გზა შენამდე (თავი პირველი)
ტიროდა თბილისი. ქალაქი იქცეოდა ცრემლად. შეშინებული ოჯახები მთელი სიჩქარით მიისწრაფოდნენ სახლებისკენ. მანქანები მინების წმენდას ვერ წყვეტდნენ, უჭირდათ დანახვაც გზის. დიდი ხანი იყო გასული მას მერე რაც ასე არ უწვიმია დედაქალაქში. ბობოქრობდა ცა. ის კი ხის სკამზე ჩამომჯდარიყო, მთლიანად გალუმპული. ფეხები აეკეცა და გაშტერებული სივრცეში დაკარგული მზერით იყურებოდა. თითქოს ვერც გრძნობდა სიცივეს. გაყინულიყო ერთ ადგილას. გამვლელები იმედგაცრუებული სახეებით შეჰყურებდნენ თავს აქნევდნენ და გზას აგრძელებდნენ. მხოლოდ მაშინღა გამოერკვა ზარის ხმა რომ მოესმა. ჯიბიდან ამოაცურა დასველებული მობილური და ძლივს-ძლივობით უპასუხა. - გისმენ სალო - ლილე ლამის გული გამისკდა. სად ხარ ამდენხანს რომ გირეკავ? არ უნდა მიპასუხო? სახლში რომ არ დამხვდი იმის მერეა ვნერვიულობ ისეთი ამბავია გარეთ - სვანეთში უნდა წავიდე - ლილე… რას ამბობ ლილე, არ იცი რა მოხდება? მოგკლავენ ლილე - აბა რა ვქნა სალო? ის მოკვდა გესმის? ახლა იქ რომ არ ჩავიდე ამას საკუთარ თავს როგორ ვაპატიებ? - ცოტახანს მოიცადე ჩაიაროს ცერემონიებმა და მერე მიდი საფლავზე - დედა მოკვდა სალო, დასაფლავებაზე როგორ არ მივიდე? მჭირდება ბოლოჯერ ვნახო… მისი სახის დამახსოვრება მჭირდება. უკვე წლებია ვერ ვხედავ და მის სურნელს ვერ ვგრძნობ. რატო მოხდა სალო ასე? რატომ უნდა დავეშორებინეთ ასე ერთმანეთს? მენატრება სალო. დედა მენატრება. სული მეწვის… - ლილე, გთხოვ მოდი სახლში… სად ხარ ახლა? წამოდი რა გთხოვ. ამ ამინდში თავს არაფერი მოუწიო. მოდი და ვილაპარაკოთ. რამეს მოვიფიქრებთ კარგი? მოვიფიქრებთ და მიხვალ. მეც შენთან ერთად წამოვალ, მაგრამ ახლა აქ მოდი გთხოვ. - საღამოს მოვალ, სალო. არ ინერვიულო ჩემზე. არაფერი მჭირს. - ლილე… თავს გაუფრთხილდი გთხოვ გათიშა და ისევ ფიქრებს მიეცა გაყინული გამომეტყველებით. თითქოს სიცოცხლეს წყვეტდა რამდენიმე წუთით და მერე უბრუნდებოდა რეალურ სამყაროს. თავი სკამის სახელურს ჩამოსდო და ენერგიისგან გამოფიტულს მალევე ჩაეძინა. ამ აურზაურში, ამ პანიკაში ყველა ნორმისგან შორს იყო ეს კადრი. ხალხი აქეთ-იქით მიმოფანტვას აგრძელებდა მას კი თითქოს მშვიდი ძილით ეძინა. ასე გაატარა რამდენიმე წუთი, ვინ იცის იქნებ საათიც, მანამ სანამ მან არ შენიშნა. გაოცებული შესცქეროდა სკამზე ჩაძინებულ გოგონას და ნელ-ნელა უფრო დიდ სინანულს გრძნობდა მის მიმართ. წარმოედგინა რა შეიძლება ჰქონოდა გულში ასეთი ამ პატარა გოგოს რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაეგდო თავი. დიდხანს აღარ უფიქრია, არც დაკვირვება დაუწყია, ფრთხილად შემოხვია ხელები და ჰაერში ააფრიალა ლილეს სხეული. მკერდზე მაგრად მიიკრა მისი გათბობის მიზნით, თუმცა ორივენი ისეთი სველები იყვნენ არც ერთი გაათბობდა მეორეს. ამ ამინდში ვერც ტაქსის გააჩერებდი ვერსად, ყველას უკვე ჰყავდა მგზავრი, ზოგსაც შეშინებია და სახლისკენ გაუწევია ავარიების თავიდან ასაცილებლად. ასე რომ მოუწია თავის მანქანამდე ევლო. შეძლო სავარძელში მისი ისე მოთავსება, რომ არ გაეღვიძებინა და თავად საჭეს მიუჯდა. დიდ ხანს არ დასჭირდა საცობში ყოფნა. მისი სახლიდან ისედაც ახლოს იმყოფეფოდნენ. თავად ბატონი კი მთაწმინდაზე ცხოვრობდა. მყუდრო ეზოში შეიყვანა მანქანა და გოგო ისევ ხელში აიტაცა. თბილ სახლში რომ შევიდნენ მხოლოდ მაშინ გაუტოკდა სხეული ლილეს, მიხვდა მოსე რომ ტემპერატურის ცვლილება ესიამოვნა მის მკლავებში ჩამალულ გოგოს და მაშინვე საძინებელში შეიყვანა. არ იცოდა ისე როგორ მოეშორებინა სველი ტანსაცმელი, რომ ლილეს არ გაღვიძებოდა. თუმცა ის მაინც შეძლო პერანგის ღილები მთლიანად შეეხსნა, გულის ადგილი სველი ნაჭრისგან გაეთავისუფლებინა და რბილი პირსახოცით გაემშრალებინა გულ-მკერდი. ქვემოთ კი მარტივი იყო, კლასიკური, შავი ფართე შარვალი ეცვა, მარტივად შეძლო მისი მოშორება. დასჩერებოდა ამ სრულებით უცნობ გოგოს და ვერ გაეგო რას აკეთებდა. რატომ იქცეოდა ასე. არა განა სიკეთეს არ გააკეთებდა. განა საბრალო გოგოს ქუჩაში დატოვებდა, მაგრამ რას აკეთებდა მძინარეს რომ აშიშვლებდა და სხეულს უწმენდდა. რას აკეთებდა ასე რომ აკვირდებოდა სახის ნაკვთებზე. რას ეძებდა მასში? განა ვინ იყო მისთვის. - რას აკეთებ მოსე, გონს მოეგე. - თავს შეუძახა და თბილი საბნით დაფარა. ისიც მაშინვე ჩაიმალა ღუნღულა საბანში და ხელებით ძლიერად ჩაეჭიდა თითქოს ვინმე წაართმევდა. მოსე ამასობაში აბაზანაში შევიდა და შხაპი მიიღო, ისიც თავიდან ფეხებამდე სველი იყო. შორტების ამარა გამოვიდა და მხოლოდ ლოგინს მიახლოებულმაღა შენიშნა როგორ ცახცახებდა გალეული გოგონა. - ჯანდაბა, იწვის! რა თქმა უნდა იდიოტო, აბა როგორ იქნება, იმ ამინდში გალუმპულს ეძინა. ახლა რა ვქნა, სიცხე როგორ დავუგდო ისე რომ არ გავაღვიძო და უარეს შოკში არ ჩავაგდო? რა შარს გადაეყარე დადვანო. - დე… დე მე არ ვიტყუები… დე… ჩემი გჯერა? ხომ გჯერა? - მოსე თავის თავთან ლაპარაკში იყო გაბმული ლილემ ძილში ბოდვა რომ დაიწყო. სახეზე ეტყობოდა როგორ იტანჯებოდა. როგორ განიცდიდა. - ჩშშ, ყველაფერი კარგად იქნება - თმაზე ხელს უსვამდა მოსე - დე… არ ვიტყუები… მან ჩაიდინა… მან დამმართა ეს, დე… დეე… გთხოვ, არ მიმატოვო… - გული შეეკუმშა მოსეს. უყურებდა ამ მოციცქნულ არსებას და ვერც კი წარმოედგინა რამხელა ტკივილი იმალებოდა მასში. თუმცა გრძნობდა მის ტანჯვას, გრძნობდა როგორ უფრთხოდა გული და არ იცოდა რა მოემოქმედებინა. - ჩშშ, მე აქ ვარ, არსად მივდივარ. დამშვიდდი. ყველაფერი რიგზეა. - გვერდით ეჯდა და თავზე ეფერებოდა. რომ შენიშნა ცოტა დამშვიდდა ოთახიდან გავიდა და დათას დაურეკა. - რა ხდება , მოგენატრე? 3 საათის წინ არ ვნახეთ ერთმანეთი? რამე ხომ არ მოხდა? - დათა, უნდა დამეხმარო - რა არი ბიჭო? - არა, არა, არ ინერვიულო. ჩემთან უნდა მოხვიდე, მაღალ სიცხიანი გოგო მყავს და არ ვიცი რა ვუშველო. კანკალებს და ბოდავს. - მოვდივარ ძმაო, 15 წუთში მანდ ვიქნები, არ ინერვიულო. - აი ასე. არ დასჭირვებია ზედმეტი კითხვების დასმა დათას. კარგად იცნობდა თავის განუყრელ ძმაკაცს და იცოდა როგორი კაციც იყო. აიღო საჭირო ნივთები და მოსეს სახლისკენ გაეშურა. - მოსე ეს ბავშვი რასაც ქვია იწვის. ამდენი ხანი რას ელოდებოდი? დროზე ბიჭო აბაზანაში ჩავაწვინოთ. სიცხე სასწრაფო წესით თუ არ დავუგდეთ დაემართება რაღაც. - სწრაფად აიყვანა ხელში ლილე მოსემ და აბაზანისკენ გაქანდა. - კარგად იქნები პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ. ჯერ ისეთი პატარა ხარ, იმდენი გაქვს სანახავი. რა დროს ასე ცუდად ყოფნაა. - ეჩურჩულებოდა და თავზე ეფერებოდა თბილ აბაზანაში ჩაწოლილ გოგონას, რომელიც ცახცახებდა, მაგრამ ნელ-ნელა ეტყობოდა უკეთესობისკენ სვლა. რამდენიმე წუთში თვალებს ლანდავდა. ცდილობდა თითქოს აზრზე მოსვლას. პირიც შეაღო. ბუნდოვნად ხედავდა რაღაცებს, მაგრამ ვერ აზროვნებდა. - აი შემომხედე, მხედავ? დათო რატო არ რეაგირებს? ხომ მოვიდა გონს, რა სჭირს? - უბრალოდ ძალიან მაღალი სიცხე აქვს მეტი არაფერი. საგანგაშო არაფერია ძმაო. სიცხე დაუწევს და ჩიტივით იქნება. აქედან რომ ამოიყვან კარგად გააშრე, თმები სველი არ დაუტოვო და ეს წამალი დაალევინე. დღეს ვერ დაიძინებ იცოდე, ტემპერატურა უნდა უკონტროლო. მოსე, უბრალოდ ყურადღება მიაქციე და კარგად იქნება, არაფერია სანერვიულო. მთავარია ფილტვების ანთება არ აიკიდოს. - მადლობა დავით. რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე. - არ დაიწყო ახლა. მე წავედი, შენ კიდე… რა გითხრა. ამ უცნაურ შემთხვევაზე მერე ვილაპარაკებთ. დაგტოვებ შენს აურზაურში. - კაი მიდი. თუ რამე გართულდა დაგირეკავ. - დარჩა თავის სახლში მარტო უცხო გოგოსთან ერთად, რომელიც მის აბაზანაში იწვა გონებაგათიშული. თვითონაც არ იცოდა რას აკეთებდა, აქამდე როგორ მივიდა. - იქნებ მისი მშობლები ნერვიულობენ? იქნებ ეძებენ და გონიათ ამ ამინდში რამე დაემართა? ოოხ მოსე, ხომ შეგეძლო უბრალოდ ვინმე მისი ახლობლისთვის დაგერეკა და სახლამდე მიგეყვანა, რა გააკეთე? ახლა რა ვქნა? ჯანდაბა! - წყალი გაუშვა და აბაზანა რომ დაცარიელდა ტანსაცმლის გახდა დაუწყო. პერანგი გახადა, და საცვლების ამარა დარჩა ლილე. პირსახოცი შემოახვია, ხელში აიყვანა, ოთახში შეიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ტანი შეუმშრალა და პირსახოცი მოაშორა. შეშფოთებული უყურებდა ზურგზე ოთხ უზარმაზარ შრამს. შეცბუნებული იყო და სისხლი სულ აუდურდა რომ დაინახა წინაც ქონდა შრამი. მენჯის გასწვრივ მუცლიდან ბარძაყამდე მოსდევდა. სუნთქვაშეკრული უყურებდა პატარა სხეულს და არ იცოდა რა ემართებოდა. ფრთხილად, რაც შეეძლო ფაქიზად გადაუსვა ხელი შრამს და საბანი გადააფარა. მძიმედ წამოდგა, უჯრიდან ფენი ამოიღო და თმის გაშრობა დაუწყო. ხელები თმაში რომ შეუცურა ლილეს სახეზე ის მშვიდი გამომეტყველება სადღაც გაქრა და ტკივილისგან დაპატარავდა. ფეხები მკერდამდე მიიტანა, სახე მუხლებს მიადო და ტირილს შერეული ხმით აღმოთქვა. - არ მოხვიდე, არ შემეხო, მტკივა, გადი, არ მატკინო, მეშინია. - თავს აქნევდა, აქეთ-იქით ტრიალი დაიწყო. ბოდავდა. - არ მოხვიდე. არ შემეხო. მტკივა. არ მინდა. არ მინდა. არ მინდა. არ მინდა… - მოსე გაშტერებული უყურებდა და არ იცოდა როგორ დაემვიდებინა. ხელი მკლავში რომ ჩაავლო დასამშვიდებლად ლილემ უფრო ძლიერად დაიწყო მოძრაობა. - გთხოვ - ყვიროდა. - არ შემეხო. თავი დამანებე. მტკივა. მსვრი. გამიშვი. - შეცბუნებული უყურებდა. ხედავდა ვერაფერს იზამდა მის დასამშვიდებლად და ჭკუიდან გადავიდა. ბოლოს სააბაზანოში შევარდა, წამლების ყუთი გახსნა და დამამშვიდებელი გაამზადა. ლილე იმავე მდგომარეობაში დახვდა, როგორღაც შეძლო და გაუკავა სხეული, რომ ნემსი გაეკეთებინა. სულ რამდენიმე წუთი და ბოლომდე დაუმშვიდდა სხეული გოგოს. მოსე ლოგინის წინ იატაკზე ჩამოჯდა და ლილეს მშვიდ სახეს მიაჩერდა. ეფორიაქებოდა ეს გოგო. სიმშვიდეს ურღვევდა. აღშფოთებდა მისი ამბავი. არ იცოდა რისი გადატანა მოუწია ამ პატარა გოგოს და გულს უწურავდა მისი დაუცველი მდგომარეობა. მთელი ღამე ასე გაატარა, იატაკზე იჯდა, ნიკაპი მატრასზე ჩამოედო, ლილეს სახესთან ახლოს სუნთქავდა, დრო და დრო კისერზე ხელს ადებდა, სიცხეს უმოწმებდა და ცივ საფენებს ადებდა შუბლზე. გაათენა დადვანმა ლილეს მოვლაში და დილის 8 საათი ხდებოდა საბანზე თავჩამოდებულს რომ ჩაეინა სველი საფენით ხელში. ———————- გამარჯობა :) გიზიარებთ ისტორიას რომლის დადებაც სრულად მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ასე თუ არ დავიწყებდი და თუ არ ვიგრძნობდი რომ საინტერესოა - ვერასოდეს დავასრულებდი. ამიტომ გიტოვებთ ამ პატარა ნაწყვეტს აქ. მადლობა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



