ორიგამი არქივიდან II ****** „არასასურველი მოწმე“ „კარმა ძუკნაა, ბუმერანგივით იცის უკან მობრუნება!“ იცოდა, რომ სკოლიდან თავს ვერ დაიძვრენდა, მაგრამ ბედი მაინც სცადა. სკოლის ექიმს, მოატყუა - თავს ცუდად ვგრძნობ და თუ შეიძლება სახლში გამიშვითო. ქეთიმ, დაკვირვებით შეათვალიერა გოგონა, გულზე და ფილტვებზე მოუსმინა, სიცხე გაუზომა და როცა დარწმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, ღიმილით უთხრა - საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ მაინც შეუძლოდ გრძნობ თავს, სასწრაფო გამოვიძახოთო. მოზარდს სახე ჩამოუგრძელდა. ქალს ღიმილი მოეფინა ტუჩებზე - გაკვეთილზე დაბრუნდიო, უთხრა. ნირწამხდარმა გამოიხურა კარი. გაპარვით საქმეს მხოლოდ გაიფუჭებდა. გურანდას ისევ სკოლაში დაიბარებდნენ და გვარიანად გამოლანძღავდნენ. თვალები გადაატრიალა. სულა კვდებოდა თუ რჩებოდა, გაკვეთილების დასრულებას უნდა დალოდებოდა! როგორ აბსურდულად ჟღერსო, გაიფიქრა, მაგრამ არ იყო სხვა გზა! ის იყო, ჩანჩალით აუყვა კიბეებს, რომ სკოლის შიდა ეზოდან, მოგუდული ყვირილის ხმა შემოესმა. წარბშეკრული უკან მოტრიალდა. კიბეები ჩამოიარა და ხმას მიჰყვა. პირველ სართულზე, დერეფანს გაუყვა და ფანჯარას მიუახლოვდა. გარეთ გაიხედა. სტადიონთან ოთხნი ჩხუბობდნენ - უფრო სწორად, სამეული მეოთხეს უსწორდებოდა სასტიკად. მოფარებულში იდგნენ, თუ ეზოში ვინმე არ გამოვიდოდა, ან ფანჯრიდან არ გადმოიხედებოდა, სადაც ელი იდგა, ვერავინ შენიშნავდა ხულიგნებს. სავანელს თვალები დაუვიწროვდა. ერთ-ერთ თავდამსხმელს, რომელიც ჯგუფში ლიდერი უნდა ყოფილიყო, მსხვერპლისთვის საკინძეში ჩაევლო ხელი და მთელი ძალით ურტყამდა სახეში შეკრულ მუშტს. კეპიან ქუდსა და ტყავის ქურთუკში არეშიძე ამოიცნო. მეთორმეტე კლასელი ხულიგანი, რომელიც სკოლაში ხშირად ჩაგრავდა უმცროსკლასელებს. ელმა იცოდა, რომ გიგი თავზეხელაღებული ნაძირალა იყო და დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავდასხმა სკოლის ტერიტორიაზე, როცა მანდატურს შეეძლო ნებისმიერ წამს გამოეჭირა - მისნაირი ერთუჯრედიანისთვისაც კი, მეტისმეტად სულელურ ნაბიჯად ეჩვენა. უკანასკნელმა მუშტმა ცუდად უწია ყბაში მსხვერპლს და ორი კბილი გააგდებინა. ბიჭები გამოერკვნენ, ამოკში მყოფ ძმაკაცს ესცნენ და უგონო სხეული ძლივს გამოწიწკნეს ხელიდან. სისხლშიამოთხვრილი უმცროსკლასელი უსულოდ დაეცა მიწაზე. სამივემ უკან დაიხია. ერთს შეეშინდა და მაშინვე მოკურცხლა. მეორემ არეშიძეს ჩაავლო ხელი, ეჯაჯგურებოდა - გავიქცეთ, სანამ ვინმეს დავუნახივართო. გიგიმ თავი ასწია და მიმოიხედა. სწორედ მაშინ - ელისა და არეშიძის მზერა ერთანეთს შეხვდა! ძმაკაცმა მეორედ სცადა არეშიძის თან წათრევა, მაგრამ ვერაფერს, რომ ვერ გახდა, თავი ანება და უკანმოუხედავად მოუსვა. გიგი გაქვავებული იდგა ადგილზე და ყბადაჭიმული მიშტერებოდა ელს, მაგრამ სავანელს სულ სხვა რამეზე გადაეტანა მზერა. მაღალი ფიგურა, თავზე კაპიშონგადაფარებული და ცხვირამდე აწეული საყელოთი, სწრაფი ნაბიჯით უახლოვდებოდა ხულიგანს. ხელთათმნიან ხელში დანის ბასრმა პირმა გაიელვა. არეშიძემ გოგონას მზერას თვალი გააყოლა. შეტრიალდა და დიდი შეცდომაც დაუშვა. უცნობმა პირდაპირ მუცელში ატაკა ბასრი იარაღი. შოკირებული სავანელი ფანჯარას აეკრა. შეეძლო დაეფიცა, რომ კაპიუშონიანმა რაღაც უჩურჩულა ორად მოკაკვულ არეშიძეს, სანამ მეორედ აძგერებდა დანას და ძირს მიაგდებდა. გიგი მიწაზე დაეცა. ტკივილისგან მოკრუნჩხული ძლივსღა ტოკავდა. თავდამსხმელმა სისხლიანი დანის წვერი ქურთუკზე შეაწმინდა, წელში გასწორდა და გარემოს თვალი მოავლო. ელი მაშინვე ამოეფარა კედელს, მაგრამ ეჭვობდა, რომ თვალი შეასწრეს. რამდენიმე წუთი შეიცადა, შემდეგ შეტრიალდა და მალულად გაიხედა ფანჯარაში. ეზოში აღარავინ იყო, ორი ძირსდაგდებული სხეულის გარდა. რაც ყველაზე უარესი იყო, არცერთი არ ინძრეოდა. ტვინის საღად მოაზროვნე ნაწილმა უკარნახა, მანდაურობას მოშორდიო, მაგრამ სანამ უკან დაიხევდა ზურგსუკან ძალიხილი მოესმა. - ჰეი! - მანდატური წარბშეკრული უახლოვდებოდა გოგონას - შენ! ექიმთან არ უნდა ყოფილიყავი?! თვალები დაეხუჭა. ამოიოხრა, ყოველთვის მე რატომ უნდა გავყო თავი ასეთ შარშიო! შუბლი მოისრისა და მისკენ მომავალი ფორმიანისკენ შეტრიალდა. - მგონი ეზოში, მოსწავლეებს დახმარება სჭირდებათ! - ცერი გაიშვირა ფანჯრისკენ. თავი მეექვსე "მსხვერპლი" ქიმიის მასწავლებელი ახალი გაკვეთილის ახსნას ამთავრებდა, როცა ზარი დაირეკა და მთელმა კლასმა შვებით ამოისუნთქა. ელმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ გოგოები მაშინვე ესცნენ. - სად წახვედი? - ყველას დაასწრო ნიცამ - ვიცი, რომ ცხვირიდან სისხლი არ გდიოდა! დაგინახე, როგორ გაიჭერი თითი სკამზე! - რა, ქნა? - თვალები დაუმრგვალდა ლიზას. - რატომ, არ მიკვირს?! - ჩაერთო ანა. - მერე, მანდატურმა მოგიყვანა გაკვეთილზე! - აგრძელებდა ნიცა. - და უკან წაიყვანს... - დაასრულა ანამ. გოგონებმა თავი ასწიეს. კლასში ტარიელი შემოვიდა და ელს გამოხედა. - სავანელი, გამოდი გარეთ. ელმა თავი გააქნია უსიტყვოდ. გოგონებს სწრაფი მზერა ესროლა და ნელა წამოდგა. მერხებსა და ბავშვებს შორის გზა გაიკვლია და მანდატურს მიჰყვა უკან. მთელმა კლასმა გააყოლა თვალი. როგორც კი თვალს მიეფარნენ მაშინვე აჩურჩულდნენ. მანდატური, რომ დარწმუნდა ვერავინ მოუსმენდათ წარბშეკრულმა ხმადაბლა დაიწყო: - დაინახე, ვინ გაუსწორდა მაჩაბელს და არეშიძეს? - უკვე გითხარით, ჩხუბის ხმა შემომესმა და ამიტომ მივბრუნდი უკან, ექიმის კაბინეტიდან გამოსული-თქო. ფანჯარას, რომ მივუახლოვდი მაჩაბელი და არეშიძე უკვე გონდაკარგულნი იწვნენ მიწაზე. მაშინ დამიძახეთ თქვენც და შეგატყობინეთ, რომ დახმარება სჭირდებოდათ. ესაა და ეს! - უპასუხა, წინასწარ გონებაში დალაგებული ტექსტი. - აჰა... - თვალები ეჭვით მოეწკურა კეჟერაძეს - ორივე სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია! საქმე სერიოზულად არის. ვისაც არ უნდა ჩაედინა ეს, ხულიგნობას სცდება! არეშიძეს დანა დაარტყეს, ხვდები რას გეუბნები?! ასეთი მანიაკი სკოლიდან არის გასარიცხი! - და მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? - წარბები მაღლა გაექცა. გულში გაიფიქრა, პრინციპში, არეშიძეს ეკუთვნოდაო. - ვფიქრობ, დაინახე, ეს ვინც ჩაიდინა, მაგრამ თქმა არ გინდა! - მიკიბულმოკიბულ საუბარს თავი ანება მანდატურმა - თუ გეშინია, უბრალოდ სახელი მითხარი. ვერ გაიგებს, საიდან მაქვს ინფორმაცია. - არავინ დამინახავს-მეთქი! - გაღიზიანდა. მანდატურს ავად მოეწკურა თვალები. მიხვდა მოზარდს სიტყვას ვერ დააცდენინებდა და ტაქტიკა შეცვალა. - ასეთ შემთხვევაში, დირექტორთან მომიწევს შენი წაყვანა! სხვა გზა არ მაქვს. მომხდარის გამო წყობიდან არის გამოსული. მათ, თუ რამე დაემართებათ, პასუხისმგებლობა დირექტორს დააწვება მხრებზე. არ გირჩევდი, ამ დროს მის წინ დგომას. სკოლის დირექტორი, ქალბატონი, დარეჯან სტურუა, დაბალი სოციალური ინტელექტის მქონე, პრიმიტიული პიროვნება გახლდათ. უკულტურო ქალი, უკმაყოფილებას ხმამაღალი ჯღავილითა და დორბლების ფრქვევით გამოხატავდა. თუ მეტისმეტად შეიჭრებოდა როლებში, დუჟიც მოადგებოდა ხოლმე ტუჩის კუთხესთან. მასწავლებლებს უპატივცემულოდ ეპყრობოდა. ბავშვებს, კი ხშირად ხელითაც ეხებოდა. როდესაც დილის ცხრა საათი გახდებოდა, სკოლის მთავარ შემოსასვლელ კართან, ჰიტლერის მსგავსად, უკანალზე გადაჯვარედინებული ხელებით დაეყუდებოდა და მოთინებით ელოდა, როდის ჩაუვარდებოდა საკბილო ხელში. გოგონები უამრავჯერ უთრევია თმებით ორი წუთით დაგვიანებისთვის, ბიჭებს კი ყურებს ახევდა. დესპოტ დედაბერს, ცემის დროს სახეზე ემოციის ნატალამი არ აჩნდა. ისეთი მშვიდი სახით უსწორდებოდა მოსწავლეებს, თითქოს საახალწლოდ გოზინაყისთვის არჩევდა კაკალს. მთელ სკოლას სიკვდილივით ეშინოდა დარეჯანასი. ახლა, არ იკითხავთ, სალემელი კუდიანი, რატომ აძლევდა თავს ამდენის უფლებას? - დარეჯანას ვაჟი და დედიკოს თვალისჩინი, რომანა, სახელმწიფო სტრუქტურაში, მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. ნახევრად მელოტი რომიკო, რომ დააწინაურეს, დარეჯანას მეთორმეტე სკოლა გადმოულოცეს „სამწყემსად“. არჩევნების დროს, კი დედაბერი შესაბამისად ზრუნავდა იმაზე, რომ მისი შვილის პარტიას სკოლის ას პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონოდა. დირექტორი, ღია მუქარასაც, კი არ ერიდებოდა. ბავშვებს ატერორებდა - თუ მითითებულ პარტიას ხმას არ მისცემთ, მწარედ განანებინებთ, თქვენც და თქვენს მშობლებსაცო! არ ხუმრობდა და ამაში ყველა დარწმუნდა, როცა ურჩი სულხანიშვილი სკოლიდან გააძევა. მისმა მშობლებმა, კი სამსახური დაკარგეს იუსტიციის სამინისტროში. შეუცნობელია „გზანი ღვთისანი“! ერთ დროს, ფუფალა, რომელიც ბინძური ფრჩხილებით ჰყიდდა მაწონს ქუჩაში, მთელს სკოლას და თითქმის ქალაქსაც, ხელჯოხით ხელში, ჯალათად მოევლინა! სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ დარეჯანას შვილს, რომიკოს, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქალაქის ყველაზე საშიშ კრიმინალთან - მიხეილ არეშიძესთან. განგსტერის შვილის სკოლაში დაჭრის ფაქტი, თავად დარეჯანასაც კი ვერ აუვილდა უმტკივნეულოდ. ელი ვარაუდობდა, რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო ახლა დირექტორი. მანდატურს, კი ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ თუ დარეჯანას უხსენებდა, გოგონას მაშინვე აალაპარაკებდა. - მემუქრებით? - გაეღიმა ელს. - გაფრთხილებ. - წარბები მაღლა აზიდა მამაკაცმა. - რა გაეწყობა, - მხრები აიჩეჩა - თუ სიტუაცია მოითხოვს, დირექტორსაც იგივეს გავუმეორებ, რაც თქვე გითხარით. დასამალი არაფერი მაქვს. ერთხანს თვალებში უყურა გოგონას. ნახშირივით შავი სფეროები უემოციოდ შეჰყურებდნენ ტარიელს. იმედი ჰქონდა, რამეს შეამჩნევდა - აღელვებას, ნერვიულობას, მოუსვენრობას, მაგრამ არაფერი. ცივი გულგრილობის გარდა, მის ღამესავით შავ სფეროებში, ვერაფერი ამოიკითხა და ნირწამხდარმა თავი ჩაქინდრა. - კლასში დაბრუნდი! ჩაიბურტყუნა მოქუფრულმა და გაეცალა. ელმა თვალი გააყოლა. კეთილი კაცი იყო კეჟერაძე. ბავშვებთან „ცუდი პოლიციელის“ როლს თამაშობდა, რადგან ასეთი იყო მისი მოვალეობა, მაგრამ თუ აუცილებლობას არ მოითხოვდა, არასოდეს იმეტებდა ბავშვებს კუდიანი დედაბერის კლანჭებისთვის. კარგად მოეხსენებოდა, ქალის ავადმყოფური ხასიათი. არ აინტერესებდა, დამნაშავე და უდანაშაულო. თუ, ხელში ვინმე ჩაუვარდებოდა, იქამდე არ მოისვენებდა, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებდა. „ჰიტლერიჩა“ უდანაშაულოსაც აღიარებინებდა დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. კლასში შებრუნდა მოქუფრული. ყველა მაშინვე მას მიაჩერდა, მაგრამ ყურადღება არავისთვის მიუქცევია, ტელეფონი ამოიღო და დედამისთან გადარეკა. ზარი გადიოდა, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. წარბშეკრული ფანჯარას მიუახლოვდა და რაფას ჩამოეყრდნო. კავშირი მალე დასრულდა უპასუხოდ. - რა უნდოდა, ტარიელს? თავს წაადგნენ მეგობრები. ელს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. კიდევ ერთხელ გადარეკა დედამისთან. ხანგრძლივი ზუმერის შემდეგ, როგორც იქნა უპასუხეს. - ცეცხლი გიკიდია, შვილო? - მოესმა ხრინწიანი ხმა ტელეფონიდან. - ლილი? - წარბი შეიკრა გაკვირვებულმა და გოგონებს გადახედა - რას აკეთებ ჩემს სახლში, დედაჩემის ტელეფონით ხელში? მოხუცს სიცილი ხველაში გადაუვიდა. ელმა ტელეფონი შორს გასწია. თვალები გადაატრიალა და როცა ხმაური მიწყდა, ყურმილი ისევ ყურზე მიიდო. - აბა? - იკითხა მოუთმენლად. - სანახავად ჩამოვედი. ყველაფერი რიგზეა. ნუ ნერვიულობ... - მრავალმნიშვნელოვნად მიუგო შვილიშვილს და ელსაც მაშინვე მოუდუნდა დაჭიმული სხეული - რამდენი ხანია, არ მინახიხართ. დედაშენი, ჭურჭელს რეცხავს და ვერ გიპასუხა. გჭირდებოდა, რამე? - შენი სიძე, სახლშია? - არა. - უპასუხა ხმაში აშკარად გამორეული ზიზღით. გულში გამდნარი ტყვიასავით ჩაეღვარა აღელვება. თუ სულა სახლში არ დაბრუნებულა, ესე იგი ან არ შეუძლია, ან... - კარგი, ეეე...- ჩაახველა - თუ მოვა დამირეკე. - რატომ? გაუკვირდა ლილის, კარგად იცოდა, რომ მისი შვილიშვილი მამამისთან არასოდეს საუბრობდა, თუ აუცილებლობა არ მოითხოვდა. - ეე... უბრალოდ დამირეკე. უნდა წავიდე, გაკვეთილი მაქვს. სახლში გნახავ. დროებით. ტელეფონი გათიშა, სანამ ბებიამისი კიდევ რამეს ჰკითხავდა და გოგონებს მიუბრუნდა. - რას მეკითხებოდით? - რა უნდოდა-მეთქი მანდატურს? ამჯერად რა ჩაიდინე?! - შეუღრინა ლიზამ. - მაჩაბელი და არეშიძე იპოვეს სკოლის ეზოში უგონოდ. - ამიტომ იყო სასწრაფოს სირენების ხმა? - თვალები გაუფართოვდა ნიცას. ელმა თავი დაუქნია. - მერე? შენ რა შუაში ხარ? - ეჭვით მოეწკურა თვალები ანას. - დავინახე და მანდატურს ვუთხარი. - რა დაინახე, ზუსტად?! გამომცდელად მიაჩერდა ლიზა. ტარიელის მოტყუება მარტივი იყო, მაგრამ სამი აფხორილი გოგონასი, რომლებიც ბავშვობიდან კარგად იცნობდნენ ელის უემოციო ნიღაბს, არც ისე! - ჩინურად ვსაუბრობ?! ნერვები მოეშალა გაღიზიანებულს. ლიზას კიდევ უფრო დაუვიწროვდა თვალები. - აჰა... რატომ არ მჯერა შენი, სავანელო?! - სირცხვილი და წინცხვირი, შენ! მეგობარს, რომ არ ენდობი, კანდელაკო! ფანჯარას მოშორდა და მაგიდას მიაშურა. ჩანთიდან მათემატიკის წიგნი ამოაძვრინა, გადაშალა და ის იყო ახალ თავს გადაავლო თვალი, რომ რთულ ფორმულებს მარჯვენა ხელი დაეხეთქა მოწყვეტით. - ახლავე მითხარი სიმართლე! - ყურში ჩასისინა ლიზამ - არ მოგეშვები! ვიცი, რომ იტყუები! ვინ იყო?! ელმა ძალიან ნელა ასწია თავი მაღლა, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო, რადგან სწორედ ამ დროს ჟვანია შემოვარდა კლასში ქოშინით. სახე მიტკალივით გაფითრებოდა. შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა. გულზე ხელი მიედო და მძიმედ სუნთქავდა. ყველა ახალმოსულს მიაშტერდა. ლიზამაც კი აიღო ხელი წიგნიდან. - მა... მაჩ... მაჩაბელი - ამოთქვა ძლივს - მეტრეველი, საავადმყოფოში გარდაიცვალა! წამის წინ გააგებინეს დირექტორს! არაადამიანურ ხმაზე კიოდა! ბავშვებმა შიშით გადახედეს ერთმანეთს. ლიზამ ელვის სისწრაფით შეაბრუნა თავი ელისკენ. გოგონას წარბებშუა ღრმა ნაოჭი გასჩენოდა, ნახშირივით შავ თვალებს კი ამუცნობი ემოციები დასთამაშებდათ... ****** „ცრუ განგაში“ - ელ... ხმა ამოიღე! შუკვანმა მსუბუქად უბიძგა მხარში მეგობარს. სახლისკენ ნელა მიუყვებოდნენ გზას. სკოლაში ახალმა ამბავმა ყველა შეძრა. უფროსკლასელებს გაკვეთლები შეუჩერეს. სკოლის კართან კრიმინალურმა პოლიციამ მოაყენა დიდი, თეთრი პიკაპი. ბავშვები სათითაოდ შეჰყავდათ საკლასო ოთახში გასაუბრებაზე. გამომძიებელს, ქერა დაბალი ქალი ახლდა თან, რომელიც ხელით იწერდა ფურცელზე მიმდინარე დაკითხვას. პირქუში გამომძიებელი, მონოტორული მიმდევრობით ეკითხებოდა ყველას ერთი და იმავეს - მეტრეველს მტრები ხომ არ ჰყოლია სკოლაში? ან ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ მოსვლია? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მეგობრებთან, თანასკოლელებთან, ან ვინმეს ვალი ხომ არ ემართა და ა.შ. მსგავს კითხვებს სვამდნენ არეშიძეზეც. ეს უკანასკნელი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. პოლიციას გასაუბრების საშუალება არ ჰქონია, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა უგონოდ, მისი ნახვის უფლებას კი არავის აძლევდნენ. მისი ბანდიტი ძმაკაცები არსად ჩანდნენ. ალბათ, მაშინვე მოუსვეს სკოლიდან, როცა მიხვდნენ, რომ მათ წინამძღოლს ამჯერად ზედმეტი მოუვიდა. ნეტა თუ გაიგეს, მათი ძმაკაცი რომ აკუწესო - ფიქრობდა თავისთვის სავანელი და მობეზრებული გამომეტყველებით ეთამაშებოდა შუკვანს თითებზე, როცა დერეფანში უცდიდნენ თავიანთ რიგს. სანამ ყველა უფროსკლასელი არ გამოჰკითხეს, არავის მისცეს წასვლის უფლება. ელს სახლში, რომ დააგვიანდა სახლიდან დაურეკეს. ბებიამისს უთხრა, ჯერ კიდევ სკოლაში ვარ, სახლში, რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვებიო და ტელეფონი გაუთიშა. უკვე საღამოს შვიდი საათი ხდებოდა, როცა გამომძიებელმა ბოლო მოსწავლეს მისცა წასვლის უფლება. ქერა ქალბატონს, რომელიც ორმოცდამეათე ოქმის შედგენას ასრულებდა, მარჯვენა აღარ ემორჩილებოდა და სახეშეჭმუხნილი ფრთილხად ისრესდა მტკივან ხელს. მეგობრებს ელისთვის, პოლიციის თანდასწრებით, აღარაფერი უკითხავთ, მაგრამ ისეთი მზერა გამოაყოლეს წასვლისას, მშვენივრად ხვდებოდა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე კითხვებით დასეტყვავდნენ. შუკვანმა არაფერი იცოდა მომხდარზე. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ელმა იმაზე მეტი დაინახა, ვიდრე სურვილი ჰქონდა. მანდატურმა პოლიციას უთხრა, რომ რუტინული შემოვლისას მიაგნო ორივეს. გულკეთილობის გამო არ მოუტყუებია. მანამდე დირექტორს იგივე უთხრა, ახლა რომ ჩვენება შეეცვალა დარეჯანა ტყავს გახდიდა, მერე ჩააცმევდა და მერე ისევ გახდიდა. ამიტომ პირში წყალი ჩაიგუბა და თვალების ბრიალს დასჯერდა ყოველ ჯერზე, როცა სავანელი მის მზერას დაიჭერდა. - რა გინდა, რომ გითხრა? - მობეზრდა მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე საყვედურის მოსმენა. - რატომ გაქვს დამნაშავეს გამომეტყველება? ელმა შუკვანს ახედა. ბიჭი დაკვირვებით უთვალიერებდა სახეს. - დამნაშავე? რა დავაშავე ვითომ? - შეუბღვირა. - ეგ შენ მითხარი, - დაუბრუნა დაეჭვებულმა - ვიცნობ მაგ გამომეტყველებას. იშვიათად მაქვს ხილვის ბედნიერება, მაგრამ ვიცნობ! რამე მოხდა? - კი, სულა სახლში არ გამოჩენილა! - თემა მოხერხებულად შეცვალა - რაც იმას ნიშნავს, რომ „დელავერს“ უნდა გავუარო სახლამდე და მოვიკითხო, ვინმეს შემთხვევით, სულა სავანელის გვამი ხომ არ აქვს გადამალული, საბარგულში! - ჰოდა, ისინიც სიხარულით გაგიღებენ კარს, არა? - იკითხა სარკასტრულად და სახე მოეღრუბლა - მე წავალ და მოვიკითხავ. იქნებ ვინმესგან რამე გავიგო. - სამკერდე ნიშანს დაელოდე, სვანო! - ირონიულად გახედა მეგობარს - ჯერ არ ხარ პოლიციელი. არავინ მიგიღებს სერიოზულად და დიდი ალბათობით სახესაც შეგირემონტებენ. არ მინდა კიდევ ერთი ადამიანი დამეწეროს სინდისზე. „დელავერამდე“ გზა კამათში გალიეს. როცა ჭრელაჭრულა ნეონებით მორთულ შენობას მიუახლოვდნენ, დავას თავისით დაესვა წერტილი - სულა სავანელი, ორ მამაკაცთან ერთად, ჯანმრთელი და საღსალამათი გამოდიოდა ბორდელიდან. შორიდანვე ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. სულას წონასწორობის შეკავება უჭირდა და ჭიქის ძმაკაცს ეყრდნობოდა მხარზე. ელმა შუკვანს გადახედა. ხელი შემართა და პირი გააღო, რაღაცის სათქმელად, მაგრამ გადაიფიქრა, უღონოდ ჩაიქნია მარჯვენა და ამოიხვნეშა. შუკვანმა დოინჯი შემოირტყა და თავი ჩახარა. - წავიდეთ აქედან, კიტა - უთხრა ბოლოს და მეგობარს იდაყვში მოჰკიდა ხელი - პირველი არ ხარ, ვინც იფიქრა, რომ მას დახმარება სჭირდება. ვერავინ და ვერაფერი დაეხმარება, სანამ თვითონ არ მოვა აზრზე. მე კი, გული მიგრძნობს, რომ უფრო სწრაფად კუბოს ფიცარს იხილავს შიგნიდან, ვიდრე სიმართლეს ჩახედავს თვალებში. მე, მივეჩვიე. სხვები ჯერ კიდევ იბრძვიან... ****** „გაფრთხილება“ - ელ... ხმა ამოიღე! შუკვანმა მსუბუქად უბიძგა მხარში მეგობარს. სახლისკენ ნელა მიუყვებოდნენ გზას. სკოლაში ახალმა ამბავმა ყველა შეძრა. უფროსკლასელებს გაკვეთლები შეუჩერეს. სკოლის კართან კრიმინალურმა პოლიციამ მოაყენა დიდი, თეთრი პიკაპი. ბავშვები სათითაოდ შეჰყავდათ საკლასო ოთახში გასაუბრებაზე. გამომძიებელს, ქერა დაბალი ქალი ახლდა თან, რომელიც ხელით იწერდა ფურცელზე მიმდინარე დაკითხვას. პირქუში გამომძიებელი, მონოტორული მიმდევრობით ეკითხებოდა ყველას ერთი და იმავეს - მეტრეველს მტრები ხომ არ ჰყოლია სკოლაში? ან ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ მოსვლია? როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მეგობრებთან, თანასკოლელებთან, ან ვინმეს ვალი ხომ არ ემართა და ა.შ. მსგავს კითხვებს სვამდნენ არეშიძეზეც. ეს უკანასკნელი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. პოლიციას გასაუბრების საშუალება არ ჰქონია, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იწვა უგონოდ, მისი ნახვის უფლებას კი არავის აძლევდნენ. მისი ბანდიტი ძმაკაცები არსად ჩანდნენ. ალბათ, მაშინვე მოუსვეს სკოლიდან, როცა მიხვდნენ, რომ მათ წინამძღოლს ამჯერად ზედმეტი მოუვიდა. ნეტა თუ გაიგეს, მათი ძმაკაცი რომ აკუწესო - ფიქრობდა თავისთვის სავანელი და მობეზრებული გამომეტყველებით ეთამაშებოდა შუკვანს თითებზე, როცა დერეფანში უცდიდნენ თავიანთ რიგს. სანამ ყველა უფროსკლასელი არ გამოჰკითხეს, არავის მისცეს წასვლის უფლება. ელს სახლში, რომ დააგვიანდა სახლიდან დაურეკეს. ბებიამისს უთხრა, ჯერ კიდევ სკოლაში ვარ, სახლში, რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვებიო და ტელეფონი გაუთიშა. უკვე საღამოს შვიდი საათი ხდებოდა, როცა გამომძიებელმა ბოლო მოსწავლეს მისცა წასვლის უფლება. ქერა ქალბატონს, რომელიც ორმოცდამეათე ოქმის შედგენას ასრულებდა, მარჯვენა აღარ ემორჩილებოდა და სახეშეჭმუხნილი ფრთილხად ისრესდა მტკივან ხელს. მეგობრებს ელისთვის, პოლიციის თანდასწრებით, აღარაფერი უკითხავთ, მაგრამ ისეთი მზერა გამოაყოლეს წასვლისას, მშვენივრად ხვდებოდა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე კითხვებით დასეტყვავდნენ. შუკვანმა არაფერი იცოდა მომხდარზე. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ელმა იმაზე მეტი დაინახა, ვიდრე სურვილი ჰქონდა. მანდატურმა პოლიციას უთხრა, რომ რუტინული შემოვლისას მიაგნო ორივეს. გულკეთილობის გამო არ მოუტყუებია. მანამდე დირექტორს იგივე უთხრა, ახლა რომ ჩვენება შეეცვალა დარეჯანა ტყავს გახდიდა, მერე ჩააცმევდა და მერე ისევ გახდიდა. ამიტომ პირში წყალი ჩაიგუბა და თვალების ბრიალს დასჯერდა ყოველ ჯერზე, როცა სავანელი მის მზერას დაიჭერდა. - რა გინდა, რომ გითხრა? - მობეზრდა მთელი დღის განმავლობაში ერთი და იგივე საყვედურის მოსმენა. - რატომ გაქვს დამნაშავეს გამომეტყველება? ელმა შუკვანს ახედა. ბიჭი დაკვირვებით უთვალიერებდა სახეს. - დამნაშავე? რა დავაშავე ვითომ? - შეუბღვირა. - ეგ შენ მითხარი, - დაუბრუნა დაეჭვებულმა - ვიცნობ მაგ გამომეტყველებას. იშვიათად მაქვს ხილვის ბედნიერება, მაგრამ ვიცნობ! რამე მოხდა? - კი, სულა სახლში არ გამოჩენილა! - თემა მოხერხებულად შეცვალა - რაც იმას ნიშნავს, რომ „დელავერს“ უნდა გავუარო სახლამდე და მოვიკითხო, ვინმეს შემთხვევით, სულა სავანელის გვამი ხომ არ აქვს გადამალული, საბარგულში! - ჰოდა, ისინიც სიხარულით გაგიღებენ კარს, არა? - იკითხა სარკასტრულად და სახე მოეღრუბლა - მე წავალ და მოვიკითხავ. იქნებ ვინმესგან რამე გავიგო. - სამკერდე ნიშანს დაელოდე, სვანო! - ირონიულად გახედა მეგობარს - ჯერ არ ხარ პოლიციელი. არავინ მიგიღებს სერიოზულად და დიდი ალბათობით სახესაც შეგირემონტებენ. არ მინდა კიდევ ერთი ადამიანი დამეწეროს სინდისზე. „დელავერამდე“ გზა კამათში გალიეს. როცა ჭრელაჭრულა ნეონებით მორთულ შენობას მიუახლოვდნენ, დავას თავისით დაესვა წერტილი - სულა სავანელი, ორ მამაკაცთან ერთად, ჯანმრთელი და საღსალამათი გამოდიოდა ბორდელიდან. შორიდანვე ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ. სულას წონასწორობის შეკავება უჭირდა და ჭიქის ძმაკაცს ეყრდნობოდა მხარზე. ელმა შუკვანს გადახედა. ხელი შემართა და პირი გააღო, რაღაცის სათქმელად, მაგრამ გადაიფიქრა, უღონოდ ჩაიქნია მარჯვენა და ამოიხვნეშა. შუკვანმა დოინჯი შემოირტყა და თავი ჩახარა. - წავიდეთ აქედან, კიტა - უთხრა ბოლოს და მეგობარს იდაყვში მოჰკიდა ხელი - პირველი არ ხარ, ვინც იფიქრა, რომ მას დახმარება სჭირდება. ვერავინ და ვერაფერი დაეხმარება, სანამ თვითონ არ მოვა აზრზე. მე კი, გული მიგრძნობს, რომ უფრო სწრაფად კუბოს ფიცარს იხილავს შიგნიდან, ვიდრე სიმართლეს ჩახედავს თვალებში. მე, მივეჩვიე. სხვები ჯერ კიდევ იბრძვიან... უკვე ღამდებოდა, როცა ელი სახლში ბრუნდებოდა. კიტამ დაიჟინა სახლამდე მიგაცილებო, მაგრამ უარი უთხრა. ცოტა ხნით მარტო უნდოდა დარჩენა და ყველაფერზე დაფიქრება. რთული დღე ჰქონდა - ჯერ იფიქრა, რომ მამამის საფრთხე ემუქრებოდა და თავისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ მზად იყო დასახმარებლად. მერე იმაზეც დაფიქრდა, რომ ვერცხლისფერი სედანის მძღოლი მამამის კარგად იცნობდა. სხვანაირად, როგორ უნდა აეხსნა მომხდარი?! თუ ვინმემ ძალით ჩატენა სულა მანქანაში და გაიტაცეს, რატომ ცემის კვალი მაინც არ ეტყობოდა სახეზე? არც შეშინებულს ჰგავდა! ბედნიერი და გალეშილი მთვრალი თავის ჭიქის მეგობრებთან ატარებდა დროს ბორდელში! ზიზღით დაემანჭა სახე. თითქოს თავისი სადარდებელი არ ეყოფოდა! სკოლაში ტრაგედია მოხდა. არეშიძეს მაჩაბელი შემოაკვდა! თავად გიგის კი, ვიღაც უცნობმა დაარტყა დანა. ელმა მომხდარზე პირში წყალი ჩაიგუბა და თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ. თავის თავს ეკითხებოდა - იმსახურებდა თუ არა, არეშიძე მუცელში დანას, უმცროსკლასელის მკვლელობისთვის? - მერე როგორ! და არა მარტო, მეტრეველისთვის. არამზადა ხულიგანი მთელს სკოლას ატერორებდა. მთელი ქალაქი იცნობდა არეშიძეების „კლანს“ ბევრი ფული ჰქონდათ და ბინძურ საქმეებში ერიათ ხელი. მამამისი, „დელავერის“ მფლობელი, ყველაზე გარეწარი პიროვნება იყო მზის ქვეშ. მიხეილ არეშიძეს თავად სულაც კი ვერ დაუდგებოდა გვერდით, თავისი ცოდვებით. ქალაქში ჩუმად ჭორაობდნენ, რომ პროსტიტუტკები, რომელიც თავის ბორდელში ჰყავდა გამომწყვდეული, შავ ბაზარზე ჰყავდა „ნაყიდი“. ქალების უმეტესობა უცხოელი იყო, ზოგი რუსი, ზოგი უზბეკი, ზოგიც უკრაინელი. კლიენტებმა გამოიტანეს გარეთ ამბავი - გოგონები აღებულ თანხას მთლიანად მიშიკოს უკუჭავენ ჯიბეში, თავიანთვის კი მხოლოდ გროშებს იტოვებენო. სინამდვილეში ხმამაღლა ამაზე არავინ საუბრობდა. ვინ გაბედავდა არეშიძისთვის ბრალის წაყენებას - სექსმუშაკები მონებად გყავს ბორდელშიო? - ხომ წააწყვეტდა თავს კიდეც წიწილივით?! პოლიცია კი, თავს მეორე მხარეს მიატრიალებდა. რატომ? იმიტომ, რომ განყოფილების ოთხმოცდაათი პროცენტი „დელავერში“ განსაკუთრებული „ფასდაკლებით“ სარგებლობდა. ამას დამატებული, არეშიძეს სერიოზული კონტაქტები ჰქონდა მთავრობაში - პარლამენტის წევრ რომიკოსა და მიშიკოს არაერთხელ უქეიფიათ ერთ მაგიდასთან. დარეჯანა კი, ყურებამდე გაწელილი ღიმილით ნაირნაირებს მოაცუნცულებდა სუფრაზე. მიხეილ ბატონი, ხალხის ბაზარზე ყიდვას არ სჯერდებოდა და ბევრსაც „ასაღებდა“ მთავრობის დაკვეთით. მაგალითად - ციური გაგუა, რომელმაც ქალაქის მერის არჩევნებში გაიმარჯვა, მოულოდნელად უბედური შემთხვევის შედეგად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მის ნაცვლად, მიშიკოს ერთგული მეგობარი და თანამოაზრე, ბორია გეგეჩკორი დასვეს სკამზე. მსხვილი ბიზნესმენი, თევდორე დადიანი, რომელიც საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში თავის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზი - ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა! ადამიანი, რომელიც სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, „ნარკოტიკების გადაჭარბებული მოხმარებით“ დაიღუპა! მისი პროექტი, რომელიც ქალაქში ახალი მშენებლობის წამოწყებას ეფუძნებოდა, დავიწყებას მიეცა. სულხან კვერნაძემ კი, ქალაქის უნივერსიტეტი ერთ ლარში იყიდა. გაარემონტა, მდიდრულად მოაწყო, ფაკულტეტებს კი, ცეცხლის ფასი დაადო. უნივერსიტეტის გახნის პირველ დღეს, გაბრწყინებული ართმევდა ხელს ქალაქის ახალ მერს, ბორია გეგეჩკორს. ამ დროს კი, ალაფუშეტის მაგიდასთან მიხეილ არეშიძე ღიმილით წრუპავდა შამპანურს. ასეთი სიტუაცია იყო მთელი სახემწიფოს მასშტაბით. მთავრობას მაფია მართავდა. ვინ ამოიღებდა ხმას ქვეყანაში, სადაც ძაღლების ნაცვლად კატებს აყეფებდნენ? გიგი არეშიძეს მეტი არ უნდოდა. ცხვირაწეული დაიარებოდა სკოლაში და ქვეყანა მისი ეგონა. მამიკოს ხომ არ ჩამოუვარდებოდა არამზადობაში? ყველას, ვინც თვალში არ მოუვიდოდა, უმოწყალოდ უსწორდებოდა. მისი ამფსონები, ლიდერის „მირონში მონათლულნი“, ერთგულად დაჰყვებოდნენ უკან ძმაკაცს და ბავშვებს სიცოცხლეს უმწარებდნენ. ორი წლის უკან ერთ უმცროსკლასელს გადაეკიდნენ, დილაობით სკოლასთან ხვდებოდნენ ხოლმე და ფულს ართმევდნენ. თუ ხმალაძეს კაპიკი არ აღმოაჩნდებოდა ჯიბეში, სასტიკად სცემდნენ. სკოლაში ამცირებდნენ. დერეფანში ფეხს უდებდნენ. ტუალეტში რამდენჯერ ჩაკეტეს, სანამ სხვა მოსწავლემ არ მიაგნო აღრიალებულს. ხმალაძე, სახლში არაფერს ამბობდა. ეშინოდა. იცოდა, მშობლებს, რომ გაეგოთ დირექტორს მიუცვივდებოდნენ. დარეჯანა არეშიძეებს მფარველობდა, მათი კლანი კი ზედმეტად საშიში იყო უბრალო მოკვდავებისთვის. ამიტომ დუმდა. დიდხანს დუმდა. ერთ დღესაც ბიჭების ტუალეტში იპოვეს ვენებგადაჭრილი. ბულინგმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სკოლაში სერიოზული პრობმელები შეიქმნა. ხმალაძის გამწარებულმა მშობლებმა ქვეყანა შეძრეს. დარეჯანამ კინაღამ ინფარქტი მიიღო, სკოლის კარზე თბილისის დელეგაცია, რომ ესტუმრა - განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი, ბავშვთა დაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი, პოლიცია და ბავშვთა ფსიქოლოგები. მთელ დილას ასულიერებდნენ დირექტორს. სკოლის ყველა კუთხეკუნჭულს ამოწმებდნენ. ბავშვებს ესაუბრებოდნენ. პოლიციამ ყველა დაკითხა. სასაცილო კი ის იყო, რომ არც ერთ მოსწავლეს არ დასცდენია სიტყვა - ხმალაძეს, არეშიძე და მისი ბანტიდები ჩაგრავდნენო. დირექტორი ტურასავით დაიპარებოდა დერეფნებში და პირში მისჩერებოდა ბავშვებს, თუ რას ელაპარაკებოდნენ დელეგაციის წევრებს. თავისებურად ღრიალი არ შეეძლო, მთელი კომისია თავს ადგა, მაგრამ გამოხედვაც საკმარისი იყო, მის წვრილ, ბოროტ თვალებში ამოგეკითხათ - სიტყვა არ წამოგცდესთ, თორემ განანებთო! ყველამ იცოდა, როცა მთელი „ბატალიონი“ დედაქალაქს დაუბრუნდებოდა, დარეჯანასთან ერთი ერთზე შერჩებოდნენ. არცერთის ოჯახს არ გააჩნდა, იმხელა ძალაუფლება, რომ მაფიას შებრძოლებოდა. ამიტომ კბილს კბილზე აჭერდნენ. უნდოდათ ეს, თუ არა. რაც შეეხება არეშიძეს... მეტისმეტი მოუვიდა! ფაქტი იყო! რის გამოც, სახლში კარგად მოხვდა. მაგრამ იმიტომ კიარ სცემეს, რომ მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, არამედ იმისთვის, რომ მიშიკოს უნდა ეზრუნა, რათა მისი საყვარელი შვილის სახელი მომხდარ ინციდენტთან არავის დაეკავშირებინა. ასე მიდიოდა ცხოვრება პატარა ქალაქში. ელს ეჭვი არ ეპარებოდა, მაჩაბელის მკვლელობაში არეშიძეზე რომც მიეტანათ ეჭვი, უდაოდ მშრალი გამოვიდოდა წუმპიდან! მიშიკო შვილს მაშინვე ადვოკატს მიაშველებდა, რომელიც საათში ათას ლარს იღებდა და ტომარასაც სწრაფად მოუკრავდა თავს. სავანელი ახლა მეორე საკითხზე დაფიქრდა - ვინ იყო ნიღბიანი? ვინ გაბედა არეშიძეზე ხელის აღმართვა? თან კიარ სცემა, დანით დაჭრა! ელს უკვირდა კიდეც, რანაირად გადარჩა?! ორჯერ დაუტრიალეს მუცელში ცივი იარაღი! ალბათ, ეშმაკი მართლა მფარველობდა თავის „სამწყსოს“. ფიქრებში გართულმა სახლისკენ მიმავალ ჩიხში შეუხვია. მოსაღამოვებულზე ჟინჟვლა დაიწყო. ცივი წვეთები უსიამოვნოდ ეცემოდნენ სახეზე. კაპიუშონი წამოიფარა, თავი ჩახარა და ნაბიჯს აუჩქარა, რომ ზურგსუკნიდან ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოესმა. შედგა. საკმაოდ ბნელოდა. ერთადერთი ლამპიონი ჩიხის გასასვლელთან იდგა და საცოდავად ბჟუტავდა. დაბალი, ოქროსფერი სინათლე, მხოლოდ იქვე ახლოს მდგარ ნაგვის ბუნკერს ანათებდა სუსტად. დანარჩენი შუკა ბნელეს მოეცვა. სამარისებულ სიჩუმეში, წვიმის წვეთების ფილაქანზე წკაპუნის ხმა ისმოდა. ქვებს შორის გაჩენილი პატარა გუბურები, ერთადერთი ლამპიონის შუქს ირეკლავდნენ გულში. სავანელის შარვლის ტოტიდან წვიმის წვეთი მოსწყდა, ყრუ დგაფუნით ჩავარდა მომცრო გუბურაში და წყლის ზედაპირზე პაწაწინა ტალღებად გაიშალა. ელმა თავი ნელა ასწია. ბეჭებზე ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო. თითები ზურგჩანთის თასმაზე მოეკრუნჩხა. დინჯი ნაბიჯების ხმა ახლოდან მოესმა და მთელი სხეულით დაიძაბა. - არ შემოტრიალდე!... - უჩურჩულეს ყურთან. ხელები დაემუშტა. - რა გინდა? წვიმას მოუმატა. ჩიხში მსხვილი წვეთები ძლიერად ერთხმებოდნენ ქვის ფილაქანს. უცნობის ცხელ სუნთქვას კისერზე გრძნობდა. ცნობისმოყვარეობა კლავდა. უნდოდა მისი სახე ენახა. გუმანით გრძნობდა ვინ ედგა ზურგსუკან. სულ მალე კი, ეჭვი დაუდასტურეს: - დაინახე, არეშიძე, რომ დავჭერი... - ეს არ იყო კითხვა. - საკმაოდ უხერიოდ. გადარჩა. - მოკვლა, რომ მდომებოდა, ვერ გადარჩებოდა. უჩურჩულეს მსხვილმა ბაგეებმა. ზღვასავით ლურჯი თვალები გოგონას ანარეკლს წყლის გუბურაში მიშტერებოდნენ. - მოკვლა, რომ გდომებოდა... - ჩაიფრუტუნა - თუ დაიწყე, დაგესრულებინა კიდეც. მთელი სკოლა ამოისუნთქავდა! - იმედგაცრუებული მეჩვენები. - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა უცნობს. - ჩემთან რისთვის მოხვედი? პოლიციისთვის არაფერი მითქვამს, თუ ეს გადარდებს. - ვიცი და ორი წუთის წინ გკითხავდი კიდეც, რატომ-თქო, მაგრამ შენი რეაქციიდან გამომდინარე პასუხს ჩემითაც ვხვდები. - მაშინ, რას აკეთებ ჩემს უბანში? - კითხვა გაუმეორა. დუმილით უპასუხეს. კიდევ უფრო გაუმძაფრდა ცნობისმოყვარეობა. რისთვის მოაკითხა? წამის წინ აღიარა, რომ იცოდა, სიტყვა არ დაუძრავს პოლიციასთან. რიღასთვის ელოდებოდა ჩიხში? - ეი! - დაუფიქრებლად დააპირა შებრუნება, მაგრამ მარჯვენამ მხარში ჩაავლო და შეაჩერა. - არ შემობრუნდე! - გამოსცრა კბილებში. ელმა ხელები ასწია დანებების ნიშნად. - კარგი, - უპასუხა შემრიგებულარად - მაგრამ მითხარი, აქ რისთვის მოხვედი? - ცუდ წრეში ტრიალებს შენი ოჯახი... - რას ბოდავ?! გაღიზიანდა. გაფრთხილება სულ გადაავიწყდა და ისევ შებრუნება სცადა, რომ ამჯერად კისერში უხეშად წაავლეს ხელი და ადგილზე გააკავეს. გაცოფებულმა გაიბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ. მოწინააღმდეგე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. - ნუ ფართხალებ! - წაიღრინა უცნობმა - შენ უკვე დამინახე, როგორ ავჩეხე ადამიანი და უნდა ხვდებოდე, რომ ბევრზე ვარ წამსვლელი. თუ გავიგებ, რომ მამაშენს, მთელს ამ ბინძურ ამბავში, იოტისოდენა წვლილი მაინც მიუძღვის, არეშიძესავით არ გაუმართლებს და ღორივით გამოვჭრი ყელს! - რომელ ბინძურ ამბავში? - ცივი ჟრუანტელი მოედო სხეულზე, რომელიც წვიმის ბრალი სულაც არ იყო - რას ბოდავ?! - გამიფრთხილებიხარ, ელ... - საკუთარი სახელის გაგონებაზე ფართხალი შეწყვიტა - ზვავი უკვე დაგორდა მწვერვალიდან! საკითხავი ისაა კიდევ რამდენს მოიყოლებს ქვეშ, სანამ უფსკრულს მიაღწევს... თვალებგაფართოებული ისმენდა ზიზღითა და ღვარძლით გაჟღენთილ სიტყვებს. იმდენად იყო შოკში, რომ ვერც კი იგრძნო, როგორ შეუშვეს ხელი. ძლიერად იელვა. თვალები აახამხამა და რომ იგრძნო ძლიერი მარწუხები სხეულს აღარ უკავებდნენ, უკან შებრუნდა. სიბნელეში მხოლოდ თეთრი სპორტული ფეხსაცმელი დალანდა, წითელი ნეონის ძირებით. გუბეებში დგაფადგუფით მირობდა და სულ მალე საერთოდ მიეფარა თვალს. ადგილზე მილურსმულს სახეზე გამეტებით აწვიმდა. - ვინ ხარ? - ორიოდე სიტყვა დასცდათ სველ ბაგეებს... ****** სახლში შესულმა სველი ზურგჩანთა მოიხსნა და იატაკზე დააგდო. ბინძური ფეხსაცმელები გაიხადა და იქვე დატოვა, მოგვიანებით გავრეცხავო. სახლში ლილის საფირმო სოუზის გემრიელი სუნი იდგა. მუცელი მტკივნეულად აუბუყბუყდა. ძირს დაგდებულ ჩანთას წამოავლო ხელი და პირველი სამზარეულოში შეიხედა. ბებიამისი გურანდასთან ერთად, ჩაის სვამდა. საიმონი კი, თავის მაღალ სკამში ჩაკვეხებული, გემრიელად მიირთმევდა ბანანის პიურეს. ყველა ახალმოსულს მიაჩერდა. ლილის ტუჩებზე ღიმილი მოეფინა, გურანდას კი ღრმა ნაოჭი გაუჩნდა წარბებშორის. - როგორც იქნა! - ლილიმ ხელები გაშალა. ელი ბებიას მიუახლოვდა და გადაეხვია. - როგორ ხარ, მაფიოზო? - შენ როგორ ხარ, შერლოკ? სავანელს წამხდარი ხასიათის მიუხედავად, ჩუმად გაეცინა. მონატრებოდა ბებიამისი. - ასე რატომ დაგაგვიანდა? - ჩაეკითხა გურანდა. - იქნებ, ამოასუნთქო ჯერ?! ლილიმ შვილს შენიშვნა მისცა. ელი საიმონისკენ დაიხარა საკოცნელად. პაწაწინამ დის მიახლოებისთანავე ხელები გაფარჩხა. - ჯერ დაასრულე ჭამა და მერე აგიყვან ხელში, ტუტუცო! - შუბლზე აკოცა ძმას. - დაიიი! - ყურებამდე გაკრეჭილმა, ქვედა ორი პაწაწინა კბილი გამოაჩინა. - პამპერსაიიიი! - ენა გამოუყო პატარას. საიმონი გულიანად ახითხითდა. - რა მოხდა, დე, სკოლაში? - გურანდას ეტყობოდა, ვერ მოისვენებდა სანამ პასუხს არ მიიღებდა. - კარგი არაფერი, - მიხვდა, რომ საუბარს ვერ გაექცეოდა და მოყოლა ამჯობინა - სკოლაში ჩხუბი მოხდა. ერთი სცემეს. მეორე კი დაჭრეს. იის, რომელიც სცემეს საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მეორე ჯერ ცოცხალია. სკოლაში პოლიცია მოვიდა და სათითაოდ დაგვკითხეს. ამიტომ შემომაღამდა. - რას ამბობ?! - გურანდას სახეზე ფერი დაეკარგა. ლილი მოიქუფრა. - როგორმა ცხოველმა, გაიმეტა ასე ბავშვები? - წაიღრინა მოხუცმა. ელმა მხრები აიჩეჩა. სულაც არ აპირებდა ლილისთვის შესწორებას, რომ ცხოველი რომელმაც ბიჭი მოკლა, თავად ებრძოდა სიკვდილს სამწუხარო წარმატებით! თაროდან საყვარელი ჭიქა ჩამოიღო და ჩაის ყუთს დაუწყო ძებნა. - ზემოთ თაროზეა, დე, ყავის გვერდით. - ვიპოვე, მადლობა. მწვანე პიტნით მოხატული ყუთი გამოიღო, ჩაის ფერი ამოაძვრინა და ჭიქაში ჩააგდო. - წყალი ადუღებულია, შეგიძლია დაასხა. ელი დედის ინსტრუქციას მიჰყვა. ცხელი ჭიქა ხელებში მოიქცია და მაგიდას მიუჯდა. საიმონმა მაშინვე მისკენ გაპარჭყა ბუთქუჩა მარჯვენა. - თათები! - ხელის მტევანზე ნაზად უკბინა ძმას - დაიწვები ლაწირაკო და მთელი ღამე უნდა იჯღავლო! პატარა ხარ ჯერ ჩაი-ყავისთვის! - იციან, ვინ სცემა ის ორი? - იკითხა ლილიმ. ელმა ბებიას ახედა. მის გამჭოლ მზერას არაფერი გამოეპარებოდა. მოსიარულე სიცრუის დეტექტორი გახლდათ ლილი მენაბდე. - არა, მაგრამ საქმეს პოლიცია იძიებს. თმები შეიღებე მოხუცო? - ლილის მოკლედ შეჭრილი ბადრიჯნისფერი თმა კრიტიკულად შეათვალიერა. - არ მოგწონს? - ხელი მოისვა დამოკლებულ ბოლოებზე. - და თეთრ ლამაზ თმას რას ერჩოდი, კოსად რომ გქონდა სულ აკეცილი? უფრო მაფიოზურად გამოიყურებოდი. იმ ავ ბებიას ჰგავდი, "მადაგასკარიდან". ლილის მხრები აუთამაშდა სიცილისგან. - დედაშენმა დამიყოლია, გაგაახალგაზრდავებსო. - ფპპპ, შენც, რომ გურანდას უჯერებ! - ჩაიფრუტუნა და ჩაი მოსვა - რაო, ესე იგი არდადეგები მეწყება? - და მანამდე რა გიჭირდა? - ჩაიბურტყუნა გურანდამ, აშკარად ნაწყენმა. - ღამის დარაჯად მუშაობა, თან ხელფასის გარეშე, დიდი ვერაფერი გასართობია, დედაჩემო. ელს ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. დედამისს სახე მოექუფრა. ლილიმ ჯერ შვილს შეხედა, შემდეგ კი მზერა შვილიშვილზე გადმოიტანა. - ისევ აფრენს? - იკითხა მიკიბმოკიბვის გარეშე. - დედა! - საყვედური გამოერია ხმაში დიასახლისს. - შენ რომ დაგინახავს, ნამდვილად გააფრენს სიხარულისგან! - სარკაზმისგან თავი ვერ შეიკავა - მე ოთახში ვიქნები, სამეცადინო მაქვს. ლილიმ თავი დაუქნია. ელმა ჩაის ჭიქას ხელი წამოავლო, ფეხებთან მიგდებული ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა და თავის ოთახს მიაშურა. სანამ კარს მიიხურავდა, ბებიამისის ღრენა შემოესმა: - ამოიღე ხმა! ისევ აფრენს, შენი ქმარი?! ელს ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში და საძინებელში განმარტოვდა. ჩაის ჭიქა საწერ მაგიდაზე დადო, ჩანთა კი სკამზე მიაგდო და სველი ტანსაცმელი გამოიცვალა. თმა პირსახოცით მაღლა აიკეცა და სკამზე დაეხეთქა. საფეთქელი დაიზილა და ჩიხში მომხდარზე დაფიქრდა. რაში გაყო თავი სულამ? კი მაგრამ, რამდენი ადამიანის გადამტერება შეიძლება ერთი სიცოცხლის განმავლობაში? სავანელი უკვე ვეღარ ხვდებოდა, ვის რა სახის პრეტენზია ჰქონდა მამამისთან. რისთვის ჩატენეს მანქანაში? ან იმ შერეკილს, ჩიხიდან, რაღა უნდოდა სულასთან? არ ეტყობოდა, რომ ხუმრობდა! არეშიძე ისე გამოფატრა, ხელი არ აკანკალებია. რა შეუშლიდა ხელს, სულას მოკვლაში? რა „ბინძურ ამბავზე“ იყო საუბარი?! რაც არ უნდა ეგულისხმა „იაგამის“, შიშობდა, რომ სულა გამკეთებელი იყო. იმდენად ცუდი წარმოდგენა ჰქონდა მშობელზე, მისგან აღარაფერი გაუკვირდებოდა. „იაგამი“... „იაგამი“... მეტსახელი უხდებაო, ჩაიფრუტუნა უხალისოდ. ეული შურისმაძიებელი, რომელიც საკუთარი საზომით წყვეტს, ვინაა სიკვდილის ღირსი და ვინ სიცოცხლის! სახეზე ხელი ჩამოისვა და ოხვრას ლამის გული ამოაყოლა. თვალი ტელეფონისკენ გაექცა. ცდუნებამ თითების ბალიშები აუწვა, შუკვანისთვის, რომ დაერეკა? სხვა არავინ მოსდიოდა თავში აზრად, ვისთვის შეეძლო მომხდარი გაემხილა. სვანი იყო მისი ერთადერთი მესაიდუმლე, რომელსაც არაფერს უმალავდა. გვარიანად კი დააფეთებდა. მარტოს სახლში ცოცხალი თავით აღარ გამოუშვებდა. ელს კი ეზიზღებოდა შეზღუდვები. პირდაპირ ცოფდებოდა, როცა უთითებდნენ რა უნდა გაეკეთებინა და რა არა! კარზე ხმადაბალი კაკუნის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია. თავი მაღლა ასწია. საძინებლის ზღურბლზე ლილი გამოჩნდა, ვანილის ბლინებით სავსე თეფშით ხელში. - შენი საყვარელი ბლინები, გამოვაცხვე. - ოთახში შემოვიდა და თეფში საწერ მაგიდაზე დაუდო. - დიდი მადლობა. პირსახოცი თავიდან მოიხსნა და სველი თმა დაუდევრად შეიმშრალა. ბებიას ანიშნა ჩამოჯექიო. ლილი შვილიშვილის პირდაპირ სკამზე დაეშვა. ელმა ერთ ბლინს ხელი წამოავლო და გაკბიჩა. ისეთი გემრიელი იყო, კვნესა აღმოხდა. - მარტო შენ გამოგდის ასეთი სასწაული ბლინები, ლილი! - შეგერგოს, ბებო, - გაეღიმა მოხუცს - დედაშენმა თქვა, ნორმალურად არაფერს ჭამსო. - აჭარბებს. ჩაიფრუტუნა და კიდევ ერთხელ გემრიელად უკბიჩა ფუმფულა ნამცხვარს. - აბა?... - ლილიმ შემფასებლურად შეათვალიერა შვილიშვილი - რა ხდება სახლში? - დასაკითხად შემოხვედი? - გაეცინა. - აბა, დედაშენს კაცი ვერაფერს ათქმევინებს! - ყველაფერი ძველებურად, ბებიაჩემო. - მხრები აიჩეჩა - მგელი ისევ თავის მდელოზე აბალახებს სამსხვერპლო ცხვარს, საკბილოს კი თავი ისე უჭირავს თითქოს ყველაფერი რიგზეა. ლილიმ ერთხანს უყურა შვილიშვილს, შემდეგ კი ოხვრით გააქნია თავი. ვერ გაეგო რა უფრო ანერვიულებდა, შვილის განსაცდელი, თუ შვილიშვილის უდარდელი ტონი. - ნუ ნერვიულობ... - დაამატა სერიოზულად, როცა უკანასკნელი ლუკმა გადაყლაპა და წელში გასწორდა - საშუალებას არ მივცემ, რამე ავნოს! როცა გვიანობამდე არ სძინავს, მეც ფეხზე ვარ. რამე რომ იყოს, დროულად ჩავერევი. - და ერთი ციდა გოგო, რას გახდები იმხელა საქონელთან?! - თავი ვერ შეიკავა და დენთივით იფეთქა მოხუცმა. ელს წარბები მაღლა გაექცა. - ბოლოს რომ მახსოვს ეფექტურად გავუმკლავდი, როცა გურანდას გაგუდვა უნდოდა ცელოფნით ხელში! დაგავიწყდა, თუ შეგახსენო? მერე ორი კვირა სტკიოდა კვერცხები... ლილი თავის ქნევას მოჰყვა. ხელი აიქნია და ისევ ლოყის ქვეშ ამოიდო. - რას გაყურებინებთ ოჯახში, ეს უპატრონო! - ხმა გაებზარა მოხუცს - არც მოკვდა, რომ ყველამ დაისვენოს! ჩემს შვილს რა ვუთხარი, რომ ლაპარაკი არ ესმის! შვილები მაინც შეიცოდოს! - ნუ მოთქვამ, ახლა ჭირისუფალივით! - წარბი შეეკრა ელს - ჩვენი ჭირია, სხვას არავის არაფერში სჭირდება. დედამისსაც კი ისე უჭირავს თავი, თითქოს არ იცნობდეს. ნათესავები კი მარტო მაშინ მორბიან სახლში, როცა გურანდას გაქცევის და მისი მიტოვების ჟინი მოუვლის, რომ ემანდ მართლა არ შეატოვოს არანორმალური მის მოდგმას. - მამიდაშენია ბუწუწებით სათრევი, ეგ მანიაკი რომ გააცნო ჩემ შვილს! - ასმათი რა შუაშია, შენი შვილია მაზოხისტი! ვერაფრით შეიგნო, რომ მის ქმარს ოთხი ფიცრის გარდა არაფერი უშველის! - დედაშენმაც გაუბერა, მაგის ხელში მგონი! - ისე, ასმათიზე გამახსენდა, - სიცილი აუტყდა - ლილი, რამდენი შენი სახელი ესმის, ფერი ეკარგება. თუ გაიგო, რომ ჩამოსვლას აპირებ სოფლიდან, სათოფეზე არ გვეკარება ხოლმე, სანამ არ წახვალ. - ძალიანაც კარგი! - ზიზღით ატეხა ზედა ტუჩი - ურჩევნია მომერიდოს! - ჯერ სად ხარ, სულა მოვიდეს სახლში, როგორ გაუხარდება "დედიკოს" დანახვა! - კიდევ ერთი ბლინი აიღო და ხახაში გაიქანა - იმედია კონცერტების გარეშე ჩაივლის. ბევრი სამეცადინო მაქვს და თქვენი ერთმანეთისგან დაწიწკვნის არც დრო მაქვს, არც სურვილი. მოახერხებ? - თუ თვითონ არ ამიშარდა, სიტყვას არ ვეტყვი! - ხმაში აშკარა ღვარძლი გამოერია. - არაფრის თქმა არ გჭირდება, სახეზე გაწერია ყველაფერი. - კარგი, მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს. შენ ის მითხარი საქმეები როგორ მიგდის? სწავლა? წერა? - ნორმალურად, - ისევ მხრები აიჩეჩა და ჩაი მოსვა. - ისევ წერ? - სტატიებითა და ფერადი ფურცლებით მორთულ კედელს მოავლო თვალი. - პაუზა მაქვს, - მოიღუშა - თემა ვერ ვიპოვე, ისეთი სერიოზული დროის კარგვად რომ ღირდეს. ზედაპირული კრიმინალი ვერ მითრევს. რომანებზე კი გულის რევის შეგრძნება მაქვს. ძლიერი ფსიქოლოგიური თრილერის გარდა, არაფრის წერა არ მეხერხება. სამაგისოდ კი თემა მაკლია. მოგონილი ზღაპარის ჯღაბნა კი, დროის ხარჯვაა. - მე მოგიყვები ჩემს ისტორიას. სისხლი და დრამები ნამდვილად არ აკლია. ყოველთვის მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ დედაშენს შეეშინდა შვილებს დამიხოცავენო. ელი წელში გასწორდა და ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო ბებიამისს. - ბებიაჩემო, მენაბდეების გვარს სისხლიანი ისტორია აქვს და ამას ახლა მეუბნები?! - წარბები მაღლა გაექცა. - არ არის ეს საჭორაო თემა. იყო და დასრულდა. მისი ქექვა უბედურების მეტს არაფერს მოუტანს ოჯახს. მაგრამ შენ მოგიყვები, მხოლოდ და მხოლოდ უნდა დამპირდე, რომ ეს ისტორია შენს ფურცლებს არ გასცდება. თუ ამის შესახებ ხალხი გაიგებს... აღარ დაასრულა, რადგან ამ დროს ოთახის კარი გურანდამ შემოაღო. - ვახშამი მზად არის! გამოდით. - წამოდი. რამე შეჭამე. მართლა მოჩვენებას დამსგავსებიხარ! ეს კი უთხრა, მაგრამ შვილიშვილს მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო, რაც ერთს ნიშნავდა მხოლოდ - "მოგვიანებით ვილაპარაკოთ". თავი მეშვიდე "ონიქსი" დილას, შვიდ საათზე, როდესაც მაღვიძარამ გამაღიზიანებელი მელოდიით დაიწყო წვიმიანი ხუთშაბათი, ელი პირველად ადგა გამოძინებული დიდი ხნის შემდეგ. თავს მხნედ გრძნობდა. მუდამ ჩალურჯებულ უპეებს ბუნებრივი ფერი დაბრუნებოდათ და ახლა ნაკლებად ჰგავდა ტრანსილვანიელ ვამპირს. ლილის სახლში გამოჩენამ სიმშვიდე მოუტანა დროებით. ღამის თენება აღარ მოუწია, რადგან სულა საერთოდ არ გამოჩენილა სახლში. სავარაუდოდ, გურანდამ დაურეკა და გააფრთხილა სიდედრი ჩამოგივიდაო. ელმა მამამისი წინა ღამით გალეშილი მთვრალი ნახა ქუჩაში. ალბათ ლილის მოერიდა და საერთოდ არ მოვიდა სახლში. ჰოდა, ძალიანაც კარგიო! - გაიფიქრა კმაყოფილმა. ადგა, ტანსაცმელი ჩაიცვა, გრძელი სწორი თმა მაღლა აიკეცა და ცხენის კუდად შეიკრა. აბაზანაში გავიდა თავის მოსაწესრიგებლად. კბილები გაიხეხა, სახე დაიბანა და სახე პირსახოცით შეიმშრალა. სარკეში საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი, რომ მზერა გასარეცხი სარეცხის მოზრდილი გროვისკენ გაექცა. გურანდას მანქანაში შეყრა ვერ მოესწრო. პირსახოცი საკიდზე დააბრუნა და კალათს მიუბრუნდა. ტანსაცმელების გროვას შავი, ტალახიანი ჯინსის შარვალი ეგდო ზემოდან. წარბი შეიკრა. სულაზე ბევრი ცუდის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ერთი არ დაეწუნებოდა - სისუფთავე ძალიან უყვარდა. დაუთოებული სამოსის გარეშე არასდროს გადიოდა გარეთ, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო! დაეჭვებულმა შარვალს წამოავლო ხელი. სად იპოვა სულამ ტალახი ასფალტით გადაშტრიკინებულ ქალაქში? ყოველშემთხვევაში გზა სუპერმარკეტამდე და "დელავერამდე" ნამდვილად არ ჰგავდა სოფლის ორღობეს! ჯიბეები მოუჩხრიკა და მარცხენა ჯიბიდან პაწაწინა გასაღები ამოაძვრინა შარვალი ისევ გროვაზე მიაგდო, ლითონი კი თითებში შეატრიალა. ისეთი პატარა იყო, სახლის, ან ოთახისა ვერ იქნებოდა. ასეთი პაწაწუნა მხოლოდ საკეტს, ან ბოქლომს თუ გააღებდა. შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიცურა მონაპოვარი. გულში იმედოვნებდა, რომ გასაღების გაუჩინარების გამო გურანდას არ აუშარდებოდა. ხშირად ბრძანდებოდა მთვრალი. იფიქრებდა, რომ უბრალოდ სადღაც მიაკარგა. მანამ მოისაკლისებს, იქამდე უნდა ვიპოვო რას აღებს, თორემ მერე უბრალოდ საკეტს შეცვლისო, - ტუჩი მოიკვნიტა ფიქრიანად. სამზარეულოში დაბრუნებულს, ლილი გაზქურასთან მოფუსფუსე დახვდა. ჰაერში შემწვარი კვერცხისა და ბეკონის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებდა. გურანდა ალბათ უკვე სუპერმარკეტში იყო. რახან დედა დაიგულა სახლში, ადრიანად გააღებდა მაღაზიას. გამყიდველები რომ არ ჰყოლოდათ მარკეტში, მარტო ცოლ-ქმარი ვერაფრით გაუმკლავდებოდა. სულა იშვიათად იცლიდა სამსახურისთვის. ბოლო დროს მაღაზიაში მხოლოდ იმისთვის ჩნდებოდა, რომ კასიდან ფული აეღო. მთელი საქმე გურანდას აწვა მხრებზე. როცა ელს სახლში გამოიჭერდა საიმონს უტოვებდა, თვითონ კი მარკეტში მიდიოდა. თვეში ერთხელ საკონტროლო რევიზიას ატარებდნენ. ბოლო ანგარიშების მიხედვით, მთელი შემოსავალი მინუსებში მიდიოდა. - დილამშვიდობის, მაფიოზო! - კარგ ხასიათზე ხარ? - გაეღიმა ლილის და თეფშები დანა-ჩანგალით მაგიდაზე დაალაგა. - გამოძინებული, - შეუსწორა - წარმოდგენა არ გაქვს რამხელა ძალა აქვს დასვენებულ ორგანიზმს. ლილის სახე მოექუფრა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. არ ღირდა დილის გაფუჭება, უხსენებელზე საუბრით! - დღეს რა გეგმები გაქვს? - ჰკითხა შვილიშვილს და თეფშზე ერბოკვერცხი გადმოუღო ბეკონით. - ჯერ კიტას დავურეკოთ. თუ არ სძინავს შემოგვიერთდეს. შენი ნახვა გაუხარდება. ჩემი არ იყოს ისიც არ საუზმობს ხოლმე სახლში... - დაურეკე. მიყვარს. კარგი ბიჭია, ზრდილობიანი, წესიერი... - ჰო, ჰო, გეყოს! თავში აუვარდება. ტელეფონს ხელი წამოავლო და მეგობარს გადაურეკა. სვანის ნომერი, კონტაქტების ჩამონათვალში, პირველ ადგილს იკავებდა. მეორე ზუმერზევე უპასუხეს. - ასე ადრე გამოხვედი? - იკითხა გაკვირვებულმა. ყურმილიდან შარიშური ისმოდა, შუკვანი აშკარად რაღაც ეძებდა. - ჯერ არა. სახლში ვარ. ლილი ჩამოვიდა, გამოხვალ? ერთად ვისაუზმოთ და მერე წავიდეთ სკოლაში. - სერიოზულად? - ხმაში აღტაცება გამოერია ბიჭს - იასნად! ათ წუთში შენთან ვიქნები. მოიცა, ხომ არ იცი ჩემი შავი სპორტული ფეხსაცმელები სად არის? ვერსად ვპოულობ. - ფპპპ - ჩაიფრუტუნა - საწოლის ქვეშ ვნახე ბოლოს, მკვდარი ვირთხებივით ეყარნენ. თუ სოფომ არსად წაიღო, მანდ იქნება. - ვნახო... ეეე, მართლა აქ ყოფილა! მოიცა, რას ეძებდი ჩემი საწოლის ქვეშ? - ეჭვი შეეპარა ხმაში. ელს გაეცინა. - გელოდებით, გაინძერი, თორემ საუზმე გაგიცივდება! - რას ეძებ... აღარ დაასრულებინა კითხვა, უპარდონოდ მიუთიშა ტელეფონი. - მოვა? კიდევ შევწვა კვერცხი? - შენი სახელი ვუხსენე, აბა რას იზამს... ლილიმ თავი დაუქნია და მოზრდილი კვერცხი ტაფის პირს მსუბუქად დასცხო. შუკვანი პირობის თანახმად ათ წუთში განსხეულდა სავანელების ბინაში. სამზარეულოში შემოსულმა თან სასიამოვნო პარფიუმის სურნელი შემოიტანა - ლიმონის, ბერგამოტის, გრეიფრუტისა და კედარის ხის არომატით. წვერი დილას გაეპარსა, რადგან ლოყებს პიტნის მოტკბო-გრილი სურნელი დაჰკრავდათ. ლილის გადაეხვია, ფართო მკლავებში მარტივად დაეკარგა მოხუცი. - როგორ მომენატრე, ლილი. თვეზე მეტია არ მინახიხარ! - მინახავხარ! - კოჭზე მიარტყა ფეხი მეგობარს. შუკვანმა საპასუხოდ ცხვირზე დაქაჩა სავანელს, რითაც გაშლილი მარჯვენა დაიმსახურა ბეჭებში. - ნუ აწვალებ ბავშვს! - დაუცაცხანა ლილიმ შვილიშვილს - აცადე ნორმალურად ისაუზმოს! რას დამგვანებიხართ, ან ერთ ან მეორე, ყურებში ლანდი გაგდით! - ბებიების საფირმო ფრაზა! შუკვანმა სიცილით დაარჭო ჩანგალი ბეკონს. ელმა ჩაი დაუსხა და ახლოს მიუწია ჭიქა. ლილი ყავით ხელში მაგიდას მიუჯდა. წუხანდელი ბლინების თეფშს, ახალი ფუმფულა, ოხშივარავარდნილი ნაჭრები დამატებოდა. - დედიკო რას შვება, კიტა? - ყურადღებით მოუთვალიერა სახე ბიჭს, რომელიც მადიანად შეექცეოდა საუზმეს. - სვამს. - მოურიდებლად გაენდო მოხუცსს - ადრე ფულს ვუტოვებდი ხოლმე, რომ საჭმელი ეყიდა, მაგრამ ბოლო თეთრამდე ღვინოში ყრიდა. ახლა, უბრალოდ ვყიდულობ პროდუქტებს და სახლში მიმაქვს. - ოხ, შვილო... - მძიმედ ამოიოხრა ქალმა და თავი გააქნია - საიდან ყიდულობს სასმელს? ფული არ აქვს, სამსახური არ აქვს. - ვალებს იღებს. ვინც მოატყუა ხომ წაართვა და ვინც იცის სიტუაცია, კარს ცხვირწინ უხურავს. - რას აპირებ? შუკვანმა კვერცხის მოზრდილი ლუკმა კარგად დაღეჭა, გადაყლაპა და ცერად გახედა მოხუცს. - სიმართლე გითხრა? აქედან ახვევას! - ჩაი მოსვა და ფრთხილად დადგა ჭიქა მაგიდაზე - დავიღალე, ლილი. ძალიან დავიღალე. არაფერი არ ჭრის. არც მუქარა, არც თხოვნა, არც ხვეწნა. არავინ და არაფერი აინტერესებს ბოთლის გარდა. მეც გამყიდდა რომ შეეძლოს. კლინიკაში არ მომყვება. ძალით ვერ წავიყვან. არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა საკუთარი თავისა. სადამდე? - შენ გაქცევა მაინც შეგიძლია. მე რანაირად შევატოვო დედაჩემი და ჩემი ძმა, ამ მანიაკს? ელმა ჩანგალი თეფშზე დადო და შუკვანს თვალი თვალში გაუყარა. - სახლში რევოლვერი მაქვს, - მხრები აიჩეჩა ლილიმ წამიერი დუმილის შემდეგ. დაძაბული ატმოსფერო წამში გაიფანტა. სამივეს სიმწრის სიცილი აუტყდა. - ძალიან გვაკლდი, ლილი. - დიდი თბილი ხელი, მოხუცსს დაძარღვულ მარჯვენაზე დაადო კიტამ - იმედი მაქვს ცოტახანს დარჩები. - იცი, შვილო, სიტუაცია. მე და ჩემ სიძეს დიდი ხანი არ შეგვიძლია ერთმანეთის ატანა. არ მინდა ცეცხლზე ნავთი დავასხა. ჩამოვედი, რადგან შვილი და შვილიშვილები მომენატრნენ. დიდხანს არ გავჩერდები. კიტამ თავი დაუქნია. თეფში მოასუფთავა, ლილისკენ გადაიხარა და შუბლზე აკოცა. - დიდი მადლობა, საუზმისთვის. იშვიათი ფუფუნებაა. - შეგერგოს, ჩემო ბიჭო, შეგერგოს. - იდაყვზე ღიმილით მოუთათუნა ხელი. ელმაც ბოლო ყლუპი ჩაი მოსვა და წამოდგნენ. - რახან აქ ხარ, ცოტა ფეხს გავშლი და გვიან დავბრუნდები. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - იმედით გადახედა ბებიამისს. - ძალიან ნუ დააგვიანებ! დაბორიალობ ღამით მარტო, ღამურასავით. ვის გაუგია პატარა გოგოს ბოდიალი შუაღამისას ქუჩაში?! - მე მოვაცილებ, ლილი, - თვალი ჩაუკრა კიტამ - არ ინერვიულო შენ. - კარგი, შვილო, კარგი. წადით, გაერთეთ. ახალგაზრდები ხართ, სიცოცხლე ახლა გიხარიათ. მეტი რა შეგრჩებათ ცხოვრებისგან. - თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე. ეგრევე აქ გავჩნდები. - ყურადღებით ჩააკვირდა თვალებში მოხუცს. - შენ არ ინერვიულო, ჯანი და ღონე ჯერ კიდევ მერჩის! - მზერა გაუმკაცრდა მოხუცს. ელს ჩაეღიმა. ახსოვდა ბებიის მონაყოლი. ერთხელ მამამისს ლილი რაღაცაზე ძალიან გაუმწარებია. სიდედრს კი პირდაპირ ფერდებში უთხლეშია მძიმე შამპანიურის ბოთლი. მას შემდეგ ერთი თვე იშუშებდა სულა ჩამტვრეულ ნეკნებს. სიძეს, მას მერე აღარ უცდია ქალის გაღიზიანება. - დროებით, ლილი, უჩემოდ არ წახვიდე, - გამოემშვიდობა კიტა და ელთან ერთად გავიდა სახლიდან. სადარბაზოს კიბეებს ჩაუყვნენ. დანაყრებულებს გუნება გამოუკეთდათ. მეორე სართულზე თამარა შემოხვდათ გზაში. ქალმა ცხვირი გაიშვირა მაღლა და ნაბიჯს აუჩქარა, ისე აუქროლა გვერდით ორს, ვითომ არც არსებობდნენ. კიტამ გაკვირვებით გააყოლა თვალი, შემდეგ კი ეჭვით გადახედა მეგობარს, რომელსაც იდუმალი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. - რა უქენი? კატა ჩამოუხვრჩე? - რომ იცოდე, როგორ ანგრევს გულწრფელობა ადამიანებს შორის ურთიერთობას, არ დაიჯერებდი. - რა უთხარი ეგეთი? - დიდი დინგი სხვის საქმეში, რომ არ უნდა ჩაყოს! - უჰ, გულზე მოხვდებოდა! - ფაქტია... რა დროს თამარაა, საათი რომელია? - მაჯაზე დაიხედა - ოცდაათი წუთი კიდევ გვაქვს. მოვასწრებ. - სად მიდიხარ? მიაძახა გაკვირვებულმა, როცა ელი სარდაფის კიბეებისკენ დაეშვა. ერთი ამოიოხრა და მეგობარს უკან მიჰყვა. ბნელი დერეფანი მარჯვნივ და მარცხნივ უხვევდა. ვიღაცას ნათურა გადაეწვა და სინათლე არ ირთვებოდა. სავანელმა ტელეფონი აანთო და მარჯვნივ გაუყვა დილეგივით ცივ, შმორიან და შარდით აყროლებულ ვიწრო ბილიკს. - აქ რა გვინდა? - შუკვანი უკან მისდევდა. - სარდაფში არასდროს ვყოფილვარ, გჯერა? ისიც კი არ ვიცი ჩვენი რომელია. - ბინის ნომერს უნდა ემთხვეოდეს - წარბშეკრულმა ფიცრებისგან შეკრულ კარებს მოატარა ანთებული ტელეფონი - შეხედე, დანომრილია. - ოცდაერთი ნომერი ეძებე. გადაულაპარაკა და წინ გააგრძელა გზა. არც კი იცოდა, დერეფანი ასეთი ღრმა თუ იყო. მათი ნაბიჯების ხმა ყრუ ექოდ ირხეოდა დაბალჭერიან ტუნელში და უსიამოვნო ჟრუანტელს იწვევდა. სადღაც შორიდან ვირთხების წრიპინის ხმა ისმოდა. ელს გააჟრჟოლა. - ვიპოვე! შუკვანი ძველისძველ რკინის კართან შეჩერდა. ვიღაცას უხეიროდ მიეწებებინა სამზერის ადგილას მეტალის „21“ ნომერი. ელმა საკეტს დაანათა ტელეფონი და პირქუში კმაყოფილება იგრძნო, როცა მომცრო ბოქლომს დაეცა სინათლე. უკანა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და საკეტს მოარგო. წინაღობა ყრუ ჩხაკუნით ჩამოეცალათ გზიდან. - საიდან გაქვს გასაღები? - თვითონაც არ იცოდა რატომ ჩურჩულებდა. - ავწაპნე. - მიიღო მოსალოდნელი პასუხი და თვალები გადაატრიალა. - და რას ვეძებთ? - ჯერ არ ვიცი... ლითონის მძიმე კარის ჭრიალი, სამარისებულ სიჩუმეში, მეხის გავარდნის ხმად მოისმა. ორი ფანრის შუქი მომცრო ოთახს დაეცა და კუთხეში მოფუთფუთე მსუქანი ვირთხა გვარიანად დააფრთხო. წრიპინით ისკუპა და გასასვლელისკენ მოუსვა. ორივენი გვერდით გახტნენ და დამფრთხალ მღრნელს გზა მისცეს. - ეე... - შუკვანმა კისერი მოიქექა - შენს ადგილას, საახალწლოდ კაკალს აქ არ შევინახავდი. - რას მეუბნები?! მიუგო სარკასტრულად და თავის ქნევით შევიდა შიგნით. მომცრო ოთახი გადატენილი იყო უამრავი ხარახურით. ტელეფონის ფანარი ოთხ კედელს მოატარა, არც კი იცოდა რას ეძებდა, მაგრამ რახან მამამისი გასაღებს ჯიბით დაატარებდა, რაღაც უნდა ყოფილიყო, რაღაც რისი მოტანაც სახლში არ უნდოდა. - ამ ნაგავში, რის პოვნას აპირებ, გაფიცებ? თვალი მოავლო დამტვერილ ყუთებს, რომლიდანაც ათას წვრილმან საგანს ამოეყო თავი - ძველ წიგნებსა და სათამაშოებს ობობის ქსელები გასჩენოდათ. რამდენიმე მოზრდილი ნაგვის პარკი ერთმანეთზე შემოედოთ. ელმა თითით მოსინჯა და ივარაუდა ძველი სამოსი და ფეხსაცმელები უნდა იყოს ჩატენილიო. - მამაშენი მეურნეობას ეწევა, თუ რა ჯანდაბად უნდა თოხი და ბარი? - კიტა წარბებაწეული ათვალიერებდა დაჟანგებულ სამუშაო იარაღებს. - საფლავის გასათხრელად უფრო გამოიყენებს, ვიდრე კარტოფილის გასათოხნად, არ იცნობდე მაინც! - თვალები გადაატრიალა და მტვრიანი ყუთების თვალიერება განაგრძო. ძველისძველ ნაძვის ხესა და სათამაშოებს, რომ შეავლო თვალი ნოსტალგია აეწვა მუცელში. გაახსენდა ახალი წელი, მაშინ ხუთი, თუ ექვსი წლის იქნებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან მოიტანა მამამისმა ლოკოკინები ზამთარში, მაგრამ უზარმაზარი თასით მოათრია და დაიჟინა მოვხარშოთო. გურანდამ გააფრთხილა მოიწამლებიო, მაგრამ მუცელზე დაირტყა ხელი, მაგნაირები მომინელებიაო?! არ დაუჯერა ცოლის შეგონებას და მაინც ჭამა. თან ძალიან ბევრი! საღამოს სტუმრები რომ მოვიდნენ, სულა უნიტაზს იყო მიწებებული. ახალ წელს კუჭაშლილი შეხვდა. კარს მიღმა იხვეწებოდა, ერთი ჭიქა შამპანიური მაინც შემომაწოდეთ ვინმემო. გურანდამ იმდენი იცინა, მოსაბრუნებელი გახდა. - ეელ... შუკვანის ხმამ რეალობაში დააბრუნა. თვალები აახამხამა და მზერა მეგობარზე გადაიტანა. ბიჭი დამტვერილი ყუთისკენ მოხრილიყო და წარბშეკრული რაღაცას მისჩერებოდა. - რა იყო? - ესენი თქვენი ნივთებია? სავანელი მეგობარს მიუახლოვდა და ტელეფონის ფანარი ყუთს მიანათა. სინათლე, ჩარჩოში ჩასმულ, შავ-თეთრ ფოტოსურათს დაეცა. დაიხარა და ხელში აიღო. შუშიდან მტვრის სქელი ფენა თითებით გადაწმინდა და სურათს დაანათა ტელეფონით. ორ ახალგაზრდა მამაკაცსს ერთმანეთისთვის ხელი გადაეხვიათ და აპარატის ობიექტს გაცისკროვნებული ღიმილით შესცქეროდნენ. მათ ზურგს უკან უზარმაზარი ტანკი მოჩანდა. ორივეს სამხედრო ფორმა ეცვა. ფოტო ჯარში მსახურობის დროს უნდა ყოფილიყო გადაღებული. - არამგონია... - წაიბუტბუტა ხმადაბლა - სურათზე გამოსახულ პიროვნებებს არ ვიცნობ. - შეიძლება წინა მეპატრონეს დარჩა თავისი ძველი ნივთები, სანამ გადავიდოდა თქვენი ბინიდან. - შეიძლება... მიკვირს, ჩემებმა რომ არ გადაყარეს სხვისი ნივთები. - იქნებ, უამრავ ხარახურაში, გამორჩათ კიდეც. - ივარაუდა სვანმა. - მჰმ... დაეთანხმა ქვედა ტუჩის კვნეტით. ისევ ეს უცნაური შეგრძნება... ფოტოსურათმა თითები აუწვა. ინტუიცია ისევ უმიზეზოდ უღიტინებდა შიგნიდან. - სხვა არაფერია ყუთში? - სურათისთვის თვალისმოუშორებლად ჰკითხა მეგობარს. - ეეე... - სვანმა ყუთში ააფათურა ხელები - ძველი სანთებელა, ასანთის კოლოფი, ცარიელი სიგარეტის ყუთი... ფუჰ, რა აწევინებდათ „ასტრას“! მედალიონი... - რა მედალიონი? - მაშინვე თავი ასწია. - ქალის ბიჟუტერია. კიტამ ვერცხლის ყელსაბამი ამოაძვრინა სინათლეზე. ელს თვალები დაუვიწროვდა და ჯაჭვზე შებმულ კულონს თითებით შეეხო. - ონიქსია? - აზრზე არ ვარ, ვერ ვერკვევი ეგეთ რამეებში. - უეჭველი ონიქსია, - ცერი გადაუსვა პრიალა, გლუვ ზედაპირს - როგორი ლამაზია. - ჰოდა, გამომართვი მაშინ, თუ მოგწონს! - გოგონას მიაჩეჩა ხელებში - და დროა ავახვიოთ აქედან, თორემ სკოლაში დაგვაგვიანდება. ელმა ყელსაბამი გამოართვა და თითებში კიდევ ერთხელ შეატრიალა. ცრემლის ფორმა ჰქონდა და ფანრის შუქზე თვალისმომჭრელად ბზინავდა. ვერცხლის ჯაჭვს სიძველისგან ლამის შავი ფერი მიეღო, მაგრამ მინერალი უზადოდ გამოიყურებოდა. ქურთუკის ჯიბეში შეინახა. ფოტოსურათი კი ჩანთაში ჩაუძახა. - და ფოტოსურათი რაღა ჯანდაბად გინდა? - თვალებს არ უჯერებდა შუკვანი. - ჯერ არ ვიცი... გაიმეორა ჩაფიქრებულმა და ისევ სარდაფს მოატარა ფანარი. ბევრი დრო მართლაც არ ჰქონდათ. იფიქრა, როცა მოვიცლი მერე ჩამოვალ და ყველაფერს გულდასმით გადავჩხრეკო. - კარგი, წავედით. კარი გამოიკეტეს და სწრაფი ნაბიჯით გაუყვნენ დერეფანს. ვირთხა რომელიც კარის გაღებისას ოთახში დახვდათ, ფრთხილი ნაბიჯებით მიიპარებოდა უკან, ძველი სამალავისკენ. რკინის კარს მოცახცახე დრუნჩით დაყნოსა, უკანა თათებზე შედგა და ბრჭყალებით ლითონი ჩამოკაწრა. იმედგაცრუებული რომ ვერაფერს გახდა, ისევ მიწიან იატაკზე დაეშვა და მზერა მიმავალ მოზარდებზე გადაიტანა. პაწია ყურები აეცქვიტა და გრძელი ულვაში მოუთმენლად აუთამაშდა... ****** "გართულება" სკოლის ეზოს უახლოვდებოდნენ საუბარში გართულნი, როცა მათ ფეხებთან წითელმა ოპელმა დაამუხრუჭა. კიტამ ელს წაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა დროულად, სანამ მანქანა გოგონას გადათელავდა. ის იყო გაცოფებულმა მძღოლის დანაყვის პერსპექტივით ავტომობილისკენ გაიწია, რომ კარი გაიღო და სალონიდან ქალი გადმოხტა შავებში შემოსილი. სახე შეშლილს მიუგავდა. ბავშვებს გვერდით ჩაუქროლა და სკოლაში შევარდა. ელმა და კიტამ ერთმანეთს გადახედეს. - მაჩაბელის დედა არ იყო? - წარბი შეეკრა ელს. - ეე... მგონი. დირექტორს შავი დღე ელის! ჩაიბურტყუნა შუკვანმა და ჩანთა მხარზე შეისწორა. ორივე სკოლის დერეფანში შედიოდა, როცა ხმამაღალი კივილი მოესმათ მეორე სართულიდან. - რას მიკეთებდი?! რა სიკვდილს მიკეთებდი სკოლაში, როცა ჩემ შვილს კლავდნენ, შენ გარეწარო ქალო?! გაჰკიოდა მადონა მაჩაბელი და დარეჯანასკენ იწევდა, მასწავლებლებს რომ არ გაეკავებინათ სახეში მიაფრინდებოდა და თვალებს გამოთხრიდა დირექტორს. - მთელს ქალაქში დაეთრევი, ისე თითქოს სამყარო შენ გეკუთვნოდეს! შენ ცხვირწინ კი, უდანაშაულო ბავშვს კლავენ! წყეულიმც იყავ! წყეულიმც იყოს შენი მთელი მოდგმა, ჩემი და ჩემი ოჯახის გაუბედურებისთვის! - დუჟი მოსდგომოდა პირზე სასოწარკვეთილ ქალს - შენს ნაბიჭვარს უნდა გააძრონ ტყავი ცოცხლად! შენს არამზადა, მკვლელ შვილს უნდა გაუთხარონ საფლავი, რომ შესაძლებლობა მქონდეს მის ორმოში პირველმა ჩავაფურთხო! ღმერთმა დაგწევლოთ ყველანი! ჩემი შვილი... ჩემი საწყალი ბიჭი... ჩემი ბავშვი... კივილი გოდებაში გადაუვიდა. ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებს თვალებიდან ღვარად მოსდიოდათ ცრემლები და გავეშებულ ქალს მხრებში ეჭიდებოდნენ. დარეჯანა კართან მოკუნტულიყო. ძალიან ცდილობდა ჩვეული მედიდურება შეენარჩუნებინა, მაგრამ სახეზე ეწერა რომ შვილმკვდარი დედის თავდასხმამ ჩვეული ფორმიდან ამოაგდო. - მადონა... - დაუყვავა ხვედელიძემ, ისტორიის მასწავლებელმა - გამწარბული ხარ, გვესმის... - გესმით? - თითქოს ორმაგი ძალა შემატესო, ხმამაღლა უღრიალა დალის - რა გესმის? შვილი მოგკილეს? რომელიმე თქვენგანს შვილი მოგიკლეს? მთელი წელი სკოლაში გიჩაგრავდნენ? რა გესმით?! არამზადებო! თქვენ ხელში როგორ უნდა დატოვოს მშობელმა თავისი ბავშვი! სად არის დამნაშავე?! მომიყვანეთ, ჩემი ხელით უნდა ჩავქოლო! სად არის დამნაშავე-მეთქი, შენ გეკითხები ქალბატონო დირექტორო! უკივლა ერთიანად აწითლებულმა დარეჯანს და მთელი ძალით გაიბრძოლა, რომ თავი გაეთავისუფლებინა ქალებისგან. - მე ქალი არ ვიყო, შენ თუ ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გიქციო! შენ, ჯოჯოხეთის მოციქულო! დირექტორმა, პირველად ცხოვრებაში, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. - გამიშვით, ხელები მომაშორეთ, ჩემი ხელით უნდა მივგუდო! შენ გაგებინებ ყველაფერზე პასუხს! აფექტში მყოფმა ქალების დაკბენა სცადა, რომ თავი გაეთავისუფლებინა. სწორედ ამ დროს შეკრებილი ბავშვების ჯგუფი ქმარმა გამოარღვია. სახე წაშლოდა. ცოლს მიეჭრა და მკლავებში მოიქცია. მასწავლებლები მაშინვე ჩამოშორდნენ და მამაკაცს ადგილი გაუთავისუფლეს. ქალს ისე მწარედ დაეკბინა, სისხლი სდიოდათ ორივეს. - მადონა... - ეჩურჩულებოდა ქმარი გაბზარული ხმით, არ უტირია, მაგრამ მისი მკვდარი გამომეტყველება ცრემლებზე უარესი დასანახი იყო - საკმარისია, სახლში წავიდეთ... - აღარ მაქვს სახლი, აღარ მაქვს მშვიდი სამყოფელი... - აქვითინდა სასოწარკვეთილი და მუხლები მოეკვეთა, ქმარს რომ არ დაეჭირა ჩაიკეცებოდა - აღარ მაქვს სიცოცხლის მიზეზი... ჩემი პატარა... სახე ისე ჰქონდა დასახიჩრებული ამოცნობა გამიჭირდა... რა დაგიშავათ... რას ერჩოდით ჩემს ბავშვს... სიცოცხლე უნდოდა, ცხოვრება უყვარდა, თქვენ კი მზე დაუბნელეთ. ყველამ! ყველანი დამნაშავენი ხართ! უყურებდით როგორ ჩაგრავდნენ და ხელი არ გაანძრიეთ! უყურებდით როგორ ტანჯავდნენ და ხმა არ ამოიღეთ. ღმერთმა დაგწყევლოთ! ღმერთმა დაგიბნელოთ მზე ყველას... ღმერთმა ისე გაგამწაროთ, როგორც მე გამამწარეთ, რომ საკუთარი არსებობა მტკივა სხეულში და გაქცევა არ შემიძლია. წყეულიმც იყავით... გონება დაკარგა. ბავშვებს პირზე ხელი აეფარებინათ და შეშინებულები უყურებდნენ ერთმანეთს. ქმარმა ხელში აიტაცა გულწასული ცოლი და გულზე მიიხუტა. მკვდარი მზერით მიუტრიალდა დარეჯანს და გაბზარული ხმით უთხრა: - ამას ასე არ დავტოვებ, - ტუჩები უცახცახებდა ნერვებისგან - მაჩაბელი არ ვიყო, თუ მწარედ არ გაზღვევინოთ. თუნდაც, ეს უკანასკნელი იყოს, რასაც სიცოცხლეში მოვასწრებ! სხვა მიზანი აღარ დამრჩენია, კუბოს ფიცრამდე! ზიზღით შეხედა გაფითრებულ დირექტორს და კიბეებს მიაშურა. ბავშვების ზღვა ორად გაიყო და ჭირისუფლები გაატარეს. ელს ხელები მუშტად შეეკრა და კრიჭაშეკრული თვალს არ აშორებდა დირექტორს. ბებრუხანას პირში ენის მობრუნება ვერა და ვერ მოეხერხებინა. უაზროდ დაყუდებულიყო კარის წინ და წარამარა გამომშრალ ტუჩებს ილოკავდა. ისტორიის მასწავლებელი პირველი მოეგო გონს, ფუტკრის სკასავით აზუზუნებულ ბრბოს ხმამაღლა და მკაცრად მოუწოდა კლასებში დაბრუნებულიყვნენ. კიტამ ელს წაავლო მაჯაში ხელი და მესამე სართულისკენ გაიყოლა. - რა სადიზმია! - ბურტყუნებდა შუკვანი და კიბეებზე ადიოდა დაბღვერილი - წარმოდგენაც არ მინდა რა ხდება მაჩაბელების ოჯახში... - საკმარისზე მეტი ვნახეთ, ფანტაზია რომ არ მივაშველოთ! პირქუშად უპასუხა ელმა, ნაბიჯს აუჩქარა და თავის კლასში გაუჩინარდა. შუკვანმა თვალი გააყოლა, აღარაფერი უთქვამს. საზიზღრად დაიწყო დილა! დათრგუნულმა ოხვრით შეისწორა ჩანთა მხარზე და წინ მიმავალ თანაკლასელს წამოეწია. ოთახში შესულმა სავანელმა მაშინვე თავის ადგილს მიაშურა. ყურადღებას არ აქცევდა ხმამაღლა მოლაყბე თანაკლასელებს. დილის ინციდენტზე გაცხოველებული საუბრობდნენ. ზოგიერთი იცრემლებოდა კიდეც. ყველას მაჩაბელი ეკერა პირზე, მომაკვდავი არეშიძე კი არავის ახსოვდა. რასაც დასთეს იმას მოიმკიო- გაიფიქრა გულში და ნიცას გვერდით, ადგილი დაიკავა. ზურგჩანთა მაგიდის ქვეშ პატარა თაროზე შეტენა და საზურგეს მიეყრდნო. გოგონებმა ყურადღება ახალმოსულზე გადაიტანეს. - ელ, რა სახე გაქვს? - ლიზამ შეწუხებულმა შეათვალიერა მეგობარი. - ძილი დამაკლდა, - სახე მოისრისა და ხელები ბლუზის ჯიბეებში ჩამალა. - საერთოდ გეძინა? - დაეჭვდა ანა. - თავს ცუდად ხომ არ გრძნობ? - ჩაერთო ნიცა. სავანელმა სათითაოდ შეხედა გოგონებს, სახე კიდევ უფრო მოექუფრა. საშინლად ვერ იტანდა, როცა საუბარი არ სურდა და მაინც ეძიებოდნენ! - პირველად მნახეთ გამოუძინებელი?! - იმაზე უკმეხად გამოუვიდა, ვიდრე უნდოდა. - არა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით შავი აურა დაგყვება! - წარბი ატეხა კანდელაკმა. - და განსაკუთრებით მოშხამული ხარ - დაამატა შერვაშიძემ. - გეყოთ, რას ჩააცივდით?! - გოგოლაძემ წარბი შეიკრა. - ღმერთო, ამათი დუეტი არ შემიძლია! - შერვაშიძემ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ქერას - საკმარისია „ადამს“ ცოტა მიაწვე, რომ პრინცესა კრუნჩხვებში ვარდება! - არ თქვა! - ლიზამ თავი გააქნია - ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჯობია ისევ ფიზიკას გადავხედოთ. ათ წუთში საკონტროლო გვაქვს. - ჰოდა, წასულია ჩემი საქმე! მაგ საგანის არაფერი გამეგება! ანას სახე დაემანჭა უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც მიტრიალდა თავისი მერხისკენ და ოხვრით გადაშალა ფიზიკის წიგნი. ნიცამ, მომენტით ისარგებლა, ელს ხელი გამოსდო და კნუტივით მიეტუზა ფიქრებში წასულს. - ეელ... - მმმ? - ყრუდ გამოეპასუხა. გონებით სხვაგან დაფრინავდა. - არა, შემომხედე! მსუბუქად შეანჯღრია. სავანელმა თვალები აახამხამა და მზერა გოგოლაძეზე გადაიტანა. - გისმენ. - გაუმეორა გამოფხიზლებულმა და ამჯერად მთელი ყურადღება ნიცაზე გადაიტანა. - შენი რჩევა მჭირდება... - წაიჩურჩულა და დიდრონი ლამაზი თვალები ააფახურა. - როდის აქეთ ითვალისწინებ, ჩემს რჩევებს? - წარბი აეპრიხა. - ყოველთვის! - აღშფოთებულმა ისეთი სახე მიიღო, აქაოდა რას მეკითხებიო?! - რა თქმა უნდა... - ამოიოხრა - რა გააფუჭე? - ჯერ არაფერი... - ტუჩზე იკბინა. - ჯერ... - თავი დაუქნია - ახლა უნდა მოვისმინო, რას მალავ საწოლის ქვეშ? შერვაშიძე იწერებოდა ჩატში. - ეე... - ცოტა არ იყოს აირია - შეიძლება. - და ეგ რაღაც, ვერ მოითმენს გაკვეთილების ბოლომდე? - შეიძლება. - ისევ გაიმეორა და უხერხულად შეიშმუშნა. ელი სკამზე შესწორდა და ეჭვით შეათვალიერა მეგობარი. - ყველაფერი რიგზეა? - მმმ... წამოხვალ ჩემთან? გთხოოოვ! ხომ მითხარი, ხუთშაბათს შემიძლიაო? საღამოს შუკვანთან ერთად თორნიკეს მონახულებას გეგმავდა, მაგრამ მანამდე გოგოლაძესთან გავლა შეეძლო. თან აინტერესებდა რის თქმას ვერ ბედავდა ქალბატონი. - ერთი საათით შემიძლია შემოგიარო. გეყოფა? - მეყოფა! - გაუცინა გაცისკროვნებულმა და მკლავზე შემოეხვია სუროსავით - ჩემი ჭკვიანი, უჟმური, სერიოზული ღამურა! სავანელმა წარბი ატეხა პასუხად და გაუგებრად რაღაც ჩაიბურტყუნა... მთელმა დილამ უჟმურად ჩაირა. მასწავლებლები დაძაბულები ხსნიდნენ გაკვეთილებს. დილანდელი ინციდენტი ყველას ჯერ კიდევ ცხადად ახსოვდა. ცდილობდნენ თავი ჩვეულებრივ დაეჭირათ, მაგრამ ნერვიული მზერა და უგულისყურობა მეცადინეობაზე მარტივად გასცემდათ. მაგალითად, მათემატიკაში საკონტროლო უნდა ეწერათ, მაგრამ იზამ ფორმულები დაწერა დაფაზე და მთელს კლასს გამოყვანა დაავალა გაკვეთილის ბოლომდე. თავად საწერ მაგიდას მიუჯდა, სათვალე მოიხსნა და თვალები მოისრისა. ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არავის ხმა არ გაუღია, ულაპარაკოდ შეუდგნენ მუშაობას. არც ქიმიისა და ბიოლოგის მასწავლებლები გამოიყურებოდნენ უკეთ. ელი ხვდებოდა მიზეზს. თითოეულ მასწავლებელს მიუძღოდა ბრალი მომხდარში. არაერთხელ გაეგონათ მოსწავლეებისგან, რომ მაჩაბელს სკოლაში ჩაგრავდნენ, მაგრამ არავინ ხელი არ გაანძრია. წესისამებრ ყურს იყრუებდნენ. არავინ იყო ისეთი იდიოტი, მიხეილ არეშიძე სკოლაში დაებარებინა გამოსალანძღად - თქვენი შვილი უმსგავსად იქცევაო! არავის ჰყოფნიდა გამბედაობა, ბანდიტს შეწინააღმდეგებოდა. რამაც საბოლოოდ სავალალო შედეგამდე მიიყვანა სკოლა - დღისით მზისით, სკოლის ეზოში ბავშვი ცემით მოკლეს! დირექტორი მომხდარის შემდეგ არავის უნახავს. ელმა ყური მოკრა, როგორ ეჩურჩულებოდა ისტორიის მასწავლებელი გეოგრაფიისას - როგორც კი, მაჩაბელის მშობლები წავიდნენ, დარეჯანმა სკოლა დატოვაო. ვარაუდობდნენ, შვილთან აპირებს დარეკვას და დახმარების თხოვნასო. ოი, ოი, რომიკოს ყურამდე, რომ მიაღწევდა მომხდარი დარეჯანას მართლაც შავი დღე დაადგებოდა... ბოლო მეცადინეობა ფიზკულტურა ჰქონდათ, რომელიც ხშირად მეთორმეტე კლასთან ერთად უტარდებოდათ. შუკვანი უკვე მიჰყრდნობოდა კლასის კარს და გოგონებს ელოდებოდა. მერხიდან წამოიშალნენ. ელმა ზურგჩანთას ხელი წამოავლო და მხარზე გადაიკიდა. - ერთი გაკვეთილიც და თავისუფლები ვართ! შერვაშიძე პირველი გაემართა გასასვლელისკენ. დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ. შუკვანი ღიმილით შეეგება გოგონებს. კანდელაკს ქერა თმაში წაავლო ხელი და მსუბუქად მოქაჩა. საპასუხოდ კი შეკრული მუშტი მიიღო ფერდებში და წამით სუნთქვაც შეეკრა. - ხელები დაიმოკლე, სვანო! ქერა კულულები ამაყად გადაიყარა უკან და პირველმა გააბოტა დერეფანში. შერვაშიძე და გოგოლაძე სიცილით მიჰყვნენ დაქალს უკან. ბოლოს ელი გამოვიდა კლასიდან. ისეთი სახე ჰქონდა, შუკვანს წამისწინანდელი მხიარულება სახიდან უკვალოდ აუორთქლდა. - რა სახე გაქვს? - წარბი შეეკრა კიტას. მხარდამხარ გაუყვნენ გზას, პირველი სართულისკენ. ელმა კისერზე ხელი მოისვა. შიგნიდან ჭამდა დანაშაულის გრძნობა. თვალებიდან არ ამოსდიოდა მაჩაბელის დედის ტანჯული სახე. - მოგვიანებით გეტყვი. გადაულაპარაკა ხმადაბლა. სვანს მთელი ორგანიზმი დაეჭიმა. მშვენივრად იცნობდა ამ გამოხედვას და ისიც იცოდა, რომ სავანელს კარგი არაფერი ჰქონდა სათქმელი. სანამ სპორტდარბაზამდე არ მიაღწიეს ხმა აღარ გაუღია. დარბაზში შესულები გრძელი ხის ძელსკამზე ჩამოსხდნენ. დანარჩენი ბავშვები კი ფრენბურთის სათამაშოდ გაიშალნენ და ორ ჯგუფად დაიწყეს განაწილება. აჟიტირებულები ხმამაღალი გადაძახილებით მიუთითებდნენ ერთმანეთს, ვინ რომელ ჯგუფს უერთდებოდა. ელს მუხლებზე ჩამოეყრდნო იდაყვები და თითებს ერთმანეთში ხლართავდა. შუკვანი წინ გადაიხარა და გოგონას სახე მოუთვალიერა. - ელ... რა ხდება? სავანელს შუბლი შეეჭმუხნა. მზერა მხიარულად მოხტუნავე ბავშვებზე გადაიტანა და გული კიდევ უფრო დაუმძიმდა. - ვიცი, ვინ მოკლა მაჩაბელი. სვანს ისეთი სახე გაუხდა, თითქოს უზარმაზარი ტაფა ჩაერტყა ვიღაცას თავში. ჯერ ვერ გაიაზრა ნათქვამი და თვალები აახამხამა, შემდეგ კი თითოეული კუნთი დაეჭიმა სახეზე და წარბი შეეკრა. - არეშიძემ და მისმა ძმაკაცებმა სცემეს, შემთხვევით შევესწარი - თითებს ძლიერად უსვამდა ერთმანეთზე - ძირითადად გიგი ურტყამდა, არ ვიცი რა მიზეზით, მათი ხმა არ მესმოდა. სკოლის დერეფნის ფანჯრიდან ვუყურებდი ჩხუბს. არეშიძეს ზედმეტი მოუვიდა, თითქოს რაღაც ტრანსში იყო, გამეტებით ალეწავდა სახეს. ძმაკაცები მისცვივდნენ და მაჩაბელი ხელიდან გააგდებინეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დასისხლიანებული უსულოდ დაეცა მიწაზე და აღარც განძრეულა. მეგონა გაითიშა, არ ვიცოდი, რომ შემოაკვდა. - მოიცადე... - შუკვანს ხმა ჩახლეჩოდა - კი მაგრამ, არეშიძე დაჭრილი იპოვეს მაჩაბელის გვერდით. ელმა ტუჩი მოიკვნიტა. თვალი გააყოლა გიორგაძეს, რომელმაც მარდად ისკუპა თანაგუნდელისკენ და მარცხისთვის განწირული ბურთი მოხერხებულად მოიგერია. - არეშიძეს ძმაკაცებმა რომ დაინახეს, მაჩაბელი უგონოდ დაეცა მიწაზე, მაშინვე გაიქცნენ. გიგი ადგილზე დარჩა. ჯერ კიდევ შოკში იყო, ამ დროს სტადიონის მხრიდან ვიღაც უცხო ტიპი გამოვიდა. შორიდან ვერ გავარჩიე სახე, მგონი ნიღაბიც ეკეთა, ვერ გეტყვი. თავზე კაპიუშონი ეფარა. არეშიძემ ვერ შეამჩნია, რადგან ფანჯარაში დამინახა, რომ ვუყურებდი და წამით გაშეშდა. მაგ დროს დაარტყეს დანაც. ორჯერ. შუკვანმა გადახოტრილ თავზე გადაიტარა გაშლილი ხელის გული. სახეზე ფერი არ ედო. მოსმენილის გადახარშვა უჭირდა. - რატომ არ უთხარი პოლიციას არაფერი? - იკითხა ბოლოს, როცა პირში ენა მოიბრუნა. ელმა მეგობრისკენ მიაბრუნა თავი. ორის მზერა ერთმანეთს შეხვდა. სვანს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. - ხუმრობ? - ელი წელში გასწორდა - საუზმეზე ნაჭამი ერბოკვერცხის მონელებას ვერ მოასწრებდი, ისე დაიხსნიდა მამამისი გისოსებისგან! ნახევარი განყოფილება მათი ფულით აგროვებს საპენსიო დანაზოგს! არ ვიცი ის ნაძირალა ვინ დაჭრა, მაგრამ რომც ვიცოდე ხმას არ ამოვიღებდი! არეშიძემ, რაც დაიმსახურა ის მიიღო! კიტა ერთხანს დადუმდა. გულში ეთანხმებოდა ელს, არეშიძემ რაც დაიმსახურა ის მიიღო! არავინ იცოდა გადარჩებოდა, თუ არა. თანაკლასელებმა სკოლაში ამბავი მოიტანეს, მამამისი საავადმყოფოში მშიერი მხეცივით სცემს ბოლთას და იმუქრება - გავიგებ ეს ვინც ჩაიდინა და ცოცხლად გავაძრობო ტყავს! განერვიულებული ექიმებს ეუხეშებოდა - შვილს, თუ არ გადამირჩენთ, კლინიკისგან აგურს აგურზე არ დავტოვებო. შვილის გადაყვანას კერძო დაწესებულებაში ვერ ახერხებდა. მთავარმა ექიმმა ნებართვა არ მისცა - მგზავრობას ვერ გაუძლებს, გზაში დაიღუპებაო. სხვა რა გზა ჰქონდა, მიშიკოს? საკუთარ ნერვებს ასკდებოდა დუჟმომდგარი და მოუთმენლად იცდიდა, როდის მისცემდნენ შვილის ნახვის უფლებას. - მაჩაბელის მშობლების ყურამდე, რომ მივიდეს რა მოხდა, არეშიძეებს არ შეარჩენენ. - ჩაიბურტყუნა კიტამ. - მართალი ხარ, არ შეარჩენენ! ომს წამოიწყებენ, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კრიმინალთან და შეეწირებიან კიდეც. პოლიცია ხელს არ გაანძრევს. საკუთარივე სახლში ამოხოცავენ ორივეს, სანამ მომხდარი მთელს ქვეყანას მოედება. - ბოღმა მახრჩობს, ასეთ უპატრონო ქვეყანაში, რომ ვცხოვრობთ! - კიტა... - მეგობარს მოწყალებით გადახედა - ჩვენ მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ვართ... რა შეგვიძლია? რეალური ძალაუფლება მთავრობას უჭირავს ხელში და ხალხს მარიონეტივით მართავს. საქართველოში სიმართლეს დიდი ხნის წინ ამოუკერეს პირი! რამდენიმე წუთს ორივენი დადუმდნენ. დარბაზში მხოლოდ ყიჟინისა და ოვაციების ხმა ისმოდა. მეათე კლასი თავგანწირვით ებრძოდა მეთორმეტეს. შეთანხმება ჰქონდათ დადებული. წაგებული ჯგუფი მოგებულს რესტორანში ეპატიჟებოდა. ამიტომ არცერთი მხარე არ აპირებდა მარტივად დანებებას. ფრენბურთის ბურთი ავი ზუზუნით გადადიოდა ხელიდან ხელში. - საინტერესოა ვინ და რა მიზეზით აკუწა არეშიძე. - წარბშეკრული შუკვანი საფეთქელს იზელდა. - კარგად იცნობ რა დამპალი სულის პატრონიც ბრძანდება, რაღაც დააშავა, დიდი ალბათობით და გამოუჩნდა პასუხის გამცემიც. ელს არ უხსენებია, რა მოხდა ჩიხში. გადაწყვიტა „იაგამისთან“ შეხვედრა საიდუმლოდ დაეტოვებინა. თავად არ იცოდა, რატომ უმალავდა მეგობარს ასეთ მნიშვნელოვან „დეტალს“, მაგრამ გრძნობდა, რომ ენისთვის კბილი უნდა დაეჭირა. მთელს ამ აურზაურში, რაღაც რიგზე ვერ იყო. ერჩივნა სვანი არ გაერია. ჯერჯერობით მაინც. - ხელს ხომ არ გიშლით? თავს წაადგათ, აქოშინებული ჟვანია. ბურთი იღლიაში ამოეჩარა. სახეზე კი წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი. თხელი, სპორტული მაისური სველ ტანზე ეკვროდა. - კიტა, თუ შეიძლება, პატივი დაგვდე, უკანალი ასწიე და გუნდს დაგვეხმარე! მანაგაძეს ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი იღრძო! საუკეთესო თავდამსხმელი დავკარგეთ. საბავშვო ბაღმა, რომ მოგვიგოს თავს არ ვიცოცხლებ! თავი გაიქნია მეათე კლასისკენ. ელს წარბები მაღლა გაექცა, შუკვანი კი წამოდგა. თბილი ზედა თავიდან გადაიძრო, მეგობარს მუხლებზე დაუგდო და მოკლემკლავიანი მაისურის ამარა თავის გუნდს შეუერთდა. ელმა თბილი ზედა ბეჭებზე მოიხურა და ჩანთას გადასწვდა. თომას ჰარისის „კრავთა დუმილი“ ამოაძვრინა და წიგნის მიღმა გაუჩინარდა. სპორტდარბაზში ხმაურმა იყუჩა. მთელი კონცენტრაცია კითხვაზე გადაიტანა, ამიტომ ვერც კი გაიგო, აქოშინებული შერვაშიძე მის გვერდით, სკამზე, რომ დაებერტყა. - ელ! - გვერდში უბიძგა გოგონას - მოაშორე ეგ წიგნი და წამოდი ითამაშე! მეთორმეტეს შუკვანი შეუერთდა. მიწასთან გვასწორებენ! ერთიანად აწითებულმა კიტას გააყოლა მზერა, რომელმაც ის იყო ძლიერი პასი ჩააწოდა მოწინააღდეგე გუნდს. მცველმა აღება სცადა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ზურგზე გაიშალა! მეთორმეტე კლასმა მხიარული ყიჟინა დასცხო. - ხედავ რას აკეთებს?! - სასოწარკვეთილმა ხელი გაიშვირა სვანისკენ - გინდა ახლა ამ ცხოველების რესტორანში ხინკალზე დაპატიჟება?! - რა ძალა გადგათ, სანაძლეოს რომ უდებდით? - წარბები მაღლა აზიდა. - მოვიგებთ, თუ ითამაშებ! გთხოოვ! - პატარა ბავშვივით ეჯაჯგურებოდა იდაყვზე. ელმა უკმაყოფილოდ დახურა წიგნი. კიტას სვეტერი ჩანთაზე დატოვა და თავისი გადაიძრო. გახარებულმა ანამ ჰაერში ტაში შემოჰკრა და გაბრწყინებული წამოფრინდა სკამიდან. გოგონები მოთამაშეებს შეუერთდნენ, რასაც მეთორმეტე კლასის ყმუილი მოჰყვა. - არა! მოაშორეთ, სავანელი! - იყვირა ჟვანიამ - უხეშად თამაშობს! გაიყვანეთ მოედნიდან! - არ არსებობს! - ყურებამდე გაკრეჭილმა მაღრაძემ შემართული მუშტი დაახვედრა გუნდის ახალ წევრს - თავად „ადამსმა“ დაგვდო პატივი! - საჯარიმო აქვს! მთელი ერთი კვირა ეკრძალება თამაში! ზაზა მას, უთხარით რამე! - არ ნებდებოდა ჟვანია - აღარ გახსოვთ? ბერიძეს ცხვირი გაუტეხა! ელმა მზერა ჟვანიაზე გადაიტანა, ართობდა ბიჭის რეაქცია. ფიზკულტურის მასწავლებელმა ერთი გამოხედა მეათე კლასის კაპიტანს და თავის დაქნევით მისცა უფლება სავანელი გუნდში მიეღო, თან ჟესტით ანიშნა - ზედმეტების გარეშეო! მაღრაძემ ცერი აუწია. - სახეს გაუფრთხილდი, გრიგოლ! ცხვირის ოპერაცია ძვირი ჯდება! - სავანელმა თვალი ჩაუკრა. ჟვანიას სიბრაზისგან მწვანე ფერი დაედო. შუკვანმა მხარი მიარტყა თანაკლასელს, - ხმა გააჩუმეო და ელს ეშმაკურად გაუცინა. - სავანელი არ დაზოგოთ! - უყვირა ჯგუფს მეგობრის თვალისმოუშორებლად - მეათემ ხინკალი, რომ მოგვიგოს სკოლიდან გადავალ! ელი წელში მოიხარა. ხელისგულებით მუხლებს დაეყრდნო და შუკვანს მელასავით გაუღიმა. ბურთი ჰაერში ავარდა და თამაში დაიწყო. პირველი პასი მეთორმეტე კლასის კაპიტანმა ჩააწოდა. მაღრაძემ უპრობლემოდ აიღო და ელს გადააწოდა. გოგონამ შესაძლებლობით ისარგებლა და მთელი ძალით მოიქნია მარჯვენა. ბურთი ავი ზუზუნით გაფრინდა მოწინააღმდეგე გუნდისკენ და სანამ ჟვანიას სახეში მოხვდებოდა შუკვანის მარჯვენამ პასი აიღო - მისმა მყისიერმა რეაქციამ თანაკლასელი მოზრდილი კოპისგან იხსნა. კიტამ საყვედურით გამოხედა, ელმა საპასუხოდ ხელები ასწია მაღლა - მეტს აღარ ვიზამო. - ხედავთ? ისევ აგრესიულ შეტევაზე გადადის! თამაში კი არა, ადამიანების დაინვალიდება ართობს! მოაშორეთ გუნდიდან! ყვიროდა ჟვანია, რომელსაც არავინ უსმენდა. თამაში აქტიური ტემპით გრძელდებოდა. ბურთი ხელიდან ხელში გადადიოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით დაწინაურებას. მსაჯმა ხელები რომ ასწია, პირველი ტაიმის დასრულების ნიშნად ყველამ შვებით ამოისუნთქა. წელშიმოხრილები ქოშინებდნენ, თან სიცილით უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. კიტა გოგონებთან მოსაუბრე ელს მიუახლოვდა და მხარზე ჩამოეყრდნო. - ჯერჯერობით ფრეა. მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი გული მაქვს! ცოტა ამოისუნთქეთ და დავასრულოთ ეს ცირკი. გაკვეთილების შემდეგ კი ხინკლისთვის ფული გაამზადეთ! - კუჭზე არ დაგადგეს, ნელა ქენი! - ლიზამ ქერა თმა მაღლა აიკეცა და ცხენის კუდივით შეიკრა. აწითლებული მძიმედ სუნთქავდა. - ფრჩხილი მომტყდა! - ნიცამ მარცხენა ხელზე დაიხედა - სულ შენი ბრალია, ანა, თხასავით დამახტი თავზე! - პასის აღება რომ არ შეგიძლია ფეხებში მაინც ნუ მებლანდები, პრინცესა! - დაიწყეს... - ერთდროულად ამოიოხრეს მეგობრებმა. ბავშვების სიცილში მასწავლებლის ხმა მოისმა შორიდან. ყველა გაჩუმდა და უკან შებრუნდნენ. მეთორმეტე კლასის დამრიგებელი, ხატია გელოვანი, აჩქარებული ნაბიჯით მოიწევდა დარბაზში. სახეზე აღელვება ეწერა. ფიზკულტურის მასწავლებელს ნაჩქარევად მიესალმა და ბავშვებს მიუახლოვდა. - სკოლაში პოლიციაა მოსული, მეთორმეტე კლასის დაკითხვა უნდათ. ყველანი კლასში დაბრუნდით! შუკვანმა და სავანელმა სწრაფი მზერა გაცვალეს ერთმანეთში. კიტამ გოგონას მხრიდან ხელი ჩამოიღო. სახიდან ყოველგვარი მხიარულების კვალი დაკარგვოდა. - სწრაფად! - ააჩქარა ხატიამ ბავშვები, როცა არავინ გაინძრა - ჯობია აქ დაგისვან რუტინული კითხვები, ვიდრე განყოფილებაში გამოგიძახონ სათითაოდ. - კი მაგრამ, უკვე ხომ დაგვკითხეს?! ჩვენ რა შუაში ვართ, მომხდართან? - წარბი შეიკრა გეგეშიძემ. - არავინ ამბობს, რომ შუაში ხართ. უბრალოდ კითხვებს უპასუხეთ და მორჩება ეს ამბავიც. თქვენს ორ თანასკოლელს დაესხნენ თავს, ერთი გარდაიცვალა, მეორე კი სიკვდილს ებრძვის და არავინ იცის გადარჩება, თუ არა! საქმე სერიოზულად არის. კიდევ ათჯერაც დაგვკითხავენ, გამოძიებას თუ დასჭირდება! უკვე მაგრძნობინეს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ვითანამშრომლებთ! ნერვიულად შეისწორა მხრებზე დაყრილი ხუჭუჭა თმები. უფროსკლასელები თავს ირონიული ღიმილით აქნევდნენ, მაგრამ მაინც მორჩილად წამოკრიფეს თავიანთი ნივთები და მასწავლებელს უკან მიჰყვნენ. კარში გასვლისას შუკვანმა ბოლოჯერ ესროლა ელს მრავალმნიშვნელოვანი მზერა და თვალს მიეფარა. მაშინვე ყველა ერთხმად აყაყანდა. გოგონები ელს შემოეხვივნენ. - საინტერესოა, არეშიძე, გონს თუ მოვიდა? - ანამ პირზე აიფარა ხელი და ისე აჩურჩულდა. - რანაირად მოვიდოდა, სიკვდილს ებრძვისო! - ლიზამ თვალები გადაატრიალა - გავიგე, რომ მამამისსაც კი არ უშვებენ სანახავად. დღემდე რეამინაციაში წევს! თვალი არ გაუხელია. - უჰ, მიშიკომ, თუ გაიგო ვინ დაუჭრა შვილიკო, სანამ პოლიცია რაიმეს მოიმოქმედებს, ტყავს გააძრობს საკუთარი ხელით! - ჩაიბურტყუნა შერვაშიძემ. - და შენი შვილი, რომ ვინმეს დაესახიჩრებინა, რა რეაქცია გექნებოდა ვითომ? - დოინჯი შემოირტყა ნიცამ. სამივემ გაოცებულმა შეხედა გოგოლაძეს. - შენ, მგონი ხუმრობ! - ყურებს არ დაუჯერა ლიზამ - არ თქვა, რომ მანიაკს იცავ! არამზადა და გარეწარი, რომ არ გაეზარდა მამამისს, იქნებ არავის გაემეტებინა სასიკვდილოდ?! ეჭვიც არ მეპარება, რომ მაჩაბელი სწორედ არეშიძემ გაისტუმრა იმქვეყნად! თავი მომაჭერით, თუ ვცდებოდე! - შენი ბრალდებები სასაცილოა, ლიზიკო! - გაწიწმატდა ნიცა - რა იცი, რომ არეშიძემ სცემა მაჩაბელი?! დამამტკიცებელი საბუთი გაქვს?! შენი თვალით დაინახე?! - ალბათ, არ ფიქრობ, რომ ჟვანია გაუსწორდა, გეომეტრიის სახაზავით! - გაცეცხლდა ქერა - საერთოდაც, რატომ იცავ არეშიძეს?! ჭკუა სულ დაკარგე?! - არავისაც არ ვიცავ! - გაცხარებულს, სიწითლე ყურებსა და ყელზე გადაუვიდა - უბრალოდ, უადგილოა ადამიანის დადანაშაულება, მაშინ როცა მტკიცებულებები არ გაქვს! - ვინ თქვა, რომ მტკიცებულებები არ არსებობს?! გოგონები ისე შეჰყვნენ კამათს, არც კი შეუმჩნევიათ, რომ გარშემო ნელ-ნელა ყველას ყურადღებას იქცევდნენ. - ლიზა! მუჯლუგუნი უთავაზა ანამ მეგობარს და მიმოიხედა. რამდენიმე მოსწავლე გაფაციცებული აყურადებდა მოჩხუბრებს. კანდელაკს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, გამოფხიზლდა და დამნაშავე მზერა ელზე გადაიტანა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად ადევნებდა თვალს გოგონების კინკლაობას. ლიზას მზერაში გარკვევით იკითხებოდა, რას გულისხმობდა „მტკიცებულებების არსებობაში“ - მისი აზრით მოწმე სავანელი იყო, რომელიც საუბარს არ აპირებდა. - ჩემს გარეშე გააგრძელეთ თამაში. ხმადაბლა ჩაილაპარაკა ელმა და ანას თხოვნის მიუხედავად ძელსკამზე დაიკავა ადგილი. ერთიანად ხურდა და ეს თამაშის ბრალი სულაც არ იყო. ისევ წიგნს წამოავლო ხელი, უფრო იმიტომ, რომ ხელები რაიმით დაეკავებინა. წინადადებიდან აზრი ვერ გამოჰქონდა. გონება შუკვანზე ფიქრით ჰქონდა დაკავებული. დიდი სიამოვნებით გაიპარებოდა სპორტდარბაზიდან და დაკითხვას მიაყურადებდა, მაგრამ ზედმეტად სარისკო იყო. მკვლელობისა და თავდასხმის შემდეგ, მთელი სკოლა ისე იყო მობილიზებული, მანდატურს იატაკზე მოსეირნე ჭიანჭველა არ გამოეპარებოდა. თან არ უნდოდა კანდელაკის ფანტაზია უფრო გაეღიზიანებინა. გოგონა ისედაც იმაზე მეტს ხვდებოდა, ვიდრე საჭირო იყო! - ლიზას აკვიატება, უკვე მაღიზიანებს! - ანა გვერდით მიუჯდა ელს - მოიგონა, რაღაც და ობსესიაში გადასდის უკვე! ელს არაფერი უპასუხია. უხმოდ გადაშალა შემდეგი გვერდი. შერვაშიძე კიდევ უფრო მოიღრუბლა. - გეყოფა თავის მოჩვენება, თითქოს ლიზას ორაზროვანი კომენტარები ნერვებს არ გიშლიდეს! - ანამ წიგნი აართვა მეგობარს და უცერემონიოდ დაუხურა. ელს წარბები მაღლა გაექცა - ახლა არ მითხრა, რომ გვერდს ვერ იპოვი! მთელი წიგნი ზეპირად იცი და მაინც კითხულობ! - რა გინდა ჩემგან, ანკა? ჩანთაზე მიგდებულ თავის სვეტერს ხელი წამოავლო და გადაიცვა. კაპიუშონი თავიდან გადაიწია და გრძელი თმა ამოიკეცა. მობეზრებულმა გაიფიქრა, როგორც კი დრო მექნება მოკლედ შევიჭრიო. არ მიეკუთვნებოდა იმ გოგონების ჯგუფს, ვისაც გრძელი თმა და ფრჩხილები იზიდავდა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო კომფორტი, სისუფთავე და წესრიგი! - რანაირად არ უბრაზდები, კანდელაკს, როცა ათას საშინელებას გაბრალებს?! - და რატომ ფიქრობ, რომ ლიზას ბრალდებები ჩემი პრობლემაა? - მკრთალად გაეღიმა - ანკა, არ ვაპირებ კამათს მეგობართან! - მეგობართან, რომელიც მატყუარას გიწოდებს? - მეგობართან, რომელსაც თავისი მოსაზრება აქვს, რაზეც მე გავლენა ვერ და არ მექნება! მხრები აიჩეჩა და მაჯის საათს დახედა. ათ წუთში ზარი დაირეკებოდა. ბავშვები დარბაზში გაფანტულიყვნენ. თამაშის ხალისი ყველას დაკარგვოდა. ზოგი ტანვარჯიშით იყო დაკავებული, ზოგი კალათბურთს თამაშობდა, ზოგიც სკამზე ჩამომჯდარიყო და მეგობრებთან ერთად ხმადაბლა საუბრობდა. ლიზა ბიჭებთან ერთად თამაშობდა კალათბურთს. სახეზე ეწერა, რომ სამეგობროსთან საუბრის სურვილი არ ჰქონდა. ნიცა კი ფიზკულტურის მასწავლებელთან განმარტოებულიყო ერთ კუთხეში. - საინტერესოა, რას ეჭორავება, ზაზას? - ანამ ნიცაზე ანიშნა ელს - ბოლო დროს უცნაურად იქცევა. აქამდე ჩვენთან დასამალი არაფერი ჰქონია. - და ახლა რას გვიმალავს? - მგონი ვიღაცას ხვდება, მაგრამ ჩვენ რატომ არაფერს გვეუბნება? მანამდე ათას იდიოტს, რომ სწერდა ტვინს გვიბურღავდა ჩატის განხილვით, არიქა რას ფიქრობთო! ახლა კი თევზივით დუმს! ელმა ჩაიფრუტუნა. გოგოლაძის ქარაფშუტობის ამბავი მთელმა სკოლამ კარგად იცოდა. ძალიან მარტივად იწყებდა და ასრულებდა ურთიერთობებს. იმის გათვალისწინებით, რომ ბიჭებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა. გოგოლაძეც შანს ხელიდან არ უშვებდა და მეოცნებე თავით ღრუბლებში, იმ ერთადერთ „პრინცს“ დაეძებდა ბრბოში. მისი რჩეული შეძლებული, წესიერი, სიმპათიური და კარგად აღზრდილი პიროვნება უნდა ყოფილიყო. თავისი დროის უმეტესი ნაწილი, კი გოგონასთვის უნდა დაეთმო! ელი მუდამ მობეზრებული ისმენდა გოგოლაძის მომთხოვნ კრიტერიუმებს და ძალიან ცდილობდა არ გასცინებოდა, რადგან ნიცას სწყინდა, არასერიოზულად აღმიქვავო! - სპეციალურად ასაიდუმლებს, რომ ყურადღება მიიქციოს, - გაეცინა სავანელს - ეიფორიაში ვარდება, როცა კითხვებით აწუხებენ, თუ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში. არ იცნობ? - მეეჭვება. - ანამ ნიკაპი მოისრისა - გეუბნები, ამჯერად სხვანაირი სიტუაციაა. რაღაცას მალავს! ნახე, როგორ იცავდა არეშიძეს? შეიძლება გულმაც დამარტყას, რომ გავიგო, გიგიზეა შეყვარებული! - შენ, მგონი ბურთი ძლიერად მოგხვდა თავში! - წარბშეკრულმა გახედა მეგობარს - სისულელეს ნუ ლაპარაკობ! - არ გესმის! - თავი გააქნია სერიოზულად შეფიქრიანებულმა - როცა გაიგო, რა დაემართა არეშიძეს ფერი დაკარგა. ჩვენთან არაფერი შეიმჩნია. იცნობს ლიზას კირკიტა ხასიათს და არ უნდოდა ზედმეტი კითხვები დაგვესვა. გეუბნები, როცა ლეჟავამ ახალი ამბავი შემოიტანა კლასში, ნიცას სახე გაუფითრდა. ნუ, არც ჩვენ ვიყავით უკეთეს მდგომარეობაში, მაგრამ გოგოლაძეს ბავშვობიდან ვიცნობ, ვიცი როდის განიცდის და როდის ცდილობს ამის დამალვას! ელმა მზერა ნიცაზე გადაიტანა. გოგოლაძე არასოდეს გამოლაპარაკებია არეშიძეს. გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს. მეტიც, ხშირად შეუმჩნევია, როგორ ამრეზით გააყოლებდა ხოლმე თვალს, თუ ახლოს ჩაივლიდა თავზეხელაღებული ბანდიტი. არც ერთი შემთხვევა არ აგონდებოდა, რომელსაც საგანგაშო სიგნალი შეიძლებოდა გამოეწვია. ნიცა ვერ იტანდა გიგის! თუმცა, ანა ერთ რამეში არ ცდებოდა. თავად რომ არ ყოფილიყო მოწმე, იფიქრებდა აბუქებსო, მაგრამ ნიცა მართლა იცავდა არეშიძეს. რა მიზეზით? რამე მოხდა რაზეც სამეგობროს წარმოდგენა არ ჰქონდა? როდის? კი მაგრამ, გოგოლაძე მუდამ გოგონებთან ატარებდა მთელს თავისუფალ დროს. პაემნებზეც კი არ დადიოდა მარტო და დაქალებს მიაპრონწიალებდა „მცველებად“. პატარაობიდანვე მამამისის ავადმყოფური კონტროლის ქვეშ იყო. სიკვდილივით ეშინოდა მისი. რა მოხდებოდა მალხაზას, რომ შეემჩნია სადმე ბიჭთან ერთად? სახლში გამოკეტავდა სამუდამოდ! პატარა ქალაქში დამალვა ძალიან რთული იყო. სულ რომც მამამისს არ დაენახა, ხალხი ჭორაობას დაიწყებდა და ვინმე მაინც მიუტანდა ენას. ნიცამ გამოსავალი მეგობრებში ნახა. როცა ბიჭთან მიდიოდა პაემანზე, ან ლიზა მიჰყავდა ხოლმე, ან ანა. ელი იშვიათად თანხმდებოდა ასეთ ცირკს. ამიტომ დაჯერება უჭირდა, რომ არეშიძესთან მალულად ჰქონდა კონტაქტი და გოგონებმა ეს ვერ შეამჩნიეს. - არ მჯერა! - თავი გააქნია ბოლოს - ნიცა შეიძლება ინფანტილურია, მაგრამ დებილი არ არის, ანკა! იცის, რას წარმოადგენს არეშიძე! ახლოს არ გაეკარებოდა. ან როდის კი მაგრამ, მუდამ ჩვენ გვერდითაა! - მეც ეგ მაფიქრებს! - წარბი შეიკრა შერვაშიძემ - გეუბნები, აქ რაღაც რიგზე ვერ არის და თუ ეს ლიზამაც იყნოსა, არ მოეშვება სანამ სიმართლეს არ ამოთხრის! მეძებარი ძაღლი, კანდელაკთან შედარებით ფიკუშია! საკუთარ თავზე მაინც არ მქონდეს გამოცდილიო - გაიფიქრა სავანლემა და უხერხულად შეიშმუშნა... ამ დროს, მიხეილ არეშიძე საავადმყოფოს მოსაცდელში სკამზე იჯდა თავჩახრილი და ერთიანად ცახცახებდა. ჩასისხლიანებული თვალები გიჟს მიუგავდა. მისი ხალხი ახლოს მისვლას ვერ უბედავდა. მოშორებით იდგნენ ყურებჩამოყრილები და ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს დასაფლავებას ესწრებოდნენ და ტირილი ეკრძალებოდათ. საბოლოოდ წინამძღოლმა თავი ასწია. ენას ღეჭავდა პირში გამწარებული. იქვე მდგომ თანამოაზრეებს ბასრი მზერით გახედა და ერთ-ერთი თითით მიიხმო თავისთან. ვირთხის სახიანმა ტანმორჩილმა მამაკაცმა, გაუბედავად გადადგა ნაბიჯი უფროსისკენ და შიშით მოიხარა, როცა შეამჩნია, რომ არეშიძეს რაღაცის თქმას აპირებდა. - ყველას გადაეცი! - ხმა ღრიალისგან ჩახლეჩოდა - სკოლაში მოიკითხეთ და ყურებით მომითრიეთ ის , ვინც გიგიზე ხელის აღმართვა გაბედა. ცოცხლად უნდა დავმარხო! მამაკაცმა სწრაფად დაუკრა თავი და მაშინვე გაეცალა. მიხეილმა ღვარძლიანი მზერა რეამინაციის განყოფილების კარზე გადაიტანა, რომელზეც დიდი წითელი ასოებით ეწერა - შესვლა აკრძალულია!... ****** ელი შუკვანის საკლასო ოთახთან ატუზულიყო და მოუთმენლად ელოდებოდა, როდის დასრულდებოდა დაკითხვა. თითქმის ყველასთან მორჩნენ საუბარსო - ინფორმაცია გამოიტანა, გეგეშიძემ. შუკვანისა და დეტექტივების გარდა არავინ იყო კლასში. კედელს მიყრდნობილი ადგილს ვერ პოულობდა. კი მაგრამ, რას ეკითხებოდნენ ამდენს?! გაწბილებულმა კლასში დაბრუნება დააპირა, რომ კარი გაიღო და დერეფანში გამომძიებელი გამოვიდა მეწყვილესთან ერთად. მაღალსა და მხარბეჭიანს ტუჩს ზემოთ კოხტა ულვაში ამშვენებდა. შავი გაჩეჩილი თმა ყვავის ბუდეს მიუგავდა. ყორნისფერი თვალწარბი ფერმკრთალ სახეზე მკვეთრად ეკვეთებოდა. თხელ ფერდაკარგულ ბაგეებში ასანთის ღერი მოექცია. გამოხედვა გამჭოლი ჰქონდა. გრძელი ლაბადა, რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა შეისწორა და ერთი თავით დაბალსა და მსუქან მეწყვილეს, რაღაც ხმადაბლა გადაულაპარაკა. მანაც თავი დაუქნია, ელს ჩაუარა და აჩქარებული ნაბიჯებით დაეშვა კიბეზე. კლასიდან შუკვანი გამოვიდა და როცა ელი დაინახა მის კართან ატუზული გოგონას გვერდით ამოუდგა. მრავალმნიშვნელოვანი მზერა გაცვალეს ერთმანეთში, მაგრამ სიტყვა არცერთს დაუძრავს. მათი ყურადღება დეტექტივმა მიიქცია, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებოდა ორს. - შენ, სავანელების ქალიშვილი უნდა იყო... თავით ფეხებამდე შეათვალიერა გოგონა დეტექტივმა. კითხვა არ დაუსვამს, უბრალოდ ივარაუდა. ელსაც თავი ვალდებულად არ ჩაუთვლია ხმა ამოეღო. მდუმარედ მისჩერებოდა მამაკაცს. შუკვანს მთელი სხეული დაეჭიმა. სამ შორის უცნაური დაძაბულობა იგრძნობოდა. მამაკაცმა ასანთის ღერი ენის წვერით ტუჩის მეორე კუთხეში გადაიტანა და ჩაიღიმა. - მამის თვალები გაქვს, მაგრამ დედას ჰგავხარ. მხოლოდ ეს უთხრა. ხელები ლაბადის ჯიბეში ჩაილაგა და დერეფანს აუჩქარებლად გაუყვა. ელმა და კიტამ ისევ ერთმანეთს გადახედეს. სანამ მამაკაცი თვალს არ მიეფარა სიტყვა არ დაუძრავთ. ზარის დარეკვისას გაკვეთილები დაიწყო, ამიტომ დერეფანში ორის გარდა არავინ ჭაჭანებდა. შუკვანს მეცადინეობები დაესრულებინა. მისმა კლასელებმა, დაკითხვის შემდეგ, სახლებს მიაშურეს. ელს ბოლო გაკვეთილი ქიმია ჰქონდა, მაგრამ საკლასო ოთახში დაბრუნებას არ ჩქარობდა. - ჯობდა ჩემთვის არაფერი გეთქვა... ელმა მზერა მეგობარზე გადაიტანა. ბიჭს წარბი შეეკრა და იმ ადგილს მიშტერებოდა, სადაც დეტექტივი მიეფარა თვალს. - ბევრი კითხვა დამისვეს. არეშიძით ინტერესდებოდნენ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მაჩაბელთან. ეჭვობენ, რომ მკვლელობა გიგიმ ჩაიდინა, ის კი შურისძიების მიზნით დაჭრეს. - და შენ რა უპასუხე? - სავანელს ხელის გულები გაუოფლიანდა. - ვუთხარი, არაფერი ვიცი-მეთქი. იმ ულვაშიანმა, მგონი არ დამიჯერა. - ესე იგი, არეშიძემ ყურადღება მიიქცია, - ელმა, მეგობრის პასუხით დამშვიდებულმა, ფიქრიანად მოისვა ნიკაპზე ხელი - საინტერესოა, ვინ არის ის დეტექტივი, აქაურს არ ჰგავს. როგორც წესი, ადგილობრივი პოლიცია არეშიძეზე არასოდეს სვამს კითხვებს. - როგორც გავიგე, ქალაქში ახალი გადმოსულია და მგონი წესები არავინ აუხსნა. - ან არ მოუსმინა... - ელს ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში. - მაგაზე უკვე მიხეილი იზრუნებს, თუ კუდზე ფეხს დააბიჯებს. ჩაურთო სვანმა ავისმომასწავებლად. ელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. არაერთი სიტუაცია ახსოვდა პატარა ქალაქს. იყვნენ ამბიციური სამართალდამცავები, რომლებიც საერთო „წესრიგს“ არ სცნობდნენ. ზოგიერთმა, ვინც ჭკუა იხმარა, სქელი ბანკნოტებით ჯიბეში ცხოვრება გაიუმჯობესია, ზოგმაც უსახელო საფლავში დაასრულა სიცოცხლე. - რა თქვა, რა მქვიაო? - გაბრიელ ავალიანი, თბილისიდან გადმოიყვანეს. - ავალიანი... - ხმადაბლა გაიმეორა ელმა და სახე მოექუფრა... თავი მერვე "ნიცას საიდუმლო" მალხაზ გოგოლაძე მძიმე ხასიათის ადამიანი გახლდათ. ძალიან უყვარდა ადამიანების კონტროლი. ხასიათი დედამისისგან, ელისოსგან, ერგო. ახალგაზრდობაში ბიჭს ყველა დეტალსა თუ წვრილმანს უსწორებდა - რა ჩაეცვა, რა ეჭამა, ვისთან ემეგობრა, ვინ მოსწონებოდა, სად ჩაებარებინა სასწავლებელში და საერთოდ, ვინ ყოფილიყო ცხოვრებაში! ქალბატონი ელიკოს გეგმის მიხედვით მიდიოდა მახოს ცხოვრება, სანამ ახალგაზრდა ბიჭი მომხიბვლელ თინათინს არ შეხვდა უბნის მარკეტში. ღარიბი გოგონა დამოუკიდებლად ცდილობდა თავის გატანას. თორმეტი საათი მუშაობდა სალაროსთან. აღებული ხელფასით კი, ბინის ქირის გადახდასა და პროდუქტების ყიდვას ძლივს ახერხებდა. მალხაზს, ერთი ნახვით შეუყვარდა ლამაზი გოგონა, გრძელი ნაწნავებითა და დიდი ბრდღვიალა ყავისფერი თვალებით. მისმა მაცდურმა ღიმილმა თავი დააკარგვინა ბიჭს. ცხოვრებაში პირველად აღარ უსმენდა დედის მითითებებს. თინათინი კი მიმზიდველი ყმაწვილით მოიხიბლა. მალხაზს მაშინ არ ჰქონდა უზარმაზარი ღიპი და ტუჩსზემოთ მოზრდილი ულვაშიც არ ამშვენებდა. სიმპათიური ყმაწვილი გახლდათ, დიდი მიზნებით ცხოვრებაში. თორმეტი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ელიკომ, ჯერ იმ ფაქტზე გაგიჟებაც ვერ მოასწრო, რომ მისი ერთადერთი ვაჟიშვილი, ოჯახის სიამაყე და თვალისჩინი, ვიღაც გომბიოს გადაეკიდა, რომ მალხაზმა დედის პროტესტის მიუხედავად, ერთი წლის თავზე გოგონას ხელი სთხოვა და ჩუმად დაიწერეს ჯვარი ეკლესიაში. ელისოს ლამის ინფარქტმა დაარტყა, როცა ვაჟიშვილმა ახლად გამომცხვარი რძალი მიუყვანა სახლში, მაგრამ რაღას იზამდა. ბევრი იკივლა, იტირა, ინერვიულა შემდეგ კი უკმეხად მიუთითა გოგონას სამზარეულოს ნიჟარისკენ - ჭურჭელია დასარეცხი, გაინძერიო! თინათინი მიხვდა, რომ ავი დედაბერი ხვდა დედამთილად, მაგრამ რაღას იზამდა? ითმენდა, სანამ მალხაზი სწავლას არ დაასრულებდა და სამსახურს არ იშოვნიდა. ითმენდა, სანამ ქმარმა ბიზნესი არ წამოიწყო და პატარა მაღაზია არ გახსნა. მოთმინებამ შეაძლებინა ავი კუდიანისგან თავი დაეღწია და ორსული ახალ ბინაში გადასულიყო მეუღლესთან ერთად. წლები გადიოდა, თინათინი კი უფრო და უფრო მეტს ითმენდა. მარტონი რომ აღმოჩნდნენ ერთ ჭერ ქვეშ, ბებერი ელიკოსგან მოშორებით, მალხაზმა საკუთარი კლანჭები გამოაჩინა. დედის დარად ძალიან უყვარდა კონტროლი. ცოლს უთითებდა, რა უნდა ჩაეცვა და რა არა, სად უნდა წასულიყო და სად არა. როცა თინათინს პატარა გოგონა შეეძინა, მალხაზის ხასიათი კიდევ უფრო გაუუხეშდა. პატარა ნიცა ბავშვობიდანვე რკინის მკლავებში მოიქცია. ბაღში ბიჭებთან თამაში ეკრძალებოდა, მხოლოდ გოგონებთან უნდა ყოფილიყო. თინათინს არ აძლევდა უფლებას სხვა დედებთან ერთად სადმე გასულიყო, თუნდაც კაფეტერიაში ყავა დაელიათ. მწირი კონტაქტი სამყაროსთან ქალს მარტოსულს ხდიდა. გამუდმებით სახლში იჯდა და ქურასთან ტრიალებდა, ან ალაგებდა, ან ბავშვს უვლიდა. ხანდახან მალხაზს მაღაზიაშიც მიჰყავდა, როგორც გამყიდველი და თავზე ადგა ცოლს. თინათინი მიეჩვია თავის ყოფას, ნიცა ვერა. გოგონას აღიზიანებდა მამის ავადმყოფური კონტროლი. როდესაც გოგონებთან ერთად სადმე უნდოდა წასვლა, მალხაზისგან უნდა აეღო ნებართვა. თუ რომელიმესთან უნდოდა დარჩენა, მთლად უარესი! - დიდი ხვეწნისა და მუდარის შემდეგ თუ სწყალობდა შვილს, ეგეც იშვიათად. ნიცა ხშირად ეპატიჟებოდა დაქალებს სახლში. მალხაზი გოგონებს ზრდილობიანად უღიმოდა, მაგრამ მხოლოდ ელს ართმევდა ხელს პატივისცემით. პარადოქსი იყო პირდაპირ, არც ლიზას და არც ანას არ ეწერათ სახეზე ტირანისადმი ზიზღი, მხოლოდ სავანელს ეკვროდა კრიჭა მამაკაცის დანახვაზე. სულამ პატარაობიდანვე მიაჩვია ასეთი ადამიანებისადმი სიძულვილს. ასე იყო თუ ისე, ელი ერთადერთი იყო, ვისაც თხოვნაზე უარს არ ეუბნებოდა. ნიცას თუ სადმე წასვლა უნდოდა და მამამისი არ უშვებდა ელთან გარბოდა. გოგონას ნერვები კი ეშლებოდა ყოველ ჯერზე, მაგრამ მაინც მორჩილად ეკითხებოდა მასზე ერთი თავით დაბალ მამაკაცს, თუ შეეძლო ნიცა თან წაეყვანა. ამიტომ, როცა ბოლო ერთი თვის შემდეგ, ელი პირველად ესტუმრა გოგოლაძეებს სახლში, თინათინი გაშლილი მკლავებით შეეგება შვილის მეგობარს და გულში ჩაიკრა. - რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, ელ, - გოგონას სახეზე მოუთათუნა თბილი ხელი. - თმები შეგიჭრიათ? - თინათინის მოკლე, აპრეხილ ვარცხნილობას შეავლო თვალი - გიხდებათ. - როგორც ყოვეთვის, თავაზიანი ხარ. - გაეცინა ქალს და თავით ანიშნა შემოდიო. - ნიცა სახლშია? დავპირდი ერთი საათით შემოგივლი-თქო. - შენ გელოდება. რამეს შეჭამ? რატომ ერთად არ მოხვედით სკოლიდან? - სახლში უნდა გამევლო, ზურგჩანთან დავტოვე. გმადლობთ, არ მშია. - ბლინები დავაცხვე, შენ რომ გიყვარს ისეთი, - მაცდურად აახამხამა თვალები. სავანელს გაეღიმა. - იცით ჩემი სუსტი წერტილი, - თავი დაუქნია - დიდი მადლობა. - ახლავე შემოგიტანთ ოთახში. - ოხ, ოხ, ვის ხედავს ჩემი თვალები! მისაღები ოთახიდან მალხაზი გამოვიდა, ტუჩებზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა. სამსახურიდან სასადილოდ დაბრუნებულიყო სახლში. გოგონას ჩვეულისამებრ გაუწოდა ხელი. - გამარჯობა. - ელმა გამოწვდილი მარჯვენა ჩამოართვა. - რატომ აღარ მოდიხარ ხოლმე ჩვენთან, ელ? ნიცასთან ხომ არ მოგივიდა კამათი? - დაკავებული ვარ. დამატებითი მეცადინეობები მაქვს მათემატიკასა და ინგლისურში. პლუს ჭადრაკის წრეზე დავდივარ. იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო. - ყოჩაღ, ყოჩაღ! - მამაკაცმა აღფრთოვანებით შეათვალიერა გოგონა - მამაშენი, ალბათ შენით ძალიან ამაყობს. ელს ყბაზე კუნთი დაეჭიმა. არაფერი უპასუხია. ძალიან უნდოდა გასცლოდა გოგოლაძეს, მისი პიროვნება აღიზიანებდა. - კარგი, შეეშვი, მალხაზ. შენ სანახავად კი არ მოსულა! - სიცილით ჩაერია თინათინი და გოგონას თავით ანიშნა წადიო. სავანელს გულზე მოეშვა. თავი ოდნავ დაუკრა ცოლ-ქმარს და ნიცას ოთახისკენ მიაშურა. სანამ კარს შეაღებდა შემოესმა ოჯახის უფროსის ხმა, როგორ ეუბნებოდა ცოლს: „კარგი, შვილი ჰყავს, მამას, კარგი! საამაყო და ჭკვიანი გოგოა! ძალიან მომწონს! შენს ქარაფშუტა ქალიშვილს, კი არ ჰგავს, დღე და ღამე იმაზე დარდობს რა ჩაიცვას!“ ელს ზიზღით მოეღრიცა ტუჩები. სახელურს დაექაჩა და კარი შეაღო. ნიცა საწოლზე იწვა მოკუნტული. მუხლები მუცელთან აეტანა და ერთი წერტილისთვის თვალი გაეშტერებინა. ეჭვი არ იყო გაიგონა მეგობრის მოსვლა, მაგრამ არ გამოეგება. სახეზე ეწერა მიზეზი - ხასიათზე ვერ იყო. - ძალიან გამიბრაზდები ერთხელ მამაშენს ყბაში, რომ ვუთავაზო? იკითხა ხმადაბლა და კარი მიიკეტა. ნიცას მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და თვალები მოიწმინდა. - მერე ვინღა მიხსნის მისი კლანჭებისგან? შენს გარდა არავის უსმენს. დედაჩემსაც კი. - ხმა ჩახლეჩოდა. ელი მეგობარს მიუახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა. - რა გჭირს? - თმა გადაუწია სახიდან. სველმა კულულებმა მიახვედრეს, რომ მის მოსვლამდე ტიროდა - ლიზასთან კამათის გამო ხარ ცუდ ხასიათზე? მოაგონდა გოგონების ჩხუბი სპორტდარბაზში. მას შემდეგ არცერთს ხმა არ გაუღია. გოგოლაძე ყველას სწრაფად გამომეშვიდობა და სახლისკენ გაუდგა გზას აჩქარებული ნაბიჯით. ელი მიხვდა, რომ დრო სჭირდებოდა, ამიტომ მაშინვე უკან არ აედევნა. სახლში წავიდა, ჩანთა დატოვა, ცოტა შეჭამა და მხოლოდ მერე გამოუარა, როგორც დაპირდა. ნიცამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ტუჩები უცახცახებდა. სიტყვა არ დასცდენია, რომ ხმას არ გაეცა, როგორ იკავებდა ტირილს სავანელის წინაშე. - ეი! - გოგონასკენ დაიხარა და ნიკაპში თითი ამოსდო - შემომხედე, რა ხდება შენ თავს? ნიცამ ისევ თავი გააქნია უხმოდ, მკლავები კისერზე მოხვია და სავანელის თმაში ჩამალა სახე. მთელი სხეული უცახცახებდა. ისეთი ნაზი და დაუცველი იყო ელს გული შეეკუმშა. გვერდით მიუწვა და თავზე ხელი გადაუსვა. მის ყელში თავჩარგული გოგოლაძე ჩუმად ტიროდა. - ისევ მამაშენმა მიქარა რამე? - ჰკითხა ხმადაბლა, თან გრძელ ლამაზ კულულებზე ეფერებოდა. პასუხად ისევ თავი გააქნია. - არ გინდა საუბარი... ეს კითხვა აღარ იყო. ნიცა, პასუხად, კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრა მეგობარს სხეულზე. ელი საგონებელში ჩავარდა. ანას სიტყვები მოაგონდა, ბოლო დროს ნიცა უცნაურად იქცევაო. იქნებ შერვაშიძე არ ცდებოდა? აბა სხვანაირად როგორ აეხსნა მის მკლავებში მოქცეული მოცახცახე სხეულის საქციელი? გოგოლაძე არ მიეკუთვნებოდა „დრამა ქვინის“ კატეგორიას. მუდამ მხიარული, უდარდელი და ქარაფშუტა გახლდათ. ძალიან უყვარდა მეგობრებთან ჭორაობა, ლამაზად ჩაცმა და ახალი სასიყვარულო თავგადასავლები! მეგობრების თანდასწრებით არასოდეს უტირია. არასოდეს ყოფილა ასეთი სასოწარკვეთილი. სავანელს ცუდ ომენად ენიშნა გოგონაში მომხდარი ცვლილებები. - სკოლაში მითხარი, რომ რაღაცის თქმა გინდოდა... - წამოიწყო ისევ, როცა ნიცამ ტირილს უკლო - ვხვდები, რომ გადაიფიქრე. ნიცა სლუკუნს მოჰყვა, თან თვალებს და ცხვირს იწმენდდა ხელის ზურგით. - ჩემი საყვარელი ზედა დამიდორბლე, გოგო? სავანელი გულწრფელად აღშფოთდა. ნიცას ცრემლიან თვალებში კი ღიმილმა გამოანათა. - რას იკრიჭები?! - შეუტია - წვინტლები შემაწმინდე ზედაზე! გოგოლაძე უკვე ხმით იცინოდა. ელი კი წარბშეკრული დაჰყურებდა დაბინძურებულ კაპიშონიან ზედას. - შენი ტყავის ბრალი, რომ შავია და ვერაფერს ვხედავ! - ჩემსას გათხოვებ, ამას კი გაგირეცხავ! - ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით უპასუხა. - რომელს, ფუმფულა ვარდიფერს, თუ ბუმბულებიან კრემისფერს?! - წარბები აწკიპა - გმადლობ, ისევ ჩემი შავი წვინტლიანი მირჩევნია! - მართლა „ადამსი“ ხარ, ელ. ანამ სწორად მოგიფიქრა მეტსახელი. - ახითხითდა, თან სველ თვალებს იმშრალებდა თითებით. პასუხად მხოლოდ თვალები გადაატრიალა, რასაც ისევ ნიცას ხითხითი მოჰყვა. გულში უხაროდა, რომ გოგონამ ტირილი შეწყვიტა. მზად იყო მის ხარჯზე ეცინა მეგობარს. გოგოლაძემ თითქოს სავანელის აზრები წაიკითხაო, დასერიოზულდა და შავ ზედას საჩვენებელი თითით დაუწყო წვალება. ელი ხმას არ იღებდა, იცდიდა... - გადავიფიქრე... - წაისრუტუნა ხმადაბლა - ჯერ მზად არ ვარ სასაუბროდ. ელს თვალები ეჭვით მოეწკურა. გაკვეთილზე, როცა რჩევა სთხოვა, თავდაჯერებული ჩანდა თავის გადაწყვეტილებაში. რა შეიცვალა? - გადაიფიქრე, თუ ლიზასთან კამათმა შეგაცვლევინა აზრი? მხრები აიჩეჩა. ელმა სახეზე ჩამოისვა ხელი. ნუთუ მართლა არეშიძეზე იყო შეყვარებული სულელი გოგო?! იგრძნო როგორ მოაწვა სახეზე სისხლი და წამოჯდა. ნიცამ თვალები დახარა და თავის თითებს დაუწყო თამაში. ცალი ფეხი მოიკეცა და მხარი ჩამოაყრდნო, თავი საწოლის საზურგეს მიაყრდნო და გაირინდა. გესლს ღეჭავდა პირში, რომ არ დასტაკებოდა, მაგრამ წუთისწინანდელი ნიცას ისტერიკა განზრახვაზე ხელს აღებინებდა. არ ღირს განავლის ქექვა, უფრო აყროლდებაო - იღრინებოდა გონებაში. სწორედ ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა. ელი გასწორდა, ფეხები ჩამოიღო საწოლიდან და ნორმალურად დაჯდა. კარი გაიღო და ოთახში თინათინი გამოჩნდა თბილი ღიმილითა და ვანილის ბლინებით ხელში. - სასუსნავი მოგიტანეთ. - უზარმაზარი თეფში საწერ მაგიდაზე დადო. - ელ, ვიცი, რომ დანამატები არ გიყვარს, მაგრამ თუ გადაიფიქრებ თაფლი და მარწყვის ჯემი მაქვს მაცივარში. - დიდი მადლობა, თინა დეიდა, ნუ წუხდებით. საკმარისია. - რა შეწუხებაა, ძვირფასო... - ხელი აიქნია და შვილს გადახედა - რა გჭირს, დედა, ცუდად ხომ არ ხარ? - ისტორიაში საკონტროლო მოგვდის და ნერვიულობს, - ჩაერია სავანელი - დალი მასწავლებელმა იმდენი დავალება მოგვცა, ლიზასაც კი უჭირს ყველაფრის დამახსოვრება, არადა საუკეთესოა კლასში. - მერე, მაგას წოლა და ნერვიულობა კი არა, მეცადინეობა უნდა! - დედამ შვილი დატუქსა. - აბა, რას იზამს. დიდხანს არ გავჩერდები. რომ წავალ წიგნებს მიუჯდება. ბოლო ორი სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა და ნიცას მრავალმნიშვნელოვნად დაუბრიალა თვალები. გოგონა საწოლზე აჩოჩდა და მოხერხებულად დაჯდა. მოკეცილ ფეხებზე ბალიში დაიდო და ხელები დაალაგა. - კარგი, დედა, გეყოფა, დაგვტოვე მარტო ცოტახანს! - აწუწუნდა გაღიზიანებული. - კარგი, კარგი... ხელები დანებების ნიშნად ასწია მაღლა. ელს ბოლოჯერ გაუღიმა და კარი გაიხურა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს. ელმა ფუმფულა ბლინს ხელი წამოავლო და უკბიჩა. უგემრიელესი იყო! თინათინი შესანიშნავი მზარეული ბრძანდებოდა. - გეტყვი... დრო მომეცი და ყველაფერს გეტყვი. სიჩუმე დაარღვია ნიცამ. ელი ბლინს შეექცეოდა და ხმას არ იღებდა. კარგად იცნობდა თავის თავს - სჯობდა იმ წუთს ენისთვის კბილი დაეჭირა, სანამ მორიგი ცრემლების მიზეზად იქცეოდა. - ელ... ნიცამ, გრძელი წამწამების ქვემოდან, გაუბედავად გახედა მდუმარე მეგობარს. სავანელმა უკანასკნელი ლუკმა გადაყლაპა და წამოდგა. - უნდა წავიდე, კიტა მელოდება, - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და საათს დახედა, საღამოს ხუთი ხდებოდა - თუ დაგჭირდები, იცი ჩემი ნომერი... გასვლა დააპირა, როცა ნიცამ მაჯაზე წაავლო ხელი. შედგა და მეგობარს მოხედა. თვალებში ისევ ცრემლები ედგა. დაიხარა, შუბლზე აკოცა გოგონას და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან, სანამ გოგოლაძე რამის თქმას მოასწრებდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


