შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განაჩენი


დღეს, 20:06
ავტორი Anukaaa_aa
ნანახია 822

მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ნაშრომით, როგორც დაგპირდით. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ აქ შეხვდებით ერთი - ორ ნაცნობ პერსონაჟს ნაწარმოებიდან "ენგურს მიღმა", თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ ის არ წაიკითხეთ, ამას ვერ გაიგებთ. სრულიად დამოუკიდებელი ნაშრომებია. ასე რომ - ისიამოვნეთ <3

* * *

"ღმერთს ვფიცავ, ღირდა თვალის შევლებად. იმ ერთ წამადაც კი ღირდა, მერე მთელი ცხოვრება რომ უნდა გეტარებინა ცოდვით."

* * *

შემოდგომის ბოლო დღეები იდგა ხევსურეთში. მთებზე თოვლი ჯერ ბოლომდე არ ჩამოსულიყო, მაგრამ ჰაერში უკვე ისეთი სიცივე იდგა, კაცს ძვალში რომ უძვრება. შატილის თავზე მძიმე ღრუბლები ნელა დაცოცავდნენ, ქვემოთ კი არღუნი გაუჩერებლად ეხეთქებოდა ლოდებს და მთელ ხეობაში მისი ხმა იდგა.

სოფელი ჩუმი ჩანდა.

ქვის მაღალი კოშკები ერთმანეთზე მიყრდნობილიყვნენ, თითქოს საუკუნეების ქარს ერთად უძლებდნენ. ვიწრო ბილიკებზე იშვიათად თუ გაივლიდა ვინმე. შავად ჩაცმული დედაკაცები სწრაფად მიიჩქაროდნენ სახლებისკენ, კაცები კი კედლებთან მდუმარედ იდგნენ, ხელებგაჩეჩილები, თვალებში იმ სიცივით, მხოლოდ მთაში გაზრდილ ხალხს რომ დაჰყვება.

იქ სიტყვებს იშვიათად ხარჯავდნენ. არც სიყვარულზე ლაპარაკობდნენ ხმამაღლა.
არც ტკივილზე. ანდაც რაღა იყო სასაუბრო, სიკვდილიც მუდამ თან დაჰყვებოდა მათ.

მთაში ყველაფერს თავისი წესი ჰქონდა. ვისი სისხლი ვისი სისხლით უნდა ჩამორეცხილიყო, ვინ ვის გვერდით დაჯდებოდა პურობაზე, ვის ვისთან შეეძლო თვალის გასწორება და ვის - არა. ზოგჯერ კაცის ბედი ერთი სიტყვის გამო წყდებოდა, ზოგჯერ კი - ერთი შეხედვის.

შატილს ზემოდან ქარი გადაჰყურებდა. ცივი, უხეში, დაუნდობელი ქარი, რომელიც ღამეებში კოშკებს შორის დაძრწოდა და ძილის საშუალებას არავის აძლევდა. იმ ღამითაც ასე იყო. სოფელს ნაადრევი ბინდი ჩამოწოლოდა, ბუხრებიდან კვამლი ადიოდა და მთების შავი სილუეტები ცას ერწყმოდა.

შორიდან მომავალი ცხენის ფეხის ხმა პირველად ძაღლებმა იგრძნეს. ადგილზე დაიწყეს წრილი, წკმუტუნებდნენ, კუდებს აქნევდნენ. არღუნის პირას მიმავალი ვიწრო გზა ნესტით იყო დაფარული. კლდეებიდან ჩამოსული წყალი ქვებზე წვეთავდა, ჰაერში კი სველი მიწისა და შეშის სუნი იდგა. იმ გზაზე მარტო მხედარი მოდიოდა, მძიმე ნაბიჯით, თითქოს მთაც კი უფრთხოდა. ზეცა გაწვიმებასაც ვერ ბედავდა. ელოდა სანამ სახლში დაბრუნდებოდა მხედარი, სანამ თავს შეაფარებდა. მიიწევდა და თან ანგრევდა მთელ სოფელს. უცებ შესდგა, ცხენი გააჩერა, მოეჭიდა თოკს უკან და შორს გაიხედა, ვერაფერს ხედავდა, თუმცა საიდანღაც ისმოდა ფლოქვების ხმა, ადგილზე ტრიალებდა, ძაღლებიც ყეფდნენ უკვე.

მტვერი ნელა ილექებოდა და სოფლის კიდეზე ჩამოწოლილი ყვითელი ბურუსიდან ორი ფიგურა იკვეთებოდა. კაცი ჯერ კიდევ გრძნობდა საკუთარი ცხენის კანკალს. ცხოველი ფრუტუნებდა, ნესტოებს ბერავდა და მიწას ფლოქვებით თხრიდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა რომ გადარჩა. ონესემ სადავეები მტკიცედ დაქაჩა, გასწორდა და ის იყო, ხელი ხანჯლისკენ უნდა წაეღო რომ შეჩერდა. მის წინ შავი, ოფლით დაცვარული ყორანი იდგა. ცხენი მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ მისი მხედარი უკვე აღარ გავდა იმ გიჟს, წამის წინ ჰაერში რომ მიქროდა გრიგალივით. ქალმა ნელა, აუჩქარებლად ასწია ხელი და თავზე წამოცმული ქუდი მოიხსნა. იმავე წამს მხრებზე შავი, ხვეული თმა ჩამოეღვარა. ქარმა მაშინვე აიტაცა ეს ტალღები, აურია და ზურგს უკან ააფრიალა. კაცს სუნთქვა შეეკრა. მის წინ იჯდა არა უბრალოდ ქალი, არამედ კლდედავით მკაცრი და შეუვალი არსება.

- აქ რა დაგრჩენია ფიცხელაურო?- წარბი აუწია ქალმა. ასეთი იყო, მკაცრი, შეუვალი თაია არაბული.

- შენთვის არ მოვსულვარ,- უპასუხა ფიცხელაურმა,- საქმე მაქვს, ელიზბართან მივდივარ.

- რა საქმე?- ჩაეძია და ცხენით წინ გადაუდგა.

- რა გინდა, ხევსურო?- წარბები შეკრა ფიცხელაურმა, კუშტად გახედა მის წინ აქეთ - იქით მოსიარულე ქალს,- არ გეხება შენ, გამატარე.

- არა - მეთქი,- ისევ გადაეღობა წინ. ჩამოხტა ცხენიდან ონისე ფიცხელაური და მიჰყვა უკან თაია არაბულიც. დაძაბულობა იგრძნობოდა მათ შორის, მაგრამ ეს დაძაბულობა ხომ წლებია უკვე არსებობს, როგორც მათ, ისე მათივე სოფლებს შორის. წარბი არ შეუხრია არაბულს, თვალებში შეჰყურებდა და იმ მზერაშიც კი ხედავდა მისი ხასიათის სიმტკიცეს ონისე. მიუახლოვდა რამდებიმე ნაბიჯით, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა თაია,- რა ესაქმებათ მკვლელებს შატილში?

- მკვლელებს?- ჩაეცინა ონისეს,- ვინ კითხულობს ამას? ხევსურო, მგონი დროა გუგუას გამოჰკითხო ძველი ისტორია.

- ნუ მცდი...

- სიტყვებთან ფრთხილად, ხევსურო,- ჩააცივდა ხმას,- თორემ ეგ ენა ბევრს დაუღუპავს შენს გვარში.

- ჩემს გვარს ნუ ახსენებ!- თითქმის შეჰყვირა თაიამ და ხელი მკერდზე მიადო,- ჯერ შენი გვარი თქვი ისე რომ ოთხი თაობის სისხლი არ წამოჰყვეს.

- გგონია მე მრცხვენია?- დახარა თავი ონისემ, თვალს არ აშორებდა,- ამას იმისგან არ უნდა ვისმენდე, ვის გვარსაც ღამე კაცის სისხლი ხელზე არ აშრება. ფრთხილად იყავი...

- სიმართლემ შეგაწუხა?

- სიმართლე?- ჩაიცინა ონისემ ცივად,- თქვენ რა იცით სიმართლის?

- მძინარე ადამიანს არ ვკლავთ, თავის სახლში, ოჯახის წინ!- კბილებში გამოსცრა თაიამ,- აი ეს განსხვავებაა ჩვენ შორის.

მკერდზე დაეჯახა სიტყვები ონისეს. წამში ხელი მაჯაზე ჩაავლო, მკვეთრად დაქაჩა თავისკენ. ზურგსუკან მოუღერა ხელი და სუნთქვაც კი გაუჭირვა იმდენად შეავიწროვა.

- კიდევ ერთხელ თქვი,- ხმადაბლა უთხრა, მაგრამ ხმაში აშკარა მუქარა იდგა,- კიდევ ერთხელ გაიმეორებ და...

- ვიტყვი რამდენჯერაც მომინდება,- ონისეს თითებმა უფრო მოუჭირეს მაჯაზე,- გამიშვი.

შეუშვა ხელი ფიცხელაურმა, წამით ინანა კიდეც რომ დაინახა როგორ იზელდა აწითლებულ მაჯას, მაგრამ ასე იცოდა თაია არაბულმა. გაგაგიჟებდა, გამოგიყვანდა წყობიდან და მერე მსხვერპლიც თავად გამოდიოდა.

- სანამ არ მეტყვი რას აკეთებ აქ - ვერ გაივლი,- არ ნებდებოდა ისევ. ქარის ხმა გაისმა მხოლოდ. ონისემ თვალები დააწვრილა.

- ელიზბართან მივდივარ, დამიბარა,- თქვა ბოლოს,- და თუ კიდევ ერთხელ გადამეღობები...

მზერა გაუმკაცრდა.

- მერე რა?- არ დაიხია თაიამ,- მომკლავთ? თუ დამარტყამთ, როგორც თქვენ გჩვევიათ?

ამის გაგონებაზე რაღაც გატყდა ონისეს სახეზე - წამით, მხოლოდ წამით. განრისხება მოეხაზა თვალებში, სუნთქვა გაუჭრდა წამით, ნუთუ მართლა ასე ფიქრობდა ხევსური მასზე, ნუთუ საერთოდ არ ჰქონდა კაცობა მის თვალში.

- არ გამიბედო ჩემი სხვებთან შედარება,- დაეძაბა ხმა.

- გვარი ერთია,- არ დათმო თაიამაც.

- არა,- მკვეთრად მიუგო,- შენთვის შეიძლება ერთია. ჩემთვის - არა.

დაიზაფრა მისი ბოხი ხმის გაგონებაზე არაბული. უკან დაიხია, წამით თვალებში შიში ჩაუდგა. მერე ცხენს მიიუბრუნდა, სადავეებს მოჰკიდა ხელი. ღრმად ამოისუნთქა ონისემ, მოახტა ცხენს და გაუჩინარდა ღამის წყვდიადში, დატოვა გაოგნებული და ცოტათი შეშინებული თაია ადგილზე. კაცის ფიქრები ჯერ კიდევ იქ დარჩენილიყო, იმ მტვრიან გზაგასაყარზე, სადაც თაიას თვალებში პირველად დაინახა რაღაც შიშის მსგავსი. ეს შეგრძნება გულზე ლოდივით აწვა, არ უნდოდა რომ მასაც სხვებივით შიშით ეყურებინა მისთვის.

ბოლოს, ხეობის სიღრმეში ელიზბარის სახლი გამოჩნდა. სარკმლიდან გამომავალი მკრთალი სინათლე ერთადერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ამ მკაცრ გარემოში სიცოცხლე ჯერ კიდევ ფეთქავდა. ონისემ ცხენი ეზოში შეაჩერა, ჩამოხტა და მძიმე ნაბიჯებით შევიდა შინ. ელიზბარი კერასთან იჯდა, ცეცხლს შეჰყურებდა და ჩიბუხს აბოლებდა. ის იყო კაცი, რომელსაც მთებმა სიბრძნე და სიმშვიდე უბოძეს, ონისესთვის კი ის ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ნათესავი ან უფროსი.

- მოხვედი, ონისე?- ელიზბარმა თავი არ აუწევია, ისე ჰკითხა. ხმაში დაღლა ეტყობოდა.

- მოვედი ელიზბარ. მოვედი...- ონისე წამით შეყოვნდა, თაიას სახე თვალწინ დაუდგა,- გზად შემაფერხეს.

- არაბულის ქალმა, არა?- ელიზბარმა ჩაიცინა და ამჯერად შეხედა,- მაგ გოგოს გული კლდესავით მაგარი აქვს, მაგრამ თვალი მიმინოსი. ყველაფერს ხედავს.

ონისე სკამზე მძიმედ დაეშვა და ხელები ცეცხლთან მიიტანა.

- მაგისთვის არ მოვსულვარ. სოფელში უბედურება ტრიალებს, ელიზბარ. საქონელი იხოცება. დილით ორი ხარი კიდევ დამხვდა გაციებული. არც სენს ჰგავს, არც ნადირი უახლოვდებათ. ხალხი დაიბნა, შიში დადის სახლებში. აბდულამაც აღარ იცის რა ქნას.

ელიზბარმა ჩიბუხი გვერდზე გადადო. მისი სახე უფრო მეტად დანაოჭდა.

- ვიცი. ჩემამდეც მოაღწია ამ ამბავმა,- დაბალი ხმით თქვა მოხუცმა,- ეს არ არის ჩვეულებრივი სენი, ონისე. მიწაა აფორიაქებული. ხევსურეთში არაფერი ხდება უმიზეზოდ.

- და რა ვქნათ?- ონისემ პირდაპირ თვალებში შეხედა,- ხალხი დახმარებას ჩვენ გვთხოვს. მე კი მხოლოდ ის ვიცი, როგორ ვიბრძოლო. უხილავ სენს ხანჯალს ვერ დავკრავ.

- ხანჯალი რას უშელის, კაცო,- ამიოხრა ელიზბარმა.

- აბა საწამლავია?

- საწამლავი არაფერ შუაშია, ონისე,- ელიზბარმა ჩიბუხი ფერფლისგან დაცალა და სკამზე წინ გადაიხარა,- ხევსურეთის მიწა კი არ გაბოროტდა, ხევსურეთის კაცებმა დაკარგეს ყურადღება.

ონისემ წარბები შეკრა. ის უფრო რთულს და უფრო საზარელ პასუხს ელოდა.

- რას გულისხმობ?

- ამ დღეებში ამბები გავრცელდა... მეც ვიყავი წასული. სოფლის ზემოთ, ცივი წყაროს ხევში, საიდანაც საქონელი სვამს, დიდი მეწყერი ჩამოწვა. ხეებმა და ლამმა წყალი დააგუბა. ის წყალი კი არ მოიწამლა, უბრალოდ ჩადგა, ათასგვარი ბალახის ლპობა შეერია და შიგნიდან წამლავს პირუტყვს. ასე ვფიქრობ მე, იმიტომაც იხოცებიან - სითხე მუცელს უბერავთ და სუნთქვას უგუბავთ.

- ანუ, მხოლოდ კალაპოტის გაწმენდაა საჭირო?- ონისეს თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან,- ხვალვე წავიყვან ბიჭებს და ერთ დღეში ხევი სუფთა იქნება.

ელიზბარმა თავი გაიქნია და მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.

- ეგ ხევი შატილის საზღვარია, ონისე,- გაეცინა ჭინჭარაულს,- არაბულს თუ აჯობებ... იქ ხის მოჭრა, მიწის გადაბრუნება და წყლისთვის გზის შეცვლა, არაბული ხომ იცი. კაცებთან მოაგვარებ, მაგრამ შენ ხომ იცი, როგორი ფიცხია თაია. ის მაგას ხელყოფად მიიღებს. იტყვის, ფიცხელაურებმა ჩემს საძოვრებზე ჩუმად დაიწყეს თხრაო.

ონისემ სიმწრით ჩაიცინა.

- ანუ, საქმე მარტივია, მაგრამ პატრონია რთული.

- სწორედ ეგაა. ხვალ მასთან უნდა მიხვიდე. არა როგორც მტერი, არამედ როგორც მეზობელი. უნდა უთხრა რომ წყალი ორივე მხარეს გვიწამლავს. ხვალ გუგუას დელაპარაკე, არ გეტყვის უარს, თავის კაცებსაც გამოაყოლებს, ხევს ერთად გაწმენდთ და იქ დასრულდება.

- ხევსური საზღვართან დამხვდება.

- არაბული გიჟია,- გადაიხარხარა ელიზბარმა,- მგონი ჯერ მაგას დაელაპარაკო ჯობია. დამოუკიდებლად თუ იმოქმედებ... ხომ იცი, თაია არავის პატიობს მის მიწაზე დაუკითხავად ნაბიჯის გადადგმას, განსაკუთრებით ფიცხელაურებს.

ონისემ სიმწრით ჩაიცინა, თავი გვერდზე გადახარა და ჩიბუხის ბოლში გახვეულ ელიზბარს შეხედა.

- მაგისი საქმე რომც არ იყოს, მაინც ჩაყოფს ცხვირს,- თქვა ონისემ და სახეზე მრავალმნიშვნელოვანმა ღიმილმა გადაჰკრა,- ხომ ვიცი მაგისი ამბავი. იმ ხევში წყალი კი არა, ოქროც რომ მოდიოდეს, მაინც მოვა და წინ გადამიდგება, ოღონდ მე გამამწაროს, ოღონდ მე გამომიყვანოს მოთმინებიდან. ეგ ქალი სიმშვიდეს ვერ იტანს, თუ ვინმეს სისხლი არ აუდუღა, ისე დღე არ ჩაუმთავრდება.

ელიზბარმა ნელა გამოიღო ჩიბუხი პირიდან, ფერფლი კერაში ჩაბერა და ონისეს დაჟინებით მიაჩერდა. მისი მზერა დამძიმდა, ხუმრობის გუნებაზე აღარ ჩანდა.

- ეგ გამწარება და სისხლის დუღილი შენ შემთხვევითობა ნუ გგონია, ონისე,- დაიწყო მოხუცმა დაბალი, ხრინწიანი ხმით,- თაია არაბული ისე არ გექცევა, როგორც სხვა ფიცხელაურს. მაგას თავისი მიზეზი აქვს, შენ კი - შენი ვალი.

ონისემ ღიმილი სახეზე შეაშრა.

- რა ვალი, ელიზბარ? რას მეუბნები?- ჰკითხა კაცმა და სკამზე წინ გადაიხარა.

ონისემ თავი დახარა, იგრძნო, როგორ დაუმძიმდა საფეთქლები. სიმართლე დიდი ხანია გულში ლოდივით ჰქონდა ჩამარხული. იცოდა რომ მისი ბედნიერება სხვისი სიკვდილის ფასად იყო ნაყიდი. ზვიად არაბულის სისხლ რომელ ფიცხელაურს შეარჩენდა თაია.

- ვიცი, ელიზბარ, ვიცი...- თქვა ჩუმად და მუჭები შეკრა,- არ მჭირდება იმის შეხსენება, რის გამოც დაგვნიშნეს. ყოველი მისი გამოხედვა, ყოველი მისი ავი სიტყვა მახსენებს რომ მე იმ კაცის შთამომავალი ვარ, ვინც მას მამა წაართვა.

ელიზბარმა ჩიბუხი მრავალმნიშვნელოვნად დააკაკუნა მაგიდაზე.

- ეგ ნიშნობა მხოლოდ ერთი სიკვდილის ფასი არაა, ონისე,- ელიზბარმა ხმა გაიმკაცრა და კერის პირას ჩაიმუხლა,- ორივე მხარეს დაღვრილი სისხლის ფასია. ჯერ მათ მოგვიკლეს კაცი, მერე ჩვენებმა გადაუხადეს... ასე გაგრძელდა და მოვიდა ეს წყევლა წინაპრებიდან. ეგ ზავიც იმიტომ დაიდო რომ არაბულებში კაცი აღარ დარჩა, ვინც იარაღს დაიჭერდა.

ონისემ მუჭში მოიქცია კერიდან გადმოვარდნილი ნახშირი და ისე მოუჭირა, თითქოს საკუთარ ტკივილს ახრჩობდა.

- ჩემს ცოლობას სიკვდილი ურჩევნია, ელიზბარ,- ამოიხრიალა კაცმა,- ვიცი მე მაგისი ამბავი. ისეთი ჯიუტია, ისეთი ამაყი რომ მაგ ფიცის გაგონებაზე თავად გადაეშვება კლდიდან, ოღონდ ჩემს ჭერქვეშ არ აღმოჩნდეს. ეგ ქალი ხომ ჩვეულებრივი სისხლისა და ხორცისგან არაა ნაზელი? კლდის ფიქალია, ცივი და მჭრელი. მირჩევნია, ისევ ისე მესროლოს ის თავისი ავი მზერა და მლანძღოს, ვიდრე დაძალებით მოვიყვანო და მისი თვალების ჩაქრობას ვუყურო.

ელიზბარი არ განძრეულა.

- ნიშნობა ნიშნობაა, ონისე,- თქვა ნელა, მაგრამ მკვეთრად,- და ხევსურეთში ეგ სიტყვა ჰაერში არ იკარგება. მაგას მთები იმახსოვრებს, ქვა იჭერს და კაცის ზურგზე ტვირთად ედება. შენ გგონია, ეგ მხოლოდ ორი გვარის შეთანხმებაა? არა... ეგ ის არის, რაც ხეობას აჩერებს, როცა სისხლი უნდა დაიძრას. ეგ ფიცი რომ გატყდეს, ისევ დაიწყებენ ერთმანეთის ხოცვას და ვირა უნდა მოკვდეს? შენ შეძლებ თაიას მოკვლას?

მოხუცმა მზერა დააწვრილა, თითქოს მის შიგნით ჩახედვა უნდოდა.

- ვიცი, რას ფიქრობ...- დაამატა უფრო ჩუმად,- გგონია, თაია კლდეს ჰგავს და მაგ კლდეს ვერაფერი გაალღობს, მაგრამ დაიხსომე: კლდეს ძალა კი არ ამტვრევს, სწორ დროს დარტყმული მეხი ამტვრევს. ჯიუტია, ამბობ? ჯიუტია, იმიტომ რომ არაბულია... იმიტომ რომ მარტო დგას და სიმტკიცე ერთადერთი ფარია, რაც აქვს.

ქარმა კოშკს შემოუბერა.

- შენ კი ისეთი უნდა იყო,- გააგრძელა ელიზბარმა,- რომ ეგ ფარი აღარ დასჭირდეს.

ონისემ მწარედ ჩაიცინა, თვალებში გაკრთა ის დაძაბულობა, რომელსაც ვერ მალავდა.

- ჩემი გვარის გაგონებაზეც კი სისხლის ფერი ეცვლება.

- იმიტომაც არ ეტყვი ჯერ არაფერს,- მკვეთრად მიუგო ელიზბარმა,- სიტყვა ახლა არ არის შენი იარაღი.

ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

- ხვალ, როცა იმ ხევში ახვალთ, ნუ იქნები ფიცხელაური, რომელიც გზას ითხოვს. იყავი კაცი, რომელიც გვერდით უდგას. ნუ შეეცდები მართო - მიეცი ნება, თვითონ გმართოს. მაგით მოიგებ... არა თავს, გულს,- მხარზე ჩამოადო ხელი,- შვიდი თვე გაქვს, ონისე. შვიდი თვე რომ მტრობა ნელა, უხმაუროდ შეიცვალოს. თორემ ძალით მოყვანილი ქალი კერას არ აანთებს... სახლს დაგიწვავს.

ცეცხლის შუქი მის თვალებში აირეკლა.

- წადი ახლა... დაისვენე. ხვალ გზა გელოდება.

* * *

მთის ჰაერი ისეთი ცივი იყო, სუნთქვისას ფილტვებს რომ უსერავდა. ცაზე გადაჭიმული მთვარე კლდეებს მჭრელ შუქს ასხამდა.

შვიდი თვე...

სიტყვები თავში ჯიუტად უტრიალებდა.

შვიდი თვე რჩებოდა იმ დღემდე, როცა თაია არაბული ოცდაერთი წლის გახდებოდა და ძველი ფიცის ძალით მისი ცოლი უნდა გამხდარიყო. ქალი, რომელსაც მისი გვარის გაგონებაზეც კი თვალები უავდებოდა.

იმ ღამეს არ უძინია.

ცხენს თავად უსწორებდა უნაგირს, ტყავის ქამრებს თითებით ამოწმებდა, თითქოს ამით საკუთარ თავსაც ამაგრებდა. განთიადისას უკვე გზაში იყო. არაბულების ეზოსთან რომ მივიდა, სოფელს ჯერ კიდევ ეძინა. ბალახზე ნამი ელავდა. დილის სუსხში მხოლოდ ცხენის ფრუტუნი ისმოდა.

თაია უკვე გარეთ დახვდა.

თავის შავ ყორანს ფაფარს უვარცხნიდა. გულზე გაჰკრა რაღაცამ, უკან მოიხედა, ონისეს დანახვაზე შეჩერდა, მერე ნელა, აუჩქარებლად შებრუნდა.

- დღეს ჩამიშხამებს დილიდან შენი სახის დანახვა,- ამოისისინა და იქვე მიაგდო სავარცხელი,- რა დაგრჩენია აქ? ჩემი სისხლი?

- ნუ ბოდავ რაღაცებს,- აატრიალა თვალები ონისემ.

- რა მოხდა, ფიცხელაურო?- იკითხა მშვიდად,- კოშმრები გესიზმრა?

ონისე ცხენიდან ჩამოვიდა.

- დილა მშვიდობისა შენც, ხევსურო,- თაიამ ცივად ჩაიცინა.

- ფიცხელაურებისგან მშვიდობა ჯერ არავის უნახავს.

- საქმეზე ვარ,- ჩამოსდო მკლავი ჭიშკარს,- წყაროს ხევში ნაშალი ჩამოწვა. წყალი დადგა და ლპება. საქონელი იხოცება.

თაიამ წარბი აზიდა.

- და?- წარბი აზიდა ხევსურმა,- მეწყინოს?

- შენიც დაიხოცება მალე, თუ არაფერი ვქენით.

- ჩემი საქონელი ფეხზე დგას,- მაშინვე მიუგო. ონისემ მძიმედ ამოისუნთქა. ზედმეტად ჯიუტი იყო ხევსური.

- დღეს დგას. ხვალ შეიძლება აღარ იყოს.

- რა მზრუნველი გამხდარხარ უცებ,- ტუჩი ცინიკურად მოღრიცა თაიამ.

- ნუ მიყურებ ეგრე და ყველა ჩემ სიტყვაში მტერს ნუ ეძებ.

- შენს გვარში სხვას რას უნდა ვეძებდე?- სიჩუმე ჩამოვარდა. ონისემ თვალები დააწვრილა.

- თუ არ გინდა მოსვლა, მარტო ავალ,- თაიას გაეცინა. მართლა გაეცინა.

- ჩემს მიწაზე?- ორი ნაბიჯით მიუახლოვდა,- ფიცხელაური ჩემს ხევში ისე შევა, მე არ გავყვები და ცოცხალი ჩამოვა?

ონისე მისკენ დაიხარა ოდნავ.

- შენს ხევში წყალი მარტო არაბულებისთვის არ მოდის,- გამოსცრა კბილებში,- შენთან ერთად თუ შენს გარეშე მაინც წავალ იქ და მაინც მივხედავ ჩემს საქმეს.

- ზედმეტები მოგდის,- მზერა გაუსწორა კაცს. ონისეს ტუჩის კუთხე შეერხა.

- ყოველთვის ასეთი აუტანელი ხარ?

- არა,- დაუფიქრებლად მიუგო და წარბი აუწია,- მხოლოდ შენთან ვცდილობ.

ონისეს უნებლიეთ ჩაეცინა.

- ეგ მცდელობაა? მაშინ წარმოდგენაც არ მინდა, სინამდვილეში როგორი ხარ.

- ვერც წარმოიდგენ,- დაუფიქრებლად მიუგო ქალმა,- ვერ ეღირსები.

ქარმა დაუბერა, თაიას შავი თმა აფრიალდა ჰაერში. რამდენიმე კულული ლოყაზე მიეწება. ონისეს მზერა წამით უნებლიეთ გაექცა მისკენ.

- თვალები აკონტროლე,- თქვა ცივად,- თორემ ამოგაცლი.

ონისეს ამჯერად ნამდვილად ჩაეცინა.

- მაგ ხანჯლით მემუქრები თუ ფრჩხილებით?

- საჭიროების მიხედვით. შენთვის არაფერს დავინანებ,- რამდენიმე წამი ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს ერთი ბიძგი იყო საჭირო და ეცემოდა. მერე თაია უცებ მოახტა ცხენს.

- წავედით, სანამ მზე ამოვა ბოლომდე. შენი ლაპარაკით საქონელი არ გადარჩება,- ონისემ ცხენს ხელი გადაუსვა და თვითონაც შეახტა. ბილიკი ვიწრო იყო, კლდეებს შორის იკლაკნებოდა. თაია წინ მიდიოდა, თავი ამაყად ეჭირა, თითქოს მთებიც მის ხასიათს ემორჩილებოდნენ.

ცივი წყაროს ხევთან კაცები უკვე შეკრებილიყვნენ. ზოგს თოკები მოეტანა, ზოგს ნიჩბები და ცულები. წყლის მძიმე სუნი ჰაერში იდგა. კლდიდან ჩამოშლილ მიწასა და ხეებს ხევი თითქმის მთლიანად ჩაეკეტა, დაგუბებულ წყალში კი უკვე მკვდარი საქონლის სხეულები ჩანდა. თაიას სახე მაშინვე შეეცვალა. ცხენიდან სწრაფად ჩამოხტა და პირდაპირ კაცებისკენ წავიდა.

- გიორგი, ეგ თოკი მაღლა აიტანე, აქედან ვერ დაიჭერს,- მშვიდად უთხრა ერთ - ერთს,- ლევან, შენ წყალში ნუ ჩახვალ, ფეხი ისევ ცუდად გაქვს.

ლაზიკა ლოდის მიწიდან ამოთხრას ცდილობდა. თაია მაშინვე მივიდა, მის გვერდით ჩაიმუხლა და ხელებით დაეხმარა ტალახის გაწმენდაში.

- დამანებე, შვილო, დაგესვრება,- ჩაიბურტყუნა კაცმა.

- ხელი თუ გაქვს, მუშაობისთვისაა,- გაეცინა თაიას,- აბა, აქედან მოსწიე. ნახე თან რამდენი ქალია ამოსული.

ონისე რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და უყურებდა. უცნაური იყო. რამდენიმე წუთის წინ კინაღამ ყელში სწვდა, ახლა კი აქ სხვანაირი ჩანდა - მშვიდი, ყურადღებიანი, თავის ხალხში გახსნილი. თითქოს სხვა ადამიანი იყო.

- ზედა მხარე თუ არ გაიხსნა, წყალი ისევ დაგუბდება,- თქვა ბოლოს ონისემ.

- ოჰ, ფიცხელაურს აზრიც ჰქონია,- ონისეს ტუჩის კუთხე შეერხა.

- შენთვის ახალი ინფორმაციაა?

- შენგან ჭკვიანური რამის მოსმენა? კი,- ონისემ ჩუმად ჩაიცინა.

- ეტყობა მარტო ჩემთან გიჭირს ნორმალურად ლაპარაკი.

- მარტო შენ ცდი ჩემს მოთმინებას,- მერე ისევ კაცებს მიუბრუნდა,- თოკი აქ მოიტანეთ... არა, ეგრე არა, მოგწყდებათ. მკლავს მოგაგლეჯთ.

თვითონ აძვრა სველ ქვებზე. ონისე თვალს არ აშორებდა. გაოგნებული იდგა, სულაც არ ელოდა ერთი ხევსური ამდენ კაცში თავად თუ მოინდომებდა ყველაფრის გაკეთებას, ელიზბარი ნამდვილად არ ცდებოდა, ქალი კი არა ნამდვილი კლდე იდგა მის წინ.

- ფრთხილად,- დაუძახა ბოლოს, აძვრა მასთან ერთად. ადგილზე გაშეშდა თაია, ოდნავ ეტკინა ტალახზე ასრიალებისას ფეხი. ქვემოდან აჰხედა ონისეს გამოწვდილ ხელს,- მიდი.

ანიშნა თვალით. ხელი წაიღო მისკენ, ძლიერად წაარტყა მაჯაზე და თავისით წამოდგა.

- ხელი შენს მოსაწონ ქალებს გაუწოდე,- ამოისისინა გაბრაზებულმა,- ნერვიულობ ჩემზე?

- ძალიან,- ძალით გაიღიმა ონისემ,- შენ რომ რამე დაგემართოს, მერე ვინ მომიშლის ნერვებს.

თაიას ავად ჩაეცინა.

- ნუ გეშინია ფიცხელაურო. შენს ჯინაზე მაინც გადავრჩები,- ონისემ თავი გააქნია.

- შეუძლებელი ქალი ხარ.

- და მაინც თვალს ვერ მაშორებ,- პასუხი აღარ გაუცია. ესეც დაიჭირა,- რა იყო? ენა გადაყლაპე?

- ვფიქრობ,- მშვიდად მიუგო ონისემ,- ყველა ხევსური ასეთია თუ მარტო შენ გაგიფუჭა ღმერთმა ხასიათი.

თაიამ წარბი ასწია.

- ღმერთმა არა. თქვენმა გვარმა,- ონისეს თვალები დაუბნელდა ოდნავ.

- ყველაფერს ჩვენ ნუ გვაბრალებ.

- აბა ვის დავაბრალო? გყავთ კიდევ ვინმე?- მერე ისევ ქვას დაეჭიდა. სველი მიწა ფეხქვეშ ეშლებოდა,- ჩვენ არა. რომ გვყოლოდა ახლა ამ საქმისტვის მარტო კაცებიც საკმარისი იქნებოდნენ.

- ეგ ლოდი მარტო ძალით არ დაიძვრება,- დასძინა ონისემ და დააიგნორა მისი ნათქვამი,- მარცხენა მხრიდან უნდა გათხარო.

- გათხარე მერე, რას მიკეთებ.

- ჭკუას გასწავლი.

- ფიცხელაურის ჭკუას წყალს გავატანდი სიამოვნებით,- ონისემ რაღაცის თქმა დააპირა,
ღრმად ამოისუნთქა. იგრძნო, როგორ მიაწვა ბრაზი ყელში, მაგრამ ელიზბარის დარიგება გაახსენდა "ნუ შეეცდები მართოო". თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეპასუხა, მხოლოდ მხრები აიჩეჩა და უზარმაზარ ლოდს მიუახლოვდა.

- თუ ყველაფერს ჯინაზე გააკეთებ, თაია, საქონელი კი არა, ჩვენც აქ დავიხოცებით,- თქვა მშვიდად, თუმცა ხმაში დაძაბულობა მაინც გამოეპარა. ქალმა გვერდულად ამოხედა, თვალებში ისევ ის ავი ნაპერწკლები აუცეკვდა.

- შენ თუ ჭკუის დარიგებას არ მოეშვები, შეიძლება ამ ლოდზე ადრე შენ გადაგიძახო ხევში,- ონისეს ტუჩის კუთხეში უნებლიე ღიმილმა გაჰკრა.

- ეგ მუქარა იყო თუ დაპირება?

- ჯერ გაფრთხილებაა,- მიუგო ქალმა და სველ მიწაზე მუხლებით დაეშვა,- უსიტყვოდ არ ვკლავთ ჩვენ ხალხს.

გულზე გაჰკრა ონისე ფიცხელაურს ხევსურის ნათქვმი. ხვდებოდა როგორ ძლიერ ჰქონდა გულში ჩადებული და როგორ ძალიან სტკიოდა წარსული.

- აქედან თუ შეუდებ ბერკეტს, თავისით წავა,- თქვა ბოლოს ონისემ და ხელით იმ ნაპრალზე მიუთითა, სადაც წყალი ყველაზე მეტად აწვებოდა. თაიამ წამით მუშაობა შეწყვიტა და ონისეს გახედა. მისი სახე ტალახით იყო მოსვრილი, მაგრამ თვალები მაინც ისე უელავდა.

- როგორ მეჯიუტები ხევსურო,- მიუგო კაცმა. თაიას სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაჰკრა,- ორმაგ შრომას მოოთხოვს შენთან ლაპარაკი.

- საწყალო... როგორი მძიმე ჯვარი გერგო,- ლაზიკამ თოკი გადმოუგდო. თაია მის დასაჭერად წამოიწია, მაგრამ ფეხქვეშ მიწამ უღალატა, ჩაეშალა. ქალმა წონასწორობა დაკარგა და მუხლით პირდაპირ წამახვილებული კლდეს დაეცა.

- ფრთხილად! კარგად ხარ?- ხელი გაუწოდა. თაია ჯერ მის გაწვდილ ხელს დააშტერდა, მერე კი თვალებში ჩახედა. რამდენიმე წამს ისე უყურებდნენ ერთმანეთს, თითქოს იმ წამს წყდებოდა - ენდობოდა თუ არა არაბული ფიცხელაურს. ბოლოს მაინც გაბედა, ფეხა რომ დაჰხედა უკვე გაწითლებულიყო შარვალი. მოეჭიდა ონისეს ხელს და მანაც ერთი მოძრაობით წამოაყენა ფეხზე.

- ხედავ? რა მარტივი ყოფილა,- თაიამ ხელი მაშინვე გამოსტაცა, თითქოს მისი სიმხურვალე სწვავდა. მუხლიდან სისხლი ნელა ჟონავდა და შავ ტანსაცმელს კიდევ უფრო აბნელებდა. ონისემ მზერა ჭრილობაზე შეაჩერა.

- დაჯექი, გაგიხვევ. ბევრი სისხლია.

- არ მინდა.

- რის დამტკიცებას ცდილობ ამ ჯიუტობით,- მხარზე ჩაავლო ხელი და თავად მიაწვა ლოდს. დაიძრა უზარმაზარი ქვა და ჩაიტანა მთელი ხეობა.

- როგორი მზრუნველი ყოფილხარ, ფიცხელაურო... ლამის დავიჯერო შენი კეთილშობილება.

- ნუ მიეჩვევი,- მოუჭრა ონისემ. ქარმა ისევ,- მოდი აქ, თუ უკვე მორჩი ენის ქავილს.

ონისემ ტილო გადაშალა და თაიასკენ გადაიხარა, მაგრამ ქალი მკვეთრად შეხტა უკან. მუხლიდან სისხლი ისევ მოჟონავდა, მაგრამ ფიცხელაურს როგორ სთხოვდა დახმარებას.

- არ მჭირდება დახმარება, მე თვითონ ვიზამ.

- თაია, ნუ ხარ ბავშვი,- ონისე მაინც შეეცადა მის დაკავებას,- ჭრილობა დიდია, ინფექცია შეგეჭრება და...

- მერე რა?!- ხევსური ფეხზე წამოვარდა, მიუხედავად იმისა რომ სახე ტკივილისგან წამით დაეძაბა,- რაში გადარდებს? არ მინდა შენი არაფერი. მე ჯერ კიდევ არ დამვიწყებია არაფერი.

ონისე გაჩუმდა. იგრძნო, როგორ გაუცივდა ხელები. ის საიდუმლო, ელიზბარმა წუხელ რომ გაანდო, ახლა მკერდში ცოცხალი ნაკვერჩხალივით ეწვოდა.

- რა უნდა დაივიწყო?- ჰკითხა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით,- საერთო გასაჭირი გვქონდა და მოვაგვარეთ. მტრობასაც აქვს თავისი ადგილი და საქმესაც.

თაიამ ნაბიჯი გადადგა მისკენ. მისი თაფლისფერი თვალები ახლა ზიზღითა და დაგროვილი სიმწრით იყო სავსე. იმდენად ახლოს იყო მასთან მისული რომ კაცი მის აჩქარებულ სუნთქვას გრძნობდა.

- საქმესაც აქვს თავისი ადგილი?- გაიმეორა ქალმა ნელა,- თქვენ, ფიცხელაურებს, ძალიან მოკლე მეხსიერება გქონიათ. სიკეთეს აკეთებ... მზრუნველობას იჩენ... მაგრამ გავიწყდება ერთი რამ.

ქალმა ხელი ონისეს მკერდზე მიადო და ძლიერად ჰკრა, თითქოს სურდა, ის სისხლი ეგრძნო, რომელიც ამ კაცის ძარღვებში ჩქეფდა.

- ბოლოს ასე რომ მოიქეცით, კაცი მოკალით! გაგახსენო? მამაჩემი და ბიძაჩემი,- დააყოლა და ხმაში ისეთი სიმწარე ამოაყოლა რომ ონისეს ყურებში წუილი დაეწყო,- ზვიად და ზურა არაბულის სისხლი ჯერ კიდევ აცხია თქვენს სახელს და შენ გგონია, ჩემს მუხლზე გადაკრული ნაჭერი რამეს შეცვლის? მაგ ხელებით გადახვეული ფეხი მეორე წამს მომკლავს და გამისტუმრებს იმ ქვეყნად.

ონისე გაქვავებული იდგა. თაიამ ცხენს სადავეები მოსხლიტა, დაჭრილი ფეხის მიუხედავად, ერთი ნახტომით შეხტა უნაგირზე და უკანმოუხედავად დაეშვა ბილიკზე. ონისე დიდხანს უყურებდა მის ზურგს. ხელში ისევ ის სუფთა ტილო ეჭირა, რომელიც თაიას სისხლით უნდა დასვრილიყო. ელიზბარის სიტყვები - "მტრობა ნელა შეიცვლებაო" - ახლა სასტიკ ხუმრობასავით ეჩვენა. შვიდი თვე დარჩა... შვიდი თვე იმისთვის რომ ამ ქალმა, რომელმაც მისი გვარი მამის მკვლელობისთვის უკვე დასწყევლა, მისი ცოლობა იკისროს.

- ეჰ, ელიზბარ...- ჩაილაპარაკა კაცმა და ხევსურეთის ცას ახედა,- კლდეს მეხი კი არა, სამყაროს დასასრულიც ვერაფერს უზამს, თუ შიგნით ასეთი ცეცხლი უზის.

* * *

- რას დადიხარ გოგო ქალა - ბიჭასავით ტყე - ღრე,- გაუწყრა გულნარა ატალახიანებულ თაიას,- ჩემი სიკვდილი, შეხედე ფეხი რას უგავს.

მიუტრიალდა ახლად მოსულ დათუას და თავზე ხელი შემოიკრა.

- რა დაგემართა გოგო?- გაისმა ეთუნას ხმა და მის წინ ჩაიცუცქა,- ვაიმე გადაგლეჯილი გაქ ფეხი.

- არაფერია ეთუნა,- დაადო ხელი მხარზე,- მივხედავ მე თვითონ. ხევში ვიყავით, ჩახერგილი იყო და გავწმინდეთ

- შენ რომ არ გაგეწმინდა სხვა ვერ იზამდა, ხო?- არ ცხრებოდა გულნარა,- ალქაჯი ხარ, რამდენჯერ გითხარი დაანებე კაცურ საქმეებს თავი - თქო? არასდროს მისმენ. აი რა დაგემართა, იყავი ახლა იქ და ნახავ მერე როგორ გათხოვდები.

- გულნარა,- ტონს აუწია თაიამ. ეთუნას ტანში გასცრა, იცოდა არაბულის ეს ტონი. ვერ იტანდა ეგეთ თემებზე რომ ესაუბრებოდა დედამისი, მაგრამ რა ექნა, ქალიც ნერვიულობდა შვილის ბედზე,- რამდენჯერ გითხრა?

- რას მეუბნები ერთი? რა გინდა, ასე იარო სულ? აგერ მოსწონხარ დათვიას ბიჭს, რამდენი ხანია დაგსდევს. საწყალი თედო, გასძვრა სული შენს ლოდინში.

- გასძრომია ხოდა,- უხეშად გამოჰგლიჯა ფეხი ეთუნას,- დამენებე თავი, რას გადამეკიდე, წადი და გაათხოვე აგერ ეთუნა.

- გათხოვდება ზუსტადაც,- წამოდგა ეთუნა, თუმცა ხმა არ ამოუღია,- აბა რას იზამს, შენსავით კიარ ირბენს ტყე - ღრე, შეაკვდი იმ ჯიშ გასაწყვეტ ფიცხელაურებს. მოსგპობენ შენც და მერე ისევ უნდა ვიგლოვოთ სოფელმა?

- გულნარა რაებს ბოდავ ერთი,- აატრიალა თვალები დათუამ,- დაანებე ბავშვს თავი. წავიდეს.

- წავიდეს ხო, წავიდეს, შენ არაფერი უთხრა და იაროს აქეთ - იქით,- გავიდა გვერდით ოთახში,- მოვა დრო და ნახავს მერე, წაიყვანენ და მიხედავენ.

ბუტბუტებდა თავისთვის, თუმცა აღარ გაუგია არაბულს. ოთახში შევიდა. გაიძრო ტანსაცმელი და აბანოში შევიდა. წესით მათ გარეცხვას აღარ ჰქონდა აზრი, ისეთი დასვრილი იყო. თანც ფიცხელაური შეეხო, ეზოში გაიტანდა და დაწვავდა, ოღონდ ჯერ ფეხისთვის უნდა მიეხედა. ასე ცხენზე დაჯდომასაც ვერ შეძლებდა, წესიერად ვერც სიარულს. ოთახში რომ დაბრუნდა სამედიცინო ყუთი გამოიტანა, თუმცა კარზე დააკაკუნეს და ეთუნამ შემოყო თავი.

- აღარ ვკითხულობთ შეიძლება თუ არა შემოსვლა?- წარბები აზიდა თაიამ.

- მე არ მჭირდება მაგის კითხვა,- გააქნია თავი ეთუნამ და მის წინ ჩაიმუხლა,- რა დაგემართა კი მაგრამ?

- წავიქეცი. მიწა ჩაიშალა,- ამოიოხრა როდესაც სპირტი მოხვდა ჭრილობაზე,- საზიზღარი ფიცხელაურის ბრალია.

- გავიგე დილას ყოფილა აქ.

- მთელი ღამე აქ იყო და მთელი ღამე ვერ დავიძინე რომ მესმოდა მისი სისხლის დუღილი.

- თაია ეგ სიძულვილი დაგახრჩობს,- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- არ შეიძლება ასე.

- რა არ შეიძლება, ეთუნა?- მკვლელი მზერა სტყორცა მის წინ მდგომს,- არ შეიძლება კი არა, იარაღით რომ არ ვუვარდები და არ ვკლავ მადლობა თქვან.

- თაი... ცოტა უნდა დამშვიდდე, შეეწირები ასე.

- არ შეიძლება. ომი თავად დაიწყეს და მიიღებენ პასუხსაც.

- მაგრამ რეალურად ეგ ომი ჩვენ დავიწყეთ!- მტკიცედ წარმოთქვა ეთუნამაც.

- ფეხებზე ბაბუაჩემის მამის მამამ, თუ ვინც გამოდის იმან ვინ მოკლა. მე მომიკლეს მამა, დათუას მოუკლეს მამა, გესმის? მოკლეს ეთუნა. გაზრდაც არ მაცადეს, მასთან ერთად დროის გატარებაც არ მაცადეს,- სიბრაზე ახრჩობდა თაიას,- არასდროს არცერთს არ ვაპატიებ, ბოლო წვეთამდე ვაზღვევინებ ყველას.

- ეჰ,- წამოდგა ეთუნა,- არ გეშველებათ არაფერი.

გაეცინა ბოლოს და ყუთი შეინახა.

- ხვალ მოდიან ისე ფიცხელაურები.

- რა ჯანდაბა უნდათ, რა დარჩენიათ აქ,- გადაწვა საწოლზე.

- ელიზბართან მიდიან.

- ხშირად იბარებს ელიზბარი იმ ონისეს...

- არა მარტო, მოსეც მოდის და კიდევ რამდენიმე,- თაია სახელის გაგებაზე ოდნავ წამოიწია.

- მოსე?

- ჰო, რა მოხდა?

- ბომბი უნდა ჩამოვაგდო, მარტივი სამიზნე ჩავიგდე ხელში,- ჩაეცინა და საბანი გადასწია,- გადი, უნდა დავიძინო ცოტა. გულნარას უთხარი სანამ ჩემს გათხოვებაზე ლაპარაკს არ მოეშვება, ლუკმას არ შევჭამ. მსდიოს მერე უკან.

- ღმერთო, რა ხის თავიანი ჯიუტი ხარ,- გააქნია თავი ეთუნამ და კარი გაიხურა.

* * *

გარეთ უკვე შებინდებულიყო, მთვარე კაშკაშებდა ცაზე, ოთახში ეცემოდა სხივები. სარკმლიდან მთების ლურჯი ჩრდილები შემოსულიყო. თაია ნელა წამოდგა, თმა ერთი ხელის მოსმით შეისწორა, გაიზმორა, დაამთქნარა და გაწეწილი თმით ოთახიდან გამოვიდა. შუაცეცხლთან გულნარა იჯდა. ქალის სახეზე ცეცხლის ალი ცეკვავდა, ღრმა ნაოჭებში კი საუკუნოვანი დარდი ჩასახლებულიყო. თაიას დანახვაზე თავი არ აუწევია, მხოლოდ ხის კოვზი ჩაუშვა ქვაბში.

- გაიღვიძე, გადამთიელო?- ჩაიდუდღუნა გულნარამ, ცეცხლში შეშა რომ შეუყარა,- ეთუნამ მითხრა, შიმშილობით მემუქრებაო. გგონია, მაგით ბედისწერას დაემალები?

თაია ნელა მივიდა კერასთან, პატარა სკამზე ჩამოჯდა და ცეცხლს მიაშტერდა. ალის რხევა თვალებში აირეკლა, მაგრამ იქ უფრო სიმტკიცე ჩანდა, ვიდრე სითბო.

- ბედისწერა ჩემს ხელებშია, გულნარა,- თქვა მშვიდად, თითქმის ჩუმად,- და იმას არ მივიღებ, რაც ჩემი არ არის. მე არავის კერას არ მივუჯდები მორჩილად.

ქალმა ღრმად ამოიოხრა.

- სწორედ იმიტომ რომ არაბული ხარ, უნდა გესმოდეს...- თაიამ ხელი ოდნავ ასწია. გააწყვეტინა საუბარი და ანიშნა რომ აღარ უნდოდა ამ თემის გაგრძელება,- ხვალ ფიცხელაურები მოდიან.

- ვიცი და ერთი ელიზბარზე მითხარი,- გააგრძელა თაიამ, ხმაში სიმკაცრე ჩაუდგა,- რას დაეძებს ეს კაცი ამ ფიცხელაურებთან? რა დაელია ამ ხეობაში, სულ მათ რატომ იბარებს?

გულნარამ მზერა აარიდა ცეცხლს და შვილს დაუბრუნდა.

- ელიზბარი ტყუილად არავის ეძახის, თაია. ის ხედავს იმას, რასაც შენი ახალგაზრდა თვალი ვერ ამჩნევს.

- ხედავს?- წაიქშინა თაიამ,- მე სხვა რამეს ვხედავ. ზედმეტ ნდობას... და იმ ნდობით გაზრდილ თავხედობას.

წამოდგა, კარისკენ წავიდა და ზღვარზე შეჩერდა. დილის სუსხი სახეში დაეცა, მაგრამ არც შეუმჩნევია.

- რას დაეხეტებიან ჩვენს ეზო - ყორეში,- გააგრძელა უკვე უფრო მძიმედ,- ელიზბარი რომ ისე ხშირად უღებს კარს, იმიტომ გაუვიდათ თავი. მერე ჰგონიათ, ყველაფერი ეპატიებათ. იმიტომ ბედავენ და მოდიან ჩემი სახლის კართანაც კი.

თაიას ხმა ოდნავ ჩაეშალა, მაგრამ მაშინვე გამკაცრდა.

- მერე უნდა დადგე და უყურო ონისეს კმაყოფილ სახეს, ვინ არის რომ ამდენს მიბედავს?

- გულზე ნუ სკდები თაია, გინდა თუ არა ჩვენი მეზობლები არიან, მაგათ სულ შეხვდები.

- მკვლელი მეზობლები, რომელთა დანახვაც არ მინდა,- ამოისისინა გაბრაზებულმა,- შემომაკვდება ფიცხელაური გულნარა, გეფიცები და მერე ნახავენ, ეგ იქნება მაგათი პასუხი.

თაიამ დედას რომ შეხედა, გულნარას თვალებში ჩამდგარი შიში მაშინვე დაინახა. ეს არ იყო უბრალო შიში. ეს იყო იმ ადამიანის შიში, რომელმაც ზუსტად იცის, რა შეუძლია იმ გოგოს, რომელსაც ახლა უყურებს. იცის, სად გადის ის ზღვარი, რომელსაც თაია უკვე უახლოვდება და იცის რომ ერთი ნაბიჯიც და უკან დაბრუნება აღარ იქნება. ეშინია რომ საბოლოოდ აფეთქდება არაბული და ბოლოს საკუთარ შვილს ვეღარ გადაარჩენს, ეშნია რომ ეს სიძულვილი დააბრმავებს და სისხლში გაასვრევინებს ხელს.

გულნარა არაფერს ამბობდა. სიტყვები თითქოს ზედმეტი იყო. მხოლოდ უყურებდა ისე, თითქოს მზერით ცდილობდა შეეჩერებინა, დაეჭირა, უკან დაებრუნებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ შეიძლებოდა მისი გაჩერება. მაგრამ იმავე თვალებში იკითხებოდა სხვა რამეც - შეგუება. თითქოს უკვე იცოდა რომ თაია აღარ იყო ის ბავშვი, რომელსაც ერთი სიტყვით ან ერთი შეხებით დააწყნარებდა. თაიას შგნით რაღაც იწვოდა. მის შიგნით დაგროვილი წლები და სიძულვილი ერთიანად ამოდიოდა ზედაპირზე. უთქმელი ბრაზი ახრჩობდა, ვეღარც მათ მიმართ გამოხატული სიძლვილი შველოდა ამ ყველაფერს. დაუმთავრებელი ტკივილი, ის ყველაფერი, რაც სოფელმა თითქოს ჩაყლაპა და დაივიწყა, მაგრამ მან - ვერა.

და სწორედ ეს ვერ გაეგო. როგორ შეიძლებოდა რომ სხვებს დაევიწყებინათ? როგორ შეიძლებოდა რომ ამავე ეზოებში, ამავე კოშკების ჩრდილში მცხოვრებ ადამიანებს აღარ ჰქონოდათ ის სიმძიმე, რაც მას ყოველდღე აწვებოდა?

განა ზვიადი არ იყო ამ ხეობის კაცი?

განა ზურა არ იყო? ან სხვა დანარჩენები ვინ არაბულებისა და ფიცხელაურების ომს შეეწია?

განა მისი სისხლი არ იდგა ამ მიწაში?

განა ბახა არაბული არ იყო მათი თანასოფლელი?

და მაინც...ახლა ყველაფერი თითქოს სხვანაირად იყო.

ხალხი ისევ ცხოვრობდა. ისევ დადიოდა ერთმანეთთან. ისევ ელაპარაკებოდა მათ, ვისაც თაია ვერც თვალებში უყურებდა. თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ის დღეები უბრალოდ ქარში გაიფანტა. თაიას ყელში რაღაც მოეძალა. ბრაზი იყო თუ ტკივილი - თავადაც ვერ არჩევდა. მხოლოდ ერთი რამ იცოდა: მისთვის არაფერი შეცვლილა. მისთვის ყველაფერი ისევ იქ იყო - იმავე ადგილას, იმავე სიმძიმით.

და ეს იყო ყველაზე აუტანელი.

- მარტო მე მახსოვს?- ჩაილაპარაკა თითქმის ჩუმად, ისე, თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდა. გულნარამ თვალები დახარა წამით, მერე ისევ ასწია, მაგრამ პასუხი ვერ გასცა. თაიამ მწარედ ჩაიცინა,- თუ უბრალოდ მარტო მე ვერ ვივიწყებ?

ქარმა ისევ დაჰკრა ეზოში. ფანჯრის ღრიჭოებიდან ზუზუნი ისმოდა. თაიამ დედას კიდევ ერთხელ შეხედა - ამჯერად უფრო მშვიდად, მაგრამ ეს სიმშვიდე ზედაპირული იყო. შიგნით ისევ ბობოქრობდა ყველაფერი.

- მაგრამ ალბათ თქვენ შეგეძლოთ,- თქვა დაბლა,- მე ვერა და არც მინდა.

- ყველას ახსოვს, თაია...

- არა,- მკვეთრად შეაწყვეტინა,- რომ ახსოვდეთ, ასე არ იქნებოდნენ. ასე არ გაუღებდნენ კარს. ისე არ დაელაპარაკებოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

თვალები გაუმუქდა.

- მე რომ ვუყურებ მათ, არ ვხედავ მეზობლებს... ვხედავ მკვლელებს, მაგრამ თქვენ აშკარად ვერ ხედავთ ამას.

ქარმა ისევ დაჰკრა ეზოში.

- და მაინც მოდიან,- დაამატა ჩუმად,- მოდიან და ისე მიყურებენ... თითქოს მე უნდა ვიყო ის, ვინც თავი უნდა დახაროს. თითქოს რამე საამაყო გააკეთეს.

გულნარამ ხელი გაწია, თითქოს შეხება უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა.

- შურის ჭამა დაგღუპავს, შვილო,- თაიამ მწარედ ჩაიცინა.

- შური?- თავი გადააქნია,- შური მაშინ არის, როცა რაღაც გინდა, რაც სხვას აქვს, მაგრამ შენ არა.

მზერა პირდაპირ გაუსწორა დედას.

- მე არაფერი მინდა მათგან. საერთოდ არაფერი, უბრალოდ ჩემს თვალწინ ნუ დაძრწიან.

ეს სიტყვები მძიმეად დაეცა. გულნარამ თვალები დახარა.

- ეგ უკვე ღმერთის საქმეა, თაია...

- ღმერთს რომ ყველაფერს მივანდობთ,- მიუგო მკაცრად,- მაშინ ჩვენ რისთვისღა ვართ?

სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. თაიამ ნელა გაუშვა ხელი მოაჯირს. თითები გათეთრებული ჰქონდა დაჭერისგან. რამდენიმე წამი იდგა ასე, თითქოს საკუთარ თავსაც ამშვიდებდა. დედას გახედა, ამჯერად უფრო მძიმედ, უფრო ღრმად. მისი მზერა კედელზე ჩამოკიდებულ მამისეულ ხანჯალს გასცდა და გულნარას დაღლილ სახეზე შეჩერდა.

- შენ როგორ შეგიძლია ასე ცხოვრება...- თქვა ნელა, თითქმის გაუგონრად,- როგორ შეგიძლია მათ უყურო ასე მშვიდად? როგორ არ გეწვის სული ყოველ წამს?

გულნარამ თავი ოდნავ ასწია, მზერა ცეცხლის ალს გაუშტერა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. დუმილი მისი ერთადერთი თავშესაფარი იყო.

- ქმარი დაგეღუპა,- გააგრძელა თაიამ და ხმაში სიმწარე აერია,- შენს შვილს მამა წაართვეს... იმ გვარმა ჩვენი სახლის კერა გააცია და შენ მაინც ისე დადიხარ. ისე სუნთქავ, თითქოს ქმარი კი არა, ვირაც მეზობელი წაგართვეს. თითქოს ის სისხლი, რომელიც მათ დაღვარეს, სხვისი იყო.

სიჩუმე ჩამოვარდა. გარეთ ქარი ჩუმად დაეჯახა კარს და ხის ჭრიალმა ოთახში მძიმე ექო დატოვა.

- დღემდე ვერ გამიგია,- დაამატა უკვე უფრო მტკიცედ,- როგორ არ დაგახრჩო ამ სიმშვიდემ. მე მახრჩობს, გულნარა! ყოველ წამს მახრჩობს იმის ცოდნა რომ მამა აღარ მყავს და ის მკვლელები კიდევ ცოცხლობენ.

გულნარას თითები ოდნავ შეეკრა ერთმანეთს, კაბას მჭიდროდ მოუჭირა, მაგრამ ისევ არაფერი უთქვამს. თითოეული სიტყვა ჭრილობაზე მარილის დაყრასავით სტკიოდა.

- მე ვერ ვაპატიებ,- თქვა თაიამ ხმადაბლა, მაგრამ ისე მკაფიოდ, რომ ჰაერი გაკვეთა,- ვერასდროს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვისი ხელი ერია. იმ გვარიდანაა? მკვლელია! ყველა ერთნაირია ჩემთვის - ონისეც, მინდიაც და ყველა, ვინც მაგათ გვარს ატარებს. მამის სიკვდილს არავის ვაპატიებ.

სიჩუმე ისევ გამეფდა, უფრო მძიმე და უფრო მახრჩობელა. გულნარამ ნელა დახარა თავი. არ შეეწინააღმდეგა, არ შეაჩერა. არ უთხრა რომ ცხოვრება მხოლოდ შურისძიების გარშემო არ ტრიალებს, რადგან იცოდა თაია არაბულს ვერაფრით შეაცვლევინებდა აზრს.

მაშინ ხეობა დუმდა. ხანჯლები უკვე ამოწვდილი იყო, სოფლები - აწიოკებული. არაბულებსა და ფიცხელაურებს შორის იმდენი ვაჟკაცი ჩაწვა მიწაში რომ გლოვის მანდილი ყველა ოჯახს გადაეფარა. სწორედ იმ ღამეს, როცა სისხლის აღებას ბოლო კაცამდე უნდა მიეყვანა ორივე გვარი, დაიდო ის საზარელი და თან მხსნელი შეთანხმება.

"სისხლი სისხლით კი არა, სიცოცხლით ამოვავსოთ," - გაისმა მაშინ უხუცესის ხრინწიანი ხმა.

და გადაწყდა: თაია არაბული, რომელიც მაშინ აკვანში იწვა და სამყაროს უმწეო თვალებით უყურებდა, მშვიდობის ხიდად უნდა ქცეულიყო. მისი აკვანი ფიცხელაურების აკვანს გადაება. ის გაიყიდა... არა ოქროზე, არამედ იმ სიმშვიდეზე, რომლითაც დღეს ხეობა სუნთქავდა.

გულნარას ახლაც ესმოდა იმ ღამის ქარიშხლის ხმა. მისთვის არავის უკითხავს, უნდოდა თუ არა თავისი ერთადერთი შვილის მომავლის წინასწარ დაწერა. მას მხოლოდ ფაქტი აცნობეს შენი შვილი მამის მკვლელების გვარში უნდა შევიდეს რომ სხვები გადარჩნენო.

„მშვიდობის ფასი თაიაა," - გაიფიქრა გულნარამ და სხეულში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.

როგორ უნდა ეთქვა ეს იმ გოგოსთვის, რომელიც ახლა მის წინ იდგა? თაია ხომ არაბულების თავისუფალი სულია. ის კლდის წყალია, რომელიც კალაპოტს თავად იკვლევს. როგორ უნდა ეთქვა რომ ის სინამდვილეში ცოცხალი ვალია? რომ მისი ყოველი ნაბიჯი, ყოველი ამოსუნთქვა უკვე დიდი ხანია დაკავშირებულია იმ ხალხთან, ვისი დანახვაც მისთვის ტანჯვაა?

„ვერ ვაპატიებ," - ისევ ჩაესმა თაიას ხმა და გულნარას გულში რაღაც მტკივნეულად გაჰკრა.

მან ზუსტად იცოდა თუ თაია გაიგებდა რომ მისი ბედი, მისი მომავალი და სიცოცხლე უკვე დიდი ხნის წინ გადაწყდა სწორედ იმ ხალხთან, ვისაც ახლა ვერ იტანდა... თუ გაიგებდა რომ ის სისხლის ფასად არის გაცემული, ეს ბრაზი, რომელიც ახლა მხოლოდ სიტყვებში იყო, ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცეოდა. გულნარას თვალწინ გაცოცხლდა თაიას სახე იმ წამს, როცა სიმართლეს გაიგებდა. ის ამაყი მზერა, რომელიც წამში სიძულვილით შეიცვლებოდა. თაია არაბული არ იყო ის, ვინც ჩუმად და მორჩილად მიიღებდა სხვის მიერ დაწერილ ბედს. ის არ დაემორჩილებოდა ფიცს, ის არ გაჩერდებოდა, სანამ იმ აკვანს არ დალეწავდა, რომელზეც მისი გაყიდვა გადაწყვიტეს.

და ამ ფიქრმა უფრო შეაშინა დედა, ვიდრე თაიას ახლანდელმა მრისხანებამ. მან დაინახა ხეობა, რომელიც თავიდან აალდებოდა, ოღონდ ამჯერად ამ ხანძარს საკუთარი შვილი გააჩაღებდა. გულნარამ ნელა ამოისუნთქა და თვალები გაახილა. თაია ისევ იქ იდგა - ამაყად, მტკიცედ, თავისი სიმართლით. არ იცოდა... ჯერ. გულნარას არაფერი უთქვამს. ვერც იტყოდა. იმიტომ რომ იმ წამიდან, როცა თაია გაიგებდა - დაბრუნება აღარ იქნებოდა. არც მისთვის, არც იმ ფიცისთვის, რომელმაც ოდესღაც სისხლი შეაჩერა და რომელიც ახლა, შესაძლოა, უფრო დიდი სისხლისღვრის მიზეზი გამხდარიყო.

- წავედი,- გაისმა ხევსურის ხმა და გვერდი აუარა დედას.

- დაიფარე ღმერთო ჩემი შვილი,- ამოილაპარაკა ხმადაბლა და პირჯვარი გამოისახა. თითები უკანკალებდა. გულნარა იდგა და უყურებდა, როგორ იკარგებოდა თაიას მტკიცე სილუეტი დერეფნის წყვდიადში. ეს არ იყო მხოლოდ დედობრივი შიში, ეს იყო იმ კატასტროფის მოლოდინი, რომელსაც ვერცერთი ლოცვა ვერ შეაჩერებდა. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც თაია ახლა დგამდა, იყო ნაბიჯი იმ უფსკრულისკენ, რომლის პირასაც ოცი წლის წინ მთელი ხეობა იდგა. თვალწინ ედგა პატარა თაია, აკვანში მწოლიარე, როცა უხუცესებმა მისი ბედი კენჭივით გააგორეს და ფიცხელაურების ჭერქვეშ მიუჩინეს ადგილი. მაშინ გულნარამ ვერ დაიცვა შვილი, ვერ შეეწინააღმდეგა გვარის კანონს, რადგან ხეობა სისხლისგან იცლებოდა. ახლა კი ხედავდა რომ ეს მშვიდობა მხოლოდ ნიღაბი იყო, რომლის ქვეშაც თაიას დაუოკებელი ბრაზი იზრდებოდა. გარეთ ქარმა უფრო მეტად აუწია ხმას, თითქოს მთები ერთმანეთს საიდუმლოს გადასცემდნენო. ხვალ ონისე მოვიდოდა. მოვიდოდა კაცი, რომელმაც იცოდა რომ ეს ამაყი გოგო მისი კერის პატრონი უნდა გამხდარიყო. მოვიდოდა და თაიას თვალებში უნდა ჩაეხედა - იმ თვალებში, სადაც მხოლოდ ზიზღი და ოჯახის წევრების სიკვდილის გამო შურისძიება ეწერა.

* * *

ნისლი ისევ არ სცილდებოდა შატილს, მთლიანად დაეფარა იქაურობა, ხევიც კი აღარ მოჩანდა წესიერად. პირველი საათი იქნებოდა არაბული რომ ელიზბარის ეზოს მიადგა ცხენით. ჩამოხტა, მედიდურად შეათვალიერა იქვე მდგარი ონისე და მოსე, მზერა გააყოლა ორივემ, სანამ კარებამდე მივიდოდა ხევსური.

- შიგნითაა ელიზბარი?- წარბი აუწია დათუას.

- შიგნითაა.

- ნახვა მინდა.

- რა ხდება?- დაინტერესდა დათუა და მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები,- რისთვის გინდა ნახვა?

- ფიცხელაურების კუდი რომ არ გამხდარიყავი, გეცოდინებოდა რაც ხდება,-მკვახედ მიუგო და კარი შეაღო,- გამარჯობა.

- ოჰ, თაია, აქ რამ მოგიყვანა?- წარბები შეკრა ელიზბარმა და სკამი გაუწოდა.

- ქვემო საძოვრებზე ნადირი გამოჩენილა, ელიზბარ,- დაიწყო თაიამ მშვიდად, თუმცა ხმაში დაძაბულობა მაინც ემჩნეოდა,- ქალები შეშინებულები არიან, საქონელს ვეღარ უშვებენ. დათუა კი გარეთ დგას და ფიცხელაურებს დარაჯობს. მინდოდა მეთქვა რომ სოფელს პატრონი სჭირდება, სანამ ყველა სხვა საქმით ხართ დაკავებულები.

- ნუ ბრაზობ ჩემო გოგო, დამშვიდდი და ისე გადავწყვიტოთ.

- დავმშვიდდე?- დადგა ელიზბარის წინ, როგორც მართალი კაცი სამსჯავროზე,- მაშინ, როცა სოფლის საზღვარზე ნადირი დაძრწის, ჩემი ოჯახის კაცები კი მტრის გვარს ეზოში მასპინძლობენ? ქალებს გარეთ გასვლის ეშინიათ, ელიზბარ. წყაროზეც კი აღარავინ მიდის მარტო. შენ კი მეუბნები რომ დავმშვიდდე?

ელიზბარმა ნელა გამოიღო ჩიბუხი პირიდან, კვამლი ჭერისკენ გაუშვა და თაიას თვალებში ჩახედა ისე ღრმად, თითქოს მის სულში ეძებდა პასუხს.

- საერთოდ გძინავს შენ?- თმაზე დაუსვა ხელი,- როდის მოასწარი ამ ამბის გაგება? ვიცი მე უკვე მაგის შესახებ, გავუშვებ საღამოს კაცებს.

- ახლა ჩემი ძილია აქ მნიშვნელოვანი? რა დამაძინებს, როცა ფიცხელაურებს სახლში ეპატიჟები?

- დაანებე შენ ფიცხელაურებს თავი და ის მითხარი, ქალებს ეშინიათო, ამბობ... — ჩაილაპარაკა დინჯად,- შენ რატომ არ გეშინია, თაია?

- მე არ მეშინია,- მიუგო ქალმა მტკიცედ,- მე რომ შემეშინდეს, სახლში ვიღა დაიცავს დედაჩემს?

ელიზბარი წამოდგა, ნელა მიუახლოვდა გოგონას და მხარზე ხელი დაადო. მისი ხმა ახლა უფრო დაბალი იყო, მთის მდინარის ყრუ გუგუნს ჰგავდა.

- შიში მხოლოდ ნადირის დანახვაზე როდი მოდის. ნამდვილი შიში ისაა, როცა ხედავ, როგორ ინგრევა ის, რასაც წლებია აშენებ. შენ ნადირს ედავები საძოვარს, მე კი ვცდილობ, ეს ხეობა ისეთ ნადირს არ გადავუგდოთ საჯიჯგნად, რომელსაც შურისძიება ჰქვია. ფიცხელაურები აქ იმიტომ არიან რომ ზოგჯერ სისხლით დაწერილ სიტყვას მეტი გაფრთხილება სჭირდება, ვიდრე ცოცხალ ადამიანს.

- მშვიდობა მკვლელებთან არ იდება, ელიზბარ!- თაიამ მხარი ოდნავ შეხარა, თითქოს სიმართლის სიმძიმეს გაურბოდა,- შენ მათთან საუბრობ, მე კი გარეთ მტოვებთ. მგონი, რაღაცას მალავთ და ეს საიდუმლოები არ მომწონს. რას მიმალავ ელიზბარ?

შეკრთა ელიზბარი, სიტყვა არ ამოუვიდა ყელიდან. უყურებდა არაბულს თვალებში და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ქალმა უკვე ყველაფერი იცოდა.

- სიმართლე მწიფე ნაყოფს ჰგავს, შვილო,- ელიზბარს მზერა დაუმძიმდა,- თუ ნაადრევად მოწყვეტ, პირი გაგიმწარდება. ონისე აქ იმიტომაა რომ ჩვენს გვარებს შორის გადებული ხიდი ჯერ კიდევ მყიფეა. შენ კი... სულ ამის წინააღმდეგობაში ხარ.

- მაგ ხიდზე გავლას არავინ აპირებს,- გამოსცრა თაიამ,- ან თქვენ თუ აპირებთ არ ვიცი, მე მირჩევნია ფეხქვეშ ჩამეშალოს.

- წადი ახლა,- მშვიდად დაასრულა მოხუცმა და ისევ ფანჯარას მიუბრუნდა,- დედაშენს მიხედე და ნუ ეჭიდები ფიცხელაურებს, ხომ იცი ზედმეტს არავის გავაბედინებ.

- ეჭვი მეპარება ცოტა,- ამოთქვა ხმადაბლა. თავი ოდნავ დაუკრა - ეს უფრო ჩვევა იყო, ვიდრე მორჩილება და ზურგი აქცია. გარეთ გამოსულს ნისლი ისევ ისე დახვდა, ოღონდ ახლა უფრო ცივი ეჩვენა. ონისე ისევ იქ იდგა, ნისლში ჩაფლული.

- ვერ ისვენებ, არა?- გამოსძახა ონისემ, ვეღარ გაუძლო რომ არ წაეკბინა.

- რა გინდა ონისე?- ეს ის შემთხვევიდან ერთ - ერთი იყო, როცა არაბული ონისეს სახელით მიმართავდა. დაღლილი თვალები მიანათა ქალმა, ეტყობოდა არ უძინია წინა ღამით,- ხომ ხედავ არაფერს გეუბნები.

- მაგიტომაც ვიკითხე, მეგონა ჯარს დამიყენებდი სოფელში და მაინც არ შემომიშვებდი,- ჩაეცინა და ძმას მოშორდა, მოსემ იფიქრა ახლა ესენი ისევ დასცხებენო და ელიზბართან შებრუნდა ისევ.

- ზედმეტად ბევრს ფიქრიბ ჩემზე,- აათამაშა წარბი ხევსურმა,- და ზედმეტად დიდი წარმოდგენები გაქვს საკუთარ თავზე, არც ეგრე ძალიან არ ვღელავ შენზე.

- ჰოო? ანუ ცოტათი მაინც დარდობ, არა?- მიუახლოვდა ონისე კიდევ,- ესეც კარგია, ჯერ ცოტათი დავიწყებთ, მერე ვინ იცის, იქნებ შენი ერთადერთი სანერვიულოც მხოლოდ მე გავხდე.

- როგორი თავხედი ხარ,- ამოისისინა, ძალიან კარგად იცოდა არაბულმა რომ ონისე მხოლოდ ნერვების მოსაშლელად ამბობდა ყველაფერს, თუმცა მაინც ვერ წყნარდებოდა,- მაგ ენას ამოგაძრობ და ძაღლებს გადავუგდებ საჭმელად, თუ, რა თქმა უნდა, პირი დააკარეს, იმდენად დამპალია.

- არც შენია ნაკლები, ძვირფასო,- ხელი ასწია რომ თმაზე დაესვა, თუმცა ადგილზე გააშეშა ხევსურის მზერამ. იგრძნო ჩხვლეტა მუცელთან, დაბლა დაიხედა, სულაც არ ელოდა ხანჯალს მის ხელში.

- თითს თუ დამაკარებ, არ მოგერიდები,- თვალებიდან ვულკანი იფქრვეოდა სიბრაზის,- წამში გაგისტუმრებ იმ ქვეყნად.

- ჩვენ ერთად მოვკვდებით, ხევსურო,- ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ონისეს,- უშენოდ არსად არ ვაპირებ წასვლას.

თაიას მზერა ყინულივით გაცივდა. ხანჯლის წვერი ონისეს მუცელთან ჰქონდა მიბჯენილი. ამ ბრაზში ზედმეტი სიმშვიდე ერია, რაც ყველაზე მეტად აფრთხობდა კაცს.

- ეგ შენი უაზრო ღიმილი ბოლოს დაგღუპავს, ფიცხელაურო,- გამოსცრა ქალმა. ონისეს თვალებიდან მზერა არ მოუცილებია. წვეტი უკვე საშიშად ეხებოდა კანზე.

- და მაინც, ვერ მიბედავ იმის თქმას რომ მოგბეზრდი,- არ ნებდებოდა ონისე.

- იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ მოგიშორე თავიდან.

- მცდელობები არ გაკლია,- ჩაეღიმა კაცს.

- ნუ მაიძულებ მართლა გაგისტუმრო,- მისი ხმა ქარის ზუზუნს შეერია. ქარმა ისევ დაჰკრა ეზოში, სადღაც კოშკის ქონგურზე ყვავი აჩხავდა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე წამი მხოლოდ მათი მძიმე, აფორიაქებული სუნთქვა ისმოდა. ონისემ ნელა დახედა ხანჯალს, მერე ისევ თაიას დაუბრუნა მზერა.

- გულით ვერ გამიმეტებ, ხევსურო,- თაიას თვალები ავად აუციმციმდა.

- საკუთარ თავს ძალიან აფასებ.

- ზედმეტად ბევრს ფიქრობ, ჩემზე იმის კვალობაზე რომ გძულვარ,- ხანჯლით ოდნავ უფრო მიაწვა კანს.

- კიდევ ერთი სიტყვა და მართლა...

- რას იზამ?- მშვიდად შეაწყვეტინა ონისემ,- აქ, ელიზბარის ეზოშივე მომიღებ ბოლოს?

თაიას ყბა დაეჭიმა. კარგად იცოდა ონისეს სიკვდილის არ ეშინოდა, ეს კი ყველაზე მეტად აცოფებდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა რომ თავად არ შეეძლო მისი მოკვლა.

- ერთხელ მაინც შეგიძლია ნორმალურად ილაპარაკო?- თქვა ბოლოს ჩუმად. ონისეს ჩაეცინა.

- შენთან? მოსაწყენი იქნებოდა,- თაიამ თავი გადააქნია, თითქოს საკუთარ მოთმინებაზე ბრაზობდა. ნელა ჩამოსწია ხანჯალი, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.

- ვერ ვხვდები, რა გართობს ჩემში.

- შენ, თავად,- პასუხი იმდენად სწრაფი და პირდაპირი იყო რომ თაიას წამით სახე შეეცვალა, სიცივე გაუფრთხა. ონისემ წამიერი დაბნეულობა მაშინვე დაიჭირა.

- აი, ეგ გამომეტყველება... ეგ განსაკუთრებით მიყვარს.

- ავადმყოფი ხარ,- თქვა თაიამ, თუმცა ხმაში სიმკაცრე აღარ ეყო.

- შეიძლება,- ფიცხელაური ოდნავ დაიხარა მისკენ,- მაგრამ შენც აღარ გარბიხარ ისე, როგორც ადრე.

თაიას სუნთქვა შეეკრა. მერე მზერა ისევ გაიმკაცრა.

- იმიტომ რომ აღარ ვარ თექვსმეტი წლის.

- არა,- ჩუმად მიუგო კაცმა,- არადა ახლა უფრო საშიში ხარ.

თაიამ ხანჯალი უნაგირის გვერდით ჩააცურა.

- და მაინც არ გეშინია.

- უნდა მეშინოდეს?

- ჭკვიან კაცს შეეშინდებოდა.

- ესე იგი, ჭკვიანი არასდროს ვყოფილვარ,- ონისეს ტუჩის კუთხე ისევ ჩაუტყდა. თაიამ ამჯერად ვეღარ შეიკავა თავი და მწარედ, თითქმის შეუმჩნევლად ჩაეცინა. ეს იყო წამიერი გაელვება, მაგრამ ონისემ ხომ დაინახა. კაცს თვალები ისე გაუნათდა, თითქოს მთელი ეს დილა მხოლოდ მაგ ერთი ღიმილისთვის ღირდა.

- ნუ მიყურებ ეგრე.

- როგორ?- წარბი ასწია ონისემ.

- აი ასეთი თვითკმაყოფილი,- ღრმად ამოისუნთქა ფიცხელაურმა, ნეტავ სცოდნოდა ხევსურს როგორ მოქმედებდა მის ნერვებზე.

- შემოხედვასაც მიკრძალავ?

- შემდეგში მართლა დაგჭრი,- დააიგნორა კითხვა,- არ დაგინდობ.

- ჰო,- ჩაეცინა ონისეს,- ეგეც ყოველდღე მესმის. ველოდები მაგ დღეს.

- ეგ დღე თუ მოვა, შენი ხელით სიკვდილზე უკეთესს რას ინატრებს კაცი,- ჩაილაპარაკა თავისთვის ონისემ, როცა დარწმუნდა რომ ქალი ვეღარ გაიგონებდა.

მერე ნელა ჩამოჯდა იქვე, კოშკის კიბის ცივ საფეხურზე. გულზე ჯერ კიდევ გრძნობდა თაიას ხანჯლის წვერის სიმხურვალეს. ეს არ იყო მხოლოდ ბრაზი - მათ შორის ყოველთვის რაღაც სხვაც ტრიალებდა, რაღაც ისეთივე ძველი და დაუნდობელი, როგორც ეს კედლები. მოსე ნელა მიუახლოვდა ძმას, მხრითთ კოშკის ნესტიან კედელს მიეყრდნო და თაიას ნაბიჯების ხმას მანამ უსმენდა, სანამ ის ნისლში საბოლოოდ არ ჩაიკარგა.

- ისევ დაჭამეთ ერთმანეთი?- ჰკითხა და ონისეს გადახედა,- რაღაც ზედმეტად მშვიდი ჩანხარ იმ კაცისთვის, ვისაც წეღან მკვლელობით ემუქრებოდნენ.

- როგორც ყოველთვის,- მიუგო ონისემ და მოსაცმელი გაისწორა იქ, სადაც თაიას იარაღის კვალი დარჩა, გაეხვრიტა ქალს ტანსაცმელი.

- ფრთხილად იყავი, ონისე,- მოსეს ხმაში სიმკაცრე გაერია,- ხომ იცი რომ გაიგებს სიმართლეს სულ გააფრენს. ნუ აგიჟებ. ცეცხლს ეთამაშები. ეგ ქალი ნადირზე უფრო საშიშია, როცა გრძნობს რომ ვინმე მას ეხება. მით უმეტეს - ჩვენ.

- ვიცი,- მოკლედ მოუჭრა ონისემ.

- თუ იცი, რატომ არ ეშვები? ყოველ დილით აქ მოდიხარ და ელოდები, როდის გესვრის შხამიან სიტყვას. გგონია, ელიზბარის სიტყვა მას დააშოშმინებს? თუ ეგ ხანჯალი მართლა გაგიყარა, მერე ვეღარანაირი მშვიდობა ვეღარ გადაგვარჩენს,- ნერვიული ტონი შეეპარა ხმაში,- მოიცადე შვიდი თვე და ისედაც დაგვემატება სანერვიულო.

ონისეს არაფერი უთქვამს. კარგად იცოდა რომ თაია არაბული არავის ეკუთვნოდა, არც თავის გვარს, არც ელიზბარს და მით უმეტეს, არც მას. მაგრამ სწორედ ეს მიუწვდომლობა და სიველურე იყო ის, რაც აიძულებდა ყოველ დილით შატილში მოსულიყო.

- წავიდეთ,- თქვა ბოლოს ონისემ,- მინდია გველოდება.

ძმები ნელა გაუყვნენ ეზოს. ნისლი მათ ზურგს უკან ისე იხურებოდა, თითქოს სურდა დაემალა ის მძიმე საიდუმლო, რომელიც კოშკის შიგნით, ელიზბარის სიტყვითა და ონისეს თანხმობით, უკვე საბოლოოდ გაფორმდა. თაია კი შორს იყო, თავისუფალი და ამაყი და წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ მისი ცხოვრების ბილიკი უკვე ონისე ფიცხელაურის ეზოსკენ მიიკლაკნებოდა.

* * *

ძალიან დიდი ხნის წინ, ნისლით დახშულ ხევსურეთში ერთმანეთის ჩრდილში გაზრდილი გვარები მტრობას არ იცნობდნენ. მაშინ არაბულები და ფიცხელაურები ერთ სუფრასთან სხდებოდნენ, ერთ ხეობაში აძოვებდნენ საქონელს და ერთმანეთის ჭერქვეშ დაუპატიჟებლად შესვლაც არავის უკვირდა.

ერთ წყალს სვამდნენ და ერთ ცას უყურებდნენ ისე, თითქოს მთებიც საერთო ჰქონდათ და ბედიც. მაშინ არ არსებობდა გზები, რომლებსაც ერთმანეთის სისხლის შიშით აუვლიდნენ გვერდს. ფიცხელაურის კაცი არაბულის ეზოში ისე შედიოდა, როგორც საკუთარ სახლში, არაბულები კი დაუპატიჟებლად აკითხავდნენ მეზობლებს, როცა ზამთრის ღამეები მეტისმეტად გრძელი ხდებოდა და კერის სითბო მარტო ერთ ოჯახს აღარ ჰყოფნიდა. ერთ ხეობაში აძოვებდნენ საქონელს, ერთად მიერეკებოდნენ ფარა მთისკენ, ერთად იდგნენ მტრის წინააღმდეგ, როცა ხევსურეთს საფრთხე უახლოვდებოდა. თუ რომელიმე ოჯახს გასაჭირი დაადგებოდა, სოფელი მის კართან ჩნდებოდა. კოშკების მშენებლობაზე ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ქორწილებსა და ტირილში გვერდიგვერდ იდგნენ. იმ დროს გვარი კაცის ღირსებას ნიშნავდა და არა მიზეზს იმისთვის რომ სხვისთვის მახვილი მოეღერებინა .

მაგრამ მთაში მშვიდობა ყოველთვის გრძელი როდია. საკმარისია ერთი გატეხილი სიტყვა, ერთი შელახული ღირსება ან ერთი პატარა ბიძგი რომ თაობებით ნაშენები ურთიერთობა სისხლად იქცევა და ასევე თაობები გაგრძელდება.

იმ გაზაფხულს ფიცხელაურების ეზოში დიდი ლხინი იმართებოდა. ამირან ფიცხელაურს ცოლი მოჰყავდა - მზეთამზე გოგოლაური, ხეობის მშვენება, ქალი, რომლის სახელიც მთელ შატილში ჩურჩულით გადადიოდა. ამბობდნენ, ისეთი თვალები ჰქონდა, კაცს თავის გზასაც კი დაავიწყებდაო.

შატილის თავზე მზე იდგა, ფანდურების ხმა მთებს ედებოდა, ღვინო მდინარესავით იღვრებოდა. კაცები მღეროდნენ, ქალები იცინოდნენ, ბავშვები კოშკებს შორის დარბოდნენ. არავის შეუმჩნევია რომ სადღაც შორს, ეზოს კიდეში არაბულების კაცი იდგა - ჩუმად, გაფითრებული სახით, თვალებში იმ სიგიჟით, რომელსაც მხოლოდ უიმედო სიყვარული ბადებს.

გოგის მზეთამზე ბავშვობიდან თავდავიწყებით უყვარდა. ერთად იზრდებოდნენ, ერთად თამაშობდნენ, მერე წამოიზარდნენ. გოგი ხშირად მიდიოდა მამასთან ერთად მთაში - ხან ფარას მიჰყვებოდა, ხან შორეულ საძოვრებზე რჩებოდა კვირეობით. ნელ - ნელა კაცდებოდა, ხმას ბოხი დაედო, მხრები გაუფართოვდა, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა - სადაც უნდა ყოფილიყო, მზეთამზე ყველგან თან დაჰყვებოდა ფიქრებში. მზეთამზეც აღარ იყო ის პატარა გოგო, კოშკებს შორის რომ დარბოდა. ქალი გახდა - ამაყი, ლამაზი. მაგრამ გოგისთვის ის ისევ ის ბავშვი იყო, რომელსაც ერთხელ მუხლი გადაეყვლიფა და მთელი საღამო მის გვერდით იჯდა, სანამ ტირილს არ შეწყვეტდა.

უყვარდა ისე, როგორც მთაში უყვართ - ჩუმად, ბოლომდე და საკუთარი დაღუპვის ფასადაც კი. მაგრამ ახლა მზეთამზეს სხვას ატანდნენ. ამირანის სიტყვა უკვე ნათქვამი იყო და ხევსურეთში კაცის სიტყვას მთის ქვასავით უყურებდნენ, თუ გატყდებოდა, ყველაფერი ჩამოიშლებოდა.

ამბობდნენ, გოგი იმ დღიდან აღარ ჰგავდა საკუთარ თავს, რაც გაიგო, მზეთამზე ამირან ფიცხელაურს მიჰყავდაო. თავად უნდოდა ეთხოვა გოგოლაურის ხელიო, მაგრამ უკან ჩამოსულს ქორწილისთვის მზადება დახვდაო. რამდენიმე დღე თითქმის არავის უნახავს. მამასთან ერთად იყო გასული მთაში, მაგრამ ვინც შეხვდა, ამბობდა - ჩუმად დადიოდა, თვალებში კი ისეთი სიშავე ედგა, კაცს მზერის გაძლებაც უჭირდაო.

ლხინის დილასაც ადრე დაბრუნდა შატილში.

ხალხი ფიცხელაურების ეზოში ირეოდა, ქალები სუფრებს შლიდნენ, ფანდურის ხმა მთებს ედებოდა, არაყი ისხმებოდა. შორიდან რომ შეხედავდი, ჩვეულებრივი ხევსურული ქორწილი იყო - ხმაურიანი, ამაყი, სიცოცხლით სავსე. მხოლოდ გოგი იდგა ამ ყველაფრისგან მოშორებით. ცხენთან ახლოს, ეზოს განაპირას. არავის ელაპარაკებოდა. მხოლოდ უყურებდა და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ეტყობოდა რომ რაღაც შიგნიდან ნელ - ნელა ემსხვრეოდა.

რამდენჯერმე თითქოს წასვლაც დააპირა.

ცხენს სადავეები მოსწყვიტა, ზურგიც აქცია ეზოს, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის მერე ისევ ჩერდებოდა. ვერ მიდიოდა. მოგვიანებით ზოგი ამბობდა, იმ წუთამდე თვითონაც არ იცოდა, რას გააკეთებდაო. ლხინი რომ გახურდა, კაცები სიმღერაში ჩაეფლნენ, სუფრებზე ღვინო გადაიღვარა, სიცილი მთებს მოედო. ჯვრისწერა უნდა დაწყებულიყო, კივილის ხმა რომ მოესმათ და მიხვდნენ რაღაც რიგზე ვერ იყო. ყველაფერი წამებში მოხდა, სანამ ვინმე აზრს მოასწრებდა, უკვე მზეთამზესთან იყო. ქალმა მხოლოდ მისი სახის დანახვა მოასწრო, გაფითრებული, გიჟური თვალებით, მერე კი გოგიმ ხელში აიტაცა და უნაგირზე შემოსვა.

ეს ქალის მოტაცება აღარ იყო.

ეს იყო ფიცხელაურების ღირსების საჯაროდ გათელვა. მათი კერის შეურაცხყოფა. მათი სიტყვის დამცირება მთელი ხეობის წინაშე. ამირანი რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. თითქოს ნანახი ბოლომდე ვერ გაიაზრა. მერე მზერა ჭიშკარს გაჰყვა, სადაც გოგი უკვე ნისლში იკარგებოდა და სახე ნელ - ნელა შეეცვალა. თითქოს სხეულიდან ყველაფერი ადამიანური გამოეცალა და მხოლოდ შიშველი, დაჭრილი სიამაყე დარჩა.

- ცხენი მომიყვანეთ!- დაიღრიალა ისე რომ ეზო დადუმდა.

არავის დაუგვიანია. ამირანი უნაგირზე თითქმის ახტა. თვალებში ისეთი სიშავე ედგა, კაცები გზიდან უნებურად ეცლებოდნენ. ეს აღარ იყო მხოლოდ საცოლის წართმევა. ეს იყო შეურაცხყოფა, რომლის პატიებაც ხევსურს არ შეეძლო.

- ცოცხალი არ გამექცეს!- გამოსცრა კბილებში და ცხენს დეზები ჰკრა.

ფლოქვების ხმა ქვას დაეცა. მის უკან სხვებიც დაიძრნენ, ფიცხელაურებიც, არაბულებიც, მთელი ხეობა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მღეროდა და ახლა სისხლის სუნს გრძნობდა ჰაერში. მაღლა, ვიწრო ბილიკზე გოგი არ ჩერდებოდა. მზეთამზე მის წინ იჯდა, ჩუმად, გაფითრებული. ქარი თმას უწეწავდა, ცხენი კი ისე მიქროდა, თითქოს უკან სიკვდილი მისდევდათ.

მოგვიანებით ამბობდნენ, იმ წამს სახე ისე შეეცვალა, თითქოს თვალწინ საკუთარი სისხლი დაუქცევიათო.

- ჩემს პურს ჭამდი... და ჩემსავე სიცოცხლეს მპარავდი, გოგი?!- დაიღრიალა ისე რომ ხეობა დადუმდა.

მაგრამ გოგი აღარ გაჩერდა. იმ ღამით მთელი ხეობა ფეხზე დადგა. არაბულებიც და ფიცხელაურებიც ერთად დაედევნენ მათ, იმიტომ რომ გოგის საქციელმა მხოლოდ ერთი გვარი კი არა, მთის ადათიც შეურაცხყო. რამდენიმე დღე ეძებდნენ. ნისლში, ტყეებში, ხევებში. ამბობდნენ, ცხენებს სისხლი სდიოდათ დაღლილობისგან, მაგრამ მაინც არ ჩერდებოდნენ.

მეოთხე დღეს იპოვეს. მაღლა, კლდის ძირში, პატარა ქოხში. მზეთამზე იქ იჯდა, მხრებზე გოგის ჩოხა ჰქონდა მოხვეული. გოგი კართან იდგა, ხმალამოღებული. ამბობენ, მაშინ პირველად დაინახა ამირანმა რომ მზეთამზე მისკენ აღარ იხედებოდა. მიხვდა რაც მოხდა, მიხვდა უკვე ქალი მას აღარ ეკუთვნოდა, მიხვდა რომ არაბულების სისხლი ჰქონდა უკვე გარეული.

არც ტიროდა. არც დახმარებას ითხოვდა. ეს იყო ყველაზე მძიმე დარტყმა.

იქვე ატყდა ჩხუბი - მძიმე, ბრმა სიბრაზით სავსე. კაცები ძლივს აშველებდნენ ერთმანეთს. გოგი უკან იხევდა, მაგრამ არ ნებდებოდა. ამირანი კი უკვე ვეღარ არჩევდა, რას იცავდა - სიყვარულს, ღირსებას თუ საკუთარ თავმოყვარეობას. მზეთამზე მათ შორის დადგომას ცდილობდა, რაღაცას ყვიროდა, მაგრამ აღარავის ესმოდა.

ორი კაცი ერთმანეთს სისხლითა და სიძულვილით დაეძებდა და მერე მოხდა ის, რაც მთელ ხეობას სამუდამოდ დაამახსოვრდა. ამირანის დანა გოგის მკერდში აღმოჩნდა. ყველაფერი უცებ გაჩერდა. გოგიმ ჯერ საკუთარ მკერდს დახედა, თითქოს ვერ გაიგო, რა მოხდა. მერე ნელა ასწია თვალები ამირანისკენ. ტუჩებთან სისხლი მოადგა. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, მაგრამ ვეღარ გაჩერდა, მუხლები მოეკვეთა და იატაკზე დაეცა. მზეთამზეს ისეთი ხმა აღმოხდა, მთებში დაჭრილ ცხოველს რომ აღმოხდება ხოლმე. მუხლებზე დაეცა გოგისთან. ხელები სისხლში გასვროდა. ტიროდა უკვე, მაგრამ კაცს თვალები ნელ - ნელა ებინდებოდა. ამირანი გაუნძრევლად იდგა. დანაზე ჯერ კიდევ არაბულების სისხლი შერჩენოდა. არ ნანობდა, განა უნდა ენანა? ვის აპატიებდა საცოლის მოტაცებას.

სახე გაფითრებოდა, სუნთქვა უჭირდა, თითქოს თვითონაც ვერ იჯერებდა რომ ეს მართლა მოხდა. გოგიმ ძლივს შეახო მზერა მზეთამზეს. ტუჩი ოდნავ შეერხა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. თითქოს უნდოდა ეთქვა რომ ენანებოდა... ან უყვარდა... ან უბრალოდ - ეპატიებინა, მაგრამ სიტყვა ვეღარ თქვა. თავი გვერდზე გადაუვარდა. მზეთამზეს ისეთი ხმა აღმოხდა, მთებში დაჭრილ ცხოველს რომ აღმოხდება ხოლმე. მუხლებზე დაეცა გოგისთან, ორივე ხელი სისხლში ჰქონდა გასვრილი. თითები უკანკალებდა, გაშმაგებით აჭერდა ჭრილობაზე ხელს, თითქოს ასე სიკვდილს შეაჩერებდა.

- არა... არა...- ჩურჩულებდა გაფითრებული,- გოგი... თვალები გაახილე... გესმის?

ქოხში მდგარი კაცები უხმოდ უყურებდნენ ამ სცენას. არავინ ინძრეოდა. მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა გარედან და სადღაც, კლდეებში დაკარგული ქარის გუგუნი. ამირანი ზურგით იდგა მათკენ. ხელი ისევ დანაზე ჰქონდა ჩაჭიდებული, თუმცა თითები უკანკალებდა. რამდენიმე წამი სრულ სიჩუმეში გავიდა. მერე მისი მძიმე, ჩახლეჩილი ხმა გაისმა:

- წამოიყვანეთ,- არავინ განძრეულა,- არ გესმით?!

დაიღრიალა ისე რომ ქოხი შეზანზარდა. კაცები შეკრთნენ. ერთ - ერთი ფიცხელაური ფრთხილად მიუახლოვდა მზეთამზეს, მაგრამ იმ წამს ვიღაცამ თვალით ანიშნა უკან გაეხედა. მზეთამზე ნელა წამოდგა. სახე ცრემლითა და სისხლით ჰქონდა გასვრილი. თმა უწესრიგოდ ჩამოშლოდა მხრებზე. რამდენიმე წამი უყურებდა გოგის უსიცოცხლო სხეულს, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ადამიანი, რომელიც მართლა უყვარდა, ღარ სუნთქავდა.

თვალებს ვერ აშორებდა მზეთამზეს. იმ წამსაც კი, ასეთ მდგომარეობაში, ისევ ის ქალი იყო მისთვის. ისევ ის გოგო, ბავშვობაში ენგურის პირას რომ დასდევდა და რომლის გამოც ახლა მთელი ცხოვრება თავზე ენგრეოდა. მზეთამზე მასთან ახლოს გაჩერდა. ჯერ გოგის გახედა.

მერე - ამირანს.

ნელა ასწია აცახცახებული ხელი და მის თითებს შეეხო. იმ ხელს, რომლითაც ჯერ კიდევ სისხლიანი დანა ეჭირა ფიცხელაურს. ამირანი შეკრთა.

- მზეთამზე...- აღმოხდა ჩახლეჩილი ხმით,- ეს რატომ ჩაიდინე?

ქალმა თავი ოდნავ გააქნია, თითქოს ხმის გაგონებაც აღარ უნდოდა. მერე კი... ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად, თავისი ხელი მის ხელზე უფრო მჭიდროდ დააწვა. და სანამ ვინმე მიხვდებოდა, რას აკეთებდა ამირანის ხელში არსებული დანა პირდაპირ საკუთარ მკერდში ჩაიცა. ქოხში ვიღაცამ იყვირა. ამირანს ხელი უნებლიეთ გაეშვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

მზეთამზეს ტუჩებიდან სისხლი გადმოსცდა.

- ასე იყო...- აღმოხდა ქალს ძლივს,- ჩვენი სირცხვილია...მაგრამ მიყვარდა...

რამდენიმე წამი ისევ იდგა, ამირანის მკერდზე მიყრდნობილი, მერე კი ძალა გამოეცალა.
ფიცხელაურმა ძლივს დაიჭირა.

- არა... არა...- ჩურჩულებდა გაცოფებული, ხელები უკანკალებდა,- მზეთამზე, არა...

ქალმა ძლივს ასწია თვალები. რამდენჯერმე გახედა გააფთრებულ ფიცხელაურს და მერე ვეღარც შეძლო. ძალა გამოეცალა, დაეცა საყვარელი კაცის სხეულს. უყვარდა, ან უბრალოდ ასე ფიქრობდნენ დანარჩენი სოფლელები, ზოგიც ამბობს უარი ვეღარ უთხრა ფიცხელაურს, რადგან არაბულს ასე მთა - მთა ხეტიალში ვერ აჰყვებოდა, ზოგიც ამბობს დააძალეს გათხოვება, რადგან უკვე დრო იყოო. ვინ იცის, იქნებ უბრალოდ თავად მზეთამზე იყო სუსტი და ვერ გაბედა საყვარელი კაცისთვის ეთქვა სიმართლე.

მთამ დიდხანს გლოვა არ იცის. ადამიანს ტირილის უფლებას ცოტახნით აძლევს, მერე კი ხელში იარაღს უდებს და სამაგიეროს მოთხოვნას იწყებს. გოგისა და მზეთამზეს მიწაც არ ჰქონდა ბოლომდე მიყრილი, როცა უფროსმა ძმამ, დათო არაბულმა, შავი სამგლოვიარო ჩოხა მოიხურა და სახლიდან უხმოდ გავიდა. იმ დღეებში აღარავინ ელაპარაკებოდა. კაცი, რომელიც ადრე ხალისიანი და ხმაურიანი იყო, უცებ დადუმდა, თითქოს ძმასთან ერთად მის შიგნით რაღაც ადამიანურიც მოკვდა.

ხალხი ამბობდა, დათოს თვალებში უკვე აღარაფერი დარჩა გარდა სისხლისაო, ნასვამი იყოო მუდამო. რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ხეობას შემოდგომის მძიმე ნისლი მოედო და გზები თითქმის გაუჩინარდა, დათომ ამირან ფიცხელაურის უმცროს ძმას, ლევანს, ხევში მიაგნო. კაცი მარტო იყო, ცხენით ბრუნდებოდა.

ამბობენ, ლევანს ხანჯალზე ხელიც არ წაუღია. ვერც მოასწროო. დათოს არც უკითხავს, მისთვის საკმარისი იყო რომ ფიცხელაური იყო. იმ გვარის სისხლი ჰქონდა, რომელმაც გოგი და მზეთამზე მიწაში ჩააწვინა. მოკლა ცივად. ყოველგვარი წესის გარეშე. ხევსურეთში კი წესის გარეშე დაღვრილი სისხლი ყველაზე საშიშია - იმიტომ რომ მერე საზღვარი იშლება, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. ლევანის სხეული კლდეებთან იპოვეს და სწორედ იმ დღიდან დაიწყო ნამდვილი ომი.

მანამდე ეს ტკივილი იყო.

მას მერე - შურისძიება.

ლევან ფიცხელაურს შვილი დარჩა, ათი წლის ზეზვა. ამბობდნენ, მამის საფლავთან გაიზარდაო. სანამ სხვები ცხენის შეკაზმვას სწავლობდნენ, ის ხანჯლის დაჭერას სწავლობდა. სანამ სხვა ბავშვებს ზღაპრებს უყვებოდნენ, მას მხოლოდ ერთი რამ ესმოდა - არაბულებს შენი სისხლი მართებთო. წლები გავიდა. ბიჭი კაცად იქცა და ერთ ზაფხულს, როცა არაბულების კაცები სათიბში მუშაობდნენ, დათოს შვილი მკვდარი იპოვეს, ყელგამოჭრილი, ბალახში მიგდებული.

ფიცხელაურებმა პასუხი გასცეს.

არაბულებმაც.

მერე ისევ ფიცხელაურებმა.

და ასე დაიწყო ჯაჭვი, რომელსაც ბოლო აღარ უჩანდა. ლამის ყოველ წელიწადში ერთხელ შატილში რომელიმე კოშკიდან გლოვის ხმა ამოდიოდა. ქალები შავებში ჩაცმულები დადიოდნენ, ბავშვები მამის გარეშე იზრდებოდნენ, კაცები კი სიბერემდე ვეღარ აღწევდნენ.

გვარები ნელ - ნელა იცლებოდა.

ვაჟკაცები, რომლებიც ადრე ხეობას მტრისგან იცავდნენ, ახლა ერთმანეთზე ნადირობდნენ. ბავშვები იბადებოდნენ იმისთვის, რომ ოდესღაც ვიღაც მოეკლათ ან თვითონ მომკვდარიყვნენ. ხოლო ამ დაუსრულებელი სისხლისღვრის ყველაზე მძიმე ფურცელი ზვიად არაბულის სიკვდილი აღმოჩნდა.

ზვიადი თაიას მამა იყო. კაცი, რომელზეც მთელი გვარი იდგა.

ამბობდნენ, ხასიათით გოგის და დათოს ჰგავდაო - ამაყი, უხმო და ჯიუტი. მაგრამ ერთი რამ სხვანაირი ჰქონდა: ზვიადი ცდილობდა მტრობასაც თავისი წესი ჰქონოდა. არ ესხმოდა თავს ზურგიდან, არ კლავდა უიარაღოს, არ ეხებოდა ქალსა და ბავშვს.

სწორედ ამიტომ სცემდნენ პატივს მტრებიც კი, მაგრამ ხანგრძლივი სისხლი ბოლოს წესსაც ჭამს. ფიცხელაურებმა იცოდნენ, სანამ ზვიადი ცოცხალი იყო, არაბულები არ გატყდებოდნენ. მანამდე ხომ ზვიადის ძმა, ზურას გამოაცალეს სიცოცხლე. ზვიადით ამაყობდნენ, მასზე იდგნენ, მის სიტყვას პატივს სცემდნენ და ერთ ზამთარს, ნადირობიდან დაბრუნებისას ჩაუსაფრდნენ.

ამბობდნენ, პირველი ტყვია ზურგში მოხვდა.

მეორე - მაშინ, როცა უკვე ცხენიდან ვარდებოდა.

მესამე კი საკონტროლო იყოო.

ზვიადი თოვლში იპოვეს.

მარტო. გაყინული სისხლით.

იმ დღემ არაბულების კოშკში უკანასკნელი კაციც წაართვა ოჯახს. სახლში მხოლოდ ქალები დარჩნენ და პატარა თაია. არაბულებს აღარავინ დარჩათ, ვინღა უნდა მოეკლათ, ბავშვებს დაერეოდნენ თუ მოხუცებს, რომლებსაც სიარულიც აღარ შეეძლოთ. ელიზბარმა აიღო ყველაფერი, მოხუცმა, რომელმაც ეს წლების ჯოჯოხეთი საკუთარი თვალით გამოიარა. მან ნახა ძმების სიკვდილი, შვილების დაკარგვა, დაცარიელებული კოშკები და მიწაში ჩაწოლილი მთელი თაობა. ასე აღარ შეიძლებოდა. თუ ეს გაგრძელდებოდა, არაბულების გვარი უბრალოდ გაქრებოდა. პატარა ბიჭებსაც დაერეოდნენ და გვარის გამგრძელებელი უბრალოდ აღარ იარსებებდა.

ფიცხელაურებიც აღარ იყვნენ ძველებურად ძლიერები. მათაც თითქმის აღარ დარჩენოდათ ვაჟკაცები. მაშინ, პირველად სამოცი წლის შემდეგ, ორი მტერი ერთ კერასთან დაჯდა. ელიზბარ ჭინჭარაული და ფიცხელაურების უხუცესი - აბდულა ფიცხელაური.

იმ ღამით შატილში ქარიც კი ჩუმად ქროდა. ამბობენ, დიდხანს არავის ამოუღია ხმა.
მერე კი აკვანი დადგეს კერის წინ. ზვიად არაბულის ობოლი შვილი თაია იწვა. გვერდით დაუყენეს ფიცხელაურების ბიჭი - სამი წლის ონისე. პატარა გოგოს მშვიდად ეძინა, არაფერი იცოდა იმ ღამის შესახებ, არაფერი იცოდა რომ სწორედ ახლა წყდებოდა მისი მთელი ცხოვრება. გულნარა ტიროდა, ძლივს სუნთქავდა. ეშინოდა კიდეც, რადგან მთაში აკვანში დანიშვნა უბრალო სიტყვა არ იყო. ეს ფიცი იყო. ფიცი კი ხევსურეთში ღმერთის შემდეგ იდგა. თუ კაცები აკვანს გადააბამდნენ, ეს ნიშნავდა რომ ბავშვების ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. გოგო იმ გვარის რძლად ითვლებოდა, ვის ოჯახსაც აკვანით დაუკავშირებდნენ. ამ ფიცის გატეხვა კი მხოლოდ ერთი რამით სრულდებოდა - ახალი სისხლით.

- ქალი გმართებთ ჩვენი, ელიზბარ,- ხმა ამოიღო ოთარ ფიცხელაურმა,- ქალის გამო დაიწყო ეს სისხლი და ქალივე დაასრულებს ამას.

ელიზბარმა ბოლოს ნელა ასწია თავი.

- საკმარისია,- თქვა ჩუმად, მაგრამ მის ხმაში ისეთი სიმძიმე იდო, ყველამ გაიგო - ეს ბრძანება იყო და არა თხოვნა,- ამ მთებმა ბევრი სისხლი დალია.

აბდულამ თვალები დახარა. მერე გვერდით მჯდომ ბიჭს შეხედა. ონისე სამი წლის იყო მაშინ. ბაბუის მუხლზე იჯდა, დაბნეული აცეცებდა თვალებს და ვერ ხვდებოდა, რატომ იყო კოშკში ამდენი სიჩუმე. ელიზბარი წამოდგა. ნელი ნაბიჯით მივიდა გულნარასთან, შვილი აკვნიდან ამოეყვანა და გულზე იხუტებდა. ქალმა მაშინვე უკან დაიხია.

- არა...- აღმოხდა ჩუმად,- ელიზბარ...

ხმაში ისეთი ტკივილი ედგა, რამდენიმე კაცმა მზერა აარიდა.

- სხვა გზა აღარ გვაქვს, შვილო,- უთხრა მოხუცმა მძიმედ,- ან ეს ბავშვები გადაარჩენენ ხეობას... ან ხეობა ყველას დაგვმარხავს.

გულნარამ თავი გააქნია. მერე მძინარე თაიას დახედა. ერთი წლის თაიას ხელი ლოყასთან მიედო და მშვიდად სუნთქავდა, თითქოს სამყაროში ბოროტება საერთოდ არ არსებობდა.

და გულნარას სწორედ მაშინ გატყდა რაღაც გულში. იმიტომ რომ მიხვდა შვილის ბედს ვეღარ დაიცავდა. პირიქით, უნდა გაეწირა რომ მერე მასაც ეცხოვრა.

ელიზბარმა კერის წინ პატარა აკვანში ჩააწვინა. მერე აბდულამ ონისე მიიყვანა. ბიჭი თავიდან ბაბუის ფეხს იყო ჩაბღაუჭებული და უცხო ხალხს შეშინებული უყურებდა.

- მიდი, ვაჟკაცო,- ჩუმად უთხრა აბდულამ.

ონისე ფრთხილად მივიდა აკვანთან. იმ ღამით ძველი წესიც აღასრულეს, ორი წითელი ძაფი გამოიტანეს. ერთი არაბულების კერიდან, მეორე ფიცხელაურების.

ონისეს ძაფები შეაბმევინეს. მერე ელიზბარმა აკვნის თავზე სამჯერ გადაატარა ხელი.

- როგორც ეს ძაფი აღარ გაიხსნება იოლად, ისე ნუ გაიხსნება ეს ზავიც,- აბდულამ თავისი ხანჯალი ამოიღო და კერის წინ დადო.

ეს ნიშნავდა რომ ფიცხელაურები ამ ბავშვს მტრად აღარ აღიარებდნენ. ელიზბარმაც იგივე გააკეთა. მერე ორივემ ხელები ჩამოართვა ერთმანეთს. იმ ღამით პირველად წლების შემდეგ არაბულისა და ფიცხელაურის ხელი ერთმანეთს სისხლის დასაღვრელად კი არა, სისხლის შესაჩერებლად შეეხო. მხოლოდ გულნარა იდგა ჩუმად. უჯვე ვეღარც ტიროდა. არც უყვირია, ანდაც როგორ გაბედავა ასეთ ხალხთან ხმის ამოღებას. უბრალოდ უყურებდა აკვანში მწოლარე თავის შვილს და გრძნობდა, როგორ ართმევდნენ ბედს ნელ - ნელა.

იმ ღამით თაია არაბული ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მაგრამ მთამ უკვე გადაწყვიტა, ვის კერასთან უნდა დაესრულებინა ცხოვრება. უხუცესებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ბავშვები დანიშნეს. ეს არ ყოფილა სიყვარულის ნიშნობა. ეს იყო ზავი. სისხლის ფასად ნაყიდი მშვიდობა. ონისე უნდა გამხდარიყო კაცი, რომელიც არაბულების უკანასკნელ შვილს დაიცავდა. თაია კი ხიდი, რომელიც ორ სისხლიან ნაპირს შორის გადაიდებოდა.

მაგრამ ვერავინ იფიქრა იმაზე, რას იზამდა ერთ დღეს ის პატარა გოგო, როცა გაიზრდებოდა და გაიგებდა რომ მისი ბედი სიყვარულით კი არა, სისხლით გადაწყვიტეს.

* * *

ნოემბრის სუსხი შატილს მძიმე ლოდივით დასწოლოდა. მთებს უკვე დიდი ხანია თეთრი ნაბადები გადაეფარებინათ, დილაობით კი ყინვა ისე მედიდურად აბრჭყვიალებდა კლდეებს, თითქოს სამყარო შუშისგან გამოეჭედათო. თაია, რომელიც მთის სიმკაცრეს ბავშვობიდან მიჩვეული იყო, ახლა მაინც უფრთხოდა გარეთ გასვლას. ეს სიცივე სხვაგვარი ეჩვენებოდა, უფრო ღრმა, უფრო გამჭოლი, თითქოს ძვლებში კი არა, პირდაპირ სულში უძვრებოდა.

შეფუთული დადიოდა, სქელ შალის მოსასხამში გამოხვეული და ხშირად ცხენით მოძრაობაც კი უჭირდა, მოყინულ ბილიკებზე ცხოველის ფლოქვები ისე უმწეოდ სრიალებდნენ, როგორც ადამიანის ბედი ამ ხეობაში.
ელიზბართან იმ საბედისწერო საუბრის შემდეგ აღარ მისულა. თითქოს დრო გაჩერდა, ან იქნებ თვითონ გააჩერა იგი. ყველაზე მეტად კი სიჩუმე აფრთხობდა, ის უცნაური, დაძაბული სიჩუმე, რომელიც ფიცხელაურების მხრიდან მოდიოდა. თითქოს ყველამ დაივიწყა მისი არსებობა. არც ონისე გამოჩენილა. მისი მუდმივი, გამომცდელი მზერა და მშვიდი ხმა აღარ არღვევდა ნოემბრის ნაცრისფერ დღეებს. თაია ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი რომ ეს სიმშვიდე სწორედ ის იყო, რასაც ნატრობდა, მაგრამ ყოველ დილით, როცა ფანჯრიდან ნისლიან ხევს გახედავდა, მის თვალებში მაინც კრთოდა რაღაც გაუცნობიერებელი მოლოდინი. სოფელი ისე დაყუჩებულიყო, თითქოს მთელ ხეობას სუნთქვა შეეკრა და ელოდა, როდის გასკდებოდა ეს ყინულოვანი მდუმარება.

- თაია,- გაისმა შორიდან თედო ოქროპირიძის ხმა,- როგორ ხარ?

მიუახლოვდა კაცი და მისდა გასაკვირად გადაეხვია. თაია წამით გაშეშდა, მერე უხერხულად გაუღიმა.

- კარგად,- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- შენ როგორ ხარ? დაიკარგე, აღარ გამოჩენილხარ.

- ჰო, წასული ვიყავი. გიგამ გამიშვა. მთაში ვიყავი ჯერ და მერე ქალაქში,- ჩაეცინა. მაღალი იყო, ახოვანი, ქერა თმიანი და უცნაურად ხვეული თმები ჰქონდა. თაიამ უნებურად გაუღიმა. დიდი ხანი იყო არ ენახა. ბავშვობაში სულ ერთად დარბოდნენ. მერე თედო მოულოდნელად გაქრა ხეობიდან - ჯერ მთებში წავიდა უფროსებთან ერთად, მერე ქალაქში გაუშვეს საქმეებზე. შატილში კი კაცები რომ ქრებოდნენ, ზოგჯერ წლებიც გადიოდა მათ დაბრუნებამდე.

- ქალაქი მოგეწონა?- ჰკითხა თაიამ, მოაჯირს მხრით მიეყრდნო.

- ხმაურიანია,- თავი გააქნია თედომ,- იქ ცა ვერ სუნთქავს.

- ეგ რას ნიშნავს?

- აქ ღამე რომ ჩამოწვება, მთებს მაინც ხედავ. იქ კიდე...- გაეცინა,- კაცი კედლებში იკარგება.

თაიამ თვალები ოდნავ მოჭუტა.

- ფილოსოფოსი დაბრუნებულა.

- შენ ისევ ისეთი ხარ,- გაეღიმა კაცს,- ყველას ეჩხუბები?

- ყველას არა.

- აბა მხოლოდ რჩეულებს?

- ზუსტად,- ორივეს ჩაეცინა.

- ისევ ფიცხელაურები?

- არ მინდა მაგათი ხსენება,- აიქნია ხელი ჰაერში. ქარი ნელა ჩამოუყვა ხეობას. თაიას თმა სახეზე ჩამოეყარა და სანამ გადაიწევდა, თედომ დაასწრო - თითებით ფრთხილად შეეხო კანზე, მერე ნაზად გადაუწია გვერდზე.

- ისევ გრძელი თმა გაქვს,- თქვა მშვიდად. თაია წამით გაშეშდა. უცნაური იყო ეს სიახლოვე. უცხოც და ნაცნობიც ერთდროულად.

- ისევ ზედმეტად თამამი ხარ, ოქროპირიძე,- ამოილაპარაკა ბოლოს, თუმცა ხმაში სიმკაცრე აღარ ეტყობოდა.

- რატომაც არა?- გაეცინა თედოს,- ისევ არ გიფიქრია ჩემს ნათქვამზე?

- საფიქრალი რა იყო?- წარბები აზიდა არაბულმა,- მაშინაც გითხარი პასუხი, თედო.

- ოჰ, როგორი ჯიუტი ხარ,- გააქნია თავი ოქროპირიძემ,- წამით მაინც რომ დაფიქრებულიყავი...

- თედო,- გააწყვეტინა საუბარი,- არ გვინდა. ჩემი გრძნობები ამით არ შეიცვლება.

გაჩუმდა თაია, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა მათ შორის. მაღლა, კოშკის ჩრდილიდან დათუა უყურებდა მათ. ჩუმად იდგა. არც გამოჩენილა. პატარა იყ დათუა, ჩვიდმეტი წელი არ იყო დიდი ასაკი, თუმცა უკვე კაცი იყო. ესმოდა ყველაფერი, ხედავდა და იაზრებდა კიდეც. მძიმედ ამოისუნთქა და მზერა აარიდა. ზუსტად იმ დროს მოისმა ცხენის ფლოქვების ხმა. ნელი, მძიმე რიტმით მოდიოდა ბილიკზე, თითქოს თავად მხედარიც არაფერს აჩქარებდა. თედომ წარბები შეჭმუხნა და გზისკენ გაიხედა. თაიაც ინსტინქტურად შებრუნდა. შავი ცხენი ნისლიდან ნელა გამოვიდა. ონისე ფიცხელაური პირდაპირ მათ უყურებდა. ცხენი ეზოში გააჩერა. რამდენიმე წამი არც ჩამოსულა, არც ამოუღია ხმა. მზერა ჯერ თედოზე გადაიტანა, მერე - თაიაზე. ბოლოს ისევ ოქროპირიძეს მიაჩერდა.

- აქ რა შეკრებაა?- წარბები შეკრა ონისემ.

- ვინ გეკითხება?- გადაუდგა თედო წინ,- რა დაგრჩენია აქ? სანამ თავს არ გაგიტეხავენ არ უნდა მოისვენო?

- ზრდილობაც ქალაქში დაგიტოვებია ოქროპირიძე.

- რით ვერ დაილია შენი საქმე?- არ მოეშვა თაია.

- ზრდილობას ფიცხელაურები ვერ მასწავლიან,- ჩაერია ამჯერად თედო.

- ჰოო? ეჭვი მეპარება რაღაც,- ჩაეღიმა ონისეს. თედომ ნაბიჯი გადადგა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თაია ჩადგა მათ შორის, მიანათა მკვლელი მზერა ფიცხელაურს.

- მორჩით ორივემ!- წამოიძახა ხმამაღლა, მერე უკან მიბრუნდა.თედოს მკერდზე მიაწვა და დისტანცია გაზარდა მათ შორის,- თქვენი უაზრო კინკლაობის მოსმენას არ ვაპირებ. თუ საქმე არ გაქვთ, გზას გაუდექით.

ონისემ თედოს ზემოდან გადახედა.

- გაგიმართლა ოქროპირიძე. დღეს ხასიათზე არ ვარ.

- ჰოო? მე კიდევ ვიფიქრე ძალა აღარ აქვს საჩხუბრად - თქო,- ირონიულად ჩაიცინა თედომ, თუმცა ხელი უნებურად კალთისკენ წაუვიდა,- მთელი შატილი უნდა გერგებოდეს ახლა ხასიათში?

ონისეს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა, ცივად, გამომწვევად.

- მთელი შატილი?- ჩეცინა ონისეს,- რატომ მთელი შატილი, აი ხევსური და მე ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

მისმა სიტყვებმა ჰაერი თითქოს შუაზე გაკვეთა. თედო ოქროპირიძეს სახე წამში შეეცვალა. ის სიფიცხე და მებრძოლი სული, ცოტა ხნის წინ რომ ეხატა, სადღაც გამქრალიყო. ემოციები გაუფერულდა და თვალებში მხოლოდ მწარე წყენა და გაოგნება დარჩა. მან მზერა ჯერ ონისეს მიაპყრო, მერე კი ნელა, თითქოს ეშინოდა იმის დანახვისო, რაც სიმართლე ეგონა, თაიას გადახედა. არაბულმა იგრძნო, როგორ აუწითლდა ყვრიმალები ბრაზისგან. ონისე სწორედ იმ წერტილში ურტყამდა, რომელიც თედოსთვის ყველაზე სუსტი იყო და არა მარტო თედოსთვის.

- ონისე!- გამოსცრა ქალმა, მაგრამ ფიცხელაურმა მხოლოდ ცალი წარბი ასწია, თითქოს მის რეაქციას ელოდაო. თედო ხმას ვერ იღებდა. ისე უყურებდა მათ, თითქოს პირველად დაინახა რაღაც უხილავი ძაფი, რომელიც ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებდა, დაძაბულობის, ზიზღისა და რაღაც სხვა, აუხსნელი მუხტის ძაფი. წყენამ მის ხმაში ყველაფერი ჩაახშო.

- მართლა?- ჩაილაპარაკა ბოლოს თედომ ისე დაბალი ხმით რომ ძლივს ისმოდა,- ესე იგი, კარგად უგებთ...

ონისეს აღარაფერი უთქვამს, ისედაც იცოდა რომ გააფუჭა უკვე მათი ურთიერთობა და რომ საკმარისზე მეტი ინფორმაციაც კი უთხრა თედოს იმისთვის რომ გონება არეოდა. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა, ოქროპირიძეს მებრძოლი სული წამში გამოაცალა. ონისემ ცხენს მოჰკიდა ხელი, უნაგირზე ავიდა და სანამ წავიდოდა, თაიას ისევ ისე შეხედა, მშვიდად, თითქმის ალერსიანად, რაც უფრო მეტად წვავდა თედოს გულს.

- საღამოს კოშკში გელოდები, ხევსურო,- დაუტოვა სიტყვა და ცხენი ნელა დაძრა. თედო დიდხანს იდგა გაქვავებული. ის ბრაზი, რომელიც მანამდე აერთიანებდა თაიასთან ფიცხელაურის წინააღმდეგ, ახლა ეჭვმა და სიმწარემ შეცვალა.

- არ მოვალ,- შესძახა ხევსურმა,- რა მინდა კოშკში.

- ელიზბარმა გადმოგცა,- ჩაეცინა ონისეს,- პაემანზე ჯერ ვერ მიმყავხარ.

- ახლა ამას...- მოუქნია ტოტი, თუმცა ონისე უკვე აღარ იყო ადგილზე,- თედო...

მიუბრუნდა თაია, მაგრამ კაცმა ხელი აუწია. თითქოს მეტი სიტყვის გაგონება აღარ შეეძლო.

- მართალია,- ჩაილაპარაკა ოქროპირიძემ,- ბევრს ვლაპარაკობ.

ზურგი აქცია და ნისლში გაუჩინარდა. თაია კი მარტო დარჩა ეზოში. გრძნობდა, როგორ უხურდა სახე. ონისე ფიცხელაური ერთი ფრაზით ახერხებდა მის გაგიჟებას და არა მარტო მისი, გარშემო ყველასი, ვინც მასთან ახლოს იყო.

* * *

საღამოსთვის ყინვამ ისე დააჭირა რომ კოშკის ნესტიანი კედლებიდან სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. თაია მძიმე ნაბიჯით მიჰყვებოდა კიბეს. გულში ისევ ონისეს ის ბოლო სიტყვები უტრიალებდა - „პაემანზე ჯერ ვერ მიმყავხარ". გაფიქრებაზეც კი ბრაზისგან სუნთქვა უხშირდებოდა.

ზემოთ, ელიზბარის ოთახში, უკვე ყველანი შეკრებილიყვნენ. კერაში ცეცხლი გუგუნებდა, მაგრამ ჰაერი მაინც დამძიმებულიყო. ელიზბარი თავში იჯდა, დათუა მის გვერდით, ონისე და მოსე კი მოშორებით, იქვე მოშორებით აბდულა, ჭაბუკა და სხვა დანარჩენი ფიცხელაურებიც შენიშნა. სადღაც ახლოს ჭინჭარაულები და ოქროპირიძეებიც ისხდნენ. თაიას შესვლაზე ონისემ თავი ოდნავ ასწია და მრავალმნიშვნელოვნად შეხედა, თითქოს სპეციალურად, გამაღიზიანებლად ეუბნებოდა - ხომ გითხარი, მოხვალ - მეთქიო.

თაია კართან დარჩა, არ დამჯდარა, აღარც ბოლომდე შესულა შიგნით.

- მოხვედი, შვილო,- ელიზბარმა ხელით ანიშნა, ახლოს მისულიყო,- საქმე გვაქვს სათათბირო.

- გისმენ ელიზბარ,- მიუგო თაიამ და მზერა შეგნებულად აარიდა ფიცხელაურებს. ელიზბარმა ჩიბუხი ნელა დადგა მაგიდაზე, მძიმე მზერა ყველას სათითაოდ გადაავლო და ბოლოს თაიაზე შეაჩერა. კოშკში მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი და გარეთ ატეხილი ქარის ღრიალი ისმოდა.

- ზამთარი წელს ადრე დაგვატყდა თავს. თუ ასე გაგრძელდა, ნოემბრის ბოლომდე გზებს ნამქერი ისე ჩახერგავს რომ ბილიკსაც ვეღარ ვიპოვით. ბარში ვეღარავინ ჩავა და ვერც იქიდან ამოვა ვინმე,- ამოიოხრა კაცმა და ნელა გააბოლა,- ხოდა საჭიროა რაღაცების მომარაგება, თორემ ასე ვერ წავალთ წინ.

- მერე?- თედომ წარბები შეკრა,- პირველი ზამთარია შატილში, თუ რა?

- პირველი არაა, მაგრამ წელს ბეღლები ნახევრად ცარიელია,- ჩაერია დათუა და ოქროპირიძეს გადახედა,- ნადირმა საძოვრებზე საქონელი დაგვიფრთხო, ბევრიც დაგვიგლიჯა. თუ ახლა არ ვიმოქმედეთ, ზამთარში შიმშილით დავიხოცებით. ხორცი გვჭირდება, ბევრი ხორცი რომ ყინვას გავუძლოთ და ხალხიც არ დაგვეხოცოს.

ელიზბარი წამოდგა, თაიასთან ახლოს მივიდა და მხარზე ხელი დაადო. თაიაც თითქოს გრძნობდა რომ კაცს რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რაც მას ძალიან არ მოეწონებოდა.

- ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ხვალ დილით ნადირობა უნდა გაიმართოს. ბევრი კაცი გვჭირდება, მარტო ჩვენები ვერ გასწვდებიან. ფიცხელაურები და არაბულები ერთად წავლენ. ჭინჭარულები, გოგოჭურები, ოქროპირიძეები და კიდევ სხვა გვარებიდან რამდენიმე კაციც წამოვა, ყველა გავა, ვისაც იარაღის ხმარება შეუძლია. ხეობა დიდია, ნადირი კი - ფრთხილი. თუ ერთმანეთს არ დავუდექით გვერდით, ცარიელი ხელებით დავბრუნდებით.

- ელიზბარ,- თაიას ხმაში პროტესტი გაისმა,- ფიცხელაურებთან ერთად უღრან ტყეში? თოფით ხელში? ხომ იცი, ეს როგორ დამთავრდება.

- ისე დამთავრდება, როგორც მე ვიტყვი და დამეთანხმება აგერ ბატონი აბდულა, ხომ ასეა?- მოხუცმა ხმას აუწია და დაუქნია თავი უფროსმა ფიცხელაურმაც,- კაცები სანადიროდ წავლენ, მაგრამ მიზეზი, რატომაც შენ აქ დაგიბარე სულ სხვა არის.

- რა ხდება?- თვალებში წამიერად შიში ჩაუდგა არაბულს.

- შენ აქ დარჩები და მიხედავ ყველაფერს.

- არა,- მტკიცედ განაცხადა არაბულმა,- ასე არ გამოვა.

- თაია! არ წახვალ,- არც ელიზბარის ტონი იყო ნაკლები.

- მათ უშვებ ისევ ერთად, ვის გამოც წლების წინ მამაჩემის სხეული ჩამოვიტანეთ ხეობიდან?

- თაია!- ელიზბარის ხმამ კოშკის ქვის კედლები შეძრა. ოთახში მყოფი კაცები უნებლიეთ გასწორდნენ. მოხუცის სახეზე სიბერის ღრმა ხაზები კიდევ უფრო გამკვეთრებოდა, თვალებში კი სიმკაცრე ჩასდგომოდა. აბდულა ფიცხელაურმა მძიმედ ამოიოხრა. ჩიბუხი გვერდზე გადადო და ფეხზე წამოდგა. ნელა მიუახლოვდა თაიას და მის წინ გაჩერდა.

- ისინი კაცები არიან, თაია,- ჩაერია მერე მშვიდად, თუმცა თვალს არიდებდა,- მათ იციან ფიცი და იციან საჭიროება.

- მეც ვიცი საჭიროება!- გადასძახა თაიამ,- საჭიროება ისაა რომ მტერი მტრად დარჩეს და არა სუფრის წევრად!

- ჩემი ბიჭებიც მიდიან, თაია. ონისე, მოსეც და კიდევ ძალიან ბევრი. კარგი იქნება აქ ვინმე ისეთი თუ დარჩება, ვისაც იარაღიც უჭირავს ხელში და გონებაც უჭრის. შენზე უკეთესს ვერავის ვხედავთ.

- არ მჯერა...- თაიამ ონისეს გახედა, რომელიც ჩრდილში იდგა და უცნაური, თითქმის დანანებით სავსე მზერით აკვირდებოდა,- შენც იცოდი ეს? შენ იდეა იყო?

- თაია,- ონისეს ხმაში ახლა ირონია აღარ იყო, მხოლოდ სერიოზულობა,- ელიზბარმა სწორად თქვა. ვიღაცამ ზურგი უნდა დაგვიჭიროს. თუ სოფელში რამე მოხდა, სანამ ჩვენ უღრანში ვიქნებით, შენს მეტს ვის ვენდოთ?

- ნდობაზე ნუ მელაპარაკები!- თაიამ ელიზბარს მიუბრუნდა,- რატომ მენდობი? მე წამითაც არ ვენდობოდი არაბულს შენს ადგილას.

ელიზბარის მზერა გაცივდა.

- სოფელს არ გასცდები, თაია,- დაასვა დაღი გადაწყვეტილებას ელიზბარმა.

- გასაგებია,- თქვა თაიამ ჩუმად, თუმცა მისი ხმა მთელ ოთახში გაისმა,- დავრჩები. დარაჯად დავრჩები თქვენს ცარიელ სახლებში. ოღონდ იცოდეთ, თუ ტყიდან ვინმე დააკლდება ამ სოფელს, მერე უკვე უკან აღარ დავიხევ.

შებრუნდა და ოთახიდან ისე გავიდა რომ აღარავისთვის შეუხედავს. კოშკის კიბეებზე ჩასვლისას მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში. ონისე ფიცხელაური მიდიოდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო, მას კი, ყველაზე დიდი ბრძოლის წინ ფრთები მოაჭრეს და კედლებში გამოკეტეს და ეს სიმშვიდე, რომელსაც ელიზბარი სთხოვდა, ახლა უფრო მეტად ჰგავდა ქარიშხლისწინარე მდუმარებას. თაია კოშკიდან თითქმის გამოვარდა. ყინვამ სახეში მწარედ დაარტყა, მაგრამ ვერაფერი იგრძნო, შიგნით ისეთი ცეცხლი ედგა, გარეთა სუსხი ვეღარ სწვდებოდა. სწრაფად ჩამოდიოდა ქვის საფეხურებზე, ისე, თითქოს გაჩერების შემთხვევაში ისევ უკან შებრუნდებოდა და ყველაფერს ამოაფრქვევდა, რაც იქ, კოშკში, მოისმინა.

ყველაზე მეტად კი ერთი რამ წვავდა.

ონისე.

ის იდგა იქ. ჩუმად, მშვიდად და უყურებდა, როგორ ართმევდნენ თაიას იმას, რაც მისთვის ჰაერზე მნიშვნელოვანი იყო რომ ეცოცხლა, რომ თავისუფლება შეეგრძნო.

არაფერი უთქვამს. არც შეწინააღმდეგებია. სწორედ ეს სტკენდა ყველაზე მეტად. საკუთარ ეზოში რომ შევიდა, ნაბიჯი შეუნელდა. სახლში შევიდა, გულნარა არ იყო, ბუხრის პირას მივიდა და მძიმედ ჩამოჯდა. ნისლი მთებს ისე შემოხვეოდა, თითქოს მთელ ხეობას რაღაც მძიმე საიდუმლო დაეფაროს. თაიამ თავი უკან გადაწია და ცას ახედა. სუნთქვა უჭირდა.

- თაია?- მოესმა ცოტა ხანში. უკან მოიხედა, ეთუნა მოდიოდა მისკენ, მხრებზე შალი მოეხვია და სახეზე აშკარა შფოთვა ეწერა.

- რა მოხდა?- ფრთხილად ჰკითხა,- ელიზბარმა რა გითხრა?

თაიას მწარედ ჩაეცინა.

- რა უნდა ეთქვა...- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- დამტოვეს.

- რას ნიშნავს?

- იმას რომ ყველანი მიდიან. ფიცხელაურები, ჩვენები... მე კი აქ უნდა ვიჯდე,- ეთუნა მის გვერდით ჩამოჯდა.

- იქნებ მართლა ასე ჯობია? ტყეში ახლა საშიშია...

- საშიში?- მკვეთრად მიუბრუნდა თაია,- სწორედ იმიტომ უნდა ვიყო იქ! რომ საკუთარი თვალით ვხედავდე, ვის უჭირავს თოფი და ვის ზურგს უმიზნებენ. იქნებ იგივე მოხდეს? იქნებ ტყეში ნადირის კი არა, ვინმეს სხეულის ჩამოსატანად მომიწიოს ასვლა?

ხმაში ისეთი ბრაზი გაურია, ეთუნა უნებლიედ გაჩუმდა. თაიამ ორივე ხელი მუხლებზე დაიდო და თავი დახარა.

- ელიზბარს ჰგონია რომ ასე მიცავს,- თქვა ცოტა ხნის მერე უფრო ჩუმად,- სინამდვილეში კი პირველად ცხოვრებაში მგონია რომ რაღაცას მიმალავენ. ძალიან ვბრაზდები, ეს გრძნობა შიგნიდან მჭამს. მგონია რომ ჩემ გარშემო ყველა მატყუებს, არ მომწონს ის ფაქტი თუ როგორ იქცევიან ფიცხელაურებთან, როდის დავმეგობრდით? რამ დაგვამეგობრა? რატომ არ ელიან რომ კიდევ ვინმეს მოუკლავენ?

თაიამ ორივე ხელი სახეზე მოისვა, თითქოს ფიქრების მოცილებას ცდილობდა.

- ყველაზე მეტად ის მაგიჟებს,- გააგრძელა ცოტა ხნის მერე,- რომ ვერაფერს ვიგებ. ყველანი რაღაცას იციან ჩემს გარდა. ელიზბარი ჩუმდება, დედა თვალებს მარიდებს, დათუა სიტყვას არ ამბობს... მერე კიდე ეს ფიცხელაურები ისე დადიან აქ, თითქოს არაფერი მომხდარა.

- იქნებ უბრალოდ დაიღალნენ ამ მტრობით...- ფრთხილად თქვა ეთუნამ. თაიამ მაშინვე გახედა,- ზედმეტად ხარ უკვე ჩაციკლული.

- მტრობით ადამიანი როგორ უნდა დაიღალო?- გამოხედა ქვემოდან,- მტრობით რომ დაიღალო მაშინ უნდა დაავიწყო რა ახლო ადამიანი მოგიკლეს. მე კი ამას ვერ დავივიწყებ.

- მამა არც კი გახსოვს თაია, იქნებ ცოტა...

- რადგან არ მახსოვს არ ნიშნავს რომ არ მყავდა,- გააწყვეტინა არაბულმა,- შენ გგონია მარტივი იყო რომ ვუყურებდი როგორ ტიროდა ხოლმე დედა? როგორ დადიოდნენ ჩემი ტოლები მამებთან ერთად სასეირნოდ? როგორ გავიზარდე მარტო? როგორ ვასწავლე საკუთარ თავს ყველაფერი? საკუთარ თავს ქალად ვეღარ აღვიქვამ, იმიტომ რომ ტვინში ერთადერთი, რაც მიტრიალებს ეს მხოლოდ ფიცხელაურების მიმართ ზიზღია, რადგან ასეთ მონსტად მაქციეს.

ეთუნამ მაშინვე ახედა.

- თაია...

- მართლა,- გააგრძელა ჯიუტად,- იმიტომ რომ სულ ბრძოლაში ვარ. სულ მზად ვარ ვიღაცას დავახტე, ვიღაცას ვეჩხუბო, ვიღაცას სისხლი მოვთხოვო. სხვა გოგოებზე რომ ვფიქრობ, მგონია საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობენ. მე კიდე...

გაჩუმდა. ხელები ერთმანეთს ძლიერად გადააჭდო.

- ჩემს თავში ერთადერთი რამ ტრიალებს და ეს მხოლოდ პასუხია და ყველაზე მეტად მაგაზე ვბრაზდები. იმიტომ რომ ასეთ ადამიანად მაქციეს. თითქმის ყველაფერი წამართვეს, სანამ ცხოვრებას საერთოდ დავიწყებდი.

ქარმა ისევ დაძრა ნისლი. ეთუნა ნელა მიუახლოვდა და მხარზე ფრთხილად დაადო ხელი.

- შენ ცუდი ადამიანი არ ხარ, თაია,- არაბულს მწარედ ჩაეცინა.

- არა? მაშინ რატომ მგონია რომ ზოგჯერ ზუსტად მათ ვემსგავსები, ვინც მძულს?

ეთუნა ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა. კერის შუქი ფანჯრიდან სუსტად აღწევდა ეზოში და თაიას სახეს ნაწილ - ნაწილ ანათებდა. თითქოს თვითონაც ორ ადამიანს შორის იყო გაყოფილი. ერთი, რომელსაც ჯერ კიდევ შეეძლო ტკივილი ეგრძნო და მეორე, რომელიც ამ ტკივილმა ქვას დაამსგავსა.

- იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია მარტო ებრძვი ყველაფერს,- თქვა ბოლოს მშვიდად,- მარტოსულ ადამიანს კი გული ნელ - ნელა უმძიმდება.

თაიას არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დახარა. ეთუნა მის გვერდით ჩამოჯდა და ცოტა ხანს ორივე ჩუმად უსმენდნენ ქარის ხმას.

- ზიზღით დიდხანს ვერ იცხოვრებ, თაია,- გააგრძელა მერე ხმადაბლა,- ერთ დღეს ან შენ დაგწვავს, ან ყველაფერს შენს გარშემო.

არაბულს გაეცინა. დარლილი იყო უკვე, ოღონდ ფიზიკურად არა, სულიერად.

- ეგ უკვე დაიწყო,- მერე ნელა წამოდგა. მხრებიდან მოსასხამი ჩამოუცურდა ოდნავ, მაგრამ არც გაუსწორებია.

* * *

მეორე დილით შატილს ჯერ კიდევ წყვდიადი ეფარა, როცა გაყინულ ეზოებში სიცოცხლე ნელ - ნელა აფორიაქდა. მთებიდან ჩამოსული ჰაერი ისეთი ცივი იყო, სუნთქვისას ფილტვებს წვავდა. ღამის განმავლობაში მოეთოვა და ახლა თეთრი ფენა თხლად ყველაფერს დასდებოდა, კოშკების ქვის სახურავებს, ხის მოაჯირებს, ბილიკებს, რომლებზეც ჯერ კიდევ ჩანდა წინა დღის ფლოქვების ნახევრად წაშლილი კვალი. ნისლი ისე მძიმედ ჩამოწოლილიყო ხეობაში, თითქოს ცასა და მიწას შორის საზღვარი გამქრალიყო. შატილი ამ თეთრ მდუმარებაში ჩაკარგულ სოფელს ჰგავდა, რომელსაც სამყაროსთან კავშირი დაეკარგა.

თაიას იმ ღამით თითქმის არ სძინებია.

ხან კერის წინ იჯდა და ჩამქრალ ცეცხლს უყურებდა, ხან ფანჯარასთან მიდიოდა და ნისლში გახვეულ ბილიკს გაჰყურებდა, თითქოს იქიდან რამე პასუხი უნდა მოსულიყო. ვერ იძნებდა, ღამით ათასჯერ ეღვიძებოდა, თუ იძინებდა საშინელ სიზმრებს ხედავდა და ეს აგიჟებდა. ახლა მისთვის ძილი მისწრება იქნებოდა, თუმცა არ შეეძლო. წამითაც კი ვერ ხუჭავდა თვალს, რამდენჯერმე ისე მოეჩვენა, თითქოს გარედან ცხენის ხმა გაიგონა, რომ მოსასხამიც კი მოისხა და კარის გასაღებად წავიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე მხოლოდ ქარი ხვდებოდა სახეში ცივი, უსასრულო და ცარიელი.

ყველაზე მეტად სიჩუმე აწამებდა.

გამთენიისას სოფლის განაპირას უკვე შეკრებილიყო ხალხი. თოვლის თხელი ფენა ფეხქვეშ უკვე აზელილიყო და ტალახად ქცეულიყო, რაც კიდევ უფრო მეტ სიმძიმეს ჰმატებდა ამ განთიადს. თაია დათუას გვერდით იდგა. გულნარა ჩუმად ესაუბრებოდა, თითებს ნერვიულად აჭერდა. დათუა კი, ჩვეული სიმშვიდით, მხარზე ხელს უსვამდა ბიცოლას და თან თაიას გადახედავდა ხოლმე.

- თაია, ხომ იცი...- დაიწყო მერე.

- ვიცი,- მოუჭრა მოკლედ. ხმა ჩახლეჩვოდა უძილობისგან,- ელიზბარმა რაც მითხრა, იმას შევასრულებ. შენ შენს თავს მიხედე. ტყეში ნადირზე მეტად, გვერდით მყოფს უფრთხილდი.

დათუამ ამოიოხრა, იცოდა თაიას ჯიუტი ხასიათი. ცხენს მოჰკიდა ხელი და კაცებისკენ დაიძრა. თაია ისევ იქ იდგა, გაყინულ მიწას მიჯაჭვული, თითქოს შატილის კლდეების ნაწილი გამხდარიყო. სუსხიანი ქარი მის მოსასხამს მძიმედ აფრიალებდა, სოფლის თავზე კი ბინდი ისე ჩამოწოლილიყო, თითქოს გათენება ეზარებოდა. ცა მელნისფერი, დამძიმებული ღრუბლებით იყო სავსე. თაიამ მზერა კაცებს გააყოლა. ერთმანეთის მიყოლებით სხდებოდნენ ცხენებზე, ამოწმებდნენ თოფების ცივ ლულებს, უნაგირებსა და სამგზავრო ტომრებს. ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა, მაგრამ თაიასთვის ყოველი ხმა, რკინის ჟღარუნი თუ ცხენის ფრუტუნი, საგანგაშო ზარივით ჟღერდა. ჩუმად იდგა, თავისთვის, მზერას ავლებდა ყველას და ბოლოს თითქოს ზუსტად მას ელოდაო, შეხვდა მისი მზერა ფიცხელაურისას. კაცი ცხენთან იდგა, თოკებს უჭერდა და თავისთვის საუბრობდა, აქა - იქ გამოხედავდა ხოლმე ხალხს. მისი ცხენი ნერვიულად თხრიდა მიწას, კაცი კი ხელისგულს ნელა, თითქმის ალერსიანად უსვამდა ყელზე, თითქოს ამით საკუთარ, აფორიაქებულ სულსაც აშვიდებდა. თაიას გულთან რაღაც მძიმე და ცივი ჩაეღვარა, ისეთი სიმძიმე იგრძნო რომ სუნთქვა ყელში გაეჩხირა.

მზერას ვეღარ აშორებდა. ქარი ონისეს მოსაცმლის კალთებს უმოწყალოდ უფრიალებდა, თოვლის ფანტელები მის თმასა და მხრებზე უხმოდ ეცემოდა, ის კი იდგა უცნაურად მშვიდად, თითქოს ამ სამყაროს აღარც ეკუთვნოდა. სწორედ ამ სიმშვიდემ, ამ უსასრულო მდუმარებამ შეაშინა თაია ყველაზე მეტად. იმ წამს გაუაზრებელმა, ველურმა სურვილმა დაუარა ტანში, მოუნდა მისულიყო და რაღაც მაინც ეთქვა, თუმცა ნაბიჯიც ვერ გადადგა. სურვილი ისეთი მოულოდნელი და უცხო იყო რომ გაბრაზდა საკუთარ თავზე. მზერა აარიდა, სხვა მხარეს გაიხედა, მაგრამ გულის სიმძიმე არსად გამქრალა. პირიქით, შიგნიდან ცეცხლივით დაეწვა ყოველი ძარღვი. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც სახელი არ ჰქონდა, წინათგრძნობა, რომელიც ყოველგვარ ლოგიკასა და მტრობაზე ძლიერი აღმოჩნდა.

სწორედ მაშინ ასწია ონისემ თავი.

მათი მზერები ერთმანეთს შეხვდა და დრო თითქოს გაჩერდა. შორიდანაც კი იგრძნობოდა თაიას უძილო, დაღლილი თვალების სიმწარე. ონისე რამდენიმე წამს უყურებდა უხმოდ, ამ მზერაში არ იყო არც დაცინვა და არც ირონია, მხოლოდ რაღაც მძიმე აღიარება. მერე ძალიან ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი. ეს არ იყო სალამი, მაგრამ არც თავად იცოდა რა დაერქვა.

თაიას ყელში ბურთი გაეჩხირა, პასუხის გაცემა კი არა, განძრევაც ვეღარ შეძლო.

- წავედით!- გაჭრა დილის სიჩუმე ჭაბუკას მჭექარე ხმამ.

ცხენები დაიძრნენ. ფლოქვების ხმა ნელ - ნელა გაითქვიფა ქარბუქის ზუზუნში. ონისე ბოლოს შეუერთდა მწკრივს. სანამ ბილიკს საბოლოოდ შეუდგებოდა, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად მოიხედა უკან. თაია ისევ იქ იდგა, მარტო, გაყინული, ნისლში ჩაკარგული და პირველად ცხოვრებაში, ამაყ და შეუვალ თაია არაბულს საკუთარი გვარისა თუ მტრის კი არა, იმ უცნაური შიშის შეეშინდა, რომელიც ონისე ფიცხელაურის წასვლამ მის სულში დატოვა.

პირველმა დღემ მძიმედ, გაჭიანურებულად გაიარა, თითქოს დროც ამ ყინვაში გაყინულიყო.

თაია დილიდანვე ცდილობდა, თავი საქმით ისე დაეღალა რომ ფიქრისთვის ადგილი აღარ დაეტოვებინა. ქალებთან ერთად ყინულიანი წყალი ამოიტანა ხევიდან, საქონელს მიხედა, კოშკებში დაუღალავად ადი - ჩადიოდა და ბავშვებსაც კი ეხმარებოდა სველი შეშის ზიდვაში, მაგრამ როგორც კი წამით ხელს შეაჩერებდა, მზერა უნებურად მაინც იმ ბილიკისკენ გაურბოდა, სადაც კაცების სილუეტები ნისლმა შთანთქა.

საღამოსთვის მთებიდან მძიმე ქარბუქი დაეშვა. ქარი ისეთი გააფთრებით ღრიალებდა კოშკებს შორის, თითქოს მთები ერთმანეთს რაღაც ავბედითს ამცნობდნენ. იმ ღამით თაიას ძილი არ გაჰკარებია. ყოველ ხმაურზე, ხის ყოველ გატკაცუნებაზე ფხიზლდებოდა. რამდენჯერმე ისე მკაფიოდ მოეჩვენა ცხენის ფლოქვების ხმა რომ სუნთქვაშეკრული მივარდა კარს, მოსაცმელიც კი მოისხა, მაგრამ გარეთ მხოლოდ თოვლის თეთრი კედელი დახვდა, ცარიელი ეზო და ქარი, რომელიც სახეში დაუნდობლად ესროდა გაყინულ ფიფქებს.

მეორე დღეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თოვლი შეჩერებას არ აპირებდა, პირიქით, ცა თითქოს გაიხსნა და სამყაროს დამარხვას ლამობდა. მერე თავისთვის დაფიქრდა, ასეთ ამინდში საერთოდ რომელი ნადირი გაჩერდებოდა მთებში. ბილიკები საბოლოოდ გაქრა, ხეობა კი გარესამყაროს მოწყვეტილ, თეთრ იზოლაციაში აღმოჩნდა. თაია დღითიდღე უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. ეთუნა რამდენჯერმე შეეცადა მასთან სიტყვის გაბმას, მაგრამ არაბული ყველას გაურბოდა, თითქოს საკუთარი თავისაც კი ეშინოდა. ყველაზე მეტად საკუთარი ფიქრები აცოფებდა. მესამე დღეს შატილში უკვე ჩურჩულით დაიწყეს ლაპარაკი. შიში კვამლივით შეეპარა ყოველ კერას. თაია ცდილობდა, ეს ხმები გონებიდან განედევნა, მაგრამ ისინი მაინც ყველგან სდევდნენ.

მეოთხე დღეს ვეღარ გაძლო და ელიზბართან ავიდა. მოხუცი კერის წინ იჯდა, მისი მზერა ცეცხლის ალს ისე მიჰყინოდა, თითქოს იქ პასუხებს ეძებდა. თაია მიხვდა, ელიზბარის სიმშვიდე იმ მომენტში მხოლოდ ნიღაბი იყო.

- ამბავი არ არის?- პირდაპირ ჰკითხა ქალმა. მისი ხმა ცივ ოთახში ექოსავით გაიჟღერა.

ელიზბარმა თავი ნელა გააქნია. თაიას გულში რაღაც უხილავი მტკივნეულად გაწყდა.

- დაგვაგვიანდა,- წამოიძახა მოხუცმა და დაკოჟრილი ხელები ცეცხლს მიუშვირა,- უფრო ადრეც უნდა წავსულიყავით სანადიროდ, სანამ მთა ასე დაიფარებოდა თოვლით. ახლა კი... მხოლოდ მოლოდინი დაგვრჩენია. იმედია, მალე დაბრუნდებიან, თორემ ეს თოვლი არავის ინდობს.

- ოთხი დღეა გასულები არიან, ელიზბარ...- ჩაილაპარაკა თაიამ.

- მონადირეები არიან, შვილო,- თქვა მოხუცმა, თუმცა ხმაში ისეთი დაღლილობა შეეპარა რომ თაიას შიში კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

იმ ღამით თაიას ძილის მცდელობაც კი არ ჰქონია. ფანჯარასთან იჯდა, სიბნელესა და ნისლში გახვეულ მწვერვალებს უყურებდა და პირველად ცხოვრებაში საკუთარ გრძნობებში გაიხლართა. ვეღარ გაეგო, უფრო მეტად რა ანერვიულებდა, ხანდახან ფიქრები ეპარებოდა ფიცხელაურისკენ. მერე საკუთარ თავზე ბრაზობდა, გული ეწურებოდა.

მეხუთე დღე განსაკუთრებით მძიმე, მახრჩობელა გათენდა. ცა ისე დაბლა ჩამოწოლილიყო, თითქოს სოფლის გაგუდვას ლამობდა. თოვლი შეწყვეტილიყო, მაგრამ ეს მკვდარი სიჩუმე ქარბუქზე უარესი აღმოჩნდა. მთები გაყინულ, თეთრ სამარედ ქცეულიყო. შატილში ხმასაც კი აღარავინ იღებდა, ყველა ელოდა, ყველა სუნთქვაშეკრული უყურებდა ბილიკს. თაია იმ დღეს საკუთარ თავს ვეღარ იმორჩილებდა. დილიდან რამდენჯერმე ავიდა სოფლის განაპირას. ხან ბილიკს გაჰყურებდა, ხან ისევ უკან ბრუნდებოდა, მერე ისევ ადიოდა, თითქოს მისი იქ ყოფნა რამეს შეცვლიდა. გულნარა ხედავდა ამ ფორიაქს, ხედავდა შვილის თვალებში აკიაფებულ უცნაურ ნაპერწკლებს, მაგრამ ხმას არ იღებდა.

- სახლში შემოდი, შვილო, გაცივდები,- თაიას არც კი შეუხედავს, მზერა ისევ თეთრ უფსკრულს მიაპყრო.

- ველოდები, იქნებ დაბრუნდნენ.

- დაბრუნდებიან დედა, აბა სად წავლენ,- და როცა საღამო ნელ - ნელა, ბლანტი ლანდივით დაეშვა ხეობაზე, შორიდან ცხენის ფლოქვების ხმა მოისმა. თაია მაშინვე გაიჭიმა. გული ისე ძლიერად დაეჯახა მკერდს, თითქოს ნეკნების დამსხვრევას და გაქცევას ცდილობდა.

ნისლში თავიდან მხოლოდ ბუნდოვანი ჩრდილები გამოჩნდნენ, მერე კი ცხენები. ბრუნდებოდნენ. ნელი, დაღლილი ნაბიჯით ჩამოდიოდნენ ბილიკზე, თოვლით დაფარულები და ისეთი დაქანცულები, თითქოს მთამ მათგან სიცოცხლის ძალა ბოლო წვეთამდე გამოსწოვა. სოფელში ერთიანად მოძრაობა დაიწყო. თაია უკვე ქვემოთ გარბოდა, ფეხქვეშ თოვლს ვერ გრძნობდა. თვალები გამეტებით ეძებდნენ ნაცნობ სახეებს. დათუა... ირაკლი... თედო... თითოეულს ითვლიდა, თითოეულ ცოცხალ სახეზე სული უმსუბუქდებოდა. როცა თავისიანები უვნებელი დაინახა, პირველად ამ ხუთ დღეში ღრმად ამოისუნთქა. მუხლებში ძალა წაერთვა, თითქოს მხოლოდ ახლა მიხვდა, რაოდენ დიდხანს ჰქონდა სუნთქვა შეკავებული.

დათუა ცხენიდან მძიმედ ჩამოხტა.

„დაბრუნდნენ..."

გაიფიქრა და სწორედ ამ დროს კოშკიდან ელიზბარიც გამოვიდა. მოხუცმა კაცებს გადაავლო თვალი, გაუღიმა ყველას, მიესალმა ჭაბუკას და მერე უცებ ადგილზე გაშეშდა. მისი სახე წამში გაფითრდა, ნაოჭები დაუღრმავდა.

- ვიღაც გაკლიათ...- თქვა ნელა და ამ სიტყვებმა ჰაერი გაყინა. ყველამ თვალების ცეცება დაიწყო, თაია ამჯერად ფიცხელაურებზე გადავიდა და მიხვდა. ის არ იდგა, არც მისი ცხენი იყო სადმე. სიჩუმე ჩამოვარდა, საზარელი, მძიმე. თაიას გული ერთ წამში გაუცივდა.

- ონისე სად არის?- გაისმა ელიზბარის ხმა. ყველაფერი ერთ წამში გაჩერდა. სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა, ჰაერი გასქელდა და შატილის ცივ კედლებს შორის მხოლოდ მზარდი საზარელი დუმილი დარჩა. თაიას მზერა მოსეს მიეყინა - კაცი ცხენიდან ისე ნელა, ისე მძიმედ ჩამოვიდა, თითქოს მხრებზე მთელი ხეობის სიმძიმე აწვა. მისი სახე ყინვისგან გაქვავებულიყო, თვალებში კი ისეთი უსასრულო დაღლილობა და უიმედობა ედგა რომ თაიას შიგნიდან რაღაცა ჩასწყდა.

- დაიკარგა,- თქვა ბოლოს მოსემ. მისი სიტყვები ქარმა კი არ წაიღო, არამედ იქვე, მიწაზე დაენარცხა, როგორც მძიმე ლოდი. სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი გაუმტარი და მჭიდრო რომ წამით ქარის ღრიალიც კი მიწყდა, თითქოს მთებიც სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ გაგრძელებას.

- რას ნიშნავს დაიკარგა?- აბდულამ ერთი ნაბიჯით გადაუსწრო ყველას, მისი ხმა ბრაზსა და შიშს შორის მერყეობდა,- მარტო როგორ დატოვეთ?! სად არის ჩემი შვილიშვილი?

მოსემ თმაში გაყინული თითები შეიცურა და თავი დახარა.

- მთაში ისეთი თოვლი დაგვატყდა, ცა და მიწა ერთმანეთში აირია. ონისე ჯიუტია... იცით როგორიცაა. ნადირის კვალს მოჰკრა თვალი, არც უთქვამს, ხევი ისე გადაჭრა. მარტო წავიდა. მერე ქარბუქი ამოვარდა, ისეთი რომ საკუთარ ხელს ვეღარ მიიტანდი სახესთან. მთელი ღამე ვეძებდით, მაგრამ თოვლმა კვალი წამში წაშალა. მამა და კიდევ რამდენიმე კაცი იქ დარჩა, მაგრამ დახმარება გვჭირდება.

თაიას თითები გაუცივდა. იგრძნო, როგორ დაუარა ტანში ყინვამ, რომელიც გარედან კი არა, შიგნიდან, გულიდან მოდიოდა.

- და?- ძლივს ამოილაპარაკა. ეს სიტყვა უფრო მეტად ჩურჩულს ჰგავდა, ვიდრე კითხვას,- თუ ვერ... ვერ მიაგენით, ახლა რა უნდა ვქნათ?

- ვინც სოფელში დარჩა ისინი უნდა წვაიდნენ, ლებაისკარში უკვე გავაფრთხილეთ ყველა, მაგრამ დახმარება გვჭირდება,- შიში გაუკრთა თაიას თვალებში. მის მზერაში უსუსურობა იკითხებოდა.

- ასეთ ყინვაში, ზემოთ, დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. თუ ახლავე არ ავალთ, თუ ახალი ძალა არ მიგვეშველა, მთიდან მას ვეღარ ჩამოვიყვანთ,- თაია იდგა და უყურებდა დაქანცულ კაცებს. ონისე იქ დარჩა, იმ თეთრ, უსასრულო ჯოჯოხეთში, სადაც სიკვდილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრებს აგებს. არაბულმა იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ საყრდენი.

ონისე ფიცხელაური, კაცი, რომელიც მის ყოველ ფიქრს მოსვენებას არ აძლევდა, ახლა სადღაც კლდეებს შორის, მარტო ებრძოდა ყინვას.

სიცივე აღარ იყო უბრალო ფიზიკური შეგრძნება. მჭრელ ლამასავით შემოიჭრა თაიას სხეულში და სულის ყველაზე დაფარულ კუთხეებამდე მიაღწია. მის თვალწინ ცოცხლდებოდა მთის ის დაუნდობელი სურათი, რომელსაც მოსე აღწერდა. ონისე, მუდამ მყარი და თავდაჯერებული, ახლა იმ უსასრულო მდუმარებაში ჩაკარგულ მცირე წერტილად ესახებოდა, რომელსაც ზვავის მოლოდინი და ღამის გაუმტარი წყვდიადი ყოველი მხრიდან ავიწროებდა. თაია გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა მკერდი, თითქოს ყოველი ფანტელი, რომელიც შატილის ეზოში მშვიდად ეშვებოდა, იქ, ზემოთ, ონისესთვის სასიკვდილო საფარი ხდებოდა. სიკვდილი იქ აღარ იყო აბსტრაქტული ცნება ან ძველი მტრობის შედეგი, იგი რეალური იყო, ფიზიკურად საგრძნობი და მას ონისე ფიცხელაურის სახელი ერქვა. ხეობის ის მონაკვეთები, რომლებიც ადრე თაიასთვის თავისუფლების სიმბოლო იყო, ახლა მტრულ, ცოცხალ ორგანიზმად ქცეულიყო, რომელიც ნელ - ნელა, ნაბიჯ - ნაბიჯ შთანთქავდა კაცს, რომლის გადარჩენაც თაიასთვის მოულოდნელად საკუთარი თავის გადარჩენის ტოლფასი გამხდარიყო.

გარშემო მყოფი კაცების დაღლილი სახეები, მათი თოვლით დაფარული მხრები და გაყინული ხმები მხოლოდ აძლიერებდა იმ უმწეობის განცდას, რომელიც თაიას ყელში აწვებოდა. ყოველი წამი, რომელიც შატილის ეზოში უმოქმედოდ გადიოდა, მის წარმოდგენაში ონისეს გარშემო ყინულის კედელს აშენებდა. თაია ხედავდა არა მხოლოდ დაკარგულ მონადირეს, არამედ იმ სიცარიელეს, რომელიც ონისეს გაქრობით მის სამყაროში დარჩებოდა, სიცარიელეს, რომელსაც ვერც შურისძიება შეავსებდა და ვერც ძველი წესების ერთგულება. ბუნების ეს თეთრი მძვინვარება ახლა მისთვის ერთადერთ მტრად ქცეულიყო, რომელიც ონისეს სიცოცხლეს წამი - წამზე ითვლიდა.

- წაიყვანე ყველა თაია,- გაისმა ელიზბარის ხმა,- გავუშვებ მე სხვებს.

- ვის გაუშვებ?- მიდგა გვერდით,- დაგვრჩა ვინმე გასაშვები?

- თაია...

- მეც დავეხმარები მათ, ნადირობაზე სიტყვა არ დამიძრავს, მაგრამ ახლა იქ მაღლა ვინმე ისეთია საჭირო, ვინც იცის ხეობა.

- მართალია თაია,- გაისმა აბდულა ფიცხელაურის ხმა,- ახლა ასე ბრმად ვერ ვივლით ელიზბარ.

- მართალია, მაგრამ...- კეფა მოიქექა ელიზბარმა.

- გთხოვ ელიზბარ,- ამოიოხრა თაიამ.

- კარგი,- მიუბრუნდა აბდულას.

- მის გამო თავს გაწირავ?- მოესმა უკნიდან თედოს ხმა.

- თავს არავის გამო გავწირავ, ეს რა კითხვაა?

- მის გამო იმ ქარბუქში ადიხარ? გაგიჟდი? რამე რომ დაგემართოს?

- მოგეძებნა მაშინ შენ თვითონ, რას გამოიქეცი უკან,- გამოსცრა კბილებში.

- არ გეკადრება ეგრე საუბარი,- არ დანებდა თედო,- ფიცხელაურის გამო თავს საფრთხეში არ უნდა იგდებდე.

- თედო ისიც ადამიანია,- ნერვებს უშლიდა უკვე მისი საუბარი,- შეიძლება მეზიზღებოდეს, თუმცა ასეთ სიკვდილს არავინ იმსახურებს.

- დარწმუნებული ხარ?

- სისულელეებს მოეში და თუ დახმარებას არ აპირებ, ხალხი სახლში წაიყვანე,- მიუგო აუგად და ცხენისკენ წავიდა.

თედომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თაიას თვალებში დანთებული სიმტკიცე რომ დაინახა სიტყვა ყელში გაეჩხირა. ხვდებოდა, ამ მდგომარეობაში თაიასთან კამათი კლდესთან ბრძოლას ჰგავდა. სოფლის განაპირას სამზადისი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. ჰაერი გაყინულიყო და კაცების ჩუმი ფუსფუსი, იარაღის ჟღარუნი და ცხენების მძიმე ფრუტუნი ერთ ავბედით ხმად ირეოდა. თაია სწრაფად მოახტა ცხენს. ხელები ისე გაჰყინვოდა, თითქოს სისხლი აღარ უჩქეფდა, მაგრამ ამას ვერც კი ამჩნევდა. მის გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი ექოსავით ისმოდა.

„მხოლოდ გვიანი არ იყოს... ოღონდ გვიანი არ იყოს".

ელიზბარი ნელა მიუახლოვდა, დაკოჟრილი ხელი ცხენის აღვირზე დაადო და შვილს თვალებში ჩახედა.

- ზედმეტად ნუ წახვალ წინ, შვილო,- უთხრა ჩუმად, ხმაში კი ისეთი კანკალი გაეპარა, რაც თაიას მანამდე არასდროს გაეგონა,- ასეთ ქარბუქში მთა კაცს არ ინდობს, სულს ისე წაგართმევს, ვერც კი გაიგებ.

თაიამ მხოლოდ თავი დაუქნია - სიტყვებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა.

მერე ჯგუფი დაიძრა. ხეობა, რომელიც თაიასთვის ოდესღაც მყუდრო თავშესაფარი იყო, ახლა უცხო და საზარელ მხეცად ქცეულიყო. თოვლს ყველაფერი შთაეთქა: ბილიკები, ნაცნობი ნიშნულები, ხევის პირები, ყველაფერი ერთ დიდ, თეთრ წყვდიადში ჩაძირულიყო. ქარი ისე ღრიალებდა კლდეებს შორის, თითქოს თავად მთის სული ცდილობდა დაუპატიჟებელი სტუმრების უკან დაბრუნებას. საათები საუკუნეებად გაიწელა. თაიას სახე ყინვისგან გაქვავებოდა, წამწამებსა და თმაზე თრთვილი დასდებოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა ცხენი თოვლში ეფლობოდა, თაია კბილებს ერთმანეთს აჭერდა და წინ მიიწევდა. ყოველი გაფანტული კვალი მისთვის იმედის ნაპერწკალი იყო, რომელიც ქარში მალევე ქრებოდა. რამდენიმე საათი გასულიყო, გული მიეწურა თაიას უკვე. საშინლად ციოდა, ისიც იფიქრა, იქნებ ვაი და თოვლმა დაფარა და ვეღარ მივაგნოთო.

- აქედან იყვნენ გასულები!- მოსეს ხმამ ძლივს გააპო ქარბუქის ზუზუნი. ცხენის კვალი მოჩანდა. თაიას გული ისე გამეტებით დაეჯახა ნეკნებს რომ სუნთქვა გაუჭირდა. კვალი კლდის მასივისკენ მიიკლაკნებოდა, სადაც მთა ყველაზე უფრო დაუნდობელი ხდებოდა.

- ონისე!- პირველად ამოხეთქა მისგან ამ სახელმა ასე ხმამაღლა, ასე სასოწარკვეთით. მაგრამ ქარმა ეს ძახილიც მაშინვე დაგლიჯა და უფსკრულში გადაჩეხა. პასუხად მხოლოდ სიჩუმე დაბრუნდა. საღამოსკენ ცა იასამნისფერმა ბინდმა დაფარა. კაცები უკვე ძალაგამოცლილები იყვნენ, ცხენები კი თავჩაღუნულები ძლივს მიათრევდნენ ფეხებს. თაია თითებს ვეღარ გრძნობდა, მაგრამ შიგნით რაღაც არ ასვენებდა. ხმაური მოისმა შორიდან. ყველა გაშეშდა. შორს, თოვლის თეთრ სუდარაში შავი ლანდი გამოიკვეთა. ონისეს ცხენი იყო, კლდის ძირას ცხოველი მარტო იდგა, ქარბუქისგან გვერდზე მიქცეული, თოვლით დამძიმებული, მაგრამ ცოცხალი. მოსე მაშინვე დაეშვა უნაგირიდან.

- მშვიდად...- ჩაილაპარაკა და ფრთხილად მიუახლოვდა ერთგულ ცხოველს.

ცხენმა ადამიანების დანახვაზე თავი ასწია, ნაღვლიანად დაიჭიხვინა, მერე კი მოტრიალდა და ნელი, მძიმე ნაბიჯით გაუყვა კლდის ნაპრალს, თითქოს გზას უჩვენებდა. ყველანი უკან გაჰყვნენ. ქარი ისევ გამეტებით სცემდათ სახეში, მაგრამ ახლა დაღლილობა აღარავის ახსოვდა. ცხენი ერთ დიდ, ჩამოშლილ კლდესთან გაჩერდა, რომელსაც თოვლის ზვინი გადაჰფარებოდა. იქ, თეთრ სიმარტოვეში, მუქი ტანსაცმლის ნაგლეჯი გამოჩნდა. თაიას მუხლები მოეკვეთა. მოსე პირველი მივარდა, ხელებით დაუწყო თოვლს გლეჯა. თაია იდგა და უყურებდა, როგორ ათავისუფლებდნენ ის და დათუა იმ თეთრი სამარიდან კაცს, რომლის გადარჩენაც მისთვის ახლა ყველაფერს ნიშნავდა.

- ცოცხალია?- დასცდა მის ტუებს, თუმცა საკუთარი ხმა ძლივს გაიგო.

- ცოცხალია!- იმ წამს თაიამ იგრძნო როგორ დაუბრუნდა სითბო გაყინულ სხეულს. ჰაერი, რომელიც აქამდე ყელს უწვავდა, უცებ ტკბილი და მსუბუქი გახდა. ონისე იქ იწვა, კლდის ნაპრალში შეფარებული, თითქმის გაყინული, მაგრამ ცოცხალი. მისი სუსტი სუნთქვა იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი იყო ამ დიდ, თეთრ ჯოჯოხეთში. თაია იდგა და უყურებდა მის ფერმიხდილ სახეს და პირველად ცხოვრებაში მიხვდა - მთამ მას ონისე კი არ წაართვა, არამედ საკუთარი თავი დაუბრუნა.

დათუამ და მოსემ ონისეს წამოყენება სცადეს, თუმცა მის თვალწინ სურათი ერთიანად შეიცვალა. კაცი გონზე არ იყო, თავი უღონოდ გადაუვარდა უკან. თეთრ თოვლზე, სადაც ონისე იწვა, უზარმაზარი წითელი ლაქა გადაშლილიყო. თაიას მზერა მარცხენა ბეჭზე გაუშტერდა, მოსაცმელი იქ სრულიად დაგლეჯილიყო და ღია ჭრილობიდან სისხლი ისევ ნელა მოჟონავდა. თოვლი მის გარშემო აღარ იყო თეთრი. საზარელი, მუქი ალუბლისფერი გამხდარიყო, რაც იმას ნიშნავდა რომ ონისე მთელი ეს დრო არა მხოლოდ ყინვას, არამედ საკუთარ სიკვდილსაც ებრძოდა.

თაია ადგილზე გაშეშდა. მუხლებში ისეთი სიმძიმე იგრძნო, თითქოს მიწამ ჩაითრია. ხელები უთრთოდა, მაგრამ ვერც ერთ მოძრაობას ვერ აკეთებდა. სულში ისეთი ქაოსი ედგა რომ ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა, უნდა მივარდნილიყო და ჭრილობაზე ხელი დაეჭირა, თუ ეყვირა. მისი შინაგანი სამყარო, რომელიც ყოველთვის მტკიცე და მართული იყო, ახლა ამ სისხლიან თოვლზე დაფანტულიყო.

- თაია! გამოფხიზლდი!- ჭაბუკას მჭექარე ხმამ და მისმა ძლიერმა ხელმა მხარზე, ქალი რეალობაში დააბრუნა,- თოკი მომაწოდე, ახლავე! ცხენები ერთმანეთს შევაბათ და ისე ჩავიდეთ. დრო არ გვაქვს, თორემ ხელებში ჩაგვაკვდება!

თაია შეკრთა, თითქოს ღრმა სიზმრიდან გამოერკვაო. უცებ სხეულმა და გონებამ ისევ დაიწყეს მოქმედება. კანკალით, მაგრამ სწრაფად მიაწოდა საჭირო ნივთები. კაცებმა ონისე ფრთხილად, უდიდესი წვალებით გადააწვინეს ნაჭერზე, რომელიც ცხენებს შორის ჰქონდათ გაბმული. ონისე ისევ არ იყო გონზე, არც ტკივილისას ჭმუხნიდა სახეს, იწვა ჩუმად, თვალდახუჭული გაფითრებული, დაჰყურებდა მაღლიდან თაია და გულის კუნჭულში ლოცვასავით გაისმოდა მისი თხოვნა. თუმცა ონისე ისევ არ ინძრეოდა, იქნებ უკანასკნელი იყო ის მზერა, ის დიალოგი რაც წასვლამდე ჰქონდათ? იქნებ უკანასკნელად იჩხუბეს?

უკან დაბრუნების გზა კიდევ უფრო მტანჯველი გამოდგა. ნისლი ისევ ჩამოწოლილიყო, მაგრამ ახლა თაია წინ აღარ იყურებოდა. სწრაფად ვერ მოძღაობდნენ თოვლისა და ონისეს გამო. მისი მზერა სულ უკან იყო მიპყრობილი, სადაც ონისე უძრავად იწვა. თაია ხედავდა, როგორ ეცემოდა თოვლის ფანტელები მის დახუჭულ ქუთუთოებზე და როგორ ფითრდებოდა მისი სახე ყოველ წუთს. საკუთარი მოსაცმელი გაიძრო, გადააფარა კაცს სახეზე და გულ მკერდზე რომ ცოტათი მაინც გაეთბო. აკანკალებული შეჯდა ცხენზე ისევ.

რამდენიმე საათში მიაღწიეს შატილში.

კოშკების ლანდები ნისლიდან ისე გამოჩდნენ, როგორც გადარჩენის სიმბოლოები. ეზოში ხალხი ჩირაღდნებით ელოდათ. თაია გრძნობდა რომ ყველაზე დიდი ბრძოლა ახლა იწყებოდა, ბრძოლა იმ სიცოცხლისთვის, რომელიც კინაღამ მთამ შთანთქა.

იმ ღამით შატილში არავის უძინია. ონისე მთავარ კოშკში შეიყვანეს. ქალაქიდან ექიმის ამოსვლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, გზები ჩაკეტილიყო, ამიტომ ქალებს ძველი, მამა - პაპური სამედიცინო ხერხების იმედად მოუწიათ დარჩენა. ოთახში ცხელი წყლის, ბალახებისა და სისხლის მძაფრი სუნი იდგა. ქალები დაუღალავად ტრიალებდნენ, წმენდდნენ ჭრილობას, ადებდნენ მალამოებს და ცდილობდნენ სხეულისთვის სითბო დაებრუნებინათ. კოშკის დერეფნებში სიჩუმეს დროდადრო მხოლოდ ონისეს დედის, დალის ჩახლეწილი ტირილი არღვევდა. ქალი ჭაბუკას მიჰკვროდა, რომელიც კლდესავით იდგა, თუმცა მისი აკანკალებული ხელები ყველაფერზე მეტყველებდა. გარეთ, ყინვიან ეზოში, მოსე და დათუა იდგნენ. ორივე დუმდა, ორივეს მზერა კოშკის იმ ფანჯრისკენ იყო მიპყრობილი, საიდანაც სუსტი სინათლე გამოდიოდა.

თაია კი მოშორებით იყო. სხვა ოთახში მარტო იჯდა. სიცივეს, რომელიც მთაში იგრძნო, ჯერ კიდევ ვერ დაეღწია თავი. სხეული ისე უთრთოდა რომ ხელებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერდა. შორს, კედლის მიღმა გაგონილი დალის მოთქმა მის გულში ხანჯალივით შედიოდა. ყოველ ჯერზე, როცა ოთახიდან წყლის გადასაქცევად ვინმე გამოვიდოდა, თაია ფეხზე დგებოდა, მაგრამ კართან მისვლას ვერ ბედავდა. იჯდა სიბნელეში და უსმენდა სოფლის სუნთქვას. ახლა აღარც ელიზბარის ბრძანება ახსოვდა და აღარც გვარებს შორის არსებული უფსკრული. მხოლოდ ერთი რამ სურდა, ისევ ისეთი ამაყი, სარკასტული ონისე დაენახა, როგორიც წასვლამდე იყო. თაია ხვდებოდა რომ თუ ის კაცი ამ ღამეს ვერ გადაიტანდა, მასთან ერთად ხევსურეთში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოკვდებოდა. ის ნაპერწკალი, რომელიც მისსავე გაყინულ გულს ათბობდა.

ოთახის კარმა ჩუმად გაიჭრიალა და ზღურბლზე ეთუნა გამოჩნდა. ხელში სქელი, ნაქსოვი პლედი ეჭირა, მეორეში კი ჭიქა. დაინახა კუთხეში ატუზული, გაფითრებული თაია და გული მოეკუმშა. მივიდა, არაფერი უთქვამს, ისე მოახვია მხრებზე პლედი და თბილი ქსოვილი მჭიდროდ შემოუჭირა.

- დალიე, ჩაია გაგათბობს,- ჩუმად უთხრა და ჭიქა ხელებში ჩაუდო. თაიამ მხოლოდ მაშინ იგრძნო, როგორ უთრთოდა თითები. ჭიქას ჩააფრინდა, თითქოს ეს სითბო მისი ერთადერთი საყრდენი ყოფილიყო ამ სამყაროში.

- როგორ არის?- ძლივს ამოთქვა ქალმა. ხმა ჩახლეჩვოდა. ეთუნა მის გვერდით, იატაკზე ჩამოჯდა და თავი თაიას მუხლს მიადო.

- ებრძვის,- ამოიოხრა გოგომ,- ჭრილობა ღრმაა, მაგრამ გადარჩება.

თაია ჩაის ორთქლს მიაშტერდა. თითქოს თვალებიც აემღვრა.

- იქ, იმ კლდის ძირში რომ დავინახე...- თაიამ სიტყვა გაწყვიტა და ჭიქას თითები ისე მოუჭირა, თითქოს მის დამსხვრევას აპირებდა,- იმდენი სისხლი იყო, ეთუნა...

ვეღარ გააგრძელა, მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. არ უნდოდა აღიარება, მაგრამ შეეშინდა. ძალიან შეეშინდა იმ სიტუაციაში.

- იმ წამს პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი თუ რას ნიშნავს ნამდვილი შიში. არა ისეთი, მტრის წინაშე რომ გაქვს, არამედ სულ სხვა, გაყინული და მახრჩობელა.

ეთუნა გაირინდა, გრძნობდა რომ თაიას ახლა საუბარი სჭირდებოდა რომ მერე მშვიდად ესუნთქა.

- სულ დამავიწყდა ყველაფერი,- განაგრძო თაიამ და ხმა ჩაუწყდა,- დამავიწყდა, ვინ ვიყავი, რა გვარის ვიყავი... მხოლოდ ის მიტრიალებდა თავში, რაც მანამდე ვუთხარი. ის სიტყვები მიბრუნდებოდა უკან. შემეშინდა, ეთუნა... საშინლად შემეშინდა რომ ჩემი ნათქვამის მერე ადამიანს მართლა რამე მოუვიდოდა. იქ, იმ ადგილას მივხვდი - რომ მომკვდარიყო, მე ამ ცოდვით როგორ უნდა მეცხოვრა? როგორ უნდა ამეწია თავი, როცა მეცოდინებოდა რომ ჩემმა სიძულვილმა კაცს უფსკრულისკენ უბიძგა?

თაიამ ჩაის ორთქლს მიაშტერდა, თუმცა მისი თვალები ისევ იმ ყინულიან ხეობაში დაწანწალებდნენ.

- არ ვიცოდი რა მექნა. ხელები არ მემორჩილებოდა. სულ ერთია, მტერია თუ მოკეთე, ასეთ სიკვდილს არავინ იმსახურებს... მით უმეტეს მაშინ, როცა ზურგში შენი მწარე სიტყვები მიჰყვება. ეს შიში აქამდე არ მცოდნია - შიში იმისა რომ შენი ბოროტი სურვილი მართლა ახდება და მერე მთელი ცხოვრება ამ ნანგრევებში მოგიწევს დგომა,- ეთუნამ ხელი ნაზად გადაუსვა მხარზე, თითქოს ამით იმ მძიმე ტვირთის ჩამოცილებას ცდილობდა, რომელიც თაიამ საკუთარ თავს აჰკიდა.

- შენ ის გადაარჩინე, თაია. შენმა შიშმა კი არ მოკლა, შენმა ნებამ ამოიყვანა იმ უფსკრულიდან. ახლა ეგ ფიქრები მოიშორე... ცოცხალია და ესაა მთავარი,- თაიამ პასუხი არ გასცა, მხოლოდ პლედში უფრო ღრმად გაეხვია და თვალები დახუჭა. მისი გონება კი ისევ იმ სისხლიან თოვლზე იდგა და ცდილობდა დაეჯერებინა რომ ხვალინდელი დღე ამ ცოდვისგან გაათავისუფლებდა.

ეთუნა ოთახიდან გავიდა, თუმცა დაახლოებით ორ საათში ისევ დაბრუნდა. თაია იმავე მდგომარეობაში დახვდა, გაქვავებული, ჭიქით ხელში.

- დათუამ გამომგზავნა...- დაიწყო ეთუნამ და ხმაში შვება გაეპარა,- უკეთაა.

- კარგია,- ამოიოხრა და კედელს მიაყრდნო თავი, ეძინებოდა, საშინლად ეძინებოდა უკვე.

- სახლში არ წამოხვალ?

- ცოტას დავიძნებ და...- მიხუჭა თვალები, სიტყვაც ვეღარ დაასრულა. ისე დაუმძიმდა ქუთუთოები. იქვე, კედელზე მიყრდნობილს, პლედში გახვეულს, მძიმე და შავმა ძილმა წაჰგვარა თავი.

თუმცა ძილმა შვება არ მოუტანა.

ისევ იქ იყო. იმავე ხეობაში, სადაც ქარი ადამიანის ხმასავით კიოდა. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. თაია კლდის პირზე იდგა, მაღლა, საიდანაც მთელი თეთრი უფსკრული ხელისგულზე ჩანდა. მის წინ ონისე იდგა ზურგით, უფსკრულის პირას. თაიამ იგრძნო, როგორ აევსო გული იმ ძველი, მწარე სიძულვილით, რომელიც წლების მანძილზე ასაზრდოებდა.

„შენ ხომ ეს გინდოდა?"

ჩასჩურჩულა საკუთარმა თავმა. ხელი გაიწვდინა და მთელი ძალით ჰკრა მხარზე კაცს. დაინახა, როგორ გადაეშვა ონისე სიცარიელეში, როგორ გაჰყვა მის ვარდნას თოვლის ზვავი და როგორ შეიღება უფსკრულის ფსკერი იმავე საზარელი, მუქი წითელი ფერით. ონისემ ვარდნისას მოიხედა, თაიამ მისი თვალები დაინახა, იქ არ იყო ბრაზი, მხოლოდ გაოცება და ის უკანასკნელი, ჩუმი დამშვიდობება.

- არა!- წამოიყვირა უცებ თაიამ და გამოეღვიძა. ცივმა ოფლმა დაასხა. გული გამეტებით ეცემოდა მკერდში, თითქოს ნეკნების დამსხვრევას ცდილობდა. ოთახში წყვდიადი იდგა, მხოლოდ კერის ნაღვერდალი თუ აფრქვევდა სუსტ, მოწითალო შუქს. თაია წამით ვერ მიხვდა, სად იყო, მაგრამ სისხლისა და ყინვის სუნი ისე ცხადად ახსოვდა რომ სუნთქვა გაუჭირდა. ფეხაკრებით წამოდგა. პლედი მხრებიდან ჩაუცურდა, მაგრამ ვერც კი იგრძნო. ოთახიდან გავიდა და გრძელ, ბნელ დერეფანს გაჰყვა. ყველას ეძინა. მხოლოდ სანთლის შუქი ბჟუტავდა. მივიდა იმ კართან, სადაც ონისე იწვა. შეყოვნდა. ხელი სახელურზე დაადო.

უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ის უფსკრული მხოლოდ სიზმარი იყო. რომ არ მომკვდარა. კარი ფრთხილად, თითქოს უხმოდ შეაღო და ოთახში შეაბიჯა. შიგნით ბალახებისა და სანთლის მძიმე სუნი იდგა. ონისე დაბალ საწოლზე იწვა, თეთრ ტილოებში გახვეული. თაია კედელს მიეკრა და შორიდან დაუწყო ყურება, თითქოს ეშინოდა რომ მისი სიახლოვე ისევ იმ სიზმარს გააცოცხლებდა. დაინახა, როგორ ნელა იწეოდა ონისეს მკერდი. თაია წამით შეყოვნდა, თითქოს სურდა ეს წუთიერი სიმშვიდე მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა, მერე კი ნელა მიბრუნდა კარისკენ. სუნთქვაშეკრული ცდილობდა უხმოდ გასულიყო რომ უცებ ზურგს უკან დაბალი, მტკივნეულად ნაცნობი ხმა გაისმა.

- ასე დადიხარ ხოლმე სხვის ოთახებში ღამ - ღამობით?- თაია ადგილზე გაქვავდა. ეგონა მოელანდა, ეგონა სადღაც გონებაში ესმოდა მისი ხმა. ნელა, თითქმის შიშით მოტრიალდა. ონისეს თვალები ოდნავ გაეხილა, მზერა ჯერ კიდევ ბუნდოვანი ჰქონდა, მაგრამ ტუჩის კუთხეში ის ძველი, ძლივს შესამჩნევი ირონია დასთამაშებდა, რომელმაც თაიას ერთდროულად ბრაზიც მოჰგვარა და უსაზღვრო შვებაც.

- როგორ... როგორ მიცანი?- ძლივს ამოილაპარაკა ქალმა. ოთახში ბნელოდა, მისი სახე კი ჩრდილებში იყო ჩაკარგული. ონისემ მძიმედ ამოისუნთქა, თითქოს ყოველი სიტყვა დიდ ძალისხმევად უჯდებოდა, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და თაიას თვალი გაუსწორა.

- შენი სურნელი ვიგრძენი...- ჩაილაპარაკა ხმადაბლა. ხმა სუსტი ჰქონდა. თაია იდგა და გრძნობდა როგორ ეცვლებოდა სახეზე ფერი. მისი სიტყვები იმაზე მეტად სწვავდა, ვიდრე გარეთ არსებული ყინვა. ნაბიჯი გადადგა საწოლისკენ, უნდოდა რაღაც მწარე ეთქვა, ისევ ის კედელი აღემართა მათ შორის, რომელიც წლების მანძილზე იცავდა, მაგრამ ონისეს ფერმიხდილმა სახემ და ბეჭზე გადაკრულმა სისხლიანმა ტილოებმა ყველაფერი დაავიწყა.

- უნდა გეძინოს,- თქვა მან მკაცრად, თუმცა ხმაში კანკალი მაინც გაეპარა,- სიკვდილს ძლივს გამოგგლიჯეთ ხელიდან და ახლა ლაპარაკით ნუ იღლები.

- სიკვდილს? შენც იქ იყავი?- ონისემ სუსტად ჩაიცინა.

- ყველა იქ ვიყავით, მთელი სოფელი გეძებდა.

- პატივში ვარ,- გაეცინა ონისეს, თუმცა ჭრილობა ასტკივდა.

- სასაცილოა?- წარბი ასწია არაბულმა,- ლამის მოკვდი.

- ინერვიულე?- მზერა გაუმკაცრდა უცებ.

- ვინერვიულე,- აღმოხდა ბოლოს, ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა, სახეზევე ეტყობოდა ყველა ემოცია. ოთახში მძიმე, თითქმის ხელშესახები დუმილი ჩამოვარდა. თაიას აღიარება ჰაერში გაიყინა. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვა, ეს იყო თეთრი დროშის აღმართვა მრავალწლიანი ბრძოლის ველზე. ონისე გაირინდა, მისი მზერა, რომელიც აქამდე ირონიით იყო სავსე, უცებ რაღაც უცნაური, ღრმა სევდითა და გაოცებით აივსო.

- მეგონა ჩემი სიკვდილი შენთვის შვება იქნებოდა,- ჩაილაპარაკა მან ისე ხმადაბლა რომ თაიას მოუწია ოდნავ გადახრილიყო მისკენ, რათა სიტყვები დაეჭირა. იგრძნო, როგორ აეწვა თვალები. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, იქ, სადაც სინათლისა და ჩრდილის ზღვარი გადიოდა.

- მეც მასე მეგონა,- თქვა მან და საკუთარ ხელებს დახედა, რომლებიც ახლაც უნებურად პლედის ნაგლეჯს აწვალებდნენ. სძულდა საკუთარი თავი იმის გამო რომ ასე საუბრობდა,- მაგრამ ასე არ უნდა მომკვდარიყავი.

- აბა, როგორ უნდა მოვმკვდარიყავი?- ონისეს ხმაში სუსტმა, თითქმის უფერულმა ირონიამ გაიელვა,- მხოლოდ შენი ხელით?

თაიამ თავი ასწია და პირდაპირ ჩახედა იმ დაღლილ, ჩაწითლებულ თვალებში. სიმართლე ახლა იმაზე მტკივნეული იყო, ვიდრე ნებისმიერი იარაღი.

- ასე უბრალოდ არა, ონისე...- თქვა მან და იგრძნო, როგორ გაუწყდა ხმა,- არც მარტო, სადღაც კლდის ნაპრალში, ისე რომ პასუხი ვერაფერზე გაგეცა. ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. შენ... შენ ჩემს წინ უნდა იდგე. უნდა მებრძოლო, უნდა გამამწარო, მხოლოდ მე უნდა ვიყო ის, ვინც ბოლოს მოგიღებს.

ონისე გაირინდა. თაიას სიტყვები ოთახში მძიმე ექოსავით დარჩა. ოდნავ ჩეღიმა, მიხვდა ახლაც რომ ვერ თმობდა თავის პოზიციებს, თავის ხასითს. მან ნელა, გაჭირვებით ასწია ჯანმრთელი ხელი და თაიას მტევანს შეეხო. მისი თითები ჯერ კიდევ ყინულივით ცივი იყო, მაგრამ თაიას ტანში ცეცხლივით დაუარა ამ შეხებამ.

- იცი, იქ რა იყო ყველაზე საშინელი?- ჩაილაპარაკა ონისემ და მზერა ჭერს მიაშტერა,- სიჩუმე. ისეთი სიჩუმე იდგა რომ საკუთარ გულისცემას ვუსმენდი, მესმოდა ზურგსუკან თოვლის ხმა... და იმ სიჩუმეშიც კი, რამდენ რამეზე შეიძლებოდ ამეფიქრა, სიკვდილზე, მომავალზე, წარსულზე...მაშინაც მხოლოდ შენი სიტყვები გამახსენდა... ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასე უნდა დავამთავროთ - მეთქი...

თაიას ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე, უჩუმრად მოიწმინდა, გულში ათას მადლობას იხდიდა რომ ოთახში ცოტათი სიბნელე იყო. სძულდა საკუთარი სისუსტე, სძულდა ის ფაქტი რომ ამ კაცს მისი სულის ყველაზე დაფარული კუთხეების დანახვა შეეძლო.

- ნუ ლაპარაკობ...- ჩურჩულით სთხოვა ქალმა,- ნუ ლაპარაკობ, თორემ ისევ გავიხსენებ ზიზღს... ისევ არ გავჩუმდები.

- როცა გიყურებ, მგონია, პირველად ცხოვრებაში ვიღაცას მართლა შეუძლია გამანადგუროს,- თაია უცებ წამოდგა. ონისე აღარ ლაპარაკობდა. მხოლოდ უყურებდა და სწორედ ეს მზერა იყო ყველაზე აუტანელი. კართან მისულს ხელი უკვე სახელურზე ჰქონდა დადებული, როცა ონისეს ხმა ისევ მოესმა.

- რამდენიც არ უნდა სცადო, მაინც ვერ შეგძულდები ისე, როგორც გინდა,- თაია რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა. მერე ნელა დახუჭა თვალები და ისე გავიდა ოთახიდან, აღარ მოუხედავს უკან.

* * *

მეორე დილით ქარბუქი შედარებით დაცხრა, თუმცა მთების მრისხანება ჯერ კიდევ იგრძნობოდა ჰაერში. შატილის თავზე მძიმე, ტყვიისფერი ცა ეკიდა, რომელიც თითქოს კოშკების წვერებს აწვებოდა, მაგრამ ის გამძვინვარებული ღრიალი, წუხელ რომ ქვებსაც კი ძრავდა, ახლა შორეულ, ყრუ ზუზუნად ქცეულიყო. ციხე-სოფელი ნელ - ნელა იღვიძებდა. კოშკებიდან შეშის ტკაცუნი და კვამლის სუნი გამოდიოდა, ეზოებში კი გაყინული წყლის მსხვრევის ხმა აფხიზლებდა გათოშილ გარემოს.

ონისეს სიცხემ ოდნავ იკლო, თუმცა ღამემ მის სხეულზე ღრმა კვალი დატოვა. მთელი ღამე ტკივილისა და სიცხისგან დაქანცულს ძლივს ეძინა, მაგრამ დილით, როგორც კი სინათლემ ოთახში შემოაღწია, ჯიუტად სცადა წამოჯდომა. მხარი ცეცხლივით ეწვოდა, ყოველი მცირე მოძრაობა გულზე ხანჯლის გატარებას ჰგავდა, სახე ეჭიმებოდა და ტუჩებს ერთმანეთს აჭერდა რომ კვნესა არ აღმოხდენოდა. შუადღეს ოთახი სავსე იყო ლებაისკარის და შატილის მოსახლეობით. დალი ეჯდა შვილს გვერდით, ნახევარი საათი უმტკიცებდა ონისე რომ კარგად იყო, მერე თვალებით ეძებდა იმ ერთს ხალხის რიგში, თუმცა თაია არსად ჩანდა, არც იმ დღეს და არც მეორე დღეს.

- რა მოხდა?- იკითხა ჭაბუკამ და ელიზბარს ჩამოუჯდა გვერდით,- ასეთი რაღაცები არ შეგშვენის ხოლმე და ახლა რა დაგემართა?

- ცხენს დაუცდა ფეხი,- გააქნია თავი ონისემ,- უცებ მოყინა ყველაფერი და მის დასახმარებლად მივედი, ის კი გამოვიყვანე, მაგრამ მე გადავვარდი.

- სხვა რამე ხომ არ გტკივა?- შეეკითხა შვილს.

- არაფერი მტკივა,- დაუქნია თავი,- უბრალოდ იქ ნანადირევია. იმ კლდეზე აწყვია, საიდანაც გადავვარდი. დათვია და კურდღლებიც. უნდა ჩამოვიტანო.

- სად მიდიხარ, ვერ გავიგე?- მოსე წინ გადაუდგა,- ხომ არ გაგიჟდი, ონისე? კაცი ძლივს სიკვდილს გამოგგლიჯეთ ხელიდან, ფეხზე ძლივს დგახარ! სხვა ვინმე მოიტანს, თუ ასე ძალიან გენანება, შენ კი ნაბიჯს არ გადადგამ ეზოს გარეთ!

- მოსე, გზა დამითმე,- ონისეს ხმაში ის ძველი, მბრძანებლური ტონი გაერია, თუმცა ფითრი სახიდან მაინც არ გადასდიოდა,- ჩემი მოკლულია, ჩემი დატოვებულია და მე უნდა დავაბრუნო.

- შენ მართლა სულით ავადმყოფი ყოფილხარ!- მოსემ ხელი კედელს ჰკრა სიმწრისგან,- რა ნანადირევი?! სიკვდილს თვალებში ჩახედე, ონისე! შენი სისხლით მთელი ხეობა მოვსვარეთ, სანამ აქამდე მოგათრიეთ. ახლა იმ კლდეზე ახვალ, ჭრილობა გაგეხსნება და იქ მოკვდები?

- არ გადავიჩეხები,- სახე ტკივილისგან ისევ დაეჭიმა.

- ფეხზე ძლივს დგახარ, შე შეჩვენებულო!- არ გაჩერდა მოსე,- ბაბუა უთხარი რამე! მამა შენც, თორემ ხომ ხედავთ, ჭკუაზე აღარაა!

ჭაბუკა შვილს უყურებდა და მის თვალებში იმავე გაუმტარი სიმტკიცის კედელს ხედავდა, რამაც თავის დროზე ფიცხელაურების გვარი გადაარჩინა, მაგრამ ახლა ეს სიმტკიცე დამღუპველი ჩანდა.

- ონისე,- ჭაბუკამ ხმადაბლა, აუღელვებლად თქვა,- ის ნადირი არსად გაიქცევა, თოვლი შეინახავს. დაიცადე ერთი - ორი დღე, ძალა მოიკრიბე და მერე წადი.

დაითანხმეს ონისე ამაზე, თუმცა ვერავინ გადააფიქრებინა წასვლა. ონისეს სიჯიუტე მის ჭრილობაზე უფრო ღრმა აღმოჩნდა.

შუადღეს, როგორც კი ეზოს ჭიშკარს მიაღწია. მთის ცივი ჰაერი სახეში ეცა, იგრძნო, როგორ გაუშავდა თვალთახედვა. წამით ისევ ბურუსში გადაეშა, თუმცა მალევე გამოჩნდა სინათლის სხივი, ან უბრალოდ თაია იდგა ღობესთან. იდგა პირქუში, მხრებში გაშლილი და ისე უყურებდა კაცს, თითქოს მის წინაშე არა ონისე ფიცხელაური, არამედ თავად სიკვდილის აჩრდილი მდგარიყო.

- რაო, სად მიდიხარო?- ჰკითხა თაიამ. მისი ხმა ისეთი ცივი და მკაცრი იყო რომ ონისეს წამით ტანშიც გასცრა,- რაღაც მომესმა მგონი.

- მთაში, ხევსურო. ნანადირევი უნდა ჩამოვიტანო ამ დღეებში,- აუხსნა მოკლედ და ეზოში გავიდა.

- შენ მართლა არანორმალური ყოფილხარ, ფიცხელაურო!- წამოიძახა ხმამაღლა, შეკრთა, თავადაც არ ელოდა,- ხელმოტეხილი საით მიდიხარ ერთი?

- არ მიშვებ?- ჩაეღიმა ონისეს და კედელს მიეყრდნო.

- არა,- გააქნია თავი თაიამ,- აქ დარჩები, გამოკეთდები, წახვალ შენს სოფელში და მერე რაც გინდა ის გიქნია.

ონისეს ბაგეზე სუსტმა, ოდნავ ირონიულმა ღიმილმა გადაირბინა, თითქოს ეს დაპირისპირება მისთვის უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე უბრალო კამათი.

- აჰა...- ჩაილაპარაკა მან და თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუთამაშდა,- ესე იგი, უკვე მიბრძანებ კიდეც, ხევსურო?

თაიას მზერა უფრო მეტად გაუმკაცრდა, თვალები მოჭუტა და ონისეს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მის ხმაში ისეთი სიმტკიცე იგრძნობოდა, რომელიც მხოლოდ მთის ქალებს ახასიათებთ.

- ნუ მაიძულებ,- გამოსცრა კბილებში,- რომ ჩემი ხელით დაგაგორო ამ კიბიდან და მერე მართლა ვერ ადგები საწოლიდან.

- ჩემს საწოლში შეთრევას ცდილობ,- ჩაიფხუკუნა ონისემ,- ეგ შეგეძლო პირდაპირ გეთქვა.

- საზიზღარო,- მტკივან მკლავში ჩაავლო ხელი და გვერდით გაათრია,- ენას ამოგაძრობ და ნახავ მერე.

ონისემ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.

- ერთი ხელი არ მიმუშავებს, ძლივს ვსუნთქავ და მაინც მე მემუქრები?- ჰკითხა მან ჩურჩულით.

- მეორე ხელი ჯერ კიდევ გაქვს და როგორც ვატყობ, ეგეც ზედმეტია შენთვის,- მიუგო თაიამ. არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. ონისეს გაეცინა. ეს იყო გულწრფელი სიცილი, მაგრამ სიხარული წამში ჩააქრო მხარში გავარდნილმა მწველმა ტკივილმა. სახე ერთიანად დაემანჭა,- ღირსი ხარ.

- ასეთ დროსაც კი არ იშურებ მწარე სიტყვებს,- გააქნია შეჭმუხნული სახით თავი.

- გაიფიქრე კიდევ წასვლაზე და ავალ, ჩამოვათრევ იმ დათვსაც და კურდღლებსაც, შუა შატილში დავყრი და ყველას გასაგონად ვიტყვი რომ ფიცხელაურმა ნადირი კლდეზე დატოვა, ქალმა კი ზურგით ჩამოუზიდა - მეთქი. ვნახოთ, მერე რა რეპუტაცია შეგრჩება ხალხში და როგორ გაუსწორებ თვალს ხალხს, როცა გეტყვიან რომ შენი ვალი არაბულის ქალმა გადაიხადა. მიბრძანდი ახლა უკან და დაისვენე!

დაასრულა თაიამ, მკვეთრად შებრუნდა და ისე სწრაფად გაეცალა იქაურობას, თითქოს ეშინოდა, კაცს მისი ათრთოლებული ხელები არ შეემჩნია. ონისე იდგა კედელზე მიყრდნობილი და თვალს არ აცილებდა მის მიმავალ ლანდს. ხელი მტკივან მხარზე ჰქონდა მიჭერილი, მაგრამ სახეზე უცნაური, ნახევრად გაოგნებული და აღფრთოვანებული ღიმილი დასთამაშებდა.

- გიჟია...- ჩაილაპარაკა თავისთვის და თავი გააქნია,- არა, მართლა შეშლილია ეს ქალი.

მან მძიმედ ამოისუნთქა და ნელა, ბარბაცით დაიწყო უკან გაბრუნება. იცოდა რომ დამარცხდა, არა მთასთან, არა მტერთან, არამედ იმ ერთადერთ ადამიანთან, რომლის წინაშეც იარაღი არაფერს ნიშნავდა. ოთახში შესულს მოსე და დათუა კარებში დახვდნენ, გაოცებულები უყურებდნენ უკან მობრუნებულ ძმას.

- რა იყო, გადაიფიქრე?- ჰკითხა მოსემ ეჭვით.

- გადავიფიქრე,- მოკლედ მოუჭრა ონისემ და საწოლზე მძიმედ დაეშვა,- ზოგჯერ მთაზე უფრო საშიში ხალხი დადის ამ ხეობაში.

იმ დღეს ონისეს აღარ უცდია ადგომა, მაგრამ მისი მზერა სულ ფანჯრისკენ იყო მიპყრობილი. ელოდა, როდის გაიგონებდა ისევ იმ ნაბიჯების ხმას, რომელიც მას ყველაზე მეტად აბრაზებდა და ამავდროულად, სიცოცხლის ხალისს უბრუნებდა.

* * *

სოფელში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს ის დაძაბული სიცივე, რომელიც ფიცხელაურის ყოფნისას ჰაერში ტრიალებდა, ერთიანად გაიფანტა, მაგრამ მის ნაცვლად რაღაც უფრო მძიმე დარჩა, ჩუმი, აუხსნელი მოლოდინი, რომელიც ადამიანებს თვალებში დასდგომოდათ. შატილი ისევ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ყველაზე მეტად ეს ცვლილება თედოს არ ასვენებდა. არ ასვენებდა მისი ნათქვამი, მისი რეაქციები და ყველაზე მეტად ის აშინებდა რომ ეს ზიზღრი ფიცხელაურისადმი შეიძლება სხვა რამეში გადაზრდილიყო.

ახლა კი პირველად გაჩნდა მის გულში შიში. ნამდვილი შიში რომ თაიას დაკარგავდა, რომ დააგვიანდებოდა.

საღამოსკენ გულნარას სახლს მიაშურა. თაიას დედა კერის წინ იჯდა. ცეცხლის შუქი მის დაღლილ სახეს თბილად ეფინებოდა. ხელში მატყლი ეჭირა და მშვიდად რთავდა, მაგრამ თედოს დანახვისთანავე მიხვდა, ბიჭი უბრალოდ მოსაკითხად არ მისულა.

- მშვიდობა შენს კერას, გულნარა,- თქვა თედო და ზღურბლთან შეჩერებულმა.

- მშვიდობა შენს მოსვლას, შვილო,- ქალმა ადგილი მიუჩინა,- შემოდი. რა მოხდა ამ ღამეს?

- თაია სახლშია?

- გასულია მინდორზე, წესით მოვა მალე,- თედო ჩამოჯდა, ქუდი მოიხადა და დიდხანს უყურა კერის ალს. სიტყვებს თითქოს ვერ პოულობდა. გულნარა არ აჩქარებდა.

იცოდა, კაცები ყველაზე მძიმე სათქმელს ყოველთვის ყველაზე ბოლოს ამბობდნენ.

- ზამთარი დაგვიმძიმდა,- დაიწყო ბოლოს თედომ,- იმდენი რამ მოხდა ამ რამდენიმე დღეში... ის ნადირობა, ქარბუქი, მერე ფიცხელაურის დაკარგვა... ხალხი აირია. თითქოს ძველი წესრიგი სადღაც დაიბნა.

- მთა ყოველთვის თავისას შვრება,- მშვიდად მიუგო გულნარამ,- ხან სიმშვიდეს გვაძლევს, ხანაც გამოცდას. მთავარია, კაცმა გული არ დაკარგოს.

თედომ თავი დახარა.

- ეგ არის ჩემი სატკივარიც...- ჩაილაპარაკა უფრო ჩუმად,- მგონია, რაც ყველაზე მეტად მინდა, ხელებიდან მეცლება.

გულნარამ მაშინ პირველად შეხედა პირდაპირ.

- თაიაზე ამბობ?- თედოს გაეღიმა მწარედ.

- სხვა ვინ მყავს, გულნარა? ბავშვობიდან დავდევ. რაც თავი მახსოვს, სულ ეგ მიყვარდა. მეგონა, ადრე თუ გვიან მიხვდებოდა... მერე წასვლამდე ვუთხარი კიდეც, მაგრამ რაც დავბრუნდი ახლა ისე მიყურებს, თითქოს სრულიად უცხო ვიყო.

ცეცხლი ჩუმად ტკაცუნებდა. გარეთ ქარი ნელა ურტყამდა კოშკის კედლებს.

- ვიცი, იმ დღეს ზედმეტი მომივიდა,- გააგრძელა თედომ მძიმედ,- როცა იმ ფიცხელაურზე ვილაპარაკე. ბრაზისგან ვამბობდი. ვერ ავიტანე, როგორ ეძებდა... როგორ ნერვიულობდა. თითქოს მთელი ხეობა იმ კაცის ირგვლივ ტრიალებდა.

გულნარას მისკენ წაღებული ხელი წამით გაუშეშდა.

- მინდა გამოვასწორო ყველაფერი,- თქვა ბოლოს,- არ მინდა, ასე დამთავრდეს.

ქალი ჩუმად უსმენდა. მერე ნელა გადადო მატყლი გვერდზე.

- თაია მარტივი ქალი არასდროს ყოფილა, თედო,- თქვა ფრთხილად,- ბავშვობიდან თავის გზას თვითონ იკვლევდა. ძალით თუ მიაწვები, უფრო შორს გაგექცევა. მეც კი ვერ ვაკავებ, ხომ იცი რა თავქარიანია.

- ვერ მოვიცდი,- ამოიოხრა კაცმა,- ყოველ დღე, როცა ასე მიყურებს, მგონია ნელ - ნელა ვკარგავ. მიყვარს, გულნარა... იმაზე მეტად, ვიდრე სიტყვებით შემიძლია თქმა.

თავი ასწია. თვალებში დაღლილობა და ჯიუტი სურვილი ერთდროულად ედგა.

- მალე მისი დაბადების დღეა... გადავწყვიტე, სწორედ იმ დღეს ვთხოვო ხელი,- კოშკში სიჩუმე ჩამოვარდა. გულნარას მზერა წამით ჩამუქდა, წამით გაუხარდა კიდეც წინასწარ რომ გაიგო, აბა ხელი როგორ უნდა ეთხოვა ქალისთვის, რომელიც წლებია უკვე სხვა კაცს ეკუთვნის?

- ელიზბარს დაველაპარაკები,- განაგრძო თედომ,- კაცურად. როგორც წესია, მაგრამ შენთანაც მინდოდა მოსვლა... შენ ყველაზე კარგად იცი თაია. დედა ხარ, შენ გაზარდე. მითხარი როგორ მივუდგე? რა ვუთხრა? მინდა იმ დღემ ყველაფერი შეცვალოს. მინდა, ერთხელ მაინც შემომხედოს სხვანაირად.

გულნარამ თვალები დახარა. რამდენიმე წამი მხოლოდ ცეცხლის ხმა ისმოდა. მერე მშვიდად თქვა.

- ხელის თხოვნის საქმე ჩვენს ოჯახში ელიზბართან მიდის, თედო... ეგ შენც კარგად იცი,- თედომ თავი დაუქნია. გულნარამ თითქოს მხრებიდან მოიხსნაო ეს ტვირთი.

- ვიცი.

- მაგრამ ერთი რამეც უნდა იცოდე, შვილო,- გულნარას ხმა უფრო ჩუმი გაუხდა,- ელიზბარის თანხმობა და თაიას პასუხი ერთი და იგივე არ არის.

- რას გულისხმობ?- ქალმა მწარედ გაიღიმა.

- თაია ძალიან თავისებური ადამიანია,- თითქოს ბიძგი მისცა, იქნებ უკან დაეხია ოქროპირიძეს.

- ანუ შანსი არ მაქვს?- გულნარამ დიდხანს, დაჟინებით უყურა. მის მზერაში სინანული და რაღაც ისეთი სევდა იკითხებოდა, რასაც თედო იმ წამს ვერაფრით მიხვდებოდა. მერე ქალმა მძიმედ ამოისუნთქა და სიტყვები ძალიან ფრთხილად აწონ - დაწონა.

- მაგას მე ვერ გეტყვი, შვილო. თაიას გულში ახლა ისეთი ქარიშხალია ატეხილი, თვითონაც ვერ გაუგია ბოლომდე, რა ხდება. მაგ ქარიშხალს დრო სჭირდება რომ დაცხრეს,- მხრები უღონოდ აიჩეჩა ქალმა.

თედო წამოდგა. მისი მოძრაობები მკვეთრი და ნერვიული იყო, თითქოს ადგილი ვეღარ ეპოვა.

- ელიზბარს მაინც დაველაპარაკები. იქნებ მან მაინც მირჩიოს რამე, იქნებ მან იცოდეს როგორ მივუდგე,- თქვა ჩამწყდარი ხმით, მერე კი გულნარას მიუბრუნდა,- შენ თაიას არაფერი უთხრა ჩვენს საუბარზე, კარგი? არ მინდა ეგონოს რომ მის ზურგს უკან რამეს ვხლართავ.

- რას ამბობ, შვილო, ჩემი იმედი გქონდეს,- წამოდგა გულნარაც და კაცს კარისკენ გაჰყვა,- წარმატებები... ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცეს.

გასძახა მიმავალს, თუმცა გულში სიმძიმე ჩაეღვარა. უყურებდა თედოს მტკიცე ნაბიჯებს და ზუსტად იცოდა, რას იტყოდა ელიზბარიც. ოცი წლის წინანდელი ამბები კინოკადრებივით აუტივტივდა მეხსიერებაში. ზუსტად მის თვალწინ, იმავე კედლებში მიიღეს ის საბედისწერო გადაწყვეტილება. ზუსტად მის თვალწინ, ათრთოლებული ხელებით ჩააბარეს პატარა გოგონა ონისეს, რათა სისხლისღვრა შეეჩერებინათ.

თედო კი, ამ ყველაფრისგან უმეცარი, ელიზბარის კოშკისკენ მიაბიჯებდა. თოვლი მის ფეხქვეშ ისე ჭრაჭუნებდა, თითქოს თავადაც აფრთხილებდა, მაგრამ კაცს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა. კოშკში შესულს ნაცნობი სურათი დახვდა. ელიზბარი მარტო იჯდა კერასთან. ნაცრისფერ წვერზე ცეცხლის შუქი ნარინჯისფრად დასთამაშებდა და სახეზე ღრმა ჩრდილებს ჰფენდა. ძველ, ნაჭედ ხანჯალს დინჯად, თითქმის რიტუალურად წმენდდა. ყოველი მისი მოძრაობა იმდენად აუღელვებელი იყო რომ კოშკში გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ფოლადზე ტილოს გასმა და შეშის ტკაცუნი არღვევდა.

ელიზბარს თავი არ აუწევია, ისე იგრძნო სტუმრის მოსვლა. ცივმა იარაღმა ცეცხლის შუქზე ავბედითად გაიელვა.

- შეიძლება ელიზბარ?- თედო ზღურბლზე შეყოვნდა, ქუდი მოიხადა და მოწიწებით დახარა თავი.

- შემოდი თედო, შემოდი,- ელიზბარს მზერა არ მოუცილებია,- ცეცხლს მიეფიცხე, გარეთ ყინვა ძვალსა და რბილს ათრთოლებს.

თედო ჩამოჯდა, თუმცა მოსვენებას ვერ პოულობდა. ხელებს ერთმანეთს აჭერდა, მერე მუხლებზე იწყობდა. ელიზბარმა შეამჩნია მისი მღელვარება, ხანჯალი გვერდზე გადადო და კაცს პირდაპირ თვალებში შეხედა.

- სათქმელი გაქვს რამე ვატყობ. ასე უმიზეზოდ კაცი ჩემს კოშკში არ შემოაბიჯებდა.

- ელიზბარ...- თედომ ხმა ჩაიწმინდა,- შენ იცი, მე და შენი გვარი ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ. შენ და მამაჩემი ძმადნაფიცები ხართ, მე კი შენს ხელში გავიზარდე.

- ვიცი, შვილო, ეგ ყველაფერი ვიცი,- დაუდასტურა მოხუცმა.

- თაიაზე მინდა გელაპარაკო,- თედომ სუნთქვა შეიკრა და ერთიანად ამოთქვა,- ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემს თვალში სხვა ქალი არ არსებობს. მის გარდა არც არავინ მინახავს და არც არავინ მდომებია. იცი როგორია, ჯიუტია, ამაყია, ხანდახან სიტყვითაც გიკბენს, მაგრამ ჩემი გული მასთანაა მიჯაჭვული. რაც აქ დავბრუნდი იმის მერე მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვეღარ მოვახერხე.

ელიზბარი ჩუმად უსმენდა.

კერის შუქი მის დანაოჭებულ სახეს ხან ანათებდა, ხან ისევ ჩრდილში ტოვებდა. მოხუცმა ჩიბუხი ნელა დადო გვერდით, თედოს დიდხანს უყურა, თითქოს არა მხოლოდ მის სიტყვებს, არამედ იმ ყველაფერსაც კითხულობდა, რასაც ბიჭი ვერ ამბობდა.

- ჰო...- თქვა ბოლოს მშვიდად,- ეგ თვალები ბავშვობიდან ვიცი მე. როცა თაია სადმე გამოჩნდებოდა, შენ სახეზე ყველაფერი გეწერა.

თედოს უნებურად გაეღიმა.

- მაშინ რატომ მგონია ახლა რომ საერთოდ ვერ მხედავს?- ელიზბარმა ამოიოხრა.

- იმიტომ რომ ქალი ბავშვობის მერე იცვლება, შვილო. განსაკუთრებით ისეთი ქალი, როგორიც თაიაა. ახლა საკუთარ თავსაც ვეღარ უგებს,- თედო ცოტა წინ გადაიხარა.

- მე შემიძლია მისი მოვლა, ელიზბარ. ვიცი ფიცხია. ვიცი, მარტივი არ არის. მაგრამ მის ხასიათს არასდროს შევუშინებივარ. მინდა რომ ჩემთან იყოს. მინდა ჩემი სახლის კერა მისი ხელით ინთებოდეს,- მოხუცმა თვალები ოდნავ მოჭუტა.

- და თაიას რა უნდა?- ეს კითხვა პირდაპირ მოხვდა. თედო რამდენიმე წამი ჩუმად იყო.

- არ ვიცი... - თქვა ბოლოს სიმართლით,- ადრე მეგონა ვიცოდი. ახლა... აღარ ვარ დარწმუნებული. კოშკში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. გარეთ ქარი კედლებს ეხეთქებოდა, შიგნით კი მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი ისმოდა.

- მალე მისი დაბადების დღეა,- გააგრძელა თედომ უფრო დაბალი ხმით,- იმ დღეს მინდოდა ხელის თხოვნა. კაცურად. შენი კურთხევით.

ელიზბარის მზერა დამძიმდა.

- ხელის თხოვნა მარტივი სიტყვა არ არის ხევსურეთში, თედო. ქალი მარტო სახლს არ მიჰყვება - თავის სულსაც გაბარებს კაცს.

- ვიცი.

- არა, ჯერ ბოლომდე არ იცი,- მშვიდად გააწყვეტინა მოხუცმა,- თაია იმ ქალთაგანია, რომელსაც თუ გული არ მიუწევს, ძალით ვერასდროს ვერავინ დაიმორჩილებს. შეიძლება გვერდით დაგიჯდეს, შეიძლება შენი გვარიც ატაროს... მაგრამ თუ შინაგანად შენთან არ მოვიდა, მთელი ცხოვრება მარტო დარჩები მის გვერდით.

თედოს ყბა დაეჭიმა.

- მე ძალით არაფერი მინდა,- ელიზბარს მზერა დაუმძიმდა, თითქოს თედოს სიტყვებმა მხრებზე წლების სიმძიმე დააწვაო. თითები ნელა, გაუაზრებლად გადაატარა ჩიბუხს. დიდხანს, ძალიან დიდხანს არაფერი უთქვამს - იმდენ ხანს რომ თედოს უკვე ეგონა, ჰაერში გამოკიდებულ კითხვაზე უარს მიიღებდა. მერე მოხუცმა მძიმედ ამოისუნთქა და თედოს თვალებში ჩახედა.

- ვიცი რომ არ გინდა,- გაეღიმა კაცს მის სიმამაცეზე,- შეიძლება ქალი დაიმორჩილო, მთის ქალიც კი, შეიძლება მაინც წიაყვანო, ცოლად დაივსა, მაგრამ სხვის ქალს ხომ ვერ დაისვამ ცოლად?

- სხვის ქალს?- წარბები აზიდა თედომ. ვერ გაეგო რას გულისხმობდა,- რას ჰქვია სხვის ქალს?

- სანამ ცოდვაში ფეხს ჩადგამ და მაგ ხელს ითხოვ, არის რაღაც, რაც უნდა იცოდე, შვილო,- ამოიოხრა კაცმა,- თაიას ბედი დიდი ხნის წინ გადაწყდა. უკვე დანიშნულია.

თქვა ელიზბარმა და თითოეული ეს სიტყვა ნასროლ ქვაზე უფრო მძიმედ გაისმა. თედო წამით გაირინდა. ეგონა რომ მოხუცს რაღაც შეეშალა, ან მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.

- დანიშნული?- გაიმეორა მან და ხმაში უნებური კანკალი გაეპარა,- ვისზე? ვისზეა დანიშნული, ელიზბარ? მთელ შატილში ჩემზე მეტად ვინ პატრონობს, ან ვინ დასტრიალებს თავს? ვინ გაბედა და ჩემს ზურგს უკან...

- ეგ შატილში არ გადაწყვეტილა,- მოუჭრა მოხუცმა და თვალებში ისეთი სევდა ჩაუდგა რომ თედოს სუნთქვა შეეკრა,- ოცი წლის წინ, როცა ხეობა სისხლში იხრჩობოდა და მამაშენი და მე ზვიადის ცხედართან ვიდექით, სხვა გზა აღარ იყო. ორი გვარის გადასარჩენად აკვნის ფიცი დაიდო.

თედომ იგრძნო, როგორ გამოეცალა მიწა ფეხქვეშ. აკვნის ფიცი - ეს სიტყვები ხომ ხევსურეთში განაჩენს ნიშნავდა, რომელსაც ვერც ტყვია და ვერც დრო ვერ შლიდა.

- ვისთან...- ამოხეთქა კაცმა და მუშტები ისე მაგრად შეკრა რომ სახსრები გაუთეთრდა,- ვის აკვანზე გადააბით მისი სიცოცხლე?

ელიზბარმა მზერა არ აარიდა, თითქოს არ სურდა ეს სიმწარე ბოლომდე ეჩვენებინა მისთვის.

- ონისე ფიცხელაურთან,- თედოს სახიდან სისხლი ერთიანად გადაუვიდა. ოთახში ჰაერი გაიყინა. ეგონა რომ ონისე მხოლოდ მტერი იყო, მხოლოდ შემთხვევითი სტუმარი, რომელიც მთამ მათ კარზე მოიყვანა. ახლა კი აღმოჩნდა რომ ეს კაცი თაიას ცხოვრებაში მანამ არსებობდა, სანამ გოგონა პირველ ნაბიჯს გადადგამდა.

- ონისე...- ჩაილაპარაკა თედომ და უცებ საზარლად ჩაეცინა,- ანუ ის, ვისაც ჩვენი სისხლი მართებს, ვისი გვარიც ჩვენებს ხოცავდა, თაიას პატრონია? თქვენ ის მტერს მიჰყიდეთ? აკვნიდანვე გაწირეთ იმისთვის რომ თქვენი შიში დაგემალათ?

- ეგ შიში არ იყო, თედო! ეგ გადარჩენა იყო!- ელიზბარიც წამოდგა, მისი ხმა კოშკის კედლებს ეხლებოდა.

- ჩემთვის სულერთია რას არქმევთ!- დაიღრიალა თედომ და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მოხუცს,- მე ამდენი წელი მის გვერდით ვიდექი. მე მას ვუცდიდი, მე მას ვდარაჯობდი! თქვენ კი მიყურებდით... უყურებდით, როგორ მიყვარდებოდა და იცოდით რომ ის ჩემი ვერასდროს გახდებოდა! როგორ შეძელით? როგორ მიყურებდით თვალებში მთელი ეს დრო?!

მოხუცის დუმილი ახლა ყველაზე მტკივნეული იყო. თედოს მკერდი მძიმედ აუდი-ჩაუდიოდა, თვალებში კი ცრემლი კი არა, ბრაზი ჩასდგომოდა.

- და მან... ონისემ იცის?- იკითხა ბოლოს ხრინწიანი ხმით.

- იცის,- მოკლედ მიუგო ელიზბარმა.

- იცის, რა თქმა უნდა, იცის...- თედომ თავი გადასწია და კოშკის ჭერს ახედა, თითქოს იქ ეძებდა სიმართლეს,- იცოდა და დამცინოდა. იცოდა და თაიას ისე უყურებდა, თითქოს უკვე მისი იყო.

კაცმა მკვეთრად მიიხედა კარისკენ. სიბრაზე, რომელიც აქამდე მხოლოდ თაიას დაკარგვის შიშით იყო გამოწვეული, ახლა ონისეს მიმართ დაუნდობელ სიძულვილად იქცა.

- თაიამ არაფერი იცის ამაზე,- გახედა კაცმა,- გაფრთხილებ, სიტყვა არ დაძრა ამაზე.

- რატომ? არ უნდა იცოდეს რომ მკვლელს აყოლებთ?

- ამ ფიცს ოცი წელია ვინახავთ პატიოსნურად,- ტონს აუწია ელიზბარმა,- არ გეკადრება.

- იცოდე, ელიზბარ,- თქვა მან და ხმაში ისეთი სიმტკიცე გაეპარა, რომელიც მხოლოდ სიკვდილის წინ აქვთ კაცებს,- ეგ ფიცი ოცი წლის წინ დაიდო, მაგრამ დღეს მე დავდებ ჩემს ფიცს. თაიას იმ კაცს არ დავუთმობ. არც ონისეს და არც თქვენს ძველ კანონებს. თუ ეგ ქორწინება მშვიდობისთვის გინდოდათ, იცოდე რომ პირიქით მოხდება. ამ ხეობაში ისეთი ომი დაიწყება, რომელსაც აკვანი კი არა, საფლავებიც ვეღარ დაიტევს.

თედო კოშკიდან გავარდა. გარეთ ყინავდა, მაგრამ მისი სხეული ცეცხლივით იწვოდა. მიაბიჯებდა თოვლში და ყოველ ნაბიჯზე ონისე ფიცხელაურის სახე ედგა თვალწინ - კაცის, რომელმაც მას ყველაფერი წაართვა მანამ, სანამ თედო ბრძოლას საერთოდ დაიწყებდა.

* * *

კვირის მიწურულს განთიადისას, კაცები ისევ შებრუნდნენ მთაში. მხოლოდ მზის ჩასვლისას გამოჩნდნენ, დაღლილები, თოვლით დაფარულები, თუმცა გამარჯვებულები. ნანადირევი იმდენად მძიმე აღმოჩნდა რომ მის ჩამოსათრევად მთელი სოფლის ძალა გახდა საჭირო. გაყვეს, ლებაისკარში წაიღეს ნახევარი, დანარჩენი შატილის ქალებმა მოამზადეს.

უზარმაზარი დათვი ახლა რამდენიმე კაცს ერთად მიჰქონდა. უკან კურდღლებიც მოჰყვებოდათ, მათი თეთრი ბეწვი თოვლში გაყინულიყო, რომელზეც ჯერ კიდევ ალისფრად ყვიროდა გამხმარი სისხლის ლაქები. ნადავლმა შატილი ერთიანად გამოაფხიზლა. ზამთრის მკაცრ დღეებში ასეთი მარაგი უბრალო იღბალი არ იყო, ეს გადარჩენას, ზამთრის დაძლევას ნიშნავდა. ეზოებში მაშინვე აგუგუნდა ცეცხლი, კოშკებიდან დიდი ქვაბები გამოიტანეს და ქალების გადაძახილმა ხეობა აავსო. ხორცი ფრთხილად გაყვეს. კოშკებში მარილისა და კვამლის მძაფრი, ნაცნობი სუნი დადგა. ქალები დაუღალავად შრომობდნენ: ჭრიდნენ, ამარილებდნენ და მძიმე ძაფებზე ჰკიდებდნენ ხორცს რომ სიცივეში საიმედოდ შენახულიყო.

თაიაც მათ შორის ტრიალებდა. დილიდან დაღამებამდე ხელები სულ საქმეში ჰქონდა, თითქოს განგებ არ უტოვებდა საკუთარ თავს თავისუფალ წამსაც კი რომ ფიქრებს არ გაეტაცა. ეთუნა ჩუმად აკვირდებოდა მეზობელს და ხვდებოდა თაია რაღაცას გაურბოდა. უფრო სწორად, ვიღაცას. იმ დღეებში თედო ხშირად ტრიალებდა არაბულების ეზოში. ხან შეშის დაპობაში ეხმარებოდა კაცებს, ხან წყალს ეზიდებოდა, მაგრამ ყველასთვის ნათელი იყო, სინამდვილეში მისი გზა თაიასკენ მოდიოდა. რამდენჯერმე სცადა მასთან ლაპარაკი, თუმცა თაია კედელივით შეუვალი ხვდებოდა.

პირველად საღამოს მიუახლოვდა, როცა ქალები ხორცს მარილში ალაგებდნენ.

- თაია...- ხმადაბლა დაუძახა თედომ. ქალს არც შეუხედავს. მისი თითები რიტმულად, მშვიდად აგრძელებდა საქმეს. თედო რამდენიმე წამს უხმოდ, დაბნეული იდგა,- ისევ მიბრაზდები?

ამჯერად თაიამ მხოლოდ წამით შეხედა, იმ ერთი, მრავლისმთქმელი და გამყინავი მზერით.

- შენზე დასაკარგი დრო არ მაქვს,- მოუჭრა მოკლედ და ისევ შებრუნდა. თედოს ყბა დაეჭიმა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მეორე დღეს ისევ სცადა. თაია წყლის სათლებით ბრუნდებოდა წყაროდან, როცა თედო წინ გადაუდგა.

- რამდენ ხანს უნდა გამებუტო, თაია?- ჰკითხა გულნატკენმა.

- სანამ აზრზე არ მოხვალ.

- რაზე უნდა მოვიდე აზრზე?- თაია გაჩერდა და სათლები მიწაზე დადგა. მისი თვალებიდან ბრაზი ელავდა.

- მეკითხები კიდეც?- თედომ მძიმედ ამოისუნთქა.

- იმიტომ მეჩხუბები რომ სიმართლე ვთქვი? იმიტომ რომ მტერი მტერია?

- არა,- თაიას ხმაში ზიზღი გაერია,- იმიტომ რომ სხვის სიკვდილზე ისე ლაპარაკობდი, თითქოს მის სიცოცხლეს ჩალის ფასი ჰქონოდა. იმიტომ რომ ადამიანობა სადღაც ჯანდაბაში დაკარგე.

არ ცხრებოდა არაბული.

- ისე ამბობ, თითქოს შენ თავად უარესს არ აკეთებდე.

- მე თუ ადამიანობა დავკარგე, შენც უნდა დაკარგო?,- გაბრაზდა თაია,- შეიძლება მტერია, შეიძლება ვერ იტანდე, მაგრამ ისიც ადამიანია. ასეთი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტე?

- ვერც შენ იტან,- მოუმატა ტონს თედომ,- შენ გეზიზღება ყველაზე მეტად ამ სოფელში, ახლა რატომ გახდა ჩემი ზიზღი პრობლემა?

- ჩემი სიძულვილი ჩემია, შენ ამასთან არაფერი გაკავშირებს,- გამოსცრა კბილებში,- ადამიანი იყავი პირევლ რიგში.

თედო თავის მართლებას აპირებდა, მაგრამ თაიამ აღარ დააცადა. სათლებს ხელი დასტაცა, მხარი გაჰკრა და გზა გააგრძელა. იდგა და უყურებდა მის მიმავალ ზურგს. იმ წამს მიხვდა, პირველად ცხოვრებაში, თაია არაბული მას მართლა გაუბრაზდა და ამჯერად უბრალო სიტყვებით ამ დანაშაულის გამოსყიდვა შეუძლებელი იქნებოდა.

ჩამოღამდა თითქმის, თუმცა ოქროპირიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა რომ მაინც არ გაჩერდებოდა. მისი აკვიატება ყოველ საათთან ერთად იზრდებოდა. მთელი დღე ჩრდილივით დასდევდა თაიას, აკვირდებოდა მის ყოველ მოძრაობას, ყოველ გამოხედვას და ხედავდა იმას, რასაც სხვები საქმის ორომტრიალში ვერ ამჩნევდნენ რომ თაია საკუთარ თავს ებრძოდა. თედოს გულში ბოღმა და სასოწარკვეთა ერთმანეთში ირეოდა. ელიზბარის სიტყვები აკვნის ფიცზე ყურებში ნაღარასავით უცემდა, მაგრამ დათმობას არ აპირებდა. წლებია უყურებდა ამ ქალს, წლებია მისი ყოველი ღიმილი თუ მკაცრი სიტყვა მისთვის საარსებო წყაროსავით იყო. არ აპირებდა რომ ის, რაც წლების მანძილზე გულში ტაძარივით აშენა, ახლა ვიღაც ფიცხელაურისთვის დაეთმო მხოლოდ იმიტომ, რომ ოცი წლის წინ ვიღაცებმა ასე გადაწყვიტეს.

"ჩემია"

იმეორებდა თავისთვის და მისი მზერა უფრო მუქი და დაუნდობელი ხდებოდა,

"ვერავინ წაიყვანს, ვერც ფიცით და ვერც ძალით. მას მტერს არ ჩავაბარებ."

- ისევ დამყვები?- თქვა დაღლილი, ჩამწყდარი ხმით, ისე რომ ხელები წყლიდან არ ამოუღია. თედო მის უკან გაჩერდა, როგორც აყუდებული კლდე.

- სანამ არ დამელაპარაკები წესიერად, კი,- თაიამ მწარედ ჩაიცინა.

- ნეტა სხვა საქმე მაინც გქონდეს რამე, ასე უქმად რომ არ ხარჯავდე დროს ჩემზე.

- ჩემი საქმე შენ ხარ ახლა, თაია,- მისმა სიტყვებმა თაიას აიძულა, წელში გამართულიყო. ნელა მოტრიალდა მისკენ ურყევი მზერით.

- ეგ აღარ გაიმეორო,- გააფრთხილა ბრაზმორეული ხმით. თედო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

- რატომ? იმიტომ რომ სიმართლეა და გეშინია მისი მოსმენის?

- იმიტომ რომ სისულელეა და უკვე ყელში ამომივიდა შენი სიჯიუტე,- წამოიყვირა მოთმინება დაკარგულმა,- რის მიღწევას ცდილობ უკვე, ვეღარ გავიგე.

- მართლა?- თედომ თვალები დააწვრილა, სახეზე ბრაზისა და ეჭვიანობის ნაზავი აესახა,- მაშინ მითხარი, რა იყო ის, რაც ონისესთან ხდებოდა? დავინახე რომ მასთან იყავი შესული, როდიდან გახდი ასეთი გულთბილი ფცხელაურებთან?

თაიას მზერა მყისიერად გაცივდა.

- ფრთხილად იყავი, თედო. ზღვარს ნუ გადადიხარ.

- არა, შენ მითხარი, რა გჭირს!- თედო უკვე აშკარად აღარ მალავდა გაღიზიანებას,- ორი დღეა ჩუმად ხარ. მე ხმას აღარ მცემ, საკუთარ თავსაც ვეღარ იტან და იმ კაცზე ნერვიულობ, რომელსაც მთელი ცხოვრება მტერს ეძახდი! რამ შეგცვალა ასე ერთ ღამეში?

თაია ნელა წამოდგა. წყალი წვეთ - წვეთად ჩამოდიოდა მისი გაწითლებული თითებიდან და თოვლზე პატარა, მუქ ლაქებს ტოვებდა.

- ზედმეტს ლაპარაკობ,- ჩაილაპარაკა და წასვლა დააპირა, მაგრამ თედომ გზა გადაუღობა.

- მართლა? აბა მითხარი, რატომ გაიქეცი ასე, როცა თქვეს დაიკარგაო? რატომ დარბოდი იმ ქარბუქში სულითხორცამდე გაყინული? რატომ არ გძინავს მას მერე, რაც ის აქ მოიყვანეს?

თაიას სუნთქვა გაუხშირდა, მკერდი მძიმედ აუდ - ჩაუდიოდა.

- საკმარისია, თედო. გაიწიე.

- ონისე გიყვარს თუ რა დაგემართა, თაია?!- ყველაფერს ელოდა თედოსგან, ეჭვიანობას, საყვედურს, მრისხანებასაც კი, მაგრამ ამ კითხვას, ასე პირდაპირ და დაუნდობლად ნასროლს, მისი გონება ვერ იტევდა. თაია გაშეშებული უყურებდა კაცს. იგრძნო, როგორ აეწვა თვალის გუგები. ყინვისგან თუ შინაგანი ქარიშხლისგან, თვალები ჩაუსისხლიანდა და ცრემლებით აევსო, მაგრამ ერთი წვეთიც არ დააგორა, თავმოყვარეობა ახლა მისი ერთადერთი საყრდენი იყო. ყბები ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს რომ კბილების ღრჭიალი ყურებში ჩაესმოდა. მერე ძალიან ნელა, საშიშად მიუახლოვდა. მისი ყოველი ნაბიჯი დაჭიმული სიმს ჰგავდა, რომელიც გაწყვეტის პირასაა.

- კიდევ ერთხელ თქვი ეგ...- მისი ხმა ისეთი დაბალი და მუქარით სავსე იყო რომ თედოს უნებურად მხრები დაეძაბა,- და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.

- მაშინ მითხარი რომ ტყუილია. თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ ეგ კაცი შენთვის ისევ ისეთივე მტერია, როგორც ადრე!

თაია გაირინდა. წყაროს ჩხრიალის გარდა, მთელ ხეობაში აღარაფერი ისმოდა, თუმცა მის შიგნით ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. სიტყვები ყელში გაეჩხირა, თითქოს ყოველი მათგანი ბასრი სამართებელი ყოფილიყო. სურდა ეყვირა, ეთქვა რომ ეს აბსურდია, რომ ფიცხელაურის სიყვარული სიკვდილზე უარესი სასჯელი იქნებოდა, მაგრამ საკუთარმა "მე"-მ ენა დაუბა. თაია გრძნობდა, როგორ ეცლებოდა ძალა. თედო კი იდგა და ელოდა - დაუნდობლად, ჯიუტად, თითქოს მისი დუმილიდან სისხლს წოვდა. თაიას მზერა წყლის ლივლივს მოსწყდა და თედოს გაქვავებულ სახეს მიეყინა. ჰაერი ისე გაიყინა, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებში შუშის ნამსხვრევებად იქცეოდა. მას შეეძლო ეთქვა „არა", შეეძლო დაეფიცა, შეეძლო თედოსთვის სახეში სილა გაეწნა ამ მკაცრი შეურაცხყოფისთვის, მაგრამ სიმართლე, რომელიც მის სხეულში სისხლთან ერთად ჩქეფდა, ყელში მოებჯინა და სუნთქვას უხშობდა.

- ფიცხელაური ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ის მხოლოდ კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც მთამ დაინდო და მე კი... მე უბრალოდ ჩემი ვალი მოვიხადე, როგორც ხევსურმა,- როგორაც ამოიღო ხმა. საკუთარ თავზე გამარჯვება ყველაზე მწარე აღმოჩნდა. მან შეძლო და ის სიმართლე, რომელიც ყელში ბურთად ჰქონდა გაჩხერილი, უკან, სულის სიღრმეში ჩააბრუნა, ზემოდან კი ყინულივით ცივი ტყუილი დააფარა. თითოეული ეს სიტყვა თაიასთვის საკუთარი გულის ღალატს ჰგავდა. მან გაიმარჯვა იმ შინაგან "მე"-ზე, რომელიც წუხელ ონისეს მზერაზე გული უჩქარდებოდა. აჯობა საკუთარ სისუსტეს, აჯობა იმ უცნაურ თრთოლვას, რომელიც მას შემდეგ დასჩემდა, რაც ფიცხელაურის სურნელი იგრძნო, რაც მას წამით სხვანაირად შეხედა. მან არჩია დარჩენილიყო არაბულის ამაყ ქალად, რომლისთვისაც გვარი და ტრადიცია უფრო მაღლა იდგა, ვიდრე აუხსნელი გრძნობა.

თედო უყურებდა და ხედავდა თაიას თვალებში ამ საზარელ სიმტკიცეს. ქალმა თავი ისე ამაყად ასწია, თითქოს ამ ტყუილით საკუთარი სულიც კი დაარწმუნაო. მისი სახე ახლა უემოციო ნიღაბს ჰგავდა, თვალებში ჩამდგარი ცრემლი კი ყინვამ გაუშრო, ისე, რომ ლოყაზე ჩამოგორებაც არ აცალა. წამით გაჩუმდა, მერე კი თედოს თვალებში ისე ღრმად ჩახედა, თითქოს მისი სულის დაფერფვლა სურდა.

- მაგრამ იცი, რა არის ყველაზე საშინელი?- გააგრძელა მან და ხმაში ზიზღის ნოტები გაერია,- მას მერე, რაც შენ იკადრე, შენც აღარაფერს ნიშნავ ჩემთვის. არც მეგობრად გთვლი, არც მეზობლად და აღარც კაცად. შენმა ეჭვიანობამ ყველაფერი ისე გასვარა, რომ შენს დანახვაზე მხოლოდ გულისრევას ვგრძნობ. შენს სიტყვებსაც და შენს არსებობასაც ჩემს თვალში ფასი დაეკარგა.

თედო გაფითრდა. ასეთ დარტყმას არ ელოდა. ეგონა სიმართლის მხილებით თაიას დაიმორჩილებდა, მაგრამ პირიქით მოხდა, მან საკუთარი ხელით გაწირა ის მცირედი ნდობაც, რაც მათ შორის არსებობდა.

- თაია, მე მხოლოდ იმიტომ...- დაიწყო თედომ ენის ბორძიკით.

- აღარაფერი თქვა!- გადაუჭრა ქალმა მკაცრად,- შენთვის ეს თემა სამუდამოდ დამთავრებულია.

თაიამ სათლებს ხელი დასტაცა, თედოს მხარი ისე უხეშად გაჰკრა, თითქოს უსულო საგანს ეხებოდა და სწრაფი ნაბიჯით გაუჩინარდა კოშკების სიბნელეში. თედო დარჩა წყაროსთან, სრულიად მარტო და მხოლოდ ახლა მიხვდა რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობდა. მან დაკარგა თაია, თაიამ კი დაკარგა ის უკანასკნელი სიმშვიდე, რომელსაც ასე თავგამოდებით უფრთხილდებოდა.

* * *

დეკემბერი მართლაც დაუნდობელი აღმოჩნდა. ხეობა თეთრ, ყრუ დუმილს მოეცვა, რომელსაც მხოლოდ დროდადრო ქარის ყმუილი თუ არღვევდა. შატილის კოშკები გოლიათებივით ატუზულიყვნენ ყინვაში, მათი სარკმლებიდან კი კვამლის წვრილი ზოლები ცისკენ უიმედოდ მიიზლაზნებოდა. ხალხი შინ ჩაიკეტა. გარეთ გამოსვლა მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას თუ გაბედავდა ვინმე, რადგან ჰაერი ისეთი გამჭვირვალე და ბასრი იყო, თითქოს ყოველი ჩასუნთქვა ფილტვებს სერავდა.

თაია, რომელიც ადრე ყოველთვის მოძრაობაში იყო და სიცივესაც არაფრად აგდებდა, ახლა უმეტეს დროს გულნარას გვერდით, კერასთან ატარებდა. თითქოს შინაგანი ქარიშხლისგან თავშესაფარს ეძებდა ამ მყუდროებაში. ის იჯდა, მატყლს ართავდა ან უბრალოდ ცეცხლს მიშტერებოდა, მაგრამ მისი ფიქრები შორს იყო იმ თბილი ოთახიდან. გულნარა ჩუმად აკვირდებოდა შვილს. ხედავდა, როგორ ჩაქრა თაიას თვალებში ის ნაპერწკალი, რომელიც მუდამ ჰქონდა. ხედავდა მის გაფითრებულ სახეს და იმ მძიმე დუმილს, რომელიც თაიას გარშემო კედელივით აღმართულიყო.

- თაია, შვილო,- ხმადაბლა დაუძახა ერთ საღამოს გულნარამ, თან შეშა შეუკეთა ცეცხლს,- ხელები სულ გაგყინვია, არადა კერასთან ზიხარ. რაზე დარდობ ასე გამეტებით? თედოზე?

- არ მინდა მაგაზე ლაპარკი ახლა,- გააქნია თავი და მატყლი გვერდით გადააგდო, არ იყო მისი საქმე, არ იცოდა და არც გამოსდიოდა.

- რატო დედი? უყვარხარ, რა ქნას მეტი ბიჭმა?- შეაპარა ქალმა.

- სიყვარული ყველაფრის უფლებას არ აძლევს ადამიანს, გულნარა,- თაიამ ხმაში სიმკაცრე გამოურია.

გულნარამ მძიმედ ამოისუნთქა და აკანკალებულ თითებს თავისი თბილი ხელები დააფარა.

- ეჭვიანობა შიშისგან მოდის, შვილო. თედო ხედავს რომ შენი გული მისთვის ჩაკეტილია. ეშინია რომ შეიძლება ახლოს არასდროს მოუშვა,- თაია უცებ გაირინდა. ამ სიტყვებმა ისევ ის ამოუცნობი ტკივილი გაუღვიძა, რომელიც ონისეს წასვლის შემდეგ მკერდში ჩაეღვარა.

- სხვა არავინ არსებობს,- თქვა ჩურჩულით, თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდაო,- უბრალოდ არ მინდა ვინმეს ეკუთვნოდეს ჩემი ცხოვრება. არ მინდა რომ ვიღაც მითითებდეს ვის უნდა ვუცინო და ვინ უნდა მძულდეს.

- მთა თავისას არავის უთმობს, თაია,- გულნარას ხმა ახლა საზარლად მშვიდი იყო,- ჩვენ აქ ყველანი ვიღაცას ან რაღაცას ვეკუთვნით. გვარს, ფიცს, მიწას... შენ გგონია, შენი ნებაა ყველაფერი? ხანდახან ბედისწერა ისე შეგბოჭავს რომ გაფართხალებასაც ვერ მოასწრებ.

თაიამ ხელები გამოსტაცა. გულნარას სიტყვებში ისევ ის ავბედითი მინიშნება იგრძნო, რაც თედოსგანაც მოისმინა.

- მისი ეჭვიანობა სიყვარული კი არა, უნდობლობაა, რომელიც სულს მიხუთავს,- გულნარამ მძიმედ ამოისუნთქა და გოგონას აკანკალებულ თითებს თავისი თბილი ხელები დააფარა.

- რამის თქმას ცდილობ?- წამოიწია არაბული,- არ მომწონს ამ ბოლო დროს მინიშნებებით რომ მელაპარაკები. თუ რამის თქმა გინდა - მითხარი პირდაპირ, რა საჭიროა შემოვლა?

- არაფრის თქმას არ ვცდილობ,- გადაუჭრა უცებ,- უბრალოდ გელაპარაკები, ვცდილობ დაგანახო ყველაფერი.

- რა უნდა დამანახო,- წამოდგა გაბრაზებული,- ამდენი ხანია ჩემ წინ ტრიალებს და ამდენი წელი თუ არაფერი მიგრძვნია მის მიმართ, დარწმუნებული იყავი რომ არც ამის შემდეგ იქნება რამე.

- რა ჯიუტი ხარ,- გაბრაზდა ქალი.

- ჯიუტი ვარ ზუსტადაც,- მიაგდო მატყლი იატაკზე,- ცხრაჯერ ნუ მიმეორებ ერთი და იგივეს. მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს და მომავალსაც.

გავარდა სახლიდან უკან მოუხედავად. ნერვები ეშლებოდა უკვე ყველაფერზე, განსაკუთრებით იმაზე რომ ასე ძალიან აწვებოდა გულნარა ეს ბოლო თვეები. გაბრაზებული ადგამდა ფეხს თოვლში, სადღაც აქა - იქ ყინულებიც იმსხვრეოდა, ეთუნას სახლს მიადგა, ნელა დააკაკუნა, კარი ირმამ გააღო. ღიმილი აიკრა უცებ სახეზე.

- ეთუნა სახლშია?

- სახლშია შვილო,- ფართოდ გააღო კარი ირმამ და შიგნით შეატარა. დატოვა დათოვლილი ფეხსაცმელები იქვე და შიგნით შევიდა.

- გამარჯობა ილოშა ძია,- გაუღიმა კაცს, რომელიც ტელევიზორს მისჩერებოდა.

- გამარჯობა თაია, რამ შეგაწუხა ამ ღამეს?- წამოიწია კაცი,- ხომ მშვიდობაა? გულნარა ხომ კარგადაა?

- კი, კი,- დაუქნია თავი,- ათუნასთან მოვედი უბრალოდ.

- ოთახშია, მიდი გაიქეცი,- გაეღიმა თაიას, ძალიან უყვარდა ათუნას მშობლები, ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, არც ირმას და არც ილოშას არ გაურჩევიათ საკუთარი შვილისგან. ნელა აუყვა კიბეებს. ოთახის კარზე ჯერ დააკაკუნა, მერე ნელა შეაღო. ბნელოდა შიგნით, გაუკვირდა თაიას, ზოგადად გვიან იძინებს ხოლმე ეთუნა.

- ეთუნა?- წამოიძახა და შუქი აანთო,- აქ ხარ?

- აქ ვარ,- გაისმა აბაზანიდან გოგოს ხმა და ოთახში შემოვიდა,- რამ მოგიყვანა ასეთ დროს?

- გულნარამ მომიშალა ნერვები,- ბუზღუნით ჩამოჯდა საწოლზე,- სადმე იყავი?

წარბები შეკრა, როცა იქვე კარადის გვერდით მიყრილ ბოტებს მოჰკრა თვალი.

- არსად,- იუარა უცებ ეთუნამ და პირსახოცი საწოლზე ისროლა,- ძველია, დამავიწყდა ჩატანა.

- ძველი?- ეჭვნარევი სახით ჰადახედა,- მატყუებ.

- თაია...

- კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი, მაგრამ ნუ მატყუებ მაინც,- აიჩეჩა მხრები და კედელს მიეყუდა,- ნეტავ მაცოდინა ვისთან დადიხარ ხოლმე.

- გეტყვი,- გაეღიმა ეთუნას, თუმცა ის ღიმილი უფრო სევდას ჰგავდა,- ოღონდ დამპირდი რომ თავს არ გაიგიჟებ. ისედაც ვაპირებდი თქმას უკვე.

თაიამ თვალები მოჭუტა, თითქოს ცდილობდა მეგობრის სახეზე დაწერილი საიდუმლო ამოეკითხა.

- ეთუნა...

- ჯერ მომისმინე ბოლომდე,- შეაწყვეტინა გოგომ. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. გარეთ ქარი გამეტებით აწყდებოდა კოშკის ცივ კედლებს, კერაში კი ცეცხლი ჩუმად, თითქმის შეუმჩნევლად ტკაცუნებდა. ეთუნა ნელა ჩამოჯდა საწოლის კიდეზე და ათრთოლებული თითები ერთმანეთში გადააჭდო. ეტყობოდა რომ ყოველი მომდევნო სიტყვის წარმოთქმა დიდ ფასად უჯდებოდა. თაიას უცნაური, უსიამოვნო წინათგრძნობა დაეუფლა.

- დიდი ხნის წინ დაიწყო...- თქვა ეთუნამ ისე ხმადაბლა რომ თაიამ სუნთქვა შეიკავა,- ალბათ წელიწადი იქნება. არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, არავინ იცის. შენ გეუბნები პირველად.

- ვინ არის?- ეთუნამ ახედა. მის თვალებში იმდენი შიში და ამავდროულად სიმტკიცე იკითხებოდა რომ თაიას სუნთქვა შეეკრა. ეთუნას თქმა გაუჭირდა, თითქოს ყელში რაღაც ეჩხირებოდა.

- მოსე ფიცხელაური. ონისეს ძმა,- თაია უცებ გასწორდა, თითქოს დენმა დაარტყაო.

- მოსე ფიცხელაური?- გაიმეორა თავადაც, თითქოს არ იჯერებდა საკუთარი ყურით გაგონილს. ეთუნამ თავი ოდნავ დაუქნია. თაიას თითქოს ჰაერი აღარ ეყო, ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა. აქეთ - იქით დადიოდა, თავს აწევდა რაღაცის სათქმელად, მერე ისევ გაჩუმდებოდა. უყურებდა მეგობარს, საწყლად მიყუჟულს კედელთან და სიტყვებს ვერ პოულობდა, ანდაც რა უნდა ეთქვა? ფიცხელაურების ლექსიკონში დადებითი სიტყვები არ მოეძებნებოდა. ოთახი თითქოს ვიწრო გახდა მისი ბრაზისთვის.

- ათუნა, რას ამბობ საერთოდ?- ხმაში უფრო გაოცება ჰქონდა, ვიდრე ბრაზი. ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს. არ უნდოდა მეგობრის წყენინება, თუმცა რთული იყო მისთვის ამ ფაქტის გააზრებაც,- შენ... შენ და ფიცხელაური? ერთად?

ოთახში რამდენიმე ნაბიჯი ნერვიულად გაიარა, ხელებს ერთმანეთზე ისრესდა.

- ღმერთო...- ჩაილაპარაკა თავისთვის,- ვერასდროს წარმოვიდგენდი. ყველაფერს ველოდი და ამას არა.

ეთუნა ჩუმად იჯდა, თავჩაქინდრული. სახე ისე გაფითრებოდა, კედლის ფერს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

- ვიცოდი რომ ასე შეხვდებოდი,- თქვა ძლივს გასაგონად. თაიამ სწორედ მაშინ შეხედა კარგად. დაინახა, როგორ უკანკალებდა მეგობარს ხელები, როგორ დაეძაბა მხრები და როგორ ელოდა მისგან ყველაზე ცუდს, განკითხვას, ზურგის შექცევას ან ყვირილს. თაიას ბრაზი, რომელიც წამის წინ აწვებოდა, უცებ გაუნელდა და მის ადგილას რაღაც მძიმე სინანული დადგა. მძიმედ ამოისუნთქა და თვალები დახუჭა წამით რომ აზრები დაელაგებინა.

- არა...- ჩაილაპარაკა უფრო თავისთვის,- მაცადე რომ გადავხარშო.

ხელის აწევით გააჩერა.

- ვიცი რომ ვერ იტან მაგათ,- წამოიწია ეთუნაც,- მაგრამ ასე გამოვიდა. ვერ შევძელი...

- უყვარხარ?- მიახალა სახეში კითხვა.

- ხელის თხოვნა უნდა, მაგრამ ჯერ ვერ ბედავს... ვერც მე ვერავის ვერ ვეუბნები,- ამოიოხრა ეთუნამ.

- წაემოუდგენელი სიგიჟეა, არც ირმამ არ იცის?

- პირველი ხარ ვინც გაიგო...

- მე რომ არ მეკითხა არ უნდა გეთქვა?- წარბები დაქაჩა თაიამ,- როდემდე აპირებთ ამის დამალვას?

- ონისესთან გვინდოდა საუბარი, იქნებ რამე რჩევა მოეცა.

- მაგან რა რჩევა უნდა მოგცეს?- შუბლი დაიზილა თითებით,- ანდაც მაგას რას ეკითხებით.

- სხვა არავინ იცის, თაია. რა ვქნა, ვის ვკითხო. ეგენი უნდა მოვიდნენ ხელის სათხოვნელად და ონისემ უკეთ იცის.

- კარგი ხო,- აღარ მიაწვა არაბული.

- გაბრაზდი?- თაია ცოტა ხანს ჩუმად იყო, მზერა კერაში მოცეკვავე ალზე გადაიტანა. მერე მის გვერდით ჩამოჯდა.

- არ ვიცი რას ვგრძნობ,- სიმართლე თქვა ბოლოს,- უბრალოდ... უცნაურია.

ეთუნა ჩუმად უსმენდა.

- მე თვითონაც ვერ გავიგე როდის მოხდა,- თქვა მერე ეთუნამ ხმადაბლა,- თავიდან უბრალოდ ვლაპარაკობდით. მოსესთან მშვიდად ვარ თაია... არ მიწევს თავის დაცვა. არ მიყურებს ისე, თითქოს რაღაც უნდა დავუმტკიცო. არ მიყურებს ისე როგორც მტერი...

თაიამ უნებურად ჩაიცინა.

- ესე იგი, ფიცხელაურებში ყველაზე ნორმალური ეგ აღმოჩნდა?- ეთუნას გაეცინა.

- როგორც ჩანს,- რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. გარეთ ქარი ისევ ყმუოდა, მაგრამ კოშკში კერის სითბო და ეს ჩუმი საუბარი ყველაფერს აშორებდა. თაიამ თავი კედელს მიაყრდნო.

- და ონისე რა შუაშია საერთოდ? მაგას რა რჩევა უნდა ვკითხოთ...

- არ მინდა ვინმემ გაიგოს ჯერ,- აუხსნა ეთუნამ,- ჯერ ჩვენ თვითინ არ ვართ ჩამოყალიბებულები, მოსეს ონისესთან უნდოდა ლაპარაკი. ამბობს, ეგ მაინც მიხვდება, როგორ ჯობია მოვიქცეთო.

თაიამ შუბლი თითებით დაიზილა.

- ონისე ბოლო დროს ყველას მრჩეველი გახდა თუ რა ხდება...- ეთუნას ტუჩზე ღიმილი გაეპარა.

- სინამდვილეში შენ გაღიზიანებს ონისე, თორემ მე რომ ველაპარაკები იცი რა საყვარელი და თბილია,- თაიამ მაშინვე გადახედა მტრული მზერით.

- მოკლედ ამ ფიცხელაურებს ჯერ არ წაუყვანიხარ და უკვე გადაგიბირეს, ხო?- წარბი ასწია,- ნუ დაიწყე ახლა შენც.

- არაფერს დამიწყია, შენ ვერ ხედავდი, თორემ ჩვენ ერთმანეთთან კარგად ვართ,- მშვიდად თქვა ეთუნამ. თაიამ მზერა ისევ კერისკენ გადაიტანა. უცნაური იყო. რამდენჯერაც უნდოდა საკუთარ თავთან მაინც ეთქვა რომ ონისე ისევ ისეთი იყო, აუტანელი, მშვიდი, ზედმეტად თავდაჯერებული ფიცხელაური, იმდენჯერ ახსენებდა ვიღაც მაინც რომ რეალობა სულ სხვა იყო.

„რამდენიც არ უნდა სცადო, მაინც ვერ შემიძულებ ისე, როგორც გინდა."

გაახსენდა და გული ისევ უცნაურად შეეკუმშა.

- თაია?- ფრთხილად დაუძახა ეთუნამ.

- ჰო?

- მართლა არ ხარ გაბრაზებული?- თაიამ თავი ნელა გააქნია.

- შენზე არა.

- აბა?

- მგონი საკუთარ თავზე უფრო,- ამოიოხრა თაიამ.

- კარგად იქნები?- შეშინებულმა ამოხედა ზემოდან,- მე არ მინდა რომ....

- არა ეთუნა,- გააწყვეტინა სიტყვა და მხრებში ჩაავლო ხელი,- ასე არ იფიქრო, მე არაფერ შუაში ვარ. თქვენ თუ ერთმანეთი გიყვართ, ეს ძალიან კარგია. მიხარია თქვენ გამო, ჩემი და ონისეს ომი ჩვენ გვეხება, თქვენ ურთიერთობას ეგ საერთოდ არ შეეხება.

- დარწმუნებული ხარ?

- ეთუნა, ახლა გავბრაზდები,- ტონი შეიცვალა არაბულმა,- იმაზე ვბრაზდები რომ იფიქრე ამ მტრობის გამო შენი ბედნიერება არ გამიხარდებოდა.

- უბრალოდ... იმდენი რამე ხდება თქვენს შორის რომ...- თაიამ მეგობარს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა მხრებზე, თითქოს სურდა საკუთარი სიმტკიცე პირდაპირ მასში გადაეღვარა.

- ნუ მაგიჟებ გოგო, ჩემი ცხოვრებით ცხოვრობ? შენი სიყვარული შენი მომავალია, დამივიწყე მე ცოტახანი,- ჩაეცინა თაიას,- და თუ დაგავიწყდა ქალბატონო გეტყვი რომ თუ ვინმე მართლა მიყვარს, მის ბედნიერებას ყველანაირ ზიზღზე და უბედურებაზე მაღლა დავაყენებ.

ეთუნას თვალები უწყლიანდება, დაძაბულობამ ერთიანად იმატა და მერე შვებასავით გადაუარა.

- ღმერთო...- გაეცინა ჩუმად, ცრემლებს შორის,- უნდა ვთქვა რომ შენთვის თქმის უფრო მეშნოდა, ვიდრე ჩემების. მეშინოდა, საერთოდ აღარ დამელაპარაკებოდი. მეგონა, ძალიან ვიჩხუბებდით.

- გთხოვ აღარ გამამეორებინო ახლა ყველაფერი თავიდან,- ამოიოხრა თაიამ,- ეგეთი სულელი ნუ ხარ.

ჩაიბურტყუნა თაიამ, მაგრამ ხმაში სიმკაცრის ნატამალიც აღარ ჰქონდა. რამდენიმე წამს ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ, სანამ ეთუნა მეგობრის გვერდით არ მიიწია და თავი მხარზე არ დაადო, როგორც ბავშვობაში, როცა ერთად ემალებოდნენ ხოლმე ყველას. როცა გულნარა ან ირმა ბრაზობდა, ერთად გარბოდნენ, ან ერთის თავლაში იმალებოდნენ, ან მეორის.

- მარტო არ ხარ,- თქვა ეთუნამ თითქმის ჩურჩულით. თაიას ოდნავ გაეღიმა, მზერა კი კერაში მოცეკვავე ალს გაუშტერა,- არ გინდა დავწვეთ?

- დავრჩე დღეს შენთან?

- აბა ამ ამბის მერე არსად გაგიშვებ,- ჩაეცინა ეთუნას, პიჟამოები მიაწოდა და საწოლში ჩაწვნენ.

- რაღაცნაირად წარმოუდგენელია,- ამოიჩურჩულა არაბულმა სიბნელეში,- შენ და მოსე...

- იქნებ შენ და ონისეს გეშველოთ,- გაეცინა ეთუნას,- ხშირად მოგიწევთ აწი შეხვედრა.

- ღმერთო,- ამოიტირა და მერე გაეცინა,- ჩემს სატანჯველად მოავლინა ღმერთმა ფიცხელაური.

- თუ დაგავიწყდა შეგახსენებ რომ შენზე დიდია.

- ჭირსაც წაუღია,- გადაბრუნდა გვერდით,- ნუ მეუბნები მაგას, თორემ ერთხელაც მართლა სიმწრისგან ვიტირებ.

- შენ ტირილიც შეგიძლია?- ეთუნამ განგებ გაიკვირვა.

- გაჩუმდი, თორემ გადავიფიქრებ ყველაფერს და ისევ ჩემს აუტანელ ხასიათს დაგიბრუნებ!- ორივეს ერთიანად გაეცინათ. გარეთ ისევ ქარი დაძრწოდა შატილის კოშკებს შორის, კლდეებს ხარბად ეხეთქებოდა და თოვლის მტვერს ცაში ფანტავდა, მაგრამ შიგნით, მოგიზგიზე კერის წინ, პირველად დიდი ხნის შემდეგ იგრძნობა სიმშვიდე. ეთუნამ ცოტა ხნის შემდეგ თავი ასწია და ისევ ამოხედა თაიას.

- მოსეს რა ვუთხრა?- თაიამ თვალები მოჭუტა, სახეზე ისევ ის ნაცნობი, ამაყი არაბულის გამომეტყველება დაუბრუნდა.

- უთხარი რომ ჯერ კიდევ არ მომწონს. შენს ქმრობას და ჩემს სიძედ ყოფნას დამსახურება უნდა.

- თაია...

- ისიც უთხარი რომ თუ ოდესმე გულს გატკენს ან ერთ ცრემლს მაინც მოგადენს, უკანასკნელი ვიქნები, ვისაც დაინახავს,- თაიას მოეხვია და მადლიერებით ამოისუნთქა.

- ახლა მართლა დაგემსგავსე ისევ საკუთარ თავს,- იმ ღამეს შატილმა ისევ თეთრი სუდარა გადაიფარა. უჩუმრად, მძიმედ ბარდნიდა ფიფქები ერთმანეთს ებმოდნენ და დილისთვის მუხლებამდე თოვლი დადო. კოშკების კარები ჩაიქოლა, ბილიკები გაქრა და სოფელი სამყაროს მოწყდა. ამ თეთრ დუმილში მხოლოდ კერების გუგუნი ისმოდა.

* * *

მეორე დილით თაიამ თვალი გვიან გაახილა. ოთახში მზის მკრთალი შუქი აღწევდა, რომელიც თოვლისგან არეკლილი კიდევ უფრო აფერმკრთალებდა გარემოს. საწოლი ცარიელი იყო, როგორც ჩანს ეთუნა ადრე ამდგარიყო. წამოდგა გაჭირვებით, თვალები სტკიოდა ძილისგან. გაწეწილი თმა ჩამოივარცხნა და დაბლა ჩავიდა, კერასთან უკვე ფუსფუსებდა ირმა, ეთუნაც იქვე იყო, ეხმარებოდა დედამისს მაგიდის გაშლაში.

- გაუღვიძია ძილისგუდას,- გაისმა ირმას ხმა,- როგორ გეძინა?

- დალეწილი ვარ,- ამოიოხრა თაიამ და ეთუნას მოწოდებული ჩაი მოსვა,- ვეღარ გავიგე როგორ მეძინა. უნდა წავიდე...

- ჯერ ისაუზმე და მერე,- გააჩერა ირმამ,- დედაშენს გუშინ ველაპარაკე, იცის აქ რომ ხარ.

- ვიცი რომ იცის,- გააქნია თავი,- სად წავიდოდი მეტი.

- ისევ იჩხუბეთ?- წარბები შეკრა ირმამ.

- უფრო ვიკამათეთ, ხომ იცი ხანდახან როგორ იცის ხოლმე რაღაცის აკვიატება და ნერვები მომეშალა.

- თედოზე?- იკითხა ეთუნამ.

- რა ხდება თედოზე?- გაიკვირვა ირმამ.

- იცის რომ მოვწონვარ და ვერ ეგუება რომ მე არ მინდა მასთან ყოფნა,- ჩამოჯდა მაგიდასთან,- უყვარხარ და რა გინდა მეტიო.

საუზმე მშვიდად გაგრძელდა. ირმას გამომცხვარი თბილი პურის სურნელი და კერიდან მომავალი სითბო ოთახში მყუდროებას ჰქმნიდა, თუმცა თაიას გული მაინც გარეთ, ნამქერისკენ მიუწევდა.

- თედო კარგი ბიჭია,- თქვა ირმამ და თაიას ერბო გადმოუღო,- მაგრამ თავს ძალით ვერავის შეაყვარებ. გულნარას კიდევ რა გამოულევს სადარდებელს, შატილში ყველა დედა ეგრეა, უნდათ შვილები დაბინავებულები და დაპატრონებულები ეგულებოდეთ.

- ჰოდა ეგ პატრონობაა, რაც მე მგუდავს,- ჩაილაპარაკა თაიამ და ეთუნას გადახედა,- კარგი, დაივიწყეთ, დილიდან ხასიათი არ მინდა გაგიფუჭოთ.

გაეღიმა არაბულს. წამოდგა ფეხზე ცოტახანში და მოიცვა მოსაცმელი.

- უკვე მიდიხარ?- ჰკითხა ეთუნამ და თვალი გააყოლა მეგობარს.

- სანამ გულნარას წნევა ორასზე აუვარდება, ჯობია წავიდე,- თქვა თაიამ და კარისკენ გადადგა ნაბიჯი. ირმას ჩაეცინა.

- წადი, წადი,- კართან მისულს ეთუნა უკან გაჰყვა. გარეთ ყინვა მაშინვე სახეში ეცა ორივეს. ეზოში თოვლი მართლაც მუხლებამდე იდო, სახურავებიდან კი ნელა, ზანტად ცვიოდა გაყინული ფიფქები. ეთუნა ცოტა ხანს ჩუმად იდგა, მხრებში მოხრილი. მერე ფრთხილად, თითქმის ჩურჩულით უთხრა.

- დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, ხო?- თაიას თვალწინ მოსეს სახე დაუდგა, მერე ონისეს მშვიდი, გამომწვევი მზერა და მთელი ის ორომტრიალი, რაც წინა ღამით თქვეს.

- ჰო,- ნელა დაუქნია თავი,- წავედი, ჭკვიანად.

ნელა დაუყვა უკვე გაკვალულ ბილიკებს. ციოდა, თუმცა მომენტებში მზეც ათბობდა. სახლს მიადგა, შეაღო ჭიშკარი. შორიდან ტედოსაც მოჰკრა თვალი, წყაროდან ამოდიოდა, თუმცა სიტყვა არ უთქვამს, გაბრუნდა და სახლში შეაბიჯა. გულნარა სამზარეულოში იდგა, რაღაცას ამზადებდა.

- სად დადიხარ ქალბატონო ერთი?- წარბები შეკრა ქალმა.

- ირმასთან ვიყავი,- მხრები აიჩეჩა,- ვიცი რომ ელაპარაკე.

- მერე რა, ხომ უნდა დაიბარო მაინც?

- რომ არ დაგეწყო ის ლაპარაკი, არც წავიდოდი,- გაიძრო ფეხსაცმელები,- არ მინდა უხეშად გელაპარაკო ხოლმე და რატომ მაჩხუბებ? ერთხელ რომ ვთქვი, მერე ცხრაჯერ გამეორებით გადავიფიქრებ თუ რა?

- თაია...

- არ მინდა რა დედა, მე თვითონ მივხედავ თავს, არ მჭირდება " პატრონი",- ამოიოხრა და ოთახისკენ დაიძრა.

* * *

გაზაფხული იდგა მაშინ ხევსურეთში. ისეთი, მხოლოდ მთამ რომ იცის, მკვეთრი, სუფთა და მფეთქავი სიცოცხლით სავსე. შატილის თავზე ცა უსასრულოდ ლურჯ ოკეანედ გადაშლილიყო, მზე კი ხეობას თბილი, ოქროსფერი ხელებით ეფერებოდა. არც წვავდა და არც ახუთებდა, თითქოს თვითონაც უფრთხილდებოდა ამ მყიფე სიმშვიდეს. მწვერვალებიდან დაშვებული ნიავი მაღალ ბალახს ზურმუხტისფერ ტალღებად არხევდა და ჰაერში მთის ყვავილების ნატიფ, გამაბრუებელ სურნელს აფრქვევდა. მდელოებს ისეთი სიმწვანე გადაჰკვროდა, თვალს მოგჭრიდა. აქა - იქ გაბნეული წითელი ყაყაჩოები და ლურჯი ზარები ისე კაშკაშებდნენ, თითქოს ვიღაცას მთებისთვის ფერადი საღებავები პირდაპირ გულიდან გადაესხას. შორს, კლდეების ძირში, მდინარე ვერცხლის ვიწრო ზოლად ელავდა და მზის სხივებს ათას ნამცეცად ფანტავდა.

თაია ცხენზე ამხედრებული მიქროდა ვიწრო ბილიკზე. მისი შავი მერანი მსუბუქად, თითქმის მიწაზე შეუხებლად მიარღვევდა ბალახს, ფლოქვების რიტმული თქაფათქუფი კი ზაფხულის მდუმარებაში მუსიკასავით ისმოდა. ქარს თაიას თმა უკან გადაეგდო და შავი ნიაღვარივით მიჰყვებოდა, მზეს ლოყები აეწითლებინა, თვალებში კი ის თავისუფალი, უდარდელი ელვარება ედგა, რომელიც მხოლოდ მაშინ ეღვიძებოდა, როცა მთასთან პირისპირ რჩებოდა. მხარზე ორლულიანი გადაეგდო. უნაგირზე ოდნავ გადაწოლილი, თითების ნაზი მოძრაობით მართავდა ცხენს. ხან ნაცად ბილიკს მიჰყვებოდა, ხანაც განგებ გადაუხვევდა და მაღალ ბალახში, როგორც მწვანე ზღვაში, ისე გაუჩინარდებოდა. როცა ცხენმა პატარა აღმართი ერთი ამოსუნთქვით აირბინა, თაიას ბაგეებს უნებური, ბედნიერი სიცილი მოსწყდა.

იმ წუთებში შატილი თავისი ციხე - კოშკებით, ადამიანები თავისი მუდმივი ჩხუბითა და დაუწერელი, მძიმე წესებით ძალიან შორს, სხვა სამყაროში რჩებოდა. აქ მხოლოდ მთა იყო, გამჭვირვალე ჰაერი და ის ველური თავისუფლება, რომელსაც თაია ყველაზე მეტად უფრთხილდებოდა. მზერა უცებ ტყისკენ გაექცა. მუქად ჩაბნელებული, მრავალსაუკუნოვანი ფიჭვები მდელოს კიდეზე მედიდურად იწყებოდნენ, იქ, სადაც მზის სხივები სიმჭიდროვის გამო ვეღარ აღწევდნენ და ჰაერიც უცებ გრილი, იდუმალი ხდებოდა. თაიას ტუჩის კუთხეში ეშმაკურმა ღიმილმა გაჰკრა. წამიერი ყოყმანის გარეშე, ლაგამი ოდნავ მოქაჩა და ცხენი ტყისკენ, ჩრდილებისკენ მიაბრუნა. ტყის პირიდან ნესტის, ფიჭვის წიწვისა და ხავსის მძაფრი, გრილი სუნი ამოვარდა. თაია ამ იდუმალებაში შევიდა, სადაც ყოველი გატოკება ახალ საიდუმლოს ჰპირდებოდა.

ტყეში შესვლისთანავე სამყარომ ფერი იცვალა. მზის მცხუნვარე სიმხურვალე ფიჭვების მკვრივმა ჩრდილმა ჩაახშო, ჰაერი დამძიმდა და ნესტიანი მიწის სუნით გაიჟღენთა. ირგვლივ მხოლოდ ფოთლების მისტიკური შრიალი და სადღაც, ტყის სიღრმეში, ჩიტების მონოტონური ძახილი ისმოდა. ცხენმა თავისით დაუკლო ნაბიჯს, თითქოს ისიც გრძნობდა, რომ ამ მწვანე ტაძარში ზედმეტი ხმაური მკრეხელობა იყო. თაიამ ლაგამი მსუბუქად მოქაჩა და უნაგირიდან ჰაეროვნად ჩამოხტა. მერანი ხეზე მიაბა, მხარზე ორლულიანი უკეთ მოირგო და ტყის სიღრმეში ფეხით შეაბიჯა. მიწაზე თითქმის უხმოდ გადაადგილდებოდა, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი ინსტინქტი იყო. ფეხს ისეთი სიფრთხილით ადგამდა, თითქოს თავად ყოფილიყო ტყის ნაწილი: არცერთ მშრალ ტოტს არ გაატკაცუნებდა, მაღალ ბალახსაც კი გვერდს უვლიდა რომ ზედმეტი შრიალით არ დაერღვია გარემოს სიმშვიდე.

მისი მზერა გამუდმებით მოძრაობდა, ბასრი და დაკვირვებული. ხან ბუჩქების ჩრდილებს სერავდა, ხან მაღლა, გადახლართულ ტოტებს შორის ეძებდა რაღაცას. უცებ, თითქოს გაქვავდაო, ერთ ადგილას გაშეშდა. ფოთლებში რაღაც აშრიალდა. თაიამ სუნთქვა შეიგუბა. ნელი, თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით ჩამოიღო თოფი მხრიდან. ბუჩქებიდან ფრთხილად გამოძვრა პატარა კურდღელი. ჯერ ყურები ცქვიტა, აქეთ - იქით მიმოიხედა და მერე ბალახში გაირინდა. თაიამ თვალები ოდნავ მოჭუტა, მიზანში ამოიღო და თითი სასხლეტს ნელა, ნაზად მიაჭირა.

სწორედ იმ წამს, ტყის მყუდროება ცხენის ფლოქვების გამაყრუებელმა თქარუნმა დააფრთხო. მოულოდნელი და აგრესიული ხმაური შურდულივით მოიჭრა ხეებს შორის. კურდღელმა წამითაც არ დააყოვნა, ერთი ნახტომით გაუჩინარდა ბუჩქებში და თაიას ნადავლიც ხელიდან გაუსხლტა.

- ჯანდაბა...- გამოსცრა კბილებში და გაღიზიანებულმა დაუშვა თოფი.

ბრაზითა და ინტერესით შებრუნდა ხმაურისკენ. ხეებს შორის შავი ცხენის სილუეტი გამოჩნდა, რომელიც თავზეხელაღებული სისწრაფით მოქროდა. მხედარი უნაგირზე ისეთი თავდაჯერებით იჯდა რომ მისი ცნობა შორიდანაც არ იყო ძნელი. თაიას მზერა კიდევ უფრო დაუწვრილდა, სახეზე კი უკმაყოფილება გადაეფინა. იარაღი ისევ მოიმარჯვა. შავი ცხენი ხეებს შორის ნელა გამოვიდა და რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა. ონისე ფიცხელაური მშვიდად იჯდა უნაგირზე, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა მისკენ მიშვერილ ლულას. მზის სხივები ფიჭვების ტოტებიდან ნაწილ - ნაწილ ეცემოდა სახეზე, თვალებში კი ის აუტანელი სიმშვიდე ედგა, რომელიც თაიას ყოველთვის ნერვებს უშლიდა სიმშვიდე, რომელიც ნებისმიერ ყვირილზე უფრო ხმამაღალი იყო.

ქალს იარაღი არ დაუშვია. ახლა ორლულიანი პირდაპირ ონისეს მკერდისკენ ჰქონდა მიმართული.

- კიდევ ერთი ნაბიჯი და გეფიცები, კურდღლის ნაცვლად შენ მოგხვდება,- ცივად თქვა თაიამ, ხმაში კი სიმკაცრეზე მეტად გაღიზიანება ერია. ონისეს ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა, ისეთი მზერა ესროლა, თითქოს მის წინ არა შეიარაღებული ქალი, არამედ გაბრაზებული ბავშვი მდგარიყო.

- ეგრე ხვდები სტუმრებს?- იკითხა აუღელვებლად.

- აქ რა დაგრჩენია?- წარბები შეკრა თაიამ,- უკან დამყვები?

- რა ამბიციებია,- გაეცინა ონისეს,- დაუშვი ახლა ეგ იარაღი, ვაი და გაგივარდეს...

თაიას თვალები მაშინვე დაუბნელდა.

- თუ ჩემი ხელიდან იარაღი გავარდა, დარწმუნებული იყავი რომ სასხლეტს თითი დარწმუნებით გამოვკარი.

- ეგ კი მჯერა,- ნელა დაუქნია თავი კაცმა,- საშიში ქალი ხარ.

- ჰოდა, ძალიან ნუ ენდობი საკუთარ იღბალს,- ორლულიანის ცივი ლულა თითქმის მკერდს ეხებოდა. ქარს თაიას თმა სახეზე აყრიდა, რის გამოც ქალი ნერვიულად აქეთ - იქით აქნევდა თავს. გაღიზიანებისგან ლოყები აჰფაკლოდა, თვალებში კი ის ველური სიფიცხე ედგა, რომელიც ონისეს ასე უცნაურად იზიდავდა.

- მართლა მესვრი?- ჰკითხა ონისემ.

- გააჩნია, კიდევ რამდენ ხანს დააპირებ ჩემი ნერვების მოშლას.

- ესე იგი, ჯერ კიდევ მაქვს დრო,- ჩაეღიმა კაცს. თაიამ უკმაყოფილოდ ჩაიცინა.

- ღმერთო, როგორ ახერხებ ყოველ სიტყვაზე უფრო აუტანელი გახდე?

- ბუნებრივი ნიჭია, ვერაფერს ვიზამთ.

- როგორ მინდა ერთხელ მაინც წაგიშალო სახიდან ეგ კმაყოფილი გამომეტყველება,- სიბრაზე აწვებოდა, ცოტაც და ალბათ გაგლეჯდა ფიცხელაურს.

- შენ რომ მიყურებ, სიმშვიდის შენარჩუნება რთულია,- ონისეს ხმაში ირონიასთან ერთად რაღაც სხვაც გაერია.

- ნუ მეთამაშები ნერვებზე, ონისე.

- შენ თვითონ მიშვერ იარაღს და მაინც მე გეთამაშები?- კაცმა წარბი აზიდა. რამდენიმე წამს უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ტყეში ქარი მსუბუქად არხევდა ფიჭვის კენწეროებს, სადღაც ახლოს ჩიტი შეფრთხა და ხმაურით გაფრინდა, თაიას თითი კი ისევ მყარად იდო სასხლეტზე. ონისემ ნელა დახედა თოფს, მერე ისევ მის თვალებში დააბრუნა მზერა,-აქ მართლა სანადიროდ მოხვედი თუ მე მელოდებოდი?-

- საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს,- მიუგო ქალმა, თუმცა იგრძნო, როგორ აუფრიალდა გული.

- შენი გადამკიდე სხვანაირად ვერ ვფიქრობ.

- დღეს რაღაც აჭრილი ხარ, ფიცხელაურო,- მიახალა გაბრაზებულმა,- რამე არ გამომტყუო.

- მაგალითად რა?- თაიამ მძიმედ ამოიოხრა, თითქოს მოთმინების ფიალა საბოლოოდ აევსო.

- საერთოდ არ შეგიძლია ჩუმად ყოფნა, არა?

- როცა შენ ხარ ასე ახლოს? საერთოდ არა,- ქალმა ბოლოს მაინც ოდნავ დაუშვა თოფი, თუმცა ბოლომდე მაინც არ მოუდუნებია მკლავები.

- ახლა მითხარი, აქ რას აკეთებ,- ჰკითხა უფრო საქმიანად. ონისემ ცხენის ლაგამი მსუბუქად შეარხია.

- სანადიროდ ვარ,- თაიამ ირონიულად აზიდა წარბი.

- ახლა? ზუსტად მაშინ, როცა მე გადავწყვიტე მოსვლა?

- დამეთხვა,- ასწია ხელები ჰაერში,- დასწიე ახლა ეგ იარაღი.

- აუტანელი ხარ.

- ჰოდა, ვალი მაქვს მაშინ შენთან.

- რა ვალი?- გაუკვირდა თაიას. ონისეს ტუჩის კუთხე ისევ შეერხა, თვალებში კი ეშმაკური ნაპერწკლები აუთამაშდა.

- დღევანდელი ჩაშლილი ნადირობა უნდა აგინაზღაურო, ხევსურო. გამომყევი, გაჩვენებ ადგილს.

თაიამ წამით დააყოვნა. იცოდა რომ ფიცხელაურის დევნა ხეობაში კარგს არაფერს მოუტანდა, მაგრამ ინტერესმა და იმ უცნაურმა მიზიდულობამ, რომელსაც ყოველთვის გრძნობდა ონისესთან ახლოს - სძლია. ონისეს შავ მერანს უკან მიჰყვა. ტყიდან ნელა გამოვიდნენ და ხევს დაუყვნენ. გზა ვიწრო იყო, კლდეებზე მიკრული, მაგრამ ცხენები ისეთი დარწმუნებით მიაბიჯებდნენ, თითქოს მიწას კი არა, საკუთარ ინსტინქტებს ენდობოდნენ. მალე არღუნის ხეობა გადაიშალა მათ წინ, დიდებული, მწვანეში ჩაფლული და ხმაურიანი. მდინარე არღუნი კლდეებს შორის მოგრიალებდა, მისი ხმა ხეობას ავსებდა და ჰაერში ცივ, გამჭვირვალე ნამს ფანტავდა.

- აქეთ!- გადასძახა ონისემ და ცხენი პატარა, მთის წყაროსკენ მიმართა, რომელიც არღუნს უერთდებოდა. გადარბენის მომენტი ელვისებური იყო. ონისემ პირველმა გადაკვეთა წყალი. შავმა ცხენმა ფლოქვებით ააფეთქა ზედაპირი. ათასობით ბროლისფერი შხეფი მზის შუქზე ალმასებივით გაიელვა და ჰაერში ცისარტყელებად დაიშალა. თაიამაც მიაყოლა თავისი ცხენი. იგრძნო სახეზე წყლის ცივი, გამაცოცხლებელი წვეთები, რომლებმაც ზაფხულის სიცხე წამით დაავიწყეს. შხეფები მის თმასა და მხარზე გადაკიდებულ თოფს დაეპკურა. წყაროს გადაკვეთისას თაიას სუნთქვა შეეკრა, ამ სისწრაფეში, წყლის ხმაურსა და ონისეს ზურგის ყურებაში იყო რაღაც ისეთი თავბრუდამხვევი, რასაც შატილის ვიწრო ქუჩებში ვერასდროს იგრძნობდა. როცა მეორე ნაპირზე გავიდნენ, ცხენებმა ფლოქვებიდან წყალი დაიფერთხეს. ონისე შეჩერდა, ცხენი მოაბრუნა და თაიას შეხედა. მისი სახე ახლა უფრო სერიოზული იყო, მზერა კი უფრო ღრმა. არღუნის ხეობა მათ გარშემო გუგუნებდა.

ცხენებმა ნაბიჯს უკლეს, სანამ ხევის ყველაზე ჩაჩუმებულ ადგილას არ შეჩერდნენ. აქ არღუნის გუგუნი ოდნავ იკლებდა და უფრო რბილ, რიტმულ ჩხრიალში გადადიოდა, რომელიც ნაპირზე მიმოფანტულ ხავსიან ლოდებს შორის იკარგებოდა.ონისე ცხენიდან ჩამოხტა და ლაგამი იქვე მდგარ ტირიფს გამოაბა. თაიაც ჩამოქვეითდა, ჩექმების ქვეშ კენჭების ხმაური ისმოდა. გარშემო ხეობა ისე ვიწროვდებოდა, თითქოს ცა მხოლოდ ვიწრო ზოლად მოჩანდა მაღლა, კლდეების კბილანებს შორის.

- ეს ლებაისკარისა და შატილის გასაყარია,- თქვა ონისემ და ხელით იქით მიანიშნა, სადაც ორი მთა ერთმანეთს მხრებით აწყდებოდა,- აქ არ იქნები ნამყოფი.

- მართლა არ ვარ ნამყოფი,- მოათვალიერა გარემო,- ლამაზია...

ხევი მართლაც ზღაპრულს ჰგავდა. მთებიდან ჩამომავალი პატარა ჩანჩქერები კლდის ნაპრალებიდან თეთრ ძაფებად მოედინებოდნენ და არღუნს უერთდებოდნენ. ნაპირებზე გვიმრა იმდენად მაღალი გაზრდილიყო რომ ცხენების მუცლებს სწვდებოდა. მზის სხივები აქ ვერტიკალურად ეცემოდა წყალს და ფსკერზე დაფენილ ფერად კენჭებს ძვირფასი თვლებივით აელვებდა. ჰაერი ისეთი გამჭვირვალე და ცივი იყო, თითქოს ყინულის კრისტალებს სუნთქავდი.

- ძალიან ლამაზია,- აღმოხდა თაიას უნებურად ისევ. თოფი მხრიდან ჩამოიხსნა და ლოდზე დადო. ხეობის ამ ნაწილში მართლაც იგრძნობოდა რაღაც ხელშეუხებელი, ისეთი, რაც ადამიანის ხმასა და ნაბიჯს ჯერ არ დაეფრთხო. ნელა ჩადგა ფეხები გაყინულ წყალში. სიცივისგან ტაომ დააყარა სხეულზე.

- ძალიან ლამაზია,- გაიმეორა ონისემ და გახედა სილამაზით მონუსხულ ქალს,- იქნებ ახლა მაინც დაივიწყო ცოტახნით ეგ ზიზღი,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა ფიცხელაურმა.

- აქ ამისთვის მომიყვანე?- მიუბრუნდა არაბული.

- არც მთლად მაგისთვის,- გააქნია თავი.

- მეც სულელი ვარ რომ გამოგყევი,- ამოვიდა ისევ წყლიდან,- აუტანელო.

- ერთხელ მაინც დაიმშვიდე ნერვები, როცა ჩემთან ხარ,- ჩაიწია მისკენ,- და მომეცი საშუალება რომ დაგელაპარაკო ადამიანურად.

- რა გაქვს ჩემთან სალაპარაკო?- წარბები შეკრა თაიამ და მის გამოწვდილ ხელს დააკვირდა,- სანდო არ ხარ შენ.

- აქ რომ გამომყევი სანდო ვიყავი?

- მაშინ იარაღი მქონდა.

- ნუ სულელობ და მომეცი ხელი,- უნდობლად გახედა თაიამ მის ხელს, თუმცა ბოლოს მაინც მოეჭიდა. ქვაზე ამოაძვრინა ფეხშიშველი გოგო. იმდენად ძლიერ მოქაჩა რომ სხეულზე აიკრა მთლიანად ქალი.

თაიამ უნდობლად დახედა მის ძლიერ, გაშლილ მტევანს. რამდენიმე წამი გაქვავებული იდგა, თითქოს საკუთარ თავსა და იმ უხილავ კედელს ებრძოდა, მათ შორის რომ აღმართულიყო. მერე მაინც დანებდა და ჩაავლო. ონისემ ისეთი ძალით მოქაჩა რომ თაია უცებ მოსწყდა წყალს და პირდაპირ მის მკერდს შეეჯახა. იმ წამს სამყარო გაირინდა.

არღუნის მძვინვარე გუგუნი სადღაც შორს, ნისლში ჩაიკარგა. ქარის შრიალიც გაქრა. დარჩა მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვა, რომელიც ერთმანეთს ერეოდა. ონისეს მკლავი მესაკუთრული სიმტკიცით შემოეხვია წელზე რომ არ დაცემულიყო, თაია კი უნებურად ჩაებღაუჭა მის მხრებს. თითები სველ, უხეშ მოსაცმელს ისე ჩააფრინდნენ, თითქოს ერთადერთი საყრდენი ეს კაცი ყოფილიყო.ზედმეტად ახლოს იყვნენ. იმდენად რომ თაიას სველი თმის ღერები ონისეს სახეს ეხებოდა. წყლის წვეთები ქალის კისრიდან ნელა მიიკვლევდნენ გზას ქვემოთ, ონისეს მზერა კი ამ გამჭვირვალე კვალს გაჰყვა, ისე დაჟინებით, თვალებით წვავდა არაბულს. თაიას გული ისე გამალებით უცემდა რომ ეგონა, მთელი ხეობა ამ ხმას უსმენდა და ყველაზე საზარელი ის იყო რომ ონისესიც იგრძნო, მძიმე, რიტმული და აფორიაქებული. ასეთი სიახლოვისგან ჰაერი დამძიმდა. თაიამ თვალები ასწია და ონისეს შეხედა. კაცის სახეზე აღარაფერი დარჩენილიყო ძველი ირონიიდან. გაქრა წაკბენა და ის გამაღიზიანებელი თვითკმაყოფილებაც. ახლა მის მზერაში მხოლოდ დაუფარავი, ნედლი და საშიში გრძნობა ელავდა, რასაც ორივე ასეთი გააფთრებით გაურბოდა.

ქარმა ისევ დაუბერა ხეობაში, მოიტანა ფიჭვისა სუნი, მაგრამ თაიას ეგონა რომ ფილტვები დაეცალა. ონისეს თითები ისევ მყარად იყო მის წელზე ჩაჭიდებული და არც თაია ჩქარობდა ხელის გაშვებას.

- გამიშვი...- ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა თაიამ.

მაგრამ მის ხმაში ის ძველი, მჭრელი სიმტკიცე აღარ ისმოდა. ის სადღაც არღუნის წყალმა წაიღო. და სწორედ ეს გაურკვევლობა, ეს უცნაური დანებება აშინებდა ორივეს ყველაზე მეტად. ონისე მაინც არ ინძრეოდა, თითქოს ელოდა რომ თაია თავად იპოვიდა ძალას ამ ჯადოსნური წრის გასარღვევად. ქარი ისევ არხევდა ტირიფის ტოტებს, რომლებიც წყლის ზედაპირს სინაზით ეხებოდნენ. არღუნი ქვებს შორის მონოტონურად ხმაურობდა, თუმცა ეს გუგუნი ახლა სადღაც მიღმა, სხვა სამყაროში ისმოდა. თითქოს მთელი ხეობა ერთიანად გაირინდა, მზის სხივებიც კი ხეებს შორის გაიყინა და ბუნებამ სუნთქვა შეიკრა, რომ ამ ორი ადამიანის დუმილი არ დაეფრთხო. ონისემ ხელი ოდნავ შეაცურა მის წელზე. თაიას თვალები წამით დაეხუჭა. იმ შეხებაში აღარაფერი იყო ძველი ჯიბრიდან და სიხისტედან. პირიქით, მასში ისეთი მოულოდნელი სითბო და სიფრთხილე იგრძნობოდა რომ ქალი უფრო მეტად დაიბნა.

- იცი, ახლა ყველაზე მეტად რა მინდა?- ჩაილაპარაკა ხმადაბლა. თაიამ ძლივს გაახილა დამძიმებული ქუთუთოები.

- რა...- ხმა თითქმის აღარ დაემორჩილა, ყელში გაეჩხირა და მხოლოდ ჰაერის თბილ ნაკადად ამოვიდა. ონისეს მზერა ისევ მის ტუჩებზე გაჩერდა, დაჟინებით, მწყურვალედ.

- ერთხელ მაინც... ერთხელ მაინც ნუ შემომხედავ ისე, თითქოს ერთდროულად ჩემი მოკვლაც გინდა და ჩემთან დარჩენაც. ნუ ცდილობ, ეს ბრძოლა საკუთარ თავთან მოიგო, ხევსურო,- ქალს სუნთქვა შეეკრა. სიმართლე ისეთი შიშველი და დაუნდობელი იყო რომ წინააღმდეგობის გაწევა აზრს კარგავდა. იმდენად ახლოს იდგა რომ კაცის წამწამების ჩრდილსაც კი არჩევდა მის კანზე. ონისეს თითები მყარად ეკვროდა მის წელს, თითქოს ინტუიციით გრძნობდა რომ თუ ხელს მცირედით მაინც მოადუნებდა, თაია ისევ იმ უჩინარ ჯავშანში ჩაიკეტებოდა, რომელსაც წლობით აშენებდა.

და ალბათ მართალიც იყო.

თაია გრძნობდა, როგორ იშლებოდა მისი სამყაროს საზღვრები. კიდევ ერთი წამი, კიდევ ერთი გაელვება და ის უკვე ვეღარ გაარჩევდა, რისგან გარბოდა სინამდვილეში: იმ კაცისგან, რომელიც მისი გვარის მტრად ეკურთხებინათ, თუ იმ გრძნობისგან, რომელიც მის სულში ველური ყვავილივით ამოზრდილიყო და ახლა მთელ მის არსებას იპყრობდა. მზის სხივმა მათ შორის გაიელვა, წყლის შხეფები ჰაერში ალმასებივით აბრწყინდნენ და ამ თეთრ დუმილში თაიამ მიხვდა, გაქცევა დაგვიანებული იყო. ხეობამ მათი საიდუმლო შეინახა, არღუნმა კი ის ძველი ფიცი სადღაც შორს, შავ ზღვამდე მიეტანა.

* * *

თაია მძიმედ წამოვარდა. სუნთქვა გახშირებოდა, ფილტვებიდან ჰაერი ისე გამოსდიოდა, თითქოს მთელი შატილის ნამქერი მას აწვებოდა. რამდენიმე წამს ვერც კი მიხვდა, სად იყო. ოთახში ჯერ კიდევ მზის შუქი მეფობდა, ვერ გაეგო როდის მოესწრო ხელახლა ჩაძინება. გარეთ ქარი ზამთრის თოვლს კოშკის ქვებს ახეთქებდა - ცივი, უგულო ხმაურით. გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს ისევ არღუნის ნაპირზე იდგა, იმ მძვინვარე წყლის პირას. თითები ინსტინქტურად ყელთან მიიტანა, თითქოს იქ ისევ ონისეს სუნთქვის სითბო ეგულებოდა. ჯერ კიდევ გრძნობდა ყველაფერს. მის ხელებს წელზე, მტკიცეს და ამავდროულად უფრთხილესს. იმ მზერას, დაუფარავს, რომელიც მაშინ პირველად აღარ ჰგავდა მტრულს. ვეღარ გაეგო მოგონებებში იყო ჩაძირეული თუ უბრალოდ სიზმარს ხედავდა.

- ჯანდაბა...- ჩუმად ამოხეთქა მისმა ხმამ სიჩუმეში. თმა სახიდან ნერვიულად გადაიწია და საწოლიდან ჩამოვიდა. ფეხშიშველს იატაკი ყინულივით ცივი დაუხვდა, მაგრამ ეს სიმწარე ვერც კი იგრძნო. ეს მოგონება ვერაფრით მოეშორებინა. ეგონა რომ დრო ყველაფერს ფერმკრთალს გახდიდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე სახიფათო წუთები ყველაზე ცოცხლად რჩებოდა მასში. განსაკუთრებით ის წამები, როცა საკუთარ თავს კარგავ და მტრობაზე მეტად სხვა რამ გზარავს. თაიამ ზუსტად იცოდა, იმ დღეს, არღუნთან, რაღაც ნამდვილად დასრულდა. ან იქნებ, სწორედ მაშინ დაიწყო. ფანჯარასთან მივიდა და ხის სარკმელი ოდნავ შეაღო. ზამთრის ჰაერი მაშინვე შემოიჭრა ოთახში - მწარე და სუსხიანი. ღრმად ჩაისუნთქა. გარეთ თეთრი სუდარასავით ბარდნიდა. მთელი შატილი ამ თეთრ დუმილში ჩაძირულიყო, მაგრამ თაიას შიგნით ნამდვილი ქარბუქი იდგა. თვალები დახუჭა და შუბლი ფანჯრის ცივ ჩარჩოს მიადო. რატომ ახსენდებოდა ისევ ასე მკაფიოდ? რატომ სწვავდა ონისეს თითების შეხება ისე, თითქოს გუშინდელი დღე ყოფილიყო?

ყველაზე მეტად კი ის აშინებდა რომ იმ მოგონებაში აღარ იყო ადგილი სუფთა სიძულვილისთვის. იქ რაღაც სხვა, ბევრად უფრო საშიში და აკრძალული იზრდებოდა - რაღაც ისეთი, რის უფლებასაც საკუთარ თავს არასოდეს მისცემდა, თუნდაც ეს გრძნობა მასთან ერთად დამარხულიყო და პირველად ცხოვრებაში, მთელი გულით ინატრა რომ წამით მაინც შესძლებოდა მასთან ისევ ახლოს მისვლა, ისევ იმ თითების შეგრძნება. ლოყაზე შემოირტყა გამოსაფხიზლებლად, დაფიქრდა რა სისულელეზე ოცნებობდა. თავი გააქნია, ძლიერად წაარტყა ხელი ბალიშს, ყვირილი უნდოდა, თუმცა გულნარას შეშინებაც არ უნდოდა.

შუადღე მოსულიყო, მზე კიდევ და კიდევ უფრო აცხუნებდა. თოვლი ნელ - ნელა დნებოდა.

- თაია,- გაისმა ქვემოდან გულნარას ხმა,- გაიღვიძე გოგო, რა გჭირს.

- მღვიძავს,- ჩასძახა ქალს და ფეხზე წამოდგა,- რა ხდება?

- მალე ახალი წელია, მომეხმარე.

- კიდევ ერთი კვირაა გულნარა წინ,- ამოიოხრა თაიამ,- რას აკეთებ ასეთს ერთი კვირა რომ შეინახება?

- ნელ - ნელა კეთდება ყველაფერი კარგი,- უპასუხა გულნარამ,, თვალიც არ მოუშორებია ცომისთვის. თითები ჩვეული სიზუსტით ზელდა თეთრ მასას, კერიდან ამოსული სითბო კი მის დაღლილ სახეს არბილებდა. თაიამ ჩუმად ჩაიფრუტუნა და თიხის ჭიქიდან წყალი მოსვა.

- მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დროა წინ.

- ზუსტად მაგიტომაა,- გულნარამ ხელისგული ცომს მსუბუქად დაჰკრა,- დღეს ერთს გააკეთებ, ხვალ მეორეს და ბოლოს ისე მოვა დღესასწაული, ვერც გაიგებ. მერე ეთუნა ამოვა, მერე ირმა... ყველას რაღაც უნდა დავახვედროთ.

გარეთ მზე სულ უფრო ძლიერად აცხუნებდა და სახურავებიდან წყალი წვრილ ნაკადებად ჩამოდიოდა.

- ონისეზე გაიგე?- იკითხა გულნარამ უცებ, თაიას წყალი ლამის გადასცდა. ჭიქა მაგიდაზე ოდნავ ხმაურით დადგა.

- ვისზე?- გულნარამ ამჯერად ახედა.

- ონისეზე - მეთქი. გუშინ დაკარგულა და ეძებდნენ თურმე. ელიზბარმა მითხრა,- თაიამ იგრძნო, როგორ გაუცხელდა ყურები. სიზმარი ისეთი ცოცხალი დაბრუნდა, წამით შეეშინდა, გულნარას მის თვალებში ყველაფერი არ ამოეკითხა. სწრაფად აარიდა მზერა.

- საიდან უნდა ვიცოდე,- თქვა ზედმეტად სწრაფად და ფქვილიანი ტაბლისკენ გადაინაცვლა,- სადაც უნდა, იქ იაროს. მე რა საქმე მაქვს ფიცხელაურებთან?

გულნარამ ცოტა ხანს უყურა. დედებს ზოგჯერ სიტყვებიც აღარ სჭირდებათ.

- ჰო...- ჩაილაპარაკა ბოლოს ნელა,- არც უნდა გქონდეს.

ქალმა სწრაფად დაავლო ხელი დანას.

- აიღე ახლა ეგ და ნიგოზი დაჭერი,- გააგრძელა გულნარამ მშვიდად, თითქოს არაფერი შეუმჩნევია,- უქმად ყოფნას საქმის კეთება სჯობს. ფიქრებსაც უფანტავს ადამიანს.

თაიას გაეცინა თავისთვის.

„ნეტავ ეგრე მარტივად ქრებოდეს."

ნიგოზი დაფაზე დაყარა და ჭრა დაიწყო. დანის რიტმული ხმა ოთახში ივსებოდა, მაგრამ ფიქრები არსად მიდიოდნენ. პირიქით. ყოველ მოძრაობაზე ისევ ახსენდებოდა არღუნის ხმა, მზის სხივებში აციმციმებული წყალი და ონისეს ის მძიმე, დაჟინებული მზერა, რომელმაც მაშინ პირველად აგრძნობინა, რომ მტრობა ზოგჯერ ყველაზე სუსტ საზღვარად იქცევა ადამიანებს შორის.

- თითებს მიხედე,- მოულოდნელად უთხრა გულნარამ. თაიამ დაბლა დაიხედა.

დანა თითქმის ხელზე ჰქონდა მოსრიალებული.

- ჯანდაბა...

- აი, ხომ ხედავ?- გულნარამ თავი გააქნია,- სადღაც დაფრინავ.

- უბრალოდ ბევრი მეძინა და ვერ გამოვფხიზლდი.

- ეგ იმის ბრალია წესიერად რომ არ იძინებ თავის დროზე, ან მთელი დღე გძინავს, ან კიდე პირიქით, სულ არ იძინებ.

- კარგი დედა, ახლა ისევ არ დაიწყო,- გააქნია თავი თაიამ.

- ვღელავ შენზე თაი, რა ვქნა მეტი? შენღა დამრჩი სხვა არავინ და რა არის გასაკვირი რომ არ მინდა წამართვან შენი თავი?

- ვინ უნდა წაგართვას?- დანა გადადო გვერდით. გულნარამ ღრმად ამოისუნთქა.

- ამ მთებმა ბევრი რამ წამართვა უკვე, თაია. ადამიანი რომ ერთხელ დაკარგავ საყვარელ ხალხს, მერე სულ გგონია რომ ბედნიერება დიდხანს არ გაგიჩერდება,- ქალის ხმაში ისეთი დაღლილობა იყო, თაიას გულში უსიამოვნოდ გაჰკრა. გულნარა კერასთან იდგა, მაგრამ უცებ ძალიან პატარა და დაღლილი მოეჩვენა. თითქოს მთელი ცხოვრება მარტო ეზიდა ის ტკივილი, რომელიც არასოდეს ხმამაღლა უთქვამს. თაია უხმოდ წამოდგა. მივიდა და მხარზე ხელი დაადო.

- არსად მივდივარ,- თქვა ჩუმად. გულნარამ სუსტად გაუღიმა.

- შენ თუ მოინდომე, ყველაზე შორს წახვალ,- თაიას პასუხი აღარ გაუცია. ზუსტად ეგ აშინებდა თვითონაც.

მიუბრუნდა ისევ თავის ნიგოზს, დააქუცმაცა ბოლომდე, შედგა მერე მაგიდაზე. იმ წამს კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.

- ღიაა!- გასძახა გულნარამ. კარი მაშინვე შეაღო ეთუნამ. ცხვირი სიცივისგან გაწითლებოდა, თმაზე კი გამდნარი ფიფქები შერჩენოდა.

- მშვიდობა თქვენს კერას.

- მოდი, ათუნა,- გაუღიმა გულნარამ,- ისევ გარეთ დარბიხარ ამ ყინვაში?

- თაიას ვეძებდი,- არაბულმა მაშინვე გამოყო თავი სამზარეულოდან. ეთუნას თვალებში რაღაც ისეთი ედგა, მიხვდა, რაღაცის თქმა უნდოდა.

- რა მოხდა?

- არაფერი,- სწრაფად თქვა გოგომ და გულნარას გახედა,- უბრალოდ... ცოტა ხნით გამოდი რა გარეთ.

თაიამ ეჭვით მოჭუტა თვალები, მერე ერთიანად გაახსენდა ყველაფერი. დატოვა მაგიდაზე ჯამი და გაჰყვა ეთუნას ეზოში.

- რა ხდება?

- ამაღამ მოსე მოვა,- მიახალა სახეში,- უნდა გამომყვე.

- რა იყო რა ტონია, იჩხუბეთ?- წარბი ასწია ქალმა.

- არა, არა,- გააქნია თავი უარის ნიშნად ეთუნამ,- ვფიქრობ დროა უკვე დავილაპარაკოთ ყველამ ერთად და გადავწყვიტოთ რა ვქნათ, თორემ აღარ შემიძლია ასე ჩუმად შეხვედრები.

- ყველამ ერთად? კიდევ ვინ?

- ონისეც იქნება,- დაამატა ბოლოს.

- ოჰ, როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგენ,- ხელები მკერდზე შემოიწყო.

- არ დაიწყო ახლა რა,- შეკრა წარბები,- თუ არ წამომყვები, მარტო ვერ გავბედავ.

თაიამ რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა, თითქოს საკუთარ თავს ეჩხუბებოდა. ზამთრის ცივი ჰაერი მჭრელად ჩადიოდა ფილტვებში, მაგრამ შიგნით მაინც ის უცნაური სიმხურვალე უტრიალებდა, დილიდან რომ გამოჰყვა და ვერაფრით მოეშორებინა. თოვლი ნელ - ნელა ილეოდა. სახურავებიდან ჩამოვარდნილი წვეთები ქვებზე წყდებოდა და ხეობის სიჩუმეში მონოტონურად ჟღერდა.

- და სად აპირებთ ამ „დიდ კრებას"?- ირონია მაინც ვერ მოიშორა ხმიდან.

- ქვემო ბეღელთან, ხევის პირას,- ჩუმად უთხრა ეთუნამ,- ახლა იქ არავინ დადის. თოვლმა გზა თითქმის ჩაკეტა და სიმშვიდე იქნება.

თაიას ტუჩი ირონიულად შეერხა.

- სიმშვიდე...- გაიმეორა ნელა,- ონისე და სიმშვიდე სად გაგონილა ერთ წინადადებაში.

ეთუნამ ამოიოხრა, მერე უცებ ხელი მოჰკიდა მკლავზე და ოდნავ შეაჯანჯღარა.

- თაია, გთხოვ,- ქალმა მისკენ გაიხედა. ეთუნას თვალებში ისეთი ნერვიულობა და მოლოდინი ირეოდა, გულზე რაღაამ მოუჭირა,- მოსეს ვუყვარვარ.

თქვა ბოლოს თითქმის ჩურჩულით.

- მეც მიყვარს. ასე დამალვაში უკვე სული გვეხუთება უკვე. ონისე მისი ძმაა, დაფიქრდი აბა, როგორც მე ვერ გკრავ ხელს, ისე ვერ იზამს ის ამას... შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ.

თაია რამდენიმე წამი უხმოდ უყურებდა. უცნაური იყო. მთელი ცხოვრება სიყვარულზე როგორც საფრთხეზე ისე ფიქრობდა, რაღაცაზე, რაც ბოლოს აუცილებლად ტკივილს გიტოვებს. ახლა კი ეთუნას თვალებში პირველად ხედავდა რომ ადამიანს შეიძლება ამ ტკივილის ფასადაც კი უნდოდეს ვიღაცასთან დარჩენა. მძიმედ ამოისუნთქა. იცოდა, უარს ვერ ეტყოდა. არა იმიტომ რომ ონისეს ნახვა არ უნდოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ეუბნებოდა საკუთარ თავს. არამედ იმიტომ რომ ეთუნას სახეზე იმედის ჩაქრობას ვერ გაუძლებდა.

- კარგი...- თქვა ბოლოს. ეთუნას სახე მაშინვე გაუნათდა.

- მართლა?

- ჰო, წამოვალ. მაგრამ იცოდე, თუ შენი ფიცხელაურები ნერვებს მომიშლიან...

- მოკლავ, ვიცი,- სიცილით დაასრულა ეთუნამ. თაიამ თვალები გადაატრიალა, თუმცა ამჯერად თვითონაც ვერ დამალა ღიმილი. ქარმა ისევ დაჰბერა ხეობაში და თაიამ საკუთარ თავზე გაბრაზებულმა იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული მხოლოდ იმის გაფიქრზე რომ საღამოს ონისე უნდა ენახა.

საღამო ნელა, შეუმჩნევლად ჩამოაწვა შატილს.

მზე მთების უკან ჩაიკარგა და ხეობა ერთიანად გალურჯდა. თოვლზე დაცემული უკანასკნელი შუქი ჯერ ოქროსფრად ბრწყინავდა, მერე კი ნელ - ნელა გაფერმკრთალდა, სანამ ყველაფერი იმ ზამთრისფერმა სიჩუმემ არ შთანთქა, რომელიც მხოლოდ მთებში იციან.

კოშკების ფანჯრებში ერთმანეთის მიყოლებით აინთო ცეცხლისფერი ნათება. თაია ფანჯარასთან იდგა. ხელები მკერდზე ჰქონდა შემოხვეული და თვალს ხეობას არ აშორებდა. გარეთ უკვე ბნელოდა, მხოლოდ თოვლზე ირეკლებოდა მთვარის შუქი.

გულნარა ქვემოთ ფუსფუსებდა. ხანდახან კერიდან შეშის ტკაცუნი ისმოდა, ხანდახან ჭურჭლის მსუბუქი ჟღარუნი. მერე ეთუნა დაინახა ფანჯრიდან, ხელს უქნევდა, ისიც მალევე დაიძრა კიბეზე.

- საით?- ჰამოსძახა გულნარამ სამზარეულოდან.

- ეთუნასთან გავდივარ, მალე მოვალ,- აღარ დაუცდია პასუხისთვის, თავზე შალი დაიფარა, სქელი მოსაცმელი მოიხურა მხრებზე და ეზოში გავიდა.

- დედას ვუთხარი რომ შენთან მოვდიოდი,- ამოიოხრა ეთუნამ.

- ამაღამ დარჩი ჩემთან,- მკლავი გამოსდო და დაუყვნენ ბეღლისკენ გზას. არ იყო შორი, მაგრამ თოვლის გამო ჭირდა მოძრაობა. სადღაც ოც წუთში მიუახლოვდნენ ძველ ბეღელს. დათოვლილი იყო, მიტოვებული შენობისთვის თოვლი ჯერ არ ჩამოეფერთხათ.

- შედი შიგნით, მე მოსეს ვნახავ და შემოვალთ,- გაუღიმა მეგობარს. თაიას უკვე სიცივისგან აკანკალებდა, ძვალ რბილში ატანდა ღამის ყინვა. კარები ჭრიალით შეაღო და შიგნით შევიდა, ბნელოდა, თუმცა სადღაც ბოლოში მოჩანდა დაბალი ფანრის შუქი. მერე ნელა გაუყვა სინათლისკენ, ფეხქვეშ თივა იპრესებოდა, კიდევ რაღაცის ჭრაჭუნის ხმები ისმოდა.

- აქ რამ მოგიყვანა ქალბატონო?- გაისმა მის ყირს უკან ხმა, შიშისგან წამოიკივლა. შეხტა და მის გვერდით მდგარს ხელი ძლიერად ჰკრა,- ჯანდაბა, მეტკინა...

ამოიოხრა ფიცხელაურმა და კეფა დაიზილა.

- რა ძალა გაქვს გოგო ასეთი,- ჩაეცინა და მიაწვა თივის ზვინს.

- მანიაკი ხარ? შემეშინდა,- აჩქარებულ გულზე დაიდო ხელი,- რას აკეთებდი კი მაგრამ...

- ვიფიქრე ვაგრძნობინებ ჩემს აქ ყოფნასთქო,- მხრები აიჩეჩა ონისემ.

- ისედაც არ მაკლია ეგ, ყველგან შენ ხარ...

- ოო, გელანდები უკვე?- ჩაეღიმა და მისკენ წაიწია,- მოგენატრე?

- შენს ოცნებებში მხოლოდ,- დაგესლა ფიცხელაური.

- მანდ ისედაც გხედავ ხოლმე, ხევსურო,- ტუჩი მოიკვნიტა ონისემ,- რაო აბა, გაიგე ახალი ამბავი?

- გავიგე, მერე ბედნიერი ხარ?- აატრიალა თვალები და მის პირდაპირ ჩამოჯდა.

- და რატომ არ უნდა ვიყო? ჩემი ძმა თუ ბედნიერია, მეც ბედნიერი ვიქნები,- სასხვათაშორისოდ ამოთქვა ონისემ,- რა, შენ არ ხარ ბედნიერი?

- ვარ, რა თქმა უნდა,- დააქნია თავი.

- ალბათ ძალიან გაგიხარდა ამიერიდან ხშირად რომ მოგვიწევს შეხვედრა, არა?

- ნერვებს ნუ მიშლი!- გამოსცრა კბილებში,- რა უნდა ვქნათ? როგორ გავაგებინოთ ეს ამბავი სხვებს?

- ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს რომ უბრალოდ მივიდნენ და უთხრან პირდაპირ,- მხრები აიჩეჩა ონისემ.

- რა ჭკვიანი ხარ, ეგ აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრეთ?- სიმწრით ჩაეცინა არაბულს,- უტვინო.

ჩაიბურტყუნა ბოლო სიტყვები.

- კარგი, გავიგე რომ არც ერთ იდეაში არ აპირებ დამეთანხმო, მაგრამ არ ვაპირებ ასე ვიარო წინ და უკან სულ. აქ დღეს იმისთვის მოვედი რომ საბოლოოდ გადავწყვიტოთ,- წამოდგა ფეხზე ონისე,- მოსე შემოადგი ფეხი და მაღირსე პასუხი.

წამოიყვირა უცებ, თაია შეხტა არ ელოდა მის მაღალ ტონს.

- რა გაღრიალებს,- ბუზღუნით შემოაღო კარი და ეთუნა შემოატარა,- რა მოხდა... ისევ თუ დასცხეთ, გეფიცები რომ...

- არა,- წამოდგა ფეხზე თაიაც,- არ გვიჩხუბია. უბრალოდ საუბარი გვინდა.

- ჩვენზე?- წარბი ასწია მოსემ.

- აბა ჩვენზე ხომ არ ვისაუბრებთ,- ჩაეცინა ონისეს,- წელიწადია ლამის ასე ხართ და სანამ ვინმეს დაუნახიხართ და ყველაფერი არეულა - დროა უკვე თქვათ.

- ეგ მეც ვიცი ჭკვიანო რომ უნდა ვთქვათ, უბრალოდ...

- მგონი ჯობია ჯერ ელიზბარს ვუთხრათ,- ჩაერია თაია,- ის გვეტყვის ყველაფერს, დაგვეხმარება. მჯერა რომ ირმა და ილოშა ყველაფერს კარგად მიიღებენ.

- მაგრამ დედა გუშინ ისე ლაპარაკობდა...- დაიწყო შეშინებული ხმით ეთუნამ.

- ერთადერთი შვილი ჰყავხარ ეთუნა,- გააწყვეტინა თაიამ,- ილაპარაკებს აბა რას იზამს, ვის უნდა შვილის ასე ნაადრევად გაშვება.

- ცნობისთვის ეთუნა ოცდაორი წლისაა,- ჩაერია ონისე.

- არ მჭირდება შენი შეხსენება,- მკვლელი მზერით გადახედა თაიამ,- ისედაც კარგად ვიცი.

- შენ რომ დაელაპარაკო?

- მე კი არ ვთხოვდები,- გაეცინა უცებ თაიას,- რა ვუთხრა ეთუნას მოსე უყვარს და ნება დართე რომ დაქორწინდნენთქო?

- კარგი ხო...- ამოიოხრა ეთუნამ.

- მისმინე,- მიუახლობდა დაქალს, მკლავებში ჩაავლო ხელი და თავისკენ ახლოს მისწია,- ვიცი რომ ნერვიულობ, მაგრამ ის უფრო სანერვიულოა ასე რომ ხართ, ვაიდა ვიღაცამ დაგინახოთ, ხომ იცი რომ უარესად იქნება ყველაფერი.

- ვიცი, მაგრამ...

- ნუ ხარ ასეთი მშიშარა, შენს სიყვარულს შენ თუ არა სხვა ვინ დაიცავს?- ონისეს ღიმილი სახეზე შეახმა, მსგავსი სიტყვები ხევსურისგან ჯერ არ გაეგო,- დამიჯერე რასაც გეუბნები, კარგი? მე შენს გვერდით ვიქნები და თუ რამე მერე დაველაპარაკები ირმას. ხომ გჯერა ჩემი?

- კი,- დაუქნია თავი ეთუნამ.

- მაშინ, აი ვაჟბატონები ხვალ საღამოს მოვლენ და ყველა ერთად ოჯახურ გარემოში ისაუბრებთ და მიხვალთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე,- გაუღიმა თაიამ,- მანამდე დილას ელიზბართან შედი და აუხსენი ყველაფერი, კარგი?

- ოჯახიო ამან თუ მომესმა?- გადაულაპარაკა ონისემ თავის ძმას.

- არა, მართლა ოჯახიო, მეც გავიგე,- უპასუხა მანაც.

- მგონი ჯობია ასე ვქნათ, არა?- მიუბრუნდა მოსეს ეთუნა.

- რას მომაშტერდი?- დაუბღვირა თაიამ მზერა გაშტერებულ ონისეს.

- მომეწონე,- გადაულაპარაკა ხმადაბლა,- ლამაზი ხარ.

- ახლა ისეთი მოგხვდება,- უბწკინა გვერდზე,- ნუ გარეკავ ხოლმე მომენტებში.

- სიმართლეს ვამბობ, გწყიინს? აბა რა გითხრა, მახინჯი ხარ - მეთქი? მარტო თედომ უნდა გითხრას კომპლიმენტები?- მიაყარა ონისემ.

- არ მჭირდება შენი კომპლიმენტები,- არ ჩამორჩა თაია,- და არც თედოსი და საერთოდ თუ მეტყვის მერე რა? შენ ვინ გეკითხება.

- ჰოო? კარგ კომპლიმენტებს გეუბნება ხოლმე?

- დიახაც, ძალზეც სასიამოვნოს,- კმაყოფილს ჩაეღიმა თაიას მისი აკიაფებული თვალების დანახვისას,- მოვწონვარ კიდეც, გეცოდინება ალბათ.

- შენც მოგწონს?- შეეცვალა ტონი და მისკენ მიბრუნდა მთელი სხეული.

- ეგ არ არის შენი საქმე,- აუფრიალა ხელი ცხვირწინ,- და შეწყვიტე მსგავსი საქციელები.

- შემთხვევით ხელის თხოვნას ხომ არ აპირებდა?

- ძალიან გაინტერესებს?- გაჩერდა ადგილზე,- ჯერ არა, მაგრამ არ ინერვიულო, თუ მთხოვს აუცილებლად დავთანხმდები და ჩვენს ქორწილში წინა ადგილას დაგსვამ.

აუარა გვერდი და ეთუნასთან მივიდა.

- დათანხმდება თურმე,- ჩაილაპარაკა თავისთვის,- ვნახოთ როგორ დათანხმდები, საცოლევ.

ავი ღიმილი გამოესახა სახეზე და ისიც მათკენ დაიძრა.

- წავიდეთ, უკვე გვიანია,- გამოაცხადა მოსემ,- ხვალ საღამოს აქ ვიქნები.

- ღმერთო გვიშველე,- ამოილაპარაკა ეთუნამ,- წავიდეთ თაი, გვიანია მართლა. ხვალ შეგხვდებით.

გასძახა ბიჭებს.

- ნახვამდის,- აუწია ხელი ონისემ,- საცოლევ..

- ენა მიიგდე ბიჭო,- გააჩუმა მოსემ,- რა დღეში ხარ, რა დაგემართა.

- ხევსურის ნერვების მოშლაზე სასიამოვნო ცოტა რამ არის.

- ეგ ერთია, მაგრამ რა საცოლე,- მიახალა სახეში,- რომ გაგიგოს ნახავ, გაგატყავებს.

- ვნახავთ, ვნახავთ,- ღიმილით დატოვა ბეღელი და ცხენით ლებაისკარისკენ დაიძრნენ.

* * *

მძიმე დილა გათენდა შატილში. თაიას მხოლოდ ხუთი საათი ეძინა. ისიც ნერვიულობის გამო რამდენჯერნე გაეღვიძა. ფეხზე წამოდგა უთენია და მისაღებში ჩავიდა. გულნარა სამზარეულოში იჯდა და ჩაის მიირთმევდა, შვილის დილაადრიან ადგომამ საკმაოდ გააკვირვა.

- რა ხდება?- ჩაეკითხა ქალი,- რა სახე გაქვს.

- რთული დღეა დღეს,- ამოიოხრა თაიამ.

- რატომ?

- ერთი დიდი საქმე გვაქვს მე და ეთუნას მოსაგვარებელი და ვერაფრით ვერ დავიძინე.

- თაია,- გაისმა ეზოში ყვირილო,- თაია! გამიღე კარი.

ეთუნას ხმა იყო. შეკრთა არაბული, ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო და მაშინვე გაემართა კარის გასაღებად. აწითლებული თვალებით იდგა ეთუნა კარებში, ეტყობიდა ნამტირალევი იყო. გაიწია გვერდით და შეუშვა შიგნით გოგო.

- რა ხდება?- მოეჭიდა მხრებში,- ეთუნა ხმა ამოიღე, რა ხდება?

- დავიღუპე,- ხელებში ჩარგო თავი,- მართლა დავიღუპე.

- გოგო თქვი რამე, რა ხდება,- მოთმინება დაკარგა გულნარამაც.

- თაია გაიგეს,- ამოიტირა ეთუნამ,- ყველამ გაიგო ჩვენი ამბავი.

- რას ამბობ,- პირზე ხელი მიიფარა არაბულმა,- როგორ კი მაგრამ? საიდან?

- არ ვიცი, გეფიცები არაფერი ვიცი. უთენია იყო ლია მოსული და იმან უთხრა დედაჩემს,- ტირილს ვერ წყვეტდა, სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს,- გაგიჟდა დედა, იცი როგორ იჩხუბა.

- კარგი დამშვიდდი, ნუ ტირი,- მიიხყტა მეგობარი,- წავალ და გავარკვევ რა მოხდა, დედა მიხედე გთხოვ.

- კი მაგრამ რა მოხდა, ვერ გავიგე,- გაურკვეველი მზერით შეხედა შვილს.

- დედა მიხედე,- დაუქაჩა თვალევი ქალს,- მოგიყვები მერე ან მოგიყვება თვითონ.

- კარგი, კარგი მიდი,- მოკიდა ეთუნას ხელი. თაიამ მოსაცმელი აიღო და ეზოში გავარდა. ძლივს გაიკვლია გზა ელიზბარის სახლამდე, კარზე იმდენჯერ დააკაკუნა ლამის ჩამოიღო. შეწუხებული სახით დახვდა კაცი შიგნით.

- გამარჯობა,- მდორე ხმით მიესალმა და კერის წინ დაიკავა ადგილი,- სასაუბროდ ვარ აქ, დიდი ალბათობით გაიგებდი უკვე ამბავს.

- გავიგე ახლახანს,- ამოიოხრა კაცმა და მის წინ დაჯდა,- რა ხდება თაია?

- რაც გაიგე სიმართლეა,- დაუქნია თავი,- მართლა უყვართ ერთმანეთი ეთუნას და მოსეს. გუშინ მეც კი ვნახე, გადაწყვეტილება მივიღეთ რომ დღეს უნდა მოსულიყო ორივე და შენთვის აზრი ეკითხათ, შემდეგ კი ოჯახს დალაპარაკებოდნენ.

- მაშინ რატომ მოხდა ისე რომ მანამ გავიგე, სანამ თავად მეტყოდნენ?- წარბები შეკრა ელიზბარმა.

- ელიზბარ, ხომ იცი რომ მე არასდროს მომიტყუებიხარ და ამას არც არასდროს გავაკეთებ,- იმედიანი თვალებით გახედა გოგომ,- გეფიცები ყველაფერს, სიმართლეს ვამბობ...

- თაია მჯერა, ნუ მიმტკიცებ ამას,- გააწყვეტინა კაცმა.

- მეც მაინტერესებს ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,- გაბრაზება გაერია ხმაში,- გავიგებ და არ ვაპატიებ. მაგრამ ახლა რა უნდა ვქნათ? ეთუნა დილიდან ტირის, ირმა გაგიჟებულა....

- წავიდეთ ერთად, მე დაველაპარაკები გიგაურებს და გაგაგებინებ, მიდი შენ სახლში და ეთუნას მიხედე.

- მართლა იზამ ამას?- წამოდგა ფეხზე თაია.

- ვიზამ. აბა ბავშვებს ისე ხომ არ დავტოვებ,- გაუღიმა და თმაზე მოეფერა,- წადი გაიქეცი ახლა და ეთუნას უთხარი ტირილით საქმეს ვერ უშველის.

- ეგ შენ უთხარი.

- შენგან უფრო გაიგებს.

* * *

დილის სუსხმა დაუარა სხეულში, მძიმედ გადადგა ნაბიჯები სახლისკენ. იცოდა დღეს დიდი ამბავი იქნებოდა, დიდი მართლაც უნდა ყოფილიყო, თუმცა ასეთი აურზაური არა. მძიმედ შეაღო ეზოს კარი, დააიგნორა რამდენიმე მეზობლის თვალი და სახლში შევიდა. ეთუნა ნერვიულად დადიოდა აქეთ - იქით, თვალზე ცრემლი ჯერ არ შეშრობოდა. თაიას დანახვისას მაშინვე გამოფხიზლდა.

- რაო? რა თქვა?- ანერვიულებულმა ჩაავლო ხელები მხრებში.

- შენებთან წავა და დაელაპარაეკება, მაგრამ მოსეს მაინც უთხარი, წესით ამაღამ მოგვიწევს მაგათთან ერთად მისვლა,- დაუქნია თავი თაიამ,- დაჯექი, დაისვენე. რამეს მოგიტან.

- მოხვედი,- გაისმა გულნარას ხმა სამზარეულოში შესვლისას,- რაო ელიზბარმა...

- მოაგვარებს.

- შენ მაინც რატომ გაერიე ამ საქმეში? გაკლდა ახლა პრობლემები?- დაიჩურჩულა ქალმა.

- დედა რას ამბობ,- გაუწყრა თაია,- აბა ვინ უნდა გარეულიყო მე თუ არა, შენ?

- მაინც, ფიცხელაურები არიან, რამ შეაყვარათ ერთმანეთი,. ვინ იცის რას იზამენ.

- დედა გაჩუმდი უკვე,- მოთმინებას კარგავდა თაია,- ვინ გეკითხება ვის ვინ შეუყვარდება...

- მართალია, ჩემს შვილს ვინ შეუყვარდება ის უნდა ვიკითხო, ნეტავ ვინ?- მიუბრუნდა შვილს.

- გულნარა, შენ ვინც გინდა, ის მაინც არ შემიყვარდება და ახლა თავი დამანებე,- მოკიდა ჩაით სავსე ჭიქას ხელი და სამზარეულოდან გავიდა,- დალიე, ცხელია დაგამშვიდებს.

- დრო არ გადის საერთოდ,- გაქვავებული ზის სავარძელზე,- არ ვიცი რაზე ვიფიქრო.

- ბევრს ნუ იფიქრებ და წინასწარ ნუ დაიძაბავ თავს, დათუა მაინც სად წავიდა ღმერთო ჩემო, გავუშვებდი და რაღაცას მაინც გაიგებდა.

- დათუა ფეხით დაუყვა გუშინ წინ. დუშეთში მიდის დედამისთან, გზად ვინმეს გავყვებიო,- აიჩეჩა მხრები გულნარამ.

- ოჰ, რას დადის ეგეც,- სახე მოეღუშა არაბულს,- დალიე გოგო ეგ, გაცივდება მერე.

- ვერ დავლევ, ნერვიულობისგან გული მერევა უკვე.

- რას უშველი ნერვიულობით, თორემ კი,- მიაწვა დივნის საზურგეს.

- დაიწყებენ ახლა ჭორაობას, თავსაც ვერ გავყოფ გარეთ, სანამ არ მორჩება ყველაფერი,- თმებში შეიცურა ხელი.

- ილაპარაკონ მერე, მოცლილები არიან ეგენი. შენ არ უსმინო,- მხარზე ჩამოადო ხელი არაბულმა.

- სანერვიულოა ეგეც,- გამოვიდა გულნარა,- აქ ხომ იცი ერთი სიტყვა ცხრაჯერ ითქმის.

- ცხრაჯერ ითქმის, მაგრამ ეს მათ გრძნობებს არ ცვლის,- წამოიწია თაია,- უყვართ უკვე დიდი ხანია ერთმანეთი.

მერე ეთუნას მიუბრუნდა.

- ეთუნა შემომხედე,- თავი ააწევინა გოგოს,- შენ არ ინერვიულო, კარგი? ელიზბარი თქვენ მხარეს არის, კაცს სიტყვა ეთქმის სოფელში, ხოდა მიხედავს.

კარზე კაკუნი გაისმა, ნელა წამოდგა გულნარა. ეთუნას სისხლი გაეყინა იქ მდგარი ელიზბარი რომ დაინახა დაღლილი სახით. კაცი მძიმედ შემოვიდა ოთახში.

- რაო?- წამოდგა თაიაც.

- წადი ეთუნა სახლში, დედაშენს შენთან ლაპარაკი უნდა,- გახედა იმედიანი თვალებით კაცმა.

- მაგრამ...

- აუხსენი ყველაფერი და საღამოს დაურეკე იმ ბიჭს, მოვიდეს და ისაუბრეთ.

- კარგი,- დახარა თავი ეთუნამ, მერე დაბლიდან თაიას ამოხედა.

- მარტო წადი, თაიას მე უნდა დაველაპარაკო,- მიაწია სიტყვა. ეთუნას არარაფერი უთქვამს, თავი დააქნია და სახლიდან გავიდა,- დაჯექი.

მიუთითა არაბულსდა ისიც სავარძელზე ჩამოჯდა.

- რაო რა თქვეს?- ჩაერია გულნარა.

- ირმა ნერვიულობს იმაზე რომ მეორე მხარე ფიცხელაურებისაა,- ჩამოჯდა ელიზბარი.

- სანერვიულოა აბა რა არის,- არ გაჩერდა გულნარა,- ფიცხელაურებს რომ დაუნათესავდები.

- გულნარა მგონი შენ საერთოდ ხმა არ გაქვს ამოსაღები,- ტონს აუწია ელიზბარმა და ქალიც გაჩუმდა. თაიამ იგრძნო როგორი განრისხებული მზერით გადახედა კაცმა დედამისს, თუმცა ხმა არ ამოუღია. მერე ისევ მიანათა თაფლისფერი თვალები ელიზბარს.

- და რა უნდა ქნან ახლა? წინააღმდეგი არიან? სახლში ხომ არ გამოკეტავენ?

- რატომ უნდა გამოკეტონ სახლში, ირმასაც ვუთხარი და შენც გეუბნები გულნარა, აბა ერთი თქვენ აგიკრძალონ საყვარელ ადამიანთან ყოფნა, ისე გაჩერდებოდით?

- ჩვენი მდგომარეობა აქ შესადარებელიც არ არის,- გააქნია თავი გულნარამ,- ჩვენ დროს სხვანაირად ხდებოდა ყველაფერი.

- გულნარა, სიყვარული სიყვარულია, შენც გიყვარდა შენი ქმარი და მეც მიყვარდა ჩემი ცოლი, თანაც იცი როგორ მოვიყვანე ცოლი მე,- არ დაუთმო ელიზბარმა.

- ადამიანი სიტყვას ვერ იტყვის რა.

- არასწორს არ გათქმევინებ.

- და ახლა?- ჩუმად იკითხა ბოლოს თაიამ.

- ახლა ყველაზე რთული ნაწილი იწყება.

- ფიცხელაურები?

- ჰო,- გულნარამ მაშინვე გადმოხედა.

- აბდულა რას იტყვის ნეტა?- ისევ იკითხა გულნარამ.

- აბდულა ჭკვიანი კაცია,- თქვა ნელა ელიზბარმა,- მაგრამ მარტო მაგაზე არაა საქმე. სოფელი უყურებს. ხალხი ელოდება, ვინ რას იტყვის, ვინ პირველ ნაბიჯს გადადგამს.

თაიამ ნერვიულად გადაიჯვარედინა ხელები.

- მოსე ცუდი ბიჭი არაა,- ელიზბარმა წარბი ოდნავ ასწია.

- აჰა... ესე იგი, ფიცხელაურებზე აზრი შეგეცვალა ცოტა?

- ნუ იწყებ ახლა შენც,- უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თაიამ,- ჩემი გრძნობები არაფერ შუაშია მათთან.

გულნარას ტუჩის კუთხე შეერხა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ელიზბარი ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა გოგოს. მერე ღრმად ამოისუნთქა.

- თაია, რაღაც უნდა გკითხო,- ქალი მაშინვე დაიძაბა.

- რა?

- ონისე რამდენადაა ამ ყველაფერში გარეული?- ოთახში ჰაერი თითქოს დამძიმდა. თაიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული.

- მე რატომ მეკითხები?

- იმიტომ გკითხე რომ თუ ეთუნამ შენ ჩაგრია ამ საქმეში, ონისეს ბევრად ადრე ეცოდინებოდა ყველაფერი,- ოდნავ ჩაეღიმა,- და როგორც ვხვდები, ასეც ყოფილა.

თაიას ამჯერად მოტყუება აღარც უცდია.

- იცის. დიდი ხანია იცის. სიმართლე რომ გითხრა, მისი იდეა იყო დღეს ყველაფრის თქმა.

- ჰო...- ჩაფიქრდა ელიზბარი,- ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ სადღაც მაინც შეცდით.

- რას გულისხმობ?

- თუ თქვენ თვითონ აპირებდით თქმას, მაშინ ვინ გაავრცელა ამბავი თქვენამდე?- ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. თაიამ ნერვიულად გადაიწია თმა ყურს უკან.

- ალბათ ვიღაცამ დაგვინახა გუშინ ღამე.

- გუშინ ღამე ფიცხელაურებთან იყავი?- მაშინვე წამოენთო გულნარა,- აი ხომ ვიცოდი რაღაცას ხლართავდით ჩუმად!

- დედა, ვისაუბრეთ უბრალოდ,- ნერვები მოეშალა თაიას,- აბა რა გვექნა? მეთქვა ფიცხელაურებთან მივდივარ და მთელი სოფელი გამომყოლოდა?

- თაია...

- გულნარა,- გააწყვეტინა ელიზბარმა მშვიდად,- ახლა მაგაზე ჩხუბის დრო არ არის.

ქალმა უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა, მაგრამ გაჩუმდა. ელიზბარმა ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო.

- მოკლედ, ასე მოვიქცევით. საღამოს მოსე ამოვა აქ.

- მერე?

- ირმასთან უნდა მივიდეთ და დავილაპარაკოთ,- თქვა მტკიცედ,- სანამ მთელი სოფელი თავის ვერსიას შეთხზავს, ჯობია თვითონ მოვაგვაროთ ყველაფერი.

- ირმა გაგიჟდება,- ჩაილაპარაკა გულნარამ.

- თავიდან კი. მაგრამ მერე გაიგებს რომ ბავშვებს ვერაფერს აუკრძალავ, როცა უკვე უყვართ ერთმანეთი,- თაია ჩუმად უსმენდა. უცნაური იყო ელიზბარის ასე მშვიდად საუბარი ამ ყველაფერზე.

- შენც წამოხვალ,- მოულოდნელად უთხრა ელიზბარმა თაიას.

- მე?

- ჰო, შენ. ეთუნას მარტო ხომ არ დატოვებ?- გულნარამ მაშინვე გადახედა შვილს.

- და ისევ ფიცხელაურებთან ერთად უნდა იაროს?

- გულნარა,- დაღლილი ხმით ამოიოხრა ელიზბარმა,- მოსეა იქ, მოსე. ომის დაწყებას არავინ აპირებს.

თაიამ თვალები აარიდა.

„ონისეც იქნება ალბათ..."

ფიქრმა მაშინვე გაიელვა თავში და საკუთარ თავზე გაბრაზდა.

- კარგი,- თქვა მოკლედ ბოლოს. ელიზბარმა თავი დაუქნია.

- მანამდე ეთუნას მიხედე. დილიდან ისეა, მგონია გული გაუსკდება ნერვიულობით,- არაბულს უნებურად გაეღიმა,- წადი ახლა მასთან, მე დედაშენს უნდა დაველაპარაკო.

- ახლავე?

- ხო, ახლავე,- კარისკენ ანიშნა,- მაგას უფრო სჭირდები.

- კარგი, წავალ,- აიღო მოსაცმელი და კარები გაიხურა.

- გულნარა,- მიუბრუნდა ახლა ქალს,- რა დღეში ხარ? რას მივაწერო შენი საქციელი?

- რას გულისხმობ?

- რას და...- მძიმედ ამოისუნთქა,- ამდენ სიძულვილს რატომ უღვივებ თაიას? რა გინდა?

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. გულნარას სახე დაეძაბა.

- მე ვუღვივებ?

- ჰო, შენ. ყოველ მეორე სიტყვაში ფიცხელაურები გყავს აკერებული. თითქოს დღე არ გავა, მათზე რამე არ თქვა,- ბრაზი არ წყდებოდა ელიზბარისგან,- თითქოს ის არ გვეყო რაც წლების წინ ვქენით, ახლა კიდევ უმატებ.

- იმიტომ რომ მაგ გვარმა ყველაფერი წამართვა!- წამოიძახა ქალმა და მოწოლილი ბრაზი ვეღარ შეიკავა,- მაგათ შვილიც მომტაცეს და ქმარიც.

- და შენც იმავეს უკეთებ ახლა შენს შვილს,- მშვიდად, მაგრამ მკაცრად უთხრა ელიზბარმა. გულნარამ ხმაურით დადო ხელები მაგიდაზე.

- როგორ ბედავ მაგის თქმას?

- იმიტომ ვბედავ რომ სიმართლეა. თაია ბავშვობიდან იმ სიძულვილში გაზარდეთ, რომელიც ჩვენმა თაობამ დავაშავეთ. ზვიადის სიკვდილი მეც მტკივა, შენზე ნაკლებად არ მახსოვს ეგ დღე, მაგრამ რამდენ ხანს უნდა იცხოვროს ამ ბავშვმა მარტო ბრაზით?

გულნარა უხმოდ იდგა, თვალებში წყენა და ბრაზი ერთდროულად გამოჩნდა.

- აბა რა ვქნა? ვუთხრა, ფიცხელაურები შეიყვარე - მეთქი?

- არ გეუბნები, შეიყვაროს, მაგრამ იმას მაინც ნუ ასწავლი რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მტრობით იცხოვროს,- ტონი დაარბილა ელიზბარმა,- დრო თავისას იზამს, მაგათი ბედი მაინც იკვეთება მალე და შენ წინასწარ ნუ უმზადებ გაგიჟებისთვის ნიადაგს.

- ამაზე ლაპარაკი არ მინდა,- დახარა თვალები გულნარამ,- ისედაც ეკლებზე ვზივარ.

- ჰოდა მითუმეტეს. მოეშვი, აცადე თვითონ,- მიბრუნდა ელიზბარი,- ისედაც საკმარისზე მეტი სიძულვილი გააჩნია ფიცხელაურებისადმი, შენ ნუღარ დაუმატებ.

* * *

საღამო მძიმედ ჩამოწვა შატილზე.

გარეთ ისევ ციოდა. დღის განმავლობაში ოდნავ დამდნარი თოვლი საღამოს ყინვამ თავიდან გაამაგრა და ბილიკები ვერცხლისფრად აკრიალდა მთვარის შუქზე. კოშკებიდან კვამლი სწორი ხაზებივით ადიოდა ცაში, სოფელში კი ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს მთელი ხეობა ელოდებოდა, რა მოხდებოდა ამ ღამით. თაია და ეთუნა კუთხეში ისხდნენ. ეთუნას ხელები ერთმანეთში გადაეხვია, თითები ნერვიულად უკანკალებდა. თაია კი გარეგნულად ისევ მშვიდად იჯდა, თუმცა შიგნით ისე ჰქონდა ყველაფერი დაჭიმული, თითქოს ნებისმიერ წამს უნდა გასკდომოდა.

ირმა აქეთ - იქით დადიოდა. ხან მაგიდას ასწორებდა, ხან კარებისკენ იყურებოდა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა ამ საღამოს დაწყება. ნერვიულობდა, თუმცა ხმას ვერ იღებდა, ანდაც რა უნდა ეთქვა? თავზე ჩამოენგრა ყველაფერი დილიდან.

პირველად აბდულა და ჭაბუკა მოვიდნენ. ოთახში რომ შემოვიდნენ, რამდენიმე წამით ყველა გაჩუმდა. მაღალი, მძიმე ტანის კაცი იყო აბდულა. წვერში უკვე თეთრები შეჰპარვოდა, მაგრამ თვალებში ისევ სიმტკიცე ედგა.

- მშვიდობა ამ კერას,- დაბალი ხმით თქვა.

- მშვიდობა,- უპასუხა ელიზბარმა და ადგა შესახვედრად. ორ მოხუცს შორის წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს მთელი ძველი მტრობა ისევ ოთახში იდგა მათთან ერთად. მერე აბდულამ ხელი გაუწოდა. ელიზბარმაც ჩამოართვა. თაიამ უნებურად ამოისუნთქა.

- მეშინია...- თითქმის გაუგონრად ჩაიჩურჩულა.

- ჩუმად,- თაიამ თითები დაუჭირა,- კარგად იქნება ყველაფერი.

დაამშვიდა მეგობარი, მაგრამ თვითონაც აღარ იყო ამაში დარწმუნებული. კაცებს მოსე შემოჰყვა, შემდეგ კი დალი და ონისეც გამოჩნდნენ ზღრურბლზე. მოსემ თვალებით იპოვა ეთუნა, გაუღიმა, დაამშვიდა გამომეტყველებით და მერე ისევ ილოშა გიგაურს მიუბრუნდა, მოქუფრული სახით რომ იდგა ელიზბარის გვერდით. მოსემ თვალებით მაშინვე იპოვა ეთუნა. როგორც კი დაინახა, ბიჭის მკაცრ ნაკვთებს თითქოს სიმშვიდე გადაეფინა და მზერა ოდნავ დაუთბა. ძალიან შეუმჩნევლად, მხოლოდ თვალების კუთხით გაუღიმა, ისე თითქოს იმ წამს ამ ჩაბნელებულ ოთახში სხვა არავინ ყოფილიყო. ეთუნამ ეს ღიმილი ჰაერივით ჩაისუნთქა და თაიას ხელში ჩაბღუჯული თითებიც მაშინვე ოდნავ მოუდუნდა. მერე მოსემ მზერა ილოშა გიგაურზე გადაიტანა. მხრები ისე დაჭიმვოდა, თითქოს ყოველ წამს აფეთქებას ელოდა. მის სახეზე აღბეჭდილი იყო ის მძიმე მოთმინება, რომელიც საზღვარზე მიჰყავდა ამ საღამოს თითოეულ წუთს.

- მშვიდობა, ილოშა,- მშვიდად, მაგრამ მტკიცედ მიესალმა მოსე. გიგაურმა მხოლოდ თავი დაუკრა, თუმცა მის თვალებში აშკარა, თითქმის ხელშესახები უნდობლობა იკითხებოდა. თაიამ მაშინვე იგრძნო, როგორ გაიჟღინთა ოთახი დაძაბულობით. ზუსტად იმ დროს ზღურბლზე მდგარი ონისეც შემოვიდა ბოლომდე. კარი ზურგს უკან მძიმედ მიიხურა და ოთახში ჩამოწოლილი სიცივე თითქოს უფრო მჭრელი გახდა. თაიამ უნებურად ისევ მისკენ გაიხედა. ონისეს მზერა პირდაპირ მასზე გაჩერებულიყო. მხოლოდ რამდენიმე წამით, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა რომ თაიას გულს ველურივით დაეწყო ფორიაქი. მაშინვე აარიდა თვალი და კერის ცეცხლს მიაშტერდა.

„ჯანდაბა..." - გაიფიქრა და იგრძნო, როგორ აეწვა ლოყები.

ონისე ნელა მიუახლოვდა დანარჩენებს. აბდულას გვერდით დადგა, თუმცა ზურგითაც კი გრძნობდა იმ გამჭოლ მზერას. დალი ჩუმად ჩამოჯდა კერასთან, თითქოს წინასწარ იცოდა რომ ამ საღამოს სიტყვებზე მეტად მოსმენა იქნებოდა საჭირო. ოთახში მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ შეშა ტკაცუნობდა კერაში და ნაპერწკლები ცეკვავდნენ წყვდიადში. ბოლოს ელიზბარმა ამოისუნთქა და მაგიდას მძიმედ დაეყრდნო ხელებით.

- ჰოდა...- დაიწყო ნელა აბდულამ,- რადგან ყველა აქ არის, მგონი დროა პირდაპირ ვილაპარაკოთ.

არავის არაფერი უთქვამს. ყველა ელოდა, ვინ გაბედავდა პირველ სიტყვას. ილოშა გიგაური ბოლოს მაინც ვეღარ გაჩერდა.

- პირდაპირი ლაპარაკი გინდათ?- მკაცრად თქვა და მოსეს გახედა,- მაშინ პირდაპირ გკითხავ. იცი მაინც რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- ვიცი,- მტკიცედ დაუდგა მოსეც. მზად იყო დღეს ყველანაირი გამოცდისთვის.

- არა, არ იცი,- თავი გააქნია კაცმა,- სიყვარული მარტო ფიცი და ღამის შეხვედრები არ არის. სოფელია, გვარებია, ხალხია. ჩემი შვილის მოვლა თუ შეგიძლია? მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? ანდაც რასაც აწი იტყვიან სოფელში, მაგის ტარება თუ შეგიძლია?

ეთუნამ თავი დახარა. თაიამ იგრძნო, როგორ დაეძაბა მის გვერდით სხეული. მოსე კი მშვიდად იჯდა.

- თუ ეთუნა ჩემ გვერდით იქნება, ყველაფერს შევძლებ,- კერის შუქმა წამით უცნაურად გაანათა ეთუნას სველი თვალები,- ბავშვი არ ვარ, ყველაფერი ზუსტად მაქვს გადაწყვეტილი, ახლაც აქ იმისთვის მოვედი რომ გესაუბროთ, თორემ შემეძლო ტყიურივით ავმდგარიყავი და გამეტაცა, მაგრამ პატივს გცემთ.

ამოისუნთქა მოსემ.

- დღეს ისედაც ვაპირებდით ყველაფრის თქმას, სულაც არ გვინდოდა ეს ამბავი ასე გამსკდარიყო, თუმცა არ დაგვცალდა.

- ახალგაზრდები ყოველთვის ეგრე ლაპარაკობთ,- ილოშამ უხმოდ ჩაიცინა,- და ბოლოს ყველაფერი გავიწყდებათ.

- და თქვენ?- მოულოდნელად თქვა ონისემ,- თქვენ რა ასაკში იყავით, პირველად რომ შეგიყვარდათ?

ოთახში რამდენიმე კაცმა უხერხულად აარიდა მზერა. ილოშამ წარბები შეკრა.

- შენ ნუ ერევი, ბიჭო,- ხმა არავის ამოუღია, არც ჭაბუკას, არც აბდულას, ელიზბარიც კი ჩუმად იჯდა.

- რატომ?- მშვიდად იკითხა ონისემ,- იმიტომ რომ ფიცხელაური ვარ?

ჰაერი ისევ დამძიმდა. თაიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ონისეს ხმა ისევ წყნარი იყო, მაგრამ მის ქვემოთ რაღაც ძალიან სახიფათო იმალებოდა. თანაც ძალიან სახიფათო. ჭაბუკამ მაშინვე გადახედა შვილს.

- ონისე.

- არა, მამა, მართლა მაინტერესებს,- თქვა და მზერა ისევ ილოშაზე გადაიტანა,- თუ მოსე სხვა გვარის იქნებოდა, ეს საუბარი საერთოდ შედგებოდა? არ მოგვიწევდა აქ ამოსვლა და ასე დამნაშავესავით ჯდომა. წარსულის ამბავი და ძველი ცოდვები ერთია, მაგრამ მაგისთვის ვაგე უკვე პასუხი.

წამით გადახედა თაიას, მერე ისევ მზერა მოსწყვიტა.

- კიდევ რამდენჯერ უნდა გავიხსენოთ ეს?- ილოშა გაჩუმდა. იმ სიჩუმეში პასუხი ისედაც ყველამ იცოდა.

- იმიტომ ვართ აქ რომ ეს ყველაფერი ჩხუბში არ გადავიდეს,- ელიზბარმა მძიმე ხმით ჩაახველა,- აქ სასაუბროდ და შესათანხმებლად ვართ ყველანი.

- ჩხუბი არ მინდა,- პირველად ამოიღო ხმა ირმამაც. ქალი დაძაბული იჯდა, თითები ერთმანეთში გადაეხვია,- უბრალოდ... მეშინია.

ეთუნამ მაშინვე ახედა დედას. ირმას თვალებში უკვე ბრაზი აღარ იყო. მხოლოდ შიში.

- მთელი ცხოვრება ამ მტრობაში ვიყავით, ბავშვებიც აქ გავზარდეთ,- გააგრძელა ჩუმად,- და ახლა უცებ უნდა დავიჯერო რომ ამ სიყვარულის უკან არანაირი ფარული მოქმედებები არ იმალება?

მოსე ნელა მიუახლოვდა.

- ვერ დაგპირდებით რომ ხალხი არ ილაპარაკებს ცოტახანს,- თქვა გულწრფელად,- მაგრამ იმას ნამდვილად გპირდებით რომ ეთუნას არასოდეს ვატკენ გულს.

ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. თაიამ უნებურად გაიხედა ონისესკენ. კაცი კედელთან იდგა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და ჩუმად აკვირდებოდა ყველაფერს. კერის შუქი ონისეს სახეს ნახევრად ანათებდა, მეორე ნახევარს კი წყვდიადის სქელ ჩრდილში ტოვებდა. არაფერს ამბობდა, მხოლოდ მშვიდად იდგა და უსმენდა, მაგრამ თაიას უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სწორედ მისი სიჩუმე იყო ამ ოთახში ყველაზე ხმამაღალი და ყველაზე მძიმე.

აბდულამ მძიმედ ამოიოხრა და ირმასკენ გადაიხარა.

- შვილო,- დაიწყო ნელა, ხრინწიანი ხმით,- ამდენი წლის ნაგროვებ მტრობას ერთი საღამოს სითბო ვერ გააქრობს, ვერც ერთი ქორწილი. ეგ არც მე მჯერა და არც აქ ვინმე სხვას დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჩვენ და თქვენც უკვე ამ მშვიდობისთვის იმდენი გავიღეთ რომ სხვა რაღა დაგვრჩენია. ბავშვები ცოდოები იქნებიან, თუ ჩვენს შეცდომებს მათ სიცოცხლეს ზედ გადავაყოლებთ.

ირმამ თვალები დახარა. ეტყობოდა, მის შიგნით ნამდვილი ბრძოლა მიდიოდა: ერთ მხარეს წინაპრებისგან დატოვებული შიში და წესი ედგა, მეორე მხარეს კი საკუთარი შვილის ცრემლები. ეთუნა ჩუმად იჯდა, თუმცა მხრები უკანკალებდა, საკუთარი სხეული ღალატობდა. თაიამ მეგობრის ცივ თითებს ხელი მაგრად მოუჭირა.

- თქვი რამე, - ჩუმად ჩასჩურჩულა,- ახლაა შენი დრო.

ეთუნამ ტუჩი ისე მოიკვნიტა რომ სისხლი გამოერია. მერე ნელა, თითქოს მთელ სიმამაცეს ერთ მუშტად კრავსო, თავი ასწია.

- როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენც ძალიან კარგად ვიცოდით რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ცივილურად მივუდექით ყველაფერს და უბრალოდ შევეგუეთ იმ აზრს რომ მხოლოდ ჩვენ ვერ დავასრულებდით ორ სოფელს შორის მტრობას. იმას, რაც ჩვენ არც კი დაგვიწყია,- ღრმად ამოისუნთქა კიდვე ერთხელ, ხვდებოდა ნელ - ნელა როგორ წითლდებოდა, ყველა ამას უყურებდა,- თავიდან მეგონა ეს დანაშაული იყო, ღალატი იყო იმ სისხლის, რაც ჩვენს შორის დაიღვარა. მაგრამ ყოველდღე, როცა ვიღვიძებდი, ვხვდებოდი რომ იმის უარყოფა, რაც გარდაუვალი იყო, არ შეიძლებოდა. მაგრამ ჩვენ რისთვის ვაგებთ პასუხს? ამდენი წლის განმავლობაში, რით ვეღარ დაიღვარა საკმარისი სისხლი?

ოთახში ისევ გაისმა კერის ტკაცუნი. არავის გაუწყვეტინებია. მოსემ წამით თავი დახარა, თითქოს ამ გულწრფელობამ მასაც ისეთივე ჭრილობა მიაყენა, როგორიც მტრობამ. ილოშამ უკმაყოფილოდ გადააჯვარედინა ხელები მკერდზე.

- სიყვარული კარგია, მაგრამ მარტო გრძნობით კაცი ვერ იცხოვრებს,- ჩაიდუდღუნა მან.

- მტრობით კი საერთოდ ვერ უცხოვრია ადამიანს,- მოულოდნელად გაისმა ონისეს ხმა. ყველამ ისევ მისკენ გაიხედა. თაიამ იგრძნო, როგორ დაეძაბა მხრები. ონისე კედელს მოსცილდა და ნელა, მტკიცე ნაბიჯით წამოვიდა წინ.

- რამდენი წელი გავიდა უკვე?- იკითხა მშვიდად,- რამდენი კაცი ჩავასვენეთ მიწაში, რამდენი დედა დავტოვეთ შავებში... რამდენ ადამიანს წაართვით თავისუფალი ცხოვრება ჩემი ჩათვლით? მაინც და მაინც ყველაფერი ახლა უნდა ვთქვა?...და ბოლოს რა შეიცვალა? რა მოვიგეთ ამით?

არავინ პასუხობდა. ყველას მზერა იატაკს მიეჯაჭვა.

- არაფერი,- თვითონვე უპასუხა საკუთარ თავს,- ისევ აქ ვსხედვართ და ისევ იმავე სიძულვილს ვჭამთ, რითაც ჩვენ გამოგვკვებეს. მოსესა და ეთუნას თუ მართლა აქვთ ძალა რომ ეს წრე გაარღვიონ, იქნებ ერთხელ მაინც მივცეთ უფლება, ჩვენზე უკეთესი და მშვიდი ცხოვრება ჰქონდეთ.

ოთახში ისევ მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ამჯერად ამ სიჩუმეს სხვა გემო ჰქონდა. თაია ონისეს უყურებდა და პირველად იგრძნო რომ ამ კაცის სიტყვები მის ყველაზე ღრმა და მიჩქმალულ ფიქრებს ეხმიანებოდა. რაღაც ნელ - ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც იცვლებოდა.

ილოშამ მძიმედ ამოისუნთქა და სკამის საზურგეს ისე მიეყრდნო, თითქოს მხრებიდან უხილავი ლოდი ჩამოეხსნაო.

- ლაპარაკი მარტივია, ბიჭო,- ჩაილაპარაკა ბოლოს,- მაგრამ ხალხის ენას რას უზამ?

- ხალხი ერთი კვირა ილაპარაკებს,- მშვიდად, თითქმის დამაჯერებლად მიუგო აბდულამ,- მერე სხვა ამბავს მოძებნიან საღეჭად.

- და თუ არ მოძებნეს?- ილოშამ მაინც არ დათმო.

- გჯერა ახლა შენ მაგის?- პირველად გაეღიმა ოდნავ ელიზბარს და სახეზე ნაოჭები დაუთბა,- ამ მთებში სიძულვილიც კი ვერ ძლებს მუდმივად ერთნაირი ძალით. ადრე თუ გვიან, ყველაფერი ფერმკრთალდება.

ირმამ თვალები ტანსაცმლის ყურით მოიწმინდა.

- მე მხოლოდ იმის მეშინია რომ ბედნიერების საშუალებას არ მისცემენ,- ამოიოხრა ირინამ,- ხომ ვიცით რაც მოხდა ოცი წლის წინ...

დააპაუზა ირმამ. წამოენთო ელიზბარიც და მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო.

- რა მოხდა ოცი წლის წინ?- პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე იკითხა თაიამ.

- მამაშენის ამბავს ვგულისხმობ,- გადაასწორა უცებ ირინამ,- რთულია, ხომ ხვდებით?

- ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ არავის არავინ არ უნდა შეუყვარდეს,- გასცა ისევ პასუხი თაიამ. ყველა მისკენ შებრუნდა. ოთახში ისეთი სიჩუმე დადგა რომ მხოლოდ კერის გუგუნი ისმოდა. თაია თვითონაც არ ელოდა, ასე თამამად თუ ამოიღებდა ხმას, მაგრამ სიტყვები უკვე ყელში მწარედ ედგა და ვეღარ აჩერებდა,- ვიღაც რაღაცას მაინც იტყვის, ამას ჩვენ ვერ გავაჩერებთ, მაგრმა ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარ ბედნიერებაზე უარი უნდა ვთქვათ, მხოლოდ იმის გამო თუ სხვა რას იტყვის.

ნერწყვი მძმედ გადაყლაპა თაიამ.

- ვიღაც ყოველთვის იპოვის მიზეზს რომ ძველი ჭრილობა გააღიზიანოს. ვიღაც ისევ იტყვის, ვინ ვისი სისხლი დაღვარა, ვინ ვისი სახლი დაწვა ან რა წაართვა...- მზერა ონისეს გაუსწორა წამით,- მაგრამ თუ ამის შიშით ცხოვრებას საერთოდ არ დაიწყებენ, მაშინ ამ მტრობას არასოდეს ექნება დასასრული. მაშინ ყოველთვის სხვისი დაწერილი კანონებით მოგვიწევს სუნთქვა.

ოთახში ჰაერი თითქოს უფრო გამჭირვალე გახდა. გულნარა, რომელიც გვიან შემოსულიყო სახლში, უხმოდ, გაოცებული უყურებდა შვილს. ეტყობოდა, პირველად დაინახა მასში ისეთი ქალი, რომელსაც საკუთარი სიმართლის არ ეშინოდა. ეთუნა კი უკვე ტიროდა, ჩუმად, უხმოდ, თითქოს წლების მარწუხებიდან გათავისუფლდაო.

მოსე ნელა მიუახლოვდა, გვერდით ჩაიმუხლა უნდოდა ხელი ჩაეჭიდა, თუმცა ყველას თანდასწრებით ვერ გაბედა.

- მე არ მინდა შენ ოდესმე ჩემ გამო შეგეშინდეს ან იტირო,- უთხრა მოსემ ხმადაბლა, თუმცა ისეთი სიჩუმე იყო, ექოსავით გაისმა მისი ხმა.

- არ მეშინია,- გააქნია თავი,- არც ვიტირებ.

და ეს სიმართლე იყო. იმ წამს, ამ ჩამქრალ კერასთან შიში მართლაც დამარცხდა. ელიზბარმა ბოლოს მაგიდაზე დადებული თასი გვერდზე გასწია და ფეხზე მძიმედ წამოდგა.

- ჰოდა თუ ასეა...- თქვა ნელა,- მგონი, პასუხიც ყველამ ერთად გავიგეთ. ამაზე მეტი სათქმელი აღარაფერია.

აბდულამ თავი დაუქნია, თითქოს ამ გადაწყვეტილებას ბეჭედი დაუსვაო.

- მე წინააღმდეგი არ ვარ. მშვიდობა იყოს თქვენს გზაზე,- ირმამ თვალები დახუჭა წამით, თითქოს საკუთარ თავთან ბოლო ბრძოლას ამთავრებდა. მერე ჩუმად ამოიოხრა და შვილს შეხედა. პირველად მთელი საღამოს განმავლობაში, მის მზერაში დედობრივი სითბო გამოკრთა. მერე ილოშას გადახედა, კაცი ისევ ჩუმად იჯდა, თუმცა ეტყობოდა რომ უარყოფას არ აპირებდა.

- ღმერთმა ქნას, არ ვინანოთ... ოღონდ ერთი ცრემლიც რომ მოგადინოს...- ირმამ მოსეს მკაცრად გადახედა.

- ვერ გაბედავს,- ჩაერია ონისე მშვიდად და მის ხმაში პირველად გაისმა რაღაც ძმური, მფარველობითი ტონი,- მოსე ჩემი ძმაა, თუმცა ეთუნასაც ბავშვობიდან ვიცნობ. დასავითაა, ჩემი ძმის გამო მას რომ ცრემლი ჩამოუვარდეს, მე ვიქნები პირველი, ვინც მოსეს პასუხს მოსთხოვს.

ოთახში რამდენიმეს გაეცინა. დაძაბულობა, რომელიც საათობით აწვებოდა კედლებს, ნელ - ნელა დნებოდა, როგორც გაზაფხულის თოვლი. თაიამ იგრძნო როგორ მოეშვა გულზე ის უხილავი მარყუჟი, რომელიც სუნთქვას უხშობდა. მერე ისევ გაიხედა ონისესკენ. კაცი ამჯერადაც მას უყურებდა. სანთლის შუქი მის სახეზე ცეკვავდა და იმ მზერაში უკვე აღარ იყო მხოლოდ მტრობა ან ირონია. იქ რაღაც ახალი, ამოუცნობი და ბევრად უფრო სახიფათო იწყებოდა, რასაც თაია ჯერ სახელს ვერ არქმევდა, მაგრამ უკვე მთელი არსებით გრძნობდა.

- მაშინ მოვემზადოთ ქორწილისთვის,- ასწიეს თასი აბდულამ, ჭაბუკამ და ელიზბარმა.

- მომილოცნია ახალი სარძლო,- მიუტრიალდა თაია დალის,- გილოცავ ჩემო ლამაზო.

გადაეხვია მერე მეგობარს.

* * *

ზამთარმა ნელ - ნელა, თითქოს უხალისოდ დაიწყო უკან დახევა. შატილის მკაცრი კედლებიდან ყინულის ლოლოებმა ჯერ მხოლოდ შუადღის მზეზე დაიწყეს რეაგირება, მერე კი ხმაურით ჩამოცვივდნენ და მიწას დაენარცხნენ. მთების კალთებზე თოვლი აჭრელდა, თეთრი ნაბადივით დაიფლითა და იქიდან სველი, შავი მიწა გამოჩნდა. არღუნმაც, მთელი ზამთარი ყინულის ქვეშ რომ სუნთქავდა, ახლა უფრო ხმაურიანად, მძვინვარედ დაიწყო დინება, თითქოს მთელი იმ თვეების დაგროვილ დუმილს ერთიანად აფრქვევდა და კლდეებს შორის გზას გამალებით იკაფავდა.

შატილი გაზაფხულს ყოველთვის სხვანაირად ხვდებოდა, ეს არ იყო მხოლოდ სეზონის ცვლა, ეს გადარჩენის ზეიმი იყო. მძიმე, გაყინული და ჩაკეტილი თვეების შემდეგ სოფელი უცებ, ერთიანად აფუთფუთდა. ქალები ეზოებში გამოდიოდნენ, მზეს სახეს უშვერდნენ და ხალიჩებს მძიმე ბრტყელებით ბერტყავდნენ. კოშკების პატარა, ვიწრო ფანჯრები ფართოდ გაიღო რომ ზამთრის ჩაგუბებული სუნი გაზაფხულის სუსხიან ჰაერს გაეტანა. კაცები კი, მხრებში გაშლილნი, თოვლისგან ჩაკეტილ ბილიკებს ასუფთავებდნენ და ერთმანეთს ხმამაღლა, მჭექარე ხმით ესალმებოდნენ. ჰაერში ათასი სურნელი ირეოდა და სწორედ იმ გაზაფხულს, როცა ბუნება იღვიძებდა, შატილში ყველაზე ხშირად ერთი სახელი, ერთი ამბავი ისმოდა, რომელიც არღუნის ხმაზე უფრო სწრაფად ვრცელდებოდა ხეობაში - ეთუნასა და მოსეს ქორწილი.

თავიდან ამაზე მხოლოდ ჩუმად, კოშკების კუთხეებში ჩურჩულებდნენ, თითქოს ეშინოდათ რომ ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა ძველ მტრობას ისევ გააღვიძებდა. მერე ეს ჩურჩული ხმამაღალ საუბრებში გადაიზარდა, ჭიშკრებთან, წყაროსთან, სალოცავის პირას. ბოლოს კი, თითქოს მთელი ხეობა ერთიანად დადუმდა და შეეგუა იმ აზრს რომ ეს ამბავი უკვე აღარ შეიცვლებოდა. გიგაურისა და ფიცხელაურის სისხლი ერთმანეთს უნდა დაზავებოდა. მიიუხედავად იმისა რომ ეს არაბულებისა და ფიცხელაურების ომს არ აცხრობდა, სიმშვიდის წინაპირობას მაინც ქმნიდა.

ეს არ იყო უბრალო ქორწილი. ეს იყო დიდი გარდატეხა, რომლის მოლოდინიც ჰაერში ელექტროობასავით იდგა. ხალხი ხედავდა რომ მთების მკაცრ კანონებში რაღაც ახალი, მანამდე უცნობი და გაბედული იჭრებოდა.

ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მთელი შატილი ფეხზე დადგა. ხეობაში ისეთი ფუსფუსი ატყდა, თითქოს სოფელი დიდი ხნის ძილისგან ერთბაშად გამოფხიზლდაო. ირმას კოშკი ნამდვილ სკად იქცა. ქალები დილიდან გვიან ღამემდე ირეოდნენ, კერაში ცეცხლი არ ნელდებოდა, ჰაერში კი ახლად გამომცხვარი ქადის, თაფლიანი გოზინაყისა და გაცხელებული ერბოს სურნელი ტრიალებდა. სიცილი, ჩურჩული და მთის ძველი ჭორები ერთმანეთში იხლართებოდა, კედლებს მიღმა კი მარტის ცივი ქარი ამაოდ ცდილობდა ამ სითბოს გაფანტვას.

თაია ადგილზე ვერ ისვენებდა, ერთადერთი მეგობარი ოჯახდებოდა და ამის ასე მარტივად მიღება რთული იყო. ფიცხელაურები ხშირად იყვნენ შატილში, თუმცა თავად გიგაურები და არაბულები ჯერ ვერ ბედავდნენ ლებაისკარში გადასვლას. ჯვრისწერის ამბავი შატილში გადაწყდებოდა, ძველ ხევსურულ სალოცავში სადაც ჯერ კიდვე მოღვაწეობდნენ ხუცესები, ხოლო ქორწილის სუფრა კი უკვე ლებაისკარში იქნებოდა.

რაც დრო გადიოდა, ეთუნა უფრო და უფრო ნერვიულობდა. არც თაია აკლებდა, ბოლოს და ბოლოს მეჯვარე იყო, დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. თავად არ უნდა დასტყობოდა ნერვიულობა, თორემ აბა ეთუნას როგორღა დაეხმარებოდა მერე? კაბა ჰქონდა გამზადებული, მუქი მწვანე, კოჭებამდე სიგრძის ლამის. თეთრი ნაქარგი თავშალიც იქვე ჰქონდა საკიდზე დაკიდებული, დროს კი ეთუნას ოთახში ატარებდა და საქორწინო ლაბაზე ლამაზ ყვავილებს ქარგავდა.

- ასეთი ალქაჯი იყავი და როდის მოასწარი ჭრა - კერვის სწავლა?- წარბები ასწია ეთუნამ.

- გამიკვირდა ეგ რომ არ იცოდი,- ჩაეცინა თაიას,- შეხედე რა ლამაზია.

- ჰოო, დედაჩემმა მაჩუქა ეს კაბა,- დაკიდა საკიდზე თეთრი კაბა, არ იყო სადღესასწაულოდ დიდი, ფრიალა, თუმცა ლამაზი იყო და ელეგანტური,- მეც ძალიან მომწონს.

ისე მიილია დღეები, თავადაც ვერ გაიგეს. ქორწილის დილას ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო, მზე აცხუნებდა, თითქოს თვითონ ხეობასაც სურდა ამ დღის დალოცვა. მთების წვერებზე ჯერ კიდევ შერჩენილი თოვლი მზის პირველ სხივებზე აელვარებულიყო, ქვემოთ კი გაზაფხული უკვე სრულ ძალას იკრებდა.

შატილი დილიდან ფეხზე იდგა. ხეობას ქალების გადაძახილი, ცხენების ფლოქვების თქაფათქუფი და ბავშვების ჟრიამული ავსებდა. ირმას კოშკში კი ნამდვილი არეულობა სუფევდა. ირმა აქეთ - იქით დარბოდა, ხან საპატარძლოს ამოწმებდა და ხან მზითვის სკივრს. თაია დილიდან ეთუნას ეხმარებოდა მომზადებაში, თმები ლამაზად გაუკეთა, მერე ცოტაოდენი მაკიაჟიც, კაბაც რომ მოარგო, მერე ყვავილების ბუკეტი დააკავა ხელში, რომელიც წინა დღეს თავადვე მიუტანა საჩუქრად.

- როგორი ლამაზი ხარ,- ამოიჩურჩულა მეგობრის ყურთან. ეთუნა ჯერ ისევ სარკეში იხედებოდა, თითქოს საკუთარ თავს კი არა, ვიღაც სხვას უყურებდა. ეთუნას უკან ჩამოდგა არაბული, თეთრი ფატა დაუმაგრა თმებზე ლამაზად. მერე მხრებზე ჩამოადო ხელი. ნერვიულობდა, უკანკალებდა კიდეც ხელები. განა მარტივი იყო ერთადერთი მეგობრის გაშვება.

- ხელი ნუ გიკანკალებს,- ჩაიცინა ეთუნამ სარკიდან.

- არ მიკანკალებს.

- აბა ეგ რა არის?- თაიამ მაშინვე გააქვავა თითები.

- მეჯვარე ვარ და არ მინდა რამე შეცდომა დავუშვა,- აატრიალა თვალები,- ხომ იცი მერე იტყვიან, არაბულის ქალი ამდენს ლაპარაკობდა და ერთ საქმეს ვერ გაართვა თავიო.

ეთუნას სიცილი აუტყდა.

- გაფიცებ, ამ სოფელში შენზე საშიში ქალი არ დადის და მაინც ნერვიულობ? სხვის აზრს მგონი ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევთ.

- ძალიან ბევრს ლაპარაკობ დღეს,- ჩაიდუდუნა თაიამ, თუმცა თვალები გაუნათდა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად უყურებდა სარკეში საკუთარ ანარეკლს. მერე ეთუნას ღიმილი ნელა შეუმსუბუქდა, მზერა დაუსერიოზულდა.

- თაია... მადლობა,- ქალმა წარბი ასწია.

- რისთვის?

- ჩემ გვერდით რომ ხარ. ყველაფრის მიუხედავად,- არაბულს რაღაც მოებჯინა ყელში, სიმწარე და სიხარული ერთმანეთში აერია.

- აბა ამ ფიცხელაურებში მარტოს ხომ არ დაგტოვებდი?- თქვა ირონიით რომ ხმა არ აკანკალებოდა,- ველურები არიან.

უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, თუმცა აღარ დასცალდა. იმ დროს ქვემოდან კაცების მჭექარე ხმები, თოფის გასროლა და ცხენების ჭიხვინი გაისმა. თაიამ ფანჯარასთან მიირბინა.

- მოვიდნენ... - ოთახში უცებ ყველაფერი დადუმდა. ქალების ჩურჩულიც კი შეწყდა. ეთუნას სახე ერთიანად გაუფითრდა.

- ღმერთო...- ძლივს ამოილაპარაკა.

ქვემოდან ისევ გაისმა კაცების ხმაური, სიცილი და კიდევ ერთი თოფის გასროლა, რომელიც მთებში ექოდ გაიშალა. თაიამ ფანჯრის ხის ჩარჩოს ორივე ხელი ჩაავლო და ქვემოთ გადაიხედა. ეზო ხალხით იყო სავსე. შავ და მუქ ჩოხებში ჩაცმული კაცები ცხენებიდან ჩამოდიოდნენ, ზოგს მხარზე თოფი ეკიდა, ზოგს ვერცხლის ქარქაშიანი ხანჯალი. გაზაფხულის მზე მათ იარაღებზე ელავდა. ნამდვილი ძველი, ტრადიციული ქორწილი იყო ერთი შეხედვით. ფიცხელაურებიც მოსულიყვნენ. აბდულა წინ იდგა, გვერდით ჭაბუკა და მოსე ედგნენ. ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა სიძე ახალ ტანსაცმელში, ცხენიდან ჩამოხტა, აქეთ - იქით მოიხედა, თაიამ გვერდით მდგარ ონისეს მოკრა თვალი.

შავი ცხენიდან ნელა ჩამოხტა. ქარმა ჩოხის კალთა შეურხია, მზემ კი წამით სახე გაუნათა. ისეთი სიმშვიდით იდგა, თითქოს ამ ხმაურსა და არეულობაში მხოლოდ თვითონ იყო სრულიად აუღელვებელი. მერე თავი ასწია და პირდაპირ ფანჯრისკენ გაიხედა. ისევ იგივე მზერა ჰქონდა. ღრმა, მშვიდი და აუტანლად დამთრგუნველი. თითქოს ამდენ ხალხში მაინც მხოლოდ მას ხედავდა. თაიამ ინსტინქტურად ნაბიჯი უკან გადადგა.

- აქეთ მოდი!- სიცილით დაუძახა ოთახში შემოსულმა ერთ - ერთმა ქალმა ეთუნას,- პატარძალი ფანჯარაში არ უნდა იდგეს!

ოთახში ისევ ატყდა ფუსფუსი. ირმა ეთუნას თავსაფარს უსწორებდა, სხვა ქალები კი ერთმანეთს აჩქარებდნენ, მაგრამ თაიას ისევ ფანჯარასთან დარჩა მზერა. ქვემოდან კაცების ხმები ადიოდა.

- თაია!- ეთუნას ხმამ გამოაფხიზლა. ქალი სწრაფად შემობრუნდა.

- ჰო?- ეთუნა უკვე სრულად მზად იდგა მის წინ.
თეთრ კაბაში, თავზე ნაქარგი თავსაფრით, თვალები კი ისე უბრწყინავდა ბედნკერებისგან, თაიას წამით გულიც კი აუჩუყდა.

- როგორ გამოვიყურები?- არაბულმა რამდენიმე წამი უხმოდ უყურა. მერე ღიმილით მიუახლოვდა.

- ულამაზესი ხარ,- ლოყაზე უჩქმიტა,- მოსე რომ დაგინახავს, ალბათ სუნთქვაც დაავიწყდება.

ეთუნას გაეცინა, თუმცა მის თვალებში ნერვიულობა თრთოდა. ქვემოდან კაცების მჭექარე ხმაური, ცხენების ჭიხვინი და ხანჯლების ჟღარუნი კოშკის კედლებს აზანზარებდა. ისევ გაისმა თოფის ხმა, მკვეთრი, მბრძანებლური და მთებმაც მრავალჯერადი ექოთი უპასუხეს.

- წავედით...- ჩუმად თქვა ირმამ. მანდილის კუთხით თვალები სწრაფად მოიწმინდა, თითქოს რცხვენოდა რომ ამ სიხარულის ჟამს ცრემლებმა უღალატეს. ქალების გუნდი ერთიანად აფუსფუსდა. თაიამ ეთუნას ხელი მყარად ჩაჰკიდა და კიბისკენ წაიყვანა. ეზოში, ცივ, ქვის საფეხურებზე ნელა, საზეიმოდ ჩადიოდნენ. ყოველ ნაბიჯზე ქვემოდან ამომავალი ხმაური უფრო მკაფიო და ხელშესახები ხდებოდა.

როგორც კი ეზოში გამოჩნდნენ, ხალხი ერთიანად დადუმდა. სიჩუმე ისეთი მძიმე და სუფთა იყო რომ მხოლოდ არღუნის შორეული გუგუნი ისმოდა. ყველას მზერა პატარძლისკენ გაიყინა. თეთრ კაბაში გამოწყობილი, შატილის ნაცრისფერ კედლებს შორის გაზაფხულის პირველ მზესავით ანათებდა. მოსეს სახეზე ისეთი ღიმილი გადაეშალა, თითქოს იმ წამს მისთვის სამყარომ ტრიალი შეწყვიტა. თაიას ჩაეღიმა, მერე თვალი მოკრა სიძის უკან მდგარ ონისეს, მძიმე, დაჟინებული თალებით იყურებოდა, ათასჯერ დაასკანერა გოგო. მზერა მოარიდა, მერე ისევ უნებურად შეხედა. იმ წამს კაცს თვალები მართლაც გაუშეშდა. ქარი ნელა არხევდა თაიას მუქი, მწვანე კაბის კალთებს, რომლის ვერცხლისფერი ნაქარგებიც მზეზე ალმასებივით ბრწყინავდნენ. თეთრი, ნატიფი მანდილი მხრებზე ოდნავ ჩამოსცურებოდა.

ონისე თითქოს საერთოდ მოწყდა გარემოს. მისთვის აღარ არსებობდა არც ხალხის ჟრიამული და არც მათი სიცილი. ისე უყურებდა თაიას, თითქოს პირველად ხედავდა. თაიას სუნთქვა ყელში გაეჩხირა, იგრძნო, როგორ აუწითლდა ლოყები და მღელვარებისგან თითები მოეკუმა.

„ნუ მიყურებ ეგრე... ნუ მხდი ასე დაუცველს ყველას წინაშე,"

გაიფიქრა გააფთრებით, მაგრამ თვალს მაინც ვერ აცილებდა.

- პატარძალი გამოიყვანეთ!- ხმამაღლა დაიძახა ჭაბუკამ და ეზოში ისევ სიცილი და ყიჟინა ატყდა. წესისამებრ, პატარძალი ცხენზე უნდა შეესვათ. მოსე თავად მიუახლოვდა საგანგებოდ მორთულ შავ ცხენს. უნაგირზე ქათქათა თეთრი ქსოვილი გადაეფარებინათ, ვერცხლის პატარა ზარები კი ცხენის ყოველ მოძრაობაზე ჩუმად, მელოდიურად წკრიალებდნენ. მოსემ ხელი გაუწოდა ეთუნას.

- მზად ხარ?- ჰკითხა ჩუმად.

- ახლა უკვე უკან ვეღარ დავიხევ, ხომ?- ეთუნას ნერვიულად გაეღიმა.

- ვეღარ,- ჩაეცინა მოსეს და ისეთი სინაზით შემოსვა ცხენზე, თითქოს ფიცხელაურთა გვარის ყველაზე დიდი განძი ყოფილიყო.

ხალხში მილოცვებისა და დალოცვების ტალღამ გადაუარა. თაია ქვემოდან უყურებდა მეგობარს და იგრძნო, როგორ აეწვა თვალები. ოდნავ მოშორდა ცხენს, ფეხით უნდა გაჰყოლოდა ეკლესიამდე, არ იყო დიდი მანძილი, უკან ჩადგა ხალხში, თუმცა თვალი არ მოუშორებია ეთუნასთვის. გულმა ბაგა - ბუგი რომ დაიწყო, მიხვდა სადღაც ახლოს რომ ტრიალებდა ის ერთი უხსენებელი.

- მწვანე ძალიან გიხდება...- ონისეს ხმა მხოლოდ თაიას ყურს მისწვდა, დაბალი და ხრინწიანი. ელვასავით მიტრიალდა მისკენ, პასუხის გაცემა დააპირა, რაღაც მწარე და გესლიანი ჰქონდა მომზადებული, მაგრამ მისი სახის დანახვისას სიტყვა ვეღარ თქვა. ონისე იმაზე ახლოს იდგა, ვიდრე წარმოედგინა. იმდენად ახლოს რომ მის გუგებში თაიამ საკუთარი, აფორიაქებული ანარეკლი დაინახა. კაცს სახიდან ჩვეული, მწარე ირონია თითქმის გამქრალიყო. მხოლოდ უყურებდა, მშვიდად, დაუფარავად და ისეთი სიმძიმით, თითქოს ამ ხალხმრავლობაში, ამ ჟრიამულსა და ქორწილის ფერხულში მხოლოდ თაია იყო რეალური, დანარჩენი კი უბრალო აჩრდილები.

ქარმა ისევ შეურხია ქალს ნაზი მანდილი. ონისეს მზერა წამით მის თმებზე შეჩერდა, რომელიც მზის შუქზე აელვარდა. მერე ისევ თვალებში ჩახედა.

- ნუ მიყურებ ეგრე,- ძლივს ამოთქვა თაიამ. ხმა საკუთარი აღარ ეგონა, თითქოს შორიდან ესმოდა.

- როგორ?- ონისეს ხმა დაბალი იყო, ხრინწიანი.

- თითქოს...- გაჩუმდა. სიტყვები ვერ იპოვა. ვერ ეტყოდა რომ მისი მზერა სულს უფორიაქებდა, რომ მის თვალებში საკუთარ დამარცხებას ხედავდა. ონისეს ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა, თითქმის შეუმჩნევლად.

- თითქოს რა, ხევსურო?- ქალმა ბრაზით აარიდა მზერა რომ ეს უცნაური კანკალი დაეფარა.

- აუტანელი ხარ.

- ეგეც ბევრჯერ მითხარი უკვე,- ჩაეღიმა კაცს, მაგრამ იმ ღიმილში ამჯერად დაცინვა აღარ ყოფილა. სანამ თაია რამეს უპასუხებდა, წინიდან ხალხის მქუხარე შეძახილები გაისმა:

- წავედით! გზა დაუთმეთ პატარძალს!- მოსემ ცხენს ლაგამი მსუბუქად მოსწია და ნელა დაიძრნენ სალოცავისკენ. ხალხი მორჩილად გაჰყვა უკან. ძველი სალოცავი მთის კალთაზე, თითქოს ცასა და მიწას შორის დაკიდებულიყო. პატარა ქვის ეკლესია იყო, საუკუნეების ქარსა და თოვლს ნაგვემი, ხავსმოკიდებული კედლებით, მაგრამ მაინც ამაყად და ურყევად მდგარი. ეზოში უკვე ენთო სანთლები, მათი სუსტი შუქი დღის სინათლეზეც კი რაღაცნაირ მისტიკურ აურას ქმნიდა. ზარების ხმა კი მთებში მშვიდად, ექოდ იშლებოდა.

როცა პატარძალი მიიყვანეს, ყველანი ინსტინქტურად დადუმდნენ. ეთუნა ცხენიდან ფრთხილად ჩამოსვეს. მოსემ ხელი ისე გაუწოდა, ძლიერად მოეჭიდა მის თითებს. თაია მათ უკან მიჰყვებოდა. მეჯვარის სანთელი ხელში მყარად ეჭირა და გრძნობდა, როგორ უხურდა თითები. პირველად ცხოვრებაში გული ისე გამალებით უცემდა, თითქოს თვითონაც რაღაც საბედისწერო ზღურბლზე იდგა.

ეკლესიაში საკმევლის სქელი, მათრობელა სუნი იდგა. სანთლების ოქროსფერი შუქი ნესტიან ქვის კედლებზე ციმციმებდა და ხატების მკაცრ სახეებს აცოცხლებდა. ხუცესის დაბალი, მონოტონური ხმა მშვიდად ისმოდა. მოსე და ეთუნა ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ხელები ისე ჩაეჭიდათ, თითქოს ერთმანეთი იყო მათი ერთადერთი საყრდენი ამ უზარმაზარ სამყაროში.

თაიამ უნებურად გვერდით გაიხედა. ონისე მისგან რამდენიმე ნაბიჯში იდგა. სანთლის ალი მის მკაცრ ნაკვთებს რბილად ეცემოდა და მის მზერაში რაღაც ისეთს აჩენდა, რაც აქამდე თაიასთვის დაფარული იყო, უსასრულო სევდასა და იმედს.

და როცა ხუცესმა საზეიმოდ წარმოთქვა:

- „და იყვნენ ორნი ერთ ხორც..."- თაიამ წამით არსებობაც კი შეწყვიტა. იმ წამს პირველად შეეშინდა. შეეშინდა არა მტრობის, არა სისხლის ან შურისძიების, არამედ იმ საზარელი და მშვენიერი ძალის, რომელსაც შეეძლო ადამიანის მთელი არსება დაემორჩილებინა. მიხვდა რომ ონისეს გვერდით დგომა მისთვის ყველაზე დიდი ომის დასაწყისი იყო ომისა, რომელშიც საკუთარ გულთან აუცილებლად დამარცხდებოდა.

***

ჯვრისწერის დასრულებისთანავე ეკლესიის ეზო ისევ ერთიანად გაცოცხლდა, თითქოს მანამდე გაყინული დრო წამში ამოძრავდაო. უძველესი კედლებიდან დაძრული ზარების გუგუნი კაცების მქუხარე ყიჟინამ დაფარა. ჰაერში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე თოფი გავარდა, კვამლის თეთრი ზოლები გაზაფხულის ლურჯ ცას შეერია და მთებმაც მრავალჯერადი, მჭექარე ექოთი უპასუხეს ამ გრიალს. ეზო ნამდვილ ორომტრიალს მოეცვა, ხალხი ერთმანეთს ეხუტებოდა, ულოცავდა, ჟრიამულობდა. ქალები აცრემლებული, თუმცა ბედნიერი თვალებით ეთუნას თვალს არ აშორებდნენ, კაცები კი მოსეს მხარზე მძიმედ ურტყამდნენ ხელს და სიცილით, ხუმრობებით ამხნევებდნენ. მაგრამ თაიას გარშემო არსებული ხმაური არ ესმოდა. გული კვლავ უცნაურად, გაშმაგებით უფეთქავდა მკერდში, თითქოს რაღაც საფრთხეს გრძნობდა. საკუთარ თავზე, საკუთარ ამ უცნაურ სისუსტეზე გაბრაზებულმა, სწრაფად, თითქმის გაქცევით მოსწყდა მოზეიმე ხალხს. ეკლესიის ეზოს შემორტყმულ, ხავსმოკიდებულ ქვის დაბალ კედელს მიუახლოვდა და ხელებით დაეყრდნო.
მის წინ, უფსკრულის პირას მთელი ხეობა ხელისგულივით იშლებოდა, გაზაფხულის ნორჩი მწვანით მოსილი, მზის თბილ სხივებში გახვეული, სადაც არღუნი ვერცხლისფერი, მბზინავი ზოლით მიიკლაკნებოდა შუაგულში. ყინულიანი, მკაცრი ჰაერი ისე ღრმად ჩაისუნთქა რომ ფილტვები დაეწვა.

"მოეშვი, თაია... შენი ქორწილი ხომ არ არის..."

უთხრა საკუთარ თავს მტკიცედ, მაგრამ ზურგს უკან ნაბიჯების მძიმე ხმა რომ გაიგონა, სხეულმა წამში უღალატა, ხერხემალში ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა და მაშინვე მიხვდა, ვინ იდგა მის უკან. არც კი მობრუნებულა, ისე გაუშეშდა მზერა ხეობაზე.

- ყველგან უნდა გამომყვე?- ჩუმად, თითქმის ჩურჩულით იკითხა მან, თუმცა ხმაში ძველი სიმკაცრის ნატამალიც აღარ შერჩენოდა.

- არ ხარ კარგად?- გვერდით ამოუდგა,- სახეზე ფერი არ გადევს.

- კარგად ვარ,- მიახალა სახეში,- დაბრუნდი უკან, ვინმემ არ დაგვინახოს.

- ასე გეშინია ვინმე დაგვინახავს თუ არა?- ამჯერად წინ დაუდგა,- დაგვინახოს.

- ონისე,- ხელი უშვა ქვას, თუმცა ის მწველი გრძნობები ჯერ ისევ შერჩენოდა სხეულში,- ნერვებს ნუ მომიშლი დღეს მაინც.

- არც მიცდია,- ჩაეღიმა კაცს. მკლავზე გადაფენილი თხელი ფაშმინა, რომელსაც დილიდან ატარებდა დალის საჭიროებისთვის, მხრებზე მოახვია თაიას,- ჯერ ისევ ცივა.

სიტყვის თქმა ვერ მოასწრო არაბულმა, ისე მოსცილდა გვერდიდან და შეერია ხალხს. ჯვრისწერის დასრულებისთანავე, მთელი მაყრიონი დიდი ხმაურითა და მხიარულებით ლებაისკარისკენ დაიძრა. რესტორანში ფიცხელაურებს საგანგებოდ ჰქონდათ გაშლილი საქორწილო სუფრა. დარბაზში ფანდურის ხმა და ხალხის მხიარული გუგუნი ერთიანად ატყდა. ქორწილის ნამდვილი ჟრიამული სწორედ აქ უნდა დაწყებულიყო. წესისამებრ, ნეფე - დედოფალი სუფრის თავში დასვეს. თაიაც, როგორც მეჯვარე, ეთუნას გვერდით დაჯდა. სადღაც შორს, სტუმრების მაგიდასთან მოკრა თვალი ელიზბარს, გულნარას და დანარჩენებს, მოპირდაპირე მხარეს იჯდა ონისეც, მისი მზერა დაიჭირე, ოღონდ ეს არ იყო ჩვეულებრივი მზერა, თვალებით ჭამდა კაცი ადგილზე.

- თაია,- გაისმა ეთუნას ხმა, თუმცა სულ არ გაუგია,- თაია.

გაიმეორა კიდევ ერთხელ.

- გისმენ,- დარცხვენილმა გახედა მეგობარს.

- უნდა გამოვიცვალო, დამეხმარე რა,- ეთუნა წუწუნით წამოდგა ფეხზე და მძიმედ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი გვერდითა დერეფნისკენ, სადაც რესტორნის პერსონალს ქალებისთვის, პატარძლის გამოსაცვლელად და მოსასვენებლად, პატარა, მყუდრო ოთახი მოეწყო,- მოდი რა, თაია, მარტო ვერაფრით გავიხდი ამ ყველაფერს.

ჩაიბურტყუნა გზაში და თან ნაქარგებით დამძიმებულ საყელოს თითები შეაშველა.

- მგონია ამ კაბაში სული გამძვრება, ისე მიჭერს,-
თაიაც სწრაფად წამოდგა და უკან გაჰყვა. სიმართლე რომ ეთქვა, ამ წამს დარბაზიდან გაღწევა თვითონაც ყველაფერზე მეტად უნდოდა. ზედმეტად ბევრი ხალხი იყო, ხმაური და რაც მთავარია, ახლოს იყო ფიცხელაურიც. მისი ყოველი მოძრაობა და სუნთქვა თაიას მოსვენებას უკარგავდა. როგორც კი გოგონები ოთახში შევიდნენ და მძიმე ხის კარი ზურგს უკან მიიხურეს, სუფრის ატეხილი გუგუნი უცებ განელდა და სადღაც შორს, თითქოს ნისლში გადავიდა.
ეთუნამ მაშინვე, მოუთმენლად მოიხადა თეთრი მანდილი და თავისუფლად ამოისუნთქა.

- ღმერთო, ძლივს არ მეღირსა ჰაერი?- თაიას უნებურად გაეცინა მის ასეთ გამოხტომაზე.

- ჯერ სად ხარ, მთელი ღამე წინ გაქვს, პატარძალო.

- ნუ მახსენებ, ისედაც მუხლები მიკანკალებს,- ამოიოხრა და ზურგით შებრუნდა. თაია ნელა მიუახლოვდა და კაბის ზურგზე მჭიდროდ განლაგებული, ვერცხლისფერი ღილების გახსნას შეუდგა. ეთუნა სარკის წინ იდგა - ლოყებაწითლებული და თვალებაბრწყინებული.

- რას მიყურებ ეგრე?- შეამჩნია ეთუნამ სარკიდან და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.

- უბრალოდ... საოცრად ბედნიერი ხარ,- ჩუმად, ყოველგვარი ირონიის გარეშე უპასუხა თაიამ.

- ვარ,- თქვა ეთუნამ დაუფიქრებლად, მისი ხმა ერთიანად დათბა,- ძლივს რაღაც ისეა, როგორც მინდოდა რომ ყოფილიყო.

თაიამ მზერა მაშინვე იატაკს გაუშტერა რომ სარკეში საკუთარი თვალები დაემალა. საოცარი იყო, როგორ ვერ პოულობდა თვითონ საკუთარ ადგილს ბოლო დროს. თითქოს მთელი მისი სანაცნობო გაირიყა და ახლა გაურკვევლობაში დააბიჯებდა.

- შენსა და ონისეს შორის რამე ხდება?- წარბები შეკრა ეთუნამ და მისკენ შემობრუნდა.

- რას გულისხმობ?- თავი ამაყად ასწია.

- რაღაც ვერ გცილდება ეს ბიჭი ბოლო დროა და არც შენ ჩანხარ გულგრილი,- თაიას გული ისე გამალებით დაეჯახა მკერდს რომ შეეშინდა, სახეზე არ დამეტყოსო. თითები უნებურად კაბის ქსოვილს ჩააფრინდა.

- სისულელეებს ნუ როშავ.

- საერთოდ არ არის სისულელე. ორივე ერთმანეთს ტანჯავთ. მეცოდებით უკვე.

- მე?- ირონიულად ჩაიცინა თაიამ და ნაბიჯი უკან გადადგა,- მე რატომ გეცოდები?

ეთუნა კიდევ უფრო მიუახლოვდა, მზერა გაუჯიუტდა.

- იმიტომ რომ ონისე მთელი საღამოა გიყურებს, არ გეგონოს რომ ვერ შევამჩნიე, თვალებით შეგჭამა,- ლოყებზე აუტანელი სიმხურვალე იგრძნო.

- ეგ ფიცხელაური,- თქვა ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, თითქოს ამ სიტყვებით საკუთარ თავში აღმართული კედლის გამაგრებას ცდილობდა,- თავს მომაკვლევინებს.

ეთუნას სახიდან ღიმილი ნელა გაქრა, მის თვალებში უსაზღვრო სითბო და გაგება ჩადგა.

- იქნებ მოკვლის გარდა სხვა რამ გეცადა?- წარბები აუთამაშა გოგომ.

- ეთუნა, პატარძალი ხარ და ნერვებს ვთოკავ,- გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო,- რატომ მაბრაზებ, რა სისულელეებს ბოდავ.

- არ ვბოდავ, უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო,- მხრებზე მოეჭიდა,- მე დღეიდან სახლში აღარ დავბრუნდები, შენს მეზობლად აღარ ვიქნები. ვინ იცის, შეიძლება თბილისშიც წავიდეთ მე და მოსე ცოტახნით. ასეთი დაბნეული და დაკარგული როგორ დაგტოვო?

- ჩემზე ნუ ნერვიულობ, საკუთარ თავს მიხედე, საკუთარ ბედნიერებას, კარგი?- იმედიანად გაუღიმა თაიამ.

- მაგრამ ...

- არანაირი მაგრამ...- გააწყვეტინა მალევე,- წავედით უკან, აშკარად ბევრს ფიქრობ.

დარბაზში რომ დაბრუნდნენ, იქაურობა ნამდვილ, მჩქეფარე მორევს ჰგავდა. ხატის ლუდითა და ძველი ღვინით შეზარხოშებული კაცების ხმამაღალი მრავალჟამიერი რესტორნის ხის თაღებს აზანზარებდა. უცებ ფანდურის სწრაფი აკორდები ჩაწყდა და დარბაზში საოცრად ლამაზი ჰანგი ათამაშდა. მელოდია ნელა და დიდებულად მიედინებოდა. მოსე მაშინვე წამოდგა, სახეზე ყოველგვარი სიმკაცრე გაჰქრობოდა. ეთუნასთან მივიდა, ხელი სათუთად ჩაჰკიდა და საცეკვაო მოედნის ცენტრში გაიყვანა. ყველას სახეზე თბილი ღიმილი გადაეფინა. თაია ჯერ ისევ მაგიდასთან იჯდა, ნელ - ნელა წრუპავდა ღვინოს. მოზეიმე ხალხიდან მოსეს მეჯვარე, ახოვანი და მუდამ ღიმილიანი ხევსური, ლუკა ჭანკოტაძე გამოეყო და ნელი ნაბიჯით თაიასკენ წამოვიდა. მის ჩოხაზე ვერცხლის მასრები სინათლეზე ბრწყინავდა. თაიას წინ გაჩერდა, თავი მოწიწებით დაუკრა და ხელი გაუწოდა.

- უარს ხომ არ მეტყვით ქალბატონო?ასეთ მელოდიაზე სკამზე ჯდომა დანაშაულია,- თბილად უთხრა ლუკამ.

- სიამოვნებით,- თქვა ხმამაღლა და ხელი ჩასჭიდა. ნელა შევიდნენ წრეში. სასიამოვნოდ ირხეოდნენ ნაზ მელოდიაზე. ლუკაც მოწიწებით ეხებოდა ცალი ხელით მხარზე, მეორეთი კი მაჯაზე. თაიას მწვანე კაბა ყოველ ნაბიჯზე ტალღასავით ირხეოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა, დარბაზში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებდა. მოშორებით მჯდარი ონისე თვალებით ბურღავდა მათ. მისი მზერა ლუკას ხელზე გაიყინა, რომელიც თაიას მაჯას ეხებოდა და ყოველი წამი მისთვის აუტანელი ხდებოდა. კაცს სხეული ერთიანად დაეძაბა, ძარღვები დაებერა და ხელები ისე მჭიდროდ მოკუმშა მუშტებად რომ თითების სახსრები გაუთეთრდა. ვერ იტანდა იმ აზრს რომ სხვა კაცს ჰქონდა უფლება თაიას ასე ახლოს შეხებოდა, მისი სინაზე და სილამაზე დაენახა. ონისეს გულში ველური, დაუნდობელი ეჭვიანობა აბობოქრდა, ისეთი, საუკუნოვან მტრობას რომ ახასიათებდა, ოღონდ ამჯერად სისხლისთვის კი არა, ამ ერთი ქალისთვის.

თაიაც ყოველ წამს გრძნობდა ამ მწველ, მძიმე მზერას. მიუხედავად იმისა რომ ლუკას უყურებდა და ცდილობდა ტანი მუსიკის რიტმში აეყოლებინა, ზურგი ეწვოდა. ვერ უძლებდა ასეთ ზეწოლას და რატომღაც მაინც და მაინც დღეს აღმოჩნდა ასეთი სუსტი. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, იგრძნო ლუკას ხელმა როგორ გადაინაცვლა მკლავიდან წელზე, ეს მოქმედება სულაც არ შედიოდა მის გეგმაში. ჯერ ხელებს დახედა, მერე თვალებში ჩახედა ბიჭს, იღიმოდა, ლამაზი ღიმილი ჰქონდა, ქერა კულულებიც ლამაზად ეყარა შუბლზე. თუმცა სადღაც შორიდან ტყვიასავით სტკენდა ის ერთი მზერა. ის - ის იყო პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა, თუმცა ვერ შეძლო, თითქოს ხმამაც უღალატა.
უკან დაიხია, ხელები გაშალა და უნდა დატრიალებულიყო რომ ქერა კულულები სადღაც გაქრა, აღარც მოცისფრო თვალები აღარ ჩანდა, ზურგით დაეჯახა შავ მზერას, იგრძნო სხეულზე მისი ხელები. თაიას სხეულში რაღაც უცნაურად, მტკივნეულად ჩასწყდა. კაცის თვალებში იმდენი ბრაზი, ვნება და დაუფარავი მესაკუთრეობა იკითხებოდა რომ თაიას წამით მუხლები აუკანკალდა და ჰაერი ეცოტავა. ეს აღარ იყო უბრალო თამაში.

- ვერ ერთობი?- წარბი ასწია და თავისკენ შემოაბრუნა არაბული.

- ვინ თქვა რომ ვერ ვერთობი?- წარბი აუწია, თუმცა სხეული მაინც უთრთოდა.

- ასე რატომ კანკალებ?- დაიხარა მის ყურთან.

- იმიტომ რომ შენ ხარ აქ.

- ჩემთან ყოფნა ასე გაცლის ძალას?- ჩაეცინა ონისეს და მაღლიდან დახედა.

- არა,- გააქნია თავი,- უბრალოდ გამახსენდა რამდენად აუტანელი ხარ. გამიშვი.

ძლიერად მოუჭირა მაჯაზე ხელი.

- გვიანია უკვე,- ჩუმად, თითქმის მის ყურთან ჩაილაპარაკა ონისემ. მუსიკა ნელა, მძიმედ და გაბმულად მიედინებოდა დარბაზში, თითქოს ჰაერი გასქელდაო. ონისემ ხელი უფრო მყარად მოჰკიდა მაჯაზე და უსიტყვოდ მიიზიდა თავისკენ.
ქალს სუნთქვა ყელში გაეჩხირა. მეორე ხელი მის ზურგზე დაასვენა, მტკიცედ, მოწიწებით. მისი უხეში თითები ნელა ჩასრიალდა კაბის თხელ ქსოვილზე, თითქოს იმ შეხებით თავიდან აწყობდა და სწავლობდა ქალის სხეულის თითოეულ ფარულ მოძრაობას, მის ყოველ ამოსუნთქვას. თაიას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ვეღარ გაეგო ეს რისი ბრალი იყო, მაგრამ სასმელიც თავისას შვებოდა.

- გამიშვი...- ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა, მაგრამ ეს სიტყვები უფრო მეტად თხოვნას ჰგავდა, ვიდრე ბრძანებას. ხმაში წინააღმდეგობის ნატამალიც აღარ ჰქონდა დარჩენილი, მთელი მისი მებრძოლი სული ამ ერთმა შეხებამ დაადუმა. ონისეს ჩაეცინა. ისეთი ჩუმი, ხრინწიანი სიცილი იყო, მხოლოდ თაიას სმენას რომ მისწვდა.

- ვერ მიდიხარ,- მზერით სული ამოხადა,- რატომ ვერ მიდიხარ ახლა?

პასუხი არ ჰქონდა. ვერც წავიდოდა, თითქოს მიწაზე მიეჯაჭვა და მთელი მისი სამყარო ამ კაცის ხელებში მოექცა. მუსიკა ისევ მკვეთრად აიწია, ონისემ ნელა, თავბრუდამხვევად დაატრიალა. თაიას მწვანე კაბის მძიმე კალთები ჰაერში მსუბუქად, ნარნარად გაიშალა, თითქოს მწვანე ალი აგიზგიზდაო, მერე კი ისევ წამში მიეკრო მის სხეულს. კაცის ხელი წამით წელზე, თითქმის თეძოზე ჩაუცურდა, ისევ ზურგს დაუბრუნდა, მაგრამ იმ ერთ წამშიც იმდენად საშიში ცეცხლი დატოვა რომ თაიას გულმა ფეთქვას უმატა. დარბაზი, მოზეიმე ხალხი, თასების ჭახუნი და ხმაური, ყველაფერი გაფერმკრთალდა, ბუნდოვან, უცხო აჩრდილებად იქცა. სამყარო დაპატარავდა და მხოლოდ მათ დონემდე დავიდა. მხოლოდ ონისეს თვალები ჩანდა მკაფიოდ, მუქი, გაუვალი, მგზნებარე. არ აშორებდა მზერას, ბურღავდა თვალებით, თითქოს სურდა მისი ყოველი ფიქრი დაეპყრო. ისე უყურებდა, თითქოს ეს ცეკვა საერთოდ აღარ ჰგავდა დღესასწაულს, თითქოს ეს იყო ორთა ბრძოლა, რომელშიც ორივე ნელ - ნელა, ნებაყოფლობით კარგავდა ძალას და იარაღს ყრიდა. თაიამ იგრძნო, როგორ ედებოდა კაცის ცხელი სუნთქვა ყელთან. ონისე თითქოს განზრახ იხრებოდა ასე ახლოს, საშიშ ზღვარზე.

- ისევ კანკალებ,- ჩუმად ჩაილაპარაკა მის თმაში.

- იმიტომ რომ თავბრუს მახვევ,- აღიარა ხმამაღლა,- ამდენი ტრიალით.

დაამატა ბოლოს.

- არა, ხევსურო...- ონისემ ხმა კიდევ უფრო დაუდაბლა, იმდენად რომ მის ყურს ჩურჩულად მოეფინა,- იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს შეწყვიტე ჩემგან გაქცევა.

თაიამ დააფთრებულივით ახედა. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო, ერთმანეთის ბაგეებიდან გამომავალ ჰაერს კანზე გრძნობდნენ. ონისეს თვალებში აღარ იყო არც ირონია, არც ძველი მტრობის ნიღაბი და არც თამაში. მხოლოდ ის საშიში, წლების განმავლობაში ნაგროვები, მოუთმენელი ვნება ენთო, რომელსაც ორივე თვეების განმავლობაში გააფთრებით ებრძოდა და მალავდა. თაიას გული ისე ძლიერად, ისეთი გუგუნით უცემდა მკერდში, ეგონა მთელ დარბაზს ესმოდა მისი ხმა. მუსიკა ისევ შემოატრიალა, კულმინაციას მიაღწია. ონისეს ხელი მის ზურგზე უფრო მჭიდროდ, თითქმის სასოწარკვეთით მოეჭირა, თითქოს ძვლების მსხვრევამდე უნდოდა მისი მიკვრა, თითქოს გრძნობდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, ეს წამი სამუდამოდ გაქრებოდა.
თაიას თითები უნებურად, ინსტინქტურად ჩაებღაუჭა ონისეს შავი ჩოხის მკვრივ ქსოვილს მკერდთან, ვერცხლის მასრებთან ახლოს და იმ წამს, ამ გაგიჟებულ რიტმში, ორივემ მთელი არსებით იგრძნო, ეს უკვე აღარ იყო უბრალო მიზიდულობა ან წამიერი გატაცება. ეს რაღაც ბევრად უფრო ღრმა, სახიფათო და დაუმორჩილებელი ხდებოდა. რაღაც ისეთი ძველი და ძლიერი, როგორც ეს მთები, რაც მათ ან გადაარჩენდა, ახალ სიცოცხლეს მისცემდა... ან ორივეს ერთიანად, საბოლოოდ გაანადგურებდა.
მუსიკა დამთავრდა, თუმცა ჯერ ისევ იდგნენ სცენის შუაში, არც ხალხი დაშლილა, მაგრამ საერთოდ არც ინტერესდებოდნენ მათით. მზერას არ აცილებდნენ ჯიუტად ერთმანეთს და ამ მზერაში იგრძნობოდა ყველაფერი. ტკივილოც, სევდაც, რაღაც პატარა გრძნობებიც, მონანიებაც.

- კარგად გცოდნია ცეკვა,- ღიმილით უპასუხა ონისემ,- კიდევ ერთხელ ვიცეკვოთ.

- არ მინდა შენთან ცეკვა,- ამოთქვა მაშინვე, უხეშად უშვა ხელი. უკან დაიხია. გაოგნებული დატოვა ფიცხელაური. იმ წამს ონისეს გულში რაღაც მძიმედ დაენარცხა ძირს. დრო თითქოს წამში გაჩერდა, გარშემო არსებული სამყარო კი შენელებულ კადრად იქცა. იდგა დარბაზის შუაგულში, მოცეკვავე ხალხითა და მჩქეფარე ენერგიით სავსე სცენაზე, სრულიად მოულოდნელობისგან გაოგნებული. სახეზე წამით ყველაფერი შეეყინა, ირონიაც, სიმკაცრეც და ის ველური ეჭვიანობაც, რომელიც წამის წინ სულს უხუთავდა. მათ ადგილას უცნაურმა, მწარე იმედგაცრუებამ დაისადგურა. არ ელოდა თაიას წასვლას. არ ელოდა რომ ხალხის, ორივე გვარის თვალწინ, არაბულის ქალი ასე დაუნდობლად, სახეში შეაყრიდა უარს და მარტოს დატოვებდა სცენაზე. ონისეს ეგონა რომ მათ შორის აგიზგიზებული ეს გაუგებარი ცეცხლი თაიასაც ისევე ათრობდა, როგორც მას. ეგონა რომ ამ ქორწილის საერთო შერიგება მათ ყინულსაც გაალღობდა, მაგრამ ახლა, მისი ზურგის ყურებისას, მწარედ გააცნობიერა, თუ რამდენად შორს წასულიყო ეს სიძულვილი. ეს არ იყო უბრალო წყენა, ეს იყო წლების განმავლობაში ნასაზრდოები, სისხლში გამჯდარი გაუცხოება, რომელიც თაიამ კედლად აღმართა მათ შორის. კაცს ეტკინა იმის დანახვა რომ თაიასთვის ის კვლავ მხოლოდ საფრთხე და მტერი იყო, რომლის სიახლოვესაც კი გაურბოდა.

ონისე უყურებდა, როგორ მიდიოდა ის ამაყად, წელში გამართული, დაუნდობელი სიმტკიცით. ყოველი მისი ნაბიჯი ონისესთვის პატარა მარცხი იყო. ის ხედავდა, როგორ მიიწევდა ეს სიმწვანე დარბაზის გასასვლელისკენ, როგორ იშლებოდა და იკარგებოდა მისი ფიგურა მოზეიმე ხალხის, ჩოხებისა და აფუსფუსებული სტუმრების ტალღაში. წამიც და თაია საბოლოოდ გაუჩინარდა ხალხმრავლობაში. ონისე კი დარჩა სცენაზე, ხალხით გარშემორტყმული, მაგრამ უცებ საოცრად დაცარიელებული, ხელისგულზე დატოვებული უცნაური სიმხურვალითა და იმის ცოდნით რომ ამ ქალის გულის დასაპყრობად იმაზე დიდი ომი ელოდა, ვიდრე წარმოედგინა.

* * *

ქორწილი დასრულდა, ორი დღე გასულიყო, თუმცა თაიას მაინც უჭირდა იმის გააზრება რომ ბავშვობის მეგობარი გვერდით არ ჰყავდა. ურეკავდა ხშირად, თუმცა ლებაისკარში მხოლოდ მის სანახავად ჩასვლას ვერ ბედავდა. არც ჰქონდა სურვილი იმის შემდეგ, რაც ქორწილში მოხდა ფიცხელაური კიდევ სადმე ენახა.

- ისევ გადიხარ?- დახედა გულნარამ შვილს,- გაციებული ხარ.

- არ ვარ,- იუარა თაიამ,- არც არსად გავდივარ.

- როგორ თუ არ ხარ, შეხედე შენ თავს,- შუბლზე მიადო ხელი, თუმცა ჯერ ცხელი არ იყო,- სიცხე არ გაქვს, მაშინ რატომ გაქვს ლოყები წითელი?

- დედა, მომეშვი გთხოვ, ბუხართან ვიჯექი და ალბათ მაგიტომ,- დაღლილმა ამოიოხრა,- დადე ეგენი და მე გავიტან, ხომ გითხარი მძიმეებს ნუ ეზიდები - თქო.

- კარგი ხო, რა ხასიათზე ხარ დილიდან,- დაალაგა სათლები ადგილზე,- რა მოხდა ქორწილში?

- რა მოხდა...

- მესამედ გეკითხები უკვე,- მენჯებზე ხელი შემოიწყო გულნარამ,- მეჯვარესთან ერთად რომ იცეკვე დაგინახე, მერე იმასთანაც?

- ჰო დედა, ალბათ, არ მახსოვს,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- რამე ხომ არ გითხრა? გაწყენინა?

- არაფერი დედა,- ამოიოხრა თაიამ,- ცეკვა შემომთავაზა უბრალოდ.

- ხო, რამეფრად, ცეკვის გარეშე არ შეიძლებოდა,- აატრიალა თვალები გულნარამ,- მერე სად გაქრი?

- დედა იქ ვიყავი. დარბაზში, სად წავიდოდი მეჯვარე ვიყავი,- გაეცინა თაიას,- ცოტახნით გარეთ გავედი და მერე ისევ დავბრუნდი.

- ხო და აი გარეთ რომ გახვედი, მაშინ გაცივდი ალბათ,- დაასკვნა ქალმა.

- კარგი, რახან არ იშლი, ვიქნები გაციებული,- აიქნია ხელი და აიღო დედის დალაგებული სათლები,- მარანში უნდა წავიღო?

- არა, გარეთ დადე და მერე მე მივუჩენ ადგილს.

- დამიძახე ოღონდ მეც,- გააფრთხილა და ეზოში გავიდა. ნელა დადგა მძიმე სათლები იქვე ახლოს, მერე ეზოს გადახედა, თოვლი უკვე სულ დამდნარიყო, თუმცა მაინც ციოდა, ბალახებს ნამი დასდებოდა დილის შემდეგ,- ირმა?

გასძახა ჭიშკართან მდგარ ქალს.

- საით?

- ოჰ, თაია,- გაუღიმა ქალმა,- სახლში მივდიოდი.

- ჰოო? იქით რომ ცხოვრობ?- საპირისპირო მხარეს უჩვენა არაბულმა.

- ოხ, შენ რა ხარ,- ამოიოხრა ქალმა,- გულნარა სახლშია?

- კი, სახლშია,- შემოვოდა ქალი ეზოში,- ნერვიულობ ირმა?

- თან როგორ, ნეტავ როგორ არის ჩემი გოგო,- შეწუხებულმა იკითხა.

- როგორ იქნება ირმა? რა თქმა უნდა, კარგად, ეს რა თქმაა,- გაეცინა თაიას.

- ვნერვიულობ მაინც, ჩემი ხელით გავაგზავნე ჩემი გოგო იმათთან...

- ირმა ნუ დაიწყე გულნარასავით,- დასერიოზულდა უცებ თაია,- ბედნიერია. მოსეს უყვარს, მასაც უყვარს. ხოდა რა გინდა, ბედნიერი რომ არ ყოფილიყო ხომ არ გავაყოლებდით ჩემს ეთუნას?

- მართალი ხარ, მაგრამ მაინც,- ვერ წყდებოდა ქალი,- არ მინდა სულ ვურეკო და შევაწუხო.

- ახლა ნუ დაიწყე, თორემ გავგიჟდები.

- კარგი, კარგი ხო,- აიქნია ხელი და სახლში შევიდა,- გულნარა...

მოესმა თაიას ხმა, თუმცა შემდეგი სიტყვები საერთოდ აღარ გაუგია. შიგნიდან ფაცხაფუცხისა და ქალების ჩურჩულის ხმა გამოეხმაურა, რომელიც მალევე ჩაიკარგა სახლის სქელ კედლებში. ეზოში მარტო დარჩა. შატილის ყოველდღიურობა თავისი ჩვეული, აუჩქარებელი რიტმით მიედინებოდა. მთებში სიგრილე მაინც მძიმედ იდგა. შორს, კლდოვან ფერდობებზე, საქონლის ზარების ხმა ისმოდა, რომელიც ხეობას ზარანტივით ედებოდა. მეზობელი ეზოდან ცულის ხმა მოდიოდა. ეს სიმშვიდე თაიასთვის ყოველთვის თავშესაფარი იყო, მაგრამ დღეს ვერც ხეობის სილამაზე და ვერც ეს მშობლიური ხმები გულს ვერ უწყნარებდა. ლებაისკარში გატარებული იმ ღამის შემდეგ, მისი ფიქრები გამუდმებით ერთ წერტილს უბრუნდებოდა. მხრებზე ისევ გრძნობდა იმ მწველ სიმხურვალეს, ყურებში კი ონისეს დაბალი, ხრინწიანი ხმა ჩაესმოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, ნერვიულად იჩეჩავდა თმას, მაგრამ რეალობას ვერ გაურბოდა - ქორწილმა მათ შორის ყველაფერი შეცვალა.

მოხუც ელიზბართან გადაწყვიტა ასულიყო. დაიძახა ელიზბართან მივდივარო და გაუყვა ორღობეს. მალევე მიუახლოვდა ჭიშკარს, ნელა შეაღო კარი და სახლის ღია კარში შეაბიჯა. ვიღაც იყო კიდევ, შორიდანვე ისმოდა მათი საუბრის ხმა.

- სხვანაირად არ გამოვა, ელიზბარ. თავად ხედავ საით მიდის საქმე!- ცხარობდა თედო, თუმცა სიტყვა შუაზე გაუწყდა, როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგო. ორივემ ერთიანად გამოიხედა. თედომ აარიდა თვალი, ელიზბარმა კი ნაოჭებიანი სახე უცებ თბილი ღიმილით გაანათა და საუბრის თემა თვალის დახამხამებაში შეცვალა.

- გამარჯობა,- საეჭვოდ გაიღიმა არაბულმა,- ბოდიში თუ ხელი შეგიშალეთ, კარი ღია იყო.

- არა, არა, შემოდი,- გაიღიმა ელიზბარმაც,- რამე ხომ არ გაწუხებს?

სკამი დაუდო წინ.

- არაფერი ისეთი, სახლში ირმა მოვოდა და ეთუნაზე ნერვიულობენ,- აატრიალა თვალები,- ხომ იცი როგორც იციან.

- ხო, სანერვიულოა აბა რა. ფიცხელაურებს კლანჭებში ჩავუგდეთ,- ამოილაპარაკა თედომ.

- რატომ ამბობ ასე, თედო?- გაცხარდა თაია და წარბები შეკრა,- მას უყვარს მოსე, ხოდა ბედნიერია მასთან. ვინ გეკითხება შენ?

- მართალია, არც არავინ,- ღიმილი დაეფინა სახეზე,- აბა, მალე დაბადების დღე გაქვს. აპირებ რამეს?

- როდის ვაკეთებდი რამეს ერთი,- ხის ტოტით დაიწყო ბუხარში ნაცრის ქექვა,- ისევ გულნარა დაიწყებს თავისებურებს.

- მე კიდევ მგონია ყველას ყველაფერი გაწერილი და დაგეგმილი იქნება,- ჩაიფხუკუნა ოქროპირიძემ. ეჭვის თვალოთ ახედა თაიამ. ელიზბარის სახიდან ღიმილი წამში გამქრალიყო. თვალები გაფართოებოდა.

- რას გულისხმობ?

- არაფერს, ხომ იცი როგორც იციან ქალებმა,- აიჩეჩა მხრები.

- ჰო, რას ვიზამთ,- აიჩეჩა მხრები თაიამ.

- ეთუნას ესაუბრე? როგორაა?- ჩაეძია ელიზბარი.

- ველაპარაკე, მთხოვა რაღაც ნივთები, რაც დარჩა მიმეტანა.

- ლებაისკარში უნდა წახვიდე?- წარბები აზიდა თედომ.

- კი თედო, ორ დღეში წავალ. თუ გინდა გამომყევი,- ჩაეცინა თაიას, ჩაეცინა ელიზბარსაც.

- გამაგიჟებ,- გაბრუნდა უკან და სახლიდან გავიდა.

- რატომ აბრაზებ სულ?- გაეცინა ელიზბარს, თუმცა თაიას სიტყვა აღარ დაუძრავს.

* * *

- ეგღა მაკლდა რომ ფიცხელაურების სახლში მოვსულიყავი და აჰა, ეგეც გამაკეთებინე,- ამოისისინა თაიამ და ეთუნას ოთახში შევიდა ჩუმად.

- ნუ იგესლები დილიდან,- გაეცინა ეთუნას,- რა გჭირს, ჩემს სანახავად არ უნდა მოხვიდე ხოლმე?

- ხომ მოვედი, სულ მე უნდა მოვიდე?

- ჯერ არ გადმოვსულვარ გოგო,- შუბლში იტკიცა ხელი,- მოსე არაა, მოდი აქ დაჯექი.

- მოსე არაა და ის იდიოტო ხომ არის,- აატრიალა თვალები,- ეზოში დავინახე, ნეტავ განახა როგორ მიყურებდა. დავთხრი იმ თვალებს.

- რომ იცოდე ძალიან საყვარელია,- წარბები აუთამაშა ეთუნამ,- იცი რა კარგად მექცევა. ძმასავით მყავს.

- ეგ შენ, აბა მე მკითხე,- ჩამოჯდა საწოლზე,- როგორი რბილი საწოლია.

- ჰოო? აქ რომ მოვედი ყბა მქონდა დავარდნილი,- დაიწყო ნივთების ამოლაგება,- ამხელა სახლს არ ველოდი, საერთოდ მაგარი ფულიანები ყოფილან.

- ჰოო?

- კი, სამ სართულიანია ეს სახლი, პროსტა გავშტერდი, აქედან სამზარეულოში რომ მოხვდე მთელი დერეფანი უნდა გაიარო.

- არადა არ ჩანს ასეთი.

- როგორ არა გოგო, სად იყურებოდი აქ რომ ამომყავდი. ვერ დაინახე რამხელა გზა გავიარეთ?- გაეცინა ეთუნას,- ვინმეს ყურებას ხომ არ შერჩი?

- ეთუნა ახლა მოგხვდება,- ბალიში ესროლა სახეში.

- ოთახებიც შორი შორსაა ერთმანეთისგან. მაგალითად ონისეს დერეფნის ბოლოში აქვს მესამეზე. უზარმაზარი ოთახია, ალბათ მთელი ჩემი სახლის ხელა,- ჩაეცინა ეთუნას.

- მერე მე რას მიხსნი?

- ვიფიქრე დაგაინტერესებდა.

- ახლა იცოდე დაგახრჩობ,- წამოვარდა თაია.

- ხო, კარგი კარგი,- გააგრძელა ისევ ნივთების ამოლაგება,- ხო კიდევ. დაც ჰყავთ ამათ, ქრისტა. ქორწილშიც იყო, არ ვიცი ვარდისფერ კაბიანი ქერა თუ შენიშნე.

- ხო, შენს ქორწილში სულ ხალხს ვათვალიერებდი.

- ღმერთო,- წამკდგა და წინ გადაუდგა თაიას,- რა აღრენილი ხარ გოგო.

- კარგი, მაპატიე, ბოდიში,- გაეცინა არაბულსაც.

- მოკლედ, პატარაა ჯერ, ცხრამეტისაა. ძალიან ლამაზია. აი, ზოგადად ძალიან კარგი გენები აქვთ ფიცხელაურებს, მაგრამ ყველა შავგრემანი და შავთვალაა და ეგ კიდე შავგრემანია ლურჯთვალება. თვალი ძლივს მოვწყვიტე,- თავზე მიიდო ხელი.

- გამიკვირდა, მაგრამ გენებში გეთანხმები, მართლა კარგები არიან,- ტუჩი გადმოაგდო თაიამ.

- ძლივს რაღაც დადებითი თქვი,- ხელები ჰაერში აღმართა,- ისადილე და მერე წადი.

- რას ამბობ გოგო,- წამოიწია საწოლიდან,- ეგღა მაკლია ახლა.

- არ შეგჭამენ, რა იყო.

- შანსი არაა, ნაჭამი ვარ. უნდა წავიდე თან, ირმა და გულნარა მელოდებიან. შენი წასვლის მერე ირმაც მე შემომაწვა,- ჩაიცინა თაიამ,- ტვინი გაბურღეს. ღმერთო, სულ შენზე ლაპარაკობენ.

- ხოო, წარმომიდგენია,- გაეღიმა ეთუნას ცარიელი ჩანთა გვერდით გადადო,- ეს ცხენით რამ წამიგაღებინა. წამოდი ეზოში გავიდეთ, დარჩი ცოტახანს მაინც.

თაიას აღარ უთქვამს უარი, ნელა გაჰყვა მეგობარს. ფიცხელაურების სახლი მართლაც უზარმაზარი იყო, ლამაზი ნახატები ეკიდა კედელზე, სულაც არ ჰგავდა ძველებურ ტრადიციულ სახლს, როგორიც თაიას აქვს. თუმცა არც ეს ჩამორჩებოდა, მაინც ბევრი რამ ხევსურულ სტილში იყო. აგურებით გამოჭედილ კედლებზე აქა - იქ ეკიდა უცნობი ნახატები, კუთხეებში ელაგა მაღალი ოქროსფერი შანდლები, სადღაც მოშორებით სავარძელიც იდგა დერეფანში. არაბულს წამით ისიც დაავიწყდა რომ ეს ვიღაცის სახლი იყო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მუზეუმში დადიოდა დასათვალიერებლად.

- პირი დაკეტე, თორემ აქ ბევრი მწერებია,- ჩაეცინა ონისეს. ეზოში გასვლისას სულაც არ შეუნიშნავს იქვე კედელთან მდგარი კაცი.

- არ ინერვიულო შენ მაგაზე,- არ დატოვა უპასუხოდ თაიამ.

- მოგეწონა აქაურობა?- გასწორდა წელში და მიუახლოვდა,- შემთხვრვით დარჩენის სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?

- ლამაზია,- აღიარა ხევსურმა,- მაგრამ აი, დარჩენის სურვილზე რა გითხრა, შენდა სამწუხაროდ არა.

- მოიცადეთ ახლა,- ჩადგა მათ შორის ეთუნა,- ნუ დაიწყებთ. ონისე, გთხოვ.

- რას მთხოვ რძალო, ვსაუბრობთ უბრალოდ,- გაუღიმა გოგოს,- შენ მოსე გეძებდა წეღან, შიგნით შევიდა.

- მართლა? აბა საღამოს მოვალო?- წარბები აქაჩა ეთუნამ,- იცოდე ონისე თუ მატყუებ...

თითი აუფრიალა ცხვირწინ.

- კარგი რა,- ლოყაზე უჩქმიტა ეთუნას,- მიდი გაიქეცი. მაგრად შიოდა, სამზარეულოში იქნება გამგელებული. ქალბატონ სტუმარს მე მივხედავ.

- თაია...- მიბრუნდა მისკენ ეთუნა,- დამელოდე, კარგი? უჩემოდ არ წახვიდე, რაღაცებს გაგატან, ათ წუთში მოვალ.

- წადი, წადი,- აუქნია ხელი,- ათ წუთში ერთმანეთს მოვკლავთ.

ჩაიბურტყუნა ბოლო სიტყვები.

- აბა, საიდან დავიწყოთ ექსკურსია?- ჩამოუდგა გვერდით.

- არსაიდან. აქ დავჯდები და დაველოდები,- ჩამოჯდა ღობის ძირში - პატარა მორზე.

- მაგისთვის სკამი არსებობს ცნობისთვის,- თვალებით ანიშნა გვერდით.

- ნუ შემიკიკინე,- წამოდგა გაბრაზებული,- რა ხასიათზე ხარ დღეს?

- შენ რატომ ხარ ნერვებზე?- ჩამოუჯდა გვერდით.

- ნერვებს შენ მიშლი!

- მართლაა? მე მეგონა სხვა იყო მიზეზი,- აღარ გაჩერდა ფიცხელაური.

- აუტანელი ხარ.

- ახალი სიტყვები მოიფიქრე, გაცვითე ეგ ლექსიკონი უკვე,- ხედავდა ონისე როგორ ევსებოდა არაბულს თვალები ნაპერწკლებით. ცოტაც და ალბათ დაახრჩობდა ადგილზე.

- ენა გიჭრის აშკარად.

- არც შენ იგესლები ნაკლებად, ერთხელ წესიერად ვერ დაგელაპარაკება ადამიანი,- ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა,- რატომ გამექეცი ქორწილში?

- აბა რა მექნა, ჩაგხუტებოდი და მადლობა მეთქვა რომ მეცეკვე?

- ზოგადად მაგას აკეთებენ ხოლმე, მაგრამ შენთვის გამონაკლისს დავუშვებდი რომ გეთქვა,- აიჩეჩა მხრები,- ისე ტყვიასავით გავარდი, როგორ მიმატოვე შუა სცენაზე?

- ღირსი იყავი, უფრო ადრეც უნდა მექნა ეგ,- ამჟავებული სახით გადახედა,- მომინდომა აქ ცეკვა და ჩახუტებები.

- მერე რატომ არ ქენი, მოიხიბლე ჩემით?- წარბი აუწია და მისკენ იმდენად ახლოს გადაიხარა რომ თაიამ მისი სუნთქვაც კი იგრძნო კანზე,- ჰმ?

გაუმეორა ცოტახანში ქალისგან სიჩუმე რომ მიიღო.

- ბოლო დროა ზედმეტები მოგდის,- სცადა გაწეულიყო, თუმცა სკამი მეტს არ უშვებდა.

- მართლა?- მეორე ხელი მოაჯირს ჩამოადო ფიცხელაურმა და მკლავებში გამოიმწყვდია არაბული,- ასე გძაბავს ეს, ხევსურო?

- არ მძაბავს,- ძლივს ამოღერღა,- უბრალოდ არ მსიამოვნებს.

- მეკიდევ მეგონა პირიქით იყო,- ენა გააწკლაპუმა,- არადა არ ჩანდი ქორწილში წინააღმდეგი.

თვალებში შეხედა, მერე მზერა წითელი ტუჩებისკენ გაექცა, ძალიან ცოტა აკლდა რომ არ შეხებოდა, თუმცა მთელი ძალით ცდილობდა საკუთარი თავი მოეთოკა და სისულელე არ ექნა.

- მითხარი, ხევსურო,- ხმა უფრო დაუბოხდა ონისეს. ონისემ თვალებში შეხედა დაუნდობლად, თითქოს მისი სულის ყველა საიდუმლოს ამოკითხვას ცდილობდა, მერე კი მზერა უნებურად ისევ გაექცა წითელი, ოდნავ შეღებული ტუჩებისკენ. მათ შორის მანძილი წამში განახევრდა. სულ ცოტა, სულ რაღაც ერთი თავბრუდამხვევი ნაბიჯი აკლდა იმისთვის რომ დახრილიყო და მის ბაგეებს შეხებოდა, თუმცა არა. ვერ გაბედავდა.როგორ იზამდა ამას, როგორ დაეპატრონებოდა იმ ქალის ტუჩებს, რომელიც ბავშვობიდან მას ეკუთვნოდა, თუმცა მაინც ძალიან შორს იყო მისგან.

თაიამ იგრძნო, როგორ მიებჯინა ზურგით ცივ, ხორკლიან კედელს. გაქცევის შანსი აღარ იყო. ონისეს სიახლოვე იმდენად ძლიერი და დამანგრეველი აღმოჩნდა რომ ჰაერი ფილტვებში აღარ ყოფნიდა.

- ონისე, გაიწიე...- ამოიოხრა, მაგრამ მისი ხელი, რომელიც კაცის მკერდზე იდო, მოსაგერიებლად ძალას ვეღარ პოულობდა. პირიქით, თითქოს ნებაყოფლობით ეჭიდებოდა იმ ერთადერთ საყრდენს, რომელიც ამ სამყაროში დარჩენოდა.

- არ გავიწევი,- ჩაესმა ონისეს ჩურჩული პირდაპირ ტუჩებთან,- ახლა მაინც ნუ მომატყუებ. ახლა მაინც მითხარი სიმართლე.

თვალები დახუჭა არაბულმა, ხვდებოდა თუ ახლა ამ კაცს თვალებში ჩახედავდა, საკუთარ თავს სამუდამოდ გასცემდა. მისი წამწამები თრთოდა, ნაწყვეტ - ნაწყვეტი სუნთქვა კი კაცის ბაგეებს ეფრქვეოდა. ძველი მტრობის კედლები, სიჯიუტე, შიში, ყველაფერი წამში ქრებოდა მათ შორის არსებულ სიმხურვალეში. გაქცევის ძალა აღარ ჰქონდა და რაც ყველაზე საშიში იყო, აღარც უნდოდა. ონისემ ნელა, დიდი სიფრთხილით ასწია ხელი. მისი თბილი, უხეში თითები თაიას ნიკაპს შეეხო და ნაზად აიძულა, თვალები გაეხილა. კაცის მზერაში იმხელა ვნება და მოუთმენლობა ენთო რომ არაბულს თავბრუ დაეხვა. მანძილი მათ შორის კატასტროფულად შემცირდა. ონისე უსასრულოდ ნელა, თითქოს ამ წამის გაწელვას ცდილობდაო, დაიხარა მისკენ.

- თაია,- გაისმა ეთუნას ხმა. წამში გამოფხიზლდა, რეალობა თავში ჩაქუჩივით დაენარცხა. ძლიერად ჰკრა მკერდზე ხელი და სკამის მეორე მხარეს გადააგდო.

- რა ჯანდაბაა,- წამოიძახა აწითლებული სახით, გაბრაზება შეპარვოდა ხმაში,- შენ...

უნდოდა რაღაც ეთქვა, თუმცა ვერ შეძლო. გაბრაზებულმა ძლიერად შეკრა მუშტები. წამში გატრიალდა და მოსცილდა ეზოს, ჭიშკართან მდგარ ცხენს მიუახლოვდა, წამშივე მოსწყდებოდა ადგილს ეთუნას ძახილი რომ არა.

- ეს დედას წაუღე რა,- გამოართვა პატარა ჩანთა,- არც გასატეხუა, არც წყალი გაუვა. არ ინერვიულო.

- კარგი, მადლობა.

- კარგად ხარ? რამე ხომ არ გითხრა?

- კი...- დაიბმა ისევ,- უფროსწირედ არა... წავედი, მეორედ აქ აღარ მოვალ იცოდე. მიდი, მიყვარხარ, ჭკვიანად.

ლოყაზე აკოცა, ცხენს შეახტა და მოკურცხლა შატილისკენ.

* * *

ეთუნას გარეშე თითქოს დღეები ერთმანეთს დაემსგავსა. აღარ იყი ღამის გათენებები, არც დილას ჭორაობები ყავასთან ერთად, აღარც მდელოზე სეირნობა იყო ცხენით და აღარც ილოშას და ირმას ნერვების მოშლა. დაეტყო სოფელსაც ეთუნას არ ყოფნა. შატილი სულაც არ იყო სავსე ახალგაზრდა გოგოებით, განსაკუთრებით ზაფხულში ჩამოდიოდნენ ხოლმე თბილისში სასწავლებლად წასულები, ან ხანდახან სულ აღარ მიდიოდნენ, ლამის ყოველ წელს თითო ოჯახი იხურავდა კარს და მიდიოდა ვინ იცის სად. თუმცა არაბულს არასდროს სდომებია ქალაქში წასვლა, ვერ დატოვებდა დედას, რომელსაც არ უნდოდა შატილიდან წასვლა ქმრის გამო. არც თაიას უნდოდა მამის დატოვება, თუმცა ხედავდა რომ აქ ძალიან ჭირდა, განსაკუთრებით ზამთარში.

მიილია აპრილის თვეც მალევე. მზე უფრო და უფრო მცხუნვარედ შემოიჭრა ხევსურეთში. ბალახები აყვავდა, ყვავილებიც, სასიამოვნო სურნელი დატრიალდა ჰაერში, თუმცა მცხუნვარე მზე დილაობით და საღამოობით ვერ უძლებდა სიცივეს, მაინც შემოიპარებოდა ხოლმე სიგრილე და აიძულებდა ხალხს თბილად ჩაცმას. ზოგმა დაიწყო მიწის მოხვნა, ზოგმა უბრალოდ დაანება თავი, მაინც არაფერი ეშველება ამასო.

მაისის შუა რიცხვები იყო, ბოლო ერთი კვირა საკმაოდ ცხელოდა. გულნარა უკვე ყოველ დღე ეწუწუნებოდა თაიას, იქნებ ვინმე დაპატიჟო, იქნებ რამე ქნა ან სადმე წახვიდეო. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა თბილისში წასვლაზე, ერთი - ორი დღე არაფერი მიშავსო, თუ გინდათ შენ და ეთუნა წადითო, თუმცა თაია უარზე იყო. მეტიც, ვერც ხვდებოდა რატომ აძალებდა ქალი სოფლიდან წასვლას. არ ჰქონდა აღნიშვნის სურვილი, წინა წელს ელიზბარის თხოვნით დათანხმდა, თუმცა წელს ვერფერი აიძულებდა ახლა გადახდას.

თაია ეზოში ყვავილებს რგავდა, თავზე გულნარა რომ წამოადგა.

- ისევ თუ უნდა დაიწყო, იცოდე წავალ და გვიან ღამემდე არ მოვალ,- ბუზღუნით გადაიწია გვერდით.

- არ ვიწყებ არაფერს,- მკერდზე შეიკრა ხელები,- მაგრამ მაინც რომ დაფიქრდე არ იქნებოდა ცუდი.

- გულნარა ახლა იცოდე...

- კარგი, კარგი, რა ჯიუტი ხარ მამაშენივით,- ზურგი აქცია გოგოს და ბეღლისკენ წავიდა.

- რას გადამეკიდა ერთი,- ჩაიბუზღუნა თავისთვის. ყვავილების დარგვას რომ მორჩა, დიდი მაკრატელი გამოიტანა საკუჭნაოდან. საცოდავად შერჩენილ ბუჩქებს წააჭრა დიდი ფოთლები, მერე ეზოც მოასუფთავა, შუადღეს უკვე დაღლილი ჩამოჯდა სკამზე,- ნეტავ ვისთვის ვაკეთებ ამდენს.

ამოიჩურჩულა თავისთვის და დასვრილ ხელებს დახედა. მერე ისევ ჩაფიქრდა. თუმცა აღარ დასცალდა, ჭიშკრიდან მოესმა ძახილი.

- გისმენ ნელი დეიდა,- წამოიწია ძლივს, ახლაღა იგრძნო სხეულის ტკივილი.

- გოგო წყაროზე ჩავდივართ და ხომ ვერ წამოხვიდოდი?- წარბი აუწია ქალმა,- ვერ ვიტევთ მკლავებში.

დაანახა დიდი ბოთლები. სხვა გზა არ იყო, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, გამოართვა და ჩაუყვა ორღობეს. ესმოდა უკნიდან ქალების საუბარი, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია.

- თაია,- ამოუდგა გვერდში მირანდა,- ცუდად ხომ არ ხარ?

- არა, არა,- იუარა და გოგოს გაუღიმა,- უბრალოდ ძალიან დავიღალე.

მირანდა ქადაგიძე ცხრამეტი წლის დაბალი გოგო იყო, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა შატილში. თბილისში დეიდამისთან ცხოვრობდა და მშობლებს აკითხავდა ხოლმე ყველა შესაძლო დროს. ეთუნასთან და მასთან ერთად ხშირად თამაშობდა თაია ბავშვობაში. ლამაზი გოგო იყო, ძალიან ჭკვიანიც, თაია რომ წამოიზარდა სკოლაშიც კი ერთად დადიოდნენ, ორ კლას გადაახტა მირანდა და დილაობით მათთან ერთად მიდიოდა ხოლმე. უყვარდა თაიას, თუმცა, რაც ის წავიდა ჩამოშორდნენ, სულ სხვა ცხოვრებით დაიწყეს ცხოვრება.

- გეტყობა,- გაუღიმა მირანდამ,- ვუთხარი რომ არ იყავი საჭირო, მაგრამ ხომ იცი რა ჯიუტები არიან.

ანიშნა უკან მოლაქლაქე ქალებზე.

- არაუშავს, ჩემთვისაც წავიღებ სახლში. საღამოს მაინც ვაპირებდი წამოსვლას,- გაუღიმა კვლავ,- დიდი ხნით აპირებ აქ დარჩენას?

- თვის ბოლოს უნდა დავბრუნდე, ერთ კვირიანი დასვენება მაქვს უნივერსიტეტიდან.

- კარგია...- ჩაფიქრებულნა ამოთქვა არაბულმა.

- შენ არ გიფიქრია უნივერსიტეტზე?- წარბები შეკრა მირანდამ,- სკოლაში ფრიადოსანი იყავი.

- არა...- აღმოხდა ხმადაბლა,- არ მიფიქრია.

- რატომ? არადა ძალიან კარგია, სულ სხვანაირია სტუდენტური ცხოვრება...

- უბრალოდ...- კეფა მოიქექა თაიამ,- თბილისში არაფერო გვაქვს და თან დედა ვერ წამოვიდოდა. ხოდა მარტო ვერ დავტოვებდი.

- მაგრამ დედაჩემმა ხომ შემოგთავაზა...

- არა, მირანდა,- გააწყვეტინა, თუმცა რბილი ხმით,- მახსოვს ეგ ამბავი და ხომ ვისაუბრეთ? თუ წავალ მხოლოდ ჩემით, კარგი? არ მინდა ვინმეს პრობლემა ვიყო და მხრებზე დავაწვე.

- კარგი, გავჩუმდები,- მიუახლოვდნენ წყაროს,- მაგრამ ხომ იცი, თუ რამე მე ყოველთვის დაგეხმარები.

- ვიცი და მადლობელი ვარ ამისთვის,- გაუღიმა და დაიხარა, ჯერ ბინძური ხელები დაიბანა. მერე ცოტა მაღლა აიწია და სუფთა წყლით აავსო ბოთლები. დატვირთული წამოვიდა უკან.

- დაგეხმარები,- ერთი გამოართვა მირანდამ. პასუხი აღარ გაუცია თაიას, ისე აუყვა უზარმაზარ აღმართს. უყვარდა ეს ადგილი, თუმცა იმხელა აღმართი იყო, უკან დაბრუნება ჯოჯოხეთს ჰგავდა სიცხეში,- ეს უკვე ტანჯვაა.

წუწუნით ამოილაპარაკა ნახევარი გზის შემდეგ.

- ოხ, ეს ქალაქელები,- გაეცინა თაიას და მეორე ხელით მიეხმარა,- ლალი გაბრაზებულია შენზე თუ რატომ არ გიყურებს ზედაც?

- გაბრაზებულია, კი,- სახე აემღვრა,- შეყვარებული გავაცანი და წუწუნებს ხევსური რატომ არ არისო.

- ყველა დედა ერთნაირია,- ჩაიცინა არაბულმა,- კარგი ბიჭია?

- ძალიან,- თვალები გაუბრწყინდა უცებ მირანდას, თითქოს იმავე წამს დაავიწყდა აუტანელი სიცხეც, ხელში მძიმე ბოთლიც და ეს უსასრულო აღმართიც,- ისეთი მშვიდია, თაია... თბილი, ყურადღებიანი. თბილისში, უნივერსიტეტში გავიცანი. სულ სხვა სამყაროა, სხვანაირად აზროვნებს. დედაჩემს კი უნდა რომ აუცილებლად აქაური იყოს, ტრადიციული ადამიანი. იმერელია რა, ტრადიციები მათაც ხომ აქვთ. ვერ გაუგია რომ ცხოვრება შეიცვალა.

თაიას სახეზე მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა, თუმცა გულში უცნაური სევდა შემოეპარა.

- მთავარია შენ ბედნიერი იყო,- თქვა თაიამ რბილად და მეგობარს მხარზე მხარი გაჰკრა,- ლალისაც გადაუვლის, ვერ დაინახე ეთუნაზე რა ამბავი იყო, მაგრამ შეეგუებიან სად წავლენ..

- იმედია,- ამოიოხრა მირანდამ,- აი, მივაღწიეთ კიდეც.

აღმართი როგორც იქნა დასრულდა და სოფლის ორღობეში შევიდნენ, სადაც ხის ძველი ჭიშკრები და ქვის მყარი ნაგებობები ნაცნობ კედლებად აღმართულიყო. თაიამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა მკლავები მძიმე ტვირთისგან, მაგრამ ფიზიკური დაღლილობა წამში გადავიწყდა, როცა წინ გაიხედა. სახლის ჭიშკართან, ხის ბოძზე მხრით მიყრდნობილი თედო იდგა. ხელი მწყემსის ჯოხზე გადაეჭდო და თვალები მოეჭუტა, გზას გადმოჰყურებდა. როგორც კი გოგონები შენიშნა, წელში გასწორდა, ნელი, მძიმე ნაბიჯით წამოვიდა მათკენ და პირდაპირ წინ გადაუდგა. სახეზე ისეთი პირქუში მზერა ჰქონდა, თაიას მაშინვე ნაცნობმა, უსიამოვნო წინათგრძნობამ დაუარა ტანში. ქორწილის მერე თედო სულ ასე დაეძებდა შემთხვევას რომ მარტო ხელში ჩაეგდო.

- წყაროზე იყავით?- ჰკითხა თედომ. ხმა დაბალი ჰქონდა, თუმცა შიგნით ბრაზი ერეოდა. მზერა ჯერ მირანდას შეავლო, მერე კი თაიას ხელებს დააშტერდა, სადაც წყლის ბოთლები მჭიდროდ ეჭირა ქალს,- მომეცი, მე წამოვიღებ.

ხელი გაიწვდინა რომ ტვირთი გამოერთმია, მაგრამ თაიამ ინსტინქტურად უკან დაიხია და ბოთლები უფრო მაგრად მიიკრა სხეულზე.

- არაა საჭირო თედო, მოვედით უკვე,- ცივად უპასუხა და მირანდას გადახედა,- საღამოს გამოდი და გავისეირნოთ, ამოვიგუდე სახლში.

- დაგირეკავ,- გაუღიმა მირანდამაც და გაუყვა გზას ლალისთან და ნელისთან ერთად.

- ასე უნდა დამაიგნორო ხოლმე?- წარბი აზიდა თედომ და უკან შეჰყვა.

- თედო მომეშვი რა,- მოჰბეზრდა მისი მოსმენა უკვე,- სანამ რამეს უხეშად არ გეტყვი, აღარ უნდა დამანებო თავი?

- მე შენს დაცვას ვცდილობ... მინდა რომ...- სიტყვა გაუწყდა თვალებში, თაია გაჩერდა, მისკენ შემობრუნდა და ეჭნარევი სახით დააკვირდა.

- რისგან მიცავთ ერთი რა საინტერესოა,- მიუახლოვდა ოქროპირიძეს,- რა არის ისეთი, რისგანაც უნდა დამიცვა? მითხარი, იქნებ მეც შემიძლია საკუთარი თავის დაცვა.

- ინანებ ამ ჯიუტობას,- არ დააცალა თედომაც.

- უკვე იმას ვნანობ, შენთან რომ დიალოგი წამოვიწყე,- ამოიოლაპარაკა, ზურგი აქცია და კარი მიიხურა.

* * *

ოცდაათი მაისი შატილში უჩვეულოდ, თითქმის ზღაპრულად თბილი გათენდა.

მთების მრისხანე, დაკბილულ წვერებზე ჯერ კიდევ შერჩენილიყო თოვლის თეთრი ზოლები, მაგრამ ქვემოთ ხეობაში, გაზაფხული უკვე სრულად, მთელი თავისი დიდებულებით დამკვიდრებულიყო. ნორჩი, აბიბინებული ბალახი მუხლებამდე ასულიყო, არღუნი ხმაურიანიანად მოგრიალებდა კლდეებს შორის, მთის კალთებზე კი ველური ყვავილები და იასამნები ისე გაფანტულიყო. თითქოს რომელიღაც შემოქმედს ზეციდან ფერების მთელი პალიტრა ხელით მოებნიოსო. დილიდანვე ხალხი საგანგებოდ აკითხავდა არაბულების ძველ სახლს. სოფლის ორღობეებში თუ ეზოში მილოცვები არ წყდებოდა. ყველა სუყვარდა თაია, ყველას თაია ეკერა პირზე, ყველამ იცოდა რომ არაბული მუდამ იქ იქნებოდა, როცა დასჭირდებოდათ, ამიტომაც არ იშრებდნენ მისთვის არაფერს.

" გილოცავ, თაია, იხარე და იდღეგრძელე!"

" ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, შვილო, კლდესავით მყარი ყოფილიყოს შენი იღბალი"

" ჯანმრთელობა და კარგი ბედი გოგო, შენს ოჯახს შენი სიხარული ეხილოს!"

მიიუხედავად იმისა რომ აღნიშვნა არ უყვარდა, შატილში მისი დაბადების დღე მუდამ ზეიმი იყო ხოლმე. მისი ამაყი ხასიათი და სილამაზე გულგრილს არავის ტოვებდა. თვითონ კი, თითქოს მთელ ამ ორომტრიალს საერთოდ არ იტყობდა, თუმცა მაინც ბედნიერი იყო, როცა ხედავდა როგორ პატივს სცემდა მთელი სოფელი და როგორ უყვარდათ ის. დილით, როგორც კი მზის პირველმა სხივებმა კლდეებს გადაუარეს, ადგა. თავისი შავი, გრძელი თმა სწრაფად, დაუდევრად აიკრა კეფაზე, წყაროზეც ჩავიდა, გზად მოხუც მეზობელს მძიმე შეშაც მიაშველა და მერე ისევ სოფლის ვიწრო, ქვაფენილ ბილიკებს აუყვა, მაგრამ ხალხი მაინც არ ასვენებდა. სადაც კი ნაბიჯს გადადგამდა, ყველა აჩერებდა. ყველას უნდოდა მისთვის ორი სიტყვის თქმა, თბილად დალოცვა, ლოყაზე გადაკოცნა. ქალები თვალს სიამაყით აყოლებდნენ, კაცები გულიანად, სიცილით ეხუმრებოდნენ, ბავშვები კი, ჟრიამულით, პატარა აჩრდილებივით უკან დასდევდნენ.

- დღეს მაინც ნუ იკბინები, თაია!- გასძახა ავთომ შორიდან, ძველი ხის ჭიშკრიდან გადმომდგარმა,- მადლობა რისთვისაა გოგო, არ იცი?

- კაი რა ავთო,- გაეცინა თაიას,- როდის იყო ვიკბინებოდი.

ირგვლივ მყოფ ხალხს ხმამაღალი, მრავალხმიანი სიცილი აუტყდა. თაიასაც ვერ მოუთმინა გულმა და ბაგეებზე თბილმა ღიმილმა გადაურბინა.

სასიამოვნო იყო ეს უბრალო, მთიული ხალხის გულწრფელი სიყვარული, რომელიც ყოველ ნაბიჯზე სითბოდ ეღვრებოდა სხეულში. მთელი დღე ასე, მილოცვების, თბილი მზერისა და კეთილი სურვილების ალყაში გალია. სადაც კი გაიარა, ყველამ თავისი პატივისცემა მიაგო. შატილი თითქოს ერთი დიდი, შეკრული ოჯახივით ტრიალებდა მის გარშემო.

საღამოხანს, როცა ცაზე პირველი ვარსკვლავები მკაფიოდ აციმციმდნენ, თაიამ სახლისკენ აიღო გეზი. სქელი, საუკუნოვანი ქვის კედლებიდან უკვე გამოდიოდა თბილი შუქი და ხმამაღალი, მხიარული გუგუნი. გულნარას საგანგებოდ გაეშალა დიდი, ხის ძველი მაგიდა, რომელიც ნამდვილი მთიული ნობათით გადაეტვირთა. სახლში უკვე შეკრებილიყვნენ უახლოესი მეზობლები და ნათესავები. ოთახის საპატიო კუთხეში ელიზბარი იჯდა, თავისი დინჯი, გამოცდილი მზერით და თამადობისთვის ემზადებოდა.

- ოჰ, მოვიდა ჩვენი იუბილარიც!- წამოიძახა ნელიმ, როგორც კი თაიამ ზღურბლს ფეხი გადააბიჯა და მაშინვე გადასაკოცნად გაეშურა,- შემოიხედე გოგო, მთელი საღამოა შენ გელოდებით!

მირანდამ თვალები ეშმაკურად ჩაუკრა.

- ხომ გითარით არ არის საჭირო - მეთქი,- ამოიხვნეშა, როცა სუფრის თავში ჩამოსვეს,- რა ჯიუტები ხართ.

- როგორ არ არის საჭირო,- გაიღიმა ელიზბარმა,- განა შენ არ ხარ ჩვენთვის მნიშნელოვანი? ამას როგორ ამბობ.

- ოჰ, კარგი რა ელიზბარ,- აიქნია ხელი და გაეღიმა,- შენ სულ მაგას ამბობ.

თაიამ ყველას თავაზიანად გადაუხადა მადლობა, თბილად გაუღიმა. მასპინძლის საპატიო ადგილიდან მთელ დარბაზს გადაჰყურებდა და გრძნობდა, როგორ ივსებოდა მისი მარტოხელა გული ამ ხალხის სითბოთი.

კერაში მუხის დიდი მორები გუგუნებდა. წითელი, მცხუნვარე ალი ხან მაღლა აიწეოდა, ხან მშვიდდებოდა და ოთახის მრავალსაუკუნოვან ქვის კედლებზე მოცეკვავე, გიგანტურ ჩრდილებს აფენდა. გარეთ უკვე სრულიად, უკუნად ჩამობნელებულიყო, მთებს შავი ნაბადი გადაეფარებინათ, მაგრამ არაბულების კოშკში ისეთი სითბო და ხმაური იდგა, თითქოს მთელ ხეობას აქ, ამ ერთ მუჭა სივრცეში მოეყარა თავი. ღვინის მძიმე, ვერცხლისფერი თასები ერთმანეთის მიყოლებით ივსებოდა. სადღეგრძელოებს ბოლო არ უჩანდა.

- ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, თაია,- თქვა ნელიმ და თასი ასწია,- ისეთივე დარჩი, როგორიც ხარ. ცოტა ეშმაკიც, ცოტა ავიც და ცოტა კეთილიც. მთის ქალს ეგრე უხდება.

- ცოტა ავი?- გადაიკისკისა მირანდამ და თაიას მხარი გაჰკრა,- ნელი ძალიან რბილი შეფასებაა. მაგას რომ აუტყდება ხოლმე ხასიათი, მერე მონსტრი ხდება ხოლმე.

ოთახში ერთბაშად სიცილი ატყდა. თაიამ თვალები მრავლისმეტყველად გადაატრიალა, თუმცა ბაგეებზე შეპარული თბილი ღიმილი მაინც ვერ დამალა.

- დღეს რა არის, ყველა ჩემს წინააღმდეგ შეიკარით?- იკითხა ნახევრად ნაწყენი ტონით.

- დაბადების დღე გაქვს, შვილო. დღეს უფლება გვაქვს, ცოტა გაგაჯავროთ,- ჩაერთო ლალიც და გულიანად გაიცინა. ელიზბარი სუფრის მეორე ბოლოში ჩუმად, მედიდურად იჯდა. ხმას არ იღებდა, მაგრამ როცა თაიასკენ იხედებოდა, მის მკაცრ, ნაოჭებით დაღარულ სახეზე უცნაური, სევდიანი სითბო უდგებოდა. გულნარა კი, როგორც ყოველთვის, წამითაც არ ჩერდებოდა, კოშკში ფუტკარივით ფუსფუსებდა. თუმცა იმ საქმის კეთებაში აქსოვდა ყველა წყენას, ბრაზს. უნდოდა ეს წამი არასდდროს დამტავრებულიყო, რადგან იცოდა მერე იწყებოდა ჯოჯოხეთი, როგორ უნდა ეთქვათ თაიასთვის სიმართლე.

- ერთი წუთით მაინც დაჯექი დედა,- შეუბღვირა ბოლოს ქალს თაიამ,- სტუმრები არ გაგექცევიან.

- შენ გაჩუმდი და ჭამე,- შეუტრიალა მაშინვე გულნარამ,- სულ ძვლად და ტყავად დარჩი, საჭმელს ზედაც არ აკარებ პირს.

მირანდას კვლავ სიცილი აუტყდა, ჭიქა მაგიდაზე ძლივს დადგა.

- ყველა დედა ერთნაირია? თბილისშიც კი მწვდება დედაჩემი,- გადახედა გვერდით მჯდომ ქალს.

- უარესებიც არიან გენაცვალე,- ჩაილაპარაკა თაიამ და გულნარას თვალი ჩაუკრა. სუფრა თანდათან უფრო ხმაურიანი, მჩქეფარე ხდებოდა. დათუა, რომელიც სოეციალურად ტაიას დაბადების დღის გამო ამოვიდა შატილში, ნადირობის ძველი, წარმოუდგენელი ამბების მოყოლა დაიწყო, ხელებით აჩვენებდა ნადირის სიდიდეს. ავთო უკვე მესამედ იმეორებდა ერთსა და იმავე ისტორიას, მაგრამ ყოველ ჯერზე იმდენად ემოციურად ყვებოდა, მაინც ყველას გულიანად ეცინებოდა. იმღერეს კიდეც, მირანდა უკვე რიტმულად აჰყვა ტაშს, თვალები უციმციმებდა. ლალი სახეზე ღიმილით მღეროდა, ნელიც კი ოდნავ არხევდა თავს მელოდიის ტალღაზე.

თაია უყურებდა ყველას, ამ ნაცნობ, უბრალო და ძვირფას სახეებს და პირველად მთელი ამ დაძაბული დღის განმავლობაში მართლა დამშვიდდა. შინაგანმა შფოთვამ ნელ - ნელა უკან დაიხია. შეიძლება იმიტომ რომ ეს ხალხი მისი სისხლი და ხორცი იყო. ეს მტკიცე ციხე - კოშკები. ეს მრავალხმიანი სიმღერები. ეს ოჯახური სითბო. იმ კონკრეტულ წამს თითქოს ყველაფერი იდეალურად, მყუდროდ და უსაფრთხოდ ჩანდა. თითქოს არაფერს არ შეეძლო ამ საღამოს მშვიდობის დარღვევა.

ეზოდან საშინელი ხმაური მოისმა. შეწყდა სიმღერა. შეკრთნენ, ფეხზე წამოდგნენ და კარებისკენ დაიძრნენ, თუმცა ადგილზევე გაშეშდნენ. ოთახში წამში ჩამოვარდა ისეთი სამარისებური სიჩუმე რომ კედლებს შორის მხოლოდ კერაში მოგიზგიზე შეშის ტკაცუნი ისმოდა. გულნარამ წარბები შეკრა და ხელები წინსაფარზე შეიმშრალა. ელიზბარი კი ისე ერთიანად დაიძაბა, ძველი მეომარივით მხრებში გაიმართა და ხელი ქამრისკენ წაიღო.

- ამ დროს ვინ უნდა იყოს...- შეშფოთებით ჩაილაპარაკა ნელიმ და კუთხეში მიიყუჟა.
სანამ ვინმე განძრევას მოასწრებდა, სახლის მძიმე კარს გარედან მთელი ძალით მიაწვნენ. ძველმა ანჯამებმა გაიჭრიალა და კარი კედელს ხმაურით მიენარცხა. ოთახში მთებიდან წამოსული ცივი, ნესტიანი ჰაერი შემოვარდა და კერის ალი აათამაშა.

და ამ ცივი ქარის ფონზე, ზღურბლზე თედო გამოჩნდა.

თაიას მაშინვე ეცა თვალში ოქროპირიძის სიმთვრალე. ძალიან ნასვამი იყო. სახე ერთიანად გასწითლებოდა, თმა აჩეჩვოდა, თვალები ჩასისხლიანებოდა და შიგ ნაპერწკლები უელავდა. საყელო უწესრიგოდ, მკერდამდე ჰქონდა გახსნილი. ერთ ხელში თითქმის ცარიელი, ღვინის ჭურჭელი ეჭირა, მეორეთი კი მყარად მიეყრდნო კედელს რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა და იატაკზე არ დანარცხებულიყო. ოთახში მძიმე, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მირანდამ დაბნეული სახით გადახედა თაიას და კაბის კალთას ხელი მოუჭირა. გულნარას სახე კი წამში დაეძაბა, თითქოს მის წინაშე მისი ყველაზე დიდი შიში გამოჩნდაო.

- თედო...- მძიმე, ბოხი ხმით თქვა ელიზბარმა და სუფრის თავიდან წამოიწია,- ამ მდგომარეობაში აქ რა გინდა? სახლში წადი ბიჭო, საკუთარ თავს არ ჰგავხარ.

თედოს ჯერ პასუხი არ გაუცია. თავისი მღვრიე, ჩასისხლიანებული მზერა ნელა მოატარა. ოთახში შეკრებილ ხალხს სათითაოდ გადახედა, მერე კი მზერა თაიაზე გაუშეშდა.

- დაბადების დღე აქვს...- ამოილაპარაკა ბოლოს ჩახლეჩილი ხმით და ბოთლი მაგიდისკენ გაიშვირა,- ჩემი სოფლის საამაყო გოგოს დაბადების დღე აქვს... მივულოცო, არ შეიძლება? თუ არაბულების კარი ჩემთვის აღარაა ღია?

- მოდი, დაჯექი ჯერ,- სცადა სიტუაციის განმუხტვა დათუამ და მისკენ წავიდა რომ მხარზე ხელი დაედო.

- არა!- თითქმის ცხოველივით დაუყვირა უცებ თედომ და ისე მკვეთრად გაიქნია ხელი რომ ყველანი უნებურად შეხტნენ. ბოთლიდან ღვინის წითელი წვეთები იატაკზე სისხლივით დაეცა. ბიჭმა ისევ თაიასკენ გაიხედა.

- გილოცავ თაია...- არაბული ნელა წამოიწია მისკენ.

- თედო სახლში წადი, გთხოვ. ხვალ მოდი და ფხიზელზე მითხარი რაც სათქმელი გაქვს. ახლა ამისი ადგილი არ არის.

- ხვალ?- მწარედ, ისტერიულად გაეცინა ბიჭს,- ხვალ რაღა აზრი ექნება... ხვალ ისევ ისე აუვლი გვერდს ჩემს სიყვარულს, როგორც აქამდე უვლიდი...

ელიზბარი უკვე დიდი ნაბიჯებით მიდიოდა მისკენ, სახეზე სიბრაზე დასთამაშებდა.

- ანდაც,- დააპაუზა და ისევ მოიქნია ბოთლი ჰაერში,- ხვალ როდის? როდის უნდა გითხრა?

- საკმარისია! გაეთრიე აქედან, სანამ ძალით გამიგდიხარ!- მივარდა კაცი, მაგრამ თედომ ხელი ჰაერში გაიშვირა, თითქოს მთელი სამყაროს შეჩერებას ცდილობსო.

- არა, დღეს ყველამ უნდა მოისმინოს!- ბოლო ხმაზე ყვიროდა,- რამდენჯერ მოვედი, ვის აღარ ვთხოვე შენი ხელი...

თაიას სახეზე ფერი გადაუვიდა, თითები მაგიდის კიდეს ჩააფრინა.

- თედო...

- ხვალ როდის მოდიან ფიცხელაურები შენს წასაყვანად?- ელდა ეცა თაიას, ხმა ვერ ამოიღო,- ჰა? ელიზბარ, როდის უნდა გაატანოთ თაია ხვალ?

მირანდას სუნთქვა შეეკრა, ხელი პირზე აიფარა. გულნარამ კი თვალები დახუჭა წამით, თითქოს ამით რეალობისგან დამალვას ცდილობდა. თედო კი უკვე ვეღარ ჩერდებოდა, ნასვამ, ბოღმიან სიტყვებს ერთმანეთში უწესრიგოდ ურევდა.

- ამათ უარი მითხრეს,- მისი აკანკალებული ხელი უცებ ელიზბარისკენ გაიშვირა მრისხანედ. შემდეგ - გულნარასკენ,- ხოდა ახლა როდის აპირებთ უთხრათ?

ოთახში ისეთი მკვდარი სიჩუმე ჩამოვარდა, კერის შეშის ყოველი მცირე ტკაცუნიც კი საშინლად, ყურისწამღებად ხმამაღლა ისმოდა. თაია გაუნძრევლად იდგა, გონება დაებანდა, საერთოდ ვერ ხვდებოდა, რაზე ლაპარაკობდა ეს გადარეული ბიჭი.

- თედო, გაჩუმდი - მეთქი!- საშინლად დაიღრიალა ელიზბარმა და თედოს საყელოში სწვდა, მაგრამ ხელი უხეშად, მოიქნია და მოხუცი უკან გადააგდო.

- რატომ გავჩუმდე?! თვითონ მაინც არ იცის! ამდენი წელია ტყუილში ცხოვრობს!- გიჟური სიცილი აუტყდა, თუმცა იმ სიცილში ტკივილი უფრო იყო,- უთხარით! უთხარით ბოლოს და ბოლოს, რატომ უფრთხილდებით! უთხარით რატომ არის სიწყნარე სოფელში უკვე წლებია, უთხარით რატომ აღარ გვიკლავენ ფიცხელაურები თანასოფლელებს, უთხარით!

თაიას გული უკვე ისე ძლიერად და გამალებით უცემდა, ყურებში მხოლოდ საკუთარი პულსის ყრუ გუგუნი ესმოდა, სისხლი საფეთქლებში სცემდა.

- შენ არასდროს გაინტერესებდა ეს? მათ ხომ ჩვენი კაცი მოკლეს, მამაშენი, ბიძაშენი. ზვიადი და ზურა ხომ მოკლეს, რატომ არ დავუბრუნეთ პასუხი ამდენი წელია? რატომ?

- რას... რას ამბობ...- ძლივს ამოთქვა გაფითრებული ტუჩებით. თედომ ელიზბარს ხელი გაუშვა, ორი ნაბიჯი გადმოდგა.

- თედო გთხოვ,- წამოიწია გულნარა წინ. ხმას ვერ იღებდა ვერავინ,- ეს აქ და ახლა სათქმელი არაა.

- დედა აცადე თქვას,- ამოუვიდა ყელში თაიას,- რა უნდა ვიცოდე? რატომ გაჩერდა ეს სისხლისღვრა?

- იმიტომ რომ...- თედოს ხმა უკვე სრულიად ჩახლეჩილი და გატეხილი იყო, მაგრამ თითოეული სიტყვა მაინც დანასავით ერჭობოდა ოთახში შეკრებილ ხალხს,- ონისე ფიცხელაურს ეკუთვნი.

გულნარას ტუჩებიდან უნებური, ჩუმი კვნესა აღმოხდა და ქალმა სახე ხელებში ჩარგო. ელიზბარმა თვალები მჭიდროდ დახუჭა - თითქოს ამ ერთ წამში ზურგზე საუკუნის სიმძიმე დააწვა და ათი წლით უფრო დაბერდა. თაია კი ისევ გაუნძრევლად იდგა. ვერ სუნთქავდა. ფილტვები ჰაერის ნაცვლად თითქოს ცხელი ნაცრით აევსო. ვერც აზროვნებდა. გონება ერთიანად გაუცარიელდა და მხოლოდ თედოს ხმა ესმოდა, ყრუ, გამანადგურებელი ექო, რომელიც ახლა, ყველას თვალწინ, ნანგრევებად აქცევდა მის მთელ რეალობას.

- მისი ქალი ხარ დაბადებიდან, თაია!- თითქმის დაუყვირა ბიჭმა, სახეზე სასოწარკვეთილების ცრემლები ერეოდა,- აკვანში დაგნიშნეს! ფიცი დადეს! სისხლით დადეს ეგ ოხერი მუხანათური პირობა! ამიტომ არ გაგრძელდა ეს ომი ბოლომდე, ამიტომ არ ამოწყდა ორივე გვარი! ამიტომ არ დაიღვარა კიდევ მეტი სისხლი... შენი თავით იყიდეს ეს წყეული მშვიდობა!

ოთახში ვიღაცამ, შიშისგან აკანკალებულმა, ღმერთის სახელი ჩუმად, ვედრებით ახსენა. მირანდა გაფითრებული, თითქმის გალურჯებული ტუჩებით იჯდა და შეძრწუნებულ თვალებს ვერ აშორებდა მეგობარს. დედამისი პირზე ხელაფარებული, გაოგნებული შეჰყურებდა კუთხეში მჯდარ ელიზბარს, თითქოს პასუხს მისგან ელოდა. გულნარა კი უცებ ისე გაქვავდა, თითქოს სისხლი ძარღვებშივე გაეყინაო.

თაიას ყურებში საშინელი, აუტანელი ზუზუნი იდგა.

აკვანი...

ფიცი...

ონისე...

უცებ, წამიერად, ყოველი გაუგებარი დეტალი ერთიანად, საზარელი პაზლივით აეწყო და თავს დაატყდა. გონებაში გაუელვა ელიზბარის მრავალმნიშვნელოვანმა, მკაცრმა გაფრთხილებებმა. დედამისის მუდმივმა, თითქმის პარანოიკულმა შიშმა, როცა ლებაისკარში მიდიოდა და თავად ონისეს ყოველმა ნაბიჯმა...

და ის სიტყვები...

„რამდენიც არ უნდა სცადო, მაინც ვერ შემიძულებ ისე, როგორც გინდა."

ღმერთო, თითქოს მან ეს ყველაფერი უკვე იცოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში. და მხოლოდ თაია იყო ბრმა.

- ტყუილია...- ძლივს ამოთქვა თაიამ. იმდენად უცხო, სუსტი და გატეხილი ხმა აღმოხდა, საკუთარი თავი ვერ იცნო.

- თაია...- ნაბიჯი გადადგა გულნარამ, ტირილმა დაახრჩო.

- ტყუილია - მეთქი!- ამჯერად უკვე გამალებით დაიყვირა ქალმა. ხმა ქვის კედლებს შორის გაიბზარა და ოთახში ყველა ერთიანად შეხტა. თაიამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, ზურგით ცივ ქვას მიენარცხა, თითქოს ოთახში ჰაერი საერთოდ აღარ ჰყოფნიდა და იხრჩობოდა.

- ელიზბარ...- ნელა, აკანკალებული, მუდარით სავსე მზერა გადაიტანა მოხუცზე,- შემომხედე... თქვი რომ იტყუება. თქვი რომ ეს სიგიჟე ტყუილია.

თითქოს ამ სიჩუმით დასცინოდა ყველა მის სასოწარკვეთას. ელიზბარი კი... ელიზბარი თავს არ სწევდა, ხმას ვერ იღებდა. მისი მზერა იატაკს მიჰყინვოდა და სწორედ ამ მძიმე, დანაშაულებრივმა სიჩუმემ უთხრა თაიას ყველაფერი. იგრძნო, როგორ ჩაენგრა შიგნით რაღაც. არა - ყველაფერი. მთელი მისი სიამაყე, მისი თავისუფლება, მისი ნება... ყველაფერი ერთ წამში ფერფლად იქცა.

- ღმერთო...- აღმოხდა ჩუმად, გაფითრებული ბაგეებიდან. თედოს თვალები სავსე იყო დაგვიანებული, მწარე ცრემლით.

- მე მიყვარდი...- ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა ბიჭმა,- და მთელი ცხოვრება სხვისი იყავი. ჩემთვის არც არასდროს არსებობდი.

გულნარა უცებ გონს მოეგო, მაშინვე მივარდა თედოს.

- საკმარისია!- მთელი ძალით ჰკრა ხელი კაცს და ზღურბლისკენ უბიძგა,- საკმარისია, თედო! წაეთრიე აქედან!

მაგრამ უკვე გვიანი იყო. სიტყვები ჰაერში დარჩა - მძიმე, მომწამვლელი, შეუქცევადი. თაიამ ხელები საფეთქლებზე მიიჭირა, თითქოს მალე თავი გაუსკდებოდა. გული ისე გამალებით, ისეთი ხმაურით უცემდა, ეგონა მკერდს გაუგლეჯდა და აქვე, ამ იატაკზე მოკვდებოდა. მთელი ცხოვრება... მთელი ცხოვრება უახლოესი ადამიანები, მთელი სოფელი, საკუთარი დედაც კი ატყუებდა. მისი ბედი, მისი სხეული, მისი მომავალი ვიღაც კაცებს წლების წინ, მის დაუკითხავად, მისი ნების გარეშე გადაეწყვიტათ. საქონელივით გაეყიდათ მშვიდობის ფასად.

და ყველაზე საშინელი, ყველაზე დამამცირებელი და მტკივნეული მაინც სხვა რამ იყო...

გულნარა ფრთხილად დაიძრა მისკენ. მუხლები ეკეცებოდა, სახე გაფითრებოდა, თვალები კი მწარე ცრემლით ჰქონდა სავსე.

- თაია...- ძლივს ამოთქვა ქალმა, ხმა ყელში მოებჯინა.

- არა,- მკლავი ასწია მაღლა და მოსაფერებლად წაღებული ხელი ქალს ჰაერში გაუშეშდა,- არ გაბედო.

ისეთი მზერა სტყორცნა, გულნარა ადგილზე გაშეშდა, თითქოს ყინულად იქცაო. იმ მზერაში იმდენი გაუსაძლისი ტკივილი, უხეში ღალატი, ზიზღი და გააფთრებული მრისხანება იდგა რომ დედას ყოველი მომზადებული სიტყვა ბაგეებზევე გაეყინა. ოთახში არავინ იძვროდა. წამით ყველას გული გაჩერდა. გარედან შემოდიოდა ქარის საზარელი ხმა, საშინელ წვიმასთან ერთად.

თაიამ მზერა ელიზბარზე გადაიტანა. მოხუცი, მთელი ხეობის მბრძანებელი და ავტორიტეტი, ახლა თავჩაქინდრული, მხრებში მოტეხილი იდგა და იმ კონკრეტულ წამს თაიამ ცხოვრებაში პირველად იგრძნო საშინელი რამ - მის წინ ის კაცი აღარ იდგა, ვისაც ბავშვობიდან მამასავით ენდობოდა.

- შენ...- ხმა ისე საშინლად უკანკალებდა, თითქოს ყბა აღარ ემორჩილებოდა,- შენც... მთელი ამ დროის განმავლობაში... ყოველდღე მიყურებდი თვალებში, მზრდიდი, რჩევებს მაძლევდი და არაფერს მეუბნებოდი? ზურგს უკან ჩემს ყოველ ნაბიჯს დასცინოდით?

ელიზბარმა თვალები დახუჭა, თითქოს სურდა, ეს რეალობა გაექრო.

- შვილო...

- არ გაბედო!- ისეთი არაადამიანური ხმით დაუყვირა რომ რამდენიმე ქალი ადგილზე შეხტა და უკან დაიხია,- ერთი სიტყვაც არ თქვა! თავი არ იმართლო, თორემ...

დააპაუზა, მაინც ვერ შეძლო ცუდის თქმა. გულნარამ ცრემლები ვეღარ შეიკავა, წამოუვიდა ნიაღვარად.

- შვილო, ჩემო ერთადერთო...

- ნუ მეძახი ახლა შვილს!- შებღავლა თითქმის, მყესები ყელზე ლურჯად დაეჭიმა. თაიას სუნთქვა ეკვროდა. გული ისე ძლიერად, ისეთი გამალებით უცემდა რომ მკერდის ძვალი ფიზიკურ ტკივილამდე მიდიოდა უკვე. იხრჩობოდა საკუთარ ბრაზში,- მთელი ცხოვრება მატყუებდით?

ხმა გაებზარა, ტირილი ახრჩობდა, მაგრამ ერთ ცრემლსაც არ აძლევდა ნებას რომ გადმოვარდნილიყო.

- მთელი ცხოვრება ჩემს მომავალს ჩემს ზურგს უკან წყვეტდით, არჩევნის უფლებაც არ მქონდა?!- არავინ პასუხობდა. ვერავინ ბედავდა გააფთრებული ქალის წინაშე ხმის ამოღებას. თაიამ შეშლილი მზერით ოთახში მყოფ სხვა ქალებს გადახედა. ნელის სახეზე მძიმე, დანაშაულებრივი სევდა იდგა. ლალი თვალებს ვერ უსწორებდა, იატაკს დასჩერებოდა. გულნარა კი კუთხეში ჩუმად, პირზე ხელაფარებული ტიროდა.

- თქვენც იცოდით...- ჩურჩულით თქვა, რომელიც ყვირილზე უფრო საზარლად გაისმა. სიჩუმე. საშინელი, დამანგრეველი, მკვლელი სიჩუმე. თაიას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, თვალის გუგები გაუფართოვდა, მაგრამ თავი მაღლა ასწია - არ იტირებდა, მათ წინაშე არ იტირებდა.

- ყველამ იცოდით...- ამჯერად უკვე ისტერიულად, მწარედ გაეცინა, ხელი შუბლზე მიირტყა,- ღმერთო ჩემო... მთელი სოფელი, ყოველი გამვლელი, ყოველი მწყემსი და მეზობელი მიყურებდა, იცოდა, ვისი საცოლეც ვიყავი და მარტო მე ვიყავი ერთი უსუსური, საცოდავი, სულელი გოგო!

თავზე წაიშნა ხელი.

- უყურებდით იმ ადამიანს, ვის გამოც მშვიდად ცხოვრობდით და არაფერი მითხარით?- ვერ იჯერებდა,- ღმერთო ჩემო, გავგიჟდები.

- მე არ ვიცოდი...- უცებ ამოთქვა მირანდამ სრულიად გაფითრებული, დაზაფრული სახით,- გეფიცები თაია. დედას გეფიცები არაფერი ვიცოდი... ჩემთვის არავის უთქვამს!

მის ხმაში ისეთი გულწრფელი შოკი, შეძრწუნება და მეგობრული ტკივილი იყო რომ თაიამ მხოლოდ წამით, გაშეშებული მზერით გახედა. მერე ისევ ელიზბარს მიუბრუნდა, მტაცებელივით ნაბიჯი გადადგა მისკენ.

- რა ვიყავი თქვენთვის, ელიზბარ?- იკითხა ხმადაბლა, თითოეულ სიტყვას ყინულივით აყოლებდა,- ადამიანი, ქალი, ცოცხალი არსება თუ...ჯანდაბა, რა ვიყავი თქვენთვის? ნაყიდი საქონელი, რომლითაც სისხლიანი ომი გადაფარეთ?!

გულნარამ ვეღარ მოითმენდა ამ წამებას. შვილის ტკივილი საკუთარ გულს უფატრავდა. კიდევ ერთხელ წავიდა მისკენ ხელგაშლილი.

- თაია, დედა გენაცვალოს. მომისმინე მაინც, როგორ იყო, რატომ მოხდა...- იმ წამს თაიას შიგნით რაღაც საბედისწეროდ გაწყდა. მთელი მისი მოთმინება, გონება, თავშეკავება ერთ წამში აფეთქდა. ქალმა ორივე ხელი, გააფთრებით, მჭიდროდ ჩაავლო ხის დიდი მაგიდის მძიმე, ნაქარგ გადასაფარებელს. ყველაფერი იმდენად სწრაფად, თვალის დახამხამებაში მოხდა რომ ოთახში მყოფებმა ვერც კი მოასწრეს მისი შეჩერება. ერთ ძლიერ მოქაჩვაზე სუფრა მთლიანად, გრიალით გადაიშალა. ნამსხვრევებად დაილეწა. წითელი ღვინო იატაკზე სისხლის გუბეებივით დაიღვარა. მირანდამ შიშისგან ხმამაღლა შეჰკივლა და კუთხეში აიყუჟა. დათუა წამოდგა, მაგრამ გვიანი იყო. კერასთან მდგარი სპილენძის დიდი ლანგარი ზანზარით დაგორდა იატაკზე.

თაია ამ საზარელ, სისხლისფერ არეულობაში იდგა. ხელები უთრთოდა, მაგრამ თვალებში ისეთი აუტანელი, ღრმა და საშიში ტკივილი ედგა რომ ოთახში ვეღარავინ ბედავდა მისთვის პირდაპირ ყურებას.

- მძულხართ...- ძლივს ამოთქვა ბოლოს. ხმა ჩაუწყდა, თვალებიდან პირველი მწარე ცრემლი გადმოგორდა. ყელში მოწოლილმა ბოღმამ დაახრჩო. მერე მოულოდნელად, შემობრუნდა.

- თაია!- მთელი ხმით იყვირა სასოწარკვეთილმა გულნარამ და შვილისკენ გაიწია, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ქალმა მძიმე ხის კარი ისეთი გამანადგურებელი ძალით გამოაღო რომ ოთახში შემოჭრილმა ქარბუქმა მაშინვე ჩააქრო ცეცხლი.

წვიმდა. საშინლად, გადაუღებელად წვიმდა.

ცა მთლიანად ჩამოქცეულიყო შატილზე. გაავებული წყალი ციხე - კოშკების ნაცრისფერ ქვის კედლებს თავგანწირვით ეხეთქებოდა. ეზო წამში ტალახის ნიაღვრად ქცეულიყო, ცაზე აელვებული მრისხანე ელვა კი შორეულ, შავ მთებს წამით დღესავით ანათებდა და მერე ისევ წყვდიადში შთანთქავდა. თაია თითქმის სირბილით, გიჟივით დაეშვა ეზოს ქვაფენილზე. ვიღაც გამალებით ეძახდა, ვიღაცის მძიმე ნაბიჯები მისდევდა უკან, ვიღაც ცდილობდა მის გაჩერებას, მაგრამ ყურებში საკუთარი პულსის გუგუნისა და ქარის ყმუილის გარდა აღარაფერი ესმოდა.

გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა და სულს უფლეთდა.

„იცოდა...ყველამ იცოდა", " მკვლელებზე გამყიდეს"

- ჯანდაბა! ჯანდაბა ყველაფერს!- აღმოხდა ხმამაღლა ტირილნარევი ყვირილით და თავისი ცხენისკენ გაიქცა.

წვიმა სახეში ურტყამდა, სუნთქვას უკეტავდა. ფიზიკურად ვერაფერს გრძნობდა, ვერც სიცივეს და ვერც ყინვას. მის სხეულში მხოლოდ გააფთრებული ბრაზი ბობოქრობდა. ტუჩები უთრთოდა, ხელებს ვეღარ იმორჩილებდა, სისხლი კანზე ასკდებოდა, გარეთ გამოსვლას ლამობდა, არც გული იყო მშვიდად. თაიას უნდოდა ეყვირა. უნდოდა, მთელი ეს დაგროვილი სიმწარე, ბრაზი, დამცირება და ტკივილი ერთიანად ამოენთხია, როგორც ადიდებული არღუნი არღვევს ხოლმე გაზაფხულზე ნაპირებს. უნდოდა ეტირა ისე რომ ფილტვები დასწყვეტოდა, ისე რომ ბოლოს საერთოდ აღარაფერი დარჩენოდა შიგნით.

მაგრამ ვერ შეძლო.

წლების განმავლობაში საკუთარ თავს არწმუნებდა რომ ცრემლები არ ჰქონდა. რომ ტირილი სისუსტე იყო. რომ ვინც ერთხელ მაინც მისცემდა თავს უფლებას გატეხილიყო, მერე ვეღარასდროს გამთელდებოდა. ბავშვობიდანვე ისწავლა ტკივილის გადაყლაპვა, სიჩუმეში დამარხვა.

ახლა კი ეს ყველაფერი ერთად უბრუნდებოდა.

ერთიანად.

საშინელი ძალით.

გრძნობდა როგორ ახრჩობდა საკუთარი ემოციები. თითქოს უხილავ მარყუჟში იყო გაბმული, რომელიც ყოველ ამოსუნთქვაზე უფრო უჭერდა ყელს. ვეღარ არჩევდა უფრო მეტად რაზე სტკიოდა გული - იმაზე რომ მთელი ცხოვრება ატყუებდნენ თუ იმაზე რომ საკუთარი ბედი მის დაუკითხავად გადაწყვიტეს.

ეს იყო ყველაზე დიდი დამცირება.

ღმერთია მოწმე, მთელი არსებით ეზიზღებოდა უკვე ფიცხელაურთან ერთად საკუთარი თავიც.

წვიმა გამეტებით სცემდა სახეში. თაიას პირველად ცხოვრებაში მართლა შეეშინდა საკუთარი თავის. შეეშინდა იმ ქალის, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მტრობით, სიამაყითა და სიჯიუტით ცხოვრობდა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ერთი სიმართლე რომ ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო რომ ახლა უკვე ვეღარც საკუთარ ტკივილს გაექცეოდა. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წასულიყო, ონისე მაინც იქ იქნებოდა. მის სისხლში. მის ყველა გაფანტულ ფიქრში, როგორც წყევლა.

ცხენის ლაგამი თითქმის ძალით, გამალებით გამოგლიჯა ხის ბოძიდან. ამინდისა და პატრონის აფორიაქებისგან შეშინებული ცხოველი ყალყზე დადგა, უკანა ფეხებზე შედგა და აფეთიქდა.

- ჩუმად! ჩუმად - მეთქი, ჩემო ერთგულო!- შეუღრინა აკანკალებული, ქოშინით სავსე ხმით, ცხენს ფაფარზე ხელი დაჰკრა, მერე ელვისებურად უნაგირზე ახტა და მთელი ძალით მოსდო ქუსლები მუცელში. ცხენი მჭახე, მრისხანე ჭიხვინით მოწყდა ადგილს და ღამის წყვდიადში შევარდა. წვიმაში შატილის ვიწრო, დაკლაკნილი და ციცაბო ბილიკები სასიკვდილოდ საშიში გამხდარიყო. ნიაღვარი ქაფად ქცეული მიედინებოდა მოლიპულ ქვებზე, ქარი ხეობებში მშიერი მგელივით ყმუოდა, ელვა კი ცას ხევდა, ხეობას წამით თეთრად ანათებდა და ისევ აბსოლუტურ წყვდიადში ტოვებდა მთელ სამყაროს. მაგრამ თაია არ ჩერდებოდა. სიგიჟემდე მიჰყავდა ცხენი, თითქოს თუ ახლა, ამავე წამს არ მივიდოდა მასთან და თვალებში არ ჩახედავდა, უბრალოდ გაგიჟდებოდა, ჭკუიდან შეიშლებოდა. პასუხები სჭირდებოდა... ვერც თვითონ ხვდებოდა, რა მართავდა მის გონებას. სუნთქვა ყელში ეკვროდა. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი ნაშენები სიძულვილი, ამაყი თავისუფლება, ფუჭი წინააღმდეგობა - ყველაფერი ახლა ამ აბობოქრებული ქარბუქივით ირეოდა და ერთმანეთს ანადგურებდა მის შიგნით და რაც უფრო ღრმად მიქროდა ცხენი უსასრულო ღამეში, მით უფრო მკაფიოდ გრძნობდა - უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. ვერც გაიაზრა ისე ჩავიდა ლებაისკარამდე. სადღაც შუა ქუჩაში იყო დაკარგული, ვერც თავად გაერჩია გზა.

მორიგი მჭახე ელვის თვალისმომჭრელ განცალკევებაზე, წინ, შუა გზაზე, გიგანტური შავი ლანდი გამოჩნდა. თაიამ ინსტინქტურად, მთელი ძალით მოქაჩა ლაგამი უკან. ცხენი მკვეთრად, ტალახში გასრიალებით შეჩერდა, ნატერფალებიდან მიწა და წყალი შხეფებად მაღლა აისხა.

გულმა ისეთი საშინელი ყრუ ძალით დაჰკრა მკერდს რომ ტკივილი იგრძნო მკერდში, ჰაერი ყელში გაეჩხირა. იმიტომ რომ ყოველგვარი დანახვის გარეშე, მისი სხეულის ყოველმა უჯრედმა უკვე ზუსტად იცოდა, თუ ვინ იდგა მის წინ, ამ წვიმასა და ქარიშხალში, როგორც ურყევი კლდე. ზეცამ ისევ გაკვეთა ხეობა კაშკაშა ნათებით. ონისეს მკაცრი სახე წამით იმდენად მკაფიოდ გამოიკვეთა, თითქოს მარმარილოსგან გამოეკვეთათო. სველი თმა შუბლსა და საფეთქლებზე ეკვროდა, მძიმე ტანსაცმელი მთლიანად გაწუწვოდა და სხეულზე შემოჰკვროდა, მაგრამ არ ინძრეოდა. კაცს წამწამიც კი არ შეჰტოკებია. მხოლოდ უყურებდა მას - თავისი ველური, დაუნდობელი და საოცრად ნაცნობი მზერით.

თაიას სუნთქვა ეკვროდა, ყელში ხრინწი ედებოდა. ვეღარ გაუძლო ამ გაშეშებულ კოშმარს, ცხენს ხელი უხეშად გაუშვა და გიჟივით ჩამოხტა მიწაზე. ფეხი ლამის მუხლებამდე ჩაეფლო ტალახში, მაგრამ სიცივე ვერც კი იგრძნო. მთელი სხეული, გონება და ძარღვებში მჩქეფარე სისხლი აწვებოდა კანზე. ონისეც ჩამოვიდა მშვიდად, ნელა, თითქოს წინასწარ იცოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ წამისთვის ემზადებოდა, იცოდა რომ ეს გარდაუვალი შეხვედრა ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა. თაია პირდაპირ მისკენ წავიდა, ტალახს ძლივს აპობდა.

- სიმართლეა?!- დაუყვირა ისეთი ხმით რომ ქარიშხლის გუგუნი გადაფარა.

ონისე ადგილიდან არც განძრეულა, თითქოს კლდეს შეეჯახაო. მხოლოდ მძიმედ, ნაწყვეტ - ნაწყვეტ ჩაისუნთქა ცივი ჰაერი. თაიამ საკუთარი უმწეობისგან გაგიჟებულმა გამეტებით ჰკრა ხელი.

- მითხარი! ხმა ამოიღე! სიმართლეა ის... რაც გავიგე?!- ხმა გაებზარა, ცრემლები მოაწვა. ბრაზისა და აუტანელი ტკივილისგან უკვე მთელი სხეულით უკანკალებდა.

- მთელი ცხოვრება მატყუებდით?!- თითქმის შებღავლა, ძლივს წამოსული ცრემლები წვიმის ნაკადს შეერია. ონისეს ძლიერი ყბა ისე დაეჭიმა რომ ძვლები გამოეკვეთა, მაგრამ ისევ დუმდა. მხოლოდ მისი აჩქარებული გულისცემა ისმოდა და ამ შეუდრეკელმა, მძიმე დუმილმა თაია საბოლოოდ გააგიჟა, გონება დაუბნია.

- შენც იცოდი, არა?- ჩახლეჩილი, სრულიად დაცარიელებული ხმით თქვა და უკან დაიხია ერთი ნაბიჯით, თითქოს მისი ფიზიკური სიახლოვეც კი სულს უფლეთდა,- ღმერთო ჩემო... შენც იცოდი, ყველაფერი იცოდი. ამიტომაც ხარ ჩუმად.

მორიგი, დაუნდობელი ელვა გავარდა და ხეობა წამით დღესავით გაანათა. წვიმა უკვე შეუბრალებელი ნაკადულივით ასხამდა ორივეს, მათ შორის ჰაერს ყინავდა. თაიამ სველი, აწეწილი თმა ხელებით ნერვიულად, უმისამართოდ გადაიყარა უკან.

- ამიტომ იყავი ასე ახლოს, ამიტომ აკეთებდი ამ ყველაფერს მოურიდებლად,- აქეთ - იქით დადიოდა,- იცოდი არავინ არაფერს გეტყოდა.

სიტყვა ვეღარ დაასრულა. იმიტომ რომ ყელში ჰაერი საბოლოოდ ჩაეკეტა. იმიტომ რომ იმ კონკრეტულ წამს ყველაზე მეტად საკუთარი თავი, საკუთარი სხეული ეზიზღებოდა. ონისეს თვალებში, ამ წყვდიადშიც კი, ისევ ის წყეული, ნაცნობი გრძნობა დაინახა. არა უბრალო სიბრალული, არა ცივი ვალდებულება ან ფიცისადმი მორჩილება, არამედ რაღაც ბევრად უფრო ღრმა, ველური და საშიში, რასაც სახელს ვერ არქმევდა.

- მითხარი რომ ტყუილია!- დაუყვირა უცებ, ისტერიულად და კიდევ ერთხელ, უკანასკნელი ძალით ჰკრა ხელი მკერდში,- თქვი რომ ტყუილია, თქვი... ის არ გეყოთ რომ ოჯახი წამართვით, მამა წამართვით, ბიძაც წამართვით, ახლა საგლოვად საკუთარ თავსაც არ მიტოვებთ...

კიდევ ერთხელ მოიქნია ხელი, უკანასკნელი, გააფთრებული დარტყმისთვის, თუმცა მყარ, ქვასავით მკერდს შეეხო თუ არა, თითები ერთიანად მოუდუნდა. ძალამ, რომელიც აქამდე ასულდგმულებდა, წამში მიატოვა. მუხლები მოეკეცა, თითქოს მიწამ, რომელზეც იდგა, ყოველგვარი საყრდენი დაკარგა. წვიმაც კი ვეღარ ფარავდა მის ცრემლებს.

მიწამდე მიღწევა არ აცალა.

ონისეს ძლიერი ხელები წამში შეეშველა. კაცმა ელვისებური მოძრაობით დაიჭირა მოწყვეტილი სხეული, წელზე მკლავი მყარად შემოხვია და თავისკენ აზიდა, თავის მკერდზე მიიკრა. თაია ისე უმწეოდ, თავდაცვის გარეშე აღმოჩნდა მის მკლავებში, თავადაც ვერ გაიაზრა.

- გამიშვი...- აღმოხდა უკანასკნელი ქოშინით, თუმცა ხელები უნებურად კაცის სველ ტანსაცმელს ჩააფრინდა რომ არ დაცემულიყო. ონისემ დახუჭა თვალები, თითქოს მთელი სამყაროს დარტყმას საკუთარი ზურგით იგერიებდა. არაფერს ამბობდა, არ ამართლებდა წარსულს.

- გამიშვი! ხელი გამიშვი - მეთქი!- მთელი სხეულით გაიბრძოლა.

- თაია...- როგორც იქნა ამოთქვა კაცმა.

- ნუ მიხსენებ სახელით!- ხმამაღლა, სასოწარკვეთილმა შესძახა,- არ გაქვს მაგის უფლება!

გამძვინვარებული ქარი მათ შორის ღმუოდა, საუკუნოვან კოშკებს აზანზარებდა. ყინულიანი წვიმა კანს უსერავდა, მაგრამ თაია ვერაფერს გრძნობდა, გარდა იმ საშინელი სიმხურვალისა, რომელიც ონისეს ხელებიდან მის ძარღვებში ელვის სისწრაფით გადადიოდა.

- მეზიზღები...- აღმოხდა ძლივს,- შენ მე ყველაფერი წამართვი. თავისუფლება გამაჩნდა მხოლოდ და ისიც წამართვი. შენ მე მთელი ცხოვრება მომპარე.

- ასე არ არის ხევსურო,- გააჩერა ონისემ,- ეს არც მე გადამიწყვეტია და არც შენ. მართალია ვიცოდი,- დააპაუზა უცებ,- ჯანდაბა, ვიცოდი. თუმცა არც მე შემეძლო რამის გაკეთება.

- მოგკლავ, გესმის? ნუ მეუბნები მაგას,- ამოისისინა ჩახლეჩილი ხმით, თუმცა მისი მუქარა უმწეო ალმურივით გაქრა ქარიშხალში. ონისეს ხელები უნებურად, ინსტინქტურად უფრო ძლიერად მოუჭირა მაჯებზე. არც ტკივილამდე, არც უხეშად, არამედ ისე, თითქოს ეშინოდა ამ აბობოქრებულ ღამეში, ამ სამყაროს დასასრულში, ქალი საერთოდ არ დაკარგვოდა, ხელიდან არ გასხლტომოდა.

- მომისმინე...- დაბალი, თითქმის ვედრებით სავსე ხმით თქვა კაცმა.

- არ მინდა!- შეჰყვირა თაიამ და მთელი სხეულით გაექაჩა, თავის დაღწევას ლამობდა,- გამიშვი ეგ ბინძური ხელები, შენი მოსმენა არ მინდა. მკვლელის ცოლი არასდროს გავხდები. თავიდანვე რატომ არ უარყავი ყველაფერი? რატომ დათანხმდი?

- იმიტომ რომ დაღად მესვა ეს ფიცი!- პირველად ცხოვრებაში, მის წინაშე ხმას აუწია ონისემაც. მისი ღრიალი ხეობის გუგუნს შეერია,- მაგრამ ვერაფერს ვიზამდი, უკვე გვიანი იყო რა უნდა მექნა, უარი მეთქვა და შემდეგ ამოეხოცათ შატილის მოსახლეობა?

თაია ერთბაშად გაშეშდა. ყინულიანი წვიმა მათ შორის გაუმტარი, მძიმე ფარდასავით ეშვებოდა, მაგრამ მაინც დაინახა, როგორ დაეჭიმა კაცს სახის ყოველი კუნთი.

- გგონია მე მინდოდა ეს ყველაფერი?- გამოსცრა ონისემ, ლოყებზე წვიმის წყალი ნიაღვარად ჩამოსდიოდა,- გგონია მომეწონა ის ფაქტი რომ ცოლი უნდა მყოლოდა მინდოდა ეს თუ არა? გგონია მინდოდა რომ ასე დატანჯულიყავი? ყველაზე ვიფიქრებდი, მაგრამ შენზე არა.

თაია მძიმედ სუნთქავდა. ონისეს თვალები არასოდეს ენახა ასეთი - იქ აღარ იყო ის ნაცნობი, ირონიული და გამაღიზიანებელი სიმშვიდე, რომლითაც ყოველთვის იგერიებდა მის გამოხტომებს. ახლა იმ შავ გუგებში მხოლოდ უსაზღვრო დაღლილობა, საუკუნოვანი ტკივილი და რაღაც ძალიან ძველი ბრაზი ბობოქრობდა.

- მაშინ რატომ...- ხმა მთლიანად გაუტყდა თაიას, ტუჩები აუკანკალდა. ონისემ თვალები მჭიდროდ დახუჭა წამით, თითქოს ამ კითხვამ მის სულში ყველაზე ღრმა, ყველაზე მწარე ჭრილობა გახსნა და დაარტყა. მერე ისევ ახედა, პირდაპირ თვალებში ჩააჭედა მზერა.

- იმიტომ რომ... ვერ შეგეწინააღმდეგე,- თქვა ბოლოს ძალიან ჩუმად და ეს აღიარება რეალობაზე უფრო მწარედ აღმოჩნდა ონისესთვის.

- ნუ...- თავი გააქნია ნელა, სასოწარკვეთილად,- ნუ მეუბნები ამას, არ მინდა, არ მინდა ამის მოსმენა.

- სიმართლეა.

- გაჩუმდი!- ონისე კიდევ უფრო მიუახლოვდა, ტალახი ფეხქვეშ აიზილა. ახლა იმდენად ახლოს იდგნენ რომ მათი აჩქარებული, ცხელი სუნთქვა ერთმანეთს ეტაკებოდა და ჰაერში თეთრ ორთქლად იფანტებოდა.

- პირველად არღუნთან რომ დაგინახე...- ჩახლეჩილი, მუხთალი ხმით დაიწყო კაცმა,- მაშინ ძალიან პატარა იყავი. მეც პატარა ვიყავი. სულ გხედავდი, მდელოზე, მთაში, მდინარეზე... მაშინ, თექვსმეტი წლის რომ იყავი...მაშინვე მივხვდი რომ ყველაფერი ჯოჯოხეთამდე მიგვიყვანდა. რომ ეს ფიცი კი არა, ჩემი პირადი წყევლა გახდებოდა.

თაიას თვალები ხელახლა აევსო ცხელი ცრემლებით.

- შენი გრძნობები შენი პრობლემაა,- მიახალა უხეშად,- შეგეძლო სხვანაირად...

- ვერ შევძელი!- ამჯერად უკვე ონისემ დაიღრიალა და მისმა მჭახე ხმამ ქარბუქი ორად გააპო, ექოდ გავარდა და მთებში ჩაიკარგა,- გგონია, არ მიცდია?! ყოველი დღე, ყოველ წამს საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ შენ მხოლოდ ვალდებულება იყავი... მხოლოდ ძველი ფიცი... სისხლისა და მშვიდობის ფასი... მაგრამ როგორც კი გხედავდი...

ხმა ერთბაშად ჩაუწყდა, სუნთქვა გაუწყდა. თაიას სველი სხეული ისევ უკანკალებდა, მაგრამ ვეღარ იძვროდა. ონისემ ხელი ნელა, თითქმის მოწიწებით აუშვა მის მაჯას. მერე, თავისი უხეში, მაგრამ საოცრად თბილი, სველი თითებით სახიდან ნაზად გადაუწია მიკრული თმა.

- როგორც კი გხედავდი...- ამჯერად უკვე თითქმის ჩურჩულით, ჩამწყდარი ხმით თქვა კაცმა,- ფიციც, ვალიც და ყველაფერი ერთიანად მავიწყდებოდა. მხოლოდ შენ რჩებოდი.

თაიამ თვალები დახუჭა წამით. არ დაიჯერებდა, არ უნდოდა გაგონება არაფრის, რადგან ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც იმ გვარის წევრი იყო, ვის გამოც მამა აღარ ჰყავდა, ვის გამოც ბიძა აღარ ჰყავდა. მისი ბრალი იყო რომ დედამისი მარტო დარჩა, რომ ღამღაობით ტიროდა.

- მეზიზღები...- ხმამაღლა ამოთქვა, ონისე ახლა ნამდვილად ხედავდა მის თვალებს, ზიზღით სავსეს,- მთელი არსებით მძულხარ.

კიდევ ერთელ ჰკრა მკერდზე ხელი.

- შენი ცოლი არ გავხდები,- დაისისინა ბრაზისგან,- გესმის?! რაც გინდა, ის ქენი! ვერც ეს წყეული ფიცი მაიძულებს რამეს და ვერც მთელი ეს ორპირი სოფელი! არავის ვეკუთვნი! არავის!

ონისე უხმოდ, თვალისმოუშორებლად უყურებდა. ისე საზარლად ჩუმად იდგა რომ ეს სიმშვიდე ბევრად უფრო აშინებდა თაიას, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი ან მუქარა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სწრაფად, თაიამაც დაიხია უკან, ვერ ახერხებდა ტალახის გამო სწრაფად მოძრაობას. საოცრად თბილი, მძიმე და სველი ხელები ჰქონდა. ონისე რამდენიმე წამს უბრალოდ, დაჟინებით უყურებდა. თითქოს იმ კონკრეტულ წამს, ამ გადაუღებელ ნიაღვარში, პირველად ხედავდა ნამდვილ, გაშიშვლებულ თაიას.

მებრძოლ არაბულის ქალს...

ონისემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოქაჩა თავისკენ და დაეკონა მის ტუჩებს. ეს არ ყოფილა ფრთხილი შეხება, ეს იყო უეცარი, მოულოდნელი შეტევა. კაცი მის ბაგეებს ისეთი სასტიკი ვნებით დაეწაფა, თითქოს ამ კოცნით სურდა მთელი მისი წინააღმდეგობა, მთელი მისი გონება და ოჯახური ტრაგედია ჩაეხშო და ფერფლად ექცია. იმდენი წელი. იმდენი შეკავებული ბრაზი, ფარული ლტოლვა, ყველაფერი ერთიანად, ვულკანივით იღვრებოდა ამ ერთ, შეუმზადებელ შეხებაში. თაიას ეგონა რომ გული მკერდიდან ამოეგლიჯა. სუნთქვა შეეკრა, გონება დაუბნელდა და ყველაზე საშინელი, ყველაზე დამამცირებელი და მიუტევებელი სწორედ ეს აღმოჩნდა თაიასთვის, ის ველური, თავზარდამცემი ფაქტი რომ ეს კოცნა უცხო არ აღმოჩნდა. რომ ამ კოცნამ წამიერად სისუსტე მოჰგვარა, დაავიწყა ყველაფერი. რომ თაიამ წამით საკუთარი არსებით იგრძნო, როგორ ჩამოინგრა, როგორ მიწასთან გასწორდა წლების განმავლობაში სიამაყითა და მტრობით ნაშენები ყველა კედელი. ეს არ ჰგავდა არაფერს, რაც კი ოდესმე განეცადა ან სხვისგან გაეგონა. ეს არ ყოფილა ის ზედაპირული, ბავშვური ფლირტი, რომელსაც სოფლის ბიჭები შორიდან, მორცხვად თუ სიცილით სთავაზობდნენ ხოლმე წყაროსთან.

ეს იყო სხვა რამ, საშიში, უძირო, უფსკრულივით ღრმა. თითქოს ეს კაცი მის სხეულს კი არა, პირდაპირ მის შიშველ, დაჭრილ სულს ეხებოდა და შიგნიდან აფეთქებდა. ონისეს ბაგეები ცხელი იყო, ჯიუტი, მესაკუთრული და მომთხოვნი. მის კოცნაში იმდენად მტკივნეული, წლობით ნაგროვები ტკივილი იგრძნობოდა რომ თაიას გონება წამებში დაებინდა, ფერები დაკარგა. მთელ სამყაროს ერთბაშად ჩაუწყდა ხმა. ონისეს ძლიერი, უხეში თითები მის კეფას ჩაბღაუჭებოდა, თმაში ახლართულიყო და ისე მყარად ეჭირა, თითქოს ამ ქარიშხალში მისი გაშვება სიკვდილის ტოლფასი ყოფილიყო.

და თაიას მთელი სულით სძულდა ის წამი, როცა საკუთარი თავი ყველაზე სამარცხვინო ღალატში დაიჭირა, იმაში რომ წინააღმდეგობა შეწყვიტა. მორჩა. სხეულმა იარაღი დაყარა. მხოლოდ ერთი წამით... ერთი საბედისწერო, მომაკვდინებლად სუსტი წამით. მისი გაყინული თითები უნებურად, ინსტინქტურად ჩაებღაუჭა ონისეს. ძარღვებში იმხელა, იმგვარმა მცხუნვარე სიმხურვალემ დაუარა რომ შეეშინდა. მიხვდა რომ თუ კიდევ რამდენიმე წამს გაგრძელდებოდა ეს საუცხოო წამება, საკუთარ თავს, საკუთარ მეობასა და სახელს ვეღარასდროს დაიბრუნებდა, სამუდამოდ ამ კაცის ნაწილი გახდებოდა.

იმიტომ, რომ ამ ერთ კოცნაში ჩატეულიყო აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა, რასაც ებრძოდა და რისიც ეშინოდა.

ძველი სიძულვილიც,

მამისეული ტკივილიც,

დაუმორჩილებელი ლტოლვაც,

და რაღაც ისეთი ველური, მორჩილი გრძნობა, რისთვისაც სახელის დარქმევაც კი ტანჯვას ჰგვრიდა.

მერე უცებ გამოფხიზლდა. თითქოს რეალობამ სახეში მთელი ძალით გააწნა სილა. მთელი დარჩენილი ენერგიით ჰკრა ხელი მკლავებში და ონისეს მოშორდა. ნაბიჯი უკან გადადგა, წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა მოლიპულ ტალახში. ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა.

- არა...- აღმოხდა შიშისგან გაფართოებული თვალებით. წვიმა სახეზე ნაკადულებად ჩამოსდიოდა, ტუჩები უკანკალებდა, სხეული უთრთოდა. ონისეს უყურებდა ისე, თითქოს ამ წყვდიადში პირველად ხედავდა მის ნამდვილ სახეს. უყურებდა როგორც თავის ყველაზე საშიშ მტერს, როგორც კაცს, რომელმაც მისი ციხესიმაგრე დაანგრია... და როგორც საკუთარ, ყველაზე დიდ და დამანგრეველ სისუსტეს.

- არ გაბედო...- ხმა საზარლად გაებზარა, თითი მისკენ გამაფრთხილებლად გაიშვირა,- აღარასოდეს... აღარასოდეს გაბედო და შემეხო ასე!

ონისე სრულიად უხმოდ იდგა, როგორც შავი ნაბადით მოსილი ქანდაკება. მძიმედ, აჩქარებით სუნთქავდა, მისი ფართო მკერდი ყოველ ამოსუნთქვაზე გამალებით მოძრაობდა. თაია უკან იხევდა ნელა, ფრთხილად, ნაბიჯ - ნაბიჯ, თითქოს უნდოდა რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება შორს გასცლოდა ამ კაცს, მასაც და იმ წყეულ, ცოდვილ გრძნობასაც, რომელიც ჯერ კიდევ ძარღვებში დაუდიოდა ლავასავით და კანის ყოველ ნაწილს უწვავდა, მაგრამ მუხლები აღარ ემორჩილებოდა, ერთიანად მოსწყდა ძალა. მთელი სხეული უცნაურად, ტყვიასავით დაუმძიმდა, კაბის სველი კალთები ფეხებზე მძიმე ჯაჭვებად შემოეხვა. გული ისევ იმ არანორმალური, ყრუ ძალით უცემდა საფეთქლებში. სამყარო ერთიანად აირია.

კიდევ ერთი, უკანასკნელი ნაბიჯი გადადგა უკან. მოლიპული მიწა ფეხქვეშ ერთბაშად მოსწყდა, ჩაინგრა. თაიამ სასოწარკვეთით სცადა წონასწორობის შენარჩუნება, ჰაერი ხელებით ჩაიბღუჯა, მაგრამ თვალწინ ყველაფერი უცებ, წამში დატრიალდა. ხეობა თავდაყირა მობრუნდა, ქარის გააფთრებული ყმუილი შორეულ, ბუნდოვან გუგუნად გადაიქცა, თითქოს წყალქვეშ აღმოჩნდაო.

- ხევსურო...- მოესმა ონისეს შეშფოთებული, ხრინწიანი ხმა, რომელიც უცნაურად შორიდან, თითქოს სხვა სამყაროდან მოდიოდა. უნდოდა ეპასუხა. უნდოდა ბოლო ძალებით ეყვირა" არ მომეკარო, ხელი არ დამაკაროო", მაგრამ გაყინული ტუჩები ვეღარ გაამოძრავა. მუხლები საბოლოოდ მოეკვეთა და ზუსტად იმ წამს, სანამ გონებადაკარგული ტალახში აღმოჩნდებოდა, ონისემ დაიჭირა. მკერდზე აიკრა ისე მჭიდროდ, თითქოს ამ ქალის დაცემა მასაც საბოლოოდ დაანგრევდა და მიწასთან გაასწორებდა.

- ჯანდაბა... ჯანდაბა ჩემს თავს...- მწარედ ამოიგმინა კაცმა. აკანკალებული, თბილი ხელი სახეზე ნაზად, შიშით ჩამოუსვა, თითქოს ამოწმებდა, კვლავ ცოცხალი იყო თუ არა,- ხევსურო, შემომხედე... გაახილე თვალები.

მის ხმაში პირველად გაკრთა ნამდვილი პანიკა. პასუხი არ ყოფილა. მხოლოდ სუსტი, ძლივს გასაგონი, არეული სუნთქვა უთბობდა ხელს. გაავებულმა ქარმა ისევ დაუბერა, ხეობა შეაზანზარა. შორს, შავ მთებს შორის ელვამ ცა ორად გააპო და თეთრი, მკვდარი შუქით გაანათა მათი ფიგურები. ერთი მკვეთრი მოძრაობით აიყვანა ხელში. თაიას სველი, მძიმე კაბა მის მკლავებზე მიეკრო, შავი თმა მთლიანად გაწუწვოდა და მხრებზე ჩამოღვროდა. ისეთი უსუსური და მსუბუქი ეჩვენა იმ წამს კაცს რომ გულში რაღაც საშინლად, მტკივნეულად შეეკუმშა - ეს ამაყი, ველური არაბულის ქალი მის ხელებში ახლა ქარიშხლისგან მოტეხილ ალვის ხეს ჰგავდა.

თავის შავ, აფორიაქებულ ცხენთან სწრაფად მივიდა. ფრთხილად შემოსვა წინ, უნაგირზე, თვითონაც შეჯდა უკან და თავისი ძლიერი მკლავი წელზე მჭიდროდ, საიმედოდ შემოხვია რომ არ გადავარდნილიყო, საკუთარ სხეულზე მიაჭდო.

- ოღონდ ახლა არა... ოღონდ შენ არაფერი დაგემართოს...- ჩუმად, სასოწარკვეთით ჩაილაპარაკა მის სველ, წვიმის სურნელით გაჟღენთილ თმებში. მერე ცხენს მთელი ძალით მოსდო ქუსლები მუცელში. გამძვინვარებულ, გაუვალ ღამეში, მეხის ტკაცუნსა და ნიაღვარში, სახლისკენ გააჭენა. ცხოველი თავგანწირვით მიაპობდა ტალახსა და ქვებს, თითქოს გრძნობდა პატრონის სულში ატეხილ ქარიშხალს.

ონისე სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან და თაია ისევ ხელში აიყვანა, გულზე მჭიდროდ მიიკრა. მძიმე ხის კარი ფეხის დაკვრით შეაღო და ზურგსუკან ხმაურით მიაჯახუნა, გარე სამყაროს ქარიშხალი იქ ჩაკეტა. შიგნით კერის მაცოცხლებელი სითბო დახვდათ.

მაგრამ იმ ღამეს, ამ საზარელი სიმართლის გაგების შემდეგ, არც ერთისთვის აღარ ჰგავდა ეს ადგილი მშვიდ, უსაფრთხო სახლს. ეს უფრო თავშესაფარს ჰგავდა... ორ გვარს შორის ატეხილი, სისხლიანი ომის შუაგულში ნაპოვნ, უკანასკნელ და ყველაზე სახიფათო თავშესაფარს.

* * *

- ონისე?- შემოეგება ძმას სამზარეულოდან გამოსული ქრისტა, თეფში ლამის ხელიდან გაუვარდა გულწასული გოგო რომ დაინახა მის მკლავებში,- რა მოხდა?

- კარი გამიღე,- ანიშნა ზევით და თან გაიყოლა გოგო, შეუღო საძინებლის კარი ქრისტამ,- უნდა გამოუცვალო.

-რას ბოდავ?

- ქრისტა,- მისი ტონი აღარ იყო რბილი, უფრო მკაცრი და მომთხოვნი,- გააკეთე რასაც გეუბნები, გამოიტანე ტანსაცმელები და გამოუცვალე, ვერ ხედავ სულ სველია.

- მაგრამ...

- გააკეთე, რაც გითხარი,- ხელში ეჭირა ონისეს, სანამ ქრისტამ ტანსაცმელი გადმოიტანა, სავარძელზე მიაწვინა და ოთახიდან გავიდა,- მალე ქენი.

- დამაცადე,- ამოიწუწუნა, მერე მიუბრუნდა გათიშულ არაბულს. გაჭირვებით გამოუცვალა ტანზე მიკრული კაბა.

- დაასრულე?- მიუკაკუნა თხუთმეტი წუთის შემდეგ კარზე,- ქრისტა!

- დავასრულე ხო, დავასრულე,- ბუზღუნით გაუღო კარი,- აქ რატომ მოიყვანე? ან რა სჭირს?

- არაა ახლა ამის დრო,- გააქნია თავი ონისემ,- დედა სახლშია?

- არა, დუშეთში წავიდნენ ბაბუასთან ერთად. წვიმის გამო ვერ მოდიან დილას თუ კაი ამინდი იქნება წამოვალთო,- მხრები აიჩეჩა ქრისტამ.

- მოსე?

- სახლშია, ალბათ ოთახში იქნება. რა ვიცი,- ამოხედა ძმას,- რა მოხდა, მომიყევი.

- გამოვიცვლი და მერე რა.

- მეტყვი მართლა?- მიანათა დიდი ლურჯი თვალები ონისეს.

- გეტყვი ხო, ისე აბა თავს არ დამანებებ,- ჩაეცინა ონისეს და კარი ცხვირწინ მიუხურა. სააბაზანოში გავარდა სასწრაფოდ რომ ტალახი და ეს ტანზე შეწებებული სამოსი მოეცილებინა. უკან დაბრუნების მერე კი საკუთარ საწოლში ჩააწვინა თაია და საბანი გადააფარა. მშვიდად დატოვა ოთახი, ქრისტა ისევ დერეფანში იდგა, ბოლთას ცემდა ანერვიულებული,- წამოდი.

ხელი მხარზე გადაჰხვია და მეორე სართულისკენ დაიძრნენ. ოთახის კარზე მიაკაკუნა.

- რა ხდება?- გააღო მოსემ კარები,- რა სახეები გაქვთ? შემოდით.

- შენი დაქალი აქ არის ეთუნა,- მიაძახა ოთახის ბოლოში მყოფ ქალს,- მაგრამ სძნავს ასე რომ დაანებე თავი.

- რას ამბობ?

- რა მოხდა?- იკითხა ამჯერად მოსემ.

- მაგას ვეკითხები ერთი საათია და ყურად არ მიღებს. საზიზღარო, ნეტავ გენახათ რა შოკი მქონდა, მოჩვენებასავით რომ შემოვიდა სახლში და ატატებული ჰყავდა ეს ქალი.

- გაიგო, არა?- სახეზე ხელი აიფარა ეთუნამ,- გაგიჟდებოდა.

- გაგიჟდა კი. აქიყო ჩამოსული, გზად შემხვდა. ნეტავ გენახათ რა ამბავში იყო,- ჩაეცინა ონისეს.

- სიმართლე გითხრა ცოცხალი რომ ხარ მიკვირს,- ირონიულად ჩაიცინა ეთუნამ,- მაგრამ სიგიჟეა ეს ყველაფერი, რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ არაფერი? ეს რა წესებია?

- ისე ნუ ლაპარაკობ ეთუნა თითქოს ქალაქელი იყო,- ჩაება ქრისტაც,- ეს სულ ასე იყო, უფროსების ცოდვებისთვის პასუხს სულ მათი შვილები აგებენ ხოლმე.

- მაგრამ მაინც,- ისევ ვეღარ თოკავდა ნერვებს ეთუნა. სულ არ იცოდა ეს ამბავი, წინა ღამეს შემთხვევით გაიგო მოსესგან. შოკი ჰქონდა, თაიასთან დარეკვაც ვერ გაბედა რომ არ წამოსცდენოდა,- თქვენ ოჯახი გაქვთ, ერთმანეთი გყავთ, მას კი აღარავინ დარჩა. და ახლა რა იქნება, დაქორწინდებით და ასე ბედნიერად ვიცხოვრებთ?

- არ ვიცი ეთუნა, ამაზე არასდროს მიფიქრია,- ოხვრით დაიწყო ონისემ,- არავინ იხთოვს სიყვარულს და ერთგულებას, უბრალოდ ამ ეტაპზე კარგი იქნება ყველა თუ გავიაზრებთ რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული.

- მაგრამ ეს თაიას ცხოვრებას ეხება.

- ეს ჩემი ცხოვრებაცაა ეთუნა,- ტონს აუწია ონისემ,- ამაზე რატომ არავინ საუბრობს?

- შენ არ გიწევს სახლიდან წასვლა და ერთადერთი ოჯახის წევრის მიტოვება. შენ არ გიწევს იმ თავისუფლების დაკარგვა, რომლითაც ოცი წელი ცხოვრობდა თაია, შენ ეს თავიდანვე იცოდი და ამიტომაც შეეგუე, მაგრამ ის არ შეეგუება,- მიაყარა ეთუნამ სიტყვები,- შენსა და მას შორის ის განსხვავებაა რომ ის ამას ვერ გადაიტანს.

- ეთუნა...- დაიწყო ონისემ,- ხომ იცი ამის უარყოფას რაც მოჰყვება?

- ვიცი, ვიცი,- თმებში ხელი შეიცურა, ვერც მის გვერდით მდგარი მოსე ვერ აწყნარებდა,- მაგრამ ახლა სულ არ მაინტერესებს წესები და ტრადიციები. ჩემი მეგობრის ბედი და მომავალი მაღელვებს.

- მეც ვღელავ ამაზე ეთუნა, გპირდები ყველანაირად ვეცდები რომ ყოფა გავუმარტივო, რამდენადაც ამის უფლებას მომცემს,- მზერა აარიდა ქალს.

- კარგით. ამაზე ჩხუბი კარგს არაფერს მოგვიტანს,- ჩადგა მათ შორის მოსე,- რამე გზა უნდა აიყოს.

- არა, მოსე,- გააჩერა ონისემ,- ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ეს ოცი წლის წინ გადაწყვიტეს.

- მაგრამ...- ამჯერად ჩაერია ქრისტა.

- შენი ძმა რომ დაბადებულიყო პირველი, მას მოუწევდა ამ ტვირთის ზიდვა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე მერგო, ასე რომ, დროა სხვანაირად შევხედოთ ყველაფერს,- წამოდგა ონისე,- დღეს იძინოს, ხვალ დილას შეაკითხე. ჩემს ოთახშია, მე სტუმრებისაში შევალ. არ მოგერიდოს.

გადასცა ეთუნას და ზურგი აქცია.

- ყურადღება მიაქციე და არ გააღიზიანო თორემ გაწყენინებს და მერე ჩემთან არ მოხვიდე,- გააფრთხილა თავისი და.

- რატომ უნდა გავაღიზიანო თვითონ თუ ალქაჯია...

-ნწ,- გააწკლაპუნა ენა ფიცხელაურმა და მაშინვე დადუმდა ქრისტა,- ბევრს ტლიკინებ დღეს რაღაც, არაა დედაშენი და აიშვი, ხო?

- როდის იყო დედაჩემის მეშნოდა ერთი?- მხარზე წამოარტყა ხელი,- ვეტყვი ყველაფერს დედას და ნახავ მერე.

- უთხარი, არ გამოგრჩეს იმის თქმაც რომ შეჰპირდი ექვსის მერე არ შევჭამო და სავსე თეფშით რომ დაძვრებოდი სამზარეულოში,- თვალი ჩაუკრა ონისემ,- ტკბილი ძილი. ბოდიშის მოხდით, მყუდროება დაგირღვიეთ.

- იქნებ მე დარჩენა მინდა,- დაიწუწუნა ქრისტამ.

- წამოდი გოგო,- ლამის იღლიაში ამოიჩარა პატარა სხეული და წუწუნით გაათრია ოთახიდან,- წადი, მოშორდი და დაიძნე.

- მართლა ცოლად უნდა მოიყვანო ეგ გოგო?- ჩაეძა ქრისტა,- არ გეცოდება შენი თავი? ან ის?

- უნდა მოვიყვანო კი,- დაუქნია თავი,- ასე გადაწყდა წლების წინ და ასე დამთავრდება.

- სიგიჟეა. მე რომ იგივე...

- შენ თავს არავის დავუთმობ.

- მაშინ მაგ გოგომ რა დააშავა რომ აიძულებ?

- ჩვენ სხვა სიტუაციაში ვართ.

- ახლა ორმაგი სტანდარტებით საუბრობ,- აატრიალა თვალები,- რას ჰქვია სხვა სიტუაციაა, მე რომ მის სიტუაციაში ვიყო წარმოიდგინე აბა.

- ქრისტა, მორჩი ჭორაობას. ეგ ამბავი რომ მოხდა, შენ გეგმაშიც არ იყავი. თან ეგ ომი ფიცხელაურებმა კი არა არაბულებმა დაიწყეს,- ლოყაზე უჩქმიტა გოგოს.

- აბა მაშინ შენ ვერ უნდა იტანდე და პირიქით რატომაა?

- გაიღვიძებს ხვალ და გეტყვის თვითონ, დამაძინე ახლა. წადი, მოცილდი,- გააგდო ოთახიდან პატარა ქალბატონი.

- აი რა უინტერესო და აუტანელი ვინმე ხარ რა,- გაიწია კარისკენ.

- ეგ სიტყვები ხშირად გამიგია, გაიხურე ახლა კარი დროზე,- ქრისტამ უკმაყოფილოდ აიბუზღუნა, მაგრამ მაინც გაიხურა კარი. დერეფანში მისი ნაბიჯების ხმა ნელ - ნელა მიწყდა. მერე ყველაფერი ჩაჩუმდა. მხოლოდ გარეთ მძვინვარე წვიმა აწყდებოდა კოშკის ქვის კედლებს და სადღაც ქვემოთ ქარი ღმუოდა ხეობაში.

* * *

დილამ ლებაისკარში მძიმე, ნესტიანი და თითქმის მტრული სიჩუმით შემოაღწია.

გამანადგურებელ წვიმას, რომელიც მთელი ღამე თავს უმოწყალოდ ესხმოდა ხეობას, გადაეღო. ახლა მხოლოდ სახურავების კიდეებიდან და კოშკის სველი ქვის კარნიზებიდან ჩამოდიოდა წყალი მძიმე, ერთფეროვან წვეთებად. არღუნის ხეობა სველი, მრავალსაუკუნოვანი ნისლის სქელ საბანში გახვეულიყო. მთებს შორის, როგორც გიგანტური თეთრი გველები, ისე დაცოცავდნენ ბურუსის ზოლები, თითქოს მიწას ჯერ კიდევ არ სურდა გამოღვიძება და ამ ახალი, დაუნდობელი რეალობისთვის თვალის გასწორება.

ქვემოთ, დიდი ქვით ნაშენებ ოთახში, ცეცხლი კერაში ისევ მძაფრად გიზგიზებდა, თუმცა მის სითბოს ღამისეული ყინვისა და ნესტის ბოლომდე გაფანტვა გაუჭირდა.

- ჯერ არ გაუღვიძია,- ამოილაპარაკა ხმადაბლა ეთუნამ და ონისეს ოთახიდან გამოვიდა,- მაგრამ მტრისას თუ გაიღვიძებს და ნახავს სადაა.

ქრისტა ფანჯარასთან იდგა, მხრებზე შალის მძიმე შალი შემოეხვია და შეშფოთებული, თითქმის დაფრთხობილი მზერით იყურებოდა გარეთ, სადაც ნისლი ნელ - ნელა ყლაპავდა შატილისკენ მიმავალ ბილიკებს.

- ნეტავ... იციან უკვე აქ რომ არის?- ჩუმად, ძლივს გასაგონად ამოთქვა ბოლოს, მაგრამ მისმა ხმამ კედლებს შორის ექოსავით გაიარა. მოსე მაგიდასთან იჯდა. ხელებში დიდი ხნის გაციებული ჩაის ჭიქა ეჭირა, თითები იმდენად მჭიდროდ შემოეჭდო რომ სახსრები გათეთრებოდა. აშკარა იყო, სასმელი საერთოდ არც გახსენებია. მისი მზერა იატაკის ერთ წერტილს მიჰყინვოდა.

ონისე კერის წინ იდგა, ზურგით ყველასკენ. ფართო მხრები ოდნავ დაშვებოდა, ღამე საერთოდ არ დასძინებოდა. ერთი წამითაც არ მოუხუჭავს თვალი.

- არავინ იცის,- მოკლედ, აუღელვებლად თქვა ონისემ. მისი ხმა უჩვეულოდ დაბალი და ხრინწიანი იყო. ეთუნა მაშინვე შემოტრიალდა, შალის ბოლოები მკერდთან მოიჭიმა.

- დარწმუნებული ხარ? ალბათ მთელი ღამე ეძებდნენ. გულნარას გული გაუსკდებოდა.

- დამიჯერე რომ დამერეკა და მეთქვა ჩემთანაათქო უფრო გული გაუსკდებოდა იმ ქალს,- ჩაეცინა სიმწრით.

- აბა ახლა რას ვაპირებთ?

- მალე ქორწილი იქნება,- ეთუნას თვალები გაუფართოვდა.

- როგორ არ მინდა ამ ამბავს ვინმე შეეწიროს,- გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო საუბარი ქრისტამ,- ეგ გოგო არანორმალურია.

- ქრისტა,- ჩაერია ეთუნა,- თუ ადამიანს არ იცნობ, გთხოვ კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავო.

- რა ვთქვი ტყუილი?- გადახედა ძმებს.

- ეთუნა მართალია, ქრისტა,- დაიწყო ამჯერად მოსემაც,- თაია სულ სხვანაირი გოგოა. არ იცნობ და ასე ნუ საუბრობ.

ქრისტამ ტუჩი აიბზუა, წყენა ვერ დამალა რომ ძმებმა აზრი არ გაიზიარეს.

- კარგი, კარგი... გავჩუმდები, მაგრამ ეგ გოგო რომ გაიღვიძებს კარგ დღეს არ დაგვაწევს,- ნიშნის მოგებით გადახედა ყველას.

ეთუნას უნებურად გაეღიმა, თუმცა ეს სევდიანი ღიმილი უფრო იყო. კარგად იცოდა, რა ხდებოდა ახლა თაიას გულში.

- ეგ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება თავდაყირა დაუყენეს ერთ ღამეში,- ონისემ თავი ოდნავ დახარა. მის სახეზე არაფერი შეცვლილა, ნაკვთი არ შერხეულა, მაგრამ ყველამ იგრძნო - ეს სიტყვები მძიმედ მოხვდა. ის თავად იყო ამ „თავდაყირა დაყენების" მიზეზიც და შემსრულებელიც. კარის ხმა გაისმა. რამდენიმე წამში ოთახში დალი, ჭაბუკა და აბდულა შემოვიდნენ.

- როგორ ხართ?- ამოიოხრა დალიმ და მხრებიდან სველი თავსაფარი მოიხსნა, თან ტანსაცმელს იბერტყავდა,- ღმერთო, გუშინ რა წვიმა იყო... მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, მეგონა კოშკებს დაძრავდა ეს ნიაღვარი.

- ხეობა ლამის წაიღო წყალმა, არღუნი ისეა გადიდებული, გზებზე გავლა აღარ შეიძლება,- ჩაიბურტყუნა ჭაბუკამ და დაკიდა თავისი სველი მოსაცმელი, რომელიც წყლისგან ორმაგად დამძიმებულიყო.

- ეს რა სახეები გაქვთ დილიდან? ვინმე მოკვდა?- იკითხა აბდულამ მკაცრად, რადგან შეამჩნია, როგორ ჩამოწოლილიყო დუმილი. არავინ უპასუხა. ეთუნამ თვალები დახარა და კაბის ბოლოს დაუწყო წვალება. ონისე ისევ კერის წინ იდგა, მძიმე, ჩუმი და გაქვავებული სახით, როგორც კლდე. აბდულამ წარბები შეკრა, მიხვდა რაღაც ვერ იყო რიგზე,- რა ხდება - მეთქი?

იმ წამს ზემოდან რაღაცის მსხვრევის ხმა გაისმა. დალიმ შეშინებულმა ახედა ჭერს და ინსტინქტურად უკან დაიხია.

- ეს რა არის?- შეშფოთებულმა გადახედა ყველას.

- რა არა, მაგრამ შენი სარძლოა, გაიღვიძა ალბათ,- გადახედა ქრისტამ ონისეს. იმასაც აღარ მოუცდია, მაშინვე დაიძრა ოთახისკენ.

- მოიცადე,- გააჩერა ეთუნამ,- მე დაველაპარაკები ჯერ, გაგიჟებული იქნება. არ მოგისმენს.

რამდენიმე წამი დააყოვნა, მერე თავადაც გაიაზრა რომ აზრი არ ჰქონდა ახლა იქ ასვლას. გაიწია გვერდით და აცადა ეთუნას მოეგვარებნა საქმე.

- ონისე,- გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო ქალმა,- შვილო, რა მოხდა?

- გუშინ თაიამ ყველაფერი გაიგო,- ამოისუნთქა ძლივს,- დიდი ალბათობით შემთხვევით.

აბდულამ ნელა მიატრიალა თავი შვილიშვილისკენ, თვალები მოჭუტა და ონისეს დააშტერდა.

- წესი წესია ხომ იცი,- წარბი ასწია ისე, თითქოს ონისეს აფრთხილებდა საწინააღმდეგოს გაკეთებაზე სულაც არ უნდა ეფიქრა.

- ვიცი ბაბუა, არავინ ამბობს უარს,- დაეთანხმა ფიცხელაური,- უბრალოდ ცოტა დრო სჭირდება რომ მიიღოს.

- შემეცოდა,- მოისმა მოსეს ხმა.

- არ უნდა გეცოდებოდეს ისინი, ვის გამოც დაიწყო ეს სისხლისღვრა,- გააფრთილა აბდულამ.

- მესმის ბაბუა, უბრალოდ ადამიანურად მეცოდება.

- მოსე...- გამაფრთხილებელი ტონით დაიწყო კაცმა.

- მოსე გეყოფა,- ჩაერია ჭაბუკა და თვალით ანიშნა გაჩერებულიყო,- წამოდი მამა სასაუბრო გვაქვს.

ანიშნა აბდულას ხელით და უკან გაჰყვა.

- ძალინ, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ,- გადახედა მოსემ დას. მხრები აიჩეჩა ქრისტამ, ანდაც რა უნდა ეთქვა, ისედაც იცოდა რომ სხვაგვარად ვერ მოხდებოდა.

ეთუნა რომ მესამე სართულზე ავიდა, დერეფანში სიჩუმე იდგა. წამით შეეშინდა კიდეც საკუთარ თავს რამე ხომ არ დაუშავაო, მერე მიხვდა რომ სისულელეს ფიქრობდა. ნელა მიუახლოვდა კარებს, ნაზად დააკაკუნა ზედ.

- მე ვარ, ეთუნა,- ხმადაბლა დაიძახა და კარი ნელა შეაღო.

თაია ზღურბლზე იდგა, გაფითრებული, თითქოს სისხლის უკანასკნელი წვეთიც გამოცლოდა სხეულიდან. თმა ჩამოშლოდა გამხდარ მხრებზე, ხოლო თაფლისფერი, თვალები ტირილისა და უძილობისგან დასიებოდა და დაწითლებოდა. ტანზე დიდი, თეთრი პერანგი ეცვა, რომლის გრძელი სახელოებიც ხელის მტევნებს სცდებოდა და მის ისედაც გამოფიტულ ფიგურას კიდევ უფრო უსუსურ, ტყვე იერს აძლევდა. მის ზურგსუკან კი ნამდვილი ომის შემდგომი ქაოსი გამეფებულიყო. სადღაც კუთხეში დამსხვრევული ჭურჭელი ეგდო.

- მითხარი... მითხარი რომ ეს ყველაფერი წყეული კოშმარია, ეთუნა,- იმდენად ჩახლეჩვოდა ხმა, თვალებში რომ არ ეყურებინა ვერც მიხვდებოდა არაბული თუ საუბრობდა. ეთუნას გული მტკივნეულად შეეკუმშა, ხელები აუკანკალდა.

- თაია...- ნაბიჯი გადადგა მისკენ.

- არა!- მაშინვე, გააფთრებით გააწყვეტინა თაიამ და ხელი გამაფრთხილებლად ასწია,- მანდ გაჩერდი.

ადგილზე გაშეშდა ეთუნა.

- შენც იცოდი ამის შესახებ?- გული მოეწურა პასუხის გაგებამდე,- შენც მატყუებდი?

- გეფიცები არაფერი ვიცოდი, გუშინ წინ გავიგე მეც შემთხვევით. მერე უკვე ეს ამბავი მოხდა,- ქვედა ტუჩი აუკანკანლდა ეთუნას,- იქნებ ცოტა...

- არ გაბედო და არ დამამშვიდო ახლა! არ მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ამიერიდან არაფერი, გესმის? არაფერი აღარ იქნება კარგად!- მის თითოეულ სიტყვაში იმდენი გაუზავებელი ტკივილი, იმდენი წლების ნაგროვები დამცირება და სიცარიელე იგრძნობოდა რომ ეთუნას უნებურად თვალები ცრემლებით აუვსო. პირი გააღო რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. თაიამ ნერვიულად, აკანკალებული თითებით გადაიწია სახიდან შუბლზე მიკრული თმა. სუნთქვა უხშირდებოდა, თითქოს კოშკის კედლები იწევდნენ და მას შუაში სრესდნენ,- მთელმა სოფელმა მიღალატა. ყველამ მომატყუა. ჩემებმა მიღალატეს და ამათ რა უნდა მოვთხოვო?

იკითხა უცებ, მისი მზერა პირდაპირ ეთუნას თვალებში ჩაეჭედა, თითქოს მის სულში სიმართლის ამოკითხვას ცდილობდა. ეთუნამ პასუხი ვერ გასცა. უბრალოდ თვალები დახარა და თავი გვერდზე მიაბრუნა და ეს მძიმე, დანაშაულებრივი დუმილი თაიასთვის ყველაზე საშინელი, ყველაზე დაუნდობელი პასუხი აღმოჩნდა. ამ დუმილმა მოკლა უკანასკნელი იმედიც კი. თაიას სიცილი აუტყდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიცილი, ეს იყო მშრალი, გატეხილი, შეშლილი ხორხოცი, რომელიც ქვის კედლებს ცივად მიეხეთქა და ექოდ დაბრუნდა.

- ღმერთო ჩემო...- თავი გააქნია და ხელები სახეზე აიფარა,- რა სულელი ვიყავი... რა საცოდავი და უსუსური სულელი. მეგონა, ჩემს ცხოვრებას თავად ვაშენებდი. მეგონა, თავისუფალი ვიყავი.

მერე ძალა გამოეცალა. ზურგით კედელს მიეყრდნო და ნელა ჩაცურდა დაბლა, თითქოს მუხლებს მისი სხეულის თრევა აღარ შეეძლოთ.

- ეთუნა...- ამჯერად უკვე ბევრად ჩუმად თქვა თაიამ და დაღლილმა უღონოდ მიადო თავი კედელს,- მითხარი... აი, ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ უნდა დავუბრუნდე იმ სახლს? როგორ შევხედო დედაჩემს თვალებში, როცა ყოველ წამს მეცოდინება რომ მანაც გამწირა? ელიზბარს? ან დათუას... დათუას მაინც როგორ მოუბრუნდა ხელი, მანაც კი მიღალატა! ჩემმა საკუთარმა ძმამ, რომლის იმედიც სიკვდილის პირასაც კი მქონდა... ყველამ ერთად როგორ გამყიდა?

ეთუნა ნელა, ფეხაკრეფით მივიდა მასთან. თაიას წინ მუხლებზე დაეშვა, თავისი განიერი კალთები შეისწორა და სცადა ცივი, ძვლებამდე გაყინული და აკანკალებული ხელები თავის თბილ, მზრუნველ ხელებში მოექცია.

- არავის უნდოდა შენი ტკენა, თაია... გეფიცები არავის,- ეთუნამ ხელებზე მაგრად მოუჭირა, თითქოს ამ სიმკაცრით ცდილობდა თაიას დაშლილი სხეულის ერთად შეკავებას,- ყველას ეგონა რომ ამით ორ გვარს შორის საუკუნოვან სისხლისღვრასა და დაუსრულებელ ომს სამუდამოდ შეაჩერებდნენ. ხომ იცი, ეს სულ ასე იყო მთაში... როცა კაცები ერთმანეთს ჟლეტდნენ და ხეობები ცარიელდებოდა, ქალები ხდებოდნენ ხიდები, ქალების ხვედრი იყო სხვისი ცოდვების ზიდვა.

- მაგრამ მატკინეს!- ერთბაშად გაახილა თვალები თაიამ და მისი თაფლისფერი, ცრემლიანი მზერა ეთუნას სულს შხამიანი ისარივით მისწვდა,- ყველამ ერთად გამწირა და ცოცხლად მომკლა, ეთუნა! მშვიდობის ფასად, თავიანთი დამპალი სიმშვიდისთვის საკუთარი შვილი, ნივთივით გაყიდეს და ფიცხელაურებს მიუგდეს საჯიჯგნად!

წამით შეჩერდა, ჰაერი ხარბად, აჩქარებით ჩაისუნთქა. სახეზე სიმწრის, აუტანელი სიცარიელის ღიმილმა გადაურბინა, რომელიც ნებისმიერ ტირილზე საზარელი სანახავი იყო.

- მამაჩემის საფლავზე...- ხმა წამით ჩაუწყდა, სლოკინმა შეაწყვეტინა, მაგრამ თვალებში ისევ იმ წამსვე აენთო ძველი, დაუმორჩილებელი ჯიუტობა,- მამაჩემის საფლავზე დავიფიცე რომ არავის ვაპატიებდი მის სისხლს. ყოველ დღეს, ყოველ წამს იმ კაცების წყევლაში ვატარებდი, ვინც ის მომიკლა და ახლა? ახლა რა გამოდის? გამოდის რომ მეც იმავე დღეს მომკლეს, რა დროსაც მამაჩემი! იმავე ტყვიამ, მეც გამიარა გულში, ოღონდ ეს ოცი წლის შემდეგ... მთელი ცხოვრება ტყუილში მიცხოვრია, თურმე ჩემი ნებით ნაბიჯის გადადგმის უფლებაც არ მქონია!

- ასე ნუ ნერვიულობ, ჩემო გოგო. შენს თავს ნუ უზამ ამას,- შეეხვეწა ეთუნა და თვალებიდან გადმოვარდნილი ცხელი ცრემლი თაიას გაყინულ, უსიცოცხლო თითებზე დაეცა,- ნუ იტანჯავ თავს, ყველაფერი კარგად იქნება, დაწყნარდება ეს ამბავი. როგორმე გზას ვიპოვით, გამოსავალს გამოვძებნით...

- ონისემ...- თაიამ ცივად, მკვეთრად გააწყვეტინა სიტყვა. მისი ხმა უცებ საოცრად დაწვრილდა, დასუსტდა, თითქოს შიგნიდან რაღაც ყველაზე მყარი, უკანასკნელი ძაფი გაუწყდა, რომელიც აქამდე აცოცხლებდა,- ონისემ დიდი ხანია იცოდა?

ეთუნამ წამსვე მზერა აარიდა. თითები, რომლებიც თაიას ხელებს უფრთხილდებოდნენ, ოდნავ მოუდუნდა. ოთახში საზარელი, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოვარდა და რამდენიმე წამით მხოლოდ ფანჯარაზე წვიმის გააფთრებული, რიტმული ბრახუნი ისმოდა.

- ზუსტად არ ვიცი...- თქვა ბოლოს ძლივს გასაგონად, ხმადაბლა,- მგონი კი...

თაიამ ხელები ერთბაშად, ზიზღით გამოგლიჯა მისი მუჭიდან, თითქოს ეთუნას შეხებაც კი ცეცხლივით სწვავდა და ტკივილს აყენებდა. ისევ კედელს აეკრო, პერანგის სახელოები მჭიდროდ ჩაბღუჯა.

- მაგრამ ხომ იცი, მისი ბრალი აქ არაფერია!- სასწრაფოდ, შეშინებულმა დააყოლა ეთუნამ, რათა ფიცხელაურისთვის სამუდამო განაჩენი არ გამოეტანა,- რა უნდა ექნა, თაია? ისიც ბავშვი იყო. ამ საქმეში დამნაშავეები არცერთი არ ხართ.

- გგონია ეს ახლა მამშვიდებს?

- შეიძლება არ გამშვიდებს, თუმცა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო,- დაასწრო ეთუნამ,- ეს ბიჭიც არანაკლებ დაიტანჯა.

- მაგრამ მან სიმართლე იცოდა...- ჩურჩულებდა თაია, თვალებიდან ცრემლები ღარებად ჩამოსდიოდა და კედელს უფრო მაგრად მიეკრო.

ფანჯრებს მიღმა წვიმა ისევ შეუჩერებლად, გააფთრებით ასხამდა მინებს, თითქოს მთელი ხეობის წალეკვას ლამობდა. ოთახში კი, ამ საზარელი სიმართლის ბასრ ნამსხვრევებს შორის, მხოლოდ ორი ქალის მძიმე, მტკივნეული სუნთქვა, ჩამქრალი იმედები და საუკუნოვანი კოშკის ცივი, გულგრილი მდუმარება დარჩა.

- ტანსაცმელს მოგიტან,- თქვა ეთუნამ ხმადაბლა, მის ხმაში საოცარი სითბო და მზრუნველობა ისმოდა,- შენი კაბა ჯერ კიდევ სველია, მაგრამ ჩემსას მოგცემ რამეს. ახლა კი სახე დაიბანე, სიცხეც გაქვს.

თაიას არაფერი უთქვამს. ისევ ისე იჯდა, კედელს აკრული, მუხლები მკერდთან მიეტანა, ხელები მჭიდროდ შემოეხვია და სადღაც, სიბნელეში იყურებოდა. მისთვის სულერთი იყო, რას ჩააცმევდნენ, რას დაალევინებდნენ ან საერთოდ თუ გადარჩებოდა. ყველაზე საშინელი ის იყო რომ ფიქრებს ვერ გაურბოდა და ეს უფრო აგიჟებდა. ეთუნამ ოთახის კარი ფრთხილად გამოიხურა და დერეფანში გამოვიდა. კიბის ბოლო საფეხურზე ონისე იჯდა. ზურგით კედელს მიყრდნობოდა, გრძელი ფეხები წინ გაეწვდინა და ხელები მუხლებზე ჩამოეწყო. ეთუნას ნაბიჯების ხმაზე კაცმა თავი ნელა ასწია. მისი თვალები, როგორც წესი მტკიცე, ამაყი და ცივი იყო ხოლმე, მაგრამ ახლა ახლა უძილობისა და დაღლილობისაგან ჩამქრალიყო.

- რა თქვა?- იკითხა რამდენიმე წამის შემდეგ.

- რა უნდა ეთქვა, ონისე?- ეთუნას ხმაში წყენა, ბრაზი და სიბრალული ერთად შეერია,- თქვა რომ ყველამ უღალატა,- არ არის კარგად.

ონისემ მძიმედ ამოიოხრა, თავი უკან გადააგდო და კედელს მიადო. თვალები მაგრად დახუჭა. ყბის ძვლები ისე დაეჭიმა რომ სახეზე კანიც კი გაუთეთრდა.

- შეიძლება ვნახო?

- თავად გადაწყვიტე,- ონისე რამდენიმე წამი ისევ კართან იდგა. ხელი სახელურზე ჰქონდა გაშეშებული, თითქოს ძალას იკრებდა შიგნით შესასვლელად. მერე ნელა შეაღო კარი. ოთახში ჩამქრალი დილის ნაცრისფერი შუქი იდგა. წვიმის ხმა ისევ ისმოდა, თუმცა ახლა უფრო შორეული და ჩახშობილად. თაია ფანჯარასთან იდგა, ზურგით მისკენ. ხელები მკერდზე ჰქონდა შემოხვეული, თითქოს საკუთარი თავის შეკვრას ცდილობდა რომ ნაწილებად არ დაშლილიყო. ონისემ კარი ფრთხილად მიხურა.

- ვიცი, რთულია. ისიც ვიცი რომ ყველას გვადანაშაულებ,- მერე ნელა დაიწყო. თაია არ შერხეულა,- ვიცი რომ უნდა გცოდნოდა...

გააგრძელა ნელა.

- და შეიძლება მართალიც ხარ რომ გრძნობ, თითქოს ყველამ გიღალატა. მაგრამ ასე გადაწყდა მაშინ... ბევრად ადრე, სანამ მე ან შენ რამეს გადავწყვეტდით.

თაიას მხრები ოდნავ დაეძაბა.

- არც მე მქონდა უფლება ყველაფრისთვის გადამებიჯებინა,- ხმა უფრო ჩაუწყდა ონისეს,- გგონია მარტივი იყო ამის ცოდნა?

ისევ სიჩუმე. მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა.

- იმიტომ არ გეუბნები ამას რომ გული გატკინო, თაია,- ამჯერად პირდაპირ უთხრა,- არასოდეს მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება. პირიქით...

თაია ისევ ჩუმად იდგა. მერე ძალიან ნელა შემობრუნდა. სახე ფერმკრთალი ჰქონდა, დაღლილი თვალები მიანათა კაცს. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა. მერე მშვიდად ჰკითხა.

- არ მინდა შენი მოსმენა, იციან ჩემებმა აქ რომ ვარ?

- არა,- მაშინვე უპასუხა,- არავისთვის მითქვამს.

თაიამ მზერა მოარიდა.

- წასვლა მინდა სახლში,- იმდენად ცივი, იმდენად უემოციო იყო მისი ხმა რომ წამით ონისესაც კი ეჭვი შეეპარა მართლა თაიას ელაპარაკებოდა თუ არა. ეს ოთახი ესეთი ცივი არ ახსოვდა.

- წაგიყვან, რა თქმა უნდა,- ამოილაპარაკა ხმადაბლა.

- მე თვითონ წავალ, ცხენი მჭირდება,- იუარა არაბულმა.

- კარგი,- დათანხმდა კვლავ.

- ახლავე მინდა წასვლა.

- ცოტახნით უნდა დამელოდო,- მიანათა შავი თვალები ქალს,- შეძლებ ასეთ მდგომარეობაში წასვლას?

- შევძლებ,- მტკიცედ განაცხადა თაიამ და ზურგი აქცია იმის ნიშნად რომ აღარ სურდა მასთან საუბარი,- ეთუნას დაუძახე.

კარი ჩუმად გაიხურა და გარეთ გავიდა. დერეფანში ეთუნა მოდიოდა, ხელში ტანსაცმელი ეჭირა, ონისე რომ დაინახა ადგილზე გაჩერდა.

- სახლში უნდა წასვლა,- ეთუნამ თვალები დახარა,- წავიყვან, უთხარი რომ დაბლა დაველოდები.

- კარგი,- სუსტად გაუღიმა ეთუნამ. ეს უფრო მადლიერების ნიშანი იყო.

სწრაფად შევიდა ოთახში. ონისე კიბის თავთან გაჩერდა. გარეთ აღარ წვიმდა, თუმცა ისეთი ამინდი იყო შემოდგომას რომ შეშვენის და არა გაზაფხულს. ცოტა ხანში ზემოდან ნაბიჯების ხმა გაისმა. ნელი, მძიმე და დაღლილი. თაია კიბეზე გამოჩნდა. ეთუნას მოტანილი მუქი მოსაცმელი შემოეცვა, რომელიც მის გამხდარ მხრებზე ზედმეტად დიდი ჩანდა. სახე სრულიად გაფითრებოდა, თვალები კი ისეთი ცარიელი ჰქონდა, არანაირი გრძნობის ამოკითხვა არ იყო შესაძლებელი. როგორც კი კიბე ჩაათავა, ადგილზე გაშეშდა. მოავლო ყველას ცარიელი მზერა. იქვე კერის წინ წამომჯდარიყო აბდულა ფიცხელაური. სადღაც შორის იჯდა ჭაბუკაც. დალიც მაგიდასთან ფუსფუსებდა.

- არაბული შენ...- დაიწყო აბდულამ. თუმცა ონისეს ხელის აწევამ გააწყვეტინა სიტყვა.

- წავიდეთ,- უკნიდან დაადო ხელი და ოდნავ წინ უბიძგა. აღარაფერი უთქვამს თაიას, გავიდა კარებიდან და უკან მოიტოვა ყველა,- ახლა არ არის ამისი დრო.

გარეთ სიცივე იყო. ერთიანად დაუარა თაიას სხეულში ცივმა ჰაერმა. ნიაღვარს ეზო მთლიანად ტალახად ექცია. ცხენები მოუსვენრად ფრუტუნებდნენ და ფლოქვებით მიწას თხრიდნენ. თაიას თვალში მოხვდა თავისი შავი ცხენი. ნელა წავიდა მისკენ. ლაგამს მოკიდა ხელი და უნაგირზე ასვლა სცადა. ფეხი უზანგში შედგა, მაგრამ სხეულმა უმტყუნა. განვლილი ღამის, სიცხისა და ენერგიისგან სრულიად დაცლილს, ძალა აღარ ეყო. სუნთქვა შეეკრა, თვალები აეწვა. მერე ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გაიგონა. ონისე მიუახლოვდა, მიბრუნებაც ვერ მოასწრო არაბულმა, ისე შემოეხვია წელზე ხელი.

- დაგეხმარები,- ამოილაპარაკა ხმადაბლა ონისემ. მყარად მოჰკიდა დიდი ხელები და ისე მარტივად შემოსვა ცხენზე, თითქოს საერთოდ არაფერს იწონიდა. თაიას სხეული დაეძაბა მისი შეხებისას და უნაგირზე დაჯდომისთანავე ოდნავ გვერდზე გაიწია.

- მარტო მინდა წასვლა,- თქვა ჩუმად, როცა ლაგამს ორივე ხელით ჩააფრინდა.

- წადი,- თქვა ბოლოს მშვიდად,- უკან მაინც გამოგყვები. ვერ იგრძნობ ჩემს არსებობას.

თაიამ წარბები შეკრა, სიმწრით გადმოხედა ზემოდან.

- არ მჭირდება შენი...

- არ შემეწინააღმდეგო,- გააწყვეტინა ამჯერად მკაცრად, მის ტონში ფიცხელაურის ძალა დაბრუნდა,- ასეთი ამინდის შემდეგ, მარტოს ხეობაში ვერ გაგიშვებ.

რამდენიმე წამი ერთმანეთს უყურებდნენ. თაიას თვალებში წამით ისევ გაჩნდა ბრაზი, წყენა და უსაზღვრო ტკივილიც, მაგრამ დაღლილობა და გამოფიტვა ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. ბრძოლის ძალა აღარ ჰქონდა. აღარაფერი უთქვამს, მზერა მოაცილა, მხოლოდ ცხენს მოსდო ქუსლი და ნელა დაიძრა შატილისკენ მიმავალ, ტალახიან ბილიკზე.

ონისე რამდენიმე წამი უყურებდა მიმავალს. მერე მძიმედ ამოისუნთქა, თავადვე შეჯდა თავის შავ ცხენზე და უხმოდ, გარკვეული მანძილის დაცილებით გაჰყვა უკან.

შატილამდე გზა უსასრულოდ გაიწელა. წვიმა უკვე სრულიად შეწყვეტილიყო, მაგრამ მთების მწვერვალებიდან ჩამოსული ყრუ, ნაცრისფერი ნისლი ისე მძიმედ ეკიდა ხეობას, თითქოს ცა და მიწა ერთმანეთში აირიაო. ცხენების ნაფეხურებში ტალახი წვრილ - წვრილ ნაკადულებად იშლებოდა. ქვემოთ კი, კლდეებს შორის, გადიდებული არღუნი ისე ბობოქრობდა და ღმუოდა, თითქოს ღამინდელი ქარიშხალი ჯერ კიდევ არ დაევიწყებინა და ნაპირების წალეკვას ლამობდა. თაია ჩუმად მიდიოდა. უნაგირზე ოდნავ მოხრილიყო, სციოდა, მაგრამ წინ მიიწევდა. საერთოდ არ იყურებოდა უკან, არცერთხელ არ მიუბრუნებია თავი, მაგრამ მაინც მთელი სხეულით, კანით გრძნობდა ონისეს იქ ყოფნას. ხეობა, რომელიც მთელი ცხოვრება მშობლიურად, ერთადერთ საიმედო თავშესაფრად მიაჩნდა, ახლა საოცრად უცხო და მტრული ეჩვენებოდა. ყოველი ნაცნობი კოშკი, ყოველი საუკუნოვანი ქვა, გზის ყოველი მოსახვევი თითქოს სხვანაირად, დამცინავად უყურებდა. თითქოს ერთ ღამეში სამყაროს ღერძი შეცვლილიყო. ან იქნებ თვითონ შეიცვალა, როცა გაიგო რომ მისი თავისუფლება მხოლოდ ლამაზი ზღაპარი იყო.

როცა შატილის პირველი, მზისგან გაშავებული ქვის კოშკები გამოჩნდა, თაიას მკერდი ისევ მძიმედ, მტკივნეულად შეეკუმშა. სოფელში ხალხი უკვე გარეთ ირეოდა ქარიშხლის შემდეგ. ვიღაცები წყალს ეზიდებოდნენ, ვიღაცები საქონელს მიერეკებოდნენ. მაგრამ როგორც კი ტალახიან ბილიკზე თაია დაინახეს, ნაბიჯები ნელ - ნელა ყველამ შეაჩერა. მერე კი წამოვიდა მზერები... ცხოვრებაში პირველად თაიამ ფიზიკურად იგრძნო, როგორ შეიძლებოდა ადამიანის თვალები ნასროლ ტყვიაზე უფრო მტკივნეული ყოფილიყო. ყველა უყურებდა. სამარისებური სიჩუმით. გაოცებითა და ფარული ჭორებით სავსე თვალებით. მერე კი, მათ ზურგს უკან მდგარი ონისეც დაინახეს, დიდი, მჭმუნვარე, თავისი შავი ცხენით და მძიმე, გაქვავებული სახით.

და იმავე წამს მთელი სოფელი ყველაფერს მიხვდა, აღარაფერი სჭირდებოდათ მოსაყოლად. ჰაერი ერთბაშად დამძიმდა. თაიას ეგონა, მიწა გასკდებოდა და შიგ ჩაძვრებოდა ამდენი თვალის წინაშე, მაგრამ მაინც, თავი არ დაუხრია. სიამაყე არ აძლევდა ნებას. პირდაპირ იყურებოდა, მხოლოდ ცხენის ლაგამს უჭერდა თითებს, ისე ძლიერად რომ კანი სულ გათეთრებოდა. როცა საკუთარი ეზოს ჭიშკრამდე მივიდა, თაიამ იგრძნო ნამდვილი იმედგაცრუება და შიშიც. იმიტომ რომ უცებ ყველაფერი ძალიან უცხო გახდა. ხელები საშინლად აუკანკალდა. ნელა, გაჭირვებით ჩამოვიდა ცხენიდან. ონისეც ჩამოხტა იქვე, მაგრამ აღარ მიახლოებია, დისტანცია დაიჭირა. უბრალოდ იდგა და უყურებდა, როგორ შეაბიჯა ეზოში.

თაიამ სახლის მძიმე კარი შეაღო. შიგნით სიმძიმე და კერის სითბო ერთდროულად დახვდა. ნამწვავისა სუნი იდგა. ცეცხლი გუგუნებდა. ოთახში უამრავი ხალხი შეკრებილიყო, მთელი ოჯახი და მეზობლები. ყველას სახეზე ერთნაირი საშინელი დაძაბულობა, შიში და უძილო, თეთრად გათენებული ღამე ეწერა, მაგრამ როგორც კი თაია ზღურბლზე გამოჩნდა, მთელი ოთახი ერთიანად წამოდგა ფეხზე.

გულნარას თვალები ტირილისგან ისე დასიებოდა, ძლივს ახელდა.

- თაია...- აღმოხდა სულიდან ამოგლეჯილი ხმით. დაუძლურებული, აკანკალებული ნაბიჯით წავიდა შვილისკენ და ხელები გაიწვდინა, მაგრამ თაიამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მოძრაობა ისეთი მკვეთრი და ცივი იყო, თითქოს დედა კი არა, მოსისხლე მტერი მდგარიყო მის წინ. გულნარა ადგილზე გაშეშდა. ხელები უმწეოდ ჰაერში შერჩა, თითქოს ერთ წამში მთელი სხეული გაუქვავდაო. ოთახში ისეთი მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, კერის ტკაცუნიც კი ყურისწამღებად ისმოდა. თაიას თვალები ისევ ჩაწითლებული ჰქონდა, სახე თოვლივით გაფითრებული, მაგრამ ახლა იქ ცრემლებზე მეტად საზარელი სიცივე იდგა. ისეთი ყინვა, გულნარას რომ არასოდეს უნახავს თავის მჩქეფარე, ამაყ შვილში.

- ამისთვის არ მოვსულვარ,- ჩახუტების საშუალება არ მისცა ქალს. გულნარას სახე ერთიანად მოენგრა, თვალებიდან ახალი ნიაღვარი წასკდა.

- თაია დედა...- მიუახლოვდა მაინც ქალი. გაყინულ ლოყებზე შეეხო შვილს, თუმცა რეაქცია ვერ მიიღო. დათუა მთელი სხეულით დაიძაბა, მუშტები შეკრა, იქვე მდგარმა ირმამ კი თვალები დახარა, თითქოს საზარელ საიდუმლოზე მზერის გასწორება უმძიმდაო. ელიზბარმა მძიმედ, გულამოგლეჯით ამოისუნთქა, მაგრამ ხმა მაინც არ ამოუღია. იცოდნენ როგორი მძიმე იყო თაიასთვის ეს ამბავი, იცოდნენ როგორ გაწირეს პატარა ბავშვი იმ უბედურებისთვის და ვერაფერს აკეთებდნენ.

თაიამ ნელა, გაყინული მზერით მოავლო თვალი ოთახში შეკრებილ ხალხს. თითოეულ ნაცნობ სახეს. თითოეულ თვალს, რომლებსაც აქამდე მშობლიურად თვლიდა.

- აქ სალაპარაკოდ მოვედი,- თქვა ბოლოს. ჯობდა ეყვირა, ეტირა, რადგან ეს მშვიდი ტონი ბევრად საშიში და დამანგრეველი იყო, ვიდრე ნებისმიერი ყვირილი,- იმიტომ რომ ამ წყეულ ცხოვრებაში, მინდა ერთხელ მაინც მითხრათ სიმართლე.

გულნარას ცრემლები ღარებად ჩამოსდიოდა ნაოჭებზე.

- შვილო, ჩემო პატარა...

- რატომ?- პირდაპირ, თვალებში ჩააშტერდა თაია,- რატომ გამწირეთ ასე?

ქალს ტუჩი აუკანკალდა, წინსაფრის კალთას დაეჯაჯგურა.

- არავის უნდოდა შენი გაწირვა... შენი დაღუპვა...- თაიას მწარედ, უსულოდ ჩაეცინა.

- აბა ამას რა ჰქვია?- ხელი ფართოდ გაშალა.

- შენი გვარის დაწყებული ომი ისევ შენივე გვარს უნდა დაემთავრებინა,- ხმა ამოიღო ელიზბარმა,- სხვა რა გზა იყო თაია. სხვა ვინ გყავთ კიდევ?

დათუამ თავი ჩაღუნა, კბილები ერთმანეთს დააჭირა. ნელი და ლალი უხერხულად შეიშმუშნენ, მზერა იატაკს გაუსწორეს. გულნარამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, ვედრებით, მაგრამ თაიას უძრავმა, მრისხანე მზერამ ადგილზევე გააშეშა.

- მამაშენი რომ მოკლეს...- ძლივს ამოთქვა ქალმა, ხმა უწყდებოდა სიმწრისგან,- ხომ იცი, ხეობა სისხლმა წაიღო. ომი აღარ ჩერდებოდა, შვილო... ფიცხელაურები შურისძიებით მოდიოდნენ. ხალხი იხოცებოდა, დათუას მამაც მოკლეს. ბაბუაშენიც. ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, თაია... დათუასაც იგივე ბედი ელოდა რომ წამოიზრდებოდა.

- და ამ ყველაფრის გამოსავალი მე ვიყავი?- ჩუმად, თითქმის ნაწყენი ხმით ჰკითხა თაიამ,- მთელი ამ ხეობის მშვიდობის ფასი საკუთარი, უმწეო შვილი აღმოჩნდა? ჩემი სიცოცხლე დადეთ სასწორზე?

შეხტნენ ადგილზე ტონს რომ აუწია თაიამ. გულნარამ ტირილით გააქნია თავი.

- ეგრე ნუ ამბობ, გევედრები, გულს ნუ მომიკლავ...

- აბა როგორ ვთქვა?!- მთელი ღამის ნაგროვები სიმწარე ერთიანად ამოხეთქა და მისი ხმა ქვის კედლებს ზარხუშივით შეასკდა,- თქვენ მე უკვე მომკალით. ახლა გახდა ჩემი სიტყვები მწარე?

გულნარამ სახეზე აიფარა ორივე ხელი, მხრები უზანზარებდა.

- მეშინოდა...- ჩურჩულებდა სასოწარკვეთილი,- ღმერთია მოწმე, ყოველდღე, ყოველ წამს მეშინოდა ამ დღის გათენების...

- მაგრამ მაინც გააკეთე,- ცივად, ყოველგვარი სიბრალულის გარეშე მოუჭრა თაიამ,- მაინც არჩიე ძველი, დამპალი ფიცი და არა საკუთარი შვილი.

ოთახში ისევ გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოვარდა. კერის ცეცხლის გუგუნიც კი თითქოს მინავლდა. ელიზბარმა ბოლოს ნელა ასწია თავი, თაიას შეხედა და ოდნავ მიუახლოვდა.

- თაია... ეგ გადაწყვეტილება მარტო გულნარასი არ ყოფილა. მაშინ ხეობის ბედი წყდებოდა,- თაიამ მზერა წამში მასზე გადაიტანა, თვალები მოუჭუტა.

- მშვენიერია...- ჩაილაპარაკა თაიამ და თავი ნელა გააქნია. მისი ხმა ისე მშრალად და უსიცოცხლოდ გაისმა, თითქოს ქვის კედლებს შორის ჩაიკარგაო,- ანუ მართლა აღარავინ დამრჩა ამ ქვეყანაზე, ვისი იმედიც მექნება და ვისაც ვენდობი.

- მე გვიან გავიგე!- უცებ წინ გადმოიჭრა დათუა. მის ხმაში უსაზღვრო წყენა, სიმწარე და სასოწარკვეთა ერთდროულად ერეოდა,- გეფიცები, თაია, მამაჩემის სულს გეფიცები, სულ ცოტა ხნის წინ მითხრეს... საერთოდ არაფერი ვიცოდი! დედასაც კი ვეჩხუბე ამის გამო.

თაიამ ნელა მიაბრუნა თავი და შეხედა. დათუას აფორიაქებულ, აცრემლებულ თვალებში მართლა არ ჩანდა ტყუილი. იქ მხოლოდ ძმური ტკივილი და სუფთა, ბავშვური პროტესტი იკითხებოდა. მაგრამ თაიას შიგნით უკვე ყველაფერი გადამწვარიყო, მას აღარც იმედი ჰქონდა და აღარც ძალა, ვინმესთვის კიდევ ერთხელ დაეჯერებინა.

- გვიან გაიგე თუ ადრე...- ჩუმად, ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა ბოლოს,- რა შეიცვლებოდა? ფაქტი ხომ მაინც ფაქტად რჩება?

დათუა ერთბაშად გაჩუმდა. მუშტები უმწეოდ მოადუნა და თავი ჩაღუნა, იმიტომ რომ ამ დაუნდობელ კითხვაზე პასუხი არ გააჩნდა. თაიამ ნელა, გაუცხოებული მზერით მოავლო თვალი ოთახს. ამ შეშინებულ, თავჩაღუნულ ხალხს. ამ ცივ, ნესტიან ქვის კედლებს. ამ სახლს, სადაც ყოველი კუთხე - კუნჭული იცოდა.

- კარგი,- თქვა მოულოდნელად, საოცრად მშვიდად. ოთახში მყოფებმა ერთდროულად ასწიეს თავები და შეხედეს. თაიას სახე სრულიად დაცლილიყო ყოველგვარი მრისხანებისგან, თვალებში კი მხოლოდ გამოფიტული სიცარიელე დარჩენოდა.

- თუ ასეა, მაშინ...- დააპაუზა თაიამ. ძალიან უჭირდა ამის თქმა, თუმცა საკუთარ თავს გადააბიჯა, მოიტოვა ყველანაირი ზიზღი და თავმოყვარეობა უკან,- გავყვები ონისე ფიცხელაურს ცოლად და თან, რაც შეიძლება მალე.

ოთახში ისეთი მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ერთ წამში მთელი ჰაერი გაქრა და სუნთქვა შეუძლებელი გახდა. გულნარამ ხელები ნელა ჩამოუშვა სახიდან. მისი თვალები გაოგნებისგან და შიშისგან გაფართოებულიყო.

- რა?..- ძლივს ამოთქვა ქალმა ჩურჩულით. არ ელოდა, მისგან ყველაზე მცირე წინააღმდეგობას მაინც მოელოდა. ჩხუბს, ისტერიკას, იქნებ რამე მომხდარიყო, იქნებ მაინც გადაეწიათ ქორწილი. იქნებ მას მაინც ეთქვა უარი. დათუა კი ერთიანად დაიძაბა, სახეზე ძარღვები დაბერვოდა.

- რას ამბობ გოგო?!- თითქმის დაუყვირა, ნაბიჯი გადადგა წინ,- რას ჰქვია გაჰყვები?! ნივთი ხომ არ ხარ, ვიღაცას მიუგდო შენი თავი!

- ზუსტად იმას ვამბობ, რაც გინდოდათ,- მშვიდად, აუღელვებლად მიუგო თაიამ,- მშვიდობა ხომ გინდოდათ ამ ხეობაში? აი, მიიღეთ. ჩემი სიცოცხლის ფასად ნაყიდი მშვიდობა. ფიცი ხომ უნდა შესრულდეს? შესრულდეს, ოღონდ ეს სირცხვილი ყველამ ერთად ატარეთ.

- თაია, ეგრე ნუ ლაპარაკობ!- წამოიწია ელიზბარმა.

- აბა როგორ ვილაპარაკო?!- პირველად იფეთქა ისევ თაიამ, მის თვალებში წამით ისევ აენთო ძველი, დაუმორჩილებელი ალმური,- ის რაც გააკეთეთ გაყიდვა არაა? მე რომ ვთქვი მაშინ შეიძინა ამ სიტყვამ მნიშნელობა?

- დედა, გეხვეწები... არ გინდა ასე, ნუ მიკლავ სულს...

- დედა ის არის, ვინც შვილს იცავს! ვინც საკუთარი სხეულით გადაეფარება, როცა მის გაწირვას აპირებენ! შენ კი... შენ კი უბრალოდ დამიმალე, სიმართლე არ მითხარი და ლანგრით გადამეცი იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრება მძულდა, ვისი სახელიც მამაჩემის სისხლს მახსენებდა!- დაიყვირა თაიამ,- მე რომ წავალ შენ რას იზამ? აქ მარტო, ამ სიცარიელეში როგორ იცხოვრებ? ჩემზე თუ არ იფიქრე საკუთარ თავზე მაინც უნდა გეფიქრა. შენ რომ რამე გეთქვა... რომ გეთქვა ავდგებოდი და წავიდოდი. დავივიწყებდი სირცხვილს, ამ ფიცს, ყველაფერს, მოგკიდებდი ხელს და წაგიყვანდი, მაგრამ შენ მეც გამწირე და საკუთარი თავიც.

სუნთქვა უხშირდებოდა, ყელიდან გულმკერდამდე ყველაფერი უკანკალებდა, მაგრამ თვალებიდან ცრემლს არ უშვებდა.

- ალბათ არც არასდროს მიგაჩნდით საკუთარ შვილად...- ახლა უკვე გულნარას უყურებდა პირდაპირ თვალებში, სადაც მხოლოდ ზიზღი და ტკივილი დარჩენილიყო,- უბრალოდ ვალის გადახდის მოსახერხებელი გზა ვიყავი თქვენთვის.

- არ თქვა ეგ!- იყვირა გულნარამ ტირილით, ხმა სრულიად ჩაუწყდა,- მთელი ცხოვრება... ყოველი დღე შენთვის ვიცხოვრე, შენს გაზრდას შევლიე ჩემი ახალგაზრდობა!

- ეგ მშობლის ვალია, ნუ ცდილობ ნამუსზე ამაგდო,- გააჩუმა ქალი,- პატივს ვცემ შენს გაღებულ ამაგს, თუმცა ახალგაზრდობის იმ ბავშვისთის შეწირვას, რომელიც მაინც უნდა გაგეყიდათ... ვერ ვხედავ აქ მე აზრს.

გულნარას სახე ერთიანად შეეცვალა. შვილისგან ნასროლმა ამ უმძიმესმა სიტყვამ ქალის გულში თითქოს ყველაფერი ერთიანად თავდაყირა დააყენა. თვალებში ჯერ ტკივილმა გაუელვა, მერე სირცხვილმა, შიშმა... და ბოლოს იმ ბრმა, სასოწარკვეთილმა ბრაზმა, რომელიც ადამიანს მაშინ ეუფლება, როცა ყველაზე მტკივნეულ ადგილზე ურტყამენ.

- თაია...- ხმა აუკანკალდა, მაგრამ მისი სახე ქვას დამსგავსებოდა.

- ტყუილია?- მწარედ ჩაეცინა,- ბოლოს მაინც ფიცხელაურებს მიმიგდეთ. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ შეფუთავთ ამას.

გულნარას სუნთქვა აუჩქარდა. ხელები აუკანკალდა. თითქოს ერთ წამში ვეღარც ტკივილს არჩევდა და ვეღარც ბრაზს.

- საკმარისია...- ჩურჩულით თქვა. თითქოს იმ წამს გონება დაებინდა და საკუთარ თავსაც ვეღარ მოერია, მთელი ძალით გაარტყა შვილს სახეში. მწარე, ყრუ ხმა ოთახში გაისმა. იმ დარტყმასთან ერთად წლების განმავლობაში დაგროვილი ტკივილი, შიში, დანაშაულის გრძნობა და უიმედობა ერთიანად გასკდა. თაიას შავი თმა სახეზე ჩამოეშალა. რამდენიმემ ერთდროულად შეჰკივლა. თაია სრულიად გაუნძრევლად იდგა. არც ხმა ამოუღია. არც სახეში შეუხედავს. მხოლოდ ნელ - ნელა აეკრა ფერმკრთალ ლოყაზე მწველი სიწითლე, მკაფიო, მტკივნეული კვალი დედის ხელისა, მაგრამ ყველაზე საშინელი მისი თვალები იყო. იქ აღარ ჩანდა არც ბრაზი, არც ტკივილი, მცოლოდ სიცარიელე.

გულნარას ხელი ისევ ჰაერში შერჩენოდა. თითები უკანკალებდა. თვითონაც გაფითრებული უყურებდა საკუთარ შვილს, თითქოს ვერ დაეჯერებინა რომ ეს მართლა მისმა ხელმა გააკეთა. თვალებში საშინელი სინანული, შიში და თვითსიძულვილი ერთად ჩადგომოდა.

- თაია...- აღმოხდა ჩახლეჩილი ხმით, მაგრამ სიტყვა ბოლომდე ვეღარ დაასრულა.

- საკმარისია!- გაისმა დათუას გააფთრებული ხმა. ბიჭი წამში გადაუდგა თაიას წინ, თითქმის ინსტინქტურად დაფარა საკუთარი სხეულით, თითქოს ამით მაინც შეძლებდა მის დაცვას მთელი იმ სამყაროსგან, რომელიც თავზე ენგრეოდა. სახე სიბრაზისგან გასწითლებოდა,- რას აკეთებ? საკმარისი არაა ის ტკივილი, რაც უკვე მივაყენეთ?

გულნარას ცრემლები წამსვე გადმოსცვივდა.

- მე... მე არ მინდოდა...- ოთახში შეკრებილ ხალხს თვალებში ჩახედვაც კი აღარ შეეძლო. იმიტომ რომ იმ წამს ყველამ იგრძნო, რაღაც ძალიან ძვირფასი საბოლოოდ დაინგრა.

- მადლობა,- სიმწრით ამოილაპარაკა თაიამ. უსაზღვრო ტკივილმა, სირცხვილმა, შიშმა და მშობლიურმა სიბრაზემ ერთად გადაუარა სახეზე ქალს.

- აქ რა ხდება?- კლდესავით მყარი და მჭრელი სიტყვა მთელ ოთახს ზარივით დაეცა და ყველა ადგილზე გააშეშა. ონისე ფიცხელაური ზღურბლზე იდგა. მისი დიდი, მხარბეჭიანი ფიგურა თითქოს მთელ კარებს აკავებდა. კაცის სახეზე საოცარი მრისხანება და ამავდროულად, აუღებელი სიმტკიცე ეწერა. გულნარას აწეული ხელი დათუამ ნელა დააშვებინა. თაიაც ერთბაშად ადგილზე გაშრა, ხმის გაგონებაზე სხეული დაეძაბა და შემობრუნდა. ონისემ ნელა მოავლო თვალი შეკრებილ საზოგადოებას,- მოემზადეთ, ხვალვე წავიყვან თაიას.

- როგორ...

- ფიცი ფიცია,- გაიმეორა მტკიცედ,- ტრადიცია ტრადიციაა. დროა უკვე, ასე რომ მზად იყავით.

მზერა ამჯერა თაიაზე გადაიტანა.

- ახლა კი უკაცრავად, ჩემს საცოლეს უნდა დაველაპარაკო,- დაავლო მაჯაში ხელი და სახლიდან გაიყვანა.

- არ გაბედო...- გადაუდგა დათუა წინ.

- პრობლემებს არ ვეძებ, გამატარე დათუა,- ხმადაბლა ამოილაპარაკა. იმდენად მძიმედ გაისმა მისი ხმა რომ წამით დანებებაც კი გადაწყვიტა ბიჭმა.

- დათუა,- შეუღრინა ელიზბარმა.

- ასე უნდა გავაყოლოთ?- ჰკითხა კაცს, ისე რომ მათი ხელებისთვის თვალი არ მოუშორებია.

- როგორ უნდა წავართვათ ის, რაც დაბადებიდან მას ეკუთვნოდა?- და სიტყვებიც აღარ იყო საჭირო. მოლბა დათუა, გადაიწია გვერდით და ნება მისცა გასულიყო თავის გზაზე.

- რა იყო ეს?- იკითხა თაიამ და მთელი ძალით სცადა მაჯის დახსნა. სხეულით უკან ქაჩავდა, მაგრამ ონისეს თითები რკინის მარწუხებივით მტკიცედ ეკვროდა მის კანს. არ ტკენდა, არ აზიანებდა.

- გამიშვი!- ბოლოს მართლა შეუღრინა თაიამ, ყელში ბოღმა მოაწვა და ხმა ემოციებისგან სრულიად ჩაუწყდა,- საერთოდ ვინ მოგცა....

- შენს წუწუნს მერე მოვისმენ,- მოუჭრა ონისემ მშვიდად,- ახლა წამოდი.

თაიას გული მკერდს უნგრევდა. ბრაზისგან, თავმოყვარეობის შელახვისგან და იმ წყეული, დამამცირებელი გრძნობისგანაც, რომელიც ამ კაცის სიახლოვისას მის შიგნით მაინც ჯიუტად არ ქრებოდა.

- გამიშვი,- წამოიძახა კიდევ,- ონისე, გთხოვ...

და კაციც შეჩერდა.

- ჩემით წამოვალ, ოღონდ გამიშვი,- ნელა შეუშვა ხელი და მისკენ მიბრუნდა. გზა დაუთმო, წინ გაატარა. ძველი, დანესტილი ხის კარი უხეშად შეაღო თაიამ. ჟანგიანი ანჯამები გაჭირვებით, მჭახედ აკვნესდნენ. ნახევრად ჩანგრეული სახურავის ნაპრალებიდან წვიმის წვეთები მონოტონურად ჩამოდიოდა იატაკზე. კუთხეში ძველი ფარდაგები და თივის ზვინი ეყარა. აქაურობა ზედმეტად ნაცნობი იყო ორივესთვის. ონისემ კარი მყარად მიხურა. გარეთ დარჩენილი სამყაროს ხმაური, სოფლის დუმილი ერთიანად ჩაკვდა. ახლა ამ ვიწრო, ჩაბნელებულ სივრცეში მხოლოდ მათი მძიმე, აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. თაია კართანვე გაჩერდა, წინ აღარ მიდიოდა. მისი სველი მკერდი სწრაფად ადი - ჩადიოდა. თვალებში ისევ ბრაზი ციმციმებდა, მაგრამ მის ქვეშ უკვე უსაზღვრო დაღლილობა და გატეხილი გული მოჩანდა. ონისე რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა, თითქოს ძალით, საკუთარი ნებისყოფის ფასად ტოვებდა მათ შორის უსაფრთხო მანძილს. მერე ორივე ხელი სახესა და თმებში შეიცურა და თავი დაბლა ჩაღუნა.

- რატომ შემოხვედი შიგნით? ხომ თქვი რომ არ შემაწუხებდი?- დაიწყო ბრაზმორეულმა საუბარი.

- მთელი დღე დაგელოდებოდი რომ მცოდნოდა მხოლოდ საუბარს აპირებდით,- ჩაერია ონისეც. ხმა დაღლილი ჰქონდა, განვლილი ღამის ქარიშხლისგან დაცლილი, მაგრამ მაინც კლდესავით მტკიცე და შეუვალი. თაიას მწარედ ჩაეცინა და სახე გვერდზე მიაბრუნა.

- ოჰ, რა გულისხმიერი ყოფილხარ,- ონისემ თვალები მაგრად დახუჭა, გაეღიმა მის უდრეკობაზე. ნელა ჩამოუშვა ხელები, სახიდან ჩამოიცალა დაძაბულობა და პირდაპირ თვალებში ჩახედა.

- ის, რაც იქ მოხდა აღარ განმეორდება,- თაიამ წარბი ასწია.

- რას გულისხმობ?

- იმას რომ არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს,- თაიას თვალებში ისევ ბრაზი აენთო.

- შენ თვითონ ხარ ის, ვინც ყველაზე მეტად მატკინა,- ეს სიტყვები თითქოს პირდაპირ მკერდში მოხვდა კაცს.

- ვიცი, მაგრამ მაინც .

- რატომ?- გაეცინა მწარედ,- იმიტომ რომ შენი საცოლე ვარ?

- ამას ჩემი საცოლის სტატუსის გამო არ ვაკეთებ,- გაუსვა ხაზი ონისემ,- იმიტომ ვაკეთებ რომ ეს შენ ხარ.

- ნუ ამბობ ეგეთ რაღაცებს...

- რატომ?- ნელა მიუახლოვდა კიდევ ერთი ნაბიჯით,- იმიტომ რომ მერე ვეღარ გძულვარ ისე, როგორც გინდა?

თაიამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ბრაზობდა საკუთარ თავზე.

- შენ არაფერი იცი ჩემზე,- ჩურჩულით თქვა. ონისეს თითქმის მწარედ ჩაეცინა.

- მაშინ ნება მომეცი გავიგო,- წაიწია მისკენ ფიცხელაური,- ნუ მკრავ ხელს ასე უხეშად.

ბეღელი უცებ აუტანლად ვიწრო გახდა. ონისე ახლა იმდენად ახლოს იდგა, მისი სხეულიდან წამოსულ სითბოსაც კი გრძნობდა. გარეთ ქარი ისევ ღმუოდა, მაგრამ აქ, ამ ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში, ყველაფერი თითქოს გაჩერდა.

- არ მოგიახლოვდები, თუ არ გინდა,- თქვა ონისემ ბევრად ჩუმად,- მაგრამ ნუ მიყურებ ისე, თითქოს მთელი შენი უბედურება მე ვიყო.

თაიას თვალებში ისევ ტკივილი აენთო.

- ხარ კიდეც.

- ვიცი, მაგრამ ამის შენგან გაგება უფრო მწარეა,- სახე დაემანჭა ოდნავ.

- არა, არ იცი!-ხმა გაებზარა უცებ,- წარმოდგენაც არ გაქვს.

ონისე ჩუმად უსმენდა. არ აწყვეტინებდა. თითქოს აძლევდა უფლებას ბოლოს და ბოლოს მთელი ის ტკივილი გადმოენთხია, რაც წლები დაუგროვდა.

- სულ იმას მეუბნებოდი რომ უნდა შემძულებოდი, რომ არ უნდა გაგკარებოდი ახლოს.

- ყოველ ჯერზე როცა შენს გვარს ვიგებდი, მეც იგივე მემართებოდა,- თაია გაჩუმდა,- გგონია შენ მარტო გაიზარდე ამ სიძულვილში?

კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

- ჩემს სახლშიც ზუსტად ისე ახსენებდნენ არაბულებს, როგორც შენსაში ფიცხელაურებს.

- მაგრამ შენ იცოდი სიმართლე...

- და მაგიტომ უფრო მიჭირდა!- პირველად აუწია ხმას ონისემაც,- იმიტომ რომ შენ გიყურებდი და ვიცოდი, ერთ დღეს ყველაფერს გაიგებდი და ზუსტად ასე შემომხედავდი!

ბეღელში სიჩუმე ჩამოვარდა. ონისემ ინსტინქტურად გაიწია მისკენ, მაგრამ მერე თავი შეიკავა. თითები ჰაერში გაუშეშდა.

- გთხოვ...- თქვა ბოლოს ჩუმად,- ნუ მაიძულებ მთელი ცხოვრება იმ კაცივით ვიცხოვრო, ვინც შენ დაგანგრია.

თაიას სუნთქვა ისევ აუჩქარდა.

- უკვე ხარ ეგ კაცი,- ონისეს თითქოს სუნთქვა შეეკრა ამ სიტყვებზე. მერე ძალიან ნელა დახარა თავი.

- ალბათ ვარ,- ამოილაპარაკა ბოლოს ჩახლეჩილი ხმით. ბეღელში ისევ მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ისმოდა. თაიას ეგონა, ახლა ისევ რამე მძიმე სიტყვას ეტყოდა, ისევ იმ ფიცზე, მოვალეობაზე ან ბედისწერაზე დაიწყებდა საუბარს, მაგრამ ონისემ მოულოდნელად ხელი წელზე წაიღო. ნელა მოხსნა პატარა ხანჯალი, რომელიც მუდამ თან დაჰქონდა, ძველი, ხევსურული, ვერცხლის ორნამენტებით დამშვენებული ტარი წლებისგან გაცვეთილიყო. კაცმა რამდენიმე წამი დახედა იარაღს, მერე კი ისე მიუახლოვდა თაიას, თვალიც არ მოუშორებია მისთვის. ონისემ ხანჯალი ფრთხილად მიაბრუნა და საკუთარ მკერდზე მიიდო. წვერი ზუსტად იქ მიებჯინა, სადაც გული უცემდა.

- ეს პატარა ხანჯალი,- მოჰკიდა მაჯაზე ხელი და ხანჯლის ტარზე შემოახვევინა თითები,- ეს შენი თავისუფლება იყო, ხევსურო. ღმერთია მოწმე, თუ ჩემმა გვერდით ყოფნამ შენი სული უნდა მოკლას. დაე, შენი სახე იყოს უკანასკნელი რამ, რასაც ამ ქვეყნად დავინახავ. ხელი არ აგიკანკალდეს.

ბეღელში წამით დრო გაჩერდა. წვიმის ყოველი წვეთი, რომელიც სახურავიდან ვარდებოდა, საუკუნოდ გაიწელა. თაია უყურებდა მის თვალებს, ბნელს, როგორც შატილის ღამეები, მაგრამ ახლა იმდენად გახსნილსა და დაუცველს რომ შიგ ჩახედვაც კი სტკენდა. ეს კაცი, რომელიც მთელმა ხეობამ იცოდა, როგორც მტკიცე, შეუვალი და უშიშარი მეომარი, ახლა მის წინაშე სრულიად განიარაღებული იდგა. თავისი ნებით მიეშვირა გული ფოლადისთვის.

- შენ... შენ გიჟი ხარ,- აღმოხდა თაიას ჩურჩულით. ხმა აუკანკალდა, ყელში უცნაური ბურთი გაეჩხირა და იგრძნო, როგორ მოადუნა თითები ხანჯლის ტარზე, მაგრამ ონისემ ხელი არ გაუშვა. პირიქით, უფრო მყარად დაუჭირა მაჯა რომ იარაღი არ დავარდნოდა.

- შეიძლება,- თქვა ონისემ და მის ბაგეებს ისევ ის მძიმე, მალული სევდა მოეფინა,- მაგრამ ხევსურეთში გიჟები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც სიმართლის თქმის ეშინიათ.

თაიას თითები ბოლოს მაინც მოდუნდა, ძალა გამოეცალა. ხანჯლის ცივი, ნაჭედი ვერცხლის ტარი ხელიდან ნელა გაუსხლტა. სწრაფად გაითავისუფლა მაჯა ონისეს მარწუხებიდან და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ზურგით ისევ ნესტიან კედელს მიეკრა.

- ნუ სულელობ...- ჩუმად, თითქმის ნაწყვეტ - ნაწყვეტად უთხრა. მის ხმაში ის მჭრელი სიმტკიცე და სიამაყე აღარ ედგა, რაც რამდენიმე წუთის წინ, სახლში ყვირილისას ჰქონდა,- ასეთ რაღაცებს ნუ ამბობ...

ონისე საერთოდ არ განძრეულა. უყურებდა ისე დაჟინებით, პირქუშად და მძიმედ, თითქოს ამ წამს თაიას სახის ყოველი ნაკვთის, მისი აცრემლებული გუგების სამუდამოდ დამახსოვრებას ცდილობდაო. თაიამ მზერა სასწრაფოდ აარიდა, იატაკს დააჩერდა. საკუთარი მკერდიდან ამოვარდნილი გულისცემის უკვე თითონაც ეშინოდა. ამ კაცის სიახლოვე საშინლად აბნევდა.

- ქორწილისთვის უნდა მოვემზადოთ...- ძლივს ამოთქვა ბოლოს, ხმა ჩაუწყდა,- ხომ ეგ გინდოდათ ყველას... ოცი წელი ხომ მაგისთვის მინახავდით. აჰა, აღსრულდეს.

- ნუ ამბობ ასე, ხევსურო.

- აბა როგორ ვთქვა?- გაეცინა თაიას, მაგრამ ეს სიცილი უფრო სიმწრის იყო,- ბედნიერი, მორჩილი პატარძალივით? თუ მადლობა გადავუხადო ელიზბარს რომ ასეთი მშვენიერი სასიძო შემირჩია?

ბეღელში ისევ ის გაუსაძლისი, მტკივნეული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ სახურავიდან ჩამომავალი წვიმის წვეთები სცემდნენ რიტმულად მიწას. მერე ონისე ძალიან ნელა, უხმოდ მიუახლოვდა. თაია მთელი სხეულით დაიძაბა, მაგრამ ამჯერად უკან აღარ დაუხევია, უკან მხოლოდ ცივი ფიცრები იყო. ონისემ თითები საოცარი სითბოთი, ძალიან ნაზად მიადო მის გაწითლებულ, აალებულ ლოყაზე. ზუსტად იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ გულნარას გამეტებული ხელი მოხვდა.

- ძალიან გტკივა?- ჰკითხა ჩუმად, მის ბაგეებთან ახლოს. თაიამ იგრძნო როგორ შეეხო ფიცხელაურის ხელი ლოყაზე.

- ეს არა...ეს გაივლის...- მერე თვალები ნელა გაახილა და პირდაპირ, სულში ჩახედა. იმდენი გამოუვალი, ღრმა ტკივილი იდგა გოგონას მზერაში რომ ონისესაც კი გაუჭირდა მისი გაძლება.

- უფრო ის მტკივა რომ დედაჩემმა ქნა...- ჩურჩულით დაამატა, ნიკაპი აუცახცახდა.

ონისემ ნელა, სათუთად ჩამოუსვა ცერა თითი ლოყაზე. იმ სიწითლეს, იმ ნაიარევ გულს. და ისეთი შეძრული, დანაშაულებრივი სახით უყურებდა, თითქოს საკუთარ თავსაც ვერასოდეს აპატიებდა რომ იქ, იმ ოთახში, რამდენიმე წამით ადრე არ გააღო კარი რომ ეს დარტყმა თავად მიეღო.

- აღარავინ გაწყენინებს,- თქვა ძალიან მშვიდად,- აღარავის მივცემ ამის უფლებას, სანამ პირში სული მიდგას.

თაიას უნდოდა ეთქვა რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო. რომ შეუძლებელი იყო ახლა რამის გამოსწორება, მაგრამ საპასუხო სიტყვები ვეღარ იპოვა, ენა დაება. ბეღელში რამდენიმე წამით სრული, თითქმის მისტიკური სიჩუმე ჩამოვარდა. გარეთ მებრძოლი ქარი უცებ მინავლდა, თითქოს დაიღალაო. მხოლოდ დაზიანებული სახურავიდან ჩამოვარდნილი წყლის მძიმე წვეთები აგრძელებდნენ ძველ, მონოტონურ და ყრუ წკაპუნს ნესტიან იატაკზე. თაიამ ბოლოს ძლივს, უდიდესი ნებისყოფის ფასად მოსწყვიტა მზერა კაცის თვალებს და თავი გვერდზე მიაბრუნა.

- სახლში მინდა წასვლა...- გამოფხიზლდა მერე უცებ და უკან დაიხია. ონისეს დიდი ხელი ნელა, თითქოს უხალისოდ ჩამოიცილა. კაცმა ნაბიჯი გადადგა უკან, მათ შორის ისევ სივრცე დატოვა.

- კარგი.

- უკვე პატარძალი ვარ...- ტანში გასცრა ამ სიტყვების ხსენებისას,- ღმერთო...

ამოიოხრა და უკან გაბრუნდა.

* * *

საუკუნოვანი შატილი უცნაურად, დამთრგუნველად ჩუმი ჩანდა. ნისლი კიდევ უფრო დაბლა ჩამოსულიყო, მიწას აკვროდა და შავ კოშკებს შორის თეთრ, უფორმო აჩრდილებივით დაძრწოდა. ტალახიან, ქვაფენილ ბილიკებზე წვიმის წყალი წვრილ, ბინძურ ნაკადებად ჩადიოდა ხევისკენ. ელიზბარი ხის ძველ კიბესთან იდგა. მოხუცი ერთ ღამეში თითქოს კიდევ უფრო დაპატარავებულიყო და დამძიმებულიყო, თითქოს მხრებზე მთელი ხეობის ცოდვები დააწვაო. თვალები ჩაწითლებული ჰქონდა. პირველად ჩანდა ასე უმწეოდ.

ონისე რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, შუა ეზოში იდგა. ცხენის სველი ლაგამი ხელში მყარად ეჭირა და მზერა მაინც ჯიუტად იმ კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომლის მიღმაც თაია გაუჩინარდა.

- გუშინ... შენ გყავდა?- ჰკითხა ბოლოს. ხმა დაბალი ჰქონდა, სიბერისა და დარდისგან ჩახლეჩილი.

- ჩემთან იყო,- დააქნია თავი. ცივი ჰაერი თითქოს კიდევ უფრო გაფითრდა და დამძიმდა. მოხუცმა აკანკალებული ხელი სახეზე ჩამოისვა, თითქოს ამით რეალობისგან თავის დაღწევას ლამობდა.

- ცუდად იყო?

- ძალიან,- ელიზბარმა თავი დაბლა ჩაღუნა. თითქოს თითოეული ეს სიტყვა მის მოხუცებულ მკერდში მძიმე, მჭრელ ლოდად ეცემოდა,- ეთუნამ მიხედა.

მადლიერებით დაუქნია თავი.

- მანდ რა უნდოდა? ხალხი აქ ეძებდა.

- არც მე ვიცი, შემთხვევით ვიპოვე. გაგიჟებული იყო, გონება დაკარგა.

- კარგია, მადლობა რომ მიხედე,- ონისეს მწარედ, უსიცოცხლოდ ჩაეცინა. იმ ჩაცინებაში სითბოს ან კმაყოფილების ნატამალიც კი არ ყოფილა.

- ახლა ეგ სიტყვა ყველაზე ნაკლებად მეკუთვნის მე,- ამოიოხრა ონისემ,- ვალდებულიც კი ვარ.

ისევ გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოვარდა. ელიზბარს თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა. ტუჩები ორჯერ გააღო, მაგრამ სიტყვები ვეღარ იპოვა, ყელში გაეჩხირა სათქმელი. დაღლილმა, აკანკალებული ხელი სახეზე ჩამოისვა და მზერა უნებურად ორღობისკენ გაექცა.

- ხვალ აპირებ მართლა მის წაყვანას?

- სხვა გზა მაქვს? მართალია მშობლიური სახლია, მაგრამ უბედურია აქ,- მხრები აიჩეჩა,- ვერ დაინახე რა სახით იყურებოდა. როდის იყო ჩემს ყველა ქმედებას ასე მშვიდად ხვდებოდა.

- მართალია ეგეც,- დაეთანხმა ელიზბარიც,- ფრთხილად იყავი მასთან, ხომ იცი როგორია და ახლა მითუმეტეს. ფიქრობს რომ ვუღალატეთ, ვიღაც სჭირდება, ვინც მის გვერდით იქნება.

- მივხედავ,- მხარზე ჩამოადო ხელი კაცს და ცხენზე შეხტა,- ხვალამდე.

შავი ცხენი მძიმედ, ჩლიქების ყრუ ფლატუნით დაიძრა ტალახიან ბილიკზე. გაუვალ ნისლში შატილის ციხე - კოშკები გოლიათ აჩრდილებივით იდგნენ, ბილიკის მკვეთრ მოსახვევთან, იქ, სადაც კლდე გზას ავიწროებდა, ცხენი ნელა შეჩერდა. ონისეს მახვილ მზერას არ გამოჰპარვია გზის პირას, ნისლში მდგარი ფიგურა. თედო ოქროპირიძე იყო. მშვიდად იდგა და გამჭოლი მზერით უყურებდა ფიცხელაურს.

- ანუ ახლა აქ მშვიდად დადიხარ უკვე? გაინაღდე და მორჩა?- ონისეს სახე წამში გაუქვავდა ნაკვთები.

- რას ბოდავ,- ჩაეცინა, ცხენი ადგილზე გააჩერა. ჩამოხტა და ოქროპირიძეს მიუახლოვდა.

- აბა რა?! ბავშვობიდან შენთვის არ ინახავდნენ? ჰოდა, ბოლოს მოვიდა დროც.

- დაიბადებიან, გაიზრდებიან წავლენ ქალაქში და ივიწყებენ ყველა ტრადიციას,- ჩაიცინა ონისემ,- მამაშენის შვილს ასეთი რამ როგორ დაგემართა?

- ახლა კაცობაზეც ვსაუბრობთ?

- მგონი ჯობია ჯერ გამოფხიზლდე,-აარიდა თავი ფიცხელაურმა, სულაც არ აპირებდა მასთან ჩხუბს, თუმცა აშკარად თედოს სხვა გეგმები ჰქონდა.

- ყველამ ყველაფერი იცოდა მის გარდა, ასე როგორ გაატარეთ წლები? მე მაინც ვერ მოვითმინე...- თავი უაზროდ გააქნია და მწარედ ჩაიცინა,- ცოდო იყო გოგო, ასეთ ტყუილში რომ ზრდიდით. ქორწილის მერე უნდა გაეგო ვითომ სიმართლე? თუ ბავშვს რომ გაგიჩენდა, მერე?!

მისი სიტყვები უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. ონისე წამში მივარდა. თედომ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ისე სწვდა ონისე საყელოში და ისეთი ძალით მიახეთქა ხის ძირს რომ თედოს ფილტვებიდან ჰაერმა ერთიანად ამოხდა და სუნთქვა შეეკრა.

- შენ უთხარი?- გამოსცრა კბილებში ონისემ. თედოს თავდაჯერება წამით შეერყა, ხერხემალში ცივმა ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ მაინც ჯიუტად, სიმწრით ჩაიცინა სახეში.

- და თუ მე ვთქვი, მერე რა?! სიმართლე არ იყო?!- ონისეს ხელმა კიდევ უფრო მოუჭირა ყელში.

- წარმოდგენა მაინც გაქვს რა გააკეთე?- ონისეს ხმა უკვე აღარ ჰგავდა ადამიანისას, უფრო მთიდან მოგორებულ ბნელ, საზარელ გრუხუნს ჰგავდა,- შენ გამოა ასეთ დღეში.

- ჩემ გამო? სხვანაირად როგორ ფიქრობ, სიხარულით მიიღებდა ამ ამბავს?- გაეცინა თედოს,- რამხელა წარმოდგენები გაქვს საკუთარ თავზე?

- შენ ეგ არ გეხება, რით ვეღარ მოიოხე ეგ გული, არ გეყო სხვისი ქალის დევნა?

- შენი არასდროს იყო,- სიმწრით ამოთქვა,- არც არასდროს იქნება, ეს დაიმახსოვრე.

თედოს თვალებში, იმ მღვრიე გუგებში, პირველად გაკრთა შიშისა და სინანულის მსგავსი რაღაც, მაგრამ მალევე ისევ მთვრალმა სიჯიუტემ გადაფარა. ონისე რამდენიმე წამს უხმოდ, თვალმოუშორებლად უყურებდა. იმდენად მძიმე, გამანადგურებელი მზერით რომ თედოს პირველად შეეშინდა სიკვდილისა. ონისეს მარჯვენა მუშტი ისე ძლიერად ჰქონდა შეკრული, თითები უფითრდებოდა, ერთი დარტყმა და ამ კაცისგან არაფერი დარჩებოდა, მაგრამ არ დაარტყა. ვერ დაარტყა. ონისემ ნელა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი რომ მრისხანება ჩაეხშო. მერე თედოს სახესთან კიდევ უფრო მიიწია და დაბალი, საზარლად მშვიდი ხმით უთხრა.

- კაცურად ერთ რაღაცას გეტყვი და კარგად ჩაიბეჭდე მაგ თავში,- თედო გაუნძრევლად, სუნთქვაშეჩერებული იდგა, კედელზე გაკრული,- მოგწონს ეს თუ არა, ხვალ ჩემი ცოლი იქნება.

ჩაიღიმა ბოროტულად.

- კიდევ ერთხელ თუ გავიგონებ თაიას სახელს შენგან... თუ კიდევ ერთხელ გაბედავ და ჩრდილად მაინც დაუდგები...- ონისეს თვალები მთლიანად ჩაშავდა, ყოველგვარი სინათლე გაქრა იქიდან,- გეფიცები, ვეღარავინ გიშველის. ვერც გვარი, ვერც სოფელი. მამაშენიც ვერ გიცნობს ისეთს გიზამ.

თედოს ყელში ნერწყვი მწარედ გადასცდა, გაფითრდა. ონისემ კიდევ რამდენიმე წამს უყურა ზიზღით. მერე ხელი უხეშად გაუშვა. თედომ ძლივს შეიმაგრა თავი, ხელით ცივ კედელს მიეყრდნო და ხმამაღალი ხველებით გასწორდა, ყელს იზელდა. ონისემ კი ზურგი აქცია, ლაგამს ხელი დაავლო.

- და კიდევ ერთი რამ...- თქვა უკანმოუხედავად და მისი სიტყვები ნისლში ტყვიასავით გაფრინდა,- რასაც შენ სიყვარულს ეძახი, თედო, ეგ სიყვარული არ არის. ეგ უბრალოდ ეგოისტური ახირებაა.

ონისემ ცხენს ხელი დაჰკრა და უხმოდ, მძიმე ნაბიჯებით გაუყვა შატილის ჩაბნელებულ, ნისლიან ბილიკს. ეზოში მხოლოდ ტალახში ჩაკეცილი თედო და სახურავებიდან წამოსული წვიმის მონოტონური ხმა დარჩა.

* * *

მეორე დილას შატილი უჩვეულოდ, თითქმის მისტიკურად მშვიდი გათენდა.

წვიმას მთელი ღამის ნასახიც აღარ ეტყობოდა, მაგრამ მთის მწარე ჰაერში ისევ ნესტის სუნი ტრიალებდა. კოშკების ხავსმოდებულ კედლებს შორის ყრუ, დაბალი ნისლი ზანტად დაძრწოდა, თითქოს ხეობის მწვერვალებს ჯერ კიდევ არ გადაეწყვიტათ ამ დღის დაწყება საერთოდ უნდოდათ თუ არა. სოფელი ჩვეულებრივზე ადრე გამოფხიზლდა. ქალები ეზოში ახმაურდნენ, კაცებიც აქა - იქ მუშაობდნენ. თითქოს დილიდან იმაზე მეტი ხალხი მოგროვდა, ვიდრე ელოდნენ. დღეს ხომ ფიცხელაურების და არაბულების ქორწილი იყო, ის ქორწილი, რომელსაც მთელი ხეობა წლები ელოდა. მშვიდობის ქორწილი. სისხლის შეჩერების. ძველი მტრობის დამარხვის, მაგრამ ამ დილას სიხარულზე მეტად დაძაბულობა იგრძნობოდა. ხალხი ჩუმად ლაპარაკობდა. თვალებს არიდებდნენ ერთმანეთს. ყველამ იცოდა, წინა ღამეს რაღაც მოხდა და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ხეობა თავის ძველ წესს მიჰყვებოდა - იმიტომ რომ ხევსურეთში ტკივილიც კი ვერ აჩერებდა საუკუნეების ტრადიციას. არაბულების კოშკში კერია დილიდან გიზგიზებდა. ქალები სამზადისში ირეოდნენ. ყველა რაღაცას აკეთებდა, მხოლოდ თაია იჯდა ოთახში, მარტო, სარკის წინ. საკუთარ თავს უყურებდა და არ ეჯერა რომ ეს ჩამქრალი და გაუბედურებული ადამინი თავად იყო. რა იყო და რად იქცა, როგორ დაშალეს, როგორ აწამეს, როგორ მოატყუეს და მოპარეს ყველაფერი. შეუძლებელი იყო გახსენებოდა და არ გაბრაზებულიყო, დაბადების დღე წყევლის დღედ ექცა.

- თაია,- ოთახში შემოვიდა ეთუნა,- მოვედი.

ქალმა ნელა ასწია თავი. სრულიად ცარიელი, დაღლილი და ყინულივით ცივი თვალებით გადახედა მეგობარს. ეთუნას გული საშინლად შეეკუმშა, სუნთქვა გაუჩერდა. ასეთი თაია მას არასოდეს, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ენახა. თაიასთან ყოველთვის ან მწველი ცეცხლი იყო, ან აბობოქრებული ქარიშხალი, ახლა კი თითქოს ყველაფერი ჩამქრალიყო, შიგნიდან ნაცრად ქცეულიყო. ეთუნა ნელა, გაუბედავად მიუახლოვდა. ხელში თეთრი, ნაზი თავსაბურავი და ვერცხლის ძველი, ნაჭედი სამკაულები ეჭირა. რამდენიმე წამს უხმოდ, თვალცრემლიანი უყურებდა დაქალს. მერე ძლივს, ტკივილით გაიღიმა რომ ატეხილი ქვითინი ჩაეხშო.

- მთელი ცხოვრება მეუბნებოდი რომ პირველად მე თუ გავთხოვდებოდი... შენ ისე იტირებდი მთელ ხეობას დააყრუებდი და მერე მე დაგცინებდი,- თაიას ტუჩები ოდნავ შეირხა. ეს მოძრაობა შორეულ ღიმილს ჰგავდა, მაგრამ სახის ნაკვთები არ დაემორჩილა, ღიმილი ვერ გახდა.

ეთუნა მის უკან დადგა, თეთრი, სუფთა ქსოვილი ფრთხილად გაშალა და თაიას თმებზე გადაატარა.

- გახსოვს? ბავშვობაში, წყაროსთან რომ ვსხდებოდით და ვამბობდით... ერთ დღეს ორივეს ისეთი ქორწილი გვექნებოდა, მთელ ხევსურეთს აალაპარაკებსო,- თაიამ თვალები მჭიდროდ დახუჭა წამით. ახსოვდა. ყველაფერი, ყოველი წვრილმანი ახსოვდა. ის უდარდელი ზაფხულის საღამოები, წყაროს პირას უმიზეზო სიცილი, სულელური, ფერადი ოცნებები... და ის ძველი, თავისუფალი თაია, რომელსაც გულუბრყვილოდ ეგონა რომ ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნოდა,- ნამდვილად აალაპარაკა მთელი ხევსურეთი.

- ისიც მახსოვს როგორ ბედნიერი არჩევდი ყვავილს,- გაეღიმა ეთუნას.

- ეგ გოგო დღეს მოკვდა, ეთუნა...- ჩურჩულით, ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა. ეთუნას ხელები ჰაერში გაუშეშდა, ქსოვილი თითებიდან კინაღამ გაუსხლტა.

- ასე ნუ ამბობ, გეხვეწები.

- მოსმენა არავის უნდა, მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით. ჩემი სიმართლე კი ესაა,- დააკვირდა მის წინ დადებულ ოქროს ბეჭედს. ხმა წამით გაებზარა, ყელში ბოღმა მოაწვა, მაგრამ აღარ უტირია. თითქოს მის სხეულში ცრემლებიც კი აღარ დარჩენილიყო, ყველაფერი გუშინდელ ქარიშხალს წაელეკა. ეთუნა ნელა დაიხარა, მხრებზე ხელები მოხვია და შუბლზე თბილად აკოცა.

- არ ვიცი, ახლა რა უნდა გითხრა, ჩემო თაია... რა სიტყვამ უნდა გიშველოს ან ეს სიმძიმე შეგიმსუბუქოს,- ჩუმად, აკანკალებული ხმით აღიარა,- ყოველთვის მეგონა რომ როცა ამას გაგიკეთებდი, შენს ბედნიერ ღიმილს დავინახავდი.

დაუმაგრა თავზე თეთრი თავსაბურავი. ხმა ჩაუწყდა, ჰაერი აღარ ეყო. ნელა ჩამოუგორდა თაიას მარჯვენა ლოყაზე ცრემმლი, თითქოს ლავასავით აუწვა კანი.

- ძლიერი უნდა იყო, იქნებ არც ასეთი ცუდია ონისე შენთვის, როგორც გგონია.

- ტრაგედია ის კი არაა რომ ონისეს მივყვები,- უხეშად მოიწმინდა ცრემლი და ფეხზე წამოდგა,- ტრაგედია ისაა რომ ვიღაცის ცოდვებისთვის მე ვაგებ პასუხს.

უხეშად დაავლო ყვავილს ხელი.

- თაია...- წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ეთუნამ. კარი გაიღო. ორივე ერთდროულად შეტრიალდა. ზღურბლზე გულნარა იდგა. ქალს სახე მთლიანად შეცვლოდა, თითქოს ერთ ღამეში დაბერებულიყო. თვალები უაზრო ტირილისგან დასიებოდა, ხელები ნერვიულად, გაუჩერებლად უკანკალებდა. რამდენიმე წამს უსიტყვოდ, გაოგნებული უყურებდა საკუთარ შვილს, თეთრ კაბაში ჩაცმულს, გაფითრებულს, შიგნიდან ჩამქრალს.

და თითქოს იმ წამს, საკუთარი ნამოქმედარის ცქერისას, პირველად მიხვდა რა გაუკეთა საკუთარ სისხლსა და ხორცს.

- თაია...- ხმა მაშინვე გაებზარა, მუხლები აუკანკალდა,- მაპატიე... გთხოვ... მაპატიე, დედი რომ ასე მოხდა... სხვა გზა არ გვქონდა.

თაიას სახეზე მხოლოდ ის აუტანლად ცივი, სამარისებური სიმშვიდე ეფინა ნაკვთებზე, რომელიც გულნარას ყველაზე მეტად აშინებდა და გულს ტკენდა.

- ახლა უკვე გვიანია,- ჩუმად, ყოველგვარი ემოციის გარეშე თქვა ბოლოს. გულნარას გულამომჯდარი ტირილი აუვარდა, ხელი პირზე აიფარა.

- დედი... ხომ იცი, ხეობის წესი... სხვა გზა მართლა არ გვქონდა...- თაიამ ძალიან ნელა, დემონსტრაციულად აარიდა მზერა. თითქოს მისი ხმის გაგონებაც კი ფიზიკურად სტკენდა.

- აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. მორჩა,- გამჭოლი მზედრა ესროლა ქალს. სიტყვა ჰაერში გაუწყდა გულნარას,- თქვენ ისიამოვნეთ ქორწილით, იმიტომ რომ ჩემთვის ეს დღე დაკრძალვასავითაა.

- სიძე მოვიდა! ფიცხელაურები ეზოში არიან!- გაისმა ვიღაცის ხმა ქვემოდან.

ეთუნამ ინსტინქტურად, შეშინებულმა გადახედა თაიას. რამდენიმე წამს გაუნძრევლად, ქანდაკებასავით იდგა. მერე ძალიან ღრმად ჩაისუნთქა მთის ცივი ჰაერი და ნელა, ამაყად წამოდგა ფეხზე. თეთრი კაბის კალთა მსუბუქად, შრიალით შეეხო ცივი ქვის იატაკს. გულნარამ ხელი უნებურად მისკენ გასწია, თითქოს შეხება უნდოდა, უკანასკნელად ჩახუტება და გამომშვიდობება, მაგრამ თაიამ ისე ცივად აუარა გვერდი, თვალიც არ გაუყოლებია მისი აკანკალებული ფიგურისთვის. ეს უსიტყვო გაუცხოვება გულნარასთვის ნებისმიერ დარტყმაზე უფრო მძიმე და სამუდამო სასჯელი აღმოჩნდა.

ვიწრო, ბნელ კიბეებზე ჩასვლისას, ყოველი ნაბიჯი უფრო და უფრო უმძიმდებოდა თაიას, თითქოს სახრჩობელაზე ადიოდა. ქვემოდან უკვე გარკვევით ისმოდა შეკრებილი ხალხის ყრუ ჩურჩული, ასობით ცნობისმოყვარე თვალის მზერა და მოლოდინი. მთელი სახლი ძველი, სასტიკი წეს - ჩვეულებების სუნით გაჟღენთილ დილას ეეგებებოდა. როცა თაია სახლის ზღურბლს გასცდა და ცივ ეზოში გავიდა, უკვე მიხვდა რომ უკან დასახევი გზა არარ ჰქონდა. რომ უკვე არცერთ მხარეს არ ეკუთვნოდა, რომ უკვე საკუთარი თავიც კი დაკარგული ჰქონდა.

იქ შეკრებილი ყველა ადამიანი წამით გაქვავდა, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მთელი შატილი, ცოცხალი თუ მკვდარი კოშკები, თითქოს ერთიანად მას მიაშტერდა. ეზოს შუაგულში, თავის დიდებულ შავ ცხენთან, კლდესავით უძრავი ონიესე ფიცხელაური იდგა. ჩოხა - ახალუხში გამოწყობილი, წელზე ვერცხლის ხანჯლით, ისე მედგრად უყურებდა მომავალ პატარძალს, თითქოს მზად იყო, მთელი სამყაროს რისხვა მარტოს აერიდებინა მისთვის. ის ელოდებოდა. თავის ბედისწერას, თავის უდიდეს ტკივილსა და იმედს. იქ შეკრებილნი წამით გაქვავდნენ. სრული, მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა ხეობაში. მ

ეზოს შუაგულში, თავის დიდებულ შავ ცხენთან, კლდესავით უძრავი ონისე ფიცხელაური იდგა. ჩოხა - ახალუხში გამოწყობილი, წელზე ვერცხლის ხანჯლით, ისე მედგრად უყურებდა მომავალ პატარძალს, თითქოს მზად იყო მთელი სამყაროს რისხვა და ხეობის სიმძიმე მარტოს აერიდებინა მისთვის. ის ელოდებოდა, თავის ბედისწერას, თავის უდიდეს ტკივილსა და ერთადერთ იმედს. თაია კიბის ბოლო საფეხურზე გაჩერდა. ცივმა ქარმა თეთრი თავსაბურავის ბოლოები უხეშად შეურხია. რამდენიმე წამს მხოლოდ უყურებდნენ ერთმანეთს. არცერთს არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ სამარისებურ სიჩუმეში იმდენი დაუმთავრებელი სიტყვა, წყენა და აკრძალული გრძნობა იდგა, იქ შეკრებილ ხალხს სუნთქვაც კი აღარ ახსოვდა. მერე ონისე ძალიან ნელა დაიძრა მისკენ. თაიას გული გამალებით უცემდა. ონისე მის წინ გაჩერდა. ახლოდან კიდევ უფრო საშიში და მიუწვდომელი ჩანდა, მაღალი, მძიმე მხრებით, შავი თვალებით, რომლებშიც ამ დილით უცნაური, თითქმის მტკივნეული სინაზე ჩასახლებულიყო.

ფიცხელაურმა ხელი ნელა გაუწოდა. თაიამ რამდენიმე წამს უყურა მის დიდ მტევანს. მერე თავისი გაყინული თითები მის ხელში ჩადო. ხალხში დაბალი, შეკავებული ჩურჩული აგორდა. ონისემ ხელი ისე მყარად მოუჭირა, თითქოს ეშინოდა, თუ გაუშვებდა, ეს თეთრი ფიგურა ნისლივით გაქრებოდა შატილის ორღობეებში. არაბული ცხენისკენ წაიყვანა. წესისამებრ, პატარძალი სიძის ცხენზე უნდა ამხედრებულიყო. კაცმა ჯერ თვითონ მოკიდა ლაგამს ხელი, მერე კი საოცარი, მოულოდნელი სიფრთხილით მოეჭიდა თაიას წელზე და უნაგირზე შესვა. მარდად მოქაჩა ლაგამი თავად და წინ წაუძღვა. წინ კაცები მიდიოდნენ, მუქ ჩოხებში გამოწყობილები. მათ უკან ქალები მიჰყვებოდნენ, თეთრ თავშალებში მგლოვიარეებივით გახვეულები. ხეობაში ხანდახან მრავალხმიანი სიმღერის მძიმე ნაკადი აგორდებოდა, მაგრამ ქარი მალევე ფანტავდა ნაწყვეტებს და ისევ დუმილი ფარავდა ყველაფერს.

სალოცავი სოფლის ზემოთ, ამაღლებულ კლდეზე იდგა. ძველი, უხეში ქვით ნაგები, საუკუნეების ქარსა და დიდთოვლობას გაძლებული ხატი. პროცესიას წინ მედგრად მიუძღოდა მამაკაცი, რომელსაც ხატის წმინდა დროშა მიჰქონდა. მის ძველ, ნაქარგ ქსოვილზე ასხმული პატარა ვერცხლის ზარები და ნაჭედი მონეტები ხალხის დინჯ ნაბიჯებზე რიტმულად წკრიალებდნენ. ნისლიან ხეობაში ეს წკრიალი უცნაურად, სათუთად ისმოდა - მთაში ეს ხმა ყოველთვის დიდ სალოცავ რიტუალსა და დღესასწაულს მოასწავებდა, თუმცა დღეს თაიასთვის ის უფრო განაჩენის გუგუნს ჰგავდა. ჰაერი კიდევ უფრო გაცივდა, გათხელდა. ზემოდან მთელი ხეობა ხელისგულივით ჩანდა, ნისლში ჩაძირული კოშკები, არღუნის მუქი, გველივით დაკლაკნილი ხაზი და პირქუში მთები, რომლებიც ამ ქორწილს უხმოდ დაჰყურებდნენ.

ხუცესი უკვე ზღურბლთან ელოდებოდათ.

ხალხი ჩუმად, ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულიყო. ონისე პირველი ჩამოხტა ცხენიდან, მერე თაიას გაუწოდა ხელი. ქალი რამდენიმე წამს ყოყმანით უყურებდა კაცს, მერე კი ისევ ჩადო თავისი ნატიფი ხელი მისაში. სალოცავში შესვლისას ცვილის სანთლების სუნი და საკმევლის მძიმე, მახრჩობელა კვამლი შემოეგებათ. ცივ ქვის კედლებზე მოციმციმე ალი მოუსვენრად ცეკვავდა. თაიას თავი დაუმძიმდა, საფეთქლები აუტოკდა. გულში უცნაური, ყრუ სიცარიელე ჰქონდა, თითქოს საკუთარი სხეულის გარედან, სრულიად უცხო ადამიანივით უყურებდა ყველაფერს. ხუცესის ხმა ნელა გაისმა დაბალ ჭერქვეშ. ძველი ლოცვები დაიწყო. ხალხმა ერთხმად გადაიწერა პირჯვარი. ეთუნა იქვე, გვერდით იდგა და თვალებიდან ჩუმად მოსდიოდა ცრემლები, მოსე კი ხელს ძლიერად უჭერდა, ცოლს ანუგეშებდა. აბდულა ამაყად, წელში გამართული იდგა. გულნარა კი შორს, კედელთან მიყუჟულიყო. გაფითრებული, დამსხვრეული, საკუთარ შვილს თვალს ვერ უსწორებდა.

მერე დადგა ის გადამწყვეტი წამი. ხუცესმა წმინდა სანთლები აღმართა და ხატის სასმისი აკურთხა.

ონისემ ერთხელ გადახედა თაიას. ქალს თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, მაგრამ როცა ხუცესმა მათი ხელები ერთმანეთს გადააჯვარედინა, თაიამ თითებით მოუჭირა. ონისემ მაშინვე იგრძნო მოძრაობა და თავისი თბილი ხელი უფრო მყარად, საიმედოდ შემოხვია, თითქოს ჩუმად ეუბნებოდა „აქ ვარ, არ გაგიშვებო".

- შეერთდნენ მონანი ღმრთისანი...- გაისმა ხუცესის მძიმე, მჭექარე ხმამაღალი სიტყვები,- და იყვნენ ორნი ერთ ხორც...

თაიას სუნთქვა შეეკრა, გული უცნაურად დაუმძმდა. გრძნობდა ონისეს სხეულის სითბოს, მის მშვიდ სუნთქვას, მისი თითების მამაკაცურ ძალას საკუთარ ხელზე და ამ ყველაფერზე მეტად ის აშინებდა რომ ამ კაცის სიახლოვე უკვე აღარ იწვევდა მხოლოდ სიძულვილს. ხუცესმა ბეჭდები ხატის ვერცხლის სასმისზე გადაატარა, დალოცა და წყვილს გაუწოდა. ონისემ ოქროს ბეჭედი ძალიან ნელა, მოკრძალებით გაუკეთა თითზე. ხელები უთრთოდა. მხოლოდ თაიამ შენიშნა ფიცხელაურის ეს ფარული მღელვარება. მერე თაიას ჯერიც დადგა. ქალმა ბეჭედი ძლივს დაიჭირა, რამდენიმე წამით ჰაერში გაუშეშდა ხელი. ონისე უხმოდ უყურებდა, თვალს არ აშორებდა. არც აჩქარებდა, არც აიძულებდა, უბრალოდ ელოდებოდა, როგორც მთელი ცხოვრება ელოდა ამ წამს. ბოლოს თაიამ ღრმად ჩაისუნთქა და ბეჭედი თითზე ჩამოაცვა. სალოცავში შვების ჩურჩული აგორდა. ვიღაცამ „დიდება ღმერთსო" ჩაილაპარაკა. ხუცესმა კი ბოლოს ჯვარი გადასახა მათ.

- ამიერიდან ცოლ - ქმარი ხართ ღვთისა და ხალხის წინაშე,- იმ წამს გარეთ ქარმა გაავებით დაჰქროლა, კლდეს მიეხეთქა. სანთლის ალები შეკრთნენ, აციმციმდნენ და თაიამ პირველად იგრძნო მისი ძველი, თავისუფალი ცხოვრება მართლა დასრულდა.

ლოცვისა და რიტუალის დასრულების შემდეგ, ხალხი ნელ - ნელა, ხმის ამოუღებლად გამოვიდა სალოცავის ცივი თაღებიდან. პირველად ონისე გამოვიდა, მერე თაია გამოიყვანა ხელით. მთის მზერა მძიმე იყო, ყველას თვალებში სრულიად განსხვავებული რამ იკითხებოდა. ზოგის გამოხედვაში დიდი შვება იდგა, თითქოს ფიქრობდნენ: „მორჩა, ძველი სისხლი გაშრა, ხეობაში ომი დასრულდაო", ზოგისაში კი უსაზღვრო, მწარე სინანული. ყველამ კარგად იცოდა რომ ეს თეთრებში გამოწყობილი, გაფითრებული პატარძალი ბედნიერ ქალს საერთოდ არ ჰგავდა. სადღაც ახლოს მოსესთან ერთად იდგა მათი პატარა და ქრისტა ფიცხელაური, ყურებამდე იღიმოდა. ტაშის დაკვირსგან უკვე ხელებოც კი გასწიტლებოდა.

- ძალიან ლამაზები არიან,- გაუღიმა ძმას ქრისტამ,- მაგრამ ეს ჩემი ძმა რატომ დადის სულ დაბღვერილი.

- ჯერ ვერ გაუაზრებია თვითონაც მემგონი,- გადმოსძახა მოსემ და ისევ თავის ცოლს მიუბრუნდა. გვერდით გადგა ქრისტა, დედამის ამოუდგა და ყვავილის ფურცლების სროლა დაიწყო ახალგაზრდებთან ერთად. თუმცა არ გამოჰპარვია მის თვალს სალოცავის უკან მდგარი ქერა თმიანი ბიჭი - თედო ოქროპირიძე. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, იფიქრა ხომ არ მომეჩვენაო, თუმცა სხეული არ გამქრალა. მერე გვერდით გადაიწია და ბრბოს მოსცილდა. ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო, ჩასწითლებდა სრულად თვალები. მზერას ვერ აცილებდა ეკლესიიდან გამოსულ წყვილს. მერე უცებ მზერა მოარიდა ყველას, ჯიბიდან რაღაც ამოიღო და როგორც კი მაღლა ამოიხედა მაშინვე შეეფეთა ქრისტას ლურჯი თვალები. შეკრთა ფიცხელაური, უკან დაიხია იმდენად დაჟინებული მზერა ჰქონდა თედოს. თვალები რამდენჯერმე დაახამხამა, უკან დაიხია თედომაც, მერე გატრიალდა და აორთქლდა იქიდან.

- ის ბიჭი ვინ არის?- ჰკითხა ეთუნას და თედოსკენ გაახედა.

- ვინ?- გაიხედა იმ მიმართულებით ეთუნამაც და მაშინვე იცნო ოქროპირიძის ხვეული თმები,- თედო? ჩვენი მეზობელია. რა მოხდა?
- არა, არაფერი,- შეიშმუშნა ქრისტა და ისევ გვერდით ამოუდგა.

სალოცავის ეზოში აბდულა გამოვიდა წინ. მოხუცი ამაყად, წელში გამართული იდგა თავისი შავი ჩოხითა და მკაცრი, დროისგან დაღარული სახით. ხელში პატარა, ნაჭედი ვერცხლის თასი ეჭირა, რომელიც პირთამდე იყო სავსე მწარე, მთის ჟიპიტაურით. ახალდაქორწინებულებს სალოცავის კარზე ერთობლივად უნდა დაელიათ სასმისი, ეს კავშირის საბოლოო ბეჭედი იყო. აბდულამ თასი ჯერ ონისეს გაუწოდა. კაცმა ვერცხლს ხელი მყარად მოჰკიდა, ხატს თვალით შეავედრა თავისი ხვედრი. მცირე ყლუპი მოსვა და მერე თასი ნელა, მოკრძალებით მიაბრუნა თაიასკენ. მთელი ხეობა სუნთქვაშეკრული, გაფითრებული უყურებდა მათ. თაიას თითები ოდნავ უკანკალებდა, როცა ცივ, ნაჭედ ზედაპირს შეეხო. რამდენიმე წამით ხელი ჰაერში გაუშეშდა, თითქოს წინააღმდეგობას უწევდა საკუთარ ბედს, მერე კი მაინც ასწია და ბაგეებს შეახო. სასმლის სიმწარემ ყელი დაუწვა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სიმწარესთან შედარებით, გულში რომ უდუღდა.

ხალხში კმაყოფილი, ყრუ გუგუნი გაისმა.

- დასრულდა...

- ფიცი აღსრულდა, ხატმა ისმინა...- იმავე წამს, მოხუცმა ქალებმა თაიას თავზე დიდი, სუფთა თეთრი ტილო გაშალეს, ეს ძველი, თითქმის სასტიკი ნიშანი იყო იმისა რომ ამიერიდან ის სხვა კერას, სხვა ჭერს, ფიცხელაურების გვარს ეკუთვნოდა. თაიამ მკაფიოდ გაიგონა დედის ტირილი, გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში იგრძნო მისი სინანული, მაგრამ უკან არ შებრუნებულა. იცოდა, თუ ახლა დედას თვალებში შეხედავდა, ან იქვე, ხალხის წინაშე ატირდებოდა, ან საერთოდ ვეღარ გადადგამდა ვერცერთ ნაბიჯს. ონისემ კი გვერდულად გადახედა გულნარას. დაინახა, როგორ იდგა დამსხვრეული და საცოდავად დაპატარავებული საკუთარი დანაშაულის წინაშე. ფიცხელაურმა პირველად იგრძნო რომ ამ ოცი წლის წინანდელმა პირობამ მარტო თაიას ცხოვრება კი არ გადათელა, არამედ ყველაფერი ნაცრად აქცია ირგვლივ.

კაცებმა თოფები აღმართეს და ჰაერში ერთდროულად გაისროლეს. მკვეთრმა, მჭექარე ხმამ ხეობა ერთიანად შეაზანზარა და დააყრუა. ძველი ხევსურული ქორწილის ნიშანი იყო ეს მშვიდობის, ახალი ძალისა და გვართა შორის მყარი კავშირის დასტური. დაფრთხალი ცხენები აფორიაქდნენ, ჩლიქებს ქვაზე აბაკუნებდნენ. ნისლიან მთებში ექოდ, დიდხანს და მრისხანედ გაიწელა გასროლის ხმა. სწორედ ამის შემდეგ დადგა ყველაზე მძიმე, თითქოს შეუძლებელი ნაწილი, პატარძალი უკვე ქმრის ოჯახში, უცხო და პირქუშ სახლში უნდა გადაეყვანათ. იქ გაგრძელდებოდა ყველანაირი ქეიფი და გართობა. თაიას სხეული ერთიანად დაეძაბა, ქვაზე მყარად იქცა. ეთუნა მაშინვე მიუახლოვდა, ხელები ძლიერად, სასოწარკვეთით მოჰხვია მხრებზე.

- მაპატიე...- ჩურჩულით ამოიტირა,- ღმერთო, მაპატიე, რომ ასე მოხდა... ყველაფრის გამო...

თაიამ პირველად შეხედა მეგობარს იმ დილის შემდეგ და სწორედ ეთუნას ატირებული, გულწრფელი სახის დანახვაზე იგრძნო, როგორ მოაწვა ყელში მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაგროვები, მახრჩობელა ტკივილი.

- შენ არაფერ შუაში ხარ, ჩემო ეთუ... შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ,- ძლივს ამოთქვა ხავერდოვანი ხმით. ეთუნას ხელახლა აუვარდა ტირილი. ონისე რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით იდგა, ცხენის აღვირი ეჭირა ხელში. არ ერეოდა ქალების გამომშვიდობებაში, უბრალოდ, დიდი მოთმინებით ელოდებოდა. თითქოს გრძნობდა ეს უკანასკნელი წამები იყო, როცა თაია ისევ არაბულების კოშკს, თავის ძველ ოჯახსა და უდარდელ ბავშვობას ეკუთვნოდა. მერე ელიზბარი ისევ წინ გამოვიდა, ჩოხის კალთები შეიბერტყა და მოკლედ თქვა.

- დროა,- მხოლოდ ერთი სიტყვა იყო, მაგრამ ამ სიტყვამ თაიას გულში ბოლო ილუზიაც ჩაამსხვრია. ონისე ძალიან ნელა მიუახლოვდა, ხელი გაუწოდა. თაიამ დახედა იმ ძლიერ, დიდ მტევანს. იმ კაცს, რომელიც ერთდროულად მისი ყველაზე დიდი უბედურებაც იყო და ერთადერთი ადამიანიც ამ ქვეყანაზე, ვისაც ახლა მისი დაცვა მთელი არსებით უნდოდა. რამდენიმე წამს მთელი ხეობა გაყინული ელოდა მის მოძრაობას. მერე თაიამ საკუთარი გაყინული თითები ისევ მის ხელში ჩადო. ონისემ მაშინვე მოუჭირა მტკიცედ, მაგრამ საოცრად სათუთად.

ცხენი ნელა, მძიმედ დაიძრა დაღმართზე.

თაიამ უკან მოიხედა. არაბულების სახლი ნისლში იძირებოდა. გულნარა კართან ჩაკეცილიყო და მიწას დაჰყურებდა, ელიზბარი თავჩახრილი იდგა, ეთუნა კი ხელების ქნევით აცილებდა შორს, ნისლში მიმავალ თეთრ კაბას. სახლში მისულს აუცილებლად ნახავდა, თუმცა ძალიან უჭირდა ამ სცენის დანახვა. სადღაც შორს, მუხის ხის ძირში თედო ოქროპირიძე იდგა აწითლებული თვალებით, შორიდან აცილებდა საყვარელ ქალს.

* * *

ფიცხელაურების სახლში დიდი, ხმაურიანი ზეიმი მძვინვარებდა. ონისეს მამას, ჭაბუკა ფიცხელაურს, ეზოში უზარმაზარი, ძველებური სუფრა გაეშალა, როგორც ეკადრებოდათ.

მთელი ეზო ხალხით იყო გადაჭედილი, ზოგი შატილიდან ჩამოსულიყო, ზოგი მეზობელი ხეობებიდან. კაცები სუფრის თავთან მყარად ისხდნენ, ხმამაღლა, ბოხი ხმებით საუბრობდნენ და ტყვიისფერ ყანწებს ერთმანეთს აწვდიდნენ. ქალები ნაირ - ნაირ კერძებს ეზიდებოდნენ, ბავშვები ხალხში ჩრდილებივით დაძვრებოდნენ, სადღაც, შორს, კუთხეში კი მძიმე მრავალხმიანობა გაბმულიყო. ქეიფი დილამდე, გათენებამდე გაგრძელდებოდა.

- ონისე,- მოესმა ფიცხელაურს დათუას ხმა,- ერთი წუთით შეიძლება?

- რა ხდება?- წამოდგა ფეხზე ონისე და გვერდით გავიდა,- მშვიდობაა?

- ყველამ ვიცით ამ ქორწილის ნიადაგი,- მიახალა უცებ ცერემონიების გარეშე,- თაიას ამბავიც იცი. მე რომ რამე შემძლებოდა წამითაც არ დავფიქრდებოდი ისე გავაუქმებდი ამ ქორწილს.

- დათუა…

- არა, მომისმინე ბოლომდე,- გააწყვეტინა ისევ,- ჩვენ ერთად გავიზარდეთ იმ გაჭირვებასა და ტკივილში, რაც ჩვენს ოჯახს გადახდა. მე ჯერ კიდევ არ დამვიწყებია წარსული და არც ის დამავიწყდება არასდროს, როგორ მისტიროდნენ დედაჩემი და ბიცოლაჩემი თავიანთ ქმრებს. ვერც ერთი ფიცი და ქორწილი ვერ დამავიწყებს იმ ფაქტს რომ დღეს მამა არ მყავს გვერდით, თაიასაც... მაგ იარას ჩემს გულში ვერანაირი თქვენი ფიცი და დაპირება.
დათუამ ნაბიჯი გადადგა წინ, სახე დაეჭიმა და ხმაში ბოღმა გაერია, როცა თაიასკენ გაიხედა.
- ის რომ დღეს თაიამ ამ ფიცის აღსრულება ისურვა და შენი ცოლობა ამჯობინა, საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ შენი გახდა!- მიახალა მკაცრად, კბილებში გამოცრით. - ვფიცავ ყველაზე წმინდას, თუ შენგან წამოსვლა მოინდომოს და ეგ არ ასრულდეს. ხმა რომ არ ამოვიღე და ეგ ბეჭედი თითზე გაგაკეთებინე, მაგისი სინანული დღემდე უდიდესი მაქვს გულში. მამაჩემის სულს ვფიცავ, თუ თაიასგან ერთ სიტყვას, ერთ საყვედურს ან წამოსვლის სურვილს გავიგებ, თუნდაც ახალი, საუკუნოვანი ომი დაიწყოს და მთელი ხეობა თავზე დაგვემხოს, ჩემი ხელით წამოვიყვან აქედან! არაფერი შემაჩერებს, გესმის? არაფერი!
- ჩვენ ყველა ჩვენ წილ ვალდებულებებს ვასრულებთ,- გაისმა ონისეს მშვიდი ხმა,- გარწმუნებ რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხევსურს ენდომება. და კიდევ…

მიიქცია ისევ დათუას ყურადღება.

- ჩვენი გვარების ისტორია ორივემ კარგად ვიცით, დათუა, არაკაცივით არ მოვიქცევი და ისეთ ქალს გვერდით არ გავიჩერებ ძალით, ვისაც ჩემთან ყოფნა არ უნდა,- მხარზე ხელი შემოადო ბიჭს,- ჩემი ხელითვე მოგიყვან უკან.

- გაკვირდები იცოდე,- ნიშნის მოგებით გადახედა ფიცხელაურს და საკუთარ მაგიდას დაუბრუნდა. ყველა ერთობოდა, ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ თაიას იქ ყოფნის არც სურვილი ჰქონდა და არც ძალა დარჩენოდა.

დიდ, ხმაურიან სუფრასთან, ონისეს გვერდით იჯდა. თეთრი, შალის კაბა სხეულზე ლოდივით დამძიმებოდა, ნაქარგი თავსაბურავი საფეთქლებს უჭერდა და თავს უხეთქავდა, გარშემო არსებული ჰაერი კი თამბაქოს კვამლითა და ალკოჰოლის სუნით იმდენად გაჟღენთილიყო რომ სუნთქვა უჭირდა. წინა დღიდან, იმ საბედისწერო საღამოდან მოყოლებული, ლუკმა არ ჰქონდა გადაყლაპული. არც წყალი დაელია წესიერად და ახლა გრძნობდა, როგორ ეწვოდა მთელი სხეული შინაგანი, მწველი სიცხისგან. ხალხის აზელილი ხმები ყრუდ, უცნაურ ერთფეროვნებად ირეოდა მის გონებაში, გარემო კი თვალწინ ნელ - ნელა, შავად ებინდებოდა.

- კარგად ხარ?- ჩუმად, მხოლოდ მისთვის გასაგონად გადაულაპარაკა გვერდით მჯდომმა ონისემ. კაცის ხმაში ფარული შფოთვა იგრძნობოდა,- სახეზე ფერი საერთოდ არ გადევს.

- კარგად ვარ...- თავი დაუქნია, თუმცა საკუთარი ხმაც კი ყურებში უცხოდ, შორეულ ექოდ ჩაესმა.

- არაფერი გიჭამია, არა?- თაიამ პასუხის გაცემა ვეღარ შეძლო. ზუსტად იცოდა, თუ კიდევ ერთ ხმამაღალ სიტყვას, კიდევ ერთ სადღეგრძელოს ან თოფის გასროლას გაიგონებდა, იქვე, სუფრაზე ჩაიკეცებოდა. უღონოდ გადახედა ეთუნას, რომელიც ცოტა მოშორებით, მოსეს გვერდით იჯდა. მეგობარმა მაშინვე შეამჩნია მისი ჩაქსოვილი, უსიცოცხლო გამოხედვა და წამში დაიძაბა.

- სახლში მინდა შესვლა...- ძლივს ამოთქვა თაიამ და ტუჩები გაუშრა.

- დაგეხმარები,- წამოიწია ეთუნა. თაიაც შეეცადა ფეხზე ადგომას, სუფრის კიდეს ჩაეჭიდა, მაგრამ როგორც კი წამოიწია, საკუთარი სხეულიც ვეღარ ზიდა.

ქალი, რომელიც ერთ დროს მთელი გვარის სისძულვილს და შურისძიებას ატარებდა თან, ახლა საკუთარ სხეულსაც ვეღარ ეზიდებოდა. მუხლები ერთიანად მოეკვეთა, ძვალი და რბილი გამოეცალა. სხეული უმწეოდ, წინ გადაუვარდა და მხოლოდ იმან გადაარჩინა მიწაზე უხეშად დანარცხებას რომ ინსტინქტურად ონისეს მკლავს ჩააფრინდა.

- რატომ ჯიუტობ,- ამოიოხრა ონისემ და ხელი მოჰკიდა.

- მე თვითონ,- თითქოს სცადა შეწინააღმდეგება, თუმცა აზრი აღარ ჰქონდა. ხელი ზურგზე მოჰხვია, მეორე მუხლების ქვეშ შეუცურა და ჰაერში აიტაცა. თაიას სუნთქვა შეეკრა, გული გაუჩერდა. ინსტინქტურად, წონასწორობის შესანარჩუნებლად, კაცის ფართო მკერდსა და საყელოს ჩაეჭიდა. სახლისკენ დაიძრა ფიცხელაური, საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ხალხის ღრიანცალსა და შეძახილებს.

- ძალიან ცუდად ხარ,- თქვა ჩუმად, აშკარა ბრაზნარევი ტონით,- აქამდე რატომ არაფერი თქვი? რას უცდიდი?

- ყველა... ყველა ჩვენ გვიყურებს...- ძლივს ამოიჩურჩულა თაიამ და თვალები დაეხუჭა.

- ფეხებზე ახლა ყველა,- ისეთი მტკიცე, შეუვალი ტონით თქვა კაცმა, რომ თაიას გული მკერდში უცნაურად, აქამდე უცნობი რიტმით შეეკუმშა. ეზოდან კვლავინდებურად აღწევდა ხალხის ხმამაღალი შეძახილები, თამბაქოს ბოლში აზელილი სიცილი და სასმისების ყრუ ჭახუნი. ვიღაცამ ისევ უხეშად იხუმრა, რასაც რამდენიმე კაცის გულიანი, მჭექარე ხარხარი მოჰყვა, მაგრამ ონისე ისე მიაბიჯებდა სახლისკენ, თითქოს მისთვის ეს ხმაური საერთოდ აღარ არსებობდა. თაიას თავი უღონოდ მიჰყუდებოდა კაცის ფართო მხარს. გოგონა გარკვევით გრძნობდა მისი სხეულის სიმხურვალეს, ჩოხის უხეშ ქსოვილს და მისი გულის მძიმე, საოცრად მშვიდ რიტმს. ეს ყოველივე, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, უცნაურად ამშვიდებდა კიდეც, მიუხედავად იმისა რომ საკუთარ თავზე საშინლად ბრაზდებოდა ამ უნებლიე სიმშვიდის გამო.

კართან მისულმა ონისემ ფეხით მძიმედ შეაღო.

ოთახში შემოსვლისთანავე საამური სიჩუმე და კერის თბილი ჰაერი შემოეგებათ. გარეთ ატეხილი ღრიანცალი აქ მხოლოდ ჩახშობილ, შორეულ ექოდ თუ აღწევდა. საწოლზე ჩამოსვა. ონისე მის წინ ჩაიმუხლა. ახლოდან, კერის მბჟუტავ შუქზე, კიდევ უფრო მეტად დაძაბული და შეშფოთებული ჩანდა.

- შემომხედე,- თქვა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით. თაიამ ძლივს გაახილა თვალები. ხელი წაიღო ონისემ სახისკენ, თუმცა მიკარება ვერ გაბედა. ახლოს მისწია კანთან თითები, არც იყო შეხება საჭირო, ისედაც იგრძნობოდა რამდენად ცხელი იყო.

- მგონი სიცხე გაქვს.

- არაფერი მჭირს...- თავი მკვეთრად გასწია თაიამ,- დამანებე თავი. წადი, ჩადი დაბლა, ხალხთან.

ონისე რამდენიმე წამს სრულიად გაუნძრევლად იდგა მის წინ. კერის ალი მის სახეზე მკაცრ, ბნელ ჩრდილებს ხატავდა. თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა დარჩენილიყო, თუ მართლა გასულიყო და მარტო დაეტოვებინა ეს აბობოქრებული ქალი. მერე ძალიან ნელა, მძიმედ ჩაისუნთქა მთის ცივი ჰაერი.

- ვერ დაგტოვებ ასე.

- რატომ?- თვალები ძლივს გაახილა თაიამ, თუმცა მის ჩახლეჩილ ხმაში ისევ ის ყინულივით ცივი სიამაყე იდგა,- ეს ქორწინება არაფერს ცვლის ჩვენს შორის, ეს ხომ იცი, არა?

გაჭრვებით გაეღიმა.

- ისევ ისე ძალიან ვერ გიტან,- თაიამ თვალები აარიდა, ვეღარ გაუძლო მის პირდაპირ მზერას. სხეული ისე საშინლად სტკიოდა. თავში მძიმე, გაუჩერებელი ზუზუნი ჰქონდა, შალის თეთრი კაბა კი უკვე აუტანლად აწუხებდა და სხეულს უფუთქავდა.

- ესენი უნდა გაიხადო,- უფრო რბილად, თითქმის მუდარით თქვა,- თორემ უარესად გახდები, სიცხე უფრო აგიწევს.

თაიას ფერმიხდილ ლოყებზე უცებ მკაცრმა ალმურმა გადაჰკრა.

- ჩემით... გავართმევ თავს.

- ხევსურო...

- უბრალოდ... ცოტა ხნით მარტო დამტოვე. ჰაერი არ მყოფნის,- ტონს ოდნავ აუწია, დაინახა წამით თვალებში რაღაც როგორ გაუკრთა ონისეს,- გთხოვ.

დაამატა ბოლოს. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ონისე რამდენიმე წამი გაუნძრევლად იდგა მის წინ. ისეთი სახით უყურებდა, თითქოს უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ საკუთარ თავს ძალით აჩერებდა. მერე ძალიან ნელა დაუქნია თავი.

- თუ ცუდად გახდები... დამიძახე,- დაამატა ბოლოს,- მე თუ არა, ეთუნას მაინც.

თაიას უნდოდა ეთქვა რომ მისი დახმარება არ სჭირდებოდა, რომ ამ სახლში სიკვდილი ერჩივნა მის მზრუნველობას, მაგრამ ხმა ვეღარ ამოიღო. ძალა აღარ ეყო სიამაყისთვის. მხოლოდ მორჩილად დახუჭა თვალები. ონისემ ეს მოძრაობა ჩუმ თანხმობად მიიღო. ძალზე ფრთხილად, სათუთი მოძრაობით გადასწია თეთრი თავსაბურავის მძიმე ბოლოები, რომლებიც სახეზე ეკვროდა და სუნთქვას უხუთავდა, მერე კი ფეხზე წამოდგა. კართან მისულმა, სახელურზე ხელდადებულმა, კიდევ ერთხელ მოიხედა უკან. თაია უკვე მთლიანად მისუსტებულიყო საწოლზე, თეთრი კაბის კალთებში ჩაკარგულიყო.

- ცოტახანში გამოვუშებ ეთუნას ან ქრისტას, რამეს მოგიტანენ რომ ჭამო.

- არ მინდა...- ონისეს მკაცრ ტუჩებზე ამ დროს სუსტი, თითქმის უხილავი და სევდიანი ღიმილი გაკრთა.

- თხოვნა არ ყოფილა ეს, ხევსურო,- მერე კარი ჩუმად, უხმოდ გაიხურა და გარეთ გავიდა. ოთახში კი მხოლოდ კერის მბჟუტავი სითბო, თაიას გახშირებული, ცხელი სუნთქვა და შორიდან, ნისლიდან შემოსული ხევსურული ქეიფის მიმქრალი ხმები დარჩა. თაია დიდხანს იწვა გაუნძრევლად, თვალებდახუჭული, თუმცა ძილი ახლოსაც არ ეკარებოდა. თეთრი, უხეში კაბა ყელში აჭერდა და ახრჩობდა. ნაქარგი თავსაბურავი საფეთქლებს უგლეჯდა. იმის გააზრება რომ სხვის სახლში, სხვის საწოლში იწვა ჭკუიდან შლიდა. ტვინი ყოველ წუთას გამაყრუებელ ზარებს უგზავნიდა. მძიმედ, გატანჯულმა ამოისუნთქა და საწოლზე წამოჯდა. თავბრუ დაეხვა. რამდენიმე წუთი თვალდახუჭული, გაშეშებული იჯდა, სანამ აბობოქრებული ოთახი ისევ დალაგდებოდა მის თვალწინ. მერე ძალიან ნელა, უღონოდ წამოდგა ფეხზე. თეთრი კაბის მძიმე კალთა იატაკზე გადაეშალა. სარკესთან მივიდა და დიდხანს, უაზროდ უყურებდა საკუთარ აჩრდილს. მერე, ზურგისკენ წაიღო ხელები და კაბის ღილების გახსნა სცადა. პირველი გაიხსნა. მეორეც დაემორჩილა. მესამეზე კი თითები აება, გაუშეშდა. სუნთქვა უფრო მეტად დაეძაბა. კიდევ სცადა, მაგრამ აკანკალებული ფრჩხილები ერთმანეთს ედებოდა. ჯიუტი ღილი არაფრით ემორჩილებოდა.

- ჯანდაბა...- აღმოხდა ჩუმად, გაბზარული ხმით. ისევ მოქაჩა ქსოვილი. ამჯერად უფრო უხეშად. მწარე ტკივილმა დაუარა გაყინულ თითებში. ეს წყეული კაბა თითქოს შეგნებულად არ აძლევდა თავისუფლების საშუალებას. თაიას სუნთქვა გაუხშირდა, ცხელი ალმური აუვარდა სახეზე. ნერვები ნელ - ნელა, საბოლოოდ ეშლებოდა. კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მოძრაობა, მაგრამ ღილი ისევ არ გაიხსნა.

გონებადაბინდულმა დაიწყო იქვე, კარადის უჯრებში ქექიალი, ონისეს ოთახში ყველაფერი იდეალურად იყო დალაგებული. უამრავი უჯრა იყო, სადღაც ბოლოში ეგდო შავი მაკრატელი. ხელი დაავლო. რამდენიმე წამს უბრალოდ, გიჟური მზერით უყურებდა ცივ ლითონს. მერე ერთიანად, მთელი ძალით მოქაჩა ქსოვილი და მაკრატლით. კაბა უხეშად გაჭრა, დარჩენილი ქსოვილი კი ერთი ხელის მოქაჩვით ჩახია. ხმამ ოთახში მრისხანედ გაიჟღერა. თაიას მკერდიდან მძიმე, ხშირი სუნთქვა აღმოხდა. გახეული კაბა მხრებიდან უღონოდ ჩამოცურდა, თუმცა ნანატრი შვება მაინც ვერ იგრძნო. თითქოს რაღაც უხილავი მარყუჟი ისევ უჭერდა ყელზე. თვალები ნელა, შიშით ასწია სარკისკენ. იქვე, სკამზე დადებული შავი მაისური გადაიცვა დასუსტებულ სხეულზე. მერე თავსაბურავს მიადგა. თეთრი ქსოვილი ისევ მყარად ჰქონდა თავზე შემოხვეული. ფრთხილად შეეხო. ერთი სამაგრი მოხსნა. მეორე ვერა. თითები საშინლად უკანკალებდა. უცხო ქსოვილი თმებში ისე ჩახლართულიყო, ვეღარ არჩევდა, რა იყო მისი და რა ნაჭერი. გაბრაზებულმა უფრო ძლიერად მოქაჩა. თმა ძირიანად მოეწიწკნა. ტკივილისგან სახე მოეღრიცა, თვალები დაეწვა.

- ღმერთო...- ხმა მთლიანად გაებზარა,- დღეს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა?

კიდევ სცადა, თუმცა არ გახსნილა. პირიქით, უფრო მეტად გაება, უფრო ღრმად ჩაეხლართა. სუნთქვა აუჩქარდა, ყელში სპაზმმა მოუჭირა. უცებ იგრძნო, როგორ აევსო თვალები მწარე, ცხელი ცრემლით და მერე, ერთ წამში, ყველაფერი ერთად გადმოიღვარა, მთელი ამ დღეების ბრაზი, დამცირება, გაუგონარი ტკივილი და საკუთარი უმწეობის უსაზღვრო სიძულვილიც კი. მაკრატელი ისევ აიღო. ხელები ისე უთრთოდა. თმასთან მიიტანა, უნდა ქსოვილიანად მოეჭრა თმები. უნდოდა მოეშორებინა თავიდან ეს სირცხვილი. ისევ ჰაერში გაუშეშდა ხელი, თუმცა ტყვიის დაჭედებასავით იყო უკვე თმის ჩაჭედილ ნაწილს მაკრატელი რომ მიუახლოვა და მთლიანად მოიჭრა. ძალა გამოეცალა. თვალები მთლიანად დაებინდა ცრემლებისგან. მერე, უცებ, მკერდიდან გაბზარული, ბავშვური ხმით აღმოხდა დიდი ხნის შეკავებული ქვითინი.

უმწეოდ ჩაიკეცა საწოლზე. გრძელი შავი დალალები მხრებზე უწესრიგოდ ეყარა. მუხლები ინსტინქტურად, თავდაცვის მიზნით მკერდთან მიიკეცა. მერე დაღლილმა, უკანასკნელად ძალაგამოცლილმა, გამეტებით დააბაკუნა ფეხი იატაკზე, თითქოს ბავშვურად, თავგანწირვით ბრაზობდა საკუთარ უძლურებაზე, მაგრამ ეს პროტესტიც ვეღარაფერს შველოდა. ბოლოს უბრალოდ დაეშვა საწოლზე. და პირველად, მთელი ამ საზარელი დღის განმავლობაში, აცრემლებულმა იგრძნო, როგორ იშლებოდა ნელ - ნელა მისი ამაყი სული. ტირილს შორის, სიცხით დამძიმებულსა და ემოციებით სრულიად დაცლილს, თავადაც არ გაუგია, როდის ჩაეძინა. ალბათ მაშინ, როცა ცხელი ცრემლები ბოლოს ძალითვე შეუშრა ანთებულ ლოყებზე. ოთახში კერის ცეცხლი ნელ - ნელა ჩაიფერფლა, დაბლა, მშვიდად ტკაცუნებდა. გარედან კი ფიცხელაურების ქეიფის ხმებიც თანდათან მიწყნარდა ხეობაში.

კარი ძალიან ფრთხილად, თითქმის შეუმჩნევლად გაიღო. ონისე შემოვიდა. ის იყო, ნაბიჯი გადმოდგა რომ პირველივე წამს ადგილზე გაშეშდა. თაია საწოლზე უმწეოდ ჩაკეცილიყო. ნახევრად დახეული თეთრი კაბა იქვე სარკის წინ ეგდო. გრძელი, ღამესავით შავი თმა აბურდულიყო და ბალიშზე გაფანტვოდა. იქვე ეგდო თავსაბურავი და შავი თმის ღერები.

მზერა ოთახში სარკის წინ დადებულ მაკრატელს დაასვა, მერე ხელახლა დახედა გახეულ ქსოვილს და მაშინვე მიხვდა ყველაფერს. მიხვდა, რა ბრძოლა გადაიტანა. კაცმა მძიმედ, ხმაურობით ამოისუნთქა. ჩუმად მიუახლოვდა საწოლს, თითქოს ეშინოდა, მისი სუნთქვითაც კი არ დაეფრთხო ქალის ეს მყუდროება. გვერდით, პატარა ხის მაგიდაზე დადო საჭმელი. თაიას თვალები საშინლად შეშუპებოდა ტირილისგან. ფერმიხდილ სახეზე ჯერ კიდევ ნათლად ეტყობოდა გამშრალი ცრემლების კვალი. ონისემ ხელი ფრთხილად წაიღო მისკენ. რამდენიმე წუთი საერთოდ აღარ განძრეულა, თითქოს ქვის ქანდაკებად იქცაო. მერე, როცა ქალის სუნთქვა კვლავ გათანაბრდა. ონისე რამდენიმე წამს უბრალოდ იდგა და უყურებდა მას. ძილშიც კი ისეთი უზომოდ დაღლილი და განადგურებული ჩანდა ეს გოგო, კაცს მკერდში გული ეწვოდა. ინსტინქტურად ისევ წასწია ხელი, მაგრამ შუა გზაში შეჩერდა.

ვერ გაბედა. არ ჰქონდა ამის უფლება. მხოლოდ თბილი საბანი მოქაჩა ფრთხილად და მხრებამდე შემოუკეცა. იცოდა რომ ახლა აღარ გაიღვიძებდა და არ შეჭამდა, მაგრამ მაინც დაუტოვა. კიდევ დიდხანს იდგა საწოლთან. მერე ძალიან ნელა, უხმოდ გაიხადა. ვერცხლისფერი ქამარი და ხანჯალი ტუმბოზე დაალაგა. შავი პერანგის მკლავები დინჯად აიკაპიწა და თვალი მოავლო სივრცეს. ეს მისი ოთახი იყო. მისი წინაპრების აშენებული კედლები, მისი საწოლი... მაგრამ იმ ღამით, ცხოვრებაში პირველად იგრძნო რომ აქ მისი ადგილი აღარ იყო. რომ ამ ოთახში ის ზედმეტი იყო. თეთრი დასვრილი კაბა აიღო, იქვე სკამზე ჩამოდო. ტილო დაასველა ცივი წყლით და შუბლზე დაადო, იმის იმედით რომ რამეს უშველიდა. მერე ფანჯარასთან მდგარ ძველ, ვიწრო დივანთან მივიდა. უხმოდ, მთელი ტანით დაეშვა ზედ. ხელები თავქვეშ ამოიდო და ხის მუქ ჭერს მიაშტერდა.

ძილი, რა თქმა უნდა, არ ეკარებოდა.

კერის მოციმციმე, მომაკვდავ შუქში დროდადრო თავს გვერდით გადააბრუნებდა და თაიას გახედავდა ხოლმე. იმ ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, მალულად უყვარდა... და რომელიც ახლა მის გვერდით იწვა, მისსავე საწოლში.

მაგრამ ამ სიახლოვის მიუხედავად, მათ შორის მაინც მთელი ხეობა იდგა. საუკუნოვანი, გაუვალი კლდეებივით აღმართულიყო მათ შორის დაღვრილი სისხლი, უსულო ფიცი და ის წლები, რომლებმაც ერთმანეთს სამუდამოდ დააშორა.

ონისემ თვალები მაგრად დახუჭა. ბინდბუნდში უნებურად გაეხსნა გონება და გაახსენდა თაია ალბათ თორმეტი წლისა თუ იქნებოდა მაშინ. არღუნთან იდგა, ფეხშიშველი, ქარისაგან აწეწილი, გრძელი თმით. რაღაცაზე თავგამოდებით ეკამათებოდა თავის თანასოფლელ ნიკას და ისეთი გააფთრებით უყვიროდა რომ ონისემ იფიქრა ალბათ მართლა რამე სერიოზული დააშავაო. არც ის ბიჭი დანებებულა, არც თაია, ახსოვს როგორ დაიძაბა სიტუაცია, როგორ აპირებდა მისვლას დასახმარებლად, თუმცა იმდენად ძლიერად მოხვდა ბიჭს ყბაში ხელი რომ ადგილზე გაშეშდა ფიცხელაური. სწრაფად ჩაირბინა დაბლა არაბულმა და ადგილიდან წამებში აორთქლდა. მერე ისევ ნელა გაახილა თვალები და გახედა.

ღამე ძლივს, ტანჯული სიჩუმით გაილია. როდის ჩაეძინა ონისეს, თავადაც ვერ მიხვდა, ალბათ მხოლოდ მაშინ, როცა კერის უკანასკნელი ნაცარიც საბოლოოდ გაცივდა და პირქუშ ოთახში მთების მონაცრისფრო, ცივმა განთიადმა შემოაღწია.

მეორე დილას პირველს თაიას გაეღვიძა. რამდენიმე წამი სრულიად გაუნძრევლად იწვა, ჭერს მიშტერებული. თვალები ისევ მძიმედ ჰქონდა დახუჭული, მთელი სხეული კი გუშინდელი სიცხითა და გაუგონარი დაღლილობით დამძიმებოდა. მერე უცებ, რეალობა ულმობელი ზვავივით მოვარდა და ყველაფერი ერთად დაბრუნდა. გულში რაღაცამ მწარედ გაჰკრა. ნელა გაახილა თვალები. ოთახში ჯერ ისევ ნახევრად ბნელოდა. ფანჯრიდან შემოსული ცივი, მონაცრისფრო შუქი მკაცრ ქვის კედლებს უფერულად ედებოდა. კერა მთლიანად ჩამქრალიყო, მხოლოდ ნაცრის სქელ ფენაში ბჟუტავდა რამდენიმე სუსტი, მიმქრალი ნაკვერჩხალი. თავი ისევ მძიმედ უფეთქავდა, მაგრამ სხეულში გუშინდელი აუტანელი ალმური აღარ იგრძნობოდა, სიცხეს თითქოს ცოტათი დაეწია.

ნელა შეიშმუშნა, გვერდი იცვალა და სწორედ მაშინ იგრძნო შუბლზე დადებული, ნამიანი ტილო. გაკვირვებულმა წარბები შეკრა. რამდენიმე წამი უბრალოდ უყურებდა ერთ წერტილს, მერე თმისკენ წაიღო ხელი. ძალიან ნელა, ფრთხილად გააპარა ოთახში. კუთხეში, ხის სკამზე მისი დახეული, გუშინდელი თეთრი კაბა ეკიდა. ტუმბოზე საჭმელი ისევ ხელუხლებელი იდგა, გვერდით კი წყლის ჭიქა ეგულებოდა.

თაიას ყელში უცებ რაღაც უცხო და მახრჩობელა მოებჯინა. მერე თვალები ფანჯარასთან მდგარ ძველ, ვიწრო დივანზე გადაიტანა. ონისეს ეძინა. მისი მაღალი, მხარბეჭიანი სხეული ამ პატარა ადგილს ძლივს ეტეოდა. ერთი ხელი თავქვეშ ამოედო, მეორე კი ძალაგამოცლილივით დაბლა ჩამოვარდნოდა. შავი თმა ძილისგან არეოდა, პერანგის რამდენიმე ზედა ღილი გახსნოდა, წარბები კი... წარბები ძილშიც ისე მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, თითქოს გონება არც სიზმრების წყვდიადში ასვენებდა. თაია რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდა, მზერას ვეღარ აშორებდა. გუშინ, სიცხისა და ბრაზისგან დაბინდულმა, პირველად ვერ შეამჩნია კარგად. ახლა კი ნათლად დაინახა, როგორი გადაღლილი და განადგურებული ჩანდა კაცი. ძალიან ფრთხილად წამოჯდა საწოლზე, არ უნდოდა უთენია გაეღვიძებინა. აღარ იცოდა ახალი სტატუსით როგორ უნდა ეცხოვრა, მაგრამ თავადვე დათანხმდა, თავადვე მოვიდა მასთან და ახლა ისევ უკან იხევდა.

ნელა დადგა ფეხი ცივ იატაკზე. ხის ფიცრებმა დაბალი ჭრაჭუნის ხმა გამოსცეს. ონისემ მაშინვე გაახილა თვალები. წამში წამოჯდა დივანზე. მზერა ჯერ კიდევ დაბინდული ჰქონდა, მაგრამ როგორც კი თაიას ფერმიხდილ სახეს წააწყდა, მაშინვე დაეწმინდა.

- თაია...- ხმა ჩაეხლიჩა, მერე ჩაახველა და ფეხზე წამოდგა. ხმა იმაზე ბოხი ჰქონდა, ვიდრე ჩვეულებრივ,- რატომ გღვიძავს? ჯერ ადრეა.

- ვეღარ ვიძინებ,- მზერა აარიდა,- ჩემი ტანსაცმელი მინდა.

ზურგი აქცია და ფანჯარა გამოაღო, იმიტომ რომ სული ეხუთებოდა უკვე.

- წესით დათუა მოგიტანდა გუშინ, დაბლა იქნება. ვნახავ ცოტახანში, მანამდე ეთუნასი ჩაიცვი, გუშინ დაგიტოვა,- ანიშნა იქვე ტუმბოზე დაწყობილ ტანსაცმელზე.

- ეს?- ანიშნა ნამიან ტილოზე.

- ეთუნა გივლიდა დიდხანს,- გატრიალდა უკან,- სიცხე ისევ გაქვს?

- არა,- მიიდო ხელი შუბლზე.

- კარგია,- გაეღიმა ოდნავ, სავარძელს მიუახლოვდა ისევ,- შეგიძლია სააბაზანოთი ისარგებლო.

გადაწვა ზედ, ძალიან სტკიოდა თვალები. ესმოდა როგორ ფუსფუსებდა თაია ოთახში. მერე ცოტახნით სიჩუმე ჩამოწვა. ლამის ჩაეძინა, პატარა ხმაური რომ გაიგო იქვე ახლოს. ოდნავ გაახილა ცალი თვალი და დაინახა, როგორ კრეფდა იატაკიდან თავის ნივთებს არაბული. სწრაფად დაალაგა ყველაფერი სკამზე და ჩუმად გაიხურა კარი. დერეფანი იმსიგრძე იყო ვეღარ გაეგო საით უნდა წასულიყო, დაუყვა მარცხენა მხარეს, ჩავიდა კიბეებზე, თუმცა ისევ დიდ დერეფანში აღმოჩნდა.

- მალე მიეჩვევი აქაურობას,- გაისმა გოგონას ხმა უკნიდან. არ ელოდა უცხო ხმას, ოდნავ შეხტა, მიბრუნდა უკან და მაშინვე მოხვდა დიდი ლურჯი თვალები,- წესიერად ვერ შევხვდით ერთამენთს. მე ქრისტა ვარ, მოსეს და ონისეს და.

- გამარჯობა,- მზერა ჩააყოლა გოგოს. როგორ ჰგავდა იერით და მაინც როგორ განსხვავდებოდა ძმებისგან.

- სად მიდიოდი?

- არ ვიცი, სადმე,- მხრები აიჩეჩა,- არ მინდოდა ოთახში გაჩერება.

- რამე გითხრა ჩემმა ძმამ? გაწყენინა?- დაეძაბა სხეული უფრო.

- არა, სძინავს,- მოკლედ უპასუხა და მზერა აარიდა.

- წავიდეთ. სამზარეულოში ვჭამოთ, მოშიებული იქნები,- მხარზე ჩამოადო ხელი, უსიამოვნოდ შეიშმუშნა თაია. თუმცა არაფერი უთქვამს. ჩაიარეს უზარმაზარი კიბეები და საბოლოოდ სამზარეულოში აღმოჩნდნენ,- დილამშვიდობისა.

- დილამშვიდობისა,- გაიღიმა ქრისტამ და სამზარეულოში შემოჭრილი განთიადის ცივი, ნისლიანი ჰაერიც თითქოს წამში გაათბო თავისი ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე ხასიათით. დილიდანვე რამდენიმე ქალი შეკრებილიყო ფიცხელურების სახლში. როგორც კი თაიამ ზღურბლზე ფეხი გადმოდგა, ქალების ფუსფუსი და ჩუმი საუბარი წამით ერთიანად შეწყდა. ყველას მზერა კარისკენ მიბრუნდა.

- აი, ჩვენი პატარძალიც!- წამოიძახა ერთ - ერთმა მოხუცმა.

- დილამშვიდობისა შვილო,- სიყვარულით აჰყვა მეორე,- როგორ ხარ დედი, როგორ გეძინა?

- ფერი საერთოდ არ გადევს სახეზე,- წამში რამდენიმე ქალი ერთდროულად ალაპარაკდა. თაია წამით სრულიად დაიბნა ამ მოულოდნელი, უანგარო სითბოსგან. გული შეეკუმშა. მთელი გზა შატილიდან აქამდე თავს უმტკიცებდა რომ მტრის ბანაკში მიდიოდა, სადაც ყოველი კუთხიდან ცივი, ზიზღით სავსე მზერა დახვდებოდა.

- მოდი აქ ჩემო გოგო, დაჯექი, ცეცხლს მიეფიცხე,- ხელი თბილად დაუქნია შუახნის ქალმა,- ქრისტა, გოგო, რას დააყუდე კარში, ვერ ხედავ როგორ კანკალებს?

- მე რა შუაში ვარ,- ჩაიბურტყუნა ქრისტამ და თაია მაგიდასთან დასვა. ქალები ისევ ერთმანეთს აწყვეტინებდნენ სიტყვას, ხუმრობდნენ, ცეცხლზე შეშას უმატებდნენ და მათ ხმებში იმდენი ბუნებრივი, შინაურული სითბო იღვრებოდა რომ თაიას წამით ყელში ბურთი გაეჩხირა. ყველაფრისთვის მზად იყო, მრისხანე მზერისთვის, ცივი დუმილისთვის, წყევლისთვისაც კი, მაგრამ ამ უბრალო, დედობრივმა მზრუნველობამ იარაღი ერთიანად გამოაცალა ხელიდან და სწორედ ამ თბილმა ატმოსფერომ დაარტყა ყველაზე მეტად. გონებაში უცებ ყველაფერმა ერთად გაუელვა: სახლში, შატილში, გლოვის გარდა არაფერი ახსოვდა. იქაურობა სისხლის სუნითა და გაუზიარებელი დარდით იყო გაჟღენთილი, აქ კი... აქ ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩვეულებრივი, ბედნიერი ქორწილი გადაეხადათ.

თაიამ პატარა ჩაის ჭიქას თითები ისე მაგრად შემოხვია რომ ფრჩხილები გაუთეთრდა და სკამი ოდნავ უკან გასწია.

- აქ მოსალოცი და გასახარებელი არაფერია,- თქვა მოულოდნელად, მკაცრი, ჩამწყდარი ხმით. სამზარეულოში სიცილი წამში შეწყდა, ქალები ადგილზე გაშეშდნენ. თაიამ ყველას მზერა აარიდა და პირდაპირ ქრისტას და დალის შეხედა,- ნუ იქცევით ისე, თითქოს ჩვეულებრივი პატარძალი ვიყო. მე მტრის სახლში ვზივარ, როგორც გამოსასყიდი. მტრის პატარძალი ვარ, სხვა არაფერი.

ქრისტას სახიდან ღიმილი ერთიანად გაქრა, სხეული დაეძაბა და თაიასთან უფრო ახლოს მიიწია.

- თაია, ასე რატომ ამბობ?- ჰკითხა დაბალი, ნატკენი ხმით,- გგონია, ჩვენ გვიხარია რომ ეს ყველაფერი იძულებით მოხდა?

- მაშინ რა?- ანიშნა სხვებზე,- ეს რა მოსალმებაა? ეს რა სითბოა? ასე ნიღბავთ საკუთარ თავებს? ასე ცდილობთ სისხლიანი ნამუსიის გაწმენდას?

- წარსული ყველას გვტკივა თაია,- ცრემლი ჩაუდგა თვალებში ქრისტას.

- კი, როგორ არა!- თაიას სიმწრისგან ჩაეცინა, ბრაზით ანთებული მზერა არ დაუხრია,- თქვენ ხართ დამნაშავეები, მე რომ დღეს მამა არ მყავს, ბიძა რომ არ მყავს და ოჯახის წევრი აღარავინ დამრჩა. ვისი ბრალია?! ვინ დახოცა ისინი? ვინ დამტოვა სრულიად მარტო?!

ოთახში ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა რომ მხოლოდ შეშის ტკაცუნი ისმოდა. არავინ განძრეულა. მაგიდის თავში მჯდომი დალი ნელა წამოდგა ფეხზე. მის სახეზე არც ერთი კუნთი არ შერხეულა, მაგრამ ჩაშავებული თვალებიდან ისეთი საზარელი სიმკაცრე აფრქვევდა რომ კედლებიდან წამოსული სითბო წამში გაიყინა. დინჯად შეიმშრალა სველი ხელები და თაიას წინ დადგა.

- შატილში ალბათ დაბადებიდან იმას გიჩიჩინებდნენ რომ ფიცხელაურები ვართ ყველაფერში დამნაშავეები, არა?- დაიწყო დალიმ. დაძაბული იყურებოდა ქრისტა, ქალებიც კი ჩუმად ისხდნენ, იცოდნენ რომ ეს გოგო ასე მშვიდად არ დაჯდებოდა, თუმცა არც იმას ელოდნენ რომ ქორწილის მეორე დღესვე გაგიჟდებოდა,- აბა ერთი გადაიხედე ამ ფანჯრიდან. ხედავ იმ შავ გორას?

მკლავზე მოჰკიდა ხელი და ძალით დააყენა ფანჯრის წინ.

- იმ გორაზე უამრავი სასაფლაოა. და იცი რამდენი ადამიანია იქ დასაფლავებული? ძალიან ბევრი, იმდენად ბევრი რომ ახლების ადგილი აღარც კი დარჩა. მაგათგან კი ძალიან ბევრი ფიცხელაურია! ისეთი ბიჭები, რომლებმაც ოცდაათ წელს ძლივს მიაღწიეს, ისეთი კაცები, სახლში შვილები რომ ელოდებოდნენ! ცოლები, დედები რომ ელოდებოდნენ, ისეთი ბიჭები მთელი სოფელი რომ შეჰნატროდათ სიძეებად.

დალიმ ხელი მაგიდაზე გამეტებით დაარტყა, ფინჯნები შეზანზარდნენ.

- გგონია, მარტო შენ მოგიკვდა ხალხი?! გგონია, მარტო შენ დარჩი ამ სამყაროში ობლად და მარტო?!- ქალის ხმაში წლების განმავლობაში ნაგროვებმა, ჩახშობილმა ყვირილმა გააპო ჰაერი,- საერთოდ თუ იცი ისტორია? ეს ომი საიდან დაიწყო, აზრზე მაინც ხარ?! ვისმა გვარმა აიღო ღალატი, რა და რატომ მოხდა, ეგ თუ გასწავლეს შატილში?! რატომ ფიქრობ რომ აქ მყოფი რომელიმე დამნაშავე ვართ შენს უბედურებაში? როგორც შენ მოგიკვდა ვიღაც, ზუსტად ისე მოგვიკვდა ჩვენც! შეხედე ერთი დარეჯანს, ქმარიც და მამაც მიწაში უწევს, შვილიღა შემორჩა საცოდავს.

ნიკაპზე მოეჭიდა და ძალით გაახედა კუთხეში მიყუჟული ქალისკენ. ხმას ვერ იღებდა არაბული, ვერც დარეჯანი.

- იცი ვინ მოკლა მისი ქმარი? იცი საერთოდ?- წინ გადაუდგა ამჯერად თაიას,- ბიძაშენმა, თაია! იმ კაცმა, რომელსაც შენ ალბათ დღემდე გმირად თვლი!

დალის ხმა ამჯერად ყრუდ, ჩახლეჩილად გაისმა, თითქოს ყელში ძველი სისხლი ამოაყოლაო. თაია მთელი ტანით შეზანზარდა. თვალები გაფართოებოდა და მზერა კუთხეში მჯდარ დარეჯანზე გაეყინა. დალიმ უცებ ხელი გაუშვა. თაიამ თავი ძლივს შეიკავა რომ უკან არ გადავარდნილიყო.

- გეგონა მარტო შატილში იცოდნენ გლოვა?! გეგონა, ჩემს ონისეს და მოსეს გული არ სწყდებათ, როცა იმ სასაფლაოებს აუვლიან ხოლმე გვერდს? ეგენი ბავშვობიდან იარაღით ხელში იზრდებოდნენ, არა იმიტომ რომ უყვარდათ, არამედ იმიტომ რომ არაბულების ტყვია ნებისმიერ წამს ელოდათ ზურგიდან!- ოთახში მყოფ ქალებს შორის სიჩუმე სულ უფრო სქელდებოდა, თითქოს ჰაერი აღარ ყოფილიყო სამზარეულოში. ქრისტა ატირებული უყურებდა დედამისს, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, იცოდა, დალის ამდენი წლის განმავლობაში ნაგროვებ დარდს ვერავინ დაუდგებოდა წინ,- და რახან შენ დღეს არც მამა გყავს, არც ბიძა და არც ბაბუა, ეგ ჩვენი ბრალი არაა! ეგ არაბულების ბრალია!

დალიმ ხელი პირდაპირ კარისკენ გაიშვირა.

- თქვენივე დაუნდობლობის, თქვენივე ღალატის და უცოდინრობის ბრალია. თუ ვინმეზე ჯავრის ყრა გინდა, თუ ვინმე გინდა დაადანაშაულო ამაში, წადი და შენს წინაპრებს მოჰკითხე, ამხელა ცოდვა და წყევლა ზურგით რომ გამოგაყოლეს!

თაია ადგილზე გაშეშდა. სიტყვები პირზე შეაშრა, სუნთქვა დაავიწყდა. პირისპირ, მთელი სიცხადით დაეჯახა იმ სასტიკ სიმართლეს, რომლის დანახვაც მთელი ცხოვრება არ უნდადა. რომ ფიცხელაურების დედებიც ზუსტად ისევე ათენებდნენ ღამეებს ტირილში, როგორც მისიანები. სამზარეულოში მყოფი ქალებიდან ზოგმა წინსაფარში ჩარგო სახე, ზოგმა თვალი აარიდა. თაია უყურებდა დალის გამშრალ, მწარე თვალებს და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა მიწა ფეხქვეშ. მერე, თითქოს უსიტყვო შეთანხმებით, სამზარეულო ნელ - ნელა, ჩუმად დაიცალა. ქრისტამ, აცრემლებული თვალებით, კიდევ ერთხელ გადახედა თაიას, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდაო, მაგრამ დალის მრისხანე პროფილს წააწყდა, აკანკალებული ტუჩები მოკუმა და ისიც უხმოდ გავიდა. ბოლოს დარეჯანი წამოდგა. მან მხოლოდ ერთხელ, სულ ერთი წამით აღმართა თავისი ჩამქრალი, ტკივილიანი მზერა თაიასკენ, მზერა, რომელშიც არც ბრაზი იყო და არც სიძულვილი, მხოლოდ უძირო, დაშრეტილი სევდა. წინსაფარი შეისწორა და ჩრდილივით გაუჩინარდა დერეფანში. სამზარეულოში მხოლოდ თაია და დალი დარჩნენ. ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ამ სიტყვებით მთელი სხეულიდან წლების ნაგროვები სიმძიმე ამოადინაო, მაგიდას ზურგი შეაქცია და ისევ კერისკენ წავიდა, რათა ნაცარში ჩაფლული ნაკვერჩხლები გაეღვიძებინა.

თაია იჯდა სრულიად მარტო, გაქვავებული. გასასვლელში იდგა ონისე. იდგა და უყურებდა. თაია ვერ მიხვდა როდის მოვიდა კაცი, ან რა ნაწილი მოისმინა ამ საზარელი საუბრისა, მაგრამ ონისეს თვალებში ჩამდგარი ყრუ, მრისხანე სიმძიმე ყველაფერს ამბობდა. ყველაფერი იცოდა. კაცმა ორი ნაბიჯი გადმოდგა ოთახში. მისი მზერა წამით თაიას აკანკალებულ თითებს შეეხო, რომლითაც თავისივე მუხლებს ჩაფრენოდა, მერე კი დედამისს გადახედა.

- რა მოხდა?- ჰკითხა დაბალი, ბოხი ხმით, თუმცა პასუხი არც დასჭირვებია. ხმაშივე ეტყობოდა რომ სიმართლე მისთვის ზედმეტად ნათელი იყო.

დალის უკან არ მოუხედავს, ისე შეუკეთა შეშა ცეცხლს.

- რაც უნდა მომხდარიყო. შენს ცოლს ამ სახლის ისტორიას ვუყვებოდი,- ცივად მიუგო ქალმა,- ისტორიას, რომელიც შატილში რატომღაც დაუვიწყებიათ.

ონისეს აღარაფერი უთქვამს. ნელი, მტკიცე ნაბიჯებით გაიარა სამზარეულო და პირდაპირ თაიასთან მივიდა. დაადგა თავს, მისი დიდი ჩრდილით თითქოს დედამისის მწარე მზერისგან გადამალა გოგონა.

- ადექი,- თქვა ონისემ რბილად. ხელი ნელა გაუწოდა, თუმცა მიხვდა ქალი თავისით რომ არაფერს იზამდა. თავად ჩაეჭიდა მის ხელს, ახლა ყოველგვარი სიამაყე, ბრაზი და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი სადღაც გამქრალიყო, შიგნიდან მთლიანად დაცლილიყო. უღონოდ მოეჭიდა თავადაც. სკამიდან ფრთხილად წამოაყენა. გოგონას ფეხები ისე უთრთოდა რომ კაცს მთელი ტანით დაეყრდნო. დედამისისთვის აღარ შეუხედავს. ჩაიარეს გრძელი, ცივი დერეფნები, აიარეს უზარმაზარი კიბეები, სადაც ჯერ კიდევ ტრიალებდა დილის სუსხი და ბოლოს ისევ თავიანთ ოთახში დაბრუნდნენ.

როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს, ონისემ მძიმედ მიხურა კარი ზურგსუკან, თითქოს ამით მთელი გარე სამყარო, თავისი ტკივილით და სისხლით სამუდამოდ გარეთ დატოვა. ოთახში ისევ ის სიმშვიდე იდგა. ონისემ თაია ნელა მიაყვანა საწოლთან და დასვა. თავად კი მის წინ დადგა, ხელი გაუშვა და დიდხანს, უსიტყვოდ უყურებდა მის თეთრ, აკანკალებულ სახეს.

- თუ ტირილი გინდა შეგიძლია იტირო,- გაისმა ონისეს ხმა ოთახში.

- არ მინდა,- თავი გადასწია გვერდით,- კიდევ არის რამე, რაც უნდა ვიცოდე? დედაშენის შემდეგ შეგიძლი შენც მომახალო სახეში.

- ხევსურო,- ნიკაპზე შეეხო და თავი ააწევინა,- დედაჩემი ფიცხი ქალია.

- ვიცი ეგ უკვე,- ჩაეცინა ოდნავ.

- ისიც ცხადია რომ შენ არასდროს გიფიქრია სხვა მხრიდან,- დააწყო ხელები მუხლებზე,- მაგრამ რეალურად ხომ ხვდები რომ ამ ყველაფერში არც შენ ხარ დამნაშავე და არც მე?

თაიამ თავი დახარა, მზერა ისევ საკუთარ თითებზე გადაიტანა, რომლებიც ერთმანეთს უმწეოდ აწყდებოდნენ.

- მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი რამ მასწავლეს...- ჩურჩულით თქვა, თითქოს სიტყვებს გულიდან ძალით იგლეჯდაო,- რომ ფიცხელაურები ჩემი მტრები იყვნენ. რომ თქვენი გვარის გამო დავრჩი ასე. და ახლა... ახლა უცებ აქ მოგყავართ და მეუბნებით რომ ყველაფერი იმაზე უარესადაა, ვიდრე მეგონა.

- იმიტომ რომ სიმართლე ყოველთვის რთულია, ხევსურო,- თქვა ჩუმად, მის ხმაში მთების ყრუ სიმძიმე გაისმა,- ერთი მხრიდან გაგებული სიმართლე არასდროსაა საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად.

თაიამ თავი ასწია. მის ნამტირალევ, თაფლისფერ თვალებში სიმწრის სუსტმა ალმურმა გაიელვა და მწარედ ჩაეცინა.

- შენთვის ადვილია ამის თქმა, არა?- ონისემ წამითაც არ დააყოვნა, ისე გააქნია თავი.

- არა,- მისი პასუხი იმდენად სწრაფი, მოულოდნელი აღმოჩნდა რომ თაიაც არ ელოდა.

- გგონია ჩემთვის მარტივია იმ ხალხის ყურება, რომლის გვარის გამოც ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი ძმები და მეგობრები სათითაოდ ჩავასვენე მიწაში?- ონისეს ხმაში წყენა კი არ ისმოდა, არამედ ის საზარელი სიმართლე, რომელსაც თავადაც ყოველდღე თვალებში უყურებდა,- მაგრამ მე მხოლოდ შენ გიყურებდი. შენ და არა მთელი შენი გვარის ცოდვას.

ონისემ მძიმედ, თითქოს მხრებიდან ლოდი გადააგორაო, ისე წამოიწია.

- არ ვარ ბოროტი,- ძლივს ამოთქვა არაბულმა, ყელში ებჯინებოდა რაღაც და საუბრის საშუალებას არ აძლევდა.

- რა თქმა უნდა, რომ არ ხარ,- გაეღიმა ონისეს. სულაც არ ჰგავდა ახლა თაია იმ ამაყი, ამპარტავანი მზერის მქონე ქალს, რომელსაც შატილში ხედავდა ხოლმე,- უბრალოდ დაბნეული ხარ.

- არ ვიცოდი ამდენი...- გააქნია თავი.

- არავინ არ არის ნაწყენი, ეს იცოდე, კარგი?

- მაგრამ...- დააპაუზა უცებ,- ნეტავ გენახა რა აღარ დავინახე იმ ქალის თვალებში.


სახეზე აიფარა ხელები.


- ყველაფერი ზიზღის გარდა.


- მოდი, ამაზე აღარ გვინდა საუბარი,- გაეცინა ონისეს,- შენ ისევ ისეთი ჯიუტი და ამაყი ქალი ხარ, ვისაც წლებია ვიცნობ და საერთოდ, არც ეგეთი უხეში არ ხარ, როგორადაც თავი მოგაქვს.


- მართლა?

- მართლა,- დაუქნია თავი.


- რატომ ვითომ?


- ზედმეტად კარგი მეხსიერება მაქვს იმისათვის რომ დამავიწყდეს ჩვენი წარსული,- ყურში მკვეთრად მოხვდა ონისეს ნათქვამი "ჩვენი წარსული". წამით გააპარა მზერა მისკენ, კაცი ნელა წამოდგა და გვერდით ჩამოუჯდა.

* * *


აგვისტო იყო ხევსურეთში. მძიმე, მტვრიანი და აუტანლად ცხელი აგვისტო. მთებს ზემოდან მცხუნვარე მზე ისე დასდგომოდა, საუკუნოვანი ქვის კოშკებიც კი გახურებულიყო და ჰაერი სქელი, მდნარი სასიამოვნო სუნით გაეჟღინთა. მხოლოდ არღუნი მოედინებოდა ხმაურით, კლდეებს შორის გზას იკაფავდა და შუადღის მზის შუქზე ალმასის ნამსხვრევებივით, ვერცხლისფრად ლაპლაპებდა მისი ანკარა წყალი.

თოთხმეტი წლის თაია სწორედ ამ მღელვარე მდინარის პირას, ერთ - ერთ დიდ, ხავსმოკიდებულ ლოდზე იჯდა. ტუჩები ბავშვური სიჯიუტით მოეკუმა. ერთ მუხლზე შარვალი შემოხეოდა და ტყავი გადაჰქცეოდა, მარცხენა მხარიც საშინლად დასისხლიანებოდა. მდინარეში დასველებული, უხეში ნაჭრით ცდილობდა ღია ჭრილობის შეხვევას, მაგრამ ცალი ხელით არაფერი გამოსდიოდა, ქსოვილი სხლტებოდა, სისხლი კი ისევ ჟონავდა.

- ჯანდაბა...- ჩაიბურტყუნა გაღიზიანებულმა და ნაჭერი ისევ გამეტებით მოუჭირა დასახიჩრებულ მხარზე. ტკივილისგან სახე მოეღრიცა, კბილები ერთმანეთს დააჭირა. ნადირობისას ცხენიდან გადმოვარდა. დიდი არაფერი, ხდება ხოლმე, მაგრამ რაც ყველაზე მეტად უფეთქებდა სიამაყეს და გულს უდუღებდა, ის იყო რომ ნადირი გაექცა. კბილები კიდევ უფრო მჭიდროდ დააჭირა ერთმანეთს და ისევ სცადა ნაჭრის კვანძად შეკვრა.


- ეგრე თუ გააგრძელე, ხელს საერთოდ მოიგლეჯ,- მოულოდნელ, ხრინწიან ხმაზე თაია შეკრთა, მკვეთრად შემობრუნდა. ცოტა მოშორებით, ნაპირზე, ონისე იდგა. მისი უზარმაზარი შავი ცხენი ოდნავ უკან, ლაგამ მიშვებული იდგა და ბალახს ძოვდა, თვითონ კი მშვიდად, ოდნავ მოჭუტული თვალებით უყურებდა გოგონას.

თაიას სახე წამში დაეჭიმა, სხეული თავდაცვისთვის მოემზადა.

- შენ აქ რა გინდა?- ონისეს ტუჩის კუთხე ოდნავ, ძლივს შესამჩნევად შეირხა.

- მთელი ხეობა გაიგებდა შენს ყვირილს, ისე გამეტებით ილანძღებოდი.

- აქ რა გინდა - თქო,- აიბზუა ცხვირი თაიამ.


- გადმოვარდი?- არაფერი უთქვამს, მზერა მდინარეს გაუშტერა. ეს დუმილი უკვე ყველაზე ხმამაღალი პასუხი იყო. ონისე ნელა, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა.


- არ მომეკარო, ჩემითაც მივხედავ.

- შეგჭამ?- ჩაეცინა ბიჭს, თუმცა მის ხმაში მტრობა არ იგრძნობოდა.


- შენთან ახლოს გაკარებაც კი არ შეიძლება.


- მაჩვენე.


- არ მინდა დახმარება - მეთქი!


- ეგ უკვე შევამჩნიე, იმიტომაც გაქვს მხარი მთლად ლურჯი,- ონისე აშკარად ძლივს იკავებდა სიცილს. თაიას გაბრაზებისგან თვალები აუციმციმდა, ლოყები აუწითლდა. ონისემ კი, ყოველგვარი ზედმეტი დისკუსიის გარეშე, ძალიან მშვიდად, მტკიცედ გამოართვა სველი ნაჭერი ხელიდან.

- გაჩერდი ცოტა ხნით, ნუ ხვანცალებ,- თაია მთელი ტანით დაიძაბა. თვალები დახუჭა და ელოდა რომ მტრის ხელი უხეშად, მტკივნეულად მოქაჩავდა ჭრილობას, მაგრამ როცა ბიჭის დიდი, თბილი თითები მის დასისხლიანებულ მხარს შეეხო, მოულოდნელად საოცრად ფრთხილი აღმოჩნდა. საოცრად სათუთი. არც სტკენია თითქმის. ონისე უხმოდ, ნაზად ახვევდა ჭრილობას. მზის ოქროსფერ შუქში მისი აჩეჩილი, შავი თმა თვალებზე ჩამოშლოდა და მის მკაცრ სახეს რაღაც უცნაურ, უიარაღო იერს სძენდა. თაია უნებურად, მონუსხული უყურებდა მის გრძელ წამწამებსა და მტკიცე ყბის ხაზს. მერე უცებ გაახსენდა, ვის წინაშეც იჯდა, შეცბა და მზერა სწრაფად, დაბნეულმა მოარიდა.

- არავის უთხრა...- ჩაილაპარაკა ბოლოს ძლივს გასაგონად, როცა კვანძი შეიკრა.

- რა?

- რომ გადმოვვარდი,- ონისემ თავი ასწია. მისი შავი, ღრმა თვალები პირდაპირ თაიას მზერას შეეფეთნენ.

- ეგ სირცხვილი არ არის, ხევსურო,- გაეღიმა ონისეს.

- გააკეთე რაც გითხარი.

- კარგი, არავის ვეტყვი,- მერე ისეთი ფართო, საოცრად ნამდვილი და თბილი ღიმილი გაეპარა.

- მაგრამ მართლა ფიქრობ რომ ამას ვინმე ვერ მიხვდება?- თვალით ანიშნა ჭრილობებისკენ. გაბრაზებულმა ფეხი გამეტებით მიარტყა წყალს და ონისეს სახე ერთიანად ცივი წვეთებით დაუნამა. ხმამაღლა გაეცინა ფიცხელაურს.

- შენ არავინ გეკითხება,- მტკიცედ ამოთქვა არაბულმა და ფეხიც გაინასკვა.

- შენი დიდი მესაიდუმლე ვიქნები,- ლოყაზე უჩქმუტა უეცრად და სანამ თაია რამის სროლას მოასწრებდა, მანამდე მოსცილდა იქაურობას.

შატილში არავის გაუგია რომ თაია ცხენიდან გადმოვარდა. არც ლებაისკარში. არც ის იცოდნენ რომ სხეულზე დიდი ჭრილობები ჰქონდა მიღებული.

* * *

- ხომ გითხარი, შენი დიდი მესაიდუმლე ვიქნები - მეთქი,- ღიმილით გადაულაპარაკა ონისემ. თაიასაც გაეღიმა. ძალიან ოდნავ, ტუჩის კუთხეში. წარსულის ამ უცაბედმა ნამსხვრევმა თითქოს წამით გააფერმკრთალა ოთახში დატრიალებული მძიმე ნისლი. მერე უცებ რაღაც გაახსენდა, უცნაურმა, ჯიუტმა სურვილმა წამოსწია და კაცისკენ ნელა შებრუნდა.


- ეგ შრამები კიდევ მაქვს,- ჩუმად თქვა. ონისემ წარბები ოდნავ შეკრა, ვერ მიხვდა რას გულისხმობდა, სანამ თაიამ მხრებზე ოდნავ მოშვებული მაისურის საყელო თითებით ნელა, აუჩქარებლად არ გადაიწია. ოთახში ჰაერი თითქოს წამში დამძიმდა და გაჩერდა.

ფანჯრიდან შემოსული მკრთალი განთიადის შუქი მის კანზე დაეცა და იქ, მომრგვალებული მხრის ოდნავ ქვემოთ, მართლაც თეთრად ხაზავდა წლებს გაძლებულ, თხელ, მკრთალ შრამს. ონისემ თვალები ინსტინქტურად აარიდა და გვერდზე გაიხედა, თითქოს არ ჰქონდა უფლება, ასე გაშიშვლებულისთვის ეყურებინა. თაიამ ეს უცაბედი დაბნეულობა მაშინვე შეამჩნია.

- რა იყო?- ჩუმად ჰკითხა და მზერით აედევნა,- გეშინია?


ონისეს მწარედ ჩაეცინა. ხაზგასმით დინჯად მოაბრუნა თავი და პირდაპირ მის თაფლისფერ, თითქმის გამომწვევ თვალებში ჩაიხედა.

- შენს სიახლოვეს? ყოველთვის,- თაიას გული უცნაურად, გამეტებით დაეჯახა მკერდს. კაცის პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო რომ ჯავშნის ნარჩენებიც საბოლოოდ გააცალა. ონისემ ძალიან ნელა, ფრთხილად გახედა ისევ, თითქოს უფრთხოდა, ზედმეტი რამ არ დაენახა, რაც მის მტკიცე თავშეკავებას დაანგრევდა. მისი შავი მზერა ჯერ შრამზე გაჩერდა, მერე კიდევ უფრო დაბლა ჩამოსრიალდა წამით, შიშველ კანზე და მაშინვე, ძალისძალებით ისევ ზემოთ აიწია. თითები დაეძაბა. თაიამ ესეც დაინახა და იმ წამს, პირველად ცხოვრებაში იგრძნო, როგორი იყო... როცა ვიღაცას ასე ძალიან, უსიტყვოდ უნდიხარ. არა უხეშად, არა დაუფიქრებლად და მტაცებლურად, არამედ ისე, თითქოს შენი შეხებაც კი უდიდესი, წმინდა დანაშაული ყოფილიყოს. ონისემ ძალიან ნელა ასწია ხელი. თითქოს უნდოდა, თითის ბალიშებით გაჰყოლოდა იმ ძველ ნაკვალევს, მაგრამ შუა გზაში გაჩერდა. ჰაერში გაუშეშდა თითები, მათ შორის დარჩენილი სივრცე სითბომ და უხილავმა დენმა შეავსო.


თაია ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა, რატომ უცახცახებდა მუცელში ყველაფერი, ან რატომ ეწვოდა კანი იმ ადგილას, სადაც კაცის ხელი ჯერ არც კი შეხებოდა. ონისემ, თითქოს საკუთარ სისუსტეს გაექცაო, ხელი უკან წაღება დააპირა, მაგრამ თაიამ ყველანაირი ფიქრის გარეშე, მისი მაჯა თავისი პატარა, გრილი თითებით დაიჭირა. ორივენი ადგილზე გაშეშდნენ. თაიამ თვალები დახუჭა, თვითონაც ვერ გაიაზრა, რას აკეთებდა, უბრალოდ... აღარ უნდოდა მისი უკან დახევა. აღარ უნდოდა იმ კედლების აშენება, რომლებიც მათ ისედაც აშორებდათ. ძალიან ნელა, ფრთხილად მიაწევინა კაცის მძიმე მტევანი საკუთარ მხართან. ონისეს თითები შეეხო მის შიშველ კანს. თაიასთვის ისეთი აღმოჩნდა, თითქოს სხეულში აგიზგიზებულმა ელვამ დაუარა და ძარღვებში სისხლი აუდუღა. ყელში მოწოლილი ემოციისგან სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო. ონისეს თითებიც ოდნავ აუკანკალდა. ისე ნაზად, სათუთად შეეხო იმ ძველ, მკრთალ ხაზებს რომელიც ელვასავით გაფანტულიყო მხარზე, თითქოს რამე წმინდა, მყიფე რელიკვიას ეხებოდაო. თვალები არ მოუშორებია, იმ შრამს უყურებდა.


- მაშინაც... ასე ძალიან გტკიოდა?- თაიამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, თვალები გაახილა და კაცის მწველ მზერას დაეფეთა.

- აღარ მახსოვს...- მაგრამ ახსოვდა. ყოველი წამი ახსოვდა. უბრალოდ, მაშინ იმ წამს ონისეზე დაკვირვებით იყო დაკავებული.


- დარწმუნებული ხარ?- ოდნავ ჩაეღიმა ფიცხელაურს და ხელი ნელა ააცურა მაღლა.

- დარწმუნებული ვარ,- სცადა მტკიცე პასუხი გამოსვლოდა, ხმა მაინც გაებზარა ბოლოს. საკუთარ თავთან გამართულ ომში მარცხდებოდა, ვერ ეგუებოდა, ვერ იჯერებდა იმ ფაქტს რომ ამ ქორწინებით საკუთარი თავი თავადვე გააბა მახეში.


ონისემ აშკარად იგრძნო მის ხმაში ჩაბუდებული დაბნეულობა. თითები ისევ ძალიან ნელა აასრიალა მაღლა. ახლა უკვე მის ყელთან იყო. თაიას სუნთქვა მთლიანად აერია. ისე ახლოს იდგა კაცი, თითქოს მთელ ოთახში მხოლოდ მისი სუნთქვა, მისი სითბო და მისი მზერა არსებობდა. ონისეს თვალები მის ტუჩებზე გაჩერდა. დიდხანს. ზედმეტად დიდხანს. თითებით ოდნავ უფრო ძლიერად დაეყრდნო კისრის ქვემოთ კანზე.

არა მტკივნეულად. უფრო... თითქოს ამით საკუთარ თავს აკავებდა.


- წარმოდგენაც არ გაქვს რას მიკეთებ,- ხმადაბლა, თითქმის თავისთვის თქვა ონისემ.

თაიას გული გამეტებით დაეჯახა მკერდს. უნდოდა ეკითხა რას გულისხმობდა, მაგრამ ეშინოდა პასუხის. იმიტომ რომ უკვე ხვდებოდა. ონისემ თავი კიდევ უფრო დახარა. მისი ცხვირი თითქმის შეეხო თაიას ლოყას. არაბულს თვალები თავისით დაეხუჭა. მთელი სხეული უცნაურად დაეძაბა, თითქოს ელოდა... მაგრამ არ იცოდა რას. მხოლოდ ის იცოდა რომ უკან დახევა აღარ უნდოდა. და ეს აფრთხობდა, თანაც საშინლად,- შემომხედე.


ჩურჩულით უთხრა ონისემ. თაიამ ძალიან ნელა გაახილა თვალები. კაცი პირდაპირ უყურებდა. იმხელა სურვილით, იმხელა შეკავებული წყურვილით, თაიას მუცელში ყველაფერი შეეკუმშა, მაგრამ იმ მზერაში რაღაც კიდევ იყო. სიფრთხილე. თითქოს ბოლომდე მაინც მის ნებას ელოდა. თაიამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა და ყელში მოებჯინა სუნთქვა. ჰაერი მათ გარშემო იმდენად მკვრივი და ცხელი გახდა რომ თითოეული ჩასუნთქვა სხეულში აკრძალულ, მომწამვლელ ნექტარს ღვრიდა.

- არ უნდა ხდებოდეს ასე...- ძლივს ამოილაპარაკა, მისი ხმა უმწეო ჩურჩულით გაისმა ცივ ოთახში. ეს იყო დანაშაულის აღიარებაც და ამავდროულად იმ საზარელი მიზიდულობის დადასტურებაც, რომელიც ორ მტერს შორის ცოდვასავით მწიფდებოდა. ონისეს ჩაეცინა. მის თვალებში გაელვებულმა ბნელმა ალმურმა აჩვენა რომ თავადაც იმავე უფსკრულის პირას იდგა და ამ უფსკრულში გადაჩეხვა ორივეს ერთნაირად ელოდა.


- მაშინ გამაჩერე,- ამოილაპარაკა კაცმა და მისი ცერა თითი, ოდნავ უფრო მყარად, მესაკუთრულად დააწვა კანს. ეს იყო გამოწვევა. თამაში წესების გარეშე, სადაც ორივემ იცოდა რომ უკან დასახევი გზა დიდი ხნის წინ გაქრა. თაიას თითები უნებურად ჩაებღაუჭნენ მის ტანსაცმელს მკერდთან, უხეშ ქსოვილს დაეჭიდნენ. გაჩერება შეეძლო. უნდა შესძლებოდა. მთელი მისი სისხლი ამას ყიოდა, თუმცა გული სულ სხვას ამბობდა, მაგრამ საკუთარი სხეულის გამყინავ, აკვიატებულ ლტოლვას ვეღარაფერი მოუხერხა. გაჩერების სამაგიეროდ, თაია კაცს კიდევ უფრო მიუახლოვდა. სულ ოდნავ, ერთი აკანკალებული მილიმეტრით. იმდენად რომ ონისეს მწველი, აჩქარებული სუნთქვა უკვე პირდაპირ მის ათრთოლებულ ბაგეებს ედებოდა და იმ წამს, მათ შორის ჩამოწოლილ სამარისებურ სიჩუმეში, ორივემ ერთდროულად, მთელი არსებით გააცნობიერა, საუკუნოვანი მტრობის, სისხლისა და წყევლის მიერ აშენებული ბოლო, უკანასკნელი ზღვარიც ნელ - ნელა, შეუმჩნევლად დნებოდა და ქრებოდა. ნაცრისფრად ქცეული წარსული კი ადგილს უთმობდა ამ სახიფათო, აკრძალულ და გარდაუვალ აწმყოს.


ონისემ თვალები ბოლომდე ვერ მოსწყვიტა მის სახეს. თითქოს მთელი მისი ცხოვრება, მთელი ის უაზრო ომი და სისხლიანი წლები მხოლოდ ამ ერთი, კონკრეტული წამისკენ მიმდინარეობდა. ახლა კი, როცა ბოლოს და ბოლოს მისი აკრძალული სალოცავი ასე ახლოს, პირისპირ იდგა, ზედმეტად ხმამაღლა ჩასუნთქვისაც კი ეშინოდა, თითქოს ერთი უხეში ბგერით ამ ილუზიას დააფრთხობდა. თაიას თითები კვლავ მის მაისურში ჰქონდა ჩაბღუჯული. გარეთ, სადღაც შორს, მთის სუსხიანი ქარი ზანტად შეეხო ხის მძიმე კედლებს. მათი აჩქარებული, გახშირებული სუნთქვა ერთმანეთში უცნაურ, მომწამვლელ ნაზავად ირეოდა. ონისე კიდევ უფრო ნელა დაიხარა. იმდენად აუჩქარებლად, თითქოს დროს აძლევდა, მასაც და საკუთარ თავსაც რომ შეეჩერებინა. უკან დაეხია. უარი ეთქვა ამ ცოდვაზე, მაგრამ თაია არ განძრეულა. ონისეს ხელი ნელა, ჰაეროვანი მოძრაობით აუსრიალდა ყელიდან ლოყისკენ. თავისი უხეში ცერა თითით საოცრად სათუთად შეეხო მის ნაზ კანს, თითქოს ყოველ ნაკვთს ზეპირად სწავლობდა, თითქოს სამუდამოდ იმახსოვრებდა ამ წამს. არასდროს არავინ შეხებია ასე, ასეთი აკვიატებული, გაუმაძღარი სიფრთხილით. არასდროს არავის უყურებია მისთვის ასე, თითქოს ის სამყაროს დასაბამი და დასასრული ყოფილიყოს. და მაინც, ამ წამს, ამ საზარელი დანაშაულის ჩადენისას, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი ცხოვრება ქვეცნობიერად ზუსტად ამ სიახლოვეს იცნობდა და ეძებდა.

ონისე ნელა დაიხარა და ტუჩები ძალიან ფრთხილად, სულ ოდნავ ძველ შრამს. ეს არ იყო უბრალო შეხება, ეს იყო უხმო კითხვა, რომლითაც ის ჯერ კიდევ ითხოვდა ნებართვას და სწორედ ამ დროს თაიას სხეულში უცებ ყველაფერმა ერთად იფეთქა. მისი თითები ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად უფრო ძლიერად ჩაებღაუჭნენ კაცის მკერდს, თითქოს უფსკრულის პირას მდგარი გადარჩენას სთხოვდა.

მაშინ იმდენი სისხლი გდიოდა, ვიფიქრე რომ ცოტაც და ვეღარ გაუძლებდი,- ჩაეცინა ონისეს,- მაგრამ არა, მაშინაც დამავიწყდა რომ შენ არაბული ხარ.

იმდენად მძიმე და მოულოდნელი აღმოჩნდა თაიასთვის ფიცხელაურის შეხება რომ ვეღარ გაეგო რა უნდა ექნა. ძლიერად ცაებღაუჭა მის ტანსაცმელს და თვალები დააჭირა ერთმანეთს. ტუჩები ლამის მოიჭამა მოწოლილი ემოციებისგან.
კოცნაში არაფერი იყო უხეში ან მტაცებლური. პირიქით, ~იმდენად ფრთხილი იყო, იმდენად დამთრგუნველად და საოცრად ნაზი რომ სწორედ ეს გაუგონარი კონტრასტი აგიჟებდა თაიას. ნელა გასწორდა ონისე. იმდენად ეწვოდა არაბულს მხარი, თითქოს ის ადგილი ამოეშანთათ.

- ღმერთო...- ჩახლეჩილი, სრულიად შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა კაცმა თვალებდახუჭულმა და მისი ხმა ოთახის კედლებს მძიმედ მიენარცხა,- შენ საერთოდ ხვდები რას მიკეთებ, ხევსურო? საერთოდ თუ ხვდები, როგორ მანგრევ?

თაიას პასუხი არ ჰქონდა. პასუხი არც იყო საჭირო, იმიტომ რომ მის ოდნავ ცრემლჩამდგარ თვალებში, მის კანკალსა და აჩქარებულ გულისცემაში ზუსტად იგივე საზარელი, მომხიბვლელი რეალობა იკითხებოდა. იგივე ემართებოდა მასაც, მტრის ხელებში ის სამუდამოდ კარგავდა საკუთარ თავს და ამით გამოუთქმელ, აკრძალულ ნეტარებას გრძნობდა.

- მითხარი რომ მტერი ვარ,- ამოიჩურჩულა ონისემ,- მითხარი ხევსურო... შემახსენე, გამიმეორე ვინ ვარ, თორემ ვერ გავჩერდები.

გაეღიმა ონისეს.


- ჩემი წყევლა ხარ,- ამოილაპარაკა თაიამ. გაუსწორა მაისური ონისემ, ჩამოაფარა თმები მხრებზე და ფეხზე წამოდგა.


- საღამოს დავბრუნდები,- განაცხადა მან,- დამირეკე რამე თუ მოხდება.

კარები გაიხურა და სწრაფად დაეშვა უზარმაზარ კიბეებზე. დარჩა ოთახში მხოლოდ გაოგნებული თაია. ჯერ კიდევ თავს დასტრიალებდა ის ათასი გრძნობა რაც ცოტა ხნის წინ დაატყდა თავს. საკუთარ თავთან ვერ აღიარებდა, მაგრამ ის ფაქტი რომ მთელი ცხოვრება სიძულვილში გაატარა, ვერ ფარავდა მაინც იმ მზიდულობას, რაც ერთმანეთის მიმართ ჰქონდათ. კარზე კაკუნი გაისმა, ეთუნა შემოვიდა ოთახში.

- ონისე დავინახე, ვიფიქრე მარტო იქნებოდი, შეიძლება?

- შემოდი,- შეისწორა მაისური და ეცადა დამშვიდებულიყო და ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.

- როგორ ხარ? გავიგე დილას რაც მოხდა. მისმინე, დალი...

- არ მინდა ეთუნა არაფრის ახსნა, მართალი იყო დალი,- ამოიოხრა თაიამ,- ჩემი ბრალია.

- ასე ნუ ფიქრობ, აქ დამნაშავე არავინაა, კარგი?

- მაგრამ...

- ცხრაჯერ მახსნევინებ ერთი და იგივეს?- წარბებს კრავს ეთუნა,- შეიძლება უხეშად გამოუვიდა, მაგრამ მე შენ თავიდან გითხარი რომ ამ ყველაფერში არც შენ და არც ონისე დამნაშავეები არ ხართ.

- უბრალოდ მოგვიწია სხვისი ცოდვისთვის პასუხის გება,- დააბოლოვა თაიამ.

- ზუსტად, მაგრამ...- დააპაუზა ეთუნამ,- კარგი, შემომხედე.

თავი ააწევინა გოგოს.

- რა გჭირს,- სახეზე მიადო ხელი,- ცხელი ხარ, ისევ სიცხემ აგიწია?

- არ ვიცი? ამიწია?- თავადაც მიიდო ლოყებზე ხელი,- კარგად ვარ, გადამივლის, კარგი?


- რადგან ეს მოხდა, რაც ისედაც გარდაუვალი იყო, ასე ხომ ვერ იცხოვრებ მთელი ცხოვრება? ხო, შეიძლება ბავშვური აკვიატება იყო, შეიძლება ვერ იტანდით ერთმანეთს, მაგრამ მთელი ცხოვრება ესე ხომ ვერ იქნები? მოისპობ საკუთარ თავსაც და მასაც, ცოდოები ხართ,- თავზე ჩამოუსვა ხელი,- უნდა მორიგდეთ.


- კარგი ეთუნა, გავიგე,- გააქნია თავი.

- არა, რაღაც მოხდა და არ მეუბნები მაინც,- გაეცინა და ფეხზე წამოდგა,- იჩხუბეთ? არც ის ჩანდა მთლად გონზე.


- ჰოო?- ჩაეცინა თაიას,- ძალიან კარგი. წამოდი აივანზე გავიდეთ.

- გადამრევ იცი?- წარბები ასწია ეთუნამ და უკან გაჰყვა,- რა უქენი?


- არაფერი ისეთი,- მხრები აიხეჩა და მოკრა თვალი ცხენზე ამხედრებულ ონისეს,- ხომ ხედავ - კარგადაა.

- საზიზღარი ხარ,- წაჰკრა მხარი ეთუნამ,- წამლებს მოგიტან. ჩამოხვალ და შეჭამ იცოდე.

- შევჭამ, კარგი,- უარყოფა არც უცდია, იცოდა როგორი სიბრაზე ჰქონდა ეთუნას,- ის ვინაა?

ანიშნა ხელით ქალზე, რომელიც ჭიშკართან ესაუბრებოდა ონისეს.


- ეგ სალომეა,- დაფიქრდა ეთუნა,- ჩვენი მეზობელია.იქ ცხოვრობს.

გაიშვირა თითი მეხუთე სახლისკენ.

- ხშირად დადის ხოლმე აქ,- მხრები აიჩეჩა,- მემგონი ონისე მოსწონდა ადრე, მამამისი მოსულა სასაუბროდ და ჭაბუკას უარი უთქვამს, თქვენი ფიცის გამო.

- გასაგებია,- დაფიქრებუთ ამითქვა თაიამ. მისი მზერა ისევ ეზოსკენ, ჭიშკართან მდგარი ფიგურებისკენ გაიქცა. სალომე რაღაცას ემოციურად, სწრაფად ეუბნებოდა, ხელებს ასავსავებდა, ონისე კი ისე იდგა, კლდესავით უძრავად და მხოლოდ თავის დაკვრით, დინჯად უსმენდა. სულ რაღაც ცოტა ხნის წინ, იმ ჩაკეტილ ოთახში, ონისეს თითები მის შრამს ისე ეხებოდა, თითქოს სამყაროში სხვა არავინ არსებობდა. მისი ბაგეების სითბო ჯერ კიდევ აჩნდა თაიას ტუჩებს, ყელში კი ისევ ის დამანგრეველი მუხტი ედგა.


- ნუ უყურებ ასე,- ეთუნამ მხარზე ხელი მოუთათუნა, თითქოს მის ფიქრებს მიხვდაო,- ეგ ძველი ამბავია. ონისეს მაგ ქალისთვის ზედმეტი არასდროს შეუხედავს. ჭაბუკამაც იმიტომ უთხრა უარი მამამისს რომ იცოდა ამ ხეობაში მშვიდობას მხოლოდ თქვენი ქორწილი თუ მოიტანდა.

- არ მაინტერესებს,- შემოტრიალდა, თუმცა ფიქრები მაინც იქითკენ დარჩა,- რაც უნდა ის უქნია.

- ჰოო?- ჩაეცინა ეთუნას,- წავიდეთ მაშინ. ვჭამოთ, თორემ კუჭი მიხმება.

თაია თითქოს თავს იკავებდა, აღარ უნდოდა არაცის ნახვა, განსაკუთრებით დალისი. იცოდა რომ თვალსაც ვერ გაუსწორებდა ქალს, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა. ნელა დაუყვა ეთუნას უკან კიბეებს. ნელი, მძიმე ნაბიჯებით ჩადიოდნენ დაბლა. კიბის ყოველი საფეხურის გაჭრიალება თაიას გულზე ხანჯლის წვერივით ხვდებოდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ სამზარეულოს, მით უფრო უმძიმდებოდა ფეხები, თითქოს უხილავ ჭაობში ეფლობოდა. ზღურბლთან წამით შედგა. სუნთქვა შეეკრა. სამზარეულოში ისევ ის ძველი, მძიმე ატმოსფერო იდგა. კერაში ცეცხლი გიზგიზებდა, თუჯის ქვაბიდან ორთქლი ამოდიოდა, მაგრამ ოთახის ცენტრში, მაგიდასთან მჯდარი დალის ფიგურა ყოველგვარ სითბოს აქრობდა. ქალს შავი თავსაფარი ისე მჭიდროდ შემოეკრა შუბლზე, თითქოს საკუთარ ფიქრებს გარეთ არ უშვებდა. ხელები წლებისგან და შრომისგან დაკოჟრილი, მუხლებზე დაეწყო. როგორც კი თაიამ ზღურბლს გადააბიჯა, დალიმ თავი ნელა ასწია. მისი ცივი, ჩამქრალი თვალები პირდაპირ გოგონას შეეფეთნენ. ოთახში ჰაერი წამში გაიყინა. თაიამ მთელი ძალისხმევა მოიკრიბა, ნიკაპი ასწია და აიძულა საკუთარი თავი თვალი არ აერიდებინა. არაბულის სისხლი აუჯანყდა, არ უნდოდა, ამ ქალს მისი შიში და სისუსტე დაენახა, თუმცა შიგნიდან ყველაფერი უზანზარებდა.


დალი დიდხანს, დაუნდობელი სიზუსტით ათვალიერებდა. უყურებდა მის ფერმიხდილ ლოყებს, მის ოდნავ აკანკალებულ თითებს, რომლებიც კაბის კალთას ებღაუჭებოდნენ. ქალის სახეზე არც ბრაზი გამოხატულა და არც სიძულვილი, ეს იყო საზარელი, ყრუ გულგრილობა, რომელიც ყვირილზე მეტად სტკიოდა ადამიანს.

- დასხედით,- თქვა ბოლოს დალიმ. მისი ხმა ისე მშრალად ჟღერდა, თითქოს ძველი, გამხმარი ფოთლები აშრიალდნენო. თავად არ განძრეულა, მზერა ისევ თაიაზე ჰქონდა მიჯაჭვული,- საჭმელი გაცივდება.

ეთუნამ თაიას მკლავზე ხელი ნაზად მოუჭირა, თითქოს ანიშნებდა რომ ყველაფერი რიგზე იყო და მაგიდისკენ წაიყვანა. თაია დაჯდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ომში იყო. ყოველი მოძრაობა, თეფშის ყოველი გაჩხაკუნება აუტანლად ხმამაღალი ჩანდა ამ სამარისებურ დუმილში.

- დილას რაც მოხდა...- დაიწყო თაიამ ხმადაბლა, ვეღარ შეძლო უთქმელად ლუკმის გადაყლაპვა,- განზრახ არც მიფიქრია რამის თქმა.

- არ არის საჭირო,- გააჩერა დალიმ,- გასაგებია ყველაფერი.


- მე მაწუხებს ეს,- გადასწია გვერდით თეფში,- რაც არ უნდა იყოს, სხვისი ტკივილის გაზიარებამდე საკუთარიც ყელამდე გამაჩნია. ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ არ მყავს დედის და დათუად გარდა სხვა, სწორედ რომ ფიცხელაურების გამო. ვწუხვარ დილას მომხდარის გამო, ასე არ უნდა მესაუბრა.


დალიმ კოვზი ნელა, უხმოდ დადო მაგიდაზე. მისი გამხმარი, თითქმის გამჭვირვალე თითები წამით შეყოვნდნენ ხის ზედაპირზე, მერე კი ისევ მუხლებზე დაიწყო. ქალმა თავი ასწია და თაიას შეხედა. სამზარეულოში მხოლოდ კერის გიზგიზი ისმოდა.


- შენს სინანულს ჩემთვის არავითარი ფასი არ აქვს, არაბულის ქალო,- თქვა დალიმ ყრუდ, თუმცა მის ხმაში ახლა მხოლოდ ცივი რეალობა ჟღერდა,- და არც ჩემს ბრაზს აქვს შენთვის ფასი. ჩვენი ნათესავები ახლა მიწაში წვანან და ამას ვერც შენი ბრაზი შეცვლის და ვერც ჩემი დუმილი.


ქალი წამით შეჩერდა, მზერა ეთუნაზე გადაიტანა, რომელსაც მტევნები ისე მჭიდროდ შეეკრა, რომ ძვლები თეთრად დასტყობოდა, მერე კი ისევ თაიას მიუბრუნდა.

- მაგრამ ერთი რაღაც კარგად უნდა გაიგო,- განაგრძო დალიმ ნელა, მკაცრი, დაღლილი თვალები პირდაპირ თაიას რომ მიაბჯინა,- ამ სახლში თუ დარჩები, მუდმივად იმის გამეორებით ვერ იცხოვრებ რომ მხოლოდ შენ გტკივა.

თაიას მხრები ოდნავ დაეძაბა, ხერხემალში უცნაურმა, მწველმა ჟრუანტელმა დაუარა.

დალი წამოდგა. ნელა, მძიმედ, მის ყოველ მოძრაობაში მთების ყრუ, უსიტყვო ტკივილი იკითხებოდა.

- შენს თვალებში ყოველდღე ვხედავ იმ სიძულვილს, რაც ჩვენ მიმართ გაქვს,- თქვა მშვიდად და მის ხმაში ბრაზის ნაცვლად რაღაც საზარელი, შიშველი სიმართლე გაისმა,- და შეიძლება მართალიც ხარ. შეიძლება გგონია რომ ყველაფერი წაგართვით, რაც კი ამ ქვეყანაზე გაგაჩნდა. მაგრამ ერთი რამ იცოდე, აქ მყოფი არცერთ ქალს არ გაუღვიძია დილით იმ სურვილით რომ სხვისი შვილი გაენადგურებინა. არცერთ ჩვენგანს არ უნატრია სხვისი სისხლი.

სამზარეულოში ისევ სრული, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ჰაერი თითქოს ერთიანად გაიყინა. ქრისტაც კი, რომელიც მუდამ ხმაურობდა, ახლა სრულიად უძრავად იჯდა, სუნთქვაშეეკრული.

- ჩვენც დაგვღალა ამ წყეულმა სისხლმა,- დალის ხმა უფრო ჩაუწყდა, სადღაც ყელიდან ამოხდა ყრუ ნაღველი,- შენზე ბევრად ადრე და ბევრად მწარედ. შენ ჯერ დაბადებულიც არ იყავი, მეც კი პატარა ვიყავი, ამ სახლის ქალები ღამეებს თეთრად ათენებდნენ და ყოველ გაფაჩუნებაზე გული უსკდებოდათ. არ იცოდნენ კაცები შინ ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ ცხენზე გადაკიდებულებს მოასვენებდნენ.

თაიამ ნელა დახარა თვალები. მზერა საკუთარ თითებს გაუშტერა, რადგან დალის ჩამქრალი, უძირო თვალებისთვის ყურება უკვე ფიზიკურად სტკიოდა. დალი ნელა მიუახლოვდა მაგიდას, მისი გრძელი, შავი კაბის კალთა იატაკს აჩრდილივით აედევნა.

- ოჯახის წევრი ყველამ დავკარგეთ და ყველას გვტკივა, მაგრამ ის სიძლვილი და ზიზღი, რასაც შენ თან ატარებ არ არის შილო კარგი,- მიუახლოვდა ოდნავ,- ეს შეგჭამს და გაგანადგურებს. აბა ერთი დაფიქრდი, ამ ოცი წლის განმავლობაშ ყოფილა რამე გრძნობა ისეთი, რომელიც ამ ზიზღზე უფრო დიდი იყო? ჰა?

- არა,- ამოილაპარაკა თაიამ.

- მაშინ რისი ბრალია ეს რატომ არასდროს არ გიკითხავს? ჩვენი ზიზღით რომელიმე ოჯახის წევრს დაიბრუნებ? ჩვენი სიკვდილი შვებას მოგგვრის?

- ეს არც მიფიქრია...

- მე იმას ვამბობ რომ ჩვენ შევეგუეთ, ვისწავლეთ როგორ ვიცხოვროთ ამით და შენც იგივე უნდა ქნა,- მერე მხარზე ჩამოადო ხელი,- იმიტომ რომ წლები მალე გავა, გახდები ჩემი ტოლი მოიხედები მერე უკან და იმის ნაცვლად რომ ბედნიერი მოგონებები დაინახო, მხოლოდ იმ ზიზღს ნახავ, რომელმაც არაფერი მოგცა და ცხოვრება დაგიმახინჯა.

გაეღიმა ოდნავ ქალს.

- ამიტომ, თუ ამ ჭერქვეშ ცხოვრებას აპირებ...- თქვა ბევრად ჩუმად, მის სიტყვებში ხევსურული ზამთრის სუსხი გაერია,- არ უნდა მოუსმინო იმათ, ვინც მტრის მიმართ ზიზღს გიღვივებს, იმიტომ რომ ამით მშვიდად ვერ იქნები. იცხოვრე მშვიდად და გაიზიარე შენს ტკივილთან ერთად ჩვენიც, ჩვენც იგივეს ვიზამთ. განა არ ვიცი რას განიცდი.


პირდაპირ გულში მოხვდა სიტყვები თაიას. ნასროლი ტყვიასავით გაიარა გონებაში. თურმე არსებობდა სხვა არჩევანიც და სწორედ ეს უცნაური, გაუგონარი აზრი აშინებდა ყველაზე მეტად. დალიმ თვალი კიდევ ერთხელ მოავლო ჩაფიქრებულ სახეებს, მერე კი მშვიდად დაავლო ჭიქას ხელი.

- ახლა კი ჭამე, სანამ სულ გაგიცივდა საჭმელი,- დაამატა ბოლოს,- თორემ ონისე გაბრაზდება.

ქრისტამ მაშინვე ღრმად ამოისუნთქა, თითქოს გულზე ლოდი გადააგორაო. სამზარეულოში მხოლოდ ქალები ისხდნენ, თუმცა დაძაბულობა მაინც იყო.


- დედას არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა,- გააგრძელა დალის წასვლის შემდეგ ქრისტამ,- უბრალოდ ასეთი ქალია.

- არ მინდა ახსნა,- გააჩერა თაიამ,- გასაგებია ისედაც ყველაფერი.


- ცოტა მაინც შეჭამე,- დაუდო თეფში წინ ეთუნამ,- ნუ მაგიჟებ თაია, ორი დღეა უჭმელი ხარ.


- მაპატიე,- გაუღიმა სუსტად მეგობარს,- ლუკმა არ გადამივა ყელში.


გასწია სკამი უკან.

- ჩაის დავლევ მხოლოდ, თუ ნერვიულობას შეგიმსუბუქებს,- დაადო მხარზე ხელი და ჩაიდანი დადგა გაზზე.


- გამარჯობა,- გაისმა სალომეს ხმა ზღურბლზე,- როგორ ხართ?


- აჰ, სალომე,- წამოდგა ქრისტა ფეხზე,- მოდი, დაჯექი ისაუმზე.

- იყოს,- აიქნია ხელი,- ამის მოსატანად მოვედი. დედამ გამომატანა.

- ჰოო? რა არის?


- ნამცხვრებია და რა ვიცი, კიდევ ათასი რაღაცა. ჩავდებ მაცივარში თორემ გალღვება,- აუარა თაიას გვერდი და ყუთები ჩაალაგა შიგნით,- შენ ალბათ თაია, ხომ?


გადმოხედა არაბულს. თაიამაც მიატოვა საქმე და გახედა შავგრემან გოგოს. თვალებში ნაპერწკლები ჩასდგომოდა.

- მე სალომე ვარ,- ღიმილით გაუწოდა ხელი.

- თაია,- დაუქნია თავი და მერე მის ხელს დახედა, თუმცა მაინც ჩამოართვა.

- სასიამოვნოა. გნახე ქორწილშიც, თუმცა არ მოვსულვარ. მაინც არ მიცნობდი,- სახიდან ღიმილი გაუქრა.


- არაუშავს,- მიუბრუნდა ისევ თავის საქმეს. არ ესიამოვნა მისი ჟესტი, უცნაური გოგო იყო.


- აქ რჩები დიდხანს?- იკითხა ქრისტამ.

- არ ვიცი, ვნახოთ,- მხრები აიჩეჩა სალომემ და სკამზე ჩამოჯდა.

- უნივერსიტეტი არ გაქვს?- ამჯერად ეთუნამ იკითხა,- მეგონა სწავლობდი.

- ვსწავლობ, უბრალოდ გამოცდებს ველოდები, ივნისის ბოლოს იქნება.


- გასაგებია,- გაუღიმა ეთუნამ და მიუბრუნდა თავის საჭმელს,- კარგია. წარმატებები.

- მადლობა,- წამოდგა ფეხზე სალომე,- ონისე ვნახე მოსვლისას, მასაც ვუთხარი, მაგრამ შენც გეტყვი. დაპატიჟებულები ხართ მამაჩემის დაბადების დღეზე. მთხოვა მეთქვა ყველასთვის.

- უი, სულ არ მახსოვსა,- შუბლზე მიიდო ხელი ქრისტამ,- მოვალთ აუცილებლად. მადლობა მოპატიჟებისთვის.

- ნახვამდის,- წამოიძახა და დატოვა სამზარეულო.


- უნდა წავიდეთ ყველა?- წარბები შეჭმუხნა ეთუნამ.

- არ ვიცი, მეზარება წასვლა,- შეეჭმუხნა სახე ქროსტას,- შენ რას იზამ თაია?


- მე?- მობრუნდა დაბნეული, საერთოდ არ უსმენდა მათ,- რაზე?


- წახვალ სალომესთან? მამამისის დაბადების დღეა, არ უსმენდი?

- არა,- გააქნია თავი,- მე რა მინდა იქ?

- შენ ხარ ახალი რძალი, თორემ მე სულ მაგათთან დავდიოდი ადრე. ისე რა ქალია, როდის აქ მაგ კაცს დაბადების დღე, არც მახსოვს. წინასწარ გვაფრთხილებს.

- არა, არა,- გააქნია თავი,- არა, მე დავრჩები სახლში.


- აბა ჩემ ძმას ჰკითხე ერთი რას იტყვის,- ჩაეცინა ქრისტას.

- შენს ძმას თავს გავუტეხავ თუ დამაძალებს,- მკვეთრი ტონით ამოთქვა და წყალი დაასხა.


- ღმერთო, რა მკაცრია,- სიცილს ვერ წყვეტდა

- დაანებე გოგო თავი, ნერვებს რატო უშლი,- წაჰკრა ხელი ქრისტას.

- წავალ მე,- აუარა გვერდი ყველას და ეზოში გავიდა თავისი ჭიქით. დიდი ეზო ჰქონდათ ფიცხელაურებს, ნელა გაუყვა საჯინიბოსკენ. თავისი ლამაზი ცხენიც კი იქვე იყო დაბმული. სულ არ გახსენებია ლამაზი ფაშატი, არც არავის უთქვამს რამე მასზე,- შენ აქ რა გინდა, ჩემო ლამაზო.


შევიდა მასთან და ცხვირზე ხელი ჩამოუსვა.

- როგორ მომენატრე ქალბატონო,- ჭიქა იქვე დადო და მეორე ხელიც მოჰხვია,- არ გავისეირნოთ?


უნაგირი მოარგო. ლამაზი გრძელი თმები ჩამოუვარცხნა და საჯინიბოდან გამოიყვანა. ნელა გაუყვა ეზოს, ნელა გავიდა გზაზეც, უცნაური იყო ყველას მზერა მისკენ რომ იყო მიმართული. თუმცა არ მიუქცევია ყურადღება. ჩასცდა სახლებს და როგორც კი მდელოს მოჰკრა თვალი მაშინვე მოახტა და გააჭენა. ცხენის ჩლიქების თქარათქური მდელოს ნამიან ბალახს მძიმედ აწყდებოდა. გრძელი, შავი თმა ქარს სრულიად აეწეწა და ზურგს უკან აფრასავით მოჰყვებოდა, მაგრამ თაიას ახლა ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა. მხოლოდ წინ იყურებოდა, იქ, სადაც ჰორიზონტზე ხევსურეთის უზარმაზარი, პირქუში მთები ცას ხანჯლის პირებივით აპობდნენ. სისწრაფისგან სახეში ცივი ჰაერი ეცემოდა. სწორედ ეს სჭირდებოდა. ეს გიჟური, მახრჩობელა თავისუფლება. უკან დარჩა ფიცხელაურების სახლი, ის აუტანელი, დამანგრეველი სიახლოვეც, რომელიც ონისეს ოთახში, მის კანსა და ბაგეებზე ელვასავით აალდა. თაიას ეგონა რომ თუ ცხენს მთელი ძალით გააჭენებდა, ამ მოგონებებს საკუთარ სხეულში ჩაბუდებულ იმ აკვიატებულ ლტოლვასაც სადღაც გზაზე ჩამოიტოვებდა. ცხენი მანამ არ შეუჩერებია, სანამ მდელო ვიწრო, კლდოვან ბილიკად არ იქცა და არღუნის ყრუ გუგუნი ისევ არ შემოესმა. ხეობის სიღრმეში, სადაც მზე მხოლოდ შუადღისას თუ ჩამოჰყურებდა მიწას, ჰაერი სქელი და ნესტიანი იყო. თაიამ ლაგამი მოქაჩა. ცხენი მძიმედ ხვრენდა, გვერდები აჩქარებულად უფეთქავდა. უნაგირიდან მსუბუქად ჩამოხტა, მივიდა კლდესთან, ზურგით მიეყრდნო და თავი უკან გადასწია. აქ, ამ უნაყოფო და მკაცრ ბუნებაში, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა, ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქა. მარტოობაში პოულობდა შვებას, მაგრამ ახლა თითქოს საკუთარო თავიც დაკარგული ჰქონდა.

მიეძინა საცოდავად კლდის ძირას. მოსაღამოვებული იყო უკვე, ცხების შეხებამ რომ გამოაფხიზლა. თვალები გაჭირვებით გაახილა, მთები უკვე საგრძნობლად ჩამუქებულიყო, მათი მკაცრი სილუეტები წყვდიადში იძირებოდა. ცაზე პირველი, ცივი და ბასრი ვარსკვლავები აციმციმებულიყვნენ. მთის ჰაერი უცებ, ერთიანად გაციებულიყო და კანს ნემსებივით ესობოდა. ახედა ცხენს, თუმცა არ ჰგავდა თავისას. მერე უკან შენიშნა მაღალი სხეული, შეკრთა, თუმცა მალევე იცნო.

ონისე იდგა წინ. მთლიანად საღამოს მძიმე ლურჯ წყვდიადში გახვეული.


მისი უზარმაზარი შავი ცხენი იქვე, გვერდით იდგა და ნესტოებიდან ცივ ორთქლს უშვებდა. კაცი რამდენიმე წამს უბრალოდ, უძრავად იდგა და უყურებდა ბალახზე მჯდარ თაიას. მისი მზერა ისეთი ყრუ იყო, ისეთი ჩუმი და სიმძიმით სავსე, ადამიანს გულს რომ უფრთხობს და სუნთქვას უჩერებს.

- მთელი ხეობა ფეხზე დავაყენე,- თქვა ბოლოს ოდბავ ჩახლეჩილი ხმით. თაიას ჯერ ისევ ძილისგან აბინდული, ნისლიანი ჰქონდა თვალები. რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად რომ ხეობაში ჩასძინებოდა და ახლა უკვე ღამე იყო. ონისე ნელა, მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდა,- აქ რას აკეთებ მარტო?

მის ტონში ძლივს შეკავებული ბრაზი მაინც მკაფიოდ იგრძნობოდა.


- საერთოდ ხვდები, როგორ ვინერვიულე?- თაიამ მზერა აარიდა, ვერ გაუძლო მისი თვალების აალებულ მზერას, სადაც მტრობა კი არა, რაღაც ბევრად უფრო სახიფათო ტრიალებდა.

- უბრალოდ სიჩუმეში ყოფნა მინდოდა,- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- არ მაქვს უფლება რომ საკუთარ თავთან მაინც დავრჩე მარტო?

- დარჩი. უარს არავინ გეუბნება,- გაცხარდა ონისე,- მაგრამ უნდა ვიცოდეთ მაინც სად ხარ რომ მთელი ხეობა არ წამოვყაროთ.

- მომეშვი ონისე,- წამოიწია თაიაც,- არ მინდა შენთან ლაპარაკი. შენ…

- ნუ დაიწყე ახლა ისევ,- აიქნია ხელი ონისემ,- გავიგე რომ გძულვარ, რომ მტრები ვართ და ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ შენ ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ვარ შენზე ვიზრუნო.

- იცოდე,- მიუახლოვდა თითის ქნევით,- დედაშენს რომ პატივი ვეცი არ ნიშნავს რომ შენზეც იგივენაირად ვიქნები.

აუარა გვერდი და გზა განაგრძო.

- მე რა შუაში ვარ,- ონისემ მძიმედ ამოისუნთქა.

- სიჩუმეში ყოფნასაც არ გაცდიან,- დუდღუნებდა არაბული თავისით.

- სიჩუმისთვის გაქრობა და გადაკარგვა არ არის საჭირო, ხევსურო,- თქვა ბოლოს,- რა არ ვიფიქრე.


- სად უნდა წავსულიყავი,- მოსცილდა მის სხეულს,- სად მაქვს ერთი წასასვლელი. დამიტოვეთ სადმე წასასვლელად გზა?


გააქნია თავი და აქეთ - იქით დაიწყო ყურება.


- სად არის ჩემი ცხენი,- შეკრთა, როცა ვერ იპოვა.


- სოფელშია,- განაცხადა ონისემ,- ის რომ მოვიდა მერე მივხვდი აქ იქნებოდი.

- ჯანდაბა,- ამოიოხრა თაიამ და ისევ ფეხით დაუყვა ბილიკს.

- არ მითხრა რომ ფეხით აპირებ წასვლას,- ჩაეცინა ონისეს და უკან აედევნა.

- ჩემითაც ჩავალ, შენი დახმარება არ მჭირდება!- გადასძახა თაიამ, ისე რომ უკან არც მოუხედავს. გრძელი კაბის კალთას ხელს ჰკიდებდა რომ არ წამოსდებოდა რამეს, მაგრამ სიბნელეში გზის გაგნება რთული იყო. ონისემ თავისი შავი ცხენი ლაგამით წამოიყვანა, რამდენიმე ნაბიჯში დაეწია და გზა გადაუჭრა. ცხენმა ხმამაღლა დაიფრუტუნა, თითქოს ისიც დასცინოდა ქალის სიჯიუტეს.

- სიცხე გაქვს, თან გზასაც ვერ ხედავ. არც იცი წესიერად უკან როგორ უნდა წახვიდე. დაჯექი,- ანიშნა თავით ცხენისკენ.

- არ მინდა. ჩემით წავალ - თქო ხომ გითხარი,- თაიამ ჯიუტად სცადა გვერდის ავლა.


- ნუ მაგიჟებ,- მხარში ჩაავლო ხელი ონისემ,- იცოდე წავალ და აქ დაგტოვებ. ვერ გამოაგნებ და მოგიწევს მთელი ღამე აქ ყოფნა.

მოათვალიერა გარემო თაიამ, მერე აქა - იქ უცნაური ხმებიც გაიგო. არ ეშინოდა, თუმცა ცარიელი ხელებით რა უნდა ექნა გაშლილ მდელოზე ეგეც აფიქრებდა.


- კარგი,- დანებდა ბოლოს. მოიცილა მისი ხელი და თავად ახტა ონისეს ცხენზე.

- ცოტა ფრთხილად,- წამოაძახა დაჯდომისას,- არავინ მჯდარა ჯერ მაგ ცხენზე, რამე არ ატკინო.


- მე მეუბნები მაგას?- ჩაეცინა თაიას.

- ხო შენ, გიცნობს და არ მოსწონხარ,- არ დააკლო ონისემაც. წამებში მოახტა თავადაც. მოქაჩა ლაგამი და ცხენიც დაიძრა. ნელა დაუყვნენ მდელოს. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას თაია გრძნობდა, როგორ ეხებოდა მისი ზურგი ონისეს გულმკერდს. თავად კაცისგან წამოსული, აუტანელი სიმხურვალე არაბულის კანზე ილექებოდა. ღრმად ჩაისუნთქა თაიამ და თავი აარიდა. ნელა გაიარეს სოფელიც, უცნაური იყო მათი ასე ხილვა, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა. ეზოში შესვლისას საკუთარ ცხენს მოჰკრა თვალი საჯინიბოში. არც მისულა მასთან, მაშინვე სახლში შევიდა. მისაღებში დაინახა აბდულა და ჭაბუკა როგორ საუბრობდნენ, უსიტყვიდ აუარა გვერდი და ოთახისკენ წავიდა. მძიმედ აიარა კიბეები. არც ქრისტა ჩანდა, არც ეთუნა და არც დალი. სიგრილე იყო ოთახში დატოვებული კარის გამო.


- ყინავს გოგო,- დაიწუწუნა მის უკან შემოსულმა ონისემ და აივნის კარი მიხურა,- აქ არ უნდა დაიძინო ამაღამ?


- მე არ მაწუხებს,- აიბზუა ცხვირი, არადა საშინლად ჰქონდა კანი დახორკლილი სიცივისგან.

- გიჟი ხარ,- დახედა ამჟავებული სახით და აბაზანაში შევიდა.

- ნეტავ ვის ეუბნება,- გადმოიღო თავისი პიჟამოები ჯერ კიდევ ამოულაგებელი ჩემოდნიდან. მერე წაასრიალა ყველაფერი კარადასთან და ჩაკეცილი ნივთები პირდაპირ უჯრებში შეაწყო. სხვა რა გზა იყო, სტუმარივით ხომ აღარ იცხოვრებდა აქ. ნაწილი სარკის წინ ტუმბოზე შემოალაგა. ონისეს ნივთებიც იქვე ეწყო. უცნაური იყო მათი ერთად დანახვა. როგორც კი გამოაღწია ფიცხელაურმა აბაზაბიდან, თავად შევიდა. მოირგო პიჟამოები და კვლავ ოთახში დაბრუნდა. საწოლის წინ დადგა გაუბედავად. რამდენიმე წამით გაშეშებული იდგა,- იცოდე შენთან ერთად არ დავიძინებ.


- ჩემი საწოლიდანაც მაგდებ?- წარბები აზიდა ონისემ.

- სადაც გინდა იქ დაიძინე,- აიჩეჩა მხრები თაიამ,- მაგრამ იცოდე შენთან ერთად არ დავიძინებ.


- დილას კარგად მკოცნიდი?!- გაეცინა ონისეს,- ახლა აღარ გინდა ხო ჩემთან ძილი.

- ახლა თავს გაგიტეხავ ნერვებს თუ მომიშლი,- აიღო ხელში ცარიელი ვაზა.

- რა ვთქვი ტყუილი,- უჩუმრად ჩაეცინა ონისეს,- მანიაკო.

- ენა!- მუქარის ტონით დაიწყო,- და საერთოდ ეგ არაფერს ნიშნავდა.

- არა? რატომ, ცუდი იყო?

- ზუსტადაც,- დააქნია თავი,- საშინელი. წლები გავიდა და ვერ გისწავლია ვერაფერი.


- რამხელა შეურაცხყოფაა,- ჩაეცინა ონისეს.


- ფაქტი აღვნიშნე, იქნებ დახვეწო როგორმე.


- დავხვეწავ არ ინერვიულო,- მიუახლოვდა ცოლს,- პრაქტიკებს ერთად გავივლით.

- აბა გაბედე,- ჩაეცინა თაიას,- ნახავ მერე.


- დაიწყო ისევ ომი და ჩემი წამება,- ამოიოხრა ფიცხელაურმა,- გაიღვიძა შენში არაბულის სისხლმა.

- ახლა შენ...- ძლიერად მოიქნია ხელი, მზად იყო სასროლად ონისეს რომ არ დაეჭირა და უკან არ დაედო ნივთი.


- შეშლილო, ჩაწექი დროზე,- ხელი ჰკრა ოდნავ და საბანი გადასწია. აიღო თავად ბალიში და პლედი. გვერდით სავარძელზე დააწყო, შუქი ჩააქრო, მხოლოდ დაბალზე განათებული ლამფა დატოვა. შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოთავსდა დივანზე და თაიასკენ გადმობრუნდა.

- რას მიყურებ?- წამოენთო უცებ თაია, საბანი ნიკაპამდე აიქაჩა და სიბნელეში ონისეს აელვებულ გუგებს დააშტერდა,- შუქი იმიტომ ჩააქრე რომ მთელი ღამე ასე, თვალებით მჭამო?


- არ გიყურებ, დაიძინე,- დაზაფრული, ყრუ ხმით უპასუხა ონისემ და ზურგი აქცია.

- როგორ არა,- არ ეშვებოდა თაია. წამოდგა, იდაყვს დაეყრდნო და თმები სახიდან უკან გადაიყარა. ონისე ნელა, საოცარი ძალისძალებით მართული სიმშვიდით გადმობრუნდა მისკენ.


- შარზე ხარ, მგონი შენ,- ჩაეღიმა კაცს ტუჩის კუთხეში, თუმცა ხმაში ისევ ის მძიმე, ხავერდოვანი და სახიფათო ტონი ერია, ქალს მუცელში ყველაფერს რომ უფორიაქებდა,- სპეციალურად აკეთებ? ჩემს მოთმინებას ცდი?

- მოთმინებას თქვენ ცდით, ყველანი,- მიახალა სახეში,- განსაკუთრებით შენ.


- ხოო? და როდის გამოვცადე?- არ მოეშვა ონისე,- სამი დღის წინ წვიმაში თუ ამ დილას? კოცნის დროს თუ მერე რომ გაიაზრე?

- ენას ამოგაძრობ იცოდე,- გამაფრთხილებლად აუქნია თითი,- უკანასკნელი იქნება ეგ ფიცხელსურო. ახლოს მოკარება არ გაბედო.


- მასე იძახი და მერე...- სიტყვა გაუწყდა სახეში ნასროლი ბალიში რომ მოხვდა,- ჯანდაბა, დამავიწყდა რომ კარგი მიზანი გაქვს.


- ხმა აღარ გავიგო შენი,- გადაბრუნდა მეორე მხარეს და თავზე წამოიფარა საბანი. გულში ილანძღებოდა და თან იმაზეც ფიქრობდა რა აბრაზებდა ასე ძალიან.



* * *
გამთენიას საიდანღაც მამლის ყივილი გაისმა. წამოვარდა საწოლზე თაია უძინარი სახით და აწეწილი თმებით.

- რა უბედურებაა,- ამოიოხრა და თავი გვერდით გაატრიალა,- ონისე.



დაიძახა ხმადაბლა.


- ონისე,- გაიმეორა კიდევ ერთხელ, თუმცა წარბიც არ შეუხრია ფიცხელაურს,- ონისე.


უცებ იმხელა ხმაზე წამოიყვირა შეხტა კაცი და წამოვარდა დივანზე.


- რა ხდება,- მიაჩერდა დაღლილი სახით თაიას.


- ეს ვისია,- მამლის ხმაზე მიუთითა,- ჩვენი?

- არა, არ ვიცი? მეზობლის ალბათ,- მოიქექა კეფა და სახეზე ხელი მოისვა, ჯერ კიდევ ეძინებოდა,- რა იყო?


- მთელი ღამე ენა არ გაუჩერებია, რანაირი მამალია,- ჩაიდუდღუნა თავისთვის,- ვინ ყივის შუა ღამეს.

- მე რა ვუყო მერე?- ჩაეცინა ონისეს,- შატილში არ გყავთ მამლები?

- ესეთები არა,- აიჩეჩა მხრები,- რა უნდა უყო, მართლა გეუბნები, მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭერ. რანაირად დაგეძინა შენ?

- არ დაღლილხარ ალბათ საკმაროსად,- არ დააკლო ირონია ონისემ.

- მეც ველაპარაკები რა,- მიაწვა საწოლის თავს,- გუშინ ის სალომე იყო მოსული.

- ვინ სალომე?- წარბები ასწოა ონისემ.


- აი ის, გასვლისას რომ ელაპარაკებოდი,- ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ფიცხელაურს.

- რაო მერე.

- მამამისის დაბადების დღე ყოფილა, დაგპატიჟათ ყველა,- მზერა აარიდა კაცს.


- შენც შედიხარ მაგ დაპატიჟებაში და ვიცი, მითხრა მეც. რა მოხდა მერე?

- არ მინდა წასვლა. აქ დავრჩები,- მტკიცედ ჩაილაპარაკა თაიამ, თუმცა საბნის ქვეშ თითები ნერვიულად გადააჭდო ერთმანეთს. ონისემ წარბი ოდნავ ასწია, მის მკაცრ ნაკვთებზე ინტერესმა გადაირბინა.

- რატომ?- თაიამ მხრები აიჩეჩა, მაგრამ მისი თვალები ამჯერად მზერას გაურბოდნენ, ოთახის ბნელ კუთხეებს აწყდებოდნენ.


- უბრალოდ არ მინდა.


- ხევსურო...- ონისეს ხმაში ის ნაცნობი, ხავერდოვანი და მბრძანებლური ტონი გაისმა, რომელიც არაბულის თავდაცვის ზღუდეებს ასე მარტივად შლიდა.


- რა?- ოდნავ გაღიზიანებულმა გახედა, სიბნელეში მისი მისი თვალები ნაპერწკლებივით აალდნენ,- არ ვთვლი თავს ამ ყველაფრის ნაწილად. თქვენიანები იქნებით, თქვენ ილაპარაკებთ, იხალისებთ... მე იქ რა მინდა?

ონისე რამდენიმე წამს სრულიად ჩუმად უყურებდა. ლამფის მკრთალი შუქი მის სახეზე დინჯ ჩრდილებს ხატავდა.

- მაშინ მეც დავრჩები,- თაიამ მაშინვე მისკენ შემოაბრუნა თავი, გაოცება ვერ დამალა.

- შენ რატომ?

- იმიტომ რომ თუ ჩემს ცოლს სახლში დარჩენა უნდა, მე ხომ არ წავალ საქეიფოდ,- თქვა კაცმა.

თაიას გულში უცებ რაღაც უცნაურმა სიმხურვალემ გაუარა. ტუჩები მოკუმა, ლამის თითებიც შემოემტვრა.


- რა შუაშია?- წაკბინა მაშინვე, რათა საკუთარი აფორიაქება შეენიღბა,- წადი და გაერთე.


ონისეს ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა, მის თვალებში ეშმაკურმა ალმურმა გაკვეთა სიბნელე. თაიამ ძლივს შესამჩნევი ღიმილი რომ დაინახა, უფრო მეტად გაბრაზდა საკუთარ თავზე.

- გელოდება ის გოგოც, ითხოვა შენი მისვლა,- დაამატა ვითომ სრულიად გულგრილად.

- სალომეს გულისხმობ?- ჩაეკითხა ონისე და ხმაში აშკარად დაეტყო მზარდი ინტერესი.

- ოჰ, ნუ მათამაშებ ახლა, ფიცხელაურო,- ამოიოხრა გოგონამ. ონისე უკვე აშკარად ერთობოდა, მათი ეს უსიტყვო ორთაბრძოლა სიამოვნებას ჰგვრიდა.

თაიამ თვალები აატრიალა ჯიუტად და საბანი თითქმის ცხვირამდე აიწია. ონისე ნელა წამოდგა დივნიდან. მისი დიდი, შავი სილუეტი ნაბიჯ - ნაბიჯ წამოვიდა საწოლისკენ. კაცი მის საწოლთან, პირდაპირ კიდეზე ჩამოჯდა. მატრასი ოდნავ ჩაიზნიქა და ონისე მისკენ გადაიხარა, იმდენად ახლოს რომ მათი გარშემო არსებული ჰაერი წამში გაჯერდა სასიამოვნო სურნელით.


- ეჭვიანობ?- ჩუმად ჰკითხა.


- შენზე?- ჩაეცინა არაბულს,- არა.

- მატყუებ,- ამოიხრინწა კაცი.

- საერთოდ არა,- დაასკვნა უცებ,- რომ ვეჭვიანობდე არც გაგიშვებდი.

ონისეს ჩაეცინა. ისეთი ყრუ, კმაყოფილი და თავდაჯერებული ხმით რომ თაიას მართლა მოუნდა ხელი მოეყოლებინა და ისევ რამე მძიმე ნივთი ესროლა მისი მისამართით.

- ზუსტად. მაგრამ ისიც იცი რომ თუ შენ არ წამოხვალ, არც მე წავალ,- ჩაეღიმა კაცს,- და სწორედ ამიტომ აკეთებ ამას.


- სრული აბსურდი,- მოარიდა მზერა.

- ხევსურო...- ძალიან ახლოს, პირდაპირ მის ყურთან დაუჩურჩულა,- იმ ქალისთვის ცხოვრებაში ისე არ შემიხედავს, როგორც შენ გიყურებ. საერთოდ არავისთვის შემიხედავს ასე.

თაიას გული გამეტებით დაეჯახა მკერდს. მის ძარღვებში სისხლმა გიჟური რიტმით დაიწყო დენა. სასწრაფოდ აარიდა მზერა რომ მის თვალებში არსებულ უფსკრულს ბოლომდე არ ჩაეყლაპა.


- ეგ ჩემი პრობლემა არაა.

- ჰო?- ონისე კიდევ უფრო ახლოს გადაიხარა, მისი სუნთქვა უკვე თაიას ლოყას სწვდებოდა, როგორც უხილავი ალმური,- აბა რატომ გიწითლდება ლოყები სიბრაზისგან?

- ონისე მორჩი - თქო სისულელეებს.

- აი, ზუსტად ახლაც,- თქვა კაცმა და მისი ხმა საოცრად თბილი და დამთრგუნველად ნაზი გახდა. თაიამ ვეღარ გაუძლო ამ თავდასხმას, ხელი ძლიერად ჰკრა კაცს მკერდზე.


- წადი აქედან!- მოეჭიდა ონისე მაჯაზე.

- წავიდე? თანახმა ხარ?

- წადი, ხომ გითხარი,- გაიმეორა მტკიცედ.

- კარგი, წავალ მაშინ,- დილა უკვე ბოლომდე გათენებულიყო და ხეობა მზის ოქროსფერ ალმურში გაეხვია, როცა ორივენი ქვედა სართულზე, სამზარეულოში ჩავიდნენ.
სახლის დიდი, ძველი სამზარეულო კაშკაშა, ცოცხალი შუქით იყო სავსე. ღია ფანჯრებიდან მთის ნამიანი, ნიავით გაჯერებული გრილი ჰაერი შემოდიოდა, კერაში კი ცეცხლი უკვე მშვიდად, მყუდროდ გიზგიზებდა. წუხანდელი წყვდიადი და საშიში, აკვიატებული ატმოსფერო თითქოს ამ დილის სინათლემ სრულიად გაფანტა. ქრისტა და მოსე უკვე მაგიდასთან ისხდნენ, დილის ყავით.

- ოჰო, გაიღვიძეს მტრედებმა,- ეშმაკურად გაიბადრა ქრისტა,- დედა უკვე ნერვიულობდა, ზედა სართულზე ისეთი სიჩუმეა, ალბათ ერთმანეთი დახოცესო.


- ჯერ ადრეა მაგისთვის,- სრულიად მშვიდად, თუმცა ხავერდოვანი ჩაცინებით ჩაილაპარაკა ონისემ და თავისი დიდი ხელებით სკამი გამოსწია. თაიამ ჯიუტად აატრიალა თვალები, თუმცა ლოყებზე წამიერად მაინც გადაჰკრა მოგონებამ. თავი ხელში აიყვანა და მტკიცე ნაბიჯებით მაგიდისკენ წავიდა. დალი კერასთან იდგა, ზურგით მათკენ, და რაღაცას სრულიად უხმოდ ამზადებდა. თაია რამდენიმე წამს უყურებდა ქალის შავ ფიგურას, მერე კი, თითქოს შინაგანმა, ინსტინქტურმა ძალამ უბიძგაო, მივიდა, კარადიდან თეფშები გამოიღო და მათი გამოტანა დაიწყო.

ქრისტამ გაკვირვებით შეაჩერა მზერა გოგონაზე. მოსემაც წამში ასწია წარბები, გაოცებული უყურებდა არაბულის ამაყ ქალს, რომელიც ახლა მათ მაგიდას აწყობდა. ონისე უხმოდ უყურებდა მის ყოველ ნაბიჯს. არც აჩერებდა, არც ეხმარებოდა და არც ზედმეტ კომენტარს აკეთებდა. უბრალოდ აკვირდებოდა იმ გაუმაძღარი, მესაკუთრული მზერით, რომელიც მხოლოდ მას ახასიათებდა. მზერა ნელა, გაოგნებული მოავლო მთელ ოთახს. დალის, რომელიც კერასთან იდგა და უკვე რბილად უყურებდა ქვაბს. ქრისტას, რომელიც მოსეს რაღაცაზე უხმოდ ეხუმრებოდა. მოსეს და ბოლოს ონისეს, რომელიც სინათლეში იმაზე უფრო მიმზიდველი და საშიში ჩანდა, ვიდრე ოდესმე.

ჩუმად მოძრაობდა არაბულიც, თვალს ჯერ ისევ ევრ უსწორებდა დალის. თითქოს შინაგანი ხმა უყვიროდა რომ ეს არასწორი იყო, რომ ფიცხელურების წინაშე ასე ყოფნა დანაშაული იყო, თუმცა ახლა რაღა აზრი ჰქონდა. თავადვე დათანხმდა და თავადვე მოვიდა მათ სახლში, ამდენ ფიცხელაურს ყოველ დღე ვერ უყვირებდა რომ მკვლელები იყვნენ, მას შემდეგ მითუმეტეს, რაც დალის სიტყვები მოისმინა. გაჩერდებოდა, შეეგუებოდა და თავს უფლებას არ მისცემდა თავისი ჯიუტობის გამო ისევ გაეგრძელებინათ სისხლისღვრა.


- რა მოხდა?- იკითხა უცებ.


- არა,- გააქნია თავი ქრისტამ,- არაფერი.

- ეთუნა სად არის?- ჩამოჯდა სკამზე. შიოდა და თანაც ძალიან.

- ჩანთას ალაგებს,- აიჩეჩა მხრები მოსემ,- ხვალ თბილისში მივდივართ.

- რა?- წამოიწია თაია,- რატომ?

- ერთი კვირით,- დააბოლოვა მოსემ,- საქმეებია რაღაც და თან ბინა დიდი ხანია მიტოვებულია.

- მალე ჩამოვლენ არ ინერვიულო,- დააბოლოვა ქრისტამ და ისევ მოკბიჩა,- საღამოს მივდივართ?


- კი,- დააქნია თავი მოსემ,- შენც წამოხვალ, თაი?


- არ ვიცი,- გახედა მოსეს,- სავალდებულოა?


- წამოდი რა,- ქრისტა მაშინვე წამოიწია,- მთელი დღე ამ სახლში ჩაკეტილი ვერ იქნები.


- მაგრამ...


- მაგრამ მერე ონისე დაიწყებს დაბღვერილი სახით სიარულს,- ამოიოხრა ქრისტამ დრამატულად. მოსეს სიცილი გაეპარა. ონისემ დას მკაცრი მზერა ესროლა.



- ჭამე ეგ რაც გიდევს.

- აი, ხომ ხედავ? უკვე დაიწყო.


- ცოტა ხნით მაინც უნდა გახვიდე ხალხში,- თქვა ხმადაბლა,- თორემ რაც უფრო დაიმალები, მით უფრო გაგიჭირდება აქ ცხოვრება.


თაიამ თვალები დახარა.

- არ მინდა ყველას განხილვის თემა ვიყო.


- იქნები და შეგხედავენ კიდეც,- მშვიდად დაეთანხმა დალი,- თავიდან ყოველთვის ეგრეა. მერე მიეჩვევიან. შენც მიეჩვევი.


ონისე ჩუმად უსმენდა. არ ჩარეულა. მხოლოდ ბოლოს დაამატა.

- თუ ცუდად იგრძნობ თავს, წამოვალთ,- თაიამ მაშინვე გახედა. უღიმოდა ონისე, მერე ისევ თავის ჭიქას მიუბრუნდა.

- ვიფიქრებ,- ჩაილაპარაკა ბოლოს. ქრისტამ გამარჯვებით გაიღიმა.

- ანუ მოდიხარ,- თვალი ჩაუკრა ქრისტამ და სამზარეულოდან გავარდა.



* * *

საღამოს ხევსურეთის ცა ნელ - ნელა მუქ, ხავერდოვან ლურჯში გადადიოდა. მთების ბასრ წვერებზე ჯერ კიდევ შერჩენილიყო მზის ბოლო, ოქროსფერი ზოლები, თითქოს ცასა და მიწას შორის აკრძალულ საზღვარს ავლებდნენ. სოფელში უკვე ენთო აქა - იქ ყვითელი, თბილი ნათურები და სახლებიდან ზანტად ამოდიოდა კვამლი. თაია ზღურბლთან გაჩერდა. თითები უნებურად, ძლიერად გადაახლართა ერთმანეთში. უცნაური, ცივი შფოთვა სიმძიმედ უგროვდებოდა გულში. მთელი დღე ჯიუტად ცდილობდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა რომ ეს უბრალოდ რიგითი სტუმრობა იყო, ჩვეულებრივი საღამო, მაგრამ სინამდვილეში იცოდა, ყველა მას შეხედავდა. ყველა ჩუმად შეაფასებდა, ყოველ ნაბიჯსა და ამოსუნთქვას აუწონიდა. ყველა დაინახავდა არაბულის ამაყ ქალს ფიცხელაურების გვერდით.
და ეს აზრი ყელში მოწოლილი ბურთისავით ახრჩობდა.

- მზად ხარ?- დაბლა, პირდაპირ მის ზურგს უკან გაისმა ონისეს ხმა. ხავერდოვანი, დაბალი და დამამშვიდებელი. თაია ძალიან ნელა, ამაყად შემობრუნდა. კაცი კარის ჩარჩოს მიყრდნობოდა. შავი, ოდნავ მოშვებული პერანგი ეცვა, რომლის მკლავებიც იდაყვებამდე აეკაპიწებინა და მისი ძლიერი, მხრები მთლიანად უჩანდა. თმა დაუდევრად, ხელით გადაეწია უკან, თითქოს განსაკუთრებულად არც უცდია მოწესრიგება, მაგრამ მაინც ისეთი პრიმიტიული, ველური მიმზიდველობა ჰქონდა რომ თვალის მოშორება გაჭირდა და სწორედ ეს ბუნებრივი ძალა აღიზიანებდა თაიას ყველაზე მეტად.

- არა,- გულწრფელად, პირდაპირ უპასუხა და თვალებში შეხედა. ონისეს ტუჩის კუთხეში ნაცნობმა ღიმილმა გადაურბინა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. იმდენად ახლოს, რომ თაიამ მისი სხეულის ნაცნობი სიმხურვალე ისევ იგრძნო.

- სანერვიულო არაფერია,- ხმადაბლა თქვა კაცმა.
თაიამ თვალები აატრიალა, მაგრამ სულის სიღრმეში, სრულიად მოულოდნელად, უცნაურად დათბა. ქრისტა და მოსე უკვე გარეთ, ჭიშკართან ელოდებოდნენ.

- ღმერთო ჩემო, როგორც იქნა!- ხმამაღლა ამოიოხრა ქრისტამ,- მეგონა, დავბერდებოდი თქვენს ლოდინში.

- შენ რაღაცა ზედმეტს ლაპარაკობ,- ჩაიბურტყუნა მოსემ და გზას გაუძღვა. გზა ფეხით გაიარეს. საღამოს სოფელი უკვე ცოცხლობდა, ჰაერში დღესასწაულის სუნი ტრიალებდა. სახლიდან სახლამდე კაცების ბოხი სიცილი, ჭიქების მძიმე წკარუნი და ქალების ხმები ირეოდა ერთმანეთში. სადღაც, წყვდიადში ბავშვები დარბოდნენ, სახეზე ძლივს შესამჩნევი მეზობლები კი შორიდანვე მოკრძალებით ესალმებოდნენ ფიცხელაურებს. თაია ჩუმად მიდიოდა, ზურგში გამართული. ონისე გვერდიდან ერთი ნაბიჯითაც არ შორდებოდა. ისე ახლოს მიჰყვებოდა, თითქოს თავისი დიდი სხეულით შეუმჩნევლად მაინც ფარავდა ყოველი უცხო, მომწამვლელი მზერისგან. ბოლოს დიდი, ჩირაღდნებითა და ყვითელი ლამპებით განათებული სახლის ეზოში შევიდნენ. იქ უკვე უამრავი ხალხი ირეოდა. კაცები გარეთ, ცეცხლთან იდგნენ, თიხის დოქებიდან ღვინოს ასხამდნენ. როგორც კი ჭიშკარმა გაიჭრიალა, რამდენიმე ხმა ერთდროულად გაისმა:

- ფიცხელაურები მოსულან!

- მოდით, მოდით, სუფრა გელოდებათ!

- აბა, სად ხართ ამდენ ხანს, ბიჭო!- ონიდეს გადასდრო მხარზე ხელი ვიღაცამ. თაიამ ინსტინქტურად მხრები დაძაბა, თითქოს დარტყმისთვის ემზადებაო. მაშინვე იგრძნო ათობით წყვილი მზერა საკუთარ თავზე. ვიღაცები ფარული ინტერესით უყურებდნენ, ვიღაცები ღრმა სიფრთხილით, ზოგიერთის თვალებში კი აშკარა, გაოგნებული გაოცება იკითხებოდა. ორი გვარის მშვიდობა მათ თვალწინ ცოცხლდებოდა. სალომე პირველი წამოვიდა მათკენ. მუქი მწვანე, ტანზე გამოყვანილი კაბა ეცვა, გრძელი, შავი თმა კი მხრებზე თავისუფლად, ტალღებად ჰქონდა ჩამოშლილი.

- მოხვედით როგორც იქნა,- სალომემ თბილად გაუღიმა ჯერ ქრისტას, მერე კი მზერა ონისეზე შეაჩერა, გააპარა მზერა თაიასკენაც. ისე ახლოს იდგნენ, ხელიც კი ჩაეჭიდა ონისეს მისთვის, ვერც კი გაიაზრა როდის მოახერხა. თვალი გააპარა ჩაკიდებული ხელისკენ, მერე უცებ თაიასთან მივიდა.

- გილოცავ, ღმერთმა დიდხანს გიმყოფოს,- გადაკოცნა გოგო. ჰაერში რამდენიმეწამიანი, აუტანლად უხერხული და დაჭიმული სიჩუმე ჩამოვარდა.

- მადლობა, მიხარია რომ მოხვედი,- სალომეს სახეზე ოდნავ შესამჩნევი შვება გაკრთა, თითქოს მხრებიდან სიმძიმე მოეხსნაო. ეტყობოდა, ბევრად უფრო ცივ და აგრესიულ დახვედრას ელოდა არაბულის ქალისგან.

სახლის ტერასიდან ამ დროს მაღალი, ხმაურიანი და ჭარმაგი კაცი გამოვიდა, რომელსაც სახეზე მთიელის სილაღე ეწერა.

- ოჰ ჭაბუკა!- ავთო სიცილით მიუახლოვდა და მეგობრულად გადაეხვია,- ჩემი მოსე და ონისეც მოსულან.

შემდეგ მოსეს გადაეხვია და ბოლოს ონისეს მიადგა.

- ბიჭო, უკვე ცოლიანი კაცი ხარ და დაიწყე დაგვიანებები? ოჯახმა ასე მალე როგორ შეგცვალა?- ეზოში ხმამაღალი სიცილი გაისმა. თაიას ლოყები წამში აუწითლდა, უხერხულობისგან მზერა აარიდა ხალხს.

- დაბადების დღეს გილოცავ, ავთო,- თქვა ონისემ დინჯად.

- გაიხარე, გაიხარე!- მერე უკვე თაიასკენ მობრუნდა მასპინძელი, მისი მზერა საოცრად თბილი და მამაშვილური გახდა,- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში და ჩვენს ხეობაში, შვილო.

თაიამ უხერხულად, მაგრამ მადლიერებით დაუქნია თავი.

- გილოცავთ,- ხმადაბლა ამოილაპარაკა. მერე ნელ - ნელა, ხალხის ნაკადთან ერთად, შიგნით დაიძრნენ. დიდ, ხის კედლებიან ოთახში უკვე გრძელი, ნობათით სავსე სუფრა გაეშალათ. კაცები ხმაურით ლაპარაკობდნენ, მძიმე ჭიქებში მუქი ღვინო ისხმებოდა, სიცილი და ჭიქების წკარუნი ირეოდა ერთმანეთში, მაგრამ როგორც კი ქალები სასტუმრო ოთახში შევიდნენ, ყველაფერი თავისით, ძველი ტრადიციისამებრ, შეუმჩნევლად გაიყო ორ სამყაროდ. კაცები მთავარ ოთახში, სუფრასთან დარჩნენ, სადაც ონისემ თაიას ხელი ნელა გაუშვა, თუმცა თვალით ანიშნა რომ იქვე იყო. ქალები კი სამზარეულოსკენ გადავიდნენ, სადაც ფუსფუსი და კერძების მზადება გრძელდებოდა. ქრისტამ ხელი მოკიდა თაიას მკლავს და თავისკენ შეატრიალა.

- წამოდი, წამოდი, თორემ ამ კაცების ლაპარაკიდან ვეღარასდროს გახვალ ცოცხალი,- სამზარეულო ბევრად უფრო თბილი, ხმაურიანი და ცოცხალი აღმოჩნდა. ქალები აქეთ - იქით ტრიალებდნენ, ვიღაც ცხელ ხაჭაპურებს ჭრიდა, ორთქლმავალი ჩაიდნიდან ვიღაც ჩაის ასხამდა, უფროსი ქალები კი უკვე მორიგ ჭორს აზუსტებდნენ ნახევარ სოფელზე. თაია ზღურბლთან გაჩერდა წამით.

თაია ზღურბლთან გაჩერდა წამით. სამზარეულოში სითბო და ხმაური ერთმანეთში ირეოდა. ახალი გამომცხვარი ხაჭაპურის სუნი იდგა, სადღაც ქვაბში ხინკალი იხარშებოდა, ქალები კი ისე სწრაფად მოძრაობდნენ, თაიას თვალის მიდევნებაც უჭირდა.

- აბა, ეს ვინ მოგვიყვანეს,- სიცილით თქვა ერთმა შუახნის ქალმა და თაიას თბილად გახედა,- ფიცხელაურების ახალი რძალი!

- მოდი აქ, გოგო, ნუ დგახარ კართან,- დაუძახა მეორემ,- თითქოს ვინმე შეგჭამს.

ქრისტამ მაშინვე ხელი მოჰკიდა და მაგიდისკენ გაატარა.

- ჯერ ვერ ხვდებიან რომ ამას მართლა შეუძლია ვინმეს შეჭმა.

- ქრისტა!- შეუბღვირა ეთუნამ, რომელიც უკვე იქ იჯდა. ქალებს სიცილი აუტყდათ. თაია უხერხულად დაჯდა სკამზე. მაინც გრძნობდა მზერებს.

- კარგი გოგოა,- ჩუმად თქვა ერთმა მოხუცმა ქალმა, რომელსაც თავზე შავი თავსაფარი ეკეთა,- თვალებში ეტყობა.

- ოჰო, უკვე დაიწყეს შეფასებები,- ამოიოხრა ქრისტამ დრამატულად და ჩაი დაისხა.

- შენ გაჩუმდი ერთი,- ხელი აუქნია ვიღაცამ სიცილით,- ჯერ შენს ქორწილს ველოდებით.

- მე ჯერ ცხოვრება მინდა!

- ჰოდა სანამ შენ ცხოვრობ, აგერ ესენი დაგასწრებენ ყველაფერს,- თავი თაიასა და ეთუნასკენ გადააქნია ქალმა. ეთუნას მაშინვე გაეცინა.

- მე საერთოდ რა შუაში ვარ.

- აბა, დიდი ხანია გათხოვდი უკვე, გოგო,- ჩაერთო მეორე ქალი,- პატარას აღარ გვაჩვენებ?

ეთუნამ სახე დამანჭა.

- ახლა ჯერ რა დროსია ბავშვი,- ქალებში სიცილი ატყდა. მერე ერთ - ერთმა თაიასკენ გაიხედა.

- თქვენ რაღა გიჭირთ, აგერ, ახალგაზრდები ხართ, ლამაზები... მალე მოგიწევთ თქვენც,- თაიას ხელი მაშინვე გაუშეშდა ყავის ჭიქაზე. გული უცნაურად დაეჯახა მკერდს. უცებ მთელი სხეული დაეძაბა. ქრისტამ მაშინვე შეამჩნია.

- ჯერ ახლახანს დაქორწინდნენ შე ქალო,- სიცილით თქვა სწრაფად,- ცოტა აცადეთ სუნთქვა.

- ახალი რას ნიშნავს?- ჩაიფრუტუნა ერთმა მოხუცმა,- ჩვენ დროს მაგდენ ხანში უკვე სახელებიც მოფიქრებული გვქონდა.

სამზარეულო ისევ სიცილმა აავსო. თაია კი ხმას ვერ იღებდა. იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი საუბარი იყო.
ჩვეულებრივი ოჯახური ხუმრობა. მაგრამ მისთვის... მისთვის უცებ ზედმეტად რეალური გახდა ყველაფერი.

ბავშვი, ოჯახი, ფიცხელაურის გვარი, ონისე.
თითქოს პირველად დაინახა, სადამდე შეიძლებოდა მისულიყო ეს ცხოვრება. ეთუნამ ჩუმად მიარტყა მუხლი მაგიდის ქვეშ.

- ახლა ნუ დაგეწყო,- ჩაუჩურჩულა ღიმილით.
თაიამ ძლივს გაახილა თვალები.

- გეფიცები, აქედან გავიქცევი.

- გვიანია უკვე,- სიცილით უთხრა ქრისტამ.
ქალებში ისევ სიცილი ატყდა, ხუმრობამ კედლებს შორის მყუდროდ გაიჟღერა.

- ჯერ წესიერად გაცნობაც ვერ მოასწრეს ერთმანეთის,- მოულოდნელად სალომეს მკაფიო, მშვიდი ხმა გაისმა სამზარეულოს კართან.
ყველამ ერთიანად მისკენ მიიხედა. ქალების სიცილი წამში მიწყდა. სალომეს ხელში ხაჭაპურით სავსე დიდი თეფში ეჭირა. სრულიად თავდაჯერებული, აუღელვებელი ნაბიჯით შემოვიდა სამზარეულოში, მისი მწვანე კაბის კალთა იატაკს მსუბუქად აედევნა,- ისე როგორღა იქნება?

დაამატა ღიმილით, თაიას გვერდით ჩაუარა და თეფში მაგიდაზე დინჯად დადო. ქრისტამ მაშინვე ეშმაკურად აათამაშა წარბები, სკამზე ოდნავ წინ წაიწია.

- აი, დაიწყო.

- რა დავიწყე?- გაეცინა სალომეს, მხრები მსუბუქად აიჩეჩა,- მართალს ვამბობ.

- მართალს ამბობს,- დაეთანხმა იქვე მჯდარი ერთ - ერთი შუახნის ქალი,- უცხო სისხლია, ჯერ ერთმანეთს უნდა შეეჩვიონ, ხასიათი გაუგონ.

- აბა რა,- თავი დააქნია მეორემ,- სიყვარული მარტო ქორწილით არ ჩნდება. დრო უნდა ყველაფერს.

- აგერ ჩვენი სალომე რამდენი ხანია იცნობს,- გაეცინა უცებ ხნიერ ქალს თაიასკენ, მრავლისმეტყველად ჩაუკრა თვალი,- ყველაფერი იცის ონისეზე. ერთად გაიზარდნენ. თუ რამე გაგიჭირდეს გასწავლის, იცის როგორ მოარჯულოს ფიცხელაური.

თაიას თითები ფინჯანზე მაშინვე დაეძაბა, სახსრები თეთრად დაეტყო. მზერა უნებურად, თავისთავად გაექცა სალომესკენ. სალომემ ეს მწვავე, ეჭვით სავსე გამოხედავა მაშინვე შეამჩნია. სამზარეულოში რამდენიმე წამით მძიმე, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ კერის შიშინი ისმოდა. მერე ძალიან მშვიდად ჩაიღიმა, სახეზე წყენის ნატამალიც არ დასტყობოდა.

- ჰო, ბავშვობიდან ერთად დავრბოდით მთელი სოფელი,- თქვა მარტივად, თითქოს უბრალო ამბავს ყვებოდაო,- მამაჩემსაც უნდოდა ჩვენი დაქორწინება ერთ დროს.

სამზარეულოში რამდენიმე ქალმა მაშინვე ჩუმად, გადაკვრით გადახედა ერთმანეთს. ქრისტამ უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები და ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადგა. ეთუნა აშკარად დაიძაბა.

- მადლობა შემოთავაზებისთვის,- დაიწყო მერე მშვიდად თაიამ,- ჩემს ქმარს როგორმე თავად მივხედავ.

დააყოლა ბოლოს.

- არც ეგეთი უცხოები ვართ ერთმანეთისთვის,- გაეღიმა ბოლოს, თუმცა ეს არ ყოფილა თბილი ღიმილი,- ჩვენც დიდი დრო გვაქვს ერთად გატარებული.

- ჰოო?- გაეღიმა მოხუცს,- რა კაია რომ იცნობენ ახალგაზრდები ერთმანეთს, აბა ჩემ დროს სულ არ იცოდი ახალგაზრდაზე გათხოვებდნენ თუ მოხუცზე.

- გაუგებენ ბავშვები ერთმანეთს აბა რა,- მხარზე გადასდო ხელი მეორემ, სულ არ იცნობდა არცერთს თაია, უბრალოდ ჩუმად იჯდა და უსმენდა მათ საუბარს. ლამის ორი საათი გასულიყო. მერე უკვე მოიწყინა, ფეხზე წამოდგა, გარეთ გავალო და ეზოსკენ დაიძრა.

- აქეთ,- გაისმა სალომეს ხმა და გაუყვა უკანა გასასვლელისკენ,- ონისე კარგი კაცია.

დაიწყო ცოტახანში ხის ძირას რომ გაჩერდნენ.

- მთელი ბავშვობა გოგოები გიჟდებოდნენ მასზეც და მოსეზეც.

- ალბათ შენც, ხო?- ჩაეღიმა, თუმცა სიბნელეში ვერ დაინახა სალომემ.

- არ ვიცი ეს გაგიჟება იყო თუ სხვა რამ,- არ დააკლო ქალმაც,- მაგრამ ასე მოხდა.

- რას ვიზამთ,- აიბზუა ცხვირი,- არც ჩვენ გვიფიქრია რომ ასე მოხდებოდა.

- თაია,- მოულოდნელად გაისმა ონისეს დაბალი, ხავერდოვანი ხმა ეზოში, რომელმაც სამზარეულოს ხმაური წამში გადაფარა.
თაიამ ინსტინქტურად გაიხედა კარისკენ. ონისე იდგა, მთვარის შუქზე მისი სილუეტი კიდევ უფრო დიდი და მტკიცე ჩანდა. შავი პერანგის ზედა ღილები უკვე შეხსნილი ჰქონდა, თმა ქარს ოდნავ აერია, თვალები კი იმაზე ბევრად უფრო ჩამუქებოდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ეტყობოდა, დალეული იყო. სალომე მაშინვე წამოდგა ფეხზე, კაბის კალთა გაისწორა.

- დაგტოვებთ,- მშვიდად, ყოველგვარი წყენის გარეშე თქვა და სახლში შევიდა. თაიამ მზერა გააყოლა მის მიმავალ ფიგურას და ონისეს მიუბრუნდა.

- რამდენი გეძებე,- ჩაილაპარაკა კაცმა, როგორც კი დაინახა. ნაბიჯი გადმოდგა და მიუახლოვდა. ისე ბუნებრივად, მესაკუთრულად მოხვია თავისი მძიმე ხელი მხარზე, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა, რამდენად დაძაბა ამ უეცარმა შეხებამ ქალის მთელი სხეული.

- რას აკეთებ?- მაშინვე სცადა მისი მკლავის მოცილება თაიამ, თუმცა ონისეს ფოლადივით მყარი თითები ადგილიდან არ დაძრულან,- დალიე? ონისე!

- რაა, არ შეიძლება?- დაბალი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და მის გვერდით, ხის სკამზე ჩამოჯდა. ალკოჰოლის ძალიან მძაფრი სუნი ასდიოდა.

- წავიდეთ სახლში,- თქვა ბოლოს, თავი უკან, ხის საზურგეზე გადააგდო და თვალები მინავლა,- დავიღალე.

თაიამ ცალი წარბი ირონიულად ასწია, გვერდულად გადახედა მის გამოკვეთილ ნაკვთებს.

- ასე მალე?

- ჰო.

- შენ კი არა, მე დავიღალე,- ჩაიბურტყუნა თაიამ და მზერა აარიდა,- სალომესგან და იმ ისტორიებისგან, თურმე რა კარგად გიცნობს ბავშვობიდან.

ონისეს ტუჩის კუთხე მაშინვე კმაყოფილად ჩაუტყდა, თვალები ნელა გაახილა.

- აჰა...- ნელა, გაწელილად ჩაილაპარაკა,- აი თურმე რა გაწუხებს, ხევსურო.

- საერთოდ არ მაწუხებს!- იუარა მაშინვე.

- მატყუებ.

- ონისე...

- ხევსურო,- მისკენ გადაიხარა მთელი ტანით, თვალები დაეწვრილებინა სიცილისგან.

- შენზე უკეთ არავინ მიცნობს და არც არავის ეცოდინება ჩემზე იმაზე მეტი, რაც შენ იცი,- თაიას გული უცნაურად, გამეტებით დაეჯახა მკერდს. იმიტომ რომ ეს სიტყვები ზედმეტად დარწმუნებით თქვა. ზედმეტად პირადად და გულწრფელად, ყოველგვარი თამაშის გარეშე.

- ძალიან ბევრს ლაპარაკობ, როცა სვამ,- სცადა თავის დაცვა.

- და შენ ძალიან ლამაზი ხარ, როცა ეჭვიანობ,- არ დააკლო კაცმა, მზერა მის ალეწილ ლოყებზე გაუშტერდა.

- ენას ვერ აჩერებ,- გაჰკრა მხარზე ხელი. ონისეს ხმამაღალი სიცილი აუტყდა.

- წავედით,- წამოდგა ბოლოს ონისე. მერე წამით სახლში შებრუნდა, ავთოს მეგობრულად გადაეხვია, დანარჩენებსაც დაემშვიდობა და ქრისტას ყურში რაღაც ჩუმად უთხრა, რაზეც გოგოს მაშინვე ეშმაკურად, კმაყოფილს ჩაეღიმა და ბოლოს ისევ თაიასკენ წამოვიდა, ხელი გაუწოდა.

- მოდი,- სახლს მთავარი, ხალხმრავალი ეზოდან არ გასცდნენ. უკანა მხრიდან, ვიწრო ბილიკით წავიდნენ, სადაც ნაკლები ხალხი და მეტი წყვდიადი იყო. ღამე უკვე მძიმედ ჩამოწოლილიყო ხეობაზე. მთებში ქარი სულ უფრო ცივდებოდა, შორიდან მუსიკისა და ხალხის ხმები კი სულ უფრო სუსტად, ყრუდ აღწევდა.
თაია წინ მიდიოდა, კაბის კალთას ხელით მიათრევდა. ონისე უკან მიჰყვებოდა, მისი მტკიცე ნაბიჯების ხმა ესმოდა ზურგს უკან. რამდენიმე წუთი სრულ სიჩუმეში იარეს.

- სალომე ლამაზია,- ონისეს მაშინვე ყრუდ ჩაეცინა ზურგს უკან.

- ღმერთო ჩემო...

- რა?

- მართლა ამაზე ფიქრობ მთელი საღამოა, ხევსურო?- თაია მაშინვე გაჩერდა ბილიკზე და მისკენ შეტრიალდა.

- ჰოო, ვფიქრობ,- დაუდასტურა მანაც,- მოგეწონებოდა ვინმეს იგივე რომ ეთქვა?

- არ მომეწონებოდა,- გააქნია თავი ონისემაც.

- ხოდა მაგას ვამბობ მეც,- მკერდზე წაარტყა ხელი.

- მე ვიეჭვიანებდი, გრძნობების არსებობის გამო. მაგრამ შენ ხომ არ გაქვს ჩემს მიმართ გრძნობები?- ჩაეცინა ონისეს და მიუახლოვდა,- მაშინ რატომ ეჭვიანობ?

- არ ვეჭვიანობ!

- ჰო, რა თქმა უნდა,- დაეთანხმა ირონიით.

- ონისე!

- ხევსურო, მთელი საღამოა მაგ ყავისფერი თვალებით და შეწუხებული სახით მზად ხარ მომკლა,- თაია მკვეთრად, გაბრაზებული მიუახლოვდა.

- იმიტომ რომ საშინლად მაღიზიანებ!

- რითი?

- იმით რომ...- სიტყვები ერთიანად გაებნა ყელში, კაცის სიახლოვემ ისევ აურია გონება,- იმით რომ ყველასთან ასეთი ხარ!

ონისემ წარბები მკაცრად შეკრა, ირონია სახიდან წაეშალა.

- ყველასთან როგორი?

- ასეთი!- ხელი ჰაერში გაასავსავა გაბრაზებულმა,- ვითომ საერთოდ ვერ ხვდები, რას ვგულისხმობ!

- თავად მლანძღავ და თავადვე აღწერე,- ხელი წელზე დაადო,- მე უნდა გიკარნახო ჩემივე სალანძღავი ტექსტი?

- ოჰ, როგორ მინდა ეგ სახე დაგიმახინჯო,- ახლოს მისწია ხელები, თუმცა შეხება ვერ გაბედა.

- შეგიძლია მაგ ლამაზი ფრჩხილებით სხვა ადგილი დაამახინჯო,- წარბები აუთამაშა ცოლს.

- რა?- დაიბნა თაია.

- ჰო, ჩემი ზურგი,- მიიწია ონისე და უკან დაიხია ქალმაც.

- ახლოს არ მოხვიდე, გარყვნილო,- გააფრთხილა, თუმცა თავადაც ეცინებოდა.

- რატომ?

- იმიტომ რომ საშინლად გაბრაზებული ვარ შენზე.

- ძალიან საყვარელი ხარ ახლა, ასეთი გაბრაზებული,- ჩაეცინა ონისეს.

- გეფიცები თუ კიდევ ერთხელ...- სიტყვა ბოლომდე ვერ დაასრულა. ონისემ წელზე მყარად წაავლო ხელი, მეორე მკლავი ფეხებში შეუცურა და ერთ წამში, მსუბუქად გადაიკიდა მხარზე.

- ონისე!- თითქმის შეჰკივლა თაიამ მოულოდნელობისგან,- დამსვი! ძირს დამსვი - მეთქი!

ონისეს დაბალი, კმაყოფილი სიცილი გაეპარა. გოგონა ისე მტკიცედ და უპრობლემოდ ეჭირა მხარზე, თითქოს საერთოდ არაფერს იწონიდა.

- ჩუმად იყავი მანდ,- გადასძახა თაიას.

- ვიკივლებ და შეგარცხვენ მთელი სოფლის წინ, გაგიჟდი?!

- იკივლე, ვინ რას იტყვის? ჩემი ცოლი ხარ.

- მაინც! ღმერთო, როგორ ვერ გიტან,- თაიამ გამეტებით, გამწარებულმა დაუშინა ზურგზე პატარა მუშტები. ონისე ამ დარტყმებს საერთოდ არ იმჩნევდა. პირიქით, კიდევ უფრო ერთობოდა ქალის ამ ველური ამბოხით.

- ღმერთო ჩემო, რა აგრესიული ცოლი მყავს,- ჩაილაპარაკა სიცილით და ნაბიჯებს აუჩქარა სახლისკენ.

- შენი ცოლი არ ვარ ახლა? გამიშვი!

ყური არ შეუბერტყავს ონისეს, გააგრძელა გზა. შევიდა ჩაბნელებულ სახლში და მისაღებში აანთო შუქი. მერე ნელა აუყვა კიბეებს და ოთახში შევიდა. ფრთხილად დააწვინა საწოლზე თაია და თავადაც გვერდით მიუწვა.

- შეშლილი მანიაკო ხარ,- ბალიში ესროლა სახეში თუმცა ონისემ დაიჭირა და თავქვეშ ამოიდო.

- ზოგადად მაგ სიტყვებს შენ გეძახი ხოლმე,- ჩაეცინა.

- ადექი და გადადი შენს საწოლში თუ შეიძლება,- გაბრაზებული წამოდგა ფეხზე.

- ასეთი არაფერი მინახავს, საშინელი დივანია.

- ხოდა იატაკზე დაიძინე,- ნიშნის მოგებით მიუგო ქალმა და აბაზანაში შევიდა. არც ჰქონდა არაფრის თავი ონისეს, მართლა იატაკზე გაშალა და დაელოდა სანამ თაია უკან დაბრუნდებოდა.

- მართლა გიჟია,- ამიოიოხრა, როცა მის გვერდით იატაკზე დაწყობილი ბალიში და საბანი ნახა,- აქ იძინებ?

წარბაწეულმა ჰკითხა.

- უკეთესი იდეა თუ გაქვს შეგიძლია ჩაიწიო.

- კარგი, დაიძინე,- აატრიალა თვალები და საწოლში ჩაწვა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საათზე მეტი იწვა და მაინც ვერ იძინებდა. იტრიალა მოუსვენრად, თუმცა მაინც ვერ შეძლო გონების გათიშვა.

- კიდევ დიდხანს უნდა იწრიალო?- გაისმა სიბნელეში ონისეს ხმა. მერე ისევ ფაჩუნი გაიგო და ლამფა აანთო,- რა მოხდა?

- არაფერი, არ მეძინება უბრალოდ.

- მაგას ვხვდები და რატომ?

- ეგ რომ ვიცოდე ხომ მოვაგვარებდი პრობლემას და დავიძინებდი?- გაღიზიანდა არაბული.

- რა აგრესიული ხარ,- ჩაეცინა ონისეს,

- აღარ მინდა შენთან საუბარი,- გადაბრუნდა სხვა მხარეს და ხმა აღარ გაუცია ფიცხელაურისთვის.

* * *

ივნისის ბოლო იდგა ხევსურეთში. დილაობით მწვერვალებზე ჯერ კიდევ ცივი ნისლი ეკიდა, თითქოს ზამთარს ბოლომდე ვერ მოეშორებინა ხელი ამ ქვის სამყაროსთვის, თუმცა შუადღისკენ მზე ისე აცხუნებდა ხეობას, გაცხელებულ კლდეებსა და ბალახს თავის მძიმე, ტკბილ სურნელს ასდევდა.

არღუნი ამ დროს განსაკუთრებით ხმაურობდა. თოვლის ნადნობი წყალი მთებიდან გაცოფებული ეშვებოდა დაბლა და მდინარე დღე და ღამე გუგუნებდა, თითქოს მთელ ხეობას რაღაც ძველი, გაუგებარი ამბავი უნდა მოეყოლა. მწვანედ იყო ყველაფერი. ფერდობები, ქვებს შორის ამოსული ხავსი, ყვავილები, რომლებიც ქარს ისე დაჰქონდა, თითქოს ფერები დაებნია მთებს.

საღამოები ყველაზე ლამაზი იყო ივნისის ბოლოს.

მზე ნელა იძირებოდა კოშკების უკან და ქვის კედლებს მუქ ოქროსფრად ღებავდა. ჰაერი გრილდებოდა, სადღაც შორიდან ძაღლების ყეფა და ცხენების ხმა ისმოდა. ქალები ეზოებში წყალს ასხამდნენ, კაცები ჭიშკრებთან ისხდნენ და დღის დაღლილობას ჩუმი ლაპარაკით იშორებდნენ.

- ხვალ შატილში ვაპირებ წასვლას,- გადმოიწია
თაია,- დედა უნდა ვნახო.

- კარგი, წადი,- გადმობრუნდა მის მხარეს ონისეც.

- ვსო? სულ ეს არის?

- რას ელოდებოდი აბა?- ჩაეცინა ონისეს,- უარი გითხრა?

- არა, მაგრამ...

- შენი სახლია და როცა გინდა წახვალ, როცა გინდა დარჩები. უჩემოდ თუ ვერ ძლებ და ვერ მეუბნები შემიძლია გამოგყვე, ოღონდ ვერ შეგპირდები რომ იქ ცალკე დავიძინებთ,- ეშმაკურად ჩაიღიმა ონისემ.

- ეგ არ მიგულისხმია,- ბრაზი მოაწვა თაიას,- და საერთოდ რას გეუბნებოდი ერთი. ვინ გეკითხება.

- ამდენი სიბრაზე ბოლოს გაგაგიჟებს,- წამოიწია ონისე და საწოლს დაეყრდნო,- მორჩა საუბარი.

- ნეტავ ვინ აპირებდა შენთან ლაპარაკს.

* * *

მეორე დილას ისე წამოდგა არაბული სულ არ ახსოვდა მის გვერდით იატაკზე ონისეს რომ ეძინა. ჯერ კიდე გამოუფხიზლებელი წამოდგა საწოლიდან და ლამის გული გაუჩერდა ფეხი რომ დაადგა და კაცმაც ტკივილისგან რომ წამოიკვნესა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე შემთხვევა იყო, მერე ისევ ხოცავდნენ ერთმანეთს, ონისე კი ბოლოს ასკვნიდა რომ დიდი ალბათობით თაია უბრალოდ სოეციალურად აკეთებდა ყველაფერს.

- მაპატიე,- ჩაიმუხლა მასთან, აღარ იცოდა რით ენუგეშებინა,- მაპატიე რა, არ მახსოვდა.

- რა დავაშავე შენს ხელში,- წამოიწია გაჭირვებით.

- მართლა არ მახსოვდა,- შეწუხებულმა ამოთქვა თაიამ,- მეძინა ნახევრად რომ წამოვდექი.

- წადი ხო, წადი. დაიძინე მშვიდად, ტკბილად, დაიკიდე ქმარი ფეხებზე, რა გენაღვლება,- წუწუნით წამოდგა ფეხზე.

- ძალიან გეტკინა?- გაეკიდა უკან თაია.

- დამნაშავე როცა ხარ, როგორ მიეწებები ხოლმე ადამიანს,- ჩაეცინა ონისეს.

- არ გტკენია მემგონი საკმარისად,- დაიხია უკან თაიამაც. აუარა მერე გვერდი და შევარდა ტანსაცმელებით აბაზანაში.

- მერამდენედ უნდა დამასწროს შესვლა,- ამოიოხრა და დივანზე ჩამოჯდა.

- ხომ გახსოვს დღეს შატილში მივდივარ.

- მახსოვს ხო, რა დამავიწყებს.

- კარგი, წავალ მაშინ,- აუქნია ხელი და კარი გაიხურა.

სამზარეულოში დალი და ეთუნა დახვდნენ. ხის ძველი ჩარჩოებიდან დილის მზის კაშკაშა, ოქროსფერი სხივები შემოდიოდა და ჰაერში მოცეკვავე მტვრის ნაწილაკებს ანათებდა. კერაზე კი, როგორც ყოველთვის, ისევ რაღაც მშვიდად დუღდა და თბილ ორთქლს უშვებდა.

- მე წავალ ცოტა ხნით,- თქვა თაიამ მშვიდად, თუმცა მის ხმაში უცნაური, ურყევი სიმტკიცე იგრძნობოდა. ეთუნამ მაშინვე შეწყვიტა ფუსფუსი და გაკვირვებულმა ახედა.

- სად?

- შატილში,- სამზარეულოში წამით მძიმე, ყრუ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ კერის შიშინი ისმოდა. დალიმ ნელა, დინჯად დადო თიხის ჭიქა მაგიდაზე და არაბულის ქალს თვალებში შეხედა.

- მარტო?

- ჰო. ონისემაც იცის,- ეთუნას აშკარად უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ დალის მზერას წააწყდა და გადაიფიქრა. მხოლოდ ნელა მიუახლოვდა თაიას, თითქოს მის შეჩერებას ან უსიტყვოდ მხარდაჭერას ცდილობდაო.

- დარჩენას აპირებ?- იკითხა დალიმ.

- არა, დედას ვნახავ უბრალოდ,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- მაშინ გვიანობამდე ნუ გაჩერდები, მაინც დიდი გზაა,- გაუღიმა ქალმა. თაიამ უხმოდ დაუქნია თავი. დალი რამდენიმე წამს ჩუმად უყურებდა,- წადი. ზოგჯერ ადამიანს საკუთარ წარსულთან მარტო დარჩენა სჭირდება.

თაიას უცნაურად, მტკივნეულად მოეწურა გული მის სიტყვებზე, თითქოს დალიმ პირდაპირ მის სულში ჩაიხედაო. მეტი აღარაფერი უთქვამს, უხმოდ შეტრიალდა და გარეთ გავიდა.

ცხენი უკვე მზად იდგა ეზოში, ლაგამგამოდებული. თაიამ უნაგირს ხელი ნაზად გადაუსვა, მერე კი ზურგზე მოახტა, სადავეები მოზიდა და გზას გაუყვა. მთებში დილა ნელ - ნელა იწყებოდა. ნიავი გრილი იყო. კლდოვანი გზები ჯერ კიდევ სველი და პრიალა ჩანდა ღამის ნამისგან, ხეობა კი ისეთი ჩუმი, თითქოს გატრუნულიყო, მხოლოდ ცხენის ფლოქვების რიტმული ხმაური არღვევდა ამ მისტიკურ მყუდროებას. რაც უფრო უახლოვდებოდა შატილს, მით უფრო ემძიმებოდა თაიას სუნთქვა, მკერდში ჰაერი აღარ ყოფნიდა. ყოველი ნაცნობი მოსახვევი, ყოველი კლდის ნატეხი ძველ იარებს უხსნიდა. ყველაფერი ახსენდებოდა. ყველაფერი, რისი დავიწყებაც ასე ძლიერ სურდა. ბავშვობა... არღუნის პირას უდარდელი სირბილი.

შატილის პირველი, ნაცრისფერი და ამაყი კოშკები რომ გამოჩნდა, თაიას გული უცნაურად, საშინლად შეეკუმშა. მზე ახლა უკვე პირდაპირ ეცემოდა საუკუნოვან, ცივ ქვას. ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დატოვა, თითქოს დრო აქ გაჩერდაო და მაინც... მისთვის ყველაფერი მთლიანად, შეუქცევადად შეცვლილიყო. სოფელში შესვლისას რამდენიმე ადამიანმა მაშინვე შეამჩნია. მძიმე, გაოცებული მზერები აედევნა უკან. ვიღაც ჩუმად, მოკრძალებით მიესალმა კიდეც, ვიღაც კი უბრალოდ გაქვავებული უყურებდა ონისე ფიცხელაურის ცოლს. ნელა, გაუცხოებული ნაბიჯებით გაუყვა ნაცნობ ბილიკს საკუთარი, ძველი სახლისკენ. ყველაფერი ისევ იქ იყო, ხელუხლებელი, თითქოს მისი წასვლიდან საუკუნე კი არა, ერთი წამი გასულიყო. ძველი ხის კარი, ხავსმოკიდებული ქვის კედლები, ის აივანი, სადაც ბავშვობაში იჯდა ხოლმე და ოცნებობდა.
ცხენიდან ჩამოვიდა, სადავეები იქვე მიაბა. რამდენიმე წამს უბრალოდ იდგა, უძრავად, როგორც ქანდაკება. მერე ძალიან ნელა, თითქოს ყოველი ნაბიჯი ტკივილს ჰგვრიდაო, მიუახლოვდა
მძიმე კარს და ფრთხილად დააკაკუნა. შიგნიდან მაშინვე გაისმა აჩქარებული ნაბიჯების ყრუ ხმა.

- მოვდივარ, მარო!- გაისმა გულნარას დაღლილი, ჩახლეჩილი ხმა. კარი გაიღო. და ქალი ადგილზე გაშეშდა, თითქოს მეხი დაეცაო. თაია ზღურბლთან იდგა, დილის ქარში ოდნავ აფრიალებული თმით. მშვიდი, ჩუმი, ამაყი და ამავდროულად, სრულიად დაუცველი.
გულნარას სახე ერთ წამში ათასნაირად შეეცვალა. ჯერ უსაზღვრო გაოცება დაეწერა ნაკვთებზე, მერე გაუძლისი ტკივილი და ბოლოს... ბოლოს რაღაც ისეთი ღრმა, უძირო და მჩხვლეტავი მონატრება ამოვარდა მისი სულიდან რომ თაიასაც კი ფიზიკურად ატკინა გული.

- თ... თაია?- ხმა გაებზარა ქალს, ტუჩები აუცახცახდა და გამხმარი ხელები უღონოდ აუკანკალდა. ეტყობოდა, საერთოდ არცერთ სამყაროში არ ელოდა თავისი შვილის დაბრუნებას. თაიას უცებ ყელში მწარე, ცხელი ბურთი მოებჯინა. იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთს, პატარას, დასუსტებულს, ნაადრევად დაბერებულსა და გატეხილ ადამიანად. არა იმ მრისხანე ქალს, რომელმაც ოდესღაც ლოყაზე ხელი გაარტყა სიამაყის გამო, არა იმ ადამიანს, რომელმაც ფიცხელაურზე გაყიდვით უღალატა... არამედ უბრალოდ... დედად. გულნარამ უნებურად, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯერებდაო, ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მკლავები ოდნავ გაშალა,- დედი...

და ამ ერთადერთ, ჩურჩულით ნათქვამ სიტყვაში იმდენი გამოუტირალი სინანული, გაუზომავი მონატრება და უსიტყვო ტკივილი იდგა რომ თაიას თვალებიც მაშინვე ცხელი ცრემლებით დაეწვა.
ადგილზე გაიყინა. გულნარას გაწვდილი ხელები ჰაერში თითქოს უწონოდ ეკიდა, ორ ადამიანს შორის კი საუკუნოვანი მტრობის, იძულებითი ქორწინებისა და გაუცხოების უხილავი კედელი იდგა. თაიამ იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა პირველი ცხელი ცრემლი ლოყაზე, მაგრამ ნიკაპი მაინც მტკიცედ ასწია. ის არაბულის ქალი იყო, მას ტირილი არ შეეფერებოდა.

- თაია, შვილო... მართლა შენ ხარ?- გულნარამ ნაბიჯი გადმოდგა, მისი სუსტი თითები ფრთხილად, თითქოს შეხების ეშინოდაო, გოგონას მხრებს შეეხნენ. როცა დარწმუნდა რომ ეს ილუზია არ იყო, ქალს მკერდიდან ყრუ ქვითინი აღმოხდა და შვილი მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
თაია წამით დაიბზარა. დედის ნაცნობმა სურნელმა ერთ წამში დააბრუნა ბავშვობაში. მკლავები უნებურად შემოხვია, თვალები დახუჭა და სახე მის მხარში ჩარგო. რამდენიმე წუთს ასე იდგნენ, შატილის ცივი, ნაცრისფერი კოშკების ჩრდილში, ორი ქალი, რომელთა ცხოვრებაც მამაკაცების სისხლიანმა ომმა ორ ნაწილად გაგლიჯა.

- შემოდი, შემოდი სახლში, ქარია,- აფორიაქდა გულნარა, როცა ძლივს მოცილდა შვილს, სველი თვალები წინსაფრის კუთხით შეიმშრალა და გზა დაუთმო. თაიამ ზღურბლზე ფეხი გადადგა და ოთახში შევიდა. აქ ყველაფერი ნაცნობი და ამავდროულად საზარლად უცხო დახვდა. კუთხეში ისევ იდგა ხის სკამი, კედელზე ძველი ხალიჩა ეკიდა, მაგრამ სახლს აკლდა ის ძველი სიცოცხლე, ხმაური და იმედი, რაც ოდესღაც აქ ტრიალებდა. სიჩუმე კედლებს შორის მძიმედ ილექებოდა.
გულნარას თვალები შვილის სახეს არ სცილდებოდა, თითქოს ყოველ ახალ ნაკვთს, ყოველ ცვლილებას სწავლობდა.

- როგორ ხარ, დედი?- ხმადაბლა ჰკითხა ქალმა, მის თითებში ნერვიული თამაში იგრძნობოდა,- იქ... ფიცხელაურებთან... გიშავებენ რამეს? ონისე... როგორ გექცევა? იმდენი ხანია არ მინახიხარ...

თაიამ ფინჯანს ხელები შემოხვია, რათა სითბო ეგრძნო. ონისეს ხსენებაზე გულში ისევ ის აკვიატებული, წუხანდელი მუხტი გაეღვიძა.

- არავინ არაფერს მიშავებს, დედა,- მშვიდად, ურყევად თქვა თაიამ და გულნარას თვალებში ჩახედა,- ონისე თავის სიტყვას ინახავს. ხეობაში მშვიდობაა.

გულნარამ მძიმედ ამოიოხრა, მხრებიდან თითქოს უზარმაზარი ლოდი მოეხსნა, მაგრამ თვალებში სინანულის ბნელი ალმური მაინც დარჩა.

- ვიცი, რაც გულში გიდევს, თაია. ვიცი რომ გძულვარ იმ დღის გამო... იმისთვის რომ იქ გაგიშვი,- ქალს ხმა აუკანკალდა, თავი დახარა,- მაგრამ სხვა გზა არ იყო, შვილო. მამაშენის საფლავებს გეფიცები, მხოლოდ შენი გადარჩენა მინდოდა. ამ ომს შენც შეეწირებოდი, ფიცხელაურები არავის დაინდობდნენ, ონისე კი... ონისე ისეთი კაცია, თავის სიტყვაზე სისხლს დაღვრის, მაგრამ არ გატეხს.

თაია დუმდა. მას არ უთქვამს როგორ ებრძოდა საკუთარ თავს ყოველ ღამე. როგორ დაიტანჯა თავიდანვე ამ ყველაფრით.

- მე არ მძულხარ, დედა,- თქვა ბოლოს გულწრფელად,- უბრალოდ... ძნელია. ძნელია იმის აღიარება რომ ჩემი ცხოვრება ახლა იმ ადამიანთანაა დაკავშირებული, ვისი გვარიც წლების მანძილზე ჩვენს წყევლად ითვლებოდა.

გულნარამ ხელი გადაუსვა შვილს აკანკალებულ თითებზე.

- დრო ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს, ჩემო პატარა. შენ არაბულის სისხლი გაქვს, ძლიერი ხარ და ონისეს თვალებში... მე დავინახე, როგორ შემოგხედა იმ დღეს, ხატის წინაშე. მაგ კაცს ბევრი ქალის მოყვანა შეეძლო, მაგრამ შენ აგირჩია. ამას თავისი მიზეზი აქვს.

კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს ისხდნენ ასე. საუბარი ნელ - ნელა, მდორედ მიედინებოდა. გულნარა უყვებოდა შატილში დარჩენილ ამბებზე, იმაზე, თუ როგორ ცარიელდებოდა ხეობა და როგორ აკლდა სახლს თაიას ხელი. თაიაც უსმენდა, ხარბად ისრუტავდა მშობლიური კერის სითბოს, თუმცა ფიცხელაურების სახლზე ბევრს არაფერს ამბობდა, ქვეცნობიერად უფრთხილდებოდა იმ სიმშვიდეს, რაც ონისეს გარემოცვაში ეძლეოდა. ლაპარაკში საათები ისე გაფრინდა, ვერც კი შეამჩნიეს. კოშკების კედლებზე მზის სხივებმა დაგრძელება დაიწყო, ჩრდილები გაიზარდა და ცა ნელ - ნელა მუქ ყვითელსა და ჟანგისფერში გადავიდა. საღამო ახლოვდებოდა.

- უნდა წავიდე დედა,- თქვა ბოლოს თაიამ, ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელი გაისწორა. გულში სიმძიმე ისევ ჰქონდა, მაგრამ წამოსვლისას არსებული დაჭიმულობა თითქოს სადღაც გამქრალიყო. გულნარამ მჭიდროდ მოხვია მკლავები, დიდხანს არ უშვებდა, თითქოს ეშინოდა რომ კარს მიღმა მისი შვილი ისევ მტრის ნადავლი გახდებოდა. თუმცა სხვა გზა არ იყო. ხელები შეუშვა და გააცილა ეზოში. თაია ცხენისკენ წავიდა. ნელა მოუშვა ხეზე შებმული თოკი. კიდევ ერთხელ დაემშვიდობა გულნარას და ცხენზე შეჯდა. ბილიკზე გადასვლისას, კლდის ძირთან უცებ ნაცნობი, მაღალი ფიგურა შენიშნა.
თედო იდგა. შორიდანვე დაჟინებით, მძიმედ უყურებდა თაიას. მის თვალებში იკითხებოდა ყველაფერი. ბრაზი, იმედგაცრუება, გამოუთქმელი კითხვები და ტკივილი იმის გამო რომ ქალი, რომელიც მისი უნდა გამხდარიყო, ახლა ფიცხელაურის გვარს ატარებდა.

თაია წამით შეჩერდა. უნდოდა რამე ეთქვა, თუმცა გაჩერდა. თედომაც რამდენიმე წამს უყურა. მერე, თითქოს საკუთარ თავს სძლიაო, მკვეთრად აარიდა მზერა, გვერდი აუარა და გაქრა. სადავეები მჭიდროდ მოქაჩა თითებში და ცხენი ადგილიდან მოსწყვიტა.

შატილს უკვე კარგა მანძილით დაშორებოდა, როცა ჯიბეში ტელეფონმა მწვავედ გაუზუზუნა. თაიამ ცხენი შეაჩერა, ეკრანს დახედა და ონისეს სახელი რომ დაინახა ერთი ამოიოხრა და უპასუხა.

- სად ხარ?- გაისმა ონისეს ბოხი, ხავერდოვანი ხმა. ტონი იმაზე მშვიდი ჰქონდა, ვიდრე ელოდა, მაგრამ ხმაში ის ძალა მაინც ერია, სხეულს რომ უმორჩილებდა.

- მოვდივარ,- მოკლედ, ურყევად უპასუხა თაიამ, ქარს მისი თმები სახეზე ეყრებოდა.

- ფრთხილად იყავი და მალე მოდი,- თაიამ ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა. გულში უცნაურმა, თბილმა ტალღამ გადაუარა. სადავეები გაუშვა, ცხენი შეატრიალა და ლებაისკარის მიმართულებით დაიძრა.

ეზოში რომ შევიდა სალომეს მოკრა თვალი, ქრისტასთან ერთად იდგა და რაღაცას ესაუბრებოდა. შენიშნა თაიაც და თავის დაკვრით მიესალმა. მერე არაბულმა ცხენი დატოვა საჯინიბოში და ოთახში უკანა ეზოდან ავიდა.

- რა სახით დადიხარ?- ოთახში შესვლისას საწოლზე წამოწოლილი ონისე დახვდა,- რა მოხდა?

- არაფერი,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- რაო დედაშენმა, კიდევ რამე გითხრა?

- არა, პირიქით,- ჩამოჯდა მეორე ბოლოშიც თავად. გადადო ონისემ ტელეფონი გევრდით და დახედა თავის ცოლს.

- აბა რა მოხდა?

- სალომე ვნახე რომ მოვედი. წამოსვლამხე კიდე თედო.

- აი თურმე რა,- ჩაეცინა ონისეს,- მერე რა მოხდა?
გითხრა რამე?

- არაფერი, არ მივსულვარ ახლოს,- ახედა კაცს,- იმას რა უნდოდა აქ?

- არ ვიცი, არ მინახავს,- მხრები აიჩეჩა ონისემ,- ან საერთოდ რატო გაგიჟდი მაგ გოგოზე? მეც გავგიჟდე თედოზე?

- არ გავგიჟებულვარ უბრალოდ არაა სასიამოვნო შენი ბავშობის სიყვარულს რომ ყოველ დღე ვხედავ. თან ისეთი სახით მიყურებს ხოლმე გეგონება მე ავახიე შენი თავი,- დაიბღვირა თაიამ,- თედოზს გაგიჟდი ჰა, როცა ვუყვარდი, მაშინაც უარს ვეუბნებოდი.

- პრინციპში კი აახიე,- ტუჩი გადმოაგდო ონისემ,- და არაა ჩემი ბავშობის სიყვარული ეგ.

- აბა ვინაა, სხვა?

- იყო სხვა, მაგრამ ეგ არა.

- ვინაა?- ჩაეძია თაია.

- მაგას ვერ გეტყვი.

- რატომ?

- იმიტომ. ბავშვობისაა და დარჩება ჩემთან.

- ონისე.

- ხევსურო, შენ ახლა მართლა მეკითხები ჩემი ბავშვობის სიყვარულზე?- თაიამ მაშინვე მზერა აარიდა,- შენც ხომ უყვარდი თედოს? მე ხომ არ გეკითხები რამეს?

- ახლა აქ თედო რა შუაში იყო? მე არ მყვარებია,- აატრიალა თვალები.

- გეფიცები, საშიში ქალი ხარ.

- შენ კიდე აუტანელი,- ახლა უკვე გვერდულად იწვა და თავზე დაყრდნობილი უყურებდა.

- ხომ იცი რომ მაინც გავიგებ, ჯობია შენი პირით მითხრა, თორემ მერე კარგი არაფერი მოხდება,- გააფრთხილა თაიამ.

- ახლა მართლა ჩემი ცოლივით იქცევი. რას გადაეკიდე?- შეშფოთებულმა გასძახა ფიცხელაურმა.

- იმან თუ იცის რომ შენი ცოლი ვარ, მე რატომ არ უნდა ვიცოდე ვინაა?

- ცოლი... რა ლამაზად ჟღერს შენი პირიდან.

- ნორმალური პასუხი გამეცი ახლა,- ონისემ თვალები დახუჭა წამით, თითქოს შინაგანად ძალებს იკრებდა და მოთმინებას ეძებდაო. მერე ისევ შეხედა.

- თუ გეტყვი - დამაწვენ საწოლში?- ეშმაკურად ამოხედა ქალს.

- ეგრე ძალიანაც არ მაინტერესებს,- წაჰკრა ხელი და საწოლიდან მოისროლა,- ნუ გამითამამდი.

- ღმერთო, მერამდენედ გაწუხებ,- დაიწუწუნა ონისემ,- ეს რა ცოლი შემხვდა?

ხელები ჰაერში აზიდა ონისემ და იატაკზე გაშლილ საბანზე დაეცა.

- დაიძინე ახლა.

- თავს ძალით იშარავ და მე მეჩხუბები კიდევ?- ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა ქალმა.

- ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად ეჭვიანობ,- ჩაილაპარაკა ონისემ და ხელები თავქვეშ ამოიდო. საწოლიდან ჩამოვარდნილი სინათლე მის ნაკვთებს ოდნავ ათბობდა, თუმცა თვალებში მაინც ეშმაკური ნაპერწკლები აუცეკვდა.

- სულაც არა!- წამში იფეთქა თაიამ და ლოყებზე ალმური აუვიდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ზურგი შეაქცია რომ თავისი აფორიაქებული სახე დაემალა.

- ნუ ღელავ, შენ არ მოგაკლებ ყურადღებას,- ჩუმად გაეცინა ონისეს. არ განძრეულა, მაგრამ ყური მიუგდო,- შენ ჩემი ერთი და მთავარი საზრუნავი ხარ, თაია. ახლაც და მერეც.

თქვა წყნარად.

- მაგას მხოლოდ ხატის წინაშე დადებული ფიცი გაიძულებს,- გადაუჩურჩულა ისე რომ უკან არ მიუხედავს.

- ფიცმა ბევრი რამე მაიძულა,- წამოიწია ონისე და საწოლის კიდეზე ჩამოდო თავი. ზუსტად თაიას სახესთან, პირდაპირ თვალებში უყურებდა,- მაგრამ იმას, რაც ახლა ვთქვი, ფიცი არ სჭირდება. არც არასდროს სჭირდებოდა.

თაიამ ინსტინქტურად მხრები აიჩეჩა, თითქოს მის სიახლოვეს ემალებოდაო, თუმცა უკან არ დაუხევია.

- ჩვენ მაინც სამუდამოდ მტრები დავრჩებით,- ამოილაპარაკა ხმადაბლა.

- დავრჩეთ,- დააქნია თავი ონისემაც,- თუ სულ აქ მეყოლები და ასე გიყურებ - დავრჩეთ.

* * *

ათენგენობამდე ორი დღით ადრე მთელი ხეობა შეიცვალა. ჰაერიც კი სხვანაირი გახდა, მძიმე, ცვილის სანთლის, ნედლი შეშის კვამლისა და სველი ბალახის სუნით გაჟღენთილი. ლებაისკარში უკვე აღარავის ეძინა დიდხანს. აქაური მკაცრი, ჩაკეტილი ყოფა ერთიანად აფეთქდა. დილიდან ისმოდა ნალების თოფური, ცხენების ფრუტუნი, მამაკაცების დაბალი, მჭექარე ძახილი, მძიმე ქვაბების ბრახუნი და სადღაც შორიდან, ნისლიანი კლდეებიდან, ცხოველების ხმა. ხატისკენ მიმავალი ვიწრო, დაკლაკნილი ბილიკები ნელ - ნელა ხალხით ივსებოდა. მთელი ხევსურეთი, თავისი უძველესი საგვარეულოებითა და მრავალსაუკუნოვანი მტრობით, ერთ წერტილში იყრიდა თავს.

თაია ძველი სახლის ხის აივანზე იდგა, თხელი თითებით მოაჯირს ეყრდნობოდა და უყურებდა, როგორ შემოჰყავდათ კაცებს ეზოში საგანგებოდ შერჩეული საკლავები. თეთრი ცხვრები დაბნეულად, შეშინებულად ბღაოდნენ, ბავშვები ფეხშიშველი დარბოდნენ სველ ბალახზე, ქალები კი დიდ, გაშავებულ ხის მაგიდებთან ისხდნენ და სადედაცოს წესის მიხედვით ქადებს აცხობდნენ. დალი დილიდან ფეხზე იყო, მისი შავი კაბის კალთები შრიალებდა მიწაზე.

- ეგ ფრთხილად, თაია!- დაუძახა უცებ, როგორც კი რძლისკენ გაიხედა,- ხატში წასაღები ქადაა, არ დაგეწვას.

თაიას არაფერი უთქვამს, მხოლოდ მტკიცედ მოკუმა ტუჩები და სწრაფად, გაწაფული მოძრაობით გადააბრუნა ცხელ ქვაზე შემოდებული ცომი. ქრისტას უკვე იდაყვებამდე ქონდა ხელები თეთრი ფქვილით გასვრილი, ქრისტა კი, ჩვეულებისამებრ, ძირითადად ლაპარაკითა და ამბების შეგროვებით იყო დაკავებული.

- წელს იმდენი ხალხი ჩამოვიდა... მგონია მთელი საქართველო აქაა,- თქვა აჟიტირებულმა და შუბლზე ჩამოშლილი თმა ფქვილიანი ხელით გადაიწია,- ახლა წავიდნენ მაინც და მაინც მოსე და ეთუნა.

- შენ შარშანაც ეგ თქვი,- ჩაიბურტყუნა იქვე მდგარმა ონისემ.

- და მართალიც ვიყავი! ახლა უფრო მეტნი არიან, ვერ ხედავ?- ეზოს ბოლოში, ხატის საყაენოსთან, კაცებმა უზარმაზარი, გაჭვარტლული ქვაბები დაამონტაჟეს. საზედაშე ლუდი, ხატის მთავარი საკრალური სასმელი იხარშებოდა.

კაცს მთლიანად შავი ტანისამოსი ეცვა, პერანგის მკლავები იდაყვებამდე აეკაპიწებინა და სხვა დასტურებთან ერთად მძიმე კასრს ეჭიდებოდა. მის ფართო მხრებზე ძარღვები დაჭიმულიყო, სახეზე კი ის ბუნებრივი, პირველყოფილი სიმკაცრე დაბრუნებოდა, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით ემჩნეოდა. უცნაური და ამავდროულად მომაჯადოებელი იყო მისი ასე ყურება. ახლა ონისე მთლიანად ამ მიწის, ამ ხატის, საუკუნოვანი სისხლისა და დაუნდობელი ტრადიციის ნაწილი გამხდარიყო.

- დღეს ჯვარს გამოაბრძანებენ. დროშასაც.

- პირველად ვნახავ ასე ახლოდან,- თქვა თაიამ ხმადაბლა. შატილში ყოველთვის შორიდან უყურებდა ამ წესს. შუადღისკენ ხეობის თხელი, გრილი ჰაერი მთლიანად უცნაურმა, მჭრელმა ხმამ გააპო. ერთ წამში სამყარო თითქოს გაიყინა. გაჩერდნენ კაცები, შეწყდა ქალების ლაპარაკი, ბავშვების ხმამაღალი სიცილიც კი წამში ჩაქრა. ხატის ფარდულიდან ხუცესი და მედროშე გამოვიდნენ.

ძველი, მძიმე დროშა ქარში ნელა, დიდებულად შეირხა. მისი ხის ტარი, საუკუნოვანი აბრეშუმისა და ხავერდის ნაჭრები, ვერცხლის ძველი მონეტები და პატარა ჯვრები მზეზე მკაცრად აციმციმდა. მათზე დამაგრებული ზარების წკრიალი მთებში უცნაურად, მისტიკურად და ყრუდ გაიშალა. თაიას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ხერხემალზე ცივმა ტალღამ ჩაუარა. ირგვლივ მყოფმა ხალხმა ჩუმად, მოკრძალებით გადაიწერეს პირჯვარი.

ხუცესის ხრინწიანი, მრავალჭირნახული ხმა გაისმა. მერე წინ სოფლის რამდენიმე დიდი, თეთრი მოზვერი გამოიყვანეს. ცხოველი თითქოს გრძნობდა წამს, ნერვიულად აბაკუნებდა ჩლიქებს. რიტუალი მძიმე და დაუნდობელი იყო. ხუცესმა სანთლის ალით შუბლზე ბეწვი შეუტრუსა, ლოცვა დაასრულა და ცივი წყალი შეასხურა. ცხოველი ერთ წამს მთელი სხეულით შეირხა, საზარლად დააცახცახა და ირგვლივ მყოფ კაცებში კმაყოფილმა ჩურჩულმა გადაირბინა: „ხატმა შეიწირა, ხატმა მიიღოო."

იელვა დანამ. ერთ წამში ჰაერში თბილი სისხლისა და ცხელი ცვილის სუნი ისე აირია რომ ყელში მლაშე გემო დატოვა. თაიას უცნაურად, მტკივნეულად შეეკუმშა გული მკერდში. ყველაფერი იმდენად ძველი, უცნაური და რეალური იყო, ადამიანს სრულიად ავიწყდებოდა რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობდა. აქ დრო გაჩერებულიყო.

მერე კაცებმა ქუდები მოიხადეს და სათითაოდ, მწკრივში ჩამდგარნი შევიდნენ „საკაცოში" (ხევსურულ სალოცავთან არსებული წმინდა სივრცეა, სადაც ტრადიციულად მხოლოდ კაცებს აქვთ შესვლის უფლება.) ქალები გარეთ დარჩნენ. დაძაბულობა ჰაერში თითქოს კიდევ უფრო გაიზარდა, დამძიმდა. ხუცესის ჩურჩული და ლოცვა შიგნიდან ყრუდ ისმოდა, რასაც ხატის ვერცხლის სასმისების პერიოდული ჟღარუნი ერთვოდა. თაია უძრავად იდგა, თვალს არ აშორებდა წმინდა გალავანს. ცოტა ხანში შიგნიდან კაცები გამოვიდნენ. ონისე პირველი იყო. შუბლზე ცვილის პატარა, ყვითელი კვალი ეტყობოდა.

საღამოსთვის თემობა დაიწყო. ხეობის შუაგულში, დიდ ჭალაში უზარმაზარი, ხის სუფრები „მაყალი" გაშლილიყო. მოხარშული ხორცის ორთქლი, ახალი ლუდისა და ნაკვერჩხლების სუნი მთელ ხეობაში ტრიალებდა. ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები უკვე წრეში ჩამდგარიყვნენ და მიწას აზანზარებდნენ ცეკვით, მოხუცები კი სუფრის კიდეში მწარედ, მჭრელად კაფიაობდნენ. ათენგენობის ღამე ნელ - ნელა მხიარულ, თავაშვებულ და ველურ ქეიფად გადაიქცა და მერე, როცა მზე მთების მიღმა ჩაესვენა და ცაზე პირველი ვარსკვლავები აინთო, ყველაზე მოსალოდნელი დოღის დროც მოვიდა.

ხეობის ქვემოთ, სწორ, კლდოვან ბილიკთან უკვე მთელი თემი იკრიბებოდა. ცხენები ნერვიულად ფრუტუნებდნენ, ჩლიქებით გამეტებით აბაკუნებდნენ მშრალ მიწას და ტალახს ჰაერში ისროდნენ. ქრისტამ თაიას მკლავში ხელი მაგრად წაავლო და წინ გაათრია.

- წამო, წამო, წინ დავდგეთ!

- რა ხდება, ასე რატომ ჩქარობ?- იკითხა თაიამ, თუმცა თავადაც გრძნობდა, როგორ აუჩქარდა პულსი.

- ონისე მონაწილეობს წელს! თავისი შავი მერანით გამოდის. შარშან არ გამოსულა!

ბრბოს შორის, კაცების მხარდამხარ რომ გააღწიეს და წინა ხაზზე დადგნენ, უკვე დაინახა. ონისე ცხენზე იჯდა. მისი უზარმაზარი, ნახშირივით შავი მერანი ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ყალყზე დგებოდა და გვერდულად დადიოდა. კაცს თოკის ლაგამი ძლიერად დაექაჩა თავდაჯერებული იყურებოდა. საღამოს გრილმა ქარმა თმა მთლიანად აუწეწა. იმ წამს ისეთი საოცარი და მრისხანე ჩანდა, თითქოს თვითონვე ყოფილიყო ამ მკაცრი მთების, კლდეებისა და უფსკრულების ცოცხალი განსახიერება, აბსოლუტურად ველური, საშიში და თავისუფალი.

მერე, თითქოს ინსტინქტურად იგრძნოო, ონისემ მოულოდნელად თავი გვერდზე მოაბრუნა და ხალხის უზარმაზარ ბრბოში მდგომი თაია მოძებნა. მათი მზერა ერთმანეთს დაეტაკა. ონისეს მკაცრი სახე წამით შეიცვალა, ბაგის კუთხე, სულ ოდნავ, ძლივსშესამჩნევად ჩაუტყდა იმ ნაცნობ, თავდაჯერებულ ღიმილში. თაიას გული ყელში მოებჯინა.

- ეს საშიში არაა?- ჰკითა ქრისტას.

- ცოტათი არის, წინა წელს მაგალითად ორი ცხენი ერთმანეთს დაეჯახა და ხელ - ფეხი მოიტეხს მხედრებმა,- მხრები აიჩეჩა ქრისტამ. ხუცესის მჭახე ნიშანიც გაისმა. ხმამაღალმა ყიჟინამ და ცაში ატყორცნილმა თოფის სროლის ხმამ ხეობა შეაზანზარა. ცხენები ადგილიდან გიჟური სიშმაგით, ერთიანად მოწყდნენ.

პირველივე წამებში მოედანზე ყველაფერი აირია. ტალახისა და მშრალი მიწის უზარმაზარი მასა ჰაერში აიჭრა, რამაც ხილვადობა თითქმის გააქრო. ონისეს შავმა მერანმა სტარტზე ფეხი აუკრა, მიწა ნალის ქვეშ ზედმეტად სველი აღმოჩნდა და ცხენი წამით შეყოვნდა, გაავებული ყალყზე შედგა. ამ მცირე წამით სხვებმა მაშინვე ისარგებლეს. ბიჭებმა წინ გააღწიეს, ერთმანეთს მხარდამხარ მიჰყვნენ, ცხენებით ახლოს მივიდნენ და უკან გზა მთლიანად, გაუვალ კედლად ჩაკეტეს. ონისე ყველაზე ბოლო აღმოჩნდა. ბრბოში შეშინებული ჩურჩული, შეძახილები და ნერვული ხმაური ატყდა.

- ჩამორჩა ფიცხელაური,- გაისმა აქა - იქ მამაკაცების ხმები.

თაიას მუცელი შიშისგან გამოეფიტა, ფილტვებიდან ჰაერი მთლიანად ამოეცალა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ხედავდა, როგორ მიქროდა ათამდე გაავებული ცხენი ვიწრო, დაკლაკნილ კლდოვან ბილიკზე, სადაც მარჯვნივ მხოლოდ კლდე იდგა, მარცხნივ კი თავბრუდამხვევი, შავი უფსკრული. ონისე ყველას უკან მიჰყვებოდა, უზარმაზარი ტალახის შხეფები პირდაპირ სახეში ეცემოდა, მაგრამ მის ფიგურას არანაირი პანიკა არ ეტყობოდა. გზა სულ უფრო ვიწროვდებოდა. წინ, ყველაზე სახიფათო და მკვეთრ მოსახვევთან, სადაც ბილიკი ორად იყოფოდა და პირდაპირ კლდის ბასრ ნაპირს უვლიდა, წინა მხედრებმა ინსტინქტურად, სიფრთხილის გამო სიჩქარეს ოდნავ უკლეს, რათა ინერციით უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ონისემ ზუსტად ამ წამით ისარგებლა. ლაგამი სრულიად მიუშვა, შავ მერანს დეზები გაუაზრებელი სიძლიერით ჰკრა და წარმოუდგენელი, აშკარა თვითმკვლელობის ტოლფასი ტრაექტორია აირჩია. ბიჭებისთვის შიდა მხრიდან ავლა გადაწყვიტა, უნდოდა უშუალოდ კლდესა და მათ უნაგირებს შორის დარჩენილ პატარა სივრცეში აევლო გვერდი.

- გაუფრენია ამას! სად მიდის, ღმერთო, გადაირია?!- აღმოხდა თაიას, ხმა ჩაუწყდა და უნებურად ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, თითქოს ფიზიკურად აპირებდა კაცის შეჩერებას. ირგვლივ ხალხმაც შეშინებულად დაიყვირა,- ასე მშვიდად როგორ ხარ?

- ეგ ამას პირველად არ აკეთებს,- ჩაეცინა ქრისტას. არც თაიას ეშლებოდა რომ ონისე უდაოდ კარგი იყო ჯირითში, თუმცა ამას თავადაც ვერ გაბედავდა. შავი ცხენი ნამდვილი ბნელი ქარიშხალივით შეიჭრა მწკრივში. ონისემ ჯერ ბოლო სამი მხედარი ჩამოიტოვა უკან, მერე მესამე პოზიციაზე მყოფს მთელი სხეულითა და მხრით დაეჯახა, ძლივს შეუნარჩუნა წონასწორობა აცეკვებულ მერანს და პირდაპირ ლიდერებს მიუახლოვდა.

ფინიშამდე ორმოცდაათიოდე მეტრიღა რჩებოდა. გზა ოდნავ გაფართოვდა, სწორი გახდა. ონისემ ხმამაღლა დაუყვირა თავის ცხენს. შავმა მერანმა თითქოს პატრონის ხმაზე უკანასკნელი, ძალები მოიკრიბაო, მიწას ნალები გამეტებით დაჰკრა და წარმოუდგენელი, გიჟური ნახტომით წინ მყოფ ორ ლიდერ ცხენს შორის უბრალოდ გაძვრა.

ეს იყო წამიერი, აბსოლუტურად სუფთა, უზადო და დაუნდობელი გამარჯვება.

ონისემ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ხალხში ნამდვილი ყიჟინა ატყდა. კაცმა ცხენი მკვეთრად შეაჩერა, ყალყზე დააყენა პირდაპირ მზის ჩასვლის ფონზე და ტალახისა და მტვრის მასა ჰაერში მიმოფანტა. მძიმედ, ხმაურით სუნთქავდა, თმა სრულიად აწეწილი ჰქონდა, სახეზე ტალახის კვალი სცხებოდა, მაგრამ თვალები გამარჯვებულის ალმურითა და სიმშვიდით უელავდა. მან ცხენი ნელა შემოაბრუნა და პირდაპირ იქით წამოიყვანა, სადაც თაია იდგა. ხალხი აღფრთოვანებული უთმობდა გზას ხეობის პირველ კაცს. როცა ქალთან სულ ახლოს მივიდა, ცხენი შეაჩერა, ზემოდან დახედა მის მკერდში აფორიაქებულ, გაფითრებულ, მაგრამ ამავდროულად აღფრთოვანებულ სახეს და ტუჩის კუთხე ისევ იმ თავდაჯერებული, აუტანელი და მრავლისმეტყველი ღიმილით ჩაუტყდა. მერე, მთელი ამ გამარჯვებული ხმაურის ფონზე, უნაგირიდან ცალი ფეხი გადმოიტანა და ცხენიდან მიწაზე მსუბუქად ჩამოხტა. ონისეს არც ხალხის ოვაციებისთვის მიუქცევია ყურადღება და არც მისკენ მომავალი ბიჭებისთვის. პირდაპირ თაიასკენ გადადგა ორი დიდი ნაბიჯი, ხელი მოჰკიდა წელზე და ისე რომ ქალს აზრზე მოსვლაც არ აცალა, თავისკენ მძლავრად მიიზიდა.

მკლავები ძლიერად, უსიტყვოდ შემოხვია და გულში ჩაიკრა. თაია წამით გაშეშდა, სუნთქვა შეეკრა. კაცის გული მის მკერდს გიჟური სიჩქარით აწყდებოდა. თაიამ იგრძნო, როგორ მოეხვია ონისეს დიდი ხელები ზურგზე, თითქოს ამით მთელ სამყაროს უმტკიცებდა რომ ეს ქალი მისი იყო და მის ხელშეუხებლობას საკუთარი სიცოცხლით დაიცავდა. ირგვლივ ხალხის ყიჟინა წამით სადღაც შორს, ნისლში ჩაიკარგა. თაიამ უნებურად თავი მის მყარ მხარზე ჩამოდო, თვალები დახუჭა და ხელებით უხეშ ნაჭერს ჩააფრინდა.

ონისემ თავი ოდნავ დახარა.

- ეს რა სიგიჟე გააკეთე, ნორმალური ხარ?- ამოიჩურჩულა თაიამ მის მხარში, ხმა ჯერ კიდევ უთრთოდა განცდილი შიშისგან. ონისეს გაეცინა, თუმცა მკლავები არ შეუხსნია.

- ხომ მეუბნებოდი არანორმალური ხარო, ხოდა ახლა ნამდვილი მიზეზი მოგეცი მაგის სათქმელად,- ნელა მოსცილდა, ხელი ისევ თაიას წელზე ეჭირა, თითქოს გაშვებას არ აპირებდაო. მის შავ თვალებში ისევ ის ძველი, აუტანელი ცეცხლი ტრიალებდა, მაგრამ ახლა მასში რაღაც საოცრად თბილიც გარეულიყო.

- ძალიან მაგარი იყო,- დაჰკრა მხარზე ხელი ქრისტამ,- ასე უნდა თამაში, აბა რა. წავალ ახლა დავცინებ გაბრიელს და დანარჩენებს.

კაცს ხელი ისევ მყარად ეჭირა თაიას წელზე. მისი ცერა თითი უნებურად, ნელა მოძრაობდა წვრილ წელზე, თითქოს ამ შეხებით საკუთარ თავსაც ამშვიდებდა და იმ გიჟური რბოლისგან დარჩენილ ადრენალინს ანელებდა.

- ხელი გამიშვი,- თქვა თაიამ ხმადაბლა, თუმცა მის ხმაში ძველი, მტრული სიმკაცრე ვეღარ იგრძნობოდა. პირიქით, ზედმეტად ჩურჩულით გამოუვიდა,- ყველა ჩვენ გვიყურებს. სირცხვილია.

- გვიყურონ,- უპასუხა ონისემ ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი თვალებისთვის. ტუჩის კუთხეში ისევ ის აუტანელი, მაგრამ ახლა უკვე საოცრად თბილი ღიმილი დასთამაშებდა,- ჩემი ცოლი ხარ. ხატმაც დაგვლოცა და მთელმა ხეობამაც იცის. ვისი უნდა მერიდებოდეს?

- ონისე, მართლა,- თაიამ ხელები მკერდზე დაადო და ოდნავ მიაწვა რომ მოსცილებოდა. კაცმა ამჯერად ნება მისცა, ხელები ნელა ჩამოუშვა, თუმცა ისე ახლოს იდგა, თაია მისგან წამოსულ სიმხურვალეს ფიზიკურად გრძნობდა. თმები შეისწორა, რომლებიც ქარს სრულიად აეწეწა და მზერა ხალხისკენ გააპარა. ნერვიულობა ჯერ კიდევ ეჯდა სისხლში, მაგრამ ონისეს სიახლოვე და ეს მოულოდნელი ჩახუტება უცნაურ, აქამდე უცნობ სიმშვიდეს უბრუნებდა.

- წადი და გამოიცვალე, ჭუჭყიანი ხარ, მეც დამსვარე,- წაიწუწუნა თაიამ.

- წავიდეთ,- დაეთანხმა ონისე. მისი ხმა ისევ ჩვეულ, მტკიცე რიტმს უბრუნდებოდა,- შენ ქრისტასთან და დედაჩემთან ერთად იყავი, თვალით გიყურებდე. როგორც კი საქმეს მოვრჩები, ერთად წავალთ სახლში.

ონისე მართლაც მალევე დაბრუნდა ხალხში, სუფთა ტანსაცმლით, კაცების სუფრასთან მისი გამოჩენა ნამდვილი გუგუნით აღნიშნეს, ხუცესმა პირადად გადასცა საზედაშე ლუდით სავსე დიდი, ნაჭედი ვერცხლის თასი, როგორც დღის მთავარ გმირს.

თაია კი ქალების სუფრასთან, დალისა და ქრისტას გვერდით დაჯდა. აქ განწყობა ბევრად უფრო თბილი და აყოლილი იყო. მოხუცი ხევსური ქალები თაიას კეთილგანწყობილი, მრავლისმეტყველი მზერით აკვირდებოდნენ.

- აბა, არაბულო,- ჩაილაპარაკა ერთ - ერთმა მოხუცმა ნათელამ და თაიას თბილი, დაკოჟრილი ხელი მხარზე დაადო,- ნახე, რა ქმარი გყავს! წლები გადის და მაინც არ კარგავს პირველობას. ეგ შავი მერანი ყველას როდი ემორჩილება, მაგრამ ონისეს ხელში კრავივითაა. ხეობაში მაგას ცხენოსნობაში ვერავინ აჯობებს.

- მართალია, - აჰყვა მეორე ქალიც,- ფიცხელაურების ჯიშია ეგეთი, მუდამ წინ მიიწევენ. გაგიმართლა, შვილო, ნამდვილი კაცი შეგხვდა პარტნიორად.

თაიამ უხერხულად გაიღიმა, ლოყები ოდნავ აელეწა. უნებურად კაცების სუფრისკენ გაიხედა. ონისე სწორედ იმ წამს სვამდა სასმისს, მაგრამ თასი ტუჩებიდან მოცილებული არ ჰქონდა, რომ მისი მზერა ისევ თაიასკენ წამოვიდა. შორიდანვე შეამჩნია ქალის აწითლებული ლოყები და ტუჩის კუთხე კმაყოფილებით ჩაუტყდა.

- არც თაიაა ნაკლები ჯირითში,- მხარზე ხელი გადასდო ქრისტამ,- ერთი უნდა ნახოთ თავისი ცხენით როგორ დაფრინავს.

- ოჰ, ნუ უქებთ ახლა ძალიან, თორემ ისედაც ამაყია და საერთოდ ვეღარ დავიმორჩილებთ სახლში,- ჩაერია სიცილით ლიკა.

- ონისეს ქება არ სჭირდება, საქმე ისედაც ჩანს,- თქვა მშვიდად დალიმ,- არც ჩემი რძალია ნაკლები.

დაუსვა თმაზე ხელი თბილად.

საღამო საოცრად მხიარულად გაგრძელდა. კოცონი გიჟურად გუგუნებდა, ცეცხლის ნაპერწკლები ვარსკვლავებიან ცას უერთდებოდნენ. ისმოდა ფანდურის ჩქარი ჰანგები, კაცების მჭექარე კაფიაობა და სიმღერა, რომელიც ხეობას ექოდ გადაეცემოდა.

გვიან ღამით, როცა ცეცხლი ნელ - ნელა ნაკვერჩხლებად იქცა და ხალხის ხმაურმაც იკლო, ონისე ქალების სუფრას მიუახლოვდა.

- წავიდეთ?- ჰკითხა და ხელი გაუწოდა. თაია წამოდგა, ხალხს დაემშვიდობა და ონისესთან ერთად ბილიკს გაჰყვა. მთვარის შუქი მკვეთრად ანათებდა მათ გზას. ქრისტა და დალი უკვე წასულიყვნენ. ხეობაში საოცარი, მისტიკური სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ მდინარის ხმაური და მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ონისეს ხელი ისევ თაიას წელზე ჰქონდა შემოხვეული, ოღონდ ამჯერად არა ხალხის დასანახად, არამედ სრულიად ბუნებრივად, თბილად.

- აბა რაო ქალებმა, მაქეს?- ჩუმად, ღიმილნარევი ხმით ჰკითხა კაცმა.

- რამდენიც გინდა, სულო და გულო,- გაეცინა თაიასაც.

- შენც სიამოვნებით უსმენდი, არა?

- საერთოდაც არა,- იცრუა თაიამ და თავი ოდნავ მიადო მის მხარს,- პირიქით, ვუთხარი ზედმეტად თავდაჯერებულია - მეთქი.

ონისემ ჩაიცინა, უფრო მჭიდროდ მიიზიდა თავისკენ და ასე, მთვარის შუქზე.

- ტყუილი არ გიხდება, ხევსურო,- ჩუმად ჩაილაპარაკა ონისემ,- აი, ლოყები კი ახლაც აწითლებული გაქვს, მთვარის შუქზეც მშვენივრად ვხედავ.

- ძალიან აგივარდა თავში გამარჯვება ვატყობ,- გვერდულად ამოხედა თაიამ. ბილიკს ნელა მიუყვებოდნენ. მთვარის შუქი ქვის კოშკებს ვერცხლისფრად ედებოდა და მათ მრავალსაუკუნოვან სილუეტებს ღამის ცაზე მრისხანე, საოცარ იერს აძლევდა.

- დაიღალე?- ჰკითხა დაბალი, ხავერდოვანი ხმით, რომელიც საოცრად უხდებოდა არღუნის ყრუ შრიალს.

- ცოტათი,- თვალები მინაბა. კაცის ტყავის ქურთუკიდან ნაქროლი ღამის სიგრილე და სხეულის სიმხურვალე ერთიანად ერეოდა ერთმანეთს,- ცხენზე უნდა დამესვი მაშინ, ტყუილად გატარე ამდენი ფეხით.

ჩაილაპარაკა ონისემ და მის ხმაში მკაფიოდ გაისმა ის ძველი, მესაკუთრული ტონი, რომელიც თაიას თავიდან ასე საზარლად აღიზიანებდა, ახლა კი უცნაურ სითბოდ ეღვრებოდა გულზე.

- ჰო აი, ეგღა გვაკლდა ახლა,- გვერდულად ამოხედა თაიამ, მთვარის შუქზე მისი თვალები მკვეთრად აციმციმდა,- მთელი საღამო ქალები შენს ქებაში იყვნენ, დოღში ხომ საერთოდ გადარიე ხალხი... შენი ცხენზე დასმაც რომ დაენახათ, სულ გადაირეოდნენ.

თაიას უნებურად ჩუმი სიცილი გაეპარა. ონისემ ნაბიჯი შეანელა.

- შენც ეგ არ გინდოდა? საშინლად მოგწონს ეგ ფაქტი, არა?- გადაუჩურჩულა, თან მხარზე ოდნავ გაჰკრა მხარი.

- საკუთარი თავით თუ ვამაყობ, ქმრით რატომ არ უნდა ვიამაყო?

- შენ ხომ არ დაგილევია?- ჩაეძია ონისეს,- ეს რა სიტყვებს ვისმენ? გალღვა აისბერგი ბოლოს და ბოლოს?

- ახლა ღლიცინის თავი გაქვს?

- ჩემი ცოლი ისეთ ხასიათზეა ხოლმე, ცოტა თუ არ დავაბალანსე იღრინება, ასე რომ მე სულ კარგ ხაისათზე ვარ.

სახლში შევიდნენ, ნელა აუყვნენ კიბეებს. კარი შეღო ონისემ საძნებლის და ჯერ თაია შეუშვა, მერე თავად,

- მაგიჟებ,- დაიბღვირა თაიამ და სანამ სიბნელეში გზის გაგნებას მოასწრებდა, კაცმა მკლავში ხელი ნაზად ჩაავლო. სწრაფი მოძრაობით ძლიერად მოქაჩა თავისკენ, შემოატრიალა და ზურგით კარს ააკრა.

თაიამ ხელები მკერდზე დაადო, სუსტად მიაწვა, თითქოს უკან დახევას, ამ უხილავი მახედან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ მის ზურგს უკან მხოლოდ ცივი, მყარი კარი იდგა. ონისეს სხეული კედელივით აღიმართა მის წინ, სრულად ჩაკეტა სივრცე და გოგონას გაქცევის არანაირი შანსი არ დაუტოვა. ის იმდენად დიდი და მასიური იყო რომ თაია მის ჩრდილში მთლიანად ჩაიკარგა.

- ონისე, გაიწიე... არ გინდა,- ამოიჩურჩულა, თუმცა საკუთარმა ხმამ წამსვე უღალატა. კიდევ უფრო ახლოს მიიწია. ნელა შემცირდა მათ შორის მანძილი. კაცის ცალი ხელი მაღლა, თაიას თავთან დარჩა, მეორე კი ნელა, თითქმის მუქარით დაუყვა გოგონას ყელს, მისი თბილი თითები მსუბუქად მოეჭდნენ ლავიწის ძვალს და იქვე, მფეთქავ ძარღვზე გაჩერდნენ.

- არ მინდა?- ჩაესმა თაიას მისი დაბალი, ხრინწიანი ხმა, რომელიც პირდაპირ კანქვეშ აღწევდა და ნერვულ დაბოლოებებს ცეცხლს უკიდებდა. ონისემ თავი დახარა, მისი თვალები ბნელში ორი ველური ნაპერწკალივითელავდა,- ტყუილად მებრძვი, ხევსურო. ხომ ვგრძნობ... მთელი შენი სხეული გაგცემს.

თაიას უარყოფა უნდოდა, უნდოდა ცივად ეთქვა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დღევანდელი დღისგან განპირობებული შიში და დაღლილობა იყო, მაგრამ მისი გული ონისეს ისე გამეტებით, საზარელი რიტმით ებრძოდა რომ ამ ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა. სხეულს საკუთარი ნება აღარ გააჩნდა. თავი უმწეოდ გვერდზე მიაბრუნა და თვალები მაგრად დახუჭა, როცა კაცის ცხელი, აჩქარებული სუნთქვა ყელზე მოეფრქვია. ონისე არ ჩქარობდა. ათენგენობის მთელი ამ გიჟური დღის განმავლობაში ნაგროვებ ლტოლვას წვეთ - წვეთად, წამებით უშვებდა. ჯერ მხარზე შეახო ტუჩები. ეს იყო ნელი, მძიმე, წარმოუდგენლად რბილი კოცნა, რომელმაც თაიას სხეულში პირველი, დამანგრეველი ელექტრონული ტალღა გაატარა. თაია უნებურად, ინსტინქტურად მოეჭიდა თითებით მკვრივ მხარს, თითქოს ამ უკიდეგანო სიბნელეში ერთადერთ საყრდენს ეძებდა, რათა მუხლები არ მოჰკვეთოდა. შემდეგ ონისეს ბაგეები ნელა, აჰყვნენ მის ყელს, ყოველ მილიმეტრზე ტოვებდნენ ცხელ კვალს და ბოლოს, ყურის ძირთან შეჩერდნენ.

- მომენატრე,- ამოიოხრა კაცმა. თაიას წამით თავბრუ დაეხვა ონისეს აღიარებაზე,- მთელი დღეა ჭკუიდან გადაგყავარ. არა, მთელი თვეა მაგიჟებ.

თაიამ თავი სრულად უკან გადასწია, მთლიანად მიენდო, როცა ონისემ კოცნით გადაინაცვლა მის ლოყაზე. ეს აღარ იყო უბრალო ფიზიკური ლტოლვა, ეს იყო ბნელი, მისტიკური მიზიდულობა, სადაც თაიას სიამაყე ნელ - ნელა, უსიტყვოდ დნებოდა. ყოველი კოცნა ლოყაზე, ყურთან თუ ყელზე უფრო და უფრო მეტად აბამდა მათ იმ რეალობაში, რომელსაც ორივე თვეების განმავლობაში ასე გამეტებით გაურბოდა და რომელიც ახლა, ამ ჩაკეტილ ოთახში, საბოლოოდ გახდა მათი ერთადერთი სიმართლე.

- შენ საერთოდ წარმოდგენა გაქვს, რა დამართე ჩემს ცხოვრებას?- ონისეს ხმა ჩურჩულზე უფრო დაბალი, თითქმის მუქარასავით მძიმე იყო. შუბლი თაიას შუბლს მიაყრდნო, ისე ახლოს რომ მათი წამწამები ერთმანეთს შეეხო. კაცის თვალები ბნელში ალმურით გუგუნებდნენ,- აქამდე მეგონა, ჩემს თავს ყველაფერს ვაიძულებდი. მეგონა, ამ მთებში ჩემზე მყარი არაფერი იყო. შენ კი შემოხვედი... შენი აუტანელი სიჯიუტით, შენი ყავისფერი თვალებით და ყველაფერი თავდაყირა დააყენე.

თაიამ იგრძნო, როგორ მოებჯინა ცრემლი ყელში, ოღონდ არა წყენის, არამედ იმ საოცარი სიმართლისგან, რომელიც ამ კაცის ყოველ სიტყვაში იღვრებოდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. საკუთარი ხელი, რომელიც აქამდე ონისეს მკერდზე ედო და მოსაცილებლად უბიძგებდა, ნელა ააცოცა ზემოთ, კაცის ყელს მოეჭდო და თითები მის თმებში ჩააფლო.

- ეს შენი სიჯიუტე სულ მაგიჟებდა და მიზიდავდა. ის რომ ვერაფრით მოვახერხე შენი გულის მოგება, ჭკუიდან მშლიდა იმის გაფიქრებაც კი რომ ასეთი მიუწვდომელი იყავი.

- ონისე...- აღმოხდა ძლივს გასაგონად. ეს სახელი მისი ბაგეებიდან პირველად გაჟღერდა ასე ნებართვასავით, თხოვნასავით. ეს იყო უკანასკნელი ნაპერწკალი, რომელიც კაცს აკლდა. ონისემ ვეღარ გაუძლო ამ მანძილს, ვეღარ გაუძლო თაიას თითების სითბოს საკუთარ კანზე. მისი დიდი ხელები სახეზე შეახო, თითქოს უძვირფასეს განძს უფრთხილდებაო და მისი ტუჩები საბოლოოდ, სასოწარკვეთილი სიხარბით დაეწაფნენ თაიას ბაგეებს. ეს აღარ იყო ის უხეში, მტრული შეხება, როგორც მაშინ, შატილის გზაზე. ეს იყო კოცნა, რომელშიც თვეების განმავლობაში ნაგროვები მთელი ემოცია, სიამაყე, შიში და დამალული ვნება ერთიანად ჩაიწვა. ონისე მას ხარბად, ღრმად კოცნიდა, თითქოს სურდა, თაიას სხეულიდან უკანასკნელი სუნთქვაც კი თავად შეესვა, ხოლო თაია, კარს მიჯაჭვული, მთლიანად დნებოდა მის მკლავებში. მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ კაცის ძლიერი სხეული არ აძლევდა დაცემის საშუალებას, უფრო და უფრო მჭიდროდ აკრავდა ხის ზედაპირს.

ოთახის სიბნელეში მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. ფანჯრებს მიღმა არღუნი ისევ ძველებურად გუგუნებდა, მაგრამ ამ კედლებს შიგნით სამყარომ ტრიალი შეწყვიტა. არ არსებობდა არც წარსული, არც დაპირისპირებული გვარები და არც ის გაურკვეველი საფრთხე, რომელიც მათ ეზოში ჩასაფრებულიყო. თაიას თითები ონისეს კისერზე ძლიერად ჩაებღუჯა, თითქოს მხოლოდ ასე შეეძლო წონასწორობის შენარჩუნება ამ თავბრუდამხვევ წყვდიადში. კოცნა ნელ - ნელა მშვიდდებოდა, მაგრამ მათ შორის დაგროვილი დაძაბულობა არსად ქრებოდა. პირიქით, ახლა უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ყოველ მოძრაობაში ჩანდა. ყოველი სუნთქვა, ყოველი ფრთხილი შეხება, კაცის დიდი, ცხელი ხელები მის წელზე, მისი გიჟური გულისცემა საკუთარ მკერდთან... ყველაფერი ერთიანად სცდებოდა უბრალო რეალობის საზღვრებს.

ონისემ ტუჩები ძალიან ნელა მოსწყვიტა მის ბაგეებს, თითქოს ყოველი მილიმეტრის დათმობა უმძიმდა. ორივეს სუნთქვა სრულიად არეული ჰქონდა. რამდენიმე წამი უბრალოდ შუბლშეხებულები იდგნენ სიბნელეში, გაშეშებულები, კარს მიყრდნობილები. თითქოს არც ერთს უნდოდა ამ წამიდან გამოსვლა, თითქოს ამ კარის მიღმა არსებული სამყარო თავისი საზარელი წესებითა და საფრთხეებით საერთოდ აღარ არსებობდა.

ონისემ თვალები დახუჭა და ღრმად, მძიმედ ამოისუნთქა, მისი მკერდი თაიას მკერდს მჭიდროდ მიეზილა.

- ღმერთო...- ჩახლეჩილი, სრულიად დანებებული ხმით ჩაილაპარაკა,- შენ მართლა საერთოდ არ მიტოვებ შანსს.

- თავად დაიწყე,- ძლივს ამოილაპარაკა თაიამ.

- ჰოო და ამყევი,- ჩაეცინა ონისეს,- არადა ბოლო და უკანასკნელიაო ვინ ამბობდა?

თაიას ლოყებზე ისევ ალმური მოედო.

- შენთან ლაპარაკი საერთოდ შეუძლებელია.

- არა, უბრალოდ ზედმეტად კარგად გიცნობ უკვე,- დაიხია უკან ონისემ,- ისევ იატაკზე უნდა დამაძინო?

- როგორ მიხვდი,- ჩაეღიმა თაიას.

- აღარ უვარგა შენს ქმარს გვერდები.

- რატმღაც ტუჩებს ვერასდროს ვერ აჩერებს ერთ ადგილას და იატაკზე დაწოლა პრობლემა გახდა უცებ?

- ახლა ისევ არ დაიწყო,- ააფრიალა ხელები ჰაერში.

- არ ვიწყებ, გეუბნები უბრალოდ,- პიჟამოებში გამოწყობილი დაბრუნდა აბაზანიდან თაია. საწოლზე აძვრა, მუხლები მკერდზე მიიკრა და კედელს მიაშტერდა. დაწვა ონისეც იატაკზე, თუმცა ძილი არცერთს არ ეკარებოდა,- იცი რა...

გადაიწია მისკენ, მერე ნელ - ნელა დაბლა ჩაძვრა, საწოლს მიეყრდნო ზურგით. ონისეც გადმობრუნდა მისკენ, ზედმეტად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

- ახლა რაღა მოხდა?

- საზღვრები უნდა დავაწესოთ,- ნიშნის მოგებით გაიღმა თაიამ.

- ნუ მაგიჟებ, ხევსურო,- სახე წაეშალა ონისეს,- რაღა საზღვრები, შენ ხევსურეთში გძინავს, მე სვანეთში. ხუთი წუთის წინ ლამის დამშეულივით დაგეტაკე, რაღა საზღვრები?

გაოგნებული დარჩა თაია.

- არ მომეკაროო, არ მოვსულვარ. არ დაიძინო ჩემთანო, არც დამიძნია. მოვიწიე ახლოს და თავად ვერ გაუძელი, დისტანციას ვიცავ მთელი ჩემი არსებული ენერგიით, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვერევი საკუთარ თავს,- ხელი წამოსწია წინ,- ეს უკვე უნამუსობაა. ამდენად მაწამებ? მართლა ასეთი ცივსისხლიანი ხარ?

თაია ნელა მოცილდა მის მკერდს. ყოველი მოძრაობა უჩვეულოდ მძიმე და ამავდროულად ჰაეროვანი მეჩვენებოდა. თავი ასწია და მთვარის ცივ, ვერცხლისფერ შუქზე შეხედა კაცის დანაშაულის გრძნობით სავსე, მოულოდნელად თბილსა და აფორიაქებულ თვალებს. ის მკაცრი, შეუვალი ხევსური, რომელიც მთელ ხეობას შიშის ზარს სცემდა, ახლა მის წინ იჯდა და სუნთქვაგაკავებული ელოდა მის მომდევნო რეაქციას.

ამჯერად თაიას შიგნით აღარც ძველი შიში დარჩენილიყო და აღარც ის მტანჯველი ყოყმანი, რომელიც თვეების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. ყველა თავდაცვითი ბარიერი, საგვარეულო სიამაყე და წყენა წამში აორთქლდა.

- მაპატიე...- ხმადაბლა, სრულიად შეცვლილი ტონით თქვა ონისემ,- ასე არ უნდა მეთქვა. ჩემი ბრალია. უბრალოდ... ჭკუიდან გადამიყვანე, თაია. შენთან ახლოს ყოფნა და თავის შეკავება ჩემს ძალებს აღემატება.

- მართლა ასეთი ცუდი ვარ?- ამოიჩურჩულა თაიამ.

- არა, არა, ასე არ არის,- მაშინვე შეაწყვეტინა ონისემ და მკლავები უფრო მაგრად მოუჭირა, თითქოს ამ სიტყვებისგან მის დაცვას ცდილობდა,- მაპატიე, თუ ასე იფიქრე.

ონისემ მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოჰხვია, თითქოს სურდა საკუთარ სხეულში დაემალა გოგონას ყოველი ეჭვი და წუხილი.

- მაპატიე... გთხოვ, მაპატიე, ხევსურო,- იმეორებდა ჩუმად. მისი დიდი, უხეში ხელები საოცარი სინაზით დაასრიალებდნენ თაიას ზურგზე, თითქოს ამ შეხებით ბოდიშს უხდიდა ყოველი იმ მკაცრი სიტყვისთვის, რაც კი ოდესმე მისთვის ეთქვა.

- ვიცი რომ დაულაგებელი ადამიანი ვარ,- თქვა თაიამ ხმადაბლა, მის ტონში ნამდვილი, ბავშვური გულწრფელობა იგრძნობოდა,- ხან აქეთ გექაჩები, ხან იქით... ხან გებრძვი, ხან კი... ვეღარ გაგიგე. ჩემს თავსაც ვეღარ ვუგებ, ონისე. იმდენი რამ აირია ჩემში რომ ზოგჯერ მგონია, საერთოდ ჭკუიდან გადავდივარ.

მათ შორის მანძილი სანტიმეტრებამდე შემცირდა, სანამ ონისეს სხეულის ნაცნობი, მწველი სიმხურვალე ისევ არ იგრძნო საკუთარ კანზე. თაიამ ცალი ხელი ფრთხილად ააცოცა კაცის მყარ მხარზე, თითები მის კისერზე გადაატარა, სადაც პულსი ისევ გიჟური სიხშირით ფეთქავდა და ზემოთ აიხედა. ამჯერად აღარც შიში იყო, აღარც წყენა და აღარც საუკუნოვანი საგვარეულო მტრობა. თაიამ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და სულმოუთქმელად, თითქოს უკანასკნელ ნაბიჯს დგამდა უფსკრულის პირას, პირველად საკუთარი ინიციატივით, ნაზად, მაგრამ საოცრად მტკიცედ მიაწება ფიცხელაურს ბაგეები. ეს იყო სუფთა, შიშველი აღიარება, ნელი, სათუთი და იმდენად მწველი რომ ონისეს სხეული წამით სრულად გაშეშდა. კაცმა გაოცებისგან სუნთქვაც კი შეწყვიტა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ეს ჯიუტი ხევსური გოგო, რომელიც მუდამ ეკლებს ისროდა, ახლა ასე ნებაყოფლობით, ასეთი ლტოლვით დნებოდა მის ბაგეებზე.

თუმცა ეს გაოგნება მხოლოდ წამს გაგრძელდა.

მომდევნო წამს ონისეს მკერდიდან ყრუ, ღრმა ამოოხვრა აღმოხდა. მისი დიდი ხელები წამში მოეხვივნენ თაიას წელს, თითები აბრეშუმის კაბის თხელ ქსოვილში ჩააფლო და გოგონა ისე ადვილად ასწია, თითქოს საერთოდ არ ჰქონოდა წონა. თაიას სხეული უფრო ახლოს მისწია თავისთან. იმდენად რბილი, იმდენად ნაზი და სათუთი იყო რომ ზემდეტს ვერაფერს აკეთებდა. ეშინოდა არ დაეფრთხო, ეშინოდა ისევ არ აერია მისთვის გონება და არ შეეშნებინა. ოთახში ნახევრად ჩამქრალი კერის შუქი ციმციმებდა. ჩრდილები მათ სხეულებზე ნელა მოძრაობდა.

ონისე უყურებდა, თაიას აჩქარებულ თვალებს, აწითლებულ ლოყებს, თმას, რომელიც მხრებზე უწესრიგოდ ჩამოშლოდა... და იმ ნდობას, რომელიც გოგონას გაუცნობიერებლად დაებრუნებინა მისთვის ამ ერთ წამში. ეს აღარ იყო ბრძოლა. არც ის დაუნდობელი დაძაბულობა, რაც თავიდან ჰქონდათ. ახლა უფრო ჰგავდა რაღაც ძალიან სახიფათო სიმშვიდეს, სადაც ორივე მთლიანად დაუცველი დარჩა ერთმანეთის წინაშე. ონისეს თითები ნელა ჩაეფლო კაბის თხელ ქსოვილში. კაცმა თავი ძალიან ოდნავ დახარა და ცხვირი მის თმებში ჩარგო. ღრმად ამოისუნთქა, თითქოს მის სურნელს იმახსოვრებდა. თაიას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

იმიტომ რომ საერთოდ უცნაური იყო ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ონისეს ამ მხარეს პირველად დააკვირდა და ყველაზე საშიში ის იყო რომ თაიამ მის მკლავებში თავი პირველად იგრძნო სრულიად უსაფრთხოდ.

დილით თაიას სახეზე მზის პირველმა, ბასრმა სხივებმა გადაირბინეს. თვალები ნელა გაახილა, წამით დაიბნა, მაგრამ წინა ღამის მოგონებები წამსვე ამოტივტივდნენ გონებაში და ლოყები ისევ უნებურად აელეწა. გვერდით გადაბრუნდა, მერე ნელ - ნელა გამოფხიზლდა. ოთახი ცარიელი იყო.
თაია წამოიწია, აბურდული თმები სახიდან გადაიყარა და ოთახს თვალი მოავლო. ოთახში უცნაური სიცარიელე ჩამოწოლილიყო.

- ონისე?- ხმამაღლა თქვა, მაგრამ საკუთარმა ხმამ კედლებს შორის ყრუდ ჩაიარა. საწოლიდან ადგა, სწრაფად მოწესრიგდა, გრილი წყლით სახე დაიბანა რომ გონზე მოსულიყო და საწოლის ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა. ეკრანი გაანათა, არანაირი შეტყობინება. ონისეს ნომერი აკრიფა და ყურზე მიიდო. თუმცა არავინ პასუხობდა.

პირველ სართულზე, დიდ მაგიდასთან ქრისტა და დალი ისხდნენ. ქრისტა რაღაცას ხალისით ყვებოდა, დალი კი, როგორც ყოველთვის, დინჯად უსმენდა. თაიას დანახვაზე ორივემ თბილად გაიღიმა.

- ოჰ, გაიღვიძა ჩვენმა ქალბატონმა!- წამოიძახა და მაშინვე წამოდგა რომ თაიასთვის თეფში დაეხვედრებინა,- დაბრძანდი, სანამ ცხელია. გუშინდელი დღის მერე ალბათ გშია.

- დილა მშვიდობისა,- თქვა თაიამ, მაგიდას მიუჯდა, მაგრამ თვალები აქეთ - იქით გაურბოდა,- ონისე... ონისე სად არის?

ქრისტამ და დალიმ ერთმანეთს გადახედეს. დალიმ ყავის ფინჯანი ნელა დადგა მაგიდაზე.

- დილით ადრე ადგა, შვილო. საქმე მაქვს და გვიან დავბრუნდებიო,- თქვა მოხუცმა ქალმა მშვიდი, აუღელვებელი ხმით, თუმცა მის მკაცრ თვალებში თაიამ მაინც დაიჭირა რაღაც უცნაური, დაფარული შფოთი.

- სად გავიდა? ან ტელეფონი რატომ აქვს გამორთული? დავურეკე და მიუწვდომელია.

- მეწყერი ჩამოწოლილა გუშინ ღამე. იქ არიან. მთებში გზებზე კავშირი ხშირად იკარგება, თაია, ხომ იცი,- სცადა სიტუაციის განმუხტვა ქრისტამ, თუმცა წინა დღის მხიარულება მისი სახიდანაც ნელ - ნელა ქრებოდა,- იცის ხოლმე ასე, მოვა, ნუ ნერვიულობ.

თუმცა ქრისტას სიტყვებს ნერვიულობა არ გაუნელებია. რატომღაც არ გრძნობდა თავს კარგად. რაც უფრო გადიოდა დრო, თაიას მკერდში ის უცნაური, აუხსნელი შფოთვა უფრო მძიმდებოდა, თითქოს ყოველი გასული წუთი მის ფილტვებში ჰაერს ყინავდა. თავიდან ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაერწმუნებინა რომ ზედმეტად რეაგირებდა. ონისე ხომ ყოველთვის ასეთი იყო. მისი ეს უეცარი გაუჩინარებები და იდუმალი საქმეები ხომ ხევსურეთისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. აქაური კაცები ასე ცხოვრობდნენ, ჩუმად, სიტყვაძუნწად, მაგრამ ახლა სხვანაირად იყო.

იმ ღამის შემდეგ სხვანაირად იყო ყველაფერი.
იმ კოცნის შემდეგ. დალისთან ერთად საქმის კეთებად შეჰყვა. აბდულაც კი დაბრუნდა მთიდან სახლში.

- რა ხდება დაბლა?- იკითხა დალიმ.

- ცუდადაა საქმე,- გააქნია თავი კაცმა,- ბევრი მიწაა ჩამოშლილი.

შუადღე დადგა, ონისე კი ისევ არ ჩანდა.

- რა გჭირს?- მხარზე დაადო ხელი ქრისტამ.

- არაფერი,- გააქნია თავი და განაგრძო საქმის კეთება. შორიდან დააკვირდა ქრისტა, ვეღარაფერი ვეღარ უთხრა, მერე ტელეფონმა დაურეკა და ეზოში დაიძრა. ქვაბში წყალი ნელა დუღდა. ფანჯრიდან მთების ჩუმი სილუეტები ჩანდა. ხელებით მაგიდას დაყრდნობოდა. ჩაფიქრებულიყო რაღაცაზე და ზუსტად მაშინ გაისმა გარედან მანქანის ხმა. თაია მაშინვე ფანჯარასთან მივიდა. ეზოში შავი მანქანა გაჩერდა. მერე კარი გაიღო, ონისე გადმოვიდა.

იმდენად დაღლილი ჩანდა, წამით ვერც იცნო. შავი მაისური მტვრით ჰქონდა დაფარული, თმა უწესრიგოდ ჩამოშლოდა შუბლზე. მანქანის კარი მძიმედ მიხურა და რამდენიმე წამი უბრალოდ ადგილზე იდგა, თითქოს ძალებს იკრებდა.
მერე თავი ასწია და ფანჯარასთან მდგომი თაია დაინახა.

ნელა შემოვიდა სახლში, არაფერი უთქვამს ქრისტასთვის. კარებს მიასკდა თაია, შეეგება მისაღებში, თუმცა მასაც უთქმელად აუარა გვერდი და ოთახში ავიდა. დაღლილი იყო, იმდენად რომ ფეხზე ძლივს იდგა, საკუთარი თავი ძლივს მიჰყავდა მაღლა.

- კარგადაა?- ჰკოთხა ქრისტას.

- ალბათ მართლა სერიოზულადაა საქმე,- მხრები აიჩეჩა გოგომ.

- ჰოო,- ჩაფიქრებულმა ამოთქვა თაიამ.

არც შემდეგი დღე ყოფილა განსხვავებული, ადრე მიდიოდა ონისე, შემდეგ შუადღეს ან საღამოს განადგურებული ბრუნდებოდა უკან. გადავლებას ძლივს ახერხებდა, მაშინვე იძინებდა. ერთი - ორჯერ თაიამ ძლივს გამოაფხიზლა დივანზე ჩაძინებული. მადლობაო დაიჩურჩულა, მერე გვერდი აუარა და ბარბაცით შევიდა სააბაზანოში.

მას მერე თითქოს რაღაც საბოლოოდ შეიცვალა მათ შორის. თითქოს უხილავი ხაზი გადაკვეთეს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა და ზუსტად ამიტომ აშინებდა ახლა ეს დუმილი. ეს აღარ იყო უბრალოდ ქმრის გაუჩინარება. ეს იყო იმ ადამიანის დაკარგვის შიში, რომელმაც ერთხელ მისი სულის ყველაზე საიდუმლო კარი ჩუმად შეაღო.

- ღმერთო თაია, კიბეებზე იმდენჯერ ახვედი და ჩამოხვედი, უკვე თავბრუ დამეხვა,- არაბულს არც კი გაუღიმია. მისი გონება ზედმეტად შორს იყო აქაურობისგან. დალი უკვე ხვდებოდა, რაც ხდებოდა, მისი გამოცდილი, ბევრი ტკივილის მნახველი თვალები ყველაფერს კითხულობდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდა. მხოლოდ ერთხელ, როცა თაია შუაღამისას ისევ აივანზე იდგა, ცივ ქარში და უყურებდა ბნელ გზას, ჩუმად გამოვიდა გარეთ და მხრებზე თბილი შალი მოახურა.

არ სჯეროდა, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ვეღარ გაეგო რა ხდებოდა ონისეს თავს. თითქოს გაურბოდა. თითქოს განზრახ იმიზეზებდა ყველაფერს, ოღონდ აქაურობას მოსცილებოდა. ხან დილაუთენია ქრებოდა, ხან ღამით ბრუნდებოდა, ხან საერთოდ არ ჩანდა და ყველაზე უარესი, აღარ უყურებდა ისე, როგორც ადრე, პრინციპში საერთოდ აღარ უყურებდა. მასთან ერთად გაქრნენ ჭაბუკა და აბდულაც, მძიმე აურა იდგა სახლში. აღარ ეკარებოდა ონისე, აღარც იმ აუტანელი ხუმრობებით აბრაზებდა. თითქოს იმ ღამის შემდეგ, როცა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთთან ყველა კედელი დაანგრიეს, უცებ ისევ უკან დაიხია. თითქოს ახლა სამაგიეროს უხდიდა და თვითონვე შორდებოდა.

და ეს გაცილებით უფრო სტკიოდა თაიას, ვიდრე მათი ძველი მტრობა.

მესამე დღეს უკვე თვითონაც შეამჩნია რომ ცუდად იყო. თავიდან ეგონა უბრალოდ გადაღლილობის ბრალი იქნებოდა. ღამეები ვეღარ ეძინა წესიერად. მერე კი დილით ყველაფერი ისევ ცივი და გაუცხოებული ხვდებოდა. თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ონისე საერთოდ სხვა ადამიანი იყო. თაია უკვე საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. დილიდან დაღლილი იღვიძებდა, თუმცა თითქმის არც ეძინა.

- გეფიცები, თუ კიდევ ერთხელ იტყვი არ მშიაო, ძალით გაჭმევ,- გამოსძახა ტელეფონიდან ეთუნამ, მაგრამ მერე თვითონაც შეშინდა.

ეშინოდა რომ ონისე განზრახ შორდებოდა. რომ ინანებდა. რომ ის კოცნა შეცდომა იქნებოდა ორივესთვის და ეს ფიქრი ნელ - ნელა ჭკუიდან შლიდა.

ელოდა იმ ღამესაც. საწოლზე იჯდა, მკერდში რაღაც ეტკინა.

- ღმერთო...- ამოიჩურჩულა მაშინ, იმიტომ რომ მიხვდა. ეს უკვე უბრალოდ მონატრება აღარ იყო. ეს იყო შიში რომ მიეჩვია ონისეს, რომ რაღაც კედლები გაარღვიეს, რომ რაღაც ეტაპზე გადავიდნენ და ახლა თითქოს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ცალკე შიში იმისა, რომ თავად ონისეს სჭირდა რაღაც, ვერ ელაპარაკებოდა, ვერ ასწრებდა სიტყვის თქმას. ყველა ფიქრი მასთან მიდიოდა. ყველგან მას ხედავდა. მისი ხმა ესმოდა მაშინაც კი, როცა სახლში საერთოდ არ იყო.

და ყველაზე საშინელი, ასეთი სიცივე მისგან არასდროს უგრძვნია. მათი მტრობის დროსაც კი არა. მაშინ ონისე ზედ მაინც უყურებდა. ახლა კი თითქოს გაურბოდა მის თვალებს. თითქოს რაღაცის ეშინოდა. ეთუნა ლამის გამოვარდა ტელეფონიდან, როცა ქრისტა მოუყვა როგორ იყო თაია.

- გაგიჟდით მანდ?- მისი ხმა მთელ სამზარეულოში ისმოდა,- სამი დღეა გოგო ადამიანს აღარ ჰგავს და შენი იდიოტი ძმა კიდევ სადღაც დაიკარგა?!

ქრისტამ მაშინვე ტელეფონი მოშორებით გაწია.

- მე რას მეჩხუბები?- წარბები შეკრა ქრისტამ.

- შენც მიაწექი შენს ძმას! ორივე გიჟები ხართ,- თაიას უნდოდა გაბრაზებოდა. უნდოდა ეთქვა, საერთოდ არ მაინტერესებს სად არისო, მაგრამ ვეღარ მოატყუა საკუთარი თავი. იმიტომ რომ იმ წამს მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, რომ კარი გაღებულიყო და ონისე შემოსულიყო. თუმცა იმ ღამეს საერთოდ არ დაბრუნებულა. დილას მხოლოდ ერთი შეტყობინება დახვდა.

" მაპატიე რომ განერვიულებ, რთულადაა აქ საქმე. დღეს ვერ მოვალ, ტკბილი ძილი".

მეოთხე დღეს დილით გაციებულს გაეღვიძა.
ყელი საშინლად სტკიოდა. სხეული ტყვიასავით უმძიმდა, თითქოს ყოველი სახსარი სისუსტით ჰქონდა გაჟღენთილი. ფანჯრიდან შემოსული ცივი, სქელი ნისლი ოთახში იდგა და თაიას უცნაურად, შიგნიდან გააჟრჟოლა. საწოლზე წამოჯდა და თვალები მაგრად დახუჭა.

პატარა ხმაური გაიგო დაბლა, მერე კარი ნელა გაიღო და ონისე გამოჩნდა. ნელა შემოვიდა კაცი და რაღაც სკამზე მიაგდო. მერე თაიას გახედა. ოდნავ გაეღიმა. წამოდგა თაიაც ფეხზე, მიუახლოვდა, თუმცა ონისემ შეხებაც ვერ მოასწრო, ისე ძლოერ ჰკრა მკერდზე ხელი.

- ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ მთელს დედამიწაზე,- იყვირა თაიამ, ხმა ჩაეხლიჩა ყელის ტკივილისგან,- როგორ გაბედე ჩემი ასე მიტოვება?! ვინ ხარ, საერთოდ ვინ გგონია საკუთარი თავი?!

ონისე ერთ ადგილას გაშეშდა, თაიას დარტყმისგან ფეხიც არ მოუცვლია, უბრალოდ გაოცებული უყურებდა მის ანთებულ თვალებს.

- ოთხი დღე! ოთხი დღეა ისე მექცევი, თითქოს არც ვვარსებობ, ნუთუ რამდენიმე სიტყვის თქმაც ზედმეტი იყო შენთვის? ეს ერთი მესიჯი რომ მომიგდე, თავი ვალდებულად იგრძენი?- თაიას ხმა უწყდებოდა, თვალები ეწვოდა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა, ონისეს საყელოს ჩააფრინდა და მთელი ძალით შეაჯანჯღარა,- ასე დაგტანჯე? ასე დამსაჯე რომ ერთი სიტყვის თქმის ღირსიც კი არ გამხადე? გავიგე რომ ვიღაცას ეხმარებოდი, გავიგე რომ საქმე გქონდა, მაგრამ მე?! მე ვინ ვარ შენთვის, საერთოდ არაფერი?! როგორ შეგეძლო ასე წასულიყავი იმ... იმ ღამის შემდეგ?!

- თაია დამშვიდდი, გთხოვ,- ონისემ სცადა მისი ხელების დაჭერა, ხმა საოცრად დაბალი და მშვიდი იყო, მაგრამ არაბულმა თავი გაინთავისუფლა და ისევ დაარტყა მკერდში.

- ვერ გიტან,- ამოისისინა გაავებულმა. ონისეს სახე სრულად წაეშალა, როცა თაიას ცრემლები დაინახა. კაცმა უცებ ხელი მოჰკიდა მის მაჯებს, თავისკენ მკვეთრად მიიზიდა და მთელი ძალით ჩაიკრა მკერდში. თაია ებრძოდა, მისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მუშტებს ურტყამდა მხრებზე, მაგრამ ონისე ხელს არ უშვებდა, პირიქით, უფრო და უფრო მჭიდროდ აკრავდა თავის თბილ სხეულზე და თმებზე ეამბორებოდა.

- მაპატიე... მაპატიე, ხევსურო,- დაიჩირჩულა ონისემ ჩახლეჩილი ხმით და მის მკლავებში იმდენი სინანული და მონატრება იგრძნობოდა რომ თაიას უკანასკნელი ძალაც გამოეცალა,- ცოტახანში უნდა წავიდე, საშინელება ხდება სოფლის ბოლოს, კლდე ჩამოიშალა. ვიღაცეები მოყვნენ...

- მესმის,- ამოიოხრა და მოსცილდა,- მაგრამ ხომ შეგეძლო რომ აგეხსნა თავიდანვე ასე?

- ანუ მოგენატრე ეს ოთხი დღე?- ჩაეცინა ონისეს,- გავიგე, თურმე არც ჭამდი და სულ მელოდებოდი.

- ახლა თავს გაგიტეხავ და დასახმარებელი იქით გახდები,- გამოსცრა კბილებში არაბულმა,- მომწყდი თავიდან.

- ვერაფრით ვერ მოიგებს ადამიანი შენს გულს,- ბუზღუნით შევიდა აბაზანაში.

- აი, დაგტოვებ მეც ამდენ ხანს და ვნახოთ ერთი რა აზრზე იქნები,- დაიბღვირა თაიამ.

- საქმე მქონდა, უკვე თვის ბოლოა ლამის, მალე ხალხი დაიწყებს სალოცავში ასვლას, ტურისტებიც იქნებიან, ხომ უნდა გაიწმინდოს გზა?- გამოვიდა ისევ უკან ონისე. მხრებზე პირსახოცი გადაეკიდა, სველი, შავი თმა შუბლზე აწეწილი დაჰყროდა და შავი თვალებით პირდაპირ თაიას უყურებდა. მის ხმაში წეღანდელი ირონია აღარ იგრძნობოდა, ახლა რაღაცნაირად მორბილებული, თითქმის გამართლებასავით ჟღერდა მისი ნათქვამი.

- მერე?!- მაინც არ თმობდა პოზიციებს თაია, თუმცა იგრძნო, როგორ აუცახცახდა ხმა,- დილას ადგომა და ორი სიტყვის თქმაც გზის გაწმენდის ნაწილი იყო?

- თაია, მთებში ვიყავით, იქ კავშირი საერთოდ არ არის, ხომ იცი,- ონისემ ნაბიჯი გადადგა მისკენ. მისი სხეულიდან წამოსული სითბო თაიამ მაშინვე იგრძნო, მაგრამ ჯიუტად დაიხია უკან.

- ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს!- თაიამ მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა,- შებ თქმა არ გინდოდეს და ახლა ტელეფონის ხაზს დააბრალე,- უპასუხისმგებლო გამოხვედი, ეგაა და ეგ, მორჩა აქ თემა.

წარბი აუწია ქალმა.

- და სხვა დროს, სანამ ასე ადგები და წახვალ, გაფრთხილება მაინც ისწავლე. დედაშენს მაინც უთხარი რამე, ელემენტარული რომ იცოდეს ცოცხალი ხარ თუ არა, მოკვდა ქალი ნერვიულობით. თორემ მეორედ რომ გაქრები, პირობას გაძლევ, უკან დაბრუნებულს ვერავინ გნახავს,- ონისემ თვალები მოჭუტა. მის სახეზე წამით ისევ აისახა ის ძველი, ფიცხი ხევსური, რომელიც წინააღმდეგობას ვერ იტანდა, თუმცა თაიას აკანკალებულ ტუჩებსა და ანთებულ ლოყებს რომ შეხედა, მზერა უცებ შეეცვალა. შეშფოთება დაეტყო.

- წითელი ხარ სახეზე,- ჩაილაპარაკა დაბალი ხმით და სანამ გოგო რამის თქმას მოასწრებდა, ონისემ სწრაფად მიუახლოვდა და დიდი, გრილი ხელისგული პირდაპირ შუბლზე დაადო,- იწვი. რატომ ხარ სულ ცუდად?

- ნეტავ ვისი ბრალია, ახლა მოგინდა, ხო? გამიშვი ხელი,- გაიბრძოლა და მისი ხელის მოშორება სცადა, მაგრამ ონისე ადგილიდან არ დაძრულა.

- რა ხარ ასეთი ჯიუტი, რა...- ჩაიბურტყუნა კაცმა. თაიას უნდოდა კიდევ რამე მწარე ეთქვა, მაგრამ ძალა საბოლოოდ გამოეცალა. ონისეს მკლავების სიმტკიცემ და იმ ნაცნობმა სურნელმა, რომელიც კაცს ასდიოდა, მისი თავდაცვის ბოლო კედელიც დაანგრია. უბრალოდ თვალები დახუჭა და ნება მისცა ონისეს, საწოლისკენ წაეყვანა.

ფრთხილად დასვა საწოლზე, მერე კი თბილი პლედი მხრებზე შემოახვია. თაია არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი თაფლისფერი თვალები მაინც ბრაზითა და წყენით სავსე მზერას ესროდნენ კაცს. სიცხისგან ტუჩები დაშრობოდა, ყოველი ჩასუნთქვა ყელს უფხაჭნიდა.

- იწექი და არ განძრეულდე,- თბილად უთხრა ონისემ, პირსახოცი სკამზე გადაკიდა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. ხელში ცხელი ჩაით სავსე ჭიქა ეჭირა, რომელსაც ჟოლოსა და მცენარეების სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, დალის გამზადებული იქნებოდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ჭიქა ტუმბოზე დადგა და თაიას შეხედა. მისი აწეწილი, შავი ხუჭუჭი თმები არეულად დაჰყროდა მხრებზე.

- დალიე, ცოტას მოგეშვება,- ჭიქა მიაწოდა.

- არ მინდა,- ჯიუტად ჩაიდუდღუნა თაიამ და საბანში უფრო ღრმად ჩაეფლო.

- თაია, ნუ მეთამაშები ახლა,- ონისეს ხმა დაუბოხდა, თითქმის ჩურჩულზე გადავიდა,- ისედაც ძლივს გადმოვიარე ის გზა, მთელი ოთხი დღეა თვალი არ მომიხუჭავს წესიერად. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი და...

კაცი წამით გაჩუმდა, თითქოს ზედმეტი სიტყვის თქმა წასცდაო, მერე კი ჭიქა ძალით ჩაუდო ხელებში.

- დალიე - მეთქი,- ჭიქას თითები შემოხვია. ცხელმა შუშამ გაყინული ხელები სასიამოვნოდ გაუთბო. რამდენიმე ყლუპი მოსვა და იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში სასიამოვნო სიმხურვალემ. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ბრაზობდა, კაცის სიახლოვე, მისი მძიმე, მშვიდი სუნთქვა საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდა. მერე საწოლზე მიწვა, გადადო ჭიქა გვერდით და ონისეს მიაშტერდა სახეზე.

- რა იყო,- გაეცინა კაცს.

- შენ უნდა მომკლა,- ჩასცინა თაიასაც,- შენ მომიღებ მე ბოლოს.

აუქნია თითი გამაფრყხილებლად.

- დაწექი ახლა და ნება მომეცი მეც დავიძინო,- დაქაჩა ფეხებზე და ჩააწვინა საწოლში,- და არ ინერვიულო, ჩემს ცოლს თავისი ქმარი ისევ აქ დახვდება გაღვიძების მერე. იატაკზე.

- რა თქმა უნდა,- კმაყოფილს ჩაეღიმა არაბულს.

- სხვანაირად როგორ შეიხლება აბა,- დაეთანხმა ონისეც,- იატაკი ჩემი ბედია.

- ზუსტადაც.

* * *

თაიას მალევე ჩაეძინა, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ღამე კოშმარი ააფორიაქებდა და თვალებს გაახელდა, საწოლის კიდესთან მწოლიარე მამაკაცის სილუეტს ხედავდა. მისი მძიმე, თანაბარი სუნთქვა ესმოდა. ონისე მართლაც იქ იყო. არსად წასულა. მეორე დღეს თაიას ადრე გაეღვიძა. სიცხეს თითქოს უკან დაეხია, სხეულიც აღარ უმძიმდა ისე, როგორც გუშინ. საწოლიდან ფრთხილად წამოიწია და იატაკს გახედა. ონისე იქ აღარ იწვა. პლედი აკეცილი დახვდა. ნერვებმა უმტყუნა, მოიცვა გარედან და სწრაფად დაეშვა ფეხშიშველი მისაღებში. ონისე იქ იდგა, დალის და ქრისტას ელაპარაკებოდა რაღაცაზე. თაიას დანახვაზე ხელი გააჩერა და წარბები შეკრა.

- უკვე ადექი? რატომ არ გძინავს, ხომ გითხარი იწექი - მეთქი?- მაშინვე დაუხვდა საყვედურით.

- მეგონა მომატყუე და მაგრად უნდა მეცემე,- დაემუქრა თაია. ონისემ ხელი თაიას ლოყაზე შუბლზე, რათა სიცხე შეემოწმებინა.

- დაგიწევია,- ჩაილაპარაკა კმაყოფილმა,- ეს გამაგიჟებს.

ფეხშიშველი რომ ნახა, გაიძრო თავად ჩუსტები და არაბულს ჩააცვა.

- დედა ამას მიხედე,- დაუბარა დალის,- მალე ხომ დღეობაა, ხატობისთვის ემზადებიან. სალოცავში საკლავს კლავენ. უნდა მივეხმარო. მარტო ბიჭები ვერ იზამენ.

- კარგი, დაგაგვიანდება?- ჰკითხა ჩუმად, ცოტა არ იყოს, შერცხვა კიდეც საკუთარი ამგვარი გამოკითხვის, მაგრამ ონისეს წასვლა მაინც არ უნდოდა.

- არა, საღამოს აქ ვიქნები. სოფელშივე ხომ არ დავრჩები?- ჩაეცინა კაცს. მერე ტელეფონს დახედა მთელი ეს დრო რომ ზუზუნებდა,- ვეღარ ძლებ უჩემოდ?

- შენ ახლა...

- კარგით, კარგით, ახლა ნუ დაიწყეთ,- ჩახტა შუაში ქრისტა.

ონისე ეზოში გავიდა, მერე კი ცხენზე მოხერხებულად შეხტა.

- ჭამე რამე და დალის დაუჯერე,- იდგა და უყურებდა როგორ მიჭენებდა ონისე ცხენს ჭიშკრისკენ და მიუხედავად იმისა, რომ ისევ მარტო რჩებოდა, ამჯერად მკერდში ის მძიმე, მომწამვლელი შფოთვა აღარ ჰქონდა. იცოდა რომ საღამოს კარი ისევ გაიღებოდა და ის ბოხი ხმა სახლს აავსებდა.

* * *

ონისემ სოფლის ცენტრალურ ორღობეებს აუარა გვერდი. ხატობისთვის სამზადისი მართლაც დაწყებულიყო, შორიდანვე ისმოდა ხალხის ხმაური, მაგრამ მისი მიზანი ახლა სხვაგან იყო. სოფელს საკმაოდ რომ გასცდა, ცხენი ხეობისკენ, ტყის პირას მდგარი, თითქმის მიტოვებული პატარა ხის სახლისკენ შეატრიალა. ეს ძველი საზაფხულო ქოხი იყო, სადაც დიდი ხანია არავის ეცხოვრა და იდეალურ სამალავს წარმოადგენდა.
ცხენიდან ჩამოხტა, პირუტყვი ხეზე საიმედოდ მიაბა და ირგვლივ მიმოიხედა, რათა დარწმუნებულიყო რომ არავინ აედევნა. მერე ისევ მოზუზუნე ტელეფონს დახედა და უპასუხა.

- გისმენ მამა.

- წახვედი?

- აქ ვარ უკვე,- გაიხედა აქეთ - იქით,- ვნახავ და ჩამოვალ იქაც. რა ხდება მანდ?

- თვალწინ მიდგას ერთი და დიდი სურვილი მაქვს თავი წავაწყვიტო,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა ჭაბუკამ,- ბაბუაშენმაც მითხრა რომ სალოცავთანაც არიან.

- ჯანდაბა,- კეფა მოიქექა ონისემ,- სწრაფად უნდა ვქნათ, თორემ თუ გაიგეს წასულია ჩვენი საქმე.

- ასლანს ვუთხარი. მზადაა ეგ, უბრალოდ ჩვენები უნდა მივიდნენ, მეტი არ ვიცი რა ვქნა და რითი ვუშველო.

- დანარჩენს მე მივხედავ, გზახ უნდა გავწმინდოთ მალე, თორემ ეგენიც დარჩებიან დიდხანს.

- ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, ერთ - ორ დღეში მორჩებიანო ასე თქვეს.

- კარგი,- დაასრულა ონისემ,- წავედი, ამათაც ვეტყვი.

და ზარი გაწყდა. წაიწია ონისე წინ და კარი ოდნავ შეაღო. ნახევრად ჩაბნელებულ, ნესტიან ოთახში, ძველ მაგიდასთან მონატრებული დეიდაშვილი - ლაშა ჭანტურია იჯდა. სახე მთლიანად ჩავარდნოდა, თვალებქვეშ შავი უპეები გასჩენოდა და ნერვულად ათამაშებდა ხელებს. მის გვერდით სანდრა იჯდა, მხრებზე თხელი შალი მოეხვია და ფანჯარაში აფორიაქებული იყურებოდა. ონისეს დანახვაზე ორივემ შვებით ამოისუნთქა.

- როგორც იქნა,- თქვა ლაშამ და წამოდგა,- მეგონა, ვეღარ მოაღწევდი. რა ხდება სოფელში? დვალის ხალხი ისევ ტრიალებს?

- ტრიალებს კი არა, ყოველი ფეხის ნაბიჯს აკონტროლებენ,- ონისე მაგიდას მიუახლოვდა, მძიმედ დაეყრდნო ხის ზედაპირს და ლაშას თვალებში ჩახედა,- ხეობის ყველა გასასვლელი გადაკეტილი აქვთ. დვალმა იცის რომ აქ ხართ. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ამ ქოხსაც მოაგნებენ.

- მერე რა ვქნათ?- ჩაერია სანდრა, ხმა უთრთოდა,- აქედან ხომ უნდა არსებობდეს რაიმე გზა? ასე ჩაკეტილები დიდხანს ვერ დავრჩებით.

- გზა არსებობს, მაგრამ ძალიან სახიფათოა,- ონისემ ხმა ჩაიწმინდა და ძველ, გაცვეთილ რუკას თითი დაადო,- ერთადერთი შანსი, რაც დაგრჩენიათ, ჩეჩნეთში გადასვლაა. იქიდან თუ გააღწევთ, თორემ უკან გახედვასაც ვერ მოასწრებთ, ისე დაგიჭერენ.

ლაშამ წარბები შეკრა და რუკას დახედა.

- ჩეჩნეთი? გადასასვლელები ხომ მთლიანად ჩაკეტილია, სასაზღვრო ზოლია...

- ჩვეულებრივი გზით, რა თქმა უნდა, ვერ წახვალთ. პირველივე საგუშაგოზე აგიყვანენ,- თქვა ონისემ მტკიცედ,- არღუნის გავლით გადახვალთ ჩეჩნეთში, იქ დაგხვდებიან და ისინი მოაგვარებენ. აბდულას ვკითხავ, მან იცის. ადრე ის დადიოდა ხოლმე ჩვენებთან ერთად ჩეჩნეთში, არ იქნება რთული. არც დვალის ხალხი იფიქრებს თქვენს ძებნას იქ. ასლანი დაგხვდებათ. ის ჩემი ძველი მეგობარია. საზღვრის იმ მხარეს უსაფრთხოდ გადაგიყვანთ და იქაურ სოფელში დაგმალავთ.

- სხვა გზა მართლა არ არის?- სანდრამ ლაშას მკლავზე მოჰკიდა ხელი, აშკარად აშინებდა მთების ასეთი სისასტიკე.

- სხვა გზა არ არსებობს,- ონისეს ხმა მკაცრი და ულმობელი გახდა,- თუ ამას არ იზამთ, სხვა არ ვიცი. დამიჯერე ლაშა, დვალი ცოცხლებს არ დაგტოვებთ.

ოთახში მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ძველი ხის კედლების ჭრიალი და გარეთ ატეხილი ქარის ზუზუნი არღვევდა მყუდროებას. ლაშამ მზერა რუკაზე აპარპალებულ სანთლის შუქზე გადაიტანა, ხელები მუშტებად შეკრა და ყბები დაეჭიმა. კარგად ესმოდა რომ ხევსურეთიც კი არ იყო მათთვის სანდო.

- მერე... როდის გვიპირებ აქედან გაყვანას?- ჰკითხა ბოლოს ლაშამ და ონისეს თვალებში ჩახედა. ხმაში დაღლილობა და გაურკვევლობა ერეოდა,- ასე გამოკეტილები დიდხანს ვერ გავძლებთ. ყოველი ფაჩუნი გვაფრთხობს.

- ამაღამ არა,- ონისე ზურგით ხის მორებისგან ნაშენებ კედელს მიეყრდნო, მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა და მძიმედ ამოისუნთქა,- ახლა ხეობაზე თვალი აქვთ დაჭერილი. ყველას და ყველაფერს ამოწმებენ. გზებზე პატრულირებენ. ახლა რომ რამე ვქნათ მაშინვე დაგიჭერენ და მერე ვერ გიშველით.

მისი თვალები რუკის კონტურებს მიაშტერდა.

- რაღა დარჩა, აგვისტოც მოვა ორ დღეში, ხატობა იწყება,- განაგრძო დაბალი, მტკიცე ხმით,- ეგ დღე ჩვენი ერთადერთი შანსია. მაგ დროს აქაურობა ათასი ჯურის ხალხით გაივსება, მომლოცველები მთელი საქართველოდან, ტურისტები, სტუმრები სხვადასხვა კუთხიდან... მოკლედ ბევრი ხალხი იქნება. ქაოსი იქნება. ყურადღებაც აბსოლუტურად გაიფანტება. დვალის ბიჭებიც ხალხში იქნებიან გარეულები. აი, მაგ საერთო აურზაურის დროს, როცა ყველა ზეიმითა და რიტუალებით იქნება დაკავებული, პირდაპირ საზღვრამდე მიგიყვანთ.

სანდრამ შიშისგან თვალები დახუჭა და ლაშას უფრო მაგრად მიეკრო. მისი თხელი თითები კაცის პერანგს ჩაფრენოდა, თითქოს მის გარდა ამ სამყაროში საყრდენი აღარაფერი გააჩნდა. ონისემ ქალს შეხედა, მისი აკანკალებული მხრები დაინახა და წამით თაია გაახსენდა, მისი დილანდელი აფორიაქებული სახე, შიშით სავსე ყავისფერი თვალები, რომელიც ქალმა ასე მონდომებით დამალა სიამაყისა და ბრაზის მიღმა. გულში უცნაურმა, აქამდე უცნობმა სითბომ დაუარა. მიხვდა რომ რაც შეიძლება უსაფრთხოდ და სწრაფად უნდა მოეგვარებინა ეს საქმე, რათა თავის სახლში, თავის გიჟ არაბულთან მშვიდად დაბრუნებულიყო.

- მანამდე კი აქედან ფეხი არ მოიცვალოთ,- დაამატა ონისემ და ხმაში ბრძანების ტონი დაუბრუნდა,- ფანჯრებს ნუ მიეკარებით, ცეცხლს ნუ დაანთებთ, კვამლმა შეიძლება გაგცეთ. საჭმელსა და წყალს მალულად, ღამღამობით ამოგიტანთ მე ან ჭაბუკა. ზედმეტი ნივთები არაფერი მოამზადოთ, ჩანთები დაივიწყეთ. მხოლოდ ის წამოიღეთ, რაც გადაადგილებაში ხელს არ შეგიშლით და სირბილისას არ დაგიმძიმებთ და რაც მთავარია, თბილად ჩაიცვით, ღამით არღუნის ხეობაში საშინლად ყინავს.

- შენ? შენ რას აპირებ ამ ორ დღეში?- ჰკითხა ლაშამ და ონისეს მყარად ჩამოართვა ხელი, მის თვალებში ნდობა და უსიტყვო მადლიერება იკითხებოდა.

- მე სოფელში უნდა დავბრუნდე. ხატობის სამზადისია, ხალხის ნაკადი უკვე შემოდის. თვალთვალს მე ჩემს თავზე ავიღებ,- ონისე კარისკენ შებრუნდა, სახელურს ხელი მოჰკიდა, წამით შეყოვნდა და უკან მოუხედავად დააყოლა,- ორი დღეც გაუძელით. შეცდომის უფლება არ გვაქვს, თორემ ყველანი ერთად დავიხოცებით.

კარი ფრთხილად გამოაღო და გარეთ გამოვიდა. მთის ცივმა, ნესტიანმა ჰაერმა მაშინვე შემოჰყარა სახეში. ნაბიჯი ააჩქარა, ცხენთან მივიდა, თოკები შეხსნა და უნაგირზე მოხერხებულად მოკალათდა. სადავეები მოქაჩა და ცხენი ჭენებით წაიყვანა სოფლისკენ, სადაც უკვე ხატობის სამზადისის ხმები ექოდ აწყდებოდა კლდეებს. თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე ტვირთისა, რაც მხრებზე აწვა, მისი ფიქრები მაინც იმ პატარა სახლისკენ მიფრინავდა, სადაც თაია ეგულებოდა. შინაგანად ერთი სული ჰქონდა, როდის დაინახავდა მის ჯიუტ სახეს.

* * *

მძიმედ დაეშვა ონისე ხევში. გული უფრიალებდა, თავადაც ეშინოდა და ნერვიულობდა, თუმცა ერთადერთ დეიდაშვილს დახმარებაზე უარს როგორ ეტყოდა. იმ ღამის მერე თაია რომ მოლბა და ეძგერა ტუჩებზე ლაშამ დაურეკა, დილის ხუთი საათი იქნებოდა აქოშინებულმა რომ სთხოვა დახმარება. ვეღარ გაეგო ონისეს რა ხდებოდა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა ეზოში რომ დახვდა, ვიღაც უცხო ქალთან ერთად. მაშინვე უნდოდა სახლში შეყვანა, თუმცა ლაშამ იუარა, უცხო და მიუვალი ადგილი ამჯობინა. ჭაბუკა შემოხვდათ ჭიშკართან, მთიდან ჩამოსულიყო კაცი, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა ლაშა რომ დაინახა.

- ლაშა ბიჭო,- მიუახლოვდა ჭანტურიას,- რას აკეთებ აქ?

- ბიძია,- მივიდა კაცთან და ძლიერად მოეხვია,- შარში ვარ, უნდა დამეხმარო.

- რა შარში ბიჭო, რით ვეღარ დააღწიე თავი?- გაუწყრა კაცი,- დედაშენი ჩამოდნა, ქალს აღარ ჰგავს.

- მართლა დიდ შარში ვარ, ახლა აქაც რომ ვდგავართ საშიშია. სადმე მშვიდი ადგილი არ იცით?- ონისეს გადახედა მერე.

- ტყისპირა ქოხში შემიძლია წაგიყვანოთ,- მხრები აიჩეჩა ფიცხელაურმა.

- მაშინ წავიდეთ, სწრაფად,- მხარზე დაკრა ხელი.

- დარჩი შენ,- მიუბრუნდა მამას ონისე,- წნევა გაქვს ისედაც, ამ შუა ღამეს სად დაბოდიალობ. მოგკლავს დალი.

- სად დავრჩე...

- დარჩი - მეთქი,- მტკიცედ განაცხაფა ონისემ,- მოგიყვები ყველაფერს.

სასწრაფოდ მოძებნეს უსაფრთხო ადგილი და ასე აღმოჩნდნენ ტყისპირა სახლში. ონისეს დიდად აინტერესებდა რა მოხდა, თუმცა მაშინვე ვერ გაბედა კითხვა.

- ასე უნდა მიყუროთ?- ჩაეცინა ლაშას და სკამზე ჩამოჯდა,- მიდი, მკითხე.

- რა მოხდა?- არ დააყოვნა ონისემაც.

- მაგარ შარში ვარ,- კეფაზე მოისვა ხელი,- ტრაკში ვარ.

- მაგას ვხედავ ისედაც,- ამოიოხრა ონისემ,- ახლახანს გამოხვედი ციხიდან, რა შარში გაყავი თავი?

- დვალი ხომ იცი?- სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ტუჩებშორის მოიქცია,- ერთად რომ ვიყავით ციხეში.

- მაგან არ გამოგიყვანა?

- კი,- დააქნია თავი და გაუკიდა ღერს,- მაგას გამოვექეცი. რუსეთში უნდა მოვხვდე რამენაირად და იქიდან აფხაზეთში უნდა გადავიდე.

- დამცინი, არა?- ყბა ჩამოუვარდა ონისეს.

- შენი აზრით, საღადაოდ მაქვს საქმე?- წარბები აქაჩა და გააბოლა,- გეუბნები ტრაკში ვარ. თმაც კი გამიჭაღარავდა. უი ისე, ეს სანდრაა.

ანიშნა ხელით კუთხეში მიყუჟულ ქალზე.

- სასიამოვნოა,- წამოიწია ონისე.

- დამიჯერე რომ გაიგებ ვინაა, სულაც არ იქნება სასიამოვნო,- გაეცინა ლაშას.

- გამოცანებით ლაპარაკს თუ არ მორჩები პანღურით გაგაგდებ აქედან,- ბრაზი მოაწვა ონისეს.

- ალექსანდრა დევდარიანი,- წამოდგა ქალი,- დვალის ყოფილი მეუღლე.

- მეუღლე?

- მომავალი ყოფილი მეუღლე,- შეუსწორა ჭანტურიამ.

- ბიჭო,- წამოდგა ონისე და მიუახლოვდა დეიდაშვილს,- გარეკე?

- მგონი,- აიჩეჩა მხრები,- სხვა რა მექნა აბა. აი, უნამუსო ვიყო რომ დამიჯდე და მოგიყვე ყველაფერი, შეიძლება გაჭედო ისეთი ამბები გადამხდა თავს.

- აფხაზეთში რა გინდა? ხომ იცი რომ არალეგალურია ასე გადასვლა?- წარბები აზიდა ონისემ,- მერე როგორ გადმოხვალ.

- გადმოვალ, მაგაზე არ ინერვიულო, სანდროა იქ. ის დამეხმარება,- მხარზე ჩამოადო ხელი,- ხომ იცნობ სანდრო ეშბას.

- როგორ არა, აქ ბევრი იცნობს მაგას,- გაეღიმა ონისეს,- მაგრამ მაინც.

- მოკლედ, ასეა თუ ისე, უნდა დამმალო და საზღვარზე გადამაპარო, თორემ ჩემი დატირება მოგიწევს.

- ეგ უფრო მარტივია, ვიდრე ახლა შენი დვალისგან დამალვა და მერე გაპარვა.

- კაი რა ტო, ხევსურები ამაყები არიანო. ესეთები ვართ, ისეთები ვართო იძახით და საზღვარზე ვეღარ უნდა გადამაპარო?- წარბები შეკრა ლაშამ, თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა.

- დიდი ბოდიშის მოხდით ქალბატონო სანდრა,- მიუბრუნდა ქალს, უხერხულად გაუღიმა და მერე ისევ ლაშასკენ გაბრუნდა,- მაგ სიგარეტს გაჭმევ ახლა ენას თუარ გააჩუმებ. თამაში ხომ არ გგონია შენ ეგ?

- აბა რა ჯანდაბა ვქნა, მივიდე დვალთან და ბოდიში მოვუხადო თუ რას მთხოვ?

- ლაშა...- ღრმად ჩაისუნთქა ონისემ,- მაგიჟებ.

- კაი ახლა,- აიქნია ხელი,- ვინ არიო ჩემი საყვარელი დეიდაშვილიო?

კეფაზე მოუთათუნა ხელი.

- გავიგე ცოლი მოგიყვანია, არ უნდა დაგეპატიჟე?- აღარ გაჩერდა ლაშა,- ეს აკვნის ფიცი და რამე მართალი იყო? დოდომ მითხრა, გავიგუდე ლამის სიცილისგან.

- სასაცილო რა იყო?- წარბები შეკრა ონისემ.

- მოიცა, მართლა მასე მოიყვანე ცოლი? აუ დოდომ ცხრაჯერ მითხრა და მეგონა პროსტა იძახდნენ მაგას,- შუბლში იტკიცა ხელი,- რას ამბობ ბიჭო.

- ჩემს ცოლს შენ თავი დაანებე,- აუქნია ხელი,- ჩემზე უარესი ხასიათი აქვს, შატილიდანაა.

- მთლად პიზდეცია,- წამოდგა ლაშა და ბიჩოკი გადააგდო,- წარმატებები ძმაო, მიყვარდი. შენს ცოლს გადაეცი ჯერ გაცადოს, ჩვენ გვიშველე და მერე რაც უნდა ის გიქნას.

- ნუ ლაზღანდარაობ,- გაეღიმა ონისესაც,- აქ დარჩით ამაღამ და ხვალ მოგიტანთ ყველაფერს. რა ვიცი, დავილაპარაკოთ ხვალ წესიერად, მეტი რა გითხრათ.

- არაფერი ძმაო,- მიუახლოვდა ლაშა,- მადლობა დიდი. შენ რომ არა, რა მეშველევოდა.

- აფერისტი ხარ,- მოხვია ხელები ონისემაც. მერე დაემშვიდობა სანდრასაც და სახლის გზას დაადგა, თუმცა თვალი მოხუჭული არ ჰქონდა, აბდულამ რომ აცნობა მეწყერზე და ორ საათიანი ძილის შემდეგ, ისევ წამოდგა ფეხზე და გაუყვა ხეობას არღუნისკენ.

* * *

სოფელში დაბრუნებულ ონისეს ხატობის სამზადისი მთელი სიმძაფრით დახვდა. ხეობის ცენტრში, სალოცავის შემოგარენში, კვამლი და ხალხმრავლობა იდგა. კაცები დიდ ქვაბებს აწესრიგებდნენ, რამდენიმე იქვე საკლავს ამზადებდა, უფროსები კი საორგანიზაციო საკითხებზე ბჭობდნენ. ონისემ ცხენი იქვე, მუხის ქვეშ მიაბა.

- ოჰ, მოვიდა ბატონი ონისეც! გამოსძახა ერთ - ერთმა უფროსმა კაცმა,- სად დაიკარგე ბიჭო, ხელი გვჭირდება აქ, ამდენ ხორცსა და ქვაბებს მარტო ჩვენ ხომ ვერ მოვუვლით?

- საქმე მქონდა, ბიძი. გადავასუფთავეთ ის გზა მთლიანად, ხალხს ხომ უნდა მოსვლა?- მშვიდად მიუგო ონისემ, კალთები შემოიკეცა, დანას ხელი დაავლო და კაცებს გვერდით ამოუდგა.
მუშაობის პარალელურად თვალებს აქეთ - იქით აცეცებდა. თუმცა თაია ვერსად ნახა.

ფიცხელაურების სახლში, სამზარეულო ნამდვილ ბრძოლის ველს დამგვანებოდა დალიდან. ხატობისთვის ხინკლის მოხვევა და კიდევ უამრავი ცომეულისა და ტკბილეულის გამოცხობა ჩვეულებრივი რიტუალი იყო, რომელსაც მარტო ვერავინ აუვიდოდა. თაია მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ოდნავ სუსტად გრძნობდა თავს, ოთახში ვერ გაჩერდა. საწოლიდან წამოდგა, თმები მაღლა შეიკრა, წინსაფარი მოირგო და სამზარეულოში ჩავიდა.

- თაია შვილო, მოდი აქ. როგორ ხარ?!- შეცბუნდა დალი, როცა გოგო დიდ გობისთან დაინახა.

- კარგად ვარ,- მტკიცედ თქვა თაიამ და ქრისტას გვერდით დაუჯდა, რომელიც უკვე გამეტებით აბრტყელებდა ცომს. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაეღიმათ. არაბულის ჯიუტ ხასიათს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. თაიამ ხორცის ფარში აიღო, ცომის ნაჭერი ხელში დაატრიალა და საოცარი სისწრაფით დაიწყო ხინკლის ნაოჭების შეკვრა.

- უყურე შენ!- თვალები გაუფართოვდა ქრისტას,-ასე ლამაზად მეც ვერ ვახვევ. საიდან ისწავლე?

- დედაჩემმა მასწავლა,- გაეღიმა თაიას,- ონისე არ გინახავს?

- კი, აქ არის, კაცებს ეხმარება,- ჩურჩულითვე უპასუხა ქრისტამ. ქრისტამ მხარზე მხარი გაჰკრა და ეშმაკურად ჩაუცინა.

- რა იყო, უკვე მოგენატრა? ორი საათიც არაა, რაც თვალიდან მოგშორდა.

- ახლა შენც ნუ დაიწყე რაღაცები,- აატრიალა თვალები თაიამ,- რაღაც არ მასვენებს და გული ცუდს მიგრძნობს.

- ჰოო?

- ჰო, უბრალოდ ვიკითხე,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა,- დილით ისეთი სახით გავარდა.

- ხატობისას ონისეს სულ ასეთი სახე აქვს, მთელი ხეობის საქმე ფიცხელაურების კისერზეა ხოლმე,- ჩაერია დალიც, რომელიც იქვე, დიდ ღუმელთან რაღაცას აცხობდა და სამზარეულოში უკვე ტრიალებდა ერბოსა და ვანილის თავბრუდამხვევი სუნი. მოხუცმა ქალმა თაიას თბილი, მრავლისმეტყველი მზერა შეავლო.

სანამ თაია პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა, ეზოდან ძაღლების ყეფა და მამაკაცების ხმამაღალი საუბარი შემოესმათ. ჭიშკარი გაიღო და ეზოში კაცების მთელი ჯგუფი შემოვიდა.

- დალი, კაცებისთვის ლუდი და წყალი გამოიტანეთ, წყურვილისგან სული გვძვრება!- გამოსძახა ჭაბუკამ.

- ახლავე, ახლავე გამოგიტანთ,- ფაციფაცით თქვა დალიმ და ქრისტას ანიშნა დოქები აევსო,- თაია, შენ მიუტანე, ბარემ ჰაერზე გახვალ, აქ სულ ჩაიხუთე ამ ღუმელთან.

ქრისტამ ორ დიდ, მძიმე თასში ცივი, აქაფებული ხატის ლუდი ჩამოასხა და თაიას ხელებში შეაჩეჩა.

როგორც კი არაბული მიუახლოვდათ, საუბარი წამით შეწყდა. კაცებმა პატივისცემით დაუკრეს თავი ფიცხელაურის პატარძალს. ონისე მაშინვე წამოდგა, თაიასთან ორი ნაბიჯში გაჩნდა და სანამ თასებს გამოართმევდა, მისი თბილი, უხეში თითები გოგონას ხელისგულებს შეეხნენ.

- როგორ ხარ?- ჰკითხა ჩუმად, ისე რომ სხვებს არ გაეგოთ. მის ხმაში საოცრად მზრუნველი ტონი გაისმა.

- კარგად ვარ,- ასევე ხმადაბლა მიუგო თაიამ და თვალებში შეხედა,- მიდი მიხედე იმათ, თორემ ნახე გადმოუცვივდათ თვალები.

გაეცინა თაიას და უკან ბიჭებზე ანიშნა.

- კარგი მიდი, მოვალ საღამოს,- ლოყაზე უჩქმიტა და უკან მიბრუნდა.

* * *

სოფელი ყოველდღე უფრო და უფრო ივსებოდა ხალხით, თითქოს მთებს მთელი ქვეყნის მჩქეფარე სისხლი საკუთარ გულში შეეკრიბათ. ჯერ მეზობელი თემიდან ამოვიდნენ, მერე შატილიდან, ბარისახოდან, შორეული ბეჩოდან... ბოლოს უკვე ტურისტებიც გამოჩნდნენ. ფერადი, მყვირალა ქურთუკებით, მხრებზე გადაკიდებული კამერებითა და იმგვარად გაოცებული სახეებით, თითქოს დროის მანქანით სხვა, ცივილიზაციამდელ სამყაროში მოხვედრილიყვნენ. ლებაისკარის ვიწრო, კლდოვანი ბილიკები დილიდან ღამემდე გუგუნებდა.

- დედა,- წამოძახა თაიამ, როცა გულნარა შენიშნა ჭიშკართან,- შენც მოხვედი? ვინ მოგიყვანა?

- ელიზბარმა ჩამოგვიყვანა,- ჩაეხუტა ქალი შვილს,- როგორ ხარ? რაღაც არ მომწონხარ.

- კარგად ვარ, კარგად,- გაუღიმა თაიას.

- ჩაგიგდეს ხელთ და გაწამებენ, ხო? გაჭმევენ საერთოდ?

- დედაა,- გაუწყრა თაია,- რას ამბობ ახლა.

- კარგი, კარგი,- დანებდა ქალი.

- შედი შიგნით, დალია იქ და დაელაპარაკე თუ გინდა,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- ონისე,- გამოვარდა ქრისტა და დაიძახა ხმამაღლა, უცნაური მზერა დიამსახურა ყველასგან, თუმცა ონისე არსად იდგა,- სად ჯანდაბაში იკარგება ღმერთო.

ნერვები მოეშალა უკვე

- სადაა შენი ქმარი?- წამოიწია აბდულა და არაბულს გადახედა.

- არ ვიცი აქ იქნება,- მხრები აიჩეჩა თაიამ და შიგნით შევიდა.

შუადღის მზემ კლდის წვერებს რომ გადაუარა, ხეობაში ზარების ხმა გაისმა, მძიმე, ყრუ და საზეიმო. ეს ნიშანი იყო. მთელი ხევსურეთი ერთიანად დაიძრა ხატის გალავნისკენ. ხალხის ნაკადი ვიწრო, ქვიან ბილიკებს მიუყვებოდა. წინ კაცები მიდიოდნენ, თავმდაბლად თავდახრილები, ზოგი ჩოხაში გამოწყობილი, უკან კი მანდილოსნები მიჰყვებოდნენ, თეთრი მანდილებითა და საზეიმო კაბებით. ჰაერში ნელ - ნელა დატრიალდა ანთებული სანთლების თბილი, წებოვანი ცვილის სუნი, რომელიც ნედლი შეშის კვამლსა და მთის ცივ ნიავს ერეოდა. სალოცავის გალავანთან მისულებს ხუცესი დახვდათ. მკაცრი, თეთრწვერა მოხუცი იყო, რომლის თვალებშიც საუკუნოვანი მთების სიმშვიდე იკითხებოდა. კაცებმა ხატის წინ სანთლები აანთეს. თაია ქალებთან ერთად ოდნავ მოშორებით, გალავნის გარეთ იდგა, მაგრამ ყველაფერს ნათლად ხედავდა. პირველი ლოცვა დაიწყო. ხუცესმა ხელები ცისკენ აღაპყრო და დიდებული, გაწელილი ხმით დაილოცა.

- დიდება მორიგე ღმერთს... დიდება ხატის ძალასა და მადლს. მშვიდობა მოგცეთ ამ თემსა და ქვეყანასა, ბარაქა და დღეგრძელობა ყოველსა მოსულსა სტუმარსა... ხატმა შეიწიროს თქვენი სავედრებელი!

- ამინ, ხატმა შეიწიროს!- ერთხმად დასჭექა კაცების გუნდმა და ხეობამ ეს ხმა ექოდ დაუბრუნა უკან. ლოცვის დასრულებისთანავე, მოედანზე ახალგაზრდა ბიჭებმა საღვთო საკლავები გამოიყვანეს, თეთრი, სუფთა ვერძები, რომელთაც რქებზე სანთლები ჰქონდათ მიკრული. ცხოველები მშვიდად იდგნენ, თითქოს თავადაც გრძნობდნენ ამ წამების მისტიკურ მნიშვნელობას.

" სად ხარ? გელოდებიან"

გააგზავნა შეტყობინება თაიამ და მერე ისევ ხალხს მიუბრუნდა. ხუცესმა ნაკურთხი წყალი აიღო, პირველ ვერძს შუბლზე შეასხა და ხმამაღლა წარმოთქვა.

- ხატო, შენ მიიღე ეს სისხლი და ეს მსხვერპლი, შენ დაიფარე ამ ოჯახის შვილები უბედურებისგან,- ვერძმა ტანი შეიბერტყა.

- ხატმა მიიღოს, ბარაქა ოჯახს,- ჩაილაპარაკა აბდულამ და დანას ხელი დაავლო.

ბიჭებმა საკლავები გვერდზე, სპეციალურ ადგილას გადაიყვანეს, სადაც უკვე დიდი ქვაბები დუღდა და ხორცის მოსახარშად ემზადებოდნენ. რიტუალი თავისი წესით, დიდებულად და შეუვალად მიმდინარეობდა, მაგრამ თაიას ეს დიდებულება საერთოდ არ ესმოდა. მისი მზერა ხალხის ბრბოში დაძრწოდა, ის კვლავ იმ ერთადერთ სილუეტსა და მძიმე მზერას ეძებდა, რომელიც ამდენი ხალხის ფონზეც კი ყველაზე მეტად აკლდა აქაურობას.

* * *

- წავედით მალე,- გამოგლიჯა კარები ონისემ. ლუკასთან ერთად შევარდა შიგნით.

- რა?- წამოიწია ლაშაც და ფეხზე წამოდგა.

- დროა, წავედით, სანამ ყველა სალოცავშია.

- იმედია უსაფრთხოდ გადავალთ,- ამოიოხრა სანდრამ და პატარა ჩანთას დაავლო ხელი.

- აბდულა და ჭაბუკა ყარაულობენ სოფელს,- გასცა პასუხი ონისემ. მოათვალიერეს ტერიტორია და ჩასხდნენ მანქანაში. დაუყვა ონისე ხეობას. დაახლოებით საათნახევარი - ორი საათის გზა ჰქონდა წინ. მანქანა ძლივს მიიკვლევდა გზას ვიწრო, მჭრელი ქვით სავსე ბილიკზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნაშალ კლდეებს შორის ჩაწნეხილიყო. რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო იწევდა ნისლი. უკვე მთლიანად, მძიმე უფსკრულივით ჩამოწოლილიყო ხევსურეთის მთებზე, დაეყლაპა ყოველი მწვერვალი და მხოლოდ „ჰაილუქსის" მჭრელი ფარების თეთრი შუქი თუ კვეთდა ამ გაუვალ სიბნელეს. ფარების შუქის ალმურში დროდადრო გამოკრთებოდა ხოლმე არღუნის თეთრი, ცოფიანივით აქაფებული წყალი, რომელიც კლდეებს შორის გიჟური სიჩქარით მიაწყდებოდა ნაპირებს. ძრავის ყრუ ხმა მძიმე, საზარელ ექოსავით ედებოდა დაცარიელებულ ხეობას. ონისე საჭეს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა, თითქოს იმ შავ ტყავსა და რკინაში ცდილობდა საკუთარი მღელვარების ჩაკვლას. სახე სრულიად ჩაბნელებოდა, ნაკვთები თითქოს ქვისგან გამოეკვეთათ, ცივი, მკაცრი და შეუვალი. უკვე თითქმის ორი საათი მიდიოდნენ ამ საშიშ, მიკლაკნილ გზაზე და მთელი ამ დროის განმავლობაში კაცს ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს. მისი ყოველი ფიქრი უკან, ლებაისკარში დარჩენილიყო, იქ, სადაც ახლა ხატობის სანთლები ინთებოდა. ლუკა წინ იჯდა, სხეულით წინ გადახრილიყო და თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა გზას, თითქოს ყოველი მომდევნო მოსახვევიდან სიკვდილის გამოჩენას ელოდაო. უკანა სავარძელზე კი სრულიად განსხვავებული, სულისშემძვრელი დუმილი მეფობდა, სანდრა უხმოდ, მთელი სხეულით ეყრდნობოდა ლაშას მხარს, თითქოს ამ შეხებით ცდილობდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის რომ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. გადატანილი შიშისგან გამოწვეული უზომო დაღლილობა და გაუცნობიერებელი დაძაბულობა ორივეს სახეზე ღრმა ჩრდილებად ეტყობოდათ. მანქანაში ისეთი მძიმე სიჩუმე იდგა, თითქოს არავინ იჯდა. მხოლოდ ერთხელ დაარღვია ლაშამ ეს მახრჩობელა მდუმარება. მისმა ხმამ, ჩვეულებრივზე უფრო დაბალმა და ჩახლეჩილმა, ძრავის გუგუნში გაიპარა.

- უკან თუ დაგვადგნენ?- ონისეს თვალიც არ მოუცილებია გზისთვის, საჭე მკვეთრად აიღო მარცხნივ, რათა ღრმა ორმოს აცდენოდა.

- რომ დაგვდგომოდნენ, აქამდე მოგვაგნებდნენ,- მიუგო ისე რომ ტონში ემოციის ნატამალიც არ შერევია,- მამა და ბაბუა მიხედავენ.

- დარწმუნებული ხარ?

- არა,- მშვიდად თქვა კაცმა და მზერა წამით სარკეში გადაიტანა,- მაგრამ სხვა არჩევანი არც გვაქვს. ახლა მხოლოდ წინსვლაა ჩვენი გადარჩენა.

მანქანა უცებ ძლიერად შეირხა. მძიმე ბორბლები დიდ ქვებს გადაევლო და სალონში მეტალის მჭახე ხმა გაისმა. სანდრამ ინსტინქტურად, შეშინებულმა ჩაავლო ხელი კარს და ლაშას უფრო მჭიდროდ მიეკრა. გარეთ ქარი წამი - წამს ძლიერდებოდა, თითქოს ხეობა ცდილობდა მათ გამოდევნას თავისი წიაღიდან. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო ველური, პირველყოფილი და დაუნდობელი ხდებოდა ირგვლივ ყველაფერი. მთები ორივე მხარეს უზარმაზარ, ცისკენ აზიდულ შავ კედლებად აღმართულიყო, ზემოდან კი ნისლი, როგორც თეთრი, ცივი სუდარა, ნელ - ნელა ეშვებოდა ხეობაში და ხილვადობას საერთოდ აქრობდა. ბოლოს ონისემ სიჩქარეს უკლო. წინ გზა თითქმის სრულდებოდა, ბორბლებით სავალი ბილიკი წყდებოდა და მის ნაცვლად მხოლოდ ვიწრო, ადამიანის ნაბიჯისთვის ძლივსგასავლელი ბილიკი რჩებოდა, რომელიც საზარელ კლდეებს შორის, წყვდიადში იკარგებოდა. მანქანა გააჩერა. რამდენიმე წამი ძრავის მძიმე, რიტმული ხმა ისევ მუშაობდა ღამეში, თითქოს ამ სამყაროსთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ცოცხალი ძაფი ყოფილიყო. მერე ონისემ გასაღები გადაატრიალა და გამორთო.

სიჩუმე მაშინვე მძიმედ, თითქმის ფიზიკური სიმძიმით ჩამოწვა მათ მხრებზე. შორს მხოლოდ არღუნი გუგუნებდა, დაუსრულებლად, მონოტონურად, როგორც მთების უძველესი საგალობელი.

- აქედან ფეხით წახვალთ,- თქვა ბოლოს ონისემ. მისი ხმა ამ სიჩუმეში იარაღის გასროლასავით მკვეთრად გაჟღერდა. კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა,- არაფერია რთული, უბრალოდ ეს ხეობა უნდა ჩაიაროთ და არღუნს გადახვიდეთ. აქ დაბალია წყალი, ადვილად გადახვალთ.

ცივი, ნესტიანი ჰაერი მაშინვე დაეჯახა სახეში, თითქოს გონზე მოყვანას უპირებდაო. ლაშაც გადავიდა, ზურგში გაიმართა და მთების სუსხი ღრმად ჩაისუნთქა. სანდრა ნელა, აკანკალებული ფეხებით მიჰყვა უკან. მთვარის მკრთალ, ვერცხლისფერ შუქზე ყველაფერი მოჩვენებას ჰგავდა, სველი, დანამული ქვები, თეთრად მოქაფული მდინარე და შავი მთები, რომლებიც შორეულ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ეხებოდნენ.

ონისემ მანქანის საბარგული გახსნა და ორი მძიმე ზურგჩანთა გადმოიღო, იატაკზე დააწყო.

- წყალი აქაა. საჭმელიც ცოტაა,- თქვა მან და ლაშას გადახედა,- დიდხანს არ გეყოფათ, მაგრამ ასლანამდე მიდით.

ლაშა ჩუმად უსმენდა, მისი სახე მთვარის შუქზე საოცრად მშვიდი, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლისთვის გამზადებული ჩანდა. ონისემ მერე ხელი გაიშვირა წინ, სადაც კლდის ნაპრალში ძლივს შესამჩნევი ხაზი იკვეთებოდა.

ქარმა ძლიერად დაჰქროლა, სანდრას კაბის კალთები ააფრიალა და გოგონამ უნებურად უფრო ახლოს მიიწია ლაშასთან.

- იქიდან უკვე თვითონ წაგიყვანთ,- განაგრძო ონისემ,- ჩეჩნეთის მხარეს იცნობს ყველა გზას, ყველა ბილიკსა და ხევებს. თუ ვინმე შეძლებს თქვენს უსაფრთხოდ გაყვანას აქედან, ეგ კაცია. ჩემი ძმადნაფიცია, შეგიძლიათ ენდოთ.

ლუკა ჩუმად იდგა გვერდით, მანქანის კაპოტზე ჩამოყრდნობილი და ონისეს უყურებდა. ქარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, კლდეების ბასრ წვერებს შორის მგელივით ყმუოდა და მათ სახეებში ყინულივით ცივ ნესტს ისროდა. ონისემ ორივე ზურგჩანთა მიწიდან აიღო და პირველი ლაშას გაუწოდა.

- ეს შენ,- მერე მეორე, შედარებით მსუბუქი, სანდრას მიაჩეჩა ხელებში,- გზაში არ გაჩერდეთ. წამითაც კი. რაც არ უნდა გაიგოთ ზურგს უკან, რაც არ უნდა მოხდეს ხეობაში, არ მოტრიალდეთ. მხოლოდ წინ იარეთ.

სანდრამ უხმოდ, თვალებამღვრეულმა დაუქნია თავი და ზურგჩანთის თასმები მხრებზე მჭიდროდ მოირგო. ლაშა კი რამდენიმე წამს ისევ უძრავად იდგა და უყურებდა ონისეს. მერე ნელა მივიდა და მაგრად მოხვია მხრები.

- მადლობა ძმაო,- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- თავს მიხედე, ბოდიში რომ შარში გაგხვიე შენც.

- წადით, ფრთხილად იყავით. რომ ჩახვალ გამაგებინე,- გააწყვეტინა ონისემ მშვიდად. ქარმა ისევ ხმაურით გადაუარა მთებს, თითქოს მათ შორის საუბრის კვალიც კი წაშალაო. სანდრამ პირველი გადადგა ნაბიჯი, ზურგი შეაქცია ცივილიზაციას და სიბნელეს შეერია. ლაშაც წამით შეყოვნდა, ონისეს მხარზე ხელი მყარად დაჰკრა და უკან მიჰყვა. ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით შევიდნენ კლდის ვიწრო, დაკბილულ გასასვლელში, სადაც საუკუნოვანი ბილიკი წყვდიადში იკარგებოდა. სულ რაღაც წუთში მათი ფეხსაცმლის ქვებზე ხახუნის ხმაც კი მთლიანად შთანთქა ხევის გუგუნმა. ონისე გაუნძრევლად იდგა. დიდი, განიერი ფიგურა ღამის პეიზაჟის ნაწილად ქცეულიყო. თვალს არ აშორებდა იმ ბნელ ნაპრალს, სადაც ორივე გაუჩინარდა, თითქოს მზერით უმზადებდა უსაფრთხო დერეფანს. ჩასხდნენ მანქანაში და ხევში დაბრუნდნენ, მოსაღამოვებული იყო უკვე ლამის მანქანით რომ სოფელში შევიდნენ და პირდაპირ სალოცავში ავიდნენ. ხალხი უკვე წასულიყო, სუფრასთნ ისხნენ. შევიდნენ სალოცავში, მოიარეს ყველაფერი, ღმერთს პატიება სთხოვეს ცოდვებისთვის და ლაშას მშვიდობით გაყვანა ითხოვა ონისემ.

მერე ძალიან ნელა, ფილტვების ტკივილამდე ამოისუნთქა, ფეხზე ამოდგა და ზუსტად იმ წამს, თითქოს ეს ამოოსუნთქვა სიგნალი იყოო, მჭახე გუგუნი ამოვარდა. ლუკა მაშინვე წამოდგა, შიშით გადახედა ონისეს.

- მიხვდნენ და მოვიდნენ,- ამოილაპარაკა ხმადაბლა.

მათე ფანჯიკიძე ეკლესიაში არხეინად, გრძელი შავი ქურთუკის ნელი შრიალით გადმოვიდა. მისი ყოველი მოძრაობა გათვლილი, ცივი და თავდაჯერებული იყო. ერთი წამი გასულიყო. ძველი ხის კარი, ხავსმოკიდებული ქვის კედლები, ის აივანი, სადაც ბავშვობაში იჯდა ხოლმე და ოცნებობდა.
ცხენიდან ჩამოვიდა, სადავეები იქვე მიაბა. რამდენიმე წამს უბრალოდ იდგა, უძრავად, როგორც ქანდაკება. მერე ძალიან ნელა, თითქოს ყოველი ნაბიჯი ტკივილს ჰგვრიდაო, მიუახლოვდა
მძიმე კარს და ფრთხილად დააკაკუნა. შიგნიდან მაშინვე გაისმა აჩქარებული ნაბიჯების ყრუ ხმა.

- მოვდივარ, მარო!- გაისმა გულნარას დაღლილი, ჩახლეჩილი ხმა. კარი გაიღო. და ქალი ადგილზე გაშეშდა, თითქოს მეხი დაეცაო. თაია ზღურბლთან იდგა, დილის ქარში ოდნავ აფრიალებული თმით. მშვიდი, ჩუმი, ამაყი და ამავდროულად, სრულიად დაუცველი.
გულნარას სახე ერთ წამში ათასნაირად შეეცვალა. ჯერ უსაზღვრო გაოცება დაეწერა ნაკვთებზე, მერე გაუძლისი ტკივილი და ბოლოს... ბოლოს რაღაც ისეთი ღრმა, უძირო და მჩხვლეტავი მონატრება ამოვარდა მისი სულიდან რომ თაიასაც კი ფიზიკურად ატკინა გული.

- თ... თაია?- ხმა გაებზარა ქალს, ტუჩები აუცახცახდა და გამხმარი ხელები უღონოდ აუკანკალდა. ეტყობოდა, საერთოდ არცერთ სამყაროში არ ელოდა თავისი შვილის დაბრუნებას. თაიას უცებ ყელში მწარე, ცხელი ბურთი მოებჯინა. იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად ხედავდა დედას ასეთს, პატარას, დასუსტებულს, ნაადრევად დაბერებულსა და გატეხილ ადამიანად. არა იმ მრისხანე ქალს, რომელმაც ოდესღაც ლოყაზე ხელი გაარტყა სიამაყის გამო, არა იმ ადამიანს, რომელმაც ფიცხელაურზე გაყიდვით უღალატა... არამედ უბრალოდ... დედად. გულნარამ უნებურად, თითქოს საკუთარ თვალებს არ უჯერებდაო, ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, მკლავები ოდნავ გაშალა,- დედი...

და ამ ერთადერთ, ჩურჩულით ნათქვამ სიტყვაში იმდენი გამოუტირალი სინანული, გაუზომავი მონატრება და უსიტყვო ტკივილი იდგა რომ თაიას თვალებიც მაშინვე ცხელი ცრემლებით დაეწვა.
ადგილზე გაიყინა. გულნარას გაწვდილი ხელები ჰაერში თითქოს უწონოდ ეკიდა, ორ ადამიანს შორის კი საუკუნოვანი მტრობის, იძულებითი ქორწინებისა და გაუცხოების უხილავი კედელი იდგა. თაიამ იგრძნო, როგორ ჩამოუგორდა პირველი ცხელი ცრემლი ლოყაზე, მაგრამ ნიკაპი მაინც მტკიცედ ასწია. ის არაბულის ქალი იყო, მას ტირილი არ შეეფერებოდა.

- თაია, შვილო... მართლა შენ ხარ?- გულნარამ ნაბიჯი გადმოდგა, მისი სუსტი თითები ფრთხილად, თითქოს შეხების ეშინოდაო, გოგონას მხრებს შეეხნენ. როცა დარწმუნდა რომ ეს ილუზია არ იყო, ქალს მკერდიდან ყრუ ქვითინი აღმოხდა და შვილი მთელი ძალით ჩაიკრა გულში.
თაია წამით დაიბზარა. დედის ნაცნობმა სურნელმა ერთ წამში დააბრუნა ბავშვობაში. მკლავები უნებურად შემოხვია, თვალები დახუჭა და სახე მის მხარში ჩარგო. რამდენიმე წუთს ასე იდგნენ, შატილის ცივი, ნაცრისფერი კოშკების ჩრდილში, ორი ქალი, რომელთა ცხოვრებაც მამაკაცების სისხლიანმა ომმა ორ ნაწილად გაგლიჯა.

- შემოდი, შემოდი სახლში, ქარია,- აფორიაქდა გულნარა, როცა ძლივს მოცილდა შვილს, სველი თვალები წინსაფრის კუთხით შეიმშრალა და გზა დაუთმო. თაიამ ზღურბლზე ფეხი გადადგა და ოთახში შევიდა. აქ ყველაფერი ნაცნობი და ამავდროულად საზარლად უცხო დახვდა. კუთხეში ისევ იდგა ხის სკამი, კედელზე ძველი ხალიჩა ეკიდა, მაგრამ სახლს აკლდა ის ძველი სიცოცხლე, ხმაური და იმედი, რაც ოდესღაც აქ ტრიალებდა. სიჩუმე კედლებს შორის მძიმედ ილექებოდა.
გულნარას თვალები შვილის სახეს არ სცილდებოდა, თითქოს ყოველ ახალ ნაკვთს, ყოველ ცვლილებას სწავლობდა.

- როგორ ხარ, დედი?- ხმადაბლა ჰკითხა ქალმა, მის თითებში ნერვიული თამაში იგრძნობოდა,- იქ... ფიცხელაურებთან... გიშავებენ რამეს? ონისე... როგორ გექცევა? იმდენი ხანია არ მინახიხარ...

თაიამ ფინჯანს ხელები შემოხვია, რათა სითბო ეგრძნო. ონისეს ხსენებაზე გულში ისევ ის აკვიატებული, წუხანდელი მუხტი გაეღვიძა.

- არავინ არაფერს მიშავებს, დედა,- მშვიდად, ურყევად თქვა თაიამ და გულნარას თვალებში ჩახედა,- ონისე თავის სიტყვას ინახავს. ხეობაში მშვიდობაა.

გულნარამ მძიმედ ამოიოხრა, მხრებიდან თითქოს უზარმაზარი ლოდი მოეხსნა, მაგრამ თვალებში სინანულის ბნელი ალმური მაინც დარჩა.

- ვიცი, რაც გულში გიდევს, თაია. ვიცი რომ გძულვარ იმ დღის გამო... იმისთვის რომ იქ გაგიშვი,- ქალს ხმა აუკანკალდა, თავი დახარა,- მაგრამ სხვა გზა არ იყო, შვილო. მამაშენის საფლავებს გეფიცები, მხოლოდ შენი გადარჩენა მინდოდა. ამ ომს შენც შეეწირებოდი, ფიცხელაურები არავის დაინდობდნენ, ონისე კი... ონისე ისეთი კაცია, თავის სიტყვაზე სისხლს დაღვრის, მაგრამ არ გატეხს.

თაია დუმდა. მას არ უთქვამს როგორ ებრძოდა საკუთარ თავს ყოველ ღამე. როგორ დაიტანჯა თავიდანვე ამ ყველაფრით.

- მე არ მძულხარ, დედა,- თქვა ბოლოს გულწრფელად,- უბრალოდ... ძნელია. ძნელია იმის აღიარება რომ ჩემი ცხოვრება ახლა იმ ადამიანთანაა დაკავშირებული, ვისი გვარიც წლების მანძილზე ჩვენს წყევლად ითვლებოდა.

გულნარამ ხელი გადაუსვა შვილს აკანკალებულ თითებზე.

- დრო ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს, ჩემო პატარა. შენ არაბულის სისხლი გაქვს, ძლიერი ხარ და ონისეს თვალებში... მე დავინახე, როგორ შემოგხედა იმ დღეს, ხატის წინაშე. მაგ კაცს ბევრი ქალის მოყვანა შეეძლო, მაგრამ შენ აგირჩია. ამას თავისი მიზეზი აქვს.

კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს ისხდნენ ასე. საუბარი ნელ - ნელა, მდორედ მიედინებოდა. გულნარა უყვებოდა შატილში დარჩენილ ამბებზე, იმაზე, თუ როგორ ცარიელდებოდა ხეობა და როგორ აკლდა სახლს თაიას ხელი. თაიაც უსმენდა, ხარბად ისრუტავდა მშობლიური კერის სითბოს, თუმცა ფიცხელაურების სახლზე ბევრს არაფერს ამბობდა, ქვეცნობიერად უფრთხილდებოდა იმ სიმშვიდეს, რაც ონისეს გარემოცვაში ეძლეოდა. ლაპარაკში საათები ისე გაფრინდა, ვერც კი შეამჩნიეს. კოშკების კედლებზე მზის სხივებმა დაგრძელება დაიწყო, ჩრდილები გაიზარდა და ცა ნელ - ნელა მუქ ყვითელსა და ჟანგისფერში გადავიდა. საღამო ახლოვდებოდა.

- უნდა წავიდე დედა,- თქვა ბოლოს თაიამ, ფეხზე წამოდგა და ტანსაცმელი გაისწორა. გულში სიმძიმე ისევ ჰქონდა, მაგრამ წამოსვლისას არსებული დაჭიმულობა თითქოს სადღაც გამქრალიყო. გულნარამ მჭიდროდ მოხვია მკლავები, დიდხანს არ უშვებდა, თითქოს ეშინოდა რომ კარს მიღმა მისი შვილი ისევ მტრის ნადავლი გახდებოდა. თუმცა სხვა გზა არ იყო. ხელები შეუშვა და გააცილა ეზოში. თაია ცხენისკენ წავიდა. ნელა მოუშვა ხეზე შებმული თოკი. კიდევ ერთხელ დაემშვიდობა გულნარას და ცხენზე შეჯდა. ბილიკზე გადასვლისას, კლდის ძირთან უცებ ნაცნობი, მაღალი ფიგურა შენიშნა.
თედო იდგა. შორიდანვე დაჟინებით, მძიმედ უყურებდა თაიას. მის თვალებში იკითხებოდა ყველაფერი. ბრაზი, იმედგაცრუება, გამოუთქმელი კითხვები და ტკივილი იმის გამო რომ ქალი, რომელიც მისი უნდა გამხდარიყო, ახლა ფიცხელაურის გვარს ატარებდა.

თაია წამით შეჩერდა. უნდოდა რამე ეთქვა, თუმცა გაჩერდა. თედომაც რამდენიმე წამს უყურა. მერე, თითქოს საკუთარ თავს სძლიაო, მკვეთრად აარიდა მზერა, გვერდი აუარა და გაქრა. სადავეები მჭიდროდ მოქაჩა თითებში და ცხენი ადგილიდან მოსწყვიტა.

შატილს უკვე კარგა მანძილით დაშორებოდა, როცა ჯიბეში ტელეფონმა მწვავედ გაუზუზუნა. თაიამ ცხენი შეაჩერა, ეკრანს დახედა და ონისეს სახელი რომ დაინახა ერთი ამოიოხრა და უპასუხა.

- სად ხარ?- გაისმა ონისეს ბოხი, ხავერდოვანი ხმა. ტონი იმაზე მშვიდი ჰქონდა, ვიდრე ელოდა, მაგრამ ხმაში ის ძალა მაინც ერია, სხეულს რომ უმორჩილებდა.

- მოვდივარ,- მოკლედ, ურყევად უპასუხა თაიამ, ქარს მისი თმები სახეზე ეყრებოდა.

- ფრთხილად იყავი და მალე მოდი,- თაიამ ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა. გულში უცნაურმა, თბილმა ტალღამ გადაუარა. სადავეები გაუშვა, ცხენი შეატრიალა და ლებაისკარის მიმართულებით დაიძრა.

ეზოში რომ შევიდა სალომეს მოკრა თვალი, ქრისტასთან ერთად იდგა და რაღაცას ესაუბრებოდა. შენიშნა თაიაც და თავის დაკვრით მიესალმა. მერე არაბულმა ცხენი დატოვა საჯინიბოში და ოთახში უკანა ეზოდან ავიდა.

- რა სახით დადიხარ?- ოთახში შესვლისას საწოლზე წამოწოლილი ონისე დახვდა,- რა მოხდა?

- არაფერი,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- რაო დედაშენმა, კიდევ რამე გითხრა?

- არა, პირიქით,- ჩამოჯდა მეორე ბოლოშიც თავად. გადადო ონისემ ტელეფონი გევრდით და დახედა თავის ცოლს.

- აბა რა მოხდა?

- სალომე ვნახე რომ მოვედი. წამოსვლამხე კიდე თედო.

- აი თურმე რა,- ჩაეცინა ონისეს,- მერე რა მოხდა?
გითხრა რამე?

- არაფერი, არ მივსულვარ ახლოს,- ახედა კაცს,- იმას რა უნდოდა აქ?

- არ ვიცი, არ მინახავს,- მხრები აიჩეჩა ონისემ,- ან საერთოდ რატო გაგიჟდი მაგ გოგოზე? მეც გავგიჟდე თედოზე?

- არ გავგიჟებულვარ უბრალოდ არაა სასიამოვნო შენი ბავშობის სიყვარულს რომ ყოველ დღე ვხედავ. თან ისეთი სახით მიყურებს ხოლმე გეგონება მე ავახიე შენი თავი,- დაიბღვირა თაიამ,- თედოზს გაგიჟდი ჰა, როცა ვუყვარდი, მაშინაც უარს ვეუბნებოდი.

- პრინციპში კი აახიე,- ტუჩი გადმოაგდო ონისემ,- და არაა ჩემი ბავშობის სიყვარული ეგ.

- აბა ვინაა, სხვა?

- იყო სხვა, მაგრამ ეგ არა.

- ვინაა?- ჩაეძია თაია.

- მაგას ვერ გეტყვი.

- რატომ?

- იმიტომ. ბავშვობისაა და დარჩება ჩემთან.

- ონისე.

- ხევსურო, შენ ახლა მართლა მეკითხები ჩემი ბავშვობის სიყვარულზე?- თაიამ მაშინვე მზერა აარიდა,- შენც ხომ უყვარდი თედოს? მე ხომ არ გეკითხები რამეს?

- ახლა აქ თედო რა შუაში იყო? მე არ მყვარებია,- აატრიალა თვალები.

- გეფიცები, საშიში ქალი ხარ.

- შენ კიდე აუტანელი,- ახლა უკვე გვერდულად იწვა და თავზე დაყრდნობილი უყურებდა.

- ხომ იცი რომ მაინც გავიგებ, ჯობია შენი პირით მითხრა, თორემ მერე კარგი არაფერი მოხდება,- გააფრთხილა თაიამ.

- ახლა მართლა ჩემი ცოლივით იქცევი. რას გადაეკიდე?- შეშფოთებულმა გასძახა ფიცხელაურმა.

- იმან თუ იცის რომ შენი ცოლი ვარ, მე რატომ არ უნდა ვიცოდე ვინაა?

- ცოლი... რა ლამაზად ჟღერს შენი პირიდან.

- ნორმალური პასუხი გამეცი ახლა,- ონისემ თვალები დახუჭა წამით, თითქოს შინაგანად ძალებს იკრებდა და მოთმინებას ეძებდაო. მერე ისევ შეხედა.

- თუ გეტყვი - დამაწვენ საწოლში?- ეშმაკურად ამოხედა ქალს.

- ეგრე ძალიანაც არ მაინტერესებს,- წაჰკრა ხელი და საწოლიდან მოისროლა,- ნუ გამითამამდი.

- ღმერთო, მერამდენედ გაწუხებ,- დაიწუწუნა ონისემ,- ეს რა ცოლი შემხვდა?

ხელები ჰაერში აზიდა ონისემ და იატაკზე გაშლილ საბანზე დაეცა.

- დაიძინე ახლა.

- თავს ძალით იშარავ და მე მეჩხუბები კიდევ?- ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა ქალმა.

- ამ ბოლო დროს რაღაც ხშირად ეჭვიანობ,- ჩაილაპარაკა ონისემ და ხელები თავქვეშ ამოიდო. საწოლიდან ჩამოვარდნილი სინათლე მის ნაკვთებს ოდნავ ათბობდა, თუმცა თვალებში მაინც ეშმაკური ნაპერწკლები აუცეკვდა.

- სულაც არა!- წამში იფეთქა თაიამ და ლოყებზე ალმური აუვიდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ზურგი შეაქცია რომ თავისი აფორიაქებული სახე დაემალა.

- ნუ ღელავ, შენ არ მოგაკლებ ყურადღებას,- ჩუმად გაეცინა ონისეს. არ განძრეულა, მაგრამ ყური მიუგდო,- შენ ჩემი ერთი და მთავარი საზრუნავი ხარ, თაია. ახლაც და მერეც.

თქვა წყნარად.

- მაგას მხოლოდ ხატის წინაშე დადებული ფიცი გაიძულებს,- გადაუჩურჩულა ისე რომ უკან არ მიუხედავს.

- ფიცმა ბევრი რამე მაიძულა,- წამოიწია ონისე და საწოლის კიდეზე ჩამოდო თავი. ზუსტად თაიას სახესთან, პირდაპირ თვალებში უყურებდა,- მაგრამ იმას, რაც ახლა ვთქვი, ფიცი არ სჭირდება. არც არასდროს სჭირდებოდა.

თაიამ ინსტინქტურად მხრები აიჩეჩა, თითქოს მის სიახლოვეს ემალებოდაო, თუმცა უკან არ დაუხევია.

- ჩვენ მაინც სამუდამოდ მტრები დავრჩებით,- ამოილაპარაკა ხმადაბლა.

- დავრჩეთ,- დააქნია თავი ონისემაც,- თუ სულ აქ მეყოლები და ასე გიყურებ - დავრჩეთ.

* * *

ათენგენობამდე ორი დღით ადრე მთელი ხეობა შეიცვალა. ჰაერიც კი სხვანაირი გახდა, მძიმე, ცვილის სანთლის, ნედლი შეშის კვამლისა და სველი ბალახის სუნით გაჟღენთილი. ლებაისკარში უკვე აღარავის ეძინა დიდხანს. აქაური მკაცრი, ჩაკეტილი ყოფა ერთიანად აფეთქდა. დილიდან ისმოდა ნალების თოფური, ცხენების ფრუტუნი, მამაკაცების დაბალი, მჭექარე ძახილი, მძიმე ქვაბების ბრახუნი და სადღაც შორიდან, ნისლიანი კლდეებიდან, ცხოველების ხმა. ხატისკენ მიმავალი ვიწრო, დაკლაკნილი ბილიკები ნელ - ნელა ხალხით ივსებოდა. მთელი ხევსურეთი, თავისი უძველესი საგვარეულოებითა და მრავალსაუკუნოვანი მტრობით, ერთ წერტილში იყრიდა თავს.

თაია ძველი სახლის ხის აივანზე იდგა, თხელი თითებით მოაჯირს ეყრდნობოდა და უყურებდა, როგორ შემოჰყავდათ კაცებს ეზოში საგანგებოდ შერჩეული საკლავები. თეთრი ცხვრები დაბნეულად, შეშინებულად ბღაოდნენ, ბავშვები ფეხშიშველი დარბოდნენ სველ ბალახზე, ქალები კი დიდ, გაშავებულ ხის მაგიდებთან ისხდნენ და სადედაცოს წესის მიხედვით ქადებს აცხობდნენ. დალი დილიდან ფეხზე იყო, მისი შავი კაბის კალთები შრიალებდა მიწაზე.

- ეგ ფრთხილად, თაია!- დაუძახა უცებ, როგორც კი რძლისკენ გაიხედა,- ხატში წასაღები ქადაა, არ დაგეწვას.

თაიას არაფერი უთქვამს, მხოლოდ მტკიცედ მოკუმა ტუჩები და სწრაფად, გაწაფული მოძრაობით გადააბრუნა ცხელ ქვაზე შემოდებული ცომი. ქრისტას უკვე იდაყვებამდე ქონდა ხელები თეთრი ფქვილით გასვრილი, ქრისტა კი, ჩვეულებისამებრ, ძირითადად ლაპარაკითა და ამბების შეგროვებით იყო დაკავებული.

- წელს იმდენი ხალხი ჩამოვიდა... მგონია მთელი საქართველო აქაა,- თქვა აჟიტირებულმა და შუბლზე ჩამოშლილი თმა ფქვილიანი ხელით გადაიწია,- ახლა წავიდნენ მაინც და მაინც მოსე და ეთუნა.

- შენ შარშანაც ეგ თქვი,- ჩაიბურტყუნა იქვე მდგარმა ონისემ.

- და მართალიც ვიყავი! ახლა უფრო მეტნი არიან, ვერ ხედავ?- ეზოს ბოლოში, ხატის საყაენოსთან, კაცებმა უზარმაზარი, გაჭვარტლული ქვაბები დაამონტაჟეს. საზედაშე ლუდი, ხატის მთავარი საკრალური სასმელი იხარშებოდა.

კაცს მთლიანად შავი ტანისამოსი ეცვა, პერანგის მკლავები იდაყვებამდე აეკაპიწებინა და სხვა დასტურებთან ერთად მძიმე კასრს ეჭიდებოდა. მის ფართო მხრებზე ძარღვები დაჭიმულიყო, სახეზე კი ის ბუნებრივი, პირველყოფილი სიმკაცრე დაბრუნებოდა, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით ემჩნეოდა. უცნაური და ამავდროულად მომაჯადოებელი იყო მისი ასე ყურება. ახლა ონისე მთლიანად ამ მიწის, ამ ხატის, საუკუნოვანი სისხლისა და დაუნდობელი ტრადიციის ნაწილი გამხდარიყო.

- დღეს ჯვარს გამოაბრძანებენ. დროშასაც.

- პირველად ვნახავ ასე ახლოდან,- თქვა თაიამ ხმადაბლა. შატილში ყოველთვის შორიდან უყურებდა ამ წესს. შუადღისკენ ხეობის თხელი, გრილი ჰაერი მთლიანად უცნაურმა, მჭრელმა ხმამ გააპო. ერთ წამში სამყარო თითქოს გაიყინა. გაჩერდნენ კაცები, შეწყდა ქალების ლაპარაკი, ბავშვების ხმამაღალი სიცილიც კი წამში ჩაქრა. ხატის ფარდულიდან ხუცესი და მედროშე გამოვიდნენ.

ძველი, მძიმე დროშა ქარში ნელა, დიდებულად შეირხა. მისი ხის ტარი, საუკუნოვანი აბრეშუმისა და ხავერდის ნაჭრები, ვერცხლის ძველი მონეტები და პატარა ჯვრები მზეზე მკაცრად აციმციმდა. მათზე დამაგრებული ზარების წკრიალი მთებში უცნაურად, მისტიკურად და ყრუდ გაიშალა. თაიას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ხერხემალზე ცივმა ტალღამ ჩაუარა. ირგვლივ მყოფმა ხალხმა ჩუმად, მოკრძალებით გადაიწერეს პირჯვარი.

ხუცესის ხრინწიანი, მრავალჭირნახული ხმა გაისმა. მერე წინ სოფლის რამდენიმე დიდი, თეთრი მოზვერი გამოიყვანეს. ცხოველი თითქოს გრძნობდა წამს, ნერვიულად აბაკუნებდა ჩლიქებს. რიტუალი მძიმე და დაუნდობელი იყო. ხუცესმა სანთლის ალით შუბლზე ბეწვი შეუტრუსა, ლოცვა დაასრულა და ცივი წყალი შეასხურა. ცხოველი ერთ წამს მთელი სხეულით შეირხა, საზარლად დააცახცახა და ირგვლივ მყოფ კაცებში კმაყოფილმა ჩურჩულმა გადაირბინა: „ხატმა შეიწირა, ხატმა მიიღოო."

იელვა დანამ. ერთ წამში ჰაერში თბილი სისხლისა და ცხელი ცვილის სუნი ისე აირია რომ ყელში მლაშე გემო დატოვა. თაიას უცნაურად, მტკივნეულად შეეკუმშა გული მკერდში. ყველაფერი იმდენად ძველი, უცნაური და რეალური იყო, ადამიანს სრულიად ავიწყდებოდა რომ ოცდამეერთე საუკუნეში ცხოვრობდა. აქ დრო გაჩერებულიყო.

მერე კაცებმა ქუდები მოიხადეს და სათითაოდ, მწკრივში ჩამდგარნი შევიდნენ „საკაცოში" (ხევსურულ სალოცავთან არსებული წმინდა სივრცეა, სადაც ტრადიციულად მხოლოდ კაცებს აქვთ შესვლის უფლება.) ქალები გარეთ დარჩნენ. დაძაბულობა ჰაერში თითქოს კიდევ უფრო გაიზარდა, დამძიმდა. ხუცესის ჩურჩული და ლოცვა შიგნიდან ყრუდ ისმოდა, რასაც ხატის ვერცხლის სასმისების პერიოდული ჟღარუნი ერთვოდა. თაია უძრავად იდგა, თვალს არ აშორებდა წმინდა გალავანს. ცოტა ხანში შიგნიდან კაცები გამოვიდნენ. ონისე პირველი იყო. შუბლზე ცვილის პატარა, ყვითელი კვალი ეტყობოდა.

საღამოსთვის თემობა დაიწყო. ხეობის შუაგულში, დიდ ჭალაში უზარმაზარი, ხის სუფრები „მაყალი" გაშლილიყო. მოხარშული ხორცის ორთქლი, ახალი ლუდისა და ნაკვერჩხლების სუნი მთელ ხეობაში ტრიალებდა. ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები უკვე წრეში ჩამდგარიყვნენ და მიწას აზანზარებდნენ ცეკვით, მოხუცები კი სუფრის კიდეში მწარედ, მჭრელად კაფიაობდნენ. ათენგენობის ღამე ნელ - ნელა მხიარულ, თავაშვებულ და ველურ ქეიფად გადაიქცა და მერე, როცა მზე მთების მიღმა ჩაესვენა და ცაზე პირველი ვარსკვლავები აინთო, ყველაზე მოსალოდნელი დოღის დროც მოვიდა.

ხეობის ქვემოთ, სწორ, კლდოვან ბილიკთან უკვე მთელი თემი იკრიბებოდა. ცხენები ნერვიულად ფრუტუნებდნენ, ჩლიქებით გამეტებით აბაკუნებდნენ მშრალ მიწას და ტალახს ჰაერში ისროდნენ. ქრისტამ თაიას მკლავში ხელი მაგრად წაავლო და წინ გაათრია.

- წამო, წამო, წინ დავდგეთ!

- რა ხდება, ასე რატომ ჩქარობ?- იკითხა თაიამ, თუმცა თავადაც გრძნობდა, როგორ აუჩქარდა პულსი.

- ონისე მონაწილეობს წელს! თავისი შავი მერანით გამოდის. შარშან არ გამოსულა!

ბრბოს შორის, კაცების მხარდამხარ რომ გააღწიეს და წინა ხაზზე დადგნენ, უკვე დაინახა. ონისე ცხენზე იჯდა. მისი უზარმაზარი, ნახშირივით შავი მერანი ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ყალყზე დგებოდა და გვერდულად დადიოდა. კაცს თოკის ლაგამი ძლიერად დაექაჩა თავდაჯერებული იყურებოდა. საღამოს გრილმა ქარმა თმა მთლიანად აუწეწა. იმ წამს ისეთი საოცარი და მრისხანე ჩანდა, თითქოს თვითონვე ყოფილიყო ამ მკაცრი მთების, კლდეებისა და უფსკრულების ცოცხალი განსახიერება, აბსოლუტურად ველური, საშიში და თავისუფალი.

მერე, თითქოს ინსტინქტურად იგრძნოო, ონისემ მოულოდნელად თავი გვერდზე მოაბრუნა და ხალხის უზარმაზარ ბრბოში მდგომი თაია მოძებნა. მათი მზერა ერთმანეთს დაეტაკა. ონისეს მკაცრი სახე წამით შეიცვალა, ბაგის კუთხე, სულ ოდნავ, ძლივსშესამჩნევად ჩაუტყდა იმ ნაცნობ, თავდაჯერებულ ღიმილში. თაიას გული ყელში მოებჯინა.

- ეს საშიში არაა?- ჰკითა ქრისტას.

- ცოტათი არის, წინა წელს მაგალითად ორი ცხენი ერთმანეთს დაეჯახა და ხელ - ფეხი მოიტეხს მხედრებმა,- მხრები აიჩეჩა ქრისტამ. ხუცესის მჭახე ნიშანიც გაისმა. ხმამაღალმა ყიჟინამ და ცაში ატყორცნილმა თოფის სროლის ხმამ ხეობა შეაზანზარა. ცხენები ადგილიდან გიჟური სიშმაგით, ერთიანად მოწყდნენ.

პირველივე წამებში მოედანზე ყველაფერი აირია. ტალახისა და მშრალი მიწის უზარმაზარი მასა ჰაერში აიჭრა, რამაც ხილვადობა თითქმის გააქრო. ონისეს შავმა მერანმა სტარტზე ფეხი აუკრა, მიწა ნალის ქვეშ ზედმეტად სველი აღმოჩნდა და ცხენი წამით შეყოვნდა, გაავებული ყალყზე შედგა. ამ მცირე წამით სხვებმა მაშინვე ისარგებლეს. ბიჭებმა წინ გააღწიეს, ერთმანეთს მხარდამხარ მიჰყვნენ, ცხენებით ახლოს მივიდნენ და უკან გზა მთლიანად, გაუვალ კედლად ჩაკეტეს. ონისე ყველაზე ბოლო აღმოჩნდა. ბრბოში შეშინებული ჩურჩული, შეძახილები და ნერვული ხმაური ატყდა.

- ჩამორჩა ფიცხელაური,- გაისმა აქა - იქ მამაკაცების ხმები.

თაიას მუცელი შიშისგან გამოეფიტა, ფილტვებიდან ჰაერი მთლიანად ამოეცალა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ხედავდა, როგორ მიქროდა ათამდე გაავებული ცხენი ვიწრო, დაკლაკნილ კლდოვან ბილიკზე, სადაც მარჯვნივ მხოლოდ კლდე იდგა, მარცხნივ კი თავბრუდამხვევი, შავი უფსკრული. ონისე ყველას უკან მიჰყვებოდა, უზარმაზარი ტალახის შხეფები პირდაპირ სახეში ეცემოდა, მაგრამ მის ფიგურას არანაირი პანიკა არ ეტყობოდა. გზა სულ უფრო ვიწროვდებოდა. წინ, ყველაზე სახიფათო და მკვეთრ მოსახვევთან, სადაც ბილიკი ორად იყოფოდა და პირდაპირ კლდის ბასრ ნაპირს უვლიდა, წინა მხედრებმა ინსტინქტურად, სიფრთხილის გამო სიჩქარეს ოდნავ უკლეს, რათა ინერციით უფსკრულში არ გადაჩეხილიყვნენ. ონისემ ზუსტად ამ წამით ისარგებლა. ლაგამი სრულიად მიუშვა, შავ მერანს დეზები გაუაზრებელი სიძლიერით ჰკრა და წარმოუდგენელი, აშკარა თვითმკვლელობის ტოლფასი ტრაექტორია აირჩია. ბიჭებისთვის შიდა მხრიდან ავლა გადაწყვიტა, უნდოდა უშუალოდ კლდესა და მათ უნაგირებს შორის დარჩენილ პატარა სივრცეში აევლო გვერდი.

- გაუფრენია ამას! სად მიდის, ღმერთო, გადაირია?!- აღმოხდა თაიას, ხმა ჩაუწყდა და უნებურად ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, თითქოს ფიზიკურად აპირებდა კაცის შეჩერებას. ირგვლივ ხალხმაც შეშინებულად დაიყვირა,- ასე მშვიდად როგორ ხარ?

- ეგ ამას პირველად არ აკეთებს,- ჩაეცინა ქრისტას. არც თაიას ეშლებოდა რომ ონისე უდაოდ კარგი იყო ჯირითში, თუმცა ამას თავადაც ვერ გაბედავდა. შავი ცხენი ნამდვილი ბნელი ქარიშხალივით შეიჭრა მწკრივში. ონისემ ჯერ ბოლო სამი მხედარი ჩამოიტოვა უკან, მერე მესამე პოზიციაზე მყოფს მთელი სხეულითა და მხრით დაეჯახა, ძლივს შეუნარჩუნა წონასწორობა აცეკვებულ მერანს და პირდაპირ ლიდერებს მიუახლოვდა.

ფინიშამდე ორმოცდაათიოდე მეტრიღა რჩებოდა. გზა ოდნავ გაფართოვდა, სწორი გახდა. ონისემ ხმამაღლა დაუყვირა თავის ცხენს. შავმა მერანმა თითქოს პატრონის ხმაზე უკანასკნელი, ძალები მოიკრიბაო, მიწას ნალები გამეტებით დაჰკრა და წარმოუდგენელი, გიჟური ნახტომით წინ მყოფ ორ ლიდერ ცხენს შორის უბრალოდ გაძვრა.

ეს იყო წამიერი, აბსოლუტურად სუფთა, უზადო და დაუნდობელი გამარჯვება.

ონისემ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. ხალხში ნამდვილი ყიჟინა ატყდა. კაცმა ცხენი მკვეთრად შეაჩერა, ყალყზე დააყენა პირდაპირ მზის ჩასვლის ფონზე და ტალახისა და მტვრის მასა ჰაერში მიმოფანტა. მძიმედ, ხმაურით სუნთქავდა, თმა სრულიად აწეწილი ჰქონდა, სახეზე ტალახის კვალი სცხებოდა, მაგრამ თვალები გამარჯვებულის ალმურითა და სიმშვიდით უელავდა. მან ცხენი ნელა შემოაბრუნა და პირდაპირ იქით წამოიყვანა, სადაც თაია იდგა. ხალხი აღფრთოვანებული უთმობდა გზას ხეობის პირველ კაცს. როცა ქალთან სულ ახლოს მივიდა, ცხენი შეაჩერა, ზემოდან დახედა მის მკერდში აფორიაქებულ, გაფითრებულ, მაგრამ ამავდროულად აღფრთოვანებულ სახეს და ტუჩის კუთხე ისევ იმ თავდაჯერებული, აუტანელი და მრავლისმეტყველი ღიმილით ჩაუტყდა. მერე, მთელი ამ გამარჯვებული ხმაურის ფონზე, უნაგირიდან ცალი ფეხი გადმოიტანა და ცხენიდან მიწაზე მსუბუქად ჩამოხტა. ონისეს არც ხალხის ოვაციებისთვის მიუქცევია ყურადღება და არც მისკენ მომავალი ბიჭებისთვის. პირდაპირ თაიასკენ გადადგა ორი დიდი ნაბიჯი, ხელი მოჰკიდა წელზე და ისე რომ ქალს აზრზე მოსვლაც არ აცალა, თავისკენ მძლავრად მიიზიდა.

მკლავები ძლიერად, უსიტყვოდ შემოხვია და გულში ჩაიკრა. თაია წამით გაშეშდა, სუნთქვა შეეკრა. კაცის გული მის მკერდს გიჟური სიჩქარით აწყდებოდა. თაიამ იგრძნო, როგორ მოეხვია ონისეს დიდი ხელები ზურგზე, თითქოს ამით მთელ სამყაროს უმტკიცებდა რომ ეს ქალი მისი იყო და მის ხელშეუხებლობას საკუთარი სიცოცხლით დაიცავდა. ირგვლივ ხალხის ყიჟინა წამით სადღაც შორს, ნისლში ჩაიკარგა. თაიამ უნებურად თავი მის მყარ მხარზე ჩამოდო, თვალები დახუჭა და ხელებით უხეშ ნაჭერს ჩააფრინდა.

ონისემ თავი ოდნავ დახარა.

- ეს რა სიგიჟე გააკეთე, ნორმალური ხარ?- ამოიჩურჩულა თაიამ მის მხარში, ხმა ჯერ კიდევ უთრთოდა განცდილი შიშისგან. ონისეს გაეცინა, თუმცა მკლავები არ შეუხსნია.

- ხომ მეუბნებოდი არანორმალური ხარო, ხოდა ახლა ნამდვილი მიზეზი მოგეცი მაგის სათქმელად,- ნელა მოსცილდა, ხელი ისევ თაიას წელზე ეჭირა, თითქოს გაშვებას არ აპირებდაო. მის შავ თვალებში ისევ ის ძველი, აუტანელი ცეცხლი ტრიალებდა, მაგრამ ახლა მასში რაღაც საოცრად თბილიც გარეულიყო.

- ძალიან მაგარი იყო,- დაჰკრა მხარზე ხელი ქრისტამ,- ასე უნდა თამაში, აბა რა. წავალ ახლა დავცინებ გაბრიელს და დანარჩენებს.

კაცს ხელი ისევ მყარად ეჭირა თაიას წელზე. მისი ცერა თითი უნებურად, ნელა მოძრაობდა წვრილ წელზე, თითქოს ამ შეხებით საკუთარ თავსაც ამშვიდებდა და იმ გიჟური რბოლისგან დარჩენილ ადრენალინს ანელებდა.

- ხელი გამიშვი,- თქვა თაიამ ხმადაბლა, თუმცა მის ხმაში ძველი, მტრული სიმკაცრე ვეღარ იგრძნობოდა. პირიქით, ზედმეტად ჩურჩულით გამოუვიდა,- ყველა ჩვენ გვიყურებს. სირცხვილია.

- გვიყურონ,- უპასუხა ონისემ ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი თვალებისთვის. ტუჩის კუთხეში ისევ ის აუტანელი, მაგრამ ახლა უკვე საოცრად თბილი ღიმილი დასთამაშებდა,- ჩემი ცოლი ხარ. ხატმაც დაგვლოცა და მთელმა ხეობამაც იცის. ვისი უნდა მერიდებოდეს?

- ონისე, მართლა,- თაიამ ხელები მკერდზე დაადო და ოდნავ მიაწვა რომ მოსცილებოდა. კაცმა ამჯერად ნება მისცა, ხელები ნელა ჩამოუშვა, თუმცა ისე ახლოს იდგა, თაია მისგან წამოსულ სიმხურვალეს ფიზიკურად გრძნობდა. თმები შეისწორა, რომლებიც ქარს სრულიად აეწეწა და მზერა ხალხისკენ გააპარა. ნერვიულობა ჯერ კიდევ ეჯდა სისხლში, მაგრამ ონისეს სიახლოვე და ეს მოულოდნელი ჩახუტება უცნაურ, აქამდე უცნობ სიმშვიდეს უბრუნებდა.

- წადი და გამოიცვალე, ჭუჭყიანი ხარ, მეც დამსვარე,- წაიწუწუნა თაიამ.

- წავიდეთ,- დაეთანხმა ონისე. მისი ხმა ისევ ჩვეულ, მტკიცე რიტმს უბრუნდებოდა,- შენ ქრისტასთან და დედაჩემთან ერთად იყავი, თვალით გიყურებდე. როგორც კი საქმეს მოვრჩები, ერთად წავალთ სახლში.

ონისე მართლაც მალევე დაბრუნდა ხალხში, სუფთა ტანსაცმლით, კაცების სუფრასთან მისი გამოჩენა ნამდვილი გუგუნით აღნიშნეს, ხუცესმა პირადად გადასცა საზედაშე ლუდით სავსე დიდი, ნაჭედი ვერცხლის თასი, როგორც დღის მთავარ გმირს.

თაია კი ქალების სუფრასთან, დალისა და ქრისტას გვერდით დაჯდა. აქ განწყობა ბევრად უფრო თბილი და აყოლილი იყო. მოხუცი ხევსური ქალები თაიას კეთილგანწყობილი, მრავლისმეტყველი მზერით აკვირდებოდნენ.

- აბა, არაბულო,- ჩაილაპარაკა ერთ - ერთმა მოხუცმა ნათელამ და თაიას თბილი, დაკოჟრილი ხელი მხარზე დაადო,- ნახე, რა ქმარი გყავს! წლები გადის და მაინც არ კარგავს პირველობას. ეგ შავი მერანი ყველას როდი ემორჩილება, მაგრამ ონისეს ხელში კრავივითაა. ხეობაში მაგას ცხენოსნობაში ვერავინ აჯობებს.

- მართალია, - აჰყვა მეორე ქალიც,- ფიცხელაურების ჯიშია ეგეთი, მუდამ წინ მიიწევენ. გაგიმართლა, შვილო, ნამდვილი კაცი შეგხვდა პარტნიორად.

თაიამ უხერხულად გაიღიმა, ლოყები ოდნავ აელეწა. უნებურად კაცების სუფრისკენ გაიხედა. ონისე სწორედ იმ წამს სვამდა სასმისს, მაგრამ თასი ტუჩებიდან მოცილებული არ ჰქონდა, რომ მისი მზერა ისევ თაიასკენ წამოვიდა. შორიდანვე შეამჩნია ქალის აწითლებული ლოყები და ტუჩის კუთხე კმაყოფილებით ჩაუტყდა.

- არც თაიაა ნაკლები ჯირითში,- მხარზე ხელი გადასდო ქრისტამ,- ერთი უნდა ნახოთ თავისი ცხენით როგორ დაფრინავს.

- ოჰ, ნუ უქებთ ახლა ძალიან, თორემ ისედაც ამაყია და საერთოდ ვეღარ დავიმორჩილებთ სახლში,- ჩაერია სიცილით ლიკა.

- ონისეს ქება არ სჭირდება, საქმე ისედაც ჩანს,- თქვა მშვიდად დალიმ,- არც ჩემი რძალია ნაკლები.

დაუსვა თმაზე ხელი თბილად.

საღამო საოცრად მხიარულად გაგრძელდა. კოცონი გიჟურად გუგუნებდა, ცეცხლის ნაპერწკლები ვარსკვლავებიან ცას უერთდებოდნენ. ისმოდა ფანდურის ჩქარი ჰანგები, კაცების მჭექარე კაფიაობა და სიმღერა, რომელიც ხეობას ექოდ გადაეცემოდა.

გვიან ღამით, როცა ცეცხლი ნელ - ნელა ნაკვერჩხლებად იქცა და ხალხის ხმაურმაც იკლო, ონისე ქალების სუფრას მიუახლოვდა.

- წავიდეთ?- ჰკითხა და ხელი გაუწოდა. თაია წამოდგა, ხალხს დაემშვიდობა და ონისესთან ერთად ბილიკს გაჰყვა. მთვარის შუქი მკვეთრად ანათებდა მათ გზას. ქრისტა და დალი უკვე წასულიყვნენ. ხეობაში საოცარი, მისტიკური სიჩუმე ჩამოწოლილიყო, მხოლოდ მდინარის ხმაური და მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა. ონისეს ხელი ისევ თაიას წელზე ჰქონდა შემოხვეული, ოღონდ ამჯერად არა ხალხის დასანახად, არამედ სრულიად ბუნებრივად, თბილად.

- აბა რაო ქალებმა, მაქეს?- ჩუმად, ღიმილნარევი ხმით ჰკითხა კაცმა.

- რამდენიც გინდა, სულო და გულო,- გაეცინა თაიასაც.

- შენც სიამოვნებით უსმენდი, არა?

- საერთოდაც არა,- იცრუა თაიამ და თავი ოდნავ მიადო მის მხარს,- პირიქით, ვუთხარი ზედმეტად თავდაჯერებულია - მეთქი.

ონისემ ჩაიცინა, უფრო მჭიდროდ მიიზიდა თავისკენ და ასე, მთვარის შუქზე.

- ტყუილი არ გიხდება, ხევსურო,- ჩუმად ჩაილაპარაკა ონისემ,- აი, ლოყები კი ახლაც აწითლებული გაქვს, მთვარის შუქზეც მშვენივრად ვხედავ.

- ძალიან აგივარდა თავში გამარჯვება ვატყობ,- გვერდულად ამოხედა თაიამ. ბილიკს ნელა მიუყვებოდნენ. მთვარის შუქი ქვის კოშკებს ვერცხლისფრად ედებოდა და მათ მრავალსაუკუნოვან სილუეტებს ღამის ცაზე მრისხანე, საოცარ იერს აძლევდა.

- დაიღალე?- ჰკითხა დაბალი, ხავერდოვანი ხმით, რომელიც საოცრად უხდებოდა არღუნის ყრუ შრიალს.

- ცოტათი,- თვალები მინაბა. კაცის ტყავის ქურთუკიდან ნაქროლი ღამის სიგრილე და სხეულის სიმხურვალე ერთიანად ერეოდა ერთმანეთს,- ცხენზე უნდა დამესვი მაშინ, ტყუილად გატარე ამდენი ფეხით.

ჩაილაპარაკა ონისემ და მის ხმაში მკაფიოდ გაისმა ის ძველი, მესაკუთრული ტონი, რომელიც თაიას თავიდან ასე საზარლად აღიზიანებდა, ახლა კი უცნაურ სითბოდ ეღვრებოდა გულზე.

- ჰო აი, ეგღა გვაკლდა ახლა,- გვერდულად ამოხედა თაიამ, მთვარის შუქზე მისი თვალები მკვეთრად აციმციმდა,- მთელი საღამო ქალები შენს ქებაში იყვნენ, დოღში ხომ საერთოდ გადარიე ხალხი... შენი ცხენზე დასმაც რომ დაენახათ, სულ გადაირეოდნენ.

თაიას უნებურად ჩუმი სიცილი გაეპარა. ონისემ ნაბიჯი შეანელა.

- შენც ეგ არ გინდოდა? საშინლად მოგწონს ეგ ფაქტი, არა?- გადაუჩურჩულა, თან მხარზე ოდნავ გაჰკრა მხარი.

- საკუთარი თავით თუ ვამაყობ, ქმრით რატომ არ უნდა ვიამაყო?

- შენ ხომ არ დაგილევია?- ჩაეძია ონისეს,- ეს რა სიტყვებს ვისმენ? გალღვა აისბერგი ბოლოს და ბოლოს?

- ახლა ღლიცინის თავი გაქვს?

- ჩემი ცოლი ისეთ ხასიათზეა ხოლმე, ცოტა თუ არ დავაბალანსე იღრინება, ასე რომ მე სულ კარგ ხაისათზე ვარ.

სახლში შევიდნენ, ნელა აუყვნენ კიბეებს. კარი შეღო ონისემ საძნებლის და ჯერ თაია შეუშვა, მერე თავად,

- მაგიჟებ,- დაიბღვირა თაიამ და სანამ სიბნელეში გზის გაგნებას მოასწრებდა, კაცმა მკლავში ხელი ნაზად ჩაავლო. სწრაფი მოძრაობით ძლიერად მოქაჩა თავისკენ, შემოატრიალა და ზურგით კარს ააკრა.

თაიამ ხელები მკერდზე დაადო, სუსტად მიაწვა, თითქოს უკან დახევას, ამ უხილავი მახედან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ მის ზურგს უკან მხოლოდ ცივი, მყარი კარი იდგა. ონისეს სხეული კედელივით აღიმართა მის წინ, სრულად ჩაკეტა სივრცე და გოგონას გაქცევის არანაირი შანსი არ დაუტოვა. ის იმდენად დიდი და მასიური იყო რომ თაია მის ჩრდილში მთლიანად ჩაიკარგა.

- ონისე, გაიწიე... არ გინდა,- ამოიჩურჩულა, თუმცა საკუთარმა ხმამ წამსვე უღალატა. კიდევ უფრო ახლოს მიიწია. ნელა შემცირდა მათ შორის მანძილი. კაცის ცალი ხელი მაღლა, თაიას თავთან დარჩა, მეორე კი ნელა, თითქმის მუქარით დაუყვა გოგონას ყელს, მისი თბილი თითები მსუბუქად მოეჭდნენ ლავიწის ძვალს და იქვე, მფეთქავ ძარღვზე გაჩერდნენ.

- არ მინდა?- ჩაესმა თაიას მისი დაბალი, ხრინწიანი ხმა, რომელიც პირდაპირ კანქვეშ აღწევდა და ნერვულ დაბოლოებებს ცეცხლს უკიდებდა. ონისემ თავი დახარა, მისი თვალები ბნელში ორი ველური ნაპერწკალივითელავდა,- ტყუილად მებრძვი, ხევსურო. ხომ ვგრძნობ... მთელი შენი სხეული გაგცემს.

თაიას უარყოფა უნდოდა, უნდოდა ცივად ეთქვა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დღევანდელი დღისგან განპირობებული შიში და დაღლილობა იყო, მაგრამ მისი გული ონისეს ისე გამეტებით, საზარელი რიტმით ებრძოდა რომ ამ ტყუილს აზრი აღარ ჰქონდა. სხეულს საკუთარი ნება აღარ გააჩნდა. თავი უმწეოდ გვერდზე მიაბრუნა და თვალები მაგრად დახუჭა, როცა კაცის ცხელი, აჩქარებული სუნთქვა ყელზე მოეფრქვია. ონისე არ ჩქარობდა. ათენგენობის მთელი ამ გიჟური დღის განმავლობაში ნაგროვებ ლტოლვას წვეთ - წვეთად, წამებით უშვებდა. ჯერ მხარზე შეახო ტუჩები. ეს იყო ნელი, მძიმე, წარმოუდგენლად რბილი კოცნა, რომელმაც თაიას სხეულში პირველი, დამანგრეველი ელექტრონული ტალღა გაატარა. თაია უნებურად, ინსტინქტურად მოეჭიდა თითებით მკვრივ მხარს, თითქოს ამ უკიდეგანო სიბნელეში ერთადერთ საყრდენს ეძებდა, რათა მუხლები არ მოჰკვეთოდა. შემდეგ ონისეს ბაგეები ნელა, აჰყვნენ მის ყელს, ყოველ მილიმეტრზე ტოვებდნენ ცხელ კვალს და ბოლოს, ყურის ძირთან შეჩერდნენ.

- მომენატრე,- ამოიოხრა კაცმა. თაიას წამით თავბრუ დაეხვა ონისეს აღიარებაზე,- მთელი დღეა ჭკუიდან გადაგყავარ. არა, მთელი თვეა მაგიჟებ.

თაიამ თავი სრულად უკან გადასწია, მთლიანად მიენდო, როცა ონისემ კოცნით გადაინაცვლა მის ლოყაზე. ეს აღარ იყო უბრალო ფიზიკური ლტოლვა, ეს იყო ბნელი, მისტიკური მიზიდულობა, სადაც თაიას სიამაყე ნელ - ნელა, უსიტყვოდ დნებოდა. ყოველი კოცნა ლოყაზე, ყურთან თუ ყელზე უფრო და უფრო მეტად აბამდა მათ იმ რეალობაში, რომელსაც ორივე თვეების განმავლობაში ასე გამეტებით გაურბოდა და რომელიც ახლა, ამ ჩაკეტილ ოთახში, საბოლოოდ გახდა მათი ერთადერთი სიმართლე.

- შენ საერთოდ წარმოდგენა გაქვს, რა დამართე ჩემს ცხოვრებას?- ონისეს ხმა ჩურჩულზე უფრო დაბალი, თითქმის მუქარასავით მძიმე იყო. შუბლი თაიას შუბლს მიაყრდნო, ისე ახლოს რომ მათი წამწამები ერთმანეთს შეეხო. კაცის თვალები ბნელში ალმურით გუგუნებდნენ,- აქამდე მეგონა, ჩემს თავს ყველაფერს ვაიძულებდი. მეგონა, ამ მთებში ჩემზე მყარი არაფერი იყო. შენ კი შემოხვედი... შენი აუტანელი სიჯიუტით, შენი ყავისფერი თვალებით და ყველაფერი თავდაყირა დააყენე.

თაიამ იგრძნო, როგორ მოებჯინა ცრემლი ყელში, ოღონდ არა წყენის, არამედ იმ საოცარი სიმართლისგან, რომელიც ამ კაცის ყოველ სიტყვაში იღვრებოდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. საკუთარი ხელი, რომელიც აქამდე ონისეს მკერდზე ედო და მოსაცილებლად უბიძგებდა, ნელა ააცოცა ზემოთ, კაცის ყელს მოეჭდო და თითები მის თმებში ჩააფლო.

- ეს შენი სიჯიუტე სულ მაგიჟებდა და მიზიდავდა. ის რომ ვერაფრით მოვახერხე შენი გულის მოგება, ჭკუიდან მშლიდა იმის გაფიქრებაც კი რომ ასეთი მიუწვდომელი იყავი.

- ონისე...- აღმოხდა ძლივს გასაგონად. ეს სახელი მისი ბაგეებიდან პირველად გაჟღერდა ასე ნებართვასავით, თხოვნასავით. ეს იყო უკანასკნელი ნაპერწკალი, რომელიც კაცს აკლდა. ონისემ ვეღარ გაუძლო ამ მანძილს, ვეღარ გაუძლო თაიას თითების სითბოს საკუთარ კანზე. მისი დიდი ხელები სახეზე შეახო, თითქოს უძვირფასეს განძს უფრთხილდებაო და მისი ტუჩები საბოლოოდ, სასოწარკვეთილი სიხარბით დაეწაფნენ თაიას ბაგეებს. ეს აღარ იყო ის უხეში, მტრული შეხება, როგორც მაშინ, შატილის გზაზე. ეს იყო კოცნა, რომელშიც თვეების განმავლობაში ნაგროვები მთელი ემოცია, სიამაყე, შიში და დამალული ვნება ერთიანად ჩაიწვა. ონისე მას ხარბად, ღრმად კოცნიდა, თითქოს სურდა, თაიას სხეულიდან უკანასკნელი სუნთქვაც კი თავად შეესვა, ხოლო თაია, კარს მიჯაჭვული, მთლიანად დნებოდა მის მკლავებში. მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ კაცის ძლიერი სხეული არ აძლევდა დაცემის საშუალებას, უფრო და უფრო მჭიდროდ აკრავდა ხის ზედაპირს.

ოთახის სიბნელეში მხოლოდ მათი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. ფანჯრებს მიღმა არღუნი ისევ ძველებურად გუგუნებდა, მაგრამ ამ კედლებს შიგნით სამყარომ ტრიალი შეწყვიტა. არ არსებობდა არც წარსული, არც დაპირისპირებული გვარები და არც ის გაურკვეველი საფრთხე, რომელიც მათ ეზოში ჩასაფრებულიყო. თაიას თითები ონისეს კისერზე ძლიერად ჩაებღუჯა, თითქოს მხოლოდ ასე შეეძლო წონასწორობის შენარჩუნება ამ თავბრუდამხვევ წყვდიადში. კოცნა ნელ - ნელა მშვიდდებოდა, მაგრამ მათ შორის დაგროვილი დაძაბულობა არსად ქრებოდა. პირიქით, ახლა უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ყოველ მოძრაობაში ჩანდა. ყოველი სუნთქვა, ყოველი ფრთხილი შეხება, კაცის დიდი, ცხელი ხელები მის წელზე, მისი გიჟური გულისცემა საკუთარ მკერდთან... ყველაფერი ერთიანად სცდებოდა უბრალო რეალობის საზღვრებს.

ონისემ ტუჩები ძალიან ნელა მოსწყვიტა მის ბაგეებს, თითქოს ყოველი მილიმეტრის დათმობა უმძიმდა. ორივეს სუნთქვა სრულიად არეული ჰქონდა. რამდენიმე წამი უბრალოდ შუბლშეხებულები იდგნენ სიბნელეში, გაშეშებულები, კარს მიყრდნობილები. თითქოს არც ერთს უნდოდა ამ წამიდან გამოსვლა, თითქოს ამ კარის მიღმა არსებული სამყარო თავისი საზარელი წესებითა და საფრთხეებით საერთოდ აღარ არსებობდა.

ონისემ თვალები დახუჭა და ღრმად, მძიმედ ამოისუნთქა, მისი მკერდი თაიას მკერდს მჭიდროდ მიეზილა.

- ღმერთო...- ჩახლეჩილი, სრულიად დანებებული ხმით ჩაილაპარაკა,- შენ მართლა საერთოდ არ მიტოვებ შანსს.

- თავად დაიწყე,- ძლივს ამოილაპარაკა თაიამ.

- ჰოო და ამყევი,- ჩაეცინა ონისეს,- არადა ბოლო და უკანასკნელიაო ვინ ამბობდა?

თაიას ლოყებზე ისევ ალმური მოედო.

- შენთან ლაპარაკი საერთოდ შეუძლებელია.

- არა, უბრალოდ ზედმეტად კარგად გიცნობ უკვე,- დაიხია უკან ონისემ,- ისევ იატაკზე უნდა დამაძინო?

- როგორ მიხვდი,- ჩაეღიმა თაიას.

- აღარ უვარგა შენს ქმარს გვერდები.

- რატმღაც ტუჩებს ვერასდროს ვერ აჩერებს ერთ ადგილას და იატაკზე დაწოლა პრობლემა გახდა უცებ?

- ახლა ისევ არ დაიწყო,- ააფრიალა ხელები ჰაერში.

- არ ვიწყებ, გეუბნები უბრალოდ,- პიჟამოებში გამოწყობილი დაბრუნდა აბაზანიდან თაია. საწოლზე აძვრა, მუხლები მკერდზე მიიკრა და კედელს მიაშტერდა. დაწვა ონისეც იატაკზე, თუმცა ძილი არცერთს არ ეკარებოდა,- იცი რა...

გადაიწია მისკენ, მერე ნელ - ნელა დაბლა ჩაძვრა, საწოლს მიეყრდნო ზურგით. ონისეც გადმობრუნდა მისკენ, ზედმეტად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.

- ახლა რაღა მოხდა?

- საზღვრები უნდა დავაწესოთ,- ნიშნის მოგებით გაიღმა თაიამ.

- ნუ მაგიჟებ, ხევსურო,- სახე წაეშალა ონისეს,- რაღა საზღვრები, შენ ხევსურეთში გძინავს, მე სვანეთში. ხუთი წუთის წინ ლამის დამშეულივით დაგეტაკე, რაღა საზღვრები?

გაოგნებული დარჩა თაია.

- არ მომეკაროო, არ მოვსულვარ. არ დაიძინო ჩემთანო, არც დამიძნია. მოვიწიე ახლოს და თავად ვერ გაუძელი, დისტანციას ვიცავ მთელი ჩემი არსებული ენერგიით, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვერევი საკუთარ თავს,- ხელი წამოსწია წინ,- ეს უკვე უნამუსობაა. ამდენად მაწამებ? მართლა ასეთი ცივსისხლიანი ხარ?

თაია ნელა მოცილდა მის მკერდს. ყოველი მოძრაობა უჩვეულოდ მძიმე და ამავდროულად ჰაეროვანი მეჩვენებოდა. თავი ასწია და მთვარის ცივ, ვერცხლისფერ შუქზე შეხედა კაცის დანაშაულის გრძნობით სავსე, მოულოდნელად თბილსა და აფორიაქებულ თვალებს. ის მკაცრი, შეუვალი ხევსური, რომელიც მთელ ხეობას შიშის ზარს სცემდა, ახლა მის წინ იჯდა და სუნთქვაგაკავებული ელოდა მის მომდევნო რეაქციას.

ამჯერად თაიას შიგნით აღარც ძველი შიში დარჩენილიყო და აღარც ის მტანჯველი ყოყმანი, რომელიც თვეების განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა. ყველა თავდაცვითი ბარიერი, საგვარეულო სიამაყე და წყენა წამში აორთქლდა.

- მაპატიე...- ხმადაბლა, სრულიად შეცვლილი ტონით თქვა ონისემ,- ასე არ უნდა მეთქვა. ჩემი ბრალია. უბრალოდ... ჭკუიდან გადამიყვანე, თაია. შენთან ახლოს ყოფნა და თავის შეკავება ჩემს ძალებს აღემატება.

- მართლა ასეთი ცუდი ვარ?- ამოიჩურჩულა თაიამ.

- არა, არა, ასე არ არის,- მაშინვე შეაწყვეტინა ონისემ და მკლავები უფრო მაგრად მოუჭირა, თითქოს ამ სიტყვებისგან მის დაცვას ცდილობდა,- მაპატიე, თუ ასე იფიქრე.

ონისემ მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოჰხვია, თითქოს სურდა საკუთარ სხეულში დაემალა გოგონას ყოველი ეჭვი და წუხილი.

- მაპატიე... გთხოვ, მაპატიე, ხევსურო,- იმეორებდა ჩუმად. მისი დიდი, უხეში ხელები საოცარი სინაზით დაასრიალებდნენ თაიას ზურგზე, თითქოს ამ შეხებით ბოდიშს უხდიდა ყოველი იმ მკაცრი სიტყვისთვის, რაც კი ოდესმე მისთვის ეთქვა.

- ვიცი რომ დაულაგებელი ადამიანი ვარ,- თქვა თაიამ ხმადაბლა, მის ტონში ნამდვილი, ბავშვური გულწრფელობა იგრძნობოდა,- ხან აქეთ გექაჩები, ხან იქით... ხან გებრძვი, ხან კი... ვეღარ გაგიგე. ჩემს თავსაც ვეღარ ვუგებ, ონისე. იმდენი რამ აირია ჩემში რომ ზოგჯერ მგონია, საერთოდ ჭკუიდან გადავდივარ.

მათ შორის მანძილი სანტიმეტრებამდე შემცირდა, სანამ ონისეს სხეულის ნაცნობი, მწველი სიმხურვალე ისევ არ იგრძნო საკუთარ კანზე. თაიამ ცალი ხელი ფრთხილად ააცოცა კაცის მყარ მხარზე, თითები მის კისერზე გადაატარა, სადაც პულსი ისევ გიჟური სიხშირით ფეთქავდა და ზემოთ აიხედა. ამჯერად აღარც შიში იყო, აღარც წყენა და აღარც საუკუნოვანი საგვარეულო მტრობა. თაიამ თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და სულმოუთქმელად, თითქოს უკანასკნელ ნაბიჯს დგამდა უფსკრულის პირას, პირველად საკუთარი ინიციატივით, ნაზად, მაგრამ საოცრად მტკიცედ მიაწება ფიცხელაურს ბაგეები. ეს იყო სუფთა, შიშველი აღიარება, ნელი, სათუთი და იმდენად მწველი რომ ონისეს სხეული წამით სრულად გაშეშდა. კაცმა გაოცებისგან სუნთქვაც კი შეწყვიტა, თითქოს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ეს ჯიუტი ხევსური გოგო, რომელიც მუდამ ეკლებს ისროდა, ახლა ასე ნებაყოფლობით, ასეთი ლტოლვით დნებოდა მის ბაგეებზე.

თუმცა ეს გაოგნება მხოლოდ წამს გაგრძელდა.

მომდევნო წამს ონისეს მკერდიდან ყრუ, ღრმა ამოოხვრა აღმოხდა. მისი დიდი ხელები წამში მოეხვივნენ თაიას წელს, თითები აბრეშუმის კაბის თხელ ქსოვილში ჩააფლო და გოგონა ისე ადვილად ასწია, თითქოს საერთოდ არ ჰქონოდა წონა. თაიას სხეული უფრო ახლოს მისწია თავისთან. იმდენად რბილი, იმდენად ნაზი და სათუთი იყო რომ ზემდეტს ვერაფერს აკეთებდა. ეშინოდა არ დაეფრთხო, ეშინოდა ისევ არ აერია მისთვის გონება და არ შეეშნებინა. ოთახში ნახევრად ჩამქრალი კერის შუქი ციმციმებდა. ჩრდილები მათ სხეულებზე ნელა მოძრაობდა.

ონისე უყურებდა, თაიას აჩქარებულ თვალებს, აწითლებულ ლოყებს, თმას, რომელიც მხრებზე უწესრიგოდ ჩამოშლოდა... და იმ ნდობას, რომელიც გოგონას გაუცნობიერებლად დაებრუნებინა მისთვის ამ ერთ წამში. ეს აღარ იყო ბრძოლა. არც ის დაუნდობელი დაძაბულობა, რაც თავიდან ჰქონდათ. ახლა უფრო ჰგავდა რაღაც ძალიან სახიფათო სიმშვიდეს, სადაც ორივე მთლიანად დაუცველი დარჩა ერთმანეთის წინაშე. ონისეს თითები ნელა ჩაეფლო კაბის თხელ ქსოვილში. კაცმა თავი ძალიან ოდნავ დახარა და ცხვირი მის თმებში ჩარგო. ღრმად ამოისუნთქა, თითქოს მის სურნელს იმახსოვრებდა. თაიას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

იმიტომ რომ საერთოდ უცნაური იყო ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ ონისეს ამ მხარეს პირველად დააკვირდა და ყველაზე საშიში ის იყო რომ თაიამ მის მკლავებში თავი პირველად იგრძნო სრულიად უსაფრთხოდ.

დილით თაიას სახეზე მზის პირველმა, ბასრმა სხივებმა გადაირბინეს. თვალები ნელა გაახილა, წამით დაიბნა, მაგრამ წინა ღამის მოგონებები წამსვე ამოტივტივდნენ გონებაში და ლოყები ისევ უნებურად აელეწა. გვერდით გადაბრუნდა, მერე ნელ - ნელა გამოფხიზლდა. ოთახი ცარიელი იყო.
თაია წამოიწია, აბურდული თმები სახიდან გადაიყარა და ოთახს თვალი მოავლო. ოთახში უცნაური სიცარიელე ჩამოწოლილიყო.

- ონისე?- ხმამაღლა თქვა, მაგრამ საკუთარმა ხმამ კედლებს შორის ყრუდ ჩაიარა. საწოლიდან ადგა, სწრაფად მოწესრიგდა, გრილი წყლით სახე დაიბანა რომ გონზე მოსულიყო და საწოლის ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა. ეკრანი გაანათა, არანაირი შეტყობინება. ონისეს ნომერი აკრიფა და ყურზე მიიდო. თუმცა არავინ პასუხობდა.

პირველ სართულზე, დიდ მაგიდასთან ქრისტა და დალი ისხდნენ. ქრისტა რაღაცას ხალისით ყვებოდა, დალი კი, როგორც ყოველთვის, დინჯად უსმენდა. თაიას დანახვაზე ორივემ თბილად გაიღიმა.

- ოჰ, გაიღვიძა ჩვენმა ქალბატონმა!- წამოიძახა და მაშინვე წამოდგა რომ თაიასთვის თეფში დაეხვედრებინა,- დაბრძანდი, სანამ ცხელია. გუშინდელი დღის მერე ალბათ გშია.

- დილა მშვიდობისა,- თქვა თაიამ, მაგიდას მიუჯდა, მაგრამ თვალები აქეთ - იქით გაურბოდა,- ონისე... ონისე სად არის?

ქრისტამ და დალიმ ერთმანეთს გადახედეს. დალიმ ყავის ფინჯანი ნელა დადგა მაგიდაზე.

- დილით ადრე ადგა, შვილო. საქმე მაქვს და გვიან დავბრუნდებიო,- თქვა მოხუცმა ქალმა მშვიდი, აუღელვებელი ხმით, თუმცა მის მკაცრ თვალებში თაიამ მაინც დაიჭირა რაღაც უცნაური, დაფარული შფოთი.

- სად გავიდა? ან ტელეფონი რატომ აქვს გამორთული? დავურეკე და მიუწვდომელია.

- მეწყერი ჩამოწოლილა გუშინ ღამე. იქ არიან. მთებში გზებზე კავშირი ხშირად იკარგება, თაია, ხომ იცი,- სცადა სიტუაციის განმუხტვა ქრისტამ, თუმცა წინა დღის მხიარულება მისი სახიდანაც ნელ - ნელა ქრებოდა,- იცის ხოლმე ასე, მოვა, ნუ ნერვიულობ.

თუმცა ქრისტას სიტყვებს ნერვიულობა არ გაუნელებია. რატომღაც არ გრძნობდა თავს კარგად. რაც უფრო გადიოდა დრო, თაიას მკერდში ის უცნაური, აუხსნელი შფოთვა უფრო მძიმდებოდა, თითქოს ყოველი გასული წუთი მის ფილტვებში ჰაერს ყინავდა. თავიდან ცდილობდა საკუთარი თავისთვის დაერწმუნებინა რომ ზედმეტად რეაგირებდა. ონისე ხომ ყოველთვის ასეთი იყო. მისი ეს უეცარი გაუჩინარებები და იდუმალი საქმეები ხომ ხევსურეთისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. აქაური კაცები ასე ცხოვრობდნენ, ჩუმად, სიტყვაძუნწად, მაგრამ ახლა სხვანაირად იყო.

იმ ღამის შემდეგ სხვანაირად იყო ყველაფერი.
იმ კოცნის შემდეგ. დალისთან ერთად საქმის კეთებად შეჰყვა. აბდულაც კი დაბრუნდა მთიდან სახლში.

- რა ხდება დაბლა?- იკითხა დალიმ.

- ცუდადაა საქმე,- გააქნია თავი კაცმა,- ბევრი მიწაა ჩამოშლილი.

შუადღე დადგა, ონისე კი ისევ არ ჩანდა.

- რა გჭირს?- მხარზე დაადო ხელი ქრისტამ.

- არაფერი,- გააქნია თავი და განაგრძო საქმის კეთება. შორიდან დააკვირდა ქრისტა, ვეღარაფერი ვეღარ უთხრა, მერე ტელეფონმა დაურეკა და ეზოში დაიძრა. ქვაბში წყალი ნელა დუღდა. ფანჯრიდან მთების ჩუმი სილუეტები ჩანდა. ხელებით მაგიდას დაყრდნობოდა. ჩაფიქრებულიყო რაღაცაზე და ზუსტად მაშინ გაისმა გარედან მანქანის ხმა. თაია მაშინვე ფანჯარასთან მივიდა. ეზოში შავი მანქანა გაჩერდა. მერე კარი გაიღო, ონისე გადმოვიდა.

იმდენად დაღლილი ჩანდა, წამით ვერც იცნო. შავი მაისური მტვრით ჰქონდა დაფარული, თმა უწესრიგოდ ჩამოშლოდა შუბლზე. მანქანის კარი მძიმედ მიხურა და რამდენიმე წამი უბრალოდ ადგილზე იდგა, თითქოს ძალებს იკრებდა.
მერე თავი ასწია და ფანჯარასთან მდგომი თაია დაინახა.

ნელა შემოვიდა სახლში, არაფერი უთქვამს ქრისტასთვის. კარებს მიასკდა თაია, შეეგება მისაღებში, თუმცა მასაც უთქმელად აუარა გვერდი და ოთახში ავიდა. დაღლილი იყო, იმდენად რომ ფეხზე ძლივს იდგა, საკუთარი თავი ძლივს მიჰყავდა მაღლა.

- კარგადაა?- ჰკოთხა ქრისტას.

- ალბათ მართლა სერიოზულადაა საქმე,- მხრები აიჩეჩა გოგომ.

- ჰოო,- ჩაფიქრებულმა ამოთქვა თაიამ.

არც შემდეგი დღე ყოფილა განსხვავებული, ადრე მიდიოდა ონისე, შემდეგ შუადღეს ან საღამოს განადგურებული ბრუნდებოდა უკან. გადავლებას ძლივს ახერხებდა, მაშინვე იძინებდა. ერთი - ორჯერ თაიამ ძლივს გამოაფხიზლა დივანზე ჩაძინებული. მადლობაო დაიჩურჩულა, მერე გვერდი აუარა და ბარბაცით შევიდა სააბაზანოში.

მას მერე თითქოს რაღაც საბოლოოდ შეიცვალა მათ შორის. თითქოს უხილავი ხაზი გადაკვეთეს, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა და ზუსტად ამიტომ აშინებდა ახლა ეს დუმილი. ეს აღარ იყო უბრალოდ ქმრის გაუჩინარება. ეს იყო იმ ადამიანის დაკარგვის შიში, რომელმაც ერთხელ მისი სულის ყველაზე საიდუმლო კარი ჩუმად შეაღო.

- ღმერთო თაია, კიბეებზე იმდენჯერ ახვედი და ჩამოხვედი, უკვე თავბრუ დამეხვა,- არაბულს არც კი გაუღიმია. მისი გონება ზედმეტად შორს იყო აქაურობისგან. დალი უკვე ხვდებოდა, რაც ხდებოდა, მისი გამოცდილი, ბევრი ტკივილის მნახველი თვალები ყველაფერს კითხულობდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდა. მხოლოდ ერთხელ, როცა თაია შუაღამისას ისევ აივანზე იდგა, ცივ ქარში და უყურებდა ბნელ გზას, ჩუმად გამოვიდა გარეთ და მხრებზე თბილი შალი მოახურა.

არ სჯეროდა, იმიტომ რომ ბოლო დღეებში ვეღარ გაეგო რა ხდებოდა ონისეს თავს. თითქოს გაურბოდა. თითქოს განზრახ იმიზეზებდა ყველაფერს, ოღონდ აქაურობას მოსცილებოდა. ხან დილაუთენია ქრებოდა, ხან ღამით ბრუნდებოდა, ხან საერთოდ არ ჩანდა და ყველაზე უარესი, აღარ უყურებდა ისე, როგორც ადრე, პრინციპში საერთოდ აღარ უყურებდა. მასთან ერთად გაქრნენ ჭაბუკა და აბდულაც, მძიმე აურა იდგა სახლში. აღარ ეკარებოდა ონისე, აღარც იმ აუტანელი ხუმრობებით აბრაზებდა. თითქოს იმ ღამის შემდეგ, როცა ბოლოს და ბოლოს ერთმანეთთან ყველა კედელი დაანგრიეს, უცებ ისევ უკან დაიხია. თითქოს ახლა სამაგიეროს უხდიდა და თვითონვე შორდებოდა.

და ეს გაცილებით უფრო სტკიოდა თაიას, ვიდრე მათი ძველი მტრობა.

მესამე დღეს უკვე თვითონაც შეამჩნია რომ ცუდად იყო. თავიდან ეგონა უბრალოდ გადაღლილობის ბრალი იქნებოდა. ღამეები ვეღარ ეძინა წესიერად. მერე კი დილით ყველაფერი ისევ ცივი და გაუცხოებული ხვდებოდა. თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ონისე საერთოდ სხვა ადამიანი იყო. თაია უკვე საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. დილიდან დაღლილი იღვიძებდა, თუმცა თითქმის არც ეძინა.

- გეფიცები, თუ კიდევ ერთხელ იტყვი არ მშიაო, ძალით გაჭმევ,- გამოსძახა ტელეფონიდან ეთუნამ, მაგრამ მერე თვითონაც შეშინდა.

ეშინოდა რომ ონისე განზრახ შორდებოდა. რომ ინანებდა. რომ ის კოცნა შეცდომა იქნებოდა ორივესთვის და ეს ფიქრი ნელ - ნელა ჭკუიდან შლიდა.

ელოდა იმ ღამესაც. საწოლზე იჯდა, მკერდში რაღაც ეტკინა.

- ღმერთო...- ამოიჩურჩულა მაშინ, იმიტომ რომ მიხვდა. ეს უკვე უბრალოდ მონატრება აღარ იყო. ეს იყო შიში რომ მიეჩვია ონისეს, რომ რაღაც კედლები გაარღვიეს, რომ რაღაც ეტაპზე გადავიდნენ და ახლა თითქოს ყველაფერი წყალში ჩაიყარა. ცალკე შიში იმისა, რომ თავად ონისეს სჭირდა რაღაც, ვერ ელაპარაკებოდა, ვერ ასწრებდა სიტყვის თქმას. ყველა ფიქრი მასთან მიდიოდა. ყველგან მას ხედავდა. მისი ხმა ესმოდა მაშინაც კი, როცა სახლში საერთოდ არ იყო.

და ყველაზე საშინელი, ასეთი სიცივე მისგან არასდროს უგრძვნია. მათი მტრობის დროსაც კი არა. მაშინ ონისე ზედ მაინც უყურებდა. ახლა კი თითქოს გაურბოდა მის თვალებს. თითქოს რაღაცის ეშინოდა. ეთუნა ლამის გამოვარდა ტელეფონიდან, როცა ქრისტა მოუყვა როგორ იყო თაია.

- გაგიჟდით მანდ?- მისი ხმა მთელ სამზარეულოში ისმოდა,- სამი დღეა გოგო ადამიანს აღარ ჰგავს და შენი იდიოტი ძმა კიდევ სადღაც დაიკარგა?!

ქრისტამ მაშინვე ტელეფონი მოშორებით გაწია.

- მე რას მეჩხუბები?- წარბები შეკრა ქრისტამ.

- შენც მიაწექი შენს ძმას! ორივე გიჟები ხართ,- თაიას უნდოდა გაბრაზებოდა. უნდოდა ეთქვა, საერთოდ არ მაინტერესებს სად არისო, მაგრამ ვეღარ მოატყუა საკუთარი თავი. იმიტომ რომ იმ წამს მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, რომ კარი გაღებულიყო და ონისე შემოსულიყო. თუმცა იმ ღამეს საერთოდ არ დაბრუნებულა. დილას მხოლოდ ერთი შეტყობინება დახვდა.

" მაპატიე რომ განერვიულებ, რთულადაა აქ საქმე. დღეს ვერ მოვალ, ტკბილი ძილი".

მეოთხე დღეს დილით გაციებულს გაეღვიძა.
ყელი საშინლად სტკიოდა. სხეული ტყვიასავით უმძიმდა, თითქოს ყოველი სახსარი სისუსტით ჰქონდა გაჟღენთილი. ფანჯრიდან შემოსული ცივი, სქელი ნისლი ოთახში იდგა და თაიას უცნაურად, შიგნიდან გააჟრჟოლა. საწოლზე წამოჯდა და თვალები მაგრად დახუჭა.

პატარა ხმაური გაიგო დაბლა, მერე კარი ნელა გაიღო და ონისე გამოჩნდა. ნელა შემოვიდა კაცი და რაღაც სკამზე მიაგდო. მერე თაიას გახედა. ოდნავ გაეღიმა. წამოდგა თაიაც ფეხზე, მიუახლოვდა, თუმცა ონისემ შეხებაც ვერ მოასწრო, ისე ძლოერ ჰკრა მკერდზე ხელი.

- ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ მთელს დედამიწაზე,- იყვირა თაიამ, ხმა ჩაეხლიჩა ყელის ტკივილისგან,- როგორ გაბედე ჩემი ასე მიტოვება?! ვინ ხარ, საერთოდ ვინ გგონია საკუთარი თავი?!

ონისე ერთ ადგილას გაშეშდა, თაიას დარტყმისგან ფეხიც არ მოუცვლია, უბრალოდ გაოცებული უყურებდა მის ანთებულ თვალებს.

- ოთხი დღე! ოთხი დღეა ისე მექცევი, თითქოს არც ვვარსებობ, ნუთუ რამდენიმე სიტყვის თქმაც ზედმეტი იყო შენთვის? ეს ერთი მესიჯი რომ მომიგდე, თავი ვალდებულად იგრძენი?- თაიას ხმა უწყდებოდა, თვალები ეწვოდა, მაგრამ გაჩერებას არ აპირებდა, ონისეს საყელოს ჩააფრინდა და მთელი ძალით შეაჯანჯღარა,- ასე დაგტანჯე? ასე დამსაჯე რომ ერთი სიტყვის თქმის ღირსიც კი არ გამხადე? გავიგე რომ ვიღაცას ეხმარებოდი, გავიგე რომ საქმე გქონდა, მაგრამ მე?! მე ვინ ვარ შენთვის, საერთოდ არაფერი?! როგორ შეგეძლო ასე წასულიყავი იმ... იმ ღამის შემდეგ?!

- თაია დამშვიდდი, გთხოვ,- ონისემ სცადა მისი ხელების დაჭერა, ხმა საოცრად დაბალი და მშვიდი იყო, მაგრამ არაბულმა თავი გაინთავისუფლა და ისევ დაარტყა მკერდში.

- ვერ გიტან,- ამოისისინა გაავებულმა. ონისეს სახე სრულად წაეშალა, როცა თაიას ცრემლები დაინახა. კაცმა უცებ ხელი მოჰკიდა მის მაჯებს, თავისკენ მკვეთრად მიიზიდა და მთელი ძალით ჩაიკრა მკერდში. თაია ებრძოდა, მისგან თავის დაღწევას ცდილობდა, მუშტებს ურტყამდა მხრებზე, მაგრამ ონისე ხელს არ უშვებდა, პირიქით, უფრო და უფრო მჭიდროდ აკრავდა თავის თბილ სხეულზე და თმებზე ეამბორებოდა.

- მაპატიე... მაპატიე, ხევსურო,- დაიჩირჩულა ონისემ ჩახლეჩილი ხმით და მის მკლავებში იმდენი სინანული და მონატრება იგრძნობოდა რომ თაიას უკანასკნელი ძალაც გამოეცალა,- ცოტახანში უნდა წავიდე, საშინელება ხდება სოფლის ბოლოს, კლდე ჩამოიშალა. ვიღაცეები მოყვნენ...

- მესმის,- ამოიოხრა და მოსცილდა,- მაგრამ ხომ შეგეძლო რომ აგეხსნა თავიდანვე ასე?

- ანუ მოგენატრე ეს ოთხი დღე?- ჩაეცინა ონისეს,- გავიგე, თურმე არც ჭამდი და სულ მელოდებოდი.

- ახლა თავს გაგიტეხავ და დასახმარებელი იქით გახდები,- გამოსცრა კბილებში არაბულმა,- მომწყდი თავიდან.

- ვერაფრით ვერ მოიგებს ადამიანი შენს გულს,- ბუზღუნით შევიდა აბაზანაში.

- აი, დაგტოვებ მეც ამდენ ხანს და ვნახოთ ერთი რა აზრზე იქნები,- დაიბღვირა თაიამ.

- საქმე მქონდა, უკვე თვის ბოლოა ლამის, მალე ხალხი დაიწყებს სალოცავში ასვლას, ტურისტებიც იქნებიან, ხომ უნდა გაიწმინდოს გზა?- გამოვიდა ისევ უკან ონისე. მხრებზე პირსახოცი გადაეკიდა, სველი, შავი თმა შუბლზე აწეწილი დაჰყროდა და შავი თვალებით პირდაპირ თაიას უყურებდა. მის ხმაში წეღანდელი ირონია აღარ იგრძნობოდა, ახლა რაღაცნაირად მორბილებული, თითქმის გამართლებასავით ჟღერდა მისი ნათქვამი.

- მერე?!- მაინც არ თმობდა პოზიციებს თაია, თუმცა იგრძნო, როგორ აუცახცახდა ხმა,- დილას ადგომა და ორი სიტყვის თქმაც გზის გაწმენდის ნაწილი იყო?

- თაია, მთებში ვიყავით, იქ კავშირი საერთოდ არ არის, ხომ იცი,- ონისემ ნაბიჯი გადადგა მისკენ. მისი სხეულიდან წამოსული სითბო თაიამ მაშინვე იგრძნო, მაგრამ ჯიუტად დაიხია უკან.

- ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს!- თაიამ მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა,- შებ თქმა არ გინდოდეს და ახლა ტელეფონის ხაზს დააბრალე,- უპასუხისმგებლო გამოხვედი, ეგაა და ეგ, მორჩა აქ თემა.

წარბი აუწია ქალმა.

- და სხვა დროს, სანამ ასე ადგები და წახვალ, გაფრთხილება მაინც ისწავლე. დედაშენს მაინც უთხარი რამე, ელემენტარული რომ იცოდეს ცოცხალი ხარ თუ არა, მოკვდა ქალი ნერვიულობით. თორემ მეორედ რომ გაქრები, პირობას გაძლევ, უკან დაბრუნებულს ვერავინ გნახავს,- ონისემ თვალები მოჭუტა. მის სახეზე წამით ისევ აისახა ის ძველი, ფიცხი ხევსური, რომელიც წინააღმდეგობას ვერ იტანდა, თუმცა თაიას აკანკალებულ ტუჩებსა და ანთებულ ლოყებს რომ შეხედა, მზერა უცებ შეეცვალა. შეშფოთება დაეტყო.

- წითელი ხარ სახეზე,- ჩაილაპარაკა დაბალი ხმით და სანამ გოგო რამის თქმას მოასწრებდა, ონისემ სწრაფად მიუახლოვდა და დიდი, გრილი ხელისგული პირდაპირ შუბლზე დაადო,- იწვი. რატომ ხარ სულ ცუდად?

- ნეტავ ვისი ბრალია, ახლა მოგინდა, ხო? გამიშვი ხელი,- გაიბრძოლა და მისი ხელის მოშორება სცადა, მაგრამ ონისე ადგილიდან არ დაძრულა.

- რა ხარ ასეთი ჯიუტი, რა...- ჩაიბურტყუნა კაცმა. თაიას უნდოდა კიდევ რამე მწარე ეთქვა, მაგრამ ძალა საბოლოოდ გამოეცალა. ონისეს მკლავების სიმტკიცემ და იმ ნაცნობმა სურნელმა, რომელიც კაცს ასდიოდა, მისი თავდაცვის ბოლო კედელიც დაანგრია. უბრალოდ თვალები დახუჭა და ნება მისცა ონისეს, საწოლისკენ წაეყვანა.

ფრთხილად დასვა საწოლზე, მერე კი თბილი პლედი მხრებზე შემოახვია. თაია არ ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მისი თაფლისფერი თვალები მაინც ბრაზითა და წყენით სავსე მზერას ესროდნენ კაცს. სიცხისგან ტუჩები დაშრობოდა, ყოველი ჩასუნთქვა ყელს უფხაჭნიდა.

- იწექი და არ განძრეულდე,- თბილად უთხრა ონისემ, პირსახოცი სკამზე გადაკიდა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. ხელში ცხელი ჩაით სავსე ჭიქა ეჭირა, რომელსაც ჟოლოსა და მცენარეების სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, დალის გამზადებული იქნებოდა. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ჭიქა ტუმბოზე დადგა და თაიას შეხედა. მისი აწეწილი, შავი ხუჭუჭი თმები არეულად დაჰყროდა მხრებზე.

- დალიე, ცოტას მოგეშვება,- ჭიქა მიაწოდა.

- არ მინდა,- ჯიუტად ჩაიდუდღუნა თაიამ და საბანში უფრო ღრმად ჩაეფლო.

- თაია, ნუ მეთამაშები ახლა,- ონისეს ხმა დაუბოხდა, თითქმის ჩურჩულზე გადავიდა,- ისედაც ძლივს გადმოვიარე ის გზა, მთელი ოთხი დღეა თვალი არ მომიხუჭავს წესიერად. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი და...

კაცი წამით გაჩუმდა, თითქოს ზედმეტი სიტყვის თქმა წასცდაო, მერე კი ჭიქა ძალით ჩაუდო ხელებში.

- დალიე - მეთქი,- ჭიქას თითები შემოხვია. ცხელმა შუშამ გაყინული ხელები სასიამოვნოდ გაუთბო. რამდენიმე ყლუპი მოსვა და იგრძნო, როგორ დაუარა სხეულში სასიამოვნო სიმხურვალემ. მიუხედავად იმისა რომ ჯერ კიდევ ბრაზობდა, კაცის სიახლოვე, მისი მძიმე, მშვიდი სუნთქვა საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდა. მერე საწოლზე მიწვა, გადადო ჭიქა გვერდით და ონისეს მიაშტერდა სახეზე.

- რა იყო,- გაეცინა კაცს.

- შენ უნდა მომკლა,- ჩასცინა თაიასაც,- შენ მომიღებ მე ბოლოს.

აუქნია თითი გამაფრყხილებლად.

- დაწექი ახლა და ნება მომეცი მეც დავიძინო,- დაქაჩა ფეხებზე და ჩააწვინა საწოლში,- და არ ინერვიულო, ჩემს ცოლს თავისი ქმარი ისევ აქ დახვდება გაღვიძების მერე. იატაკზე.

- რა თქმა უნდა,- კმაყოფილს ჩაეღიმა არაბულს.

- სხვანაირად როგორ შეიხლება აბა,- დაეთანხმა ონისეც,- იატაკი ჩემი ბედია.

- ზუსტადაც.

* * *

თაიას მალევე ჩაეძინა, თუმცა ყოველ ჯერზე, როცა ღამე კოშმარი ააფორიაქებდა და თვალებს გაახელდა, საწოლის კიდესთან მწოლიარე მამაკაცის სილუეტს ხედავდა. მისი მძიმე, თანაბარი სუნთქვა ესმოდა. ონისე მართლაც იქ იყო. არსად წასულა. მეორე დღეს თაიას ადრე გაეღვიძა. სიცხეს თითქოს უკან დაეხია, სხეულიც აღარ უმძიმდა ისე, როგორც გუშინ. საწოლიდან ფრთხილად წამოიწია და იატაკს გახედა. ონისე იქ აღარ იწვა. პლედი აკეცილი დახვდა. ნერვებმა უმტყუნა, მოიცვა გარედან და სწრაფად დაეშვა ფეხშიშველი მისაღებში. ონისე იქ იდგა, დალის და ქრისტას ელაპარაკებოდა რაღაცაზე. თაიას დანახვაზე ხელი გააჩერა და წარბები შეკრა.

- უკვე ადექი? რატომ არ გძინავს, ხომ გითხარი იწექი - მეთქი?- მაშინვე დაუხვდა საყვედურით.

- მეგონა მომატყუე და მაგრად უნდა მეცემე,- დაემუქრა თაია. ონისემ ხელი თაიას ლოყაზე შუბლზე, რათა სიცხე შეემოწმებინა.

- დაგიწევია,- ჩაილაპარაკა კმაყოფილმა,- ეს გამაგიჟებს.

ფეხშიშველი რომ ნახა, გაიძრო თავად ჩუსტები და არაბულს ჩააცვა.

- დედა ამას მიხედე,- დაუბარა დალის,- მალე ხომ დღეობაა, ხატობისთვის ემზადებიან. სალოცავში საკლავს კლავენ. უნდა მივეხმარო. მარტო ბიჭები ვერ იზამენ.

- კარგი, დაგაგვიანდება?- ჰკითხა ჩუმად, ცოტა არ იყოს, შერცხვა კიდეც საკუთარი ამგვარი გამოკითხვის, მაგრამ ონისეს წასვლა მაინც არ უნდოდა.

- არა, საღამოს აქ ვიქნები. სოფელშივე ხომ არ დავრჩები?- ჩაეცინა კაცს. მერე ტელეფონს დახედა მთელი ეს დრო რომ ზუზუნებდა,- ვეღარ ძლებ უჩემოდ?

- შენ ახლა...

- კარგით, კარგით, ახლა ნუ დაიწყეთ,- ჩახტა შუაში ქრისტა.

ონისე ეზოში გავიდა, მერე კი ცხენზე მოხერხებულად შეხტა.

- ჭამე რამე და დალის დაუჯერე,- იდგა და უყურებდა როგორ მიჭენებდა ონისე ცხენს ჭიშკრისკენ და მიუხედავად იმისა, რომ ისევ მარტო რჩებოდა, ამჯერად მკერდში ის მძიმე, მომწამვლელი შფოთვა აღარ ჰქონდა. იცოდა რომ საღამოს კარი ისევ გაიღებოდა და ის ბოხი ხმა სახლს აავსებდა.

* * *

ონისემ სოფლის ცენტრალურ ორღობეებს აუარა გვერდი. ხატობისთვის სამზადისი მართლაც დაწყებულიყო, შორიდანვე ისმოდა ხალხის ხმაური, მაგრამ მისი მიზანი ახლა სხვაგან იყო. სოფელს საკმაოდ რომ გასცდა, ცხენი ხეობისკენ, ტყის პირას მდგარი, თითქმის მიტოვებული პატარა ხის სახლისკენ შეატრიალა. ეს ძველი საზაფხულო ქოხი იყო, სადაც დიდი ხანია არავის ეცხოვრა და იდეალურ სამალავს წარმოადგენდა.
ცხენიდან ჩამოხტა, პირუტყვი ხეზე საიმედოდ მიაბა და ირგვლივ მიმოიხედა, რათა დარწმუნებულიყო რომ არავინ აედევნა. მერე ისევ მოზუზუნე ტელეფონს დახედა და უპასუხა.

- გისმენ მამა.

- წახვედი?

- აქ ვარ უკვე,- გაიხედა აქეთ - იქით,- ვნახავ და ჩამოვალ იქაც. რა ხდება მანდ?

- თვალწინ მიდგას ერთი და დიდი სურვილი მაქვს თავი წავაწყვიტო,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა ჭაბუკამ,- ბაბუაშენმაც მითხრა რომ სალოცავთანაც არიან.

- ჯანდაბა,- კეფა მოიქექა ონისემ,- სწრაფად უნდა ვქნათ, თორემ თუ გაიგეს წასულია ჩვენი საქმე.

- ასლანს ვუთხარი. მზადაა ეგ, უბრალოდ ჩვენები უნდა მივიდნენ, მეტი არ ვიცი რა ვქნა და რითი ვუშველო.

- დანარჩენს მე მივხედავ, გზახ უნდა გავწმინდოთ მალე, თორემ ეგენიც დარჩებიან დიდხანს.

- ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, ერთ - ორ დღეში მორჩებიანო ასე თქვეს.

- კარგი,- დაასრულა ონისემ,- წავედი, ამათაც ვეტყვი.

და ზარი გაწყდა. წაიწია ონისე წინ და კარი ოდნავ შეაღო. ნახევრად ჩაბნელებულ, ნესტიან ოთახში, ძველ მაგიდასთან მონატრებული დეიდაშვილი - ლაშა ჭანტურია იჯდა. სახე მთლიანად ჩავარდნოდა, თვალებქვეშ შავი უპეები გასჩენოდა და ნერვულად ათამაშებდა ხელებს. მის გვერდით სანდრა იჯდა, მხრებზე თხელი შალი მოეხვია და ფანჯარაში აფორიაქებული იყურებოდა. ონისეს დანახვაზე ორივემ შვებით ამოისუნთქა.

- როგორც იქნა,- თქვა ლაშამ და წამოდგა,- მეგონა, ვეღარ მოაღწევდი. რა ხდება სოფელში? დვალის ხალხი ისევ ტრიალებს?

- ტრიალებს კი არა, ყოველი ფეხის ნაბიჯს აკონტროლებენ,- ონისე მაგიდას მიუახლოვდა, მძიმედ დაეყრდნო ხის ზედაპირს და ლაშას თვალებში ჩახედა,- ხეობის ყველა გასასვლელი გადაკეტილი აქვთ. დვალმა იცის რომ აქ ხართ. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ამ ქოხსაც მოაგნებენ.

- მერე რა ვქნათ?- ჩაერია სანდრა, ხმა უთრთოდა,- აქედან ხომ უნდა არსებობდეს რაიმე გზა? ასე ჩაკეტილები დიდხანს ვერ დავრჩებით.

- გზა არსებობს, მაგრამ ძალიან სახიფათოა,- ონისემ ხმა ჩაიწმინდა და ძველ, გაცვეთილ რუკას თითი დაადო,- ერთადერთი შანსი, რაც დაგრჩენიათ, ჩეჩნეთში გადასვლაა. იქიდან თუ გააღწევთ, თორემ უკან გახედვასაც ვერ მოასწრებთ, ისე დაგიჭერენ.

ლაშამ წარბები შეკრა და რუკას დახედა.

- ჩეჩნეთი? გადასასვლელები ხომ მთლიანად ჩაკეტილია, სასაზღვრო ზოლია...

- ჩვეულებრივი გზით, რა თქმა უნდა, ვერ წახვალთ. პირველივე საგუშაგოზე აგიყვანენ,- თქვა ონისემ მტკიცედ,- არღუნის გავლით გადახვალთ ჩეჩნეთში, იქ დაგხვდებიან და ისინი მოაგვარებენ. აბდულას ვკითხავ, მან იცის. ადრე ის დადიოდა ხოლმე ჩვენებთან ერთად ჩეჩნეთში, არ იქნება რთული. არც დვალის ხალხი იფიქრებს თქვენს ძებნას იქ. ასლანი დაგხვდებათ. ის ჩემი ძველი მეგობარია. საზღვრის იმ მხარეს უსაფრთხოდ გადაგიყვანთ და იქაურ სოფელში დაგმალავთ.

- სხვა გზა მართლა არ არის?- სანდრამ ლაშას მკლავზე მოჰკიდა ხელი, აშკარად აშინებდა მთების ასეთი სისასტიკე.

- სხვა გზა არ არსებობს,- ონისეს ხმა მკაცრი და ულმობელი გახდა,- თუ ამას არ იზამთ, სხვა არ ვიცი. დამიჯერე ლაშა, დვალი ცოცხლებს არ დაგტოვებთ.

ოთახში მძიმე, დამთრგუნველი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ძველი ხის კედლების ჭრიალი და გარეთ ატეხილი ქარის ზუზუნი არღვევდა მყუდროებას. ლაშამ მზერა რუკაზე აპარპალებულ სანთლის შუქზე გადაიტანა, ხელები მუშტებად შეკრა და ყბები დაეჭიმა. კარგად ესმოდა რომ ხევსურეთიც კი არ იყო მათთვის სანდო.

- მერე... როდის გვიპირებ აქედან გაყვანას?- ჰკითხა ბოლოს ლაშამ და ონისეს თვალებში ჩახედა. ხმაში დაღლილობა და გაურკვევლობა ერეოდა,- ასე გამოკეტილები დიდხანს ვერ გავძლებთ. ყოველი ფაჩუნი გვაფრთხობს.

- ამაღამ არა,- ონისე ზურგით ხის მორებისგან ნაშენებ კედელს მიეყრდნო, მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა და მძიმედ ამოისუნთქა,- ახლა ხეობაზე თვალი აქვთ დაჭერილი. ყველას და ყველაფერს ამოწმებენ. გზებზე პატრულირებენ. ახლა რომ რამე ვქნათ მაშინვე დაგიჭერენ და მერე ვერ გიშველით.

მისი თვალები რუკის კონტურებს მიაშტერდა.

- რაღა დარჩა, აგვისტოც მოვა ორ დღეში, ხატობა იწყება,- განაგრძო დაბალი, მტკიცე ხმით,- ეგ დღე ჩვენი ერთადერთი შანსია. მაგ დროს აქაურობა ათასი ჯურის ხალხით გაივსება, მომლოცველები მთელი საქართველოდან, ტურისტები, სტუმრები სხვადასხვა კუთხიდან... მოკლედ ბევრი ხალხი იქნება. ქაოსი იქნება. ყურადღებაც აბსოლუტურად გაიფანტება. დვალის ბიჭებიც ხალხში იქნებიან გარეულები. აი, მაგ საერთო აურზაურის დროს, როცა ყველა ზეიმითა და რიტუალებით იქნება დაკავებული, პირდაპირ საზღვრამდე მიგიყვანთ.

სანდრამ შიშისგან თვალები დახუჭა და ლაშას უფრო მაგრად მიეკრო. მისი თხელი თითები კაცის პერანგს ჩაფრენოდა, თითქოს მის გარდა ამ სამყაროში საყრდენი აღარაფერი გააჩნდა. ონისემ ქალს შეხედა, მისი აკანკალებული მხრები დაინახა და წამით თაია გაახსენდა, მისი დილანდელი აფორიაქებული სახე, შიშით სავსე ყავისფერი თვალები, რომელიც ქალმა ასე მონდომებით დამალა სიამაყისა და ბრაზის მიღმა. გულში უცნაურმა, აქამდე უცნობმა სითბომ დაუარა. მიხვდა რომ რაც შეიძლება უსაფრთხოდ და სწრაფად უნდა მოეგვარებინა ეს საქმე, რათა თავის სახლში, თავის გიჟ არაბულთან მშვიდად დაბრუნებულიყო.

- მანამდე კი აქედან ფეხი არ მოიცვალოთ,- დაამატა ონისემ და ხმაში ბრძანების ტონი დაუბრუნდა,- ფანჯრებს ნუ მიეკარებით, ცეცხლს ნუ დაანთებთ, კვამლმა შეიძლება გაგცეთ. საჭმელსა და წყალს მალულად, ღამღამობით ამოგიტანთ მე ან ჭაბუკა. ზედმეტი ნივთები არაფერი მოამზადოთ, ჩანთები დაივიწყეთ. მხოლოდ ის წამოიღეთ, რაც გადაადგილებაში ხელს არ შეგიშლით და სირბილისას არ დაგიმძიმებთ და რაც მთავარია, თბილად ჩაიცვით, ღამით არღუნის ხეობაში საშინლად ყინავს.

- შენ? შენ რას აპირებ ამ ორ დღეში?- ჰკითხა ლაშამ და ონისეს მყარად ჩამოართვა ხელი, მის თვალებში ნდობა და უსიტყვო მადლიერება იკითხებოდა.

- მე სოფელში უნდა დავბრუნდე. ხატობის სამზადისია, ხალხის ნაკადი უკვე შემოდის. თვალთვალს მე ჩემს თავზე ავიღებ,- ონისე კარისკენ შებრუნდა, სახელურს ხელი მოჰკიდა, წამით შეყოვნდა და უკან მოუხედავად დააყოლა,- ორი დღეც გაუძელით. შეცდომის უფლება არ გვაქვს, თორემ ყველანი ერთად დავიხოცებით.

კარი ფრთხილად გამოაღო და გარეთ გამოვიდა. მთის ცივმა, ნესტიანმა ჰაერმა მაშინვე შემოჰყარა სახეში. ნაბიჯი ააჩქარა, ცხენთან მივიდა, თოკები შეხსნა და უნაგირზე მოხერხებულად მოკალათდა. სადავეები მოქაჩა და ცხენი ჭენებით წაიყვანა სოფლისკენ, სადაც უკვე ხატობის სამზადისის ხმები ექოდ აწყდებოდა კლდეებს. თუმცა, მიუხედავად ამ მძიმე ტვირთისა, რაც მხრებზე აწვა, მისი ფიქრები მაინც იმ პატარა სახლისკენ მიფრინავდა, სადაც თაია ეგულებოდა. შინაგანად ერთი სული ჰქონდა, როდის დაინახავდა მის ჯიუტ სახეს.

* * *

მძიმედ დაეშვა ონისე ხევში. გული უფრიალებდა, თავადაც ეშინოდა და ნერვიულობდა, თუმცა ერთადერთ დეიდაშვილს დახმარებაზე უარს როგორ ეტყოდა. იმ ღამის მერე თაია რომ მოლბა და ეძგერა ტუჩებზე ლაშამ დაურეკა, დილის ხუთი საათი იქნებოდა აქოშინებულმა რომ სთხოვა დახმარება. ვეღარ გაეგო ონისეს რა ხდებოდა, თუმცა ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა ეზოში რომ დახვდა, ვიღაც უცხო ქალთან ერთად. მაშინვე უნდოდა სახლში შეყვანა, თუმცა ლაშამ იუარა, უცხო და მიუვალი ადგილი ამჯობინა. ჭაბუკა შემოხვდათ ჭიშკართან, მთიდან ჩამოსულიყო კაცი, თვალები ლამის შუბლზე აუვიდა ლაშა რომ დაინახა.

- ლაშა ბიჭო,- მიუახლოვდა ჭანტურიას,- რას აკეთებ აქ?

- ბიძია,- მივიდა კაცთან და ძლიერად მოეხვია,- შარში ვარ, უნდა დამეხმარო.

- რა შარში ბიჭო, რით ვეღარ დააღწიე თავი?- გაუწყრა კაცი,- დედაშენი ჩამოდნა, ქალს აღარ ჰგავს.

- მართლა დიდ შარში ვარ, ახლა აქაც რომ ვდგავართ საშიშია. სადმე მშვიდი ადგილი არ იცით?- ონისეს გადახედა მერე.

- ტყისპირა ქოხში შემიძლია წაგიყვანოთ,- მხრები აიჩეჩა ფიცხელაურმა.

- მაშინ წავიდეთ, სწრაფად,- მხარზე დაკრა ხელი.

- დარჩი შენ,- მიუბრუნდა მამას ონისე,- წნევა გაქვს ისედაც, ამ შუა ღამეს სად დაბოდიალობ. მოგკლავს დალი.

- სად დავრჩე...

- დარჩი - მეთქი,- მტკიცედ განაცხაფა ონისემ,- მოგიყვები ყველაფერს.

სასწრაფოდ მოძებნეს უსაფრთხო ადგილი და ასე აღმოჩნდნენ ტყისპირა სახლში. ონისეს დიდად აინტერესებდა რა მოხდა, თუმცა მაშინვე ვერ გაბედა კითხვა.

- ასე უნდა მიყუროთ?- ჩაეცინა ლაშას და სკამზე ჩამოჯდა,- მიდი, მკითხე.

- რა მოხდა?- არ დააყოვნა ონისემაც.

- მაგარ შარში ვარ,- კეფაზე მოისვა ხელი,- ტრაკში ვარ.

- მაგას ვხედავ ისედაც,- ამოიოხრა ონისემ,- ახლახანს გამოხვედი ციხიდან, რა შარში გაყავი თავი?

- დვალი ხომ იცი?- სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და ტუჩებშორის მოიქცია,- ერთად რომ ვიყავით ციხეში.

- მაგან არ გამოგიყვანა?

- კი,- დააქნია თავი და გაუკიდა ღერს,- მაგას გამოვექეცი. რუსეთში უნდა მოვხვდე რამენაირად და იქიდან აფხაზეთში უნდა გადავიდე.

- დამცინი, არა?- ყბა ჩამოუვარდა ონისეს.

- შენი აზრით, საღადაოდ მაქვს საქმე?- წარბები აქაჩა და გააბოლა,- გეუბნები ტრაკში ვარ. თმაც კი გამიჭაღარავდა. უი ისე, ეს სანდრაა.

ანიშნა ხელით კუთხეში მიყუჟულ ქალზე.

- სასიამოვნოა,- წამოიწია ონისე.

- დამიჯერე რომ გაიგებ ვინაა, სულაც არ იქნება სასიამოვნო,- გაეცინა ლაშას.

- გამოცანებით ლაპარაკს თუ არ მორჩები პანღურით გაგაგდებ აქედან,- ბრაზი მოაწვა ონისეს.

- ალექსანდრა დევდარიანი,- წამოდგა ქალი,- დვალის ყოფილი მეუღლე.

- მეუღლე?

- მომავალი ყოფილი მეუღლე,- შეუსწორა ჭანტურიამ.

- ბიჭო,- წამოდგა ონისე და მიუახლოვდა დეიდაშვილს,- გარეკე?

- მგონი,- აიჩეჩა მხრები,- სხვა რა მექნა აბა. აი, უნამუსო ვიყო რომ დამიჯდე და მოგიყვე ყველაფერი, შეიძლება გაჭედო ისეთი ამბები გადამხდა თავს.

- აფხაზეთში რა გინდა? ხომ იცი რომ არალეგალურია ასე გადასვლა?- წარბები აზიდა ონისემ,- მერე როგორ გადმოხვალ.

- გადმოვალ, მაგაზე არ ინერვიულო, სანდროა იქ. ის დამეხმარება,- მხარზე ჩამოადო ხელი,- ხომ იცნობ სანდრო ეშბას.

- როგორ არა, აქ ბევრი იცნობს მაგას,- გაეღიმა ონისეს,- მაგრამ მაინც.

- მოკლედ, ასეა თუ ისე, უნდა დამმალო და საზღვარზე გადამაპარო, თორემ ჩემი დატირება მოგიწევს.

- ეგ უფრო მარტივია, ვიდრე ახლა შენი დვალისგან დამალვა და მერე გაპარვა.

- კაი რა ტო, ხევსურები ამაყები არიანო. ესეთები ვართ, ისეთები ვართო იძახით და საზღვარზე ვეღარ უნდა გადამაპარო?- წარბები შეკრა ლაშამ, თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა.

- დიდი ბოდიშის მოხდით ქალბატონო სანდრა,- მიუბრუნდა ქალს, უხერხულად გაუღიმა და მერე ისევ ლაშასკენ გაბრუნდა,- მაგ სიგარეტს გაჭმევ ახლა ენას თუარ გააჩუმებ. თამაში ხომ არ გგონია შენ ეგ?

- აბა რა ჯანდაბა ვქნა, მივიდე დვალთან და ბოდიში მოვუხადო თუ რას მთხოვ?

- ლაშა...- ღრმად ჩაისუნთქა ონისემ,- მაგიჟებ.

- კაი ახლა,- აიქნია ხელი,- ვინ არიო ჩემი საყვარელი დეიდაშვილიო?

კეფაზე მოუთათუნა ხელი.

- გავიგე ცოლი მოგიყვანია, არ უნდა დაგეპატიჟე?- აღარ გაჩერდა ლაშა,- ეს აკვნის ფიცი და რამე მართალი იყო? დოდომ მითხრა, გავიგუდე ლამის სიცილისგან.

- სასაცილო რა იყო?- წარბები შეკრა ონისემ.

- მოიცა, მართლა მასე მოიყვანე ცოლი? აუ დოდომ ცხრაჯერ მითხრა და მეგონა პროსტა იძახდნენ მაგას,- შუბლში იტკიცა ხელი,- რას ამბობ ბიჭო.

- ჩემს ცოლს შენ თავი დაანებე,- აუქნია ხელი,- ჩემზე უარესი ხასიათი აქვს, შატილიდანაა.

- მთლად პიზდეცია,- წამოდგა ლაშა და ბიჩოკი გადააგდო,- წარმატებები ძმაო, მიყვარდი. შენს ცოლს გადაეცი ჯერ გაცადოს, ჩვენ გვიშველე და მერე რაც უნდა ის გიქნას.

- ნუ ლაზღანდარაობ,- გაეღიმა ონისესაც,- აქ დარჩით ამაღამ და ხვალ მოგიტანთ ყველაფერს. რა ვიცი, დავილაპარაკოთ ხვალ წესიერად, მეტი რა გითხრათ.

- არაფერი ძმაო,- მიუახლოვდა ლაშა,- მადლობა დიდი. შენ რომ არა, რა მეშველევოდა.

- აფერისტი ხარ,- მოხვია ხელები ონისემაც. მერე დაემშვიდობა სანდრასაც და სახლის გზას დაადგა, თუმცა თვალი მოხუჭული არ ჰქონდა, აბდულამ რომ აცნობა მეწყერზე და ორ საათიანი ძილის შემდეგ, ისევ წამოდგა ფეხზე და გაუყვა ხეობას არღუნისკენ.

* * *

სოფელში დაბრუნებულ ონისეს ხატობის სამზადისი მთელი სიმძაფრით დახვდა. ხეობის ცენტრში, სალოცავის შემოგარენში, კვამლი და ხალხმრავლობა იდგა. კაცები დიდ ქვაბებს აწესრიგებდნენ, რამდენიმე იქვე საკლავს ამზადებდა, უფროსები კი საორგანიზაციო საკითხებზე ბჭობდნენ. ონისემ ცხენი იქვე, მუხის ქვეშ მიაბა.

- ოჰ, მოვიდა ბატონი ონისეც! გამოსძახა ერთ - ერთმა უფროსმა კაცმა,- სად დაიკარგე ბიჭო, ხელი გვჭირდება აქ, ამდენ ხორცსა და ქვაბებს მარტო ჩვენ ხომ ვერ მოვუვლით?

- საქმე მქონდა, ბიძი. გადავასუფთავეთ ის გზა მთლიანად, ხალხს ხომ უნდა მოსვლა?- მშვიდად მიუგო ონისემ, კალთები შემოიკეცა, დანას ხელი დაავლო და კაცებს გვერდით ამოუდგა.
მუშაობის პარალელურად თვალებს აქეთ - იქით აცეცებდა. თუმცა თაია ვერსად ნახა.

ფიცხელაურების სახლში, სამზარეულო ნამდვილ ბრძოლის ველს დამგვანებოდა დალიდან. ხატობისთვის ხინკლის მოხვევა და კიდევ უამრავი ცომეულისა და ტკბილეულის გამოცხობა ჩვეულებრივი რიტუალი იყო, რომელსაც მარტო ვერავინ აუვიდოდა. თაია მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ოდნავ სუსტად გრძნობდა თავს, ოთახში ვერ გაჩერდა. საწოლიდან წამოდგა, თმები მაღლა შეიკრა, წინსაფარი მოირგო და სამზარეულოში ჩავიდა.

- თაია შვილო, მოდი აქ. როგორ ხარ?!- შეცბუნდა დალი, როცა გოგო დიდ გობისთან დაინახა.

- კარგად ვარ,- მტკიცედ თქვა თაიამ და ქრისტას გვერდით დაუჯდა, რომელიც უკვე გამეტებით აბრტყელებდა ცომს. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაეღიმათ. არაბულის ჯიუტ ხასიათს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა. თაიამ ხორცის ფარში აიღო, ცომის ნაჭერი ხელში დაატრიალა და საოცარი სისწრაფით დაიწყო ხინკლის ნაოჭების შეკვრა.

- უყურე შენ!- თვალები გაუფართოვდა ქრისტას,-ასე ლამაზად მეც ვერ ვახვევ. საიდან ისწავლე?

- დედაჩემმა მასწავლა,- გაეღიმა თაიას,- ონისე არ გინახავს?

- კი, აქ არის, კაცებს ეხმარება,- ჩურჩულითვე უპასუხა ქრისტამ. ქრისტამ მხარზე მხარი გაჰკრა და ეშმაკურად ჩაუცინა.

- რა იყო, უკვე მოგენატრა? ორი საათიც არაა, რაც თვალიდან მოგშორდა.

- ახლა შენც ნუ დაიწყე რაღაცები,- აატრიალა თვალები თაიამ,- რაღაც არ მასვენებს და გული ცუდს მიგრძნობს.

- ჰოო?

- ჰო, უბრალოდ ვიკითხე,- ჩაილაპარაკა ხმადაბლა,- დილით ისეთი სახით გავარდა.

- ხატობისას ონისეს სულ ასეთი სახე აქვს, მთელი ხეობის საქმე ფიცხელაურების კისერზეა ხოლმე,- ჩაერია დალიც, რომელიც იქვე, დიდ ღუმელთან რაღაცას აცხობდა და სამზარეულოში უკვე ტრიალებდა ერბოსა და ვანილის თავბრუდამხვევი სუნი. მოხუცმა ქალმა თაიას თბილი, მრავლისმეტყველი მზერა შეავლო.

სანამ თაია პასუხის დაბრუნებას მოასწრებდა, ეზოდან ძაღლების ყეფა და მამაკაცების ხმამაღალი საუბარი შემოესმათ. ჭიშკარი გაიღო და ეზოში კაცების მთელი ჯგუფი შემოვიდა.

- დალი, კაცებისთვის ლუდი და წყალი გამოიტანეთ, წყურვილისგან სული გვძვრება!- გამოსძახა ჭაბუკამ.

- ახლავე, ახლავე გამოგიტანთ,- ფაციფაცით თქვა დალიმ და ქრისტას ანიშნა დოქები აევსო,- თაია, შენ მიუტანე, ბარემ ჰაერზე გახვალ, აქ სულ ჩაიხუთე ამ ღუმელთან.

ქრისტამ ორ დიდ, მძიმე თასში ცივი, აქაფებული ხატის ლუდი ჩამოასხა და თაიას ხელებში შეაჩეჩა.

როგორც კი არაბული მიუახლოვდათ, საუბარი წამით შეწყდა. კაცებმა პატივისცემით დაუკრეს თავი ფიცხელაურის პატარძალს. ონისე მაშინვე წამოდგა, თაიასთან ორი ნაბიჯში გაჩნდა და სანამ თასებს გამოართმევდა, მისი თბილი, უხეში თითები გოგონას ხელისგულებს შეეხნენ.

- როგორ ხარ?- ჰკითხა ჩუმად, ისე რომ სხვებს არ გაეგოთ. მის ხმაში საოცრად მზრუნველი ტონი გაისმა.

- კარგად ვარ,- ასევე ხმადაბლა მიუგო თაიამ და თვალებში შეხედა,- მიდი, მიხედე იმათ, თორემ ნახე გადმოუცვივდათ თვალები.

გაეცინა თაიას და უკან ბიჭებზე ანიშნა.

- კარგი მიდი, მოვალ საღამოს,- ლოყაზე უჩქმიტა და უკან მიბრუნდა.

* * *

სოფელი ყოველდღე უფრო და უფრო ივსებოდა ხალხით, თითქოს მთებს მთელი ქვეყნის მჩქეფარე სისხლი საკუთარ გულში შეეკრიბათ. ჯერ მეზობელი თემიდან ამოვიდნენ, მერე შატილიდან, ბარისახოდან, შორეული ბეჩოდან... ბოლოს უკვე ტურისტებიც გამოჩნდნენ. ფერადი, მყვირალა ქურთუკებით, მხრებზე გადაკიდებული კამერებითა და იმგვარად გაოცებული სახეებით, თითქოს დროის მანქანით სხვა, ცივილიზაციამდელ სამყაროში მოხვედრილიყვნენ. ლებაისკარის ვიწრო, კლდოვანი ბილიკები დილიდან ღამემდე გუგუნებდა.

- დედა,- წამოძახა თაიამ, როცა გულნარა შენიშნა ჭიშკართან,- შენც მოხვედი? ვინ მოგიყვანა?

- ელიზბარმა ჩამოგვიყვანა,- ჩაეხუტა ქალი შვილს,- როგორ ხარ? რაღაც არ მომწონხარ.

- კარგად ვარ, კარგად,- გაუღიმა თაიას.

- ჩაგიგდეს ხელთ და გაწამებენ, ხო? გაჭმევენ საერთოდ?

- დედაა,- გაუწყრა თაია,- რას ამბობ ახლა.

- კარგი, კარგი,- დანებდა ქალი.

- შედი შიგნით, დალია იქ და დაელაპარაკე თუ გინდა,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- ონისე,- გამოვარდა ქრისტა და დაიძახა ხმამაღლა, უცნაური მზერა დიამსახურა ყველასგან, თუმცა ონისე არსად იდგა,- სად ჯანდაბაში იკარგება ღმერთო.

ნერვები მოეშალა უკვე

- სადაა შენი ქმარი?- წამოიწია აბდულა და არაბულს გადახედა.

- არ ვიცი აქ იქნება,- მხრები აიჩეჩა თაიამ და შიგნით შევიდა.

შუადღის მზემ კლდის წვერებს რომ გადაუარა, ხეობაში ზარების ხმა გაისმა, მძიმე, ყრუ და საზეიმო. ეს ნიშანი იყო. მთელი ხევსურეთი ერთიანად დაიძრა ხატის გალავნისკენ. ხალხის ნაკადი ვიწრო, ქვიან ბილიკებს მიუყვებოდა. წინ კაცები მიდიოდნენ, თავმდაბლად თავდახრილები, ზოგი ჩოხაში გამოწყობილი, უკან კი მანდილოსნები მიჰყვებოდნენ, თეთრი მანდილებითა და საზეიმო კაბებით. ჰაერში ნელ - ნელა დატრიალდა ანთებული სანთლების თბილი, წებოვანი ცვილის სუნი, რომელიც ნედლი შეშის კვამლსა და მთის ცივ ნიავს ერეოდა. სალოცავის გალავანთან მისულებს ხუცესი დახვდათ. მკაცრი, თეთრწვერა მოხუცი იყო, რომლის თვალებშიც საუკუნოვანი მთების სიმშვიდე იკითხებოდა. კაცებმა ხატის წინ სანთლები აანთეს. თაია ქალებთან ერთად ოდნავ მოშორებით, გალავნის გარეთ იდგა, მაგრამ ყველაფერს ნათლად ხედავდა. პირველი ლოცვა დაიწყო. ხუცესმა ხელები ცისკენ აღაპყრო და დიდებული, გაწელილი ხმით დაილოცა.

- დიდება მორიგე ღმერთს... დიდება ხატის ძალასა და მადლს. მშვიდობა მოგცეთ ამ თემსა და ქვეყანასა, ბარაქა და დღეგრძელობა ყოველსა მოსულსა სტუმარსა... ხატმა შეიწიროს თქვენი სავედრებელი!

- ამინ, ხატმა შეიწიროს!- ერთხმად დასჭექა კაცების გუნდმა და ხეობამ ეს ხმა ექოდ დაუბრუნა უკან. ლოცვის დასრულებისთანავე, მოედანზე ახალგაზრდა ბიჭებმა საღვთო საკლავები გამოიყვანეს, თეთრი, სუფთა ვერძები, რომელთაც რქებზე სანთლები ჰქონდათ მიკრული. ცხოველები მშვიდად იდგნენ, თითქოს თავადაც გრძნობდნენ ამ წამების მისტიკურ მნიშვნელობას.

" სად ხარ? გელოდებიან"

გააგზავნა შეტყობინება თაიამ და მერე ისევ ხალხს მიუბრუნდა. ხუცესმა ნაკურთხი წყალი აიღო, პირველ ვერძს შუბლზე შეასხა და ხმამაღლა წარმოთქვა.

- ხატო, შენ მიიღე ეს სისხლი და ეს მსხვერპლი, შენ დაიფარე ამ ოჯახის შვილები უბედურებისგან,- ვერძმა ტანი შეიბერტყა.

- ხატმა მიიღოს, ბარაქა ოჯახს,- ჩაილაპარაკა აბდულამ და დანას ხელი დაავლო.

ბიჭებმა საკლავები გვერდზე, სპეციალურ ადგილას გადაიყვანეს, სადაც უკვე დიდი ქვაბები დუღდა და ხორცის მოსახარშად ემზადებოდნენ. რიტუალი თავისი წესით, დიდებულად და შეუვალად მიმდინარეობდა, მაგრამ თაიას ეს დიდებულება საერთოდ არ ესმოდა. მისი მზერა ხალხის ბრბოში დაძრწოდა, ის კვლავ იმ ერთადერთ სილუეტსა და მძიმე მზერას ეძებდა, რომელიც ამდენი ხალხის ფონზეც კი ყველაზე მეტად აკლდა აქაურობას.

* * *

- წავედით მალე,- გამოგლიჯა კარები ონისემ. ლუკასთან ერთად შევარდა შიგნით.

- რა?- წამოიწია ლაშაც და ფეხზე წამოდგა.

- დროა, წავედით, სანამ ყველა სალოცავშია.

- იმედია უსაფრთხოდ გადავალთ,- ამოიოხრა სანდრამ და პატარა ჩანთას დაავლო ხელი.

- აბდულა და ჭაბუკა ყარაულობენ სოფელს,- გასცა პასუხი ონისემ. მოათვალიერეს ტერიტორია და ჩასხდნენ მანქანაში. დაუყვა ონისე ხეობას. დაახლოებით საათნახევარი - ორი საათის გზა ჰქონდა წინ. მანქანა ძლივს მიიკვლევდა გზას ვიწრო, მჭრელი ქვით სავსე ბილიკზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ნაშალ კლდეებს შორის ჩაწნეხილიყო. რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო იწევდა ნისლი. უკვე მთლიანად, მძიმე უფსკრულივით ჩამოწოლილიყო ხევსურეთის მთებზე, დაეყლაპა ყოველი მწვერვალი და მხოლოდ „ჰაილუქსის" მჭრელი ფარების თეთრი შუქი თუ კვეთდა ამ გაუვალ სიბნელეს. ფარების შუქის ალმურში დროდადრო გამოკრთებოდა ხოლმე არღუნის თეთრი, ცოფიანივით აქაფებული წყალი, რომელიც კლდეებს შორის გიჟური სიჩქარით მიაწყდებოდა ნაპირებს. ძრავის ყრუ ხმა მძიმე, საზარელ ექოსავით ედებოდა დაცარიელებულ ხეობას. ონისე საჭეს ორივე ხელით ჩაჰფრენოდა, თითქოს იმ შავ ტყავსა და რკინაში ცდილობდა საკუთარი მღელვარების ჩაკვლას. სახე სრულიად ჩაბნელებოდა, ნაკვთები თითქოს ქვისგან გამოეკვეთათ, ცივი, მკაცრი და შეუვალი. უკვე თითქმის ორი საათი მიდიოდნენ ამ საშიშ, მიკლაკნილ გზაზე და მთელი ამ დროის განმავლობაში კაცს ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს. მისი ყოველი ფიქრი უკან, ლებაისკარში დარჩენილიყო, იქ, სადაც ახლა ხატობის სანთლები ინთებოდა. ლუკა წინ იჯდა, სხეულით წინ გადახრილიყო და თვალებდაჭყეტილი აკვირდებოდა გზას, თითქოს ყოველი მომდევნო მოსახვევიდან სიკვდილის გამოჩენას ელოდაო. უკანა სავარძელზე კი სრულიად განსხვავებული, სულისშემძვრელი დუმილი მეფობდა, სანდრა უხმოდ, მთელი სხეულით ეყრდნობოდა ლაშას მხარს, თითქოს ამ შეხებით ცდილობდა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის რომ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. გადატანილი შიშისგან გამოწვეული უზომო დაღლილობა და გაუცნობიერებელი დაძაბულობა ორივეს სახეზე ღრმა ჩრდილებად ეტყობოდათ. მანქანაში ისეთი მძიმე სიჩუმე იდგა, თითქოს არავინ იჯდა. მხოლოდ ერთხელ დაარღვია ლაშამ ეს მახრჩობელა მდუმარება. მისმა ხმამ, ჩვეულებრივზე უფრო დაბალმა და ჩახლეჩილმა, ძრავის გუგუნში გაიპარა.

- უკან თუ დაგვადგნენ?- ონისეს თვალიც არ მოუცილებია გზისთვის, საჭე მკვეთრად აიღო მარცხნივ, რათა ღრმა ორმოს აცდენოდა.

- რომ დაგვდგომოდნენ, აქამდე მოგვაგნებდნენ,- მიუგო ისე რომ ტონში ემოციის ნატამალიც არ შერევია,- მამა და ბაბუა მიხედავენ.

- დარწმუნებული ხარ?

- არა,- მშვიდად თქვა კაცმა და მზერა წამით სარკეში გადაიტანა,- მაგრამ სხვა არჩევანი არც გვაქვს. ახლა მხოლოდ წინსვლაა ჩვენი გადარჩენა.

მანქანა უცებ ძლიერად შეირხა. მძიმე ბორბლები დიდ ქვებს გადაევლო და სალონში მეტალის მჭახე ხმა გაისმა. სანდრამ ინსტინქტურად, შეშინებულმა ჩაავლო ხელი კარს და ლაშას უფრო მჭიდროდ მიეკრა. გარეთ ქარი წამი - წამს ძლიერდებოდა, თითქოს ხეობა ცდილობდა მათ გამოდევნას თავისი წიაღიდან. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო ველური, პირველყოფილი და დაუნდობელი ხდებოდა ირგვლივ ყველაფერი. მთები ორივე მხარეს უზარმაზარ, ცისკენ აზიდულ შავ კედლებად აღმართულიყო, ზემოდან კი ნისლი, როგორც თეთრი, ცივი სუდარა, ნელ - ნელა ეშვებოდა ხეობაში და ხილვადობას საერთოდ აქრობდა. ბოლოს ონისემ სიჩქარეს უკლო. წინ გზა თითქმის სრულდებოდა, ბორბლებით სავალი ბილიკი წყდებოდა და მის ნაცვლად მხოლოდ ვიწრო, ადამიანის ნაბიჯისთვის ძლივსგასავლელი ბილიკი რჩებოდა, რომელიც საზარელ კლდეებს შორის, წყვდიადში იკარგებოდა. მანქანა გააჩერა. რამდენიმე წამი ძრავის მძიმე, რიტმული ხმა ისევ მუშაობდა ღამეში, თითქოს ამ სამყაროსთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ცოცხალი ძაფი ყოფილიყო. მერე ონისემ გასაღები გადაატრიალა და გამორთო.

სიჩუმე მაშინვე მძიმედ, თითქმის ფიზიკური სიმძიმით ჩამოწვა მათ მხრებზე. შორს მხოლოდ არღუნი გუგუნებდა, დაუსრულებლად, მონოტონურად, როგორც მთების უძველესი საგალობელი.

- აქედან ფეხით წახვალთ,- თქვა ბოლოს ონისემ. მისი ხმა ამ სიჩუმეში იარაღის გასროლასავით მკვეთრად გაჟღერდა. კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა,- არაფერია რთული, უბრალოდ ეს ხეობა უნდა ჩაიაროთ და არღუნს გადახვიდეთ. აქ დაბალია წყალი, ადვილად გადახვალთ.

ცივი, ნესტიანი ჰაერი მაშინვე დაეჯახა სახეში, თითქოს გონზე მოყვანას უპირებდაო. ლაშაც გადავიდა, ზურგში გაიმართა და მთების სუსხი ღრმად ჩაისუნთქა. სანდრა ნელა, აკანკალებული ფეხებით მიჰყვა უკან. მთვარის მკრთალ, ვერცხლისფერ შუქზე ყველაფერი მოჩვენებას ჰგავდა, სველი, დანამული ქვები, თეთრად მოქაფული მდინარე და შავი მთები, რომლებიც შორეულ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ეხებოდნენ.

ონისემ მანქანის საბარგული გახსნა და ორი მძიმე ზურგჩანთა გადმოიღო, იატაკზე დააწყო.

- წყალი აქაა. საჭმელიც ცოტაა,- თქვა მან და ლაშას გადახედა,- დიდხანს არ გეყოფათ, მაგრამ ასლანამდე მიდით.

ლაშა ჩუმად უსმენდა, მისი სახე მთვარის შუქზე საოცრად მშვიდი, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლისთვის გამზადებული ჩანდა. ონისემ მერე ხელი გაიშვირა წინ, სადაც კლდის ნაპრალში ძლივს შესამჩნევი ხაზი იკვეთებოდა.

ქარმა ძლიერად დაჰქროლა, სანდრას კაბის კალთები ააფრიალა და გოგონამ უნებურად უფრო ახლოს მიიწია ლაშასთან.

- იქიდან უკვე თვითონ წაგიყვანთ,- განაგრძო ონისემ,- ჩეჩნეთის მხარეს იცნობს ყველა გზას, ყველა ბილიკსა და ხევებს. თუ ვინმე შეძლებს თქვენს უსაფრთხოდ გაყვანას აქედან, ეგ კაცია. ჩემი ძმადნაფიცია, შეგიძლიათ ენდოთ.

ლუკა ჩუმად იდგა გვერდით, მანქანის კაპოტზე ჩამოყრდნობილი და ონისეს უყურებდა. ქარი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, კლდეების ბასრ წვერებს შორის მგელივით ყმუოდა და მათ სახეებში ყინულივით ცივ ნესტს ისროდა. ონისემ ორივე ზურგჩანთა მიწიდან აიღო და პირველი ლაშას გაუწოდა.

- ეს შენ,- მერე მეორე, შედარებით მსუბუქი, სანდრას მიაჩეჩა ხელებში,- გზაში არ გაჩერდეთ. წამითაც კი. რაც არ უნდა გაიგოთ ზურგს უკან, რაც არ უნდა მოხდეს ხეობაში, არ მოტრიალდეთ. მხოლოდ წინ იარეთ.

სანდრამ უხმოდ, თვალებამღვრეულმა დაუქნია თავი და ზურგჩანთის თასმები მხრებზე მჭიდროდ მოირგო. ლაშა კი რამდენიმე წამს ისევ უძრავად იდგა და უყურებდა ონისეს. მერე ნელა მივიდა და მაგრად მოხვია მხრები.

- მადლობა ძმაო,- ამოილაპარაკა ხმადაბლა,- თავს მიხედე, ბოდიში რომ შარში გაგხვიე შენც.

- წადით, ფრთხილად იყავით. რომ ჩახვალ გამაგებინე,- გააწყვეტინა ონისემ მშვიდად. ქარმა ისევ ხმაურით გადაუარა მთებს, თითქოს მათ შორის საუბრის კვალიც კი წაშალაო. სანდრამ პირველი გადადგა ნაბიჯი, ზურგი შეაქცია ცივილიზაციას და სიბნელეს შეერია. ლაშაც წამით შეყოვნდა, ონისეს მხარზე ხელი მყარად დაჰკრა და უკან მიჰყვა. ნელა, ფრთხილი ნაბიჯებით შევიდნენ კლდის ვიწრო, დაკბილულ გასასვლელში, სადაც საუკუნოვანი ბილიკი წყვდიადში იკარგებოდა. სულ რაღაც წუთში მათი ფეხსაცმლის ქვებზე ხახუნის ხმაც კი მთლიანად შთანთქა ხევის გუგუნმა. ონისე გაუნძრევლად იდგა. დიდი, განიერი ფიგურა ღამის პეიზაჟის ნაწილად ქცეულიყო. თვალს არ აშორებდა იმ ბნელ ნაპრალს, სადაც ორივე გაუჩინარდა, თითქოს მზერით უმზადებდა უსაფრთხო დერეფანს. ჩასხდნენ მანქანაში და ხევში დაბრუნდნენ, მოსაღამოვებული იყო უკვე ლამის მანქანით რომ სოფელში შევიდნენ და პირდაპირ სალოცავში ავიდნენ. ხალხი უკვე წასულიყო, სუფრასთნ ისხნენ. შევიდნენ სალოცავში, მოიარეს ყველაფერი, ღმერთს პატიება სთხოვეს ცოდვებისთვის და ლაშას მშვიდობით გაყვანა ითხოვა ონისემ.

მერე ძალიან ნელა, ფილტვების ტკივილამდე ამოისუნთქა, ფეხზე ამოდგა და ზუსტად იმ წამს, თითქოს ეს ამოოსუნთქვა სიგნალი იყოო, მჭახე გუგუნი ამოვარდა. ლუკა მაშინვე წამოდგა, შიშით გადახედა ონისეს.

- მიხვდნენ და მოვიდნენ,- ამოილაპარაკა ხმადაბლა.

მათე ფანჯიკიძე ეკლესიაში არხეინად, გრძელი შავი ქურთუკის ნელი შრიალით გადმოვიდა. მისი ყოველი მოძრაობა გათვლილი, ცივი და თავდაჯერებული იყო. სალოცავის ეზოში შემოსულ შეიარაღებულ ბიჭებს მოკლე, ბრძანებლური ჟესტით ანიშნა და თვითონ პირდაპირ ნატაძრალისკენ, სალოცავის მძიმე ხის კარებისკენ დაიძრა. ყოველგვარი რიდისა და ამ წმინდა ადგილის პატივისცემის გარეშე, ყვირილით შემოაბიჯა შიგნით. მისი სილუეტი ეკლესიის მკრთალ, ჩამქრალ შუქზე საზარლად იკვეთებოდა. მათეს მჭრელი თვალები წამში შეეფეთნენ ონისეს.

- აქ ხართ ესე იგი,- ჩაილაპარაკა ხმამაღლა,- რამდენი ხანია გეძებ ონისე. რატომ მემალებოდი?

კმაყოფილი და ამავდროულად ბოროტი ღიმილით შეხვდა. მისმა ორმა მდევარმა წამსვე უხეშად ჩაავლო ხელი მკლავებში ჯერ ლუკას, მერე კი ონისეს. კაცები გარეთ, სალოცავის მძიმე, ქვის ზღურბლთან გამოიყვანეს. მზის მკრთალი შუქი მათ სახეებს მკვეთრად აშუქებდა და გარშემო მყოფი შეიარაღებული ბიჭების ჩრდილებს კედლებზე გიგანტურად ხატავდა. როგორც კი კარებთან დადგნენ, მათეს ორმა ახოვანმა მცველმა ონისეს მხრებში ხელები მთელი ძალით ჩაავლო.

- ნეტავ აქამდე როგორ ვერ მივხვდი,- მათემ ჩაიცინა,- როგორ ვერ მივხვდი რომ შენთან მოვიდოდა დახმარების სათხოვნელად. რამდენჯერ არ მომატყუეს შენებმა, შენმა თანასოფლელებმ, რამდენჯერ არასწორი გზით წამიყვანეს.

- აქ დაძრწოდით მთელი კვკრა,- ამოისისინა ონისემ,- ლამის მოსახლეობაც შემიშინეთ.

- საწყალი ხევსურები,- სახე მოექუფრა უცებ,- ნეტავ ვინმეს რამე ხომ არ ვატკინე? არ იტირონ.

- ,- ჩაისისინა ლუკამ და კიდევ ერთხელ გაიფართხალა.

- ოხ რა ამაყები ხართ,- ააფრიალა ხელი სახეში,- აი კაცი რომ ვერაფერს წაგგლეჯთ და თქვენივეს რომ ბოლო წამამდე იცავთ. ამაყი და ურჩი ხალხი ხართ.

- შენგან განსხვავებით გაგვაჩნია ჩვენ სიამაყეც და ღირსებაც.

- როგორ მაწყენინე,- ტუჩუ გადმოაკდო ფანჯიკიძემ,- ხოდა ეგ სიამაყე უნდა გავთელო დღეს. დაიჩოქე.

მტკიცედ განაცხადა მათემ.

- სასიამოვნო სანახავი იქნება ხევსური კაცის სიამაყის გატეხვა,- კაცები მთელი სიმძიმით დააწვნენ ონისეს განიერ მხრებს, თითქოს სურდათ, მიწასთან გაესწორებინათ ეს მთასავით მყარი სხეული.

- ხევსური მხოლოდ ხატის წინ მუხლმოდრეკილი თუ გინახავთ,- ჩაეხლიჩა ხმა ონისეს, ტუჩის კუთხე სარკასტულად ჩაუტყდა,- ხევსურები მუხლს ისე სხვა არავის წინაშე არ მოიხრიან.

მათეს სახე წამში წაეშალა. მის ცივ, თავდაჯერებულ იერში გაბრაზებამ გაიელვა. ნაბიჯი გადადგა წინ, ონისეს ისე მიუახლოვდა რომ მათი სუნთქვა ერთმანეთს შეეფეთა და კბილებს შორის გამოსცრა.

- შენც კაი გაიძვერა ყოფილხარ, ონისე... მთელი ქვეყანა გადავაქექინე, ყველა კუთხე - კუნჭულში ვეძებეთ და თურმე სად მალავდი იმ ნაბიჭვარს? სად წაიყვანე? შენთვისვე ჯობია მიპასუხო, თორემ კარგი დღე არ დაგადგება,- ონისე კი კლდესავით უძრავად იდგა. უფრო მეტად გადაეფარა ლუკას და მათეს მუქარას მხოლოდ მრავლისმეტყველი დუმილი დაახვედრა. მათემ რამდენიმე წამს უყურა ამ გაუტეხელ კედელს, მერე კი ნელა დაიხია უკან, ტუჩებზე საზარელი, მშვიდი ღიმილი გამოესახა. მიხვდა რომ ფიზიკური ძალით ამ კაცს ვერაფერს დააკლებდა, ამიტომ ყველაზე ბინძურ იარაღზე გადავიდა.

- გასაგებია...- ჩაილაპარაკა და ხმას დაუდაბლა,- მას რომ ასე გამეტებით იცავდი, საკუთარ ოჯახზე რატომ არ იფიქრე, ონისე? აი იქ, ქვემოთ რომ გელოდებიან. შენს ლამაზ ცოლზე რატომ არ იფიქრე? დღეს ვნახე ბრბოში... ისეთი ლამაზია, ისეთი ფიცხი... ნამდვილი თვალისმომჭრელი ქალია. საცოდაობა იქნება, მას რომ რამე დაემართოს, არა?

- ჩემს ცოლს თითს თუ დააკარებ, დაგახრჩობ,- გამოსცრა კბილებში.

- ჰოო?- ჩაეცინა მათეს,- დავტესტოთ?

აატრიალა იარაღი ჰაერში. მზის სხივები დაეცა მეტალს და თვალი მოსჭრა ონისეს. გულზე სიმძიმე მოაწვა. ნერწყვი მძმედ გადაყლაპა.

- დაანებე თავი ყველას,- ამჯერად უფრო დამჯერი ტონით ამოილაპარაკა.

- სად არის ლაშა?- გაისმა ისევ მისი შეკითხვა.

- არ ვიცი სად არის, ვმალავდი უბრალოდ,- იცრუა ისევ.

- რაღაც არ მჯერა, იცი?- წარბი ასწია მათემ და იარაღი მიაჭირა მხარზე,- მგონი ცოტა დახმარება გჭირდება.

ძლიერად მოხვდა ყბაში ფიცხელაურს.

- არ ვიცი - მეთქი,- ამოისისინა გაბრაზებულმა,- რომ მივედი აღარ დამხვდა იქ.

- საინტერესოა,- თითი ტუჩებთან მიიდო მათემ,- მგონი ჯობია ისევ შენს ცოლს მივუბრუნდე, არა? ან იქნებ იმ ლურჯთვალას? მოიცა რა ჰქვია? ქრისტი? თუ ქრისტა?

- ჩემი ოჯახის წვერებს თავი დაანებე.

- მაშინ ამოღერღე, სად არის ჭანტურია,- ისევ ძლიერად მოხვდა ყბაში.

- ამისთვის პასუხს გაგებინებ,- გამაფრთხილებელი ტონით ამოთქვა ონისემ.

- ჯერ შენს ცოლს მივხედავ მაშინ და მერე ერთინად მაგებინე პასუხი,- ჩაეცინა და დაღმართს დაუყვა. ონისემ მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი, ძლიერად მიაწვა მხრებით მოდუნებულ დაცვას და მათეს მივარდა. სიბრაზისგან თვალთდაბნელებული, მთელი სიმძიმით დაეტაკა და პირდაპირ იარაღზე დაეჭიდა. კაცები სალოცავის ქვის კედელს მძიმედ მიეხეთქნენ. მათეს თვალებში წამით ნამდვილი, ცხოველური შიში გაკრთა, როცა ფიზიკურად იგრძნო ხევსურის მხეცური ძალა. უკან დახევა სცადა, თუმცა ფიცხელაურს ვერ მოსცილდა. ძლიერად მოიქნია ხელი, მაგრამ გამოძრავება ვეღარ შეძლო, ინსტინქტურად, პანიკაში ჩავარდნილმა, მთელი ძალით გამოჰკრა სასხლეტს თითი. ყრუ გასროლამ გაკვეთა ჰაერი. ექოდ გაისმა მთებში ხმა. მძიმე, ცხელმა ტყვიამ კაცის სხეული გაგლიჯა. ონისე წამით შედრკა, ადგილზე გაიყინა, ნაბიჯი უკან გადადგა. ჭრილობიდან წამოსულმა თბილმა სისხლმა ქსოვილი წამსვე გაჟღინთა.

- წავედით,- ძლიერად მოეჭიდა დაცვა მათეს და მანქანაში ჩატენეს ჯერ კიდევ შოკში მყოფი. სალოცავის წმინდა ტერიტორიაზე სისხლის დაღვრამ კაცები ერთიანად ააფორიაქა. მათეს თავდაჯერებულობა წამში აორთქლდა. დაჭრილი ონისე იქვე, სალოცავის ცივ ქვაზე მიატოვეს და წყვდიადში გაუჩინარდნენ. ლუკა შოკირებული მივარდა ძირს დაცემულს.

- ჩემთან დარჩი,- ძლივს ამოილაპარაკა დაბნეულმა და ჭრილობაზე ხელით დააწვა,- თვალებო არ დახუჭო.

გასროლის ყრუ ხმა, რომელმაც წამით დრო გააჩერა, მთებმა ბოროტ ექოდ აიტაცეს და ქვემოთ, სოფელში ჩაიტანეს. ამას დაემატა მთის გზაზე მანქანების გიჟური სიჩქარით დაშვების ხმაურიც. დიდ ეზოში, სადაც ხალხი ჯერ კიდევ სუფრასთან იჯდა და ზეიმობდნენ წამიერი, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ფანდურის ხმა გაწყდა. კაცები თასებით ხელში ერთიანად გაშეშდნენ, მერე კი ნელ - ნელა ფეხზე წამოდგნენ. ეს არ ჰგავდა აღნიშვნის გასროლას, ეს არ იყო დღესასწაულის ხმა. მთელ სოფელში საშინელი აურზაური ატყდა. ძაღლებმა ავბედითი ყეფა და ყმუილი დაიწყეს. ხალხი აქეთ - იქით აწყდებოდა, კაცები იარაღებს დასწვდნენ, ქალებმა კი ბავშვები სახლებში შეყარეს. ვერავინ ხვდებოდა, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ყველამ იგრძნო რომ ხატობის წმინდა ღამეს ხეობას უბედურება დაატყდა თავს.

- ონისე,- აღმოხდა ჭაბუკას და მერე აბდულა ფიცხელაურს გადახედა,- შვილო...

მაშინვე გაიქცა სალოცავისკენ. რა არ იფიქრა ხალხმა, არაბულებმა დაარღვიეს ზავიო და ისევ განახლდა სისხლის ომიო. კაცი მოკლესო, თავს დაგვესხნენ მტრებიო. ათასი აზრი ტრიალებდა ხალხის გონებაში, თუმცა ზუსტად ვერავინ ხვდებოდა რა მოხდა და სად.

თაია, რომელიც ზუსტად იმ წამს სახლის აივანზე იდგა და წყვდიადს გაჰყურებდა, ადგილზე გაიყინა. მის გულს თითქოს ყინულის ლახვარი ჩაესო. ძლიერად მიიჭირა მკერდზე ხელი, თითქოს მხრებზე ლოდი დაადესო, ადგილიდან ვეღარ გაინძრა, თვალებით ონისეს ძებნა დაიწყო თუმცა არეულობაშ ონისეს კი არა გვერდით მდგომ ქრისტასაც ვეღარ მიაგნო.

მძიმე ღამე იდგა ლებაისკარში. სალოცავის წინ, საუკუნოვან ქვის ზღურბლზე, დაჭრილი კაცი ძლივს სუნთქავდა, მისი ყოველი ამოსუნთქვა ხრინწიან, მწარე ტკივილად ამოედინებოდა მკერდიდან. შავი ტანსაცმელი მთლიანად გაჟღენთილიყო სისხლით, ნელ - ნელა მიჰყვებოდა ცივ ქვებს და წმინდა მიწას უერთდებოდა. ონისეს თვალები ცისკენ ჰქონდა მიპყრობილი, ჩამოღამებულიყო, ვარსკვლავები შორს, საზარლად შორს ჩანდნენ, თითქოს საერთოდ არ ადარდებდათ ამ ერთი კაცის სიკვდილ - სიცოცხლის ჭიდილი. გონება ნელ - ნელა ებინდებოდა, სხეული უმძიმდებოდა, მაგრამ სიცივეს, რომელიც ფეხის თითებიდან ეპარებოდა მაღლა, ერთი ფიქრით ებრძოდა.

თაია.

მისი სახე ედგა თვალწინ, ის თაფლისფერი, შეშინებული თვალები. შორს, დაღმართზე, უკვე ისმოდა ხალხის ყვირილი, ჩირაღდნების შუქი და ფეხის ნაბიჯების ხმაური. სოფელი ამოდიოდა, მაგრამ ონისე ვეღარ ხედავდა ვერავის, მზერა დაბინდვოდა, სადღაც შორიდან გამოჩნდა თაია, უბრალოდ რელობა იყო თუ ეჩვენებოდა ვეღარ გაეგო. თეთრი მანდილი მხრებზე ჩამოვარდნოდა, უღიმოდა, ისე ნაზად და ისე ლამაზად მხოლოდ არაბულმა რომ იცოდა.

ხევსურების ხმები აირია, ვიღაც ჭრილობას უფარებდა, ვიღაც წყალს ითხოვდა, მაგრამ ონისესთვის ეს ყველაფერი უკვე შორეულ ექოდ ქცეულიყო. ამ მძიმე, სისხლიან ღამეს, მთების გულში, მხოლოდ მათი ორი სულის ჩუმი ჭიდილი დარჩენილიყო. ერთი სიკვდილს ებრძოდა, მეორემ კი წამიერად თითქოს სუნტქვაც შეწყვიტა. ხატობის ზარები კი სადღაც შორს, თითქოს უკვე სხვა სამყაროდან, მონოტონურად და ავბედითად განაგრძობდნენ გუგუნს.

* * *

თაია დალისა და გულნარას გვერდით იდგა ფიცხელაურების ხმაურიან, სადღესასწაულო ეზოში, როცა პირველად რაღაც უცხო და საზარელი იგრძნო. ეს იყო ჰაერში გაბნეული უცნაური სიმძიმე, რომელმაც წამში შეაშრო სახეზე ღიმილი. ჯერ მხოლოდ ხმაური იყო, ამოსული მძიმე, არეული გუგუნი. მერე კი, თითქოს უბედურების მოახლოებას წინასწარ გრძნობენო, ძაღლებმა დაიწყეს ყეფა. ჯერ ერთმა აიტაცა, მერე მეორემ და სულ რაღაც წამებში მთელი სოფელი აივსო ავბედითი, ყურისწამღები ყმუილით. ქრისტა, რომელიც ცოტა ხნის წინ სხვა ქალებთან ერთად ხმამაღლა იცინოდა, უცებ გაჩუმდა. თავი ისე სწრაფად, ისე მკვეთრად მოაბრუნა ბნელი გზისკენ რომ თაიას გულში რაღაც მტკივნეულად, შეუქცევადად მოწყდა. საშიშროების წინათგრძნობამ ხერხემალში ყინულივით დაუარა.

- რა ხდება?- ჩუმად, ძლივსგასაგონად იკითხა თაიამ, თითქოს საკუთარი ხმითაც კი ეშინოდა სამყაროს მყიფე წონასწორობის დარღვევა. პასუხი არავინ გასცა. ირგვლივ ყველაფერი წამში შეიცვალა. ქვემოდან უკვე კაცების გამწარებული ყვირილი ისმოდა, ჩრდილები სწრაფად გადაადგილდებოდნენ, ვიღაცები ბილიკზე გარბოდნენ. ხალხი ირეოდა, ერთმანეთს აწყდებოდა. მთელი ის ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე დღე ერთ წამში უცნაურ, კოშმარულ ქაოსად გადაიქცა. თაიას სუნთქვა გაუხშირდა, მკერდი სწრაფად ჩაუდგა. ინსტინქტურად, უზომო შიშით დაეძებდა ხალხში იმ ერთადერთ, ნაცნობ სილუეტს. ეძებდა მის განიერ მხრებს, მის მძიმე მზერას, რომელიც ყოველთვის სიმშვიდეს ჰგვრიდა.

არ ჩანდა. ონისე არსად იყო.

- ქრისტა?- ხმა გაუტყდა, ყელში უცნაური ბურთი გაეჩხირა. ატირებული გამოვარდა ფიცხელაური. ვირაც მხარზე დაეჯახა და მინდორზე დაეცა, მივარდა თაია დალისთან ერთდა და ძლივს წამოაყენეს ფეხზე,- რა გატირებს?

იკითა თაიამ, ვერ გაეგო ჯერ კიდევ რა ხდებოდა.

- ქრისტა, გოგო, რა გატირებს. ამოიღე ხმა,- დაუცაცხანა დალიმ.

ჯერ ვერაფერი თქვა. ტუჩები უმწეოდ აუკანკალდა, თვალები წამში აევსო დიდი, მწარე ცრემლებით, რომლებიც მთვარის შუქზე საზარლად ბრწყინავდნენ და სწორედ იმ წამს, ქრისტას მზერაში, თაია ყველაფერს მიხვდა. გულში რაღაც საშინლად, ყრუდ და საბედისწეროდ ჩაწყდა.

- არა...- აღმოხდა თითქმის უხმოდ, ტუჩები ძლივს დააშორა ერთმანეთს. უგრძნო ვიღაცის ხელები მხრებზე,- არა დედა....

გასძახა გულნარას.

- ონისეს ესროლეს,- ქრისტამ სწრაფად, გამწარებით გააქნია თავი, თითქოს ამ მოძრაობით ცდილობდა იმ რეალობის განადგურებას, რომლის თქმაც თვითონაც არ უნდოდა.

მეტი აღარ დასჭირვებია. ამ ერთმა სახელმა თაიას გარშემო არსებული მთელი სამყარო ნამსხვრევებად აქცია. თვალწინ ყველაფერი უცებ დაიბინდა, თითქოს შავმა, სქელმა ნისლმა დაფარა ლებაისკარი. ხმები გაქრა, ხალხის სახეები გაფერმკრთალდა. დარჩა მხოლოდ საკუთარი გულის გამაყრუებელი, საზარელი ბრაგუნი, რომელიც ყურის ბარაბნებს უმტვრევდა.

- სად არის?!- მისი ხმა უკვე საერთოდ აღარ ჰგავდა ადამიანისას. ეს იყო დაჭრილი, განწირული არსების კივილი,- სად არის - მეთქი?

- მონასტერთან,- გაისმა ვიღაცუს ხმა. თაია უკვე გარბოდა. მიფრინავდა აღმართზე, ვეღარ გრძნობდა ვერაფერს, ვეღარც ბასრ ქვებს ფეხქვეშ, რომლებზეც ფეხსაცმელი უცურდებოდა, ვეღარც ხალხს, რომელსაც გიჟივით ეჯახებოდა და გზას მიიკვლევდა. მისი გონება დაცარიელებულიყო, იქ მხოლოდ ერთი ფიქრი, ერთი სიტყვა უტრიალებდა გამეტებით, როგორც ტვინში ჩაჭედილი ტყვია.

„არა. არა. არა."

სუნთქვა ეკვროდა, ფილტვები ეწვოდა, მკერდი ისე საშინლად სტკიოდა, თითქოს ვიღაც უხილავი ხელით შიგნიდან გლეჯდა და ანადგურებდა მის გულს. ხეობაში კი სალოცავის ზარები ისევ რეკდნენ, მონოტონურად, ცივად, ავისმომასწავებლად, როგორც სიკვდილის საუკუნოვანი საგალობელი. თაიას გრძელი თმა ქარს უკან მიეფანტა, თეთრი მანდილი თმიდან ჩამოვარდა, როცა ციცაბო ბილიკზე წაიბორძიკდა და დაეცა, გადაეყვლიფა სულ მთლად მუხლები. ვიღაცამ უკნიდან სახელით დაუძახა, ვიღაცამ მკლავში ხელი სტაცა რომ შეეჩერებინა, მაგრამ მთელი ძალით გამოჰგლიჯა სხეული. ვერავინ დააკავებდა. ვერავინ დაუდგებოდა წინ.

და მერე, სალოცავის გალავანში შესულმა დაინახა.

ხალხის მჭიდრო წრე. სისხლი საუკუნოვან, ნაცრისფერ ქვებზე. ხევსურები, რომლებიც თავებზე ხელებს იშენდნენ. ვიღაცის გამწარებული, უსუსური ყვირილი... და ამ ყველაფრის შუაში, ცივ მიწაზე გართხმული ონისე.

თაიას სამყარომ იმ წამს, საბოლოოდ და სამუდამოდ შეწყვიტა არსებობა. დრო გაჩერდა. ფეხები წამით საერთოდ ვეღარ იგრძნო. ეგონა რომ საკუთარი გული პირდაპირ მკერდშივე გაუჩერდა, აფეთქდა და ჩაიფერფლა. ონისეს სახე სრულიად ფერმკრთალი ჰქონდა, თოვლივით თეთრი. ნაკვთები კი ზედმეტად მშვიდი, საშინლად, არაბუნებრივად მშვიდი იმ კაცისთვის, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ ხეობას თავისი მბრძანებლური ენერგიით ავსებდა. ლუკა ჭრილობაზე ხელს გამწარებით აჭერდა, საიდანაც სისხლი დაუზოგავად ჟონავდა, ვიღაც რაღაცას ყვიროდა, მაგრამ თაია უკვე ვეღარ არჩევდა სიტყვებს. ხმები წყალქვეშა ექოსავით ესმოდა. მხოლოდ მისკენ მიდიოდა. ნელა, თითქოს ყოველი ნაბიჯი საუკუნეს უდრიდა, თითქოს მთელი სხეული ერთიანად გაუქვავდა და მარმარილოდ იქცა. ირგვლივ მყოფმა კაცებმა გზა უსიტყვოდ, თავჩაქინდრულებმა დაუთმეს. თაია მუხლებზე დაეცა პირდაპირ მის გვერდით, მის სისხლიან ჭრილობასთან. ხელები საზარლად აუკანკალდა. ჰაერში გაიშვირა თითები, მაგრამ ვერ ეხებოდა... ეშინოდა. ეშინოდა რომ თუ შეეხებოდა და მისი კანი ცივი დახვდებოდა, თვითონაც იმავე წამს, მის გვერდითვე მოკვდებოდა.

- ონისე...- ძლივს ამოიღო ხმა. კაცმა, თითქოს ამ ხმის გაგონებაზე სულის უკანასკნელი ნაპერწკლები მოიკრიბაო, ქუთუთოები მძიმე ძალისხმევით ასწია. მისი მღვრიე, ნელ - ნელა მიმქრალი მზერა თაიას ატირებულ, სასოწარკვეთილ სახეს შეეფეთა და როგორც კი გოგონა დაინახა... ტუჩის კუთხე ოდნავ, ძლივს შესამჩნევად შეუტოკდა. ეს არ იყო ღიმილი, ეს იყო მისი სულის გამოპასუხება, დასტური იმისა რომ ბოლო წამსაც მხოლოდ მას ხედავდა და მხოლოდ მისი გადარჩენისთვის სუნთქავდა.

- როგორ...- ძლივს ამოღერღა. მისი თავი კალთაში ჩაიდო, შუბლიდან თმები გადაუწია.

- ვინმემ სასწრაფოში დარეკეთ,- წამოიკივლა მოსულმა დალიმ და შვილის გვერდით დაეცა მუხლებზე,- ჩემო ონისე, ვაი ჩემო თავო, შვილი ვინ მომიკლა.

თაიას ცხარე ცრემლები დაეცა სახეზე ფიცხელაურს.

- არ მოკვდე... გესმის? შენ მე დამპირდი... ხომ დამპირდი რომ სულ გვერდით იქნებოდი? აქ ხატში, ხომ დაიფიცე რომ არ დამტოვებდი?- ჩურჩულებდა თაია და მთელი სხეულით დაემხო კაცის მკერდზე. აღარ აქცევდა ყურადღებას არც გარშემომყოფებს, არც დალის შემზარავ მოთქმას. მისი ტუჩები ონისეს ყურთან ახლოს მივიდა, სუნთქვა სუნთქვაზე გადაეჯაჭვა,- არ გაბედო და თვალები არ დახუჭო...

ონისემ თითქოს გაიგონა ეს სასოწარკვეთილი მუდარა. მისი გულმკერდი მძიმედ შეირხა, თითქოს თაიას ცრემლების სიმხურვალემ წამით უკან დაახევინა სიკვდილს. კაცმა სუსტად აამოძრავა თითები და კაბის კალთას ჩააფრინდა, თითქოს ამ სამყაროში დასარჩენად ერთადერთ საყრდენს ებღაუჭებოდაო.

- პირველად ჩამეხუტე...- ძლივს ამოილაპარაკა ონისემ,- პირველად მაკოცე შენით.

- არა, გთხოვ,- თავი გააქნია და შუბლზე ნაზად აკოცა,- მოვლენ და გიშველიან გესმის?

- პირველად მაკოცე და ახლა უნდა მოვკვდე?- გაეცინა ოდნავ, თუმცა დიდი გაჭირვებით.

- მერე ვინ მომიშლის ნერვებს?- ლავასავით ედებოდა ცრემლები სახეზე,- მერე ვინ უნდა გამაგიჟოს ხოლმე?

ონისემ თვალები წამით დახუჭა, თითქოს ძალას იკრებდა რომ ეს წამი უფრო დიდხანს გაეწელა. მისი სუნთქვა სულ უფრო იშვიათი და ზედაპირული ხდებოდა. ირგვლივ დალის გულსაკლავი ტირილი, კაცების ჩოჩქოლი და მთებიდან წამოსული ცივი ქარი ერთ დიდ, საშინელ ქაოსად ქცეულიყო, მაგრამ მათთვის დრო გაჩერებულიყო.

- თაია...- ამოიხრინწა კაცმა, თითები უფრო მჭიდროდ მოუჭირა მის კაბას,- არ შეგეშინდეს.

თაიამ მისი ხელი აიღო, საკუთარ ლოყაზე მიიდო და გაყინული თითები თავისი კანით გაუთბო, უხმოდ სთხოვდა რომ არ დაებნია ეს უკანასკნელი ძაფი, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ. ონისეს თვალებში წამით მთელი ლებაისკარის ვარსკვლავები აირეკლა, მერე კი ის მძიმე, კლდესავით მტკიცე გუგუნი მის გულმკერდში ერთიანად მიწყდა. ხელი, რომელიც თაიას ლოყაზე ესვენა, უცებ დამძიმდა და ქვაზე უსიცოცხლოდ ჩამოცურდა. მისი გაყინული მზერა ერთ წერტილზე გაშეშდა.

თაია წამით გაოგნებული დაშტერდა მის სახეს. ვერ იჯერებდა. არ უნდოდა დაეჯერებინა. სამყაროში ყოველივე გაჩუმდა. თითქოს თავად დედაბუნებამაც კი წამსვე შეწყვიტა არსებობა, ქარი აღარ ქროდა, არღუნის გიჟური ღრიალი სადღაც შორს, უფსკრულში ჩაიხრჩო და სალოცავის ავბედითი ზარებიც ერთიანად დადუმდნენ. ყველაფერი გაყინა ამ საზარელმა წამმა და ზუსტად ამ მახრჩობელა, მკვდარ სიჩუმეში თაიას ყელიდან ისეთი სულისწამღები, საზარელი ყვირილი აღმოხდა, რომელმაც ხეობის კლდეები ძირამდე შეაზანზარა. ეს არ იყო უბრალო ტირილი, ეს იყო ნატანჯი, ფილტვებდაგლეჯილი არსების განწირული ღრიალი, რომელმაც მთელი ლებაისკარი შუაზე გაკვეთა.

მთელი სხეულით დაემხო მის მკერდზე, ხელებს სახეზე, თმებზე უსვამდა, სასოწარკვეთილი ეხვეწებოდა რომ კიდევ ერთხელ მაინც შეეხედა მისთვის. ხევსურები თავჩაქინდრულები იდგნენ, ზოგს თვალზე ცრემლი მოადგა, დალი კი შვილის ფეხებთან მიწაზე ფორთხავდა და მიწას გლეჯდა ფრჩხილებით, მაგრამ თაიას ყვირილი ყველაფერს ფარავდა.

- ვაიმე, ჩემო მთასავით ბიჭო!... ვაიმე, დედა შენს მზეს შემოევლოს, ეს რა დღე გაგვითენდა!...- კიოდა დალი, ხმა ყელში ეხლიჩებოდა, მაგრამ წამითაც არ ჩუმდებოდა,- ონისე, შვილო, გაახილე თვალები, დედას შემოხედე!... ვინ მოგიკლა სული, ვინ დაგიქცია ეგ ახალგაზრდა სისხლი, შვილო!...

გამეტებით გლეჯდა ხელებით მიწას, ფრჩხილებით სალოცავის ბასრ ქვებს აწყდებოდა და თითებიდან სისხლი სდიოდა, თუმცა ამ ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა. სახეზე ტალახი, ცრემლი და შვილის თბილი სისხლი ერთიანად აერია. ნელ - ნელა ფორთხვით აჰყვა ონისეს სხეულს, თაიას გვერდით დაემხო და შვილის უსულო, განიერ მკერდს დაეჯაჯგურა. მისი გაყინული ხელები თავის სახეზე მიჰქონდა, კოცნიდა, მის თითოეულ თითს საკუთარი სუნთქვით უთბობდა და ისე საზარლად მოთქვამდა, თითქოს სურდა, ეს კლდეები თავზე ჩამოენგრია მთელი სოფლისთვის. ეს იყო გლოვა, რომელმაც იმ ღამეს ხეობის ცა სამუდამოდ ჩაამუქა.

* * *

თბილისის კლინიკის ცივ, თეთრ დერეფანში სამარისებური სიჩუმე იდგა, რომელიც მხოლოდ აპარატურის მონოტონური წრიპინითა და ჩუმი სლუკუნით ირღვეოდა. რამდენიმე საუკუნედ ქცეული საათის შემდეგ, საოპერაციოს მძიმე კარი გაიღო. დაღლილი, მწვანეხალათიანი ქირურგი დერეფანში გამოვიდა და სახიდან პირბადე ნელა ჩამოიწია. ფიცხელაურების მთელი საყრდენი, ვინც კი იქ იდგა, ერთ წამში შეტოკდა.

- დამშვიდდით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გადარჩება,- თქვა ექიმმა და მისმა სიტყვებმა დერეფანში დაგროვილი, ჰაერში გაყინული მთელი დაძაბულობა ერთ წამში გაფანტა,- ძლიერი ორგანიზმი აქვს. ტყვიამ სასიცოცხლო ორგანოებს აუარა, ბევრი სისხლი დაკარგა. ახლა სისხლი გადავუსხით და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იქვე, იატაკზე ჩამომჯდარი თაია, რომლის თეთრი კაბა ჯერ კიდევ ონისეს გამშრალი სისხლით იყო დასვრილი, პირველად გაინძრა. გვერდით ქრისტა მიუჯდა, რომელიც მთელი გზა თბილისამდე თაიას გვერდიდან არ მოშორებია, გულში ჩაიკრა მეგობარი და მასთან ერთად ატირდა, ამჯერად უკვე შვების ცრემლებით. დალი იატაკზე მუხლებით დაემხო, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და უფალს შვილის გადარჩენისთვის ხმამაღლა, ატირებული სწირავდა მადლობას. მოშორებით, დერეფნის ბოლოში, აბდულა და ჭაბუკა იდგნენ. აბდულა, თავისი მძიმე, ავბედითი იერით, ფანჯარასთან იდგა და ქალაქს გადაჰყურებდა. მისი თითები მუშტებად ისე საზარლად შეკრულიყვნენ რომ სახსრები სრულიად გასთეთრებოდა. როცა ექიმის სიტყვები გაიგონა, სახეზე ერთი კუნთიც არ შეტოკებულა, მხოლოდ თვალებში გაუელვა იმ ცივმა, ნაცნობმა ცეცხლმა, რომელიც სისხლის აღებას მოასწავებდა. მან ნელა გადახედა ჭაბუკას, თავი მრავლისმეტყველად დაუკრა და ჩუმად, ყელში გამოცრა.

- არ დარჩება ცოცხალი ის ვინც ეს გააკეთა,- გამოსცრა ჭაბუკამ.

დერეფანში ისევ მძიმე, მახრჩობელა სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ თაიას ჩუმი, წყვეტილი ტირილი ისმოდა, რომელიც ქრისტას მხარზე მიყრდნობილი, მთელი სხეულით ცახცახებდა. გოგონას ხელები ჯერ კიდევ უკანკალებდა. თითებში ისევ მძაფრად გრძნობდა ონისეს სისხლის სიმხურვალეს, იმ საბედისწერო წამს, როცა სალოცავის წინ მის მკერდზე მთელი ძალით დაეჭირა ხელები და გამწარებული, სულწასული ეხვეწებოდა, თვალები არ დაეხუჭა.

ღმერთო...

ის ხმა ისევ ყურებში ედგა. გასროლის ყრუ, საზარელი ხმა, რომელმაც მთებში დრო გააჩერა. მერე ონისეს გიგანტური სხეული, რომელიც მის მკლავებში უცებ დამძიმდა. თაიამ თვალები მაგრად დახუჭა, მაგრამ სიბნელეშიც მხოლოდ იმ სისხლიან ქვებს ხედავდა. ქრისტამ ცრემლიანი, შეშფოთებული სახით გადახედა მეგობარს, მისი აკანკალებული ხელები საკუთარში მოიქცია.

- გადარჩა...- ჩუმად გაუმეორა, თითქოს თაიას გამოფხიზლება და ამ რეალობაში დაბრუნება უნდოდა,- გესმის, თაია? გადარჩა.

თაიამ ძლივს, უზომო ძალისხმევით დაუქნია თავი, მაგრამ სხეული მაინც ვერ დაემორჩილა. ჯერ კიდევ გაუჩერებლად კანკალებდა. ჯერ კიდევ ეგონა რომ თუ თვალს წამით მოხუჭავდა, ისევ იმავე კოშმარს დაინახავდა, ონისეს სისხლიან ჩოხას, მის საზარლად ფერდაკარგულ სახეს და იმ თვალებს... იმ საოცრად მშვიდ, მღვრიე თვალებს, რომლებიც ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც მას ეძებდნენ და მასზე დარდობდნენ. დალიმ ხელსახოცით ნელა მოისვა ლოყებზე ცრემლები, ღრმად ამოისუნთქა და თაიასკენ წავიდა. მერე ძალიან ნელა ჩამოუჯდა წინ, იატაკზე. მიეხუტა იქვე მდგარი ეთუნაც. ქალს თვალები მთლიანად ჩაწითლებოდა გლოვისგან, მაგრამ ახლა მათში სიცოცხლის იმედი ბჟუტავდა.

- ხედავ?- უთხრა აკანკალებული, ჩურჩულზე გადასული ხმით და თაიას სახიდან ჩამოშლილი თმა ყურს უკან ნაზად გადაუწია,- არ მოგატყუა... ხომ გითხარი, ჩემი ბიჭი სიტყვას არ გატეხს - მეთქი. ხომ დაიფიცა რომ არ დაგტოვებდა... გაუძლო.

თაიას ყელში ცხელი, მახრჩობელა ბურთი მოაწვა. მის თვალებში ახალი ცრემლები ჩადგა. უყოყმანოდ, დაფიქრების გარეშე. არ შეშინდებოდა, არ გაიქცეოდა და საკუთარ სხეულს ფარად ააფარებდა. და ეს გაცნობიერება, ეს უზარმაზარი, დაუნდობელი სიყვარული ყველაფერზე მეტად ანგრევდა და ამავდროულად ამაგრებდა მის დაგლეჯილ სულს. საოპერაციოს მძიმე კარი ისევ გაიღო და დერეფანში მკრთალი შუქი გადმოიღვარა. ექიმი გამოვიდა, დაღლილი თვალებით გადახედა შეკრებილებს.

- გადავიყვანთ მალე, თუ შესვლა გინდათ, მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება, რამდენიმე წუთით,- თქვა დაბალი ხმით,- ნარკოზიდან გამოდის, მაგრამ ჯერ ისევ ძალიან სუსტია.

თაიას გული გამეტებით აუძგერდა. შეშინებულმა გადახედა დალის, მერე მოსესა და ეთუნას, თითქოს ნებართვას სთხოვდა. დალიმ მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა და წინ წაწია.

- შედი, თაია.

- მე?..- ხმა ჩაუწყდა გოგონას,- დალი...

- აბა ვინ?- თითქმის გაეცინა დალის ცრემლებს შორის, სახეზე ხელი ჩამოისვა.

- ყველგან შენ გხედავდა ონისე,- ამოუდგა გვერდით ქრისტა,- სიზმარშიც, ცხადშიც, ახლა რომ გაიღვიძებს, მაშინაც შენ უნდა დაგინახოს, აბა ისე როგორ გამოკეთდება?

ნელა წამოდგა ფეხზე. მუხლები ეკვეთებოდა, ფეხები ძლივს ემორჩილებოდა. დაიხედა და დაინახა საკუთარი თეთრი კაბა, რომელიც ჯერ კიდევ მუქი, გამშრალი ლაქებით იყო შეღებილი. რამდენიმე წამი ინტენსიური თერაპიის პალატის კართან გაშეშებული იდგა. ეშინოდა. საშინლად ეშინოდა შიგნით შესვლის. ეშინოდა იმის საკუთარი თვალით დანახვის, თუ რამდენად ახლოს იყო მის სამუდამოდ დაკარგვასთან. ეშინოდა იმ აპარატების, რომლებიც მის სიცოცხლეს ზომავდნენ. მოამზადეს შესასვლელად, მერე ღრმად ჩაისუნთქა, ძალიან ნელა შეაღო კარი.

პალატაში ნახევრად ბნელოდა, ფანჯრიდან თბილისის ნაცრისფერი, წვიმიანი დღის მკრთალი შუქი შემოდიოდა. ირგვლივ მხოლოდ აპარატების მონოტონური, რიტმული წრიპინი ისმოდა, რომელიც ყოველ წამს ამტკიცებდა რომ გული ფეთქავდა. ონისე სრულიად უძრავად იწვა თეთრ საწოლზე. მისი ყოველთვის მზიანი, მკაცრი სახე საშინლად გაფითრებულიყო, თოვლივით თეთრი გახდომოდა. ტუჩებზეც კი დაჰკარგვოდა ბუნებრივი ფერი. მკერდზე, იმ ადგილას, სადაც ტყვიამ გაიარა, თეთრი, სქელი სახვევები უჩანდა, ძლიერ ხელზე კი გადასხმის მილები ჰქონდა მიერთებული. ეს გოლიათი კაცი, ეს მთასავით ამაყი და დაუმორჩილებელი ხევსური არასდროს, არცერთ კოშმარში არ ენახა ასეთი... დაუცველი და უმწეო. ამ სურათმა ბოლო თავდაცვის ზღუდეებიც მოუშალა. ფრთხილად, თითქოს მიწაზე კი არა, თხელ ყინულზე აბიჯებდაო, ისე მიუახლოვდა საწოლს. მის გვერდით, დაბალ სკამზე ნელა ჩამოჯდა. ხელები ისევ ისე უთრთოდა. მერე ძალიან ნელა გასწია ხელი და თითები მის უზარმაზარ ხელისგულზე დააწყო. მაინც თბილი იყო.

ნელა წაიღო თითები ონისესკენ, თითქოს ეშინოდა, თითქოს არ იყო ღირსი, მაშინ, როცა მთელი ცხოვრება მას ებრძოდა ახლა საერთოდ არ თვლიდა თავს იმის ღირსად რომ შეხებოდა. უკან გამოსწია ხელი, ძლიერად მოუჭირა ხელი ზეწარს, ცხარე ცრემლები ჩამოსცვივდა. იმ კაცის გამო ტიროდა ვისაც მთელი ცხოვრება ვერ იტანდა, ვისი სახელის გაგონებაც სულ სისხლს უდუღებდა, იმ კაცის გამო ვინც რაღაცნაირად მაინც შემოაღწია მის გულში და არა ახლა, და არა ქორწილის მერე, არამედ მაშინ, ჯერ კიდევ პატარები რომ იყვნენ, ჯერ კიდევ მაშინ, არღუნის პირას, პატარა ჩანჩქერთან, მაშინ არაბულის პირველი კოცნა რომ მოიპარა. მაშინ გამოფხიზლდა სხვა გრძნობები, იმ დროს დაეჯახა პირველი უცნაური გრძნობა მის ზიზღს.

უხეშად მოიწმინდა თვალები, მერე უფრო ახლოს მიჩოჩდა, ნელა დაუსვა სახეზე ხელი და თმები უკან გადაუყარა.

თითები მაღლა აჰყვნენ კაცის ნაკვთებს და შუბლზე ჩამოშლილი, უხეში თმები ნაზად უკან გადაუყარეს.

- ჯიუტი ხარ...- ჩუმად, ჩურჩულით ამოთქვა და სუნთქვა შეეკრა, როცა ონისეს თბილი კანი საკუთარ თითებზე იგრძნო,- მართლა მთასავით ჯიუტი ხარ, ფიცხელაურო... ოღონდ ახლა გაიღვიძე და ყველაფერს გაპატიებ. იმ პირველ კოცნასაც გაპატიებ... ოღონდ თვალები გაახილე. იმ ომსაც დავივიწყებ, ოღონდ კიდევ შემომხედე.

ნელა მიიტანა მისი ხელი ტუჩებთან, პატარა კოცნა დაუტოვა ზედ.

- საჩხუბარიც ხარ, ყველგან შარში ეხვევი...- თითები ისევ ნელა დაუსვა ხელზე,- შენ ხომ დამპირდი...

ჩურჩულით თქვა.

- თქვი რომ ყოველთვის ჩემთან იქნებოდი,- ტუჩი აუკანკალდა,- და მე კიდე...

გაეცინა სუსტად საკუთარ თავზე.

- მე კიდე ვერ მოვასწარი შენთვის ნორმალურად თქმა,- მისი თითები ისევ ონისეს თმებში შეიცურა,- იცი როგორ მიჭირს, არ ვიცი რატომ, არასდროს არავისთვის მითქვამს.

გაეცინა სიმწრისგან.

- მიყვარხარ,- ამოიჩურჩულა ბოლოს ისე ჩუმად, თითქოს ამ სიტყვებაც შეიძლებოდა რამე დაემსხვრია,- ასე ძალიან როგორ შემიყვარდი საერთოდ...

დაებინდა ცრემლებისგან მზერა.

- ვეჭვიანობდი სალომეზეც და საერთოდ ყველა იმ ქალზე, ვინც შენთან ახლოს იყო,- გააქნია თავი,- ძალიან, ძალიან ვეჭვიანობდი. ახლაც, მაშინაც, ბავშვობაში რომ თან დაგყვებოდნენ. ცხენზე რომ მათთან ერთად კატაობდი. შენთან ერთად რომ იყვნენ.

მერე იყო სიჩუმე. მხოლოდ აპარატის ხმა ისმოდა ოთახში. თაიამ თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა და ზუსტად იმ წამს იგრძნო, ონისეს თითები მის ხელში ძალიან სუსტად შეირხა.

- გასვლის დროა,- გაისმა ექთნის ხმა.

- ისევ მოვალ,- შუბლზე მოეფერა კაცს და ნელა გავიდა პალატიდან.

* * *

მესამე დღე განსაკუთრებით ნელა გათენდა თბილისის თავზე. ნაცრისფერი, მძიმე ნისლი ეკვროდა კლინიკის მაღალ ფანჯრებს. ყველანი დერეფანში იყვნენ. კუთხეში კედელთან ისხდნენ ქრისტა და ეთუნა. ერთმანეთს ეკვროდნენ და მშვიდად ეძინათ. თაიას საერთოდ არ სძინებია. მთელი ღამე იმ ცივ, უსულო დერეფანში გაატარა, ზურგით თეთრ კედელს მიყრდნობილმა. ხან ჩამოჯდებოდა, ხან ისევ წამოვარდებოდა და პალატის დაგმანულ კარს აშტერდებოდა, თითქოს მხოლოდ მზერით შეძლებდა ონისეს გაღვიძებას და სიკვდილისგან დახსნას. ქრისტას რამდენჯერმე ჩაეძინა კიდეც მის მხარზე, დაღლილობისგან გათიშულს, დალი კი იქვე, კუთხეში, თავჩაქინდრული ჩუმად ლოცულობდა და მის ტუჩებს ერთადერთი ვედრება აკანკალებდა. აბდულა კი ისევ ფანჯარასთან იდგა. გაუნძრევლად, კლდესავით. თითქოს მთელი ღამის განმავლობაში აზრიც არ შეეცვალა და არც ერთი სახსარი არ გაენძრია. ის უბრალოდ ელოდა, სიცოცხლეს ან სიკვდილს, რათა სცოდნოდა, რა გზით წასულიყო.

ექთანი გამოვიდა მალევე. მოათვალიერა ყველა დათბილად გაიღიმა.

- გონს მოვიდა ისევ,- თქვა მოკლედ და ამ ორმა სიტყვამ დერეფანში ჰაერი ერთიანად შეცვალა. გამოფხიზლდნენ გოგოებიც, დალიმ პირზე აკანკალებული ხელი აიფარა, მუხლებზე დაეცა და ღმერთი ახსენა ატირებულმა, მადლიერებისგან სულწასულმა. თაია კი... თაია უბრალოდ გაშეშდა. ადგილზე გაიყინა. გული მკერდში ისე გამეტებით, ისე ძლიერად უცემდა, ეგონა ამ მკვდარ სიჩუმეში ყველამ მისი გულისცემის ხმა გაიგონა.

- შეიძლება ვნახოთ?- თითქმის ჩურჩულით, შიშით იკითხა ქრისტამ.

- ცოტა ხნით,- დაუქნია თავი ექიმმა,- მაგრამ არ გადაღალოთ. ორგანიზმი გამოფიტულია, ჯერ ისევ ძალიან სუსტადაა.

პირველი, რა თქმა უნდა, დალი შევიდა. კართან რამდენიმე წამით შეყოვნდა კიდეც, თითქოს ფეხები არ ემორჩილებოდა, ეშინოდა საკუთარი შვილის ასეთ უმწეო მდგომარეობაში ნახვის, მაგრამ ბოლოს მაინც შეაღო კარი. შიგნიდან მალე დედის ჩუმი, გულამომჯდარი ტირილის ხმა გამოვიდა. მერე ქრისტა შევარდა. მისი სიცილი და ტირილი ერთმანეთში ირეოდა, სიხარულს ვერ მალავდა.

- ღმერთო, როგორ შეგვაშინე,- ისმოდა პალატიდან მისი ატირებული ჩურჩული. მოსე და აბდულაც შევიდნენ. კაცებმა უსიტყვოდ, მძიმე მზერით გადასცეს ერთმანეთს ის, რასაც სიტყვები ვერ დაიტევდა. ბოლოს თაია შევიდა პალატაში, ყველა თავს ეხვეოდა ონისეს. კარის ხმაზე თავი ოდნავ მოაბრუნა და თაია დაინახა... მთელი ის მრისხანე, დაძაბული სიმკაცრე და მიუვალი სიამაყე, რაც ყოველთვის სახეზე ეწერა გამქრალიყო. თითქოს იმ უზარმაზარმა ლოდმა, მკერდზე რომ აწვა, არსებობა შეწყვიტა. კაცმა უბრალოდ ღრმად ამოისუნთქა. თაიას გული მტკივნეულად, სიტკბოთი და ტკივილით ერთიანად შეეკუმშა. კარი უხმოდ მიხურა უკან, თითქოს გარესამყარო საერთოდ მოკვეთაო. რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადადგა მისკენ. ვერცერთი სიტყვა ვერ თქვა თავიდან, ყელში გაეჩხირა ყველაფერი. არაფერი უთქვამს. იქვე დივანზე ჩამოჯდა, აცადა სხვებს რომ გამოეკვლიათ ყველაფერი.

- რა მოხდა?- დასვა დალიმ შეკითხვა,- ასე ვინ გაგიმეტა კი მაგრამ?

- არაფერი,- ამოიოხრა ონისემ,- უბედური შემთხვევა იყო.

- ვიპოვი და ნაკუწებად დავჭრი,- გაისმა აბდულას ხმა,- ამას ასე არ დავტოვებ.

- გადავიდოდა,- ბოლოს აღარ დამალა ონისემ,- ხომ გადავიდოდა?

მიუტრიალდა მამას.

- გადავიდა. მე ველაპარაკე,- დააქნია თავი ჭაბუკამ,- შენზე არ მითქვამს.

- კარგია,- შვებით ამოისუნთქა,- არც უთხრა. არაა საჭირო.

- ვისზე ლაპარაკობთ?- ჩაერია ქრისტა,- რა ხდება?

- ჩვენი ლაშა იმალებოდა ჩვენთან,- გაუღიმა დას,- პრობლემები ჰქონდა.

- ჩემი ლაშა?- ცრემლი წამოუვიდა დალის,- რაღა პრობლემა. როგორ დაიტანჯა ეგ ბიჭი, ჩემი საწყალი ლაშა. სად არის? ახლა როგორაა?

- რუსეთში უნდა გადასულიყო. წავიდა, ალბათ იქ იქნება. ბოლო ერთი კვირა დვალის ხალხი დადიოდა სოფელში,- გახედა აბდულას.

- მაგათი...- გაბრაზდა კაცი,- როგორ გამომეპარნენ ძაღლები.

- მათეს შემთხვევით გაუვარდა იარაღი ჩხუბისას,- ამოიოხრა ონისემ,- კარგად ვარ, არაფერია.

- შენ ამას კარგად ყოფნას ეძახი?- გაუწყრა ქრისტა,- რა აღარ ვიფიქრეთ, გვეგონა მოკვდი.

- მე ესე ადვილად არ მოვკვდები,- ლოყაზე უჩქმიტა გოგოს და მზერა თაიასკენ გააპარა,- მთელი ღამე აქ იყავით?

- სად უნდა წავსულიყავით?- გაიკვირვა მოსემ,- შეხედე რა ნაცემს ჰგავხარ.

- კარგი ახლა,- გაეციბა ონისეს,- წადით სახლში, კარგად ვარ. დაისვენეთ, თორემ ღამურებივით ხართ.

- დაიწყო ახლა ისევ,- აატრიალა თვალები ქრისტამ.

- თუ არ წახვალთ, ექიმს ვეტყვი რომ არ შემოგიშვან, ცოტახნით მაინც,- არ მოეშვა ონისე,- ამ კაცსაც წნევა აქვს, ძლივს დგას ფეხზე.

ანიშნა ჩუმად აბდულაზე.

- კარგი,- განაცხადა ჭაბუკამ,- ცოტახნით წავალთ და დავბრუნდებით ისევ.

- ექიმს ვეტყვი რომ მალე გამომწეროს, ასე რომ სახლშიც მოგისწრებთ ალბათ,- გაეცინა ონისეს,- წადით ახლა, ამატკიეთ ისევ ჭრილობა.

- სისხლით მაგრად დაუტენია ექიმს ეს,- აბუზღუნდა ქრისტა,- რა ენერგიაზეა.

- წამოდი, წამოდი. ხომ იცი რაღაცას რომ აიჩემებს, აღარ გადავა,- გაეცინა მოსეს და გაიყვანა ყველა გარეთ.

- შენ არ აპირებ წასვლას?- იკითხა ონისემ და კუთხეში მარტოდ - მარტო მდგარ თაიას გახედა. ძლივს იკავებდა არაბული თავს რომ კიდევ ერთხელ არ დაღვრილიყო ცრემლად. თითებს იმტვრევდა ზურგსუკან. მერე ნელა მიუახლოვდა,

თვალები ჩასწითლებოდა, ქუთუთოები დასიებოდა, მაგრამ ჯიუტად, კბილების დაჭერით აღარ ტიროდა. ყველა რომ გავიდა და მძიმე, თეთრი კარი დაიხურა, პალატაში უცნაური, თითქმის მახრჩობელა სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ აპარატის ჩუმი, რიტმული წრიპინი ისმოდა, რომელიც ორ ადამიანს შორის გაბმულ ნერვულ ძაფს ჰგავდა. თაია რამდენიმე წამს ისევ გაუნძრევლად იდგა, თითქოს იატაკზე შეეყინა ფეხები. მერე ძალიან ნელა, ფრთხილად დაიძრა მისკენ. ონისე წამითაც არ აშორებდა თვალს. იცოდა ეს სიჩუმე. კარგად იცნობდა ამ გოგოს ჯიუტ ბუნებას და ხვდებოდა რომ ახლა ყველაზე რთული, ყველაზე მტკივნეული ბრძოლა იწყებოდა. თაია ბოლოს საწოლთან გაჩერდა. რამდენიმე წამს უბრალოდ უსიტყვოდ დაჰყურებდა ზემოდან, მის გაფითრებულ, ადრინდელი სიმკაცრისგან დაცლილ სახეს, განიერ ხელზე შეერთებულ გადასხმის მილებს, მკერდზე და მკლავზე თეთრად დაფენილ სქელ სახვევებს და უცებ მთელი ის შიში, უსუსურობა და ტკივილი, რაც ამ სამი დღის განმავლობაში შიგნიდან კლავდა და ძლივს შეაკავა, ერთიანად ამოხეთქა.

- როგორ გაბედე?- ხმა გაებზარა მაშინვე, პირველივე სიტყვაზე,- საერთოდ... საერთოდ როგორ გაბედე ასეთი რაღაცის გაკეთება?

ონისემ ჩუმად ამოისუნთქა, თითები შეატოკა.

- თაია...

- არა!- თითქმის იმავე წამს, მჭრელად გააწყვეტინა, ხელი ჰაერში აწია,- ხმა არ ამოიღო ჯერ!

ტუჩები უკანკალებდა. ცდილობდა მტკიცედ, ამაყად ელაპარაკა, როგორც ხევსურის ქალს შეეფერებოდა, მაგრამ სიტყვები მაინც უნებლიე, ბავშვურ ტირილში ეშლებოდა და ყელში ეხლიჩებოდა.

- შენ...- ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, თვალებიდან პირველი ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა,- შენ საერთოდ თუ გაქვს ჭკუა? ყველაზე საშინელი და უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ.

ონისე უხმოდ უყურებდა ქვემოდან. არ შეუწყვეტინებია. უბრალოდ უსმენდა და მის თვალებში იკითხებოდა ყოველივე, რასაც თაია სიტყვებით ვერ ამბობდა.

არაბულმა თავი გააქნია, თითქოს ამ მოძრაობით საკუთარი გონებიდან იმ კოშმარული ღამის წაშლას ცდილობდა.

- არც კი იცი, რა გადავიტანე...- ხმა უკვე ჩურჩულამდე, სუსტ კვნესამდე დაუვიდა,- მეგონა... ღმერთო, მეგონა რომ მოკვდი.

ბოლო სიტყვაზე ხმა მთლიანად ჩაუწყდა. თვალებში ახალი, მწარე ცრემლები ჩაუდგა, რომლებმაც მზერა დაუბინდა. ონისეს სახე მაშინვე დაეძაბა. ქალის სასოწარკვეთამ მისი სიამაყე წამში გატეხა. ინსტინქტურად, მისკენ წასაწვდენად წამოიწია საწოლზე, მაგრამ ვერ გაბედა, ჰაერში გაშეშდა.

- ნუ ტირი,- ჩახლეჩილი, მბრძანებლური, თუმცა უზომოდ თბილი ხმით თქვა მაშინვე.

- როგორ არ ვიტირო?!- ამჯერად მართლა, ხმამაღლა ატირდა თაია, მთელი მისი თავდაცვა ერთიანად ჩამოიშალა,- როგორ არ ვიტირო, ონისე?! მერამდენედ უნდა გპოულობდე ასე გაუბედურებულს, მაშინაც ხევში, ზუსტად ასე გიპოვე. იქნებ მესამედ ვეღარც მოგისწრო?

თვალები მაგრად დახუჭა და უცებ, ძალაგამოცლილი წინ გადაიხარა. ონისემ მხოლოდ მაშინ მოადუნა სხეული და დახუჭა თვალები, როცა თაიას სუსტი, აკანკალებული სხეული იგრძნო საკუთარ მკერდთან. თაია მთლიანად მიეკრო, მის კისერში ჩარგო სახე. ისე ძლიერად, ისე გამეტებით ეხვეოდა, თითქოს ჯერ კიდევ ეშინოდა რომ თუ ხელს გაუშვებდა, ონისე ისევ ცივ ქვაზე აღმოჩნდებოდა და გაქრებოდა. რამდენიმე წამს ონისე საერთოდ არ განძრეულა. მხოლოდ სუნთქვა შეეკრა, მკერდი მძიმედ აუვარდა და ტკივილმა ახალი ძალით დაუარა ტანში, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმ სითბოსთან შედარებით, ახლა რომ ავსებდა. მერე ძალიან ნელა, უზომო ძალისხმევით ასწია თავისი გიგანტური ხელი და თაიას ზურგზე შემოხვია. მეორე ხელი კი მის გრძელ, აწეწილ თმებში შეუცურა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. სახე მის თმებში ჩამალა.

- აქ ვარ...- ძლივს გასაგონად, მხოლოდ მისთვის ჩაილაპარაკა კაცმა და თმებზე ტუჩებით შეეხო,- ხევსურო, აქ ვარ. ცოცხალი ვარ.

თაიამ თავი ძლიერად გააქნია, თითქოს მაინც არ უჯერებდა ბედს, მაგრამ ხელი არავითარ შემთხვევაში არ გაუშვია. საავადმყოფოს თეთრ მაისურზე ჩაებღუჯა თითები, ისე მაგრად რომ სახსრები სტკიოდა. მხრები გაუჩერებლად უკანკალებდა ჩუმი, გულამომჯდარი სლუკუნისგან.

- ვერ გიტან...- ამოილაპარაკა ჩუმად, ძლივს გასაგონად,- ღმერთო, როგორ ვერ გიტან...

ონისეს ძალიან სუსტად გაეცინა. მკლავი უფრო მჭიდროდ მოუჭირა ზურგზე, თავისკენ მიიზიდა და მერე შუბლი ნელა, სათუთად მიადო მის თმებს.

- ჰო...- ჩურჩულით თქვა კაცმა და თვალებიდან სიმშვიდის ნაპერწკლები გადმოეღვარა,- ვიცი მე შენი სიძულვილი.

ჩაეღიმა კაცს და თმებზე დაუსვა ხელი. ონისე დიდი გაჭირვებით, ჭრილობის ყრუ ტკივილის მიუხედავად, ოდნავ ჩაიწია გვერდზე და გოგონა თავისკენ მიიზიდა. თაიაც უსიტყვოდ, ყოველგვარი სიჯიუტის გარეშე დაემორჩილა ამ ძალას. ფეხები საწოლზე შემოსწია, ონისეს ჯანმრთელ მხარეს მიეკრო. კაცმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, ტუჩებით მის საფეთქელს შეეხო და ჩუმად, ჩახლეჩილი ხმით ჩაეღიმა.

- მაინც და მაინც სიკვდილის პირას უნდა მივსულიყავი რომ ჩემს გვერდით ასე მენახე?- თაიამ თვალები მაგრად დახუჭა, თითები მის მაისურზე უფრო მეტად მოუჭირა.

- ამაზე აღარ იხუმრო,- წამოიწია არაბული,- და იმ ლაშას გადაეცი რომ თუ ოდესმე სადმე შემხვდება, მთელი ძალით შემოვარტყამ სახეში, იმის გამო რომ ასე დაგტოვა.

- ჰოო? გადავცემ,- ჩაეცინა ონისესაც,- ჩემი ტელეფონი სადაა.

- მე მაქვს,- ამოიღო ჯიბიდან და გადააწოდა,- მაშინვე გახსნა შეტყობინებები.

- აი, ძაღლი ახსენეო,- ჩაეცინა და მიატრიალა მისკენ, ანახა ეკრანზე შემოსული ჭანტურიას შეტყობინებები. მერე გახსნა და ყველა სათითაოდ ჩაათვალიერა,- ჯანდაბა...

აღმოხდა მოულოდნელად. სახიდან ღიმილი წამში გაუქრა. ნაკვთები ისე საზარლად დაეჭიმა, თითქოს ჭრილობაზე ახალი ტყვია მიეღო. მზერა გაეყინა.

- რა ხდება?- თაია შეშინებული უფრო ახლოს მიიწია, კაცის პროფილს მიაშტერდა და იგრძნო, როგორ აივსო პალატა წამიერად მძიმე დაძაბულობით. ონისეს პასუხი არ გაუცია. თითს სწრაფად უსვამდა ეკრანს, ბოლო შეტყობინება გახსნა, სადაც ჭანტურია მოკლედ და სასოწარკვეთილად წერდა.

„ონისე, როგორც კი ამას წაიკითხავ, დამირეკე. დვალი დღეს დილას ბინაში მკვდარი უპოვიათ."

კაცმა ტელეფონი არც კი დაუშვა, ეგრევე საინფორმაციო ნიუსების აპლიკაცია გახსნა. მთავარ გვერდზე უკვე წითლად ციმციმებდა სასწრაფო ნიუსის სათაური. ონისე უძრავად იწვა საწოლზე.

- რა მოხდა კი მაგრამ?- გადაურეკა ჭანტურიას მაშინვე.

- არ ვიცი, გეფიცები არაფერი ვიცი,- ამოიოხრა ლაშამ.

- სად ხარ ახლა?

- ჩეჩნეთში ვართ ჯერ ისევ,- ფორიაქი იგრძნობოდა მის ხმაში.

- კი მაგრამ ვინ მოკლა დვალი...

- არ ვიცი, დაიკიდე, ეგ უკვე აღარაა შენი პრობლემა, ვიღაც არის მის უკან, ვისაც არ ვიცნობ,- ამოილაპარაკა მტკიცედ,- უნდა წავიდე, დიდხანს ვერ დავრჩები ხაზზე, საშიშია.

- მიდი, გამაგებინე რომ ჩახვალთ,- და ზარი გაწყდა.

- უნდა გეთქვა რომ მის გამო ხარ ამ დღეში,- გაისმა თაიას ხმა.

- არ ვარ მის გამო ამ დღეში,- გაეღიმა ონისეს,- ნუ ნაწილობრივ ვარ, მაგრამ სულ სხვა მიზეზია.

- რა...

- მოდი დაივიწყე, კარგი?- მიაწვა მხარზე და აიძულა ისევ დაწოლილიყო,- დღეს ჩემთან დარჩი.

თაია წამით შეეწინააღმდეგა, სხეული დაეჭიმა, მაგრამ ონისეს მზერაში იმდენი თხოვნა და ამავდროულად ისეთი ძალა იყო რომ მთელი მისი პროტესტი ჰაერშივე გაქრა. ნელა ჩამოდო თავი მის მხარზე, ისევ იგრძნო კაცის სხეულის სიმხურვალე და თვალები მაგრად დახუჭა.

* * *

აგვისტოს შუა რიცხვები იყო ფიცხელაური ხევსურეთში რომ დაბრუნდა. დალის მოამზადებინა სახლში ყველაფერი. მთელი დღის სტუმრიანობისა და ონისეს მონახულების მერე, საღამოს დაღლილი შემოაღო კარი თაიამ. თვალი მიაწვდინა საწოლზე წამოსკუპებულ ონისეს, რომელსაც აშკარად მხოლოდ მარჯვენა მკლავის ფუნქციონირების პრობლემა ჰქონდა, თუმცა სხვანაირად ყველანაირად ჯანმრთელი იყო.

- სად მიდიხარ?- წარბები შეკრა ონისემ, როცა თაია აბაზანისკენ დაიძრა.

- ვერ ხედავ?- აუწია ნივთები მაღლა,- რა გინდა?

- მომწყურდა და...- ტუჩები მოკუმა ონისემ,- დამისხამ?

- ეგეთი ინვალიდი ხარ რომ მეორე ხელსაც ვერ იყენებ?- წარბები ასწია თაიამ,- ადექი და შენ თვითონ დაისხი.

- ვერ ვიზამ,- ტუჩები მოკუმა ონისემ.

- მაღიზიანებ უკვე,- დადო ნივთები ტუმბოზე და მიაწოდა წყალი.

- იცი მე...

- არ მაინტერესებს, თუ გინდა ცხელი დალიე თუ გინდა ცივი თუ გინდა დაიხრჩვი,- ამოიზუზუნა, დაავლო ხელი ნივთებს და აბაზანა შევარდა. თხუთმეტი წუთით დაისვენა მისგან. ნერვებს უშლიდა მთელი ეს პერიოდი. აგიჟებდა ისეთი მოთხოვნები ჰქონდა ფიცხელაურს. გამოსულს დიდი იმედი ჰქონდა რომ ონისე ჩაძნებული დახვდებოდა, თუმცა კაცი ისევ ისე იჯდა საწოლზე, როგორც დატოვა.

- ჩემი ცოლუკა დაბრუნებულა, მოიოხე გული ჩემი ლანძღვით?

- კარგად ვერა,- ბალიში გვერდით გადადო თაიამ.

- მომენატრე,- მიჩოჩდა მისკენ,- შენ არა?

- შენს გაგდებაზე ვარ, რა მონატრებაზე მელაპარაკები?

- დღესაც იატაკზე უნდა დამაწვინო? თბილისში გადავრჩი, პალატაში მაინც მეძინა.

- ღირსი კი ხარ,- დაუქნია თავი თაიამ,- მაგრამ იწექი ახლა.

- ანუ ერთად დავიძინებთ?- გაებადრა სახე.

- არა,- სტკიცა დიდი უარი,- ხელი რომ გეტკინოს, მერე შენს წუწუნს რა გაუძლებს მთელი დღე.

- მე ვწუწუნებ?

- ზუსტადაც.

- ცილს მწამებ.

- კარგი, ნუ მაცინებ უკვე,- გადაწვა სიცილით საწოლზე თაია,- წამლის დალევაზე ერთი საათი გეხვეწებოდი.

- კაცს ტყვია მომხვდა, ხევსურო.

- და ნეტავ ვისი ბრალია?- წამოიწია ისევ,- იმის ხომ არა რომ შენ და შენი იდიოტი დეიდაშვილი სულ შარში ეხვევით?

- ცოტა პატივისცემა მაინც გამოიჩინე დაჭრილი ქმრის მიმართ,- დაასერიოზულა ტონი, თუმცა ღიმილი მაინც შეეპარა.

- ქმარი კი არა, უბედურება ხარ მოსიარულე,- დაამტკიცა არაბულმა,- ხევსური ხო სულელი ხარ და ის მეგრელი კიდევ შენზე უარესია.

- აი, ხომ ხედავ? ასეთ მდგომარეობაშიც კი მაბულინგებ. მე რომ ჯანმრთელი ვიყო, მერე რას მიზამ?

- მაშინ უარესი იყავი შენ. გახსოვს როგორ მაგიჟებდი ხოლმე?- მიიწია მასთან, ძალიან ახლოს. კანზე გრძნობდა უკვე მის სუნთქვას,- ჰოო, ამის თავი კი გაქვს.

მოსცილდა მალევე, უკმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა ონისეს.

- ღმერთო, რა მძიმე ქორწინებაში ვარ.

- კარს იქით. არავინ გაკავებს,- გაიშვირა ხელი გასასვლელისკენ. ასწია საბანი და სწრაფად შეძვრა საწოლში.

- ანუ დღეს ერთად ვიძინებთ?- გადახედა მაღლიდან ცოლს.

- მე იატაკზე ძილს არ ვაპირებ,- გადმოხედა ქვემოდან,- და ამ ბალიშს აქ ვერ ხედავ?

დაადო ხელი უზარმაზარ ბალიშს.

- რისთვის ჩავდე?- იცოდა თაიამ როგორ ძალიან აღიზიანებდა ონისეს, თუმცა გაჩერებას არ აპირებდა. ართობდა კიდეც ეს სიტუაცია. ონისემ ბალიშს დახედა. მერე თაიას. მერე ისევ ბალიშს. სახეზე ისეთი შეურაცხყოფილი გამომეტყველება მიიღო, თაიას სიცილი ძლივს იკავებდა.

- ეს რა არის?- მიუთითა ხელით.

- საზღვარი.

- ბალიშით?

- ჰო.

- ანუ ჩემი ცოლი ბალიშით მყოფს?

- სწორად მიხვდი,- ჩაიღიმა კმაყოფილმა.

- თაია, ეს უკვე ადამიანური უფლებების დარღვევაა,- წამოიწია ონისე,- კაცი სიყვარულს ვითხოვ.

- მე კიდევ მოსვენებას ვითხოვ, დაძინება მინდა.

- ამას გადავაგდებ ახლა,- ონისემ ხელი ბალიშს დაადო. თაია მაშინვე თვალები წამოიწია.

- ხელს თუ ახლებ, მეორესაც მოგტეხავ,- გააფრთხილა.

- რაღახ დეჟავუს შეგრძნება მაქვს,- ხელი უშვა ბალიშს ონისემ და ნელა ჩაცურდა გამოყოფილ ნაწილში.

* * *

დილა ონისესთვის სასიამოვნოდ სულაც არ დაწყებულა. ჭრილობა ჯერ ისევ აწუხებდა ოდნავ, მეორე, მხრიდან კი თაიას ჩადებული ბალიში აწვებოდა. ძლივს ამოაძვრინა საწოლიდან და გვერდით მოიშორა, თუმცა მის ქვემოთ შემძვრალიყო არაბული და მშვიდად ეძინა.
გაეღიმა, თმები გადაუწია სახიდან და დააცქერდა ზემოდან.

- რას მაშტერდები,- ამოიღმუვლა არაბულმა და გადატრიალდა.

- არ შეიძლება? სად გამექეცი?- წაიჩოჩა გვერდით.

- ადამიანს ხომ არ დააძინებ,- ამოიბუზღუნა და წამოიწია. მზის სხივები პირდაპირ თვალებში მოხვდა, თმები გადაიყარა უკან და მერე ონისეს გახედა,- როგორ გაქვს?

თვალით ანიშნა ჭრილობაზე.

- შენ რომ დაგინახე - გამიარა,- ჩეღიმა ონისეს.

- მიყურე ხო, მიყურე,- ბუზღუნით მიეყრდნო საწოლს.

- როგორი კაპასი ხარ,- გაეღიმა ფიცხელაურს, მერე ნელა მიიწია მისკენ, მეორე მხარეს მკლავი გადასდო,- ახლა სად გამექცევი.

- რას აკეთებ,- უფრო მეტად მიეწება საწოლის თავს,- ონისე.

- უნდა გაკოცო,- მიუახლოვდა სახიფათოდ, ცხვირით ცხვირზე მიედო. მიაწება ტუჩები ლოყაზე, მერე მეორე ლოყაზე,- ისეთი სასიამოვნო კანი გაქვს, ამ სურნელსაც ჭკუიდან გადავყავარ.

- ონისე...

- ასე რომ ვიქცევი ხოლმე სულ ჩუმდები,- ჩაეღიმა კაცს,- გინდა და გერიდება თუ ნებართვას ელოდები?

- დამცინი?- თვალებში ნაპერწკლები გაუკრთა ქალს,- ამისთვის ნებართვა რაში მჭირდება?

- რა ვიცი მე მაინც...- სიტყვა გაუწყდა ონისეს, ძლიერად მიეწება ქალის ტუჩები თავისაზე. მერე წამიერად მოსცილდა და ჩაეღიმა კმაყოფილს,- ხო, ეს სულ სხვაა.

- მანიაკი ხარ,- გაეცინა თაიასაც და ხელები კისერზე შემოაწყო.

- ეს შენ ხარ პატარა ალქაჯი, კოცნას ვერ წაგართმევს ადამიანი.

- რა გინდა, ხომ გაკოცე,- წარბი ასწია თაიამ.

- ესე ყოველ დღე უნდა აკეთებდე,- ცხვირზე ჩამოჰკრა ხელი,- არ გშია?

- მაგრად.

- დალი ალბათ მთელ სამზარეულს გამოზიდავდა. ზეგ ქრისტას დაბადების დღეა, ნახავ ხვალიდან რომ დაიწყებს წუწუნს, ჩუმად შეგვაპარებს ყველას ვითომ,- გადაიწია ონისე,- მაგარი გაიძვერა ვინმეა.

- რა გინდა მერე ჯერ პატარაა. აცადე ისე აღნიშნოს, როგორც უნდა.

- ვინ უშლის, პატარა ჭიაა.

- ადექი ახლა, თორემ დაღამდა,- ძლივს გადააგორა დიდი სხეული საწოლიდან და გაემზადა დაბლა ჩასასვლელად. დალის მართლაც გაეშალა დიდი სუფრა. არ ახსოვს თაიას ჯერ აქ დალისთვის გაღვიძება დაესწრო, ვერც იმას იგებდა, როდის იღვიძებდა, თითქოს მუდამ ფეხზე იყო. შეათვალიერა შეშფოთებულმა შვილი, შეუმოწმა ჭრილობა, რომელსაც უკვე შეხორცება დაეწყო.

- ნელა იყავი შვილო, რამე არ იტკინო კიდევ.

- დედა გეყოფა უკვე,- დაიწუწუნა ონისემ,- ესეც შემიხორცდა და თან აქ მომხვდა ფეხეზე კი არა.

თითი დაიდო მკერდთან.

- ენა ხომ სულ უმუშავებს ამას,- აატრიალა ქალმა თვალები. სიცილით მიუჯდა ქრისტას გვერდით და მთელი დრო რაღაცებზე ეჭორავებოდა.

- როგორ გაქ?- დახედა ჭაბუკამ ზემოდან და ჭრილობაზე ანიშნა.

- ნორმალურად,- დაუქნია თავი ონისემ,- სადაა ბაბუა?

- გარეთაა, რა ვიცი,- აიჩეჩა მხრები.

- მე არ მინდა დაბადების დღის გადახდა,- თქვა მოულოდნელად, დაბალი, მტკიცე ხმით,- არანაირი სუფრა და ხალხმრავლობა. უბრალოდ აქ ვიყოთ, სახლში, ყველა ერთად. აი, ეს მირჩევნია ყველაფერს.

ონისეს აშკარად გაუკვირდა. წარბები მაღლა აზიდა, ჭიქა მაგიდაზე დადგა და შეხედა. ხევსურეთში დაბადების დღე, მით უმეტეს ქრისტასი, ყოველთვის დიდი ამბით, სიმღერითა და სტუმრებით აღინიშნებოდა ხოლმე. თუმცა, წამიერი დუმილის შემდეგ, კაცმა კარგად გააანალიზა, თუ რა გადაიტანეს ბოლო რამდენიმე დღეში და როგორ ბეწვზე გადარჩნენ დიდ უბედურებას.

- როგორც შენ გინდოდეს, ისე იყოს,- დათანხმდა ონისე და თავი მძიმედ დაუკრა,- შენი დღეა და შენი ნებაა. მთავარია, აქ ვართ.

ნელ - ნელა მორჩნენ საუზმობას. დალი და თაია ჭურჭლის აკრეფას შეუდგნენ, ონისე კი უხმოდ წამოდგა და გარეთ გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, თაია და ქრისტა ძველი სახლის ხის აივანზე გავიდნენ. ჭიშკართან ონისეს შავი ცხენი იდგა. კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მარცხენა მხარი და მკერდი ჯერ კიდევ ნახევრად გაშეშებული ჰქონდა, მარჯვენა ხელით ნელა, აუჩქარებლად უვლიდა, წმენდდა და უსვამდა უხეშ ხელისგულს ფაფარზე. ისე სათუთად აკეთებდა ამას, თითქოს ცხენის მოვლით საკუთარ თავსაც მკურნალობდა.

თაიამ ცალი ხელი ლოყაზე მიიდო, წარბები შეკრა და უკმაყოფილო, შეწუხებული მზერით გადახედა ქმარს.

- აი რა აგჭირვება აქვს ამ გაუბედურებული მკლავით და ნაკერებით, მაინცდამაინც ახლა იმ ცხენს რომ უვლის? ვერ ისვენებს ერთ ადგილას, წამითაც ვერ გააჩერებ.

ქრისტამ ჩუმად ჩაიცინა, მოაჯირზე გადაჯვარედინებულ მკლავებს ნიკაპი ჩამოადო და ონისეს გახედა, რომელიც ახლა სრულიად უძრავად იდგა და შორს, არღუნის ხეობის თავზე ჩამოწოლილ ნისლს გაჰყურებდა.

- ფიქრებშია ახლა უეჭველი წასული,- თქვა ქრისტამ, ხმა დაუსერიოზულდა,- ეგ ცხენს კი არ უვლის, თავის თავს აწყნარებს.

ქრისტამ მზერა ონისედან თაიაზე გადაიტანა. მის თვალებში სითბო ჩადგა, როცა დაინახა როგორ უმზერდა თავის ძმას. არაბულმა მოაჯირს ხელები მოაშორა, ფიცხელაურისკენ შებრუნდა და ჯიბეებიდან ხელები ამოიღო. სახეზე ნაზი, ოდნავ მორცხვად შეპარული ღიმილი გამოესახა.

- შენი დაბადების დღისთვის რაღაც საჩუქარი მაქვს,- თქვა უცებ,- და ძალიან დიდი იმედი მაქვს, მოგეწონება. ა, ხო კიდევ, ტორტსაც გიკეთებ, ოღონდ დალიმ ვეღარ მითხრა მარწყვის ჯობდა თუ ალუბლის.

ქრისტამ გაოცებულმა ასწია თავი და თაიას ხელებს დააცქერდა.

- საჩუქარი?- გაეღიმა,- ხომ გითხარით, არაფერი მინდა - მეთქი. ისედაც იმდენი რამ გადავიტანეთ ამ დღეებში, შენი და ონისეს აქ ყოფნა, ჩემთვის ყველაფერზე დიდი საჩუქარია.

- ეგ თავისთავად,- თავი დაუქნია თაიამ, თუმცა თვალები აუციმციმდა, - მაგრამ ეს სხვა რამეა. რაღაც, რაც მინდოდა რომ მაინც და მაინც ჩემგან გქონოდა. ამდენი ხანია ვინახავ და ვფიქრობდი, როდის მოვიდოდა სწორი მომენტი. ჰოდა ახლა, როცა ყველაფერი ასე თუ ისე დაწყნარდა და აქ ვართ, მგონი ზუსტად ის დროა.

- რახან არ იშლი,- მხარზე წაჰკრა ხელი,- და ხო, ტორტი მარწყვის იყოს.

- ძალიან კარგი, გპირდები გემრიელი იქნება,- თვალი ჩაუკრა გოგოს და მერე ისევ ქმარს მიუბრუნდა,- ონისე, მოგკლავ იცოდე ნაკერები რომ გაგეხსნას, დაანებე მაგ ცხენს თავი.

- ჯანდაბა ასე მემგონი დალიც არ ეჩხუბებოდა ბავშვობაში,- გადაიხარხარა ქრისტამ

- მაგიტომ არის ასეთი გაუგონარი და ჯიუტი.

* * *

- დამღლა ამ ბავშვმა,- შუბლი მოისრისა ონისემ და გადასცა თავისი ნანატრი კამერა,- ხომ გინდოდა ეს?

- ამის მერე კიდევ სამი გაჩვენე!- წარბები შეკრა ქრისტამ,- კარგი, მოდი გეხუმრები.

გაეცინა ბოლოს.

- მადლობა დიდი,- ლოყაზე აკოცა ონისეს,- და შენ ძმას გადაეცი რომ ჩემი ძმა აღარ არის, დაავიწყდა დღეს მოლოცვა, ექვსი საათი იყო რომ დამირეკა.

- აუფ, მაგარ შარში ყოფილა მოსე,- ჩაეცინა ონისეს.

- ექვსს საათზე რომ და გაგახსენდება,...- გააქნია თავი დანანებით ქრისტამ,- ჩამოვიდეს ეგ თბილისიდან და თუ უკან არ გავბარუნო მე ქალი არ ვიყო.

- კარგი გოგო, მაგას ისედაც თავისი გაჭირვება აქვს,- გაათრია გვერდით დალიმ,- რას უმატებ.

- აბა ეს გახსენი,- მიაწოდა პატარა შეკვრა თაიამ,- მე გავაკეთე და იმედია მოგეწონება.

გახსნა ქრისტამ პატარა ყუთი და ამოიღო ლამაზი ყელსაბამი ფერადი ქვებით.

- ეს შენ გააკეთე?- გაკვირვებულმა ჰკითა ონისემ,- როდის?

- ადრე ბავშობაში,- აიქნია ხელი,- დამენანა ჩემთვის, ხოდა შენ გქონდეს თუ, რა თქმა უნდა, მოგწონს.

- რას ამბობ,- გაებადრა სახე ქრისტას,- მოდი ჩაგეხუტო.

შემოხვია მკლავები რძალს.

- ასე მგონი ჩემი საჩუქარიც არ გახარებია,- გადაულაპარაკა ონისემ დედამისს.

- დაანებე შენ ამას თავი,- არ ჩამორჩა დალიც,- ნუ აღიზიანებ სულ.

- ვინ რას უშავებს ერთი,- აატრიალა თვალები ონისემ.

- მამაა,- გაისმა ქრისტას კივილი და ყველა მისკენ შებრუნდა.

- რა ხდება?- გკვირვებულმა გააქნია თავი თაიამ.

- ისევ ფულს აჩუქებდა,- გადახვია მხარზე ხელი ონისემ,- მაჭამეთ ახლა ეგ ტორტი და მეძინება მერე.

- ჭამის და ძილის მეტს არაფერს აკეთებს ეს საავადმყოფოს მერე.

სულ თაიას ხომ არ უნდა შეჰყურებდე ხელებში?

- თაია ჩემი ცოლია და უნდა შევყურებდე, აბა რა,- არაბულს თვალი ჩაუკრა ონისემ, თან ხელით უფრო მეტად მიიზიდა თავისკენ რომ გოგონას გაბრაზებული ბუზღუნი ჩაეხშო,- თან, დაჭრილი კაცი ვარ დედა, ექიმებმა მითხრეს, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებაო.

- უმადურო,- ჩაილაპარაკა თაიამ, მაგრამ მაინც გაეღიმა, ხელი მის ზურგზე ნაზად ააცოცა და ჭრილობას ფრთხილად აუარა გვერდი,- წამოდი, დაგსვამ სკამზე და ტორტის ყველაზე დიდ ნაჭერს შენ მოგცემ, ოღონდ გაჩუმდი და ცოტა ხნით მაინც ნუ წუწუნებ.

ოთახში ყველამ ერთად გადაინაცვლა. დალიმ სამზარეულოდან სათუთად გამოიტანა ქრისტასთვის საგანგებოდ გამომცხვარი დიდი, შოკოლადის ტორტი, რომელზეც სანთლები უკვე ციმციმებდნენ. ონისემ ამაყად ჩაიცინა, ქრისტამ კი სანთლების ჩაქრობისას თვალები მაგრად დახუჭა, ყველამ იცოდა, რა სურვილიც ჩაუთქვა მან. ყოველ წელს ხომ იგივეს აკეთებდა.

სახლში ისეთი ხმაური, სიცილი და თბილი ატმოსფერო ჩამოწვა რომ ღამის ორი საათი იყო, ძილი რომ გაახსენდათ. ონისე მართლაც კმაყოფილი იჯდა, ტორტს შეექცეოდა და ხანდახან თაიას თავისკენ ქაჩავდა, თითქოს ყოველ წამს სჭირდებოდა იმის მტკიცებულება რომ მისი პატარა ალქაჯი აქვე, მის გვერდით იყო. ხეობაში ნელ - ნელა ბინდდებოდა.

ტორტის ჭამას რომ მორჩნენ, ოთახში ის სასიამოვნო, მყუდრო თრობა ჩამოწვა, მხოლოდ მთებში, ნაყარი სუფრის მერე რომ იცის ხოლმე. ჭაბუკა და დალი თავიანთ ოთახში გავიდნენ ქრისტა კი, ხელში ახალი საფულით, კამერითა და თაიას ნაჩუქარი სათუთი ნივთით, ოთახში გავიდა.

- თითქოს მხოლოდ ჩვენ ვიყავით და რამდენი რამ დაგროვდა,- ამოიოხრა თაიამ.

- დაიღალე?- გადასდო მხარი და საზურგეს მიეყრდნო.

- ცოტა.

- მგონი ნასვამიც ხარ. ქრისტა რამდენსაც მოგაწოდებს, იმდენი კიარ უნდა დალიო.

- მინდოდა და დავლიე, კი ვერ დამაძალებენ დალევას. წამოდი ოთახში, თორემ მერე დამეზარება ადგომა,- წამოიწია და მოქაჩა მკლავზე,- მიდი, ადექი.

- რა მოუთმენელი ხარ,- ჩაეცინა ონისეს,- სად მეპატიჟები?

- გარყვნილი ხარ, დალის ამისთვის შენიშვნას მივცემ,- უჩურჩულა დაბალ ხმაზე.

- რას ეტყვი, როგორი გარყვნილი შვილი გაგიზრდიაო?- ჩაეცინა ონისეს.

- დიახაც.

- შენ ცოტა კი არა, ბევრი დაგილევია.

- არც შენ დალიე ნაკლები რომ იცოდე,- შეაღო ოთახის კარები თაიამ და ფანჯარა გამოაღო ცოტახნით,- მგონი ძალიან ცხელა.

- ან უბრალოდ შენ გცხელა.

- რა მნიშვნელობა აქვს,- აატრიალა თვალები.- მიდი, გაიხადე.

- რა?- გაოგნდა ონისე.

- ხო. გაიხადე მაისური, შემახედე ჭრილობაზე,- ანიშნა თვალით სახვევებზე.

- მე კიდევ მეგონა რამეს მიპირებდი,.- ბურდღუნით გადაიძრო ზედა და საწოლზე ჩამოჯდა. ნელა გახსნა სახვევი თაიამ, დახედა ჭრილობას, კარგად იყო შეხორცებული. მერე მალამო დაადო.

- რომ ამოძრავებ ხელს გტკივა?

- არც ისე,- მხრები აიცეჩა ონისემ,- მკვეთრ მოძრაობებს ვერ ვაკეთებ უბრალოდ.

- ჰოდა მშვენიერი, ანუ მალე გადაგივლის,- დახურა სამედიცინო ყუთი და ტუმბოზე შემოდო,- მათეზე რა ხდება? ასე უბრალოდ უნდა დავტოვით ეგ საქმე?

- პოლიცია იყო იმ დღეს მოსული,- მშვიდად დაიწყო ონისემ,- რა უნდა მეთქვა, გავჩუმდი. ლაშასაც პრობლემები შეექმნებოდა. დვალის სიკვდილზე უნდა გაიგოს ჯერ და მერე იპოვის მათესაც.

- სიგიჟეა,- თმები გადაიყარა უკან,- ესე უნდა დავივიწყოთ ყველაფერი?

- ნერვიულობ?- ჩაიღიმა ონისემ.

- ვნერვიულობ, აბა რა,- მერე გრილმა ჰაერმა დაუარა, ფანჯარა მიკეტა თაიამ და ონისეს მიუახლოვდა. გადააკრა პლასტირი და ნაზად გადაუსვა თითები. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ანთებული თვალებით უყურებდა არაბულს.

- რა იყო,- ვეღარ გაუძლო მის მზერას ხევსურმა. წამოიკივლა უცებ ფეხებში რომ მოეჭიდა და თავის კალთაში მოათვსა.

- დღეს რაღაც უცნაურად კარგი ხარ,- ამიოლაპარაკა მის ტუჩებზე.

- მხოლოდ დღეს?- საღამოს, ჭაბუკასთან ერთად დალეულმა რამდენიმე ჭიქამ ისედაც ფიცხი სისხლი საბოლოოდ აუდუღა. თაიამ თვალები მოჭუტა, სუნთქვა აუჩქარდა და გრძნობდა, როგორ ეხებოდა ონისეს ცხელი ბაგეები მის კანს ყოველ სიტყვაზე.

ონისე ლოდინს აღარ აპირებდა. კაბის თხელ ქსოვილში ჩააფრინდა და თავისკენ ისე დაქაჩა, არაბული მთლიანად სხეულზე აეკრო. დაეწაფა საყვარელი ქალის ტუჩებს. ეს არ იყო უბრალო კოცნა. ეს იყო გონების დაკარგვა. ერთმანეთისგან თავის დახსნა სიკვდილის ტოლფასი იყო. თაიამ ხმამაღლა ამოიკვნესა, თითები მის უხეშ თმებში ღრმად ჩააფლო, თავი უკან გადააგდო და კაცს საშუალება მისცა, მისი ყელისა და ლავიწებისკენ ჩასულიყო.

- ონისე...- მისი სახელი ბაგეებზევე უწყდებოდა, რადგან ფიცხელაური ყოველი კოცნით სულ უფრო მეტად იპყრობდა მის სხეულს. კაცის ხელები მისი კაბის ქვეშ შეცურდნენ, შიშველ კანს შეეხნენ და თაიამ იგრძნო როგორ დაიშალა. ამ ღამით, იმ ოთახში მათი სიძულვილი საბოლოოდ დაინთქა იმ უსაზღვრო ვნებაში, რომელსაც სახელი აღარ ჰქონდა. ონისემ თავი ძალიან ნელა, თითქოს უზომო ძალისხმევით ასწია მისი ყელიდან. ორივეს სუნთქვა ისე ჰქონდა არეული, თითქოს გიჟურ ქარიშხალს გამოჰქცეოდნენ. თაიას ნაზი თითები ჯერ კიდევ მის უხეშ თმებში ჰქონდა ღრმად ჩაფლული. არ უშვებდა. ალბათ, ვეღარც გაუშვებდა ვერასდროს. ონისე კი ზემოდან ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა მას ასეთს, ნამდვილს, მოშიშვლებულს, ყოველგვარი სიჯიუტისა და ბრაზის ცივი კედლების გარეშე. მისი უძირო თვალები სრულიად ჩაბნელებოდა იმ მძიმე, დამთრობელი გრძნობით, რომელიც თაიას ძარღვებში ახლა ცეცხლივით, უმართავად ვრცელდებოდა.

- რას მიკეთებ, ხევსურო...- ჩახლეჩილი, ძლივს გასაგონი ხმით ამოისუნთქა კაცმა და შუბლი მის ალეწილ შუბლს მყარად მიადო. თაიას პასუხი აღარ ჰქონდა. მისი ტუჩები ისევ უთრთოდა და ეწვოდა კაცის გაუმაძღარი კოცნისგან. ონისეს თითები საოცარი სიფრთხილით აჰყვა მის წელს, ზურგს, მერე ისევ ნაზად დაბრუნდა სახეზე, ხელისგულებით მოიქცია მისი თბილი ლოყები, თითქოს შეხებით იმახსოვრებდა თითოეულ ნაკვთს. თაიამ წამწამები მინაბა და თვალები დახუჭა, როცა კიდევ ერთხელ აკოცა. ეს აღარ იყო სიხარბითა და მგლური ჟინით სავსე ლტოლვა, ეს იყო ის საშიში, სულის შემძვრელი სინაზით სავსე კოცნა, რომელიც ყოველგვარ სიამაყეს ანგრევდა. თითქოს ამ ერთ შეხებაში ერთიანად ითქვა ყოველივე, რასაც თვეების განმავლობაში სიტყვებით ვერასდროს ბედავდნენ. მთელი ის გაუგებარი სიძულვილი, ბრაზი, მომწამვლელი ეჭვიანობა, ღამის შიში და საზარელი მონატრება აქ ჩაიფერფლა. გაშიშვლდა ის საშინელი, მაგრამ ერთადერთი სიმართლე რომ ერთმანეთის გარეშე ორივეს უკვე სუნთქვაც კი უჭირდა. ონისემ ხელი თაიას მუხლს ზემოთ შეუცურა და თავისკენ უფრო ახლოს მიიზიდა. ნაზი სხეული მთლიანად მიეკრო მის განიერ სხეულს. თაია გრძნობდა კაცის აჩქარებულ, მძიმე გულისცემას, მის კანზე დაძაბულ სუნთქვას და ამ უზომო სიახლოვისგან თავბრუ ეხვეოდა, თითქოს უფსკრულის პირას იდგა.

- თაია...- მისი სახელი ონისეს ბაგეებიდან ისე ამოიღვარა, თითქოს უძველესი, წმინდა ლოცვა ყოფილიყო. თვალები ნელა გაახილა არაბულმა. რამდენიმე წამს უბრალოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ონისემ ცხვირი ძალიან ნაზად, სათუთად გაუსვა მის ლოყას, მერე ყურთან ახლოს, ჩურჩულით ჩაილაპარაკა.

- მთელი ცხოვრება მეგონა რომ ამ ქვეყნად ვერაფერი გამტეხდა. ვერც მტერი, ვერც ტყვია...- კაცმა წამით თვალები დახუჭა, თითქოს საკუთარ დამარცხებას აღიარებდაო,- და მერე შენ შემოიჭერი...

ჩუმად დაამატა.

- და საერთოდ გამაგიჟე, ხევსურო,-თაიას ბაგეებზე სუსტმა ღიმილმა გადაირბინა.

- თვითონ დამიწყე ომი... შენ დამესხი თავს.

- ჰო...- ონისეს თბილი ტუჩები ისევ მის ყელთან ჩამოცურდა და ნაზად დაეკონა ცხელ კანს,- მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ ასე უმოქმედოდ წავაგებდი ამ ომს.

მისი თითები ინსტინქტურად, ძლიერად ჩაეჭიდა კაცის მძლავრ მხრებს. ამ შეხებებში, ამ აჩქარებულ, არეულ სუნთქვასა და ერთმანეთისკენ გაუცნობიერებელ, ველურ სწრაფვაში იყო რაღაც ისეთი დიდი და საშიში, რაც ორივეს აშინებდა, თუმცა თავს მაინც ვერ ანებებდნენ. თითქოს ამდენი ხნის ხეტიალისა და ქარიშხლების შემდეგ, დიდხანს დაკარგულ, ნამდვილ სახლს მიაგნეს ერთმანეთის მკლავებში და ახლა, ამ წმინდა თავშესაფარს ვეღარაფრით დათმობდნენ. ონისემ მკლავები კიდევ უფრო მჭიდროდ შემოაჭდო, თითქოს თაიას ნაზი სხეულის ყოველი მილიმეტრი საკუთარ არსებაში უნდოდა ჩაეწურა და სამუდამოდ იქ დაეტოვებინა. მისი ბაგეები დაუცხრომლად, ისევ და ისევ უბრუნდებოდნენ გოგონას ცხელ კანს, ხარბად და სათუთად მიჰყვებოდნენ ყელს, ლავიწებს, მხრებს. ყოველი შეხება ისეთი დამათრობელი, ისეთი მძლავრი იყო რომ თაიას ეგონა საკუთარ სხეულზე კონტროლს საბოლოოდ კარგავდა. მთებიდან მოვარდნილი თავნება ქარი ფანჯრის ცივ მინებს ურტყამდა ფრთებს, ოთახში კი ნაჭედ სასანთლეზე დამდნარი სანთლის მკრთალი, ოქროსფერი შუქი ირხეოდა. ეს ალი მათ ერთმანეთში უხმოდ გადახლართულ ჩრდილებს ძველ, ხის კედლებზე გიჟურ, მისტიკურ ნახატებად ანაწილებდა.

თაიამ წამწამები ძლივს აზიდა და თვალები გაახილა. ონისე ისევ ისე უყურებდა ზემოდან, ისეთი მზერით, თითქოს მის გარდა მთელ სამყაროში ყველაფერი გაუფერულდა და გაქრა. თითქოს მთელი ეს უზარმაზარი სამყარო მხოლოდ ამ ვიწრო ხის საწოლამდე, მათ არეულ, ცხელ სუნთქვამდე და ერთმანეთის შიშველ კანზე მოცახცახე თითებამდე დავიწროვდა.

- ჭრილობა არ გეტკინოს,- ამოილაპარაკა ძლივს.

- კარგად ვარ,- დაიჩურჩულა მის ტუჩებზე ონისემ. კანი აუწვა თაიას მისმა კოცნამ, ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა უკვე სხეულში,- გავიგე მაშინ რაც მითხარი.

- რა?- გადიდებულ თვალებით ჩახედა ონისეს.

- საავამდყოფოში, მესმოდა ყველაფერი,- ჩაეღიმა ონსიეს,- მაინტერესებდა რამდენ ხანს დამალავდი, მაგრამ მე ხომ დამავიწყდა რომ ცოლად თვით დედამიწაზე ყველაზე ჯიუტი არსება მყავდა.

- ონისე...

- გამიმეორე კიდევ ერთხელ,- წელზე ააცურა თითები და ისევ მიიზიდა თვისკენ,- მითხარი კიდევ ერთხელ. ფხიზელზე...

- მე...

- მიდი ხევსურო, გაბედე,- დაუყვა კოცნით ისევ მკერდს,- მიდი მითხარი.

- მიყვარხარ,- ძლივს მოასწრო სიტყვის დასრულება რომ ფიცხელაურის ტუჩებმა გადაფარა. უფრო ვნებიანად, უფრო გაგიჟებით კოცნიდა.

- მეც მიყვარხარ,- ამოილაპარაკა კოცნებს შორის,- დიდი ხანია მიყვარხარ, მაშინაც მიყვარდი გაგიჟებული რომ დამსდევდი მოსაკლავად, მაშინაც მიყვარდი ბავშვობაში რომ ვერ მიტანდი. მე ყოველთვის მიყვარდი.

- ჩემზე ფიქრობდი?- ამოიკვნესა თაიამ.

- უკვე დიდი ხანია, ხევსურო. დიდი ხანია, შენზე ფიქრით შევიშალე,- მისი მძიმე ხელისგული ისევ საოცარი სინაზით აჰყვა თაიას წელს. ისე უფრთხილდებოდა ყოველ მოძრაობას, თითქოს ერთდროულად ეშინოდა კიდეც ამ მსხვრევადი საგანძურის და ამავდროულად, ვეღარანაირი მიწიერი ძალით ვეღარ ჩერდებოდა. თაიამ იგრძნო, როგორ შეეკრა და აუჩქარდა კაცს სუნთქვა, როცა მისმა უხეშმა თითებმა შიშველ ზურგს ხერხემლის გაყოლებაზე დაუარეს. ამ ყოველივეში აღარ იყო ადრინდელი სიხისტე ან უხეშობა. დარჩენილიყო მხოლოდ უზარმაზარი, დამანგრეველი და ამავდროულად მაცოცხლებელი სურვილი, რომელიც ორივეს თბილ ზღვად გადაეფარა. თაია ინსტინქტურად, მთელი სხეულით მიეკრო უფრო ახლოს, სრულიად ჩაეღვარა მკლავებში. ონისემ მძიმედ ამოისუნთქა და შუბლი წამით მის მხარზე ჩამოდო, თითქოს საკუთარი თავის შეკავებას, ამ აფეთქებული ვნების მოთოკვას ამაოდ ცდილობდაო.

- შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს...- ჩახლეჩილი ხმით თქვა კაცმა და მისი ტუჩები თაიას ყელს შეეხო,- რამდენჯერ... რამდენჯერ ვცდილობდი შენგან შორს დამეჭირა თავი. როგორ გავურბოდი ამ დღეს.

თაიამ თვალები მინაბა. მისი თითები კაცის ნაკვთებს შეეხო, ჯერ უხეშ, დაჭიმულ ყბას გაჰყვა, მერე კი მის ცხელ ლოყაზე შეაჩერა ხელი.

- და მაინც ვერ შეძელი,- ჩურჩულით თქვა და ამ ჩურჩულში მისი გამარჯვებაც იყო და სრული დამარცხებაც. ონისემ ძალიან ნელა, სათუთად აკოცა ხელისგულზე, ზუსტად იმ ძარღვთან, სადაც თაიას სისხლი გიჟურად ფეთქავდა.

- ვერა. შენგან წასვლა ჩემს ძალებს აღემატება,- ოთახში რამდენიმე წამით საოცარი სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე, თბილი, ვნებით გაჟღენთილი სიჩუმე, სადაც სიტყვები საერთოდ აღარ იყო საჭირო, რადგან სხეულები უფრო ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. მერე ონისემ ისევ შეხედა. თაიას ლოყები ბუნებრივად წამოსწითლებოდა, ტუჩები ოდნავ დასიებოდა და ალისფრად უცახცახებდა კოცნისგან, ხვეული, გრძელი თმა კი მთლიანად აშლოდა და აბრეშუმის ჩანჩქერივით ეფინებოდა მხრებზე. იმ წამს კაცს მართლაც საშიში, გადარეული სახე ჰქონდა. ისეთი იერი, ადამიანს ბოლომდე რომ აკარგვინებს გონებას და საკუთარ თავს უფსკრულში აჩეხინებს.

- თუ არ გამაჩერებ ახლა, მერე ვეღარ გავჩერდები,- ძლივს ამოილაპარაკა ონისემ.

- არ გაჩერდე,- ცეცხლზე ნავთივით იყო თაიას პასუხი. ჰაერშივე დაიკარგა მისი სიტყვები. მათი ტუჩები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. ნელა. ღრმად. თავდავიწყებით და ამ კოცნაში უკვე აღარ დარჩენილიყო არც შიში, არც წარსულის აჩრდილები და არც უსარგებლო თავშეკავება. დარჩა მხოლოდ ორი ადამიანი, ორი ფიცხი, მთიელი სული, რომლებიც ბოლოს და ბოლოს სრულიად დანებდნენ და ჩაიფერფლნენ იმ გრძნობაში, რომელსაც ამდენ ხანს ამაოდ გაურბოდნენ. ონისეს ბაგეები საოცარი, სიფრთხილით, თითქოს უჩინარ ნაკადულს მიჰყვებიანო, ძალიან ნელა ჩამოცურდნენ მის ყელზე. კაცი ყოველ შეხებას ნაწყვეტ - ნაწყვეტ აგემოვნებდა, თითოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა და თაიას ნაზ კანზე დატოვებულ თითოეულ კანკალს ტუჩებით აგროვებდა. ონისეს ნელა, თითქოს თხელ აბრეშუმზე მიცურავსო, აჰყვა მის შიშველ ბარძაყს. ფრთხილად, თითის წვერებით... მაგრამ ამ ფრთხილ, მოზომილ მოძრაობაში იმდენი დაგროვილი სურვილი და ჟინი იმალებოდა რომ თაიას მთელ სხეულში ცხელმა ჟრუანტელმა ტალღასავით გადაუარა. კაცს თავისი ნატყვიარი ჭრილობა საერთოდ აღარ ახსოვდა. აღარ არსებობდა არც ტკივილი. ახლა მის სამყაროში მხოლოდ ეს ქალი არსებობდა, ქალი, რომელსაც წლების განმავლობაში, ხეობის სიღრმეში, შორიდან უყურებდა სიძულვილსა და მთიულურ სიამაყეში საგულდაგულოდ დამალული, დაუხრჩობელი გრძნობებით. ქალი, რომელსაც ვერ ეკარებოდა, ვერაფერს ეუბნებოდა. ახლა კი თაია მის მკლავებში იწვა, სრულიად მისი.

- ხედავ, რას მიშვები?- გაეცინა ონისეს. თაიამ თვალები ძლივს გაახილა. მერე თითქოს ამ დანებებამ მისი სულიც დაიმორჩილაო, ძალიან ნელა, სათუთად აკოცა შუბლზე,- ვერსად გამექცევი, ვერც ახლა და ვერც შემდეგში.

- არსად წასვლას არ ვაპირებ,- დაეკონა ისევ მის ტუჩებს,- წამითაც აღარ მინდა შენს გარეშე.

- მიყვარხარ,- გავარვარებულ სხეულზე ალმურივით მოედო მისი სიტყვებიი,- მიყვარხარ, რამდენჯერაც არ უნდა დავიბადოთ, მაინც გიპოვი და ხელახლა შეგიყვარებ.

* * *

- რატომ გამომაქციე ამ დილაუთენია სახლიდან?- წარბებშეკრული მიჰყვებოდა თაია უკან, ხმაში დილის სიცივე და გაუგებრობა ერეოდა. ონისეს ნაბიჯი არ შეუნელებია, მხოლოდ ერთხელ მოიხედა მხარზე. უფრო ძლიერ ჩასჭიდა ხელი და განაგრძო გზა.

- ბევრი კითხვა გაქვს დილიდან.

- იმიტომ რომ ნორმალურ ადამიანს ამ დროს სძინავს, ონისე. თბილ საბანში წევს და რა ვიცი.

- გუშინდელის მერე...

- შენ საერთოდ ნორმალური არ ხარ, დიდი ხანია ვიცი,- გააწყვეტინა შუა გზაზე. კაცს ჩუმად ჩაეცინა, მაგრამ მეტი არაფერი უპასუხია. მისი მძიმე ჩექმები ნამიან, სველ ბალახს უხმოდ თელავდნენ. მთებში დილა ჯერ ბოლომდე არ გათენებულიყო. მხოლოდ მათი ნაბიჯებისა და მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა ამ უსასრულო ვიწრო, კლდოვან ბილიკზე. თაია თავიდან უბრალოდ, მექანიკურად მიჰყვებოდა, კაბის კალთას ხელს აშველებდა რომ სველ ეკლებს არ გამოსდებოდა. მერე ნელ - ნელა, ნაცნობი ხეების, სალოცავის ნიშისა და ლოდების გადასახვევთან, უცებ იცნო გზა. სახეზე ღიმილი თუ უკმაყოფილება წამში გაუქრა. გული უცნაურად, საშინლად მტკივნეულად დაეჭიმა მკერდში. ონისე ხმას აღარ იღებდა. მხოლოდ წინ მიდიოდა მშვიდად, მისი განიერი ზურგი მთასავით უფარავდა გოგონას მთიდან მონაბერ ცივ ნიავს. და როცა ბოლოს იმ პატარა, ქვის გალავნიან შემაღლებასთან გაჩერდა.

ზურაბ არაბულის საფლავი.

ქარი ძველ, წვიმებისა და მზისგან გაცრეცილ შავ ლენტებს ნელა, მონოტონურად არხევდა. საფლავის ქვას უკვე მოჰკიდებოდა მთა, პატარა, ჯიუტი ყვითელი ყვავილები ამოსულიყო კუთხეებთან, თითქოს ცივ ქვას სიცოცხლესა და სითბოს აპარებდნენ. თაია ადგილზე გაშეშდა, თითქოს მიწას მიეჯაჭვაო. ონისემ პირველად შეხედა სერიოზულად, მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა. მის თვალებში აღარ იყო არც ხუმრობა, არც ჩვეული ირონია, არც ის ვნება, წუხელ ღამით რომ სწვავდა. მხოლოდ მძიმე, საუკუნოვანი, სიმშვიდე ჩამდგარიყო. კაცი ნელა, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა საფლავს. რამდენიმე წამი უხმოდ იდგა, ქუდი მოიხადა, მზის პირველ, ჯერ კიდევ სუსტ სხივს სახე შეუშვირა და მიწას დააშტერდა. მერე ძალიან მშვიდად, ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა.

- აქ რატომ მოვედით?- დაბნეულმა ამოილაპარაკა თაიამ, რადგან უკვე თვეები იყო აქ არ მოსულიყო, რადგან არ თვლიდა საკუთარ თავს იმის ღირსად რომ მამის საფლავთან მისულიყო და ეღიარებინა რომ ის, ვისმა გვარმაც ზურაბი მოკლა ახლა მის გვერდით იდგა და მისი საყვარელი კაცის სახელი ერქვა.

- ვიცი აქ რატომაც არ მოდიოდი...- ხმადაბლა დაიწყო სუაბარი ონისემ.

- ჩვენი სისხლი ერთმანეთს წლებია ხოცავს. შენს გვარს ჩემი გვარი ეზიზღება... ჩემსას - შენი. ყოველი წყევლა, ყოველი გასროლა და ყოველი დაღვრილი ცრემლი ჩვენს შორის აუღებელ კედლად იდგა,- მზერა მოარიდა თაიას და მერე საფლავს გახედა,- წესით, მე აქ არ უნდა ვიდგე. წესით, მე შენს ხსოვნასაც კი მტრულად უნდა ვუყურებდე.

ხმა დაბალი ჰქონდა, ხავერდოვანი და იმდენად მძიმე, თითქოს თითოეული სიტყვა გულის ყველაზე ღრმა, სისხლიანი წიაღიდან დიდი ძალისხმევით ამოჰქონდა.

- და მაინც...- ამოისუნთქა ნელა, მკერდი მძიმედ აუდ - ჩაუდიოდა,- მაინც შენი ქალი შემიყვარდა. ისე შემიყვარდა რომ საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობ. ვერც ამ მტრობას, ვერც ამ ზიზღს.

თაიამ თავი ძლივს ასწია, ცხელმა ცრემლებმა წამში აუვსეს მზერა. ონისე პირველად ჩანდა ასე დაუცველი, ასე ნამდვილი, ყოველგვარი ვაჟკაცური ჯავშნისა და სიამაყის გარეშე.

- არ მიფიქრია არაფერზე...- ჩაეღიმა ძალიან სუსტად, სევდიანად,- შენი ნებართვის თხოვნა თუ მომიწევდა ამაზე არ მიფიქრია მაშინ, როცა ყველაფერი უკვე მომხდარია.

თითები ნელა შეეკრა მუშტად, ძარღვები დაეჭიმა.

- ვიცი, ალბათ ვერასდროს მაპატიებ იმას რომ ფიცხელაური ვარ. რომ იმ ხალხის სისხლი მიდგას ძარღვებში, ვის გამოც შენი ოჯახი დაინგრა. ვის გამოც თაიას ბავშვობა წაერთვა და ამდენი ტკივილი იგემა,- არაბულს თვალებიდან ცრემლები ღვარად ჩამოუგორდა ლოყებზე, მაგრამ ხმას ვერ იღებდა, ყელში მობჯენილი ბურთი სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდა. ონისემ ბოლოს თავი დახარა, თითქოს მიწისქვეშეთიდან მომავალ პასუხს უსმენდაო. რამდენიმე წამი დუმდა, ხეობის მკაცრ დუმილს აყურადებდა, მერე ისევ ახედა საფლავის ქვას,- მაგრამ ერთს გეფიცები... შენს შვილს არასდროს დავანგრევ. ჩემს სიცოცხლეს მივცემ, ჩემს სხეულს ტყვიას შევუშვერ, მას კი არავის დავაჩაგვრინებ. მის ცხოვრებაში დარდი აღარ იქნება, არც ტკივილი, არც ეს სისხლისღვრა.

ქარმა ძლიერად დაუბერა, ხეები ააშრიალა, თითქოს მთა ონისეს სიტყვებს ამოწმებდაო. თაიას სუნთქვა შეეკრა. ონისე ნელა მიუახლოვდა საფლავს კიდევ უფრო ახლოს, თითქმის ქვის კიდესთან დადგა.

- არ ვიცი, კარგი კაცი ვარ თუ არა. ალბათ - არა. ზედმეტად ბევრი სისხლი მაქვს ნანახი, ბევრჯერ მიყურებია სიკვდილისთვის თვალებში... მაგრამ შენი ქალი...- ჩუმად ჩაიცინა და თაიასკენ არც კი მიუხედავს, ისე თქვა,- ღმერთო, როგორ მიყვარს.

თაიას კიდევ ერთი ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. ონისეს არ დაუნახავს, ან იქნებ დაინახა კიდეც, მაგრამ არაფერი თქვა, სიჩუმით მოეფარა მის ემოციებს.

- ისე მიყვარს, საკუთარი სიცოცხლეც აღარ მენანება მისთვის და იმ დღეს, როცა ტყვია მომხვდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში მართლა შემეშინდა... იმიტომ რომ როცა მის თვალებში ის სასოწარკვეთილი, აკანკალებული შიში დავინახე, მივხვდი, თუ მას დავკარგავდი, მეც იქვე, იმ წამს მოვკვდებოდი.

გოგონამ გაოცებისგან თვალები დააჭყიტა, სუნთქვა საერთოდ გაუჩერდა. კაცმა ნელა მიაბრუნა თავი მისკენ, სახეზე ნამდვილი, ღრმა აღსარების კვალი ეტყობოდა.

- ჩვენი ქორწილის შემდეგ და მანამდეც, ხშირად მოვდიოდი და ველაპარაკებოდი მამაშენს,- განაგრძო ონისემ, ხმა უფრო დაუწვრილდა და დაუსერიოზულდა,- ვთხოვდი პატიებას იმ ცოდვებისთვის, რაც ჩემმა გვარმა თქვენს წინაშე ჩაიდინა. ვეუბნებოდი რომ მისი ქალიშვილი ჩემი წყევლაც იყო და ხსნაც. ვეუბნებოდი რომ მიუხედავად იმ წყეული, მტრული სისხლისა, შენ ამ ფიცით მაინც ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყავი.

ხეობაში თითქმის მისტიკური სიჩუმე იდგა. მხოლოდ ქარი და შორს, უფსკრულში მჩქეფარე მდინარის ყრუ გუგუნი ისმოდა. ონისემ ბოლოს ძალიან ნელა, მშვიდად ამოისუნთქა, თითქოს უზარმაზარი ლოდი მოიცილა მკერდიდანო.

თაია ნელა მიუახლოვდა ზურგიდან, თავისი აკანკალებული თითები ფრთხილად, სათუთად ჩასჭიდა კაცის დიდ, უხეშ ხელში. ონისე გაჩუმდა. წამით შეკრთა, მერე კი ხელი ისე ძლიერად მოუჭირა, თითქოს თავის მთელ ძალას, მთელ სიცოცხლესა და დანაპირებს ამ ერთი ხელის მოჭერით გადასცემდა.

ცივმა ქარმა ეს ფიცი კლდიდან კლდეზე გადაიტანა, ხეობებს გადაავლო და არღუნის მღელვარე ტალღებს შეურია. მთელი ხევსურეთი, თავისი მკაცრი ციხე - კოშკებითა და ნაომარი მიწით, ამ წმინდა და საშიში სიტყვების მოწმე გახდა. თაიამ თვალები მაგრად დახუჭა, როცა ონისეს ცხელი სუნთქვა სახეზე მოეფინა. მისი თითები კიდევ უფრო ღრმად ჩაეჭიდა კაცის უხეშ ხელისგულს. ეს აღარ იყო უბრალო აღიარება. ეს იყო ხევსური კაცის უზენაესი ფიცი, რომლის იქითაც მხოლოდ სიკვდილი ან სამუდამო ერთგულება არსებობდა.

- ნუ ამბობ მაგას,- ძლივს გასაგონად ამოთქვა თაიამ, ცრემლები წამწამებზე დაეკიდა და მზის სხივებზე აციმციმდა,- სიკვდილი ზედმეტად ბევრი ვნახეთ...უნდა იცოცხლო.

ონისეს ტუჩის კუთხე ოდნავ, ძლივს შესამჩნევად ჩაუტყდა. ხელი ააყოლა გოგონას ლოყას, ცერა თითით ფრთხილად მოწმინდა ჩამოგორებული ცხელი ცრემლი. რამდენიმე წუთს ასე იდგნენ. მზე ნელ - ნელა მაღლა იწევდა, ნისლს ხეობიდან დევნიდა და არაბულების ძველ სასაფლაოს ოქროსფრად აფერადებდა. მერე ონისემ უკან დაიხია, მუხის ხის ძირში ჩამოჯდა და ნება მისცა თაიას მარტო დარჩენილიყო იქ, სადაც არც ნამუსი უშვებდა და არც სინდისი.

- მომენატრე,- მიწას მოუჭირა ხელი,- ოცდაერთი წელია მარტო ვარ, უშენოდ. მინდა ვიცოდე ის გრძნობა მამობა რომ ჰქვია. მინდა მყავდეს ვინმე ისეთი, ვისი იმედიც სულ მექნება. მე არასდროს დამიძინია დივანზე და არ გამიღვიძია საწოლში, არასდროს მოგიკითხავს ჩემთვის სკოლაში და არასდროს გისწავლებია ჩემთვის ჯირითი. ის რაც შენ უნდა გექნა, სხვამ გააკეთა. დედაჩემმა გააკეთა, ელიზბარმა, დათუამ. მე და დათუამ ბევრი რამ ერთმანეთს ვასწავლეთ, ისიც ასე გაიზარდა. ბიძიამაც ასე მიგვატოვა.

თავი გააქნია აქეთ - იქით.

- მინდა რომ შენზე გაბრაზებული ვიყო, მაგრამ მერე ვფიქრობ შენ რა შუაში ხარ. მერე ბრაზი ფიცხელაურებზე მაწვება, მაგრამ მერე ისიც მახსენდება თუ ონისე რა შუაშია,- ჩაეცინა უცებ,- რა მწარეა არა ცხოვრება. გიყვარს ის ვისმა გვარმაც მთელი ბავშვობა წაგართვა. საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოვუტანე... ან უბრალოდ ოცი წლის წინ ეს სოფელმა თავად გადაწყვიტა.

ამოიოხრა თაიამ.

- ვერ მოვდიოდი, თვალს ვერ გისწორებდი. იმიტომ რომ აქამდე, მთელი ოცი წელი რა პირობებსაც ვდებდი შენს საფლავზე ყველაფერი წყალს გავატანე. ვერ მოვკალი ფიცხელაურები, ვერ ვიძიე მათზე შური, ვერ შევძელი. გიღალატე, ალბათ ასე ფიქრობ, ან... იქნებ შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო...- წამოდგა ფეხზე თაია,- ალბათ ცუდი შვილი ვარ ამის გამო, მაგრამ ასე მოხდა. ბრძოლის თავი აღარ მაქვს, აღარ მინდა ძლიერი ვიყო, ჯიუტი.. უბრალოდ მინდა რომ ვიღაცას დავეყრდნო, ვიღაცამ ხელი გამომიწოდა... სამწუხაროდ ეს იმ გვარიდან აღმოჩნდა, ვინც შენი სიცოცხლე შეიწირა.

ამოიოხრა თაიამ.

- ბოდიში მამა თუ ამის გამო ცუდი შვილი ვარ,- თავი ოდნავ დახარა დაბლა,- მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ.

მერე ნელა მოტრიალდა და იქვე მჯდარი ონისესკენ დაიძრა.

* * *

- ჩამოვალთ ცოტახნით ხევსურეთში,- გაისმა ტელეფონში ეთუნას ხმა,- ალბათ ამ დღეებში. ონისეს დაბადების დღეს რომ ჩამოვუსწროთ ისე.

- აქამდე არ მიკითხავს ეგ, მაგრამ რას აკეთებთ მანდ?- წარბები აქაჩა თაიამ.

- ხშირად რომ დაგერეკა, იქნებ მანამდეც გაგეგო,- ჩაიცინა ეთუნამ.

- დამერეკა? ზარი მხოლოდ ცალმხრივი არაა ქალბატონო,- დატუქსა მეგობარი,- რა ხდება?

- ვემზადები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

- რას აბობ,- პირზე ხელი აიფარა თაიამ და ყურადღება არ მიაქცია თავის ფეთხუმ ქმარს კარადიდან მთელი დასტა ტანსაცმელები რომ გადმოუცვივდა.

- ჰო, მოსე მეხმარება,- გაეღიმა ყურებამდე,- მოკლედ სექტემბერში ვნახოთ...

- როგორ გამიხარდა,- წამოიძახა ხმამაღლა,- ძალიან ბედნიერი ვარ შენ გამო.

- ჯერ არავინ იცის და გთხოვ არ უთხრა არავის, კარგი?

- ონისემ უკვე გაიგო და კარგი ამის პირს რამენაირად მოვკუმავ,- ჩაეცინა ქმრის ეჭვნარევი სახის დანახვაზე.

- უნდა წავიდე ახლა, გავდივართ საღამოს მოგწერ, კარგი?

- მიდი წარმატებები, რომ ჩამოხვალ მერე ვისაუბროთ,- ზარი გაწყდა. ტელეფონი დაბლა დაუშვა და ფიცხელაურს მიაშტერდა მთელი ეს დრო რომ ტანსაცმელებს ტენიდა კარადაში,- მაგას გამოალაგებ და ხელახლა, როგორც იყო შეკეცილი ისე შედებ, თორემ ეზოში გადაგიყრი.

- ჩემი ტანსაცმელია...

- მერე ეგრე რომ ტენი ვეღარ პოულობ და მაინც მე მაღვიძებ, რა გაჭირვებაა, დაკეცე რა,- ამოიოხრა თაიამ და წამოდგა.

- მოსე ჩამოდის?

- ჰო, შენი დაბადების დღისთვის,- ჩაეცინა თაიას,- რაო ვინ ბერდებაო?

- შენც დაიწყე ახლა?- აზიდა წარბები ფიცხელაურმა,- გეგონება ქრისტა არ მეყო გუშინ მთელი დღე ტვინი წაიღო.

- ძალიან ერჩი შენ მაგას,- დაუქნია თითი,- დაანებე თავი თორემ თუ აწყენინებ, იმის მხარეს დავდგები მე.

- მოსე მესაჭიროება,- აიხედა მაღლა,- ზედმეტია ამდენი ქალი. ეს ჭაბუკა და აბდულაც ახლა გაქრნენ მაინც და მაინც. ამსაღამოს რას აკეთებ?

გამოხედა ცოტახანში გვერდულად.

- შენთვის საინტერესოს არაფერს,- მოუჭრა თაიამ, თუმცა ლოყები უნებლიეთ აუწითლდა.

- ჰოო? მე კი ვიფიქრე რომ...

- ნუ ფიქრობ,- სწრაფად მიუბრუნდა და ონისეს ტუჩებზე თბილი ხელისგული ააფარა რომ მისი მორიგი ხუმრობა ჩაეხშო. კაცმა თვალები ეშმაკურად მოჭუტა, მისი ხელისგული ნაზად ჩამოსწია დაბლა.

- იქნებ რას ვამბობდი, ხევსურო?

- არაფერს საინტერესოს, დიდი ალბათობით,- ვითომ გულგრილად ააფრიალა ხელები ჰაერში, თუმცა გული მაინც გამეტებით უცემდა მისი ასეთი სიახლოვისგან.

- ხვალ მინდა სადღაც წაგიყვანო,- ონისე ზურგიდან მიეტმასნა ცოლის სხეულს, ხელები მყარად მოჰხვია წელზე და თავი მის კისერში ჩარგო, სადაც დილის ნამისა და სითბოს სურნელი ტრიალებდა.

- ხვალ ალბათ ბევრი სტუმარი მოვა შენ გამო... ხეობა ერთიანად აქ აირევა და სად მიგყავარ?- თაიამ თავი ოდნავ მიატრიალა რომ მისი მზერა დაეჭირა.

- ეგ უკვე მე ვიცი,- ჩურჩულით ჩაეღიმა კაცს, აბრეშუმივით რბილ თმაზე ფრთხილად დაუსვა ხელი და თვალებში ჩახედა,- წამომყვები?

- წამოგყვები, აბა რას ვიზამ,- ამოიოხრა, თუმცა გულში უკვე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. მერე უცებ რეალობას დაუბრუნდა, საათს შეხედა და ონისეს მკლავებიდან დასხლტომა სცადა,- უიმე, საერთოდ დამავიწყდა! ცხენი უნდა გავასუფთაო და დალის უნდა მივეხმარო სამზარეულოში... ერთი ეს მითხარი, შენი დაბადების დღის გამო მე რატომ მიწევს ყველაფრის კეთება?

წარბები საყვედურით შეკრა არაბულმა.

- ჩამოვალ მალე და დაგეხმარები,- ლოყაზე ნაზად უჩქმიტა ონისემ და თვალი ჩაუკრა.

- არ გაიშვას შენი დახმარება!- სიცილით გაიხურა კარი თაიამ და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა.

თუმცა, სამზარეულოში ჩასულს, დალიმ ისეთი სია დაუდო წინ და ისეთი ციფრები გამოუცხადა, თუ რამდენი ადამიანი აპირებდა მათთან სტუმრობას, რომ არაბულს წამში გადაავიწყდა ცხენიც, თავლაც და საერთოდ ონისეს არსებობაც. მთელი დღე ნამდვილ ქაოსად იქცა. ალბათ ღამის პირველი საათი იქნებოდა, თაიამ ძლივს რომ დააღწია თავი სამზარეულოს და დაქანცული, ფეხებარეული ავიდა ზემოთ, მათ საძინებელში. ისეთი გადაღლილი იყო, სხეულში ყოველი ძვალი სტკიოდა. ოთახში შესულს აღარაფერი უგრძვნია, საერთოდ არაფერი, არც სიცივე, არც შიმშილი და არც ფიქრი იმისა, თუ რა ელოდა ხვალ. ისე, როგორც იდგა, ტანსაცმლიანად გადაწვა საწოლზე და თვალები მძიმედ დაეხუჭა, თითქოს უძირო უფსკრულში ვარდებოდა. სადღაც ძილბურანში იგრძნო, როგორ მიუახლოვდა საწოლს ნაცნობი, მძიმე ნაბიჯები. ონისემ საოცარი სიფრთხილით გახადა ფეხსაცმელები, მერე დიდი საბანი მხრებამდე ნაზად გადააფარა და თავად გვერდით მიუწვა. კაცმა თავისი მძლავრი, გავარვარებული მკლავი წელზე მოჰხვია, თავისკენ მიიზიდა და თაიაც ინსტინქტურად, ძილშივე აეკრა მის მყუდრო მკერდს, სადაც მისი ყველაზე დიდი თავშესაფარი ეგულებოდა.

* * *

არღუნი ხმაურით გრიალებდა, წვიმის შემდეგ მღვრიე ტალღები ქვებს გამეტებით აწყდებოდნენ და ხეობას მძიმე, ნესტიანი გუგუნით ავსებდნენ. მდინარე ოდნავ ადიდებულიყო, თუმცა თაია არაბულს ეს მაინც არ აშინებდა. მან მყარად მოქაჩა აღვირი, ცხენი სწორედ იმ ადგილას შეაცურა წყალში, სადაც ყველაზე დაბალი დინება ეგულებოდა და წამებში მწვანედ აბიბინებულ, უკიდეგანო მდელოზე გადავიდა.

ცხენი იქვე მიუშვა საბალახოდ, თავად კი პატარა, მზით განათებულ გორაზე ავიდა. თექვსმეტი წლის თუ იქნებოდა , ნორჩი, ფიცხი და ველური, როგორც თავად ხევსურეთის ბუნება.

ნაადრევ მზეს მიეფიცხა და მხრებზე ჩამოშლილი, სველი გრძელი თმები ხელით დაიწურა. საშინლად გაბრაზებული იყო. დათუა, ყოველდღე აგიჟებდა ხოლმე თავისი დამცინავი ტონითა და ჭკუის სწავლებით. საგანგებოდ უშლიდა ნერვებს და თაიაც წამებში ფეთქდებოდა ხოლმე. სწორედ ამ ბრაზს გამოექცა აქ, შორს, სადაც არავის ხმა არ ისმოდა. რა საოცრად ლამაზი იყო არღუნის ხეობა... უყვარდა აქაურობა, ყოველი კლდე და ფიჭვის ხე. გორიდან ოდნავ მოშორებით, კლდის ნაპრალიდან, პატარა ჩანჩქერი გადმოდიოდა.

მერე, წყლიდან ფეხები ამოიღო, ისევ იმ თბილ გორაზე ავიდა, ზურგით რბილ ბალახზე გადაწვა და სახე შუადღის მწველ მზეს შეუშვირა. სითბომ, მდინარის ერთფეროვანმა ხმამა და ჩანჩქერის ჩხრიალმა უცებ მოადუნა მისი სხეული. თაიას თვალები დაეხუჭა და იქვე, მზის გულზე ჩაეძინა. არ ახსოვს, რამდენ ხანს იყო ასე, უფანჯრო და უშფოთველ ძილში ჩაძირული. ხეობაში დრო გაჩერდა. სასიამოვნო სითბო წამში გაქრა და სახეზე ცივმა სიგრილემ დაჰბერა. თაიამ ძილბურანში იგრძნო, როგორ მოადგა მის სხეულს ვრცელი, მძიმე ჩრდილი, რომელმაც მზის შუქი სრულიად გადაუფარა.

- ხევსურო,- წამოადგა თავზე ცხრამეტი წლის ონისე. იღიმებოდა როგორც სჩვევია ხოლმე,- აქ რას აკეთებ?

- მე?- წამოიწია თაია,- შენ რა გინდა აქ?

- ჩემი ხეობაცაა, თუ დაგავიწყდა?

- კარგი, რას წამოვარდი, გამიკვირდა უბრალოდ,- მხრები აიჩეჩა და ჩამოჯდა გვერდით.

- რას ჩამომიჯექი აქ, რომელი მეგობრები ჩვენ ვართ!

- მერე რომ არ ვარ, იქნებ გვეცადა?- წარბი აზიდა ბიჭმა,- ან იქნებ გეცადა დაგემშიდებინა შენი ნერვული სისტემა?

- ონისე!

- კარგი ხო, აქვე ვიყავი, დაგინახე და მოვედი, რა იყო ლაპარაკიც არ შეიძლება?

- არ მინდა მე შენთან ლაპარაკი,- ამოიწუწუნა და სველი თმები უკან გადაიყარა, ლამის სახეში შეაფერთხა შავი კულულები.

- თედო იყო გუშინ მოსული, ბიჭებთან უჩხუბია,- დაიწყო არსაიდან ონისემ,- ხომ იცი თედო...

- ვიცი,- მოუჭრა მოკლედ,- მაგრამ მანდ რა უნდოდა?

- შენ გამო. ლუკა უცემია, ხომ იცი რომ ჩემი მეგობრების დამცირებას არ ვაპატიებ არავის?

- მე რა შუაში ვარ?

- უყვარხარ. მოსულა და გამოუცხადებია მიყვარს არაბული და ახლოს არ გაეკაროთო, რას მიკრძალავს ერთი,- ჩაიფრუტუნა ონისემ,- ვინ მიგდია?

- თავი თუ გქონდა გუშინ გეჩხუბა, მე რას მეუბნები? მაგას ვუყვარვარ, მე კიარ მიყვარს.

- ალბათ დილას არ გინახავს, თორემ მაგას არ იტყოდი,- ყურებამდე გაიღიმა ფიცხელაურმა.

- მართლა ცემე?

- ხომ გითხარი, ჩემი მეგობრების დამცირებას არავის ვაპატიებტქო.

- შეშლილი ხარ.

- უთხარი რომ არ გიყვარს,- დააიგნორა მისი ნათქვამი.

- არ ვეტყვი არაფერს.

- უთხარი, რატომ არ ეუბნები?- გადაიწია მისკენ,- გიყვარს?

- არა.

- მაშინ უთხარი. არ უნდა გიყვარდეს?

- რატომ ვითომ?- შეუბრუნა არაბული.

- იმიტომ,- ცხვირზე ჩამოჰკრა გოგოს ხელი,- რომ გაიზრდები მიხვდები და მერე ძალიან ეწყინება.

- რას უნდა მივხვდე?

- რაღაცას.

- ზუსტადაც რომ გავყვები,- კმაყოფილს გაეღიმა თაიას, როცა მიხვდა ონისეს უკვე ნერვები საბოლოოდ ეშლებოდა,- აი შენ კი საერთოდ ვერაფერს გაიგებ. ჩუმად წავალ და შენს გასაგონად მხოლოდ ჩემი ქორწილის ამბავი თუ მოაღწევს.

- ჩემი გაგიჟება გინდა?

- გაგიჟდი, ხო,- ტუჩები ბავშვური ჯიბრით აიბზუა თაიამ,- დიდი ამბავი თუ ფიცხელაურს ხასიათი წაუხდება.

ონისემ რამდენიმე წამი უხმოდ, გაქვავებული უყურა. იმ მძიმე, დაძაბული და გაუვალი მზერით, რომელიც თაიას ყოველთვის აბრაზებდა, მზეს უფარავდა და თან უცნაურად, საზარლად აბნევდა. ირგვლივ მხოლოდ არღუნის მღვრიე ტალღების გუგუნი და ჩანჩქერის ცივი ჩხრიალი ისმოდა, მაგრამ მათ შორის ჰაერი ისე გაინაბა, თითქოს ჭექა - ქუხილის მოლოდინშიო.

- მართლა ფიქრობ რომ სხვას გაგატან?- ჩუმად, ხრინწიანად ჰკითხა ბოლოს.

- შენ საერთოდ ვინ გეკითხება?

- მე მეკითხება.

- რატომ ვითომ?

- იმიტომ რომ ვერ ავიტან. ვერ ავიტან სხვა გვარის ჭერქვეშ რომ დაგინახო,- თაიას გული უცნაურად, გამეტებით აუჩქარდა მკერდში, მაგრამ სიამაყემ უკან დახევის ნება არ მისცა და ჯიუტად გადააქნია თავი.

- ეგ შენი პრობლემაა, ფიცხელაურო.

- ხევსურო...

- რა?- ჯიბრით გაუსწორა მზერა და ნიკაპი ასწია,- თუ მინდა თედოს გავყვები და თუ მინდა სხვას. შენ რა უფლება გაქვს საერთოდ ჩემს ცხოვრებაში ხელები აფათურო?

- უფლება?- ონისე უცებ მიუახლოვდა.

- ჰო, უფლება,- მაინც არ დაიხია უკან გოგონამ, თუმცა ბალახზე ფეხი ოდნავ აუცურდა,- შენ ვერ მიმითითებ, ვინ უნდა მიყვარდეს და ვისთან ერთად დავბერდები.

ონისეს ყბა ისე დაეჭიმა რომ ძვლები გამოეკვეთა კანზე. თვალები მთლიანად ჩაუმუქდა, ნაცრისფერ გუგებში უფსკრულისფერი სიბნელე ჩამოწვა.

- მაგ ბიჭს არც კი უყვარხარ ისე, როგორც იმსახურებ. წარმოდგენაც არ აქვს, ვინ ხარ.

- და შენ რა იცი, მე რას ვიმსახურებ?

- ყველაფერი ვიცი შენზე. ყოველი შენი გამოხედვა ვიცი, ყოველი გაბრაზება და ყოველი ნაბიჯი.

- ოჰ, როგორი თავდაჯერებული ხარ... მგონი ზემდეტად ამბიციურიც.

- იმიტომ რომ მართალი ვარ.

- არ ხარ!

- ნერვებს მიშლი და უკვე ვეღარ ვუყურებ, ვიღაც იდიოტები როგორ გიყურებენ და შენს სიყვარულს როგორ ბედავენ!- თაიამ გაოცებულმა შეხედა. ონისემ ნაბიჯი კიდევ გადადგა მისკენ, თითქოს მათ შორის დარჩენილი ჰაერის ნამცეციც უნდა გაენადგურებინა. ახლა უკვე ძალიან ახლოს იდგა, იმდენად ახლოს რომ თაია მის მკერდიდან წამოსულ სიმხურვალეს სახით გრძნობდა.

- არავის მივცემ უფლებას, ახლოს მოგეკაროს,- თითქმის გაფრთხილებასავით თქვა,- გესმის?

თაიას სუნთქვა საბოლოოდ გაეფანტა, ქარს გაჰყვა. გულში ყველაფერი ერთდროულად, გიჟურად აუმუშავდა.

- შენ საერთოდ...- დაიწყო გამწარებულმა რომ რეალობას დაბრუნებოდა,- შენ თავი ვინ...

სიტყვა ვეღარ დასრულდა, ბაგეებზევე შეაშრა. ონისემ უცებ სახეზე ხელი შეახო. მისი უხეში, ცხელი ხელისგული საოცარი სინაზით დაედო ლოყაზე, თითქოს უკანასკნელ წამამდე მაინც ეჭვი ეპარებოდა, საერთოდ ჰქონდა თუ არა ამ ზღაპრული არსების შეხების უფლება. თაია გაშეშდა, თითქოს მიწას მიეჯაჭვაო. მხოლოდ მისი თბილი, ძლიერი თითები იგრძნო ნაზ კანზე და ბიჭის აჩქარებული, ალმურიანი სუნთქვა საკუთარ ბაგეებთან ძალიან ახლოს. ონისეს მზერა ჯერ თვალებზე ჩამოსრიალდა, მერე კი მის ოდნავ გაღებულ ტუჩებზე შეჩერდა და იმ გაყინულ წამს ორივემ ზუსტად, უსიტყვოდ იცოდა - ეს შეცდომა იყო. უდიდესი შეცდომა. საშიში, აკრძალული, საგვარეულო სისხლით დაწერილი კანონების დარღვევა.

მაგრამ უკვე ყველაფრისთვის გვიანი იყო. ხეობამ დუმილი შეინახა.

ონისე ძალიან ნელა დაიხარა. თაიას სუნთქვა მთლიანად შეუწყდა. უნდოდა რამე ეთქვა, უკან დაეხია, გაბრაზებულიყო, ხელი ეკრა და ებრძოლა, მაგრამ მისი სხეული, მისი მოღალატე ინსტინქტები საერთოდ აღარ ემორჩილებოდა გონებას. მერე კი ბიჭის ცხელი ტუჩები მისას შეეხო.

რბილი, სათუთი, საოცრად ფრთხილი... თითქოს ონისე ბოლო წამამდე, ამ უმცირეს შეხებაშიც კი აძლევდა შანსს, გაწეულიყო, ხელი ეკრა და სამუდამოდ გაქცეოდა, მაგრამ თაია არ განძრეულა. პირიქით - თვალები ნელა დახუჭა და უცნაური დანებებით მთელი სამყარო კაცის ხელებში დატოვა და სწორედ იმ წამს, როცა გოგონას წამწამები დაეშვა, ონისემ საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავიც, ნებისყოფაც და მრავალწლიანი მოთმინებაც.

მალევე მოშორდა, ტითქოს შენელებულ კადრში ხედავდა ტაია როგორი სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა ფიცხელაურს. უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით და წამებში აორთქლდა მდელოდან. თითქოს იქ არც არასდროს ყოფილაო.

* * *

- გახსოვს ის ადგილი არღუნთან?- გაეცინა ონისეს და ხელზე თითებით მოეფერა,- მაშინ პირველი კოცნა მოგპარე.

- რა იცოდი რომ პირველი იყო?- დაეჭვდა თაია.

- ვიცოდი. მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი შენზე,- მიბრუნდა მისკენ,- ის თედოც მე ვცემე და მე დავაშინე რომ ახლოს არ მოსულიყო. მაგრამ მერე გაიზარდა და თავში აუვარდა.

- რა სულელი ხარ,- გაეცინა თაიას,- იცი იმ დღეს როგორ გავბრაზდი, ვერავის ვეუბნებოდი და მინდოდა გამეგლიჯე შუაზე.

- ვიცი, მე თვითონაც არ ველოდი,- მზერა აარიდა თაიას,- უეცრად მოხდა, არ მინდოდა ასე მექნა, უბრალოდ სულ ასე მაგიჟებდი ხოლმე და ჭკუიდან გადაგყავდი.

- ჰო ვიცი, ეგ გამომდიოდა ყველაზე კარგად,- ნიშნის მოგებით ამოხედა ქმარს.

- მთელი ოცი წელი გვერდით დაგყვებოდი.

- მაგიტომაც ჩნდებოდი ხოლმე ყოველთვის იქ, სადაც დახმარება მჭირდებოდა?

- ეჭვი გეპარება?- ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ფიცხელაურს,- ისე მიჭირდა შენი ყურება და იმის გააზრება რომ ერთ დღეს სიმართლეს გაიგებდი და შემიძულებდი, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გძულდი.

- ვერ გიტანდი...

- ვიცი, უბრალოდ ძალიან გაჭედილი ვიყავი, რა უნდა მექნა...

- ალბათ ვერც ვერაფერს იზამდი,- მხრები აიჩეჩა თაიამ.

- ის თედო მაგიჟებდა, ღმერთო, ჭკუიდან გადავყავდი ხოლმე, ისეთებს მეუბნებოდა,- სახეზე ჩამოისვა ხელი.

- მაგას ვუყვარდი ძალიან.

- მჯერა რომ ახლაც უყვარხარ.

- ამის მოსმენა შენგან ცოტა უცნაურია...

- კაცი ვარ და მესმის, ქალი ვის არ ყვარებია, ოღონდ ზემდეტებს ნუ გაბედავს, თორემ ისევ მოვერევი...

- დაანებე თავი, შენ შენი გაჭირვება გაქვს.

- იმ დღეს რომ ყველაფერი მოგახალა კი იყო საცემი, მაგრამ დავინდე...

- მაგ დღემ გამანადგურა,- თავი ჩარგო ხელებში თაიამ,- დღემდე ვბრაზდები გახსენებაზე.

- ისე მოგიყავანე ცოლად რომ ხელის თხოვნაც არ დამცალდა.

- დამცინი, არა?- სუსტად გაეღიმა თაიას,- რა ხელის თხოვნა...ჩვენი გაცნობაც, შეხვედრაც და ქორწილიც ბრძოლის ველს ჰგავდა.

- ხოდა, ომი დამთავრებულია, ხევსურო,- სრულიად სერიოზულად თქვა ონისემ.

ხეობაში მისტიკური სიჩუმე ჩამოწვა. არღუნის ხმაც კი თითქოს დაცხრა, ფონად იქცა. მზე უკვე კარგა მაღლა ამოსულიყო, კლდეებს ოქროსფერი იერი გადაჰკვროდა და ირგვლივ ყველაფერი სინათლით აივსო. ონისემ თაიას ხელები თავის მუჭში მოიქცია. შიდა ჯიბიდან პატარა, სადა, ოქროსფერი ძველი ბეჭედი ამოიღო. ბეჭედს დროის კვალი ეტყობოდა, მის ზედაპირზე ორნამენტები და ჯვრები იყო ამოტვიფრული.

- ეს ბეჭედი ჩემს ოჯახში წლებია ინახება, თაია,- თქვა ონისემ. მისი ხმა ისეთი დაბალი, მტკიცე და ემოციური გუგუნით აივსო რომ ყოველი სიტყვა ქალის სულში ექოდ გაისმა,- ამით ჩემი წინაპრები იმ ქალებს იფიცებდნენ, ვის გამოც სიცოცხლეს უყოყმანოდ გაწირავდნენ, ვისი გულისთვისაც ომებს იწყებდნენ და კერას აშენებდნენ. ჩვენ ბევრი სისხლი, მტრობა და ტკივილი გამოვიარეთ. მე არ ვარ იდეალური კაცი, არც მშვიდი ცხოვრება ვიცი და ჩემი ხელებიც სულ შრომასა და ბრძოლასაა ჩვეული... მაგრამ ჩემი სული და გული მხოლოდ შენ გეკუთვნის.

კაცმა ბეჭედი ოდნავ უფრო მაღლა ასწია, მზის თბილი სხივები ოქროსფერ ორნამენტებზე ათამაშდნენ და აციმციმდნენ.

- აქ, ამ საუკუნოვანი მთებისა და ხეობის მოწმობით, მინდა ოფიციალურად გკითხო...- ონისემ თვალები მინაბა, მისი მზერა თაიას არსებას ჩაეჭიდა,- მზად ხარ რომ ჩემი ცოლი გერქვას, არა იმიტომ რომ გარემოებამ და ტრადიციებმა აიძულა ჩვენს კავშირს, არამედ იმიტომ რომ შენს გულს ასე უნდა? წამომყვები ბოლომდე, თაია?

დაბნეულმა ახედა თაიამ ჯერ ონისეს, მერე ბეჭედს, ყველაფერს ელოდა, თუმცა ამას არა.

- დალიმ მითხრა, თუ მაგ ბეჭედს თაიას თითზე არ დავინახავ, ჯობია უკან არ დაბრუნდეო, დედამთილის სიტყვა ხომ კანონია,- თქვა მტკიცედ, თუმცა წამში ნელა, საოცარი სინაზით შეეპარა ბაგეებზე ღიმილი. კაცს თავისი პატარა, აკანკალებული ხელი გაუწოდა.

- თანახმა ვარ, ონისე ფიცხელაურის მეუღლე გავხდე... და მთელი ცხოვრება ნერვების შლაში, კინკლაობასა და წამებაში ვამყოფო,- სიტყვის დასრულებისთანავე ვეღარ მოითმინა და გულიანი სიცილი წასკდა. ონისესაც გაეღიმა, ეს იყო ყველაზე ნამდვილი, ყველაზე საყვარელი პასუხი, რაც კი შეეძლო ეთქვა. კაცმა დიდი სიფრთხილით, თითქოს უძვირფასეს საგანძურს ეხებაო, ისე მოარგო ბეჭედი თითზე.

- თან როგორი ლამაზი თეთრი კაბა ჩაგიცვამს, იცოდი?- წარბები ასწია ონისემ.

- საიდან უნდა მცოდნოდა?- გაეცინა თაიასაც.

- იმედია ამ კაბასაც იმ საქორწილო კაბასავით არ დაანაკუწებ,- თაიამ გაოცებულმა დახედა,- გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა იმ ღამეს, ბრძოლის ველს ჰგავდა ჩემი ოთახი.

- ცეცხლი რომ არ წავუკიდე მეც მიკვირს,- მერე ბეჭედს დახედა თაიამ, ცივი ლითონი თბილ კანზე ნელ - ნელა თბებოდა, ზუსტად ისე, როგორც მისი აქამდე გაყინული გული თბებოდა ონისეს მწველი სიახლოვით. ორნამენტები და ამოტვიფრული ნიშნები თითქოს იმ ძველ, სისხლიან ამბებს ყვებოდნენ, ფიცხელაურებსა და არაბულებს ასე მწარედ, ტკივილით რომ გადაეხლართათ ერთმანეთში წლების განმავლობაში. ონისემ ღრმად, მთელი ფილტვებით ამოისუნთქა, თითქოს სამყაროს უმძიმესი, საუკუნოვანი ტვირთი ჩამოეხსნა მხრებიდანო.

მზემ საბოლოოდ გაარღვია დილის ნისლის თეთრი კალთები და ხეობა ოქროსფერი, მაცოცხლებელი სინათლით აავსო. შორს, უფსკრულის სიღრმეში, წვიმისგან ადიდებული არღუნი ისევ ძველებურად, მედიდურად გრიალებდა, ხოლო ხევსურეთის მკაცრი, ნაომარი მთები კვლავ ამაყად სცემდნენ ცას თავს, თითქოს საუკუნეების მანძილზე არაფერი შეცვლილიყო. თუმცა დღეიდან, ისინი არა მარტო მტრობის, არამედ ამ მტრობის დასრულების მოწმეებიც იყვნენ, თანაც სამუდამოდ.

ბილიკზე ნელა მიმავალ ფიცხელაურსა და არაბულის ქალს ქარი უკანასკნელად წამოეწია, თითქოს მთების უძველესი ლოცვა - კურთხევა მხრებზე სათუთად შეაფრქვიაო. ძველი ტკივილები, გაუთქმელი, ყელში გაჩხერილი ბრაზი, საუკუნოვანი სიძულვილი და ყველა ის მძიმე წყევლა, რომელსაც მათი წინაპრები ზურგით, უდრტვინველად ატარებდნენ, ნელ - ნელა შავ ნაფლეთებად გაჰყვა მდინარის ბობოქარ დინებას და სადღაც, მთების თეთრ ნისლში სამუდამოდ დაიკარგა. მათ უკან დარჩა ომებითა და შუღლით დაღლილი წარსული, სისხლისგან დამძიმებული სახელები და ყველა ის უფერული ღამე, როცა ერთმანეთის სიყვარული მათთვის უდიდეს ცოდვად ეჩვენებოდათ. წინ კი ლებაისკარის მზით გაჯერებული, აბიბინებული მწვერვალები აღმართულიყო, ამაყი, უძველესი და მარადიული და ამ მწვერვალებზე, დილის პირველ, ოქროსფერ შუქში, ორი ჯიუტი, დაღლილი, მაგრამ ერთმანეთით გადარჩენილი ადამიანის სრულიად ახალი, ხელშეუხებელი ცხოვრება იწყებოდა. ცხოვრება, სადაც იარაღის თამაშისა და ომის ნაცვლად, ერთმანეთის სუნთქვის მოსმენა უნდა ესწავლათ. სადაც საუკუნოვანი სიძულვილის ნაცვლად, მხოლოდ სიყვარული გაიკვლევდა გზას და სადაც, ბოლოს და ბოლოს, ფიცხელაურისა და არაბულის გვარებს შორის პირველად და სამუდამოდ აღარ იდგა დაღვრილი სისხლი.

აქ, ამ ნაომარ, მკაცრ კლდეებზე, მხოლოდ ერთმანეთის ხელებში ჩაკარგული, უსასრულო მშვიდობა სუფევდა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

"ათასჯერ რომ დავიბადო... ათასჯერვე შენს გზას ავირჩევ, ონისე. შენს გვერდით წამოვალ, თუნდაც წინ ისევ ჯოჯოხეთი დაგვხვდეს. შენი ვარ... იმ პირველი, არღუნისპირა კოცნიდან სიკვდილის უკანასკნელ წამამდე მხოლოდ შენი ვარ... შენ ჩემი სიმშვიდეც ხარ და ჩემი უდიდესი ქარიშხალიც, რომელსაც ვერცერთი ომი ვერ წამართმევს. ამიერიდან, სადაც შენი ნაბიჯი გაივლის, ჩემი სახლიც და ბედისწერაც მხოლოდ იქ იქნება."

"ათასჯერ რომ დავიბადო და ათასჯერვე სხვადასხვა გზა დამხვდეს, მე მაინც ყოველ ჯერზე შენს ნაკვალევს გამოვყვები, ხევსურო. ჩემს ბედისწერას მაინც შენს სახელს დავარქმევ. თუნდაც წინ ისევ სისხლი, ომი და ჯოჯოხეთი გადაგვეღობოს, შენი მხრებით ნებისმიერ უფსკრულს გადავაბიჯებ. შენი ვარ... იმ პირველი დღიდანვე, როცა ის წითელი ბედისწერის ძაფი შეგაბი და ჩემი სული სამუდამოდ გადაატრიალე. სანამ ამ მკერდში გული ფეთქავს და სუნთქავს, მხოლოდ შენი ვარ. ჩემი სიცოცხლეც და სიკვდილიც შენს ხელებშია, ხევსურო."



№1 სტუმარი ლილითი

მიყვარსსსსსსს👀

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent