გატეხილი გულები (4 თავი)
ათი ნოემბერიც მოახლოვდა სულ რაღაც ერთ საათში დაბადებისდღე მექნებოდა ძალიან აღელვებული ვიყავი მოუთმენლად ველოდებოდი. ყველაფერი წინასწარ მქონდა დაგეგმილი გოგონების გარდა დენიც და გიოც დავპატიჟე ასევე გიოს ძმაკაებიც კარგად არ ვიცნობდი მათ მაგრამ ვიცოდი რომ გოგონებს ჰქონდათ მათთან კონტაქტი და ძალიან მთხოვეს მათთვისაც მეთქვა ცოტა მძაბავდა ის ფაქტი რომ ორივე იქ იქნებოდა მაგრამ არამგონია რამე ცუდი მოხდეს. თორმეტი საათიც გახდა კარზე ზარი გაისმა სიხარულით შევაღე რადგან ვიცოდი რომ გოგონები იყვნენ თითქოს ოთხივეს ერთად მაღაზიაში მოუნდათ წასვლა თან ჩემს გარეშე. ასეთი ტრადიცია გვქონდა ყოველ წელს ერთამანეთს ვულოცავდით თორმეტ საათზე -რა ლამაზი დღეა რა ნათელი მზეა იმიტომ რომ დღეს ლილუს დაბადების დღეაა გილოცავთ ნანკას უკან დენიც შევამჩნიე თვალს ვერ ვაშორებდი მისი დანახვა უფრო გამიხარდა -არ იყო საჭირო გოგონებო რატო შეწუხდით -ოჰ კაი ერთი გაჩერდი -ჰე ახლა ჩააქრე სანთელი ვჭამოთ ტორტი და დავიძინოთ ხვალ დიდი დღეა სანთლები რომ ჩავაქრე დენი მომიახლოვდა და გადამეხვია -გილოცავ ლილუ დიდი გოგო გაიზარდე თმები ამიჩეჩა და ცხვირზე თითი ჩამომისვა -ისე ნუ მექცევი თითქოს ცხრსმეტის კი არა ცხრის გავხდი შუა დღისთვის გავიღვიძეთ რესტორანი შვიდზე მქონდა დაჯავშნილი ამიტომ არ ვჩქარობდით, კაბაც უკვე შერჩეული მქონდა თეთრი მოკლე წელზე მოდგმული ამოღებული დაშვებული დეკოლტეთი და ზურგით ექვსისთვის უკვე მზად ვიყავით ბიჭებმა მოგვაკითხეს ყველამ რესტორანში გადმომცა საჩუქარი ჯერ-ჯერობით გიო არსად ჩანდა, ნახევარ საათში დავინახე როგორ შემოვიდა გიო ისევ ლურჯი ყვავილებით და საჩუქრით -რატომ შეწუხდი მართლა არ იყო საჭირო -როგორ არა შენ ვერ დაგტოვებდი უსაჩუქროდ შეფუთვა გავხსენი და შიგნით ანგელოზის ოქროსფერი ყელსაბამი იდო -ეს რომ დავინახე ეგრევე შენ განახსენდი იმიტომ რომ შენც პატარა ანგელოზი ხარ -გიო დიდი მადლობა ძალიან მომწონს ულამაზესია ახლავე გავიკეთებ გიომ ჩამოყრილი კულულები ამიწია და ყელსაბამის გაკეთებაში დამეხმარა სწორედ ამ დროს შემოვიდა დენიც დიდი დათუნიით და წითელი ვარდებით ხელში -კარგით რაა მართლა რატომ შეწუხდით რა საყვარელი დათუნიაა მადლობა დენი ბავშვობის ოცნება ამიხდინე დენიმ ნაზად გამიღიმა -სწორედ ეგ მინდოდა ნანკას ვკითხე რა მოგწონდა ან რა გინდოდა და მითხრა რომ სულ გინდოდა დიდი დათუნია ეჩუქებინათ შენთვის მთელი ღამე ვსვამდით ან ვცეკვავდით ძალიან კარგად გავატარეთ დრო ანასტასია და ანდრია ერთმანეთს არ შორდებოდნენ მთელი ღამე საუბრობდნენ ძალიან ბედნიერი ვიყავი ანასტასიას გამო ნამდვილად იმსახურებდა ამ ყველაფერს. იმდენი ფოტოები და ვიდეოები გადავიღეთ გვიანობამდე იქ დავრჩით. *** ერთი კვირა გავიდა რაც გიო ვნახე მას შემდეგ ყოველდღე ვმესიჯობდით სიმართლე რომ გითხრათ ვერ ვხვდები რას ვგრძნობ თითქოს კომფორტულად ვარ მასთან მაგრამ ამავედროულად არ მასვენებს ფიქრები დენიზე არ ვარ დარწმუნებული ჩემს გრძნობებში მინდა გავერკვე მაგრამ არ გამომდის ერთ მხარეს დენია მეორე მხარეს კი გიო დენი არის ადამიანი რომელმაც ჩემი სიცოხცლე გადაარჩინა იქნებ სწორედ ამიტომ მაქვს მის მიმართ გრძნობები იქნებ სულაც არ მომწონს და უბრალოდ მადლიერების გამო განვიცდი ამ ყველაფერს მაგრამ მერე მახსენდება პირველი დანახვა როგორი გრძნობა გამიჩნდა როცა პირველად დავინახე ალბათ აჯობებს დროს მივენდო. -რაშვები -რავი არაფერს ვცდილობ ვიმეცადინო მაგრამ არ გამომდის ფიქრები არ მასვენებს -ისევ დენიზე ფიქრობ ... -რატო არ მიკვირს -გინდოდა რამე -ხო ანდრიამ მომწერა შეხვედრა უნდა -ვაა მართლა მაგარია რას აპირებ შეხვდები? -კიი უკვე შევთანმხდით -რას ელოდები მერე მიდი მოემზადე -ხო მაგიტო შემოვედი რამე მათხოვე რა გამეცინა რადგან ვიცოდი ამას იტყოდა მართლაც რომ დებივით ვართ ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს ანასტასიას წასვლის შემდეგ შეტყობინება მომივიდა დენისგან -რასშვები -ანასტასია გავაცილე და მარტო ვარ სახლში ალბათ რამე ფილმს ჩავრთავ და ვუყურებ როგორც ყოველთვის შენ რასშვები? -არაფერს უსაქმურად ვარ და ვიფიქრე სადმე გავისეირნებდით ამ ესემესმა ცოტა დამაბნია და რომ არ მოგატყუოთ გულიც კი ამიჩქარა. -თუ გინდა ამოდი და ერთად ვუყუროთ რამეს იმედია ამ გადაწყვეტილებას არ ვინანებ -კარგი სნექებსაც წამოვიღებ სანამ ამოვიდოდა ფილმი ავარჩიე შევეცადე ისეთი ამერჩია სადაც თვრამეტ პლიუს სცენები დიდად არ იქნებოდა რომ უხერხულად არ ვყოფილიყავით. კარზე კაკუნიც გაისმა შემოსვლისთანავე შემათვალიერა ალბათ იმიტომ რომ პირველად მნახა სახლის ფორმაში თმა უაზროდ აწეული საყვარელი გრძელი მაისურითა და მოკლე შორტებით. სავარძელზე მოვკალათდი სნექები გავამზადეთ და შუქები ჩავაქრეთ -დივერგენტზე რას იტყვი ნანახი გაქვს -კი ძალიან მიყვარს ჩართე ნახევარი საათი ისე გავიდა ვერც კი შევამჩნიე ისე დაძაბული ვიჯექი ზედმეტად გაქანებისაც მეშინოდა რამდენჯერმე შევამჩნიე როგორ მიყურებდა მაგრამ მე ფილმს არ ვაშორებდი თვალს უცებ ესემესი მოვიდა გიოსგან ტელეფონი დენის მხარეს იდო ამიტომაც ეგრევე შეამჩნია ვისგანაც იყო ესემესი დავინახე როგორ ეცვალა სახე აშკარად არ ესიამოვნა ავიღე რომ პასუხი გამეცა. -ეგ ბიჭი მართლა არ მოწგონს -რატო მეკითხები მაგას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს -არა უბრალოდ მინდა ვიცოდე -დენი არ ვიცი რა გინდა რომ გიპასუხო ჩემი აზრით ეს შენ არ გეხება უცებ მომიახლოვდა და ჩემი ხელი მისსაში მოიქცია -ლილუ ძალიან მომწონხარ უბრალოდ სულ რაღაც თვეები ვიცნობთ ერთმანეთს და არ მინდოდა მეჩქარა ამიტომაც არ გეუბნებოდი ამას აქამდე მაგრამ ვხედავ რომ ეს ბიჭი თავს არ განებებს და ეს ძალიან არ მომწონს მინდა რომ ვცადოთ, შენთან თავს კარგად ვგრძნობ და იმედია შენც იმავეს გრძნობ ჩემს მიმართ ვერ ვხდებოდი რა მეპასუხა თითქოს ჩემში ორი ადამიანის ხმა ჩამესმოდა ერთი მეუბნებოდა რომ არ ღირდა ეს ყველაფერი დამეწყო მაგრამ მეორე ამბობდა თუ არ ვცდიდი შემდეგ ვინანებდი -დენი მართლა არ ვიცი რა გიპასუხო მეც დიდი ხანია რაც მომწონხარ მაგრამ იმის შემდეგ რაც შენს ბინაში მოხდა ჩემს გრძნობებში ეჭვი შევიტანე -ხო გითხარი რომ თაკოს მიმართ არ მაქვს არანაირი გრძნობა ის წარსულს ჩაბარდა -ხო მაგრამ მეშინია რა იქნება თუ ისევ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში -არაფერი არ იქნება ის აღარაფერს წარმოადგენს ჩემთვის სანამ პასუხს გავცემდი უცებ მომიახლოვდა და მაკოცა მეც არ გავუწიე წინააღმდეგობა მუცელში პეპლები დაფრინავდნენ მეგონა რომ სიზმარში ვიყავი იმ სიზმარში რომელიც მესიზმრებოდა ხოლმე მაგრამ იქაც კი არ იყო ყველაფერი ასე მშვენივრად აღარ ვფიქრობდი იმაზე თუ რა მოხდებოდა შემდეგ უბრალოდ გრძნობებს მივყევი იმის იმედით რომ არ ვინანებდი არ მაინტერესებდა სხვა არაფერი ამ მომენტში ვიყავით მხოლოდ მე და ის, ბიჭი რომელმაც გადამარჩინა ბიჭი რომელიც მთელი გულით მომწონდა და თავგზა ამირია ეს ყოველივე საკმარისი იყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


