შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეზობლად(სრულად)


21-06-2026, 11:59
ნანახია 305

როდესაც ერთმანეთს პირველად შევხვდით, მე 6 დღის, ის კი 6 წლის იყო. დღენაკლულ თვეს, დღენაკლული დავიბადე. თეოდორე არჩვაძის დაბადების დღემდე 13 დღით ადრე. როგორც ამბობდა, მისი დაბადების დღის საჩუქარი ვიყავი.
ჩემს მოპირდაპირედ ცხოვრობდა, ჩვენი აივნები პატარა კარით იყოფოდა და როცა სურდა გადმოსვლა აივნიდან ეპარებოდა ჩვენთან დედამისს.
ხშირად იყო ჩვენს სახლში, ჩემს დაბადებამდე დაიწყო ყველაფერი. დედას ძალიან უყვარდა. როდესაც დედიკო ორცხობილებს ან კექსს გამოაცხობდა, პირველ რიგში თედოს ეძახდა. უზომოდ უყვარდა იაკოს თედო, ჩემზე ორსულობის და დაბადების შემდეგაც არ შეცვლილა ეს სიყვარული.
ბევრ რამეს მიყვებიან, ბევრ რამეს კი მე ვუყურებდი დედას გადაღებულ ვიდეოებზე..
კადრში 6 ბიჭუნა ჩანს, ეს თედოა, რომელიც დედას გვერდით ზის, გაბერილ მუცელზე ხელს ადებს და იქ მყოფ პატარა არსებას ზღაპარს უყვება მთელი მონდომებით, ინტონაციით, ემოციებით.
კადრში მამაც გამოჩნდა, თედოს თავზე აკოცა, შემდეგ დედასკენ გადმოიხარა, ალბათ მასაც აკოცა და ბოლოს მე..
-მოწონს თედო შენი წაკითხული ზღაპრები? ეკითხება მამა
-კი გია ბიძია, ფეხს ან ხელს ურტყამს მუცელს როცა ვესაუბრები
-შენი აზრით გოგო იქნება თუ ბიჭი?
-მგონი გოგო იქნება, ნეტა ჩემს დაბადების დღემდე დაიბადოს, ჩემი საჩუქარი იქნება.
-ო, თედო, ძალიან ადრეა ჯერ, კიდევ 1 თვე უნდა მოიცადოს აქ.-უპასუხა დედამ.
-თედო, სახელის შერჩევაში დაგვეხმარები? მე და იაკო ზედმეტად გავიჭედეთ სახელებში- კითხა მამამ
-ბიჭი თუ იქნება მათე ან ლუკა მაგრამ გოგო თუ დაიბადება, კესანე ან ლალეინა მოუხდება.

ასე ამ ვიდეოს ნაწყვეტით გავიგე რომ სახელი ბატონმა თეოდორმა შემირჩია.

9 თებერვალი:2000 წელი.
მისაღებში, ფანჯარასთან იდგა თედო და ცქმუტავდა, ვერ ისვენებდა. პატარა გოგონას ელოდა, მთელი სულით და გულით, ეიფორიაში იყო, შეპირნენ რომ ხელში დააჭერინებდნენ. და აი მოვიდნენ სახლში პატარა გოგონა თავისი მშობლებით, პირველი თედოსთან მიიყვანეს და გააცნეს.
-დე, გაიცანი ეს თეოდორეა, შენი საუკეთესო მეგობარი იქნება.
-თეოდორ ეს კესანეა, გინდა დაიჭირო? ბიჭს გული გამალებით უცემდა, ისე ძლიერად, ეგონა რომ საგულედან ამოუვარდებოდა, ხელები უოფლიანდებოდა.
-თუ შეიძლება კი.
იაკომ გოგონა ფრთხილად გადაიყვანა თედოს ხელებში. ბიჭი გაოცებული უყურებდა პატარა ციცქნა გოგონას, რომელიც სულ 2 კილო იყო. გულში იმხელა სითბო ჩაეღვარა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვა.

გადიოდა წლები, თედო ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, პირველი არა მაგრამ მესამე სიტყვა ნამდვილად იყო დედო(თედო). ჩემი პირველი ნაბიჯებიც მისკენ იყო გადადგმული. ბაღში წასვლის პირველ დღეს ჩემს გვერდით იყო. ყოველთვის ჩემს სიმშვიდეს იცავდა, არავის აძლევდა უფლებას რომ ჩემთვის ეწყენინებია. პრინცესასავით მექცეოდა და ამბობდა კიდეც პრინცესა ხარო. უმიზეზოდ მჩუქნიდა ეზოში დაკრეფილ ყვავილებს. ყოველ ზაფხულს სოფელში მიდიოდა და ეს ყველაზე მტანჯველი სამი თვე იყო.
როდესაც სკოლაში წავედი თედომ ხელი ჩამკიდა, მის კლასში მიმიყვანა პირდაპირ და მითხრა: კეს, თუ ვინმე გაწყენინებს, მოგწიწკნის ან უბრალოდ თავს მარტო იგრძნობ,ეგრევე აქ მოხვალ, ჩემთან. შემდეგ ჩემი კლასისკენ წამიყვანა და მასწავლებელს ჩააბარა ჩემი თავი.. ის უკვე დიდი იყო 13 წლის მაგრამ ასაკის კვალობაზე მუდამ სერიოზული იყო. ერთადერთი ჩემთან ღიმილს ვერასდროს იკავებდა. ტუჩები თავისით გაურბოდა. რთული ბავშვი იყო, ხან ძალიან მებუტებოდა მაგრამ შემდეგ მთელი გულით მეხუტებოდა. მისი ყველას ეშინოდა და ვერავინ მესაუბრებოდა ზედმეტად.
ასე გადიოდა წლები ერთმანეთის მხარდამხარ.. მხოლოდ ზაფხულში ვშორდებოდით ერთმანეთს.. ყოველთვის კარისკენ მქონდა თვალები რომ მოვიდოდა..

02.05.2015
-თედოო-თან კარზე ვაზარებდი, თან მის სახელს გავჰყვიროდი.
-კესანე, შემოდი შვილო. თედო ტელეფონზე საუბრობს და გამოვა.
-ნინო დეიდა, რა გემრიელი სურნელია, რას აკეთებთ?
-ბლინები გავაკეთე, მოდი ჩაისაც გაგიმზადებ, არ გისაუზმია ალბათ ჯერ.
-არა არ მისაუზმია, თედო დამპირდა დღეს გამომყვებოდა ქალაქში, დედა მარტო არ მიშვებს, ხალხმრავლობა იქნება და დაიკარგებიო.
-მოკლედ ყოველთვის პანიკიორობს.
-დიახ, თან სულ უბრალოდ,15 წლის ვარ უკვე. რა უჭირს თუ ჩემს მეგობრებთან ერთად გავალ და დავესწრები ღონისძიებებს და კონცერტს? ისე ამდენ ხანს ვის ელაპარაკება თედო?
-სამსახურის თაობაზე ურეკავენ, თბილისში ჩემმა ბიძაშვილის ცოლმა უშოვა რაღაც სამსახური და სატელეფონო ინტერვიუ თუ რაღაც არისო, არვიცი.
-მოიცა ნინო დეიდა, შეიძლება თედო თბილისში წავიდეს საცხოვრებლად?
-კი, იმედია გამოვა თორე აქ არაფერია ნორმალური, ამდენი წელი ისწავლა და წესიერი ანაზღაურება მაინც ხომ უნდა ქონდეს.
მეგონა სუნთქვას ვეღარ შევძლებდი, ვიაზრებდი, რომ წავიდოდა და ვეღარ ვნახავდი ყოველდღე. თვალები ამეწვა, ვეცადე ტირილი შემეკავებინა, მაგრამ ამ დროს თედო შემოვიდა.
-ადრე გაგიღვიძია კეს.
-რა გითხრეს დედი?
-1 კვირაში ვიწყებ, ზეგ წავალ და დროებით გიგისთან დავრჩები, იმედია მალე ვნახავ რამე წესიერ ბინას, რომ ვიქირაო.
ყოველთვის, ყველაზე ნაკლებად, ემოციების დამალვა მეხერხებოდა და ტუჩზე კბენაც ვეღარ შველოდა ახლა ჩემს ემოციებს. ჯერ ცრემლი ჩამოგორდა შემდეგ ტირილის ხმაც ამომხდა.
-კეს ტირი? რატომ ტირი? რამე გტკივა? ცუდად ხარ?
-იმიტომ რომ მტოვებ. იქ ახალ მეგობრებს გაიჩენ, შეყვარებულსაც, მე სულ აღარ გემახსოვრები. პატარა თინეიჯერთან რაღა გესაქმება სამეგობროდ. -სლუკუნით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ცრემლების წმენდით ვპასუხობდი თედოს.
-შე სულელო ბავშვო. შენ რანაირად დამავიწყდები. ხომ იცი განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს ჩემს გულში.
-მპირდები რომ არ დამივიწყებ?
-გპირდები კეს.
წასვლის დღეს ისე ვეხუტებოდი და ვემშვიდობებოდი, თითქოს ქალაქიდან კი არა ქვეყნიდან მიდიოდა და წლები ვეღარ ვნახავდი.
დრო ისე გადიოდა თედო წესიერად ვერ ჩამოდიოდა. მე გაკვეთილებზე ვიყავი კონცენტრირებული, ის სამსახურზე. ჩვენი სატელეფონო კონტაქტი ჯერ კვირაში ორჯერ იყო, შემდეგ ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ თვეში ერთხელ. ჩამოსვლის შუალედებიც თანდათან იზრდებოდა და ვხვდებოდი რამდენად ვშორდებოდით ერთმანეთს.
ერთ ახალწელს ზუსტად ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. თედოს ჩამოსვლისთვის ვემზადებოდით, მის სახლში მთელი სამზადისი იყო და რა თქმა უნდა მეც საქმეში ვიყავი ჩართული. უკვე 17 წლის ვიყავი, ცოტა პრანჭია თინეიჯერი. თედო ბოლო 6თვე არ მყავდა ნანახი და ვღელავდი. ზარის ხმაზე გავიქეცი ბედნიერმა, კარი გავაღე, მაგრამ მთელი განწყობა გაქრა, როცა მასთან ერთად ხელჩაკიდებული მომღიმარი გოგონა დავინახე.
-კეს როგორ ხარ?- ისე მკითხა და გადამკოცნა თითქოს უბრალოდ ნაცნობი ვიყავი.
-კარგად თეოდორე, შენ? მობრძანდით, შენი სახლია შემოპატიჟება არ უნდა გჭირდებოდეს.
-კეს გაიცანი ეს ლიკა არის, ჩემი შეყვარებული. ლიკა ეს კესანეა ვისზეც გიყვებოდი.
-სასიამოვნოა. -ცივად ვუპასუხე და მისი გამოწვდილი ხელი დავაიგნორე.
უცებ ყველა მათ გარშემო შეიკრიბა და რადგანაც შეუმჩნეველი გავხდი, სახლში გავედი, ტანსაცმი ჩავალაგე და ბებოსთან გავიპარე. ვბრაზობდი ძალიან, მაგრამ რატომ ვერ ვხვდებოდი. რა მნიშვნელობა ქონდა მას ეყოლებოდა თუ არა ვინმე, ჩვენ ხომ უბრალოდ ერთად გავიზარდეთ, უბრალოდ ჩემს წინ ცხოვრობდა.
მისმა ბედნიერმა სახემ გული მატკინა და ამან კიდევ მეტად მატკინა გული. ვერ ავიტანე სხვას რომ უღიმოდა ისე როგორც მე. როგორ ბედავდა სხვისთვის გაღიმებას იმ ღიმილით რომლითაც მხოლოდ მე მასაჩუქრებდა წლები, დაბადებიდან.
1 კვირა გავატარე ბებოსთან და ისიც ტირილში. ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა მაგრამ ბებო ყველაფერს მიხვდა. გულში მიკრავდა და მამშვიდებდა.
-ბავშვური და პირველი სიყვარული ყოველთვის ასეა ბებო გენაცვალოს შენ. გული არ გაიტეხო, გამოჩნდება ვიღაც და ისე შეგიყვარდება რომ გადაგავიწყდება თედო, ის ღიმილი და ის გოგოც. შენ მოგიკვდა შენი ბებია, როგორ ტირი ხარ ჩემო თვალისჩინო.
ამაზე უფრო ავტირდი,არმინდოდა მისი გადავიწყება.

ზაფხულში, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა უკვე 18 ვიყავი, ჩემს კლასელს ვუთხარი მომწონხარ და ჩემი შეყვარებული უნდა იყო არმაინტერესებსთქო. ვიცოდი მოვწონდი ამიტომაც უკან არ დავიხიე. თედოს და მისი საცოლის ჩამოსვლის შესახებ ვიცოდი. საცოლის ოჯახი მოიპატიჟეს თბილისიდან და რათქმაუნდა როგორც ერთი ოჯახივით მყოფებს დაგვიძახეს, უნდოდათ ერთად გაგვეზიარა მათი სიხარული. მეც არც ვაციე არც ვაცხელე და ჩემს ახალ გამომცხვარ შეყვარებულთან ერთად მივედი. ჩემი მშობლები იცნობდნენ, მეხუთე კლასიდან ერთად ვიყავით.
მაგრამ როცა შევედი ხელჩაკიდებული, როგორც მაშინ თედო და ლიკა შემოვიდნენ, მისი ღიმილი წამში გაქრა.. მის სახეზე ძალით ღიმილის, გაკვირვების და ამოუცნობი ემოციების ნაზავი იკითხებოდა, მე კი ისე ვიღიმოდი თითქოს მსოფლიოში უბედნიერესი გოგო ვიყავი. ვიყავი, ოღინდ სამაგიეროს გადახდის გამო. ვხედავდი მის სახეს და თავს გამარჯვებულად ვგრძნობდი.
-მოდი ამ ჭიქით თედოს და კესანეს სიყვარულს გაუმარჯოს. -გაისმა თამადას ხმა. -და-ძმასავით ერთად გაიზარდნენ.. საკუთარი შვილისგან არ არჩევდნენ იაკო და გია მას.
ტვინში დამარტყა. გავშეშდი. გავბრაზდი, წამოვხტი და დავიყვირე:
და-ძმასავით არ გავზრდილვართ და არც ძმად აღვიქვამ მას! ერთად გავიზარდეთ, მეზობლად და მორჩა. ნახვამდის. და თან გავიქეცი სახლში. ისევ მამაჩემმა გადაიტანა სადღეგრძელო და მიხსნა არ არასასიამოვნო სიტუაციისგან.
აივნის კარზე კაკუნის ხმა იყო, ვიცოდი ის იქნებოდა და მეშინოდა. ხმას არ ვცემდი, ფარდები ჩამოფარებული მქონდა და სუნთქვასაც კი ვიკავებდი.
ჩემი მშობლები მიხვდნენ რომ ეს უბრალოდ მეგობრობა ან ბავშვური ეგოისტობა არიყო. ეს იყო მათი პატარა გოგონას პირველი სიყვარული, პირველი იმედგაცრუება, ტკივილი. ისინი ვერ ბრაზობდა ვერც შვილზე, ვერც თედოზე. მხოლოდ თავიანთ თავზე. ვერ მიხვდნენ, როდის გამოეპარათ შვილის გრძნობები.
ამ ამბის შემდეგ, მათი ოჯახი სოფელში გადავიდა, სახლი გაყიდეს და სამუდამოდ გაიყარა ჩვენი გზები და აღარ შევხვედრილვართ.
მე 19წლის ვიყავი როცა ქორწილის შესახებ გავიგე. რათქმაუნდა დაგვპატიჟეს მაგრამ უარი განვაცხადე წასვლაზე. სექტემბერში იყო მაგ დროს უკვე გერმანიაში მიწევდა ყოფნა და იდეალური მიზეზი იყო. არცერთი სოციალური ქსელი მქონდა, ვერსად ვკონტაქტობდით, მაგრამ დაბადების დღე, ქალთა დღე, ახალი წელი მისი საჩუქრების და თაიგულის გარეშე არ გადიოდა. ამაზე მეტად ვბრაზობდი, რატომ ცდილობდა ამ ყველაფერს, განა ვერ ხვდებოდა რომ მას როგორც მხოლოდ უფროს მეგობარს, მეზობელს ისე არ ვუყურებდი? მტკიოდა ეს იგნორი, თითქოს არაფერი მომხდარა 1 წლის წინ.
დედამ ერთ-ერთ ამანათში, თედოს ქორწილის ფოტოებიც ჩადო. რა უცნაურია, ვიღაც გიყვარს მაგრამ მისი ბედნიერება გტკივა. ვურებდი და ვამბობდი,მე რატომ შემიყვარებდა ვიღაც ბავშვს რომელსაც დაბადებიდან ხედავს და ლოგიკურია სხვანაირად ვერ შემომხედავდა. თან ასე ლამაზი ცოლი ყავს. აშკარად ძალიან უყვართ ერთმანეთი. თავის დამშვიდებას ყველანაირად ვცდილობდი.
წლები გადიოდა და მის ხსენებას ვუკლებდი მაგრამ არმასვენებდა მასზე ფიქრები, არ მასვენებდა მასზე სიზმრები.
6 წლის შემდეგ დადგა ის დღე როდესაც საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. როგორ იყო, რას შვრებოდა, შვილი ყავდა თუ არ ყავდა არც ვიცოდი,არც მეუბნებოდნენ არც ვკითხულობდი.
აფორიაქებული ვიყავი მთელი ფრენის მანძილზე. მენატრებოდა მშობლები, ქალაქი, ბავშვობის მეგობრები.

-დეე.. -გავიქეცი მონატრებული დედისკენ და ძლიერად ჩავეხუტე, როგორ მომენატრე ნეტა იცოდე დე.
-მგონი მე გადაგავიწყდი.
-შენ როგორ უნდა დამავიწყდე მამა. ისე მომნატრებია მათი სურნელი რომ ვერ ვშორდებოდი ვერცერთს.
უბანს ვუახლოვდებოდი და მთელმა ბავშვობამ თვალწინ გადაიარა.. ყველა მოგონებაში თედო იყო და ეს მაგიჟებდა.
-კეს, რაღაც უნდა გითხრათ. მითხრა უცებ დედამ
-რა ხდება?
- ჩვენი კარის მეზობლებმა ისევ გაყიდეს ბინა.
-ვა ახალი მეზობლების გაცნობა მომიწევს.
-იცნობ მას.
-ვინ არის?
-თეოდორემ იყიდა და 3 წელია აქ ცხოვრობს, ისევ ისე შემოდის ჩვენთან. ნაწყენია კონტაქტი დაკარგა ჩემთან ამდენი წელიაო.
-კარგი რა დედა.- ტუჩები დავბრიცე სატირლად. გერმანიაში დამაბრუნეთ რა. არ შემიძლია მის გვერდით ცხოვრება.
-ისევ გიყვარს?
-ჰო..


გული მიცემდა, ლიფტის გაჩერებაც კი მსურდა და საათობით იქ ყოფნა, ოღინდ ეს ნახვა ამერიდებინა თავიდან. სახლში შესულს მისაღებშივე შემეჩეხა, როგორც მაშინ როცა 6 დღის პატარა, უმწეო ბავშვი მიმიყვანეს სახლში, ისევ ისე ჩამიკრა ოღონდ არა სიფრთხილით, მთელი ძალით უხეშად მიხუტებდა, ცრემლები მახრჩობდა, მინდოდა მეტირა. ამდენ წლიანი განშორების, მის გარეშე გატარებული წლების შემდეგ ეს ჩახუტება ტყვიასაც გავდა და წამალსაც.
-როგორ გაბედე და არც კი მწერდი. როგორ გაბედე ჩემი ცხოვრებიდან გაქრობა. მე ხომ დაბადებიდან შენს გვერდით ვიყავი, შენს გვერდით ვიყავი ყოველი შენი ახალი ნაბიჯის გადადგმისას, შენი მიღწევებისას. მე გასწავლიდი ტაბულას, ანბანს, მე გიცავდი, მე მიყვარდი, როგორ წამართვი კიდევ მეტი ბედნიერი წელი, როგორ გაბედე და ქორწილის დღესაც კი არ მოხვედი.
დიდხანს ვიდექით ასე და ის ვერც კი ხვდებოდა, რომ ბავშვობიდან მე მასზე შეყვარებული ვიყავი, რომ ის ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარული იყო, და ეს ისე ძლიერ მტკიოდა რომ მინდოდა მეკივლა..
მის წინ აღარ იდგა 18 წლის კაპრიზული გოგო, რომელიც ბოლოს მის ოფიციალურ ნიშნობაზე ნახა, მის წინ ქალი იდგა, ზრდასრული 25 წლის ქალი.
-ლიკა სად არის ბატონო თეოდორე?
- უკვე ბატონი გავხდი და თან თეოდორე? წარბები შეკრა და დამიბღვირა ისე, როგორც ბავშვობაში მიბღვერდა. 4 წელია რაც დავშორდით.
ამის გაგონება მეწყინა მაგრამ თან ორმაგად გამიხარდა ეგოისტურად. გულში სიხარულისგან პეპლები დაფრინავდა. არ მომიწევდა მისი ყოველდღე დანახვა თუ როგორი ბედნიერი იყო სხვა ქალთან.
-სამწუხაროა. რა მოხდა?
-უბრალოდ ნაადრევი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ქორწინება. ხომ იცი რთული ხასიათი მაქვს, საკუთარ თავში ვიკეტები, საათობით შემიძლია ჩუმად ყოფნა და აირია რაღაცეები.
-გასაგებია და როგორ ხარ?
-ნორმალურად, მთავარია სახლი დავიბრუნე და არ გავუშვი ხელიდან მისი ყიდვის შანსი.
გადიოდა დღეები, ისევ ბავშვობა დაბრუნდა თითქოს, ისევ ჩვენთან ერთად ვახშმობდა უმეტესად, როცა რაიმე ცხვებოდა ჯერ მასთან მატანდა დედა შემდეგ მეც მრთავდა ნებას. ამასობაში ბაღში მუშაობაც დავიწყე, მაგრამ მაინც ბევრი დრო მქონდა მის შესამჩნევად.. ხშირად მპატიჟებოდა მუზეუმში, მშვიდ კაფეში, დავყავდი სამსახურში როცა წვიმდა. ბაგრატის ტაძრის ეზოში საათობით ვიჯექით და გავყურებდით განათებულ ქალაქს და ვარსკვლავებს. ის სიმშვიდე დამიბრუნა რომელიც ბოლო წლებია არ მღრისებია. უბრალოდ მისი არსებობა მაბედნიერებდა.
ასე გადიოდს დღეები, თვეები და მის მიმართ სიყვარული იმატებდა. მეგონა ერთ დღეს ვერ მოვითმენდი და მიავხლიდი თუ რა ძლიერ მიყვარს, თუ რამდენად მჭირდება მე მისი ჩახუტება.

-კეს, რას შვრები? -მომივიდა ტელეფონზე შეტყობინება
-ბავშვებს ვამზადებ სახლში გასაშვებად, შენ?
-უხასიათოდ ვარ და გინდა გვიან სადმე გავიდეთ?
-მწვანეყვავილაზე ავიდეთ მაშინ, თუ მიცვებულებს არ დავურღვევთ მყუდროებას :დ
- იმდენად ხშირად ვართ მანდ, ვიღაცას ან გარყვნილები ვეგონებით ან სატანისტები რომლმებიც რიტულებს ატარებენ. ))
-მომწონს ეგ ხედი, მამშვიდებს. თან არავინ დადის და არცერთი სულიერი არ მიშლის ხელს სიმშვიდით ტკბობაში )
მთელი გზა ვცდილობდი არ მივშტერებოდი, მაგრამ ცდას აზრი არ ქონდა, თვალები ისე გარბოდა მისკენ, აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებდი.
-მებოს ახალი სიმღერა ჩაუწერია, ჩავრთო?
-ტელეფონში ჩართე, რომ გადავალთ. წამო მოდი.
ისევ ისე მივყავდი, როგორც ბავშვობაში, ხელჩაკიდებული. ჩემს პულსს ეს ხელის ჩაკიდებაც კი აჩქარებდა და გავექეცი.
-მე მიგასწრებ თედო.
-ფრთხილად არ წამოკრა ფეხი რამეს.
ეკლესიის კართან დავჯექი და ზურგით მივეყრდენი, თან ტელეფონში სიმღერის მოძებნა დავიწყე. თედოც გვერდზე მომიჯდა და მხარზე მივადე თავი, სიმღერა ჩავრთე და თვალები დავხუჭე.
"შენზე ფიქრებს ვეღარ ვერევი.." სუნთქვა შემეკრა, თითქოს ჩემს მაგივრად სიმღერამ გადაწყვიტა თედოსთვის გრძნობების გამხელა. ვუსმენდი და მრგონა ჩემი გულის ცემა, მხოლოდ მას კი არა მთელ ქალაქს ესმოდა.სიმღერა თავიდან ირთვებოდა ყოველ ჯერზე და არ ვაპროტესტებდი. ორივე ვინარჩუნებდით სიჩუმეს, ვუსმენდით სიმღერას მაგრამ ნეტა თედო ვისზე ფიქრობდა ან რას ფიქრობდა.

უცნაურია სამყარო, ერთად გაიზარდნენ მაგრამ ერთს თავდავიწყებით უყვარდა როგორც მამაკაცი და მეორე მასში ისევ ბავშვს ხედავდა რომელსაც ზრუნვა სჭირდებოდა.
მაგრამ თითქოს თედო ნელ-ნელა იცვლებოდა. თითქოს კიდევ მეტად თბილი და ყურადღებიანი გახდა. როდესაც თაყვანისმცემელი გამომიჩნდა და თაიგულების გამოგზავნა დაიწყო, ვხედავდი როგორ ღიზიანდებოდა, ხასიათი ეცვლებოდა, აღარ საუბრობდა და დისტანცირდებოდა. ისევ ბავშვივით მებუტებოდა.
ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებული, ლიფტიდან გამოვედი და ჩვეული სურათი დამხვდა: თედო თავისი ბინის კარს მიყრდნობოდა, ხელები გადაეჯვარედინებინა და ჩემს კართან აბიბინებულ წითელ ვარდებს ისეთი მზერით უყურებდა, თითქოს ბომბი ყოფილიყო. ამას ისიც ემატებოდა რომ 2კვირის წინ ძალიან ვიჩხუბეთ და წესიერად არც ველაპარაკებოდი.

​— ოჰ, ჩვენი პრინცესა ისევ ყვავილების ნიაღვარშია, — ჩაიცინა ირონიულად, — არ მეტყვი, ამჯერად რომელმა რაინდმა გადაწყვიტა შენი დახრჩობა ამ მცენარეებით? თუ კურიერს უკვე შენი მისამართი ავტოპილოტზე აქვს დაყენებული?
​მისი ტონი მჭრიდა. ეს ისევ ის ბიჭი იყო, რომელიც მაშინაც ასე დამცინავად მელაპარაკებოდა, როცა ბავშვობაში სულელურ შეცდომას დავუშვებდი, მაგრამ ახლა ამ ირონიის მიღმა რაღაც სხვა, ეჭვიანობის მაგვარი იგრძნობოდა.
— რა იყო, ფლორისტიკამ დაგაინტერესდა თუ უბრალოდ მოგწყინდა და ჩემს ნერვებზე დაკვრა გადაწყვიტე? — ვუპასუხე და თაიგული ხელში ავიღე და მივიხუტე.
— უბრალოდ ვფიქრობდი, ეს ბუჩქი შენს ოთახში დაეტევა თუ აივნიდან გადმოკიდებას აპირებ, რომ მთელმა ქუჩამ დაინახოს, როგორ ეტრფიან კესანეს— ცალი წარბი აწია და ნაბიჯი გადმოდგა. — ნეტავ იმ საწყალმა თუ იცის, რომ შენ ვარდებზე მეტად ის პონჩიკები გიყვარს, დედაჩემი რომ შენთან მატანდა?თუ ეგ ჯერ არ გაგიმხელია მისთვის?
— შენი საქმე არ არის, ვინ რა იცის ჩემზე! — ავენთე მე. — საერთოდ, რატომ გგონია, რომ უფლება გაქვს ასე მელაპარაკო? იმიტომ, რომ დაბადებიდან მიცნობ? დავიღალე შენი ამ "უფროსი ძმის" ირონიული ტონით. არხარ შენ ჩემი ძმა და არც არასდროს მიმიჩნევიხარ!

თედო გაჩუმდა. მისი სახიდან ირონია ნელ-ნელა გაქრა.
— მართალი ხარ, — თქვა მოულოდნელად დაბალი, სერიოზული ხმით. — არანაირი უფლება არ მაქვს და სწორედ ეგ არის ჩემი პრობლემაც. იცი, რატომ ვარ ასეთი ირონიული? იმიტომ, რომ სხვა გზა არ მაქვს. ან უნდა დაგცინო ამ ყვავილების გამო, ან ეს თაიგული ფანჯრიდან უნდა გადავაგდო და შენ სახლში გამოგკეტო იმის შიშით, რომ ერთ დღეს ვიღაც სხვა მართლა წაგიყვანს ჩემგან.
— შეენ რას ამბობ...
— იმას ვამბობ, რომ ჩემი და შენი უბრალოდ მეგობრობა ყველაზე დიდი ტყუილია, რაც კი ოდესმე მითქვამს. როცა ლიკაზე დავქორწინდი მეგონა, რომ ბედნიერი ვიქნებოდი. ვფიქრობდი ჩემი ადამიანი ვიპოვე, მაგრამ ნელნელა ყველაფრის შენთან დაკავშირება დავიწყე, სულ გადარებდით, როდესაც ვკამათობდით, ან წარმატებას ვაღწევდი ან მარცხი მომდიოდა ვფიქრობდი ნეტა კესანე ლიკას ადგილზე როგორ მიპასუხებდა, რას მეტყოდა, როგორ მოიქცეოდა. საკუთარ ქორწილშიც კი შენი დანაკლისი მქონდა. განა არ მიყვარდა ლიკა? განა პატივს არ ვცემდი ან არ ვაფასებდი? მაგრამ რაღაც უცნაურ მიჯაჭვულობას ვგრძნობდი შენს მიმართ. მეგონა ეს მიჯაჭვულობა, მუდმივად შენზე ზრუნვის, დაცვის სურვილი გაივლიდა, რომ შენ სულ ბავშვად დარჩებოდი ჩემთვის. მაგრამ ახლა აქ დგახარ, 26 წლის ხარ და მე ისევ ისე გიყურებ, როგორც მაშინ, 9 თებერვალს – როგორც ჩემს ყველაზე დიდ საჩუქარს, რომელიც სხვას არავის ეკუთვნის. მაშინ უბრალოდ როგორც საყვარელ დაუცველ ბავშვს ისე გიყურებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
დაძაბულობა პიკს აღწევდა. ვიგრძენი, როგორ დამისველდა ხელისგულები. ეს ის მომენტი იყო, რომელსაც წლებია ჩემს სიზმრებში ვხვედავდი, მაგრამ რეალობაში მისი ისე მეშინოდა, როგორც უფსკრულის პირას დგომის.
​— აქ ნუ ვიდგებით... — ჩავჩურჩულე და თვალი ჩემი კარისკენ გავაპარე, სადაც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დედას გამოეხედა.
​ არაფერი თქვა, უბრალოდ გვერდზე გაიწია, თავისი ბინის კარი ფართოდ გააღო და გზა დამითმო. შევედი. სახლში ის ნაცნობი სურნელი იდგა, რომელიც ბავშვობიდან მახსოვდა. თაიგული იქვე, შემოსასვლელში, კომოდზე დავდე. ისე მეუცხოვა ეს ყვავილები ამ გარემოში, თითქოს იქაურობას აბინძურებდნენ.
​მან კარი ზურგსუკან ჩაკეტა.

ის ფანჯარასთან მივიდა, შუბლი ცივ მინას მიადო და მძიმედ ამოისუნთქა. ირონია, რომელიც აქამდე მისი ჯავშანი იყო, საბოლოოდ ჩამოეშალა და მის ნაცვლად რაღაც ძალიან მტკივნეული, წლობით ნაგროვები სიმართლე ამოტივტივდა.
​— გგონია, ასე ადვილი იყო? — თქვა მან ისე, რომ არ შემობრუნებულა. — გგონია, არ მინდოდა მაშინვე მეყვირა, როცა მივხვდი, რომ ჩემს გულში ყველაფერი შეცვლილი იყო? მაგრამ რას ვიტყოდი? ან ხალხი რას იტყოდა?
​ის ნელა შემობრუნდა, თვალები ჩაწითლებოდა.
​—როდესაც შენს შეყვარებულთან ერთად, ჩემს ოფიციალურ ნიშნობაზე გამოცხადდი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ შენ ჩემთვის უბრალოდ მფარველობის ქვეშ მყოფი პატარა გოგო აღარ იყავი. ეს აღარ იყო ის მზრუნველობა, რომლითაც ბაღში მიგაცილებდი. ეს იყო რაღაც სხვა... უფრო ძლიერი, უფრო სახიფათო და უფრო მტკივნეული. და სწორედ მაგის მეშინოდა ყველაზე მეტად. 18 წლის გოგო და 25 წლის ბიჭი რომლებიც ერთად გაიზარდეს, ლამის მე გაგზარდე იმდენად დიდ დროს ვატარებდი შენთან. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა? ავადმყოფად ჩამთვლიდნენ, კეს. მეტყოდნენ, რომ ნდობა ბოროტად გამოვიყენე.
​— რას იტყოდნენ შენები? იაკო და გია, რომლებიც საკუთარი შვილივით მიყურებდნენ. როგორ უნდა ჩამეხედა მათთვის თვალებში და მეთქვა, რომ მათ შვილზე, მათ პატარა გოგოზე სხვაგვარად ვფიქრობდი? რაც არ უნდა გაზრდილიყავი, რაც არ უნდა შეცვლილიყავი, მაინც იმ "და-ძმასავით გაზრდილის" იარლიყს მოგვაკერებდნენ. ეს სტატუსი ციხესავით იყო ჩემთვის. ყველას აზრის მეშინოდა, ყველა იმ ადამიანის, ვინც გვიყურებდა და ჩვენში მხოლოდ მეზობლის და-ძმასავით გაზრდილ ბავშვებს ხედავდა.
​თედო მომიახლოვდა, მისი ხმა უკვე კანკალებდა.
​— ამიტომაც მოვიყვანე მაინც ლიკა. ამიტომაც გავაკეთე ის ქორწილი. მეგონა, თუ საკუთარ თავს და სხვებს დავარწმუნებდი, რომ სხვა ცხოვრება მქონდა, ეს გრძნობა ჩაქრებოდა. მეგონა, თუ შენგან შორს ვიქნებოდი, გადაგეჩვეოდი, გავაქრობდი ამ ემოციურ მიჯაჭვულობას... ეს იყო ჩემი ჯოჯოხეთი – გიყურებდი და სიმართლის თქმის უფლება არ მქონდა, იმიტომ რომ "უფროსი მეგობარი" უნდა ვყოფილიყავი.
​მან სახეზე ხელები მომკიდა, მისი თითები ცეცხლივით წვავდა ჩემს კანს.
​— ახლა კი... ახლა უკვე აღარ მაინტერესებს. დაე, ყველამ ყველაფერი თქვას. დაე, ავადმყოფად ჩამთვალონ. ოღონდ კიდევ ერთი წელი არ გამატარებინო იმის ფიქრში, რომ სხვისი თაიგულები შენს მისაღებში უნდა იდოს, რომ სხვა შეგიყვარდება, სხვას დაუკავშირებ შენს ცხოვრებას, სხვას გაუღიმებ, ჩაეხუტები, აკოცებ. ეგოისტი ვარ, ჩემ თავს შანსი მივეცი მაგრა, შენზე ვბრაზობ როდესაც ვინმე საჩუქარს გიკეთებს. რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული ბერლინში, გხედავდი და შორიდან გიყურებდი. შენ აკრძალე კონტაქტი და არ გადმოვკვეთე შენს მიერ გავლებული ხაზი.
​ამ სიტყვების შემდეგ ოთახში ჰაერი თითქოს გაიყინა. ჩემს წინ მხოლოდ ის კაცი იდგა, რომლისთვისაც ჩემი სახელი სამყაროს დასაწყისიც იყო და დასასრულიც.
-ხალხი მაშინაც ლაპარაკობდა და ახლაც ილაპარაკებს, თედო, — ჩემი ხმა ჩურჩულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნათქვამს. ადგილიდან არ დავძრულვარ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მჭამდა მისი მზერა. — შენ მათ აზრს ჩემი ბედნიერება შესწირე. შენ მე იმ „და-ძმობის“ ციხეში გამომამწყვდიე, სადაც ყვირილის უფლებაც არ მქონდა. გგონია, გერმანიაში იმიტომ გავიქეცი, რომ სწავლა მინდოდა? არა, იქ იმიტომ წავედი, რომ შენი და ლიკას ბედნიერების ყურება მკლავდა. ვხედავდი როგორ უღიმოდი ჩემი ღიმილით, როგორ ეძახდი სიყვარულოს, დანაზე ბასრად მესობოდა გულში.
კაცმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. მან ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, თითქოს თავადვე იკავებდა საკუთარ თავს, რომ არ შემხებოდა.
მისი თვალები აციმციმდა. ირონიული ნიღაბი საბოლოოდ დაიმსხვრა და მის ადგილას მხოლოდ უსაზღვრო, წლების განმავლობაში ნაგროვები სიყვარული დარჩა. ჩვენ ისევ ერთმანეთის მოპირდაპირედ ვიდექით — შეხების გარეშე, მაგრამ იმაზე ახლოს, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ.

- გიამ და იაკომ იციან რომ მიყვარხარ.
გაშეშდა. ჩემი სიტყვები მასზე უფრო მძაფრად იმოქმედა, ვიდრე ნებისმიერ ფიზიკურ შეხებას შეეძლო. მისი მხრები, რომლებიც წამით ადრე დაჭიმულიყო, უცებ მოეშვა. გაოგნებული მიყურებდა, თითქოს იმ წამს გაიგო, რომ სამყარო, რომლისაც ასე ეშინოდა, სინამდვილეში დიდი ხნის წინ დაინგრა და მის ადგილას მხოლოდ თანაგრძნობა დარჩა.
— რა თქვი? — ძლივს ამოთქვა მან. ხმა ისე წაერთვა, თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.
​— ყველაფერი იციან. — ვთქვი მე და ადგილიდან მაინც არ დავიძარი, თუმცა ვგრძნობდი, როგორ მიკანკალებდა მუხლები. — შენი ნიშნობის დღიდან იციან, როგორ მიყვარხარ. მაშინ, როცა შენ იმ გოგოს ხელს ჰკიდებდი და სხვას უღიმოდი, მე სახლში მათზე ჩახუტებული მივტიროდი ამ გრძნობას. ვუმალავდი ყველას, ვუმალავდი შენ, მაგრამ მათ ვერ დავუმალე... მათ წინაშე დავიცალე იმ ტკივილისგან, რომელიც მახრჩობდა.
​თედომ თვალები დახუჭა. დავინახე, როგორ აუკანკალდა ნიკაპი. ის ბატონი თეოდორე, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებდა, ახლა უმწეო ბავშვს დაემსგავსა.
​— იციან? — ჩაიჩურჩულა თავისთვის. — და არაფერი უთქვამთ? არ შევუძულებივარ?
​— პირიქით — ხმაში ცრემლი გამერია. -დედას და მამას შენ ისევ ისე უყვარხარ, როგორც მაშინ, როცა კექსს პირველად შენ გაჭმევდნენ... ოღონდ ახლა იციან, რომ მათი შვილი შენს გარეშე უბრალოდ ჩრდილია.
​ის კედელს მიეყრდნო. მისი მზერა სადღაც შორს, წარსულში გაიჭედა — იმ დღეებში, როცა ის ჩვენთან შემოდიოდა, ირონიულად გვეხუმრებოდა და ვერც კი ამჩნევდა, რომ ჩემი მშობლები მის თვალებში იმავე სევდას კითხულობდნენ, რასაც ჩემში.
​— სინამდვილეში ყველაზე ბოლო მე აღმოვჩნდი, ვინც სიმართლეს თვალი გაუსწორა.
​ისევ ერთმანეთის მოპირდაპირედ ვიდექით.მაგრამ ის კედელი, რომლისაც ასე ეშინოდა — მშობლების აზრი, ხალხის განკითხვა, "და-ძმასავით გაზრდის" სტატუსი — ჩემმა სიტყვებმა ნანგრევებად აქცია.
​— კესანე — მისი ხმა ახლა სხვანაირად ჟღერდა. მასში შიში აღარ იყო. მხოლოდ წარმოუდგენელი შვება. — გამოდის, რომ მთელი ეს წლები... მარტო მე ვიყავი ვინც ვერ ხვდებოდა შენს ჩემს მიმართ გრძნობებს?
ისევ კედელს მიეყრდნო, თითქოს ფეხები აღარ ემორჩილებოდა. მისი მზერა, რომელიც აქამდე დაძაბული და მებრძოლი იყო, უცებ რაღაცნაირად დათბა და შვებით აივსო. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ საათის ისრების წიკწიკი და ჩვენი აჩქარებული სუნთქვა ისმოდა.
— იცი, რა მტანჯავდა ყველაზე მეტად? — თქვა მან და თვალები დახუჭა. — ყოველ ჯერზე, როცა თქვენთან შემოვდიოდი და იაკო ისე თბილად მიყურებდა, როგორც ყოველთვის, მეგონა, რომ მას ვატყუებდი. მეგონა, რომ მის ნდობას ფეხქვეშ ვთელავდი, რადგან ჩემს ფიქრებში მისი პატარა გოგო უკვე აღარ იყო „პატარა მეზობელი“. ის მზერა მწვავდა... და თურმე ის სითბო სწორედ იმიტომ იყო, რომ ყველაფერი ესმოდათ.
მან მძიმედ ამოისუნთქა და ჰაერი ისე ხარბად შეისუნთქა, თითქოს პირველად სუნთქავდა თავისუფლად.
— აქ დავრჩეთ— თქვა მოულოდნელად და თვალები გაახილა. — ოღონდ ახლა არა... ახლა ნუ გავალთ მათთან. არ მინდა ეს მომენტი ვინმეს გავუყოთ. მინდა, რომ ეს სიჩუმე, ეს სიმართლე... მხოლოდ ჩვენი იყოს.
მან ხელები ჯიბეებიდან ამოიღო და დაბლა დაიხედა. მისი თითები აღარ კანკალებდა.
— წლები ვაშენებდი კედლებს ხალხისგან, მშობლებისგან, გამოგონილი სტატუსით. და შენ ეს ყველაფერი ერთ წამში დაანგრიე... ერთი აღიარებით.
ის ისევ იმავე ადგილას იდგა, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის უხილავი უფსკრული, რომელიც ჩვენს შორის წლებია არსებობდა, გაქრა. ახლა ჩვენს შორის მხოლოდ ჰაერი იყო — სუფთა, სიმართლით გაჯერებული ჰაერი, რომელსაც ასე ხარბად შეისუნთქავდა.

-თედო, ჩემზე ორსულობის დროს იაკო და დედაშენი ოცნებობდნენ, გოგო თუ გავჩნდებოდი, ერთმანეთი შეგვყვარებოდა და დავქორწინებულიყავით. დაბადებისა დღიდან ხედავდნენ შენს ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, მზრუნველობას, სითბოს და ეს ოცნება უღვივდებოდათ. ერთი წამითაც არ დაფიქრებულან რომ ნათლი-მირონობით გაეერთიანებიათ ოჯახები, თითქოს მართლა შენთვის გამაჩინა დედაჩემმა. თითქოს მართლა შენთვის დავიბადე დაბადების დღის საჩუქრად.
-კეს, შენ ჩემი ყველაზე ძვირფასი და საოცარი საჩუქარი ხარ. მე შენ მიყვარხარ.
ჩემი სახე ხელებშორის მოიქცია და ნაზად მაკოცა. ყველა უცნაურმა ემოციამ ერთად დამიარა სხეულში.
-მე შენ მიყვარხარ ბატონო თეოდორ არჩვაძე.

ახლა ღამის ორი ნახევარია. ოთახში მხოლოდ ლეპტოპის ეკრანის შუქი კრთება და კლავიატურის ჩუმი კაკუნი ისმის. ჩემს გვერდით, საძინებელში, სამ ყველაზე დიდ ბედნიერებას ძინავს. თედო და ჩვენი სამი წლის ტყუპები — ორი პატარა სიცოცხლე.
მაქსი მამასავით ბღვერიაა. მიუხედავად ასაკისა, მასში უკვე იგრძნობა ის კაცური სიმტკიცე და სითბო, რამაც მე თავის დროზე თედო შემაყვარა. ლალეინა.. ის ჩვენი მზეა. სულ იღიმის და კისკისებს, მაგრამ თუ გაბრაზდა, წამში კაპასდება— ხელებს მკერდზე გადაიჯვარედინებს და კუთხეში დგება.
— ზუსტად შენნაირია, როცა მებუტებოდი, — მეჩურჩულება ხოლმე თედო და თან მეხუტება. — შენც ხომ ასე სჯიდი შენს თავს ბრაზისთვის, კუთხეში დგებოდი და ელოდებოდი, როდის გადმოვიდოდი აივნიდან შენს მოსაბრუნებლად.
ამ დროს მეღიმება. მახსენდება ის აივანი, ის პატარა ჭიშკარი და ის ბავშვობის წლები.
ლეპტოპს ვხურავ და საძინებელში შევდივარ. მათ სუნთქვას ვუსმენ და ვხვდები: მე ვარ ქალი, რომლის სახელიც სიყვარულით შეირჩა და რომლის ცხოვრებაც ამ სიყვარულმა სამოთხედ აქცია.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საყვარელი ისტორიაა♥️♥️♥️♥️

 


სტუმარი ნანა- მადლობა♡

 


№3 სტუმარი ანა-მარია ბერიძე

მომეწონა ეს თბილი ისტორია ❤️
წარმატებები ავტორს ❤️

 


ანა-მარია ბერიძე-მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent