შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,ხევსურის სიყვარული"(სრულად)


დღეს, 18:16
ავტორი ოქრო ნუკა
ნანახია 0

ოფისიდან გამოვიდა, მრგვალი ბაღი გაიარა და ბარნოვის ქუჩას დაადგა. საშინლად იყო დაღლილი, მთელი დღე კომპიუტერთან იჯდა და ჭამაც კი არ გახსენებია. ახლა მიხვდა, რომ ძალიან შიოდა. ბიჭები უკვე ბარში ელოდებოდნენ, ამოტომ ფეხს აუჩქარა. თავჩაღუნული მიდიოდა. ტროტუარზე უცნაურმა ნათებამ მიიქცია მისი ყურადრება. ყელსაბამი იყო: ვერცხლის, თვლებით მოჭედილი ფრთები ეკიდა კულონად. აი ისეთი, ანგელოზების მხრებზე რომ ხატავენ ხოლმე მხატვრები. ირგვლივ მიმოიხედა და ისეთი ვერავინ შენიშნა, ვისიც შეიძლება ყოფილიყო. ტელეფონით სურათი გადაუღო და დაკარგული ნივთების ჯგუფში ატვირთა წარწერით: ,,ნაპოვნია ბარნოვის ქუჩაზე, პატრონი შემეხმიანოს“.

თბილისში გაზაფხული იკრეფდა ძალებს. თბილი სიო ზამთრის ნაკვალევს ხვეტდა ქუჩებიდან. ფიფქების სუნს ყვავილების სუნი ცვლიდა, ზამთრის ძილიდან იღვიძებდა ბუნება. იმ საღამოსაც გრილი ნიავი ქროდა, ბიჭს თხელი ქურთუკი და ნახევრად კლასიკური შარვალი ეცვა, რომლის ჯიბეშიც ნაპოვნი ყელსაბამი ჩააცურა. სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბოლო სართულზე აირბინა და სახლში შევიდა.
- მოვედი დეე!- დაიძახა შესვლისთანავე.
- მოდი გენაცვალოს დედა, გშია?
- არა, უნდა გავიქცე, ბიჭები მელოდებიან. - შუბლზე აკოცა სამზარეულოში მოფუსფუსე სანდომიან ქალს და აბაზანისკენ გაიქცა.
- ასე არ შეიძლება შვილო, ჭამე და ისე წადი. -არ ცხრებოდა აგუნდა.
წყალი სწრაფად გადაივლო, მაისური და ჯინსი გადაიცვა, თმა დაივარცხნა და ოთახიდან გავიდა.
- ნუ ბრაზობ ჩემო გუნდა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ. - ხაჭაპურის ცხელი ნაჭერი აითრია, კიდევ ერთხელ აკოცა დედას და გაიქცა.
- ა გ უ ნ დ ა მქვია მე! მალე მოდი! -მიაძახა კიბეზე ვაჟს.
ბარში შესულმა გარემოს თვალი შეავლო და ნაცნობი სახეებისკენ წავიდა.
- ქორო მოსულა!-ხელის აწევით მიესალმნენ ძმაკაცები. ქორო, ნიკა და ირაკლი განუყრელები იყვნენ. უნივესიტეტში გაიცნეს ერთმანეთი და მას მერე სულ ერთად არიან. სამსახურის შემდეგ ხშირად იკრიბებიან ხოლმე, სვამენ, საუბრობენ და პრობლემებს ივიწყებენ.
- დამისხით, სასწრაფოდ უნდა დავლიო, თორემ ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ბიჭებმა არ დააყოვნეს და ჭიქა არაყით შეუვსეს. არ უყვარდათ გაზავებული სითხეები, მამაპაპური არაყი ერჩია სამივეს.
- ლაილა ისევ ვერ შემოვირიგე, - დაიწუწუნა ირაკლიმ, - უკვე ერთი კვირაა ქუჩის ძაღლივით დავდევ უკან და ვერაფერი მოვუხერხე.
ბიჭებს სიცილი აუტყდათ.
- დაანებე მაგ გოგს თავი, არაა შენი შესაფერისი, - ჭრილობაზე მარილი დააყარა ნიკამ.
- მართალია, რატომ დასდევ თუ არ უნდიხარ, თან ლაილა რა სახელია.
- ქორია ხომ არის რააა, - ორივეს შეუღრინა ირაკლიმ. -რა იცით თქვენ, მიყვარს მე ეგ გოგო და აღარ გავიგო ეგეთი ლაპარაკი. - გაბრაზდა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ბიჭებმა არ გაუშვეს.
- რა იყო ბიჭო, რა გოგოსავით იბუტები, თუ გიყვარს მიდი და უთხარი,
- მკაცრად მოუჭრა ქორომ.
- კარგი, ხო, ნუ წაუხევსურულებ ხოლმე. ვერ ვეტყვი, უარი რომ მითხრას?
- გითხრას და გეცოდინება, რომ აღარ უნდა სდიო უკან. - ისევ ხმას აუწია გაიდაურმა.
- არაა ეგრე ადვილი, შენ რომ გგონია. შენ რაიცი, გითქვამს როდისმე გოგოსთვის რომ გიყვარს? - აქ უკვე წამოენთო ქორო და ქორივით დააბრიალა დიდრონი ლურჯი თვალები.
- კარგი გეყოთ ორივეს, გოგოსთვის ნუ იჩხუბებთ! - სიტუაცია განმუხტა ნიკამ.
- აღარასდროს მითხრა ეგეთი რამ …-კბილებში გამოსცრა გაიდაურმა.
- კარგი, მაპატიე, მართალი ხარ. - თავი ჩაღუნა ირაკლიმ. მიხვდა, რომ მტკივნეულ ადგილს მისწვდა მისი სიტყვები.
როცა აგუნდა და ქორია თბილისში ჩამოვიდნენ, ბიჭი სულ რაღაც 12 წლის იყო. სულაც არ უნდოდა ხევსურეთიდან წამოსვლა, იქ იყო მისი სახლი, მისი მეგობრები, ნათესავები. უყვარდა დიდრონი და გოროზი მთები, მუდამ მორბენალი არღუნი, რომლის წყალიც ისეთი ცივი იყო, რომ ფეხს ვერ ყოფდა ხოლმე შიგ. ყველაზე გამჭვირვალე და სუფთა ჰაერი იყო შატილში მისი წარმოდგენით. იქ იყო მზეოც, რომელიც პატარა ბიჭის სანუკვარი ოცნება იყო. მას, მხოლოდ მას უთხრა ერთხელ, რომ უყვარადა. მაგრამ გოგომ უარი უთხრა და ბავშვობა გაუმწარა ბიჭს. მას მერე არავისთვის უთქვამს ეს სიტყვები. თუმცა მას შემდგ ბევრი წელი გავიდა. ახლა შემდგარი ადამიანია. უნივერსიტეტი წამატებით დაამთავრა და კარგი სამსახურიც აქვს. აღარც მზეოზე ფიქრობს და არც შატილის სილამაზეზე.
ბარში კიდევ უფრო აუწიეს მუსიკას, გაისმა ახალგაზრდების ყიჟინაც. ბიჭებმა დაინახეს. რომ რამდენიმე ახალგაზრდა სკამზე იდგა და ისე ცეკვავდა. ბიჭები იყვნენ და ერთი გოგო. კუნაპეტივით შავი ხვეული თმა ჰქონდა და გიჟივით იქნევდა თავს, მუსიკას აყოლებდა.
-იქ რა ხდება?-ჰკითხა ნიკამ მიმტანს.
- ბანკეტი აქვთ, სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ. - ჩაიცინა და ხარბი მზერა გააპარა გოგოსკენ, რომელიც სკამზე იდგა. მოკლე კაბა ეცვა სალტების გარეშე და დროდადრო ზემოთ - ქვემოთ ქაჩავდა კაბას.
- ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ დროს სხვანაირი ბანკეტები იყო, -დაიბუხუნა და ზურგი აქცია ახალგაზრდებს ქორიამ.
- კარგი ერთი, გამომიხვედი მოხუცებული, ერთობიან მშვენივრად.
- ესაა გართობა? შეხედე როგორ უფათურებს ხელებს ის ბიჭი.
- დაანებე თავი, დავლიოთ.
გვიან ღამით ბარიდან პირველი ქორო გამოვიდა, დანარჩენები დარჩნენ.
- მე წავალ ბიჭებო, ხვალ რვაზე სამსახურში უნდა ვიყო, თორემ ხათუნა მომკლავს, მის პროექტში რომ რამე ავურიო, გაგიჟდება. - ჩაეცინა გაიდაურს.
ესიამოვნა სუფთა ჰაერი. მთვრალი იყო, მაგრამ არც ისე რომ ტაქსი გამოეძახა, ფეხით ერჩია სიარული. სიგარეტს მოუკიდა და წასვლა დააპირა. ხუთი ნაბიჯიც არ ექნებოდა გადადგმული, რომ უცნაური ხმა გაიგონა. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ნახევრად სიბნელე იყო და ვერაფერი გაარჩია. გზის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ისევ შემოესბა ტირილის ხმა. მიუახლოვდა, ბნელ კუთხეში გოგონა იჯდა და ტიროდა. მთვრალი იყო, ალბათ წაიქცა, მუხლის თავი ქონდა გადაყვლეფილი და უშნოდ სლუკუნებდა.
-რა მოხდა? კარგად ხარ? -უცბად გამოერკვა ბიჭი.
-რა მეტყობა რომ კარგად ვარ? ვერ ხედავ, მტკივა, თან მთვრალი ვარ. მომკლავს დედაჩემი და ღირსიც ვიქნები. - სლუკუნს განაგრძოდა გოგონა.
- რა გეგონა აბა, ამდენს რომ სვამდი. სკამზე რომ ცეკვავდი? ეგ რომ გაიგოს, რას გიზამს დედაშენი? - გაგულისდა გაიდაური.
- შენ რა იცი?
- მეც იმ ბარიდან გამოვედი, ვერ დამინახე? ტაქსს გამოგიძახებ ახლავე და წაგიყვანს სახლში. - ხედავდა რომ გოგოს ნელნელა ძილი ერეოდა.
- თავი დამანებე, ხომ გითხარი სახლში ვერ წავალ.
- მაშინ მეგობართან.
- არა, ლიზას დედა დედაჩემის დაქალია და ჩამიშვებს. -კვლავ ასლუკუნდა.
- აბა სად?
-არ ვიცი, - ესღა თქვა და გაითიშა.

რა უნდა ექნა, ტაქსი გამოიძახა, უცნობი მანქანაში ჩასვა და თავისი მისამართი უთხრა, თვითონაც გვერით მიუჯდა მძღოლს.
ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ გამოაფხიზლა, ამიტომ ხელში აიყვანა და კიბეს აუყვა. კარზე ძლივს მიაკაკუნა, იცოდა აგუნდას არ ეძინებოდა, თვითონ კი კარის გაღებას ვერ ახერხებდა.
ქალს გაუკვირდა კაკაუნი. –
-ალბათ ისევ დაკარგა გასაღები და მოვკლავ.- ამ ფიქრებში გართულმა კარი გააღო და ფერი ეცვალა.
- ქორია გაიდაურო, ეხლა ნამდვილად შემომაკვდები!- შესძახა, როცა კარში თავისი ერთადერთი ვაჟი დაინახა, რომელსაც ხელში უცნობი, მძინარე გოგონა ეჭირა.
- ჩჩჩ, დედა არ გრცხვენია? შემომიშვი ყველაფერს აგიხსნი, - გზა გაიკვლია თავისი ოთახისკენ და საწოლზე დააწვინა გოგო. კარი ფრთხილად გამოიხურა და დედას მიუბრუნდა, რომელიც თვალებს აბრიალებდა.
- გაიდაურო, რას გავს შენი საქციელი? ვინ არის ის გოგო, შენ დაუშავე რამე? მოგკლავ იცოდე, - ცხარობდა აგუნდა.
- ასე მიცნობ დეე? ამას ვიკადრებდი? - ხელებში მოიქცია საყვარელი ქალის სახე და ლოყაზე აკოცა.
- ბართან ვნახე ამ მდგომარეობაში, მისი მისამართი არ ვიცოდი და იქ ხომ არ დავტოვებდი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მაპატიე თუ შეგაშინე. ფეხზე ჭრილობა აქვს, რამე მომეცი რომ დავუმუშავო, - ბიჭმა ფრთხილად მოუსუფთავა ჭრილობა და პლასტირი დააკრა. გოგონას გათიშულს ეძინა. სახიდან უშნოდ ჩამოყრილი თმები მოაცილა და ახლაღა დააკვირდა, რომ საოცრად ლამაზი იყო.
- დე გთხოვ, დივანზე გამიშალე, საშინლად მეძინება.
ქალი ცოტა დამშვიდდა, მისი შვილი ნამდვილად არ იყო ისეთი, რომ რამე ეკადრებინა გოგოსთვის. თანაც უყურებდა, როგორ ფრთხილად უხვევდა ჭრილობას და სითბოთი ივსებოდა.
უთენია დარეკა მაღვიძარამ. სიმწრით ასწია ნაბახუსევი თავი ქორომ. დედაც ყავის ჭიქით ხელში დაადგა თავზე.
-ადექი დაგაგვიანდება!
- გუნდა კიდევ ბრაზობ? ხომ გითხარი არაფერი დამიშავებია. კარგი რააა.
- უხალისოდ აატრიალა თვალები
- დაველაპარაკები მე იმ გოგოს, რომ გაიღვიძებს და ერთი გადაკრული სიტყვაც რომ თქვას შენზე, მოგკლავ! -კვლავ შეუღრინა შვილს.
- მოსულა, ახლა დამალევინე ეგ ყავა და გავიქეცი.
შუბლზე აკოცა ქალს, ყავა მოსვა და კარში გასულმა გამოსძახა:
- მიყვარხარ გუნდა!- გაიქცა, იტყოდი გამოეკიდებოდა დედა. უყვარდა როცა ასე ეძახდა დედას და ისიც ბრაზდებოდა.
- ა გ უ ნ დ ა მქვია ბიჭო, - მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ქორო უკვე ქუჩაში იყო.
ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები, თავი უსკდებოდა და გული საშინლად ერეოდა. ირგვლივ მიმოიხედა, არაფერი ეცნო, არც მის საძინებელში იყო, არც ლიზასთან. ყველაფერი უცხო იყო. წამოჯდა, ოთახი პატარა და მყუდრო იყო. სადა კედლები, დიდი ფანჯრები და ელეგანტური ავეჯი, საოცარ კონტრასტს ქმნიდა. მხოლოდ კაცის ნივთები რომ შენიშნა ოთახში, ძალიან შეეშინდა. ტანზე დაიხედა, კაბა ადგილზე იყო. სარკეს რომ მიუახლოვდა, ვერ იცნო საკუთარი თავი. თმა არეული, მაკიაჟი გადღაბნილი ჰქონდა და საშინლად გამოიყურებოდა. იქვე მისი მობილური და პატარა ჩანთა იდო. სასწრაფოდ აკრიფა ყველაფერი და ოთახიდან გავიდა. ეგონა ისე გაიპარებოდა ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ მისაღებ ოთახში ქალი შენიშნა. დივანზე იჯდა და ტელეფონს ათვალიერბდა. კარის ხმა რომ გაიგონა, სათვალე მოიხსნა და მისკენ მიბრუნდა.
- დილამშვიდობის, - თბილად მიესალმა ქალი.
- გამარჯობა, - სირცხვილის და უხერხულობას გრძნობდა კედელთან ატუზული გოგო.
- მე წავალ, - კარისკენ მიიწევდა დაბნეული.
- მოიცადე, ყავა დალიე, ისუზმე, -თბილად გაუღიმა ქალმა.
- საკმარისად შეგაწუხეთ, წავალ.
- რაღაც უნდა გკითხო, - უთხრა და თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგო.
- -რა გქვია?
- თათია.
- ლამაზი სახელია, მე - აგუნდა.
- უცხო სახელია.
- საიდან იცნობ ქორიას?
- ვის?
- ქორიას, ჩემს შვილს.
,,რა უცნაური სახელებია, ნეტავ სად ვარ?“ ფიქრით უარესად იტკიებდა თავს.
- არ ვიცნობ ქალბატონო თქვენს შვილს. - გონება უფრო დაძაბა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა. ბარიდან გამოსვლის შემდეგ არაფერი ახსოვდა.
- კარგი, ტაქსს გამოგიძახებ, - მიხვდა აგუნდა, რომ გოგონას მართლაც არაფერი ახსოვდა.
- არაა საჭირო, ჩემით წავალ. - კარიდან სწრაფად გავიდა და კიბეზე დაეშვა. თან ლიზას ნომერი აკრიფა და დარეკა.
- შენთან მოვდივარ, უნდა ვილაპარაკოთ. პირველივე ტაქსი გააჩერა და შიგ ჩახტა. ახლა ნახა, რომ ტელეფონზე უამრავი ზარი იყო დედისგან და ლიზასგან.
- გაგიჟდი გოგო? სად დაიკარგე მთელი ღამე? რას გავხარ? - მიაყარა კითხვები ლიზამ, როგორც კი კარი გააღო.
- ყველაფერს აგიხსნი თუ შემომიშვებ. თავი მისკდება.
- გაგიმართლა რომ ლია სახლში არაა და არც წუხელის იყო. დედაშენს ვუთხარი, რომ ჩემთან ხარ.
- მადლობა, მიყვარხარ, შეიძლება შხაპი მივიღო?-მიაპყრო თხოვნის თვალები მეგობარს.
- შედი, ტანსაცმელი და პირსახოცი იცი სადაცაა. მე ყავას გაგიკეთებ.
შხაპი მიიღო და ცოტა დამშვიდდა. მისაღებში დივანზე მოიკეცა და მეგობარს დაელოდა.
- აღარ იტყვი რა მოხდა?-შეუტია ლიზამ.
- არაფერი მახსოვს ლიზა. ბარში ვიყავით, დავლიე.
- შენ და დალევა?-წარბები აზიდა ლიზამ.
- ხოოო, ავღნიშნე რა ვქნა. მერე დავითაშვილმა გარეთ გამომიყვანა, უკვე მთვრალი ვიყავი, ხელების ფათური დამიწყო. ამ დროს მარი გამოჩნდა. დავითაშვილმა რომ დაინახა, ხელი მკრა და მისკენ გაიქცა. დავეცი და ფეხი ვიტკინე, - ტიროდა თათია და ერთიანად ცახცახებდა. ახლა გაახსენდა ფეხზე ჭრილობა. დაიხედა უკვე დამუშავებული იყო და პლასტირი ეკრა ზედ. ამიტომ არ სტკიოდა და ისე იბანავა არც კი გახსენებია.
- ვინ დაგიმუშავა? სად იყავი წუხელ?
- არ ვიცი, დავითაშვილი რომ წავიდა, ვიღაც ბიჭი მომიახლოვდა. მერე არაფერი მახსოვს. დილას მგონი მის სახლში გამეღვიძა.
- თათია! - შეჰყვირა და თვალები გაუფართოვდა ლიზას.
- არა, ნუ გეშინია, არაფერი დაუშავებია, დილას დედამისი დამხვდა სახლში. თანაც ჩაცმულს მეძინა. არვიცი ვინ იყო, არ მახსოვს. სადმე რომ შემხვდეს, ვერ ვიცნობ.
- დედამისმა რაო?
- საიდან იცნობ ჩემს ბიჭსო. არ ვიცნობ მეთქი ვუთხარი და წამოვედი. უცნაური სახელები კი მითხრა. აგუნდა და ქორია. ორივეს გულიანად გაეცინა.
- რა სახელებია საერთოდ. თათია შენი ყელსაბამი სადაა?
ყელზე ხელი მოისვა და თვალები აემღვრა გოგოს.
- გუშინ მთელი დღე ისეთ გადარბენაზე ვიყავი, არც ვიცი როდის დავკარგე. ის ხომ მამამ მაჩუქა, - ცრემლებმა დაუსველა სახე გოგოს.
- კარგი დამშვიდდი, ვიპოვით, იქნებ სახლში დაგრჩა.
კიდევ დიდხანს ილაპარაკეს გოგონებმა.
- სახლში წასვლა არ მინდა. დავურეკავ დოდოს და ვეტყვი რომ
მარტო ხარ და აქ ვრჩები.
შუადღით დივანზე ჩაეძინა. ცოტახანში ლიზას კივილმა გააღვიძა.
- ვიპოვეეე!!!!!!!!
- გააფრინე? რა იპოვე ასეთი?
- შენი ყელსაბამი ვიპოვე!
უცებ გამოერკვა თათია და წამოჯდა. ლიზამ ტელეფონი ცხვირთან ახლოს მიუტანა.
,,ნაპოვნია ბარნოვის ქუჩაზე, პატრონი შემეხმიანოს“.
სწრაფად ჩაიკითხა პოსტი და სურათს დააცქერდა. ნამდვილად მისი ყელსაბამი იყო.
- სწრაფად მიწერე, - უთხრა ლიზას.
არ დააყოვნა გოგომ, თავისი გვერდი გახსნა და შეტყობინება აკრიფა. ,,ყელსაბამი ჩემია. სად მოგძებნო?“. დაწერა და სწრაფად გაგზავნა. შემდეგ პროფილის დათვალიერება დაიწყეს, მაგრამ იქ არაფერი იყო. მხოლოდ პროფილის ფოტოდან იყურებოდა ლამაზი ცისფერთვალება ბიჭი. გვერდზე გადავარცხნილი წაბლისფერი თმით. ფონად უზარმაზარი მთები ჰქონდა. სულ ეს იყო. ასევე უცნაური სახელი და გვარი - ,,ქორო გაიდაური“.
- ბარნოვზე ხომ სალონია, სადაც თმა და მაკიაჟი გავიკეთე. ალბათ მაშინ დავკარგე, - საცოდავად ჩაილაპარაკა თათიამ.
ქორო ხათუნას კაბინეტში იყო და პროექტის დეტალებს უთანხმებდა. ამ დროს დაიწკრიალა ტელეფონმა და მესიჯი მოვიდა. ხათუნამ წარბი აწია ტელეფონის ხმაზე. ვერ იტანდა, საქმის დროს რომ რეკავდა ხოლმე.
- თუ ამ პროექტს წარმატებით მიიყვან ბოლომდე, ოფისის მენეჯერად დაინიშნები.
მკაცრი და მომთხოვნი უფროსი იყო ხათუნა. ამიტომ მისმა საპროექტო ფირმამ, ძალიან მალე მიაღწია წარმატებას. ახლაც ერთი ბიზნესმენის სახლს აპროექტებდნენ. ამიტომ ძალიან ღელავდა.
- ნუ დარდობ, ყველაფერი მოეწონებათ, აი ნახავ. - თავდაჯერებული იყო ქორო. ეს საქმე მართლაც კარგად იცოდა.
სამსახურიდან სპორტდარბაზში წავიდა, ივარჯიშა და აუზზე გაცურა. უყვარდა ცურვა, მშვიდდებოდა და დაღლილობა ეხსნებოდა. ტელეფონი და შეტყობინება არც გახსენებია. გოგონები კი ნერვიულობდნენ.
- ნეტავ რატომ არაფერს გვწერს? - ჩასცქეროდა ტელეფონს თათია.
- ნუ დარდობ, არ უნახავს ალბათ, რაკი ჯგუფში დაწერა, ესე იგი დაბრუნება უნდა. დაბადების დღეს რა გეგმები გაქვს? არც კი მჯერა, რომ მალე 18 წლის ხდები.
- ხო, არც მე. არ მაქვს აღნიშვნის თავი, მითუმეტეს დედაჩემის დაქალებთან ერთად.
- მაშინ ბარში წავიდეთ, მე გიორგის წამოვიყვან და გაგაცნობ თან.
- კარგი აზრია, დოდოს დავითანხმებ. ორი კვირაა იქამდე.
სახლში დაბრუნებულმა ქორომ დედას აკოცა და სტუმარი მოკითხა.
- დილას წავიდა, არაფერი ახსოვდა მგონი, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა აგუნდამ.
- ნუ ნერვიულობ დე, ხომ იცი რომ ცუდს არაფერს ვიზამ ისეთს, რომ ჩემი შეგრცხვეს.
მაგიდას მიუჯდა და მადიანად შეექცა ვახშამს.
- ვიცი, შვილო ვიცი, უბრალოდ შემეშინდა. - თავზე აკოცა შვილს და გვერდით მიუჯდა. უხაროდა რომ როგორც იქნა, მისმა ვაჟმა სახლში ვახშმობა მოახერხა.
- ამ ბოლოს ძალიან ბევრს მუშაობ შვილო.
- ეს პროექტიც ჩავაბარო დე და მერე მეტი დრო მექნება. წყალი გადაივლო და დასაძინებლად მოემზადა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ მის მობილურს ხმა ქონდა გამორთული. რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო ბიჭებისგან და ერთი შეტყობინება მესენჯერში. გახსნა და ახლა მოაგონდა ნაპოვნი ყელსაბამი. წამოხტა და შარვლის ჯიბეები მოქექა.
- კიდევ კარგი არ გარეცხა აგუნდამ. - მესენჯერზე სწრაფად აკრიფა შეტყობინება: ,,იქით კვირას იყოს, შევხვდეთ და დაგიბრუნებთ“.
- ხომ გითხარი, რომ დაგიბრუნებდა. - დამშვიდდა ორივე. მაგრამ თათიას რა დაამშვიდებდა, არც ახსოვდა წუხელ ვის ოთახში ეძინა.
გაზაფხული აქტიურ ფაზაში შედიოდა. სულ უფრო თბებოდა ქალაქში. ცა ლურჯი და სუფთა იყო. ღამე უამრავი ვარსკვლავი ჩნდებოდა და მოქარგულ ხალიჩას ემსგავსებოდა. ერთ კვირში ლიზას შეტყობინება მოუვიდა: ,, დღეს საღამოს შეგხვდებით და ყელსაბამს დაგიბრუნებთ“. ლიზას არ ეცალა წასასვლელად, თათია გამოცდებისთვის ემზადებოდა, ამიტომ ლიზას არ დაგვიანებია პასუხის გაცემა: ,, სამწუხაროდ დღეს ვერ შევძლებ, იქნებ სხვა დროს“.
,,კარგით, დამიკავშირდით როცა შეძლებთ.“
დოდო ძლივს დაითანხმა თათიამ, რომ დღევანდელი დღე ბარში აეღნიშნა მეგობრებთან ერთად. თათიას მამა გარდაცვლილი ჰყავდა, ამიტომ დედა ძალიან ფრთხილობდა და თითქმის არსად უშვებდა. ისიც მორჩილი გოგო იყო, იჯდა და მეცადინეობდა. იოლი ხომ არაა სამედიცინოზე ჩაბარება. მხოლოდ იმ ღამით გადახდა უცნაური თავგადასავალი და დიდხანს შიშობდა ამ ყველაფრის გამო. მაგრამ ბარში დაბადების დღის აღნიშვნა, მართლა ძალიან უნდოდა. ამიტომ მთელი კვირა უბურღა ტვინი დოდოს და ბოლოს დაითანხმა. მხოლოდ რამდენიმე კლასელი, ლიზა და გორგი დაპატიჟა. ყველაფერი ლამაზად იყო მორთული, ლიზამ ყველაფერზე იზრუნა. ცოტ-ცოტას სვამდნენ და მხიარულობდნენ.
გვიან ღმით სანაპიროზე მოქროდა მოტოციკლით ქორო. უყვარდა მოტოთი სეირნობა, ცხენით ჯირითს აგონებდა. პატარა კი იყო ხევსურეთიდან რომ წამოვიდა, მაგრამ ცხენზე საკმაოდ კარგად ჯირითობდა. ქალაქში ცხენს შემცვლელი უპოვა, უკვე ერთი წელია იყიდა, მაგრამ აგუნდამ არაფერი იცოდა, რომ გაეგო გული გაუსკდებოდა. ამიტომ ირაკლისთან ტოვებდა ხოლმე. ახლაც სახე ჰქონდა მიშვერილი გრილი ნიავისთვის და მტკვრის გასწვრივ მიქროდა, როცა დაინახა რომ ვიღაც ბიჭი ძალით კოცნიდა გოგოს, გოგო კი ყვიროდა. ისე სწრაფად დაამუხრუჭა ლამის გადაყირავდა. ბიჭს მივარდა და სახეში დაარტყა. მთვრალი ახალგაზრდა ძირს დაეცა. წამოაყენა და კიდევ დაარტყა. ბიჭი გაითიშა. გვრდზე მოიხედა და ატირებული გოგო დაინახა.
- მეხუმრები? ისევ შენ? სულ ასეთ შარში ხარ? - ხელი გაუწოდა და წამოაყენა. მის წინ ისევ შავ კულულებიანი თათია იდგა და კანკალებდა. ტყავის ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მოახურა. გოგო ვერ მშვიდდებოდა.
- აქვე კუთხეში მყუდრო კაფეა, წამოდი. - თათია უხმოდ დათანხმდა. როცა მიხვდა, რომ ნაცემი ბიჭი აზრზე მოდიოდა, თათიას ხელი მოხვია და წაიყვანა. მოტოციკლი უსაფრთხოდ დატოვა და ორივე კაფეში შევიდა.
- ორი ყავა და წყალი, - შეუკვეთა და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. გოგომ წყალი მოსვა და ცოტა აზრზე მოვიდა. მხოლოდ ახლა შეხედა ბიჭს. მოეწონა მისი ცისფერი თვალები, ლამაზი თმები და ნავარჯიშები სხეული.
- აბა მითხარი სულ ასეთ შარში ხარ? ორ კვირაში უკვე მეორეა.
თათიამ კითხვით სავსე თვალები მიანათა და ახლა მიხვდა, რომ საიდანღაც ეცნობოდა ბიჭი, მაგრამ ვერ გაიხსენა.
- არ მითხრა, რომ არაფერი გახსოვს, - გადაიხარხარა ბიჭმა.
თათიას თავბრუ ეხვეოდა, ნასვამი იყო. თანაც ცხვირში ტყავის, სუნამოს და სიგარეტის სუნი უღიტინებდა, რომელიც მხრებზე მოხურული ქურთუკიდან მოდიოდა.
- გახსოვს შენს ბანკეტზე რა მოხდა? -კითხა ქორომ.
თათია ახლაღა მიხვდა, რომ ეს სწორედ ის ბიჭი იყო, ვინც თავის სახლში მიიყვანა. თვალები გაუფართოვდა, თან საოცრად შერცხვა. უკვე მეორედ ხედავდა ასეთ მდგომარეობაში უცნობი მამაკაცი.
- არ არსებობს, ეს შენ ხარ?
- კი, კი, სწორედ მე ვარ, - ეღიმებოდა ბიჭს.
- ბოდიში, მადლობა. არვიცი რა ვთქვა. - დაბნეული ლუღლუღებდა გოგო.
- შენი სახელი?
- რა? აა, ხოო, თათია მქვია.
- ქორო, - ხელი გაუწოდა ბიჭმა.
- -აბა, დღეს რას აღნიშნავდი და ვინ იყო ის ხეპრე?
- დღეს ჩემი დაბადების დღეა.
- ვააა, გილოცავ.
- ის ჩემი მეგობრის შეყვარებულია.
- ლიზასი?
- კი, - გაკვირვებულმა შეანათა ყავისფერი თვალები.
- იმ საღამოს ახსენებდი. -აუხსნა ბიჭმა.
- -თვითონ ლიზა სადაა?
- სახლში დავტოვეთ. მე და გიორგი ერთ უბანში ვცხოვრობთ და ერთად მივდიოდით სახლში. ლიზას რა უნდა ვუთხრაა არ ვიცი. -ისევ ტირილი დაიწყო გოგომ.
ქორო გვერდით მიუჯდა, ხელი მოჰხვია და დაამშვიდა:
- ნუ ნერვიულობ, შენი ბრალი ხომ არაა რომ ის ბიჭი ა. თანაც ლიზა რაც მალე გაიგებს ყველაფერს, უკეთესია, - ამშვიდებდა აკანკალებულ გოგოს, თმაზე უსვამდა ხელს და მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა მკერდზე-.
- უკვე გვიანია, ტაქსის გამოგიძახებ.
- არა, გთხოვ, მეშინია, ახლა ტაქსით ვერ წავალ.
- მე მოტოთი ვარ, გამომყვები?
ერთხანს შეყოყმანდა , მაგრამ მაინც დათანხმდა. ჩაფხუტი გაუკეთა გოგოს და უკან მოისვა. შეატყო რომ ეშინოდა, ამიტომ ჩქარა არ მიდიოდა. გოგოს წელზე შემოეჭდო მისთვის ხელები და ერთიანად თრთოდა. სახლამდე მიიყვანა. კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში აცახცახებულმა გოგომ.
- გმადლობ, შენ რომ არა, არ ვიცი რა იქნებოდა.
- არაა საჭირო.-თბილად გაუღიმა ქორომ.
- ქალბატონ აგუნდას მადლობა და ბოდიში გადაეცი. იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი.
- არაუშავს, არ ინერვიულო მაგაზე.
თათიამ დაიმორცხვა, ქურთუკი დაუბრუნა და სახლში შევარდა.
ივნისის დადგომამ უფრო მეტად გაათბო ქალაქი. საღამოს სასიამოვნო სიო აგრილებდა ხალხს. სამსახურიდან სახლში მისულ გაიდაურს ტუმბოზე ისევ თვალი მოსჭრა ნაპოვნმა ყელსაბამმა. სასწრაფოდ გახსნა ტელეფონი და შეტყობინება აკრიფა ,,ამ საღამოსაც თუ არ შემხვდებით, ყელსაბამს აღარ დაგიბრუნებთ“. თითქმის ათი დღე გავიდა, რაც თათია იმ არაკაცისგან გადაარჩინა. ხშირად ფიქრობდა მასზე, იხსენებდა როგორ კანკალებდა შიშისგან და ეღიმებოდა. ახსენდებოდა მისი შავი კულულები და საოცრად მომზიდველი სუნამოს სუნი. ახლაც გულაღმა იწვა საწოლზე და მასზე ფიქრობდა. ტელეფონმაც მალევე დაიწკრიალა: „ლოკაცია ჩამიგდეთ, სად მოვიდე“. სასწრაფოდ ჩააგდო პატარა მყუდრო კაფის ლოკაცია, თან შეტყობინება მიაყოლა: ,,ერთ საათში ამ კაფეში“. წყალი გადაივლო, თხელი ჯინსი და თეთრი მაისური ჩაიცვა, რომელიც საოცრად უხდებოდა. ყელსაბამი ხელში შეათამაშა და სახლიდან გავიდა. ხილის წვენი შეუკვეთა და მაგიდასთნ ისე დაჯდა, რომ კარის დანახვა შესძლებოდა. ელოდა გოგონას სოციალური ქსელიდან. ამ დროს კარში თათია გამოჩნდა. თმა მაღლა ჰქონდა აწეული, მხოლოდ რამდენიმე კულული ჩამოვარდნოდა მხარზე, ცისფერი კაბა ეცვა და ყელზე ყვავილებიანი შარფი ეკეთა. გაეხარდა გაიდაურს მისი დანახვა. სხვას ელოდებოდა, მაგრამ მისი ნახვის შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. გოგონა დაბნეული იყურებოდა აქეთ იქით.
- თათია! - შესძახა და ხელი დაუქნია გოგოს. გოგონამ მაშინვე მისკენ მიიხედა და კიდვ ერთხელ მიანათა თაფლისფერი თვალები. მისკენ წავიდა თან დაბნეულობა ეტყობოდა.
- შენ რა მითვალთვალებ? - სიცილნარევი სიბრაზით მიახალა .
- სულაც არა. შეხვედრა მაქვს, -იწყინა გაიდაურმა. მაგრამ სკამი გაუწია და დაჯდომა შესთავაზა.
- ბოდიში, უხეშად გამომივიდა. - თვალები დახარა გოგომ. ესიამოვნა გაიდაურს მისი სიმორცხვე.
- დალევ რამეს?
- შენ ხომ შეხვედრა გაქვს, მეც ვიღაცას ველოდები. - ისევ უხერხულად მოათვალიერა დარბაზი.
- ვის ელოდები თუ საიდუმლო არაა? - თითქოს არ უნდოდა მისი გაშვება ქოროს.
- ჩემი ნივთი უნდა დამიბრუნონ.
თვალები მოჭუტა ბიჭმა და ასე გააანალიზა თათიას ნათაქვამი.
- ახლა ნამდვილად გავგიჟდები! -იმხელა ხმაზე იყვირა გაიდაურმა, მთელმა დარბაზმა მას შეხედა.
თათია გაკვირვებული უყურებდა ბიჭს. ცოტა შეეშინდა კიდეც მისი. ბიჭმა ხელში შეათამაშა ყელსაბამი. თათიას თვალები გაუფართოვდა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ ბიჭი ფოტოდან სოციალურ ქსელში, ძალიან გავდა ქოროს. სახელიც ,,ქორო“ იგივე იყო.
- არ არსებობს, - ჩაიჩურჩულა გოგომ და ყელსაბამს წაეტანა.
- მაგრამ ქსელში სხვა გოგომ მომწერა, - გაიკვირვა ქორომ.
- ლიზამ მოგწერა.
- ხოო, რა თქმა უნდა, ლიზა. - ახლა დააკავშირა ყველაფერი გაიდაურმა.
- ახლა მაინც დალიე რამე, როგორც ჩანს ერთმანეთს ველოდებოდით. -გაეცინა ქოროს .
- ნაყინს შევჭამდი ძალიან ცხელა, - ოდნავ გაიღიმა გოგონამ.
დიდი მადლობა, შენ არ იცი რა მნიშვნელოვანია ეს ნივთი ჩემთვის. სხვა არც დამიბრუნებდა ალბათ. - გოგონა ძალიან ნაღვლიანი იყო მოსვლის წუთიდან. გაიდაურს არ გამოპარვია მისი უხასიათობა, მაგრამ კითხვას ვერ უბედავდა. ახლა კი როცა ყელსაბამი ხელში ეჭირა, ნაღველი უფრო მატულობდა, ცოტაც და ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე. ბიჭი გვერდით მიუჯდა. მისი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლი მოწმინდა.
- რა გჭირს თაი.-ეს სახელი ისე თბილად ჟღედა მისგან, რომ გოგოს ჟრუანტელმა დაუარა.
- ისეთი არაფერი, ცუდი პერიოდი მაქვს. - დამშვიდება სცადა გოგომ.
- თუ შემიძლია რამით დაგეხმარო, არ მოგერიდოს. -თბილად გაუღიმა ბიჭმა და კვლავ შეუმშრალა ცრემლი, რომელიც ჯიუტად იკვლევდა გზას აწითლებულ ლოყაზე.
- შენ უკვე ბევრი გააკეთე ჩემთვის. მადლობა ყველაფრისთვის. - ადგა და წავიდა. ბიჭი მიხვდა თუ ახლა უკან არ გაყვებოდა ძალიან ინანებდა. ფული მაგიდაზე დატოვა და უკან გაჰყვა ატირებულ გოგონას. რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ თათიამ არ მოიხედა, ტიროდა, არ უნდოდა მისი ცრემლები კიდევ შეემჩნია ბიჭს. ბოლოს დაეწია, მაჯაში ხელი მოკიდა და თავისკენ შემოაბრუნა. ცრემლებს მთლად დაესველებინა გოგონას სახე, თვალბი ასწითლებოდა და ქვითინებდა. გული მოეწურა ბიჭს, თავს ვეღარ მოერია, ხელი მოხვია და გულზე მიიკრა ატირებული. ასე მიიყვანა ახლომახლო სკამთან.
- ეხლა დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა.
- სულ მარტო ვარ, - ამოისლუკუნა გოგომ. მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნოდა და მზად იყო ყველაფერი ეთქვა, რასაც გრძნობდა.
- მე არავინ მყავს, არავის ვუყვარვარ. მამამ ხუთი წელია მიმატოვა, მოკვდა და მარტო დამტოვა ამხელა სამყაროში. ის იყო ჩემი გმირი. ახლა ლიზამაც გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, გიორგის ამბავი რომ გაიგო. სულ მარტო დავრჩი. - უკვე გულამოსკვნილი ტიროდა გოგო.
გაიდაური თავს ვერ ერეოდა. კვლავ მიიხუტა გოგო გულზე. არ იცოდა როგორ დაემშვიდებინ,ა მაგრამ მისი ტირილის ატანაც აღარ შეეძლო. ეფერებოდა მის შავ კულულებს და უცნაურ ჟრუანტლს გრძნობდა.
- ლიზა რატომ გაბრაზდა, რა შენი ბრალია თუ ის ბიჭი არაკაცია.
- არვიცი, დიდხანს ვიფიქრე მეთქვა თუ არა, მერე შენი ნათქვამი გამახსენდა და ვუთხარი. მან კი არაფერი მიპასუხა, სახლიდან გამომიშვა და მერე აღარ შემხმიანებია, არც მწერს, არც ტელეფონზე მპასუხობს. მხოლოდ დღეს ლოკაცია ჩამიგდო და მომწერა ყელსაბამი მოიკითხეო.
ტიროდა გოგო, ბიჭს კი მისი ტირილი უსერავდა გულს. გრძნობდა, რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა ატირებული გოგო, მით მეტად უნდოდა მისი ჩხუტება.
- აღარ იტირო, გთხოვ, დამშვიდდი. მე აქ ვარ, იცოდე რომ მარტო არ ხარ.
გაკვირვებულმა შეხედა გოგომ ამ სიტყვების გაგონებისას. ცოტა დამშვიდდა და ცრემლები შეიმშრალა.
- გმადლობ ყველაფრისთვის, მაპატიე ,სამჯერ გნახე და ჩემი პრობლემები მოგახვიე თავს. არ ვიცი რა დამემართა.
- გაგაცილებ თუ ნებას დამრთავ.
- არაა საჭირო, ფეხით გავივლი.
წავიდა და ბიჭს დაუტოვა მისი სუნამოს დაუვიწყარი სურნელი. მხოლოდ ახლა მიხვდა ქორო, რომ ისევ დაავიწყდა ნომრის გამორთმევა ან სოციალურ ქსელში მისი დამატება. დანაღვლიანებული უკვე წასვლას აპირებდა, ბიჭებს უნდა შეხვედროდა. ადგომის დროს სკამიდან რაღაც გადმოვარდა. დაიხედა და თათიას შარფი დაინახა. აი, ის, ყელზე რომ ქონდა მოხვეული. აიღო, იმ სუნამოს სურნელი ჰქონდა, ასე რომ ახსენებდა თათიას. ბიჭებთან ცოტა დალია, მთელი საღამო თაიას ცრემლიანი სახე ედგა თვალწინ. სახლში მისულმა ლიზას გვერდი გადაქექა და მაინც იპოვა ,,თათია თურმანიძე“. გაეხარდა, მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა. შარვლის ჯიბიდან შარფი ამოაძვრინა. ეს გოგო საოცარ ემოციებს იწვევედა მასში. ვერ ხსნიდა მაგრამ უნდოდა ყოველთვის დაეცვა და ეზრუნა მასზე.
თათია ძლივს დამშვიდდა. არ უნდოდა დოდოს ამ მდგომარეობაში ენახა. ახლა უკვე ლიზაც აღარ იყო, რომ ამბები გაეზიარებინა. საკუთარ თავთან მარტო დარჩა და დღევანდელი დღის გახსენება დაიწყო. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა დღესაც იმ ბიჭის ნახვას. ,,რამდენჯერ უნდა გადამარჩინოს უბედურებისგან“. ფიქრობდა და უაზროდ იღიმოდა. ყოველთვის ისეთ დროს ჩნდება, როცა ყველაზე ძალიან მჭირდება. ამ დროს დაიწკრიალა ტელეფონმა და მეგობრობის თხოვნა მოუვიდა. ,,ქორო გაიდაური“. „რა სახელი და გვარია“. ჩაიცინა და დაეთანხმა მეგობრობას.
***
როგორც იქნა დამთავრდა ქოროს პროექტი. დამკვეთს ისე მოეწონა, ხათუნას დაავალა მშენებლობის მეთვალყურეობა. ხათუნამ დაპირებისამებრ ქორო დააწინაურა. სახლში მივარდა გახარებული. აგუნდა ხელში აიტაცა და ახალი ამბავი ამცნო. ქალს სიხარულის ცრემლები სცვიოდა, მისი შვილი წარმატებული ადამიანი იყო. არ უნდოდა ამ საღამოს გაფუჭება, მაგრამ ახალი ამბავი მაინც უთხრა შვილს:
- ქორია, რაღაც უნდა გითხრა.
ბიჭი დასერიოზულდა, ასე მხოლოდ მაშინ ეძახდა დედა, როცა რაღაც მნიშვნელოვენი ხდებოდა.
- თორღვა მოკვდა. - ამოთქვა ქალმა, მაგრამ მწუხარება არ შეტყობია.
- ვინ გითხრა? როდის? - დაიბუხუნა გაიდაურმა და მრისხანება ჩაუდგა თვალებში.
- აშექალმა დარეკა, დაუკრძალავთ უკვე.
- ადრე უნდა ჩაძაღლებულიყო. - თვალებიდან ნაპერწკლები სცვიოდა გაიდაურს.
- არ შეიძლება ასე ლაპარაკი, შვილო .
- რაც მან ჩაიდინა შეიძლებოდა? - მრისხანე იყო ქორია გაიდაური.
თორღვა გაიდაური ქოროს ბიძა იყო. მამამისის დაუძინებელი მტერი. ძმებმა მიწის გამო იჩხუბეს და მტრად მოეკიდნენ ერთმანეთს. ეს კიდევ არაფერი, ერთხელ თორღვამ დათვისგან დატორილი ნახა, თავისი ძმა ტყეში, დახმარების ნაცვლად იქვე დატოვა და წამოვიდა. მწყემსებმა იპოვეს გიორგი. სახლში მძიმედ დაჭრილი მოიყვანეს. მხოლოდ ის თქვა, რომ ძმამ მიატოვა და გარდაიცვალა. მაშინ ქორია თერთმეტი წლის იყო. ძმის სიკვდილის შემდეგ მთლად გაგიჟდა თორღვა, ქვრივს აიძულებდა სადაო მიწა დაეთმო. აგუნდა უარზე იყო და ქმრის დანატოვარს იცავდა.
ერთხელაც ღამე მიუვარდა აგუნდას სახლში, მთვრალი იყო, იმუქრებოდა, რომ ორივეს მოკლავდა. არც აგუნდა ჩუმდებოდა. საბოლოოდ დაეძგერა ქალს და კოცნა დაუწყო. რომ არა ქორია, იმ ღამეს არავინ იცის რა მოხდებოდა. ბავშვმა დედამისი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა, შეშის მოზრდილი ნაჭერი ჩაარტყა ბიძას თავში. კაცი გამოერკვა, ადგა და რეტდასხმული უხმოდ წავიდა. ორ დღეში წამოვიდნენ შატილიდან დედა-შვილი. სოფელმა შეიძულა თორღვა. ყველამ ზურგი აქცია, მაგრამ ის ჯიუტად არ თმობდა პოზიციას. იქით უღრენდა ყველას, ვინც რამეს ეტყოდა. თბილისში აგუნდას დეიდა ცხოვრობდა, უშვილო მოხუცი ქალი, ქალმა სიამოვნებით მიიღო ორივე. ეს სახლი სწორედ მან დაუტოვა სიკვდილის შემდეგ. აშექალი თორღვას ცოლია. ის და აგუნდა ბავშვობის მეგობრები იყვნენ.რძლებს ამ ამბის შემდეგაც არ გაუწყვეტიათ ურთიერთობა, ჩუმად იგებდნენ ხოლმე ერთმანეთის ამბებს.
- რაღაც უნდა გთხოვო, -განაგრძო აგუნდამ, - თვის ბოლოს ათენგობაა ხომ იცი, გეხვწები, წამიყვანე შატილში.
ამ თხოვნას ქორია ნამდვილად არ მოელოდა. გაკვირვებულმა შეხედა დედას
- ნუ გიკვირს, შენ კარგად იცი, რომ ჩემი სახლი იქაა. იქაა მამაშენიც, მენატრება შატილი. ჰაერი მენატრება. აქ ვერ ვსუნთქავ. გთხოვ, შემისრულე ეს თხოვნა, სანამ მოვკვდები. ქალს ხმა უწყდებოდა.
- ჩემო გუნდა, ასეთ რამებზე ნუ ლაპარაკობ გთხოვ. რა დროს სიკვდილია. შენ თუ ასე ძალიან გინდა წავიდეთ.
თვითონაც ტკივილამდე ენატრებოდა შატილი, ამიტომ აგუნდას თხოვნას დათანხმდა. ქალი სიხარულისგან ცას ეწია.
- დედა, მოდი ირაკლი და ნიკაც წავიყვანოთ, თან ირაკლის მანქანით წავიდეთ.
- ძალიან კარგი აზრია. - სიხარულით ტაში შემოჰკრა ქალმა.
თაია და ქორო ხშირად წერენ ერთმანეთს, მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებიან, მაგრამ ერთმანეთის მესიჯის წაკითხვისას გული ორივეს უფორიაქდება. რაღაც სხვანაირად გრძნობენ თავს, როცა ერთმანეთის სახელი ესმით. ლიზა და თათია შერიგდნენ, ლიზამ ბოდიში მოუხადა მეგობარს. თათიამ ყველაფერი უამბო ქოროზე. ლიზა გადარეული დასდევს უნდა გამაცნოო.
თათიამ შეტყობინება მიიღო:
,ამ საღამოს სადმე შევხვდეთ, ცხელა და ნაყინს შევჭამდი“

,,კარგი, ექვსისთვის შევხვდეთ, თან ლიზასაც უნდა შენი გაცნობა.“

,,მაშინ ჩემს მეგობრებსაც წამოვიყვან.“

,,შევთანხმდით“.
საღამოს ყველა კაფეში შეიკრიბა. ქორო და თათია გვერდიგვერდ იჯდნენ. თავიდან უხეხულობა სუფევდა, შემდეგ გამხიარულდნენ, გაშინაურდნენ. მალე მათი გულიანი სიცილი აწყდებოდა კედლებს. ქორო ხშირად აპარებდა თათიასკენ თვალს. ცხვირში სუნამოს სურნელი უღიტინებდა, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა. თათიაც ყურადღებით აკვირდებოდა მის სახეს, მოსწონდა მისი დიდრონი თვალები, სწორი ცხვირი, თხელი ტუჩები. გვიან საღამოს დაიშალნენ. გოგონები სახლამდე მიიყვანეს. თვითონ ქოროსთან წავიდნენ, აგუნდასთან შატილის ამბები უნდა შეეთანხმებინათ.
- აგუნდა დეიდა ასე ვატყობ, მალე სარძლოს გაიცნობთ. - ჩაიხითხითა ირაკლიმ.
- მართლა?-სიხარულის თვალებით შეხედა შვილს.
- დედა, ამ სულელს ნუ უსმენ. - თვალებით გაბურღა ირაკლი და მიახვედრა, რომ აღარაფერი უნდა ეთქვა.
- კარგი, კარგი, მე გავჩუმდები, მაგრამ შენი თვალები როგორ გაჩუმდება არვიცი. არც ეს ვაჟბატონი მოიცდის დიდხანს, ხედავდი ლიზას როგორ უყურებდა? - არ ჩუმდებოდა ირაკლი. ბოლოს ნიკამ ბალიში ესროლა და ასე გააჩუმა.
ახალი შეტყობინება მოვიდა:
,, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა თაი.“
,, კი ლიზაც ძალიან კმაყოფილია“
,,შენ? შენც კმაყოფილი ხარ?“
,, კი, მაგრამ ნაყინის ჭამა დამავიწყდა“
,,მაშინ ვალად მექნება ნაყინი“
,,კარგი, თანახმა ვარ“
ორი დღის შემდეგ ნაყინზე დაპატიჟა გოგო. რამდენიმე ბურთულა აიღო თაიამ.
- ყველა შენ უნდა შეჭამო? - უღიმოდა ქორო.
- შენ მხოლოდ ვანილის გეყოფა?
- დანარჩენს შენთან გავსინჯავ, - თვალი ჩაუკრა გაიდაურმა.
- ვერაფერსაც ვერ გასინჯავ, ყველა ჩემია. - ბავშვივით გამობზიკა გაბუტული ტუჩები. ეს ტუჩები აგიჟებდა გაიდაურს. ოდნავ აბურცული და ატმისფერი.
- იცი ? მე შენი ნივთი მაქვს, - გამოუტყდა ბიჭი.
- რა ნივთი? - გაკვირვებულმა მიანება თავი ნაყინის ჭამას.
- ცისფერი შარფი. იმ დღეს დაგრჩა, ყელსაბამი რომ დაგიბრუნე.
- ეს უკვე ტრადიციაა მგონი. ჩემი ნივთი ყოველთვისაა შენთან, დამიბრუნე.
- სამწუხაროდ თან არ მაქვს.
ქორო მოსვლის წუთიდან თმაზე უყურებდა. ბოლოს გაბედა და კულულებზე მიეფერა. თაიას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ არ შეიმჩნია. ნაყინს ჭამდა და სიამოვნებდა თმაზე შეხება. გაიდაური გათამამდა და უფრო გაბედულად შეაცურა ხელი მის თმაში. აგიჟებდა მისი თმის სურნელი. ნაზად დაასრიალებდა ხელს.
- წამოდი მოტოთი გავისეინოთ. -შესთავაზა ბიჭმა. თათია პირველად მაშინ იჯდა მოტოციკლზე, ქორომ რომ სახლში მიიყვანა. ახლაც უარი არ უთხრა და უკან მიუჯდა ბიჭს, წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები, იგრძნო მისი დაკუნთული სხეული. ფართო ბეჭებზე მიადო თავი. სახე სასიამოვნო ნიავს მიუშვირა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სახიფათო ტრანსპორტზე იჯდა, თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა. ღიმილს გვრიდა, ის სასიასმოვნო შეგრძნება, ბიჭის შეხებისას რომ გრძნობდა. გაიდაურიც გაბრუებული იყო ამ ხიფათიანი გოგოს გვერძე ყოფნით. ხელები რომ შემოხვია, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ თავი დაკარგა, ეს გოგო მასში ნაზ და სათუთ შეგრძნებებს იწვევდა. კარგა ხანს ისეირნეს ასე, საღამოს სახლში მიიყვანა გოგო. დამშვიდობებისას ლოყაზე აკოცა თათიამ და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაჯით დაიჭირა გაიდაურმა, თავისკენ მიიზიდა, წელზე ხელი მოხვია და მჭიდროდ მიიკრო გულზე. შემდეგ თავი ააწევინა და მის ტუჩებს დაეწაფა. გოგო მინებდა მხურვალე კოცნას.
- ეს ტუჩები სამუდამოდ ჩემი იქნება. - ყურში ჩასჩურჩულა ბიჭმა.
თათია გაწითლებული გაიქცა სახლში. ქორო ისევ მოტოციკლეტით მიქროდა და ვერ გაეგო, როგორ გაბედა ეს ყველაფერი, მაგრამ თათიასთან ყოფნისას თავს ვერ აკონტროლებდა ამხელა კაცი.
***
თათია ლიზას საწოლზე იჯდა და წუხანდელ ამბებს უყვებოდა მეგობარს. ლიზა გაოგნებული უსმენდა.
- ის ხომ შენზე შვიდი წლით უფროსია. - ამოილუღლუღა გაოცებულმა ლიზამ.
- კარგი რა ლიზა, რომელი საუკუნეა. - გაიბუტა გოგო.
- კარგი, კარგი. იცი ტუროპერატორი ვიპოვე, რომელიც ძალიან კარგ ფასად წაგვიყვანს. შენს კლასს თუ არ უნდა ექსკურსია, ჩვენ წავიდეთ და დავისვენოთ ამ თვის ბოლოს, გამოცდებიც დამთავრდება ამასობაში.
- უცხო ხალხთან ერთად წასვლა არ მინდა. - ცხვირი აიბზუა გოგომ.
- ამ წუთას შენ არ თქვი, რომლი საუკუნეაო? - სიტყვაზე დაიჭირა ლიზამ. - ვუთანხმდები და მივდივართ.
ამ დროს კაზე ზარი გაისმა, კარი ლიზამ გააღო.
- თათია თურმანიძე აქ ცხოვრობს? - კითხულობდა კურიერი.
გოგონები ისეთი გაკვირვებულები უყურებოდნენ, კურიერს ეჭვიც კი შეეპარა, მაგრამ მაინც გაუწოდა მინდვრის ყვავილების მოზრდილი თაიგული. თათიას ხელი მოაწერინა და გაუჩინარდა. თათია კმაყოფილი იღიმოდა. ამ დროს ბარათს მოჰკრა თვალი.
,,შენი ტუჩები სამუდამოდ ჩემია“.
ლიზა ვერ ხვდებოდ,ა რა ხდებოდა, სანამ ბარათს არ დახედა.
- რა მაგარია თათ. მაგრამ საიდან გაიგო რომ აქ იყავი?
- მაგას ახლავე გავარკვევ.
შეტყობინება:
,,ძალიან ლამაზი ყვავილებია, გმადლობ“
,,მიხარია თუ მოგეწონა“
,,საიდან გაიგე რომ ლიზასთან ვიყავი?“
,,ეგ ჩემი საიდუმლოა.“
მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. სახლში მისულს სადარბაზოს კედელზე წარწერა დახვდა: ,,ეგ ტუჩები სამუდამოდ ჩემია“. წარწერა საღებავით იყო გაკეთებული, ამიტომ ყოველთვის იქ დარჩებოდა, კედელზე. ეს სიტყვები არა მარტო კედელზე, უკვე თაიას გონებაშიც ღრმად ამოკვეთილიყო და ვერაფერი წაშლიდა. მეორე დღეს გამოცდები დაიწყო. ქართულის გამოცდა იოლად დაწერა. გამოცდიდან რომ გამოვიდა ლიზა და დოდო უცდიდნენ გარეთ.
- კარგად დავწერეეეეე!!!!!!!- დაიყვირა და ორივეს გადაეხვია. ირგვლივ მყოფმა გულშემატკივრებმა შურით გადახედეს.
- ყოჩაღ, დედას ბარტყო, -თვალები ამოუკოცნა შვილს დოდომ. ლიზას უზარმაზარი თაიგული ეკავა ხელში, მეგობარს გადაეხვია და ჩასჩურჩულა: „ეს თაიგული ვისგანაა იმედია მიხვდები, თვითონაც აქაა“.
თათიამ გარემოს მოავლო თვალი და მართლაც დაინახა ხის ქვეშ, მოტოზე მიყუდებული ქორო.
- უნდა ვნახო - ჩასჩურჩულა ლიზას
- ჯერ დოდო მივიყვანოთ სახლში და მერე ვნახოთ.
დოდო სახლში დატოვეს და თვითონ სასეირნოდ წავიდნენ. იქვე სკვერში იცდიდნენ ქორო და ნიკა. ლიზა და ნიკა სასეირნოდ წავიდნენ, ქორო და თაია იქვე დარჩნენ. გაიდაურმა წელზე მოხვია ხელი და გულზე მიიკრო სიფრიფანა გოგო. დაიმორცხვა და თავი დახარა თათიამ. ბიჭს აგიჟებდა მისი სიმორცხვე. თავი ააწევინა და კიდევ ერთი კოცნა მოპარა მის ტუჩებს.
- როგორ დაწერე? - ჰკითხა და შუბლზე ნაზად აკოცა.
- კარგად, ქართული იოლი იყო, ცოტა ბიოლოგიის მეშინია.
- ნუ გეშინია, შენ ყველაფერს შეძლებ დედას ბარტყო, - სიცილი აუტყდა ქოროს.
- გაიგონე? სულ ვეჩხუბები ასე ნუ მეძახი, უკვე გავიზარდეთქო, მაგრამ ვერ გავაგებინე, - სირცხვილისგან სულ გაწითლდა გოგო.
- მე მომწონს, - ნაზად ეფერებოდა შავ კულულებს ბიჭი.
- ქორო, კარგი რააა, - კვლავ გაებუტა ტუჩები, ამ დროს ისეთი საყვარელი იყო, პატარა ბავშვს მოგაგონებდათ. თუმცა ის ხომ მართლაც ბავშვი იყო. მისი ბავშვური ხასიათი იყო, სწორედ ხევსური კაცის სიგიჟის მიზეზი.
ლიზა და ნიკა სკვერში ისხდნენ სკამზე. პირველი გაცნობის შემდეგ გაცვალეს ნომრები და ხშირად უგზავნიდნენ შეტყობინებებს ერთმანეთს. თითქოს მხოლოდ ქოროს და თათიას გამო ხვდებოდნენ, მაგრამ ამასობაში ერთად ყოფნა სულ უფრო მოსწონდათ.
ბოლო გამოცდაც დაწერა, როგორც იქნა თაიამ. ამჯერად დოდო სამსახურში იყო და გარეთ მხოლოდ მეგობრები ელოდნენ. ყველა იქ იყო: ქორო, ლიზა, ნიკა და ირაკლი. გამოცდების დასრულება ნაყინით აღნიშნეს.
- იცით, მე და ლიზა რამდენიმე დღით ქალაქიდან გავდივართ, - ოდნავ მოწყენით თქვა თათიამ.
- ხო, ზეგ ტურით მივდივართ შატილში. - აღფრთოვანებული იყო ლიზა.
- რა კარგია, ჩვენც…..-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა ირაკლის, მაგრამ ისე ძლიერად უჩმიტა ქორომ მკლავზე, რომ სიტყვა ვეღარ ამოიღო.
- ჩვენც სიამოვნებით წამოვიდოდით დრო რომ გვქონდესო, ამის თქმა უნდოდა. - უხერხულად გამოასწორა შეცდომა ქორომ. ძმაკაცები გაშტერებულები უყურებდნენ და ვერ გაეგოთ რა გეგმა ჰქონდა გაიდაურს.
- მართლაც კარგი იქნებოდა რომ წამოსულიყავით, - სევდანარევი ხმით ჩაილაპარაკა თათიამ.
- რა იყო გოგო, ჩემთან ერთად მთების დალაშქვრა მოგინდა? -ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა. თათია გაწითლდა, თავი ჩაღუნა და ვეღარაფერი თქვა. გოგოები მალე წავიდნენ.
- რა ჯანდაბას აპირებ, აღარ იტყვი?- იღრინებოდა ირაკლი, თან დალურჯებულ მკლავს ისრესდა.
- სიურპრიზს მოვუწყობ. შატილში რომ დამინახავს, გაუკვირდება. -იღიმოდა ქორო. ახლა დავიშალოთ, დილას ადრე უნდა წავიდეთ, შვიდზე ჩემთან იყავით.
***
შატილის გზა ულამაზესი იყო. მიუხედავად უსწორმასწორობისა, ყველა მოსახვევის გავლის შემდეგ ახალი, საოცარი პეიზაჟი იშლებოდა. ეს იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ გზის სირთულე ავიწყდებოდათ. გამწვანებული კლდეები, ულამაზესი ხეობები და ანკარა წყაროსავით სუფთა ცა იყო ხევსურეთში. აღარც კი ახსოვდა დედა - შვილს, როგორ ენატრებოდათ აქაურობა. აგუნდა ხარბად სუნთქავდა მთებიდან მობერილ სუფთა და ცივ ჰაერს. თითქოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად გახსნოდა ფილტვები. როგორც კი შატილი გამოჩნდა, ქორიას გონებაში კადრებად ჩნდებოდა მისი ბავშვობა. აი, ამ კლდეზე რომ წაიქცა, მამამ ხელში აყვანილი მიიყვანა სახლამდე, მუხლი სტკიოდა და ტიროდა. იმ კლდიდან ცხენით გადაეშვა, ძლივს დაიმორჩილა სადავე, რომ ორივე არ დაღუპულიყო. ამ ნიშთან, აკოცა პირველად მზეოს. გაიდაურს სისხლი უყიოდა, უნდოდა სულ ფეხით შემოევლო მთელი შატილი, ყველა ქვა და ყველა კლდე ენახა, მისალმებოდა, მოფერებოდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გრძნობდა, რომ სახლში იყო.
როდესაც სახლის კარი შეაღეს გაოცებულები დარჩნენ, სახლში თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ეგონათ მხოლოდ დანგრეული კდლები დახვდებოდათ, მაგრამ აშექალს ასე გამოუსყიდია ქმრის დანაშაული. მათ სახლს უვლიდა, ღამღმობით ქმრის ჩუმად მიდიოდა დასალაგებლად. სოფელში ჩუმად ყველა გაფრთხილებული და მოსყიდული ყავდა, რომ სახლში ქურდი არ შესულიყო და არ გაპარტახებულიყო. სახლი ძველებური ხევსურული სტილით იყო ნაგები, საოცრად უცხო და ლამაზი იყო. აგუნდას მხოლოდ მტვრების გადაწმენდა და ოთახების განიავება მოუწია. სახლს კაცის ხელი მაონც სჭირდებოდა: კიბის მოაჯირი მორყეულიყო და აივანზე ფიცრები იყო დასამაგრებელი, სახურავი კი შესაკეთებელი. შატილში რომ ჩავიდნენ, შუადღე იყო. დაისვენეს და სახელდახლო სადილიც მიირთვეს. ქორიამ ცარიელი ბოთლი იპოვა
- ეხლა მე თქვენ მოგიტანთ უკვდავების წყალს, - თქვა და გაიქცა. ახსოვდა, სად იყო მისი საყვარელი წყარო. გეზი სახლის უკან კლდისკენ აიღო. ერთ ადგილას, კლდეში, პატარა ღრმული ჩანდა. წყალი სულ ოდნავ წვეთ- წვეთად ჩამოდიოდა. ირგვლივ ყველაფერს ხავსი და ბალახი მოსდებოდა და წყაროს ყელიც გადაეკეტა. გაიდაურმა გაასუფთავა ბალახისა და ხავსისაგან, ტალახი კარგად გაჩიჩქნა და მიაგნო კლდის ბრტყელ ნატეხს, რომელიც წყალს ღარად ედო. ქვის ნატეხი გაასუფთავა და წყალმაც იმატა. ჯერ მღვრიე მოდიოდა, მერე ნელ-ნელა დაწმინდავდა და ცოტა ხანში უკვე კარგი ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა. პეშვი შეუშვირა ბიჭმა და ისე დაეწაფა, თითქოს აქედან წასვლის შემდეგ წყალი არ დაელია. შემდეგ ბოთლი აავსო და სახლში დაბრუნდა. ჭიქა აიღო და ყველას საკუთარი ხელით მიაწოდა წყალი, თითქოს მართლაც უკვდავების ყოფილიყო.
მერე წამოიშალნენ და საქმეს შეუდგნენ, ქორიამ საკუჭნაოს მიაშურა. იქ ისევ ხელუხლებლად ელაგა გიორგის დატოვებული სამუშაო იარაღი. აგუნდამ ცრემლიანი თვალებით გადახედა საკუჭნაოს. გიორგი შესანიშნავი კალატოზი იყო. იქვე ნახეს ძველი ფიცრები და საქმეს შეუდგნენ. მეზობლებმა გაიხარეს თანასოფლელების ჩამოსვლით. ყველამ გულთბილად მოიკითხა ისინი. ხარობდნენ ქორიას შემხდვარე.
-როგორ გაზრდილა ქა. რა ბიჭი დამდგარა.-ჭორაობდნენ ირგვლივ ქალები.
თითქმის ბოლომდე შეაკეთეს სახლში ყველაფერი. მხოლოდ სახურავი დარჩა. საღამო ჩამოწვა შატილში. მთიდან მობერილმა ცივმა ნიავმა ერთიანად გაიარა ძვლებში. ნისლი დაეშვა მთიდან და დაფარა ირგვლივ ყველაფერი. სახლში ღუმელი გაეხურებინათ და სითბო სასიამოვნოდ გამჯდარიყო დიდი ხნის გაყინულ კედლებში. იმ ღამეს ქორიას მშვიდად და უშფოთველად ეძინა. თითქოს მთელი ცხოვრება ელოდა ამ საწოლში დაბრუნებას, რომ ასე ტკბილად დაეძინა.
***
დილას მამლების ყივილმა გააღვიძა გაიდაური. მზის სხივები უხეშად იჭრებოდნენ ოთახში. ნამი უკვე მძივის მარცვლებად ეკიდა ამწვანებულ ბალახს. დილიდან აგუნდა კეცულების ცხობით იყო გართული. სუნზე ქორო კიბეზე დაეშვა.
- გუნდა რა ნაცნობი სურნელია? - ლოყაზე აკოცა გაფქვილულ ქალს. - ამას ხომ იცი რა უხდება? - ოდნავ სევდანარევი თვალები მიაპყრო დედას.
- ვიცი, შვილო, როგორ არ ვიცი, დილას მზექალამ ერბო მოგვიტანა, იმიტომ გადავწყვიტე კეცულები. გააღვიძე ბიჭები და მოდით, გაცივდა ყველაფერი.
დილიდან უცნაურად ნერვიულობდა გაიდაური, დღეს თათია ამოვიდოდა შატილში. გოგო, რომელიც ქოროს გულს უფორიაქებდა, დღეს მის სოფელს ნახავდა. აქ ამოვა და სრულად ბედნიერი იქნება გაიდაური. ქორომ ძველი მეგობრები მოინახულა. თედო და ზაური ისევ ისეთი ანცები იყვნენ, როგორც ბავშვობაში.
- გაიდაურო, გავიგეთ შენი ხევსური გული ვერავინ მოათვინიერაო. თურმე გოგოებს ისევ ისე უკლავ გულს, როგორც ადრე.- იცინოდნენ თედო და ზაური, თან სახლის სახურავს აკეთებდნენ .
- არც მასეა საქმე, ერთმა ძლივს მოარჯულა ხევსური. - ჩაიხითხითა ირაკლიმ. ბიჭებმა სიცილი ატეხეს.
- მგონი მოდის კიდეც უკვე. - ხელი მოიჩრდილა ირაკლიმ და გზას გახედა, რომელზეც სამარშრუტი ტაქსი მოდიოდა. ქოროს გული აუჩქარდა.
თათიას და ლიზას ყბა ჩამოვარდნოდათ შატილის სილამაზით, ფანჯარას მიშტერებოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი კადრი აღებეჭდათ საკუთარ ტელეფონში, რომ ეს სილამაზე თან წაეღოთ, დიდ ქალაქში. თათიას სულ დავიწყებოდა, რომ ეს სამარშრუტო ტაქსი საშინლად პატარა და ჩახუთული იყო. თანაც მის ტურში იყო მისი კლასელი საბა დავითაშვილი, რომლსაც ბანკეტის მერე ვეღარ იტანდა. მთელი გზა წუწუნებდა გოგო, მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა შატილის სილამაზე დაინახა. მარშუტკა შატილის ცენტრში გაჩერდა. ყველა ჩამოვიდა და გაოცებულები იყურებოდნენ ირგვლივ.
- შეგვიძლია ამ მდელოზე გავშალოთ კარვები და აქვე დავბანაკდეთ.- გამოაცხადა გიდმა და ყველა ბარგის გადმოზიდვას შეუდგა. თათია კვლავ ბრაზობდა.
- რა ჯანდაბამ გაფიქრებინა, რომ კარავში დავიძინებ. - ლამის ტირილამდე იყო მისული და ისე ლანძღავდა ლიზას.
- იცი, რომ კარვის გაშლაც არვიცი?
- მე დაგეხმარებით- წინ წამოდგა საბა.
- ვაიმე ლიზა, მომაშორე ეს აქედან, თორემ მოვკლავ.
- კარგი, დამშვიდდი, რამეს მოვიფიქრებთ. - აწყნარებდა ლიზა. მანაც გვიან გაიგო, რომ ტური კარვებით იყო და ძალიან განიცდიდა..
- წამოდი გავისეირნოთ, ცოტას დამშვიდდები.
ფეხით გაუყვნენ ციცაბო ბილიკს. ირგვლივ უცნაურად ლამაზი ძველებური სახლები იდგა, სალი კლდეები თავზე დაჰყურებდა სოფელს. თათიას ძალიან მოეწონა აქაურობა, ყველა კედელს ნაზად ეფერებოდა და ცდილობდა შეეგრძნო, როგორ ცხოვრობდა აქ ხალხი.
- ეჰე ჰეეეე, გოგოებოოოო!!!!! - მოსმა ცოტა შორიდან. თავიდან ყურადღება არ მიაქციეს .
- ლიზაააააა!! თათიაააააა!!!!!!-ეს უკვე ნაცნობი ხმა იყო. მომცრო აღმართი აირბინეს და სახლის სახურავზე ნაცნობ სახეებს წააწყდნენ.
- თქვენ აქ რა გინდათ??? - შესძახა გაკვირვებულმა თათიამ.
- ჩვენ კი არა, თქვენ რა გინდათ ჩემს სოფელში? - ჩაიხარხარა გაიდაურმა.
სამივე სასწრაფოდ ჩამოვიდა სახურავიდან და გოგოებს მიესალმა. გაიდაურმა გულში ჩაიკრა თთაია, თმაზე მსუბუქად ეამბორა და ისევ შეიგრძნო ის სურნელი, რომელიც ამ ორ დღეში ასე მონატრებოდა. გოგონა გაიტრუნა ბიჭის ძლიერ მკლავებში. რომ არა ირაკლის მჭეხარე ხითხითი, კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასე.
- თქვენ აქ რა გინდათ?- კიდევ გაიმეორა გოგონამ კითხვა.
- ეს ჩემი სახლია თაი. - თბილად მოავლო თვალი გარემოს ბიჭმა.
- რა კარგია, რა ლამაზია ყველაფრი. რატომ არ თქვით, რომ თქვენც მოდიოდით?
- სიურპრიზი მინდოდა შენთვის.-ხელი აათამაშა მის კულულებზე ბიჭმა. თათიამ დაიმორცხვა და გაწითლდა. ლიზა და ნიკაც თბილად მიესალმნენ ერთმანეთს. უნდოდათ არავის შეემჩნია, როგორ უხაროდათ ერთმანეთის ნახვა.
- წავალთ ახლა. ალბათ ჯგუფის წევრები გვეძებენ უკვე. - ჩაილაპარაკა ლიზამ. თათიამ ისევ გაბუშტა გაბუტული ტუჩები.
- უნდა მოგკლა ლიზა, კარავში როგორ უნდა დავიძინო, მეშინია.
- რა კარავი? - არ ესიამოვნა გაიდაურს.
- ტური კარვებითაა. - აუხსნა ლიზამ. ქორო მოიღუშა - გაგიჟდით? გაიყინებით. - გაბრაზება ერეოდა ხმაში ბიჭს. თანაც თათიას გაბუტული ტუჩები გონებას ურევდა.
- არავითარ შემთხვევაში! თქვენ ჩემი სტუმრები იქნებით. - მტკიცედ თქვა გაიდაურმა.
- დედა! გამოდი, სტუმრები გვყავს. - კარში აგუნდა გამოჩნდა.
- თათიას უკვე იცნობ, ეს ლიზაა და ჩვენი სტუმრები იქნებიან. - აგუნდა უხმოდ დათანხმდა შვილის თხოვნას, თათიას დანახვა კი ძალიან გაუკვირდა.
- ჩვენ წავალთ და ბარგს მოვიტანთ, - ნიკამ ლიზას მოავლო თვალი.
- მე თათიას სახლს ვაჩვენებ. - თედო და ზაური ჩამოსულიყვნენ სახურავიდან და ქოროს ღიმილით შესცქეროდნენ.
- აბა პატარა ქალბატონო, როგორ მოგწონს ჩემი სახლი? - ჰკითხა ბიჭმა, როცა გოგოს თავისი ოთახი აჩვენა.
თათია გაოცებული ათვალიერებდა ყველა კუთხე-კუნჭულს.. ისე იყო გოგო გართული ამ სანახაობით, რომ ვერც კი შეამჩნია, რომ ბიჭს მის წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული. ახლა კი მის ოთახში, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, იგძნო როგორ მიიკრა სხეულზე ბიჭმა. მის სუნთქვას უკვე ყელთან გძნობდა. შემდეგ მსუბუქი კოცნა იგრძნო ყურს უკან, ყელზე, შემდეგ ლოყაზე, ტუჩებზე. არ შეწინააღმდეგებია.
- მაგიჟებ პატარა ქალო, - ჩასჩურჩულა და კიდევ აკოცა ლოყაზე. ხელი წელიდან ბეჭებზე გადაიტანა და ნაზად ასრიალებდა ხერხემალზე. უეცრად გამოერკვა გოგო, ძლიერად უბიძგა ხელი და უკან გადააგდო ბიჭი.
-გაგიჟდი? ძალიან ჩქარობ და თანაც სახლში დედაშენია, ხომ არ გავიწყდება .-კოპები შეკრა და მტკიცე გამომეტყველბა აიკრა სახეზე. ბიჭს გაეცინა, ისევ ახლოს მივიდა, წელზე მკაცრად მოხვია ხელი და გულზე მიიკრო გოგონა.
-თუ შენ არ გენდომება, არაფერი იქნება, არ ინერვიულო. ეს ტუჩები კი მხოლოდ ჩემი იქნება სამუდამოდ.
კიდევ ერთხელ დაეწაფა მის აბურცულ ტუჩებს, მერ უცებ მოწყდა ადგილიდან და გარეთ გავიდა. მიხვდა, ახლა თუ არ წავიდოდა, თავს ვეღარ შეიკავებდა. თათია გაბრუეებული დაეცა საწოლზე. მუცელში უცნაურ სიმხურვალეს გრძნობდა. აქამდე ქორო მხოლოდ ის ადამიანი იყო, ვისთან ყოფნაც მოსწონდა, ეგონა მხოლოდ მსუბუქ ფლირტს არ გასცდებოდა ეს ამბავი, მაგრამ ახლა ყველაფერი იცვლებოდა. დღეს ამ უცნაურმა შეხვედრამ და მოპარულმა კოცნამ, სხვანაირად აუძგერა გული.
ეზოდან ლიზას და ბიჭების ხმა მოისმა, ბარგი მოეტანათ და მხიარულად იცინოდნენ. თათიაც კიბეზე დაეშვა, ეზოში აპირებდა გასვლას, მაგრამ სამზარეულოდან აგუნდას ხმა გაიგონა.
-თათია შეგიძლია დამეხმარო?-შეცბა გოგონა, არ უნდოდა იმ ამბის შემდეგ ქალთან მარტო დარჩენა. მაგრამ უარი ვერ უთხრა. სამზარეულოში შევიდა და აგუნდას ცომის მოზელაში დაეხმარა, მართალია ამ საქმის არაფერი იცოდა, მაგრამ ქალის მითითებებს ზდმიწევნით ასრულებდა.
-რა მოხდა იმ დღეს?-უეცრად იკითხა ქალმა. თათია არ მოელოდა ასე პირდაპირ კითხვას. დაიბნა, თუმცა გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა. საუბრის დასასრულს ხმა გაებზარა თათიას, ვერ უძლებდა ქალის მკაცრ მზერას.
-თუ შეგაწუხეთ, ჯობს წავიდე, - პირველმა ცრემლმაც იპოვა გზა აწითლებულ ლოყაზე.
-რა ხდება აქ? - მკაცრად იკითხა ქორომ. თათიას მიუახლოვდა და ცრემლები მოსწმინდა.
-დედა, რატომ აშინებ ამ პატარა გოგოს?
-არაფერსაც არ ვაშინებ შვილო, მხოლოდ ის ვიკითხე, იმ ღამით რა მოხდა. არ იტირო შვილო, მე მხოლოდ ის მაინტერესებდა ამ ვაჟბატონმა ხომ არ დაგიშავა რამე. - მიუახლოვდა და თავზე აკოცა თათიას. მერე შვილს მიუბრუნდა ამაყი მზერით, - ყოჩაღ ჩემო ბიჭო.- მასაც აკოცა და საქმეს მიუბრუნდა.
ქორომ ხელი ჩაავლო თათიას და ორივე გარეთ გაიქცა. ეზოში იჯდნენ და იცინოდნენ მეგობრები.
- ჩვენი გიდი ალბათ ღელავს ჩვენს გამო. -ჩაილაპარაკა ლიზამ.
- რა გინდათ იმ კარვებში, გაიყინებით ამაღამ. ჩვენთან უკეთესია, ყველა ერთად ვიქნებით. აგუნდა დეიდა კი გემრიელ კერძებს არ მოგვაკლებს, - ღიმილით თქვა ნიკამ, რომელსაც შეეშინდა. ლიზას ისევ კარვებში წასვლა არ მოსდომებოდა.
ამ დროს ჭიშკართან თედო და ზაური გამოჩნდნენ, ცხენებზე იჯდნენ.
-გაიდაურო, ვნახოთ ისევ ნამდვილი ხევსური ხარ თუ არა!- გამომცდელი მზერა ესროლეს ქოროს და ცხენი მიუგდეს.
აღვირი რომ დაიჭირა ხელში, სისხლი აუდუღდა, თითქოს ყველა არტერიას ერთად გრძნობდა. მათრახის დანახვაზე ფორიაქი ეწყებოდა. ცხენს ნაზად ჩამოუსვა ცხვირზე ხელი, შემდეგ ფაფარზე მიეფერა. ესიამოვნა უხეში ძუის შეხება. ცხენიც მორჩილი ჩანდა, არ განძრეულა, უჩუმრად მიყვებოდა ყველა მოფერებას.
-დაგვეწევი თუ დიდხანს იდგები ასე?-სიცილი დააყარეს ბიჭებმა და გააჭენეს. ქორია ერთი მსუბუქი მოძრაობით მოახტა ცხენს, უნაგირზე გასწორდა და აღვირს მოქაჩა, ცხენმა დაიფრუტუნა და ადგილიდან მოწყდა. მიქროდა ქორია, ისე მოხდენილად იჯდა ცხენზე, თითქოს მთელი ცხოვრება მხოლოდ ამას აკეთებდა. მიქროდა შატილის კლდოვან ბილიკებზე და აღარ ახსოვდა არაფერი, გარდა ხევსურეთისა. მეგობრები სიამოვნებით უყურებდნენ ფრთებშესხმულ ბიჭს. თათიას მოსწონდა მისი დაჭიმული მკლავები, ფართო მხრები, რომლებიც ჭენებისას უცნაურად მოძრაობდნენ. თვითონაც შესანიშნავი მხედარი იყო, ამიტომ ახლა ზუსტად გრძნობდა, რას განიცდიდა ქორია. მამამისის მეგობარს, გიას ქალაქთან ახლოს პატარა საჯინიბო აქვს. ბავშვობიდან დადიოდა იქ და ძალიან უყვარდა ცხენები.
ქორიამ ჭენებით გული იჯერა. სახლისკენ გამობრუნებას აპირებდა, მზეო რომ დაინახა. თვალი აარიდა და უნდოდა გვერდი აევლო, მაგრამ ქალმა დაინახა და დაუძახა. არ ესიამოვნა კაცს მისი დანახვა, მაგრამ რა უნდა ექნა. ცხენიდან ჩამოხტა და მიესალმა გოგოს.
-გამეხარდა შენი ნახვა, რამდენი ხანი გავიდა. - მოიკითხა ქალმა, - აგუნდა დეიდაც ჩამოვიდა?
-კი, აგუნდაც აქაა, შეგიძლია ინახულო.
-აუცილებლად მოვალ.
უცნაური იყო, სულ ეგონა ქოროს, რომ მზეოს ნახვისას ბავშვობის ტკივილი და სიყვარული ისევ თავს შეახსენებდა, მაგრამ ახლა როდესაც მის წინ იდგა, საერთოდ ვერაფერს გრძნობდა და ძალიან უხაროდა. სახლში დაბრუნებულს მეგობრები ელოდნენ.
-შეიძლება მეც გავისეირნო?-იკითხა თათიამ.
-ცოტა სულს მოვითქვამ და გაგასეირნებ- უთხრა ქორომ და სახლისკენ წავიდა.
ამ დროს თათია ცხენს მოახტა, ქუსლები ჰკრა და გააჭენა. ქოროს სისხლი გაეყინა, მან ხომ არაფერი იცოდა თათიას ჰობის შესახებ. ძალიან ლამაზი იყო ჯირითისას თათია, მის შავ კულულებს ქარი უმოწყალოდ აფრიალებდა. გამართული იჯდა ცხენზე და ყელი უცნაურად ჰქონდა მოღერებული. ამ წუთებში ის ნამდვილ ხევსურ ქალს ჰგავდა.
-ნუ გეშინია, ის ბავშვობიდან ჯირითობს, - გადაულაპარაკა ლიზამ ქოროს, როცა მისი გაყინული სახეს შეხედა.
ამასობაში თათიაც დაბრუნდა. თმა აწეწვოდა, სახე გაწითლებოდა და სწრაფად სუნთქავდა. ჩამოხტა ცხენიდან და იქვე ღობეზე მიაბა.
-გაიდაურო, მგონი შენი ქალი შენზე უკეთესი მხედარია. - ხარხარებდა თედო. ქოროს სიამოვნების ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე.
-მე მისი ქალი არ ვარ, -ამაყად უპასუხა თათიამ და სახლისკენ წავიდა, მაგრამ წინ ქორო გადაუდგა.
-ჩემო გოგო, შესანიშნავი მხედარი ხარ. - ჩასჩურჩულა და სახეზე მიწებებული თმები გადაუწია. ლოყაზე რბილად აკოცა და სახლში შეუშვა.
ამ დროს ღობესთან საბა დავითაშვილი გამოჩნდა და თათიას დაუძახა.გოგოს არ ესიამოვნა მისის დანახვა,ქორიას არ გამოპარვია თათიას რეაქცია ამიტომ სმენად იქცა
-თათია აქ რას აკეთებთ,კარავში რატომ არ რჩებით?
- შენ ვინ გეკითხება ჩვენ სად დავრჩებით?-წარბი აზიდა თათიამ.
-ვინ არის ეს ბიჭი?-გაბრაზებულმა კითხა ქორომ ლიზას.
-მისი კლასელია ჩვენთან ერთადაა ტურზე,მაგ ნაგავმა თათია ბანკეტზე მთვრალი მიატოვა,იმიტომ ტიროდა შენ რომ იპოვე.-ამის გაგონებაზე ადგილიდან მოწყდა გაიდაური.ისე მძიმედ დააძგერა მუშტი,საბა წაიქცა.
-ახლა გაეთრიე აქდან და თათიას სიახლოვეს აღარასდროს დაგინახო. მოშორდი აქედან.!!!!- თათია რომ არა კიდევ დაარტყავდა.
საღამოს ყველა ერთად ეზოში გაშლილ მაგიდას მიუჯდა. თედო და ზაურიც მათთან იყვნენ.
-დედა, ხვალ ხალხი ამოვა, ზეგ ათენგობაა.
-ხო, შვილო, ხვალ სოფელი ისევ გაივსება.
-ჩვენც ტრადიციულად აღნიშნავთ, გოგოები დაგეხმარებიან. მე დილით ცხვარს მოვიყვან, შევიპირე უკვე.
-როგორ გამახარე შვილო. - თვალები გაუბრწყინდა აგუნდას.
საღამომ მშვენივრად ჩაიარა, აგუნდა ადრე დაწვა, ახალგაზრდებმა მოილხინეს, სვამდნენ და მხიარულობდნენ. შატილს მშვენიერი ღამე ადგა თავს. მთვარე დაუღალავად ანათებდა, გვერდით კი უამრავი ვარსკვლავი ჩამოსჯდომოდა. მთებიდან მობერილ ნიავს სულ უფრო მეტი სუსხი მოჰქონდა. შუაღამისას კარგად რომ აცივდა, დაიშალნენ. გოგონებმა მაგიდა აალაგეს. კიბის ბოლოში ქორო და ნიკა იცდიდნენ. ნიკამ ხელი მოხვია ლიზას და კიბეს აუყვა. ქორომ მკლავებში მოიქცია თათია და ერთხანს ასე ჰყავდა ჩახუტებული.
-რა კარგი მხედარი ყოფილხარ. ნეტავ კიდევ რამდენი რამე არ ვიცი შენზე.- ჩაილაპარაკა და თმაზე ნაზად მიეფერა.
-ძალიან ბევრი რამ არ იცი ჩემზე გაიდაურო. - სწრაფად გაითავისუფლა თავი და სირბილით და კისკისით აიარა კიბე.

***
წვიმიანი დილა გათენდა შატილში. არღუნი ბრაზიანად ღმუოდა. კლდეებზე ჩანჩქერებად ჩამოდიოდა ათასი პატარა ნიაღვარი. დილით უთენია გაისმა მანქანების ხმა, ერთიანად ახმაურდა სოფელი. თითქმის ყველა სახლის კარი ღია იყო. ქალების ლაღი გადაძახილი და თბილი მოკითხვა აყრუებდა ყველაფერს.
-აშექალ ქალო, რამდენი დრო გავიდა. - გაისმა აგუნდას გახარებული ხმა. ქორომ ძლივს წამოწია ნაბახუსევი თავი, კიბეზე დაეშვა და უეცრად შედგა. საერთო ოთახში შუახანს გადაცილებული შავბში ჩაცმული ქალი იდგა. თბილად იღიმოდა, მაგრამ ხევსურული სიმტკიცე სახიდან არ სცილდებოდა.
-ქორია, შვილო, აშექალი ხომ გახსოვს?
-კი, მახსოვს, - ახლოს მივიდა, უნდოდა ხელი ჩამოერთმია, მაგრამ ქალმა თბილად ჩაიკრა გულში.
-რამხელა გამხდარხარ ბიჭო, - ტირილნარევი ხმით ამოთქვა ქალმა.

ლოყები დაუკოცნა ბიჭს და თმაზე მიეფრა. აშექალი და აგუნდა ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ, შემდეგ გაიდაურების რძლები რომ გახდნენ, დღე და ღამ ერთად იყვნენ. ის ერთადერთი იყო, რომელმაც იმ ღამეს გამოაცილა შატილიდან დედა-შვილი. ცოტა ფულიც მისცა აგუნდას და თბილად ჩაიკრა გულში პატარა ბიჭი. მის მიმართ ოდნავი წყენაც კი არ ქონდა გაიდაურს გულში, მანაც თბილად მოიკითხა ბიცოლა. ამასობაში გოგონებიც ჩამოვიდნენ და თბილად მიესალმნენ ქალს. აგუნდამ ერთმანეთი გააცნო. აშექალს ძალიან მოეწონა ორივე, განსაკუთრებით თათია. აგუნდამ ქალი სამზარეულოში გაიყვანა და ტკბილი საუბარი გააბეს.
-მგონი თათია ქორიას უყვარს, ქა, -ჩუმად ჩაეღიმა აგუნდას.
-მშვენიერი გოგოა, კარგი გემოვნება აქვს ჩვენს ბიჭს.
მალე გაიდაურების ეზო ჟრიამულით აივსო, ქოროს ორი ბიძაშვილი ყავს: ჭაბუკა და ნინი. ჭაბუკა ორი შვილის მამაა. შესანიშნავი მეუღლე ჰყავს- მერი. ბიჭები სიხარულით გადაეხვივნენ ერთმანეთს. ორივე შეცვლილიყო, მაგრამ ერეთმანეთის მტრობას გულშიც არ გაივლებდნენ. ამასობაში წვიმამ გადაიღო და ბიჭები მაშინვე იმ ქვის ღობის დანგრევას შეუდგნენ, წლების წინ თორღვამ რომ ააშენა ეზოს გასაყოფად. ნინიმ სახლიდან ყავა გამოიტანა და ყველას მიესალმა, ქორომ თბილად აკოცა ბიძაშვილს შუბლზე და გოგონები გააცნო. გოგონები აივანზე ყავას სვამდნენ და ბიჭებს შორიდან უყურებდნენ.
- იმ ბიჭს რა ქვია?-იკითხა ნინიმ.
- რომელს? - ურცხვად ჩაიცინეს და წარბები აათამაშეს თათიამ და ლიზამ.
- რა გაცინებთ? აი ის შავ თმიანი და დაკუნთული.- გოგონებმა სიცილი ატეხეს
- ირაკლი ქვია და თავისუფალია. - ეშმაკურად გაიცინა ლიზამ.
ნინიმ კარგად შეათვალიერა ბიჭი და გოგონებს თვალი ჩაუკრა, სამივემ სიცილი ატეხა. გაიდაური ხშირად აპარებდა თათიასკენ თვალს და ტკბებოდა მისი სილამაზით.
- ხვალ ათენგობაა, ცხვარი უკვე ნაყიდი მყავს.- თქვა ქორომ.
- მე ხარი ჩამოვიყვანე, ერთად ავღნიშნოთ, -გაეღიმა ჭაბუკას.
ბიჭებმა ღობე მოშალეს და შვებით ამოისუნთქეს ახალაზრდებმაც და უფროსებმაც. საღამოს საერთო სუფრა სწორედ ღობის ნანგრევებზე გაშალეს და გულიანად მოილხინეს. აგუნდა და აშექალი სიამოვნებით უყურებდნენ ახალგაზრდებს, რომლებსაც წყენის და სიძულვილის ნატამალი არ გააჩნდათ.
ათენგობას დიდი ფუსფუსი იყო შატილში. ირგვლივ ლუდის და მოხარშული ხორცის სუნი ტრიალებდა. გოგონები გაოცებულები უყურებდნენ აქაურ რიტუალებს. უამრავი საქონელი ბღაოდა, თოკგამობმულები მიყავდათ ხატში, იქიდან მობრუნებულებს უკვე დაკლული მოყავდათ უკან. ასე მოიქცნენ ქორია და ჭაბუკაც. ქალები სახლში ფუსფუსებდნენ. კარგად გახურებულ ქვის ღუმელზე ქადები ცხვებოდა. უზარმაზარ ქვაბებში ლუდი დუღდა. თათია გაოგნებული უყურებდა ქორიას. ის ერთ ღამეში უბრალო ქალაქელი ბიჭიდან ნამდვილ ხევსურ კაცად ქცეულიყო. ხელებაკაპიწებული ჭრიდა ხორცს, ცეცხლს უმატებდა და ლუდს მადიანად შეექცეოდა. მთელი დღე მოუცლელად იყო ქორია, გაიდაურების ეზოში ბევრ ხალხს მოეყარა თავი. უნდოდათ დარწმუნებულიყვნენ რომ მტრობა ნამდვილად დამთავრდა. დანგრეული ღობე რომ ნახეს, მთლად გაიხარეს. ქორია შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ როგორმე თათიას მზერა მოეპარა. რამენჯერაც გამოუვიდოდა, სიამოვნებდა და იცინოდა. საღამოს ქალები და კაცები ცალ-ცალკე სუფრას მიუსხდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ, სვამდნენ და ყველა კმაყოფილი და სასიამოვნოდ დაღლილი იყო. ქორიაც სვამდა, თათიას მოსწონდა გაიდაურის გარადსახვა. ამ გარდასახვის წყალობით, თათია დარწმუნდა რომ გაიდაური მისთვის უბრალო მამაკაცი კი არა, რაღაც უფრო მეტი იყო. ცოტა ხანში თათია სახლში შევიდა წყლის გამოსატანად, უკან ქორო მიჰყვა ფეხდაფეხ, სამზარეულოში უკან ამოუდგა, თავი მის თმებში ჩარგო და კისერზე ნაზად ეამბორა
-მომენატრე თაი. - შემდეგ ხელები მჭიდროდ მოხვია და მთელი ტანით ზედ მიიკრო გოგო.
-რას აკეთებ, ვინმე დაგვინახავს, - ჩაიჩურჩულა გოგომ.
-დაგვინახონ, არ მაინტრესებს, მიყვარხარ. -ჩასჩურჩულა ყურში და კიდევ ერთხელ აკოცა ყელზე.
თათია არ ელოდა ამ სიტყვებს, იცოდა გაიდაურის გრძნობები, მაგრამ აღიარაება უჭირდა. თვითონაც არ იყო გულგრილი, ხვდებოდა, როგორ სიამოვნებდა ბიჭის ყურადღება, მის კოცნას ჭკუიდან გადაყავდა, მაგრამ არ იმჩნევდა. ამ დროს თათიას ტელეფონი აწკრიალდა. თათიამ გაიბძოლა, მაგრამ გაიდაურმა არ გაუშვა. მყარად ჰქონდა მის წელზე ხელები შემოხვეული. მხოლოდ შარვლის უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოუღო და მიაწოდა, თვითონ კი ისევ თათიას თმაში ჩამალა თავი.
-ესე იგი, მე თუარ დაგირეკე , შენ არც კი გახსენდება დედაშენი, ხო?-გაისმა დოდოს ბრაზნარევი ხმა.
-კარგი რა დე, აქ იმდენი რამეა სანახავი ტელეფონი არც კი მახსოვს.
-კარგი, კარგი, როგორ ხარ? ხომ არაფერი გიჭირს?
-ყველაფერი კარგადაა დედა, იმდენი რამე ვნახეთ, რომ ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები.
-კარგი, ჭკვიანად, ლიზა მომიკითხე.-მთელი ეს დრო ქორო კისერზე და ლოყებზე კოცნიდა გოგოს, მოსწონდა როგორ იძაბებოდა თათია, რომ დოდოს არაფერი შეემჩნია.
-წამოხვალ ჩემთნ ერთად?
-სად? უკვე ბნელა,- იკითხა გაოცებულმა გოგომ.
ხელი მოჰკიდა და უკანა ეზოში გაიყვანა ბიჭმა. ხალხი ნელ-ნელა იშლებოდა, ჯერ ლიზას და ნიკას გადააწყდნენ, რომლებიც ხის ძირში ერთმანეთს კოცნიდნენ, შემდეგ ნინი და ირაკლი დაინახეს, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. არცერთმა წყვილმა არ მიაქცია მათ ყურადღება. ისინიც ჩუმად გავიდნენ ეზოდან, თედოს ცხენზე შესვა თათია და თითონაც შეახტა ცხენს. მიქროდა ცხენი შატილის ვიწრო ბილიკებზე. სუსხიანი ქარი ქროდა, მაგრამ თათიას გაიდაურის დიდი მკლავები ათბობდა. სოფელს გაცდნენ და ერთ გორაზე შეჩერდნენ. იქიდან შატილი კარგად ჩანდა, დღესასწაული გრძელდებოდა და სოფელიც განათებული იყო. ამ გორაზე სასაფლაო იყო. თათიას ძალიან შეეშინდა, ქოროს მკლავს ჩაეჭიდა და უკან ამოუდგა.
-მამა, გამარჯობა! დავბრუნდი და ჩემი საყვარელი ქალი მოგიყვანე.მინდა იცოდე, რომ ძალიან მენატრები. - ცრემლებმა იპოვეს გზა გაიდაურის ლოყებზე. შეეცოდა თათიას ბიჭი, ისიც სწორედ ამ ტკივილს ატარებდა გულით. უფრო მეტად მიეკრო ბიჭს, ფეხის წვერებზე აიწია და გაიდაურის თხელ ტუჩებს დაეწაფა. ბიჭი დაიბნა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს. ხელში აიტაცა საყვარელი ქალი და მთელი სახე დაუკოცნა.
***
დილით წყურვილმა გააღვიძა თათია. ფრთხილად ადგა, რომ ლიზა არ გაეღვიძებინა და კიბეზე დაეშვა. გეზი სამზარეულოსკენ ჰქონდა, მაგრამ გაიგონა რომ იქ აგუნდა და აშექალი საუბრობდნენ, ამიტომ ეზოში გადაწყვიტა გასვლა. მაგრამ ქალები ისე ფრთხილად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, რომ გოგოს ცნობისმოყვარეობამ სძლია, ნახევრად მიხურულ კარს მიუახლოვდა და სმენად იქცა.
-შენ ხომ იცი აგუნდა, შენთვის არასდროს არაფერი დამიმალავს. მაშინაც კი, როცა ჩვენი ქმრები მოსაკლავად დასდევდსნენ ერთმანეთს, ჩვენ ყოველთვის ახლო მეგობრები ვიყავით. არც მაშინ შემპარვია შენში ეჭვი, როცა ის საშინელი ამბავი მოხდა და ჩემმა ქმარმა ლამის შეგარცხვინა. მაგრამ შენგან ერთი ამბავი მაინც მაქვს დამალული, რომელიც სულს მიჭამს. არ შემიძლია ამ ამბის მარტო ტარება.-ლაპარაკობდა ქალი და ცრემლი სცვიოდა უწყვეტად.
-ნუ ნერვიულობ ქა, რა არის ისეთი, ასე რომ გტანჯავს. ხომ იცი მე ყველაფერს გაგიგებ და მხარში დაგიდგები. - ამშვიდებდა აგუნდა.
-საშინელება ჩავიდინე დაო და არ ვიცი როგორ უნდა მოვინანიო. შენ კარგად იცი, რომ თორღვა არ მყვარებია, ისე მომიტაცა. სხვა გზა არ იყო, მოტაცებულ ქალს უკან აღარავინ მიმიღებდა, ამიტომ ბედს შევეგუე და ვიყავი მისი ცოლი. მაშინაც კი, როცა ყველამ ზურგი აქცია, მე არ მიმიტოვებია. არ მიყვარდა, შეიძლება მძულდა კიდეც, მაგრამ ის ჩემი შვილების მამა იყო. მხოლოდ მათი სიყვარულით ვუძლებდი ყველაფერს. ნინის დაბადების შემდეგ ძალიან შეიცვალა, საერთოდ აღარ მეკარებოდა, სხვა ოთახში ეძინა და თუ რამე არ სჭირდებოდა, ხმასაც არ მცემდა. მაშინ მხოლოდ 34 წლის ვიყავი. ვჭკნებოდი და ვერავინ მამჩნევდა. თავს არ ვიმართლებ, მინდა რომ ჩემი გესმოდეს. ნინი ორი წლის იყო უკვე და იმ ათენგობას შატილში ვეფხვია ჭინჭარაული დაბრუნდა. ხომ გახსოვს როგორ მიყვარდა, მასაც ძალიან ვუყვარდი. თორღვამ რომ მომიტაცა, იმ ღამეს ჩემი ხელის სათხოვნელად აპირებდა თურმე მოსვლა, მაგრამ თორღვამ დაასწრო. შარი რომ თავიდან აეცილებინათ, მშობლებმა თბილისში გაუშვეს. იმდენი ხნის მერე ათენგობას ამობრუნდა შატილში. პირველად რომ დავინახე, გული მომეწურა, ის ისევ ისეთი ახოვანი და ლამაზი იყო. ისევ მკერდგაღეღილი დადიოდა და გულიანად იცინოდა. მე კი თავდახრილი მოვდიოდი წყაროდან. წინ გადამიდგა და მომიკითხა. არ მინდოდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ არ გამიშვა. შეხვედრა დამინიშნა ძველ წყაროსთან. არ ვაპირებდი წასვლას. იმ ღამეს თორღვა ძალიან მთვრალი იყო. გიორგისთან კიდევ ერთხელ იჩხუბა და სახლში გაცეცხლებული მოვიდა, მეჩხუბა და გამარტყა. მერე წავიდა და დაიძინა. მე ვეფხვიასთან წავედი. ის ღამე ერთად გავატარეთ. მეხვეწა ახლავე ქალაქში წავიდეთო, მაგრამ ბავშვები ვერ დავტოვე. ისევ სახლში დავბრუნდი და გავაგრძელე ცხოვრება. - აგუნდა გაოგნებული ისმენდა ქალის ნაამბობს. გაოგნებული იყო თათიაც.
- გვიან გავიგე რომ ორსულად ვიყავი.-განაგრძობდა აშექალი თხრობას, ამ დროს ლიზაც ჩამოვიდა. თათიამ ანიშნა, რომ ჩუმად ყოფილიყო. ახლა უკვე ორივე ისმენდა საიდუმლო ამბავს.
- მუცელმა რომ ზრდა დაიწყო, მამიდასთან წავედი თბილისში. ამასობაში ზამთარმა გზა ჩაკეტა და მიზეზი მომეცა დასარჩენად. იქ ვიმშობიარე. გოგო იყო შავთმიანი, ძალიან ჰგავდა ვეფხვიას. მკერდზე მარჯვენა ძუძუსთან ზუსტად ისეთივე ლაქა ჰქონდა, როგორიც მას, გახსოვს?
- მახსოვს, სულ მკერდმოღეღილი დადიოდა, ლაქას თითქოს ვარსკვლავის ფორმა ჰქონდა, - გაიხსენა აგუნდამ. თათია შეცბა, ძარღვები დაეჭიმა. გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა, სისხლი თავში აწვებოდა, არტერიები დაებერა და გაულურჯდა. თვალთ უბნელდებოდა და საოცრად ეწოდა მარჯვენა ძუძუ, სადაც ვარსკვლავის ფორმის ლაქა ჰქონდა. ფეხებში ძალა ერთმეოდა, მაგრამ თავს აიძულებდა ფეხზე მდგარიყო, რომ ისტორია ბოლომდე მოესმინა.
- ბავშვს სახლში ვერ წამოვიყვანდი, თორღვა აუცილებლად მოკლავდა. მე კი მას სიკვდილისთვის ვერ გავიმეტებდი. მამიდაჩემმა ექიმი იპოვა, რომელიც შეპირდა, რომ ბავშვს კარგ ოჯახს უპოვიდა. მე ბოლოჯერ ვაკოცე და ჩემი ერთადერთი ნივთი, რაც დედაჩემისგან მერგო, ვერცხლის ყელსაბამი ანგელოზის ფრთებით, ყელზე გავუკეთე. მას მერე აღარ მინახავს. მინდოდა მომეძებნა, მაგრამ ვერ შევძელი.-თათია დაბარბაცდა. ლიზას ხელი რომ არ მიეშველებინა, აუცილებლად წაიქცეოდა. შემდეგ უეცრად იგრძნო ძალის მოზღვავება, უნდოდა ოთახში შევარდნილიყო და ეყვირა, მაგრამ ამის მაგივრად გაიქცა. მირბოდა უგზოდ, უნდოდა ყველაფერი დავიწყებოდა, მაგრამ ყურებში სულ აშექალის სიტყვები ჩაესმოდა: შავი თმა, ლაქა, ყელსაბამი. უეცრად აეწვა კისერი, ყელსაბამი ერთი ხელის მოსმით მოიგლიჯა და იქვე დააგდო. ყოველთვის ეგონა, რომ ყელსაბამი მამის საჩუქარი იყო.
- ქორიააააა!!!! -იყვირა ლიზამ.-ქორიააააააა!!!!!!-ისეთი გაბმით ყვიროდა, ყველას გაეღვიძა, ქალები სამზარეულოდან გამოცვივდნენ, გაიდაური ლიზას მივარდა:
-ლიზა რა მოხდა?-გაკვირვებული უყურებდა ლიზას შეშლილ სახეს.
-ჩქარა, თათია უნდა მოძებნო, ძალიან ცუდადაა, მეშინია რამე არ დაემართოს, ჩქარა გთხოვ! - ყვიროდა, მაგრამ ხმა უწყდებოდა ატირებულ გოგოს. ვერავინ ხვდებოდა რა მოხდა.
-როცა მოხვალ ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ახლა თათია იპოვე, -ვერ მშვიდდებოდა ლიზა. გაიდაურმა სასწრაფოდ ჩაიცვა კართან დალაგებული კეტები და გაიქცა. ბევრი ეძება, უყვირა, ირბინა, სახლთან ახლოს ისევ იპოვა თათიაას ყელსაბამი. ამჯერად მართლა შეეშინდა ბიჭს და ცენტრისკენ გაიქცა. ამ დროს დაინახა თათია როგორ ჩაჯდა უცხო მანქანაში. გაიქცა, დაუძახა კიდეც, მაგრამ უშედეგოდ, ვეღარ დაეწია. სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში, რომ გაეგო რა მოხდა. სახლში უცნაური სურათი დახვდა, ქალები ტიროდნენ, ლიზას ნიკას მხარზე ედო თავი და სლუკუნებდა, ჭაბუკა გაუნძრევლად იდგა და ერთ ადგილს მიშტერებოდა.
- ვინმე ამიხსნის რა ხდება აქ?- იქუხა გაიდაურის ხმამ. ბიჭი გაოგნებული ისმენდა ლიზას მონათხრობს და ყურებს არ უჯერებდა. ვერაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ თათიას ყელსაბამს დასცქეროდა. როცა აშექალმა ყელსაბამი დაინახა, ,,შვილოოო“, ამოიგმინა და გონება დაკარგა. გაიდაურმა სასწრაფოდ ჩაიცვა ტანსაცმელი, მანქანის გასაღებს მისწვდა და გაიქცა. ირაკლი, ნიკა და ლიზაც თან გაჰყვნენ. მიქროდა ქორია, მაგრამ არ იცოდა რა უნდა ეთქვა საყვარელი ქალისთვის, როგორ უნდა ენუგეშებინა ის. ამ ამბავმა მასაც თავზარი დასცა და წარმოდგენაც არ უნდოდა, თათია როგორ გრძნობდა თავს. ნახევარი გზაც არ ექნებოდათ გავლილი კვამლი რომ შენიშნეს, გზაზე ავარია იყო. გაიდაურმა მკვეთრად დაამუხრუჭა.
-ეს ის მანქანაა თათია რომელშიც ჩაჯდა. ოღონდ ეს არა. - ჩაილაპარაკა და მანქანიდან გადახტა. ორი მანქანა შეჯახებოდა ერთმანეთს. თათიას მანქანა კლდის ქიმზე იდგა და გადასავარდნად მზად იყო, მძღოლი გადმოსულიყო და ცდილობდა თათიაც გადმოეყვანა, მაგრამ კარი გაჭედილი იყო და თათიაც უგონოდ იყო. გაიდაურმა უცნაური ძალა იგრძნო, ფრთხილად მიუახლოვდა მანქანას, მოზრდილი ქვის რამდენიმე დარტყმით უკანა შუშა ჩაამსხვრია, შეძვრა და თათია გამოიყვანა. გოგო ისევ უგონოდ იყო.
-სასწრაფოს დააგვიანდება, მე თვითონ წავიყვან, -მანქანაში ჩააწვინა და ლიზაც თან გაიყოლა.
-თქვენ დანარჩენებს მიეხმარეთ და მერე წამოდით. მოგწერთ სადაც ვიქნებით, - მიაძახა ბიჭებს და ადგილიდან მოწყვიტა მანქანა.
-ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს, არ ინერვიულოთ, მალე გაიღვიძებს, - დაამშვიდა ექიმმა.
-მე დოდოს უნდა დავურეკო. - პალატიდან გავიდა ლიზა.
-მაპატიე, ღმერთო, გთხოვ არაფერი დაემართოს! - ცრემლმა იწვიმა ხევსურის თვალებიდან. ხელებში მოიქცია მისი გაფითრებული ხელი და ფრთხილად აკოცა.
-დოდო მალე მოვა, როგორ უნდა ავუხსნა რა მოხდა? - აქვითინდა ლიზა. ახლა მიხვდა ქორო, როგორ განიცდიდა მეგობრის ამბავს. ჩაიხუტა და შუბლზე აკოცა ატირებულ ლიზას.
-არ იდარდო, შენი მეგობარი კარგად იქნება, -ხელით უბიძგა და გარეთ გაიყვანა.
-.მე წყალს მოგიტან, შენ არ იტირო. სანამ გაიდაური დაბრუნდა დოდო მოვიდა. ლიზას ეჩხუბა, ყვიროდა. როცა ლიზამ უამბო რაც მოხდა, გაჩუმდა, თვალები გაუფართოვდა და ფერი დაკარგა. ამ დროს ექიმი გამოვიდა და დოდო პალატაში შეუშვა. თათია გონს მოვიდა. დიდხანს ისაუბრეს დედა-შვილმა. ხან ყვირილის ხმაც გამოდიოდა. დოდო მთლად გაფითრებული გამოვიდა ოთხიდან. ხმა არავის გასცა, მოშორებით სკამზე ჩამოჯდა. მალევე ექთანმა ლიზას დაუძახა, პაციენტი გეძახითო. ცოტახანი იყო ლიზა შიგნით, თვალცრემლიანი გამოვიდა.
-კარგადაა? რამე ხომ არ სტკივა? რა გითხრა?- კითხვის ნიშნად იქცა გაიდაური.
-შენი ნახვა არ უნდა, არც დოდოსი, თქვა რომ ორივე წახვიდეთ.- ლიზა უკვე ტიროდა. ქორო არ მოელოდა ამ სიტყვებს. უემოციოდ ადგა და წავიდა. გასასვლელში ირაკლი და ნიკა შეხვდნენ:
-როგორაა?
-ჩემი ნახვა არ უნდა. - ამოიოხრა გაიდაურმა.
-წამოდით დავლიოთ.
-მე ლიზას ვნახავ და მალე შემოგიერთდებით.-ნიკა საავადმყოფოში შევიდა, ბიჭები ბარში წავიდნენ.
****
თითქმის თვეზე მეტი გავიდა იმ ამბებიდან. ქორია სამსახურს დაუბრუნდა. როცა არ მუშაობს, სვამს, რომ თათიაზე არ იფიქროს. რამდენჯერ სცადა დარეკვა და შეხვედრა, მაგრამ თათია არც ტელეფონს პასუხობს, არც სახლიდან გადის. საავადმყოფოდან პირდაპირ ლიზასთან გადავიდა, მას მერე არც დოდო უნახავს. ორივე ლიზასგან იგებს თათიას ამბებს.
აგვისტოს სიმხურვალეს ვეღარ გაუძლო და სანაყინეში წავიდა. ამდენი ფიქრით თავი გახეთქვას ჰქონდა. ვერ იგებდა როგორ წავიდოდა მისი ცხოვრება. ახლა მხოლოდ ბევრი ნაყინი უშველიდა. ხუთი სხვადასხვა გემოს გურთულა აიღო, გონება გათიშა და მადიანად შეექცა.
-სწორედ ეს მჭირდებოდა, ბევრი ნაყინი. -გაეღიმა და კაფეს თვალი მოავლო. მხოლოდ ახლა დაინახა რომ მისი მაგიდის პირისპირ, კუთხეში, გაიდაური იჯდა. პირდაპირ თათიას უყურებდა და ნაყინს მიირთმევდა. მაშინვე წამოდგა გოგო და წავიდა, მაგრამ გაიდაური უკან გაჰყვა.
-თათია მოიცადე!
-თავი დამანებე, არ მინდა შენთან ლაპარაკი.
-არა, ამჯერად მოგიწევს დამელაპარაკო.-მკლავზე მოკიდა ხელი და მისკენ მიიზიდა გოგო. იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ვეღარ გაუძლო გაიდაურმა და მის ტუჩებს მიეძალა. თათიამ გაიბრძოლა, მაგრამ ბიჭის მკლავები მჭიდროდ შემოხვეოდა წელზე.
-აღარ ვაპირებ შენს გაშვებას. ეს ტუჩები მხოლოდ ჩემია სამუდამოდ. -კიდევ ერთხელ დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს.
-რა გინდა ქორო, რაში გჭირდები, როცა მე თვითონაც არ ვიცი მჭირდება თუ არა საკუთარი თვი. ისიც არ ვიცი ვინ ვარ. - ცრემლებმა გზა იპოვეს აწითლებულ ლოყებზე. ბიჭს შეეცოდა ამდენი დარდისგან დაღლილი თავისი საყვარელი არსება.
-მიყვარხარ ჩემო გოგო. მიყვარხარ და ძალიან მჭირდები. რამდენი ხანია რაც ჩემგან წახვედი, წესიერად არ მისუნთქია. მაპატიე ყველაფერი თუ შეგიძლია, მე კი უშენოდ არ შემიძლია. მიყვარხარ და ყველაფერს გავაკეათებ რომ აღარ დაიტანჯო, მაპატიე მაშინ რომ ვერ დაგიცავი.-თათია უსმენდა და გული სითბოთი ევსებოდა, თურმე ნამდვილად სჭირდებოდა ვიღაცას.
-მეც ძალიან გამიჭირდა უშენობა. ბევრი ვიფიქრე და უშენოდ დიდი სიცარიელეა ჩემში. უბრალოდ არ მინდოდა ისე განადგურებული გენახე.
-მე სულ შენთან ვიქნები, აღარ მიგატოვებ.-კიდევ ერთხელ დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს, მხურვალედ აკოცა და გულზე მიიკრო ატირებული თათია.
გოგო მიხვდა რომ მის მკერდზე მიკრული ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. თანაც ქოროს არ უტყდებოდა თორემ, დიდი ხანია მიხვდა, რომ თვითონაც გიჟდება ამ შეშლილ ხევსურზე.
***
თვის ბოლოს თათიასთან შესახვედრად მისულს, მასთან ერთად ვიღაც მამაკაცი დახვდა. ხევსურმა ხელად ამოიცნო ხევსურული იერი, მაგრამ ვერ ხვდებოდა ვინ იყო. თათია საოცრად გავდა მას. ერთნაირი შავი კულულები, თვალები და ტუჩები ჰქონდათ.
- ვეფხია ჭინჭრაული, - ხელი მკაცრად გაუწოდა კაცმა.
- ქორია გაიდაური .- შეაგება მარჯვენა.
-რომელი გაიდაურის ხარ? - ბოხი და მტკიცე ხმა ქონდა.
ქორია დაბნეული იყო. თათია კი სიამოვნების ღიმილით იღიმოდა.
- გიორგი გაიდაურის ვაჟი ვარ.
- კარგია, თორღვას ვერ ვიტანდი. - დაიბუხუნა ვეფხვიამ.
- მამამაც არაფერი იცოდა, მე მოვძებნე. გაეხარდა ჩემი გაცნობა, -უხერხული სიჩუმე დაარღვია თათამ.
- თათიამ მითხრა, რომ ერთმანეთი გიყვართ.
- დიახ, ხელიც ვთხოვე უკვე, ოქტომბერში ქორწილს ვაპირებთ სანამ ხევსურეთში მოთოვს და გზები ჩაიკეტება.
- ხევსურეთში ქორწილი კარგია, - ჩაეღიმა კაცს. უკვე წასვლას აპირებდა , მაგრამ მობრუნდა.
- გაიდაურო, ჩემს გოგოს თუ აწყენინებ, ხომ იცი რაც მოგივა.- თქვა და მტკიცე ნაბიჯით წავიდ,ა ისე რომ პასუხს არც დალოდებია.
თათია ჭაბუკას და ნინისაც ელაპარაკა, უჭირდათ ახალ ამბავთან შეგუება, მაგრამ ისიც მათი და იყო. სიამაყე გვერდით გადადო სამივემ და თბილად გადაეხვივნენ ერთმანეთს.
ქორწილის ბოლო დეტალებს აზუსტებდნენ ლიზა და ირაკლი ქოროსთან სახლში, ისინი იქნებოდნენ მეჯვარეები.
- დოდოს და აშექალის იქ ყოფნა წინასწარ რომ გაიგოს, ხომ იცით ყველაფეერს ჩაშლის.- შეშინებიული ლაპარაკობდა ქორო.
- ნუ გეშინია შვილო, მაგათ მე გადავმალავ.- ამშვიდებდა აგუნდა.
- ამ ქორწილმა გართულების გარეშე უნდა ჩაიაროს.
ოქტომბრის სუსხი შესდგომოდა გარემოს. ხან მზე ათბობს ყველაფრს, ხან კი დაუნდობელი ქარი და წვიმა დაატრიალებს ჭრელ ფოთლებს აქეთ-იქით. ამ დროს შატილი განსაკუთრებით ლამაზია.
- მოდიააააან! მოდიაააან!- გაისმა მანქანების ღმუილიც. ერთ წუთში გაივსო საყდრის პატარა ეზო ხალხით. ტრადიციული ჯვრისწერის შემდეგ, ქორომ პატარძალი ცხენზე შესვა და სახლში ისე მიიყვანა. უზარმაზარი სეფა იყო გაშლილი გაიდაურების ეზოში. მთელი სოფელი ფეხზე იდგა და მხიარულობდა.
- აქეთ შვილებო, - გაისმა აგუნდას ხმა, - ჯერ სახლში შემოდით დაგლოცოთ.
თეფში დადო კარის შესასვლელში და ხელში თაფლით სავსე ფიალა მოიმარჯვა. პატარძალმა თეფში გატეხა, თაფლიც ორივემ მიირთვა ტკბილი ცხოვრების აღსანიშნავად. ოთახში შესულ დედოფალს ლამის ფეხები მოეკვეთა, რომ არა გაიდაურის ძლიერი ხელი, უეჭველად წაიქცეოდა. ოთახში დოდო და აშექალი იცდიდნენ. იქვე იყო ვეფხვიაც.
- თათი მგონი დროა ილაპარაკოთ. - ჩასჩურჩულა ქორომ და ოთახიდან ყველა გავიდა. თვითონაც წასვლას აპირებდა მაგრამ თათიას ისე მაგრად ქონდა ჩაბღუჯული ხელი, ვერ წავიდა .დიდხანს იყო ოთახის კარი დაკეტილი. ყველა ნეფე-პატარძლს ელოდა. ბოლოს გამოვიდნენ ქორო და თათია, შემდეგ დოდო, აშექალი და ვეფხვია. ხუთივეს ნამტირალევი თვალები ქონდა.
- მე ორი დედა და ორი მამა მყავს და ეს შესანიშნავია!!-ხმამაღლა დაიძახა თათიამ. ყველა სიხარულით და ტაშთ შეხვდა ამ ამბავს…
ქორწილი დამთავრა და მარტო დარჩა ქორო და თათია. გოგო მორცხვად იყურებოდა. კედელთან ატუზულიყო და არ იცოდა რა ექნა. გაიდაური გიჟდებოდა მის სიმორცხვეზე. საოცრად ლამაზი იყო თათია. მაქმანებიანი თეთრი კაბა ეცვა , შავი კულულები დაეფინა მხრებზე და შიგ მინდვრის თეთრი ყვავილები ჰქონდა ალაგ ალაგ ჩაბნეული. გამოყვანილი თეძოები და სავსე მკერდი, თავს აკარგვინებდა ხევსურს. ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრო ქალი. თმა დაუკოცნა, შემდეგ ლოყები, ტუჩებთან ცოტახანს შეჩერდა, უნდოდა სრულად შეეგრძნო მისი სიტკბო. შემდეგ ყელი, მკერდთან როცა მივიდა, კაბამ შეუშალა ხელი. ნაზად გახსნა ღილები და კაბა ქვევით ჩაცურდა.
-მიყვარხარ.-პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა თათიამ.
გაბრუებულმა ქორომ გაოცება არ შეიმჩნია. ფრთხილად ეალერსებოდა ქალს და ამ სიფრთხილეში საოცრად ნაზი იყო. შატილის მთებმა კიდევ ერთი ვნებიანი და სიყვარულით სავსე ღამე ჩაიწერა გულში. კიდევ ერთი ხევსურული ოჯახი დალოცა იქაურმა კლდეებმა. ამ დალოცვის წყალობითაა რომ კისკისით დარბიან გაიდაურების ეზოში პატარა გოგო ბიჭები და ახალ ისტორიებს პირდებიან შატილს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent