ასათიანზე
ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი მეზობელი სახლიდან ქალბატონი ნინოს ხმა,რომ გამოდიოდა. ლევანს ეძახდა ხოლმე,რეპეტიციაზე გაგვიანდებაო. სულ პატარა ბიჭი იყო კალანდაძე,მხრებში გამართული რომ დადიოდა ხოლმე. უფროსია ჩემზე 3 წლით. ლევანი რომ მოდიოდა რეპეტიციიდან,მე მივდიოდი.ასე დავდიოთ სულ,კალანდაძე სხვა ჯგუფში იყო ასაკის გამო. სარეპეტიციო დარბაზთან ვხვდებოდი ხოლმე. ერთი-ორჯერ დამინახავს კიდეც როგორ იცვლიდა აზიურებს. კავშირი არასდროს არ გვქონია,პატარაობაში არ ვიცი რატო მაგრამ როგორც კი წამოიზარდა სულ ძმაკაცებთან ერთად იყო. 3 წლიდან ცეკვაზე დადიოდა. არვიცი დედაჩემმა საიდან მოიტანა,მაგრამ როგორც კი 3 წლის გავხდი მეც გამაქცუნეს,გინდა თუ არა უნდა იცეკვოო. მასწავლებელი ხშირად მაქებდა ხოლმე მახსოვს.დედასაც უებნებოდა ეს როგორი ნიჭიერი შვილი გყავთო! ასე გადიოდა დღეები,თვეები,წლები… 18 ივლისია,ძალიან ცხელა ჩვენ უბანში,მაგრამ მიყვარს.განსაკუთრებულად ლამაზია ამ დროს ასათიანის ქუჩა. პატარაობაში კალანდაძისგან განსხვავებუთ უბანში ბიჭებთან ერთად,იშვიათად მაგრამ ვთამაშობდი ხოლმე.სულ პატარები ვიყავით მე,ვატო,რეზი და დათა წრეშიბურთს რომ ვთამაშობდით უბანში,თუმცა ესენიც ჩემზე დიდები იყვნენ რამდენიმე წლით. ყოველწელს ტრადიციად გვაქვს რეზის დაბადებისდღის აღნიშვნა.ჩემი და რეზის ოჯახი ახლოს არიან,ამ დროს სვანეთში ვართ ხოლმე ყველა ერთად და ავღნიშნავთ რეზიკოს დაბადებისდღეს,თუმცა წელს უფროსების სამსახურის გამო ვერ მოვახერხეთ წასვლა.რეზიმ განაცხადი გაგვიკეთა მეგობრებს,ჩემთან სახლში გელოდებით საღამოსო. გამიხარდა.გამოვიპრანჭე და მეზობელ სახლში გადავედი.ხელში რეზიკოს საჩუქარი მეჭირა. -რეზიკოოო გილოცააავ! კარებში შემეგება გაშლილი ხელებით. -ჩემი პაწიაა! ჩამეხუტა და რომ მოვშორდი საჩუქარი გავუწოდე. -იმედია მოგეწონება. გახსნა და ლურჯ ციფერფლატიანი საათი გამოჩნდა. -ნუცკა რატო შეწუხდი?! ძალიან მომწონს! კარები მიკეტა და შიგნით შემიპატიჟა. როგორც კი შევედი ანუკი შემომახტა. -ნუუც როგორ მომენატრეეე. -მეც ძალიან გადარეულო. -წამო წამო მაგიდასთან,გაიხადე ეს მოსაცმელი და მომეცი ეგ ჩანთა. მაგიდასთან მივედით და პირველი კალანდაძე შემომეგება თვალებში. ფეხზე იდგა და ხელში ტელეფონი ეჭირა.თეთრი მაისური ეცვა,შავი ჯინსი,ხელზე საათი ეკეთა. ლამაზად ქონდა თმები გადავარცხნილი. შესაშურად სიმპატიური იყო. ძლივს ამოვთქვი… -გამარჯობა… სამზარეულოდან რეზიკოს და ანუკის დედა გამოვიდა და ჩამეხუტა. -ჩემი ნუცი,როგორ მიყვარხარ! -მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ქეთო! -მიდი მიდი დაჯექი. ანუკიმ ისე ქნა რომ ზუსტად ლევანის გვერდით მომიწია ჯდომა,ჩემ გვერდზე კი ანუკი იჯდა. ცოტა დაძაბული ვიყავი,გვერდით კალანდაძე მეჯდა. უცებ ვატოს ხმა ისმის. - გიტარაზე უკრავ? ინტერესიანი თვალებით მიაჩერდა რეზის და ხელში გიტარა შეათამაშა. -არა ბიჭო ლევამ მოიტანა არაა ჩემი. -ლევა დაუკარი რამე რა. დათა მიუტრიალდა ლევანს. -მომაწოდე. შევხედე და ნეტა არ შემეხედა.ბავშვობაში სულაც არ ყოფილა ასეთი,როდის გაიზარდა?! -,,ისევ ამოდის თეთრი მთავრე და სიყვარული მოგონებას გავს,შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს. მენატრება,მენატრება,მენატრება შენი ნაზი ხმა,შენი ხმა მენატრება,მენატრება,მენატრება შენი მაზი ხმაა…" დაუკრა,იმღერა და გაოცებულიც დამტოვა.მონუსხული ვიყავი კალანდაძის ბოხი ბარიტონით. ანუკის ვუთხარი ცოტახნით აივანზე გავალ მეთქი.ბოდიში მოვიხადე მაგიდასთან და აივანზე გავედი. უკან ვიღაცა მომყვა,მაგრამ აღარ გამიხედავს. -ნუციკო არ შეგცივდეს. დავიბენი ლევანის ხმა რომ გავიგე. -არაა…სადაა სიცივე.. დაბნეულმა ჩავილაპარაკე. -როგორ ხარ ჯაფარიძე? -კარგად კალანდაძე,შენ? -არამიშავს ნელანელა,მოვწევ ხო მოსულა? ჯიბიდან ამოაცურა სიგარეტის კოლოფი. -მოცეკვავე ხარ და ეწევი? მხრები ავიჩეჩე. -ჰო,ვარ და ვეწევი.კიდე დადიხარ შენ ცეკვაზე?აღარ მხვდები არსად. -ჰო.. -რამდენი წლის ხარ? ინტერესიანი თვალებით შემომხედა და სიგარეტს გაუკიდა. -18ის ვხდები აგვისტოში. -უი,პატარა ყოფილხარ. გამიცინა,ისე რო ყველა კბილი გამოუჩნდა. -რატო არ მხვდები ხოლმე? სულ სახლში ზიხარ თუ? -არა,რავიცი..მასწავლებლებთან დავდივარ და საღამოს რეპეტიციაზე. მხრები ავიჩეჩე და თვალებში დაბნეული ჩავაშტერდი.სიგარეტი აივნის მოაჯირზე მიაწვა და “ბიჩოკი”მოისროლა. -არ შემოდიხარ შენ? მომიტრიალტა კარისკენ წასული. -ჰო..მოვდივარ. შევედით შიგნით და მაგიდას მივუსხედით,როცა ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. “დედი,აღარ მოდიხარ? გვიანია,სირცხვილია გადმოდი უკვე. ეკა მწერდა. ანუკის მესიჯი ვანახე და სახე დაასევდიანა ჯერ ადრეაო. -რეზიკო მე უნდა წავიდე სახლში მიხმობენ ხომ არ გეწყინება? -არა ჩემო ლამაზო,მარა მარტო არ გაგიშვებ წამო გაგაცილებ. უცებ ლევანი წამოდგა ფეხზე. -რევაზ,მეც გავდივარ და ერთად წავალთ. გამომხედა და თვალი ჩამიკრა. არა მე დღეს ვერ გადავრჩები! სახლამდე ხმა არ ამოგვიღია,თუმცა პატარა მანძილი გავიარეთ. -კარგად ნუციკო. ლოყაზე მაკოცა და თვალი ჩამიკრა. -კარგად ლევან. უცებ შევირბინე სახლში და როგორც კი გამოვიცვალე ლოგინში შევწექი. რაღაც მესიჯი მომივიდა და რომ დავხედე გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. “levan_kalandadze sent you a request”. დაუყოვნებლივ დავიმატე. ისე უცნაურია აქამდე როგორ არ მყავდა? გავიდა 3 წუთი,5 და მომდის მესიჯი “ტკბილი სიზმრები ნუციკო ;)” აი აქ კი საბოლოოდ დამეკარგა აზროვნების უნარი,მგონი მელანდება.აქამდე სად იყო.ისე უცებ გამოჩნდა ვერაფერი გავიგე. არ ვუპასუხე მესიჯს,უბრალოდ დავაგულე და ეგრევე დავიძინე. დილით ანუკის ზარმა გამაღვიძა. -ნუცაააა,სად გაქვს ეგ ტელეფონი რო გირეკაავ. -აუ მეძინა,რახდება? -გოგო სვანეთში მივდივართ ადე გაემზადე. -უი მართლა? როგორც ჩანს მოიცალეს უფროსებმა და სვანეთში წასვლა გადაწვიტეს. როგორ მიყვარს სვანეთი. გავემზადეთ და წავედით. უკვე საღამო ხანი იყო სვანეთში რო ჩავედით. -აუ რეზიკო ჩემი ჩანთაც წამოიღე რაა. -წამოვიღებ ნუცკა გაცუნცულდი შენ. სახლში შევედით.ეკამ და ქეთომ სამზარეულოში დაიწყეს ფუსფუსი მამებმა კი ცეცხლი დაანთეს მწვადების შესაწველად. ჩვენ სახლი მოვაწესრიგეთ,მივალაგეთ ყველაფერი და ეზოში ჰამაკში ჩავჯექით. -დაიღალე ცუნცულ? -ანუკი ცუნცულას მოგცემ მე შენ! -გოგოებიიი რას შვებით? რეზი წამოგვადგა თავზე. -არაფერს რეზიკო,რა მხიარულად ხარ რა ხდება? მეკრიჭებოდა რეზი. -რა დაა…ბიჭებმა დამირეკეს და მოდიან. ოღონდ ლევანი არა.. ამის გაფიქრება და ლევანმა შემოაღო ეზოს ჭიშკარი.დატვირთული იყო პარკებით. მშობკები მოიკითხა გადაკოცნა და ჩვენთან მოვიდა.ჩვენც გადაგვკოცნა და პარკები სად დავდო მითხარითო. -ანუ ცუნცულ მეზარება და მიდი შენ რა. ქვედა ტუჩი გადმოწია ანუკიმ,თავი შემაცოდა. -ზარმაცო..წამოდი ლევან. სამზარეულოში შევედით,პარკები დაალაგა და მომიტრიალდა. -რაო ნუციკო? ახლაღა გავიაზრე როგორ მივაშტერდი კალანდაძეს. -მე..მე..არაფერი. დავიბენი და ავხურდი. -შენ არ იცოდი რო მესიჯზე პასუხის არ გაცემა უზრდელობაა? კედელს მიეყრდნო ცალი მხრით და კარგად დამაკვირდა. ხალისობდა ჩემი დაბნეულობით. ყველა ფერმა ერთიანად გადამიარა სახეზე. -ამმ..ვიძინებდი და ვეღარ გიპასუხე.. სხარტად ვიცრუე. ჩაიცინა,ცერა თითი ცხვირზე ჩამომკრა გვერდი ამარიდა და ეზოში გავიდა.მამაჩემთან მივიდა და მწვადის შეცვაში დაეხმარა. მე ჯერ კიდევ გაბრუებული დავდიოდი. ჭამის მერე კალანდაძე ამღერეს თავისი გიტარით. ყველა ტაშს უკრავდა,ცალკე მამაჩემი აქებდა. ქეთომ და ეკამ დაიჩემეს მოცეკვავე ხალხი ხართ და ცეკვის გარეშე აქედან ფეხს ვერ მოიცვლითო. გული ლამის საგულედან ამომიხტა როდესაც კალანდაძემ საცეკვაოდ გამიყვანა. ვუყურებდი თითოეულ მოძრაობას. როგორ შლიდა ხელებს, როგორი დიდი ხელები და ნატიფი გრძელი თითები ჰქონდა,ძლიერი ბეჭები,თავი მაღლა ეჭირა,თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი. ცეკვის დროს წამით არ მომაშორა თვალი. მოვრჩით,ტაში დაგვიკრეს და ჩვენც ისევ მივუჯექით მაგიდას. -ეს რა ბიჭი ყოფილა კაცო! მამაჩემმა შეაქო კალანდაძე. -გია,არაჩვეულებრივი გოგონა გყავს შენც! გამოესარჩლა რეზიკოს და ანუკის მამა. -მართალი ხარ გელა არ გედავები! -გოგოებო მოდით დაგვეხმარეთ და სტუმრები დავაბინაოთ. ქეთო ფეხზე წამოდგა და ჩვენც მივყევით,მაგიდის ალეგებაში დავეხმარეთ. ბიჭებიც დავაბინავეთ და დასაძინებლად დავწექით. ბოლოს ლევანის ოთახში ავღმოჩნდი. -ლევან მოპირდაპირე მხარეს ჩემი ოთახია,თუ რამე დაგჭირდათ გამაღვიძე. ღიმილით ვუთხარი. არადა როგორი აფორიაქებული ვიყავი. -კარგი ნუციკო. -ვატო სადაა? ოთახიდან გასვლა არ მინდოდა,ხოდა მეც ვატო მოვიმიზეზე. -ქვემოთაა ჩასული. მიპასუხა და საწოლს გადასაფარებელი გადააძრო. მე ადგილიდან აე ვიძვროდი. -ნუციკო უნდა გამოვიცვალო და ასე აპირებ დგომას? ცინიკური გამომეტყველებით მიცინოდა. -უი,არა..მე.. დავიბენი. ხელი გაუშვა გადასაფარებელს და ჩემთან ახლოს მოვიდა. -რა გაბნევს ნუციკო? ნელნელა წინ მოდიოდა,მე კი უკუსვლით კედელს ავეკარი. ძალიან ახლოს იდგა,სუნთქვა სახეზე მეცემოდა. ვერაფერს ვერ ვპასუხობდი. დაიხარა და ყელში მაკოცა. -გაიქეცი დაიძინე. თავი დავუქნიე პატარა ბავშვივით. აღარ გავჩერებულვარ გამოვედი იმ წამსვე. ჩემი ოთახის კარებში დამაწია სიტყვა კალანდაძემ. -მშვიდი ძილი ჯაფარიძე. დაბნეულმა გავუღიმე და კარი მივიკეტე. მეორე სართულზე ოთხი ოთახია. ერთში,გელა და ქეთო არიან. მეორეში,ეკა და გია. მესამეში,რეზიკო დათასთან ერთად. მეოთხეში,ნუციკო. მე და ანუკის ცალკე ოთახები გვაქვს. ჩემი ოთახი მესამე სართულზეა კიდევ ერთ საძინებელთან ერთად. ერთ ოთახში მე ვიყავი,ერთში ვატო და ლევანი. ვერაფრით ვერ მოვისვენე. ავდექი,სამზარეულოში ჩავედი წყალი დავლიე,როცა მივხვდი რომ არ მეძინებოდა ეზოში გავედი და ჰამაკში დავჯექი,რამოდენიმე წუთში ჰამაკის მეორე მხარე ჩაიწია. -ჯაფარიძე აქ რას აკეთებ? წარბ აწეული მიყურებდა ლევანი. -არაფერს კალანდაძე,ვერ დავიძინე და ჩამოვედი. ახლახანს გავიაზრე,რონ მოკლე შორტი და უბრალო ბრეტელებიანი მაისური მაცვია. -რა კარგად ცეკვავ თურმე და არ ვიცოდი აქამდე. -შენც არაგიშავდა. ღიმილით გავხედე. -ესეიგი არამიშავდა? -ჰო,ვერ გავგიჟდი. საიდან მქონდა ამდენი სითამამე არ ვიცი. -ოხ ნუციკო,ნუციკო… წამოდგომას აპირებდა და ხელით ფეხზე დამყრდნო.ტაომ დამაყარა მთელ სხეულზე კალანდაძის შეხება,რომ ვიგრძენი. ფეხზე წამოდგა და ზემოდან მიყურებდა. -გვიანი არაა შენთვის?დაიძინე. ჩამიცინა და სახლის მიმართულებით წავიდა. გაჩერდა,მოტრიალდა და შემომხედა. -ნუცა,ჩემს გარემოცვაში მყოფმა ასე აღარ ჩაიცვა… გამაჟრიალა. თავად ნასიამოვნები და ჩემი დაბნეულობით მოხალისე კალანდაძე გატრიალდა და სახლში შევიდა. რამოდენიმე წუთში გონება არეული მეც უკან გავყევი. ასე ტკბილად არ მძინებია მგონი ჯერ. დილით ადრიანად გავიღვიძეთ ყველამ. ვისაუზმეთ და დათა ატყდა მდინარეზე წავიდეთო. -ეს ახალგაზრდა ხალხი რამ გაგაზარმაცათ. ხელებს იქნევდა დათა. -აუ ეს არ გაჩერდება,წამო წავიდეთ გავერთობით თან. ანუკიმ შემართებით შემოგვიძახა. საბოლოოდ მოვემზადეთ და წავედით,რომ ჩავედით მდინარეზე ბიჭებმა რაღას ველოდოთო და ჩახტნენ წყალში. ლევანი 5 წუთში წყლიდან ამოვიდა და გვერდით მომიჯდა. სველი იყო,თვალი გავაპარე. ნავარჯიშებ სხეულს წავაწყდი,რომელიც წყლის წვეთებით იყო დანამული. -ლევან ასე მეც დამასველებ,ცოტა გაიწიე. არ იკადრა და უფრო ახლოს მოიწია. -კალანდაძე უკუღმა გესმის შენ? გამიცინა,თმები გააქნია და წყლის წვეთებით მეც დამასველა. ყოჩაღ ლევან. არსაიდან ანუკი გაჩნდა ფოტოაპარატით ხელში. -აბაა გამიღიმეეთ! კალანდაძე ახლოს მოიწია ხელი გადამხვია და ყურჩი ჩამჩურჩულა… -გაიღიმე ნუციკო.. ახლა ანუკის მიუტრიალდა. -აბა როგორი გამოვიდა? -ძალიან კარგია! უხაროდა ანუკის. დაბეჭდილი ფოტო გამოგვიწოდა. სირცხვილით აღარ ვიცლდი სად წავსულიყავი. -მომეცი მე შევინახავ ამას. თვალი ჩამიკრა ლევანმა და ფოტო ტელეფონის ქეისში მოათავსა. უკვე საღამო ჩამოწვა და სახლის გზას გავუდექით.სახლში მისულებს არაფრის თავი არ გვქონდა,წყლისგან დაღლილებმა როგორც კი ვჭამეთ,მაშინვე დავიძინეთ. დილით პირველ სართულზე რომ ჩავედი ბიჭები სად არიან მეთქი ვიკითხე. -წავიდნენ დე.ლევანს დაურეკეს რეპეტიციები დანიშნულა და წასვლა მოუწიათ. მეწყინა.ჰო მეწყინა,მეგონა დიდხანს დარჩებოდნენ ისედაც ვერ ვნახულობ ხშირად.შემთხვევითაც კი. მთელი ივლისი ისე მიიწურა ვერაფერი გავიგე. ვერთობოდით,მდინარეზე დავდიოდით,რეზიც არ გვასვენებდა სულ ნერვებს გვიშლიდა. ლევანს ერთხელაც არ მოუწერია. აგვისტოს დასაწყისთან ერთად ჩემი დაბადებისდღეც შემოიპარა. 12 აგვისტო. გადახდა არ მდომებია,ეკამ და ქეთომ სიმბოლურად ტორტი გამომიცხვეს და ასე მომილოცეს. ბიჭებმაც მომილოცეს,მაგრამ ლევანი არ ჩანდა.მთელი დღე ისე გავიდა არ მოუწერია. შუაღამეს ტელეფონზე რეკვის ხმამ შემაფხიზლა. ლევანი მირეკავდა. ნეტა ამდროს რაუნდა მეთქი გავიფიქრე. საათი 02:35 აჩვენებდა. -გისმენ ლევან.. -ნუციკო არ მინდა უფროსების გაღვიძება,ჭიშკართან ვარ და ჩაკეტილია.ჩამოცუნცულდი გამიღე. გულმა ბაგა-ბუგი ატეხა. აქ რა უნდა?! რატო ჩამოვიდა?! ჩუსტებში შევყავი ფეხები და დაბლა ჩავირბინე გავაღე ჭიშკარი და კალანდაძეს შევეგებე. გადამეხვია კარგა ხნის უნახავი,ყურჩი ჩამჩურჩულა.. -გილოცავ ნუციკო.. და იქვე ყურის ძირში კოცნა დამიტოვა. -მადლობა.. დარცხვენილმა ჩავილაპარაკე. -აქ რატომ ხარ? -რატო დაა..ერთი გოგო იუბილარი იყო და ვიფიქრე ჩავაკითხავ მეთქი. გამაბრუა თავისი ბოხი ბარიტონით. კარგად დავაკვირდი. ცისფერი თხელი პერანგი ეცვა,მკერდთან რამოდენიმე ღილით შეხსნილი და მკლავებზეც აკაპიწებული. ჯინსი ეცვა ჩვეულებრივი და თეთრი კედები.მაჯას საათი უმშვენებდა.სულ გემოვმებიანად ეცვა და საოცარი სურნელი ჰქონდა. -გამინაწყდენდა პატარა ნუციკო,რომ არ მოვულოცე დაბადებისდღე? ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და გაბუტული ხმით ამოვილაპარაკე. -არა.. -როგორ არა..რას მებუტები,ნუ ბავშვობ. -სულაც არა!არ მწყენია. გამიცინა. -მოდი აქ. მიმიხუტა და ჯიბიდან ლურჯი ფერის კოლოფი ამოაძვრინა. -გახსენი. -ლევან ეს რა არის? -გახსენი,გახსენი. გავხსენი ლამაზი ყელსაბამი იყო. პატარა და თვლებით მოჭედილი ალუბლები. -გაგიკეთებ.. ზურგით მოვუტრიალდი და როცა კისერთან ლევანის გრძელი თითების შეხება ვიგრძენი,შეუმჩნევლად გამაკანკალა. -ლევან..მადლობა..მე..ძალიან მომწონს! -გახსოვს პატარაობაში ალუბალი როგორ გიყვარდა?მეზობელ ეზოში რომ კრეფდი ხოლმე. გახსენებისას სახეზე ღიმილი გამოესახა. -როგორ არ მახსოვს..ახლაც მიყვარს,თან ძალიან. გახარებული დავყურებდი ყელზე მობზინვარე ალუბლებს. აღარ გავჩერდით გარეთ.სახლში ავედით ლევანი ოთახში შევაცილე,მეც შევცუნცულდი ჩემს ოთახში და ბედნიერმა დავიძინე. დილით გვიან ჩავედი ქვემოთ,უკვე უნახავთ ლევანი და გაურკვევიათ მიზეზი რატოც ჩამოსულა. -ლევან იქნებ დარჩე კიდევ შვილო? დედაჩემი ელაპარალებოდა კალანდაძეს. -ქალბატონო ეკა სიამოვნებით,მაგრამ რეპეტიციები მაქვს. -ეს როგორი ბიჭი ხარ შენ! ხშირად ჩამოდი ხოლმე სანამ აქ ვართ! სავარძელზე მჯდომმა გიამაც შეაქო ბიჭი. მამაჩემო..ყოჩაღ გია! -წავალ მე აღარ მოგაცდენთ. -ნუცა მოდი,ეს ბიჭი ამხელა გზაზე შენთვის ჩამოსულა და გააცილე მაინც. -გავაცილებ დედა. ძალდატანებით გავუღიმე. მგონი ჩემზე მეტად ლევანი უყვარს! როგორ მაეჭვიანებენ?! მივაცილე ლევანი მანქანამდე. -კარგად ნუციკო. -კარგად ლევან. თავი ვერ შევიკავე გადავეხვიე და უკან მოვტრიალდი სანამ ცრემლები გაიკვალავდნენ გზას ჩემს ლოყებზე. სულ რაღაც ოციოდემდე დღე იყო დარჩენილი სკოლის დაწყებამდე. სვანეთშიც არაფერი ხდებოდა,გარდა მდინარეზე სიარულისა. მოგვწყინდა მე და ანუკის და გადავწყვიტეთ ვატოც აგვეტეხა. -ვინ არისო ყველაზე მაგარი ძამიკოო? ანუკიმ კისერზე მოხვია ხელები რეზიკოს. -რამე გინდა? სიცილით დახედა ბიჭმა. -აუ არაფერი არ ხდება,მოვიწყინეთ წავიდეთ სადმე ან ვქნათ რამე რა. -მისმინეთ,სექტემბრიდან სანამ სწავლა და თემები დაიწყება გვინდა რო ვქნათ რამე. -ქნათ? გაურკვეველი მზერით გავხედე. -ჰო რა ბიჭებს გვინდა სადმე წასვლა,ზუსტად არვიცი ალბათ ზღვაზე. მხრები აიჩეჩა. -ხოდა თუ წახვალთ წამოვალთ ჩვენც რა,ერთად უფრო კარგად ვერთობით ხოლმე. -ხარაშოო დღეს დარეკავენ ბიჭები და გეტყვით. საღამომდე ვერ მივისვენეთ,უკვე წამოვდექი რეზიკოსთან უნდა გავსულიყავი როცა თავად შემომიღო ოთახის კარი. -ნუცკი გაემზადე მანქანით მოვლენ ბიჭები და ამაღამ წავალთ ბათუმში. -რამდენი დღით? -ოთხი-ხუთი დღე რა. -ოკეი. -მიდი მოემზადე. ჩანთა გადმოვიღე,ტანსაცმეკების ჩალაგება დავიწყე. მაისურები,შორტები,ქვედაბოლოები, “შლოპანცები”. მშობლებს დავემშვიდობეთ და გავედით. დათას მანქანაში ჩაჯდა რეზიკო პირდაპირ. -გოგოებო თქვენ გინდათ დათასთან გინდათ ვატოსთან. მოგვაძახა რეზიკომ. ნეტა ლევანთან რატო არა,ან სად არის. ვატოსთან ჩაჯექით. -ნუც რატო ხარ უხასიათოდ? ვატომ სარკიდან გამისწორა თვალი. -რავიცი…უძილობა ალბათ.. ანუკი მაშინვე მიხვდა ჩემი უხასიათობის მიზეზს. -ვატუშ ლევა სადაა?არ მოდის? ანუკიმ შეჰყვირა. -კი,მოდის იქ მოვა პირდაპირ,ვიღაც უნდა გამომყვეს თანო თუ რაღაც. ვინ მოყვება ნეტა ბატონს. გზაში არაფერო გამიგია,ეგრევე ჩამეძინა. როგორც კი გავიღვიძე,ბათუმის სანაპიროს შევეგებე.მშვიდი წყალი იყო. სასიამოვნოდ ლივლევებდა ლურჯი მასა რომელიც სინამდვილეში უფერულია. -სასტავ სანამ შევალთ ლევანი მოდის აგერ და დაველოდოთ ბარემ. ინტერესი მკლავდა ვინ იყო მასთან ერთად. ლევანის მანქანა გაჩერდა,გამოვიდა ლევანი და კარი გაუღო წინ მჯდომ გოგონას. გადმოვიდა გრძელფეხება მანქანიდან. შესაშური სილამაზე და აღნაგობა ჰქონდა. გული დამწყდა,გოგოსთან ერთად მოვიდა,თან როგორი?! განა ამინს მერე შეუძლია მე შემომხედოს? მანქანიდან გადმოსვლისას წელზე შემოხვია ხელი. აღარ მინდოდა იქ ყოფნა,ცოტაც და ტირილს დავიწყებდი. -გაიცანით სალი. ბიჭებიც გააცნო და ჩვენც. -უკაცრავად მე უნდა წავიდე გზად ლევანს გამოვყევი მეც ბათუმში მქონდა საქმე და ამიტომ. მომეშვა რაღაცნაირად რო ხუთი დღე ამათ სიყვარულობანაში არ გავატარებდი. არც კი შემოუხედავს ლევანს. მეწყინა,ძალიან მეწყინა. -აუ კაი ნაშაა ტო. სიტყვით გამოდგა ვატო. მოიცა ასე თუ თქვა გამოდის შეყვარებული არ არის. -წავა რა.. ჩაილაპარაკა ლევანმა. დავბინავდით. პატარა კერძო,ხის სახლი გვქონდა დაქირავებული. ბიჭებმა კარტის თამაში დაიწყეს მე და ანუკიც იქ ვიჯექით,სარწეველა სკამზე. -გოგოებო დატრიალდით რა გვშია. რეზიკო კუჭმა შეაწუხა. -აუ ბიჭო რა ნახე შენ რა,ყვავი რას მიტარე ისედაც ჩემი არ იყო ბოლოც? -რა გინდა დათა ტო,არ მყავდა ცვეტი რა მექნა. -აუ ნეტა თქვენ თამაშს ისწავლიდეთ რა. ლევანი… -ცუნცულ მოამზადებ რამეს ხო?რაღაც მაქვს დასაწერი და უნდა დავწერო. -კი ანუკ მიდი დაწერე,ვიზამ მარტო. სამზარეულოში გავედი. ისე ვიყავი საჭმლის მომზადებით გართული,ვერც ვიგრძენი როგორ შემოვიდა ლევანი. -მორჩით? კარტზე ვკითხე. -თამაში?მე გამოვედი ისინი თამაშობენ კიდე. სკამზე ჩამოჯდა და მიყურებდა. -რამე გინდა? უხეშად ვკითხე. -რატო მეუხეშები? -გეჩვენება. -ნუციკო რა გჭირს? -არაფერი ლევან,თუ ამისთვის შემოხვედი გადი. სკამიდან წამოდგა,ახლოს მოდიოდა ღიმილით. შემეშინდა. -ლევან რას…რას აკეთებ..? -გიყურებ. ძალიან ახლოს იყო. სუნთქვა მეცემოდა სახეზე. -ნუციკო რამის კითხვა ხო არ გინდა? ასე ნუ მიღიმი ლევან! -არა? -დარწმუნებული ხარ? ცალი ხელით გამეთამაშა თმაზე. -სრულიად. -თვალები სხვა რამეს ამბობენ,გაინტერესებს რაღაც. ვგრძნობდი როგორ ავხურდი. -ლევან წახვალ?ვწუხდები. -კი არ წუხდები,წითლდები და ის გოგო სალი,ცეკვაზე დადის ჩემთან ერთად,უბრალოდ მეწყვილეა. -რატო მითხარი არ მიკითხავს,არ მაინტერესებს. -ნუ ხარ აგრესიული,მხოლოდ მეგობარია. ცხვირზე თითი ჩამომკრა და ლოყაზე მომაკრო ტუჩები. ინსტიქტურად თვალები მიმეხუჭა. როცა გამოვფხიზლდი და თვალები გავახილე უკვე იქ აღარ დამხვდა კალანდაძე. იმ საღამოს არაფერი მომხდარა. მეორე დღეს ზღვაზე გადავწყვიტეთ წასვლა. ოთახში შემოვიდა რეზი. -მზად ხართ გოგოებო?წავედით. მივედით სანაპიროზე და მისუკები არ ვიყავით ყვეკა წყალში შევარდა ლევამის გარდა. ჩვენ ნელა მივედით. მისვლოსთანავე გადაიძრო მაისური ლევანმა. თვალი ვერ მოვაშორე გარუჯულ და ნავარჯიშებ სხეულს. არ გამოპარვია. იდიოტი. -ნუციკო არ წამოხვალ შენ? -არ მინდა ლევან. -წამო ნატაც გაიქცა. -რო ამოვლენ მერე ჩავალ მე. აღარ მითხრა არაფერი,ჩემს გვერდზე “შეზლონგზე” წამოწვა. -ლევან? გამომხედა,ცალი მკლავი თვალებზე გადაიდო მზის გამო,ცალი კი თავქვეთ ამოიდო. -არ შედიხარ? -შენ გელოდები. -ლევან წადი. -წამოდი მაშინ. საბოლოოდ დამითახმა და სანამ ზღვამდე მივედით გზაში ველაპარაკე. -ლევან ცურვა არ ვიცი. -არაუშავს. როფორც კი შევედით და ფეხქვეშ მიწა გამომეცალა,შემეშინდა. -ლევან! -მოდი,მოდი ნუ გეშინია. ღიმილით მომკიდა ხელი. -ფეხები წელზე შემომაწყვე. იმდენად ვიყავი შეშინებული,არც კი გამიაზრებია რა მითხრა იმწამსვე დავემორჩილე. ახლოს ვყავდი ძალიან. -მოლბი,აღარ ხარ უხეში. გამიცინა. არაფერი მითქვამს. -ნუ ხატ დაძაბული მოეშვი,მასე კისერი გეტკინება და თუ გინდა მხარზე დამადე თავი. მართლა მტკიოდა კისერი და ღარ ვიუარე. ასე ვიყავით წყალში. -ავიდეთ ლევან.. -წამო,ხო. მალევე წამოვედით სანაპიროდან. სახლში როცა მივედით საჭმელი გავამზადე და ვჭამეთ,შემდეგ პირდაპირ დასაძინებლად დავწექით. ვერ მოვისვენე,ეზოში ჩავედი. კალანდაძე დამხვდა სიგარეტს ეწეოდა და ტელეფონში იყო,რო დამინახა გათიშა ტელეფონი და მომაპყრო ყურადღება. -რატო არ გძინავს? -ვერ დავიძინე,მიიწიე. გვერდით დავუჯექი. -ნუცა..მაგ საღამურებით ასე ახლოს არ უნდა მიჯდებოდე.. ჯანდაბა. ხმაც კი გავიგე როგორ ჩაყლაპა ნერწყვი. თამამი ვიყავი დღევანდელის მერე. სარწეველა სკამზე ვიჯექით. თავი ჯერ მხარზე დავადე,მერე კისერში შევუძვერი და სურნელი შევიყნოსე,ასე ძალიან რომ მიყვარს. -ლევან,რაღაც რომ გთხოვო.. ლაპრაკისას ჩემი ტუჩები მის ყელს ედებოდა. -ჰმ.. -ზღვასთან წამიყვან? -ეხლა? -ჰო მერე რა? -მიდი ადექი წავიდეთ. -მართლა? წამოვხტი სიხარულისგან. -ხო,მიდი ჩაიცვი რამე ასე არ გაგიყვან. ავედუ ოთახში გამივიცვაკე უჩუმრად,ყველას ეძინა. ჩაბედი ეზოში და წავედით სანაპიროზე. ვსეირნობით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდით. ჩამოვჯექით ქვებზე. არ ვლალარკიბდით,თვალებში მიყურებდა. გადმოიხარა და ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს მაკოცა. გრძნობებით დატვურთულნი სასტუმროსკენ წავედით. შწმდეგი 3დღეც მალე გავუდა და წამოვედით. სექტემბერიც დაიწყო. სექტემბერში სკოლასთან ერთად ცეკვის რეპეტიციებიც დაიწყო. დავდიოდი რეპეტიციებზე ხანაც მასწავლებლებთან. კალანდაძე არსად ჩანდა. არც უბანში,არც დარბაზში. არსად.. რამოდენიმე დღეში გავიგე,რომ საზღვარგარეთ ყოფილა წასული ცეკვიდან. ნინოს უთქვამს დედაჩემთან და ეკამაც მახარა იქ ყოფილა წასულიო. როგორც ჩანს კარგა ხნით იყო წასული. ოქტომბერიც ისე გავიდა ლევანის ხმა აღარ გამიგონია. თავიდან ველოდი. ყოველ საღამოს ინსტაგრამს ვამოწმებდი. მესიჯს. ზარს. მაგრამ არაფერი. ნოემბრის ცივი საღამო იყო.ტელეფონს რომ დავხედე 17 რიცხვს აჩვენებდა. რეპეტიციაზე ვიყავი,გვიან დასრულდა. წვიმდა. დარბაზის კიბეებზე ჩამოვჯექი და ქურთუკი უფრო შემოვიხვიე ტაქსს ველოდებოდი, მაგრამ უშედეგოდ. უცებ წინ შავი მანქანა გაჩერდა. არ შემიხედავს. ვიფიქრე ალბათ ვიღაცას აკითხავენ მეთქი. ფანჯარა ნელა ჩამოიწია. -ჩაჯექი. გული გამიჩერდა.მონატრებული ბოხი ბარიტონი რომ გავიგე. ლევანი.რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. თმა ოდნავ წამოზრდოდა. მუქი ქურთუკი ეცვა. სახეზე დაღლა ეტყობოდა. -რას მიყურებ ჯაფარიძე? გაცივდები. უხმოდ ჩავჯექი მანქანაში. სითბო და მისი სურნელი მაშინვე ვიგრძენი. სიჩუმე ჩამოვარდა. ლევანი საჭეს უყურებდა. -როდის ჩამოხვედი? -გუშინ. -და დღესვე აქ რა გინდოდა? გვერდულად გახედა. -შენ. გული ისევ ამიჩქარდა. მაგრამ არ შევიმჩნიე. -2 თვე ისე გავიდა ერთხელაც არ მოგიწერია. ლევანს ყბა დაეჭიმა. -დაკავებული ვიყავი. -ერთი მესიჯისთვის ვერ მოიცალე? -ნუცა—ღრმად ჩაისუნთქა. -არა მართლა მაინტერესებს. ხმაში წყენა შემეპარა. მანქანა უცებ გზის პირას გააჩერა. გარეთ ისევ წვიმდა. ფანჯრებზე წყლის წვეთები ჩამოდიოდა. ლევანი ჩემსკენ მოტრიალდა. -გგონია არ მინდოდა მოწერა? -აბა რატომ არ მწერდი? რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა. -იმიტომ რომ იქიდან შენთან ლაპარაკი უფრო მიჭირდა. -ვერ მივხვდი.. მწარედ ჩამეცინა. -ყოველდღე მენატრებოდი და ვერაფერს ვაკეთებდი. ხმა აღარ ამომიღია. -შენ კიდე… -ლევან, ლამის მოვკვდი.. პირველად გაეღიმა იმ საღამოს. ისეთი ღიმილით, მე რომ ძალიან მაკლდა. -მართლა? -ჰო მართლა. უცებ ლევანი ახლოს მოიწია. -კიდევ გიკეთია? დაბნეულმა დავხედე ყელსაბამს. ალუბლები ისევ კისერზე მეკიდა. ლევანს თვალები შეეცვალა. ძალიან ნელა შემეხო თითებით. სიჩუმე. წვიმა. თბილისის განათებები. და მერე — ლევანი უცებ გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა.მონატრებით. ამ დღის შემდეგ,ცხოვრება ისევ გრძელდებოდა. მასწავლებლებთან დავდიოდი,რეპეტიციებზეც,დრო არ მქონდა ლევანს კი ისევ ვერ ვნახულობდი ვერსად. დაბნეული ვიყავი,არ უთქვამს მომწონხარო,არც ის უთქვამს მიყვარხარო,მაგრამ მაშინ რატო იქცევა ასე? ძალიან მაბნევს,ისიც კი არ ვიცი ერთმანეთისთვის ვინ ვართ? 26 ნოემბერი იყო.შუადღე ანუკიმ,რომ მომწერა. “ცუნცულ,გადმო ჩემთან გელოდები!” ქურთუკი მოვიცვი და ანუკისთან გადავედი. იქ მისულს ბიჭები დამხვდნენ,თურმე ფეხბურთი ყოფილა და უნდა ვუყუროთო. ლევანი არ იყო,მაგრამ ვერც ვიკითხე,თორე საეჭვოდ გამოვიდოდა. მე და ანუკი სამზარეულოში ვიყავით.ბიჭები მისაღებში ტელევიზორთან. -ძეტკა ცივი ყავა გავაკეთო ხო? -ჰო. კარზე ზარის ხმა იყო. -აუ ნუცკ მიდი გააღე რა,ისინი არ გააღებენ მე დასვრილი მაქვს ხელები. წამოვდექი და კარისკენ წავედი. გამივაღე. ლევანი. გაუკვირდა რომ დამინახა,არ მელოდა აქ. -ჯაფარიძე? შენ აქ რა გინდა? გადამკოცნა ისე თითქოს კარგა ხნის მეგობრები ვართ და ლაღად შემოაბიჯა. -მგონი ამ სახლში ჩემი დაქალი ცხოვრობს. თავი გავაქნიე და წარბი ავწიე. -ნუ გადმოდიხარ ეგრევე შეტევაზე,წყნარად რო ხარ მაშინ უფრო ტკბილი ხარ. ქურთუკი დაკიტა და მისაღებში შევიდა ბიჭებთან. არც კი მახსოვს როგორ შევედი სამზარეულოში. -ნუც რა სახე გაქვს? -არაფერი ანუკ,დაიკიდე. ყავა დავლიეთ და მოვიწყინეთ. -წამო ბიჭებთან გავიდეთ. რო შევედით დივანზე დავჯექით. უკვე საღამო იყო,ბიჭებს შუქები ჩაექროთ და მხოლოდ ტელევიზორი ასხივებდა. კალანდაძეს გავხედე და მაშინვე ვინანე. თურმე თვითონაც მიყურებდა. ცალკე პატარა სავარძელზე იჯდა. ხელით მანიშნა მოდიო,ვერც კი მივხვდი რაუნდა მექნა და იმწამსვე დავემორჩილე. გვერძე მივუჯექი. -როგორ არის ცეკვის ამბები? არ ველოდი ამას თუ მკითხავდა. -რავიცი..კარგად.კონცერტი მაქვს დეკემბერში. ვუპასუხე და თან ვათვალიერებდი. შავი ჯინსი და შავი მაისური ეცვა. ძალიან უხდებოდა შავები! ძალიან სიმპატიური იყო! ჯანდაბა! -მერე,არ უნდა დამპატიჟო? ალმაცერად გამომხედა. სიბნელე იყო მაგრამ მაინც კარგად ვხედავდი მის თვალებში აკიაფებულ,დაუოკებელ სურვილს,თუმცა არ ვიცოდი,განა რისი სურვილი უნდა ყოფილიყო? -მოხვალ? -მოვალ აბა რას ვიზამ. ამის თქმა და თმის სახიდან გადაწევა ერთი იყო. ნაზად გადამიწია თმა და თვალებში ჩამაშტერდა. არაფერს არ ვამბობდით უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. რაღაცის თქმას აპირებდა როცა ტელეფონზე დაურეკეს. გამიღიმა და აივანზე გავიდა. უკვე კარგად დაბნელებულიყო,როცა დავიშალეთ. დათა და ვატო ერთი გზით მიდიოდნენ,მე და ლევანი ცალკე. -ნუციკო.. -გისმენ? -რა გიყვარს? -რაა? დავიბენი. -რა გიყვარს? -აამ..არ ვიცი..ალუბალი! გახარებულმა წამოვიყვირე. ხმამაღლა გაეცინა. -ბავშვი ხარ ჯაფარიძე. ღამილით გააქნია თავი და შემომხედა. -რატო ვითომ? -შეგეძლო ნებისმიერი რამე გეთქვა და შენ ალუბალიო. იცინოდა. რამოდენიმე ნაბიჯი იყო სახლამდე დარჩენილი. -მიდი ნუციკო,გაიქეცი თორე ცხვირო გაქვს აწითლებული სიცივისგან. -კარგად ლევან. ასე უბრალოდ ვაპირებდი წამოსვლას,მაგრამ სახლისკენ მიტრიალებული,ლევანის ხელმა გამაჩერა. ნაზად მომატრიალა,თავი გვერდზე გადახარა და თვალებზე დამაცქერდა. -ასე უბრალოდ მემშვიდობები ნუციკო? -აბა რა გინდა რომ გავაკეთო? რა უნდა უნდოდეს ნუცა,რას ბოდიალობ! -პატარა ბავშვი.. დაიჩურჩულა და ცხვირზე ჩამომკრა თითი,როგორც იცის ხოლმე. ნელა დაიხარა და ლოყაზე მაკოცა. გავშეშდი,ვერაფერი ვერ ვქენი.ადგილიდან ვერ დავიძარი. -გაბნევ ხო? მკითხა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. თავი დავუქნიე,ხმა ვერ ამოვიღე,თითქოს საკუთარი ხმის გაგების შემეშინდა. -ვიცი,ვიცი..ცოტახანი მაცადე უბრალოდ. თმაზე ჩამომისვა ხელი. -მიდი წაცუნცულდი,ჭკვიანად! აღარ მიმიხედია უკან ისე შევედი სახლში. ხშირად მაინც ვერ ვნახულობდი ხოლმე. დილით გავიღვიძე,კონცერტის დღე იყო,საწოლში ვიწექი როცა ლევანმა მომწერა.თავიდან არ მჯეროდა,როგორ მოხდა მეთქი. “ნუციკო მაპატიე რა,ვერ ვახერხებ შენს კონცერტზე მოსვლას.ვიდეოები მაჩვენე მერე ;)” დავუგულე მესიჯი. მეწყინა თან ძალიან. პირველ სართულზე რო ჩავედი დედაჩემი ღიმილით შემეფეთა. -ჩემო ყაყაჩო!დედას ლამაზო! ლევანმა დილით რაღაც დაგიტოვა,სამზარეულოში დევს და ნახე. თავი სიზმარში მეგონა,არ მეჯერა რაც ხდებოდა. მაგიდაზე ვარდისფერი ალსტრომერიების დიდი თაიგული იდო თავისი წერილით. “მაპატიე ნუციკო :)” გამეღიმა. ტელეფონი ავიღე და მივწერე. “ლევან ძალიან მომეწონა ყვავილები,მადლობა.” დამიგულა და სულ ეს იყო. კონცერტმაც კარგად ჩაიარა. დეკემბრის სუსხიანი ამინდები იყო. საშინლად წვიმდა გარეთ სულ სველი ვიყავი.როგორც კი გამოვიცვალე კარზე ზარის ხმა გავიგე. -ლევან? თმა აწეწილი კალანდაძე რომ დავინახე ჩემი სახლის კარებში სულ მთლად გავგიჟდი მეგონა მელანდებოდა.მუქი ლურჯი ხალათი ეცვა და ფეხზე ჩუსტები. -ნინომ გამომატანა. ხელში ალუბლის ნამცხვარი ეჭირა. -შენც გამარჯობა ლევან! -კარგი რა ნუციკო,წვიმს,უცებ გამომართვი. გავუღიმე. -მადლობა. თვალი ჩამიკრა და სახლისკენ გატრიალდა. მეორე დღეს,რეოეტიციიდან გამოსული გაჩერებაზე ვიდექი წვიმაში. წინ ლევანის მანქანა გაჩერდა. -ჩასკუპდი.. აღარ დავაყოვნე და მეც ჩავჯექი. -რას შვები როგორ ხარ? სიჩუმე დაარღვია. -არაფერს,კარგად. მოკლედ მოვუჭერი. -რა გჭირს? -არაფერი. ჩაიცინა. -წელს ამთავრებ ხო? -კი. -მერე რას აპირებ? -რას უნდა ვაპირებდე? უნდა გავთხოვდე! -ხოო? -კი! რა გალაპარაკებს ნუცა ამდენს! -მეც მომყავს ცოლი. არც თვითონ დამრჩა ვალში. თვალები გამიფართოვდა.იქნებ ვინმე გოგო ყავს?იქნებ იქ გაიცნო წასული,რომ იყო ცეკვიდან?იქნებ ის სალი?ფიქრები მჭამდა,მაგრამ ვერ ვკითხავდი ვერაფერს. მაინც ვერ გავჩუმდი,ვერ დავაჭირე ენას კბილი. -გოგოც გეყოლება შერჩეული უკვე,შენ ისე ლაპარაკობ! ღიმილით გამომხედა. -მერე და როგორი. -ვინ მოგყავს კალანდაძე? ენაზე ვიკბინე,გაჩუმდი ნუცა რა გალაპარაკებს. -შენ…გამომყვები? -ოოო,დამანებე თავი რა. -შენ არ გამაცნობ შენს ბიჭს? სარკაზმით ჩამეკითხა. -რატო რათგინდა? -იქნებ არ ვატან შენ თავს? მხრები აიჩეჩა. -ხო სულ შენ გკითხავს. სარკაზმულად გავუცინე. -ნუციკო ნუ მეთამაშები! საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია. სახლთან გაქჩერა მანქანა და გადმოვედით. აღარაფერი მითქვამს,პირდაპირ სახლში გავიქეცი. დეკემბრის არდადეგებზე სულ სახლში ვიყავი არ გავდიოდი არსად.ანუკი მოდიოდა ხოლმე ჩემთან. ამ ღამით ახალი წელია,ეკამ პროდუქტებზე გამგზავნა მაღაზიაში. იქიდან წამოსულს გზად ლევანი შემეჩეხა. -საით ქალბატონო? -სახლში ლევან. -წამო წამო.. სახლამდე ისე მივედით ზედმეტი არ გვილაპარაკია,ასეც დავიშალეთ უთქმელად. ამაღამ ლევანის დაბადებისდღეა.ახალწელსაა დაბადებული. 21 წლის ხდება.. 23:55 იყო ტელეფონს რო დავხედე. პატარა ნამცხვარი ავიღე და ლევანთან გადასვლა გადავწყვიტე. ხო აი ასე! არ და მჭირდა მასთან მისვლა თავად დამხვდა ჩემი ეზოს ჭიშკართან. გამიხარდა. გავუღიმე. თვითონაც მიღიმოდა. როგორ მიყვარს ეს ღიმილი. არ გვილაპარაკია. სანთელი ავუნთე და წინ გავუშვირე,რომ ჩაექრო. -სურვილი ჩაიფიქრე… ჩუმად ამოვილაპარაკე,თითქოს ვინმე გაიგებდა და დამსჯიდა. ჩაიფიქრა.სული შეუბერა და ფეიერვერკების ხმაც გაისმა.გაფერადდა და გაბრჭყვიალდა ცა. -შენ ხარ ჩემი სურვილი… ამოილაპარაკა და ტუჩებზე დამწვდა. ახალ წელს,მისსავე დაბადებისდღეზე სურვილი აისრულა და პირველი კოცნაც მომპარა… მაკოცა ისე როგორც არასდროს,არავის. მთელი გრძნობით. ჩამეხუტა და ასე ჩახუტებულები ვიდექით 1 საათი. არ ვლაპარაკობდით. უცებ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო,ქეისი მოხსნა და ოთხად დაკეცილი ქაღალდი გამომიწოდა. ჩვენი ფოტო იყო. აი ის ადრე სვანეთში, მდინარეზე ანუკიმ რომ გადაგვიღო. ინახავდა! დიახ,ინახავდა! თანაც ტელეფონის ქეისში. თვალზე ცრემლი მომადგა და აწ უკვე ჩემი ინიციატივით შევეხე მის ტუჩებს ასე ძალიან რომ მიყვარს.მოვშორდი.სურათი ქურთუკის ჯიბეში ჩავიდე და სახლში შემაცილა,ბოლო ნაბიჯებამდე მომყვა. სახლის კართან გაჩერდა.ჩემზე ერთი თავით მაღალმა დამხედა.თვალებში ჩამაცქერდა და ზუსტად ის ვთქვით ერთდროულად რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. -მიყვარხარ… -მიყვარხარ… სახლში შევედი ემოციებით დაცლილი და პირდაპირ საწოლს მივაშურე. ახალი წლის მერე ყველაფერი თითქოს შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებაზე ხმამაღლა არცერთი ვლაპარაკობდით. ლევანი ისევ ისეთი იყო სხვებთან. მშვიდი, ცოტა ირონიული. მხოლოდ მე უყურებდა სხვანაირად. რეპეტიციის დასრულების მერე დარბაზიდან გამოვედი. გარეთ უკვე ბნელოდა. თოვლის პატარა ფანტელები ეცემოდა ასფალტს. ქურთუკი კარგად შემოვიხვიე და კიბეებზე ჩავედი, როცა ნაცნობი შავი მანქანა დავინახე. ფანჯარა ჩამოიწია. -დაჯექი. ტუჩის კუთხე ჩამიტყდა. ჩავჯექი. მანქანაში ისევ ის სურნელი იდგა, რომელიც უკვე ჭკუას მაკარგვინებდა. -რატო მოხვედი? -იმიტომ. -იმიტომ პასუხი არაა. -აბა რა გინდა გითხრა? მომენატრე მეთქი? ფანჯარაში გავიხედე, ღიმილი რომ დამემალა. -და თუ მინდა? -მაშინ გეტყვი. ცალი ხელით საჭე დაიჭირა, მეორით კი ჩემს თითებს შეეხო. -მომენატრე, ნუციკო. გული ისე აუჩქარდა, ლაპარაკიც ვეღარ შეძლო. მეორე დღეს ანუკი უკვე ეჭვის თვალით მიყურებდა. -რაღაც ხდება. -რა უნდა ხდებოდეს? -ნუცა, გეფიცები, ეს სახე მარტო მაშინ გაქვს, როცა რაღაცას მალავ. -ანუკი… -და კალანდაძე რატო დაგყვება ყველგან? -არ დამყვება. ზუსტად ამ დროს სარეპეტიციო დარბაზის კართან ლევანი გამოჩნდა. შავი ჰუდი ეცვა და ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი. -წავედით? ანუკიმ ორივეს გადმოგვხედა. -აჰა… არ დაგყვება თურმე. ლევანს გაეცინა. -რას ერჩი ჩემ ნუციკოს? თვალები გამიფართოვდა. -ლევან! -რა? ტყუილია? ანუკი გაოცებული უყურებდა ლევანს. -მოიცა მოიცა… თქვენ მართლა ერთად ხართ?! მე დავიბენი.. ლევანი კი მშვიდად იდგა. ლოყევი ამიწითლდა. იმ ღამით ისევ მანქანაში ვისხედით. გარეთ თოვდა. -რატო არ ამბობ არაფერს? ლევანმა გვერდულად გახედა. -რას? -ჩვენზე. რამოდენიმე წამი ჩუმად იყო. -იმიტომ რომ რაც ჩემია, იმის გაფუჭება არ მინდა. -და მე შენი ვარ? ახლა თვითონ გაუჩერდა სუნთქვა. ლევანი ახლოს მოიწია. -შენზე შეყვარებული ვარ, ნუციკო. თითი ლოყაზე ჩამომისვა. -იმდენად, რომ პირველად მეშინია რაღაცის დაკარგვის. თვალები ამიწყლიანდა. -მაშინ ნუ გაქრები ხოლმე. ლევანს სახე შეეცვალა. -აღარ გავქრები. გპირდები. სამი დღე ერთმანეთი არ გვინახავს. რეპეტიციაზე წავედი. რეპეტიცია იმ დღეს განსაკუთრებით დამღლელი იყო. ფეხები საშინლად მტკიოდა. დარბაზიდან ბოლოს გამოვედი, თმა აჩეჩილი მქონდა და ქურთუკს სწრაფად ვიკრავდი. გარეთ გრილოდა. კიბეებზე რომ ჩამოვედი, ნაცნობი შავი მანქანა დავინახე. ლევანი საჭესთან იჯდა. როგორც კი შემამჩნია, ფანჯარა ჩამოწია. -რამდენ ხანს უნდა გელოდო? გამეღიმა. -არ მითქვამს მოდი მეთქი. -არც იყო საჭირო. -დაღლილი ხარ? -ძალიან. -გეტყობა. ჩუმად ჩავჯექი მანქანაში. სითბო და ლევანის სუნამოს სურნელი ერთად მომხვდა. გული ისევ ამიჩქარდა. გზაში მუსიკა ჩუმად უკრავდა. ფანჯარას ვიყავი მიყრდნობილი და თვალებს ძლივს ვახელდი. უცებ ლევანის ხელი იგრძნო თავზე. -დაიძინე თუ გინდა. -არ მეძინება. -მატყუებ. ღიმილით გავხედე. ლევანიც მიყურებდა. -მომენატრე.. -მხოლოდ სამი დღე არ გინახივარ და უკვე მოგენატრე? -სამი დღე ბევრია. მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა. ღვედი შევიხსენი. -კარგი… წავალ. კარის გაღება დავაპირე, მაგრამ ლევანმა მაჯაზე მომკიდა ხელი. ფრთხილად. ნელა. გული ლამის ამომივარდა. -რა იყო? ლევანი რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა. -მთელი გზა ამას ვიკავებდი. -რას? პასუხი არ გაუცია. ახლოს მოიწია. იმდენად ახლოს, რომ ნუცას სუნთქვა შეეკრა. -ლევან… ჩუმად ამოილაპარაკა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ტუჩებზე შემეხო. ჯერ ნაზად. ფრთხილად. თითქოს ეშინოდა. ჩემი თითები ინსტინქტურად მის მაისურს ჩაებღაუჭა. ლევანმა ხელი ლოყაზე ჩამომისვა და კოცნა გააღრმავა. გული საშინლად მიცემდა. მერე ნელა მომწყდა. შუბლზე მომადო თავი და ჩუმად ჩაიცინა. -აი ახლა მართლა გამიჭირდება უშენოდ ყოფნა, ნუციკო. 15 თებერვალს ჩემი ანუკის დაბადებისდღეა. ამინდებმაცც გამოიდარა. დილით საჩუქრის საყიდლად წავედი,საღამოს ანუკის წვეულებისთვის მოვემზადე. ანუკის განსაკუთრებულად უყვარს კახეთი,ჰოდა ამიტომ გინდა თუ არა წინანდლში უნდა გადავიხადო დაბადებისდღეო. ყველანი ერთ დიდ სივრცეში შევიკრიბეთ. აუტანელი იყო ამდენ მთვრალ ხალხში,მხოლოდ მე რომ ვიყავი ფხიზელი. გარეთ გავალმეთქი ვიფიქრე და ცოტახანს ჰაერზე გავედი. გვერძე მჯდომ ლევანს გადავუჩურჩულე და ფეხზე წამოვდექი. უკან მომყვა ლევანიც. -ლევან… ჩაწითლებული,ნამთვრალევი თვალებით მიყურებდა. -ნუციკო… ამოიჩურჩულა. -დალიე? -დავლიე. -ბევრი? -ბევრი. თმა გადამიწია. -შენ რატო არ დალიე? -რავი არ მინდოდა. -დღეს ჩემთან ხო დარჩები? -ლევან… -კარგი რა ნუც,მიდი რა. -არ ვიცი ვნახოთ. ტაომ დამაყარა უცაბედად. -გცივა? -ჰო,ცოტა… მოსაცმელი გაიხადა და მხრებზე მომადო. ყელზე პატარა კოცნა დამიტოვა. გამაჟრჟოლა. -როგორ რეაგირებ რო გეხები… ცხივრზე ჩამომკრა თითი და ლოყაზე მიმეფერა. მიმიხუტა. ამასობაში საათი 01:48 აჩვენებდა. გვიან დავიშალეთ საკმაოდ. ანუკის გათვლილი ჰქონდა იქ დარჩენა და სასტუმროში დაჯავშნილ ნომრებში დაგვარიგა. საღამურები უნდა ჩამეცვა,როცა ოთახის კარი ლევანმა შემოაღო. სულელო ნუცა! როგორ დამავიწყდა ჩაკეტვა. -ლევან! ვიცვლი! მოურიდებლად შემოაბიჯა და დივანზე დაჯდა. -მერე? -გადი ლევან… -გამოიცვალე. -ლევან,არგინდა… ნახევრად მოხუჭული თვალებით მიყურებდა. სხვა გზა არ მქონდა ამ კაბაში ვეღარ ვძლებდი. რა წუთშიც ელვას წვალება დავუწყე,კისერთან ლევანის ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. -ჩშშ…უბრალოდ დაგეხმარები. ვიგრძენი როგორ გადაიწია ჯაბის ბრეტელი. როგორ მაკოცა ლევანმა მხარზე. როგორ ჩასრიალდა კაბა. მომატრიალა,თმები მხრებზე გადამიყარა და კარგად დამაკვირდა. ჯანდაბა შენ თავს ლევან. -ლევან რას აკეთ… თითი მომადო ტუჩზე არ დამასრულებინა. -ლამაზი ხარ… მიღიმოდა და უფრო ახლოს მოდიოდა. -ლევან,მთვრალი ხარ! არ იცი რას აკეთებ. -შენ გგონია ისე ვარ მთვრალი რო ვერ ვხვდები რას ვაკეთებ? თავი გვერძე გადახარა და ცვალი თვალი მოხუჭა. წელზე მომხვია ხელები,ახლოს მიმწია და მაკოცა. ყურზე. ლოყაზე. ტუჩებზე. ყელზე. -მიდი ჩაიცვი.. დაიჩურჩულა და ნება მომცა ჩამეცვა. მეტი ვერ გაბედა,ვერ კი არა არ. დილით დამძიმებულს გამეღვიძა. ლევანის მკერდზე ვიწექი და ცალი ხელი ჩემს ზურგზე ედო. ფრთხილად წამოვიწიე,ადგომა მინდოდა. -სად მიდიხარ? ახალ გაღვიძებულზე ბოხი ბარიტონი კიდევ უფრო ბოხი მეჩვენა. -მე..მე..არსად.უფროსწორად აბაზანაში… დავიბენი. -ნუციკო,არ მითხრა რო გრცხვენია. არაფერი ვუპასუხე. -მოდი გოგო ჩემთან,რისი გრცხვენია.შენ საოცარება ხარ! იცოდი? -ლევან… -ოხ ნუციკოო.. მალევე ავდექით რომ თბილისში დავბრუნებულიყავით. სახლში მისვლისთანავე არაფრის თავი არ მქონდა პირდაპირ ლოგინს მივაშურე. დილით ლევანის შეტყობინებამ გამომაღვიძა. უკვე 11:00 საათი იყო. “ჯაფარიძე მენატრები;)” გამეღიმა და პასუხი დავუბრუნე. “მეც კალანდაძე.” “დღეს რა ხდება იცოდი?” “ახლახანს გავიღვიძე ლევან საიდან უნდა ვიცოდე?” იქვე მივაყოლე. “რა ხდება?” “რა დაა დღეს ანუკის და რეზიკოს დედიკოს დაბადებისდღეა და სვანეთში ავდივართ.” დავიბენი როდის მოიფიქრეს? ჯერ ეხლა გათენდა. “ლევან უნდა ავდგე გნახავ საღამოს” “საღამოს მე გვიან წავალ სვანეთისკენ დარჩი და ერთად წავიდეთ ჩვენ.” დავუგულე. ავდექი მოვწესრიგდი. -დეე! -რაო ჩემო ყვავილო? -დღეს სვანეთში მივდივართ? -ქეთოს დღეს ავღნიშნავთ. -ამმ..დე.. -რაო? -ლევანმა მთხოვა მე გვიან უნდა ავიდე სვანეთში ვერ ვასწრებო,ჰოდა მარტო არ გამიშვა მეზარებაო და შეიძლება მე ლავანთან ერთად რო წამოვიდე? -როგორ არა დე,ხო იცი როგორ მიყვარს ლევანი? -ხო როგორ არვიცი,ჩემზე მეტადაც ეგ გიყვარს მგონი.. წავიბურტყუნე ჩემთვის. 6:00 საათი იყო უფროსები რო დაიძრნენ. ანუკიმ მომწერა. “ცუნცულ,შენ ჯეიმს ბონდს ელოდები?” “ანუკი! მოგხვდება მაგისთვის!” “რა მომხვდება? ფრთხილად იყავი შენ არ მოგხვდეს რამე :))” “გარყვნილო!” “დედაშენი აღტაცებული ლაპარაკობდა წეღან,ნუციკო ლევანს მოყავსო.” ესღა მაკლდა. “კაი ერთი.” “რა კაი ერთი,ჯერ პატარა ხარ პროსტა აი გაიზარდე და აღირსე შენებს შვილიშვილი.” “ანუკი! მომწყდი ახლა თავიდან დროზე.” ვიცინოდი თან ვბრაზობდი. სიგნალის ხმა გავიგე,რომ გავიხედე ლევანი დამხვდა. ხელი დამიქნია. კლასიკურად ეცვა. ჩავედი,გადავეხვიე. ღმერთო…ეს როგორი..სურნელი აქვს.. არ უთვამს არაფერი პირდაპირ ჩავჯექით და წავედით. გვიან გავიაზრე როგორ ვაკივრდებოდი ლევანს. -რაო ნუციკო? ჩაიცინა. -არაფერი! დავფრთხი წამიერად. -ნუ ხარ გოგო მორიდებული. -დედაჩემს რო ვუთხარი დღეს ლევანს გამოვყვები მეთქი,ცეკვა დაიწყო. გამეცინა. -ხოო? -ხო შენ უფრო უყვარხარ ვიდრე მე. გაბუტულმა ამოვილაპარაკე. -არაუშავს სამაგიეროდ მე მიყვარხარ ყველაზე მეტად. გამომხედა და თვალი ჩამიკრა. გზაში ჩამეძინა და როცა გამეღვიძა უკვე სვანეთში ვიყავით. შევედით სახლში ვნახეთ ყველანი. იმ საღამოს დიდი სუფრა გაიშალა. ვიქეიფეთ ვილხინეთ და დასაძინებლად ავედით. აღმოვაჩინე რომ საღამურის წამოღება დამავიწყდა. ლევანი ეზოში იყო,აივნიდან რომ გადავიხედე დავინახე. ვიფიქრე გამოვართმევ მაისურს მეთქი. ჩავაკითხე ეზოში. სიგარეტს ეწეოდა,რომ დამინახა მოისროლა და მომიტრიალდა. -ლევან. -რაო? -აღმოვაჩინე რო საღამური არ წამომიღია და შეგიძლია რამე მაისური მათხოვო თუ გაქვს წამოღებული? დაფიქრდა. -ერთი პირობით.. -რა? დავიბენი,მხოლოდ მაიკა ვთხოვე რა პირობა.. -ჩემთან ერთად დაიძინე. -ლევან.. -მაშინ არა. -კარგი ჯანდაბას..არ გეყო რაც მეძინა? თვაკები ავუტრიალე. -შენ საკმარისი არასდროს არ ხარ. ყელში მაკოცა და ყველანაირი სადავე გამომაცალა. ავედით,მომცა მაისური და დავწექით. -ლევან რო გათენდება გადი,ჯერ არ მინდა რო ვინმემ დაგვინახოს. -ჩშშ..დაიძინე. -ლევან! მხარზე ვუჯიკე. -ვიცი ნუციკო შენი თქმა რად მინდა? შუბლზე მაკოცა. -დაიძინე ეხლა ვსო. დილით გაღვიძებულს ლევანი არ დამხვდა,ოთახში მართლა გასულა. როცა ქვემოთ ჩავედი ყველა ეზოში იჯდა. საჭმელს მიირთმევდნენ. ლევანი გვერდით იყო მხოლოდ ადგილი,თითქოს სპეციალურად დამიტოვეს. რაღაცაზე ლაპარაკოდნენ და აღარ ჩავერთე,პირდაპირ დავჯექი. რა წუთშიც დავჯექი მაშინვე ვიგრძენი ლევანის ხელის შეხება ჩემს მუხლზე. -ნუციკო მამიკო ამ დრომდე რო გძინავს შენ ვინღა გითხოვებს? სიცილი მოაყოლა. წამოერად ლევანს გავხედე,თვითონაც მიყურებდა და სარკაზმულად იცინოდა. ასე უნდა სარკაზმი? ხოდა შენ მაცადე ლევან! -მე ვიცი,მოიძებნება ვიღაც. -რაო?შეყვარებული გყავს და არ ვიცით ჩვენ? -არა არ მყავს,მაგრამ მთოხვნელის მეტი ვინ არის?ავირჩევ მერე ერთს. ხელი ჩავიქნიე და ჭამა გავაგრძელე. ახლოს მოიწია ლევანი,ოფლმა დამასხა წამიერად. ყურში მიჩურჩულა. -ესეიგი აირჩევ ვინმეს ხო? ლევანის სურნელით გაბრუებულმა,მხოლოდ თავის დაქნევა შევძელი. წამოვედით სვანეთიდან. გზაში ლევანს მასწავლებელმა უთხრა გასტროლზე მივდივართო. გული დამწყდა დიდიხანი ვეღარ ვნახავდი. სახლთან რომ მიმიყვანა ჩამეხუტა. -არ მოიწყინო. მაკოცა. -მალე ჩამოდი კაი? თავი დავხარე. ცოტაც და ავტირდებოდი. -მალე ჩამოვალ აბა რას ვიზავ,შენს ბოლო ზარზე აქ ვიქნები. დავემშვიდობეთ და სახლში ავედი. მარტი და აპრილი ისე მიიწურა ლევანი გარეშე ვერაფერი გავიგე. ბოლო ზარმაც არ დააყოვნა,დაირეკა! ყველანი იქ იყვნენ. ბოლოს ლევანი მოვიდა ყველასგან უჩუმრად მაკოცა და ყვავილები მომიტანა. დედაჩემს არ გაჰკვირვებია და დამალვაც აღარ მიცდია. -გილოცავ ნუციკო დიდი გოგო ხარ უკვე. -ლევან ძალიან მომენატრე. -მეც.. გადამეხვია. -ნუც,მხოლოდ დღეს ჩამოვედი შენი გულისთვის ხვალე ისევ მივდივარ. მოწყენილი მელაოპრაკებოდა. -რამდენი ხნით? -3-4 თვე… -არაუშავს ლევან,მომწერ ხოლმე დაგირეკავ და მალე გავა დრო! ბოლოზარიდან მეორე დღეს ლევანი გაფრინდა. ხშირად ვერ მირეკავდა,კონცერტების გამო. ვერც მწერდა. მთელი ზაფხული სახლიდან არ გავსულვარ. არც სვანეთში გავყევი ჩემებს. დიახ,დიახ პირველად გამოვტოვე ჩემი სიყვარული რეზიკოს დაბადებისდღე. გამოცდებიც ვწერე და ამასთან ერთად იტალიაში გავგზავნე სივი,საოცნებო უნივერსიტეტში. გამოცდები ჩავაბარე და უნივერსიტეტიდანაც თანხმობა მომივიდა. არ მეგონა ასე მალე თუ მოვიდოდა პასუხი. დედას დავურეკე გახარებულმა. -დეე,ჩავირიცხეეე! -ყოჩაღ დედას ყაყაჩო! -ყოჩაღ ჩემო გოგო. ტელეფონში ჩამომძახა გიამ. -ქეთოს ჭკვიანო გილოცავ! -მიყვარხარ ქეთო! მალევე დავემშვიდობე. ყავის გასაკეთებლად გავედი სამზარეულოში,როცა შეტყობინება მომივიდა. “ჩემი ნუციკო რას შვებაა?” ლევანი მწერდა. “არაფერს.” “მომენატრე ;) არგინდა რო ჩამოხვიდე?” “ლევან სად უნდა ჩამოვიდე? რომელ ქვეყანაში ხარ არც კი ვიცი..” “შენი აივნის ქვეშ რომელი ქვეყანაა შემახსენე?მიდი უცებ,ერთს გაკოცებ და ადი ;)” მოვიცვი ხალათი და ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები. არაფერი არ უთქვამს.მთელი ძალით ჩამეხუტა. -კარგი სუნი გაქვს… ყურში ჩამჩურჩულა და კოცნა დამიტოვა ტუჩთან ახლოს. -ლევან მთვრალი ხარ? -მეე? -ლევან დალიე? -დავლიე… თვალებ აციმციმებული მიყურებდა. -ბევრი? -ცოტა… -როდის ჩამოხვედი? -დღეს..მომენატრე ძალიან. -წადი სახლში რა..რომ მიხვალ მომწერე. -ჯერ ადი შენ და წავალ მერე. თავი მხარზე დამადო და თვალები დახუჭა. -ლევან მთვრალი ხარ,წადი ხვალ გნახავ. ჩამეხუტა და სახლისკენ წავიდა. სახლში მისულს ლევანის მესიჯი დახვდა. “მშვიდი ძილი ნუციკო ;)” დილით ლევანს მივწერე,ვუთხარი რო საქმე მქონდა. მიპასუხა. “კარგი,საღამოს გამოგივლი.” საღამოს გამომიარა მანქანით და სასეირნოთ წავედით. მანქანაში ჩარკვიანის “ნანასი” იყო გაჟღერებული. ლევანი რიტმულად აყოლებდა თითებს საჭეზე. ფანჯარა მქონდა ჩამოწეულო სიო სახეზე მელამუნებოდა. “ზღვა ვერ გაცდება ნაპირებს. დღეს ისევ წვიმას აპირებს, წვიმას აპირეებს.. სიყვარული მოაქვს ჩვენთვის დროს.. შენგან არაფერს ვითხოვდი..მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი,მხოლოდ ვფიქრობდიი..სიმღერაა,არ მანებებდა თავს” -ლევან უნივერისტეტში ჩავირიცხე და იტალიაში მივდივარ სასწავლებლად. წამიერად გამომხედა და გამიღიმა. სიჩუმე ჩამოწვა. -როდის მიდიხარ? -ხვალ მაქვს ფრენა.. გაჩუმდა.არაფერი არ მითხრა,ვეღარ მოვითმინე და მივუტრიალდი. -ლევან მითხარი რამე! -რას ელოდები? გაკვირვებულმა შევხედე. -რას ქვია რას ველოდები?! -ნუცა,იტალიაში მიდიხარ… -და? -და არაფერი. მაგრამ სწორედ ეს “არაფერი” იყო ყველაფერი. გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლები. -ნუცა რა გატირებს?! ბავშვივით ნუ იქცევი! ტონს აუწია. -ლევან რანაირად ლაპარაკობ? რა ვქნა აბა?აქ დავრჩე და არ წავიდე? -მინდა..ეგოისტურად მინდა რომ აქ დარჩე,ვიცი რო არ უნდა მინდოდეს. თვალები ამეწვა… -ლევან… -მე შენ ცხოვრებას ვერ დაგინგრევ ნუციკო.. -და ვინ გითხრა რომ ინგრევა? ახლოს მოვიდა. იმდენად ახლოს,რომ სუნთქვაც კი დამავიწყდა. -მერე რა ვქნათ? შენს ლოდინში ვიცხოვრო? ყოველ ღამე იმაზე ვიფიქრო ვისთან ხარ? როგორ ხარ? ვინ გიყურებს? ხმაში ეჭვიანობა და ტკივილი ერთად ჰქონდა არეული. -ლევან მე შენ მიყვარხარ! თვალები დახუჭა. -ზუსტად ეგ არის პრობლემა ნუცა… გული ცუდად შემეკუმშა. -რას ნიშნავს? -ასე ვერ გავაგრძელებთ. -ანუ? თვალი ამარიდა. -დავშორდეთ. მართლა მეგონა,რომ რაღაც ჩამწყდა შიგნით. -რა?.. -დროა. -რისთვის? ხმამ უკანკალი დაიწყო. -ლევან ნუ მეხუმრები. -არ გეხუმრები. თვალებში საერთოდ აღარ მიყურებდა. ცრემლები წამომივიდა. -მაშინ რატომ შემაყვარე თავი? შენც ხო იყავი წასული? მე ასე მითქვამს ოდესმე?! -ნუცა მე გარკვეული თვეები ვიყავი წასული!შენ კი რამდენიმე წელი მოგიწევს იქ ყოფნა. პირველად მომმართა ასე. ყვიროდა. სუნთქვა შემეკრა. ამასობაში სახლთანაც მივედით. არაფერი არ მითქვამს გადავედი მანქანიდან და სახლში შევედი. მთელი ღამე ტირილში გავატარე. გავაცნობიერე,რომ როგორც მე მეხუტებოდა ლევანი ისე ჩაეხუტებოდა სხვას! ისე აკოცებდა სხვას როგორც მე! საკუთარმა ფიქრებმა გონება უფრო ამირია. ამდენი ხანი არ გვქონდა კონტაქტი,მხოლოდ მცირე. გული მიგრძნობდა რომ ასე მოხდებოდა. დილით დაღლილმა გავიღვიძე.თვალები შეშუპებული მქონდა ტირილისგან.ფრენა მქონდა და დროულად უნდა წავსულიყავი. ასეც მოვიქეცი. წავედი. იტალიაში მივაბიჯებდი. პირველი ლექციები ჩამიტარდა. -დედას ყაყაჩო! როგორია მანდ მოგწონს? -კი დე კარგია აქ,მაგრამ მენატრებით.. -ისწავლი და ჩამოხვალ,ჩვენ სულ აქ ვართ ისედაც.დე მამა მოვიდა საჭმელი უნდა გავუცხელო,თუ რამე დაგჭირდა დაგვირეკე. -მიდი დე,გაკოცე. პირველი დაბადებისდღე იტალიაში. -ჩეემს ყველაზე მაგარ გოგოს,ჩემს ცუნცულას ვულოცაავ დაბდღეეს! ანუკიმ დამირეკა პირველმა. შემდეგ დანარჩენებმაც მომილიცეს. დათამ,ვატომ,რეზიკომ,ჩემებმა… პირველი ახალი წელიც ვიგემე იტალიაში. როგორ მენატრებიდა ოჯახთან ერთად ყოფნა. გოზინაყი,ჩურჩხელა.დედას გამომცხვარი ნამცხვრები… ნელნელა ვეჩვეოდი. ისე მოხდა რომ იტალიაში სწავლა როცა დავასრულე აღარ წავედი საქართველოში,მუშაობა დავიწყე და კარგად მოვეწყვე. 8 წელი გავატარე იტალიაში. არც კი ვიცი როგორ გავძელი. მირეკავდნენ ჩემები,ანუკიც მწერდა,ბიჭებიც სულ მკითხულობნენ ხოლმე და ასე შემოვრჩი. ანუკიმ დამირეკა. -ანუკი,ძალიან მომენატრე… -ცუნცულ მეც მომენატრე..მაგიტომ გირეკავ სიყვარულო,რეზიკოს ცოლი მოყავს და მოგიწევს ჩამოსვლაოო. -ჰო ანუკ,ვიცი მომწერა რეზიკომ.4 დღეში მაქვს ფრენა.ვიყიდე უკვე ბილეთი. -ისევ წახვალ? -არვიცი…კარგად ვარ აქ,მხოლოდ თქვენ მენატრებით.. -კარგი ცუნცულ წავედი და გნახავ მალე! -მიდი გაკოცე! 4 დღე მიიწურა და საქართველოში ჩავედი. -დედი ჩემო ყაყაჩო.. ცრემლები წასკდა ეკას. -როგორ მომენატრეთ! -მამას გოგო ხარ შენ! -როგორ ხართ? -რავიცი შვილო ნელანელა. -რაღაცეები ჩამოგიტანეთ და ნახეთ მერე. მეჩქარება მე უნდა გავიქცე მოვემზადო ქორწილისთვის. ქორწილი კახეთში იყო დაგეგმილი. და მეორე დღესაც ვრჩებოდით სასტუმროში. ლამაზი ატლასის კაბა მეცვა,კრემისფერი. ტანზე მომდგარი. თმები გაშლილი მქონდა. ყელზე ლევანის ნაჩუქარი ალუბლები მეკეთა,არც არასდროს მომიხსნია.. დარბაზში მივედით. მონატრებული ხალხი ვნახე. რეზიმ გულში ჩამიკრა,მერე ანუკიც გადამეხვია. -ცუნცუულ არ იტიროო,მაკიაჟი მოგშორდება. მთელი წალით მივეხვიე მეგობრებს. რა საოცარი განცდა ყოფილა მონატრებული ადამიანის ჩახუტება. კარი გაიღო და ლევანი შემოვიდა.. შეცვლილი იყო. მაღალი,მხარბეჭიანი მოაბიჯებდა. კუშტი მზერა ქონდა. თმა ლამაზად გადაევარცხნა,წვერი მოუშვია. პიჯაკით და თეთრი პერანგით იყო შემოსილი. საოცრად სიმპატიური იყო. ჩვენკენ წამოვიდა. ყველას მიესალმა. არაფერი არ უთქვამს ზედმეტად. მეც უბრალოდ ერთი “გამარჯობა” მითხრა და ალმაცერად შემომხედა. ქორწილის მსვლელობის დროს აჭარული გაჟღერდა.გამახსენდა მაშინ რომ ვიცეკვეთ მე და კალანდაძემ,სვანეთში. ახლაც ვეცეკვე.მთელი სხეული მითრთოდა.თვალს არ მაშორებდა. მოვრჩით. ივაციებით იყო სავსე დარბაზი. ტაშის ხმა არ წყდებოდა. არ შემეძლო მის გარემოცვაში ყოფნა,ცუდად ყოფნა მოვიმიზეზე და სასტუმროში წავალ მეთქი ანუკის ვუთხარი. -გოგო მარტო სად წახვალ? მოიცა რეზიკოს ვუთხრა. -არა,არა არგინდა წავალ ჩემითაც. ამ დროს ლევანი გამოვიდა და მანქანა გააღო. -ლევაა,ლევა! -ხო ანუკ? -აუ მაინც ორივეს ერთი გზა გაქვთ წაიყოლე ბარემ ნუცკი რა. -წამოვიდეს. მოკლედ მოუჭრა. -მოგკლავ. გადავურჩურჩულე ანუკის. -მიდი,მიდი გაკოცე. მანქანასთან მივედი და უკან უნდა დავმჯდარიყავი როცა ლევანმა შემომჩივლა. -არ შეგჭამ,ნუ გეშინია.წინ დაჯექი. არაფერი არ მიაპსუხია დავუჯექი გვერდით. დაძაბულობა იყო. მთელ მანქანაში ლევანის სურნელი ტრიალებდა და მეც გაბრუებული ვიჯექი. ნუთუ არავინ ყავს?! სასტუმროში შევედით ნომრებიც გვერდი გვერდ გვქონია. მივედით ერთხანს უბრალოდ ვიდექით შემდეგ შევაღეთ ნომრის კარებები და შევედით.კარიც მივიხურე. გული ადიოდ-ჩადიოდა. წინ და უკან დავიოდი. ფიალა ამევსო,ვეღარ მოვითმინე გამოვგლიჯე კარები და ლევანთანთან უნდა გავსულიყავი,მაგრამ კალანდაძე თავად დამხვდა ჩემს კარებთან.სერიოზული მზერით,დაძაბული.ძლივს სუნთქავდა. ერთი წამით ყველაფერი გაჩერდა. კორიდორში სიჩუმე იდგა, მხოლოდ ჩვენი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. თავიდან დაბნეული ვიდექი, მერე თითქოს მთელი ის დაძაბულობა, რაც გზაში დაგროვდა, ერთ წამში ამოხეთქა. ლევანმა შუბლი ჩემსას მიადო და თვალები დახუჭა. -აღარ შემიძლია ასე, — ჩუმად თქვა. გული გამალებით მიცემდა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, როგორ მიკანკალებდა ხელები. -მთელი დღე მიყურებდი… — ძლივს ამოვილუღლუღე. გაეცინა, მაგრამ დაღლილი ღიმილით. -იმიტომ რომ ვერ გწყვეტდი თვალს..ლამაზი ხარ… ისევ სიჩუმე. სასტუმროს გრძელი დერეფანი ცარიელი იყო, ფანჯრიდან კი ღამის ქალაქის შუქები შემოდიოდა. ლევანი ცოტა უკან დაიხია, თითქოს ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, მაგრამ თვალები მაინც იმავეს ამბობდა. -თუ ახლა შევალ ჩემს ნომერში, ალბათ ვეღარ დავიძინებ, — თქვა ჩახლეჩილი ხმით. ჩემს ტუჩებზე უნებლიე ღიმილი გაჩნდა. -მეც. რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ორივე რაღაც დიდს ვუახლოვდებოდით და არცერთმა არ ვიცოდით მერე რა მოხდებოდა. მოულოდნელად დერეფნის ბოლოს ლიფტის ხმა გაისმა. ორივემ ერთდროულად გავიხედეთ. და სწორედ მაშინ ლევანმა ხელი მომკიდა, სწრაფად შემიყვანა ჩემს ნომერში და კარი ჩუმად მიხურა. ოთახში მხოლოდ პატარა სანათი ენთო. ფანჯრიდან ქალაქის შუქები შემოდიოდა და ყველაფერს ოქროსფრად აფერადებდა. რამდენიმე წამი უხმოდ ვიდექით.ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს ორივეს ერთმანეთის გულისცემა გვესმოდა. ლევანი ნელა მომიახლოვდა. თვალს არ მაშორებდა. მის მზერაში ისევ ის დაძაბულობა იყო, მანქანიდან რომ მოჰყვა. ხელი ფრთხილად შემახო წელზე და მეც ინსტინქტურად უფრო ახლოს მივიწიე. -წარმოდგენაც არ გაქვს რას მიკეთებ, — ჩუმად თქვა. სუნთქვა ამერია. გარეთ წვიმა დაწყებულიყო,ფანჯარაზე წვეთების ხმა ისმოდა. ლევანმა თმა ყურს უკან გადამიწია, მერე შუბლზე მაკოცა. თითქოს ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ ყოველი შეხება უფრო მეტ დაძაბულობას ტოვებდა ქმნიდა. მე მხოლოდ მის პერანგს ჩავეჭიდე, რომ ფეხებში ძალა არ წამსვლოდა.ვერ შეიკავა თავი. მაკოცა — ნელა, თბილად, მაგრამ იმ გრძნობით, რომლის დამალვასაც უკვე ვეღარ ახერხებდა. ოთახში ყველაფერი გაქრა.ქალაქი, ხმაური, დრო. მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, ერთმანეთთან ძალიან ახლოს. ლევანი რამდენიმე წამით ჩემს შუბლს ეყრდნობოდა, თითქოს ცდილობდა სუნთქვა დაემშვიდებინა. მერე თვალებში ჩამხედა — ისეთი მზერით, რომ ისევ ყველაფერი ამერია. -ეს ცუდად დამთარდება, ხომ იცი? — ჩუმად მითხრა. -მაშინ რატომ არ ჩერდები?.. ტუჩის კუთხეში გაეღიმა. ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელიც უფრო მეტად მაფორიაქებდა. ფანჯარასთან გამიყვანა. ქვემოთ ღამის თბილისი ანათებდა — მანქანების შუქები, სველი ქუჩები, სადღაც შორიდან მუსიკის ხმა. მაგრამ ყურადღებას ვერაფერზე ვიკრებდი, რადგან ლევანი ზედმეტად ახლოს იდგა. მისი ხელი ისევ ჩემს წელზე იყო. ნელა, ფრთხილად მიხუტებდა, თითქოს ეშინოდა, რომ თუ მეტს იზამდა, მთლიანად დაკარგავდა კონტროლს. -მთელი დღე ამას ვფიქრობდი, — მითხრა დაბალი ხმით. -რას? პასუხის ნაცვლად ისევ მაკოცა. ამჯერად უფრო თავდაჯერებულად. გული ისე მიცემდა, მეგონა თვითონაც გაიგონებდა. თითები მის მხარზე მოვხვიე და ვიგრძენი, როგორ ჩაეცინა ჩუმად. გარეთ ქარმა ფანჯარა ოდნავ შეარხია. ოთახში ისევ ის დაძაბული, ცხელი სიჩუმე დაბრუნდა. და იმ წამს მივხვდი — ეს უკვე უბრალო ფლირტი აღარ იყო. ვიგრძენი როგორ ჩამოვარდა კაბის ბრეტელი,სწორედ ამ კაბის ბრეტელი,გაირღვა ის ზღვარი ორივე ასე ძალიან რომ ვიცავდით. ყელზე მაკოცა,კოცნით მკერდთან ჩაუყვა,არ ჩერდებოდა,ტუჩებზე მეალერსებოდა. ფეხებზე ხელებს დაასრიალებდა. საწოლზე გადამაწვინა და ზემოდან მომექცა,გაჩერდა თითქოს ამომწმებდა მზად ვიყავი თუ არა. როგორც კი თვალებში ათამაშებული ჭინკები დაინახა და თანხმობაც მიიღო თავის დაქნევით მაშინვე მომაშორა საცვალი,თვითონაც მოიშორა და სწორედ მაშინ ვიგრძენი ტკივილი..ტკივილი რომლის გამოც ვინ იცის რამდენი წელი ვიცადე… დილით ლევანზე აკრულმა გავიღვიძე. წამოდგომა ვცადე მაგრამ გამაჩერა. -სად მიდიხარ? გგონია ახლა წასვლას შეძლებ? -უბრალოდ ვდგებოდი.. -მოდი ჩემთან ნუციკო.. როგორ მენატრებოდა მისი დაძახებული ნუციკო! -ახლა რა იქნება? -ჩვენ. მოკლედ მომიჭრა. წამოვიწიე ლევანის მკლავებიდან და გავხედე. -ლევან..მე.. -არ შეცვლილხარ..ისევ ისეთი ხარ. მიყურებდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა. -ლამაზი ხარ… -ლევან,ჩვენ ახლა რა ვართ? -არ ვიცი ნუცა.შენ ვინ გინდა რო ვიყოთ? -კალანდაძე არ მეცინება. -არც მე ქალბატონო ჯაფარიძე! წინ წამოიწია და ღუტუნი დამიწყო. ვიცინოდი. ლევანიც ამყვა. ამ ხმამაღალ სიცლში ერთმა სიტყვამ გაიჟღერა,ამდენხანს რომ ველოდი. -მიყვარხარ ნუციკო.. გაჩერდა. შევხედე. არ მიპასუხია. ვაკოცე და მკერდზე ავეკარი. საღამოსკენ უკვე,წამოვედით კახეთიდან. 2 კვირა იქნებოდა გასული,დედაჩემმა ცუდად ყოფნა რომ შემატყო. -რატო ხარ დედი ესე სუსტად? -აუ არვიცი,არაფრის თავი არ მაქვს. -ნუცი დე… -არა დედა,ორსულად არ ვარ! -რა იცი..? სააწრაფოდ ექიმთან წავედი და გავესინჯე. ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი. სასწრაფოდ ლევანს მივწერე. “ლევან საქმე მაქვს სასწრაფოდ” “სად ხარ ნუციკო?” “სახლში” “გამოგივლი” კართან მოაყენა მანქანა. ჩავჯექი. -რახდება? გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა. -ლევან.. -ხო?არ იტყვი? მომლოდინე თვაკებით შემომცქეროდა. -ლევან..მე…ორსულად ვარ.. გაურკვეველი მზერით შემომხედა.. დაბნეულები ვიყავით. გამიღიმა. -ნუცა,ალბათ ამაზე კარგ რამეს ვერასდროს ვერ მეტყოდი.გადმოდი მანქანიდან რა. გადავედი და მთელი ძალით მიმიხუტა. -ლევან რა ვქნათ? -ნუციკო რა უნდა ვქნათ? რა კითხვაა? შუბლზე ტუჩები მომაკრო. -ცოლად გამომყვები და ერთად ვიცხოვრებთ! -ასე მარტივად? -ჰო ასე მარტივად. ნინოსთან აღარ ვცხოვრობ ცალკე სახლი ვიყიდე კარგა ხანია და იქ ვიცხოვრებთ ერთად.ადრე თუ გვიან ხელს გთხოვდი ჯიბით დამაქვს ბეჭედი,უბრალოდ უფრო დაჩქარდა მოვლენები როგორც ჩანს.. ჯიბიდან ლამაზი ბეჭედი ამოაძვრინა და თითზე მომარგო. -მიყვარხარ კალანდაძე.. არ გაუცია პასუხი,დაიხარა ტუჩებზე მაკოცა მთელი გრძნობით. რთული სამი წელი გავიდა. მე და ლევანი ერთად გადავედით საცხოვრებლად. ყველაფერი იდეალურად იყო. დილით ოთახში შემოსულმა კულულა არსებამ გაგვაღვიძა. -დედიკო ადექი. ლევანი გადმოტრიალდა. -მამას კაცი ვინ არისოო? -მეეე ჭყიპინებდა პატარა კალანდაძე. -მამიკო მე დაიკო მინდა! ნელა გადმომხედა ლევამ. -ეგ დედიკოს ვკითხოთ.. -ლევან არვიცი რას გიზამ! -ნუციკო ბავშვი ამბობს მე კიარა. გადმოიხარა და მაკოცა. -დედიკო,აუცილებლად გეყოლება დაიკო მაგრამ ახლა არა.. გავუღიმე პატარა კალანდაძეს. საღამოს კალანდაძეების ოჯახში ერთად მოიყარეს თავი. ანუკი,რეზიკო თავისი ცოლით და შვილით.მათი მშობლები. ნუცას მშობლები.ვატო და დათა.ლევანის დედა. ჟრიამული იყო კალანდაძეების ოჯახში და მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ,ნუციკოს მუცელში პატარა კიკინებიანი გოგონა,რომ იჯდა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



