დამსხვრეულს, ბოლომდე ანგრევდა. თითქოს ხელიდან ეცლებოდა არა უბრალოდ ადამიანი, არამედ ყველაფერი, რაც ბოლო დროს საერთოდ აკავებდა. მისი თითები ინსტიქტურად უფრო ძლიერად მოეჭიდა ნიას ხელს, თითქოს ფიზიკური ძალით შეეძლო მისი დაბრუნება, მაგრამ სხეული აღარ პასუხობდა, სუნთქვა სუსტდებოდა, თვალები ბინდდებოდა. სანდროს გონება ჯერ კიდევ მუშაობდა. ხედავდა სისხლს, ჭრილობას, ფიქრობდა შეიძლებოდა ექნა, მაგრამ პარალელურად ყველაფერი იშლებოდა შიგნით. ის კონტროლი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარ თავზე აშენებდა, ერთ წამში იბზარებოდა.
- ნია...- ამოისუნთქა, მაგრამ ხმა უკვე აღარ იყო მყარი. ახლოს მიიზიდა, შუბლით შუბლზე მიეყრდნო, თითქოს ამით შეაჩერებდა ყველაფერს, რაც უკვე დაიწყო. მაგრამ ნიას სუნთქვა სუსტდებოდა და იმ ერთ მომენტში სანდროს გონებაში რაღაც საბოლოოდ გაიბზარა.
კარგავდა.
ყბა დაეჭიმა, ძარღვები დაებერა, მაგრამ ცრემლი არ მოსდიოდა - თითქოს სხეულიც უარს ეუბნებოდა ემოციებს. მხოლოდ შიგნით, ძალიან ღრმად, ყველაფერი ერთდროულად შეიკრა და მაშინ დაიძრა ყველაფერი.
დათო. შალვა. დიტო. ელისო.
სახეები, ხმები, დაკარგული ადამიანები, თითოეული მომენტი, რომელიც ვერ შეაჩერა, ვერ გადაარჩინა.
და ახლა ნია.
სანდროს სუნთქვა აერია. მკერდი ისე დაეძაბა, თითქოს ჰაერი აღარ იყო საკმარისი.
- არა...- ამოისუნთქა ჩუმად, თითქმის შეუგნებლად,- არა, არა...
მისი ხმა აღარ ჰგავდა იმ კაცის ხმას, რომელსაც ყველა იცნობდა. აღარ იყო ცივი ან მკაცრი. პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ის უბრალოდ ადამიანი იყო, რომელიც კარგავდა ყველაფერს ერთდროულად. და ყველაზე საშინელი სწორედ ეს იყო რომ ამდენი ტკივილის შემდეგ, ამდენი დაკარგვის შემდეგ, ის მაინც ვერ მიეჩვია.
ვერ ისწავლა.
ვერ გამაგრდა იმ ერთის წინააღმდეგ.
ნია კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, თითქოს საკუთარ სხეულში უნდოდა დაემალა, დაეფარა, დაეცვა მთელი სამყაროსგან.
მაგრამ უკვე გვიანი იყო.
და ამ უმწეობაში, პირველად ცხოვრებაში, სანდრო ბოლომდე გატყდა - არა ხმაურით, არა ყვირილით, არამედ შიგნით, ჩუმად, შეუქცევადად.
* * *
საავადმყოფოს დერეფანში ჯერ ავთო შემოვარდა, უკან ეთერი და მარიამი მოჰყვნენ. ყველას სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა, სახეებზე ჯერ შიში ეწერა და მერე - გაურკვევლობა.
- როგორ არის?- ავთომ პირველი იკითხა.
დაჩიმ თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს სიტყვებს ეძებდა.
- ჯერ არ ვიცით... ექიმები შიგნით არიან. მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ... მუშაობენ,-ეთერიმ ხელი პირზე მიიფარა რომ არ წამოეყვირა.
- ღმერთო...- ამოიტირა ქალმა. მარიამი კედელს მიეყრდნო, თითქოს ფეხები აღარ ემორჩილებოდა. ჩუმად მოიწმინდა ცრემლები,- რამდენჯერ, როდემდე, ეგ სატანა რით ვერ მოკვდა. ჩემი საწყალი გოგო, ჩემი საწყალი.
- სანდრო სად არის?- იკითხა ავთომ მაშინვე. დაჩიმ თვალით ანიშნა დერეფნის ბოლოსკენ. სანდრო მარტო იჯდა სკამზე. არ მოძრაობდა. ხელები ჯერ კიდევ სისხლით ჰქონდა დასვრილი, მაგრამ არც კი იმჩნევდა. თავი ოდნავ წინ ჰქონდა დახრილი, თვალები ერთ წერტილზე ჰქონდა გაშტერებული - თითქოს საერთოდ არ იყო იქ, სადაც სხეული იჯდა.
ავთო ნელა მიუახლოვდა.
- სანდრო...- დაუძახა ხმადაბლა. რეაქცია არ იყო. ეთერიც მიუახლოვდა, მაგრამ გაჩერდა რამდენიმე ნაბიჯში - იგრძნო რომ იმ წამს მასთან მისვლა არ შეიძლებოდა. დაჩი სანდროს გვერდით დაჯდა.
- კარგად ხარ?- ჩუმად ჰკითხა. სანდრომ ნელა შეატრიალა თავი. თვალები ჰქონდა გაყინული.
- არ ვიცი,- დაჩი ცოტა ხანს გაჩუმდა, მერე პირდაპირ შეხედა.
- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვინმე შენს თვალწინ იბრძვის სიცოცხლისთვის,- სანდრომ ოდნავ ჩაიცინა.
- ვიცი.
- და მაინც ასე ხარ.
- ეს სხვანაირია,- თქვა ბოლოს.
დაჩიმ წარბი შეკრა.
- როგორი სხვანაირი?- სანდრო რამდენიმე წამით ჩუმად იყო. თითქოს საკუთარ თავსაც არ უნდოდა ეს ეთქვა.
- არ ვიცი როგორ ავხსნა,- ამოილაპარაკა ბოლოს,- თითქოს... რაღაც ნაცნობია ამ ყველაფერში. თავიდანვე სხვანაირი იყო ის. თავიდანვე რაღაც მაკავშირებდა მასთან. მაგიჟებს ეს ფიქრები.
დაჩი ჩუმად უსმენდა. სანდრომ ხელი ოდნავ შეკრა მუხლზე.
- ეს შიში...- გააგრძელა ნელა,- ადრე ბევრჯერ მაქვს ნანახი. დაკარგვის წინ. როცა იცი რომ ვეღარაფერს შეცვლი. რომ ვეღარ გადაარჩენ...
- მაგრამ ეს გოგო...- დაჩიმ თვალებში შეხედა.
- რა?
- არ ვიცი რატომ... ვერ ვიშორებ, ვერ ვივიწყებ,- დაჩი გაჩუმდა. სანდრომ თავი ოდნავ ასწია, თვალები ისევ ერთ წერტილზე ჰქონდა მიბჯენილი.
- და ეს არის ყველაზე საშიში და რთული,- თქვა ჩუმად,- იმიტომ რომ ვისაც ვიცნობ... იმის დაკარგვას უკვე შევეჩვიე. ამდენი ადამიანი დავკარგე, ყველა მტკივა, ყველა ჩემია. ახლა ისიც... დავპირდი რომ უკან დავაბრუნებდი.
- იცი რა არის ყველაზე ცუდი? რომ პირველად არ ცდილობ გადარჩენას მხოლოდ სხვისთვის...- დაჩიმ შეხედა,- არამედ იმიტომ რომ თვითონაც აღარ გინდა დაკარგო.
სანდრომ თვალები ოდნავ დახუჭა. და პირველად იმ ღამით, მისი სახე არ იყო მხოლოდ ცივი. იქ რაღაც ადამიანურიც გამოჩნდა, მაგრამ ძალიან გვიან. დაჩის სიტყვები ჰაერში დარჩა. თითქოს არაფერი დაუმატებია, მაგრამ მაინც რაღაც შეცვალა. სანდრომ თვალები ისევ გაახილა. მზერა აღარ იყო ისეთი გაყინული, თუმცა სიმშვიდეც არ დაბრუნებულა. უფრო რაღაც შუაში, დაძაბული, ჩუმი, გაურკვეველი. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამთ. შემდეგ სანდრომ ნელა ამოისუნთქა.
- არ უნდა მომხდარიყო,- თქვა ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. დაჩიმ გვერდულად შეხედა,- საერთოდ არ უნდა ყოფილიყო იქ.
- არც შენ უნდა ყოფილიყავი ბევრ რამეში, მაგრამ ხარ,- მშვიდად უპასუხა დაჩიმ,- ეგ არგუმენტი აღარ მუშაობს.
სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა.
- ვიცი,- გაეცინა,- მაგრამ მე მიჩვეული ვარ, ის საერთოდ არაა ასეთ სიტუაციებს მიჩვეული. თავისუფალი ქალია. იქ, საქართველოში, რამდენადაც არ უნდა მძულდეს ეგ ადგილი, მაინც კარგად ცხოვრობენ. იქ სიმშვიდეა, აქ კი? გარეთ გაყოფ ცხვირს და თავს წაგაძრობენ.
დერეფანში ნაბიჯების ხმა ისმოდა, შორი - ახლოს ხალხი ლაპარაკობდა, მაგრამ მათ შორის თითქოს ყველაფერი ჩახშობილი იყო.
- გეშინია?- ჰკითხა დაჩიმ მოულოდნელად.
- კი,- დაჩიმ წარბი ოდნავ ასწია, თუმცა არაფერი უთქვამს. კარი ნელა გაიღო და დერეფანში ექიმი გამოვიდა. ყველას მზერა ერთდროულად მისკენ წავიდა.
- როგორ არის?- თითქმის ერთხმად იკითხეს. ექიმმა სწრაფად მოავლო თვალი ყველას, მერე სანდროს გაუსწორა მზერა.
- მდგომარეობა სტაბილურია,- თქვა მშვიდად,- საფრთხე აღარ ემუქრება. ჭრილობა სერიოზული არ იყო, სისხლის დაკარგვამ და შოკმა გაართულა მდგომარეობა, მაგრამ ახლა კარგად არის.
ეთერიმ ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ჰაერი პირველად ჩაისუნთქა.
- მადლობა ღმერთს...- მარიამმა თვალები დახუჭა და კედელს მიეყრდნო. ავთომ დაჩის გახედა და თავი ოდნავ დაუქნია. სანდრო კი რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა. არც განძრეულა. არც არაფერი უთქვამს. მხოლოდ თვალები დახუჭა წამით.
- შეიძლება ვნახო?- იკითხა ეთერიმ.
- ჯერ არა,- უპასუხა ექიმმა,- დასვენება სჭირდება. ცოტა ხანში შეგეძლებათ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- ყველაფერი კარგად დასრულდა,- სანდრომ ირონიულად ჩაიცინა.
- არაფერი დასრულებულა,- მერე ნელა შემობრუნდა.
- რას აპირებ?- წარბები შეკრა ავთომ. ეთერიც წამოიწია.
- პასუხს ვაგებინებ,- სახეზე არ შეუხედავს კაცისთვის, იცოდა თუ ამას იზამდა, მერე ნამუსი შეაწუხებდა და მიზანს ვეღარ მიიყვანდა ბოლომდე.
- შვილო,- მიადგა ეთერი უკნიდან,- არ გეტყვი არ ქნა მეთქი, შენ უკეთ იცი... მაგრამ თავს მიხედე.
მოიწმინდა ობოლი ცრემლი ეთერიმ.
- ეთო კარგად ვიქნები,- გაუღიმა სანდრომ,- სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სადაც ვიქნები, კარგად ვიქნები. მთავარია თქვენ იყოთ უსაფრთხოდ.
ხელზე აკოცა ქალს.
- ნიაკოს მიხედე, კარგი? ვიცი არაფერს მოაკლებ,- გაუღიმა დამამშვიდებლად კიდევ ერთხელ,- ბოლოს და ბოლოს ჩემი საცოლეა.
- ზედმეტად მოგწონს შენ საცოლე ვატყობ,- ჩაეცინა დაჩის და მხარზე ხელი წაკრა.
- დასაწუნი რა აქვს?- წარბები აზიდა სანდრომ. ეთერის გაეცინა, მერე ჩუმად მარიამისკენ გააპარა მზერა, რომელიც ასევე სუსტი ღიმილით უმზერდა ბიჭს.
- წავედით?
- წავედით,- მიბრუნდა მისკენ,- ეთო, შენ იცი. თუ რამე დამირეკე, კარგი? რომ გაიღვიძებს შემატყობინე.
- კარგი შვილო, ფრთხილად იყავი,- გააყოლა გული ეთერიმ.
- გიკითხავს,- დაეწია მარიამი,- რა ვუთხრა?
- მეთვითინ ვნახავ,- გაუღიმა მასაც და საავადმყოფოდან გავიდა, გული კი იქ დატოვა.
* * *
მანქანა ქალაქს გასცდა და გზა უფრო ბნელი გახდა. ქუჩის განათებები იშვიათად ცვლიდნენ ერთმანეთს, მერე ისინიც გაქრნენ. მხოლოდ ფარების თეთრი შუქი ჭრიდა სიბნელეს. სანდრო საჭეს მშვიდად მართავდა, მაგრამ თითები ოდნავ დაჭიმული ჰქონდა. დაჩი გვერდით იჯდა, ტელეფონს უყურებდა.
- ერთი ცოცხალია,- თქვა ბოლოს,- მეორე ძლივს სუნთქავს.
სანდროს მზერა გზიდან არ აუღია.
- რომელი?- დაჩიმ ეკრანს დახედა. თვალით ანიშნა მარცხენაზე. მანქანა მალევე გაჩერდა საწყობის წინ. სწრაფად გადავიდნენ, კარები შეგლიჯა ეშბამ ლამის.
- ჩვენ არაფერი ვიცით,- გაისმა კაცის მიწურული ხმა. ოთახში სიცივე იყო, მხოლოდ ერთი პატარა ლამპა იდგა, რომელიც ნახევრად ანათებდა მათ სახეებს, ამ სინათლის ფონზე თავად ეშბა მონსტრს ჰგავდა. ფრთხილად აიკეცა პერანგის სახელოები და ის - ის იყო ხმა უნდა ამოეღო ისევ იმ ერთს, რომ ძლიერად მოხვდა ყბაში მუშტი.
- სად არის სოსო, ან ვოლკოვი,- გაისმა დაჩის ხმაც უკნიდან,- მარტივად მოვგვარდეთ და გაგიშვებთ.
- კაცმა თავი ძლივს შეიკავა, სკამზე გადაიხარა და სისხლი ტუჩის კუთხიდან მოიწმინდა. სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა, თვალებში კი უკვე ის შიში იდგა, რომელიც სიტყვებს აღარ საჭიროებდა.
სანდრო წინ იდგა, უძრავად. მუშტი ჯერ კიდევ შეკრული ჰქონდა, მაგრამ აღარ იქნევდა - უბრალოდ ელოდებოდა. დაჩიმ ოდნავ გვერდზე გადაიწია, უფრო ახლოს მივიდა.
- ვიკითხავ კიდევ ერთხელ,- თქვა მშვიდად, მაგრამ ხმაში აღარ იყო მოთმინება,- სოსო სად არის?
მეორე კაცი გვერდით იჯდა, თვალები დახრილი ჰქონდა. თითქოს საერთოდ არ სურდა ამ სცენაში არსებობა. პირველმა ძლივს ამოისუნთქა.
- ჩვენ მხოლოდ ვასრულებთ ბრძანებას...- თქვა ჩახლეჩილი ხმით,- არ ვიცით სად იმალება ბრძანება ვოლკოვისგან იყო, თქვენც ხომ ნახეთ რომ იქ იყო.
დაჩიმ წარბი შეკრა.
- ყველას ეგ ერთი ტექსტი გაქვთ?- სანდრომ ოდნავ თავი გვერდზე გადახარა. კაცი ისევ გაჩუმდა.
- ამოღერღე,- კაცმა თვალები დახარა.
- გეფიცებით... სოსო არ ჩანს... ყველაფერს ვოლკოვი გვაწვდის...
- სოსო მოსკოვშია,- გაისმა მეორის ხმა, სანდრომ ახლა მზერა მისკენ გადაიტანა. გაიელვა წამით. გაანათა ოთახი და განათდა სანდროს გონებაც. მაშინვე წამოიწია წინ უკან ჩამარხულმა მოგონებებმა. სიმწარემ, ტკივილმა, სიკვდილმა, წამებამ. ადგილზე გაიყინა, მოღერებული მუშტი ჰაერში გაუშეშდა, ვერაფერი თქვა, მზერა გაეყინა მის წინ მჯდომზე. ეს სახე როგორ არ ახსოვს, ეს ის სახეა ტანჯვით რომ უკლავდა მეგობარს და რომ იცინოდა, ის სახეა ბედნიერი რომ აგდებდა მისი ძმის სხეულს ენგურში. ერთი ხომ მოკლა, დანარჩენი გაექცა, თვითონვე დაიხოცნენ ისინი, მაგრამ თავისი ფეხით მოადგა ის უკანასკნელიც სამსჯავროზე,- თურმე როგორი გაზრდილა პატარა გურგულია.
ამოთქვა საზიზღარი რუსულით ვასილი გრიგორიევმა და ჩაეცინა.
- მეგონა მთლად დაივიწყე იქაურობა,- აგრძელებდა საუბარს. დაჩი გაშეშებული იდგა, ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა ხდებოდა.
- მეგონა ყველანი ამოგწყვიტეთ სამუდამოდ, რომ კიდევ აღარავისთვის გევნოთ,- ჩაისისინა გაცოფებულმა ეშბამ,- როგორ გაბედე ჩემთან გამოჩენა?
- მე სულ შენს გვერდით ვტრიალებდი,- გაეცინა კვლავ, ხვდებოდა როგორ აღიზიანებდა ამით,- რამდენჯერ უნდა მოვკლათ ის, ვინც ასე ძალიან გიყვარს რომ ჭკუა ისწავლო?
- მოგკლავ,- ყელში წაუჭირა ხელი,- მოგკლავ და შენს მთელ საგვარეულოს ზედ მოგაყოლებ, თუ რა თქმა უნდა გყავს ვინმე. მოგკლავ, გესმის?
- მომკალი, აწი რაღა აზრი აქვს. ისედაც მკვდარი ხარ, ისედაც ყველა დაკარგე, ვინც გვერდით გყავდა, მშვიდად მოვკვდები,- მთლიანი სახე აუწითლდა ვასილის, თუმცა ეშბას გაღიზიანებას ვერ წყვეტდა.
- სანდრო დამშვიდდი,- მიადგა უკნიდან დაჩი, თუმცა უხეშად მოიცილა.
- მოგკლავ, მასაც მოგაყოლებ. ცოტახანში სოსოც და ვოლკოვიც მოგეწევიან უკან, მერე თუნდაც მოვკვდე, მეცოდინება რომ თქვენნაირები მაინც მოვიშორე თავიდან,- გაეცინა სანდროს, ოღონდ ეს სიცილი არ ჰგავდა ნირმალურს. რაღაც არაადამიანური სიცილი იყო. თითებს კი იმდენად უჭერდა ყელზე რომ კაცს ცოტაც და ძარღვები დაუსკდებოდა.
- მიდი და მომკალი,- ეს იყო ბოლო სიტყვები,- მეცოდინება რომ მთელი ცხოვრება იტანჯე და ბედნიერი მოვკვდები.
უკვე სუნთქვაც უჭირდა, ხრიალებდა, ცოტაც და გონებას დაკარგავდა.
- სანდრო გაჩერდი,- ძლივს გამოჰგლიჯა კაცი ხელებიდან, ეშბა კედელს მიენარცხა. მზერას არ აცილებდა გრიგოერიევს, გონწასული რომ ეგდო სკამზე,- რას აკეთებ, გამოშტერდი?
- უნდა მომეკლა ეგ ძაღლი.
- დამშვიდდი,- წინ გადაუდგა კვლავ,- თორემ მე დაგარტყამ ახლა, გონს მოდი.
- ...- ჩაისისინა და საწყობიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა. გარეთ ჰაერი ცივი იყო, მაგრამ სანდროსთვის თითქოს საერთოდ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. მანქანის კარი ხმაურით გაიხურა და ძრავის ხმა მალე სივრცეში გაიშალა. დაჩიმ მხოლოდ შორიდან მოისმინა ეს ყველაფერი. არც გაჰყოლია. იცოდა ახლა სანდროს მარტო ყოფნა სჭირდებოდა. თვალები ოდნავ მოჭუტა, მანქანისკენ გაიხედა, რომელიც ნელა შორდებოდა ტერიტორიას. სანდრო არასდროს რეაგირებდა ასე მხოლოდ სახელზე.
მაგრამ ახლა სხვა გზა არ იყო. ჯერ საქმე უნდა დასრულებულიყო. ჯერ უნდა გაეგოთ სად მიდიოდა სოსოს კვალი, სად იკვეთებოდა და რა იყო საერთოდ ეს ძველი ჯაჭვი, რომელიც თავიდან ბოლომდე მათ ცხოვრებას უბრუნდებოდა. დაჩიმ ღრმად ამოისუნთქა, კედელს მიეყრდნო და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა. მერე იქვე მდგარ ბიჭებს რაღაც ანიშნა და საწყობიდან გავიდა. მძიმე კვირა იქნებოდა ყველასთვის.
* * *
ნიამ თვალები მძიმედ გაახილა. პირველი, რაც იგრძნო, წამლების მძაფრი, სულისშემხუთველი სუნი და სხეულში ჩაღვრილი გაუსაძლისი სისუსტე იყო. თეთრი ჭერი თავზე ისე დასწოლოდა, თითქოს მის გასრესას ლამობდა. წამით ყველაფერმა დააბნია - სიჩუმემ, სითეთრემ, მკლავში გაკეთებულმა გადასხმის ნემსმა. მერე კი მეხსიერებამ ნაფლეთებად დაიწყო დაბრუნება. სროლის ხმა, ცეცხლის ალი და ის ბოლო წამები, სანამ წყვდიადი შთანთქავდა.
ნელა, გაჭირვებით მიაბრუნა თავი. პალატაში მკრთალი შუქი იდგა. თვალი მოავლო ოთახს. კუთხეში მდგარი ცარიელი სკამი... დახურული ფანჯარა... მხოლოდ აპარატების ერთფეროვანი წრიპინი. არავინ იყო. სანდრო აქ არ იჯდა. ნიას გული გამალებით აუძგერდა - ქვეცნობიერად ელოდა რომ იქვე, სავარძელში მჯდარს დაინახავდა. ელოდა იმ მძიმე, მესაკუთრულ მზერას, რომელიც ყოველთვის აფორიაქებდა, მაგრამ ახლა ასე ძალიან სჭირდებოდა. თუმცა, სავარძელი ცარიელი დახვდა. ცივი, ხელუხლებელი სიცარიელე ოთახის ყოველ კუთხეში ბუდობდა და ნიას იმედებს ფანტავდა. იმ წამს საკუთარი თავის მიმართ ისეთი ზიზღი იგრძნო რომ ფიზიკურ ტკივილზე მეტად დაეწვა სული. როგორ დაუშვა? როგორ მისცა საკუთარ თავს უფლება, ამხელა მოლოდინები ჰქონოდა კაცისგან, რომელიც მას საერთოდ არ ეკუთვნოდა?
გაბრაზდა. ჯერ სანდროზე, მერე კი - უფრო მძაფრად - საკუთარ გულუბრყვილობაზე. ის ელოდა გმირს, მფარველს, რომელიც მის გამო ყველაფერს მიატოვებდა, სინამდვილეში კი მიიღო რეალობის მკაცრი გაკვეთილი: სანდრო ეშბას სამყაროში ნია მხოლოდ მორიგი ფრაგმენტი იყო, შესაძლოა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანი იმ დიდ ომთან შედარებით, რომელსაც ეს კაცი აწარმოებდა. როგორი სასაცილოც კი იყო ის იდეა რომ სანდრო ჩვეულებრივი კაცივით იცხოვრებდა მის გვერდით ბედნიერად, მაშინ, როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, რომელშიც სიტყვებს სიმშვიდეს და ბედნიერებას ფუნქცია აქვთ დაკარგული. ინანა კიდეც აქ წამოსვლა, დარჩენილიყო სჯობდა, დაეჯერებინა ბებიასთვის და გადაუვლიდა კიდეც ეს სურვილი ადრე თუ გვიან. არც ამ შარში გაეხვეოდა, არც არაფერი მოხდებოდა, განსაკუთრებით კი იმ კაცის მსხვერპლი არ გახდებოდა, რომლის მოწონებასაც იწყებდა ნელ - ნელა. კაცის, რომელმაც პირობა დაადებინა რომ არ შეუყვარდებოდა. კაცის, რომელიც ჯოჯოხეთში ცხოვრობს და ყველას თან ითრევს.
რა აბსურდული იყო ეს ლოდინი. რატომ ეგონა რომ მისი გამოღვიძება სანდროსთვის რაღაც მნიშვნელობა ექნებოდა? ეს კაცი მას არ ეკუთვნოდა - არც მისი ფიქრები, არც მისი დრო და მით უმეტეს, არც მისი გული. ნიამ იგრძნო, როგორ ჩაეღვარა სირცხვილი ყელში. ეს სიცარიელე სიმართლის სარკე იყო, რომელიც ეუბნებოდა რომ სანდროს ცხოვრებაში ადგილი მხოლოდ ბრძოლას ჰქონდა, ნია კი უბრალოდ იმ ცეცხლში შემთხვევით მოხვედრილი მსხვერპლი იყო, რომლისთვისაც პალატაში მორიგეობა სანდროს გეგმებში არ შედიოდა. ნია გრძნობდა, როგორ ეხვეოდა ეს სიბრაზე ყელზე და სუნთქვას უკრავდა. საკუთარი თავი სძულდა იმ წამიერი სისუსტისთვის, რომელმაც აიძულა დაეჯერებინა, თითქოს სანდროს თვალებში დანახული ის უცნაური ნაპერწკალი, რაღაც უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო პასუხისმგებლობა. ეს კაცი ომისთვის იყო დაბადებული, მისი სისხლი დენთისა და ლითონის სუნით იყო გაჟღენთილი, ნია კი... ნია მხოლოდ შემთხვევითი მგზავრი აღმოჩნდა მის მატარებელში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანებოდა.
სიმწრისგან ტუჩი ისე მოიკვნიტა რომ სისხლის გემო იგრძნო. თვალები აეწვა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა რომ ტირილით დაემტკიცებინა საკუთარი დამარცხება. ეს ცარიელი სავარძელი პალატის კუთხეში ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა სიმართლეს: სანდრო ეშბა არ იყო ის კაცი, რომელიც საავადმყოფოს დერეფნებში ნერვიულად ივლიდა და ვინმეს გამოღვიძებას დაელოდებოდა. მისი ადგილი იქ იყო, სადაც ტყვიები ზუზუნებდნენ, სადაც საქმე უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე ერთი შეშინებული გოგოს გულისცემა.
ნიამ ნელა მიაბრუნა თავი ფანჯრისკენ. სოხუმის ნაცრისფერი ცა ისეთივე გულგრილი ჩანდა, როგორც ის ადამიანი, ვისგანაც სასწაულს ელოდა. გულში რაღაც საბოლოოდ გაცივდა. ეს აღარ იყო შიში - ეს იყო გაცნობიერება იმისა, რომ ამ თამაშში ის მხოლოდ პაიკი იყო, სანდრო კი მოთამაშე, რომელსაც ემოციების უფლება არ ჰქონდა. საკუთარ თავს პირობა მისცა: როცა ის კარი გაიღებოდა და სანდრო ბოლოს და ბოლოს შემოვიდოდა თავისი მძიმე ნაბიჯებითა და სინდისის ქენჯნის გარეშე, ნია მას ისე დახვდებოდა, როგორც უცხოს. ის აღარ მისცემდა უფლებას იმ მესაკუთრულ მზერას რომ ისევ დაებნია მისი სამყარო. ლოდინი დამთავრდა - იმედგაცრუებამ საბოლოოდ დაიკავა ის ადგილი, სადაც რამდენიმე წუთის წინ კიდევ კიაფობდა რაღაცის რწმენა.
პალატის კარი ჩუმად გაიღო და მარიამი შემოვიდა. გოგონას სახეზე დაღლილობისა და შფოთვის კვალი ეტყობოდა, თუმცა ნიას გახელილი თვალების დანახვაზე სახე გაუნათდა.
- ღმერთო ჩემო, ნია! გონს მოხვედი?- მარიამი საწოლთან მიიჭრა და ნაზად მოჰკიდა ხელი,- ნუ მოძრაობ, ჯერ ძალიან სუსტად ხარ. ექიმს დავუძახებ.
ნიამ მარიამს ხელი მოუჭირა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. თვალებით ისევ ოთახს ათვალიერებდა, თითქოს იმედოვნებდა რომ სანდრო სადმე ჩრდილში იმალებოდა. მარიამმა შეამჩნია მისი მზერა და სევდიანად გაიღიმა. იმ წამს პალატის კარი კვლავ გაიღო და ოთახში ეთერი და ავთო შემოვიდნენ. ეთერის დანახვაზე ნიას გული ოდნავ შეეკუმშა - ქალის სახე საოცრად შეცვლილიყო, თვალის უპეები ჩაშავებოდა და ის მუდამ მედიდური სიმშვიდე სადღაც გამქრალიყო.
- გაიღვიძე? ჩემო გოგო...- ეთერი საწოლთან ჩაიმუხლა და ნიას ფერმკრთალ ხელს თავისი თბილი ხელისგულებით დაეკონა,- მადლობა ღმერთს. ყველაზე ცუდი უკან დარჩა.
ნიამ სუსტად დაუქნია თავი, მერე კი მზერა ავთოზე გადაიტანა. ავთო კედელთან იდგა, მხარბეჭიანი და პირქუში, როგორც ყოველთვის, თუმცა მის თვალებში ნიამ რაღაც განსხვავებული დაინახა პატივისცემა და შესაძლოა, დანაშაულის გრძნობაც კი. ეთერი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ნიას ფერმკრთალ ხელს თავისი ათრთოლებული თითები გადააჭდო. ქალის თვალებში, რომლებიც ყოველთვის სიმტკიცით გამოირჩეოდა, ახლა მხოლოდ უსაზღვრო სინანული და ტკივილი კამკამებდა. ნაზად გადაუწია ნიას შუბლზე ჩამოშლილი თმა და მძიმედ ამოიოხრა.
- ჩემი საწყალი გოგო... რა დღეში ჩააგდეს, რა უქნეს,- ჩაიჩურჩულა ეთერიმ და ხმა გაებზარა,- როგორ მინდოდა რომ ეს ყველაფერი შენგან შორს ყოფილიყო, ნია. შენ ამისთვის არავის გაუმეტებიხარ.
ნია დუმდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ წამწამების თრთოლვაზე ეტყობოდა, რომ ყოველი სიტყვა ესმოდა. ავთო კედელთან იდგა, თავი დაეხარა და იატაკს მიშტერებოდა. ისიც ისეთივე განადგურებული ჩანდა, როგორც დანარჩენები.
- ექიმმა თქვა რომ მთავარი კრიზისი გადალახულია,- ხმადაბლა თქვა ავთომ, თითქოს ეშინოდა ოთახში არსებული მყიფე სიჩუმე არ დაერღვია,- მაგრამ რეაბილიტაციას დრო დასჭირდება. სუსტადაა.
- სუსტიაო?- ეთერიმ თავი ასწია და ავთოს შეხედა,- სხეულით შეიძლება სუსტადაა, ავთო, მაგრამ შენ ის მითხარი, ამდენს როგორ გაუძლო? იმ ჯოჯოხეთში რომ მოყვა და სანდროს მოსვლამდე სული არ დალია, ეგ მხოლოდ სასწაულია. გული მიკვდება რომ ვუყურებ. ეს ბავშვი ჩვენს ოჯახში ასეთი ტანჯვისთვის არ მოგვიყვანია. უკან როგორ უნდა დავაბრუნო?
ეთერიმ ისევ ნიასკენ მიაბრუნა პირი, თითქოს ეფერებოდაო, ისე დახედა მის დალურჯებულ მაჯებს, სადაც გადასხმის სისტემა იყო შეერთებული. ავთომ ამოიოხრა და ფანჯარასთან მივიდა.
- ეგ არის ჩვენი ცხოვრება, ეთერი. ვისაც ჩვენთან ახლოს ყოფნა უწევს, ადრე თუ გვიან ყველა იწვის ამ ცეცხლში. ნია უბრალოდ ყველაზე უდანაშაულო მსხვერპლი აღმოჩნდა,- ამოიოხრა კაცმა,- არ უნდა ჩამოგეყვანა აქ, არ უნდა დათანხმებოდი მართას.
- გამიხმეს ენა, ჩემი ბრალია, ვიცი. მაგრამ ამდენი წელია ასე ვართ, ჩემს დას არაფერი უთხოვია ჩემთვის და უარი ვერ ვუთხარი,- ამოიტირა ქალმა,- ჩემო გოგო, ბოდიში რომ ასეთ ადგილას ჩამოგიყვანე.
- ეთო,- სუსტად ამოთქვა ნიამ,- ნუ ტირი რა, კარგად ვარ. შენი რა ბრალია.
ნიამ იგრძნო, როგორ დაეწვეთა ეთერის ცრემლი ხელზე. ეს იყო ყველაზე გულწრფელი რამ, რაც ამ დღეების განმავლობაში განეცადა. აღარ უნდოდა მოსმენა, თუ როგორ განიცდიდნენ სხვები მის მდგომარეობას. მას უბრალოდ უნდოდა რომ ეს ყველაფერი დამთავრებულიყო.
- ეთერი...- ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ნიამ.
- აქ ვარ, დედა, აქ ვარ,- მაშინვე გამოეხმაურა ქალი და უფრო მჭიდროდ მოუჭირა ხელი, თმაზე მიეფერა,- დაიძინე, დაისვენე. ჩვენ არსად მივდივართ. აქ ვართ.
- არ იტირო,- მტკივნეულად გაეღიმა,- და რომ გამომწერენ ბევრს შევჭამ შენს გაკეთებულს.
ნიამ თვალები დახუჭა. ეთერისა და ავთოს ჩურჩული ნელ - ნელა შორეულ ექოდ იქცა. გრძნობდა მათ სითბოს, მათ მზრუნველობას, მაგრამ შინაგანად მაინც იმ დიდ სიცარიელეს ებრძოდა, რომელიც სანდროს არყოფნამ დატოვა. და რაც ყველაზე მეტად აშინებდა - ეს იყო იმის გაცნობიერება რომ ამიერიდან მისი ცხოვრება აღარასდროს იქნებოდა ისეთი მშვიდი, როგორიც მანამდე, სანამ ეშბების სახლის ზღურბლს გადააბიჯებდა. ეთერი და ავთო კიდევ დიდხანს ისხდნენ ნიასთან, თითქოს მათი მეთვალყურეობა გოგონას სუნთქვას უფრო თანაბარსა და უსაფრთხოს გახდიდა. ბოლოს, როცა პალატაში მედდა შემოვიდა და პაციენტის დასვენების აუცილებლობაზე მიანიშნა, ეთერიმ მძიმედ ამოიოხრა, ნიას შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა და ფეხზე წამოდგა.
- მარიამ, აქ იყავი, ერთი წუთითაც არ მოაცილო თვალი,- დააბარა ეთერიმ გასვლისას,- სახლში გავალ, მოვამზადებ რამეს, თორემ დარჩა ძვალი და ტყავი.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ აპარატების რიტმული წრიპინი და ფანჯრის მიღმა ატეხილი ქარის ზუზუნი ისმოდა. მარიამი ნიასთან ახლოს, სავარძელში ჩაჯდა და გოგონას დააკვირდა. ნია ისევ ისე იწვა, თვალდახუჭული. კიდევ ერთი საათი ელოდა გოგოს, მერე ისიც გამოფხიზლდა.
- წყალი შეგიძლია მომაწოდო?- დაბოხებული ხმით თქვა და წამოიწია.
- ახლავე, მოიცა დაგეხმარები,- გაუსწორა ბალიში უკან და მერე ჭიქაც მიაწოდა.
მარიამმა ტელეფონი ხელში შეათამაშა, მისი მზერა ნიას აფორიაქებულ სახეს დასთამაშებდა. პალატაში ისევ ის მძიმე, სტერილური სუნი იდგა, რომელიც ნიას ყოველ ამოსუნთქვაზე ახსენებდა რომ მისი ცხოვრება რამდენიმე საათის წინ ბეწვზე ეკიდა,- ვიცი ასე რატომაც მიყურებ.
- რატომ?- ჩაეძია ნია.
- საქმე ჰქონდა, ნია და წავიდა,- თქვა მარიამმა ისეთი ტონით, თითქოს ცდილობდა ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბავად წარმოეჩინა,- შეიძლება გაბრაზებული ხარ, ნაწყენიც, მაგრამ მინდა სიტუაციაში გაერკვე.
- არაფერი მითქვამს,- მხრები აიჩეჩა ქალმა,- არც მიკითხავს.
- ვიცი, მაგრამ ვხედავ რომ გაინტერესებს. იმიტომ არ ვიცავ რომ ახლობელია, უბრალოდ სიმართლეს ვამბობ,- გაეღიმა ნაღვლიანად,- მძიმე კაცია, რთული ცხოვრება აქვს. ვხედავ რომ თქვენ შორის რაღაც ხდება. სანდრო სულ სხვანაირია ხოლმე შენთან, მართალია ხშირად არ ვარ სოხუმში, თუმცა მერხეულიდანაც კი გხედავთ.
გაიხუმრა მარიამმა, ნიასაც გაეღიმა, აღარ უარყვია.
- ალბათ ახლა შენ უკეთ გაიგებ ყველაფერს,- მზერა აარიდა გოგოს,- არ ვიცი რა დავარქვა ამ ურთიერთობას, გაჭედილები ვართ ორივენი.
- არ ვიცი ჩემს რჩევას რამდენად მოისმენ, მე უბრალოდ შორიდან ვაფასებ ყველაფერს და არც ის ვიცი თქვენ ორს შორის ზუსტად რა ხდება. უბრალოდ მტკივნეული იქნება იმის გააზრება რომ აქედან წასვლა და მისი დატოვება მოგიწევს,- დაინახა როგორ გაიელვა დაგროვებულმა ცრემლმა მის თვალებში,- სანდრო ძალიან მიყვარს, ერთად ვიზრდებოდით ამდენი წელი მე, ის და დაჩი. ჩემი ძმაა, ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ ის ჯოჯოხეთში ცხოვრობს, ეგ გამოიარა და სამუდამოდ იქ დარჩა, როგორც არ უნდა მიყვარდე და მინდა აქ დარჩე მასთან, ვერ გთხოვ, იმიტომ რომ ცოდო ხარ აქ დასარჩენად.
- ნეტავ სულ არ ჩამოვსულიყავი,- ამოიოხრა ნიამ,- ნეტავ მართას უფრო მკაცრად ეთქვა უარი ჩემთვის, ან ეთერის.
- ნეტავ,- ნაღვლიანად გაუღიმა მარიამმა,- მაგრამ ისე მაგრად უხდებით შენ და ჩემი ძმა ერთმანეთს.
- კარგი ახლა...
- იცინე ხო და იცი როგორ ამაყად განაცხადა ჩვენთან რომ მისი საცოლე იყავი? დათოს გასვენებაშიც კი ტვინი წაიღეს ჭორაობით და სანამ შენ გასული იყავი, მან მოაგვარა. მაგიტომაც იყო შორიდან რომ გაკვირდებოდნენ და ახლოს ვერავინ ბედავდა მოსვლას,- წარბები აათამაშა მარიამმა,- აღიარე, მაგარი ძმა მყავს, არა?
ნიამ ტუჩი მოიკვნიტა. იგრძნო, როგორ აეწვა თვალები არა ტკივილისგან, არამედ იმ უსუსურობისგან, რომელსაც ახლა გრძნობდა. ბალიშზე თავი გვერდზე გადადო და ფანჯრის მიღმა გაუფერულებულ ცას მიაშტერდა.
- მაგარი კი არა, აუტანელია,- ჩუმად თქვა ნიამ, თუმცა ხმაში ბრაზის ნაცვლად რაღაც უცნაური სინაზე გაეპარა,- ისეთი თავდაჯერებულია, გეგონება მთელი სამყარო მის გარშემო ბრუნავს. ყველაფერს თავისით წყვეტს, ყველას მაგივრად ფიქრობს.
მარიამმა დაინახა, როგორ აუთამაშდა ნიას ტუჩის კუთხე - ეს იყო სევდანარევი ღიმილი, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანს საკუთარი გრძნობების ეშინია, მაგრამ მათგან გაქცევა აღარ შეუძლია.
- ეგრეა,- დაეთანხმა მარიამი და ნიას აწეწილ თმაზე გადაუსვა ხელი,- სანდრომ არ იცის შუალედები. მისთვის ან ყველაფერი ხარ, ან არაფერი. და თუ შენზე საცოლე თქვა, ეს იმას ნიშნავს რომ იმ წამიდან შენი უსაფრთხოება მისთვის საკუთარ სიცოცხლეზე მეტი გახდა.
ნიამ თვალები დახუჭა. მის წინაშე ისევ ის სურათი დადგა. სანდრო, რომელიც დათოს გასვენებაში ხალხის მრავალფეროვან მასაში მედიდურად იდგა და თავისი მძიმე მზერით ყველას აგრძნობინებდა რომ ნია ხელშეუხებელი იყო. იმ მომენტში გოგონას ეგონა რომ ეს მხოლოდ კაცური სიამაყე იყო, ახლა კი ხვდებოდა - ეს იყო განაცხადი, ფიცი, რომელიც სანდრომ საკუთარ თავსა და იმ სამყაროს წინაშე დადო, სადაც სისუსტეს არ პატიობდნენ.
- ვიცი რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობს, მართალი ხარ...- ამოიხვნეშა ნიამ,- მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა რომ მეც შემაჩვია ამ ყველაფერს, ამ მოკლე დროში. აქედან წასვლა... თითქოს საკუთარი თავის დატოვებას ჰგავს. ნეტავ შემეძლოს მისი იქიდან გამოყვანა, მაგრამ ვიცი რომ შეუძლებელია. ის და ეს ჯოჯოხეთი ერთი მთლიანობაა.
- როგორ იტანჯებით,- დაუწვრილდა ხმა,- ჰოდა, სწორედ მაგაშია საქმე. შენ ხარ ერთადერთი სინათლე, რომელიც იმ ჯოჯოხეთში შეაღწია და ახლა სანდროს უფრო მეტად ეშინია შენი დაკარგვის და დაშავების.
ნიამ ისევ ფანჯრისკენ გაიხედა. ცა უფრო დამძიმებულიყო, თითქოს წვიმას აპირებდა.
- მაინც მინდა რომ აქ იყოს,- აღიარა ბოლოს ძალიან ხმადაბლა,- თუნდაც თავისი სიბნელით, თუნდაც თავისი რთული ხასიათით. უბრალოდ მჭირდება რომ ვიცოდე რომ ისევ აქ არის.
მარიამმა ტელეფონი აიღო და ეკრანს დახედა.
- დავურეკავ. არაფერს ვეტყვი, უბრალოდ ვეტყვი რომ გაიღვიძე. დანარჩენს თვითონ მიხვდება. ჩემს ძმას ბევრი ნაკლი აქვს, ნია, მაგრამ ინტუიცია არასდროს ღალატობს, როცა საქმე მისთვის ძვირფას ადამიანებს ეხება.
მარიამი პალატიდან გავიდა, ნია კი ისევ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან. გულში რაღაც უცნაურად, მტკივნეულად უცემდა. ხვდებოდა რომ ამიერიდან მისი მშვიდი, უზრუნველი ცხოვრება წარსულს ჩაჰბარდა. ის აღარ იყო უბრალოდ ნია, ის იყო სანდრო ეშბას რჩეული ქალი, რომლის გამოც სოხუმის ყველაზე დაუნდობელი კაცი მზად იყო ყველაფერი ექნა. და ეს პასუხისმგებლობა, ეს უხილავი კავშირი, ახლა უფრო მძიმე ტვირთი იყო, ვიდრე ნებისმიერი ჭრილობა მის სხეულზე.
* * *
საავადმყოფოს თეთრი კედლები და ანტისეპტიკის მძაფრი სუნი ნიასთვის ნელ - ნელა აუტანელი გახდა. ყოველი გათენებული დილა ერთი და იგივე იმედგაცრუებით იწყებოდა - კარი იღებოდა, შემოდიოდა მარიამი, ეთერი ან ექიმი, მაგრამ არასდროს ის, ვის მძიმე ნაბიჯებსაც ნია ქვეცნობიერად მთელი სხეულით ელოდა. მესამე დღეს, როცა დაჩი მის წასაყვანად მოვიდა, გოგონამ იგრძნო რომ ამ ციხიდან თავის დაღწევა შვებას არ მოუტანდა. მანქანაში ჩაჯდომამდე ნიამ ნაბიჯი შეანელა და დაჩის შეხედა. მისი თვალებიდან ყველაფერი იკითხებოდა, თუმცა კითხვა მაინც დასვა, თითქოს ხმამაღლა თქმული სიმართლე უფრო ადვილი მოსასმენი იქნებოდა.
- არ მოვა, არა?- დაჩიმ ნაბიჯი შეანელა, თითქოს ყოველ სიტყვას საგულდაგულოდ წონიდა, სანამ ხმას ამოიღებდა. ნიას დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. მანქანის კარს ხელი დაადო, მაგრამ არ გაუღია.
- არ ვიცი, რძალო, მართლა არ ვიცი,- ამოიოხრა ბოლოს. ნათქვამმა "რძალო"-მ, ჰაერში უცნაური სიმძიმით გაიჟღერა,- სანდროს ამბავი ხომ იცი? მე თვითონაც არ მინახავს ოთხი დღეა.
ნია წამით გაოგნებული დარჩა დაჩის მიმართვით. ეს სიტყვა ადრე ირონიულად ეჩვენებოდა, მაგრამ ახლა, დაჩის ხმაში ისეთი მზრუნველობა და სევდა იგრძნობოდა, რომ გოგონას გული შეეკუმშა.
- არ დაურეკავს? ან არაფერი უთქვამს?- მაინც არ ეშვებოდა ნია, თუმცა პასუხს უკვე ხვდებოდა.
- მხოლოდ ის მითხრა რომ შენთვის მიმეხედა და სახლში მშვიდობით დამებრუნებინე,- დაჩიმ მანქანის კარი გამოაღო და ნიას მიეხმარა ჩაჯდომაში,- ნუ გგონია რომ არ ადარდებ. პირიქით, ყველაფერზე ღელავს, უბრალოდ არ უნდა ახლოს იტრიალოს, ისედაც საკუთარ თავს ადანაშაულებს ყველაფერში, რაც მოხდა.
ნიას არაფერი უთქვამს. მანქანის სავარძელში ღრმად ჩაიძირა და თავი მინას მიადო. გზა საავადმყოფოდან სახლამდე უსასრულოდ გაიწელა. სოხუმის ქუჩები ნაცრისფერი და მტრული ეჩვენა, თითქოს ყოველი მოსახვევიდან ახალ საფრთხეს უნდა გამოეჟონა. დაჩი მანქანას ფრთხილად მართავდა, ხშირ - ხშირად იყურებოდა უკანა ხედვის სარკეში და ნიას მდგომარეობას აკონტროლებდა.
როცა ეშბების სახლის მაღალი ჭიშკარი გამოჩნდა, ნიამ მძიმედ ამოისუნთქა. ეს ადგილი, რომელიც თავიდან მისთვის გაუგებარი და უცხო იყო, ახლა ერთადერთ თავშესაფრად ქცეულიყო, თუმცა ამ თავშესაფარს მისი მთავარი პატრონი აკლდა. ეზოში შესულებს საომარი მდგომარეობა დახვდათ. დაცვა გასამმაგებულიყო. შეიარაღებული ბიჭები ჩრდილებივით მოძრაობდნენ პერიმეტრზე. მანქანა გაჩერდა თუ არა, სახლის კარი ეთერიმ გამოაღო. ქალს სახეზე ღრმა ნაოჭები დასტყობოდა ამ რამდენიმე დღეში, თვალებში კი შიში და შვება ერთმანეთში არეოდა.
- მოხვედით? ჩემო გოგო, ჩემო საწყალო...- ეთერი მანქანასთან მიიჭრა და ნიას გადმოსვლაში მიეხმარა,- ფრთხილად, ფრთხილად შემოიყვანე, დაჩი. ოთახი უკვე გავამზადეთ.
ნიამ ძლივს გადადგა ნაბიჯები. სახლში შესულს ნაცნობი, მძიმე სიმშვიდე დაეჯახა. ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა, მაგრამ ჰაერში სანდროს არყოფნა მჭრელი სიმძიმით იგრძნობოდა. მისაღებ ოთახში მარიამი დახვდა, რომელიც მაშინვე მივარდა და გადაეხვია.
- როგორც იქნა, სახლში ხარ,- ჩასჩურჩულა მარიამმა. ნიამ მზერა კიბისკენ გააპარა, სანდროს ოთახისკენ, მაგრამ იქიდან მხოლოდ სიჩუმე მოედინებოდა. დაჩიმ ჩანთები იქვე დადო.
- დაისვენე და გინახულებ მერე კიდევ,- გაუღიმა დაჩიმ.
ნიამ ნელა დაუქნია თავი. უნდოდა ეთქვა, "უთხარი რომ მჭირდება"-ო, მაგრამ სიამაყემ და იმ სიმწარემ, რომელიც ყელში ბურთივით ჰქონდა გაჩხერილი, ხმა არ ამოაღებინა. ზემოთ, თავის ოთახში რომ ავიდა, საწოლზე ჩამოჯდა და გარემოს თვალი მოავლო. აქ ყველაფერი იმ ღამეს აგონებდა, როცა ბოლოს ნახა. ეთერიმ თბილი პლედი მოახვია და ჩაი დაუდგა. დაისვენეო უთხრა და ოთახიდნა გამოვიდა. ნია ცოტახანში წამოდგა, პლედი მოიხსნა და ჟაკეტი გაიდაიძრო, სარკეს მიუახლოვდა და უკან შებრუნდა. მთელი ზურგი ბინტით ჰქონდა დაფარული, მაჯაც ასევე გადახვეული ჰქონდა, აქა - იქ ეტყობოდა ოდნავ სისხლისაც გამოეღწია ნაჭერშიც. ამოიოხრა, არ სტკიოდა, ამ ტკივილს აიტანდა, თუმცა გულის ტკივილს რას უზამდა, ასე ძალიან რომ აწუხებდა.
ნია თითებით ფრთხილად შეეხო ბინტის კიდეს, თითქოს სურდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო. სარკეში არეკლილი მისი ფერმკრთალი გამოსახულება ისე უცხოდ გამოიყურებოდა რომ წამით საკუთარი თავისაც კი შეეშინდა. თეთრ ნაჭერში გაჟონილი სისხლის ლაქა პატარა, წითელ ყვავილს ჰგავდა, რომელიც მის სხეულზე სანდროს სამყარომ დატოვა.
- რა მიყავი, სანდრო...- ჩაიჩურჩულა და ხმა ჩაეწყვიტა. ჟაკეტი ისევ მოიცვა, რადგან უცებ აკანკალა. ეს არ იყო სიცივე, ეს იყო ის შინაგანი სიცარიელე, რომელიც სახლის კედლებიდან მოდიოდა. ნია საწოლზე დაეშვა და მუხლები გულთან მიიზიდა. გული ისე მძიმედ უცემდა, თითქოს შიგნიდან რაღაც დიდ ქვას ათრევდა. ყველაზე მეტად ის სტკიოდა რომ თავი მიტოვებულად იგრძნო სწორედ მაშინ, როცა მთელი მისი სამყარო დაიმსხვრა. ნუთუ მართლა მხოლოდ ერთჯერადი საქმე იყო მისთვის?
ფანჯრის მიღმა საღამოს ბინდი უფრო და უფრო მუქდებოდა. ნიამ იგრძნო, როგორ აეწვა თვალები. ეზიზღებოდა საკუთარი თავი ამ სისუსტისთვის. ეზიზღებოდა რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ გაფაჩუნებაზე მაინც ეზოსკენ გაურბოდა მზერა, იქნებ მანქანის ნაცნობი ხმა გაეგო.
- ნუ მოხვალ,- თქვა ხმამაღლა, თითქოს ამით საკუთარ თავს აჯერებდა,- არც მჭირდები. საერთოდ არ მჭირდები.
მაგრამ ტყუილი ყელში გაეჩხირა. მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ის მძიმე, მესაკუთრული მზერა, რომელიც აგრძნობინებდა რომ ცოცხალი იყო. რომ ვიღაცისთვის მისი არსებობა ომზე, ტვირთზე და ვოლკოვზე მეტს ნიშნავდა. ნიამ თავი ბალიშში ჩარგო და ჩუმად აქვითინდა. ეს არ იყო მხოლოდ ტკივილისგან გამოწვეული ტირილი - ეს იყო იმ ქალის გლოვა, რომელსაც ეგონა რომ სიყვარულს შეეძლო ჯოჯოხეთიდან ვინმეს გამოყვანა, სინამდვილეში კი თავად აღმოჩნდა იმ ჯოჯოხეთის ნანგრევებში მოყოლილი.
* * *
ოცი ივლისი სანდროს კალენდარში წითლად კი არა, შავად - დამწვარი დენთისა და ენგურის ცივი წყლის ფრად იყო მონიშნული. ყოველ წელს, როცა ზაფხულის მცხუნვარე მზე სოხუმის ქუჩებს აავსებდა, სანდროს შიგნით რაღაც იყინებოდა. მის სულში ყველაზე მკაცრი, გამყინავი ზამთარი დგებოდა. ჰაერი სქელდებოდა, სუნთქვა უმძიმდებოდა და ის თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელიც ოდესღაც სინათლეს იმედით უყურებდა, სადღაც შორს, უფსკრულში იკარგებოდა. დიტოს დაბადების დღე იყო - დღე, რომელიც სიხარულის ნაცვლად, სანდროსთვის სასაკლაოს ჰგავდა. თერთმეტი წელი... ზუსტად ამდენი გავიდა მას შემდეგ, რაც მათი ბავშვობა ენგურის პირას, ტყვიების ზუზუნსა და სისხლის სუნში დასრულდა. სანდრო ხედავდა დიტოს სახეს - ხედავდა ყოველთვის, როცა თვალებს დახუჭავდა. ხედავდა მის გაფართოებულ გუგებსა და იმ შეშინებულ სახეს, რომელიც მეგობრის თვალებში სამუდამოდ გაიყინა, სანამ პატარა, სიცოცხლით სავსე სხეულს მდინარის მღვრიე ტალღები შთანთქავდა. ამ დღეებში სანდრო ქრებოდა. ის აღარ იყო ეშბა, აღარ იყო დაუნდობელი ავტორიტეტი. ის მხოლოდ დანაშაულის გრძნობით გაჟღენთილ აჩრდილად იქცეოდა, რომელიც საკუთარ თავს ვერ პატიობდა გადარჩენას. რატომ ის? რატომ არ გაჰყვა მეგობარს იმ ცივ დინებაში? ეს კითხვა მას ათწლეულებია ხორცს უჭამდა, თუმცა პასუხი დღემდე ვერ უპოვია.
ეს დანაშაულის გრძნობა არ იყო უბრალო სინანული. პარაზიტს ჰგავდა, რომელიც სანდროს ხერხემალში წლების წინ დასახლდა და ყოველ ათ ივლისს ხელახლა იწყებდა მისი სულის ღრღნას. ყოველ წელს ის თავიდან გრძნობდა იმ ძველ, ჟანგიან ბორკილებს მაჯებზე, ხელახლა ესმოდა მეგობრის ხვეწნა - მუდარა და ხედავდა, როგორ სწყდებოდა დიტოს ხელი მისას - სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა, სულ რაღაც ერთი გაწვდენა დააკლდა რომ თუნდაც მის გაყინულ სხეულს შეხებოდა. ეს რამდენიმე სანტიმეტრი იქცა უფსკრულად, რომელსაც სანდრომ თერთმეტი წელი შეალია და მაინც ვერ ამოავსო. სძულდა საკუთარი ხელები, რადგან მათ ვერ შეძლეს მეგობრის დაკავება. სძულდა საკუთარი სხეულიც, რადგან ისინი დღემდე სუნთქავდნენ იმ ჰაერს, რომელიც დიტოსთვის დიდი ხნის წინ დასრულდა. სანდროსთვის გადარჩენა არ ყოფილა საჩუქარი. გადარჩენა მისთვის ყველაზე სასტიკი სასჯელი იყო, რაც კი სამყაროს შეეძლო მისთვის მოეფიქრებინა.
ამ დღეებში ის ენგურის ნაპირას იკარგებოდა. იჯდა, ცარიელი მზერით უყურებდა ჰორიზონტს და გრძნობდა, როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში. ყოველი ენგურის ჩხრიალზე დიტოს სიცილი ესმოდა - ჯერ კიდევ ბავშვური, ჯერ კიდევ ლაღი. მერე კი ეს სიცილი წყდებოდა და მხოლოდ წყლის ყრუ დგაფუნი რჩებოდა. სანდრო გრძნობდა რომ მისი სულის ნაწილი იმ დღესვე მოკვდა, იქ, ენგურის ნაპირას. რაც დარჩა, მხოლოდ ნაჭუჭი იყო - ცივი რკინის და კიდევ დაუნდობლობა, რომლითაც ის საკუთარ თავსაც და სხვებსაც ანადგურებდა. ფიქრობდა რომ სიკვდილს თვალებში ბევრჯერ ჩახედა, მაგრამ სიმართლე ის იყო რომ სიკვდილი თავად მასში ცხოვრობდა - დიტოს სახით, რომელიც თხუთმეტი წლის ასაკში გაიყინა და სანდროს ყოველ დაბადების დღეზე პასუხს სთხოვდა: „რატომ დამტოვე, სანდრო?"
იჯდა პირდაპირ მიწაზე, ზურგით მანქანას მიყრდნობილი. ცალ ხელში ნახევრად დაცლილი ვისკის ბოთლი ეჭირა, მეორეში კი - ძველი, გადაქერცლილი სანთებელა, რომელსაც ნერვიულად აწკაპუნებდა, იქ იპოვა, იმ ოთახში, სადაც უკანასკნელად ნახა თავისი ძმა და მეგობარი. ვისკის ყოველი ყლუპი ყელში ლავასავით ჩადიოდა, მაგრამ შინაგან სიცივეს მაინც ვერ უმკლავდებოდა. სანდრო მდინარეს მიშტერებოდა და ხედავდა არა წყალს, არამედ იმ საბედისწერო წამს, როცა დიტოს - მის ძმას, მის სულს - სიცოცხლე თვალებიდან ამოეცალა. აქ, ენგურის პირას, ის ისევ ის თხუთმეტი წლის ბიჭი იყო, რომელიც მიწას ხელებით თხრიდა და მანამ ყვიროდა, სანამ ხმა არ ჩაუწყდა.
ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, ვერ ბედავდა იმ ტკივილზე საუბარს, იმიტომ რომ არ თვლიდა თავს ღირსად ესაუბრა თავის ტკივილზე მაშინ, როცა მისი მეგობარი მიწას მიაბარა, ისე რომ ვერ დაიტირა და პირიქით, თავად იყო მისი სიკვდილის მოწმე. ეს არ იყო ჰალუცინაცია, ეს იყო მეხსიერების ყველაზე სასტიკი წამება. სანდროს სძულდა საკუთარი თავი, რადგან დიტო იქ დარჩა, იმ ცივ მორევში. თავად კი დღემდე დადიოდა ამ მიწაზე, სუნთქავდა და იბრძოდა. ყოველი მისი გამარჯვება, ყოველი მოპოვებული ძალაუფლება ამ მდინარის პირას ფერფლად იქცეოდა.
რა ფასი ჰქონდა მის წარმატებას, თუ იმ ერთადერთ ადამიანს ვერ უშველა, ვინც მასზე მეტად იმსახურებდა სიცოცხლეს?
მისი მზერა, ჩვეულებრივ ბასრი და გამჭოლი, ახლა სრულიად დაცარიელებულიყო. თვალებიდან სიმწრის ცრემლი კი არა, რაღაც უფრო მძიმე - სულის სისხლი მოედინებოდა. ამ დროს ვინმეს რომ ენახა, ვერ დაიჯერებდა რომ ეს ის ეშბა იყო. ის ახლა მხოლოდ გლოვად ქცეული კაცი იყო, რომელსაც საკუთარი არსებობის რცხვენოდა. მდინარის დინება კი კვლავინდებურად გულგრილად მიდიოდა წინ, თითქოს დასცინოდა სანდროს - იმას, ვინც გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ იქ, ენგურის ფსკერზე, მეგობართან ერთად დარჩა.
სანდროს მუშტები მიწაში ჰქონდა ჩასობილი, თითები სველ ნიადაგს ისე უჭერდა, თითქოს ცდილობდა მდინარის ნაპირი შეეჩერებინა რომ დინებას ისიც არ წაეღო, ან პირიქით - თავადაც ჩაეთრია უფსკრულში. ყოველი ათი ივლისი მისი პირადი გოლგოთა იყო, სადაც ის საკუთარ თავს წვავდა ჯოჯოხეთში და განაჩენს ყოველგვარი შეწყალების გარეშე გამოუტანდა ხოლმე. თერთმეტი წლის წინანდელი კადრები ფირზე აღბეჭდილი კოშმარივით ტრიალებდა მის გონებაში. სანდროს ახსოვდა წყლის ყრუ ხმა, რომელიც დიტოს ბოლო ამოძახილთან ერთად გაისმა და მერე - დამანგრეველი სიჩუმე. ის სიჩუმე, რომელიც მას შემდეგ აღარასდროს დარღვეულა, მიუხედავად იმისა რომ სანდრომ მთელი ცხოვრება იარაღის გრუხუნსა და ყვირილში გაატარა. მას შემდეგ ის აღარასდროს ყოფილა მთლიანი. ის იყო ნამსხვრევებისგან აწყობილი კაცი, რომლის ყოველი ნაწილი დიტოს სახელს ეძახდა. ის წარმატება, რომელსაც სხვები შურით უყურებდნენ, მისთვის მხოლოდ ფარსი იყო, ერთგვარი ხარკი, რომელსაც ბედისწერას უხდიდა გადარჩენისთვის. ამ დროს სანდრო აღარ ცდილობდა ყოფილიყო ძლიერი. ის საკუთარ უსუსურობას მიწაზე გადაჰფენდა და სუნთქვაშეკრული ელოდა, როდის ამოხეთქავდა მასში ის ველური ტკივილი, რომელსაც სხვა დღეებში რკინის ნებით ახშობდა. მისი სხეული თითქოს სიმძიმის ცენტრს კარგავდა.
ის იყო კაცი, რომელმაც საკუთარი სული თერთმეტი წლის წინ იმ მდინარის ფსკერზე დატოვა და მას შემდეგ მხოლოდ აჩრდილივით დაეხეტებოდა დედამიწაზე, ეძებდა შენდობას, რომელიც არასდროს მოვიდოდა. ენგურის ტალღები კი ისევ ისე, გულცივად ეხეთქებოდნენ ნაპირს, თითქოს ახსენებდნენ რომ ზოგიერთი დანაკარგი დროზე ძლიერია და ზოგიერთი ჭრილობა არასდროს ხორცდება, მხოლოდ უფრო ღრმად იდგამს ფესვებს ადამიანის არსებაში.
- ვიცი რომ არავისთან საუბარი არ გინდა, მაგრამ გვჭირდები სანდრო,- გაისმა დაჩის ხმა, როგორც კი ტელეფონს უპასუხა.
- მოვალ, რამდნეიმე დღეში მოვალ,- გაისმა მისი ჩახლეჩილი ხმაც და დაჩიმ ნომერსაც კი დახედა იმის დასარწმუნებლად, სწორად რეკავდა თუ არა.
- აქ ხალხს სჭირდები. უკვე ათი დღე გავიდა, ეთო ყოველ დღე მირეკავს, საქმეებს ვეღარ ავუდივარ. ნიაც კი გეძებს, არ გკითხულობს, გაბრაზებულია, თანაც საშინლად, მაგრამ მაინც გეძებს,- ოხრავს დაჩი. ტელეფონის მეორე მხარეს მხოლოდ ენგურის მძიმე, ერთფეროვანი გუგუნი ისმოდა. სანდრო დუმდა. ეს დუმილი უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა - ეს იყო იმ კაცის დუმილი, რომელსაც სჯეროდა რომ მისი სიახლოვე მხოლოდ სიკვდილს და ნგრევას მოუტანდა იმ ერთადერთ ადამიანს, ვინც მის გაყინულ სამყაროში სითბო შეიტანა.
- სანდრო, მესმის... ვიცი, რა დღეც არის,- დაჩიმ ხმა დაარბილა,- მაგრამ დიტოს არ მოეწონებოდა შენი ასეთი განადგურება. ის ბიჭი შენს გამო მოკვდა რომ გეცხოვრა და არა იმისთვის რომ ყოველ წელს ამ მდინარის პირას საკუთარი თავი მოგეკლა. წამოდი, ძმობას გაფიცებ. სახლში წამოდი.
- სად მაქვს სახლი, დაჩი,- ხმა რომ ამოიღო, ჩაჩბა მაშინვე მიხვდა როგორი მთვრალიც იყო ძმაკაცი. სანდროს ხმაში ისეთი სიმწარე გაეპარა რომ დაჩის ტანში ჟრუანტელმა დაუარა,- ჩემი სახლი თერთმეტი წლის წინ ამ მდინარემ წაიღო. ნიას უთხარი რომ ნუ ნერვიულობს ჩემნაირ მონსტრზე...და დამაცადე. უბრალოდ დამაცადე რომ ეს სიმყრალე სულიდან ჩამოვიბანო, თორემ რომ მოვიდე, მასაც ჩავითრევ ჩემს ჯოჯოხეთში.
სანდრომ გათიშა. ტელეფონი იქვე, სველ ქვიშაზე მიაგდო და სახე ხელებში ჩარგო. მისი მხრები, რომლებიც ყოველთვის მყარი და დაუმორჩილებელი ჩანდა, ახლა უსუსურად ცახცახებდა. ხვდებოდა რომ ნია მას ელოდა, ხვდებოდა რომ მისი ყოველი დაგვიანებული საათი ქალისთვის ახალი ჭრილობა იყო, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. იქ, ენგურის პირას, ისევ ის თხუთმეტი წლის ბიჭი იდგა, რომელსაც ეშინოდა რომ თუ ვინმეს ხელს ჩაჰკიდებდა, მდინარე მასაც წაართმევდა. დანაშაულის გრძნობა კედელივით აღმართულიყო მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის - კედელი, რომლის გადალახვასაც სანდრო ეშბა, სოხუმის ყველაზე საშიში კაცი, წელსაც ვერ ბედავდა.
მდინარის გუგუნი სანდროს ყურებში ახლა უფრო ხმამაღლა ისმოდა, ვიდრე თერთმეტი წლის წინ. ყოველი ტალღის ნაპირზე დანარცხება მას იმ საბედისწერო წამს ახსენებდა, როცა სამყარო გაჩუმდა და მხოლოდ წყლის ხმა დარჩა. სიმთვრალე გონებას კი არ უფანტავდა, პირიქით - მოგონებებს უფრო მძაფრს, უფრო ფერადს და აუტანელს ხდიდა. მას სძულდა საკუთარი თავი ამ სისუსტისთვის, სძულდა ეს მიწა, რომელზეც იჯდა და ის ჰაერიც, რომელსაც დიტოს ნაცვლად სუნთქავდა.
"მონსტრი ხარ" გაუმეორა საკუთარმა მემ და სიმწრით ჩაეღიმა.
ის მართლაც მონსტრად იქცა, რადგან მხოლოდ ასე შეძლო გადარჩენა იმ სამყაროში, სადაც სილაღემ მისი ძმა დაღუპა. მაგრამ ნია... ნია სხვა იყო. ის იყო სინათლე, რომელიც სანდროს ჯოჯოხეთში შემთხვევით შემოიჭრა და ახლა ეს სინათლეც მის გამო იფერფლებოდა. გრძნობდა როგორ ეწვოდა სული იმის გააზრებაზე რომ ქალი ახლა სახლში იჯდა, ნატკენი ზურგითა და უფრო მეტად ნატკენი გულით და მის ნაბიჯებს ელოდა. გრძნობდა რომ ასე უხეშად შეიჭრა მის ცხოვრებაში, მიეჩვია, ისიც მიაჩვია და ახლა ასე უმოწყდალოდ დაჰყვიროდა რომ უნდა დაევიწყებინა.
სანდრო წამოდგა, ტელეფონს დაავლო ხელი, ფეხი აერია და მანქანას დაეყრდნო. მისი მზერა ისევ ენგურს მიეჯაჭვა. ის არ იყო კაცი, რომელსაც ტირილის უფლება ჰქონდა. ის იყო კაცი, რომელსაც მხოლოდ ნგრევა და შურისძიება შეეძლო. მალე უნდა დასრულებულიყო ეს დღე. სჭირდებოდა რომ ათი ივლისის შავი აჩრდილი ისევ სადღაც შორს გადამალულიყო მომავალ წლამდე. მანქანის კარი გამოაღო, საჭესთან დაჯდა და თავი ზედ მიადო. ძრავის ხმა ენგურის ხმაურს შეერია.
* * *
მომდევნო დღეები ნიასთვის ერთფეროვან, ნაცრისფერ ნისლად იქცა. სახლში გამეფებული სიჩუმე მხოლოდ მაშინ ირღვეოდა, როცა ოთახში მარიამი ან ეთერი შემოდიოდნენ. სანდრო ისევ არ ჩანდა. მისი არყოფნა ჰაერში მძიმე, ელექტრონული დაძაბულობის სახით იგრძნობოდა, თითქოს სახლი სუნთქვას იკავებდა და რაღაც გარდაუვალს ელოდა. ყოველ საღამოს მარიამი ნიას ოთახში შედიოდა რომ ჭრილობა დაემუშავებინა. ეს პროცედურა ერთგვარ რიტუალად იქცა. ნია საწოლის კიდეზე ჯდებოდა, ზურგს იშიშვლებდა და გრძნობდა, როგორ ეხებოდა მარიამის ცივი, აკანკალებული თითები მის ნატკენ კანს.
- გატკინე? ბოდიში,- ამოიოხრა გოგომ და ზედ ბინტი გადააკრა,- დიდი დრო გავიდა, შეხორცება დაწყებულია, იმედი მაქვს შრამები არ დაგრჩება.
- მანდ არამგონია, მაგრამ ხელზე ვფიქრობ მექნება,- აჩვენებს გრძელ ჭრილობას, რომელსაც ასევე დაეწყო შეხორცება.
- ეშველება,- გაუღიმა და ფეხზე წამოდგა,- მე ვაჩესთან წავალ, უნდა ვაჭამო. ჩამოდი შენც ჭამე რამე.
- ჩამოვალ ცოტახანში,- წამოდგა ფეხზე მარიამი და ოთახიდან გავიდა. ჟაკეტი მოიცვა ნიამ და ფრთხილად დაუყვა კიბეებს, ეთერის უკვე მაგიდა გაეშალა, წრეზე დარბოდა ვაჩე.
- ბებიკო მოისვენე, თორემ წაიქცევი,- გასძახა ქალმა და იმავე წამს ნიას ფეხებს დაეჯახა ბავშვი.
- ჩემო პრინცო,- გაუღიმა და დაიხარა მასთან. ხელში აყვანა ჯერ არ შეეძლო, სტკიოდა მაჯა,- როგორი ენერგიული ხარ.
ვაჩეს არაფერი უთქვამს, გაუღიმა და ყელზე მოხვია თავისი ბოტოტა თითები.
- უხ, როგორ მომენატრა შენი სურნელი,- დაუკოცნა ლოყები და ფეხზე წამოდგა,- წამოდი ჩემთან ერთად, ვჭამოთ.
ნიამ ბავშვს ხელი ჩასჭიდა და მაგიდასთან მივიდა. მარიამმა ვაჩე სკამზე დასვა და თავადაც გვერდით მიუჯდა. ვახშამი უჩვეულოდ მშვიდი იყო. მაგიდაზე ყველაფერი ეწყო, რაც სრულფასოვან ოჯახურ იდილიას სჭირდებოდა, თუმცა ჰაერში მაინც მძიმე, მჭრელი სიცარიელე ტრიალებდა. აკლდათ მთავარი საყრდენი, ის ერთი ადამიანი, ვის გარშემოც ეს სამყარო ბრუნავდა. ყველას სახეზე აღბეჭდილიყო ის უთქმელი ტკივილი და დაძაბულობა, რაც ამ დღეებმა მოიტანა. ეთერი ყოველ წამს კარისკენ აპარებდა აფორიაქებულ მზერას, მერე ტელეფონს დახედავდა იმედით, თითქოს ეკრანის გაშუქება მის ცხოვრებას სინათლეს დაუბრუნებდა. თუმცა, სიახლე არ ჩანდა. სიჩუმე იმდენად ღრმა იყო რომ დაჩისაც კი არ დაურეკავს ბოლო ორი დღეა. უკვე თითქმის კვირაზე მეტი გასულიყო სანდროს გაუჩინარებიდან. ნია გრძნობდა, როგორ ეპარებოდა სულში უცნაური, ცივი შეგუება. ეს აღარ იყო ის მძაფრი შიში, რაც პირველ დღეებში ჰქონდა, არამედ რაღაც უფრო მძიმე და დამანგრეველი - უიმედო ლოდინი.
ვახშმის შემდეგ ეთერის წუწუნის მიუხედავად მაგიდის ალაგებაში ეხმარება. თითქმის პირველი ხდებოდა მარიამთან ჭორაობას რომ მორჩა ოთახისკენ დაიძრა. გაჭირვებით გაიძრო ჟაკეტი და თავისი საყვარელი ვარდისფერი ატლასის საღამურები მოირგო. ეზიზღებოდა სარკეში საკუთარი სხეულის ყურება, არა იმიტომ რომ მახინჯი იყო, არამედ იმიტომ რომ იმ კაცს ახსენებდა, ვინც ასე უმოწყალოდ მოექცა, ვინც ასე მიატოვა უსიტყვოდ და ვინც ერთხელაც კი არ დარეკა თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ხმა გაეგო. საწოლისკენ წავიდა, ჩამოჯდა, ათი წუთი თითქმის კედელს მიშტერებოდა, მერე მუცლით გადაწვა ზედ. არ შეეძლო ჯერ ისევ ზურგზე წოლა. აღიარებს რომ ყავა არ უნდა დაელია, რადგან ახლა თვალსაც ვერ ხუჭავდა. არ იცის რამდენ ხანს იწვა ასე უმოქმედოდ. ოდნავ ღია აივნის კარიდან გრილი სიო შემოდიოდა და სასიამოვნოდ ედებოდა ზურგზე. თეთრი თხელი ფარდაც სასიამოვნოდ ფრიალებდა ოთახში. წამიერად ხმაური გაიგო, თუმცა იფიქრა მომეჩვენაო. კვირაზე მეტია გვერდითა ოთახიდან არაფერი გაუგია, ხშირად აივნიდან უმზერდა გაწკრიალებულს, თუმცა შიგნით არ შედიოდა. ვერ გაუძლებდა მონატრებას და ისევ მოაწვებოდა გრძნობები, მას კი არ შეეძლო ასე უბრალოდ გადაეხაზა ყველანაირი სიბრაზე.
კიდევ რომ გაიგო ხმაური, ოდნავ წამოიწია. არ მომჩვენებიაო, ნელა მიუახლოვდა კარებს. ფარდა ოდნავ გადასწია. ხმაური არ მოსჩვენებია. ოთახში შუქი ენთო, გააღო კარი და გარეთ გავიდა. ცდილობდა არ ეხმაურა. ხალათის სახელოები ჩამოიწია დაბლა და ქამრით შეიკრა. ფრთხილად გადავიდა მეზობლის ტერიტორიაზე და ოთახში შეიხედა. ნიას სუნთქვა შეეკრა. ფანჯრის მიღმა, ბინდბუნდში, სანდროს სილუეტი გამოიკვეთა. კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს კაცი ბოლოს ნახა და ახლა, მისი დანახვისას, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ფილტვებიდან მთელი ჰაერი ერთიანად ამოტუმბეს. ის, ვინც ოთახში დახვდა, აღარ ჰგავდა იმ ძლევამოსილ სანდრო ეშბას, რომლისაც ყველას ეშინოდა. სავარძელში ნახევრად მწოლიარე კაცი უფრო მეტად ჩამონგრეულიყო. მისი სახე, რომელიც ყოველთვის მკაცრი და მოვლილი იყო, ახლა რამდენიმე დღის წვერითა და დაღლილობისგან ჩაშავებული უპეებით დაფარვოდა. ვისკის ბოთლი იქვე, დაბალ მაგიდაზე იდგა, ის იყო ერთადერთი მოწმე მისი ამ ტანჯვისა. ნიას გული ისე გააფთრებით აუძგერდა რომ საკუთარი პულსის ხმა ყურებში გრუხუნივით ესმოდა. მასში ერთდროულად აფეთქდა ყველაფერი: ის დიდი ხნის ნაგროვები ბრაზი, მონატრება, წყენა და ის აუხსნელი, მტკივნეული სინაზე, რომელსაც მხოლოდ მის მიმართ გრძნობდა. უნდოდა შევარდნილიყო, დაეყვირა, ეკითხა - სად იყო, ასე როგორ მიატოვა, ერთხელ მაინც როგორ არ დაურეკა, მაგრამ იქვე გაშეშდა. სანდროს მზერა სივრცეში იყო გაყინული, ინტუიციით გრძნობდა რომ ამ კაცის სული სადღაც ძალიან შორს, ბნელ და სახიფათო ადგილას იყო ჩარჩენილი. ნიას ყელში ბურთი გაეჩხირა. დაინახა, როგორ აუკანკალდა სანდროს ის ხელები, რომლებსაც იარაღის ჭერის არასდროს ეშინოდათ. სანდრომ მზერა ნელა, თითქოს დიდი ძალისხმევით, სივრციდან ნიასკენ გადაიტანა. წამით გაშეშდა, თითქოს არ სჯეროდა რომ მის წინ ცოცხალი ადამიანი იდგა და არა კიდევ ერთი აჩრდილი წარსულიდან. ნიამ დაინახა როგორ დაეძაბა კაცს ყბის ძვლები. გაჭირვებით წამოდგა, აივნის კარი მძიმედ გამოაღო. ლითონის ყრუ ჭრიალმა ღამის სიჩუმე გაკვეთა. არაფერი უთქვამს. სიტყვები ზედმეტიც იყო და ალბათ შეუძლებელიც. მის თვალებში, რომლებიც ადრე ცეცხლს აფრქვევდნენ, ახლა მხოლოდ ჩამქრალი ფერფლი და გაუზომავი ტკივილი იკითხებოდა.
სანდრომ ერთი გაუბედავი ნაბიჯი გადადგა ნიასკენ. მოძრაობა აღარ იყო ისეთი მტაცებლური და თავდაჯერებული, როგორც ადრე. თუმცა, როგორც კი დაიძრა, ნიამ ინსტინქტურად უკან დაიხია. ეს არ იყო მხოლოდ შიში, ეს იყო ამ დროის განმავლობაში დაგროვილი გაუცხოება და წყენა. სანდრო ადგილზე გაშეშდა. ნიას უკან გადადგმული ნაბიჯი მისთვის ტყვიაზე უფრო მწარე აღმოჩნდა. დაინახა ქალის თვალებში მომდგარი ცრემლი, რომელიც სავსე მთვარის შუქზე ალმასივით აკიაფდა და ლოყაზე ნელა ჩამოგორდა. ეს ერთი ცრემლი იყო ყველაფერი - ნიას გატეხილი იმედი, მისი მარტოობა და ის ტანჯვა, რასაც ამ სახლის კედლებში განიცდიდა. კაცი რამდენიმე წამს უმზერდა ამ ცრემლს, თითქოს საკუთარ განაჩენს კითხულობდა. მერე კი, თითქოს შინაგანმა სიმძიმემ საბოლოოდ სძლიაო, მუხლები მოეკვეთა.
სანდრო ეშბა, კაცი, რომელიც არავის წინაშე არასდროს იხრიდა ქედს, ნიას წინ მუხლებზე დაემხო.
განა რა შეიძლებოდა მომხდარიყო რომ მსგავსი სცენა ვინმეს ენახა? თუმცა ახლა ძალა აღარ იყო. ახლა აღარც სტატუსი იყო, აღარც ძალაუფლება და აღარც სიამაყე. მხოლოდ ტკივილი იყო, თანაც უსაზღვრო და ყველაზე მძიმე ტკივილი. აღარ შეეძლო, ვის რას უმტკიცებოდა? ან ვისგან იცავდა ვინმეს? თავად იყო დასაცავი, თავად იყო გადასარჩენი საკუთარი თავისგან და გრძნობებისგან. არც ცრემლი სდიოდა, არც სიტყვას ამბობდა, უბრალოდ მუხლებზე დამხობილი იდგა იმ ქალის წინაშე, რომელსაც ძალიან ატკინა. იმ ქალის წინაშე, რომელიც სულ ელოდა, არაფერს ეუბნებოდა, ამშვიდებდა, სინათლე შემოჰქონდა მის ცხოვრებაში.
თავი დაბლა დახარა და ხელები მუხლებზე დააწყო. ეს არ იყო თხოვნა, ეს იყო სრული კაპიტულაცია საკუთარ ტკივილთან და იმ დანაშაულის გრძნობასთან, რომელიც ახლა ორად იყოფოდა. ერთი დიტოს ეკუთვნოდა, მეორე კი - იმ ქალს, რომელიც თავის ჯოჯოხეთში ძალით ჩაითრია და ახლა მის ცრემლებს უყურებდა. ნია გაოგნებული იდგა და უყურებდა მუხლმოდრეკილ გიგანტს, რომლის მხრებიც ღამის სიჩუმეში უხმოდ ცახცახებდნენ. იმ წამს იგრძნო რომ მისი სიძულვილი სადღაც გაქრა. მის წინ აღარ იდგა მონსტრი, რომლისგანაც თავადვე იცავდა. მის წინ იჯდა სასიკვდილოდ დაჭრილი კაცი, რომელიც საკუთარ ტკივილს ვერაფერს უხერხებდა. ნიამ ხელები ხალათის ჯიბეებში ღრმად ჩაიწყო რომ საკუთარი თითების კანკალი დაემალა. მასში რაღაც საბოლოოდ დაიმსხვრა - მიხვდა რომ სანდრო დაბრუნდა, მაგრამ მისი ის ნაწილი, რომელიც ნიას ასე ძალიან სჭირდებოდა, ისევ იქ დარჩა, სადღაც შორს, იმ ბნელ უფსკრულში, სადაც ნიას შეღწევა არ შეეძლო.
თუმცა, ამ კაცის დანახვამ, ასე განადგურებულისა და დაცემულის, ნიას სულში არსებული ყველა ბარიერი ჩამოშალა. ვეღარ გაუძლო. ფეხები თავისით წაუვიდა მისკენ. ნელა მიუახლოვდა, თითქოს ეშინოდა რომ ერთი მკვეთრი მოძრაობით მომენტი არ დაეფრთხო. მის წინ ჩაიმუხლა და ხელები ფრთხილად მოხვია მხრებზე. სანდრო თავიდან გაშეშდა, თითქოს არ სჯეროდა რომ ამდენი ტკივილისა და გაუჩინარების შემდეგ, ნია კვლავ მასთან იყო. მერე კი, თითქოს მთელი სამყაროს სიმძიმე ერთბაშად მოეხსნაო, კაცმა თავი გოგონას მხარზე ჩამოდო.
ასე ისხდნენ დიდხანს, ღამის სიჩუმეში, მხოლოდ მათი აფორიაქებული სუნთქვა ისმოდა. სანდრომ ხელები წელზე მოხვია, ისე მჭიდროდ, თითქოს ეშინოდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, ნია ნისლივით გაიფანტებოდა. სახე მის ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა გოგონას სურნელი - ვანილისა და სისუფთავის სუნი, რომელიც მისთვის ერთადერთი წამალი იყო იმ კოშმარების წინააღმდეგ, რაც ენგურის პირას ნახა. ამ უსიტყვო ჩახუტებაში ყველაფერი ითქვა - მონატრებაც, პატიებაც და ის გარდაუვალი მიზიდულობა, რომელიც მათ ერთმანეთთან აჯაჭვებდა. რაც არ უნდა ექნა სანდროს, რაც არ უნდა შორს წასულიყო საკუთარ ჯოჯოხეთში, დაბრუნებისას მუდამ ნიას მკლავებში პოულობდა თავშესაფარს.
- წამოდი, შიგნით შევიდეთ,- ჩასჩურჩულა ნიამ და ძლივს აიძულა საკუთარი თავი რომ კაცი წამოეყენებინა. სანდრო მძიმედ წამოდგა, თითქოს ყოველი მოძრაობა ფიზიკურ ტკივილს აყენებდა. ნიას ოთახში შესულებმა სიბნელეში მხოლოდ მთვარის შუქი დაინახეს, რომელიც ხალიჩაზე ეცემოდა. სანდრო საწოლის კიდეზე ჩამოსვა. კაცი ისე იჯდა, მხრებჩამოყრილი, თითქოს ძვლები აღარ უმაგრებდა სხეულს. ნიამ კანკალით მიაწოდა წყლის ჭიქა, მერე კი გვერდით მიუჯდა. ჩაათვალიერა ალეწილი ეშბა, ნელა დაადო მხარზე ხელი და ბოლოს გაბედა და შავ თმებშიც შეუცურა ხელი. თვალები ცრემლით ევსებოდა, როცა სანდროს დაღლილ, ჩაშავებულ უპეებს უყურებდა. უნდოდა ბევრი რამ ეკითხა, ეყვირა კიდეც, მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა და ეს აბრაზებდა. ხვდებოდა რომ არ იყო კარგად, მაგრამ თავად ნატანჯი საკუთარი თავიც ეცოდებოდა, თუმცა სიტყვას მაინც ვერ ამბობდა. სანდრომ ნელა ასწია თავი და ნიას შეხედა. ეს მზერა ისეთი ცარიელი და გამოფიტული იყო რომ გოგონას გული ყურებში უბაგუნებდა. თითქოს კაცის თვალებიდან ის შავი მდინარე იყურებოდა.
სანდრო ნელა მიუახლოვდა, თითქოს ყოველი სანტიმეტრი, რომელიც მათ აშორებდათ, ათწლეულების მანძილზე დაგროვილ სიმძიმეს წარმოადგენდა. როცა მათი შუბლები ერთმანეთს შეეხო, სამყარო ოთახის მიღმა გაჩუმდა. ნია გრძნობდა კაცის ცხელ, ვისკის სურნელითა და დაღლილობით გაჯერებულ სუნთქვას საკუთარ ტუჩებზე. სანდრომ თვალები დახუჭა, თითქოს ამ შეხებით ცდილობდა იმ კოშმარების განდევნას, რომლებიც ბოლო კვირის მანძილზე თვალის დახუჭვის ნებას არ აძლევდნენ. მისი ბაგეები ნიას ტუჩებს ოდნავ, ძლივს შესამჩნევად გაეხახუნა - ეს იყო უთქმელი ნებართვა, თითქმის ლოცვა, სანამ საბოლოოდ ვეღარ გაუძლებდა და გააფთრებული წყურვილით დაეწაფებოდა. მონანიება იქამდე, სანამ კიდევ ერთ მძიმე ცოდვაში ჩადგამდა ფეხს.
ეს არ იყო უბრალო კოცნა. მასში იგრძნობოდა ყველაფერი, რასაც სანდრო ეშბა სიტყვებით ვერასდროს იტყოდა: ის ყრუ ტკივილი, რომელიც ენგურის ნაპირას ჩაიმარხა, ის სასოწარკვეთილი შიში რომ ამ სახლში დაბრუნებულს ნია აღარ დახვდებოდა და ის ველური, მესაკუთრული მიზიდულობა, რომელიც მას სიცოცხლესთან აჯაჭვებდა. ეს იყო გადარჩენის მცდელობა - კაცი ნიას ბაგეებიდან სვამდა შვებას, როგორც მომაკვდავი ეწაფება წყაროს წყალს.
- სანდრო...- ძლივს გასაგებად ამოილუღლუღა ნიამ,- შემომხედე.
მიანათა კაცმა აწითლებული თვალები.
- რატომ იტანჯავ თავს ასე?- ამოიოხრა ნიამ. სახე მიუახლოვა, ნაზად აკოცა ლოყაზე, მერე მეორეზე,- ნახე როგორი წითელი გაქვს თვალები, რატომ იტოვებ ყველაფერს შენთვის?
- გთხოვ,- ბოხი, ხრინწიანი ხმით წამოიწყო საუბარი,- გთხოვ დღეს არაფერი მკითხო.
ნია კალთაში ჩაისრიალა. მისი მოძრაობები ერთდროულად ძლიერიც იყო და სათუთიც. ერთი ხელი ბარძაყზე შეუცურა, თითები ხალათის თხელ ქსოვილში ჩაასო და ქალი თავისკენ ისე მჭიდროდ მიიზიდა, თითქოს სურდა მათ შორის არსებული ჰაერიც კი გაექრო. იგრძნო უკანასკნელი ცრემლი. ეს იყო მთელი კვირის განმავლობაში ნაგროვები სიმარტოვისა და ტკივილის ამოსუნთქვა. კოცნისას სანდრო ამ ცრემლების სიმწარესაც გრძნობდა - მლაშე და ცხელი სითხე მათ ბაგეებს შორის ირეოდა, რაც ამ წამს უფრო ინტიმურსა და მტკივნეულს ხდიდა. კაცის ხელები ნიას სხეულზე თრთოდა. ის, ვინც სხვისი ბედისწერის განმკარგველი იყო, ახლა სრულიად დაუცველი ჩანდა ქალის წინაშე. ნიას სურნელში იკარგებოდა, ცდილობდა კანით შეეგრძნო მისი სითბო, რათა სულიდან ის ყინულოვანი წყალი ამოერეცხა, რომელიც თერთმეტი წელია ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. ნიას თითები სანდროს კისერზე ჩაეჭიდა, თითქოს ეშინოდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, კაცი ისევ გაუჩინარდებოდა იმ შავ ნისლში, საიდანაც ახლახან ამოვიდა.
მთვარის შუქი ოთახში ვერცხლისფერ ზოლებად ეცემოდა მათ სხეულებს. სანდროს ყოველი შეხება, მისი ყოველი მძიმე ამოსუნთქვა, უსიტყვო აღიარება იყო იმისა რომ მიუხედავად ომებისა, სისხლისა და ენგურის აჩრდილებისა, მისი ერთადერთი სახლი აქ იყო - ამ ქალის მკლავებში, რომელიც მის ჯოჯოხეთს საკუთარი ცრემლებით ასველებდა და ამით, გაუცნობიერებლად, მის გადარჩენას ცდილობდა. ნია გრძნობდა კაცის გულისცემას - სწრაფს, არათანაბარს, თითქოს შიგნიდან რაღაც გალიაში გამომწყვდეული მხეცი კედლებს აწყდებოდა. ეშბა ნელ - ნელა მოსწყდა ქალის ტუჩებს, თუმცა ხელი არ გაუშვია. მან თავი ნიას მხარზე დაასვენა და ღრმად ამოიოხრა. ეს არ იყო შვებით ამოსუნთქვა, ეს იყო იმ კაცის ხმა, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა რომ შინ დაბრუნდა.
- ნუ ტირი...- გაისმა მისი შეცვლილი, ჩახლეჩილი ხმა,- ჩემი გულისთვის შენი ერთი ცრემლიც კი ზედმეტია.
ნიას არაფერი უთქვამს, უფრო მაგრად მოხვია ხელები კისერზე. მისი თითები სანდროს თმებში ჩაიხლართა, თითქოს ამით ცდილობდა მისი დაფანტული ფიქრების ერთად შეკვრას. აღარ აინტერესებდა, სად იყო ეს კაცი მთელი კვირა, აღარ აინტერესებდა ის სისხლიანი თამაშები, რომლებსაც ის აწარმოებდა. ამ წამს მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი რომ სანდრო აქ იყო. ეშბამ ნელა ასწია თავი და ნიას თვალებში ჩახედა. მთვარის შუქზე მისი გუგები გაფართოებულიყო, რაც მის მზერას კიდევ უფრო მუქს და უფსკრულისებურს ხდიდა. თითებით ნაზად მოწმინდა ნიას ლოყაზე შემორჩენილი სისველე.
- მეგონა კარსაც არ გამიღებდი,- თქვა ხმადაბლა,- მეგონა ჩემი სიახლოვით და ამ სიშორით უკვე საბოლოოდ დაგახრჩვე.
ნიამ თავი გააქნია და შუბლი ისევ მის შუბლს მიაჭირა.
- იცი როგორ ვერ გიტან,- ტუჩზე იკბინა, ცდილობდა ისევ არ ეტირა, თუმცა ამ გრძნობებს ვერ აუდიოდა,- იცი როგორ მეზიზღები, საშინელი ადამიანი ხარ. გული არ გაქვს, საერთოდ არ გაინტერესებ, მერე კი მოდიხარ და.... მერე ასე მოდიხარ და...
ვეღარ შეძლო წინადადების დასრულება. ღრმად სუნთქავდა, იგრძნო სანდროს თითი ტუჩთან, ამღვრეული თვალებით შეხედა მას.
- ასე მოხდება სულ,- სცადა მზერის არიდება,- მე სულ გატკენ, მერე მოვალ, პატიებას გთხოვ, შენ ისევ მაპატიებ. გიღირს?
ნიამ იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა სანდროს ამ მოულოდნელი, სასტიკი გულწრფელობის გამო. ეს არ იყო თავის მართლება - ეს იყო განაჩენი. კაცის ხმაში არ იგრძნობოდა სინანული, მხოლოდ ის მძიმე რეალობა, რომელსაც ორივე მათგანი თითქმის თვალს არიდებდა. სანდრომ ნელა ჩააყოლა ხელი ნიას ყელს, მისი ცერა თითი გოგონას ნიკაპზე შეჩერდა და აიძულა რომ მის ამღვრეულ, შავ თვალებში ჩაეხედა.
- არ შემიძლია უარის თქმა...- გაიმეორა ნიამ,- ვერ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს.

- ჩემი ყველაზე სუფთა და ამავდროულად, ყველაზე დაუცველი ნაწილი ხარ. იცი როგორი რთულია ჩემთვის შენთან ურთიერთობა,- ამოიოხრა კაცმა,- გტკენ... გატირებ... არ ვიცი როგორ მოვიქცე. მე სხვაგვარად სიყვარული არ ვიცი. მე მხოლოდ ნგრევითა და ტკივილით შემიძლია ურთიერთობა.
ნია კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრა სხეულზე. კაცი გრძნობდა სხეულის თრთოლვას, გრძნობდა, როგორ ეხებოდა მისი ცხელი ცრემლები სანდროს ყელს. ნია ხელებით მის პერანგს ჩააფრინდა, თითქოს ეშინოდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, ეს კაცი ისევ იმ შავ ნისლში გაუჩინარდებოდა, საიდანაც ახლახან დაბრუნდა.
- მეზიზღები...- ისევ გაიმეორა, მაგრამ ამ სიტყვაში იმდენი სინაზე და სასოწარკვეთა იდო რომ ის უფრო აღსარებას ჰგავდა, ვიდრე წყევლას,- მეზიზღები იმის გამო რომ შენს გარეშე სუნთქვა მიჭირს. იმის გამო რომ ამ ხნის განმავლობაში ყველგან დაგეძებდი. იმის გამო რომ გონებიდან ვერ გიგდებ და შენ ასე მტკენ.
სანდრომ თვალები დახუჭა და სახე ნიას თმებში ჩარგო. ღრმად შეისუნთქა გოგონას სურნელი, რომელიც მისთვის ერთადერთი რეალური რამ იყო ამ სამყაროში. მისი ხელები, რომლებიც ჩვეულებრივ იარაღზე იყვნენ დაჩვეულნი, ახლა ნაზად და ფრთხილად დაასრიალებდა ნიას ზურგზე, თითქოს ცდილობდა ყოველი ნატკენი ადგილი თავისი შეხებით განეკურნა.
- მაშინ ნუ მეტყვი უარს,- თქვა სანდრომ და ისევ ნიას ბაგეებს დაუბრუნდა,- უბრალოდ მოდი ჩემთან... ამ ჯოჯოხეთში მარტო ნუ დამტოვებ. მე არ შემიძლია დაგპირდე რომ ხვალ მზე ამოვა, მაგრამ შემიძლია დაგპირდე რომ სანამ ვსუნთქავ, ჩემი მკლავები შენი ბოლო თავშესაფარი იქნება.
ნიას პასუხი აღარ გაუცია. უფრო მაგრად მოხვია ხელები სანდროს და თავისი კოცნით დალუქა მათი საბედისწერო კავშირი. იმ ღამეს, მთვარის შუქზე, ორივე მიხვდა რომ ის გრძნობა, რაც აკავშირებდათ არ იყო მხოლოდ მოწონება, ან მხოლოდ მიჯაჭვულობა, რაღაც მეტი იყო, რაღაც სიყვარულის მსგავსი, თუმცა სახელის დარქმევას ვერცერთი ბედავდა. ეს იყო ომი, რომელშიც არ არსებობდნენ გამარჯვებულები, მხოლოდ გადარჩენილები, რომლებიც ერთმანეთს სისხლამდე და სულის ამოხდამდე ეჭიდებოდნენ. სანდრომ ნია საწოლზე ნელა გადააწვინა და ამ სიბნელეში, ერთმანეთის სხეულებში, მათ საბოლოოდ ჰპოვეს ის მტკივნეული შვება, რომელსაც აქამდე უშედეგოდ ეძებდნენ.
გვერდით მიუწვა ქალს, თვალები დახუჭა. მისი შეხება ამჯერად ისეთი ფრთხილი იყო, თითქოს ეშინოდა რომ ერთი არასწორი მოძრაობით ისევ ატკენდა. იგრძნო ნიას სხეულის სითბო ხალათის თხელი ქსოვილის მიღმა და მიხვდა - ენგურმა შეიძლება ბევრი რამ წაართვა, მაგრამ ეს ქალი იყო მისი ბოლო შანსი რომ საბოლოოდ არ ქცეულიყო იმ აჩრდილად, რომელიც მდინარის პირას ტიროდა. ისინი ისევ გაჩუმდნენ. ოთახში მხოლოდ საათის წიკწიკი და მათი შერწყმული სუნთქვა ისმოდა. თავისკენ მიიზიდა, სხეულზე აიკრა. იმ ღამეს სანდრო ეშბას პირველად ეძინა თერთმეტი წლის განმავლობაში ისერომ ენგურის ყინულიან წყალს მისი სული არ გაუყინავს. ნიას სითბო იყო ის ერთადერთი ცეცხლი, რომელმაც მისი წარსულის აჩრდილები დააფრთხო.
* * *
მზის სხივები შემოიჭრა ოთახში. სითბო შემოიტანა და გაათბო გარემო. ნელა გაახილა თვალები ნიამ. წამით ჭერს მიაშტერდა, გუშინდელი საღამო სიზმარი ეგონა. დაიჯერებდა კიდეც გადაბრუნებულს უზარმაზარი სხეული რომ არ ენახა გვერდით. ნიას სუნთქვა შეეკრა. მზის შუქზე სანდრო სხვანაირი ჩანდა - უფრო რეალური და ამავდროულად, უფრო დაუცველი. მისი მკაცრი ნაკვთები ძილში ოდნავ მოდუნებულიყო, თუმცა წარბებს შორის ის ღრმა ნაოჭი მაინც შერჩენოდა, თითქოს ქვეცნობიერი ძილშიც კი არ აძლევდა მშვიდად ყოფნის უფლებას. მისი შიშველი მხრები, რომლებიც ნიასთვის გუშინ ღამით ერთადერთი თავშესაფარი იყო, ახლა დილის შუქზე უზარმაზარ კლდესავით მოჩანდა. წამით გაშეშდა, ეშინოდა განძრევის რომ ეს მყიფე სიმშვიდე არ დაეფრთხო. გუშინდელი ღამის მოგონებები - კედლებზე აკრული ჩრდილები, ვისკის მძაფრი სუნი, სანდროს მუხლმოდრეკა და მლაშე კოცნა - კადრებად ამოუტივტივდა გონებაში. ეს არ იყო სიზმარი. სანდრო მართლაც დაბრუნდა.
ნია ნელა, ფრთხილად გადაიხარა მისკენ. უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ისევ აქ იყო. დაინახა კაცის ყელზე თავისივე ფრჩხილების კვალი და ლოყები აუწითლდა. სანდრომ სახე ბალიშში ჩარგო და ხელი ინსტინქტურად გვერდით გაასრიალა. როგორც კი ნიას სხეულის სითბო ვერ იგრძნო, მაშინვე თვალები გაახილა. წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო და ნიას მიაშტერდა. აჩეჩილი თმითა და ჩაწითლებული თვალებით ისევ იმ დაჭრილ მხეცს ჰგავდა, მაგრამ როცა გოგონას დაფეთებული თვალები დაინახა, მზერა დაურბილდა.
- აქ ხარ...- ამოიხრინწა და ხელი ნიასკენ გაუწოდა, თითქოს უნდოდა შეხებოდა რომ დაერწმუნებინა საკუთარი თავი მის რეალურობაში.
- აქ ვარ,- ძლივს გასაგონად უპასუხა ნიამ,- მეგონა რომ გავიღვიძებდი, ისევ წასული იქნებოდი.
სანდროს სახეზე მტკივნეულმა ღიმილმა გადაურბინა. ნელა მიიზიდა გოგონა თავისკენ. დილის ჰაერი გუშინდელივით მძიმე აღარ იყო, მაგრამ მათ შორის მაინც იდგა ის უთქმელი კითხვები, რომლებიც პასუხს ითხოვდნენ.
- არსად ვაპირებ წასვლას,- თქვა და თითებით ნიას მაჯას ჩაეჭიდა, იქ, სადაც პულსი გამალებით ფეთქავდა,- თუნდაც მინდოდეს, ფეხები აღარ მემორჩილება.
ნიამ იგრძნო, როგორ მოეშვა დაჭიმული კუნთები.
- ჭრილობა როგორ გაქვს?- დახედა მის დაბინტულ მაჯას და ზურგს.
- შეხორცებას იწყებს, დიდი არაფერია,- თავი მის მხარზე ჩამოდო და თვალები დახუჭა. მზის სხივები მათ გარშემო ოქროსფერ მტვრად იფანტებოდა. მათ იცოდნენ რომ ოთახის მიღმა ისევ ის სასტიკი სამყარო ელოდათ, მაგრამ ამ წამს, ამ მზის სინათლეში, ისინი უბრალოდ ორი ადამიანი იყვნენ, რომლებმაც ერთმანეთი საერთო ტკივილის ნანგრევებში იპოვეს.
სანდრო პირველი წამოდგა, ოთახში გადაირბინა, ცივი წყალი გადაივლო და თავისი ჩვეული, მრავლისმთქმელი დუმილით ჩაუყვა კიბეებს. ნია აფორიაქებული მიჰყვებოდა უკან. ეშინოდა რომ მისი აკანკალებული ხმა ან დასიებული თვალები ყველაფერს გასცემდა, რაც ღამით მათ შორის მოხდა. სამზარეულოში შესულებს ეთერი დახვდათ, რომელიც გაზქურასთან იდგა. როგორც კი სანდროს ნაბიჯების ხმა გაიგონა, ქალი წამით გაშეშდა, მერე კი ელვისებურად მობრუნდა.
- სანდრო! შვილო!- აღმოხდა და ხელებიდან პირსახოცი გაუვარდა. სწრაფად მიიჭრა შვილთან და მთელი ძალით ჩაეხუტა. სანდრო, რომელიც ჩვეულებრივ ემოციებს არ გამოხატავდა, წამით გაირინდა, მერე კი მხრებზე ხელი მოხვია. ეთერი ტიროდა, ოღონდ ეს შვების ცრემლები იყო - მთელი კვირის გაურკვევლობამ ერთბაშად ამოხეთქა,- როდის მოხვედი? რატომ არ გაგვაგებინე? ღმერთო, როგორ შეგვაშინე...საცემი ხარ.
ჩურჩულებდა ქალი და შვილის სახეს ხელებით ატრიალებდა აქეთ - იქით, თითქოს ამოწმებდა, მართლა ის იყო თუ არა.
- გამთენიას მოვედი, ეთო. ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა,- თქვა სანდრომ დაბალი, მშვიდი ხმით და ნიასკენ ისე გააპარა მზერა რომ ეთერის არაფერი შეემჩნია. მალე მარიამიც გამოჩნდა. სანდროს დანახვაზე მხოლოდ მძიმედ ამოისუნთქა - იცოდა კითხვების დასმას აზრი არ ჰქონდა. ნია მაგიდასთან დაჯდა, თითებს ნერვიულად ათამაშებდა. ეთერი კი, უეცრად გამოცოცხლებული, აქეთ - იქით აფუსფუსდა.
- ახლავე, შვილო... ახლავე ყველაფერს გავაწყობ. ნია, შენც მიირთვი, დედიკო, ნახე რა ფერმკრთალი ხარ,- ამბობდა ეთერი და მაგიდაზე თეფშებს აწყობდა.
საუზმე უჩვეულოდ თბილი გამოვიდა. სანდრო ჩუმად იყო, მაგრამ მისი ყოფნა სახლს იმ დაკარგულ სიმყარეს უბრუნებდა, რომელიც ასე აკლდათ. ეთერი დაუღალავად ლაპარაკობდა, ხან ვაჩეს ამბებს ყვებოდა, ხან მეზობლებისას, თითქოს ცდილობდა ეს მთელი კვირა საერთოდ წაეშალა მეხსიერებიდან. მათ მზერაში იყო რაღაც ისეთი საიდუმლო, რასაც ვერც ეთერი და ვერც მარიამი ვერ ხვდებოდნენ. ეს იყო იმ ადამიანების დუმილი, რომლებმაც წუხელ ერთმანეთის სულების ყველაზე ბნელი კუთხეები დაინახეს. მარიამმა შეამჩნია, როგორ აპარებდა სანდრო მზერას ნიასკენ, როცა ეთერი ზურგით იყო შებრუნებული. შეამჩნია, როგორ დაურბილდა ამ დაუნდობელ კაცს თვალები, როცა ნიამ ყავის ჭიქა მიაწოდა. მარიამს ჩუმად გაეღიმა და თავი დახარა. მიხვდა რომ სანდრო დაბრუნდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც წავიდა.
საუზმის შემდეგ დაიშალნენ, ნია სამზარწულოში ეთერის ეხმარებოდა. მარიამმა განაცხადა დღეს ვაკო მოვა და წაგვიყვანსო, სანდრო კი ავთოსთან გავიდა ეზოში.
- როდის დაბრუნდა გუშინ?- იკითხა უცებ ეთერიმ,- არაფერი გაგიგია?
- გუშინ ადრე დავიძინე,- მხრები აიჩეჩა ნიამ,- საერთოდ არაფერი გამიგია. რას გაუგებ, დადის მოჩვენებასავით.
- ეგეც მართალია,- ჩაეცინა ქალს,- მთავარია დაბრუნდა ჩემი ბიჭი. ვაიმე, დღეს ავთოს ბაზარში უნდა წავეყვანე, იმედია არ წასულა ჯერ.
მოიძრო წინსაფარი და გავარდა ეზოში. ნიამ ბოლო ჭიქაც ამორეცხა და იქვე დადო გასაწურად. დაინახა როგორ ეტიტინებოდა ეთერი ქმარს რაღაცას, მერე უკან სამზარეულოში დაბრუნდა.
- წამოხვალ ნია შენც?- თან იცვამდა და თან ეკითხებოდა გოგოს.
- იყოს, მე სანამ მოვემზადები დაგაგვიანებ. წადი შენ, თან ავთოც მოგყვება,- ანიშნა კაცზე.
- არ მოიწყინო, კარგი? მალე დავბრუნდები,- გაუღიმა გოგოს. ეზოში გავიდა და ქმარს მანქანაში ჩაუჯდა. ნია ისევ ონკანისკენ მიბრუნდა, თეფშებს ფრთხილად აწყობდა უჯრაში. შეკრთა უკნიდან რომ სხეული მიადგა და ცხელი ჰაერი იგრძნო კანზე.
- რას აკეთებ?- მიტრიალდა მისკენ.
- მომენატრე,- პატარა კოცნა დაუტოვა მხარზე.
- მაცადე საქმის კეთება.
- წამოდი ჩემთან ერთად, სანამ მარტო ვართ,- ამოიჩურჩულა ყურთან ახლოს,- გუმისთაზე ჩავიდეთ, ხომ გიყვარს ეგ ადგილი.
- მიყვარს, მაგრამ ..
- საქმე მოიცდის,- ხელიდან გამოგლიჯა ტილო და იქვე მაგიდაზე მიაგდო, ხელი ჩაკიდა გოგოს და ნელა გაუყვნენ ბილიკს მდინარისკენ. ნიას უყვარდა გუმისთა, რაღაცნაირი მდინარე იყო, ხან მშვიდი, ხან ბობოქარი, თუმცა ხეობაში ჩაფლული და თან ძალიან ლამაზი,- რატომ გიყვარს ეს მდინარე მაინც ვერ გავიგე.
- ლამაზია,- მხრები აიჩეჩა ნიამ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, უკვე იგრძნობოდა მდინარის სუნი.
- ნელა ჩამოდი,- ხელი მჭიდროდ მოკიდა გოგოს და დაბლა ჩაიყვანა,- წყალში ჩამოხვალ?
- არა, დამისველდება სახვევები,- იუარა და უკან დაიხია.
- ჩამოდი, სუფთა წყალია, არაფერს გიზამს,- გადაიძრო თავად მაისური და მდინარეში შევიდა. წყალი ცივი იყო, თუმცა არა გაუსაძლისი,- მოდი.
ხელი გაუწოდა სანდრომ.
- მეშინია, თან ცივია,- ფეხი როგირც კი ჩადგა უკან დაიხია ნიამ.
- ჩამოდი, თორემ მე ამოვალ,- ჩაეცინა სანდროს.
- რა ჯიუტი ხარ.
- თითქოს შენ არ გინდოდეს,- ფრთხილად ჩადგა ნიამ ფეხი წყალში. გააკანკალა სიცივისგან. ნელ - ნელა მიიწია სანდროსკენ. მთლიანად დაუსველდა ტანსაცმელი, თუმცა ახლა გახდის თავი ნამდვილად არ ჰქონდა. მხრებზე სანდროს ძლიერი ხელები იგრძნო. კაცმა ნელა მიიზიდა თავისკენ. ნია კანკალებდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიცივისგან არ იყო - სანდროს სიახლოვე, მისი სველი კანის შეხება და მდინარის შუაგულში ასეთი განმარტოება სუნთქვას უხშირებდა.
- ნახე, შეეჩვიე...- ჩასჩურჩულა სანდრომ და შუბლი მის სველ თმას მიადო.
მშვიდად მიედინებოდა. სველი კაბა სხეულზე მიეკრა, მხრებზე კი კაცის ცხელი ხელები იგრძნო, რაც სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა გუმისთას სიგრილესთან.
- ასე რატომ მიყურებ?- ხმადაბლა იკითხა ნიამ და სცადა სანდროს გამჭოლი მზერისთვის გაეძლო.
- ვცდილობ დავიმახსოვრო,- თქვა სანდრომ და თითით მის სველ ლოყას შეეხო,- ვცდილობ გავიგო, როგორ გახდი ამ მოკლე დროში ასეთი განსაკუთრებული.
- არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ აქ ვიყავი,- ნიამ ხელები მის სველ მხრებზე დააწყო,- შენ თვითონ გადაწყვიტე რომ ჩემთვის კარი გაგეღო.
- არ გადამიწყვეტია...- სანდრომ თავი გააქნია და მწარედ ჩაეღიმა,- ეგ თავისით მოხდა. პირველად რომ დაგინახე, იმ წუთიდან ვიცოდი რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირეოდა. აი მაშინ, ეზოში რომ შემოვედი და ფანჯრიდან მიყურებდი. იცი, ეს რას ნიშნავს ჩემნაირი კაცისთვის?
- რას ნიშნავს?
- იმას რომ ახლა შენ უფრო მეტი ძალა გაქვს ჩემზე, ვიდრე ნებისმიერ სხვას. შენს ერთ სიტყვას შეუძლია გამანადგუროს, ნია. და ეს ცოტა მაშინებს, იცი?
ჩაეცინა სანდროს. ნიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. მანამდე ეშბა სულ დუმდა, სულ ცივი იყო, ახლა კი მისი ყოველი სიტყვა ნიას სულში ნაღმივით ფეთქდებოდა.
- მე მხოლოდ ერთი რამ მინდა - ნუღარ დამტოვებ იმ გაურკვევლობაში. მითხარი რა ხდება შენს გულში, მაშინაც კი, თუ იქ მხოლოდ ნამსხვრევებია. ყველაფერი მითხარი რომ შენი დახმარება შევძლო.
სანდრომ ხელში აიყვანა, წყლიდან ოდნავ ამოსწია და თვალებში ჩახედა. მისი მზერა ახლა აღარ იყო მბრძანებლური, სავსე იყო იმ დაუცველობით, რომელსაც მხოლოდ ნიასთან აჩენდა. გაეღიმა, ნელა მიიწია მისკენ და ოდნავ შეეხო მის ცივ ტუჩებს. ეს კოცნა აღარ იყო სასოწარკვეთილი, როგორც გუშინ. სავსე იყო იმ გრძნობით, რომელსაც ორივე მათგანი გაურბოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მდინარის შუაგულში ეწია მათ.
- დაიმახსოვრე ეს წამი,- თქვა სანდრომ, როცა მოცილდა,- თუ ოდესმე ისევ დავიკარგები ჩემს სიბნელეში, უბრალოდ გამახსენე ეს დღე.
* * *
მომდევნო დღეები ნიასთვის იმ დაუჯერებელ სიმშვიდეს ჰგავდა. მზემ თითქოს საბოლოოდ გაფანტა ის შავი ნისლი, რომელიც ეშბების სახლს წლების განმავლობაში ახრჩობდა. სანდრო ისევ ის მკაცრი, სიტყვაძუნწი და სახიფათო კაცი იყო სხვებისთვის, მაგრამ ნიასთვის მისი მზერა სულ სხვა ფერს ატარებდა. სახლში სიცოცხლე დაბრუნდა. ეშბა აღარ გადიოდა დაუგეგმავად და აღარ იკარგებოდა ღამით. ხანდახან დილაობით გვერდითა ოთახში იპარებოდა. ნია მის მკლავებში იღვიძებდა და გრძნობდა, როგორ უყურებდა კაცი ძილშიც კი, თითქოს ეშინოდა რომ თუ თვალს დაახამხამებდა, გაქრებოდა. საუზმეები ახლა ხმაურიანი გახდა. ვაჩე სანდროს მუხლებიდან აღარ ჩამოდიოდა, ეშბა კი ახლა მასთან ერთად ეზოში ბურთსაც აგორებდა. ნია და მარიამი ტერასაზე ისხდნენ და ამ სცენას უყურებდნენ. მარიამი ჩურჩულებდა ხოლმე რომ წლებია ამ სახლში ცხოვრობს და სანდრო ასეთი მხიარული და მშვიდი არასდროს უნახავს. წუწუნებდა ხოლმე, ვაჩეს ერთი - ორს წაეთამაშებოდა და გარბოდა ხოლმეო. ნიას ეღიმებოდა - ხვდებოდა რომ ამ კაცის ჯავშანში ერთადერთი ნაპრალი თავად იყო.
მათი საღამოები ყველაზე ძვირფასი გახდა. ხშირად ისხდნენ აივანზე. ნიას აჩვენა თავისი ძველი წიგნები, მოუყვა სოხუმის ამბები. ნია ხედავდა, როგორ ლღვებოდა ყინული ამ კაცის სულში. სანდრომ თავად დაიწყო ნიას ჭრილობების მოვლა. ყოველ საღამოს, როცა ოთახში მარტონი რჩებოდნენ, მისი უხეში, ნაიარევი თითები ნიას კანზე ისე ნაზად დაცურავდნენ, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდნენ.
რაღაც პერიოდის მერე ისევ წავიდნენ სოხუმის შესანიშნავი ყავის დასაგემოვნებლად. მთელი ზღვა ხელისგულივით ჩანდა. ღამით ზედმეტად ზღაპრული ადგილი იყო, თუმცა დღისით კიდევ უფრო ლამაზად მოჩანდა ზღვა. სანდრომ ზურგიდან მოხვია ხელები და ნიკაპი მის მხარზე დაასვენა.
- ბათუმშიც ხშირად ჩავსულვარ და მინახავს ზღვა, მაგრამ აქედან სულ სხვანაირი ჩანს,- ჩაეღიმა ნიას ნაღვლიანად, ერთ მომენტში მოენატრა კიდეც იქაურობა.
- ბათუმი...- გაიმეორა სანდრომაც,- ახლა მეგაპოლისი იქნება ფაქტობრივად.
- არის, ძალიან ლამაზია. ერთხელ უნდა ნახო თუ შეგეძლება,- მიბრუნდა მისკენ, თუმცა სანდროსგან არც თანხმობა მიუღია და არც უარყოფა.
საღამოს ნამიანი სიგრილე ტერასაზე ნელა, თითქმის შეუმჩნევლად შემოიპარა, თითქოს ზღვის სუნთქვა მოიტანაო. სანდრო სავარძელში ღრმად ჩაფლულიყო, ჩაფიქრებული გასცქეროდა შორეულ ჰორიზონტს, სადაც ჩამავალი მზისგან ალისფრად შეღებილი ცა და ლურჯი ზღვა ერთმანეთში უხმოდ იზილებოდა. თითებს შორის მოქცეული სიგარეტიდან წვრილი, ნაცრისფერი ბოლი ზანტად იკლაკნებოდა და ღამის ბინდში იფანტებოდა. ყოველი ნაფაზის შემდეგ სანდროს სახე წამით ნათდებოდა, რაც მის მკაცრ ნაკვთებსა და ფიქრისგან დაღარულ შუბლს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენდა. ის ისე გაუნძრევლად იჯდა, თითქოს თავადაც იმ პეიზაჟის ნაწილი ყოფილიყო - მარტოხელა, მყარი და ამოუცნობი, როგორც თავად ზღვა. თვალებში კი ისეთი სიცარიელე და სიმძიმე ედგა, თითქოს იქ, ჰორიზონტის მიღმა, საკუთარ დაკარგულ სიმშვიდეს ეძებდა.
- კარგა ხანია ასე ჩუმად ხარ,- დაარღვია დუმილი ტერასაზე გამოსულმა ნიამ, სანდრომ მაშინვე ჩაწვა სიგარეტი საფერფლეში,- რამე გაწუხებს?
სანდრომ მზერა ნელა გადმოიტანა მასზე. მისი თვალები ისევ ისეთი მუქი ჰქონდა, მაგრამ ნიამ იცოდა, როგორ ამოეკითხა მათში დამალული სითბო.
- პრობლემა ყოველთვის არის,- ოდნავ იღიმის სანდრო,- ვცდილობ შენ, მარის, ეთოს არ გაწყენინოთ და გავატარო აქ დრო.
- ვხედავ და ვაფასებ, ეთო ბედნიერია ძალიან.
- შენ?- მზერა მასზე გადააქვს,- შენ არ ხარ ბედნიერი?
- მეც ვარ,- იღიმის ნიაც,- მაგრამ...
საუბარს წყვეტს ტელეფონის ხმა რომ ესმის.
- ხო, მამა... გისმენ,- მონატრებულს მხიარულად უპასუხა ნიამ. იგრძნო როგორ მიელამუნა კაცი კანზე, როგორ შეუძრა კისერში კოცნით. ეღიტინებოდა მისი დაბალი წვერის შეხებისას და ხელს მკერდზე ჰკრავდა, თუმცა უშედეგოდ.
- ნია, შვილო, როგორ ხარ?- გაისმა მამამისის მონატრებული და ცოტა ნაღვლიანი ხმა,- თბილისიდან ჩამოვედი ბებიაშენთან. ძალიან მინდოდა მანდ გადმოსვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ. საზღვარი ისევ დაკეტილია, არავის უშვებენ ჯერ. მომენატრე, ჩემო პატარა...
ნიამ იგრძნო, როგორ დაუმძიმდა ტელეფონი ხელში. მამამისის ხმა, რომელიც ჩვეულებრივ სიმშვიდის მომტანი იყო, ახლა ოთახში დანაღმული ველივით გაიფანტა.
- მეც მომენატრე, მამა,- მოიწყინა უცებ.
- მართა ისე ნერვიულობს, ჰგონია რომ რაღაც ხდება და უმალავ,- ოხრავს კაცი,- მამას ნუ დაუმალავ ჩემო გოგო ნურაფერს, კარგი? მოვალ და წამოგიყვან.
- მამა კარგად ვარ, მართლა,- გაეღიმა ნიას,- როცა შეძლებ ჩამოდი.
სანდროს სხეული, რომელიც წამების წინ მის სითბოსა და სუნთქვას ერწყმოდა, ნელ-ნელა, თითქოს ყოველი სიტყვის გაგონებაზე უფრო მეტად დაიძაბა. კაცმა ნელა, თითქმის უხალისოდ აიღო ტუჩები ნიას ყელიდან, თუმცა მისი ხელები ჯერ კიდევ მის წელზე დარჩა - ოღონდ ახლა არა მოსაფერებლად, არამედ თითქოს მის დასაჭერად რომ არ გაქცეულიყო.
- უნდა დაგეჯერებინა ბებიაშენისთვის,- არ ცხრებოდა კაცი,- ოხ ნია, გამაგიჟებ შენ.
- ხო, მამა... მესმის,- ნიამ ხმა დაიწმინდა, ცდილობდა სანდროსთვის თვალი არ აერიდებინა, მაგრამ კაცის მზერა უკვე სადღაც შორს, სიბნელეში იყო მიმართული.
- გუშინ დედაშენთან ვიყავი. ყვავილები მივუტანე... სულ შენზე ველაპარაკებოდი,- აგრძელებდა არჩილი.
- მომენატრა დედა. როცა ჩამოვალ ერთად წავიდეთ. წავედი ახლა, დაგირეკავ მერე,- ღიმილით გაუთიშა კაცს ტელეფონი.
ზარი გაწყდა. ტერასაზე ისეთი სიმძიმე ჩამოწვა რომ სუნთქვა გაჭირდა.
* * *
ოცდაშვიდი ივლისის დილა სახლში ნამდვილი ქაოსით დაიწყო. ეთერი დილის რვა საათიდან ფეხზე იდგა. რა თქმა უნდა, უნდა აღენიშნათ ნიას დაბადების დღე. თავიდან საერთოდ არ უნდოდა არანაირი აღნიშვნა, თითქოს ეშინოდა რომ ზედმეტი ხმაური ამ სიმშვიდეს დააფრთხობდა, მაგრამ ეთერიმ თავი გაიგიჟა.
- არაფრის გაგონება არ მინდა! ჩემს სახლში ასეთი გოგოს დაბადების დღე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისე არ ჩაივლის!- გაჰყვიროდა სამზარეულოდან და მარიამს ხან ფქვილს აწვდიდა, ხან კი ვანილის სურნელოვან კრემს ათქვეფინებდა.
მთელი დღე სახლში ტკბილეულისა და ახლად მოჭრილი ყვავილების სუნი ტრიალებდა. ეთერიმ ყველაფერი თავად მოამზადა, თითქოს საკუთარი შვილისთვის აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები არ დაუპატიჟებიათ, სუფრა ისე გააწყო, თითქოს მთელ სოხუმს ელოდა. საღამოს ავთომაც იმხელა თაიგული მოუტანა ძლივს იჭერდა ხელში ნია. თვალები უბრწყინავდა - დიდი ხანია, ასეთი გულწრფელი სითბო და მზრუნველობა არ უგრძნია. საღამოს მხიარულებამ პიკს მიაღწია. პატარა ვაჩე, რომელიც ნიას ერთი წამითაც არ სცილდებოდა, საოცრად გამოპრანჭულიყო. სიცილი აუტყდა ნიას, ბავშვს თავზე კოვბოის ქუდი რომ დაუნახა. ხელი მოჰკიდა და მისაღები ოთახის შუაგულში მასთან ერთად თამაში დაიწყო.
- ახლა კი - მთავარი მომენტი!- საზეიმო ხმით გამოაცხადა ეთერიმ და სამზარეულოს კარი ფართოდ გააღო. ოთახში სინათლე ჩააქრეს. უზარმაზარი შოკოლადის ტორტი მოჰქონდა ეთერის, რომელიც ნიას საყვარელი კენკრით იყო მორთული. სანთლების ალი იუბილარს სახეზე ოქროსფერ ჩრდილებს ჰფენდა.
სანდრო, რომელიც მანამდე დივანზე იჯდა, ფეხზე წამოდგა. ნელა მიუახლოვდა და ზურგს უკან დაუდგა.
- ფრთხილად იყავი სურვილებთან,- ჩასჩურჩულა სიბნელეში, სანამ ტორტს გამოიტანდნენ. ნიამ იგრძნო მისი სიახლოვე, მისი სხეულის სითბო და ის ნაცნობი, ძვირფასი სუნამოს სურნელი, რომელიც ყოველთვის სიმშვიდეს ჰგვრიდა. თვალები დახუჭა. წამით ყველაფერი გაჩუმდა - ეთერის ღიმილი, მარიამის აღტაცებული მზერა, ვაჩეს მოუთმენელი ტაში. ღრმად ჩაისუნთქა და სანთლები ერთი შებერვით ჩააქრო. ოთახში ტაში და მხიარული შეძახილები გაისმა.
- გილოცავ ჩემო ლამაზო,- გადაეხვია მარიამი და ხელებში მიაჩეჩა დიდი ყუთი,- ეს ჩემგან.
- მადლობა,- გადაკოცნა ნიამაც.
- ვიღაცას დავიწყებია საჩუქრის ყიდვა ვატყობ,- ამრეზით გადახედა ეთერიმ სანდროს.
- მაინც და მაინც ახლა უნდა ვაჩუქო?- ჩაიბურტყუნა ბავშვივით,- ვაჩუქებ მერე.
- ვიცი მე შენი საჩუქარი, დატოვებ გოგოს ისე,- არ გაჩერდა ეთერი და მერე ისევ ნიას მიუბრუნდა.
ტორტის დაჭრისა და დაგემოვნების პროცესი ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ეთერი არ ცხრებოდა, ყველას საუკეთესო ნაჭრებს ურიგებდა და ნიას აიძულებდა, კიდევ ერთი კოვზი გაესინჯა.
- ნია, დედიკო, ნახე რა გემრიელია! სანდრო, შენც მიირთვი, ნუ ხარ მასე გამოჭიმული და გაიცინე ცოტა,- ეხუმრებოდა ეთერი შვილს.
მოგვიანებით, როცა ვაჩეს უკვე ეძინა, ეთერი და მარიამი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ.
- ახლა ნერვები არ მომიშალო,- მიაწვა მკლავზე ეთერი,- მაცადე დალაგება.
- მე რაში გიშლი ვერ გავიგე,- გაეცინა ნიას,- გეხმარები უბრალოდ.
- წადი შენ. მომცილდი აქედან, მე მივხედავ,- არ დაანება ქალმა,- წადი შენც და მიხედე შენს შვილს. მოგაკითხავს ვაკო მალე.
- აუ ეთო...- დაიწუწუნა ნიამ.
- ნუ წუწუნებ, წადი,- გაეცინა ბოლოს მასაც. ნიამ მაინც თავისი გაიტანა. მიალაგებინა, ერიდებოდა ქალის, ამხელა სახლში მარტო ხოარ დაალაგებინებდა, თან ბებიასგან იმდენჯერ მოხვედრია ბავშვობაში მაგის გამო, ნამუსი არ აძლევდა საშუალებას მიეტოვებინა ყველაფერი. სამზარეულო რომ დააწკრიალეს დაავლო ხელი საჩუქრებს და ოთახში აიტანა. გადაივლო და ისევ თავისი საყვარელი საღამურები ჩაიცვა. მერე უცებ თვალი აივნისკენ გაექცა, სანდრო არა თუ ტერასაზე, არამედ ოთახშიც არ იყო. არც იცოდა სად გაქრა ისე უცებ, არც უკითხავს. თავი გააქნია და საწოლში შეწვა, გადაიფარა გრილი საბანი. დაახლოებით ღამის სამი საათი იქნებოდა, ნიას ღრმად ეძინა. ოთახში გამეფებული სიგრილე და თხელი საბანი სასიამოვნო ბურანში ახვევდა, თუმცა ქვეცნობიერად მაინც გრძნობდა იმ უცნაურ სიცარიელეს, რომელიც სანდროს უეცარმა გაუჩინარებამ დატოვა. ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი იატაკზე გრძელ, ვერცხლისფერ ზოლებად იღვრებოდა და ოთახს მისტიკურ იერს სძენდა.
კარის სახელურის ხმა თითქმის არ გაუგია, სანდრო ისე ჩუმად შემოვიდა. კაცი ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ტუმბოს და მასზე პატარა, შავი ხავერდის კოლოფი დადო. ეს იყო მისი პირადი, ყველასგან მალული საჩუქარი - ის, რაც დღისით, ხალხმრავლობაში, ვერ გაიმეტა. საკმარისი იყო მხოლოდ ისიც რომ ყუთი ტუმბოზე დაუდო, ლოყაზე მიეფერა, მერე წამოიწია გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მზერა ერთ წერტილზე გაეყინა. ძილში საბანი გადაჰფენოდა. მისი საყვარელი მოკლე საღამური ზემოთ აწეულიყო, შიშველი ფეხები მთვარის შუქზე მარმარილოსავით თეთრად ანათებდნენ. სანდრო იდგა და უყურებდა ამ სილამაზეს - დაუცველს, სუფთას და იმდენად ახლოს რომ ხელის გაწვდენაღა აშორებდა. მთელი ის თავშეკავება, რომელსაც ამდენი ხანია რკინისებური ნებით აშენებდა, ამ ერთმა კადრმა ნაცარტუტად აქცია. ნელა, თითქოს ეშინოდა ამ ჯადოსნური წამის გაფანტვისო, ხელი გაუწოდა და თითის წვერებით ოდნავ, ძლივს შესამჩნევად შეეხო ნიას სახეს. შეხება ისეთი მსუბუქი იყო, მაგრამ სხეულმა მაშინვე უპასუხა. ქალმა ამოიგმინა, მხარი იცვალა და თვალები ნელა გაახილა. ბინდში სანდროს მუქი, დაძაბული სილუეტი დაინახა, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა. კაცი იმდენად ახლოს იყო რომ ნია მის ცხელ, აჩქარებულ სუნთქვას საკუთარ კანზე, პირდაპირ სახეზე გრძნობდა.
- სანდრო...- მისი ხმა ძილისგან ჩახლეჩილი, სუსტი და საოცრად ნაზი იყო. სანდრო არ განძრეულა. მისი თითები კვლავ ნიას კანზე რჩებოდა. კაცმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი, მისი მზერა ნიას თვალებიდან ისევ მის ნახევრად მოშიშვლებულ სხეულზე ჩაცურდა.
- მითხარი რომ სპეციალურად არ აკეთებ ამას. მითხარი რომ არ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო, ნია,- ქალმა იგრძნო, როგორ აუფორიაქდა სისხლი. ამ სიბნელეში, სადაც მხოლოდ მათი აჩქარებული გულისცემა და სუნთქვის ხმა ისმოდა. ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი არსებით ნებდებოდა იმ გრძნობას, რომელსაც აქამდე ომს უცხადებდა. ნიამ ხელი ასწია და სანდროს მაჯას ჩაეჭიდა, თავისკენ ოდნავ მოქაჩა, რათა მათი სახეები ერთმანეთს გათანაბრებოდა.
- აქ რატომ ხარ?- ჰკითხა გოგონამ და იგრძნო, როგორ შეეხო სანდროს პერანგის უხეში ქსოვილი მის შიშველ მკლავს.
- ვიფიქრე საჩუქარს მოგცემდი, თუმცა მგონი შენ უფრო დამახვედრე სიურპრიზი,- ჩაეცინა და მზერით ფეხებზე ანიშნა,- გამაგიჟებ ამ საღამურებით.
- რას უწუნებ, მიყვარს ასეთი საღამურები.
საწოლის საზურგეს მიეყრდნო და თხელი ბრეტელი ისევ გაუსწორდა მხარზე, თუმცა სანდროს მზერა მაინც დაჟინებით მიჰყვებოდა მის ყოველ მოძრაობას. კაცმა ტუმბოდან პატარა, შავი ხავერდის კოლოფი აიღო და ნიას ხელისგულზე დაუდო. კოლოფი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ჩანდა, თითქოს შიგნით რაღაც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იმალებოდა.
- გახსენი,- ჩუმად თქვა სანდრომ. მისი ხმა ახლა უფრო მშვიდი იყო, მაგრამ თვალებში ისევ ის მწველი ნაპერწკლები უციმციმებდა.
ნიამ ნელა გახსნა შავი კოლოფი. ლამაზი ცისფერი კულონი ბზინავდა მთვარის შუქზე. თითი გადაუსვა ოდნავ. ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. განსაკუთრებით კი იმიტომ რო სანდროს ნაჩუქარი იყო.
- ძალიან ლამაზია,- აღმოხდა გოგოს,- მადლობა.
გვერდით გადადო და ყელზე მოხვია ხელები. სანდრო წამით დაიბნა, არ ელოდა ნიას ასეთ უეცარ და გულწრფელ რეაქციას. გოგონას ხელები მის ყელზე თბილად და მყარად იყო შემოჭდობილი, რაც კაცის შინაგან ბრძოლას საბოლოოდ უსვამდა წერტილს. სანდრომ ხელები ნელა მოხვია წელზე, ნიას სხეული ჰაერში აიტაცა და უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე. კაცმა ღრმად ამოისუნთქა. თავი ნიას ყელში ჩარგო, იქ, სადაც მისი კანის სურნელი ყველაზე მძაფრად იგრძნობოდა. ეს აღარ იყო მხოლოდ ვნება - ეს იყო რაღაც უფრო ღრმა, რაღაც ისეთი, რასაც სანდრო საკუთარ თავსაც კი არ უმხელდა.
- ნია,- თქვა მან ჩურჩულით, მისი ხმა დაბალი და ხრინწიანი იყო,- წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად რთულია ჩემთვის ამ საზღვრების დაცვა. ყოველ ჯერზე, როცა ასე მიყურებ.
- მაშინ დაივიწყე,- მიუგო ნიამ და კაცის ტუჩებს მოურიდებლად შეეხო.
კოცნა თავიდან ფრთხილი იყო, თითქოს ორივე ნებართვას ითხოვდა, მაგრამ მალე ის მგზნებარე და მშიერ სურვილში გადაიზარდა. სანდროს ხელები ნიას ზურგზე დაცურავდნენ, აბრეშუმის თხელ ქსოვილს მჭიდროდ აკრავდნენ მის სხეულზე. ნია გრძნობდა ყოველ იმპულსს, ყოველ დაძაბულ კუნთს კაცის სხეულში. სანდრომ ნელა გადააწვინა ნია ბალიშებზე, თუმცა თავად არ დაწოლილა - ხელებით დაეყრდნო მის გვერდით და ზემოდან დაჰყურებდა. მისი მზერა ისევ ნიას შიშველ ფეხებზე გაჩერდა, რომლებიც საბნიდან გამომწვევად მოუჩანდნენ.
- მართლა მომკლავ ამ საღამურებით,- ჩაეცინა მწარედ და მუხლზე ხელი ნაზად გადაუსვა. ჩაეღიმა ნიას, ნელა დასწვდა სანდროს პერანგის ღილებს. სანდრო გაუნძრევლად იწვა, ხელებით ისევ ბალიშებს ეყრდნობოდა და ნიას ყოველ მოძრაობას გაფაციცებით აკვირდებოდა. ყბის ძვლები დაჭიმვოდა, თვალები კი ვნებისგან ჩამუქებოდა.
- ნია...- ამოიხვნეშა კაცმა. ეს იყო გაფრთხილებაც და უსიტყვო დანებებაც ერთდროულად. არ უპასუხია. ხელები მაღლა აასრიალა, მის მხრებს ჩაეჭიდა და სანდრო თავისკენ მოქაჩა. სანდროს ტუჩები ისევ დაეწაფა ნიას ყელს, მერე კი ნელა ჩაცურდა დაბლა, იქ, სადაც აბრეშუმის საღამურის ნაზი ნაპირი იწყებოდა. მისი ხელები ნიას შიშველ ფეხებზე გადავიდა. სანდრომ ნელა, თითქოს ეშინოდა ამ წამის დასრულების, ხელი ააყოლა მის მუხლს, მერე კი ბარძაყისკენ წავიდა. მისი შეხება ცეცხლოვანი იყო, მომთხოვნი და ამავდროულად საოცრად უფრთხილდებოდა ყოველ მოძრაობას. ნიამ ამოიგმინა, თავი უკან გადააგდო და თითები სანდროს ზურგზე მჭიდროდ ჩაასო.
პერანგი საბოლოოდ მოაშორა და იატაკზე დაუშვა. მერე ისევ ნიას დაუბრუნდა. მისი კოცნა ახლა უფრო ღრმა, უფრო მშიერი გახდა, თითქოს სურდა მთელი ის დრო აენაზღაურებინა, რაც ერთმანეთისგან დისტანციაზე გაატარეს. ნია გრძნობდა, როგორ იშლებოდა მათ შორის არსებული უკანასკნელი უხილავი ბარიერიც. საღამურის თხელი ქსოვილი თითქმის აღარაფერს ფარავდა - ის მხოლოდ აძლიერებდა იმ ელექტროობას, რომელიც მათ სხეულებს შორის ტრიალებდა. სანდრომ ცალი ხელი ნიას კეფის ქვეშ შეაცურა, თითებით მის თმებს ჩაეფლო და ნელა, საოცარი სინაზით დაუწყო კოცნა მხრებზე, ლავიწზე... ყოველი მისი შეხება იყო აღიარება იმისა რომ ეს ქალი მისთვის ყველაფერი გახდა: სიმშვიდეც, ქარიშხალიც და გადარჩენაც.
- დარჩი ჩემთან...- ამოიჩურჩულა ნიამ კოცნებს შორის.
ნელა გადააწვინა ნია ბალიშებზე, თავად კი მის გვერდით მოექცა, საბანი ორივეს გადააფარა და გოგონა ისე მჭიდროდ მიიკრა მკერდზე, თითქოს ეშინოდა რომ ვინმე წაართმევდა. ვერ გაბედავდა მეტს, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემდა ჯერ. იმ ღამეს აღარაფერი სჭირდებოდათ - მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა და ის საოცარი სიჩუმე, რომელიც მხოლოდ მაშინ დგება, როცა ორი სული ერთმანეთს პოულობს. ნიამ თავი მის მხარზე ჩამოდო, სანდრომ კი თმებზე აკოცა და ასე, ერთმანეთში გადახლართულებს, უსიტყვოდ და მშვიდად ჩაეძინათ.
იმ ღამეს ეშბების სახლში სიმშვიდე სუფევდა. სანდროს არ ეძინა, ის სიბნელეში იწვა და ნიას სუნთქვას უგდებდა ყურს. კულონი, რომელიც ტუმბოზე იდო, მთვარის შუქზე ისევ ბზინავდა, როგორც სიმბოლო იმისა რომ ამ ბნელ სამყაროშიც კი არსებობდა ადგილი სინათლისთვის. ნიას კი სანდროს მკლავებში ისე ეძინა, თითქოს მთელი სამყაროსგან დაცული ყოფილიყო.
* * *
- სოსოზე გავიგე წამოსულა მოსკოვიდან,- შემოვიდა დაჩი ოთახში და სავარძელზე მაღლიდან დაეცა.
- სად წაეთრა მაშინ,- გაუკიდა ერთ ღერს სანდრომ.
- არ ვიცი, შეიძლება არც წამოსულა და ისევ იქ იმალება, ვინ იცის. გაიგო რომ ეძებ, აქ არ ჩამოესვლება,- მხრებს იჩეჩს დაჩი.
- ჩამოვა თუ მოინდომებს, ვოლკოვი აქ ჰყავს, მეტი რა უნდა?
- ნეტავ ვიპოვიდე, თავს ისე წავაწყვეტ...
- ჯერ იპოვე და მერე იფიქრე თავის წაწყვეტაზე,- ცივად მიუგო სანდრომ და ბოლი ნელა გამოუშვა. თვალები მოჭუტა, თითქოს კვამლში იმ კაცის სახეს ეძებდა, რომლის სახელიც მათთვის წლებია წყევლასავით ჟღერდა,- სოსო ვირთხაა, დაჩი. ვირთხები კი მაშინ გამოდიან სოროდან, როცა შიმშილი დააჭერთ. ვოლკოვი მისი ერთადერთი იმედია, მაგრამ ეგეც ხვდება რომ ამ თამაშში ფსონები გაიზარდა.
დაჩიმ თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და ჭერს მიაშტერდა.
- ვერ ვხვდები რატომ რისკავს. ხომ იცის რომ აქ მისი ყოველი ნაბიჯი კონტროლდება? თუ მართლა ჩამოვიდა, ეს ნიშნავს რომ ან ძალიან გათამამდა, ან ზურგს უკან ვინმე უფრო დიდი უდგას.
- ან უბრალოდ სასოწარკვეთილია,- სანდრო ფანჯარასთან მივიდა. გარეთ ისევ ის სიმშვიდე იდგა,- სასოწარკვეთილი მტერი კი ყველაზე სახიფათოა. მას დასაკარგი აღარაფერი აქვს.
- ნიასთან დაკავშირებით რას აპირებ?- მოულოდნელად ჰკითხა დაჩიმ და მზერა მეგობარზე გადაიტანა,- საზღვარს მალე გახსნიან. სოსო მეტხანს ვეღარ დააყოვნებს, სტრუქტურებშიც აინტერესებთ რა გახდა საზღვრის დაკეტვის მიზეზი. თუ სოსო აქ არაა, ახსნის დროს მაინც მოუწევს ჩამოსვლა რომ ბრძანება გასცეს. მისი ჩამოსვლის პარალელურად ნია, აქედან უნდა გავიყვანოთ, სულელი არაა, იცის სად უნდა დაგარტყას.
სანდროს ყბა დაეჭიმა. სიგარეტი საფერფლეში ისეთი ძალით ჩაასრისა რომ ნაპერწკლები გაიფანტა.
- ნიას ვერავინ მიეკარება,- მისი ხმა ახლა უფრო დაბალი და საშიში იყო, ვიდრე ოდესმე,- ჩემი გეგმები მაქვს, მოვა დრო და დაბრუნდება უკან.
- უნდა მას ეს?
- ნეტავ ყველაფერი ჩვენს სურვილებზე იყოს დამოკიდებული,- ჩაეცინა სანდროს, თუმცა ეს უფრო სიმწრის სიცილს ჰგავდა,- მოუწევს, თუ არა და მაშინ სხვანაირად მივხედავთ ამ საქმეს.
- ნეტავ რა გიტრიალებს მაგ თავში,- ამოიოხრა დაჩიმ,- უნდა გავიდე, საქმე მაქვს, რამეს თუ გაიგებ - გამაგებინე.
კაცმა კიდევ ერთი ღერი ამოიღო კოლოფიდან, თუმცა აღარ მოუკიდებია - უბრალოდ თითებს შორის ატრიალებდა და ფანჯრის მიღმა ატალახებულ გზას უყურებდა. დაჩის კითხვა ახსენდებოდა ნიასთან დაკავშრებით, უნდოდა თუ არა მას წასვლა. ზუსტი პასუხი არ იცოდა, ვერ ხვდებოდა რა ეფიქრა. თუმცა ნიას აზრს აქ ნაკლებად აფასებდა, რადგან ამ ომის ეპიცენტრში მისი დატოვება, კიდევ უფრო დიდი დანაშაული იქნებოდა. პიჯაკს ხელი დაავლო. სანდრომ იცოდა რომ სოსომ საზღვრის ჩაკეტვით დრო იყიდა, რათა დაკარგული ტვირთის კვალს გასულიყო. კაცი სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა კაბინეტიდან. შენობის წინ დაცვის ბიჭები იდგნენ.
- მანქანა მოამზადეთ. სახლში მივდივარ,- მოკლედ გადაუგდო მათ და დაელოდა. მერე საჭეს თავად მიუჯდა.
გზაზე წვიმა დაიწყო. საქარე მინას წვეთები გამალებით ეცემოდნენ, რაც სანდროს შინაგან მღელვარებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. სახლამდე ისე მივიდა რომ გზაზე არაფერი შეუმჩნევია. ეზოში შესვლისას დაინახა, როგორ ენთო შუქი ნიას ოთახში. მისი სილუეტი ფანჯარასთან მოჩანდა. სანდრომ მანქანა გააჩერა, მაგრამ გადასვლას არ ჩქარობდა. უბრალოდ უყურებდა იმ სინათლეს და გრძნობდა, როგორ ეხვეოდა მის გარშემო ის უხილავი ქსელი, რომელსაც საფრთხე ერქვა.
სანდრო რამდენიმე წუთს ასე იჯდა - გაუნძრევლად, საჭეზე ხელებჩაჭიდებული. წვიმის წვეთები სახურავზე ისეთი ხმით ეცემოდა, თითქოს ვიღაც დაჟინებით აკაკუნებდა მის სინდისზე. ფანჯრის მიღმა ნიას სილუეტი გაქრა, ალბათ საწოლისკენ შებრუნდა ან წიგნი აიღო. ეს სიმშვიდე, რომელიც მის ფანჯარაში სუფევდა, სანდროსთვის ყველაზე მტკივნეული სანახავი იყო, რადგან იცოდა - ეს მხოლოდ ილუზია იყო, რომელიც მისსავე ტყუილებზე იდგა. მანქანიდან გადააბიჯა. წვიმამ მაშინვე დაუსველა თეთრი პერანგი, რომელიც სხეულზე ცივად მიეკრა. სახლში შესულს ეთერი შემოეგება, შეშფოთებული სახით რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სანდრომ მხოლოდ ხელი აუწია - ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. კიბეებზე ნელა ავიდა. ყოველი საფეხური თითქოს უფრო და უფრო უმძიმებდა გადაწყვეტილებას. კართან შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და სახელური ფრთხილად ჩამოსწია. ნია საწოლზე იჯდა, მუხლები მოეკეცა და წიგნს კითხულობდა. მისი თვალებიდან დაღლილობა და გაურკვევლობა გამოსჭვიოდა. მის დანახვაზე წამოდგა, სველ ტანსაცმელსა და არეულ მზერას დახედა.
- სად იყავი?- ჰკითხა ჩუმად. ხმაში არც საყვედური ერია და არც გაბრაზება, მხოლოდ სუფთა, ადამიანური შიში.
სანდრო არ განძრეულა. ზღურბლთან იდგა, სველი თმებიდან წყლის წვეთები იატაკზე ეცემოდა.
- საქმეზე,- წამოდგა და უკან გაჰყვა. თავის ოთახში შეაბიჯა სანდრომ, უკან შეჰყვა ნიაც.
- საქმეზე?- ინტერსით იკითხა,- ბოლო დროს ხშირად დადიხარ ხოლმე.
- ეჭვიანობ?- ჩაეღიმა ეშბას.
- არა, უბრალოდ მაინტერესებს,- ტუჩი ასწია ნიამ,- მართლა? რამე ხომ არ ხდება?
- ვიღაცას მახსენებ,- უნებურად ამოთქვა სანდრომ და სველი პერანგი გაიძრო.
- ვის?- ჩააყოლა შიშველ სხეულზე თვალი ნიამ.
- როგორი ინტერესიანი ხარ დღეს?
- არაფერს მეუბნები.
- ერთ გოგოს.
- სხვა გოგოებსაც იცნობ შენ?- ჩაეცინა ნიას.
- შენ წარმოიდგინე კი, არ განვიცდი ქალების ნაკლებობას,- აზიდა წარბები სანდრომ.
- რა საჭირო იყო ამის თქმა?- ცხვირი აიბზუა და უკან გაბრუნდა,- კარგი, აღარ მაინტერესებს.
- დაჩისთან ერთად ვიყავი ნია, ნუ ეჭვიანობ,- მიუახლოვდა უკნიდან,- საეჭვიანო არაფერი გაქვს.
- ჰოო?
- ჰო,- დაუდასტურა ისევ,- არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში სხვა ქალი შენი, ეთოს და მარიამის გარდა.
- მჯერა.
- მაშინვე რატომ არ დაიჯერე?
- მაშინაც მჯეროდა, უბრალოდ მაინტერესებდა რას მეტყოდი,- ჩაეცინა და მისკენ მიბრუნდა,- ეთერიმ ვახშამი მოამზადა და გეძახის.
- როგორი მელა ხარ,- დაუსხლტა ხელებიდან გოგო და ოთახიდან გაიქცა.
* * *
წვიმა იმ ღამით დიდხანს არ შეჩერებულა. ქალაქს ზემოდან ეცემოდა ერთფეროვნად, თითქოს ყველაფერს ერთნაირად ფარავდა - კვალსაც, ხმაურსაც და იმ დაძაბულობასაც, რომელიც ზედაპირზე არ ჩანდა, მაგრამ შიგნით უკვე დიდხანს იყო დაგროვილი. სანდრო და დაჩი ძველ ოფისში ისხდნენ, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, სადაც მხოლოდ მაგიდის ლამპის მოყვითალო შუქი ანათებდა რუკებს, ჩანაწერებს და გაფანტულ სიგარეტის კოლოფებს.
სიჩუმე არ იყო მშვიდი და ის მუშაობდა.
სანდრო მაგიდაზე გადაშლილ რუკას დაჰყურებდა. თითი ნელა მიჰყვებოდა ხაზებს, თითქოს ცდილობდა დაენახა ის, რაც პირდაპირ არ ჩანდა. ენგურის მონაკვეთი წითელი მარკერით ჰქონდა შემოხაზული, რამდენიმე ადგილი კი გვერდით ნიშანდებული - გადაკვეთები, პატარა გზები, ის წერტილები, სადაც ადამიანი შეიძლება გაუჩინარებულიყო ისე რომ კვალი არ დარჩენილიყო.
- ეს ჩაკეტვა შემთხვევითი არაა, უკვე ორი თვეა დაკეტილი აქვს საზღვარი,- თქვა ბოლოს, ხმა მშვიდი ჰქონდა, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა,- დრო იყიდა მაგ დამპალმა. იცოდა რომ ვეძებდით.
დაჩიმ სიგარეტი ნელა გააბოლა და კვამლი ჭერისკენ გაუშვა.
- ან ვიღაცამ უთხრა რომ ვეძებდით,- დაუმატა,- შიგნიდან გაჟონა ინფორმაციამ. სხვა ახსნა არ მაქვს.
სანდრომ თვალები ოდნავ მოჭუტა.
- ვოლკოვი,- სახელი ისე წარმოთქვა, თითქოს რაღაც მძიმეს შეეხო,- არ მომწონს მისი ქცევები.
- ეგ კაცი თავის თამაშს თამაშობს,- განაგრძო,- სოსოს არ გადაარჩენს, თუ არ აწყობს. მაგრამ გამოიყენებს - ბოლომდე.
დაჩიმ თავი ოდნავ გადააქნია.
- მაშინ რატომ არ აძლევს აქ ჩამოსვლის ბრძანებას? თუ მართლა უნდა ყველაფერი დახუროს, ყველაზე მარტივი ეგ იქნებოდა,- სანდრო რამდენიმე წამი ჩუმად იყო.
- იმიტომ რომ ჯერ არ იცის, სად ვართ ჩვენ,- ეს სიტყვები ჰაერში გაიფანტა. დაჩი წინ გადაიწია, იდაყვები მაგიდაზე დადო.
- ანუ გველოდება?
- გვითვალთვალებს, არ იცის რაზე ვართ წამსვლელები და ეს აფერხებს,- გამოასწორა სანდრომ,- და ელოდება როდის დავუშვებთ შეცდომას.
რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა ფანჯარაზე.
- ტვირთზე რა არის ახალი?- ჰკითხა დაჩიმ ბოლოს. სანდრომ ფურცელი გადააბრუნა, სადაც რამდენიმე სახელი და ციფრი ეწერა.
- არ ვიცი. ტვირთი მე არ მომიპარავს და აზრზე არ ვარ, მაგრამ ერთი რაღაც არ ემთხვევა.
- რა?
- გადაზიდვის დრო. ვოლკოვის კაცის ჩანაწერები და გადაზიდვის დრო სხვადასხვაა, ვერ ვიგებ სადაა შეცდომა,- დაჩიმ წარბები შეკრა.
- რას გულისხმობ?
- ზედმეტად სწრაფად გაქრა,- სანდრომ თითი ერთ წერტილზე დააკაკუნა,- ეს ნიშნავს რომ ან წინასწარ იცოდნენ, ან... ჩვენზე ადრე მივიდნენ.
- ანუ ვიღაცამ გვაჯობა.
- ან ვიღაც სხვაცაა ამ თამაშში,- ცივად დაამატა სანდრომ. ეს სიტყვები დაჩის არ ესიამოვნა. სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და სკამზე უკან გადაიხარა.
- ხალხი შევამოწმეთ უკვე.
- კიდევ შევამოწმებთ,- დაუყოვნებლად თქვა სანდრომ,- სანამ არ ვიპოვით, საიდან გადის ინფორმაცია, არც ერთი ნაბიჯი არ არის უსაფრთხო.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად უფრო მძიმე.
- სოსო არ გაიქცევა,- თქვა ბოლოს სანდრომ, თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებდა,- ვირთხაა, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება იქ, სადაც ფიქრობს რომ უსაფრთხოდ იქნება.
- და სად ფიქრობს რომ უსაფრთხოა?- ჰკითხა დაჩიმ. სანდრომ ნელა ასწია თავი. თვალებში რაღაც მკვეთრი გაუკრთა.
- თავიდან მოსკოვი ვიფიქრე... მაგრამ მერე...- დააპაუზა სანდრომ,- საქართველო.
- დამცინი?
- შენი აზრით არავინ ეხმარება სოსოს საქართველოში ტვირთის გასატარებლად?
- ამაზე სულ არ მიფიქრია, მგონი ვიცი საიდან უნდა დავიწყო,- ნამდვილად არ ელოდა მსგავს წინადადებას მისგან. წვიმა ისევ აგრძელებდა ჩხრიალს ეზოში, მაგრამ ახლა თითქოს უფრო ხმამაღლა ისმოდა. ოთახში ჰაერი დამძიმდა, როგორც ყოველთვის, როცა სიმართლე ნელ - ნელა იკვეთებოდა.
და ორივემ იცოდა - ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
სანდრო ფანჯარასთან იდგა, ზურგით დაჩისკენ, და გარეთ იყურებოდა. წვიმა თითქმის შეწყვეტილი იყო, მხოლოდ ნესტიანი ჰაერი და ტალახიანი გზა დარჩენილიყო, რომელშიც მანქანების კვალი ირეოდა. თითქოს ყველაფერი მოძრაობდა, მაგრამ არცერთი მიმართულება არ იყო ნათელი.
- და კიდევ... როგორც კი საზღვარს გახსნის...- თქვა ბოლოს სანდრომ,- ნია აქედან უნდა გავიყვანო.
- ჯერ არ მგონია გახსნას, აგვისტოს თვესაც გადააგორებს ალაბათ და სად წაიყვან?- ჰკითხა მშვიდად, მაგრამ პირდაპირ. სანდრო წამით გაჩერდა, მერე ნელა ამოისუნთქა.
- სახლში. მაგრამ მე - არა, შენ წაიყვან.
- საზღვარს გავიყვანთ და მერე? მე რატომ მიმყავს?- სანდრო ნელა შემობრუნდა. თვალებში ისევ ის სიცივე ჰქონდა, მაგრამ ახლა მას რაღაც სხვა - უფრო ღრმა და მტკივნეული ემატებოდა.
- იმიტომ რომ იქ ჩემთვის ადგილი აღარ არის,- უპასუხა დაჩის,- მე არ შემიძლია საზღვრის გადაკვეთა.
- მაგრამ ის შენი ქვეყანაა?- სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა.
- იყო.
- ანუ აქ არის შენი ადგილი?- ჩაეცინა მწარედ დაჩის,- მე არ ვამბობ რომ აქ უკეთესია. უბრალოდ... იქ მაინც ჩვენი ქვეყანაა.
ეს სიტყვები თითქოს ჰაერში უფრო მძიმედ დაეკიდა.
- უბრალოდ ვერ ვახერხებთ იქ დაბრუნებას. ასე უბრალოდ ხაზს ვერ გადაუსვამ,- სანდრომ მზერა აარიდა და ისევ ფანჯარას გახედა.
- ქვეყანა...- გაიმეორა ნელა,- რომელ ქვეყანაზე მელაპარაკები, დაჩი? იმაზე, რომელმაც არაფერი გააკეთა?
- მე ვიცი...- გააგრძელა დაჩიმ ჩუმად,- ვიცი რაც გადაიტანე. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ყველაფერი უნდა უარყო.
სანდროს თვალებში რაღაც გაკრთა - ბრაზი, ტკივილი, დაღლილობა... ყველაფერი ერთად.
- მე არაფერზე მითქვამს უარი,- თქვა ნელა,- თვითონ საქართველომ უარმყო მე. მიმაგდეს, სასიკვდილოდ გამიმეტეს, აქ დამტოვეს და მერე უბრალოდ მივხვდი რომ იქ უკვე ჩემი ადგილი აღარ არის.
ეს სიტყვები ამჯერად უფრო მძიმედ დაეცა, ვიდრე მანამდე ნათქვამი ნებისმიერი ფრაზა. დაჩიმ ყურადღებით შეხედა.
- ასე არ არის.
- ასეა,- დაუფიქრებლად მიუგო სანდრომ,- როცა ხუთი თვე გიჭერენ... გაწამებენ... გატეხვას ცდილობენ... და არავინ მოდის - მერე ხვდები რომ შენთვის აღარავინ იბრძვის.
ხმა დაბალი ჰქონდა, მაგრამ თითოეული სიტყვა მკვეთრად ისმოდა.
- დათო მასწავლიდა,- ჩუმად თქვა დაჩიმ,- რომ ეს ადგილიც საქართველოა... რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც მათ ვეკუთვნით. იქ ხშორად მიშვებდა, მახსოვს თბილისი, მახსოვს კახეთი და სვანეთი. რა ვქნა, სისხლი მაინც თავისას შვება.
სანდრომ ჩუმად ჩაიცინა.
- დათო კარგი კაცი იყო,- თქვა,- მაგრამ ზოგჯერ სიმართლე არ ჰგავს იმას, რასაც გვასწავლიან.
რამდენიმე წამი ჩუმად იდგნენ.
- ჩემი ძმა და მეგობარი...- გააგრძელა სანდრომ ნელა,- დიტო... ჩემს თვალწინ მოკლეს.
დაჩიმ თავი ოდნავ დახარა.
- და მერე ენგურში გადააგდეს...- სანდროს ხმა ოდნავ დაებზარა, მაგრამ მალევე ისევ გაამკაცრა,- მანამდე ხუთი თვე გვაწამებდნენ, მე რომ ვერ მერეოდნენ, ჩემს მაგივრად მას ურტყამდნენ და აწვალებდნენ, მერე კი მაყურებინეს როგორ მოკლეს და როგორ მოისროლეს წყალში და შენ მეუბნები რომ იქ უნდა წავიდე? იქ, სადაც ეს ყველაფერი უბრალოდ... არავის ახსოვს?
- შეიძლება მთავრობამ უკან არ დაგაბრუნა, მაგრამ ნუ დაგავიწყდება რომ დიტოს მკვლელები ის რუსები იყვნენ და არა ქართველები,- სანდრომ თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ამ თემას საბოლოოდ ხურავდა.
- მე აღარაფერი მაკავშირებს იქ,- თქვა ბოლოს,- არც ხალხი, არც მიწა... არც ის, რაც ადრე მქონდა.
მერე ცოტა ხნით გაჩერდა და დაამატა.
- აქ მაინც ვიცი, რას ვებრძვი,- სიჩუმე ისევ ჩამოვარდა.
- ნიასთვის მაინც სხვაა,- თქვა დაჩიმ ბოლოს,- მას არ უნდა წაართვა ეს შანსი.
სანდრო ისევ ფანჯარასთან დაბრუნდა. წვიმა საბოლოოდ შეწყდა.
- ამიტომაც ვუშვებ,- თქვა ჩუმად.
და ამ სიტყვებში პირველად არ იყო სიბრაზე. იყო მხოლოდ გადაწყვეტილება. მძიმე, მაგრამ საბოლოო.
* * *
მომდევნო რამდენიმე დღემ სრულიად განსხვავებულ რიტმში ჩაიარა. სახლში, რომელიც მანამდე დაძაბულობისა და საეჭვო სიჩუმის ბუდე იყო, თითქოს რაღაც აუხსნელი სითბო დასახლდა. ეთერი სამზარეულოში ფუსფუსებდა, ავთო ძველ ამბებს ყვებოდა და თავისი ხრინწიანი ხმით ხუმრობდა. სანდროც კი, რომელიც ყოველთვის დისტანციურ, ცივ კაცად რჩებოდა, ამ დღეებში რაღაცნაირად შეიცვალა. თვალებიდან ის მუდმივი სიმკაცრე გამოსცლოდა და ნიასთან ყოფნისას სულ სხვა, თითქმის მივიწყებული სიმშვიდით უყურებდა სამყაროს. თუმცა, შუადღისას, როცა აგვისტოს მზე მწვერვალზე ავიდა და სამყარო თითქოს დროებით გაჩერდა, სანდრომ ნიასკენ გაიხედა.
- დღეს გარეთ უნდა გავიდეთ,- თქვა მან მშვიდად,- მინდა ერთი ადგილი განახო.
გზა გრძელი აღმოჩნდა. სანდრომ მანქანა მთის მიუვალ ფერდობზე გააჩერა, სადაც გზა თითქმის აღარ იყო. მანქანიდან გადმოსულებს ჰაერის განსაკუთრებული სიგრილე და სიცარიელის შეგრძნება დახვდათ. ნია გაოცებული შეჩერდა - მათ წინ, კლდოვანი ქედის კიდეზე, ძველი, საუკუნეების პატარა ეკლესია იდგა. ეკლესია დანგრეული არ იყო, მაგრამ ომის კვალი აშკარად ეტყობოდა: თაღები ოდნავ ჩაზნექილი, კედლები ნაწილობრივ ჩამონგრეული, ხოლო შესასვლელთან კიბეებზე მცენარეებს ფესვები გაედგათ. ეკლესიის შიგნით სიჩუმე იყო, მაგრამ ეს იყო ცოცხალი, სუნთქვის შემკვრელი სიჩუმე. კედლებზე ძველი ფრესკების ფრაგმენტებიღა იყო დარჩენილი - წმინდანების თვალები, რომლებიც საუკუნეებს უყურებდნენ, ახლა იმაზე მეტს ამბობდნენ, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
- ეს ადგილი ომის დროს მიატოვეს,- ჩუმად დაიწყო სანდრომ, როცა ეკლესიის შუაგულში შედგნენ. მისი ხმა ქვის თაღებს შორის აირეკლა,- აქ ადრე ხალხი იმალებოდა. ლოცულობდნენ, ბავშვებს ნათლავდნენ, იმედს ეძებდნენ. მერე
რუსებმა მიაგნეს, ბევრი ამოხოცეს... ძალიან ბებრი... აქედანაც გაიქცნენ ისინი, ვისაც გაქცევის საშუალება მიეცა. დარჩა მხოლოდ ქვა და რწმენა, რომელიც ამ ხალხს ისევ აერთიანებდა.
ნია ნელა მიუახლოვდა საკურთხევლის ნანგრევს. თითებით ფრთხილად შეეხო გაშავებულ კედელს. იგრძნო, როგორ ჩაეღვარა სხეულში ამ ადგილის ისტორია - არა მარტო ტკივილი, არამედ რაღაც უფრო დიდი, გამძლეობა.
- აქ არავინ მოდის?- ჰკითხა ნიამ და უკან, კლდეებისკენ გაიხედა, სადაც ხეობა იშლებოდა.
- თითქმის არავინ,- სანდრო ნიას გვერდით დაუდგა,- მე დავდივარ ხოლმე.
მის თვალებში ნია ახლა მხოლოდ სიყვარულს კი არა, სასოწარკვეთასაც ხედავდა.
- აქ იმიტომ მოგიყვანე რომ გენახა ყველაფერი, რაც გვიყვარს, შეიძლება დაინგრეს, მიტოვებული იქნას. შენთვისაც ასეა.
ნიამ მას გახედა, გული აუჩქარდა.
- რას გულისხმობ?- სანდრომ მზერა აარიდა, ეკლესიის მაღალ, ღია ცისკენ მიმართულ თაღებს გახედა.
- ეს ადგილი აღარ არის შენი სახლი. ეს მიწა, მიუხედავად იმისა, რაოდენ ძვირფასია ჩემთვის, ახლა საფრთხეს გიქმნის. აფხაზეთი უკვე დიდი ხანია აღარაა საქართველოს ნაწილი, ამას ტერიტორია კი არა, თავად ხალხი განსაზღვრავს.
- ნუ ბოდავ,- უკან იხევს ნია,- სისუსლელეს ნუ ამბობ. აქ ვისაც ეშინია და ვისაც იარაღოთ დაადგებიან, ვისაც ოჯახის სიკვდილით დაემუქრებიან, ყველა იტყვის რომ აფხაზეთი აღარაა საქართველოს ნაწილი. შენ კი... შენ საერთოდ არ გაქვს ამაზე საუბრის უფლება.
- დიდ ისტორიას იტევს ეს ეკლესია, ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილსაც...- აღარ დაუბლოვებია სანდროს,- შენ ასე ფიქრობ, ერთ დროს მეც ასე ვფოქრობდი.
სანდრომ მზერა დახარა, თითქოს ქვის იატაკზე დატოვებულ ნაპრალებს აკვირდებოდა. ნიას სიტყვები, მახვილივით რომ გაიარა ჰაერში, მისთვის უცხო არ ყოფილა. პირიქით, ეს იყო სიმართლე, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარ თავს უმალავდა, რათა არ გაგიჟებულიყო.
- მე არ მქონდა უფლება მეთქვა?- ჩუმად გაიმეორა სანდრომ და ნიასკენ შეტრიალდა. მის ხმაში არ იყო აგრესია, მხოლოდ დაღლილობა და ის სიმწარე, რომელიც მხოლოდ გამოცდილ კაცს შეუძლია იგრძნოს,- შეიძლება დიდი ხანია დავკარგე ამის უფლება.
- რას გულისხმობ?- ჩაეძია და უკან გაეკიდა.
- არაფერი, დაივიწყე,- ხელი აიქნია და ეკლესიიდან გავიდა.
ეკლესიის კარი მძიმედ გაიხურა, თითქოს უკანასკნელად ჩაიკეტა ამ მტკივნეული საუბრის კარი. მთის ჰაერი, რომელიც ჯერ კიდევ ინახავდა საღამოს სიგრილეს, თითქოს უფრო სუფთა იყო, მაგრამ სანდროს დუმილი ისეთივე მძიმე დარჩა, როგორც ეკლესიის ქვის კედლები. ნელა აგრძელებდნენ გზას. წინ მიდიოდა ეშბა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მზერა მიწისთვის მიეპყრო. ნია მის კვალს მიჰყვებოდა, ყოველ ნაბიჯზე ცდილობდა მის სახეს დაჰკვირვებოდა, მაგრამ სანდრო ახლა ძალზედ მიუწვდომელი ჩანდა. ის საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ მათ შორის შედგა, ერთგვარ კედლად აღმართულიყო.
მანქანამდე რომ მივიდნენ, სანდრომ ისევ უხმოდ გააღო კარი. გზა უკან, ქალაქისკენ უფრო ჩუმი და არაფრის მთქმელი იყო. არცერთი მათგანი ხმას არ იღებდა, მაგრამ ამ სიჩუმეში უფრო მეტი იყო ნათქვამი, ვიდრე მათ საუბარში. სახლთან რომ მივიდნენ სანდრომ მანქანა ცოტა მოშორებით გააჩერა.
- შედი, ეთერი და ავთო გელოდებიან,- თქვა მან და პირველად შეხედა თვალებში, თუმცა მზერა მალევე აარიდა.
- შენ?- ჰკითხა ნიამ და კარი გააღო.
- საქმე მაქვს, დაჩის უნდა შევხვდე. არ დამელოდო,- სანდრო გაბრუნდა და ნიაც იძულებული გახდა სახლისკენ წასულიყო. ფეხები ეკვეთებოდა, გული კი რაღაც უცნაურ მოუსვენრობას მოეცვა. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა, მარიამი შეეგება.
- სად იყავით ამდენი ხანი?- ხელები წელზე შემოიწყო,- ეთერი მთელი დღეა ნერვიულობს, თან სუფრას ამზადებს.
ნიამ მხრები აიჩეჩა, თითქოს პასუხის გაცემა არც უფიქრია. მოსაცმელი დადო იქვე და ცდილობდა მისთვის თავი აერიდებინა, რადგან გრძნობდა რომ სახე ყველაფერს გასცემდა - სიწითლეს თვალების გარშემო და იმ გაურკვეველ შიშს, რომელიც სუნთქვას უხშობდა.
- ეთერის უთხარი რომ ძალიან დაღლილი ვარ და არაფრის ჭამა არ მინდა,- ჩაილაპარაკა ნიამ და კიბეებისკენ წავიდა, თუმცა მარიამმა მკლავში ხელი სტაცა და ოთახში შეათრია. კარი მყარად ჩაკეტა. ოთახში ნახევრად ბნელოდა, მხოლოდ მაგიდის ლამპის მკრთალი შუქი ანათებდა კუთხეს. საწოლზე დასვა და ზედ გადაადგა კითხვებით დახუნძლული.
- რა მოხდა ასეთი, დილას კარგ ხასიათზე ჩანდი,- მარიამმა ხმას დაუწია, მაგრამ მზერა გამჭოლი ჰქონდა,- რაღაც მოხდა, ისე გამოიყურები. სად წაგიყვანა? რამე გითხრა?
ნიამ თავი მუხლებში ჩარგო. იქაური სუნი ჯერ კიდევ თან დაჰყვებოდა, სანდროს ხმა კი ყურებში ისევ უწუოდა.
- მარიამ,- ამოიოხრა მან,- რთულია, უცნაური კაცია. ვერ ვუგებ ბოლომდე, ან უბრალოდ თვითონ არ მიშვებს.
- აქ რთულია და მან ეს იცი, აბა დაფიქრდი, როგორ უნდა დატოვოს ის ადამიანი აქ ვინც საერთოდ არ ეკუთვნის ამ ადგილს?
- მაგრამ...
- ვიცი რომ მოგწონს, თან ძალიან. იმასაც ვხვდები რომ არც ისაა გულგრილი, მაგრამ საკუთარ თავს ებრძვის რომ აქ დარჩენა არ გაიძულოს მერე,- მკლავზე მოეფერა გოგოს,- თავს რატომ იტანჯავთ ორივე?
- არც კი მიფიქრია ამაზე,- თავი გააქნია ნიამ.
- რთულია. ახლა მითუმეტეს, როცა საფრთხეში ვართ. ღმერთმა იცის როდის გაიხსნება საზღვარი და როდოს მოგიწევს წასვლა, მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, მაგრამ თუ ასე ძალიან შეტოპეთ ორივემ...- დააპაუზა უცებ,- როგორ შეძლებთ მერე ცხოვრებას?
- გგონია ვიცი? ჩემი ბრალია, აქ მოსვლა რომ გადავწყვიტე,- ამოიოხრა ნიამ,- მე ვარ სულელი.
- რაო რა გითხრა? მალე უნდა გაგიშვას აქედან?
- უფრო უარესი,- ხმა აუკანკალდა ნიას,- პირდაპირ მითხრა რომ ამ მიწაზე ჩემი ადგილი აღარ არის. რომ აფხაზეთი აღარ არის ის, რაც იყო და რომ მე აქ საფრთხეში ვარ. მარიამ, ის საკუთარ თავს სჯის. ჯერ კიდევ ვერ ვიგებ ვინ არის ასეთი და რისთვის ისჯის თავს. რა ცოდვა აქვს ასეთი, რომ დღემდე ვერ პატიობს თავის თავს?
- ნეტავ ვიცოდე მეც ბოლომდე,- ამოიოხრა მარიამმა,- ანუ, მისი მიზანი შენი გაშვებაა?
- ჰო,- უპასუხა ნიამ და მეგობარს შეხედა.
- იქნებ ასეც სჯობდეს?- იკითხა იმედიანად. თუმცა ნიას სახე რომ დაინახა გაჩერდა,- მიდი დაწექი, დღეს აქ დავრჩები.
გაეღიმა და საბანი აწია.
- იმედია ვაჟაბტონი არ შემოვარდება.
- რას ამბობ,- გაეცინა ნიას.
- თითქოს არ დამენახოთ აივანზე რომ ჟღურტულებდით რა,- ჩაეცინა მარიამს,- როგორ მოახერხე მისი მორჯულება, დღემდე მიკვირს.
- ნუ სულელობ რა,- აიქნია ხელი, საღამურები მოირგო და საწოლისკენ დაიძრა.
- ამ საღამურებში რომ ენახე, ალბათ საერთოდ აღარ გაგიშვებდა,- გადაოხარხარა მარიამმა და ბალიშიც მოხვდა სახეში. ალბათ კიდევ ორი საათი ისაუბრეს, მერე უკვე ძილბურანში მყოფებს მალევე დაეძინათ. არც უგრძვნიათ გათენება. მზის სხივები რომ შემოიჭრა ოთახში და გამოფხიზლდნენ თერთმეტი საათი იყო.
- ჩამეძინა,- წამოიწია მთქნარებით მარიამი,- გვიანი ყოფილა.
მოიქექა კეფა.
- ნია გაიღვიძე,- შეანჯღრია გოგო,- ნიაა.
- მღვიძავს,- წამოიწია ისიც მთქნარებით,- მაგრად მეძინა.
- ეთერი დაგვხოცავს.
- გვაპატიებს ერთხელ ალბათ,- ჩაეცინა ნიას და საბანი გადაიძრო.
საუზმემ ხმაურიანად ჩაიარა, თუმცა ეშბა ისევ არ იყო სახლში. მასთან ერთად არც ავთო ყოფილა შინ. შუადღეს ტელევიზორს უყურებდა ნია, რუსულ არხებს ათამაშებდა აქეთ - იქით. მის მუხლებზე ვაჩეს ეძინა. გვიან ღამე მოეყვანა ვაკოს და ეთერისთან დაეტოვებინა პატარა. თავად ეთერი ბაზარში წასულიყო შუადღეს საყიდლებზე, მარიამი კი ოთახში თავის ქმარს ესაუბრებოდა რაღაცაზე. მერე კიბეებზე ჩამოვიდა, გაუღიმა ნიას და ყავა მოამზადა.
- იმედია უშაქროს სვამ, დამავიწყდა მეკითხა,- დაუდგა წინ ჭიქა.
- კი, არაა პრობლემა,- გამოართვა ნიამაც და ისევ ტელევიზორზე გადაიტანა მზერა,- რამე მოხდა?
- არა არაფერი, ვაკოს ვესაუბრე უბრალოდ,- აიჩეჩა მხრები,- ცოტახნით ისევ მოსკოვში მიდის. როცა აქაა მაშინაც საქმე აქვს, როდის მორჩება საბოლოოდ ამ საქმეებს არ ვიცი.
- რთულია,- თავზე მოეფერა ვაჩეს,- მამის გარეშე როგორ არის?
- ვცდილობ გავართო ყველანაირად, მაგრამ ხანდახან მაინც იხსენებს და ენატრება ხოლმე,- ნაღვლიანად ჩაეღომა მარიამს.
ეზოდან ხმაური მოისმა, რამდენიმე მანქანა ერთად შემოვიდა. მერე უეცრად კარებიც გაიღო, სანდრო ავთოსთან ერთად გადმოვიდა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, მაგრამ თვალებში რაღაც ახალი, უცნაური ნაპერწკალი გაუჩნდა. სახლში შემოსულმა მზერა ნიას გააყოლა, ვაჩეს დახედა და მცირე პაუზის შემდეგ, პირველად ბოლო დღეების განმავლობაში, თბილად გაიღიმა.
* * *
მომდევნო ოთხი დღე ნიასთვის ერთგვარ გამოცხადებად იქცა. სანდრო თითქოს მართლა ცდილობდა, მთელი ის ტკივილი და სიმძიმე, რაც წლების განმავლობაში მასში დაგროვდა, ლამაზი მოგონებებით გადაეფარა. ნია ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რას ემსახურებოდა ეს ყოველ დღე გასვლები, ახალი ადგილების ნახვა, ყველაფრის დაგემოვნება, რაც კი მას უნდოდა. სანდრო თითქმის უარს არაფერზე ეუბნებოდა. ზღაპარში აცხოვრებდა, თითქოს აფხაზეთი ყველასგან მიტოვებული კი არა პირიქით, სიცოცხლით სავსე ნაწილი ყოფილიყო, სადაც ყველას უხაროდა ჩამოსვლა. სადაც მარტივი იყო გადმოსვლა და ცხოვრება. სანდროს ეს საქციელი ნიას უფრო მეტად აბნევდა, ვიდრე ამშვიდებდა. ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ გასეირნებას. ეს ჰგავდა ადამიანის მცდელობას, თავისი მეხსიერება უკანასკნელად გაეწმინდა. თითქოს იმ სურათებს, რომლებსაც ნიას აჩვენებდა, უხილავი ბეჭედი უნდა დაესვათ მათი მომავლისთვის. სანდრო მიჰყავდა ისეთ ადგილებში, სადაც ბუნება და ხელოვნება ერთმანეთს ერწყმოდა - ძველებური აივნებით დამშვენებულ სახლებთან, სადაც ვაზის მტევნები ისე მძიმედ ჩამოკიდებულიყო, თითქოს მზის სხივებისგან გაჟღენთილიყვნენ. პატარა, ქვის ნაგებობებთან, სადაც დრო გაჩერებულიყო და სადაც მესაკუთრეები, სანდროს ძველი ნაცნობები, ისეთივე სტუმართმოყვარეობით ხვდებოდნენ, თითქოს ომი არასდროს ყოფილიყო.
თუმცა, ყოველი ასეთი ლამაზი დღის ბოლოს, როცა სახლში ბრუნდებოდნენ და მანქანის ფარები ღამის სიჩუმეს ჭრიდნენ, ნია ხედავდა სანდროს სახეზე იმ მძიმე ჩრდილს, რომელიც ნიღაბივით ეწებებოდა. სანდრო თითქოს სამყაროს ატყუებდა, ნიას კი - ამზადებდა.
- რატომ აკეთებ ამას?- ჰკითხა ნიამ მეოთხე დღის საღამოს, როცა მთის კალთაზე მანქანა გააჩერეს და ქალაქს ზემოდან დაჰყურებდნენ. მისი მზერა ქალაქის სუსტად მოციმციმე შუქებზე იყო მიპყრობილი. ღრმად შეისუნთქა ჰაერი, თითქოს ცდილობდა, ფილტვებში შეენახა ის სიმშვიდე, რაც ამ დღეებმა მოუტანა.
- იმიტომ რომ მინდა ეს დაგამახსოვრდეს,- თქვა ბოლოს ხმაში უცნაური სიმტკიცით,- მინდა შენს გონებაში აფხაზეთი არ იყოს მხოლოდ ნანგრევები, სისხლი და შიში. მინდა გახსოვდეს, რომ აქ სილამაზეც არსებობდა და არსებობს. რომ ეს მიწა მხოლოდ ჩემი ტკივილი არ არის.
ნიას შეხედა. ამჯერად მის მზერაში არ იყო არც სიმკაცრე და არც ის გაურკვეველი ნოსტალგია, რაც ბოლო დღეებში სდევდა. ახლა ის მშვიდი იყო - ისეთი სიმშვიდე ედგა თვალებში, თან რომ შეგაშინებს და დაგაეჭვებს.
- აქ იმიტომ წამოგიყვანე რომ გენახა რა არსებობს ომის იქით,- თქვა სანდრომ,- ხვალაც წამოვალთ, ოღონდ კიდევ მინდა იმ კაფეში წავიდეთ, სადაც ის გემრიელი ყავა დაგალევინე წინაზე.
- მიყვარს ეგ ადგილი,- გაეღიმა ნიას,- წავიდეთ.
- არ მოგენატრება აქაურობა?- მიუბრუნდა ქალს.
- მომენატრება, თან ძალიან,- ამოიოხრა ნიამ. იგრძნო მისი სიახლოვე. ჰაერი ღრმად შეისუნთქა. ხელი მკერდზე მიადო. ქვემოდან ახედა შავ თვალებს, ასეთი სავსე რომ იყო და ამავდროულად ასეთი ცარიელი. შიგნიდან რაღაც ღრღნიდა, არ აძლევდა მოსვენების საშუალებას. ეს მზერა ეცნობოდა, ეს თვალები... ტყუილს რომ ვერ მალავდნენ,- ყველაფერუ რიგზეა?
ამოილაპარაკა ჩუმად ნიამ.
- ყველაფერი რიგზეა,- დაუდასტურა სანდრომაც. იგრძნო მისი ტუჩების შეხება კანზე. ტანში გასცრა, ერთიანად დაუარა სიამოვნების გრძნობამ. ნუთუ ეს უნდა დაეტოვებინა? ამისთვის უნდა ეთქვა უარი? ნუთუ ისეთი ძლიერი იყი სიყვარული რომ შეეძლო უარი ეთქვა ყველაფერზე და აქ დარჩენილიყო, მასთან?
ამაზე პასუხი არ ჰქონდა ნიას. თუმცა ვერ ხვდებოდა როდისღა ეფიქრა. მასთან რომ იყო ტვინი ეთიშებოდა და როცა ის სხვაგან იყო რაღაც ხდებოდა, რაღაც ისეთი რაც სანერვიულო იყო. გული დამძიმებული ჰქონდა, ეს "პაემნები" როგორც ამას მარიამო ეძახდა, სასიამოვნო იყო, თუმცა ზედაპირული. ინტუიცია რაღაცას ჰკარნახობა, თუმცა ეს პირველი ჯერი იყო, როცა ნიას უნდოდა რომ ყველაფერი უბრალოდ მცდარი ყოფილიყო.
მეორე დღეს მზე გაცილებით მცხუნვარედ ანათებდა, თითქოს მთელი სამყარო ოქროსფერ შუქში გახვიაო. ჰაერი ზღვის მარილიანი სიოით იყო გაჟღენთილი, რომელიც მერცხლების მხიარულ ჭიკჭიკს ეფინებოდა, ხოლო სადღაც შორს, მთის წიაღიდან გუმისთას მძლავრი ღრიალი მოისმოდა - ველური, დაუდგრომელი და ამავდროულად, დამამშვიდებელი. ნია ტერასაზე იდგა და ამ ბუნებრივ ჰარმონიას უსმენდა. გრძნობდა, როგორ ივსებოდა მისი გული იმგვარი ბედნიერებით, რომელიც აქამდე მხოლოდ წიგნებში თუ შეხვედროდა. სანდროს გვერდით ყოფნა, მისი დუმილის გაზიარება და იმ მყიფე სიმშვიდის მორჩილება, რომელიც მათ გარშემო დამდგარიყო, მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. ნიას გონებაში სათქმელი სიტყვები ერთმანეთს ენაცვლებოდა, თუმცა ხმამაღლა წარმოთქმას არ ჩქარობდა. მას უნდოდა, ეღიარებინა რომ სანდრო მისთვის მნიშვნელოვანი იყო. რომ ამ ქაოსსა და გაურკვევლობაში, სწორედ ეს კაცი აღმოჩნდა მისი ერთადერთი თავშესაფარი და სამშობლო. მის გულში იზრდებოდა დაუოკებელი სურვილი, გაემხილა ის გრძნობა, რომელიც ყოველ წამს უფრო მძაფრდებოდა - სიყვარული, რომელიც არ უშინდებოდა არც ომის და არც მომავლის აჩრდილებს. ნიას სურდა სანდროსთვის გაემხილა რომ ყოფილიყო მისი ჩრდილიც და სინათლეც, რომ მზად იყო გაეყო მასთან ყველა ტკივილი და არასდროს მიეტოვებინა. გრძნობდა რომ ამ ტერასაზე, ამ დაუვიწყარ საღამოს, როგორც კი მზე ჰორიზონტს ეამბორა, დრო თითქოს გაჩერდა მათთვის. სწყუროდა რომ სანდროს შეეგრძნო ის უსაზღვრო სითბო, რომელიც ნიას სხეულში მჩქეფარე მდინარესავით მიედინებოდა. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც დიალოგი არ სჭირდებოდა - ეს იყო აღიარება, რომელიც ჩანდა მის თვალებში, მის ყოველ მოძრაობაში და იმ ღრმა, მადლიერებით სავსე მზერაში, რომელსაც სანდროსკენ მიაპყრობდა. მისთვის ეს საღამო არ იყო უბრალოდ დროის ტარება, არამედ გადაწყვეტილება - დარჩენილიყო მის გვერდით სამუდამოდ, ნანგრევებშიც და მზეშიც. ნებისმიერ ფასად, რადგან სანდროსთან ყოფნა მისთვის უკვე აღარ იყო უბრალოდ არჩევანი, ეს იყო მისი სულის ერთადერთი, ჭეშმარიტი ადგილი.
მთელი დღე სახლში უცნაური, თითქმის დღესასწაულის მსგავსი ატმოსფერო სუფევდა. ეთერი და მარიამი ნიას გარშემო ისე დატრიალებდნენ, თითქოს რაღაც დიდებულ მოვლენას ელოდნენ. ეთერი, რომელიც ჩვეულებრივ სამზარეულოს აურზაურში იყო ჩაფლული, დღეს მუდმივად ნიას ოთახში შემოდიოდა. ხან მხრებზე მოუსვამდა ხელს, ხან უბრალოდ გვერდით მიუჯდებოდა და თითქოს არაფრის მთქმელი, მაგრამ უსაზღვროდ თბილი მზერით აკვირდებოდა. არ უნდოდა სიტყვებით შეეწუხებინა ნიას ის ბედნიერება, რომელიც გოგონას სახეზე ეწერა, ამიტომ მის სიყვარულს ჩახუტებითა და პატარა, მზრუნველი ჟესტებით გამოხატავდა.
მარიამი ხშირად მოხვევდა ხელს წელზე, თავს მის მხარზე დაადებდა და რაღაცებს ჩურჩულებდა. ერთმანეთთან ისეთი სიახლოვე ჰქონდათ რომ სიტყვები თითქმის არც სჭირდებოდათ. ეთერის მოტანილი ჩაი, მარიამის დაუსრულებელი ამბები, სიცილი - ეს ყველაფერი ნიასთვის იყო მტკიცებულება რომ მან თავისი ადგილი იპოვა. მაგრამ ვაი, რომ სულაც არ იყო სოხუმი ადგილი, რომელსაც სახლად აღიქვამდა.
- რამე ხდება დღეს?- იკითხა ბოლოს.
- რა უნდა ხდებოდეს?- ჩაეძია მარიამიც.
- არაფერი, უბრალოდ ზედმეტად აქტიურები ხართ,- გააქნია თავი ნიამ,- უცნაურია.
- ნწ, უბრალოდ ეთერიმ გაიგო რომ სანდროს დღეს პაემანზე მიჰყავხარ და უხარია რომ როგორც იქნა გოგო მოეწონა ჩვენს ეშბას,- გადაიხარხარა მარიამმა,- არ მიაქციო ყურადღება, ხომ იცი დედის გული მაინც როგორია.
- მერე გეთქვა, მთელი დღეა ვფიქრობ ნეტავ რა დაემართათქო.
- მეგონა სანდრო გეტყოდა,- ვერ წყვეტდა სიცილს მარიამი,- კარგი არაუშავს, ხდება ხოლმე.
საღამოს, როცა მზემ უკვე დაკარგა დღის სიმძიმე და ჰაერში ოდნავ გრილმა სიომ გაიარა, სანდრო კართან გაჩნდა. არ დაუკაკუნებია - უბრალოდ გააღო და ნიას შეხედა. თითქოს ეს ერთი წამი ორივესთვის საჭირო იყო - გადასასვლელად იმ განწყობიდან, რაც მთელი დღე სუფევდა, იმაში, რაც ახლა იწყებოდა. ჩაათვალიერა თავიდან ფეხებამდე, უბრალო, ლამაზ, ყავისფერ სარაფანში გამოწყობილი გაბედავა, გრძელი კულულები უფრიალებდა ჰაერში ნიავის გამო.
- წავედით?- თქვა ბოლოს. ნიამ თავი დაუქნია.
- არ დააგვიანოთ,- ჩასძახა,- და სანდრო... არ გააფუჭო რამე, თორემ სახლში არ შემოგიშვებ.
გარეთ უკვე სხვა ჰაერი იდგა - დღის სიცხე ნელ - ნელა ჩამქრალიყო და ქალაქს საღამოს სიმშვიდე ეპარებოდა. მანქანაში ჩასხდნენ.
- მართლა პაემანია?- ჰკითხა ნიამ ცოტა ხნის შემდეგ. სანდროს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა.
- შენ რა გგონია?
- არ ვიცი...- მხრები აიჩეჩა,- შენგან ყველაფერს ველოდები.
- ეგ კარგია თუ ცუდი?
- ჯერ ვერ გადავწყვიტე,- მანქანა ნელა აუყვა აღმართს. ქალაქის ხმაური უკან რჩებოდა, შუქები ქვემოთ იფანტებოდა, და რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო იხსნებოდა ჰორიზონტი. ბოლოს გაჩერდნენ პატარა კაფესთან - მაღლა, კლდის პირას, საიდანაც მთელი ზღვა ჩანდა. ქვემოთ ტალღები შორიდან მოჩანდა, მთვარის შუქში ვერცხლისფრად ელავდა. ნიამ მანქანიდან გადმოსვლისას ინსტიქტურად გაჩერდა.
- ამ ადგილას მოსვლა არასდროს მომბეზრდება,- ამოიოხრა გოგომ და ხედს გადახედა, ზღვის ტალღები ვერცხლისფრად ბრწყინავდა მთვარის შუქზე.
- ბოლოს აქ...
- ხმა...- გააწყვეტინა საუბარი,- სიტყვა არ დაძრა.
კაფე მშვიდი იყო - რამდენიმე მაგიდა, რბილი განათება, ქარის მსუბუქი ხმა და შორიდან ზღვის მონოტონური სუნთქვა. დასხდნენ მოაჯირთან ახლოს, საიდანაც ხედი ყველაზე უკეთ იშლებოდა. სიჩუმე რამდენიმე წამი კიდევ გაგრძელდა. ნიამ მოაჯირს გადაუსვა ხელი, თითებით თითქოს იმ სიგრილეს გრძნობდა, რაც საღამოს ჰაერში იდგა. ქვემოთ ზღვა მშვიდად მოძრაობდა, ტალღები შორიდან, თითქმის ჩურჩულივით ისმოდა.
- სოსოზე რა ხდება?- ჰკითხა უცებ. სანდრო წამით გაჩერდა. ყავას დახედა, მერე ისევ ჰორიზონტს.
- არაფერი ისეთი,- თქვა მოკლედ. ნია მაშინვე შეხედა.
- არაფერი ისეთი - რას ნიშნავს?
- იმას რომ ჯერ არაფერი შეცვლილა,- საზურგეს მიაწვა ეშბა,- ახლა ამას რომ მეკითხები, ნორმალური ხარ? ამის დროა?
- აბა როდის უნდა ვიკითხო?- წარბები ასწია ნიამ,- ანუ ისევ ეძებთ?
- ვეძებთ,- პასუხი ისევ მოკლე იყო. ზედმეტად მოკლე. ნიამ რამდენიმე წამი უყურა, მერე ოდნავ ჩაეცინა.
- არ გინდა ამ თემაზე ლაპარაკი, არა?- სანდრომ მზერა მისკენ გადაიტანა.
- არ არის საჭირო. მართლა, ნუ გადაიჭედავ გონებას ამდენი ინფორმაციით.
- ჩემთვის შეიძლება არის,- სანდრო ისევ გაჩუმდა. და ამ დუმილში უკვე ყველაფერი ჩანდა - არ აპირებდა გაგრძელებას. ნიამ ამოისუნთქა და თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს ამჯერად გადაწყვიტა, აღარ დაძალებოდა.
-კარგი... - თქვა ჩუმად,- მაშინ მე გეტყვი.
ნიამ ისევ ზღვისკენ გაიხედა. თვალებში ახლა სხვა რამ ჩანდა - რაღაც უფრო შორეული, უფრო თბილი.
- იცი,- დაიწყო ნელა,- ზოგჯერ მენატრება თბილისი.
სანდროს მზერა წამით შეეცვალა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- სულ არ ვიცოდი რომ შეიძლება ასე მომნატრებოდა,- გააგრძელა ნიამ,- ადრე თითქოს ჩვეულებრივი იყო... იქ ყოფნა, ის ქუჩები, ის სახლები...ყელში მქონდა ამოსული ის ხმაური... მაგრამ ვხვდები რომ ეგ ხმაური აღარ მაწუხებს და ჩემი ნაწილია.
მოაჯირს დაეყრდნო უფრო მჭიდროდ.
- აქაც ლამაზია,- თქვა მერე,- მაგრამ სხვანაირად. აქ ყველაფერი თითქოს... დაძაბულია. იქ კი... არ ვიცი...
გაეღიმა ოდნავ.
- იქ უფრო თავისუფლად სუნთქავდი,- სანდრო ისევ ჩუმად იდგა.
- მახსოვს ბევრი რამ,- გააგრძელა ნიამ,- როგორ იღვიძებდა ქალაქი... როგორ მოძრაობდნენ ადამიანები, ხანდახან ბრაზი მახრჩობს რომ აქ ეგრე არაა და არც იქნება. აქ სულ მგონია რომ რაღაც უნდა მოხდეს.
- ამიტომ გეუბნები რომ შენი ადგილი აქ არ არის,- ნაღვლიამად გაეღიმა სანდროს.
- გულწრფელო ვარ და ამას ამიტომ ვამბობ,- ტონში ბრაზი შეეპარა,- ეს იმას არ ნიშნავს რომ აქ არ მომწონს.
- მაგრამ მაინც... იქაურობა შენი ნაწილია.
- ეგეცაა,- გაეცინა,- იქ იმაზე არ ვდარდობ რომ შეიძლება თავზე რომელიმე რუსის ჯარისკაცი დამეცეს.
- აქ გეცემიან?
- არა?- წარბები აზიდა და კვლავ გაეცინა. უპასუხოდ დატოვა ეშბამ ეს კითხვა,- შენ რატომ არ გინდა იქ დაბრუნება? ვიცი რომ არ საუბრობ წარსულზე, თუმცა იმ ფაქტს ვერ დამალავ რომ მეგრული იცი. ქართული სახელი გაქვს, ვხვდები რომ რაღაც მოხდა, რამაც გადაგაწყვტინა აქ დარჩენა.
- ჩემ წარსულზე რომ დავიწყო საუბარი, არ გვეყოფა მთელი ღამე,- ნიამ ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა.
- ეგ პასუხი არ არის.
- საკმარისია ესეც,- მშვიდად მიუგო სანდრომ. ნიას თვალებში ისევ გაკრთა ის პატარა წყენა.
- შენზე არაფერი ვიცი,- თქვა ჩუმად,- და არც გინდა რომ ვიცოდე. ასე მისვრი ხოლმე სულ სადღაც, ჯანდაბაში.
სანდრომ მზერა აარიდა.
- ვერ ვიგებ როგორ მოგიდგე, ასე ახლოს ხარ ჩემთან. მერე ისევ მშორდები. ხვდები რა რთულია ეგ?- წარბები შეკრა ქალმა,- ასეთი ჯიუტი ხისთავიანი არ უნდა იყო სანდრო.
- ზოგჯერ ასე უკეთესია.
- ვისთვის?- მაშინვე ჰკითხა ნიამ. პასუხი არ იყო. მხოლოდ სიჩუმე. ნიამ ისევ ზღვისკენ გაიხედა, მაგრამ ამჯერად მზერა აღარ იყო ისეთი მშვიდი, როგორც თავიდან,- მე არ მინდა ყველაფერი მარტივი იყოს.
- მინდა ვიცოდე. მინდა დაგეხმარო, რამდენადაც შესაძლებელია ეს. მინდა ვიცოდე რა გიჭირს რომ გვერდით დაგიდგე. შეიძლება ვერ მოგიგვარო პრობლემები, თუმცა მინდა რომ შეგიმსუბუქო მაინც ტკივილი,- ამოიოხრა ნიამ,- ამის საშუალებას რატომ არ მაძლევ? ნუთუ საკმარისად არ დავახლოვდით?
- თუ ის, რაც გაიგებ, არ მოგეწონება?- ნიამ ოდნავ გაიღიმა,- მზად ხარ იმისთვის რომ ყველაფრის მიუხედავად, მომისმინო და ჩემს გვერდით დარჩე?
- ასეთი რა უნდა გავიგო რომ შენგან წასვლა მომინდეს?
- ბევრი რამ, დამიჯერე,- ჩაეცინა სანდროს.
- მაშინ...- დააპაუზა ნიამ,- მაშინ თუ ყველაფრის მიუხედავად მაინც დავრჩი - ჩემი არჩევანი იქნება.
- ასეთი მამაცი ხარ?
- დამცინი?- ღიმილი სახეზე შეახმა ნიას,- თუ ჩემს გრძნობებს დასცინი?
- პირიქით, ძალიან მამაცი ქალი ხარ,- ხელზე შეეხო სანდრო,- ყველაზე მამაცი, ვინც კი ოდესმე მინახავს.
სიჩუმე ისევ ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად სხვანაირი იყო. უფრო ღრმა. უფრო პირადი და ამ სიჩუმეში უკვე იგრძნობოდა - რაღაც ნელ - ნელა იცვლებოდა მათ შორის. ნია ისევ მოაჯირს ეყრდნობოდა, მაგრამ ამჯერად მზერა აღარ იყო დაძაბული - უფრო მშვიდი, უფრო გახსნილი.
- იცი რა...- დაიწყო ისევ ჩუმად. სანდრომ გვერდულად შეხედა.
- რა?
- ასეთი დესპოტი რომ არ ყოფილიყავი თავიდანვე, შეიძლება ახლა სხვანაირად ვყოფილიყავით.
- დესპოტი მე ვიყავი?
- არ იყავი?
- ეჭვი მეპარება. შენ ხომ არ ყოფილხარ ცოტა ზედმეტად კაპარჩხანა?- გაეცინა სანდროს.
- დამსახურებული იყო ყველა რეპლიკა,- ხელის აწევით აჩერებს კაცს.
- მიწვევ?- მიუახლოვდა სანდრო.
- არც მიფიქრია,- ჩაეღიმა ეშმაკურად,- თუ შენს ნერვებს ვერ აკონტროლებ, მე რა შუაში ვარ?
- როგორი მოუსვენარი ხარ,- სახე მიუახლოვდა, კანზე გაეხახუნა,- ბოლოს მაინც ჩემს მკლავებში დნები, ნუთუ საკმარისი არ გამიკეთებია ჯერ?
- საკმარისს რას ეძახი?
- ეს შეხებები არაა საკმარისი?- ტუჩები მიაწება ყელზე,- ეს რომ შენი სუსტი წერტილია... ეს ლავიწებიც...და ახლა რომ ასე გკოცნი. ეს არაა საკმარისი?
- ახლა აქ რის მიღწევას ცდილობ?- ბრაზი მოაწვა ოდნავ, ტუჩებს კბენდა, არ უნდოდა ხმები გამოეცა.
- თავს ძლივს იკავებ,- მიანათა შავი თვალები,- ცოტაც და შემოგეჭმევა ეგ ტუჩები, კიდევ დიდ გულზე რომ ხარ.
- ეგ მარტო ჩემზე არ მოქმედებს ბატონო ეშბა,- გაუნათდა თვალები ნიას. სახე მიუახლოვა და ახლა თავად დაიწყო იგივეს გაკეთება, ტერასაზე იდგნენ, მხოლოდ მთვარის შუქზე, გარშემო მხოლოდ სიჩუმე იყო. იკეტებოდა უკვე მათი საყვარელი კაფეც.
- ასე რომ გკოცნი ხომ მოგწონს?- ტუჩთან ახლოს შეეხო.
- ან ასე...- ახლა ლოყაზე გადავიდა,- ასე რომ სხვას ვაკოცო, მოგეწონება?
- ასეთ ხუმრობებს როდიდან მივეჩვიეთ?
- შენ დაიწყე,- ჩაეცინა ნიას. მხარზე მოუჭირა ოდნავ ხელი.
- მელაკუდა ხარ.
- მომენატრება აქაურობა,- ამოიოხრა კვლავ,- მოგეჩვიე ძალიან. ეთერისაც, მარიამსაც, ყველას...ნელ - ნელა ყველაფერი შეიცვალა.
ქარმა თმა ოდნავ აუწეწა, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია.
- და ეგ შეჩვევა უკვე უბრალოდ შეჩვევა აღარ არის,- სანდრო ჩუმად იდგა,- თითქოს...თითქოს აქაც შეიძლება იყოს კარგი.
- არ მეგონა რომ ამას იტყოდი,- სანდრომ ნელა ამოისუნთქა.
- ყველაფერს ეჩვევი ადამიანი,- ნიამ მაშინვე შეხედა.
- ეგ უბრალოდ შეჩვევა არ არის,- თქვა უფრო მკაფიოდ,- შეჩვევას არ აქვს ასეთი შეგრძნება. იმას არ უნდა მიეჩვიო, რაც იცი რომ მერე გატკენს.
- როგორი შეგრძნებაა?- ნიას გაეღიმა, მაგრამ ამჯერად ეს ღიმილი უფრო გულწრფელი იყო.
- უცნაური,- ეს სიტყვები ჰაერში გაჩერდა. რამდენიმე წამი არც ერთს არ უთქვამს არაფერი. სანდროს მზერა ოდნავ გამკაცრდა, მაგრამ მალევე ისევ დააწყნარა,- არ უნდა გრძნობდე ისეთ რამეს, რაც აქ დაგტოვებს.
- მაგრამ ამას ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ,- მზერა გაუსწორა ნიამ,- ეს ძალიან უცნაურია, სხვანაირი. გენატრება ის, რაც გქონდა, მაგრამ მერე აქ... მერე მაინც...
- მერე მაინც გინდა დაბრუნება,- დააბოლოვა სანდრომ. ნიაც დაეთანხმა.
- ჰო. უბრალოდ...- გააგრძელა ნიამ,- ეს თვე ნახევარი... ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
სანდროს არაფერი უთქვამს, მაგრამ მზერა აღარ მოუშორებია.
- და დღეს...- დაამატა ნიამ ჩუმად,- უბრალოდ უფრო კარგად მივხვდი ამას.
ქარი ისევ მსუბუქად უბერავდა. ზღვა ქვემოთ ისევ მშვიდად მოძრაობდა და ამჯერად სიჩუმე აღარ იყო უხერხული. იყო ისეთი, რომელიც რაღაცას ინახავს და ჯერ არ ჩქარობს თქმას. ქარმა თმა ისევ აუწეწა ნიას, მაგრამ აღარ შეუსწორებია - თითქოს არც კი შეიმჩნია. სიჩუმე ისევ მშვიდი იყო, ისეთი, რომელიც აღარ აწვებოდა, აღარ ამძიმებდა, უბრალოდ არსებობდა მათ შორის.
- რამდენჯერ სარკეში ჩავიხედებოდი, სულ თვალში მეჩხირებოდა ეს,- ასწია მაჯა და დარჩენილი შრამი აჩვენა.
- როგორ დაგტყობია,- შეეხო სანდრო.
- არაუშავს, არ მაწუხებს. უბრალოდ მახსენებს იმ დღეს და...
- ეგ ამბავი საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ჩემი ბრალია,- გააქნია თავი სანდრომ.
- მართლა, არაუშავს,- ხელს იწვდენს და ლოყაზე ეხება,- ყველაფერი რიგზეა.
სანდრომ თვალები დახუჭა და ნიას ხელისგულზე თავი მიაბჯინა. იმ შრამს, რომელიც ნიას მაჯაზე თეთრად იკვეთებოდა, სანდრო ყოველ ჯერზე გულში ტყვიასავით გრძნობდა. მისთვის ეს იყო მტკივნეული დასტური იმისა, თუ რამდენად ახლოს იყო ის სიკვდილთან და რა ფასი გადაიხადა იმისთვის რომ მის ცხოვრებაში აღმოჩენილიყო.
- ეს შრამი ჩემთვის მხოლოდ ტკივილი არ არის,- თქვა ნიამ და პირდაპირ კაცის ჩამუქებულ თვალებში ჩახედა,- ყველაფერს მახსენებს...
სანდრომ წარბები შეკრა, მისი მზერა უცებ მძიმე და დაკვირვებული გახდა.
- თითქოს, მიუხედავად ყველაფრისა, რაც გარეთ ხდება, მიუხედავად იმ გაურკვევლობისა, რაც შენს თვალებშია... აქ, შენთან, თავს ისე ვგრძნობ, როგორც არასდროს. იქნებ ეს არც ისეთი ცუდი არ არის? იქნებ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც უნდა მოვსულიყავი?
სიჩუმე ჩამოწვა. სანდროს სუნთქვა აჩქარდა. ნიას გულწრფელობამ, მისმა მზადყოფნამ, დარჩენილიყო ამ საფრთხით სავსე სახლში, სანდროს გული ორად გაუყო. ერთ მხარეს იყო მისი ვალი - ნია გადაერჩინა და აქედან გაეყვანა, მეორე მხარეს კი - ის ეგოისტური სურვილი რომ მუდამ მის გვერდით დარჩენილიყო, თუნდაც ეს სახიფათო ყოფილიყო.
სანდრო მოაჯირს მიყრდნობოდა და შორს, ჰორიზონტისკენ იყურებოდა, თუმცა მისი ფიქრები ისევ ნიას გარშემო ტრიალებდა. მერე მისკენ შებრუნდა. იქ იდგა, მთვარის შუქზე მისი სახე თითქოს უფრო ფერმკრთალი და ამავდროულად, უფრო მაცდური ჩანდა. აგვისტოს ღამის სიცხე ტერასაზეც კი იგრძნობოდა, ჰაერი ყვავილების სურნელით იყო გაჟღენთილი და თითქოს მოითხოვდა რომ ეს დუმილი დაერღვიათ.
სანდრომ ნაბიჯი გადადგა მისკენ. მისი მზერა, რომელიც ჩვეულებრივ მყინვარივით ცივი იყო, ახლა ნიას სახის ნაკვთებს დაჟინებით მიშტერებოდა. ნიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. მან თავად გადადგა ეს მცირე მანძილი, რომელიც მათ შორის იყო დარჩენილი. ხელები სანდროს მხრებზე მოჰხვია, თითები პერანგის საყელოში შეაცურა.
- საკუთარ თავს ვერ ვეწინააღმდეგები,- ამოიჩურჩულა მის ტუჩებზე, ძლიერად ამოისუნთქა კაცმა,- როგორ შევძლო შენი დავიწყება?
- ნუ დამივიწყებ,- ამოილუღლუღა გაბედავამ,- ნურასდროს ნუ დამივიწყებ. არ გაქვს ამის უფლება.
ნიას აღარც მოუცდია, თავად დაეწაფა კაცის მონატრებულ ტუჩებს. თავიდან ნელი და გაუბედავი, მერე კი უფრო მგზნებარე, თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში დაგროვილ ემოციას ერთბაშად აქსოვდა. სანდრო წამით დაიბნა, მაგრამ მალევე უპასუხა. ეშბას ქალის წელზე შემოხვეული ხელები ოდნავ უკანკალებდა - არა შიშისგან, არამედ იმ აუტანელი მონატრებისა და პასუხისმგებლობისგან, რაც ამ ქალის მიმართ ჰქონდა. თითქოს ცდილობდა, მთელი თავისი არსებით დაეცვა ნია იმ უხილავი ქარიშხლისგან, რომელიც გარეთ მძვინვარებდა. მისი კოცნა ღრმა იყო, მესაკუთრული და ამავდროულად, უსაზღვროდ ნაზი, თითქოს ეშინოდა რომ ზედმეტი სიმტკიცით ნიას ატკენდა.
ნია კი, თავისი გაუბედავი, მაგრამ მგზნებარე პასუხით, თითქოს კედლებს ანგრევდა, რომლებსაც სანდრო გარშემო იშენებდა. მის კოცნაში იგრძნობოდა უსაზღვრო ნდობა - ის ნდობა, რომელიც სანდროსთვის ყველაზე მძიმე ტვირთი იყო, რადგან იცოდა, რამდენად არ იმსახურებდა მას თავისი ტყუილებით. ჰაერში, რომელიც ისედაც დამძიმებული იყო აგვისტოს სიცხით, თითქოს ნაპერწკლები დაფრინავდა. თითოეული შეხება იყო საუბარი, რომელსაც სიტყვები არ სჭირდებოდა. ეს კოცნა იყო სავსე იმ ტკივილით, რომელიც ორმა ადამიანმა ერთმანეთში გაიზიარა, სავსე იმ იმედით რომ იქნებ, სადღაც, ამ ყველაფრის მიღმა, არსებობდა ცხოვრება, სადაც მათ არ დასჭირდებოდათ იარაღი, საზღვრები და სიცრუე. მათი სუნთქვა ერთმანეთს ერეოდა, გულისცემა კი ისე ჰარმონიულად ემთხვეოდა, თითქოს ორი დაღლილი სული ერთმანეთს დიდი ხნის ძიების შემდეგ პოულობდა. ეს იყო კოცნა, რომელიც ერთდროულად ითხოვდა ყველაფერს და ამავდროულად, არაფერს - უბრალოდ ერთმანეთის არსებობის აღიარებას იმ მომენტში, როცა ყველაფერი დანარჩენი ირგვლივ ინგრეოდა.
ნელა მოსცილდნენ ერთმანეთს, როგორც კი ჰაერის უკმარისობა იგრძნეს. ქვემოდან ახედა ნიამ შავ თვალებს, გრძნობდა როგორ ევსებოდა თვალები ცრემლით და თავადაც ვერ ხვდებოდა რა იყო ამის მიზეზი. მერე თავი გააქნია, ოდნავ შებარბაცდა კიდეც. თავბრუ ეხვეოდა მოწოლილი ემოციებისგან.
- რაღაცის თქმა მინდა,- გაისმა ნიას ხმა სიჩუმეში. უფრო დაუმძიმდა ეშბას სხეული, თითქოს ეს სიტყვები ლურსმნებივით ესობოდა სხეულზე. თითქოს უნდოდა მოესწრო ყველაფერი, თორემ თუ მისგან დარჩენის პასუხს გაიგებდა, მაშინ უკვე თავადაც ვეღარ შეძლებდა მის გაშვებას,- მთელი ეს დრო მე...
სიტყვა ჰაერში გაუწყდა, კვლავ შებარბაცდა. მზერა გაუორდა, თითქოს სანდრო სადღაც შორს იდგა.
- ჩემი გრძნობები იმაზე უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე მე მეგონა...- ამოიოხრა და ძლიერად მოეჭიდა მკლავებზე,- თითქმის ოთხი თვეა აქ ვარ, დიდი დროა, არა?
გაეცინა.
- დიდი დროა,- დაუდასტურა სანდრომაც.
- იმისთვისაც დიდი დროა რომ შემყვარებოდი,- ნელა ამოილაპარაკა,- საკუთარ თავს ვაიძულებდი რომ ასე არ მომხდარიყო... მაგრამ ვერ შევძელი...
სიტყვები გაუწყდა, თვალები უცებ დაუბნელდა. ხელები, რომლებიც სანდროს მაგრად ეჭიდებოდა, უეცრად მოეშვა. უგონოდ ჩაესვენა სანდროს მკლავებში. არ დააყოვნა, სწრაფად დაიჭირა რომ იატაკზე არ დაცემულიყო. მისი მზერა დამძიმდა, ტკივილს ასხივებდა ის თვალები, რომლითაც წამების წინ ნიას უმზერდა. იცოდა რომ ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ მაინც ვერ პატიობდა საკუთარ თავს.
- მაპატიე, ნია... მაპატიე რომ ამდენი ტკივილი მოგიტანე,- ჩასჩურჩულა ქალს ყურთან, ხმაში უსაზღვრო მონანიება და სინანული იგრძნობოდა.
ნიას სხეული მკლავებში მჭიდროდ მოიქცია, თითქოს მისი გაშვება საერთოდ აღარ შეიძლებოდა. გოგონა უგონოდ ეყრდნობოდა, თმა სახეზე ჩამოშლოდა. რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა ასე, გაშეშებული, თითქოს დრო შეჩერდა და ყველაფერი ამ ერთ წერტილში გაიყინა - მისი ხელები, ნიას სხეულის სიმძიმე და ის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ ვერ დასრულდა. ხმა ისე ჩაუწყდა, თითქოს თავადაც ვეღარ უძლებდა საკუთარ ნათქვამს. ტელეფონი სწრაფად ამოიღო და დაჩის ნომერი აკრიფა. ზარის ხმა უცნაურად ცივად ისმოდა ამ ღამეში.
- გისმენ,- უპასუხა დაჩიმ.
- დროა,- თქვა სანდრომ. მეორე მხარეს წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- გაიხსნა უკვე?
- ჰო. ერთი საათის წინ დამიდასტურეს.
- და ნია?- სანდრომ ქვემოთ დახედა.
- მოვიყვან საზღვრამდე. მარიამს გაუარე, მოგაწვდის მის ნივთებს,- დაჩიმ მძიმედ ამოისუნთქა.
- იქნებ სჯობდა მისთვისაც გვეთქვა?
- ვიცი რასაც იტყვის. თან არ ვიცი საზღვარი რამდენი ხნითაა ღია.
- კარგი, მოვდივარ, იქ დაგხვდები,- ზარი გათიშა. სანდრო კიდევ რამდენიმე წამი იდგა ადგილზე. მერე ნელა აიყვანა ნია ხელში, თითქოს ეშინოდა, უფრო ძლიერად არ დაეჭირა. მანქანისკენ წავიდა, თითოეული ნაბიჯი ისეთი მძიმე იყო, თითქოს მიწა აჩერებდა.
გზა თითქმის ცარიელი იყო. ღამე უკვე ბოლომდე ჩამოწოლილიყო, შუქები იშვიათად ანათებდა გზას. სანდრო უკან იჯდა, ნიას თავი მის მხარზე ედო. თითები ისევ მის თმებში ჰქონდა ჩარგული, თითქოს ამით რაღაცას აკავებდა - მას, საკუთარ თავს, ან იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც უკვე ვეღარ შეცვლიდა.
- დარწმუნებული ხარ?- ჰკითხა ბოლოს დაჩიმ, თვალები გზიდან არ მოუშორებია.
- წაიყვანე,- თქვა ბოლოს და მანქანის კარი გამოაღო,- მიხეილი დაგხვდება საზღვარზე და მასთან მიდი. გადაგატარებს. შენ რას იზამ?
- მე შემიძლია დათოს საბუთით გადასვლა. გადავიყვან, ჩავაბარებ მამამისს და რამდენიმე დღეში დავბრუნდები.
- შენ გაბარებ. დარწმუნდი რომ სოსოს ძაღლები არ გამოგეკიდებიან. შემატყობინე ყველაფერი,- დაჩიმ თავი ოდნავ დაუქნია. სიტყვები აღარ იყო საჭირო - ორივემ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს გადაწყვეტილება და რა ტვირთს ატარებდა თითოეული მათგანი ამ მომენტში.
მანქანაში ნელა გადაიყვანა ნია ეშბამ. ფრთხილად მოათავსა უკანა სავარძელზე. გოგონა ისევ უგონოდ იყო, სუნთქვა მშვიდი ჰქონდა.
- მომენატრები,- ნაზად ეამბკრა ლოყაზე, მერე ტუჩებზე. ნელა მიხურა კარი. დაჩი საჭეს მიუჯდა. მანქანა დაიძრა. გზა თითქმის ცარიელი იყო. ღამე ბოლომდე ჩამოწოლილიყო, შუქები იშვიათად ანათებდა გზას და მხოლოდ ძრავის ხმა არღვევდა სიჩუმეს. დაჩი წინ იყურებოდა, მაგრამ ფიქრებით სულ სხვაგან იყო. ხანდახან უკანა სარკეში გახედავდა ნიას. გული ეწვოდა, განა არ იცოდა რა ელოდა როცა გაიღვიძებდა და მიხვდებოდა, რაც გააკეთეს.
რამდენიმე წუთში უკვე საზღვართან იყვნენ.
ენგურის ხიდის დასაწყისში განათება მკვეთრად ეცემოდა ასფალტს. ჰაერი სხვანაირი იყო - ცივი, მკაცრი, ისეთი, სადაც ყველაფერი წესებით და კონტროლით მოძრაობდა. მანქანა ნელა გააჩერა.
დაჩი გადმოვიდა. მიხეილი უკვე ელოდებოდა. გვერდით იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, თვალები კი პირდაპირ მანქანისკენ ჰქონდა მიპყრობილი.
- ეს ის არის?- ჰკითხა მოკლედ, როცა დაჩი მიუახლოვდა.
- ჰო,- უპასუხა დაჩიმ და საბუთები გაუწოდა.
მიხეილმა სწრაფად გადახედა, მერე თავი დაუქნია.
- დრო ცოტაა,- თქვა,- მაგრამ გადავიყვანთ. გოგო უნდა წაიყვანო მარტო, მანქანას ვერ გაგატან.
- კარგი, გველოდებიან იქით მაინც,- დააქნია თავი დაჩიმ.
მანქანის კარი გააღეს. დაჩიმ ნია ხელში აიყვანა - ფრთხილად, თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო. თავი მის მხარზე დაედო, თმა სახეზე ჩამოშლოდა. ხიდზე ნელა გადადგა ნაბიჯი. მიხეილი წინ წასულიყო, გზას უთავისუფლებდა, დაცვის თანამშრომლებისგან გაეთავისუფლებინა იქაურობა.
მერე უცებ გააჩერეს. იდგნენ.
ათი წუთი.
თხუთმეტი წუთი.
დაჩი ისევ ელოდა, ნია ხელში ეჭირა. მისი სხეული თანდათან უფრო მძიმდებოდა. ბოლოს მიხეილმა უკან მოიხედა.
- მზადაა,- დაცვამ გზა გაუთავისუფლა. ხიდის მეორე მხარეს უკვე სხვა განათება ჩანდა.
სხვა მხარე. სხვა ქვეყანა. დაჩიმ ნელა გადადგა ბოლო ნაბიჯები და ხიდის მეორე მხარეს გადავიდა. იქ უკვე მანქანა იდგა. მის გვერდით კაცი იდგა - მაღალი, დაღლილი სახით, მაგრამ თვალებში დაძაბული მოლოდინით.
არჩილი.
როგორც კი დაინახა, როგორ მოჰყავდა დაჩის გოგო ხელში, ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა.
- ნია...- თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა.
- კარგადაა?- ჰკითხა ჩუმად.
- ჰო,- უპასუხა დაჩიმ,- უბრალოდ სძინავს. ჩავაწვენ.
არჩილმა თავი დაუქნია, მაგრამ თვალები არ მოუშორებია ნიას სახისთვის. მანქანის კარი გამოუღო და უკან დააწვინეს.
- წავიყვან სახლში...- თქვა ბოლოს. დაჩიმ რამდენიმე წამი უყურა, მერე თავი ოდნავ დაუქნია.
- მეც წამოვალ,- დაამატა,- მარტო ვერ დავტოვებ ცოტახნით.
არჩილმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია. ნია ფრთხილად ჩასვეს მანქანაში. ძრავა ჩაირთო.
ნელა დაიძრნენ. ხიდი უკან რჩებოდა.
ენგურის წყლის ხმა ისევ ისმოდა შორიდან, მაგრამ ნიასთვის უკვე ყველაფერი შეიცვალა - ისე რომ ჯერ არც კი იცოდა. გზა ეწერისისკენ გრძელდებოდა. იმ სოფლისკენ, სადაც ყველაფერი დაიწყო. და სადაც ალბათ, ისევ უნდა დაბრუნებულიყო. მანქანა სოფლის გზას შეუყვა, სადაც ასფალტი მალე მიწას ჩაენაცვლა და ბორბლები ნელა, მძიმედ მიიწევდნენ წინ. ღამე უკვე გადადიოდა დილისკენ, ჰაერში გრილი ნესტი იდგა, ისეთი, ბავშვობას რომ აგონებს ადამიანს - სველი მიწის სუნი, შორიდან ძაღლების ყეფა და ის სიჩუმე, რომელიც ქალაქში აღარ არსებობს. ეწერისი იძინებდა, მაგრამ იმ სახლში, სადაც მანქანა გაჩერდა, ყველაფერი ჯერ ახლა იწყებოდა.
არჩილმა ძრავა გამორთო, მაგრამ რამდენიმე წამი არ განძრეულა. თვალები ნიასკენ ჰქონდა მიპყრობილი - უკანა სავარძელზე მშვიდად იწვა, თითქოს უბრალოდ ეძინა, თითქოს არაფერი მომხდარა. დაჩიმ კარი გააღო და ფრთხილად აიყვანა ხელში.
- მოდი,- დაუძახა არჩილმა. კარზე ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაკაკუნებული, როცა შიგნიდან ხმაური გაისმა. თითქოს ვიღაც უკვე ელოდა. სწრაფად გაიღო. მართა გამოჩნდა ზღურბლზე.
თვალებში შიში ჰქონდა ჩამდგარი.
- მოიყვანეთ?..- ხმა აუკანკალდა ქალს. დაჩის არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დაუქნია და ნია ნელა შეიყვანა. სახლში თბილი ჰაერი იდგა, მაგრამ ეს სითბო ვერ ათბობდა იმ დაძაბულობას, რომელიც იქ იყო. მართა ბებო ნიას მიუახლოვდა, ხელები ოდნავ აუკანკალდა, თითქოს ეშინოდა შეხებისაც კი.
- ნიაკო...- ჩუმად დაუძახა. დაჩიმ ნია დივანზე დააწვინა. თმა ისევ სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი. მართა ბებომ ნელა გადაუწია. არჩილი კართან იდგა. არ მოდიოდა ახლოს, ეშინოდა, ოღონდ რისი - თავადაც არ იცოდა. უბრალოდ უყურებდა. მის თვალებში იყო შიში და რაღაც ისეთი, რაც სიტყვებით ვერ აიხსნებოდა. რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა. ოდნავ შეარხია მართამ რამდენჯერმე, უკვე დილის ექვსი საათი დამდგარიყო. მერცხლების ჭიკჭიკი აღწევდა სახლში. კიდევ ერთხელ შეარხია და თან ხმადაბლა დაუძახა. მერე ნია ოდნავ შეირხა. წარბები შეკრა. სუნთქვა გაუღრმავდა და ნელა გაახილა თვალები. თავიდან ყველაფერი დაბინდული იყო. ჭერი. კედლები. სუნი. უცნობი გარემო. მერე სახეები. მართა. არჩილი და უცებ - სრული სიცხადე.
ნიას თვალები ფართოდ გაეხსნა. წამით ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა. მერე წამოჯდა სწრაფად.
- რა ხდება?!- ხმა აუმაღლდა. თავბრუც დაეხვა.
მართა ბებომ ხელი გაუწოდა.
- ნიაკო, მშვიდად, ბებო...
- არა!- მკვეთრად თქვა ნიამ და უკან დაიხია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ესიზმრებოდა ყველაფერი. აქ როგორ მოხვდა, ეწერისში რა უნდოდა, როცა სოხუმში იყო. თავს უცნაურად გრძნობდა, სიზმარი ეგონა მთელი დრო, თუმცა კართან მდგარი დაჩი რომ დაინახა, მიხვდა რომ სიცხადე იყო,- სად ვარ?!
პანიკაში ჩავარდა უცებ. ყველაფერი უცხო იყო.
- აქ რა მინდა?!- თითქმის იყვირა. არჩილი ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა, მიუახლოვდა ნელა შვილს.
- სახლში ხარ...
- რა სახლში?!- გააწყვეტინა ნიამ,- მე აქ რა მინდა?! მე ხომ სოხუმში ვიყავი? იქ, ტერასაზე...
წამოდგა ფეხზე.
- ახლა გავგიჟდები,- სუნთქვა აუჩქარდა. გონებაში სურათები ერთმანეთს ეჯახებოდა. კაფე, ღამე, კოცნა... სანდრო.
მაშინვე გაყინა. სახე დაეძაბა.
- არა...- ჩუმად თქვა და უცებ ყველაფერი გაახსენდა,- არა! არა, არა, არა.
დაჩი კართან იდგა. აქამდე ჩუმად იყო, მერე ნელა შევიდა შიგნით.
- ნია...- ნიამ მაშინვე შეხედა და იმ წამში მის თვალებში შეიცვალა. ტკივილი და მერე ბრაზი გაჩნდა.
- შენ...- ხმა გაებზარა,- ეს რა გააკეთეთ?
- უნდა წამოგვეყვანე...- დაჩიმ ჩუმად ამოისუნთქა.
- წამოგეყვანეთ?!- გაეცინა ნიას, მაგრამ ეს სიცილი უფრო სიმწრის იყო,- რას ნიშნავს წამოგეყვანეთ? როგორ? რანაირად? ან როდის? ვინ გადაწყვიტა ეგ?!
თვალებში ცრემლი მოაწვა, მაგრამ არ იტირებდა, ახლა ბრაზი უფრო ახრჩობდა.
- მან?- თქვა მკვეთრად,- იმან გადაწყვიტა, არა?! რამდენი ველაპარაკე, რა არ ვუთხარი და სიტყვაც კი არ უთქვამს. ამიტომ? ჩემი გამოსტუმრება უნდოდა, არა?
პასუხი არ დასჭირვებია. ყველაფერი ისედაც გასაგები იყო. ნიამ ხელი სახეზე ჩამოისვა და უხეშად მოიწმინდა ცრემლი, რომელიც მაინც ჩამოუგორდა.
- ნაგავი...- ჩუმად თქვა,- უბრალოდ ნაგავი...
არც კი მითხრა...
გააგრძელა.
- არც კი მკითხა მინდოდა თუ არა, ადგა და ასე გადაწყვიტა... ისე გამიშვა, თავიდან მომიშორა...- მართა ბებო შეშინებული უყურებდა. არჩილი ჩუმად იდგა. დაჩი ადგილიდან ვერ იძვროდა,- ერთი სიტყვაც არ უთქვამს! იქ იდგა, იქ ვიყავით, მელაპარაკებოდა და საერთოდ არაფერი უთქვამს.
უკვე ხმამაღლა თქვა ნიამ. სუნთქვა დაეძაბა.
- და შენ... - დაჩისკენ გაიხედა,- შენც ადექი და დაეხმარე! ესაა მეგობრობა? ესაა თქვენი კაცობა? სიმართლის თქმის შეგეშინდათ და ადექით და მძინარე ქალი გადმოიყვანეთ საზღვარზე?
- სხვა გზა არ იყო...
- გაჩუმდი!- მკვეთრად გაწყვიტა ნიამ. სიჩუმე ჩამოვარდა,- არ მითხრა, რომ „სხვა გზა არ იყო",
- ნია ბებიკო, იქნებ...
- არა ბებო! ახლა არ გინდა,- გააჩერა ქალი ხელის აწევით. დაჩი გაჩუმდა. ნიამ ნერვიულად შეიცურა თმებში ხელი, ახრჩობდა ის ტკივილი და ბრაზი, ახლა დიდი სიამოვნებით დაანგრევდა აქაურობას. დიდი სიამოვნებით დაარტყამდა ეშბას, თუმცა არ იყო. ბრაზი ახრჩობდა, ზედ ასკდებკდა ვენები.
- გადი,- თქვა უცებ.
- რა?- ვერ გაეგო დაჩის რას ამბობდა.
- გადი!- ხმამაღლა თქვა,- წადი აქედან. დაბრუნდი იქ, საიდანაც მოხვედი. არ ხარ აქაური, წადი შენს ქვეყანაში!
- ნია...
- წადი!- მართამ შეშინებული გაიხედა ბიჭისკენ. ასეთი გაბრაზებული შვილიშვილო არასდროს უნახავს.
- ნია...
- გთხოვ,- უკვე ჩუმად თქვა, მაგრამ უფრო მტკიცედ,- გადი.
დაჩი რამდენიმე წამი იდგა. მერე თავი ოდნავ დახარა და ნელა გავიდა ოთახიდან. კარი ჩუმად დაიხურა. ნიამ თვალები დახუჭა. მისი სუნთქვა ისევ მძიმე იყო. შიგნით ყველაფერი იწვოდა და ახლა უკვე აღარ იყო ადგილი არც გაუგებრობისთვის, არც იმედისთვის. მხოლოდ ერთი რამ დარჩა - ტკივილი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალი იყო.
სახლში ჩამოწოლილმა სიჩუმემ ნელ - ნელა მოიცვა ყველაფერი. ხმები გაქრა, მოძრაობაც შეწყდა, და მხოლოდ დრო დარჩა - მძიმე, გაწელილი, ისეთი, რომელიც არ გადის, არამედ გტოვებს მასში ჩაკეტილს. ნია ერთ ადგილას იჯდა, მაგრამ გონება უკვე აღარ იყო იქ. ნელა, დაუკითხავად დაბრუნდა იქ, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ თბილი იყო.
თითქმის ოთხი თვე.
თავიდან ყველაფერი უცხო იყო - კედლები, ადამიანები, მისი მზერა, რომელიც ყოველთვის რაღაცას მალავდა. ნია მაშინ ვერ ხვდებოდა, რატომ ეჭიდებოდა ამ უცნაურ სიმშვიდეს, რატომ არ ეშინოდა ბოლომდე, როცა უნდა შეშინებოდა. თითქოს იმ სახლს თავისი სუნი ჰქონდა - თბილი, ოდნავ დამძიმებული, მაგრამ მაინც ისეთი, სადაც ყოფნა შეიძლებოდა. ეთერის ხელის შეხება ახსენდებოდა, თმაზე რომ გადაუსვამდა ხოლმე, თითქოს უხმოდ ეუბნებოდა რომ მარტო აღარ იყო. მარიამის სიცილი, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა და სახლს აცოცხლებდა. ეს ყველაფერი ნელ - ნელა შემოეხვია ნიას, ისე რომ ვერც კი გაიგო, როდის გახდა ნაწილი.
და მერე - ის.
სანდრო.
თავიდან ცივი იყო. იმ დღეს, პირველად, ფანჯრიდან რომ უმზერდა, ისე დაატყვევა სიტყვა ვეღარ თქვა. ისეთი იყო - მიუწვდომელი. ისეთი, რომელსაც ვერ მიეკარები და არც უნდა სცადო. მისი სიჩუმე უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე სხვების სიტყვები. ნია ხშირად იჭერდა საკუთარ თავს იმაში რომ ცდილობდა გაეგო - რას ფიქრობდა, რას მალავდა, რატომ იყო ასეთი და ნელ - ნელა...ის სიჩუმე უკვე აღარ იყო მხოლოდ სიცივე. იქ რაღაც სხვაც გაჩნდა. რაღაც ისეთი, რაც არ უნდა გაჩენილიყო. ნიას ახსენდებოდა მათი პირველი ახლო საუბარი, ის უხერხული პაუზები, რომლებიც ნელ - ნელა გაქრა. ის მომენტები, როცა სანდრო თვალებში უყურებდა და არაფერს ამბობდა, მაგრამ თითქოს ყველაფერს ამბობდა ერთდროულად. მისი ხმა - დაბალი, შეკავებული, მაგრამ ისეთი, რომელიც ნიას პირდაპირ გულში ეცემოდა.
და მერე - შეხებები.
მცირე. შემთხვევითი, მაგრამ მაინც საკმარისი რომ რაღაც დაეწყო შიგნით. ნიას ახსენდებოდა, როგორ ელოდა საღამოებს. როგორ უსმენდა მის ნაბიჯებს სახლში. როგორ ეძებდა თვალებით, თუნდაც ერთი წამით. როგორ დაიწყო ფიქრი იმაზე რომ შეიძლება... შეიძლება აქ დარჩენა არც ისეთი ცუდი ყოფილიყო. თუმცა ჯერ ადრე იყო, ფიქრობდა, თუმცა სიამაყე მაიც არ მისცემდა დარჩების საშუალებას. უბრალოდ ცოტახნით თავს ირთობდა, აჯერებდა საკუთარ თავს რომ შეიძლება იქაც კარგი ყოფილიყო, რომ შეიძლება იქაც გამოსვლოდა რაღაც.
ეს იყო ყველაზე საშიში. ის რომ დაიწყო შეგრძნებები, თითქოს იპოვა რაღაც. ვიღაც.
და მერე იყო ის ღამე.
მთვარის შუქი, რომელიც ყველაფერს უფრო ნათელს ხდიდა. ქარი, რომელიც თმას უწეწავდა. და ის კოცნა... ნელი, ფრთხილი, მაგრამ ისეთი ნამდვილი რომ ნია პირველად აღარ ფიქრობდა წარსულზე, არც მომავალზე. მხოლოდ იმ მომენტზე. მაშინ გადაწყვიტა რომ ეტყოდა რომ აღარ დაემალებოდა საკუთარ თავს, მაგრამ ვერ თქვა. ვერ მოასწრო.
ახლა როცა იხსენებდა, თითოეული მომენტი თითქოს უფრო მკვეთრი და რეალური იყო, ვიდრე მაშინ. ყოველი მზერა, ყოველი შეხება, ყოველი ჩუმი სიტყვა - ყველაფერი რეალური იყო.
და მაინც...
ყველაფერი ტყუილით დასრულდა. ნიამ ნელა დახუჭა თვალები. ტკივილი ისევ იქ იყო, მაგრამ ყველაზე რთული ის იყო რომ მიუხედავად ყველაფრისა... ის დრო მაინც ლამაზი იყო და სწორედ ეს ხდიდა ყველაფერს აუტანელს. რომ შეიძლება გძულდეს ადამიანი და მაინც გახსოვდეს, როგორ შეგიყვარდა.
სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ოთახში ჰაერიც კი თითქოს ფრთხილად მოძრაობდა რომ ნიასთვის ხელი არ შეეშალა. ისევ იჯდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ არ ეძინა - პირიქით, ყველაფერს ზედმეტად მკაფიოდ გრძნობდა. მოგონებები აღარ მოდიოდა ცალკეულად, უკვე ერთმანეთში ირეოდა - სახეები, ხმები, შეხებები... და ყველაზე მეტად - ის გრძნობა, რომელიც ნელა გაჩნდა და უცებ, ერთ წამში, დაანგრიეს. კარის ჩუმმა ჭრიალმა დაარღვია ეს სიჩუმე. მართა ბებო ნელა შემოვიდა. არ აუწევია ხმისთვის, არ დაუძახია. უბრალოდ ახლოს მივიდა და რამდენიმე წამი უყურა. მის თვალებში ისეთი ტკივილი იდგა, თითქოს ნიას ტკივილსაც საკუთარივით გრძნობდა.
- ნიაკო... - ჩუმად დაუძახა ბოლოს.
- არ მინდა ახლა ლაპარაკი...- თქვა სუსტად. მართა არ წასულა. პირიქით, უფრო ახლოს მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა. ხელი ფრთხილად დაუდო ხელზე.
- ვიცი, - თქვა რბილად, - ვიცი რომ არ გინდა.
მაგრამ მარტო დარჩენა ყოველთვის არ შველის, ბებო...
ნიამ ნელა გაახილა თვალები. მზერა ჯერ ბუნდოვანი ჰქონდა, მერე უფრო გამკაცრდა.
- არაფერი მიშველის,- თქვა ჩუმად,- უბრალოდ... მინდა ეს ყველაფერი გაქრეს.
მართამ ოდნავ ამოისუნთქა.
- ვერ გაქრება,- ეს სიტყვა ნიას არ ესიამოვნა.
- მადლობა,- ირონიით თქვა,- ძალიან დამამშვიდე.
ნიას თვალებში ისევ გაკრთა ის ბრაზი.
- ზოგჯერ ყველაზე ზღაპრული რაღაცები ყველაზე ცუდად მთავრდება,- ნიამ მზერა აარიდა.
- ნუ ამართლებ... - თქვა ჩუმად,- ნუ ამართლებ იმას, რაც გააკეთა. იმიტომ ვარ გაბრაზებული რომ გამომიყენა, მერე კი ასე უთქმელად მიმაგდო, მომატყუა.
- არ ვამართლებ,- მშვიდად უპასუხა მართამ,- უბრალოდ ვცდილობ რომ სხვანაირად დაინახო.
ნიამ თავი გააქნია.
- არაფერია სხვანაირად დასანახი...- ხმა დაებზარა, მაგრამ მალევე გაამკაცრა,- მას უბრალოდ ყველაფერი თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა. შენც კი ყველაფერი იცუ. როდის მოასწარით მასთან საუბარი?
- დაჩიმ გვითხრა, ბევრი არაფერი უთქვამს...- მართა ცოტა ხანს ჩუმად იყო. მერე ნელა დაიწყო.
იქნებ შენზე ზრუნავს... ან იმიტომ ხომ არა რომ ეშინოდა?
- რისი?- მართამ თვალები ოდნავ დახარა.
- შენი დაკარგვის,- ნიას გაეცინა, მაგრამ ამ სიცილში ტკივილი უფრო იყო, ვიდრე ირონია.
- და ამის გამო გამიშვა?
- ჰო.
- ალბათ ეგ იყო ერთადერთი გზა რომ ცოცხალი დარჩენილიყავი,- მხრები აიჩეჩა მართამ,- ეგეც ვიცი.
- საინტერესოა...- თქვა ბოლოს ჩუმად,- როგორ შეიძლება ვინმეს გადარჩენა ისე რომ გული მოუკლა.
- ეგ არ იცოდა ალბათ.
- იცოდა!- ამჯერად მკვეთრად თქვა ნიამ,- ძალიან კარგად იცოდა! ნუ ამართლებ ბებო და მაინც გააკეთა... აი ეგ არის პრობლემა...
მართას აღარაფერი უთქვამს. უბრალოდ გაჩუმდა და სწორედ ამ სიჩუმეში რაღაც გატყდა ნიაში. ის, რაც აქამდე აკავებდა.
- მე...- დაიწყო, მაგრამ ხმა ჩაუწყდა. თვალებში ცრემლი მოადგა, ამჯერად ვეღარ შეიკავა,- მე შემიყვარდა...
ძლივს თქვა. მართას სხეული ოდნავ დაეჭიმა.
ნიამ თავი დახარა.
- არ უნდა შემყვარებოდა...- გააგრძელა ჩუმად,- უკვე აღარ მქონდა უკან დასაბრუნებელი გზა.
სიტყვები ნელა, მაგრამ მძიმედ ჩაესმოდა ქალს.
- არ მინდოდა,- თქვა,- ვიცოდი რომ ცუდად დამთავრდებოდა... მაგრამ მაინც...
ცრემლი ჩამოუვარდა.
- ვერ შევძელი,- მერე თავი ასწია,- და ახლა...ახლა ვერც მეზიზღება ბოლომდე და ვერც ვპატიობ... იცი რამდენჯერ გავლანძღე ჩემი თავი, რომ არ დაგიჯერე, რომ მაინც წავედი იქ...
მართა ჩუმად უსმენდა.
- ესაა ყველაზე ცუდი,- დაამატა ნიამ,- რომ ორივე ერთდროულად ხდება.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად ეს სიჩუმე აღარ იყო ცარიელი. ის სავსე იყო ყველაფრით. მართამ ნელა ამოისუნთქა და ნიას ხელზე ხელი ფრთხილად მოუჭირა, თითქოს ეშინოდა, ზედმეტად ძლიერად არ შეხებოდა და კიდევ უფრო არ დაეზიანებინა ის, რაც ისედაც ძლივს არსებობდა.
- დაჩი აქ დარჩება, ბებო...- თქვა ჩუმად,- არ წასულა. ეზოშია. ხვალ წავა.
ნიას თავი არ აუწევია. თითქოს ამ სიტყვებმა ვერ მიაღწია გონებამდე, ან უბრალოდ არ უნდოდა გაეგო.
- არ მაინტერესებს...- თქვა ბოლოს, ძალიან სუსტად, მაგრამ ამ სიტყვებში ისეთი სიცარიელე იყო რომ აშკარად იგრძნობოდა - სინამდვილეში ძალიანაც აინტერესებდა.
ღამე გაიწელა. ნიას თვალები არ ეხუჭებოდა. როგორც კი დააპირებდა, ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ყველა მოგონება თავიდან ჩნდებოდა.
სუნთქვა ხან უმძიმდებოდა, ხან ისევ ბრუნდებოდა ჩვეულ რიტმში, მაგრამ ძილი არ მოდიოდა. ბოლოს წამოჯდა კიდეც, ფანჯარასთან მივიდა, გარეთ გაიხედა - სოფელი მშვიდად იწვა სიბნელეში, თითქოს არაფერი მომხდარა და ეს სიმშვიდე ყველაზე მეტად აღიზიანებდა.
დილა ისე გათენდა, თითქოს ღამეც არ ყოფილა.
სამზარეულოში რომ შევიდა, დაჩი უკვე იქ იჯდა. მაგიდასთან იყო, ჭიქა ხელში ეჭირა. როგორც კი ნია დაინახა, გაჩერდა. მათი მზერები შეხვდა ერთმანეთს. ნია არც მისალმებია. მივიდა და მაგიდასთან დაჯდა, მაგრამ ისე, თითქოს მის წინ მჯდომი ადამიანი საერთოდ არ არსებობდა. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. მძიმე. დაძაბული.
მერე ნიამ თვითონ დაარღვია.
- ვერ მოიცადეთ, არა?- თქვა მშვიდად, მაგრამ ამ სიმშვიდეში სიმწარე აშკარად იგრძნობოდა,- ვერ გაბედა ეთქვა პირდაპირ.
დაჩიმ ნელა ამოისუნთქა.
- ასე არაა...- ნიამ თავი ასწია და პირდაპირ შეხედა,- რთულად იყო საქმე.
- რა რთული იყო?- გააგრძელა,- უბრალოდ უნდა ეთქვა. სულ ეს იყო.
დაჩი ჩუმად უსმენდა.
- არ იყო საჭირო,- თქვა ნიამ,- მოტყუებით გამოგეშვით.
- იცოდა რომ არ დაგვანხმდებოდი,- გააგრძელა,- და მაინც გააკეთა.
დაჩიმ თავი დახარა. ნიამ ცრემლები იგრძნო, მაგრამ მაშინვე, უხეშად მოიწმინდა, ისე, თითქოს ეს სისუსტე იყო, რომლის უფლებაც აღარ ჰქონდა.
- ეგ დაცვა არ არის...- თქვა ჩუმად,- ეგ არის სიბრალული და მე არ მჭირდება მისი სიბრალული.
ნიამ ნელა ამოისუნთქა.
- გადაეცი...- თქვა ბოლოს. დაჩიმ თავი ასწია,- გადაეცი რომ ჩემთვის აღარ არსებობს. რომ აღარ დავბრუნდები იქ და აღარ მინდა მისი ნახვა. შემთხვევითაც კი...
ნიას ხმა ახლა უკვე ცივი იყო. გამკაცრებული.
ეს სიტყვები ისე თქვა, თითქოს თითოეული მათგანი გულიდან ამოგლეჯილი იყო.
- ნიაკო?- გაისმა არჩილის ხმა,- ჩემო ლამაზო, როგორ ხარ?
შუბლზე აკოცა შვილს და ჩაეხუტა.
- კარგად ვარ,- გაიღიმა შეძლებისდაგვარად ნიამ,- რა ხდება? სად მიდიხარ?
- დღეს ელისოს დაკრძალვაა,- დააპაუზა კაცმა.
- ელისო?- პირზე აიფარა ხელი,- ჩვენი... ჩვენი ელისო?
- ჰო,- თავი გააქნია კაცმა,- ვერ იყო კარგად. ხომ გახსოვს, შენი წასვლის მერე საწოლად ჩავარდა და ვეღარ ვუშველეთ.
- რას ამბობ,- თავზარდაცემული იდგა ნია,- ღმერთო ჩემო, მეც წამოვალ.
ოთახში შევარდნილი ნია რამდენიმე წამით გაშეშდა, თითქოს ვერ არჩევდა რას აკეთებდა და საიდან დაეწყო. მერე უცებ მოეგო გონს, კარადას მიუახლოვდა და სწრაფად გადმოიღო შავი კაბა. თითები უკანკალებდა, ღილებს ძლივს იკრავდა, შალი მხრებზე ისე მოიგდო, თითქოს სიცივეს გაურბოდა და არა იმ რეალობას, რომელიც უკვე გარდაუვალი იყო. სარკეში შემთხვევით ჩაიხედა - საკუთარი თავი ვერ იცნო. თვალებში შოკი და დანაკარგი ერთდროულად იდგა. დერეფანში მართა დახვდა. უკვე მზად იყო - შავი თავსაფარი ეკეთა, თვალები კი ისეთი შავი ჰქონდა, თითქოს მთელი ღამე არ ეძინა.
- წავიდეთ,- თქვა ჩუმად. ნიამ მხოლოდ თავი დაუქნია.
ეზოში რომ ჩავიდნენ, დაჩიც იქ იყო. მანქანასთან იდგა.
- მანქანა გაფუჭებულია, მე წაგიყვანთ, წვიმს ძალიან,- მხოლოდ კარი გააღო. მართა უკან დაჯდა, ნია მის გვერდით. დაჩი საჭეს მიუჯდა. სოფლის გზა გრძელი არ იყო - სულ ოთხი სახლის მოშორებით ცხოვრობდა ელისო, მაგრამ ამ გზამ ნიასთვის უსასრულობა შეიძინა. თითოეული მეტრი მძიმე იყო, თითოეული წამი - უფრო მძიმე. ფანჯარასთან იჯდა, შუბლს მინას აყრდნობდა და გარეთ იყურებოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. ყველაფერი ბუნდოვანი იყო.
მხოლოდ მოგონებები იყო მკაფიო. ელისოს სახე. მისი ხმა. როგორ ეძახდა „ნიაკოს". რამდენი რამ გადაიტანა ამ ქალმა, როგორ გაუმწარდა ცხოვრება, ჯერ სახლი დაკარგა, მერე ქმარი, მერე შვილი. როდისღა უნდა გაეხარა, მთელი ცხოვრება მიყუჟულ სახლში გაატარა და ბოლოს გულმაც ვეღარ გაუძლო. ნიას ახსენდებოდა გზად როგორ გადარბოდა ხოლმე მასთან, როგორ აჭმევდა, როგორ უსმენდა, ეფერებოდა ისე, თითქოს საკუთარი შვილი ყოფილიყო.
და ახლა... აღარ იყო.
დაჩიმ ძრავა გამორთო, მაგრამ არავინ გადმოსულა მაშინვე. რამდენიმე წამი სიჩუმე იდგა. მერე ნიამ თვითონ გააღო კარი. ეზოში უკვე ხალხი იდგა. მეზობლები, ნაცნობები - ყველა შავში, ყველა ჩუმად. საუბარი დაბალი ხმით მიდიოდა, თითქოს ხმამაღლა ლაპარაკიც კი შეუფერებელი იყო ამ სივრცეში. ნიამ ნაბიჯი გადადგა. მართა გვერდით მიჰყვებოდა, დაჩი კი ოდნავ უკან რჩებოდა, თითქოს შეგნებულად არ უახლოვდებოდა. სახლის კართან რომ მივიდა, ნია გაჩერდა. ვერ შედიოდა. გული ისე უცემდა, თითქოს შიგნიდან ეუბნებოდა - "არ შეხვიდე... ვერ შეძლებ..."
- ნიაკო...- ჩუმად უთხრა მართამ. ნიამ თვალები დახუჭა ერთი წამით და მერე ზღურბლს გადააბიჯა. ოთახში ხალხი იდგა, სადღაც შორიდან ტირილოს ხმა ისმოდა. ელისო შუაში იწვა. ქსოვილში გახვეული. მშვიდი სახით. ისეთი მშვიდი, როგორიც ნიას არასდროს უნახავს. ნიას სუნთქვა შეეკრა. ვერ მიუახლოვდა. უბრალოდ იდგა და უყურებდა. თითქოს ელოდა რომ ახლა თვალებს გაახელს, გაუღიმებს, რაღაცას ეტყვის - ისე, როგორც ყოველთვის, მაგრამ არაფერი მოხდა. რეალობა არ შეცვლილა. ნიას ტუჩები ოდნავ აუკანკალდა.
მართამ გვერდით ამოიყენა და ნელა, ფრთხილად ჩამოუშვა ხელი ნიას მხარზე. არაფერს ამბობდა - სიტყვებს აღარ ჰქონდა ძალა ამ ოთახში. ორივე ჩუმად იდგა, დრო კი თითქოს აღარ მოძრაობდა. ლოცვები ერთმანეთს ებმოდა, ხმადაბალი ტირილი შიგადაშიგ ამოიწევდა და ისევ იკარგებოდა იმ სიჩუმეში, რომელიც ყველაფერს ფარავდა. ნიას აღარ დაუძრავს თვალი. ელისოს სახეს უყურებდა. იმავე სახეს, რომელიც წლების წინ სიცოცხლით იყო სავსე - მოძრაობით, მზერით, სითბოთი. ახლა კი ყველაფერი გაჩერებული იყო. იმდენად მშვიდი, რომ ამ სიმშვიდეს ვერ იღებდა. გონებაში ისევ ცოცხალი ელისო იდგა. როგორ ეძახდა, როგორ ეფერებოდა, როგორ ელოდა. და ეს ორი სურათი - ცოცხალი და უძრავი - ერთმანეთს ვერ ერწყმოდა. შუადღემდე ასე გაგრძელდა. ლოცვები დასრულდა. ვიღაცამ ჩუმად თქვა რომ დრო იყო. ნიამ მაშინ პირველად შეარხია თავი. ვერ გაიგო, როგორ გამოვიდა სახლიდან. ვერც ის, როგორ აღმოჩნდა ეზოში, ხალხში, იმ მოძრაობაში, რომელიც თითქოს ყველასთვის ბუნებრივი იყო - გარდა მისი. სასაფლაოსკენ გზა გაიწელა. მიწა რბილი იყო, ფეხქვეშ ოდნავ იშლებოდა. ჰაერში წვიმა და ნესტი ერთად ერეოდა, მაგრამ ნიასთვის ყველაფერი ერთნაირად უცხო იყო. სადღაც მზის სხივებიც მოჩანდა. დაჩი უკან მიჰყვებოდა. მართა გვერდით ჰყავდა. არჩილი წინ მიდიოდა, მაგრამ მისი ზურგიც კი დაძაბული ჩანდა. საფლავთან რომ მივიდნენ, ნია ისევ გაჩერდა. ხალხი ირგვლივ დალაგდა. ვიღაცები ლაპარაკობდნენ, რაღაც წესები სრულდებოდა, მაგრამ ნიასთვის ეს ყველაფერი შორიდან მოდიოდა. მხოლოდ ერთი რამ იყო მკაფიო.
ეს დასასრული იყო.
მიწის პირველი მუჭა რომ დაეცა, ნიამ ინსტიქტურად დახუჭა თვალები. ხმა - მიწის, რომელიც ხის ზედაპირს ეხებოდა - ისე მკაფიო იყო, თითქოს პირდაპირ გულზე ეცემოდა.
ერთხელ.
მერე მეორედ.
და მერე უკვე აღარ გაჩერებულა.
ნიამ თვალები გაახილა. უყურებდა და ვერ იჯერებდა. მუხლები ოდნავ მოეკეცა, მაგრამ თავი შეიკავა. არ უნდოდა ჩამოშლა. საშინელი გრძნობა იყო... როგორ ერთმანეთის მიყოლებით კარგავდა საყვარელ ადამიანებს. მიწა ნელა ფარავდა ყველაფერს. ნელა და დაუნდობლად და ამ პროცესში ნიამ პირველად იგრძნო, როგორ იცლებოდა შიგნით რაღაც. მის გვერდით მდგომმა მართამ ხელი მოუჭირა. როცა ყველაფერი დასრულდა და ხალხმა ნელ - ნელა დაიწყო დაშლა, ნია ისევ იქ იდგა. არ განძრეულა. არ დაუძრავს ნაბიჯი. მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა ვიღაცამ ჩუმად დაუძახა.
- ნიაკო...- თავი ოდნავ ასწია. მზერა ისევ იმ ახალ მიწაზე ჰქონდა მიპყრობილი.
და მხოლოდ ახლა მიხვდა რომ ზოგიერთი დანაკარგი ისეთი მძიმეა, რომ ყველაზე ხმამაღლა სწორედ სიჩუმეში ყვირის.
ნიამ თავი ოდნავ ასწია, თითქოს იქ დარჩა რაღაც - არა მხოლოდ ელისო, არამედ ის ნაწილი, რაც მასში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სუნთქვა გაუჭირდა, თუმცა არ უტირია. თითქოს ცრემლებიც კი დაიღალა მასში. უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ მთავრდებოდა კიდევ ერთი ისტორია მის ცხოვრებაში.
იმ დღის შემდეგ ყველაფერი უცნაურად დადუმდა.
სახლში დაბრუნებისას მართა ბებო ჩუმად მოძრაობდა, თითქოს ეშინოდა, ზედმეტი ხმაურით ნია არ შეეწუხებინა. მაგიდაზე ჩაის დებდა, საჭმელს ამზადებდა, მაგრამ სიტყვებს ერიდებოდა. მხოლოდ ხანდახან მიუჯდებოდა გვერდით, მხარზე ხელს გადაუსვამდა და ისევ ჩუმად იჯდა. ეს სიჩუმე აღარ იყო ცარიელი - ის სავსე იყო ყველაფრით, რაც ვერ ითქვა.
საუზმეებიც უცნაური გახდა. დილით ნია მაგიდასთან იჯდა, წინ დადებულ თეფშს უყურებდა, მაგრამ თითქმის არაფერს ჭამდა. მართა ცდილობდა, რამე ეთქვა.
- ცოტაც მაინც ჭამე, ბებო... ძალა ხომ გინდა,- ეტყოდა რბილად. ნიამ თავი ოდნავ დაუქნია, კოვზს ხელში აიღებდა, მაგრამ ისევ დადებდა.
- არ მშია,- იტყოდა ჩუმად და მართაც აღარ აძალებდა.
არჩილი ხშირად მოდიოდა. კართან იდგა, რამდენიმე წამი აკვირდებოდა ნიას, მერე ნელა შემოდიოდა და მაგიდასთან ჯდებოდა. მის თვალებში აშკარად ჩანდა შიში - არა მარტო იმის, რაც მოხდა, არამედ იმისაც, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
- როგორ ხარ?- ჰკითხავდა ხოლმე. ეს კითხვა ყველაზე მძიმე იყო. არ შეეძლო თავისი შვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვა, რა ექნა, ვერაფრით ამხიარულებდა.
- კარგად ვარ,- უპასუხებდა ყოველ ჯერზე. არჩილი ხვდებოდა რომ ეს სიმართლე არ იყო, მაგრამ მაინც თავს უქნევდა, თითქოს სჯეროდა. ერთ დღესაც, როცა ისევ ასე ისხდნენ სამზარეულოში, არჩილმა ბოლოს მაინც ვერ მოითმინა.
- ნია...- დაიწყო ფრთხილად,- ასე ვერ გააგრძელებ.
ნიამ ნელა ასწია თავი.
- რას ვერ გავაგრძელებ?
- ყველაფრის შიგნით ჩაკეტვას. შეხედე შენ თავს რას ჰგავხარ, ჩემო გოგო, გთხოვ,- თავზე ჩამოუსვა ხელი.
- ვცდილობ დავუბრუნდე ყოველდღიურობას,- თქვა ბოლოს მშვიდად. ეს სიტყვები იმდენად უბრალო იყო რომ უფრო მძიმედ დაეცა კაცს გულზე. მართამ თვალები დახარა. არჩილმა ვერაფერი თქვა.
და ამ სიჩუმეში პირველად იგრძნეს რომ ნია ნელ - ნელა ქრებოდა.
აღარც დაჩისთან კონტაქტობდა, არც მარიამის მესიჯებს ჰპასუხობდა. იჯდა ხოლმე ოთახში, ხან ელისოს ააკითხავდა სასაფლაოზე, მის გვერდით ახლოს გაკეთებულ დიტოს საფლავზეც დადებდა ხოლმე ყვავილებს, ელაპარალებოდა. გურგულიასაც უხსენებდა ხოლმე. ნეტავ იცოდეს სად არის, ნეტავ მისი სხეულიც ეპოვათ იმ ენგურში, როგორც დიტოსი, წესიერად მაინც დაასაფლავებდნენ. მის ხსენებაზე ისევ ეშბა გაახსენდა. როგორ ერთნაირი სახელები ჰქონდათ, როგორ არ გაუმართლა არცერთთან სიყვარულში. სიმწრის ცრემლს მოიწმენდდა, მერე ისევ უკან წამოვიდოდა ხოლმე. დაჩი უკვე სამი დღის წასული იყო, ვერც დაემშვიდობა, არ უნდოდა არავის ნახვა. თავისთვის უნდოდა მარტო ყოფნა.
ხუთშაბათი საღამო იყო. ივახშმეს, ნია ცოტა კარგ ხასიათზე ჩანდა, ხუმრობდა კიდეც, მერე დავიღალეო გამოაცხადა, მართას აკოცა და დასაძინებლად დაწვა. არჩილსაც აღარაფერი უთქვამს, დილას თბილისში მიდიოდა საქმეებზე.
- რა უქნა იმ ბიჭმა ასეთი ჩემ გოგოს?- ბრაზობდა ხოლმე სულ.
- კარგი არჩილ, დაანებე გოგოს თავი, გამოვა თავისით,- დაამშვიდებდა ხოლმე მართა.
- სანამ დამშვიდდა და გამოვიდა მდგომატეობიდან ჩამოხმა ვერ ხედავ?- ვერ წყვეტდა ქოთქოთს არჩილი,- არ შემიძლია მე ასე ყურება.
- წადი დაიძინე, ხვალ თბილისში ხომ მიდიხარ, მე დავამშვიდებ და მივხედავ,- დაამშვიდა კაცი და ოთახში ძალით შეუშვა. ამოიოხრა, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ შეიძლებოდა ეშველა შვილიშვილისთვის, თუმცა რაღაც მაინც უნდა ექნა.
დილას ადრე წამოდგა, არჩილს საუზმე მოუმზადა.
- ნია სადაა?- იკიყხა პირგამოტენილმა.
- სასაფლაოზე წავალო დაიბარა დილას,- მხრებს იჩეჩს ქალი.
- ისევ იქაა?
- კი, მალე მოვა წესით.
- მიმიხედე მართა შენ მაგას, თორემ გავაფრენ და მერე არ დამიწყოთ რაღაცები,- ამოიოხრა კაცმა,- მადაც დამეკარგა.
მერამდენე დღე იყო უკვე აღარც ითვლიდა ნია. გათენდებოდა, სასაფლაოზე წამოვიდოდა, დაალაგებდა გზად მოწყვეტილ ყვავილებს ზედ, საუბრობდა და მერე უკან ბრუნდებოდა. უჭირდა, თუმცა რა ექნა. განსაკუთრებულად დიდ დროს ატარებდა დედის საფლავზე. ოჰ, როგორ მოენატრა, როგორ უნდოდა ახლა ჩახუტებოდა. რამე ეთქვა, რჩევა მიეცა მაიმც. მაგრამ არა, მარტო დარჩა, გარშემო ყველა დაკარგა ვის მიმართაც რამე გრძნობა გააჩმდა. ასეთი მარტოსული არასდროს ყოფილა, ასე მარტოსულად თავი არასდროს უგრძვნია. ყველასგან მიტოვებული ქალი იყო ნია გაბედავა ამ ქვეყანაზე და ალბათ დედამიწაზეც. ღრმად ამოიოხრა, ფეხზე წამოდგა. კიდევ შეგხვდებიო დაუტოვა დედას პასუხად და შარფი მოიხვია. ბოლო დღეები სულ წვიმდა, თითქოს ბუნებაც ტიროდა მასთან ერთად.
- აქ ვინ ყოფილა,- მოესმა ნაცნობი ხმა და უკან შებრუნდა. თითქოს ენა ჩაუვარდა, უკან დაიხია, გაუცვივდა ხელიდან ყველაფერი. მძიმედ დაენარცხა ტელეფონი ბეტონზე,- არ მოგენატრეთ?
ვიქტორ ვოლკოვი იყო, თუმცა ეწერისში რა უნდოდა ეს კიდევ საკითხავი იყო.
- შენ...- ძლივს ამოიღო ხმა,- შენ აქ რა გინდა?
- საწყალო ეშბა... როგორ იწვალა... როგორ ცდილობდა რომ ჩუმად გადმოეყვანე,- ჩაეცინა საზიზღრად,- ნეტავ რას ფოქრობდა, აქ ვერ მოვიდოდი?
- აქ რა გინდა მეთქი,- წამოიყვირა ნიამ.
- შენ,- მიუახლოვდა და მხარში ჩაავლო ხელი,- შენთვის მოვედი პატარა ქალბატონო.
- გამიშვი! გესმის?!- ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, მაგრამ მაინც ეცადა თავუს დახსნას, მერე ისევ სცადა, უფრო ძლიერად,- გამიში, შე ცხოველო.
ვიქტორმა თავი ოდნავ გადახარა, თითქოს უსმენდა, მაგრამ პასუხი არ გაუცია.
- გისწავლია ენაც, გაუხარდებათ ამის გაგება მოსკოვში,- არ იშორებდა სახიდან იმ საზიზღარ ღიმილს.
- რაა...?- დაიბნა გაბედავა,- მოსკოვში?
ვიქტორმა ამჯერად მეორე მკლავზეც მოჰკიდა ხელი. ნიას ინსტიქტურად დაეჭიმა სხეული, სუნთქვა აუჩქარდა. ვიქტორმა ხელი ასწია, თითქოს უბრალოდ შეხება უნდოდა - სახეზე, თმაზე - მაგრამ ეს მოძრაობაც კი ნიასთვის საკმარისი აღმოჩნდა.
- Какая ты красивая женщина,(როგორი ლამაზი ქალი ხარ)- წამოიძახა ვიქტორმა,-У грузин красивые женщины(ქართველებს ლამაზი ქალები ჰყავთ).
- არ მომეკარო!- წამოიყვირა ნიამ,- არ შემეხო! გესმის?! მომშორდი!
სხეული მთლიანად დაეძაბა. იმდენად ძლიერად ჰყავდა შებოჭილი მკლავებით რომ მოძრაობაც უჭირდა. იგრძნო უკან მაჯებზე თოკი, გაიფართხალა, თუმცა ვერ მოიშორა. ფეხი აუსრიალდა ტალახზე და ძლიერად დაენარცხა იქვე, საფლავის გვერდით არსებულ ბეტონზე. მუხლები ეტკინა, ხელიც ჩამოარტყა და ლოყაც ძლიერად დაარტყა, მაგრამ მაინც ცდილობდა უკან გაწევას, თითქოს კედელსაც გაიტანდა, ოღონდ მისგან შორს ყოფილიყო. თვალებში შიში და ბრაზი ერთად ჩაუდგა, ყვირილი უკვე კონტროლს გაცდა.
- არ მომეკარო - მეთქი,- ვიქტორი წამით შეჩერდა, ხელი ჰაერში გაუჩერდა. მზერა ოდნავ შეეცვალა - არა გაბრაზებით, არამედ რაღაც უცნაური, ცივი ინტერესით, თითქოს ამ რეაქციას აკვირდებოდა. მერე ხელი მაინც უფრო ახლოს მიიტანა. კიდევ წამოიყვირა ნიამ, თუმცა თითქოს ყველა გაქრა, დილის ექვსი საათი იყო. სასაფლაოზე ამ დროს მის გარდა არავინ დადიოდა.
- ოხ, ეს ქართველები რა ხართ...- თქვა დამტვრეული ქართულით,- ერთი შეხებაც კი ვერ აგიტანიათ...
არ ეშვებოდა ვიქტორი.
- არ მეგონა, წლების მერე თუ ისევ მომიწევდა ამის გაკეთება...- გააგრძელა რუსულად მშვიდად,- მაგრამ, როგორც ჩანს, ეშბას არ დავიწყებია თავისი ქართული ფესვები...
ნიას მზერა არ მოუშორებია მისთვის. შიში ისევ იქ იყო, მაგრამ ახლა სხვა რაღაცაც დაემატა - გაურკვევლობა. ვიქტორმა თავი ოდნავ გადახარა, თითქოს უკეთ დააკვირდებოდა.
- ოხ, როგორ მიყვარხართ...- თქვა სარკაზმით,- განსაკუთრებით როცა ასე ტირით... ასე იხვეწებით...
ნიას სუნთქვა ისევ აუჩქარდა, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია. ვიქტორი კიდევ უფრო ახლოს მივიდა.
- წლების წინაც ასე ტიროდა ერთი ბიჭი...- დაიწყო მშვიდად,- ზუსტად ასე იხვეწებოდა რომ გაგვეშვა... და ბოლოს ცივ ენგურში აღმოჩნდა. მგონი იცნობ შენც მას, არა?
ნიას თვალები გაუფართოვდა, გული წამით გაუჩერდა და იმ წამსვე მიხვდა - დიტოზე ლაპარაკობდა, სხეული შიგნიდან გაეყინა.
- არა,- ძლივს ამოიჩურჩულა. ვიქტორმა ოდნავ ჩაიცინა და მშვიდი, ცივი ტონით დაამატა
- ხო, გცოდნია,- ჩაეცინა უსირცხვილოდ,- ხოდზე იყო ის მეორეც, ეშბა. ეშბა... ეშბა. სოსოს მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე, ისე უნდოდა გამოეზარდა თავის ჭკუაზე... მაგრამ აბა ვინ დარჩებიდა ისეთ ადამიანთან, ვინც ჯერ მამას გიკლავს და მერე ძმას?
ჩაილაპარაკა დანანებით.
- იცი რა მოსწონდა სოსოს მასში ყველაზე მეტად?- მიუახლოვდა ვიქტორი,- ჯიუტი იყო, უტეხი. მეც ეგ მომწონდა, ვგიჟდებოდი ისეთი მტკიცე იყო. ეგ ხართ ქართველები, მოკვდებით და შველას არ ითხოვთ. ეგეთი იყო ეგ სანდრო ეშბაც. თუ მოიცადე... როგორ იცნობდი შენ, სანდრო გურგულია?
ნიას თვალებში შოკი გაჩნდა, მაგრამ ეს შოკი მარტო იმ მომენტის არ იყო - ეს იყო წლების დაგროვილი რაღაც, რაც ახლა ერთიანად დაბრუნდა. გონებაში სურათები ერთმანეთს დაეჯახა - ზემო ეწერისის ეზო, ბავშვობის ხმები და ის ბიჭი, რომელიც ყოველთვის იქ იყო, მის გვერდით - სანდრო გურგულია, მეზობელი, ახლობელი, ისეთი, ვისაც მაშინ ვერ არქმევდა სახელს, მაგრამ მაინც სხვანაირად უძგერდა გული მისთვის. მერე იყო მისი დაკარგვა, მოულოდნელი, დაუნდობელი, ტკივილით სავსე, როცა ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალა და ის სახე გაქრა, თითქოს საერთოდ არ არსებობდა. იგივე მზერით, იგივე სიჩუმით, იგივე რაღაცით, რაც ნიას შიგნით ისევ მოძრაობდა, ისევ აკავშირებდა მასთან და ნიამ ისევ იგრძნო ის, რაც ერთხელ უკვე ჰქონდა - ისევ შეუყვარდა, ისე რომ ვერ გააცნობიერა როდის და როგორ, და ეს სიყვარული თითქოს ძველის გაგრძელება იყო, რომელიც არასდროს დასრულებულა. თავადც ვერ ხვდებოდა ეს რა მიზიდულობა იყო, რატომ უნდოდა სულ მასთან. ერთხელ ხომ ატკინა, დაუდევრად, უითქმელად, მაგრამ მეორედ საერთოდ გული გაუტეხა, დაგეგმილად, მაგრამ მაინც უსიტყვოდ.
ნიას სუნთქვა აუჩქარდა, მკერდში ტკივილი იგრძნო, თითქოს რაღაც შიგნიდან უჭერდა და არ უშვებდა. თვალები დაებინდა, მაგრამ მაინც არ ახამხამებდა - თითქოს თუ დახუჭავდა, ყველაფერი გაქრებოდა. თითქოს სანდრო გურგულია ახლა სამუდამოდ გაქრებოდა. სანდროს სახე წინ დაუდგა, ის მომენტები, როცა უყურებდა, როცა მის გვერდით იყო, როცა ფიქრობდა რომ ნელ - ნელა რაღაც გამოდიოდა, რაღაც ნამდვილი, და ახლა ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანდა - თითქოს თითოეული სიტყვა, თითოეული შეხება, თითოეული მზერა რაღაც დამალულს ატარებდა,.
- რა იყო... ასე რატომ დადუმდი?- ირონიულად თქვა,- მიხვდი ბოლოს?
ნიამ ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი, ხმის ამოღებას რომ არ აცდიდა. ვოლკოვი ოდნავ მიუახლოვდა, თავი გვერდზე გადახარა.
- საინტერესოა, არა?- გააგრძელა მშვიდად,- მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ადამიანს დაეძებ... და როცა პოულობ, ვერც კი ცნობ...
ნიას ხელები უნებურად დაეჭიმა უკან შეკრულ მდგომარეობაში, თოკი კანში იჭრებოდა, მაგრამ ვერც ამ ტკივილს გრძნობდა ბოლომდე. გონებაში ისევ ის სურათები ტრიალებდა - ბავშვობა, ის სიყვარული გაახსენდა რაც სანდრო გურგულიასთან აკავშირებდა, მერე სიცარიელე, სიკვდილი, მერე ისევ სანდრო ოღონდ ეშბა, მისი მზერა, მისი ხმა... და ბოლოს - ისევ ღალატი, ტკივილი, სიცარიელე.
- ერთხელ უკვე დაგტოვა...- დაამატა,- და მაინც ისევ მასთან დაბრუნდი...
- გაჩერდი...- ძლივს ამოიღო ხმა. გრძნობდა მისი სიტყვები როგორ უჭერდნენ, როგორ ევსებოდა ორგანიზმი გრძნობებისგან, თავადაც რომ ვერ გაერკვია ტკივილი იყო, ბრაზი თუ სევდა.
- ოჰ...- ჩაიცინა,- როგორც იქნა...
ნიას უკვე სუნთქვაც უჭირდა. უჰაერობა იყო, ან უბრალოდ თავად არ ჰყოფინდა ის ჰაერი.
- არ იცი, შენ არაფერი იცი...- თქვა ნელა ნიამ, ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, მაგრამ მაინც მტკიცე,- არაფერი არ იცი...
ვოლკოვმა რამდენიმე წამი უყურა, თითქოს სიტყვებს არჩევდა, მერე კი ისევ გაიღიმა - იმავე ცივი, შეუცვლელი ღიმილით, რომელიც უფრო შეურაცხმყოფელი იყო, ვიდრე პირდაპირი მუქარა.
- მე?- იკითხა ირონიულად,- მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ...ბოლოს და ბოლოს ეს ამბავი ხომ მე და სოსომ დავიწყეთ ერთად და თან მაშინ კი არა, ოცდა ხუთი წლის წინ. ბევრად უფრო ადრე...
- გაჩუმდი...
- ზუსტად მაშინ, ალბათ ორი ათას ერთში? თუ ორში?- ნიკაპზე მიიდო ხელი,- რა გგონია აქ რისთვის ხარ?
- არ ვიცი...
- ნუთუ?
- არ ვიცი - მეთქი,- წამოიყვირა ნიამ,- რა ჯანდაბა გინდა, რით ვერ დალიეთ რუსებმა ჩვენი სისხლი, რაღა დარჩა ისეთი, რაც არ წაგიღიათ აქედან.
- შენ რა გგონია, რუსეთი ოდესმე დაანებებს თავს საქართველოს?- ჩაიმუხლა მის წინ,- ნწ, ნწ, ნწ. რუსეთის აქ ყოფნა რომ თქვენ გიცავთ ვერ ხვდებით? რუსეთი რომ აქედან გავიდეს დაბრუნდებიან თქვენი ისტორიული მტრები... ნწ, ნწ, ნწ. ეს გინდათ? გამუსლიმება გინდათ?
წამოდგა ისევ ფეხზე და წრეზე შემოუარა გოგოს.
- მე ჭკვიანი გოგო მეგონე, განათლებული,- თმაზე ჩამოუსვა ხელი და ცხვირთან ახლოს მიიტანა.
- ეს სურნელი,- ღრმად შეისუნთქა და უხეშად გაუშა,- ოხ ეს სურნელი, სისხლის, გმირობის, სულ რომ თან დაგყვებათ ქართველებს.
- მომაშრე შენი ბინძური ხელები,- ამოისისინა, უკვე გული ერეოდა ამ ყველაფრისგან.
ისეთი მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოვარდა რომ ნიას გონება ვეღარ ეწეოდა რეალობას. ყველაფერი ერთმანეთს ეჯახებოდა - სანდროს სახე, მისი ხმა, ის დღეები, ის შეხება და ამ ყველაფერს ვოლკოვოს ცივი ღიმილი ფარავდა, რომელიც არ ქრებოდა, არ იცვლებოდა და ისევ იმავე ტონით გააგრძელა. ფეხზე წამოდგა, სანამ უყირადღებოდ იყო, გაქცევა სცადა. თუმცა ვერ მოასწრო, ისევ დაიჭირა ვიქტორმა, ისევ წაიქცა, ძლიერად ჩამოარტყა თავი რაღაცას, ჯერ ისევ გონზე იყო. მაგრამ ცოტახნით. მოესმა რაღაც ხმები, ვიღაც ყვიროდა, რუსულად, მერე ქართულად, სადღაც შორს ალბათ თავისი სახელიც კი გაიგო, თუმცა უკვე გვიანი იყო.
* * *
არჩილის წასვლის შემდეგ საათები გავიდა.
თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად ჩანდა - ნია ხშირად გადიოდა სასაფლაოზე, მარტო ყოფნა უნდოდა. მაგრამ დრო გადიოდა და ეს „ნორმალურიც" ნელ - ნელა შიშში გადაიზარდა. ტელეფონზე ურეკავდა, მაგრამ არ პასუხობდა. მერე მეზობლებში დაიარა, თუმცა არც იქ იყო. ბოლოს სასაფლაოზე ავიდა, იქ ისმოდა ზარის ხმა, ელისოსა და სანდეოს საფლავთან ეგდო ატალახიანებული ტელეფონი, თუმცა ნია არ ჩანდა. ქალმა პირზე აიფარა ხელი. ტელეფონი აიღო, უკან გაბრუნდა, ნიას სახელს გაჰყვიროდა თუმცა არსაიდან ისმოდა ხმა. ორ საათში უკვე მთელი ეწერისი ფეხზე იდგა. სოფელი, რომელიც ჩვეულებრივ დინჯად ცხოვრობდა, ახლა უცნაურად აჩქარებულიყო. გზებზე ხალხი გამოდიოდა, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ჯგუფებად იშლებოდნენ და ისევ ერთდებოდნენ. ყველა ერთსა და იმავეს ეძებდა - ერთ სახეს, ერთ ხმას, ერთ კვალს, რომელიც თითქოს ჰაერში გაიფანტა. ამ ძებნას რაღაც მძიმე, ძველი ჩრდილი დაჰყვებოდა. დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა ყველას. ასე ეძებდნენ წლების წინაც ორ ახალგაზრდას. ორ დაკარგულ სიცოცხლეს და იმ ძებნის დასასრული იმდენად მწარე აღმოჩნდა, რომ დღემდე ახსოვდათ - ისე მკაფიოდ, თითქოს გუშინ მომხდარიყო. ამიტომ ახლა არავინ ჩერდებოდა. არავინ უშვებდა იმ აზრს რომ შეიძლებოდა ისევ იგივე განმეორებულიყო. ვიღაც ხმამაღლა ლოცულობდა. ვიღაც ჩუმად. ვიღაც უბრალოდ დარბოდა, ყველგან ეძებდა, მაგრამ ნია არ ჩანდა. არც გზაზე. არც ეზოებში. არც ტყისკენ მიმავალ ბილიკებზე. თითქოს მიწამ ჩაყლაპა. მართა ეზოს შუაში იდგა, ხელები გულზე ჰქონდა მიკრული და ვეღარ იგებდა, სად დაეწყო. სუნთქვა აჩქარებოდა, გული ისე უცემდა, თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ცდილობდა. მერე უცებ აზრმა გაჰკრა.
- არა...- ჩუმად ამოისუნთქა, მაგრამ მაინც ტელეფონს დასწვდა. დაჩის დაურეკა. ხმა ძლივს ამოუვიდა.
- დაჩი,- დაიწყო აკანკალებული ხმით.
- რა მოხდა მართა?- სახიდან ღიმილი გაუკრთა კაცს,- ხომ კარგად ხარ?
- ნია ხომ არ გამოჩენილა თქვენთან?- მეორე მხარეს გაკვირვება და შიში ერთდროულად გაისმა.
- რას ამბობ, მართა...- ხმა აერია უცებ,- ნიას აქ რა უნდა? ხომ დავტოვე, იქ ხომ იყო...
- ნია არ არის, ვერ ვპოულობთ.
- ღმერთო...- თქვა დაბალი ხმით,- არა, აქ არ არის...გავარკვევ, დამელოდე, დაგირეკავ.
მართამ პასუხსაც აღარ დაუცადა. ზარი გათიშა.
ხელები აუკანკალდა. მუხლები ოდნავ მოეკეცა.
გული ისედაც ძლივს უძლებდა ამდენს, ახლა კი ეს შიში, ეს გაურკვევლობა, ეს უცნობი სიცარიელე - ყველაფერს ერთდროულად დააწვა.
- ნიაკო...- ჩუმად ჩაილაპარაკა და პირველად გაუკრთა ისეთი აზრი, რომლის გაფიქრებაც არ უნდოდა. რომ შეიძლებოდა ძალიან გვიან ყოფილიყო.
იმ საღამოს ზემო ეწერისს არ უძინია, არც სოხუმს.
* * *
ნია მძიმედ მიაბიჯებდა ეწერისში, სადღაც ათი წუთის გზა ჰქონდა სკოლამდე. მოწყენილი მიდიოდა, არადა უკვე თითქმის ცხრა საათი იყო. შიშისგან შეხტა, როდესაც ქეჩოში ხელი იგრძნო.
- რას აკეთებ?- გაუწყრა დიტოს და მკლავზე წამოარტყა,- შემეშინდა იდიოტო.
- სკოლაში რატომ არ ხარ, ფრიადოსანო მოსწავლევ?- წარბები აქაჩა ლაშამ.
- ახლა მივდივარ, დამეძინა,- გააქნია თავი მოწყენილმა და თვალის კუთხიდან უკან მდგარ სანდროს გახედა, რომელიც ტელეფონში ვიღაცას ემესიჯებოდა.
- დაგეძინა? ალბათ კარგ სიზმრებს ხედავდი,- წარბები აათამაშა დიტომ,- რა გჭირს? რა მოწყენილი ხარ.
- რა უნდა მჭირდეს დიტო, რა გინდა?- გაბრაზდა ნია.
- ხო, აი ეს ჩემი გოგოა,- მხარზე გადახვია ხელი,- მომეცი ეგ ჩანთა, წამოვიღებ.
მოხსნა გოგოს დაუკითხავად და პირდაპირ სანდროს ესროლა სახეში.
- მორჩი მაგ გოგოსთან ჭორაობას და წამოუღე ჩემ პრინცესას ჩანთა,- გასძახა შორიდან.
- შენი პრინცესა თუ არის, მე რატომ მომაქვს ჩანთა?- იკითხა თავისთვის. ნიამ მზერა მოაშორა, თავი დახარა, გულში გაჰკრა დიტოს სიტყვებმა. ანუ სანდროს ვიღაც ჰყავდა და ამდენ ხანს მან არაფერი იცოდა,- არავის ველაპარაკები.
ამოთქვა ხმამაღლა ამჯერად. გააქნია თავი და ჩანთა მოიკიდა.
- ამ სიმძიმეს როგორ ატარებ?
- დამიბრუნე, მე წავიღებ,- წაიღო ხელი მისკენ, თუმცა მაჯა გაუკავა სანდრომ და დაბლა დააშვებინა.
- მე თვითონ,- ჩაეღიმა და ნიაც გაყუჩდა. არ შეეძლო მასთან საუბარი, როგორ უნდა ელაპარაკა? თორმეტი წლის პატარა გოგო იყო, რომელსაც ძალიან მოსწონდა თავისი მეზობელი და ვერც ვერაფერს ეუბნებოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ვერც შორდებოდა. დიტო და ლაშა მისი მეზობლები იყვნენ და ოცდაოთხი შვიდზე მის სახლში ისხდნენ, თუ სანდროს გააგდებდა, მაშინ ისინიც უნდა გაეგდო და მიზეზი რომ ეკითხათ - ვერ ეტყოდა.
- რა გჭირს?- შეაჩერა სკოლაში შესულმა სანდრომ,- კარგად ხარ?
- კარგად ვარ,- ხელი იხსნა მისგან,- რამდენჯერ უნდა მკითხოთ?
- დღეს რაღაცა ვერ ხარ ხასიათზე მგონი,- გაეცინა სანდროს,- იღრინები.
- არ ვიღრინები, ხომ შეიძლება უბრალოდ რომ არ ვიყო ხასიათზე?!- აატრიალა თვალები და ჩანთა გამოჰგლიჯა ხელიდან,- დამანებე თავი.
გატრიალდა უკან და კლასში შევიდა.
- გიჟია,- ჩაილაპარაკა სანდრომაც და ძმაკაცებს გაჰყვა.
* * *
- დღეს რობიკოს დაბადების დღეზე მივდივარ,- შემოხტა ოთახში დიტო,- მივდივარ არა, მივდივართ.
- ვინ თქვა რომ მივდივართ?- გაიზმორა ლაშა და ისევ დივანზე გაწვა.
- რავი - მე,- მხრები იაჩეჩა დიტომ,- რა, არ მოდიხართ? უკვე დავთანხმდი, უარს ვერ მეტყვით!
- გვკითხე ხოლმე ჯერ სანამ თანხმობას განაცხადებ,- გააქნია თავი სანდრომ,- რატომ იცი ეს დაუკითხავი პასუხები?
- რომ მეკითხა უარს მეტყოდით,- ჩამოჯდა გაბუტული დივანზე.
- ზუსტადაც!- დაეთანხმა სანდრო,- მაგიტომაც გეუბნები! ერთხელ აღარ წამოვალთ და მოგიწევს მერე მიზეზების მოძებნა.
- არ წამოხვალ და ნუ წამოხვალ, ნიაჩკას წავიყვან. ჩემი ლამაზი პრინცესა დამიმშვენებს გვერდს,- ჩაიცინა დიტომ და დივანზე გადაწვა.
- ხანდახან მგონია რომ ეგ გოგო მოგწონს,- გაეცინა ლაშასაც,- არა?
- რას მეუბნები შე იდიოტო,- წამოხტა დიტო,- მამამისი ნათლიაჩემია, დასავით მყავს.
- ოჰ, მაპატიეთ ბატონო კვარაცხელია,- ასწია ხელები დანებების ნიშნად ლაშამ,- მე მეზარება, ნია წაიყვანე და აგერ სანდროც წამოვა.
- აუ...- დაიწყო წუწუნი,- კაი ჯანდაბას, სანდრო ხომ წამოხვალ?
- მე...
- გურგულია, მიგასიკვდილებ,- წამოიწია დიტო მუქარის ტონით.
- წამოვალ ხო, წამოვალ! იცოდე ბოლოა ეს,- აატრიალა თვალები და ოთახში გავიდა.
- წავალ ახლა ნიაკოს დავკერავ,- ჩაიცინა და ოთახიდან გავარდა.
* * *
- ოხ, ეს თხუთმეტი წელი,- დაიწუწუნა ლაშამ და წინ გამოვიდა,- დავბერდი.
- შენ რა დაგაბარებს,- გაეცინა სანდროსაც,- ნახე რა ჯანზე ხარ.
შემოსცხო ბეჭებზე ხელი.
- მე ისევ თოთხმეტის ვარ,- მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები დიტომ,- როგორ მიფრინავთ, ჩემზე ადრე დაბერდებით. მერე მე ვინ დამიტირებს?
- ნუ სულელობ ერთი, რაებს ბოდავ,- შუაში ჩაიყენეს დიტო ბიჭებმა,- ჩვენ ერთად დავბერდებით. ახლა მაცადე სანთლის ჩაქრობა.
გაეცინა ლაშას და თვალები დახუჭა.
- მეც მინდა ჩაქრობა,- მოესმა დიტოს ხმა.
- აცადე, შენი დაბადების დღე რომ იყოს და მე ჩაგიქრო მოგეწონება?
- თავს გაგიტეხავდი.
- მერე ლაშაც გაგიტეხავს, განა დალაგებულია ეგ,- გაეცინა სანდროს.
- რა საზიზღრები ხართ,- ლაშამ თვალები გაახილა და მაშინვე შეუბერა ტორტს. იმ ღამეს კარგად გაერთნენ. ბევრი ბავშვი ჰყავდა ლაშას დაპატიჟებული. სადღაც შუაში იჯდა ნიაც და სვამდა. არ უნდოდა, თუმცა ბავშვებმა რომ სთხოვეს უარი ვერ უთხრა. იმ ღამეს პირველად მიაცილა მხოლოდ სანდრომ სახლში და პირველად უთხრა ნიამ რომ ვიღაც მოსწონდა, თუმცა ვინ არ გაუმხელია. სანდრო ინტერესიანი მზერით უყურებდა, ჭიშკარშიც კი არ შეატარა.
- თავს არ დამანებებ?- შეუბრუნდა გაბრაზებული.
- გეტყობა სახეზე რომ ვიღაცას მისტირი, ვინაა? გინდა თავი გავუტეხო?- წარბები შეკრა სანდრომ.
- არავინ არ არის, რაღაცას ბოდავ,- აატრიალა თვალები.
- ნია, მეღადავები? დებილი ხომ არ ვარ.
- ხარ,- მიახალა სახეში,- არ გეტყვი ვინ არის.
- ანუ მოგწინს ვიღაც.
- ჰო, მაგრამ არ გეტყვი ვინაა. მომეშვი ახლა,- გაიბრძოლა ნიამ.
- მითხარი რა, მეგობრები არ ვართ? არავის ვეტყვი?- აწუწუნდა ბავშვივით სანდრო.
- არა ნიშნავს არას,- გააფრთხილა კიდევ ერთხელ,- მეტკინა ხელი, გამიშვი ახლა.
- როგორი ჯიუტი ხარ,- მოეშვა სანდროც,- გავიგებ მაინც და ნახავ მერე.
- გაიგე,- გაეღიმა ნიასაც,- წარმატებები.
შეაღო ჭიშკარი და სახლში შევარდა. სანდრო დაუყვა ფიქრით გზას, თუმცა რაღა იყო საფიქრალი, როცა თავად იყო ის ადამიანი, ვისაც ასე ეძებდა.
* * *
- მერამდენედ უნდა დაკარგოს ამ ვანომ ეს ძროხები,- მოიქნია წკეპლა დიტომ,- და მერამდენედ უნდა წამოგვყარონ ამ შუაღამეს მაგათ საძებნელად.
- მოხუცია დიტო,- მოესმა სიბნელეში სანდროს ხმა,- ჩვენ თუ არა სხვა ვინ დაეხმარება?
- დაეხმაროს აგერ გეგა.
- ხუთი წლისაა შე იდიოტო,- წამოარტყა თავში ლაშამ,- რას წუწუნებ, იარე რა. ნერვების მოშლის მეტს მაინც არაფერს აკეთებ.
- აუ იმენა, მაგრად მოგხვდება შენ,- მოიქნია წკეპლა თუმცა სიბნელეში ვეღარ მოახერხა დანახვა და პირდაპირ ბეჭებზე გადაარტყა ლაშას,- უპს, შემთხვევით ვერ დაგინახე.
- ახლა რომ დაგიჭერ იმდენს გირტყამ, ნათელაც ვერ გიცნობს, შე ჩმორიკა,- გაეკიდა ტელეფონის ფანრით ლაშა.
- კარგი, ბოდიში ბოდიში აღარ ვიწუწუნებ და ჩმორიკა შენ ხარ, მაიმუნიც,- დაიწყო ყვირილი როცა მეგობარს ვერ გაასწრო.
- სანდრო,- გახედა ლაშამ ძმაკაცს,- თუ დავიჭერ - გავგლიჯავ.
- გაუშვი, ნახე რა ქვეშაფსიაა,- გაეცინა გურგულიას.
- არ ვარ ქვეშაფსია,- აბუზღუნდა კვარაცხელია,- თქვენ სულ ერთ მხარეს ხართ და მაბულინგებთ.
- ახლა განახებ ნამდვილ ბულინგს რა არის,- მიიწია ლაშა, თუმცა სანდრომ გააჩერა ბოლო წამს.
- ძროხა ეძებე, მაგას დილითაც ცემ,- გამოათრია გვერდით და ერთად დაუყვნენ გორას.
* * *
- დოდომ მომისროლა სახლიდან,- წუწუნით შემოვიდა ლაშა გურგულიასთან,- დამიტოვე დღეს რა.
- რა დააშავე?
- სიგარეტი მოვწიე და დამინახა,- გაეცინა და დივანზე დაეცა,- მაინტერესებდა რა იყო.
- ხომ გითხარი არ გინდა თქო,- ენა გააწკლაპუნა სანდრომ,- ღირსი ხარ.
- მაინტერესებდა. ლამის დავიხრჩვი. ოხ, რაულის სიგარეტია, ასტრა,- აატრიალა თვალები,- საიდან მოათრია, წინა საუკუნის სიგარეტია მემგონი. ნაფაზი რომ დავარტყი გადამცდა და კინაღამ მოვკვდი, ძლივს ამოვისუნთქე, მემგონი გავლურჯდი კიდეც. დოდომ დამინახა და ისეთი მომცხო ცოცხი ბეჭებზე, წამებში ამოვისუნთქე.
- იდიოტი ხარ,- შემოვარდა დიტო სახლში,- დოდო წკეპლით დადის ქუჩაში, რა დააშავე?
- აუ ახლა ამას აუხსენი რა.
- სიგარეტი მოწია და დაუნახა დედამისმა,- დაარტყა ნაჯახი შეშას.
- ელისო სადაა?
- დაბლაა ღელეში,- მიყარა შეშები კუთხეში,- რა გინდა?
- რავი, ოხრახუშზე გამომიშვა ნათელამ,- ჩამოჯდა ხის ძირას,- თუ ქინძი მითხრა აღარ მახსოვს.
- აბა რა უნდა წაუღო?- გაეცინა სანდროს.
- არ ვიცი, დავურეკავ მერე და ვკითხავ,- აიჩეჩა მხრები დიტომ.
- მოდი აქ შე სასიკვდილე,- გაისმა არსაიდან დოდოს ხმა და მაშინვე მოხვდა ბეჭებზე წკეპლა,- კიდევ მოწევ, ხო? კიდევ ჩაიდე პირში და გაჭმევ მერე.
- კარგი რა დედა, მოიცადე, მეტკინა,- წამოხტა ლაშა.
- მაგიტო მოგხვდა რომ გტკენოდა,- გაეკიდა უკან ქალი,- თქვენ რას მიყურებთ, თქვენც ეწევით, ხო? მოდით აქ თქვე უპატრონოებო.
იმ დღეს სამივეს მოხვდა თხილის წკეპლა, სამივე დასჯილები იდგნენ ჭიშკართან სიცხეში, ხმას ვერ იღებდნენ. ანდაც რა უნდა ეთქვათ, მეგობარს ხომ არ ჩაუშვებდნენ, ისე კი იყო ღირსი.
* * *
- ნია მოიცა,- გაეკიდა სანდრო გოგო,- სად მიდიხარ ამ ღამეს?
- დაბლა, მირიანთან.
- გამოგყვები, გვიანია,- ამოუდგა გვერდით გოგოს.
- არ მინდა, მეთვითონაც წავალ,- იუარა გოგომ.
- იყოს, საქმე მაქვს მაინც,- აღარაფერი უთქვამს ნიას. ჩუმად გაუყვა გზას აჩქარებული გულით. იგრძნო გურგულიას სურნელი, ისეთი სუფთა, ისეთუ გრილი იყო, ათას კაცში გამოარჩევდა მაშინ. თვალს ძლივს აპარებდა გვერდით. ხედავდა როგორ იღიმოდა შეტყობინების წერისას.
- რამე მოხდა?- ვერ გაუძლო და ბოლოს მაინც იკითხა.
- რა?- გაკვირვებულმა გახედა სანდრომ,- ა, ხო, შეხედე ლაშაა.
მოაბრუნა ტელეფონი და დიტოს გამოგზავნილი ფოტო აჩვენა, სადაც ლაშა ხის ტოტზე გაჭედილიყო. ნიას გაეღიმა, ამოისუნთქა, ეგონა ისევ ვიღავ გოგოს სწერდა, ვისაც დიტო ხშირად ახსენებს ხოლმე, თუმცა ვინაა ეს გოგო გაურკვეველია ნიასთვის.
- შაკო ვნახე დღეს,- დაიწყო უეცრად სანდრომ,- გაწუხებს ხოლმე?
- არა,- იუარა გოგომ,- ვმეგობრობთ.
- მეგობრობთ?- წარბები აწია გურგულიამ,- რაღაც არამგონია მაგას მარტო მეგობრობა უნდოდეს.
- რას გულისხმობ?
- არ მომეწონა მისი ტონი და მოხვდა ყბაში,- ტონი შეეცვალა უცებ,- ნუ მიხვალ მასთან და ნუ დაელაპარაკები, თორემ კარგს არაფერს იზამს და თავს მაცემინებს.
- ნერვიულობ?
- რა?- გადახედა გოგოს.
- ნერვიულობ - თქო?- გაუმეორა კითხვა.
- შენზე?- იკითხა დასადასტურებლად,- ვნერვიულობ, ჯიუტი გოგო ხარ. არჩილიც არაა ხოლმე ხშირად. ქეთიმ და მართამ შენი თავი ჩვენ ჩაგვაბარა.
- ანუ მხოლოდ მაგიტომ?- სანდროს ისევ ვერ გაეგო რას გულისხმობდა გოგო,- დაივიწყე, მოვედით.
აუარა გვერდი და სახლში შევიდა. სანდრო კიდევ ცოტახნით იდგა გარეთ, მერე ოდნავ ჩაეღიმა და უკან მიჰყვა გოგოს.
* * *
- რატომ ღმერთო, რატომ,- ლამის ტირილი დაეწყო დიტოს,- ხომ გთხოვე რომ ისინი დაბერებულიყვნენ, მე რა დავაშავე.
- დროზე ჩააქრე,- დაუდგა გვერდით ლაშა,- ხომ თქვი ბებრები ხართო, ახლა შენც ჩვენსავით ბებერი ხარ.
- ვერ გიტანთ,- ამოიტირა და თვალები დახუჭა. მერე სანთლები ჩააქრო,- შემდეგ წელს ესე მალე არ დამაბერო.
ამოილაპარაკა თავისთვის. დაელოდა სანამ ტორტს დაჭრიდნენ, მაგიდას მიუჯდა ჩანგლებით ხელში.
- მინდა რომ ყველაზე დიდი ნაწილი ჩემი იყოს,- წამოიძახა და ნათელამაც ყველაზე დიდი და ლამაზი შვილს დაუდო,- ეხა ნიას დაუდე რა დე.
- დავუდებ, დავუდებ, ნუ ნერვიულობ შენ,- გაეცინა ქალს.
- ნიას გარეშე ნაბიჯი არ გადადგა,- გაეცინა ელისოს.
- რას ამბობ ელიკო,- ჩაიხუტა გოგო,- ეს რომ არ მყავდეს, რა მეშველებოდა.
შუბლზე მაგრად აკოცა და ტორტი პირში გაიქანა.
- ფუჰ,- წამოიძახა ნიამ და მოიწმინდა შუბლი,- რა გეტაკა, დეგენერატო.
- ხო იცი როგორ მიყვარხარ,- გადმოხედა ზემოდან დიტომ.
- მომცილდი ახლა,- ძლივს დაიხსნა თავი.
- ნასვამია ეგ,- გადასძახა სანდრომ და ჭამა განაგრძო.
- დამდორბლა,- გადახედა საწყალი თვალებით ლაშას, თუმცა ბიჭი უკვე წკიპზე იყო. ზედმეტად ვეღარ იკავებდა სიცილს, წამებში გაისმა მაგიდაზე ჭანტურუას ხარხარი,- სთხოვე ახლა ამას რამე დს ენდე კიდე რა.
აბუზღუნდა ნია და გვერდით გადაჯდა.
* * *
- აღარ მორჩები ხო ჩემს დაცინვას,- ამოიწუწუნა ლაშამ.
- მე? არასდროს,- გააქნია თავი დიტომ და კიდევ ერთხელ გადაიხარხარა გულიანად.
- წამომაყენე მაინც,- გაუწოდა ხელი ჭანტურიამ, მოეჭოდა დიტოც, თუმცა ვეღარ შეიკავა თავი და ზედ დაეცა, ისედაც დამტვრეულ ბიჭს.
- იდიოტები,- ამოიოხრა გურგულიამ და ორივე წამოაყენა ფეხზე,- რა დაგემართა?
- ჩამოვარდა ვაშლის ხიდან, სალტოს გაკეთება უნდოდა,- ცრემლები მოიწმინდა დიტომ და ჩამოჯდა,- ვახ, ცუდად ვარ. ფილტვები მტკივა.
- ეხა ნახე, არ გაჩერდება,- ამოიბუზღუნა ჭანტურიამ და ზურგი დაიზილა.
- არა, მინიმუმ ერთი კვირა დაგცინებ კიდევ,- გააფრთხილა კვარაცხელიამ და სახლისკენ დაიძრა. გზაში კვდებოდა სიცილით, სულაც არ შეუმჩნევია ხის ქვეშ დალაგებული ცარიელი ბოთლები. წამოედო ერთს და აილეწა ადგილზე. წამებში გაისმა ბიჭების ხარხარი ეზოში.
- ხომ გაგიგია, ნუ დასცინი სხვასაო...- ძლივს ამოისუნთქა ლაშამ. წამოდგა თავზე სანდროსთან ერთად და წამოყენების ნაცვლად, დაცინვა გააგრძელეს.
* * *
- მერამდენედღა უნდა დაკარგოს ამ ვახომ ეს ძროხები,- ამოიოხრა დიტომ.
სოფელი დაიშალა მაშინცე როგორც კი გაიგეს ვანოს ამბავი. სანდრო, ლაშა და დიტო ერთად წავიდნენ გორაზე. სწორედ ის დღე იყო, ის საბედისწერო დღე, ბიჭები რომ მოიტაცეს და ლაშა გაუბედურებული დაბრუნდა უკან.
- სადაა ჩემი სანდრო?- ეცა მაშინვე ელისო ბიჭს,- სადა არიან ჩემი ბიჭები?
ლაშამ სიტყვა ვერ თქვა. გაშეშებული უყურებდა ქალს რომელიც ნელ - ნელა კარგავდა ფერს.
- დიტო სადაა?- გაისმა უკნიდან ნათელას ხმა,- ჩემი დიტო.
აქეთ - იქით დადიოდა ქალი, თუმცა ბიჭები არ იყვნენ.
იმ დღეს დადუმდა ზემო ეწერისი, თანაც დიდი ხნით. შემდეგი ოთხი თვე კოშმარი იყო. ელისო მუდამ ზუგდიდში იყო განყოფილებაში. ნათელა სახლში იყო გამოკეტილი, არაფერს ჭამდა, არაფერს სვამდა, არც მზის შუქს ენახებოდა. დოდოს საკუთარი შვილი ვერ გამოჰყავდა ოთახიდან. ხანდახან გამოდიოდა, გავიდოდა ეზოში, ელისოს გაუკეთებდა საქმეს, აქეთ ნათელასაც და უკან ბრუნდებოდა. უნდოდა იმ ადგილას წასვლა, მაგრამ ვერ ბედავდა. შიში ოხერია. იმ დღეს ლაშამ დაკარგა ძმები, ლაშამ დაკარგა ცხოვრება და სიცოცხლე, ის ნაპერწკალი. რთული იყო, საკუთარ ძმებს რომ გამოგტაცებენ როგირი შესაგუებელია, არც მათი ასავლ - დასავალი იცოდა, არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ფაქტობრივად გამოიფიტა, უსარგებლო გახდა, სახეზე მხოლოდ სიცარიელე ეწერა. სხვა ემოცია არ გააჩნდა. ქერა თმები, რომელიც სულ უბზინავდა და რომელზეც დიტო სულ წუწუნებდა, ნელ - ნელა ჩამოიშალა, დასცვივდა და ბოლოს ფერიც დაკარგა. რთული ხუთუ თვე იყო მისთვისაც. მაგრამ ყველაფერმა პიკს მაშინ მიაღწია, სახელმწიფოს მხრიდან რომ ერთ დღეს პასუხი არ იქნა, მეორე დღეს კი დარეკეს და განაცხადეს რომ ენგურის პირას სხეული იპოვეს. იმ გაგანია ზამთარში, ყინვაში და გაყინულ ენგრუში სხეული იპოვესო. ექსპერტიზა დასჭირდა, ერთი კვირა ლამის მაგას ელოდნენ, გულის სიღრმეში ყველამ იცოდა რომ ის შეიძლებოდა რომელიმე მათგანი ყოფილიყი, თუმცა ხმამაღლა არავინ ამბობდა. ყველა ჩუმად იყო, ყველა პასუხს ელოდა, თითქოს რაღაც მაგიური ძალით შეიცვლებოდა სიტუაცია.
დიტო კვარაცხელიას ცხედარი რომ აღმოჩნდა, სოფელი კიდევ ერთხელ მოკვდა. მათ შორის ყველაზე მძმე დარტყმა მიადგა ნათელას, ელისოს და ლაშას. წამოიღეს სხეული, დაკრძალეს შესაბამისად, გამოძიება ხელახლა დაიწყო, სანდროს სხეული ვერ იპოვეს, თუმცა მალევე მკვდრად გამოაცხადეს. ერთი ამბავი იყო პანაშვიდზეც, ცალკე ნათელა დასტიროდა თავის შვილს, ცალკე ელისო ტიროდა თავისი შვილის გამო, რომლის არც სხეული ჰქონდა და დარწმუნებით ისიც არ იცოდა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. სადღაც შორს, კარის ზღურბლზე ლაშა იდგა, თმები გადაეპარსა, ვეღარ გაუძლო ამდენ სტრესს, ისედაც ყოველ დღე იფიტებოდა, ყოველ დღე სცვიოდა თმები. ხელებს ძლიერ მუშტავდა, ვენები ლამის დასკდომას ჰქონდა.
- ჩემი საწყალი ბიჭები,- ამოიტირა ნათელამ და დაემხო შუა ზალაში,- ჩემი საცოდავი ბიჭები.
ხმას ვერავინ იღებდა, თითქოს ზეცაც კი ტიროდა და განიცდიდა მათთან ერთად. ხმას ვერავინ იღებდა. თითქოს სიტყვებსაც კი დაეკარგა აზრი. სიჩუმე ისე ჩამოწვა ოთახში რომ სუნთქვაც კი მძიმედ ისმოდა და იმ სიჩუმეში მართლა ჩანდა - თითქოს ზეცაც ტიროდა მათთან ერთად. ვიღაც ჩუმად მოთქვამდა კუთხეში. ვიღაც ხელებს იჭერდა თავზე და ერთ წერტილს უყურებდა. ვიღაც უბრალოდ იდგა და ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო. ელისო კედელთან იდგა, ხელები მკერდზე ჰქონდა მიდებული, თითები ერთმანეთს ისე ეჭიდებოდა, თითქოს ამით მაინც შეინარჩუნებდა რაღაცას, რაც უკვე დაკარგული იყო. თვალებზე ჰქონდა ცრემლი შეშრობილი, მაგრამ არა იმიტომ რომ არ ტიროდა - უბრალოდ ცრემლებიც აღარ ჰყოფნიდა.
- დიტო...- ძლივს ამოისუნთქა, მაგრამ სახელი ჰაერში დაიკარგა. მის გვერდით მდგომმა ქალებმა ხელი მოჰკიდეს რომ არ დაცემულიყო, მაგრამ ქალი მაინც ნელა ჩაცურდა იატაკზე. თითქოს ფეხებმა ვეღარ გაუძლო იმ სიმძიმეს, რასაც გული ატარებდა. დოდო ცდილობდა ელისო გონზე მოეყვანა.
- ნათელა... ნათელა...- ეძახდა, მაგრამ მისი ხმა ისეთივე გატეხილი იყო, როგორც თავად. ნათელა ვერ იგებდა. ან არ უნდოდა გაგება. მისთვის ყველაფერი იმ ერთ წამში გაჩერდა, როცა ენგურის პირას საკუთარი შვილი დაინახა.
- რატომ...- ჩურჩულებდა,- რატომ ჩემი ბიჭები...
პასუხი არ იყო. არც არასდროს ყოფილა. ლაშა ისევ ზღურბლზე იდგა. არ განძრეულა. ახლოსაც არ მიდიოდა, ან როგორ უნდა მისულიყო, რა უნდა ეთქვა, თვალებში როგორ ჩაეხედა რომელიმეს. უბრალოდ ჩუმად იდგა. ყველაფერი შიგნით რჩებოდა, იწვოდა, ანადგურებდა. შიგნიდან ჭამდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. სისხლს უწამლავდა, გონებას უბინდავდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ვერც ღამე იძინებდა მშვიდად, ვერც დილას ახერხებდა ადამინაურად ყოფნას. თითები ისევ მუშტად ჰქონდა შეკრული. ისე ძლიერად რომ კანი გაუთეთრდა და მაინც არ უშვებდა.
- მე უნდა ვყოფილიყავი...- ჩუმად ამოისუნთქა. არავის გაუგონია. არც უნდოდა ვინმეს გაეგო. იმ ოთახში იმ დღეს ყველამ რაღაც დაკარგა. ზოგმა შვილი. ზოგმა ძმა. ზოგმა მეგობარი და ზოგმა - საკუთარი თავი. გარეთ ქარი ძლიერდებოდა. ფანჯრებს ურტყამდა. თითქოს ბუნებაც ვერ იტევდა იმ ტკივილს, რაც იმ პატარა სახლში იყო ჩაკეტილი. და იმ ხმაურშიც კი, იმ ტირილშიც, იმ ქაოსშიც - ერთმა რამემ დაიკავა ყველაზე დიდი ადგილი. უმწეობა. ის შეგრძნება, როცა იცი რომ აღარაფერი შეგიძლია და მაინც გინდა იყვირო, მაგრამ ხმაც აღარ გრჩება.
კიდევ ერთი შოკი იყო გასვენების დღეს პოლიციელები რომ მოვიდნენ და პირდაპირ ლაშას ეცნენ. ბორკილები დაადეს საწყალ ბიჭს, ისე წაიყვანეს იქიდან სიტყვა არ გაუგია არავის. განყოფილებაში მიცვივდნენ ნახევარ საათში და მაშინ მოითხოვეს მიზეზის ცოდნა, დოდო ტიროდა, დოდოსთან ერთად მთელი სოფელი ტიროდა, ორი ახალგაზრდა ვარსკვლავი დაკარგეს, ახლა კი მესამესაც თავიანთი ხელით კლავდნენ. სუნთქვაშეკრული უსმენდნენ იმ მიზეზს, რის გამოც იჭერდნენ. ფეხზე დგომა გაუჭირდა ლაშას, კედელს მიეყრდნო, ხელები აუკანკალდა და მუხლებიც უარს ამბობდნენ სხეულის დაჭერაზე, მძიმედ დაეცა იატაკზე, როცა პროკურორმა განაცხადა რომ ბიჭების სიკვდილში მას ადანაშაულებდნენ. ვერ გაეგო რის საფუძველზე, ან თვითმკვლელობას რომ ასახელებდნენ თავიდან, როდიდან გადაიქცა მკვლელობად. ლაშა საერთოდ ვერ ხვდებოდა ვერაფერს, არცერთი მისი ჩვენება და აღიარება არ შველოდა არაფერს, თითქოს მთელი სამყარო მის წინააღმდეგ შეიკრა. არსად ჩანდნენ რუსები, არსად ჩანდა მათი ტკბილი მეგობრობა, ვერ ამტკიცებდნენ ვერაფერს, გარდა იმისა რომ ლაშა ჭანტურია წამქეზებლად და შემდეგ მკვლელად გამოაცხადეს. ლამის საკნის კარები გაანგრია იმის გამო რომ საკუთარი ძმების მკვლელობას აბრალებდნენ. ადვოკატები აიყვანეს, აქეთ - იქით დარბოდნენ, თუმცა ვერაფერი უშველეს, უსაშველო თორმეტი წელი მიუსაჯეს სასამართლოში დამნაშავის სკამზე მჯდარ უმწეო ლაშა ჭანტურიას და გადაიყვანეს გორის ციხეში. დოდო აკითხავდა ხოლმე ხშირად, მხოლოდ მას ხვდებოდა ლაშაც, სხვას არავის. თუმცა ორ - სამ წელში მანაც შეწყვიტა სიარული. ვეღარ დადიოდა ხშირად, უჭირდა გადაადგილება, მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს ქალს. რამდენჯერმე რომ მივიდა ბოლოს, თავად ლაშა აღარ შეხვდა იმ მიზნით რომ მეორედ აღარ მოსულიყო და ემკურნალა.
სულ მარტო დარჩა ცივ კედლებში ლაშა ჭანტურია.
ცალკე გლოვა მიდიოდა გაბედავების სახლში. ჯერ იყო და ბიჭების გატაცება ვერ მოენელებინათ, მერე მათი სიკვდილი.
- ესე როგორ შეიძლებოდა,- უშრეტად მოედინებოდა გოგოს თვალებიდან ცრემლები. კვირაზე მეტი გასულიყო უკვე და კიდევ ვერ იჯერებდა ამ ამბავს. მუხლებში ჩაფრენოდა დედამისს და ბოლო ხმაზე ტიროდა. ტკივილი კი არ ჩერდებოდა, პირიქით უფრო იმატებდა და სხეულს ანადგურებდა. რა შეეძლო საწყალ ქეთოსაც, როგორ დაემშიდებინა შვილი, როდესაც საკუთარი თავი ვერ აჰყავდა ხელში. წნევები ჰქონდა მართას და არ შეიძლებოდა ამდენი ნერვიულობა, მაგრამ როცა შავი ღრუბელი გადაეფინა სოფელს, რთული იყო ოდნავი გაღიმებაც კი.
- შემომხედე ნია,- მკაცრად უთხრა ქალმა და სახე ააწევინა,- ნუ ტირი. დამშვიდდი, ისუნთქე.
ხშირდა უმეორებდა, თუმცა უშედეგოდ. გაჩერდებოდა და წამებში ისევ ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები. მძიმე დარტყმა იყო ნიასთვის და მერე მისი ოჯახისთვის ბიჭების ამბავი, რა თქმა უნდა. ნია ცალკე სანდროსაც განიცდიდა. ენატრებოდა, არ იყო ახლოს, თუმცა ენატრებოდა. ამდენი წელი ჩუმად უყვარდა, ჩუმად ეტრფოდა, ისე გაუჩინარდა ვერაფერი უთხრა, ისე დაიღუპა რომ ბოლოჯერაც ვერ შეხედა, ვერ ჩაეხუტა. საშინელება იყო დაკრძალვის დღე, თითქოს მთელი სამეგრელო ეწერისში იყო, ყველა ტიროდა, ყველა განიცდიდა. არავინ არაფერს ამბობდა, ანდაც რა უნდა ეთქვათ ისეთი რომ დაემშვიდებინათ თავი.
რთული იყო პირველი თვერთი ე ეწერისში.
მერე ნელ - ნელა თითქოს ტკივილი მათ თანმდევად აქციეს, ისწავლეს როგორ შეგუებოდნენ, როგორ გადაეფარათ ცოტახნით სხვა საქმეებით და როგორ ჩამდგარიყვნენ კალაპოტში. დაიცალა ეწერისი, ზოგი წავიდა თბილისში, ბავშები გარეთ აღარ დარბოდნენ, მოხუცები ძლივს იდგნენ ფეხზე. ყველას მოაკლდა თითქმის თერთმეტი წლის სიცოცხლე ამ ამბების მერე. ნათელა ფეხზე ვერ იდგა, თუ დგებოდა აჩრდილივით დადიოდა, ელისო საერთოდ სახლიდან არ გამოდიოდა. ნიამაც გადაწყვიტა შემდეგ წელს მაინც ჩაებარებინა უნივერსიტეტში, თუმცა პირველი კურსიც არ ჰქონდა დამთავრებული, ისევ უზარმაზარი დარტყმა რომ მიიღო. არჩილმა დაურეკა, სოფელში ჩასვლა სთხოვა. თუმცა სიტყვა არ დასცდენია. ჩავიდა იმ დღესვე ეწერისში და ლამის ხელმეორედ მოკვდა, ეზოში მდგარი ხალხი რომ დაინახა. ისევ შავებში გამოწყობილი, ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ თავისივე სახლში იდგნენ. ყველა უსამძმრებდა, საერთოდ ვეღარ აზროვნებდა შიგნით შესულმა იქვე მდგარი დედის ფოტო რომ დაინახა. ვერ მიუახლოვდა მაშინვე, უბრალოდ იდგა და უყურებდა, თითქოს ელოდა რომ რაღაც შეიცვლებოდა, რომ ვიღაც იტყოდა, „არა, შეცდომაა", მაგრამ არაფერი შეცვლილა. არავის არაფერი უთქვამს და ამ დუმილში იყო ყველაფერი. ნიამ ერთი ნაბიჯი გადადგა. მერე კიდევ ერთი. ხელები ოდნავ ასწია, თითქოს ჰაერში ეძებდა საყრდენს.
- არა...- ჩუმად ამოისუნთქა. ხმა ისე გაისმა, თითქოს საერთოდ არ ეკუთვნოდა,- დედა...
და ამ ერთ სიტყვაში დაინგრა ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ იდგა მასში. მუხლები მოეკეცა, იატაკზე დაეცა. ვიღაცები მივიდნენ, ხელი მოჰკიდეს, რაღაცას ეუბნებოდნენ, მაგრამ ნია უკვე ვერაფერს გრძნობდა. გონებაში ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა - დიტო, სანდრო, ის წლები, ის სიცილი, ის ტკივილი, და ახლა - ეს. ყველაზე ახლობელი ადამიანის დაკარგვა. საბოლოო. იმ დღეს ნია ბოლომდე გატყდა. მერე ისევ ადგა. ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა - არა იმიტომ რომ შეძლო, არამედ იმიტომ რომ უნდა გაეგრძელებინა. კიდევ რამდენიმე წელი გავიდა. ნელ - ნელა თითქოს შეეჩვია კიდეც ამ სიცარიელეს, ისწავლა როგორ ეცხოვრა მასთან ერთად. მაგრამ ეს არ იყო შეგუება - ეს იყო უბრალოდ არსებობა.
საერთოდ დაიშალა ეწერისი, აღარავინ ლაპარაკობდა, აღარ ისმოდა სოფელში საუბარი, სიცილი, საუბარიც კი. იმდენად ნაცრისფერი გახდა ყველაფერი რომ შორიდან ალბათ ერთი პატარა დაუსახლებელი ადგილი ჩანდა. ყველა სახლში იყო შეყუჟული. ან უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სოფლიდან, ისევე როგორც ეს ნიამ გააკეთა. ვეღარ გაუძლო, ადგა და დედის გარდაცვალებიდან ერთ წელში თბილისში წავიდა, იქ ჩააბარა, იქ ისწავლა, დაამთავრა, იმუშავა და აგროვებდა ფულს. ოღონდ რისთვის, თავადაც არ იცოდა. ერთი - ორჯერ ჩააკითხა ლაშას გორში, თუმცა ბოლოს ბიჭმა განაცხადა რომ აღარ უნდოდა არავის ნახვა და უბრალოდ დანებდა ნიაც.
რთული იყო ცხოვრება, ამდენი ახლო ადამიანის დაკარგვა მძიმე ასატანი იყო. თუმცა ეგუებოდა. წლების შემდეგ თითქოს ირიბად ახსოვდა სანდროს სახე, დიტოს სახეც, მათი ფოტო სოფელში ჰქონდა შენახული, თუმცა თან არ წამოუთია. ხანსახან ფიქრობდა როგორები იქნებოდნენ ახლა მის ასაკში, თუმცა მერე თავს გააქნევდა, სძულდა საკუთარი თავი იმის გამო რომ ასე ივიწყებდა მათ სახეს, თუმცა მათი გახსენება ახლა უძალიანესად დიდ ტკივილს აყენებდა. იშვიათად ჩადიოდა სოფელში. ყოველ ჩასვლაზე სასაფლაოზე ახალი ქვა ხვდებოდა ხოლმე, ჯერ იყო და სკოლის დირექტორი ედემი მომკვდარიყო გულით, მერე იყო და საყვარელი მეზობელი ბოლოთა გარდაცვლილიყო ასაკით, ბოლო ჩასვლაზე მირიანიც მათ გზას გაჰყოლოდა. მერე დაფიქრა და მიხვდა რომ ყოველ ჩასვლაზე ვიღაც კვდებოდა, თითქოს თავისი ბრალი იყო. ბოლოს ის გადაწყვეტილება მიიღო რომ აღარ დაბრუნდებოდა საერთოდ უკან. თბილისშიც კარგად გრძნობდა თავს, თუმცა არც მეგობარი ჰყავდა და შეყვარებულიც სულ რაღაც სამი თვე ჰყავდა. ბოლოს მასაც დაშორდა იმის შიშით რომ სიყვარულზე უფრო მეტი შიშის გრძნობა გააჩნდა, ეშინოდა მისთვისაც არ ეტკინა, რამე არ დაეშავებინა. ბოლოს ისიც გაუშვა და დარჩა თავის პატარა ცივ ბინაში ისევ მარტო.
* * *
- ასე არ უნდა მოქცეოდი,- გაისმა მარიამის ხმა ტელეფონში,- ცუდად არის გოგო.
- კარგი, ამაზე სახლში ვისაუბროთ,- გააქნია თავი და სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, გაუთიშა. სკამზე მოთავსდა, საზურგეს მიაწვა, თვალებიდან არ ამოსდიოდა ის სცენა.
- სანდრო,- შემოაღო კარები დაჩიმ,- ძლივს გიპოვე, რატომ არ პასუხობ ტელეფონს?
- ველაპარაკებოდი სხვას, მეგონა ხვალ აპირებდი დაბრუნებას,- წამოიწია ეშბა,- რა ხდება? როგორაა?
- საშინლად,- ამოიოხრა დაჩიმ,- ისეთი გაბრაზებული იყო, ოთახშიც ვერ გაჩერდებოდი.
- მჯერა,- ჩაეცინა სანდროს,- კიდევ ხომ აპირებდი დარჩენას.
- ვაპირებდი, უბრალოდ ვიღაც მეზობელი გარდაცვლილა და მეორე დღესვე მაგის დაკრძალვაზე გავვარდით,- მხრები აიჩეჩა დაჩიმ,- საწყალი ქალი ძალიან შემეცოდა.
- შენ რაღა გინდოდა იქ?
- რა მექნა. მანქანა გაფუჭებიათ და თან საშინლად წვიმდა,- ჩაეცინა დაჩის,- გაუფუჭდებოდათ აბა რა იქნება. სულ განადგურებულია გზები, მეც ძლივს მივედი ეწერისამდე.
- ეწერისი?- წარბები აზიდა სანდრომ.
- ხო, ზუგდიდის მერეა. არ ვიცი თუ იცი, პატარა სოფელია და იქ ჩავიყვანე,- მიაწვა საზურგეს დაჩი,- მოკლედ ნია ძალიან ცუდადაა, გადმოგცა კიდეც რომ მთელი გულით ეზიზღები და მისთვის აღარ არსებობ. და მერე ეგრევე გასვენებაში წავედით, როგორც იციან ხოლმე ხომ იცი, განსაკუთრებით სამეგრელოში, საწყალი ელისო. გარეთ ვიდექი და მეზობელი მელაპარაკებოდა, ისე უტანჯია ქალს, მემგონი ცხოვრებაში არ მომისმენია მსგავსი ამბავი.
სიტყვები ჰაერში დარჩა.
სანდროსთვის დრო უცებ დამძიმდა, თითქოს ჰაერი გასქელდა და მოძრაობა შეწყვიტა. დაჩის ხმა ნელ - ნელა შორდებოდა, შიგნიდან რაღაც ხმამაღალი წუილი წამოვიდა, ისეთი მკვეთრი რომ ყველაფერს ფარავდა. თითქოს ჩამობნელდა ყველგან. ვეღარ არჩევდა ვერაფერს. არც დაჩის ხმა გაუგია შეშინებული რომ წამოიწია. თითქოს ისევ თერთმეტი წლის წინ დაბრუნდა, იქ, იმ ადგილას, ზემო ეწერისში. სისხლი გაუშრა, სახეზე მოაწვა, სუნთქვა შეუწყდა, ლამის ფილტვებმა უარი განაცხადეს ჰაერის მიღებაზე. გონება ერთდროულად აივსო სურათებით, რომლებიც ერთმანეთში ირეოდა და ერთმანეთს არ ემორჩილებოდა - მზე, რომელიც თვალებს ჭრიდა. ქალის ხმა, რომელიც თითქოს შორიდან ეძახდა. პატარა ეზო, სადაც ყველაფერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მერე - სიცარიელე, რომელიც ამ ყველაფერს ყლაპავდა. ელისოს სახელი გონებაში ისე გაიჭედა, თითქოს ვერ გადადიოდა შემდეგ ფიქრზე. იმ სახელთან ერთად რაღაც ძალიან ძველი და ძალიან მტკივნეული ამოიწია, რაც წლების განმავლობაში ძალით ჰქონდა ჩამარხული. სხეულმა ვერ გაუძლო ამ ამოტივტივებას - თითები დაეჭიმა, მხრები გაუმაგრდა, ყელი დაეკეტა.
სუნთქვა დაუმძიმდა. თითოეული ჩასუნთქვა უფრო რთული ხდებოდა, თითქოს ჰაერი აღარ იყო საკმარისი. გული აუჩქარდა, მაგრამ ეს რიტმიც არ ჰგავდა ჩვეულებრივს - არათანაბარი, უხეში, მტკივნეული იყო. თავი ოდნავ დაეხარა, თითქოს წონასწორობას კარგავდა, მაგრამ მაინც იდგა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი, თუმცა არაფერს ხედავდა - მხოლოდ შიგნით, საკუთარ გონებაში, იქ, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთში ირეოდა და ერთმანეთისგან აღარ განსხვავდებოდა. მაგიდაზე ხელი მოუხვდა - გაუცნობიერებლად, დაყრდნობა უნდოდა, თავის შეკავება. ნივთები გადმოცვივდა, სადღაც მსხვრევის ხმაც გაისმა. მაგრამ ამ ხმაურმაც კი ვერ შეაღწია იმ შიდა წუილში, რომელიც ყურებში ედგა. თითქოს გარესამყარო საერთოდ აღარ არსებობდა. მხოლოდ ეს შიდა ქაოსი დარჩა, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გონებაში ერთმანეთზე გადაბმული ფრაგმენტები ციმციმებდა - დედა, რომელსაც წლებია მკვდრად თვლიდა. მოტაცება, რომელიც მისი ცხოვრების დასაწყისიც გახდა და დასასრულიც. ნია, რომლის სახეც უცნაურად ებმოდა ამ ყველაფერს და ის სიცარიელე, რომელიც ამ ყველაფერს შორის იყო გაწელილი. ვერ იგებდა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი ერთად ყოფილიყო სიმართლე. ვერ აწყობდა. ვერ იღებდა.
სხეული დაძაბული ჰქონდა, თითქოს მზად იყო ან გატეხილიყო, ან აფეთქებულიყო. მაგრამ არც ერთი არ ხდებოდა. უბრალოდ იდგა ამ მდგომარეობაში - გაჭედილი, გაჩერებული, ჩაკეტილი იმ მომენტში, სადაც ყველაფერი ერთდროულად დაეცა. არც კვდებოდა და ვეღარც ცოცხლობდა და იმ წამში ყველაზე მძაფრად იგრძნო - რომ ის, რასაც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა, რასაც სიმართლედ თვლიდა, რასაც საკუთარ ისტორიად აღიქვამდა - აღარ არსებობდა.
და მის ადგილას დარჩა მხოლოდ ქაოსი.
ქაოსი, რომელიც გარედან უხმო იყო, შიგნით კი აუტანლად ხმაურობდა. თითქოს ყველაფერი ერთ წერტილში შეკუმშულიყო და იმ წერტილიდან, ყოველ წამს, ისევ იფეთქებდა. სანდრო იდგა, მაგრამ ეს დგომა აღარ ჰგავდა დგომას - უფრო ჰგავდა რაღაცას, რაც ძლივს იკავებს ფორმას რომ არ დაიშალოს. თითები ისევ მაგიდის კიდეს ეჭიდებოდა, თუმცა ვეღარ გრძნობდა ზედაპირს. ხელებში ძალა ჰქონდა, მაგრამ ეს ძალა უკვე აღარ ემორჩილებოდა. კუნთები დაჭიმული იყო, თითქოს სხეული წინასწარ ემზადებოდა დარტყმისთვის, რომელიც ჯერ არ მოსულა, მაგრამ აუცილებლად მოვა. სუნთქვა ისევ არ ემორჩილებოდა. ხანმოკლე, წყვეტილი, უხეში ჩასუნთქვები მოდიოდა, თითქოს ჰაერი გზას ვერ პოულობდა. მკერდი სტკიოდა - არა კონკრეტულ ადგილას, არამედ მთლიანად, როგორც ერთიანად დაჭიმული კვანძი. ყელი გაუშრა. ენა პირს ეკვროდა. ხმა, რომელიც შეიძლება ამოსულიყო, სადღაც შიგნით იკარგებოდა, ვერ აღწევდა გარეთ. თვალები ისევ გახელილი ჰქონდა, მაგრამ ხედვა ნაწილებად დაიშალა. რაღაცები მკვეთრი ჩანდა, რაღაცები - სრულიად წაშლილი. ოთახი აღარ იყო სივრცე - იყო უბრალოდ ფონად ქცეული რაღაც, რომელსაც მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ერთადერთი რეალური ის იყო, რაც შიგნით ხდებოდა.
და იქ - წესრიგი აღარ არსებობდა.
სხეული თითქოს ვერ წყვეტდა, რა გაეკეთებინა - გაქცეულიყო, დაენგრია, ეყვირა თუ უბრალოდ ჩამოშლილიყო. მაგრამ არც ერთს აკეთებდა. უბრალოდ რჩებოდა იქ, იმ შუა მდგომარეობაში, სადაც ენერგია გროვდება, მაგრამ გამოსავალი არ აქვს. თითები ოდნავ შეირხა, მერე ისევ გაჩერდა. მხრები თითქოს ოდნავ ჩამოეშვა, მაგრამ მაშინვე ისევ დაიჭიმა. ეს მოძრაობებიც კი არ იყო ბოლომდე დასრულებული - ყველაფერი ნახევრად დარჩენილი იყო, როგორც ფიქრები. ყურებში წუილი აღარ იყო უბრალოდ ხმა - გახდა ფონი, მუდმივი, გამჭოლი, რომელიც ყველაფერს ფარავდა. და ამ ფონზე საკუთარი გულისცემაც კი სხვანაირად ისმოდა - არათანაბრად, მძიმე დარტყმებად, თითქოს სხეულიც ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა და ამ ყველაფრის შუაში, ყველაზე მკაფიოდ, ერთი შეგრძნება იდგა - დაკარგული საყრდენი. არა უბრალოდ ადამიანის, არა უბრალოდ წარსულის - არამედ იმ საფუძვლის, რაზეც იდგა და როცა ეს საფუძველი გაქრა, ყველაფერი, რაც ზედ იყო აშენებული, ჰაერში დარჩა. უსაფუძვლოდ და ნელ - ნელა იწყებდა დაშლას.
ეტკინა, წაიქცა, თვით სანდრო ეშბაც კი მოტყდა ერთ მომენტში. ყურებში წუილი აღარ იყო უბრალოდ ხმა - გახდა ფონი, მუდმივი, გამჭოლი, რომელიც ყველაფერს ფარავდა. და ამ ფონზე საკუთარი გულისცემაც კი სხვანაირად ისმოდა - არათანაბრად, მძიმე დარტყმებად, თითქოს სხეულიც ცდილობდა გაეგო, რა ხდებოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. და ამ ყველაფრის შუაში, ყველაზე მკაფიოდ, ერთი შეგრძნება იდგა - დაკარგული საყრდენი. არა უბრალოდ ადამიანის, არა უბრალოდ წარსულის - არამედ იმ საფუძვლის, რაზეც იდგა და როცა ეს საფუძველი გაქრა, ყველაფერი, რაც ზედ იყო აშენებული, ჰაერში დარჩა. უსაფუძვლოდ. და ნელ - ნელა იწყებდა დაშლას. იმ სიჩუმეში, იმ შიდა ქაოსში, მოულოდნელად რაღაცამ გაჭრა. დაგუბებულ ყურებში ჩაესმა ვიღაცის ძახილი, ნელ - ნელა გამოვიდა სიბნელიდან, დაჩი იდგა მის წინ. ტელეფონი ხელში ეჭირა და თან ვიღაცას ესაუბრებოდა, დაზაფრული სახე ჰქონდა.
- სანდრო...- დაჩის ხმა იყო, მაგრამ უცნაურად ისმოდა, ჩამქრალი, გაფანტული,- სანდრო, გამოფხიზლდი. გესმის ჩემი?
სანდრო ნელ - ნელა წამოიწია. იატაკზე ეგდო, არც ახსოვს როდის წაიქცა. თავი გააქნია, ხმას ვერ იღებდა, ყელში გაჭედილი ჰქონდა რაღაც.
- შარში ვართ...- ახლა უკვე მკაფიდ ისმოდა.
დაჩის ხმა ახლა უკვე მკვეთრი იყო.
- პრობლემები გვაქვს...- სიტყვები ამჯერად აღარ გაჩერდა სადღაც გზაში. პირდაპირ მივიდა. მძიმედ. დაუნდობლად და იმ ქაოსში, რომელიც უკვე შიგნით ტრიალებდა.
სანდრომ ნელა გაახილა თვალები ბოლომდე, მაგრამ მზერა ჯერ ისევ არ იყო ფოკუსირებული. ჭერი დაენახა, მერე დაჩის სილუეტი, რომელიც ზედმეტად ახლოს იდგა, ზედმეტად მკაფიოდ - თითქოს ეს რეალობა ძალით აწვებოდა. წამოდგომა სცადა, მაგრამ სხეული არ დაემორჩილა მაშინვე. ხელები იატაკს დაეყრდნო, თითები ძლიერად დაეჭიმა, თითქოს რაღაცას ეჭიდებოდა, რომ არ დაშლილიყო ბოლომდე.
სუნთქვა ისევ არეულად მოდიოდა. ყელი ისევ გამშრალი ჰქონდა, ხმა არ ამოსდიოდა. თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ცდილობდა შიგნით დაგროვილი ყველაფერი გაეფანტა, მაგრამ ვერაფერს შლიდა - პირიქით, ყველაფერი უფრო მკაფიო ხდებოდა. ქაოსი, რომელიც რამდენიმე წამით თითქოს გაურკვეველ ნისლად ედგა, ახლა ფორმას იღებდა. ფრაგმენტები ერთმანეთს ებმებოდა, მწყობრში არ მოდიოდა, მაგრამ უკვე აღარ იკარგებოდა. ნიას სახელი გამოეყო ყველაფერს. გონებაში უცებ ამოტივტივდა მისი ხმა, მისი თვალები, ის მომენტები, როცა უყურებდა და ვერ ამბობდა ვერაფერს, ის ბოლო მზერა, ბოლო ჩახუტება, ბოლო კოცნა. სანდროს თითები კიდევ უფრო დაეჭიმა იატაკზე, ფრჩხილები ლამის ჩაესო ზედაპირში. მკერდში რაღაც მძიმედ დაეჯახა, სუნთქვა წამით ისევ შეეკრა, მაგრამ ამჯერად არ გაჩერდა - გააგრძელა, უფრო ღრმად, უფრო უხეშად.
სხეულმა ნელ - ნელა დაიწყო მორჩილება. წამოდგომა ისევ სცადა. ამჯერად ფეხებმა გაუძლო, თუმცა წამით წონასწორობა დაკარგა. თავი ოდნავ დაუბნელდა, მაგრამ არ გაჩერდა. დაჩის ხელი წამით იგრძნო მხარზე, მაგრამ არ შეუხედავს. ეს შეხებაც შორიდან მოდიოდა.
- სანდრო...- თქვა დაჩიმ დაბალი ხმით. სანდრომ თავი ნელა ასწია. თვალები ახლა უკვე ფოკუსში მოვიდა. მზერა მკვეთრი გახდა, მძიმე, მაგრამ აღარ იშლებოდა. იქ აღარ იყო ის გაშეშებული სიცარიელე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჰქონდა. მის ადგილას რაღაც სხვა იდგა - შეკრული, გამკაცრებული,- უნდა წავიდეთ და გავარკვიოთ რა ხდება.
- რა ხდება,- ამოილაპარაკა.
- ავთომ დარეკა, სახლს თავს დაესხნენო... კარგად არიან თვითონ. შენ რა გჭირს?
- კარგად ვარ. ვიცი ვინც გააკეთებდა,- სიტყვები მშვიდად თქვა, თითქმის ჩურჩულით, მაგრამ იმ ჩურჩულში ისეთი სიცივე იდგა რომ დაჩი ინსტიქტურად გაიჭიმა. სანდრო უკვე აღარ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იატაკზე იწვა და საკუთარ თავში იკარგებოდა. ახლა მოძრაობდა ზუსტად, ზედმეტი ჟესტების გარეშე, თითქოს შიგნით ყველაფერი ერთ ხაზში დალაგდა. მოსაცმელი მხრებზე გადაიცვა, სწრაფად, უხეშად. თითები აღარ ცახცახებდა. ყოველი მოძრაობა მყარი იყო. გადახედა ოთახს - გადაყრილ ნივთებს, გატეხილ მინას, არეულობას და არც გაჩერებულა. ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა. ახლა სხვა რამ იყო მნიშვნელოვანი.
- ვინ?
- სოსო,- თქვა ბოლოს, თითქოს საკუთარ თავთან ამოწმებდა აზრს.
დაჩი წამით გაჩუმდა, მერე თავი ოდნავ დახარა.
- დარწმუნებული ხარ?
- სხვა ვინ იზამდა? ვინ დაესხმებოდა ჩემებს თავს ასე ღიად?
სანდრომ მანქანის კარი გააღო, საჭეს მიუჯდა. დაჩიც გვერდით ჩაჯდა. ძრავა მაშინვე ჩაირთო, თითქოს თვითონაც ელოდა ამ მომენტს. რამდენიმე წამით სიჩუმე იყო.
ძრავა ღრმად ამუშავდა. მანქანა ნელა დაიძრა, მერე კი სიჩქარეს სწრაფად მოუმატა. გზის შუქები ერთმანეთის მიყოლებით ქრება და ჩნდება, თითქოს დრო აღარ იყო თანაბარი - იკუმშებოდა, იშლებოდა, იკარგებოდა. სანდროს მზერა წინ ჰქონდა მიპყრობილი, გაუნძრევლად, თითქოს გზის მიღმა რაღაცას ხედავდა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. დაჩი გვერდით იჯდა, მაგრამ ამჯერად აღარ ლაპარაკობდა. იგრძნობოდა, რომ სიტყვებს აზრი აღარ ჰქონდა. სანდროს მდგომარეობა იმ ზღვარს გასცდა, სადაც საუბარი რამეს ცვლიდა. ახლა მხოლოდ მოქმედება დარჩა. საჭეს ისე უჭერდა ხელს, თითქოს ეს ერთადერთი იყო, რაც აკავებდა. თითები მყარად ჰქონდა შემოჭერილი, ძარღვები გამოკვეთილი. არც სიჩქარეს აკონტროლებდა ზედმეტად - მანქანა მიჰქროდა, თითქოს თვითონაც გრძნობდა იმ დაძაბულობას, რაც სალონში იდგა. გონებაში ყველაფერი ისევ იქ იყო - ელისოს სახელი, რომელიც ჯერ კიდევ წუილის ფონზე ისმოდა. წარსული, რომელიც ერთიანად დაემხო.
გზა ბნელდებოდა, ქალაქის შუქები ნელ - ნელა უკან რჩებოდა. წინ მხოლოდ სიბნელე იყო და სიჩქარე, რომელიც ამ სიბნელეს ჭრიდა. ჰაერი მძიმედ ეჯახებოდა საქარე მინას, თითქოს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ვერ აჩერებდა. დაჩიმ ერთხელ კიდევ გადახედა სანდროს, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ თავი გადაიქნია. მიხვდა - ეს ის მომენტი იყო, როცა ადამიანი აღარ უსმენს.
* * *
მანქანის ხმა ჯერ კიდევ ყურებში ედგა - მძიმე, გაჭიმული გუგუნი, რომელიც თითქოს აღარ წყდებოდა, თითქოს ძრავა ისევ მუშაობდა სადღაც შიგნით, მის თავში, მის ძარღვებში. ნიამ ნელა გაახილა თვალები და ყველაფერი ბუნდოვანად ჩანდა. მაღალი, ლამაზი ჭერი იყო, რომელიც თავის სახლს ნამდვილად არ ჰგავდა. არც ფარდები იყო იგივე, არც საწოლი. ნელა წამოიწია, ფანჯრიდან გაიხედა, თუმცა ადგილიც არ ეცნო. მერე გაახსენდა, ბოლოს სასაფლაოზე იყო, თავის ბიჭებთან, ელისოსთან. მერე? მერე ვოლკოვი მოვიდა, იჩხუბეს. წაიქცა... მერე? მერე აღარ ახსოვს რა მოხდა. მკერდში რაღაცამ გაჰკრა, სუნთქვა უცებ აუჩქარდა. თითები უნებურად მომუშტა, ყბა დაეჭიმა. უცნაური სიცივე ჩაეღვარა ძარღვებში. წამოდგომა სცადა, თითქოს გაქცევა შეეძლო, მაგრამ როგორც კი ოდნავ წამოდგა - თავბრუ დაეხვა. ოთახი ტრიალებდა, ხაზები იშლებოდა, იატაკი თითქოს გამოეცალა ფეხქვეშ და წამში ისევ უკან დაეცა საწოლზე, მძიმედ, უხეშად.
ხელები ინსტიქტურად მოისინჯა - მაჯები, თითები, მკლავები. შეკრული არ ჰქონდა. თავისუფალი იყო, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა. კარი ნელა გაიღო. ოთახში ქალი შემოვიდა - ხელში ლანგარი ეჭირა. ნიას გახედა და გაუღიმა. ლანგარი იქვე ჩამოდო.
- ვინ ხარ?!- წამოიძახა ნიამ,- რა გინდათ ჩემგან?!
ქალი ნელა მიუახლოვდა, ხელი წაიღო მისკენ.
- არ მომეკარო!- ხმა აუვარდა ნიას,- არ მოხვიდე ახლოს!
სხეული ჯერ კიდევ სუსტი ჰქონდა, მაგრამ შიშმა ძალა დაუბრუნა. ფეხები აებნა, ნაბიჯები არეული ჰქონდა, ქალმა პირი გააღო რაღაცის სათმელად, თუმცა ნიამ აღარ აცადა. კარებისკენ გავარდა. დერეფანში აღმოჩნდა. გრძელი დერეფანი იყო. გაიქცა, სად გარბოდა თავადც არ იცოდა. კიბის თავში მოხვდა, ფეხშიშველი ჩაირბინა და მისაღებში მოხვდა. მთავარი კარებისკენ გაიქცა, თუმცა მკლავში ხელი იგრძნო. ვეღარ მიწვდა სახლურს, ვერ გაიქცა გარეთ.
- გამიშვი,- წამოიკივლა და გაიბრძოლა,- გამიშვი ხელი.
- მოიცადე,- მოესმა კაცის ხმა. უფრო გაგიჟდა, უკვე ევღარ უძლებდა, აღარ შეეძლო ამდენი.
- გამიშვი ხელი,- წამოიყვირა ისევ და ხელზე უკბინა, თუმცა თავის დაღწევა ვერ მოახერხა.
- ნია,- მოესმა თავისი სახელი,- შემომხედე. შემომხედე - მეთქი.
მოატრიალა თავისკენ კაცმა, თუმცა ხელს არ უშვებდა.
- ნია გაახილე თვალები,- ამოიოხრა კაცმა და სახიდან თმები გადაუწია.
- არ მინდა, ნუ მეხები,- გულის რევის შეგრძნება ჰქონდა უკვე.
- ნია ლაშა ვარ,- წამში ჭყიტა თვალები ნაცნობი სახელის გაგებაზე.
- ლაშა?- სახეზე მიაშტერდა, თუმცა ვერ იცნო.
- ჰო, მე ვარ, ლაშა ჭანტურია,- გაეცინა კაცს,- გახსოვს ერთად რომ ვთამაშობდით.
- არა,- უკან დაიხია ნიამ,- არ შეიძლება.. ლაშა ხომ ციხეშია.
ვერ იჯერებდა გაბედავა, ანდაც როგორ შეეძლო დაეჯერებინა, როცა იმ ნათელი, მხიარული, ქერა ლამაზი ბიჭიდან არაფერი შერჩენოდა. თმებ გადაპარსული, წვერიანი, ჩამუქებული თვალებით იდგა მის წინ.
- ვიყავი...- თქვა ნელა. ნიამ ისევ თავი გააქნია.
- არა...- ამჯერად უფრო მტკიცედ თქვა,- შენ... შენ ასეთი არ იყავი...
- მაინც არ გჯერა,- ჩაეღიმა თბილად,- გახსოვს... სკოლაში რომ აგვიანებდი ხოლმე... მე და დიტო გარეთ გელოდებოდით რომ ერთად შევსულიყავით?
ნიას გონებაშ ნელ - ნელა იწყებდა მოგონებები გამოჩენას.
- შენ სულ ბოლო წუთს მოდიოდი...- გააგრძელა ლაშამ,- და დიტო გეჩხუბებოდა, მე კი გიცავდი.
ნიას სუნთქვა შეეკრა დიტოს ხსნებაზე.
- სპორტის გაკვეთილზე რომ დაეცი... გახსოვს? მე მახსოვს, სანდრომ წაგიყვანა ექიმთან,- მწარედ გაეცინა მეგობრის გახსენებაზე,- გინდოდა დაგემტკიცებინა რომ ბიჭებზე სწრაფად დარბოდი... მერე მთელი კვირა კოჭლობდი...
ნიას თვალებში ცრემლი ჩადგა.
- შენ კი მაინც არ ნებდებოდი...- ნიამ უხეშად მოიწმინდა დასველებული ლოყები. ერთი ნაბიჯი გადადგა. მერე კიდევ ერთი. ნელა მიუახლოვდა, თითქოს ჯერ კიდევ ეშინოდა რომ ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი ყოფილიყო. ძლიერად ჩაეხუტა მონატრებულს. თითქოს წლები ერთად დაეტია ამ ერთ მოძრაობაში.
- არაფერი მსმენია შენგან...- ხმა აუკანკალდა,- საერთოდ არაფერი...
- მოგაკითხე კიდეც... - თითები უფრო ძლიერად მოუჭირა მხრებზე,- ციხეში... არ შემომიშვეს...
ლაშა გაუნძრევლად იდგა რამდენიმე წამი. მერე ნელა შემოეხვია თავადაც.
- ვიცი...- თქვა ჩუმად,- ყველაფერი ვიცი.
ნიამ თავი მხარზე მიადო.
- სად იყავი...- ამოიჩურჩულა,- რატომ გაქრი...
- იმაზე ადრე გამოვედი, ვიდრე დრო მქონდა,- გააქნია თავი ლაშამ,- მერე უბრალოდ უკან ვეღარ დავბრუნდი.
- მაგრამ...
- ვერ დავბრუნდებოდი ნია, როგორ მივსულიყავი სოფელში. როგორ შემეხედა ელისოსთვის, ნათელასთვის,- ამოიოხრა ლაშამ,- მე ხომ ვიცი რომ არ ვიყავი დამნაშავე, მაგრამ მათ შვილები დაკარგეს. მე დამაკავეს და მკვლელად გამოიყვანეს.
- მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რო შენ უდანაშაულო ხარ.
- ვიცი, უბრალოდ არ გამოდიოდა,- ამოიოხრა ლაშამ,- სხვა სიტუაცია იყო.
- და ახლა? იცი რომ ელისო აღარაა?
- ვიცი,- სევდიანად ჩაიღიმა ლაშამ,- იქ ვიყავი, მოშორებით. შენი ამბავიც ვიცი...
- მოიცა... მე ხომ სასაფლაოზე ვიყავი. აქ რატომ ვარ? ან როგორ?
- იქ ვიყავი...- უხერხულად ჩაეღიმა,- უფროსწორედ სოფელში ვიყავი, სასაფლაოზე მეც დავდიოდი ხოლმე დილაობით. შენ რომ წახვიდოდი, მერე მე მივდიოდი.
- შენ?- იკითხა ისევ,- მეც არ მიკვირდა ვინ ამატებდა ჩემთან ერთად ყვავილებს.
- ჰო, ადრე მისულხარ მაგ დღეს, ძლივს მოგისწარი.
- საზიზღარი.
- სოსო რაღაცას გეგმავს, იმ ტვირთის ამბავი ხომ იცი? მაგ თემაზეა, დაჩის უნდა დავუკავშირდე,- ნია დადუმდა. მერე ერთიანად მოაწვა ყველა ინფორმაცია. დიტო გვერდით არ ჰყავდათ, თუმცა ახლა ლაშაც მასთან იყო და სანდროც... მერე დაჰკრა თავში, სანდროც მასთან იყო და ლაშაც... ცრემლი მოაწვა, თუმცა შეიკავა.
- ჰო და მე სად ვარ ახლა?
- ახლა გაგრაში ვართ, ვიცი არ უნდა მექნა ასე, მაგრამ იქ ხომ ვერ დაგტოვებდი, თან ვისთვის ჩამებარებინე. ავდექი და წამოგიყვანე, ვერ ვენდობოდი ვერავის, არჩილსაც საფრთხეს ვერ შევუქმნიდი,- გატრიალდა უკან,- ამ კაცს უნდა მივხედო, ერთი კვირა მინდა, დაგაბრუნებ მერე უკან. მაგრად კი მოვცხე ვოლკოვს.
- და შენ?
- მე?- აზიდა წარბები მაღლა, ვერ გაეგო რას გულისხმობდა.
- შენ არ დაბრუნდები?
- ვერ დავბრუნდები,- გუაღიმა კვლავ თუმცა დიდ სევდას იტევდა ეს ღიმილი,- არ მაქვს ამის უფლება.
- იცი დოდო როგორ ცუდადაა? ვერ დადის, ვერ უვლის საკუთარ თავს, ენატრები...
- მაპატიე,- ამოიოხრა და ტელეეფონი ამოიღო,- გინდა ვინმესთან დაკავშრება? შენებს ნუ დაურეკავ ჯერ, არ მინდა საფრთხეში იყვნენ. მე გავაგებინებ მერე.
- დაჩის დავურეკავ,- გაახსენდა პირველი ჩაჩბა.
- დაჩიმ უკვე იცის ყველაფერი, ამაზე არ ინერვიულო.
- თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?- წარბები შეკრა ნიამ.
- ეგ გრძელი ამბავია.
* * *
კაბინეტში ნახევრად ჩამქრალი შუქი იდგა. ფანჯარასთან სანდრო იდგა, ზურგით შემობრუნებული, ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩამალული და გარეთ იყურებოდა - მაგრამ აშკარა იყო რომ ვერაფერს ხედავდა. დაჩი მაგიდასთან იჯდა, ტელეფონი ხელში ეჭირა, თითებით ნერვულად აკაკუნებდა ზედაპირზე.
- ყველა კარგადაა, ჩემთან წავიყვანე სახლში. მარიამიც და ვაჩეც,- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- საფრტხე არცერთს ემუქრება.
- კარგია, სერიოზული იყო რამე?
- არა, ვიღაც ს*რები გამოუგზავნია და შეუშინებია ეთერი, მეტი არაფერი.
- ...- კარის გაღების ხმაზე ორივემ გაიხედა. მიესალმა დაბალი ხმით ორივეს და იქვე სავარძელზე დაიკავა ადგილი.
- არ დავიწყებ შემოვლებს ან რამის ახსნას. დაჩი მიცნობს ამიტომ პირდაპირ ვიტყვი რომ სოსოს მოცილება მინდა,- თქვა ლაშამ პირდაპირ,- პრობლემებს ქმნის, მეც მიქმნის.
- ეგ ყველას უნდა,- მიუგო,- მაგრამ შენთვის რატომ გახდა ახლა პრობლემა?
- იმიტომ რომ მის გამო მოსკოვიდან მაწუხებენ,- თქვა მშვიდად,- მისი დაუმთავრებელი საქმის გამო ათასი კაცი მირეკავს. არ ვიცი ვინაა იქ თავი, თუმცა არც მაინტერესებს. მე არ უნდა მაწუხებდნენ ამ თემაზე, მე მხოლოდ შუამავლი ვარ.
- ტვირთი სად არის?- იკითხა მოკლედ სანდრომ,- თვეებია ამის გამო დაგვსდევს.
- ეგ სოსოს პრობლემაა.
- ანუ?
- ოფიციალურად მოსკოვში უნდა ყოფილიყო თვენახევრის წინ,- თქვა ლაშამ.
- მაგრამ არ არის და სოსოც მაგას ეძებს,- თქვა დაბალი ხმით,- მაგრამ კვალიც კი არ გვაქვს. როგორ უნდა მოვიშოროთ, თუ ვერ ვპოულობთ?
დაჩიმ თავი დაუქნია.
- გეგმა როგორ გვექნება, თუ ხელში არაფერი გვაქვს?- სანდრომ ინტერესით შეხედა ლაშას.
- ტვირთი უნდა გავანადგუროთ და ეს იქნება პასუხი.
- როგორ გავანადგურებთ იმას, რაც არც კი გვაქვს?
- ტვირთი მე მაქვს, მაშინაც მე მქონდა,- ჩაეცინა ლაშას,- მის დაწვას ვაპირებ, პირდპირ მის წინ. პორტში.
- დამცინი? სიგიჟეა,- ამოთქვა დაჩიმ,- მთელი ეს დრო შენთან იყო?
- კი, საზღვარზე არც გადასულა.
- გიჟი ხარ,- წამოდგა ფეხზე,- როგორ უნდა გავაკეთოთ ეგ ყველაფერი?
- გეგმა მაქვს,- წამოდგა ლაშაც,- ოღონდ თქვენი დახმარება დამჭირდება.
სიჩუმე მძიმე იყო. დაჩი ისევ იდგა, ხელები წელზე შემოეჭდო, თვალებით ცდილობდა ბოლომდე გაეშიფრა ლაშას ნათქვამი, სანდრო კი ისევ ჩუმად იყო, მაგრამ აშკარა იყო - უკვე გადაწყვეტილების ზღვარზე იდგა.
- როდის?- იკითხა ბოლოს სანდრომ.
- დღეს ღამით,- დააქნია თავი,- პორტში.
***
ღამე ნელა დაეშვა სოხუმში. ქუჩის შუქები გაფანტულად, უსიცოცხლოდ ანათებდნენ ასფალტს, მაგრამ ქალაქის ნამდვილი გული ახლა ჩრდილებში იმალებოდა. პორტის ტერიტორიაზე სიჩუმე უფრო მკვეთრი და საშიში იყო. იქ, სადაც დღისით მექანიზმების გრიალი და მუშების ხმაური დომინირებდა, ახლა მხოლოდ იშვიათი მეტალის ჟღარუნი და ნაპირთან მიხეთქებული წყლის მძიმე, მონოტონური ხმა ისმოდა. მანქანა პორტის შესასვლელთან ნელა გაჩერდა. ძრავის ხმა ჩაწყდა და სიბნელემ თავის წიაღში მიიღო ისინი. რამდენიმე წამი არავინ განძრეულა.
- ჩემებმა უკვე შემოიტანეს ტვირთი,- მივიდა ერთ - ერთ კონტეინერთან და კარები გამოაღო,- აქ ყველანაირი იარაღი დევს. ფაქტობრივად ამაზეა დამოკიდებული სოსოს მომავალი.
- დაგვხოცავს,- ამოიღო ხმა დაჩიმ,- ვერაფერს ვიზამთ, ისე მოგვიღებს ბოლოს.
- წლებია მას ვიცნობ,- ჩაეცინა ლაშას,- არც ისეთი გულიანია ჩვენ რომ გვგონია. გიპასუხა?
სანდროს გახედა ამჯერად.
- არა ჯერ, თუმცა მოვა,- მანქანაში დაბრუნდა სანდრო.
- დარწმუნებული ხარ?
- მე ვუთხარი,- გაიმორა კაცმა,- მოვა კი არა - გამოიქცევა.
* * *
ლაშამ კონტეინერის მძიმე, ჟანგმოდებული კარი ნახევრად მიხურა. ლითონის ჭრიალი პორტის სიჩუმეში გასროლასავით გაისმა, რის შემდეგაც შიგნით არსებული სიბნელე კიდევ უფრო გაღრმავდა, თითქოს კონტეინერმა საკუთარ თავში ჩაიტანა ყველა ის საიდუმლო, რასაც ეს სამეული ამდენი ხანი მალავდა. გარემო კვლავ უძრავი გახდა — დამთრგუნველი და მოლოდინით გაჟღენთილი.
სანდრო მანქანასთან მიყუდებული იდგა. ტელეფონი ხელში ეჭირა, თითქოს რაღაც აკლდა, მაგრამ ეკრანისთვის უკვე აღარ უყურებდა. მისი მზერა პორტის შესასვლელს იყო მიპყრობილი, იმ ბნელ ხახას, სადაც ყოველი ჩრდილი მტრად ეჩვენებოდა. დაჩი გვერდით ნერვულად დააბიჯებდა; მისი ნაბიჯები ასფალტზე მშრალად და რიტმულად ირტყმებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას ქმნიდა.
- არ მომწონს ეს,- ჩაილაპარაკა დაჩიმ, ხმაში შფოთვა აშკარად ეტყობოდა,- ზედმეტად სუფთაა ყველაფერი.
ლანდივით უძრავი იყო ლაშა, მხოლოდ მისი თვალები მუშაობდნენ, სკანირებდნენ პერიმეტრს. თითქმის ორი საათი ელოდნენ სიჩუმეში.
- არ მოვა,- დაარღვია სიჩუმე დაჩიმ.
- მოვა.
- უკვე საათნახევარი გავიდა,- აატრიალა თვალები ჩაჩბამ.
- გითხარი მოვა მეთქი,- ტონს აუწია სანდრომ,- ვინ იცნობს მაგას ჩემზე უკეთ. თქვენ წადით.
ადგილს მოსცილდნენ მალევე. რამდენიმე წუთის შემდეგ, სიბნელეში ფარების ორი მკრთალი, მტაცებლური შუქი გამოჩნდა. მანქანა პორტში შემოვიდა. ბოლოს ძრავის ხმა მიწყდა და სიჩუმე ისევ ჩამოწვა - უფრო მძიმე, ვიდრე მანამდე. კარი გაიღო. სოსო გადმოვიდა.
- არ მომწონს ეს შენი ქცევა, სანდრო,- თქვა სოსომ. ხმა მშვიდი ჰქონდა, თითქმის მეგობრული, მაგრამ სიტყვებს სიმკვეთრე დანასავით დაჰყვებოდა,- გგონია დავიჯერებ რომ ასე უცებ მოგიბრუნდა გული?
- ნუ დაიჯერებ, ტვირთი აქ არის ახლა ვისაუბროთ,- თვალით ანიშNა უკან კონტეინერზე.
- ჯერ ვნახავ.
- ჯერ ვისაუბრებთ.
- მგონი დაგავიწყდა ჩემი ხასიათი არა, ეშბა?- ჩაეცინა სოსოს და კონტეინერისკენ დაიძრა. კარი გააღო, იარაღით სავსე რომ დაინახა ერთი ორი ხელშI აირო,- ამით ჩვენ იმპერიას ავაგებდით, შენ რომ ჩემთან ყოფილიყავი.
- ძალიანაც ნუ შეტოპავ ოცნებებში,- ბრაზი შეეტყო ხმაში ეშბას,- მამაჩემის და ჩემი მეგობრების მკვლელებთან მე საქმეს არ ვიჭერ.
- ოხ, ეს ქართველები რა ხართ...- თქვა ქართულად, ნელა, დატკბობით,- ერთ შეცდომასაც გულში იდებთ და თან დაატარებთ სულ.
- გგონია იმის ლანძღვით რისი ნაწილიც არასდროს ყოფილხარ და ვერც იქნები გულს მოიოხებ?- ბრაზი შეეპარა ხმაში სანდროს,- შენ როგორც მოიქეცი ისე, მამაჩემი არასდროს იზამდა. მოღალატე იყავი თავიდანვე, რასაც კარგად მალავდი.
- მამაშენსაც შევთავაზე თავის დროზე,- დანანებით გააქნია თავი,- უარი მითხრა, საერთოდ ვერ ხვდებით ამ ცხოვრების გემოს, მაგიტომაც დაემართა ის, რაც მოხდა.
- მაგიტომაც უღალატე და მოკალი, არა?
- გინდა ვინანო?
- შენი სინანული არ უშველის,- არ წყვეტდა შეტევებს.
- შენს მეგობარზე უფრო შეგტკივა გული?- გვერდი აუარა სანდროს,- მაინც რამდენ ხანს უნდა გაიხსენო?
- არ გაბედო მისი ხსენება,- არ ელოდა სოსო მის უეცარ რეაქციას,- მას შეეშვი, გეყოს ისედაც როგორც წაბილწე და გაანადგურე.
- ხელები ამიწევია,- დამცინავი ღიმილით გახედა,- მეგობარს ვერაფერს ვუზამ, მაგრამ შენს შეყვარებულს რა ეშველება?
- რა?- დაიბნა ება, სულ არ ელოდა მის ხსენებას,- რას ამბობ...
- ჰო, არ იცოდი? როგორ მოხდა?- გადაიხარხარა სოსომ,- სად იქნება ახლა ნეტავ? ჰმმ, იქნებ ჩემთან სახლშ? ან იქნებ... ოჰ, მგონი ვიქტორს ჰყავს.
- რას ამბობ,- წამოენთო უცებ და საყელოში ჩაებღაუჭა,- რა უქენი?
- აქედან რომ წახვალ მოიძიე აბა, იქნებ მიგატოვა, ან იქნებ გაგცვალა სხვაშ,- არ წყვეტდა გაღიზიანებას სოსო,- ხომ გითარით ეს ქართველები ერთმანეთს შიგნიდან გასცემთ - მეთქი.
- დაისჯები ყველაფრისთვის,- დაუქნია გამაფრთხილებლად თითი,- მაინც მოგიღებ ბოლოს, ახლა ჯერ გიხაროდეს. იცინე ჯერ, ნახავ როგორ მოგეკითება პასუხი ყველა ცოდვისთვის.
- თქვენ ემოციებით ცხოვრობთ. ამიტომაც მე ვერასდროს ვიქნები ამის ნაწილი,- გააქნია თავი სოსომ.
- და შენ რას აკეთებ?- ჰკითხა ბოლოს, -სხვების სისხლზე იწყობ ცხოვრებას? მას რომ რამე დაემართოს...
დააპაუზა უცებ.
- ერთხელ მოვკალი კაცი, მეორედაც არ გამიჭირდება.
- სისხლი ყოველთვის იყო და იქნება,- თქვა,- ამას ვინ გააჩერებს, შენ?
- შენ მაინც მოგიღებ ბოლოს.
- მემუქრები?
- გაფრთხილებ,- უპასუხა სანდრომ.
სოსომ მზერა გადაატარა კონტეინერს, მერე ისევ სანდროს დაუბრუნა
- მაინც არ მესმის,- თქვა ნელა,- რატომ არ იყავი ჩემს მხარეს. ყველაფერი გქონდა ამისთვის. ჭკუა, გამბედაობა... და სიბრაზეც. ალბათ, საკმარისად არ დაგტანჯე რომ ყველა ტკივილი დაგევიწყებინა.
- ტვირთი ხომ დაგიბრუნე, დაანებე თავი ყველას. ჩემს ოჯახს, ნიასაც, განანებ და თან ძალიან მწარედ,- გვერდი აუარა და მანქანისკენ დაიძრა.
- ჩამოტვირთეთ ყველაფერი,- მოესმა წასვლამდე სოსოს ხმა.
- დროა,- გაისმა ტეელფონში დაჩის ხმა. აფეთქებამ ჰაერი მყისიერად გააყრუა, შემდეგ კი პორტის სივრცე ცეცხლის მძიმე, მღელვარე ალმა შთანთქა. კონტეინერი, რომელიც სოსოს უძლეველობის სიმბოლოდ იქცა, ერთ წამში გახდა მისივე ნანგრევების სამარხი.
სოსო გაქვავდა. მისი მტაცებლური მზერა, რომელიც აქამდე სხვებს აშინებდა, ახლა უსულო, მინისებრ სიცარიელედ გადაიქცა. იდგა ალისფერი ალის პირისპირ, ხელებს ჰაერში უიმედოდ აფათურებდა - თითქოს იმ ძალაუფლების ნამსხვრევებს ეძებდა, რომელიც წამით ადრე ჯერ კიდევ მისი სამყაროს ღერძი იყო. ის აღარ იყო ის ძლევამოსილი ფიგურა, რომლის სახელის ხსენებაზეც ქალაქები დუმდნენ. ის იყო გაცრეცილი, უმწეო აჩრდილი, რომელსაც მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. მას ხმის ამოღებაც არ შეეძლო. მხოლოდ პირს აღებდა, თითქოს ჰაერს ეძებდა იმ ცეცხლში, რომელმაც უკვე წაართვა ყველაფერი - სუნთქვაც და მომავალიც.
მათ სახეებზე არ იყო ზეიმის ყალბი ელფერი. იქ მხოლოდ მძიმე, თითქმის ტკივილის მომგვრელი კმაყოფილება იკითხებოდა. ეს იყო იმ ადამიანების სიმშვიდე, რომლებმაც თერთმეტი წელი კოშმარში გაატარეს და ახლა ბოლოს და ბოლოს იგრძნეს, რომ ის სისხლით დათესილი დანაშაული, რომელიც მათ ცხოვრებას შხამად ედო, ფერფლად იქცა.
სანდროს მხრებზე ათწლიანი ლოდი თითქოს წამით დაემსხვრა. მისი მზერა, რომელიც აქამდე მუდმივად რაღაცას ეძებდა ან გაურბოდა, ახლა უცნაურად გამჭვირვალე და მშვიდი იყო. ის უყურებდა ალის ენებს, რომლებიც პორტის სიბნელეს ანათებდა და გრძნობდა, როგორ იშლებოდა მის შიგნით ის წლების განმავლობაში გაჯიუტებული, მახრჩობელა კვანძი. ლაშა, რომელიც აქამდე სიტყვაძუნწი და დაძაბულობისგან დაგრეხილი იყო, ახლა ხელებს დაჟინებით დასცქეროდა. მშვიდად იჯდა მანქანაში, მის სახეზე პირველად გამოჩნდა ჭეშმარიტი სიმშვიდის კვალი - ის აღარ იყო მოჩვენება, რომელიც სტრესისგან თვალსა და ხელს შუა ილეოდა. მან ჰაერი ღრმად, მთელი გულ - მკერდით შეისუნთქა - პირველად ათწლეულის განმავლობაში ეს ჰაერი სიკვდილის გემოს არ ატარებდა. დაჩის სახეზე კი შეუმჩნეველი, თითქმის მწარე ღიმილი იდგა. ეს არ იყო ბოროტი გამარჯვება. ეს იყო იმის გაცნობიერება რომ ვალი გასტუმრებულია. მან იარაღი ჩაუშვა, მხრები მოდუნებულად ჩამოუშვა და უბრალოდ ამოისუნთქა. მათ სამივემ იცოდა - მათ არაფერი მოუგიათ, გარდა მშვიდი ღამით ძილის მცირე, მაგრამ ძვირფასი უფლებისა.
სოსო კი ისევ იქ იდგა, გაოგნებული და საკუთარ ნანგრევებს მიშტერებული. ვერ იაზრებდა, როგორ შეიძლებოდა, ყველაფერი, რასაც წლები აშენებდა, ასე უბრალოდ, ქარის ერთი მიქცევით გაქრებოდა. ის დარჩა კაცად, რომელსაც ჰქონდა ყველაფერი და რომელსაც ახლა აღარ გააჩნდა არაფერი - არც ძალა, არც სიტყვა და არც ადგილი ამ ქვეყნად. პორტის სიჩუმე, რომელიც აფეთქების ხმამ გაარღვია, ისევ დაბრუნდა, მაგრამ ახლა ეს იყო სრულიად განსხვავებული სიმშვიდე - დამწვარი ფერფლის ფონზე გამეფებული იმ შვების სიჩუმე, რომელიც მხოლოდ მაშინ დგება, როცა დიდი ტკივილი საბოლოოდ ისტორიას ბარდება.
- ახლა რა ელის სოსოს?- როგორღაც ხმა ამოიღო დაჩიმ და უკანა სარკეში იხედებოდა, ჯერ ისევ მოჩანდა სტაფილოსფერი ალი,- იქ რომ დავტოვეთ არაუშავს?
- თბილისიდან დავარეკინებ მოსკოვში, ჩამოაკითხავენ სოსოს. მანამდე ავიყვანთ. ვერსად გაიქცევა, ქვეყნიდან ვერ გავა უსაბუთოდ და თუ გააკეთებს საბუთს საზღვარზე დაიჭერენ და წაიყვანენ, დაისჯება.
- სასამართლოში?
- არა, არაკონინიერად უნდა შესულიყო ეგ ტვირთი მოსკოვში, სასამართლოთი ვერ დასჯიან,- გააქნია თავი ლაშამ,- მაგრამ სხვა დანაშაულსაც ამოუქექავენ რომელოც კანონს ეხება და მაგით. ზუატად ჯერ მეც არ ვიცი.
- ანუ დამთავრდა?
- დამთავრდა, უნდა წავიდე.
- სად მიდიხარ?- შეაჩერა დაჩიმ.
- ნია... ნიაზე მითხრა...
- არ ინერვიულო, ნია კარგადაა,- ამოიოხრა დაჩიმ.
- საიდან იცი?
- სანდრო არ მენდობი?- ჩაეცინა დაჩის,- ნია კარგადაა, დამიჯერე.
- დალაპარაკება მინდა მასთან.
- დაველაპარაკებით, წავიდეთ ჯერ აქედან.
ღამე უჩვეულოდ ნათელი იყო - ისეთი, როცა სიბნელე აღარ გთრგუნავს, არამედ თითქოს ადგილს გითმობს რომ სუნთქვა შეძლო. ჰაერი სუფთა და მსუბუქი იყო, ზღვის მხრიდან მოტანილი ნესტი აღარ აწვებოდა, პირიქით, ამშვიდებდა. შორიდან წყლის ერთფეროვანი ხმა ისმოდა - არა მძაფრი, არა შემაწუხებელი.
ქალაქიც თითქოს სხვანაირად გამოიყურებოდა. შუქები აღარ ანათებდა აგრესიულად, რბილად იფანტებოდა ასფალტზე, შენობების კუთხეებზე, გზის სველ მონაკვეთებზე. ყველაფერი უფრო მკვეთრი ჩანდა და ამავე დროს უფრო მშვიდი - თითქოს დრო ცოტათი შენელდა. ეს იყო ის ღამე, რომელიც იშვიათად მოდის - როცა გრძნობა გაქვს რომ რაღაც დასრულდა. არა უბრალოდ ეპიზოდი, არამედ წლები. თითქოს იმ ერთ აფეთქებასთან ერთად არა მხოლოდ ტვირთი, არამედ წარსულის დიდი ნაწილი დაიწვა.
ჰაერში თითქოს სიმსუბუქე გაჩნდა. როგორც როცა მძიმე ტვირთს იხდიან მხრებიდან. როგორც როცა ბოლოსდაბოლოს წყდება რაღაც, რაც წლები გიჭერდა. მაგრამ ამ სიმსუბუქეში სიცარიელეც ერია. იმიტომ რომ ყველაფერი, რაც წავიდა, რაღაცას ტოვებს უკან. სანდრო ჩუმად იდგა, სიგარეტის კვამლი ნელა იფანტებოდა მის ირგვლივ. გარედან შეიძლება ეს უბრალოდ ღამე ყოფილიყო — ლამაზი, მშვიდი, ნათელი — მაგრამ შიგნით ეს სიმშვიდე ბოლომდე არ აღწევდა. რაღაც მაინც დარჩა. ისეთი, რაც არ იწვება. არ ქრება. არ მთავრდება აფეთქებით. მხოლოდ ფორმას იცვლის და უფრო ღრმად ჯდება. ეს ღამე თითქოს თერთმეტი წლის სიმძიმეს წაიღებდა - იმ დაკარგულ წლებს, შეცდომებს, ბრაზს, სისხლს - ყველაფერს, რაც ამდენ ხანს გროვდებოდა.
მაგრამ ბოლომდე ვერ წაიღო. რაღაც მაინც დატოვა. დიდი დაღი. ისეთი, რომელიც არ ჩანს გარედან, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა შიგნით და სანდრომ პირველად იგრძნო — რომ ყველაფერი მართლა დასრულდა. და ამ დასრულებასთან ერთად... დაიწყო რაღაც სხვა.
უფრო რთული და გაცილებით პირადი.
- ჩემთან წამოდით დღეს,- გაისმა სიჩუმეში ლაშას ხმა,- ვიღაც უნდა გაჩვენოთ.
- ვინ?- მზერა გაუსწორა ეშბამ. ჩახედა მუქ ლურჯ თვალებში, რატომღაც ძალიან უნდოდა სადღაც სიცოცხლის ნიშანწყალი მაინც დაენახა, თუმცა უშედეგოდ. ეს კაცი შიგნიდან და გარედანაც მკვდარი იყო.
- ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი,- გაიღიმა, თუმცა ეს ღიმილი არ ჰგავდა სხვას. უფრო თბილი იყო, სიყვარულით სავსე,- ძალიან გაგიხარდებათ მისი ნახვა.
დაჩის ჩაეღიმა, თუმცა არაფერი უთქვამს. გაგრაში მალე ჩავიდნენ, გზები თავისუფალი იყო, მიქროდა შავი მინივენი და თან მიაპობდა აფხაზეთის ჰაერს. დიდ ეზოში შევიდა მანქანა. იქვე გაჩერდა ფარეხთან ახლოს. გაიღო კარები და გადავიდა სამივე. ეშბამ ეჭვისთვალით მოავლო სახლს თვალი. აქ ერთხელ ნამყოფია დათოსთან ერთად, თუმცა სულ სხვას ეკუთვნოდა მაშინ ეს სახლი. ახლა ბევრად უკეთ გამოიყურებოდა.
- აქეთ,- გამოაფხიზლა ლაშას ხმამ, სიგარეტი იქვე ურნაშუ მოისროლა და გაჰყვა მის წინ მიმავალ კაცს. გადაიარეს ეზო, შემდეგ ბილიკს გაუყვნენ და უზარმაზარი კარიც შეაღეს. ეს სახლი უფრო მუზეუმს ჰგავდა იმხელა იყო, ისეთი ლამაზი დეტალბით დატვირთული. მერე მისაღებში შევიდნენ. პირველ სართულზე სიბნელე იყო. ლაშამ მალევე გაანათა მთელი სახლი. ცოტახანში ბაკუნის ხმებიც გაისმა ზევიდან,- მოვა მალე. დავუძახებ, დასხედით.
ხელით ანიშნა დივნისკენ და თავად კიბეებს აუყვა. ნელა გაიარა დერეფანი, გული ჰქონდა საშინლად აჩქარებული. კარზე დააკაკუნა, მერე ნელა შეაღო.
- ნიაკო,- გაისმა სიბნელეში ლაშას ხმა,- გძინავს?
- არა, შემოდი,- გაიღიმა და ლამპა აანთო,- გარეთ ვიყავი.
მიანიშნა აივანზე.
- სტუმრები გვყავს,- შეაღო კარი,- ჩამოხვალ?
- ვინ?
- ჩამოდი,- ხელი უშვა სახელურს,- მიდი მალე, გელოდები.
- რამე ხდება?
- ვახ, რამდენ კითხვას სვამ,- გაეცინა მის სულმოუთქმელობაზე,- ჩაიცვი ფეხზე და ჩამოდი გოგო.
უკან აედევნა მალევე ლაშას, გრძელ ნაბიჯებს დგამდა კაცი, ძლივს ეწეოდა ნია. სწრაფად დაეშვა კიბეებზე და მისაღებში შეიჭრა, დაჩის დანახვაზე ჯერ ბრაზი მოაწვა, მერე ნელა ღიმილი გამოესახა სახეზე, ნაბიჯი გადადგა, ერთი, მეორე და მოეხვია მონატრებულს.
- როგორ ხარ?- მოესმა ყურთან მისი ხმა.
- კარგად,- მოსცილდა და სახეზე შეხედა,- შენ?
- მეც... შენი დაკარგვის ამბავი რომ გავიგე... ეთერი ძალიან ცუდად იყო, კიდევ კარგი ლაშამ დარეკა,- ამოიოხრა დაჩიმ.
- მომენატრე,- ნია კიდევ ერთხელ მოეხვია. მერე ღიმილი ნელ - ნელა სახიდან გაუქრა,- მხოლოდ შენ ხარ?
- კიდევ ვინმეს ელოდი?- წარბები აწია დაჩიმ,- მეგონა მე საკმარისი ვიყავი.
ლაშა კედელთან მიყუდებულიყო და ღიმილით უმზერდა ორივეს.
- დამცინი, არა?- მოიწყინა უცებ,- ახლაც არ მოსულა? იცოდა საერთოდ ეს ამბავი?
- სიმართლე გითხრა არ იცოდა,- ხმადაბლა უთხრა დაჩიმ,- არ მითქვამს რომ არ გაგიჟებულიყო და სოსოზე ყურადღება არ მოეცილებინა. იმედი მაქვს მაპატიებ...
- ასე მალე დამივიწყა რომ აქაც არ მოსულა?- ხმა გაუტყდა ნიას.
- დაგივიწყა?- ჩაეცინა დაჩის,- წამოდი, წამოდი, გარეთ გავიდეთ, თორემ ვატყობ აქ დაიხრჩობი.
ჩასჭიდა ხელი და გაიყოლა, თვალი ჩაუკრა იქვე მდგარ ლაშას. უხმოდ მოიწმინდა მის ზურგსუკან, ჩამოვარდნილი ცრემლი ნიამ. კარის ზღურბლზე გაჩერდა, ოდნავ ზურგზე მიაწვა დაჩი.
- როგორი საშინელი ხარ, სულ ასე მაწვალებ ხოლმე,- დაიწუწუნა ტირილნარევი ხმით,- მატყუარა ხარ, შენც და ისიც. ვეღარ გიტან უკვე, ვერც იმას ვეღარ ვიტან.
ხელი ჰკრა მკერდზე. ბრაზობდა, ძალიან ბრაზობდა რომ ასე უბრალოდ დაივიწყა, რომ ერთხელაც კი არ მოიკითხა. იქნებ რა სჭირდა, იქნებ რა მოხდა... რაღაც ახრჩობდა შიგნიდან, საშინლად ჭამდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა.
- მე მლანძღავ?- უკან მიიხედა. სანდრო იქ იდგა. მზერა პირდაპირ ჰქონდა მისკენ მიპყრობილი. თვალებით ბურღავდა, ჭამდა. მზერა გაუსწორა ქალს, წამით მის თვალებში ისეთი შიში ამოიკითხა, საერთოდ რომ არასდროს არავისზე შეუნიშნავს. აქეთ - იქით აცეცებდა თვალებს, სწრაფად ახამხამებდა, ალბათ ფიქრობდა სიზმარიაო. გამოფხიზლება ეჩქარებოდა. დაინახა როგორ მოეჭიდა ხელებით ტანსაცმელს, ნელ - ნელა შემოეხვია საკუთარ სხეულს, დაპატარავდა, თითქოს ადგილიდან გაქრობას ლამობდა. ეშბა უყურებდა მის წინ მდგომს, ხედავდა როგორ ნატკენი იდგა და სულში ღრმა უფსკრული ჩნდებოდა. ჩნდებოდა და იზრდებოდა იმდენად რომ თავადაც ითრევდა, თავისივე ცოდვებით სავსე ჯოჯოხეთში ითრევდა და ცოცხლად მარხავდა. განა რა დააშავა ასეთი, კაცის მკვლელი არ ყოფილა, არასწორად არ უცხოვრია, თუმცა ის ერთი შეცდომა იმდენად დიდი იყო, იმდენად ძვირად დაუჯდა რომ ალბათ სამი ცხოვრებითაც რომ იცხოვროს ვერ გამოისყიდის. ახლა კი საკუთარ თავს ვერ აკავებს, მასში არსებულ მხეცს ვერ აკავებს, გრძნობების კორიანტელი ატყდება თავს და აზროვნების უნარს ართმევს. მხოლოდ მას ხედავს, მხოლოდ მის სხეულს, მის თვალებს, მის სულს. ნია მომხდარის მერე პირდაპირ გულშია დაჭრილი. სხეული უკანკალებს, ვერ ხვდება რა სჭირს, თუმცა ისიც საკმარისია მის წინ ახლა ის კაცი რომ დგას, მთელი გულით რომ უყვარს, თუმცა ეს ის სანდრო ეშბა აღარაა მხოლოდ მის შეხებებზე რომ დნებოდა, ახლა ის სანდრო გურგულიაა, რომელიც ადრე ბავშვური სიყვარულით შეიყვარა და სადღაც გულის კუნჭულში მუდამ იყო ადგილი შენახული მისი სიყვარულისთვის. რთულია? სულ უყვარდა, სულ ფიქრობდა მასზე, მერე თავს უფლება მისცა ისევ შეჰყვარებოდა, ისევ დატოვა საყვარელმა კაცმა, თუმცა ისევ ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ერთხელ დაუგეგმავად, მეორედ კი დაგეგმილად მიატოვა. უნდა გაბრაზებულიყო, ეჩხუბა, ეყვირა, თუმცა როგორ გაუბრაზდებოდა იმ ადამიანს, ვინც წლები მკვდარი ეგონა და თურმე ცოცხალი ყოფილა და თანაც ის კაცი იყო, ვინც ასე ძალიან უყვარდა.
- მე...- ძლივს მოასწრო ჰაერის ჩასუნთქვა, ვეღარ დაასრულა წინადადება, ჰაერში აიტაცეს. ფეხქვეშ მიწას ვეღარ გრძნობდა, მის მკლავებში იყო ჩაფლული. ახლა მხოლოდ ეს სჭირდებოდა, ახლა მხოლოდ მისი სურნელი და ჩახუტება სჭირდებოდა.
ძლიერად შეიყნოსა გურგულიამ ქალის სურნელი. როგორ ვერ იცნო, როგორ ვერ მიხვდა, ნელ - ნელა ბრუნდებოდა ჩაკეტილი მოგონებები. ნელ - ნელა ბრუნდებოდა საყვარელი სურნელი. ძლიერად უჭერდა ხელს და გულში იკრავდა. ვისთვის უნდა დაერეკათ, ექიმისთვის? შამანისთვის? მამაოსთვის? ახლა ვერავინ უშველიდა მათ, ვერცერთი მოარჩენდა იმ ტკივილს, რომელსაც წლების განმავლობაში თან დაატარებდნენ. ცხარე ცრემლებმა გაუკვალა გზა ნიას ლოყებზე. ლავასავით წვავდა დასველებული ადგილები. თავადაც გაბედა ჩახუტება.
- მომენატრე,- ამოილუღლუღა ტირილით მის მკლავებში,- ძალიან, ძალიან მომენატრე.
- როგორ შემეძლო,- გაისმა ის ნანატრი ხმაც,- როგორ შევძელი რომ დამევიწყებინე. რომ ვერ მეცნე...
კიდევ ერთხელ ძლიერად შეისუნთქა მისი სურნელი. სიტყვები ისევ გაებნა. თითქოს ყოველი ასო ყელში ეჭედებოდა და ბოლომდე ვერ აღწევდა. სუნთქვა არათანაბარი ჰქონდა - მოკლე, წყვეტილი, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. გული კი ისე ძლიერად უცემდა რომ ეგონა, ორივეს ესმოდა ხმა. სანდროს მკლავებში ჩაკარგული ნია ვეღარ არჩევდა, რეალობა იყო თუ კიდევ ერთი სიზმარი, რომელიც ყოველ ღამე აწამებდა. თითები ძლიერად მოუჭირა მის მაისურს, თითქოს ეშინოდა რომ თუ გაუშვებდა, ისევ გაქრებოდა, ისევ დარჩებოდა მარტო იმ სიცარიელესთან, რომელსაც ამდენი წელი ატარებდა გულით.
- არ წახვიდე...- ძლივს ამოიჩურჩულა, სიტყვები ძლივს გამოარღვია ტირილმა,- გთხოვ... აღარ წახვიდე...
სანდრომ თვალები დახუჭა. სიტყვები პირდაპირ ეჯახებოდა შიგნით, იქ, სადაც უკვე ისედაც ყველაფერი სტკიოდა. ხელი უფრო ძლიერად მოუჭირა, თითქმის მტკივნეულადაც კი, თითქოს ამით ცდილობდა დაემტკიცებინა რომ იქ იყო. მასთან, რეალურად და წასვლას არ აპირებდა არსად.
- აღარ წავალ,- თქვა ხმადაბლა. ხმაც კი შეუცვალა ამ ერთმა სიტყვამ. ნიამ თავი ოდნავ ასწია, თვალებში შეხედა. ცრემლები არ ჩერდებოდა, ლოყებზე ეშვებოდა, ტუჩებზე უგროვდებოდა, სუნთქვას ერეოდა, მაგრამ მზერა აღარ იყო მხოლოდ ტკივილიანი, იქ უკვე რაღაც სხვა ჩანდა. შვება და იმავე წამში, კიდევ უფრო დიდი ტკივილი.
- ჯერ ეს როგორ გააკეთე...- ძლივს ამოიღო ხმა,- მერე რატომ არ მითხარი
მოაწვა ისევ ბრაზი.
- იცი როგორ ვერ გიტანდი, მეზიზღებოდი. თუ არ გინდოდი შეგეძლო გეთქვა და წავიდოდი,- ოდნავ მიარტყა მკერდზე. თითებით ნელა სახეზე შეეხო, თითქოს ამოწმებდა, მართლო იყო თუ არა.
- ერთხელაც კი...- ჩურჩულით გააგრძელა,- ერთხელაც კი არ მომიკითხე...
სანდრომ მზერას ვერ გაუძლო. თავი ოდნავ დახარა, შუბლი მის შუბლს მიადო. სუნთქვები ერთმანეთს ერეოდა.
- არ შემეძლო...- თქვა ჩუმად,- არ მქონდა უფლება...მეშინოდა რომ საფრთხეს შეგიქმნიდი.
- და მე მქონდა?- მაშინვე შეეწინააღმდეგა ნია, ხმა ისევ გაებზარა,- მე მქონდა უფლება მეფიქრა რომ მკვდარი იყავი? ამდენი წელი... ხვდები რა გადავიტანეთ? დიტო დავკრძალეთ, ჩემი საწყალი ბიჭი მიწას მივაბარეთ. შენ კი... ისიც არ ვიცოდით ცოცხალი იყავი თუ არა, ელისო შენს ტანსაცმელებს დასტიროდა. საწყალი ქალი, ცოცხლად მოკვდა იმ დღეს.
პასუხი არ იყო, მხოლოდ სიჩუმე, მძიმე, მტკივნეული. სანდრო ისევ ჩაეხუტა, თითქოს ამ ჩახუტებაში ცდილობდა ყველაფერი ეთქვა, რასაც სიტყვები ვერ ამბობდა. სტკიოდა დედა, სტკიოდა ის წლები, რომლებიც გააცდინა, ყველაფერი სტკიოდა. ვერც დედა დაიტირა, ვერც ძმაკაცი. ნიამ თვალები დახუჭა. თავი მის კისერში ჩარგო, ისევ შეისუნთქა მისი სურნელი - ისეთი ნაცნობი, ისეთი თავისი რომ ტკივილიც კი ცოტა სხვანაირი გახდა.
- სულ გელოდებოდი...- ამოიჩურჩულა,- წლები... მერე აქ მოვედი... ისევ შევხვდით...უბრალოდ არ ვიცოდი რომ შენ იყავი...
სანდროს თითები ნელა გადაუსვა თმაზე, იმ მოძრაობით, რომელიც თითქოს წლების წინ დარჩა და ახლა ისევ დაბრუნდა.
- ისევ მატკინე...- ჩუმად თქვა,- ისევ დამტოვე...
სანდრომ თვალები დახუჭა უფრო ძლიერად, თითქოს ამ სიტყვებმა პირდაპირ გაჭრა გულის ნაწილი.
- ვიცი...- ამოისუნთქა,- და ვერ გამოვასწორებ... მაგრამ არ წავალ.
- ყველაფერი მტკიოდა, ყველას სიკვდილი. განსაკუთრებით თქვენ ორის,- ვერ წყვეტდა საუბარს ნია,- ჯოჯოხეთი გამოვიარე, სულ მარტო დავრჩი.
- ნუ ტირი, გთხოვ,- შეუმშრალა ცრემლები.
- არცერთი იყავით, ლაშაც კი... დაკრძალვის დღეს პოლიციამ დააკავა, გჯერა? თქვენს სიკვდილში დაადანაშაულა, მკვლელად გამოაცხადეს და თხუთმეტი წელი მიუსაჯეს,- ძლივს ასწრებდა ჰაერის ჩასუნთქვას,- ჩემი საწყალი ბიჭები. როგორ დაიტანჯეთ.
- ნია,- შუბლზე შუბლით შეეხო კაცი, ცხელი სუნთქვა კანზე ეცემოდა,- დამშვიდდი გთხოვ, ასე ცუდად გახდები.
- ჩემი ცუდად ყოფნა თქვენ ვერ დაგაბრუნებთ,- ვერ წყვეტდა ტირილს,- ძალიან მტკივა, შენ გიპოვე. თუმცა მაინც ძალიან მტკივა, რა ვუყო ამ გრძნობას? როგორ დავაბრუნო ძველი დრო?
- ამით უნდა ვიცხოვროთ,- მტკივნეულად გაეღიმა სანდროს,- წლებია ამ ტკივილით ვცხოვრობ.
- მაგრამ მე არ შემიძლია...
- ვისწავლით ერთად,- ამოიოხრა. აცრემლებულ თვალებში ჩახედა. მერე ნელა შეეხო მის ტუჩებს. მათი შუბლები ერთმანეთს ეყრდნობოდა, სამყარო კი მათ გარშემო თითქოს გაქრა. ჰაერი, რომელიც მათ შორის ტრიალებდა, სავსე იყო დაძაბულობით, მონატრებით და იმ გაუსაძლისი სითბოთი, რომელსაც ათ წელზე მეტი ელოდნენ. სუნთქვა ერთმანეთში ერეოდათ. ნიას წამწამები აუთრთოლდა, თითქოს თვალების გახელაც კი ეშინოდა რომ ეს ყველაფერი სიზმრად არ ქცეულიყო. სანდრო ნელა შეეხო სახეზე. მისი თითები, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ იარაღს და სიცივეს იცნობდნენ, ახლა ისეთი ფრთხილი და ნაზი იყო, თითქოს ნიას არა, არამედ გამჭვირვალე მინის ქანდაკებას ეხებოდა. ცერა თითით ნაზად მოწმინდა ლოყაზე ჩამოსული ცრემლი, თითქოს სურდა, მისი ტკივილის კვალიც კი გაექრო. წამით შეჩერდნენ. ეს იყო ის ზღვარი, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს კვეთდა. სანდროს არ დაუხევია. ნელა დაიხარა. მათი ტუჩები ერთმანეთს ისევ შეეხო. ეს იყო კოცნა, რომელშიც იგრძნობოდა არა მხოლოდ ვნება, არამედ თერთმეტ წლიანი დუმილის ექო. ნიამ ხელები მჭიდროდ შემოხვია კისერზე, თითქოს ეშინოდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, სანდრო ისევ ჩრდილად იქცეოდა. ეს კოცნა იყო მათი დაბრუნება საკუთარ თავებთან. შემდეგ კოცნა გაღრმავდა, უფრო თავდაჯერებული, უფრო მტკივნეული. მასში ჩაიხარშა ყველა ის სიტყვა, რაც არ თქმულა, ყველა ის ღამე, რაც მარტოობაში გაატარეს, ყველა ის წყენა, რომელიც დრომ ვერ წაშალა. ცრემლის მარილიანი გემო ერეოდა მათ ტუჩებზე. სანდროს ხელები ნიას ზურგზე გაჩნდა, თითქოს მასში იპოვა ის საყრდენი, რაც წლებია აკლდა. ნიას თითები კი სანდროს თმებში გაიხლართა. ბოლოს ოდნავ დაშორდნენ, სუნთქვა ისევ არეული ჰქონდათ. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. შუბლი ისევ ერთმანეთს მიაბჯინეს, თვალები ნახევრად დახუჭეს. ამჯერად, მათ სამყაროში ნაცრისფერი ნისლი გაიფანტა. მათ წინაშე აღარ იყო გაცრეცილი წარსული. მათ წინაშე იყო დილა, რომელიც მათი ერთად ყოფნით იწყებოდა.
- თუ მორჩით ხვევნა - კოცნას იქნებ შემოხვიდეთ?- გაისმა სადღაც შორიდან დაჩის ხმა. წამში გამოფხიზლდა ორივე. ერთმანეთს მოსცილდნენ, მერე ნელა დაიძრნენ სახლისკენ.
- დღეს აქ დარჩით, გვიანია,- გაისმა ლაშას ხმა,- მზადაა საძინებლები, მანამ ვივახშმოთ. მე მაგრად მშია.
წავიდა გაშლილი მაგიდისკენ. ნიამ სანდროსკენ კიდევ ერთხელ გაიხედა, თითქოს დარწმუნება უნდოდა რომ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა და არ იყო უბრალოდ წამიერი სისუსტე. მერე ნელა გაჰყვა ლაშას. მაგიდა უკვე გაშლილი იყო. უბრალო, მაგრამ სავსე.
- ბოლოს როდის ვჭამე ნორმალურად, აღარ მახსოვს,- ჩაილაპარაკა დაჩიმ. სანდრომ ნია გვერდით მოისვა.
- ეგ შენი პრობლემაა,- თქვა ირონიულად ლაშამ,- მე ყოველთვის ვჭამ. მითუმეტეს ასეთი ამბის მერე. ლიაკო, მოდი შენც.
დაუძახა დიასახლისს.
- დღეს ყველა ერთად ვივახშმებთ,- ხელები გაშალა. ათწლიანი სიცარიელის შემდეგ, სავსე მაგიდასთან ჯდომა თითქმის დაუჯერებელი, ცოტათი მტკივნეული ჩანდა - თითქოს ეს სურათი მას არ ეკუთვნოდა, თითქოს სხვა, უფრო ბედნიერი ადამიანების ცხოვრებიდან იყო მოპარული. მაგიდაზე ცხელი საჭმლის ორთქლი ნელა ადიოდა, სანელებლების სუნი ჰაერში იფანტებოდა და სახლის კედლებში ეხვეოდა. იქ, სადაც ათწლეულებია, სიჩუმისა და უიმედობის გარდა, არაფერი ცხოვრობდა. ლაშა რამდენიმე წამი უბრალოდ ჩუმად იჯდა და უყურებდა. გულში უცნაური, მძიმე გრძნობა ჰქონდა - ამდენი ტანჯვა, ამდენი დაკარგული წელი, ამდენი ნაცრისფერი დღე, რომელიც ისე გადიოდა, თითქოს სიცოცხლე კი არა, უბრალოდ არსებობა იყო. ეს ყველაფერი მეტისმეტი იყო, ისეთი ტვირთი, რომელსაც ადამიანი ნელ - ნელა, ნაწილ - ნაწილ ეწირება.
ნია სანდროს გვერდით იჯდა. ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, თუმცა ლაშა ხედავდა, როგორ უთრთოდა თითები. ლაშას მზერა ნიასგან ნელა გადავიდა სანდროზე. ო, როგორ ვერ აცდა სანდროს... ის ისევ აქ იყო, ისევ მის გვერდით. თუმცა სხვა ადამიანი იყო, სხვა სული, საერთოდ სხვა ადამიანი და არა ის სანდრო, რომელთან ერთადაც ეწერისში თამაშობდა. ლაშამ ხელი ნელა წაიღო თეფშისკენ, თუმცა ლუკმა ყელში ეჩხირებოდა.
- ნერვიულობ რამეზე?- მშვიდად იკითხა სანდრომ. შეამჩნია როგორ უთრთოდა სხეული მას შემდეგ, რაც სახლში შემოვიდნენ. ნიას მზერას გააყოლა თვალი, დაჟინებით უყურებდა ლაშას.
- არა,- გააქნია თავი როგორც კი გამოფხიზლდა. ჩანგალი დადო მაგიდაზე და მზერა სანდროზე გადაიტანა, მერე ისევ ლაშაზე,- ზემო ეწერისი ხომ ორივემ კარგად იცით. მდინარე ენგურიც ძალიან კარგად იცით, არა?
- რა ხდება?- წამოიწია ლაშა და მერე მის გვერდით მჯდომ სანდროს გახედა, რომელიც ალეწილი სახით იჯდა.
- დიტო კვარაცხელიაც ხომ კარგად გახსოვთ,- ნაღვლიანად ჩაიღიმა,- ჩვენი სამივეს ტკივილია.
- დიტო...- სიტყვა გაუწყდა ლაშას. დაძაბული იყო, უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თითქოს საკუთარი თავი არ უშვებდა.
- ვერასდროს დავივიწყებ დიტოს, ვერასდროს შევხვდებით მას და ვეღარ გვეყოლება გვერდით, თუმცა ამდენ ხნიანი ტანჯვა რაღაცით ხომ უნდა დასრულდეს, არა?- წარბები აზიდა ნიამ, მოაწვა ცრემლები თვალებში, მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი,- მე წამითაც არ მიფიქრია, რატომ ჰქონდა მას ჩემთვის ასეთი ნაცნობი სახელი... მაგრამ თქვენ? რატომ გქონდათ ასეთი ნაცნობი შეგრძნებები?
- ნია რის თქმას ცდილობ?- მოთმინებას კარგავდა სანდრო.
- ჩვენ ოთხნი ვიყავით ზემო ეწერისში. ჩვენ ოთხნი ვთამაშბდით. სახლში მაცილებდით, ვსვამდით, მდინარეზე დავდიოდით,- ამჯერად ლაშას გახედა,- გახსოვს შენ და დიტო რომ მეწუწუნებოდით, რადგან სკოლაში სულ ვაგვიანებდი. ან შენ...
გახედა ამჯერად სანდროს.
- სულ რომ სახლამდე მაცილებდი. შენ და ლაშა სულ ეხუმრებოდით სიმაღლეზე დიტოს. ჩვენს დიტოს, დიტო კვარაცხელიას,- უცებ მოიწმინდა ცრემლი,- როგორ არ გახსოვთ, თხუთმეტი წლისები რომ გახდით და დაგცინოდათ როგორ დაბერებულხართო. ან შენ... სიგარეტი რომ მოწიე და დოდო გამოგეკიდა, არ გახსოვს? ასე დაივიწყეთ წარსული? მართლა ვერაფერს იხსენებთ?
- დოდო მომსდევდა,- გაიხსენა ლაშამ ტკივილნარევი ღიმილით,- ელისოსთან გავვარდი, მაგრამ გურგულია დამხვდა სახლში.
- ზუსტად, მერე?- იმედი მიეცა ნიას.
- მერე დოდო იქაც მოგვადგა,- გააგრძელა ლაშამ,- უყვარდა წკეპლით სირბილი აქეთ - იქით.
- მერე სამივეს მოგვხვდა ის წკეპლა,- ამოიღო ხმა სანდრომ,- იმიტომ რომ არ ჩაგიშვით.
შიშით გახედა სანდრომ გვერდით მჯდარს. ლაშა, რომელიც აქამდე თითქოს შორს, თავის შიდა ნანგრევებში იყო ჩაკარგული, ნელა შემობრუნდა. მისი მზერა სანდროს სახეზე გაჩერდა. ეს არ იყო უცხო მზერა, ეს იყო შეცნობის მტკივნეული პროცესი. მან თითქოს პირველად დაინახა არა „სანდრო", არამედ მისი მოჩვენება, ხორცით და სისხლით შეცვლილი, მაგრამ თვალებში იმავე, ბავშვობის დროინდელი ნაღველით. სუნთქვა ყელში გაეჩხირა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ის წამი, როდესაც მისმა გონებამ საბოლოოდ დაადასტურა სანდროს არსებობა არ იყო შვება, არამედ დარტყმა, რომელიც მის ისედაც გამოფიტულ არსებას ძირს უთხრიდა. ხელებით მაგიდის კიდეს ჩააფრინდა, თითქოს ეშინოდა რომ თუ ამ მყარ ზედაპირს არ შეეჭიდებოდა, მიწა უბრალოდ გაიხსნებოდა და შთანთქავდა. ლაშას თვალები, რომლებმაც თერთმეტი წელიწადი ბნელ, უსიცოცხლო კედლებს მიეჩვია, ახლა ვერ იტევდა ვერაფერს. ის ათვალიერებდა სანდროს, მის თვალებზე დარჩენილ ნაიარევებს, იმ სევდას, რომელიც წლებს არ გაუფანტავთ, არამედ უფრო მეტად გაუმძაფრებიათ და ყოველი დეტალი ლაშას გულში ახალ ჭრილობას ხსნიდა. მისი სუნთქვა აწყვეტილი, მძიმე ქვითინის მსგავსი გახდა. ლაშა ცდილობდა რამე ეთქვა, რამე ხმა გამოეცა, მაგრამ გაიყინა. სიტყვები, რომლებსაც ამდენი წელი გონებაში ინახავდა, ახლა უსარგებლო, დაჟანგულ ნივთებად ეჩვენებოდა. უყურებდა იმ კაცს, რომელიც ერთ დროს მისი სიცოცხლის, მისი სინდისის და მისი ერთადერთი ნამდვილი სიხარულის საზომი იყო. ლაშასთვის სანდროს დაბრუნება ნიშნავდა იმის აღიარებას რომ მთელი მისი ათწლიანი გლოვა, ის მძიმე, შავი ტალღა, რომელიც ყოველ ღამე ახრჩობდა, არ იყო მხოლოდ მოგონება. ეს იყო რეალობა, რომელსაც ახლა თვალებში უყურებდა. იგრძნო, როგორ იწყებდა კანკალი მის მუხლებში, როგორ უბნელდებოდა მხედველობა. ეს ტკივილი იყო არა მხოლოდ სანდროს პოვნისგან გამოწვეული, არამედ იმ უზარმაზარი, დანაკარგებით სავსე უფსკრულის გაცნობიერება, რომელიც მათ შორის ამ წლების განმავლობაში არსებობდა.
- შენ...- ამოიძახა ლაშამ და პირველად ამ წლების მანძილზე, ის მხრები, რომლებიც სულ დაძაბული და შეკუმშული ჰქონდა, მხეცური სიმძიმის ქვეშ დაუმძიმდა. თავი დახარა, რადგან სანდროს მზერას ვეღარ უძლებდა, ის მზერა ზედმეტად ბევრს ამბობდა, ზედმეტად ბევრს ითხოვდა, ზედმეტად ძლიერად აშიშვლებდა ლაშას სულის ნანგრევებს. ის არ იყო მზად. არც ერთი უჯრედი მის სხეულში არ იყო მზად იმისთვის რომ კვლავ ეგრძნო თავი სანდროს ძმად, რადგან ამ შეგრძნებას თან ახლდა დამანგრეველი გაცნობიერება იმისა, თუ რა დაკარგეს, რა დათესეს და როგორ დარჩნენ მხოლოდ ამ მაგიდასთან, ნაცრისფერ, უსიცოცხლო ოთახში, ორი ნამსხვრევივით, რომლებიც ერთმანეთს შემთხვევით შეეჯახნენ.
სანდრო ფეხზე წამოდგომა სცადა, მაგრამ სხეულმა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ კონტროლსა და სიფხიზლეზე იყო აწყობილი, პირველად უღალატა. მუხლებში სიმძიმემ დაუარა, იატაკი თითქოს ფეხქვეშ გამოეცალა და მაგიდის კიდეს დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო. უყურებდა ლაშას და ხედავდა არა მხოლოდ მის სახეს, არამედ იმ ათწლეულს, რომელიც მათ შორის გაჩნდა, იმ ათწლეულს, რომელიც ლაშას ნაიარევებითა და თვალებში ჩამდგარი მძიმე, გაუცვეთელი სევდით აივსო. სანდროს გულში, რომელიც წლების წინ გაიყინა და აღარაფერს გრძნობდა, ახლა უცნაურად იწვოდა. ეს იყო არა მხოლოდ სიხარული, არამედ მძაფრი, თითქმის ფიზიკური ტკივილი დაკარგული დროის გამო. სანდრომ ხელი გაუწოდა, თითები უკანკალებდა, როდესაც ლაშას მაჯას შეეხო. იმ წამს, სანდროსთვის სამყარო თავიდან დაიბადა. ყველაფერი, რასაც აქამდე ებრძოდა, სოსო, შურისძიება, სიკვდილის მუდმივი ჩრდილი, უცებ მტვრად იქცა. მისი თვალებიდან, რომლებსაც აქამდე არცერთი ცრემლი არ დასცდენიათ ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, ახლა სისხლიანი სიმართლე იღვრებოდა. ის არ ცდილობდა ცრემლების დამალვას, არ ცდილობდა თავის გაკონტროლებას. ლაშას სხეულმა უღალატა. კაცმა, რომელმაც ერთ დროს მეგობრისა და ძმის სასახლე ზიდა მიწამდე, ახლა საკუთარი სხეულის ზიდვა ვეღარ შეძლო.
- გიჭერ,- მოესმა სანდროს ხმა, სადღაც შორიდან. იქ, იმ პატარა ოთახში, სადაც ნია შეშფოთებული და ცრემლიანი უყურებდა მათ, დრო გაჩერდა. სანდროსთვის არ არსებობდა არაფერო სხვა გარდა მხოლოდ ამ მომენტისა. ეს იყო მძიმე, დამაუძლურებელი დუმილი, სადაც მხოლოდ მათი არეული სუნთქვა და გულისცემა ისმოდა. ნია კართან გაშეშებული იდგა. ამ წუთში სიტყვები იყო უხეში და ზედმეტი დაინახა, როგორ აცახცახებდა ორივეს სხეული, როგორ ეჭირათ ერთმანეთი ისე მჭიდროდ, თითქოს ეშინოდათ რომ ნიავიც კი შეძლებდა მათ კვლავ გაყრას.
* * *
მძიმე ჰაერი იდგა ოთახში. სიბნელეში მთვარის სინათლე აღწევდა და ხალიჩაზე ურცხვად ეცემოდა. სადღაც ფანჯარასთან იდგა სანდრო ეშბა, ან იქნებ გურგულია, ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია. იქვე სვაარძელზე იჯდა, უსასრულობაში ჰქონდა მზერა გაჩხერილი.
- რა დაემართა დიტოს?- დაარღვია მერე სიჩუმე,- ეწერისში არავინ არაფერი იცის დღემდე. იმის მერე აღარავინ დარჩენილა.
- რისთვის დაგიჭირეს?
- მკვლელობის,- მხრები აიჩეჩა ლაშამ,- დიტო რომ იპოვეს, ჯერ თვითმკვლელობაო, დაკრძალვაზე დამესივნენ, თქვენს მკვლელობაში მადანაშაულებდნენ. ასეთი არაფერი მინახავს, იმდენად შეუბრალებლებოი იყვნენ გეგონება სერიული მკვლელი ვიყავი. სამი ადვოკატი დამიქირავეს და მაინც ვერ დავამტკიცე ჩემი უდანაშაულობა.
- ვერც დაამტკიცებდი,- მძიმედ ამოიოხრა და სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია,- აქ რომ თბილისიდან ჩამოვიდნენ, მოვალოების მოხდის მიზნით იკითხეს დაგვაბრუნებდნენ თუ არა. არჩევნების წინა პერიოდი იყო, არავის უნდოდა არეულობა, ამიტომაც გადაწყვიტეს მკვდრად გამოვეცხადებინეთ.
- და დიტო...
- დიტო იმ რუსს ნაბიჭვარს შემოაკვდა. ნასვამი იყო და ჩემს გასამწარებლად ესროლა. მე რომ ვერაფერი დამიშავეს, ის მოკლეს,- წამით ხელი აუკანკალდა.
- და ახლა სად არის?
- ჯოჯოხეთში,- მძიმედ ამოთქვა სანდრომ,- ამოსუნთქვაც არ ვაცადე.
- მოკალი?
- ყველას მოვკლავდი მის გამო,- თვალი თვალში გაუყარა სანდრომ,- შენ გამოც.
- ვიცი,- თავი დახარა ლაშამ.
- ქვეყანამ უარმყო, ვერსად გადმოვიდოდი. თან ისევ სოსოსთან ვიყავი,- ჩააწვა სიგარეტი საფერფლეში,- დიდხანს იყავი ციხეში?
- ცხრა წელი. იქ ერთი ტიპი გავიცანი, არ ვიცი იცი თუ არა. გიორგი დვალი, იმან გამომიყვანა.
- არაფერი გამიგია, როგორ?
- არც მე ვიცი, დიდი მაგნატები აქვს. ფულიანია, ციხეშიც რაღაც უაზრობის გამო იჯდა. სოსოს მოკავშირე იყო, მისი დახმარებით შემოჰქონდა მასალები.
- ვინ არის ასეთი?
- არ ვიცი, ბოლომდე არ ჩავრთულვარ საქმეში,- წამოიწია ლაშა,- საშიში ტიპია.
- და ტვირთზე იცის მერე? შენ რომ გქონდა.
- არა,- ტუჩი მოიკვნიტა,- ეგ რომ გაიგოს არ მაცოცხლებს.
- ასეთ საქმეებში რატომ გაერიე?- წარბები აზიდა სანდრომ.
- სხვა გზა არ მქონდა. საშინელება ხდებოდა ჩემ თავს,- ტონს აუწია ოდნავ,- გახსენებაც არ მინდა... შენ და ნიამ როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
- აქ ეთერისთან იყო არდადაგებზე ჩამოსული,- გაეღიმა მის გახსენებაზე,- მერე სოსო დაგვესხა თავს, ჩემთან მყავდა, სხვა გზა არ იყო.
- სულ უყვარდი...და ისევ უყვარხარ,- ჩაიღიმა ნაღვლიანად,- ბევრი იტანჯა. დიტოს დაკრძალვის მერე თვითონაც მკვდარი დადიოდა სოფელში. მერე როგორც გავიგე დედამისიც გარდაცვლილა...
- აქ რატომ ჩამოიყვანე?
- სასაფლაქოზე დავდიოდი, ვიქტორი იიყო იქ. , ახლა ეწერისშიც დაიწყო ხეტიალი,- ამოიოხრა ლაშამ,- შემეშინდა, მარტო ვერ დავტოვებდი. არჩილიც ვერ დაიცავდა და წამოვიყვანე.
- დაჩისთვის უნდა გეთქვა.
- დაჩის გაჰყვნენ, მასე მიაგნო ვოლკოვმა...ახლა რას აპირებ?
- რას გულისხმობ?
- უკან... არ დაბრუნდები?- იმედიანად გახედა მეგობარს.
- ამაზე არ მიფიქრია,- გააქნია თავი,- სად დავბრუნდე? აღარავინ დამრჩა იქ. ვერც საზღვარს გადავკვეთ, არ მაქვს ამის უფლება.
- მაგრამ ასე დავტოვებთ ყველაფერს?
- არ ვიცი ლაშა...ვეცდები მოვაგვარო,- ჯიბეებში ჩაიწყო ხელი.
- უნდა მოაგვარო. კარგი, მე ჯანდაბას, ნიას ასე ხომ ვერ დატოვებ? ის აქ ვერ იცხოვრებს.
- არც მინდა რომ აქ იცხოვროს და დარჩეს. ერთხელ გავუშვი აქედან, მეორედაც გავუშვებ თუ საჭირო იქნება...უჩემოდაც კი.
- მე მალე მიწევს წასვლა. თუ ჩამოხვალ მინდა რომ დიტოს საფლავზე ერთად ავიდეთ,- წამოდგა ფეხზე,- ბევრი იტანჯა?
- ძალიან,- ხმა გაუტყდა სანდროს,- აწამებდნენ ღორები. როგორ ვთქვა შვება იყო მისთვის სიკვდილითქო, როცა მოსაკლავები თავად იყვნენ.
ლაშამ იგრძნო როგორ აეწვა თვალები. როგორ ჩუწითლდა და გაუმუქდა ლურჯი თვალები.
- თერთმეტი წელია ამ ცოდვით ვცხოვრობ, თერთმეტი წელია კოშმრებს ვხედავ და ვერ ვინელებ, ვერც საკუთარ თავს ვპატიობ,- ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა სანდრო,- გამანადგურეს. ცოცხლად მოვკვდი იმ დღეს. ნეტავ მე ვყოფილიყავი მის ადგილას, მაგრამ ამ ჯოჯოხეთისთვის არ მემეტბა. ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებდა.
- ვიცი, ამ ცხოვრებას არავინ ვიმსახურებდით,- მიანათა აწითლებული თვალები,- მენატრება.
გაიღიმა და ახლოს მიიწია მეგობართან.
- მართლა ძალიან მენატრება და მაკლია,- ძლიერად მოეხვია. ნება მისცა ემოციებს გარეთ გამოსულიყვნენ.
- მეც მენატრება,- ამოილუღლუღა ხმადაბლა გურგულიამ.
- გავიდეთ, თორემ ნია დაგვხოცავს ორივეს,- ჩაეცინა ლაშას, სახეზე ხელი მოისვა და კარი გამოაღო. იქვე კიბეზე იჯდა ქალბატონი გაბედავა და დაჩისთან ერთად ჭორაობდა რაღაცაზე.
- ხვალ ეთერისთან წავალთ?- იკითხა ინტერესიანი თვალებით და სანდროს გახედა,- წასვლა მინდა.
- წავალთ,- დაუქნია თავი სანდრომ,- შუადღეს მივალთ.
- მე დილას უნდა წავიდე,- წამოიწყო ლაშამ,- მოსკოვში უნდა ჩავიდე და ორ დღეში ჩამოვალ. მამაშენმა იცის ყველაფერი, არ ინერვიულო. რომ დავბრუნდები ეწერისში წავალთ.
სასხვათაშორისოდ ამოთქვა ლაშამ.
- ყველა?- გადახედა სანდროს.
- მე ჯერ ვერა,- იუარა სანდრომ,- ბევრი რაღაც არის აქ მოსაგვარებელი.
- დაიწყო ახლა ამან ისევ უფროსობა,- გაეცინა ლაშას და მხარზე დაჰკრა ხელი,- წადით დაისვენეთ, მძიმე დღე იყო. დილას გნახავთ. ნია ოთახები აჩვენე რა.
- წამოდით,- დაიქნია ხელი და კიბეზე აიყოლა ორივე. ეს შენი ოთახია,- აჩვენა პირველივე კარზე დაჩის,- თუ რამე დაგჭირდეს მომიკაკუნე, ან ლიაკოს დაუძახე - დაბლაა.
- გავიგე, გავიგე, მადლობა,- დაუქნია თავი და კარი გაიხურა.
- შენ კი წამომყევი,- ტონი შეეცვალა ნიას და ოთახში ფაქტობრივად შეაგდო გურგულია.
- რა ხდება? რამდე დავაშავე?- ჩაეცინა სანდროს.
- თუ გგონია დამავიწყდა რა გამიკეთე - ცდები,- მიხურა კარი და თითის ქნევით მიიწია კაცისკენ,- რა საჭირო იყო ამის გაკეთება? თუ არ მოგწონდი შეგეძლო გეთქვა და წავიდოდი თავად, ეგთი უთავმოყვარეოც არ ვარ რომ დავრჩენილიყავი.
- ნია...
- ახლა თავის მართლება არ დაიწყო,- ცხვირწინ აუქნია ხელი,- უსაფრთხოება და ათასი სისულელე. საზიზღარო. იცი როგორ ვერ გიტან მაგის გამო.
- გადმომცა დაჩიმ დანაბარები, მართლა აღარ ვარსებობ შენთვის?- მიეტმასნა ქალს, წელზე მოხვია ხელი და ზედ სხეულზე აიკრო.
- ზუსტადაც!
- და ვერ მიტან...
- ვერ გიტან, ნუ აკეთებ ამას, გულს ვერ მომილბობ იცოდე,- განზე გაწია თავი.
- მაგრამ ხომ გიყვარდი?
- როდის?
- მთელი ბავშვობა,- მიელერსა კანზე,- გიჟდებოდი ისე გიყვარდი.
- რაღაც არ მახსენდება,- აატრიალა თვალები და ხელები კისერზე შემოხვია.
- მე ხომ მახსოვს. ოჰ, როგორ დიდი სურვილი გქონდა გენახა ვის ვწერდი ხოლმე,- ბარძაყზე ჩაუსრიალა ხელი,- ან იქ ჩამოსულ გოგოებს რომ ველაპარაკებოდი, განა ვერ ვგრძნობდი, როგორ მბურღავდი მზერით.
- აჰა, ანუ დაგიბრუნდა მეხსიერება?- გაეცინა ნიას,- და აბუქებ. ეგრეც არ იყო...
- მაგრამ მაინც გიყვარდი,- მკლავზე გადაუწია ნაჭერი.
- იცოდი რომ ასე იყო და მაინც არაფერს ამბობდი?- მზერა გაუსწორა სანდროს,- და ისევ მათთან ერთად დადიოდი. ბევრი გყავდა? ჰა?
- ვიცოდი რომ გიყვარდი,- უკან დაიხია, ოდნავ საწერ მაგიდაზე ჩამოჯდა, კალთაში ჩაიჯინა ნია,- უბრალოდ მაინტერესებდა კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდი.
- მთელი ცხოვრება,- მზერა აარიდა ნიამ,- მთელი ცხოვრება გავჩუმდებოდი თუ შენგან ვერაფერს ვიგრძნობდი.
- სულელი გოგო ხარ. იცი როგორ მომენატრა ეს სურნელი?- ჩაეღიმა სანდროს და ცხვირი კანზე გაუხახუნა. მხარზე აკოცა, მერე ნელა აუყვა მაღლა. პატარა კოცნა დაუტოვა ყელზე. შეიშმუშნა უცებ ნია. პირი გააღო რომ უფრო მეტად ჩაესუნთქა ჰაერი,- და იცი როგორ მომენატრე? ახლა განსაკუთრებით...
გურგულიას ტუჩის კუთხეში ნაღვლიანი, თუმცა მტკიცე ღიმილი აუთამაშდა. ნიას მუქარამ, რომელიც მწარე მონატრებასა და უსაზღვრო სიყვარულს შორის ირხეოდა, მის შიგნით დარჩენილი უკანასკნელი სიცივეც კი გაალღო. ნიას თმები უკან გადაუწია და ყელზე, ნაზად, თითქმის ფრთხილად დაადო ტუჩები. მერე ქვევით ჩაუყვა, მთლიანად მოუღეღა მკერდი და თავისი შეხებით, კანზე დატოვებული კვალით, თითქოს საკუთრების ბეჭედი დაასვა. კოცნაში აქსოვდა ყველაფერი, ის ათი წელიწადი, როცა მხოლოდ მოგონებებით სუნთქავდა, ის ტკივილი, რომელსაც სისხლიან ჭრილობებად ატარებდა.
ნიამ მძიმედ ამოისუნთქა და თითები თმებში შეუცურა მის მკერდზე დაკონილ კაცს და ძლიერად მოქაჩა, თავისკენ უფრო მჭიდროდ მიიზიდა. მთლიანად აეკრო კაცის სხეულს, რომ მათ შორის აღარც ჰაერი და აღარც მანძილი აღარ ყოფილიყო. სანდროს ცივი ხელები, რომლებიც ნიას ფეხებზე აუყვა, კონტრასტად იქცა მათი გახურებული სხეულების ფონზე, ეს სიცივე ნიას სხეულში ჟრუანტელად ჩაიღვარა და მყისიერად ააფეთქა ვნების ახალი, უფრო მძაფრი ტალღა. რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად, მით უფრო იზრდებოდა წყურვილი. ეს არ იყო მხოლოდ მიზიდულობა და ვნება, თითქოს შებყრობილები იყვნენ. ნიას კანი ხურდა, სუნთქვა არეული და ხშირი ჰქონდა. თითქოს ერთმანეთი არ ჰყოფნიდათ. ცდილობდნენ, ერთმანეთის წუთიერი შეხებით მთელი ათწლიანი სიცარიელე ამოევსოთ. ეს იყო ცეცხლი, რომელიც არ წვავდა, არამედ აცოცხლებდა. ყოველი მოძრაობა იყო ეს ხელების მჭიდრო ჩაჭიდება თუ კოცნა, სავსე იყო სასოწარკვეთილი, თერთმეტ წლიანი მონატრებით. ბარძაყებზე ჩაავლო ხელი და საწოლზე ნაზად გადააწვინა. მთლიანად მოაცილა ზედა ტანზე ტანსაცმელი. ნელა დაუყვა რბილ კანს კოცნებით, მერე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა, თავს ზემოთ მოუქცია ხელები და ვერ ძღებოდა მისი გემოთი.
- იმედი მაქვს ხმა არ გავა ამ კედლებიდან,- ამოილაპარაკა ირონიით კაცმა.
- იმედია,- ჩაიცინა ნიამაც.
ნათელი ღამე იყო გაგრაში. ნელი სიო უბერავდა, სექტემბრისთვის მოსალოდნელი თბილი ჰაერი აწყდებოდა მათ სხეულებს. თავისუფლად ფრიალებდა თხელი ფარდა ოთახში. სიბნელე იდგა, რომელსაც გარედან შემოსული მთვარის შუქი ამსუბუქებდა. ის შუქი იატაკზე იშლებოდა, კედლებს ეხებოდა და მერე ისევ ფარდის მოძრაობაში იკარგებოდა. ყველაფერი მშვიდი იყო, ზედმეტად მშვიდი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს. ჰაერში ზღვის სუნი ტრიალებდა, მარილიანი, ოდნავ ნესტიანი, მაგრამ საოცრად დამამშვიდებელი. შორიდან ტალღების ხმა ისმოდა, მონოტონური და თანაბარი, თითქოს მთელი სამყაროს სუნთქვა გამხდარიყო.
ეს იყო ის იშვიათი სიმშვიდე, რომელიც მოდის მხოლოდ მაშინ, როცა ქაოსი უკან რჩება.
* * *
- დიდხანს აპირებ კიდევ ძილს?- მოესმა ბოხი ხმა ნიას. შემდეგ იგრძნო შიშველ ზურგზე თითები. ტანში გასცრა უცებ,- გაიღვიძე ქალბატონო გაბედავა. წასვლის დროა.
- ცოტახანიც რა,- გადაბრუნდა საპირისპირო მხარეს,- სულ ცოტა...
- მაინც?- ზურგზე დაუტოვა პატარა კოცნა ქალს,- კიდევ რამდენი ხანი?
- ნუ აკეთენ ეგრე,- ამოიზმუილა ნიამ,- კარგი რა.
წამოიწია ბოლოს წუწუნით.
- ეთერიმ უკვე სამჯერ დამირეკა და თუ არ გინდა წკეპლა გვირტყას, უნდა წავიდეთ,- ჩაეღიმა კაცს და მისკენ მიიწიე,- როგორ უცნაურად ლამაზი ხარ დილას.
აწეწილ თმებზე დაუსვა ხელი.
- ნეტავ სულ არ მქონდეს ეს თმა,- ამჟავებული სახით გადაიწია უკან,- დამტანჯა უკვე.
- აბა გაბედე და ხელი ახლე,- ხელზე აკოცა,- წავიდეთ, მოემზადე. დაბლა ჩავალ მე.
- კარგი ხო, კარგი,- წუწუნით გაემართა აბაზანისკენ. ლიაკოს გაემზადებინა მისთვის ტანსაცმელი.
- არ ისაუზმებთ?- ჰკითხა ქალმა ახლად ჩამოსულ სანდროს.
- არა, მადლობა. უნდა წავიდეთ.
- სად მივდივართ?- იკითხა პირგამოტენილმა დაჩიმ.
- ეთერისთან, თორემ შემჭამა უკვე,- ამოიოხრა და ეზოში გავიდა.
- გამარჯობა,- გაისმა კიბეებზე ბრაგუნის ხმა ცოტახანში და ღიმილით მიესალმა ყველას ნია,- სად წავიდა?
- გარეთ, ეწევა ალბათ, არ გინდა?- თეფში მისწია ნიასკენ.
- მადლობა,- ჩაკბიჩა ერთი ფუნთუშა,- ძალიან გემრიელია ლიაკო.
- შეგერგოთ,- გაუღიმა ქალმა,- ლაშამ გადმოგცათ რომ ორ დღეში დაბრუნდება და მზად იყოთ.
- ჰოო?- კითხბასავით გამოუვიდა ნიას,- კარგი, მადლობა.
- წავედით ახლა,- შემოვიდა სანდრო, თვალებით დაასკანერა სარაფანში გამოწყობილი ნია,- ეთერი უკვე სტარტზეა.
- წავედით, იქაც მაჭმევს ახლა რამე კარგს,- მადლობა გადაუხადა ლიაკოს და ეზოში გაიქცა დაჩი.
- სულ ჭამაზე როგორ ფიქრობ?- ჩაეცინა ნიას.
- სტრესში ვარ და მშველის,- გადაიხარხარა დაჩიმ და მანქანაში ჩაჯდა. საათზე მეტი დასჭირდათ სოხუმამდე მისასვლელად. ეზოში შეგრიალდა შავი მანქანა და მაშინვე გამოვარდა სახლიდან ეთერი.
- ჩემო გოგო,- ათი წუთი ეხუტებოდა ეთერთი სახლში შესულ ნიას,- იცი როგორ შემეშინდა რომ გავიგე...
- წნევა ჰქონდა მთელი დღე,- დაამატა მარიამმა სიცილით,- ხომ გითხარი კარგად იქნება - თქო.
- მე რა ვიცოდი მერე ვის ჰყავდა წაყვანილი,- გაბრაზდა უცებ,- ასე როგორ შეიძლება? რამდენჯერ უნდა ვინერვიულო?
კიდევ ერთხელ მოეხვია ნიას.
- შენ კიდევ,- მხარზე წამოარტყა დაჩის,- ხომ შეგეძლო გეთქვა ჩემთვის? ან შენ ვაჟბატონო.
- მე საერთოდ არ ვიცოდი,- გამაფრთხილებელი მზერა ესროლა მეგობარს,- იცოდა ვის ჰყავდა წაყვანილი და არ მითხრა.
- ოხ, დაჩი,- მიეხუტა ბიჭსაც,- როგორ შეიძლება ასე რომ იქცევით? ჩვენ თუ არ გეცოდებით, თქვენი თავი როგორ არ გეცოდებათ?
- გამოატარე ქალო ახლა ბავშვები, დაიღალნენ მანდ დგომით,- გაეცინა ავთოსაც და გასწია ცოლი გვერდით,- მოდით, ჩაგეხუტოთ.
მოეხვია სამივეს.
- რა ხდება სოსოზე?
- ლაშა წასულია მოსკოვში, გაარკვევს ყველაფრრს და გეტყვი,- მხარზე დაჰკრა ხელი სანდრომ,- შევიდეთ, თორემ გვცემს ეს.
ანიშნა თვალით ეთერისკენ.
- მართამ იცის რომ კარგად ხარ?- მოეფერა თმაზე ნიას.
- ლაშა ეტყოდა უკვე,- გაუღიმა ნიამ.
- ვინ არის ეს ბიჭი, ასე უცებ რომ ენდეთ,- დაინტერესდა უცებ მარიამი,- იქნებ ვინმე მატყუარაა?
- ჩემი ლაშა?- გაეცინა ნიას,- რას ამბობ.
წარბები აზიდა მის რეაქციაზე მარიამმა.
- რა ხდება?- ინტერესს ვერ მალავდა ქალი.
- მე, ნია, დიტო და ლაშა მეზობლები ვიყავით ეწერისში,- დაიწყო სანდრომ და უცებ ჩანგლების ჩხრიალიც გაისმა სუფრაზე. სანდრომ ნელა გააცურა ხელი მის გვერდით მჯდომი ქალისკენ,- ბავშვობიდან ვიცნობდი ამ ქალბატონს და ისე შეცვლილა, ვერც კი ვიცანი რომ ჩამოვიდა.
- ამდენ ხანს გვერდით გყავდა და არც კი გიკითხავს არაფერი,- გაოგნდა ეთერი.
- რადგან თქვენ ენდობოდით და თან ნათესავი იყო, მეც მაგიტომ არ გამირკვევია არაფერი,- მხრები აიჩეჩა სანდრომ,- თქვენს სანათესაოში არ დავიწყებდი ძრომიალს. თან ამ ერთ პატარა გოგოს რა უნდა ექნა?
- ჩემი საწყალი ბავშვები,- ამოიტირა ეთერიმ,- და ახლა რა იქნება?
- არ ვიცი...- დააპაუზა დაჩიმ,- ლაშა ჩამოვა ორ დღეში და მერე ის და ნია უკან ბრუნდებიან.
- და თქვენ?- მზერა გადაიტანა წყვილზე მარიამმა,- თქვენ რას აპირებთ? ან შენ არ გინდა უკან დაბრუნება?
- ამ საკითხზე ჯერ ჩვენც არ გვისაუბრია, ამიტომ ჯერ არ ვიცი,- მოკლედ ამოთქვა სანდრომ.
- არ მითხრათ რომ ისევ უნდა დაშორდეთ.
- მარიამ,- გაისმა ავთოს ხმა,- ხომ გითხრა მოვაგვარებო, რაღას ეწუწუნები.
- ბოდიში, უბრალოდ ძალიან ვინერვიულე, რაც გააკეთა ამ იდიოტმა იმაზე,- ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში,- მეორედ აღარ მინდა იგივე შეცდომა დაუშვას. დაჩისაც ვერ ანდობ...
გახედა ბიჭს და მანაც გამოტენილი პირით შეწყვიტა ჭამა.
- მე რა შუაში ვარ?
- შენ დაეხმარე და მაიძულე გამეკეთებინა ის, რაც არ მინდოდა.
- მეც ამან მაიძულა,- მხარი გაჰკრა სანდროს,- ამისი ბრალია ყველაფერი.
- ხო გადააბრალე ახლა. გეგონება ცოლ - ქმარივით სულ ერთად არ დაწანწალებდეთ ყველაფერზე,- არ ჩამორჩა მარიამი
- ეთო რა უნდა?- წუწუნით ჰკითხა ქალს.
- დაანებე შვილო, გაბრაზებულია,გადაუვლის,- გაეცინა ქალს,- ხო იცი რა ქოთქოთაა.
მოსაღამოვებულს ნია ეზოში, ჰამაკში ატარებდა დროს მარიამთან ერთად. პატარა ვაჩე ჩაესკუპებინა კალთაში და ეთამაშებოდა. ლოყებს უკოცნიდა ბავშვს, თმებს უჩეჩავდა, უღიტინებდა და ისიც ხითხითებდა ბედნიერი.
- მარიამ,- გაისმა სანდროს ხმა,- შეგიძლია ცოტახნით დაგვტოვო?
- დაგტოვებთ აბა რას ვიზამ, გვრიტებო,- წამოხტა გოგო,- წამოდი ჩემო ვაჟკაცო.
ჩაჰკიდა თავის პატარას ხელი.
- ისეთ ვიდზე ხარ, იცოდე რომ აწყენინო ღერა - ღერა გაგაცლი მაგ თმებს.
ამოისისინა მასთან მისულმა და მერე ბავშვთან ერთად განაგრძო გზა. სანდრო ჰამაკში გვერდით მიუჯდა ნიას. ქალის ცალი ფეხი თავის კალთაზე შემოიდო და ხელიც თავქვეშ ამოუდო.
- რა ხდება?- ვეღარ მოითმინა ნიამ.
- მინდოდა შენს წასვლაზე მეთქვა,- დაიწყო სერიოზული ხმით.
- არ წამოხვალ?- წამოიწია ნია, თუმცა უკან დააბრუნა ეშბამ.
- მაცადე ლაპარაკი.
- წინაზეც ეგრე ქენი! მთელი ღამე მელაპარაკებოდი და ბოლოს რა გამიკეთე,- ბრაზი შეერია ხმაში.
- ნია წამოვალ,- შეაწყვეტინა კაცმა,- უბრალოდ ამისთვის დრო მჭირდება. არ არის მარტივი ასე უცებ ავდგე და წამოვიდე.
- დრო? რისთვის?
- ხვდები არა რომ თერთმეტი წელია აქ ვცხოვრობ და საქართველოში ყველას მკვდარი ვგონივარ?- წარბები ასწია სანდრომ,- როგორ დავამტკიცო რომ ცოცხალი ვარ, როცა მკვდარი კაცის საბუთებს წარვადგენ?
- რა უნდა ქნა?- წარბები შეკრა ნიამ.
- მოდი ამას მე მოვაგვარებ, არ იქნება ეს მარტივი საქმე მაგრამ დრო დამჭირდება...
- ისევ უნდა დამტოვო?
- პერიოდულად გნახავ ხოლმე.
- მაინც?
- არ ვიცი, ვეცდები ხშირად. ფანჯარა ღია დამიტოვე ხოლმე რომ შემოვიდე შენს ოთახში,- ჩაეცინა სანდროს.
- დღისითაც ვერ მოხვალ?
- ღამით არ ჯობია?- წარბები აათამაშა ეშბამ.
- ნუ ბოდავ რაღაცებს,- წამოარტყა მხარზე და მერე თავი ჩამოადო,- ისევ უშენოდ უნდა ვიყო და რამდენ ხანს?
- ამდენი წელი გვერდით გყავდი და ვერ მეუბნებოდი...
- გაჩუმდი რა, იმდენი წელი გვერდით მყავდი, ცოცხალი და ჯანმრთელი.
- კარგი, ვეცდები ხშირად მოვიდე ხოლმე. რამდენის საშუალებასაც მომცემენ მესაზღვრეები,- შუბლზე აკოცა ქალს.
- მპირდები?
- გპირდები,- მისი ხელი მოიქცია თავისაში და ნაზად მოეფერა,- ამ ლამაზ ხელს დაამშვენებდა ერთი ლამაზი ბეჭედი.
- ბეჭედი?- თავი წამოსწია ნიამ.
- ხო, არა? არ გინდა?
- ამაზე არ მიფიქრია,- დაიბნა უცებ.
- მე ვიფიქრე უკვე,- ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა,- მოვაგვარო ყველაფერი და მერე. მშვიდად, დალაგებულად.
- ანუ დავიწყო მომზდება,- ჩაეცინა ნიას.
- ისეთი კაბებით დაფრიალებ ხოლმე, წესით მზად ხარ უკვე.
- რამეს მიმანიშნებ თუ რას მეუბნები ვერ გავიგე.
- არაფერს მიგანიშნებ, ნუ აწრიალდი,- გაეცინა სანდროს და მიიხუტა სხეულზე,- იცოდე ჩემს არყოფნაში სხვებს არ დაუწყო ყურება, თორემ გავიგებ აქაც და ნახავ მერე.
- ვის უნდა ვუყურო ერთი,- ცხვირი აიბზუა ნიამ.
- ლაშას ვაბარებ შენ თავს,- ცხვირზე აკოცა და მერე წამოიწია,- უნდა წავიდე ახლა, საქმეები მაქვს. მოვალ საღამოს.
- სულ მიდიხარ, სულ საქმეები გაქვს, რით ვეღარ მორჩა ეგ საქმეები?- ხელები გადაიჰვარედინა მკერდზე.
- დაიწყო ისევ...- ჩაეცინა სანდროს,- მოვალ საღამოს, ნუ ბრაზობ ეჭვიანი ცოლივით.
ჩამოჰკრა ცხვირზე ხელი და მანქანისკენ დაიძრა.
- გაიქცა ხო საქმეებზე?- დახვდა კარებში მარიამი.
- ჰო, საღამოს მოვალო,- ამოიოხრა ნიამ.
- ეგ და ჩემი ქმარი ერთია,- აიქნია ხელი ჰაერში,- ბავშვს რომ ანახო ვერ იცნობს.
- ნეტავ რა საქმეები აქვთ ასეთი,- ჩამოჯდა დივანზე ეთერის გვერდით,- მართას ხომ არ დაურეკავს?
- ჯერ არა, ველოდები,- აჩვენა ტელეფონი ეთერიმ,- შენი სადაა?
- სასაფლაოზე დამივარდა,- გაახსენდა უცებ.
- სასაფლაოზე?
- ჰო, ლაშამ იქიდან წამომიყვანა,- გაეცინა,- ან უფრო მომიტაცა. საზიზღარი ვოლკოვი დამხვდა.
- რა ხდება ღმერთო,- თავზე შემოიდო ხელი ეთერიმ,- რამე ხომ არ დაგიშავა?
- არა, გადამიარა. დალურჯებები მქონდა უბრალოდ. საშინელება იყო სოფელში რომ დავბრუნდი,- მოიწყინა უცებ ნიამ,- საწყალი ელისო, სანდროს დედა, გარდაიცვალა და გააზრებაც ვერ მოვასწარი ვერაფრის, მეორე დღეს დაკრძალვაზე ვიყავი.
- ჩვენი სანდროსი?- პიზე აიფარა ხელი,- ამდენ ხანს ცოცხალი იყო? ჩვენ ვიცოდით რომ დაიღუპა.
- მართლა? რას ამბობთ, ქალი ცოცხლად მოკვდა სანდროს ამბავი რომ გაიგო, ერთი კვირის წინ დაიღუპა.
- დედის ნახვაც ვერ მოასწრო ჩემმა ბიჭმა,- მოიწმინდა ობლად გადმოვარდნილი ცრემლი,- აპირებს ხო უკან დაბრუნებას?
- მითხრა რომ ჯერ ვერა,- მხრები აიჩეჩა ნიამ,- დრო სჭორდება, პერიოდულად მოვა ხოლმე.
- რისთვის?
- საქართველოში სანდრო გურგულია მკვდარია. ყველას მკვდარი გვეგონა, საფლავიც კი გაუკეთეს სოფელში,- ტანში გასცრა უცებ,- მგონი თქვა საბუთებზე პრობლემა მექნება ცოტახანიო.
- ესღა აკლდა ახლა,- აატრიალა თვალები მარიამმა,- რატომ აქვს ახლა ეს პრობლემა?
- არ ვიცი,- მხრები აიჩეჩა ნიამ,- უბრალოდ მშვიდად დაველოდები როდის მოაგვარებს, უკვე აღარ მინდა რამის მოსმენა, ამდენი ცუდი გამაფრენინებს მალე.
- მართალია, მართალია,- დააქნია თავი ეთერიმ,- აღარ იყო საკმარისი ის რაც მოხდა?
- სოსო რახან მოვიშორეთ, აწი ყველაფერი დალაგდება,- გაიღიმა მარიამმა.
- იმედი მაქვს,- ხმადაბლა ამოთქვა ნიამ.
უთენია ბრუნდება სახლში ეშბა. მაშინვე შედის საყვარელი ქალის ოთახში. აივნის კარი ოდნავ ღია დაეტოვებინა ნიას, ნელი სიო უბერავდა ოთახში. საბანი ოდნავ გადახდილი ჰქონდა და ფეხები მოუჩანდა. თეთრ ბალიშზე წაბლისფერი თმები არეულად გაფანტულიყო. მშვიდად სუნთქავდა ნია გაბედავა. თავის ოთახში გადავიდა, გაიძრო მოსაცმელი და მიაყოლა დანარჩენი ტანსაცმელიც. მერე ისევ უკან დაბრუნდა, მშვიდად შეუწვა საყვარელ ქალს საწოლში და ხელი მოჰხვია.
- მოხვედი,- ძილბურანში ამოთქვა ნიამ და თავი მის მკერდზე დადო,- ხომ თქვი არ დავაგვიანებო.
- დაიძინე, აქ ვარ,- შუბლზე აკოცა და საბანი გაუსწორა.
- მატყუარა,- ამოილუღლუღა და ისევ გადაეშვა ღრმა ძილში.
* * *
ლაშა ჭანტურია იმაზე ადრე დაბრუნდა მოსკოვიდან ვიდრე ელოდნენ. მძიმედ შეაღო სახლის ჭიშკარი დაჩიმ და უკან შეიყოლა ლაშაც. მოათვალიერა საშუალო ზომის სახლი კაცმა და მერე პირდაპირ შესასვლელისკენ დაიძრა. მოეხვია კარში მდგარი ნია მონატრებულ მეგობარს და მისაღებისკენ გაუძღვა.
- გამარჯობა,- დახვდა იქვე ავთო.
- გაგიმარჯოს,- მიესალმა ლაშაც.
- რა ხდებოდა?- გადაიტანა თემა მაშინვე სანდრომ.
- სოსო წაიყვანეს,- ეთერის გულზე მალამოდ მოედო კაცის ნათქვამი,- როგორც გავიგე... საქმეშო დიმიტრი სმირნოვი ჩაერია.
სანდრო ჩუმად უსმენდა. სახელი აშკარად რაღაცას ნიშნავდა მისთვის.
- სმირნოვი?- ჩუმად გაიმეორა.
- ჰო,- დაუდასტურა ლაშამ,- წლებია ვიცნობ. სახელმწიფო დონის კაცია. ასეთ საქმეებს როცა იღებს, ნიშნავს რომ ბოლომდე მიიყვანს. ფორმალურად პროკურატურასთან მუშაობს, მაგრამ რეალურად...- მცირე პაუზა გააკეთა,- მოკლედ, ეს იმას ნიშნავს რომ საქმე უკვე გადაწყვეტილია.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- დილას დაიწყო სასამართლო,- გააგრძელა ლაშამ,- ტვირთზე მინდოდა მეთქვა დიმიტრისთვის, თუმცა აღარ გახდა საჭირო. ვიქტორ ვოლკოვმა დაასმინა, ნუ ბოლოს მოგროვდა ბრალდებები. იარაღის უკანონოდ შენახვა, ფულის მოპარვა... მაგრამ მთავარი ჩვენება ვიქტორმა მისცა.
დაჩის სუნთქვა ოდნავ შეეკრა.
- რა თქვა?
- მკვლელობაზე,- თქვა ლაშამ პირდაპირ,- ყველა იმ ადამიანის, ვისაშიც თავადაც მონაწილეონდა.
- ვოლკოვმა? თავი ჩაუშვა? რა მიზნით?- წამოიძახა დაჩიმ.
- ეგ უკვე სხვა საკითხია,- ოდნავ გაეღიმა ლაშას,- მოკლედ, ძალიან ბევრი რამ დაგროვდა და ამაზე უკვე ვერავინ დახუჭავდა თვალს.
- და განაჩენი?
- ვითომ გადადეს, მაგრამ ჩათვალე უკვე გამოტანილია,- თქვა მშვიდად,- დიმიტრიმ მინიმუმ ოცდახუთ წელს მისცემენო.
- დარწმუნებული ხარ?
- ასი პროცენტით,- მიაწვა საზურგეს ლაშა,- მაგ კაცთან რამდენჯერაც შეხება მქონია, იმდენჯერ გაამართლა ჩემი იმედი.
- მადლობა ღმერთს,- ამოიტირა ეთერიმ,- როგორც იქნა მშვიდად შევძლევთ ცხოვრებას.
- მიხარია რომ მოგვარდა ეს პრობლემა,- დააქნია თავი ლაშამ.
- შენ პრობლემას რას უზამ?- მიანათა შავი თვალები სანდრომ.
- რას გულისხმობ?
- დვალს.
- ეგ ჩემი საქმეა, ჯერ არავინ არაფერი იცის,- აიქნია ხელი,- ჩათვალე მოგვარებულია.
- დარწმუნებული ხარ?
- კი,- დაუქნია თავი,- უბრალოდ უნდა დავბრუნდე უკან.
- ასე უცებ?- წამოიძახა ნიამ დაუფიქრებლად.
- ჰო, ნიაკო, საქმეები მაქვს,- წამოდგა ფეხზე,- და თან არჩილი გელოდება. უფროსწორედ მე მელოდება წკეპლით.
- რაო?
- არაფერი რომ ჩავალ ავუხსნი უკეთ,- გაუღიმა გოგოს,- ამსაღამოს უნდა გადავიდეთ, დაახლოებით ცხრა საათისთვის.
- კარგი, პრინციპში მოსამზადებელი არაფერი მაქვს, ასე რომ...- მხრები აიჩეჩა ნიამ და კვლავ დივანს დაუბრუნდა.
- სანამ წახვალთ ერთ სუფრას მოვასწრებთ,- წამოიწია ეთერი.
- არა, არა, იყოს...- ვეღარც მოასწრო თქმა, უკვე ქალი სამზარეულოში გავარდნილიყო.
- ვერ გააჩერებ,- გაეცინა ავთოს.
- არ მინდოდა მისი შეწუხება,- უხერხულსდ გაეღიმა ლაშას,- შენზე რა გავაკეთო? მე თვითონ არ გამოვჩენილვარ ეწერისში, შენზე ჯერ ვერავის ვეტყვი. მითუმეტეს ჩამოსვლასაც ვერ შეძლებ.
- არ უთხრა არავის, მაგას თავად მოვაგვარებ. უბრალოდ ხაზზე იყავი ხოლმე,- დაუქნია თავი სანდრომ.
სუფრა სწრაფად გაშალა ეთერმა. თეთრი სუფრა, ოდნავ გაცვეთილი, მაგრამ სუფთა და მოვლილი, თითქოს თავის თავში ინახავდა იმ ათასობით ასეთივე საღამოს ისტორიას. ზედ ჩაწყობილი იყო ყველაფერი - უბრალო, მაგრამ გულით გაკეთებული. ლაშა რამდენიმე წამი იდგა და უყურებდა. არ დამჯდარა მაშინვე. თითქოს უნდოდა ეს სურათი ბოლომდე შეეგრძნო, არ დაეკარგა არც ერთი დეტალი. მერე სანდრომ სკამი ოდნავ გასწია იატაკზე, ხმა მკაფიოდ გაისმა, მაგრამ არავინ შეუწუხებია. ანიშნა დაჯექიო და ისიც ნელა ჩამოჯდა. ხელები მაგიდაზე დააწყო, თითები ერთმანეთს გადააჭდო და წამით თვალები დახუჭა. ამ უბრალო მომენტში რაღაც ძალიან დიდი იყო. ის, რაც წლები არ ჰქონია. რაც თითქმის დავიწყებული ჰქონდა. სავსე მაგიდასთან ჯდომა, არა როგორც სტუმარი, არა როგორც გამვლელი, არამედ როგორც ნაწილი. სუნთქვა ოდნავ დაუმძიმდა, მაგრამ ეს სიმძიმე ტკივილის აღარ ატარებდა. უფრო იმ შეგრძნებას ჰგავდა, როცა ადამიანი რაღაც დაკარგულს ისევ პოულობს და ჯერ ვერ იჯერებს რომ ისევ მისია.
ნელ - ნელა გაიკრიფა დროც და ჩამოჰკრა რვა საათმა. ბოდიში მოიხადა ლაშამ, ფეხზე წამოდგა და ტელეფონის ზარს უპასუხა. სულ რამდენიმე წუთი საუბრობდა, თუმცა უკან დაბრუნებულმა გამოაცხადა რომ უკვე უნდა წასულიყო, თორემ მერე გართულდებოდა ნიას გადაყვანა უსაბუთოდ ხიდზე. ყველამ მოიწყინა წამით. მერე აიშალნენ. ყველას დაემშვიდობნენ, ნია განსაკუთრებით ეთერის და მარიამს, მერე კი ორი მანქანით წავიდნენ ხიდისკენ. თითქოს გზა დაგრძელდა, თითქოს აღარ უნდოდა რომ ისევ დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. სანდრო ნელა მიჰყვებოდა წინ მიმავალ მანქანას, სადაც ლაშა და დაჩი ისხდნენ. მერე უცებ მზერა ნიასკენ გადაიტანა. ქალი ნელა შეეხო ხელზე და ოდნავ მოუჭირა.
- გეშინია?- ჰკითხა სანდრომ და ხელზე აკოცა.
- ცოტათი,- მზერა ისევ წინა მანქანაზე გადაიტანა,- უბრალოდ ისევ დაშორება... ისიც არ ვიცი როდის გნახავ.
- პირველივე შესაძლებლობაზე გადმოვალ და გნახავ,- გაუღიმა სანდრომ,- ხომ გჯერა ჩემი?
- მჯერა.
- გაგაგებინებ წინასწარ, ოღონდ არ იტირო.
- არ ვიტირებ,- გაეცინა ნიას. მანქანა ნელ - ნელა გაჩერდა. ლაშა გადავიდა, დაცვას რაღაცას ელაპარაკებოდა ხუთი წუთი, მერე სანდროს დაუქნია ხელი და ისინიც მანქანიდან გადავიდნენ.
- ზუსტად ცხრაზე იცვლებიან და შევძლებთ გადასვლას, სადღაც ათი წუთი გვაქვს დრო მანამდე,- დახედა საათს ლაშამ,- მერე ზუსტად ოთხ წუთში იცვლებიან, ასე რომ ამ დროში უნდა გადავიდეთ.
- ასე ცოტა დრო?- შეიცხადა ნიამ.
- მოვასწრებთ ნუ ნერვიულობ, ხიდზე გადავიდეთ მთავარია,- თავზე ჩამოუსვა ხელი ლაშამ.
- კარგი, მე მზად ვარ,- მტკიცედ განაცხადა მერე ისევ სანდროს გახედა,- მომენატრებით.
პირველი დაჩის ჩაეხუტა.
- თავს მიხედეთ, რამე შარში არ გაეხვეთ,- არიგებდა თან ორივეს,- იცოდეთ როგორც კი შეძლებთ გადმოდით, თორემ მე თვითონ გადმოვალ და მერე ნახავთ.
- გადმოვალთ, გადმოვალთ,- გაეცინა დაჩის. მერე ბოლო ხუთი წუთი მოიტოვა საყვარელ კაცთან დასამშვიდობებლად. მანქანისკენ წაიყვანა სანდრომ.
- მაშინ ამის გაკეთება ვერ მოვასწარი,- ჯიბიდან ყელსაბამი ამოიღო, ზუსტად ის, ბოლო შეხვედრაზე რომ აჩუქა და მერე უკან მოუხედავად გაგზავნა ეწერისში,- ახლა გიბრუნებ. იქამდე, სანამ არ ჩამოვალ.
- ეს არც მახსოვდა...
- მალე ჩამოვალ, არ ინერვიულო ჩემზე,- შუბლზე აკოცა. მერე პატარა კოცნა ტუჩებზეც დაუტოვა,- მერე სულ ერთად ვიქნებით.
- მესამედ აღარ გაგიშვებ იცოდე,- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ნიამ,- არსად აღარ გაგიშვებ.
- წასვლის დროა,- დაიძახა ლაშამ,- მალე ნია.
- მიყვარხარ,- ძლიერად მოეხვია გურგულიას და შეისუნთქა მისი საყვარელი სურნელი.
- მეც ძალიან მიყვარხარ,- ბოლოჯერ აკოცა და მანქანაში ჩასვა,- მშვიდობით იარეთ, შემატყობინე როგორც კი ჩახვალთ.
მოეხვია ლაშასაც და გვერდით გადგა.
- ჭკვიანად,- გაუღიმა ნიას. მანქანა დაქოქა ჭანტურიამ და მალევე გაუყვა ბეტონის გზას. ფანჯრიდან ნიამ უკან გაიხედა, სანდროს სილუეტი ნელ - ნელა პატარავდებოდა, ბოლოს კი გზის მრუდში დაიკარგა, თითქოს საერთოდ აღარ არსებობდა. მისმა თითებმა ინსტიქტურად იპოვა ფანჯრის ცივი ზედაპირი. შუბლიც მიადო, თვალები დახუჭა. ძლივს შეიკავა თვალზე მო დგარი ცრემლი. ეს არ იყო პირველი წასვლა, მაგრამ ყველაზე მძიმე იყო, რადგან ამჯერად იცოდა რას ტოვებდა, ვის ტოვებდა. მანამდე ყოველთვის იყო გაუგებრობა, გაურკვევლობა, ბრაზი, რომელიც გზას ამარტივებდა. ახლა კი ყველაფერი ნათელი იყო, ძალიან ნათელი. ახლა უბრალოდ მიდიოდა და ტოვებდა. მანქანის შიგნით სიჩუმე იდგა, მაგრამ ეს სიჩუმე მშვიდი აღარ იყო. გზის ხმა, ბორბლების მონოტონური მოძრაობა, ფანჯარასთან გამუდმებით ჩავლილი ხეები, ყველაფერი ერთად ქმნიდა იმ ერთფეროვან რიტმს, რომელიც ადამიანს ფიქრში ღრმად ითრევს. ნიას თვალებში ნელა დაგროვდა ცრემლი, მაგრამ არ უტირია. უფრო ძლიერად მიაბჯინა შუბლი მინას, თითქოს ამ სიცივით უნდოდა შიგნით აწეული ქაოსის დამშვიდება.
მის გონებაში ისევ ის ბოლო მომენტი ტრიალებდა. ის შეხება. ის სიტყვები და ის მზერა, რომელიც ყველაფერს ამბობდა, დარჩენილსაც და უთქმელსაც. თითები ნელა მოეჭიდა ერთმანეთს კალთაში. თითქოს რაღაცას ეჭიდებოდა რომ არ დაეკარგა. სუნთქვა ოდნავ დაუმძიმდა, მაგრამ მაინც აკონტროლებდა თავს. არ ტიროდა ხმამაღლა. მხოლოდ შიგნით იშლებოდა. ჩუმად და უთქმელად.
- ვიცი როგორ ძალიან გტკივა,- მოესმა ლაშას ხმა და იგრძნო მისი ხელი თავისაზე,- მაგრამ იპოვის გზას და დაბრუნდება ჩვენთან, კარგი? ცოტაც უნდა მოიცადო.
- რთულია.
- მესმის, სხვა გზა არაა უბრალოდ.
- ძალიან სასტიკი აღმოჩნდა ეს სამყარო ჩვენ მიმართ,- ამოიოხრა ბოლოს,- რა დავაშავეთ რომ ასე დავისაჯეთ?
- თერთმეტი წელია ეგ კითხვა მაწუხებს. დამიჯერე, არ ვიცი,- გაეღიმა ლაშასაც. მერე სიჩუმე ჩამოვარდა. ცოტახანში კი ნაცნობ გზას დაადგნენ ზემო ეწერისისკენ.
* * *

მართასთვის ჯერ შოკი იყო ლაშა ჭანტურია რომ მოადგა კარს. თითქმის საათზე მეტი უხსნიდნენ რომ ზუსტად ის ლაშა ჭანტურია იყო, რომელიც ბავშვობაში დარბოდა ბიჭებთან ერთად სოფლის ორღობეებში. ქალს ლამის გული წაუვიდა, სამჯერ გაუზომა ნიამ წნევა. მერე ცალკე იმის გამო მოხვდა ბეჭებზე რომ შვილიშვილი ასე მოსტაცა და ამდენი დღე არაფერი უთქვამს. სხვა გზა არ იყო, უნდა მოეყოლათ არჩილისთვისაც ყველაფერი. კაცი თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ საკუთარ შვილს ვერ იცავდა. თითქმის დილამდე ისხდნენ და საუბრობდნენ ყველაფერზე, ჩაკოცნა მართამ მონატრებული ბიჭი. მერე ლაშა წამოდგა, სახლში უნდა წავიდეო.
შუადღისთვის უკვე მთელმა ზემო ეწერისმა იცოდა რომ ლაშა ჭანტურია დაბრუნდა. ეზო ხმაურით აივსო, ხალხი მოდიოდა, შედიოდა, ისევ გამოდიოდა, ხმები ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ერთი ოთახი იყო, სადაც სიჩუმე იდგა, მძიმე, წლების დაგროვილი. ლაშა კართან გაჩერდა. ვერ შედიოდა. ხელი სახელურზე ჰქონდა, მაგრამ ვერ აღებდა. თითქოს იცოდა კარს რომ გააღებდა, უკან ვეღარ დაიხევდა. იქ ელოდა ის, რაც ათი წელი არ უნახავს. ის, რის წარმოდგენასაც გაურბოდა. მერე მაინც გააღო. ოთახში ნახევრად სიბნელე იყო. ფანჯრიდან შემოსული შუქი მხოლოდ ერთ კუთხეს ანათებდა. იქ იჯდა დოდო. გამხდარიყო, ფერი დაკარგვოდა, ის მხიარული ნაპერწკლები აღარ დასთამაშებდა სახეზე. უცნაურად პატარა იყო დოდო. თითქოს ამ წლებმა არამარტო დააბერა, არამედ დააკლო კიდეც, ძალა, ხმა, სიცოცხლე. თავი ნელა ასწია. შეხედა და გაჩერდა. არ წამომდგარა მაშინვე, თუმცა არც შეეძლო. ლაშას ხმა არ ამოუღია, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ იცნობდა, ბოლოს და ბოლოს ის ხომ დედამისი იყო. დოდოს უნდოდა ჯერ თვალებით დარწმუნებულიყო რომ ეს სიზმარი არ იყო. რომ ისევ არ გაუჩინარდებოდა. ლაშაც იდგა. არ მიდიოდა. ორივეს შორის მანძილი რამდენიმე ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ მანძილში ჩაეტია თერთმეტი წელი. დოდომ ხელი ნელა ასწია. ჰაერში გააჩერა წამით, თითქოს არ იცოდა, ჰქონდა თუ არა უფლება. მერე მაინც გაიწვდინა. ლაშა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, მის წინ მუხლებზე დადგა და იგრძნო სახეზე ქალის დაკოჟრილი ხელი.
- ჩემი ბიჭი...- ამოიჩურჩულა და იმ წამში რაღაც გატყდა. დოდო უცებ წამოიწია, როგორც კი შეძლო და მთელი ძალით ჩაეხუტა. ხელი ზურგზე მოეჭიდა, თითები ტანსაცმელში ჩაესო, თითქოს ეშინოდა, ისევ არ დაეკარგა,- სად იყავი...
ხმა გაებზარა.
- სად იყავი ამდენ ხანს...- ხმამაღლა ტიროდა. დაუფარავად. ლაშა გაუნძრევლად იდგა რამდენიმე წამი. მერე ხელები ნელა შემოხვია. მჭიდროდ. ძალიან მჭიდროდ. აღარ გაუშვებდა. სუნთქვა დაეძაბა. ყელში რაღაც გაეჭედა. თვალები დაეხუჭა წამით, მაგრამ არ უტირია. ვერ იტირა. ვერ გაბედა, უბრალოდ უფრო ძლიერად მოეჭიდა დედის სხეულს. დოდოს ხელი მის სახეს ეხებოდა, თმას, ისევ ლოყებს.
- ჩემი ბიჭი... ჩემი ბიჭი...- ისევ და ისევ იმეორებდა. იმ ჩახუტებაში იყო ყველაფერი - წლები, მონატრება, ბრაზი, იმედი, რომელიც ბოლომდე არ მომკვდარა.
ლაშამ უფრო მყარად დაიჭირა. თავი ოდნავ დახარა მის მხარზე. და პირველად, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, იგრძნო რომ სახლში იყო, მაგრამ ეს შეგრძნება ტკივილის გარეშე არ მოდიოდა. რადგან ამ დაბრუნებაში ყველაფერი იყო, გარდა დაკარგული დროისა. და ამ დროს ვერაფერი დააბრუნებდა.
* * *
დღეები გადიოდა, მესამე კვირაც მიიწურა. ნია ისევ იჯდა დილა - საღამოს ფანჯარასთან, ხშირად კარს გახედავდა ხოლმე, თითქოს ელოდა, ან ახლა შემოაღებს კარს, ან ახლაო. თუმცა სანდრო არ ჩანდა.
- რატომ მოიწყინე ბებიკო?- ჩამოსუვა ზურგზე ხელი შვილიშვილს,- არ გინახავს ის ბიჭი იქ?
- ვნახე,- გააქნია თავი.
- მერე რაო ბებო?
- მოვალო,- გაუღიმა ნაღვლიანად,- მაგრამ თვითონაც არ იცის როდის შეძლებს.
- რთულია ბებო ხომ იცი იქიდან გადმოსვლა,- თმაზე მოეფწრა ამჯერად,- თუ დაგპირდა და თან უყვარხარ მოვა.
- შენი აზრით ასე შევძლებთ ცხოვრებას?- ჩამოჯდა სკამზე,- ასე შორს, ის იქით, მე აქეთ...
- არ ვიცი ბებიკო, არ გეტყვი სიყვარული ყველაფერს შეძლებსთქო... თქვენზეა დამოკიდებული.
- ხომ იცი რომ მე იქით ვერ ვიცხოვრებ,- ამოიოხრა ნიამ,- არც მას უნდა რომ იქ ვიცხოვრო.
- იქ რა გარემოცაა იცი შენც,- ჩამოჯდა ქალი,- იცის იმანაც და იმიტომ არ უნდა.
- მაგრამ ისიც ვერ გადმოდის.
- დაელოდე, კარგი?- შუბლზე აკოცა ნიას,- მოვა, სად წავა.
- ჰოო, იმედი მაქვს,- გაეღიმა ნიასაც. იმ საღამოს ლამაზი მზის ჩასვლა იყო, მზე ბრწყინავდა. ღელეს პირას მისეირნობდა ნია ლაშასთან ერთად. მერე ჭანტურიამ სახლამდე მოაცილა, ხვალ წამომყევიო ბაზარში გასძახა და მანაც კარი მიიხურა. ფანჯარა გამოაღო. მესამე კვირა იწურებოდა. კვარტალში ერთხელ იწერებოდა სანდრო მესიჯებს. ოქტომბრის ბოლო იყო, ცოტათი ციოდა ეწერისში, თუმცა ნია მაინც ღიას ტოვებდა ფანჯარას. ჩაწვებოდა გაყინულ საწოლში, მერე ძველი მოგონებები შეახსენებდა თავს და ბოლოს ტირილის პირას მისულს ჩაეძინებოდა ხოლმე.
თუმცა ის ღამე განსაკუთრებული იყო, ფხაკუნის ხმები გაისმა სადღაც შორიდან. ძილბურანში მყოფ ნიას ვეღარ გაეგო, სიზმარს ხედავდა თუ სინამდვილეში ესმოდა. მერე ლოყაზე შეხება იგრძნო და მაშინვე წამოფრინდა.
- მომენატრე,- მიეკრა ჯერ კიდევ მძინარე ქალს სხეულზე,- იცი რამდენი ვიწვალე აქ მოსასვლელად?
- სანდრო?- სახეხე დაადო ხელები და რომ იცნო მთელი ძალით მოეხვია,- მოხვედი.
- მოვედი,- ამოიჩურჩულა კაცმა,- ხომ გითხარი რომ მოვიდოდი.
- მენატრებოდი, ძალიან მენატრებოდი,- ლოყაზე აკოცა, მერე ისევ მოეხვია.
- დარჩები?
- გამთენიას წავალ,- გაიძრო მოსაცმელი,- დამაწვენთ თქვენს საწოლში ქალბატონო ნია?
- მოდი,- გადასწია საბანი,- როგორ მოახერხე გადმოსვლა?
- დაჩიმ იჩალიჩა,- მოჰხვია ხელები წელზე,- იქნებ შემდეგში შევძლო დროის გახანგრძლივება.
- რამდენ ხანს წაიღებს ეგ შემდეგი?
- არ ვიცი. ამაზე არ გვინდა საუბარი, კარგი?- მიეალერსა ლოყაზე. ნიას არაფერი უთქვამს. უბრალოდ უფრო მჭიდროდ მიეკრო, თითქოს ამ ერთ მოძრაობაში უნდოდა შეეჩერებინა დრო. სანდროს ხელები ისევ მის წელზე ჰქონდა, სითბო კი ნელა, შეუმჩნევლად ეხვეოდა ორივეს. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, მშვიდი, თბილი, ისეთი, სადაც სიტყვები ზედმეტი იყო. სანდროს თითები მის თმებში დაიკარგა, ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად ეხებოდა, თითქოს ეშინოდა, ეს მომენტიც არ გამქრალიყო. გარეთ ღამე ნელა იწურებოდა. ფანჯრიდან შემოსული ჰაერი რბილად ეხებოდა ოთახს, ფარდას ამოძრავებდა და ისევ ჩუმდებოდა. დრო თითქოს შენელდა, წამები აღარ გარბოდა, უბრალოდ იწელებოდა, ჩერდებოდა მათ შორის. ნიას თვალები არ გაუხელია.
- უკვე გათენდა?- ამოიჩურჩულა ისე რომ ხმამ ძლივს გაკვეთა სიჩუმე,- როდის დადგება ის დრო რომ როცა გავიღვიძებ - აქ იქნები?
- სულ მალე,- დაეწაფა ქალის ტუჩებს,- ახლა უნდა წავიდე.
ნიამ ოდნავ გააქნია თავი, მაგრამ აღარ გაუპროტესტებია. თითები მის მაისურს მოეჭიდა, თითქოს იმ სიტყვებს ეჭიდებოდა, რომლებიც არ უნდოდა დაეჯერებინა ბოლომდე, მაგრამ მაინც სჭირდებოდა. სიჩუმე ისევ დაბრუნდა. ამჯერად უფრო ღრმა. უფრო მძიმე. მაგრამ ამავე დროს მშვიდი. იცოდნენ რომ ეს ღამე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, მაგრამ თითქოს ამ ეტაპისთვის მაინც საკმარისი იყო.
ვიზიტების დრო ნელ - ნელა იზრდებოდა. სანდრო თითქოს ჯიუტად ებრძოდა მანძილს, ყოველ ჯერზე ცოტა უფრო ადრე მოდიოდა და ცოტა უფრო გვიან მიდიოდა, თითქოს ამ წუთების გაწელვით შეეძლო რაღაცის დაბრუნება, რაც უკვე წარსულად იყო ქცეული. მეორე ჩამოსვლაზე, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, ბოლოს მაინც მოიკრიბა ძალა.
გამთენიისას ავიდა სასაფლაოზე.
სოფელს ჯერ კიდევ ეძინა. ჰაერი ცივი იყო, ოდნავ ნესტიანი, ისეთი, რომელიც ფილტვებში მძიმედ შედის და უცნაურ სიფხიზლეს გიტოვებს. გზას ნელა მიუყვებოდა, ნაბიჯები მძიმე ჰქონდა, თითქოს თითოეული ნაბიჯი უკან აბრუნებდა, იქ, სადაც დაბრუნება ყველაზე რთული იყო.
სასაფლაომ სიჩუმით მიიღო. ისეთი სიჩუმით, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა. ჯერ დედის საფლავთან გაჩერდა. ელისო კუტალია, სახელი ისე ეწერა ქვაზე, თითქოს დრო ვერაფერს აკლებდა, მკაფიო, ცივი, უძრავი. სანდრო რამდენიმე წამი უბრალოდ იდგა. თითქოს ჯერ ვერ ბედავდა იმ საზღვრის გადაკვეთას, სადაც სიტყვები საერთოდ აზრს კარგავს. მერე მაინც წავიდა. მუხლები ოდნავ მოეკეცა, როცა ქვას მიუახლოვდა. ხელი წაიღო, თითები ზედ გადაატარა ცივ ზედაპირზე, რომელიც ყველაფერს ამბობდა და არაფერს პასუხობდა. სუნთქვა შეეკრა. ვერაფერი თქვა. ვერც დედა დაუძახა,
ვერც ბოდიში თქვა. მხოლოდ იდგა და პირველად, ამდენი წლის შემდეგ, იგრძნო რას ნიშნავდა სრულიად მარტო ყოფნა. შიგნით რაღაც ჩამოიშალა, ნელა, უხმაუროდ, მაგრამ საბოლოოდ. რამდენიმე ნაბიჯით გვერდზე იყო კიდევ ერთი ქვა. დიტო კვარაცხელიასი. სანდრომ თავი ოდნავ მიატრიალა. დიდხანს უყურა. მერე თითქოს ძალა გამოელია და ნელა წავიდა იქითაც. დიტოს საფლავთან გაჩერდა. აქ უკვე სხვა ტკივილი იყო.
სხვა სიმძიმე. მეგობრის. ბავშვობის. იმ ადამიანის, ვინც გვერდით უნდა ყოფილიყო. მუხლებზე დაეშვა. თითები მიწაში ჩაასო, თითქოს რაღაცას ეძებდა, რაც აღარ იყო.
- ვერ მოვასწარი...- ამოიჩურჩულა ბოლოს, ხმა ძლივს ისმოდა. ქარმა ოდნავ გადაუარა სახეზე.
პასუხი არ ყოფილა. არც იქნებოდა.
მერე თვალი მოჰკრა კიდევ ერთ საფლავს, სადაც მხოლოდ ხის ფიცარი იყი ჩასობილი და ნახშირით ეწერა თავისი სახელი. სანდრო გურგულიას სახელი. გაეცინა სიმწრისგან. მერე ფეხზე წამოდგა. დატოვა მოტანილი ყვავილები. ნიას გაუარა, თუმცა აღარ უნახავს. მხოლოდ საჩუქარი დაუტოვა ფანჯრის რაფაზე, დრო იწურებოდა ისედაც, უნდა წასულიყო. მალევე გადაკვეთა საზღვარი სანდრო ეშბამ.
* * *
იმაზე რთული კიდევ რა არის, რომ ფიქრობ ალბათ მთელი ცხოვრება მოგიწევს იმ ადამიანის ლოდინი, ვინც მთელი გულით გიყვარს. ზოგი ამას არც გააკეთებდა, ზოგი ალბათ მალევე დანებდებოდა. თუმცა ნია გაბედავა ბავშვობის სიყვარულს მთელი ცხოვრება ელოდა, იპოვა, თუმცა ისევ ელოდებოდა. ზამთრის მიწურულს, უკვე გაფახულის ფერები შემოპარვოდა სოფელ ეწერისს. ხეებსაც გამოესხათ კვირტები, ბალახებსაც დაეწყოთ გამწვანება, თუმცა თავად გაბედავას სულში ჯერ ისევ ცივი ზამთარი იყო, რადგან ისევ ეშბას მოლოდინში იყო.
ჭანტურია ორი თვით წავიდა თბილისში, არც მისგან გაუგია რამე, თუმცა იშვიათად ურეკავდა ხოლმე. მართას ეხმარებოდა ეზოს საქმეებში, არჩილსაც ეხმარებოდა სამსახურის საქმეებში, თუმცა დიდად ვერ ერკვეოდა რას აკეთებდა კაცი. მერე საღამოს ავიდოდა ოთახში, უყურებდა სანდროს მოტანილ საჩუქრებს, მერე გახედავდა საწოლს, გაახსენდებოდა ყოველი ერთად გატარებული ღამე. ბოლოს ისევ სარკეში ჩაიხედებოდა და ყელზე მოელვარე სამკაულს გადაუსვამდა ხოლმე ხელს. ღმერთს სთხოვდა, ოღონდაც მალე დაბრუნებულიყო გურგულია, ოღონდაც მალე ჩახუტებოდა ისე რომ უკან გაშვება არ დასჭირვებოდა. სტკიოდა, თანაც ძალიან, აღარ შეეძლო ასე შოროდან სიყვარული, თუმცა ვერაფერს ეუბნებოდა, განა რა უნდა ეთქვა. იცოდა თავადაც თვითონ სანდროსაც როგორ უჭირდა ასე ყოფნა.
იმ ღამეს ისევ მოაკითხა გურგულიამ. ისევ ჩაიზნიქა მის გვერდით საწოლი, ისევ მოეხვია ხელები წელზე და ისევ იგრძნო ის მონატრებული სურნელი. ხმა არ ამოუღია, კომფორტულად მოთავსდა მის მკლავებში. აღარ ახსოვს ასე რამდენ ხანს იყო, იგრძნო მერე ისევ ხმაური. ლოყაზე რამდენჯერმე აკოცეს, გამოფხიზლდა ოდნავ.
- ისევ?- ამოიოხრა და თმებში შეუცურა ხელი.
- ბოლოჯერ,- ტუჩებზე ტუჩებით გაეხახუნა, მერე ნაზად აკოცა,- გპირდები ეს ბოლოა.
- ჰოო?
- ჰო,- წამოდგა ფეხზე,- დაიძინე.
- ჰოო...- ამოილუღლუღა ძილბურანში მყოფმა. ხელი თავქვეშ ამოიდო, თუმცა ეხამუშა ცივი მეტალის შეხება. ხელი მოიფათურა თითზე, მერე ოდნავ თვალები გაახილა. სიბნელეში ვერაფერი დაინახა მბრწყიბავი ლითონის გარდა. წამოჯდა და ხელი მთვარის შუქზე გაიტანა. დაინახა მანათობელი ქვა, რომელიც უმშვენებდა არა თითს. მერე იქვე მდგარ გურგულიას გახედა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა ჯერ კიდევ აგონიაში მყოფს,- რა არის ეს?
წამოდგა ფეხზე ნია.
- ბეჭედი.
- მეც ვხედავ, მაგრამ რისი?- თმები გადაიყარა სახიდან.
- ხომ გითხარი, ბოლოჯერ ვბრუნდები - თქო,- გაეღიმა სანდროს მის დაბნეულ სახეზე,- გახსოვს ჩემი საცოლე რომ იყავი... უბეჭდოდ არ გამოვიდოდა ეგ საქმე.
- სანდრო...
- ბანალურია, მაგრამ,- მიუახლოვდა, თავისაში მოიქცია ქალის ხელები, მერე ტუჩებთან მიიტანა ახლოს,- გამომყვები ცოლად?
- ამ კითხვას ახლა უნდა მისვამდე?- გაეცინა ნიასაც, თუმცა კარგად მოჩანდა მთვარის შუქზე აკიაფებული ცრემლები,- უარი რომ გითხრა მომხსნი ამ ბეჭედს?
- ხომ გითხარი - ბანალური ვარ.
- გამოგყვები,- დაუქნია თავი. ბედნიერი კოცნა აჩუქა გურგულიას.
- შემდეგ ჩამოსვლაზე ქორწილს გადავიხდით.
- იქნებ ჯერ მამაჩემისთვის გეკითხა?
- დამავიწყდა ეგ ამბავი,- კეფა მოიქექა უცებ,- მოვაგვარებ, ხომ იცი. არჩილს მე ძალიან ვუყვარვარ. ნუ... ვუყვარდი ყოველშემთხვევაში.
- გაგიჟდება რომ გაიგებს.
- შენ კაბა შეარჩიე და მეჯვარე იპოვე, დანარჩენს მე მივხედავ,- კიდევ ერთხელ აკოცა და ფანჯრიდან გადახტა,- შემიწირავს ეს ფანჯარა.
- არაუშავს, ცოტაც და კარიდან შემოხვალ,- ჩაიცინა ნიამ. მერე თავის ბეჭედს დახედა, ლამაზად ბრდღვიალებდა უზარმაზარი ქვა, გულში ჩაიკრა ხელი. ფანჯარა მიხურა და საწოლში ჩაწვა.
* * *
მეორე დღეს, მზე ეწერისის მთებს ნელა გადასცდა და სახლის ეზო მოოქროსფრო, თბილი სინათლით აავსო. არჩილი აივანზე იჯდა და დილის სიგარეტს აბოლებდა, მართა კი საუზმისთვის ემზადებოდა, როცა ჭიშკარს შავი ჯიპი მოადგა. კაცმა საფერფლეში ჩააწვა სიგარეტი, იცნო ლაშა. ფეხზე წამოდგა, თუმცა ადგილზე გაჩერდა მეორე კარიც რომ გაიღო და მაღალი მხარბეჭიანი კაცი გადმოვიდა. ნია ფანჯარას მიასკდა ხმაურზე, თვალები გაუბრწყინდა სანდროს დანახვისას. არჩილს ღიმილმა გადაურბინა სახეზე, ჯერ კიდევ ვერ მიჩვეულიყო ლაშას, ეგონა ისევ ის პატარა ქერა თმიანი ბიჭი შემოაღებდა კარებს.
- დილამშვიდობისა არჩილ,- მიუახლოვდა კაცს და გადაკოცნა,- თუ ისევ ბიძა არჩილი დაგიძახო?
- ნუ სულელობ ერთი რა,- გაეცინა კაცს,- გამარჯობა. მიესლამა მის უკან მდგარ სანდროს.
- გამარჯობა,- გაიმორა გურგულიამ. ტანში გასცრა წამით ბოხი ხმის გაგონებისას. არჩილმა ნელა შეათვალიერა უცხო კაცი. მისი თვალები, მიუხედავად იმისა რომ ასაკმა ცოტა დაუბინდა, მაინც ინარჩუნებდა მკვეთრ, გამჭრიახ მზერას. სანდრო იდგა მხრებში გამართული, სახეზე თორმეტ წლიანი ნაიარევით და ტკივილით დამძიმებული, თუმცა რაღაცნაირად, ბუნდოვნად ნაცნობი. არჩილმა ოდნავ წარბები შეკრა, ცდილობდა, მეხსიერების იმ კუთხეში შეეხედა, სადაც ბავშვობის მოგონებები ინახებოდა, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა.
- ვინ არის შენი მეგობარი, ლაშა?- ჰკითხა არჩილმა და ხელი სანდროსკენ გაიშვირა. მისი ტონი თავშეკავებული იყო, როგორც შეეფერება კაცს, რომელიც უცხო სტუმარს საკუთარ ეზოში, საკუთარი სახლის კართან ხვდება.
- ეს?- ლაშამ ეშმაკურად გაიღიმა და სანდროს გვერდით გადაუდგა,- ეს კაცი დიდი ხნის ნაცნობია, ბიძია არჩილ. თან რომ არ იცნობდე ისეთიც არაა.
აივანზე მართა გამოვიდა. კაცებს შეხედა, მერე სანდროს მზერას შეხვდა. ისევ უკან შებრუნდა და ნიასთან ერთად ჩავიდა დაბლა. თავს ძლივს იკავებდა გაბედავა რომ მაშინვე არ მიეხალა და არ ჩახუტებოდა საყვარელ კაცს. არჩილმა ნელა შეათვალიერა უცხო კაცი. სანდრო იდგა, მხრებში გამართული, სახეზე ათწლიანი ნაიარევით და ტკივილით დამძიმებული, თუმცა რაღაცნაირად, ბუნდოვნად ნაცნობი. არჩილმა ოდნავ წარბები შეკრა, ცდილობდა, მეხსიერების იმ კუთხეში შეეხედა, სადაც ბავშვობის მოგონებები ინახებოდა, მაგრამ პასუხს ვერ პოულობდა.
- ნაცნობი?- გაიმეორა არჩილმა და ხმაში უნდობლობა შეერია,- ლაშა, ბიჭო, რამე ხომ არ გეშლება? მე მგონი, ამ კაცს პირველად ვხედავ.
სანდრომ ოდნავ თავი დახარა, მის სახეზე წამიერი, მტკივნეული ღიმილი გამკრთალიყო. ნელა აწია თავი და პირდაპირ არჩილს შეხედა. მის მზერაში არ იყო შიში, არც თავის მართლება, იყო მხოლოდ ის უხეში, მამაკაცური სიმტკიცე, რომელიც ამ სახლის მამაკაცებს ყოველთვის ახასიათებდათ. მართა და ნია კიბეებზე ჩამოდიოდნენ. ნიას გული ისე ცემდა, თითქოს გულმკერდის გაგლეჯას ლამობდაო. მისი თითები კაბის ნაოჭებში ჩაეჭიდა, თავს ძლივს იკავებდა რომ სირბილით არ მისულიყო და სანდროს ყელზე არ შემოხვეოდა. მართა, რომელიც ჩვეულებრივ ყველაზე გამჭრიახი იყო, ახლა ფერგამკრთალი ჩამოდიოდა. სანდროს არ აცილებდა თვალს, თითქოს ცდილობდა, დაეჯერებინა ის, რასაც ხედავდა.
- სტუმარი მოგიყვანე, არჩილ,- გაიმეორა ლაშამ და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, თითქოს სანდროსთვის სცენა დაეთმო,- ადამიანი, რომელიც წლებია, ამ ეზოს ჰაერით სუნთქავს, ოღონდ შორიდან.
სანდრომ ნაბიჯი გადმოდგა, შემდეგ კიდევ ერთი. მართასთან და ნიასთან ახლოს გაჩერდა. ნიას სუნთქვა შეეკრა, როცა სანდროს თვალებში ჩახედა, იმ მუქ, ნაცრისფერ - ლურჯ თვალებში, რომელთა მსგავსსაც წლების წინ ყოველდღე ხედავდა ეზოში.
- ჰოო?- დაიბნა არჩილი და მერე ისევ სანდროს გახედა,- რა გვარის ხარ ბიჭო?
- კარგი რა ბიძა არჩილ,- გაეცინა ლაშას,- გამიგია აქ სადღაც თურმე გურგულიებიც ცხოვრობდნენ, მგონი ელისოს ბიჭი იყო, გახსოვს, არა?
ჩაეცინა ლაშას. მართა პირზე ხელი იტაცა. უკან დაიხია. არჩილი გაშრა. ჰაერი თითქოს ეზოში გაიყინა. ლაშას სიტყვებმა ისეთი მტკივნეული მოგონებები გააღვიძა, რომელიც თორმეტი წელიწადია მალავდა. თვალები მაგრად დახუჭა, თითქოს ამით რეალობას გაურბოდა, მაგრამ როცა ისევ გაახილა, სანდრო ისევ იქ იდგა, გაზრდილი, დაკაცებული, შეცვლილი, მაგრამ მაინც ის ბიჭი, რომელიც ერთ დროს მისი ოჯახის ნაწილი იყო.
- ელისოს...- ძლივს ამოთქვა არჩილმა. მისი ხმა ახლა სრულიად განსხვავებული იყო, უკვე აღარ იყო ეჭვი, იყო მხოლოდ თავზარდამცემი გაოგნება,- შენ... სანდრო ხარ? ელისოს ბიჭი?
მართამ ვეღარ გაუძლო. წონასწორობა დაკარგა, მაგრამ ნიამ დროულად დაიჭირა. ქალი აკანკალებული ხელებით სანდროსკენ გაიწია, თითქოს ემოციებს გზა აღარ ჰქონდათ და ნიაღვარივით ამოხეთქეს.
- სანდრო...- ამოიკვნესა მართამ,- ღმერთო, ეს ხომ არ არის სიზმარი? ეს ხომ არ არის...
სანდრომ, რომელსაც აქამდე სახეზე თავშეკავება ეტყობოდა, ახლა ვეღარ შეძლო ემოციების დამალვა. მის თვალებში ნამდვილი ტკივილი აკიაფდა. ნაბიჯი გადმოდგა და მართას ხელებს თავისი დიდი, უხეში ხელები დაადო.
- სანდრო ვარ გურგულია, ელისოს ბიჭი,- ძლივს ამოირო ხმა. არჩილმა ვეღარ შეძლო წონასწორობის შეკავება. სკამზე ჩამოჯდა, თავზე ხელი შემოიდო.
- ვაი დედასა,- ამოიოხრა კაცმა,- დედაშენი როგორ ჩერდება მიწაში ახლა?
იკითხა ჩუმად, თავისთვის. მერე ისევ წამოდგა ფეხზე.
- მოდი ბიჭო აქ,- არჩილი მიუახლოვდა. ლაშა, რომელიც გვერდით იდგა, ჩუმად აკვირდებოდა სცენას, არჩილმა ხელი სანდროს მხარზე დაადო, მერე კი გულში ჩაიკრა.
- შენ... შენ როგორ ბიჭო, როგორ გადარჩი?- არჩილის ხმაში ახლა უკვე სიყვარული და უსაზღვრო შვება იგრძნობოდა. ნია, რომელიც აქამდე გაშეშებული იდგა, სანდროს მზერას შეხვდა. მათ შორის გაჩენილი კავშირი ისეთი მყარი იყო რომ სხვებსაც კი ეუცხოვებოდათ. ნიამ ცრემლიანი თვალებით შეხედა მამამისს.
- შინ შევიდეთ, გრძელი ამბავია,- წამოიძახა ნიამ.
- შენ იცოდი?- მიუბრუნდა მართა შვილიშილს.
- ვიცოდი,- ხელი დაავლო და შიგნით შეიყვანა,- ხომ გინდოდა სიძის გაცნობა.
- რას ამბობ გოგო,- გაიკვირვა მართამ.
- ჰო, ეთერისთან რომ ვიყავი იქ დამხვდა, მაგრამ მეც წამოსვლის მერე გავიგე ყველაფერი,- მხრები აიჩეჩა ნაიმ.
საუბარი დიდხანს გაგრძელდა. სახლში, სადაც თერთმეტი წელი სევდა ბინადრობდა, ახლა სიტყვების ნაკადი მოედინებოდა. არჩილი, რომელიც წლების განმავლობაში თავშეკავებული იყო, ახლა სულ უფრო მეტს ეკითხებოდა სანდროს, აფხაზეთზე, გასულ წლებზე, იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც გზები გადაეყარა. მართა ხან სანდროს ხელებს ეფერებოდა, ხან კი ისევ ნიას უყურებდა, თითქოს იმის დაჯერებას ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი მართალი იყო. სანდრო ყვებოდა თავშეკავებულად, მაგრამ გულახდილად.
- აბა,- შემოვიდა ეზოდან ხმაურიანად ლაშა,- ახლა ქორწილს ველოდებით აქ ხალხი.
- ქორწილს?- გაიკვირვა არჩილმა.
- უი, ეგ ნაწილი ჯერ არ გითქვამთ?- პირზე ხელი აიფარა ჭანტურიამ,- გრძელი ენა მაქვს.
- რა ხდება?- გადახედა ნიას კაცმა
- მამა,- ამოისუნთქა გაბედავამ და მშიდად დაიყწო,- ამის თქმას ბოლოს ვაპირებდით, თუმცა ვიღაცების ენა არ ჩერდება ადგილზე.
მკვლელი მზერა მიანათა ლაშას.
- ეთერისთან რომ ჩავედი იქ ვნახე სანდრო,- გადახედა კაცს,- ეს ის სანდროა, ვისზეც ამდენ ხანს გელაპარაკებოდი.
- ერთი დღისთვის ზედმეტი ინფორმაციაა,- ამოიოხრა კაცმა. თავი ხელებში ჩარგო და მძიმედ ამოისუნთქა. სიტუაცია, რომელიც დილას ჩვეულებრივად დაიწყო, ახლა მთლიანად იყო შეცვლილი. თორმეტი წლის წინ დაკარგული ბიჭი, რომელიც ახლა მის წინ იჯდა და მისი შვილის საქმრო იყო, ერთდროულად დაატყდა თავს, როგორც ქარიშხალი.
- ზედმეტი კი არა ბიძია არჩილ, ეს პირდაპირ ჯეკპოტია,- არ ცხრებოდა ლაშა, რომელიც მაგიდასთან დაჯდა და თავისთვის ყავა დაისხა,- ახლა დროა, ყველაფერი ავანაზღაუროთ.
სანდრომ მზერა არჩილს მიაპყრო. ის არ ჩქარობდა. იცოდა რომ არჩილს დრო სჭირდებოდა, რათა ამ ამბისთვის თავი გაეართვა.
- ვიცი, ეს ყველაფერი უცებ მოხდა. არ მოვითხოვ რომ ხვალვე ყველაფერი დალაგდეს,- დაიწყო სანდრომ დაბალი, მშვიდი ხმით,- არ მინდოდა ამ ყველაფრის გადაწყვეტა ისე რომ შენ არ გცოდნოდა და შენი ნებართვა არ გვქონოდა.
ნიამ მამისკენ გაიხედა და ხელი ნაზად დაადო მხარზე.
- მამა,- გვერდით დაუჯდა კაცს,- ხომ იცი რომ მე არასწორს არასდროს გავაკეთებ.
გაიღიმა ნიამ. არჩილმა თავი ასწია და სანდროს შეხედა. მის თვალებში უკვე აღარ იყო გაოგნება. იყო რაღაც სხვა, პასუხისმგებლობისა და მამობრივი სიფრთხილის ნაზავი.
- ჩემი შვილის ბედნიერება ჩემთვის ყველაფერზე წინ დგას,- თქვა არჩილმა,- უბრალოდ, იმდენი წელი გავიდა... ცოტა დაუჯერებელია.
- ჩემი ჩამოსვლაც არ გჯერა ჯერ ხო?- ლაშამ ოდნავ ჩაიცინა.
- ჩემი ბიჭები დაბრუნდნენ,- მოეხვია ორივეს ერთად მართა,- ნეტავ დიტოც აქ იყოს.
- ნეტავ,- ამილუღლუღა ნიამ.
- უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი,- წამოიძახა არჩილმა,- უნდა აღვნიშნოთ აბა რა.
არჩილის სახლის ეზო, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ სიჩუმესა და ნოსტალგიას იტევდა, იმ საღამოს სრულიად გარდაიქმნა. სანდროს დაბრუნების ამბავი, როგორც მთის ზვავი, ისე გავრცელდა სოფლის ვიწრო ქუჩებში. ჭორიდან დაწყებული, რეალობამდე მისული ინფორმაცია ელვის სისწრაფით აუყვა ეწერისის ფერდობებს. საღამოსთვის ეზო ხალხით გაივსო. მეზობლები, ძველი მეგობრები და ნათესავები, თითქოს დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობდნენ, ყველა ერთად მოიყარა თავი არჩილის კერასთან. ეზოში გრძელი, თეთრი გადასაფარებლით გაწყობილი მაგიდები გაიშალა, თუმცა წესრიგს არავინ აქცევდა ყურადღებას, ყველას მზერა მაგიდის თავში მჯდომ სანდროსკენ იყო მიმართული. ვიღაცები ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ კაცს, რომელიც თორმეტი წლის წინ დაკრძალეს, სხვები კი გაოგნებულები აკვირდებოდნენ მის სახეს, რომელზეც წლებს თავისი კვალი დაეტოვებინა. მართა და არჩილი, როგორც მასპინძლები, დაღლილნი, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერები, სტუმრებს დაუღალავად მასპინძლობდნენ, ნია კი სანდროს გვერდით იჯდა და აშკარა იყო რომ მისთვის იმ საღამოს სამყაროში სხვა არავინ არსებობდა. ლაშა, რომელიც ამ დღის მთავარი მამხილებელი აღმოჩნდა, ხან ერთ მაგიდასთან მიდიოდა, ხან მეორესთან. მთელი ეზო ერთ დიდ, ხმაურიან, ცოტათი არეულ და ემოციურ ოჯახს ჰგავდა. მაგიდებიდან ისმოდა ჭიქების მიჭახუნების ხმა, სადღეგრძელოები, სადაც დიტოსა და ელისოს სახელებსაც ხშირად ახსენებდნენ და იმ გაუგებარი, მაგრამ სასიხარულო ამბის განხილვა რომ სანდრო გურგულია ცოცხალი და სახლში დაბრუნებული იყო. ჰაერი ივსებოდა შემწვარი ხორცის სურნელით, მუსიკითა და იმ განსაკუთრებული ატმოსფეროთი. ღამეულმა ეწერისმა არასდროს იცოდა ასეთი ხმაურიანი და ხალხმრავალი საღამო. ყველა გრძნობდა რომ სიცოცხლე დაბრუნდა მათთან, რომ ეწერისი ისევ იგივე იყო, როგორიც წლების წინ, თუმცა გულის სიღრმეში მაინც აკლდათ ის ძვირფასი ადამიანები, ვინც ახლა მის გვერდით არ იყვნენ. ხალხი არ იშლებოდა თითქოს ყველას ეშინოდა რომ თუ დაიშლებოდნენ, ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიზმარი აღმოჩნდებოდა და დილით ისევ ძველი სევდა დახვდებოდათ. სანდრო, რომელიც წლების განმავლობაში მარტოობაში და ჩრდილებში ცხოვრობდა, ახლა ამ უზარმაზარი სიყვარულის ცენტრში იყო და თავისი არსებით გრძნობდა იმ სითბოს, რომელიც მხოლოდ ნამდვილ, საკუთარ ეზოში დაბრუნებას მოაქვს. არჩილის სახლი, როგორც ციხესიმაგრე, ისევ იქცა იმ სიმყარედ, სადაც სიყვარულმა, სიცოცხლემ და ერთობამ ყველა იმედგაცრუება და ტკივილი უკან ჩამოიტოვა.
ეზოს მიყრუებულ კუთხეში, ძველ ხეზე მიდგმულ სკამებზე დოდო და ნათელა ისხდნენ. გარშემო ხმაური იყო, სადღეგრძელოები ერთმანეთს ენაცვლებოდა, მაგრამ მათ გარშემო თითქოს დრო გაჩერდა. ამ ორმა ქალმა, რომლებმაც წლების წინ ერთად გაიზიარეს უდიდესი ტკივილი, ახლა ერთმანეთს ხელები მჭიდროდ ჩაჭიდეს. ერთმა შვილი დაკარგა, მეორემ შვილად გაზრდილი ბიჭი. მათ შორის გაჩენილი უფსკრული თორმეტი წელიწადი ცარიელი დარჩა. სანდრო ნელა მიუახლოვდა მათ. როცა ნათელას დაინახა, თითქოს ფეხები დაუმძიმდა. ქალი წამოდგა, მისი მზერა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ მიწას და სიცარიელეს უყურებდა, ახლა რაღაც აუხსნელმა ნათებამ დაფარა. ხელები გაშალა და სანდრო გულში ჩაიკრა, ეს იყო ჩახუტება, რომელსაც თორმეტი წელიწადი ატარებდა, ჩახუტება, რომელშიც მთელი დედობრივი მონატრება, დარდი და ათასჯერ ნათქვამი უსიტყვო ლოცვა იყო ჩატეული.
სანდრომ თვალები დახუჭა, ტკივილმა გულში გადაუარა. მან იცოდა, რომ მისმა გაუჩინარებამ ამ ქალს სული დაუგლიჯა.
- ჩემ დიტოსთან ერთად გიგლოვე შენც,- ამოიტირა ქალმა,- ასე როგორ გაგწირათ ცხოვრებამ.
- კარგი, ნუღარ დასტირი ქალო ბავშვს. ხომ ხედავ? ის ცოცხალია,- მიადგა დოდო უკნიდან.
- ჩემი ბიჭები აქ არიან,- გაეღიმა ნატელას,- ნეტავ ჩემი დიტოც იყოს აქ.
- ნეტავ,- ძლივს ამოიღო ხმა სანდრომ.
ეს იყო საღამო, როდესაც დრომ სვლა შეანელა და ეწერისის მიწამ, წლების განმავლობაში ნაგროვები ტკივილისგან დახეთქილმა, შვებით ამოისუნთქა. ეს აღარ იყო უბრალოდ ერთი შეკრება. ეს იყო წმინდა რიტუალი ჭრილობების შეხორცებისა. ჰაერი გაჯერებული იყო სველი მიწის, მწიფე ხილისა და იმ განსაკუთრებული, ნაცნობი სითბოს სუნით, რომელიც მხოლოდ დიდხანს ნალოდინებ, თითქმის სასწაულებრივ შეხვედრებს ახლავს. სტუმრები, ეწერის მკვიდრნი და მათი ახლობლები, ნელ - ნელა, თითქოს უხილავი ძალის კარნახით, კვლავ ერთიანდებოდნენ ძველი, მრავალნანახი მაგიდის გარშემო, რომელიც იმდენ სადღეგრძელოსა და დარდს შესწრებია. სკამების ჭრიალი და ჭიქების წკრიალი ერთგვარ რიტუალურ მელოდიად, წარსულის აჩრდილების გამდევნელ ჰიმნად ქცეულიყო.
სადღეგრძელოები ერთმანეთს ენაცვლებოდა, როგორც ტალღები, ზოგი მძიმე, სევდიანი მოგონებებით სავსე, ზოგიც იმედის სუსტი, მაგრამ მტკიცე სხივით გაცისკროვნებული. თუმცა, ყოველი სიტყვის, ყოველი შესმული ყანწის მიღმა ერთი დიდი, უცილობელი სიმართლე იდგა. ნათელასა და სანდროს შეხვედრისას დაღვრილი, მწარე, მაგრამ გამათავისუფლებელი ცრემლები თითქოს იმ უხილავ, ღრმა ჭრილობებს აშუშებდა, რომლებიც ეწერის ყოველ კუთხეში, ყოველ ოჯახში წლების განმავლობაში ღიად, დაუცველად რჩებოდა. ის მძიმე, დამთრგუნველი სიმძიმე, რომელსაც ეს ადამიანები საკუთარ მხრებზე, სრულიად მარტო, უსიტყვოდ ატარებდნენ, ახლა საერთო, გამაერთიანებელ სუნთქვად იქცა. მათ გულებში, როგორც ძველ წიგნში, ეწერა რომ გამოვლილი გზა არ ყოფილა იოლი, სავსე იყო დანაკარგის სიმწარით, ღალატის სიმყრალითა და იმ გაუთავებელი მოლოდინით, რომელიც ხანდახან სასოწარკვეთილების უფსკრულში გადაიზრდებოდა ხოლმე.
თუმცა, ახლა, როდესაც სანდრო მათ წინაშე იჯდა, ცოცხალი, ნამდვილი, თავისი მკაცრი, ცხოვრებისგან ნაცემი ნაკვთებითა და იმ მზერით, რომელმაც სამყაროს დასაბამიდან დასასრულამდე ყველაფერი გამოიარა, დარღვეული წონასწორობა თითქოს ჯადოსნურად აღდგა. ეს აღარ იყო მხოლოდ ერთი კაცის, ერთი შვილის დაბრუნება მშობლიურ კერასთან. ეს იყო დაკარგული იმედის, გათელილი რწმენის დაბრუნება, იმ რწმენისა რომ სიბნელე, რაც უნდა ძლიერი ჩანდეს, ყოველთვის ვერ იმარჯვებს და რომ ყველაზე ღრმა, ყველაზე უიმედო უფსკრულიდანაც კი არსებობს ამოსასვლელი, სინათლისკენ მიმავალი გზა.
სანდრომ მზერა ნიასკენ გადაიტანა და ამჯერად მის თვალებში აღარ იყო ის მტკივნეული გაურკვევლობა, რომელიც წლების განმავლობაში მათ შორის უფსკრულს თხრიდა. მიხვდა რომ ამდენი ბრძოლის, უთქმელი სიტყვებისა და გაუცხოების შემდეგ, მან მაინც იპოვა გზა ნიასთან. იპოვა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდა, საკუთარ თავთან შერიგებაში. ეს აღარ იყო მხოლოდ ლტოლვა ან წარსულის აჩრდილი. ეს იყო ის ნამდვილი, გამანადგურებელი და ამავდროულად დიდი სიყვარული, რომელმაც დროსა და ტკივილს გაუძლო.
მათ შორის არსებული უხილავი ელექტროობა ახლა სიმშვიდემ შეცვალა, იმ პირობამ რომ ერთმანეთს აღარასდროს დაკარგავდნენ. სანდრომ იცოდა რომ წინ დიდი სამზადისი ელოდათ, სულ მალე ეწერისი ეს ეზო ოფიციალური ნიშნობის მოწმე გახდებოდა, სადაც მათი კავშირი ყველას წინაშე დადასტურდებოდა. ქორწილი კი, რომელიც ასე ახლოს, სულ რაღაც რამდენიმე თვეში მოდიოდა, იქცეოდა არა მხოლოდ ორი ადამიანის გაერთიანებად, არამედ იმ დიდ გამარჯვებად, რომელიც სიცოცხლემ სიკვდილზე, ხოლო ერთგულებამ ტყვეობაზე მოიპოვა.
საღამო ნელ - ნელა, დიდებულად სრულდებოდა, მაგრამ ეს არ იყო დასასრული. ეს იყო დასაწყისი ახალი, სუფთა ფურცლიდან დაწერილი ცხოვრებისა, სადაც ძველი ჭრილობები ნელ - ნელა, სიყვარულის ძალით, ნაწიბურებად იქცევიან, ნაწიბურები კი ისტორიებად, ლეგენდებად, რომლებიც მომავალ თაობებს, ეწერის შვილებს ასწავლიან, რომ სიყვარულს, ერთგულებასა და ადამიანურ სულს ყველაზე მძიმე, ყველაზე უიმედო ტყვეობიდანაც კი შეუძლია ადამიანის გამოხსნა და აღდგენა. ეწერისი ისევ ცოცხლობდა, ისევ სუნთქავდა, ისევ იმედოვნებდა და ამჯერად ეს სუნთქვა იყო ერთიანი, მტკიცე, საბოლოოდ დამშვიდებული და მომავლისკენ მიმართული.

დასასრული
* * *
ბნელა.
სიცივეა.
ძვლებში ატანს ეს სიცივე. სადღაც შორს, საკნიდან, ვიღაცის სიმღერის ხმა მოისმის. დაბოხებული, ჩაცვენილი ხმით მღერის. მხოლოდ ერთი პატარა ამოჭრილი ნაწილიდან შემოდის სინათლე. თვალს მოგჭრიდა მზის შუქი, თუმცა ჩაშავებულ საკანს მაინც ვერ ანათებდა.
ერთი...
თითქოს დრომ სვლა შეწყვიტა. თითქოს აქ მოხვედრიდან დრო გაჩერდა.
" შენც დაიწვები ამ ცეცხლში"
ჩაესმა კაცს შორიდან.
" შენც მოგეღება ბოლო, აი ნახავ"
გაისმა ისევ ხმა.
ხელი ააფრიალა ყურთან, ნეტავ საიდან მოდიოდა ეს ხმები. ნეტავ ვინ ელაპარაკებოდა, ან რამდენი იყვნენ?
" მე ხომ მოვკვდი"
გაისმა ახალგზარდა ბიჭის ხმა.
" მე ხომ ასე შემწირეთ თქვენს გართობას"
გაისმა ისევ ხმა. უკვე ნერვებს უშლიდა, აგიჟებდა, შიგნიდან ჭამდა.
ორი...
" დრო მოვიდა შენი. ხომ იცი, აქ არავინ არავის ინდობს"
იცნო... ეს ხომ დიტო კვარაცხელია იყო, მაგრამ ის ხომ მოკვდა? ის ხომ მიწას მიაბარა? ახლა აქ რა უნდოდა?
- წადი... გაქრი,- აიქნია ხელი, თუმცა ბიჭი არ ქრებოდა. ვერც ეხებოდა, ხან ერთი მხრიდან ჩნდებოდა, ხან მეორედან.
" აიღე ახლა ეს" მიაწოდა იქვე დაგდებული ზეწარი.
" მიდი გააკეთე ის, რასაც ამდენი ხანია იმსახურებ" გაისმა გვერდიდან შალვას ხმაც. წამოიყვირა, არ ელოდა.
- ეს...-დააპაუზა,- ეს ჩემია.
ვეღარ აზროვნებდა, თავს ეხვეოდნენ აჩრდილები და გონებას ურევდნენ...
სამი....
გაისმა ზარის ხმა საკნებში. აიყარა მილიცია, გარბოდნენ თავქუდ მოგლეჯილები. შეგლიჯეს საკნის კარები, თუმცა უკვე გვიანი ი9ყო.
" ცოდვები მუდამ თან დაგყვება, შიგნიდან გჭამს. განადგურებს, ბოლოს გიღებს. გღრღნის და ნერვებს გაგლეჯს. მაგრამ საკუთარი ცოდვებია, განა ვინ აგებს პასუხს სხვა? განა ვის მიეწევა? განა რა ცხოვრებით იცხოვრე რომ გიღირდა ეს ცოდვები ამად? ვერ მოილევ გულს, ვერ მოინანიებ, არ არსებობს მონანიება პატიების გარეშე, მაგრამ თუ ის არ არსებობს, ვინც ამას გაპატიებს, ცოდვები სულ თან დაგყვება. ბოლო წვეთამდე გაგანადუგრებს, არც მკვდარს გაგახარებს."
ეკიდა საცოდავად სოსო აგუმავას სხეული. ვერ მიუსწრეს, ბოლოჯერ ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა, თუმცა არც იქით მოუსვენია, არც იქით დაუსვენია მის სულს. სიმშვიდე ვერ მოიპოვა დ ავერც მოიპოვებდა ვერცერთ ცხოვრებაში, რადგან მხრებზე იმდენი ცოდვა ეწვა რომ სამი სიცოცხლეც არ ეყოფოდა მათ მოსანანიებლად.



№1 სტუმარი ლილითი✨

ამ დღეს დიდიხანს ველოდიიიი🤍✨

 


№2  offline წევრი კრავაი(KJ)

ეხლა ვიწყებ კითხვას, ვიცი საუკეთესო იქნება, დავბრუნდები…🫶🏻🥹✨

 


№3  offline წევრი Daldoni Daldoni

ეს შესანიშავი ,ისტორიაა. ისტორია რომელიც ზედმეტად ,ტკივილიანი და ემოციურია,ქაოსი ,ის რთულლი გზა ,რომელიც სანდრომ გამოიარა და არამარტო სანდრომ. იცი რამდენი ადამიანის ცხოვრების გამოძახილია ეს ისტორია? უკონტროლო და სასტიკი ადამიანის სახეები ,კაცმაცუნების,სახელმწიფოს უსუსურობა და ამის ფონზე უდანაშაულო ბავშვების მსხვერპლადშეწირვა საშინელი განაჩენი.დანგრეული და ტკივილად ქცეული ოჯახები. მძიმე რთულად გადატანილი წლები. წარსული რომელიც უკვალოდ არ ქრება მტკიბნეულლი აწმყო და მაინც მომავლის იმედი,ერთმანეთით და ერთმანეთში ნაპოვნი შვება,იმედი და სიყვარულიი... მადლობა ამ ისტორიისთვის ავტორო,, ახლა უბრალოდ ღამის 4 საათია და მეტიკონკრეტიკა ვერ შევძელი....

 


№4 სტუმარი Ბელა

Გული გამეგლიჯა ისტორიის წაკითხვისას,
Ეს რა იყო, დავმძიდი, მაგრამ შესანიშნავი ისტორია იყო
Მადლობა ავტორო შენ ამ ისტორიისთვის

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინიკო

ოხ,როგორი ნიჭიზ ზეიმია ეს ისოტრია, მძიმე წასაკითხია,მაგდამ ნამდვილად მშვენიერი,ლამაზი, სასიამოვნო,არასდროს გაჩერდე,სულ უნდა წერო შენ ♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცრებაა.

 


№7 სტუმარი ერთგული მკითხველი

რა კარგი იყო,ზოგადად ასეთ თემაზე ისტორიები ჩემი სუსტი წერტილია.ეშერასა და დიდი შერიგების გვერდით დაიკავა საპატიო ადგილი😍შენი წერის სტილი შესანიშნავია ავტორო, რა კარგად გადმოსცემ გრძნობებს, პირდაპურ სულში აღწევ.არ შეწყვიტო წერაა 😍სულ გაგვანებივრე რაა, მე კი სულ დაგელოდებიიი..

 


№8 სტუმარი Გვანცა

Როგორი სასტიკი, შემზარავი რეალობაა აღწერილი... Ყველა ემოცია სულსა და გულს გიკაწრავს, ის მონაკვეთი, სადაც სახელმწიფოს მიერ გაწირვაზეა საუბარი, ეგეც როგორი სიმართლეა... Მიუხედავად ისტორიის სიმძიმისა, არ მინდოდა დასრულებულიყო, მინდოდა ელისოს ცხოვრების თუნდაც ბოლო წამს მაინც დაეხუჭა თვალები ბედნიერს... Მადლობა ავტორს, ველოდები სიახლეებს❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი თამუნა

რამდენი ტკივილია,თუმცა მაინც სასიამოვნო წასაკითხი.მადლობა ამ ემოციისთვის,წარმატებები❤️

 


№10 სტუმარი Tata

არ ვიცი რა ძალამ დაგაწერინათ, მაგრამ მადლობა რომ მოიტანეთ ჩვენამდე! მე აქ მსგავსი ემოცია არაფერზე მქონია. არ შეწყვიტოთ. წერეთ, რაც შეიძლება ბევრი წერეთ !! ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი სოფო

საუკეთესო ხართ საუკეთესოთა შორის❤️მადლობა❤️

 


№12 სტუმარი Dali Samadashvili

ღმერთო ეს რაღაც სასწაული რამე იყო! სიტყვები არ მყოფნის. მადლობა თქვენ💚👏👍👏 როგორ კარგად წერთ💜სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ თქვენს ისტორიებს🌹

 


№13 სტუმარი Tiko Tolordava

ვაახ,მთელი კითხვის პროცესის დროს ისეთი განცდა მქონდა თითქოს მეც მათთან ერთად ვიყავი,სოფელში,სოხუმში და გაგრაშიც,ერთერთი საუკეთესო და გამართული ნაწერია რაც ამ საიტზე წამიკითხავს,მადლობა ავტორს❤️

 


№14 სტუმარი Tiko Tolordava

ვაახ,მთელი კითხვის პროცესის დროს ისეთი განცდა მქონდა თითქოს მეც მათთან ერთად ვიყავი,სოფელში,სოხუმში და გაგრაშიც,ერთერთი საუკეთესო და გამართული ნაწერია რაც ამ საიტზე წამიკითხავს,მადლობა ავტორს❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი იაკო

ვისიამოვნე ისტორიით
კარგად წერთ,
გამოგონილი პერსონაჟებია,
მაგრამ მიახლოებული ცხოვრებასთან
ასე მგონია
წარმატებები ავტორს

 


№16  offline წევრი Daisyd

არ ვიცი, რა ვთქვა. ისეთია, რომ წაიკითხავ და შეგშურდება, მე რატომ არ დავწერეო.
ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ისტორიაა საიტზე და, იმედკა, კიდევ ბევრს ვიხილავთ თქვენგან ❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიკა

სუ ნთქვაშემრული ვკითხულობ,🫢თითქოს ჰაერი არ მყოფნის.😔საუკეთესოა.👏👏👏მადლობა❤️💋 მუდამ უნდა წეროთ👏👏👏

 


№18 სტუმარი ნინი ლაგურაშვილი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ❤️მეორედ რომ ნებანება წავიკითხავ❤️❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია ყოჩაღ

 


№20  offline წევრი Mariana_045

ერთი სულის მოთქმით ჩავიკითხე heart_eyes heart_eyes

 


№21 სტუმარი ნესტან

არ ვიცი რა სიტყვებით დავიწყო ნიჭიერების ზეიმია ამდენი ემოციები სად დავხარჯო მთელი ღამე ვკითხულობდი თითეული პერსონაჟის ტკივილი მტკიოდა,ძალიან მაგარია თითეულმა სიტყვამ სევდა და ტკივილმა ჩემ გულში გაიარა,ძნელია განცდების გადმოცემა მაგრამ თქვენ ეს შეძელით თითეული სიტყვებით ააწყ ეთ ეს უმაგრესი ნაწარმოები საოცრება განსხვავებული ულევი წარმატებები თქვენ მადლობა ველოდები ახალ ნაწარმოებს ❤️ ♥️ ♥️ ♥️

 


№22 სტუმარი აზა

კითხვის დროს ასე მეგონა,რომ მეც იქ ვიყავი,ამ ისყორიის ნაწილი და მოქმედი პირი ვიყავი. თითქოს ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი.მეც მათსავით მტკიოდა და განვიცდიდი.დედის ტკივილი მტკიოდა,შვილის დაბრუნებით რომ ვერ გაიხარა ის დედა მტკიოდა ძალიან.
ვერც შეგიფასებთ ამ ისტორიას.ჩემს ფავორიტ ისტორიებს შეუერთდა.საუკეთესოთა შორის ჩადგა.მადლობას გიხდით ამ დიდი ემოციებისათვის.უღრმესი მადლობა❤️

 


№23 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან მძიმე,მტკივნეული,ცოტა მხიარული და ძალიან კარგი დასასრულით ისტორია იყო ,რომელსაც კიდევ მივუბრუნდები დროის გასვლის შ მდეგ,მადლობა თქვენ ამ ისტორიისთვის და სიახლით დაგვიბრუნდი ❤️

 


№24  offline წევრი Soffy

საოცარი ისტორია იყო , ემოციური …
მომეწონა ძალიან ! მადლობა ❤️🫂
ველოდები შემდეგს 🙌🏻

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent