შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭავჭავაძის ქალიშვილები 3


გუშინ, 17:51
ავტორი lazy girl
ნანახია 26

ჭავჭავაძეების რეზიდენცია ქაოს მოეცვა . ჭავჭავაძის ქალები კაბებს არჩევდნენ ,მეჯლისისთვის ,რომელიც ამ ღამით იმართებოდა ალექსეი გოლოცინის საპატივცემულოდ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლშენი ,ტბილისში. მოწვეუ სტუმართ შორის იყო კავკასიის ყველა მთავარი ,თავადი , კნიაზი ,კნენია და მათი შვილები. ბანოვანთა ასეთ აუარება კრებულს იშვიათად თუ ნახავდით ერთ სასახლეში შეკრებილს . ამიტომ უმნიშვნელოვანესი იყო ეტიკეტის სრული დაცვა. მარიამი დედის მონდომებით განსწავლული იყო ამ საკითხებში ,ამიტომაც ბაგრატი მას ანდობდა სამეჯლისო მზადებას . სანამ უფროსი და საღამოს კაბებს არჩევდა ,მანამდე უმცროსი დები თამარი და დარო ,რუსულ რომანს ამზადებდნენ.დარო უკვე მოღლილი ,მობეზრებული იყო ერთიდაიგივე სიმღერის მილიონჯერ გამეორებით და ერთი სული ჰქონდა ტირან თამარს ,როდის დააღწევდა თავს .თამარს პირადად გამოუგზავნეს მოსაწვევი. მეფისნაცვალი სთხოვდა მეჯლისზე მათთვის დაეკრა .მეფისნაცვალს კი უარას ვინ შეჰკადრებდა ,ამიტომ თამარი მოსაწვევის მიღებისთანავე შეუდგა შესაფერისი რომანსის შერჩევას და სრულყოფას ფორტეპიანოზე . სანამ მისაღები ოთახიდან თამარის ყვირილის ხმა ისმოდა ,მანამდე ლილიან ჭავჭავაძე თავის ოტახში ანერვიულებული სცემდა ბოლთას . ქალს ძილი გასტეხვოდა . თაფლისფერი თვალების გარშემო გაჩენილი შავი წრეები ამის ნათელი დადასტურება იყო. თმაგაწეწილს ჯერ კიდევ საღამურები ეცვა არადა უკვე შუადრე იგდა. ოთახი დასალაგებლი ჰქონდა .მისი ტანსაცმელი ქაოტურად ეყარა სკამებზე და საწოლზე . სარკიანი კომოდის წინ სადაც უმეტესწილად ფერუმარილის ტუბები ელაგა ახლა ფურცლებით იყო სავსე .თუ კარგად დააკვირდებოდით ფურცლებში არყის ჭიქას და დაცლილ გამჭვირვალე ბოთლსაც ნახავდა კაცი . ლილიანის ამღვრეულ თვალებში ზიზღი ,სიბრაზე და გაშმაგება ერთმანეთ ენაცვლებოდა. მას შემდეგ რაც წერილები ჩაიგდო ხელში გადაწყვიტა, სანამ ფურცლებს ცეცხლს შევაჭმევ ჯობია გავიგო ,რა წერია ესეთი მამაჩემს ყულფის თავზე ჩამოცმას ,რომ უქადნისო. წერილების შინაარსი ,ერთობ შემზარავი აღმოჩნდა . ბაგრატის ბეჭდით დამოწმებული ,წერილები ზუსტად აღწერდა მეფის მარშუტებს ,მისი მცველების ,რაოდენოდა სახელებსაც კი . გეგმებს ორი ტავდასხმის შესახებ . ლილიანმა იცოდა მამის ბეჭედი რეალურად ესვა წერილებს ,ის მრავალჯერ უნახავს ,ბიბლიოთეკაში მდგარ კაკლის მაგიდაზე დოკუმენტებში ჩაფლული. ქალს რულაც არ ადარდებდა ბეჭდის ვალიდურობა ,რაც ამტკიცებდა ბაგრატის მოღალატეობრივ მცდელობას მეფის მოკვლისა ,იმაზე უფრო წუხდა ,რა ბედი ეწეოდათ მის დებს თუ მამას ტახტის მტრად გამოაცხადებდნენ. მამის ბედი ცხადი იყო მას ჩამოახრჩობნენ მის დებს კი ქუჩაში გამოყრიდნენ. მარიამი ჯირითს ვერარასდროს შეძლებდა , თამრო დაკვრას , სესილი ცეკვას ,დაროს კი ჯერ გიმნაზიაც კი არ ჰქონდა დამთავრებული . საქმეს ისიც ართულებდა ,რომ გაუთხოვარი იყო თავადაც და მარიამიც. პირველად ცხოვრებაში დაფიქრდა ქორწინების მნიშვნელობაზე , თუ ვინმე დიდგვაროვანს გამოიჭერდა ,ამ შემთხვევაში შეიძლება მოეხერხებინა დებისა და მამის განსააცდელისგან გამოხსნა .მაგრამ გონებაში მიჩურთა ერთ-ერთ შესაძლო სტარტეგიებს შორის ,იმ იმედით ,რომ საქმე მაქამდე არ მივიდოდა .ლილიანის უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა გაეგო ვინ უწყობდა ბაგრატს შეთქმულებას .წერილებიდან გამოიკვეთა ,რომ ხალხი ,რომლიც ბაგრატს უთხრიდნენე ძირს ისევე კარგად იცნობდნე ,მას როგორც მისი ოჯახის წევრები. იცოდნენ ბაგრატის გადაადგილება ,საქმიანობა დეტალურად და ერეკლე ამილახვრის მჭიდრო კავშირები ,რუსეთის სამეფო კარზე და საქართველოში . მოკლედ ,რომ ვთქვათ სერიოზულ აბალაბუდაში ამოჰყო თავი ქალმა . 4დღის უკან ,როცა ფუნდუკში დატრიალებული ფიასკოს შემდეგ დილით გამოიღვიძა ,ნაბახუსევს თავი ოდნავ უბჟუოდა და ფიქრობდა რა საშნელი სიზმარი ვნახე ,თითქოს მამაჩემის მოკვლა უნდოდათო ,მაგრამ წერილების დასტას ,რომ ჰკიდა თვალი ,გულისრევის შეგრძნებამ აიტანა .4 დღე იყო ოთახიდან ფეხი არ გამოედგა ხან ,ტირდოა ხან იცინოდა ,ნახაც ჩაფიქრებული იჯდა სარკის წინ და აანალიზებდა რაში იყო გაბმული . იმფორმაციის სიმწირის გამო ვერ გადაეწყვიტა ,რა მოეხერხებინა .მამისთვის და ერეკლესთვის ,რომ ეთქვა სიმართლე ან დაუჯერებნენ ან არა ,განსაკუტრებით მაშინ თუ აღიარებდა კაცად გადაცმულმა გავიგე ეს ამბავი ფუნდუკში მერე კი ისეთი ალიაქოთი მოვაწყვე გაზეთშიც დაწერესო . სამუდამო შინა პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა . ყველა შესაძლო ვარიანტის და სტრატეგიის განხილვის შემდეგ გადაწყვიტა ამ საქმეს მე მივხედავო თუ ძალიან დამძიმდა სიტუაცია მერე გავამჟღავნებ ,რაც ხდებაო. თანაც ჯერაც არ ვიცი ეს წერილები და საერთოდ მამჩემის წინააღმდეგ შეთქმულება ნამდვილია თუ არაო. უნდოდა დაეჯერებინა ,რომ ბოროტად ეხუმრა ვიღაც ,მაგრამ რა მომენტშიც 100 წერილს შეხედავდა ,იმ მომენტში წაერთმებოდა სასო. ოთახში მობოდიალე წამით შეჩერდა ,ფანჯარას მიუახლოვდა და ბაღში გადაიხედა .სესილი ვარდებთან იდგა და ბაღის მაკრატლით ჭრიდა წითელ ყვავილებს . კარზე დააკაკუნეს ,მერე კი მარიამი შემოქანდა .
-ღმერთო ,რა გჭირს მთელი კვირა ? არ მითხრა რომ არაყს სვავდი?-აღშფოთებული დატრიალდა ქალი და სარკიანი კომოდისკენ მიაშურა . სანამ იქაურობას მოათვალიერებდა ელვის სისწრაფით წინ აესვეტა ლილიანი .
- მაშო , გეთაყვა გაბრძანდი ჩემი ოთახიდან . აქ სანახავი არაფერია -ჩაშავებული თვალები შეავლო დას ,მარიამს კი მისი ღამენათევი სახის დანახვისას ,სულ დაავიწყდა კომოდის ზედაპირზე დახვავებული ფურცლები .
- ლილიან ,ასე ვერსად წახვალ . დღეს მეჯლისია დაგავიწყდა . მეფისნაცვალი ვორონცოვის სასახლეში იმპერატორის ნათლულის მირების წვეულება იმართება .- ლილიანს სულ დავიწყებოდა ეს ამბავი ,ღმერთმა უშველოს ჭამაც კი დაავიწყდა . და ხალა ,როცა მარიამმა შეშფოტებული ხმით გაახენა საღამოს შესახებ ,ხელი შუბლზე იტკიცა . კიდევ ერთი პრობლემაო გაიფიქრა .
- ახლავე სამზარეულოში ჩამოდი,იქნებ მარინამ მაინც მოგიხერხოს რამე - დას ჩაავლო ხელი .
-ჩემით ჩამოვალ 5 წუთში - თავი დაიხსნა დის მარწუხისგან და ოტახიდან წუწუნით გააგდო. გამოფხიზლებული წერილებს დაერია,დაკეჩა და ისევ მაქმანით შეკრა .თავის თავზე გაბრაზდა ასე დაუდევრად ,როგორ დავტოვეო . მერე იმ უჯრაში შეინახა,რომლსაც საიდუმლო ძირი ჰქონდა .სწორედ აქ ინახავდა ულვაშს და ნახშირს. ოთახიდან ,რომ გამოვიდა დერეფანი გაიარა და დაკლაკნილ კიბეებზე ჩაირბინდა . მარე კი სამზარეულოს მიადგა .იქ მარინა ,მათი მზარეული და სახლის მმართველი ელოდა . რაღაც საშინელი სიტხით ხელში.
- თავადის შვილო გავიგე ისევ გილოთავიათ ,ბაზრის მეწაღის მსგავსად - უკმაყოფილოდ დოინჯშემოკრული იდგა ქალი ოტახის ცენტრში.- აიღეთ მამათქვენსაც ამ სასწაულებრივმოქმედ წამალს ვასმევ ნაბახუსევზე .
-მაგ საშინელებას არ დავლევ- დაიმანჭა ლილიანი. და ხელი ცხვირთან დაიქნია . უმი ხვერცხის ,ნივრის ,ზეთისა და კიდევ რაღაც სითხის ნარევი არც ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა .
-დალევთ კიარა შემეხვეწებით - ბოროტულად გაიცინა მარინამ 50 წელს მიტანებულ ქალს ,ძალღონე ვირისა ჰქონდა ,როგორც სიჯიუტე . ლილიანს უკნიდან მარიამი აეკრა და ხელები შეუკრა ,სანამ მსხვერპლი იკიტხავდა რა ხდებაო , პირში რაღაც საშინებება ჩაასხეს ,მერე მარინამ ცხვირზე ხელი მოუჭირა და სანამ გამოფურტხებას მოასწრებდა მეორე ხელით ქვედა ყბა ზედას შეაერთებინა . უჰაეროდ დარჩენილ ლილიანს სხვა გაზა არ ჰქონდა და ინსტიქტურად გადაყლაპა მყრალი სითხე .
-ჩემს წინააღმდეგ პირი შეკარით ,არა -აღმოხდა გამწარებულს .მარიამმა და მარინამ კი ორივემ ერთად სისიცილთ უპასუხა კიო . ლილიანის გამწვანებულ სახეზე მოსამსახურეებმაც სიცილი ატეხეს .
- მოემზადე , იბანავე და თამა დაივარცხე ,ნამდვილ ყვავის ბახალას ჰგევხარ . დღეს , ცისფერი კაბა მაქვს შენთვის ,ის რომლიც ყველაზე მეტად არ გიყვარს .- მარიამა დას ხელი მხარზე კისკისით დაადო და სამაზრეულოდან გაშრიალდა.
- ბარემ მომკალით , საწამლავი უკვე გადამაყლაპეთ, რაღა დარჩა - აწუწუნდა ლილიანი,ხელებგაშლილი გამოედევნა დას და შეევედრა რაიმე სხვა კაბა მოეძებნა მისთვის .- ოღონდ ეგ საშინელი სიმახინჯე არა .
- ყველაზე მეტად გიხდება ,თან სამეჯლისო კაბა 20 წლის ზემოთ ქალებისთვის მკერდზე მოშიშვლებულია .დეკოლტის ტარება მოგიწევს ძვირფასო დაიკო . - წარბები აათამაშა მარიამმა
- და კორსეტის ჩაცმა - დაამატა ლილიანმა .
- რას ვიზამთ მხოლოდ საღამოებზე გვიწევს საწამებელი მოწყობილობის ჩაცმა ,მადლობელი იყავი ჩვენი ასაკის ქალები ყოველდრე ეგრე დადია- უპასუხა მარიამმა
- ამიტომაც ,არ აქვთ ჭკუა , უჰაერობისგან ტვინის ყველა უჯრედი დაეხოცათ . დამიჯერე საკუტარ ტყვაზე მაქვს გამოცდილი- გასავსავა ხელები ლილიანმა .
-ლილი რა გავაკეთო ? შენზე მეტად არც მე მინდა ,მაგრამ წესი წესი ,მამას ვერ შევარცხვეთ ,თუნდაც ის სრულიად იზიარებდეს ჩვენს აზრს კორსეტებზე . - მარიამის სანდომიანმა ღიმილმა თავის გაიტანა .ლილიანი დამანჭული სახით ჩავარდა მისარები ოტახის რბილ სავარჩელში და თვალები დახუჭა . ღმერთო ნუთუ რა შევცოდე ,ასეთ განსაცდელს ,რომ მიწყობო ,ოღონდ ამ საშინელი კოშმარიდან გამომაღვიძე ქაშვეთში 20 სანთელს დავანტებ და მთელი კვირის ჯიბის ფულს შევწირავ ტაძარს,არავლინა ლოცვა ლილიანმა. სანამ აბაზანას უმზადებნენ ცოტა გამოიძინა, მარინას საწამლავმა იმუშავა და გოგოს სახეზე ფერი დაუბრუნდა . მერე ,კორსეტის ჩაკვეტებაში დაეხმარნენ და ის საძაგელი კაბაც ჩაიცვა . ღია ცისფერი პრიალა ნაჭეი ,აბრეშუმის და მაქმანების შერწმით მიღებული მშვენიერება იყო . ნაზად მოშრიალე ფართოდ გაშლილი კაბა მხრებზე გადასდებოდა ლილიანს ყელი და მკერდი მოსშიშვლებოდა . თმა მაღლა აიწია , ფერუმარილიც წაისვა ,ვარდისფერ ლოყებს მეტი ელეგანტურობა ,რომ შეეძინათ .მერე კი დედამისის კულონი ამოიღო სამკაულების სკივრიდან ,შავ ლენტზე შებმულ მარგალიტებში ჩასმულ შავმა თვალმა ისე დაამშვენა ჭავჭავაძის ყელი ამაზე საამურს ვერაფერს იხილავდით. ნელა წამოდგა ,კაბა მძიმე და მოუხერხებელი ერთდროულად იყო. კაბას განსაკუთრებით ვერ იტანდა მისი გაშლილი ბოლოების გამო ,რომელიც ყველას და ყველაფერს ედებოდა ,მასში გადაადგილება კი ყოველთვის ცხვირის წამტვრევის გარანტიას იძლეოდა . კიბეებზე ჩავიდა ვაისვაგლახით ,კიდევ კარგი მყარი მოაჯირი ამშვენებდა დახვეულ კიბეს ,რომლის დახმარებითაც მარტივად მიაღწია დანიშნულების ადგილს .მისაღებ ოთახში დებს დაელოდა . პირველი ბაგრატ ჭავჭაავძე გამოჩნდა . შავ ჩოხაში გამოწყობილს მხრიდან პარალელურად თეძომდე წითელი საიმპერატორო ლენტი დაჰყვებოდა . ეს მის წოდებას გამოხატავდა .მკერდს ომში მიღებული მედლები უმშვენებდა .
-ლილიან ,ჩემო ძვირფასო რა ლამაზად გამოიყურები. დღეს ნამდვილად უნდა ეცეკვო ვინმეს - მამაისისი ღიმილზე ,რომლიც ამბობდა ეს შეტავაზე კიარა ბრძანებააო .ლილიანმა ნაძალადევი მანჭვით უპასუხა . ღიმილი მის სახის გამომეტყველებას ნამდვილად არ ეთქმოდა . მალე კიბეზე დარომ ჩამოიქროლა . მისი კაბა თეთრი ,იყო თმაში ბაბტები დაემეგრებინა ,განსხვავებით დებისგან მას მკერდს და ყელს მაქმანები უფარავდა ,რადგან ჯერ კიდევ პატარად მიიჩნევოდა ასეთი გამომწვევი ჩაცმულობისთვი.
-მამა - აყვირდა - ნამდვილი პრინცივით ხარ - გახუმრა მამას და გულში ჩაეკრა.
-შენ კი დედოფალი ხარ დარო ,ჩემო დარო - მიეალერსა შვილს.
- მე რა ვარ, კარისკაცი ?- ჩაიფრუტუნა ლილიანმა ,რომლის არსებობაც დარომ ახლა შენიშნა .
-ლილი ,შენ უფრო უნიჭო ხუმარა ხარ ,რომლის ხუმრობაზეც არავის ეცინება - ენა გამოუყო დარომ დას.
- დღითი დღე ემსგავსები მამაშენს ,გამეცადინებს ხოლმე ?- დაიბრუხუნა ლილიანმა და დაროს გამოუდგა . აკისკისებული დარო ახლადმოსულ თამარს ამოეფარა .
-თამარ ,მიშველე ლილიანი მოსაკლავად მომსდევ
-დღეს ღამემდე თითს ვერავინ დაგაკარებს ,სანამ არ იმღერებ მერე შეუძლია ქათამივით გაგბდღვნას - თამარს მწვანე კაბა ემოსა. მის წითურ თმას ისე უხდებოდა სამოსი ,ნამვილ პრინცესას გავდა გოგონა.
- შენც ბრუტუს - დაიძახა ლილიანმა ,როცა თამარი გადაუდგა წინ .
- შეიძლება კეისარივით ეშმაკიხარ ლილი ,მაგრამ დღეს საღამომდე ეს წიწილა ჩემია.-ლიილანმა უკმაყოფილოდ დაიხია უკან და საწყის ადგილს დაუბრუნდა .
მალე მარიამი და სესილია ერთად ჩამოგოგმანდნე კიბეებზე . სისი ვარდისფერი კაბა ეცვა ,მარიამს კი კრემისფერი ,რომლიც ყვითელში გადადიოდა . კაბა მის მწვანე თვალებს უსვამდა ხაზს და ნამდვილი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელს ამსგავსებდა უფროს ჭავჭავაძეს. სესილი მოხდენილად შემოვიდა მისაღებში და დებს გადახედა კმაყოფილმა .
- ფემინისტი ,რომ არ ვიყო ,ამ წამს გავუსვამდი თვენს სილამაზეს ხაზს დებო-ამაყად წარმოთქვა .ბაგრატმა თვალები აატრიალა და კიდევ ერტხელ იკითხა .
- ვინ გიდებს თავში ასეთ საშინელ აზრებს.- პასუხს დიდი ხანი ელოდა,მაგრამ არ მიუღია.
- დროა წავიდეთ - თქვა მარიამმა. ოჯახს შემოუძახა და ღიმილიანი პირველი გაემართა გასასვლელისკენ . ორი ეტლით წავიდნენ ჭავჭავაძეები ვორონცოვის სასახლეში . გაზადხული თავის ბოლო დღეებს ითვლიდა ,ამიტომ ცა მოწმენდილი იყო და ვარსკვლავებით მოჭედილი. დიდი ხანი არ დასწირვებიათ სანამ ნაცნობ შესახვევს არ მიუახლოვდნენ . ლილიანს მოუსვენრობა დაეტყო ,გზაში ფიქრობდა მეჯლისზე წასვლა შესაძლოა სულაც არ იყო ცუდი გადაწყვეტილება ,იქნებ ,რაიმე ახალი შეეტყო, ჩვენთვის კარგად ცნობილ ამბავზე. მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა მეფისნაცვლის სასახლე ,მით მეტად ნერვიულობდა . გამოდმებით ხელთათმანებს აწვალებდა ,რომელიც მის ხელებს მკერდის სიმაღლემდე შემოჰხვეოდნენ. გზად ,მრავალი ეტლი შეეჩეხათ ,რომლებიც სავსე იყო ტბილისის ნარები საზოგადოებით .ჭავჭავაძეებისთვის ნაცნობი და უცნობი სახეებით ,მარიამიმს ღია კარეტებიდან ყველა ესელმებოდა და ისიც სალმით პასუხობდა . ნელ-ნელა მიუახლოვდნენ სახასახლე .ფართო მოედანზე აუარება ეტლები იდგნენ. ხალხის ზუზუნს ცხენები ჭიხვინიც შერეოდა . უშველებელი სასახლე ,რომლიც რუსულ ყაიდაზე აეშენებინა მფლობელს, პეტერბურგის დიდგვაროვანთა ტიპიურ სახლს გავდა ,მაგრამ ზომით უფრო დიდი იყო . ფასადები რელიეფური და ორნამენტიანი, ქანდაკებებით შეემკოთ . ნაკეთობები საზარლად გამოიყურებოდა ,ცეცხლის ალზე ,რომლიც უხვად ანათებდა შენობას და სტუმრებს შესასვლელეიკენ მიუძღვოდა. დიდი ლოდინის შემდეგ ჭავჭავაძეების ეტლიც მიადგა წიტელ ხალიჩას ,რომლიც შენობის წინ გრძელ მარმარილოს კიბეებზე გაეგოთ . მასზე ზანტი ნაბიჯით ,მიაბიჯებდნენ ,სხვადასხვა ფერის ტანისამოსში გამოწყობილი ,კავვკასიის მთავრები ,კნიაზები და კნეინები. მათი შთამომავლობა და ტიტულთ მპყრობელები. ლილიანი ეტლიდან ,რომ ჩამოვიდა უკვე გრძნობდა ,როგორ დაეცალა სხეული სისხლისგან .კორსეტი უჭერდა და სუნთვას უძნელებდა . ბაგრატი ,როგორც წესი იყო წინ წავიდა,მარიამს ხელკავი გამოსდო ,როგორც უფროს ქალიშვილს ,მათ უკან ლილიანი მიყვა ,როგორც რიგით მეორე ჭავჭავაძე ,მერე თამარი და სერილია ,ბოლოს კი დარო ,როგორც ყველაზე უმცროსი. გზაში მარიამი და ბაგრატი ესალმებოდნენ შემხვედრ ნაცნობებს,ლილიანი შეწყხებული სახით მათ უკან იმალებოდა . თავს აძალებდა სასახლეში შესვლისთანავე აეკრა ყალბი ღიმილი სახეზე და ერთი საათის შემდეგ ფარდებს უკან გაუჩინარებულიყო . ჭავჭავაძეები საკმარისები ვართ ,ჩემს გარეშეც მიხედავენ საზოგადოებასო. დაუსრულებელი კიბეების ავლის შემდეგ ,ფართოდ გაღებულ შუშის კარებში შევიდნენ ,რომლიდანაც გავიდნენ აივანზე . ჭავჭავაძეების წინაშე გადაიაშალა უშვებელებელი დარბაზი . ის ოქროსფერი ორნამენტებით ,ნახატებით და ბიბლიურ მოტივებზე შერულებული ფერწერით იყო დამშვენებული , წითელი ფარდები ოქროსფერი არშიებით, ორკესტრი ,რომლიც მოპირდაპირე აივანზე ისხდა და ოთახს შეუდარებელი მუსიკით ავსებდა . მეჯლისი უკვე დაწყებულიყო ,მოცეკვავე წყვირების ქუსლების ხმა და კაბების შრიალი ცხადად გაიგონა ლილიანმა . მერე გაისმა კარისკაცისის ხმა .
- თავადი ბაგრატ ჩავჭავაძე და მისი ქალიშვილები- ამის გამონება და მთელი საზოგადეობის თავების შემოტრიალება ერთი იყო. ჭავჭავაძეები შეჩვეულები იყვნენ ასეთ ყურადღებას ,ამიტომ ბევრი არ უფიქრიათ და კიბეებისკენ დაიძრენ .ბაგრატი თავაზიანი ღიმილით თავს უქნევდა ყველას და გზას წინ მიიკვლევდა სადაც ,მეფისნაცვალი ვორონცოვი და მისი ამალა იდგა . წითელ მუნდირებში გამოწყობილები ,შუშხუნა ღვინით სავსე ჭიქებით ელოდნენ ახლადმოსულებს . წესი იყო ჯერ მასპინცელს უნდა მისალმებოდნენ ,მასპინძელი კი ყველა სტუმარს დახვედროდა .ლილიანს წადილი არ კლავდა ვორონცოვი და მის სამ ვაჟის შეხვედრო ,მათგან უფროსი , ვულგალურად გამოხატავდა მისდამი სიმპატიებს .
- მეფისნაცვალო- თქვა ბაგრატმა და მოწიწებით დახარია თავი. მისიმა შვილებმაც იგივე გაიმეორეს იმ განსხვავებით ,რომ თითქმის იატაკამდე ჩაიმუხლენ . მათი კაბეი კი გაბერილ ბუშტს დაემვანა . -პატივი მაქვს ,თვენთან ისევ ვინადიმო- სიცილით უთხრა ბაგრატმა და წამოიწია . მეფისნაცვალი ,რომელიც პლატფორმაზე იდგა ქვემოთ ჩამოიწია მტკიცე ხელი ჩამოართვა ჭავჭავაძე .
- თავადო ჭავჭავაძე ,ეს ჩემი პატივია გიხილოთ ,თქვენ და თქვენი მშვენიერი ასულები . ნამვილად დიდი განსაცდელში ხართ ,ასეთი ქალები ,მე რომ მყავდეს დამბაჩით დავიძინებდი , მათი მოეტაცების შიშით .
- ასეცაა ,რაღა დაგიმალოთ - უპასუხა ბაგრატმა .მერე კი ორივე აგრუხუნდა სიცილით . - ნება მომეცით წამოგიდგინოთ დიდი თავადი და იმპერატორის ძვირფასი ნათლული ,ვინც ამზელა აურზაური გამოიწვია ,ჩვენს პატარა ქალაქში - განაგრძო მეფისნაცვალმა . აქამდე დაფარული მაღალი ფიგურა მის უკან ,მთელი ტავისი სიდიადით წამოიმართა .
- დიდი პატივია -თქვა რუსულად ბაგრატმა .
- ჩემთვისაც ,თქვენზე აუარება მსმენია - რუსულათვე უპასუხა ბოხმა ხმამ.
- იმედია მხოლოდ კარგი - გაიცინა ბაგრატმა და თავი დაუკრა წინ მდგომს .
- რა თქმა უნდა თავადო - ცივმა ხმამ დაუბრუნა პასუხი.- იმპერატორი ,გამოდმებიტ ახსენებს თვენს დიპლომატირუ ნიჭს. საფრანგეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ,ხომ თვენ და მეფის ნათლული ბაგრატიონი უძღვებოდით .
- თითქმის საუკუნის წინ - ახარხარდა ბაგრატი- მინდა წარგიდგინოტ ჩემი ქალიშვილები.-აქამდე თავდახრილმა გოგონებმა თავები ერთი-მეორის მიყოლებით გამართკეს . - ჩემი უფროს ქალიშვილი მარიამი.- მარიამმა ხელი გაუწოდა ალექსეის .
- სასიამოვნოა თვენი ხილვა ,ჩვენს პატარა ქალაქში - სანიამოვნო ხმით უთხრა და თავი კიდევ ერთხელ დაუკრა . თავის მხრივ ,ალექსეი გოლოცინი ხელთატმნიან ხელზე ეამბორა ქალს .
- ეს ჩემი პატივია ,ასეთი მშვენიერი არსების კამპანიით ტკბობის უფლება ,რომ მომანიჭა უფალმა - ცივი და ბოხი ხმის პატრონის ოდნავ დარბილებოდა ტონი . ლილიანმა გაიფიქრა ,რა თქმა უნდა შენენაირი გაბღენძილი სიმახინჯეც ვერ დარცება ჩემი ულამაზესი დის მიმარ გულგრილიო და მკერდში სიამაყის სითბო ჩაეღვარა სანამ მისი ჯერ არ დადგა .
- ლილიან ჭავჭავაძე ,რიგით მეორე ქალიშვილი- ბარატმა ლილიანისკენ გაიშვირა ხელი.ლილიანმა კი ნაბიჯი წინ გადადგა ,რათა ხელი გაეწოდებინა თეთრ შარვალსა და შავ ჩექმებში გამოწყობილი კაცისთვის ,ქამდე მისი სახისთვის შეხედვა არ გაუბედავს ,ეს ხომ ეტიკეტის უხეში დარღვევა იქნებოდა,მაგრამ რომცა მის წინდ დაგა და თავი ყალბი ღიმილით დამშვენებული სახით ასწია . ჰაერი ერტიანად ამოიტუმბა მისი ფილტვებიდა.ოთხაზი ისე დაპატარავდა კორსეტი რა მოსატანი გახლდათ . სახეზე ფერი დაკარგა გაწვდილი ხელი კი აუკანკალდა ,სანამ სხმას ამოირებდა მის სახე სისხსლისგან დაიცალა და მიტკალს დაემსგავსა .მერე კი იგრძნო თავბრუსხვევა. ღმერთო შენ მიშველეო გაფიქრება ვერ მოასწრო წელზე ,რომ შემოხვიეს მძლავრი ხელი , სანამ იატაკზე მოადენდა ზრართანს . ცხვირი მძაფრმა სუნამო მაუწვა ,რომლიც ერთიანად იყო გრიცილ და მომწამლავიც . სუნმა გამოაფხიზლა . დები და მამა შემოეხვია მეფის ნათლულის მკლავებში ჩასვენებულ ლილიანს ,რომელმაც წამის მიასედში ციანებივით ჩაავლო მის მხსნელს ხელი და წელიდან მკლავი მოიშორა . მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ,სანამ მთელი დარბაზი მას მიშტერებოდა. მოცეკვავე წყვილებიც კი გაჩერდნენ . ლილიანი თვალების ცეცბას ,მოჰყვა და სულც არ შეიმჩნია საზოგადოების აღშფოთება ,გაოგნება ,როცა ალექსეი გოლოცინი იმ დამნაშავესავით მოიცილა ,მის გაძარცვას ლამობდა. ცისფერი და თაფლისფერი თვალები ერთმანეთს შეეეჯახა . ლილიანმა მათში აშკარა სიბრაზე, დაცინვა და გაოცება ერთდროულად ამოიკითხა .
- კარგად ხარ ?-მარიამის შეშფოთებულმა ხმამ და მამის შეძრძუნებულმა სახემ ,რომელსაც ის დღე გაახსენდა ლილიანი ცხენიდან ,რომ ჩამოვარდა მიიქცია მისი ყურადღება.გულში იმას ფიქრობდა კორსეტების გამომგონებელი ,რომ ჩამაგდებია ხელში ისე მოვკლავდი ,თვალს არ დავახამხამებდიო.
- კარგად ,ვარ უბრალოდ კორსეტი საშნლად მაწუხებს .- დაიჩურჩულა ლილიმ.
- ცოტაც მოითმინე და მალე წავალთ - დაამშვიდა მარიამა და ახლა მან მოხვია დას წელზე ხელი ,თავი რომ შეემაგრებინა . ლილიანმა იცოდა თუ ახლა შეეშლებოდა მამისა და დების სახელს ლაფში ამოსვრიდა ,ამიტომ წელში გასწორდა ,კდემამოსილი ქალივით გაიღიმა ,რომლიც ხშირად ენახა არისტოკრატ ქალებზე .
- ბოდისშ გიხდით თქვენო მოწყალებავ ,თქვენმა მშვენიერებმა დამატყვევა და გონი დავკარგე- ზედმეტად მლიქვნელურად გამოუვიდა.
- ნუ იხდიდით ბოდიშს ,მთავარია კარგად ხართ . პეტერბურგის მაღალ წრეებში ხშირად მისდით ქალბატონესბ გული თავადის ასულო ,შეჩვეულიც კი ვარ - დამცინავი ,ტონი არ დამალა მეფის ნათლულმა და მოკლედ შეჭრილი ქერა თმის კულული ,რომლიც აქამდე იდეალურად ჰქონდა უკან გადაწეული, ლილიანთან შეტაკების შემდეგ სუბლზე ჩამოვარდნილი, ისევ თავის ადგილს დაუბრუნა.
- დარწმუნებული ვარ - ხელგაწვდილმა ლილიანმა ენა ვერ დაიმორჩილა ცალსახა დაცინვაზე . მერე იგრძნო თითებზე მტკივნეული ხელის მოჭერა . ალექსეი გილიცინი მის მტევანს ეამბრა და ცივი ამპარტავნული მზერა ესროლა ლილიანს . თითქოს ეუბნებოდა შენი იაფასიანი ტრიუკი ,გულის წასვლის ბევრმა ქალმა გამოსცადა ჩემზეო და შენი პროვინციული სტრატეგია არ გაჭრისო. ლილიანს სახეზე სისხლი მოაწვა . სწრაფად გამოგლიჯა ხელი და ზურგს უკან დამალა . ბაგრატს შვილის შემხედვარე ფერებმა გადაუარა ვაიდა ახლა რამე შეურაცხმყოფელი არ უთხრას მეფის ნათლულსო და დიალოგში ჩაერთო.
- ეს ჩემი ქალიშვილაი თამარი ,მიტხრეს მისი მოსმენა ძალიან გდომებიათ -ბაგრათმა წიტელთმიანი გოგონა წამოსწია წინ.
- დიახ, -პირველად გაიღიმა ალექსეიმ - მითხრეს ტბილისში მასზე უკეთ არავინ ფლობს ფორტეპიანოს,მე კი დიდი მოტრფიალე ვარ მუსიკის.
- ტქვენს საპატივსაცემოდ რუსულ ბალადას შევასრულებ - ღიმილით წაარმოსთქვა თამარმა და თავი დაუკრა .
- ვისურვებდი ახლავე მომესმია - მოუთმენლობა დაეწტო ცივ ხამაში.
- თქვენი სულვილი ჩემთვის ბრძანებაა თვენი მოწყალებავ -მარიამისგან კარგად გაწვრთნილ თამარს არ შეშლია პასუხი .
- აქეთ - ერთი ხელი ზურგს უკან წაიღო დიდგვაროვანმა ,მეორეთი კი თამარს გაუკვალა გზა . უშველებლ რიგს ,მის სანახავად მოსული სტუმრებსას ერთი მზერაც კი არ სტყორცნა ,თითქოს ისინი არც არსებობდენ. თამარი თეთრ ფითქინა პორტეპიანოს გრძელ სკამზე დაეშვა ,ალექსეი კი ინსტრუმენტის მეორე ბოლოში დადგა . მალე დაროც გამოჩნდა ,რომელიც თამარმა იხმო .
- ჩემი და დარო გვიმღერებს - გაუღიმა ალექსეის .
- ორმაგად სასიამოვნო იქნება- ოდნავ ამპარტავნული ტონი შეეპარა ხმაში ,თითქონს მათგან დიდს არაფერს მოელოდა ,მაგრამ მაინც შესაშური დგომითა და მოთმინებით დაელოდა მოვლენების განვიტარებას. მალე ოტახში ყველა კედელს აეკრა , ფორტეპინაოსთან მდგარი სამეული მდიდრულად მორთული დარბაზის ყველა კუთხიდან მოჩანდა . მერე თამარმა მარმარილოსებრი გრძელი თითები კლავიშებს გადაატარა და დამსწრე საზოგადოების ყურები ნაზმამელოდიამ გამოავსო. თავიდან რბილი მალე ბობოქარ ნაწილში შევიდა ,მერე ისევ დაწყნარდა . დარო მორცხვად ელოდებოდა თვისი პარტიის დაწყებას ,მადენიმე წუთის შემდგ კი ,როცა პიანისტმა აბობოქრებული ინსტრუმენტი ისევ დააწყნარა . დაროს ზარივით სუფთა და წკრიალა ხმამ გადაუარა ოთახს. ალექსეი გოლოცინი მუსიკაში ჩაძირულიყო. რუსული ბალადა დარომ უშეცდომოდ შეასრულა . თამარი თვალებით ანიშნებიდა ,როდის აეწია ხმისთვის ,როდის დაედაბლებინა .დაროს სუფთა ნამღერმა უკუნეთი სიჩუმე ჩამოაგდო სამეჯლისო დარბაზში . პიანინოს ხმა კი მანამდე არ შეწყვეტილა ,სანამ თამარ ჭავჭავაძემ ყველას გონება არ დაიპყრო და ბოლო ნოტიც არ გამოსცა მისი თიტების ქვეშ ძვირფასმა ინსტრუმენტმა . წუთით ხმას ვერავინ იღებდა ,შოკირებული საზოგადოება , ალექსეის განაჩენს ელოდა. რომლმაც დებს გადახედა ,მერე მეორე ბოლოში მდგარ დანარჩენ ჭავჭავაძეებს და ტაშით დააჯილდოვა ისინი. მალე მას მიჰბაძა ყველამ .
- ნამდვილად დიდი ოსტატი ბრძანდებით ტავადის ასულო-გამოაცხადა და თამარს მიუახლოვდა ,ნაზად ეამბორა ხელზე ,სკამიდან წამოაყენეა .- გთხოვთ პატივი დამდეთ და პირველი ცეკვა ჩემთან შეასრულეთ . თავი დაუკრა თამარს .თამარმა საპასუხოდ მუხლი მოიდრიკა . ალექსიმი ის წამოაყენა და გასუფთავებული დარბაზის ცენტრში გაუძღვა . ვალსის პირველიპოზიცია დაიკავეს ,მერე კი ორკესტრი აგუგუნდა .


ლილიანი ხელებს ისრესდა . მაგიდაზე დახვავებულ კომფენტებს პირში ნერვიულად იტენიდა და იმაზე ფიქრობდა , როგორ მოეკლა მეფის ნათლული ალექსეი გოლოცინი. დაძაბული აკვირდებოდა გარშემომყოფებს .გული ყელში ებჯინებოდა . ნუთი ეს ის მოსასხამიანი კაციაო ეკითხებოდა გონება . მაგრამ ლილიანმა იცოდა ,რომ ალექსეი სწორედ ის იყო ვინც მამამისის წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას . ფუნდუკში მომხდარი ცხადივით დაუდგა გონებაში .ის თუ როგორ გადაემხო დიდი თავადს ,როლსაც მოსასხამი მხრებიდან ჩამოუვარდა და სახე გამოუჩნდა . ქერა თმა , ცისფერი თვალები და სწორი ცხვირი. გამოკვეთილი ღაწვები , ლილიანს მარტივად არ ავიწყდებოდა სახეები ,მითუმეტეს ალექსეის მსგავი. როცა დიდ თავად გოლოცინს წარმოიგენდა ,ალექსეის სახე ნამდვილად არ იყო სურათში . ახლა კი რუსეთში ყველაზე გავლენიანი კაცი მეფის შემდეგ მისი ოჯახის განადგურებას გეგემავდა ,ლილინი კი ერთადერთი იყო ვინც ამ მუხთალი გეგმის შესახებ იცოდა . დაზაფრულის მოუნდა ყველაფერი ,რაც ნერვიულობის ფონზე პირში ჩაიტენა უკან ამოეღეო. ამიტომ საჭმლით ავსებულ მაგიდას მოშორდა და მეორე სართულის კიბეებს აჰყვა სადაც უფრო ნაკლები ხალხი იყო და სუნთქვას შეძლებდა . მისი დები დარბაზში გაფანტულიყვნენ . სესილი და მარიამი ცეკვავდნე . დარო მამის გვერდით იდგა და მოწყენილი აცეცებდა თვალებს . თამრი ორკესტრის ქვემოთ იდგა უკეთ ,რომ გაეგო მუსიკა. ის უხსნებელი გოლოცინი კი მეფისნაცვალტან ერტად ბრძანდებოდა და ცივი სახით ესაუბრებოდა შამპანიურით ხელში . ღმერთმა დასწყევლოს .... წიოდა მისი გონება . ლილიანისთვის ცხადი გახდა ,ალექსის ტბილისში ყოფნის მიზეზი . ის იმპერატორის მკვლელებს ეძებდა და როგორც აღმოჩნდა ეს სწორედ რომ ამამისი და ერეკლე ამილახვარი იყვნენ. ერეკლეს გახსენებაზე დარბაზში მოცეკვავე თავადს კიდა თვალი ,რომლიც მარიამთან ერთად მხიარულად ტრილაებდა . რა კავშირში იყვნენ ბაგრატი და ერეკლე ? წერილებში დაწერილი ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა ჭავჭავაძეს ,ფიქრობდა ვინც არ უნდა იყოს ამის უკნა ნამდვილი გაქნილი მელა არის და მე უფრო უარესი უნდა ვიყო თუ მინდა ამ თამაშში გამარჯვებაო. დარბაზს კიდევ ერტხელ მოავლო თვალი,მისი თვალთვალის ობიექტი ,ისევ მეფისნცვალთან იდგა და გარშემოხვეულ ახალგაზრდა ქალებს ძალიან უზრდელურად არ იმჩნევდა .
- ამპარტავანი - ჩაისინისნა ლილიანმა. მის გვერდით ჩავლილ სინია მოსამსახურეს შაპმანიური გამოართვა ,სულმოუთმენლად გადაკრა და კიბეებისკენ კაბის კალთა აწეული დაიძრა .- შიში ვერ დამიმირჩილებს . ამ ტურებს ვაჩვენებ ვინ არის ლილინ ჭავჭავაძე და რას ნიშნვა როცა მისი ოჯახის განადგურებას შეეცდებიან- თავისთვის ჩაილაპარაკა . კიბეები ჩაიარა და საზოგადოებაში გაიქნა . კედელს მიკრული ,მალე დაიმალა ფარდებს უკან . ღია შუშიანი კარებებიდან მაღალჭერიალ დარბაზღი ზაფხულის მოსვლის მომასწავლელები თბილი სიო მოურიდებლად შემოდიოდა. ლილიანი წითელ მუნდირიან ოფიცრების ჯგუფის უკან დადგა . აქედან შემუმჩნევლად ისმენდა მეფისნაცლის და დიდი თავადის საუბარს.
- თვენო მოწყალებავ ,ტბილიში დარჩენის ვადა გაგიზრდიათ?რა გამოიწვია ასეთი ცვლილება .- ვორონცოვს ცალი ხელი ნაპოლეონის მსგავსად სამხედრო მუნდირის ღილებს შორის შეეყო.
- გაუთვალისწინებელმა შემთხევამ ,ძვირფასო მეგობარო . შენთან გულწრფელი ვიქნები ,ამ პროვინციულ ბინძურ ქალაში დარჩენა ისევე აუტანელია ჩემთვის ,როგორც უგემოვნო მუსიკის მოსმენა , მაგრამ უიღბლო დამთვევების გამო აქ გავიჭედე . პეტერბურგის იქეთ ცხოვრება არ არსებობს ,სამყაროს დასასრულია.- ამაზრზენი სახით მოავლო თვალი დარბაზის მაღალ საზოგადოებას.
- ასე ცუდიც არაა -გაიცინა ვორონცოვმა- ახლა გეჩვენებად ასე ,რაგდან არ ხართ ჩვეული მსგავს სოფლურ წვეულებებს- ლილიანი ამ წვეულებას ,ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნდევდა .მაგსაკუტრებით მაშნი ,როცა იცოდა როგორი მონდომებით ემზადებოდნენ ტბილისელების მისთვის .- გირჩევთ ვინმე ლამაზი ქალიშვილი შეარჩიოთ და იცეკვოთ ,გუნება გამოგისწორდებათ.
- ამ საშისნელ მუსიკაზე ?ცოტაც და ყურები დამისკდება და დავყრუვდები- ქერა აკურატულად დავარხნილ თმაზე გადაისვა ხელი,მერე კი შამპანიური მოსვა .
- ვერ გამიგია პეტერბეურგი ,რატომ დატოვეთ და ამ მიყუებულში ჩამოხვედით ?-მეფისნაცვალმა ღიმილით დაუქნია თავი.
- ეს უკვე სახელმწიფოს საიდუმლოა - ვითომ იხუმრა ალექსეიმ . - მაგრამ შეიძლება მივიღო თქვენი რჩევა და ვინმე ლამაზმანს ვეცეკვო ,მიუხედავად იმისა ,რომ ამ ოთახში მათი ასეთი სიმცირეა . ვის მირჩევთ?-სწრაფად შეცვალა საუბრის თემა .
- ჩემგან თავხედობა იქნება ვინმე გირჩიოთ ,რადგან დღეს ყველა ახალგაზრდა ქალი ულამაზესი ,მაგრამ დადიანის გოგონა გამიგონია , არაჩვეულებრივი მოცეკვავეა . აი იქ დაგას - თავით ანიშნა . ალლექსეიმ ,მანანა დადიასნ გახედა და მალევე უკან გამოიხედა .ვონონცოვმა შეატყო დადიანმა მისი ინტერესი ვერ აღძრა და განაგრძო .
- რას იტყვით მარიამ ჭავჭავაძეზე ,ის ნამდვილი მშვენბაა და ისეთი ტკბილხმიანი მოსაუბრე ,მასზე კარგ მეწყვილეს ვერ იპოვნით . აი ისიც ... ოჰ ,როგორც ხედავთ არასდროსაა მარტო - მარიამი თავსი მეგობრების წრეში იდგა .
- მომიყევით ჭავჭავაძეებზე .ამ ოჯახზე მოსკოვში შევიტყვე - ალექსეი ჯერ მარიამს მიაშტერდა ცარიელი თვალებით ,მერე ვორონცოვს .
- ჭავჭავაძეები ნამდვილად ,გამორჩეული ოჯახია . გონება და გარეგნობა ასე ქალებს ჰოქნდეთ ღმერთისგან მომადლებული იშვიათია .მათი ნიჭის მომსწრე თვქნ თვითონ იყავით ,როცა უმცროსმა თამარმა და დარომ ბალადა შეასრულეს.
- დიახ,ნამდვილად .-დაეთხანხმა მეფის ნათლული.
- უფროსი მარიამ ჭავჭავაძეა ,ნამდვილი მარგალიტია ,საზოგადოები გული .შეხედეთ ,როგორც წყალშ თევზი ისეა .ყოველთვის იცის ,რა უნდა თქვას .
- იმ ქალბატონზე რას მეტყვით მკლავებში ,რომ ჩამივარდა - დამცინავად ჩაიღიმა .
- ოჰ,ლილიან ჭავჭავაძე, მასზე ბევრი არაფერი ვიცი ,გარდა იმისა ,რომ ჩემი უფროსი ვაჟი დიდი ხანია შეტრფის ,გოგონა კი ცივად იშორებს . სიმართლე გითხრათ ის ყველაზე შეუმჩნეველია ,მიუხედავ მისი ოჯახის და მშვენიერებისა. - თვალების ცეცებით სცადა ვორონცოვმა ლილიანის მოძებნა ,მაგრამ ვერ იპოვა .- თუ გნებავთ ჩემს ვაჟს ვკიტხოთ და ის გვეტყვის მასზე ,რაც გაინტერესებთ ? თუ მასთან ცეკვის სურვილი გექნებათ ,მოვძებნი.- ახალ ვაჟების ძებნა დაიწყო ხანში შეულმა მეფისნაცვალმა .
- არ მსურს ,ქორწინების ხაფანგში ჩემი გაბმის სურვილით შეპყრობილ ქალიშვილს მივუახლოვდე - თავი გადააქნია. ლილიანი კი ეს რამდენს ბედავს სახე ჰქონდა .
- ოჰ ,მეეჭვება მსგავსი განზრახვა ჰქონოდა . თავადის ქალიშვილი ერთხელ ცხენმა ჩამოაგდო და თავი საშინლად დაარტყა . ექიმები იმასაც კი ამბობდენ ,რომ ორ დღეს ვერ გაატანდა ,ისეთ მძიმე მდომარეობაში იყო . სასწაულებრივად გადარჩა ,ამის მერე საზოგადოებას თავს არიდებს და ძალიან ცოტას ლაპარაკოსბ ,ვვარაუდობ ამ შემთხვევამ თავისი კვალი დაამჩნია მის გონებრივ შესაძლებლობეს.- დანადებით გააქნია თავი კაცმა,და ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოტქვა. ლილიანს ყბა იატაკზე დაუვარდა გაკვირვებისგან . მეფის ნაცვალს გონებაჩლუნგი ვგონივარ? შეეკითხა საკუთარ თავს თითქოს ალექსეიმ მისი ზარები წაიკითხაო მეფისნაცვალს დაბნეულმა ჰკითხა.
- ჭკუასუსტია ?- არც მეფის ნათლული ელოდა მსგავს დიაგნოზს და წარბები შეყარა გაკვირვებისგან.
- რაღა დაგიმალოთ და დიახ.- სევდიანად მოწრუპა ტუჩები კაცმა- ხშირად მისდის გული ,დამერწმუნეთ მისი გონება ამდენს ვერ დაგეგმავს ,ტქვენი ბრწყინვალება დაატყვეოს ,არასასურველ ქორწინებაში. - ლილიანი ფიქრობდა მე თვენ გაჩვენებთ ვინარი ჭკუასუსტიო . გაბრაზებულმა შეკრა მუშტები.
- სამწუხაროა - თავი მაღლა აწია ალექსეიმ .-მისი დები ნამვილად შეუდარებელი მუსიკოსები არიან.ტბილისში სხვას ისე არ უსიმოვნებია ჩემთვის ,როგორც უმცროსმა ჭავჭავაძეებმა ,ისინი სამუდამოდ დამმამახოვრებიან .- ჰო სანამ მამის ყულფს ჩამოაცვამ თავზე ,არა ? ლილიანის შინაგანი ხმა ამოკიოდა . მაგრამ მოიცადე ჭკუასუსტი ლილიან ჭავჭავძე გასწავლის ჭკუასო .
- სულ დამავიწყდა მეკითხა ,მეფისნაცვალო , სახლი ,რომლიც დამითმეთ , დამაკმაყოფილებელია,მაგრამ მოახლეებმა ერტი სიტყვა ,რუსულიც კი არიციან .შეგიძლიათ რუსულენოვანიპერსონალი გამომიგზავნოთ . ჩემი ვიზიტის დღეებს ხელების ქნევაში ვერ გავატარებ ,ისედაც საკამარისია უკულტურო საზოგადოების ატანა ,რომ მიწევს .
- რა თქმა უნდა ხვალიდა შეუდგება ჩემი ვაჟი ამ საქმეს .-თავაზიანი ღიმილით დაუკრა თავი გოლოცინს და უფროსი შვილი იხმო . -ვლადიმირ ,მოდი აქ . თვენ ბრწყინვალებას ,რუსულენოვანი მოსამსახურეები სჭირდება ,შენი იმედი მაქვს შვილო რაც შეიძლება სწრაფად მიხედე ამ სამქმეს . - წითელ მუნდირიან ოფიცრებს გამოეყო შავტუხა ვლადიმირ ვორონცოვი . რომლზედაც არასასიამოვნო გარეგნობისააო ვერ იტყოდა კაცი ,მაგრამ ვერ სიმპატიურად ჩაითვლებოდა .მისი სახის 70% ცხვირი შეადგენდა .
- დიდი პატივი იქნება ჩემთვის . -თავის დაკვრით მიესალმა ალექსეის .-კიდევ რაიმე კრიტერიუმი ხომ არ გექნებათ ?
- თუ კარგ მზარეულსაც მიშოვნით ,რომლიც ამ გლეხების საკვებით არ გამომტენის და ფრანგული კულინარია ეცოდინება ესეც კარგი იქნება,მაგრამ დიდი მოლოდინები არ მაქვს -უკმეხად თქვა და ბოლო ყლუპი შამპანიური მოსვა .ჭიქა კი ვლადიმირს მისცა ,მანაც ჩამოართვა და გაშორდა . თვითონ უკულტურო ,სხვების ცხოვრებას ,როგორ განსჯის?შეიცხადა ლილიანმა . არაუშავ ეგ ვიწირო მხედველობა მოგიღებს ბოლოს დაამატა და ეშმაკური ღიმილით გაედევნა ვლადიმირს. კაცის ზურგს შორიდან უყურა ,მერე კი ისეთ გამოსაჩენ ადგილზე დადგა ,საიდანაც ვლადიმირი შეამჩნევდა . გათვლა მარტივი იყო ,მამის სურვილს შეასრულებდა იცეკვებდა და თან ტროას ცხენს შეაგორებდა ალექსეი გოლოდისის ციხესიმაგრეში . ლილიან ჭავჭავაძე პირველი სვლის გასაკეთებლად მოემზადა. ლოდინი დიდი ხნით არ დასჭირვებია,მალე მსხვერპლი თავისი ფეხით მივიდა ხაფანგთა და გაება კიდეც.
- თავადის ასულო -თავი დაუკრა - მთელი დარბაზი იჩრდილება თქვენი სიკაშკაშით -ხელზე ეამბორა - შეიძლება თვენტან ვიცეკვო ?- ვლადიმირი შეჩვეული იყო ლილინაი ცივ მხარს და უარს ამიტომ გაოცება ვერ დამალა ,როცა თანხმობა მიიღო.
- რა თქმა უნდა ,თქვენისთანა წამოსადეგ მამაკაცს ,უარს როგორ ვეტყვი- ეშმაკურად ჩაირიმა და ხელი გაუწოდა გაშეშებულ კაცს,რომლიც მალე მოეგო გონს და საცეკვაო წრიკენ დაიძრა ლილიანთან ერტად. ახლა მესამე ვალსი სრულდებოდა. ლილიანმა ხელი მხარზე დაადო,საპასუხოდ წელზე მოჰხვიეს ხელი .
- თქვენ ხომ ჩემი გულმხურვალე თაყვანისმცემელი ხართ - მომხიბვლელად გაიღიმა გოგომ .
- დიახ,ლილიან , თქვენდამი აღტაცებას დიდი ხანია გამოვხატავ და..- სანამ ვორონცოვი სიყვარულში გამოუტყდებოდა ლილიანმა შეაწყვეტინა.
- დიახ,ამიტომ არ მერიდება გთხოვოთ ... შეიძლება გთხოვოთ?- თავი გვერდით გადააგდო ,თეთრი ყელი გამოაჩინა .ვლადიმირს ენა ჩაუვარდა .
- დიახ,...დიახ მთხოვეთ რაც გინდათ ,უყოყმანოდ ავასრულებ თვენს წადილს- აღელვება ვერ დამალა კაცმა ,რომლსაც ლილიანი თავისი პატარა თითებით ისე ათამაშებდა ,როგორც სურდა .
- ერთი მეგობარი ,მყავს -წამით შეყოყმანდა ,ხშირი წამწამებიდან მორცხვად ამოიხედა და განაგრძო- მას საშინელი პატრონი ჰყავს .გოგონა ნიჭიერია, რუსული და ფრანგული ნებები ცის ,წერაც და კითხვაც ის კი ჯამაგირს არ აძლევს,წამოგიდგენიათ რა საშინელ სამსახურში მუშაობს? მინდოდა მეტოხვა იქნებ რაიმე სამსახურში მოაწყოთ ,ძალინ შრომისმოყვარეა - ლილიანმა წამწამები ააფახურა.- მხოლოდ თქვენ თუ დაეხმარებით.
- რა თქმაუნდა თუ თქვენ ეს გსურთ ,ამას თითის ერთი გატკაცუნებით მოვახერხებ- თავი შეიქო ახალგაზრდა კაცმა .
- დიდ ვალში ვინქები თქვენთან .- გაიკრიჭა ლილიანი.
- ხვალ, კანტორაში მოვიდეს ჩემთან დილის 11 საათზე და გავესაუბრები. მერწმუნეთ უკეთეს სამსახურს ვუპოვი...-ლილიანმა ისევ გააწყვეტინა
- ნება მომეცით მეც დავესწრო გასაუბრებას ,ცოტა მორცხვია და დავპირდი მარტო არ გავუშვებდი .-ლილიანმა უფრო მომაჯადოებლად გაუღიმა კაცს ,რომლსაც გონება ვნებისგან ჰქონდა დაბინდული.
- როგორც მოინდომებთ... არა უკეთესიც იქნება , თვენს ნახავას ხშიარდ ვერ ვახერხებ და ზედიზედ ორი დღით გნახოთ ნამდვილი დალოცვაა- ვულგალური მზერა დაარსო ქალის ტუჩებს ,შემდეგ კი მოშიშვლებულ გულმ-კერდს. ლილიანმა გულისრევის შეგრძნება მუცელში ჩააბრუნა .თვალი აარიდა მეწყვილეს და შეეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტან იმ სურვილგან კაცისთვის ისე ჩაეცხო ფეხში წიხლი ,კოჭლი დაეტოვებინა.ცეკვისას თვალში მოხვდა მამაისი ,რომლცი არც მეტი არც ნაკლები ალექსეი გოლიცინის კამპანიაში იყო. ისინი რაღაცაზე სიცილით საუბრობდნენ. წრეს მალე ერეკლე ამილახვარიც შეუერთდა ,რომლაც თავი დაუკრა მეფის ნათლულს .
- რაღაც შეუძლოდ ვარ ,სასიამოცნო იყოტქვენთად ცეკვა- შუა ვალსის დროს ჩამოეხნა მეწყვილეს და სწრაფი ნაბიჯით გადაირბინა დისტანცია .მალე კი მაის გვერდით გაჩნდა .ერეკლესა და ბაგრატის შუაში ,ალექსეის პირდაპირ დადგა .
-




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent