შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლთან თამაში ნაწილი3


გუშინ, 16:02
ავტორი La dolce vita
ნანახია 313

ლინდა
თვალები დახუჭული მქონდა და მთლიანად ვიყავი ჩაფლული ჩემს სტიქიებში, რიტმულად ვაყოლებდი ტანს მუსიკას. მოულოდნელად კი წელზე მძიმე შეხება ვიგრძენი, სახესთან კი — ცხელი სუნთქვა. ადგილზე გავშრი და სუნთქვაც კი შევწყვიტე. როდესაც უკან მივიხედე, ნოე დავინახე, რომელიც მწველი მზერით მიყურებდა — ისეთი თვალებით, რომ უბრალოდ მის ამ გამოხედვას ვერ ვუძლებდი. ჩემდა გასაკვირად, მან ცეკვა დაიწყო და მეც მიბიძგა, ავყოლოდი მას. გადავწყვიტე, მის თამაშს ავყოლოდი და სხეულის რხევა დავიწყე. რაც უფრო მცირდებოდა ჩვენს შორის მანძილი, მით უფრო მძიმდებოდა ჰაერი ჩვენს ირგვლივ. ბოლოს გონება დაბინდულმა უბრალოდ ხელი ვკარი და ზღვაში შევედი, რომ ეს მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი ჩემში ჩამეცხრო. მისკენ გავიხედე და ეშმაკური თვალებით დამყურებდა. არ ვიცი, რა უნდოდა ჩემგან, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ის არ მომეშვებოდა. გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, ისე შემოცურა წყალში და ჩემს წინ აისვეტა.
სულ ავირიე; რა უნდოდა ჩემგან, რას გადამეკიდა? ვერ ვიგებდი, მაგრამ... მაგრამ მისგან წამოსულ სიმხურვალეს წყალშიც კი ვგრძნობდი. იგი თვალს არ მაშორებდა, თითქოს ცდილობდა, ჩემს სულში შეეღწია და იქიდან გაეგო პასუხი. არ ვიცი, რას მიკეთებდა, თითქოს მთლიანად მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი, ვერ ვინძრეოდი, ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლო მანძილიც გადმოკვეთა ჩემამდე, ძალიან ახლოს მოვიდა, სახეზე ხელები შემომხვია, შემდეგ კი... მოწყურებული დაეწაფა ჩემს ტუჩებს. ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ხდებოდა ჩემს თავს, ვერ გამეგო! ვერ გავუძელი მის მხურვალე კოცნას და მეც ავყევი. ის უფრო მომთხოვნი გახდა, ვიგრძენი, როგორ მომხვია ხელები და ჰაერში ამიტაცა, თან ისე, რომ კოცნა არ შეუწყვეტია. მოულოდნელად ყელზე გადაინაცვლა და ახლა იქ მაკოცა. ამან სულ გამომაცალა ძალა, რადგან მან ისე მძლავრად და ვნებით მაკოცა, რომ კანზე წვაც კი ვიგრძენი. თითოეული მისი შეხება მწვავდა და მაბრუებდა. ჩემი თავისა მეთვითონ მიკვირდა, რომ ამის უფლებას ვაძლევდი ორი დღის გაცნობილს და მეტიც — მეთვითონაც მინდოდა ეს! არ განმსაჯოთ ძალიან, ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, უბრალოდ კონტროლი დავკარგე საკუთარ თავზე. მსგავსი რამ აქამდე არ განმიცდია. მისი ყოველი შეხება გულს მიჩქარებდა, გონებას მითიშავდა და მწვავდა ისე, როგორც გავარვარებული ცეცხლი. ეს ჰგავს ცეცხლის ალს, რომელიც თან გათბობს, მაგრამ თუ ძალიან ახლოს მიხვალ მასთან, გწვავს; სწორედ ამას განვიცდიდი. ახლა ისე ჰაეროვნად მიკოცნიდა ყელს და თან, ამავდროულად, ვნებიანად, სხეულში ჟრუანტელი მივლიდა; ვგრძნობდი, როგორ რეაგირებდა ჩემი სხეულის ყოველი კუნთი მის შეხებაზე. ბნელდებოდა, თუმცა წყლიდან ამოსვლას რატომღაც არცერთი ვჩქარობდით. ვიგრძენი, როგორ ოსტატურად ჩამომისვა ხელი; ამის შემდეგ რაც მოხდა, ამან სულ გამაგიჟა, რადგან ის კოცნით ჩაუყვა ყელიდან მკერდამდე. ისე მხურვალედ მაკოცა, სუნთქვაც კი შემიწყდა, ჰაერი ისე დაიძაბა და დაიმუხტა ჩვენ შორის. ჩემი სხეული კი აუარებელი ადრენალინით აივსო. რატომ ვერ ვჩერდებოდი? და ვაძლევდი უფლებას შემხებოდა? ნუთუ ეს მეც მინდოდა? ჩემს გონებაში გაისმოდა ეს კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ არ მქონდა, ან მქონდა და არ მინდოდა ამის აღიარება. უკვე ისე ვიყავი ამ ბურუსში გახვეული, ვერ ვრეაგირებდი, შინაგანად უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ მოულოდნელად ის ჩერდება და თვალებში მიყურებს. ეს რა იყო ახლა, ვერ გავიგე? რისი მიღწევა ცდილობდა?
— ეს რა იყო ახლა? — ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი, რადგან ჯერ კიდევ მიჭირდა სუნთქვა.
— და რა იყო?
— ნოე, მორჩი თამაშს და მითხარი, რატომ ჩამაგდე ამ დღეში?! რატომ მაცდუნე? — სასოწარკვეთილმა წამოვიძახე.
— არ მითხრა, რომ შენც არ გინდოდა ეს, რადგან ასე რომ ყოფილიყო, არ ამყვებოდი და ის, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა ჩვენ შორის, არ მომცემდი ამის უფლებას, — მომიგო მან.
მისმა სიტყვებმა დამადუმა, ვერაფერი ვეღარ ვთქვი, რადგან მართალს ამბობდა. მე მივეცი ამის უფლება და ვერც ვუსაყვედურებდი, მაგრამ რატომ გამიკეთა ეს? და გააღვიძა ჩემში ის გრძნობები, რომლის არსებობაც აქამდე არ ვიცოდი? საკუთარ თავზე მომეშალა ნერვები, წყლიდან ამოვედი, სწრაფად გადავიცვი კაბა, ნივთები ავიღე და კოტეჯისკენ გავიქეცი.
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, ჯერაც ვგრძნობდი იმ მწველ შეხებებს კანზე, ეს უფრო მაღიზიანებდა. საკუთარი თავისა ვერ გამიგია, რა დამემართა? რანაირად მოვექეცი მისი გავლენის ქვეშ? თვალზე ცრემლები მაწვებოდა, არა, ეს თუ ვინმეს არ ვუამბე, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი. ტელეფონი ავიღე და ჩემს გოგოებს დავურეკე.
— ლინდა, რა მოხდა, ასეთ დროს, რომ რეკავ? — მკითხა ნინამ.
— გოგოებო, რაღაც უნდა გიამბოთ, — არეული ხმით ვუთხარი მათ.
— რა ხდება, ხომ მშვიდობა გაქვს?
— ეგ თქვენ მითხარით, მშვიდობა მაქვს თუ არა?
— ვაიმე, ამოღერღე! — წამოიძახა სოფიამ.
ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, რაც სანაპიროზე მოხდა, დაწყებული ცეკვით და დამთავრებული იმ ვნებიანი კოცნით. ჩემი მონოლოგი დავასრულე და მათ გავხედე, ორივე გაოცებული სახეებით მიყურებდნენ, ბოლოს კი სოფიამ წამოიწყო:
— ვიღაც ამბობდა, რომ ნოესთან რომანს არ გააბამდა და პირველივე მცდელობაზე აყვა, — ახარხარდა სოფია.
— სოფია, კარგი რა, ვერ ხედავ, რა დღეშია? ისედაც თავს ძლივს იკავებს, რომ არ ატირდეს, — გაეცინა ნინას.
— ლინდა, კარგი რა, მესმის, რასაც განიცდი ახლა, მაგრამ ეს ხომ არ მომხდარა ძალდატანებით. შენც აყევი მას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგეწონა ეს სიახლოვე. თანაც ნახე, როგორ მოიქცა ის — ამაზე შორს არ წავიდა, რადგან იცოდა, რომ ამით შენს პირად საზღვრებს დაარღვევდა.
— აუ, კარგით რა, ასე მაინც არ უნდა მოქცეულიყო და არ უნდა შეხებოდა მისთვის უცხო გოგოს, რა დღეში ჩამაგდო, ვერ წარმოიდგენთ! — ამოვილუღლუღე.
— მართალი ხარ, არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ გააკეთა. ასე კი ადამიანი მაშინ იქცევა, როდესაც მის მიმართ ინტერესი აქვს და მიზიდულობა. როგორც ჩანს, შენ მასში ძლიერ გრძნობებს აღძრავ, — აუხსნა სოფიამ.
— კარგი რა, მგონია იფიქრა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ვარ და ადვილად მოსაპოვებელი.
— წინასწარ ამაზე ფიქრით ნუ დაიტანჯავ თავს, დატკბი დასვენებით და დაელოდე მოვლენების განვითარებას, მაგრამ გული მიგრძნობს, ეს ამბავი ასე არ ჩაივლის. აი ნახავ, მალე თუ ერთად არ იყოთ! — თვალი ჩამიკრა სოფიამ.
დიდხანს აღარ გვისაუბრია, უკვე ძალიან გვიანი იყო. ოთახში ვეღარ მოვისვენე, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ამიტომ ხალათი მოვიცვი და ეზოში გავედი. ირგვლივ გამეფებული ღამის სიჩუმე იდგა, შორიდან ტალღების შრიალი ისმოდა და ჭრიჭინების ხმა. ცხენის ფრუტუნის ხმა მომესმა, გვერდით გავიხედე და შემოღობილ ადგილზე ზევსი დავინახე, რომელიც ფრუტუნებდა და ყურები დაეცქვიტა. როგორც ჩანს, ჩემი სიახლოვე იგრძნო და გაიღვიძა. გამეღიმა და მას მივუახლოვდი. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ვაჟბატონი, რომ ზევსი ფიცხია, როცა სულაც არ ჩანდა ასეთი. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ლამაზი ცხენი ჰყავს. მასთან მივედი და ფრთხილად გადავუსვი მის გრძელ ფაფარს ხელი და სახეზე მოვეფერე.
— მითხარი, ზევს, რატომ არის შენი პატრონი ასეთი თავხედი? — ვკითხე ისე, თითქოს მართლა მეტყოდა რამეს.
— ისე ეკითხები, თითქოს რაიმეს თქმა შეეძლოს.
გავიგონე მისი ბოხი ხმა თუ არა, უკან მოვიხედე და დავინახე მისი მშვიდი და აუღელვებელი სახე, რომელზეც ღიმილი დასთამაშებდა. საერთოდ არ მინდოდა მისი დანახვა, ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ წამის მესამედში ჩემთან გაჩნდა და ისევ ჩემს წინ აისვეტა. ისევ იგივე მზერა, რომელიც ასე მნუსხავდა და რეალობის აღქმას მაკარგვინებდა. ჩემს სახესთან ძალიან ახლოს მოვიდა, ცალი ხელით გრძელ ჯებირს მიაყრდნო და ისევ გააგრძელა ჩემი ყურება, ოღონდ ეს არ იყო აგრესიული, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ ვხსნიდი.
— რატომ მიკეთებ ამას? — ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე.
— და რას ვაკეთებ, ლინდა?
— ნუ თამაშობ ჩემს გრძნობებზე, ძალიან გთხოვ! ის, რაც დღეს ჩვენ შორის მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ეს შენც ძალიან კარგად იცი, რომ შენ ჩემი პირადი საზღვრები დაარღვიე.
— ვაღიარებ, იმპულსურად მოვიქეცი და გრძნობებს ავყევი, მაგრამ ლინდა, რატომ არ გინდა სიმართლეს თვალი გაუსწორო? რატომ არ უტყდები შენს თავს, რომ ეს შენც გინდოდა და შენ ქვეცნობიერად ამას ელოდი? — მშვიდი ხმით მითხრა.
— რაა? — წამოვენთე მე. მან ხელი ჩამკიდა და სახლიდან მოშორებით გამიყვანა, სადაც საქანელა ჰქონდა ჩამოკიდებული. მხრებზე ხელი მომკიდა დამსვა და თვითონ ჩემს წინ ჩაიმუხლა, ისევ თვალებში შემომხედა.
— აქ რისთვის მომიყვანე?
— იმისთვის, რომ მშვიდად ვისაუბროთ, — მითხრა მან და განაგრძო. — მისმინე, ვიცი, რასაც ახლა გეტყვი, გაგაოცებს ან გაგაბრაზებს, მაგრამ ეს ახსნის იმას, რაც სანაპიროზე მოხდა. მე შენ მომწონხარ, როგორც ლამაზი ქალი, გესმის?
— რაა? სულ გააფრინე? რომელ მოწონებაზე მელაპარაკები, წესიერად არც კი მიცნობ! — წამოვენთე მე.
— მათქმევინე, ეს არ არის ემოციური სიახლოვე, ეს არის სხეულებრივი მიზიდულობა. მე შენ მომწონხარ, როგორც ქალი, რომელსაც წარმოვიდგენ ჩემს პარტნიორად, — მითხრა მან.
ამას ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი. მომწონხარ როგორც ქალი და მიზიდავო... ღმერთო ჩემო, ეს რას მოვესწარი! თან ამას ისე სერიოზული სახით ამბობდა, აშკარად არ ხუმრობდა. ეს რა გამოცდას მიწყობს სამყარო? ვერ გამეგო, მაშინ არ ვიცოდი, რას მიმზადებდა ცხოვრება, მერე მივხვდი, რომ ეს გარდაუვალი იყო. ფეხზე წამოვხტი და ბრაზნარევი სახით დავაჩერდი ნოეს.
— შენ მგონი სულ გაგიფრენია, ბატონო ნოე! და საერთოდ, რას ელი ჩემგან? იმედია, არ ფიქრობ, რომ იმ წამიერი სისუსტის გამო შეძლებ როცა გინდა მომიახლოვდე და რაც გინდა, ის გამიკეთო?
ის ჩემკენ წამოვიდა და მითხრა:
— მე არ ვაპირებ შენთვის რამის შემოთავაზებას და არც მოახლოებას. უკვე გითხარი, რომ ეს იყო იმპულსური გადაწყვეტილება, შესაძლოა ორივეს მხრიდან, რომლისგანაც თავი ვერ დავაღწიეთ. ეს აღარ განმეორდება იქამდე, სანამ შენ თვითონ არ მოგინდება ჩემთან ყოფნა არ შეგეხები. — მითხრა და წავიდა.
მისმა სიტყვებმა სულ დამაბნია, არ მეგონა თუ ასე მალე დაიხევდა უკან. ნუთუ მართლა დაიჭერდა დისტანციას?

****
დილით ისე ცუდად ვიგრძენი თავი, რომ საწოლიდან წამოდგომაც კი გამიჭირდა. მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი და მომხდარის გადახარშვას ვცდილობდი. ვგრძნობდი თავის არეში ტკივილს, ჩანთიდან დამამშვიდებლებს ვიღებ და ვსვამ. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი, ზედმეტად განვიცდიდი ყველაფერს და ფიქრს ვერ ვწყვეტდი. ბოლოს უკვე სხვა გზა აღარ მქონდა და ნერვოლოგთან მივედი, მან სპეციალური დამამშვიდებლები გამომიწერა, რომ დავმშვიდებულიყავი.
მოვიწყვე მეც ვითომ დასვენება, რომ იტყვიან, რა... ერთმა ღმერთმა თუ იცოდა, რა იქნებოდა ამ ორ თვეში, რას მიქადდა მე ცხოვრება და რა ლაბირინთებში გამაბავდა. თუმცა გული მიგრძნობდა, აქ გატარებული ორი თვე უკვალოდ არ ჩაივლიდა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რაც წუხელ მოხდა და რაც იმ ვაჟბატონმა მითხრა. თითქოს უკვე წინასწარ იცოდა, რომ მე აუცილებლად მივიდოდი მასთან. არა, ეს როგორ მითხრა? ნამდვილი ხეპრეა! ღმერთო ჩემო, არა, ისე უნდა ვაღიაროთ, რომ სიმპატიური კი არის, ეს კოვბოი. ძალიან შარმიანი და ქარიზმატულია: მაღალი, სპორტული აღნაგობის, ოდნავ ტალღოვანი თმებით, წამოზრდილი ტუჩებით, მუქი ყავისფერი თვალებით. უცნაურია, მაგრამ მის თვალებში საოცარ თავდაჯერებულობას ვხედავ, სიმტკიცეს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ არანაირი აგრესია არ იკითხება, უფრო სიმშვიდე და უცნაური სითბო, რომელსაც ალბათ საგულდაგულოდ მალავს. დამავიწყდა მეთქვა, ასევე შევნიშნე, რომ ტატუც აქვს მთლიან მკლავზე.
მგონი, სულ გავგიჟდი! ხო, როდის აქეთია მისი გარეგნობით დავინტერესდი? სუფთა იდიოტი და გაუთლელი ხეპრეა, რომელმაც არ იცის ქალთან როგორ უნდა მოიქცეს. თურმე როგორც პარტნიორი ქალი, ისე მოვწონვარ, უსირცხვილო! საინტერესოა, რამდენად შეასრულებს თავის სიტყვას. ოთახში ყოფნაც აღარ შემეძლო, სწრაფად მოვემზადე, გრილი ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი, თმები ზემოთ ავიწიე, შემდეგ კი ოთახიდან გავედი. ჯერ ძალიან ადრე იყო, ამიტომ მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა და ტალღების შრიალი. სანაპიროსთან ძალიან ახლოს ცხოვრობენ, ამიტომ ტალღების ხმა ძალიან ახლოს ისმოდა. ცხენების სადგომს ჩავუარე და ეს ვაჟბატონი დავინახე, რომელსაც მაისური გაეძრო და ცხენებს ისე აბანავებდა, თავზე თავისი ქუდი ეფარა. წამიერად თვალი გამიშტერდა, მასზე თითქოს მან იგრძნო, რომ ვუყურებდი და შემობრუნდა, სწრაფად გავეცალე იქაურობას, არ მინდოდა დავენახე.
რა გჭირს, ლინდა? რას აკეთებ შენი აზრით? რატომ მიაშტერდი ნოეს? შენ ხომ მას ვერ იტან, მაშინ რატომ იქცევი პატარა გოგოსავით? ნუ აგრძნობინებ, რომ ის მართალი იყო! ნერვებმოშლილი გავემართე კოტეჯისკენ, ლეპტოპი და წიგნაკი ავიღე, შემდეგ კი ეზოში მდგომ პატარა მაგიდასთან ჩამოვჯექი. კალამი ხელში მიჭირავს, ვცდილობ, ორი სიტყვა მაინც დავწერო, უეცრად კი რაღაც აზრები მომდის თავში. ვგრძნობ, რომ უკვე ჩნდება პატარა იდეები, ემოციები, თუმცა ჯერ მხოლოდ იდეა მაქვს და არა სრული სურათი. დავინახე, როგორ ჩაიარა ნოემ, მაგრამ ისე, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედავს, თითქოს იქ არც ვიყავი.



**
ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ისტორიაზე თქვენი აზრით ამ შორის მოვლენები, როგორ განვითარდება?



№1 წევრი La dolce vita

იმედია არ დაგაბნევთ, მოვლენების ასეთი, განვითარება, ჟანრულად ეს ასეთი ისტორიაა,სადაც დრო შეზღუდული აქვთ ამიტომ აქ ნელი სიუჟეტური განვითარება არ გამოდგებოდა, ყველაფერი სწრაფად სა სპონტანურად ხდრბა მათ შორის, კიდევ მაინტერესებს, რამდენი კითხულობთ ამ ისტორიას.

 


№2  offline წევრი Whosavesyou

აუ, ძალიან კარგია heart_eyes

 


№3 წევრი La dolce vita

Whosavesyou
აუ, ძალიან კარგია heart_eyes

მადლობა, მიხარია თუ მოგეწონათ.❤️🔥უარეასენი ჯერ კიდევ წინ არის.

 


№4 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ძალიან საინტერესოა. რატომღაც მგონია ლინდას კიდევ უფრო დიდი ხნით მოუწევს მანდ დარჩენა, რადგან შეიძლება წყვილი სიყვარულის მორევში გადავარდეს.
ყველას სასიამოვნო ,,წინააღმდეგობებს" გისურვებთ 😙

 


№5 წევრი La dolce vita

სტუმარი სტუმარი
ძალიან საინტერესოა. რატომღაც მგონია ლინდას კიდევ უფრო დიდი ხნით მოუწევს მანდ დარჩენა, რადგან შეიძლება წყვილი სიყვარულის მორევში გადავარდეს.
ყველას სასიამოვნო ,,წინააღმდეგობებს" გისურვებთ 😙


თუ ბოლომდე მომყვებით, ნამდვილად არ ინანებთ, იმიტომ რომ ამათმა უნდა დაატრიალონ ისეთი ქარ-ცეცხლი, საიდანაც ვერცერთი ვერ შეძლებს გამოსვლას.
თქვენი მოსაზრებაც ძალიან საინტერესოა, ვნახოთ რა მიმართულებით წაიყვანს ეს ორი სიყჟეტს.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent