გადაკვეთის წერტილი (პირველი Თავი)
ალექსანდრე დადიანი მაღალი, სწორი აღნაგობის მამაკაცი იყო.მიუხედავად ასაკისა, ფიზიკურად კარგ ფორმაში. სახეზე წლების განმავლობაში დაგროვილი დაღლილობა და სიმკაცრე აღბეჭდვოდა. თმა საფეთქლებთან სრულიად გაᲗეᲗრებოდა, რაც მის მუქ, გამჭოლ თვალებს კიდევ უფრო მკაცრ იერსა ძლევდა. უყვარდა კლასიკური, ხელით შეკერილი იტალიური კოსტიუმები, თუმცა მათ ყოველთვის ჰალსტუხის გარეშე ატარებდა– ეს მისი მცირე აჯანყება იყო იმ მკაცრი კორპორატიული სამყაროს წინააღმდეგ, რომელშიც თავად ცხოვრობდა. საუბრობდა დაბალი, ხავერდოვანი, მაგრამ მტკიცე ხმით. არასდროს ყვიროდა; რაც უფრო ბრაზდებოდა, მით უფრო მშვიდი და ჩურჩულთან მიახლოებული ხდებოდა მისი ხმა, რაც გარშემომყოფებში უფრო მეტ შიშს თესავდა, ვიდრე ყვირილი. ალექსანდრემ ყველაფერი ნულიდან დაიწყო. 90-იანი წლების ქაოტურ, სახიფათო თბილისში მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ ინგრეოდა ძველი სამყარო და როგორ იბადებოდა ახალი, დაუნდობელი წესებიᲗ. მან გაიარა რეკეტი, მუქარები, მეგობრების დაკარგვა და ღალატი. სწორედ ამ პერიოდმა გამოუწრთო „ფოლადის ხასიათი“. მან შექმნა „დადიანი ჰოლდინგი“, რომელიც დღეს მოიცავდა სამშენებლო სექტორს, ლოჯისტიკასა და საერთაშორისო პორტების წილებს. ის არ იყო უბრალო ბიზნესმენი – ის იყო სტრატეგი, რომელსაც შეეᲫლო სამი ნაბიჯით წინ გაეᲗვალა მტრის სვლა. თუმცა, ამ წარმატებამ მას უამრავი მტერი შესძინა, რომლებიც მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდნენ. ალექსანდრეს ცხოვრების მთავარი ტრაგედია მისი მეუღლის, ევას დედის – მარიამის გარდაცვალება იყო. მარიამი მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა, როდესაც ევა სულ რაღაც 7 წლის იყო. ალექსანდრემ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ბიზნეს-პარტნიორის გატეხვა, ვერაფერი მოუხერხა სიკვდილს. ამ უსუსურობის განცდამ მასში ღრმა კვალი დატოვა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მთელი თავისი აუხდენელი სიყვარული და მზრუნველობა ევაზე გადაიტანა. მას ეშინოდა შვილის დაკარგვის, რის გამოც ბავშვობიდანვე ყველაფერს უსრულებდა. ნებისმიერი კაპრიზი, ნებისმიერი სათამაშო თუ მოგზაურობა – ევასᲗვის სიტყვა „არა“ არ არსებობდა. ალექსანდრეს ეგონა, რომ მატერიალური სიუხვით შვილს დედის დანაკარგს შეუმსუბუქებდა, თუმცა შედეგად მიიღო თავნება, გატუტუცებული გოგონა, რომელიც დღეს მამის წესებს აბსოლუტურად უგულებელყოფდა. მისი ყველაზე დიდი საიდუმლო შიში იყო, ᲨიᲨი იმისა, რომ მისი წარსულის ან აწმყოს მტრები ევას ავნებდნენ მას ერᲩივნა შვილს ᲨეზიზᲦებოდა მკაცრი კონტროლის გამო, ვიდრე საფრთხეში ჩაეგდო.მათ შორის რთული, დაძაბული, მაგრამ ღრმა სიყვარულით სავსე კავშირი იყო. ევა მამას ადანაშაულებდა იმაში, რომ მას საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა და მუდმივად აჰყავდა მისᲗვის პირადი მცველი. ალექსანდრე კი შვილის ყოველ გამოხტომაში,მცველების გაგდებᲨი, კლუბებში გაქცევაᲨი საფრთხეს ხედავდა მაგრამ არასდროს სჯიდა მას მკაცრად – შვილის ერთი ცრემლიც კი მის რკინის გულს ადნობდა. წყნეთის საგვარეულო სახლᲨი წვიმის მსხვილი წვეთები გამეტებით ეცემოდა თაღოვან ფანჯრებს. სახლში ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს შიგნით არავინ ცხოვრობდა, თუმცა მეორე სართულის საგარდერობე ოთახში ჰაერი იმდენად იყო გაჯერებული ფრანგული ნიშ სუნამოსა და მენთოლიანი თამბაქოს კვამლით, რომ სუნთქვა ჭირდა. ევა თეთრ ხალიჩაზე იჯდა ფეხშიშველი. მუხლები მკერდთან მიეტანა, ნიკაპი მათზე დაეყრდნო და სარკეში საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა. მის გარშემო, ქაოტურად ეყარა ათობით ძვირადღირებული კაბა, შანელისა და დიორის ჩანთები, თითქოს აქ ახლახან ქარიშხალმა გადაიარაო. სინამდვილეში, ეს ქარიშხალი თავად იყო. ყოველ ჯერზე, როცა მამამისის ოქროს გალია ყელში აწვებოდა, ევა ნივთებს ანადგურებდა. ეს იყო მისი ერთადერთი გზა იმის დასამტკიცებლად, რომ ამ სახლში კი არ მართავდნენ მას, არამედ თავად იყო ყველაფრის ცენტრი. ტელეფონმა ხალიჩაზე დაიზუზუნა. ევამ თვალები აატრიალა და ინტერესიᲗ დახედა ეკრანს. ნატა წერდა: „ევა, სად ხარ? კლუბის წინ უკვე რიგებია, VIP ზონაში ჩვენი მაგიდა დაჯავშნილია. დღეს ახალი დიჯეია, მთელი თბილისი აქაა. არ თქვა, რომ მამაშენმა ისევ გამოგკეტა!“ ევამ ცინიკურად ჩაიღიმა. თითების ზანტი მოძრაობით აკრიფა პასუხი: „ათ წუთში გამოვდივარ. მოემზადეთ.“ ის ფეხზე წამოდგა. ზურმუხტისფერი, აბრეშუმის კაბა, რომელიც სხეულზე ჰქონდა მორგებული, იატაკამდე სწვდებოდა, თუმცა ზურგიᲦრმად იყო ამოᲭრილი.ოქროსფერი, წელამდე ტალღოვანი თმა მხრებზე უწესრიგოდ ეფინა. სპეციალურად არ დაივარცხნა იდეალურად; სძულდა სტერეოტიპული სილამაზე, რომელსაც მამამისი ითხოვდა მისგან. მაგიდიდან მყვირალა წითელი ფერის ტუᲩსაცხი აიღო და სარკის წინ დადგა. ნელი, ზუსტი მოძრაობით გადაისვა ტუჩებზე. ეს არ იყო მაკიაჟი – ეს მისი საბრძოლო იარაღი იყო. ყოველ ჯერზე, როცა ამ ფერს იყენებდა, გარშემო მყოფებისთვის უხილავ კედელს აშენებდა. დედის გარდაცვალების შემდეგ, როცა ალექსანდრე დადიანმა ის გარე სამყაროს მოწყვიტა და ყოველ ნაბიჯზე პირადი მცველები აედევნებდა, ევამ ისწავლა: თუ გინდა, რომ არავინ გატკინოს, პირველმა უნდა დაარტყა. პირველმა უნდა აჩვენო Ძალა. მან შავი, მაღალქუსლიანები მოირგო, პატარა შანელის ჩანთაში სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ჩააგდო. სარკეში საკუთარ თავს თვალი თვალში გაუყარა. უკარება, მდიდარი, თავნება პრინცესა მზად იყო მორიგი ღამის დასაპყრობად. მას ფეხებზე ეკიდა მამამისის გაფრᲗხილებები საფრთხის შესახებ. წინა მცველი სამი დღის წინ გააგდებინა სამსახურიდან – უბრალოდ ყავაში ჩაუყარა დამამშვიდებელი და კაცს პირდაპირ მანქანაში ჩაიძინა, როცა ევა კლუბიდან იპარებოდა. – ვნახოთ კიდევ ვის მომიყვან, მამა, – ჩაიჩურჩულა თავისთვის, ოთახის კარი გამოაღო და გრძელ, ბნელ დერეფანს გაჰყვა. ამის პარალელურად, პირველ სართულზე, ალექსანდრე დადიანის კაბინეტში ჰაერი იმდენად დამუხტული იყო, რომ ნაპერწკლის გაელვებაზე აფეთქდებოდა. ალექსანდრე მაგიდასთან იჯდა, პერანგის საყელო Შეეხსნა და მოოქროვილ კალამს ნერვულად აკაკუნებდა მაგიდაზე. მის წინ, მასიური ხის მაგიდაზე, იდო პატარა, შავი ყუთი. ნახევარი საათის წინ ეს ყუთი მისმა დაცვის უფროსმა, რეზომ, ჭიშკარᲗან იპოვა. შიგნით ფარულად გადაღებული ფოტო იდო, სადაც ევა წინა ღამით კლუბიდან გამოდიოდა, და ერთი ცარიელი, 9 კალიბრიანი დაჟანგული მასრა. – ეს უბრალოდ გაფრთხილება არ არის, – ჩაიხლეთილი ხმით თქვა ალექსანდრემ და ყუთს ხელი ჰკრა, თითქოს მისი შეხებაც კი წამლავდა. – მათ იციან მისი ყოველი ნაბიჯი. ჩემი დაცვის სისტემა ნაგავია. რეზო, ხომ გითხარი, კლუბთან სამი მანქანა დააყენე-მეთქი?! როგორ დაუშვით, რომ ეს ფოტო გადაეღოთ? ოთახის კუთხეში მდგარმა რეზომ თავი ჩაღუნა. – ბატონო ალექსანდრე, ევამ... თავად იცით, რა გააკეთა. ლაშას ყავაში რაღაც ჩაუყარა, უკანა კარიდან გაიპარა და ბექას მანქანა წაიყვანა. ჩვენი ბიჭები ფიზიკურად ვერ დაეწივნენ ქალაქში. ის გიჟივით დადის. – ის ბავშვია! – დაიღრიალა ალექსანდრემ და მაგიდას მუშტი დაარტყა. – გათამამებული, თავნება და ჭკუიდან გადასული ბავშვი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი შარაშიძე! თუ იმ ნაბიჭვარმა ჩემზე შურისძიება ევათი გადაწყვიტა, მე მას მიწასთან გავასწორებ! მაგრამ მანამდე... მანამდე ჩემ Შვილს დაცვა სᲭირდება. ალექსანდრემ მზერა მაგიდის მეორე მხარეს გადაიტანა, სადაც სავარძელში უმოძრაოდ, გამარᲗული ზურგით იჯდა კაცი, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში თვალიც კი არ დაუხამხამებია. ეს იყო დემეტრე დვალი. ოთახის მდიდრული ინტერიერის ფონზე, დემეტრე უცხო სხეულს ჰგავდა. მას ეცვა უბრალო, შავი პერანგი, რომლის აკეცილი სახელოებიდანაც გამოკვეთილი, ძარღვიანი მკლავები უჩანდა. მისი აღნაგობა, ფართო მხრები მტაცებლური გამოხედვა მიანიშნებდა, რომ ეს კაცი ნებისმიერ დროს იყო მზად თავდასხმისთვის ან თავდაცვისთვის. მკაცრი, თითქოს ქვისგან გამოკვეთილი სახის ნაკვთები, მუქი, თითქმის შავი თვალები და მარცხენა ტუჩის კუთხეში თხელი ნაწიბური მნახველს პირდაპირ ეუბნებოდა, რომ ის სპორტ დარბაზიდან გამოყვანილი ბიჭი არ იყო. დემეტრე ცხელი წერტილიდან, ელიტური სამხედრო ქვედანაყოფიდან დაბრუნდა. ის იყო ცივი იარაღი – ზუსტი, ცივსისხლიანი და დაუნდობელი. – შენზე ბევრი მსმენია, დემეტრე, – ალექსანდრემ ხმას დაუწია, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და კაცს თვალებში ჩახედა. – შენმა ყოფილმა მეთაურმა მითხრა, რომ საუკეთესო ხარ. ხალხი ამბობს, რომ შენ გრძნობები არ გაქვს. მხოლოდ ინსტინქტები და წესები. დემეტრემ ნელა ასწია თავი. მისი ხმა დაბალი, ხავერდოვანი, მაგრამ ამავდროულად ფოლადისებრი,სიმტკიცით იყო სავსე: – გრძნობები ამ საქმეში ხელს მიშლის, ბატონო ალექსანდრე. მე აქ სამსახურისთვის მოვედი და არა მეგობრობისთვის. კონტრაქტი წავიკითხე. მან მაგიდაზე დადებულ ფურცელს თითი დაადო და პირდაპირ დადიანის თვალებს გაუსწორა მზერა. – მაგრამ აქ რამდენიმე პუნქტი აკლია, რომელიც ჩემთვის პრინციპულია. – რა პუნქტი? ფულზე პრობლემა არ მაქვს, რამდენიც გინდა, იმდენი ჩაწერე... – ფული არაფერ შუაშია, – უხეშად გააწყვეტინა დემეტრემ. რეზომ ოთახის კუთხეში სუნთქვა შეიკავა – ალექსანდრე დადიანიᲗან ასე ლაპარაკს ვერავინ ბედავდა. – პირველი: თქვენი შვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ მე. ეს ნიშნავს, რომ მისი ძველი დაცვის ბიჭები ჩემს თვალთახედვის არეალშიც კი არ უნდა გაჭაჭანდნენ. ისინი ქაოსს ქმნიან. მეორე: კრიზისულ სიტუაციაში ევა აკეთებს იმას, რასაც მე ვეტყვი. უსიტყვოდ. აბსოლუტური მორჩილება. ალექსანდრემ მწარედ ჩაიცინა. – შენ არ იცნობ ევას, დემეტრე. ის არავის უჯერებს. ის შენს წესებს ფეხქვეშ გათელავს პირველივე წამს. – მას უბრალოდ რეალური საფრᲗხისᲗვის არ Ჩაუხედავს ჯერ ᲗვალებᲨი.მე არ ვაპირებ ჩემი სიცოცხლე ან პროფესიული რეპუტაცია გატუტუცებული გოგოს კაპრიზებს შევწირო. ჩემს სამყაროში შეცდომა სიკვდილს ნიშნავს. თუ ის ჩემგან ორ ნაბიჯზე შორს წავა, კონტრაქტი ანულირებულია. კაბინეტში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ წვიმის ხმა ისმოდა. ალექსანდრე უყურებდა დემეტრეს და ხვდებოდა – ეს კაცი იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო ევას ქარიშხალი შეეკავებინა და მტრის ტყვიისგან დაეცვა. – კარგი, – თქვა დადიანმა, კალამი აიღო და სწრაფი მოძრაობით მოაწერა ხელი კონტრაქტს. – ის შენია. დაიცავი ისე, თითქოს საკუთარი სიცოცხლე იყოს. ის ახლა ზემოთაა. ისევ იმ კლუბში აპირებს წასვლას. ეᲭვი მაქვს, რომ შარაშიძის ხალხი დღეს იქ იქნება. დემეტრემ ფურცელი აიღო, ორად დაკეცა და პერანგის შიდა ჯიბეში ჩაიდო. საათს დახედა. ზუსტად ცხრა სრულდებოდა. – ის კლუბში წავა, ბატონო ალექსანდრე. მაგრამ ჩემი წესებით, – თქვა ცივად, კაბინეტის მძიმე კარი გამოაღო და დერეფანში გავიდა. დემეტრემ კიბეებისკენ გადადგა ნაბიჯი და ზუსტად იმ წამს, ზემოდან, მარმარილოს საფეხურებზე ევა გამოჩნდა. მათი შეხვედრა მოულოდნელი იყო. ევა ნელა ჩამოდიოდა, მისი ზურმუხტისფერი კაბა ყოველ ნაბიჯზე შრიალებდა,ქუსლების ხმა კი დერეფანში ექოსავით ისმოდა. მან თავი ამაყად ასწია, რათა ახალი მცველისთვის ზემოდან გადაეხედა, მაგრამ როცა მისი მზერა დემეტრეს შეეფეთა, ევა უნებურად შედგა. ეს კაცი არ ჰგავდა სხვებს. მასში არ იყო შიში, არც მორიდება და არც ის გაფართოებული თვალები, რომლებიᲗაც კაცები მას აკვირდებოდნენ. დემეტრე იდგა კიბის ძირში, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და ევას ისე უყურებდა, თითქოს მის წინ ულამაზესი ქალი კი არ ყოფილიყო, არამედ მორიგი სამიზნე ან ობიექტი, რომელიც უნდა გადაეადგილებინა. მისი ცივი მზერა ევას სხეულის კონტურს ნელა აჰყვა – ქუსლებიდან დაწყებული, ღრმად ამოჭრილი კაბით გაგრძელებული და ბოლოს მის წითელ ტუჩსაცხზე ჩერდა. ეს მზერა არ იყო სექსუალური, ის იყო შემფასებლური, რაც ევასთვის აუტანელი აღმოჩნდა. ევამ ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა, კიდევ ორი საფეხური ჩამოიარა და პირდაპირ მის წინ გაჩერდა. მათ შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა. ჰაერი მათ შორის ელექტრონული მუხტით გაივსო. – აჰ, ესე იგი, შენ ხარ მორიგი მსხვერპლი? – ევამ ხმაში მთელი თავისი ცინიზმი ჩააქსოვა, ჩანთიდან სიგარეტის ღერი ამოიღო და ტუჩებᲨორის მოიქცია. – მამამ გაგაფრთხილა, რომ ჩემს ნივთებს ხელი არ ახლო და ყავა შაქრის გარეშე მიყვარს? დემეტრეს სახეზე არცერთი კუნთი არ შეტოკებია. მან ჯიბიდან ხელები ამოიღო, ერთი ნაბიჯით კიდევ უფრო მიუახლოვდა გოგოს. კაცისგან მამაკაცური სუნამოს, ტყავისა და რაღაც ისეთი ცივი სუნი მოდიოდა, რამაც ევას ხერხემალში ჟრუანტელად დაუარა. დემეტრემ ხელი ასწია. ევამ გაიფიქრა, რომ ის სანᲗებელას მისცემდა, მაგრამ კაცმა თითების სწრაფი, უხეში მოძრაობით სიგარეტი პირდაპირ ტუჩებიდან გამოსტაცა, ორად გატეხა და იატაკზე დააგდო. – პირველი წესი, ევა, – თქვა დემეტრემ. მისი ხმა იმდენად დაბალი და მბრძანებლური იყო, რომ გოგონას სუნთქვა შეეკრა. – ჩემს მანქანაში არავინ ეწევა. მეორე წესი: დღეიდან შენს კაპრიზებს ძალა აᲦარ აქვს. და მესამე, ყველაზე მთავარი... მან ხელი ოდნავ წინ წაწია, საჩვენებელი თითი თითქმის შეახო ევას ყელს, სადაც პულსი გამეტებით ცემდა. – ჩემგან ორ ნაბიჯზე შორს არ წახვალ. თუ Შორს წახვალ, ინანებ. ახლა კი, წავედით. მანქანა გარეთაა. დემეტრე ზურგით შებრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა, ისე, რომ უკან არც კი მიუხედავს. ევა ადგილზე გაყინული იდგა. პირი გაოცებისგან ოდნავ ღია დარჩენოდა, ხოლო ზურმუხტისფერ თვალებში ნამდვილი, ბობოქარი ცეცხლი აინთო. სიბრაზისგან სხეული უთრთოდა. ასე მას ცხოვრებაში არავინ მოქცევია. – შენ წარმოდგენა არ გაქვს, ვინ ვარ, – ჩაისისინა ევამ, ჩანთას ხელი მაგრად მოუჭირა და უკან მიჰყვა. – დღესვე გაიძულებ, მუხლებზე დაჩოქილმა შემევედრო პატიება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


