გიჟი თუ საგიჟეთი (ყველაფერი ახლა იწყება ნაწილი 1)
გიჟი თუ საგიჟეთი (ყველაფერი ახლა იწყება 1) საღამოს ლამაზი მთვარე მოეფინა არემარეს და ამ მშვიდი საღამოს ფონზე, ისევ ისე ლაღად მიუყვება ხალხის ბრბო გზას და უბრუნდებიან საკუთარ სახეს , ნოსტალგიური ხმაური და აურზაური მოჰყვება ამ მშვიდ ღამეს და იწყება რეალური ცხოვრების თავგადასავალიც. ისევ ისე ვგრძნობ თავს როგორც ადრე, უბრალოდ მეტად სევდიანად. ოთხკედელში გამოკეტილი , ფანჯრიდან ვუყურებ ხალხის მოძრაობას და თან ვფიქრობ, რომ არა ეს ადგილი ახლა სად ვიქნებიდი. ყველაფერი დაიწყო და აღარ დასრულდა , მეც ვზივარ აქ ამ თეთრ კედლებში ფანჯრის რაფასთან და ვწერ ამ უსასრულო წერილებს შენთვის , ვიცი რომ ეს ყველაფერი ალუზიურად ჩანს მაგრამ მე გიჟი არ ვარ , დიახ ეს ყველაფერი დაიწყო და აღარ დასრულდა … მოგონებები*** ერთი ნაზი კამკამა დღე იყო , ნია მეტრეველი სემინარზე მიდიოდა და თან უსასრულოდ დარბოდა ,რადგან ყველაფერი გზადაგზა ახსენდებოდა , მზის სხივები ნაზად ეპარებოდა სახლის ზღურბლს და ირეკლებოდა სარკეში. ნია სანამ სახლიდან გავიდოდა ყოველთვის სარკეში იყურებოდა და მის ღვინისფერ ტუჩებზე უფერულ პომადას ისვამდა , მისი დამსკდარი ტუჩები ლამაზად გამოიყურება მზის სხივებზე , მისი ლამაზი თვალები ზღვასავით ცისფერი უფრო კამკამა ხდება მზის სხივებზე და მეზობლების კომპლიმენტები თუ რა ლამაზად გამოიყრება , ყოველთვის ჟრუანტელს იწვევდა მის ტანში , დიახ ნია არის ლამაზი აღნაგობის გოგო , ერთ-ერთი საუკეთესო , ნიას მამა და დედა არ ჰყავს ,მაგრამ მისი ბებია არის დედაც და მამაც , იგი არის უკეთლშობილესი ქალი , რომელსაც ალბათ ნია ვერასოდეს გადაუხდის ამაგს , ნიას მშობლები ადრეულ ასაკში დაიღუპნენ , როდესაც ნია ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა , ამ დროის განმავლობაში ბებია უწევდა მას დედობას , ახლა ნია უკვე დიდი გოგოა და დროა რომ იზრუნოს მის ოჯახზე , ნია არის 21 წლის და შემდეგ წელს ასრულებს უნივერსიტეტს ,მას აქვს გეგმები ,მაგრამ ყველაფერი სანამ დაიწყება შესაძლოა დაინგრეს... დიახ ეს არის ჩემი ისტორა და მონოლოგი , ხოლო რაც მოგიყევით უბრალოდ მინდოდა მესამე პირით მეჩვენებინა , იფიქრეთ მესამე პირში და ჩემეულ ვერსიაში , ეს ყველაფერი იქნება ცოტა მძაფრი , ჩახლართული და არეული , ქაოსი ხომ ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია . შემოღამების ნაწილი არ მიყვარს რადგან წამლების დალევა მიწევს , რითაც მალევე სიზმრების სამყაროს მივუყვები. მოგონებები*** სიზმრებში ისევ ძველი ნია მახსენდება , ბედნიერი და ლაღი , ბებოს გარემოცვაში დაცული , ყველაფრით უზრუნველყოფილი , არაფერს მოკლებული . მახსენდება უნივერსიტეტის ერთ-ერთი დღე , როდესაც დავაგვიანე და ჩემი ლექტორის გაცოფებული საუბარი კლასთან , რადგან არავის ჰქონდა პრეზენტაცია გაკეთებული ,ხოლო მე მთელი დღე გავათენე იმისთვის რომ პრეზენტაცია მომესწრო და დილის პერიოდში უბრალლდ ჩამეძინა , მიუხედავად იმისა რომ პრეზენტაცია გავაკეთე ჩაბარებას არ ვაპირებდი , მაგრამ ლექტორს ვუთხარი რომ მზად მქონდა ყველაფერი , მან კიდე არ დაიჯერა , რა თქმა უნდა ლექციის მერე დავუდაასტურე, რომ მქონდა პრეზენტაცია და კარგადაც გამომლანძღა. მითხრა ,რომ ამ პრეზენტაციას არ ჩაიბარებდა და ვიღაცასთან წყვილში მომათავსა ახალი პრეზენტაციის გასაკეთებლად, წარმოდგენაც კი არ მქონდა ვინ იყო ალექსანდრე გამსახურდია , მაგრამ ვიცოდი უნდა მომეძებნა ,რადგან შემდეგ კვირას ეს პრეზენტაცია აუცილებლად უნდა ჩაგვებარებინა , კაფეტერიაში ვცდილობდი მეპოვა ალექსანდრე ,მაგრამ იმდენი ხალხი იყო ვერ გაიგებდი ვინ გადიოდა და ვინ შემოდიოდა , და დიახ სწორად მიხვდით ვერ ვიპოვე ,ამიტომაც დავუბრუნდი ჩემს მეორე სემინარს სადაც დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგე , ნაწილობრივ არც ვუსმენდი ლექციას და ცოტა ჩამთვლიმა კიდეც , დიახ მეც ადამიანი ვარ , რა გიკივირთ ? სემინარებზე ყოველთვის სხვადასხვა ადამინებთან ერთად ვზივარ , ძალიან იშვიათია ვინმე ნაცნობთან დაგემთხვეს ორზე მეტი საგანი და რა თქმა უნდა მივხვდი ,რომ ძებნას აზრი არ ჰქონდა და ლექციის შემდგომ გარეთ გავედი , ყურსასმეენბი გავიკეთე, ჩავრთე radiohead ‘creep’ და ნელი ნაბიჯებით გავუყევ გზას. ამ დროს კი ვიღაც წამომეწია და ხელი მომადო მხარზე , ცოტა შევხტი და გულიც კი გამისკდა , ყურსასმენებში ბოლო ხმაზე მესმის ‘i am creep , i am weirdo ‘ და ჰოი საოცრებავ , ძალიან ათლეტური და ლამაზი ნაკვთების ბიჭი რაღაცას გაურკვევლად ბუტბუტებდა, ცოტა დავიბენი და ხო დამავიწყდა, რომ ყურსასმენებში ისევ მუსიკა ისმოდა, მოვიხსენი ყურსასმენები და მისი ხმის ტემბრი გაგონებაზე ჩემს ტანში რაღაც ჟრუანტელის მაგვარმა დაიარა ,ძალიან მესიამოვნა , და ჰოი საოცრებავ ზუსტად ,რომ ალექსანდრემ თავად მიპოვა მე … *** ვიღვიძებ ისევ თეთრ კედლებში და თვალის გახელვისთანავე ინგრევა ჩემი სიზმრების სამყარო , რომელიც ალბათ ერთადერთი ცხოვრებისეული ნაწილია ჩემი. ოთხ კედელში და სრულიას ცარიელ 5 კვადრატში ვარ მოთავსებული და ველოდები როდის გაიღება კარი ,რომ გავიდე და ვნახო ჩემი აქაური მეგობრები ,მაქამდე ალბათ ისევ ამ თეთრ კედლებს უნდა ვუყურო და ვიფიქრო უსასრულოდ თუ რატომ და რისთვის ვცხოვრობთ თუ ყველას გიჟები ვგონივართ. ისევ რუტინული დღეა გავდივარ გარეთ და ვუყურებ ამ ხალხს , თითქოს ეს სამყარო სადღაც არარეალურ განზომილებას მიეკუთვნება , ყველა თავისთავთან არის ჩაკეტილი და აქედან გასვლის გზა უსასრულოდ გრძელია , ხანდახან ვფიქრობ რომ ლაბირინთში ვარ დამწყვდეული და თუ ვერ გავალ აქედან ,ყველაფერი შავი წერტილებით შეიმოსება და გაქრება ის რაც იყო და არის. აქაური ცხოვრება პანსიონატს ჰგავს ჭამა ძილი და დიდი არაფერი , ზოგი რაღაც ფაზლს აწყობს , ზოგი უბრალოდ ზის და ტელევიზორს უყურებს , ზოგი ფანჯარას გაყურებს და ელოდება იქნებ ვინმე მოვიდეს , მე უბრალოდ მე ვარ და აღარ ვიცი რა გავაკეთო, ჩემი მეგობრები მანგუსი იგივე ლევან სირაძე, ეშვი იგივე გიორგი ახვლედიანი და კოჭლი იგივე მარიამ სხირტლაძე უკვე მაგიდასთან სხედან და ნარდს თამაშობენ , ალბათ კითხვა გაგიჩნდებოდათ რატომ ნარდი? ზოგადად ეს თამაში გვეხმარება სწორი და სტრატეგიული სვლები გავაკეთოთ , მაგრამ შახმატი მაინც ჩემი საყვარელი თამაშია , რატომღაც ხშირად ვთამაშობდი ბაბუასთან ერთდ პატარაობაში და ხშირად მეუბნებოდა, რომ გენიოსურ სვლებს ვაკეთებდი , ალბათ ჩემი გახარება სურდა , მაგრამ ვერ დავიკვეხნი რომ ცუდად ვთამაშობდი ,აქ თითქმის გასართობი არაფერია , მაგრამ დრო მაინც გადის , პრობლემები არ მაქვს ამ ეტაპზე მაგრამ ხანდახან როცა ყველაფერთან გაქცევა გვინდა რამე სიგიჟეს ვაკეთებთ ან ვაფუჭებთ, თუნდაც ღამე ჩუმად ოთახიდან გამოპარვები , ვენტილაციაში ძრომიალი , მოსაწევის მოწევა და ბევრი უაზრობა , ერთხელ მახსოვს როგორ ჩაკეტეს ეშვი 1 კვირა ოთხ კედელში იმიტო რომ ცადა აეფეთქებინა ბომბი რომელიც თვითონ გამოიგონა , ჩემს აქაურ მეგობრებთან მაინც ბედნეირი ვარ , ზოგადად ისეთი ადამიანები არიან ვერ მოიწყენ , აქ ყველა ან ნარკომანია ან გიჟი ან პათოლოგი ან უსამართლოდ ზის. ახლა ჭამის დროც მოვიდა და ყველა თავის რიგს ელოდება, დიახ არაფერი განსაკუთრებული ისევ ის პიურე და კატლეტი გვაქვს რაც გუშინ გვქონდა, მეგობრები წყნარად შეექცევიან საჭმელს და 5 წუთის განმავლობაში ისეთი სიჩუმე დგას, რომ მგონია ვიღაც გარდაიცვალა. ამ სიჩუმეს კოჭლი არღვევს : -ისეთი სახეები გაქვთ გეგონება ვკვდებოდე. მანგუსი აგრძელებს : -ასეთ ცხოვრებას სიკვდილი ნამდვილად ჯობს . ეშვი პასუხობს : -აშკარად სათქვენოდ არის ეს ადგილი . და იცინის ხმამაღლა პერსონალის გასაგონად , რომ უფრო გაამძაფროს სიტუაცია და მაინც ვხვდები რომ ეს დასასრულის დასაწყისია ,შეიძლება რომ უბრალოდ ერთ დღეს ყველაფერი ახალი ფურცლით დაიწყოს . მე კი ჩუმად ვარ და მეცინება მათ დიალოგზე , რომელიც სულ ან ბუზღუნით , ცხვირის აბუზებით , გინებით , ან წაკამათებით მთავრდება , მანგუსი აგრძელებს საუბარს და გვიყვება რომ არა აქ ახლა რას იზავდა , რა თქმა უნდა ყველა ცდილობს ერთდროულად ილაპარაკოს ამ დროს და ნერვები მოუშალონ ერთმანეთს , გეგონება ენერგო ვამპირები იყვნენ და მე მაინც ჩემთვის გავიფიქრებ ხოლმე ,ალბათ წამის მეასედში ცხრაჯერ ,რომ არა აქ რა იქნებოდა … მოგონებები*** თავიდან ვერ გავიაზრე რომ ალექსანდრე ძალიან დაბნეული მიყურებდა . -გამარჯობა მე ალექსანდრე გამსახურდია ვარ, მაგრამ შეგიძლია სანი დამიძახო როგორც ჩემი მეგობრები მეძახიან ,ვიცი ძალიან უცნაურად ჟღერს ალბათ ,მაგრამ როგორც ჩანს პრეზენტაციის ერთად გაკეთება გვიწევს და , ამიტომაც … მაინტერესებს თუ … აქ იბნევა და ხმა უწყდება, თითქოს თან სერიოზულია და თან გულჩვილი ,მისი ბარიტონი ძალიან სასიამოვნო ჰანგებად ჩამესმის ყურებში და მე ვაგრძელებ საუბარს : -გამარჯობა ალექსანდრე მე ნია მეტრეველი ვარ და ვიცი რატომაც გვიწევს ერთად გაკეთება პრეზენტაციის , მაგრამ იმას გავიგებ თუ გინდა რომ მე გავაკეთო სრული პრეზენტაცია და შენ მოგცე დანარჩენი სასწავლად. მეღიმება და მის პასუხს ველოდები . აგრძლებს საუბარს ალექსანდრე და ვაი მაგ გაგრძლეებას ძალიან ირონიულად მპასუხობს : -კარგი შენ გააკეთე , მაგრამ მაშინ მე ვეტყვი ლექტორს რომ მე გავაკეთე სრული პრეზენტაცია და ნაწილი სასწავლად გადმოგიგზავნე . წარბს სწევს და ჩემს სახეს უყურებს . თითქოს ელოდება რომ წყობიდან გამოვიდე ,მაგრამ რატომღაც გული მიჩქარდება ან მინელდება და მეც ვაგრძელებ საუბარს : -საწყენად არც მინდოდა რომ მიგეღო ,მაგრამ როგორც ჩანს არასწორად გამიგე , უბრალოდ … ვიბნევი და სიტყვებს ვეღარ ვპოულობ . ალექსანდრეს სახეზე გაბრაზება ეტყობა წარბს სწევს და მპასუხობს : -უბრალოდ რა ნია ? უბრალოდ არ მთვლი ჭკვიანად ? თუ რისი თქმა გინდა ? ამაზე ისევ ბრაზდება და წითელი ენთება ,ხოლო მე ვაგრძელებ საუბარს : -არა, არა , უბრალოდ ჯგუფური მუშაობა მიჭირს თან არც სიტუაცია მაქვს ისეთი ,რომ ჩემთან ვიმუშავოთ . ვამბობ წყნარად ,მაგრამ თითქოს აღელვებული და აფორიაქებული ვარ. და ისევ ის აგრძელებს საუბარს : -ჩემთან შეგვიძლია გავაკეთოთ პროექტი და დავალაგოთ ეს სიტუაცია თუ გაქვს დღეს დრო შეგვიძლია დღესვე დავიწყოთ . ეღიმება ,მაგრამ თან წარბებს კრავს თითქოს სერიოზული უნდა რომ გამოჩნდეს . მეც ვაგრძლებ საუბარს : -კარგი, მაშინ ჯერ სახლში უნდა ავიდე და შემდგომ შეგვიძლია ,რომ დავიწყოთ ჩვენი პრეზენტაციის მომზადება . ნომრები გავცვალეთ და ჩემს გზას გავუყევი სახლისკენ, მესიჯიც უეცრად მომდის ალექსანდრესგან . -იმედი მაქვს მოაგნებ და არ დაიკარგები , ალბათ ირონიით მითხრა მაგრამ გამეღიმა,მისამართიც ჩამიგდო ესემესის სახით .სახლის გზაზე ნინი ბრეგვაძე შემხვდა , ჩემი ბავშვობის დაქალი და სკოლელი , ერთადერთი ადამიანია რომელიც ბავშვობიდან მყავს და თითქმის ყველაფერი იცის . თვალდახუჭული ვენოდბი ამ ადამიანს და ვიცი , რომ იმედებს არასოდეს გამიცრუებს , დიახ ვისაუბრეთ დღევანდელ დღეზე და ჩემი სახლისკენ ავუყევით გზას . ბებიაჩემს ძალიან უყვარს ნინი და როგორც ბებია შვილიშვილი ისე არიან როცა ჩემთან ამოდის . ბებიაჩემი ძალიან პოზიტიური ადამიანია , როგორც კი შეაბიჯებ მის სახლის ზღურბლზე ფეხს , იქ ყველაფერი სრულდება და ისეთ კომფორტის ზონას გრძნობ რაც შეიძლება შენს საკუთარ სახლში ვერ იგრძნო, ყოველთვის როცა სახლში ავდივართ მე და ნინი სულ გვეუბნება ,რომ ჭამის დროა და ჩვენ თუ უარს ვეუბნებით ამ ყველაფერზე , მაინც ამ ფრაზას ხმარობს “ გინდა და არ იცი “ , ალბათ მართალიცა , მისი გაკეთებული ჯემები ძალიან მიყვარს , შემიძლია რომ უსასრულოდ ვჭამო . სახლში ასვლისთანავე გამოვიცვალე და ნინისთან ერთად ოთახში შევიკეტე , მე და ნინის გვაქვს პატარა საიდუმლო რასაც ალბათ მალე გაგიმხელთ და გეტყვით ,მაგრამ მაქამდე გასასვლელი ვარ ალექსანდრესთან პრეზენტაციისთვის . უკვე დაღამდა, 9 - ს გადასცდა , მზის სხივები აღარსად ჩანს, მხოლოდ მთვარის მოკაშკაშე სინათლეს თუ მოკრავ თვალს , ლამპიონებსაც სიკაშკაშე გასდით , მივუყვები ამ ბნელ ქუჩებს არკის ბოლომდე და ვხედავ კერძო სახლს , წინ ლამაზად არის ყვავილებით მორთული და მივდივარ ღია ჭიშკართან სადაც სილუეტს ვხედავ მამაკაცის…. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



