ჩვენი ცხოვრების აბზაცები (სრულად)
ცხოვრება ფურცელზე სახელდახელოდ აკრეფილი რამდენიმე და ცოტა მეტი აბზაცი ყოფილა, ჩვეულებრივი ისტორიებით, ამ სიტყვის ყველა არაჩვეულებრივი გაგებით... მზესავით ადამიანებით... ვარსკვლავებისოდენა ინდივიდებით... მარსისეული მომენტებით... დედამიწისხელა მნიშვნელობით! ზოგჯერ საჭიროა, რომ ისტორიად დაიწეროს. გასაგები უნდა გახდეს, საზიარო, მაგალითის მომცემი, გულის ამაფორიაქებელი... ხელი უნდა მოგხვიოს შენ, მთავარ გმირს, მეორეხარისხოვანი პერსონაჟის ისტორიამ, ტვინში შეგიძვრეს, გული გაგითბოს. ეს აბზაცები ეძღვნება მეგობრებად ქცეულ უცნობებს, მშველელად ქცეულ მტრებს და გიორგის! *** მოკლედ რომ წარმოიდგინოთ რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელთან გაქვთ საქმე, გეტყვით, რომ მე შუათანა შვილი ვარ არქიტექტორი მამაჩემისა და მასწავლებელი დედაჩემის. საგვარეულო ხეზე მშობლების შთამომავლობას ერთ უფროს ძმასთან და ორ უმცროს დასთან და ძმასთან ერთად ვიყოფ. ჩემი ოჯახი მთაწმინდის უბანში, თბილისის ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ადგილას, ძველ თბილისურ ეზოში 1960-იან წლებში დასახლდა. “ბნელი” ოთხმოცდაათიანების მიჯნაზე მოძველბიჭო მამაჩემმა, ბატონმა მიხეილმა, ტიპიურად, ულამაზესი გოგონა დაინახა ქუჩაში და ჭკუადაკარგულმა ორ თვეში ბებიასთან და ბაბუასთან ცოლის სტატუსით მიიყვანა ქალბატონი შორენა, დედაჩემი, სწორედ ამ ძველ თბილისურ ეზოში. ალუბლის სეზონი ყოფილა მაშინ თურმე, მურაბებს აკეთებდა თამარა ბებო, თავისმა ერთადერთმა ბიჭმა ‘’ახალშერთული ცოლი” რომ მიუყვანა სახლში. თვალები დაბნელებია თამარას შოკისგან. ერთი ულვაშებში ჩაცინება უძღვნია ბაბუაჩემ გიას ახამოყვანილი რძლისთვის და თავისი კარგი მეგობრის ნაჩუქარი კახური ღვინის გადმოსაღებად წასულა მარანში. მას შემდეგ ამ ეზომ ბევრი რამ ნახა, მაგალითად, როგორ დააჭკვიანა ‘’მოტაცებულმა’’ დედაჩემმა მამაჩემი, უყოყმანოდ მოსწყვიტა მის თვალებს ის შავი გაცვეთილი სათვალე, მთელი საძმაკაცო და უბანი რომ უწონებდა და სახაზავი მიაწოდა ხელში, თავისდაუნებურად არქიტექტორი გამოძერწა იმ ძველი ბიჭისგან. ჩემი და ჩემი და-ძმების დაბადებას ყიჟინით შეხვდა ჩვენი ეზო, თორნიკე რომ გაჩნდა, ბაბუს ისტორიული სანადირო თოფის ხმასაც გაუყრუებია დათოვლილი არემარე. სხვაგვარად ხომ არ შეხვდებოდა ბასილაშვილების ოჯახი პირველ ბიჭს-გვარის გამგრძელებელს?! სამყარო რომ აღსასრულისთვის ემზადებოდა, ახლი წლის დადგომასთან ერთად აპოკალიფსს რომ ელოდნენ, სწორედ მაშინ ბებიას გარდაცვალებაც ბოლომდე გამოიგლოვა. სამ წელიწადში გია ბაბუც გაუდგა ცოლისკენ მიმავალ გზას, თვალებფახულა თორნიკეს სიყვარული და ჩემი ნახვის სურვილიც თან წაუყოლებია კაცს. ჩვენი ოჯახის აღმავლობა-დაღმავლობის ყოველი ხანაც კარგად დაიმახსოვრეს ეზოს კედლებმა. ვერ გეტყვით რამდენი მოგონება მაკავშირებს ამ მუდამ ხალხმრავალ, ჭრელა-ჭრულა სარეცხებითა და ხის კიბეებით გაფერადებულ ეზოსთან, მაგრამ იმ დღიდან დავიწყებ მოყოლას, რომლიდანაც იწყება ჩვენი ისტორია. უფრო ზუსტად რომ განვმარტო მისი მნიშვნელობა, სჯობს ასე გითხრათ: იმ დღის შემდეგ ამ პატარა თბილისურ ეზოს მთაწმინდის უბანში, აღარ უგრძვნია სიმშვიდე. 2013 წლის გაზაფხულზე გაკოტრებული ბიზნესმენის ნიკოლოზ ბარბაქაძის ოჯახი გადმოვიდა ჩვენს პატარა ეზოში. ვერ მოგატყუებთ, ძალიან კარგად მახსოვს მომენტი, როცა დიდი სატვირთო მანქანა ძლივს შემოეტია ჭიშკარში. ბარბაქაძეების ოჯახი წარდგა ჩვენს წინაშე მთელი თავისი სიდიადით. იქვე თუთის ხეზე ვიჯექით მე და თორნიკე, იქედან ვადევნებდით თვალს ახალ მეზობლებს. საოცრად ლამაზი ქალი იყო ნანი ბარბაქაძე საყვარლად მოუჩანდა პაწაწინა მუცელი. წითელ კოპწია კაბაში შეოსილი სინათლის ნაპერწკლებს ერთბაშად ასხივებდა გარშემო. დანანებით შევხედე რატომღაც ფანჯარაში გადმომდგარი ახალგაზრდა დედის შავ ძაძებს, მახსოვს. მტკივნეული იყო ალბათ ის მომენტი, სწორედ ამიტომ ჩამებეჭდა გულსა და გონებაში ღრმად. იმ პერიოდში მარტო მე და თორნიკე ვიყავით ოჯახში, დედა და მამა დაუსრულებელ გლოვას მისცემოდნენ. სახლში ხმაურიანი სიჩუმე დაგუბებულიყო, უმოძრაოდ, უსიცოცხლოდ ესვენა საპატიო ადგილას. უფრო მრავლისმთქმელი ტკივილი ლამაზი დედის ნაზ სახეზე აღბეჭდილიყო. 33 წლის შვილმკვდარი დედა იყო მაშინ დედაჩემი, შორენა. თორნიკეს მხრების ჩეჩვით გადავხედე და მანაც სახეში შემომცინა, ბედნიერი იყო იქვე აწურული თავისი ტოლი მომღიმარი ბიჭის დანახვაზე. ბარბაქაძეები სამ შვილთან ერთად გადმოვიდნენ ჩვენს მეზობლად. იმ დღეს ჩემი ძმის ერთადერთი საუკეთესო მეგობრის ტიტული დავკარგე, რადგან მის ცხოვრებაში დემეტრე ბარბაქაძე გამოჩნდა, მხიარული, ხუმარა, მზრუნველი მეგობარი. მაშინ პატარები ვიყავით, 11 წლის იყვნენ თორნიკე და დემეტრე, 8 წლის ვიყავი მე. მეგონა, რომ დემეტრეთი დამთავრდებოდა ბარბაქაძეების ოჯახის ექსკლუზიური გამოჩენა, მაგრამ შევცდი. მაშინ ერთი ლეკვი იზრდებოდა ჩვენს ეზოში, სულ პატარა იყო წვიმაში სკოლის გზაზე რომ ვიპოვე და წამოვიყვანე. ჩემი დამოკიდებულება ცხოველებისადმი და განსაკუთრებით ამ ლეკვის მიმართ განსაკუთრებული იყო, მე მართლა მეძვირფასებოდა ის პატარა დაუცველი არსება. ვერ წარმიდგენთ რამდენად დიდი ტკივილი ვიგრძენი, როცა დავინახე, როგორ ესროდა ბურთს ბარბაქაძეების ერთ-ერთი ნაშიერი იმ დაუცველ არსებას. ზედმეტად პატარა და ცუდი ხასიათების იყო მაშინაც, რომ გაეგო, რას აშავებდა. მე კი ზედმეტად თავზეხელაღებული, რომ გამეგო რატომ ვისჯებოდი მოგვიანებით, გიორგი ბარბაქაძის თმებში ჩავლებული ხელისთვის. მაშინაც თაფლის ქილებს ჰგავდა მისი თვალები-სიბრაზისა და მოუსვენრობისგან მზესავით რომ გიზგიზებდნენ. არც ის გამიგია როგორ გამოიქცნენ თორნიკე, დემეტრე, ნანი და ნიკოლოზი ჩვენსკენ. მე თორნიკე მაკავებდა, გიორგის დემეტრე. ნიკოლოზი შუაში იდგა და ჩვენს დამშვიდებას ცდილობდა. დღეს რომ ვიხსენებ საოცარ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, რამდენად დაფშვნა შვილმკვდარი დედაჩემის გული ნანის სიბრაზისგან ნასროლმა გიორგის ბურთმა, რომელიც ინერციით ჩვენს აივანზე, მზის სხივების მისაღებად გამოდგმულ ყვავილს მოხვდა და მეორე სართულიდან ჩამოვარდნილი ნაწილებად დაიფშვნა. ძირს ესვენა წითელკაბაშემოსილი ყვავილი, რომელსაც აივანზე გადმომდგარი დედის მარილიანი ცრემლები რწყავდნენ. მე ვუყურებდი მხოლოდ, სხვები არა, თურმე ვერც მე ვხედავდი მას. ნანის არც კი შეუხედავს დედასთვის, გიორგის ხელში მტკივნეულად დაავლო ხელი და კიბისკენ წაიყვანა აყვირებული ბიჭი. ნიკოლოზმა თავზე ხელი გადამისვა ატირებულს და ლეკვის თავის სახლში დაბრუნებაში დამეხმარა. იმ დღეს დაიწყო ის, რამაც წლების მანძილზე გასტანა. ნანის და დედაჩემის გამუდმებული ბრძოლა და შეჯიბრი, სიტყვებით, ქცევებით... ნანის მოტანილი ნამცხვარი, დედაჩემის მიერ ფანჯრიდან მოსროლილი... სარეცხი თოკის გამო ჩხუბი... თუთის მოსავლის გამო დავა... შვილების ერთმანეთისთვის შეჯიბრება... თორნიკესა და დემეტრეს ხელშეუხებელი მეგობრობა... ნიკოლოზისა და მამაჩმემის ჩუმ-ჩუმი სახლიდან გაპარვები... ნარდის თამაში და ლუდის დალევა ცოლებისგან უჩუმრად... პატარა გოგა ბარბაქაძის დაბადება... დედაჩემის ცრემლიანი თვალები და ერთადერთი გულწრფელი მილოცვა... გიორგის სკოლაში შესვლა და ნანის მისი ნიშნებით ტრაბახი... გიორგისა და ჩემი გამუდმებული თავგადასავლები... შემთხვევით ერთმანეთის გუბეში ჩაგდება... შემთხვევით დავალებების გადამალვა... შემთხვევით დახეული ფეხსაცმელები... შემთხვევით დაჭრილი კაბა... შემთხვევით შეჭრილი თმები... ელენე ბარბაქაძისა და ჩემი კლასელობა, ვერგამოსული მტრობა და მეგობრობა... დედაჩემის ორსულობა და პატარა ტყუპების, სანდრო და ანი ბასილაშვილების დაბადება… *** -ბასილაშვილი და ბარბაქაძე რა გჭირთ დღეს? რატომ არ ისმენთ გაკვეთილს? - ალბათ დამეთანხმებით, რომ მეათე კლასელ თინეიჯერს უამრავი საფიქრალი აქვს, მაგრამ არა ისტორიის გაკვეთილი, რომელსაც ვერც უსმენს, ვერც გულს უდებს. -ბოდიში მას, რაღაცას გაკვეთილზე ვეკითხებოდი - უდარდელად გასცა პასუხი ელენემ და სკამს მიეყრდნო. საოცარი სისხარტით დააიგნორა მასწავლებლის მკაცრი მზერა და ფანჯარაში გაიხედა -დიახ მას საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას განვიხილავდით წარსულისა და თანამედროვეობის ჭრილში - ავუბი მხარი მომღიმარ მეგობარს. -ბასილაშვილი, ახლა დამცინი?-წამოენთო ქალი, მაგრამ აშკარად არაფერი მითქვამს ისეთი, რაც გააბრაზებდა. -არა მას, როგორ გეკადრებათ! -ხომ გეუბნებოდით გაკვეთილის თემაზე ვლაპარაკობდით-მეთქი მასწ!..-ელენე თუ გააფჭებდა ყველაფერს, თორემ სხვა ვინ. სწორედ ასე აღმოვჩნდით დერეფანში, საკლასო ოთახის კართან წამომჯდარი მე და ბარბაქაძეების ერთადერთი ქალბატონი, მაშინ, როცა გაკვეთილის დასრულებამდე ჯერ კიდე 40 წუთი იყო დარჩენილი. -აუუ, დედას არ დაურეკონ, შეჭამს ახლა ტვინს! - დავიწუწუნე, ელენეც ამყვა -აუ ეგ რომ გაიგონ დაგვერხევა, მაგრამ აწი რღას ვუშველით?! - ხელი ჩაიქნია და წამის მეასედში მობრუნდა ჩემსკენ გაცისკროვნებული თვალებით - აბა kiss, kill, marry-ის სიმპათიური ახალი ბიჭი, ოთო და ჩემი გიორგი იცოდა ელენემ, რომ არ მიყვარდა ოთოზე საუბარი, მაგრამ რატომღაც მაინც სულ მახსენებდა და თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებდა. -იუუ, რა ბოროტი ხარ, ტუტუცოო! - ისეთი ტრაგედია მეგონა ამ გდაწყვეტილების მიღება, თითქოს რეალურად უნდა ამერჩია. -თქვი! - იცინოდა ხმადაბლა და თან თითებზე მეთამაშებოდა. -მიჭირს არჩევანის გაკეთება რომელი მოვკლა, მაგრამ ალბათ ისევ შენ ძმას მოვკლავდი, ეგ ვიცი - იატაკზე გაწვა სიცილით - ოთოს ვაკოცებდი და ახალზე დავქორწინდებოდი. - თვალები ავატრიალე, სინამდვილეში არც ერთი არ იწვევდა ჩემში რაიმე სიმპათიას და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება რატომღაც ძალიან მაბრაზებდა. -ჩაარტყი, ჩემი ძმა მართლა საზიზღარია - ხელი გამომიწოდა და მეც სიცილით დავარტყი ხელი. ისევ იქ ვიჯექით, ის წამოწოლილი იყო კომფორტულად ჭუჭყიან იატაკზე და თავი ჩემს კალთაზე ედო, ისეთი უკომპლექსო იყო ზოგჯერ მშურდა მისი. - სიგარეტი არ გინდა? -ჩუ გოგო, რო გავალთ სკოლიდან მერე მოვწიოთ ჩვენს ადგილას - თმაზე ვეფერებოდი და ვცდილობდი არ ჩამძინებოდა. -იმ შენს ისტორიას როდის წამაკითხებ? - არ ჩრდებოდა, ხვდებოდა რომ მეძინებოდა ცდილობდა ხელი შეეშალა სკოლის იატაკზე ჩაძინებაში. -ვერ ვამთავრებ. არ ვიცი რა მჭირს! -სიყვარული გინდა დაო, აღარ გყავს მუზა - გაეცინა, გამეღიმა მეც. -ეგეთ სიყვარულს გავარტყი და ეგეთ ბიჭს კიდე! - ისევ ვერ ჩაცხრა ჩემი სიბრაზე რატომღაც ჩემი პირველი გრძნობის მიმართ, რომელიც თურმე ნამდვილად არ ყოფილა სიყვარული -ვინ იყო ერთი ქალბატონის მუზა, იქნებ ჩვენც გაგვარკვიოთ? - ყველაფერი მომხდარიყო იმ მომენტში, ოღონდ არა ისინი. სამწუხაროდ, ერთ დიდ ჯგუფად წამოგვდგომოდნენ თავს მეთორმეტე კლასელი დემეტრე და თორნიკე, მეთერთმეტე კლასელი გიორგი და მათი საძმაკაცო. კითხვას ჩემი ძმა სვამდა. დემეტრე წარბაწეული მიყურებდა, გიორგი იკრიჭებოდა სულელივით. როგორ ვერ ვიტანდი, რომ იცოდეთ… ვერც თავად მას და ვერც მის მოციმციმე თაფლის ქილებს… სკოლას ახლოსაც არ ეკარებოდნენ დამამთავრებელ კლასში გადასვლისას, ამჯერად რა უნდოდათ აქ და რატომ წამოგვადგნენ თავზე სიკვდილის ანგელოზებივით ძალიან მაინტერესებდა. -ეს მოპარვა და ყურის დაგდება რა პონტია ე... იქნება რაზე ვლაპარაკობთ?სწორია ეგ საქციელი? - წამოხტა ფეხზე ელენე და გაუსწორდა ბიჭებს. სასაცილოდ ჩანდა ამ ახმახებთან ,,მობლატავე’’ პაწაწინა ბარბაქაძე - საერთოდ რამდენი ხანია აქ დგახართ? -პასუხი მინდა ქეთო! - წარბაწეული მიყურებდა ჩემს გვერდით ჩაცუცქული ძმა -დაიკარგე რა!.. - თმები ავუჩეჩე და თავი ღიმილით გავატრიალე მეორე მხარეს, ელენეს ვანიშნებდი განმუხტე სიტუაცია მეთქი -ოქეი, ბაზარი არაა! - შუბლზე მაკოცა და ღიმილით წამოდგა ფეხზე, თან ბიჭებს გადახედა -აქ რას აკეთებთ? - ვკითხე ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილ თორნიკეს -ფანჯრიდან დაგინახეთ და გამოვედით - მიმანიშნა საკლასო ოთახზე, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ შესცქეროდა ამ დერეფნის ფანჯრებს. -თქვენ გარეთ რას აკეთებთ? - ამჯერად დემეტრემ გვკითხა -ისტორიამ გამოგვაგდო - გიორგის გაეცინა და კედელს მიეყრდნო. რატომღაც ამ უკანასკნელს ვაკვირდებოდი, მანაც შემოხედა და წარბი ამიწია რა ხდებაო. ქვემოთ დავხარე თვალები და იატაკისკენ ვანიშნე, მანაც დაიხედა და გვიან მიხვდა რომ ვეხუმრებოდი. თავი უკმაყოფილოდ გააქნია, მე გამეცინა, ამაზე კიდევ უფრო შეკრა წარბები. -რაო რა მინდაო ისტორიამ? - ბიჭები იქვე გამწკრივნენ, ზოგი ფანჯარაზე ჩამოჯდა, ზოგი იატაკზე, ზოგი უბრალოდ კედელს მიეყრდნო, იმდენი ვიყავით დერეფანში სუნთქვაც მიჭირდა უკვე. მე უბრალოდ ვიჯექი და მათ ვუყურებდი, აშკარად დეპრესიული და ჩაკეტილი თინეიჯერი ვიყავი. -აუ ორი სიტყვა ვუთხარი ქეთოს და გაიბდღვნა ვენები! - თორნიკეს ეჭიდავებოდა სასაცილოდ ელენე და თან ყვებოდა მოკლედ და ლაკონურად ჩვენს საუბარს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. -თქვენი ორი სიტყვა კი ვიცი მე, ვეფხისტაყაოსანი მიმიქარავს! - წაგვკბინა ისევ გიორგიმ და ამჯერად უცერემონიოდ გადმოჭრა დერეფანი და მომიჯდა გვერდით, თან თავისი მოსაცმელი იატაკზე დააფინა, მკლავში ხელი ჩამავლო და ისე გადამსვა მასზე, ვერც კი მოვასწარი სიტყვის თქმა. საუბარი გააგრძელა, არც კი შემოუხედავს, მე რატომღაც თვალი გამიშტერდა მის პროფილზე. -აუ შეგვეშვით რაა, სასწრაფო იყო, არ გამოვიდოდა სხვანაირად -დემეტრესა და თორნიკეს შორის მდგარმა ჩემმა მეგობარმა უცნაურად ჩამიკრა თვალი. წამში გაიღო ჩვენი საკლასო ოთახის კარი და იქედან ჩემი ერთი კარგი ნაცნობი, ზემოთ ნახსენები ჩემი პირველი გრძნობის ადრესატი ოთო გამოჩნდა, ჩემი კლასელი. -გამარჯობა ბიჭებო - მიესალმა მშვიდად მათ და დაძაბულმა გაიარა დერეფანი. სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ გიორგიმ მშვენიერად დაინახა ელენეს ჩაკრული თვალი და ჩემი აჩქარებული გულისცემაც კარგად გაიგონა, სხვანაირად ვერ ავხსნი ფაქტს, რატომ გადმომხედა ცერად. არ მოტყუვდეთ, ოთო, ჩემი ცხოვრების პროტაგონისტი, წამებში გახდა ანტაგონისტი. მწარედ დამახეთქა მიწაზე, მისი ‘’სიყვარულისგან’’ ზეცაში აფრენილი, როცა ხელების ფათურს მოჰყვა ჩემს სხეულზე, სრულიად უკომენტაროდ, ყველანაირი სიტყვის გარეშე, უბრალოდ ასე გასართობად, როცა გაიგო შემთხვევით, რომ მომწონდა. ორი თვე გავიდა მას შემდეგ და ჯერ კიდევ ვგრძნობ მის მიმართ სიძულვილს, რომელიც მანგრევს. ახლაც იმის შემეშინდა, რომელიმეს რამე არ ეეჭვა წინა საუბრიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ ამიჩქარდა გული და სწორედ ასე გავყიდე თავი. -მეღადავები? ეს პი*ონი? - თვალი გააყოლა დასერიოზულებულმა გიორგიმ - რა სულელები ხართ ეს გოგოები! - უცნაური გამომეტყველება ჰქონდა -გიორგი მართალს ამბობს ქეთო? - მშვიდი იყო თორნიკეს ხმა. ზედმეტად მშვიდი იმისთვის რომ შემემჩნია, როგორ შეემზადნენ გარშემო მყოფი ბიჭები სამოქმედოთ. პანიკამ მომიცვა ორ წამში და ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი სიბრაზისგან სახეზე, მეშინოდა არ ავფეთქებულიყავი. -რატომ ტლიკინებ ზედმეტს იმაზე რაც არ იცი? - დაიძაბა ელენეც. ყველაფერი ცხადი იყო, ისინი მიხვდნენ და რაღაც საშინელება მოხდებოდა, რასაც ვერ ავიცილებდით თავიდან -ჩვენ უნდა ვიცოდეთ ელენე, რომ დაგიცვათ, არ არის ეს სისულელე. ყური გამისკდა იმხელაზე აგიჩქარდა გული ეგ რომ გამოვიდა და წეღანდელ შენს სიტყვებს თუ გავიხსენეთ ეგ გულის აჩქარება კარგი მიზეზით არ უნდა მომხდარიყო. - ისიც ისეთივე იყო, როგორც დემეტრე და თორნიკე და ეს, სამწუხაროდ, მავიწყდებოდა ხოლმე. ახალა კი ნამდვილად ამოვარდნას მქონდა გული. -მომისმინეთ, დაცვა რომ მჭირდეებოდეს თქვენ არ დაგიძახებთ, ისეთს მოვდებ ყბაში, ვერ ადგება ფეხზე. შესაბამისად დამშვიდდით. ის ჩემი კლასელია, რომელთანაც მეგობრობის გარდა არაფერი მაკავშირებს. იცოდეთ, რო გავიგო, რომ რამე დამართეთე, და აღარ გეყოლებათ. შენ კიდე მოკეტე და ნუ ანთხევ ამ სიბრძნეებს! - მთელი ჯავრი გიორგიზე ვიყარე. მის მოსაცმელს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი. გავიგონე, როგორ დამეწია 10 წუთში ელენე და ჩვენი ადგილისკენ უსიტყვოდ დავიძარით. სიგარეტი ამოვაძვრინე ჯიბიდან და სულმოუთქმელად მოვუკიდე. -მიხვდნენ, შანსი არაა, ვერ გამოძვრება! - ელენემ ჩუმად წარმოთქვა -ვიცი!მთავარია ის არ გაიგონ რა მოხდა, იფქირონ, რომ უბრალოდ არ მოვწონვარ და ეგაა. ეგ რომ გაიგონ მოკლავენ - ამოვიტირე და ელენეს მჭიდროდ ჩავეხუტე -მაპატიე! -შენ რა შუაში ხარ, ისინი არიან ტუტუცები! სკოლიდან წამოსულებს სახლის გზაზე ოთო შეგვხვდა მარცხენა ლოყა ჩალურჯებული ჰქონდა. არაფერი უქვამს თვალი ზიზღით აგვარიდა და წავიდა. თვალებაცრემლიანებული შევედი ეზოში და იქვე მსხდარ ბიჭებს უსიტყვოდ ჩავუარეთ. ყველა მე მიყურებდა, მე არცერთს. ელენე იქ დარჩა. მე ცხელი შხაპი მივიღე და ემოციურ დღის შემდეგ შეძებისდაგვარად მშვიდად დავიძინე. მაშინ ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია, არ ვიცოდი, რომ ცხოვრება ბევრად მწარე და სასტიკია. *** -გაიღვიძეთ, დროზე ადექით, დამთავრდა წირვა! - უკლებლივ ყველა გაგვაღვიძა კვირა დილას დედას ძახილმა. თვითონ ყოველ კვირას დადიოდა ეკლესიაში. რამდენჯერმე დავინახე, როგორ მიიკვლევდა მისი მაღალი სილუეტი სახლებს შორის გზას. მხრებჩამოყრილი, გრძელი კაბით და შავი თავსაფრით. ლოცვების წიგნი და რამდენიმე სანთელი მიჰქონდა თან. დედა იქ თურმე ნუგეშს პოულობდა, ღმერთთან ახლოს, რეალობისგან შორს. მამაჩემიც დამინახავს, სისხამ დილით აივანზე მდგარი, წვიმაში, თოვლში, ქარბუქში, ქარიშხალსა და მზის სხივებშეპარულ ამინდში როგორ აცილებდა მზერით დედას სილუეტს. მანამ უყურებდა, სანამ ქუჩას არ ჩაივლიდა და მოეფარებოდა თვალს, შემდეგ შემობრუნდებოდა შინ და დიდხანს იჯდა თავისთვის, მდუმარედ, ჩაფიქრებული. თვეში ერთხელ დედა მასთან ერთად წასვლას გვაიძულებდა ჩვენც, მთელ ოჯახს - მამას გარდა. ამჯერად ხუთივე მივუყვებოდით გზას ერთად. სიცილ- კისკისით ვფარავდით ტაძრამდე მისავლელ გზას - დედა არ იცინოდა. ვაღიარებ, იყო რაღაც გულში ჩამწვდომი, რაღაც აღმატებული, რაღაც საკრალური მაღალგუმბათოვან მზის სხივებით განათებულ ტაძარში საკმევლად ქცეულ გალობას რომ ვისმენდი. თავჩახრილი იდგა თორნიკე, ფეხზე ანი ეხვეოდა. თითქოს თავშესაფარი ეპოვა პატარას ძმის სახით და იქედან აკვირდებოდა ყველაფერს, გუმბათს, ხატებს, ხალხს, იმედისფრად აღაჟღაჟებული სანთლების ალს... ჩვენი უფროსი ძმისთვის მიებაძა სანდროს და თავჩახრილი იდგა ჩემს გვერდით. ერთგვარი ტრადიცია იყო ჩვენთვის. გაუაზრებლად ვასრულებდით ყველაფერს-მივდიოდით ღმერთთან სინანულის გარეშე. მაშინ მეგონა შეცდომას ვუშვებდი კითხვების დასმით, აბნეული აზრებითა და შეუცნობლის შეცნობის სურვილით. მე ვიცოდი რომ რაღაცას ვგრძნობდი, მაგრამ ეს არ იყო სინანული და არც დედას მსგავსი ნუგეში. არ ვიცოდი, რას მეუბნებოდა ღმერთი, არ ვიცოდი რას უნდა დავლოდებოდი მისგან. საკმევლის სურნელი რომ სულს კურნავდა და გალობა შინაგან შფოთვას მიქრობდა, ეს ესთეტიკა მეგონა. ვერ ვხვდებოდი, რომ ეს იყო ღმერთი... დედაჩემის ღმერთი, ერთადერთი, ნუგეშის მომნიჭებელი... ალბათ ჩემი თვალებიც იმავე ინტერესს ასხივებდნენ, რასაც გონება და გული . ამიტომ შემომეხვივნენ თორნიკეს მკლავები და ისევ საკურთხევლისკენ შემაბრუნეს ზურგით მდგარი. მე მანამდე დედას ვუყურებდი, უფრო სწორად ჯვარზე გაკრულ იესოს, მის ხორცში ცოდვისფრად ჩასობილ ლურსმნებს და ჭრილობებისგან განკურნებულ სულს. მე მჯერა, რომ ღმერთი პირველად მაშინ დავინახე — როცა დედა შევიცანი ჯვარცმის წინ ჩამუხლული. სწორედ იქ პოულობდა ძალას ცხოვრების გასაგრძელებლად-იესოს ავედრებდა თავის ერთადერთ სანუკვარ ცრემლს, ღვთისმშობლის ნაჭრილობევ შვილს აბარებდა თავის გარდა’ცვლილს. -ამიტომ დადის ყოველ კვირას ტაძარში, ისევ მისი სულის გამო - ჩავუჩურჩულე თორნიკეს. რატომღაც ჩემი უფროსი ძმა მუდამ თავნება, არასდროს ეწინააღმდეგებოდა დედას ამ ამბავში, თავდახრილი მიჰყვებოდა იქ, ღმერთის სახლში და ფარად ედგა ზურგსუკან აღმართული. თვალი ჩამიკრა ჩუმად მყოფმა და თავზე ხელი გადამისვა. მეტი არაფერი იყო სათქმელი! -დე, სულ რომ ამბობ ანგელოზებიც კი თავდახრილი უსმენენ წირვასო, მაინტერესებდა მართალი იყო თუ არა და ჩუმად ავწიე თავი-იქ არ იყვნენ! - საიდუმლოდ გაუმხილა სანდრომ დედას. ღიმილით უყურებდა დედაჩემი თავის ნაბოლარას -იმიტომ ვერ დაინახე, რომ თავი ასწიე - გულუბრყვილოდ ჩურჩულ ანიმ ძმას და თორნიკეს თავშეკავებულ ხარხარზე უფრო მიიწია ტყუპისცალისკენ - გაგიბრაზდა ალბათ ღმერთი! -არა დე, თქვენ როგორ გაგიბრაზდებათ ღმერთი, ძალიან უყვარხართ ხომ იცით?! - სილაღე მოუჩანდა დედას ციმციმებში. მეც გამეღიმა და მაგრად მივეკარი უკვე დამშვიდებულს. -აბა რომ არ შეიძლებოდა და მე მაინც ავიხედე ზევით? -შეიძლება დე, შეიძლება...პირიქით, იცი როგორ უხარია, შენ რომ ასე ინტერესდები? - თვალები გაუცისკროვნდა ბავშვს -მართლა? -მართლა! როცა დაგაინტერესებს სულ აიხედე ხოლმე, პირველი მას ჰკითხე და მას სთხოვე. ყოველთვის თქვენთანაა, ხომ იცით? -მეც მიყვარს! - დის სიტყვებს თავის ქნევით გამოექომაგა სანდრო და ჩაფიქრებულმა გააგრძელა გზა. თორნიკეს შევხედე, ისიც მე მიყურებდა. დილით არ მინდოდა წასვლა, მაგრამ მაშინ ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ზედმეტად მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობდი რატომღაც თავს. ჩემი ძმის თვალებში რომ იგივე ამოვიკითხე უნებურად გამიხარდა. უცნაური იყო დღევანდელი დღე. ცხადად ვგრძნობდი რაღაც უხილავ ძალას, რომელიც საოცრად ნაცნობი და ცრემლების მომგვრელი იყო. ღიმილით გვიცქერდა ხის აივანზე გადმომდგარი მამა-მის თვლებში ისევ უძირო სევდა დაბუდებულიყო. *** ცა მოღრუბლულიყო. თუთის ხეზე ვიჯექი, გიორგი ის მოსაცმელი მეცვა, სკოლაში რომ იატაკზე დამიფინა და მე წავართვი. ეზოს ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი. ხელში ბლოკნოტი მეკავა და ვცდილობდი, რამე დამეწერა, გამეგრძელებინა ჩემი პატარა ისტორია. არაფერი გამოდიოდა. ვეღარ ვწერდი ზღაპრებს სიყვარულზე, მხოლოდ ის ხელებს შეხება მახსენდებოდა ყოველ ჯერზე. თითქოს ერთიანად ამიცრუვდა გული ყველაფერზე. დიდ სიმძიმეს ვგრძნიდი შინაგანად. ფერდში ოდნავი წვა ვიგრძენი, პაწაწუნა კენჭი და ჩემს ხელებში მოქცეული პატარა ბლოკოტი ერთდროულად დაეცა მიწაზე. რამდენიმე წამი დამჭირდა იქედან ჩამოსავლელად, მაგრამ ერთ ძალიან ბოროტ ადამიანს მოესწრო მისი ხელში აღება და არ მინდოდა იმის დაჯერება, რასაც ჩემი თვალები ხედავდნენ. გიორგი ბარბაქაძე ჩემს ისტორიას კითხულობდა. წარბებშეკრული, სერიოზული სახით, ინტერესით. -ბარბაქაძე ,მოგკლავ! დახურე! - ბლოკნოტი მაღლა ასწია ისე, რომ ვერ მივწდომოდი და კითხვა გააგრძელა -მეღადავები?ეს შენ დაწერე?ანუ ასეთიც ხარ? გრძნობებიც გაქვს?-თითქოს დამცინავი იყო, მაგრამ თან ინტერესით მაკვირდებოდა, თითქოს შემისწავლიდა. ბლოკნოტი გამომიწოდა და ხელებგადაჯვარედინებული მაკვირდებოდა -რა გინდა? რატომ ერევი ჩემს საქმეში? რატომ მეჩხირები მუდამ თვალებში? - ვიცი, ძალიან უხეში ვიყავი, მაგრამ ის იმსახურებდა. -რაო, გაბრაზდი შენი სიყვარული რომ ვცემეთ?- დამცინავი იყო. თავისებურად უციმციმებდა თაფისფერი თვალები. ზოგადად ძალიან ცდილობდა ჩვენს ძმებს დამსგავსებოდა. -დებილები ხართ, გაბრაზებული ვარ, იმიტომ, რომ უდანაშაულო ბიჭი, ჩემი კლასელი სცემეთ, ხვდები? თუ არ შედის ამ შენს მოცუცქნულ ტვინში? -გინდა ყველას ვუთხრა რეებს წერ მაგ შენს ბლოკნოტში? -გინდა შემომაკვდე?-დავუყვირე. ფანჯრიდან დემეტრე გადმოდგა, თან იცინოდა. - მოგკლავ! ენას ამოგაძრობ! ვირთხა, ტუტუცო, უზრდელო! - მშვიდად ვამბობდი, მარამ ისე მოულოდნელად ვწვდი თმებში თავადაც გაოცებული ჩანდა. არ ელოდა და ვერაფერი მოიმოქმედა უცებ. -გამიშვი გოგო, გაგიჟდი? - კბილებში ცრიდა, მე კი მაგრად ჩავიბღუჯე მისი თმები და სიცილით ვატრიალებდი მის თავს ჩემს ნებაზე -დარწმუნებული ხარ, რომ იტყვი? კიდევ იგივეს ფიქრობ? -პლაკატს გამოვაკრავ, მიკროფონში გამოვაცხადებ! - ყვიროდა ისიც. კიბეზე ნანი და შორენა მორბოდნენ, დრამის თავიდან აცილება უკვე შეუძლებელი იყო. -რაო რას ვიზამო? - კიდევ უფრო მოვქაჩე და მანაც უმატა ყვირილს. რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდათ დარჩენილი ჩვენამდე, სიტუაცია რომ შეიცვალა და ამჯერად მე აღმოვჩნდი ბარბაქაძის კლანჭებში მოქცეული. -ახლა ჭკუას გასწავლი! -ხელიდნ დამისხლტა, ონკანისკენ გაიქცა და წამებში მომიშვირა რეზინის მილი. მაისის არადამახასიათებლად ცივ ამინდში, შუა ეზოში ვიდექი სრულიად გაწუწული, თვალებდახუჭული და ვერაფერს ვაკეთებდი. კმაყოფილი იდგა გიორგი თავისი ნამოქმედარით. ნანი პირზე ხელაფარებული გვიყურებდა, შეშფოთებული. აივანზე გადმომდგარ ბიჭებს ეცინებოდათ და თავსაც არ იკავებდნენ. დედაჩემის ხელი რომ ვიგრძელი მკლავზე ჩავლებული, კიდევ უფრო შემომიტია აუტანელმა სიბრაზემ. დედა რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ სიბრაზისგან არფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ მას, მომცინარს. ჩემს ხელებში მოქცეულ გაწუწულ ბლოკნოტს დავხედე და ყველანაირად ვეცადე გული სრულიად არ გამსკდომოდა. -ვისწავე ჭკუა, მადლობა! არ დაიძინო ამაღამ, ვინმე ყურში მარილი არ ჩაგაყაროს - დავემუქრე ჩაბჟირებულ გიორგის და სახლისკენ წავედი. -რა ვერ მორიგდით? რამდენჯერ გითხარი, ნუ იქცევი ტუტუცი და თხა გოგოსავით-მეთქი?!- მეჯუჯღუნებოდა დედაჩემი, კიბე რომ ავირბინე ძლივსღა მესმოდა მათი ხმა -გიორგი, მამაშენი მოგხედავს დღეს რომ მოვა, როგორ იქცევი? - მესმოდა ნანის ხმაც. - წადი და ახლავე ბოდიში მოუხადე ქეთის, დროზე! არ მჭირდებოდა მისი უნიათო ბოდიში! -დღეს მალინის მურაბას შემოგიტან და ლიმონს, დაალევინე ბავშვს, იქნებ აღარ მოერიოს გაციება! - ნანიმ შესთავაზა დედას, ალბათ თავად გრძნობდა თავს დამნაშავედ. არადა მისი ბრალი არ იყო, ვირი შვილი რომ ჰყავდა -მეც მაქვს მურაბები, ბევრი გავაკეთე წინაზე! შენს თავს მიხედე! - ისევ ეს მწარე სიტყვები და საჩხუბარი განწყობა. არასდრს თმობდა დედა და ყოველთვის ეგებოდა მის ანკესს ფეთქებადი ნანი. მესმოდა ხმები ზურგსუკან, მაგრამ მე მხოლოდ ჩემი აჩქარებული გულის ხმას ვგრძნობდი. სააბაზანოში შევიკეტე, წყალი მოვუშვი და ბოლომდე დავიცალე გრძნობებისგან. გარდატეხის ასაკში ყველაფერ ორმაგად გრძნობ და განიცდი. გგონია, რომ შენი ცხოვრება დასრულებულია,თუ რაღაც მომენტში სიტუაცია სხვაგვარად წარიმართება. მით უმეტეს თუ საქმე სიყვარულს, პირად სივრცესა და ამ ასაკისთვის შეუფერებელ ქცევებს ეხება. სააბაზანოდან გამოსულმა ყველა ოჯახიწევრი დავაიგნორე და ოთახში შევიკეტე. ფენით გავაშრე ბლოკნოტის ყველა გვერდი, თან ცრემლებად ვიღვრებოდი. მენანებოდა ჩემი ამდენი შრომის შედეგი, ჩემი გრძნობები, ფურცებზე გადმოტანილი. -ბიჭია დედა ის ბავშვი, ბიჭი... ასე რომ ამწარებ რა გგონია რას იზამს? მამაშენმა არ გაგიგოს თმები რომ დააცალე თორემ მოგკლავს, ხომ იცი ვერ იტანს ასე რომ თხაობ. - მესმოდა დედას დარიგებები ოთახის ღია კარში და უკვე ამ სამყაროდან გაქრობა ყველაზე კარგ გადაწყვეტილებად მიმაჩნდა. - ის პატარა ბავშვი დაკაცდება მალე, თავისი თავმოყვარეობა აქვს, მსგავს რამეს არ გაგიტარებს! ვერ მე ვიტანდი ამ საზოგადოების გენდერული ნიშნით შერჩევით სამართალს. ფეხზე წამომხტარმა მივაჯახუნე ოთახის კარი -მე რომ გოგო ვარ არ მაქვს ჩემი სივრცე და თავმოყვარეობა?თვითონ იწყებს და მერე მე მბრალლდება - ვტიროდი და ვაიგნორებდი ოთახში შემოვარდნილი დედის გაბრაზებულ თვალებს -რა ქნა ახლა იმ ბავშვმა ასეთი? შენ იწვევ, შენი ბრალია სულ რომ გეჩხუბება, აწვალებ და მაგიტომ. კარგი ბიჭია, მშრომელი, ნიჭიერი და პერსპექტიული, სად სცალია მაგას შენთვის ერთი?!- ვერ ვიტანდი ასეთ დედას. უფრო ვუმატე ტირილს - ნუ ჯღავი და მეორეჯერ აღარ გავიგონო კარი ასე მოაჯახუნო, ეგ მერე შენ რომ იწვალებ, იშრომებ, და გექნება სახლი. შვილებს რომ გააჩენ, იმათგან აიტანე კარის მოჯახუებები! - გამწარებულმა დატოვა ოთახი. მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შემოვიდა ელენე ჩემთან, მიცნობდა, დრო მომცა დასამშვიდებლად. უკვე ბოლომდე ვიყავი გრძნობებისგან დაცლილი, ჩემი თვალებიც საკმაოდ შესიებულიყო. უკვე ყველა ბრძოლა მქონდა მოგებული-ცრემლებისა და წყენის. -გოგო, ბოდიში რა! რა მუტრუკია ხომ იცი? მე გიხდი ბოდიშს მის მაგივრად. ვხვდები ახლა როგორც გიჭირს... - კიდევ ამეტირა კართან აწურული მეგობრის დანახვაზე. თავისი გველი ძმის გამო ეს რატომ უნდა იხდიდეს ბოდიშს. კიდევ უფრო მეტად მეზიზღება. უფრო მეტად ავტირდი და ხელები ფართოდ გავშალე რომ ელენე მჭიდროდ ჩამხუტებოდა. მხოლოდ მისი ნუგეში მჭირდებოდა ამ მომენტში, სხვა არაფერი. დიდხანს, გულამომჯდარი ვტიროდით,ერთმანეთს ჩახუტებულები ჩემს საწოლზე. ზედმეტად ემოციური იყო ეს მდგომარეობა ჩემთვის და მეგონა სხვას არავის ესმოდა. -ყველა ბიჭი ერთნაირია, ყველა სულელი, დებილი და უჭკუოა. როდის უნდა გაიზარდონ - ტიროდა ბოლო ხმაზე ელენე - მეზიზღებიან! -უგულოები არიან! - ვტიროდი მეც. -ეს აიღე რა...- გამომიწოდა ბარბაქაძემ ბლოკნოტი ლამაზი პრინტით. შიგნიდა მთლიანად ცარიელი იყო. - იქ ვერაფერს წერდი, იქნებ ეს იყოს ახალი საწყისი და დაგეხაროს. თან გამოისყიდის ჩემი დებილი ძმის ნამოქმედარს -მარტო შენ გესმის ჩემი ელე...მიყვარხარ! - მსგავსი ემოციური წუთები არც პირველი იყო ჩემთვის და არც ბოლო. გიორგი ბარბაქაძის გამო, ჩემს ცხოვრებაში მრავლად იყო მსგავსი მომენტები, ექშენით, ცრემლებითა და გამოუხატველი ემოციებით სავსე. მამას მოსვლაც გავიგე საღამოს, თორნიკეს ჩემთან საუბრის მცდელობებსაც წავუყრუე. ღამით გვიან დედას ოთახში შემოსვლა რომ გავიგე, მხოლოდ მაშინ მომილბა გული და დამიმშვიდდა გონება. წყენა სადღაც სრულიად დაიკარგა მისი ხელები რომ შემომეხვივნენ და მიმიკრეს საყვარელ მკერდზე. მიტევების, ნუგეშის და სიყვარულის სუნი ჰქონდა დედას, მკურნალი ძალა-მის უსიტყვო ბოდიშს. *** დღების მანძილზე არ ველაპარაკებოდი არცერთ მათგანს. თორნიკე და დემეტრე ისევ დამცინოდნენ, როცა დამინახავდნენ. რა თქმა უდა, ისინი ბიჭები იყვნენ და მსგავსი ემოციები სისულელედ და ბავშვურ ქცევად მიაჩნდათ. სტერეოტიპების მსხვერპლი ჩამოუყალიბებელი ბიჭები… გიორგის საერთოდ არც კი ვხედავდი. ვერ კი არა-არ. არ უნდოდა ჩემს გონებას იმის აღქმა, რომ ის იყო ჩემთვის ამაზრზენი არსება, რომელიც ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა. მოგატყუებთ, რომ გითხრათ თავს იკლავდა მეთქი ჩემთან ურთიერთობის დამყარების სურვილით. ისე მარიდებდა თვალს და მივლიდა გვერდს, თითქოს საშვილიშვილო ცოდვა მქონდა მის წინაშე. უმადური, ბედნიერი უნდა იყოს, რომ არ მოვკალი! -გოგო, რა ფერი გადევს? ხომ კარგად ხარ? - მერხზე მედო თავი დიდი შესვენებისას და თმებზე ნაზად მეფერებოდა ჩემი დაქალი. -მუცელი მტკივა სასტიკად, ეს რა ჯანდაბაა, ასე არასდროს მტკიებია -მოზარდისთვის მენსტრუაცია ხომ ცალკე პრობლემური საკითხია, მაგრამ მას თუ ხალხით სავსე სივრცეში, მით უმეტეს სკოლაში უწევს ამ დროს ყოფნა, ეს არის მისთვის ჯოჯოხეთი, რომლის გავლაც იქ გატარებული ყოველ წუთისას თავიდან უწევს. -წამო ექთანთან რა. მეშინია, რა ფერი გაქვს? სახლში რომ წახვიდე? მე ვეტყვი და გაგანთავისუფლებენ. თორნიკეს ვეტყი და წაგიყვანს. -აუ არ მინდა გოგო, მრცხვენია ხომ იცი თორნიკესთან მსგავს რაღაცებზე საუბარი. თან დედაც არაა სახლში, მუშაობს დღეს და მარტო არ მინდა. -აუ მე არ გამომიშვებენ...რა ვქნათ? - მართლა წუხდა ელენე, მან ხომ იცოდა რას ნიშნავს მსგავს სიტუაციაში ყოფნა, ამიტომ ცდილობდა გამოსავლის პოვნას, რომელიც მგონი არ არსებობდა. -წამალი დავლიე, დავიძინებ ახლა სანამ გაკვეთილი დაიწყება და გამაღვიძე მერე - ვუთხარი და ვეცადე ყური დამეგდო და მომესმინა ტკივილის მაღალი ბგერებისთვის. თურმე მხოლოდ 15 წუთი გასულა, მე კი მეგონა 3 საათი მეძინა. ქართულის მასწავლებელი იდგა ჩვენს წინ, ელენე ისევ ჩემზე იყო კონცენტრირებული, მე კი აშკარად დიდ სისუსტეს ვგრძნობდი და ამასთან ერთად შიშს. -მას, ქეთი ცუდადაა. ექთანთან გაუშვით რა! - სთხოვა ელენემ -ამხელა დასვენება იყო, ვერ მოითავეთ მსგავსი საქმეები? რა სჭირს? ბასილაშვილი კარგად ხარ? - სათვალის ზემოდან მაკვირდებოდა მასწავლებელი. მე ვერ ვხვდებოდი სკოლაში ვიყავი თუ სადამსჯელო ორგანოში. - წადი, მაგრამ მარტო!-გამაფრთხილებლად დამიქნია ხელი, მე წამოვდექი და მხარზე ხელის დადებით ვანუგეშე საოცრად ანერვიულებული ელენე, რომელიც მასწავლებელს რაღაცას ხმამაღლა ეუბნებოდა, მე კი ერთი სიტყვაც არ მესმოდა. უზარმაზარი იყო ჩვენი სკოლა, ექთნის კაბინეტი ორი სართულით ქვემოთ, შენობის მეორე ბოლოში მდებარეობდა. არ ვიყავი დარწმუნებული მივაღწევდი თუ არა მის ოთახამდე, მეგონა ჩავიკეცებოდი, ძალა არ მქონდა საერთოდ. სწორედ ამიტომ დავურეკე ჩემს ძმას, არ იყო მორიდებისა და ბუტიაობის დრო, რადგან ვხედავდი აშკარად სუსტად ვგრძნობდი თავს. ბედის ირონიაა ის, რომ ერთხელ დავურეკე თორნიკეს სკოლაში ყოფნისას, ერთხელ დამჭირდა და ახლაც გამორთული ჰქონდა ტელეფონი. არ მქონდა სხვა გზა, კედელს ვეყრდნობოდი და ისე ვაგრძელებდი გზას. ყველაფერთან ერთად იმის შიშიც მქონდა, რომ შევრცხვებოდი მთელი სკოლის წინაშე თუ ამ მდგომარეობაში მიპოვნიდნენ დერეფანში დაგდებულს. ეს ყველა ფიქრი სინათლის სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს გონებაში, მაგრამ დამიჯერებთ თუ გეტყვით, რომ წამის მეასედში შეწყდა ყოველი მათგანი? იცით,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს გონებას გათიშვის საშუალებას ვაძლევდი , თითქოს რაღაცამ ნებართვა მომცა და მეც უცებ მოვწყდი დედამიწას, ავმჩატდი და ბედის ირონიად ის მიმაჩნია, რომ ამ ბოლო მომენტშიც კი გიორგი ბარბაქაძეს ვხედავდი ჩემს წინ. ნათლად დავინახე როგორ მოისროლა კალათბურთის ბურთი და როგორ გამოიქცა ჩემსკენ. მე უკვე სხეულის ვერცერთ ნაწილს ვგრძნობდი და მეგონა, რომ ეს იყო ჩემი დასასრული. ბოლოს ვიგრძენი ვიღაცის მჭიდრო შეხება და ხმა, რომელიც თითქოს დაგუბულ ყურებში, სადღაც შორიდან ჩამესმოდა. მაშინ ვერ ვფიქრობდი ყველაფერს, მაგრამ ერთი აზრი ტივტივებდა ჩემს გონებაში: იგი ჩემს ცხოვრებაში უცაბედად, ყველაზე საჭირო დროს გამოჩენილი მესია იყო. -რა მოხდა? - თავზე სკოლის ექთანი მადგა. მეორე მხარეს ადამიანის ფიგურას თვალის კუთხიდან ვხედავდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი ის თუ გიორგი იყო. ჩემს მახსოვრობაში მასთან დაკავშირებული უკანასკნელი მოგონება სიზმარი მეგონა მაშინ. -გიორგიმ მოგიყვანა, ძვირფასო, გული წაგივიდა დერეფანში - თბილად მიმზერდა ქალი - წნევა დაგივარდა, როგორც ჩანს რაღაც გტკივა, იქნებ დახმარება შევძლო? -იცით თქვენთან მოვდიოდი ისედაც...- დაბოხებული ხმა ჩავიწმინდე -სუსტად ვგრძნობდი თავს, მუცელი სასტიკად მტკიოდა...-ინსტინქტურად დახრილი თვალებით შევხედე გიორგის. მან თვალი ამარიდა და ფეხზე წამოდგა, თან უცნაურ ხმებს გამოსცემდა, თითქოს ახველებდა. კედლისკენ მიბრუნდა და ინტერესით დაიწყო ჩამოკიდული სურათების თვალიერება -მენსტრუაცია გაქვს, ძვირფასო?- დაიხარა და ჩუმად ჩამჩურჩულა ქალმა, მე ისევ გიორგის შევხედე. მაშინ საოცრად უხერხულად მეჩვენებოდა ეს სიტუაცია -დიახ! - დავეთანხმე, მაგრამ ჩემი მზერის ობიექტი ექთანი ნამდვილად არ იყო. შიგადაშიგ აპარებდა ბარბაქაძე ჩემკენ თვალს, ამას ვხედავდი, მაგრამ ვერ ვხვდებდი რა რეაქცია უნდა მქონოდა,ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი მასზე. თან მრცხვენოდა, ამას ჩემი აწითლებული ლოყებიც ადასტურებნენ. ექიმმა რამდენიმე წამალი დამალევინა და გვერდით ოთახში გავიდა. -უკეთესად ხარ?- დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მკითხა და ჩამოჯდა ისევ თავის სკამზე, საწოლის გვერდით. უცნაური იყო ორივესთვის, რა თქმა უნდა. -კი, მადლობა, რომ მომიყვანე და იქ არ დამტოვე! - ჯიქურ ჩავაშტერდი თვალებში, მაგრამ ვგრძნობდი, ლოყები საოცრად აწითლებული მქონდა სირცხვილიგან -მკბენ, ანუ კარგად გრძნობ თავს! - ჩაიცინა და ოდნავ მოიწია საწოლისკენ -კი მეზიზღები, მაგრამ მაინც ერთად გავიზარდეთ, თან შენი ძმის გამო, ვერ დაგტოვებდი მომაკვდავს, ხომ ხვდები! - ვიცი, ასეთი არაადამიანიც არ იყო და ურალოდ ჩემს გასაბრაზებლად საუბრობდა ასე -მესმის, მაგრამ მანც მადლობა. გაპატიე წინა ინციდენტი, ამის ხათრით!-თვალი ჩავუკარი, მან გადაიხარხარა -ისე ვნერვიულობდი, ღამე არ მეძინა და საჭმელს არ ვჭამდი! -კი გავიგე!- ვუთხარი წარბაწევით და იმ მომენტში მართლა ვიოცნებე, რომ საათები გამეტარებინა გიორგისთან ერთად, ოღონდ ჩემი ძმა, გიორგის ძმა და მათი მთელი ხროვა ახლა თავზე არ დამდგომოდნენ. -რა მოხდა ქეთო, რა დაგემართა? ბოდიში რომ ვერ გიპასუხე, რაღაც საქმეზე ვიყავით და გამეთიშა ტელეფონი! - ლოგინთან ჩამუხლული თავზე მკოცნიდა თორნიკე, მე კი გაქრობა მინდოდა იქედან -წნევა დაუვარდა და ცუდად გახდა დერეფანში, კარგადაა ახლა, არ ინერვიულო! - არ ვიცი რამდენი ხანი, ალბათ მთელი ცხოვრება ვიქნებოდი მადლიერი ბარბაქაძის, რომელმაც გამომაძვრინა ამ არასასურველი სიტაციიდან. თვალი ჩამიკრა, მანიშნა არაფერიაო და ბიჭებს შეხედა ისევ -ძმა ხარ,შენ რომ არ ყოფილიყავი… -კაი ტო,რაზე მელაპრაკებიი! წავედი ახლა რეპეტიციაზე, დავაგვიანე ისედაც - მაგრად მოეხვია თორნიკე გიორგის. არ მეგონა მსგავს თემებზე საუბრისას ან მსგავს სიტუაციეში გიორგისთან თუ უფრო კომფოტულად ვიგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემს ძმასთან. მაგრამ ფაქტი ერთი იყო... -კარგით ხო, გული შემიწუხდება ახლა ამ სცენის დანახვაზე! -თავი გვერდით გადააგდე და დემეტრეს გავუცინე, შუბლზე რომ მაკოცა სრულიად მოულოდნელად. -გამოდი ძმაო აქეთ, არ დაგშხამოს!- თვალი ჩამიკრა გიორგიმ და ოთახიდან სიცილით გავიდა. იდიოტი! *** იმ დღეს თორნიკემ მიმიყვანა ტაქსით სახლში და დიდხანს იწვა ჩემს გვერდით, ცდილობდა სასაცილო ამბები მოეყოლა და ოდნავ გავემხიარულებინე, მე კი ძილის მეტი არაფერი მინდოდა. ისე წამართვა თავი მორფეოსმა, მხოლოდ ჩემი ძმის თბილ მკერდს ვგრძნობდი თავქვეშ, სხვას ვერაფერს. შუაღამე იყო რომ გამეღვიძა. უცნაური სიჩუმე სუფევდა სახლში, მხოლოდ ღამემ რომ იცის,მარტოსულმა. ფარდებს გრილი ნიავი არხევდა და ხის დარაბებიდან საოცრად ლამაზად მოჩანდა ივნისის ღია ფერის ცა. საათს რომ დავხედე გამიკვირდა, იგი ღამის სამ საათს აჩვენებდა. მე უსაშველოდ მომინდა მოწევა. შეძლებისდაგვარად ჩუმად გავედი სახიდან და დახვეული ხის კიბის ქვეშ დავდექი. სიბნელე იყო და წესით ვერავინ დამინახავდა. სახლისკენ ვიყურებოდი, ვინმე არ გამოვიდეს მეთქი და თან ვეწეოდი. უცნაური იყო იმის დანახვა, როგორ აინთო გიორგის ოთახში შუქი და წამის მეასედში ჩაქვრა. მაგრამ ადვილი გასარჩევი იყო მისი ფიგურა, რომელიც ფანჯარაში გადმომდგარიყო და ჩემდა გააოცრად პირიდან ბოლს უშვებდა. მაშინ გავიგე პირველად, რომ თურმე ჩვენი გიორგიც ეწეოდა, რაც სიმართლე გითხრათ საოცრად გასაკვირი იყო ჩემთვის. ის ბიჭი იყო,რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩვენთან შედარებით პრიორიტეტებით სარგებლობდა მსგავს საკითხში. ხომ იცით ქართული ოჯახები და მათი სტერეოტიპული აზროვნება. ეჩხუბებოდნენ, მაგრამ მალე ჩაივლიდა ეგ ამბავი, ისევე თავისუფლად უნდა ყოფილიყო, როგორც ჩვენი ძმები, საინტერესო იყო, რატომ მალავდა. არაფერი პირადული, უბრალოდ ვაკვირდებოდი, საინტერესო იყო მისი ასეთი მშვიდი და ჩაფიქრებული ფიგურის ხილვა. მხოლოდ მთვარე ანათებდა მის სახესა დასხეულს ამიტომ კარგად ვერ ვხედავდი გამომეტყველებას, მაგრამ აშკარად რაღაც აწუხებდა უგულო ბატონს. რატომ ვინტერესდებოდი? რა მესაქმებოდა ბარბაქაძესთან? ჩემი ცხვრების ჭირთან და ჯოჯოხეთთან? არ დამავიწყდება გადმოსვლიდან რამდენიმე დღეში მამაჩემთან რომ მივიდა და ჩაუკაკლა ქეთის მეზობლის ბიჭი მოსწონსო. ვითომ კაცურ ამბავში გააფრთხილა 10 წლის ღლაპმა მიხეილი. სწორედ ამიტომ არ მიშვებდა მამაჩემი სახლიდან ბავშვვებთან სათამაშოდ, სანამ არ დავუდე პირობა, რომ იმ ბიჭს აღარც კი შევხედავდი. თავიდანვე ბოროტი იყო და მე რატომ უნდა მოვქცეოდი კეთილად? ბოდიშიც კი არ მოუხდი ჩემი ბლოკნოტი რომ გამინადგურა. -რაო ვაჟბატონო, მოგბეზრდა დედიკოს კარგი ბიჭობა? -დავუჩურჩულე. გაიგო, ძალიან ახლოს ვიდექი მის ფანჯარასთან. კიდევ ვერ ვინელებდი დედაჩემის მიერ მის ქება-დიდებას და ჩემს დადანაშაულებას. გაკვირვებისგან ნათლად დავინახე როგორ შეხტა და ხელიდან გაუვარდა სიგარეტის ანთებული ღერი, რომელიც პირდაპირ ჩემს ფეხებთან დაეცა.რამდენიმე წამი შეშფოთებული მიყურებდა, შემდეგ გაეცინა და ფანჯარაზე გადმოძრომა დაიწყო - გაგაიჟდი? რას აკეთებ? ეგ ცხვირ-პირი მე უნდა დაგიმტვრიო, შენით კი არ უნდა გააკეთო ეგ! - შევიცხადიე გაოცებულმა და ნერვიულობისგან დგილზე ხტომას მოვყევი. ორ ადგილად დაადგა ფეხი და წამის მეასედში ჩემს წინ იდგა, ჩემე ნახევარი თავით მაღალი, წელსზემოდ შიშველი, ირონიულად მომღიმარი, ურჩხული. -შენ რას აკეთებ აქ? ეზოში, სიბნელეში ღამის სამ საათზე? - ჩემს წინ იდგა და სიცილით მიყურებდა. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, დაბნეული, თავისი გზის მაძიებელი, მაღალი, მაგრამ სუსტი აღნაგობის. ჯერ ისევ ჩამოუყალიბებლები ვიყავით ორივენი. -სუფთა ჰაერზე ჩამოვედი! - მოვიტყუე თვალისდაუხამხამებლად და ხელები გულზე გადავიჯვარედინე უფრო დამარწმუნებელი რომ გამოჩენილიყო ჩემი სიტყვები. გაეცინა და ოდნავ დაიხარა ჩემი სახისკენ, ვერ მივხვდი რას აკეთებდა. -ხო, მაგიტომაც აგდის სიგარეტის სუნი - ირონიული იყო მისი პასუხი და შეშფოთებული ჩემი გამომეტყველება - როდიდან ეწევი? ან აქამდე როგორ ვერ გამოგიჭირე? - იცინოდა ისევ. კიბის პირველ საფეხურზე ჩამოჯდა და ქვევიდან ამომხედა მომცინარმა -ჯანდაბა შენს თავს! - ვუთხარი და კიდევ ერთი ღერი ამოვაძვრინე შეფუთვიდან, თან მასაც გავუწოდე. სიცილით აიღო ერთი ღერი და გაუკიდა. მე კიდევ უფრო მივიწიე სიბნელისკენ, ის ლამაზად ეწეოდა და თან მიყურებდა, მაკვირდებოდა. - შენ როდიდან ეწევე? როდის იყო უხდებოდა მოცეკვავე კაცის ფილტვებს სიგარეტის მოწევა?! -დაახლოებით ორი წელია, უბრალოდ არ მინდა ამის აფიშირება. რა მოხდა, ვაშავებ მაგით ყველამ რომ არ იცის?და მოცეკვავეობა არაფერ შუაშია, შენ რა გგონია შენს ფილტვებს არაფერს უშავებს?! - დამცინა და სიგარეტი გადააფერფლა -ვიცი რასაც უშვება, დაწყნარდი. მეც სადღაც ეგრე ორი წელია - თვალები გაუფართოვდა. ვჩურჩულებდით ვინმეს რომ არ გაეგო -გაგიჟდი? ასე პატარამ რატომ დაიწყე? ვერასდრს ვიფიქრებდი ახლა რომ არ დამენახე. კი ხარ თავნება თხა, მაგრამ მაინც! ჩემი დაც?... -არა! თავი აიქნია იმის ნიშნად, რომ არ სჯეროდა -ისე, კარგი ხარ, როცა დამპალი სული არ გყავს ჩასახლებული და არ გველობ! - რატომღაც ვუთხარი გულწრფელად. მან ცოტა ხანს უხმოდ მიყურა, შემდეგ ძალიან ხმამაღლა გადაიხარხარა. სწრაფად მივვარდი და პირზე ხელი ავაფარე. ზემოთა სართულის ხის აივანზე ნათლად ისმოდა ვიღაცის ნაბიჯების ხმა. - ვიღაც გააღვიძე, სულელო! -ანუ მოგეწონე? - გაეცინა ისევ ბავშვური სიანცით - შენ რომ არ გინდოდეს ჩემთან კატა-თაგვობანას თამაში, მე სულ ასეთი ვიქნებოდი, თხა ხარ და მიშლი სულ ნერვებს! - ჩურჩულით მითხრა ყურში ინსტინქტურად მის გვერდით ჩამოჯდარს -ახლა ნუ გაუშტერებ! - ვუთხარი მკაცრად და სიტუაცია დავზვერე. არვინ იყო, ამიტომ სწრაფად გამოვძვერი სამალავიდან და კიბე უჩუმრად ავირბინე. იმ საღამოს თორნიკე და დემეტრე შორიდან გვიყურებდნენ თურმა, როგორ ვიპარებოდით სახლებში მე და გიორგი. ეს ამბავი დიდი ხის შემდეგ ანეგდოტად მოყვა დემეტრემ ოჯახურ ვახშამზე. იმ ზაფულს თორნიკე და მამა ჩვენს თბილისურ ეზოში დავტოვეთ და ერთი თვით სურამში წავედით მე, დედაჩემი და ბავშვები, შემდეგ ბათუმში, ბოლოს კი სოფელში გავეშურეთ დასავენებლად. მამაჩემი სამსახურს ვერ ტოვებდა, უკვე აბიტურიეტი თორნიკე კი ასევე აბიტურიენტ დემეტრეს. მე მომიწია ორი თვით ელენეს, თუთის ხისა და ჩვენი პატარა ეზოს დატოვება. დედას ნერვიული შეტევები ჰქონდა, თორნიკეს გამოცდებს რომ ვერ ესწრებოდა. ორი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ბარბაქაძეები ბოლოს ვნახე. *** -შეხედე, შეხედე როგორ ფოტოებს დებს, ხანდახან ვფიქრობ, რატომ არ იქცევა ეს ქალი თავისი ასაკის შესაფერისად?- დედა ჩემსკენ აბრუნებს ტელეფონს. მეც კარგად ვაკვირდები ფეისბუქზე გახსნილ ნანის გვერდს, სადაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ლამაზი ქალი იწონებს თავს და მეცინება. არა, ნანის არა, დედაჩემს დავცინი. ისინი ტოლები არიან და ჯერ კიდევ ახალგაზრდები, მაგრამ ნანი გახსნილი, გულღია და გაბედულია,დედა მორცხვი და ცოტათი ჩაკეტილი. სწორედ ამ მიზეზით ვერ ეგუება ბარბაქაძეების დედოფლის ხასიათებს. სწორედ ამიტომ მეცინებოდა. ვუყურებდი სოფელში, ჰამაკში წამოწოლილ ულამაზეს დედიკოს და ბევრი კითხვა მებადებოდა გონებაში. ტელეფონი მომაშორა გაბრაზებულმა და რაღაც ჩაიბურღუნა, თან ფოტოების თვალიერება განაგრძო. - ანგელოზი შვილები ჰყავს, მამამისს დაემსგავსა ყველა ალბათ-ბუზღუნებდა ისევ. ყველაზე კომიკური სიტუაცია ის იყო, რომ რეალური მიზეზი არავინ ვიცოდით მათი დაპირისპირების. სასაცილოდ არ გვყოფნიდა იმის განხილვა, რომ პირველ დღეს გატეხილი ქოთნის ბრალი უნდა ყოფილიყო მათი ამდენწლიანი მტრობა. სინამდვილეში, მხოლოდ ერთმანეთს ერჩოდნენ, ჩვენ ყოველთვისს სასურველი სტუმრები და შვილების მეგობრები ვიყავით ნანისთვის. დედაჩემსაც მზე და მთვარე ამოსდიოდა ბარბაქაძეების ბავშვებზე. მამაჩემი ხშირად დამინახავს მათთან სუფრაზე, ნიკოლოზი კვირაში რამდენჯერმე სვამდა ლუდს მამასთან ერთად, ჩვენთან სახლში და თამაშობდა ნარდს. ამიტომ თან უახლოესი მეგობრები იყვნენ ჩვენი ოჯახები და თან-უდიდესი მტრები. -დე, რატომ ვერ იტან ნანის?- ვერ გეტვით რამდენად სწრაფი იყო დედას სახეზე შეცვლილი გამომეტყველება, მაგრამ გულს ცოტათი მიკლავდა მისი ამგვარი დასევდიანებული თვალები. -როგორ ვერ ვიტან დე, არც მძულს და არც მეზიზღება, უბრალოდ ვერ ვეგუებით ერთმანეთს და სულ ეგაა! - თბილი და სევდიან ღიმილით მითხრა და ისევ ტელეფონს დააცქერდა. მისი სხეულის ენა სხვა რამეზე მეტყველებდა. -მე კიდე ვერ ვიტან გიორგის - რატომღაც წამოვჭერი საუბარი ამ თემაზე. დედამ ყურები დაცქვიტა - სულ მაღიზიანებს დე, სულ მაბრაზებს, სულ მეგველება და გულს მტკენს -გულს გტკენს?- წარბები შეკრა დედაჩემმა და უფრო კარგად დამაკვირდა -ნუ... გულს კი არ მტკენს, უბრალოდ... მაღიზიანებს რა! - თვალები დავხარე, დედას რომ არ ამოეკითხა რაიმე ჩემთვის მოსასმენად არასასურველი. სამწუხაროდ, მომენტებში დედაჩემი ჩემს თავზე უკეთ მიცნობდა. რამდენიმეწამიანმა დუმილმა, მაინც ვერ დამამშვიდა, მაინც მინდოდა რომ მეკითხა, ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი, თავისით გარბოდნენ სიტყვები. დედაჩემი მშვიდად ირწეოდა ჰამაკში და გარემოს გაცისკროვნებული ღიმილით ათვალიერებდა. -დე, რაღაც უნდა გკითხო, ოღონდ კუდს ნუ მოაბავ, უბრალოდ გეკითხები! - ინტერესით შემავლო მზერა აჟიტირებულს. ხელებს ერთმანეთში დაბნეულად ვხლართავდი, არ ვიცოდი როგორ მეკითხა. -როგორ გავიგო, რომ სიყვარული მოვიდა ჩემამდეც - დედამ გადაიკისკისა სახეც ისე გაუნათდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ კითხვას ელოდაო. -საინტერესო კითხვაა, მაგრამ პასუხის გაცემა ჩემთვისაც კი იმდენად რთულია ვერ წარმოიდგენ. რადგან ეს კითხვა დასვი ალბათ არ გიგრძვნია ჯერ თორემ მიხვდებოდი. -შენ რას გრძნობდი მამა რომ შეგიყვარდა? ან ასეთი ჯმუხი კაცი როგორ შეგიყვარდა საერთოდ? - ჩემს უკმაყოფილო ტონზე წარბი ჰაერში გაექცა - არა, მე ძალიან მიყვარს მამაჩემი, მაგრამ საერთოდ სხვანაირები ხართ, შენ მხიარული, ბავშვური, ის-მკაცრი და თითქოს უგრძნობი -მაგიტომ ვჭირდებით ერთმანეთს, დედა. ვავსებთ ერთმანეთს. ჩემთვის ამას ნიშნავს მეორე ნახევარი. იმას სერიოზულობა სიმკაცრე ახასიათებს და მე ამას ოჯახში ვათანაბრებ ჩემი კარგი ხასიათებით. ორივე ერთნაირები რომ ვიყოთ წარმოგიდგენია? - სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ სითბო მაინც იმზირებოდა მისი თვალებსა და ქცევებიდან. - თან, შეგიყვარდება შენც და მიხვდები. მამაშენი ისეთი კარგი ადამიანია, ბევრმა ტრავმამ გახადა ასეთი. მე რომ ვიცნობ, ისეთს რომ იცნობდეთ... -კარგი ხო, ბოდიში, მე მართლა მიყვარს მამა, უბრალოდ სულ ვფიქრობდი, რომ შენ უფრო სხვანაირი კაცი შეგეფერებოდა -მყავდნენ კიდეც ხელისმთხოვნელები. იცი, რამდენს ვუყვარდი? მამაშენზე ცნობილებს, მდიდრებს, სიმპათიურებს. მაგრამ მე შემიყვარდა ბატონი მიხეილი, დავკარი ფეხი და წავყევი -არასდროს გინანია?- თითქოს ახლა უფრო მეტად მესმოდა დედის -არა, დე, არასდროს! მთელი ზაფხული რომ წამოსულები ვართ, რომ ვისვენებთ და არაფერი გვაკლია, იმის დამსახურებაა, რომ თვითონ ახლა თბილისშია და შეუსვენებლად მუშაობს, ჩვენს გამო. რომ ვუთხარი ამდენი ხანი არ მინდა შენი დატოვება-მეთქი, თქვენ რომ დაისვენებთ და კარგად იქნებით, მეც არაფერი მიჭირსო, ასე მიპასუხა. პირველია, ვინც მუდამ გვერდში მიდგას და მამხნევებს, ჩემი იმედია. მე მასთან ერთად დავბერდები, აბა თქვენ კი გაიქცევით ყველანი, აიწყობთ თვენს ოჯახებს -ეგრე რომ იღიმი ნერვებს მიშლი, მე არასდროს დაგტოვებ დე! - ცოტათი გამაწბილა დედას სიტყვებმა. ჩემს თავს გავუბრაზდი, ცოტა ფიქრი რომ დაიშურა და რაღაცები ვერ გაითვალისწინა. განა ასე რთული დასანახი იყო მამას როლი ჩემს ცხოვრებაში?! -კარგი ახლა, შინაბერა რჩები დედიკო? - კისკისებდა დედა. მეც გამეღიმა და ისევ გავჩუმდი. კიდევ ბევრი კითხვა მქონდა... -მე ის მაინტერესებს, როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ბიჭი მომენტში რომ ზრუნავს შენზე, ისე რომ ვერ გაიგო. რომ ცდილობს უჩუმრად გააკეთოს რაღაც კარგი, რეალურად კი საშინლად გელაპარაკება და უხეშად გექცევა.- სერიოზულად ვბრაზობოდი, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ პერიოდში მომხდარ მოვლენებს ვიხსენებდი. დედას რომ შევხედე, იღიმოდა. ასეთ რეაქციას არ მოველოდი -დედა, რატომ დამცინი? -არ დაგცინი დე, უბრალოდ მაინტერესებს, ვისზე გვაქვს საუბარი?-თვალებით მიღიმოდა ჩემი თბილი და ლამაზი დედიკო. -ხომ გითხარი, თეორიულად ვამბობ, კონკრეტულად არავისზე! -კარგი ხო, ნუ ბრაზდები, კიდევ მითხარი აბა რა თეორიები გაქვს. -მაგალითად გზაზე რომ მიდიხართ, ხელს გკიდებს და თვითონ დგება გზის მხარეს. თან ისე ბუნებრივად აკეთებს ამ ყველაფერს ბავშვებთან ლაპარაკის დროს, თითქოს არც არაფერი ხდება. - დედას გაეცნა. უფს, ზედმეტი წამომდა...- მაგალითად ხანდახან ჩანთას რომ ძალით აგდებს და მერე თითქოს ბოდიშის მოხდის მიზნით თვითონ მოაქვს სახლამდე. რამე პრობლემა თუ გაქვს იქ ჩნდება.- დაუსრულებელი ჩამონათვალი მქონდა, მაგრამ ყველა კარტის გახსნა არ მინდოდა. თბილად იღიმოდა, შიგადაშიგ კი ჩაიკისკისებდა დედაჩემი -წარმოიდგინე, რომ რაღაც გაგიფუჭა - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია - ცოტა ხანში კი სხვისი ხელით იგივენაირს, მაგრამ ახალს გჩუქნის. შენ გგონია, რო იმისგანაა, ვისაც გამოატანა, მაგრამ მერე იგებ, რომ ასე არაა - ცოტათი მეც ავიხლართე წინადადებაში, მაგრამ მაინც მიმიხვდა, თავი დამიქნია. არ მჯეროდა, რომ ასე მშვიდად ვიხსენებდი ბლოკნოტის ამბავს.- მოკლედ, ასე უჩუმრად რომ აკეთებს რაღაცებს და მერე სულ გეჩხუბება და რაღაც სადისტობას აკეთებს, რომ გაგაბრაზოს, მიხვდი რას ვამბობ? - დედა უკვე ხმით იცინოდა. ისეთი ლამაზი იყო, ზოგჯერ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ეს ბუნებრივი სილამაზე ყოფილიყო, ასეთი გამაოგნებელი და გასაოცარი. თვალებიდან მზის სხივებს ისროდა, მისი აურა თბილი ყვითელი იყო, ზაფხული მზეს რომ ახლავს თან, ისეთი ფერის. მისი ხმა ტკბილი ჩახუტების ტოლფასი იყო. სიტყვებით, ხმის ტემბრით, ყოველი ბგერით გათბობდა და გეფერებოდა თითქოს. -ჩემი სულელი ბავშვი ხარ დე, როდის გაიზრდები საკმარისად, როდის ისწავლი ცხოვრებას? ერთ რამეს დამპირდი ქეთო, შენი გოგო რომ შენთან მოვა პირველად და ბიჭზე მოგიყება, მაშინ გაიხსენებ ამ მომენტს, რომ მიხვდე, რას ვგრძნობ ახლა მე - ჩემსკენ გადმოიწია და თმებზე მომეფერა შემკრთალს.- არასდროს გიფიქრია ჩემო სულელო, რომ იმ ბიჭს უყვარხარ?- ფეხზე წამოვხტი შეცბნებული, ის კი ისევ იცინოდა. -დედა რეებს ამბობ? თეორიულად მეთქი, არავისზე ვსაუბრობ! -შენც ხომ არ გიყვარს დე? აბა კარგად დაფიქრდი! -დედაჩემი მიტევდა და მიტევდა, მე კი ვეღარ ვიგერიებდი. რთული დასაჯერებელი იყო რასაც მეუბნებოდა, მაგრამ ფაქტი იყო, ის ყველაზე კარგად მიცნობდა, მე კი მას ვენდობოდი სამყაროში ყველაზე მეტად. -არავისზე არ ვსაუბრობ კონკრეტულად. აღარ მინდა საერთოდ არაფერი, წავედი მე...- გაბრაზებული წამოვხტი წასასვლელად. დედამ მაისურზე დამექაჩა, დაჯექი კარგი, მჯერა და აღარ ვიტყვი მეტსო. მეც დავნებდი, მისი პასუხი ძალიან მაინტერესებდა. -ურთიერთობის ჩხუბით დაწყებამ იცის... თან ბიჭებმა თქვენს ასაკში ეგრე იციან, ნელ-ნელა დაჭკვიანდებიან და დაანებებენ უხეშად მოქცევას თავს. მერე შეიძლება იქეთ მოსთხოვო მეჩხუბეო. -მე ნუ მომმართავ! არავის ვიცნობ ეგეთს-მეთქი! -ნუ მიბღვერ ერთი, მეც თეორიულად ვამბობ!- ხელი ამიქნია და გააგრძელა - შენი ძმა არ გახსოვს ორი წლის წინ რა აუტანელი იყო? შენი ტოლებიც მასე გამოსწორდებიან, ბევრი არ იდარდო შენ! რომ მოსწონხარ ეგ აშკარაა, შეიძლება უყვარხარ კიდეც. ერთნაირი ხასიათები გაქვთ ალბათ. გნახა მისნაირი და მოეწონე. არ არის გასაკვირი.- ისევ ფეხზე წამოვხტი და გავიქეცი. ვერ მივხვდი რას გავურბოდი, დედას თუ სიმართლეს. რაღაც კი მომაძახა დედამ, მაგრამ ვერაფერი გავიგე გულაჩქარებულმა. ჩემს ოთახში შევვარდი და თავი ბალიშში ჩავრგე- მრცხვენოდა. ახლა დედას ნამდვილად ეგონა, რომ ვიღაც მომწონდა! *** შორიდან მივულოცეთ თორნიკესა და დემეტრეს გამოცდების საშუალოზე მაღალ ქულებზე დახურვა და უნივერსიტეტებში მოხვედრა. ჩემმა ძმამ თსუ-ში ჩააბარა არქიტექტურაზე, ბარბაქაძეების უფროსი ბატონი ხომ არ დატოვებდა მარტოს ჩემს ძმას?! მანაც ჯავახიშვილში ჩააბარა ბიზნესზე. ასე გაგვიფრინდნენ უფროსები უცებ სკოლიდან და გადავიდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე ცხოვრებაში. თან მე და ელენე იმაზე ვიცინოდით, ზუსტად მამების მსგავსი პროფესიები რომ აირჩიეს ორივემ. 10 სექტემბერი იყო თბილისში რომ დავბრუნდით. თორნიკე ჩამობრძანდა მამას მანქანით და წაგვიყვანა ჩვენს თბილისურ ეზოში ისევ. დიდხანს ჩაიკრა გულში უფროსი შვილი დედამ, თავისი პაზლის პირველი ნაწილი და დიდხანს კოცნა, თან ულოცავდა. პატარა ბავშვად იქცა თორნიკე დედის მკლავებში, დამეფიცება ამაყობდა საკუთარი შრომით ასე რომ გააბედნერა ჩვენი მშვენიერი დედიკო. მართალია, დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვე ბევრს კითხულობდა, სწავლობდა და წერდა. ამაზე კიდევ უფრო მეტს ნერვიულობდა ჩვენი ორივე მშობელი. ზოგადად, ბიჭი რომ ამდენს მეცადინეობდა გასაკვირი, შესანიშნავი და იშვიათი ამაბავი იყო რატომღაც ჩვენში, ჩვენი, გოგოების სწავლა და შრომა-აუცილებელი. ლოყები დავუკოცნე ჩემზე ორი თავით მაღალს და ბევრჯერ მივულოცე. ის ისევ იცინოდა და თვითონაც მეხვეოდა. -ხომ არ დამივიწყებ ახლა, ახალ ხალხს რომ გაიცნობ და ხომ მოიცლი ხოლმე ჩემთვის?- დადებითი იყო პასუხი, მე კი საოცრად მესაკუთრე, როგორც ხედავთ. სამართლიანი ვიქნები თუ გეტვით, როგორც უფროსი ძმის უმცროსი და, მისი პირობა მისდაუებურად უმოკლეს დროში დაირღვა. ის უკვე დაკავებული ზრდასრული პიროვნება გახდა, მე კი ჯერ კიდევ მე-11 კლასელი უდარდელი ბავშვი ვიყავი. ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ახლა უკვე უნივერსიტეტის გადასახადიც დააწვებოდა მხრებზე ჩემს ოჯახს, წინასწარ ემზადებოდა თურმე მამაჩემი, აგროვებდა თანხას, მაგრამ ჩემს ძმას ეს არ კმაროდა. რაღაცნაირად უკმაყოფილო იყო, დანანებით მითხრა, ისედაც გადავაყოლე ბანკეტს და ბოლო ზარს მშობლები, ძალიან ბევრი დახარჯეს, მუშაობა მეც უნდა დავიწყო, ასე ვერ ვაწვალებ, კიდევ ვერ დავუმატებ საზრუნავს მამასო. თითქოს იმ მომენტში გაიზარდა წამიერად სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. დემეტრეც დაეთანხმა მეგობარს -მამას ისედაც ვერ მისდის კარგად საქმეები, რაღაც გაუგებრომა ხდება სამსახურში და შეიძლება გაათავისუფლონ - არასდროს მინახავს მსგავსად დამწუხებული ბიჭი, თითქოს წამში დააწვა მხრებზე მთელი ოჯახის ტვირთი და ერთბაშად ჩაუქვრა მოციმციმე ნაპერწკლები, შავად ანთებულ სფეროებში. -ნიკოლოზისნაირი კაცი რა გაუგებრობაში უნდა გახვეულიყო?- ყურებს ვერ უჯერებდა თორნიკე. რაღაცნაირად დამასევდიანა ამ ამბავმა. ერთიანად მომაწვა იმაზე ფიქრები, როგორი უცნაური იყო ცხოვრება, განსაკუთრებით ჩვენს პატარა ქვეყანაში. ქართველების სამყარო ჩვენივე სამშობლოს სიდიდით იზომება, ჩვენი სიკეთე- მისი კეთილდღეობით. სკოლაში გვასწავლიან, შთაგვაგონებენ, რომ უნდ ვიბრძოლოთ, დავიცვათ, გავუფრთხილდეთ. წამში ვიზრდებით და სამშობლოს სიყვარულით ანთებულები ქვეყნის მიერ მოყენებულ იმედგაცრუებას თავით ვეჯახებით. ქვეყანა, რომელიც ერთ დღეს ლაღ უდარდელ ბავშვად გაქცევს, შემდეგ კი მშობლების ჩამქვრალ მზერას დაგანახებს, გამოუვალ მდგომარეობაზე წუხილით ანთებულს, მეორე დღეს ნაღვლიანი ზრდასრულის არსებობით გასაჩუქრებს. მაშინ ყველაზე მეტად აფასებ მშობლებს, რადგან ხვდები, მათ ეს დიდი ხნის წინ გამოიარეს, რომ შენთვის მოეცათ ყველაფერი, რაც გახარებდა, ბავშვად გაქცევდა. ჩვენ მაინც ისე შეუდრეკლად გვიყვარს ჩვენი ერთი ციცქნა ქვეყანა პატრიოტიზმით ანთებულ გულში, მაგრამ გაორებას ვგრძნობთ, ეჭვს ღრმად გულში- სასჯელია თუ საჩუქარი აქ დაბადება? ამიტომ დაითრგუნენ ზდასრულად სინათლის სიჩქარით ქცეულები, განსაკუთრებით დემეტრე. ფეხი არ ჰქონდათ სკოლიდან გამოდგმული, სამყარომ მშობლების ტვირთი რომ გადაჰკიდა მხრებზე და ჩააკერა გონებაში. იმდენ ადამიანს უნდა მიეცეს ბედნიერება, რამდენსაც მხოლოდ იმიტომ უნატრია სკოლის პერიოდში დაბრუნება, რომ მაშინ უბრალოდ ვერ ხედავდა და იაზრებდა ყველაფერს. ხომ იცით როცა ვერ ხედავ, არც არსებობს პრობლემა, როცა აღიქვამ-სულს ნელ-ნელა გაცლის. ალბათ სამყარომ იგრძნო ახალგაზრდების გლოვა, დაკარგულ ბავშვობას რომ მისტიროდნენ, ჩუმად, ქვეცნობიერში. შხაპუნა წვიმა ასველებდა არემარეს, გახურებულ ასფალტს ასდიოდა მელანქოლიის სურნელი. ამდენი ხნით არასდროს დამიტოვებია ჩემი ეზო და უბედნიერესი ვიყავი ისევ რომ შევაბიჯე ჩემს პატარა სამოთხეში. ეზოს ძაღლს მოვეფერე, იქვე მსხდარ მოხუცებს მივესალმე, თუთის ხესაც ვუძღვენი თბილი სალამი და ჩემსკენ გამოქცეულ ელენეს მჭიდროდ გადავეხვიე. მთელი ზაფხული ვსაუბრობდით ტელეფონით, მაგრამ მაინც საოცრად მომნატრებია ქალბატონი. -ჩემი ქეთუსი ჩამოვიდააა, აუ რამდენი ხანია არ მინახიხარ გოგო, როგორ მომენატრეე...წამო, წამო ჩემთან, არავინ არაა სახლში ბებოს გარდა...-წარბები ამითამაშა და ჩემიანად გაიქცა კიბისკენ. ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა. ნანის დედა, ელენეს ბებია იყო სტუმრად ბარბაქაძეებთან. საოცარი ქალი იყო, დედაც კი გიჟდებოდა მასზე და ედაქალებოდა. ცისანა ერქვა ქალს, საოცრად ლაღს, ახალგაზრდობის შარმი და მომხიბვლელობა ისევ რომ ეტყობოდა სახეზე. ყავაში ჩახედვა იცოდა ბებომ და არასდროს გვისრულებდა სურვილს მე და ელენეს, პატარები ხართ ჯერო. სწორედ ამიტომ დავრჩი გაკვირვებული ერთი კვირის წინ ელენემ რომ დამირეკა და მომახსენა, ცისომ თავად შემომთავაზა ამჯერად ყავაში ჩახედვაო და დაშოკილი მიყვებოდა, როგორ უთხრა ბებომ ჯერ კარგა ხანს არ გიჩანს ჭიქაში სიყვარული, მაგრამ რაღაც შენს თავს კი გაკარგვინებსო. უნივერსიტეტში იქ ხვდები სადაც გინდა, თანაც გრანტითო. ჰოდა სწორედ მისკენ მიმარბენინებდა ახლა, რომ ჩემთვისაც ეთქვა ქალს, რა მელოდა მომავალში. სიმართლე გითხრათ ცოტათი მაშინებდა ეს ყველაფერი, მთელი ეს მომავლი გაგების პერსპექტივა, მაგრამ არ ვაწყენინე აფორიაქებულ ბარბაქაძეების პრინცესას. -მამაშენზე გავიგე...-მშვიდად შემომანათა ანთებული სფეროები მეგობარმა. წამში დასევდიანდა, განიცადა. - ვიცი, მთლად კარგი ნუგეში არაა, მაგრამ ნიკოლოზისნაირი კაცი ბევრს სჭირდება გვერდით, არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება -არვიცი, ისეთი არეულობაა სახლში, ისე ღელავს ყველა...ეს ამხელა მამაჩემი კიდევ ისე დაჩიავდა თითქოს რამდენიმე დღეში...ძალიან განიცდის და დედას ნუგეშიც კი ვერ ეხმარება -ახლა სამსახურშია? -არა, სასამართლოში. ფულის გათეთრება და დეფექტიანი პროდუქციის უნებართვო გატანის ამბები ხდებოდა სამსხურში და შენ დაცვა იყავი და როგორ ვერაფერი გაიგეო. მონაწილეობას აბრალებენ - ტირილის პირას იყო კიბეზე ჩამომდგარი. ზემოდან დამყურებდა და თვალები უცრემლიანდებოდა. -ყველაფერი მოგვარდება, აი ნახავ!- მეტი ვერაფერი ვუთხარი, ყველა სიტყვა ენაზე მიმეყინა. უბრალოდ მოვეხვიე და ამით ვაჩვენე, რომ მასთან ვიყავი - ცისოც ამიტომ ჩამოვიდა? -ვკითხე ბურტყუნით მასზე მოხვეულმა. უცებ ჩამომშორდა და ცრემლები შეიმშრალა. -ჰო, ვითომ რამეთი დაეხმარება მამას. დედას ელაპარაკებოდა გუშინ, ჩემი ნერვების მოსაშლელად ჩამოვიდაო, ისედაც არ მოვწონდი სიძედ ფული რომ მქონდა მაშინ და ახლა შეიძლება სახლიდან გამაგდოსო - სასაცილოდ დაიჭყანა ელენე და მაინც გაეცინა. აშკარრად ეყობოდა წამის წინ დაღვრილი ცრემლების კვალი -ცისო გოგო? ცისო არის მასეთი?- მართლა გმიკვირდა საოცრად თბილი და მზრუნველი ქალის გახსენებაზე -რა ვიცი, რას გაუგებ მაგათ ურთიერთბას?!- ხელი ჩაიქნია და შევკრთი ისე უცებ შეეცვალ გამომეტყველება. გამეკრიჭა და ხელი დამავლო - წამოდი გოგო გიმკითხაოს, მოვკვდი ინტერესით...- კიბეზე ამარბენინა -რამე ისეთი რომ მითხრას, შენ მოგკლავ! - დავმუქრე დაქალს და წამში გავეკრიჭე ყვავილებიან კაბასა და ლამაზ ზედატანში შემოსილ ცისოს, რომელიც ვერ ვხსნიდი სიტყვებით იმდენად დადებით აურას ასხივებდა. -ქეთევან, ჩემო კრასავიცა, როგორ გაზრდილხარ და დახვეწილხარ გოგონა- ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ და გადამეხვია - საოცარია, როგორ იზრდებით ორ თვეში ეს მოზარდები. ნეტავ თქვენს ასაკში ვიყო ბალღებო! - ღიმილით აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა და სამზარეულოსკენ გაგვიძღვა. -ცისოო, როგორ მომენატრე, შენ ისევ ისეთი მაგარი ხარ, როგორც ყოველთვის - ესიამოვა ქალს, რომ შევაქე, მაგრამ მე ორმაგი დოზით მესიამოვნა მისი გახარება. ჩვენი უფროსი დაქალი იყო, ყოველთვის გვისმენდა, გვიგებდა და გვაძლევდა რჩევებს. ბებო არ დამიძახოთო თვითონ განგვიცხადა, მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და თქვენი დაქალობა უფრო შემეფერებაო. -მაგარი ვარ ქალბატონო, აბა რა ვარ! - ხითხითებდა ქალი და თან ყავას ამზადებდა- აბა დავლიოთ ყავა და ვნახოთ რა გელოდება წინ. ერთი კვირაა ვერ ისვენებს ელენე ისე აინტერესებს - ცერად გადახედა მცქმუტავ შვილიშვილს -აუ ბე, ეშინია ამას! - ჩამიშვა დაქალმა წამში და მხრები უდარდელად აიჩეჩა მე რომ შევუბღვირე. ცისოს გაეცინა და ყავა ჭიქებში გაანაწილა. -ნუ გეშინია ქეთო, რა არის საშიში. თუ რამე ისეთი იქნება იქ, რაც ძალიან მეეჭვება, არ გეტყვი მაინც! თუ გინდა არ გვაკეთოთ, ელენემ დაიჟინა, უნდაო თორემ...- მაკვირდებოდა, პასუხი რომ მიეღო ალბათ ჩემი ემოციებიდან -ეგრე ეშინოდა იზოსაც!-წამოიყვირა ელენემ და მაიც მოახერხა ჩემი გაცინება -ვინ არის გოგო იზო? - ცისოს შეცხადიებაზე მეც გულიანად გამეცინა -კაი ბებო რაა, ტიკტოკს ხომ სქროლავ ხოლმე?ტრენდია და მაგის არ ცოდნა გეპატიება შენ?- თითქოს იმედი გაცრუვდა ელენეს და სახეზე უცნაური გამმომეტყველება აიკრა. ბებომ რომ თავში წაუთაქა მერე აკისკისდა და მიეკრა ქალს გვერდიდან - ჩემი ტკბილი, ჩემი ყველაზე COOL! -კარგი გოგო, გავიჭყლიტე. -გავაკეთოთ!- თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე. -დალიეთ ახლა ეს ყავები. ქეთი შენ იმაზე იფიქრე თან რაზეც გჭირდება პასუხები, ძვირფასო. - ცოტა ხანი სიჩუმე იდგა ოთახში, მაგრამ ცისომ დაარღვია იგი.- არა, როგორი დახატული თვალ-წარბი გაქვს ბებიკო და რა ლამაზი ხარ! - სითბო ჩასდგომოდა ქალს თაფლისფერ თვალებში. ახლა მივხვდი, ვისგან ჰქონდა გიორგის ისეთი უცნაური თვალები. -და ეს დაკომპლექსებულია, მსუქანი ვარო გაიძახის! -უკმაყოფილო იყო ელენე, მაგრამ სიმართლეს არ უსწორებდა თვალს. მართლაც პუტკუნა ვიყავი მაშინ, არა მსქუანი, მაგრამ პუტკუნა, თან მაღალი. სწორეთ ამ აღნაგობის გამო გამოვირჩეოდი ყოველთვის სხვებისგან და ხანდახან ეს მაკომპლექსებდა. -არა გოგო, აღარ თქვა ეგ მეორედ. ულამაზესი ხარ ქეთევან და ნუ მისცემ ნურავის საშუალებას, მით უმეტეს შენს თავს, რომ ვერ დაინახო ეგ სილამაზე. ბევრი გამომივლია ცხოვრებაში რომ შევძლო ამ რჩევის მოცემა, მერწმუნე. ამოაბრუნე ახლა ეგ ფინჯანი ისე, რომ არ ჩახედო. რამდენიმე წუთი იყო მხოლოდ გასული ჩემი ფინჯანი რომ მოიმარჯვა, ლამაზი წითელი სათვალეები მოირგო და დაიწყო ჭიქაზე დაკვირვება. ხან მარცხნივ ატრიალედა, ხან მარჯვნივ, ხან ჩაიცინებდა. დაძაბულობისგან სკამზე აკრული ვიჯექი, ელენე კი ცქმუტავდა ისევ. -სულ ახლახანს გწვევია ქალბატონო სიყვარული, რა საინტერესოა, არადა ახლა ნამდვილად არ გაგიცნია ის ბატონი - იღიმოდა ქალი და შორიდან აკვირდებოდა ჭიქას, მე უკვე ცოცხებში აღარ ვეწერე. -სიყვარული?- ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ელენემ. ცისომ სათვალის ზემოდან გადმოგვხედა. -რატომ არ აღიარებ შენს თავთან? ჩანს რომ საკუთარ ფიქრებს და გრძნობებს ებრძვი, ვინ არის ასეთი? - ელენე უკვე თვალიდან გამოსროლილი ლაზერებით მწვავდა. -ორი ფიგურაა ჭიქაში, ერთი შენ ხარ, მეორე ის ბიჭი და არა, არ არის ის შენს მიმართ გულგრილი- კიდევ ერთხელ შემაკანკალა, ამჯერად ბებიამისს დაულაგა ელენემ თვალები მაგიდაზე- თითქოს ერთმანეთს გაურბიხართ, ემალებით, ნიღბების უკან იმალებით. ვერ უმხელთ რეალურ გრძნობებს, რადგან გეშინიათ რაღაცის. -ვინ არის?- მეკითხება ელენე, მაგრამ თავს ვუქნევ, არ ვიცი-მეთქი - რამე მინიშნება არ ჩანს მაქ ვინ არის?- ამჯერად ცისოს ეკითხება, ის თავს თანხმობის ნიშნად უქნევს, მე კი უკვე მკვდრის ფერი მედება. -შრამი აქვს სახეზე, ლოყაზე. მეტი არაფერი ჩანს!- ვკრთები გაკვირვებისგან. რა შრამი? ანუ გიორგიზე არაა საუბარი? -რეალური სიყვარულია ჩემი?- ვეკითხები ენის ტეხვით აბნეულად -კი ქეთო, ის არის პირველი და ... შვილო, გთხოვ კარგი არჩევანი გააკეთე. არ მომწონს სიცარიელე, რომელსაც მისი არყოფნა ქმნის შენს ცხოვრებაში- სევდიანად მიღიმოდა ქალი -რამეს მოიმოქმედებს?- ელენე სვამდა ჩემთვის საინტერესო კითხვებს -ახლა შენ ხედავ მას, ის ჯერ ვერ, ამიტომ შენ უნდა მისცე საშუალება, რომ დაგინახოს! შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები, რომ რამე მოიმოქმედოს. მას ჰგონია, რომ გეზიზღება. -ჰო, მაგრამ არ ვიცნობ ვინ არის, ვის აქვს შრამი ლოყაზე -სერიზულად ჩავფიქრდი. რაღაცნაირად მეწყინა კიდეც გიორგი რომ არ აღმოჩნდა. -მაგზე არ იფიქრო შვილო, შეიძლება ფიზიკური შრამი არც არის ან ჯერ არ მიუღია. შენ ვისზეც გაიფიქრე თავდაპირველად, იმას მიაქციე ყურადღება აშკარად ჩანს, რომ კარგად იცობ, თანაც წლებია. -თქვენ კიდე მაგას აკეთებთ? რატო გადარიე ეს ხალხი ცისო?-შევხტი, როცა ბოხი ხმა გავიგე ოთახში. მეუცნაურა. თავი ავწიე და პირდაპირ გავუსწორდი ჩემთვის კარგად ნაცნობ თაფლისფერებს. ისევ ცინიკურად მიღიმოდა გიორგი ბარბაქაძე, კარში გახიდული თავის სამზარეულოში მჯდომს. სხვანაირი იყო, სახეზე საოცრად გამხდარი იყო, უფრო გამოეკვეთა ყოველი ნაკვთი. ტანზე მოპუტკუნებული იყო. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა მისი გადაპარსული თავი რომ დავლანდე. როგორ მომწონდა მისი ლამაზი კულულები. აშკარად აღარ იყო ის გამხდარი გიორგი, მე რომ დავტოვე რამდენიმე თვის წინ. ზურგზე ჩანთა მოეკიდებინა და ხელში ფეხბურთის ბურთი ეჭირა, სულ ოფლიანი იყო, მაგრამ ჩემი წვალების შემართება სახეზე ეწერა. ერთმა ზაფხულმა, სამმა თვემ ასე როგორ შეცვალა?! -დიდხანს უნდა მათვალიერო კიდევ თუ შეიძლება წავიდე?- მითხრა ვითომ შეწუხებული სახით და ხელი ოთახისკენ გაიშვირა. მსახიობი -არა ვიდგებოდი, მაგრამ ოფლიანი ვარ და გავცივდები. -არა, არა წადი გიო, უბრალოდ ვაკვირდებოდი, როგორ შეიცვალე და ვიმედოვნებდი, იქნებ ცოტა ტვინიც მოემატა-მეთქი, მაგრამ თვალები ისევ ისეთი ლენჩი გაქვს - ვუთხარი მეც შეწუხებული სახით და მის ქშენაზე ელენეს გამოწვდილ ხელს ჩემი ჩავარტყი. ძალით გამიცინა და ოთახისკენ წავიდა. ცისო ჩვენთან ერთად იცინოდა, ის კი არ იცოდა გული ამოხტომას რომ ლამობდა. -ორი დღეა ჩამოვიდა უკრაინიდან, გასტროლებზე იყვნენ, მოიარეს ყველაფერი - უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა - მართლა ძალიან შეცვლილია. გულქვა მეგონა და ეგეც ისე დარდობს მამაზე... გუშინ ეუბნებოდა წამოვალ ანსამბლიდანო, ვეღარ შევწვდებით გასტროლებს, ფორმებს, წასვლა-წამოსვლასო, მუშაობას დავიწყებ მეც და რამე იქნებაო- მეჩურჩულებოდა ელენე და ცისოს აიგნორებდა. შევკრთი. გორგი ცეკვის გარეშე იგივე იყო, რაც ადამიანი-ჰაერის. ნახევარი საათის შემდეგ გამოვიდა ოთახიდან, მაცივართან მივიდა წვენი ჩამოისხა და მაგიდას მოუჯდა. ცისო დედაჩემთან გავიდა მოსანახულებლად, ამიტომ ჩვენ სამი ვიყავით ამჯერად. -მოდი ჯოკერი ვითამაშოთ, არ გინდათ, მეოთხეს თორნიკეს დავუძახოთ?- შემოგვთავაზა, მაგრამ მერე გაახსენდა, ელენემ რომ არ იცოდა თამაში და ამოიბუზღუნა - მოდი იაპონური - მე ამითამაშა ამჯერად წარბები. არა საოცრად ჰგავდნენ ძმები ბარბაქაძეები ერთმანეთს. -მოდი ბრო, ვითამაშოთ, რა პრობლემაა!- ჩვუდექი ჯიბრში და მის ხარხარზე ოდავ მეც გამეცინა. -მიდით, მე ვიწერ - ტელეფონი ამოიღო ელენემ - აუ მოდით სურვილებზე ითამაშეთ - ამ გოგოს ნამდვილათ ჰქოდა ჩემი იმედი, რომ დავამარცხებდი გიორგის და შემდეგ სურვილით სამაგალითოდ დავსჯიდი? რა წარმოსავი უარი აქვს, ხანდახნ ვგიჟდები. გასტროლებზე ცეკვის და ავტობუსში ჯოკერის თამაშის მეტს არაფერს აკეთებდნენ, ყოველ შემთხვევაში ასე ყვებოდა ხოლმე თავად. თვალები დავუბრიალე გიორგისგან შეუმჩნევლად, მაგრამ ის უკვე თანახმა იყო, ამიტომ ვერაფერს გვხდებოდი. -დაგერხა პატარავ, მოემზადე ერთი სურვილის შესასრულებლად -კი, ის ვისაც ტანში გასცრა მე ვიყავი. ის პიროვნებაც მე ვიყავი, გული რომ შეუქანდა და თავბედი იწყევლა. ის ინდივიდიც მე ვიყავი, ბოლომდე რომ გაუმართა ბრძოლა ოპონენტს და ფსიქოოგიურად მაინც არ დანებდა. -მე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი შენს ადგილას - ჯიქურ შევხედე თვალებში და უცნაური შეგრძნება დამეუფლა მუცელში მისი ანთებული მზერის დანახვისას, ჩემს თვალებთან ომი რომ გაემართა მისი საშუალებით.-თუ მე მოვიგებ, ორ სურვილს მისრულებ! - მაქსიმალურად გაბედული გავხდი რამდეიმე წამში, მაგრამ ვაი ასეთ გაბედულობას. -ეგ არ არის სამართლიანი! - კარტებს უყურებდა ჩემს რეპლიკაზე გაღიზიანებულმა რომ ამომხედა. ტუჩები ნახევრად შეხსნილი ჰქონდა,თვალებში პაწაწინა ბრაზის სხივები ჩასდგომოდა და თითქოს სხვანაირად ნათელი იყო მისი სახე. დამეფიცება სახის მოხაზულობას თან სდევდა ოქროსფერი მანათობელი ელფერები. თითქოს მე ვხედავდი მის სახეს მაგიურ კონტექსტში, რაღაც საკრალურ მანათობელ სხივებთან ერთად. თვალები გამისწორა გაღიმებულმა და დამეფიცება ამან ღიმილი მომგვარა. ამას მივხვდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლოყების ტკივილი და გვერდების წვა ვიგრენი. პირველი მათგანი წრფელი უზარმაზარი, გრძობებით სავსე ღიმილის, მეორე კი ელენეს დამსახურება იყო. -ნუ გამომიღე გოგო გვერდები!- მივმრთე ცოტათი უხეშად და მის შეკრულ წარბებზე ისევ კარტს მივუბრუნდი. გიორგი უკვე ხმამაღლა იცინოდა -მგონი ვიღაცას დაერხა და კარტი საერთოდ არ ჰყავს - მაჯავრებდა ისევ -რა აცხადე კოზირი?- წავუყრუე მანიპულაციური ხუმრობები და პირდაპირ საქმეზე გადავედი ხასიათმოშხამული. -გული ქეთინო, რა იყო ამდენ ყურადღებასაც ვერ იჩენ გოგო!- ასე ადვილად სამართავი ნამდვილად არ ვიყავი, რამდენიმე სიტყვით რომ წამოვეგე მის მანიპულაციებზე. მაგრამ ვაღიარებ, ცოტათი ნერვებს მიშლიდა ნამდვილად. კარგით, ნუ შეგრცხვებათ ჩემს გამო, ყველას მოსვლია ასეთი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შრომა და ძალისმევა ჩავდე ამ თამაშში, რომ მომეგო ჩემთვის ყველაზე დიდი ოპონენტისთვის, 10 ხელიდან მხოლოდ 4 მოვიგე მე. -აჰა შენ ჩემი ბოლო გული და შენ კიდევ ჩემი ერთი სურვილი გმართებს -წინ დამიგდო უკანასკნელი კარტი და ჩემსკენ გადმოხრილმა მზერით მაცნობა ტყუილად ტრაბახობდი მაინც დაგამარცხეო -ჯანდაბა შენ! ამასთან რატო წააგე გოგო რა! - აბუზღუნა ელენე და ფეხზე წამომხტარმა ძმის მოხჩობის სცენა ძალიან კარგად გაითამაშა უკმაყოილების გამოსახატად. -რა ჩემი ბრალია? შენს დაქალს მოსთხოვე პასუხი! - არ წყნარდებოდა მოხარხარე აწ უკვე კარგ ხასიათზე დამდგარი გიორგი და თან დის მოშორება გაცხარებული ცდილობდა. -იმას რომ ახლა რამე ვუთხრა ენას მომაჭრის მე შენს მაგივრად და მტკვარში გადააგდებს, ისეთი გაბრაზებულია. - შეხედა ხელებგადაჯვარედიებულ, წარბებშეკრულ დაქალს და ხელებისაწევით ანიშნა, კარგი აღარ ამოვიღებ ხმასო. -რა გინდა, ამოღერღე! - უფროსი ბარბაქაძის მოკვლის სურვილი ნათლად გამოირჩეოდა მის ხმაში -თქვენი საიდუმლო ადგილი! - საოცრად კმაყოფილი იყო გიორგი, გაოცებული იყვნენ გოგონები -რაა? -რაა? -ადგილი სადაც საათობით მიდიხართ, იმალებით და იქედან სიგარეტის ცარიელი პაჭკებით მოდიხართ! - დას შეხედა ირონიული ღიმილით. -რას ლაპარაკობ გიორგი?-შეცბა ელენე და ქეთომაც შეშინებულმა გახედა- ჩვენ და სიგ... -არ გინდა!-ხელი აუწია ძმამ, გაჩერდიო ანიშნა - ვიცი,ტყუილად ნუ უარყოფ! *** მზინი, მაგრამ ოდნავ სუსხიანი სექტემბრის შაბათი იყო. როგორც ყოველთვის ფანჯარა წინა ღამითაც ღია მქონდა და დილიდან მესმოდა ცოლ-ქმრისა და დედა-შვილის ჩხუბი, მანქანების ღმუილი, მეზობლების გადაძახილები. ტვინს ეღვიძა და ყველაფერს ნათლად იაზრებდა, სწორედ ამიტომ მეძინა ძალიან ძალიან კომფორტულად. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დიდი ოჯახების მინუსი დილით არ შერგებული ძილია და როცა ამას ვამბობ ვგულისმობ ჩემს ოთახში შემოხიზნულ დედას, რომელიც დალაგებულ ოთახს, მაინც თავისებურად ალაგებს, მორბენალი ტყუპები, რომლებსაც უკან თორნიკე მოსდევს, გაოცებული აკვირდება ჩემი ფანჯრიდან აივანზე გადამძვრალ ბავშვებს და მამაჩემი, რომელიც ბოლო ხმაზე უყურებს ქრონიკის ცხრა საათიან გამოშვებას -რა გჭირთ, რა იყო? დამაძინეთ რა! - პლედი თავზე გადავიფარე და დედაჩემის ბურდღუნი დავაიგორე. სამწუხაროდ, ვიცოდი, მაინც არ მომცემდნენ ძილის გაგრძელების საშუალებას. საუბედუროდ, არ ვიცოდი, რომ ეს დილა წლების შემდეგ ტკივილამდე მომენატრებოდა. -ადექი გოგო, დაღამდა! -დედა, ცხრა საათია - დავიწუწუნე, როცა ცალი თვალით შევხედე საათზე გამოსახულ ცხრიანს და მეორე მხარეს გადავბრუნდი. -ადექი და დამეხმრე, მიდი ტყუპებს მიხედე. შეიძლება სულ გეძინოს ახალგაზრდა გოგოს?- მტვერსასრუტის შიშინს თან ერთვოდა დედის თითქმის ყვირილით ნათქვამი სიტყვები. -ვდგები ხო, ვდგები! - სხვა გამოსავალი არ მქონდა, უკვე გონებაც გამოფხიზლდა და სხეულიც. ხელები და ფეხები გავშალე კუნთების გმოსაღვიძებლად, ღიმილით გადავხედე ჩვენს ეზოს და ღრმად შევისუნთქე სექტემბრისეული სუსხი. ღიღინით გავედი ოთახიდან და უსიტვოდ ჩავუარე იატაკზე გაგორებულ თორნიკეს, რომელსაც ტყუპები ‘’ეჩხუბებოდნენ’’. -გაუღვიძია ჩვენს დედოფალს! მოგკლავს მამა ამდენი ძილი!-სათვალეების ზემოდან გადმომხედა მამამ და სიცილით გამომაყოლა თვალი სამზარეულოში შესულს -კაი რა, ძლივს ვისვენებ ორი დღე და რატომ მეწუწუნებით მთელი ოჯახი? - მივუბრუნდი წყენით მამას -ისვენებ, თორემ თქვენც ახლა არ გკლავდნენ სწავლა-განათლებით ერთი! - თვალი ჩამიკრა მამაჩემმა და ტელევიზორს მიუბრუნდა ისევ, სადაც კორონა ვირუსის სავალალო შედეგებს და მის გავლენას განიხილავდნენ მსოფლიოს ეკონომიკაზე. -მერამდენეჯერ უნდა მოუსმინოს ერთიდაიგივეს! - ჩავიჩურჩულე და ჩაიდანი გაზზე დავადგი. სანამ წყალი ადუღდა, ფიქრებით ბევრ რამეს გადავწვდი და განსაკუთრებით დღევანდელ გეგმებს ვაწყობდი გონებაში. რატომღაც ცხობის ხასიათზე დავდექი და ვერ მოგატყუბთ, დღეები ჩემი მსგავს ხასიათით ყველაზე მეტად მოსწონდა ჩემს ოჯახს. საჭმლის კეთება და ნამცხვრების ცხობა ძალიან პატარა ასაკიდან დავიწყე, ასე ვთქვათ დედაჩემის ნიჭი გამომყვა და დავიწყე ამ ჩემთვის სასიამოვნო და დამამშვიდებელი საქმის შესწავლა. რა თქმა უნდა პროფესიონალურ დონეზე არა, მაგრამ საკმაოდ კარგად და გემრიელად ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც გულს დავუდებდი და რაც დამაინტერესებდა. მაცივარში შენახული გაყინული მარწყვის არსებობა რომ გამახსენდა, იმ მომენტიდან ზუსტად ვიცოდი, რომ დიდი ხნის მონატრებული ტორტის გამოცხობის ჯერი იყო. -თორნიკეე!.. - გავძახე ჩემს ძმას, მაგრამ რატომღაც გვერდით ოთახიდან გამოსასვლელად 5 წუთი დასჭირდა. ძალიან დიდ ენერგიაზე იყო ბატონი. შემოსვლისთანავე მუშტების ჰაერში ქნევა დაიწყო, ისე თითქოს ჩემთვის დარტყმას ცდილობდა. ხომ იცით მამრობითი სქესისთვის დამახასიათეელი ეს ჟესტი, რომელსაც იმდენად მივეჩვიე, თვალიც კი არ დამიხამხამებია მის მოქნეულ მუშტზე. -რაო ჩემო ფუმფულა?- თმები ამიჩეჩა და სამზარეულოს კარადას უკანალით მიეყრდნო -ნერვებს ნუ მომიშლი ახლა დილიდან... -რა იყო გოგო, ვეღარ მოგფერებივარ! - ჩაიდუდღუნა ნაწყენმა -მოფერებას გააჩნია. ფუმფულა და მსუქანა და ფუნთუშა კიდე...-იცოდა ვბრაზდებოდი ჩემს წონაზე ხასგასმით, მაგრამ არ იშლიდა თავისას. მაღალი ვიყავი, პუტკუნა და დიდი აღნაგობის,შესაბამისად ყოველთვის ძალიან ვკომპლექსდებოდი პატარა ხუმრობაზეც კი. ბავშვობიდან ეს პრობლემა მაწუხებდა, შესაამისად ჩემი ცხოვრება იყო მუდამ დიეტაზე ყოფნა, მუდამ ვარჯიში, მაგრამ არასდროს შედეგი. არ მიყვარდა ხალხმრავალ ადგილებში ან უცხოებთან ერთად ჭამა, შემდეგ სინდისის ქენჯნა და ტირილში გატარებული საათები, ხალხის მხრიდან ჩემს წონაზე ხასგასმა და ჩემი ტოლებისგან გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მიღებული დაცინვა ყველაფერს აუარესებდა. ვიცი, თორნიკესთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ვარ, მისთვის ეს მართლა მოფერების ფორმაა და არა დაცინვის, მაგრამ გულზე მხვდება მსგავსი ზედმეტსახელები, ისევ ჩემს სიფუმფულესა და პუტკუნა ტანს რომ უსვამს ხაზს. -რა გჭირს შენ?არ მითხრა ვინმემ რამე მითხრაო! ამ ბოლო დროს არც საჭმელს ჭამ ვხედავ და რამე ხდება?- სიგარეტს მოუკიდა მაშინვე წარბებშეკრულმა და ფანჯრისკენ მიჩოჩდა -არაფერი არ ხდება. მსუქანი ვარ და დავიკლო უნდა, სხვა არაფერი! -ვინ გითხრა ეგ?- უცნაურად ცივი იყო მისი ტონი. თვალები ამიწყლიანდა და ნიჟარაში ჩადებულ გასარეცხ ჭურჭელს მოვკიდე ხელი, რომ არ დაენახა ჩემი აცრემლებული თვალები -არავინ არ მითხრა, ისედაც ვიცი! ვხედავ მე ჩემს თავს სარკეში და ვიცი, რომ მახინჯი ვარ, ამიტომ არ არის საჭირო ნუგეში იმის გამო, რომ შენი და ვარ! -მეორეჯერ მაგ სიტყვებს გავიგებ შენგან და მერე შენ ნახავ! -მუქარით იყო სავსე მისი ხმა, ვიცოდი გავაბრაზე, მაგამ მე გულწრფელად ვუთხარი ის, რასაც ვგრძნობდი. -არ იცი შენ, როგორც ჩანს, მახინჯი ადამიანის განმარტება. შენ ჩემი და ხარ, ყველაზე ძვირფასი ქალი ჩემს ცხოვრებაში და ვერც კი ხვდები, რომ მკლავ მაგ სიტყვებით. თუ ის არის შენი პრობლემა რომ იმ შენ სი* ოთიკოს არ მოსწონხარ, აქვე დაგაპუტავ მაგ თმებს. სულ რომ ყველაფერს თავი დაანებო, მე კაცი ვარ, ქალის შვილი და ქალების ძმა და ჩემთვის შინაგანი სილამაზე ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანში და არა გამოყვანილი წელი და გრძელი ფეხები. ამას შენს დასამშვიდებლად არ ვამბობ ქეთუ, შენი თავი უნდა შეიყვარო, რომ მერე ეს შენი ფუმფულა ლოყები, ლამაზი თვალ-წარბი, მუდამ ღიმილიანი პირ სახე, ამაყად მოღერილი გულ-მკერდი, ფუმფულა გვერდები და გრძელი ფეხები სხვამ შეიყვაროს, გაიგე? არაფერი გჭირს საკომპლექსო და თავის შესაძულებელი. ბიჭს გოგო რომ უყვარდება, მისი თვალები, მზერა, გონება, გული, ღიმილი უყვარდება, დანარჩენი თვალს მოსწონს უბრალოდ... -მაგაზე რატომ მელაპარკები?- უკვე მხრები მიცახცახებდა ტირილისგან, ის ჩემს გვერდით იდგა და კარადაზე გადმოწოლილი პირდაპირ თვალებში მიყურებდა -იმიტომ, რომ ვიცი, ეგ გაწუხებ ყველაზე მეტად, მეც ვიყავი შენს ასაკში და მეც მყავდა გოგო მეგობრები ი. რაო იმან, მსუქანი ხარ და იმიტომ არ მიყვარხარო? -ეგ არ უთქვამს, მაგრამ ვერ გავამტყუნებ, ჩემზე ლამაზი გოგონები მოსწონს და იმათაც მოსწონთ მე რატომ უნდა მოვწონებოდი?-წარბები სასაცილოდ ჰქონდა შეკრული და ისე მიყურებდა. მე ჭურჭელს ვრეცხავდი და თან ველაპარკებოდი, მაგრამ თან სიცილ-ტირილსაც ვერ ვიკავებდი მის დანახვაზე -კიდე შენსას აწვები? -აუ ვერ გამიგებ შენ რა, სულ ტანწერწეტა და სიმპათიური იყავი შენ... -კაი, მეტს აღარაფერს გეტყვი, მაინც ვერ იგებ. გაიზრდები და შენით მიხვდები, რომ ეგ შენი ოთო ერთ დღეს თავში შემოირტყამს ხელს, რატომ გავუშვი ხელიდანო!-მომშორდა და გავიგონე როგორ გამოსწია სკამი ჩემს ზურგს უკან. გავაბრაზე. რატომღაც გულახდილობა მომინდა მასთან, ერთდროს ჩემს საუკეთესო მეგობართან. -მე მომწონდა ოთო 2 წელი, მერვე კლასიდან-არაფერი უთქვამს, მაგრამ ვიცოდი მისმენდა-არავინ არ იცოდა ელენეს გარდა. მერე როგორღაც გაიგო, მიმიხვდა ალბათ, ვერ ვმალავდი კარგად...-გავჩერდი, მეტს ვეღარ ვეტყოდი. მოკლავდა იმ საცოდავს და მე მაგის გადატანა არ შემეძლო. ამ ლაპარაკისას რატომღაც იმას მივხვდი, რომ სიბრაზესაც კი არ ვგრძნობდი უკვე ოთოს მიმართ. ყველა გრძნობასთან ერთდ გამქრალიყო იგიც. -მერე?-ვეღარ ითმენდა, მაგრამ მე მეტი არაფერი მქონდა სათქმელი. ხელები ქაღალდზე შევიმშრალე და ძმას დავუჯექი წინ. -მერე არაფერი, ცოტა ხანი მეღადავა, ოღონდ მნიშვნელოვანი არაფერი, მერე გავატარეთ ორივემ ეგ ამბავი. ბოლოს მკითხა, გავიგე მოგწონვარო, მე, რა თქმა უნდა, უარვყავი...-გამახსენდა რაც მოხდა ამის შემდეგ და შემაჟრჟოლა. დაწვრილებული თვალებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა-მანაც ბოდიში მომიხადა და მორჩა მაგით. -მე შენ გენდობი. ვიცი არ მომატყუებ. ამიტომ მჯერა შენი ახლა და მეტს აღარაფერს გეკითხები. ჩვენ ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს, როგორც შენ მოგინდება ჩემი ტკივილისგან დაცვა, ისე მინდა მეც. ეს არის ჩემი მიზანი და არა უბრალოდ ინტერესი, ამიტომ ნუ მეჩხუბები ხოლმე, გთხოვ!-მითხრა დიდხნიანი ფიქრის შემდეგ თბილი ღიმილით. ჯერ შემაჟრჟოლა, შემდეგ ერთიანად დამიარა სითბომ მთელ სხეულში. თვალებაცრემლიანებულმა შევხედე და მისკენ სწრაფად წავედი რომ მოვხვეოდი. სიცილით ჩამიკრა გულში და ცალ მუხლზე პატარა ბავშვივით ჩამომისვა თითქოს ბუმბული ვყოფილიყავი, არადა მისი ტანსაცმელი ახალდაბადებული ბავშვის ტანსაცმელივით მაქვს ხოლმე შემოკრული ტანზე.-ადამიანს გადაყლაპავ ზოგჯერ ისეთი ხარ, ზოგჯერ კი ასეთი გულჩვილი… არ შეიძლება ამდენად განსვავებული პიროვნებები სახლობდეს შენში დაო! -ბევრს ლაპარაკობ. დამავიწყდა რისთვის დაგიძახე, ტორტი არ გინდა?-წარბები ავუთამაშე. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ხელები ერთმანეთს გაუსავსავა. მსახიობი! -შენ თუ ტორტს გამოაცხობ, ნებისმიერი რამ მითხარი რა გინდა?-ფეხზე წამომხტარმა ოდნავ წაუცეკვა და თან სიმღერ-სიმღერით მკითხა -ბიჭო, ერთი ის მითხარი ნიკოლოზს რა უნდოდა ასე ადრე ამ დილით? - ძილბურანში აშკარად მესმოდა უფროსი ბარბაქაძის და მამას საუბარი -მამაჩვენი ყველაზე ჯიგარია! -ახლოს მოიწია და ჭორიკნა ქალივით დაიწყო ხმამაღლა ჩურჩული - სამსახური უშოვა! -ღმერთო, რა მაგარია, ცოტას ამოისუნთქებენ - რატომღაც თვალებზე ცრემლების მოწოლა ვიგრძენი, ძალიან გამახარა მათმა ამბავმა და განსაკუთრებით იმან, რომ მათი მშველელი მამაჩემი იყო. -ხო, ეს ხო ხალხი არაა, რაც სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ძლივს გაჰქონდათ თავი. სესხი გამოიტანეს და ამბები მოკლედ. გიორგი საერთოდ წამოვიდა ჩუმად ანსამბლიდან თურმე, გაგიჟებულმა მოაკითხა ქორეოგრაფმა სახლში, სად მიგყავთ ეს ოქროს ბიჭიო -მერე?..-დავიძაბე -მაცადე, გიყვები. ჰოდა ამაათმა არაფერი იცოდნენ. გადაირია ნიკოლოზი, შემომაკვდება ეს ბავშვიო. მაგრად დაიგრუზა. წარმოიდგინე, რა რთული იქნებოდა მისთვის, შვილმა მთელი ცხოვრების ოცნებაზე თქვა უარი, მის გამო... ეს სულელი ბავშვი, თურმე იტყუებოდა სახლში რეპეტიციაზე ვარო და მუშაობდა სადღაც რესტორანში. ძლივს გამოგლიჯა დემეტრემ ხელიდნ მამამისს - დამწუხრებული იყო ჩემი ძმა. მეც დამასევდიანა ამ ამბებმა. თურმე არაფერი მცოდნია... შემეცოდა ნიკოლოზი და გიორგი კიდევ უფრო... -ხომ დაბრუნდა ანსამბლში? -კი იმ დღესვე დააბრუნეს. დემეტრემ მისცა თავისი ხელფასი თითქმის მთლიანად და იმით მიდის რუმინეთში. კიდევ კარგი ჩვენ რომ მაინც ვიპოვეთ სამსახური, თორემ არ ვიცი რა იქნებოდა, ძალიან ეხმარებოდა დემეტრე თავისი ხელფასით ნიკოლოზს. ჰოდა, მამა ამ დროსი ეძებდა თურმე გამოსავალს, როგორ დახმარებოდა და რეკომენდაცია გაუგზავნა თავის უფროსს ნიკოლოზზე და აიყვანეს. მაგარი ბიზნესი ჰქონდა, ხომ იცი?! ვინ არ აიყვანდა სამსახურში ასეთ გამოცდილს? უბრალოდ ამ დედაა*ირებულ ქვეყანაში ახლობლის გარეშე ვერფერს აღწევ, ხომ იცი? -ანუ ახლა მამასთან მუშაობს? -ჰო, ფინანსებშია და მშვენივრად ყოფილა. დღეს უთხრა, პირველი ხელფასი ავიღე და წამოდი ხინკალი უნდა გაჭამოო. ძალიან გახარებულია და ცოტა ამოისუნთქეს რაც მთავარია- მეც მომეშვა, სადღაც მიიკარგა მათზე დარდი. არავინ არ იმსახურებდა მსგავს გასაჭირს-განსაკუთრებით ბარბაქაძეების ოჯახი-თან ესეც რა მასტია?! არაფერი არ გაგვიგია ისე უშოვა კაცს სამსახური და ამუშავა ერთი თვე -საღოლ მამას!- უაზროდ კმაყოფილი და გახარებული ვიყავი. - შენ არ იღლები? ხუთი დღე მუშობ კვირაში, კიდევ უნივერსიტეტი. ცოდო ხარ!-მხარი გავკარი გვერდზე ჩამომდგარს. -ცოდო ხარ შენ!..რას მკადრებ ამხელა კაცს!..- გაეცინა და წამიერად მომეხვია - კარგი გამოსავალი ვიპოვე, უნის ვაცდენ ხოლმე! -ბიჭო, მუშაობ რომ სწავლის გადასახადი დაფარო და არ სწავლობ?- თვალები გამიფართოვდა მის ლოგიკაზე -დიპლომია მთავარი ხომ იცი? ვის უნდა ნასწავლი ამ ქვეყანაში?-ხელი აიქნია და კარისკენ წავიდა. ვერ ვხსნიდი მისი საქციელის მსგავს განმარტებას -თორნიკე, დედას ვეტყვი იცოდე!-დავემუქრე. გამეკრიჭა -ჩამშვები ხარ?! კარგგი მითხარი რა წამოგიღო, მივდივარ მაღაზიაში -20 ცალი კვერცხი და ვანილი,დანარჩენი გვაქვს ყველაფერი!-გავძახე ოთახიდან გასულს. ფანჯრიდან ვუყურებდი სიცილ-სიცილით რომ მიკუნტრუშებდა ეზოში და ყელას ესალმებოდა, თვალი მომკრა და კოცნა გამომიგზავნა. მიყვარს! 15 წუთი სჭირდებოდა თორნიკეს სახლში დასაბრუნებლად, მე მანამდე კრემის მზადებას შევუდექი. თავი ელენეს ნაჩუქარი კომპლებიანი შარფით მქონდა შეხვეული და წელზე მჭიდროდ მქონდა მოხვეული დედაჩემის წინსაფარი. ანი მიყურებდა როგორ ვამზადებდი კრემს და თან სკოლაზე მეჭორავებოდა. ალექსანდრე შემოყოფდა ხოლმე სამზარეულოში თავს და ისევ უკმაყოფილო ბრუნდებოდა მამასთან, მიქსერის კრემიან ფეხებს ელოდნენ ტყუპები და წუწუნებდნენ ამდენი ხანი რაში სჭირდებაო. მეცინებოდა გულწრფელად. მათი ასაკის ვიყავი, როცა დედასთან ერთად ასე ვიდექი ხოლმენ გასქურასთან და ადვილ საქმეში ვეხმარებოდი. ხან მიქსერს წავეპოტინებოდი, ხან შაქარს და ფქვილს ვუმატებდი, ხანაც ვანილს დედას მითითებების მიხედვით. ახლა კი მე ვიყავი დედაჩემის როლში და ჩემი პატარა ბუთქუნა დაიკო ჩემს როლში. დედას სახე გაუნათდა ჩვენი დანახვისას. თორნიკესთან ერთად შემოვიდა სამზარეულოში. ჩემმა ძმამ პარკი მაგიდაზე დადო, ანა აატირა, იმდენი კოცნა და გაგვაფრთხილა ბარბაქაძეებთან გადავდივარო. დედა ფრთხილად მომეფერა ზურგზე და გაანათა ოთახი თავისი მზისფერი ღიმილით. მისი თვალებიდან გამოსროლილი სიყვარულის ნაპერწკლები თბილად ჩაიღვარა ჩემს გულში და ამოავსო პაწაწინა ჩაღრმავებები. თურმე მაშინ კიდევ არ ვიცოდი რამხელა საგანძური იყო დედა და მისი თბილი ღიმილი ჩემს ცხოვრებაში. ბრილიანტი, რომელიც ხავსით დაფარულიყო და ხშირად ვერ აჩენდა თავის რეალურ ბრწყინვალებასა და დიდებულებას. -დე, გინდა მოგეხმარო?-მკითხა თბილად და საყინულედან ხილის კონტეინერები გამოიღო. ჩემს აზრებს რომ უთქმელად ხვდებოდა, ისევე როგორც ჩემს საჭიროებებს, გითხარით ხომ? -არა დე, დაისვენე შენ და მალე გავაკეთებ მე ამას, დაუძახე მერე ცისოს და დალიეთ ყავა - კისკისით მივუთითე მის ერთგულ მეგობარზე და მანაც გამიცინა თანხმობის ნიშნად. -კაი დე, მამაშენთან მივალ მე მაშინ, ჯუჯღუნებს დილიდან, რა უნდა გავარკვევ-ისე დაეჭყნა კედელს, თითქოს მამა ხედავდა მის სახეს და სიცილით დატოვა სამზარეულო -ისე, დედა რანაირია და მამა როგორი სხვანაირია - ხელზე ჩამოედო ლოყა ანის და ტკბილი ხმით მესაუბრებოდა ჩაფიქრებული -რატო ფიქრობ ეგრე ანიტუდა?- ვიცოდი რასაც გულისხმობდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ის ჯერ ძალიან პატარა იყო ამ ყველაფრის დასანახად -სულ მოწყენილია მამა, მარტო მე მეფერება და თქვენ სულ გეჯუჯღუნებათ და დაგცინით. ძაან ცოტა ხანი არის სახლში და სულ ტელევზორს უყურებს. დედა კიდე ჯერ პატარაა - ბუზღუნებდა, მე ვიღიმოდი, ჩემი განძი იყო ეს პატარა არსება - სულ მხიარულია, სულ გვეფერება, ძაან ახალგაზრდაა თან, მამა მოხუცია! -არ თქვა ეგ, მამას ვუყვარვართ ჩვენ და არ ვატკინოთ გული ხომ! ორივე კარგები არიან და ორივეს ვუყვარვართ ოთხივე, ჩემო პაწაწინა - ბევრი ვაკოცე და აკისკისებულს მალე მოვშორდი. სასაცილო იყო, ახლა ანის ვარიგებდი ჭკუას, რამდენიმე თვის წინ მეც იგივეს ვფიქრობდი. კრემი გასაგრილებლად დავდგი და ამჯერად ბისკვიტის მომზადებას შევუდექი. ჯამში ფქვილს ვყრიდი ელენე რომ შემოვარდა სამზარეულოში, თან დედას და მამას რაღაცას ეუბენბოდა, თან ჩემსკენ მორბოდა -რაა ხდება გოგო? - ვკითხე შეშფოთებულმა -დამერხა! - ვეღარ სუნთქავდა - გიორგი მომსდევს, მომკლავს. აქ არ შემოვა, მაგრამ მე ვერ გადავურჩები! -რა დააშავე?- გამეცინა, ერთი ჩვეულებრივი დღე ჩვენს სამეზობლოში. -გოგო არც არაფერი, სახლში მარტო იყო ეგონა და ღიღინით ამზადებდა რაღაცას სამზარეულოში, მე გადავუღე, პირველად ვნახე ჩემი დეპრესიონერა ძმა ასეთი და გამიკვირდა. დაინახა რომ ვუღებდი და ტელეფონის წართმევა დამიპირა, მე ვეჩხუბე, ხელს მომკიდებ და გამოგიქვეყნებ მეთქი და გამომეკიდა. არა რა მინდოდა, რა მატლიკინებდა?- იქეთ აქეთ დადიოდა, ხან შიგადაშიგ მოკისკისე ანის ლოყებს აწვალებდა და ხან მაკვირდებოდა როგორ ვცრიდი ფქვილს ჯამში.- გამომყევი რა, მიშველე გთხოვ!- ყელი ლამის გამოიღადრა ჩემმა დაქალმა ჩემი გაკვირვებული სახე რომ დაინახა -შენ ახლა იმის იმედი გაქვს, რომ მე გიშველი? გიორგისთან მე გავხდები რამეს?მოგკლავს და მეც ზემოდან დამაყოლებს.- არგუმენტებით ვუმტკიცებდი ელენეს, რომ არ იყო ჩემი ბარბაქაძეებთან გასვლა კარგი იდეა, მაგრამ ესმოდა კი ჩემი?- თორნიკეს უთხარი, თქვენთან არაა? -გოგო წავიდნენ ეგენი სადღაც. გთხოვ ქე, გთხოვ, გთხოვ! - ვერ დავტოვებდი მარტო ჩემს ერთადერთ დაქალს, თუ სიკვდილი იყო, ჯობდა ერთად მოვმკვდარიყავით გიორგის ხელით. -კარგი ხო, 5 წუთი მაცადე, ამას შევდგამ ღუმელში -ფორმაში გადატანილი ბისკვიტისკენ ვანიშნე და მის კივილს არ მივაქციე ყურადღება. ბისკვიტი ღუმელში შევდგი, წინსაფარი მოვიძრე და წინ დავუდექი ელენეს. დედას გავძახე რამდენიმე წუთით გავდივარ და მალე მოვალ-მეთქი და ფრთხილად დავზვერე სიტუაცია გაღებულ კარში ჩამომდგარმა. ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული მოპირდაპირე კარი რომ გაიღო და წარდგა გაცეცხლებული გიორგი ბარბაქაძე ჩვენს წინაშე, მთელი თავისი სიდიადით. -აჰა, მოიყვანა თავისი კუდი - ირონიულად გამიცინა და წამში გაცეცხლებულმა გახედა ჩემს ზურგს უკან მდგარ დას -ეს გინდა გიო? -ტელეფონი ცხვირწინ აუფრიალა ჩემს ზურგს უკან ამოფარებულმა და გიორგი კი არა მეც დიდი სიამოვნებით გავგლიჯავდი ამ წამს შუაზე. ხელით ვანიშნე გაჩერდი-მეთქი და ისევ გიორგის მივაშტერდი -ახლა გაქვს დიდი გული?გგონია ვერ წაგართმევ ასე? შენს წინ მდგარსაც თავისუფლად მოვერევი, იცი ეგ და ტყუილად ტრაბახობ -გულზე მომხვდა მისი სიტყვები, რა თქმა უნდა, ისევ ჩემი წონა, ისიც კი ამას უსმევდა ხაზს. ჩაფიქრებულს ისე უცებ დამიდგა წინ და გადასწვდა ჩემს უკან მდგომს აზრზეც ვერ მოვედი. მეც მოვკიდე ხელი. აქედან ელენე ექაჩებოდა და ამ დავი დარაბაში წამში დამისრიალდა ფეხი კიბის საფეხურზე, ალბათ დავილეწებოდი უცებ რომ არ ჩაევლო ჩემთვის ხელი. ხუთი საფეხური გამოვტოვე, ჩემს უკან იდგა მოაჯირზე გადაკიდებული, მე მასზე ვიყავი მიყრდნობილი. ვერ ვიაზრებდი წამით რა ხდებოდა, მხოლოდ ელენეს დაპანიკებულ სახეს ვხედავდი ,არავის და არაფრის ხმა არ მესმოდა, მხოლოდ ჩემი ღრმა სუნთქვა და გიორგის სახეს ვხედავდი, რაღაცას რომ მეკითხებოდა. რამდენიმე წამი დამჭირდა გამოსაფხიზლებლად, დედაჩემის ხელები რომ ვიგრძნი სახეზე და შეშინაბული 3 წყვილი თვალი დავლანდე. თვალი გიორგის უცნაურად ჩამოკიდებულ ხელზე გამექცა და იმ წამს დამიბრუნდა სმენაც. -ხელი...გიორგი, ხელი...-მტევანზე შევეხე წინ მდგომს. დედამაც მასზე გადაიტანა ყურადღება. წამსვე უცნაური ბგერები ამოუშვა, როგორც კი მის ხელს შევეხე- დედა, მგონი მოტეხილი აქვს - დავპანიკდი, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, მათ სიტყვებს ვერ ვიაზრებდი. ბოლოს მამას მანქანაში ვიჯექით ყველა. გიორგი ჩვენს შუაში იჯდა და და მე მისი ხელი მეკავა, ელენე კი ბოლო ხმაზე ტიროდა. ტუჩები გალურჯებოდა, სახეზე ფერი დაეკარგა, როგორც ჩანს ძალიან სტკიოდა ხელი, შიგადაშინ ამოიკვნესებდა ხოლმე ტკივილისგან. რამდენიმე წამით გონებაც დაეკარგა,ძალიან მაგრად შემოვარტყი სახეში, რომ გამოფხიზლებულიყო და ეს ყველაფერი ინსტინქტი იყო, რადგან ჯერ კიდე არ ვიყავი აზრზე. დედა ცისოს ესაუბრებოდა ტყუპები მარტო დარჩნენ სახლში და მათთვის ყურადღების მიქცევა სთხოვა, თან დიდხანს ამშვიდებდა, კარგად არის ყველაფერიო. უკან შეწუხებული სახით იყურებოდა. გიორგის ყოველ წამოყვირებაზე თითო ცრემლი მოგორავდა დედაჩემის ლოყებზე. საცობების და გაუმართავი მოძრაობის გამო თითქმის ერთი საათი ვიყავით გზაში. უცნაური ხმებითა და შიგადაშიგ წამოყვირებით ცდილობდა ტკივილის გაძლებას ჩემს გვერდით მჯდარი გიორგი. სახეზე ცარცისფერი დასდებოდა, მთელი სახე და ხელები ოფლით ჰქონდა დაცვარული. ისე ძლიერად აჭერდა კბილს კბილზე ყურებში მესმოდა ხმა და სხეულზე ვგრძნობდი მის ტკივილს. მეტირებოდა, ცრემლები თავისით ტოვებდნენ თვალებს და მზერადაბინდული მაინც მის ხელს შევცქეროდი. მამაჩემი მანქანებს შორის გაძრომას ცდილობდა, არაფერი გამოსდიოდა. მხოლოდ მისი და სხვა მძღოლების გინება და ხმამაღალი შეძახილები იყო შედეგი. ეს იყო ტკივილი, რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა გიორგის და ეს იყო მომენტი, რომელიც საბოლოოდ ჩარჩა ჩემს გონებასა და გულში, როგორც უდიდესი ტრავმა. ვერ აღგიღწერთ საავადმყოფოში მისვლის, ექიმთან შევლის მომენტებს. სრულიად წაიშალა ჩემი მეხსიერება, ასე ერთიანად გაქრა ყველაფერი ჩემი გონებიდან. ელენე ჩამეხუტა ის მახსოვს. გიორგიც დავინახე ხელზე თაბაშირი ეკეთა და უემოციო, დაწვრილებული თვალებით იყურებოდა გარშემო. ნაწილ-ნაწილ ჩამრჩა ფრაგმენტები გონებაში. ახლაც ჩამესმოდა გიორგის განწირული ხმა, კითხვის დასმას რომ ამოაყოლა მთელი გული: -ცეკვას ხო შევძლებ, ექიმო? რომ ამოვისუნთქე და მგრძნობელობა დამიბრუნდა ჩემს სამზარეულოში ვიჯექი, ხელში წყლის ჭიქა მეკავა და მაგიდაზე შუაში მოთავსებულ გამომცხვარ ბისკვიტს ვუმზერდი. არავის ხმა არ ისმოდა, სრული სიჩუმე სუფევდა გარშემო. ფეხზე წამოვდექი და ოთახში გავედი. ჭიანჭველები დაძვრებოდნენ ჩემს სხეულზე თითქოს, უცნაურ წრეებს ვხედავდი და საშინელად მქონდა გული აჩქარებული. საშინლად მაფორიაქებდა დღევანდელი მისი ქცევა. როცა გავიაზრე, რომ მე გადამარჩინა ისე, რომ თავის სიცოცხლეს წამითაც არ გაფრთხილებია, მისთვის სახეში მაგრად დარტყმა მომინდა. მას რომ დამართნოდა ჩემს გამო რა უნდა მექნა მერე?ან კიბიდან რომ ჩაგორებულიყო ან გადავარდნილიყო..ახლა საერთოდ რომ ვეღარ შეძლოს ცეკვის გაგრძელება, ანსაბლთან დამშვიდობება რომ მოუწიოს გავგიჟდებიი. ჩემს გამო. თან არასდროს მინახავს მისი ცეკვა, ვერ მოვასწარი. მის ჯინაზე ვტოვებდი ყველა კონცერტს, რომელზეც გვპატიჟებდა. მილიონი სცენარი დავსახე გონებაში, მილიარდი უაზრო ფიქრი დამებადა და ყველა მათგანმა ჩემი პულსაცია მაქსიმალურ დონემდე აიყვანა. ვერც კი ვიხსენებდი ჩავკეტე ოთახის კარი თუ არა, მაგრამ არც მადარდებდა იმ მომენტში. ფანჯრის ქვეშ დავჯექი და სიგარეტს დაუფიქრებლად მოვუკიდე. მაშინ მყარად მქონდა გონებაში ის აზრი, რომ ნერვიულობის საუკეთესო წამალი იყო თამბაქო და თინეიჯერესაც რა მქონდა ნერვიულობის და დასამშვიდებლად მოწევის მეტი საქმე. მისი ტკივილიან სახე რომ მახსენდებოდა, მისი ყოველი წამოძახილი, უფრო მეტად ვგრძნობდი ნერვიულობის მწვავე მუშტებს მუცელში. ვერ ვიტანდი, მაგრამ ის ჩემი ბავშვობა იყო, ჩემი მეზობელი, თითქმის ოჯახის წევრი, ის ბიჭი,რომელიც თითქმის მომეწონა. ძალიან დრამატული ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად ჩემი თანდაყოლილი შიშის ბრალი იყო ეს შფოთვა-საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშის. არ მახსოვს ჩამქვრალი ბიჩოკი სად მოვისროლე, არც ის მახსოვს როგორ ჩამეძინა იქვე კედელზე მიყრდნობილს. თვალები ალბათ ნახევარი საათის შემდეგ გავახილე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბრმა ვიყავი და უცებ დამიბრუნდა მხედველობა, თითქოს წამების წინ გავლღვი ერთიანად გაყინული. დაბუჟებული სხეულის გამო 10 წუთი ვერ მოვახერხე სწორად მოძრაობა. შემდეგ ოთახი დავტოვე და დივანზე მჯდომი დედის დანახვაზე უსიტყვოდ მივუჯექი მას გვერდით. ვერ მოვითმინე, ჩავეხუტე გვერდით და მყარად გავეხვიე მისი სიყვარულითა და მზის სურნელით გაჯერებულ მკლავებში. -კარგად არის დე. დედამისიც მოვიდა სახლში, ყველა იქ ვიყავით. წამლებიც დალია და სამ კვირაში ალბათ მოიხსნის თაბაშირსაც.- მან ყოველთვის იცოდა, რომ მტკიოდა და განვიცდიდი. მან მუდამ იცოდა, რომ დიდ გრძნობას იტევდა ჩემი გული იმ მომენტში. თითოს თავისი სხეულით გრძნობდა, თითქოს დაკავშირებული ვიყავი ჯერ კიდევ უხილავი ძაფებით მის მთელ არსებასთან. მერე გავიგე რომ ეს ძაფები მართლა არსებობენ და მხოლოდ დედები გრძნობენ და ხედავენ მათ, შვილები კი მას შემდეგ, რაც თავად ხდებიან დედები. -შენ გიორგიზე ცუდად იყავი მგონი დე, რა გჭირს?- ჩამჩურჩულა ყურში და გაიცინა, ჩემს გაღიმებას ცდილობდა მზისფერი. -დღეს ისე ცუდად ვიყავი დე, ვიფიქრე, გული გამისკდებოდა და მოვკვდებოდი. მისი თითოეული წამოკვნესება ტვინში მირტყამდა, ყოველი ცრემლი გულზე მხვდებოდა და მთელ მის ტკივილს მეც ვგრძნობდი, გეფიცები! - ვჩურჩულები. მისი სხეული უცნაურად ვიბრირებდა, მივხვდი ისევ იცინოდა -მე არაფერს გეტყვი, მხოლოდ ერთი დაიმახსოვრე, თუ ჩხუბს გადააყოლებთ თქვენს ურთიერთობას, ეს ტკივილი ყველაზე ნაკლები იქნება მათ შორის, რასაც ბოლოს იგრძნობთ! და ნუ გეშინია, ერთი თვე შეისვენებს და დავრუნდება შემდეგ ანსამბლში - ხომ გეუბნებით ჩემი აზრებიც კი ესმოსა. დიდი ხანი ვეხუტებოდი მის კისერში თავჩარგული, დიდხანს მკოცნიდა თავზე, დიდხანს ვგრძნობდი როგორი უდარდელი ვიყავი იმ მომენტში, პატარა გოგო, რომელსაც დედა მყარ საფუძვლად ჰყავდა მუდამ. თითქმის ჩაძინებული ვიყავი ფანჯრიდან რომ მამაჩემის ბუბუნა ხმა და ნიკოლოზის ნერვიულობისგან შემკრთალი ბარიტონი გავარჩიე -ბიჭო, ეს რა წესია? როგორ დაიხარჯე? ისედაც საკმარისი გააკეთე ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილების საავადმყოფოს გადასახადები რატომ უნდა იხადო, შენს ოთხ შვილს რას უშვები? -ახლა უკვე ნერვებს მიშლი.ან რა სალაპარაკოა? შენ იგივეს არ იზამდი? -კი, მაგრმა მრცხვენია უკვე შენი, როგორ დამეხმარე, როგორ შეგაწუხე... -ზედმეტს ლაპარაკობ ახლა ნიკუშა - პირველად მიმართა მამამ ასე. ყოველშემთხვევაში მე აქამდე არ გამიგია. შემაჟრჟოლა -რამ გაყო ჩვენი ოჯახები? შენ თორნიკეს და ქეთოს არ გაუკეთებდი იგივეს? ან რა ჩასესხებაზე ლაპარაკობ. საერთოდ რეებს მახსნევინებ? წამით ყველაფერი მიყუჩდა, არაფრის ხმა ისმოდა. მხოლოდ მდუმარება -ძამა ხარ, ხომ იცი!რა უნდა დაგჭირდეს, ჩემთან რომ არ მოხვიდე, არ ვიცი! შენ მე გადამარჩინე ძმაო. ამხელა პატივისცემა, არვიცი... -ჩემი პატივისცემა ის იქნება, ახლა თუ სახლში წახვალ და მიუწვები ცოლს. აღარ გამაგონო მეტი არაფერი მაგ თემაზე. -ჩემი ძმა ხარ! -წადი ახლა შენს ცოლთან, თორემ ხვალ თუ გაიგეს იმიტომ არ ვიყავით საწოლში, რომ ერთმანეთს ვესაუბრებოდით, კარგ დღეს არ დააწევენ ერთმანეთს! - ხუმრობა ხუმრობაში მიჩუმდა მათი ხმა. მამაჩემი სახლში შემოვიდა, კარი ჩაკეტა და მშვიდი ნაბიჯებთ დაფარა გზა ოთახამდე. *** -ცოტა ხანი დავისვეებ შენთან და გეჭორავები გოგო, თან ქეთოს ნახვაც მინდოდა-ცისო იჯდა ჩვენს სამზარეულოში დედას წინ. მე გუშინ დაწყებულ ტორტს ვასრულებდი. არ მინდოდა ოჯახთან იმის აფიშირება, დათრგუნული და შეშინებული რომ ვიყავი. იმის იმედით დავტოვე ოთახი დღეს, რომ ისე მოვიქცეოდი თითქოს არაფერი მომხდარა და სრულიად კარგად ვგრძნობდი თავს. სინამდვილეში დანაშაულის გრძნობა გულს მიღრნიდა. -სად დაიკარგე გუშინ გოგონი, ვეღარ მოგკარი თვალი ვერსად - ზოგჯერ ცისოსგან ისეთ სიგნალებს ვიღებდი, მეგონა ყველაფერი იცოდა ჩემზე, ფიქრებიც კი. ახლაც უცნაური ღიმილით მიმზერდა, მაბნევდა. -ძალიან შემეშინდა გუშინ და ვერ ვიყავი კარგად! - არ ვუყურებდი მას, ტორტზე ხილს ვაწყობდი. -ნუ გეშინია შენ, იმ ახმახს არაფერი მოუვა ერთი ხელის მოტეხვით, ტვინზე იმოქმედოს იქნებ დადებითად! - თვალი ჩამიკრა მისკენ მომზირალს და გადაიკისკისა. გამეღიმა. რატომღაც აღარ ვგრძნობდი აგრესიას გიორგის მიმართ, არ ვიცი ეს რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ მისი წვალება ყველაზე ნაკლები იყო მაშინ, რაც მინდოდა. ალბათ იმ დანაშაულის შეგრძნების გამო, შინგანად რომ მჭამდა. -როგორ არის?- დედაჩემმა ჰკითხა -ტკივილები აქვს, მაგრამ გამაყუჩებლებით ვშველით, მერე აძინებს ის წამლები და ხან საწოლში სძინავს, ხან დივანზე და ზოგჯერ სკამზეც -იცინოდა ცისო - არ იდარდო შენ, ხელის მოტეხვა არაფერია ძვირფასო. ამიერიდან ისწავლით ჭკუას ორივე და ჩხუბით აღარ ეტყვით ერთმანეთს სათქმელს - უეჭველად იცოდა, საიდან იცოდა? დედას შევხედე განაწყენებულმა. იქნებ მიხვდა რამეს და ცისოსაც უთხრა-მეთქი. არც კი შემოუხედავს ჩემთვის. არა ის არ ეტყოდა, აბა საიდან გაიგო?იქნებ არც იცის? მაგრამ მისი ქცევა და სიტყვები საფუძვლიან ეჭვებს მიჩენდნენ. ლამაზი ორნამენტებით მოვრთე ტორტი და მაცივარში შევდგი ცოტა ხნით. ოთახში გავედი და საწოლზე დავწექი. ჭერს მიშტერებული ვფიქრობდი, რა უნდა მექნა, მინდოდა მისთვის ბოდიშის მოხდა, მაგრამ თან მრცხვენოდა, თან მეშინოდა, ცისომ თუ გაიგო, რამე ხო არ უთხრა-მეთქი, თან ოჯახთანაც მერიდებოდა, ჩემზე რომ ყოფილიყვნენ გაბრაზებულები?! ყავა მოვადუღე დედაჩემისა და ცისოსთვის, მე და ჩემს ტორტს გველოდებოდნენ ისინიც. ჩემი შედევრიც წარვუდგინე მათ და კომპლიმენტების მიღების შემდეგ კმაყოფილმა განვაგრძე ჩემი გეგმის შესრულება. ტორტს დიდი ნაჭერი ჩამოვაჭერი, ლამაზად დავდე თეფშზე და დავიბარე ელენესთან მივდივარ-მეთქი. ღიმილით გამომაყოლეს თვალი, მე დავაიგნორე და გზა გავაგრძელე. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და კარი პირდაპირ შევაღე ჩვეულებისამებრ. მისაღებში არავინ იყო, სამზარეულოდან გამოდიოდა ხმაური. კარი მშვიდად გავაღე და ნანისა და ნიკოლოზს ბევრი წვალების შემდეგ გავუსწორე მზერა. ნიკოლოზმა გამიღიმა, თავზე მაკოცა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. ნანი ონკანთან იდგა, ხელები წელზე შემოეწყო და ინტერესით მათვალიერებდა. -დიდხანს უნდა მიყურო დამნაშავეს თვალებით ქეთუსი? ეს რა მოგიტანია გოგო, შემოდი და დაჯექი - ძალიან მიყვარდა ნანი, მიუხედავად დედასა და მისი მტობისა, ძალიან ძვირფასი იყო ეს ქალი ჩემთვის. დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი მასთან თავს. დედის სურნელი ჰქონდა-ბავშვობის. ასეთი იყო, კეთილი და გამგები, სწორედ ამიტომ მიმიხვდა იმ წამებში, ჩემს დანაშაულის შეგრძნებას და სიმართლეს გეტყვით, თვალებითაც კარგად გამკიცხა ამის გამო - ნუ მიყურებ მასე, თქვენ პირველივე წამიდან ჩხუბობთ და ვიცოდით ყველამ ისედაც რაღაც ამდაგვარით რომ დასრულდებოდა ეს გაუთავებელი კამათი. თუ ხელი მოიტეხა გიორგიმ, არც შენი ბრალია, არც ელენეს და არც ჩემი, მხოლოდ მისი. შენი ბრალიც რომ იყოს, ჩემთან ეგეთი დამნაშავის თვალებით აღარ მოხვიდე, ჩათვალე შენც ჩემი შვილი ხარ და არ მომწონს ჩემი რომ გერიდება და შენს თავს იდანაშაულებ ჩემს წინაშე. გაიგე?- არ მიყურედა დასჯილი ბავშვივით კარში აწურულს, ნიჟარასთან იდგა და განუწყეტლივ უსმევდა სარეცხ ღრუბელს თეფშს. ცრემლებით ავსებული თვალები შევიმშრალე და გვერდიდან მივეხუტე ქალს. -მადლობა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მართლა არ მინდოდა ეგრე მომხდარიყო - ჩავიჩურჩულე, მანაც თავზე მაკოცა -ვიცი, გვითხრა გიორგიმ - ესეც საკმარისი ოყო ჩემს დასამშვიდებლად და გულის ასაფანცქალებლად. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, ან ვხვდებოდი, მაგრამ ჩემთვი ზედმეტად ახალი და წარმოუდგენელი იყო ეს შეგრძნებები -ეს ტორტი გუშინ დავიწყე და დღეს დავასრულე - გაგვეცინა ორივეს -გასინჯე, მე უბრალოდ დანა და თეფში მჭირდება, გიორგის მინდა შევუტანო და თან ვნახო - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე, ნანის გაეცინა -მეგონა ელენესთან მოხვედი -ჯერ გიორგი ვნახავ, მერე ელენეს! - რამდენიმე წამი დამჭირდა ძალის მოსაკრებად და ოთახის კარზე დასაკაკუნებლად. ხმა რომ არავინ გამცა ფრთხილად შევაღე კარი და ლოგინზე საცოდავად მიწოლილ ბარბაქაძეს შევავლე თვალი. თაბაშირიანი ხელი ბალიშზე ედო და თვითონ საწოლის თავზე მიყრდნობილი, მოღრეცილი თავით, მშვიდად ფშვინავდა. ძალიან მრცხვენოდა მისი, თან მეცოდებოდა და განვიცდიდი მის ამ მდგომარეობას. გული ამოვარდნას მქონდა, საოცრად დიდ სიმძიმეს ვგრძნობდი სხეულზე, ტირილი მიდოდა და დიდი ძალისხმევით ვაკავებდი ცრემლებს. ცოტა ხნის წინ ჩემს თავთან ვაღიარე, რომ გიორგი მართლაც მეტი იყო მეგობარზე, მეზობელზე ან თუნდაც მტერზე. ახლა უკვე სიამოვნებას ვგრძნობდი როცა ვაბრაზებდი და უფრო მეტად მოქმედებდა ჩემზე, როცა თვითონ მაბრაზებდა. მაგრამ თითქოს სასიამოვნო პროცესი იყო ჩემთვის, მასთან ნებისმიერი სახით გამართული პატარა დიალოგი. ახლა კი იმიტომ განვიცდიდი ასე, რომ ჩემი ბრალი იყო მისი ასეთი ტკივილიანი სახე და თაბაშირიანი ხელი. ოდნავ შევახე ხელი მკლავზე, რომ შემეფხიზლებინა, ძლივს მოვიკრიე ძალა. მეორეჯერ აქ მომსვლელი აღარ ვიყავი. ჯობდა ახლავე მომეხადა ბოდიში და წავსულიყავი, შემდეგ კი შორს დამეჭირა მისგან თავი. ცალი თვალი მოულოდნელად გაახილა და იმ წამსვე დახუჭა, ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო ძილის ბურუსიდან. შემდეგ მისი ორივე სფერო შემომანათა და ინსტინქტურად გაიხედა ფანჯრისკენ. ტუმბოზე დადებულ საათს შეხედა, შემდეგ წამოჯდა და ისევ მე დამიწყო ყურება. ჯერ კიდევ გაბრუებული იყო, თავს სასაცილოდ აქანევდა და რეალობაში გარკვევას ცდილობდა. საწოლის კუთხეზე ვიყავი ჩამომჯდარი და როცა მივხვდი, რომ ზედმეტად აშკარად ვუმზერდი, ხელებში მოქცეულ თეფშს გავუსწორე მზერა. -აქ რა გინდა? - არ იყო მისი მზერა მკაცრი, არც გამკიცხავი, არც ცივი. გაკვირვებულმა ავხედე ქვემოდან, რატომ არ მეჩხუბებოდა?იქნებ მე მეჩვენებოდა მისი მშვიდი ტონი?! -ტორტი მოგიტანე! - დაბნეულობისგან მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. ის ისევ მოჭუტული და ძილისგან შესიებული თვალებით მიმზერდა, ძალიან საყვარელი იყო ასეთი უცხო ნაკვთებით. -ტორტი მომიტანე!..- გაიმეორა და ოთახს მოვლო მზერა, ალბათ იმაში დასარწმუნებლად ხომ არ ვეხუმრებოდი. -მისმინე, ძალიან ვწუხვარ! ვიცი, არ არის ჩვენი ურთიერთობა ისეთი, რომ გულწრფელად ვისაუბროთ და ა.შ, მაგრამ ახლა მართლა მინდა ბოდიში მოგიხადო იმის გამო, რაც გავაკეთე. მე რომ არა არ მოიტეხავდი ხელს და არ ჩავარდებოდი ასეთ მდგომარეობაში, მართლა ვწუხვარ, მაპატიე ამჯერად და გეფიცები, არასდროს გადაგიდგები წინ, არასდროს დაგენახები თუ გინდა - არ ვაკვირდებოდი რას ვამბობდი და მეტიც, სრულიად გაუაზრებლად ამიცრემლიანდა თვალები. ჩემი ჩვევა იყო ან გონების პასუხი, ვერ გეტყვით ზუსტად, მაგრამ ყოველთვის, როცა რაიმე მწყინს, მტკივა, მაწუხებს მინიმალურ დონეზეც კი, თვალები მიცრემლიანდება და ისე ჩანს თითქოს ვტირი. სინამდვილეში კი ზედმეტად გულჩვილი და მგრძნობიარე ვარ, მაგრამ ტირილი არაფერ შუაშია, უბრალოდ ასე მემართება -მაპატიებ? -რატომ? - ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამ კითხვას არა -რა რატომ? - ამჯერად მართლა გადმომცვივდა ცრემლები, ძალიან სუსტი ვიყავი, იმ ადამიანებთან, ვინც ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა,ზედმეტად სუსტიც კი. -რატომ არ ვართ ისე ახლოს?- უბრალოდ მიმზერდა, ურეაქციოდ. შემდეგ ოდნავ გაიცინა და ხელი გამომიწოდა - მომეცი ტორტი, გავსინჯავ აბა და ცრემლები მოიწმინდე, გთხოვ! - ხელი გამიშეშდა გაკვირვებისგან, თითქმის ხელიდან გამივარდა თეფში. გამოსახულება სრულიად აიდღაბნა, ვერაფერს ვხედავდი ,ჩემს თავს ვწყევლიდი, ასეთი სუსტი რომ ვიყავი ემოციურად. ვერასდროს ამოვიდოდი გიორგის პირიდან ამის შემდეგ, სულ გამახსენებდა, როგორ ვიტირე მის წინ! მაგრამ ახლა ეგეც არ მადარდებდა. მან მაპატია და მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი. -გემრიელია, ვაღიარებ! - საბნის ზემოდან ედო თეფში და ცალი ხელით მოუხერხებლად ჭამდა. მის თვალებში უცნაურ ბრჭყვიალა სხივებს ვამჩნევდი, აქამდე რომ არასდროს შემიმჩნევია, ისეთს. მსგავსი გაცისკროვნებული ღიმილი თუ შეეძლო, არც ვიცოდი. - ვფიქრობ, ჟოლოც ძალიან მოუხდებოდა, გაითვალისწინე შემდეგისთვის. -უცნაური იყო, ისე აკვირდებოდა და უყურებდა ტორტს, თითქოს რაიმე განსაკუთრებულს პროფესიონალურად აფასებდა. წარბებშეკრულ, ჩაფიქრებულ გიორგის ვხედავდი იმ მომენტში. ჟოლო ბარბაქაძის საყვარელი ხილი იყო. -შენ რა პროფესიონალივით საუბრობ?- არ იყო დამცინავი ჩემი ხმა, მაგრამ მისი სახე წამში დაიმანჭა უცნაურად,თითქოს რაღაც გაიაზრაო, უცნაურად შემომხედა. -მადლობა ტორტისთვის, ბოდიშიც მიღებულია, შეგიძლია წახვიდე-გვერდით ისე გადაბრუნდა აღარაფერი უთქვამს. ბალიში დაიფარა თავზე და უსიტყვოდ მიმახვდინა, რომ უნდა გავცლოდი. არა მაინც რა ვთქვი ან გავაკეთე ასეთი გსაბრაზებელი? ისე გამოვედი სახლიდან არაფერი გამიგია ჩაფიქრებულს, არც ის როგორ მომზდია ნანიმ ძახილით ჩემი სახლის კარამდე და როგორ ჩუმად იცინოდა ნიკოლოზი. *** გარდატეხის ასაკის უბედურება რა არის იცით? რაციონალური აზროვნების უნარს რომ ართმევს ადამიანს და გრძნობებს აჯაჭვავს. მეგონა, დიდი ხნის გადალახული მქონდა მაშინ ეს ასაკი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც შემომრჩენოდა, ბოლომდე არ გამქრალიყო. სხვას ვერაფერს მივაწერ იმ ფაქტს, რომ აკვიატების ფაილებს შორის შევინახე გიორგის საქმე და ჩემი გონებაც ისევ ოთოზე გადაერთო. ოთოზე, ჩემს კლასელზე, რომელმაც ისეთი დიდი შეურაცხყოფა მომაყენა, ჩემი ასაკის ბავშვს რომ ტრაგედიად და პატიოსანი სიცოცხლის დასასრულად მიაჩნია. ისევ ვუჟუჟუნებდი თვალებს კლასში შემოსულს, ისევ ვეხუმრებოდი, მის სიახლოვეს ვცდილობდი ვყოფილიყავი და ჩემი თავი დამეხატა მის თვალში, როგორც ერთი საყვარელი , ჭკვიანი და ნაზი გოგო. დამიჯერეთ საპირისპირო ვიყავი ამ დახასიათებისგან. -რამხელა მკლავები გაქვს ძმაა, ბიჭები ამაზე ოცნებობენ, საღოლ შენ!-ჩემთვის ვიჯექი მერხთან და ისტორიის ფინალურ ნაწილს ვწერდი შუა დასვენებაზე. არსაიდან გამოჩნდა და ამ უადგილო კომენტარით ჩამიშხამა მთელი დღე -გითხარი, გააკეთე კომენტარი მსგავს საკითხზე-მეთქი?ან რაიმე რჩევა გთხოვე? - მყარი და შეუდრეკელი იყო ჩემი ხმა, უემოციო-სახე, გული- აფართხალებული, გონება-მოშხამული. -კაი ტო, რას იგრუზები, პროსტა ვიფიქრე, ხელს დავუდებ-მეთქი, მაგრამ მივხვდი, არ ღირდა. ვაფასებ და პატივს ვცემ შენს მკლავებს - იცინოდა ბიჭი, მე უფრო და უფრო მელახებოდა ეგო, თავმოყვარეობა და გრძნობები. -ჩემი მკლავიც პატივს სცემს შენს შერყეულ სიფათს - მაგრად ჩავარტყი მკლავში მუჭი და არ შევიმჩნიე ხელის ტკივილი. გული უფრო მტკიოდა მაშინ. მოულოდნელობისგან ვერაფერი თქვა, საწყლად ისმევდა ხელს მკლავზე და მიცინოდა, საცოდავად, არარეალურად, უშნოდ. არადა ხომ ვიცი,არ იყო ასეთი ბოროტი, სულელი იყო უბრალოდ, პატარა ბიჭი, რომელიც არ უკვირდებოდა რას ამბობდა და აკეთებდა. გაგულისებული წამოვიჭერი ფეხზე და ეზოსკენ წავედი, არ მქონდა მისი ნერვები და არც ჩემი შინაგანი ხმის, რომელსაც ძალიან ხმამაღლა უნდოდა ტირილი. მხოლოდ სიგარეტის მოწევა მინდოდა და ისიც არ შემეძლო სამწუხაროდ. ხომ ხვდებით როგორი ურთიერთგამომრიცხავი იყო თავად ეს ადამიანი, მისი ქცევები და ჩემი გრძნობები. როგორ შეიძლებოდა მეგრძნო რაიმე აღმაფრთოვანებელი?! მიჯაჭვული უფრო ვიყავი ჩემს პირველ გრძნობას, ვიდრე შეყვარებული. თითქოს რაღაცების გადაფასებას, რაღაცების დავიწყებას ცდილობდა ჩემი გული და გონება და მე ამას ვუწოდებდი ოთოს ჩემს ცხოვრებაში არსებობით გამოწვეულ აღფრთოვანებას. ეზოშიც გამომყვა. მოსწავლეებს შორის გავიკვლიე გზა და მაგიდასთან ჩამოვჯექი. აღარ ვაპირებდი მისთვის ყურადღების მიქცევას, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ დამევიწყებინა. კიდევ ერთხელ… -კარგი რა, რატომ იქცევი ეგრე? - გვერდით ამეტუზა. სიმართლე გითხრათ უსიამოვნო იყო მისგან წამოსული აურა და მისი გამოხედვა. -გინდა შენებმა დაინახონ რომ გაბრაზებული ხარ არაფრის, ხუმრობის გამო და ტყუილად დამილეწონ ცხვირ-პირი?! აი თურმე რა ადარდებდა მას, ისევ საკუთარ თავზე ფიქრობდა?ისევ ვერ ხვდებოდა ამ ყველაფრით რას მიშავებდა მე და რას უკეთებდა ჩემს თვითშეფასებას. -ოთო წადი რა, არ მაქვს შენი ნერვები! თორნიკე და ანდერა აქ არ არიან და ვერაფერს დაინახავენ მაინც -გიორგი ხომ არის?! -არ მოსულა დღეს და ნუ მეწუწუნები, კიდევ რამე რომ გაბედო მე თვითონ გაგიტეხავ თავს, კარგად იცი, გამოცდილებიდან. იმ ყველაფრის შემდეგ მეგობრულად რომ გექცევი შეირგე და ჭკვიანად იყავი! - ცალყბა ღიმილით მიმზერდა, შემდეგ ადგა და ხმისამოუღებლად მომშორდა. მაინც ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, რას ელოდა ჩემგან. -რა დღეს მოგინდა გაციება და სიცხე შენ? - უკმაყოფილოდ დავეხეთქე ელენეს საწოლზე, მის ოთახში და ჭერს ავაშტერდი. -რამე მოხდა?- ამოიქსუტუნა გოგომ და აწითლებული ცხვირი სალფეთქით შეიმშრალა - მაინცდამაინც დღეს უწევდა გიორგის თაბაშირის მოხსნა და მთელი დღეა დაგვცოფა დედამ იმაზე გაბრაზებულმა, გიორგიმ როგორ არ გამიყოლა ექიმთანო - ჩურჩულებდა ელენე. მეც მეღიმებოდა ნანას ქოთქოთის წარმოდგენისას და იმის გააზრებისას, თუ როგორ გრძნობდა თავს უკვე დიდი გიორგი რომ აღარ რევდა დედას თავის ცხოვრებაში. -ოთომ წამიღო დღეს ტვინი, დეგენერატია ეგ ბიჭი. -რა ვიცი, მგონი მე არ ვიყავი ის, ვინც მოთქვამდა გუშინ ოთო, ოთოო! -ვერ შეძლო ირონიული სახის შენარჩუნება ჩემმა მეგობარმა, რადგან დაცემინება მოუნდა გაციებულ ორგანიზმს და ელენეც კარგად დაიმანჭა. -ჯერ ეს ერთი არ მიტირია, უბრალოდ გითხარი და მერე მეორე ვერ ვარ, ეგ ახლა გაიგე? რით ვერ ამოვიგდე გონებიდან?! -მე ვფიქრობ მანდ ის ამბავია, რომ მოწყენილი ხარ და გგონია, ოთოს იქით გზა არ გაქვს! - ჭკვიანური აზრების დედა იყო ჩემი დაქალი. წამოვიწიე და მკლავზე დაყრდნობილმა შევხედე მას -ეგ რომ იყოს მხოლოდ იმას ვაპატიებდი, რაც გამიკეთა? -აპატიე? - წამით ჩავფიქრდი დაქალის სიტყვებზე. -არა, ვერასდროს ვაპატიებ, მაგრამ გავუტარე რა, ეს უფრო სწორი სიტყვაა. იმ დღეს თორნიკეს ვუთხარი, მაგრამ მთლიანი ამბავი არ მომიყოლია, სულს ამოხდიან იმ საწყალს. -და რატომ გინდა შენს ძუ*უებზე ხელის ფათური ან ტრა*ზე მეგობრული მირტყმა ასე ადვილად შერჩეს იმ ნაბიჭვარს? - პირდაპირი იყო ელენე, ეს ვიცოდი და სწორედ ამიტომ ვმშვიდდებოდი მასთან საუბრის შემდეგ. -არ შერჩა, გაუტყდა ცხვირი და ეყო ეგეც რომ გალამაზებულიყო, ამათი ხიფათის თავი არ მაქვს შენთავს ვფიცავარ! - საუბარი ყვირილს ხმამ შეგვაწყვეგინა. ნაცნობი ხმების გაგონებაზე ერთმანეთს შევხედეთ და წამში მივცვივდით ფანჯარასთან. შუა ეზოში იდგნენ ნანა და დედაჩემი და რაღაცაზე ისევ ბოლო ხმაზე ყვიროდნენ, ხელჩართულ ომში იყვნენ. ელენეს ვუბრძანე ოთახიდან არ გამოსულიყო და მე კიბეებზე ჩავირბინე. -რომ დააბათ ან გადააჯიშოთ საერთოდ ეს ძაღლი არ გინდათ? ახალი კეტები დაუხია ელენეს, ნახე რას გავს, სულ შეჭმულიააა! – უყვიროდა ნანი დედას. სიბრაზეს მოეცვა მისი სახე, ქერა, გრძელი თმა აპუწვოდა და ასჩეჩვოდა სასაცილოდ. დედაჩემის სახე მთლიანად წითელი იყო, ჩვეულებრივ თოვლივით თეთრი ქალი ჭარხალს დამსგავსებოდა სიბრაზისგან. ისეთი დაძაბულობა სუფევდა მათ შორის წამით შემაკანკალა. ამ ყველაფრის ფონზე თვალი მოვკარი როგორ გაიძურწა კაპიუშონჩამოფხატული გიორგი სახლიდან სწრაფი ნაბიჯებით. მე იმაზე ვბრაზობდი როგორ არ დამეხმარა-მეთქი. მოქცეული ვიყავი ორ ქალს შორის, რომლებიც მეც კი არ დამინდოდბდნენ. ბომბის წიკწიკის ხმა ყურებში მესმოდა, მალე აფეთქდებოდნენ და თმებში ეცემოდნენ ერთმანეთს. -ეს ძაღლი ჩემს ბავშვებს უყვართ და შენ თუ ადგილი ვერ მიგიჩენია ფეხსაცმელებისთვის მას დააბრალე. შენ არ მოგეკითხება ზოგჯერ ჭკუა და ძაღლს რა ვუთხრათ?როგორ მიბედავ, საერთოდ ჭკუა მასწავლო? -შენ განახებ სეირს, შენ უზრდელო ქალო! ორივე მხრიდან იმუქრებოდნენ, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა მათ შორის მდგარს. -კარგით დედა, ნანა დეიდა, როგორ იქცევით, ქაჯები ხომ არ ხართ, ნახეთ მთელი ეზო თქვენ გიყურებთ და დაგცინით - ვჩურჩულებდი სრულიად აწითლებული. -ეს ასე არ შეგრჩება, ბავშვს ვცემ პატივს ახლა, თორე დაგაცლიდი მაგ თმებს! - იმუქრებოდა ნანა და უკან-უკან იხევდა -მოდი ერთი მოდი, რას გამიბედავ შენ ტუტუცო - ეს დაუსრულებელი დავა იყო, რომელსაც მოგვარება არც ეწერა. -რა აიკელით ქალო ეზო, ან რას აშაირებთ ყველას? - გვერდითა მეზობელი, მზევინარი გადმოკიდულიყო ფანჯარაზე და იქედან ზვერავდა ყველაფერს.- საწყალი თქვენი ქმრები და შვილები, ჩვილი ბავშვებივით ჩხუბობთ, ტვინი არა გაქვთ თავში. მაღიზიანებდა უკვე ეს ქალი თავისი ჭორიკანა ენით. ვერაფერს გამოაპარებდით, მთელი ეზოს და ქუჩის ამბავი იცოდა, ვინ ვის ხვდებოდა, ვინ ვისთან ერთად დადიოდა და ვის რამხელა შემოსავალი ჰქონდა. ნიკოლოზზეც კი დააგდო ჭორი, ფული მიითვისა კომპანიიდან და მაგიტომ გამოუშვესო. ჯერ დედაჩემი მივარდა და ენის ამოგლეჯით დაემუქრა, ვერ აიტანა ნიკოლოზზე თქმული აუგი. შემდეგ ნანიმ მიუჩინა ადგილი ვითომდა გასაცოდავებულს. ამიტომ არ უშვებდა ხელიდან ჩვენების გალანძღვის შანსს. -შენ ვინ გეკითხება საერთოდ? შენზე ვიყრი ახლა მთელ ჯავრს და მერე არ შემაცოდო კიდევ თავი! - შეუდრეკელი იყო ბარბაქაძის მეუღლე -ვერ გაიგე, რა გითხრა? გეყოს, რაც გაგიტარეს! - მიაძახა დედამაც, ქალის წყევლას რომ მოჰკრა ყური. ცერად გადახედეს ერთანეთს, თითქოს ბევრი არ თქმული სიტყვის თქმა სურდათ. შემდეგ ისე აიარეს კიბე, თითქოს რამდენიმე წუთი წინ მოკვლით არ ემუქრებოდნენ ერთმანეთს. დამტოვეს ასე გაშეშებული, შოკში ჩავარდნილი ჩვენი სახლის წინ მდგარი. საღამოს 7 საათი იყო, გაზაფხულისეული თბილი სუსხი და სიწითლე შემოჰპარვოდა უკვე დღეებს. ძლივს დაითანხმა სიცხედაწეულმა ელენემ ნანი, რომ მაღაზიაში გავსულიყავით და მანაც ისე ჩაფუთნა ჩემი დაქალი, მოძრაობა უჭირდა. სინამდვილეში ჩვენ სამალავთან მივდიოდით, გარკვეული საქმეები გვქონდა გოგონებს. ეზო უნდა დაგვეტოვებინა უკვე, დემეტრე და თორნიკე რომ შემოვარდნენ გაცეცხლებულები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ესენი სამსახურში იყვნენ, თუ რინგზე?! თორნიკემ მზერა გამისწორა და მაშინვე ამარიდა. მარჯვენა თვალი ჩაწითლებული ჰქონდა გარშემო, ინსტინქტურად დავხედე ხელებზე და ისინიც გადაყვლეფილიყვნენ. მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა დემეტრეც, მას უფრო რბილი მზერა ჰქონდა, ოდნავშესამჩნევად გაგვიღიმა კიდეც. -თქვენ რა იჩხუბეთ? - შევშფოთდი მე. ადგილზე მიმყინა ჩემი ძმის ცივმა ხმამ -შენ საერთოდ ხმა არ ამოიღო, გაჩუმდი და როცა გეტყვი მაშინ ილაპარაკე. ილაპარაკე, გაიგე?! - თითქმის მიღრიალა და უკანმოუხედავად წავიდა სახლისკენ. მე მეგობრის გვერდით ადგილზე მიყინული ვცდილობდი გამეგო რა მოხდა და ვერაფერში გავერკვიე. -ამ ბიჭმა გააფრინა? - უკან გავყევი მათ, ვერ ვხვდებოდი რატომ მესაუბრებოდა და მიყვიროდა ასე. -ნუ მოგვყვებით, დამშვიდდეს და მერე ილაპარაკეთ - დემეტრე მოგვიბრუნდა და გვანიშნა აღარ წამოხვიდეთო. ჩუმი, მაგრამ გაღიზიანებული იყო მისი ხმა და თავად ის. -რა ჯანდაბა მოხდა, რამე დავაშავე და არ ვიცი? -კი დააშავე, არ თქვი ის, რაც საჭირო იყო. წადით ახლა სადაც მიდიოდით და მერე ვილაპრაკებთ. - კატეგორიული იყო უფროსი ბარბაქაძის ხმა. -რა ჯანდაბა ეტაკათ? ვისთან უნდა ეჩხუბათ, თან შენს გამო? - ელენეს ეს სიტყვები დამეხმარა მივმხვდარიყავი, რაშიც იყო საქმე. როგორც ჩანს, თვითონაც მიხვდა. შოკში მყოფმა შემომხედა, მეც მას ვუყურებდი ნირწამხდარი -საიდან გაიგებდა? -დღეს რომ ვსაუბრობდით გიორგი სახლში იყო? - ელენემ პირზე აიფარა ხელები შოკში მყოფმა -მაპატიე რა, ბოდიში ქეთო - თვალებიდან წამში გადმოსცვივდა ცრემლები. შევეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ ისე მქონდა გული აჩქარებული სუნთქვაც კი მიჭირდა. სიბრაზეს კვალი ჩემს სახეზეც დაემჩნია. თავჩახრილმა ჩემს თავს ვკითხე როგორ შემეხედა თორნიკესთვის თვალებში, მრცხვენოდა. შეიძლება ეს ამბავი მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ არა სამარცხვინო, მაშინ ხომ მე და ელენემ ვიცოდით მხოლოდ. თითებს ვიმტვრევდი ანერვიულებული და ფეხებს ვათამაშებდი, ამას ემატებოდა გიორგის მაგრად ცემის სურვილიც. -ქეთი, ჩვენი ძმები არიან. ჩვენ მათ ვიცნობთ და ვიცით, რომ სწორად მოიქცნენ, ეს შენს გამო გააკეთეს, შენი სახელის და რეპუტაციის გამო. ასეც უნდა მომხდარიყო, გაბრაზდი გიორგიზე და აზღვევინე, მაგრამ იმათ ნუ ეჩხუბები, მხოლოდ დაცვა უნდათ შენი ხომ იცი. - ზურგზე მეფერებოდა ჩემს გვერდით ჩამომჯდარი. ჩემს დამშვიდება ცდილობდა -არ მინდა სახლში მისვლა. ვიცი ეს ყველაზე უაზრო პრობლემაა, რაც ოდესმე შემხვდება, მაგრამ მაინც განვიცდი და სახლში რომ მივალ სულ გამანადგურებენ. გავგლიჯავ შენს ტლიკინა ძმას შუაზე! -გაგლიჯე, მეც დაგეხმარები. ცოტა ხანი ვიყოთ და მერე წავიდეთ! დამშვიდდები შენც ცოტას! -შენ რომ არ მყავდე! მაშინ დარწმუნებით მჯეროდა, რომ ბედი იყო ბარბაქაძეების ჩვენს ეზოში გადმოსვლა, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ ვიპოვიდი ელენეს, საუკეთესო მეგობარს და ვერ შევიძენდი უდიდეს მტერს, გიორგი ბარბაქაძეს. იმდენად ღრმად მქონდა ჩაბეჭდილი გონებაში, რომ ინტრიგანი იყო და იმიტომ მიკეთებდა მსგავს რაღაცებს, ბოლოს მართლა ვაჯერებდი საკუთარ თავს, რომ მძულდა და სრულიად ვუარყოფდი იმ დროის არსებობას, როცა მეფიქრებოდა, თითქოს მომწონდა. -სად მიდიხარ?აბა აქეთ მოდი!- ქუჩის ბიჭივით “ვუსატკავებდი” ბატონ ბარბაქაძეს ეზოს შესასვლელთან და დამერწმუნეთ, პრილა მოსაცმელი და მადიანი გადაფურთხება მაკლდა ჩვენს მეზობელ ჭაბუკას რომ დავმსგავსებოდი. ჭაბუკასთვის რომ გეკითხათ, მექვსე თაობის შავი სამყაროს წარმომადგენელი გახლდათ ოჯახში. სინამდვილეში თაგვივით შეიძურწებოდა ხოლმე სახლში, ჯგროდ მოსიარულე ,,შავი” ბიჭების დანახვაზე. მათ მოსვლამდე კედელზე აყუდებული ატარებდა მთელ დღეს, აქლემივით ფურთხებასა და “ტო”-ს ძახილში. აქ ნამდვილად უყიოდა ძველი თბილისური ქურდული სისხლი დაჩხვლეტილ ძარღვებში. ხოდა რომ შევედარო ჭაბუკას ბევრი არაფერი დამაკლდება, იმდენად ვგავარ ახლა ნაცემი გიორგის წინ ძველი ბიჭივით აყუდებული, საქმის გასარჩევად რომ ველოდი მთელი საღამო. ინსტინქტურად ცოტა ხნის წინ რომ მოიტეხა იმ მაჯაზე დავხედე, უცნაურად იზელდა მტევანდ მეორე ხელით. -ეს ძველი ბიჭობა როდის დაამუღამე შენ? - ხმაში ეტყობოდა როგორ უნდოდა ირონიული ყოფილიყო, მაგრამ დაქანცული ბგერები უფრო გამოექცეოდა ტუჩებს შორის. -ძველი ბიჭობა კი არა, მადლობელი იყავი რომ არ გწვდები მაგ სიფათში ახლა. რამდენს ბედავ?რატომ ყოფ ჩემს პირადში ცხვირს? -წინ დავუდექი აყლაყუდას, სწორი იქნება თუ ვიტყვი-გავეჭიმე. -და რა დავაშავე? ის რომ ვიღაც ყეყეჩს ყ*ეს არ გავუტარეთ შენი შეურაცხყოფა? ან როგორ გაიგე ვაფშე?- ვიცი საერთოდ არ ჰქონდა იქ დგომის თავი, ვამჩნევდი როგორ ჭმუხნიდა თვალს, სტკიოდა ჩაწითლებული ადგილი, მაგრამ მაინც მესაუბრებოდა მოთმინებითა და ამ დასაწვავი ცინიზმით. ხელიც სტკიოდა და ამაზე ფიქრი რატომღაც უფრო და უფრო მამწარებდა. -სხვა ვინ იქნებოდა, ინტუიციით მივხვდი. მე საკმარისი პასუხი დავუბრუნე და სხვა რამე თუ გაიგე ჩვენი საუბრიდან, ეგეც უნდა გაგეგო. მეორეჯერ აღარ გაბედო და აღარ ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში, გაიგე?არავინ არ ხარ შენ ჩემი. - შევამჩნიე როგორ მომუშტა ხელები. გული მომეწურა წამით, მაგრამ ბრაზმა მძლია.- დღითიდღე ვრწმუნდები, რომ გეზიზღები და მაგიტომ მიკეთებ მსგავს რაღაცებს. გძულვარ და ცუდის მეტი არაფერი გინდა ჩემთვის, ვიცი. ამიტომ შემეშვი და წადი საერთოდ, გაქრი! - გგონიათ წარბი შევხარე ასე უსირცხვილოდ რომ წავუყენე ბრალდებები? ცოტა დრო დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ სიბრაზე მალაპარაკებდა მაშინ და არა რეალობა. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რამდენად ვატკინე გული მაშინ ჩემი სიტყვებით. გაყეყეჩებულმა და გაბრაზებულმა იდიოტმა თინეიჯერმაც კი შევამჩნიე, როგორ გახდნენ მისი დიდი, მრგვალი სფეროები წვრილი, თითქმის ჩემის მსგავსი, მაგრამ ვერ მივაქციე ყურადღება. დიდი ხანი იყო გასული და ბევრი რამ იყო ჩემში შეცვლილი, როცა გავიაზრე, რომ ამ მომენტში კი არ დაწვრილდნენ და შეიცვალნენ, ჩაქრნენ მისი მზის სხივები. *** ალექსანდრე და ანი მთელი დღე ნაძვისხის გარშემო დარბოდნენ და სკოლაში ნასწავლ სიმღერებს ბოლო ხმაზე მღეროდნენ. დასტრესილი დედაჩემი დილიდან ხან ფქვილი მომიტანეს, ხან მწვანილი გარეცხეს, ხანაც მეზობელთან გამეგზავნეს გაიძახდა. ეს იდილია კი ვერ იქნებოდა სრულყოფილი, რომ არა ტელევიზორის წინ პულტით ხელში წამოგორებული თორნიკე და მაგიდას შემომსხდარი ბატონი მიხეილი და ბატონი ნიკოლოზი. დიდი ინტერესით თამაშობდნენ ჭადრაკის, ღმერთმა იცის მერამდენე პარტიას და საერთოდ არ აღელვებდათ არც გაზზე მდგარი საცივი და არც ღუმელში ახალშედგმული ნამცხვარი. მხოლოდ თორნიკე დარდობდა ხვალინდელ შესაძლებელ და აუცილებელ ,,პახმელიაზე”,რომელსაც თურმე საოცრად მოუხდებოდა ხაში. ერთი თვე იყო გასული და ჩემი ძმა ისევ არ მელაპარაკებოდა ოთოს ამბავზე, მეორე მხრივ გიორგიმ გაწყვიტა ყველანაირი კომუნიკაცია ჩემთან, ცუდიც და კარგიც, თუ კი არსებობდა ეს უკანასკნელი საკითხავი ეგ არის. ოთო არანაირ ემოციას არ გამოხატავდა, არც კი მესაუბრებოდა, რაც მერწმუნეთ და საოცრად მიხაროდა რატომღაც, მეშველა და გადავხარშე ეს ამბავიც. ასე რომ ბევრისგან მრავალმხრივ მოძულებული ადამიანი სხვისი სიამოვნებისთვის და შემორიგებისთვის ვატარებდი ჩემს ტკბილ დღეებს, კონკრეტულად კი თორნიკეს, ჩემი ძმის ერთი-ორი მოგდებული სიტყვისთვის. მე უნდა გავბრაზებულიყავი და ყველა აქეთ ბრაზობდა ჩემზე. და ამ მომენტში, გაუსაძლის არეულობასა და დღესასწაულისთვის მზადებაში გამოიცანით ვინ არის ჩვენი სტუმარი! -ცისოო, როდის ჩამოხვედი? -კარშივე ეგებება დედა ქალს და ეხვევა საყვარელ უფროს მეგობარს. -როგორ ხართ მეზობლებო? ხვავი და ბარაქა მომეტანოს ამ ახალწელს, დამდეგს გილოცავთ! - შემოვიდა და როგორც ყოველთვის გააფერადა ყველაფერი ამ საოცრად დახვეწილმა და სიხარულის მომტანმა ქალმა. ძლიერად მოვეხვიე და მასთან ერთად დავჯექი დივანზე, რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩემი ძმა გაშხლართულიყო. ცისოს მიესალმა თბილად და კუთხეში მიიყუჟა, იქედან განაგრძო ლენინის დროინდელი იუმორინის ყურება დიდი ინტერესით. -რაშვები ქეთო აბა, ხომ არ გამოჩენილა შენი შრამიანი?! - კი ნამდვილად სწორად იფიქრეთ, სახეში მომხვდა თორნიკეს დაცქვეტილი ყურები -არა ცისო, ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. ამათმა რომ ოთო სცემეს იცი?- ვუთხარი, გაბღუზული თორნიკეს გასაგონად, მანაც უკმაყოფილოდ შემომხედა და თავი იქეთ აქეთ გააქნია. თურმე ჩემი დაწუწუნებაც არ მოსწონს ბიჭს. -როგორ გაიგეს? იმ ყეყეჩმა გითხრა რამე? - შეშფოთდა ჩემი მესაიდუმლე. უფროს ბასილაშვილს გაუკვირდა ცისოს სიტყვები, ალბათ ასე დეტალურად საიდან იცისო -არა, შენმა ძვირფასმა შვილიშვილმა გაიგო და მოსდო ამათაც ახალი ამბავი. -შენ გიორგის შეეშვი! ბევრს ნუ ლაპარაკობ! - შემომძახა თორნიკემ -იჩხუბეთ ბე? - მიღიმოდა ცისო -კი, კარგად მივასვი და არ ველაპარაკები ახლა. ნუ კაი თვითონ არ მელაპარაკება! - ცისომ ხელი მომხვია და დედასთან წავიდა სამზარეულოსკენ. -შერიგდით მალე, დაილაპარაკეთ! დღეს პირველი კონცერტი ჰქონდა ხელის მოტეხვის შემდეგ, ხომ იცი ბულგარეთში რომ ვერ წავიდა ძალიან დარდობდა და დღეს ბედნიერი იქნება ძალიან-მიჩურჩულა ქალმა- მალე მოვლენ სახლში, ნუ შეხვდებით ახალწელს გაბრაზებულები - ერთი ეს მითხრა გასვლამდე და მეც გაღიზიანებული მივეყრდენი დივანს. არა, არ მძულდა გიორგი, მაგრამ ვიცოდი, მას ვძულდი. სერიოზულად ვიყავი მოწადინებული კარგად სწავლაზე, გრანტი მინდოდა ამეღო და ამით მაინც დავხმარებოდი ოჯახს. ვერ სწვდებოდნენ ამდენი ადამიანის პატრონობას დედაჩემი და მამაჩემი. დიდი მიზნებიც მქონდა, საზღვარგარეთ მინდოდა სწავლის გაგრძელება და ეს ყველაფერი, ეს დიდი წნეხი, სტრესი, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და საიდან დამეწყო, მთლიანად რევდა ჩემს გონებას. სწორედ ამიტომ არ ვიმატებდი ახალ საქმეს და საფიქრალს ბიჭის სახით. ოთოც დროებითი გატაცება იყო ვიცოდი და სხვასაც ვერ ვიწონებდი, მეგონა ყველაფერში ხელს შემიშლიდა ეს გრძნობა. ისიც ვიცოდი, რომ ჩემს თავს არ ვაძლევდი აღიარების უფლებას, რომ გიორგისთან რაღაც სიძულვილზე მეტი და მტრობისგან განსხვავებული დამოკიდებულება მაკავშირებდა. ერთი მხრივ მისი ოჯახის მრცხვენოდა, მეორესმხრივ ჩვენი ურთიერთობის, რომელიც ჩხუბით იყო სავსე. თან ეჭვიც მეპარებოდა ჩემს ფიქრებსა და გრძნობებში. არ მქონდა დრო და ადგილი გიორგიზე საფიქრელად, მაგრამ რატომღაც ყოველ ღამე იცავდა ჩემს გონებას მასზე ფიქრები. სიმართლე რომ გითხრათ, მაშინ ნათქვამ ყოველ სიტყვას ვნანობდი, მაგრამ ვერ ვუარყოფდი ფიქრებს, რომ ვძულდი და ამ სიძულვილის გამო ყოველთვის რაღაც ცუდის გაკეთება უნდოდა ჩემთვის. არა ისეთი ცუდის, ბოროტი ადამიანები რომ აკეთებენ, არამედ ისეთის, აკვიატებული, შეპყრობილი ბავშვი რომ სჩადის სხვის გასაღიზიანებლად. ელენეს ვწერდით გავისეირნოთ, თან მოვწიოთ-მეთქი, ვიცი თან რაღაც აწუხებდა ჩემს მეგობარს. ტოლმას შევახვევ და გავძვრეთო მომწერა და მეც ჩუმად წამოვხტი დივნიდან, რომ მოვმზადებულიყავი. ახალიწლის, ფიფქებით მოფარულ ქუჩებში მივსეირნობდით და არცერთი ვაპირებდით საუბრის დაწყებას. შენობებს შუაში ვძვრებოდით, მივუყვებოდით თბილისის დიდი ისტორიის მქონე ქუჩებს და მინდა გითხრათ ამ მომენტში სრულიად ვიხიბლებოდი ამ მოჟამული, მაგრამ მყუდრო ელფერის გარემოთი. -ელენე, ვიცი რომ რაღაც გაწუხებს. როდის იყო რაიმეს ვერ ვეუბნებოდით ერთმანეთს? - პირდაპირ ვკითხე, ჩემს წინ მდგომს. თავი ჩასწია, თვალი ამარიდა, თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა. 5 წუთის შემდეგ ისევ გამისწორა მზერა და თავი გვერდით გადახარა. თან ტუჩს იწვალებდა-ნერვიულობდა. -რაღაც მინდა გკითხო, მაგრამ მეშინია, რომ ცუდად არ გამიგო! -გეშინია ცუდად არ გაგიგო? - დავცინე, მაგრამ რატომღაც მეც ავნერვიულდი ცოტათი - რა ხდება ელენე?! -ორი დღის წინ ოთომ მომწერა - ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა! ალბათ ამიტომ ჩაისუნთქა ღრმად ბარბაქაძემაც, დაინახა ჩემს სახეზე ასახული გაოცება -მერე? -მომწონხარო, მიყვარხარო. თავიდანვე შენ მიყვარდიო. გაგიჟებას ვარ მისულიო. ახლა გავბედე მხოლოდ თქმა იმიტომ, რომ იმისთვის მომხვდა რაც არ დამიმსახურებიაო. არ მინდა ილუზიებში იცხოვროო და გეგონოს თითქოს ოდესმე…- ქვემოდან მიყურებდა, ხმა უკანკალებდა, ტირილს ძლივს იკავებდა. მე ვიდექი და ვუყურებდი. არ ვიცოდი რა მექნა ან რა მეგრძნო. აქ ოთო ნამდვილად არ იყო პრობლემა და ეს ორივემ კარგად ვიცოდით -შენი მეგობარი მომწონდაო, არა?არ გეგონოსო!ვერ ხვდები, რომ აჩალიჩებს რაღაცებს გოგო? ცემამ გამოაშტერა სულ? შენ რატომ დარდობ? ხომ დაბლოკე მთავარია და სხვა დაივიწყე, ძალიან არ მადარდებს რას იზამს ან იტყვის ეგ ბიჭი! - გონს მოვეგე, ვიცოდი ელენეს ველაპარაკებოდი და საჭირო იყო მეგობრის გამეგო ზუსტად და მკაფიოდ. -მე, არ დამიბლოკია! - სილის გაწვნას ჰგავდა ჩემთვის ეს სიტყვები! ყველაზე მტკივნეული იყო იმის გააზრება, რა იყო გაგრძელება ამ წინადადებისა -მოგწონს შენც! -მე არ დამიბლოკავს, მაგრამ არაფერს ვიზამ გეფიცები, არ ვიზამ, ხომ არ გაგიჟდი. ასე ქვია გუშინ შენზე და მასზე ვლაპარაკობდით და ახლა მე დავიწყო ურთიერთობა?არა! - სუსტი იყო მისი ხმა, ისევე როგორც ეს უარყოფა. იმ საღამოს პირველად ვიგემე თინეიჯერმა მემ, როგორი იყო ძლიერი დარტყმა საუკეთესო მეგობრისგან და მაშინ პირველად დავიბრმავე თვალები, სიმართლის დამნახველი. იმ დღეს პირველად ვთქვი უარი ჩემს გრძნობებზე, რომ არ დაჩაგრულიყო სხვისი. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ძლივს ავამოძრავე ქურთუკზე მიყინული ხელი, და მეგობარს მხარზე დავადე -მე დავამთავრე და თუ თქვენ მომავალი გაქვთ, არ ვაპირებ შუაში ჩავდგე. დათანხმდი, მე არ მაინტერესებს და არ მაქვს პრობლემა! მაგრამ ფრთხილად იყავი, იცი, მან რაც გამიკეთა! ვიცი, არ უნდა მიმეშვა. ახლა ვიცი, საფრთხილო იყო, ჩემნაირად არ მოქცეოდა მასაც, არ უნდა მიმეცა ნება. მაგრამ მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი, რომელმაც ვერ შეაფასა სიტუაცია და ეგოისტურად საკუთარ გულსა და გრძნობებზე იფიქრა მხოლოდ. იმ საღამოს ახალი წელი დადგა. სუფრის გარშემო შემომსხდარი საყვარელი ადამიანებით. ფილმის საუკეთესო კადრი იქნებოდა ანგელოზების მიერ ფანჯრებში დანახული ორი ოჯახი. ზოგი ღვინის ჭიქით ხელში, ზოგი შამპანიურის გახსნით დაკავებული, ზოგი სამზარეულოში მოფუსფუსე, ზოგი შინაგან მესთან კამათში, ზოგი დავიწყებული წყენით, ზოგი გამოსავლის ძიებაში, ზოგი ოჯახის გაღმერთებით, ზოგი სიყვარულის მტკიცებაში. *** გაზაფხულმა ფეხი რომ მოიკიდა, მწვანეთ განათდნენ თბილისის ქუჩები. 2 მაისი იდგა - ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული. არ მეგულება ქრისტიანი ქართველი, რომელსაც განსაკუთრებით არ ეძვირფასება ეს უდიდესი დღესასწაული. ჩვენთან, ოჯახშიც განსაკუთრებით აღინიშნებოდა. ყველა ოჯახი, სრული შემადგენლობით ესწრებოდა წირვას უბნის ეკლესიაში. ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისები. ყველანი წავედით ღამისთევაზე, მამას გარდა, ისევ. ისე საყვარლად გამოიყურებოდნენ ქუდებსა და ქურთუკებში ჩაფუთნული ტყუპები, მეღიმებოდა. ისევ დედა მიგვიძღვოდა წინ. ის კავშირი იყო ჩვენსა და ღმერთს შორის. მას სწამდა იმიტომ, რომ სჭირდებოდა, ვერ აგრძელებდა უფლის გარეშე ცხოვრებას. სულ თავიდან ჩვენ გვწამდა იმიტომ, რომ ასე გვასწავლეს. მერე კი... რას მოვუხერხებდით იმ საკრალურ გრძნობას, აღდგომის ღამეს რომ გვეუფლებოდა? სიმშვიდეში რომ ჩაძირულიყო ტაძრის ნახევრადგანათებული ეზო. ნეტარებასა და მდუმარებას რომ მოეცვა იქ მყოფი ადამიანების მრავლისთქმელი მზერა. როგორც კი აღდგომა დადგა, ,,ქრისტე აღდგამ” აავსო რწმენით სავსე ტაძარი. -ჭეშმარიტად! - გამომეპასუხნენ ტყუპები ერთდროულად. არსად მენახა ამაზე დიდი ბედნიერება. ვერასდროს იგრძნობდა ადამიანი ღმერთს, ამაზე ცხადად და აშკარად. უკნიდან ვიღაცის ხელები შემომეჭდნენ ხელებზე. მშვიდად მომილოცა ნანიმ და შუბლზე მაკოცა დედისმსგავსმა. -ქრისტე აღდგა! - მიმართა ჩურჩულით, მაგრამ ყველაზე გაბედულად დედაჩემს -ჭეშმარიტად! - მისი პასუხიც იყო. არ იყო ეს დღე ჩხუბის და აყალ-მაყალის. მხოლოდ შენდობისა და ხალისის. თავზე წამომდგარ დემეტრეს მივულოცე, პატარა გოგა ბარბაქაძესაც. ნიკოლოზსაც მშვიდად მოვეხვიე. ის აქ იყო, მამა- არა. ეს იყო წამი, როცა ყველას საერთო სიხარული გვქონდა. უფლის რწმენა გვაერთიანებდა მტერ-მოყვარეს, მეგობრებსა და მოპაექრეებს. -ქრისტე აღდგა! - გიორგის ამოვუდექი გვერდით. სანთელს ანთებდა ღვთისმშობლის ხატის წინ და თვალებდაუჭული შესთხოვდა მას რაღაცას. მისი ბუტბუტი ზედმეტად აშკარა და ზედმეტად დაფარული იყო ჩემთვის. ერთხელ შემომხედა და ისევ საკურთხევლისკენ მიბრუნდა. წინ ჰქონდა ხელები გადაჯაჭვული და თავჩახრილი მშვიდად უსმენდა წირვას. -ჭეშმარიტად! - დამჩურჩულა მანაც და ოდნავ მომკრა მკლავი. ბედნიერებისგან აივსო ჩემი სამყარო. სიბნელე გაიფანტა და გზა დავინახე, ჩემივე გასავლელი. არ ვიცი, რა არის იმაზე რეალური, ახებდე ხელს ადამიანს და მისგან წამოსული მუხტი მთელ სხეულზე გივლიდეს. ჩემსკენ შემობრუნდა აქამდე გვერდით მდგარი. მისი თვალების დანახვა მცხუნვარე მზის გამოსვლას ჰგავდა ჩემთვის, მტკივნეულს, მაგრამ სასიამოვნოს, ზამთრის გამყინავ წვიმაშიც რომ მთლიანად მათბობდა. კულულები მთელ სახეზე ჩამოყროდა. იმდენად მშვენიერი იყო იმ მომენტში ის ჩემს თვალში, ყველაფერმა სხვამ აზრი დაკარგა. -გილოცავ ქეთო, შეგეწიოს დღევანდელი დღის მადლი! - სითბოთი გაჯღენთილი ჩურჩული რომ გამოსცდა მის ბაგეებს, მე დამეტაკა და მთლიანად გამათბო. ამხელა შეგრძნება რომ ამ გარემოში მეუფლებოდა, ღმერთთან რომ ასე ახლოს ვიყავი, უფრო ვრწმუნდებოდი, რომ არ იყო ეს ეშმაკის საქმე. ღმერთთან ყოფნასავით მაცოცხლებელი და მშვიდი იყო გიორგის მიმართ გაჩენილი გრძნობა. აღდგომის სიხარულს ჰგავდა მისი ჩემს გულში შემოსახლება. -დღევანდელი დღის მადლი გფარევდეს გიორგი!- ჩემი პასუხი მოკლე იყო, მაგრამ ალბათ ბევრის მთქმელი. მისმა თვალებმა გაიგეს. *** მეორე დღეს გვიან გამეღვიძა. თორნიკეც სალში იყო და ტყუპებიც, დედა და მამა-არა. გაკვირვებულმა დავხედე საათს, უკვ შუადღე იყო. გულმა ვერ მოგვითმინა მე და თორნიკეს და ჩვეული შეჯიბრი გავმართეთ. მაგიდაზე მყოფი თითქმის ყველა კვერცხი დავამტვრიეთ. სიცილ-კისკისით გვბაძავდნენ პატარებიც. -გოგო, ნუ მაიმუნობ, უკანა მხარეს რა პონტში მირტყამ? - უკვე ბრაზდებოდა წარბებშეკრული თორნიკე და არ იმჩნევდა, რომ ვიცოდი, როგორ აბრაზებდა წაგება. -შენ თუ კვერცხის არჩევა არ იცი, ჩემი რა ბრალია? -ვაიმე, ყველა დამიმტვრიეთ? - კივილით შემოვარდა სახლში დედა- ამხელა ბავშვებს თავში ტვინი არ გაქვთ დედა? - ყვირლი უნდოდა, მაგრამ თავადვე დააწესა დღეს უარს ვამბობყ ჩხუბზეო, ამიტომ ,,მშვიდად გვიყვიროდა’’ -კაი დედა რა, აბა რისია აღდგომის კვერცხი? - ხელი ჩაიქნია თორნიკემ და თავისი გაფრცქვნილი კვერცხი მე გამომიწოდა. თავზე ვაკოცე და მაგიდას გადავავლე თვალი. მართლა შემეშინდა დედაჩემის, ამდენი დამტვრეული კვერცხი რომ შევამჩნიე. მართლა ბევრი გაგვიტეხავს. -სტუმარი რომ მოვიდეს რა დავახვედრო ერთი? - თვალები დაგვიბრიალა და თავისთვის განაგრძო ბურტყუნი დედამ. -შორენა, წამოვწვები მე ცოტა ხანი- მამამ თქვა მშვიდად და უხმოდ შევიდა ოთახში. თორნიკეს გადავხედე კითხვის ნიშნებით -საფლავზე იყვნენ - ჩუმად გამიმხილა ძმამ. გავჩუმდი, მეტი არც არაფერი იყო სათქმელი -დღეს? - თავი დამიქნია თორნიკემ და თავადაც ნირწამხდარმა განგრძო პასკის დაგემოვნება. ეს უსიტყვო ხმაურიანი სიჩუმე უკვე ჩვეული ამბავი გამხდარიყო ჩვენს ოჯახში. მსგავს დღეებში უფრო მტკივნეული იყო ოჯახისწევრითვის განკუთვნილი მუდამ ცარიელი სკამი. თორნიკეს ჩემზე კარგად ახსოვდა ნინიკო. დედა ყველაზე მეტად გრძნობდა თავის სხეულში გამჯდარ სიკვდილის ტკივილს. ყველაზე აშკარად აპროტესტებდა და განიცდიდა მამა. გვიან მივხვდი, რომ დედა უფალში პოულობდა ხსნას, მაგრამ ღმერთს განსდგომოდა შვილკვდარი მამაჩემი. *** გაზაფხული მიიპარებოდა და ზაფხული სურნელი ნელ-ნელა მიიკვლევდა გზას ქვეყანაზე და განსაკუთრებით ლამაზად თბილისის ქუჩებში. ნიავი სასიამოვნო ყვავილების სულს მოიტანდა ხოლმე და სასიამოვნო ანაბეჭდს ტოვებდა ზოგის გაზაფხულებულ, ზოგის ზაფხულის მცხუნვარე მზის მსგავსად გავარვარებულ ცხოვრებაში. ჩვენ რომ ვიცით, იმ თბილისურ ეზოში გამაყრუებლად ხმაურიანი სიჩუმე სუფევდა, რაც მეტად აშფოთებდა მთელ სამეზობლოს. ჩვეულებრივ, დილით და შუადღით მხოლოდ ნანი იყო სახლში ორივე ოჯახიდან და საღამოს სხვადასხვა ხასიათის შეძახილები აყრუებდა არემარეს. მაგრამ ახლა ერთიანად ჩამკვდარიყო ყველაფერი დილით, შუადღეს და საღამოს. მხოლოდ ნარდის ჩხაკუნს თუ გაიგებდით გვიან ღამით რომელიმე სახლიდან და უფროსი ვაჟების სახლიდან გასვლა-გამოსვლას მოჰკრავდით თვალს. მე საღამოობით მთაწმინდაზე ასვლა დამჩემდა და იქ ფიქრი. თითქოს სხვაგვარად გაბედული იყო ჩემი ფიქრები მაშინ იმ პარკში, იმ ხედზე ჯდომისას. დიდი ზამთარი და გაზაფხული გამოვიარე, საოცრად დიდი და მტკივნეული. ალბათ ამიტომ ედებოდა ჩემს უჩვეულოდ დადინჯებულ ხასიათს გაზაფხულის სურნელი ასე ლაღად. უჩვეულო იყო მეგობრის გარეშე ყოფნა, საკუთარ თავში ყველაფრის ჩაკვლა, მთელი სათქმელის გულში შენახვა. უმეგობროდ დარჩენილი, არაერთხელ რეინკარნირებული წყვილი, “მე და მთვარე” მთაწმინდაზე ერთმანეთის ტკივილის თანაზიარად. კარგად მოგეხსენებათ ელენესა და ოთოს შესახებ. მაგრამ ის არ იცით, როგორ მოიცვა ჩემი ერთადერთი მეგობარის ცხოვრება შეყვარებულმა და დაივიწყა მთელი დედამიწა. ზურგი მაქცია, იეჭვიანა, ცილი დამწამა, დამადანაშაულა, მიუკადრისა, ხელი მკრა, მაგრამ შეფარულად. მე კი მისი სათქმელი ხმამაღლა ვთქვი და ჩამოვშორდი ჩემი გულის ყველაზე ახლო მეგობარს. ხომ იცით, რაღაც, სინამდვილეში არაფერი, თავში რომ უვარდება ადამიანს, სამწუხაროდ ეს დაემართა ელენეს. ჩემმა ერთადერთმა მეგობარმა იფიქრა, რომ მე ოთოს თავს წავართმევდი, მასში შევეცილებოდი და თავად უთქმელად ჩემი სიტყვითა და ჩემზე ბრალით დაასრულა ჩვენი ურთიერთობა. ასე უმეგობროდ დარჩენილმა გადავლახე ცივი ზამთარი, მოვემზადე აბიტურიენტობისთვის, ავირიდე თავიდან ყველა შეკითხვა ოჯახისა და კლასელებისგან და გავაგრძელე ცხოვრება. მთაწმინდაზე სიარული მას შემდეგ დავიწყე, ბოლო ზარისთვის მზადებაში ჩართულ ბავშვებს რომ მოვუსმინე, კერძოდ გიორგი ბარბაქაძეს, რომელიც უჩვეულო სიანცითა და აღტაცებით კითხულობდა ბარათაშვილის “მთაწმინდის მთვარეს” სცენაზე, მიკროფონს ჩაბღაუჭებული. სულ იმ უცნაური მასწავლებლის ბრალია, ბოლო ზარზე ლექსები რომ მოინდომა. მე რომ ამხელა აკვიატება დამემატა და თითქმის დეპრესიამდე მიმიყვანა იმის ფიქრმა, რომ აღარ ვუყურებდი ბარბაქაძეს როგორც მტერს, მეგობარს ან მეზობელს. სცენიდან რომ დამინახა, ლექსის ბოლოს თვალი ჩამიკრა და ისე გაიცინა, დედამიწა ჩემი მეგონა. ყინული გალღვა. იმ მომენტში მივხვდი, ვერ გავექცეოდი იმას, რაც წლებია დაწყებულიყო ჩემს გონებაში. გიორგის მოეცვა ჩემი ყველა ფიქრი უკვე რამდენიმე თვეა. უკვე განეიტრალდა, სიბრაზემაც გაუარა, რამდენჯერმე კბილი გამკრა კიდეც. მე კი ბოლომდე ვერ გავუსწორე თვალი, ვერ ვეგუებოდი, რომ არ იცოდა ოთოსა და ელენეზე და ვერ ვეგუებოდი გული რომ მივარდებოდა ხოლმე მის თვალებში ჩახედვისას. -ჰო დე-ვუპასუხე მშვიდად , მაგრამ ვიცოდი წინ რაც მელოდა -სად ხარ დედა ამდენხანს, სახლში არ უნდა მოხვიდე? ან სად დაბოდიალებ ამ შუაღამისას მარტო? -მთაწმინდაზე ვარ დე, წამოვალ ტაქსით! -რა გინდა დედა მთაწმინდაზე?მარტო ხარ? -რა მინდა და პაემანზე ვარ დედა, რა მენდომება! - სიტუაციის განმუხტვის მაგივრად გავამწვავე ყველაფერი -რა პაემანზე ხარ გოგო, როდიდან დაიწყე პაემნებზე სიარული?- თორნიკე რატომ მესაუბრებოდა დედაჩემის ტელეფონით ვერ გავიგე უცებ, მაგრამ უკვე გვიანი იყი, ყველაფერი რომ გავაანალიზე.- ფეხი არ მოიცვალო, გამოვდივარ ახლავე. გამითიშა. გადავურეკე შოკში მყოფმა. გამითიშა. განუწყვეტლივ ვურეკავდი 5 წუთი, მითიშავდა. შემდეგ მომბეზრდა, დავნებდი და ისევ მთვარეს შევხედე დასევდიანებულმა. შეიძლება არ ვიყავი ნაწყენი, გაბრაზებული, გულმოკლული, მაგრამ რაღაცნაირად უსიცოცხლობა და უხასიათობა დამჩემებოდა ბოლო პერიოდში. დედამ მკითხა შეყვარებული ხომ არ ხარო, მაგრამ მალევე მიმიხვდა, რომ ელენე იყო ამ მომენტში ჩემი ასე ყოფნის ყველაზე დიდი მიზეზი. ვერ ვიჯერებდი, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, ბიჭის და თან ვის გამო დასრულდა ჩვენი მეგობრობა. კი ახლოს იყო ჩვენი სახლი, მაგრამ არ ველოდი ასე მალეც თუ ამოვიდოდა თორნიკე. 20 წუთიც არ იქნებოდა გასული ზარი რომ შემოვიდა ტელეფონზე. მე მკაფიოდ დავინახე როგორ მეძებდნენ გარშემო თორნიკე, დემეტრე და გიორგი. ეს პატარა კუდიც წამოჰყოლია ბიჭებს. მივანიშნე საითაც ვიყავი ჩემს ძმას და თან ვუბრძანე ნაყინიც წამოეღო ჩემთვის. შენმა პაემანმა ვერ გიყიდაო, ჩაიბურდღუნა და გამითიშა. სიცილით მოდიოდა დემეტრე ჩემსკენ, მას გიორგი მოჰყვებოდა უკან, ოდნავ ჩაფიქრებული. მალევე დაეწია მათ ჩემი ძმაც. ცოტათი მოშორებით ვიჯექი მე. -აბა პაემანიო და ვიღაცა გვყავსო საცემიო, შენმა ძმამ და ესაა საცემი ვიღაც?- სიცილით აიღო დემეტრემ ჩემს გვერდით, სკამზე დასკუპული დინოზავრი და ლოყაზე მაკოცა.- არ მითხრა ტირში მოვიგეო! -კაი არ გეტყვი! - გავუცინე და თმები ავუჩეჩე, თან გიორგისკენ გავაპარე თვალები. ჩუმდა იდგა ჩვენს წინ, შემდეგ ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და სკამზეც ჩამოჯდა. თითქოს ანერვიულებული იყო. სიგარეტზე უთქვამს ბიჭებისთვის. -კაი მართლა…ვინ არის? -არავინ დემე, ვიხუმრე უბრალოდ. მარტო ამოვედი და დავჯექი ცოტახნით. არ შეიძლება? მე და დინოზავრს გვქონდა პაემანი. - ცხვირი ავიბზუე და თორნიკეს ვანილის ნაყინი გამოვართვი -იტყუები! -კაი რა, არ იცი როდის ვიტყუები და როდის არა? ქეთოს და ალექსს გეფიცები! - ბოლოს მაინც მიიღო რაც უნდოდა და ნასიამოვნები მიეყრდნო სკამს, გიორგის გვერდით ჩამომჯდარი. -ამას რა სჭირს? - ვუჩურჩულე დემეტრეს და გიორგის უცნაურად დაჭიმულ სხეულზე მივუთითე -რეპეტიციიდან მოდის, ზეგ ლიტვაში მიდიან გასტროლებით და ემზადებიან - მეჩურჩულებოდა უფროსი ბარბაქაძე -და მარტო რატომ ხარ? ელენე სადაა? როდის იყო ასეთ ადგილებში მარტო დადიოდით თქვენ?! - ჰო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ბიჭებმა არ იციან და ვერც შემაჩნევდნენ ალბათ, ისინი ხომ კაცები არიან, ვერასდროს ვერაფერს ხვდებიან უსიტყვოდ. -არ ვიცი გიორგი, შენი დაა და ჰკითხე! - უხეშად ნამდვილად არ მითქვამს, მაგრამ რატომღაც უცნაურად შემომხედა. -ჩემი დაა? ახლა გახდა ჩემი და? აქამდე სულ შენი იყო?! - ვითომ დამცინა, დემესაც გაეცინა. თორნიკე უცნაურად მიყურებდა. -თქვენ რა, იჩხუბეთ? - თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთაო თორნიკემ. ძმებ ბარბაქაძეებს კი ნაყინი კინაღამ ყელში გაეჩხირათ.- მაგიტო დატასაობთ ცალ-ცალკე? -რა სისულელეა!..- არ დავბნეულვარ, არ მიყოყმანი, მაგრამ ხომ ვიცი, მიცნობენ როდის ვიტყუები. წეღან უბრალოდ 100 პროცენტიანი მტკიცებულება სჭირდებოდათ და მაგიტომ დამაფიცებინეს. -კაი დავურეკავ მაშინ ახლავე, ამოვიდეს ტაქსით, რატომ უნდა მოვტეხოთ პონტიდან? - იცოდა გიორგიმ რასაც აკეთებდა და იმისთვის რომ გამოვეტეხე, დიდ სპექტაკლს დგამდა -გვიანია, რაღადროს ამოსვლაა, ჩვენც წავიდეთ აწი!-წამოვდექი ფეხზე, გიორგიმ თვალები დამიბრიალა დაჯექიო. განა მეშინოდა, უბრალოდ მოვინუსხე!.. -სპიკერზე ჩართე! - დაუბრიალა თვალები უმცროს ძმას დემემ. რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა ელენეს ხმა ტელეფონში. არ მინდოდა ამის მოსმენა, ისევ ავდექი, ნაგავს გადავგდებ-მეთქი, მოვიმიზეზე. დემეტრე ისევ ხელზე დამექაჩა. -სად ხარ ელენე? -შენ სად ხარ?-უცნაური ხმა ჰქონდა ელენეს. ცრემლები მომაწვა,საერთოდ სხვა იყო,ხმითაც კი მეგონა სხვა პიროვნება საუბრობდა. ვერ ვეგუებოდი მის ასეთ სახეცვლილებას. თავი გვერდით შევაბრუნე,მაშინვე ვიგრძენი დაჟინებული მზერა -მე გკითხე ჯერ ეს ერთი და მეორეც რაში გაინტერესებს ჩემი ადგილსამყოფელი?- დაიძაბა გიორგიც, მიხვდა უცნაურად რომ საუბრობდა ელენე. -ჩემი თუ გაინტერესებს, შენი რატომ არ უნდა ვიცოდე? -მე და ბიჭები ვართ გარეთ, ჩვენები. დაკმაყოფილდი? ახლა შენ გისმენ!-ხელი მიჰკრა დემეტრემ მუხლზე ძმას და ამიტომ დათმო გიორგიმ, თორემ მისი ფიცხი ხასიათი არ მისცემდა ამის უფლებას -მე და ქეთი ვართ კლასელის დაბადებისდღეზე.- შემაჟრჟოლა. დემეტრემ ჩემი მხრიდან ჩამოიღო ხელი და წინ გადაიწია. დაძაბულები იყვნენ თორნიკე და გიორგიც. ოღონდ ახლა გადავრჩენილიყავით და მეტი არაფერი მინდოდა. არ ვიცი რა მოხდებოდა, ახლა რომ გაეგოთ ბიჭებს. -ელენე, სად ხარ! - დამარცვლით, ძალიან მკაცრად წარმოთქვა დემეტრემ და მიხვდა ელენეც აქ რაღაც ისე ვერ იყო, ხმაზე წამსვე შეეტყო, ანერვიულდა - ქეთო ახლა ჩემს გვერდით ზის, შენ სად ხარ? -ჯანდაბა, ანუ გითხრათ მაგან არა! საღოლ! რაო, რა ჩაგჩურჩულათ, რაო!..- ვეღარ ვსუნთქავდი. რთული იყო ელენეს ამ სახის დანახვა, გული მესერებოდა, ჩემი თავი მძულდა. არასწორი ვიყავი ბიჭებს რომ ოთოსა და ელენეზე ვუმალავდი, მაგრამ ეს თუ ასე გაათავხედებდა მას, არც კი ვიცოდი. -გოგო, შენ ნორმალური თუ ხარ? ვაფშე ნასვამი ხარ? -სად ხარ ელენე, მოვალთ ახლავე - ძმები ესაუბრებოდნენ, მაგრამ ღვარძლისა და ბოღმის მეტს ვერაფერს იღებდნენ მისგან -მ*იდიხართ! მეგობრის დაბადებისდღეზე ვარ, გვიან მოვალ! - ტელეფონი გათიშა. წამი დასჭირდათ ბიჭებს აზრზე მოსასვლელად. -ჭკუიდან გადავალ ახლა, სად არის იცი? რამე არ დამართონ, გალეშილია! - თითქმის ღმუოდა დემეტრე, მთხოვდა დახმარებას ისე, თითქოს მისი ბოლო იმედი ვიყავი. მე კი დანაშაულის შეგრძნებას ვებრძოდი. არ უნდა მიმეშვა, არ უნდა დამერთო ნება მისთვის. არ უნდა გამეთამამებინა და თავის დროზე მეთქვა გიორგისთვის მაინც. ვეღარ ითმენდა გიორგი, თითქოს ზამბარაზე იჯდა და წამი, ერთი სიტყვა სჭირდებოდა სკამიდან წამოსახტომად. დაძაბულ აურას ვგრძნობდი, გაჟღენთილიყო გარემო. -ოთოს დაბადებისდღეა დღეს, ჩვენი კლასელის, აი იმის, ჩემს გამო რომ სცემეთ. იქ არიან წესით. -ადექი წავედით, მანდ რა ჯანდაბა უნდა? მაგ ტიპთან რა უნდა საერთოდ ან ასე როგორ ემეგობრება იმ ამბების შემდეგ? გააფრინა? - თითქმის მირბოდა დემეტრე. ვიცი, გული ამოვარდნაზე ჰქონდა სამივეს. ვიცი, როგორ ეშინოდათ. ვიცი, დაბნეულები იყვნენ. მე კი ყველაზე მეტად ჩემი ფიქრები მტკენდნენ იმ მომენტში. მუცლიდან მოდიოდა რაღაც დიდი ტკივილი, ბრაზი, სიმწარე და ყელში მაგრად მიჭერდა თავის მარწუხებს. -რამე კიდევ მოხდა? რამე იცი? რატომ იჩხუბეთ თქვენ?! - მიჩურჩულა გიორგიმ მანქანის უკანა სავარძელზე ჩემს გვერდით მჯდომმა. იმ მომენტში, სიბნელეში, პირველად გავიაზრე, რომ სახეზე მთლიანად ეკარგებოდა ფერი და ყურები უცნაურად უწითლდებოდა სიბრაზისას. ისიც შევატყვე როგორ კანკალებდა მისი მტევანი თავისივე ფეხზე დასვენებული. არასდროს გვაჩვენებდა, მაგრამ ყოველთვის იმაზე მეტად განიცდიდა კარგსაც და ცუდსაც, ვიდრე ვინმე სხვა. -მას დაელაპრაკე, მე არაფერი ვიცი და რომ ვიცოდე, მაინც არ გეტყვი! რა მოხდა ჩვენს შორის ჩვენი საქმეა და არ ვაპირებ არავის ჩაშვებას, ხომ იცი!- ესმოდათ ბიჭებს ჩვენი ხმა, ვიცოდი. არცერთს არაფერი არ უთქვამს, თორნიკემ გამომხედა მხოლოდ სარკიდან. თვალი თვალში გავუყარე ძმას, რომელმაც ამხელა მანძილიდანაც კი გამიზიარა სითბო, ნუგეში და სიყვარული. -კარგად იქნება, ნუ გეშინია! - გიორგის ვუთხარი და მის აკანკალებულ მტევანზე ხელი დავადე. თბილი იყო, მეტიც, შეიძლება ითქვას საოცრად ცხელი, მისი მტევანი, მაგრამ უფრო მეტად აიწია ჩემმა ტემპერატურამ, მისი თვალები რომ დავლანდე. შიშით სავსე ირისები, ჩემს თვალებში მაცქირალი. კლასის ჩათში მოვძებნე ოთოს სახლის მისამართი და 10 წუთში მის კორპუსს მივადექით კიდეც. უკვე ვიცოდით საითაც უნდა წავსულიყავით, რადგან ვხედავდით ჭრელ განათებებს და გვესმოდა ხმამაღალი მუსიკის ხმა. ავკანკალდი, არ ვიცოდი რა მოხდებოდა, არ ვიცოდი ელენეს რა რეაქცია ექნებოდა ჩემს დანახვაზე, არ ვიცოდი როგორ მიიღებდნენ ბიჭები იმ ფაქტს, რომ თითქმის მთელი კლასი ამიმხედრდა და არავის ვეხატებოდი გულზე. მართალია ვერაფერს დამაკლებდნენ მათი ამ მზერებითა და ქცევებით, მეც არ ვაჩვენებდი ჩემს გრძნობებს და დამცირებულ ეგოს, მაგრამ ფაქტი იყო, ისინი მაინც ცუდად იქცეოდნენ. არ მინდოდა ბიჭებს რეალური ელენე დაენახათ და არ მინდოდა ყველაფერი ელაპარაკა მთვრალ ბარბაქაძეს. უკან მივყვებოდი სამეულს და მაქსიმალურად ვცდილობდი არავის დავენახე. მეორე სართულზე იყო წვეულება. მთელი სამეზობლო გადმომდგარიყო აივნებსა და ფანჯრებზე. მოისმოდა იქეთ-აქეთ გინება, წყევლისა და ყვირილის ხმები, არ მოსწონდათ ხმამაღალი მუსიკა. სიგიჟე იყო საქართველოში, თბილისში, მსგავს უბანში ამ სტილის წვეულების გამართვა. პირველი სართულიდან იწყებოდა არეულობა. უამრავი ახალგაზრდა ირეოდა ერთმანეთში. ნამდვილი თინეიჯერული წვეულება მოუწყვია ოთოს დასალევით, მუსიკებითა და ხალხით, რომლებსაც შეიძლება არც კი იცნობდა. წინ დემეტრე და თორნიკე მიდიოდნენ, ხალხში გზას იკვლევდნენ. ხელით სწევდნენ მთვრალ ახალგაზრდებს იქეთ-აქით. რამდენიმე ჩემს კლასელსაც მოვკარი თვალი. წელზე ხელის შეხება ვიგრძენი, გვერდით მივიხედე და გიორგი აღმოჩნდა მტევნის პატრონი. უკან მომყვებოდა, ცალი ხელით ჯიბეში, ახლა ჩემს წელზე. მეორე ხელით ვიღაც მთვრალ მოქანავე ბიჭს იგერიებდა. -იარე, უკან მოგყვები - ჩამომშორდა მისი სითბო და მეც თითქოს მარტო დავრჩი ამ ხმაურიან ადგილას. მეშინოდა, რომ ვინმე ჩემს დაცინვას გადაწყვეტდა და მე ვერ გადავიტანდი, ჩემი ბიჭების წინ შერცხვენას. ცრემლები თვალებში მაწვებოდა, გული ამოვარდნას ლამობდა. ვფიქრობდი, იქვე ვიტირებდი და ეგ იქნებოდა ჩემი ძლიერი ხასიათის უკანასკნელი და სისუსტის პირველი აღიარება. ელენეც დავინახე, კიდევ უფრო მომაწვა ცრემლები თვალებში. ოთოს მხარზე ედო თავი, ლოყები ასწითლებოდა. ისე უცებ სწვდა დემეტრე მკლავში, ფეხზე წამოაყენა და გასასვლელისკენ წაიყვანა, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი, სიტყვაც კი ვერ თქვა შოკში მყოფმა ელენემ. ვიდექი და ისევ იქვე მჯდარ ოთოს და რამდენიმე კლასელ ბიჭს ვუყურებდი. იცინოდნენ და რაღაცას მეძახდენენ, სიმართლე გითხრათ არც გამიგია რას. სმენა რომ დამიბრუნდა შოკში მყოფს უკვე დემეტრეს მანქანაში ვიჯექი წინა სავარძელზე თორნიკეს გვერდით. უკან ბარბაქაძრები ისხდნენ. უფროს ძმას მკერდზე მიეწვინა გათიშული ელენე. მისი თეთრი კანი მთლიანად დაეფარა შავ ჩამოდღაბნილ ტუშს, არ ეძინა, მაგრამ არაფერს ამბობდა. სახლში მისულები უსიტყვოთ გადავედით მანქანიდან და ისე შევედით სახლში, იმ ღამით სიტყვა აღარავის დასცდენია. დილის 8 საათი იყო თორნიკემ რომ გამაღვიძა. წამოდიო ერთი ეს მითხრა და უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან. შეშინებულმა ვერ მივხვდი რა ხდებოდა და მეც უკან გავეკიდე. -თქვენები ჩვენთან არიან, აქ არავინაა. ჩვენ ახლა დავჯდებით, დავილაპარაკებთ, ყველაფერში გაგვარკვევთ და თქვენც გაერკვევით -მკაცრი ხმით მომმართა ოთახის ცენტრში მდგარმა დემეტრემ. გიორგი და ელენე მის წინ, დივანზე ისხდნენ. გიორგი მე მიყურებდა,ხ ანაც ელენეს. ამ უკანასკნელს თავი ჩაეხარა და არაფერს ამბობდა. თორნიკე კედელს მიყრდნობილი გვაკვირდებოდა ყველას -გაგვარკვიეთ რა გჭირთ,რა ხდება? -ეს რა შოუ მოაწყვეთ?ხომ გითხარით გუშინ, არაფერი თქვენთვის საინტერესო არ ხდება-მეთქი? - ოდნავ ხმას ავუწიე, თორნიკემ წარბაწევით შემომხედა კარში გახიდულს. -მისმინეთ, თქვით რა პრობლემები გაქვთ. რატომ არასდროს არ გვრევთ არაფერში?თქვენ რაღა გჭირთ ხალხო, დაუშორებლები იყავით, სულ ერთმანეთის გვერდით იდექით, ახლა რაღა დაგემართათ? - ყველა პასუხებს ელოდა, მე ენას ვერ ვიღებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა. ელენე არც კი მიყურებდა. ვერ ვპოულობდი გამოსავალს, მაგრამ საბოლოოდ მან იპოვა… -ძალიან გაინტერესებთ?კარგი, თავი მტკივა და ბევრს ვერ ვილაპრაკებ, ერთიანად დავუსვათ ამ ყველაფერს წერტილი - თავი ასწია ელენემ და მე შემომხედა. უცნაურად იღიმოდა. გიორგი ოდნავ შეიშმუშნა, ალბათ ჩემსავით მიხვდა, რაღაც არ იყო რიგზე - თქვენი და ქალბატონი ქეთევანი ერთი დაკომპლექსებული, ჩამოუყალიბებელი გოგოა. არავის არაფრად არ ადგება, არც მე და არც სხვას. ერთადერთი რამ ევალებოდა, მეგობრობის გაწევა იყო და ისიც ვერ შეასრულა. იქაც ჩემი შეშურდა, იქაც ელენეობა მოინდომა, იქაც ელენეს ბიჭი მოინდომა, იქაც ეჭვიანობისგან ვერ გაძღა. ვერ შეიგნო, რომ მე მოვწონვარ ბიჭებს, რადგან ლამაზი ვარ და არა მისნაირი! -არ გინდა! - სასოწარკვეთილი იყო ჩემი ხმა. გული მისკდებოდა ამას რომ ვისმენდი, ვიცოდი ეს მართლაც სამუდამოდ დაგვასრულებდა. შოკში იყვნენ ყველანი, სანამ ბოლომდე იბოდიალებდა მინდოდა შეეწყვიტა, მაგრამ არ ჩუმდებოდა -არ გინდა ელენე, ინანებ, ვიცი! -ვინანებ? რას ვინანებ მითხარი? რომ მიყვარს? ჩემს თავს რომ ამ სიყვარულს ვუძღვნი? ეჭვიან და ეგოისტ მეგობარს რომ ვიშორებ? -არ ვაპირებ ამის მოსმენას! - ფეხზე წამოხდა გიორგი - გონს მოდი ელენე, რა ჯანდაბა გჭირს? -ჰაჰა...აი ეს მესმის, თქვენ კბილით ჭამდით ერთმანეთს და ახლა შენც მოგაჯადოვა არა? მუდამ წესიერმა, თბილმა, ზრდილობიანმა ქეთიმ?! იცით ეს თქვენი ქეთი რომ ყოველთვის სწერვა და აუტანელია უცხოებთან? იცით ეს თქვენი ქეთი როგორ ჩხუბობს ხოლმე და როგორ მწარე სიტყვებს ისვრის? კლასში რომ სულ მარტოა, რადგან ვეღარავინ ვეღარ იტანს, ეგ თუ მოგიყვათ?! იცით, ამ თქვენს სასიამოვნო ქეთის მეგობრის ბედნიერების ატანა რომ არ შეუძლია? იცით ეს თქვენი წესიერი ქეთი სიგარეტს რომ ეწევა და მუდამ დეპრესიულობს? მეტი არაფერი უნდა, ესაა მისი ცხოვრება და ჰქონდეს, იყოს! მე აღარ ვაპირებ მასთან გაგრძელებას! -რა დღეში ხარ ელენე? რეებს ლაპარაკობ? - დემეტრე კბილებში სცრიდა სიტყვებს, ვხედავდი როგორ გაფითრებოდა სახე. ტიროდა. კიდევ რას ვხედავდი იცით? ჩემს წინ მდგარ გიორგის. ჰო, ფარივით ამომდგომოდა წინ, თითქოს მიცავდა ელენეს სიტყვებს რომ არ დაესერა ჩემი სხეული, სულს უკვე მორეოდნენ. კიდევ ჩემს ძმას ვხედავდი დივანზე უსიცოცხლოდ ჩამომჯდარს. ვიცი ელენესაც ვერაფერს ეუბნებოდა და ვერც აზრზე მოდიოდა ზუსტად რა ხდებოდა, ასეთი იყო მუდამ, ბოლოს იზარებდა ყველაფერს. დემეტრე რაღაცას ღრიალებდა თავისი დის გვერდით, ელენეც ხმამაღლა ლაპარაკობდა. მე არ მესმოდა, ყურები დამიგუბდა და მხოლოდ ჩემი სუნთქვის ხმას ვიგებდი. წინ ამომდგარ გიორგის მკლავზე სუსტად ჩავეჭიდე და უკან გამოვწიე შეძლებისდაგვარად. ზემოდან მიყურებდა, რაღაცას მელაპრაკეოდა,მე ვერ ვიგებდი. ჩემი ვარაუდით ერთადერთი წინადადება ვთქვი, რაც თავში მიტრიალებდა მთელი ამ დროის მანძილზე. მერე ვიგრძენი როგორ შემომეჭდო ბარაბქაძის ხელები და როგორ დავტოვე ოთახი. -დღეს დასრულდი და არასდროს აღარ გაგრძელდები შენ ჩემს ცხოვრებაში, დის სულს გეფიცები! ჰო, იმ დის, დედას ყვავილის. *** ცოტა რომ დავმშვიდდი, მივხვდი, ეზოში, ხის კიბეზე ვიჯექი. გვერდით გიორგი მეჯდა, თავი მის კისერში მქონდა ჩარგული და დასიებული თვალებით მხოლოდ მის კულულებს ვხედავდი, ცხვირით კი სასიამოვნო სუნს ვგრძნობდი. -გამოფხიზლდი, მტირალა? 15 წუთია რაც ჩაგეძინა! - მიჩურჩულა და მკლავი ისევ მჭიდროდ შემომხვია ზურგზე. -გიორგი, შენ მისი გჯერა არა? ის შენი დაა, რა თქმა უნდა, უნდა დაუჯერო. მაგრამ აქ რატომ ხარ? ჩემს გვერდით რატომ ხარ? - ხმა მიკანკალებდა, კიდევ ვაპირებდი ტირილს, მან ღიმილით ჩამომხედა და ცხვირზე მომიჭირა ორი თითი. -მართალს და მტყუანს ნათესაური კავშირით არ ადგენენ. საკმარისი მიზეზი მაქვს იმისთვის შენ რომ დაგიჯერო, გაგითვალისწინო და ახლა აქ ვიჯდე! - მის ერთ ხელს ზურგზე ვგრძნობდი, მეორეთი კი მტევანზე ძლიერად მეჭიდებოდა. დაცულად ვგრძნობდი თავს, მხოლოდ ეს შემეძლო მეთქვა. ცოტათი მეუცხოვებოდა ასეთი სიახლოვე ბიჭთან, მაგრამ მერე მახსენსებოდა გიორგი რომ იყო ეს ბიჭი და ვმშვიდდებოდი რატომღაც. თავის გრძელ თითებს ჩემსაში ხლართავდა, თითქოს ჩვენი თითები ლამაზ ცეკვას ცეკვავდნენ და მეც ამით ვტკბებოდი. -ისე, რა ლამაზი ხარ ხოლმე როცა ტირი, იცი? - რაღაცნაირი ანცი ხმა ჰქონდა -ანუ, ხშირად ვიტირო? -არასდროს არ იტირო, და თუ მოგიწევს, არავის აჩვენო ეგ სილამაზე ჩემს გარდა! - მშვიდი იყო მისი ხმა, ჩემი გული გამოეპასუხა მის ხმას, ალბათ ამიტომ გაეცინა. მისი ლამაზი კულულები იქეთ აქეთ ანცად გაბნეულიყვნენ და დამიჯერეთ, ჩემს თითებს უხმობდნენ, ისე მინდოდა მოვფერებოდი -თვალებით იტირე თუ მოგინდება, მაგრამ გულით არასდროს, გთხოვ! თორემ მეც გამისკდება გული, ხომ იცი რა სათუთი ვარ! ჩემს გაცინებას ცდილობდა, უნდოდა ხასიათზე მოვეყვანე -გიორგი, გეფიცები ჩემი დასავით მიყვარდა ელენე მუდამ. არასდროს მომიხვევა მისთვის თავს ჩემი პრობლემები, უბრალოდ ვუყვებოდი ხოლმე, როგორც მეგობარს. არასდროს შემშურებია ან მიეჭვიანია მასზე. არასდროს შემიხედია ცუდი თვალით. ისიც კი ვაპატიე ოთოსთან რომ დაიწყო, უფლება მივეცი, ვთხოვე კიდეც, გაეგრძელებინა. მე უბრალოდ ვხვდებოდი, რომ იცვლებოდა და არ მომწონდა ის ხალხი,რომლებთან ერთადაც დროს ატარებდა. ცუდი ზეგავლენა ჰქონდათ მასზე და მეშინოდა. სულ ეს იყო, ვდარდობდი და ეს დამიბრუნდა! -ოთო? ის ოთო? - ოდნავ მომშორდა, შოკირებული იყო. -ჯანდაბა, არ უთქვამს მას? -გააფრინა მაგან? სულ გარეკა? შენ რა გაგიკეთა და მერე ადგა და იმასთან დაიწყო ურთიერთობა? - ფეხები აუკანკალდა, შევატყვე. სუნთქვაც გაუძნელდა. ხელი გულზე დავადე, მინდოდა დამემშვიდებინა. -ცოტა აცადე, იქნებ მოვიდეს აზრზე, თუ ვერ გამოფხიზლდება და ვერ დაინახავს სიმართლეს, მერე დაელაპარაკე. იყოს ახლა ყველაფერი ასე, როგორც არის! -შენ ხვდები რას მეუბნები? შეიძლება იგივე ელენესთანაც გააკეთოს ან უფრო მეტი მაგ ნაბო*არმა. ის ვერ მომინელებია ჯერ კიდევ შენ რაც გაგიკეთა და ახლა კიდევ ელენე რომ დამემატოს ჩემი ხელით მოვკლავ, გეფიცები! -მე არ გეუბნები რა უნდა გააკეთო, არც არის ჩემი საქმე ამიერიდან. უბრალოდ ძალიან არ აუკრძალო, თორემ პირიქით მოიქცევა - ვუთხარი და გავუღიმე შეძლებისდაგვარად. რატომღაც მაინც დატოვეს ცრემლებმა ჩემი თვალები. ძალიან გულაჩუყებული ვიყავი და ყოველ დეტალზე მეტირებოდა. გიორგი ჩაფიქრებულიყო და ჩვენდა უნებურად ისევ ისე ვიჯექით, როგორც თავიდან. -თქვენ ასე როდის მერე ჩაჰკურკურებთ ერთმანეთს?დაიდო ზავი? - მეორე სართულის მეზობელი გადმოკიდულიყო ფანჯარაზე და ეშმაკურად გვიცინოდა. ამათთვის სალაპარაკოს მიცემას, ინსტაგრამზე გამოქვეყნება სჯობს, ნაკლები ხალხი გაიგებს და ნახავს. მერე შევამჩნიე, ცისოც რომ გვიყურებდა ფანჯრიდან და იმ მომენტში მივხვდი, არ იყო სახარბიელო ჩვენი ამ მდგომარეობაში ამდენხანს ყოფნა. კუდებს გამოაბამდნენ ამ პატარა ამბავს. ცალი ხელით მოვიშორე მოკრული გიორგი და უცნაურად შევიშმუშნე. მიხვდა მანაც რაშიც იყო საქმე -როცა გიჭირს ქვასაც ჩაეხუტები იზო დეიდა, ხომ იცი! - ძალით გავიცინე და გიორგის წარბაწეულ მზერაზე მეც თვალებით მოვუბოდიშე. ისიც წამოდგა და ერთად წავედით სახლისკენ. -ბოდიში იმ სიტყვებისთვის, არ იმსახურებდი. იმის გამო არა დღეს რაც გააკეთე, იმ წუთიდანვე მივხვდი, რომ დავაშავე და გული გატკინე, უბრალოდ ვერ მოვედი შენამდე. მადლობა დღევანდელისთვისაც. -მე ვიფიქრე, ვერასდროს მიხვდებოდი, რომ გამოსადექი ადამიანი ვარ შენთვის! - დიდი ხნის წინ ვიცოდი ეგ, უბრალოდ ზავის დადება მიჭირდა! - არ ეკონტაქტო, საერთოდ დაანებე თავი ცოტა ხნით. შედი ახლა სახლში და ჭკვიანად იყავი. არ იტირო და თუ მოგინდება მაინც, დამირეკე, დამანახე შენი ლამაზი სახე - გამაცინა, თვითონაც გაიცინა. - ახლა რეპეტიციაზე მივდივარ და გამთენიისას მივფრინავთ. -დიდი ხნით? -მე ორი კვირით მივდივარ და დიდი ხანია თუ ცოტა შენით გადაწყვიტე! - ყველაზე უცნაური ის იყო,ასეთი დახვეწილი მანერები რომ ჰქონდა. ვფიქრობდი მუდამ, რომ ცეკვა ხდიდა მას ასეთ გალანტურს, ასეთ სასურველს და მიმზიდველს. ჩემი მტევანი თბილად მოიქცია თავისაში და თბილად მეამბორა. გულში სასიამოვნო ტკივილად ამოიშანთა მისი ტუჩების ჩემს კანზე შეხება. *** გამთენიისას გიორგი გააცილეს და სახლში დაბრუნებამდე ველოდებოდი მეც. თორნიკემ რომ სახლის კარი გააღო, მოვისროლე სიგარეტის ნამწვავი და ფანჯარა გამოვაღე. რა თქმა უნდა, დაწოლამდე ოთახში შემოყო თავი და ფეხზე რომ დამინახა უსიტყვოდ შემოვიდა. ჩემს ლოგინზე ჩამიჯდა და ერთი ღრმად ჩაისუნთქა. -მე შენი მჯერა და ვწუხვარ ელენეს გამო! არავის მოუსმინო, ღმერთი ყველას თავის საკადრისს მიუზღვავს, ხომ იცი! ყველამ იცის, ჩემი პატარა და რომ არის, მაგრამ ვერ გავატარებ ასე უბრალოდ იმ დაუმსახურებელ სიტყვებს! შენ გგონია ვერ მივხვდი ვერაფერს? გგონია სულელი ვარ? ვიცი რაც ხდება და ერთი წამით აღარ იდარდო შენ არაფერზე,ყველაფერი კარგადაა - ნუგეში ჩემი ძმისგან ყველაზე ძვირფასი და სასურველი რამ იყო, რომელიც მაშინ მინდოდა და მჭირდებოდა. -მიხარია რომ მყავხარ! -შენ მე მკითხე! - მისკენ მიმწია და მუხლზე ჩამომიჯინა, მაგრად მომეხვია და თავზე მაკოცა. ჩემი სახლი იყო ის - და ნუ გეშინია ნუღარ ისვრი ასე მაგ ანთებულ სიგარეტებს, ვინეს ან რამეს არ დაეცეს და არ დაწვა რამე. -გამიშვი, მძიმე ვარ! ასე ადვილად გადახარშე სიგარეტის თემა?..- ფეხზე წამოსადგომად მომზადებულს თვლები დამიბრიალა და თავის მუხლებზე დამაბრუნა -გოიმი კი არ ვარ! ან მე ვისთვის რა მაქვს სათქმელი. ამიერიდან ისწავლი ჭკუას და შენს ძმას ეტყვი მსგავს რაღაცებს გიორგიზე და სხვებზე ადრე-წარბი ამიწია და მეც ჩავიმალე მის კისერში -გააცილეთ? -გავაცილეთ, წავიდნენ! -იმედი მაქვს, მშვიდობით ჩავლენ! ღმერთს ელენეს ჭკუაზე მოყვანა და გიორგის გვერდით დგომა შევთხოვე. შემდეგ მეც გადავეშვი მორფეოსის მორევში. *** -აჰა თქვენი ლუდი და მისაყოლებელი, სხვათაშორის მალე ამო მამა, თორემ ხომ იცი დედას ამბავი?- ჩამოვუდექი ნარდის თამაშით გართულ მამას გვერდით და ჩაფიქრებულ ნიკოლოზსაც გავუღიმე. დაკვირვებიხართ რომ ამ ორს ყველაზე ნაკლებად ვახსენებ ხოლმე? ეს ცხოვრებაშიც ასე იყო. ყველაზე ნაკლებად იყვნენ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაში, ყველაზე ნაკლები დიალოგი გვქონდა მათთან, ყველაზე ნაკლებ პრობლემებს ქმნიდნენ, მაგრამ მათი არსებობა ყველაზე მეტ პრობლემას ჭრიდა, ყველაზე მეტად გვიადვილებდა ცხოვრებას და ყველაზე დიდ იმედს გვაძლევდა. რატომღაც რაც უფრო მეტად ვიზრდებოდი, უფრო მეტად ვიაზრებდი, რამდენად მიყვარდა მამაჩემი, მიუხედვათ მისი მძიმე და ცივი ხასიათებისა. ის ჩვენს გამო ცხოვრობდა, ოჯახის გამო. მისი პრიორიტეტი ყოველთვის ვიყავით ჩვენ, ის კი ჩვენი-არასდროს. ამიტომ ამბობდა ხოლმე გულდაწყვეტით თქვენს ოჯახს რომ შექმნით აღარც კი გაგახსენდებითო, კი ვეგუები ფაქტს, მასეც უნდა იყოს, მაგრამ მაინც მწყდება გული მალე რომ მოვა ეგ დროო. ხანდახან თუ დავინახავდი მის სახეზე ემოციას და ხანდახან თუ გამახსენდებოდა მისი ფასი და როლი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიყავი მისთვის იდეალური შვილი, მაგრამ ჩემზე მეტი საამაყო არავინ ჰყავდა. ხანდახან მწარე კომენტარებსაც მიკეთებდა ჩემს წონასა და აღნაგობაზე, მეხუმრებოდა, ბევრჯერ მტკენია გული, მაგრამ მეორე წამში დამვიწყებია. ის მამა იყო და მეუბნებოდა იმიტომ, რომ აწუხებდა ჩემი ეს მდგომარეობა, მესმოდა მისი, მაგრამ ჩემს გულს მაინც სწყინდა. მიუხედავად ამისა, მისი იმედი რომ ვიყავი და ჩემზე მზე და მთვარე ამოდიოდა მისი უთქმელი სიტყვებიდანაც კი ვხვდებოდი. შვილის სიკვდილმა შეცვალა თურმე მამაჩემი. თითქოს ერთიანად გამოაცალა სასიცოცხლო ენერგია და სულიერად გაანადგურა. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვამაყობდი, რომ მამაჩემი კაცი იყო, მუდამ სწორი, გულკეთილი, ადამიანური კაცი. მასზე ცუდს ვერავინ იტყოდა. ამაყად მოვიღერებდი ხოლმე ყელს, რომ მეტყოდნენ კარგი კაცია მამაშენიო. მე ეს ვიცოდი. მამამ არ იცოდა, რომ მე ვიცოდი! ეს იყო მთელი ჩვენი ტრაგედია. ძალიან იშვიათად ვხედავდი და ამიტომ იყო ასე გაუცხოებული ჩემთვის. ნიკოლოზზეც რამდენჯერ გამიგია მსგავსი რამ ელენესგან, იცით? მას შემდეგ, რაც თავისი ბიზნესი დაკარგა, უწევდა ბევრი მუშაობა, რომ ჯერ ვალები დაეფარა, შემდეგ კი შვილების მომავლისა და ყოველდღიურობისთვის ცოტა დანაზოგი მაინც შეეგროვებინა. რაღაცნაირი სევდიანი კაცი იყო. მაღალი, ახმახი, მხარბეჭიანი, მაგრამ საოცრად თბილი და მგრძნობიარე. ისე თბილად ჩაეხუტებოდა და მოეფერებოდა ხოლმე თავის შვილებს, ვფიქრობდი, რატომ არ შეეძლო მამაჩემს ეს. ნიკოლოზის თვალები მუდამ სევდით იქყვნენ სავსე, გეგონებოდათ პატარა უძირო ტბებს უყურებდით ამ ერთი შეხედვით ახმახი კაცის თვალებში. მამაჩემის თვალები ბრძოლის ჟინით იყვნენ ანთებულნი. მისი ერთადერთი მიზანი ჩვენთვის გზის გაკვალვა იყო, მაგალითის მოცემა და შესაძლებლობის გაჩენა, რომ,როგორც თვითონ ამბობდა, ჩვენი მომავალი თავისის მსგავსი არ ყოფილიყო. ასე იყო თუ ისე, ეს ორი კაცი უკვე წლებია უახლოესი მეგობარი გამხდარიყო. იმასაც გეტყვით, რომ მათი დაშორება ვერ მოჩხუბარმა ცოლებმა შეძლეს! დანარჩენი თქვენით განსაჯეთ! -რაო,რა მინდაო დედაშენმა? - კამათელს აგორებდა და სათვალის ზემოდან აკვრდებოდა მაგიდაზე მოთავსებულ ნარდს, თითქოს გამოთვლებს აკეთებსო. -დღეს უჩხუბიათ კიდევ, ყველა მაგაზე ლაპრაკობს. რომელიმემ რომ დაგინახოთ ერთად ზიხართ, ხომ იცით რა დღეს დაგაყრიან?! - მართლა ეშინოდათ ცოლების, მაგრამ არა იმდენად, რომ ერთმანეთის გარეშე გაეტარებინათ ერთი საღამო მაინც. -გადამრევს მე ეს ორი, რაღარ აჩხუბებდათ დღეს? რა ვერ გაიყვეს?-ნიკოლოზმა სიმწრის ღიმილით გამომხედა. ისეთი ბუნჩულა კაცი იყო…ცოტათი წააგავდა გიორგი მას, მაგრამ აშკარად მხოლოდ გარეგნობით, რადგან ხასიათით დედას ჰგავდა. -ნაგავს ყრის ნანი შენს ტერიტორიაზეო, ვიღაცამ გაატლიკინა ენა და ეს ორიც წამოენთო. ძლივს გავაჩერეთ დღეს, სულ ლანძღეს და წყევლეს ერთმანეთი - მიყვარდა მათთან საუბარი და დედების ჩაშვება. სწორედ ამიტომ ვიჯექი ჭორიკანა ქალივით ხის მორზე და ჩუმად ვუყვებოდი მათ ამბავს, რომელიც წესით არ უნდა გაეგოთ. -ქეთო, მამა, ადი სახლში და შეამზადე დედაშენი, რამე არ ჩამარტყას თავში, რომ მოვალ! - დღეს უჩვეულო ხასიათზე იყო მამაჩემი, ასე არასდროს ხუმრობდა ხოლმე. -მამა ლომის ხახაში მიშვებ? - ხითხითებდნენ ორივე. ნიკოლოზმა ხელით დამიჭირა და მტევანზე მაკოცა. მამა იყო ჩემთვის ეს კაცი, მეორე მამა. ისე ავედი სახლში ღიმილი არ მომშორებია სახიდან, მაგრამ იქ ომი მელოდა თურმე. *** -ქეთუს, მიდი რამე გაგვიკეთე რა, მაგრად გვშია, გთხოვ!..- ჩემი მშობლები და და-ძმა სოფელში იყვნენ წასულები ნათესავის ქორწილში. მხოლოდ მე და თორნიკე ვიყავით სახლში. მასაც მეტი არაფერი უნდოდა… რამდენიმე დღის სამყოფი ჩიფსები, ლუდი და სიგარეტი მოიმარაგა და თავის განუყრელ ძმაკაცთან ერთად შეუდგა ფეხბურთის ყურებას. რა თქმა უნდა, რეპეტიტორისგან ახალ მისულიც არ დამინდო და სამზარეულოში შემაგდო ‘’რამე კაის” გასაკეთებლად. დღემდე ვერ ვხვდები რატომ ათამამებენ დედები ასე ბიჭ შვილებს. დარწმუნებული ვარ არც თორნიკეს და არც დემეტრეს არ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება გააკეთონ საჭმელი, როცა სახლში ქალია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, სად და რამდენი წლის. პატარა ანი რომ იყოს, მას გააკეთებინებდა 20 წლის თორნიკე საჭმელს, დარწმუნებული ვარ. ეს საჭმლის გაკეთებასა და ძმის დაპურებაზე არაა. ეს ელემენტარული დეტალია, რომელიც ათასგვაგვარ ცნობიერებას უყალიბებს ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე. ჩემი პროტესტი არაფრად ჩააგდო, სამზარეულში შემაგდო და კარი გარედან ჩამიკეტა. უარესის ღირსი ვარ! -შენ პროსტა მიყურე რა დღეში ჩაგაგდო! ასე გექცეოდო მე, აბიტურიენტი რომ იყავი? ტუტუცი ბიჭი! არა, ვერ დაგაჯერებთ იმას, რომ საერთოდ არ მხიბლავს წუწუნი, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ და მჭირდება გრძნობების გარეთ გამოშვება. მით უმეტეს უკვე მეგობარიც აღარ მყავს, რომ დაველაპარაკო. დღეს შემთხვევით ისტორიის მასწავლებლის სახლიდან გამოსვლისას, სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი და ისევ გამიჩნდა პროტესტი, ისევ შემძულდა ჩემი ყოველდღიურობა და ყოველი ლუკმა, რომელსაც ვჭამდი. იცით, ახლა რომ ვუყურებ მაშინდელ ფოტოებს, ყოველთვის მეფიქრება, ვინ დამაკომპლექსა ასე, ვინ ჩამიბეჭდა თავში რომ მახინჯი ვიყავი, საშინელი ფორმებით. მე სურათებზე ლაღ და ბედნიერებისგან გაბრწყინებულ ბავშვს ვხედავ, თინეიჯერს, რომლის თვალებიც ისე კაშკაშებენ, როგორც არასდროს. მაშინ კი ზუსტად მახსოვს, როგორ მინდოდა გაქრობა, ჩემი თავისთვის რაიმეს დაშავება, რადგან არ ვიყავი ისეთი, როგორიც სხვები, არ ვიყავი დახვეწილი და მომხიბვლელი. ის ფაქტი, რომ პუტკუნა ვიყავი გამორიცხავდა ჩემს სილამაზეს, ეს იყო მაშინდელი ჩემი და საზოგადოების მოსაზრება. მაგრამ მოგვიანებით გავიგე, რომ ამ ყველაფრის ერთი წამალი არსებობდა და ეს წამალი იყო სხვის თვალებსა და სიტყვებში ნაგრძნობი და დანახული რეალური, მშვენიერი ჩემი თავი. ის ვიდეო რომ ვნახე, მაშინ გამიჭირდა გააზრება, არც კი ვაღიარებდი, რომ ეს ჩემთან რაიმე კავშირში იყო, მაგრამ დრო დამეხმარა, მივმხვდარიყავი ჩემს გულუბრყვილობას და დამეჯერებინა ის, რაც იყო რეალობა. ინსტაგრამის დათვალიერება გადავწყვიტე და რატომღაც სწორედ მაშინ ჩაირთო გიორგის ლაივი. რა თქმა უნდა გულის ფანცქალით გავხსენი, მინდოდა მალე დამენახა, უცნაურად ვგრძნობდი, რომ მისი დანახვა მიშველიდა, გამამხიარულებდა, მიმკურნალებდა. არ იყო თვითონ ლაივში, მისი ტელეფონი ერთ გოგოს ჰქონდა, ანსამბლიდან. როგორც ვიცი მასთან ერთად ცეკვავდა ქართულს. ცოტათი მეწყინა, არ მომეწონა ამის აღიარება საკუთარ თავთან. ლამაზ ბაღში ისხდნენ, რაღაც თემას განიხილავდნენ, ამ გოგომ მათკენ შეაბრუა კამერა და ახლა უკვე ნათლად ვხედავდი გიორგი ბარბაქაძეს, ვიღაცას რომ გაცხარებული ეკამათებოდა რაღაცაზე. ‘’-კი მეგობრებო, ეს არის ჩვენი განტვირთვა კონცერტამდე. ორი რომეო-ტარიელი და ორი ქალთმოძულე რომ გყავს ანსამბლში, ასეც ხდება”-იცინოდა გოგო ლამაზად და ფონზე ჩანდა მოკამათე ოთხეული. სკამზე იჯდა, მხრებჩამოშვებული. კაცს ჰგავდა, მძიმე ტვირთი რომ აწევს მხრებზე. ნათლად ვხედავდი როგორ ეჭიმებოდა ყბა და როგორ იცინოდა მწარედ, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა. ვერ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს, მაგრამ გიორგის სხეულის ენა ბევრ ინფორმაციას მაძლევდა მის დამოკიდებულებაზე იმ თემასთან დაკავშირებით რომელსაც განიხილავდნენ. “-არა ბიჭო ,აი ვერ გაიგებ რა! როგორ უნდა იფიქრო საერთოდ,რომ სიყვარულის გარეშე გაატარებ ცხოვრებას?მე ვფიქრობ, მაგის მიზეზი ის არის,რომ არ გიყვარს ჯერ არავინ! -გავიგე გიორგი შენი მოსაზრება,მაგრამ იმ ფაქტს რას უშვები, რომ მიყვარხარ მეც ერთხელ და არ გამოვიდა არაფერი? -და ამის შემდეგ აიცრუე გული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიყვარდა არ არსებობს! ადამიანის გადაყვარება იმის გამო, რომ არაფერი გამოვიდა ან ის იგივეს არ გრძნობს არაა სიყვარული მეგობარო, დამიჯერე! -ერთს ჰყვარებია და იცის რაც ხდება, მეორეს არასდროს ჰყვარებია და თითქოს გაბოროტებულს ჩამოუყალიბდა ეს მოსაზრება, რომ არ სჭირდება ქალი გვერდით შეყვარებული ან ცოლის სტატუსით. გამოდით თქვენი მდგომარეობიდან და გაიაზრეთ ცოტა რას ეუბნებით ერთმანეთს-ჩაერთო მესამეც -აი მე თუ მკითხავ, იმიტომ მეუბნება გიორგი ამას, ამწუთას თავად არის შეყვარებული და სხვანაირად ვერაფერს ხედავს. არ ახსოვს ალბათ ის დრო, რომ არ უყვარდა. ვერ იქნება ყველა შენნაირი, მჯერა სიყვარულის, მაგრამ არა ოფიციალური ურთიერთობების, ქალები ყოველთვის ანგრევენ მათ -როგორი ხისთავიანი ხარ? - წინ გადაიწია ბარბაქაძე, მუხლებს დაეყრდნო. ინტერნეტი ჭედავდა და წყდებოდა მომენტებში ხმა, ეს თუ გამომაფხიზლებდა ხოლმე მონუსხულს - როგორ შეიძლება იფიქრო მასე. სიყვარულით, ბევრი ადამიანი შეიძლება გიყვარდეს, მარტო რამდენი ოჯახისწევრი შეიძლება გყავდეს, ვერ მეტყვი არ მეყვარებიანო. მაგრამ ქალი რომ შეგიყვარდება და ეს ქალი რომ გაგინათებს, გაგიკაშკაშებს ცხოვრებას ისე ვერავინ, დამერწმუნე. მარტო ისინი არ რევენ ურთიერთობას, ერთი მხარე ვერ იქნება დამნაშავე, ორივე დამნაშავეა ამ დროს. -ტრუხა ბაზარია! - ხელი აიქნია ბიჭმა და უკმაყოფილოდ შეირხა. გიორგიმ ოდნავ ხმას აუწია რომ გაეგრძელებინა თავისი მომაჯადოებელი მონოლოგი. - არვიცი შენ რა გამოცდილება გქონდა ასეთი, მაგრამ გოგო, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არსებობს, უამრავ პრობლემას მიქმნის, არც კი მიყურებს, როგორც ბიჭს, მაგრამ თავისდაუნებურად მიხალისებს ცხოვრებას. არასდროს აურევია მას ისე რამე, რომ გამეგდო ჩემი ცხოვრებიდან, ან უარი მეთქვა ამ სიყვარულზე -ეგ შენი აღქმა ყოფილა გიორგი, ხედავ? ის გოგო რომ გაიგებს,მერე მართლა აირევა ყველაფერი -ვერ არევს, არ არის ეგეთი ტიპი. შეიძლება იგივეთი ვერ მიპასუხოს, მაგრამ არ იქნება ეგ არევა. არევა ის იქნება, რომ არ ვუყვარდე და დამთანხმდეს. დამიჯერე ძმაო, ცალმხრივი სიყვარულითაც კი ისე გაბედნიერდები, როცა შეიგრძნობ, აღარასდროს აღარ გაიმეორებ მაგ სიტყვებს -ვინარის ეგ გოგო, ვიცნობთ ჩვენ? - გაეცინა მეორე ბიჭს. რატომღაც ბედნიერად გაეღიმა გიორგისაც და სკამზე შესწორდა. -არა, არ იცნობთ, სკოლის მოსწავლეა ჯერ. არ არის მზად ჩემი გრძნობების გასაგებად და მისაღებად, მით უმეტეს ჩვენი ახლანდელი ურთიერთობიდან გამომდინარე - უცნაურად ამიფართხალდა გული -სკოლის მოსწავლე რამ შეგაყვარა ბიჭო? პედოფილი ხომ არ ხარ? -მეც სკოლის მოსწავლე ვარ ბიჭო, ხომ არ დაგავიწყდა - ამის თქმაზე გვერდით მჯდომმა მამასავით გადაუსვა თავზე ხელი გიორგის და გაიცინა. ასე ეხუმრებოდნენ, როგორც ჩანს, ანსამბლში ყველაზე პატარას-ჩემზე ერთი წლით პატარაა. ერთ წელში საერთოდ სხვა იქნება, ცოტა გამოვა ბავშვობის ასაკიდან. დიდი განსხვავებაა ჩვენს შორის მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლით პატარაა. -ეს რა ბრძენი გვყავს. ჩვენი პაწაწუნა ბრძენუკაა! - მოეფერა ისევ გვერდით მჯდომი. გიორგიმ სიცილით აუკრა ხელი. -არ მჯერა, რომ 18 წლის ღლაპი მიკითხავს ლექციას, სიყვარულზე, ქალებზე და ცხოვრებაზე - გაიცინა გიორგის ოპონენტმა და გვერდით სკამს ხელი გადახვია. დიდხანს იყვნენ კიდევ ლაივში, მაგრამ აღარ მიყურება. სრულიად დაშოკილი ვიყავი გიორგის საუბრის მოსმენისგან. შეიძლება ჩემზე ლაპრაკობდა? თუ ეს შეუძლებელია? -ქეთო! - ოთახში თავი შემოყო დემეტრემ და მას უკან თორნიკეც მოყვა. იდგნენ და მიყურებდნენ, რაღაცას მეუბნებოდნენ კიდეც, მესმოდა, მაგრამ ვერ ვიაზრებდი ფიქრებში წასული. -გოგო, სად წახვედი?! - შემანჯღრია თორნიკემ და მაგიდასთან ჩამოჯდა, თეფშზე დალაგებულ მწნილს შეექცეოდა და მიყურებდა -ჰო რაიყოთ? - მე კარტოფილს ვურევდი, სულ დამავიწყდა და ოდნავ დაიბრაწა. -შენს კლასში ვინმე გოგოშკებს ხომ არ იცნობს ჩემი ძმა ახლოს? -რა ვიცი დემე, ეგ მთელ სკოლას იცნობს! - ავნერვიულდი ცოტათი - არ მაქვს კლასელებთან დიდად ურთიერთობა, ალბათ იცნობს ვინმეს! -ვიღაც მიყვარსო, პატარაო ჩემზე ერთი წლითო, წეღან ლაივში წამოსცდა. ჩვენი სკოლელი უნდა იყოს და ამ ვარაუდს თუ მივყვებით შენი კლასელი - თეფში გამივარდა ხელიდან -რა იყო გოგო, რამ დაგაბნია, შენ ხომ არ უყვარხარ! - გადაიხარხარა დემეტრემ, თორნიკე ცერად მიყურებდა -არ იცი, ბავშვობიდან ჭკუას რომ ვკარგავთ ერთმანეთზე? - გახუმრება ვცადე - ისე ვუყვარვარ, მზადაა სულ ღერა-ღერა დამაწიწკნოს თმა, დამასველოს შუა ზამთარში ცივი წყლით, დამიჭრას ფეხსაცმელები და ჩემი საიდუმლო მოუყვეს ყველას - ხითხითებდნენ ორივე, მაგრამ მე სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე. -თუ გაიგე რამე აქ ვარ ლამაზო, ხომ იცი?!გაანდე ბიძას საიდუმლო -ტკბილად მაკოცა ლოყაზე და ხელებაკაპიწებული მიუჯდა ჩემს ძმას. მე ოთახიდან დავაპირე გასვლა, თორნიკენ რომ მომაძახა -მოდი ჭამე შენც გოგო, ახლა არ მოხვედი სკოლიდან? -დიეტაზე ვარ, არ ვჭამ ეგეთებს! -ქეთო, გითხარი მე შენ, შეეშვი ამ დიეტებს, თორე მოგკლავ! - იძახდა თორნიკე, მაგრამ ნელ-ნელა სუსტდებოდა მისი ხმა, რადგან ოთახში ვიყავი უკვე, ჩემს კომფორტის ზონაში, სადაც შემეძლო მშვიდად და წყნარად ფიქრი და ყველაფრის გააზრება. *** გასტროლიდან რომ ჩამოვიდა, პირველად ეზოში ვნახე, ფანჩატურში ისხდნენ გიორგი, თორნიკე და დემეტრე. სულ სხვანაირად შევხედე მას მაშინ, თითქოს პირველად ვხედავდი, თითქოს არ ვიცნობდი მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება. ისეთი საყვარელი იყო, თბილად იღიმოდა, შემდეგ კი რაღაცაზე ხითხითებდა, კულულები ანცად ჩამოყროდა სახეზე და წუთში ორჯერ ისწორებდა, თან წაიბუზღუნებდა ხოლმე. პირველად შევხედე ასეთს, ბავშვურს, ადამიანურს, სიყვარულითა და სითბოთი სავსეს. პირველად გავიაზრე მაშინ, რამდენად ძვირფასი ყოფილა ეს შეგრძნება, აღქმა, ფიქრები ჩემი პირველი სიყვარულისა. მუდამ გაბრაზებულს, ნაწყენს, მოჩხუბარს ვხედავდი. მის აურას თითქოს მუქი ფერები დასდევდნენ თან, მაგრამ რაღაც ეტაპზე გარდატეხა მოხდა ჩემში და მივხვდი, ეს გაუთავებელი ჩხუბი და კინკლაობა უნდა გადაგველახა, რადგან აღარ ვგრძნობდი გულით იმის სურვილს, რომ ცუდად მოვქცეოდი ან არასწორად მელაპარაკა მასთან. ახლა მისი აურა ნათელი იყო, მზისფერი, გამახალისებელი. მისმა თვალებმა ჩემები იპოვეს შემთხვევით, გულში ღრმად გამკრა უცნაურმა გრძნობამ, პეპლები აფარფატდნენ, მისი ყურებამდე გაწელილ ღიმილს რომ ვჰკიდე მზერა. ისეთი გამაცოცხლებელი იყო, ტანში მცრიდა სიამოვნებისგან. მახსოვს, როგორ ვერ გავუძელი მის თვალებს და თავი ჩავხარე. პირველად მოხდა ასე. ჩემი მთელი თინეიჯერობის პერიოდი ფსიქოლოგიის შესწავლას ეთმობოდა, მიყვარდა ადამიანებს რომ შევისწავლიდი და ისიც მიყვარდა მზერით რომ ვეთამაშებოდი ხოლმე. ვითვლიდი რამდენ ხანში ამარიდებდნენ თვალს, მე პირველი არასდროს ვყოფილვარ. ახლა კი ეს ყველაფერი ამოტრიალდა, ახლა ავარიდე მზერა, შემიწითლდა ლოყები, ვიგრძენი როგორ დაეპატრონა სიცხე ჩემს სახეს, ხელები გამეყინა. უამრავი რამ დაემართა ჩემს სხეულს, გულსა და გრძნობებს. აქამდე ვიცოდი,რომ ცალმხრივი გრძნობა მქონდა, იმასაც ბავშვურ კინკლაობას ვაწერდი. ახლა დავეჭვდი, რომ ეს ორმხრივი იყო და სწორედ ამიტომ მივეცი თავს უფლება, ბოლომდე დაუფლებოდა ის ჩაკეტილი გრძნობები და სურვილები ჩემს არსებას. -რას აკეთებ მანდ, რას გაშტერდი გოგო, მოდი აქეთ, კაკრას მეოთხე კაცი გვაკლია ჯოკრისთვის! - მეძახდა თორნიკე და გამწარებული მიქნევდა ხელს. დაბნეული მივუახლოვდი მაგიდას. გიორგი ოდნავ წამოიწია, თითქოს ჩემსკენ გადმოიხარა. უხერხულად ვიწვალებდი ხელებს, შემდეგ ჩანთის თასმას ვგრეხდი. მეტყობოდა, რომ ვნერვიულობდი. -რამე მოხდა? რაღაც ანერვიულებული მეჩვენები!-დემეტრემ მკითხა ისეთი სახით, მიმახვდინა საჩხუბრად და ვინმეს მოსაკლავად მზად იყო. -არა დემე,კარგადაა ყველაფერი! როდის ჩამოხვედი? - ისე დავჯექი ძმის გვერდით არ შევიმჩიე გიორგის განათებული თვალები. მეც მზერა ავარიდე და თითქოს ვერ მივხვდი ჩემს გადასაკოცნად რომ წამოიწია. ვერ ვუყურებდი თვალებში, მისგან კი ვგრძნობდი მზერას. საოცრად მაბნევდა, ვერც წესიერად ვთამაშობდი, ვერც კონცენტრირებას ვახდენდი, კარტიც კი ვერ ავჩეხე, სულ დამიცვივდა. მთელი დროის მანძილზე ის ფიქრი მაწუხებდა, რომ მეჩვენებოდა და ვერ შეხედავდა ბარბაქაძე ჩემს მსგავს გოგოს. ყველაზე ნაკლებად მქონდა ის, რაც შეიძლება ჩემში შეყვარებოდა ან მოსწონებოდა. მსუქანი თინეიჯერი ვიყავი. ყოველშემთხვევაში ასე ვხედავდი ჩემს თავს. მხოლოდ ცალმხრივი გრძნობებით, თორემ ორმხრივით ბიჭთან დაკავშირება შეუძლებელი მეგონა მაშინ. ისევ ჩემს წარმოსახვას ვაწერდი იმის ფიქრს, რომ გიორგის შეიძლებოდა მოვწონდი და უამრავ სცენარს ვსახავდი გონებაში. -რა გჭირს დღეს, მართლა რამე ხოარ მოხდა? - ჩემი და თორნიკეს პარამ რომ წავაგეთ, ჩემმა ძმამ მხარზე მომხვია ხელი და ჩემი დაბნეულობის მიზეზის გარკვევას შეეცადა. -ჩემმა სულელმა დამ ხომ არ მოაწყო რამე კონცერტები? - დემეტრემ ჩაიქირქილა -არა, მართლა ყველაფერი რიგზეა! - გიორგის შევხედე ინსტინქტურად, ხმა ჯერ კიდევ არ გაუცია ჩემთვის. მისი თვალებიც არეულ სიგნალებს მიგზავნიდნენ. ისევ ავარიდე თვალი და თორნიკეს მოვეფერე თმაზე, ზღარბივით რომ ასჩეჩვოდა -აუ თა, რა გოგო გავიცანი სამსახურში იცი? მგონი მიყვარს მაგრად!-წამოიტირა ჩემმა ძმამ და დემეტრეს ხარხარზე თავი ჩაქინდრა მოწყენილმა. ესენი სულ ასე კენწლავდნენ ერთმანეთს -მართლა მაგარი გოგოა იმენა, შენც რომ მოგეწონება რძლად ისეთი - ცერა თითი ასწია ბარბაქაძემ და ისე ჩაიჩურჩულა, თითქოს საიდუმლოს მეუბნებოდა, თორნიკემ ისევ ამოიოხრა -ეე, მე რატომ არაფერი ვიცი?მომტეხეთ პონტიდან თქვენ არასწორო ბავშვებო? - როგორც იქნა ერთი სრულყოფილი წინადადება გადააბა ერთმანეთს დღეს ბატონმა გიორგიმ. წამში ამიფანცქალდა გული, თორნიკემ გაკვირვებულმა ჩამომხედა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, არც მან. -შენ იქ ხომ არ დაგირეკავდი შე*ემა?!რა ტანი, რა ფეხი, რა ჭკუა. მართლა ჭკუიდან გადავყავარ ისეთი ლამაზია! იმენა აინშტაინივით ჭკუა და გიტარასავით ტანი აქვს გოგოს! - არა, არც მიეჭვიანია, არც დავბოღმილვარ, მაგრამ მაინც გულზე მომხვდა თორნიკეს სიტყვები. მიუხედავად იმისა, რომ სულ მიჩიჩინებს წონაზე ნუ ხარ ჩაციკლულიო, მაინც სხვაგვარ სტანდარტებს აწესებს სხვებისთვის. ანუ მტკიცდება ჩემი აზრი, მას ასეთი ვუყვარვარ და მაგიტომ ვარ მის თვალში ლამაზი და არა იმიტომ, რომ მართლა მოვწონვარ ასეთი. -ხო სულ ჭკუა გადარდებს შენ!კისრიდან დაწყებული ფეხები და გამოყვანილი წელი რომ დაინახე მანდ დაგენ*რა! - ხითხითებდა დემეტრე, მე კი რატომღაც აღარ შემეძლო იქ გაჩერება. -ფრთხილად იყვი, მამიდა არ გამხადო ჯერ, პატარა ხარ შენც და მეც მაგისთვის და დანარჩენი შენთვის მომინდია! - თვალი ჩავუკარი ჩემს ძმას და რატომღაც შევხედე ჩუმად მყოფ გიორგის. ძალიან თბილად გამიღიმა. შევკრთი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს გამიგო, რასაც ვფიქრობდი იმ მომენტში. -შეხედე ამას შენ! როდის ისწავლე გოგო შენ ეგეთები? - დაშოკილი იყო ჩემი ძმა -კაი ხანია აღარ მჯერა, წერომ რომ მომიყვანა -შემოგვეზარდა ბავშვები ხელში, შეხედე შენ! -არა, მე მაინც ვერ ვიგდებ თავიდან შენს სახეს, როგორ გაშტერებს ხოლმე ის გოგო. -აბა ტო, ისეთი ლამაზია, ნაზი, სიფეიფანა, ყველა კაცის ოცნებაა ტიპი. თავი მეფე მგონია მის გვერდით, ყველა სტანდარტში ჯდება,ყველა პირს დააღებს ისეთი გოგოა, დარწმუნებული ვარ! -კაი ბიჭო რა, შენ დაგაშტერა იმ გოგომ ჩვენ რას გადმოგვწვდი. ზოგჯერ მგონია რომ, ფიქრობ, მაგათზე კეთილი, მზრუნველი და თბილი გოგონები არ არსებობენ ქვეყანაზე. აგერ ჩვენ გოგოს, ვინმე გაჩხინკული გოგო ჯობია საერთოდ? - დემეტრემ გამომიგზავნა კოცნა და ტკბილად გამიღიმა. კეთილი, მზრუნველი და თბილი, მაგრამ არა ლამაზი, გამაგიჟებელი, სტანდარტი… გავუღიმე - ჰა, რას იტყვი გიორგი?! ჭკუიდან კინაღამ გადავედი, გული ყელში მომებჯინა, იმის ლოდინში თუ რას იტყოდა ის, აქამდე ჩუმდა მყოფი. -არ ვიცი, არ ვუყურებ გოგოებს! - გულმა ერთი დარტმა გამოტოვა -რა არის შე*ემა ბიჭები გევასება? - ახარხარდნენ ორივე ერთ ხმაში! -არა, ამ ქვეყანაზე ერთი გოგო მევასება მარტო და არ ვუყურებ სხვებს!-მშვიდი იყო, თან კარტს ჩეხავდა, თან გამოზომილი ტონით წარმოთქვამდა სიტყვებს. წამით საერთოდ გაჩერდა სიცოცხლის წყარო. -ეგ კარგი გამახსენე, ის ლაივი ვნახე, მართლა ვინმე გიყვარს ტო? -კი თოკო, წლებია უკვე! - ისევ არ იხედებოდა ჩვენსკენ, მე თვალებმოუშორებლად გარინდული ვუყურებდი. -აქამდე რა პონტში არ თქვი? რატო დამიმალე?მაგრად გამიტყდა შენთავსვფიცავარ! - წყენა ხმაშიც ეტყობოდა დემეტრეს -კაი ახლა არ გამიხურო რა!არ მინდოდა ჯერ არაფრის გამჟღავნება არავისთან. მიყვარს ჩემთვის და მორჩა! -კაი ტო მეკაიფები? მაგიტო არავის უყურებ არასდროს?მე შემეშინდა, გეია მეთქი ვიფიქრე! - მაინც ხუმრობდნენ თავისებურად. მე უამრავ კითხვაზე ველოდი პასუხს -ჩემს კლასშია ხომ? - რატომღაც ხმა ჩამხლეჩვოდა. მხოლოდ იმ მომენტში ამოსწია თავი და პირდაპირ თვალებში შემომხედა. ვიგრძენი როგორ დაიძაბა გარემო, იცინოდნენ სხვები, მაგრამ მე არ მესმოდა მათი, მხოლოდ მას ვხედავდი და პასუხებს ველოდებოდი გულაჩქარებული -კი, შენ რა იცი? - წინ გადმოიწია და სიცილით დამიწყო ყურება ამჯერად -ლაივში თქვი! - არ გავტყდი -ანუ ლაივს უყრე! -მოიცა, მოიცა აქ რა ხდება, რაღაცას მალავთ თქვენ? თუ დაიწყეთ ისევ კინკლაობა, რა დაძაბული გარემოა - იჭყანებოდა დემეტრე -ვუყურე! -ეე, დამაიგნორეს ტო! - გაკვირვებულმა მიმართა დემეტრემ ჩემს ასევე გაკვირვებულ ძმას -ყველაფერი კარგად გაიგე? - მიმანიშნებდა გიორგი რაღაცაზე -კი! -მშვენიერია, დაიმახსოვრე რაც ვთქვი! - ისევ მიეყრდნო სკამს. თორნიკე დაიძაბა, მისი სერიოზული სახეც მეტყველებდა ამაზე -ვინ არის? -თვითონ რომ მიხვდება და გაიგებს, მაშინ გეტყვით თქვენც! - თვალები მოგვატარა სამივეს, ხელით რაღაც მიგვანიშნა და ამით დაასრულა საუბარი. რატომ უნდა დამემახსოვრებინა?! *** დილით ძალიან ბედნიერს გამეღვიძა რატომღაც. გავიგე, რომ დღეს უნდა ერეპეტიციათ ბოლო ზარისთვის და გიორგიც მოვიდოდა სკოლაში. ამიტომ ალბათ ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე გავპანჭულიყავი. 1 საათით ადრე გაღვიძებულმა, გადმოვაცარიელე მთლიანი კარადა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვჩექი საწოლზე ნერვებმოშლილი. სკოლაშიც აღარ მინდოდა წასვლა, მხოლოდ საწოლში ჩაწოლა და ყველასგან შორს ყოფნა იყო ჩემი სურვილი. ვერც ერთი ტანსაცმელი ვერ მოვიხდინე. ტირილით მივაძახე ჩემს თავს ყველაზე უსიამოვნო სიტყვები, რაც კი გამახსენდა. სარკეში ჩავიხედე და თავი დავკარგე - თითქოს იქ აღარ ვიყავი მე, არამედ რაღაც უცხო, მახინჯი, უსარგებლო სხეული. როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი? მოტივაცია მომეცემოდა, დავიწყებდი დიეტას, ისევ შევწყვეტდი. ვნანობდი ყოველ ლუკმას და მეზიზღებოდა სარკეში ჩახედვა. სწორედ იმ დღეებში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა თავი ლამაზად მეგრძნო, ყველაზე მეტად მეჯავრებოდა საკუთარი ანარეკლი. არადა არ ვიყავი მახინჯი, არც მსუქანი. მუდამ პუტკუნა ბავშვი ვიყავი,რომელიც სტანდარტებში არ ჯდებოდა თავისი გარეგნობით. ეს აღიზიანებდა საზოგადოებასაც. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ჩემს კომპლექსებს აღრმავებდა და საკუთარ სხეულს მაზიზღებდა. ერთი კი გავიფიქრე ასეთი რატომ უნდა მოეწონო ვინმეს, განსაკუთრებით გიორგისნაირ სიმპათიურ და ათლეტურ ბიჭს მეთქი. ამაზე ფიქრი საერთოდ ავუკრძალე ჩემს თავს. როგორც ყოველთვის, გადავიცვი ჩემი შავი ოვერსაიზი მაისური და შარვალი, ასევე შავი მოსაცმელი და ბოტები. ეს ტანსაცმელი იყო ჩემი თავშესაფარი, რომელიც ჩემს კომფორტის ზონაში მამყოფებდა, რადგან შავი იყო და ნაკლებად დიდს მაჩენდა. ისე მოვწყვიტე სარკეს თვალები, თითქოს საკუთარ თავს გავექეცი. წავედი სკოლისკენ როგორც ყოველთვის გამქრალი ბედნიერების შეგრძნებით და გაღიზიანებული ხასიათით. ამიტომ ვერ მიტანდა ალბათ ელენე, სხვასაც გადავდებდი ხოლმე ამ უარყოფით შეგრძნებებს. ვეღარ მიიღო ალბათ ჩემმა დაქალმა ამდენი ნეგატივი. ჩემი ბრალი იყო ალბათ ყველაფერი ისევ და ისევ. ნელ-ნელა მივდიოდი ფეხის თრევით და სასიამოვნო მუსიკაც თითქოს ჩემს შინაგან მეს კურნავდა გაზაფხულის ამ მოწყენილ, მაგრამ საოცრად თბილ დილას. სკოლაში რომ შევედი მეთორმეტეებს მოვკარი მაშინვე თვალი. ეზოში ისხდნენ ერთჯგუფად და გამვლელ-გამოვლელ ბავშვებს აკვირდებოდნენ, მათი კისკისი და ხარხარი ეზოს ავსებდა. გიორგი მათ შორის არ იყო, როგორც ჩანს ჯერ არ მოსულიყო რეპეტიციებზე. თითქმის მთელ დროს ცეკვას უთმობდა, ანსამბლის რეპეტიციებზე დადიოდა და მისი ცხოვრების მთავარ მისწრაფებას სულმოუთქმელად მიჰყვებოდა. ჩაბარებასაც არ აპირებდა, იცოდა მან რა უნდა ეკეთებინა მთელი ცხოვრება და იქ მთავრდებოდა სხვაზე ფიქრი. არ ვიცი გიორგი ასეთი შესანიშნავი და ქართული ცეკვისთვის შესაფერი აღნაგობით დაიბადა, თუ ცეკვამ და ვარჯიშმა აქცია ასეთად. მხოლოდ ახლა აღვიქვი, რომ მუდამ მოხიბლული ვიყავი მისი გარეგნობით. ძველი ქართული იერსახე და აურა ჰქონდა. ისეთი, როგორიც წარმომედგინა ალუდა-ქეთელაური, მეფე გიორგი, ავთანდილი… ფართო მხრებით, ლამაზი თითებით, მკაცრი მოყვანილობის სახით, ყურებამდე გაწელილი ღიმილით, თვალებით, რომლებიც მრავლისთქმელად აკვირდებიან ადამიანებს, თითქოს მათ სულს კითხულობენ, ოდნავ კეხიანი ცხვირითა და შავი, კულულა თმებით. მერწმუნეთ, მისი კულულები ერთ კაცად ღირდა, მის თვალებს კი ათასი კაცისაში გამოვიცნობდი. რომ დავუკვირდი, ყოველთვის მხიბლავდა მისი გარეგნობა, მაშინაც კი, თმებით რომ ვითრევდი და ბევრს ვეჩხუბებოდი. მაშინ მეგონა გული სიბრაზისგან მიჩქარდებოდა, სინამდვილეში კი აღელვება მიჩქროლებდა თურმე სისხლს და მიხშირებდა სუნთქვას. ასეთი იყო გიორგი, რომელსაც მე არ ვიმსახურებდი. იცით მენატრებოდა ის დრო, მტრები რომ ვიყავით, მაშინ ისე ვუახლოვდებოდი, ვეჩხუბებოდი, ვურთიერთობდი მასთან, რომ არ მქონდა სხვაგვარი ფიქრები. ახლა მონუსხული ხმასაც კი ვერ ვიღებდი მისი შეხედვისას. ეზოში ხმაური და სიცილი თანდათან მიჩუმდა ჩემს გონებაში, როცა ის დავინახე. ჩემი თითოეული ამოსუნთქვის ხმა გავიგე, ზუსტად იმ წამს, როცა გიორგი ჭიშკრიდან შემოვიდა. სიცილიც მიწყდა და ხმა მეც დავკარგე. თითქოს სხეული გამეყინა, გულმა კი პირიქით, გამალებით დაიწყო ფეთქვა. თმა უწესრიგოდ ეყარა შუბლზე, დაკულულებული, არეული. მზერა ასწია და პირდაპირ მე შემომანათა. იმ წამს ყველაფერი თითქოს გაჩერდა, ბავშვების სიცილიც, ჩიტების ჭიკჭიკიც, თბილი ჰაერის მოძრაობაც. მხოლოდ ჩვენი თვალები საუბრობდნენ იმ სივრცეში, უხმოდ, ზედმეტი სიტყვების გარეშე. ისევ მე დავთქმე, ისევ მე წავაგე, სწრაფად მოვაშორე მზერა, თითქოს შემთხვევით შემხვედროდა მისი თვალები, თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ გულს ვერ მოვატყუე. ისე ჩქარა მიცემდა, თითქოს რაღაც დამემართა და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი რა. გიორგიმ გაიღიმა. ძალიან მოკლედ, თითქმის თავისთვის. შემდეგ მეგობრებისკენ წავიდა, მე კი მივხვდი, რომ მთელი ეს დრო სუნთქვა დამვიწყებოდა. შევეცადე მშვიდად გამეგრძელებინა გზა, მაგრამ შიგნით ქარიშხალი ტრიალებდა. ჩემს გონებაში მისი სახე, მისი სიარული, ის ერთი წამით გაჩერებული მზერა ვერაფრით გაქრა. -ნუ ხარ სულელი - ვეუბნებოდი საკუთარ თავს. მაგრამ გული მაინც თავის გზას მიჰყვებოდა გულუბრყვილოდ, უაზროდ. თითქოს იმ ერთ ღიმილში რაღაც იმედი დაენახა. სკოლის დერეფანში შესვლისას კიდევ ერთხელ მოვიხედე. გიორგის უკვე ბავშვებთან ერთად იჯდა და იცინოდა. ელავდა მისი ღიმილი, ისეთი ბუნებრივი იყო მისი არსებობა იმ მომემნტში, იმ ადგილას და ჩემს გულში, თითქოს სამყაროს ცენტრი ყოფილიყო იგი. მე კი ისევ ის ვიყავი, ვინც დილით, ჩუმად მყოფი გოგო შავი ტანსაცმლით, რომელსაც ყველაფერი ეშინოდა, განსაკუთრებით -საკუთარი გრძნობების. -გამარჯობა, ქალბატონო ქეთევან - კლასში ვიჯექი ჩემს მერხთან. ოთო მომიჯა გერდით. კლასში არავინ იყო, დასვენებაზე გასულიყო ზოგიერთი , ზოგიც-რეპეტიტორებთან. -რა გინდა, ოთო?- არ მქონდა ახლა ამ სისულელეების ხასიათი და დიდად არც მოთმინების უნარი გამაჩნდა ბოლო პერიოდში. -რა ჯანდაბა უთხარი ელენეს? - კარისკენ გაიხედა, შემდეგ კი ჩემსკენ გადმოიწია და მუქარანარევი ჩურჩულით მკითხა. გამეღიმა. ირონიით იყო გაჟღენთილი ჩემი ემოცია. -რა არ უნდა მეთქვა, შენ ეგ მითხარი! -რა ვიცი, დიდად ისედაც არ დაგიჯერებდა ვიცი, ალბათ გიორგის ან დემეტრეს უთხარი რამე - ხელი დაარტყა მაგიდას. ეგონა ამ ყველაფრით შემაშინებდა ეს პატარა კაცუნა - ისედაც დარდობდა, გიორგისთან დაუთბა ურთიერთობა და შეაძულებს ჩემს თავსო. გულის რევის შეგრძნება დამეუფლა. ზიზღი ვიგრძენი ოთოს მიმართ. იმ ხელის მოჭრა მომინდა, ასე გამალებით რომ დამირტყა მაგიდაზე, ვითომდა უპირატესობის საჩვნებლად -წადი და ხელი იმას დაურტყი ასე, ვისაც შენი ეშინია. დიდ გულზე ხარ რაღაც და ხომ არ გინდა ეგ ეგო დაგისამარო? - ბიჭს, ჩემზე გაცილებით მაღალს და ძლიერს ვემუქრებოდი. მარტო ვიყავით ოთახში, მშველელიც არავინ მყავდა გვერდით. -შენ რაღაც ვერ ხვდები მგონი ვის ელაპარაკები. აქეთ მომხედე... - ფეხზე წამომხტარს მხარში მტკივნეულად მომკიდა ხელი და მისკენ მიმაბრუნა. -ნუ გვირევ ურთიერთობას, ჩემია ის გოგო, მომწონს და ურთიერთობა გვაქვს. დააყენე რა და ნუ ერევი იმაში, რაც არაა შენი საქმე. მოინელე, რომ ვერ მოგიწონე, რომ არ მინდა შენნაირი... შენნაირი... - თვალი ამაყოლა სხეულზე და შემდეგ ცინიკურად გადმომხედა. ძალიან მაგრად მომინდა მისთვის სახეში დარტყმა.- შენნაირი წარბჭონიანი მახინჯი. ცინიკური იყო მისი ხმა, ირონიული -მზერა, ამაზრზენი მთელი მისი არსებობა იმ სივრცეში, სადაც მე ვსუნთქავდი. -რა საცოდავი ხარ... - ზიზღი აშკარად ამოიკითხა ჩემს ხმაში. ბრაზით აენთო თვალები, მეგონა მომკლავდა...გამკეთბელი იყო. - სულით მახინჯი, არაკაცი ხარ!.. გაცლა ვარჩიე ამ სიტუაციას. თითქმის გასული ვიყავი ოთახიდან ხელში რომ ჩამავლო თავისი ტორები უკანა მხრიდან და უკან დამაბრუნა. -მე მაშინ მშვენიერი რამ გაჩუქე, მეტიც შემეძლო, მაგრამ პატიოსანი გოგო მეგონე. - ცალი ხელი სახეზე ამაზრზენად ჩამომისვა. ვერ ვიჯერებდი, რომ ოდესმე ის მომწონდა. გულის წასვლამდე მძულდა ეს ბიჭი. გული ფეხებში ჩამივარდა შიშისგან. მისი ხელი მოშორება მაინც ვცადე, მაგრამ უფრო მეტად მომიჭირა მკლავებზე. ოდნავ წამოვიყვირე ტკივილისგან -ჩემთან გინდოდა არა, მაგიტომ ვერ გადახაშე ის, რომ ელენე ავირჩიე! - ტუჩებზე გადამისვა თითები.- კი არ მევასება შენნაირი გოგოები, მაგრამ პრინციპში გამოცდილება ყველანაირთან უნდა დააგროვო კაცმა, ყველანაირი ზომის გოგოსთან უკვე ვტიროდი. არ მინდოდა მისთვის სისუსტე დამენახებინა, მაგრამ ვეღარ გავუძელი ამხელა შიშისა და ზიზღის მოზღვავებას. -შემეშვი, რატომ აკეთებ ამას? რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? - ძალიან ახლოს იყო ჩემთან, მეგონა რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ სწორეთ ამ დროს გავიგე კარის მოჯახუნების ხმა. შეძლებიდაგვარად ვცადე შემეხედა ვინ იყო ჩემი გადამრჩენელი. ინსტინქტურად გამიშვა ხელი ოთომ და მეც მივბრუნდი კარისკენ. გიორგი დავინახე. მისი სახე რომ აღვიქვი, ტირილი ამიტყდა, კიდევ უფრო ხმამაღლა, უფრო ძლიერად. გადამარჩინა. -რა ჯანდაბა ხდება აქ?- კბილებში გამოსცრა და წინ დამიდგა წამში. ხელი მომხვია და უკენ დამიყენა. ცინიკურად გვიმზერდა ოთო.- კარგად ხარ?- წამით შემავლო მზერა, თავი ტირილით დავუქნიე. -შენ ბიჭო ხვდები ახლა რა გააკეთე? -რაო, ამჯერადაც შენ უნდა გადაარჩინო ჩემგან?- მერხს მიეყრდნო და ისე შემოგვხედა ორივეს - არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ ვთხოვე ელენეს ნუ ურევდა თავ-გზას. - მხრები ისე აიჩეჩა, თითქოს წამის წინ თვითონ არ მეხებოდა ჩემი სურვილის საწინააღმეგოდ. - რატომ საუბრობს მთელი სკოლა, რომ ოთო ქეთოს საქმეს ურჩევს. კაცი არ ხარ ბიჭო? ქალთან მოხვედი და...- მისკენ რომ გადადგა ნაბიჯი გაბრაზებულმა, ოთომ მე შემომხედა მუქარანარევი მზერით. არ დაასრულებინა გიორგის სიტყვა -ეს ქალი, რგორც შენ ამბობ, ჩემს შეყვარებულს, შენს დას აწვალებს, ლანძღავს და ატირებს -ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. -ჩემს დას რაც სჭირს შენზე კარგად ვიცი, მაგრამ ეს ქეთოს კიარა შენს გამო ხდება. როგორ ბედავ ამას, მის მკლავებზე ხელების ჩავლება როგორ გაბედე, მასთან შეხება როგორ გაბედე საერთოდ?- უკვე ხმმაღლა საუბრობდა ბარბაქაძე. ცრემლები შევიმშრალე. ცოტა აზრზე მოსულმა ვცადე გიორგისთვის რამე მეთქვა. უკვე აღარ ვგრძნობდი შიშს-ის ხომ ჩემთან ერთად იყო. -მასაც ეგ უნდოდა, თუ მეგობრობთ ეგ არ უთქვამს? მასზე რომ ყოფილიყო და არ შევწინააღმდეგებოდი, მასეთ შეხებას არ დასჯერდებოდა მხოლოდ- ამაზრზენი იყო მისი ხმა. ვეღარ გააგრძელა საუბარი, ძალიან ძიერად მოხვდა სახეში გიორგის მუშტი. აზრზე ვერ მოვიდა რა ხდებოდა, მეც შევკივლე მოულოდნელობისგან. ხელები ზურგსუკან გაუკავა გიორგიმ აფართხალებულს. იმედს ვიტოვებდი, რომ ყველაფრის ზღვარი იცოდა და არაფერს დაუშავებდა გამოუსწორებელს. ძალიან მეშინოდა, ვკრთოდი კიდეც, მაგრამ ვენდობოდი გიორგის. ამიტომ ნაბიჯიც კი არ გადამიდგამს, ბარბაქაძემ მთელი აგრესია რომ გადაიტანა ბიჭზე. ვიცოდი, არც ზედმეტს გაუკეთებდა რამეს და არც დააკლებდა. ოთო ჩემს თვალში ყველაფერს იმსახურებდა ახლა. -კარგად მომისმინე, ჩემს დას დაშორდები დღესვე. ქეთოს არც კი გაეკარები არასდროს, თორემ ამ თითებს მოგაჭრი და უკან გა*იკეთებ. ენას რომ არ გაძრობ იმ სიტყვებისთვის, მადლობელი იყავი. - ფეხებით ჰყავდა გაკავებული. სახე იატაკზე ჰქონდა ოთოს. მე მიყურებდა ისევ - ყველას ეცოდინება დღესვე რა კაციც ხარ, ამას თუ არ იკმარებ ისე გაგასხმევინებ ტვინს, აზრზეც ვერ მოხვალ. ვინც რამეს გკითხავს ასე უთხარი ქეთი ბასილაშვილის გამო მომხვდა გიორგი ბარბაქაძის მუშტიო. ყველა მიხვდება რაც ხარ -მე არ მქონდა ცუდი გნზრახვა...მე მართლა მოვუხდი ბოდიშს ოღონდ არავის არაფ...- ნაწყვეტებად ბურტყუნებდა, მაგრამ მისი სიტყვები არც მე მადარდებდა და არც გიორგის. -შენი ბოდიში ტრა*შ გაიკეთე. არაფერში გვჭირდება შენი ვითომ წუხილი. კაცობაში ჩაიჭერი დღეს კიდევ ერთხელ, გიჯობს საკუთრ თავს უხადო ბოდიშები მთელი ცხოვრება ამიერიდან. ისე გაიძურწე აქედან ახლა, როგორც მოხვედი, თორემ თავბედს გაწყევლინებ.- ფეხზე წამოდგა და არც არაფერი უთქვამს მეტი ისე ჩამკიდა ხელი, გადაიკიდა ჩემი ძირს დაგდებული ჩანთა და ოთახიდან ჩემთან ერთად გავიდა. -არის რამე, რაც უნდა ვიცოდე? - სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია. ჩვენს სამალავში ვიყავით-ჩემი და ელენეს. -გეფიცები მე ელენესთვის...- გამაწყვეტინა სიტყვა. გვერდით მომიჯდა, თავი გვერდით მოატრიალა. პირდაპირ მე მიყურებდა, უზომოდ თბილი იყო მისი ხმა. - ეგ არ მაინტერესებს! იქ თუ მოხდა რამე? რაიმე ცუდი ხომ არ გაკადრა?- ჩუმად მკითხა, თითქოს საიდუმლო გამანდო - რატომ ტიროდი? -დამპირდი, რომ არ დამცინებ... - წარბები შეკრა, გავაბრაზე. - უბრალოდ ძალიან შემეშინდა. ის ისე ახლოს იდგა, ვთხოვდი არ შემხებოდა, მაგრამ მაინც... ისეთი რაღაცები მითხრა, ძალიან შემეშინდა, რომ რამე ძალიან ცუდს გაიკეთებდა და იქაც არავინ იყო რომ დამხმარებოდა - მხოლოდ ის დავინახე როგორ დახუჭა თვალები. შუბლით მხარზე მომეყრდნო და აშკარად მაგრძნობინა, როგორ უცახცახებდა მთელი სხეული. -მოვკლავ, შენ თავს გეფიცები, დავასახიჩრებ მაგ არაკაცს. შენ შეგეხო, მაგისთვის კი მიიღო პასუხი არაერთხელ. შენი ცრემლების გამოც მთელი ცხოვრება თავჩახრილი მოუწევს სიარული მაგ ახ*არს და ეგ სიტყვები როგორ უნდა შევარჩინო? - მშვიდი ხმა ჰქონდა, მაგრამ ვიცი, საოცრად გბრაზებული იყო. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. ეგოისტურად მიხაროდა მისი ასეთი ქცევა. მინდოდა რაიმე მეთქვა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. ნერვიულობისა და ტირილისგან თითქოს გონება გამეთიშა და ფიქრის უნარი აღარ მქონდა. ლოყით დავეყრდენი თავზე, ჩემს მხარზე შუბლით მოწეპებულს და მივეცი თავს უფლება, ერთხელ მაინც გამეკეთებინა ის, რაც გულით მინდოდა. -უკვე საკმარისი გააკეთე. მადლობა!..- არაფერი უთქვამს, ისევ თავიას ბუტბუტებდა -როგორ გაბედა... ბოდიში უფლო მარე რომ ვერ მოვედი ქეთო...ცოტა კიდევ რომ დამეგვიანა...ასე ადვილად არ შერჩება ეგ ყველაფერი! ცოტახნით ვიჯექით ასე მე ჩემს თავსა და ფიქრებთან მებრძოლი. გიორგიც რაღაცას ებრძოდა, მაგრამ ზუსტად ვერ ვხვდებოდი რას. სიმშვიდით რომ აავსო ჩემი მთელი სამყარო, ფრთხილად წამოსწია თავი და შემომხედა -არასდროს არ შეგეშინდეს, როცა გეცოდინება, რომ მე ასე ახლოს ვარ შენთან. დამირეკე, იყვირე, დამიძახე ბოლო ხმაზე და სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიბრძოლებ შენთვის! ოღონდ შენ არ გეშინოდეს, გთხოვ! ჩევეული ჟესტი არ დავიწყებია, დიდი სიფრთხილით მომკიდა ხელი მტევანზე და ჩვეული სინაზით დამიტოვა იქვე ერთი გამეტებული ამბორი. არაფერი მიპასუხია. -სახლში წავიდეთ, გთხოვ! ეზოში რომ შევედით, მზემ პირდაპირ თვალებში მომანათა, თითქოს გამომეგებაო სახლში დაბრუნებულს. ხალხის ღრიანცელი ავსებდა არე-მარეს. მიყურებდა გიორგი როგორ ავდიოდი კიბეზე. თვითონ ისევ რეპეტიციაზე უნდა დაბრუნებულიყო სკოლაში, მე მასწავლებლებთან უნდა წავსულიყავი ცოტა ხანში. ისე წარიმართა ყველფერი, თითქოს არაფერი მომხდარა და ჩეულად ვაგრძელბდით ცხოვრებას. მაგრამ მე აღარ ვიყავი ჩვეულებრივი. ვიცოდი, რომ ამ დღიდან რაღაც შეიცვალა. და ყველაზე საშიში ის იყო, რომ პირველად - ამის აღარ მეშინოდა. *** -რას შვრებით დე?- ეზო ახმაურდა. ყველა მეზობელს ერთი პატარა მაგიდის გარშემო მოეყარა თავი და მათი სიცილ-კისკისი ეზოს იკლებდა. იცით ეს რა მომენტია? ზაფხულის სურნელი რომ ავსებს გარემოს .შენს სულში დაბუდებული უსიცოცხლო არსება კვლავ რომ იწყებს გაუჩინარებას ამ ნოსტალგიებით სავსე მრავალგვარი ელფერით სავსე სურნელის შეგრძნებისას. ჯერ ფანჯრიდან გადამდგარი ვუყურებ ეზოს და ჩემს საყვარელ მეზობლებს, მათ შორის საყვარელ ადამიანებსაც. მიუხედავად იმისა, რომ უყვართ ხშირად სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა, ჭორაობა და ცუდის თქმა, ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილნი არიან და ასეთივე ხშირად ამბობენ კარგსაც, როგორც ცუდს. იქვე მოთამაშე ბავშვებს რომ შევხედე უნებურად ის დღე გამახსენდა ჩვენთან რომ გადმოვიდნენ ბარბაქაძეები. მაშინაც თითქოს ასე სასიამოვნოდ აჭერდა გაზაფხულის სურნელი და ასეთი ნოსტალგიური იყო გარემო, მთლიანად. ერთხელ მახსოვს ფეხი ვიტკინე გიორგისთან ჩხუბისას. თავის ველოსიპედზე არ მსვამდა და მეც გაბრაზებულმა ეგოისტმა ბავშვმა ეს როგორ მაკადრა-მეთქი და თმებში ვწვდი როგორც ყოველთვის. მის კულულებზე თავიდანვე გართულება მქონდა, ჩემი პირველი სამიზნე ყოველთვის ისინი იყვნენ. ზუსტად ამ ეზოშო, იმ თუთის ხესთან გავპუტე გაცქნაფული ბარბაქაძე. გაბრაზებულმა გიორგიმ, ხელი ისე მომიქნია მიწაზე დავებერტყე, პუტკუნა, მოუქნელი ბავშვი და ფეხი გადავიბრუნე. ელენეს მუჭები აეფარებინა თვალებზე და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, ტიროდა. ფეხი კი მტკიოდა და ვტიროდი, მაგრამ ჟრუანტელი მივლიდა ისე მსიამოვნებდა ნანიმ გიორგი რომ დატუქსა და დასაჯა, მე კი მეფერებოდა, მამშვიდებდა, ყინულიც კი დამადო ფეხზე. ჩემი სიამოვნება დიდ უსიამოვმებად მაშინ გადაიქცა, დედაჩემმა მეც რომ გიორგის ბედი განმაცდევინა და სამი დღე თავის ტკივილით ვიღვიძებდი და ვიძინებდი, ისე ჩამავლო თმებში ოროვე ხელი. სკალპი ამაცალა და სულ თხა მეძახა. ცოტათი შეუბრალებელი იყო დედაჩემი, მსგავს მომენტებში განსაკუთრებით. მაგრამ ფაქტია სიცილით ვიხსენებდი დღეს ტკბილ-ცხარე წარსულს. -ქალბატონო ქეთევან!..გოგოო, სად დაცურავ?- ვიღაცის ჩუმმა ძახილმა გამომაფხიზლა. ჩემი აივნის ქვეშ დამდგარიყო გიორგი გიტარით ხელში და თვალებგაბრწყინებული მეძახდა. ერთი კვირა გავიდა ოთოს ამბიდან. ყოველ დღე მოდიოდა და მეკითხებოდა, როგორ ვგრძნობდი თავს, რამე ხომ არ მჭირდებოდა, განსაკუთრებით ლაპარაკი. ბევრი რამ მოხდა ამ ერთ კვირაში. სამსახურიდან დაბრუნებული, ჩემს ოთხში შემოპარული თორნიკე რომ მომეხვია იმ საღამოს, მივხვდი ყველაფერი გაიგო. ვიცოდი რომ ვერ დაუმალავდა ბარბაქაძე ჩემს ძმას ასეთ რამეს და მზად ვიყავი, ასე მეგონა. ჩემმა ზედმეტად მგრძნობიარე გულმა ვერ გაუძლო ძმის სითბოს და მთელი ღამე ვქვითინებდი თორნიკეზე ჩახუტებული. ისიც დაუზარელად მამშვიდებდა და უამრავ სასიყვარულო და დამამშვიდებლ სიტყვას მებუტბუტებოდა. არ ვიცი, შემდეგ ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ის გავიგე ელენე რომ დაშორდა ოთოს და ყველაფერში დამნაშავე, რა თქმა უნდა, მე აღმოვჩნდი. თურმე გიორგის ისე ავურიე თავ-გზა, რომ ოთო ვაცემინე და მე დავაშორებინე შეყვარებული წყვილი. იმ ამბის შემდეგ გიორგი რომ არ დაუშვებდა მის ერთადერთ დას იმ არაკაცთან ჰქონოდა შეხება, ამას ჩვენი ბირჟავიკი ბიჭიკოც კი ხვდებოდა, ელენე-ვერა. -ჰოუ, რა იყო?- ნელ-ნელა გაანალიზა გონებამ ვინც იყო ჩემი ფანჯრის ქვეშ მდგარი ეს მომხიბვლელი ახალგაზრდა, სწორედ ამიტომ შემეფაკლა ალბათ ლოყები რამდენიმე წუთში. -ჩამოდი, ნახე რა კარგი სიტუაციაა, ვიმღეროთ უნდა თან! -თვალებგაბრწყინებული და ღიმილგაწელილი მეძახდა იქვე ასვეტილი კულულა. ჩემი ყურადღება რატომღაც ელენემ მიიპყრო. ძმისგან ოდნავ მოშორებით იდგა და მე მიყურებდა. დაახლოებით ორი თვეა რაც არანაირი პირდაპირი კონტაქტი არ გვქონია. იმ სიტყვების შემდეგ არც კი დავლაპარაკებივარ, გამარჯობაც არ უთქვამს. ისე დამთავრდა ჩვენთან, სიტყვა აღარ თქმულა, არც სახლში, აღარც სკოლაში. მხოლოდ ცისომ მომახსენა მისი აზრები უკანასკნელი მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა რაღა უნდოდა? რატომ მიყურებდა? თან ასეთი უცნაური მზერით. -ხომ იცი, მე მაინც ვერ ვმღერი…- ისე ვუპასუხე გიორგის, მისთვის არც შემიხედავს, ისევ ელენეს ვუცქერდი თვალებში. -ეგ რა შუაშია გოგო, ჩამოდი გაერთობი! - ენთუზიაზმი მის ხმაში მაგიჟებდა. ელენეს მზერა მაცეცხლებდა. თავში გიორგის საქციელით გამოწვეული კითხვის ნიშნები მაწვალებდა. -ვიცი, მე რაც უნდა გავაკეთო! შენს საქმეს მიხედე შენ! - ისევ ის ვთქვი, რაც არ მინდოდა, ისევ ენამ გაასწრო წინ გონებას. შედეგიც ისევ იგივე იყო-გიორგის მოღუშული სახე და ჩამქვრალი თვალები-მე, ბოდიში…უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ და…მაპატიე! ბლუყუნით ძლივს მივახვედრე სათქმელი და სასწრაფოდ შიგნით შევედი, ჩემი აცრემლებული თვალები რომ არ დაენახა. სულ ასე ვიქცეოდი, ბრაზი მაკონტოროლებდა. ბრაზი სხვა ადამიანზე ჯავრის ამოყეას მაიძულებდა. ვერ ვსწავლობდი ენაზე კბილის დაჭერას. სწორედ ამიტომ ვაწყენინე ახლა ელენეზე გაბრაზებულმა გიორგის, ბიჭს, რომელზეც ვაფანატებ. -ისევ მიდიხარ,ისევ მშორდები, ისევ ეშვება ღამე - ფანჯრის ქვეშ ვიჯექი,თვალებცრემლიანი ვუსმენდი ჟრიამულს. ნაცნობმა ხმამ რომ გაკვეთა ჰაერი და ტალღების ნაზი მოძრაობით ჩემს გულამდე მოაღწია - აღარასოდეს განმეორდები ვხედავ გითვლიან წამებს - მჭექარე ხმა არღვევდა ჩიტების ჭიკჭიკისა და ხალხის ჟრიამულს. არა, ხომ ვიცნობდი ამ ხმის პატრონს, მაგრამ ისეთ განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა იგი ჩემზე, მეგონა უსიტყვოდ გადავდგამდი მთებს ამ უცნობ-ნაცნობის გამო. -ხარ მშვენიერი და სასწაული შენთან მეცოცხლა მსურდა აღუვსებელი ხარ სასწაული ლანდად დაგდევდი მუდამ - რატომღაც ვერ მოვითმინე, სულმა წამძლია და ფანჯრიდან გადავიხედე. გიორგიში ზოგადად შემოქმედებითი სული სახლობდა. ხატავდა, მღეროდა და ცეკვავდა. შემოქმედი იყო და მუდმივად მაოცებდა, როგორ შეიძლებოდა მისნაირი პიროვნება ყოფილიყო შინაგანად ასეთი გასაოცარი? მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ვიცოდი და ამდენი წელი ვიცნობდი მას, არც მისი ნახატები მინახავ, არც სიმღერა მომისმენია და მით უმეტეს არც ცეკვა მინახავს. განზრახ ვაკეთებდი ამას თუ არ მაინტერესებდა არ ვიცი, მაგრამ ახლა ნამდვილად შოკირებული ვიყავი. მონუსხული უფრო. პირდაპირ მას ვუყურებდი. რატომღაც ზედმეტად კარგადაც კი ჩანდა მისი სახე, თვალები და მშფოთვარე გამოხედვა. გიტარით ხელში იჯდა თვალებდახუჭული, შემდეგ კი თითქოს გულმა უგრძნოო წამში გაახილა თვალები და პირდაპირ ჩემს ნამტირალევ მზერას შეეჩეხა. უფრო დასჭექა გიორგი ბარბაქაძის ხმამ. -დილა ხმას არ მცემს, ღამე მემდურის მზე ჩამავალი მიცდის. მე უშენობით ვარ უბედური წყალში ვდგავარ და ვიწვი - მისი თითები ლამაზად დასეირნობდნენ გიტარის სიმებზე, მისი ხმა-ჩემს სულში. ერთგვარ შოუს ჰგავდა ჩემთვის ეს ყველაფერი. შოუს რომელსაც ჩემთვის აწყობდა გიორგი, რომ რაღაც მიეხვედრებინა. ან უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო ყველაფერი, გარდა მისი თვალებისა. -ამ ჩემს ცხოვრებას ბედმა დასცინა კვლავ შენს სიყვარულს ვნატრობ მთლად ნუ გამრიყავ, მთლად ნუ გამწირავ და ნუ დამტოვებ მარტო! მე ეს არ მეჩვენებოდა. შეუძლებელი იყო მომჩვენებოდა ეს ხმა, ეს მზერა, ეს სიტყვები, ეს ღიმილი… ვერც მისი ნამღერი -,,შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი” მომეჩვენებოდა. ვიცი, იცოდა, რომ მესმოდა, როგორ მღეროდა თავად თავგანწირული და იყოლებდა მთელ სამეზობლოს, დედამისს, დედაჩემს, ჩვენს ძმებს. მოკისკისე დედაჩემს ხელი გაუწოდა მისკენ ოდნავ გადახრილმა დემეტრემ და საცეკვაოდ გაიწვია. უფრო დიდი ჟრიამული ატყდა გარშემო. ნანიც კი ღიმილით უყურებდა მოცეკვავე წყვილს, თითქოს რაღაც კანონზომიერება დაირღავა სამყაროში. თორნიკემ რომ ნანისთან იგივე გაიმეორა, მწარე უარი და თმების აჩეჩვა მიიღო ქალისგან, რომელიც გვერდით მჯდომ დინჯად მომღიმარ ქმარს მიეხუტა. მე გაოცებული ვიმშვიდებდი გაქცეულ გულს, ის კი ისევ თავისას აგრძელებდა: -სხვა რა გთხოვო უგვირგვინო დედოფალს, მე ხომ შენი მეგობრობაც მეყოფა, რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო, შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო. შენს ეზოში გადარგული ხე ვიყო, რომ გაივლი ცულს ნუ დამკრავ დე ვიყო… დიდხანს ვუყურებდი მას, მაგრამ ისევ მომიცვა რატომღაც სევდამ და ისევ გამახსენდა ჩემი სადარდებელი. ჩემს საყვარელ საწოლზე წამოვწექი და მოკუნტულმა განვაგრძე ღელვა სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე. მუდამ ემოციური ვიყავი, ჩემი გული ვერ იტევდა ამდენ გრძნობას და ასე ამოვიფრქვეოდი ხოლმე რაღაც მომენტში. ჩამეძინა. ცოტა ხანი მეძინა. უცნაურმა ხმებმა გამომაფხიზლა. თვალებზე საოცარი სიმძიმე დამწოლოდა, გამიჭირდა, მაგრამ მაინც გავახილე ისინი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბევრი პრობლემა ჩამომშორდა, მაგრამ მაინც სევდიანი ვიყავი, სხვა ემოციებისგან კი სრულიად გაძარცვული. თავი რომ წამოვწიე და დაბინდული მზერა მოვავლე ნაცნობ სხეულს. მეგონა მეჩვენებოდა ჩემს ოთახში, საწოლთან მჯდარი გიორგი. -აქ რა გინდა? - ძლივს ამოვიღე ხმა. ამდენი ტირილისგან აღარ მემორჩილებოდნენ ხმის იოგები. -საქმე მაქვს! - მშვიდად რომ გამომეპასუხა, მაშინ მივხვდი სიზმარი კი არა ცხადი რომ იყო. -აქ რა გინდა? - მეც ვერ ვხვდებოდი რა საქმე შეიძლებოდა ჰქონოდა და გული ნერვიულობისგან მივარდებოდა. -საქმე მაქვს…შენთან! - ისევ იგივენაირად მიპასუხა - ახლა მე ვილაპარაკებ და სანამ არ დავამთავრებ შენი ხმა არ გავიგო! -კი მაგრამ… -დამასრულებინე ლაპარაკი, გთხოვ! - არ ერია მის ხმაში სურვილის ნოტები, უფრო ბრძანებას ჰგავდნენ მისი სიტყვები. რამდენიმე წამი მიყურებდა. ისეთი მზერით, თითქოს პირველად მხედავდა. -იცი რატომ ვმღეროდი იქ ქვემოთ?- ჩუმად მკითხა - მეზობლების გართობა და კარგი შოუს მოწყობა კი არ მინდოდა - გაჩუმდა, თითები ნერვიულად დაისვა ფეხებზე ჩემს საწოლთან ჩამუხლულმა -შენთვის ვმღეროდი! - გული ისე ძლიერად მიცემდა, მეგონა ეზოში ყველამ გაიგონებდა. სახეზე ცივი ჰაერი დამეტკა, სხეული გამიხურდა. პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, მაგრამ სიტყვის თქმა ვერ შევძელი. -სულ შენთვის, იმიტომ რომ სხვა გზით ვერ გეუბნები. ან გეუბნები და ვერასდროს იგებ. შენთან ლაპარაკი ყოველთვის ჩხუბით მთავრდება, ან შენ გარბიხარ, როგორც დღეს. ამ გაუგებრობებს მივეჩვიე, მაგრამ ვერ ვერევი ფაქტს, რომ ყოველთვის, როცა სათქმელს მიმიხვდები, მაშინვე უარყოფ და თავს იტანჯავ. შეწინაღმდეგება არც კი გბედო, ვიცი, გიცნობ! -თვალები ოდნავ მოჭუტა და გამიღიმა. -იცი რა მაკვირვებს შენში, ქეთო? ყოველთვის ფიქრობ, რომ შენს გვერდით ვერავინ გაჩერდება. თითქოს წინასწარ წყვეტ, რომ არავის მოეწონები. დარწმუნებული ვარ მაგ თავში ისიც გადამიწყვიტე, რომ მე ვერ ან არ მომეწონებოდი - მის სიტყვებზე უხერხულად შევიშმუშნე - არ ვაპირებდი ჯერ თქმას და შენ ეს იმ ლაივიდან კარგად გაიგე. მაგრამ ყელში ამოვიდა უკვე ეს შენი თვითგანკიცხვა და თავის დასჯები -ვიცი როგორი რომანტიული ფიქრებც გიტრიალებს ხოლმე მაგ გონებაში- უფრო ახლოს მოიწია - ვიცი არ გყოფნის მხოლოდ დანხული და ნაგრძნობი, რომ მიხვდე. სწორედ ამიტომ ახლა ვდგავარ შენს წინ და გეუბნები, ის გოგო, რომელზეც იმ ლაივში ვლაპარაკობდი, შენ ხარ-სუნთქვა შევწყვიტე. -და კიდევ რაღაც უნდა იცოდე…- ჩუმად დაამატა - მე არც სტანდარტები მაქვს იმას რომ მოერგო. არც შენი კომპლექსები მაშინებს და არც რთული ხასიათები, შენს იდეალურ ვერსიას არ ვეძებ. მე შენ მომწონხარ. ჯიუტი ხარ, ბრაზიანი, აუტანელი ხასიათები გაქვს ყველას ეჩხუბები, უმიზეზოდ უბრაზდები და კიცხავ საკუთარ თავს, ისე იქცევი თითქოს ყველა შენზე კარგია. ისე უხრი თუნდაც ჩემს დას თავს, თითქოს რამეში იყო დამნაშავე. მე არსდროს მითმობდი, შენ აშავებდი თუ მე არასდროს ჰქონდა მაგას მნიშვნელობა მაინც მე ვიყავი მუდამ დამნაშავე. ახლლა თითქოს შენში რაღაც ჩაკვდა და ამას ვერ ვეგუები გესმის?! ჩხუბობ, ანჩხლობ, ყვირი, გულჩათხრობილი ზიხარ და იბუტები და მე მიყვარხარ! - ჩაეცინა და თვალებაცრემლებულს თავზე ხელი პატარა ბავშვივით გადამისვა - მეტიც, მაინც მაშინ უფრო მომწონხარ ქარიშხალივით რომ დამატყდები თავს და ალქაჯივით თავს დამჩხავი და მეჩხუბები -მაზოხისტი ხარ!- თავისით გამომეპარა სიტყვები ბაგეებიდან. ძალიან ხმამაღლა გაეცინა, ლოყაზე თბილი ტუჩები მომაკრა და სანუკვრი კოცნა დამიტოვა. გული ჩემი საგულედან ამოიღო, გადაატრიალა და ისევ უკან დააბრუნა. - და ჰო, ისიც მინდა იცოდე, რომ, როცა შენ გგონია მე არც კი შემოგხედავ, სწორედ მაშინ მიჭირს ხოლმე თვალის მოშორება და შენი ლამაზი სახისგან მზერის მოწყვეტა! - ისე დატოვა ოთახი, ვითომ არც ყოფილა. მხოლოდ მისი კულულებიდან წამოსული სანუკვარი სურნელი, რომელსაც მოეცვა ოთახი, ფერად ფერებში მაჩვენებდა მისი აქ ყოფნის კვალს. *** დილის რვა საათზე გამომეღვიძა. ჯერ კიდევ აშკარად მიკანკალებდა გაოფლილი და ოდნავ გახურებული სხეული. საშინელი სიზმარი ვნახე და იმასაც ვერ ვიაზრებდი იყო ეს ყველაფერი კავშირში გიორგის გუშინდელ აღიარებათან თუ უბრალოდ ჩემი ცუდი ფანტაზიის ნაყოფი იყო. ვიწვოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მზის გულზე ვიჯექი, ზამთრის ქურთუკით. თვალები რომ ამეწვა, მივხვი, სიცხე მქონდა. სხვას ვერაფერს მივაწერდი სიზმარში გაცოცხლებულ გიორგი სიკვდილის სცენას. მისაღებიდან უკვე ისმოდა თეფშების ჯახუნის, ადუღებული ჩაიდანის და ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის ხმა. -დე, მგონი სიცხე მაქვს! - დედას პატარა ბავშვივით ჩამოვუდექი წინ და ცალი ხელით სამზარეულოს მაგიდას დავეყრდენი. -ვაიმე დედიკო რას გავხარ! - შეიცხადა დედაჩემმა და შუბლზე ტუჩები წამის მესედში მომაკრა - აიკიდე ალბათ შენც რაიმე ვირუსი. ახლა ხომ ყველგან ბუმია გაციებების და სიცხეების. რა გიყო ახლა მე შენ დედიკო?სკოლაში ვარ წასასვლელი - შეწუხდა დედაჩემი და მაშინვე თერმომეტრის დაბერტყვას შეუდგა. ნამდვილი გლოვა გამართა დედამ, თერმომეტრზე რომ 39 და რამდენიმე ხაზი დაინახა -მოგიკვდეს დედა, რა გიყო ახლა?- ფართხა-ფურთხით დატოვა სამზარეულო. თითქმის მაგიდაზე ჩამომეძინა, რა დამემართა ასე უცებ მეც კი ვერ ვიაზრებდი. წამალი წამის მეასედში გადამაყლაპა დედაჩემმა და საწოლში ჩამაწვინა. ისე ჩამეძინა ვერც კი გავიაზრე. თვალები კი გავახილე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცას ვებრძოლე და სხეულის ყველა ნაწილი დალურჯებული მქონდა, გვერდებიც საშინლად მტკიოდა. თორნიკე მეწვა გვერდით და ტელეფონში რაღაცას გამწარებული თამაშობდა. ოდნავ მოაბრუნა თავი ჩემსკენ, თვალებგახელილი რომ დამინახა ვიღაცას დაემშვიდობა და წამის მეასედში გადადო ტელეფონიც. -ვა ჩემს გიჟქალას გაუღვიძია! რავა ხარ თუ იცი, გაქვს კიდევ სიცხე?-ხელი მომადო შუბლზე და შემდეგ იქვე მაკოცა -მგონი აღარ მაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერი მტკივა! - თავზე ხელი გადამისვა. ისეთი შეწუხებული სახით მიყურებდა მეც შემეცოდა ჩემი თავი - დედა წავიდა?შენ სამსახურში არ წახვედი? -კი, დილითვე გავიდა, ვერ გააცდენდა დღეს. რა გიდა? მე ვერ გივლი თუ რა? - გამეკრიჭა - არ წავედი დღეს, მივწერე უფროსს სიცხე მაქვს-მეთქი. ახლა ხომ უკეთესად ხარ? -კი, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს! -ძალიან კარგი, მაშინ ცოტა წამოიწიე და კარგად მიყურე. რაღაცას გკითხავ და მინდა დავინახო სიმართლეს მეტყვი თუ არა -რა მოხდა? -რატომ გაფითრდი? უეჭველად რაღაც მოხდა და ვფიქრობ ვიღაც შემომაკვდება - წარბაწეული მიყურებდა. ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ თვითონ თვლიდა რომ ახლა სერიოზულად გამოიყურებოდა -რა გინდა თორნიკე? ვინ გაფითრდა ერთი?! - შევუტიე მეც -იცი, რომ ბოდავდი?- გული გადამიქანდა, პირი გავაღე რომ რაღც მეთვა,მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და ისევ დავხურე - გიორგის ეძახდი, მეც მიყვარხარო! -იტყუები! -მეღადავები გოგო? -შენ მეღადავები უეჭველი! - შოკი მქონდა -საღადაოდ მცალია? შენგან ველოდები პასუხს რომ წავიდე და თავი მოვაჭრა იმას! -აი ახლა ზედმეტი ნუ მოგივა!არ გამაგონი საქმის გარჩევები და ამბები! არავინ მიყვარს, მით უმეტეს ჩვენი გიორგი! - მეგონა არგუმენტი დავუდე წინ -მაგას შევჭამ შენი აზრით?ან საერთოდ ვინ ახსენა ჩვენი გიორგი? -მშვიდად ვსაუბრობდით, მაგრამ მე ძალიან შორს ვიყავი სიმშვიდისგან -თორნიკე!... -ახლა მისმინე. გახსოვს, ხომ რაც მოხდა ელენესთან?ეს რატომ მოხდა იცი? სხვას რომ უფრო ენდე. შენი ძმა რომ დაი*იდე, გეგონებ არ ვარსებობდი და წახვედი სხვას გაანდე შენი გული ტკივილი. ჩემს გარდა, მითხარი, ვინ გყავს ისეთი ვინც არ გიღალატა, მას შემდეგ რაც ბოლომდე გაანდე შენი ფიქრები, აზრები, გულის ტკივილები? ამიტომ ახლა მაინც მინდა იცოდე, რომ შენთან ვარ და შემიძლი მოგისმინო, მოგცე რჩევა და დაგეხმარო რაღაცებში, ისე რომ არავის ვეტყვი და არ დაგახვედრებ წინ ან არ ამოგადენ ყელში მომავალში. მე ვიცი, რომ ამ ყველაფერ უნდა ველოდე შენგან და იმედი მაქვს ახლა მაინც გაიგებ, რომ შენც ამასვე უნდა მოელოდე ჩემგან! გიორგი იქნება, შოთა თუ…-ოდნავ შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ისე გააგრძელა მონოლოგი- მე უნდა მითხრა და თუ არაფრის გაკეთება შემეძლება, მეცოდინება მაინც. მეცოდინება, რომ ვიღაცამ ტ*აკზე ხელი მოგითათუნა ან სიყვარული აგიხსნა. -დიდიხანია რაღაცას ვგრძნობ გიორგის მიმართ. თავიდნ მეზიზღებოდა, მძულდა, მაღიზიანებდა, მაწვალებდა. მერე ვიგრძენი ცოტათი მიზიდულობა, ცოტათი სილაღე და ცოტაც კარგი ენერგიები მისგან. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო ხოლმე, როცა მჭირდებოდა. ვჩხუბობდით, მაგრამ სულ მეხმარებოდა, თქვენ არც კი გაგიგიათ ნახევარზე მეტი. ჩემი ძალიან ბევრი საიდუმლო იცოდა და იცის, იმაზე კარგად იცნობს ჩემს ხასიათს, ფიქრებს და კომპლექსებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა და მაინც იმას მეუბნება, რომ ვუყვარვარ. ჯერ მხოლოდ მოქმედებებით ამბობდა, გუშინ სიტყვებითაც მითხრა - არ ვუყურებდი თავიდან ჩემს ძმას, ხელებს ვიწვალებდი და იმას შევცქეროდი, ოღონდ თორნიკე სახე არ დამენახა. შემდეგ თვითონ ამაწევინა სახე და მანიშნა ახლა გააგრძელეო. თვალები ამიცრემლიანდა. ისევ ჩემი ემოციები! -რისი გეშინია? -იმის, რომ ეს ცოტა ხნიანი ამბავი და მალე გადაუვლის, რადგან მე მისი შესაფერისი არ ვარ. ის ათლეტურია, სიმპათიური , შესანისნავი აღნაგობის, მომხიბვლელი. მე კი ერთი უბრალო გულჩათხრობილი, ბიჭური სტილის, მსუქანი გოგო, რომელსაც არაფრის ნიჭი არ აქვს დეპრესიულობის და ხალხის დაკარგვის გარდა. იმდენ ლამაზ გოგოსთან უწევს ყოველდღე ურთიერთობა და ისინი ისეთი მიმზიდველები არიან, რა უნდა ჩემთან? ვინმეს რომ შეხედოს, რამე რომ მიმანიშნოს ჩემს გრეგნობაზე, შეიძლება მოვკვდე. ვერ გადავიტან! -მაგრამ მაინც შენ აგირჩია! სიყვარული შენ აგიხსნა, თან ორჯერ, ხომ ასეა?- წარბებს მითამაშებდა თორნიკე - ვერ ვიჯერებ, რომ იმ ლაივში შენზე ლაპარაკობდა. ეგ ტუტუცი ბიჭი, თვალებში მიყურებდა და ჩემი და მოსწონდა თურმე. დავაჭრი იმ კულულებს! - იმუქრებოდა, მაგრამ ფარსი იყო ყველაფერი. უხაროდა და ამას მეც კი ვატყობდი, ბედნიერი იღიმოდა - არ მჯერა, თქვენ ორი? ერთმანეთს ხოცავდით გაცნობის დღიდან…ჰმ…ქლასიქ…- თავის განცდებში იყო ჩემი ძმა. მე მეცინებოდა მის სიტყვებზე, მაგრამ თვალებიდან ცრემლები მაინც მოდიოდნენ და მოდიოდნენ. -თოკო, რა ვქნა? რა ვუთხრა? -პასუხი არ გითქვამს? -ჯერ არა! -ვაიმე, მიყვარხარ დაო! ახლა ჩემი ჯერია. მაგან ხომ არაფერი მითხრა. თუ გინდა რომ არ გაგიბრაზდე და ადვილად გადავხარშო ეს ამბავი, ცოტა გამაწვალებინე, გთხოვ! -არა, მე მაინც არ ვიცი რას ვეტყვი ჯერ! -ძალიან კარგად ვიცი, რომ შენც ქალი ხარ და ჩაგერთო უკვე ეს ქალურები, მაგრამ არ გინდა თავის დაფასებები. გიყვარს შენც და შესაბამისად უპასუხე თუ ძმა ხარ. ოღონდ ჯერ არ!..- ფეხზე აღფრთოვანებულ წამოხტა, საჭმელს გაგიცხელებო და მე დამიმატა კიდევ საფიქრალი. მთელი დღე ნერვებს მიშლიდა თორნიკე, საღამოს დედაც დაბრუნდა, წამლებიც დამალევინა, საჭმელიც მომიმზადა და სიცხეც გამიზომა. მერწმუნეთ, დედის გვერდით ყოფნა ყველა ავადმყოფობას ამარცხებს. *** -დედა სადაა თორნიკე? მაღაზიაში ხომ არ ჩავიდა?- როგორც იქნა მეორე საღამოს უკეთ ვგრძნობდი თავს, სიცხემაც დამიწია და უფრო მხნედ ვიყავი. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხნით ეზოში გასვლა, წერის მუზაც მომაწვა ამდენი ხნის შემდეგ პირველად. ვიფიქრე, დავწერ ცოტას, გამოვუშვებ ფიქრებს გარეთ-მეთქი. -არვიცი დე, შენ რომ ჩაგეძინა, თვითონ სადღაც გავიდა, რამე გინდა? -არაფერი, ქვემოთ მინდოდა ჩასვლა და წამოვა თვითონაც-მეთქი, ვიფიქრე -კარგი დედა, ამ სიცივეში ეზოში ჯდომა იქნება? შეგაბრუნებს ახლა და ისევ არ მოგცეს სიცხე. დაჯექი ეს ერთი საღამო სახლში -კაი დე, ნახე თბილად მაცვია - ვეცადე ჩავხუტებოდი და ისე დამეთანხმებინა -გოგო, კიდე სიცხე რომ მოგცეს თავს მოვიკლავ. რაც გინდა ის ქენი -დეე, კაი რაა! - ლოყაზე ვაკოცე. ოდნავ გაეღიმა და შუბლზე მაკოცა -რაც გინდა ის ქენი! - მომაძახა, რაც უკვე თანხმობას ნიშნავდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან უკეთესად ვგრძნობდი თავს, გაკვეთილებიც ვიმეცადინე და სარკეში ჩახედვისას სხვანაირად ლამაზას ვიგრძენი თავი, ალბათ ვირუსმა დამაკლებინა ცოტა და უკვე დამეტყო. არხეინად ჩავიარე კიბეები. ნანი გადმომდგარიყო ფანჯარარაში. -ქეთუსა, როგორ ხარ? გაქვს სიცხე კიდევ შვილო? - ღიმილით გადმომძახა და ყურებამდე გამიღიმა -არა, ნანი დეიდა, ახლა უკეთ ვარ. ცოტა ხანი გარეთ გავალ-მთქი, ვიფიქრე. -ამოდი მერე, თუ გინდა. კარგი ჟოლოს მურაბა მაქვს, ცხელ ჩაის დაგალევინებ - პატარა ეშმაკუნები უციმციმებდნენ თვალებში. ისე გადმომჩურჩულა წინ გადმოწეულმა, საიდუმლოს მანდობდა თითქოს. -გამოგივლი აუცილებლად მერე - ჩავიკისკისე და კოცნა გავუგზავნე. ჩვენს უკვე გადამწვანებულ ეზოში, ფანჩატურში მაგიდასთან ჩამოვჯექი. ბოლო დღეების მანძილზე უცხოდ ვგრძნობდი თავს, სულ ცოტა მრცხვენოდა კიდეც, ცალკე ჩემი ძმის და ცალკე გიორგის, რომელიც იმ ამბის შემდეგ არც მინახავს. ცოტა ვბრაზობდი კიდეც ერთხელ როგორ არ გამოჩნდა, მაგრამ ყველაფრის ბრაზით დაწყება არ მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ისე მოვქცეულიყავი, როგორც აქამდე. ცოტა არ იყოს, მეც მომწონდა მისი წვალების იდეაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ თორნიკეს სურვილს ნამდვილად ვერ დავაბრალებდი ამას. თან ქვეცნობიერში იმის შიშიც მქონდა არ მობეზრდეს ლოდინი და არ წავიდეს მეთქი. . ჩემთვის ვიჯექი და ვწერდი, როცა ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი. არ ვიცი რისი იმედი მქონდა, მაგრამ ელენეს ნამდვილად არ ველოდი. უცნაურად ჩამომდგარიყო ჩემს წინ და მიყურებდა. თავი ისევ დაბლა დავხარე და წერა განვაგრძე. ის სკამზე ჩამოჯდა ჩემს წინ და ხელები მაგიდაზე დაალაგა. უცნაურად გამოიყურებოდა. -მისმინე, მერწმუნე,არც მე არ მინდა ახლა აქ ჯდომა, მაგრამ ვალდებული ვარ. ამიტომ უბრალოდ რაღაცას გეტყვი და წავალ. უბრალოდ ყურადღება მომაქციე, შეეშვი მაგას! - პასუხი რომ ვერ მიიღო ჩუმად მოლაპარაკემ ცოტახნით თავადაც გაჩუმდა. მე ისევ ვაგრძელებდი წერას. თავად საუბარი განაგრძო - ვიცი, რომ მისმენ,ამიტომ ვისაუბრებ. ცუდად იქცევი, თუ ჩემთვის იმის დამტკიცებას ცდილობ, რომ მაშინ რაც ვთქვი, ყველაფერი მცდარია. კი, მეც ვიცი, რომ რაღაცები ზედმეტი ვთქვი და გადავაჭარბე, მაგრამ ამის გამო არ მოგცემ უფლებას ჩემს ძმას დაუბინდო თვალები, გესმის ჩემი? - მშვიდად საუბრობდა - სულ ეჩხუბებოდი, გძულდა და ახლა, როცა ჩვენ ვიჩხუბეთ დატკბი მასთან და გაინაბე. ვითომ სულ მხარს უჭერთ ერთმანეთს და ა.შ ეს ყველაფერი არ მომწონს. არც დედას მოსწონს და ალბათ არც შენს მშობლებს მოეწონებათ. ისიც დავინახე გუშინწინ შენს ოთახში რომ შემოიპარა საღამოს. არ ვიცი რა გაუკეთე, რა უქენი, რატომ ჰგონია, რომ უყვარხარ - ახლა კი ნამდვილად გავუსწორე თვალები, ის რა გვისმენდა? -არ უყვარხარ, ვერ შეგიყვარებს, არ ხარ მისი ტიპაჟის გოგო. მას დაბალი გოგოები მოსწონს, ქერა თმით და პატარა ფორმებით. და არა შენნარი მაღალი, მუქთმიანი და ფერხორციანი! -შევასწორებ ,არა ჩემნაირი მსუქნები, ალბათ ამის თქმა გინდა! - ხელზე მქონდა თავი დაყრდნობილი და ისე ვუყურებდი, მეცოდებოდა კიდეც რაღაცნაირად -მისმინე, ეს ჩვენს შორისაა, მას ნუ რევ და თავ-გზას ნუ უბნევ -არ ვაპირებ ამის განხილვას შენთან, მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ არ ვარ მისი ტიპაჟი და ბიჭებისთვის თავის მოწონება არ შემიძლია, შენი აზრით, რას ვაკეთებ სხვას ისეთს, რომ თავს ვაყვარებ?! არა არ გესწერვები, მეც მაინტერესებს, ელენე. მეც მაინტერესებს რითი დავიმსახურე შენი მაღალი, სიმპათიური, კარგი ტანის მქონე ძმის ყურადღება და მით უმეტეს სიყვარული. როგორ გგონია შენ?- მშვიდად ვსაუბრობდით ორივე,მაგრამ მას კარგად ესმოდა ჩემი ტონი და იმასაც ხვდებოდა ამ სიმშვიდეს მხოლოდ გარეგნულად ვინარჩუნებდი -მისმინე, არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, მე უბრალოდ… -მე მით უმეტეს არ მაინტერესებს შენი აზრი. შენ წახვედი ჩემი ცხოვრებიდან. თუ ჩემგან დახმარება დაგჭირდება, სიკვდილ-სიცოცხლის საქმეზე აქ ვარ. თუ არადა არ ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში. მე თვითონაც გავარკვევ როგორმე! -ჩემს ძმას შეეშვი, მეტს არაფერს გეტყვი! ისე შემიძლია დაგინგრიო ყველაფერი წამში, აზრზე ვერ მოხვალ. ყველა გაიგებ ვინ ხარ სინამდვილეში, და რას აკეთებ. ოთოსთან ხომ ამირიე ყველაფერი, ხომ დამაშორე, ახლა ძმას მართმევ. რაში სჭირდება გიორგის შენნაირი მაგასაც ვერ ვხვდები მაგრამ, მაინც. მე რომ არფერი გითხარი, იმას ხომ არ ფიქრობ გამიტარა სცენების დადგმაო? ყველაფერს რომ თავი დავანებო, მარტომ შენი შეთხზული ტყუილებისთვის მეზიზღები! -ისე ნუ საუბრობ, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყო, წაეთრიე! ნუღარ შეჭამ ტვინს რა! ელენე კი წავიდა სახლისკენ, მაგრამ მე მაინც გული შემიჭამა ჩემმა უწინდელმა სიუხეშემ. ასე ვბრაზდებოდი ხოლმე და წამსვე ვნანობდი ბრაზისგან წარმოთქმულ ყოველ სიტყვას. ჩემთვის ვიჯექი, არ დამაცადა სიჩუმე. მე ხომ მასთან ყველაფერი დავამთავრე? რატო ერეოდა ისევ ყველაფერში, რატომ მტკენდა გულს? რატომ არ მეშვებოდა? უამრავი ფიქრი მიტრიალებდა გონებაში. ჩემი პერსონაჟები სოცრად გავდნენ ამ ადამიანებს, რეალურებს, ჩემი ცხოვრების თანამგზავრებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს. ასეთ რთულ პერიოდებში ყველაფერი ისტორიაში გადამქონდა და იმას ვფიქრობდი, რას გააკეთებდა ან რას იტყოდა ჩემი პერსონაჟი ასეთ მომენტში. ჰოდა გადავწყვიტე ფიქრები ქვეცნობიერში გადამემალა და დამევიწყებინა საერთოდ ელენე და მისი დრამებიც. მთხრობელი რომ ვყოფილიყავი ჩემი ამბის, ვიცი, რომ ასე არ ავატკენდი თავსა და გულს ჩემს პერსონაჟს მსგავს რაღაცებზე ფიქრით, ამიტომ მეც გადავაბიჯე, მოვისროლე და ჩავკეტე. -ვა, ვა, აქ ვინ გვყოლია? - ეზოში შემოვიდნენ თორნიკე, დემეტრე და გიორგი. თქვენ ვერ წარმოიდენთ როგორ მრცხვენოდა, არ ვიცი რისი ან ვისი, მაგრამ აქ ყოფნა რომ არ მინდოდა, ამ სამეულთან ერთად, ეგ ვიცოდი. დემეტრე მომიჯდა გვვერდით და გადამეხვია. თორნიკე და გიორგი წინ დასხდნენ და ისინიც მე და ჩემზე ჩახუტებულ დემეტრეს მოგვაშტერდნენ - რას შვრები ქალბატონო? აღარ გაქვს სიცხე? -არა დემე, უკეთესად ვარ - თვალი ავარიდე გიორგის, როცა გვერდითა ხედვის არიდან დავინახე თორნიკე, რომელიც ასევე მე მიმზერდა. მას რომ შევხედე გამიცინა და გიორგის ხელი გადახვია ზუსტად ისე, როგორც დემეტრემ მე. დაღლილი იყო ჩემი ძმა, ვცნობდი მის ასეთ გადაღამებულ თვალებს და ამოშავებულ უპეებს. სამსახური და უნივერსიტეტი ერთდროულად ძალას აცლიდა ჩვენს უფროს ძმებს. ძალიან ვწუხდი ზოგჯერ ამ ორი გამო, თავგამოდებით რომ მუშაობდნენ მინიმალურ ხელფასზე კვირაში ხუთი დღე, დღეში ცხრა საათი. რას აკეებდა გიორგი ამ დროის მანძილზე? არაფერს, უბრალოდ მიყურებდა, მაკვირდებოდა და ხმას არ იღებდა. რეპეტიციიდან მოდიოდა თურმე ბატონი, ახალ ცეკვას დგამდნენ ანსამბლში და გასტროლებისთვის ემზადებოდნენ, ამიტომ დილიდან სტუდიაში ყოფილა. დაღლა აშკარად ეტყობოდა. საუბარიც კი დაუმძიმდა მომენტში. თან, ვფიქრობ, ბევრი ფიქრის უტრიალებდა ამ წამს გონებაში, არ ვიცი რა, მაგრამ ვერაფერზე კონცენტრირდებოდა შკარად. თავი ხელზე ჩამოედო და ისე მაკვირდებოდა თორნიკემ რომ ხელი გადახვია, შევამჩნიე, როგორ შეხედეს წამით ერთმანეთს და ისიც გავიაზრე, რომ ეს ჩვეულებრივი მზერა არ იყო. ჩემი ძმა ნამდვილად შემომაკვდებოდა, რომ გამეგოგო, გიორგის რამე უთხრა. -აქ რას აკეთებ ქალბატონო? ისევ რაღაცებს წერ? - ხელი დაავლო დემეტრემ ბლოკნოტს. მეგონა წაიკითხავს და დამთავრდა ყველაფერი-მეთქი. ხელი გავწიე რომ გამომერთმია, მაგრამ როგორც ჩანს წვალების ხასიათზე მოსულიყო ბატონი და ხელი კიდევ უფრო მაღლა ასწია. ისედაც გაღიზიანებული ვიყავი ელენესთან საუბრის გამო. ისედაც დამძიმებული ვიყავი შინაგანად, მეგონა მხრებზე მძიმე ტვირთი მეკიდა და სუნთქვა მიჭირდა ჩემი ყოფილი საუკეთესო მეგობრის თითოეული სიტყვის გამო და კიდევ ფრო გავბრაზდი დემეტრეს ქცევაზე. ალბათ შემატყო გიორგიმაც და უცებ გამოართვა ხელიდან ძმას ჩემი საკუთრება ოდნავ წამოწეულმა, მე გამომიწოდა. დემეტრე იცინოდა, ძმას დასცინოდა. -შენ ძამიკო ბოლო ზარისთვის და გასტროლებისთვის შეპირებული ფული აღარ გინდა? რაღაც ძალიან გამითამამდი და ხელი ხომ არ გინდა დაგიქნიო ჩემმა ხელფასმა? მუშტები აჩვენა უმცროსმა ძმამ უფროსს შორიდან, აგერო და არ მეშინია შენი მუქარისო. თორნიკეს სახეზე ირონისაც ვკითხულობდი და ცოტა არ იყოს მრცხვენოდა მისი. თვალი რომ ავარიდე, რატომღაც გასაოცარი სითბოთი მომღიმარ გიორგის ვკიდე მზერა და წამში გავთბი მთლიანად. რა კარგი იქნება მართლა თავისუფლად რომ შემეძლოს მისი სიყვარული, ყველანაირი პრობლემი, კომპლექსის და უთანხმოებების გარეშე. რა კარგი იქნება მართლა რომ ვიყო გიორგის ტიპაჟი, მისი შესაფერისი და არ იყოს სიმართლე ის რაც ელენემ მითხრა.. -დემეტრე, ნუ მაწვალებ რა, თორე მეც მოგიშლი ნერვებს - გვერდით მჯდარს მივუბრუნდი. ლოყები პატარა ბავშვივით გამიწელა და ორივე ლოყზე მაკოცა. არ მინდოდა ეს ბავშვივით მოქცევა, მაგრამ მისთვის სულ ბავშვი ვიყავი. მაღიზიანებდა, მანაც იცოდა. -უი მართლა, ბოლო ზარი გადაწყვიტეთ როდის გექნებათ? -კი, დემე. 24 მაისს გადავწყვიტეთ, პარასკევს -აუ ბიჭო, არ მჯერა, რომ ერთ თვეში სკოლას ამთავრებ. იმენა ჭკუიდან მშლით, ისე მალე იზრდებით. ხვალ ეს სულელი ბავშვები დაამთვრებენ -ჩემსკენ დამოიშვირა ხელი - ზეგ გოგა და ტყუპები და დავიღუპეთ ჩვენ ამასობაში, დავბერდით! - მეც ვერ ვიჯერებდი, რომ გიორგი მალე სკოლას დაამთავრებდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. იქნებ იქ მაინც შეხვედროდა თავისთვის შესაფერისს, ჩემზე გაცილებით გამხდარს, ლამაზს, მიმზიდველს, შესაფერისს. ელენეს სიტვები ბრუნავდნენ ჩემს ტვიში. ბიჭების ყოველ მოქმედებასა და სიტყვას ვარგებდი მის სიტყვებს რატომღაც. დავითრგუნე! -კარგი ბიჭო, დემეტრე, ნუ ტირი, რა დაგვაბერებს ჩვენ? ან რა დროს დაბერებაა? ჯერ და მყავს გასათხოვი! - მოვკლავ-მეთქი ამ ბიჭს რომ ვამბობ, კი არ ვხუმრობ! ფილმებში ხომ გინახავთ მკვლელის თვლებით რომ უყურებენ ერთნი მეორეს. სწორედ ისე ახედა მაგიდაზე თავჩამოდებულმა გიორგიმ ჩემს ძმას. ან მე მომეჩვენა, იმიტომ, რომ ასე მინდოდა მომხდარიყო ან მართლა ასე აშკარად დაუბრიალა თვალები გაბედულმა გიორგიმ თორნიკეს -თორნიკე! - ლამის გაიგუდა იმდენი იცინა თავად ჩემმა ძმამ, მაგრამ მე კი გავფითრდი ალბათ სახეზე. იმას ვერ ვსნიდი ასე აშკარად როგორ იქცეოდა ან გიორგი ან თორნიკე. იქნებ ისაუბრეს? ეჭვის თვალით ვუყურებდი სამივეს. უმცროსმა ბარბაქაძემ თვლებს ატრიალებდა მობეზრებით. აშკარად ისაუბრეს! ფეხზე წამოვხტი გბრაზებული და ბლოკნოტს ხელი დავავლე. როგორ გაბედა ჩემი თანხმობის გარეშე მასთაან საბარი?ხომ დამპირდა არავის ვეტვიო? წავიდა და პირდაპირ გიორგის უთხრა? ვერ ვიტანდი ასე რომ იქცეოდა, ცდილობდა ისეთი უფროსი ძმის როლის მორგებს, როგორიც არ იყო. ეს აშკარად მაღიზიანებდ და მაბრაზებდა. კარგად იყავით მეთქი მივაძახე და გაბრაზებულ წავედი სახლისკენ. მათი როხროხი მესმოდა ზურგსუკან. კიბეზე რომ ავდიოდი ხელზე ვიღაც შემეხო უკნიდან. როგორც ჩანს გიორგი გამომყვა. რამდენიმე საფეხურით დაბლა იდგა და ქვემოდან მიყურებდა. მიცინოდა ლამაზად, როგორც სჩვევია. თვალები მინც უციმციმებდა სიკვდილამდე დაღლილს. ინსტინქტურად დავხედე ხელს, რომელიც ისევ მისაზე მქოდა გადაჯაჭვული და დაფეთებულმა გავუშვი. ოდნავ გაიღიმა და თავი დაბლა დახარა, თითქოს ფეხსაცმელებს დახედა. მე ერთი ნაბიჯით უკანსვლით ავიწია კიბეზე, მანაც იგივე გაიმეორა, ისევ შეამცირა მანძილი. -კარგად ხარ?- ისეთი თბილი ხმა ჰქნდა, ისეთი ნაცნობი, ისეთი სახლური, თვალებში ცრემლები ჩამიდგა. -კი, რატომ მეკითხები - დავჩურჩულე მეც -რაღაც თვალები ჩაგიქვრა ქეთო, რამე მოხდა? - ცალ ფეხს დაეყრდნო გიორგი, მუხლზე მოისვა ხელი, აშკარად ძალიან დაღლილია. -არაფერი გიორგი, კარგად ვარ! -სიცხე გქონდა, თორნიკესგან ვიგებდი როგორ იყავი. ვიცოდი, რომ არ გინდოდა ჩემი ნახვა, სივრცე გჭირდებოდა ცოტახნით, ამიტომ არ მოგინახულე -რატომ მიხსნი, გიორგი? -რადგან არ გგონოს სიყვარული აგიხსენი და მიგატოვე! -გიორგი, გთხოვ!.. -მეტი არაფერი გაქვს სათქმელი?- თავი ოდნავ მოსწია, ისე ჩამჩურჩულ გეგონებოდათ საიდუმლოს თქმა უნდა, არავინ რომ არ გაიგოსო. -ჯერ არაფრის, გიორგი! - ინსტინქტურად გადავუწიე თმა სახიდან და შევკრთი მის დახუჭულ თვალებზე. წამში გავბრუნდი და კიბეზე ავირბინე. -კარგია, რომ მხოლოდ ჯერ!..- მომესმა ზურგსუკან. გულაჩქარებული შევედი სახლში და კართან ჩამოვჯექი. გული ამოვარდნას მქონდა. შემრცხვა! 2 საათით ადრე* მართალია ასე ადვილად ვერ შეაღწევდით ანსამბლის რეპეტიციაზე, მაგრამ თორნიკემ უთხრა ერთ-ერთი მოცეკვავის ძმა ვარ და შევიდე უნდა აუცილებლადო. როგორღაც დაითანხმა დარაჯი და იმ დარბაზისკენ მშვიდად გაეშურა, საიდანაც კაცის მჭახე ხმა მოისმოდა, შეუჩერებლად რომ ითვლიდა და აკონტროლებდა მოცეკვავეები მოძრაობებს. რატომღაც ახლა და აქ უნდოდა დალაპარაკება. აინტერესებდა დაღლილი გიორგის პასუხები თავის კითხვებზე და ფიქრობდა, რომ ამ ყველაფერს იქ ყველაზე კარგად მოისმენდა, სადაც ბიჭი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. სიბნელე იყო დარბაზის მხარეს, ამიტომ ძალიან გვიან შეამჩნია თორნიკე. მანამდე დიდი ხანი აკვირდებოდა, როგორ მოხდენილად ცეკვავდა, სოლოს ასრულებდა თურმე აჭარულში. რომ დაფიქრდა, გიორგის ხასიათს ეს ცეკვა ზედმეტად კარგადაც კი შეეფერებოდა. სხვანაირად ცოცხლი, კეკლუცი ხასიათი ჰქონდა ზემოთხსენებულს, ამიტომ აჭარულსაც შესაფერისი ემოციებით ცეკვავდა. რომც არ გდომოდა თვალი აუცილებლად მოინუსხებოდა მისით. ღიმილითა და კმაყოფილებით შესცქეროდა თავად თორნიკეც. გადმოხტებოდა სცენაზე და ეთმაშებოდა მეწყვილეს მზერითაც და მოძრაობებითაც. რეპეტიცია რომ დასრულდა, რაც ერთი საათის შემდეგ მოხდა, მერე შეამჩნია აწ უკვე ნანახით მონუსხული თორნიკე ქორეოგრაფმა. სხვების ყურდღებაც მიიქციეს. -უცხო პირების აქ ყოფნა არ შეიძლება ბატონო, ვინ შემოგიშვათ? -ჩემთან არიან მას, რაღაც მოხდა და აუცილებელი საქმე აქვს - წინ წამოვიდა გიორგი. ქორეოგრაფმა თავი დაუკრა უკმაყოფილო მზერით და კულისებისკენ წავიდა. გიორგი ჩამოხტა სცენიდან მოხერხებულად, მანძილი მალევე დაფრა და თორნიკეს მიუჯდა გვერდით. -რა კარგი სუნი გაქვს ბიჭო?! - ცხვიზე ხელი აიფარა ბასილაშვილმა, გაეცინა გიორგის და უკან შეიკრა არეული ხუჭუჭები. -7 საათია ვრეპეტიციობთ, რას ელოდი? გამოცვლაც არ მაცადე. აქ რა გინდა? არასდროს მოსულხარ, რამე მოხდა?- ისეთი თვალებით უმზერდა თორნიკეს, ეს უკანასკნელი თავის თავს ებრძოდა. ვერ გაეგო უნდა ეჩხბა ამ თვალებციმციმა ბავშვისთვის თუ თავზე ხელი სიცილით გადაესვა. აქამდე კი მოვიდა, მაგრამ ახლა წინ ვეღარ მიდიოდა. -აქვე ვიყავი, სამსახურიდან გამოვედი, იმ გოგოს ვეჩხუბე ამასწინად რომ გელაპრაკეთ და აქეთ წამოვედი, ვნახავ ბავშვს იქნებ გადავაყოლო გული-მეთქი! - ოდნავ იღიმოდა გვერდულად, გამომცდელად უყურებდა გიორგის. -შენ მოგიკვდი, არ გეღირსა წესიერი შეყვარებული ბიჭო? -ისე ნუ საუბრობ, თითქოს შენ დაგაყენა შენმა სიყვარულმა საშველი! -მიხვდა საითაც უნდა წაეყვანა საუბარი. არ დასჭირდებოდა ყველაფრის ბოლომდე თქმა, მივდებოდა ისედაც გიორგი, ჭკვიანი ბიჭი იყო საკმაოდ. -მე დავაყენე საშველი და გამოვუტყდი! - კმაყოფილება იკითხებოდა ბარბაქაძის ტონში, მაგრამ დიდად ვერ ხვდებოდა თორნიკე ბიჭის კმაყოფილების მიზეზს, ჯერ ხომ პასუხი არ უთქვამს ქეთოს -მერე რა გიპასუხა? -ჯერ არაფერი, მაგრამ ველოდები. ცოტა თავის თავში, გრძნობებსა და პრიორიტეტებში გარკვევა სჭირდება. თან დარწმუნებული ვარ თავისი ძმისთვის თქმის და ჩემი დის ეშინია - დისკომფორტი იგრძნო თორნიკემ, რატომ არ იცოდა, მაგრამ ფაქტია არ მოეწონა გიორგი სიტყვები. -ელენეს და ქეთის კლასელია ხომ? რას ნიშნავს ეშინია? - მუხლებზე დაყრდნნობილმა უცნაურად გამოხედა თორნიკეს -რამდენ კითხვას მისვამ ბიჭო, რა გჭირს?! -ისე მაიტერესებს, არ შეიძლება? -მორცხვია, მართალია მის გარშემო მყოფები ზედმეტად გულწრფელ, პირდაპირ და უხეშ გოგოდ იცნობენ, მაგრამ ძალიან მორცხვი და მშიშარაა. ჩემი დის ერიდება, რიგი მიზეზები გამო. მის ძმასაც ვიცნობ და ვფიქრობ, არაფერს იზამს ცუდს, მაგრამ ამ გოგოს, მაინც აშინებს, ვიცი. ყველაფერი აშინებს, რისი პასუხიც დაზუსტებით არ იცის. -შენს ადგილას რომ ვიყო, მის ძმას დაველაპარაკებოდი! - თვალებდაწვრილებული უყურებდა მასზე უმცროსს და ახლა აშკარად უფრო ნათლად ხედავდა მთლიან სურათს. კი გაუკვირდა ბასილაშვილს, მაგრამ ისე იცნობდა გიორგი ქეთის, როგორც არვინ. -მინდა, მაგრამ სიმართლე გაინტერესებს? - თითქოს საიდუმლოს ეუბნებოდა მისკენ გადახრილი - ცოტა მერიდება - ძალიან უნდოდა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი, რომ არ გასცინებოდა. -ვისი გერიდება ბიჭო? - ისევ გულიანად იცნოდა -ნუ დამცინი. მრცხვენია მის ძმასთან მისვლის -რატომ? -იმიტომ, მაგას ვერ გეტყვი! - კი ბუზღუნებდა თვალებანთებული ბიჭი, მაგრამ თორნიკე ისევ იცინოდა ცალკე სიტუაციის კომიკურობაზე, ცალკე თავად ბიჭის დაბნეულობაზე, დაძაბულობასა და ბავშვურობაზე. ცოტა რომ დამშვიდდა ბასილაშვილი, ხელი მხარზე გადახვია გიორგის და ამჯერდ ცოტა დამშვიდებულმა და ოდნავ სერიოზულმა მიმართა -ყოველთვის გახსოვდეს, ძმები პასუხისმგებლები ვართ დების უსაფრთხოებაზე. იმას, რომ ბიჭი მოვა და დაგველაპარაკება, სანამ დას აგვახევს, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ის ბიჭი მეც რომ ვიყო, უფრო ადვილად განდობდი დას, შენგან დალაპარკების სურვილიც რომ გამეგო! - შეკრთა გიორგი, უცნაურად შებრუნდა ბიჭისკენ და დააკვირდა რას მეუბნებაო თორნიკემ ირონია სახეში გაულაწუნა - მე რომ ის ბიჭი ვიყო, ვისი დაც გიყვარს, ჩემთან მოსვლით პლიუსებს დაიწერდი. თუ ამას არ გააკეთებდი, წლები თვალებში ჩამხედავდი და ისე ვერ მენდობოდი, რომ ასეთი რაღაც გეთქვა, მე ძალინ გავბრაზდებოდი, ჩემს ნდობას დაკარგავდი. გესმის? და თუ მაინც ასე მოხდებოდა, ჩემი დის პასუხი გადაწყვეტდა ყველაფერს, მათ შორის, შენს მიმართ ჩემს დამოკიდებულებსაც, მაგრამ შენ ჩემგან ის გეცოდინებოდა, რომ სახეს გგიერთიანებდი, თუ შემდეგში ისევ არ მენდობოდი, ისევ დამიმალავდი რაღაცებს და ჩემს დას რამეს მაინც დაუშავები ნებით ან უნებლიედ. რაც არ უნდა კლიშედ ჟღერდეს, ჩემი დის არცერთ ცრემლს და არცერთ ჩამოვარდნილ თმის ღერს გაპატიებდი. ეს ისე, პოტენციურდ შენი საყვარელ გოგოს ძმა რომ ვიყო. ხომ გასაგები? - ოდნავ შეანჯღრია გაშეშებული. კმყოფილება იგრძნო მისი მზერა რომ ამოიცნო და სათქმელს მიუხვდა გიორგი, ხომ ამბობდა, ვიცი ჭკვიანი ბიჭია და გამიგებსო. ხელი ოდნავ აუკრა ბიჭმა, თითქოს ამით ისიც აჩვენა წინაღმდეგობის გაწევა მეც შემიძლია, მაგრამ არ მინდაო - თანხმობა გამაგონე, რომ გაითვალისწინებ - პროტესტის მიუხედავად, გადახვეული ხელით ოდნავ მოუჭირა მხარზე თორნიკემ. მასაც არ მოსწონდა ასე მოქცევა რომ უწევდა -გასაგებია - ვერ გაიგო თორნიკემ ეჩვენებოდა თუ ოდნავ მართლა შეუწითლდა ღაწვები, მაგრამ მიხვდა, საკმარისი დარტყმა და მიწოლა განახორციელა და საკმარისი იყო. -ვსო, კარგი ბიჭი ხარ, წადი ახლა იბანავე. მე დაგელოდები და წავიდთ სახლში ერთად, მამას მანქანით ვარ - ხელი მიჰკრა ოდნავ. ფეხზე ოდნავ ბანცალით წამოდგა. წამით მიბრუნდა, თვალებში შეხდა თორნიკეს, ალბათ პატიებას ეძებდა იქ, რამე ხომ არ შემეშალაო ფიქრობდა. იქ რომ ანთებული სფეროები შენიშნა, რომლებიც მალევე აარიდა თორნიკემ, მერე მიხვდა რაც მოხდა იმ წუთას და ოდნავ ღიმილით წავიდა გასახდელისკენ. *** - რა ჯანდაბა გინდა, დამაძინე რა! -ასწი თავი, კი უნდა ადგე მაინც ცოტა ხანში. მიდი უცებ და სარბენად გავდივარ! - გაბრაზებულმა წამოყო თავი საწოლზე ჩამხობილმა და ტელეფონს დახედა დროის გასაგებად, გადაწეულ ფარდებში შუქიც კი არ აჭყიტებდა, ისევ ბნელოდა. -გაგიჟდი შე*ემა? ექვსი საათი არაა ჯერ. რა გინდა?- გამწარებულმა შეხედა ძმას, რომელიც ცერად უყურებდა გაგიჟებულ, თვალებდასიებულ უმცროსს. -ბიჭო, ძალიან ბევრი ვიფიქრე გუშინდელ თორნიკეს შენთან ვიზიტზე, მერე ამ ბოლო დროს შენი ქცევებიც გავიხსენე და ახლა ძალიან მაინტერესებს ერთი რამ…- გარინდული უსმენდა ძმას. იცოდა, უფროსს საითაც მიჰყავდა საუბარი. -კი! - არ ჰქონდა ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის თავი -რა კი, არაფერი მითქვამს - წარბები უცნაურად შეკრა. ისეთი სასაცილო იყო საწოლზე ცალ გვერდზე წამოწოლილი დემეტრე, გიორგიმ თავი ვერ შეიკავა და გაეცინა. მისკენ გადაბრუნდა თავდაც და პირდაპირ შეხედა ცალ ხელზე დაყრდნობილმა -კი, ქეთოა! -რა ქეთო, ბიჭო?! - შოკში იყო დემეტრე. -მეგონა მიხვდი და მაგის კითხვას ცდილობდი! - თავზე მიიჭირა ორივე ხელი და ღრმად ამოისუნთქა ძმის ავისმომასწავებელ მზერაზე. -გაგიჟდი ბიჭო?ჩვენი ქეთუსა გიყვარს?ხომ არ გაგიჟდი, რანაირად შეგიყვარდა, ჭამდით ერთმანეთს, როდის მოასწარით. ან თორნიკეს როგორ შევხედო ახლა თვალებში? რა იდიოტი ხარ გიორგი! - ამოიწუწუნა და საწოლზე გადაწვა, ხელები თვალებზე მიიჭირა, თითქოს გამოსავალს ეძებდა - მეთქი რამე ხომ არ მიქარა, ვიღაც ელენეს კლასელი უყვარს და მაგიტომ ხომ არ ელაპარაკებოდა თორნიკე-მეთქი. ანუ იცის?შენ უთხარი? -რამდენ შეკითხვას სვამ, ამატკიე თავი, არადა ჯერ არ გათენებულა! -მიპასუხე ბიჭო!.. -არ ვიცი საიდან გაიგო. ვფიქრობ, რომ ქეთომ უთხრა -მოიცა ერთად ხართ? - შოკიდან გამოსვლა უჭირდა ბიჭს -არა, სიყვარული ავუხსენი რამდენიმე დღის წინ - ცოტახნით გაჩუმდა და ბიჭის უდარდელ სახეზე სიმწრით გაეცინა -გამაგიჟებ, როდის შეგიყვარდა? თმები რომ დაგაცალა თუ ხელი რომ მოგტეხა -სულ მიყვარდა და ჯერ ეს ერთი ქეთოს არ მოუტეხავს ხელი ჩემთვის, აღარ გაიმეორო ეგ! - შეუღრინა მომცინარ ძმას -სულ მეგონა ის შენი ათლეტური გოგოები გევასებოდა, ანსამბლიდან. ქეთუსასნაირი პუტკუჩა ბავშვი თუ ოდესმე მოგეწონებოდა არ მეგონა -ჩაიფრუტუნა დანებებულმა და გონებაში იდეების ხაზვას შეუდგა, როგორ ეტყოდა თორნიკეს ყველფერს. -მიყვარს და ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს რამე სჭირდეს, ყველა ანსამბლის გოგოს სჯობია. მე უნდ გასწავლიდე ამხელა კაცს, ქალი რომ ,,ჩემი ტიპიას’’ მიხედვით არ გიყვარდება? - უბრაზდებოდა ძმას, მაგრამ ამ უკანასკნელს სიცილად არ ჰყოფნიდა უმცროსი -რა ნაგლი ბავშვი ყოფილხარ შენ, ვერ ვიჯერებ! დემეტრე რომ სარბენად წავიდა, გიორგიმ ძილის შებრუნება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. რამდენიმე საათში დემეტრემ სიმღერით აიკლო სახლი. დედის და მამის მზადებაც გაიგო დილაადრეან. თავადაც წამოხტა ფეხზე, რამდენიმე გაწელვა გააკეთა და ოთახი დატოვა. პირდაპირ ელენეს შეუღო გვერდითა ოთახის კარი, ყოველთვის თავად აღვიძებდა ხოლმე. -ადექი, სკოლაში გაგვიანდება, ელენე! - უყურებდა, როგორ წამებში გაახილა დამ თვალი და საწოლიდან წამოხტა -შენ არ მოდიხარ დღეს? დედმამიშვილების ამბავი ხომ იცით, ისე დაულაგდათ იმ ამბების მერე ურთიერთობა, არც ერთი ბოდიში და თბილი სიტყვა არ დასჭირვებიათ. თავისთავად შერიგდნენ, უბრალოდ ერთ მომენტში დაიწყეს საუბარი და სულ ეგ იყო. მაგრამ დის ყოველი შსხედვისას, მისი სოციალური ცხოვრების დეტალების გაგებისას, ყოველთვის კლასისგან გარიყული და ელენეს შეურაცხყოფილი ქეთი ახსენდებოდა და უფრო მეტად გრძნობდა სხეულში დავლილ ბრაზის ტალღას. -არა, რამე ხდება? ის შენი ოთიკო რას შვრება?ხომ არ გაგკარებია? ხომ არ დაგლაპარაკებია? - ალმაცერად შეხედა მოღუშულ დას - ხოარ გინდა, ისევ დავუმტვრიო სიფათი? -ნუ გეშინია სამუდამოდ დამშორდა უკვე - ჩაიბურდღუნა და კარადიდან ტანსაცმლის გადმოლაგებას შეუდგა -ასე ადვილად? ამის გამო დაანგრიე შენი და ქეთის მეგობრობა? რამდენიმე თვის გამო? ისე მოგისროლა მაგ ბიჭმა ერთი მუშტის შემდეგ, წინააღმდეგობაც არ გაუწევია ჩემთვის. ყოჩაღ, დაო, ვამაყობ! - ირონიული იყო გიორგის ხმა, სიბრაზიგან წამოენთო ელენე, კარში გახიდულ ძმას. -შემეშვი კარგი? შემეშვით შენ და შენმა საყვრელმა ქეთიმ!იჭუკჭუკეთ თქვენთვის. ეკურკულე წადი, მისი ცხოვრებით დაინტერესდი, ყველგან დაიცავი და სიყვარული უხსენი. მე შემეშვი! -შენ რა იცი? - ინტერესით, მაგრამ მშვიდად მიმართა აფოფრილ დას -მხოლოდ ეს გაინტერესებს არა? მოვისმინე და მასაც ვესაუბრე უკვე.- ამჯერად გოგო თავად იყო დამცინავი -რა ქენი? ამჯერად რა უთხარი? ან რა შენი საქმე იყო? - ახლა თვადაც უღრიალა. ვერ იტანდა აზრს, რომ საშინლად ატკენდა ელენე ქეთის თავისი სიტყვებით, უკვე მეორედ. -ისევე არის ჩემი საქმე, როგორც შენი-ჩემი პირადი ცხოვრება და ურთიერთობები! ახლა მაპატიე უნდა ჩავიცვა - კარი ცხირწინ მიუხურა, მას შემდეგ რაც უკან გაასწია. აგიჟებდა თავისი და და სხვისთვის რა უნდა მოეთხოვა? ოთახში დაბრუნდა, მაისური გადაიცვა და მისაღებში გავიდა. ხელის აწევით მიესალმა ოჯახს და მაგიდასთან ჩამოჯდა. -დედა, რა გაჩხუბებთ დილიდან? რა ვერ გაიყავით ერთი? სულ ასე შეიძლება? ერთმანეთის იმედად უნდა იყოთ, ერთმანეთის მეტი არავინ გყავთ და თქვენ სულ ასე ჩხუბობთ - ჩვეული ლექციების წაკითვას შეუდგა ნანი დილიდანვე. მამას გვერდულად გახედა და მის ატრიალებულ თვალებზე ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე თავადაც, დედას რომ არ შეემჩნია -კაი დე, ოღონდ თავიდან არ დაიწყო, გთხოვ! ისედაც დამაწყვიტა იმან ნერვები ამ დილაადრეან! -დავიწყებ გიო, ყოველთვის დავიწყებ თავიდან იქნებ შეგაგნებინოთ რამე, ჩაი გინდა? - უარის ნიშნად თავი გაუქნია და გაეკრიჭა -დედას მზეჭაბუკი, დღეს მიდიხარ რეპეტიციაზე? -კი დე, პირველისკენ გავალ სახიდან. -გვიან მოხვალ შენ ხომ? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია წყლის სმით დაკავებულმა დედას -კარგი, მაშინ მამაშენს ვეტყვი -რას მეტყვი ცოლო? -ახალი კარტოფილი წამომიღე დღეს. გუშინ მთელ ეზოში იდგა დამწვრის სუნი, ისე დაუთუთქავს ქალბატონს, არადა რა ძვირს მისცემდა საწყალი მიხო, ხომ წარმომიდგენია - თვალები ერთად აატრიალა ორივე მამა-შვილმა. უკვე გაუსაძლისი იყო ამ ორის შეჯიბრი. -და რა დედა ახლა შენ კარგად შეწვავ და დაანახებ, ნახე შორენა მე რაკარგად ვწვავ კარტოფილს და შენ ვერაო? - ქმარი კი ცდილობდა აზრის გამოტანას ნათქვამიდან, მაგრამ ცოლი უკვე გაბუტული უყურებდა ორივეს -თქვენ არ გესმით და რაც არ იცით, იმაზე ნუ საუბრობთ, დაყენდით რა. წამომიღებ თუ წავიდე ბაზარში მე მაინცდამაინც? -კარგი, ხო ნუ მებუტები, წამოგიღებ - მუხლზე ოდნავ ჩამოისვა გაბუტული ცოლი კაცმა და სკამიდან წამომხტარ გიორგიზე გადაიხარხარა. კარამდე მიჰყვა შვილს მშობლების სიცილ-კისკისი. შემდეგ უკვე ეზოში იდგა და სპორტულ შარვალში ხელებჩაწყობილი ათამაშებდა კენჭს ფეხქვეშ. ოდნავ მობუზულიყო აპრილის სიცივისგან. დიდი ხანი ლოდინი არ დასჭირვებია. 10 წუთში გამოვიდა სახლიდან ის, ვისაც მოთმინებით ელოდა. კიბეზე მორბოდა ქეთი, გიორგის დანახვაზე წამებში გაჩერდა და ეზოს თვალი მოავლო. შეშინებული უყურებდა ჯერ მეზობების ფანჯრებს, შემდეგ გიორგის -რა გინდა? - უხეშად კი ჟღერს, მაგრამ საკმაოდ თბილი ხმით მიმართა აბუზულ ბიჭს -რა კითხვაა? შენ მინდიხარ, წამოხვალ? - სახეზე ფერები ეცვალა ქალბატონს, სულ ოდნავ ბიჭიც გაოცდა თავისი გამბედაობით. ეს გოგო სულ აბნევდა, იშვიათად იყო ასეთი -მოგკლავ, ჩუმად იყავი , ვინმემ არ გაიგოს! -რატომ ჩურჩულებ?აქ არავინაა -ვიცი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს ვინმე. რა გინდა მითხარი, მაგვიანდება სკოლაში -გავიგე, რომ პასუხს არ მიბრუნებ, მაგრამ თავს მაინც რატომ მარიდებ? -წარბებშეკრული უცქერდა გიორგი. ქეთი დისკომფორტს გრძნობდა რატომღაც. -არ გარიდებ!..- არც თავად იყო დარწმუნებული, ხმის კანკალზე შეატყობდით -გაცინება და რამის თქმა ზედმეტია, ჩხუბითაც კი არ მეჩხუბები. მართლა ამდენად აღარ გადარდებ? ვინმე გიყვარს? -არა, მე…მე…კი…კიარა…აუ გიორგი!.. -რატომ იბნევი? ელენემ რა გელაპარაკა? - წამსვე გაუსწორა გოგომ მოჭუტული თვალები -შენ რა იცი? -წამომაძახა დღეს. მითხარი, უნდა ვიცოდე! -არ არის შენი საქმე! - შეუბღვირა ბიჭს და გზის გაგრძელება სცადა. -მაშინ არც მე გეტყვი რა მითხრა თორნიკემ - თვალები წამსვე დაჭყიტა და ისე მიუბრუნდა თავს წამომდგარს, ცოტათი შეკრთა გიორგი -თორნიკე გესაუბრა? გინდა შემომაკვდეთ? - მონატრებული მრისხანება ესმოდა გოგოს ხმაში და ცოტა არ იყოს ბედნიერი გამომეტყველება აეკრა სახეზე -ეგრე რა, სად იყავი დაკარგული ამდენხანს ჩემო ქეთევან! - ირონიულად მიმართა, მაგრამ სითბოთი იყო გაჟღენთილი ბიჭის ტკბილი ხმა -მოგკლა გინდა? რას ნიშნავს გელაპარაკა. დროზე თქვი ყველაფერი თორემ გავიხსენებ ადრინდელ ხელობას და თმებს დაგაცლი! - უკვე ყვიროდა გოგო -მე რა შუაში ვარ? შენ უთხარი და შემდეგ თავად მოვიდა სალაპარაკოდ - უდარდელ ტონს ინარჩუნებდა -გითხრა, რომ მე ვუთხარი?- თითქოს იმედგცრუებული იყო - შენ რა უპასუხე - გული აუფანცქალდა ბიჭს -არ უთქვამს, მივხვდი. მე ვუთხარი, მიყვარს, ვაღმერთებ, ცოლად უნდა მოვიყვანო-მეთქი. ასე მითხრა, მეც ძალიან მიყვარხარ , მაგრამ ჩემი ძმის მეშინია და ვერ გთანხმდებიო- იცინოდა, მაგრამ წამში შეიცვალა მისი სიცილი არეული გამომეტყველებით. მის კულულებს ჩააფრინდა გოგო. ისევ კივილმა და ყვირილმა მოიცვა არემარე. რას უკიოდა ისიც არ ახსოვს. მამამისმა ძლივს გამოართვა ხელიდან გიორგის თმები ქალიშვილს. დემეტრე ახარხარებულ ძმას გვერდით ედგა, რომ დაყრდნობოდა. ყველა იცინოდა, მათ შორის ფანჯარაზე გადმოკიდული თორნიკე. -ვგიჟდები თქვენზე! - დემეტრეც იცინოდა და მიხეილიც -შვილი, რატომ აჯაბნინებ ამ გოგოს თავს? დაგაცალა თმები მერამდენეჯერ. კი არის ჩემი გოგო, მაგრამ მაინც გაძლევ ნებას შენც ასწავლო ცოტა ჭკუა -მამა, წადი თუ მიდიხარ. მაგ უფლებებს აქ მე გავცემ - თორნიკე ლამის გადმოვარდა ფანჯრიდან -შენ ვისი ბიჭი ხარ ერთი, აბა აქეთ მომხედე - სიცილით ახედა შვილს უფროსმა ბასილაშვილმა -ყველამ შემეშვით რა, წავედი! - ხელისაქნევით წავიდა გასასვლელისკენ და მუჭი კიდევ ერთხელ მოუღერა გიორგის. სიცილით გააცილეს გოგო სკოლისკენ. ქეთის გული საოცრად აჩქრებული ჰქონდა, ჯერ კიდევ ბრაზობდა, ჯერ კიდევ გრძნობდა გიორგის თმებს მის თითებს შორის და რომ წარმოიდგენდა როგორ ეტკინა ბიჭს, სიამოვეებისგან აკანკალებდა. შუა გაკვეთილზე იჯდა, ესემესი რომ მოუვიდა გიორგისგან. პირი ღია დარჩა გაოცებისგან, გნსაკუთრებით დილანდელის შემდეგ. გული აუჩქარდა, ნათლად იგრძნო მუცელში აფარპატებული პეპლები. მაშინვე გიორგის დილანდელი ღიმილიანი სახე წარმოუდგა თვალწინ, მაზოხისტურად რომ სიამოვნებდა ქეთისთან ჩხუბი. ორად გაიყვნენ ფიქრები, კიდევ უფრო დაიბნა გოგო. *ხვალ კონცერტი მაქვს, მინდა, რომ იქ იყო. დედა და დემეტრე მოდიან, ისინი წამოგიყვანენ. შენ რომ მიყურებ ბევრად უფრო მეტს მოვინდომებ. შენს იქ ყოფნას პასუხად მივიღებ პ.ს ყველა ცეკვა შენ გეძღვნება* *** -თორნიკე, რაღაცაში უნდა დამეხმარო - მორცხვად მივუჯექი ძმას გვერდით. -რაო დაიკო, ამჯერად რა მოხდა? - ინტერესით შემომხედა ძმამ. -გიორგიმ თავის კონცერტზე დამპატიჟა, ამდენი ხანი ვფიქრობდი და მგონი წასვლა გადვწყვიტე ცოტა ხანს უბრალოდ მიყურებდა როგორ ნერვიულად ვაცეცებდი თვალებს, შემდეგ ამოიხვნეშა და ზლოზინით წამოდგა დივნიდან -ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ქალი არ ხარ, რადგან არ გაქვს საერთოდ ის სისხარტე, რაც შენი გენდერის წარმომადგენლებს. მერე მახსენდება, რომ ჯერ ბავშვი ხარ და მაგიტომ. შესაბამისად, ორმაგად მეშლება გიორგიზე ნერვები - ოთახში შემაგდო და კარი ზურგს უკან მიხურა - უყვარხარ მაგ ბიჭს, ჩემი ნერვებისდა სამწუხაროდ, ნუღარ აწვალებ, მე უკვე მეყო მისი დათრგუნული სიფათის ყურება, აქეთ კიდე შენი მოჟამული სახის. ამიტომ მგონი გადაწყვიტე კი არა, დარწმუნებული იყავი, რომ შენი იქ წასვლა მისთვის თანხმობის თქმის ტოლფასია. თქვენი სათუთი გული რომ ვიცი, გოგოებს გგულისხმობთ, კიდევ უფრო გაგიმძაფრდება გრძნობები დღეს მას რომ ნახავ. ვაღიარებ, ძალიან მაგარი ტიპია, როცა ცეკვავს! - შეუჩერებლად საუბრობდა და თან კარადაში იქექებოდა. შავი კლასიკური შარვალი, თეთრი ბლუზი და შავი ბალერინები მომაწოდა და წამით შემავლო მზერა დოინჯშემორტყმულმა. -ეს ჩაიცვი და თმა აიწიე, მაკიაჟს ალბათ შენით მოაგვარებ, მე არაფერი ვიცი მაგისი ნამდვილად. შენ მოემზადე და მე მალე დავბრუნდები - ოთახიდან თვალის დახამხამებაში გავარდა და დამტოვა მარტო, ჩემს ფიქრებთან. ნახევარ საათში მორცხვად ვიჯექი მანქანის უკანა სავარძელზე, საჭესთან ნანი მოთავსებულიყო, ხოლო მის გვერდით დემეტრე. არავის არაფერი უთქვამს, მხოლოდ ნანი მაკვირდებოდა უცნაურად. უზარმაზარი ჭაღით განათებულ დარბაზში დემეტრეს გვერდით ვიყავი ატუზული, თითქოს ის დამიცავდა, თორნიკესეული შეგრძნებები მოჰქონდა ქარს მისგან. საოცრება იხილა ჩემმა თვალებმა. სცენაზე განათება აინთო და პირველი დარტყმისთანავე, ფეხის ძლიერ ხმაზე, გულში რაღაც ამიჩქარდა. მუსიკა თითქოს სხეულში შემოვიდა. თითოეული მოძრაობა, თითოეული ბრუნვა, მკვეთრი შეჩერება და ისევ აფეთქებული ენერგია… ეს უბრალოდ ცეკვა აღარ იყო. თითქოს თვალწინ გამიცოცხლეს მთელი საქართველო, ტკივილიც, სიძლიერეც, წინაპრების ამაყი სიჩუმეც. სცენაზე განათება ოდნავ გამუქდა, შემდეგ კი უცებ აინთო- უფრო თბილი, უფრო ცოცხალი ტონით. მუსიკამ ისეთი მსუბუქი, ხალისიანი რიტმი აიღო, რომ წამში ვიგრძენი, რაღაც განსხვავებული იწყებოდა. და მერე იყო გიორგი. ბრუნვისას შავი კულულები ჰაერში დახტოდა, მკვეთრი და ცოცხალი მზერა პირდაპირ მაყურებელისკენ მიემართა. თითოეულ მოძრაობაში ისეთი ძალა და ჟინი იგრძნობოდა, რომ სუნთქვა შემეკრა. სისხლის მოწოლას ვგრძნობდი კაპილარებში. თორნიკე მართალი იყო, იმ მომენტში რაღაც გაორმაგდა ჩემში. პირველი ნაბიჯიდანვე სხვა ენერგია შემოიტანა სცენაზე გიორგიმ. თითქოს კი არ ცეკვავდა, თამაშობდა. ისმოდა რიტმს აყოლილი ფეხის მსუბუქი, მაგრამ ზუსტი დარტყმები იატაკზე , ტანი თავისუფლად მიჰყვებოდა მუსიკას, მხრები ოდნავ ირხეოდა, ხელები თითქოს ჰაერს ეთამაშებოდა. მაგრამ ყველაზე მეტს მისი სახე ლაპარაკობდა. წარბის ოდნავ აწევა, პატარა ჩაცინებები, თვალებში ცელქი ელვარება -თითოეულ მოძრაობას აზრს აძლევდა. ხან თითქოს ვიღაცას ეპრანჭებოდა, ხან ირონიულად „ეპაექრებოდა“ მუსიკას, ხან კი ისე ამაყად ასწევდა თავს, თითქოს მთელ დარბაზს ეთამაშებოდა. დარბაზიდან ოვაციაც წამოვიდა. თითქოს მაყურებელთან დიალოგში შევიდა. მისი ყოველი მზერა ვიღაცას ხვდებოდა, თითქოს თითოეულს ცალ-ცალკე ესაუბრებოდა. და მაინც, მთლიანად სცენა ეკავა. მის ცეკვაში იყო სითამამე, ხალისი და რაღაც ბავშვური სიხარული, რომელიც გადმოდიოდა დარბაზშიც. და უცებ მივხვდი, ეს ცეკვა უბრალოდ მოძრაობები კი არა, გიორგის ხასიათი იყო. ასე შეასრულა მაშინ ჩემთვის მოძღვნილი აჭარული პირველად. -ეს ვინ არის? რა ლამაზი ქალია? - სცენაზე ლამაზი მიხვრა მოვრით ავიდა ელეგანტურად ჩაცმული ქალი კონცერტის დასრულების შემდეგ. ისეთი აურა ჰქონდა, თვალებიც კი გამიშეშდა მასზე. საუბრის მანერამაც კი მომხიბლა, გარეგნობას რომ თავი დავანებოთ. -ეს დიდი ვინმეა… - ჩუმად მითხრა დემეტრემ. - ეს კონცერტიც მისი მოწყობილია. ანსამბლს აფინანსებს… ბევრს ეხმარება. წამით გაჩუმდა, მერე ნახევრად ღიმილით დაამატა: -თათა მაყაშვილია. გეცოდინება… თბილისში ისეთი იშვიათია, ვინმემ არ იცოდეს, ერთ-ერთი ,,თბილისელია’’- ბრჭყალები მოხაზა ხელებით დემეტრემ და ღიმილით შებრუნდა სცენისკენ, სადაც მის ძმაზე საუბრობდნენ. ისევ დაჰიპნოზებული შევცქეროდი ჯერ ამ უმშვენიერეს ქალბატონს და შემდეგ მის გვერდით მდგარ ჩოხაში შემოსილ გიორგის. თვალისმომჭრელად იღიმოდა, ბედნიერებას ასხივებდა. ღიმილით გადასცა ქალმა საჩუქარი ბარბაქაძეს და მის მეწყვილეს და სცენა დატოვა აპლოდისმენტების შემდეგ. საოცრების მხილველმა, აღფრთოვანებულმა, ემოციებით დატვირთულმა კულისებს მივაშურე. ნანისთან ერთად მივიკვლევდი გზას ხალხს შორის. და მიუხედავად იმისა,რომ უამრავი გრძნობა გამაჩნდა მის მიმართ, სწორედ იმ მომენტში, როცა ის დავინახე, ხალხთან გამაგიჟებელი ღიმილით მოლაპარაკე ტრადიციულ სამოსში შემოსილი, ფაფახის მაგივრად თავისი შავი კულულები რომ ამშვენებდნენ, ემოციებით დატვირთულმა, მკერდში გულვერჩატეულმა მივხვდი, რომ მიყვარდა. უბრალოდ შეხედა კარს, მოსაუბრემ და წამში გაუშტერდა თვალი ჩვენზე. ალბათ არ მელოდა იქ, სწორედ ამიტომ გაუცისკროვნდა ირისები. წამში წამოვიდა ჩვენსკენ, ისეთი ბედნიერი იყო, ყურებამდე გაწელვოდა ღიმილი, უციმციმებდნენ ციცინათელები. ისეთი მოხდენილი ნაბიჯებით წამოვიდა, ვიფიქრე მკლავებს გაშლიდა და ფართო მხრებით ჰაერში აღმართული ქართულის ცეკვას დაიწყებდა. აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი? აქამდე როგორ ვერ ვხედავდი? -ქალბატონებო, არ გელოდით აქ! - დედას მოეხვია და ჩვენდა გასაოცრად მეც ჩამიკრა გულში. ისეთი მზრუნველი და თბილი იყო, მისი ბედნიერების სხივები მეც მათბობდნენ. ნანი ღიმილით გვიყურებდა, დემეტრემ ფოტოც კი გადაგვიღო. -დედა, თქვენ რომ ასეთ მშვიდებს გხედავთ, რაღა გვიჭირს! -აქ რომ იყავი არ უნდა გეთქვა ქეთევან? - ანცი ხმა ჰქონდა -სპონტანურად გადავწყვიტე წამოსვლა! - პირველად ვაჩუქე ალბათ ასეთი წრფელი ღიმილი მაშინ. ეშმაკურად ამითამაშა წარბები -მერე?.. -არ ვნანობ!გაოცებული ვარ! - დედას თავმომწონედ გადახედა და კმაყოფილი მზერა მომატარა მეც. არწივივით წამომდგომოდა თავზე მხრებში გაშლილი, დიდებული იერით. -ასეა ქეთო. შენთვის რამდენად კარგი იყო და წარმოიდგინე მე რას ვგრძნობ, როცა ვცეკვავ! სამყარო ჩემი მგონია მაგ დროს - ისეთი ვნებით ლაპრაკობდა, მეგონა მხოლოდ ამისთვის გაჩნდა, რომ ეცეკვა და სცენაზე დაბერებულიყო -ცეკვისთვის გავჩნდი მეო ამბობს სულ ბატონი, რას ფიქრობთ ქალაბატონო ქეთევან? - ნანიც ჩაერთო შვილს და გამომაფხიზლა მონუსხული. -ზუსტად მაგას ვფიქრობდი ახლა! ყოჩაღ გიო!..- მაშინ პირველად მივმართე ასე, ეს სიტყვები ნელა ამოვთქვი, მაგრამ მათში ყველაფერი იყო, რასაც ვგრძნობდი. ერთი წამით გაჩერდა, მზერა შემომანათა. აღარ იყო მხოლოდ მხიარული ან ანცი. თითქოს რაღაც მიხვდა და პირველად, მეც არ ავარიდე მზერა. მაშინ პირველად გასცა საპასუხო გრძნობა ჩემმა თვალებმა. *** შაბთ-კვირა აქამდე არ მიყვარდა, მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს ჩემი საყვარელი პერიოდი გახდა. ვფიქრობ, მასწავლებლებისა და სკოლის სტრესს მხოლოდ ეს დღეები მიხსნიდა. ახლა ისიც ემატებოდა, რომ გიორგის ნახვა უფრო თავისუფლად შემეძლო. სიმართლე რომ ვთქვა, მომწონდა ეს ჩვენი საიდუმლო შეხვედრები. ჯერ ბოლომდე ვერ მივეჩვიე მაინც მის სიყვარულით სავსე თვალებს და ხელების ჩაკიდების სურვილს, ვერც მასთან ჩხუბების სურვილს ვაბიჯებ და მომენტებში აფაკლული ლოყების დამლვაც მიწევს. ამიტომ ის ფაქტი, რომ ჯერ გაუბედავები ვიყავით ორივე და თან ვფრთხილობდით, რომ არავის შევემჩნიეთ, მახარებდა. დრო მჭირდებოდა, რომ სირცხვილი და რიდი დამევიწყებინა და ბოლომდე გავხსილიყავი გიორგისთან. ერთი კვირა იყო გასული მისი კონცერტიდან, მეორე დღესვე მომაკითხა სკოლასთან და ასე მითხრა, შენი კონცერტზე მოსვლა თანხმობად მივიღე და აღარ გამიპროტესტოო. მე რა უნდა მექნა? ხომ არ შევეწინააღმდეგებოდი ჩვენს გრძნობებს?! ჰოდა დავთანხმდი. და ასე დავხეტალობდით ერთი კვირა სახლს, სკოლასა და პარკს შორის. რამდენიმე დღის წინ პირველად ჩამჭიდა ხელი, საოცრად ნაზად მაკოცა ხელის გულზე და ისიც დააყოლა ულამაზესი ხარო. მე მაინც არ მჯეროდა, რომ ასეთად აღმიქვამდა. ცოტათი დისკომფორტსაც ვგრძნობდი- ყოველთვის მარტო ვიყავი, არ მიწევდან ჩემი ყურადღების, სივრცის სხვასთან გაზიარება, ახლა კი გიორგი მყავდა, რომელიც მართლა მიყვარდა, მაგრამ სიტუაციასთან შეჩვევა მიჭირდა. თავად მითხრა, რომ იცოდა რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი, ამიტომ მაქსიმალურად დამეხმრებოდა ყველაფერში. ამიტომ ვაღმერთებდი მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში. დემეტრე და თორნიკე შორიდან დაგვცინოდნენ. გვიყურებდნენ, ჩუმად გადაულაპარაკებდნენ ხოლმე რაღაცებს ერთი მეორეს და სიცილით ერთმანეთს ასკდებოდნენ. ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ორივემ ერთ საათიანი ლექცია ჩაგვიტარა, რისი უფლება გვქონდა და რისი არა; რა ვალდებულებები გვქონდა, რა პირობებს გვიწესებდნენ. ურთიერთობა კი არა კონტრაქტი შეგვადგენინეს ლამის. შემდეგ ერთმანეთს ჩამოართვეს ხელი შეთანხმები ნიშნად და დაგვტოვეს. ვინ ეკითხება ქეთის და გიორგის?! კი ჩვენი ძმებიც ასე ფიქრობდნენ. -გისმენ ლამაზო -გიორგი, ცოტა ჭკვიანად! - წარბი ავუწიე მუქარის ნიშნად ზარის მეორე მხარეს მყოფს, დაინახავდა, მერწმუნეთ. - რაო, ლამაზო ჯადოქარო? - იცინოდა ბატონი. აჭარულის ფორმით შემოსილი, სცენაზე მოკეკლუცე გიორგი დამიდგა თვლწინ და სიამოვნებისგა გამეღიმა წარმოდგენაზე. უცნაურად მახალისებდა მისი მსგავსი ქცევები. ვგიჟდებოდი ასეთი კარგი ხასიათის რომ იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო გავეღიმებინე -ნანი დეიდა ამბობდა წეღან რეპეტაციაზეა სკოლაშიო. რამდენიმე დღე დაგრჩათ ბოლო ზარამდე ისედაც და თუ ბევრი საქმე გაქვთ, გადავდოთ დღევანდელი გასვლა-მეთქი. -კაი, ქეთო, რა! ისედაც ვერ გხედავ წესიერად, სულ გეშინია არდაგვინახონო და გარბიხარ, დღეს მაინც მნახე -ნუ ბუზღუნებ, მანდ არავინაა ასე თამამად რომ საუბრობ? -ეზოში ვზივარ. არაფერს გადავდებთ. მოვალ ნახევარ საათში და გავიდეთ. პირველი ოფიციალური პაემანია ბოლოსდაბოლოს -ხითხითებდა. მისი ხმა სხვანაირად ნაცნობი იყო -კარგი ხო! -ბიჭებთან არ წამოგცდეს, ჩვენთან ერთად წამოვლენ მაგათი ამბავი რომ ვიცი - სიცილით დავემშვიდობე და კარადას მოწყენილმა შევხედე. მხოლოდ მას ესმოდა ჩემი სევდა, ბევრი რამით იყო გამოტენილი, მაგრამ რამდენიმე თუ დამჭირდებოდა, რამდენიმე თუ მიყვარდა, რამდენიმეს თუ გამოვიყენებდი. ბოლო დროს აღარ მიგვრძნია ჩვეული სიცარიელე და ამას გიორგის ეფექტს ვაბრალებდი. ის ყველაფერი, რითაც მეც კარადის მსგავსად ვიყავი ,,გამოტენილი’’, მოსწონდა ჩემში გიორგის და ამის გააზრება ურწმუნოსთვის ღმერთის ხილვას ჰგავდა. -ქეთი, სად ხარ გოგო, მოდი აქ - ყვიროდა დედაჩემი სამზარეულოდან -რაიყო დე? ცისოოო! - ოთახიდან გასულს ცისო რომ დამხვდა ყავის ჭიქით ხელში, მზად ვიყავი სიხარულისგან კოცნით დამეხრჩო -ჩემი გოგონა… დღითიდღე იზრდები და ქალდები გოგო?- თვალი შემავლო ისე, როგორც ბებიებს შეეფერებათ, შორიდან და თავი გააქნია -კი, ცისო, სიგანეშიც- ჩემი თავის პატივისცემა, სამწუხაროდ, არ ვიცოდი მაშინ. იმანაც კი ვერ შემაყვარ ჩემი სხეული, რომ ახლა ვიცოდი, სხვას ვუყვარდი. -მოგაჭრი მაგ ენას, ხომ გითხარი ეგრე ნუ ლაპარაკობ ანგელოზივით ბავშვი-მეთქი! - გვერდით დამიჯინა, მეც ვცადე, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა -გიორგის ბოლო ზარისთვის ჩამოხვედი? -ჰოო, ჩემი სიმპათიური ბიჭი. ცეკვა არ აკმარეს, ლექსსაც ამბობს თურმე -ჰოო…- ზედმეტად გავწელე ალბათ სიტყვა, აბა სხვას რას უნდ მივაწერო დედას და ცისოს უცნაური მზერა. - ხომ გეუბნები ცისო, ამათ რაღაც სჭირთ მეთქი!- პირი გამიშრა დედას ,,ბრალდებაზე’’ -რა არის გოგო, ხომ არ შეგიყვარდა? აუ რას დაგცინებთ შენ და ნანის, ამათ რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ - იციოდა ცისო და ლოყებს მიკოცნიდა აწითლებულს. დედასაც ეცინებოდა თავიდან, მაგრამ ალბათ ჩემმა სიჩუმემ აზრი შეაცვლევინა -ქეთო, დედა, არ გადმრიო ახლა!- მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ, მე თავი ჩავხარე. -დე, მე… არა…არაფერი ხდება, მე უბრალოდ…- რას დავუმალავდი დედაჩემს? ტყუილად ვცილობდი. ცისოს წამოკივლებამ ყველაფერი აშკარა გახადა უკვე -ერთად ხართ დედა?- სკამზე ჩამოჯდა დედაჩემი. ისეთი ხმა ჰქონდა თითქოს ამბავს ვუყვებოდი, ჩვეულებრივს, ნაცნობს. თავი ნერვიულად დავუქნიე და გაცისკროვნებულ მოკისკისე ცისოს მეც მოვხვიე ხელი, დავუბრნე ჩახუტება. გული გამალებით უცემდა, მესმოდა. ღრმად სუნთქავდა, არ ჩანდა მისთვის ადვილად დასავიწყებელი მომენტი. მისი რამდენიმე წუთიანი პაუზა მთავარი ანტაგონისტი იყო ჩემს ისტორიაში - ასე მალე არ ველოდი! - ცერად გამომხედ დედაჩემმა და ისე გამიღიმა, როგორც მაშინ, როცა იცოდა, რომ ნუგეში მჭირდებოდა. ატირებული ჩამოვცილდი ყველაზე თბილ ბებოს და დედის თბილ, ნუგეშითა და სიყვარულით სავსე ხელებში საბანივით გვეხვიე. -ვინ იცის კიდე ქეთი? -თორნიკემ, დემეტრემ და ახლა თქვენ - ამოვიტირე -მაგათმა თუ იციან და შენი ძმა ასეთი მშვიდია, რაღა გაგჭირვებია? -დედა, ნუ დამცინი! -ბებო, ელენეს არ უთხარით?- როგორც ჩანს ცისომ არაფერი იცოდა. -არა -რატომ, ბებო?- შეშფოთდა -მას ჰკითხე ცისო, მე არ მინდა გთხოვ მაგაზე ლაპარაკი -იჩხუბეთ?- შოკში იყო ქალი -რაღაც მაგდაგვარი - ვერ ვუყურებდი თვალებში, არაფერი დამიშავებია, მაგრამ ცისოსი მაინც მერიდებოდა -ბავშვები არიან, მოგვარდებიან. ამათ ასაკში ასეთები მოსული ამბავია - დედაც ჩაერთო და უცებ გამომაძვრინა სიტუაციიდან. ხელი მოვუჭირე მკლავზე მადლობის ნიშნად, ისიც გადმომწვდა და მომეფერა თვისი თბილი თვალებით -დე, გავიდე მე უნდა - მაინც მერიდებოდა დედასთან და ცისოსთან ჩემს შეყვრებულსა და პაემნებზე საუბარი, ჯერ ყველფერი ახალი იყო ჩემთვის -საით? -მთაწმინდაზე მივდივარ - ერთმანეზე გადაჭდობილ ხელებს დავხედე -მარტო? - შეშფოთდა ცისო -არა…-ძლივსღა აღმოვთქვი დაბნეულმა -წადი, წადი, მომწყდი თავიდან! - ხელი ამიქნია დედამ და სიცილ- კისკისით გამომაცილეს სამზარეულოდან *** -აქ რა გინდა? - უცნაური ნოტებით იყო სავსე მასპინძლის ხმა. ისე მაგრად ჩაევლო კარისთვის ხელი, გეგონებოდათ სახლში ეჭრება შორენა სამტროდ მოსულიო. -საუბარი მინდა - არ იყვნენ მსგავს მომენტებს შეჩვეულები, ბუნების კანონს ეწინააღმდეგებოდა ალბათ ამ ორის მსგავსი მშვიდი საუბარი. -შემოდი!- ზედმეტად გატეხილი ეჩვენა ალბათ მასპინძელს სტუმრის ხმა. ამიტომ გააღო კარი ბოლომდე და თავის ოჯახში შესვლის ნება დართო.- რა ხდება? - დავჯდები ხომ? - დაჯექი, წყალი მოგაწოდო? - ხომ უცაური იყო, მტრები ერქვათ, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უფრო სხვა, უფრო მეტი ვიდრე მტრობა -კი, ბევრი მაქვს სალაპარაკო - ღრმად ჩაისუნთა შორენამ და წლებისწინანდელის გახსენებას ხელებისა და სულის კანკალით შეუდგა -გისმენ, გამისკდა გული, ამოღერღე უკვე - ასეთი ქალი ამდენი წლის მანძილზე არ უნახავს. მიხვდა რაღაც სერიოზული იყო და ამიტომ შეიკავა თავი, ამიტომ გადააბიჯა გაუცხოების ამდენ წელს -თქვენ რომ აქ გადმოხვედით, მე მგლოვიარე დედა ვიყავი, შავებიც მეცვა, გახსოვს? წამიერ სიჩუმეს ამოაყოლა სიტყვები ნანიმ: -ვიცი, გავიგე ეგ ამბავი - შეკრთა ნანი, არ ელოდა ამ თემის წამოჭრას მაგიდაზე შემოწყობილი ხელები მუშტად შეეკრა, თითქოს მაგრად ეჭიდებოდა რაღაცას,თითქოს ვერ უშვებდა -ჩემს პატარა გოგონა დამეღუპა, ამ ეზოს წინ მანქანამ დაარტყა, სახლიდან გაიპარა, არ ვიცოდით - ხელებს უცებ გაეყინა, მის გულს დაემსგავსნენ. ღრმად ამოისუნთქა - მაშინ მე მოვკვდი, აღარც ცოცხალი შვილებისთვის ვარსებობდი. ერთ ქოთნის ყვავილს ვზრდიდი. ეს ყვავილი ძალიან უყვარდა ჩემს გოგონას, ყოველ დილით თავად რწყავდა მისი პატარა ხელებით, ესაუბრებოდა ხოლმე, თავისი პატარა გულის ნადებს ატანდა მის სილამაზეს. შენ რომ დაგინახე, ასეთი ლამაზი, ახალგაზრდული და ორსული, მეგონა გული ამომგლიჯეს, პირველად შემშურდა ადამიანის და მაშინ პირველად შემეშინდა ჩემი თავის. მე მეზიზღებოდა ქალი, დედა, რომელმაც მეორე ქალს, დედას ასეთი თვალებით შვხედე, თანაც ორსულს. - დამწუხრებული სახით, გაყურსული უსმენდა ნანი. ექავებოდა ხელები, ისე უნდოდა მისი ნუგეში -მაშინ შენმა მოსროლილმა პატარა ბურთმა ჩემი გოგონას ყვავილი აივნიდნ გადმოაგდო და გატეხა - ოდნავ წამოიყვირა ნანიმ და აცრემლებულ სახეზე ხელები აიფარა, სული გაეყინა. თვითონაც დედა იყო და ხვდებოდა -მაშინ მეორეჯერ მომიკვდა ჩემი პაწაწუნა, იმ ყვავილთან ერთად - ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ და ტიროდნენ ხმით, გულამოსკვნით -მეგონა ვერ გაპატიე და ვერასდროს გაპატიებდი - ხმა გასტეხოდა შორენას - დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ შენი ბრალი არაფერი იყო, ჩემი აღქმა იყო ყველაფერში დამნაშავე, მე და სხვა არავინ! -მე მაპატიე ძალიან გთხოვ, მე არც კი ვიცოდი! - მისი ხელები თავისაში მოიქცია და მაგრად მოუჭირა იმის ნიშნად, რომ იზიარებდა ტკივილს- მეც დედა ვარ, ახლა ვიცი რაც გავაკეთე, ვიცი რაც დავაშავე. თუ შეძლებ მაპატიე! -მე მაპატიე, რომ გიყენებდი - ისევ უკანკალებდა ხმა - შენთან ჩხუბი მეხმარებოდა, რომ დამეძლია ეს ტრაგედია. ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს ჩხუბები, ეს კამათი და მთელი ჩვენი ურთიერთობა ცხოვრების ხალისს მაძლევდა. შენ დამაბრუნე ამ სამყაროში, შენ დამანახე რა არასწორი დედა ვიყავი ცოცხალი შვილებისთვის - ისევ ტიროდნენ, მაგრამ ოდნავი ღიმილი ერეოდა მათ სუნთქვას.- ყელში რომ მიჭერდა მისი აქ არ ყოფნა, სადღაციდან გამოხტებოდი და მახსენებდი, რომ ცოცხალი ვარ, აქ ვარ და ვალდებული ვარ, რომ ფეხზე დავდგე, ვიბრძოლო. -მე შენ არასდროს მძულდი. ასე რომ ყოფილიყო, ჩემს შვილებს 24 სააათით შენს სახლში ყოფნის უფლებას მივცემდი ან შენებს- ჩემთან? უბრალოდ დღის რუტინასავით გვქონდა, რომ უნდა გვეკამათა. ზოგჯერ მინდოდა, არაფერი მეთქვა, მაგრამ რომ დაგინახავდი, სხვანაირად ვიქცეოდი - რამდენიმე ღიმილისეული ბგერა შეერია მათ ხმას. - მაპატიებ ოდესმე? - მე უნდა მაპატიო ნანი! მე უნდა მაპატიო ეგოისტობა! - ხელები თავადაც მაგრამ მოუჭირა წინ მჯდომს და ცრემლებიც ოდნავ მოიწმინდა. -მე ვწუხვარ შენი პატარას გამო. მე არ გამომიცდია, მადლობა ღმერთს, მაგრამ ვიცი რა მწარე იქნება შენთვის -თითქოს კანს გათლიან, თითქოს ცოცხლად განაწევრებენ, თითქოს სხეულიდან სულს აცალკევებენ - უემოციოდ ყვებოდა ცხოვრების მთავარ ტრაგედიას -შენს ყველა შვილზე ჩემებთან ერთად ვლოცულობ ყოველთვის, ახლა მაგ პაწიას სახელსაც დავუმატებ სიას - კეთილი ადამიანის თვალები ჰქონდა ნანის შორენასთვის -მადლობა ნანი, და მეც მაპატიე, შენდობას ვითხოვ შენგან ყველაფრისთვის! -აღარც ღირს ხსენებად! - წამით გაჩუმდნენ, თავინთ ხელებს დააშტერდა ორივე. წამიერმა სიჩუმემ მოიცვა ოთახი. ერთი დაუსმელი კითვა კიდევ ტრიალებდა მათ გარშემო - მაგრამა ახლა რატომ, შორენა? ოდნავ ჩაეცინა ქალს, ამბის ცოტათი უცნაური, მაგრამ ბედნიერი გაგრძელების დროც მოსულა -დღეს რღაც ისეთი გავიგე, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. არ ვიცი, ამას ალბათ მეც არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ეს ომი ჩემი დასამთავრებელი იყო - გაეცინა -ამოთქვი ქალო, გავგიჟდი! - მოუთმენლობა ეტყობოდა ნანის, ალბათ დედის გული უგრძნობდა კიდეც რაიმეს ლოყაზე ისევ შერჩენოდა ქალს სულის სარკიდან გადმოცვენილი ცრემლები. -დიდი ხანია ვეჭვობ, რომ შენი გიორგი ჩემს ქეთის ეტრფოდა - ნანის გაეცინა და ხელი ჩაიქნია -რამე ახალი გეთქვა! -დღეს აღმოვაჩინე, რომ ქეთიც იგივეს გრძნობს - ეშმაკურად დააფახულა თვალები და ნანის გაკვირვებულ მზერაზე ოდნავ ჩაეღიმა სიამოვნებისგან, ესაო და კარგი ამბავი ვუთხარიო - ერთად არიან? - თავის დაქნევა რომ მიიღო პასუხად ცერად გადახედა წინ მჯდომს - ამიტომ დადის ჩემი შვილი გამოშტერებული რამდენიმე დღეა? კონცერტზე რომ წამოვიდა რაღაც ვიეჭვე, მაგრამ მეგონა გიორგის ჰქონდა მარტო გრძნობები. - აბა გოგო, დაიწვნენ პაწაწუნები სიყვარულის ალში, ჩვენი მტრობა იქნებოდა ახლა?- ცრემლნარევი სიცილით აყრუებდნენ ოთახს. უცნაური მომენტი იყო. ალბათ ამიტომ დაუცვივდა გაზეთები სახლში ახალშემოსულ ნიკოლოზს. ღიმილით შეხედა სახლიდან სასაცილოდ გაქცეულ კაცს ორივემ, იცოდნენ რაც ელოდათ წინ. რამდენიმე წამი დასჭირდათ მიხეილის, ნიკოლოზისა და ციცოს სამეულს ბარბაქაძეების ბინაში შემოსასვლელად. ქალმა ისედაც იცოდა რა ხდებოდა. სულ თავიდან სივრცე მისცა სალაპარაკოდ, ამიტომ არ დაბრუნდა სახლში და მიხეილთან ჭორაობა არჩია მათ საქმეში ჩარევას. ახლაც მხოლოდ მამაკაცები აებნია სიტუაციას. ,,მოსიხლე მტრები’’, ერთად ისხდნენ, ერთ მაგიდასთან და იცინოდნენ. ეს ხომ ისტორიას არ ახსოვს?! ღვთივმოვლენილ სასწაულად აღიქვეს და წამით შეჩერდნენ, რომ სამადლობელი ლოცვა არ აღევლინათ მაღალი ღმერთისთვის. -მგონი გულის შეტევა მაქვს , მიხო, დამიჭირე! - გულზე ხელი მიიჭირა კაცმა და მეგობარს შაწუხებულმა შეხედა -ახლა სიკვდილი იქნება, ძმაო? ახლა უნდა ვიცოცხლოთ, ამაზე მნიშვნელოვანი ზავი, გეორგიევსკი ახსოვს ისტორიას. ახლა რომ მოკვდე, სირცხვილია. სიცილმა და სითბომ აავსო სიყვარულით სავსე სახლი. გულამოსკვნილი ტირილი რომ მოესმათ, ყველას ელოდნენ, მაგრამ არა კედელს ამოფარებულ ელენეს. პირველად იგრძნო, როგორ დაემსხვრა ყველაფერი, რაც ეგონა, რომ მისი იყო. და პირველად ფენიქსისეულ ცრემლებს ღვრიდნენ მისი თვალები. სიყვარულმა დადო ზავი. *** -მოიცა, მოიცა, ახლა უნდა მაკოცო?- სულ მეგონა, რომ თეორიული ცოდნა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ გამბედაობას ვერ ვიპოვიდი ჩემს თავში, ჩემი პირველი კოცნისას. საოცრად დაბნეული მიყურებდა გიორგი. ჩემზე კარგად მისი მიმიკები არავის ესმოდა და მისი სახის ოდნავ შეჭმუხნამაც მიმახვედრა, რომ ისიც ნერვიულობდა. უფრო ამიკანკალდა ხელები -ახლა მეღადავები?-შეშფოთებული მიყურებდა წინ მდგომი-რომელი გოგო კითხულობს მაგას ამ დროს? -დიდი გამოცდილება გაქვს?- ვერ დავმალე ინტერესი. რა თმა უნდა, მხოლოდ ინტერესი არ მალაპარაკებდა - მე რაც ვიცი, იქედან გამომდინარე კოცნისას არც ნებართვას იღებენ ბიჭები! - უკვე ვგრძნობდი როგორ მიწითლდებოდა ლოყები, მაგრამ გამბედაობა ჯერ კიდევ მქონდა შემორჩენილი. ამის მიზეზი ის იყო, რომ სიბნელეში მაინც ვერ დამინახავდა. რა არ მქონდა წაკითხული, როგორ რომანტიკულ ფილმს არ მიყურებია, მაგრამ არავინ მეუბნებოდა, არსად მინახავს, რომ ასეთი უხერხული მომენტი იქნებოდა. ის კეფაზე დაბნეულად ისმევდა ხელს, მე მის გარდა ყველაფერს ვუყურებდი, სიბნელეშიც კი ვხედავდი კედელზე გაკრულ განცხადებებს და დიდი ინტერესით ვკითხულობდი. -გამოცდილება რა შუაშია აქ? ინსტინქტია ეგ! - შერცხვა, ზუსტად ვიცოდი. ჩემი წარმოსახვის უნარი, იმდენნაირ სავარაუდო გაგრძელებას უფიქრებდა ამ სიტუაციას, უკვე სუნთქვის გაძნელება და თავის ტკივილი მეწყებოდა. საერთოდ ვეღარ გავიხსენე რატომ წამოვჭერით ეს თემა. წამით ჩავისუნთქე და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რაც მითხრა -მოიცა, შენც არავისთვის გიკოცნია? -ნუ სულელობ! - დაიბნა, დაიბნა, უკან შებრუნდა, შემდეგ ისევ ჩემსკენ შემობრუნდა. მისი სხეულის ენა ყველაფერზე მეტყველებდა, ფეხსაც წამდაუწუმ ათამაშებდა. -აღიარე! - არ ვიცი, რატომ ვიყავი შეპყრობილი ამ იდეით, მაგრამ უცნაურად ვგრძნობდი თავს. -რომც არ მეკოცნა არავისთვის, მერე რა! აქ ეგ არ არის მთავარი!უბრალოდ არასდროს მიკოცნია იმისთვის, ვინც მიყვარს და უცნაური შეგრძნება მაქვს, ისიც არ ვიცი მრთავ ნებას თუ არა! - ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიყურებდა. არ ვიცი, ალბათ ამიტომ აირჩია ჩემმა გულმა ის. ბიჭისგან, რომელიც პატარა ლეკვს ბურთს ურტყამდა, იქცა კაცად, რომელიც ჩემს ნებართვა ელოდა, რომ ეკოცნა. ჩემზე ზრუნავდა, ემოციური ინტელექტი ჰქონდა, სიყვარული შეეძლო და საკუთარი თავის გამოხატვის არ რცხვენოდა. გაიზარდა მისი ასაკისთვის ზედმეტად ჩამოყალიბებულ ადამიანად. თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი და ისე მაკვირდებოდა, არ ვიცი რას ხედავდა ჩემს სახეზე ამ სიბნელეში, მაგრამ მისი თვალები ანათებდნენ, ისე, მე რომ მიყვარდა. პატარა ციცინათლები დაქროდნენ სიყვარულის თაფლით სავსე მრგვალ, ჯადოსნურ ქილებში. მე კიდევ უფრო მივუახლოვდი, ნახევარი ნაბიჯიც არ მჭირდებოდი და მთლიანად შევერწყმებოდი მის ოქროსფერ სხივებს. -მე არ ვაპირებ ნებართვა გთხოვო! - კეფაზე ავუსრიალე ხელი ნახევარი თავით მაღალს და მივეკარი მის ვარდისფერ სიფრიფანა ბაგეებს. ვიგრძენი, როგორ დაეძაბა მთელი სხეული, როგორ დაეჭიმა კისერი და მთელი სახე, ჩემს წელზე შემოხეული ხელები. ისიც ვიგრძენი როგორ დაიწყეს ჩემი ტუჩების ნაპრალებიდან კანის ქვეშ მოძრაობა პაწაწინა ჭიანჭვლებმა და გავრცელდნენ მთელ სხეულში. მე მართლა ინსტინქტს მივყვებოდი, რადგან არ გამოდგა თეორიული ცოდნა საკმარისი. -ვაუ...- მხოლოდ ეს გავიგე. ვფიქრობ, იმდენად იყო დაბნეული, ვერ უყრიდა სათქმელს თავს. ვიცი, ასე იყო, რადგან მე ზუსტად მსგავსად ვგრძნობდი თავს -გაჩუმდი, გთხოვ! - მის გულზე მქონდა თავი მიყრდნობილი, ხელებს წელზე ვგრძნობდი, სუნთქვას შუბლზე. წამი არ იყო გასული სიცილი რომ დაიწყო. ნეტავ თქვენც მოგესმინათ, როგორ გულიანად იცინოდა. მიუხედავად იმისა, რომ სირცხვილისა და უხერხულობის საზომი უმაღლეს ნიშნულზე გაჩერებულიყო, მაინც გამეღიმა. მისი კულულების ანცად ცეკვა და ლოყაზე ლამაზი ფოსოები რომ წარმოვიგინე, ყველაფერი ერთბაშად გაქრა. -ახლა გავბრაზდები! - მიხვდა, რომ თუ ვამბობდი მართლა გავბრაზდებოდი და ეს მის კულულებს არ აძლევდა ხელს. ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა ისევ, მხრებზე მომხვია ხელი და გზის გაგრძელება მაიძულა. ისევ ეცინებოდა. -მაპატიე, ვიცი, ძალიან ცუდად მოვიქეცი და შენი პირველი კოცნა ასეთი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ვერ ვიჯერებ, რომ შენ მაკოცე - ისევ ეცინებოდა. მგონი სიმწრის სიცილი იყო და საერთოდ არ ხალისობდა წუთისწინანდელით. მეც გავბედე რატომღაც და ხელი მოვხვიე წელზე. მთაწმინდიდან ახალ ჩამოსულები ვიყავით და ფეხით მივსეირნობდით თავისუფლების მოედანზე, შედგა ჩვენი პირველი პაემანი. ეზოში ერთად შევედით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველანაირი ფიზიკური კონტაქტი დავივიწყეთ. მეზობლებს ან ოჯახს რომ დავენახეთ, აი მერე უნდა გამოვეგლოვეთ ჩვენებს ორივე ერთად... რაღაცებს მეჩურჩულებდა გიორგი, ისევ მაიმუნობდა. ვერ გავაგებინე, რომ ასე თუ გააგრძელებდა დაინახავდნენ რაღაცას. აი მაგალითად კიბეზე მდგარი ელენე, რომელიც რატომღაც ხელს გვიქნევდა. ელენე გვიქნევდა ხელს... ალბათ მის ძმას ეძახის-მეთქი და გვერდის ავლა გადავწყვიტე. -ქეთი, ორი წუთი დამითმე, გთხოვ! - ისევ საქმის გარჩევას აპირებდა?არ მქონდა ამის ხასიათი რატომღაც. გიორგი გაკვირვებული იყურებდა. ისიც აქ იყო, არა მგონია ელენეს თავისებური გაებედა. -გისმენ...- არ ვიყვი დარწმუნებული, უნდა მომესმინა თუ არა. ორი საფეხურით მაღლა იდგა თავად. გიორგი კიბის მოაჯირს გარეთა მხრიდან დაეყრდნო. სამივე ერთმანეთს შევცქეროდით. -მე არ ველოდები, რომ მაპატიებ და არ მექნება იმის ილუზია, რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძლდება. მაგრამ პირველ რიგში, შენთან და შემდეგ ჩემს თავთან უნდა ვიყო მართალი. ყველა ჩემი სიტყვისთვის, ყოველი ჩემი საქცილისთვის ბოდიშს გიხდი. არა უბრალოდ ბოდიშს კი არ გიხდი, ვიცი უსინდისო, უმადური და საშინელი ადამიანი და მეგობარი ვიყავი და არ ვიმართლებ თავს.- ინსტინქტურად შევხედე თვალებანთებულ გიორგის. დაბნეულობისგან ყველა სიტყვა ამომიფრინდა გონებიდან - მე მაპატიე, რომ ის დაგაბრალე რაც არ გეკუთვნოდა. ვწუხვარ, რომ ეგოისტურად ყველა საიდუმლო გავამხილე, ყველა შენი გულის ტკივილი ვახსენე სხვებთან და ისეთებიც ვიკადრე, რაც ბოლო დონის ადამიანად მხდის - ტიროდა ელენე. შუბშეჭმუხნული უცქერდა ძმა მას. ვერ ვიკრებდი გონებას, რომ მომეფიქრებინა რა მეთქვა მისთვის - ელენე, ეს...არ ვიცი... ცოტა უცნაურია! - ინსინქტურად შევხედე გიორგის. მიღიმოდა ის, სამყაროს მჩუქნიდა, გულში მიკრავდა თავისი მზერით. -არ მაქვს უფლება მოვითხოვო პატიება და მეგობრობა შენგან, მაგრამ გთხოვ ეცადე მაინც...დაფიქრდი, გთხოვ.- ხელები უკანკალებდა, სუნთქვა უჭირდა. ვიცნობდი მას, უჭირდა ყოველი სტყვის წარმოთქმა, შეცდომის აღიარება. -ვეცდები გაპტიო და დავივიწყო. მაგრამ პირობას ვერ მოგცემ, რომ იმ სიტყვებს და ქმედებებს ბოლომდე ამოვშლი, ისევ ისე გენდობი და ისევ ისეთი ურთიერთობა გვექნება! - რაც არ უნდა ექვა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, იმ ტკივილს ვერ ვაპატიებდი ასე ადვილდ. ვერც დაღად დასმულ მის ქმედებებს, ვერც სულზე ამოშანთულ მის მაშინდელ სიძულვილს. ხელზე ვიგრძენი გიორგის ხელი. დავინახე მეორე თავისი დისთვის ჩაეკიდა. ის გვაკავშირებდა ჩვენ -უბრლოდ თავს ნუ ამარიდებ. მიუხედავად ყველაფრისა, გქონდეს ჩემი იმედი. ნუ გახვალ ოთახიდან, როცა დამინახავ! -თავი დავუქნიე. ნდობა ნამდვილად გამიჭირდებოდა - მიხარია თქვენ გამო, მართლა ოღონდ! -ოდნავ გაიღიმა ნამტირალევი თვალებით გულში რაღაც ჩამწყდა. -მადლობა! - იყო მშვიდი პასუხი და ჩამოწოლილი სიმშვიდე. - მე... არ ვიცი... მართლა აღარ ვიცი, მეტი როგორ გითხრა სათქმელი! - მართლა ნანობდა, იცით, მიხაროდა რაღაცნაირად, რომ გონს მოეგო. ოდნავ მოვუჭირე ჩაჭიდულ ხელზე გიორგის, ვანიშნე რამე ექნა და გაეფნტა ეს უხერხულობა. ისიც წამსვე გასწორდა წელში, თითქოს გამოფხიზლდაო -აბა, ნეკი-ნეკისა. ავედით ახლა სახლებში! - ტაში შემოკრა და თავადაც გაიკრიჭა ორივემ რომ გავიღიმეთ, მე -ოდნავ, ელენემ-შესამჩნევად. -ჩვენთან წავედით. ყველა აქ არის, ქეიფობენ! - ვცნობდი ელენეს ამ ეშმაკურ მზერას. სხვათაშორის, ეს მზერა აერთიანებდა სამივე და-ძმას. -რა ხდება? - ლამაზად შეკრა წარბები გიორგიმ. ასე რომ აკეთებდა, მინდოდა წარბებს შორის გაჩენილ პატარა ნაოჭზე მეკოცნა. მაგრამ ჯერ ნამდვილად არ ვიყავი ამისთვის მზად, ისედაც ვერ გადავხარშე ის კოცნა. ფიქრიც კი არ მინდოდა ამაზე-მრცხვენოდა ჩემი გამოჩენილი გამბედაობის -შორენას და ნანის შერიგება აღნიშნავენ - ჩაიკისკისა ელენემ -რაა? - არადა პირველი აპრილი დიდი ხნის წინ იყო, რანაირად ხუმრობდა ეს გოგო. -წამოდით, ნახეთ თქვენი თვალით. თავისი ხელით მოამზადეს ყველაფერი ერთად, ერთ სამზარეულოში. - უსიტყვოდ ავეკიდეთ ორივე უკან წინ მიმავალ ელენეს და თან იმას ვფიქრობდით, რა ჯანდაბა ხდებოდა სიცილ-კისკის-როხროხის ხმა კარში შესვლამდეც მოისმოდა. მამას ხმაც ვიცანი, გიტარი სიმების ჟღერადობაზე შემაჟრჟოლა. შვილის გარდაცვალების შემდეგ არ დაუკრავს და უმღერია საოცარი ნიჭის მქონე მამაჩემს. ხელი ჩვჭიდე უკან მომავლს და შეშინებული თვალებით შვხედე. თითქმის მისაღებში ვიყავით. მან თვალებით მანუგეშა, ისიც დავინახე როგორ გაკრთა პატარა სხივი მათში და თითქოს ძალაც მომცა. ოთახში რომ შევედი პირველი მომღერალი მამაჩემი დავინახე გიტარით ხელში და თვალები ამიცრემლიანდა. ბავშვობა გამახსენდა, მომღიმარი მამა, ახლგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ნახშირივით შავი თმით და პრიალა სახით. შემდეგ ალაგ-ალაგ დათოვლილს შევხედე, ელვასავით დაკლაკნილი რამდენიმე ნაოჭი რომ ფარავდა სახეზე სხვადასხვა ადგილს. გამიღიმა და სიმღერა გააგრძელა. მის გვერდით ნიკოლოზი იჯდა, ხანდახან ჰყვებოდ მამას სიმღრაში ჩვენი დევკაციც. ძალიან მაღალი, პუტკუნა კაცი იყო, მელოტი თავი მისი სავიზიტო ბარათად ქცეულიყო. რამდენჯერმე მომისმენია, როგორ ახელებდა დემეტრე შენს თავზე კარგი სარკე არ არსებობსო. მასზე კეთილი თვალები არავისზე მინახავს. პაწაწუნა ბრწყინავი წერტილები დარბოდნენ მის ნახშირივით სავსე მრგვალ სფეროებში. კეთილი დევკაცი იყო ჩემი გიორგის მამა. თორნიკე ეჯდა გვერდით ნიკოლოზს, ჩემი უფროსი ძმა. უცნაურად მიყვარდა იგი. ჩემი სულის ნაწილი იყო, ასე მეგონა. თავისი არანორმალურად დიდი ტორებით დამიჭერდა ხოლმე და გულისწასვლამდე მიღიტინებდა, მკბენდა, მაწვალებდა. ბოლოს როცა ცუდად გავხდებოდა თავადვე მომაწოდებდ წყალს და მომაცოცხლებდა ანერვიულეული. კეთილი გული, სულელი თვალები და მამასგან განსხვავებით ვირივით ყროყინა ხმა ჰქონდა ჩემს ძმას. თორნიკე გინახავთ დემეტრეს გარეშე? ხოდა გამოიცანით ვის უმშვენებდა გვერდს ბატონი? რა თქმა უნდა, ჩემს ძამიკოს. მამასავით აწოწილი, მაგრამ გახდარი ბიჭი იყო ჩვენი დემეტრე. ისიც თვალებციმციმა, მუდამ ბედნიერი ღიმილით და მომაჯადოებელი სახით. ერთხელ მითხრა: ისე მიყვარხარ, მეგან ფოქსმა რომ დამანამუსოს, მაინც შენს მხარს დავიჭერო. ასეთი თბილი გული და უცნაური იუმორი ჰქონდა ძმობილს. ელენე ეხუტებოდა ძმას. მიყვარდა მაინც, მიხედავად მისი ქცევისა, მიუხედავად ჩვენი წარსულისა. დაბალი ტანის, საოცრად ლამაზი ფორმების, ქერათმიანი, მამასავით შავთვლება გოგო იყო ელენე. მისი მზერა ნებისმიერს აჯადოებდა. მეც მომაჯადოვა ერთხელ ბავშვობაში, ჩემთან თამაში რომ მოინდომა სხვების ნაცვლად. ჩემი პირველი მეგობარი, ჩემი პირველი საიდუმლო, ჩემი პირველი ნდობა, ჩემი პირველი იმედგაცრუება. ჩემი ყველაზე ტკბილი წარსული იყო ელენე. ცისომ ხელი ეშმაკურად დაგვიქნია და მასსა და მამას შორის გაგვითავისუფლა ორი სკამი ახალშემოსულებს. მამა ჯერ კიდევ თავდავიწყებით უკრავდა გიტარაზე. ცისო ჩემთვის მოვლენილი სასწაული. ბებო, რომელიც არასდროს მყოლია. უფროსი მეგობარი, რომელიც არ იშურებდა ყველაზე ძვირფასსაც კი. ჩემი ნომერ პირველი ფანი და გულშემატკივარი. სიყვარულით სავსე თვალებითა და სითბოთი სავსე სულით. ჩვენდა გასაოცრად მაგიდის ბოლოში ადგილი ჩვენს დედებს დაეკავებინათ. ერთად ისხდნენ, გვერდიგვერდ. მამას ჰყვებოდნენ სიმღერაში და ხანდახან ერმანეთსაც გადახედავდნენ ხოლმე. რაღაც უცნობი კიაფობდა მათ თვალებში. ძლიერი იყო, სიცოცხლითა და გრძნობით სავსე დედაჩემი-შორენა. ყორანივით შავი თმა და ტუჩთან დასკუპული ხალი მის ღიმილს უფრო გამოკვეთდა. ტკბილი იყო მისი კოცნა, მანუგეშებელი ჩახუტება და იმედიანი მისი არებობა ჩემს ცხოვრებაში. ქარის მოტანილ ზაფხულის სურნელს ჰგავდა მისი ხმა, სიტკბოთი სავსე. გაგიკვირდებათ და ძალიან ჰგავდა ნანი დედას. ერთნაირი იმპულსები მოჰქონდა მათ არსებობას ჩემამდე. ქერათმიანი, ცხვირდაკოსილი ქალი იყო ჩვენი ნანი. ფერადი სარაფნების ჩაცმა უყვარდა და სილაღეს ავრცელებდ გარშემო. გაზაფხულს ჰგავდა. დედაჩემის შემდეგ ნანისთან ვგრძნობდი თავს ყველაზე ,,შვილურად’’. შემაჟრჟოლებლად საოცარი იყო ის გარემო და მელანქოლიურად მტკივნეული იმ ხალხის ჩემს ცხოვრებაში არსებობა. -ნახეთ ერთი ვინ მოსულა! კიდევ დიდანს იდგებით მანდ? - ხელი დაგვიქნია ნიკოლოზმა და მე და გორგიც მორჩილად შევედით სახლში, ცისოს გთავისუფლებული სკამები დვიკავეთ. უცნაურად ვგრძნობდი თავს, გიორგი მეჯდა გვერდით. ყველა უცნაურად გვიყურებდა. თორნიკე წარბებს მითამაებდა, რაღაცას მნიშნებდა, დემეტრე ჩუმად გაცინებას ცდილობდა, წამში სამჯერ ურტყამდა გვერდიდან ხელს ნიკოლოზი. აქ რაღაც ხდებოდა! -ბიჭო, გიორგი, მე და შენ მეგონა ვძმაკცობდით - თვალი უჩუმრად გავაპარე გვერდით მჯდომისკენ. ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. მგონი იციან! -ჰო, აბა რა! - მე ვიცნობდი გიორგის, არ იყო ეს მისი ყველაზე თავდჯერებული ტონი. -მერე ბიჭო ქალიშვილის ახევა რომელი ძმაკაცობა გგონია შენ ჰა?- სერიოზული იყო მამაჩემის ხმა. ცოტა მაკლდა ტირილამდე. რატომ იცინოდა ყველა? ცოტა ნასვამი იყო მამა და ძალიან სერიოზული, როგორც ყოველთვის. დედას გავხედე ინსტინქტურად. გამიღიმა თბილად და თავი გამიქნია -მგონი დამამშვიდა. გიორგის შევხედე ისევ. ნერვიულობდა, ძალიან ეტყობოდა, დაძაბლი იჯდა. მეცოდებოდა მას რატომ უნდა გაეცა მამაჩემისვის პასუხი მარტოს? მეც ,,ვართმევდი’’ შვილს ნიკოლოზს. -მამა!..- ვცადე რამე მეთქვა. არ დამაცადა, ხელი ამიწია იმის ნიშნად გაჩუმდიო და ისევ ჩუმად მყოფ, ანერვიულებულ, მაგრამ სერიოზულად მჯდომ გიორგის მიუბრუნდა. -რატომ ეჩხუბები? ან რას ქვია გართმევს, ან რა საქმეს ურჩევ? ცოდოა, ნახე როგორ გიყურებს! - არ ვიცი, როგორ გავბედე მამასთან ასე საუბარი, მე მასთან ბიჭის უბრალო ხსენებასაც ხომ ვერიდებოდი- მრცხვენოდა მისი. წამით გაჩუმდა ყველა. მამას სახე დაეძაბა. გიორგის რომ შევხედე იღიმოდა. მომაკვდინებლად მეკრიჭებოდა, მე რომ ვგიჟდებოდი ისე. -ეს გამომართვი - ღვინით სავსე ყანწი გაუწოდ მამამ. ცხრაჯერ ვიცვალე ფერი, ქამელეონს დაემსგავსა გიორგიც. - ჩემს შვილს ჯერ ჩემთვის უარიც კი არაფრზე უთქვამს. ახლა კი ზის და ბიჭის გამო მეწინააღმდეგება. მგონი ჯობია ნიკოლოზს დავუთმო გზა. - ოდნავ ღიმილი შეპარა მამას - ეს ყანწი გამოცალე და თავს განებებ. როგორც ჩანს, იქეთ ,,აახია’’ მამაშენს შენი თავი ჩემმა ალქაჯმა გოგომ. სიტყვას არ გაცდის და სიყვარულის ახსნას დაგანებებდა? - თავი გააქნია მამამ და გაეცინა. სახტად დამტოვა. ვიგრძენი, როგორ გამიშრა პირი. ვიგძენი, როგორ გამეოფლა ხელები. მგონი მამაჩემი მეღადავებოდა. იცინოდა ყველა, გიორგი გამწარებული სვამდა ყანწით ღვინოს მამაპაპურად. მე რატომღაც არ მეცინებოდა. -მიხო ძია, მე მანამდე მიყვარდა თქვენი გოგო, სანამ თქვენი ძმაკაცი გავხდებოდი. - ცარიელი ყანწი გაუწოდა და თვალი ჯერ სიამაყით აღვსილ მამას გაუსწორა, მერე მე შემომხედა. თვალებით სიმშვიდე მომგვარა. ბოლოს მამასაც გაუსწორა მზერა. ფეხზე წამოდგა მამაჩემი, თითქოს ფიქრობსო შეყოყმანდა შემდეგ ხელი გაუწოდა გიორგის და პასუხადაც იგივე რომ მიიღო ცერად გამომხედა. ჩემი ცხრამეტი წლის შეყვარებულს მამაჩემი პირობად ქცეულ ხელს ართმევდა. ოხ ეს დრამის მოყვარული კაცები! თორნიკე და დემეტრე რაღაცას ჩურჩულებდნენ როგორც ყოველთვის. ისევ დაგვცინოდნენ, ან მე, ან მამას, ან გიორგის. ან სამივეს ერთად. -იცოდე, აწი შენ ხარ პასუხისმგებელი!.. -მამაა...- ჩემი წამოყვირება რატომღაც სასაცილო იყო მათთვის და ეს პატრა სპექტაკლი არა. თინეიჯერს შეყვარებული ვერ მყოლია საიდუმლოდ. სუფრების, ნებართვების და დალოცვების გარეშე. -ქეთო, ჩვენი ჯერია - თვალი ჩამიკრა ნანიმ. სასიამოვნო სიცილით აივსო ოთახი. ბედნიერებას ვგრძნობდი უსაზღვროს და გიორგის ჩაჭიდებულ მარჯვენას ჩემს მარცხენაზე. მაშინ უკვე ვიცოდი... მაშინ უკვე ვაფასებდი... მაშინ უკვე მიყვარდა... მაშინ უკვე ვაღმერთებდი… ფურცელზე სახელდახელოდ აკრეფილ რამდენიმე და ცოტა მეტ აბზაცს, მეგობრებად ქცეულ უცნობებსა და მშველელად ქცეულ მტრებზე. მაშინ უკვე ვიაზრებდი... მაშინ უკვე ვიჩემებდი... მაშინ უკვე მეძვირფასებოდა... აბზაცები, რომლებიც აქ არ დასრულებულა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



