ჭავჭავაძის ქალიშვილები
ტექსტს არანაირი შეხება არ აქვს ისტორიულ ფაქტებთან . ნებისმიერი დამთხვევა ფაქტის ან სახელის ისტორიასთან არის სრულიად შემთხვევითი და მხედველობაში არ მიიღოთ . თავადი ბაგრატ ჭავჭავაძის ქალიშვილები მამაზე სახელგანთქულები იყვნენე . ამის მიზეზი არც მათი ენითაღუწერელი სილამაზე ყოფილა,არც გვარიშვილობა და არც ნიჭიერება ,იმის მიუხედავად ,რომ არცერთს აღწერილ ღირსება არ აკლდა მეტიც ჭარბადაც კი გააჩნდათ იგი . ქავჭავაძის ქალები მოუხელტებელ პეპლებად რჩებოდნენ ,რომლელთა შეპყრობა ვერცერთამა ახლაგაზრდა დაუქორწინებელმა თავადიშვილმა შეძლო . ჭავჭავაძეების რეზიდენციას როგორც აუღებელ ციხესიმაგრეს იმ დღიდან აწყდებოდა ტბილისისი სახელგანთქმული ოჯახების დაუქორწინებელი ვაჟები რაც უფროს ქალიშვილს მარიმს 20 წელი შეუსრულდა და მამამ როგორც წესი იყო ნაღებ საზოგადოებაში დებიუტანტად წარადგინა ,მარიამის სილამაზემ იმ ღამეს დადიანების ავლაბრის რეზიდენციაში თვალი წარსტაცა მრავალთ და შურით აღავსო ახალგაზრდა დაუქორწინებლ ქალთა გულები ისე ოროგრც გათხოვილებისა . ბაგრატ ჭავწავაძე ტრადიციების და წესების დიდი მოყვარული და დამცველი გახლდათ ნუ თითქმის ყველა წეს ჩვეულებისა გარდა იმათი ,რომლიც მის ქალიშვილებს რაიმე შეზღუდვას უწესებდა . მამას თვავდავიწყებით უყვარდა შვილები ან რომლ მამამს არ უყვარს თავისი პირმშო ,მაგრამ მისი მამობრივი სიყვარულის შესახებ ლეგენდები დადიოდა . რუსეთის იმპერატორის კარზე დიდი ხნის განმავლობში მსახურობდა როგორც წარჩინებული და გავლენიანი დიპლომატი ,ამიტომაც მისთვის უცხო არ გახლდათ პარიზული ბომონდის სალონების თუ ინგლისის სამეფო კარის წარჩინებულთა წრეში ტრიალი .ამან კი თავად ჭავჭავაძეს მისცა შესაძლებელობა თავისი პატარა ქალიშვილებისთვის ჩამოეტანა მსოფლიოს მეტროპოლიების კულტურა ,ცოდნა და განათლება ,ისევე როგორც მოდა .ბაგრატის მეუღლე კატერინა ახლობლებისთვის კი მხოლოდ კატო ახალგაზრდა გარდაიცვალა , ნაბოლარა პირმშოს მშობიარობას გადაჰყვა საწყალი 19 წლის უნან . ბაგრატი კი გულდამძიმებული ქმარი და მამა რამოდენიმე თვის განმავლობაში ვერ ბედავდა ბავშვის ნახვას . დარდს სასმელში ახრჩობდა და სწყველიდა იმ ვარსკვლავს ,რომლზეც დაბადებულიყო ულამაზესი კატო . ერთხელ ,როცა მძიმე ღამეს ვასკვლავებს შესცქეროდა აივნიდან და მეუღლეს გლოვობდა გაახსენდა ,რომ ნაბოლარა გოგონასთვის სახელიც კი არ დაერქმია გაბოროტებულს . ალბათ არც მაშინ გაასნებდებოდა ,რომ არა ბავშვის ტირისლის ხმა . რატომღაც არავინ ჩანდა ვინც მას დაამშვიდებდა. მძიმედ დაიძრა ახალშობილის საძინებლისკენ , აკვანში გადაკრული ჩვილი განწირული ხმით ყვიროდა . ლამფის შუქზე უცხო ადამიანის დანახვამ მისი ყურადღება მიიპყრო და პირი დამუწა, თვალებიდან წამოსული მუშტისხელა ცრემლები მის ვარდისფერ ლოყებზე ჩამოგორდა და გამოჩნდა უშველებელი მწვანე თვალები . შემდეგ კი ოთახში წკრიალა კისკისი ხმა გაისმა . ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა კატოს . მისი თვალები და ღიმილი ჰქონდა . ენაჩავარდნილ თავად ჭავჭავაძეს თვეების გლოვის შემდეგ პირველად ჩაეღვარა სითბო სულში ,გული აუფანქცალდა და გაახსენდა ის მშვენიერი გვიანი გაზაფხულის შუადღე ,როცა პირველად შეხვდა კატოს . იგრძნო იმ დღის ნაზი მზის სხვიბი ,რომლიც კატოს გლუვ კანზე ანცად თამაშობდენენ, შემდეგ კი ნიშნის მოგებით მისკენ გამორბოდნენ შეგშურდეს თავადო ჩვენ მის კანს ვეხებითო . მაშინ პირველად იგრძნო გაზაფხულის სითბო .და ახლა როცა ბავშვს შეჰყურებდა თითქოს ისევ ის გვიანი გაზაფხულის შუადღე იდგა ,მის სულში ავდარი დარმა შეცვალა . ამიტომ ბავშვს დარო დაარქვა . ნუ თავის ყველა დიდი ბებიის სახელი ,რომლიც ახსოვდა თავის უფროს ქალიშვილებს უკვე დაარქვა შესაბამისად ეწურებოდა სახელების მარაგი. იშვიათად ნახავდით ვინმეს ასე შეჰფეროდეს სახელი ,როგორც უმცროს ჭავჭავაძეს .დარო ნამდვილად მზის სხვივით თბილი იყო . მოცინარი და ალერსიანი . უფროსი დებისგან და მამისგან განებივრებულს ფეხი მიწაზე არასდროს დაუდგამს .ყოველთვის ბოლო მოდაზე აცმევდნენ დები .პარიზიდან ჩამოტანილ ბაბთებსა და ნაზ მაქმანებში გამოწყობილი მუდამ მოცინარი დარო ვერავის ტოვებდა გულგრილს. მის გარშემო ყოფნა გრძელი და ცივი ზამთრის შემდეგ პირველ მზის სხივის სითბოს გავდა . ყოველთვის ცდილობდა თავისი უფროსი დების მსგავსად რაიმე გონებამახვილური ეთქვა ,მისგან სისცოცხლე იღვრებოდა და ყველას მის გარშემო ამ სისცოცხლით ავსებდა .ალბათ სწორედ ამ ნიჭით მოახერხა ცოცხელბისკენ მოებრუნებინა გულმოკლული მამამ ჩვილობისას . მისი კისკისით იწყებოდა და მთავრდებოდა დღე ჭავჭავაძეების რეზიდენციაში . დაროს სიმრერა უყვარდა . მისი რიგით მესამე და თამარი ,რომელიც შესანიშნავად უკრავდა პორტეპიანოზე ერთად ასრულებდნე რუსულ ,ფრანგულ და გერმანულ ბალადებს ,იტალიურ ოპერებს . განსაკუტრებით ზაფხულში როცა ჭავჭავაძეების დარაბები ფართოდ იყო გაღებული სახლიდან გამოდიოდა შესანიშნავი ჰანგები ,არაფერი ჯობდა შებინდების ჟამს ჭავჭავაძეების წუჩისკენ ჩავლას ,სადაც ყოველ ღამით სწორედ ამ დუეტს უსმენდა ნებისმიერი ჩამვლელი .გაჩერდებოდა, რამდენიმე წუთი გარინდული იდგა მათი ფანჯრების ქვეშ მერე კი გაღიმებული განაგრძობდა გზას იმ მელოდიის ღიღინით ,რომლიც წამის წინ ატკბობდა მის ყურებს . მაგრამ თუ ცოტა ხნით კიდევ შეიცდიდით და კარგად მიაყურადებდით გაიგებდით სიმღერებს შორის კამათსაც ,როცა თამარი დაროს ასწავლიდა სწორი ნოტის აღებას. დარო კი მისი გასაბრაზებლად განგებ სხვა ბგერებს გამოსცემდა თამარი კი განრისხებული წამოვარდებოდა გრძელი სკამიდან ხელს დაავებლად თავის ნოტებს და კიბეზე არბოდა ყვირილით ამ ყრუ ყვავასის ჩხავილს მე ვერ გავუძლებს მუსიკის მუზები აღარ მეწვევაო . მერე მარიამი მობეზრებული მზერით შეხედავდა დაროს და როგორც ყველაზე უფროს შეჰფეროდა ორივეს დატუქსავდა დაროს თამარითვის ბოდიშის მოსახდელად გააგზავდიდა დაარიგებდა ასე ალქაჯივით მოქცევა არ შეგფერიო. მარიამი ყველაზე უფროსი და იყო ,ამიტომაც უფროსი დედმამიშვილის სიბრძნით და დიქტატორული მიდგომით გამოირჩეოდა . მისი სიტყვა კანონი იყო დარარჩენი დები კი მისი ქვეშევრდომები ,შესაბამისად ,ბრძანებას უნდა დამორჩილებოდნენ . ის იყო მოსამართლეც და მომრიგებელიც. დებში ყველაზე მეტად ცნობილი იყო საზოგადოებისთის ,მიუხედავად იმისა ,რომ ხუთივე დის დებიუტი უკვე შემდგარიყო ტბილისის წარჩინებულთა შორის . ის იცნობდა ყველას და ყველა იცნობდა მარიამ ჭავჭავაძეს . უფროს ჭავჭავაძეს ,რომლიც სილამაზით თვალს უბნელებდა მზეს და მთვარეს ,მასაც დედის მსგავსაც მწვანე თვალები გამოყჰოლოდა ,მამისგან კი ძძლავრად გამოკვეთილი ღაწვები , ქალობაში ახლახანს შესულს 25 წელი შესრულებოდა ამ შემოდგომას და მიუხედავად აუარება ხელის მთხოვნელებისა ჯერ კიდევ დაუქორწინებლი გახლდათ ,რაც საკმაოდ უცნაური იყო . ბაგრატ ჭავჭავაძეს ისე ძლიერად უყვარდა თავისი ქალიშვილები სულაც არ ემეტებოდა ისინი გასათხოვებლად . ხმამაღალი ხარხარით ამბობდა ოქრო -ვერცხლს მხოლოდ სულელი გააჩუქებსო ასი ციხე სიმაგრეც რომ ამიშენონ სიძეებმა მაინც არ მივცემ ჩემს ქალებსო .მარიამი დაკვირვებული ,თავაზიანი და საშინლად კარგი მოსაუბრე იყო ნამდვილი მარგალიტი მაღალი საზოგადოებისა . უყვარდა საზოგადოებაში ტრიალი ,საზოგადოებასც უყვარდა იგი , ბევრი კარგი მეგობარი ჰქვადა ,რომლებთანაც გამოდმებით დადიოდა სტუმრად და ისინიც ხშირად მოდიოდნენ ჭავჭავაძეების რეზიდენციაში . აქ ნახავდით მარიამის კარგ ნაცნობებს მისი ასაკის ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს ქალებსა და კაცებს . უჩვეულოდ მრავალმხრივი სამეგობრო წრე ჰყვადა მარიამს .გამომდინარე მისი დების მზესა და დედამაიწასავით განსხვავებული ხასიათისა მარიამმა ბავშვობიდან ისწავლა დებთან ისე გამკლავება ,რომ სამამულო ომი არ დაწყებყლიყო ,ამით აიხნებოდა მამის მსგავის მოქნილი დიპლომატიური ხასიათი და სამეგობრო წრის მრავალფეროვნება. მარიამის მიერ მოწყობილ საღამოებზე ნახავდით თავადების მემკვიდრეებს , ტბილისის ცნობილი ვაჭრების შვილებს ,რომებთანაც მეგობრობა წოდების არ ქონის გამო დასაძრახი საქმე იყო ,მაგრამ საზოგადოების მარგალიტის და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე უფროს ჭავჭავაძეზე ცუდის თქმას აბა ვინ გაბედავდა . მას ხომ ყველა ოთახში გულმხურვალე მეგობარი და დამცველი ჰყავდა . ამიტომაც არავის უკვირდა ,როცა მოსამსახურე ჭავჭავაძეების სახლიდან მოსაწვევების დასარიგებლად მიიჩქაროდა პირველად ქუჩის მეორე მხარეს გადარბოდა ,სადაც ტბილისისი ყველაზე მშვენიერი რეზიდენცია იდგა . რომლშიც მაღალი წრის ოჯაახებისთვის მიუღებელი სტუმარი და საეჭვო რეპუტაციის მქონე თავადი ბინადრობდა -ერეკლე ამილახვარი . მოარულ ხმებს თუ დავუჯერებდით თვით დიდი ერეკლე მეფეს შთამომავალი იყო ,მაგრამ ცხოვრების უკუღმართობიდან გამომდინარე ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისთანავე გადაასახლეს მისი დიდი ბაბუა სადღაც ციმბირისკენ ,მერე იქედან საფრანგეთში წასულან , საფრანგეტიდან ინგლისში და ასე გასულა წლები დაბადებულა ერეკლე ამილახვარიც ,რომლის დედაც ფრანგი სოპრანო უნდა ყოფილიყო ,რაც კიდე უფრო ამძიმებდა თავადი ამილახვრის მდგომაროებას საზოგადოებაში . მამამ კი ღარიბი კაცი ,რომლსაც მხოლოდ ტიტულიღა დარჩენოდა დიდიაი საგვარეულო გაცვეთილი სკივრის გარდა შვილს ვერაფერი დაუტოვა .მერე ერეკლე ამილახვრის ბედის ძაფი წყდება და საიდანღაც იგი ჩნდება რუსეთის იმპერატორის კარზე . ინგლის -რუსეთ ოსიმ დროს , ახალგაზრდა თავადს დიდიძალი ქონება დაეგროვებინა ინგლისის კოლონიებში ოქრო-ვერცხლის და ალმასისი მაღაროში მუშაობის დროს . ამ უკანასკნელ ჭორს ისიც ამტკიცებდა ,რომ მას მოსამსახურედ ერთი ახმახი ,სიტყვაძუნწი ინდოელი , ედგა რომელსაც ცალ ყურზე მრგვალი ზანზალაკიანი საყურე დაეკიდა და თავზე სტაფილოსფერი ჩალმა მოეხვია .ერეკლე ამილახვარი გამდიდრების შედეგ რუსეთში დაბრუნებულიყო ,რათა იმპერატორის კარზე რამდენიმე წელი ემსახურა ,შემდეგ კი დიდი ხნის წინ დავიწყებულ სამშობლოში დაბრუნებულიყო და თავისი კანონიერი უფელბა დაებრუნებინა .სამწუხაროდ მხოლოდ ტბილისში დაბრუნების უფლება მოიპოვა . იმპერატორ ალექსანდრე მეორეს არ სურდა რომ ინგლისისი საკითხების სეთი კარგი მცოდენ და მეგობარი დაეკარგა ამიტომაც არაფრის დიდიებით არ უშვებდა ერეკლეს სამშობლოში . სწორედ აქ შეხვდა დიდი ხნის წინ გადახვეწილი სამეფო საგვარეულოს შთამომავალს ბაგრატ ჭავჭავაძე ,რომლიც აღფრთოვანებას ვერ მალავდა ამ ახლაგაზრდა კაცის მონდომებასა და გამჭრიახობაზე . ამიტომაც ამილახვარი დააფიცა ტბილისში მოხვედრისთანავე სახლში ესტუმრებოდა ჭავჭავაძეს . მაგრამ იმპერატორი არ ჩქარობდა საყვარელი ქვეშევრდობის ასე უცბად გაშვებას. ამიტომაც ერეკლე ამილახვარი კიდევ სამდენიმე წელი იძულებული იყო რუსეთის სამეფო კარის მოსამსახურე ყოფილიყო ,მართალია მან ამ დროის განმავლობაში თავისი ქონება გააორმაგა ,მაგრამ მძიმე ცხოვრება გამოვლილს უჭირდა მაღალ საზოგადოებაში ტრიალი ,ეს ეტიკეტები და მიღებები , ჩაცმის და ქვეცი წესები საშინლად ღლიდა . ეჯავრებოდა მათი სწავლა დასულაც არ ადარდებდა . მაგრამ მისმა ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ რუსეთის სამეფო კარის ქალების მიმართ მისდამი ინტერესი და ლტოლვა უფრო გააძლიერე. გამოდმებულ სკანდალებში ეხვეოდა ,გათხოვილი თუ გაუთხოვარი ქალები ბუზებივით ეხვია თავს . ბოლოს დუელშიც კი გამოიწვიეს . ამ წლების განმავლობში ბევრი მტერი შეიძინა ,ვისაც მისი იმპერატორთან სიახლოვე თვალში არ მოსდიოდა . ამილახვარს კი თვალი მხოლოდ სამხრეთისკენ ეჭირა ,არ იცოდა რა მაგრამ ტბილისი ეძახდა . ამ ქალაქში ფეხი არასდროს დაედგა ,რაც იცოდა მხოლოდ ბაბუისგან ,რომლიც მონატრებით საუბრობდა ამ ქალაქზე ახლა კი როცა ასე ახლო იყო ენახა რას შენატროდა მისი ყველაზე დიდი გმირი კოტე ამილახვარი ამდენი ხნის განმავლობაში იმპერატორის სიჯიუტის გამო ვერ ახერხებდა . ბოლოს სუვერენს 3 თვით სხოვა გათავისუფლება შენი იპერიის საზღვრებში ვინქები შენი ნების გარეშე ჩიტიც კი არ ფრინავს ზეცაზე მე კი შენი დალოცვის გარეშე ვერ წავალ ტბილისში ,მინდა ვნახო ბაბუაჩემის ქალაქი და ქვეყანა . იმპერატორმა უთხრა ტბილისის ჰაერს ერთხელ თუ ჩაისუნთქავ პეტერბურგში ფეხს ვერ ჩამოგადმევინებ მერეო ,მაგრამ მოვირებ მოწყალებას . აი ასე წამოვიდა ერეკლე ამილაქცვარი თავის სამშობლოში ,რომლის მიწაზეც ფეხი არ დაუდგამს ისე კი მსოფლიო შემოიარა . მაგრამ ტბილისი მაღალი საზოგადოება არ აღმოჩნდა ისეთი გულმოწყალე და სტუმართმოყვარე როგორიც ბაგრატ ჭავჭავაძე იყო .გამოდმებული ჭორები მის წარმომავლობაზე და ქონებაზე უკან დაჰყვებოდა აღთქმული მიწა ისეთი არ აღმოჩნდა ,როგორიც წარმოეგდინა. ჩამოსვლიდან 3 კვირაში უკვე ტბილისადან გაქცევა სურდა . თავის ერთადაერთ დამხმარე ინდოელ აბას ქალაქის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ,(რომლშიც ამჟამად რჩებოდა )რესტორანში საუზმეზე უბრძანა წასასვლელად მომზადებულიყო და ყველა საქმე მოეგვარებინა წესისამებრ ,როცა თავადი ჭავჭაძე წაადგა ,თავს კამპანიასთან ერთად .დიდის ამბით გააცნო თავადთა კრებული და წვრილად გამოჰკითხა მისი ტბილისში ყოფნის ამბები ,მერე კი პირობა გაახსენა ,რომლიც რამდენიმე წილის წინ მოსკოვში ჩამოართვა ამილახვარს ,მასთან სტუმრობის შესახებ . ამილახვარ არ სურდა კიდევ ერთ მოსაწყენ მიღებაზე დარჩენა სადაც არავის იცნობდა და არც გაცნობის სურვილი ჰქონდა ამიტომ გადაწყვიტა თავაზიანი უარით გაესტუმრებინა ჭავჭავაძე და მიზეზად იმპერატორის ბრძანება მოიმიზეზა სასწრაფოდ დაბრუნების შესახებ .მაგრამ თავადი ჭავჭავაზე უფრო ჯიუტი აღმოჩნდა ის დაჟინებით მოითხოვდა დადებული პირობის შერსულებას და მანაც დათმო .იმ საღამოს ავლაბარის დადიანების რეზიდენციაში დებიუტანტების საზოგადოებისთვის წარდგენის საღამო გაიმართა . სანთლით განათებულ დიდებულად მორთულ დარბაზში შეკრებილი მაღალი საზოგადოება თავსიი პირმშოების მშვენიერებით იწონებდა თავს ,მაგრამ ყველაზე ამაყი ბაგრატ ჭავჭავაძე იყო .მარიამ ჭავჭავაძე ისეთი თვალწარმტაცი იყო იმ ღამეს როგორც არასდროს . ერეკლე ამილახვარს კი პირველად თავსი ცხოვრებაში აუკანკალდა თეთრი ხელთათმანით შემოლისი ხელები . და როცა მარიამს მისი თავი წარუდგინა ბაგრატმა შეეძლო დაეფიცა ,რომ ასე არაფერს შეუშენებია ,როგორც იმ წამს შეაშინა აზრმა ,რომ არასაკმარისად მდიდიარი იყო , მდაბიო და გაუნათლებელი , არასკარისად იცოდა საზოგადოებაში მოქცევის წესები და მანერები ,რომ ამ მშვენირების წინაშე დგომის უფლება არ ჰქონდა. პირველად მოხდა ,რომ არ იცოდა რა მოეხერხებინა თავისი მთრთოლვარე ხელებისთვის.მაგრამ მოხდა სასწაული მარიამ ჭავჭავაძემ მას მეგობრობის ხელი გაუწოდა . მეორე დღეს ჭავჭავაძეების მოპირდაპირე მხარეს სახლი გაიყიდა ,რომლშიც ძველი მეპატრონის ამპარტავნული ლაპარაკიდან გამომდინარე ახალმა სულელმა მყიდველმა მის ნამდვილ ღირებულებასთან შედარებით 5ჯერ უფრო ძვირი გადაიხადა. ერთი თვის შემდეგ კი ინგლისური და ფრანგული გავლენით სახლის ფასადი ისე შეამკეს და გაალამაზეს მასზე ტურფა შენობა ტბილის კი არა პარიზსაც არ ენახა .2 თვის შემდეგ ერეკლე ამილახვარი ახალ სახლში გადავიდა ჭავჭავაძეების მოპირდაპირედ . ამის შემდეგ იგი ყოველ საღამოს იღებდა ბაგრატ ჭავჭავაძისგან მოსაწვევს და როცა ის ქალაქში არ იყო მარიამსგან ანდა ყველაზე უმცროსი და ,დარო გადმოირბენდა ხოლმე ,მის მიყრუებულ უშველებელ სახლს კისკისით და ყვირილით აიკლებდა- ერეკლე დღეს ჩვენთად გადმოდი ვახშამზე ჩემმეა დებმა თქვეს აბაც წამოვიდესო და ინდური ზრაპრები მოგვიყვესო . დარო არასდროს იყენებდა წოდებებს იმ ადამიანებთან ,რომლებსაც ახლოს თვლიდა, უბრალოდ სახელებით მიმართავდა .ამაზე მარიამი და ლილიანი მისი უფროსი დები საშინლად ბრაზობდენე და გაუზრდელ თხას ეძახდენენ . ასე ,რომ ერეკლე ამილახვარი ყოველთვის მიღებული სტუმარი იყო ჭავჭავაძეების სახლში .ის გასაკუთრებით დაუმეგობრდა უფროს დებს ,მარიამსა და ლილიანს . გამოდმებით გასჩერებოდა მეზობელ სახლს და იქედან გამოქცეულ მოახლეს ან დაროს ელოდა ,რომლებიც ვახშამზე მიიპატიჟებდნე . ლილიან ჭავჭავაძე რიგით მეორე ქალიშვილი გახლდათ ბაგრატ ჭავჭავაძისა . უნდა აღინიშნოს ,რომ ლილიანს დიდი,დიდი დიდი ბებეიის სახელი ერქვა ,მაგრამ არა თავდაპირველი ფორმით . თავად ბაგრატს შორშანას დარქმევა სურდა გოგონასთვის , მაგრამ ეკატერინემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა მე ჩემს შვილს შროშანას არ დავარქმევ ,გინდა სამუდამოდ დასცინოდნენო განრისხებული შეეკითხა თავს ქმარს ეკატერინე . ბაგრატს მის საყვარელ მწვანე თვალებში ჩამდგარი რისხვის დანახვას ერჩივნა კავკასიონის კლდეებიდან თავით გადმოშვებულიყო ამიტომ უყოყმანოდ დასთანხმდა ცოლის მოთხოვნას და გოგონას ლილიანი დაარქვა ამით არ თავისი წინაპრები შეუბღალავს და არც ცოლის სურვილები უგულვებელყოფია . ბაგრატი ნამდვილი დიპლომატი იყო .ამას თვითონაც ხშირად ამბობდა ხუმრობით ღმერთ მადლობა დიპლომატია ვისწავლე და არა ვექილობა თორე ჩემი ცოლი სახლში ფეხს არ შემადგმევინებდაო , რა ვექილი ვიქნებოდი კატოსთან სულ ვაგებ კამათსო .შოროშანაას საპატივცემულოდ შროშანის ლათინური სახელწოდება -ლილიანი უწოდეს გოგონას .მართლაც ყვავილივით ლამაზი იყო ლილი (შემოკლებით ეძახდნენ ასე დები) ,ბავშვობაში ეკატერინეს სასეირნოდ ვერ გაჰყავდა ყოვლე ნაბიჯზე ,რომ არ გაჩერებინათ გოგონას სილამაზით აღფრთოვანებულ ნაცნობებს . დღითიდღე მშვენდებოდა გოგონა. დიდი თაფლისფერი თვალები მამისგან მიიღო ,ხშირი წაბლისფერი თმა დედისგან , გრძელი წამწამები და უსიერ ტყესავით ხშირი წარბები ჰქონდა და როცა ისინი მის შუბლზე საავდრო ღრუბლებივით შეიყრებოდნენ ძიძები ერთმანეთ ასწრებდნენ გაქცევას. ლილიანი რამდენადაც მშვენდებოდა იმდენადვე უფუჭდებოდა ხასიათი .გამოდმებით იბუტებოდა ,ჭირვეულობდა . საჭმელმ მანამდე არ ჭამდა სანამ დედა და უფროსი და არ ეყოლებოდა გვერდით ,არავის უწევდა ანგარიშს ისე იქცეოდა როგორც მოისურვებდა . ბაგრატი როცა ეტყოდა მარჯვნივ წადიო ლილიანი თავს დაუქნევდა კარგი მამაო ეტყოდა და მარცხნივ წავიდოდა ,მერე კი გაქცეული შორიდან მამას ენას გამოუყოფდა აკისკისებული . გაბრაზებული ბაგრატი რომ გამოუდგებოდა ცაცხანით (მხოლოდ მაშინ კარგავდა კაცი მოთმინებას და ივიწყებდა თავსი აღზრდას) ლილიანი დედამისი კალთაში დახვდებოდა ხელი კი მარიამისთვის მაგრად ჰქონდა ჩაკიდებული . რახდება ბაგრატ სანადიროდ გონია თავის ,როგორ ღრიალებ ,მთელიმა ტბილისმა გაიგო ? დასცინებდა ხოლმე ცოლი საყვარელ ქმარს . პატარა ბავში ლილია თუ შენ ? შეეკითხებოდა ცეტად ღიმილით . წამიერი სიბრაზე მაშინვე ავიწყდებოდა ბაგრატს თავის პატარა ოჯახს მიეფერებოდა და დაღლილი ჩამოისვამდა ხელს სახეზე . ეს პატარა ონავარი ან დაგვაქცევს ან აგვაშენებსო იტყოდა სიცილით მერე ბავშვებს ხელში აიტაცებდა მხრებზე შეოისვამდა და ოთახში დაიწყებდა ისრბილს . ეკატერინეს უყვარდა ასეთი მომენტები ,დიდი სიფაქიზით ინახავდა გონებაში . ლილიანი იზრდებოდა მშვენდებოდა და მით მეტად აბეზარი ,დაუმორჩილებები და ჯიუტი ხდებდოა . მარიამთან ერთად დარბოდა ჭავჭავაძეების ბაღში დებს ხე არ დარჩენიათ ,რომლიც არ დაელაშქრავთ ფართო ბაღნარში . მალე ეს პატარა სამოთხე საკამრისი აღარ იყო მათთვის და ქუჩაში მოთამაშე ბავშვებთა დაიწყეს თამაში . კატოს დიდად არ მოსწონდა ნაფერები ქალიშვილები გლეხის ბიჭებივით რომ ტალახში იყვნენ ამოთხვრიელბი ,დიდი მონდომებით დაწნული თმა კი სულ ყალყზე ედგათ ,ამიტომ გოგონებსი სახლში შემოსაყვანად ქალმა გადაწყვიტა ისინი ცხენოსნობით , დაეკავებინა . ესწავლებინა წერა და კითხვა , შეეყვარებინა მეცნიერება ,გეომეტრია და ანგარიში . გეგმა წარმატებით მიდიოდა მარიამი უბადლო მოჯირითე გამოდგა , კითხვაც მალე ისწავლა და წერაც . ლილიანი კი არც ისე მარტივი მოსადრეკი აღმოჩნდა ,მას თვალი ისევ ქუჩაში მოტამაშე ბავშვებზე ეჭირა . კატოს ყველა მცდელობა კულტურისკენ მოეტრიალებინა ბავში წარუმატებელი აღმოჩნდა ,ამიტომაც ბედს შეეგუა ,თავის ერთგულ მოახლეს სთხოვა გლეხი ბიჭის ტანისამოსი ეშოვნა ,მერე ლილიანს გადააცვა და ასე გაუშვა სათამაშოდ . დაე იყოს თავსიუფალი სანამ შეუძლიაო ფიქრობდა გულში კატო . ხელის ამგვარი ჩაქნევა უკავშირებეოდა ერთ მშვენიერ საღამოს ,როცა ლილიანი სულ ახლახთახალ ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი სახლში დაბრუნდა . კაბა შავი და დაგლეჯილი იყო . კატოს მთელი მოთმინების გამოყენება მოუწია თმებით რომ არ ეთრია შვილი ,მაგრამ მერე სიცილით მოკვდა ,როცა გაბუსხულმა და დატუქსულმა ლილიანმა აბოიბურტყუნა ,ბავშვებს ჯირითს ვასწავლიდი ,როგორც ჩვენნმა მასწავლებელმა გვასწავლა მე და მაშოს (ასე ეძახდა მარიამს ) .და რაზე ჯირით ასწავლიდი ?სასხვათაშორისოდ ჰკითხა კატომ და არც დალოდებია პასუხ ,მაგრამ პასუხი ნამდვილად გასცეს .- ღორზე. ვერ დავიმორჩილე და იქვე გუბურაში ჩამაგდო - ამაზე კატომ სიცილი მორთო ,ლილიანი კი აზლუქუნდა - ბავშვებიც დამცინოდნენ ღორმა რომ გადმომაგდო და ტალახში ჩამაგდოო. კატო ამ დღის შემდეგ საბოლოოდ აიღო ხელი მის მაღალი წრის ქალბატონად აღრზდაზე ფიქრობდა პიტაგორას თეორემა ,რომ ვასწავლო მერე არ წავიდეს და ქალაქის კარიბჭე არ ჩამოანგრიოს იმ მიზეზით ,რომ ინტერესებდა რიალობაში გამოიყენებდა თუ არა . ასე ,რომ ლილინ ჭავჭავაძე ბავშვობიდან შეჩვეული იყო ბიჭის ტანსაცმელში გამოწყობას და ქალაქში ხეტილას .ეს მავნე ჩვევა დიდობაშიც არ მოუშლია . გადაიცვამდა ხოლმე კაცის ტანსაცმელ ,რომლიც ორი ზომით დიდი ჰქონდა .სახეზე ნახშირს და მურს წაისვამდა ,მიიხატავდა ულვაშს გადაიპარებოდა თავსისი საძინებლის ფანჯრიდან იქედან ბაღში შეიპარებოდა მერე კი ბაღის გალავანს გადააცოცდებოდა. მერე კი მთელი ღამე დაეხეტებოდა დაბალი წრის წარმომადგენელებთნ ერთად . ისე კარგად ატარებდა მათთან ერთად დროს მაღალი წრის საზოგადოება მისთვის მიუღებელი გახდა ,მაგნსაკუტრებით მისი ტოლი გოგონები ,რომლების უმეტესობა უკვე გათხოვილი იყო , ახალგაზრდა ხელისმთხოვნელების ატანა არ ჰქონდა ფიქრობდა ამათ ერთი დღე რომ ურო დააჭერინო ხელში და ამუშაო მეორე დრეს წელში ვერ გასწორდებიანო . ლილიანი განსაკუთრებით ემეგობრებოდა მჭედელ უჩა ავალიანს და მის ოჯახს ,დებს ნანოს და ნინოს . ლილიანმა ნანო მაშინ გაიცნო ,როცა ერთ შუადღეს ჩვეულებისამებრ დაეხეტებოდა ტბილისის ყველაზე დიდ ბაზარში და აღფრთოვანებული შესცქეროდა უბრალო ხალხის უბრალო ცხოვრებას ,როცა კივილი შემოესმა .ნანო დაეჭირა ხილით მოვაჭრე თათარ ვაჭარს და გაჰყვიროდა სამ ენახე ქურდი ,ქურდიო . ლილინმა კარგად იცოდა რა ელოდა ქურდს ყველაზე ცოტა ხელის დაკარგვა. მან ვერ გაიმეტა ქერა გოგონა ასეთი ტანჯვისთვის ,მის თაფლისფერ თვალებში ჩამდგარ მუჭისხელა ცრემლებს ,რომ შეხედა დარო დაუდგა წინ და ეგრევე აევსო გული სიბრაზით ,შიშითა და რისხივით . ამას ვაჩვენებ სეირსო გაიფიქრა და ბიჭად გადაცმული ბაზრის ალიაქოთში ,ყვირილში და ქაოსში უკნიდან მიეპარა ვაჭარს პანღური ამოჰკრა და თავისავე დახლზე ააყირავა ,მერე ნანაოს წაავლო ხელი ,რომლიც მიწაზე ატირებული და ლოყააწითლებული ეგდო ,მერე კი წამში გაუჩინარდა ხალხის ზღვაში . ამ ინციდენტის შემდეგ ლილიანმა ახალი პერსპექტივით შეხედა მის ბიჭად გადაქცევის პრაქტიკას . ის შეუმჩნეველი გახდა ,მიხვდა შეეძლო რაც უნდოდოა ის ეკეთებინა შიშის გარეშე ,რომ შეარცხვენდა მამასა და დებს .ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა იყო ,როცა ნანო გადაარჩინა ,ნანომ კი ის თავის ოჯახში წაიყვანა და გააცნო ,როგორც ლუკა დარიანელი . სწორედ ამ სახელით გაიცნო შემდეგში ნახევარი ტბილისისი დუქნებმა კაცისთვის საკმაოდ ტანმორჩილი ბიჭად გადაცმული ლილიან ჭავჭავაძე . უჩა ავალიანს თავიდან სულაც არ ეპიტნავა ოჯახში კაცის შემოსვლა ,რომლიც მის დას ასე მარტივად დაუმეგობრდა .გამოდმებით ცდილობდა ბიჭის დამცრობას ,ხშირად წაუთაქებდა ხოლმე ხელს მხარში ,ბიჭი ზედმეტად სუსტი იყო . არადა ლილიანი სულაც არ თვლიდა თასვ სუსტ ქალად ,უბრალოდ უჩა ავალიანი იყო ძლიერი .მჭედელი გახლდათ და გადაშლილ მხარ-ბეჭში ისეთი ძალა ქონდა ხის მოგლეჯვა შეეძლო . ლილი მალე ისე დაუმეგობრდა ნინოს და ნანოს ,რომ თავსი საიდუმლოც კი გაანდო ,რომ სულაც არ იყო კაცი და ისეთივე გოგო გახლდათ ,როგორიც თავად ავალიანის ქალები . ამის მერე კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ გოგონები ,უჩას კი მეტი მიზეზი ჰქონდა ლილიანი ბეჭების ჩასანგრევად,მაგრამ დები ლილიანს კბილებით იცავდენენ და უჩას უტვინო ტირანს ეძახდენენ. სრულიად შემთვევით აღმოაჩინა უჩა ავალიანმა ,რომ კაცი ,რომლიც მის დებს ასე აწუხებდა სინამდვილეში ქალი იყო .ლუკა დარიანელი უცნაური შემთხვევის გამო არასდროს ყოფილა სათევზაოდ კუსტბაზე ამიტომაც ნანომ გადაწყვიტა მთელი ოჯახი პიკნიკზე უნდა წასულიყვნან ,უჩა ასწავლიდა ლუკას თევზაობას სანამ ნინო და თვითონ იმ მცირედს მოამზადებდნენ პიკნინისთვის რაც გააჩნდათ. უჩას არ მოსწონდა ლუკა ,მეტიც ვერ იტანდა როგორ დახტოდა თავსიი დების გარშემო . ახალგაზრდა კაცმა იცოდა ამ ასაკში რა უტრიალებდათ კაცებს თავში ამიტომაც იყო ლუკას მიმართა ასეთი სიძულივილით გამსჭავლული . თევზაობის ჟამს კიდევ ერთხელ პირდაპირ უთხრა ლუკა დარიანელს ჩემს დებს მოშორდი თორე ცხვირს დაგინაყავო ლუკამ კი როგორც ყოველთვის უკმეხად უპასუხა არ გვინდა შეტაკება ნამდვილად შეგარცხვენო ,როცა ზურგზე მოგსვამ გვერდულითო . უჩა ლუკაზე გაცილებით დიდი იყო ,როგოც სიმაღლით ისე სისქით . მჭედლობის პროფესიამ მას მხვილი დაკუნთული მკლავები და უშველებელი ხელები მისცა . გაბრაზებულმა უჩამ ერთი ხელის კვრით მოისროლა ლუკა ტბაში ,რომლიდანაც გაავებული გობლინივით ამოვარდა ლილიან ჭავჭავაძე . ორი ზომით დიდი ტანსაცმელში გაწუწულ ქალს ტანზე მიკვროდა უჩამ აშკარად გაარჩია ტანსაცმელში დამალული ქალის სხეული .შოკირებულს თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა .ქუდში საგულდაგულოდ დამალული სველი თმა ქალს სახეზე ჩამოშლოდა .გაავებული ლილიანის დანახვისას ფეხი დაუცდა და ძირს გართხმულს ზედ ჭინკასავით შეახტა აწ უკვე ქალი ლუკა და ისეთი შემოსცხო სახეში თვალებიდან ნაპერწკლები გადმოყარა . ხომ გითხარი ჩემსთან ჩხუბს ვერ მოიგებ შე უტვინო ნახევარქათამათქო . ნაცემ უჩას ყბა ორი კვირა სტკიოდა ლილიან ჭავჭავაძეს კი როგორც ცეცხლს ისე გაურბოდა ,არადა კაცი მჭედელი იყო . ლილიანი მაღალ საზოგადეობაში საუბარს ერიდებოდა და ამ საქმეს თავის უფროს დას მარიამს ანდობდა .მარიამს ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ დიპლომატსა და ორატორს ყველანაირი ფორმალურ შეხვედრების დროს ოჯახის წარმდგენლობა ძალიან ბუნებრივად ერგო . ლიალიანს კი მიეცა ის თავისუფლება ,რომლიც ასე ჰაერივით სჭირდებოდა . საზოგადოების გამოდმებულმა ინტერესმა და ორმაგმა თამაშებმა ლილიანში ეჭვები დაბადა . ის ხედავდა თავის დას ,ნამდვილ მარგალიტს საზოგადოებისა , როგორი შურით და ღვარჩლით შეჰყურებდნენ მაღალი წრის ქალბატონები და ბატონები. განსაკუთრებით არ სიმოვნებდა ის ფაქტი ,რომ ხალხი ,რომლიც წამის წინ მაირიამს პირში უცინოდა მეორე წუთში მოჰყვებოდა ათას საშინელ ჭორს ლილის საყვარელ დაზე . მოიგონებდნე გაუგონარ სისაძაგლეს და ავრცელებდნენ საცეკვაო დარბაზის უშველებს ოტახში . ლილიანს ეზიზრებოდა ყველა ვინც მის დებზე რაიმე აუგს იტყოდა . ამ შემთხვევებმა ლილიანში ნამდვილი ალქაჯი გააღვიძა .თავსი ერთადერთ მოწოდებად ოჯახის და დების დაცვა მიაჩნდა განსაკუთრებით მაშინ ,როცა მამამისი ტბილისში არ იმყოფებოდა . საზოგადოებაში დაუცველი ქალის როლს ირგებდა ,როცა სინამდვილეში ნამდვილ ეშმაკის მოციქული იყო . ამას ისიც ემატებოდა ,რომ მარიამი საზოგადოების გული და სული ყოველთვის იქცევდა ყურადღებას ლილიანი კი ამდროს ოთახის ჩრდილების ქვეში იმალებოდა ,ისმენდა ათას ჭორსა და მართალს უძვირფასესი დების და მამის შესახებ .მისი ინტერესი ჩვეულებრივი ხალხის მიმართ გამოიხატა იმაშიც ,რომ ლილიან ჭავჭავაძე ემეგობრებოდა ყველა მოახლეს და კარის ლაქიას ქალაქში ,ეხმარებოდა მათ და გულღია მეგობრობას აღუთქვამდა ,ასე რომ მალე ლილის მაღალი საზოგადოების ყველა სახლში ჰყავდა მომხრე .თუ მის დას მეგობრები ჰყავდა ზემო წრეებში ლილიას დაბალ წრეებში იცნობდნენ . ერთხელ ჩიტმა ამბავი მიუტანა ,რომ კნეინა ციცი ,რომლის დიდი გულშემატკივარი ლილიანი არასდროს ყოფილა აუგად მოიხსენიებდა მის დას და დედამის და თვით ლილიანს . ამბობდა უდედო რომ არ იყვნენ გაზრდილები მაშნ ვიტყოდი რა ალქაჯები და უკმეხი ახალგაზრდა ქალებიც არიან ,რა გასაკვირია რომ მათო ცოლად შერთვა არც ერთ რესპექტაბელურ ყმაწვილს არ სურსო . შემდეგ მეჯლისზე კნეინას სრულიად შემთხვევით ჩიხტიკობზე ცეცხლი გაუჩნდა ,ქალის განწირული კივილით გავარდა სამეჯლისო დარბაზიდან და სამი თვე საზოგადოებაში თავი ვერ გამოყო , შეტრუსოლი თმის გამო . ლილიანი კი პირველად დარწმუნდა რომ ქიმიის ცოდნა ნამდვულად გამოადგა . როგორც აღმოჩნდა დედამისი მართალი იყო ქალაქის კარიბჭის მონგრევა არა მაგრამ კნეინა ციცისთვის თავის გადაბუგვა კი ნამდვილად გამოუვიდა . სიამაყით ავსილი ორი კვირა ისეთ მშვენიერ ხასიათზე იყო სესილთან ერთად ცეკვავდა ბალეტს . ამ წდროს მიხვდა თავის ნამდვილ მოწოდებას -სულელი დედაკაცებისთვის ადგილის მიჩენას ......... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



